← კართაგენის ადგილობრივი კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

კართაგენის კრება · ტ. II (2011)

წინათქმა

მათთვის დასმულ შეკითხვებზე. ამათგან, პირველი კანონი ეს არის კრების ეპისტოლე პაპ ბონიფაციუსის მისამართით, იმ მთავარი საკითხის შესახებ, რომლის გამოც ეს კრება შედგა; მეორე და მესამე – ესენია კირილე ალექსანდრიელისა და ატიკე კონსტანტინოპოლელის პასუხები, რომლებიც ნიკეის კრების ნამდვილ აქტებს ახლავს თან; მეოთხე – ეს არის ეპისტოლე ნიკეის კრების სიმბოლოთი და კანონებით, რომელიც გაეგზავნა კართაგენის კრების მამების მიერ პაპ ბონიფაციუსს, და მეხუთე –- იმავე მამების 424 წლის ეპისტოლე, რომელიც გაეგზავნა პაპ კელესტინეს იგივე საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც შედგა 419 წლის კრება. ამ ბოლო ეპისტოლეს წარმოშობის მიზეზი ის იყო, რომ ერთმა მღვდელმა, სახელად აპიარიოსმა, რომელიც ადგილობრივი აფრიკული ეკლესიის კრებამ გაასამართლა, დაცვისათვის პაპ კელესტინეს მიმართა. პაპმა შესაძლებლად მიიჩნია თავისი დაცვის ქვეშ აეყვანა ეს მღვდელი და ამასთან შესაბამისობაში მისწერა კართაგენელ მამებს. მამების პასუხი კელესტინეს ამ წერილზე, სადაც ისინი პაპს მღვდლის შესახებ შუამდგომლობაზე უარს ეუბნებიან, შეადგენს წორედ დასახელებულ ეპისტოლეს. ის იმიტომ დგას კართაგენის 419 წლის კრების კანონების გვერდით, რომ შინაარსობრივად და მნიშვნელობით უშუალოდ ამ კრებას უკავშირდება და წარმოადგენს კრების მთავარი საკითხის შესახებ დასკვნით განწესებას.

პარფთაბენის წმინდა ადგილობრივი პრების პანონები

PDF გვ. 128

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: (1), ნიკეის კრების განსაზღვრებანი, დაე, ყოველმხრივ იქნეს დაცული. ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეს განსაზღვრებანი როგორცაა დაცული ჩვენს ხელნაწერებში, რომლებიც ჩვენმა მამებმა მაშინ თან მოიტანეს ნიკეის კრებიდან, და შემდგომში, ჩვენ მიერაც მიღებული განწესებანი, ზედმიწევნით შესატყვისნი ამ კრებისა, ამის დადასტურების შემდეგ, დაე, შესრულებულ იყოს.!?

"ძირითადი ნუმერაცია მიჰყვება ათენის სინტაგმას, ხოლო ფრჩხილებში ნაჩვენებია, თუ რა ნომრით არის ესა თუ ის კანონი შეტანილი კანონთა კრებულის წიგნში. რადგან მრავალი კანონი, მისი შინაარსიდან გამოდინარე, დაყოფილია ორ ან მეტ ნაწილად, ამიტომ საერთო რიცხოვნობა აღნიშნულ წიგნში გაცილებით მეტია. ქართულ დიდი სჯულისკანონში ნუმერაცია მიჰყვება ათენის სინტაგმას (რადგან ის შევიდა ფოტის ნომოკანონში, რომლის ქართული თარგმანსაც წარმოადგენს დიდი სჯულისკანონი), იმ განსხვავებით, რომ დამატებითი ხუთი კანონი, ანუ ეპისტოლენი, ქართულ სჯულისკანონში საერთო ნუმერაციაში შედის და, ამდენად, სულ გამოდის 138 კანონი. – მთარგ.

"ეს არის კართაგენის 419 წლის 1 კანონი. რადგან ეს კანონები ფაქტობრივად სხვადასხვა კრების კანონების კრებულია, ამიტომ მივუთითებთ მათ წარმომავლობას.

ღა_.>>>> ეს კრება შედგა კართაგენში 419 წელს. შეკრების მიზეზი იყო საკითხი იმის შესახებ, შეეძლო თუ არა რომის ეპისკოპოსს მიეღო აპელაცია აფრიკული ეკლესიის კრებების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. რომის ეპისკოპოსი თავის უფლებას აფუძნებოდა სარდიკიის კრების ერთ-ერთი კანონზე (მე-5), რომელსაც იგი LI მსოფლიო კრების კანონად მიიჩნევდა. კართაგენის კრების მამებს ხელთ ჰქონდათ ნიკეის კრების საქმეთა ასლები, რომლებშიც ვერ მოიძიეს რომის ეპისკოპოსის მიერ მოყვანილი კანონი. იმისათვის, რომ უკეთ ეჩვენებინათ რომის ეპისკოპოსის მტკიცებულების უსაფუძვლობა და მისი შეცდომა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ერთი კრების კანონს სხვა კრების კანონად თვლიდა, მათ მიმართეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსებს, – გამოეგზავნათ მათთან დაცული ნიკეის კრების ნამდვილი აქტები. თხოვნაზე პასუხის მოლოდინში, კრებამ თავისი სახელოვანი თავმჯდომარის – ავრილიოსის წინადადებით დაადგინა, უცვლელად დაეცვათ ნიკეის კრების განწესებანი, ანუ იმ სახით, რა სახითაც იყო ეს განწესებანი გადმოცემული კრების მამების ხელთ არსებულ ხელნაწერებში, რომლებიც თავის დროზე ნიკეის კრებიდან ჩამოეტანათ იმ კრების მონაწილე აფრიკელ ეპისკოპოსებს. კრებამ ასევე დაადგინა, დაეცვათ ნიკეის კრების შემდგომ გამოცემული ყველა კანონიკური განწესება ისევე, როგორც ის განწესებები, რომ-– ლებსაც თავად მიიღებდნენ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ისინი შესაბამისობაში აღმოჩნდებოდნენ ნიკეის კრების განწესებებთან. სწორედ ამ შინაარსის შემცველია ამ კრების პირველი კანონი.

იმის შესახებ, თუ როგორი პასუხი გასცეს კართაგენის კრების მამებმა რომის ეპისკოპოსს მის მიერ წამოყენებულ უფლებაზე, რაც ითვალისწინებდა სხვისი საეკლესიო სამთავროებიდან აპელაციების მიღება-განხილვას, ჩვენ ვგებულობთ ავრილიოსის მიერ კრების სახელით რომის ეპისკოპოს ბონიფაციუსისადმი 419 წლის 31 მაისს გაგზავნილ ეპისტოლედან. ხუთი წლის შემდეგ, 424 წელს, როდესაც რომის ეპისკოპოსმა კელესტინემ კვლავ წამოაყენა თავისი უფლება აპელაციების მიღების შესახებ, აფრიკელმა მამებმა ავრილიოსის თაოსნობით კვლავ გაგზავნეს რომში ახალი ეპისტოლე, რომლითაც, თუმც დროებით, აიძულეს რომის ეპისკოპოსი აღარ გამოსულიყო განცხადებებით თავისი უფლებების შესახებ.”

"ამ კანონამდე კრებაზე წაიკითხეს ნიკეის კრების სარწმუნოების სიმბოლო და კანონები. ხოლო ამის გარდა, პიკენის ეპისკოპოსმა ფავსტინემ, რომის ეპისკოპოს ბონიფაცის ადგილმონაცვლემ, წარმოადგინა მისთვის წერილობით მიცემული დარიგება, რომლითაც კრებისთვის შემოთავასებული იყო კანონები სამსჯავრო საქმეების გადატანის შესახებ საეპარქიო ეპისკოპოსისაგან რომის ეპისკოპოსთან და მეზობელ ეპისკოპოსებთან; ეს კანონები ამ ჩანაწერში წოდებული იყო ნიკეის მსოფლიო კრების კანონებად, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენდნენ სარდიკიის ადგილობრივი კრების მე-5 და მე-14 კანონებს. ამაზე კართაგენის კრების მამებმა მიუგეს, რომ მათთან დაცულ ნიკეის კრების ნუსხებში ისინი ვერ პოულობენ ამ კანონებს, და ეჭვის გასაფანტავად დაადგინეს ნიკეის კრების კანონების ნამდვილი ასლები გამოეთხოვათ ანტიოქიის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებისაგან. ხოლო იმისთვის, რომ არანაირი ეჭვი არ დაეტოვებინათ თავიანთ მორჩილებაში ნიკეის კრების კანონებისადმი, კართაგენის ეპისკოპოსის ავრილიოსის წინადადებით, მიიღეს კიდეც ეს კანონი.

ჟჰისკ პის ოპოსი ნი კოდი“ ო იში (ი ლ კშიპ)

მსგავსი კანონები:IV მსოფ.1ტრულ.2VII მსოფ.1

PDF გვ. 128

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ღმერთის ნებით თავდაპირველად გვმართებს, თანახმიერი აღმსარებლობით ვაღიარებდეთ ეკლესიის სარწმუნოებას, რომელიც ამ დიდებულ კრებას ჩვენ მიერ გადმოეცა. მერმე, კვალად თითოეულისა და ყველასი. ერთობლივი თანხმობით უნდა იქნეს დაცული საეკლესიო წეს-განგება. ხოლო ჩვენი მცირე ხსნის წინ დადგინებული ძმებისა და თანაეპისკოპოსების ზრახვათა განსამტკიცებლად, უნდა დავსძინოთ ისიც, რომ ჩვენ მამებისგან გვაქვს მიღებული, მტკიცე განჩინება იმისა, რომ სამების ერთობას, ანუ, – მამისას და ძისას და სულიწმინდისას, არავითარი შეცნობადი განსხვავება არ გააჩნია. ეს წმიდად გვიპყრია გონებით და, როგორც გვისწავლია, იმგვარადვე ვასწავლოთ ლღვთის ერს.

ეს კრება შეახსენებს იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცედ და ურყევად უნდა იქნეს დაცული წმინდა მამების მიერ გადმოცემული სარწმუნოების აღმსარებლობა. იმავდროულად, კანონი აჩვენებს, რომ მთავარი მიზანი, რისთვისაც კრებები დგება, ეს არის წმინდა სარწმუნოების საზეიმო აღმსარებლობა, რომლის საფუძველზქეც მიიღება მაშინ კანონები, რომლებიც, თავის მხრივ, ამტკიცებენ საეკლესიო წესრიგს, რომლის დაცვაც ყველასათვის მკაცრად სავალდებულოა.

მსგავსი კანონები:III მსოფ.7ტრულ.1

PDF გვ. 130

კანონი 3

კრძალულებისათვის ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: უწინდელ კრებაზე, როცა კრძალულებისა და უბიწოების შესახებ კითხულობდნენ, კეთილად იქნა განგებული, რომ ამ სამ ხარისხში დადგენილნი (ანუ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები) რომელნიც თვით კურთხევის ძალით არიან მოვალენი შეიკვრებოდნენ უბიწოების საკრველებით, როგორც ეს წმინდა ეპისკოპოსებს, ღმერთის მღვდლებსა და ლევიტელებს შეჰფერით, და ასევე საღმრთო მღვდელმოქმედებათა დროს მათ მსახურებსაც, – განკრძალულნი უნდა იყვნენ ყოველივეში; დაე, მიეღოთ, რასაც უბრალოებით ითხოვენ ღმერთისგან, რათა მოციქულთაგან გადმოცემულსა და უძველესი დროიდან შენარჩუნებულს ჩვენც მსგავსადვე ვიცავდეთ.

(მოც. 5, 17, 26, 51; I მსოფ. 3; IV მსოფ. I4; ტრულ. 5, 6, 12, 13, 30; VII მსოფ. 18; ანკირ. 19; ნეოკეს. 1, 8; ღანგ. 4; კართ. 4, 25, 35, 70; ბასილი დიდის 12, 27, 88) "ეს კანონი მიღებულ იქნა კართაგენის 390 წლის კრებაზე, ეპისკოპოს გენეთლის დროს.

(ქადაგებისათვის წმიდისა სამებისა), "აქ და შემდგომ ამ კრების კანონების ქვეშ მათი “შინაარსის ამსახველი მინაწერები დასესხებულია ქართული „დიდი სჯულისკანონიდან“, “სემოდასახ. გამოც.

»"კართაგენის 390 წლის მე-2 კანონის პირველი ნახევარი.

(კრძალულებისათვის!) კართაგენის ნშინდა პდვილოზრივი კრეზის კანონები 131

PDF გვ. 130

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ, რომ ეპისკოპოსიც, მღვდელიც და დიაკონიც, და ყველა, ვინც კი სიწმინდესთან შეხებაშია, უბიწოებას იცავდეს და ცოლს განეკრძალოს.

ეს ორივე კანონი ლაპარაკობს სასულიერო პირთა მხრიდან თავშეკავების შესახებ. პირველი მათგანი (მე-3 კანა განაწესებს, რომ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს, როგორც საღმრთო მსახურებისა და უსისხლო მსხვერპლშეწირვისათვის დადგინებულთ, ყველაფერში თავშეკავება მართებთ; არ უნდა მოიქცნენ ისე, რომ რამე ერთისგან თავი შეიკავონ, მეორის მიმართ კი გულგრილობა გამოიჩინონ, არამედ ყველაფერში უნდა მიაქციონ საკუთარ თავს ყურადღება, უნდა გამოირჩეოდნენ სათნოებებით, რათა საშუალება ჰქონდეთ, – როგორც კანონი ამბობს, – ღმერთისგან მიიღონ შევედრებული, რადგან, – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – ისინი შუამავლები არიან ღმერთსა და ადამიანებს შორის, და გულმოწყალე უნდა ჰყონ ღმრთეება ადამიანთა მიმართ, გამოითხოვონ ხსნა ერთგული მორწმუნეებისათვის და მშვიდობა მთელი ქვეყნისათვის."“ მეორე (მე-4) კანონი განუწესებს იმავე ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს თავი შეიკავონ ცოლებთან ხორციელი კავშირისაგან. იგივეს ამბობს ამ კრების 25-ე კანონიც და განმარტავს, რომ ეს თავშეკავება მათ უნდა დაიცვან გარკვეულ დროს, კერძოდ – როდესაც ემზადებიან სიწმინდეებთან მისაახლებლად. სხვა დანარჩენის შესახებ იხ. ტრულის კრების მე-12 და მე-13 კანონების განმარტებები.

მსგავსი კანონები:მოც.5172651I მსოფ.3IV მსოფ.14ტრულ.56121330VII მსოფ.18ანკირ.19ნეოკეს. I.8ღანგ.4კართ.3253570ბასილი დიდის.122788ტიმოთე ალექსანდრიელის.513

PDF გვ. 131

კანონი 5

თავშეკავება გვმართებს მომხვეჭელობის გულისთქმისაგან, რომლის სახელდებაშიც „ყველა ბოროტების დედად“, ვერავინ დაეჭვდება; დაე, ნურავინ შეიჭრება სხვათა საზღვრებში, და ანგარებისმოყვარეობით ნუ გარდავა მამათა მიერ დადგენილ საზღვრებს, და სამღვდელო დასის წევრთაგან, დაე, ნურავის მიეცემა ნება ვახში აიღოს რაც არ უნდა იყოს ნივთისაგან. თუ რამე იქნება კვლავ წარმოდგენილი, როგორც არაცხადი და სრულიად დაფარული, ჩვენ მიერ განიხილება და მის მიმართ განჩინება შედგება. ხოლო, რაც სალმრთო წერილმა სავსებით ცხადად დაგვიდგინა, მათ შესახებ შეხედულებებს კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ მეტადრე მივსდევ- "კართაგენის 390წლის მე-2 კან.-ის მეორე ნახევარი.

(ცალკეული დასისათვის, რომელთა უხმს (მართებთ) განყენება მეუღლეთაგან)

"“ათენის სინტაგმა, IIს 301.

»·+7ეს კანონი შედგენილია კართაგენის 348 წლის კრების მე-10 და მე-13 კანონებიდან, რომელიც შედგა ეპისკოჰოს გრატის დროს.

(უძღებებისათვის (მომხვეჭელობისათვის)) დეთ და აღვასრულებდეთ. რაც ერისკაცთა შორის გასაკიცხია, რაზომ უფრო დაგმობის ღირსია იმათ შორის, რომელნიც სამღვდელო დასს განეკუთვნებიან. მთელმა კრებამ თქვა: არცა წინასწარმეტყველთა, არცა სახარების წინააღმდეგ, არავის უმოქმედია დაუსჯელად.

(მოც. 44; I მსოფ. 17; ტრულ. 10; VII მსოფ. 19; ლაოდ. 4; კართ. 16; ბასილი დიდის 2, 14; გრიგოლ ნეოკესარიელის 3; გრიგოლ ნოსელის 6)

წინამდებარე კანონი უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს იმ ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რომლებიც ანგარების მიზნით გადადიან თავიანთი სამთავროების საზღვრებს და იტაცებენ სხვის ეპარქიებს; ამის შემდეგ – ზოგადად იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც მევახშეობას ეწევიან. მოციქულთა 44-ე, I მსოფლიო კრების მე-17 და სხვა პარალელური კანონების განმარტებები ამ კანონის განმარტებასაც ემსხურება.

PDF გვ. 131

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მირონის მომზადებასა და ქალწულთა კურთხევას მლვდელი ნუ აღასრულებს. ასევე, ნუ მიეცემა მას ნება განცხადებულად, ლიტურგიაზე შეარიგოს ეკლესიასთან მონანულნი. ყველას სათნო გვიჩანს ეს.

წინამდებარე კანონი მღვდლებს უკრძალავს შემდეგს: 1) მირონის მომზადებას, 2) ქალწულების შეწირვას, 3) ტაძრების კურთხევას და 4) მონანულთა ეკლესიასთან შერიგებას, და ყველაფერ ამას მხოლოდ ეპისკოპოსის ხელმწიფებას უქვემდებარებს.

1) წმინდა მირონის მომზადება, – როგორც ამ კანონის განმარტებაში ზონარა და ბალსამონი აღნიშნავენ, – ნიშნავს წმინდა მირონის კურთხევას, რომელიც მირონცხების საიდუმლოში გამოიყენება. ეკლესიის პირველ ხანებში მიროცხებას ცვლიდა მოსანათლავ პირზე ნათლობის პროცესში ხელდასხმა, რომელსაც თვით მოციქულები აღასრულებდნენ და ამ გზით ნათელღებულს სულიწმიდის მადლს გადასცემდნენ. „მაშინ დაასხამდეს პელთა მათ ზედა, მიაქუნდა სული წმიდაი“ – ვკითხულობთ „საქმე მოციქულთაში“ (8, 17). მოციქულები ამას აკეთებდნენ მათ მიერ მაცხოვრისგან მიღებული განსაკუთრებული ხელმწიფებით. მაგრამ უკვე იმავე მოციქულთა დროში ჩვენ ვპოულობთ მირონცხების საიდუმლოს ახლანდელი დროის ფორმის საფუძველს, კერძოდ, ვპოულობთ, რომ ნათელღებულებს ცხებდნენ მირონს.” ამის ზუსტი მოწმობა წმინდა წერილში არ არის, მაგრამ ამას ვხვდებით იმ წმინდა მამებისა და ეკლესიის მოძღვრების ნაშრომებში, რომ- "კართაგენის 390 წლის მე-3 კანონი. (რაითა საცხებელი (მირონი) ხუცისა მიერ არა შეიქმნებოდის) . -იხ, მიტროპო ტროპოლიტ. მაკარის მაკ (ბულგაკოვი) „დოგმატური ღვთისმეტყველება“, § 209. ლებიც მოციქულთა “დროსთან ახლო პერიოდში მოღვაწეობდნენ. რაც შეეხება მოციქულთა განწესებებს, იქ არამცთუ სშირად მოიხსენიება მირონცხება (მაგალითად,III 17; VII, 22), არამედ მირონცხებისათვის სამადლობელი სრული ლოცვაც კი არის შეტანილი, რომელიც ნათლისღებას მოსდევს. კირილე იერუსალიმელი ამის შესახებ დაწვრილებით დარიგებას იძლევა, ადარებს რა წმინდა მირონს (მირონცხების საიდუმლოში) პურის კურთხევას ევქარისტიაში და ამბობს, რომ წმინდა მირონის გამოყენება სათავეს იღებს მოციქულთა გადმოცემიდან. ამგვარად, როგორც ნათლისღებისას ხელდასხმის უფლება მოციქულთაგან გადაეცათ მათ მემკვიდრეებს – ეპისკოპოსებს, ასევე გადაეცათ მათ მირონცხებისათვის წმინდა მირონის მომზადებისა და კურთხევის უფლება (ტაძრებისა და ოდიკის კურთხევისათვის და სხვა). ეპისკოპოსის ეს უფლება ეფუძნება საეკლესიო იერარქიაში მის მდგომარეობას, როგორც მღვდელთმთავრისას, მით უფრო, რომ ეპისკოპოსის ხარისხი თავისთავში მოიცავს მღვდელმსახურების სავსებას და ითავსებს ყველა სამღვდელმოქმედო უფლებას, რომლისგანაც გამომდინარებს სასულიერო იერარქიის სხვა დანარჩენი ხარისხი. მღვდლებს ეკლესიაში აქვთ უფლება, რომელიც განპირობებულია ეპისკოპოსის ხელისუფლებით, თანაც, სამღვდელო მოქმედებებს მღვდელი აღასრულებს მხოლოდ იმ საშუალებათა მეშვეობით, რომლებიც ნაკურთხია ეპისკოპოსის სამლვდელთმთავრო ხელმწიფებით. ამდენად, მღვდლებს ეკლესიაში ყოველგვარი ქმედების ჩატარება შეუძლიათ, გარდა იმისა, რაც წარმოადგენს თვით საფუძველს ამ ქმედებებისას. გარდა ამისა, მღვდლებს უფლება აქვთ საიდუმლოთა გსით ადამიანებს გადასცენ სხვადასხვა სულიერი ძღვენი, მაგრამ თვით ამ საშუალებათა მომზადების უფლება, რომლის წყალობითაც ადამიანი ამ ძღვენთა მიმღებუნარიანი ხდება (კერძოდ, მირონცხების საიდუმლოსათვის წმინდა მირონის მომზადების უფლება), მხოლოდ მღვდელთმთავარს აქვს. მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის ეს მთავარი პრინციპია სწორედ საფუძველი კართაგენის კრების წინამდებარე კანონის განწესებისა იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ეპისკოპოსს შეუძლია აკურთხოს წმინდა მირონი; მღვდელს კი ამის გაკეთება არ შეუძლია. დროთა განმავლობაში წმინდა მირონის კურთხევის უფლება გადაეცათ პატრიარქებს და მხოლოდ ზოგიერთი, პრივილეგირებული ეკლესიის ეპისკოპოსებს.

2) მეორე, რაც ამ კანონით მღვდლებს ეკრძალებათ, ეს არის ქალწულების შეწირვა, რაც ასევე ეპისკოპოსის უფლებამოსილებაში შედის. აქ, – როგორც ამ კანონის განმარტებაში ზონარა აღნიშნავს, – არ უნდა ვიგულისხმოთ დედათდიაკვნები (დიაკონისები). აქ საუბარია იმ დროს არსებულ ჩვეულებაზე, რომლის თანახმადაც ზოგიერთი ქალწული ეკლესიაში მიდიოდა და იქ დებდა აღთქმას, როე ზთელ ცხოვრებას ქალწულობაში გაატარებდა. ასეთ ქალწულებს, როგორც ღზერთისთვის შეწირულებს, ეპისკოპოსები განსაკუთრებული ლოცვით აკურთხებდნენ ღა თავიანთი მსრუნველობის ქვეშ იტოვებდნენ, რადგან ამის შემდეგ ისინი “აკეე საკუთარ, მში, ბლებს ეთხოვებოდნენ.”

3) ჯემღეგ, კანონი მღვდლებს უკრძალავს ტაძრების კურთხევას, რადგან ეს მსოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის ხელმწიფებაში შედის. ამის საფუძველი იმავე "ათენის სინტაგმა, IIL 310. პრინციპში დევს, რომელიც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ მირონის კურთხევის უფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ ისიც, რაც ნათქვამია ტრულის კრების 31-ე და VII მსოფლიო კრების მე-7 კანონების განმარტებებში.

4) დაბოლოს, წინამდებარე კანონი მღვდლებს უკრძალავს მიიღონ მონანულნი და საჯაროდ, საღმრთო წირვის მიმდინარეობისას, შეუნდონ მათ ცოდვები. რამდენადაც ძველ ეკლესიაში ეპისკოპოსებს ჰქონდათ ეპიტიმიის დადების უფლება და, შესაბამისად, შეეძლოთ მიეღოთ მონანულნი და მათთვის განესაზღვრათ სინანულის ხარისხი და ვადა, ზუსტად ასევე, მათ განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენდა საჯაროდ და საზეიმოდ მიეღოთ ეკლესიაში და მიეცათ წმინდა ზიარება იმ განყენებულ მონანულთათვის, რომლებმაც მათთვის დაწესებული ეპიტიმია გაირეს. შემდგომში, ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალა, როდესაც შემოღებულ იქნა ცოდვების აღსარების საიდუმლო და მათი შენდობა, რისი უფლებაც, ჩვეულებრივ შემთხვებში, მღვდლებსაც მიეცათ.

მსგავსი კანონები:მოც.521 მსოფ. 12, I.319III მსოფ.7IV მსოფ.16ტრულ.43195102VII მსოფ.7ლაოდ.48კართ.74344

PDF გვ. 132

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, წმინდა საკურთხეველთან შერიგებას ითხოვს ეპისკოპოსის არყოფნისას, მაშინ მღვდელმა “პჰისკოპოსს უნდა ჰკითხოს, როგორც წესიერება მოითხოვს, და ასე, მისი ნებართვით შეარიგოს საფრთხეში მყოფი.

მომაკვდავი ადამიანი უნდა ეღირსოს წმინდა ზიარებას, – განაწესებს I მსოფლიო კრების მე-13 კანონი. ამ კრების წინა კანონში (მე-6), ნათქვამია, რომ მღვდელს არა აქვს უფლება საღმრთო წირვის დროს, ანუ საჯაროდ, გარკვეული ცოდვების გამო წმინდა ზიარებიდან განყენებულ პირს შენდობა მისცეს. ეს კანონი კი განაწესებს, რომ ეს არ უნდა მიემართოს იმ შემთხვევას, როდესაც ვინმე სიკვდილის პირასაა მისული, რადგან ასეთს შეიძლება მღვდელმაც მისცეს შენდობა და იმავდროულად – წმინდა ზიარებაც, თუკი მმართველი ეპისკოპოსი იმ დროს ადგილზე არ იზყოუება. კანონი დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში მღვდელმა წინასწარ Lაინც უნდა მიმართოს ეპისკოპოსს და მხოლოდ მისი თანხმობით შეუნდოს მომაკვდავს, ან როგორც კანონი ამბობს „შეარიგოს“ (საკურთხეველოთან) ის, ვისაც სიკვდილი ემუქრება. აქედან ჩანს, რომ საუბარია იმ მონანულთა შესახებ, როლებსაც ჯერ არ გასვლიათ სინანულისათვის დადგენილი ვადა, მაგრამ იმყოფებიან რა სიკვდილის პირას, სურთ ეღირსონ წმინდა ზიარებას C,უკანასკცნელ საგზალს“). თუმცა, არის ზემთხვევები, როდესაც ეპისკოპოსი შორს არის აღებული ადგილიდან და მღვდელს ასე სწრაფად არ შეუძლია მისგან ნებართვის მიღება, – დასაშვებია 'კართაგენი"ს · 390 წლის კრების მე-4 კან.

(#ოქელნი ჭირთა .და შიშსა სიკუდილისასა შინა იყვნენ, მათისა დაგებისათვის (ე, კლესიაა/ა: ჟერიგებიაათეის,) თუ არ ასეთ შემთხვევაში, რომ მონანული ადამიანი უზიარებლად გარდაიცვალოს? – ასეთ შემთხვევაში მღვდელს შეუძლია, არ დაელოდოს ეპისკოპოსს და თვითონ შეუნდოს ცოდვები, როგორც ამას ამავე კრების 43-ე კანონი განაწესებს.

მსგავსი კანონები:მოც.52I მსოფ.1113ანკირ.622ნეოკეს.2კართ.43გრიგოლ ნოსელის.25

PDF გვ. 134

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მრავალნი: არიან არაკეთილზნეობისანი, რომელნიც მართებულად მიიჩნევენ, რომ როგორც კი რამე ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, მაშინვე ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს. უნდა მივიღოთ თუ არა ესევითარნი? ყველა ეპისკოპოსისგან ითქვა: თუ სახელგატეხილი იყოს, არ შეიწყნარებოდეს.

ამ კანონთან დაკავშირებით იხ. I მსოფლიო კრების მე-6 კანონის განმარტება; კიდევ უფრო დაწვრილებით ლაპარაკობენ წარმოდგენილ საკითხზე ამ კრების 128-ე, 129%ე და 130-ე კანონები.

მსგავსი კანონები:მოც.34377475II მსოფ.6ტრულ.8ანტიოქ.141520ლაოდ.40სარდ.4კართ. 128, 129, I.30ორგზ.13თეოფილე ალექსანდრიელის.9

PDF გვ. 135

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი თანაზიარებაში მიიღებს დანაშაულისათვის სამართლიანად განკვეთილს ეკლესიიდან, დაე, თავადაც იმის თანაბარ სასჯელს დაექვემდებაროს, ვისაც თავისი ეპისკოპოსის მართებული განაჩენისათვის თავი აურიდებია.

იხ. მოციქულთა მე-11, მე-12 და I მსოფლიო კრების მე-5 კანონების განმარტებები, ასვე, სხვა პარალელური კანონებისაც.

მსგავსი კანონები:მოც.1112133233I მსოფ.2IV მსოფ. 1I.13ტრულ.17ლაოდ.4142სარდ.13კართ.23106

PDF გვ. 135

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე მღვდელი, თავისი ეპისკოპოსის მიერ დასჯილი, ერთგვარი ქედმალლობითა და ამპარტავნებით გადიდგულებული, საჭიროდ ჩათვლის, რომ ცალკე უნდა შესწიროს ღმერთს წმიდა ძღვენი, ანდა მოისაზრებს «კართაგენის 390 წლის კრების მე-7 კან. (მათ შესახებ, რომელნიც ბრალს სდებენ მამებს და ეპისკოპოსებს; არ უნდა შევიწყნაროთ ბრალმღებლაღ ბოროტებაში შემჩნეული) "კართაგენის 390 წლის კრების მე-7 კან. (მათთვის, რომლებიც თავისი უწესობის შესაბამისად, საეკლესიო დასიდან განიკვეთებიან) "კართაგენის 390 წლის კრების მე-8 კანონის პირველი ნახევარი. (ეპისკოპოსის მიერ დასჯილი ხუცესისთვის, რომელსაც განხეთქილება შემოაქვს) სხვა საკურთხეველი აღმართოს ეკლესიის სარწმუნოებისა და წესდებულების საწინააღმდეგოდ, – ესევითარი, დაე, ნუ დარჩება დაუსჯელი. კრებამ წარმოთქვა: თუ რომელიმე მღვდელი თავის ეპისკოპოსს აუმხედრდება და განხეთქილებას შემოიტანს, დაე, შეჩვენებულ იყოს.

მსგავსი კანონები:მოც.31II მსოფ.6III მსოფ.3IV მსოფ.18ტრულ.3134ღანგ.6სარდ.14ანტიოქ.2ორგზ.131415ბასილი დიდის.1

PDF გვ. 135

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე მღვდელი თავისი რამე საქციელის გამო დასჯილი იქნება, ესევითარმა მეზობელ ეპისკოპოსებს უნდა აცნობოს ამის შესახებ, რათა მათ მოისმინონ მისი საქმე და მათი მეშვეობით შეურიგდეს თავის ეპისკოპოსს. ხოლო თუ ამას არ მოიმოქმედებს, არამედ (ლმერთმა დაიფაროს ამისგან, ამპარტავნებით აღზევებული, თავადვე განიშორებს თავს თავის ეპისკოპოსთან თანაზიარებისაგან, და ზოგიერთებთან ერთად განხეთქილებას შემოიტანს, წმინდა ძღვენს შესწირავს ღმერთს, – ესევითარი, დაე, შეჩვენების ქვეშ მყოფად იქნეს მიჩნეული და თავის ადგილს მოაკლდეს, თუმცაღა, გამოკვლეულ იქნეს – სამართლიანი საჩივარი ხომ არ აქვს ეპისკოპოსის მიმართ.

ამ ორ კანონთან დაკავშირებით (მე-10 და მე-11) იხ. მოციქულთა 31-ე, ღანგრის კრების მე-6 და ანტიოქიის კრების მე-4 კანონების განმარტებები. იმასთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია მე-11 კანონში იმის შესახებ, რომ თავისი ეპისკოპოსის მიერ გასამართლებულმა მღვდელმა მეზობელ ეპისკოპოსებს უნდა მიმართოს, რათა მათი დახმარებით შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს ბრალდებისაგან, არქიმანდრიტი იოანე შენიშნავს, რომ ძველი დროში საერთო წესი არსებობდა – ყველა მსგავსი საქმე ოფიციალურ სასამართლო განხილვამდე გადაეცემოდა ჩვეულებრივ საშუამავლო სასამართლოს, რომელიც შეთახმებისამებრ შედგებოდა გამორჩეულ პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ და არცთუ იშვიათად ახერხებდნენ კიდეც, შეერიგებინათ მოდავე მხარეები, და მხოლოდ საშუამავლო სასამართლოს წარუმატებლობის შემთხვევაში გადაეცემოდა საქმე ფორმალურ გამოძიებას და სამთავრო კრებების სასამართლოებს“X “კართაგენის 390 წლის კრების მე-8 კანონის მეორე ნახევარი.

(ეპისკოპოსთა თვისთა მიერ ბრალეულქმნილთა სუცესთათვის)

"#დასახ, თხზ, II, 138.

მსგავსი კანონები:I მსოფ.5IV მსოფ.18ტრულ.3134ანტიოქ.456ღანგ.6კართ.1029107ორგზ.131415

PDF გვ. 136

კანონი 12

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ფელიქსმა თქვა: დაე, წესად იქნეს შემოღებული ძველი კრებების მიერ განწესებულის თანახმად ესეც: თუ რომელიმე ეპისკოპოსი (ნუ იყოფინ) რაიმე ბრალდებას იწვნევს და დიდი სიძნელეების გამო შეუძლებელი იქნება ბევრი ეპისკოპოსის ერთად შეკრება, მაშინ, რათა დიდი ხნით არ დარჩეს იგი ბრალდების ქვეშ, დაე, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოუსმინოს მას სამსჯავროზე; მღვდელს, ასეთივე შემთხვევისათვის – ექვსმა ეპისკოპოსმა და თავისმა; დიაკონს – სამმა.

კანონის განწესების თანახმად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად და, ზოგადად, სასამართლოს წარმოებისათვის, ყველა ეპარქიაში (აქ: რამდენიმე საეპისკოპოსოსაგან შედგენილი საეკლესიო სამთავრო, იგივე სამიტროპოლიტო) აუცილებლად უნდა შედგეს გარკვეულ დროს ეპისკოპოსთა საერთო კრება მმართველი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით (მოც. 37; I მსოფ. 5; IV მსოფ. 19; ტრულ. 8; VII მსოფ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18). კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც რამე სიძნელეების გამო შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი კრების მოწვევა აღებული ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის დასწრებით, მაგრამ, ამავე დროს, სასურველი იქნებოდა დროულად გადაწყვეტილიყო საქმე ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით. კანონი განაწესებს, რომ ასეთ შემთხვევაში შეიკრიბოს განსაკუთრებული სასამართლო, რომელიც უნდა შედგებოდეს ეპისკოპოსისათვის – 12, მღვდლისათვის 6 და დიაკვნისათვის – 3 ეპისკოპოსისაგან.

ჩვენ ვიხილეთ კონსტანტინოპოლის 394 წლის ადგილობრივი კრების განწესება, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსი შეიძლება განიკვეთოს მხოლოდ დიდი კრების და, შესაბამისად, ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის ერთობლივი გადაწყვეტილებით. ეს წესი ყოველთვის დაცული იყო ეკლესიაში და უცვლელადვე უნდა დარჩეს. რაც შეეხება ეპისკოპოსთა რაოდენობას, აუცილებელს იმისათვის, რომ ეპიკოპოსს განკვეთა მიესაჯოს, ეს უკვე განპირობებულია აღებული საეკლესიო სამთავროს ეპისკოპოსთა რიცხოვნობით (იხ. მაგალითად, ამ კრების მე-14 კან). დიდ საეკლესიო სამთავროებში კი, სადაც მრავალი ეპისკოპოსია, ერთი მათგანის განკვეთისათვის აუკილებლად ითვლებოდა 12 ეპისკოპოსის შეკრება. ამაში გვარწმუნებს შემთხვევა, რომელსაც ამ კანონის განმარტებისას აღწერს ბალსამონი. ამატუნის ეპისკოპოსი (კვიპროსის კუნძულზე) იოანე განკვეთეს 11 ეპისკოპოსის შემადგენლობითი კრებით და მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით. მსჯავრდებულმა ეპისკოპოსმა საჩივრით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ლუკას (1 156– 1169), ამ, მისი აზრით, უკანონო განაჩენზე. საპატრიარქო კრებამ განაჩენი გააუქმა; პირველ რიგში იმის საფუძველზე, რომ არ იყო სრულად შეკრებილი კვიპროსის ეკლესიის მთელი საეპისკოპოსო კრება, რაც აღებულ მომენტში ფაქტიურად შესა- "კართაგენის 390 წლის კრების მე-10 კან. ძლებელი იყო, მეორეც, იმიტომ, რომ არ იყო 12 ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის გარდა, და იყო მხოლოდ 11 ეპისკოპოსი და მთავარეპისკოპოსი.”

ამ კანონის მეორე განწესება იმის შესახებ, რომ მღვდლის განსაკვეთად 6 და დიაკვნის განსაკვეთად 3 ეპისკოპოსია საჭირო, სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. ეს განწესება მოიაზრება სხვა კანონებთან კავშირში, რომლებიც ასევე ლაპარაკობენ მღვდლებისა და დიაკვნების განკვეთის შესახებ. ის კანონები (ანტიოქ. მე-4 და სხვა მისი პარალელური) საუბრობენ და განაწესებენ, რომ მხოლოდ მმართველ ეპისკოპოსს აქვს ხელმწიფება მღვდლისა და დიაკვნის განკვეთისა და ეს წარმოადგენს ზოგად ძირითად ნორმას. ხოლო ის, რომ წინამდებარე კართაგენის კრება მოიხსენიებს 6 და 3 ეპისკოპოსს, ეს იმ შემთხვევას უნდა მივაწეროთ, როდესაც განკვეთილი მღვდელი ან დიაკონი თვლის, რომ არასამართლიანად მოექცნენ, რის გამოც უნდა, რომ უმაღლეს სასამართლოს მიმართოს, როგორც მეორე ინსტანციას. სწორედ ეს მეორე სასამართლო უნდა ყოფილიყო შემდგარი ეპისკოპოსთა დასახელებული რიცხოვნობით, აგრეთვე იმ ეპისკოპოსის მონაწილეობით, ვისაც ეს მღვდელი ან დიაკონი ექვემდებარება. თავისთავად ცხადია, რომ ეს მაშინ ხდება, როდესაც არ არის საშუალება ჩვეულებრივი ეპარქიალური კრების მოწვევისა.””X

მსგავსი კანონები:მოც.74I მსოფ.2II მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ.46141520სარდ.1314კართ.14152096107

PDF გვ. 137

კანონი 13

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსის გამორჩევა უნდა აღესრულოს ერთად შეკრებილი ბევრი ეპისკოპოსის მიერ. ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმა ეპისკოპოსმა, რა ადგილასაც არ უნდა იმყოფებოდნენ, უპირატესი ეპისკოპოსის ბრძანებით, დაე, გამოირჩიონ ეპისკოპოსი. და თუ ვინმე თავისი თანხმობისა და ხელმოწერის საწინააღმდეგოდ მოიქცევა რამეში, ამით თავადვე მოაკლებს საკუთარ თავს პატივს.

ამ კანონის ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა: X6I00%0VეC00სCLV 6XIთX0X0V, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ეპისკოპოსის ხელდასხმას (ქიროტონირებას), როგორც ეს მოციქულთა 1 კანონით არის განწესებული, სადაც ასევე ეს სიტყვაა გამოყენებული, მაგრამ სიტყვა: X6100L%0VI0X (ქიროტონია), კანონებში ზოგჯერ გამორჩევასაც ნიშნავს, როგორც ეს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ მოციქულთა მოხსენიებული კანონის განმარტებაში. კართაგენის წინამდებარე კანონში რომ ეს სიტყვა (ქიროტონია) სწორედ ამ აზრით (გამორჩევა) არის ნახსენები, ეს ჩანს კანონის დასკვნითი ნაწილიდან, სადაც ნათქვამია, რომ პირი, რომელიც ეპისკოპოსის დადგინებისას თავისი ხელმოწერის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, კარგავს საეპისკოპოსო "ათენის სანტაგმა, III, 324.

“”ზონარას განმარტება ათენის სიტაგმაში, III, 322, 323. აფრიკულ ეკლესიაში V საუკუნის დასაწყისში ყოველთვის იყო შესაძლებლობა დიდი რიცხოვნობითი შემადგენლობით მოეწვიათ ეპისკოპოსთა კრება, რადგან ეს ეკლესია 466 საეპისკოპოსო კათედრას აერთიანებდა.

"კართაგენის 390 წლის კრების მე-12 კან. პატივს. ხელმოწერას კი, ეპისკოპოსის ხელდასხმისას ადგილი არა აქვს, არამედ მხოლოდ – ეპისკოპოსის გამორჩევისას, როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ხმა მისცეს გარკვეულ კანდიდატს. წინამდებარე კანონში მთლიანად მეორდება I მსოფლიო კრების მე-4 კანონის განწესება, ეპისკოპოსის გამორჩევასთან დაკავშირებით, და მისი განმარტება ამ კანონის განმარტებასაც ემსახურება. ნიკეის მოხსენიებულ კანონში (L მსოფ. მე-4) ნათქვამია, რომ ეპისკოპოსები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტური მიზეზით ვერ ესწრებიან ეპისკოპოსის გამოსარჩევ კრებას, შეუძლიათ ხმა მისცენ სიგელის საშუალებით (96063 ოიმM01V; ნთ +00(IIICIთV) კართაგენის ამ კანონში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც რომელიმე ეპისკოპოსი კრებაზე პირადად ვერ გამოცხადდება და თავის თანხმობას, კანდიდატის გამორჩევასთან დაკავშირებით, მისცემს ზეპირად ან გამორჩევის აქტზე ხელმოწერით დაადასტურებს, შემდგომში კი უარს იტყვის და ამით საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვა. კანონი განაწესებს, რომ ასეთი ეპისკოპოსი თვითონ ართმევს თავის თავს ეპისკოპოსობის პატივს, ანუ ხდება განკვეთილი, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – თუკი, ამასთან, ვერ გაამართლებს თავის ქმედებას და ვერ დაამტკიცებს ცხადად და საფუძვლიანად, რომ ის, ვისაც მანამდე ხმა მისცა, არ არის ეპისკოპოსობის ღირსი”

მსგავსი კანონები:მოც.11 მსოფ.4VII მსოფ.3ანტიოქ.1923სარდ.6კონსტ.1კართ.49250

PDF გვ. 138

კანონი 14

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ, რომ ტრიპოლიდან, ქვეყნის სიმწირის გამო, ერთი ეპისკოპოსი მოდიოდეს კრებაზე ადგილისმცველად,““' და რომ იქ, სამსჯავროზე, მღვდელს უსმენდეს ხუთი ეპისკოპოსი, დიაკონს – სამი, როგორც ზემოთ ითქვა, ხოლო ის ცხადია, რომ თავმჯდომარე თავისი ეპისკოპოსი იქნება.

წინამდებარე კანონი ორ განწესებას შეიცავს: პირველი, ყოველწლიურად უნდა შედგეს კრებები, რომლებზედაც თითოეულმა საეკლესიო სამთავრომ უნდა წარგზავნოს თავისი წარმომადგენლები; ამასთან, ტრიპოლს, რადგან მცირე რიცხოვნობის ეპისკოპოსი ჰყავს, შეუძლია გამოგზავნოს ერთი წარმომადგენელი. მეორე – იმავე მიზეზით, თუ ტრიპოლში მღვდელი ან დიაკონი თავისი ეპისკოპოსის განაჩენს გაასაჩივრებს, მაშინ ასეთი მღვდელი მეორე ინსტანციაში უნდა გაასამართლოს მმართველმა ეპისკოპოსმა ხუთ სხვა ეპისკოპოსთან ერთად, დიაკონი კი – ასევე მმართველმა ეპისკოპოსმა სამ სხვა ეპისკოპოსთან ერთად. წინამდებარე კანონი გამონაკლისს წარმოადგენს ამ კრების (419 წ. მე-12 კანონიდან და ამ უკანასკნელის განმარტება მის განმარტებასაც ემსახურება. "ათენის სინტაგმა, III, 326. "ეს კანონი შედგენილია იპონის მე-5 და მე-8 კანონებიდან. "წარმომადგენელი.

მსგავსი კანონები:მოც.741 მსოფ.211 მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ.46141220სარდ.1314კართ.12123452096107

PDF გვ. 139

კანონი 15

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 15. განვაჩინეთ, ასევე, რომ თუ ვინმეს, – ვინც არ უნდა იყოს იგი: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი თუ ეკლესიის მსახური, – ბრალდების ან ცილობის საქმე აქვს აქვს ეკლესიაში და იგი უარს იტყვის საეკლესიო სასამართლოზე და საერო სასამართლოების წინაშე მოინდომებს თავის გამართლებას, – ესევითარი, დაე, მოაკლდეს თავის ადგილს, თუნდაც მის სასარგებლოდ იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება. და ეს დადგენილ იქნა ბრალდების საქმის გამო, ხოლო ცილობის საქმეზე, დაე, მოაკლდეს იმას, რაც საქმის გადაწყვეტით შეუძენია, თუკი თავისი ადგილის შენარჩუნება სურს. 16. განვაჩინეთ ასევე, ესეც: რომელ საეკლესიო მსაჯულთაგანაც არ უნდა მივიდეს საქმე სხვა საეკლესიო მსაჯულებთან, რომელთაც უფრო მაღალი საეკლესიო ძალაუფლება აქვთ, დაე, ნურანაირ გაკიცხვას ნუ დაექვემდებარებიან ისინი, ვისი განაჩენიც გაუქმდება, თუკი არ იქნებიან მხილებულნი იმაში, რომ ან მტრობით, ანდა მიკერძოებით განუსჯიათ საქმე, ანდა რაღაც მაამებლობით და ქრთამით ყოფილან ცთუნებულნი. 17. ხოლო თუ ორივე განსჯადი (სამსჯავროზე წარმდგარი) მხარის თანხმობით იქნებიან არჩეულნი მსაჯულნი, მაშინ, თუნდაც მათი რიცხვი კანონებში დადგენილზე ნაკლები იყოს, ნუ მიეცემათ იმის ნება, რომ სამსჯავრო საქმე სხვებთან გადაიტანონ. 18. მღვდელმსახურთა შვილები ნუ წარმოადგენენ საერო სამარცხვინო სანახაობებს და ნურც თავად უყურებენ. ეს ყოველთვის ექადაგებოდა ყველა ქრისტიანს, დაე, ნუ შევლენ იქ, სადაც ღმერთს გმობენ.

კართაგენის ეს კანონი ლაპარაკობს ორ სრულიად განსხვავებულ საკითხზე: პირველი საკითხი ეხება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო დანაშაულის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებს, მეორე – სასულიერო პირთა შვილების ყოფა-ქცევას. პირველ საკითხთან დაკავშირებით რუსულ კანონთა კრებულში სამი კანონია მოცემული (მე-15, მე-16, მე-17), ასევე ბერძნულ პიდალიონშიც (მე-14, მე-15, მე-16). მეორე საკითხს კანონთა კრებულში ეძღენება განსაკუთრებული მე-18 კანონი; პიდალიონში – განსაკუთრებული მე-17 კანონი. ათენის სინტაგმაში ორივე ეს საკითხი ერთ (მე-15) კანონშია გადმოცემული, ამიტომ ჩვენც ყველა აღნიშნული განწესება ერთ კანონში მოგვყავს.

1) კან. კრებ. 15; პიდ. 14. ყველა სასულიერო პირისათვის კანონიერ სასამართლოს წარმოადგენს იმ ეპისკოპოსის სამსჯავრო, რომელსაც ეს პირები ექვემდებარებიან; ეპისკოპოსისათვის კი – მმართველი მიტროპოლიტის სამსჯავრო. ეს წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის საერთო ნორმას. ამ ნორმის საფუძველზე კანონი განაწესებს, რომ არც ეპისკოპოსს არც სხვა სასულიერო პირს უფლება არა აქვს გვერდი აუაროს სათანადო სასულიერო “იპონის 393 წლის კრების მე-9, მე-10 და მე-11 კანონები. სასამართლოს და თავის გამართლების ძიებაში საერო სასამართლოს მიმართოს (შდრ. II მსოფ. მე-6 და მისი პარალელური კანონები). კანონი მათ ამას უკრძალავს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის სფეროსაც, ან თუნდაც სამოქალაქო სამართალს და მოითხოვს, რომ ყველა მსგავსი საქმე ასევე განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო სასამართლოში. თუ ვინმე უგულებელყოფს საეკლესიო სასამართლოს და სამოქალაქო სასამართლოს მიმართავს, კანონი ასეთი პირისთვის განაწესებს ადგილის ჩამორთმევას, ანუ სამღვდელო ხარისხის ჩამორთმევასა და განკვეთას, – თუნდაც, საერო სასამართლომ განაჩენი მის სასარგებლოდ გამოიტანოს. ხოლო, თუკი საქმე სამოქალაქო სამართლის ხასიათის იქნება, – ანუ, როგორც ზონარა ამბობს, – ფულთან დაკავშირებული, მაშინ ასეთი პირი საეკლესიო სასჯელის გარდა იმასაც კარგავს, რასაც საერო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღებს. თუმცაღა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეკლესიას თითქოს სურდეს ყოველთვის და ყველაფერში გაათავისუფლოს თავისი მსახურები სამოქალაქო სასამართლოს დამოკიდებულებიდან და არ აღიარებდეს, რომ ისინი აღნიშნულ სასამართლოსაც ექვემდებარებიან. რამეთუ არის ისეთი საკითხები, რომლებიც თავისი ხასიათით სამოქალაქო სასამართლოს განხილვას ექვემდებარებიან. მაგალითად, ისეთები, როგორიცაა მძიმე სახელმწიფო დანაშაული, რომელთანაც დაკავშირებით ეკლესიას არასდროს მიუთვისებია სასამართლო უფლება, – პირიქით, ეკლესია თვითონ გადასცემდა ხოლმე სამოქალაქო სასამრთლოს მსგავს, მძიმე დანაშაულში ბრალდებულ სასულიერო პირებს (იხ. ანტიოქ. მე-5 და ორგზ. მე-9 კანონები). ეკლესია უკრძალავს თავის მსახურებს მიმართონ საერო სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც თავიანთი სასიათით საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექვემდებარება, რადგან საერო სასამართლოში თავიანთი მიმართვით ისინი დაარღვევდნენ ამ სასამართლოს უფლებამოსილებას, და იმავდროულად – ეკლესიის კანონიკურ განწესებას; ამასთანავე, თუ ეს პირები საერო სასამართლოს წინაშე გამართლდებოდნენ, ამით დააკნინებდნენ საეკლესიო ხელისუფლებას და სამღვდელო წოდების უღირსნი გახდებოდნენ, ხოლო თუ საერო სასამართლო მათ მიმართ ბრალდებით განაჩენს გამოიტანდა, მაშინ ისინი, მსგავსად ყველა სხვა ერისკაცისა, შესაბამის სასჯელს მიიღებდნენ და ამით დაამცირებდნენ სამღვდელო წოდების ღირსებას. აღნიშნული აკრძალვა ასევე ეხება ისეთ სადავო საკითხებს, რომლებიც შეიძლება ორ სასულიერო პირს შორის წარმოიშვას. ხოლო, როდესაც ერთი მოდავე მხარე სასულიერო პირია, მეორე – ერისკაცი, ძალაში შედიოდა საეკლესიო-სამოქალაქო კანონმდებლობის დადგენილებები; როდესაც საქმე ეხება კერძო ხასიათის დავას სასულიერო პირსა და ერისკაცს შორის, ასეთ შემთხვევევაში შესაძლებელია სასულიერო პირი დაექვემდებაროს საერო სასამართლოს, ისევე, როგორც ერისკაცი – საეკლესიო სასამართლოს. ამ დროს, ზოგადად, გამოიყენებოდა ნომოკანონის მიერ მიღებული ბერძნულ-რომაული კანონები. სისხლის სამართლისა და მძიმე სახელმწიფო დანაშაულებებში სასულიერო პირის ბრალდება ორივე (სასულიერო და საერო) ხელისუფლების მიერ უნდა იქნეს აღიარებული და ამ შემთხვევაში სამღვდელო პატივჩამორთმეული პირები, ანუ საეკლესიო ხელისუფლების მიერ განკვეთილები, გადაეცემოდათ საერო ხელისუფლებას, რომელსაც გამოჰქონდა უკვე მათთვის შესაბამისი სასჯელი.X 2) კან. კრებ. 16; პიდ. 15. კანონები არაერთხელ აღიარებენ იმის უფლებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებულს შეუძლია მიმართოს უმაღლეს სასამართლოს დხ. I მსოფ. კრების მე-5 და მისი პარალელური კანონები). იგივე უფლება არის ამ კანონითაც აღიარებული, რომელიც, კერძოდ, ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მსაჯულებისათვის არაფერია იმაში შეურაცხმყოფელი, თუკი უმაღლესი სასამართლოს მიერ, ანუ მეორე ინსტანციაში, მათი განაჩენი შეიცვლება, გარდა იმ შეთხვევებისა, როდესაც დამტკიცებული იქნება, რომ ამ მოსამართლეებმა უსამართლოდ განსაჯეს – ან ბრალდებულთა მიმართ ბოროტი ანგარიშისწორებით; ან მიკერძოებით იმასთან მეგობრობის გამო, ვინც გაამართლეს; ან კიდევ, მოსყიდვის შედეგად. თუ დამტკიცდება, რომ პირველი ინსტანციის საეკლესიო მსაჯულებმა უსამართლო განაჩენი გამოიტანეს, მაშინ ისინი თავადვე, – როგორც ზონარა აღნიშნავს, – კარგავენ თავიანთ წოდებას”X და VII მსოფლიო კრების მე-6 კანონის თანახმად, იმავე სასჯელს იმსახურებენ, როგორიც უდანაშაულოებს გამოუტანეს.

3) კან. კრებ. 17; პიდ. 16. თუმცა, ეს კანონი, როგორც სხვა, მისი მსგავსი კანონები, უშვებს დაბალი რანგის სასამართლოდან უმაღლეს სასამართლოში აპელირებას, მაგრამ, ამასთანავე, ის კრძალავს აპელაციას იმ განაჩენის წინააღმდეგ, რომელიც გამოტანილია შეთანხმებით გამორჩეული მსაჯულების მიერ. IV მსოფლიო კრებამ (მე-9 კან) საზეიმოდ აღიარა შეთანხმებით გამორჩეულ მსაჯულთა სამსჯავროს კანონიერება. ასეთ სასამართლოს ეკლესიის დაარსებიდანავე ენიჭებოდა უდიდესი მნიშვნელობა და საკმარისი იყო, რომ სამ ღირსეულ სასულიერო პირს, ორივე – ბრალმდებელისა და ბრალდებულის – მხრიდან გამორჩეულებს, განაჩენი გამოეტანათ, რომ ის უკვე შეუცვლელად ითვლებოდა. იღებს რა ამას მხედველობაში, კანონი თმობს ნორმას მსაჯულთა რიცხოვნობის შესახებ, რომელიც ფორმალური სასამართლოსათვის ამ კრების მე-12 კანონით იქნა დამტკიცებული, და უშვებს, რომ ასეთ შემთხვევაში მსაჯულთა ნაკლები რიცხვიც დასაშვებია, თუმცაღა, აპელაციის შეტანა ამ გამორჩეულ მსაჯულთა მიერ გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგ ისევ ისე შეუძლებელია.

4) კან. კრებ. 18; პიდ. 17. ამ კანონის ბოლო განწესებასთან დაკავშირებით, იხ. ტრულის კრების 24-ე და 51-ე კანონების განმარტებები. ეს კანონი უკრძალავს სასულიერო პირთა შვილებს ისეთ სანახაობებზე დასწრებას, სადაც მკრეხელობას აქვს ადგილი, რადგან სამღვდელოებამ, პავლე მოციქულის სიტყვებით, თავიანთი შვილები უნდა აღზარდონ მორჩილებასა და ღვთის მოშიშებაში, და როგორც მოციქულ ტიტეს ახსენებს, მღვდელი შეძლება იყოს მხოლოდ ისეთი პირი, რომელსაც „შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათკს გინა ურჩებისა“ (1, 6; შდრ. 1 ტიმ. 3, 4), ხოლო ვინც თეატრებსა და სხვა მსგავს ადგილებში დადის, იოლად შეიძლება მრუშობისაკენ ლტოლვაში იქნეს "ათენის სინტაგმა, I, 164. "ათენის სინტაგმა, III, 332. დადანაშაულებული, და მის შესახებ უკვე არ შეიძლება თქმა, რომ ქრისტიანული თავმდაბლობით გამოირჩევა. თუკი კანონი, ზოგადად, ყველა ერთგულ მორწმუნეს ურჩევს, არ გამოჩნდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ღვთის გმობას აქვს ადგილი (ტრულ. 51-ე), მაშინ მით უფრო არ უნდა მიეცეთ ამის ნება ისეთი პირების შვილებს, რომელთა მთავარი მოვალეობაც ღვთის პატივისცემისა და ქრისტიანული თავმდაბლობის ქადაგებაა.%

მსგავსი კანონები:მოც.74I მსოფ.2II მსოფ.6IV მსოფ.917ტრულ.24516366ანტიოქ. 5, 12, I.415ლაოდ.24სარდ.3514კართ.12286197104122ორგზ.9

PDF გვ. 140

კანონი 16

19. განვაჩინეთ, რომ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები არ უნდა იყვნენ მეიჯარეები ანდა რამე საერო საქმის განმგებელნი, და არ უნდა მოიპოვებდნენ სარჩოს უპატიო და საძრახისი საქმიანობით. რამეთუ გვმართებს მივხედოთ დაწერილს: „არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა“ (2 ტიმოთე, 2, 4).

20. წიგნის მკითხველნი, რომელნიც სრულყოფილ ასაკს მიაღწევენ, აღვძრათ, რომ ან შეუღლდნენ, ან უბიწოების აღთქმა დადონ.

21. განვაჩინეთ, აგრეთვე, რომ სამღვდელო დასის წევრმა რამდენიც სესხად გასცა ფული, იმდენივე მიიღოს უკან; ხოლო ნივთების გამცემმაც იმდენივე დაიბრუნოს, რამდენიც გასცა.

22. დიაკვნებად, დაე, ნუ იქნებიან დადგინებულნი უცდახუთ წელზე ადრე.

23. წიგნისმკითხველნი ღვთისმსახურების დროს, დაე, ნუ აღასრულებენ თაყვანისცემას მორწმუნე ერისადმი.

(მოც. 5, 6, 20, 26, 44, 5I, 81, 83; I მსოფ. 17; IV მსოფ. 3, 7, 14; ტრულ. 6, 9, 10, 13, 33; VII მსოფ. 10, 14, 15; ანკირ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5,25, 126; ორგზ. 1I; ბასილი დიდის 14, 69; გრიგოლ ნოსელის 6)

ეს კანონი შეიცავს ხუთ სხვადასხვაგვარ განწესებას.

1) კან. კრებ. 19; პიდ. 18. პირველ განწესებასთან დაკავშირებით, რომელიც სასულიერო პირებს საერო საქმიანობებს უკრძალავს, იხ. IV მსოფლიო კრების მე-3 და მისი სხვა პარალელური კანონების განმარტებები. ამასთან, კანონი ამატებს კიდევ იმას, რომ არც ერთ სასულიერო პირს არა აქვს უფლება თავის გამოსაკვებად გამოიმუშავოს თანხა რაიმე სასირცხო ან უწესო საქმიანობით; ასეთ საქმიანობებს შორის ზონარა მოიხსენიებს – დუქანს.5#»

2) კანონთა კრებ. 20; პიდ. 19. მოციქულთა 26-ე კანონის თანახმად, წიგნის მკითხველებს (მედავითნეებს) უფლება ჰქონდათ თავისუფლად დაქორწინებულიყვნენ, "იხ. სონარას ქადაგება ათენის სინტაგმაში, III, 333. "იპონის 393 წლის კრების 1, მე-15, მე-18 და მე-22 კანონები. "ამ კანონის განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 343. ბალსამონი მოიხსენიებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ლუკას დადგენილებას, რომლის თანახმადაც სასულიერო პირებს ექიმობაც კი ეკრძალებოდათ. – ათენის სინტაგმა, III, 344. როგორც კი ამას მოისურვებდნენ. ამიტომ ამ კანონის განწესებას, რომლის თანახმადაც, ზრდასრულ ასაკს მიღწეული მკითხველები აუცილებლად ან უნდა დაქორწინებულიყვნენ, ან სამუდამო ქალწულობის აღთქმა დაედოთ, მხოლოდ აფრიკული ეკლესიისთვის ჰქონდა მნიშვნელობა.“ 3) კანონთა კრებ. 21; პიდ. 20. ამ კანონის მესამე განწესებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ სასულიერო პირმა არ უნდა აიღოს გასესხებული ფულისთვის პროცენტები, იხ. მოციქულთა 44-ე და I მსოფლიო კრების მე-17 კანონების განმარტებები.

4) კანონთა. კრებ. 22; პიდ. 21. ასევე იხ. ტრულის კრების მე-14 და მე-15 კანონების განმარტება, რომ არავის აქვს უფლება 25 წლამდე ასაკის პირი დიაკვნად დაადგინოს.

5) კანონთა კრებ. 23; პიდ. 22. წინამდებარე კანონის ბოლო განწესებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ მკითხველებმა თაყვანი არ უნდა სცენ ერს (ეკლესიო მრევლს), ზონარა ამბობს, რომ ღვთისმსახურების დროს ისინი მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მლვდლებს უნდა სცემდნენ თაყვანს, და არა ეკლესიაში მყოფ მრევლს, რადგან მათ კურთხევა მიიღეს (ქიროტესია), მრევლი კი, თავისი მდგომარეობით, შორს დგას სამღვდელოებისაგან, ამიტომ მრევლმა თვით იმათ (მკითხველებს) უნდა მიაგოს პატივი, მით უმეტეს ღვთისმსახურებისას.+X

PDF გვ. 143

კანონი 17

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად იქნა განჩინებული, რომ სიტიფენსის მავრიტანიას თავისი უპირატესი ეპისკოპოსი ჰყავდეს, რადგან მან ამის შესახებ ნუმიდიის მხარის უპირატეს ეპისკოპოსს სთხოვა, რომლისგანაც კრების მიერ არის გამოყოფილი. აფრიკის სამთავროების ყველა უპირატეს ეპისკოპოსთა და ყველა ეპისკოპოსის თანხმობით, მას ნება დაერთო, მისი მოშორებულობის გამო, ჰყავდეს თავისი უპირატესი ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსი).

აფრიკის ძველებური დაყოფა IV საუკუნის მეორე ნახევარში ძირეულად შეიცვალა; ჩამოყალიბდა ექვსი ცალკეული პროვინცია: ჩ#იქიმ CI0C005ს18XI15 (მთავარი ქალაქი – კართაგენი),ის#ი1!ძI8, 8V>2მ01ს»ი, IX1 00115, M8სIIL8ი18 5=1ILICი515 6LM8VIILმ- XI8 Cმ058I101515. მიწების პოლიტკურ დაყოფასთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყო საეკლესიო სამთავროების დაყოფაც, რაც გაკეთდა კიდეც ერთ-ერთ კრებაზე – რომელიც არ არის ამ კანონში მოხსენიებული – და იქვე მოხდა სიტიფენსის მავრიტანიის ეკლესიის გამოყოფა ნუმიდიის ეკლესიისგან, რომლებიც ადრე ერთ საეკლესიო სამთავროს წარმოადგენდნენ. მოხსენიებული კრების ეს გადაწყვტილება “სონარასა და ბალსამონის განმარტება ათენის სიტაგმაში, III, 343, 345.

"ამ კანონის გამარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 343.

·+.იპონის 393 წლის კრების კანონი, უკმაყოფილოდ მიიღო ნუმიდიის პრიმასმა" და როგორც ჩანს, პრაქტიკულად არ სრულდებოდა სიტიფენსის მავრიტანიის ეკლესიის დამოუკიდებელი მართვა, რის გამოც ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა იპონის 393 წლის კრებაზე, და განსაკუთრებული (მე-17) კანონით დადგინდა, რომ უნდა შეწყდეს ყოველგვარი დავა და ამიერიდან სიტიფენსის მავრიტანიას უნდა ჰყავდეს თავისი ,პრიმასი“. შემდგომში მართლაც ასე მოხდა და კართაგენის 407 წლის კრებაზე სხვა წარმომადგენლებთა შორის ვხედავთ სიტიფენსის მავრიტანიის წარმომადგენელსაც (იხ. კართ. კრების 96-ე კანე), ასევე – კართაგენის 418 წლის კრებაზეც (კან. 127).

მსგავსი კანონები:I მსოფ.6კართ.8696127

PDF გვ. 144

კანონი 18

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 25. კეთილად განვაჩინეთ, აგრეთვე: ეპისკოპოსად დასადგინებელთ, ანდა სამღვდელო ხარისხებში საკურთხებელთ, ხელთდამსხმელნი ჯერ, დაე, ასმენინებდნენ (ჩააგონებდნენ) კრებების დადგენილებებს, რათა არ იქცეოდნენ კრებების განწესებების საწინააღმდეგოდ და შესანანებელი არ გაუხდეთ. 26. განვაჩინეთ, არ მიეცეს ევქარისტია გარდაცვლილთა სხეულებს, რამეთუ წერილ არს: „მიიღეთ და ჭამეთ“ (მათე 26, 26) ხოლო მკვდართა სხეულებს არც მიღება, არც ჭამა არ შეუძლიათ. ასევე, დაე, ნუ აღიძრება მღვდელთა უცნობლობა იმად, რომ უკვე გარდაცვლილები მონათლონ. 27. გვმართებს ამ წმიდა კრებაზე დავამტკიცოთ, რომ ნიკეის კრების კანონების თანახმად, საეკლესიო საქმეების გადასაწყვეტად, რომლებსაც ხშირად გადადებენ ხოლმე ერისათვის საზიანოდ, ყოველწლიურად იქნეს მოწვეული კრება, რომელზეც სამთავროების პირველ კათედრებზე დადგინებულნი თავიანთი კრებებიდან გამოაგზავნიან ორ, ან რამდენსაც აირჩევენ, იმდენ ეპისკოპოსს თავიანთ წარმომადგენლებად, რათა ამგვარად შემდგარ კრებას შეეძლოს სრულყოფილი უფლებამოსილება იქონიოს.

წინამდებარე კანონი შეიცავს სამ ცალკეულ განწესებას:

1) კანონთა კრებ. 25; პიდ. 24. VII მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებიდან ვიცით, რომ ეპისკოპოსობის კანდიდატმა კარგად უნდა იცოდეს წმინდა წერილი და კანონიკური სამართალი, თანაც, თავისი ცოდნა გამოცდაზე უნდა დაამტკიცოს. იგივეს გვეუბნება მღვდლობის შესახებ I მსოფლიო კრების მე-9 კანონიც. ამასვე ამბობს წინამდებარე კანონიც ყველა იმ პირთან დამოკიდებულებით, ვინც სასულიერო დასში შესვლას აპირებს, ანუ ვინც ხელდასხმისათვის (ქიროტონიისათვის) ემზადება, ამასთან, ნათქვამია, რომ მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ იმის შესახებ, რომ თავიანთი ცოდნის გამოვლენა მოუწევთ შესაბამის გამოცდაზე, ასევე, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ შემდგომში, სამღვდელო ცხოვრე- "საეკლესიო სამთავროს მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი, საეკლესიო კრების თავმჯდომარეობის უფლების მქონე; შემდგომში – მიტროპოლიტი. ბაში, არ მოიქცნენ განწესების საწინააღმდეგოდ, რათა მონანიება არ მოუხდეთ, ანუ, – როგორც ზონარა ამბობს, – რათა შემდგომში სასჯელი არ შეხვდეთ.”

2) კანონთა კრებ. 26; პიდ. 25. ამ კანონის მეორე ნაწილში, უპირველესად საუბარია იმის შესახებ, რომ წმინდა ზიარების მიცემა არ შეიძლება გარდაცვლილთათვის და ამის დასამტკიცებლად მოყვანილია იესო ქრისტეს სიტყვები მათეს სახარებიდან (26, 26) კანონის ტექსტში ნათქვამია LთV +6X6ს+თVLთV Cდ§იიბინსი). ეს პირდაპირი თარგმანით ნიშნავს, რომ წმინდა ზიარება არ უნდა მიეცეთ მომაკვდავებს C/MიიმI0VIIIIM), მაგრამ კანონში რომ საუბარია არა მათზე, არამედ გარდაცვლილთა გვამებზე, ამის ნათელი დასტურია – როგორც ზონარა შენიშნავს – კანონში მოყვანილი წმინდა წერილის ტექსტის შემდგომი სიტყვები „გარდაცვლილთა გვამებს არც მიღება შეუძლიათ და არც ჭამა“, მაშინ, როდესაც თითოეულს, ჯერ კიდევ ცოცხალს, თუნდაც რომ მისი გადარჩენის იმედი აღარ იყოს და სულს ღაფავდეს, მაინც ეკუთვნის წმინდა ზიარება (იხ. I მსოფლიო კრების მე-13 კანე“” ოდესღაც არსებული ჩვეულება, რომლის თანახმადაც მიცვალებულს პირში უდებდნენ წმინდა ზიარებას, განპირობებული იყო კეთილმორწმუნეობრივი სურვილით, გაეცილებინათ მიცვალებული წმინდა საგზლით და ამგვარად, ერთგვარი სიწმინდე გადაეცათ გვამისთვის. ეს ჩვეულება რომ საკმაოდ ფესვგადგმული აღმოჩნდა, ეს იქიდან ჩანს, რომ VII საუკუნეში ტრულის კრების მამები იძულებული გახდნენ აეღორძინებინათ კართაგენის (უფრო სწორად – იპონის) ეს განწესება თავიანთი 83-ე კანონით.

შემდეგ, ამ კანონის (მე-18) მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ შეიძლება მიცვალებულის მონათლვა. ეს ჩვეულებაც რელიგიური მოშურნეობის ნიადაგზე არსებობდა იმის ღრმა რწმენით, რომ ნათლისღება ახალდაბადებას აძლევდა გარდაცვლილის სხეულს. იგი (ჩვეულება) ქრისტიანობაში მონტანისტებიდან გადმოვიდა, რომლებიც მკვდრებსაც ნათლავდნენ და გავრცელდა არამარტო აფრიკულ ეკლესიებში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც.

3) კანონთა კრებ. 27; პიდალიონი 26. ამ კანონის მესამე ნაწილი შეიცავს განწესებას ყოველწლიურად საეკლესიო კრებების მოწვევის აუცილებლობის შესახებ, სადაც ყველა ეპარქიის პირველმოსაყდრის, ანუ მიტროპოლიტის დასწრება სავალდებულოა. თუკი თავად მიტროპოლიტებს, გარკვეული საპატიო მიზეზების გამო, პირადად დასწრება არ შეეძლებათ, მაშინ კანონის განწესების თანახმად, მათ თავიანთი ეპარქიებიდან (სამიტროპოლიტო სამთავროებიდან) უნდა წარმოაგზავნონ ორ-ორი ეპიკოპოსი – თავიანთი ეპარქიების წარმომადგენლები – ადგილისმცველების (პოტირიტასების) სტატუსით, რათა ამ საყოველთაო კრებას ესწრებოდეს საეკლესიო ხელისუფლების სრულუფლებიანი წარმომადგენლობა. აქედან ჩანს, რომ აქ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ეპარქიალურ ან საეპისკოპოსო კრებებზე (იხ. მოციქულთა 37-ე კან.; IV მსოფლიო კრების მე-19 კან. და სხვა), არამედ, საუბარია დიდი საეკლესიო სამთავროების კრებების შესახებ, ანუ დიეცეზალურ კრებებზე (იხ. IV მსოფლიო კრების მე-9 კან). კართაგენელ (ან იპონელ) მამებს ასეთი "ათენის სინტაგმა, III, 352.

#+”სონარას განმარტება ამ კანონზე, ათენის სინტაგმაში, II, 353.

_ _–_ა_______>. _ კრების შესახებ განწესება შეეძლოთ გამოეცათ მხოლოდ თავიანთ სამთავროსთან დამოკიდებულებით, რამეთუ აფრიკის საკონსულოს დამოუკიდებელი მმართველობა ჰქონდა და ექვსი პროვინციისგან შედგებოდა, რომლებიც ჩვენ მიერ მოხსენიებულია ამ კრების მე-17 კანონის განმარტებაში. ამასთან, მისი მთავარი ქალაქის, კართაგენის მიტროპოლიტი იყო „პირველმოსაყდრე სრულიად აფრიკისა“ (მით23 სიIV6C58C ტMIICმ2C). თუმცაღა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად საყოველათაო კრების შესახებ მოწვევის განწესება, შეიცვალა ამავე კრების 95-ე კანონით, რომლის თანახმადაც დაადგინეს, რომ მსგავსი კრებები მოეწვიათ მხოლოდ უკიდურეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში; ხოლო, ჩვეულებრივ – ეპარქიალური, სამიტროპოლიტო კრებები.

მსგავსი კანონები:მოც.37I მსოფ.2913IV მსოფ.919ტრულ.883VII მსოფ.20ანტიოქ.20კართ.767795

PDF გვ. 145

კანონი 19

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ეპისკოპოსთაგანს ბრალს დასდებენ, ბრალმდებელმა, დაე, წარუდგინოს საქმე იმ ოლქის უპირატესს (ეპისკოპოსს), რომელსაც ბრალდებული ეკუთვნის, და ნუ განეყენება ბრალდებული ზიარებისაგან, თუ არ იმ შემთხვევაში, როცა, სიგელით (წერილით) მიხმობილი პასუხისგებისათვის, დანიშნულ დროს არ გამოცხადდება მის განსასჯელად შეკრებილთა სამსჯავროზე, ანუ ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა, მოკვლევის მიხედვით, მან სიგელი მიიღო. ხოლო თუ წარმოადგენს ჯეშმარიტ და აუცილებელ მიზეზებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს მას პასუხის მშიგებაში იმის წინააღმდეგ, რაც წარდგენილია მასზე, – მაშინ განუკითხავად ჰქონდეს თავისუფლება გამართლებისათვის მეორე თვის განმავლობაში, და ნუ იქნება თანაზიარებაში, ვიდრე არ განიწმედს თავს მტკიცებულებებით საქმეზე. ხოლო თუ იმ წლის სრულ კრებაზე გამოცხადებას არ ისურვებს, რათა უკიდურეს შემთხვევაში ამით მაინც დასრულდეს მისი საქმე, მაშინ უნდა განისაჯოს როგორც განაჩენის გამომტანი საკუთარი თავის წინააღმდეგ. ხოლო იმ დროის განმავლობაში, როცა ის განყენებული იქნება ზიარებიდან, დაე, ნუ შეერთვება ნურც თავის ეკლესიას და ნურც სხვას მთელ (იმ) საზღვრებში. ამის საწინაალმდეგოდ, მის შემასმენელს, თუკი არსად წასულა მისი საქმის განხილვის დღეებში, სულაც ნუ აეკრძალება თანაზიარება. ხოლო თუ წავა და მიეფარება, მაშინ ეპისკოპოსი დაბრუნებულ იქნეს თანაზიარებაში, თავად შემასმენელი კი განყენებულ იქნეს ზიარებიდან, ოღონდ ისე, რომ არ წაერთვას თავისუფლება თავისი ბრალდების დასადასტურებლად, თუკი შეძლებს დაამტკიცოს, რომ შეუძლებლობის გამო არ წარუდგა სამსჯავროს, და არა იმის გამო, რომ არ სურდა ეს. თუმცა, ეს კი ცხადია, რომ თუ საქმის მოძრაობის დროს ეპისკოპოსთა სამსჯავროში, ჩირქი მოეცხება შემასმენელ პირს, მაშინ მისგან არ უნდა იქნეს მიღებული ბრალდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის საკუთარი საქმის განხილვას ისურვებს, და არა – საეკლესიოს. ”იპონის 393 წლის კრების მე-6 და მე-7 კანონები.

წინამდებარე კანონი, რომელიც თავისი შინაარსით სამ ნაწილად იყოფა, გადმოგვცემს სასამართლო პროცესის მსვლელობას, რომელიც განიხილებოდა ერთერთი ეპისკოპოსის საჩივრის საფუძველზე. ეს პროცესი მსგავსია იმისა, რომლის შესახებაც საუბარია მოციქულთა 74-ე კანონის განმარტებაში.

რომელიმე ეპისკოპოსის ბრალმდებელი, ვალდებულია თავისი საჩივარი ამ ეპისკოპოსის ზემდგომი ხელისუფლების სამსჯავროს გადასცეს, ანუ იმ ეპარქიის მიტროპოლიტს, რომლის იურისდიქციაშიც შედის ბრალდებული ეპისკოპოსი. ბრალდებაწაყენებული ეპისკოპოსი ჯერ კიდევ არ კარგავს თავის უფლებებს და აგრძელებს ამ უფლებებით სარგებლობას მანამ, ვიდრე არ იქნება გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს წესი ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული ეპისკოპოსი მიწვეულია სასამართლოზე და ის იქ არ გამოცხადდება მთელი თვის განმავლობაში, – დღიდან წერილობითი მიწვევის მიღებისა. ასეთ შემთხვევაში, იგი, სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობის გამო, უკვე იმსახურებს შესაბამის სასჯელს. თუკი დამტკიცდება, რომ სასამართლოში არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მოტივაცია წარმოუდგენია ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპატიო (და არა გამოგონილი) მიზეზების გამო, მაშინ მას კიდევ ერთი თვის ვადა ეძლევა, რათა არ წაერთვას სასამართლოს წინაშე თავის გამართლების შესაძლებლობა. ხოლო თუ იგი არც მეორე თვის განმავლობაში გამოცხადდება სასამართლოში, მაშინ კანონი მას ეკლესიასთან ერთობიდან აყენებს იქამდე, ვიდრე არ დამტკიცდება, რომ არაფერშია დამნაშავე და მის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უსაფუძვლოა.

და მაინც, ამ ეპარქიალურ კრებას ჯერ კიდევ არ გამოაქვს თავისი ბრალდებითი განაჩენი ბრალწაყენებული ეპისკოპოსის მიმართ, მიუხედავად მისი სასამართლოში გამოუცხადებლობისა: იგი ელოდება – ხომ არ მიმართავს ეს ეპისკოპოსი აპელაციით დიდ საყოველთაო კრებას. თუ ამას არ იქმს, მაშინ – კანონის სიტყვებით – მას თავად გამოაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენი, და სანამ ეკლესიასთან ერთობა შეჩერებული აქვს, ვერ უნდა გაბედოს საღმრთო მსახურების ჩატარება ვერც თავის ეკლესიაში, ვერც სხვა რომელიმე ადგილას, მაგალითად, მასზე დაქვემდებარებულ რომელიმე სამრევლო ეკლესიაში.

რაც შეეხება ბრალმდებელს, როგოთც კანონი განაწესებს, მას შეუძლია სრულ ერთობაში დაჰყოს ეკლესიასთან, თუკი ყველაფერში ემორჩილება სასამართლოს დადგენილებებს. ხოლო, თუ ბრალმდებელი სასამართლოს თავს არიდებს იმდენად, რომ მას ვერ პოულობენ, და მსაჯულებს აქვთ იმის საფუძველი, რომ მისი საჩივარი ეპისკოპოსის ცილისწამებად შეაფასონ (რომელიც სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზით განყენებულია), მაშინ ბრალდებული ეპიკოპოსი კვლავ მიიღება ერთობაში, თავად ბრალმდებელი კი განიყენება ეკლესიის ერთობიდან და ისჯება როგორც ცილისმწამებელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ განსასღვრულ დროს სასამართლოში ბრალმდებლის გამოუცხადებლობის მიზეზი ნამდვილად საპატიოა, მაშინ ის სასჯელს არ დაექვემდებარება და უფლება მიეცემა თავისუფლად დაიცვას სხვა დროს სასამართლოს წინაშე ეპისკოპოსის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი" რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რაც კანონში ბრალმდებლის პიროვნებასთან დაკავშირებით არის ნათქვამი, იხ. I მსოფლიო კრების მე-6 და IV მსოფლიო კრების 21-ე კანონის განმარტებებში.

მსგავსი კანონები:მოც.343774II მსოფ.6ტრული.8ანტიოქ.141520ლაოდ.40სარდ.4კართ.8101112151859104107128129130132ორგზ.13თეოფილე ალექსანდრიელის.9

PDF გვ. 147

კანონი 20

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ მღვდლებს ან დიაკვნებს ბრალს დასდებენ, მაშინ მახლობელ ადგილთაგან არჩეულ ეპისკოპოსთა დაკანონებული რაოდენობის კრების შემდეგ, რომელთაც ბრალდადებულნი მოითხოვენ, – ანუ მღვდლის ბრალდების შემთხვევაში – ექვსი ეპისკოპოსისა, ხოლო დიაკვნის ბრალდების შემთხვევაში – სამისა, და მათთან ერთად ბრალდადებულთა საკუთარმა ეპისკოპოსმაც, გამოიკვლიონ მათზე მოტანილი ბრალდებები იმავე წესების დაცვით, რაც დღეებსა და ვადებს, გამოძიებას, ბრალმდებელ პირებსა და ბრალდადებულებს შეეხება. ხოლო ეკლესიის სხვა მსახურების მიმართ აღძრული საქმეები ადგილობრივმა ეპისკოპოსმა განიხილოს და დაასრულოს.

როგორც მე-19 კანონი შეიცავს განწესებას ბრალდებულ ეპისკოპოსებთან დამოკიდებულებით, ასევე, წინამდებარე კანონი შეიცავს მსგავს განწესებას მღვდლებთან, დიაკვნებთან და სხვა კლირიკოსებთან დამოკიდებულებით. რომ გავიგოთ ამ კანონის განწესება იმის შესახებ, რომ მღვდლებს ასამართლებს – 6, დიაკვნებს კი – 3 ეპისკოპოსი, უნდა მივმართოთ იმას, რაც ნათქვამია ამ კრების მე-12 და მე-14 კანონების განმარტებებში.

მსგავსი კანონები:მოც.14IV მსოფ.9ანტიოქ.4კართ.1415

PDF გვ. 149

კანონი 21

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად იქნა განჩინებული, რომ სამღვდელო დასის წევრთა "შვილები არ უნდა დაქორწინდნენ წარმართებსა და მწვალებლებზე.

ჩვენთვის უკვე ცნობილია ტრულის კრების 72-ე კანონის განწესება, რომელიც ზოგადად კრძალავს მართლმადიდებლის ქორწინებას მწვალებელთან. თუ ასეთი ქორწინება მანამდე იყო შემდგარი, მაშინ ის უნდა დარღვეულიყო, და ის გაუქმებულად ითვლებოდა. ასეთი განწესების საფუძვლად წინამდებარე კანონი ასახელებს იმას, რომ მსგავსი ქორწინების ნებადართულობა ტოლფასი იქნებოდა ისეთი სურვილისა, ვინმეს რომ მოენდომებინა ცხვრის მგელთან შეერთება, და ცოდვილის ”ხონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 359. "იპონის 393 წლის კრების მე-8 კანონი. "იჰონის 393 წლის კრების მე-12 კანონი. ხვედრისა – ქრისტეს საქმესთან. ამდენად, თუკი ამ სახის ქორწინება ეკრძალება მართლმადიდებლური აღმსაარებლობის მქონე ნებისმიერ ერისკაცს, მაშინ მით უფრო უნდა აეკრძალოს ეს სასულიერო პირთა შვილებს. სწორედ ამაში მდგომარეობს კართაგენის (იპონის) კრების ამ კანონის განწესება.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.4ტრულ.72

PDF გვ. 149

კანონი 22

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსები და სამღვდელო დასის წევრები ნურაფერს მიაკუთვნებენ იმათ, რომელნიც არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, დაე, თუნდაც მათი ნათესავები იყვნენ; ნურაფერს თავიანთი ნივთებიდან, როგორც ითქვა, ნუ დაუმტკიცებენ ჩუქების სახით ეპისკოპოსები და სამლვდელო დასის წევრები.

წინამდებარე კანონი უკრძალავს ყველა კლირიკოსს, განურჩევლად მისი იერარქიული ხარისხისა, გადასცეს რამე თავისი ქონებიდან არამართლმადიდებელ ქრისტიანს – ანდერძით, ჩუქებით, ან სხვა რამე ნებისმიერი გზით, – თუნდაც ისინი მისი ნათესავები იყვნენ. თავიანთი პირადი ქონებიის განკარგვა, რომელიც საეკლესიო მსახურებიდან დამოუკიდებლად აქვთ შეძენილი, პლირიკოსებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელს შეუძლიათ გადასცენ, რა გზითაც არ უნდა მოხდეს ეს – მემკვიდრეობითი, ჩუქებითი თუ სხვა რამე სახით. ასეთი ნორმა დადგენილია მოციქულთა მე-40 და ანტიოქიის კრების 24-ე კანონებით. კლირიკოსებისათვის ნებადაურთველობა საკუთარი ქონების არამართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის დათმობის შესახებ, რაც კართაგენის (იპონის) წინამდებარე კანონით არის განწესებული, ასევე იყო დადგენილი ბერძნულ-რომაული კანონმდებლობითაც, რომელიც მოყვანილია ზონარას მიერ წინამდებარე კანონის განმარტებაში” კლირიკოსთა ღვიძლი შვილებიც კი, მართლმადიდებლობიდან განდგომის შემთხვევაში, ვერ გახდებოდნენ საკუთარი მართლმადიდებელი მშობლების მემკვიდრენი, და იმათი ქონება – თუ სხვა მართლმადიდებელი მემკვიდრე არ ჰყავდათ – უნდა გადასულიყო ადგილობრივი ეკლესიის საკუთრებაში.

კართაგენის 81-ე კანონი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ამ კანონთან, ეპისკოპოსებთან დაკავშირებით განაწესებს, რომ თუ ვინმე თავის მემკვიდრედ გამოაცხადებს მწვალებელს ან წარმაროს, მაშინ იგი სიკვდილის შემდეგაც ექვემდებარება შეჩვენებას, და მისი სახელი წმინდა ეკლესიაში არ უნდა იქნეს მოხსენიებული (იხ. 81-ე კანონის განმარტება). "იპონის 393 წლის კრების მე-I14 კანონი. "“ათენის სინტაგმა, III, 365.

მსგავსი კანონები:მოც.3840IV მსოფ.22ტრულ.35ანტიოქ.24

PDF გვ. 150

კანონი 23

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსები, დაე, სხვაგვარად ნუ გაემგზავრებიან ზღვის გაღმა, თუ არა მხოლოდ თითოეული თავისი სამთავროს პირველმოსაყდრე ეპისკოპოსის ნებართვით, ანუ მიიღებენ რა უპირატესად თვით პირველი ეპისკოპოსისაგან ეგრეთ წოდებულ განტევების სიგელს, ანუ დამადასტურებელ მოწმობას.

აფრიკის ადგილდმდებარეობიდან გამომდინარე, სიტყვა „ზღვის გაღმა“ ნიშნავს იტალიას და უფრო ზუსტად – რომს. ეპისკოპოსები აფრიკიდან სიხარულით მიდიოდნენ იქ, როდესაც იმპერატორის სასახლეში წარდგომა სჭირდებოდათ, ან – საჩივრის შეტანა რომის ეპისკოპოსთან აფრიკის კრებების გადაწყვეტილებებზე. თუ რაოდენ დიდი სიამოვნებით ხვდებოდნენ რომის ეპისკოპოსები ასეთ საჩივრებს, ამაზე, სხვათა შორის, ის მიზეზიც მიუთითებს, რა მიზეზითაც იქნა მოწვეული კართაგენის ეს კრება (419 წელს). წინამდებარე კანონი, ზოგადად, არ უკრძალავს აფრიკელ ეპისკოპოსებს რომში გამგზავრებას, თუ მათ ნამდვილად აქვთ ამის საჭიროება, მაგრამ განაწესებს, რომ ამის ნებართვა მათ უნდა აიღონ მმართველი მიტროპოლიტის, ანუ, როგორც კანონშია ნათქვამი, თავიანთი სამთავროს პირველმოსაყდრე ეპისკოპოსისგან. როდესაც ეპისკოპოსი მიტროპოლიტს შეატყობინებს თავის განზრახვას „ზღვის გაღმა“ გამგზავრების შესახებ, მიტროპოლიტი, თუ მისი გამგზავრების მიზეზს საპატიოდ ჩათვლის, ასეთ შემთხვევაში აძლევს მას გამგზავრების წერილობით ნებართვას ეგრეთ წოდებულ განსატევებელ წიგნს (სიგელს). ეს წიგნი კანონში იწოდება, აგრეთვე, დამადასტურებელ მოწმობად, რადგან მას მიტროპოლიტი ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს; ეწოდება აგრეთვე შუამდგომლობა (შეწყნარება, 0#06068#6) რადგან ამასთანავე ემსახურებოდა გამგზავრებული ეპისკოპოსის რეკომენდაციას იმ პირებისათვის, რომლებთანაც ის მიემგზავრებოდა და ამტკიცებდა და იწყნარებდა ყველაფერს, რაც ამ ეპისკოპოსის პიროვნებას შეეხებოდა.” შემდეგ, კანონში ნათქვამია, რომ ეს განსატევებელი წიგნი ეპისკოპოსმა უნდა მიიღოს აუცილებლად მიტროპოლიტისგან, ეს იმიტომ არის ხაზგასმული, რომ ანტიოქიის კრების მე-11 კანონის თანახმად, ეპისკოპოსს, რომელიც თავისი ეპარქიიდან გამგზავრებას განიზრახავდა, თან უნდა ჰქონოდა სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ნებართვის დამადასტურებელი წერილობითი მოწმობა, ისევე, როგორც მიტროპოლიტისგან. ამიტომ, ამ კანონის აზრი ის არის, რომ ეპისკოპოსს ეს ნებართვა უნდა ჰქონდეს ყველა ეპიკოპოსისგან, განსაკუთრებით კი მიტროპოლიტისგან.

მსგავსი კანონები:მოც.33IV მსოფ.13ანტიოქ.11კართ.2889105

PDF გვ. 151

კანონი 24

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დადგენილ იქნა აგრეთვე, რომ ეკლესიაში არაფერი იქნეს წაკითხული საღმრთო წერილის სახელით, გარდა კანონიკური წიგნებისა ხოლო კანონ- "იპონის 393 წლის კრების მე-27 კანონი. "“ზონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IIL, 37. იკური წიგნები შემდეგია: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯულისა, ისუ ნავესი, მსაჯულთა, რუთი, მეფეთა ოთხი წიგნი, პარალიპომენონი (ნეშტთა) – ორი წიგნი, იობი, ფსალმუნნი, სოლომონის ოთხი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი, ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი, ეზდრას ორი წიგნი. ახალი ალთქმისა – ოთხი სახარება, საქმე მოციქულთა – ერთი წიგნი, პავლეს ეპისტოლეები – თოთხმეტი; პეტრე მოციქულისა – ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულისა – სამი, იაკობ მოციქულისა – ერთი, იუდა მოციქულისა – ერთი, იოანეს გამოცხადება – ერთი წიგნი. ამ კანონის სიმტკიცისათვის ეუწყოთ ამის შესახებ ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფაცის (რომის ეპისკოპოსს) და იმ ქვყნების სხვა ეპისკოპოსებს; რამეთუ ჩვენ მამებისაგან გადმოგვეცა, რომ ამ წიგნების კითხვაა ჯეროვანი ეკლესიაში.

ეს არის იპონის 393 წლის კრების კანონი, და იმ სახით, როგორითაც ამ (კართაგენის) კრებაზეა ის ჩამოყალიბებული, – ანუ წმინდა წერილის წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც კანონიკურად უნდა იქნეს აღიარებული, – სრულად შეესაბამება ლათინური ეკლესიის კანონს წმინდა წიგნების შესახებ, რომელიც შემდგომში იქნა მიღებული ტრიდენტის კრებაზე. კართაგენის კრების (419 წ) ამ კანონის ჩვენ მიერ წარმოდგენილ ტექსტში, ესე იგი, ათენის სინტაგმის ტექსტში, იპონის კრების კანონისაგან განსხვავებით არ არის მოხსენიებული მაკაბელთა წიგნები, მაგრამ, სამაგიეროდ მოხსენიებულია შემდეგი წიგნები: „სიბრძნე სოლომონისა“, „სიბრძნე ისო ძისა ზირაქისა“, „ტობია“, და „ივდითი“, შესაბამისად, ოთხი წიგნი, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ არის შეტანილი ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორის. ასეთი ჩამონათვალი, ანუ წმინდა წერილის წიგნების ასეთი ნუსხა წარმოადგენს კართაგენის ეკლესიის განსაკუთრებულობას და, ის, რომ კართაგენის კრების წინამდებარე კანონი ყველა ამ წიგნს მოიხსენიებს კანონიკურად, უნდა გავიგოთ უფრო ფართო მნიშვნელობით, კერძოდ, როგორც სასარგებლო და დასამოძღვრავი წიგნები კანონით დაშვებული ეკლესიაში კითხვისათვის. მოციქულთა 85-ე კანონის განმარტებაში ჩვენ ვნახეთ, რომ წმინდა წერილის როგორც მკაცრად კანონიკური, ისე არაკანონიკური წიგნები (თუკი ისინი დაშვებული იყო გამოყენებისათვის) ყოველთვის ითვლებოდა პატივსაცემ და წმინდა წიგნებად და, მაშასადამე, კეთილმსახურ ადამიანთათვის სულის სასარგებლო საკითხავად. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით იხ. ათანასე დიდის ეპისტოლე დღესასწაულების შესახებ და ამფილოქეს კანონი. “თუმცა ეს წიგნი კანონში პირდაპირ დასახელებული არ არის, მაგრამ ის იგულისხმება სოლომონის წიგნებს შორის, რადგან მის ავტორად სოლომონს მიიჩნევდნენ.

მსგავსი კანონები:მოც.6085ლაოდ.60

PDF გვ. 151

კანონი 25

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: უპატიოსნესო ძმებო, მსჯელობისას, ცოლებთან კავშირისაგან თავშეკავების შესასებ ზოგიერთი კლირიკოსისათვის, წიგნის მკითხველთა გარდა, მე კიდევ დავუმატებ სხვადასხვა კრებებზე დამტკიცებულს: იპოდიაკვნებს, რომლებიც წმიდა საიდუმლოთ ეხებიან, დიაკვნებსა და მლვდლებს, ასევე ეპისკოპოსებსაც. თითოეული ამ წოდებისათვის დამახასიათებელი წესის შესაბამისად, დაე, ყოველი ზემოდასახელებული განეკრძალოს თავის ცოლს და იყოს ისე, როგორც უცოლო; და ვინც ამგვარად არ იმოქმედებს, განკვეთილ იქნეს საეკლესიო წოდებიდან. ხოლო ეკლესიის სხვა მსახურთ ნუ აიძულებენ ამას, თუ არა, მხოლოდ, ხანდაზმულ ასაკში. მთელმა კრებამ თქვა: თქვენი სიწმინდის მიერ სამართლიანად განსჯილს, ვითარცა შესაფერისს სამლვდელოებისთვის და სათნოს ღმერთისთვის, ვამტკიცებთ.

წინამდებარე კანონი მჭიდრო კავშირშია ამავე კრების მე-3 და მე-4 კანონებთან. რადგანაც ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკვნები შეიძლება იყვნენ დაქორწინებულები, ესე იგი, ჰყავდეთ კანონიერი ცოლები, ამიტომ ეს კანონი განაწესებს, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ცოლებთან ხორციელი კავშირისაგან იმ დროს, როდესაც მათი მსახურების რიგი დგება, ანუ წმინდა საიდუმლოს აღსრულების წინ, და იმ დროსაც, როდესაც პავლე მოციქულის სიტყვებით, ვისაც ცოლი ჰყავდეს, უნდა იყოს ვითარმცა უცოლო (1 კორ. 7, 29). კართაგენის კრების წინამდებარე კანონის განწესება სიტყვასიტყვით არის მოყვანილი ტრულის კრების მე-13 კანონში, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიღებულ იქნა რომის ეკლესიის ჩვეულების საწინააღმდეგოდ, რომელიც ყველა სასულიერო პირისგან ცელიბატობას მოითხოვდა.

ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების გვერდით კანონი მოიხსენიებს იპოდიაკვნებსაც და მათ შესახებ ამბობს, „რადგან ეხებიან წმინდა საიდუმლოს“, ამიტომ მათაც თავი უნდა შეიკავონ გარკვეულ დროს ცოლებთან ურთიერთობისაგან. ლაოდიკიის კრების 21-ე კანონში იპოდიაკვნებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი არ უნდა შეეხონ წმინდა ჭურჯელს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულების დროს, როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ აღნიშნული კანონის განმარტებაში. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ორი კანონი (კართაგენის 25-ე და ლაოდიკიის 21-ე) ერთმანეთთან წინაღმდეგობაში მოდის,რადგან ერთი მათგანის თანახმად იპოდიაკონს უფლება ეძლევა წმინდა ჭურჭელს შეეხოს უსისხლო მსხვერპლის გადაბრძანებისას, მეორეს მიხედვით კი – ამის უფლება არ აქვთ. ჩვენი აზრით, უფრო სწორად უნდა მივიჩნიოთ ლაოდიკიის კრების კანონის განწესება, რადგან მართლმადიდებელი "კართაგენის 401 წლის კრების მე- კანონი. ეკლესიის სამართლის საერთო სწავლებით იპოდიაკვნები არ იღებენ ქიროტონიას და არ ფლობენ სასულიერო იერარქიის ხარისხს, და როგორც ასეთები, უშუალოდ არ მონაწილეობენ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებაში და, შესაბამისად, ამ დროს ვერ შეეხებიან წმინდა ჭურჭელს. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ძნელია მოიძებნოს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ კართაგენის წინამდებარე კანონი იპოდიაკვნებს განუწესებს თავშეკავებასთან დაკავშირებით იმასვე, რასაც ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს, რომლებსაც ხელდასხმა (ქიროტონია) აქვთ მიღებული და მიეკუთვნებიან სასულიერო იერარქიას, და არ ათანასწორებს ამასთან დაკავშირებით მკითხველებსა და სხვა დაბალი რანგის კლირიკოსებთან, რომლებიც ასევე არ მიეკუთვნებიან სასულიერო იერარქიას. მოხსენიებულ კანონებს შორის წინააღმდეგობრივობას შუასუკუნეების ბერძენმა კომენტატორებმაც მიაქციეს ყურადღება. ამასთან დაკავშირებით, ზონარამ გამოთქვა აზრი, რომ კართაგენელმა მამებმა შესაძლებელია იმის საფუძველზე გამოსცეს მსგავსი განწესება ოპოდიაკვნების მხრიდანაც თავშეკავების აუცილებლობაზე, რომ იმ ადგილების ჩვეულების თანახმად, იპოდიაკვნებიც ეხებოდნენ „წმინდა საიდუმლოებს“. საერთოდ, საეკლესიო-მართლამდიდებლურ წყაროებში გვხვდება ხოლმე ერთგვარი გაურკვევლობა იჰოდიაკვნებთან მიმართებით, – ღვთისმსახურებისას მათ მსახურებასა და მოვალეობასთან დაკავშირებით, – რითაც აიხსენება ის, რომ ზოგიერთი კანონისტი,უახლოესი დროისაც კი,იპოდიაკვნებს მიიჩნევს განსაკუთრებული (მეოთხე) ხარისხის ღვთისმსახურად სასულიერო იერარქიაში, და არა ეკლესიის მსახურად, როგორც ეს სინამდვილეშია.

მსგავსი კანონები:მოც.5172651I მსოფ.3IV მსოფ.14ტრულ.56121330VII მსოფ.18ანკირ.19ნეოკეს.18ღანგ.4კართ.34253570ბასილი დიდის.122788ტიმოთე ალექსანდრიელის.513

PDF გვ. 153

კანონი 26

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია, რომ არავინ გაყიდოს საეკლესიო საკუთრება; მაგრამ თუ ამ საკუთრებას არ მოაქვს შემოსავალი და დიდი გაჭირვება დგას, მაშინ წარედგინოს ამის შესახებ სამთავროს პირველ (უპირატეს) ეპისკოპოსს, და ეპისკოპოსთა განსაზღვრულმა რაოდენობამ მოითათბიროს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. ხოლო თუკი ისეთი გაჭირვებაა ეკლესიაში, რომ შეუძლებელია მოთათბირება (საკუთრების) გაყიდვამდე, მაშინ მოუწოდოს ეპისკოპოსმა მოწმეებად თუნდაც მეზობელ ეპისკოპოსებს და იზრუნოს იმისთვის, რომ წარუდგინოს კრებას ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც ეკლესია იძულებული იყო ეს გაეკეთებინა თუ ამას არ იქმს, დაე, ლმერთისა და კრების წინაშე ბრალეულად წარმოსდგეს (საეკლესიო საკუთრების) გამყიდველი, და მოაკლდეს თავის პატივს.

იმასთან დაკავშირებით, რომ საეკლესიო ქონება ყოველთვის ეკლესიის განმგებლობის ქვეშ უნდა იყოს და ხელშეუხებლად ინახებოდეს,ბევრი კანონი ლაპარა- "კართაგენის 40) წლის კრების მე-5 კანონი. კობს და მათ შორის, VII მსოფლიო კრების მე-12 კანონიც, რომლის განმარტებასაც უნდა მივაქციოთ აქ ყურადღება. კართაგენის წინამდებარე კანონში ეს განწესება კატეგორიულად არის გამოხატული: არავინ გაყიდოს საეკლესიო საკუთრება. თუ ეკლესიაში უკიდურესი ნაკლულევანება შეიქმნება და ამ დროს ეკლესიის საკუთრებაში იქნება გარკვეული ქონება, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ “შემოაქვს, მაგრამ რომლის გაყიდვიდანაც შესაძლებელი გახდება ნაკლულევანების შევსება, ასეთ შემთხვევაში კანონი უშვებს საერთო ნორმიდან გამონაკლისს და ადგენს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ ქონების გაყიდვისას, კერძოდ, კანონი განაწესებს, რომ მმართველმა ეპისკოპოსმა ყველაფერი ეს მიტროპოლიტს უნდა შეატყობინოს, რომელიც მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან შეთანხმებით გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს. თუკი საქმე იმდენად სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს, რომ მმართველი ეპისკოპოსი ვერ ასწრებს მიტროპოლიტისათვის შეტყობინებას, მაშინ მან, უკიდურეს შემთხვევაში, მოწმეებად უნდა მიიწვიოს ტერიტორიულად უახლოესი ეპისკოპოსები იმის დასადასტურებლად, რომ თავსმოწეული გასაჭირი მართლაც გადაუდებელ გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხოლო საეკლესიო ქონება შემოსავალს არ იძლევა და, მაშასადამე, თავისუფლად შეიძლება მისი გაყიდვა ეკლესიის საჭიროებისათვის; მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლა მას გაყიდოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ეპისკოპოსი ვალდებულია, როგორც კი საეკლესიო სამთავროს კრება შედგება, წარუდგინოს მას ამ საქმის შესახებ ანგარიში და კრების წინაშე თავი გაიმართლოს. თუ ამგვარად არ მოიქცევა, – დამნაშევე იქნება ღმრთის წინაშე (იხ. მოც. 38-ე კანე, კრებამ კი მას ასეთი ქმედებისათვის ის პატივი უნდა აყაროს, რომლითაც სარგებლობდა, ანუ ეპისკოპოსობიდან განკვეთოს.

მსგავსი კანონები:მოც.38394073IV მსოფ.2426ტრულ.3549VII მსოფ-. 1I.1213ანკირ.15ანტიოქ.2425კართ.3570კირილე ალექსანდრიელის.2თეოფილე ალექსანდრიელის.10

PDF გვ. 154

კანონი 27

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე დამტკიცდა, რომ არ უნდა მოხდეს იმ მღვდლებისა და დიაკვნების ხელთდადება, ვითარცა მონანულთა ან ვითარცა მორწმუნე ერისკაცთა, რომლებსაც მძიმე ცოდვების გამო ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება; არ უნდა დაიშვას მათი ხელმეორედ მონათვლა და კლირიკოსის ხარისხში ამაღლება.

ზოგიერთი მღვდელი და დიაკონი, როდესაც გარკვეული დანაშაულისათვის ხარისხიდან განკვეთდნენ და ერისკაცთა რიგში ჩამოიყვანდნენ, ცდილობდა კვლავ შესულიყო კლირიკოსთა დასში და დაეკავებინა, მაგალითად, წიგნის მკითხველის ან ეკლესიის მსახურის სხვა ადგილი, რომელიც ქიროტესიის გზით მიიღებოდა. ამასთან, ისინი ამტკიცებდნენ, რომ რაკი მათ მოინანიეს და ერთგულმორწმუნე ერისკაცთა რიგებში ჩადგნენ, ამიტომ ამ უკანასკნელთა მსგავსად, მათაც შეუძლიათ ეკლესიის მსახურები გახდნენ. კანონი არ ცნობს ასეთ არგუმენტებს და მისი განწესებით ეპისკოპოსებმა არ უნდა აიყვანონ ასეთი განკვეთილი პირები კლირი- "კართაგენის 401 წლის კრების მე-12 კანონი. კოსთა რაიმე ხარისხში – მიუხედავად იმისა, რომ მოინანიეს და ეკლესიაში ერისკაცთა რანგით არინ მიღებულნი. მიზეზი შემდეგია: გარკვეული დანაშაულისათვის სამღვდელო ან საეკლესიო დასიდან განკვეთილი პირი, ვეღარასოდეს გახდება კლირიკოსი (ანუ რომელიმე ამ დასის წევრი – სასულიერო ან საეკლესიო). ამ განწესებიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი კანონიკური წესი, რომლის თანახმადაც, ვინც კანონიერად იქნა თავისი იერარქიული ხარისხიდან ერთხელ განკვეთილი, ის ვეღარასოდეს შეასრულებს კლირიკოსის რაიმე მსახურებას, იმის უფლებაც კი არა აქვს, – როგორც ბალსამონი ამბობს, – წაიკითხოს ამბიონიდან, ან ვინმეს ლოცვა წაუკითხოს, ან კურთხევა გადასცეს.”

ამ კანონის დასკვნითი ნაწილს ბერძენი კომენტატორები იმ აზრით იგებენ, რომ განკვეთილი კლირიკოსების მიღება დასში არ შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ხელმეორედ მოინათლებოდნენ, იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, ნათლისღების მიღება მხოლოდ ერთხელ შეიძლება."” ეს სიტყვები, იმ სახით, როგორც ისინი კანონშია მოყვანილი, თითქოს უფრო სწორი იქნებოდა ისე გაგვეგო, რომ მათში მოიაზრებიან არა ისინი, ვისაც მართლა ხელმეორედ უნდოდა მონათვლა, ანუ მკაცრი გაგებით – მოუნათლავნი, არამედ ისინი, რომლებიც სინანულით განიბანნენ, რაც, აგრეთვე, ნათლისღებად იწოდებოდა. შესაბამისად, უფრო სწორი იქნება ის პირები ვიგულისხმოთ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი უკვე ცოდვისგან განწმენდილები არიან და როგორც ახალმონათლულები, შეიძლება მიღებულ იქნენ დასში.

მსგავსი კანონები:მოც.254768ტრულ.21კართ.48ბასილი დიდის.332521

PDF გვ. 155

კანონი 28

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე განჩინებულ იქნა, რომ როცა მლვდლები და დიაკვნები, ასევე ეკლესიის სხვა დაბალი ხარისხის მსახურნი, ჩივიან თავიანთი საქმეების გამო ეპისკოპოსების მიერ განაჩენზე, დაე, მოუსმინონ მათ მეზობელმა ეპისკოპოსებმა, და რომ მათი საკუთარი ეპისკოპოსების თანხმობით შეწქვიტონ მათ შორის ალმოცენებული უთანხმოებანი მათ მიერ მოწვეულმა ეპისკოპოსებმა. ხოლო თუკი ამის გამო მათგანაც უმაღლეს სამსჯავროში ისურვებენ საქმის გადატანას, მაშინ, დაე, სასამართლოს ზლვის გადაღმა მხარეს კი ნუ გადაიტანენ,,”>? არამედ – თავიანთი სამთავროების უპირატეს ეპისკოპოსებთან, როგორც ეს მრავალგზის იქნა განჩინებული ეპისკოპოსთათვისაც. ხოლო, რომელნიც ზღვის გაღმა მხარეს გადაიტანენ საქმეს განსასჯელად, დაე, ნურავინ მიიღებს მათ თანაზიარებაში აფრიკის ეკლესიებში.

იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული მღვდლის, დიაკვნისა და დანარჩენი დაბალი ხარისხის კლირიკოსების განსასჯელი რწმუნებული სამსჯავრო არის იმ "ათენის სინტაგმა, III, 373; იხ. ტრულის კრების 21-ე კანონის განმარტება.

"სონარა, ბალსამონი და არისტინე (ათენის სინტაგმა, III, 375-377).

“ანუ იტალიასა და რომში ეპისკოპოსის სასამართლო, რომელსაც ყველა ეს პირი ემორჩილება, არაერთხელ ითქვა სხვადასხვა კანონში. ზუსტად ასევე, ბევრი კანონი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ყველა ამ პირს თავისუფლად შეუძლია აპელაციით მიმართოს სამთავრო კრებას, თუ ჩათვლის, რომ მის მიმართ სასამართლომ არასწორი განაჩენი გამოიტანა. ამ კრების კანონებში, ჩვეულებრივი სამთავრო კრების, – როგორც მეორე ინსტანციის სასამართლოს, – ნაცვლად, არაერთხელაა მოხსენიებული ტერიტორიულად უახლოესი რამდენიმე ეპიკოპოსებისაგან შემდგარი განსაკუთრებული სასამართლო. უმეტესწილად, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც რაიმე წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდება დადგენილი სამთავრო კრების მოწვევა (იხ. ამავე კრების მე-11, მე-12, მე-14, მე-20 და 125-ე კანონები). ამ კანონებიდან – მე-12, მე-14 და მე-20 – განსაზღვრავენ იმ უახლოეს ეპისკოპოსთა რიცხოვნობასაც, რომლებმაც სასამართლო უნდა შეადგინონ, კერძოდ – მღვდლებისთვის 6 ან 5 ეპისკოპოსი, დიაკვნისთვის კი 3 ეპისკოპოსი, იმ პირის მმართველ ეპისკოპოსთან ერთად, რომელიც უკმაყოფილოა გამოტანილი განაჩენით; მე-11, 125-ე და წინამდებარე (28-ე) კანონები კი არაფერს ამბობენ ეპისკოპოსების რიცხოვნობაზე და მხოლოდ იმას მიუთითებენ, რომ აუცილებელია რამდენიმე უახლოესი ეპისკოპოსის მიწვევა, რა თქმა უნდა, იმ პირის შეხედულებისამებრ, ვისაც საჩივარი შეაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მმართველი ეპისკოპოსის ნებართვით (იხ. 125-ე კან). როგორც კანონი ამბობს, ასეთი სასამართლოს დადგენილებამ საქმე საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს. თუკი ეს პირები, ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებითაც უკმაყოფილონი დარჩებიან და კვლავ გააგრძელებენ გამართლების მიღწევას, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, უნდა მიმართონ მმართველ მიტროპოლიტს, რომელიც თავის ეპისკოპოსებთან ერთად სამთავროს რიგით კრებაზე გამოიტანს საბოლოო განაჩენს. ამით წინამდებარე კანონი ადასტურებს ეკლესიის საერთო ნორმას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სასამართლო პროცესი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს იმ საეკლესიო სამთავროს ფარგლებში, სადაც ეს საქმე წარმოიშვა და მისი უმაღლესი იერარქების ხელმწიფებით. ითვალისწინებს რა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი მღვდელი და აფრიკული ეკლესიის სხვა კლირიკოსები თავს ნებას აძლევდნენ უგულებელყოთ თავიანთი ეკლესიის სასამართლო და საჩივრით მიემართათ ,,ზღვის გაღმა“, ანუ რომში, და იქ ეთხოვათ აფრიკული ეკლესიის ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი სასამართლო განხილვა (ჩვენ ეს ვიხილეთ მღვდელ აპიარიოსის მაგალითზე, ვის გამოც მოიწვიეს კიდეც ეს, 419 წლის კრება), კანონი შეგვახსენებს, რომ თუკი ეპისკოპოსებს მკაცრად ეკრძალებათ სამართალი რომში ეძიონ, მაშინ მით უფრო უნდა ეკრძალებოდეს ეს მღვდლებსა და დანარჩენ კლირიკოსებს. ეს აკრძალვა და, საერთოდ, კანონწინააღმდეგობა იმისა, რომ ერთი ადგილობრივი ეკლესიის იერარქები შეიძლება ჩაერიონ მეორე, ასეთივე ადგილობრივი ეკლესიის სასამართლო საქმეებში და შეცვალონ მისი სასამართლო გადაწყვეტილებები, საზეიმოდ იქნა გაცხადებული ამ კრების მამების მიერ თავიანთ ეპისტოლეში პაპ კელესტინეს მიმართ, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-5 კანონის განმარტებაში და რომელიც შემდგომში სრულად მოგვყავს. იმათ შესახებ კი, ვინც დაარღვევს ამ განწესებას და გადაწყვეტს აფრიკული ეკლესიიდან რომს მიმართოს ახალი სასამართლო გადაწყვეტილების _ _ მისაღწევად, კანონი განაწესებს, რომ მათგან არავინ მიიღოს აფრიკულ ეკლესიაში თანაზიარებისათვის. ამ განწესებასთან დაკავშირებით ბალსამონი შენიშნავს: „ამგვარად, თუკი რომს არ აქვს უფლება აფრიკული ეკლესიის საჩივრები განიხილოს (რომელიც თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით უახლოესია რომთან), მაშინ მით ნაკლებად შეიძლება მას ჰქონდეს ამის უფლება სხვა საზღვრებთან მიმართებით" თუმცალა, რომში კარგად გაიგეს ამ კანონიკური დადგენილების მნიშვნელობა, რომელიც მკაცრად იყო შედგენილი როგორც ღვთაებრივი სულით, ისე ქრისტიანული ეკლესიის კანონიკური განწესებით და ამიტომ, თავის ოფიციალურ კანონიკურ კრებულში, კართაგენის კრების ეს კანონი თავის ყაიდაზე გადააკეთეს – კანონის ტექსტს რამდენიმე სიტყვა შესძინეს, რის გამოც განწესებამ სულ სხვა აზრი მიიღო. სიტყვები: „ზღვის გაღმა მხარეს“, მათ ისე გადმოსცეს, თითქოს აქ საუბარი იყოს იტალიის ჩვეულებრივი საეკლესიო სასამართლოების – და არა რომის საყდრის სასამართლოს – შესახებ, და, რომ ეს უკეთედ გამოეხატათ, კანონის ბოლოს დაამატეს: „თუკი მხოლოდ რომის საყდარს არ მიმართავენ“.

მსგავსი კანონები:II მსოფ.0IV მსოფ.9ანტიოქ.4კართ. 10, II, 12, I.4152023105125

PDF გვ. 156

კანონი 29

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სათნოა მთელი კრებისთვის, რომ თავისი დაუდევრობის გამო ზიარებისაგან განყენებული ეპისკოპოსი ან ნებისმიერი სხვა კლირიკოსი, რომელიც თავისი ამ განყენების განმავლობაში, მისი გამართლების მოსმენის უწინარეს, გაკადნიერდება და ზიარებას მიეახლება, აღიარებულ იქნეს საკუთარი თავის მიმართ განკითხვის განაჩენის წარმომთქმელად.

წინამდებარე კანონში ძირითადად ხდება სარდიკიის კრების მე-14 (მისივე მსგავსი კანონის) განწესების აღორძინება. მოხსენიებული კანონი ლაპარაკობს ეპისკოპოსის შესახებ, რომელმაც აღგზნებულმა და გულისწყრომის მდგომარეობაში მყოფმა, რომელიმე მასზე დამორჩილებული კლირიკოსი დაუქვემდებარა საეკლესიო სასჯელს, თანაც აძლევს ამ კლირიკოსს უმაღლეს სასამართლოში აპელაციის უფლებას, თუმცა, მოხსენიებული კანონი იქვე დასძენს, რომ დასჯილ კლირიკოსს ეკრძალება საეკლესიო თანაზიარება იქამდე, ვიდრე უმაღლესი საეკლესიო სასამართლო თავის განაჩენს არ გამოიტანს.

კართაგენის წინამდებარე კანონში საუბარია პირველი ინსტანციის ჩვეულებრივ საეკლესიო სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა ეპისკოპოსი ან სხვა კლირიკოსი, ამასთან, მსჯავრდებულებს უფლება ეძლევათ მიმართონ უმაღლეს საეკლესიო სასამართლოს. ეს კანონი, ისევე, როგორც სარდიკიის კრების მოხსენიებული კანონი, განაწესებს, რომ პირველ ინსტანციაში გასამართლებული თითოეული პირი უნდა დარჩეს იმავე სასჯელქვეშ, რომელიც მის მიმართ ამ პირველმა სასამართლომ გამოიტანა, და ეს იქამდე, ვიდრე უმაღლესი სასამართლო არ გააუქმებს მის “ათენის სინტაგმა, III, 379. მიმართ გამოტანილ განაჩენს. თუკი მსჯავრდებული შეეწინააღმდეგება პირველი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანუ უმაღლესი სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უგულებელყოფს მის (პირველი სასამართლოს) მიერ გამოტანილ მსჯავრს, ასეთ შემთხვევაში ამით იგი, – როგორც კანონი ამბობს, – თავად არის საკუთარი თავის წინააღმდეგ განაჩენის გამომტანი, რადგან კარგავს აპელაციის უფლებას. ამ კანონის განწესება ფრიად მნიშვნელოვანია იმასთან დამოკიდებულებით, რომ იგი აცხადებს მტკიცედ და უცვალებლად ყოველი ჩვეულებრივი საეკლესიო სასამართლოს განაჩენისადმი დაქვემდებარებას იმ დრომდე, სანამ ეს იგი არ იქნება შეცვლილი უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს მიერ.

მსგავსი კანონები:მოც.28I მსოფ.2II მსოფ.6IV მსოფ.29ანტიოქ.41215სარდ.34214კართ.1965ბასილი დიდის.88

PDF გვ. 158

კანონი 30

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია: ბრალდებულმა ან ბრალმდებელმა, რომელიც გარკვეულ ძალადობას მოელის შფოთიანი ხალხმრავლობის გამო იმ ადგილას, სადაც ბრალდებული იმყოფება, ამოირჩიოს თავისთვის უახლოესი ადგილი, სადაც მისთვის ძნელი არ იქნება მოწმეთა წარდგენა და სადაც დამთავრდება მისი საქმე.

ამ კანონში რომ საუბარია კლირიკოსთა შესახებ, რომელთა შორისაც სადავო პროცესი წარმოიშვა და ერთი მათგანი ბრალმდებელია, მეორე კი ბრალდებული, ჩანს იმ კავშირიდან, რომელიც ამ კანონს მის წინა და სამ მომდევნო კანონთან აქვს. ყველა აღნიშნული კანონი მიიღეს ამ კრების 419 წლის 25 მაისის სხდომაზე; ჩანს, აგრეთვე, ამის შესახებ ზონარას შეხსენებიდანაც, როდესაც იგი ამ კანონს განმარტავს.

კანონიდან არ ჩანს, თუ რომელი სახის სასამართლოზე საუბრობენ კართაგენელი მამები, თუკი მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ისინი საუბრობენ უახლოესი ადგილის შესახებ, სადაც უნდა მოხდეს საქმის გამოკვლევა და გადაწყვეტა, ანუ, სადაც, შესაბამისად, მდებარეობდა ჩვეულებრივი სასამართლო. ვვარაუდობთ, რომ აქ არ შეიძლება საუბარი ეხებოდეს მიტროპოლიტის, პირველმღვდელთმთავრის (პრიმასის) ან პატრიარქის სასამართლოს, რადგან არ შეიძლება ერთმანეთს შორის უახლოესი ადგილი ეწოდოს მიტროპოლიტის, ან პირველმღვდელთმთავრისა და პატრიარქის ჩვეულებრივ ადგილსამყოფელს. არ შეიძლება აგრეთვე ამის თქმა ეპარქიალურ (სამთავროს) ეპისკოპოსთა სასამართლოზეც, რადგან მათი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, თუ ახლანდელი ეპარქიალური მოწყობით ვიმსჯელებთ, ერთმანეთთან ისე ახლოს არ იყო განლაგებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადვილად უზრუნველეყოთ სასამართლოზე ყველა მოწმის დასწრება, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ამის დაშვება შეიძლება მხოლოდ ჩრდილოეთ აფრიკის ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც მრავალ (466) საეპისკოპოსო კათედრას აერთიანებდა. ასე რომ, თითოეულ დიდ დასახლებულ ადგილს თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა და, შესაბამისად, თავისი ეპარქიალური სასამართლო. თავისთავად გასაგებია, რომ კლირიკოსებს შორის პროცესის ასეთი გადატანა სხვა ადგილას, დასაშვები იქნებოდა მხოლოდ მმართველ ეპისკოპოსთან შეთანხმებით.

მსგავსი კანონები:მოც.15I მსოფ.1516IV მსოფ.25102023ტრულ.1718VII მსოფ.1015ანკირ.18ანტიოქ.3სარდ.17

PDF გვ. 159

კანონი 31

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განიჩინა ასევე: თუ ეკლესიის ზოგიერთნი დაბალ მსახურთაგან და დიაკვანთაგან ეურჩებიან საკუთარ ეპისკოპოსებს, რომელთაც თავანთი ეკლესიების აუცილებელ გარემოებათა გამო სურთ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ ისინი თავის ეკლესიაში, – ესევითარნი ნუღარ იმსახურებენ იმ ხარისხშიც, რომლიდანაც უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა არ მოისურვეს.

თითოეული სასულიერო პირის (დაწყებული მღვდლიდან და ქვევით) კანონიკური მორჩილების შესახებ თავის ეპისკოპოსთან მიმართებით, როგორც უკვე ვიხილეთ, არაერთი კანონი ლაპარაკობს. ამ მორჩილების საფუძვლად, ზონარას მოჰყავს წმინდა წერილიდან ის ადგილი, სადაც განიწესება წინამძღვრისადმი მორჩილება და დაქვემდებარება (იხ. ებრ. 13, 17).-+ წინამდებარე კანონში საუბარია ყველა იმ პირზე, ვინც მიეკუთვნება სამღვდელო თუ საეკლესიო დასს, ვინც დამოკიდებულია მმართველ ეპისკოპოსზე. დიაკონი აქ უფრო ფართო მნიშვნელობით არის მოხსენიებული არა როგორც იერარქიულ ხარისხის მატარებელი ან საკურთხევლის მსახური, არამედ, ზოგადად, როგორც ეკლესიის მსახური, ანუ გარკვეული საეკლესიო მსახურების აღმსრულებელი; ეს თვით კანონის ტექსტში გამოყენებული სიტყვიდან ჩანს: „იმსახურებენ“ C,დიაკონეინ“)”'” ეკლესიის ყველა ასეთი მსახურის მიმართ კანონი განაწესებს, რომ ისინი უნდა დაემორჩილონ თავიანთ ეპისკოპოსს, როდესაც ეს უკანასკნელი, ეკლესიის მნიშვნელოვანი საჭიროების გამო, მათ მაღალ პატივში აღზევებას მოინდომებს, ანუ ერთი ხარისხიდან სხვა, უფრო მაღალ ხარისხში აყვანას. თუ ეკლესიის რომელიმე მსახური შეეწინააღმდეგება ამას და არ მოისურვებს დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს, შესაძლოა იმ მიზეზით, რომ დაკავებულ ხარისხში დარჩენა მისთვის უფრო სარგებლიანია დიდი ფულადი შემოსავლის გამო, ან იმ მიზეზით, რომ არ სურს თავის თავზე აიღოს დიდი ჯაფის შემცველი სამუშაო, ასეთ შეთხვევაში კანონი განაწესებს მათთვის იმ მსახურების ჩამორთმევასაც, რომელსაც ისინი ძველ ხარისხში ასრულებდნენ. კანონში ნათქვამია, რომ ასე უნდა დაისაჯოს ეკლესიის ის მსახურები, რომლებიც არ მოისურვებენ დაემორჩილონ მმართველ ეპისკოპოსს, როდესაც ის განიზრახავს მათ უფრო მაღალ ხარისხში აყვანას ეკლესიისათვის აუცილებელი ვითარებიდან გამომდინარე; მაგრამ თუკი ასეთი აუცილებელი საჭიროება არ არის? ასეთ შემთხვევაშიც ეპისკოპოსს, ეკლესიაში დადგენილი წესის საფუძველზე, სრული უფლება აქვს აიყვანოს თავისი კლირიკოსები უფრო მაღალ სარისხებში, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ.“"”

"ამ კანონის განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 383.

"““სონარას განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 383.

"ამ კანონთან დაკავშირებით იხ. მასზე ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 383-386, რადგან ზოგადად საეკლესიო ხარისხებში აყვანის საკითხთან მიმართებით, ეს განმარტება კანონიკური სამართლისათვის ფრიად მნიშვნელოვანია.

მსგავსი კანონები:მოც.3955IV მსოფ.8ტრულ.34ლაოდ.57ბასილი დიდის.89

PDF გვ. 160

კანონი 32

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია: თუ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები ან სხვა რომელიმე კლირიკოსი, რომლებსაც თავიანთი დადგინებისას არავითარი საკუთრება არ გააჩნიათ და თავიანთი ეპისკოპოსობის ან კლირიკოსობის დროს, თავის სახელზე იყიდიან მიწებს, ან რაიმე სავარგულებს, – მაშინ, დაე, ჩაითვალონ უფლის ქონების მიმტაცებლებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეგონების მიღების შემდეგ, ეკლესიას გადასცემენ მათ. ხოლო თუკი რამე მათ საკუთრებაში აღმოჩნდება ვინმესგან ჩუქების გზით, ან ნათესავთაგან შემკვიდრეობით, ის, დაე, თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგონ. ხოლო თუკი რაიმე ქონების ეკლესიისათვის გადაცემას გადაწყვეტენ, მაგრამ მერე უკან მიიქცევიან, ასეთები, დაე, საეკლესიო პატივის უღირსებად და განკვეთილებად გამოცხადდნენ.

ეპისკოპოსებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მოციქულთა კანონით იქნა დადგენილი, რომ ყოველთვის ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა შეადგენს მათ საკუთრებას და რა – ეკლესიისას. ამასთანავე, რამდენად თავისუფლად შეუძლიათ მათ განკარგონ საკუთარი სურვილისამებრ თავიანთი კუთვნილი ქონება, რამდენად უნდა დაიცვან საეკლესიო საკუთრება და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათ ქმედებას ღმერთი ადევნებს თვალყურს (იხ. მოციქულთა მე-40 და ანტიოქიის კრების 24-ე კანონები). მაგრამ ეპისკოპოსის ამ პირად საკუთრებაში უნდა განვასხვავოთ ის,რაც მან მოიპოვა თავისი ეპისკოპოსად მსახურების პერიოდში იმისგან, რაც – ამ მსახურებისგან დამოუკიდებლად. ის ქონება,რომელიც მან მოიპოვა მემკვიდრეობით ან სხვა კერძო, კანონიერი გზით (ეპისკოპოსობამდე), მას შეეძლო განეკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო იმას, რაც თავისი საეკლესიო მსახურების შემოსავლიდან მოიპოვა,იგი საკუთარი სურვილისამებრ ვერ განკარგავს, არამედ ვალდებულია გადასცეს ეკლესიას თავის სიცოცხლეშივე ან ანდერძით სიკვდილის შემდეგ» ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით ეპისკოპოსებისთვის იყო დადგენილი, კართაგენის კრების წინამდებარე კანონით ვრცელდება ეკლესიაში მომსახურე ყველა სასულიერო პირზე. ქრისტიანობის პირველ ხანებში, სასულიერო პირებს უფლება არ ჰქონდათ ეკლესიაში მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისათვის – რა მსახურებაც არ უნდა შეესრულებინათ – გასამრჯელო მოეთხოვათ. VII საუკუნეშიც კი, წოდებიდან განკვეთით სჯიდნენ ყველა იმ სასულიერო პირს, ვინც ფულს ან სხვა რაიმე სახის ანაზღაურებას მოითხოვდა წმინდა საიდუმლოს აღსრულებისათვის (იხ. ტრულის კრების 23-ე კანონი). სახსრები, სამღვდელოების შესანახად, იმ საერთო საეკლესიო შემოსავლიდან გამოიყოფებოდა, რომელსაც ერთგულ მორწმუნეთა ნებაყოფლობითი შემონაწირი და, აგრეთვე, ეკლესიის სამფლობელო მიწებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ამასთან, სამღვდელოების შესანახად ეპისკოპოსი ზრუნავდა თავის თანაშემწეებთან ერთად, "ათენის სინტაგმა, IL, 239-241. 1 6 2 უჟპის 3 ოპოსი ნი ჯოდიში C შილაშიპ _ და თითოეულს თავისი საჭიროებისამებრ აძლევდა (იხ. მოციქულთა მე-4 კანონი), აქედან გამომდინარე, სამღვდელოებას ვერ ექნებოდა იმდენი ფული, რომ ადგილმამულები შეეძინა, და მით უფრო ნაკლებად ექნებოდა ამის საშუალება, თუკი, – როგორც კანონი ამბობს, – ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს დასში შესვლისას თავისი პირადი არაფერი გააჩნდა. თუ გამოჩნდებოდა ისეთი ეპისკოპოსი ან დასის სხვა წევრი, რომელიც მანამდე ღატაკი იყო და მსახურების პერიოდში იმდენად გამდიდრდა, რომ თავის სახელზე რაიმე უძრავი ქონება შეიძინა, მაშინ ჩნდება ეჭვი: ხომ არ შეიძინა მან ეს ეკლესიის ფულით? რის გამოც, კანონის სიტყვებით, იგი უნდა ჩაითვალოს უფლის საკუთრების მიმტაცებლად, და როგორც ასეთი, სასჯელის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე არ შეიგონებს მმართველი ხელისუფლებისას და არ დაუთმობს ეკლესიას ყველაფერ იმას, რაც მის მიერ იქნა შეძენილი. კანონი მხოლოდ ვინმეს მიერ შეძენილ უძრავ ქონებას მოიხსენიებს, თუმცა, აქ, როგორც ბალსამონი ამბობს, უნდა ვიგულისხმოთ – მოძრავიც, რადგან სადაც საქმე ყიდვას ეხება, იქ აღარ არის განსხვავება უძრავსა და მოძრავ ქონებას შორის.· ყველაფერს, რაც კართაგენელი მამების მიერ ამ კანონშია ნათქვამი, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სასულიერო პირთთავის, რომლებიც თავიანთი მსახურებისას მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა შეიძინონ, აიშენონ სახლები და, საერთოდ, რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ. ასეთ პირებთან მიმართებით ნეტარი იერონიმე ამბობს, მათ როგორც შავი ჭირს, ისე მოერიდეთო.”"

დასის წევრების კერძო ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ვინმესგან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიიღეს, კანონი ძირითად ალორძინებს მოციქულთა მე-40 კანონს. თუ ვინმემ ამ ქონების გარკვეული ნაწილის ეკლესიისათვის შეწირვა გადაწყვიტა და ამის შესახებ განაცხადა, მაგრამ შემდეგ დაენანა და თავისი სიტყვები უკან წაიღო, ასეთ პირს საეკლესიო ღირსება ერთმევა, ანუ დასიდან ირიცხება, როგორც უღირსი.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.22ტრულ.2335ანტიოქ.2425კართ.222681ორგზ.7

PDF გვ. 161

კანონი 33

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია აგრეთვე, რომ მღვდლებმა თავიანთი ეპისკოპოსების ნებართვის გარეშე არ გაყიდონ ეკლესიისათვის შემოწირული ნივთები. ასევე ეპისკოპოსებსაც არა აქვთ უფლება გაყიდონ ეკლესიის მიწები კრებასთან ან თავიანთ მლვდლებთან შეუთანხმებლად. ამის გამო, უკიდურესი საჭიროების გარდა, ეპისკოპოსებსაც არ აქვთ უფლება გახარჯონ ეკლესიის ნუსხაში შეტანილი ნივთები.

ჯამ კანონის განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 383.

"დაჟინებით გთხოვ... და ყოველთვის კვლავ და კვლავ შეგაგონებ, რომ კლირიკოსის მოვალეობა მსახურების ერთ-ერთ მრავალსახეობად არ ჩათვალო, ანუ იმ სამსახურის მსგავს სამსახურად, რომლითაც მანამდე იყავი დაკავებული; არ ეძებო ქრისტეს სამსახურში ამ წუთისოფლის სარგებელი.. კლირიკოს-მოვაჭრეს კი, რომელიც ღატაკიდან მდიდარი გამხდარა, უჩინოდან – ყველასათვის საჩინო, მოერიდე, როგორც ერთგვარ შავ ჭირს“.

ეს კანონი ძირითადად ამ კრების 26-ე კანონის დამატებას წარმოადგენს. როგორც არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს საეკლესიო ქონების გაყიდვის უფლება შესაბამისი საეპისკოპოსო კრების თანხმობის გარეშე, ზუსტად ასევე, ვერც ერთი მღვდელი ვერ გაყიდის იმ ეკლესიის კუთვნილებას, რომელშიც მსახურობს, ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის უნებართვოთ.

როდესაც ეპისკოპოსზე საუბრობს, კანონი შეგვახსენებს, რომ მან არ უნდა გაასხვისოს საეკლესიო ქონება გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამას ეკლესიის უკიდურესი გაჭირვება აიძულებს; მაშასადამე, საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია ეს გააკეთოს. ამასთან დაკავშირებით უნდა გავასხვავოთ მოძრავი ქონება უძრავისგან. ამ უკნასკნელის გასხვისება დაუშვებელია ეპისკოპოსთა კრებასთან ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავის სამღვდელო საბჭოსთან შეუთანხმებლად; თუ მას გადაუდებელი საეკლესიო საჭიროება აიძულებს ამ წესს გვერდი აუაროს და დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაშინ მან შემდგომში ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა და მართებულება საფუძვლიანად უნდა დაუმტკიცოს კრებას, რათა მისგან კეთილად იქნეს შეწენარებული მის მიერ აღსრულებული ქმედება. თუ საქმე მოძრავ ქონებას ეხება, მაშინ ასეთი შემთხვევისათვის მოქმედებს მოციქულთა 41-ე კანონის განწესება, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოსს ხელეწიფება აუცილებლობიდან გამომდინარე, გაყიდოს ის და ამის შესახებ არ განუცხადოს კრებას და არც თავისი სამღვდელო საბჭოს აზრი მოისმინოს. ეს კართაგენის წინამდებარე კანონიდანაც ჩანს, სადაც მხოლოდ საეკლესიო მიწები მოიხსენიება, ანუ უძრავი ქონება, რომელიც ეპისკოპოსმა არ უნდა გაყიდოს კრებასთან ან თავის მღვდლებთან შეუთანხმებლად, მაშინ, როდესაც, მოძრავი ქონება საერთოდ არ მოიხსენიება, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს და ეკლესიაში მოსახმარებლად უვარგისი გახდეს, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში შეიძლება რამე შემოსავალი შემოიტანოს, რადგან ფასი ჰქონდეს როგორც მასალას და არა – ნივთს. ეკლესიის ამ სახის საკუთრება პირადად ეპისკოპოსს თავისუფლად შეუძლია გაყიდოს, თუმცა, თავისთავად ცხადია, მხოლოდ ეკლესიის სასარგებლოდ და ეკლესიის საჭიროებისათვის.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.2526ტრულ.35VII მსოფ.1112ღანგ.78ანტიოქ.2425კართ.26ორგზ.7თეოფილე ალექსანდრიელის.10კირილე ალექსანდრიელის.2

PDF გვ. 162

კანონი 34

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მასზედ, რომ იპონის კრებაზე განჩინებულთაგან არაფერს სჭირდება შესწორება. ეპიღონიოს ეისკოპოსმა თქვა: იპონის კრების საქმეებიდან ამოკრებილ ამ შემოკლებაში" ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შეიძლება შესწორებას ან დამატებას მოითხოვდეს, გარდა იმისა, რომ წმინდა აღდგომის დღე წინასწარ იქნეს უწყებული კრების დროს."?

"განჩინებების შემოკლებულ ნუსხაში.

”“სემოთ მოყვანილი ხუთი კანონი (29-33) კართაგენის 419 წლის კრებამ მიიღო თავისი 25 მაისის სხდომაზე. ისინი კანონთა კრებულის წიგნში შეტანილია ნომრებით – 38-42.

ნში – 37-41. წინამდებარე (34-ე) კანონი შეადგენს კართაგენის 397 წლის კრების მე-5 კანონის დასაწყისს. პიდალიონში ის არ შედის, კანონთა კრებულის წიგნში კი შედის 43-ე ნომრით.

L მსოფლიო კრების განწესების ძალით, ალექსანდრიის ეპისკოპოსს ყოველწლიურად გარკვეულ დროს უნდა გაეცხადებინა ყველა ეკლესიისათვის იმ დღის შესახებ რომელ დღესაც უნდა ედღესასწაულათ ქრისტეს აღდგომა. აფრიკულ ეკლესიებთან მიმართებით იპონის 393 წლის კრებამ დაადგინა,რომ ყველა სამთავრო ეკლესიამ უნდა იზრუნოს, რომ კართაგენის ეკლესიიდან დროულად მიიღოს შეტყობინება ამ დღესასწაულის დღესთან დაკავშირებით. ეს დამტკიცდა, აგრეთვე, კართაგენის 397 და 419 წლების კრებებზე. ჩვეულებრივ, აფრიკული ეკლესიის საერთო კრება დგებოდა აგვისტოს თვის მეორე ნახევარში (იხ. 73-ე კანონი), შესაბამისად, საკმაოდ დიდი ხნით ადრე შეიძლებოდა იმის გაგება, თუ მომავალი წლის რომელ დღეს უნდა ედღესასწაულათ ქრისტეს აღდგომა.

მსგავსი კანონები:IL მსოფ.7ლაოდ.73738კართ.5173106

PDF გვ. 163

კანონი 35

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები ნუ გაუშვებენ მოწიფული ასაკის შვილებს ცალკე საცხოვრებლად, თუ დარწმუნებულნი არ იქნებიან მათ კეთილ ზნეობაში, რათა შემდგომში მათი ცოდვები თავად მშობლებს არ მოეკითხოს."?

ეს კანონი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აჩვენებს, რამდენად უსაფუძვლოა ლათინური ეკლესიის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თითქოს კართაგენის კრებამ თავისი მე-3, მე4, 25-ე და 70-ე კანონებით დადგინა სამღვდელოების ცელიბატობა. კართაგენის კრებას რომ მართლაც დაეწესებინა სასულიერო პირთა ცელიბატობა, მაშინ ისმის შეკითხვა: საიდან ეყოლებოდათ ეპისკოპოსებსა და სამღვდელო დასის სხვა წევრებს შვილები?

მშობლების ზედამხედველობისგან შვილების გათავისუფლება და მათთვის დამოუკიდებლობის (სრულუფლებიანობის) მინიჭება განეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართლის სფეროს და აღესრულებოდა სათანადო სასამართლოს მიერ კანონიერი აქტით. მსგავსი ემანსიპაცია შეიძლება დამდგარიყო მაშინ, როდესაც ძე მიაღწევდა მეტ-ნაკლებად მოწიფულ ასაკს, მაგრამ ხშირად ხდებოდა, – როგორც ეს ახლაც ხდება, – რომ თავისუფლების მიმღებელნი გონივრულად ვერ იყენებდნენ თავიანთ სრულუფლებიან მდგომარეობას და, ამდენად, თავისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებდა. კართაგენელი მამები სამოქალაქო სამართლის ამ დადგენილებაზე მიაქცევენ ეპიკოპოსებისა და დანარჩენი სამღვდელო დასის წევრთა ყურადღებას, და რეკომენდაციას აძლევენ მათ, არ მიანიჭონ შვილებს თავისუფლება იქამდე, ვიდრე ისინი არ შეიძენენ თავშეკავების უნარს და არ "იმის შესახებ, თუ რომელი იყო ეს ეკლესიები, იხ. | მსოფლიო კრების მე-6 და კართაგენის კრების მე-18 კანონების. განმარტებები.

“ეპონის 393 წლის კრების მე-13 კანონი. შესძლებენ იმოქმედონ თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად. ის პასუხისმგებლობა, რომელსაც კანონი მშობლებს აკისრებს შვილების ცოდვებისათვის, ღმრთის სამსჯავროსა და სულიერ სასჯელს უნდა დავუკავშიროთ, რამეთუ, – როგორც ბალსამონი ამბობს,”L, – თავისი შვილების ცოდვებისათვის, იქნება ისინი ჩადენილი შვილების მშობლებთან ცხოვრებისას თუ ამის გარეშე, მშობლებს ვერც ბრალი წარედგინებათ და ვერც დაისჯებიან, რადგან, კანონის აზრით, ცოდვა თავს მიჰყვება"» ეს კანონი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აჩვენებს თუ რაზომ ზრუნავს საეკლესიო ხელისუფლება არამხოლოდ თვით სასულიერო პირებზე, არამედ მათ შვილებსა და, ზოგადად, ყველა მათ ნათესავზე (შდრ. კართაგენის კრების 36-ე კანა

მსგავსი კანონები:I მსოფ.3IV მსოფ.14ტრულ.56121330VII მსოფ.18ანცირ.19ნეოცეს. I.8ღანგ.412კართ.342570ბასილი დიდის.122788ტიმოთე ალექსანდრიელის.513

PDF გვ. 164

კანონი 36

ეპისკოპოსები, მლვდლები და დიაკვნები მანამდე ნუ დადგინდებიან, სანამ თავიანთ სახლეულთაგან ყველას არ მოაქცევენ მართლმადიდებლობაზე.9?9“ (მოც. 58, 80; ტრულ. 19; სარდ. II; კართ. 121, 123)

ამ კანონის აზრი სავსებით გასაგებია. თუკი სასულიერო პირი, უწინარეს ყოვლისა, სარწმუნოების მასწავლებელი უნდა იყოს და იზრუნოს არა მხოლოდ იმაზე, რომ თითოეული განამტკიცოს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, არამედ ამ სარწმუნოების ყოველგან გავრცელებაზეც, სადაც კი ხელეწიფება, მაშინ, რაოდენ სარწმუნო იქნება, რომ ამ წმინდა მოვალეობას შეასრულებს ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი წმინდა დასში შევიდეს და, იმავდროულად, ჰყავს ისეთი შინაური, რომელიც არ აღიარებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და არ შეუძლია მისი ჭეშმარიტებისაკენ მოქცევა? ეყრდნობა რა ამას, კანონი კრძალავს სამღვდელო დასში იმ პირის მიღებას, ვისი ოჯახის წევრიც მართლმადიდებლურ სარწმუნოების აღმსარებელი არ არის.

PDF გვ. 165

კანონი 37

წმიდათა წმიდაში (საკურთხეველში) ნურაფერი შეიწირება, გარდა უფლის ხორცისა და სისხლისა, როგორც ეს თავად უფალმა გადმოგვცა, ანუ –- გარდა პურისა და წყლით განზავებული ღვინისა. ხოლო პირველი ნაყოფები, გინდაც თაფლი, გინდაც რძე, ჩვეულების თანახმად, შეიწირებოდეს ერთ განსაზღვრულ დღეს, როგორც ჩვილთათვის განჩინებული საიდუმლო ნიში. თუმცა ეს ნაყოფები საკურთხეველთან მიიტანება, მაგრამ მათ, დაე, თავისი საკუთარი კურთხევა ჰქონდეთ, გამოყოფილი უფლის ხორცისა და სისხლისგან. ხოლო პირველ ნაყოფთაგან ყურძნისა და ხორბლის გარდა სხვას ნურაფერს მიიტანენ.??5?

(მოც. 3, 4; ტრულ. 28, 32, 57, 99) "ამ კანონის განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 398. "ანუ ცოდვა პიროვნულია და თითოეული პირი თავად აგებს პასუხს საკუთარ ცოდვაზე. ..იპონის 393 წლის კრების მე-17 კანონი. ..-იპონის 393 წლის კრების 23-ე კანონი.

_ ამ კანონის განწესების შესახებ, ჩვენ ძირითადად უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა მე-3 კანონის განმარტებაში; რაც შეეხება კანონის დადგენილებას იმის თაობაზე, რომ წმინდა ევქარისტიის საიდუმლოსათვის სხვა არაფერი უნდა შეიწირებოდეს, გარდა პურისა და წყალთან შერეული ღვინისა, იგი ტრულის კრებამ თავისი 32-ე კანონით ააღორძინა.

წინამდებარე კანონი მოიხსენიებს თაფლსა და რძეს; ჩეულების თანახმად, ისინი ერთ გარკვეულ დღეს შეიწირებოდა და საკურთხეველთან მიიტანებოდა, როგორც ჩვილთთათვის დაწესებული საიდუმლო ნიშანი. ეს რომ გავიგოთ, ამისათვის აუცილებელია გავიხსენოთ ეკლესიაში დამკვიდრებული ძველი ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ახალნათელღებულ პირებს, როგორც ქრისტეში აღმოშობილ ბავშვებს – ჩვილებს, აძლევდნენ თაფლსა და რძეს. ეს ჩვეულება, სხვათა შორის, ეფუძნებოდა წმინდა წერილის სიტყვებს: „ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყკერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაითა მას შინა ალჰორძნდეთ“ (1 პეტ. 2, 2). ამ ჩვეულების შესახებ გვიმოწმებენ აგრეთვე ტერტულიანე და იერონიმე. ეს რძე და თაფლი ეკლესიაში მიჰქონდათ ქრისტეს აღდგომის დღისათვის; სწორედ ამ დღეს ხდებოდა ძირითადად კათაკმეველთა ნათლობა. რძესა და თაფლს აგებდნენ საკურთხეველში ტრაპეზზე ქრისტეს ხორცისა და სისხლის წმინდა საიუმლოებებთან ერთად და აკურთხებდნენ ისევე, როგორც პურსა და ღვინოს. ამის შემდეგ მათ აძლევდნენ ახალნათელღებულებს წმინდა ზიარებასთან ერთად (ანუ წმინდა ზიარების სახით). წინამდებარე კანონით კართაგენელი მამები აუქმებენ ამ ჩვეულებას, თუმცა, უშვებენ საკურთხეველში თაფლისა და რძის შეწირვას, მაგრამ, ამავე დროს, განაწესებენ, რომ ისინი ცალკე, ქრისტეს ხორცისა და სისხლისგან გამოყოფილად იკურთხოს. ტრულის კრება კი, თავისი 57-ე კანონით, საერთოდ კრძალავს საკურთხეველში თაფლისა და რძის შეწირვას.

PDF გვ. 165

კანონი 38

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლირიკოსები ან კრძალულები, ქვრივებთან და ქალწულებთან ნუ შევლენ, თუ არა მხოლოდ თავიანთი ეპისკოპოსის ან მღვდლების ნებართვითა და თანხმობით; თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაე, შევიდნენ არა მარტონი, არამედ სხვა კლირიკოსებთან ან იმათთან ერთად, რომლებთან ერთადაც ეპისკოპოსს ან მხოლოდ მღვდლებს მიესვლებათ ასეთ დედებთან; ანდა ისაუბრონ მათთან იქ, სადაც პლირიკოსები იმყოფებიან, ან სხვა პატივცემული ქრისტიანები.”

ინამდებარე დეიარე კ კანონში მოხსენიებ ეხიეიულ „სლირიკოსებში“, „კლირიკოსე დ დანარჩენი ენი სტით თ' უ ტექსტ ვიმსჯელებთ, უნდა ვიგულისხმოთ უქორწინებელი პირები – დიაკვნიდან და ქვევით; „კრძალულებში“ იგულისხმება მონოზვნები (იხ. ბასილი დიდის მე-19 კან... შესა- “იპონის 393 წლის კრების 24-ე კანონი. კართაგენის ნშინდა პდგილომრი ავი კრემის კანონ, ები 1 67 ბამისად, ამ კლირიკოსებსა და კრძალულებს კანონი უკრძალავს ქვრივებთან და ქალწულებთან შესვლას. ,,ქალწულებში“, – ამბობს ზონარა, – უნდა ვიგულისხმოთ შეწირული ქალწულები,” რომელთა შესახებაც ჩვენ საუბარი გვქონდა IV მსოფლიო კრების მე-16 და ტრულის კრების მე-4 კანონების განმარტებებში. რაც შეეხება ამ კანონში მოხსენიებულ „ქვრივებს“, ისინი იყვნენ ეკლესიის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი დედაკაცები, რომლებზეც ეკლესია ზრუნავდა (იხ. IV მსოფლიო კრების მე-3 კან.) და განუწესებდა მათ ტაძრებში გარკვეულ მოვალეობების შესრულებას. რაიმე სახის ეჭვისა და დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად (შდრ. 1 კორ. 10, 32), კანონი განაწესებს, რომ ასეთ ქალებთან კლირიკოსები და კრძალულები შეიძლება შევიდნენ მხოლოდ მმართველი ეპისკოპოსის კურთხევით, ან, მისი არყოფნის შემთხვევაში, იმ მღვდლების ნებართვით, რომლებიც ეპისკოპოსთან მსახურობენ და მისი საბჭოს წევრები არიან. თუმცა, ნებართვის მიღების შემთხვევაშიც კი, მოხსენიებულ ქალებთან შესვლა მათ შეუძლიათ სხვა არანაირად, თუ არა სხვა კლირიკოსების ან იმ პირთა თანხლებით, რომლებთან ერთადაც მათთან მოსანახულებლად შედის ეპისკოპოსი; და მათთან საუბარიც, ასევე შეუძლიათ სხვა კლირიკოსების ან საპატივცემულო ქრისტიანების თანდასწრებით.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.316ტრულ.44647VII მსოფ.182022

PDF გვ. 166

კანონი 39

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: პირველმოსაყდრე ეპისკოპოსი ნუ იწოდება სამღვდელოთა ეგზარქოსად, ან უმაღლეს მღვდლად, ანდა რამე ამდაგვარი სახელწოდებით, არამედ იწოდოს ოდენ პირველი საყდრის ეპისკოპოსად."”

როგორც ამ კრების მე-17 კანონის განმარტებაში ვიხილეთ, აფრიკულ ეკლესიაში ბევრი უპირატესი კათედრა (ანუ სამიტროპოლიტო ეკლესია) იყო. მართალია, ამ უპირატესი კათედრების ეპისკოპოსები აფრიკაში სხვადასხვაგვარად იწოდებოდნენ, მაგრამ ყველა მათგანი ყოველთვის მაღალ ტიტულს ფლობდა.” ამ საპატიო წოდებების გამო ხშირად ხდებოდა მათ შორის კამათი და დავა; განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ კართაგენის ეპისკოპოსის შემდეგ, რომელსაც აფრიკის პირველიერარქი ეწოდებოდა, პირველ ეპისკოპოს-პრიმასად ითვლებოდა ქიროტონიით უხუცესი. დავის აღსაკვეცად, აგრეთვე ამაოებისა და ამპარტავნების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად, კანონი უკრძალავს უპირატესი კათედრის ეპისკოპოსს იწოდებოდეს სამღვდელოთა ეგზარქოსად ან უმაღლეს მღვდლად (მღვდელთა ზედამდგომელად), და ტოვებს მისთვის მხოლოდ პირველი საუჟდრის ეპისკოპოსის C,პრიმასის“ ანუ უპირველესის) ტიტულს.++XX "ამ კანონის განმარტება იხ. ათენის სინტაგმაში, III, 402. "იპონის 393 წლის კრების 25-ე კანონი. "იხ. ამ კანონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 404. "იხ. ამ კანონის განმარტება »კორმჩაიაში“ (საჭეთმპყრობელი), IL, 133.

მსგავსი კანონები:მოც.34IV მსოფ.9სარდ.6

PDF გვ. 167

კანონი 40

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლირიკოსები ნუ შევლენ საჭმელ-სასმელად სამიკიტნოებში, თუ არა მხოლოდ დანაყრების აუცილებლობით იძულებულნი გზაზე დგომისას.”

იხ. მოციქულთა 54-ე კანონის განმარტება.

მსგავსი კანონები:მოც.24ტრულ.9ლაოდ.24

PDF გვ. 168

კანონი 41

საკურთხევლის წმიდა საიდუმლო, დაე, უზმოზე მყოფ ადამიანთა მიერ აღესრულებოდეს. აქედან გამონაკლისია ერთი დლე წელიწადში, როცა უფლის სერობა აღესრულება. ხოლო თუკი საღამო ხანს აღასრულებენ გარდაცვლილ ეპისკოპოსთა ან სხვათა ხსენებას და ამ დროს აღმსრულებლები ნავახშმევნი არიან, მაშინ იგი მხოლოდ ლოცვებით აღესრულოს.“ (მოც. 69; ტრულ. 29; ლაოდ. 230; ანტიოქ. 1; კართ. 47; ტიმოთე ალექსანდრიელის 16)

ის, რომ იესო ქრისტემ ევქარისტიის საიდუმლო დააწესა სერობის (ვახშმობის) შემდეგ, ანუ საკვების მიღების შემდეგ და არა სერობამდე, – მოწმობს როგორც წმინდა წერილი (იხ. ლუკ. 22,20; 1 კორ. 11,25),ასევე ეკლესიის მრავალი მამა და მოძღვარი. თუმცა, იმავდროულად, ეკლესიის მამები და მოძღვრები მოწმობენ იმისაც, რომ წმინდა ევქარისტიის საიდუმლო ეკლესიის დასაბამიდანვე აღესრულებოდა ყველას მიერ მხოლოდ უზმოზე. როგორც ჩანს, აფრიკულ ეკლესიაში ისეთი პირებიც იყვნენ, რომლებიც ამ წესს არ იცავდნენ, რის გამოც მიიღეს წინამდებარე კანონი, რომელიც განაწესებს, რომ საკურთხევლის საღმრთო მსახურება მხოლოდ უზმოზე შეიძლება.

ამ კანონის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უშვებს ევქარისტული საიდუმლოს აღსრულებას წელიწადში ერთხელ საჭმლის მიღების შემდეგაც, კერძოდ – დიდ ხუთშაბათს. სავარაუდოა, რომ ასეთ დაშვებას კავშირი ჰქონდეს მცირე აზიის ეკლესიების ჩვეულებასთან, შეწყვიტონ მარხვა პირველი თვის (ნისანის) მე-14 დღეს, როდესაც აღესრულებოდა უფლის სერობის ხსენება და რომლის აღსანიშნავადაც აწყობდნენ განსაკუთრებულ ტრაპეზს – სერობას (ვახშამს), იმის მსგავსს, რომელიც იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად მოაწყო, და ამის შემდეგ ეზიარებოდნენ წმინდა საიდუმლოს (იხ. ანტიოქიის კრების 1 კანონის განმარტება). ყველაფერი, ჩვენ მიერ თქმული, დასტურდება ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით მის ეპისტოლეში იანუარის მიმართ: ,სოგს ფრიად ეამა ის ნამდვილად მოსაწონი წესი, რომლის თანახმადაც, წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს, როდესაც უფალმა სერობა გამართა, ვახშმობის შემდეგ შეიძლებოდა შეთავაზება და მიღება უფლის ხორცისა და სისხლის, ერთგვარად, “იპონის 393 წლის კრების 26-ე კანონი.

"იპონის 393 წლის კრების 28-ე კანონი. უფრო ნათელი მოგონებისათვის...“. ეს წესი, ვგონებ, ეკლესიაში გრძელდებოდა VII საუკუნემდე, როდესაც ის გადაჭრით აიკრძალა ტრულის კრების 29-ე კანონით.

განაგრბობს რა დადგენილებას იმის შესახებ, რომ ევქარისტია ყოველთვის (დიდი ხუთშაბათის გარდა) უზმოზე უნდა აღესრულებოდეს, კანონი განიხილავს, აგრეთვე, ისეთ შემთხვევასაც, როდესაც ტრაპეზის შემდეგ ხდება გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის ჩატარება (ამ დროს, ჩვეულების თანახმად, წირვასაც აღასრულებდნენ). ამასთან დაკავშირებით კანონი ადგენს,რომ ლიტურგია უნდა აღასრულოს უზმოზე მყოფმა მღვდელმსახურმა, ხოლო თუ ის უზმოზე არ არის,მაშინ მოსახსენებელი პანაშვიდი მხოლოდ ლოცვებით უნდა შემოიფარგლოს, ლიტურგიის გარეშე.

PDF გვ. 168

კანონი 42

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსები ან სხვა კლირიკოსები ეკლესიაში ნუ ინადიმებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოგზაურობისას იძულებულნი გახდებიან მოსასვენებლად ტაძარში გაჩერდნენ. ერისკაცებსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აეკრძალოთ ამის გაკეთება."

ეს არის იპონის 393 წლის კრების 29-ე კანონი და მიღებულ იქნა ნეტარი ავგუსტინეს წინადადებით. მანამდე იგი ბევრს წერდა ეკლესიაში შეჭრილი იმ ბოროტი ჩვეულების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ტაძრებში ზოგჯერ აწყობდნენ (განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში) ერთგვარ ნადიმს. თავიდან ეს წვეულებები და ურთიერთგამასაპინძლებები კეთილი განზრახვით იწყებოდა: მასში იდო აღაპის (სიყვარულის ტრაპეზის) შინაარსი, და ღატაკ თანამოძმეთა დაპურებას ემსახურებოდა, მაგრამ ყველაფერი ეს, ჩვეულებრივ, მთავრდებოდა სიმთვრალითა და დებოშით. იგივე მოხდა აღაპებთან დაკავშირებით; ამის შესახებ საუბრობს ლაოდიკიის კრების 28-ე კანონი და კრძალავს მათ, მსგავსად იმისა, როგორც კართაგენის კრების ეს კანონი ამტკიცებს იპონის კრების დადგენილებას და კრძალავს ამ ნადიმებს. იქიდან, რომ კანონი უშვებს, მიუხედავად ყოველივე ამისა, გამვლელი მგზავრის ტაძარში გამასპინძლებას, ჩანს, თუ რამდენად ღრმად ჰქონდა გამდგარი ფესვი აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთის სახლში შეიძლებოდა ჭამა და სმა. გადაჭრით უკვე, მსგავსი ნადიმების აკრძალვა არამხოლოდ ეკლესიაში, არამედ მის გალავანშიც, მიიღო ტრულის კრებამ თავისი 74-ე კანონით.

მსგავსი კანონები:მოც.73ტრულ.747697ღანგ.11ლაოდ.2728

PDF გვ. 169

კანონი 43

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დრო სინანულისათვის მონანულთ, მათი ცოდვებისდა მიხედვით, დაუწესდეთ ეპისკოპოსთა მსჯავრით (განაჩენით, გადაწყვეტილებით); მღვდელი კი, ეპისკოპოსის უნებართვოდ, ნუ შეიწყნარებს მონანულს, გარდა ისეთი შემთხ- ”“იპონის 393 წლის კრების 29-ე კანონი. ვევებისა, როცა საჭიროების გამო იქმს ამას ეპისკოპოსის არყოფნისას. ზოგადად კი, ყველა მონანულს, თუკი მისი ბრალი აშკარა და ყველასათვის ცნობილი იყო, და აღაშფოთებდა მთელ ეკლესიას, ხელი დაადონ ეკლესიის კარიბჭეში."

წინამდებარე კანონი სამ საკითხზე საუბრობს. პირველი – მონანულთათვის სინანულის დროის განსზღვრა მათი ცოდვების გვარობისა და ხარისხის მიხედვით, ხელეწიფება მხოლოდ ეპიკოპოსს. ამის შესახებ ტრულის 102-ე კანონიც ლაპარაკობს. მეორე – მღვდელს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია შეუნდოს მონანულ ცოდვილს და ისიც ეპისკოპოსის არყოფნისას, რომლის ხელმწიფებაშიც შედის ეს უფლება (იხ. კართაგენის კრების მე-7 კანა მესამე – დიდი ცოდვილები, რომელთა დანაშაულიც ყველასათვის იყო გაცხადებული და საზოგადოების ცდუნებას ემსახურებოდა, მათთვის განჩინებული სინანულის ვადის გასვლის შემდეგ, შენდობას იღებენ საჯაროდ ეკლესიის კარიბჭის წინ, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლმობიერ-ჰყოფენ საღმრთო სამართალს, დაიშვებიან ეკლესიაში ერთგულ მორწმუნეებთან ერთად.

მსგავსი კანონები:მოც.521 მსოფ- 1I.13ტრულ.102ნეოკეს.2კართ.67ბასილი დიდის 73, გრიგოლ ნოსელის.25

PDF გვ. 169

კანონი 44

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ღმერთისათვის შეწირული ქალწულები, როცა თავიანთ მშობელ მამებს – მათ შემკრძალველებს განეშორებიან, ეპისკოპოსის მზრუნველობით, ან მისი არყოფნისას – მღვდლის მეურვეობით, დაე, მიბარებულ იქნენ უპატიოსნეს დედებთან; ანდა ერთად იცხოვრონ და თანაზიარად დაიცვან ერთურთი, რათა აქეთ-იქით მოგზაურობისას (მიმოსვლისას) არ შებღალონ ეკლესიის კეთილი სახელი.""

ტრულის კრების მე-4 კანონის განმარტებიდან ვიცით, თუ ვინ იყვნენ ეს შეწირული ქალწულები, რომელთა შესახებაც წინამდებარე კანონი ლაპარაკობს. ხოლო ამავე კრების (კართაგენის) მე-6 კანონში ვიხილეთ, რომ ქალწულების “შეწირვის უფლება, რომლებმაც თავიანთი თავი ღმერთს მიუძღვნეს, მხოლოდ ეპისკოპოსს ეკუთვნოდა. წინამდებარე კანონი მიუთითებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ამ ღმერთს შეწირულმა ქალწულებმა; კერძოდ, როდესაც ისინი საკუთარ მშობლებს დაშორდებიან, რომლებიც მათზე ზრუნავდნენ და ზედამხედველობას უწევდნენ სახლში ცხოვრების პერიოდში, მას შემდეგ, რაც შეწირვის კურთხევას მიიღებენ, არ უნდა დარჩნენ საკუთარი თავის ანაბარა, არამედ ეპისკოპოსმა, ან, მისი არყოფ- “იპონის 3913 წლის კრების 30-ე კანონი; კანონთა კრებულში – 52-ე; პიდალიონში – 50-ე. "იპონის 393 წლის კრების 31-ე კანონი. ნის შემთხვევაში ამის უფლების მქონე მღვდელმა, საზედამხედველოდ უნდა ჩააბაროს ისინი ლვთისმოშიშ დედაკაცებს, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ, რომ იცხოვრონ მიცემული აღთქმის შესასიტყვისად. თუკი ღმერთისთვის შეწირული ქალწულები ერთად ცხოვრობენ ზოგადსაცხოვრებელში, მაშინ კანონი განუწესებს ერთმანეთზე ზრუნვას, ცხადია, ეპისკოპოსის, მღვდლის ან სულიერი მოძღვრის ზედამხედველობის პირობებში. როგორც კანონიდან ჩანს, ეს საეკლესიო ზედამხედველობა არ იყო საკმარისად მკაცრი, რამეთუ, მათ შეეძლოთ ეცხოვრათ ცალკე და საკუთარი შეხედულებისამებრ აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. ეს, ზოგიერთი მათგანის მიმართ, ეჭვს ბადებდა და ძირს უთხრიდა ეკლესიის ავტორიტეტს. ამის გამო,იპონის 393 წლის კრებამ მიიღო წინამდებარე კანონი,რომელიც კართაგენის წმინდა ადგილობრივი კრების (ჩატარდა 419 წელს) მამებმაც გაიზიარეს.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.16ტრულ.4კართ.6126ბასილი დიდის.18

PDF გვ. 170

კანონი 45

54. სნეულნი, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის გამო სიტყვის მიგება, დაე, მაშინ მოინათლონ, როცა, მათი ნების შესაბამისად, სხვები თავიანთი პასუხისმგებლობით დაამოწმებენ მათზე.

55. სამარცხვინო სანახაობების მსახიობები და მქირდველნი (მკრეხელნი) და სხვა ასეთი პირები, ან განდგომილები, რომლებიც შეინანებენ და ღმერთისაკენ მოიქცევიან, დაე, ნუ მოაკლდებიან შემორიგების მადლს.“ (მოც. 46, 47, 49, 52, 61, 75, 80; I მსოფ. 2, 9, 1I, 12; ტრულ. 24, 51, 95, 102; VII მსოფ. 8; ლაოდ. 2,3,12,17,47,75; ნეოკეს. 12; კართ. 63; ორგზ. I7; ბასილი დიდის 1, 5, 88; კირილე ალექსანდრიელის 4, 5; გრიგოლ ნოსელის I, 4)

წინამდებარე კანონი ორ ცალკეულ განწესებას შეიცავს:

1) ზრდასრულ ადამიანთა ნათლისღება (რამეთუ ასეთებზეა ამ კანონში საუბარი) სრულფასოვანი რომ იყოს, ამისათვის საჭიროა მათ ამ საიდუმლოს აზრი ესმოდეთ და გულწრფელად სწამდეთ (შდრ. VII მსოფლ. 8). ამიტომ არ შეიძლება იმ პირის მონათვლა, რომელიც იმდენად მძიმე ავადმყოფია, რომ პასუხის გაცემა არ შეუძლია. ამ აზრს კატეგორიულად გამოხატავს ეს (45-ე) კანონი. იგი უშვებს ასეთი პირების მონათვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ისეთი პირი გამოჩნდება, რომელიც, ერთი მხრივ, ეკლესიის ნდობას იმსახურებს და, მეორე მხრივ, დაამოწმებს, რომ ავადმყოფს მართლაც სურდა მონათვლა და როცა ის გონზე იყო, ეს სურვილი მისთვის განუცხადებია. ამგვარ შემთხვევაში კანონი უშვებს ავადმყოფის მონათვლას, მაგრამ აუცილებლად იმ პირის პირადი პასუხისმგებლობით, რომელმაც დაამოწმა ავადმყოფის სურვილი ამის თაობაზე და თავდებად უდგება, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში იგი ნამდვილად იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი შვილი. რაც შეეხება თვით ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას ავადმყოფებზე, ამის თაობაზე იხ. ნეოკესარიის მე-12 და ლაოდიკიის 47-ე კანონების განმარტებები.

"პონის 393 წლის კრების 32-ე და 33-ე კანონები.

2) მსახიობები და ტაკიმასხარები ამ კანონში გათანბრებულნი არიან ქრისტეს სარწმუნოებიდან განდგომილებთან. რა თქმა უნდა, აქ ის მსახიობები და კომიკოსები იგულისხმება, რომლებიც კანონში აღწერილ ქმედებებს წარმოაჩენენ სხვადასხვა სცენაზე და რომელთა შესახებაც საუბარია ტრულის კრების 24-ე და 51- ე კანონების განმარტებებში. ყველა ამ ცოდვილთა მიმართებით კანონი განაწესებს, რომ თუკი ისინი შეინანებენ საკუთარ ცოდვებს და ღმერთისკენ მიიქცევიან, ანუ მოითმენენ მათთვის განსაზღვრულ სისანულის ვადას (იხ. I მსოფლო კრების მე-11 კან), მაშინ მათ არ უნდა აეკრძალოთ საღმრთო მადლი და ეკლესიასთან შემორიგება.

PDF გვ. 171

კანონი 46

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ნებადართულია მომავალშიც იკითხებოდეს მოწამეთა მარტვილობანი იმ დღეებში, როცა მათი ყოველწლიური სსენება აღესრულება.”

ამ კრების 24-ე კანონის განმარტებაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის შედგენილია იპონის კრების 36-ე კანონიდან. მასში ჩამოთვლილი იყო წმინდა წერილის ის წიგნები, რომლებიც კანონიკურად მიღებულია ეკლესიაში საკითხავად, ამასთან, დასკვნაში (იპონის კრების 36-ე კანონის) ნათქვამი იყო, რომ გარკვეულ დროს ეკლესიაში შეიძლება იკითხებოდეს მოწამეთა ცხოვრებები, რომლებიც მათ ღვაწლსა და წამებას ასახავენ. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზეა შედგენილი კართაგენის წინამდებარე (46-ე) კანონი. მოხსენიებული 24-ე კანონით განიწესება, წმინდა წერილის რომელი წიგნები შეიძლება, ჩვეულებრივ, იკითხებოდეს ეკლესიაში, და ჩამოთვლილის გარდა იკრძალება სხვა ნებისმიერი წიგნის წაკითხვა. ეს (46- ე) კანონი კი უშვებს წელიწადის იმ დღეებში, როდესაც აღესრულება წმინდა მოწამეთა ხსენება, იკითხებოდეს მათი წამების აღწერა.

მსგავსი კანონები:მოც.60ტრულ.63

PDF გვ. 172

კანონი 47

57. დონატისტებისა და მათ მიერ მონათლული ბავშვების შესახებ.

კეთილად განვსაჯეთ ჩვენ, რომ ჩვენს ძმებსა და. თანამწირველთ – სიროკონს და სიმპლიკიანონს ვკითხოთ დონატისტების მიერ მონათლული ჩვილების შესახებ, რათა იმან, რაც მათზე აღასრულეს არა მათი ნებელობით, არამედ მშობლების ცდომილების მიზეზით, ხელი არ შეუშალოს მათ კურთხევას წმინდა საკურთხეველის მსახურებად, როცა ღვთის ეკლესიისკენ მოიქცევიან მაცხონებელი განწყობით.

58. ონორატოსმა და ორბანოსმა, სიტიფენის მავრიტანიის ქვეყნის ეპისკოპოსებმა, თქვეს: ჩვენ გვსმენია ნიკეის კრების სარწმუნოების აღსაარე- "იპონის 393 წლის კრების 36-ე კანონი. კპრთაგენის 6შინთ3 პდგილოზრივი კრეზის კპნონუეზი 173 ბიდან ნაშუადლევს აღსრულებული მღვდელმოქმედების შესახებ, რომ ჭეშმარიტად ასეა: უჭმელის მიერ ღირსეულად აღესრულება. და მაშინ დამტკიცებულ იქნა ესეც.“ (ტრულ. 29; ანცირ. 3; კართ. I, 41, 57, 67, 68, 69, 9I, 99, 117, 118, 119, 124; ბასილი დიდის 1)

წინამდებარე კანონი ორ სრულიად სხვადასხვა საკითხზე საუბრობს: კანონის პირველი ნაწილი დონატისტების შესახებ განწესებას შეიცავს, მეორე – წმინდა ზიარების საიდუმლოს ეხება.

1) IV საუკუნის მეორე ათწლეულიდან მოყოლებული, დონატისტების შესახებ საკითხი რამდენიმე კრებაზე იქნა წამოჭრილი. როგორც ჩანს, დონატისტები, ეკლესიაში ოდესმე არსებულ სქიზმატებს შორის, ყველაზე კადნიერები ყოფილან. ეს განხეთქილება აფრიკის საკონსულოში წარმოიშვა მაშინვე, როგორც კი დასრულდა დიოკლეტიანეს დევნილობის ხანა. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ნუმიდიის პრიმასის, სეკუნდის მეთაურობით გაილაშქრეს ზოგიერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ და განიკითხავდნენ მათ იმის გამო, რომ არასაკმაო შემართებით მიდიოდნენ ტანჯვაზე დევნილობისას, და თუმც ყოველთვის ინარჩუნებდნენ თავიანთი სარწმუნოებას, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა თავი დაეღწიათ მდევნელებისგან, რაც, სხვათაშორის, სავსებით პასუხობდა კანონს მოწამეობის შესახებ (იხ. ანკირიის მე-3 კან). ის შეუპოვრობა, როგორითაც მოხსენიებული ეპისკოპოსები თავიანთ შეხედულებას იცავდნენ, საბოლოდ გადაიზარდა სასტიკ ფანატიზმში, და იქამდე მივიდა, რომ ისინი საეკლესიო ერთობასაც კი გაურბოდნენ იმ პირებთან, რომლებიც არ იზიარებდნენ მათ შეხედულებას, და ასეთებს სარწმუნოების მოღალატეებად თვლიდნენ. სხვებთან ერთად, სარწმუნოების ღალატში ისინი ბრალს სდებდნენ აგრეთვე კეთილმსახურ და ეკლესიის სასიკეთოდ დამაშვრალ კართაგენელ ეპისკოპოსს მანსურის, იმ მიზეზით, რომ დევნილობის ჟამს, წამების თავიდან ასაცილებლად, მან მდევნელებს ბიბლიის მაგივრად რაღაც მწავლებლური წიგნები შეაჩეჩა. მათი დაჟინებული მოთხოვნით, ამ საქმის გამოსაძიებლად და მანსურის გასასამართლებლად, დაინიშნა საგანგებო კომისია. ამ დროს მანსური გარადაიცვალა; კართაგენის ეკლესიის მმართველობა დროებით მისი პირველი თანაშემწის, სწავლული და კეთილმსახური ცეცილიანეს ხელში გადავიდა. ფანატიკოსების მხრიდან მოთხოვნილი კომისია შეიკრიბა კართაგენში 312 წელს; თავმჯდომარეობდა ამ ფანატიკოსების მფარველის, ნუმიდიის ეპისკოპოს სეკუნდის წარმომადგენელი დონატოს, ეპისკოპოსი C8515 ძი »1ფო3. კომისიამ, რა თქმა უნდა, დაადანაშაულა გარდაცვლილი მანსური, რამაც მართლმადიდებლების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია და მათ შეწყვიტეს ფანატიკოსებთან ყოველგვარი ურთიერთობა. დონატისტებმა კი ამ დროისათვის აფრიკაში უკვე ბევრის გადაბირება მოასწრეს და თავისი მხრიდანაც შეწყვიტეს ყოველგვარი კავშირი მართლმადიდებლებთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კართაგენის "ეს კანონი შეადგენს იპონის 393 წლის კრების 37-ე კანონისა და კართაგენის 397 წლის 1 კანონის დასაწყისის ერთობლიობას. ეპისკოპოსად ცეცილიანე იქნა დადგინებული. იმავე წლის შემოდგომაზე, კართაგენში, თავისი მიმდევრების მონაწილეობით, დონატისტებმა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კრება მოიწვიეს, სადაც ცეცილიანე უღირს ეპიკოპოსად გამოაცხადეს და თავად გამოირჩიეს კართაგენის ეკლესიის კათედრისათვის მათი თანამზრახველი მაიორინი. იმავე კრებაზე დაამტკიცეს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანად მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო აღიარებული, ვინც მათ სწავლებას იზიარებდა, – ყველა დანარჩენი მწვალებლად გამოაცხადდა. ამავე დროს, „აღმოაჩინეს“, რომ წმინდა საიდუმლო ყველგან შეერყევნათ და, სწორად, თურმე, მას მხოლოდ მათი სასულიერო პირები ასრულებდნენ. ამიტომ, ამის საფუძველზე დაადგინეს, თავიდან მოენათლათ ყველა ის პირი, ვინც მათთან თანასიარებას გადაწყვეტდა. ასევე, თავიდან ახდენდნენ იმ სასულიერო პირების ხელდასხმას, რომლებიც მათთან ერთობაში გადაწყვეტდნენ მღვდლად ან ეპისკოპოსად მსახურებას და, საერთოდ, თავიდან ატარებდნენ ყველა იმ საიდუმლოს, რომელიც ვინმეს მიმართ აღსრულებული იყო მათი საზოგადოების გარეთ. ასე წარმოიშვა ეკლესიაში განხეთქილება. მაიორინმა ამის შემდეგ ძალიან ცოტა ხანს იცოცხალა და მის ადგილზე ვინმე დონატი აირჩიეს. ამ დონატის (მას შემდგომში დიდი უწოდეს) და სხვა – ყოფილი C8318 ძი 1თუა ეპისკოპოსის სახელებიდან მიიღეს ამ სქიზმატებმა სახელწოდება დონატისტები. ისინი საკმაოდ მჭიდროდ გაერთიანდნენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ როგორც მართლმადიდებლებს აფრიკაში, ისე სახელმწიფო ხელისუფლებასაც, რომელიც არ იწონებდა მათ ფანატიზმს. მალე მათ შორის უთანხმოებამ იჩინა თავი და გარკვეული დროის შემდეგ, მათ უკვე ვხედავთ სექტებად“ დაყოფილებს: ცირკუმცელიანელნი, პრიმიანისტოველნი, მაქსიმიანიტელნი და ა. შ. მიუხედავად რამდენიმე სექტად დაყოფისა, ისინი ერთსულოვანნი იყვნენ მართლმადიდებლებთან მტრობაში, ბუნებრივია, რომ ასეთი განხეთქილება ზიანის გარდა ვერაფერს მოუტანდა ეკლესიას. მიიღეს რა ყველაფერი ეს მხედველობაში, მით უმეტეს, რომ დონატისტები საწმუნოების საფუძველში არაფერს სცოდავდნენ, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა თავიდანვე და, მით უფრო, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად იპონის ეპისკოპოსი ნეტარი ავგუსტინე გამოვიდა,გადაწყვიტეს სქიზმატებს მოქცეოდნენ რაც შეიძლება ლმობიერად, გამოეყენებინათ ყველაზე რბილი საშუალება თანაზიარებაში მათ დასაბრუნებლად და საეკლესიო მშვიდობის აღსადგენად (იხ. კართაგენის 66-ე კან. და სხვა). მშვიდობის აღდგენა ძალიან ძნელად ხდებოდა და არცთუ იშვიათად მართლმადიდებლები იძულებულნი ხდებოდნენ დახმარებისათვის სახელმწიფო ხელისუფლებისათვის მიემართათ. ამ კრების კანონებიდან ბევრია ისეთი, რომელიც დონატისტების საკითხს ეხება, – როგორც ამას შემდგომში ვიხილავთ, – და ყოველთვის ჩვენ მიერ აღნიშნული აზრით. კართაგენის წინამდებარე (47-ე) კანონი ლაპარაკობს დონატისტების მონათლვაზე. ხელმძღვანელობენ რა იმ პრინციპით, რომ საჭიროა ლმობიერად მიუდგნენ ამ ფანატიკოს-სქიზმატებს, კანონი აღიარებს მათ ნათლობას და უშვებს მართლმადიდებლურ დასში მათგან იმ პირების მიღებას, რომლებიც, როგორც ყრმები, მოინათლნენ დონატისტებთან, რადგან კანონის სიტყვებით, შვილებს ბრალი არ მიუძღვით მშობლების ცდომილებაში და, თანაც, მათი ცდომილება არ ეხებოდა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებს. თუმცაღა, კანონი დასძენს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი მაცხონებელი განწყობით მიმართავს საღმრთო ეკლესიას და, აღიარებს რა მშობლების შეცდომას, დაგმობს მათ. .

2) ამ კანონის მეორე ნაწილში კრების მამები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნიკეის დადგენილებით,როგორც მათთვის ცნობილია,საღმრთო ლიტურგიის აღსრულება მხოლოდ უზმოზე შეიძლება, რასაც წინამდებარე კანონით ადასტურებენ. ნიკეის კრების (L მსოფ.ე კანონებს შორის ასეთი დადგენილება არ არის, მაგრამ შესაძლოა ამის შესახებ ემსჯელათ ნიკეის კრებაზე, ისევე როგორც იმსჯელეს აღდგომის დღესასწაულის დღისა და მღვდლებისთვის დაქოწინების ნებართვასთან დაკავშირებით და გაეკეთებინათ შესაბამისი დასკვნა, რომელიც იმ აქტებში ყოფილიყო ასახული, რომლებიც აღნიშნული კრებიდან აფრიკელმა მამებმა ჩამოიტანეს (იხ. კართ. 1); მაგრამ ჩვენ ვერ ვირწმუნებთ, რომ ამ კანონით კართაგენელ მამებს სურდათ დაემოწმებინათ 41-ე კანონით გამოცემული განწესება იმის თაობაზე, რომ დიდ ხუთშაბათს ლიტურგიის აღსრულება შეიძლება საჭმლის მიღების შემდეგაც, – როგორც ამას არქიმანდრიტი იოანე ამტკიცებს თავისეულ განმარტებაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს (47-ე) კანონი მიღებულია კრების იმავე სხდომაზე (419 წლის 25 მაისის) რომელ სხდომაზეც – დასახელებული 41-ე კანონი, რის გამოც გაუგებარი იქნებოდა, ერთი კანონის მიღების შემდეგ, რატომ უნდა მიეღოთ კრების მამებს იმავე დღეს და იმავე სხდომაზე მისი გამაბათილებელი კანონი; მეორეც, დასახელებული (41-ე) კანონი რომ თვით კართაგენელ მამებს გაეუქმებინათ, მაშინ ტრულის კრების მამებისთვის სრულიად ზედმეტი იქნებოდა თავიანთი 29-ე კანონით ასე მძაფრად გაენადგურებინათ კართაგენის კრების 41-ე კანონის განწესება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ (47-ე) კანონით, ეყრდნობოდნენ რა I მსოფლიო კრების დადგენილებას, კართაგენელ მამებს იმის დადასტურება სურდათ, რომ საღმრთო ლიტურგია ზოგადად მხოლოდ უზმოზე უნდა აღესრულოს და სხვა არანაირად; რაც შეეხება დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებას, ეს შემდგომშიაც გრძელდებოდა და ამიტომ მისი გაუქმება ტრულის კრებას მოუხდა.

PDF გვ. 172

კანონი 48

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჩვენთვის მოცემული დავალებით, გთავაზობთ ამასაც, განჩინებულს კაპუიში შემდგარ კრებაზე, რამეთუ დაუშვებელია ხელმეორედ მონათვლა ან ხელმეორედ ხელდასხმა, ანდა ეპისკოპოსების გადასვლა სხვა საყდარზე. რეგტენსის მხარის ეპისკოპოს რეკტენიოსმა უგულებელყო და მიატოვა თავისი სამწყსო, შეიჭრა ვიკენის ეკლესიაში და დღემდე, მიუხედავად კანონთა შესაბამისად მისი მრავალი შეგონებისა, მაინც არ ისურვა იმ ეკლესიის დატოვება, რომელიც მიიტაცა. ამის შესახებ ჩვენ მოვისმინეთ ზემოთ უწყებული, როგორც სარწმუნო, და ჩვენთვის მოცემული დავალების შესაბამისად, ვითხოვთ თქვენს კეთილნებას მოგვეცეს ჩვენ უფლება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მის დასაცხრომად, მივმართოთ ქვეყნის მთავარს, სახელოვან მეფეთა ბრძანებებისამებრ, რათა ის, ვინც არ ისურვა დამორჩილებოდა თქვენი სიწმინდის მშვიდ შეგონებას და გამოესწორებინა ყოვლადდაუთმენელი ქმედება, დაუყოვნებლივ იქნეს შეჩერებული მთავრობის ძალაუფლებით. ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: დადგენილი წესის თანახმად, ესევითარი, დაე, არ ჩაითვალოს, რომ მიეკუთვნება კრებას, ვინაიდან არ მოისურვა, თქვენი სიყვარულით მშვიდად შევედრებულმა, დაეტოვებინა მიტაცებული ადგილი; ახლა კი უკვე, თავისი ამპარტავნებითა და ურჩობით საერო ხელისუფლების ხელთ აღმოჩნდეს. ეპისკოპოსებმა ონორატოსმა და ორბანოსმა იკითხეს: არის თუ არა ამაზე ნება ყველასი? ყველა ეპისკოპოსმა მიუგო: სამართლიანია, გვნებავს.?

უწინარეს ყოვლისა, ამ კანონით დასტურდება მოციქულთა 47-ე კანონი ნათლისღების განუახლებლობის შესახებ, შემდეგ – მოციქულთა 68-ე კანონი სწორად აღსრულებული ხელდასხმის განუახლებლობაზე და, ბოლოს, მოციქულთა მე-14 კანონის განწესება, რომელიც ეპისკოპოსს უკრძალავს თავისი კათედრის დატოვებას და თვითნებურად სხვა კათედრის დაკავებას. ყველა ეს განწესება კაპუიშიც იქნა დამტკიცებული 391 წელს, შემდეგ – 419 წლის კრებაზე. უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, კანონი მოიხსენიებს რეგტენსის ეპისკოპოს რეკტენიოსთან დაკავშირებულ შემთხვევას, რომელმაც მიატოვა თავისი მსახურების ადგილი და ძალადობრივი გზით დაიკავა ტუბუნის (ზოგან „ვიკენის“) გამოთავისუფლებული საეპისკოპოსო კათედრა. რადგან დასახელებული ეპისკოპოსი არ დაეთანხმა კრების დადგენილებას, დაბრუნებულიყო თავის ძველ კათედრაზე, ამიტომ კანონი განაწესებს მის გადაცემას სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, რომელსაც შეუძლია მოექცეს მას თავისი (სამოქალაქო) კანონების შესაბამისად. თუმცა, ეს არ უნდა იყოს გაგებული იმგვარად, თითქოს ეპისკოპოსი, როგორც ასეთი, დასასჯელად გადაეცა სახელმწიფო ხელისუფლებას. კანონში ავრელიოსის სიტყვებით ნათქვამია: „დადგენილი წესის თანახმად, – ვინაიდან რეკტენიოსმა არ მოისურვა დამორჩილება – დაე, არ ჩაითვალოს რომ მიეკუთვნება კრებას“.

ეს ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი დაცული იქნება, რასაც ასეთ შემთხვევებში კანონი ითვალისწინებს, ანუ გარკვეული ეპისკოპოსი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – რეკტენიოსი) სწორად, წესების დაცვით მიიწვიეს სასამართლოზე და მას გააცნეს ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლებოდა მის სიჯიუტეს მოჰყოლოდა, რის შემდეგაც მან მაინც არ მოისურვა საეკლესიო სასამართლოს დამორჩილებოდა, მაშინ ითვლება, რომ მას უკვე კრება აღარ განაგებს, რაც ნიშნავს, რომ ეპისკოპოსად აღარ უნდა ჩაითვალოს. ამიტომ, როგორც ასეთი, ანუ აღხოცილი საღვთისმსახურო დავთარიდან, შესაბამისად – განკვეთილი, აუცილებლად უნდა გადაეცეს სამოქალაქო ხელისუფლებას, რამეთუ არ შეიძლება აღნიშნულ ხელისუფლებას დააასჯელაღ გადაეცეს სასულიერო პირი, რომელიც წინასწარ არ იქნება ხარისხაყრილი. სამოქალაქო ხელისუფლება კი მას უკვე – სასულიერო წოდება- «კართაგენის 397 წლის 1 კანონი. ჩამორთმეულს – სჯის, როგორც საკლესიო ხელისუფლებისათვის ჯიუტად ხელისშემშლელ პირს. აქ, დაახლოებით იგივე აზრია ჩადებული, რასაც ანტიოქიის კრების მე-5 და ორგზისის კრების მე-9 კანონები განაწესებენ."

მსგავსი კანონები:მოც.144768ანტიოქ.5ორგზ.91

PDF გვ. 175

კანონი 49

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაე, დაცულ იქნეს უძველესი წესი: სამ ეპისკოპოსზე ნაკლები, როგორც ეს კანონებშია განსაზღვრული, ნუ იქნება მიჩნეული ეპისკოპოსის დადგინებისათვის საკმარისად."”

ამ კანონის სრული ტექსტიდან ჩანს, როგორც ის მოყვანილია სერბულ გამოცემაში (ბერძნულიდან თარგმნილში),””+ რომ ნუმიდიის ეკლესიაში დაცული იყო კანონი, რომლის თანახმადაც, ხელდასხმა (ქიროტონია) აღესრულებოდა მხოლოდ და მხოლოდ თორმეტი ეპისკოპოსის თანდასწრებით. ეს საკითხი განიხილებოდა კართაგენის 397 წლის კრებაზე და რადგან აღმოჩნდა, რომ ახალი ეპისკოპოსის დასადგინებლად ასეთი რიცხოვნობით ეპისკოპოსების შეკრება ყოველთვის შესაძლებელი არ იყო, გადაწყდა, რომ ხელდასხმის საიდუმლოს აღსრულებაში საკმარისია სამი ეპისკოპოსის მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს მაშინ ეს კანონი, ხოლო, თავის მხრივ, კართაგენელმა მამებმაც, 419 წელს, იგივე შინაარსით შეიწყნარეს (შდრ. მოციქულთა 1 კანონის განმარტებას).

მსგავსი კანონები:I მსოფ.4VII მსოფ.3ანტიოქ.1923ლაოდ.12სარდ.6კართ.1315

PDF გვ. 177

კანონი 50

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამის განჩინებაც გვმართებს: თუკი ეპისკოპოსის გამორჩევისას წარმოიშვება გარკვეული წინააღმდეგობა, – რამეთუ გვქონია ჩვენ განსახილველად ასეთი შემთხვევები, – კადნიერება იქნება, თუ მხოლოდ სამი ეპისკოპოსი შეიკრიბება ხელდასასხმელის გასასამართლებლად, ამიტომ ზემოდასახელებულ რაოდენობას დაემატოს ერთი ან ორი ეპისკოპოსი, და მორწმუნე ერის თანდასწრებით, ვისთვისაც გამორჩეული დაიდგინება ეპისკოპოსად, უპირველეს ყოვლისა, გამოძიებულ იქნეს მოდავე (მოწინააღმდეგე) პირთა შესახებ; შემდეგ დაერთოს გამოძიებას მათ მიერ გაცხადებული, და როცა უბიწო წარმოჩინდება ერის წინაშე, მაშინ უკვე, დაე, ხელნი დაასხან. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: სავსებით ვეთანხმებით.#%%"

წინამდებარე კანონი საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა, ის ადასტურებს იმას, რაც ჩვენ მიერ ნათქვამია I მსოფლიო კრების მე-4 კანონის განმარტებაში, "იხ. სონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 420. "კართაგენის 397 წლის მე-2 კანონი. "ქართულ დიდი სჯულისკანონშიც სრული ტექსტია მოყვანილი. "კართაგენის 397 წლის მე-3 კანონი. კერძოდ, ეს არის მრევლის კუთვნილი უფლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავისთვის ეპისკოპოსის დადგინების საქმეში. მრევლის უფლება – თავის ეპისკოპოსად გამოირჩიოს მისთვის სასურველი პირი, შესთავაზოს ეს პირი ეპისკოპოსთა კრებას აუცილებელი კანონიკური გამოცდისათვის, შემდგომი დამტკიცებისა და ქიროტონიისათვის (იხ. კართ. 55-ე კან) – წინამდებარე კანონს მიაჩნია ბუნებრივად და უცილობელ ფაქტად, მაგრამ, ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს იმ შესაძლო დაპირისპირებაზე, რომელიც შეიძლება ერში წარმოიშვას ეპისკოპოსის დადგინებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, – კანონის სიტყვებით, – უდიდესი სითამამე იქნებოდა ამ სამი ეპისკოპოსის მხრიდან თავად გადაეწყვიტათ ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ შეუერთდნენ ერთი ან ორი ეპისკოპოსი და ყველამ ერთად (ხუთმა, ან უკიდურეს შემთხვევაში, ოთხმა) მრევლის თანდასწრებით, რომლისთვისაც კონკრეტულად დგინდება ეპისკოპოსი, გაიგონ წარმოდგენილი კანდიდატის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობის მიზეზი. უპირველეს ყოვლისა, კანონი მოითხოვს ცნობილი გახდეს იმ პირთა შესახებ, რომლებმაც ხმა აიმაღლეს წარმოჩენილი კანდიდატის წინააღმდეგ, აქვთ თუ არა მათ ხმის უფლება ეპისკოპოსის გამორჩევის დროს და, საერთოდ, ფლობენ თუ არა ისინი იმ თვისებებს, რომლებიც კანონით მოეთხოვება თითოეულ იმ პირს, ვისაც განზრახული აქვს ბრალმდებლად გამოვიდეს სასულიერო პირების წინააღმდეგ საეკლესიო საქმეებთან დაკავშირებით (იხ. II მსოფლ. მე-6, კართ. 128-ე, 129, 130- ე კანონები). თუკი ნამდვილად დამტკიცდება, რომ მოწინააღმდეგეებს აქვთ საამისოდ ყველა აუცილებელი მონაცემი, მაშინ, როგორც ამას კანონი განაწესებს, უნდა გაიგონ რა არგუმენტები მოჰყავთ მათ წარმოდგენილი კანდიდატის წინააღმდეგ, და თუ ეს არგუმენტები უსაფუძვლო იქნება და, შესაბამისად, კანდიდატი სრულიად სუფთა აღმოჩნდება ერის წინაშე, მაშინ, დაე, შესრულდეს მასზე ქიროტონია. ხოლო, თუკი დამტკიცდება, რომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები საკმაოდ საფუძვლიანია, მაშინ, რა თქმა უნდა, მართებული იქნება, რომ ახალ გამორჩევას შეუდგნენ.

ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგვიძლია წავიკითხოთ XIV ტიტლოვანი ნომოკანონის I ტიტულის მე-8 თავში, სადაც მოყვანილია დადგენილებები CXXIII (ლ. 2) და CXXVII (თ 3) იმპერატორ იუსტინიანეს ნოველიდან, რომელიც შევიდა რა ნომოკანონში, მიიღო მთელი ეკლესიისათვის საკანონმდებლო ძალა

მსგავსი კანონები:L მსოფ.46VII მსოფ.3ანტიოქ.1923ლაოდ.1213სარდ.6კართ.134955

PDF გვ. 177

კანონი 51

როგორც გვახსოვს, უკვე დიდი ხანია გადავწყვიტეთ, რომ ყოველ წელიწადს შევიკრიბოთ ბჭობისათვის, ამიტომ, როცა ერთად შევიკრიბებით, მაშინ იქნეს გამოცხადებული აღდგომის დღე კრებაზე დამსწრე ადგილისმცველთა მიერ.“ (მოც. 7, 65,70,7!; II მსოფ. 7; ტრულ. II; ლაოდ. 7, 37,38; კართ. 34, 73, 106)

ამ კრების მე-18 კანონით დადგინდა, რომ აფრიკის თითოეულ ეპარქიას (სამიტროპოლიტო სამთავრო) თავისი წარმომადგენლების სახით უნდა წარეგზავნა ორ- "ათენის სინტაგმა, I, 46.

"კართაგენის 397 წლის მე-4 კანონის პირველი ნაწილი. კართაგენის ნშინდა პდგილობრივი კრეზის კკნონები 179 ორი ეპისკოპოსი აფრიკული ეკლესიის ყოველწლიურ საერთო კრებაზე. წინამდებარე კანონი ამატებს, რომ ამ წარმომადგენლების მეშვეობით, ყველასთვის უნდა გაცხადდეს, თუ რომელ დღეს უნდა იდღესასწაულონ მიმდინარე წელს ქრისტეს აღდგომა. დანარჩენთან დაკავშირებით იხ. ამ კრების 34-ე კანონის განმარტება.

PDF გვ. 178

კანონი 52

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსებმა ონორატოსმა და ორბანოსმა თქვეს: სიტყვიერად გვაქვს, ასევე, დავალებული ვითხოვოთ, რომ რადგანაც იპონის კრების განწესებით კრების დროს მონახულებულ უნდა იქნეს ყოველი სამთავრო, რიგის მიხედვით მოინახულოთ მავრიტანიაც, რასაც თქვენ წლიდან წლამდე გადასდებდით. ეპისკოპოსმა ავრილიოსმა თქვა: მაშინ ჩვენ არაფერი განგვიწესებია მავრიტანიის ქვეყნისათვის, რადგან იგი აფრიკის განაპირას მდებარეობს და ბარბაროსთა ქვეყანას ესაზღვრება. ღმერთმა მოგვმადლოს, რომ დაუპირებლად შევძლოთ სიჭარბით აღვასრულოთ ეს და ჩამოვიდეთ თქვენს ქვეყანაში."

ყოველი ადგილისა და ეკლესიის მონახულება, და მათზე ზედამხედველობა, წარმოადგენს – როგორც ეს ეკლესიის დასაბამიდანვე იყო დაწესებული – თითოეული ეპისკოპოსის ერთ-ერთ უპირველეს მოვალეობას.#% ამ კანონით იგივე ევალება მიტროპოლიტსაც, თანაც განეწესება ყოველწლიურად, კრების ჩატარების პერიოდში, თავად ან მისმა თამაშემწემ ყველა საეპისკოპოსო ეკლესია მოიაროს თავის სამიტროპოლიტოში, ისე რომ ამ მონახულებისას მოაგვაროს ადგილებზე არსებული ყველა უთანხმოება და გაუგებრობა. #XX "კართაგენის 397 წლის მე-4 კანონის მეორე ნაწილი.

"ეპისკოპოსების მიერ მათზე დაქვემდებარებული ეკლესიების მონახულების ვალდებულება საფუძველს იღებს თვით მაცხოვრისა (იხ. მთ. 9, 35) და წმინდა მოციქულების სამწყსო მოგზაურობების მაგალითებიდან. საეკლესიო ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე ბრწყინვალე მაგალითი ცნობილი ეპისკოპოსების ცხოვრებებიდან, რომლებიც თავიანთი ეპარქიების ეკლესიების მოშურნე მომნახულებლები და სედამხედველები იყვნენ. ასე, მაგალითად, ბასილი დიდთან მიმართებით, სოკრატე წერს, რომ იგი დადიოდა თავისი ეპარქიის ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან ამტკიცებდა რწმენაში დაუძლურებულთ. ნეტარი ავგუსტინე ერთერთ თავის ეპისტოლეში წერს: „მე ვალდებული ვიყავი აუცილებლად მომენახულებინა ყველა ჩემი მსრუნველობის ქვეშ მყოფი ეკლესია“. ხოლო, რადგან ერთ-ერთი ეკლესია მისი კათედრიდან ძალიან შორს მდებარეობდა, ამიტომ მან მოახერხა, რომ იმ ეკლესიისათვის დაედგინათ სხვა ეპისკოპოსი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ეკლესია უშუალო ზედამხედველობის გარეშე არ დარჩენილიყო: „რადგან დასახელებული სიმაგრე იპონიდან 40 მილით იყო დაშორებული (I მილი = 1478 მქ, ამიტომ, როდესაც დავინახე, რომ მომიწევდა იმაზე შორს გავმგზავრებულიყავი, ვიდრე შესაძლებელია იქაური მოსახლეობის მართვა... მე ვიზრუნე, რომ იქ სხვა ეპისკოპოსი დამედგინა“.

"იხ. სონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 31.

_

მსგავსი კანონები:მოც.58ტრულ.19ლაოდ.19კართ.71121123

PDF გვ. 179

კანონი 53

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ეპიღონემ თქვა: ბევრ კრებაზე სამღვდელოთა მიერ განწესებულია, რომ ერმა, რომელიც სამრევლოებში ეპისკოპოსებზეა დამოკიდებული და რომელსაც არასდროს ჰყოლია საგანგებო ეპისკოპოსი, სხვაგვარად არ მიიღოს თავისი მმართველები, ანუ ეპისკოპოსები, თუ არა იმ ეპისკოპოსის თანხმობით, ვისაც თავიდან ემორჩილებოდა. რამეთუ ზოგიერთები იწყებენ რა რომელიმე ადგილის ძალადობრივ მფლობელობას, ძმებთან თანაზიარებას გაურბიან; ხოლო როცა ამისთვის პასუხს თხოვენ, მაშინ თითქოსდა მფლობელობის რაღაც ძველი უფლებით ინარჩუნებენ თავისთვის მეუფებას. ბევრი მღვდელი კი, გოროზი და უგუნური, ქედს იმაღლებს საკუთარი ეპისკოპოსის წინააღმდეგ, გამასპინძლებითა და ბოროტგანზრახვითი რჩევებით აღძრავს ერს, რომ მან, უწესო განწყობით, თავად ისინი დაადგინოს მმართველებად. უერთგულესო ძმაო ავრილიოს, შენს კეთილგონიერებას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ იმ განსაკუთრებულად სასურველ შედეგს, რომ ასეთი მცდელობები მრავალგზის დარჩენილა განუხორციელებელი. ასეთი ადამიანების ბოროტი განზრახვების, უჯერო რჩევებისა და შეთქმულებების საპირისპიროდ, გთავაზობთ შემდეგს: უმართებულოდ მივიჩნიოთ საგანგებო მმართველის მიღება იმ ერისათვის, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვრებში უნდა დაემორჩილოს უწინდელ ეპისკოპოსს და არასდროს ჰყოლია საგანგებო ეპისკოპოსი, თუ მთელ უწმინდეს კრებას სათნო გამოუჩნდება ჩემ მიერ შემოთავაზებული, დაე, დამტკიცებულ იქნეს. ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი ძმისა და თანაეპისკოპოსის გადმოცემულს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ვაღიარებ, რომ ამას ვაკეთებდი და კვლავაც გავაკეთებ; ასეთ შეთქმულებებს ვამხილებ არა მხოლოდ კართაგენის ეკლესიაში, არამედ მთელ სამღვდელო განსაგებელში. რამეთუ საკმაოდ ბევრნი არიან, თავიანთ სამწყსოსთან რომ თანამზრახველობენ, რომელიც მათ, როგორც ითქვა, შეცდომაში შეჰყავთ, აამებენ მათ სმენას და ალერსით იზიდავენ თავისკენ საძრახისი ცხოვრების მქონე ადამიანებს; უფრო კი ზესთამჩენობენ და ამის გამო განეშორებიან ჩვენს წოდებას, ეყრდნობიან რა თავიანთ მრევლს, ისინი, მრავალგზის მოწვეულნი კრებაზე, უარს ამბობენ მოსვლაზე, რათა არ გამომჟღავნდეს მათი შეუსაბამოებანი. ამისთვის, თუ სათნოდ გიჩანთ, გთავაზობთ: გვმართებს, ყველანაირად ვილვაწოთ მათ წინააღმდეგ, რათა მათ ხელმწიფებაში არ დარჩეს არამხოლოდ ასეთი, მათ მიერ ძალადობით მიტაცებული სამთავროები, არამედ მათი საკუთარი ეკლესიებიც, რომლებიც უმართებულოდ მოხვდნენ მათ დაქვემდებარებაში; დაე, ხელმწიფებით იქნენ ისინი გაძევებულნი ღიად და თვით უპირატეს ეპისკოპოსთა საყდარმა უარყოს ისინი. რამეთუ სამართლიანობა მოითხოვს, რომ შეერთებულნი ყველა ძმასთან და მთელ კრებასთან არამხოლოდ ინარჩუნებდნენ თავისთვის თავიანთ საყდარს, არამედ ხელმწიფებაში მიიღებდნენ ასეთ სადავო სამთავროებსაც; და პირიქით, იმათ, რომელთაც ჰგონიათ კმაყოფილები იქნებიან თავიანთ სამწყსოსთან და “ოუგულებელვოფენ ძმათა სიყვარულს, არამხოლოდ მათ მიერ მიტაცებული სამთავროები ჩამოერთვათ, არამედ, როგორც ვთქვი, მათი საკუთარი ადგილებიც წაერთვათ საერო მთავრების ხელმწიფებით, როგორც შფოთის შემომტანთ. ეპისკოპოსებმა ონორატოსმა და ორბანოსმა თქვეს: თქვენი სიწმინდის უდიდესი განსჯადობა ყველას გონებაში ჩაგვენერგა, და ვგონებთ, რომ მართებული იქნება ყველას პასუზით დავამტკიცოთ თქვენი წინადადება. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თანახმა ვართ, ვეთანხმებით.”

ბევრი კანონი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები არ უნდა დადგინდნენ მცირე დასახლების ადგილებში, სადაც ერთი მღვდელიც საკმარისია (იხ. ლაოდიკიის კრების 57-ე, სარდიკიის კრების მე-6 და სხვ. კანონები). თუკი დროის ან ადგილის პირობები მოითხოვს, რომ გაიხსნას ახალი საეპისკოპოსო კათედრა (იხ. IV მსოფლიო კრების მე-17 და ტრულის კრების 38-ე კანონები), მაშინ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად იმ ეპისკოპოსის ნებართვით, რომელსაც იქამდე ის ადგილი ან სამთავრო ექვემდებარებოდა. კართაგენელი მამები იძულებულნი გახდნენ, აეღორძინებინათ ეს ძირითადი საეკლესიო კანონი, რომელიც ირღვეოდა აფრიკის ეკლესიის ზოგიერთი მთავრობისმოყვარე ეპისკოპოსისა და მღვდლის მხრიდან. ივიწყებდნენ რა ამ კანონს, ბევრი ეპისკოპოსი ძალადობრივი გზით ითვისებდა სხვა ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ დასახლებულ ადგილს და საკუთარ ქმედებებს იმით ამართლებდა, რომ ეს ადგილი თითქოს მას ეკუთვნოდა რაღაც მის მიერვე გამოგონილი ხანდაზმულობის უფლებით. როდესაც მმართველი ეპისკოპოსები მიუთითებდნენ მათ თავიანთი კანონიერი უფლების დარღვევაზე, ეს მთავრობისმოყვარენი ამპარტავნულად უარყოფდნენ წაყენებულ ბრალდებებს და, – როგორც კანონი ამბობს, – ძმებთან ურთიერთობებსაც კი წყვეტდნენ. ეპისკოპოსების გარდა, აღნიშნულ საეკლესიო კანონს ზოგიერთი მღვდელიც არღვევდა, და უფრო მეტადაც კი: იმ დროს მრევლს, როგორც ვიცით, უფლება ჰქონდა გაეცხადებინა, თუ ვინ სურდა ეხილა ეპისკოპოსად (იხ. კართ. 50-ე კანე). ამიტომ ზოგიერთი მღვდელი, – „გოროზნი და უგუნურნი“, – ხელმწიფების ხელში ჩასაგდებად, თავიანთი კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ცდილობდნენ ადგილობრივი მრევლიც მათ საწინააღმდეგოდ განეწყოთ; იმავდროულად, მოსვიდვისა და ყველანაირი ხრიკებით დარწმუნების გზით, იმავე მრევლს აიძულებდნენ თვითონ ისინი გამოერჩიათ ეპისკოპოსებად, რასაც ზოგჯერ ახერხებდნენ კიდეც. კართაგენელი მამები მთელი სიმკაცრით ილაშქრებენ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ, – რამეთუ ისინი ძირს უთხრიდნენ თვით საეკლესიო წესრიგის საფუძველს, – და განაწესებენ, რომ ასეთ პირებს ძალით (ანუ სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევით) უნდა ჩამოერთვათ თავიანთი უფლებამოსილება; აგრეთვე, უკანონოდ მითვისებული ადგილების მმართველობის უფლება და უფრო მეტიც – თვით იმ ადგილებზე მსახურების უფლებაც კი, სადაც მანამდე მსახურობდნენ ეპისკოპოსე- "კართაგენის 397 წლის მე- კანონის მეორე ნაწილი. ბის ან მღვდლების ხარისხში საკუთარი თავის საზიანოდ. ამასთან, პირველი საყდრის მმართველმა ეპისკოპოსმა სამუდამოდ უნდა აუკრძალოს მათ მღვდელმოქმედება, რამეთუ ისინი სახელმწოფო ხელისუფლებას გადაეცემიან დასასჯელად, – როგორც მეამბოხენი და მშვიდობისა და წესრიგის დამრღვევნი.

მსგავსი კანონები:მოც.3134I მსოფ.8II მსოფ.60III მსოფ.38IV მსოფ.1718ტრულ. 25, 3I.3438ანკირ.13ნეოკეს.14ღანგ.6ანტიოქ.2810ლაოდ.257სარდ.614კართ. 10, II.56ორგზ.131415

PDF გვ. 180

კანონი 54

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაე, ნურც ერთი ეპისკოპოსი ნუ შეიწყნარებს უცხო კლირიკოსს მისი უწინდელი ეპისკოპოსის განჩინების გარეშე.”

წინამდებარე კანონით ხდება აღორძინება I მსოფლიო კრების მე-16 კანონის განწესებისა, იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთმა ეპისკოპოსმა არ უნდა მიიღოს და ხელნი დაასხას თავის ეკლესიაში კლირიკოსს, რომელიც სხვა ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედის. დასახელებული ნიკეის კრების კანონის ჩვენეული განმარტება, კართაგენის ამ კანონის განმარტებასაც ემსახურება. ამ კანონის სრული ტექსტის საფუძველზე (ანუ კართაგენის 397 წლის მე-6 კანონის) შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ ამ კრების მამებისთვის ცნობილი არ იყო ნიკეის კრების მოხსენიებული განწესება, და რომ, საერთოდ, ეს საკითხი, – კართაგენის მამებისათვის ახალი, – აღიძრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა ეპიღონემ საჩივარი შეიტანა ეპისკოპოს იულიანეს წინააღმდეგ, რადგან ამ უკანასკნელმა თავისთან გადაიბირა ერთ-ერთი მისი კლირიკოსი და დიაკვნად აკურთხა. ამ აზრს თვით კრების გადაწყვეტილებაც ადასტურებს იმ სახით, როგორითაც ის კანონშია გადმოცემული, და კრების მოთხოვნილება, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადო გახდა, გავრცელდეს ყველა ეპარქიაზე.

მსგავსი კანონები:მოც.1535I მსოფ.1516IV მსოფ.5102023ტრულ.1718ანტიოქ.3სარდ.1516კართ.2090

PDF გვ. 182

კანონი 55

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩემი სიტყვა მიილეთ, ძმებო. მრავალგზის მომხდარა, რომ ეკლესიებს გამოუთხოვიათ ჩემთვის დიაკვნები, მღვდლები თუ ეპისკოპოსები. მახსოვს რა კანონები, ვიცავ მათ: მივმართავ მოთხოვნილი მღვდელმსახურის ეპისკოპოსს და ვუცხადებ, რომ მის მღვდელმსახურს ითხოვს ესა თუ ის ეკლესია. დღემდე წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მაგრამ იმისათვის, რომ მომავალშიც არ მოხდეს ეს, ანუ რომ არ შემეწინააღმდეგონ ჩემ მიერ თხოვილნი (რამეთუ თქვენც იცით, რომ მე მრავალ ეკლესიაზე და ხელდასხმებზე ვზრუნავ) როდესაც რომელიმე თანამწყემსთაგანისადმი მომიწევს მიმართვა თქვენი წოდებიდან ორი ან სამი მოწმის თანდასწრებით, თუკი მოთხოვნილი პირი უღირსი არ აღმოჩნდება; მართებული იქნება თქვენმა სიყვარულმა განსაჯოს, თუ როგორ უნდა მოვიქცე, ”კართაგენის 397 წლის მე-6 კანონი, რამეთუ მე, როგორც თქვენ იცით, ძმებო, ღვთის ნებით, მრავალ ეკლესიაზე მაკისრია მზრუნველობა. ნუმიდიის ეპისკოპოსმა თქვა: ამ საყდარს ყოველთვის ეკუთვნოდა ეს უფლებამოსილება, რათა თითოეული ეკლესიის სურვილით დაადგინოს ეპისკოპოსი, საიდანაც ენებება და ვინც არ უნდა იყოს მისთვის დასახელებული. ეპისკოპოსმა ეპილონემ თქვა: კეთილი ნება ზომიერ-ჰყოფს ხელმწიფებას, რამეთუ შენ, ძმაო, ნაკლებად კადნიერი ხარ, ვიდრე ძალგიძს იყო, უჩვენებ რა ყველას შენს სიკეთესა და კაცთმოყვარეობას. შენს განმსჯელობას წინ უძღვის თითოეული ეპისკოპოსის მიმართ პატივისცემის გამოვლინება, მაგრამ მათთან პირველი და ერთჯერადი ურთიერთობისას, თუკი კეთილად ინებებ, მტკიცედ მოითხოვე ის, რაც ამ საყდრის ხელმწიფებაში შედის, რადგან აუცილებლობა გაქვს ყველა ეკლესია განამტკიცო. ამიტომ კი არ გაძლევთ შენ ხელმწიფებას, არამედ დავბეჭდავთ მას შენის ნებართვით, რომ შენ ჩვენგან ნება გეძლევა ყოველთვის წარიყვანო ვისაც კი მოისურვებ, და დაუდგინო წინამძღვრები ეკლესიას, და სხვა მოთხოვნილნი, საიდანაც კეთილად და საჭიროდ ჩათვლი. ეპისკოპოსმა პისტუმიტანოსმა თქვა: თუკი ვინმეს მხოლოდ ერთი მლვდელი ჰყავს, ნუთუ ისიც უნდა წაერთვას? ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ღმერთის წყალობით, ერთ ეპისკოპოსს შეუძლია მრავალი მღვდელი დაადგინოს, ხოლო ეპისკოპოსობის შემძლებელი მღვდელი ადვილად არ მოიძებნება. ამიტომ, ვისაც მხოლოდ ერთი მღვდელი ჰყავს და, ამასთან – ღირსიც ეპისკოპოსობისა, მაშინ ეს ერთიც უნდა მისცეს ხელდასხმისათვის. ეპისკოპოსმა პისტუმიტანოსმა თქვა: მაგრამ თუ ერთ ეპისკოპოსს ბევრი მლვდელი ჰყავს, სხვისი ეს სიმრავლე მოვალეა დამეხმაროს შე. ავრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ნამდვილად, როგორადაც შენ დაეხმარე სხვა ეკლესიას, ამგვარადვე, კლირიკოსთა უფრო დიდი რიცხოვნობის მქონე აღძრული იქნება იმად, რომ მათი რიცხვიდან გამოგიყოს შენ ხელდასხმისათვის.”

ამ კრების წინა (54-ე) კანონით დადგინდა, რომ არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქიისათვის აკურთხოს კლირიკოსი, რომელიც სხვა ეპარქიას მიეკუთვნება. ამის გაკეთება მას შეუძლია მხოლოდ იმ მმართველი ეპისკოპოსის თანხმობით, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფება განსახილველი კლირიკოსი. ეს არის საერთო კანონიკური განწესება ყველა ეპარქიალური ეპისკოპოსისათვის. ამ განწესებით მართებულია სარგებლობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხდება რომელიმე ეპარქიის ეპისკოპოსად ხელდასხმა სასულიერო პირისა, რომელიც არ მიეკუთვნება იმ სამიტროპოლიტო სამთავროს, რომლის შემადგენლობაშიც აღნიშნული ეპარქია შედის. თუკი იმის აუცილებლობა იქნება, რომ სხვა სამიტროპოლიტო (ან საპატრიარქო) სამთავროდან მოიწვიონ კანდიდატი გამოთავისუფლებულ საეპისკოპოსო კათედრაზე დასადგინებლად, მაშინ ამ სამთავროს მმართველმა მიტრო- "კართაგენის 397 წლის მე-6 კანონი. პოლიტმა (ან პატრიარქმა) უნდა მიმართოს იმ მიტროპოლიტს, რომელსაც კანონიკურად ექვემდებარება კანდიდატად გამორჩეული აღნიშნული სასულიერო პირი, და მისგან ითხოვოს სათანადო თანხმობა. ამ საერთო კანონიკური ნორმიდან იყო გათავისუფლებული კრების მიმდინარეობის დროს კართაგენის ეპისკოპოსი, – როგორც ხ”იმ5 სLიჭს§ 40IMX36, – რომელსაც კრება, უდასტურებს რა წინამდებარე კანონით ამ პრივილეგიას, უფლებას აძლევს ხელნი დაასხას გამოთავისუფლებულ საეპისკოპოსო კათედრაზე ნებისმიერს, ვისაც მოისურვებს (სხვა სამთავროდანაც/), იმ მოთხოვნის გვერდის ავლით, რომლის თანახმადაც მას თანხმობა უნდა ეთხოვა იმ ეპისკოპოსისათვის, რომლის დაქვემდებარებაშიც აღმოჩნდებოდა მის მიერ შერჩეული საეპისკოპოსო კანდიდატი. მსგავსი პრივილეგია ვერ ჩაითვლებოდა საერთო კანონის განწესებად: ყველა სხვა სამთავრო ეკლესიისათვის, რომელთა წინამძღვრებსაც ასეთი პრივილეგია არ გააჩნდათ, ძალა ჰქონდა საერთო კანონის განწესებას. ამგვარად, თუკი აუცილებელი გახდება გამოთავისუფლებულ საეპისკოპოსო კათედრაზე მოწვეულ იქნეს სხვა სამთავროს სასულიერო პირი, მაშინ ამ სამთავროს მთვრობამ, ანუ სინოდმა, უნდა სთხოვოს და მიიღოს თანხმობა იმ წინამძღვრისაგან, რომლის იურისდიქციის ქვეშაც მსახურობს ეპისკოპოსობის კანდიდატად შერჩეული სასულიერო პირი. ამ განწესების შეუსრულებლობა იქნებოდა კანონიკური განწესების დარღვევა.

მსგავსი კანონები:მოც.1516IV მსოფ.5102023ტრულ.1718ანტიოქ.3სარდ.1516კართ.5490

PDF გვ. 182

კანონი 56

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თითოეული ეპისკოპოსისათვის დაქვემდებარებული სამრევლო დაცულია განწესებით, კერძოდ, გარკვეულ სამრევლოს შემადგენლობას არც ერთი ადგილი არ უნდა ჩამოერთვას და მისი მმართველი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე არ უნდა დადგინდეს იქ საგანგებო ეპისკოპოსი; თუკი ის დაუშვებს, რომ გარკვეულმა რაიონმა თავისი ეპისკოპოსი მიიღოს, მაშინ ამ ადგილზე დადგინებულმა, არ უნდა გაავრცელოს თავისი ხელმწიფება სხვა მეზობელ რაიონებზე, რადგან მხოლოდ ეს ერთი იყო გაყოფილი სხვათა შემადგენლობიდან და პატივდებული იმით, რომ ჰყოლოდა თავისი საგანგებო ეპისკოპოსი."

სარდიკიის კრების მე- კანონის განწესების თანახმად, ისეთ პატარა ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ერთი მღვდელიც საკმარისია, ეპისკოპოსი არ უნდა დგინდებოდეს. ამ კანონს კი მოჰყავს შემთხვევა, როდესაც ეპარქიის მთავარი ქალაქის მმართველი ეპისკოპოსის სურვილით, გარკვეული სამრევლოების მქონე ერთ-ერთ პატარა ქალაქში დგინდება საგანგებო ეპისკოპოსი. მსგავსი შემთხვევისათვის "კართაგენის 397 წლის მე-6 კანონი. კანონი განაწესებს, რომ ამ ეპისკოპოსს შეუძლია იურისდიქციით ისარგებლოს მხოლოდ ამ ქალაქში და, ასევე, იმ სამრევლოებში, რომლებიც მას კრებამ დაუქვემდებარა, და არასგზით გაავრცელოს თავისი ხელისუფლება სხვა ახლო სამრევლოებზე, რათა არ დაარღვიოს იმ ეპისკოპოსის უფლებანი, რომლის თანხმობითაც მას ზუსტად განესაზღვრა მართვის რაიონი. ამ განწესების დამრღვევი ეპისკოპოსი სასჯელს იმსახურებს ამავე კრების 53-ე კანონის განაჩენით, კერძოდ, უფლებას კარგავს არამხოლოდ უკანონოდ მითვისებულ სამრევლოებზე, არამედ იმათზეც, რომლებიც კრების დადგენილებით შედიოდა მის მმართველობაში. ამასთანავე, სამოქალაქო ხელისუფლებისგანაც ექვემდებარება სასჯელს, როგორც სხვისი საკუთრების მიმთვისებელი.

მსგავსი კანონები:მოც.3134I მსოფ.8II მსოფ.6III მსოფ.38IV მსოფ.1718ტრულ.25313438ანკირ.13ნეოკეს.14ღანგ.6ანტიოქ.5810ლაოდ.57სარდ.614კართ.10115398ორგზ.131412

PDF გვ. 184

კანონი 57

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თქვენს ერთსულოვნებას ჩემთან ერთად" ახსოვს წინამორბედ კრებაზე განსაზღვრული: მცირეწლოვანებისას დონატისტების მიერ მონათლულნი, რომლებსაც მაშინ არ შეეძლოთ იმის შეცნობა, თუ რა დამლუპველია მათი ცდომილება, მაგრამ რომლებმაც განსჯის უნარის შემძლე ასაკის მილწევის შემდეგ, შეიცნეს ჭეშმარიტება და მოიძაგეს მათი ცდომილება, დაე, უძველესი წესის მიხედვით – ხელდადებით იქნენ მიღებულნი ღმერთის კათოლიკე, მთელ ქვეყნიერებაზე გავრცობილ ეკლესიაში. უწინდელი ცდომილების სახელწოდება არ უნდა იყოს დაბრკოლება მათი მიღებისათვის სამღვდელო ხარისხში, როცა ისინი, შეუდგნენ რა სარწმუნოებას, ჯეშმარიტი ეკლესია თავისად აღიარეს და მასში ქრისტე იწამეს, მიიღეს სამების საიდუმლონი, რომელნიც, ცხადია, ჭეშმარიტი, წმიდა და ლვთაებრივია, და რომლებზეც დამყარებულია სულის მთელი სასოება, მიუხედავად იმისა, რომ მწვალებელთა წინანდელი კადნიერება უგუნურად ესწრაფვოდა ჯეშმარიტების სახელით გადმოეცა (ექადაგა) რაღაც საწინააღმდეგო. ეს მარტივია, როგორც წმინდა მოციქული გვასწავლის, როდესაც ამბობს: „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლი-სღება“ (ეფეს. 4, 5), და ის, რაც ერთხელ უნდა მიეცეთ, დაუშვებელია ხელახლა მიიღონ. ამიტომ, მას შემდეგ. რაც ცდომილების (მწვალებლობის) სახელწოდებას შეაჩვენებენ, დაე, ხელდადებით მიღებულ იქნენ ერთიან ეკლესიაში, რომელიც, დაწერილისამებრ, არის მტრედი (შდრ. ქებათა ქება, 2, 10), ერთადერთი დედა ქრისტიანეთა, და რომელიც საცხონებელად გვანიჭებს ყველა საუკუნო და ცხოველმყოფელ საიდუმლოს, ხოლო მწვალებლობაში მყოფებზე დიდი სასჯელით განკითხვას მოაწევს. რაც ჭეშმარიტების ნათელში მათი წინამძლოლი შეიძლება ყოფილიყო საუკუნო ცხოვრებისაკენ, ის კიდევ უფრო დამაბნელებელი და განმკითხველი ხდება მათთვის ცდომილებაში ყოფნისას. ეს ზოგიერთებმა აიცილეს თავიდან, და შეიცნეს რა დედის – კათოლიკე ეკლესიის პირდაპირი (მართალი) გზა, ყველა სხვა წმინდა საიდუმლოც, "ამას. კრებასე, ავრილიოსი წარმოთქვამს, კართაგენის ეპისკოპოსი. ჭეშმარიტების სიყვარულით ირწმუნეს და მიილეს. ვერავინ შეძლებს იმის უარყოფას, რომ ესევითარნი, როცა ყოველივეს მათი კეთილი ცხოვრების შესახებ მოწმობაც დაემატება, უეჭველად მართებულად იქნებიან დადგინებულნი სამღვდელო წოდებაში წმინდა საიდუმლოთა მსახურებისათვის, განსაკუთრებით ესოდენ მძიმე ვითარებაში. ხოლო თუკი იმავე, ანუ დონატის სწავლების მიმდევარი კლირიკოსები მოისურვებენ თავიანთ მრევლთან ერთად შემოგვიერთდნენ ჩვენ, და თავიანთ ხარისხებში, პატივმოყვარეობისა გამო, რათა ერს ცხოვრებაში რჩევები მისცენ, და ცხონებისათვის ხარისხები შეინარჩუნონ, ვგონებ, შეიძლება მათთვის ამ მდგომარეობის დატოვება სანამ ზემოხსენებული ძმები” ძალზე ყურადღებიანი განსჯის შემდეგ, თავიანთ შეხედულებას არ მოგვაწვდიან, რათა მათ თავიანთი უკეთილგონიერესი ბჭობით გამოიძიონ ჩვენი წინადადების საგანი და ღირსგვყონ იმაში განსამტკიცებლად, თუ რისი დადგინებაა საჭირო ამ საქმესთან დაკავშირებით. ამჯერად კი შემოვიფარგლებით მხოლოდ დონატისტების მიერ ჩვილობაში მონათლულებით, დაე, თანხმობა განაცხადონ ზემოხსენებულმა ძმებმა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, თუკი სათნოდ უჩანთ, რათა ხელნი დავასხათ ხოლმე ესევითართ."”

47-ე კანონის პირველი ნაწილის განმარტებაში, უმთავრესად საუბარი იყო იმის შესახებაც, თუ რა შეადგენს ამ კანონის განსახილველ საგანს, რომელშიც ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით გამოთქმულია შესანიშნავი აზრი, რომ საიდუმლოთა დანიშნულებისა და მნიშვნელობის სავსებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება.

საკითხი იმის შესახებ, უნდა მიიღებოდნენ თუ არა მართლმადიდებელ სამღვდელო დასში დონატისტელი კლირიკოსები თავიანთი იერარქიული ხარისხის შენარჩუნებით, რის შესახებაც ამ კრების 68-ე კანონიც საუბრობს, ავრილიოსის აზრით (რომელიც ამ (57-ე) კანონის მიღების წინადადებით შემოვიდა) განსახილველად უნდა გადაეცეს ზემოხსენებულ უფროს ძმობას, რომელმაც თავისი ასრი უნდა გამოთქვას ამასთან დაკავშირებით. ამ ძმობის წევრები იყვნენ რომის ეპისკოპოსი ანასტასი და მილანის ეპისკოპოსი ვევირი. ისინი გაცილებით მკაცრად მსჯელობდნენ დონატისტებთან მიმართებით, ვიდრე აფრიკელი მამები და უარეოფდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებისას მათი იერარქიული ხარისხების აღიარების აუცილებლობას. კრების შეკითხვაზე ანასტასი რომაელმა განსაკუთრებული წერილით გამოთქვა თავისი მოსაზრება და ის 401 წლის კრების 13 "ანუ რომელთა შეხედულებებსა და რჩევებს მოელის აქ კრება, როგორც ეს ავრილიოსის წინარე სიტყვებიდან ჩანს აე კრების საქმეებში: ესენი არიან ანასტასი, – რომის ეპისკოპოსი და ვევირი, – მედიოლანის ეპისკოპოსი. ამ ორი საყდრის შეხედულება ავრილიოსს საჭიროდ მიაჩნია საეკლესიო ერთაზროვნების შესანარჩუნებლად, იმიტომ, რომ რომისა და მედიოლანის ეპისკოპოსები მანამდე ფიქრობდნენ, რომ არ მიეღოთ ყოფილი დონატისტები სამღვდელო. წოდებაში.

·""კართ. 40) წლის კრების 1 კანონი. სექტემბრის სხდომაზე იქნა წაკითხული, – როგორც ეს ჩვენთვის ცნობილია ამ კრების საქმეთა შესავალი ნაწილიდან.” წერილის “შინაარსი ცნობილი არ არის, მაგრამ შესავალი სიტყვიდან ჩანს, რომ ანასტასი არ იწონებს აფრიკელი მამების დათმობაზე წასვლას და ურჩევს ერიდონ ვერაგობასა და თავხედობას მწვალებლებისა და სქიზმატ-დონატისტების მხრიდან, რომლებმაც ეგზომ ბოროტება მოუტანეს აფრიკულ ეკლესიას. აფრიკელმა მამებმა ამისთვის მადლიერება გამოხატეს ანასტასის მიმართ, მაგრამ რადგანაც მდგომარეობა აიძულებდა მათ ლმობიერად მოპყრობოდნენ დონატისტებს (იხ. 66-ე კანე), ამიტომ გადაწყდა მიეღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის დასში დონატისტელი კლირიკოსები (კან. 68).

მსგავსი კანონები:მოც.464768I მსოფ.8II მსოფ.7ტრულ.95კართ.476667686992939499117118119124

PDF გვ. 185

კანონი 58

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, თხოვნით მივმართოთ უკეთილმსახურეს მეფეებს, რათა ბრძანონ, სრულიად აღმოფხვრან კერპების ნარჩენები მთელ აფრიკაში (რამეთუ ბევრ ზღვისპირა ადგილებში და სხვადასხვა სამფლობელოებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ამ ცდომილების უკეთური ძალა). დაე, მცნებად იქნეს დადებული, რომ კერპებიც მოისპოს და მათი საკერპე ბომონებიც, უსახურად მდგარნი სოფლებსა და დაფარულ ადგილებში; ყველა საშუალებით დაინგრეს ისინი."”

მოყვანილი ტექსტი, არსებითად, სრულიადაც არ არის კანონი, არამედ – ბრძანების (898%93) ერთ-ერთი პუნქტი, „შეხსენება“ (8800MX88#0206, 6000X000110L1V01Iი) კრების მიერ იმპერატორებთან (არკადისთან და ჰონორესთან) წარგზავნილი დელეგატებისათვის, თუ რის შესახებ უნდა იშუამდგომლონ მათ წინაშე. დელეგატებისთვის გადაცემული ბრძანების დანარჩენი პუნქტები შეადგენს შემდეგ ექვს კანონს (59-64), ხოლო, რაც შეეხება ამ კანონის (58-ე) შემცველ თხოვნას, მოესპოთ აფრიკაში კერპების ნაშთები, დაკმაყოფილებულ იქნა და გამოიცა ამის შესაბამისი კანონები. სახელმწიფო ხელისუფლებისადმი კართაგენის კრების ეს მიმართვა დახმარების აღმოსაჩენად, ზოგადად წარმოადგენს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იმ ძირითად პრინციპს, რომელიც სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში უნდა არსებობდეს ქვეყანაში საერთო კეთილდღეობის დასამყარებლად. გარდა ამისა, აქედან ჩანს, რომ ერში რწმენისა და ზნეობრიობის შესანარჩუნებლად, ეკლესია საჭიროებს სახელმწიფო ხელისუფლების დახმარებას და ელოდება მას, უმთავრესად იმ შემთხვევებში, როდესაც არასაკმარისია უშუალოდ ეკლესიის ზნეობრივი ზემოქმედება. თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლება ეკლესიის თხოვნას ყოველთვის ეხმაურებოდა და უწევდა იმ დახმარებას, რომელიც შეეძლო გაეწია იმის გათვალისწინებით, რომ მის ხელთ იყო შეიარაღებული ძალები და შეეძლო გამოეყენებინა ისინი საეკლესიო ხელისუ- “ათენის სინტაგმა, III 474. "კართ. 401 წლის კრების მე-2 კანონი. ფლების იმ დადგენილებათა ძალით შესასრულებლად, რომლებიც მიმართული იყო სარწმუნოების განმტკიცებისა და მშვიდობიანი წესრიგის შენარჩუნებისაკენ, მაშინ, როდესაც თავად ეკლესია, თავისი თვისებიდან გამომდინარე, მხოლოდ ზნეობრივ საშუალებებს ფლობს. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ამგვარი დამოკიდებულების შედეგად დაწესდა მნიშვნელოვანი კანონი, უფრო სწორად – სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება, დაიცვას ეკლესიის უფლებები და კანონები, დაიცვას საწმუნოება და იზრუნოს იმაზე, რომ საეკლესიო ცხოვრებაში შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა და წესრიგი.

მსგავსი კანონები:კართ.8

PDF გვ. 187

კანონი 59

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, თხოვნით მივმართოთ უკეთილმსახურეს მეფეებს, რათა კეთილად ინებონ ამის დაკანონებაც: თუკი ზოგიერთნი ისურვებენ რაიმე საქმის განხილვას ეკლესიის სამსჯავროში იმ სამოციქულო უფლების თანასმად, რომელიც ეკლესიებს აქვთ, და თუ, ვინძლო, ერთ-ერთი მხარე უკმავოფილო დარჩება სამღვდელოთა გადაწყვეტილებით, მაშინ ნუ იქნება ნებადართული სამსჯავროზე მოწმედ იმ სამღვდელოს მოწოდება, რომელიც მანამდე განიხილავდა საქმეს, ან მის განხილვას ესწრებოდა, და საეკლესიო პირის თვით სახლეულთაგანაც ნურავინ იქნება მიყვანილი სასამართლოში მოწმის ვალდებულებით.?

ამ კანონის, უფრო ზუსტად – იმპერატორებისადმი თხოვნების, უკეთ გასაგებად, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ იმპერატორ კონსტანტინე დიდის ნებართვით, თითოეულ ქრისტიანს უფლება ჰქონდა კერძო უფლების საკითხებთან დაკავშირებით მიემართა საეკლესიო სასამართლოსათვის, თანაც, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორიც – სამოქალაქო სასამართლოს განაჩენს. საეკლესიო სასამართლოს ეს პრივილეგია შემდგომში შეზღუდა იმპერატორმა ჰონორემ, თავისი 399 წლის კანონით: „როდესაც საქმე რელიგიას ეხება, სასამართლო ეპისკოპოსებმა უნდა აწარმოონ, მაგრამ დანარჩენი საქმენი, რომლებიც ჩვეულებრივი სასამართლო მოხელის კომპეტენციაში შედის ან განეკუთვნება ჩვეულებრივი სამართლის სფეროს, უნდა მოისმინებოდეს კანონიერი წესით“. იმპერატორის ამ დადგენილების შედეგად, საეკლესიო სასამართლოს საერთოდ ჩამოერთვა უფლება ეწარმოებინა ქრისტიანებს შორის კერძო სადავო საკითხებთან დაკავშირერბული საქმეები. თავიანთ „შეხსენებაში“, კართაგენელი მამები შეახსენებენ დელეგატებს, რომ მათ უნდა იშუამდგომლონ იმპერატორების წინაშე საეკლესიო სასამართლოებისათვის ამ საქმეების წარმოების უფლების გადაცემაზე, და რომ მათ მიერ გამოტანილი განაჩენი საბოლოო უნდა ყოფილიყო და ამის შემდეგ ვერც ერთ მხარეს ვეღარ უნდა მიემართა სხვა სასამართლოსათვის ამ საკითხზე. თავიანთ თხოვნას კართაგენელი მამები ამართლებენ მოციქულთა კანო- “კართ. 401 წლის კრების მე-3. კანონი. ნით, კერძოდ, ეყრდნობიან პავლე მოციქულის დადგენილებას (იხ. 1 კორ. 6, 1-5) იმის თაობაზე, რომ ქრისტიანებმა ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყვიტონ საეკლესიო სასამართლოში. გამოაქვთ რა ასეთი დადგენილება, კართაგენელი მამები იმასაც ითვალისწინებენ, რომ ზოგიერთი პირი მიმართავდა ჯერ საეკლესიო სასამართლოს და შემდეგ, განაჩენით უკაყოფილო, იმავე საქმით სამოქალაქო სასამართლოში მიდიოდა, თანაც ითხოგდა იქ, მოწმის სახით, იმ სასულიერო პირების გამოძახებას, რომლებიც მანამდე საეკლესიო სასამართლო პროცესში იყვნენ ჩართულნი, ან – მათი ნათესავებისას. იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ საქმის ასეთ არასწორ მსვლელობას, მამები თავიანთ „შეხსენებაში“ დელეგატებს ახსენებენ, რომ იმპერატორებს ამის შესახებაც უნდა სთხოვონ.

მსგავსი კანონები:მოც.7475IV მსოფ.9კართ.131

PDF გვ. 188

კანონი 60

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, ვთხოვოთ ქრისტიან მეფეებს ესეც: რადგანაც საღმრთო მცნებების საწინააღმდეგოდ ბევრ ადგილებში აღესრულება წარმართული ცდომილებიდან შემოტანილი ღრეობები, ისე, რომ წარმართთა მიერ ქრისტიანებიც მიიზიდებიან ფარულად მათში მონაწილეობისათვის, ამიტომ, დაე, ბრძანონ ამგვარი ღრეობების აკრძალვა ქალაქებშიც და სოფლებშიც, და მეტადრე იმიტომ, რომ ზოგიერთ ქალაქში არ ეშინიათ ამგვარად შესცოდონ თვით ნეტარი მოწამეების ხსენების დღეებშიც და თანაც წმინდა ადგილებში. ამ დღეებში, – 'სათქმელადაც კი სირცხვილია, – მინდვრებსა და მოედნებზე უჯერო როკვებს ასრულებენ და უხამსი სიტყვებით შეურაცხყოფენ ოჯახის დედათა ღირსებას და სხვა ურიცხვი კეთილმორწმუნე დედის უბიწოებას, რომლებიც წმინდა დღეებში იკრიბებიან, ისე, რომ ლამის გაქცევა ხდება საჭირო თვით წმინდა სარწმუნოების სავანიდან.?

იხ. ტრულის კრების 24-ე და 62-ე კანონების განმარტებები.

მსგავსი კანონები:ტრულ.24516265ლაოდ.54კართ.154563

PDF გვ. 189

კანონი 61

გვმართებს, აგრეთვე, ვითხოვოთ ისიც, რომ აიკრძალოს სამარცხვინო თამაშების წარმოდგენა კვირა დლეს და ქრისტიანული სარწმუნოების სხვა ნათელ დღეებში, მით უმეტეს, რომ წმინდა აღდგომის რვა დღის განმავლობაში ხალხი უფრო ცხენების ჯირითის ადგილას იკრიბება, ვიდრე ეკლესიაში. საჭიროა შეიცვალოს სამარცხვინო სანახაობებისათვის განკუთვნილი დღეები, როცა ისინი ემთხვევა (ეკლესიის) სადღესასწაულო დღეებს, და ქრისტიანთაგან არავის აიძულონ ამ სანახაობებზე წასვლა.?" (მოც. 9; ტრულ. 24, 66; ანტიოქ. 2) იხ. ტრულის კრების 66-ე კანონის განმარტება. "კართ. 40) წლის კრების მე- კანონი. "კართ. 401 წლის კრების მე-5 კანონი.

PDF გვ. 189

კანონი 62

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, ვითხოვოთ ესეც, რათა კეთილად ინებონ დააკანონონ, რომ ნებისმიერი ხარისხის სამლვდელოს გამოქომაგების ნება, განსჯილისა რაიმე დანაშაულისათვის ეპისკოპოსთა სამსჯავროს მიერ, არ მიეცეს არც იმ ეკლესიას, სადაც ის მსახურობდა, არც რომელიმე ადამიანს, და რათა სასჯელად ამისთვის დადგენილ იქნეს ფულადი ზღვევინება, ანდა პატივის აყრა, და რათა ბრძანონ, რომ ამაში გასასამართლებლად არ იქნეს მხედველობაში მიღებული არც ასაკი, არც სქესი.”

ამ კანონით მტკიცდება საერთო საეკლესიო ნორმა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელ იერარქიულ ხარისხშიც არ უნდა იყოს კლირიკოსი, მმართველ ეპისკოპოსს აქვს მისი გასამართლების უფლება. თუ კლირიკოსს, გასამართლების შემთსვევაში მოეჩვენება, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის სამართლიანი, მას უფლება ეძლევა მიმართოს უმაღლეს საეკლესიო სასამართლოს და იქ ეძებოს თავისი სიმართლე. საეკლესიო სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი შეუცვლელი უნდა დარჩეს და ვერავინ გაბედოს მსჯავრდებულის თავისი დაცვის ქვეშ აყვანა და მისი სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნის წამოყენება. თუმცაღა, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც მსჯავრდებული თავიანთი დაცვის ქვეშ აჰყავდათ იმ ეკლესიის კლირიკოსებს, სადაც ის მანამდე მსახურობდა, ან სხვა რომელიმე ცნობილი პირს. ამის გამო, კართაგენელი მამები წინამდებარე კანონით შუამდგომლობენ იმპერატორების წინაშე და თხოვენ, გამოსცენ კანონი მსგავსი დაუპატიჟებელი ადვოკატების წინააღმდეგ, რამეთუ ისინი ამით მხოლოდ საეკლესიო სასამართლოს ავტორიტეტს უთხრიან ძირს და ხელს უშლიან მათი გადაწყვეტილებების აღსრულებას, რისთვისაც მართებული იქნება მათი შესაბამისად დასჯა. ეს სასჯელი, მათი აზრით, უნდა იყოს ფულადი გადასახადი ან –- პატივის აყრა (უპატივობა). ამასთან, ასეთი პირები საკუთარი თავის გამართლებას და პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას არ უნდა ეცადონ ასაკის მომიზეზებით (ხადაზმულობის ან ახალგაზრდობის გამო), არც სქესის – თე ეს ქალის მიერ არის ჩადენილი.

ამ კანონში კართაგენელი მამები საუბრობენ ფულადი ჯარიმების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებამ უნდა დააკისროს იმ პირს, ვინც ეპისკოპოსების მიერ გასამართლებული მსჯავრდებულის დაცვას დაიწყებს; ვინც არ უნდა იყოს იგი, – როგორც ბალსამონი განმარტავს, – სასულიერო თუ საერო პირი. კანონი ამბობს, რომ მმართველი ეპისკოპოსის სასამართლოთი, რომელსაც უფლება ექნება ასეთი სახის დამნაშავენი თავისთან გამოიძახოს, ფულადი ჯარიმები მათ არ ეკისრებათ, მაგრამ ამ სასამართლოს თხოვნით, სასჯელს, ფულადი «გარიმის სახით, აკისრებს სახელმწიფო ხელისუფლება. აქედან ჩანს ამ სასჯელის ხასიათი, რომ იგი წარმოადგენს სამოქალაქო და არა საეკლესიო სასჯელს; რადგანაც ეკლესია არ ითვისებს უფლებას დაადოს დამნაშავეს რამე საერო "კართ. 401 წლის კრების მე-6 კანონი. სასჯელი, ამიტომ არც ფულადი ჯარიმების გადახდისას ითვისებს ამას. ეს სავსებით ეთანხმება მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის საერთო სწავლებას იმის შესახებ, თუ რა სასჯელები შეიძლება გამოიტანოს საეკლესიო სასამართლომ დამნაშავეთა მიმართ. ფულადი ჯარიმა, როგორც სამოქალაქო ხასიათის შემცველი სასჯელი, შეიძლება დააკისროს მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლებამ. თუკი საეკლესიო მთავრობა თავისი სასამართლო მოღვაწეობის ზოგიერთ შემთხვევაში შეხგდება იმის აუცილებლობას, რომ ასეთ სასჯელს დაუქვემდებაროს რომელიმე სასულიერო ან საერო პირი, – რაიმე ისეთი დანაშაულისათვის, რომელიც საეკლესიო სასამრთლოს მიერ არის განსახილველი, – მაშინ, რადგან თვითონ არ ფლობს არავითარი ფიზიკური იძულების საშუალებებს, ამიტომ მიმართავს სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელიც გამოიყენებს იმ საშუალებებს, რაც მის ხელთ არის იმისათვის, რომ აიძულოს დამნაშავე შეასრულოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. უახლეს საეკლესიო-სასამართლო პრაქტიკაში, ეს ფულადი სასჯელი ითვლება როგორც სრულიად დამოუკიდებელი სასჯელი, რომელიც დამნაშავეს ეკისრება საეკლესიო სასამართლოს მიერაც, მაგრამ მისი მხრიდან ამ სასჯელის გამოტანას შეიძლება ჰქონდეს აღმასრულებელი ძალა არა თავისთავად, არამედ იმიტომ, რომ შესაბამისი თანამედროვე საეკლესიო-სასამართლო წესდებებმა მიიღეს სახელმწიფო სანქცია, რის საფუძველზეც სახელმწიფო ხელისუფლებამ საეკლესიო სასამართლოს დაუთმო ერთ-ერთი თავისი უფლება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო წარმოებისას.

კანონში საუბარია დამნაშავეთა სხვა სასჯელის შესახებაც, კერძოდ, პატივის აყრის შესახებ, რომელიც აქ წარმოდგენილია ისევე, როგორც სამოქალაქო (და არა საეკლესიო) სისხლის სამართლის სასჯელი. ეს სწორედ რომ სამოქალაქო სასჯელი არის, რომელიც რომაულ სამართალში იმ „სამოქალაქო უფლებების (ან ჩამორთმევის) შეზღუდვის“-ის ნუსხაში შედიოდა, რომლის მიხედვითაც დამნაშავე, გარკვეული დანაშაულისათვის, კარგავდა ყველა სამოქალაქო უფლებას ან მის ნაწილს,” და საზოგაოდებისათვის ხდებოდა „უპატივო“, რის გამოც თვით სასჯელს ეწოდება „უპატივობა“. ეს სასჯელი საეკლესიო სისხლის სამართლის კანონმდებლობამაც მიიღო და საეკლესიო სამართალში კიდევ მეტი მნიშვნელობა ჰპოვა, ვიდრე მას რომაულ სამართალში ჰქონდა, – ეკლესიის წმინდა ხასიათიდან გამომდინარე, რომლის ყოველი წევრიც თავისუფალი უნდა იყოს ყველაფერ იმისგან, რასაც შეუძლია დააკნინოს მისი ღირსება და შეურაცხყოს საზოგადოებაში მისი კეთილი სახელი. როგორც სასჯელი, საეკლესიო სამართლის თანახმად, ის მოიცავს სრულ ან ნაწილობრივ ჩამორთმევას საეკლესიო პრივილეგიებისა და უფლებებისა, და ეკლესიის მიერ იგი იმ პირის მიმართ გამოიტანება, რომელმაც თავისი არაქრისტიანული ყოფაქცევით აჩვენა, რომ არ არის ღირსი ამ უფლებების და პრივილეგიების; მას უკვე, ამ კრების 129-ე კანონის განწესების თანახმად, აღარ აქვს უფლება რამე სახის საჩივარი შეიტანოს სამოქალაქო საქმეების მწარმოებელ სასამართლოში. ”რომის სამართალში „უპატივობა“ (ინფამა) შეიძლება ყოფილიყო მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური; ზუსტად ასევე საეკლესიო სამართალშიც. იხ. XIV ტიტლოვანი ნომოკანონი, IX, 27; XIII, 21.

მსგავსი კანონები:მოც.28I მსოფ.2II მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ. I.21415კართ.2965129

PDF გვ. 190

კანონი 63

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, ვითხოვოთ ესეც: თუ ვინმე, მსახიობობით გატაცებულთაგან, მოისურვებს ქრისტიანობის მადლს მიეახლოს და გათავისუფლდეს იმ ბიწისაგან, მაშინ, დაე, ნურავის მიეცემა უფლება კვლავაც მიდრიკოს ან აიძულოს იგი იმავე საქმიანობას დაუბრუნდეს."

ქრისტიან მსახიობებთან დაკავშირებით, ჩვნ ვიხილეთ ამ კრების 45-ე კანონის დადგენილება, რომელიც განაწესებს მათ ეკლესიასთან შერიგებას და მათთვის წმინდა ზიარების პატივმიგებას, თუ ისინი შეინანებენ და სამსახურს მიატოვებენ. წინამდებარე კანონში კი საუბარია იმ მსახიობების შესახებ, რომლებიც ქრისტიანები არ ყოფილან, მაგრამ გამოხატეს ნათლისღების სურვილი. მსახიობების სამსახური, გარკვეულწილად მუდმივი იყო და ვინც ერთხელ მათ რიგებში ჩაეწერებოდა, თავაურიდებლად ბოლომდე უნდა ემსახურა, რადგან, მაშინდელი სამოქალაქო კანონმდებლობით, ვინც თავის დროზე სამსახურში არ გამოცხადდებოდა, ისჯებოდა. კართაგენელი მამები ამ კანონით შეახსენებენ თავიანთ დელეგატებს, იშუამდგომლონ იმპერატორების წინაშე ისეთი კანონის გამოსაცემად, რომელიც აკრძალავდა იმ პირების თეატრალური მსახურების იძულებას, რომლებიც ქრისტიანობისკენ მოექცნენ, ნათლობა მიიღეს და სურთ წმინდად შეინარჩუნონ თავი მსგავსი უწმინდურობისაგან.

მსგავსი კანონები:მოც.52კართ.454

PDF გვ. 192

კანონი 64

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიაში (მონის) გათავისუფლების (გააზატების) გამოცხადების შესახებ თუკი მოკვლეული იქნება, რომ ამას აკეთებენ ჩვენი თანამწირველნი იტალიაში, მაშინ, მათდამი ნდობით, ჩვენც ეჭვშეურევნელად მივსდიოთ მათ წესგანგებას; ამის მოკვლევაც დაევალოთ ჩვენ მიერ წარგზავნილ ადგილისმცველს. რაც შეიძლება აღსრულდეს როგორც სარწმუნოების შესაბამისი ეკლესიის საკეთილდლეოდ და სულების საცხონებლად, იმას ჩვენც ქება-დიდებით შევიწყნარებთ უფლის წინაშე."

საკითხე, რომლის შესახებაც წინამდებარე კანონშია საუბარი, კერძოდ, ეკლესიის მიერ მონების გათავისუფლება, ეხება იმ დროს, როდესაც ქრისტიანებს შორის ჯერ კიდევ არსებობდა მონობა.

ამ კანონით მთავრდება „შეხსენება“ (8855:MXVC8მ29X6, 60ი100011011ს+ი), რომელიც დელეგატებმა – რომლებიც ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად იმპერატორებთან, არკადისთან და ჰონორესთან უნდა გამგზავრებულიყვნენ – კრებისგან მიიღეს, ამ „შეხსენების“ დამატებას წარმოადგენს შემდეგი, 65-ე კანონი. "კართ. 491 წლის კრების მე-7 კანონი. “ართ. 4ეI წლის კრების მე-8 კანონი.

მსგავსი კანონები:მოც.82IV მსოფ.4ტრულ.85ღანგ.3კართ.82

PDF გვ. 192

კანონი 65

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ავგვრილიოს ეპისკოპოსმა თქვა: ასევე მიმაჩნია, რომ იტალიაში წარგზავნილმა ადგილისმცველმა ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოს ეკვიტის საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა განსჯილი ეპისკოპოსთა სამართლიანი განჩინებით. თუ წარგზავნილს მოუხდება მისი ნახვა იმ ადგილებში, მაშინ, დაე, ამ ძმამ (წარგზავნილმა) იზრუნოს საეკლესიო კეთილწესიერების დასაცავად და იმოქმედოს მის (განსჯილი ეპისკოპოსის) წინააღმდეგ ჯეროვნად და სადაც შეეძლება. ყველა ეპისკოპოსმა მიუგო: ფრიად ვეთანხმებით ამ წინადადებას.”

ვინმე ეკვიტი – ეპისკოპოსი (არისტინეს სიტყვებით: „იპონის კათედრის ეპისკოპოსი ),”% გასამართლებული და განკვეთილი იყო სათანადო კრების მიერ, მაგრამ ის არ დაემორჩილა კრების გადაწყვეტილებას და აფრიკიდან იტალიაში გაემგზავრა. იქ მან ხალხი აამბოხა და უწესრიგობანი მოაწყო. კართაგენელი მამები, ადგენენ რა სახელმძღვანელო ბრძანებას - რომელიც გადმოცემულია ზემომოყვანილ კანონებში (58-65) – თავიანთი დელეგატებისათვის, რომლებსაც იმპერატორებთან აგზავნიან, ამ კანონით განაწესებენ, რომ თუკი მათ მოუწევთ მოხსენიებულ ეკვიტისთან შეხვედრა, მაშინ მათ უნდა იმოქმედონ მის წინააღმდეგ და ეკლესიის ავტორიტეტისა და წესრიგისათვის ყველა ზომა გამოიყენონ მის განსადევნათ, რათა მან შეწყვიტოს ეკლესიაში მშვიდობის რღეევა.

მსგავსი კანონები:მოც.28I მსოფ.2II მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ.121415კართ.29627893

PDF გვ. 193

კანონი 66

დონატისტებთან მშვიდი ურთიერთობის შესახებ. ყოველივეს მოკვლევისა და გამოძიების შემდეგ, რამაც კი შეიძლება ხელი შეუწყოს ეკლესიის სარგებლობას, სულიწმინდის მინიშნებითა და კარნახით, ჩვენ უმჯობესად მივიჩნიეთ, რომ უწყინარად და მშვიდად ვიმოქმედოთ ზემოხსენებულ ადამიანებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი განსხვავებული შეხედულებებით ძალზე განეშორებიან უფლის სხეულის ერთიანობას. ამგვარად, ჩვენი ძალისხმევის კვალობაზე, დაე, ყველასთვის სრულიად ცნობილი გახდეს – მთელ იმ აფრიკულ სამთავროებში, რომლებიც მონადირებულ იქნენ მათთან ურთიერთობებითა და მეგობრობით, თუ რა სავალალო ცდომილებით შეუბორკავთ თავი. ვინძლო მაშინ, როცა ჩვენ სიმშვიდით შემოვიკრებთ სხვაგვარად მოაზროვნეთ, მოციქულის სიტყვისამებრ, ღმერთი მისცემს მათ სინანულს ჭეშმარიტების გულისხმისსაყოფად, და აღმოვლენ ეშმაკის ბადეთაგან, რომელშიც მონადირებულ იქნენ თავიანთი ნებით (შდრ. 2 ტიმოთე, 2, 25, 26).“""

(კართ. 47, 57, 67-69, 9I-94, 99, 117-119, 124) "კართ. 401 წლის კრების მე-9? კანონი. "ათენის სინტაგმა, III, 474. ''კართ. 4091 წლის კრების 1 კანონი.

PDF გვ. 193

კანონი 67

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად იქნა განსჯილი, რომ ჩვენი კრების სახელით სიგელები (წერილები) წარგვეგზავნა მთავრებთან აფრიკაში, და ჯეროვნად ვცანით გვეთხოვა მათთვის, დაეხმარონ ჩვენს საერთო დედას – კათოლიკე ეკლესიას იმ შემთხვევებში, როცა ეპისკოპოსთა ხელისუფლება უგულებელ-იყოფა ქალაქებში, ანუ თავიანთი ხელმწიფებრივი უფლებამოსილებითა და მზრუნველობით, და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულმოდგინებით მოახდინონ მომსდარის გამოძიება ყველა იმ ადგილის შესახებ, სადაც ეკლესიები მაქსიმეანელებმა დაიპვრეს, და ასევე იმ ადგილებისა, რომლებიც მათ მიერ ჩამოცილებულია (განყენებულია დედა-ეკლესიიდან), და ამ მოვლენების შესახებ ყველასათვის უტყუარი ცნობების შეტანა უბრძანონ სამოქალაქო საქმეების ჩანაწერებში.”

მსგავსი კანონები:კართ. 47, 37, 66, 68, 69, 91-94, 117–I.19124

PDF გვ. 194

კანონი 68

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დონატისტი სამღვდელოების მიღების შესახებ კათოლიკე ეკლესიის სამღვდელო დასში. ბოლოს კეთილად იქნა განსჯილი სიგელების (წერილების) გაგზავნა ჩვენი ძმებისა და თანა-ეპისკოპოსებისათვის, და უფრორე სამოციქულო საყდრისათვის, რომელსაც წინამძღვრობს ხსენებული ლირსად პატივდებული ძმა და თანამსახური ჩვენი, ანასტასი; მასზედ, რომ როგორც მისთვისაც არის ცნობილი, აფრიკის დიდი საჭიროებისათვის, ეკლესიის სიმშვიდისა და სარგებლობისთვის, თვით დონატისტების იმ სამღვდელოთაგან, რომელთაც გამოასწორეს საკუთარი განწყობა და კათოლიკე ერთობაში შემოსვლა მოისურვეს, თოთოეული კათოლიკე ეპისკოპოსის განმსჯელობითა და ნებელობით, რომელიც იმ ადგილზე განაგებს ეკლესიას, მიღებულ იქნენ მღვდელმსახურნი მღვდლობის თავ-თავიანთ ხარისხებში, თუკი ეს ხელს შეუწყობს ქრისტიანთა მშვიდობას. ცნობილია, რომ უწინდელ დროშიც ასე ეპყრობოდნენ ამ განხეთქილებას, რასაც ბევრი იმ მხარისა და აფრიკის თითქმის ყველა ეკლესიის მაგალითები (გამოცდილება) მოწმობს, სადაც კი ეს ცდომილება აღმოცენდა. ეს კეთდება არა იმ კრების საწინააღმდეგოდ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ზღვის იქით მდებარე ქვეყნებში, არამედ რათა ეს შენარჩუნებულიყო იმათ სასარგებლოდ, ვისაც სურს ამგვარად გადმოვიდეს კათოლიკე ეკლესიაში და არანაირი დაბრკოლება შეექმნას მათ ერთიანობას. ვინც თავის საცხოვრებელ ადგილებში შემჩნეული იქნება ყოველმხრივ თანამდგომასა და შემწეობაში კათოლიკე-საყოველთაო ერთიანობისათვის, რათა ძმათა სულებს აშკარად არგოს, მათთვის ნუ იქნება დაბრკოლება მათი ხარისხების წინააღმდეგ ზღვის გაღმა კრებაზე მიღებული განჩინება, რამეთუ ცხონება არც ერთი პირისაგან დასშული არ არის. ანუ თუკი დონატისტების მიერ ხელდა- "კართ. 401 წლის კრების 1 კანონი. სხმულნი მოისურვებენ შეუერთდნენ კათოლიკე ეკლესიას, დაე, ნუ მოაკლდებიან მიღებას თავიანთ ხარისხებში, ზლვის იქითა კრებაზე მიღებული განჩინების მიხედვით, არამედ, დაე, იქნან ისინი შეწვნარებულნი, რამეთუ ეს ხელშეწყობა იქნება კათოლიკე ერთიანობისათვის.”

მსგავსი კანონები:კართ. 47, 97, 66, 67, 69, 9I.9499117118119124

PDF გვ. 194

კანონი 69

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დონატისტებთან წარსაგზავნი ელჩობის დანიშვნის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მერმე განგებულ იქნა, რომ ამ ქმედებათა კვალად, მშვიდობისა და ერთიანობის მისაღწევად, რომელთა გარეშეც შეუძლებელია აღსრულდეს ქრისტიანთა ცხონება, ჩვენგან წარიგზავნონ ადგილისმცველნი თავად დონატისტების ეპისკოპოსებთან, თუკი მათ ჰყავთ ასეთები, ანდა მათ ერისკაცებთან. ამ ადგილისმცველთა მეშვეობით, დაე, ყველასთვის ცნობილი გახდეს, რომ დონატისტების მოქმედებას კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ არც გამართლება აქვს და არც კურთხევა. უფრო კი, უცილობელი დამტკიცებისათვის, დაე, ყველასთვის ცხადი გახდეს, ქალაქის საქმეთა ჩანაწერების მეშვეობით, თუ როგორ მოექცნენ ისინი მაქსიმეანელებს, მათგანვე განდგომილებს. ამ შემთხვევაში, თუკი სურთ გულისხმისყოფა, ღმერთმა აჩვენა მათ, რომ რაზომ უკეთურადაც თავად ისინი განეშორნენ მაშინ საეკლესიო ერთობას, ასევე უკეთურად, როგორც თვითონ ღაღადებენ, აწ განვარდნენ მათგან მაქსიმეანელები. იმათი რიცხვიდან რომელნიც მათ (დონატისტებმა) განიკითხეს საკუთარი ზრახვის განცხადებული ხელმწიფებით, შემდეგში ზოგიერთებს იღებდნენ მღვდლობის იმ ხარისხებში, რაც მათ ჰქონდათ, და აღიარებდნენ იმ ნათლობებს, რომლებსაც მათ მიერ განკითხული და განგდებული მაქსიმეანელები აღასრულებდნენ. ამით მტკიცდება, თუ რაოდენ უგუნური გულით ეწინააღმდეგებიან ისინი მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებულ ეკლესიის მშვიდობას, და ამგვარად მოქმედებენ დონატის სასარგებლოდ, და არ მიიჩნევენ რა თავს შებილწულებად იმათთან თანაზიარებით, რომლებიც იძულების გამო ამგვარად მიუღიათ მშვიდობით, ხოლო ამავე დროს ჩვენ გვექიშპებიან, ანუ კათოლიკე ეკლესიას, ქვეყნიერების უკიდურეს საზღვრებამდე გავრცელებულს, და ვერ შესძლეს შეეგონათ იმათთან არაწმინდა ურთიერთობის მეშვეობით, რომელთაც მანამდე თავადვე განიკითხავდნენ."”

ზემომოყვანილი ოთხი კანონის ტექსტი (66-69) თავისთავად საკმაოდ ნათელია. ყველა ოთხი კანონი მხოლოდ და მხოლოდ დონატისტებს ეხება, რომელთა შესახ- "კართ. 401 წლის კრების მე-2 კანონი.

'კართ. 401 წლის კრების მე-3 კანონი. 1 9 6 უპის სოპოსი ნი გოდიში (შილაშიპ ებაც საკმარისად ითქვა კართაგენის 47-ე და 57-ე კანონების განმარტებებში. რაზე ლაპარაკობს ეს ოთხი კანონი, თვით ტექსტებიდან ჩანს.

მსგავსი კანონები:კართ. 47, 27, 66-68, 9I.9499117118119124

PDF გვ. 195

კანონი 70

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად იქნა განგებული, რომ ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა და დიაკვნებმა, მათი ხარისხებისათვის შესაფერისი წესებისამებრ თავი უნდა შეიკავონ ცოლებთან კავშირისაგან, რომლებიც “უკვე ჰყავთ. თუ ამას არ გააკეთებენ, დაე, განიკვეთონ საეკლესიო ხარისხიდან. სხვა კლირიკოსები დაე, ნუ იქნებიან ამის ვალდებულნი, მაგრამ მათაც მართებთ თითოეული ეკლესიის ჩვეულების დაცვა.”

ამ კანონის განწესების შესახებ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რამდენიმე კანონის, და განსაკუთრებით ვრცლად – ტრულის კრების მე-12 და მე-13 კანონების განმარტებებში. იმასთან დაკავშირებით,რომ ცოლ-ქმარმა გარკვეულ დროს, ლოცვის გამო, ერთმანეთისგან თავი უნდა შეიკავონ, ჯერ კიდევ III საუკუნეში საუბრობდა ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე თავის ეპისტოლეში ბასილიდის მიმართ (იხ. მე-3 კან). კართაგენის მამები ამ განწესებას მიმართავენ ეპისკოპოსების, მღვდლების, დიაკვნებისა და იპოდიაკვნებისადმი, და ამით ადასტურებენ მათ მიერ უკვე გამოცემულ განწესებას (იხ. 25-ე კანე). წინამდებარე კანონი მხოლოდ იმას ამატებს, რომ აღნიშნულ იერარქიულ ხარისხებში მყოფი სასულიერო პირების თავშეკავებასთან დაკავშირებული განწესება არ ვრცელდება დაბალი რანგის კლირიკოსებზე, რამეთუ ისინი სიწმინდეებს არ ეხებიან. ამიტომ ამ საკითხში ისინი თავიანთი ეკლესიების ჩვეულებებს უნდა მიჰყვნენ.

მსგავსი კანონები:I მსოფ.3IV მსოფ.14ტრულ.56121330VII მსოფ. I.8ანკირ.19ნეოკეს. I.8ღანგ.4კართ.342538დიონისე ალექსანდრიელის.3ბასილი დიდის.122788

PDF გვ. 196

კანონი 71

კეთილად იქნა განგებული, რომ არც ერთ ეპისკოპოსს არ მიეცეს უფლება მიატოვოს თავისი კათედრის მთავარი ადგილი და განვიდეს მის ეპარქიაში შემავალ რომელიმე სხვა ეკლესიაში, ანდა სათანადოზე მეტად დაშვრებოდეს თავის კერძო საქმეში და არ ზრუნავდეს და გულმოდგინებდეს თავისი საყდრისათვის."“ (მოც. 52; IV მსოფ. 25; ტრულ. 19; სარდ. II, 12; ლაოდ. I9; კართ. I21, 123; ორგზ. 16)

"კართ. 401 წლის კრების მე-4 კანონი.

"კართ. 401 წლის კრების მე-6 კანონი. კპრთაგენის ნშინდა პდვილობრივი კრების კანონები 19?

ამ კანონის მიზანია, თითოეულ ცალკე აღებულ საეპისკოპოსო სამთავროში, ეპისკოპოსის რეზიდენცია დაამტკიცოს კათედრალურ საეპისკოპოსო ეკლესიასთან, ანუ იმ ქალაქში, რომელიც თავისი მნიშვნელობით საეპისკოპოსო კათედრის ღირსიქმნა. ამასთან შესაბამისობაში, კანონი უკრძალავს თითოეულ ეპისკოპოსს იმ ადგილის დატოვებას, რომელიც მისთვის თავიდანვე იყო განსახღვრული მუდმივ ადგილსამყოფელად, და მის მიერ მართულ სამთავროში სხვა ადგილზე დამკვიდრებას. ზოგიერთი ეპისკოპოსი ამას პირადი გამორჩენის მიზნით აკეთებდა, რადგან სხვა რომელიმე ადგილას ეს მისთვის ზოგჯერ უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე თავის მუდმივ რეზიდენციაში. ამიტომ კანონი საყვედურობს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც იმის გამო, რომ პირად საქმეებს ზედმეტ ყურადღებას უთმობენ, თავის კათედრაზე ნაკლებად ზრუნავენ.

PDF გვ. 196

კანონი 72

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყრმათათვის, როცა არ მოიძებნებიან სარწმუნო მოწმეები იმისა, რომ ისინი ნამდვილად მონათლულები არიან, და თავადაც თავიანთი ასაკის გამო არ ძალუძთ დამაკმაყოფილებლად გვიპასუხონ მათზე აღსრულებული საიდუმლოს შესახებ, განვსაჯეთ, რომ მართებული იქნება ყოველგვარი შეეჭვების გარეშე მოვნათლოთ ისინი, რათა მსგავსმა ეჭვმა არ მოაკლოს მათ განწმედა ამ სიწმინდით. ეს ჩვენმა მავრიტანელმა ადგილისმცველებმა გვირჩიეს, იმიტომ, რომ მრავალ ასეთ ყრმას ყიდულობენ ბარბაროსთაგან.”

როგორც კანონიდან ჩანს, პედობაპტიზმი (ბავშვთა ნათლობა| იმ დროს (401 წ) ითვლებოდა საერთო წესად აფრიკულ ეკლესიაში. ამიტომ კანონი განაწესებს თითოეული ბავშვის მონათვლას, რომელთა შესახებაც არ არის ცნობილი, იყო იგი მანამდე მონათლული თუ არა; რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა მცირე ასაკის გამო ბავშვი თავად ვერ ატყობინებს მიიღო თუ არა ნათლობა და არც ვინმე ისეთი პირი არის, ვინც ამას დაამოწმებდა. კართაგენელი მამები ასეთ დადგენილებას მოტივად უდებენ იმას, რომ არ შეიძლება არცოდნის გამო ბავშვი მოაკლო ისეთი სიწმინდით განწმენდას, როგორიცაა ნათლისღების საიდუმლო. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ბევრი ქრისტიანის მხრიდან არაქრისტიანი ერისგან მონების შესყიდვა, რომელთა შორის არცთუ იშვიათად ბავშვებიც ხვდებოდნენ და იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონოდათ ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები გამხდარიყვნენ, აუცილებელი გახდა დასახელებული დადგენილების შექმნა.“” ამ- "კართ. 401 წლის კრების მე-7 კანონი.

"იხ. VII მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტება. ჟამად ამ დადგენილებას მნიშვნელობა აქვს უმთავრესად მიტოვებული ან „მიგდებული“ ბავშვებისათვის.%

მსგავსი კანონები:მოც.4950II მსოფ.7ტრულ.84VII მსოფ.8კართ.4548110ბასილი დიდის I.91

PDF გვ. 197

კანონი 73

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად იქნა განგებული აგრეთვე, რომ აღდგომის თაყვანისცემის დღე ყველასთვის უწყებულ იქნეს მინაწერით კრების განჩინებაზე. კრების დღედ კი აღიარონ სწორედ ის, რომელიც დაინიშნა იპონის კრებაზე, ანუ ოცდაერთი აგვისტო. და ამის შესახებ უნდა მივწეროთ ყველა სამთავროს პირველ ეპისკოპოსს, რათა როცა კრებას მოიწვევენ თავისთან, ეს დღე ხელშეუხებელი დატოვონ."

ამ კრების 51-ე კანონის განწესების საფუძველზე, აფრიკის საკონსულოს ყველა ეკლესიისათვის, ყოველწლიური კრების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, კართთაგენში იმართებოდა, უნდა გაეცხადებინათ თუ რომელ დღეს იდღესასწაულებოდა იმ წელიწადს ქრისტეს აღდგომა. ეს ჯერ კიდევ იპონის 393 წლის კრებაზე დამტკიცდა და შემდეგ აღორძინდა ამ, 419 წლის კრების 34-ე, 51-ე და წინამდებარე (73-ე) კანონებით. იმავე იპონის კრებაზე დადგინდა,რა დროს უნდა შეიკრიბოს მთელი აფრიკული ეკლესიის ყოვლწლიური საეპისკოპოსო კრება. იგივე დასტურდება ამ კრებითაც, თანაც შეკრების დღედ ინიშნება 21 აგვისტო.'"V ამავე კანონში კართაგენელი მამები განუწესებენ ყველა პირველ ეპისკოპოსს (მიტროპკოლიტებს) მკაცრად დაიცვან ეს დღე თავიანთ სამთავროებში, ანუ თავიანთი ჩვეულებრივი კრებები იმ ანგარიშით მოიწვიონ, რომ აღნიშნული დღისათვის, როდესაც საერთო კრებაზე მართებთ ერთობლივი შეკრება, ყველა საქმე უკვე დამთავრებული ჰქონდეთ.

“როცა ხდება რომელიმე „მიგდებული“ ბავშვის ნათლობა, რომლის შესახებაც არ არის ცნობილი იყო თუ არა იგი მონათლული,. ასეთ დროს ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი ფორმულა: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი), თუ აქამდე არ იყო მონათლული, სახელითა მამისათა.“ და ასე შემდეგ (იხ. § 86-ის შენიშვნა წიგნიდან ,0 »0XXL800X8X IXI06068M#X0008 00#MX0#M0CM#X“), თუმცა, პეტრე მოგილა თავის კურთხევანში (I10963#X) ამ ფორმულას უწევს რეკომენდაციას, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ შეიძლება გამართლებული იყოს, რადგან ის არ ეფუძნება ლი ეკლესიის კანონიკური სამართლის არც ერთ დადგენილებას და აღებულია ლათინური ეკლესიის კანონიკური სამართლიდან ლათინურ ეკლესიაში არ იყო ეს ფორმულა ცნობილი XII საუკუნემდე, ვიდრე პაპ ალექსანდრე III-მ (1159-1164) არ გამოსცა დადგენილება, რომ ყველა, ვისი ნათლობაც ეჭვს იწვევს, უნდა მოინათლოს შემდეგი სახით: „თუ მონათლული ხარ, არ გნათლავ, თუ არა ხარ მონათლული, – გნათლავ და ასე შემდეგ-. 60L6L8), CI6თ0XI IX, III, 42, C. 2 (Cი(ის5 1სXI3 Cმი., II, დ. 619. იძ, IIICMხC, 1839). მას შემდეგ ეს ფორმულა მუდამ იყო დაცული ლათინურ ეკლესიაში. რადგანაც პეტრე მოგილამ თავისი კურთხევანისათვის იქიდან ბევრი რამ დაისესხა (იხ. მაგ. § 44 ჩემს თხზულებაში „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი“ შენიშვნა 14), ამიტომ სავსებით სარწმუნოა, რომ მან ეს ფორმულაც შეიტანა იმ პირთა ნათლობისათვის, რომელთა მიმართაც ზუსტად არ იყო ცნობილი, იყვნენ თუ არა მონათლულნი.

"ართ. 401 წლის კრების მე-8 კანონი.

#”+"“სონარასა და ბალსამონის განმარტებები იხ. ათენის სინტაგმაში, III, 489. კპრთჰგენის ნშინდჯა პდგილოზრივი კრემის კჰნონეში 199

მსგავსი კანონები:მოც.37I მსოფ.5IV მსოფ.18VII მსოფ.6ანტიოქ.20კართ.345195106

PDF გვ. 198

კანონი 74

ასევე განჩინებულ იქნა, რომ დროებით მმართველ ეპისკოპოსთაგან არავის მიეცეს ნება შეინარჩუნოს ის საყდარი, რომელიც მას მიენდო როგორც დროებით მმართველს, ერში მოსალოდნელი უთანხმოებისა და შუღლის მიზეზით, არამედ, ეცადოს, რომ ერთი წლის განმავლობაში ერისთვის არჩეულ იქნეს ეპისკოპოსი. ხოლო თუკი არ იგულმოდგინებს ამისთვის, მაშინ წლის გასრულების შემდეგ, დაე, სხვა დროებითი მმართველი აირჩიონ.“ (მოც. 36; IV მსოფ. 25; ტრულ. 35)

ჩვეულებრივ, დაქვრივებულ ეკლესიას მართავდა მისი დასი, იქამდე, ვიდრე ახალი ეპისკოპოსი არ დადგინდებოდა (იხ. პარალელური კანონები), მაგრამ თუ აღმოჩნდებოდა, რომ ამ დასს არ შეუძლია იქ სათანადო წესრიგის შენარჩუნება და ხალხში რაღაც დაჯგუფებები გამოჩნდებოდა, რომლებსაც ერთმანეთში უთანხმოებები ჰქონდათ საეპისკოპოსო კანდიდატებთან დაკავშირებით, მაშინ მიტროპოლიტი აგზავნიდა იქ რომელიმე უახლოეს ეპისკოპოსს. ეს ეპისკოპოსი თავის თავზე იღებდა დაქვრივებული ეკლესიის დროებით მართვას და ინარჩუნებდა იქ სიმშვიდესა და წესრიგს, სანამ მუდმივი ეპისკოპოსი არ დადგინდებოდა. თუმცაღა, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ის ეპისკოპოსები, რომლებსაც ხალხში სიყვარული უნდა შეენარჩუნებინათ და ხელი შეეწყოთ ახალი ეპისკოპოსის გამორჩევისათვის, პირიქით, უწესრიგობებს უწყობდნენ ხელს და უთანხმოებას აღძრავდნენ იმ მიზნით, რომ შემდგომშიც მუდმივი ეპისკოპოსის გარეშე დარჩენილიყო ეკლესია, ხოლო მათ შესაძლებლობა მისცემოდათ მეტი დროის განმავლობაში ემართათ ის. მსგავსი ბოროტად გამოყენების ასალაგმავად, კართაგენელი მამები განაწესებენ, რომ დროებით მმართველი ეპისკოპოსი დაქვრივებულ ეკლესიაში წელიწადზე მეტ ხანს არ უნდა დარჩეს. თუ ის ამ ხნის განმავლობაში ვერ შესძლებს ყველაფერი მოამზადოს ახალი ეპისკოპოსის დასადგინებლად, მაშინ მას ერთმევა მმართველობა და ის გადაეცემა სხვა ეპისკპოსს – ახალ დროებით მმართველს.

PDF გვ. 199

კანონი 75

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველამ კეთილად განსაჯა, რომ ღარიბ-ღატაკთა შევიწროების მიზეზით, რომლებიც ამის გამო განუწყვეტლივ აწუხებენ ეკლესიას საჩივრებით, ეთხოვოთ მეფეებს არჩეულ იქნენ მათთვის, ეპისკოპოსთა ზედამხედველობით, დამცველები მდიდართა მიმძლავრებისაგან."”

ეპისკოპოსის მოვალეობას, – ამბობს ამ კანონის განმარტებაში ზონარა, – შეადგენს არამხოლოდ მისთვის რწმუნებული ხალხის განსწავლა, არამედ მათი გამოქომაგებაც, როდესაც ისინი უსამრთლობას განიცდიან, და შეძლებისდაგვარად "კართ. 401 წლის კრების მე-9 კანონი. "კართ. 401 წლის კრების მე-10 კანონი. _ _ _ მათი დაცვა. იმის გამო, რომ ზოგიერთი მდიდარი ავიწროებდა გლახაკებს და ყოველმხრივ ბოროტად ექცეოდა, ხოლო ეპისკოპოსებს არ ჰქონდა საკმარისი ხელმწიფება ძალადობისაგან მათ დასაცავად, კართაგენელი მამები ამ კანონით ადგენენ იშუამდგომლონ იმპერატორების წინაშე საგანგებო ვექილების – ეკდიკების დასანიშნად C,ეკლესიის ბჯე“, „თანამოსაჯული'), რომლებსაც საშუალება მიეცემოდათ დაეცვათ ღარიბ-ღატაკნი მდიდრების მხრიდან ჩაგვრისაგან და ამით ეკლესიაც გაეთავისუფლებინათ იმ მუდმივი საჩივრებისაგან, რომლებითაც მას მდიდრებისგან შევიწროებული ხალხი მიმართავდა. იგივე შუამდგომლობა კვლავ იქნა მიღებული ამ კრების 97-ე კანონით. მამების თხოვნა დააკმაყოფილეს იმპერატორებმა თეოდოსიმ და ჰონორემ, რომლებმაც თავის მხრივ დაადგინეს, რომ თითოეულ საეპისკოპოსო კათედრასთან უნდა მსასურობდეს განსაკუთრებული ნაფიცი ვექილი, რომელსაც აირჩევენ ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები, აგრეთვე ერის საპატივცემულო მოქალაქეები.#X

მსგავსი კანონები:IV მსოფ.223კართ.97

PDF გვ. 199

კანონი 76

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ, რომ ყოველთვის, როცა კრება დაინიშნება დროულად უნდა მოდიოდნენ მასზე ეპისკოპოსები, რომელთაც ხელს არ უშლით არც ხანდაზმულობა, არც სნეულება, არც სხვა რამ გადაუდებელი აუცილებლობა; და ეუწყოთ პირველ ეპისკოპოსთ, თითოეულს თავის სამთავროში ყველა ეპისკოპოსის შესახებ, – ორ ადგილას დგება მათი კრებები თუ სამ ადგილას, – და თითოეული ამ კერძო კრებიდან რიგითობით არჩეულები, დაე, უსათუოდ მოვიდნენ კრებაზე დასასწრებლად. როცა მოსვლას ვერ შესძლებენ რაღაც მიზეზთა გამო, მაშინ, თუკი არ განუმარტავენ თავიანთ უპირატეს ეპისკოპოსს მოსვლის ხელშემშლელ მიზეს, მაშინ ესევითარნი უნდა დაკმაყოფილდნენ თანაზიარებით მხოლოდ თავიანთ ეკლესიებში.5?5"

აქ საუბარია ისეთი კრების შესახებ, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით ამ კრების მე-18 კანონის მესამე ნაწილის განმარტებაში, ანუ – აფრიკული ეკლესიის საერთო კრების შესახებ. ეს ეკლესია ეპისკოპოსების მრავალრიცხოვნობით გამოირჩეოდა, მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ საერთო კრებაზე ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ვერ შეიკრიბებოდა. ამიტომ ყოველი ეპარქიიდან ჩამოდიოდნენ საგანგებოდ ამისათვის არჩეული წარმომადგენლები (იხ. მე-18 კან.. ამ კანონიდანვე ჩანს, რომ მიტროპოლიტები, თავიანთ სამთავროებში, მათზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებს ორ ან სამ ჯგუფად ყოფდნენ და საერთო კრებაზე ყველა ამ ჯგუფიდან აგზავნიდნენ წარმომადგენლებს, რომლებსაც რიგრიგობით ირჩევდნენ. ”ათენის სინტაგმა, III, 494. #"ეკდიკების შესახებ იხ. IV მსოფლიო კრების 23-ე კანონის განმარტება. "ართ. 401 წლის კრების მე-11 კანონი. ეს ამორჩეული წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ კრებას, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ამას ვერ შეძლებდნენ რაიმე საპატიო მიზეზით. ამასთან, ისინი პატიებას იღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობებდნენ თავის მმართველ მიტროპოლიტს. სხვაგვარად, როგორც კანონი განაწესებს, მხოლოდ საკუთარ ეკლესიასთან თანაზიარებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მღვდელმოქმედების უფლებას ინარჩუნებდნენ, მაგრამ გარკვეული დროით განიყენებოდნენ სხვა ეპისკოპოსებთან თანაზიარებიდან.” IV მსოფლიო კრების მე-19 კანონის განწესებით, ყველა ის ეპისკოპოსი, რომელიც კრებაზე არ გამოცხადდებოდა, ექვემდებარებოდა საყვედურს – ძმური სიყვარულით გულისწყრომის გამოცხადებას.

მსგავსი კანონები:მოც.37LI მსოფ.5IV მსოფ.19ტრულ.8VII მსოფ.6ანტიოქ.20ლაოდ.40კართ.18737792

PDF გვ. 200

კანონი 77

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კრესკონიოს ვილარეკენსიელის მიმართ კეთილად იქნა განსჯილი ყველას მიერ შემდეგი: აქედან ეუწყოს ნუმიდიის პირველ ეპისკოპოსს, რომ თავისი სიგელით შეაგონოს ზემოხსენებული კრესკონიოსი ჩამოსვლის თაობაზე, რათა არ გადადოს აფრიკის უახლოეს საერთო კრებაზე წარმოდგომა. ხოლო თუკი უგულებელყოფს და არ მოვა, იცოდეს, რომ მის მიმართ განჩინება იქნება გამოტანილი.??

კრესკონიოსი, რომლის შესახებაც წინამდებარე კანონი საუბრობს, უკვე მოიხსენიებოდა ამ კრების 48-ე კანონში, მაგრამ, რადგანაც ეს ეპისკოპოსი ამის შემდეგაც ჯიუტად არ თმობდა უკანონოდ დაკავებულ კათედრას, ამიტომ კართაგენელი მამები წინამდებარე კანონით განუწესებენ მას საერთო კრების წინაშე წარდგომას; წინააღმდეგ შემთხვევაში განაჩენი უიმისოდ გამოცხადდება.

მსგავსი კანონები:მოც.37I მსოფ.5IV მსოფ.19ტრულ.8VI მსოფ.6ანტიოქ.20ლაოდ.40კართ.1848737695

PDF გვ. 201

კანონი 78

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იპონის ეკლესიის დატოვება მმართველთა გარეშე არ უნდა იქნეს დიდი ხნით გადადებული; და რადგან იქაური ეკლესიები იმათი ხელისუფლების ქვეშ არიან; რომელნიც განეშორნენ უკანონო თანაზიარებას ეკვიტისთან, ამიტომ კეთილად იქნა განჩინებული, რომ ამ კრების მიერ წარგზავნილ იქნენ ეპისკოპოსები: რიგინოსი, ალვიპი, ავგუსტინოსი (ავგუსტინე), მატერნოსი, თეასი, ევოდი, პლაკიანე, ურვანოსი, ვალერიოსი, ამვივი, ფურტუნატე, კუოდვულდტე, ონორატოსი, იანუარი, აპტუ, ონორატე, ამპელიოსი, ვიკტორიანე, ევანგელოსი და როპატიანე, რათა მათ შეჰკრიბონ და შეაგონონ ისინი, –- რომელნიც თავიანთი სიჯიუტით გაკიცხვის ღირსნი, ფიქრობენ დაელო- “იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 498. "კართ. 401 წლის კრების მე-11 კანონის დამატება. დონ სანამ იგივე ეკვიტი არ გაიქცევა, – და საერთო ლოცვით დაუდგინონ მათ ეპისკოპოსი. სოლო თუკი ისინი არც კი ისურვებენ მშვიდობაზე იფიქრონ, მაშინ ნუ შეეწინააღმდეგებიან წინამძღვრის არჩევას, რათა იგი დადგენილ იქნეს ეკლესიის სარგებლობისათვის, ეგზომ დიდხანს რომ რჩებოდა უეპისკოპოსოდ."

კანონში საუბარია გასამართლებულ ეპისკოპოს ეკვიტიზე, რომლის შესახებაც ერთხელ უკვე იყო საუბარი ამ კრების 65-ე კანონში. წინამდებარე კანონი ადგენს, რომ იპონში გაიგზავნოს რამდენიმე ეპისკოპოსი ეკვიტის მიერ დარღვეული მშვიდობის აღსადგენად და იქ ახალი ეპისკოპოსის დასადგინებლად. ამ წარგზავნილ ეპისკოპოსებს შორის ნეტარი ავგუსტინეც მოიხსენიება,იპონის ეპისკოპოსი. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ აფრიკაში ამ სახელწოდებით ორი ქალაქი იყო, ერთი ნუმიდიაში, სადაც ეპისკოპოსი ავგუსტინე იყო, მეორე – სადაც ეკვიტი იმყოფებოდა.

მსგავსი კანონები:მოც.58IV მსოფ.25ტრულ.19კართ. 65, 7I.7493121123

PDF გვ. 201

კანონი 79

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნას ესეც: როცა სასულიერო პირებზე შესმენა შემოვა და გამოცხადდება ზოგიერთი ბრალდება, მაშინ, ერთი მხრივ, ეკლესიის მიმართ გამოთქმული საყვედურების უარსაყოფად, მეორე მხრივ, სამღვდელო დასის წევრთა ღირსების დასაცავად, რა მიზეზითაც გამოვუვლენთ კიდეც მათ შეწყნარებას, ნაწილობრივ კი მწვალებელთა და წარმართთა ამპარტავნული ღვარძლისა და ნიშნის მოგების თავიდან ასაცილებლად, – თუკი სურთ სათანადოდ დაიცვან თავიანთი საქმე და იზრუნონ საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, – დაე, მოიმოქმედონ ეს ერთ წელიწადში, რომლის განმავლობაში ისინი განყენებულნი უნდა იყვნენ ზიარებიდან, ხოლო თუკი წლის განმავლობაში უგულებელყოფენ თავიანთი საქმის განწმედას, მაშინ მათგან არანაირი საჩივარი არ იქნეს მიღებული."”

თითოეულ კლირიკოსს, – ამბობს ნეტარი ავგუსტინე, – ყოველთვის ორი რამ უნდა ედგას თვალწინ; სინდისი და კეთილი სახელი. თავად ჩვენთვის საკმარისია სინდისი, მაგრამ სხვებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კეთილი სახელი: „სინდისი შენთვის, კეთილი სახელი კი შენი მოყვასისთვის“. რადგან, ყოველი კლირიკოსი კეთილი სახელით უნდა სარგებლობდეს, ამიტომ კანონი, მიღებული ამასთან დაკავშირებით, განაწესებს შემდეგს: თუკი კლირიკოსზე, რაიმე დანაშაულის შედეგად, საჯაროდ არის შეტანილი საჩივარი ან საზოგადოებაში ხმა დაირხა, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა, მაშინ მან, თავისი კეთილი სახელისა და ეკლესი- ”"კართ. 401 წლის კრების მე-13 კანონის დამატება. “ართ. 401 წლის კრების მე-13 კანონი. ის ავტორიტეტისათვის, ყველა ღონე უნდა ისმაროს, რომ ერთი წლის განმავლობაში თავი გაიმართლოს საეკლესიო სასამართლოზე და, ამასთანავე, აჩვენოს საზოგადოების აზრის წინაშე თავისი უდანაშაულობა. თუ ამას ვერ შეძლებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაშინ კარგავს თავის გამართლების უფლებას და გადაეცემა სასამართლოს. ის, რომ კანონი ასეთ კლირიკოსებს ამ ერთი წლის განმავლობაში უზიარებლობას განუწესებს, – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – არ ნიშნავს, რომ ეს მათ განეწესებათ იმის გამო, თითქოს შეტანილი საჩივრის საფუძველზე დამნაშავეებად ცნეს (ასეთ შემთხვევაში მათ განკვეთდნენ), ეს მხოლოდ იმიტომ განეწესებათ, რომ ხალხს ეჭვის საფუძველი მისცეს მათში დამნაშავენი დაენახათ.“

მსგავსი კანონები:მოც.74I მსოფ.6IV მსოფ.9

PDF გვ. 202

კანონი 80

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: თუ რომელიმე ეპისკოპოსი მიიღებს ვინმეს სხვისი მონასტრიდან და მოისურვებს მის შეყვანას თავის სამლვდელოთა დასში, ან დაადგენს თავისი მონასტრის იღუმენად, მაშინ ამის ჩამდენი ეპისკოპოსი, დაე, განყენებულ იქნას სხვებთან თანაზიარებისგან და დაკმაყოფილდეს თანაზიარებით მხოლოდ თავის სამწყსოსთან; ხოლო ის ნუ დარჩება ნურც კლირიკოსად და ნურც იღუმენად.""

ზუსტად იმ სასჯელით, რომლითაც ამ კრების 76-ე კანონი, ეს კანონიც ყველა იმ ეპისკოპოსს სჯის, რომელიც სხვა ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში მყოფ მონოზონს მიიღებს თავის დასში ჩასარიცხად ან თავისი რომელიმე მონასტრის იღუმენად დასადგენად, თუ იმ მონაზონს თავისი მმართველი ეპისკოპოსისგან თან არა აქვს „განსატევებელი წიგნი“. ხოლო თუ ხელთ აქვს ეს მოწერილობა, ანუ თავისი ეპისკოპოსისგან სხვა ეპარქიაში გადასვლის ნებართვის დამადასტურებელი მოწმობა, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია კლირიკოსიც გახდეს და იღუმენიც.?%% ამასთან დაკავშირებით იხ. I მსოფლიო კრების მე-16 კანონის განმარტება. წინამდებარე კანონში, ისევე, როგორც ამ კრების 76-ე კანონში, საუბარია ერთ განსაკუთრებულ სასჯელზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული დანაშაულისათვის დაექვემდებაროს ეპისკოპოსი, კერძოდ: თანაზიარების შეზღუდვა „მხოლოდ თავის სამწყსოსთან“ ერთობით. ეპისკოპოსის ეს სასჯელი მოხსენიებულია ამ კრების 123-ე და 133-ე კანონებშიც. იგი იმაში მდგომარეობდა, რომ ეპისკოპოსი გარკვეული დროით განიყენებოდა სხვა ეპისკოპოსებთან ერთობიდან; აღნიშნული საჯელი, თანახმად დასავლურ საეკლესიო კრებებზე გამოყენებული ტერმინებისა, იწოდებოდა „მმურ განყენებად“. აღმოსავლური ეკლესიის სხვა არც ერთ კანონში ნახსენები არ არის "ათენის სინტაგმა, III, 502. ·'კართ. 401 წლის კრების მე-I4 კანონი. "იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 503. ეპისკოპოსისათვის მსგავსი სასჯელი, ასევე უცნობია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), რომ ის ოდესმე პრაქტიკაში ყოფილიყო მართლმადიდებელ ეკლესიაში, გარდა ძველი კართაგენის ეკლესიისა, რის გამოც ეს სასჯელი შეიძლება მივიჩნიოთ კართაგენის ეკლესიის თავისებურებად.

მსგავსი კანონები:მოც. I.41516I მსოფ.1516IV მსოფ.45102023ტრულ.171820VII მსოფ.1921სარდ. I.2131516კართ.5490ორგზ.234

PDF გვ. 203

კანონი 81

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნა ესეც: თუ რომელიმე ეპისკოპოსი თავის მემკვიდრეებად მწვალებლებს ან წარმართებს დატოვებს – სულ ერთია ისინი მისი ნათესავები იქნებიან თუ არა – და ეკლესიას მათ ამჯობინებს, ესევითარი, დაე, მისი სიკვდილის შემდეგაც შეჩვენებულ იყოს და მისი სახელის სსენება ნურასდროს ალევლინება ლვთის მღვდელთა მიერ. ვერც ის გაამართლებს მას, თუ ანდერძის დაუტოვებლად აღესრულა, რამეთუ იყო რა დადგინებული ეპისკოპოსად, წესისამებრ უნდა დაეტოვებინა თავისი წოდების შესაფერისი ანდერძი საკუთარი ქონების განსაკარგავად."

ამ კრების 22-ე კანონით ეპისკოპოსებს და, ზოგადად, სასულიერო პირებს ეკრძალებათ საკუთარი ქონების არაქრისტიანებისათვის მემკვიდრეობით დატოვება, თუნდაც ისინი მისი ნათესავები იყვნენ, ხოლო ამავე კრების 32-ე კანონი რეკომენდაციას აძლევს მათ ყველაფერი ეკლესიას დაუტოვონ, რაც კი მათ საკუთრებაში აღმოჩნდა, – იქნება ეს მემკვიდრეობით თუ სხვა რამე სახით შეძენილი ქონება. წინამდებარე კანონშიც საუბარი პირად საკუთრებას ეხება, თანაც, დაწვრილებით გადმოგვცემს 22-ე კანონის განწესებას იმ ეპისკოპოსების შესახებ, რომლებიც თავიანთ მემკვიდრეებად არაქრისტიან პირებს ადგენენ; კერძოდ – მწვალებლებს ან წარმართებს, თუნდაც მათთან ნათესაობა აკავშირებდეთ. იმასთან დამოკიდებულებით, რომ ეპისკოპოსებს უფლება ჰქონდათ თავიანთი კერძო ქონება პირადი შეხედულებისამებრ განეკარგათ, ჩვენ ვიხილეთ მოციქულთა მე-40 კანონის განწესებაში (შდრ. ანტიოქ. 24-ე კანე, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოსს, ამ მიზნით, უნდა ჩაეტარებინა პირადი ქონების აღწერა და ის საეკლესიო ქონებიდან გამოცალკავებული ჰქონოდა. ამაზე კართაგენის წინამდებარე კანონის დასკვნითი ნაწილიც საუბრობს. ამდენად, ეპისკოპოსი, რომელიც თავს უფლებას მისცემდა თავისი სიკვდილის შემდეგ რომელიმე მწვალებლის ან წარმართისთვის, – თუნდაც ის მისი ნათესავი ყოფილიყო, – საკუთარი ქონება მემკვიდრეობით დაეტოვებინა, კანონის განწესებით ექვემდებარება საშინელ სასჯელს – შეჩვენებას, და მის სახელს საეკლესიო დიპტიქში აღარ მოიხსენიებენ." თუ რას ნიშნავს „შეჩვენება“ "კართ. 401) წლის კრების მე-15 კანონი.

"დიპტიქონი - ხისგან, ძვლისგან ან ლითონისგან დამსადებული ორი დასაკეცი დაფა, შეერთებული თასმით ან ჭზონარით, წიგნის მსგავსად აკინძული, გარედან გლუვი ან ჩუქურთმებით შემკობილი, შიგნიდან კი სანთლის ფენით დაფარული და ირგვლივ ნაპირებსე წვრილი ამობურცული კანტით შემოვლებული, რომელსედაც შეიძლებოდა წერა, უფრო სწორად, ამოკაწვრა კართაგენის 6ნშინდა პდგილობრივი კრების კპნონეში 205 (ანათემა) – ჩვენთვის ცნობილია II მსოფლიო კრების 1 კანონის განმარტებიდან, წინამდებარე კანონში ის ცხადდება უკვე გარდაცვლილი ეპისკოპოსისს მიმართ. საეკლესიო ისტორიიდან მრავალი მაგალითი ვიცით, როდესაც ზოგიერთი პირის შეჩვენება ხდებოდა მათი სიკვდილის შემდეგ“ თუმცა, მიცვალებულის მიმართ გაცხადებული ანათემა არ არის ეკლესიიდან ის მოკვეთა, რომელიც უმძიმესი საეკლესიო სასჯელია და, ჩვეულებრივ, ცნობილი დამნაშავეების მიმართ გამოიყენება. შეჩვენება, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სასჯელი, შეიძლება გამოტანილ იქნეს საეკლესიო მთავრობის მიერ მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც მის იურისდიქციაში შედიან, ანუ მხოლოდ ეკლესიის ცოცხალი წევრების მიმართ. მიცვალებულები კი რომლებიც აღარ არიან მებრძოლი ეკლესიის წევრები და უკვე აღარ შედიან მის იურისდიქციაში, ექვემდებარებიან უმაღლეს სამსჯავროს.++#X ფოლადის წვეტიანი ჩხირით. ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ ჩასაწერ წიგნაკებად. კონსტანტინე დიდის დროიდან მათ „დიპტიქონი“ ეწოდათ. თუ მას ორზე მეტი დაფა ჰქონდა, ეწოდებოდა ტრიპტიქი, ტეტრაპტიქი და ა. შ. ძველ რომში განსაკუთრებით გაგრცელებული იყო ე. წ. „კონსულთა დიფტიქონები“. ისინი ჩვეულებრივზე უფრო დიდები იყო (დაახლ. 40 სმ. სიგრძისა), ამსადებდნენ მხოლოდ სპილოს ძვლისაგან, მხატვრულად აფორმებდნენ და წარმოადგენდნენ ძვირფას საჩუქარს. როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანობამ გაიმარჯვა, დიპტიქები გამოყენებულ იქნა საეკლესიო მოხმარებისათვის. ხმარობდნენ მას სახარების გარეკანისათვის, ამკობდნენ ოქროჭედულობით, ძვირფასი თვლებით და მინანქრით, სხვა ეგზემპლარებს იყენებდნენ საკურთხევლის მოსართავად: მთავარი დანიშნულება დიპტიქისა მაინც ის იყო, რომ მათ ამავე დროს იყენებდნენ საღვთისმსახურო ლოცვების, აგრეთვე მიცვალებულთა და ცოცხლების მოსახსენებლების ჩასაწერად და საკითხავად. IV ს. ჩნდება სპეციალურად დამსადებული დიპტიქები ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე გამოსაყენებლად, რომლებიც გაფორმებული იყო ბიბლიური სიუჟეტებით. მათხე იწერებოდა გარდაცვლილთა და ეკლესიის წინაშე დამსახურების მქონე ცოცხალი პირების სიები, ეგრეთ წოდებული სინოდიკონები. ამიტომ გაჩნდა სამგვარი დიპტიქი: 1. საეპისკოპოსო დიპტიქები, ადგილობრივ იერარქთა მოსახსენებლად; 2. დიპტიქები ცოცხალ პირთა (მეფეებისა, იერარქთა, შემომწირველთა); 3. დიპტიქები მიცვალებულ საეკლესიო მოღვაწეთა და ქველმოქმედთათვის. დიპტიქები ხშირად ასრულებდნენ ხატების მაგივრობას მღვდელმსახურთა და მორწმუნეთა მგზავრობის დროს სალოცავად. ასეთი დიპტიქები მომრავლდა IX საუკუნიდან,ხატმებრძოლობის შემდეგ. ფიქრობენ, რომ ასეთ დანიშნულებას ხელი შეუწყო ხატების დევნამ. – ,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007, ავტორ-შემდგენელნი ენრიკო გაბიძაშვილი, მაია მამაცაშვილი, ანა ღამბაშიძე.

?“”მაგალითად, ორიგენე თავისი სიკვდილიდან 150 წლის შემდეგ იქნა თეოფილე ალექსანდრიელის მიერ და შემდეგ, ხელმეორედ – კონსტანტინოპოლის 543 წლის კრებაზე; ასევე, თეოდორე მომფსუესტელი – V მსოფლიო კრებასე; პაჰი ჰონორე – VI მსოფლიო კრებაზე. თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში (185-ე) ნეტარი ავგუსტინე ბონიფაცე კომიტს (კომიტი – რომის იმპერიაში ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო თანამდებობა) წერს: „იმას რომ ნამდვილად ჰქონოდა ადგილი, რასაც დონატისტები ცეცილიანეს აბრალებდნენ (კართაგენის ეპისკოპოსს) და მათ რომ შესძლებოდათ ეს ჩვენთვის ერთხელ მაინც დაემტკიცებინათ, მაშინ ჩვენ მას უკვე გარდაცვლილსაც შევაჩვენებდით“.

"+"“აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლეს მე-10 წევრი ლეონ I თავის მე-18 ეპისტოლეში წერს: ,რაც ადამიანს სხეულში ყოფნისას არ მიუღია, ის არ შეიძლება მას გაჰყვეს სხეულის დატოვების შემდეგ. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ განვსაჯოთ გარდაცვლილთა შეცოდებანი და ქმედებანი, რამეთუ თვით უფალი ღმერთი ჩვენი, რომლის განჩინებანი მიუწვდომელია, თავის მართლმსაჯულებისათვის იტოვებს იმას, რისი შესრულებაც სამღვდელოებამ ვერ შეძლო“.

ზოგადად, საეკლესიო სასჯელი უმთავრესად იმ მიზნით გამოიტანება, რომ გამოსწორდეს და სიკეთისაკენ მიიქცეს ეკლესიის წევრები, რომლებიც შეცდნენ და ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიეს. ეს მიზანი კი ვერასგზით იქნება მიღწეული მიცვალებულების მიმართ. მათი ანათემირება, რაც კართაგენის ამ კრების კანონში გვხვდება და ზოგიერთ სხვა საეკლესიო ხელისუფლების კანონიკურ გადაწყვეტილებებშიც, ხდება ეკლესიის ცოცხალ წევრთა სარგებელისათვის, რომლებსაც ამის საშუალებით მიეთითებათ, რომ კონკრეტული მიცვალებული, თავისი დანაშაულებების გამო, რომლებიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდგომ გახდა ცნობილი, უღირსი იყო ეკლესიური ერთობისა და ამიტომ მათთან უნდა შეწყვიტონ სულიერი კავშირი, არ ილოცონ და არ შესწირონ მისთვის. თანაც მისი სახელი უნდა წარიხოცოს საეკლესიო დიპტიქებიდან, ხოლო თუ შესაძლებელია, არც დასაფლავების ეკლესიური ადგილი მიეცეს: ამგვარად, ეკლესიის მიზანი, რომელიმე გარდაცვლილის შეჩვენებისას, მდგომარეობს იმაში, რომ მისმა ცოცხლმა წევრებმა დაინახონ მის მიერ სიცოცხლეში ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე და გაფრთხილდნენ, რომ თავად არ ჩავარდნენ მსგავს ცოდვაში, უმთავრესად კი იმიტომ, რომ თუ ეკლესია არ განსჯიდა ცუდ მაგალითს, შეიძლება ცოცხალ წევრებს მიებაძათ მისთვის.

საეკლესიო დიპტიქების გამოყენების შესახებ საუბარია, აგრეთვე, მოციქულთა განწესებებში (VIII, 12) კანონის სიტყვები: „მისი სახელის ხსენება (ცნობილი ცოდვილის) ნურასდროს აღევლინება ლვთის მღვდელთა მიერ“, გულისხმობს მისი სახელის ამოშლას „საეპისკოპოსო დიპტიქიდან“ და მოუხსენიებლობას ღვთისმსახურების დროს. ზუსტად ასეთივე განწესება გამოსცა მეხუთე მსოფლიო კრებამაც თეოდორე მოფსუესტელის მისამართით”

კანონის მეორე ნაწილში საუბარია იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ანათემიდან განთავისუფლებულ იქნეს ის ეპისკოპოსი, რომელიც სულიერი ანდერძის გარეშე გარდაიცვალა, რის გამოც მისი ქონება საერთო წესის თანახმად მისმა ნათესავებმა დაიმკვიდრეს – მწვალებლებმა ან წარმართებმა, რადგან, როგორც კანონი ამბობს, იგი ვალდებული იყო ამის შესახებ წინასწარ ეზრუნა და ქონება კანონისამებრ განეკარგა, როგორც ეს მის წოდებას შეეფერება.%?-%

მსგავსი კანონები:მოც.3840IV მსოფ.22ტრულ.35კართ.2232

PDF გვ. 204

კანონი 82

განვაჩინეთ, აგრეთვე მონობიდან გათავისუფლების შესახებაც, რაც ეკლესიაში ხდება, რომ ამის თაობაზე თხოვნა-ვედრება გაიგზავნოს ხელმწიფესთან.??“ (მოც. 72; IV მსოფ. 4; ტრულ. 85; კართ. 64)

ამ კანონით ხდება კართაგენის 64-ე კანონის აღორძინება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლებისათვის შუამდგომლობით მიმართვა, რათა მან სცნოს ეკლესიის უფლება მონების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

"იხ. მსოფლიო კრებების საქმენი, V, 189, 191.

“იხ. მოც. მე-40; ანტიოქ. 24-ე, და კართ. 32-ე კანონები.

++ ართ. 401) წლის კრების მე-16 კანონი.

PDF გვ. 206

კანონი 83

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: ყველგან, მინდვრებსა თუ ბალღ-ვენახებში, სადაც კი, ვითომცდა მოწამეთა მოსახსენებლად, აღმართულია საკურთხევლები, რომლებშიც არ აღმოჩნდება დასვენებული მოწამეთა სხეულები თუ წმიდა ნაწილები, უნდა დაინგრეს, თუ ეს შესაძლებელია – ადგილობრივი ეპისკოჰპოსის მიერ. ხოლო თუკი ამას არ დაუშვებს ხალხის მღელვარება, უკიდურეს შემთხვევაში, დამოძღვრილი მაინც იქნეს ერი, რათა აღარ შეიკრიბოს აღნიშნულ ადგილებში და მართლმადიდებლურად მოაზროვნენი ცრუ-რწმენით არ მიეჯაჭვონ მსგავს ადგილებს. მოწამეთა ხსენება სრულებითაც არ უნდა აღინიშნებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც არ განისვენებენ მათი სხეულები ან წმიდა ნაწილები, ან თუ არ არის იქ ძველი და მართალი გადმოცემის თანახმად მათი საცხოვრებელი, მოღვაწეობის ან მარტვილობის ადგილი. ხოლო საკურთხევლები, სადაც არ უნდა იყოს ისინი აღმართული ზოგიერთი ადამიანის სიზმრებისა თუ ამაო გამოცხადებების კარნახით, დაე, ყოველმხრივ უარყოფილ იქნეს."

რამდენიმე კანონის განწესების თანახმად (ტრულ. 31-ე და პარალ. კანონები), არც ერთი ეკლესია არ შეიძლება აიგოს მმართველი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომელმაც უშუალოდ ან სხვისი მეშვეობით უნდა აკურთხოს ის, საკურთხევლის საფუძველში წმინდა მოწამეების წმინდა ნაწილების დაბრძანებით. როგორც კანონიდან ჩანს, ზოგიერთები თავიანთ მინდვრებსა და ვენახებში აგებდნენ საკურთხევლებს და ამას იმით სსნიდნენ, რომ სიზმარში რაღაც სასწაული იხილეს ან გაეცხადათ ეს ზოგიერთთა წინასწარმეტყველური ნიჭით. ამით შეცდომაში შეჰყავდათ უბრალო ხალხი და ზიანს აყენებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ამიტომ კანონი განაწესებს ეპისკოპოსის განკარგულებით თითოეული ასეთი საკურთხევლის დანგრევას, რომელიც თითქოსდა აშენებულია მოწამეთა სადიდებლად, სინამდვილეში კი საკურთხევლის ქვეშ არამცთუ წმინდა ნაწილები არა აქვთ, არამედ არცკი ახსოვს ვინმეს, რომ იქ ოდესმე წმინდანი ეწამათ. თუკი ხალხი წინ აღუდგება საკურთხევლის დანგრევას და ამბოხს მოაწყობს, მაშინ, როგორც კანონი ამბობს, აუცილებელია განემარტოს მას, შეეგონოს, რომ ასეთ ადგილებში მართლმადიდებლების შეკრება ცოდვაა, ისინი არ უნდა გაჰყვნენ ცრურწმენას და ამით შეურაცხყონ თვით ქრისტეს ჭეშმარიტი მოწამეების ხსოვნა.

მსგავსი კანონები:მოც.31IV მსოფ.4ტრულ.31VII მსოფ.7ანტიოქ.2

PDF გვ. 207

კანონი 84

კეთილად განვაჩინეთ ისიც, რომ ეთხოვოთ უდიდებულეს მეფეებს ყველანაირად აღმოფხვრან კერპთთაყვანისმცემლობის ნაშთები – არამხოლოდ გამოძერწილი ქანდაკებები, არამედ რაღაც ადგილების, ჭალებისა თუ ხეების სახითაც არსებული."?

(კართ. 58) "ართ. 401 წლის კრების მე-17 კანონი. "'კართ. 401 წლის კრების მე-18 კანონი.

ეს კანონი აღორძინებს კართაგენის 58-ე კანონის განწესებას იმასთან მიმართებით, რომ აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე შუამდგომლობა აფრიკაში იმ დროს ჯერ კიდევ არსებული კერპთა ნაშთების გასანადგურებლად.

PDF გვ. 207

კანონი 85

ყველა ეპისკოპოსმა თქვა: თუ კეთილად იქნება განსჯილი გარკვეული სიგელების დაწერა კრებაზე, მაშინ, დაე, ღირსად პატივდებულმა ეპისკოპოსმა, თავმჯდომარემ ამ საყდარზე, კეთილინებოს და ყველას სახელით დაწეროს სიგელები, რომელთა გაგზავნასაც გადავწყვეტთ და ხელიც მოაწეროს. აგრეთვე, იმ ადგილისმცველ ეპისკოპოსებს, რომლებიც უნდა წარიგზავნონ აფრიკის სამთავროებში დონატისტების საქმის გამო, დაე, მიეცეთ სიგელები, რომლებშიც განსაზღვრული იქნება მათთვის მიცემული დავალების ძალა, და ამ ძალისგან არ უნდა გადაიხარონ.?

რ-ართ. 55)

ნეტარი ავგუსტინე ერთ-ერთ თავის თსზულებაში საუბრობს რომისა და კართაგენის ეკლესიების ერთნაირ მნიშვნელობაზე და ორივე მათგანს ბრწყინვალე ეკლესიებს უწოდებს. გარდა ამისა, ამ კრების 55-ე კანონიდან ჩვენ ვხედავთ, რომ კართაგენის ეპისკოპოსი ავრილიოსი ამბობს, რომ მას აწევს მოვალეობა იზრუნოს აფრიკის ყველა ეკლესიაზე, რის საფუძველზეც აფრიკის ეკლესიებში ეს ეპისკოპოსი აღიარებული იყო სრულიად აფრიკის პრიმასად. ამ მდგომარეობის ძალით, კართაგენის ეპისკოპოსი მრავალი პრივილეგიით სარგებლობდა; ერთ-ერთი მათგანი ამ კანონშია მოხსენიებული, კერძოდ ის, რომ იგი ყველას სახელით ადგენს და ხელს აწერს ყველა იმ სიგელს, რომელიც კრების სახელით იგზავნება.

PDF გვ. 208

კანონი 86

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგან საერთოა ეს საქმე, რომელსაც ამჟამად ყურადღება მიაპყრო ჩვენმა ძმამ და თანამწირველმა, დაე, უწყოდეს თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის ღმერთისგან განსაზღვრული წეს-განგება, რომ სხვათა შემდგომად დადგინებულებმა უპირატესობა მიანიჭონ მათზე უადრეს დადგინებულებს და ნუ გაკადნიერდებიან რამე მოიმოქმედონ მათი ნების გაუთვალისწინებლად; ამისთვის გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას: გვმართებს, მთელი კრების ძალისხმევით ავლაგმოთ შესაფერისად ყოველი, რომელიც უგულებელყოფს მასზე უადრესად დადგინებულებს და მათ მიმართ გარკვეულ კადნიერებას ავლენს. ნუმიდიის პირველი საყდრის ეპისკოპოს სანკტიჰპიოსმა, თქვა: რას იტყვით ამაზე აქ მყოფი ძმები, მოისმინეთ რა ჩვენი ძმისა და თანამწირველის – ავრილიოსის მოსაზრება? ეპისკოპოს დატიმიოსმა თქვა: რაც ძველი "კართ. 401 წლის კრების მე-19 კანონი. _ დროის მამათა შეხედულებებით იქნა განჩინებული, ის შემოგვთავაზეს თანხმობის მისაცემად; კართაგენის ეკლესიის უწინდელი კრებების საქმენი რასაც შეიცავენ, დაე, ის ყოველივე თქვენი თანხმობით დადასტურდეს და ყველას მიერ აღსრულდეს. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს წესი, დაცული იყო მამათა და ძველთა მიერ, და ჩვენგანაც, ღმრთის ნებით, აღსრულდება. მაგრამ, ამასთანავე, დაე, შენარჩუნებულ იქნეს ნუმიდიისა და მავრიტანიის ეპისკოპოსთა უფლება, ნუმიდიის წერილთსაცავისა და საყდართა ნუსხების საფუძველზე. მერმე ყველა ეპისკოპოსმა, რომელთაც ხელი მოაწერეს ამ კრების განწესებას, ისურვა, რომ საყდართა ნუსხაც და ნუმიდიის თავდაპირველი დადგენილებაც ინახებოდეს კონსტანტინოპოლის სამიტროპოლიტოს პირველ საყდარში.”

აფრიკული ეკლესიის ძველი ჩვეულების თანახმად, პირველ ეპისკოპოსად ის ითვლებოდა, რომელიც უწინ იყი ხელდასხმული. ამას, ამ კანონის მოტივირებისას, კატეგორიულად ამტკიცებს ეპისკოპოსი ავრილიოსიც. თუმცა, ბევრი ეპისკოპოსი არ ეთანხმებოდა ამ აზრს და ცდილობდა თავისი კათედრის პრივილეგია და მნიშვნელობა წინა პლანზე წარმოეჩინა. ისინი ეპისკოპოსთა საერთო კრებაზე ცდილობდნენ მცირე კათედრის ეპისკოპოსებზე მაღლა დაეკავებინათ დასაჯდომელები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი კურთხევით მათზე უფროსები იყვნენ სწორედ ამ მიზეზით მიიღეს წინამდებარე კანონი, თანაც, კრების ერთობლივი ხმით დამტკიცდა მთელი აფრიკული ეკლესიისათვის უკვე არსებული პრაქტიკის კანონიკური მნიშვნელობა. იმ მიზნით, რომ მომავალში ადგილი აღარ ჰქონოდა პირველობისათვის დავას, ამ კრებამ თავისი 89-ე კანონით დაადგინა, რომ თითოეულმა ეპისკოპოსმა კურთხევისას უნდა მიიღოს მაკურთხებელთაგან საგანგებო სიგელი მათი ხელმოწერებით, სადაც ზუსტად იქნება აღნიშნული მისი ეპისკოპოსად კურთხევის დღე.

ზოგიერთი აფრიკული ეკლესიის უპირველეს კათედრასთან მიმართებით, კანონი უშვებს გამონაკლისს, რაც გამოხატულია მის დასკვნით ნაწილში მავრიტანიასა და ნუმიდიასთან დაკავშირებით.

მსგავსი კანონები:მოც.34I მსოფ.46718II მსოფ.23III მსოფ.89IV მსოფ.91728ტრულ.73639ანტიოქ.9ლაოდ.2056სარდ.345კართ.173989

PDF გვ. 208

კანონი 87

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კუოდვულტდეოსა და კენტვირის შესახებ. რადგანაც მისი მოწინააღმდეგის თხოვნის შემდეგ, რომ ჩვენი კრებისთვის წარმოგვედგინა ის, მიეცა შეკითხვა სურდა თუ არა ეპისკოპოსების წინაშე განსჯილიყო მისი საქმე, თავიდან დათანხმდა, მაგრამ მეორე დღეს მოგვიგო, რომ არ სურდა ეს, და გაგვშორდა, ამიტომ ყველა ეპისკოპოსს სათნოდ უჩანს, რომ არავინ მიიღოს ერთობაში ეს კუოდვულტდეო, სანამ მისი საქმე არ დასრულდება. რამეთუ ”მილევიანის 402 წლის კრების 1 კანონი. 2 1 0 უპის 'კოპოსი ნი გოდიში (შილაშიპ მის შესახებ საქმის დამთავრებამდე მისთვის ეპისკოპოსობის ჩამორთმევა არც ერთი ქრისტიანისთვის მისაღები არ იქნებოდა."

ეპისკოპოსმა კუოდვულტდეოსმა, შეკითხვაზე, სურს თუ არა გამოცხადდეს კრებაზე თავის ბრალმდებელთან დასაპირისპირებლად, რომელსაც საჩივარი ჰქონდა მის წინაღმდეგ შეტანილი, თავიდან თანხმობა განაცხადა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და სასამართლოზე მისვლას თავი აარიდა. ამის გამო, კრებამ დაადგინა შეეწყვიტათ ეპისკოპოს კუოდვულტდეოსთან ერთობა იქამდე, ვიდრე მის საქმეს სასამართლო არ განიხილავდა. მიუხედავად ამისა, კრება მას ეპისცკოპოსობიდან არ განკვეთს, მაგრამ ამის გაკეთებას აპირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოზე მისი ბრალდება დამტკიცდება, როგორც ეს დაწესებულია საერთო საეკლესიო კანონებით.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.9171921ტრულ.8ანტიოქ.14ლაოდ.40სარდ.4კართ.812151996121128129130ორგზ.1316

PDF გვ. 209

კანონი 88

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვაღატენსის ეპისკოპოს მაქსიმიანეს შესახებ, განჩინებულია: კრების სახელით გაეგზავნოს სიგელები მასაც და მის სამწყსოსაც, რათა მან დატოვოს ეპისკოპოსობა, იმათ კი სხვა ეძიონ თავისთვის."”

როდესაც ვაღანტესის საღმრთო ერმა არ მოისურვა მაქსიმიანეს ეპისკოპოსად მიღება, რომელიც განხეთქილებიდან მოქცეული ყოფილი დონატისტი იყო, მან საეკლესიო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით უარი თქვა თავის კათედრაზე და ეს კრებას განუცხადა. კრებამ საერთო მშვიდობისათვის მოიწონა მაქსიმიანეს გადამამრი და მიიღო მისი გადადგომა, მის ნაცვლად კი სხვისი დადგინება განაწესა.

მსგავსი კანონები:III მსოფ.9ორგზ.16პეტრე ალექსანდრიელის.10კირილე ალექსანდრიელის.23

PDF გვ. 210

კანონი 89

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილად განვაჩინეთ ესეც: ამიერიდან აფრიკის სამთავროებში ხელდასხმულებმა, დაე, მიიღონ თავიანთი ხელთდამსხმელებისაგან სიგელები, "მილევიანის 402 წლის კრების მე-2 კანონის პირველი ნაწილი. ""მილევიანის 402 წლის კრების მე-2 კანონის მეორე ნაწილი. ""“ამასთან დაკავშირებით ნეტარი ავგუსტინე შენიშნავს: „მნიშვნელოვნად უფრო სასახელოა მოიხსნა ეპისკოპოსობის ტვირთი იმ მიზნით, რომ ეკლესიას ხიფათი აარიდო, ვიდრე ის მის სამართავად აიღო. რამეთუ ეპისკოპოსობის პატივის ღირსეულად ტვირთ"იდვას ის ამტკიცებს, ვინც იმ დროს, როდესაც ეკლესიის მშვიდობას სჭირდება, თავისუფლად დათმობს თავის კათედრას.“ მათივე ხელმოწერით, კონსულის ანუ ხელდასხმის წლისა და დღის აღნიშვნით, რათა არანაირი ეჭვი არ წარმოიშვას უმცროს-უფროსობის გამო.”

კანონი სავსებით ნათელია; ის მიიღეს, რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ ამ კრების 86-ე კანონი, რომელიც განაწესებს, რომ ეპისკოპოსთა კრებაზე პირველობა ეკუთვნის იმ ეპისკოპოსს, რომელმაც დროში უფრო ადრე მიიღო ქიროტონია. ამ კანონში მოხსენიებული სიგელები სხვა არაფერა, თუ არა ახლანდელი სინგელიები, რომლებიც ეპისკოპოსებს მმართველი სინოდისაგან ეძლევათ. მათში აღინიშნება ქიროტონიის მიღების დრო და ადგილი, და დაბეჭდილია (დამტკიცებულია) მიტროპოლიტისა და სინოდის სხვა ნამდვილი წევრების ხელმოწერით.”X

მსგავსი კანონები:კართ.86

PDF გვ. 210

კანონი 90

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია ესეც: ვისაც თუნდაც ერთხელ წაუკითხავს ეკლესიაში, იგი სხვა ეკლესიის მიერ, დაე, ნუ მიიღება დასში.%5?

VII მსოფლიო კრების მე-14 კანონის განმარტებიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ეკლესიის მედავითნენი ეპისკოპოსისგან მანამდე იღებდნენ კურთხევას, ვიდრე თავის მსახურებას შეუდგებოდნენ გარკვეულ ეკლესიაში, და მხოლოდ ამ კურთხევის ძალით ხდებოდნენ ეკლესიის დასის წევრები გარკვეული ეპარქიისა და ემორჩილებოდნენ მმართველი ეპარქიალური ეპისკოპოსის ხელმწიფებას. როგორც გარკვეული ეპარქიის კლირიკოსებს, მათ უკვე აღარ შეეძლოთ თვითნებურად გადასულიყვნენ სხვა ეპარქიის ეკლესიის დასში, ისევე, როგორც სხვა ეპარქიის ეპისკოპოსი ვერ მიიღებდა მას იმ ეპისკოპოსის განსატევებელი სიგელის გარეშე, რომელმაც ის წიგნის მკითხველად აკურთხა და რომლის ეკლესიის დასსაც მიეკუთვნება. მაშასადამე, მედავითნისათვის, ისევე, როგორც ეკლესიის დასის სხვა წევრებისთვის, ძალაში იყო ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლასთან დაკავშირებული საერთო კანონიკური ნორმა.

კანონის სიტყვებიდან – „ვისაც თუნდაც ერთხელ წაუკითხავს ეკლესიაში“ შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ აკრძალულია სხვა ეპარქიაში მიღება მხოლოდ იმ მკითხველისა, რომლებიც უკვე შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა კანონიერად დადგინებულნი და, შესაბამისად, შეიძლება მათი მიღება სხვა ეპარქიაში მმართველი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშეც, თუკი მათ სულ ახლახან მიიღეს კურთხევა თავისი ეპისკოპოსისგან და ჯერ კიდევ არ შედგომიან თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას (მედავითნეობას) მის ეპარქიაში. ამ აზრით, – როგორც ბალსამონი განმარტავს, – "მილევიანის 402 წლის კრების მე-3 კანონი. "ამ სიგელების ფორმების შესახებ იხ. ათენის სინტაგმაში, V, 544 და შემდგ. #„#”მილევიანის 402 წლის კრების მე-4 კანონი. გაიგებოდა ზოგიერთების მხრიდან კანონის ზემომოყვანილი სიტყვები, თუმცა, მისი შეხედულებით, უფრო სწორი იქნებოდა ეს კანონი გავეგო იმ მოსაზრებით, რომ თითოეული, ვინც გარკვეულ ერპარქიაში მკითხველად ეკურთხა, ამის შემდეგ ვეღარ შესძლებს მმართველი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე სხვა ეპარქიაში გადასვლას, რადგან იმ ეპარქიის დასის წევრია, სადაც ის აკურთხეს. ბალსამონის ეს განმარტება ჩვენ სავსებით სწორად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ თვით კითხვის აქტი წარმოადგენს დადგინების შემადგენელ ნაწილს, რომლის დროსაც ეპისკოპოსი კონკრეტულ პირს გადასცემს „სამოციქულოს“, საიდანაც იგი (წიგნის მკითხველად დადგინებული) კითხულობს გარკვეულ ამონარიდებს. ამის გამო, კანონის ზემომოყვანილი სიტყვები უნდა გავიგოთ დადგინების აზრით, დამოუკიდებლად იმისგან, შეუდგა თუ არა დასის ახალი წევრი თავის მოვალეობის შესრულებას გარკვეულ ეკლესიაში.

მსგავსი კანონები:ტრულ.33VII მსოფ. I.4ლაოდ.15

PDF გვ. 211

კანონი 91

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თქვენ ყველამ აღთქმა დადეთ და ვვარაუდობდით, როშ თითოეული ჩვენგანი თავის ქალაქში ან ერთი-ერთი მაინც საგანგებოდ, ურთიერთობაში შევიდოდა დონატისტების წინამძღვრებთან, ანდა შემოიკავშირებდა სხვა, მეზობელ ეპისკოპოსებს, რათა მათი დახმარებით დაგვემყარებინა მათთან ურთიერთობა ყველა ქალაქსა და ადგილზე, იმ ადგილების მმართველებისა თუ პირველების მეშვეობით. ყველასათვის არის თუ არა ეს სათნო, გვეცნობოს. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ყველასათვის სათნოა."

მსგავსი კანონები:კართ.473576667686992939499117118119124

PDF გვ. 212

კანონი 92

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა"? თქვა: მოწვევა, რომელიც თქვენი პატიოსნების მიერ უნდა წარეგზავნოს დონატისტებს, კეთილინებეთ მოისმინოთ და კრების საქმეებში ჩავრთოთ, და მათთან გავგზავნოთ, რათა მერმე მათი პასუხიც თქვენი (კრების) საქმეთა მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდეს. რჯულიერად შემოვდივართ თქვენთან ურთიერთობაში, წარმოგზავნილნი ჩვენი კანონიერი კრებისგან, გვსურს რა განვიხაროთ თქვენი გამოსწორების გამო. რამეთუ ვუწყით ჩვენ სიყვარული უფლისა ჩვენისა, რომელმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მშკდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ლღმრთისად იწოდნენ“ (მათე 5, 9), მოიხსენია მან აგრეთვე წინასწარმეტყველის მეშვეობითაც, რათა იმათაც კი, ვისაც არ სურს ჩვენს ძმად იწოდებოდეს, ვუთხრათ – ჩვენი ძმები ხართ! ამგვარად, ნუ დააკნინებთ ამას, ჩვენი მშვიდობისმყოფელი სიყვარულიდან მომდინარე შეხსენებას. თუ ჰგონებთ, რომ ჭეშმარ- «კართაგენის 403 წლის კრების 1 კანონი. ""კართაგენის ეპისკოჰოსი ავრილიოსი, იტი გაქვთ რამე, შეუეჭვებლად დაიცავით ის: ანუ მოიწვიეთ თქვენი კრება, ამოირჩიეთ თქვენგან ისინი, რომელთაც მიანდობთ თქვენი გამართლების საქმეს; ჩვენც შეგვიძლია იგივე მოვიმოქმედოთ, ანუ ჩვენი კრებიდანაც იქნენ ამორჩეულნი, რომლებიც გარკვეულ ადგილას და განსაზღვრულ დროს თქვენი წრიდან ამორჩეულებთან ერთად მშვიდად გამოიკვლევენ ყოველივეს, რაც კითხვის ქვეშ დგას და რაც თქვენ ჩვენთან თანაზიარებისაგან განგაშორებთ, და ჩვენი უფალი ღმერთის შეწევნით, თუნდაც დაგვიანებით, ბოლო მოეღოს ამ გაჭიანურებულ გაურკვევლობას, რათა კაცობრივ რწმუნებებს შედგომილი უძლური და უმეცარი სულები არ წარწყმდენ მკრეხელურ დაყოფაში. რამეთუ თუკი ძმურად მიიღებთ ამას, მაშინ ჭეშმარიტება სწრაფად გამოჩნდება; ხოლო თუკი არ ისურვებთ ამის ქმნას, მაშინ თქვენი ურწმუნოებაც უმალვე საცნაური გახდება. ამ ნიმუშის წაკითხვის შემდეგაც ყველა ეპისკოპოსმა თქვა: სავსებით ვეთანხმებით, დაე, ასე იყოს.”

პანონი. 93 (10#)

კომონიტორი"" ძმებს, თეასიოსსა და ევოდიოსს, კართაგენის კრების მიერ წარგზავნილებად დანიშნულთ უსახელოვანეს და უკეთილმსახურეს თვითმპყრობელთადმი. როცა უფლის შეწევნით მიეახლებიან ისინი უკეთილმსახურეს მეფეებს, გამოუცხადონ მათ, თუ როგორი სრული თავისუფლებით, სამოქალაქო შეტყობინებათა მეშვეობით იქნენ გასული წლის კრების დროს მოწვეულნი დონატისტების უხუცესნი ჩვენთან შესაკრებად, რათა, თუკი აქვთ კადნიერება თავიანთი შეხედულების დასაცავად, ამოერჩიათ თავიანთი წრიდან მავანნი, უნარის მქონენი და მშვიდობიანად შეგვპაექრებოდნენ ჩვენ, და ქრისტიანული სიმშვიდით შეუეჭვებლად ეჩვენებინათ, თუკი რამე შეინარჩუნეს ჭეშმარიტებისაგან, რათა ამგვარად კათოლიკე სიწრფელე, ძველთაგანვე გამობრწყინებული გარდასულ დროებში, ახლაც მსგავსადვე ყოფილიყო შეცნობილი მოწინააღმდეგის დაბნეულობასა და სიჯიუტეში. მაგრამ რადგანაც ისინი ლამის უიმედობამ მოიცვა, პასუხადაც ვერაფრის თქმა გაბედეს. ამრიგად, რადგან გამოყენებულ იქნა მოქმედების საეპისკოპოსო და მშვიდობიანი საშუალებანი ესევითართა მიმართ და მათაც, არ შეეძლოთ რა სიტყვის მიგება ჭეშმარიტების წინააღმდეგ, უაზრო ძალადობრივი ქმედებები დაიწყეს, ისე, რომ ბევრი ეპისკოპოსი და მრავალი კლირიკოსი (ერისკაცებზე აღარაფერს ვამბობთ) შეაჭირვეს დაბეზღებებით, და ზოგიერთ ეკლესიაში შეიჭრნენ კიდეც, ხოლო სხვაგან კი – სცადეს შეჭრა, ამიტომ ხელმწიფეთა კაცთმოყვარეობამ უნდა იჩქაროს, რათა კათოლიკე ეკლესია, ქრისტესთვის მათი მშობელი თავისი კეთილპატიოსანი წიაღიდან "კართაგენის 403 წლის კრების მე-2 კანონი. ""შემახსენებელი წერილი, ერთგვარი სახელმძღვანელო, ინსტრუქცია. და მტკიცე რწმენით აღმზრდელი, დაცული იყოს მათი ზრახვებისაგან, რათა მათი კეთილმსახური ზეობისას კადნიერი ადამიანები არ გაბატონდნენ უძლურ ერზე ერთგვარი დაშინების მეშვეობით, როცა შეგონების გზით ვერ ახერხებენ მის შეცდენას. რამეთუ ცნობილია და მრავალგზის კანონებითაც გამოცხადებულია, თუ რას აღმოაცენებენ განხეთქილების შემომღებთა საძაგელი ჯგროები. ეს მრავალგზის ყოფილა დაგმობილი ზემოხსენებულ კეთილმსახურ თვითმპყრობელთა ბრძანებებითაც. ამიტომ ამ განხეთქილების შემომღებთა მძვინვარების წინააღმდეგ, გთხოვთ, მოგვცეთ საღმრთო შეწევნა – არც უჩვეულო და არც უცხო წმინდა წერილისათვის. რამეთუ მოციქულმა პავლემ, როგორც ეს მოციქულთა ჭეშმარიტ საქმეებშია ნაჩვენები, უწესო ადამიანთა თვითნებური განზრახვები მხედართა შეწევნით დაამარცხა. ამგვარად, ჩვენც იმას ვითხოვთ, რომ განუხრელად ეძლეოდეს მფარეველობა ეკლესიათა კათოლიკე წესებს თითოეულ ქალაქსა და სხვადასხვა ადგილებში, თითოეულ სამფლობელოს რომ ესაზღვრებიან. მართებული იქნება ერთობლივად ვთხოვოთ ესეც უკეთილმსახურეს თვითმპყრობელთ, რომ დაიცვან მათი ნეტარსსენებული მამის, თეოდოსის მიერ გამოცემული კანონი სელდამსხმელი და ხელდასხმული მწვალებლებისაგან ათ-ათი გირვანქი ოქროს ზღვევინების შესახებ, აგრეთვე სამფლობელოთა მთავრებისგანაც, სადაც შემჩნეული იქნება მათი შეკრება. ამასთან, დაე, ბრძანონ აღნიშნული კანონის დადასტურება, მათი მოქმედების ძალის განვრცობით იმათზე, ვისი დასმენების წინააღმდეგაც წარმოადგინეს მოწმობები იმათ, რომლებმაც მზრუნველობა იკისრეს კათოლიკე ეკლესიაზე, რათა, უკიდურეს შემთხვევაში, ამის შიშით მაინც იქნენ შეკავებულნი განხეთქილებათა შემოღებისაგან და მწვალებლური უგუნურებისაგან ისინი, რომელნიც გადასდებენ თავიანთ განწმედასა და გამოსწორებას, რადგან თავს არ იწუხებენ საუკუნო სასჯელზე ფიქრით. კიდევ იმის თხოვნა გვმართებს, რომ მათმა კეთილმსასურებამ აღადგინოს აქამდე არსებული კანონი, რომელიც უფლებას ართმევს მწვალებლებს რამე გადაახდევინონ ხელდასხმის დროს, ან ანდერძების მიხედვით, ანდა რაიმე დატოვონ, და უბრალოდ რომ ითქვას, თავიანთი უგუნური ცრუ-რწმენებით დაბრმავებულთ და დონატისტების შეცთომილებაში ყოფნის მსურველთ, დაე, წაერთვათ ხელმწიფება რაიმეს ანდერძით დატოვებისა ან საკუთარის გადახდევინებისა. ხოლო იმათ, რომელნიც ერთიანობაზე და მშვიდობაზე ფიქრით ისურვებენ გამოსწორებას, დაე, ნება მიეცეთ ასეთი კანონის არსებობის პირობებშიც მიიღონ მემკვიდრეობა, რომელიც მათ საჩუქრად ან მემკვიდრეობით ერგოთ ჯერ კიდევ მანამდე, როცა ისინი მწვალებლურ ცთომილებაში იმყოფებოდნენ, იმათ გარდა, რომელთაც სამსჯავროზე მოწოდების შემდეგ, საჭიროდ მიიჩნიეს კათოლიკე ეკლესიაში გადმოსულიყვნენ. რამეთუ ესევითართათთვის უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ზეციური სამსჯავროს შიშით კი არ ისურვეს კათოლიკე ეკლესიასთან ერთიანობა, არამედ მიწიერი სარგებლის წყურვილით მოისურვეს კათოლიკე ერთიანობა. ყოველივე ამის გარდა, საჭიროა კიდევ შეწევნა თითოეული ოლქის ხელისუფალთაგან. მაგრამ თუკი ადგილისმცველნი, რომელნიც საეკლესიო სარგებლობისათვის იღვწიან, სხვა რამესაც მიიჩნევენ საჭიროდ, იმის გაკეთებისა და აღსრულების უფლებამოსილებასაც ვაძლევთ.”

(კართ. 47, 27, 66-69, 91, 92, 94, 99, II7-119, 124)

მსგავსი კანონები:ყართ.47576667686991939499117118119124

PDF გვ. 212

კანონი 94

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგანაც მხოლოდ კართაგენში აღსრულდა გაერთიანება, ამიტომ გაიგზავნოს სიგელები მმართველებთან, რათა სხვა ეპარქიებსა და ქალაქებშიც უბრძანონ ამ მმართველებმა გულმოდგინების გამოჩენა ერთიანობისათვის. სამეფო სასახლეში კართაგენის ეკლესიიდან მთელი აფრიკის სახელით გაიგზავნოს მადლობა ეპისკოპოსთა სიგელებით დონატისტების უარყოფისათვის."”

ზემომოყვანილი ოთხ კანონი (91-94) ეხებათ დონატისტებს, რომელთა შესახებაც საუბარი იყო კართაგენის 47-ე კანონის განმარტებაში.

მსგავსი კანონები:კართ.47576667686991929399117118119124

PDF გვ. 215

კანონი 95

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მასზედ, რომ არ უნდა იქნეს მოწვეული საერთო და სრული კრება, თუ არა მხოლოდ აუცილებლობის მიზეზით. განვაჩინეთ, რომ არ არის საჭირო მომავალშიც ყოველწლიურად შევაწუხოთ ძმები, არამედ – როცა ამას მოითხოვს საერთო, ანუ სრულიად აფრიკის საჭიროება; როდესაც საიდანმე ამ საყდრის მიმართ სიგელები შემოვა, მაშინ გვმართებს კრების მოწვევა იმ სამთავროში, სადაც საჭიროება და საშუალება მოგვიხმობს. ხოლო საქმეები, რომლებიც საერთო ხასიათის არ არის, დაე, თითოეულ სამთავროში ცალკეულად განისაჯოს.?5?

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კრების მე-18, 51-ე და 73-ე კანონები განაწესებენ აფრიკული ეკლესიის საერთო კრების მოწვევას ყოველწლიურად ერთ გარკვეულ დროს, კერძოდ 21 აგვისტოს. წინამდებარე კანონი აუქმებს ამ განწესებებს და ადგენს, რომ საერთო კრებები მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა იქნეს მოწვეული, როდესაც ამას მოითხოვს მთელი აფრიკული ეკლესიისათვის რაიმე აუცილებელი საქმე. სხვა შემთხვევაში, ყოველწლიურად უნდა შედგეს ჩვეულებრივი ეპარქიალური კრებები ყველა იმ საქმის გადასაწყვეტად, რომლებიც ყველასათვის საერთო არ #”კართაგენის 404 წლის კრების კანონი.

#"კართაგენის 405 წლის კრების კანონი.

„კართაგენის 407 წლის კრების I კანონი. არის. საერთო საქმეების ქვეშ, – ბალსამონის განმარტებით, – იგულისხმება დოგმატური საკითხები, ყველა სხვა დანარჩენი იწოდება „კერძო“ საქმედ და მათი გადაწყვეტა მართებულია სამთავროების დონეზე” მიზეზი, რისთვისაც კართაგენელი მამები ამ კანონს იღებენ, საკმაოდ საპატიოა, სახელდობრ: რათა ამაოდ არ შეაწუხონ ეპისკოპოსები და უკიდურესი საჭიროების გარეშე, არ მოუწიოთ საღვთო ერის მწყემსების გარეშე დატოვება.

მსგავსი კანონები:მოც.37L მსოფ.2IV მსოფ.19ტრულ.8VII მსოფ.6ანტიოქ.20ლაოდ.40კართ. 18, 5I.7376

PDF გვ. 215

კანონი 96

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 107. საქმეების გადატანის აკრძალვის შესახებ ნებაყოფლობით არჩეული მსაჯულებისაგან. თუ მოსდება საქმის გადატანა უმაღლეს სამსჯავროში და პირველი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირი აირჩევს მსაჯულებს, ხოლო მასთან ერთად ისიც, ვის წინააღმდეგაც მოითხოვს იგი ახალ სამსჯავროს, მაშინ, ამის შემდეგ ნურც ერთ მათგანს ნუ მიეცემა ნება სხვა სამსჯავროში გადაიტანოს საქმე. 108. საეკლესიო აღმასრულებელთა შესახებ. გარდა ამისა, კეთილად განვსაჯეთ გვეთსოვა, რომ არჩეულ იქნეს ყველა საეკლესიო საჭიროებისათვის ხუთი აღმასრულებელი, რომელნიც სხვადასხვა სამთავროებზე უნდა განაწილდნენ.""

ეს კანონი სამ ნაწილად იყოფა 1) კანონის პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ამავე კრების 95-ე კანონის ერთგვარ დამატებას, ამბობს, რომ ყველა საქმე, რომლებიც არ არის საერთო მნიშვნელობის, უნდა გადაწყვიტოს შესაბამისმა ეპარქიალურმა კრებებმა; რადგან წინა კანონში არ ახსენებენ აპელაციის შემთხვევებს, ამიტომ წინამდებარე კანონი ადგენს, რომ ეპარქიალურ კრებებზე გადაწყვეტილი ზოგიერთი საქმე შეიძლება გადახედული და ხელმეორედ გადაწყვეტილი იქნეს. ამასთან, განიწესება, რომ ურთიერთ შეთანხმებით არჩეული მოსამართლეების განაჩენის შემდეგ, აღარ შეიძლება უმაღლესი სასამართლოსთვის მიმართვა. ასეთი განაჩენის მნიშვნელობა აღიარებულია IV მსოფლიო კრების მე-9 კანონითაც და დადასტურებულია, ასევე, კართაგენის კრების მე-15 და 122-ე კანონებით.

"ათენის სინტაგმა, III, 536.

"კანონთა კრებულში“ /საიდანაც არის აღებული კანონების რუსული ტექსტი) არ შედის 107-ე კანონის მეორე ნაწილი, რომელიც ბერძნულიდან რუსულ ენაზე თარგმანით ასე გამოითქმის: „სხვადასხვა ეპარქიათა ადგილისმცველებს სიხარულით შევიწყნარებთ, კერძოდ – ნუმიდიელთა, ვისაკინელთა, სიტიფენის მავრიტანელთა, მათთან ერთად კესარიანელთა და ტრიპოლელთა“. – ათენის სინტაგმა, III, 537.

კართაგენის 407 წლის კრების მე-2 კანონი.

2) კანონის მეორე ნაწილში ნახსენებია კრების მიერ სიხარულით მიღებული აფრიკული ეკლესიის სხვადასხვა სამთავროს მიერ წარმოგზავნილი დელეგატები."

3) კანონის მესამე ნაწილი საუბრობს აღმასრულებელთა (მოურნეთა) შესახებ, რომლებსაც ეკისრებოდათ ეკლესიის საჭიროებისათვის ზრუნვა, განსაკუთრებით საეკლესიო შემოსავლების მოკრება იმ შემთხვევებში, როდესაც გარკვეული პირი უარს ამბობდა ნებაყოფლობით გადახდაზე. კანონი ადგენს, იშუამდგომლონ სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე ხუთი ასეთი აღმასრულებლის დასანიშნად და აფრიკის ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიაში მათ გასანაწილებლად.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.9კართ.15100122

PDF გვ. 216

კანონი 97

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 109. კვლავ კეთილად განვაჩინეთ, რომ ყველა ეპარქიის სახელით წარგზავნილებმა – ვიღკენტიოსმა და ფურტუნატიანოსმა სთხოვონ ყოვლადდიდებულ მეფეებს, რათა ბრძანონ სწავლულ ეკდიკტთა („ბრძენ მოსაჯულთა) დაფუძნება, რომელთა მოვალეობაც იქნებოდა საქმეთა დაცვა, და რომლებსაც, როგორც ეპარქიების მღვდელმსახურთ, – თავთ იდებდნენ რა ეშუამდგომლათ ეკლესიის საქმეებზე, – თავისუფლად შეეძლებოდათ, საჭიროებიდან გამომდინარე, შესულიყვნენ სასამართლოში შეპასუხებათა უარსაყოფად და იმის წარსადგენად, რაც საჭიროა. 110. განვაჩინეთ, რომ თავისუფალი ადგილისმცველობა ჰქონდეთ მეფის კარზე წარგზავნილ ადგილისმცველებს."

ეს კანონიც სამ ნაწილად იყოფა 1) კანონის პირველი ნაწილი აღადგენს ამ კრების 75-ე კანონს იმის შესახებ, რომ აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე შუამდგომლობა ეკდიკების დასადგენად, რათა მათ დაიცვან ეკლესიისა და ასევე, უქონელთა ინტერესები.

2) იმპერატორის კარზე გაგზავნილ კრების დელეგატებს – ადგილისმცველებს (პოტირიტისებს). დხ. 93-ე. კან) კრება. მოქმედების. სრულ. თავისუფლებას. ანიჭებს; იმპერატორთან საუბარში მათ უფლება ეძლევათ არამხოლოდ ის გამოიკითხონ და მოახსენონ, რასაც მათ კრება ავალებს, არამედ ყვეკლაფერი ის, რასაც თავად ჩათვლიან ეკლესიისათვის სასარგებლოდ. "კანონთა კრებულში“ არ შედის წინამდებარე კანონის მესამე ნაწილი, რომელიც ბერძნულიდან რუსულ ენასე თარგმანით ასე გამოითქმის: „ცნობილია, რომ კესარიის მავრიტანიელებმა თავიანთ სიგელებში დაამოწმეს, რომ თებაიდელ სამოქალაქო ხელისუფალთა მეშვეობით პრიმოსო მოწვეული იყო, – იმპერატორის ბრძანების თანახმად, – კრების წინაშე დაუყოენებლივ წარმოსადგომად; მაგრამ, ამავე დროს, მიუხედავად საძებნი ღონისძიებების გატარებისა, მისი აღმოჩენა ვერ მოხერსდა, – როგორც ამის შესახებ დიაკვნებმა გვაცნობეს. ახლა კი, როცა მოხსენიებულმა მავრიტანიელებმა გვთხოვეს ამასთან დაკავშირებით გაგვეგზავნა სიგელები თაყვანსაცემი ძმის უხუცესი ინოკენტიოსის მიმართ, კეთილად განვსაჯეთ გაგვეგ” ზავნა ასეთი სიგელები, რათა იცოდნენ, რომ ძებნილ პრიმოსოს კრებამ ეერ მიაკვლია“. – რუსული გამოცემის რედ. "კართაგენის 407 წლის კრების მე-3. კანონი.

3) კანონის მესამე ნაწილში საუბარია ეპისკოპოს პრიმოსოზე. იგი კესარიის მავრიტანიიდან იყო კრებაზე წარგზავნილი დელეგატის სტატუსით, მაგრამ კრებაზე გამოცხადება არ ისურვა. კანონი ადგენს, ეცნობოს ამის შესახებ უხუცეს ინოკენტის, რომელიც მაშინ კესარიის მავრიტანიის პირველეპისკოპოსი (პრიმასი) იყო, მაგრამ სრულიადაც არ ეცნობოს ამის შესახებ, – როგორც ამ კანონის მისეულ განმარტებაში ამბობს ზონარა, – იმდროინდელი რომის პაპ ინოკენტის (402-417).”

მსგავსი კანონები:IV მსოფ.223კართ.7593

PDF გვ. 217

კანონი 98

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნა ესეც: ერს (სამწყსოს) რომელსაც არასდროს ჰყოლია თავისი ეპისკოპოსი, არ მიეცეს იგი, თუ არა მხოლოდ თითოეული სამთავროს მთელი კრებისა და უპირატესი ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, და იმ ეპისკოპოსის თანხმობით, რომლის საზღვრებშიც იმყოფებოდა აღნიშნული ეკლესია.”?

წინაბდებარე კანონი მოკლედ აღადგენს კართაგენის 397 წლის კრების ერთერთ ადრინდელ შესაბამის კანონს. მოხსენიებული კანონი ჩვენ მიერ მოყვანილია კართაგენის 419 წლის კრების კანონების კრებულში 53-ე ნომრით და მისი განმარტება ზემოთ არის მოყვანილი. კანონის დადგენილება სავსებით ცხადია მისი ტექსტიდან. ახალი ეპარქია შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ პირობებში, თუ არსებობს სამიტროპოლიტო სამთავროს ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილება, რომელიც მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით გაიმართება და, ამასთან, ადგილობრივ ეპისკოპოსის თახმობა იქნება, რომ მის იურისდიქციაში შემავალი ეპარქიის ტერიტორიის ნაწილი გამოეყოს ახალ ეპარქიას.

მსგავსი კანონები:მოც.34სარდ.6კართ.2356

PDF გვ. 218

კანონი 99

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დონატისტებისაგან მოქცეული ერისა და ეპარქიების შესახებ. დონატისტებისაგან მოქცეული ერი, რომელსაც კრების დაუდგინებლად ჰყავს ეპისკოპოსი, დაე, ღირსი იყოს მისი ყოლისა, – ყოველგვარ ეჭვგარეშე. იმ ერს კი, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავდა და მისი სიკვდილის შემდეგ არ ისურვა თავისი ეპისკოპოსის ყოლა, არამედ ინება წესის გამოყენებით შეერთებოდა სხვა რომელიმე ეპისკოპოსის ეპარქიას, არ უნდა ეთქვას ამაზე უარი. შემოთავაზებულ იქნა ესეც: რომ იმ ეპისკოპოსებმა, რომელთაც ერთიანობის შესახებ სამეფო კანონის გამოცხადებამდე მოაქციეს კათოლიკე სარწმუნოებისაკენ ერი, რომელიც თავიანთ მმართველობაში ჰყავდათ, უნდა შეინარჩუნონ ხელისუფლება მასზე. ერთიანობის შესახებ კანო- "ათენის სინტაგმა, III, 541. ““კართაგენის 407 წლის კრების მე-4 კანონი. ნის შემდგომ და მომავალში, ყველა ეკლესია და მათი საზღვრები, და ყოველივე ის, რაც შეიძლება აღმოჩნდეს მათი საკუთრება, – კანონიერად მითვისებული ამ ეკლესიების მიერ, – დაე, დაუმტკიცდეს კათოლიკე ეპისკოპოსებს იმ ადგილებში, რომლებსაც მწვალებლები დაეუფლნენ – შემდგომში კათოლიკე სარწმუნოებისაკენ მოქცეულნი თუ არმოქცეულნი. და თუკი ზოგიერთმა მათგანმა სამეფო კანონის შემდეგ მიისაკუთრა რაიმე, ის უკან უნდა დაბრუნდეს.”

წინამდებარე კანონში განიხილება დონატისტების საკითხი, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების 47-ე კანონის განმარტებაში.

პანონი. 100 (113)

ეპისკოპოსმა მავრენტიმ თქვა: გთხოვთ, მსაჯულებად დაინიშნონ: უწმინდესი უხუცესი ქსანთიჰე, უწმინდესი ავგუსტინე, ფლორენტინე, თეასიოსი, სამფსვიქიონი, სეკუნდი და პოსიდონი; ბრძანეთ, რომ ეს განჩინება იყოს ჩემთვის. წმიდა კრება დაეთანხმა მოთხოვნილი მსაჯულების დანიშვნას, ხოლო სხვა მსაჯულებს, რომლებიც დაკანონებული რაოდენობაზე დასამატებლად იქნება საჭირო, უხუცესი ქსანთიპე თავად ახალი გერმანიის ყველაზე უსუცესებს აარჩევინებს."“ (მოც. 74; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9; კართ. 12, 15, 96, 121)

ამ კანონის სრული ტექსტიდან (იხ, ათენის სინტაგმა, IIL, 546-546),””+ ჩანს რომ ახალი გერმანიიდან რამდენიმე ბერმა ნუმიდიაში საჩივარი შეიტანა თავიანთ ეპისკოპოს მავრენტიზე. საჩივრის შედეგად მავრენტი კრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ამ დროისათვის ბრალმდებლები მიიმალნენ. კრებამ ისინი სასჯელის ღირსად ჩათვალა, თუმცა, მაინც, „საეკლესიო სიმშვიდისათვის“, არ მოისურვა მათ მიმართ განაჩენის გამოტანა, და დაადგინა: იმისათვის, რომ დიდი ხნით არ ჩამოშორებოდა მავრენტი თავის ეკლესიას, მის მიმართ სასამართლო ჩაეტარებინათ იმ სამთავროში, რომელსაც ის, როგორც ეპისკოპოსი, მიეკუთვნებოდა და სადაც პირველ კათედრას უხუცესი (სენეხ, სხვაგვარად – პრიმასი) ქსანთიპე იკავებდა; ამასთანავე, თვით მავრენტის შესთავაზეს თავად აერჩია მოსამართლეები. მავრენტიოსმა აირჩია ქსანთიპე და კიდევ ექვსი სხვა მოსამართლე, რაზედაც კრება დათანხმდა, ხოლო სხვა მოსამართლეების არჩევა, კანონიკურად დადგენილი რიცხოვნობის შესავსებად, უხუცეს ქსანთიპეს მიანდო. ეს კანონიკური რიცხოვნობა ეპისკოპოსებისა, აუცილებელი იმისათვის, რომ ეპისკოპოსის მიმართ სასამართლო შედგეს, ამავე კრების მე-12 კანონის თანახმად არის – თორმეტი. შესაბამისად, "კართაგენის 407 წლის კრების მე-5 კანონი. "კართაგენის 407 წლის კრების მე-6 კანონი. "ასევე ქართული „დიდი სჯულისჯანონი“. მავრენტის მიერ არჩეულ ეპისკოპოსებს უნდა დამატებოდათ კიდევ ხუთი ეპისკოპოსი. ამ კანონში ფრიად მნიშვნელოვანია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ არ უნდა მიეყენოს შეურაცხყოფა ეპისკოპოსს იმის გამო, რომ ეს სურს მასზე დაქვემდებარებულ მრევლს.

PDF გვ. 218

კანონი 101

რომისა და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის მშვიდობისათვის.

რომისა და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოების თაობაზე კეთილად იქნა განსჯილი, მიეწეროს უწმინდეს პაპ ინოკენტის, რათა ორივე ეკლესია ერთობლივად იცავდეს უფლის მიერ მცნებად დადებულ მშვიდობას.”

დასავლელი კომენტატორების (ვან ესპენი, ჰეფელე) აზრით, კართაგენელი მამების წინამდებარე გადაწყვეტილება გამოიწვია რომისა და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის არსებულმა უთანხმოებამ და არაკეთილგანწყობამ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსმა თეოფილემ განდევნა იოანე ოქროპირი, ხოლო რომის ეპისკოპოსმა ინოკენტიმ გადაჭრით განაყენა იგი (ალექსანდრიის ეპისკოპოსი) ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის ეკლესიის ერთობიდან. თუმცა, აფრიკელი ეპისკოპოსები აშკარად იოანე ოქროპირის მხარეს იჭერდნენ (განსაკუთრებით, ეპისკოპოსი ავრილიოსი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, პაპის, ინოკენტის ქმედება უადგილოდ მიიჩნიეს. ამის გამო, კრებაზე მათ დაადგინეს მიეწერათ მისთვის და ეთხოვათ ორივე ეკლესიაში მშვიდობის დამკვიდრება, რამეთუ ეს უფლისგან მცნებად მოგვეცა (იხ. ინ. 14, 27). ის მეთოდი, როგორითაც კანონი არის ფორმულირებული, მოწმობს, რომ კართაგენის ეკლესია ყოველთვის იჩენდა თავის დამოუკიდებლობას რომის ეპისკოპოსებთან მიმართებით, რომლებსაც ფრიად უხალისოდ უხდებოდათ მისი დამოუკიდებლობის აღიარება და მუდმივად ცდილობდნენ ყველა ამისათვის მოსახერხებელ შემთხვევაში, თავიანთი ხელისუფლების უპირატესობა წარმოეჩინათ. სწორედ ეს იყო მიზეზი კართაგენის 419 წლის კრების მოწვევისა, რომელმაც ეს (101-ე) კანონი (თორმეტი წლით ადრე მიღებული კართაგენის ერთ-ერთ კრებაზე) თავის კანონადაც აღიარა.

PDF გვ. 220

კანონი 102

განვაჩინეთ: დაე, სახარებისა და მოციქულთა სწავლებისამებრ, ნურც ცოლისაგან მიტოვებული და ნურც ქმრისაგან გაშვებული ნუ შეეულლება სხვა პირს, არამედ ან ასევე დარჩნენ (მარტონი), ანდა ერთმანეთს შეურიგდნენ. ხოლო თუ უგულებელყოფენ ამას, დაე, იიძულონ სინანულად მიიქცნენ. საჭიროა ვითხოვოთ, რომ ამის შესახებ გამოიცეს სამეფო კანონიც."?

(მოც. 48; ტრულ. 87, 93, 98; ანკირ. 20; ბასილი დიდის 9, 21, 31, 35, 36, 46, 77, 80) "კართაგენის 407 წლის კრების მე-7 კანონი. "'კართაგენის 407 წლის კრების მე-8 კანონი.

წინამდებარე კანონის დადგენილების თანახმად, არ შეიძლება კანონიერი ქორწინების გაუქმება იმის საფუძველზე, რომ ქმარმა ან ცოლმა მიატოვა თავისი მეორე ნახევარი. ქორწინება თავისთავად ძალაში რჩება და თუ მეუღლეები არ შერიგდებიან, ისინი სამუდამოდ გაყრილებად რჩებიან სხვა პირთან ახალ ქორწინებაზე უფლების გარეშე. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საუბარია ერთობლივი ქორწინებითი ცხოვრების თვითნებურ შეწყვეტაზე, – ქმრის ან ცოლის მხრიდან, – რაც სრულ თანხმობაშია წმინდა წერილისა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან. ერთობლივი ქორწინებითი ცხოვრების შეწყვეტის შესახებ, როდესაც ამის საპატიო მიზეზი არსებობს, ამ კანონში არაფერია ნათქვამი, რის გამოც შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ ვერც ქმარი და ვერც ცოლი ვერასდროს შეძლებენ მეორედ დაქორწინებას, თუნდაც რომ არსებობდეს რამე მიზეზი, რის გამოც მათ შეწყვიტეს ერთობლივი ქორწინებითი ცხოვრება. უეჭველია, სწორედ ასეთი პრაქტიკა არსებობდა კართაგენის ეკლესიაში V საუკუნის დასაწყისში, რასაც თვით ამ კანონის გადმოცემის წესი ამტკიცებს. თუმცაღა, დროთა განმავლობაში, ასეთმა პრაქტიკამ ცვლილება განიცადა და VII საუკუნის ბოლოს ჩვენ ვხედავთ, რომ ტრულის კრების ერთ-ერთი კანონი (87-ე) სასჯელს უქვემდებარებს იმ პირს, ვინც „უმიზეზოდ“ დაარღვევს ქორწინებრივ კავშირს, რაც, შესაბამისად, დასაშვებია ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც, საეკლესიო სამართლის თანახმად, მეუღლეები ამას ვერ გააკეთებენ თვითნებურად, რადგან მიზეზი (ერთ-ერთი მათგანის დანაშაული) სასამართლომ უნდა დაამტკიცოს და თუ ის მართლაც საფუძვლიანი აღმოჩნდა, მაშინ ხდება განშორება, და ქორწინება არამცთუ გაუქმებულად ცხადდება, არამედ უდანაშაულო მხარეს თავისუფლადაც კი შეუძლია იქორწინოს სხვა პირთან. თვით მიზეზები, რომელთა გამოც შეიძლება ქორწინება გაუქმდეს, ნორმირებულია საეკლესიო და სამოქალაქო კანონმდებლობებით. ამის შესახებ შეგიძლიათ იხ. ტრულის კრების აღნიშნული კანონის განმარტება.

წინამდებარე კანონის დასკვნით ნაწილში, კართაგენელი მამები საუბრობენ აუცილებელი შუამდგომლობის შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე, რათა გამოიცეს საგანგებო სამეფო ბრძანება მათ მიერ გამოცემულ განწესებასთან შესაბამისობაში. ეს მოწმობს, რომ ქრისტიანული ეკლესია ცნობს სამოქალაქო კანონმდებლობის უფლებად ქორწინების საკითხებთან დაკავშირებულ გარკვეულ კანონებს, მსგავსად იმისა, როგორც ეს იყო ძველი რომის იმპერიაში, და ეს იმიტომ, რომ მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ქორწინების ყველა სამოქალაქო შედეგის გარანტირება, როგორც, საერთოდ, ნებისმიერი სხვა იურიდიული ხელშეკრულებისა.

PDF გვ. 220

კანონი 103

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: დაე, ყველას მიერ იქნეს აღსრულებული კრებაზე დამტკიცებული ლოცვები, როგორც საწყისნი, ასევე დასკვნითნი, და ლოცვები წინადაგებისა თუ ხელდასხმისა; და ნურასდროს იქნება აღვლენილი სხვა ლოცვები საწინააღმდეგოდ სარწმუნოებისა, არამედ ყოველთვის წარმოითქვას მხოლოდ ის ლოცვები, რომლებიც უგანათლებულესთა მიერაა შეკრებილი."

«ერ კიდევ ლაოდიკიის კრების განწესების თანახმად (59-ე კანე, ეკლესიაში მხოლოდ იმის წაკითხვა შეიძლებოდა, რაც კანონებით იყო დამტკიცებული. კართაგენის წინამდებარე კანონი აღადგენს აღნიშნულ განწესებას და ადგენს, რომ ეკლესიაში მხოლოდ ის ლოცვები უნდა იკითხებოდეს, რომლებიც განხილულია კრებებზე და შეწყნარებულია ეკლესიებში გამოსაყენებლად. ამასთანავე, კრძალავს ყველა სხვა ლოცვების წაკითხვას, როგორც სარწმუნოებისათვის მიუღებელს. კანონს მხედველობაში აქვს სოგადად ყველა ლოცვა,კერძოდ კი ისინი, რომლებითაც იწყება საღმრთო ლიტურგია, შემდეგ დაგების ლოცვები და ბოლოს ის ლოცვები, რომლებსაც ეპისკოპოსი წარმოთქვამს ხეთლდასხმისას. „კანონთა კრებულში“ ამათ გარდა, მოიხსენიება კიდევ განტევების ლოცვები.

მსგავსი კანონები:მოც.60ტრულ.63ლაოდ.59

PDF გვ. 221

კანონი 107

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ. კლირიკოსი, რომელიც მეფეს შესთხოვს თავისი საქმის განხილვას საერო სამსჯავროებში, დაე, მოაკლდეს თავის ღირსებას. ხოლო თუკი მეფისგან თავისთვის ეპისკოპოსთა სამსჯავროს მოითხოვს, ნუ აეკრძალება ეს.?”

ამ კრების მე-15 კანონი განაწესებს, რომ სამღვდელო და საეკლესიო დასის წევრებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხები მხოლოდ საეკლესიო სასამართლოს მიერ უნდა წყდებოდეს. ანტიოქიის კრების მე-12 კანონი კი შეიცავს განწესებას, რომელიც კრძალავს საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმპერატორისადმი საჩივრით მიმართვას. წინამდებარე კანონი ადასტურებს ორი ზემომოხსენიებული კანონის დადგენილებებს და განაწესებს, რომ მისთვის კუთვნილი პატივი ჩამოერთვას დასის იმ წევრს, რომელიც, რამე სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, უგულებელყოფს სათანადო საეკლესიო სასამართლოს და საქმის გადასაწყვეტად მიმართავს სახელმწიფო ხელისუფლებასა და მის სამოქალაქო სასამართლოს.

თუმცაღა, კანონი დასძენს, რომ დასის ნებისმიერ წევრს თვისუფლად შეუძლია იშუამდგომლოს იმპერატორის წინაშე მისთვის საეპისკოპოსო სასამართლოს დანიშვნის თაობაზე; მაგრამ ეს მხოლოდ გამორჩეულად მნიშვნელოვან შემთხვევებში, რადგან IV მსოფლიო კრების მე-9 კანონის დადგენილებით, საეპისკოპოსო სასამართლო გარკვეულ დროს იხილავს ყველა სადავო საკითხს კლირიკოსთა შორის “კართაგენის 407 წლის კრების მე-9 კანონი. "“კართაგენის 407 წლის კრების მე-I0 კანონი) და ამიტომ ისინი არ საჭიროებენ ამისთვის იმპერატორის წინაშე შუამდგომლობის დაყენებას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით რაგვარი შეიძლება იყოს გარემოება, რომელიც გამოიწვევდა იმპერატორის საგანგებო ბრძანებულების აუცილებლობას საეპისკოპოსო კრების მოწვევასთან დაკავშირებით სასამართლოს საწარმოებლად. რამეთუ ცნობილია, რომ ეპისკოპოსთა კრებების მოწვევა ხდება ყოველწლიურად, უკიდურეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ მაინც, დასის წევრებთან დაკავშირებულ უკლებლივ ყველა საქმის გადასაწყვეტად.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ.12კართ.1596

PDF გვ. 222

კანონი 108

თუკი ვინმე, განყენებული საეკლესიო თანაზიარებისაგან აფრიკაში, გაიპარება ზღვისიქითა ქვეყნებში, რათა მიღებულ იქნეს ეკლესიასთან ერთობაში, ესევითარი, დაე, სამღვდელო დასისგან განიკვეთოს.“ (მოც. 12, 13; L მსოფ. 5; IV მსოფ. 1I,13; ტრულ. 17; ანტიოქ. 6,7,8,11; ლაოდ. 4I, 4; სარდ. 9; კართ. 23)

მოციქულთა მე-12 კანონის განწესების თანახმად, სასჯელს ექვემდებარება ყველა ის კლირიკოსი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ განყენებულია თავისი ეპისკოპოსის მიერ, გადავა სხვა ეპარქიაში და იქ შეწყნარებული იქნება. მასთან ერთად იგივე სასჯელი ეკუთვნის მის შემწყნარებელსაც. ამ კრების 23-ე კანონი განაწესებს, რომ არც ერთი ეპისკოპოსი და, მაშასადამე, არც ერთი კლირიკოსი, რომელიც აფრიკულ ეკლესიას მიეკუთვნება, არ უნდა გაემგზავროს იტალიაში და რომში განსატევებელი სიგელის გარეშე, რომელიც ამოწმებს, რომ ის არ არის განყენებული ეკლესიის ერთობიდან. ეფუძნება რა ზემომოყვანილ კანონებს, წინამდებარე კანონი აფრიკული ეკლესიის ყველა იმ კლირიკოსის დასიდან გარიცხვას განაწესებს, რომელიც, მიუხედავად განყენებისა, ფარულად გადავა „ზღვისიქითა ქვეყნებში“, ანუ იტალიაში, იმ მიზნით, რომ იქ მიიღოს ეკლესიასთან თანაზიარება. აქედან გამომდინარეობს, რომ ზღვის გაღმა მოღვაწე ეპისკოპოსი, რომელიც განსატევებელი სიგელის გარეშე შეიწყნარებს განყენებულ კლირიკოსს, თავად ექვემდებარება განყენებას, თანახმად ზემოთ მოყვანილი მოციქულთა კანონისა.

კანონი. 106 (119-120)

119. განჩინებულია: თუ ვინმე მოისურვებს სამეფო პალატში წასვლას, მაშინ ეს, აღინიშნოს რომის ეკლესიისადმი გასაგზავნ განტევების სიგელში, და იქიდან კიდევ მიილოს განტევების სიგელი სამეფო კარისადმი. ამისთვის, თუკი განტევების სიგელის მხოლოდ რომამდე მიმღები არ გაამხელს იმ საჭიროებას, რამაც იგი აღძრა სამეფო კარზე წასასვლელად, და მოისურვებს პირდაპირ მეფესთან მივიდეს, დაე, განყენებულ იქნეს ზიარებისაგან ხოლო თუ იქ, რომში, გამჟღავნდება ანაზდეული საჭიროება სამე- "კართაგენის 407 წლის კრების მე-11 კანონი. ფო კარზე მისვლისა, მაშინ, დაე, გამოუცხადოს ეს საჭიროება რომის ეპისკოპოსს, და წაიღოს მისგან წერილი. განტევების სიგელებში, რომლებიც კლირიკოსებს ეძლევათ უპირატესი, ანდა სხვა ნებისმიერი ეპისკოპოსისგან, აღინიშნოს აღდგომის დღე. ხოლო თუკი იმ წლის აღდგომის დღე ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ აღინიშნოს გასული წლის აღდგომის დღე, მსგავსად იმისა, როგორც საერო ჩანაწერებში წერენ ხოლმე: „შემდგომად კონსულობისა“.

120. განჩინებულია ესეც: ამ პატიოსანი კრებისაგან წარგზავნილი ადგილისმცველნი, დაე, ყოველივე იმას სთხოვდნენ ყოვლადდიდებულ მეფეებს, რასაც სასარგებლოდ მიიჩნევენ დონატისტებისა და ელინების, და მათი ცრუსარწმუნოების წინააღმდეგ."

(მოც. 12; ანტიოქ. II; სარდ. 7, 9; კართ. 97)

„კანონთა კრებულში“ წინამდებარე კანონი სრულიად საფუძვლიანად გაყოფილია ორ კანონად (119-ე და 120-ე) რამეთუ საუბარია ორ განსხვავებულ საკითხზე.

1) კანონი უკრძალავს ეპისკოპოსებს აუცილებელი საჭიროების გარეშე მიმართონ იმპერატორის კარს (იხ. სარდ. მე-7 და მე-9 კანონები); ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში კი მათ ეს უნდა გააკეთონ სხვა არანაირად, თუ არა მმართველი პირველეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის თანხმობით, და ამისათვის საგანგებო სიგელის მიღების შემდეგ (იხ. ანტიოქ. მე-11 კან). კართაგენის წინამდებარე კანონი ამტკიცებს ამ კანონებს და ამატებს შესაბამის განმარტებას. საუბარია ეპისკოპოსებსა და სხვა სასულიერო პირებზე, რომლებიც იმპერატორის კარზე მიემგზავრებიან, რომლის ტახტიც მაშინ რომში მდებარეობდა. ამასთან, კანონი განაწესებს თითოეული იმ პირისათვის, ვინც რომში მიემგზავრება, გაიცეს განსატევებელი სიგელი რომის ეპისკოპოსის სახელზე, რომელსაც, თავის მხრივ, ასეთივე სიგელი უნდა გაეცა უშუალოდ იმპერატორის კარზე მისასვლელად. თუკი რომელიმე სასულიერო პირი იმპერატორის სასახლეში ისე წარსდგებოდა, რომ წინასწარ არ წარუდგებოდა რომის ეპისკოპოსს, მაშინ ასეთ პირს კანონი განყენებას განუწესებს.

2) კანონის მეორე ნახევარში გამეორებულია ყველაფერი ის, რაც უკვე ნათქვამი იყო 97-ე კანონის მეორე პუნქტში იმ დელეგატებთან მიმართებით, რომლებიც წარიგზავნებიან იმპერატორის კარზე დონატისტებისა (იხ. 93-ე კან. და წარმართების საწინააღმდეგო ბრალდებით.

PDF გვ. 223

კანონი 109

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამ კრებაზე დადგენილ იქნა, რომ მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის მსჯავრით გამოტანილი გადაწყვეტილება ნუ იქნება მიღებული. “კართაგენის 407 წლის კრების მე-12 კანონი. ამ კრების საქმენი არ იქნა დაწერილი იმიტომ, რომ მასზე განიხილეს ადგილობრივი, და ბარა საერთო მნიშვნელობის საქმეები.”

წინამდებარე კანონის განწესება არასკმარისად ნათელია, როგორც ეს კარგად არის შემჩნეული რუსულ „კანონთა კრებულში“. ზონარას განმარტების თანახმად, კანონის აზრი ასეთია: როდესაც ორ ეპისკოპოსს ერთმანეთში დავა აქვთ, ან ერთერთი კლირიკოსი რაიმეში ბრალს დებს ეპისკოპოსს, მაშინ ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია თავისთავზე აიღოს საქმის გამოძიება და ეს საქმე უნდა გადაეცეს სამთავრო კრებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით სწორია ბალსამონის განმარტება, რომელიც მოყვანილია დასახელებულ „კანონთა კრებულში“, კერძოდ: „როდესაც ეპისკოპოსის მიერ გასამართლებული მღვდელი ამ განაჩენს ასაჩივრებს, მაშინ ეპისკოპოსმა არ უნდა დაიჟინოს თავისი გადაწყვეტილების სისწორე და არ ეცადოს მისი სისრულეში მოყვანა, არამედ: საქმე განსახილველად გადასცეს სრულ კრებას ან კანონებით განსაზღვრულ ეპისკოპოსთა სიმრავლეს“. თავის ასეთ განმარტებას ბალსამონი ხსნის კართაგენის ამავე კრების მე-11 კანონთან შესაბამისობაში.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.9კართ. I.2152096

PDF გვ. 224

კანონი 110

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამ დროს" გამოცემულ იქნა კანონი მასზედ, რომ თითოეულმა, დაე, თავისუფალი ნებით იტვირთოს ქრისტიანობის ღვაწლი.59?

წინამდებარე კანონი თავისი ტექსტის მიხედვით არ შეიცავს რაიმე კანონიკურ დადგენილებას. მისი აზრი შემდეგია: 409 წელს ატილა დაპყრობას უქადდა მთელ აფრიკის საკონსულოს. იმპერატორმა ჰონორემ, დაშინებულმა იმით, რომ მართლმადიდებლებისადმი სიძულვილით დონატისტებს შეიძლება ბუნტი მოეწყოთ და ამით ატილასათვის აფრიკის დაპყრობის შესაძლებლობა გაეადვილებინათ, გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც დონატისტებს სახელმწიფოში ისეთივე თავისუფლებით შეეძლოთ ესარგებლათ, როგორითაც მართლმადიდებლები სარგებლობდნენ. შემდეგ წელიწადს (410), როდესაც მტრის საფრთხემ განვლო, აფრიკელმა მამებმა დონატისტების წინაალმდეგ კრება მოაწყვეს, სადაც მოხდა იმის კონსტატირება, რომ ჰონორეს მხრიდან გამოიცა კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ პირს შეუძლია თავის თავზე აილოს ,,ქრისტიანობის ღვაწლი“, რაც ნიშნავს: ყველას ეძლევა თავისუფალი არჩევანი – იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ დონატისტი. ასეთია კანონი თავისი ტექსტით. ამ კანონიდან ზონარას სავსებით საფუძვლიანად გამოაქვს ქრისტიანული სარწმუნოების სწავლების ზოგადი კანონი. "კართაგენის 409 წლის კრების კანონიდან. "წინა კანონის მიღებიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ. "კართაგენის 410 წლის კრების კანონიდან. 2 26 უპისკოპოსი ნი კკოდიში (შილაშიპ „სათნოება უნდა იყოს არჩევითი და არა იძულებითი, არა უნებლიე, არამედ ნებსითი“? ამიტომ, ქრისტიანობის მიმღების მსურველმა ეს თავისუფლად უნდა გააკეთოს, თავისი კეთილი ნებით, და არა ძალადობითა და რაიმე პრაგმატული აუცილებლობით, რამეთუ რაც აუცილებლობითა და ძალდატანებით კეთდება, ის არ არის მტკიცე და მუდმივი. ამის საფუძველზე ნეოკესარიის კრებაც თავის მე-12 კანონში ამბობს, რომ სამღვდელო დასში არ შეიძლება ისეთი პირის მიღება, რომელმაც მიწიერი ხიფათის ასარიდებლად მიიღო ნათლისღება, რადგან ასეთი პირის რწმენა არ არის დარწმუნებულობის შედეგი, არამედ – იმწუთიერი აუცილებლობიდან გამომდინარე ნაბიჯი.“X

მსგავსი კანონები:მოც.80ნეოკეს.12კართ.99

PDF გვ. 225

კანონი 111

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კრება პელაგისა და კელესტის მწვალებლობის წინააღმდეგ. კართაგენის ეკლესიის წმინდა კრებაზე წარმდგარი ყველა ეპისკოპოსის მიერ, რომელთა სახელები და ხელმოწერები შეტანილია საქმეებში, აღიარებულ იქნა, რომ ადამი ღმერთს მოკვდავი არ შეუქმნია. ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ პირველქმნილი ადამიანი – ადამი მოკვდავი შექმნა ღმერთმა, ისე, რომ, გინდ შეეცოდა და გინდ – არა, მაინც მოკვდებოდა სხეულით, ანუ გამოვიდოდა სხეულიდან – არა სასჯელად ცოდვისათვის, არამედ ბუნებითი აუცილებლობით, – შეჩვენებულ იყოს."””

მსგავსი კანონები:III მსოფ.14კართ.110111112113114115116

PDF გვ. 226

კანონი 112

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე განჩინებულია: ვინც უარყოფს ყრმათა და დედის მუცლიდან ახლადშობილ ჩვილთა მონათვლის საჭიროებას, ანდა ამბობს, რომ თუმცა კი ისინი ნათელს-იღებენ ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ ადამის პირველქმნილი ცოდვისაგან არ მიიღებენ არაფერს, რისი განბანვაც აუცილებელი იქნებოდა მეორედ შობის ემბაზში (საიდანაც დაასკვნიდნენ, რომ ნათლისღების სახე ცოდვათა მისატევებლად გამოიყენება მათზე არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ მნიშვნელობით), შეჩვენებულ იყოს. რამეთუ ნათქვამია მოციქულის მიერ: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვს ცოდვალი სოფლად შემოკდა და ცოდვისა ძლით – სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5, 12), რაც უნდა გავიგოთ არა სხვაგვარად, არამედ მხოლოდ ისე, როგორც ეს ყოველთვის ესმოდა კათოლიკე ეკლესიას – ყოველგან განფენილსა და გავრცობილს. რამეთუ სარწმუნოების ამ კანონის მიხედვით, ყრმებიც, რომელთაც თავისით #კურსივი ჩვენია, – მთარგ. ##ათენის სინტაგმა, III, 559. ++“როგორც ეს, ისე შემდგომი შვიდი კანონი, 116-ის ჩათვლით, აღებულია კართაგენის 418 წლის კრების განწესებებიდან და შეადგენენ მის პირველ რვა კანონს. ჯერ არანაირი ცოდვის ჩადენა არ ძალუძთ, ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად, რათა მეორედ შობით განიწმიდონ იმისგან, რაც ძველი შობით მიულიათ.

მსგავსი კანონები:II მსოფ.14კართ. 109, III.116

PDF გვ. 226

კანონი 113

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულია ასევე: ვინც იტყვის, რომ მადლი ლღმრთისა, რომლითაც ჩვენ განვმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ნამდვილია მხოლოდ უკვე ჩადენილ ცოდვათა მისატევებლად, და ამის უმეტეს არ მოგვანიჭებს შეწევნას, რათა სხვა ცოდვები არ ჩავიდინოთ, ესევითარი, შეჩვენებულ იყოს. რამეთუ ღმერთის მადლი არამსოლოდ იმი ცოდნას გვაძლევს, თუ რისი ქმნა არის საჭირო, არამედ სიყვარულსაც შთაგებერავს, რათა იმის აღსრულებაც შეგვეძლოს, რასაც შევიცნობთ.

PDF გვ. 227

კანონი 114

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე, ვინც იტყვის, რომ იგივე მადლი ლმრთისა, რომელი არს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ იმისთვისაა, რომ არ ვცოდოთ, რადგან მისით გამოგვეცხადება და გვეძლევა ჩვენ ცოდვათა შეცნობა, რათა ვიცოდეთ, რას უნდა ვეძიებდეთ და რას – განვეშორებოდეთ, მაგრამ მისით არ გვეძლევა სიყვარული და ძალა იმის საქმნელად, რაც შეგვიცვნია, რომ უნდა ვაკეთოთ, – ესევითარი, დაე, შეჩვენებულ იყოს. რამეთუ როცა მოციქული ამბობს „მეცნიერება განალალღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს“ (1 კორინთ. 8, 1), მაშინ ძალზე უკეთური რამ იქნებოდა იმის რწმენა, რომ ჩვენი თავის ამაღლებისათვის გვაქვს მონიჭებელი საღმრთო მადლი, ხოლო აღშენებისათვის – არა; მაშინ, როდესაც ერთიცა და მეორეც ღმერთის საბოძვარია, ანუ იმის ცოდნაც, თუ რისი ქმნა გვმართებს, და სიყვარულიც სიკეთისა რომლის ქმნაც გვმართებს, რათა აღმშენებლობითი სიყვარულის დროს გონება არ ამპარტავნებდეს. რამეთუ, როგორც ღმრთისგანაა დაწერილი – მეცნიერებაი“ კაცთა „რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის (ფსალმ. 913, 10), და ასევე ესეც წერილ არს, რომ „სიყუარული ლღმრთისაგან არს“ (1 იოანე 4, 7).

მსგავსი კანონები:II მსოფ.14კართ.109110111113114115116

PDF გვ. 227

კანონი 115

ასევე განჩინებულ იქნა: ვინც იტყვის, რომ განმართლების მადლი ჩვენ იმისთვის მოგვეცა, რომ მადლის მეშვეობით უფრო მარჯვედ აღვასრულებდეთ იმას, რისი ქმნაც თავისუფალი ნებითაა შესაძლებელი, ისე, რომ, თითქოსდა, რომც არ მიგველო საღვთო მადლი, ჩვენ, მართალია, არცთუ მარჯვედ, მაგრამ მაინც უმისოდაც შეგვეძლებოდა ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულება, – ესევითარი, დაე, შეჩვენებულ იყოს. რამეთუ მცნებების ნაყოფთა შესახებ უფალმა ის კი არ თქვა, რომ უჩემოდ მარჯვედ ვერ შესძლებთ მცნებების აღსრულებასო, არამედ თქვა: „თკნიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5).

ი0II მსოფ. 1, 4; კართ. 109-112, 114, 116)

PDF გვ. 227

კანონი 116

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე განჩინებულ იქნა წმიდა მოციქულ იოანეს ნათქვამის გამო: „უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაი არა გუაქუს, თავთა თკსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაი არა არს ჩუენ თანა“ (1 იოანე 1, 8). ვინც ამას ისე გაიგებს, თითქოსდა მოციქული ამბობდეს: „თავმდაბლობისა გამო არაჯეროვანია თქმა იმისა, რომ ცოდვები არ გვაქვსო“, და არა იმის გამო, რომ ეს ჭეშმარიტად ასეა, - დაე, შეჩვენებულ იყოს. რამეთუ მოციქული განაგრძობს და დასძენს: „უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს მართალ, რაითა მოგკტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (1 იოანე 1, 9) აქ ძალზე ცხადად არის ნაჩვენები, რომ არამხოლოდ თავმდაბლობისა გამო ვაღიარებთ ცოდვებს, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ჭეშმარიტად გვაქვს. რამეთუ მოციქულს შეეძლო ეთქვა: „თუკი ვიტყვით, ცოდვა არა გვაქვსო, ამით თავს ალღვიმაღლებთ და თავმდაბლობა არ არის ჩვენშიო“, მაგრამ როცა მან თქვა: „თავს ვიცთუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“, მაშინ ამით ცხადად გვიჩვენა, რომ საკუთარ თავზე ვინც ამბობს, ცოდვები არ მაქვსო, ჭეშმარიტებას კი არ ამბობს, არამედ ცრუობს.

მსგავსი კანონები:II მსოფ. I.4კართ. 109-113, I.15116

PDF გვ. 228

კანონი 117

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე, განჩინებულ იქნა ესეც: ვინც იტყვის, რომ საუფლო ლოცვის აღვლენისას, როცა წმინდანები ამბობენ – „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი“ (მათე 6, 12), საკუთარი თავისთვის კი არ ღაღადებენ, არამედ თავიანთ ერში მყოფი სხვა (ცოდვილებისთვისო, რამეთუ თავად მათ უკვე აღარ ესაჭიროებათ ცოდვათა მიტევებაო, და რომ წმინდანთაგან თითოეული განკერძოებით თავისთვის კი არ შესთხოვს – მომიტევე მე ჩემი თანანადებნი, არამედ მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნიო, ისე, რომ მართლის ეს ვედრება სხვისთვის უფროა ალვლენილი, ვიდრე თავად მისთვისო, – ესევითარი, დაე, შეჩვენებულ იყოს. წმინდა და მართალი იყო მოციქული იაკობი, როცა თქვა: „ფრიად ვსცთებით ყოველნივე“ (იაკ. 3, 2). რამეთუ რისთვის არის დართული ეს სიტყვა – „ყოველნივე“, თუ არა იმისთვის, რომ ეს აზრი თანახმიერი იყოს ფსალმუნთან, რომელშიც ვკითხულობთ: „და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი“ (ფსალმ. 142, 2), და ბრძენი სოლომონის ლოცვასთან: „არა არს კაცი, რომელმან არა გცოდოს შენ“ (მესამე მეფ. 8, 46); და წმინდა იობის წიგნის სიტყვებთან: „პელსა შინა ყოვლისა კაცისასა დანიშნავს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჯყსი უძლურებაი“ (იობ. 37.7). ამიტომაც, ამგვარადვე, წმინდა და მართალი დანიელ წინასწარმეტყველიც თავის ლოცვაში მრავლობით რიცხვში ღაღადებს – „ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განესდეგით, და მიევსდეგით მცნებათაგან შენთა, და მსჯავრთაგან შენთა“ (დან. 9, 5) და მისთანები, რასაც იგი იქ თავმდაბლად და ჭეშმარიტებით აღიარებს. ხოლო ვინმეს რომ არ ეფიქრა – თავის ცოდვებზე კი არა, უფრო თავისი ერის ცოდვებზე ლაპარაკობსო, მან თქვა: „და მერმე მზრახველობასაღა ჩემსა და მლოცველობასა, და აღმსაარებლობასა ცოდუათა ჩემთა, და ცოდუათა ერისა ჩემისა ისრაელისათა, და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღვთისა ჩემისა“ (დან. 9, 20); არ უნდოდა ეთქვა: ცოდვანი ჩვენნიო, არამედ თქვა ცოდვანი ერისა ჩემისაო და ცოდვანი ჩემნიო, რადგან წინასწარმეტყველი თითქოსდა ჭვრეტდა, რომ ამგვარი ადამიანები, ამის ცუდად მზრახველნი, გამოჩნდებოდნენ.

მსგავსი კანონები:III მსოფ.14კართ. 109-1I.14116

PDF გვ. 228

კანონი 118

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნა ესეც: ვინც ჰგონებს, რომ საუფლო ლოცვის სიტყვებს - „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი“? – წმინდანები წარმოთქვამენ თავმდაბლობით, მოითმენდა და არა – ჭეშმარიტებით, იმ მლოცველს, რომელიც – შეჩვენებულ. იყოს. რამეთუ ვინ ადამიანებს კი არა, თვით უფალს ეცრუვებოდა? ანუ თავისი ბაგეებით იტყოდა – ცოდვების მოტევება მინდაო, გულით კი საპირისპიროს იტყოდა – არა მაქვს ცოდვები, რომელთა მოტევებაც მესაჭიროებაო.

ყველა რვა ზემომოყვანილი კანონი (109-116) შეიცავს პელაგიანური სწავლების ცალკეული პუნქტების განსჯას. ამ სწავლებისა და მისი მთავარი მოძღვრების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ III მსოფლიო კრების 1 კანონის განმარტებაში. კართაგენის კრების (418 წლის) მიერ პელაგიანელობის დაგმობის შესახებ, არსებობს ეპისტოლე – „ავრილიოსის ეპისტოლე ბიზანცენისა და არბუტიანის სამთავროების ყველა ეპისკოპოსს, პელაგისა და კელესტის დაგმობის შესახებ“, რომელიც პაპ ადრიანე I-ის მიერ 774 წელს კარლოს დიდისადმი გაგზავნილ კანონიკურ კრებულში შედის.

მსგავსი კანონები:II მსოფ.ფშ I.4ყ კართ.109110111112113

PDF გვ. 229

კანონი 119

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მანამდე რამდენიმე წლით ადრე, ამ ეკლესიაში, სრული კრების მიერ განჩინებულ იქნა, რომ განსაზღვრული არსებული ეკლესიები, რომლებიც დონატისტების შესახებ კანონების გამოცემამდე კათოლიკე გახდნენ, განეკუთვნონ იმ საყდრებს, ვისი ეპისკოპოსების მიერაც იქმნენ შეგონებულნი დაბრუნებოდნენ კათოლიკე ერთიანობას, ხოლო კანონების გამოცემის შემდეგ შემოერთებულნი იმავე საყდრებს განეკუთვნონ, რომელთაც დონატისტების მხარეზე ყოფნისას ეკუთვნოდნენ. მაგრამ რადგანაც შემდგომში ეპისკოპოსებს შორის წარმოიშვებოდა და წარმოიშვება ბევრი ცილობა და უთანხმოება საზღვრების გამო, რომელთა უწინდელი მოწყობა არასრულვყოფილად მიიჩნეოდა, ამიტომ ამჟამად ამ წმინდა კრებაზე განვაჩინებთ: თუ სადმე იყო კათოლიკე ეკლესია და იქვე დონატისტების მხარეზე გადასული სხვა ეკლესია, და ისინი სხვადასხვა საყდრებს განეკუთვნებოდნენ, მაშინ რა დროსაც არ უნდა მომხდარიყო ან მოხდეს იქ შეერთება, კანონების გამოცემამდე თუ შემდეგ, – დაე, იმ საყდარს ეკუთვნოდეს, რომელსაც ძველთაგანვე ეკუთვნოდა იქ მყოფი კათოლიკე ეკლესია.?

მსგავსი კანონები:ყართ.47576667686991929394118119124

PDF გვ. 229

კანონი 120

მასზედ, თუ როგორ გაინაწილებენ ეპარქიებს ერთმანეთს შორის კათოლიკე ეპისკოპოსები და დონატისტების მხრიდან მოქცეულნი.

გაინაწილებენ ასე: თუ ეპისკოპოსები დონატისტებისაგან კათოლიკე ერთიანობისაკენ მოიქცევიან, მაშინ თანაბრად გაინაწილონ ერთმანეთს შორის ამ მდგომარეობაში მყოფი საზღვრები, რომლებშიც ამა თუ იმ ქვეყნის ერია; ანუ ზოგი ადგილები მიეცეს ამ ეპისკოპოსს, სხვანი კი – მეორეს, ისე, რომ ეპისკოპოსობაში უფროსი ანაწილებდეს, უმცროსი კი – ირჩევდეს. ხოლო თუკი საქმე ერთ ადგილს შეეხება, დაე, იმას გადაეცეს, ვისთანაც უფრო ახლომდებარე აღმოჩნდება ხოლო თუკი თანაბარ სიახლოვეში იქნება ორივე საყდართან, დაე, იმასთან გადავიდეს, ვისაც ერი აირჩევს. თუ მოხდება, რომ ძველთაგანვე კათოლიკე-მართლმადიდებელი ქრიატიანები თავის ეპისკოპოსს მოითხოვენ, ხოლო დონატის მსრისგან მოქცეულნი – თავისას, მაშინ, დაე, მეტი რაოდენობის ერისგან არჩევანს მიეცეს უპირატესობა ერის ნაკლები რაოდენობის არჩევანთან შედარებით. ხოლო თუ ორივე მხარე ამრჩევთა თანაბარი რაოდენობისა აღმოჩნდება, დაე, ადგილი მიეწეროს უპირატესი ეპისკოპოსის საზლვრებს. თუ რამდენიმე ადგილი იქნება, რომლებშიც ორივე მხარის ერია, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდება მათი თანაბრად გაყოფა, რადგან იმ ადგილების რიცხვი არაა თანაბარი, მაშინ, პირველად, თანაბარი რაოდენობისანი იქნეს გაყოფილი, მერმე კი დარჩენილ ადგილის მიმართ ისე მოიქცნენ, როგორც ზემოთაა ნათქვამი ერთი ადგილის შესახებ მსჯელობისას."”

ფართ. 47, 57, 66-69, 91-94, 117, 119, 124) "კართაგენის 418 წლის მე-9 კანონი. ""კართაგენის 418 წლის მე-10 კანონი. კართაგენის ნშინდა პდგილოზბრივი კრეშის კჰნონეშზი 231

PDF გვ. 230

კანონი 121

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: თუ ვინმემ, კანონების გამოცემის შემდეგ, მოაქცია რომელიმე ადგილი კათოლიკე ერთიანობისაკენ და შემდეგ სამი წლის განმავლობაში თავის მმართველობაში ეპყრა, და არავის მოუთხოვია იგი მისთვის, მაშინ, ამის შემდეგ, დაე, ნუ ჩამოერთმევა მას ეს ადგილი, თუკი, ამასთან, ამ სამი წლის განმავლობაში არსებობდა ეპისკოპოსი, რომელიც მოვალე იყო მოეთხოვა, მაგრამ დუმდა. ხოლო თუკი არ იყო ასეთი ეპისკოპოსი, მაშინ, დაე, ეს ნუ შეექმნება დაბრკოლებად ამ ადგილის შეყვანის მოთხოვნას სამრევლოთა სიაში; მაგრამ როცა დაქვრივებული კათედრა ეპისკოპოსს მიიღებს, დაე, მიეცეს მას ნება მოითხოვოს ეს ადგილი სამი წლის განმავლობაში. ამგვარადვე, თუკი დონატისტების მხარის ეპისკოპოსი კათოლიკე ეკლესიისაკენ მოიქცევა, სამრევლოების ნუსხა, დაე, ნუ ექმნება მას საძრახისად განსაზღვრულ ვადამდე; ხოლო მოქცევის დღიდან უფლება აქვს სამი წლის განმავლობაში ეძიებდეს თავისი საყდრის კუთვნილ ადგილებს."

ზემომოყვანილი სამი კანონი (117-119) ეხება დონატისტებს, რომელთა შესახებაც იხ. ამ კრების 47-ე კანონის განმარტება.

მსგავსი კანონები:კართ.47376667686991929394117118124

PDF გვ. 231

კანონი 122

განჩინებულ იქნა ესეც: თუკი ზოგიერთი ეპისკოპოსები, სხვა ეპისკოპოსთა განჩინების გარეშე მოითხოვენ სამრევლოებს, რომლებსაც თავიანთი საყდრის კუთვნილად მიიჩნევენ, მაგრამ განავრცობენ ძალაუფლებას სხვა ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარებულ ერზე, გაუთვალისწინებლად იმისა, აქვს თუ არა იმ ერს ამის სურვილი, – ესევითარნი, დაე, დაისაჯონ თავიანთი საქმის დაკარგვით. ანუ, თუ ზოგიერთებმა ჩაიდინეს ეს, და თუ ეპისკოპოსებს შორის საქმე არ დასრულდა შეთანხმებით, არამედ ჯერ კიდევ დავა აქვთ მასზე, მაშინ, დაე, ჩამოერთვას სადავო ადგილი იმას, ვის მიმართაც დამტკიცდება, რომ ზურგი აქცია ეკლესიის მსაჯულებს და შეჭრა მოახდინა. ნუ აცთუნებს ვინმე საკუთარ თავს იმით, რომ პირველი ეპისკოპოსისაგან აქვს სიგელი იმ ადგილის თავის დაქვემდებარებაში მიღებაზე, რამეთუ გინდ ჰქონდეს სიგელი და გინდაც არა, მაინც, დაე, მიმართოს იმას, ვისაც ეს ადგილი თავის მმართველობაში აქვს და მისგან მიიღოს სიგელი, რათა ცხადი იყოს, რომ მას მშვიდობიანად გადაეცა სადავო ეკლესია. ხოლო თუკი ის ეპისკოპოსიც განაცხადებს თავის უფლებას, მაშინ ესეც მსაჯული ეპისკოპოსების მიერ გადაწყდეს, რომელთაც ან "კართაგენის 418 წლის მე-11 კანონი. პირველი ეპისკოპოსი დაუნიშნავს მათ, ანდა თავად ისინი აირჩევენ მეზობელი ეპისკოპოსებისაგან.?

ძი მსოფ. 6; IV მსოფ. 9, 17; ტრულ. 252)

წინამდებარე კანონის მიზანია აღმოფხვრას ზოგიერთ საეპისკოსო სამთავროსა და სამწყსოს საზღვრებთან დაკავშირებით ეპისკოპოსთა შორის წარმოქმნილი გაურკვევლობა. ასეთ გაურკვევლობებს განსაკუთრებით ხშირად ჰქონდა ადგილი დონატისტებთან დავის შედეგად. კანონი განაწესებს, რომ არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გაავრცელოს თვითნებურად თავისი უფლება რომელიმე სამრევლოზე, რომელიც ფაქტიურად სხვა ეპისკოპოსის დაქვემდებარებაშია. თუკი ეპისკოპოსი ჩათვლის, რომ აქვს უფლება ამ სამრევლოზე, მაშინ უნდა მიმართოს ეპისკოპოთა კრებას და გადაწყვეტილებას დაელოდოს. ესე იგი, თუ თვითნებურად მოიქცა, ისჯება პატივის ჩამორთმევით, ანუ ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ კარგავს სადავო სამრევლოზე ყოველგვარ შემდგომ უფლებას. შესაბამისად, წინამდებარე კანონის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არავის აქვს უფლება თვითნებურად (ან აღძრას ამისთვის მრევლი), უკანონო გზით მიითვისოს რამე ადგილი საეპისკოპოსო მართვისათვის, რომელიც სხვისი ხელმწიფების ქვეშ არის, რადგან, – როგორც ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს, – სამოქალაქო კანონებითაც კი, უნდა ჩამოერთვას საკუთრება იმას, ვისაც თვითნებურად სურს მისი მიტაცება-+” შემდეგ, კანონი ამატებს, რომ რომელიმე ადგილის დასასაკუთრებლად, რომელიც ფაქტიურად სხვისი ხელმწიფების ქვეშ იმყოფება, არ არის საკმარისი სამიტროპოლიტო სიგელი, რომელიც მას ამ ადგილზე უფლებას მისცემდა, არამედ საჭიროა ასეთი სიგელი სადავო ადგილის მმართველი ეპისკოპოსისგანაც მიიღოს. თანაც, ამ უკანასკნელმა თავის სიგელში უნდა დაამოწმოს, რომ პირველმა სწორად (ანუ, როგორც კანონი ამბობს – „მშვიდობიანად“) დაიკავა ის ეკლესია, რომელზედაც თავის უფლებებს აცხადებდა. თუკი ეპისკოპოსი, რომელიც ფაქტიურად მართავს სადავო სამრევლოს, ახალ დასაბუთებებს წარმოადგენს თავის სასარგებლოდ, მაშინ ეს არგუმენტები, – კანონის განწესების თანახმად, – უნდა განიხილოს ამაზე რწმუნების მქონე ეპისკოპოსების სასამართლომ.

PDF გვ. 231

კანონი 123

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: თუკი ზოგიერთნი არ გულმოდგინებენ თავიანთი საყდრის კუთვნილი ადგილების მოსაყვანად კათოლიკე ერთიანობაში, დაე, მხილებულ იქნენ მეზობელი გულმოდგინე ეპისკოპოსების მიერ, რათა არ გადაიდოს ეს საქმე. ამიტომ, თუკი ამის თაობაზე მოთათბირებიდან ექვსი თვის განმავლობაში არაფერს მოიმოქმედებენ, მაშინ ამის შემდეგ ის ადგილები იმ ეპისკოპოსს გადაეცეს, ვისაც შეუძლია მათი ეკლესიისთვის ფაქტიურად მოპოვება. მაგრამ, თუკი ის, ვისაც აღნიშნული ადგილები "კართაგენის 418 წლის მე-12 კანონი. "ათენის სინტაგმა, III, 578. თავის კუთვნილებად მიაჩნია, დაამტკიცებს, რომ გარკვეული მოსაზრებით უმჯობესად ჩათვალა ჯერ არ ემოქმედა, რათა მწვალებელი ეპისკოპოსების მოქცევას აპირებდა უშფოთველად, ხოლო ამასობაში სხვა ეპისკოპოსმა დაასწრო მას ეს მოქმედება, – ანუ მწვალებელი ეპისკოპოსების განმგებლობასი არსებული ადგილების თავისი კათედრისათვის დაქვემდებარება, - მაშინ მსაჯული ეპისკოპოსების მიერ ამ საქმის განსილვის შემდეგ, ის ადგილები, დაე, დაუბრუნდეს მის საყდარს. როცა მსაჯული ეპისკოპოსები სხვადასხვა სამთავროებიდან უნდა იყვნენ, მაშინ მსაჯულებს ის უპირატესი ეპისკოპოსი დანიშნავს, რომლის სამთავროშიც მდებარეობს სადავო ადგილი. ხოლო თუკი საერთო თანხმობით მეზობელი ეპისკოპოსებისაგან აირჩევენ მსაჯულებს, მაშინ, დაე, ან ერთი იქნეს არჩეული, ან სამი. და თუ სამნი იქნებიან არჩეულნი და აღიარებულნი, მაშინ დაემორჩილონ ან ყველას გადაწყვეტილებას, ანდა – ორისას.?

წინამდებარე კანონი, ისევე, როგორც წინა, იხილავს დონატისტების მხრიდან აფრიკულ ეკლესიაში შექმნილ ვითარებას, და მიმართულია იმისკენ, რომ აღძრას ფხიზელი ეპისკოპოსები მთელი ძალისხმევის მოსაკრებად დონატისტების კათოლიკე (საყოველთაო) ერთობაში მოსაყვანად. თუ მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ამას ვერ შეასრულებენ, მაშინ, როგორც კანონი ამბობს, ისინი თავიანთ დაუდევრობაში უნდა იყვნენ მხილებულნი უფრო ქმედითი მეზობელი ეპისკოპოსების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურ კრებაზე, კათოლიკე ერთობისათვის მოშურნე ეპისკოპოსებმა უნდა შეახსენონ მათ თავიანთი ვალდებულებების შესახებ”% თუ ეს უკანასკნელნი არ გამოსწორდებიან ექვსი თვის განმავლობაში, ამ შეხსენების შემდეგაც, და არაფერს მოიმოქმედებენ ერთობის სასარგებლოდ, მაშინ ყველა ის ადგილი, რომლებიც მათ კათედრებს ეკუთვნის და ჯერ კიდევ მოწამლულია დონატისტების სწავლებით, უნდა გადავიდეს იმ სხვა ეპისკოპოსის მმართველობის ქვეშ, რომელსაც უნარი შესწევს წესრიგში მოიყვანოს ის, რაც მოოხრებული იყო მისი წინამორბედი ეპისკოპოსის დუდევრობით. თუმცაღა, კანონი უშვებს აღნიშნული განწესების მოქმედების შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ დადანაშაულებული ეპისკოპოსი ასე მოიქცა არა დაუდევრობით, არამედ იმ განზრახვით, რომ მან უარი თქვა გადამჭრელ ზომებზე, რათა შემდგომში უფრო იოლად და დანამდვილებით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, მიეღწია დონატისტების მოქცევისათვის. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა განსაჯოს ეს საქმე, საკმაოდ ნათლად არის კანონში გამოთქმული.

მსგავსი კანონები:მოც.58ტრულ.19სარდ.11ლაოდ. I.9კართ. 47, 71, I.23124

PDF გვ. 232

კანონი 124

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო, საერთო თანხმობით არჩეული მსაჯულებისგან, დაე, ნუ იქნება ნებადართული, რომ საქმე უმაღლეს სამსჯავროში გადაიტანონ. თუკი ვინ- "კართაგენის 418 წლის მე-13 კანონი. "იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 582. თ 3 4 უჰის გოპოსი ნი 4 ოდიში _(შილაშიპ მეზე მოიკვლევენ, რომ სიჯიუტით არ სურს დაემორჩილოს მსაჯულებს, მაშინ ამის შემტყობმა პირველი საყდრის ეპისკოპოსმა ამაზე გასცეს სიგელი, რომ ეპისკოპოსთაგან არავინ შეიწყნაროს იგი თანაზიარებაში, ვიდრე არ დამორჩილდება."

წინამდებარე კანონი ,„პიდალიონში“ განთავსებულია არა ცალკე კანონად, არამედ შეადგენს 121-ე კანონის დასკვნით ნაწილს (პიდალიონში 131-ეს), რაც ჩვენ სრულიად საფუძვლიანად მიგვაჩნია, რადგან ეს (122-ე) კანონი საუბრობს იმ მსაჯულების შესახებ, რომლებიც აირჩიეს 121-ე კანონში განხილული "საკითხის გადასაწყვეტად. ამასთანავე, ამტკიცებს ადრე გამოცემულ განწესებას (იხ. მე-15 და 96-ე კანონები) იმასთან დაკავშირებით, რომ არჩეული მსაჯულების მიერ ჩატარებული სასამართლოს შემდეგ, აღარ შეიძლება უმაღლესი სასამართლოსთვის მიმართვა (სასჯელის მუქარით). წინამდებარე კანონი რომ 121-ე კანონის შემადგენელი ნაწილია, ამას აჩვენებს აგრეთვე სიტყვა „ხოლო“, რომლითაც ეს (122-ე) კანონი იწყება.

მსგავსი კანონები:მოც.5874II მსოფ.6IV მსოფ.9კართ.1596100

PDF გვ. 233

კანონი 125

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი არ იზრუნებს ეკლესიისათვის აღნუსხული კუთვნილებისა და მწვალებლების მიერ მითვისებული კათედრების დაბრუნებაზე, მაშინ, დაე, შეაგონონ მას გულმოდგინე მეზობელმა ეპისკოპოსებმა და მიუთითონ მის უდიერებაზე, რათა თავის მართლება ვეღარ შესძლოს. ხოლო თუკი შეგონების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, იმავე ეპარქიაში მყოფი, თავს არ იდებს მზრუნველობას კათოლიკე ერთიანობაში დასაბრუნებლად, ესევითართან ნუ ექნებათ თანაზიარება, სანამ არ აღასრულებს ამას, ხოლო თუკი არ მოვა ამ ადგილებში თანამდგომი საერო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც მოვალეა დაეხმაროს ეპისკოპოსს. იხ. ამავე კრების 93-ე კან.ე, მაშინ ეპისკოპოსს ნუ შეერაცხება ბრალად უმოქმედობა.""

მსგავსი კანონები:მოც.58ტრულ.19სარდ.11კართ. 47, 57, 7I.121122124

PDF გვ. 234

კანონი 126

ხოლო თუ დამტკიცდება, რომ ესევითარმა ცრუდ აჩვენა ხსენებულთა, ანუ დონატისტების თანაზიარების შესახებ, თქვა რა, რომ ისინი ზიარებას შეუდგნენ, მაშინ, როცა, როგორც დამტკიცებულია, არ შედგომიან, და მანაც იცოდა ამის შესახებ, – ესევითარი, დაე, ეპისკოპოსობასაც მოაკლდეს.??

(მოც. 58; ტრულ. 19; სარდ. 11; კართ. 47, 27, 71, 121-123) "კართაგენის 418 წლის მე-14 კანონი. ""კართაგენის 418 წლის მე-15 კანონი. #»++“კართაგენის 418 წლის მე-16 კანონი.

ორივე ეს კანონი (123-ე და 124-ე) კავშირშია ორ წინა კანონთან (121-ე და 122-ე) და ამატებს ზოგიერთ დაზუსტებას დონატისტების მოქცევასთან დაკავშირებით იმაზე, რაც ამის შესახებ უკვე ითქვა ამ კრების 121-ე კანონში.

PDF გვ. 234

კანონი 127

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნა ესეც: თუ მღვდლები, დიაკვნები და სხვა დაბალი წოდების კლირიკოსები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ეპისკოპოსების გადაწყვეტილებით საკუთარი საქმეების თაობაზე, მაშინ, დაე, მეზობელმა ეპისკოპოსებმა მოუსმინონ მათ, და მათი შეპასუხებები გადაწყვიტონ მათ მიერ არჩეულებმა საკუთარი ეპისკოპოსების თანხმობით ხოლო თუკი მათგანაც მოისურვებენ საქმის გადატანას უმაღლეს სამსჯავროში, დაე, გადაიტანონ, ოღონდ მხოლოდ აფრიკის კრებებზე, ანდა თავიანთი სამთავროების უპირატეს ეპისკოპოსებთან. ზღვის იქით საქმის გადატანის მსურველი კი, ნუ იქნება თანაზიარებაში მიღებული.”

იხ. კართაგენის 28-ე კანონის განმარტება.

მსგავსი კანონები:II მსოფ.6IV მსოფ.9ანტიოქ.4კართ. 10, II.121415202328105

PDF გვ. 235

კანონი 128

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: თუკი აუცილებლობის გამო, როდესაც საქმე ქალწულის უბიწოებას ეხება: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება ის მოიტაცოს მავანმა მასზე ძლიერად შეყვარებულმა ან მავანმა მოძალადემ, ანდა თავად ქალწული გრძნობს სასიკვდილო საშიშროებას და ამ მიზეზით მისი მშობლები ან მეურვე თხოვნით მიმართავს ეპისკოპოსს, შემოსოს იგი, ან უკვე შემოსა ლმერთისადმი შეწირულთა შესამოსელით ოცდახუთი წლის ასაკამდე, რათა არ გარდაცვლილიყო მონოზვონობის ხატის მიუღებლად, – ასეთ შემთხვევაში, დაე, ნუ განუწესებს მას სასჯელს კრების დადგენილება, რომლის მიერაც განისაზღვრება შემოსვისასთვის დადგენილი ეს ასაკი."”

კრების დადგენილება, რომელსაც წინამდებარე კანონი მოიხსენიებს, იმასთან დაკავშირებით, რომ 25 წლამდე ასაკის ქალწული არ შეიძლება სამონოზვნო ხარისხში იქნეს აყვანილი, სხვა არაფერია, თუ არა იპონის 393 წლის კრების დადგენილება, წინამდებარე კანონი კი უშვებს მოხსენიებული განწესებიდან გადახვევას იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე ქალწულის უბიწოებას საფრთხე ემუქრება, ანდა, როდესაც სიკვდილის პირას არის და თვითონ, ან მისი მშობლები, ან "კართაგენის 418 წლის მე-17 კანონი. ""კართაგენის 418 Vწლის მე-18 კანონი. მეურვეები ივედრებიან, რომ წყალობის ღირსყონ იგი და არ დაუშვან მისი სიკვდილი სამონოზვნო წესის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, კანონი ნებას რთავს ეპისკოპოსს, რომელსაც უფლება აქვს მონოზვნად აღკვეცოს ქალწულები, და რომლის ნებართვის გარეშეც საერთოდ ვერავინ გახდება მონოზონი” შეიწყნაროს ქალწული და შემოსოს იგი სამონოზვნო შესამოსელით მანამდე, ვიდრე 25 წელი შეუსრულდებოდეს; ეპისკოპოსის ასეთი ქმედება, მსგავს შემთხვევაში, განკითხვას არ ექვემდებარება. თუმცაღა, აქ, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ ტრულის კრების მე-40 და ბასილი დიდის მე-18 კანონები და, ამასთან, სახელმძღვანელოდ გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო გვიანდელი განწესება, ანუ – ტრულის კრების დასახელებული კანონისა.

იმ ექვსი კანონის გარდა (1, 29-33), რომლებიც ნამდვილად ამ კრებამ (419 წლისამ) მიიღო, წინამდებარე (126-ე) კანონი არის ბოლო – აფრიკული ეკლესიის წინანდელი კრებების კანონებს შორის, რომლებიც განიხილა და მიიღო კართაგენის ამ (419 წლის) კრებამ მთელი აფრიკული ეკლესიისათვის. ყველა ეს კანონი წაიკითხეს და მიიღეს კრების პირველ სხდომაზე, 419 წლის 25 მარტს. იმის გამო, რომ ყველა წმინდა მამისთვის (რიცხოვნობით – 217), რომლებიც აქამდე კრებაზე იყვნენ, ძნელი იყო კართაგენში ყოფნის გაგრძელება კიდევ ზოგიერთი საკითხის გადასაწყვეტად, ამიტომ დადგინდა, რომ მუშაობის საბოლოო დამთავრებამდე დარჩენილიყო 15 ეპისკოპოსი, დანარჩენებს კი ნება მიეცათ თავ-თავიანთ ეპარქიებს დაბრუნებოდნენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას შეიცავს შემდეგი, 127-ე კანონი.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.16ტრულ.440კართ.61644ბასილი დიდის.18

PDF გვ. 235

კანონი 129

141. მთელ კრებას სათნოდ მიაჩნია, რომ იმისთვის, რათა დიდხანს არ შეყოვნდეს კრებაზე მოსული ყველა ეპისკოპოსი, თითოეული სამთავროდან არჩეულ იქნეს სამ-სამი მსაჯული.

142. ზოგიერთ საქმეთა დასრულების შემდეგ, როცა ბევრი ეპისკოპოსი წუხდა სხდომათა გაჭიანურების გამო, რომ სხვა საქმეები დასამთავრებელი იყო, მათ კი აღარ შეეძლოთ დარჩენა, რადგან თავიანთ ეკლესიებში დაბრუნებას ჩქარობდნენ, – მთელმა კრებამ ინება, რომ თითოეული სამთაგროდან არჩეულნი ყოფილიყვნენ ისინი, რომელნიც უნდა დარჩენილიყვნენ კრებაზე სსვა საქმეების დასამთავრებლად, და ესეც აღსრულდა."

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველი მიტროპოლიიდან აირჩიეს სამ-სამი წარმომადგენელი, გარდა ტრიპოლის ეპარქიისა, საიდანაც ერთი წარმომადგენელი დატოვეს (ხ. მე-14 კან). ყველა ამ წარმომადგენელს, ავრილიოსის თავმჯდომარეობით უნდა დაესრულებინა კრების საქმე.

ამ, 127-ე კანონის შემდეგ, „კანონთა კრებულის წიგნში“ კიდევ ერთი კანონია, სადაც ნათქვამია, რომ ბევრი ეპისკოპოსი ჩიოდა კართაგენში შემდგომი ყოფნის "ის, ბალსამონის განმარტება, III, 592. "კართაგენის 418 წლის მე-19 კანონი. სიძნელეებზე, რის გამოც მათ ადგილზე კრებაზე დასასწრებად აირჩიეს შესაბამისი თანაშემწეები, ანუ ძირითადად კვლავ საუბარია იმაზე, რაც უკვე ითქვა წინა (141- ე) კანონში. ეს კანონი დასახელებულ თხზულებაში შედგენილია ამ კრების შემდეგი სხდომის (419 წლის 30 მაისის) შესავალი სიტყვის დასკვნითი ნაწილიდან.»

PDF გვ. 236

კანონი 130

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველას მიერ განჩინებულია: რადგანაც კრებების უწინდელ დადგენილებებში არის განჩინება იმ პირთა შესახებ, რომელთაგანაც არ უნდა იქნეს მიღებული შესმენა დასის წევრებზე, მაგრამ ზუსტად არ არის აღნიშნული, თუ რომელ პირთაგან არ მიილონ ის, - ამისთვის განვაჩინებთ, რომ უმართებულოა შესმენის მიღება იმ პირისაგან, ვინც განყენებულია ზიარებიდან და დასმენის მომენტში კვლავაც განყენებაში რჩება, – იქნება ის კლირიკოსი თუ ერისკაცი.

წინამდებარე კანონში მოხსენიებულია „დასის წევრები“, რომელთა წინააღმდეგაც გარკვეული პირისგან არ შეიძლება მიღებულ იქნეს საჩივარი. დასის ამ წევრებს შორის პირველ ადგილზე დგას ეპისკოპოსი, რის გამოც ეს კანონი შეგვიძლია მოვიყვანოთ კართაგენის მე-8 კანონთან კავშირში. რომელშიც მოხსენიებულია მხოლოდ ეპისკოპოსები, რომელთა წინააღმდეგაც ზოგიერთ პირს არა აქვს საჩივრის შეტანის უფლება. მისი (მე-8 კანა მიხედვით, ეპისკოპოსზე საჩივარი არ მიიღება არაკეთილზნეობრივი და საზოგადოებაში უწესოდ მიჩნეული პირისგან, მაშინ, როდესაც ამ (128-ე) კანონის თანახმად იგივე ეკრძალება ყველა იმ პირს (კლირიკოსი იქნება თუ ერისკაცი), რომელიც დასჯილია ეკლესიასთან ერთობის მოკლებით.

წინამდებარე კანონში არ არის ნათქვამი, საერთოდ ეკრძალებათ თუ არა განყენებულთ რამე სახის საჩივრის შეტანა კლირიკოსების წინააღმდეგ. თუმცა ეს განწესებულია სხვა კრების მიერ, რომელიც კართაგენის კრებამდე დიდი ხნით ადრე შედგა, კერძოდ, მეორე მსოფლიო (კონსტანტინოპოლის პირველი) კრების მე-6 კანონით, რომელიც ასხვავებს რა ერთმანეთისგან კერძო სახის საჩივარს საეკლესიო ხასიათის საჩივრისაგან, განაწესებს, რომ დასის წევრის მიმართ პირველი სახის საჩივრის შეტანა ნებისმიერს შეუძლია, დამოუკიდებლად მისი სარწმუნოებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, რადგან, როგორც მოხსენიებული კანონი ამბობს, „ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი ჰპოვოს – რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი“. ხოლო როდესაც საქმე ეკლესიური ხასიათის ბრალდებას ეხება, მაშინ აუცილებელია მხედველობაში მიღებულ იქნეს ბრალმდებლის პიროვნება და ამასთან შესაბამისობაში გადაწყდეს, მიიღონ თუ არა მისგან საჩივარი. ამ აზრით უნდა გავიგოთ ის „შესმენა დასის წევრებზე“, რომლებზედაც საუბარია კართაგენის წინამდე- "ათენის სინტაგმა, III, 594-695. ბარე კანონში. ამავე საკითხზე საუბრობს ამ კანონთან კავშირში მეოფი შემდეგი (129-ე) კანონიც.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.921კართ.81930129130

PDF გვ. 237

კანონი 131

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განჩინებულ იქნა ესეც: არ იქნეს მიღებული შესმენები მონებისგან, ასევე, თავისუფლებაზე გაშვებულთაგან – თუ ისინი ყოფილ პატრონებს ასმენენ, და ყველა იმათგან, ვისაც სამოქალაქო კანონები არ უშვებს ბრალმდებლად; აგრეთვე – ვისაც უპატივობის ჩირქი აქვს მოცხებული, ანუ სამარცხვინო საქმეთა მოქმედთაგან და იმ პირთაგან, რომლებიც შეხებაში არიან ბილწ საქმეებთან; არც მწვალებელთაგან, არც ელინელთაგან |წარმართთაგან) და არც იუდეველთაგან. თუმცა, ყველა ამათ, ვისგანაც არ დაიშვება ამგვარი ბრალდება, დაე, ნუ წაერთმევათ საჩივრების “შემოტანის უფლება პირად საქმეებზე.

ამ კანონის მიჭანია, სამღვდელო დასის წევრების დაცვა იმ პირთა საჩივრებისაგან, რომლებიც საზოგადობის ყურადღებასაც არ იმსახურებენ; ასეთია ყველა ის პირი, რომლებიც სამოქალაქო კანონმდებლობითაც არ დაიშვებიან მბრალდებლებად. კანონი დასის წევრებზე საჩივრის მიღებას კრძალავს განსაკუთრებით იმ პირებისგან, რომლებსაც უპატივობის ლაქა ადევთ. თუ რაში მდგომარეობდა „უპატივობა“, ვინ და რისთვის ექვემდებარებოდა პატივის ჩამორთმევას – „ინფამიას“, ამ თემებზე ჩვენ ვისაუბრეთ კართაგენის კრების 62-ე კანონის განმარტებაში. ყველაფერი, რაც იქ ითქვა იმ პირთა შესახებ, რომლებსაც არა აქვთ საჩივრის შეტანის უფლება სასულიერო პირების წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება მანამ, სანამ ისეთი პირები იარსებებენ, ვისაც ეს ეკრძალება. ის, რაც კანონში მოხსენიებულ პირებს ეხებათ, მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღების პერიოდში, როცა ჯერ კიდევ მონობა არსებობდა, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ახლანდელ დროშიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს განწესება იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მიიღებოდეს სამღვდელო დასის წევრებზე საჩივრები იმ პირთაგან, რომლებიც „შეხებაში არიან ბილწ საქმეებთან“.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6IV მსოფ.921კართ.81930128130

PDF გვ. 238

კანონი 132

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ ესეც: როცა სამღვდელო დასის წევრებზე ბევრი ბრალდებაა წარმოდგენილი, მაშინ თუ პირველი მათგანი არ დამტკიცდა საგანგებო გამოკვლევის მიუხედავად, მაშინ სხვა ბრალდებები ნუ იქნება მიღებული.

წინამდებარე კანონი მჭიდრო კავშირშია ამავე კრების 128-ე და 129-ე კანონებთან, თუ ვინმე ერთი და იგივე სასულიერო პირის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საჩივარს შეიტანს და პირველი მათგანი, როგორც მტკიცებულების არმქონე, უარყოფილი იქნება, მაშინ ბრალმდებელი, კანონის განწესების თანხმად, არ უნდა დაიშვას სხვა საჩივრების შესატანად. ეს გადაწყვეტილება იყო შედეგი იმისა, რომ ძველი კანონების მიხედვით, ბრალმდებელს, ჩვეულებრივ, წერილობითი განცხადება შეჰქონდა იმის თაობაზე, რომ მზად იყო დაუმტკიცებლობის შემთხვევაში თავად მიეღო ის სასჯელი, რომელიც, დამტკიცების პირობებში ბრალდებულს დაეკისრებოდა. ამ საეკლესიო სასჯელის გარდა, ბრალმდებელი ითვლებოდა უპატივოდ და, შესაბამისად, კარგავდა ვინმეს წინააღმდეგ საჩივრის შეტანის უფლებას. ხოლო თუ ის წინასწარ არ წერდა მოხსენიებულ განცხადებას, საჩივარი კი უსაფუძვლო აღმოჩნდებოდა, იგი ცილისმწამებლად ითვლებოდა და, შესაბამისად, საჩივრის შეტანაზე უფლებაჩამორთმეულად."

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6კართ.81930128129

PDF გვ. 238

კანონი 133

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მოწმეებად კი.ისინი, მიღება; ნურც ნუ. შეიწყნარებიან ისინი, ვისგანაც. არ. შეიძლება. შესმენების ვისაც თავად მომჩივანი წარმოადგენს თავისი სახლიდან. მოწმედ არ მიიღებიან, ასევე, თოთხმეტ წლამდე ასაკის მოზარდები."?

რაც შეეხება სამღვდელო დასის წევრების წინააღმდეგ მოწმეებს, მათ შესახებ საუბარია მოციქულთა 75-ე კანონში. იქ ნათქვამია, რომ ბრალმდებლად მხოლოდ მწვალებლები არ მიიღებიან; რა თქმა უნდა, იგულისხმება ის საქმეები, რომლებიც არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართლის სფეროს. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, მათში მონაწილეობის მისაღებად მწვალებლები დაშვებული არიან, როგორც ეს II მსოფლიო კრების მე-6 კანონიდან ჩანს, სადაც ბრალმდებლებზეა საუბარი. კართაგენის კრების წინამდებარე კანონი კი განაწესებს, რომ კლირიკოსების წინააღმდეგ მოწმეებად არ უნდა მიიღონ ის პირები, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ მათ წინააღმდეგ საჩივრის უფლება; ასეთებია ყველა ის პირი, რომლებიც ამ კრების 128-130 კანონებში მოიხსენიებიან. ყველაფერ თქმულს კანონი უმატებს, რომ მოწმეებად არ მიიღებიან ის პირები, რომლებსაც ბრალმდებელი თავისი შინაურებიდან წარმოადგენს, შემდეგ – არასრულწლოვანი პირები, ანუ, როგორც კანონი ამბობს, თოთხმეტ წლამდე ასაკის მოზარდები. შემდგომი საეკლესიოსამოქალაქო კანონმდებლობით ეს უკანასკნელი მოთხოვნა შეიცვალა და ახლანდელ დროში სწორედ ამის შესაბამისად უნდა ვიხელმძღვანელოთ.

კანონი 132 და 133 (1#7)

განვაჩინეთ ესეც: თუ ეპისკოპოსი ამბობს, რომ მავანმა მხოლოდ მის წინაშე აღიარა თავისი დანაშაული, ის კი არ აღიარებს ამას, მაშინ ეპისკოპოსი ნუ მიილებს საწყენად, რომ მხოლოდ მის სიტყვას არ ერწმუნნენ. ხოლო თუკი იტყვის, რომ თავისი სინდისის შეშფოთების გამო არ -··_ "იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 599. ".კორმჩაიაში“ ეს კანონი გაყოფილია ორ კანონად – 131-ე, 132-ე. სურს თანაზიარება ჰქონდეს არამღიარებელთან (132), მაშინ, სანამ ამ შემთხვევის გამო ზიარებიდან განყენებულს არ მიიღებს თანაზიარებაში მისი ეპისკოპოსი, მანამდე ამ ეპისკოპოსსაც ნუ შეიწყნარებენ თანაზიარებაში სხვა ეპისკოპოსები, რათა ამით უფრო გაფრთხილდეს ეპისკოპოსი, რომ არ თქვას ვინმეზე ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც სხვების წინაშე მტკიცებულებებით არ შეუძლია.

მსგავსი კანონები:მოც.75I მსოფ.2II მსოფ.6კართ.8193059128129130132

PDF გვ. 239

კანონი 134

„წამებასა ერთისა მოწამისასა ნუ თავს იდებთ კაცსა ზედა, რომელ წამებს ყოვლისავე უშჯულოებისათვს, და ყოვლისა ცოდვისათვს, რომლითა სცოდა რამეთუ პირითა ორისა და სამისა მოწამისათა, დაემტკიცების ყოველივე სიტყუა“ – ბრძანებს ძველათქმისეული წმინდა წერილი (მეორე შჯული, 19, 15). იგივეს გვაძლევს მცნებად იესო ქრისტე ახალ აღთქმაში (იხ. მთ. 8, 16; ინ. 8, 17) წმინდა წერილის ამ ძირითადმა განწესებამ, რომელიც ვრცელდება ყველაზე და თითოეულზე განურჩევლად, მათ შორის ეპისკოპოსებზეც, კანონიკური გამოხატულება ჰპოვა კართაგენის წინამდებარე კანონში. იგი უყურადღებოდ და უმნიშვნელოდ ტოვებს ერთი ეპისკოპოსის მოწმობას იმ “შემთხვევაში, თუ იგი ამბობს, რომ მავანმა მას აღსარება ჩააბარა დანაშაულის ჩადენის შესახებ, რისი აღიარებაც აღსარების ჩამბარებელს სასამართლოზე არ სურს. ასეთ შემთხვევაში, ამბობს კანონი, ეპისკოპოსი ნუ განაწყენდება, რომ მისი, ერთის მოწმობა არ იქნება სარწმუნოდ მიღებული, თუნდაც იგი გათქმის მიზეზად იმას ასახელებდეს, რომ სინდისი ნებას არ აძლევს დამნაშავესთან მისი დანაშაულებრივი საიდუმლოს ზიარი იყოს, რომელმაც მას პირისპირ მოუთხრო თავისი დანაშაულის “შესახებ, რამეთუ სახარების სწავლებით ორი ან სამი კაცის მოწმობით მტკიცდება საქმე (იხ. მთ. 18, 16; 2 კორ. 13, 1), ბალსამონი იხილავს ამ კანონის განწესებას ისეთ შემთხვევასთან კავშირში, როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი ამხელს ვინმეს აღსარებას, ანუ საიდუმლოდ ნათქვამ ცოდვას, და ამასთან დაკავშირებით იხსენებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ“ ლუკას (1156-1169) გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც მან მღვდელმსახურება აუკრძალა გიროტროფის მონასტრის იღუმენს, იმ მიზეზით, რომ მან თავისი სულიერი შვილის მიერ აღსარებაში ნათქვამი ცოდვა გააცხადა” ეს კანონი ისევე, როგორც მოხსენიებული პატრიარქის განჩინება, მოყვანილია დიდი კურთხევანის ნომოკანონის 120-ე კანონში, სადაც ნათქვამია შემდეგი: „სულიერი მამა, რომელიც ვინმეს აღმსარებლის ცოდვას მოუყვება, შემდეგ ეპიტიმიას იმსახურებს: სამი წელი მღვდელმსახურებიდან განყენებული იყვეს, “ათენის სინტაგმა, III, 604.

_ ეზიაროს მხოლოდ თვეში ერთხელ, და ყოველდღიურად ასი მეტანია გააკეთოს; სამოქალქო კანონი კი ამბობს, ასეთს ენა უნდა ამოეძროს“.- საიდუმლოს შენახვა, რომელსაც აღსარებაში ამბობენ, ახლაც უცილობელი კანონია ყოველი მღვდლისთვის.

მსგავსი კანონები:მოც.72კართ.131

PDF გვ. 240

კანონი 135

წინამდებარე კანონი ლოგიკურ კავშირშია წინასთან (132-ე) და წარმოადგენს მის დამატებას. დასკვნითი სიტყვიდან, უფრო მეტად კი 132-ე კანონის სათაურიდან ჩანს,7V,+ რომ მავანი, რომელმაც ეპისკოპოსს პირისპირ თავისი დანაშაული ამცნო, მის მიერ განყენებულ იქნა ეკლესიის ერთობიდან. ასეთი ქმედება თავისთავად უკანონოა, და სწორედ ამ უკანონობაზე საუბრობს წინამდებარე (133-ე) კანონი, კერძოდ, იგი განაწესებს, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ეკლესიასთან ერთობიდან განაყენებს ვინმეს იმ ცოდვისათვის, რომელიც მან აღსარებაში მოისმინა, თავად უნდა იქნეს იმავე სასჯელით დასჯილი სხვა ეპისკოპოსების მხრიდან და ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე თანაზიარებაში არ შევა იმ პირთან, ვინც უკანონოდ განაყენა. კანონში ის საფუძვლებიც არის ნახსენები, რომელთა ძალითაც გამოტანილია ასეთი განწესება. კერძოდ, ეპისკოპოსი უნდა იყოს წინდახედული და სანამ ვინმეს ბრალს დადებდეს და ზიარებიდან განაკანონებდეს, ამისთვის საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტები უნდა ჰქონდეს. თუკი დამტკიცდება, რომ ეპისკოპოსმა ეკლესიის ერთობიდან ვინმე მხოლოდ პირადი ანგარიშსწორებით განაკანონა, მაშინ ასეთი ეპისკოპოსი, VII მსოფლიო კრების მე- კანონის თანახმად, კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს.

წინამდებარე კანონით მთავრდება კართაგენის 419 წლის კრების მუშაობა. ამის შემდეგ, იმ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც შედგა აფრიკული ეკლესიის ეს დიდი კრება, ანუ აფრიკის ეკლესიების კრებების გადაწყვეტილებების რომში აპელაციასთან დაკავშირებით, გაგზავნილ იქნა ანკონის ეპისკოპოსის ფავსტინისა და რომის მღვდლების ფილიპესა და ასელას ხელით (ისინი ამ კრებაზე რომის ეპისკოპოსის ადგილისმცველებს წარმოადგენდნენ) ქვემოთ მოყვანილი ეპისტოლე რომის ეპისკოპოსთან.

”დიდი კურთხევანის ნომოკანონი (ოდესა 1872), გვ. 119. ნომოკანონში სამწლიანი ეპიტიმია. განსასღვრულია ერთ-ერთი ძველი კანონის თანახმად, რომელსაც ეფრემ ასურს მიაწერენ. რაც შეეხება სულიერი მოძღვრისთვის ენის ამოძრობის სასჯელს აღსარებაზე თქმული ცოდვის გათქმისათვის, ეს სარწმუნოა, რომ აღებული იყოს პროქირონიდან (XXXIX, 46; შდრ. კორმჩაიაში თავ. 48), სადაც ეს სასჯელი დაწესებულია ცრუმოწმეობისათვის.

"“ეპისკოპოსისათვის, რომელიც უზიარებლყოფს იმას, ვინც მხოლოდ მას უთხრა აღსარებაში თავისი დანაშაული“.

ეპისტოლე რომის ეკლესიის ეპისკოპოს ბონიფანტეს მიმართ, სრულიად აფრიკის პრებისგან, რომის ეკლესიის აღდგილისმცველთა – ეპისკოპოს ფავსტიანესა.

და ხუცესების – ფილიპესა და ასელის მეშვეობით გაგზავნილი უნეტარეს ბატონსა და უპატიოსნეს ძმას ბონიფაცის: ავრილიოსი, ვალენტინი, პირველი კათედრის ეპისკოპოსი ნუმიდიის ეპარქიაში, და სხვა ეპისკოპოსები, რიცხვით ორასჩვიდმეტნი, ჩამოსულნი სრულიად აფრიკის კრებაზე.

რადგანაც უფალს ენება, რომ იმის შესახებ, რაც ჩვენთან ერთად მოიმოქმედეს ჩვენმა უწმიდესმა ძმებმა – თანაეპისკოპოსმა ფავსტინემ და თანახუცესებმა ფილიპემ და ასელმა, ჩვენს მორჩილებას ეპასუხა არა ნეტარსსენებული ეპისკოპოსის ზოსიმესადმი, ვისგანაც მათ სიგელები და განაწესები მოგვიტანეს, არამედ შენი პატიოსნებისათვის, ვინაც, ღმერთის ნებით, მისი ადგილი დაიკავე, – ამიტომ ჩვენ ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ მოკლედ გამოგიცხადოთ ჩვენი ორმხრივი თანხმობით ალსრულებული, ისე, რომ არ შევეხოთ ყოველივე იმას, რასაც კრების საქმეთა ვრცელი გრაგნილები შეიცავენ და რაზეც ჩვენ დიდხანს ვჩერდებოდით, ვცდილობდით რა, ძნელი და ხანგრძლივი კამათებით, მაგრამ სიყვარულის შენარჩუნებით, შეგვეტანა აქტებში ყოველივე ის, რაც (ამ) საქმეს განეკუთვნება. და იგიც (ზოსიმა), ამ სხეულში რომ დარჩენილიყო, დიდი სიხარულით მიიღებდა, ჰოი, საყვარელო ძმაო, იმას, რასაც უფრო მეტი სიმშვიდით ალსრულებულად იხილავდა. ხუცესმა აპიარიუსმა, რომლის დადგინების, განკვეთისა და (კრებაზე) გამოძახების გამოც არამცირედი ჩოჩქოლი აღმოცენდა არამხოლოდ სიკსის ეკლესიაში, არამედ მთელ აფრიკაშიც, ყოველივეში შენდობა გამოითხოვა, რაშიც კი შეუცოდავს, და კვლავ მიღებაც თანაზიარებაში. მანამდე კი ჩვენმა თანაეპისკოპოსმა ურბან სიკსელმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოასწორა ის, რაც მას უნდა გამოესწორებინა ხოლო რადგანაც ეკლესიის სიმშვიდესა და უშფოთველობაზე ზრუნვა გვმართებდა არამხოლოდ აწინდელი, არამედ მომავალი დროისთვისაც, ამიტომ ჩვენ, იმის გამო, რომ ასეთი საქმეები უკვე ბევრჯერ წარმოშობილა და იმ მიზნითაც, რომ თავი დავიზღვიოთ მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე საქმეებისაგან, დავადგინეთ მღვდელ აპიარიუსის ჩამოშორება სიკსის ეკლესიიდან, მისთვის პატივისა და ხარისხის შენარჩუნებით, ისე, რომ მას, ჩვენგან სიგელის მიღების შემდეგ, შეძლებოდა ნებისმიერ სხვა ადგილას ემსახურა, თავისი სურვილისა და შესაძლებლობებისამებრ, და აღესრულებინა ყველაფერი ის, რაც მღვდლის წოდებას შეეფერება. ამაზე ჩვენ ყოველგვარი გართულების გარეშე დავთანხმდით თავად აპიარიუსის საკუთარი თხოვნისამებრ. მაგრამ მანამდე, სანამ საქმე მიყვანილი იქნებოდა ასეთ დაბოლოებამდე, ჩვენ, სხვათა შორის, იძულებულნი ვიყავით განგვეხილა სხვა საკითხებიც, რომლებიც ხანგრძლივ დავა-კამათში გვითრევდნენ.

რადგანაც საკითხების თვით არსობრიობა მოითხოვდა, რომ გვეთხოვა ჩვენი ძმებისთვის – ეპისკოპოს ფავსტინესა და თანახუცესების – ფილიპესა და ასელისათვის, შეეტანათ საეკლესიო აქტებში ის, რისი გაკეთებაც მათ დავალებული ჰქონდათ ჩვენთან ერთად, ამიტომ მათ ზოგიერთი რამ სიტყვიერად განგვიცხადეს და არა წერილობით, ხოლო როცა ჩვენ დაჟინებით მოვითხოვეთ მათ მიერ მოტანილი წერილობითი განაწესი (ინსტრუქცია), მათ წარმოადგინეს ის, და ეს განაწესი, ჩვენ წინაშე წაკითხვის შემდეგ, ჩართულ იქნა აქტებში, რომლებსაც ახლა მათი ხელით გიგზავნით. მათში შეტანილი იყო ოთხი პუნქტი, რომლებიც მათ უნდა განეხილათ ჩვენთან ერთად: პირველი – ეპისკოპოსების აპელაციების შესახებ რომის ეკლესიის პირველმღვდელმთავრისადმი, მეორე – მასზედ რომ, ეპისკოპოსები არ უნდა მიდიოდნენ სასახლეში, როცა მათ მოესურვებათ; მესამე - მასზედ, რომ მღვდლებისა და დიაკვნების საქმეები განხილულიყო მეზობელი ეპისკოპოსების მიერ; მეოთხე – მასზედ, რომ ეპისკოპოსი ურბანი უნდა მოკლებულ იქნას თანაზიარებას და, გარდა ამისა, გამოძახებულიც რომში, თუკი არ გამოასწორებს იმას, რაც გამოსწორებას მოითხოვს. ამ პუნქტებიდან პირველსა და მესამეზე, ანუ მასზედ, რომ ეპისკოპოსებს ნება მიეცეთ საჩივარი შეიტანონ რომში და რომ კლირიკოსთა საქმეები საბოლოოდ გადაწყვიტონ ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა, ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს ვიზრუნეთ განგვემარტა იმავე ღირსპატიოსნად ხსენებულ ეპისკოპოს ზოსიმესადმი გაგზავნილ ჩვენს სიგელებში; კერძოდ, მივწერეთ, რომ მისთვის ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ დავიცავთ და აღვასრულებთ ერთსაც და მეორესაც, – ვიდრე მოიძებნება ნიკეის კრების განჩინების ნამდვილი ნუსხები. ახლა კი თქვენს სიწმინდესაც ვთხოვთ, რომ როგორადაც ამაზე დადგენილ და განჩინებულ იქნა მამების მიერ ნიკეაში, იმგვარადვე აღსრულდეს ჩვენთანაც; მანდ კი თქვენთან, დაე, ის აღსრულდეს, რასაც ინსტრუქცია შეიცავს, კერძოდ: „თუ რომელიმე ეპისკოპოსზე შესმენა შემოვა, და გარშემო სამთავროების ეპისკოპოსები შეიკრიბებიან და ჩამოართმევენ მას ხარისხს, ის კი გადაიტანს საქმეს და რომის ეკლესიის უნეტარეს ეპისკოპოსს მიმართავს, ხოლო რომის მღვდელმთავარი ისურვებს მოუსმინოს მას და სამართლიანად აღიარებს მისი საქმის გამოძიების განახლებას, მაშინ ესეც უნდა დავადგინოთ, რომ კეთილად ინებოს “და მისწეროს იმ სამთავროს მოსაზღვრე ეპისკოპოსებს, რათა გულმოდგინედ და ზედმიწევნით ჩასწვდნენ ყველა გარემოებას და ჭეშმარიტებაში დარწმუნების შემდეგ წარმოთქვან მსჯავრი მოცემულ საქმეზე. ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, რომ მისი საქმე ხელმეორედ იქნეს მოსმენილი, და რომის ეპისკოპოსი მისი თხოვნით კეთილად განაგებს თავისი მლვდლები წარგზავნოს, მაშინ, დაე, ამ ეპისკოპოსის ხელმწიფებაში იყოს, რასაც უმჯობესად და საჭიროდ ჩათვლის ეპისკოპოსებთან ერთად საქმის განსჯისათვის, და წარგზავნოს გამომგზავნის ადგილის მონაცვლენი. ანდა თუ საკმარისად მიიჩნევს უკვე ჩატარებულ განხილვას და მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ეპისკოპოსის საქმეზე, დაე, ის განაჩინოს, რასაც თავისი უკეთილგონიერესი განსჯით სასიკეთოდ ჩათვლის“.

ასევე, მღვდლებისა და დიაკვნების შესახებ: „თუ აღმოჩნდება რომელიმე ეპისკოპოსი, მიდრეკილი მრისხანებისაკენ (რასაც ასეთ კაცში ადგილი არ უნდა ჰქონდეს) და ანაზდად, მღვდელზე ან დიაკონზე განრისხებული, მოისურვებს ვინმეს გაძევებას ეკლესიიდან, – ჯერ-არს სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ესევითარი მაშინვე არ იქნეს განსჯილი და თანაზიარებისგან განყენებული. ყველა ეპისკოპოსმა წარმოთქვა: დაე, განკვეთილს უფლება ჰქონდეს იმ სამთავროს სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსს მიმართოს, ხოლო თუ სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსი არ იმყოფება ადგილზე, მიმართოს საკუთარ ეპისკოპოსს და ევედროს, რომ გულმოდგინედ იქნეს გამოძიებული მისი საქმე. რამეთუ არ უნდა დავხშათ სასმენელნი მთხოვნელის წინაშე. ხოლო იმ ეპისკოპოსმა, რომელმაც სამართლიანად თუ უსამართლოდ განაძევა ესევითარი, სულგრძელად უნდა დაითმინოს, რომ საქმე გამოძიებულ იქნეს, და მისი განაჩენი ან დამტკიცდეს, ან გამოსწორდეს“. სწორედ ეს კანონები, ნიკეის კრების სარწმუნო ეგზემპლარების მიღებამდე, იქნა შეტანილი ჩვენი კრების საქმეებში და თუ კი იქ მართლაც არსებობს ეს კანონები, რომლებსაც შეიცავს ჩვენთვის სამოციქულო კათედრიდან მოვლინებული ძმების მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციები, და ასეთი წესია დაცული თქვენთან იტალიაში, მაშინ ჩვენ არანაირად არ უნდა გვაიძულონ იმის მიღება, რისი გახსენებაც კი არ გვსურს; მაგრამ გვწამს, რომ ჩვენი უფალი ღმერთის წყალობით, სანამ შენი სიწმინდე წინამძლვრობს რომის ეკლესიას, ჩვენ არ მოვითმენთ ასეთ ქედმაღლური უფლების განცხადებას (მოთხოვნას), პირიქით, ჩვენთან მიმართებაში დაცული იქნება, ძმური სიყვარულით და ყოველგვარი შედავების გარეშე ჩვენი მხრიდან, ის კანონები, რომელთა აღსრულებასაც, შენთვის უზენაესის მიერ მოცემული სიბრძნითა და სამართლიანობით, შენ თავადაც აუცილებლად მიიჩნევ, თუკი სხვა რამეს არ შეიცავს ნიკეის კრების კანონები. რამეთუ, ჩვენ მრავალი წიგნი ვნახეთ და ნიკეის კრების (კანონების) არც ერთ ლათინურ ეგზემპლარში (ასლში) არ წაგვიკითხავს ისინი იმ სახით, როგორითაც გამოგზავნეს ზემოხსენებულ ინსტრუქციაში; მაგრამ, არ გვქონდა რა შესაძლებლობა მოგვეძია აქ თუნდაც ერთი ბერძნული ეგზემპლარი, ჩვენ საგანგებოდ ვიზრუნეთ, რომ ისინი აღმოსავლეთის ეკლესიებიდან ჩამოეტანათ, სადაც, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განწესებათა დედნების მოძიება ამჟამადაც შესაძლებელია. ამიტომაც გევედრებით თქვენს ღირსპატიოსნებას, რათა ინებო და შენი სახელითაც მისწერო იმ ქვეყნების მღვდელმთავრებს, ანუ ანტიოქიის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლისა და სხვა ეკლესიებს, თუ შენი სიწმინდისთვისაც სათნო იქნება, რათა იქიდან გამოგვიგზავნონ ნიკეაში წმინდა მამების მიერ დადგენილი კანონები. და შენც, უპირატესად, შეგეფერება ასეთი კეთილმოქმედება აღმოუჩინო ლვთის შეწევნით დასავლეთის ეკლესიებს. რამეთუ, აბა, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ბერძნებთან ჩატარებული ნიკეის კრების ყველაზე სარწმუნო ნუსხა სწორედ ისინი იქნება რომლებიც სხვადასხვა სახელოვანი ეკლესიებიდან ჩამოტანისა და ერთურთთან “შედარების შემდეგ თანახმიერნი აღმოჩდება? ხოლო სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავიცავთ ყოველივე იმას, რასაც ზემოხსენებული ინსტრუქცია (განაწესი) შეიცავს ეპისკოპოსთა აპელაციების შესახებ რომის ეკლესიის მღვდელმთავრებთან და კლირიკოსთა საქმეების განხილვის შესახებ მათი ოლქების ეპისკოპოსებთან, და ვსასოებთ, რომ შენი ნეტარება ღვთის ნებით შეგვეწევა ამაში. სხვა ყველაფერზე კი, რაც გაკეთდა და დამტკიცდა ჩვენს კრებაზე, თუ ინებებთ, მოახსენებენ თქვენს სიწმინდეს ზემოხსენებული ძმები – ჩვენი თანაეპისკოპოსი ფავსტიანე და მღვდლები ფილიპე და ასელი, რადგან მათ კრების ყველა საქმე თან მოაქვთ.

და ხელი მოაწერეს: უფალმა ჩვენმა მრავალ წელს გვიმყოფოს შენი თავი, საყვარელო ძმაო.

ასევე ხელი მოაწერეს: ალიპიუსმა, ავგუსტინემ, პოსიდიუსმა, მარინმა და სხვა ეპისკოპოსებმა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აფრიკის საკონსულოს მღვდელი აპიარიოსი, სხვადასხვა დანაშაულის გამო, თავისმა ეპისკოპოსმა ურბან სიკსელმა განკვეთა. მაშინ მან შუამდგომლობით მიმართა რომის ეპისკოპოსს განაჩენის გაუქმებაზე. რომის ეპისკოპოსმა ზოსიმემ მიიღო აპიარიოსის საჩივარი და ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში კართაგენელ მამებს მისწერა თავისი უფლების შესახებ, რომლის ძალითაც, მისი აზრით, შეეძლო გადაეხედა აფრიკელის ეკლესიების მიერ განხილული საქმე და საკუთარი გადაწყვეტილება გამოეტანა. თავისი უფლების არგუმენტად მას მოჰყავდა სარდიკიის კრების კანონები, რომლებიც ზოსიმეს ნიკეის I მსოფლიო კრების კანონად მიაჩნდა. ამასთანავე, იგი სთხოვდა აფრიკელ მამებს დაწვრილებით ეცნობებინათ განსახილველი საქმის შესახებ, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა თავისი განაჩენი არგუმენტირებულად გამოეტანა. ზოსიმემ ეს ეპისტოლე აფრიკელ მამებს ზემოთ დასახელებული თავისი ადგილისმცველების ხელით გაუგზავნა. ამ მიზეზით შედგა ეს, 419 წლის კრება. იმის შესახებ, თუ რა სამუშაო ჩაატარა ამ კრებამ და რატომ იქნა ეპისტოლე მომზადებული, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების 1 კანონის განმარტებაში. ამასობაში ზოსიმე გარდაიცვალა; მისი ადგილი ბონიფანტემ დაიკავა (418-422) და აფრიკელეთა მიმართ თავისი წინამორბედის მსგავსი პოზიცია დაიკავა. ამდენად, აფრიკელმა მამებმა ბონიფანტეს ეპისტოლე გაუგზავნეს ზოსიმეს ეპისტოლეს პასუხად; ისინი მას მოკლედ აცნობებენ კრების მუშაობის შედეგებს. აპიარიოსთან დაკავშირებით კი წერენ, რომ თუმც ნება დართეს მას მღვდლის პატივით ესარგებლა, – რადგან აღიარა თავისი შეცდომები, მოინანია და შენდობა ითხოვა, – მაგრამ ისინი ითხოვენ, რომ მან დატოვოს სიკსის ეკლესია და რომელიმე სხვა ეკლესიაში გადავიდეს. ზოსიმეს მიერ წამოჭრილ საკითხს რაც შეეხება, რომში აპელაციასთან დაკავშირებით, აფრიკელი მამები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე არ შევლენ ისინი კამათში, სანამ არ მიიღებენ I მსოფლიო კრების კანონების დედანს, რომელსაც ზოსიმე ეყრდნობოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მიიღებენ, დაიცავენ იმ წესს, რაც იქნება იმ კანონებით განწესებული. იმავდროულად, ისინი თხოვენ ბონიფანტეს მიმართოს აღმოსავლეთს და იქ მოიძიოს აღნიშნული კრების კანონების დედანი.

რამდენიმე თვის შემდეგ, კართაგენში მიიღეს ნიკეის კრების ნამდვილი აქტები კანონების იმავე რიცხოვნობით და იგივე ტექსტით, როგორც ეს მანამდე იყო დაცული კართაგენში და რომელიც სავსებით პასუხობს ჩვენს ახლანდელ ტექსტს და კანონების რიცხვს. ეს აქტები, რომლებიც „კორმჩაიაში“ 136-ე და 137-ე კანონებს შეადგენენ, ბონიფანტეს გაეგზავნა 419 წლის 26 ნოემბერს.”

დაუდგრომელი მღვდელი აპიარიოსი, მას შემდეგ, რაც სიკსიდან გაემგზავრა, დასახლდა თაბრაკენელებთან, მაგრამ იქ კვლავ დანაშაულები ჩაიდინა და მეორედ იქნა განკვეთილი. ამის შემდეგ, 423 წლის ბოლოს, კვლავ რომში გაემგზავრა აფრიკელი მამების გადაწყვეტილებაზე საჩივრით. რომის ეპისკოპოსი ამჯერად კელესტინე იყო, რომელმაც ბონიფანტეს შემდგომ დაიმკვიდრა კათედრა. მან მიიღო აპილიაროსი, დაუბრუნა მას ყველა ჩამორთმეული უფლება და კართაგენის სასულიერო ხელისუფლების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, იგი ეპისკოპოს ფავსტიანეს თანხლებით და საკუთარი დადგენილებით – სადაც იგი ამ მღვდლის წინააღმდეგ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აუქმებდა – კართაგენში გამოამგზავრა. კართაგენში მაშინვე შეუდგნენ ამ საქმის განხილვას და დამთავრებისთანავე კელესტინეს გაუგზავნეს შემდეგი ეპისტოლე:

ეპისტოლე აშრიპის კრებისა პელესტინეს, რომის პაპს საყვარელ მეუფეს და უპატიოსნეს ძმას პელესტინეს:

აჭრილიოსი, პალატინოსი, ანტონიოსი, ტუტიოსი, სმრგუსდელი, ტერენტიოსი და სხვანი ყოველნი, პოჭნილნი პართაბენის საერთო პრებაჯე როგორადაც თქვენმა სიწმიდემ გამოხატა სიხარული აპიარიოსის ჩამოსვლის გამო წერილითურთ, გამოგზავნილით ჩვენი თანამწირველის – ლეონის მეშვეობით, ასევე ჩვენც ვისურვებდით, რომ ამავე სიხარულით იყოს გამოგზავნილი ეს წერილიც მის გასამართლებლად. რამეთუ ჭეშმარიტად ჩვენი განწყობაც და თქვენიც უცხო იყო უნდობლობისა, და გამომცდელი როდი იყო იგი, თავდაპირველად იმის სასარგებლოდ მიდრეკილი, ვისაც უკვე თითქოს მოუსმინეს, მაშინ როცა ჯერ არ უნდა დაკითხულიყო. ამრიგად, როცა ჩამოვიდა ჩვენთან უწმინდესი ძმა და თანამწირველი ეპისკოპოსი ჩვენი – ფავსტინე, ჩვენ კრება მოვიწვიეთ, და ვგონებდით, რომ იგი "ათენის სინტაგმა, III, 615-617. აპიარიოსთან ერთად წარმოგზავნილი იყო იმისთვის, რომ როგორადაც მისი მცდელობით იქნა აღდგენილი მღვდლობაში, ასევე ახლაც შესძლებდა მისივე მზრუნველობით გამართლებას ესოდენ ბრალდებათაგან, თაბრაკინის მცხოვრებლებმა რომ წაუყენეს. მაგრამ ჩვენმა მრავალრიცხოვანმა კრებამ იმდენად ბევრი ურჯულოება ჰპოვა აპიარიოსის თავს, რომ მათ გადასძალეს ზემოხსენებული ფავსტინეს მცდელობა, თუმცა ის მფარველობა უფრო იყო, ვიდრე სამსჯავრო, და ეკდიკისათვის დამახასიათებელი მეოხმყოფელობა უფრო, ვიდრე გამომეძიებლისათვის ჩვეული სამართლიანობა. რამეთუ, პირველად, ფავსტინე ძალზე დაუპირისპირდა მთელ კრებას, მიაყენა რა მას სხვადასხვა შეურაცხყოფა, რათა, ვითომცდა, რომის ეკლესიის უპირატესობანი დაეცვა, და სურდა რა, რომ ჩვენ მიერ თანაზიარებაში ყოფილიყო მიღებული აპიარიოსი, რომელიც თქვენმა სიწმიდემ შეიწყნარა თანაზიარებაში, დაუჯერა მის ჩივილს, რისი დამტკიცებაც მას არ შეეძლო; თუმცა, ესეც ნაკლებად დაეხმარა მას, რასაც უკეთ შეიტყობ, თუკი კრების საქმეებს წაიკითხავ. რამეთუ, როცა სამი დღის განმავლობაში მძიმედ მიმდინარეობდა სამსჯავრო, რომელზეც ჩვენ შემუსრვილნი გამოვიძიებდით აპიარიოსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მაშინ ღმერთმა, მართალმა მსაჯულმა, ძლიერმა და მრავალმოთმინემ, ანაზდად აღკვეთა ჩვენი თანაეპისკოპოსის – ფავსტიანეს მიერ საქმის გაჭიანურება და თვით აპიარიოსის გერგილიანი თავისმართლებანი, რომლებითაც ის ცდილობდა დაეფარა თავისი სამარცხვინო ურჯულოებანი. ამაო გახდა დასანანი და საძაგელი სიჯიუტე და ურცხვი გამოუტეხლობა, რომლითაც აპიარიოსს სურდა დაეფარა ესოდენ მრავალი ავხორცული საქმის ჭაობი. რამეთუ, როცა ღმერთმა ჩვენმა შეაჭირვა მისი სინდისი და ყოველთა ადამიანთა წინაშე გამოამჟღავნა მის გულში დაფარული, თითქოსდა უკვე განკითხული დანაშაულობათა თვით სისაძაგლით, მაშინ ამ მზაკვრულად გამოუტეხელისაგან ანაზდად ამოხეთქა აღიარებამ მისადმი წაყენებულ ყველა ბრალდებაში, და ბოლოს მან ნებაყოფლობით თავადვე ამხილა საკუთარი თავი ყველა, ძლივს დასაჯერებელ სიბილწეებში, და ამგვარად თვით ჩვენი იმედიც, რომელსაც ჩვენ მასზე ვამყარებდით, გვსურდა რა, რომ მას განეწმიდა თავი ესოდენ სამარცხვინო ლაქებისაგან, გლოვად მიაქცია. ესოდენი ჩვენი მწუხარება მან მხოლოდ ერთი და ერთადერთი ნუგეშით შეარბილა, – იმით, რომ ჩვენც გაგვათავისუფლა გამუდმებული ჭმუნვის სიმძიმისაგან, და თავის საკუთარ წყლულებსაც, თუმც კი უნებლიეთ და თავის სინდისთან ჭიდილით, ბოლოსდაბოლოს განუმზადა კურნება თავის აღიარებაში. ამრიგად, პირველ ყოვლისა, აღვასრულებთ რა შესაფერის პატივმოგების ვალს, გევედრებით, მეუფეო და ძმაო, რომ მომავალში ადვილად არ მიუშვებდე შენს სმენამდე აქედან მოსულთ, და ნუ ინებებ ჩვენ მიერ განკვეთილების თანასაზიარებლად შეწყნარებას, რამეთუ შენი ღირსება მარჯვედ პოვებს, რომ სწორედ ეს ნიკეის კრების მიერაც არის განჩინებული. რამეთუ თუკი ეს წესი ეგზომ არის დაცული დაბალი წოდების სამღვდელოთა და ერისკაცებთან მიმართებით, მაშინ რაოდენგზის უფრო მეტად ნებავს კრებას, რომ

მსგავსი კანონები:მოც.1216283275I მსოფ.5VII მსოფ.4ანტიოქ.4620სარდ.131415კართ.910112029132

PDF გვ. 241

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.