ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
კირილე ალექსანდრიელის კანონები · ტ. II (2011)
წინათქმა
L50 უჟპის კოპოსი ნი აჯოდიში (შილაშიპ (I მსოფ. 12; IV მსოფ. 16; ტრულ. 102; ანკვირ. 5; ბასილი დიდის 74; გრიგოლ ნეოკესარიელის 3)
ვინმე ევსტათიამ თეოფილეს აცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქ გემინოიში ვინმე კირადია ბინძური ფულის მაქინაციებით იყო დაკავებული და ამ მისეზით გემინოიელმა მღვდლებმა ის ეკლესიის ერთობიდან განაყენეს. თეოფილე იწონებს მღვდლების გადაწყვეტილებას; თუმცა, როცა დარწმუნდა, რომ მოხსენიებულმა კირადიამ მიატოვა ცოდვითი საქმიანობა და ეკლესიასთან ერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა, იგი წერს მმართველ ეპისკოპოს მინას (სწორედ ეს წერილი შეადგენს წინამდებარე კანონს), რომ მან გამოიყენოს ძალისხმევა ამ დედაკაცის მოსაქცევად და მისი მხრიდან გულწრფელი მონანიების შემთხვევაში, მიიღოს უკან, ეკლესიის წიაღში. წინამდებარე კანონი მოჰყავთ გრიგოლ ნოსელის მე-8 კანონის განმარტებაში ზონარასა და ბალსამონს იმ მიზნით, რომ აჩვენონ თუ რაოდენი ძალა ჰქონდა ჯერ კიდევ IV საუკუნის საეკლესიო პრაქტიკაში გრიგოლ ნეოკესარიელის მე-3 კანონს მომხვეჭელობის წინააღმდეგ.
პანონი წმინდისა მამისა ჩვენისა პირილესი, ალექსანდრიის მთაჭარეპისპოპოსისა.
პანონიპური ეპისტოლე ანტიოქიის პატრიარქ დომნოს მიმართ
PDF გვ. 450
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: როდესაც ჩვენი ყკოველი საქმე ღვთისსათნო წესების დაცვით ხორციელდება, მასინ ის ვერ იქნება ჩვენში შფოთის წარმოშობის მიზეზი, პირიქით, სხვათა საყვედურს გვაცილებს თავიდან; უფრო მეტიც, კეთილმოაზროვნეთა მოწონებასაც გვახვეჭინებს. ვინ არ დაეთანხმება მიუკერძოებულ შეფასებას, როცა მას ვინმე სამართლიანად გამოთქვამს? ამას ვწერ ახლა, როდესაც შენმა კეთილმსახურებამ თავის წერილში, – რომელიც მოგვემართება მე და მის ყოვლადღირსებასა და უკეთილმსახურეს ძმასა ჩვენსა და თანაეპისკოპოს პროკლეს, – პეტრეს უწოდა ყოვლადკეთილკრძალული და ღვთის უსაზღვროდმოსიყვარულე ეპისკოპოსი. ის კი, ამ დროს, გოდებს და თავის თავს უსამართლოდ ჩამოშორებულად მიიჩნევს მისთვის რწმუნებული ეკლესიისგან. ჯეროვანი კი იქნებოდა მღვდლობის სახელი თავის საქმესთან ერთად ჰქონოდა, ან თუ ღირსი არ არის ღვთის სამსხვერპლოს წინაშე წარდგომისა, მაშინ არც ეპისკოპოსის წოდებით ყოფილიყო პატივდებული. შეიძლება ჩემი სიტყვა შენს ლვთისმოყვარეობას მოეჩვენოს სასტიკი და ძმურ სიყვარულს მოკლებული, მაგრამ სინამდვილეში ის ასეთი არ არის. რამეთუ ჩვენ ვფიქრობთ ლმობიერნი ვიყოთ მოხუცის მიმართ, როცა მისთვის გვსურს მხოლოდ წოდების შენარჩუნება, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა სხვა რამეზეც მიგვექცია ყურადღება: იგი ამბობს, რომ თავის გამართლება შეუძლია, მაგრამ ამაზე მას დრო არ მიეცა, და არც არავინ შესთავაზა საქმის განხილვა კანონებთან შესაბამისობაში. საქმე რომ გამოძიებულიყო, მაშინ იმხილებოდა მასში დამნაშავე, დამტკიცებული და აღიარებული, და ამიტომ უკვე ვეღარ შეძლებდა ელაპარაკა როგორც განაწყენებულს, ან კიდევ, გარკვევით გამოჩნდებოდა მისი უდანაშაულობა, რაც დაუბრუნებდა მას მისთვის მინდობილი ეკლესიის მმართველობას. იმის გამო, რომ ასეთი არაფერი ჩატარებულა, იგი ლღალადებს ყველაფერ ამის წინააღმდეგ. და ჩივის, რომ აუტანელი გულისტკივილი განიცადა, რამეთუ არასწორად განკვეთეს. დასძენს აგრეთვე, რომ ყველაფერი, რაც საკუთარი ებადა, წაართვეს მას. ამდენად, შენი ღირსება მიიღებს რა საგულისხმოდ, თუ რას ითხოვს საღმრთო კანონები, და რა შეშვენის ეკლესიასა და წმინდა მსახურებისათვის მასში დადგინებულთ, ამასთან, პატივს მიაგებს რა ჩვენს წერილსაც, გვჯერა, რომ შეუშრობს ცრემლებს მოხუც კაცს. ხოლო თუკი მოინდომებს იგი სასამართლო განსჯას იმათთან, რომლებმაც მის წინააღმდეგ ბრალდება აღძრეს, დაე, გასამართლდეს მიღებული ჩვეულების თანახმად შენი კეთილმსახურების წინაშე, ცხადია, შენი ქვეშევრდომი უკეთილმსახურესი ეპისკოპოსების თანდასწრებით, იმათ გარდა, რომლებსაც ვერ მიიღებს, როგორც ბრალდების მხარეს. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რომელიმე უკეთილმსახურეს ეპისკოპოსს ძმის წინაშე მტრული აზრები ჰქონდეს, მაგრამ იმ მიზნით, რომ ეს არ აღმოჩნდეს საბაბი დანიშნული სასამართლოს ძალაში ეჭვშესატანად, თითქოს მისი შემადგენლობა არ იყო სამართლიანი, ამიტომ ოდნავადაც არ იქნება შეურაცხმყოფელი, თუკი ზოგიერთები, მათ მიუკერძოებლობაში შეტანილი ეჭვის გამო, არ დაესწრებიან სასამართლო კრებას.
ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა კირილემ, ეპისკოპოს პეტრესთან დაკავშირებით, რომელსაც საეპისკოპოსო კათედრა ჩამოართვეს, მისწერა კანონიკური ეპისტოლე ანტიოქიის მთავარეპისკოპოს დომნოს. მანამდე, პეტრეს საქმის შესახებ, დომნომ თავად მიმართა კირილეს, ასევე – პროკლეს, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს, და დაინტერესდა მათი აზრით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დომნოს ამ შეკითხვას კირილემ უპასუხა ეპისტოლეთი, რომელიც შეადგენს ამ და შემდგომ ორ (მე-2 და მე-3) კანონს. მოხსენიებული ეპისკოპოსი პეტრე ჩიოდა იმის შესახებ, რომ კათედრა უსამართლოდ ჩამოართვეს, იმავდროულად – მთელი თავისი ქონება, და იმისათვის, რომ ეს უკანონო ქმედება გაემართლებინათ, გადადგომა გამოსძალეს. ამ საჩივრის პირველი პუნქტის პასუხს წარმოადგენს წინამდებარე კანონი, რომელიც თვით ტექსტის შინაარსით საკმაოდ ნათელია.
მოხსენიებულ პეტრეს, როგორც ჩანს, დაატოვებინეს კათედრა კანონიერი სასამართლო განხილვის გარეშე, ამიტომ კანონის დასაწყისში კირილე აღნიშნავს, რომ ყოველი საქმე ისე უნდა წყდებოდეს, როგორც ამას კანონები განაწესებს, რამეთუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ყოველგვარი გაუგებრობების თავიდან #5 2 უპის 'გოპოსი ნი სოდიში (შილაშიპ აცილება ეკლესიაში და მაშინ აღარ წამოიჭრება პეტრესთან დაკავშირებული საქმის მსგავსი გაურკვეველი საკითხები, პირიქით, ყველაფერში ფრიადი წესრიგი იქნება და ვერავინ გაბედავს იჩივლოს, როდესაც დაინახავს, რომ თითოეული საქმე სამართლიანად და კანონის გზით წყდება. ამასთან, კირილე გაკვირვებას გამოთქვამს, თუ როგორ შეეძლო დომნოს მოხსენიებული პეტრესთვის ეპისკოპოსი ეწოდებინა, როდესაც ამ უკანასკიელს თავის მმართველობაში ეკლესია არ გააჩნდა. ეს მნიშვნელოვანი შენიშვნაა. რაკი ეპისოპოსი ეპისკოპოსად იწოდება, ის სინამდვილეშიც ასეთი უნდა იყოს, ანუ უნდა ჰქონდეს თავისი ეპარქია, სადაც ასრულებს თავის საეპისკოპოსო ხელმწიფებას = მთავარი მოძღვრის, მღვდელთმთავრისა და მწყემსმთავრის რანგში. თუკი რომელიმე ეპისკოპოსი არ არის ღირსი აღასრულოს ასეთი ხელმწიფება და იდგეს ეპარქიის სათავეში, მაშინ მან არც ეპისკოპოსის წოდება უნდა ატაროს და მმართველმა კრებამ უნდა გამოაცხადოს ის ეპისკოპოსობის უღირსად და ჩამოართვას წოდება. სხვა სიტყვებით – განკვეთოს; მხოლოდ განსაკუთრებული სულგრძელებით, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული პირი ამას იმსახურებს, შეიძლება მისთვის დატოვებულ იქნეს, კირილეს აზრით, ეპისკოპოსის პატივი, როგორც ეს მოხდა პეტრესთან მიმართებით, მისი საპატიო ხანდაზმულობიდან გამომდინარე, რაც მისი უდანაშაულობის მაჩვენებელია. პეტრეს საეპისკოპოსო წოდებასთან დაკავშირებული ამ შენიშვნის შემდეგ, კირილე ასკვნის, რომ მას საეპისკოპოსო კათედრა კანონიერი სასამართლოს გარეშე ჩამოერთვა, და რომ ახლანდელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი შესაბამისად წმინდა კანონების განწესებებისა ნორმალურ ვითარებაში ეპისკოპოსის გასამართლება შეუძლია იმ სამთავროს ეპისკოპოსთა კრებას, რომელსაც მიეკუთვნება ბრალდებული ეპისკოპოსი (იხ. მოც 74-ე და პარალ. კანონები). კირილე ურჩევს დომნოს, რომ სწორედ ასეთ კრებას მიმართოს პეტრეს საქმის გადასაწყვეტად. კირილეს აზრით, პეტრეს მიმართ შესაძლებელია, მისი მოხუცებულობისა და ცრემლების გათვალისწინებით, გამოჩენილ იქნას ლმობიერება, რამდენადაც ამის უფლებას კანონი იძლევა, და მიეცეს მას საშუალება გასამართლდეს ისეთი კრების მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არ იქნებიან ის ეპისკოპოსები, რომელთა მიმართაც პეტრე ეჭვობს, რომ მასთან დამოკიდებულებაში ისინი ობიექტურნი არ არიან. თუმცაღა, თავის ამ რჩევას კირილე იქვე უმატებს ძალიან მნიშვნელოვან შენიშვნას, კერძოდ, მას არ სჯერა, რომ შეიძლება მოიძებნებოდეს ისეთი ეპისკოპოსი, რომელსაც სიძულვილი ექნებოდა თავისი ძმის – ეპისკოპოსის მიმართ, ხოლო ითქვა ეს იმიტომ, რომ ბრალდებულს არ მიეცეს საბაბი იჩივლოს სასამართლოს მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე, რასაც იმ შემთხვევაში ექნებოდა ადგილი, თუ კრების მუშაობაში ისეთი პირები მიიღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებაში არიან ეჭვმიტანილნი.
PDF გვ. 450
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რაც შეეხება მისთვის უსამართლოდ ჩამორთმეულ ქონებას, სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაუბრუნდეს მას ორი მიზეზით: პირველი ის არის, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, მეორეც, უკეთილმსახურეს ეპისკოპოსებს, მთელ დედამიწაზე, ფრიად გულსტკენთ და უკიდურეს უკმაყოფილებაში აგდებთ მათი ხარჯების ანგარიშის მოთხოვნა – იქნება ეს საეკლესიო ნშინდა კირილე პლექსანდრიელის კპნონები 453 შემოსავალთან თუ ვინმეს მიერ შემოწირულთან დაკავშირებით. რამეთუ ყოველი ჩვენგანი თავის დროზე ჩააბარებს ანგარიშს ყოველთა მსაჯულს. ეკლესიის სიწმინდეები და უძრავი ქონება ეკლესიებმა გაუსხვისებლად უნდა დაიცვან. ხოლო, რაც შეეხება დროდადრო. არსებულ შემოსავალს, მისი განკარგვა თავისუფლად შეუძლია საღმრთო სამღვდელოების მმართველს საკუთარი შეხედულებისამებრ.
პეტრეს მეორე საჩივარი იმაში მდგომარეობდა, რომ მას წაართვეს მთელი თავისი ფული კათედრასთან ერთად. კირილე ასეთ ქმედებას არასამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პეტრეს უნდა დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც მასთან იპოვეს საეკლესიო შემოსავლიდან კათდრის ჩამორთმევის მომენტში. ამასთან,იგი იხსენებს მოციქულთა 38-ე კანონის პირველივე სიტყვებში გამოსატულ აზრს, რომ ეპისკოპოსი უნდა სრუნავდეს ყველა საეკლესიო ნივთზე და ეკლესიის ქონებას მართავდეს თავისი სინდისით, თანაც ახსოვდეს, რომ ყველაფერში ღმერთის წინაშე მოუწევს პასუხისგება. თუმცა, რასაც კირილე ამბობს პეტრეს ფულთან დაკავშირებით, ყველაფერში არ ეთანხმება მოციქულთა მოხსენიებული კანონის განწესების შემდგომ ნაწილს, რამეთუ აღნიშნული კანონი მკაცრად უკრძალავს ეპისკოპოსს საეკლესიო უძრავ-მოძრავი ქონებიდან რაიმეს მითვისებას; ასევე, საეკლესიო შემოსავლიდან. პეტრეს მიმართ გამოჩენილი უდიდესი ლმობიერებით უნდა აიხსნას წინამდებარე კანონის განწესება. ყოველ შემთხვევაში იმითაც, რომ კირილე პეტრეს მიიჩნევდა კანონიერ ეპისკოპოსად, ვიდრე კრება არ გამოიტანდა მის მიმართ თავის განაჩენს (კან. 1) და, შესაბამისად, საეკლესიო შემოსავლების მთავარ განმგებლად.
PDF გვ. 452
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რაც შეეხება თავისი მოვალეობისაგან გადადგომის შესახებ ზელწერილს,” როგორც თავად ამბობს, საკუთარი ნებით არ მიუცია, არამედ იძულებით, შიშითა და ზოგიერთის მხრიდან მუქარით. მაგრამ, გარდა ამისა, საეკლესიო განწესებებთან შეუსაბამოა, რომ რომელიმე მღვდელმსახურმა გადადგომის ხელწერილი წარმოადგინოს. რადგან, თუკი ღირსია, დაე, იმსახუროს, ხოლო თუ უღირსია, მაშინ განიკვეთოს მსახურებიდან არა საკუთარი გადადგომის საფუძველზე, არამედ ქმედებების გამო გასამართლებით. ამის წინააღმდეგ შეიძლება ვინმე ხმამაღალი ღაღადით გამოვიდეს, რადგან ეს ქმედება ყოველგვარ წესს სცილდება.
იხ. III მსოფლიო კრების მე-9 კანონის განმარტება, სადაც კირილეს წინამდებარე კანონიც არის მოხსენიებული; ასევე, ორგზისი კრების მე-16 კანონის განმარტება.
”,ქარტა ჯმნისა, იხ. „დიდი სჯულისკანონი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1975, გე. 603. #5 + უპჰის 'კოჰოხი ნი ჯოდიში (შილაშიაპ პირილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა, ლიბიისა და პენტაპოლისის ეპისპოპოსთა მიმართ
PDF გვ. 453
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვმართებს, ვიზრუნოთ ყველაფერ იმაზე, რაც სასარგებლო და აუცილებელია ერის სულიერი აღშენებისათვის, და რაც ემსახურება წმინდა ეკლესიის დიდებას, რამეთუ ნათქვამია წმინდა წერილში: „მოშიშ იქმნნეთ ძენი ისრაელისნი“ (ლევ. 15, 31) თებაიდის მხარეში მოქმედი მონასტრის მამები, კეთილმოშიში მამაკაცები რომლებიც საკვირველ მოღვაწეობას ეწევიან, როდესაც ალექსანდრიაში მოვიდნენ და მათ იქაური მონასტრული ცხოვრების შესახებ გამოვკითხე, განმიცხადეს, რომ იქ ბევრი ბრკოლდება შემდეგი მიზეზით: ზოგი ახალდაქორწინებული, შეიძლება ითქვას, საქორწილო სარეცელიდან ეს-ეს არის წამომდგარი, თავის ბადეში ახვევს ზოგიერთ უკეთილმსახურეს ეპისკოპოსს და, შეიძლება იმიტომ, რომ ვერავინ ამჩნევს მის შინაგან მდგომარეობას, მღვდელმსახურად იკვეცება, ანუ მღვდლად. სხვები, თვით მონასტრებიდან განდევნილები, ასევე იტაცებენ ხელდასხმას, და ახლა უკვე მლვდლის ხარისხით უბრუნდებიან იმავე მონასტერს, საიდანაც გააძევეს და სურთ უსისხლო მსხვერპლი შესწირონ და აღასრულონ ყოველივე ის, რაც მღვდელმსახურს ევალება. ამის გამო კი, ზოგიერთები, ვინც მას იცნობენ, საეკლესიო შეკრებებს გაურბიან და მათი მსახურებისას ზიარებაზე უარს ამბობენ. ამგვარად, ყველაფერი, რაც ჩემ მიერ ზემოთ ითქვა, უნდა შევასრულოთ ერის აღსაშენებლად: დაე, ამას ყურადღება მიაქციოს თქვენმა კეთილმოშიშებამ, და თუ ვინმეს მლვდელმსახურად სელდასხმა სურს, გამოძიებულ იქნეს მისი ცხოვრება, ასევე, ჰყავს თუ არა ცოლი, როგორ და როდის შეირთო; ხომ არ არის განკვეთილთა შორის სხვა უკეთილმსახურესი ეპისკოპოსის მიერ, ან – მონასტრიდან გამოძევებული, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უბიწო აღმოჩნდება, აღესრულოს მისი ხელთდასხმა. ასეთნაირად შევძლებთ დავიცვათ 9შეუბღალავად ჩვენი სინდისი, და წმინდა და საპატიო ღვთისმსახურება.
თებაიდელი მონოზვნები ალექსანდრიაში საჩივრით ჩავიდნენ იმის შესახებ, რომ ლიბიასა და პენტაპოლისში ზოგიერთი ეპისკოპოსი ზოგჯერ მღვდლად ადგინებდა ამ წოდებისათვის უღირს პირს, რაც, თავის მხრივ, საცდურს წარმოშობდა, რის გამოც ბევრი მართლმორწმუნე, პირადად იცნობდა რა ასეთ პირებს, მათი მსახურებისას ეკლესიაში აღარ მიდიოდა ან არ ეზიარებოდა. ამ საჩივრის პასუხად კირილემ დააგზავნა მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ლიბიისა და პენტაპოლისის ეპისკოპოსების მიმართ. სწორედ ეს ეპისტოლე შეადგენს წინამდებარე (მე-4) კანონს. კირილე ეპისკოპოსებს შეახსენებს, რომ ისინი პირველ რიგში მოწოდენშინდა კირილე პლექსანდრიელის კანონები _ 455 ბულნი არიან იზრუნონ ყოველივე იმაზე, რაც ემსახურება ერის კეთილდღეობასა და ეკლესიის დიდებას, და რომ მათი მთავარი ამოცანაა, წმინდა წერილის სიტყვებისამებრ,ღვთისმოშიშად აღზარდონ მათდამი რწმუნებული ერი (იხ. ლევ. 15,31). კირილე, მონოზვნების საჩივრიდან გამომდინარე, შენიშნავს, რომ არაგონივრულია მღვდლად ხელთადასხმა გამოუცდელი პირებისა, კერძოდ კი, არაგონივრულია ყურადღება არ მიექცეს კანდიდატების ქორწინების საკითხს და იმას, ხომ არ იმყოფებიან ისინი კანონიერი სასჯელის ქვეშ. ამის შედეგად, ის, როგორც ალექსანდრიის საეკლესიო სამთავროს (საპატრიარქოს) მეთაური, მოხსენიებული პროვინციების ეპისკოპოსებს განუწესებს მომავალში მკაცრი ყურადღება მიაქციონ, თუ ვის ადგინებენ მღვდლად, გულისხმით გამოიკვლიონ სამღვდელო კანდიდატების ცხოვრება და კერძოდ – რომელიმე მათგანს ხომ არ დაურღვევია მღვდლის ქორწინების შესახებ კანონი, ანდა ხომ არ არის ეპისკოპოსის, ან მონასტრის იღუმენის მიერ სამღვდელო მსახურებიდან განყენებული. როდესაც დარწმუნდებიან, რომ კანდიდატი ყოველმხრივ შეუბღალავია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი ხელდასხმა. იმოქმედებენ რა ამგვარად, ეპისკოპოსები სუფთად დაიცავენ საკუთარ სინდისს და უმწიკვლოდ შეინარჩუნებენ წმინდა მსახურებას.
PDF გვ. 454
კანონი 5
თუ ზოგიერთი კათაკმეველი ცოდვით დაცემის მიზეზით განკანონებულია და ამ მდგომარეობაში სასიკვდილო სარეცელზე აღმოჩნდება, დაე, მოინათლოს; ნუ იყოფინ, ამ ცხოვრებიდან მადლის უზიარებელი გავიდეს, ანუ - წმინდა საიდუმლოსთან თანაზიარების გარეშე. რამეთუ, ვგონებ, ესეც თანახმიერია ეკლესიის წესდებებთან. მოიკითხეთ თქვენთან მყოფი ძმები. ჩვენთან მყოფნი უფლისმიერ მოგიკითხავენ.
ით მსოფ. 13, I4; ლაოდ. 47; კართ. 45)
ეს არის წინა, მე-4 კანონში მოხსენიებული კირილეს მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეს მეორე ნახევარი. აქ, უკვე არსებულ კანონებთან შესაბამისობაში, განიწესება, რომ საჭიროა მონათვლა და ზიარების მიცემა კათკმეველთათვისაც, თუკი ისინი სიკვდილის პირას არიან, და ნათლობისათვის მზადების პერიოდში, კათაკმეველთა ხარისხში, ჩაიდინეს გარკვეული დანაშაული, რისთვისაც იხდიდნენ შესაბამის ეპიტიმიას. #5 6 უპისკოპოხი ნიკოდიში (შილაჰშია)
მრბპლივმოსავჭლელი ეპისტოლე გენადისა, კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და მასთან შრთად წმინდა პრებისა, ყველა ყოვპლადუსამღვღდღელოესი მიტროპოლიტისა და რომის პაპის მიმართ ყოვლადღვთისსათნო თანამწირველს მოგმართავს გენადი და ახალ რომად წოდებულ სამეფო ქალაქში შემდგარი წმინდა კრება.
ჩვენმა მეუფემ და ღმერთმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ, მისცა რა თავის წმინდა მოწაფეებს სახარების ქადაგების ხელმწიფება და წარგზავნა ისინი მთელ მსოფლიოში ადამიანთა დასამოძღვრად, ნათლად ამცნო მათ, რომ მისგან უსასკიდლოდ მიღებული ძღვენი, უსასყიდლოდვე უნდა გადაეცათ სხვებისთვის; სანაცვლოდ არ უნდა აეღოთ არც სპილენძი, არც ვერცხლი, არც ოქრო და, საერთოდ, ნივთიერი თუ მიწიერი მოსახვეჭელი. რამეთუ მიწიერი და სრწნადი ვერ იქნება სანაცვლო ზეციურისა და სულიერის. ეს მცნება მან არამარტო იმათ მისცა, არამედ მათი მეშვეობით ჩვენც, რომლებიც ღირსგვყო მათი ხარისხებისა და ადგილის. და როგორც ისინი იმარხავდენ მაშინ ამ მცნებას, ჩვენც ზუსტად ისე გვმართებს ამჟამად მისი დამარხვა და დაცვა. ამაოდბრძნობა არ არის საჭირო იმის მიმართ, რაც ვერ ითმენს ამაოდბრძნობას, ამიტომ არ უნდა გავკადნიერდეთ სახიფათო ზრახვაზე. „უსასყიდლოდო, – ამბობს, – მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა"” სარტყელთა თქუენთა“ (მთ. 10, 8, 9). მარტივი და ნათელია ამ მცნების სიტყვები, მასში არ არის ორაზროვნება, გაურკვევლობა და ისეთი რამ, რაც განმარტების ხელოვნებას მოითხოვს. ჩემგანო, – ამბობს, – თქვენ მიიღეთ სამღვდელო ღირსება, და თუ ამისთვის თქვენ ჩემთვის რამე გადაგიხდიათ, ცოტა ან ბევრი, და ეს ღირსება შე თქვენთვის მომიყიდია, მაშინ თქვენც მიჰყიდეთ ის სხვებს, ხოლო თუკი უსასყიდლოდ მიგიღიათ, თქვენც უსასყიდლოდ გაეცითო. რა არის ამ მცნებაზე უფრო ნათელი? და რა არის უფრო სასარგებლო იმისთვის, ვინც მას დაემორჩილება? ჭეშმარიტად, ვაი იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ღვთის ნიჭს ფულით იყიდიან, ან ფულზე გაყიდიან. რამეთუ ასეთები, წმინდა პეტრეს გამონათქვამისამებრ, თავიანთი ვერცხლისმოყვარეობით შეკრულნი ნაღველის სიმწარესა და ცოდვის ბორკილებში იმყოფებიან (შდრ. საქ. 8, 23) „უფლის ამ კანონთან თანახმიერი კანონი მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ქალკედონში შეკრებილმა წმინდა და ღვთაებრივმა მამებმა წმინდა და დიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. იგი ნათლად არის ჩვენთვის გადმოცემული შემდეგი სიტყვებით: „ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ მოახდენს ხელდასხმას და, მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს; საძაგელი "სპილენძი. ანგარებით აკურთხებს ვინმეს იკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან საერთოდ რამე საეკლესიო მსახურებაზე, – ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგინებული პირი კი ნაყიდი ხელდასხმისა და ადგილის გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამავლის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი ან მონოზონი ანათემას გადაეცეს“. მშვენიერია და ფრიად კეთილი წმინდა მამების ამ კანონით ნამცნები – მას ძალუძს მოიგერიოს სატანის ყველა შემოტევა სულიერ ძღვენზე და გვიხსნას ეშმაკის ყოველგვარი ხელყოფისაგან. რამეთუ არც კი უშვებენ, რომ ხელთადასხმის აღსრულება შეიძლება მოხდეს ფულით, ანუ – სასულიერო ხარისხის მიღება ან გაცემა ფულის გადახდის გზით; ხელთდსხსმამდეც. მის შემდგომაც და თვით ხელთდასხმის დროსაც, ყოვლად დაუშვებელია რაიმე სახით ქრთამის აღებ-მიცემა. მაგრამ, რადგანაც, ახლანდელ დროში, მიუხედავად ასეთი აშკარა აკრძალვისა, გალატიაში ზოგიერთები შემჩნეულია იმაში, რომ ბილწი მონაგარისა და ვერცლისმოყვარეობის მიზეზით უგულებელყოფენ და გარდადიან ამ მაცხონებელ და კაცთმოყვარე მცნებას, ამიტომ კეთილად მივიჩნიეთ წმინდა კრებასთან ერთად, რომელიც ამ სამეფო ქალაქში – ახალ რომში შედგა, კვლავ აგვეღორძინებინა მოცემული მცნება, რათა ადგილი არ ჰქონდეს ვერაგობისა და ცრუბრძნობის რამე საბაბს, და ეს საძაგელი და უკეთური ჩვეულება, რომელმაც არავინ იცის როგორ შემოაღწია ეკლესიის სიწმინდეში, სრულიად აღმოიფხვრას, რათა ჭეშმარიტად მოუსყიდველი ქმედებისას, როდესაც მღვდელთმთავრები ხელდასასხმელზე სულიწმინდას იხმობენ, გარდამოვიდეს მათზე ზეგარდამო მადლი სულიწმიდისა. ხოლო ახლა, ფულით აღსრულებული ხელთდასხმისას, და უწმინდური ხელებით მოქმედებისას, არც კი ვიცი, გარდამოდის სულიწმინდის მადლი ხარისხში ასაყვან პირზე თუ პირიქით - მიიქცევა მისგან. ამიტომ, იცოდე შენ, ყოვლად კეთილკრძალულო კაცო, რომ ყოველი, ვინც არ უნდა იყოს ის, რამე ამდაგვარში მხილებული, ეპისკოპოსი თუ ქორეპისკოპოსი, პერიოდევტი, მღვდელი თუ დიაკონი, ან სხვა ვინმე საეკლესიო მსახურებაში მყოფი, ან ერისკაცი, – შეირისხება ზოგადი განწესებითა და მღვდელთმთავართა საერთო განაჩენით, როგორც ამის შესახებ ზემოთ მოყვანილი წმინდა მამების კანონი ამბობს. რამეთუ მადლი მადლად უნდა რჩებოდეს და ვერცხლი არსად უნდა იყოს მისთვის შუამდგომელი. ამგვარად, განქიქებულ იყოს და არის კიდევაც, და ყოველგვარი სამღვდელო ღირსებისა და მსასურებისაგან უცხო, და შეჩვენების წყევით შერისხული როგორც ის, ვისაც ჰგონია, რომ სულიწმინდის მადლს ფულით მოიხვეჭს, ასევე ის, ვინც მის გადაცემას ფულის სანაცვლოდ პირდება, – პლერიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, მხილებული იქნება ამ საქმეში თუ სხვებისთვის გაუმხილებელი, რამეთუ შეუძლებელია შეუმსგავსებელთა ოდესმე შემსგავსება და მამონას ღმერთთან შეთახმება, ან მისი მსახურისთვის ღმერთის მსახურება. უფლისა არის ეს უცვალებელი განჩინებაც: „ვერ კელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მთ. 6, 24) ამ სიტყვებით განმტკიცებულნი ჩვენი ძალისამებრ, და მორჩილნი მათი, ამ სიტყვების გამომთქმელ უფალთან ერთად, განვაწესებთ განაჩენს ასეთ დანაშაულში დამნაშავეთათვის. იზრუნოს შენმა კეთილმსახურებამაც, მთელი ძალისხმევით შეასრულოს ეს, აუწყე შენს ქვეშევრდომ ლვთისმოყვარე ეპისკოპოსებსა და პერიოდივტებს და ყველა სხვას ამ ეპისტოლეს პირის გაგზავნით, რათა ერთბაშად ყველა ქრისტიანმა, ერთი სულითა და ერთი გულით, გაძლიერებულებმა საერთო მტრის წინააღმდეგ, ღვთის შეწევნით შევძლოთ მტრის მიერ ჩვენ შორის დანერგილი ვერცხლისმოყვარეობის ფესვის ამოძირკვა თავისი ბოროტი გამონაზარდებითურთ. მოვიკითხავთ შენს ქრისტესმიერ საძმოს. უფლისგან განმტკიცებულმა ილოცე ჩვენზე, ღვთისმოყვარეო ძმაო.
ეპისტოლეს ამ სიტყვებს, გენადისთან ერთად, სელს აწერს ასევე სამოცდაცამეტი ეპისკოპოსი.
(მოც. 29; IV მსოფ. 2; ტრულ. 22,23; VII მსოფ. 4, 5, 15, 19; ლაოდ. 12; სარდ. 2; ბასილი დიდის 90; ტარასის ეპისტოლე)
წინამდებარე ეპისტოლე გამოცემულია კონსტანტინოპოლში 459 წელს შემდგარი კრების სახელით, რომელსაც პატრიარქი გენადი თავმჯდომარეობდა. ის ყველა მიტროპოლიტს მიემართება და ასევე – რომის პაპს, კერძოდ, ეპისტოლე, – სადაც დაგმობილია სიმონია და განწესებულია სიმონიაში მხილებულ სასულიერო პირთა განკვეთა, ხოლო ერისკაცთათვის შეჩვენება, – ეყრდნობა წმინდა წერილის შესაბამის ადგილებს და, აგრეთვე, IV მსოფლიო კრების მე-2 კანონს. მოციქულთა 29ე კანონიდან ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის სასულიერო პირები ექვემდებარებიან ორმაგ სასჯელს: წოდებიდან განკვეთას და ეკლესიის ერთობიდან გაწნყენებას. ეპისტოლე ტარასისა, კონსტანტინოპოლის – ახალი რომის უწმინდესი პატრიარქისა, ძველი რომის პაპის, ადრიანეს მიმართ უწმინდეს და უნეტარეს ძმასა და თანამწირველს, უფალ ადრიანეს, ძველი რომის პაპს, მოგმართავს ტარასი, ლვთის წყალობით კონსტანტინოპოლის – ახალი რომის ეპისკოპოსი, უფლის მიერ გიხაროდენ.
მრავალმხრივ და მრავალგვარად განვისწავლებით მახარებლების, მოციქულებისა და ეკლესიის მამებისგან, რომ სამლვდელო ხელთდასხმისას ვიქონიოთ ზნე ვერცხლის უყვარებლობისა და არ ავილოთ ვერცხლი ან ოქრო ნებისმიერი წმინდა კაცის სასულიერო ხარისხში აყვანისას, როგორც ამას ვაჩვენებთ წმინდა წერილის საღმრთო სიტყვებისა და მამათა მოძღვრებიდან ამონარიდების დამოწმებით. რამეთუ ხელთდამსხმელი სულიწმიდის მსახურია და არა მისი გამყიდველი. სულიწმინდის მადლის უსასყიდლოდ მიმღებელთ, სხვებზე უსასყიდლოდვე გადაცემა დაავალდებულეს იმათ, რომლებმაც უფლის სიტყვით მიილეს ეს თავისუფლება. თუ ვინმე ოქროთი ყიდვაში იქნება მხილებული, ასეთი პირი სასულიერო ხარისხიდან განკვეთილად ცხადდება, რადგან, თუმც კი მიიღო მან სამღვდელო წოდება, მაგრამ სიტყვა არ შეესაბამება საქმეს. ვერავინ შესძლებს ერთდროულად მამონასაც ემსახუროს და ღმერთსაც, როგორც ამას სახარებიდან ვსწავლობთ (ის. მთ. 6, 24), ვინაიდან გვესმის ღვთის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველის მეშვეობით შეგვაგონებს: „მღუდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალიმისასა“ (ესაია 40, 2) და კვლავ: „ებგურმან" უკეთუ იხილოს მომავალი, და არა საყვირს სცეს საყვირსა და არა დაუნიშნოს ერსა და ერმან არა დაცუა ყოს და ზედა მოსრულმან მახვილმან მიიღოს მათგან სული, და იგი უკუმ ცოდვისათვს თავისა თკსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი პელის–- აგან ებგურისა გამოვიძიო“ (ეზეკ. 33, 6), ამიტომ ჩვენ, გვაშინებს რა დუმილისათვის განკითხვა, ყველა ჩვენი ეკლესიის წინამძღვარს ვამცნობთ, რათა კადიერებით შეგვეძლოს გამეორება ღვთაებრივი მოციქულის სიტყვებისა,:: „უბრალო ვარ მე (იმათ) სისხლისაგან“ (საქ. 20, 26), ვინც გარდავიდა დადგენილ წესებს, და განსაკუთრებით, ვინც ქრთამით დაადგინა ან დადგინდა მღვდლად. ღვთაებრივმა მოციქულმა პეტრემ, რომლის საყდარიც დაიმკვიდრა თქვენმა ძმურმა სიწმინდემ, თავისგან განაგდო ისეთნი, როგორიც სიმონ მოგვი იყო. ამიტომ ჩვენ არ ვმერყეობთ გაუწყოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ვიცავთ და ვიმარხავთ, და რომელიც გადმოგვეცა წმინდა მოციქულებისა და ჩვენი სახელოვანი მამების კანონებში. და თუ ვინმე ამ ჭეშმარიტებას რაიმენაირად დაარღვევს, ჩვენ მათ გარემივაქცევთ. შენმა ძმურმა წმინდამშვენიერმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, რჯულიერად და ლვთის ნებით წარმართა რა თავისი სამღვდელთმთავრობო მოღვაწეობა, დიდად გაითქვა სახელი. რამეთუ პირველმა და უდიდესმა მღვდელთმთავარმა ქრისტე ღმერთმა ჩვენმა, წინასწარმეტყველის მეშვეობით თქვა: „მადიდებელი ოდენ ჩემი ვადიდო“ (1 მეფ. 2, 30) ხომ ხედავ, სულიერთა სასურველო კაცო, რომ მაკედონიოსისა და მის სულთმბრძოლთა მიმდევრების უკეთური მწვალებლობა ნაკლებად დაუთმენელია. რამეთუ ისინი ფუჭსიტყვაობენ, თითქოს სულიწმინდა არის ქმნილება და მონა ღმრთისა და მამისა, ესენი კი, როგორც ეჩვენებათ, თავიანთ მონად რაცხავენ მას (სულიწმინდას). ვინაიდან, ყოველი უფალი (პატრონი) ყველაფერს, რაც მისია, თუკი მოინდომებს – გაყიდის, მონა იქნება ის თუ მისი მონაპოვარიდან სხვა რამე; ასევე მყიდველიც – მოისურვებს რა იყოს შესყიდულის პატრონი, ვერცხლის ფასად იხვეჭს მას. ამგვარად, ვინც ამ ურჯულო საქმეს იქმს, ის სულიწმიდას აკნინებს, სცოდავს რა იმათთან ერთად, ვინც მკრეხელუ- "კოშკის მეთვალყურე, რომელიც შორიდან ხედავდა მომავალ მტერს და ამის შესახებ მოსახლეობას ატყობინებდა. #60 უპის გკოპოხი ნი ,კოდიში (შილაშიპ რად ამბობდა, ქრისტე დემონებს ბელზებულით დევნისო, ან, უფრო სამართლიანად რომ გამოვთქვათ, გამყიდველ იუდას ემსგავსებიან, რომელმაც ქრისტე ღვთისმკვლელ იუდეველებს ვერცხლის ფასად მიჰყიდა. რადგანაც სულიწმინდა ერთარსია ქრისტე ლმერთისა ჩვენისა, ამიტომ ყველასათვის ცხადია, რომ ესენიც იგივე ხვედრს მოიწევენ, როგორც ეს დამტკიცებულია. და თუ არ იყიდება (რამეთუ აშკარაა, რომ – არც ერთ შემთხვევაში), მაშინ უეჭველია, მათში არ არის სულიწმიდის მადლი, ანუ სამღვდელოების სიწმინდე, და მათ არ მიუღიათ და არც გააჩნიათ იგი (შდრ. 1 კორინ. მე-9 თავ). დაე, გაისსენონ წმინდა პეტრე, რომელმაც ასეთ შესყიდვაზე გაკადნიერებულს უთხრა: „არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკედრებელი სიტყუასა ამას შინა“ (საქმე მოციქ. 8, 21) რადგან, თუკი სამღვდელო პატივი იყიდება, მაშინ რა თქმა უნდა, ზედმეტია მათთვის ცხოვრების ლვთისმოშიში წესი და სიწმინდითა და სათნოებებით მოღვაწეობა. ზედმეტია მათთვის პავლეც, ღვთაებრივი მიციქული, რომელმაც დაგვმოძღვრა, რომ „ჯერ-არს ეპისკოპჰოსისაი, რაითა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, სარწმუნოებისა სიტყვსა, რაითა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყვის-მგებელთა მათ მამხილებელ“ (1 ტიმ. 3, 2; ტიტ. 1, 9). ყველაფერ ამას აზრი ეკარგება, თუ სამლვდელოების პატივის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება. ქვემომოყვანილი წმინდარჩეული ადგილები ამოწმებს, რომ სრულიად უცხოა სამღვდელოებისაგან ის, ვინც აძლევს ან იღებს საფასურს, რა დროსაც უნდა იყოს -– ხელდასხმის წინ, თუ ხელთასხმის შემდგომ, რამეთუ ქრთამი, ყოველთვის ქრთამია. ასევე კრძალავენ ნებისმიერი სხვა საეკლესიო წესის შესრულებას ფულის სანაცვლოდ.
„სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი თუ დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელთდამსხმელიც, და ეკლესიიდანაც სრულიად მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან, პეტრესგან“ (წმინდა მოციქულთა 29-ე კანონი).
„ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ პელთ-დასხმითა მით მოციქულთაითა მოეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა პელმწიფებაი ესე, რაითა, რომელსაცა დავასხნე კელნი, მიაქუნდეს ხული წმიდაი. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არაცა სამკვდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ლხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი, რამეთუ 'სიმწარედ ნავღლისა და თანა შეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ“ (საქ. 8, 18-23).
„და შედგომად სიტყვსა ამის არავე მოიქცია იერობოამ სიბოროტისაგან თკსისა, და მიიქცა და ქმნა ზოგნი მის ერისაგან მღდლად მაღალთა; რომელსა უნებნ აღავსის კელი მისი და იქმნნის მღდელ მაღალთა ზედა და იქმნა სიტყვა ესე ცოდვად სახლისა იერობოამისა, და მოსაპოლველად, და უჩინო მყოფელად პირისაგან ქუმყანისა“ (3 მეფ. 13, 33, 34).
„და მიიქცა ელისეს მიმართ თკთ, და ყოველი ბანაკი მისი, და მოვიდა და დადგა წინაშე მისსა, და ჰრქუა: აჰა აწ მიცნობიეს, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა შინა ქუწყანასა, არამედ მხოლოდ ისრაელისა შორის, და აწ მიითვალე კურთხევა მონისაგან შენისა; და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინა ვდგევარ წინაშე მისსა, უკეთუ მივილო; და აიძულებდა იგი მიღებად, და არა ისმინა და ჰრქუა ნემან: უკეთუმცა არა გნებავს მიღებად, ამად მოეც მონასა შენსა ტჯყრთი უღლეულთა ჯორთა მიწისა ამისგან, რამეთუ არა ქმნას მონამან შენმან ამიერითგან ყოვლად დასაწუ-– წლი და მსხუწრპლი ღმერთთა სხუათა, არამედ ღუთისა ერთისა სიტყვსაებრ ამის, და ამათ თქმათათვს, და განწმიდნოს უფალმან მონა შენი სიტყუსაებრ ამისა და პრქუა ელისე ნემანის მიმართ: წარვედ მშუდობით, და განვიდა მისგან ქაბრათსა ზედა ქუშმყანისასა და ჰრქუა გეზი ყრმამან ქელისესმან: აჰა რიდა უფალმან ჩემმან ნემანს ასურსა ამას რომელ, არა რალი აღიღო კელისაგან მისისა რომელი მოართვა მან; ცხოველ არს უფალი, რამეთუ მივირბინო უკანით მისსა, და აღყლო მისგან რაიმე და მირბიოდა გეზი უკანით ნემანისა, და იხილა იგი ნემან მსრბოლი უკანით მისსა, და მოაქცია ეტლი შემთხუნვად მისა, და ჰრქუა, მშკდობა არსა და პრქუა გეზი, მშკდობაი; უფალმან ჩემმან წარმომგზავნა მე, მეტყუელმან: აჰა აწ მოვიდენ ჩემდა ორნი ყრმანი მთისგან ეფრემისა ძეთაგან წინასწარმეტყუმლთასა, მოეც უკუმ ამათ ტალანტი ვეცხლი, და ორი საცვალი სამოსელი და ჰრქუა ნემან: აღიღე ორი ტალანტი ვეცხლი, და აღიღო მან ორი ტალანტი ორითა ტომარაკითა, და ორი საცვალი სამოსელი, და დაასხნა ორსა ზედა ყრმასა თუსსა, და წარიღეს იგი წინაშე მისსა და მივიდეს მწუხრად და მიიღო კელთაგან მათთა, და დაფარა სახლსა შინა, და განუტევნა კაცნი იგი და თყთ შევიდა და წინ დაუდგა უფალსა თვსსა, და ჰრქუა მას ელიხე: საითგან მოხვედ გეზი; და ჰრქუა გეზი: არა გასულა მონა შენი არა სადა და ჰრქუა მას ელისე; არა ვიდოდა გული ჩემი შენთანა, ოდეს მოაქცია კაცმან მან ეტლი მისი შემთხუნვად შენდა; და აწ მოგიღებიეს ვეცხლი, და სამოსელნი ცხოვარნი, და კარნი, და ყრმანი და მკევალნი და კეთრიცა ნემანისა მოეფინნეს შენ ზედა, და თესლსა შენსა უკუნისამდე, და განვიდა იგი პირისაგან მისისა კეთროვანი ვითარცა თოვლი“ (4 მეფ. 5, 15-27).
„ღმერთმა მოგვცა რჯული შესაწევნელად, რომლის შესახებაც იტყვიან: არა არს სხვა სიტყვა როგორც ეს, რომლისთვისაც შეუძლებელია საფასური გაიღო. ეს რჯული არ ჰგავს მუცლითმეზღაპრის მონაყოლს, რამეთუ გამოგონილი არ არის, როგორც ის – საცდუნებლად, არამედ – ჭეშმარიტების მოძღვარია. თანაც ეს მეზღაპრენი ვერცხლის საფასურად ყვებიან თავიანთ სიცრუეს; ეს სიცილს იმსახურებს, რადგან ცდუნებულნი მათ ვერცხლს უხდიან ჯილდოდ სიცრუისათვის. რჯულის სიტყვა კი ისეთი არ არის, რომ მასში ფული გადიხადო, რამეთუ მადლს არავინ ყიდის. „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, – ამბობს, – უსასყიდლოდ მისცემდით“ (მთ. 10, 8). ხომ ნახე როგორ განრისხდა პეტრე სიმონის მიმართ, რომელმაც ვერცხლი შესთავაზა სულიწმინდის მადლისთვის? „ვეცხლი ეგე შენი, – ეუბნება, – #6 2 უპის 'კოპოსი ნი აგოდიში (პილაშიპ შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა ამას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად“ (საქ. 8, 20) ამდენად, სახარების სიტყვა არ იყიდება მუცლითმეზღაპრეთა სიტყვების მსგავსად. რამეთუ ვის შეუძლია მისი ღირსების ტოლფასი საზღაური გაილოს? მოუსმინე დავითს, რომელიც გაკვირვებული ამბობს: „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთფვს, რომელი მომაგო მე“ (ფსალ. 115, 3)? ამიტომ შეუძლებელია, მიღებული მადლის ღირსი ძღვენის გაღება. ერთადერთი ძღვენია მისი ღირსი: შეინარჩუნო ბოძებული. ის, ვინც საუნჯე გიბოძა, მისთვის საფასურს კი არ ითხოვს შენგან, არამედ მის ღირსეულად შენარჩუნებას“ (ბასილი დიდის განმარტებიდან ესაია წინასწარმეტყველზე).
„ჰგონიათ, თითქოს არ ცოდავენ, როდესაც იღებენ არა ხელდასხმისას, არამედ შემდგომ: ქრთამი, როცა არ უნდა აილო, მაინც ქრთამია. ასე რომ, გემუდარებით მიატოვეთ ეს შემოსავალი, უფრო სწორედ – ეს გეჰენიაში შესავალი, და ნუ ჰყოფთ საკუთარ თავს, მომხვეჭელობაში ხელების გასვრით, წმინდა საიდუმლოთა ალსრულების უღირსად“ (მისივე ეპისტოლედან მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსების მიმართ), „მიადგა ყველა ეპისკოპოსს ჩვენი სიტყვის გაგრძელების მიზეზი, ევსები, სხვა ექვსი ეპისკოპოსის ბრალმდებელი, და ითხოვა მიეღოთ იგი ერთობაში. ზოგიერთი ეპისკოპოსი წინააღმდეგ გამოვიდა: არ უნდა მივიღოთ იგი, როგორც ცილისმწამებელიო. ამაზე მან მუდარით უპასუხა: რადგან საქმე ორი წლის განმავლობაში ირკვევა და უმეტესწილად გამოძიებულია, და განხილვა გადატანილია მოწმეების მიზეზით, ამიტომ ვთხოვ თქვენს ღვთისმოყვარეობას, მომეცეს უფლება ახლა წარმოგიდგინოთ მოწმეები, ამავ ჟამს. რადგან, მართალია, გარდაიცვალა ეპისკოპოსი ანტონინი, რომელმაც ხელდასხმაში ოქრო აიღო, მაგრამ ცოცხლები რჩებიან ისინი, რომლებმაც გადაიხადეს და ამისთვის ხელდასხმა მიიღეს. დამსწრე კრებულმა სამართლიანად მიიჩნია შედგომოდა საქმის განხილვას. განხილვა იწყება ჩანაწერის წაკითხვით იმის შესახებ, რაც მანამდე იყო ქმედებული. შემოვიდნენ მოწმეები, შემოვიდნენ ის ექვსნიც, რომლებმაც გადაიხადეს და ხელდასხმა მიიღეს. ისინი თავიდან არ აღიარებდნენ, მაგრამ მოწმეები მტკიცედ იდგნენ თავისაზე, ერისკაცებიც და მღვდლებიც, რომელთა იმედიც, როგორც ჩანს, იმათ ჰქონდათ. მოწმეებმა დაუწყეს გახსენება დროისა და ადგილების, სადაც მათ ნივთები მისცეს, და მიცემული ნივთების სახეობებისა და რაოდენობის ჩამოთვლა. მაშინ მათი სინდისი ალშფოთდა და ნებაყოფლობით, ბევრი დაძალების გარეშე აღიარეს ყოველივე შემდეგი სიტყვებით: ვაღიარებთ, რომ მივეცით, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ახეთი იყო წესი, რათა გავთავისუფლებულიყავით სამოქალაქო. სამსახურიდან. ამჟამად გთხოვთ, თუ ღვთისმოთნეობისათვის მიუღებელია ჩვენი მსახურება ეკლესიაში, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, უკან მივიღოთ ის ოქრო, რომელიც გადავიხადეთ, რადგან ჩვენ ცოლების სამკაულები მივეცით. ამაზე იოანემ აღუთქვა კრებას: მე გავათავისუფლებ მათ სამოქალაქო მსჯავრისგან, შევთხოვ ამას მეფეს. თქვენ კი უბრძანეთ, რომ ანტონინის მემკვიდრეებმა დაუბრუნონ უჰისფოლ, ე ფარახი კონსტანცინოპოლელისა #6 83 ამათ ის, რაც ანტონინს მისცეს. კრებამ ბრძანა: ოქრო აიღონ მათ ანტონინის მემკვიდრეებისაგან, ეზიარონ საკურთხეველში, მაგრამ დარჩნენ სამღვდელოების გარეთ, რადგან თუ მათ ვაპატიებთ, არ იქცეს ეს იუდეველების ჩვევად, ან ეგვიპტელებისათვის – სამღვდელო პატივის ყიდვა-გაყიდვად. რადგან, ამბობენ, რომ იუდეველთა თვითმარქვია პატრიარქი ყოველწლიურად თუ ორ წელიწადში ერთხელ ცვლის სინაგოგის წინამძღვრებს ვერცხლის შესაგროვებლად, მსგავსადვე მოქმედებს მისი მიმბაძველი ეგვიპტელი იუდეველების პატრიარქი; დაე, აღესრულოს ნაწინასწარმეტყველები სიტყვა: „მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინასწარმეტყუწლნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს“ (მიქ. 3, 11) (იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან).
„ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ აღასრულებს ხელდასხმას და, მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს; საძაგელი ანგარებით აკურთხებს ვინმეს იკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან სხვა რაიმე საეკლესიო მსახურებაზე, – ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგინებული პირი კი ნაყიდი ხელდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამდომელის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი ან მონოზონი ანათემას გადაეცეს“ (ქალკედონში შეკრებილ 630 წმინდა მამათა კანონებიდან).
„ამგვარად, განქიქებულ იყოს და არის კიდევაც, და ყოველგვარი სამღვდელო ღირსებისა და მსახურებისაგან უცხო, და შეჩვენების წყევით შერისხული როგორც ის, ვისაც ჰგონია, რომ სულიწმინდის მადლს ფულით მოიხვეჭს, ასევე ის, ვინც მის გადაცემას ფულის სანაცვლოდ, პირდება, – კლერიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, მხილებული იქნება ამ საქმეში თუ სხვებისთვის გაუმხილებელი, რამეთუ შეუძლებელია შეუმსგავსებელთა ოდესმე შემსგავსება და მამონას ღმერთთან შეთახმება, ან მისი მსახურისთვის ღმერთის მსახურება. უფლისა არის ეს უცვალებელი განჩინებაცა: „ვერ პელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მთ. 6, 24)“ (კონსტანტინოპოლის უწმინდესი მთავარეპისკოპოსის გენადის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლედან).
„ეპისკოპოსი ან სხვა ნებისმიერი ხარისხის სასულიერო პირი, რომელიც ფულით იქნა ხელდასხმული, და არა გამოცდითა და გამორჩევით თავისი ღვთისსათნო ცხოვრების შედეგად, განკვეთილ იქნეს; განიკვეთოს, აგრეთვე, მისი ხელთდამსხმელიც“. (წმინდა VI მსოფლიო საეკლესიო კრების 22-ე კან.)
ყველამ მოვისმინოთ ეს, და შევიგონოთ არა მხოლოდ მღვდელთმთავრებმა, არამედ, ასევე, ყველა კლერიკოსმა და, საერთოდ, მსოფლიოს ყველა მცხოვრებმა. რამეთუ გვმართებს „უმეტესად კრძალვაი ჩუენი, რომელთა- #64 უპის გოპოსი ნი 'კოდიში _ C შილპაპშიპ) ესე გუასმიეს, რაითა არა მოუძლურდეთ“ (ებრაელ. 2, 1); „რამეთუ არა განსრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროითა იკსნენით თქუენ ამაოისა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოისა და უმანკოისა ქრისტესითა“ (1 პეტ. 1, 18, 19). ასე დაგვმოძღვრე ჩვენც, უწმინდესო კაცო, რათა გავყვეთ წმინდა წერილის, სახარების, მოციქულების, წმინდა კანონებისა და მამების მცნებებს. რამეთუ ჩვენ ვიდრიკებით თქვენს ბაგეთაგან გამოსული სიტყვების მოსასმენად. მოიქეც მაღლით, აღიმალლე ხმაი სიმტკიცით, ფართო-ყვენ სლვანი შენნი, იქადაგე კადნიერად, და ალმოიფხვრება და განადურდება საბოლოოდ ქრთამით ხელდასხმა და ყოველივე ის, რაც მისი თანამდევია ვერცხლისმოვვარეობით, უსამართლობითა და საძაგელანგარებიანი მსყიდველობით. რადგან, როდესაც ეს და მისი მსგავსი უწმინდურებანი აღმოიფხვრება ქრისტეს სახელით წოდებულ რჩეულ ერში, რომელმაც უსასყიდლოდ მიიღო სიკვდილისაგან გამოსყიდვა, მაშინ ამ სენიდან მომდინარე ყველა სხვა სიბილწეც ამოიძირკვება; მაშინ მღვდლები ფინიკივით აყვავდებიან, გადასარჩენ ერს ქრისტეს კეთილსურნელებას შთაბერავენ და ეკლესიაში გამარჯვების საგალობელს მიუთხრობენ: „მოძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი“ (სოფ. 3, 15) ამგვარად მოწეული ნაყოფით დატკბებიან, და განამრავლებენ მათ სიბერესა სიპოხისას – აჩვენებენ რა მემკვიდრეებს წმინდა ცხოვრებით მიღებულ ნეტარებასა და უკვდავებას.
(მოც. 29; IV მსოფ. 2; ტრულ. 22,23; VII მსოფ. 4, 5, 15, 19; ლაოდ. 12; სარდ. 2; ბასილი დიდის 90; გენადის ეპისტოლე)
სიმონია VIII საუკუნეშიც აგრძელებდა ქრისტეს ეკლესიის შებილწვას. ამიტომ კონსტანტინოპოლის დიდი პატრიარქი ტარასი VII მსოფლიო კრების შემდეგ, მალევე, იძულებული გახდა ხმა აემაღლებინა. თავის ეპისტოლეში, რომის პაპ ადრეანეს მიმართ, იგი თხოვს ამ უკანასკნელს დაეხმაროს ეკლესიაში ამ ბოროტების აღმოფხვრის საქმეში. როგორც თვით ეპისტოლეს ტექსტიდან ჩანს, ის წარმოადგენს ყველა იმ განწესებათა კრებულს, რაც კი წმინდა ტარასის დრომდე გამოცემული იყო სიმონიის საკითხთან დაკავშირებით.
PDF გვ. 455
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.