შესახებ
გამოყენებული მასალა
- „დიდი სჯულის კანონი“ — თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ, თბილისი, 2009.
- „წმიდა მოციქულთა კანონები განმარტებებით“ — ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში), თბილისი, 2006; „მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებებით“, ტ. I (2007) და ტ. II (2011).
როგორ მუშაობს ასისტენტი
თქვენი კითხვის მიხედვით პროგრამა კანონებისა და განმარტებების ტექსტში პოულობს ყველაზე შესაბამის ადგილებს, გადასცემს მათ ენობრივ მოდელს და მოდელი პასუხს მხოლოდ ამ ფრაგმენტებზე დაყრდნობით ადგენს. ყოველი პასუხის ქვეშ ჩანს წყაროები, რომლებზეც გადასვლა და გადამოწმება შეგიძლიათ.
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნებიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. კანონების ტექსტი ორიგინალი გამოცემიდან იკითხება. ასისტენტის პასუხი ოფიციალურ საეკლესიო განმარტებას არ წარმოადგენს. კონკრეტული შემთხვევის გადასაწყვეტად მიმართეთ სასულიერო პირს.
საავტორო უფლებები და კონტაქტი
საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მასალა დაუყოვნებლივ მოიხსნება ვებგვერდიდან.
შენიშვნების ან წინადადებების შემთხვევაში: tedo881@gmail.com