ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
პეტრე ალექსანდრიელის კანონები · ტ. II (2011)
წინათქმა
კანონები წმინდა პეტრესი, ალმქსანდრიის მთავარეპისპოპოსისა და მოწამისა, მისი სიტყვიდან სინანულის შესახებ
PDF გვ. 303
კანონი 1
რადგანაც უკვე მეოთხე პასექი ახლოვდება დევნილობის დასრულებიდან, ამიტომ საკმარისია განყენების დრო იმათთვის, რომელნიც დასმენას ეწივნენ, საპყრობილეში იყვნენ ჩაგდებულნი, სასტიკი ტანჯვა-წამება და აუტანელი ჭრილობები და ბევრი სხვა მძიმე შეჭირვება დაითმინეს და რომელთაც, ბოლოს, სხეულის უძლურებამ უღალატა. მართალია, ისინი თავიდან არ იყვნენ შეწყნარებულნი ეკლესიაში მათი უმძიმესი დაცემის გამო, მაგრამ რადგანაც მათ ბევრი იღვაწეს და დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ მტერს (რადგან რწმენას გარდახდნენ არა თავიანთი ნებით, არამედ იმის გამო, რომ სხეულის უძლურებამ დააღალატა ისინი, რამეთუ იესოსნაირ ჭრილობებსაც კი წარმოაჩენენ ხოლმე თავიანთ სხეულებზე და ზოგიერთი მათგანი უკვე მესამე წელია შეტირილთა რიგში დგას), ამიტომ მათ ამ ეპიტიმიას კიდევ ორმოცი დღე დაემატოს, იმის გახსენებით, თუ როდის მიეახლნენ ისინი ეკლესიას. ამ რაოდენობის დღეთა განმავლობაში უფალი და მაცხოვარი ჩვენი იმარხვიდა ნათლის-ღების შემდეგ და მერმე გამოცდილ იქნა ეშმაკისგან. ამ რაოდენობის დღეთა განმავლობაში, დაე, ესენიც დაშვრებოდნენ და უფრო გულმოდგინედ მარხულობდნენ, ამასთან ლოცვებში მღვიძარებდნენ და განუწყვეტლივ ფიქრობდნენ იმ სიტყვებზე, უფალმა რომ უთხრა მაცთურს, რომელიც მისგან თავის თაყვანისცემას მოითხოვდა: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: „უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (მთ. 4, 10).
(მოც. 62; I მსოფ- 10; ანკვირ. 4; გრიგოლ ნოსელის 2 წინამდებარე და შემდგომი 13 კანონი, რომლებსაც ლათინურ გამოცემებში „სინანულის კანონები“ ეწოდებათ, შედგენილია პეტრეს სიტყვიდან „სინანულის შესახებ“, რომელიც მან ალექსანდრიაში დაწერა მაქსიმიანეს დევნილობიდან მე-4 წელიწადს – ანუ ქრისტიანული ერის 306 წელს – იმათთვის, ვინც დევნილობის ჟამს დაეცა, და განაწესებს, თუ რა სახის ეპიტიმიებს უნდა დაექვემდებარონ ისინი სინანულში მოსვლის შემთხვევაში.
წმინდა პეტრე ალექსანდრიელის ყველა ეს კანონი, ზოგადად, შეიცავს იმას, რასაც ანკვირიის კრების პირველი 9 კანონი, რომლის სხდომაც შედგა მხოლოდ 8 წლის თავზე იმის შემდეგ, რაც ამ წმინდა მამამ დაწერა თავისი სიტყვა „სინანულის შესახებ“, რომლისგანაც შედგენილია წინამდებარე კანონები. მოხსენიებული ანკვირიის კრების კანონებში ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ იმათ შესახებ, ვინც დევნილობისას განუდგა ქრისტიანობას, მათი განდგომის ხარისხებსა და მიზეზებზე, ასევე იმ სასჯელებზე, რომლებსაც უნდა დაქვემდებარებოდნენ შემდგომში, როდესაც დევნილობა შეწყდებოდა და ისინი კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდებოდნენ. 3 0 % უპის, ოჰოსი ნი, ოდიში (შილაში) ამის გამო ჩვენ ვტოვებთ ამ წმინდა მამის ყველა 14 კანონს სპეციალური განმარტების გარეშე, რამეთუ ანკვირიის კრების შესაბამისი კანონების მოხსენიებული განმარტებანი იმავდროულად ემსახურება ამ კანონების განმარტებასაც. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების სისტემატიზირებული გადმოცემა ქრისტიანობიდან განდგომის შესახებ კი ჩვენ წარმოვადგინეთ სხვა ადგილას.”
PDF გვ. 303
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათთვის, რომლებიც შეპყრობისა და საპყრობილის ჭირთა და სიმყრალის დათმენის შემდეგ, თითქოსდა მტრისაგან გარემოცულნი, შემდგომში უბრძოლველად, სატანჯველთა დათმენის გარეშე გახდნენ ტყვეები და შეიმუსრნენ ძალთა უკიდურესი სიმწირისა და ერთგვარი სიბრმავის გამო, – საკმარისია წინამავალ დროზე ერთი წლის დამატება, რამეთუ ისინიც მთლიანად მიეცნენ სატანჯველს ქრისტეს სახელისათვის, თუმც კი დიდ ნუგეშს იღებდნენ საპყრობილეში ძმებისგან. ამისთვის, სურთ რა გათავისუფლდნენ ეშმაკის უმწარესი ტყვეობისაგან, დაე, ბევრად აღმატებული მიუზღან, გაიხსენებენ რა უმჯობესად მეტყველს: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვკს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაი შეწყნარებული“ (ეს. 61, 1,2; ლუკ. 4, 18, 19)
PDF გვ. 304
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სოლო რომელთაც არაფერი ასეთი არ გადაუტანიათ და არ უჩვენებიათ რწმენის ნაყოფნი, არამედ ნებაყოფლობით გაქცეულან ბოროტის მხარეს, ვისაც სულმოკლეობისა და შიშის გამო ჩაბარებიან, აწ კი სინანულად მოსულან, – ჯერ არს და შეეფერებათ მივუყენოთ იგავი უნაყოფო ლეღვის შესახებ როგორც უფალი ამბობს: „ლეღყ ვისმე ედგა ნერგი სავენაკესა თვსსა; მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. და პრქუა ვენაკისმოქმედსა მას: „აჰა ესერა, სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაისათყს ქვეუანაიცა დაუპყრიეს უქმად?“ ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოკნო მას გარემო და სკორე დაუდვა, ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი (ლუკ. 13, 6-9). ექნებათ რა ეს იგავი თვალწინ და წარმოაჩენენ სინანულის ღირს ნაყოფს იმავე დროის, ანუ ოთხი წლის განმავლობაში, ამისგან უდიდეს სარგებელს მიიღებენ.
"იხ. ჩემი: „IIXCX8080 M#838680 ”იმ80“ (MიC89ი, 1911), იულ. 344-352.
PDF გვ. 304
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო სრულიად სასოწარკვეთილთა და შეუნანებელთათვის, რომელთაც კანის მუდმივი სიშავე და ფოცხვერის სიჭრელე შეუძენიათ, დაე, სხვა ლეღვის მიმართ გამოთქმული განაჩენი იქნას გამოყენებული: „ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ“ (მათე 21, 19), რის გამოც იგი მაშინვე გახმა. მათზე ეკლესიასტეს ნათქვამიც აღესრულება: „გარდაქცეული არა შესაძლებელ არს შემკობად, და ნაკლული არა შესაძლებელ არს აღრიცხვად“ (ეკლესიასტე 1, 15) რამეთუ გარდაქცეულისათვის (გარყვნილ-დამახინჯებულისათვის) შეუძლებელია გამშვენიერდეს, თუ ჯერ არ გამოსწორდა, და ნაკლულიც “შეუძლებელია აღირაცხოს, თუკი ჯერ არ შეივსება. ამიტომაც, ბოლოს, მათ შეიძლება ის შეემთხვათ, რაც წინასწარმეტყველ ესაიას მიერ არის ნათქვამი: „და განვიდენ და იხილონ ძვალები კაცთა, გარდამავალთა ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა პორცისა“ (ეს. 66, 24), და კიდევ „ხოლო ცრუნი ვითარცა ზლვა აღდუღებული ეგრეთ იღელვებოდინ, და განსუწნებად ვერ შემძლებელ იყუნენ. არა არს სიხარული უთნოთა, იტყკს უფალი ღმერთი“ (ეს. 57, 20, 21).
PDF გვ. 305
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთნი თავს დავითის მსგავსად მოაჩვენებდნენ, რომელიც სულელად იკატუნებდა თავს სიკვდილისაგან გადასარჩენად, თუმცა კი სულაც არ იყო გონებანაკლული. მათ პირდაპირ არ მოუწერიათ ხელი რწმენისაგან განდგომაზე, არამედ მეტად მძიმე გარემოებებში შეაგინეს მტრების მანქანებანი, მსგავსად იმისა, როგორც გონიერი და მოხერხებული ბავშვები დასცინიან ხოლმე უგუნურ ბავშვებს, – ანუ მათ გვერდით ჩაუარეს საკერპე სამსხვერპლოებს, ან ხელწერილი მისცეს, ანდა წარმართები დააყენეს თავიანთ სანაცვლოდ. მართალია, ზოგიერთ მათგანს, როგორც მსმენია, გამოუვლინეს კიდეც შემწყნარებლობა ცალკეულმა აღმსარებლებმა, რადგანაც ისინი დიდი გულმოდგინებით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ცეცხლის დანთება და კმევა არაწმიდა დემონებისათვის საკუთარი ხელით, და მართალია, ვერ შენიშნეს და მიუხვედრელობით გააკეთეს ეს, მაგრამ მაინც დაეკისრათ ექვსთვიანი ვადა სინანულისათვის ღმერთისკენ მოსაქცევად. რამეთუ ასე ესენიც უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, იფიქრებენ რა წინასწარმეტყველის ნათქვამზე: „რამეთუ ყრმა იშვა ჩუწნდა ძე, და მოგუმცა ჩუმნ; რომლისა მთავრობა იქმნა მკარსა ზედა მისსა; და ჰქყან სახელი მისი, დიდისა განზრახვისა ანგელოზი; საკჭრეელი თანა განმზრახი ღმერთი ძლიერი კელმწიფე მთავარი მშყდობისა; მამა მერმეთა საუკუნოსა“ (ეს. 9, 6). ეს ყრმა, როგორც იცით, ჩასახული ექვსი თვის შემდეგ სხვა ყრმის ჩასახვიდან, რომელიც მისი გამოსვლის წინ ქადაგებდა სინანულს მისატევებელად ცოდვათა, ჩასახულ იქნა ასევე იმისთვის, რომ 3 0 6 უპჰის კ ოპოსი ნი კოდიში C შილჰშიპ სინანული ექადაგა. რამეთუ გვესმის ორივე მქადაგებელისა, პირველ ყოვლისა, არამსოლოდ სინანულისათვის, არამედ ცათა სასუფეველისათვის, რომელიც, როგორც გვასწავლეს, შორის ჩუენსა არს (შდრ. ლუკ. 17, 21), რადგანაც „მახლობელ შენდა არს სიტყუაი ეგე პირსა შენსა და გულსა შენსა, ესე იგი არს, სიტყუაი სარწმუნოებისაი, რომელსა ექადაგებთ, ვითარმედ ალ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე“ (რომ. 10, §, 9).
PDF გვ. 305
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთებმა ქრისტიანი მონები თავიანთ სანაცვლოდ დააყენეს (დევნილობის ჟამს), მონები კი, როგორც ხელქვეითნი და გარკვეული სახით თავადაც თავიანთი ბატონების ტყვეობაში მყოფნი, მათი მუქარისა და შიშის გამო იქნენ მიყვანილნი კერპთმსახურებამდე და დაეცნენ. ასეთმა მონებმა, დაე, ერთი წლის განმავლობაში გამოაჩინონ სინანულის საქმენი, და ისწავლონ ამიერიდან, როგორც ქრისტეს მონებმა, რომ ღმერთის ნება უნდა აღასრულონ და მისი ეშინოდეთ, განსაკუთრებით კი ის ისმინონ, რომ „რაიცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან“ (ეფეს. 6, 8).
PDF გვ. 306
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: აზნაურნი (თავისუფალნი) კი, დაე, სამი წლის განმავლობაში გამოიცდებოდნენ სინანულში, – იმიტომაც, რომ თვალთმაქცობდნენ, და იმიტომაც, რომ აიძულეს თავიანთი (უფლისმიერი) თანამონები მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის, რამეთუ ამის ჩადენით მათ არ შეისმინეს მოციქულისა, რომელსაც სურს, რომ „უფალნი (ბატონნი) ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა (მონათა) მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა“ (ეფეს. 6, 9), ხოლო თუკი ჩვენ ერთი, მიუკერძოებელი უფალი გეყავს, – რადგან „არა არს წარმართ და ჰურია,.. ბარბაროზ, სკყთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე“ (კოლ. 3, 11), მაშინ რომელთაც საკუთარი სულის ცხონება სურთ, უნდა შეხედონ, თუ რა ჩაიდინეს, როცა კერპთმსახურებაში ჩააგდეს თავიანთი (უფლისმიერი) თანამონები, რომლებსაც ასევე შეეძლებოდათ თავიდან აეცილებინათ ეს, თუკი მათი ბატონები „სამართალსა და სწორსა (თანასწორობას) მისცემდით მონათა მათ“, – როგორც კვლავაც იტყვის მოციქული (კოლ. 4,1).
PDF გვ. 306
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რომლებიც გაცემულ იქნენ და დაეცნენ, მაგრამ თავად მოვიდნენ ღვაწლად, თავი ქრისტიანებად აღიარეს და ჩაგდებულ იქნენ საპყრობილეში და ეწამნენ, სამართლიანი იქნება განვამტკიცოთ გულის მხიარულებაში და ყოველივეში გვქონდეს მათთან ერთობა, – როგორც ლოცვებში, ასევე ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებაში, და სიტყვით ნუგეშინის-ცემაში, რათა განუწყვეტელი ღვაწლით ისინიც ღირს იქმნენ გარეგანი წოდების პატივისა. რამეთუ ნათქვამია: „შედ გზის დაეცეს მართალი და აღდგეს“ (იგავ. 24, 16). ყოველი დაცემული რომ ამგვარად მოქცეულიყო, ამით სრულყოფილ და უგულმოდგინეს სინანულს წარმოაჩენდა.
PDF გვ. 307
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერთობა უნდა გვქონდეს იმათთანაც, რომლებიც, თითქოსდა ძილისგან გამოფხიზლდნენო, დიდი მოშურნეობით შეუდგნენ ღვაწლს, მაშინ, როცა ის (განსაცდელი) ჯერ არ გაცხადებულიყო, არამედ მხოლოდ ემზადებოდა მათ მისაზიდად და თავადვე მოაწიეს საკუთარ თავზე მსგავსი ზღვის ძლიერი მღელვარებისა; განსაკუთრებით ძლიერად ძმების მიმართ აღაგზნეს ცოდვილთა ნაკვერცხალი. ასეთნი, თუმც, ქრისტეს სახელით ეძლევიან ამას (განსაცდელს), მაგრამ არ შეისმენენ მის სიტყვებს, რომლებითაც იგი განგვსწავლის: „იღყძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხკდეთ განსაცდელსა“ (მთ. 26, 41), და კვლავაც ლოცვით შევღაღადებდეთ მამას: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა; არამედ მიკსნენ ჩუენ ბოროტისაგან“ (ლუკა 11, 4). შესაძლოა მათ არც კი იციან, რომ ჩვენი სახლის უფალი და მოძღვარი სშირად არიდებდა თავს იმათ, რომელთაც მისი ცილშეწამება სურდათ, და რომ ზოგჯერ მათი გულისთვის არც ვიდოდა განცხადებულად, და როცა მისი ვნების დრო მოახლოვდა, თავად კი არ მისცა თავი, არამედ ელოდა, სანამ მახვილითა და წათებით არ მივიდნენ მის შესაპყრობად, და მაშინლა უთხრა მათ: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსუედით თქუენ მახყლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა“ (მარკ. 14, 48) ხოლო მათ, – ამბობს მახარებელი. – პილატეს გადასცეს იგი. მის მსგავსად, ევნენ მისი მიჭნისკენ მავალნიც, ახსოვდათ რა მისი ღვთაებრივი სიტყვები რომლებითაც განგვამტკიცებს ჩვენ, ლაპარაკობს რა დევნილობებზე: „ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ“, –- მიგცემდნენო, ამბობს, და არა თავად მისცემთ თავსო; – „და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთუს საწამებელად მათდა და წარმართთა“ (მთ. 10, 17, 18), და არა თავად მიხვალთო. რამეთუ მას სურს, რომ მისი სახელისთვის დევნილობის დათმენისას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავდიოდეთ, როგორც გვესმის ამის შესახებ მისი სიტყვები, როცა ამბობს: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10, 23), რადგანაც მას არ ნებავს, რომ ჩვენ თავად მივეახლოთ ეშმაკის საჭურველთმტვირთველთ და შუბოსნებს, რათა მათთვის მრავალი სიკვდილის მიზეზნი არ გავხდეთ, როცა თითქოსდა ვაიძულებთ მათ უფრო მეტ გასასტიკებას და მომაკვდინებელ საქმეთა აღსრულებას, არამედ (სურს, რომ) მოველოდეთ და თავს ჩავუკვირდებოდეთ, ვმღვიძარებდეთ და ვლოცულობდეთ, რათა არ შევიდეთ განსაცდელში. ასე, სტეფანე, რომელმაც მის კვალად პირველმა მიილო სატანჯველი, ურჯულოებმა შეიპყრეს იერუსალიმში, მიიყვანეს საკრებულოში, სადაც ჩაიქოლა უფალ იესო ქრისტეს სახელისათვის, განდიდდა და ასე ლოცულობდა: „უფალო, ნუ შეურაცს ამათ ცოდვასა ამას“ (საქ. 7, 690). ასევე, იაკობიც, მეორე შეიპყრო ჰეროდემ და თავი მოჰკვეთა. ასე, მოციქულთაგან რჩეული პეტრეც მრავალგზის იქნა შეპყრობილი, საპყრობილეში ჩაგდებული, შეგინებული და ბოლოს, რომში ჯვარცმული. ყოვლადქებულ პავლესაც, მას შემდეგ, რაც მრავალგზის გასცეს იგი, ჭირნი დაითმინა თვით სიკვდილამდე, ბევრი იღვაწა და იქადოდა მრავალი დევნითა და შეჭირვებებით, იმავე ქალაქში მოჰკვეთეს თავი მახვილით. იგიც, თავს იქებს რა დათმენილი ტანჯვით, დაასკვნის, რომ დამასკოში ლამით კალათით ჩაუშვეს გალავნიდან „და განვერი კელთაგან მისთა“, ვისაც ჩემი შეპყრობა უნდოდაო (2 კორ. 11, 33). ვინაიდან მათი მთავარი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგება და დამოძღვრა იყო, რითაც ძმებს რწმენაში განამტკიცებდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქ. 14, 22), რამეთუ ისინი სარგებელს თავისთვის კი არ ეძებდნენ, არამედ მრავალთათვის, რათა ცხონება მიეღოთ. და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა ასეთი ადამიანებისათვის, რათა გონივრულად მოქცეულიყვნენ, მაგრამ როგორც მოციქული ამბობს, „დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად“# (ებრ. 11, 22).
PDF გვ. 307
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამიტომ, ვინც სამღვდელოთაგან ნებაყოფლობით გავიდა სამოღვაწეოდ, დაეცა და კვლავ განაახლა ღვაწლი, არ არის მართებული, რომ შემდგომში მღვდელმსახურებაში დარჩეს, რამეთუ მიატოვა უფლის სამწყსო და შეიგინა თავი, რაც არც ერთ მოციქულს არ გაუკეთებია. რამეთუ, მართალია, მრავალდევნაგამოვლილმა და მოღვაწეობაში მრავალი გამარჯვებით გამორჩეულმა ნეტარმა მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ უმჯობესია მოკვდე და ქრისტესთან იყო" მაგრამ მაინც დასძენა და თქვა: „ხოლო დადგრომაი ჰპორცთა შინა უნებელადრე თქუენთვს“ (ფილიპ. 1, 24) რამეთუ მხედველობაში მუდამ ჰქონდა არა საკუთარი სარგებლობა, არამედ – მრავალთა, რათა ცხონდნენ; საკუთარ სიმშვიდეზე უფრო საჭიროდ მიიჩნევდა ძმებთან ”ანუ, დრო არ მეყოფა უფრო მეტის მოსათხრობადო. "ჩემდა ცხორება ქრისტე არს, და სიკუდილი – “შესაძინელ“,– ფილიპ. 1, 21. ყოფნას და მათზე ზრუნვას. იგი მოძღვარსაც მოძღვრობაში ყოფნას უბრძანებს და მართლმორწმუნეთათვის მაგალითის მიცემას. ამიტომაც ისინი, რომლებიც დაცემისა და საპყრობილეში ღვაწლის განახლების შემდეგ, მღვდელმოქმედების უფლებას ეძიებენ თავისთვის, სრულიად არაგონივრულად იქცევიან. რამეთუ როგორ მოითხოვენ იმას, რაც თავადვე მიატოვეს მაშინ, როცა შეეძლოთ სასარგებლონი ყოფილიყვნენ ძმებისთვის ასეთ დროს? სანამ ისინი შეურყეველნი იყვნენ, შენდობა ჰქონდათ თავიანთ განუსჯელ საქციელში, მაგრამ როცა დაეცნენ, ამის შემდეგ უკვე აღარ ძალუძთ მღვდელმოქმედება, როგორც უწესობის ჩამდენთ და საკუთარი თავის შემაგინებელთ. ამრიგად, გვერდზე გადადონ ქედმალლობა და თავმდაბლობით იზრუნონ განსაკუთრებით იმისთვის, თუ როგორ დაასრულებენ თავიანთ მსვლელობას. რამეთუ სავსებით საკმარისია მათთვის გულმოდგინებითა და ზედმიწევნით აღსრულებული ერთობა (ეკლესიასთან), ორი მიზეზის გამო: იმისთვისაც, რომ მწუხარება არ ეწიოთ და მისგან თავის დაღწევა არ გაუჭირდეთ, და იმისთვისაც, რომ დაცემულთაგან ზოგიერთს საბაბი არ მიეცეთ იფიქრონ, თითქოსდა ისინი, მოსალოდნელ ეპიტიმიათა შიშით, სულით მოუძლურდნენ. ასეთები სხვებზე მეტად შერცხვებიან და შეიგინებიან, მსგავსად იმ კაცისა, რომელმაც (გოდოლს) საფუძველი ჩაუყარა და ვეღარ შეძლო (მშენებლობის) დასრულება, რამეთუ, როგორც ნათქვამია, „ყოველნი, რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა და თქუან, ვითარმედ: „კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო ალსრულებად“ (ლუკ. 14, 29, 30).
PDF გვ. 308
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთებმა, დასაწყისში, თავადვე ჩაიგდეს თავი მძვინვარე დევნილობაში: იდგნენ რა სამსჯავროთა შორიახლოს და ხედავდნენ უმაღლესი წოდების პატივისაკენ მოსწრაფე წმინდა მოწამეებს, კეთილმოშურნეობით აღიძრნენ და დიდი კადნიერებით თავადაც მიეცნენ მოწამეობრივ ღვაწლს; განსაკუთრებით მაშინ, როცა მრავალს ხედავდნენ მტრის მიერ გატაცებულთ და რწმენისგან განდგომილთ. შინაგანად ანთებულნი და ქედმაღალი მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შინაგანი ხმით მოწოდებულნი, ისინი ჩქარობდნენ ამაზე წასვლას, რათა მოწინააღმდეგე თავად არ წარმოჩენილიყო საკუთარი თავის წინაშე ბრძენად, იმიტომ, რომ იგი ფიქრობდა მზაკვრობით ეძლია ისინი (მოწამენი), მაშინ, როდესაც თავისდა შეუმჩნევლად მარცხდებოდა მათი მხრიდან სორცთა ფლეთისა და გვემის, მახვილის, ცეცხლისა და წყალში დასრჩობის ახოვანი დათმენით. ამგვართათვის, ან საპყრობილეში ვნებულთა და ძლეულთათვის შიმშილითა და წყურვილით, ანდა საპყრობილის გარეთ ტანჯულთათვის სხეულის დაფლეთითა და გვემით, დაბოლოს, ძლეულთათვის სხეულის უძლურების მიზეზით, – როცა მათთვის ზოგიერთები რწმენით ითსოვენ ლოცვისა და ვედრების აღვლენას, მართებული იქნება დავეთანხმოთ მათ. რამეთუ სულაც არ არის ვინმესთვის საზიანო თანაგრძნობა და თანალმობა აღმოუჩინონ მშობლების, ძმებისა თუ შვილებისათვის მოტირალებსა და მკვნესარებს, რომლებიც მონდომებით იღვწოდნენ, მაგრამ ბოროტმა და მზაკვარმა ეშმაკმა დიდი ძალისხმევით დაამარცხა. ჩვენ ვუწყით, რომ სხვების რწმენითაც მიუღიათ ზოგიერთებს ღვთის სიკეთე ცოდვათა შენდობაში, სხეულის სიჯანსაღესა და მკვდართა აღდგინებაშიც. ამრიგად, მოვიხსენიებთ რა ქრისტეს სახელისათვის მათ მიერ დათმენილ ღვაწლსა და ჭირს, და არა მხოლოდ ამას, არამედ იმასაც, რომ მათ შეინანეს, და იმ ქმედებას, რომლითაც უღალატეს საკუთარ თავს, დასტირიან სხეულის გათანგვითა და მოკვდინებით, და რომ განეშორნენ ამა ქვეყანას და კეთილი მოწმობა აქვთ თავიანთი ცხოვრების შესახებ, ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვითხოვთ მათ განწმედასა და სხვა შესაფერის სიკეთეებს უფლისგან, რომელიც მეოხი გვეყო მამის წინაშე და მოწყალებისათვის მისი მომდრეკელი ჩვენი ცოდვების მოსატევებლად, რამეთუ ნათქვამია: „უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გყვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაი“ (1 იოანე 2, 1, 2).
PDF გვ. 309
კანონი 12
იმათ, რომელთაც ვერცხლი მისცეს, რათა არანაირი ბოროტებით არ შეეწუხებინათ ისინი, ნუ შეერაცხებათ ეს ბრალად. რამეთუ მათ ზარალი და ფულის დაკარგვა იწვნიეს, რათა არ განმდგარიყვნენ და არ დაეღუპათ თავიანთი სული, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ ანგარებისმოყვარების გამო, თუმცა კი ამბობს უფალი: „რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვსი იზღვიოს?“ (მთ. 16, 26), და ასევე: „ვერ პელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (ლკ. 16, 13). რამეთუ მდევნელთა წინაშე ისინი წარმოჩნდნენ ღმერთის მსახურებად, რომელთაც მოიძულეს და ფეხით გათელეს ვერცხლი, უგულებელჰყვეს ის და ამით აღასრულეს წერილი: „სახსრდ სულისა კაცისა სიმდიდრე თკვსი მას“ (იგავ. 13, 8) რამეთუ „საქმე მოციქულთაში“ ვკითხულობთ, რომ თესალონიკში პავლესთან და შილასთან ერთად ქალაქის თავთან სამსჯავროზე წაყვანილნი, სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ იქნენ გათავისუფლებულნი: მას შემდეგ, რაც ძალიან გააბოროტეს წარმართები ქრისტეს სახელის ქადაგებით და აღაშფოთეს ერი და ქალაქის თავნი, „მოჰხადეს თავსა-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგი. ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად“ (საქმე მოციქ. 17, 9, 10).
(მოც. 62; ანკვირ. 2) ნშინდ»ა პეტრე პლექსაკნდრიელის კანონეზი _ პ11
PDF გვ. 310
კანონი 13
ამიტომ, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს სულის ხსნისათვის და იქაურობას განეშორნენ, დაე, ნუ იქნებიან დადანაშაულებულნი იმაში, რომ მათ ნაცვლად სხვები შეიპყრეს. რამეთუ ეფესოშიც პავლეს ნაცვლად მისი მხლებელნი – გაიოზი და არისტარქო წაიყვანეს სამსჯავროზე თეატრონში, და როცა მას ხალხში გამოსვლა უნდოდა, – რადგანაც შფოთი მისი მიზეზით მოხდა, ხალხის დიდი სიმრავლის კეთილმსასურად მოქცევის გამო, – მაშინ, როგორც ნათქვამია: „არა უტევეს მოწაფეთა. და რომელნიმე ასიაისა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაითა არა მისცეს თავი თვსი სახილველსა მას“ (საქ. 19, 30, 31), ხოლო, თუკი ზოგიერთნი გაჯიუტდებიან და შეედავებიან იმათ, რომლებიც გულწრფელად შეისმენენ ნათქვამს: „ცხოვნებით აცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ“ (დაბ. 19, 17), – ასეთებმა მოციქულთა შორის რჩეული პეტრე გაიხსენონ, უკვე ჩაგდებული საპყრობილეში, სადაც მას თექვსმეტი მცველი – „ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა დაუყენეს ცეად“ (საქ. 12, 4), მაგრამ საიდანაც მან თავი დააღწია ჰეროდეს მომაკვდინებელ ხელს და იუდეველთა ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გამოხსნილ იქნა უფლის ანგელოზის ბრძანებით: „და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაი იყო ერის კაცთაი მათ, ვითარმედ: რაიმე იქმნა პეტრე? და ჰეროდე ეძიებდა მას და პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაი მათი“ (საქ. 12, 18, 19); მაგრამ მათ გამო არანაირი ბრალი არ ედება პეტრეს. რამეთუ იმათ, ყოველივე იხილეს და შეეძლოთ გაქცეულიყვნენ, ისევე, როგორც ბეთლემსა და მის სანახებში მყოფ ყრმებს, თუკი მათს მშობლებს ეცოდინებოდათ, – რა მოელოდათ; მაგრამ ისინი მოსწყდნენ ბილწი მკვლელის ჰეროდეს მიერ მისგან მოსაკლავად ძებნილი ერთი ყრმისთვის, რომელიც ასევე ილტვოდა უფლის ანგელოზის ბრძანებით და რომელმაც სწრაფად იწყო დატყვევება და მიტაცება, მისთვის წოდებული სახელის შესაბამისად, როგორც დაწერილია: „უწოდე სახელი მისი მალიად წარმოტყუმნე, მსწრაფლ იავარ ყავ მით რამეთუ პირველ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა ანუ დედისა, მოილო ძალი დამასკისა და ნატყვენავნი სამარიასნი, წინაშე მეფისა ასურასტანელთასა“ (ეს. 8, 3, 4). ამიტომაც მოგვები, როგორც უკვე დატყვევებულნი და ნადავლად ქმნილნი (მიტაცებულნი), მორჩილად და მოწიწებით ეთაყვანებიან ყრმას, ხსნიან თავიანთ საუნჯეს და მიართმევენ მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, უდიდებულეს და ყველაზე შესაფერის ძღვენს: ოქროს, გუნდრუკსა და მურს. ამიტომაც, საღმრთო განგებულებისაგან შეწევნილებმა, აღარ ისურვეს ასურასტანელთა მეფესთან დაბრუნება.” „და მოიღეს ბრძანებაი ჩუენებით, – ამბობს სახარება. – რაითა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხსუთ გზით წარვიდენ სოფლად თვსა“ (მთ. 2, 12). ამიტომ მძვინვარე ჰეროდემ, დაინახა რა, „რამეთუ "ასურეთის მეფედ აქ წმინდა პეტრე სახელდებს ჰეროდეს, ზემოთ მოყვანილი ესაიას წინასწარმეტყველების შესაბამისად, როგორც საღმრთო ყრმის მტერს და მისგან დამარცხებულს.
PDF გვ. 311
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.