← გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა ლიტოსადმი

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

გრიგოლ ნოსელის ეპისტოლე · ტ. II (2011)

წინათქმა

L 2 8 უპის, ოპოსი ნის ოდიში (შილაში)

კანონიპური ეპისტოლე წმინდისა გრიგოლისა, ნოსელი ეპისკოპოსისა მელირდინის ეპისპოპოს ლირტოის მიმართ)

PDF გვ. 428

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 1. ისიცაა წმინდა დღესასწაულის ერთ-ერთი კუთვნილება, რომ ჩვენ გულისხმავჰყოთ მოქმედების რჯულიერი და მართებული სახე შეცოდებულთა მიმართ, რათა ყოველგვარი სულიერი სნეულება განიკურნოს, აღმოცენებული რომელიმე ცოდვისაგან. შესაქმეს ეს საყოველთაო დღესასწაული, რომელიც დაწესებულია წლიური წრის მოქცევის მიხედვით და ყოველწლიურად აღესრულება მთელ მსოფლიოში, იდღესასწაულება დაცემულის აღდგომის მიზეზით. მაგრამ დაცემა არის ცოდვა, ხოლო აღდგომა არის წამოდგომა ცოდვიანი დაცემისაგან. ამრიგად, კეთილშესაფერისი იქნება ამ დღეს არამარტო ღმერთთან მიყვანა ემბაზის მადლის მეშვეობით აღმოშობით განახლებული ადამიანებისა, არამედ მკვდარ საქმეთაგან ცხოვრების გზაზე მოქცევისა და სინანულის მეშვეობით კვლავ დაბრუნებულთა წინამძღვრობაც მაცხონებელი სასოებისაკენ, რომლისგანაც ისინი ცოდვის მიზეზით გაუცხოვდნენ. არცთუ მცირედი საქმეა, რომ სიტყვები ამის შესახებ განგებულ იქნეს სამართლიანი და გამოცდილი კანონის მსჯავრით, მცნებისამებრ წინასწარმეტყველისა, რომელიც გვიბრძანებს სიტყვების განგებას სამსჯავროზე (,განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა“) რათა საღმრთო წერილის ნათქვამისამებრ, „არა შეირყიოს, სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი“ (ფსალმ. 111, 5, 6) რამეთუ როგორც სხეულებრივ მკურნალობაში სამკურნალო ხელოვნების მიზანი ერთია: ჯანმრთელობის დაბრუნება სნეულისათვის, ხოლო მკურნალობის სახეები განსხვავებულია, რამეთუ სხვადასხვა სნეულებათა კვალობაზე თითოეულ სნეულებას მკურნალობის შესაბამისი ხერხი მიესადაგება, ასევე სულიერ სნეულებებშიც, ვნებების სიმრავლისა და მრავალფეროვნების კვალობაზე, აუცილებელი ხდება მრავალფეროვანი საკურნებელი მზრუნველობა, რომელიც სნეულების გვარობიდან გამომდინარე, ახდენს კურნებას. მაგრამ იმისთვის, რომ გარკვეული მართებულობით განვიხილოთ წინამდებარე საგანი, შემდეგნაირად დავაწყოთ სიტყვა: ჩვენს სულში, თავდაპირველი დაყოფის მიხედვით, იხილვება სამი ძალა: გონების ძალა, მოსურნეობის (წადილის, გულისთქმის) ძალა და გაღიზიანების (გულისწყრომის) ძალა. ამ ძალებში აღესრულება კეთილად მცსოვრებთა ღვაწლნიც და ბოროტისაკენ მიდრეკილთა დაცემაც. ამიტომ ვისაც სურს შესაფერისი კურნება გამოიყენოს სულის სნეული ნაწილისათვის, პირველ ყოვლისა, უნდა განიხილოს, თუ რომელ ნაწილში აღმოცენდა სნეულება, და შემდეგ ვნებულს უმკურნალოს შესაფერისად, ისე, რომ საკურნებელი საშუალების არცოდნის გამო კურნება ერთ ნაწილს არ მიეცეს, მაშინ, როცა სნეულება სხვა ნაწილშია, როგორც ამას სინამდვილეშიც ვხედავთ ბევრ მკურნალთან, რომლებიც, თავიდანვე ვერ გამოიცნობენ რა სხეულის სნეულ ნაწილს, თავიანთი მკურნალობით კიდევ უფრო ამძაფრებენ სნეულებას. სნეულება ხშირად წარმოიშობა სიცხის სიჭარბისაგან, მაგრამ რამდენადაც ზედმეტი სიცივისაგან დაუძლურებულთათვის სასარგებლოა თბილი და გამათბობელი, ამდენადვე იგივე საშუალება, ბუნებრივად სარგებლობის მომტანი ესევითართათვის, წინდაუხედავად გამოყენებული უკიდურესი სიცხით მოწყლულთათვის, უკურნებელად აქცევს სნეულებას. ამგვარად, როგორც მკურნალთათვისაა აღიარებული ყველაზე საჭიროდ სხეულებრივ დასაბამთა თვისებების შეცნობა, რათა ვნებულ ანდა არავნებულ ნაწილთაგან გამოსწორებას სწორედ ის იღებდეს, რომელიც არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, ამგვარადვე ჩვენც, მივმართავთ რა სულში არსებულ ძალთა ამ (გარკვეულ) დაყოფას, საერთო მოხილვა დავადგინოთ ვნებების შესაბამისი კურნების საფუძვლად. ამრიგად, სულისათვის დამახასიათებელი მოძრაობების სამმაგი დაყოფის მიხედვით, როგორც ვთქვით, გონების, მოსურნეობისა და გაღიზიანების ძალებად, გონების ძალის კეთილი მოქმედებანი სულში შემდეგია: ღვთაებრივის კეთილმსახური გაგება, კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელოვნება, ცხადი და. შეურევნელი მსჯელობა საგნების თვისებებზე – თუ არსებულთაგან რომელნი არიან ღირსნი არჩევისა და რომელნი უარყოფისა და ზურგის შექცევისა. დაპირისპირების მიხედვით, უეჭველია, იხილვება აგრეთვე ბოროტი მიმართულებაც სულის ამ თვისებისა, როცა მასში ღვთაებრივ საგნებთან მიმართებაში იქნება უკეთურება, ჭეშმარიტად კეთილთან მიმართებაში – განუსჯელობა, საგანთა ბუნების დამახინჯებული და ცრუ გაგება, ისე, რომ „იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტადდ დასდებენ ბნელსა ნათელად და ნათელსა ბნელად“, – როგორც საღმრთო წერილი ამბობს (ესაია 5, 20). მოსურნეობის ძალის კეთილმოქმედი მიმართულება არის სურვილის მისწრაფება არსებითად სასურველისადმი და ჭეშმარიტად მშვენიერისადმი, და ჩვენში არსებული სიყვარულის მთელი ძალისა და განწყობის განმსჭვალვა იმაში დაჯერებულობით, რომ არაფერი სხვა არ არსებობს თავისი ბუნებით სასურველი, გარდა სათნოებისა, სიკეთისა და იმ ბუნებისა, რომელიც სათნოებას, კეთილმოქმედებას წარმოადგენს. ხოლო ამ უნარის განდრეკა (დამახინჯება) და (ცოდვიანი მოძრაობა მაშინ არის, როცა ვინმე მოსურნეობას ოცნებისმიერი ქედმაღლობისაკენ ანდა აყვავებული სხეულებრივი სილამაზისაკენ მიაქცევს. აქედან აღმოცენდება: ვერცხლისმოყვარება, დიდებისმოყვარება, და ამის მსგავსი მანკიერებანი რომელთაც თავიანთ დასაბამად ბოროტების ეს სახეობა აქვთ. დაბოლოს, გაღიზიანების ძალის კეთილი მოქმედება არის ბოროტების სიძულვილი, ბრძოლა ვნებების წინააღმდეგ და სულის განმტკიცება მხნეობაში, რათა სარწმუნოებისა და სათნოებისათვის მოღვაწე არ შეუშინდეს ყოველივე იმას, რაც მრავალთ საშიში ეჩვენებათ, არამედ სისხლის დაქცევამდე იღვწოდეს ცოდვის წინააღმდეგ, უგულებელყოფდეს სიკვდილის საფრთხეს, უმძიმეს სატანჯველთ და განშორებას იმისაგან, რაც ყველაზე სასიამოვნოა, – და ერთი სიტყვით, იყოს ყოველივე იმაზე მაღლა, რაც ბევრს ვნებების ტყვეობაში ამყოფებს ჩვეულე- L 3 0 უპის გოპოსი ნისსოდიში (შილაში) ბებისა და ცრუ შეხედულებების მიერ. ხოლო ამ ძალის დამახინჯებული მოძრაობები ყველასთვის აშკარაა: შური, სიძულვილი, მტრობა, ბოროტსიტყვაობა, თანამზრახველობა, იჭვნეული და შურისმაძიებლური განწყობა, დიდ დროზე გაწელილი ძვირისმხსენებლობა, რომელსაც ბევრნი მიჰყავს მკვლელობამდე და სისხლის დაღვრამდე. რამეთუ განუწვრთნელი ზრახვა, რომელმაც არ იცის, სარგებლობით როგორ გამოიყენოს იარალი, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიაქცევს რკინის მახვილს, და მაშინ ლმერთისგან ჩვენს დასაცავად მოცემული იარაღი, დამლუპველად ექცევათ მის ბოროტად გამომყენებელთ.

გრიგოლ ნოსელის ეპისტოლე, რომლიც მან 390 წელს მისწერა ლიტოის,მელიტინის ეპისკოპოსს, შეადგენს ამ რვა კანონს, რომლებიც სულიერი მოძღვრების სახელმძღვანელოს წარმოადგენს – თუ როგორ უნდა განსაჯონ სხვადასხვა ცოდვა და რა სახის ეპიტიმიები განუწესონ მათთვის დამნაშავეს. გრიგოლ ნოსელი ყველა ცოდვას სამ ჯგუფად ჰყოფს, სულის სამი ძალისა და თვისების შესაბამისად, რომლებსაც ის კანონში მოიხსენიებს და რომლებისგანაც გამომდინარეობს როგორც ყველა სათნოება, ასევე ყველა ცოდვა. სულის ძალების ეს დაყოფა, როგორც ბევერეგია აღნიშნავს,7”” წმინდა გრიგოლმა აიღო პლატონის ფილოსოფიიდან, და ამით აიხსნება ის, რომ იგი კანონში ამბობს, ასეთივე იყო პირველადი დაყოფაო. სულიერმა მკურნალმა, როდესაც ვინმეში რამე ცოდვას შენიშნავს, წინასწარ უნდა გამოიკვლიოს სულის რომელი ძალიდან გამომდინარეობს ის, და მასთან შესაბამისობაში გამოუწეროს შესაფერისი წამალი, რათა შემთხვევით არ შესცდეს და სხვა წამალი არ მისცეს იმის ნაცვლად, რასაც მისი ავადმყოფობა მოითხოვს. დებს რა ამას საფუძვლად, წმინდა გრიგოლი ამის შემდგომ იძლევა საკუთარ რჩევებს, თუ რაგვარი მოქმედებაა საჭირო ცოდვების გამოკვლევისა და მათი მკურნალობისას. სწორედ ეს შეადგენს გრიგოლ ნოსელის ყველა კანონის ერთობლივ შინაარს, რომელთა შორისაც პირველი წარმოადგენს დანარჩენი შვიდი კანონის შესავალს.

მსგავსი კანონები:მოც.52ტრულ.102

PDF გვ. 428

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამრიგად, ზემოთქმული წესით ცოდვების დაყოფის მიხედვით, ის ცოდვები, რომლებიც განეკუთვნება სულის აზროვნებით უნარს, მამების მიერ აღიარებულნი არიან უმძიმესებად და უფრო მეტ, ხანგრძლივ და უმკაცრეს სინანულს მოითხოვენ. მაგალითად, თუ ვინმე განუდგა ქრისტეს და ან იუდეველობას მიექცა, ან კერპთაყვანისმცემლობას, მანიქეველობასა თუ სხვა რამე სახის უკეთურებას, ასეთს, თუკი თავისი ნებით მიქცევია ბოროტებას, მაგრამ შემდეგ შეუნანია, თავისი სიცოცხლის მთელი ხანგრძლივობა უნდა ჰქონდეს სინანულის დროდ. რამეთუ იგი საიდუმლო ლოცვის აღსრულებ- X=, 806 სვიძიისვი, II, #ტიიიLსმს, ნ. 228. ისას არასდროს გახდება ღირსი მრევლთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს, არამედ, დაე, განმარტოებით ლოცულობდეს, ხოლო წმინდა საიდუმლოთა ზიარებას, დაე, სრულიად განეყენოს. მაგრამ ამა ცხოვრებისაგან განსვლისას, დაე, ღირსიქმნას ზიარებისა ხოლო თუკი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი ცოცხალი დარჩება, მაშინ კვლავაც იმავე სასჯელში იცხოვროს და თავის აღსასრულამდე უღირსად დარჩეს წმინდა საიდუმლოთა მიღლღებისა (სიკვდილის წინ კი ეზიაროს) ხოლო ისინი, რომელნიც ტანჯვითა და სინდისის სასტიკი ქენჯნით იქნენ იძულებულნი (განდგომოდნენ ქრისტეს), განსზღვრული დროით ექვემდებარებიან ეპიტიმიებს. რამეთუ წმინდა მამებმა ასეთი კაცთმოყვარეობა იმიტომ გამოუმჟღავნეს მათ, რომ მათი სული კი არ დაქვემდებარებია დაცემას, არამედ სხეულებრივმა უძლურებამ ვერ შესძლო წინააღდგომოდა სატანჯველთ. ამის მიზეზით ძალადობრივი და ტანჯვის გამო იძულებითი განდგომისათვის, ეპიტიმიის ზომა დაცემულის სინანულად მოქცევის შემდგომ, განისაზღვრება სიძვით შემცოდეთა მაგალითისამებრ.

ამ კანონში, ისევე, როგორც ამის შემდგომ კანონში (მე-3კან.) წმინდა გრიგოლი განიხილავს იმ ცოდვებს, რომლებიც გამომდინარეობენ სულის გონიერი შესაძლებლობებიდან (ნაწილიდან); იგი ასეთებს მიიჩნევს ყველაზე მძიმე ცოდვებად და რჩევას იძლევა, რომ მათთვის განიწესოს უმკაცრესი ეპიტიმიები. ამ სახის ცოდვებს უპირველესად განეკუთვნება ცოდვები წმინდა სარწმუნოების წინააღმდეგ, კერძოდ, როდესაც ვინმე უარყოფს ქრისტეს და იუდეველობაში ან წარმართობაში გადადის, ან – ეკლესიის მიერ დაგმობილ რომელიმე მწვალებლობაში, ვინაიდან სწორედ ეს აღნიშნავს სიტყვებს – „ან სხვა რამე სახის უკეთურებას“. თუკი ვინმე განზრახ (შეგნებულად) მოიქცა ასეთნაირად, გარეგანი ძალდატანების გარეშე, და შემდგომში მოინანია, ის უნდა დარჩეს სასჯელის ქვეშ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში წმინდა ზიარების მიუღებლად. ხოლო თუ იგი სარწმუნოებას განუდგა გარეგანი ძალდატანებით, ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, მაშინ იგი ისეთივე სასჯელით უნდა დაისაჯოს, როგორიც ამ წმინდა მამის მიერ განწესებულია მეძავთათვის.

მსგავსი კანონები:მოც.62I მსოფ. 10,II.1214ტრულ.102ანკვირ. I.921ლაოდ.219კართ.43ბასილი დიდის.37374758184პეტრე ალექსანდრიელის 2, 3: გრიგოლ ნოსელის.3

PDF გვ. 430

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ისინი კი, ვინც გრძნეულებთან, ან მკითხავებთან მიდიან, ანდა იმათთან, რომლებიც დემონების მეშვეობით პირდებიან რაღაც განწმედასა თუ ზიანის თავიდან აცილებას, დაე, დაწვრილებით იქნან გამოკითხულნი და გამოცდილნი: ქრისტეს რწმენაში თუ რჩებოდნენ ამ დროს და შეჭირვების მიზეზით ხომ არ იქნენ მიზიდულნი ასეთი ცოდვისაკენ, იძულებულნი რალაც უბედურებით ან აუტანელი გაჭირვებით, თუ სრულიად უგულებელყვეს ჩვენ მიერ #63 2 უპისკოჰოხი ნიკოდიში (შილაშია) მათთვის მინდობილი აღმსარებლობა და ამ სახით მიმართეს დემონების დახმარებას. რამეთუ თუ ეს რწმენის უარყოფით ჩაიდინეს და იმისთვის, რომ არ ეწამათ, რომ ლმერთი არის ქრისტიანთაგან თაყვანცემული, მაშინ ისინი უეჭველად დაექვემდებარებიან განკითხვას რწმენისაგან განდგომილებთან ერთად. ხოლო თუკი აუტანელმა გაჭირვებამ მიიყვანა ისინი ამ ზომამდე, ეუფლა რა მათ სუსტ სულს და აცთუნა რალაც ცრუ იმედით, მაშინ მათაც კაცთმოყვარეობა უნდა გამოვუვლინოთ იმათ მსგავსად, რომლებმაც აღმსარებლობის დროს ვერ შესძლეს წინალდგომოდნენ ტანჯვაწამებას.

ვინც მისნობით, მარჩიელობითა და მსგავსი საქმეებით არის დაკავებული და სწამს ყოველივე ამისი, ის ამით აჩვენებს, რომ ღმერთის რწმენა არ გააჩნია და, შესაბამისად, წმინდა სარწმუნოების მოღალატეა. აქედან გამომდინირე, წმინდა გრიგოლი ამ სახის ცოდვის სათავედ სულის იგივე ძალას (ნაწილს) მიიჩნევს, რომლისგანაც გამომდინარეობს განდგომა და რომლის შესახებაც მე-2 კანონი ლაპარაკობს, და ამ სახის შემცოდებელთათვის (მათი მონანიების შემთხვევაში) იგივე ეპიტიმიას განაწესებს, რასაც ამ კანონში მოხსენიებულ განდგომილთათვის.

მსგავსი კანონები:ტრულ. 6I.65ანკვირ.24ლაოდ.36ბასილი დიდის.765728183გრიგოლ ნოსელის.2

PDF გვ. 431

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მოსურნეობისა და ავხორცობისაგან მომდინარე ცოდვები შემდეგნაირად განიყოფა: ერთნი მრუშობად იწოდება, სხვანი – სიძვად. ზოგიერთმა გამოწვლილვით გამომეძიებელმა, კეთილად ინება სიძვის ცოდვისთვისაც მრუშება ეწოდებინა, რადგან ერთია კანონიერი კავშირი: ცოლისა – ქმართან, და ქმრისა – ცოლთან. ამრიგად, ყოველივე არაკანონიერი უკვე რჯულის საწინააღმდეგოა, და არათავისის ამლები აშკარად სხვისას ითვისებს. რამეთუ ადამიანს ღმერთისგან ერთი შემწე მიეცა, და ცოლსაც ერთი თავი ჰყავს დადგენილი. ამრიგად, თუ ვინმეს თავისი საკუთარი ჭურჭელი შეუძენია, როგორც ღვთაებრივი პავლე ამბობს (1 თეს. 4, 4), იმას ბუნებითი რჯული მისი სამართლიანი გამოყენების უფლებას ანიჭებს. მაგრამ თუ ვინმე არათავისას მიექცევა, ასეთი, უეჭველია, სხვისას მიიტაცებს. ყველასთვის სხვისი არის ის, რაც არ არის მისი საკუთარი, თუნდაც არ ჩანდეს ამ მისაკუთრებულის მფლობელი. ამიტომაც, ამ საგნის უფრო მკაცრად გამომეძიებელთათვის სიძვა არც თუ დიდად ნაკლებ ცოდვად წარმოსდგება, ვიდრე მრუშობა, რამეთუ საღმრთო წერილი ამბობს: „ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა“ (იგავნი 5, 20). მაგრამ, რადგანაც ყველაზე უძლურთა მიმართ მამები ერთგვარ შემწყნარებლობას ავლენდნენ, ამიტომ ამ ცოდვაში დადგენილ იქნა ასეთი საერთო გარჩევა: სიძვად იწოდება გულისთქმის შესრულება, ვინმესთან ჩადენილი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე, ხოლო მრუშობად – სხვისი კავშირის ხელყოფა და შეურაცხყოფა. ამასვე მიაკუთვნებენ პირუტყვთმავლობას და მამათმავლობას, იმიტომ, რომ ეს ცოდვებიც ბუნების საწინააღმდეგო მრუშობას განეკუთვნებიან, რამდენადაც შეურაცხყოფა მიადგება სხვის გვარს, და ამასთან – ბუნების საწინააღმდეგოდ. ამგვარ სახეობებად დაყოფისას, ამ ცოდვის საერთო კურნებაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი სინანულის მეშვეობით განიწმიდოს ვნებისმიერი სიშმაგისაგან ხორცის ასე საამებლად. ხოლო რამდენადაც სიძვით შებილწულის შემთხვევაში ამ ცოდვასთან არ არის შერწყმული სხვისი შეურაცხყოფა, ამიტომ სინანულის ორმაგი დრო არის განსაზღვრული იმათთვის, რომელთაც თავი მრუშობით ანდა სხვა მძიმე ცოდვებით შეიბილწეს, როგორებიცაა: პირუტყვებთან აღრევა ან შმაგი ლტოლვა მამრობითი სქესისადმი. რამეთუ ამ შემთხვევებში, როგორც ვთქვი, ცოდვა ორმაგი სდება: ერთი მდგომარეობს ნებადაურთველ, დაუშვებელ ავხორცობაში, მეორე კი – სხვისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაში. ამიტომ, დაე, სინანულის სახეობის რაღაც სხვაობა იყოს ავხორცობის ცოდვებში. საკუთარი თავის თავადვე აღმძვრელი ცოდვების ალიარებად, როგორც თავისი სნეულების კურნების უკვე დამწყები იმით, რომ საკუთარი ნებელობით გადაწყვიტა თავისი საიდუმლოებების მამხილებელი ყოფილიყო, და როგორც უმჯობესისაკენ თავისი შეცვლის ნიშნის წარმომაჩინებელი, დაე, უფრო შემწყნარებლურ ეპიტიმიას დაექვემდებაროს, ხოლო ბოროტებაში შემჩნეული ან რაღაც ეჭვის მიტანითა თუ ბრალდებით უნებლიეთ მხილებული, ექვემდებარება უფრო ხანგრძლივ გამოსწორებას, რათა განიწმიდება რა სიმკაცრით, ამ სახით იქნას შეწყნარებული წმინდა საიდუმლოთა საზიარებლად. კანონი ამაზე ასეთია: სიძვით შებილწულნი სამი წლით იქნან სრულიად განშორებულნი საეკლესიო ლოცვას, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღონ საღმრთო წერილის მხოლოდ მოსმენაში, სხვა სამი წელიწადი მონანულ შევრდომილებთან ერთად ილოცონ, შემდეგ კი, დაე, ეზიარონ წმინდა საიდუმლოებს. ხოლო სინანულში უფრო მეტი მოშურნეობით მყოფთათვის და თავიანთი ცხოვრებით კეთილისადმი დაბრუნების წარმომაჩინებელთა შემთხვევაში, – საეკლესიო აღმშენებლობის საქმეში სასარგებლო წვლილის შემტანისათვის ნებადართულია, მოსმენის დრო შეუმციროს და უფრო მალე მიიყვანოს ესევითარნი მოქცევამდე; მსგავსადვე შეუმციროს ამის დროც და უფრო მალე დაუშვას ისინი ზიარების მისაღებად, იმის შესაბამისად, როგორადაც თავად იგი შეიცნობს საკუთარი გამომცდელობით განსაკურნებელის მდგომარეობას. რამეთუ, როგორც მარგალიტის დაყრა გვეკრძალება ღორებისათვის, ასევე უადგილო იქნებოდა ძვირფასი მარგალიტის მოკლება იმისთვის, ვინც ცოდვისაგან მოშორებით და განწმედით უკვე ადამიანი გამხდარა. ურჯულოება კი, ჩადენილი მრუშობით ანდა უწმინდურობის სხვა სახეობით, როგორც ზემოთ ითქვა, ყოველივეში დაე, იმავე მსჯავრით განიკურნოს, როგორც სიძვის ცოდვა, მაგრამ დროის (ეპიტიმიის ვადის) გაორმაგებით. ამასთან, დაე, გათვალისწინებულ იქნეს განსაკურნებელის განწყობა, ისევე, როგორც სიძვის უწმინდურობით შეპყრობილის შემთხვევაში, რათა, ადრე იქნება თუ გვიან, მიეცეთ მათ სიკეთესთან ზიარების საშუალება. #34 პისეც,ოპოსი ნისოღიმში (შილაშია უკ (32 დ! დღ”

ამ კანონში წმინდა გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს იმ ცოდვებზე, რომლებიც სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილებისა და სიამისმოყვარეობის შედეგებია, კერძოდ: სიმძიმით პირველ ადგილზეა მრუშობა, რომელიც სქესობრივი ჟინის – ავხორცობის შედეგია, სიძვა კი გამომდინარეობს სიამისმოყვარეობიდან. წმინდა გრიგოლი არ ეთანხმება იმათ, ვინც სიძვასა და მრუშობას აიგივებენ და აღნიშნავს, რომ სიძვა უნდა ეწოდოს იმ ცოდვას, როდესაც ვინმე იკმაყოფილებს თავის ხორციელ ჟინს სხვა პირისათვის შეურაცხყოფის მიუყენებლად, ხოლო – მრუშობა, როდესაც ბოროტება და შეურაცხყოფა ადგება სხვა პირს. მეძავთათვის წმინდა გრიგოლი განაწესებს ცხრაწლიან ეპიტიმიას, ხოლო მრუშთათვის – ორმაგს და, შესაბამისად, თვრამეტწლიანს; რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ შემცოდებელმა მოინანია და ცოდვა დაუტევა. ორმაგს იმიტომ განაწესებს, რომ თავად ცოდვაა ორმაგი; ერთი მდგომარეობს აკრძალულ სიამისმოყვარეობაში, მეორე –- მოყვასისადმი მიყენებულ შეურაცხყოფაში. სიძვით კი მესამე პირს შეურაცხყოფა არ მიეყენება. წმინდა მამა ფიქრობს, რომ მრუშობის შემთხვევაში ერთნაირ სასჯელს იმსახურებს როგორც (კოლის მოღალატე ქმარი, ისე ქმრის მოღალატე ცოლიც. როგორც ჩანს, ამ დანაშაულთან დაკავშირებით, წმინდა გრიგოლის აზრი არ ეთანხმება ბასილი დიდისას (იხ. ბასილი დიდის მე- და 21-ე კან). წმინდა გრიგოლს რომ სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს მრუშობისათვის სასჯელთან მიმართებით, ამტკიცებს მისი სიტყვები: „მრუშობა ეწოდება სხვისი კავშირის ხელყოფასა და შეურაცხყოფას“. ხოლო სიტყვაში: „სხვისი“ რომ ცოლიც და ქმარიც უნდა ვიგულისხმოთ, ამას კანონის სიტყვები ამტკიცებენ: „რამეთუ ერთია კანონიერი კავშირი: ცოლისა – ქმართან, და ქმრისა – ცოლთან“.

წმინდა გრიგოლი მრუშობასთან ერთ კატეგორიაში აყენებს და შესაბამის სასჯელს უქვემდებარებს ბუნების საწინააღმდეგო ყველა შეძავურ ქმედებასაც, კერძოდ პირუტყვთან დაცემას, მამათმავლობას, ან სიშმაგეს მამაკაცის სქესისადმი, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ ბასილი დიდის მე-” კანონის განმარტებაში.

მსგავსი კანონები:მოც.4861ტრულ.879398ანკვირ.20ნეოკეს. I.8კართ.102ბასილი დიდის 3. 7, 9. I.82131373839585960626377

PDF გვ. 432

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამის შემდეგ გვრჩება გამოკვლევას დავუქვემდებაროთ გაღიზიანების (გულისწყრომის) სულიერი ძალა, როცა იგი, განდრეკილი განრისხების კეთილი გამოყენებისაგან, ცოდვაში ვარდება. გაღიზიანებისაგან მრავალი ცოდვის საქმე და ყოველგვარი ბოროტება მომდინარეობს. მაგრამ ჩვენს მამებს ენებათ ზოგიერთი მათგანის გამო არ შესულიყვნენ ბევრ გამოწვლილვაში და არ აღიარეს საჭიროდ დიდი მზრუნველობა გაღიზიანებისაგან მომდინარე შეცოდებების საკურნებელად. საღმრთო წერილი კრძალავს არამხოლოდ მსუბუქ ჭრილობას, არამედ ყოველგვარ ბოროტსიტყვაობასა თუ გმობას (კოლას. 3, 8; ეფეს. 4, 31), და ყველაფერ ამის მსგავსს, მომდინარეს გაღიზიანებისაგან, მაგრამ მამებმა მხოლოდ მკვლელობის ბოროტმოქმედების საწინააღმდეგოდ დაადგინეს დაცვა ეპიტიმიებში. ხოლო განიყოფა ეს ბოროტმოქმედება საკუთარი ნებით ჩადენილი და უნებლიე მკვლელობების განსხვავების კვალობაზე. საკუთარი ნებით ჩადენილი მკვლელობა, პირველ ყოვლისა, არის ის, რომლის ჩასადენადაც განზრას გაკადნიერებულა ამ ბოროტმოქმედებაზე წასული ადამიანი, რომელმაც ამის გაკეთება გადაწყვიტა; კვალად, ისიც მიეკუთვნება ნებსით ჩადენილ მკვლელობებს, როცა ვინმე, ორთაბრძოლისას, როცა ჰგვემს სხვას და თავადაც იგვემება სხვისგან, ხელით გარკვეულ სახიფათო დარტყმას მიაყენებს მოწინააღმდეგეს. რამეთუ ერთხელ მრისხანებით მოცული და მრისხანების კვეთებისაგან ძლეული, ვნების მძვინვარების დროს გონებაში აღარ მიიღებს არაფერს, რასაც ბოროტების შეჩერება შეეძლებოდა. ამრიგად, ურთიერთჭიდილისას მომხდარი მკვლელობა ნებელობის მოქმედებას მიეწერება, და არა – შემთხვევითობისას. უნებლიე მკვლელობებს კი ცნობილი ნიშან-თვისებები აქვთ, როცა ვინმე, განზრახული აქვს რა რაღაც სხვა, შემთხვევით ჩაიდენს მძიმე ბოროტებას. ამათგან, საკუთარი ნებით ჩადენილი მკვლელობა მოითხოვს დროის სამმაგ სანგრძლივობას იმათთვის, რომელნიც სინანულში მოქცევით მკურნალობენ ნებსით დანაშაულს. მათთვის დადგენილია სამი ცხრაწლეული, ცხრა-ცხრა წლის დაწესებით სინანულის თითოეული საფეხურისათვის. მონანულმა, დაე, სრულ განყენებაში გაატაროს პირველი 9 წელიწადი, ისე, რომ ეკლესიაში შესვლაც აღეკვეთოს. ამდენივე მომდევნო წელიწადი, დაე, მსმენელთა ხარისხში დაჰყოს, ღირსიქმნება რა მხოლოდ მოუსმინოს მოძღვრებსა და საღმრთო წერილს; მესამე ცხრაწლეულში კი, დაე, სინანულით შევრდომილებთან ერთად იყოს, – და შემდეგ მიეახლოს წმინდა საიდუმლოს საზიარებლად. ხოლო, ცხადია, რომ ასეთ ადამიანსაც დააკვირდება ეკლესიაში სულის აღმშენებლობის აღმსრულებელი, და ცოდვილის მოქცევის შესაბამისად შემოკლდება მისთვის ეპიტიმიათა ხანგრძლიობა, ისე, რომ ნაცვლად ცხრა წლისა – სინანულის თითოეული საფეხურისათვის, განწესებული იქნება მისთვის რვა წელი, ან შვიდი, ანდა ექვსი, ან კიდევ მხოლოდ ხუთი წელი, თუკი სინანულის სიდიდით, იგი წინ უსწრებს დროს და საკუთარი თავის გამოსწორების მოშურნეობით აღემატება იმათ, რომელნიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაკლებ ქმედითად განიწმედენ თავს სიბილწეთაგან. ხოლო უნებლიე მკვლელობა აღიარებულია სულგრძელების ღირსად, ოღონდ – არა ქების. ეს მე ვთქვი იმის ნათელსაყოფად, რომ თუ ვინმე, თუნდაც უნებლიეთ, შეიბილწება მკვლელობის ჩადენით, ესევითარი, როგორც უკვე არაწმინდად ქცეული არაწმინდა საქმის გამო, კანონმა აღიარა უღირსად წმინდა მადლის მიღებისა ხოლო რა დროც არის დაწესებული უბრალო სიძვისაგან განსაწმედად, ასეთივე დრო იქნა კეთილად განგებული უნებლიე მკვლელებისათვის, აქაც მონანულის სულიერი განწყობის გათვალისწინებით. ამგვარად, თუკი ჭეშმარიტი იქნება მოქცევა, მაშინ, დაე, ნუ დაიცავენ წელთა რიცხვს, არამედ დროის შემცირებით მიიყვანებოდეს მონანული ეკლესიაში დაბრუნებისა და წმინდა საიდუმლოთა ზიარებისათვის ხოლო თუკი ვინმე, #36 _ უპის'კოპოსი ნი 4 ოდიში (შილაშიპ _ _ რომელსაც ჯერ არ შესრულებია სინანულისთვის კანონით განსაზღვრული ვადა, სიკვდილის პირას ალმოჩნდება, მაშინ მამების კაცთმოყვარეობა გვიბრძანებს ვაზიაროთ იგი წმიდა საიდუმლოთ, რათა საგზლის გარეშე არ გაემართოს უკანასკნელ და შორეულ მოგზაურობაში. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ წმინდა საიდუმლოთ ზიარებული, კვლავ მოუბრუნდება სიცოცხლეს, მაშინ, დაე, დაელოდოს დადგენილი ვადის ამოწურვას იმავე საფეხურიდან, რომელზეც მისთვის აუცილებლობის გამო მიცემულ ზიარებამდე იმყოფებოდა.

განიხილა რა მე-2, მე-3 და მე-4 კანონებში სულის ორი მხარე, ადამიანის სულიერი ძალების 1 კანონში დადგენილი დაყოფების შესაბამისად, წინამდებარე კანონში წმინდა გრიგოლი იწყებს იმ ცოდვების განხილვას, რომელთა სათავეც სულის შესამე შესაძლებლობაა (ნაწილი) – ეს არის „გაღიზიანების ძალა“ („CMI8 083408:#6ILV%“, ,1Iმ500იL6CII 0C89XL6I). ამ სახის ცოდვებს შორის წმინდა გრიგოლი მოიხსენიებს მკვლელობას, და ამ დანაშაულში ასხვავებს ერთმანეთისგან განზრახ და უნებლიე მკვლელობებს; ამასთან, ერთისთვისაც და მეორისთვისაც განაწესებს შესაბამის სასჯელებს. მკვლელობის შესახებ ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ ბასილი დიდის მე-8 კანონის განმარტებაში.

მსგავსი კანონები:მოც.65ანკვირ. 2).2223ბასილი დიდის 8, 1I.9657

PDF გვ. 434

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო კერპთმსახურების სხვა სახეობა, – რამეთუ ასე უწოდებს წმინდა მოციქული ანგარებას (კოლას. 3, 5), არც კი ვიცი რატომ დატოვეს ჩვენმა მამებმა კურნების მიუთითებლად. ეს ბოროტება, როგორც მე ვგონებ, არის სულის სნეულება სამგვარი მიმართებით: რამეთუ გონება, – შეცთომილი სიკეთის განსჯაში, – ოცნებობს, თითქოსდა, სიკეთე ნივთიერებაში მდგომარეობდეს, და არ უჭვრეტს უნივთო სიმშვენიერეს; მოსურნეობა ამქვეყნიურს მიესწრაფვის, – განეშორება რა ჭეშმარიტად სასურველს. სწორედ ამ მიზეზით მიიღებს ხოლმე სულის ჭირვეული და გაღიზიანებითი განწყობა ბევრ ასეთ შემთხვევას. და საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სნეულება შეესატყვისება ანგარების მოციქულისმიერ აღწერას. რამეთუ ლღვთაებრივმა მოციქულმა იგი არამხოლოდ კერპთმსახურებად აღიარა, არამედ ყველა ბოროტების „ძირადაც“ (1 ტიმოთ. 6, 10). მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცოდვის ეს გვარობა დატოვებულ იქნა საგანგებო განხილვისა და კურნების გარეშე, რის გამოც ეს სენი მრავლდება ეკლესიებში, და არავინ გამოსცდის სამღვდელო დასში მისაღებ პირებს იმაში, შებილწულან თუ არა ისინი კერპთმსახურების ამ სახეობით. თუმცა, რადგანაც ჩვენს მამებს არ უხსენებიათ იგი, ამიტომ საკმარისად მივიჩნევთ ამის კურნებას, რამდენადაც შესაძლებელია, საჯაროდ დასამოძღვრავი სიტყვით, და ანგარებისმოყვარეობის სნეულებანიც, როგორც ერთგვარი ავადმყოფობა მოჭარბებული კეთილდღეობისგან, ჩვენ უნდა განვწმიდოთ გონივრული განსჯადობით. ჩვენ მსხოლოდ ქურდობას, საფლავთთხრასა და სიწმიდეთმკრეხელობას ვთვლით მძიმე სნეულებად, იმიტომ, რომ ამის შესახებ მემკვიდრეობითი გადმოცემა გვაქვს მამებისაგან. საღმრთო წერილის მიხედვითაც აკრძალულ საქმეთა რიცხვს განეკუთვნება ვახში და აღნადგინები, და სხვისი საკუთრების საკუთარ მონაგარზე მიმატება ერთგვარი დაუფლებით, თუნდაც ეს ხელშეკრულების სახით იყოს გაფორმებული. ამრიგად, რადგანაც ჩვენი შეხედულება სარწმუნოა იმისათვის, რომ კანონებისათვის დამახასიათებელი ძალა ჰქონდეს, ამიტომ უკვე ნათქვამს დავურთავთ მსჯელობას კანონების მიხედვით უდავოდ აკრძალული საგნების შესახებ. ქურდობა განიყოფება ავაზაკობად და ხვრელის გაყვანად (ფარულ პარვად). ორივეს მიზანი ერთია – სხვისი კუთვნილების წართმევა, მაგრამ მათ შორის უდიდესი განსხვავებაა სულის განწყობაში. რამეთუ ავაზაკი, თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, კაცისკვლასაც იყენებს, და ამისთვის იარაღითაც ემზადება, თავისი მსგავსი ადამიანების შეგროვებითაც და შესაფერისი ადგილების შერჩევითაც, რის გამოც ესევითარი კაცის მკვლელის მსჯავრს უნდა დაექვემდებაროს, – თუკი სინანულის გზით დაუბრუნდება ღვთის ეკლესიას ხოლო სხვისი ქონების ფარული მიტაცების გზით მიმთვისებელმა და შემდეგ აღსარების მეშვეობით თავისი ცოდვის მღვდლისათვის გამომცხადებელმა, დაე, იმ საშუალებით უმკურნალოს თავის სენს, რომელიც მისი ვნების საპირისპიროა, ანუ ქონების დარიგებით ღარიბ-გლახაკთათვის, რათა გაიღებს რა იმას, რაც აქვს, ანგარების სენისაგან განწმედილად წარმოაჩინოს თავი. ხოლო იმას, ვისაც არაფერი აქვს, გარდა საკუთარი სხეულისა, მოციქული უბრძანებს სხეულებრივი შრომით უმკურნალოს ამ ვნებას. ეს ბრძანება ასე იკითხება: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროისღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თყსითა პელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უკმდეს“ (ეფეს. 4, 28).

სხვა ცოდვა, რომელიც სულის იმავე გაღიზიანებული მდგომარეობიდან (ნაწილიდან) გამომდინარეობს, რის შესახებაც მე-5 კანონში იყო საუბარი, ეს არის – ანგარებისმოყვარეობა, რომლის შესახებაც, ეყრდნობა რა პავლე მოციქულის სიტევებს (კოლას. 3, 5), წმინდა გრიგოლი შენიშნავს, რომ ის იგივეა, რაც კერპთაყვანისმცემლობა. თვით ანგარებისმოყვარეობიდან გამომდინარე ცოდვებს შორის წმინდა გრიგოლი მოიხსენიებს სამს: ქურდობას, საფლავთმთხრებლობას და მკრეხელობას. ამათგან პირველ დანაშაულზე საუბრობს წინამდებარე კანონში, სხვა ორზე კი – ორ შემდგომ კანონში.

ძველ რომაულ სამართალთან შესაბამისობაში, წმინდა გრიგოლი ქურდობას ჰყოფს ძარცვასა და ჩასაფრებაზე. ამ უკანასკნელში იგულისხმება სხვისი უძრავი ქონების ბოროტგანზრახული მზაკვრული მითვისება თავის სასარგებლოდ და თავის საკუთრებად. თუკი სხვისი ქონების მითვისებისას იარაღიც იქნება გამოყენებული, თანაც, ვინმეს, საკუთარი ქონების დამცველთაგანს დაჭრიან ან მოკლავენ, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ყაჩაღობა, რომელიც ისეთივე დანაშაულად კვალი- L 3 ზ უპის 'კოჰოსი ნი ოდიში C შილამიპ ფიცირდება, როგორც მკვლელობა. იგივე სასჯელს ექვემდებარება ჩასაფრებული დამნაშავეც, თუკი ის იარაღს გამოიყენებს მისატაცებელი ქონების მესაკუთრის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში კი, თუ დამნაშავე დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, მან უნდა დააბრუნოს არამარტო მითვისებული, არამედ თავისი საკუთრებაც კი ღატაკებს უნდა დაურიგოს, და მხოლოდ მაშინ თავისუფლდება სასჯელისაგან. წმინდა მამა ქურდობას მიაკუთვნებს ასევე, „მევასშეობასაც და აღნადგინებასაც (პროცენტით გასესხება) და სხვის თანამონაწილედ აყვანას ძალდატანების გზით“. მევახშეობა ეწოდება ქმედებას, როდესაც ვინმეს სესხად აძლევენ გარკვეულ თანხას და შემდგომ მისგან მოითხოვენ გაცილებით მეტს; აღნადგინები – როდესაც გამსესხებელი მოითხოვს დიდ პროცენტებს. სხვისი ქონების მითვისების მესამე ჯგუფს მიეკუთვნება ის შემთხვევა, როდესაც ვინმე თავად არ იყენებს არც ძალას, არც რაიმე საშუალებას სხვისი ქონების მისატაცებლად, არამედ – სხვა პირის მეშვეობით, ან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით. ამ უკანასკნელი ხერხით სხვისი ქონების მითვისების შესახებ საუბრობს სპეციალური მე-4 კანონი VII მსოფლიო კრებისა, რაც ზოგადად რომის სამართალში იწოდებოდა „იმ ფულთან დაკავშირებული დანაშაული, რომელიც უკან დაბრუნებას ექვემდებარება“ (როგორც უკანონოდ მიღებული).

მსგავსი კანონები:მოც.2572კართ.2გრიგოლ ნეოკესარიელის.2345ბასილი დიდის.61

PDF გვ. 436

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თვით საფლავთმთხრელობაც (საფლავის მძარცველობაც) განიყოფება შესანდობელად და შეუნდობელად. რამეთუ თუკი ვინმე, დაინდობს რა მკვდართა ღირსებას და არ შეეხება სამარეში დაფლულ სხეულს, რათა მზის წინაშე არ გამოჩნდეს ბუნების უსახურება, არამედ, მხოლოდ, საფლავად დადებულ ზოგიერთ ქვებს გამოიყენებს რამე შენობის ასაგებად, მაშინ ეს, თუმც საქები არ არის, მაგრამ მაინც, ჩვეულებრივ, შესანდობელია, რადგან ეს ნივთიერება (საგნები) რაღაც უფრო კარგისა და საერთო სარგებლობისათვის იქნა მიმართული. ხოლო მიწად მიქცეული სხეულის ნეშტის ქენჯნა და ძვლების შეწუხება იმის იმედით, რომ მიცვალებულთან ერთად დამარხულ რაღაც სამკაულს იპოვნიან, – ეს ცოდვა ისეთივე სასჯელს იმსახურებს, როგორსაც უბრალო სიძვა, იმ განსხვავების გათვალისწინებით რომელიც წინამავალ სიტყვაში წარმოვაჩინეთ, ანუ: დაე, იმდენად ყურადღებით დააკვირდეს წინამძღვარი (მღვდელი) განსაკურნის მკურნალობას თვით მისი ცხოვრების მიხედვით, რომ შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში შეუმციროს კანონებით განსაზლვრული ეპიტიმიის ვადები.

ბასილი დიდის 66-ე კანონიდან ჩვენ ვიცით, რომ „საფლავების მთხრელნი“ ექვემდებარებიან ათწლიან ეპიტიმიას. იგივე დანაშაულზე საუბრობს წმინდა გრიგოლ ნოსელი წინამდებარე კანონში. ამასთან, საფლავთმთხრებლებს ჰყოფს „მისატევებელზე“ და „არამისატევებელზე“. სასჯელს არ ექვემდებარება ის, ვინც ცალკეულ _ _ ქვებს აგროვებს საფლავიდან, თუკი მხოლოდ ის ამ ქვებს იყენებს რამე უფრო მიზანშეწონილი საქმისათვის, რასაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქ>ვს. მაგალითად, ეკლესიის მშენებლობისათვის, ქველმოქმედებითი დაწესებულებებისთვის, და თუ ამასთან, არ დაუზიანებია საფლავში დასვენებული მიცვალებულის ნაწილები. მაგრამ თუ ვინმე თხრის საფლავებს და აწუხებს გარდაცვლილთა ძვლებს, მასში ჩამარხული რაიმე ძვირფასეულობის მიტაცების მიზნით, მაშინ, ასეთ “შემთხვევაში, დამნაშავე იმსახურებს სიძვისთვის დაწესებულ სასჯელს, ანუ ცხრაწლიან ეპიტიმიას, სასჯელის ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნეს, თუკი დამნაშავე, სასჯელის მოხდის პერიოდში, გამოავლენს გულის შემუსვრილობასა და კეთილ საქმეებს.

მსგავსი კანონები:ბასილი დიდის.66

PDF გვ. 438

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მკრეხელობა ძველ აღთქმაში არანაკლები სასჯელის ლირსადაა შერაცხული, ვიდრე კაცისკვლა. რამეთუ მკვლელობაში მხილებულსაც და ღმერთისათვის მიძღვნილის მიმტაცებელსაც ერთნაირად უქვემდებარებდნენ ჩაქოლვას (იხ. ისო ნავ. თავი 7). საეკლესიო ჩვეულებებში კი, არ ვიცი როგორ, შემოვიდა გარკვეული შემწყნარებლობა და შერბილება, და მიჩნეულ იქნა, რომ ამ სენის განწმედა უფრო იოლად არის შესაძლებელი. რამეთუ მამებისეული გადმოცემით ესევითართათვის განწესებულია უფრო ნაკლები ხანგრძლივობის ეპიტიმია, ვიდრე მრუშობისათვის. ხოლო დანაშაულის ყოველგვარ სახეობაში პირველ ყოვლისა, უნდა მივხედოთ, თუ როგორია განსაკურნებელის განწყობა, და კურნებისათვის საკმარისად მივიჩნიოთ არა დრო (რამეთუ როგორი კურნება შეიძლება იყოს დროისგან?), არამედ იმ ადამიანის ნებელობა, რომელიც სინანულით იკურნავს თავს. ამას შენ, ლვთის კაცო, დიდი მეცადინეობით შეკრებილს იმისგან, რაც ხელთა გვაქვს, გულმოდგინედ გიგზავნით, რადგანაც მორჩილნი უნდა ვიყოთ ძმათა ბრძანებებისა. შენ კი ნუ შესწყვეტ ღმერთისადმი ჩვეული ლოცვების აღვლენას ჩვენთვის, რამეთუ შენ, ვითარცა კეთილმზრახველმა ძემ, შენ” ლოცვებით უნდა ასაზრდოვო სიბერეში ღმრთის მიერ შენი მშობელი, საღმრთო მცნებისამებრ, რომელიც მშობლების პატივისცემას გვიბრძანებს, „რაითა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ (გამოს. 20, 12) ხოლო სარწმუნოა ის, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა საღმრთო ნიშს და არ უგულებელჰყოფ მოძლღვნილს, დაე, თუნდაც იგი შენს მაღალ სულზე დაბალი იყოს.

მკრეხელობად საეკლესიო სამართალში იწოდება ისეთი დანაშაული, როდესაც ვინმე დააზიანებს ან შებღალავს საღვთისმსახურო დანიშნულების წმინდა საგნებს; ასეთად იწოდება აგრეთვე წმინდა საგნების მოპარვა ან რაიმე სახით მითვისება. ამ მეორე მნიშვნელობის მკრეხელობაზე საუბრობს წინამდებარე კანონი და მოიხსენიებს წმინდა წერილიდან (ისო ნავ. მე-7 თავ.) ადამიანს, რომელმაც M40 უპის 'კოპოსი ნი გოდიში C შილაშიპ მიიტაცა ღმერთისთვის შეწირული და ამისთვის დაიმსახურა სასჯელი, როგორც მკვლელობისათვის. წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის მე-3 კანონის თანახმად კი მსგავსი დანაშაულისათვის „დამნაშავე ისჯება ღვთის ეკლესიიდან განყენებით“, და ეს წმინდა მამაც (წმინდა გრიგოლ ნოსელი) მკრეხელობისათვის განაწესებს დაახლოებით იგივე სასჯელს.

წინამდებარე კანონის დასკვნა იმავდროულად არის ამ წმინდა მამის ეპისტოლეს დასკვნითი ნაწილი ეპისკოპოს ლიტოის მიმართ, რომელ ეპისტოლედანაც შედგენილია წმინდა გრიგოლის ზემომოყვანილი კანონები.

მსგავსი კანონები:მოც.7273ანტიოქ.25ორგზ.10გრიგოლ ნეოკესარიელის.3თეოფილე ალექსანდრიელის.14

PDF გვ. 439

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.