← წმინდა თეოფილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

თეოფილე ალექსანდრიელის კანონები · ტ. II (2011)

წინათქმა

კანონი თეოფილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკპოპოსისა მის მიერ წარმოთქმელი სიტქჭვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოჭიქცეთ, როდესაც წმინდა ღმრთისგანცხადების დღესასწაულის წინა დღე კვირა დღეს დაემთხვევა

PDF გვ. 441

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჩვეულებაც და ვალდებულებაც მოითხოვს ჩვენგან, რომ პატივს მიგაგებდეთ ყოველ კვირა დღეს, და ვდღესასწაულობდეთ მას; რადგან ამ დღეს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვმადლა მკვდრეთით აღდგომა. ამიტომაც ეწოდება ამ დღეს „პირველი“ წმინდა წერილში, რამეთუ ის ჩვენი ცხოვრების დასაწყისს წარმოადგენს, და – „მერვე, როგორც იუდეველთა შაბათის შემდგომ დამდგარი. მაგრამ როდესაც ამ დღეს წმინდა ღმრთისგანცხადების წინა მარხვა ემთხვევა, ჩვენ კეთილად უნდა დავაწესოთ და ბრძნულად მივუდგეთ ამ ორივე გარემოებას. მცირედი ფინიკის მიღებით, თავიდან ავიცილებთ მწვალებლურ ჩვეულებას, რომელიც არად აგდებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის დღეს; ამით, ამასთანავე, სათანადო პატივს მივაგებთ მარხვის დღეს სამწუხრო შეკრების მოლოდინში, რომელიც ლვთის ნებით ამ დღეს აღესრულება. ამგვარად, ამ დღეს შევიკრიბოთ მეცხრე ჟამიდან.

თეოფილე ალექსანდრიელის კანონებისა და იმის შესახებ, თუ საიდან არის ისინი შედგენილი, ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. წინამდებარე კანონი (1) მრგვლივმოსავლელი (ცირკულარული! განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორი მარხვაა მართებული ღმრთისგანცხადების (ნათლისღების) წინ, თუკი ეს დღე დაემთხვევა კვირას, როდესაც კანონების თანახმად მარხვა აკრძალულია. თავის წინამდებარე „განცხადებაში“ თეოფილე განმარტავს, თუ როგორი იქნება მართებული ქმედება.

შეგონება თეოფილესი, ალექსანდრიის მთავარეპისპოპოსისა მიცემული ამონისათვის

მსგავსი კანონები:მოც.66ტრულ.55ღანგ.18

PDF გვ. 441

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ მიმართ, რომლებიც არიანელებთან იყვნენ ერთობაში და დღემდეც ეკლესიების მართვაში იღებენ მონაწილეობას, ჩვეულების მიხედვით უნდა მოვიქცეთ, ანუ მათ ნაცვლად სხვები დავადგინოთ, ვინც უკვე გამოიცადა მართლმადიდებლობაში; ისინი კი დარჩნენ ერთობაში, ხოლო განკარგულება მათ შესახებ შესაბამისი იყოს იმასთან, როგორც თებაიდაში მოექცნენ ასეთებს მართლმადიდებელი ეპისკოპოსები. ვინც ეპისკოპოს აპოლონიოსის მიერ არის დადგინებული და ეკლესიების მქონე არიანელებთან შევა ერთობაში – განკანონდეს, თუ ეს თავისი ნებით ჩაიდინა, ხოლო – თუკი თავისი ეპისკოპოსის მორჩილებით, მაშინ დარჩეს ერთობაში, როგორც გაუცნობიერებელი იმისა, რომ უგუნურად მოიქცა. თუმცა, თუკი ასეთებს მთელი ერი უარყოფს სხვებთან ერთად, მაშინ მათ ნაცვლად, დაე, სხვები იქნენ ხელდასხმულნი, ხოლო თუ მათ მიიღებენ იმათთან ერთად, ვისთანაც ერთობაში იყვნენ, მაშინ მათ მიმართაც იქნეს გამოყენებული ის ჩვეულება, რომელსაც მიჰყვა ყველა თებაიდელი ეპისკოპოსი.

წინამდებარე და შემდგომი ცხრა კანონი (2-11) შედგენილია შეგონებიდან, რომელიც გადაეცა ამონს – თეოფილეს მიერ ლვიკოში წარგზავნილს. ამ დროს ლვიკოს ეპისკოპოსი იყო აპოლონიოსი; შეგონება მიზნად ისახავდა ზოგიერთი იმ საკითხის გადაწყვეტას, რომლებიც აპოლონიოსის მიერ იყო დასმული თეოფილეს წინაშე. ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელმსახური არიანელების შემოტევისას, მათთან საეკლესიო ერთობაში შევიდა, თუმცა თავად არ აღიარებდნენ არიოზის სწავლებას. როდესაც არიანელთა შემოტევა დასრულდა, აღნიშნულმა სწავლებამ თავისი ძალა დაკარგა და მართლმადიდებლები ეკლესიებს დაუბრუნდნენ, რომლებიც მათ მწვალებლებმა ჩამოართვეს; ამის შემდეგაც ბევრ ეკლესიაში მღვდლებად ისეთი პირები მსახურობდნენ, ვინც, თუნდაც დროებით, არიანელთა მხარეს იყვნენ გადასულნი. კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ მღვდლებთან მიმართებით, თეოფილე პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების პრაქტიკა, კერძოდ, თებაიდის, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მართლმადიდებლობაში მერყეობისთვის მოხსენიებული მღვდელმსახურნი გაძევებულ უნდა იქნენ მსახურებიდან და მათ ადგილზე დადგინდნენ სხვა პირები, რომლებმაც საქმით დაამტკიცეს მართლმადიდებლობაში საკუთარი სიმტკიცე. ამასთან, მსახურებიდან გაძევებულებს უნდა შეუნარჩუნდნენ მღვდელმსახურის სახელიცა და პატივიც, მაგრამ შემდგომში ყოველგვარი იერარქიული ხარისხების მიღებაზე უფლების გარეშე, აპოლონიოსის მიერ დადგინებულ მღვდლებთან მიმართებით, რომლებიც, მიუხედავად ეპისკოპოსის შეგონებისა ურყევი დარჩენილიყვნენ სარწმუნოებაში, მიიდრიკნენ არიანელობისაკენ, თეოფილე განაწესებს დაუქვემდებარონ ისინი შესაბამის სასჯელს. ხოლო რაც შეეხება იმ მღვდლებს, რომლებიც ასევე მიიდრიკნენ არიანული მწვალებლობისაკენ, მაგრამ ამაში მიჰყვნენ თავიანთი ეპისკოპოსების რჩევებს, თეოფილე განაწესებს, რომ ასეთი მღვდლები, იმის გამო, რომ შეუძლებელია მათი სრული დადანაშაულება, არ უნდა დაისაჯონ, და უნდა დარჩნენ თავიანთ ადგილებზე – თუკი მართლმადიდებელი ერი არ იქნება ამის წინააღმდეგი. ამ კანონის უფრო დაწვრილებით განმარტებას ემსახურება ათანასე დიდის ეპისტოლე რუფინიანეს მიმართ, ანუ ათანასე დიდის მე-3 კანონი.

მსგავსი კანონები:მოც.92I მსოფ. 10: ანკვირ. I.23912პეტრე ალექსანდრიელის 10, I.4ათანასე დიდის.3

PDF გვ. 441

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერში მლვდლად დადგინებული ვისტიოსის შესახებ, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს. თუკი მან ქმარს განშორებულ დედაკაცზე ძალადობა ქმრის სიცოცხლეშივე იხმარა, მაშინ მას მღვდლობა აეკრძალოს, რადგან, ასეთ შემთხვევაში იგი ეკლესიაში ვერ უნდა შევიდეს ერისკაცის სახელითაც კი, რამეთუ ეკლესია ასეთებს, ჩვეულებრივ, ერთობიდან განაყენებს. თუმცაღა, ეპისკოპოს აპოლონიოსს ეს არ უნდა წაეყენოს ბრალდებად, თუ მან იგი უმეცრებით დაადგინა. რამეთუ წმინდა კრებამ იმ უღირსების განკვეთა ბრძანა, რომელთა დანაშაულიც მათი ხელდასხმის შემდეგ გახდა ცნობილი.

აპილონიოსს მღვდლად დაედგინა ვინმე ვისტიოსი. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ვისტიოსს ხელდასხმამდე ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული, კერძოდ სქესობრივი კავშირი ჰქონდა დედაკაცთან, რომელიც ქმარგაშორებული ცხოვრობდა. ამასთან დაკავშირებით თეოფილე განაწესებს, რომ საქმე ყურადღებით უნდა იქნეს გამოძიებული და თუ დანაშაული სახეზე აღმოჩნდება, ვისტიოსს მაშინვე უნდა ჩამოერთვას ხარისხი. აპოლონიოსს კი, თუკი მან უმეცრებით დაადგინა ის მღვდლად, არ უნდა ჩაეთვალოს ეს დანაშაულად, რამეთუ ამას მოითხოვს წმინდა კრება, სახელდობრ – I მსოფლიო კრების მე-9 კანონი, რომლის განმარტებასაც მეტი თვალსაჩინოებისათვის უნდა მივმართოთ.

მსგავსი კანონები:1 მსოფ.2910ნეოკეს.910ორგზ.17ბასილი დიდის §.9თეოფილე ალექსანდრიელის.56

PDF გვ. 443

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სურთან დაკავშირებით, – ვინაიდან ეპისკოპოსი აპოლონიოსი ამტკიცებს, რომ განდევნა იგი და ეკლესიისთვის უცხოდ შერაცხა, – დაე, იყოს ისე, როგორც ეპისკოპოსმა განაჩინა; მაგრამ, დაე, მიეცეს მას საშუალება თავისი სიმართლის აღიარებისა, თუ სურს, და უკმაყოფილო თუ არის ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით.

გარკვეული დანაშაულის გამო მღვდელი სური განკვეთა ეპისკოპოსმა აპოლონიოსმა. იმის გამო, რომ სურის მრევლი ამით უკმაყოფილო დარჩა, თეოფილემ განაწესა, რომ მართალია, ეპისკოპოსის გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ სურს შეეძლო საჩივრით მიემართა მმართველი ეპარქიალური კრებისთვის, და იქ, თუ შეძლებდა, თავი გაემართლებინა. ამის შესახებ იხ. პარალელური ადგილების განმარტებანი.

მსგავსი კანონები:მოც.28I მსოფ.5IV მსოფ.9ანტიოქ.41220სარდიკ.34914კართ.2965ბასილი დიდის.88

PDF გვ. 443

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ლვიკოში დიაკვნად დადგინებულ პანუფთან დაკავშირებით, საჭიროა გამოძიება ჩატარდეს. თუ დამტკიცდება, რომ კათაკმეველობის პერიოდში თავის დედმამიშვილის ასულზე დაქორწინდა, მაშინ, რაკი ნათლისღების შემდეგ გაწევრიანდა სამღვდელო დასში, დაე, დარჩეს კლირიკოსად, თუკი მხოლოდ მისი მეუღლე გარდაცვლილია და ნათლისღების შემდეგ მასთან ხორციელი კავშირი აღარ ჰქონია. სოლო, თუ აღმოჩნდება, რომ უკვე ქრისტიანად მონათვლის შემდეგ დაქორწინდა მასზე, ასეთ შემთხვევაში, დაე, უცხო იქმნეს სამღვდელო დასისთვის. ეპისკოპოს აპოლონიოსს კი, თუკი მან უმცრებით აღასრულა მისი ხელდასხმა, ეს ბრალად არ უნდა წაეყენოს.

საუბარია ლვიკოელ დიაკონ პანუფზე, რომლის დანაშაულიც მსგავსია იმ დანაშაულისა, რომელიც განხილულია თეოფილეს მე-3 კანონში. ნათლისღებამდე ჩადენილი დანაშაული მხედველობაში არ მიიღება საეკლესიო დასში მიღებისას, ვინაიდან ნათლისღება ყოველი ცოდვისგან განბანს; მის შემდგომ ჩადენილი დანაშაული კი, ხელის შემშლელია დასში გაწევრიანებისათვის. სწორედ ამაშია თეოფილეს წინამდებარე კანონის აზრი.

მსგავსი კანონები:მოც.192561I მსოფ.29ანკვირ.12თეოფილე ალექსანდრიელის.36

PDF გვ. 444

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იაკობის შესახებ გამოძიებულ უნდა იქნეს. თუკი მან წიგნისმკითხველად მსახურებისას სიძვის ცოდვა ჩაიდინა და ამისთვის მღვდლებმა განკვეთეს, ხოლო შემდეგ ხელდასხმა მიიღო, დაე, განიკვეთოს თავისი ხარისხიდან, თუმცა, ეს უნდა მოხდეს გულმოდგინე გამოძიების შედეგად, და არა ცილისწამებისა და ბოროტსიტყვაობის ნიადაგზე აღძრული ეჭვის საფუძველზე. თუ დამნაშავე არ აღმოჩნდება, დაე, დარჩეს სამღვდელო დასში; რამეთუ ყურადღება არ უნდა მიექცეს ამაო დასმენებს.

მსგავსად იმისა, როგორც თავის მე-ნ3 კანონში თეოფილე განაწესებს, რომ კლერიკოსის დასჯამდე წინასწარ უნდა მოხდეს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების გამოძიება, ასევე განაწესებს იგი წინამდებარე კანონშიც, რომ გამოძიებულ იქნეს საჩივარი, რომლიც შესულია ვინმე იაკობ მკითხველის წინააღმდეგ, რის გამოც იგი მსახურებიდან დაითხოვეს, მერე კი, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ აიყვანეს უმაღლეს ხარისხში. თუკი დანაშაული დამტკიცებულია, ასეთ შემთხვევაში იაკობი ხარისხის ჩამორთმევას ექვემდებარება, და პირიქით, თუ მას ცილი დასწამეს და მისი უდანაშაულობა დამტკიცდება, მაშინ, დაე, დარჩეს სასულიერო დასში. ნშინდ»ა ფეოფილე პლექსანდრიელის კპნონეზი #4#5

მსგავსი კანონები:I მსოფ.2910ნეოკეს.910ბასილი დიდის.697089ტიმოთე ალქსანდრიელის.35

PDF გვ. 444

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხელდასხმის მიღების მსურველთთათვის ასეთი წესი დაიდოს: კანდიდატის გამორჩევასთან დაკავშირებით, მთელმა სამღვდელო კრებულმა გამოთქვას თანხმობა, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა გამოსცადოს და სამღვდელოებასთან შეთანხმებით და ერის თანდასწრებით აღსრულოს მისი ხელდასხმა შუა ტაძარში; ეპისკოპოსმა მიმართოს ერს, ამოწმებს თუ არა ისიც კანდიდატის ღირსებას. ფარულად კი ხელდასხმას ადგილი არ ჰქონდეს, რადგან, როდესაც ეკლესიაში მშვიდობა სუფევს, მაშინ ხელდასხმას შეშვენის ეკლესიაში წმინდანების! თანდასწრებით აღსრულება. იმ ადგილებში კი, სადაც მორწმუნეების მწვალებლებთან თანაზიარებას აქვს ადგილი, ხელდასხმა აღესრულოს არა სხვაგვარად, თუ არა ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მღვდელმსახურების მხრიდან კანდიდატის გამოცდის შემდეგ, ასევე ეპისკოპოსის თანდასწრებით და მისი მიმართვით ერისადმი; მხოლოდ ამგვარად, რათა არ მოხდეს სწორი გზიდან რამენაირი გადახვევა.

წინამდებარე კანონში არსებითად: იგივეა ნათქვამი, რასაც ბასილი დიდი ქორეპისკოპოსების მიმართ თავის ეპისტოლეში, სხვაგვარად, 89-ე კანონში მღვდლებისა და კლერიკოსების გამორჩევისა და დადგინების შესახებ საუბარში ამბობს. მთელი სამღვდელოება უნდა შეთანხმდეს და გამოირჩიოს პირი, რომელსაც ხელნი უნდა დაასხან. როდესაც კანდიდატად დასახელებული პირი მიიღებს იმ ეკლესიის ყველა სასულიერო პირის ხმას, რომლის დაქვემდებარებაშიც თავად იმყოფება, მაშინ ეპისკოპოსი უტარებს მას გამოცდას იმ მიზნით, რომ რომ პირადად დარწმუნდეს, ღირსია თუ არა ის სასულიერო ხარისხისა. თუკი ეპისკოპოსიც დარწმუნდა კანდიდატის ღირსებაში და, შეაბამისად, ეთნახმება სამღვდელოების აზრს, მაშინ იგი იწყებს მისი ხელდასხმის პროცედურას, თანაც ტაძრის შუაგულში და ერის თანდასწრებით, რათა, როდესაც ეპისკოპოსი განაცხადებს, რომ კანდიდატი ღირსია სამღვდელო ხარისხისა, ერსაც შეეძლოს ამის დამოწმება. ამდენად, სამღვდელო კანდიდატი რომ ხელთდახმის ღირსი გახდეს, კანონის თანახმად საჭიროა, კონკრეტული ეკლესიის სამღვდელოება ურთიერთშეთანხმებაში მოვიდეს და გამოირჩიოს კანდიდატი, შემდეგ, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა გამოსცადოს და დაამტკიცოს გამორჩევა, დაბოლოს, თვით ხელდასხმის მომენტში, ერმა ეკლესიაში თავისი ხმით დაამოწმოს, რომ ეპისკოპოსის მიერ ღირსეულ კანდიდატად გამოცხადებული, ნამდვილად არის ხელდასხმის ღირსი. ეს კი ისე უნდა მოხდეს, ამბობს კანონი, „რათა არ მოხდეს სწორი გზიდან რაიმენაირი გადახვევა“. ანუ, რომ არ მოხდეს რაიმე სახის სიცრუე ხელთდასხმისას და მღვდლად არ ეკურთხოს უღირსი კანდიდატი. კანონი მოითხოვს, რომ ხელთდასხმა აღესრულოს აშკარად, გაცხადებულად და კრძალავს მის ფარულად ჩატარებას. ეს განწესება თავის დასაბამს იღებს ჯერ კიდევ ეკლესიის პიველი საუკუნეებიდან; მას უკვე ვხვდებით მოციქულთა განწესებებშიც (VII, 4), და რადგანაც ის ეხებოდა მღვდლებისა და "იგულისხმება მართლმორწმუნენი; შდრ. ებრ. 3, 1. L#6 უპჰის 4 ოპოსი ნი 4) ოდიში C შილაშიპ დიაკვნების ხელდასხმას, ამიტომ მით უფრო ეხებოდა ეპისკოპოსების ქიროტონიასაც. გრიგოლ ღვთისმეტყველი კონსტანტინოპოლის კათედრასთან დაკავშირებულ დავაში მაქსიმე კონსტანტინოპოლელს ყველაზე მეტად იმაში დებდა ბრალს, რომ ის არ იყო ხელთდასხმული ეკლესიაში საჯაროდ, ერის წინაშე, არამედ კერძო სახლში, რომელიც მხიარულების ადგილს წარმოადგენდა." იგივეს ამბობს სოკრატე ურსინის შესახებ, რომელიც ცდილობდა დამასისთვის რომის კათედრა წაერთვა, რომ იგი უკანონოდ იყო ხელთდასხმული („არა ეკლესიაში, არამედ დაფარულ ადგილას“). ეკლესიის ეს საერთო განწესება შემდგომში შევიდა მღვდელთმთავრის მიერ ქიროტონირების წესში: ეპისკოპოსმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ სამღვდელო კანდიდატი ღირსია ხელდასხმისა, რაზედაც, სამღვდელოების შემდეგ, ეკლესიაში დამსწრე მრევლი მგალობლებთან ერთად პასუხობს: „აქსიოს, ღირსია“.

მსგავსი კანონები:მოც.2I მსოფ.9ბასილი დიდის.89

PDF გვ. 445

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უსისხლო მსვერპლისათვის შენაწირი, რაც საიდუმლოს აღსრულების შედეგ დარჩება, ერთმანეთში უნდა გაინაწილონ დასის წევრებმა; არ შეჭამოს და არ შესვას იქიდან კათაკმეველმა, არამედ მხოლოდ კლერიკოსმა და მათთან თანაზიარმა ერთგულმა ძმებმა.

იხ. მე-3 და მე-4 კანონების განმარტებები.

მსგავსი კანონები:მოც.343841ღანგ.78კართ.37

PDF გვ. 446

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინაიდან იერაქსი ამბობს: სიძვაში დადანაშაულებულთაგან არავინ დარჩეს სამღვდელო დასში, მაგრამ ეპისკოპოსი აპოლიონოსი მაშინ ამტკიცებდა, რომ მის წინაღმდეგ ვისაც იერაქსი ადანაშაულებდა) არც ერთი ბრალმდებელი არ გამოჩენილა, ამიტომ ჩატარდეს გამოძიება ამასთან დაკავშირებით. და თუ აღმოჩნდება ვინმე ღირსსარწმუნო ბრალმდებელი, და დანაშაული დამტკიცდება დამაჯერებელი მოწმეების ჩვენებებით, მაშინ, დაე, განიკვეთოს იგი ეკლესიიდან ხოლო თუკი კლერიკოსობის ღირსი აღმოჩნდება და თავისი უბიწოების დამადასტურებელ მოწმობას წარმოადგენს, მაშინ, დაე, დარჩეს დასში.

ამ კანონში საუბარია ისეთ შემთხვევაზე, რომელიც მსგავსია თეოფილეს მე-3 კანონში განხილული შემთხვევისა. ვინმე იერაქსმა დაასმინა, რომ რომელიღაც მღვდელი სიძვის ცოდვაში ჩავარდა და ამიტომ მას აღარ შეუძლია მღვდელმსახურება განაგრძოს. ეპისკოპოსმა აპოლონიოსმა კი, რომლის ეპარქიაშიც მსახურობდა აღნიშნული მღვდელი, განაცხადა, რომ მას ამის შესახებ არავითარი საჩივარი "სავარაუდოდ, ეს იყო სახლი, სადაც სადღესასწაულო ტრაპეზი იმართებოდა. – მთარგ. არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, თეოფილე განაწესებს, რომ საქმე უნდა გამოიკვლიონ სასამართლო წესით და თუ აღმოჩნდება, რომ ბრალმდებელი ნდობას იმსახურებს და დანაშაულიც დამოწმებული იქნება სარწმუნო მოწმეებით, ასეთ შემთხვევაში ხსენებული მღვდელი იმსახურებს ეკლესიიდან განკვეთას; ხოლო თუ დანაშაული არ დამტკიცდა, მაშინ ის დასში უნდა დარჩეს.

მსგავსი კანონები:მოც.2561I მსოფ.2910II მსოფ.6IV მსოფ.21კართ.8128129130131

PDF გვ. 446

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მთელი სამღვდელოების თანხმობით უნდა დაინიშნოს სხვა იკონომოსი, რომლის დადგინებაზე თანხმა იქნება ეპისკოპოსი აპოლონიოსიც, რათა სათანადოდ ხდებოდეს საეკლესიო ქონების განკარგვა.

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს შორის, დროის მიხედვით ეს პირველი კანონია, რომელიც საუბრობს იმის შესახებ, რომ თითოეულ ეპარქიალურ მმართველობასთან ეპარქიის საეკლესიო ქონების მართვისათვის უნდა არსებობდეს ეპარქიის სამღვდელოების მიერ შერჩეული იკონომოსი. ეს ეპარქიალური იკონომოსები რომ პატრიარქ თეოფილემდე არსებობდნენ, ანუ 412 წლამდე, როდესაც თეოფილე გარდაიცვალა, ჩანს წინამდებარე კანონიდან, რომელიც განაწესებს, რომ ლვიკოს ეპარქიაში დაინიშნოს სხვა იკონომოსი, ნაცვლად იმისა, რომელიც მანამდე იყო იქ აღნიშნულ თანამდებობაზე. შემდგომში იკონომოსების შესახებ მიიღეს შესაბამისი განწესებანი IV მსოფ. კრების 26-ე და VII მსოფ. კრების მე-11 კანონებით, რომელთა განმარტებებშიც ჩვენ ვისაუბრეთ რაოდენ საჭიროც იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი კანონები:მოც.3847IV მსოფ.2526ტრულ.35VII მსოფ. II.12ანკვირ.15ღანგ.78ანტიოქ.2425კართ.2633ორგზ.7

PDF გვ. 447

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქვრივებმა, უქონლებმა და მოსიარულე მწირებმა უნდა მიიღონ ყოველგვარი დახმარება; არავინ მიითვისოს ეკლესიის კუთვნილება.

წინამდებარე კანონი წარმოადგენს თეოფილეს მე-10 კანონის გაგრძელებას. მე-10 კანონი საუბრობს იმის “შესახებ, რომ იკონომოსმა ზედამხედველობა უნდა გასწიოს, რომ საეკლესიო შემოსავალი გამოიყენებოდეს დანიშნულებისამებრ, ხოლო ამ (მე-11) კანონში ზუსტად არის მინიშნებული, თუ კონკრეტულად რაზე უნდა იხარჯებოდეს საეკლესიო შემოსავალი, კერძოდ: გარდა საეკლესიო დასის შენახვისა (იხ. მოც. 41-ე კანე, ის, ასევე, უნდა ხმარდებოდეს „ქვრივებს, უქონლებსა და მოსიარულე მწირებს“.

ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილესი, ეპისკოპოს აფინბიონის მიმართ ეგრეთ წოდებულ „ბანწმენდილთა“ შესახებ

მსგავსი კანონები:IV მსოფ.2526ტრულ.35VII მსოფ. 1I.12ანკვირ.15ღანგ.78ანტიოქ.2425კართ.2633თეოფილე ალექსანდრიელის.10

PDF გვ. 447

კანონი 12

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განმიცხადა მე შენმა კეთილმსახურებამ, რომ ზოგიერთებმა იმათგან, რომლებიც თავიანთ თავს განწმენდილებს უწოდებენ, ეკლესიის ერთობაში შემოსვლა განიზრახეს. ხოლო, რადგანაც, ნიკეაში შემდგარი ჩვენი ნეტარი მამების დიდმა კრებამ განაწესა, თუ როგორ უნდა მოხდეს მოქცეული მწვალებლების ხელთდასხმა, ამიტომ კეთილი ინებე, შენც დადგენილი წესით აღასრულო ეკლესიასთან შემორიგების მსურველთა ხელდასხმა, თუკი მხოლოდ ცხოვრება მათი კეთილსინდისიერია, და არავითარი წინააღმდეგობა ამისთვის არ არსებობს.

წინამდებარე კანონი წარმოადგენს თეოფილეს საპასუხო ეპისტოლეს ეპისკოპოს აფინგიონის მიმართ, შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ეკლესიისკენ მოქცეულ კათარებს (ნოვატიანელებს, ე. წ. „განწმენდილებს“). ამასთან, თეოფილე შემკითხველ ეპისკოპოსს ურჩევს ყურადღება მიაქციოს LI მსოფლიო კრების განწესებას, სახელდობრ – მის მე-8 კანონს.

ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილესი, ეპისპოპოს აგბგათონის მიმართ

მსგავსი კანონები:I მსოფ.8II მსოფ.7ტრულ.95ლაოდ.7ბასილი დიდის I.47

PDF გვ. 448

კანონი 13

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მაქსიმე ამტკიცებს, რომ ვინაიდან უკანონოდ დაქორწინდა საეკლესიო კანონების უმეცრებით, და რადგანაც მას აძრწუნებს ეკლესიის ერთობიდან განყენება, ამიტომ ირწმუნება, რომ ცოლის თანხმობით განეშორება მასთან უკანონო თანაცხოვრებას. თუკი დაინახავ, რომ ისინი ამას აკეთებენ ურთიერთთანხმობით და არ თვალთმაქცობენ, მაშინ, რაკი ათი წელი უკვე გავიდა მათი შეულლებიდან, თუ კეთილგენებება დააყენო ისინი კათაკმეველებთან, გააკეთე ასე. ხოლო თუ შენიშნავ, რომ მოტყუება სურთ, მაშინ მათ წინააღმდეგ კიდვ უფრო მკაცრი ზომების მილებაა საჭირო. აღასრულე ის, რასაც ღმერთი შეგაგონებს და ყველაფერში წინდახედულად იხელმძღვანელე. რამეთუ ადგილზე უფრო ზუსტად შეგიძლია შეაფასო მათი ნამდვილი განზრახვა.

წინამდებარე კანონში საუბარია ცოლ-ქმარს შორის ურთიერთშეთანხმებით განქორწინებაზე. განქორწინების ეს სახე დაშვებული იყო ბერძნულ-რომაული კანონმდებლობით, მაგრამ ეკლესია არასდროს აღიარებდა ასეთ განქორწინებას, გარდა ორი შემთხვევისა, კერძოდ, როდესაც მეუღლეები ისწრაფვოდნენ უფრო სრულყოფილი ცხოვრებისაკენ, რაც ეკლესიის სწავლებით მონოზვნურ ღვაწლში მდგომარეობდა, ან, როდესაც ქმარი ეპისკოპოსად იქნებოდა გამორჩეული და ცოლი დათანხმდებოდა ქორწინების გაუქმებას. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ტრულის 48-ე კანონის განმარტებაში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია კრძალავს ქორწინების გაუქმებას ურთიერთშეთანხმებით (გარდა მოხსენიებული ორი შემთხვევისა), არ უნდა დავასკვნათ, რომ თეოფილე ალექსანდრიელის წინამდებარე (მე-13) კანონი თითქოს ეწინააღმდეგებოდეს განქორწინების შესახებ საეკლესიო სამართლის სწავლებას, ვინაიდან აღებულ შემთხვევაში საუბარია ვინმე მაქსიმეს უკანონო შეუღლებაზე, რის გამოც საეკლესიო სასამართლოს მიერ იგი განყენებულ იქნა ეკლესიის ერთობიდან. ის, როგორც ჩანს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებდა თავის ცოლთან უკანონო ქორწინებაში ცხოვრებას, ხოლო, როდესაც მასში სინდისი ალაპარაკდა და იგრძნო საეკლესიო სასჯელის სიმძიმე, მაშინ მოინანია და განაცხადა, რომ ცოლთან შეთანხმებით ის გაწყვეტს მასთან ქორწინებით კავშირს. შესაბამისად, აქ ადგილი არ ჰქონია შეთანხმებით განქორწინებას მაშინდელი სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისით, არამედ, ეს იყო საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი, რომელმაც სცნო აღნიშნული ქორწინების უკანონობა და, შესაბამისად, ის გაუქმებულად გამოაცხადა. პატრიარქი თეოფილე ურჩევს ეპისკოპოს აგათონს დარწმუნდეს არა იმაში, ჭჯეშმარიტია თუ არა შეთანხმებითი განქორწინება, არამედ – ჭეშმარიტია თუ არა ამ პირთა სინანული და ნამდვილად ემორჩილებიან თუ არა საეკლესიო სასამართლოს განაჩენს, – და თავისი დასკვნის შესაბამისად მოიქცეს.

ალექსანდრიის მთაპარეპისპოპოს თეოფილქესი, ეპისკოპოს მინას მიმართ

მსგავსი კანონები:მოც.48ტრულ.879398ანკვირ.20კართ.102ბასილი დიდის.921313646487787

PDF გვ. 448

კანონი 14

რჯულიერი საქმე მოუმოქმედებიათ დაბა გემინოის მღვდელმსახურებს, თუკი ჭეშმარიტებას ამბობს წერილის მომტანი ევსტათია. იგი ყვება, რომ კირადია, რომელიც წყენას აყენებდა სხვებს და არ სურდა უსამართლობა შეეწყვიტა, ეკლესიის ერთობიდან განაკანონეს. მაგრამ დავრწმუნდი, რომ იგი თავის სენს მკურნალობს და ეკლესიაში დაბრუნება სურს, ამიტომ შეეცადე განაწყო, უპირველესად, უსამრთლობა შეწყვიტოს და სინანულში მოვიდეს, და თუკი დარწმუნდები, რომ ღვთის რჯულს უბრუნდება და საეკლესიო ერთობაში ყოფნა სურს, მაშინ ნება დართე მას მორწმუნე ერთან იყოს.

PDF გვ. 449

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.