ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
მოციქულთა კანონები · ტ. I (2007)
წინათქმა
2L უპისკოჰოსი ნიჯოდიში (შილაშიპ?
წმინდა მოციქულთა კანონები
PDF გვ. 26
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი დაადგინოს ორმა ან სამმა ეპისკოპოსმა.
ეს კანონი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღება ეკლესიის იერარქიის პირველი და ყველაზე უმაღლესი საეკლესიო ხარისხი, ხარისხი ეპისკოპოსისა.» ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ეკლესიად, ქრისტიანი ქრისტიანად არამცთუ ვერ იქნება, არამედ ვერც იწოდება, რამეთუ ეპისკოპოსი, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ღგთისაგან მიიღო რა მემკვიდრეობით გადმოცემული უფლება შეკვრისა და გახსნის, ხელთდასხმითა და სულიწმიდის მოწოდებით მასზე და სულიწმიდის სამღვდელმოქმედო ძალით, არის ღვთის ცოცხალი ხატი მიწაზე და მსოფლიო ეკლესიის ყველა იმ საიდუმლოთა ხვავრიელი წყარო, რომელთა მეშვეობითაც ცხონება მოიპოვება. ეპისკოპოსი ისეა საჭირო მკლესიისთვის, როგორც სუნთქვა – ადამიანისა და მზე – სამყაროსათვის“. ასე ახასიათებენ ეპისკოპოსის მნიშვნელობას ეკლესიაში იერუსალიმის 1672 წლის კრების მამები; იგივე გამოთქმა მეორდება აღმოსავლელ პატრიარქთა 1723 წლის ეპისტოლეს მე-10 ნაწილში.!
ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს ეპისკოპოსთა კრებამ. კანონის სიტყვებით, კრების მონაწილე ეპისკოპოსთა რიცხვი უნდა იყოს სამი ან უკიდურეს შემთხვევაში – ორი, იმიტომ, რომ ყველა ეპისკოპოსი, თავისი სასულიერო ძალაუფლებით, ერთმანეთში თანასწორია, როგორც უფლების მხრივ ერთმანეთის მიმართ თანასწორნი იყვნენ საღვთო მოციქულები, რომელთა მემკვიდრეებსაც ეპისკოპოსები წარმოადგენენ. როგორც აქედან ჩანს, არც ერთ ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია სხვას გადასცეს და ამავე დროს, თავადაც შეინარჩუნოს ის ძალმოსილება, რაც მას აქვს. ეს მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას შეუძლია, ანუ ეს შესაძლებელია რამდენიმე ეპისკოპოსის ერთობლივი უფლებამოსილებით. ასეა დადგენილი საღვთო კანონებით, რომლებიც გაცხადებულია წმიდა წერილის ახალი აღთქმის წიგნებში. თვით ეკლესიის დამფუძნებელმა, იესუ ქრისტემ, რამდენჯერმე ნათლად მიუთითა თავის მოციქულთა შორის თანასწორობაზე და დაგმო ზოგიერთი მათგანის აზრი იმის შესახებ, რომ სხვებზე ეუფროსათ და მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ. ამასთან, უფალი მათ ეუბნებოდა, რომ მათთან მხოლოდ მაშინ იქნებოდა, როცა ისინი ერთსულოვანნი იქნებოდნენ და თანაბარი ძალაუფლებიანობის პირობებში ეკლესიაში ერთობლივად იმოღვაწებდნენ (იხ. მთ. 18, 20; 20, 22-27; 23, 8-1 2; მარკ. 9, 34, 35; 10, 42-45; «ნ. 18, 36; 1 პეტ. 5, 2-4; ებრ. 13, 20 და სხვ.). როგორც მოციქულთა შორის არავის ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა უპირატესი უფლებამოსილება სხვა მოციქულებთან მიმართებით, ზუსტად ასევე, არ შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს მოციქულთა მემკვიდრე ეპისკოპოსებს ერთმანეთში; მათ ყველას სავსებით ერთნაირი სულიერი ძალაუფლება და ღირსება აქვთ, და მხოლოდ მათ საერთო კრებას შეუძლია ახალ ეპისკოპოსს გადასცეს ის უფლება, რასაც ცალცალკე თითოეული მათგანი ფლობს.? მრავალი მაგალითი მოწმობს იმას, რომ მოციქულთა დროსაც ასეთი წესით აღესრულებოდა ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ეპისკოპოს ტიმოთეს ურჩევს, დაიუნჯოს მღვდელმსახურების ხელთდასხმით მიღებული მადლი (იხ. 1 ტიმ. 4. 14).3 წმინდა მოციქულთა საქმეებში (13, 1-3) მოთხრობილია, რომ სულიწმიდის შთაგონებით პავლე და ბარნაბა თაგიანთ მსახურებაზე ხელთდასხმულნი იყვნენ მოციქულთა მემკვიდრეების კრების მიერ. მოციქულთა განწესებანი (III, 20) ეპისკოპოსთა დადგინების საქმეში იგივეს მოითხოვს, რასაც მოციქულთა ეს კანონი.“ იგი საერთო და უცვალებელი იყო ქრისტიანული ეკლესიის არსებობის ყველა საუკუნეში და მას ახლაც მკაცრად იცავს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვეულებრივ, სამი ან ორი ეპისკოპოსი, რომლებმაც ახალი ეპისკოპოსის ხელთდასხმა უნდა აღასრულონ, იმ სამიტროპოლიტო სამთავროს მიეკუთვნებიან, სადაც ახალმა ეპისკოპოსმა კათედრა უნდა დაიკავოს. საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, როდესაც სამთავროს არა ჰყავს ხელთდასხმისათვის რაოდენობრივად აუცილებელი ეპისკოპოსი, მაშინ შეიძლება ეპისკოპოსი მოიწვიონ უახლოესი მეზობელი სამთავროდან და ის ერთ ან ორ ადგილობრივ ეპისკოპოსთან ერთად აღასრულებს ახალი ეპისკოპოსის ხელთდასხმას. ასეთია, სრული კანონიკურობის დაცვით, ეპისკოპოსის დადგინების წესი.5 ამ კანონის ტექსტის დედანში ნათქვამია ჯნსი0L0CVV0C0თ, რაც ჩვენ გადმოვთარგმნეთ: „დაადგინოს”" (სერბ. „808 I00X98X)81V“"), რადგან გიხელმძღვანელეთ კორმჩაიას (საჭეთამპყრობელი) სლავური თარგმანით; თუმცა, ახლანდელ დროში X610010VIთ (ქიროტონია) ეწოდება მხოლოდ ხელთდასხმას, ანუ იმ პირის შეწირვას, ვისზეც – აკურთხევს რა მას – ეპისკოპოსი ხელს იშვერს (+X6IV§VV +MV X6L0თ). ჩვენ არ გამოვიყენეთ სიტყვა „ხელთდასხმა“ იმიტომ, რომ კანონებში გამოყენებული ბერძნული სიტყვა (+(8ს0070VIთ) ზოგჯერ აღნიშნავს გამორჩევას (#36088X#0, #360%), (მაგალითად, ანტიოქიის კრების მე-19 კანონში), რის გამოც ამ შემთხვევაში, უკეთესად მივიჩნიეთ მივყკოლოდით კ ო რმ ჩაიას თარგმანს. ზონარა ამ კანონის კომენტირებისას განმარტავს: ძველ დროში, როგორც ამბობენ, თვით გამორჩევაც ქიროტონიად იწოდებოდა, იმიტომ, რომ როდესაც მრევლს უფლება ჰქონდა ეპისკოპოსი აერჩია და ერთად იკრიბებოდა, რათა საკუთარი ხმა მიეცათ ამა თუ იმ კანდიდატისათვის, მაშინ ისინი ხელს იშვერდნენ (დ6(V6სV/ +9C X5M0თC) თავიანთი კანდიდატისაკენ და რომ გაეგოთ, თუ ვის მხარეს იყო ხმათა უმრავლესობა, სწორედ ამ გაშვერილი ხელებით ხდებოდა თითოეული კანდიდატის ამომრჩეველთა დათვლა და ვინც ხმათა უმრავლესობას დააგროვებდა, უკვე ეპისკოპოსად გამორჩეულად ითვლებოდა. აქედან არის აღებული სიტყვა ქიროტონია. ამსიტყვას, აღნიშნული მნიშვნელობით, გამოიყენებდნენ სხვადასხვა კრების მამები და გამორჩევას უწოდებდნენ ქიროტონიას.9 ამ კანონში საუბარია ეპისკოპოსის არა გამორჩევაზე, არამედ მხოლოდ ხელოთდასხმაზე, ანუ იმ წმინდა საეკლესიო საიდუმლოებაზე, რომლის მეშვეობითაც გამორჩეული პირი საღვთო მადლს იღებს. ამ წმინდა საიდუმლოებას ასრულებენ ეპისკოპოსები დაკანონებული წესით საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან.?
ფენიშვნები:
1. II8>ძია1თ), Cიიი1 0-ს 6C0116CL10. 0985X15115, 1715, XI, 240. - LL. I. #IთIი0ტ1, Mიიყ- XიიL8ე MIძი1 001051986 0>10იL. ჰითიეტ, 1850. I, 437-438. - ჰიი MI!ინვგ1იძვის, 00 309M0ი»#%- XI556 VIძ ძ16 VIC0LI95Lიი CI8სხიი52იVIV1556 ძი» ყთI.-ი”, MIICჩი. L6Iი2IC, 1904. 5.164.- IIილX8816 800X08%IX% IX8X0180X08%. M006X83, 1848, იი. 22. - იხ. ჩემი „IIი88. II0M8680 იი8 80“, იჯი. 210 X ლ». შდრ. რუს. თარგ., გვ.218 და შემდგ.1. შდრ. ბლასტარის სინტაგმასთან XL, 17 (რთ. CM#MX., VI 271).
2. Cუიშ8ი., 00 ს0IL8L6 600105136, I. 4 IMI)ფიი, 5. 1., L. 4, ლი1. 408-501). - IIIIიჯითა”ი., ილ. 146 IM1ლირ, 5. 1., L. 22, ლ0I. 1192-1195). - Cიი105(1ი1 იგი80 იი. 8ძ იითიI1. სიხივ, IწM1Iდიი, §. 1., L. 50, იი1. 505-512|1. - C16ის6იL. L0Iი, იი. 1. 8ძ Cი»Iიჯსხ, C, 1, 5, 17, 44, 47 IMILიი, §, 1., +. 1, ლი1. 201-910, 217-920, 241-245. 296-300, 305-308 1. - IთიიL., იი. 8ძ. სიხიც. ი. 4, 5, 6 IM1დიტ, 5. წ., L. 5, C01. 647-6501 - 8ძ Mგდიივ. ი. 3, 4, 6, 7 (10V0, 01. 665- 666, 667-6691- 8ძ II81I13»ი0«, 6. 2, 3, 7, 12, 13 იქვე, იი1. 675-686).
3. ბერძნულ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა »ინთჩს”ითL0” რაც იოანე ოქროპირის განმარტებით (10 1 I1თ. ხი». 13. ». 1), ამ შემთხვევაში აღნიშნავს ეკლესიის მთავარ მწყემსმთავრებს –- ეპისკოპოსებს, რომელთა შორის პირველი ადგილი თავად მოციქულ პავლეს უკავია. იხ. ა რქ იმ.იოანესთა ნ, დასახ. თხ%, I, 139, შენიშვ. 294, და მიტრ. მაკარისთან, დოგმატური ღვთისმეტყველება (C»6. 1857), II, 380, შენიშვ. 83.
4. 0XიX, დასახ. თხზ., 5. 25. არქიმ. იოანეს ამასთან დაკავშირებით მოპყავს რამდენიმე მაგალითი მოციქულთა დროიდან (LI, 139).
5. მ. ბლასტარის სინტაგმა, X, თავ. 5, კართ. კრების 49-ე კანონზე დაყრდნობით (#ძთ. CM#8X., VI, 501, ან რუსულ თარგმანში ბლასტარის სინტ, 1892წ. გამოშვ., გვ. 398-399).
6. #თ. CIთო,, IL, 3 (შდრ. რუსული თარგმანი „კანონები განმარტებებით“, I, გვ. 13-141.
7. იხ. მთავარეპ. ბენიამინე, IM0828 CMV0MX28Xხ. CXI6., 1853, III, 39 და შემდგ.
PDF გვ. 26 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელი, დიაკონი და სხვა კლერიკოსი დადგინდეს ერთი ეპისკოპოსის მიერ.
პირველ კანონში საუბარია ეპისკოპოსის დადგინებაზე, ხოლო ამ (მე-2) კანონში ყველა სხვა სასულიერო პირის დადგინებაზე: მღვდლის, დიაკვნის, იპოდიაკვნის, წიგნის მკითხველის, მგალობლის, მაფუცებელისა (იგივე ეგზორსისტი) და ფარგალიტის (იგივე კარისკაცი) (ლაოდ,. 24). ამათგან პირველი ორი, ისევე როგორც ეპისკოპოსი, სამღვდელო იერარჭიას მიეკუთვნება და მღვდელმსახურად იწოდება. სხვები კი – ეკლესიის მსახურებად, ანდა – კლერიკოსებად (ამ სიტყვის უფრო ფართო მნიშვნელობით) და არ მიეკუთვნებიან მღვდელმსახურთა იერარქიას.! პირველები დგინდებიან ქიროტონიის წესით, რომელიც საკურთხეველში აღესრულება, ხოლო მეორენი – ქიროტესიით CCLი08%0L0V), რისი აღსრულებაც, ქიროტონიისაგან განსხვავებით, საკურთხევლის გარეთ ხდება.?
როგორც მღვდლის და დიაკვნის ქიროტონია, ასევე დანარჩენ კლერიკოსთა ქიროტესია, ანუ როგორც ეს კანონი ამბობს – ყველა ამ პირთა დადგინება, მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის კომპეტენციას განეკუთვნება.3 ეპისკოპოსის ეს უფლება წმინდა წერილზეა დაფუძნებული (იხ. ტიტ. 1, 5; 1 ტიმ. 5, 22) და იგი კანონიერად აღასრულებს ამ უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან თავად მიიღო ეს უფლება ყველა წესის დაცვით იმ პირთაგან, რომლებიც კანონით არიან მოწოდებულნი მისცენ მას აღნიშნული უფლება და რომლებმაც, თავის მხრივ, თავად მიიღეს იგი წმინდა მოციქულებისაგან უწყვეტი იერარქიული მემკვიდრეობის გზით, რამეთუ ეკლესიური რწმენის თანახმად, იერარქიის კანონიერების საფუძველს სწორედ ეს მემკვიდრეობა წარმოადგენს, რომელიც მოციქულთა დროიდან დღევანდლამდე გრძელდება.
გარდა მოციქულთა ხელისუფლების ამ კანონებრივი მემკვიდრეობისა, მღვდელმსახურებისა და ეკლესიის მსახურების კანონიერი დადგინებისას, საჭიროა, რომ ეპისკოპოსს თავად ეკავოს კანონიერი ადგილი წმინდა იერარქიაში და მისი სრულუფლებიანი წევრი იყოს, ხოლო, თუ ის არ არის იერარქიის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ეკლესიაში ვერავის დაადგინებს ღვთისმსახურად. ეს კი ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსი: იღებს სამონოზვნო აღკვეცას (წმინდა სოფიის ტაძრის კრების მე-2 კან.); თუ ის განკვეთილია (მოც. 28-ე კან.; II მსოფლ. 6; ანტიოქ. 4); თუ განუდგა საეკლესიო ერთობას და მწვალებლობაში ჩავარდა (მოც. 62; I მსოფლ. 10; ანკვ. 1, 2: პეტრე ალექსან. მე-10); დაბოლოს, თუ ის არ იყო დადგინებული კანონიერი ეპისკოპოსების მიერ, რის გამოც არ წარმოადგენს იერარქიული მემკვიდრეობის მატარებელს. გარდა ამისა, ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს იერარქიული იურისდიქციაც გარკვეულ საეკლესიო სამთავროში, ან რეგიონში; იურისდიქცია – დამოუკიდებელი, მიღებული მის მიერ კანონიერი გზით კანონიერი ხელისუფლებისაგან (ანტიოქ. 16, 17, 18), რის შედეგადაც მას არ შეუძლია დაადგინოს მღვდელმსახური ან ეკლესიის მსახური თავისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ (მოც. 35; II მსოფლ. 2; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 5; ანკვ. 13; ანტიოქ. 13, 22; სარდიკ. 3, 15; კართ. 48, 54), გარდა გამონაკლისისა – განსაკუთრებულ შემთხვევებში (მოც. 35; ანტიოქ. 22).
თავისი ეს უფლება, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ეპისკოპოსს შეუძლია გადასცეს გარკვეულ პირებს, რომლებიც მის იურისდიქციას ექვემდებარებიან და რომლებიც ასეთ შემთხვევაში ამ უფლებას იყენებენ ეპისკოპოსის სახელითა და უფლებამოსილებით. ასეთი პირები იყვნენ ოდესღაც ქორეპისკოპოსები (ანტიოქ. 10; ანკვ. 13; VII მსოფლ. 14; ბასილი დიდ. 89) და ამჟამად ვიკარული (შემწე) ეპისკოპოსები (მაგალითად, რუსეთში, რუმინეთში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში და ბულგარეთის საეგზარქოსოში). ეპისკოპოსის სახელით, მონასტრის წინამძღვრებსაც შეუძლიათ კანონიერად დაადგინონ წიგნის მკითხველები და იპოდიაკვნებიც კი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მონასტრებისათვის (VII მსოფლ. 14; ნიკიფორე აღმსარ. 6).
ამ კანონშიც სიტყვა X6M0010V6(0900, ჩვენ გადავთარგმნეთ „დადგინდეს“ – იმავე მიზეზით, რომელზედაც მივუთითეთ მოციქულთა პირველი კანონის განმარტებაში. ამ კანონის კომენტირებისას, ზონარა შენიშნავს: „გამორჩევაც და ხელთდასხმაც, ამ კანონის თანახმად, ეპისკოპოსს ეკუთვნის, რომელსაც ხელთდასხმული უნდა დაექვემდებაროს“, ბალსამონი კი დასძენს: „რამეთუ, ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი განწესება იმის შესახებ, რომ ჯერ საჭიროა მღვდლის, დიაკვნის ან სხვა კლერიკოსის გამორჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მისი ხელთდასხმა“.«4 შენიშვნები:
1. შდრ. ტრულ. 11, 77; ლაოდ. 24, 27, 42; განმარტებები ბალსამონისეულ ტრულ. 77-სა და ზონარასეულ ლაოდ. 42-ს კან. განმარტებებთან: #თ. CM%X., II, 485 და III, 210.
2. I0ი888 CM0MX%8VXVX; III, 1 და შემდგ.
3. იხ. ჩემი „II0898. MიM830680 »0880", გვ. 291, შენიშვნა 2. (შდრ. რუს. თარგმ., გვ. 261, შენიშვ. 1 და 2|.
4. რდ. C98X., II, 5.
PDF გვ. 28 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მსხვერპლშეწირვის შესახებ უფლის განწესების მიუხედავად, საკურთხეველთან მიიტანს სხვა შესაწირავს: თაფლს, რძეს, ან ღვინის ნაცვლად სხვა რაიმესაგან დამზადებულ თაფლუგს"; ფრინველს, რომელიმე ცხოველს, ან დადგენილების საწინააღმდეგოდ – მარცვლეულს (ახალი ხორბლის თავთავის ან ყურძნის გარდა, ისიც სათანადო დროს), საღვთისმსახურო წოდებიდან განიკვეთოს. არავის მიეცეს უფლება საკურთხეველში ძღვნად მიიტანოს სხვა რაიმე, გარდა ზეთისა – კანდელისათვის, და საკმეველისა – წმინდა შესაწირავის დროს.
ქრისტიანობის პირველ ხანებში, ყველას, ვინც ეკლესიაში მიდიოდა, მოციქულთა გადმოცემის შესაბამისად (იხ. 1 კორ. 16, 2), ძღვენის სახით თან მიჰქონდა სხგადასხვა საკვები და სასმელი. საერთო შემონაწირის ერთი ნაწილი, რომელიც მღვდელმსახურთა გამოსაკვებად იყო გათვალისწინებული, გამოიყოფოდა და განსაკუთრებულ ადგილზე ინახებოდა, შემდეგ ხდებოდა მისი დანაწილება მღვდლებსა და ეკლესიის სხვა მსახურებს შორის. დანარჩენი კი იკურთხებოდა წმინდა საკურთხეველში, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი შესაწირი. მიჰყვებოდნენ რა ძველაღთქმისეულ ეკლესიის მაგალითს, სადაც მსხვერპლშესაწირად სხვადასხვა ნაყოფი და ცხოველი მიჰქონდათ, ზოგიერთმა ქრისტიანმა, განსაკუთრებით კი იუდეველთაგან მოქცეულებმა, ჩვეულებად შემოიტანეს განურჩეველი მსხვერპლშეწირვა – როგორც ბუნებრივი, ასევე საკუთარი წარმოების პროდუქტებისა.! მსგავსი ჩვეულების უარსაყოფად, კანონი განაწესებს, რომ არაფერი იქნეს შემოწირული ტაძარში იმის გარდა, რაც გვამცნო თვით იესუ ქრისტემ, სახელდობრ: პური და ღვინო (იხ. მთ. 26, 26-28; ლუკ. 22, 17-20). ყველა შემოწირული, რაც მოიხსენიება ამ კანონში და მის მსგავს სხვა კანონებში, თვით კანონის თანახმად იყოფა სამ სახეობად: პირგელს მიეკუთვნება ზეთი და საკმეველი; მეორეს – პურის ახალგაზრდა თაგთავი და ყურძენი; მესამეს კი – სხვა დანარჩენი. რაც შეეხება ზეთსა და საკმეველს, საეკლესიო ღვთისმსახურებისას მუდმივად მისი საჭიროების გამო, კანონი ნებას იძლევა თავისუფლად იქნეს (ნებისმიერ დროს) ტაძარში შეწირული. ზეთის გამოყენება კანდელისათვის და საკმეველისა (გუნდრუკი! - კმევისათვის, დასაბამს იღებს ქრისტეს ეკლესიის არსებობის პირველივე დღეებიდან. ამიტომ, კანონი მას აღიარებს არა მხოლოდ ნებადართულად, არამედ – კანონიერადაც. რაც შეეხება ხორბლის ახალგაზრდა თაგთავსა და ყურძენს, კანონი ტაძარში მათი შეწირვის უფლებას იძლევა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ დროს, კერძოდ: პურის პირველი მარცვლებისა და ყურძნის მწიფობისას, როცა მართლმორწმუნეებს შეუძლიათ ტაძარში მათი მიტანა, რათა მღვდელმა აკურთხოს.? ყველა სხვა შემონაწირი, როგორც ამას კანონი ბრძანებს, არ უნდა იქნეს ეკლესიაში შეტანილი, არამედ – იგზავნებოდეს ეპისკოპოსის ან მღვდლის სახლში, როგორც ეს მოც. მე-4 კანონიდან ჩანს.
ამ კანონის განწესებანი ძალიან მკაცრია და ეპისკოპოსის ან მღვდლის მხრიდან მათი დარღვევა, სასჯელად ხარისხის აყრას ითვალისწინებს.
შენიშვნები:
V(ს აქ და შემდგ. მთარგმნ. შენიშვნა) დასათრობი სასმელი (იხ. ლუკ. 1, 15I 1. 80VიX6წII Iი ჩსიტ ივოიიიტიი, 08წ. 15, სადაც მოიხსენიება ამის შესახებ წმინდა მამების დროინდელი მოწმობა. შდრ. არქიმ. იოანე, დასახ. თხ%,, I, 141.
2. მოც. განწეს. VIII, 40. ILი8. CM0#MX%8»L, IV, 133. შდრ. ამ კანონზე ბალსამონის განმარტება. #თ. CM8X., II, 56. – „დასათრობი პქვია ყველა იმ სასმელს, რომლისგანაც ადამიანი შეიძლება დათვრეს“, როგორც ამას ზონარა ამბობს ამ კანონის განმარტებაში (#4თ. C#8»., II, 5).
PDF გვ. 30 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველა სხვა სახის პირველნაყოფი გაეგზავნოთ ეპისკოპოსსა და მღვდლებს სახლში, და არა საკურთხეველში. თავისთავად ცხადია, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები, დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა მსახურებს ამ შემონაწირს გაუყოფენ.
როგორც ვნახეთ, მოციქულთა მე-3 კანონში საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შემოიწიროს ეკლესიაში. წინამდებარე (მე-4) კანონი კი აგრძელებს წინა კანონის განწესებას და ბრძანებს, ყველა სახის პირველნაყოფი გაეგზავნოთ ეპისკოპოსსა და მღვდლებს წარსაგებელის სახით, განკუთვნილი როგორც მათთვის, ასევე ეკლესიის სხვა დანარჩენ მსახურთა შესანახად. ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში, მართლმორწმუნეთაგან შემოწირული ეს პირველნაყოფები კლერიკოსთა ერთადერთი სარჩენი წყარო იყო. მართალია, ერთი მხრივ, შემოწირვა ნებაყოფლობით! ხდებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთგული მორწმუნეების ვალდებულებაში შედიოდა ეკლესიის მსახურებზე ზრუნვა. თუკი იესუ ქრისტემ მხოლოდ ზოგადად თქვა: „„ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თყსისა“ (მთ. 10, 10), პავლე მოციქული უფლის სიტყვებზე დაყრდნობით მკაფიოდ გამოთქვამს, რომ სახარების მქადაგებელი, სახარებით უნდა ცხოვრობდეს (იხ. 1 კორ. 9, 14) და თავისი ეპისტოლის იმავე თავში (მუხლ. 7-10) მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და ასევე, მოსეს სჯულიდან ამ სიტყვების განსამტკიცებლად. შემოწირულობას, როგორც წესი, დიაკონი აგროვებდა და ეპისკოპოსს წარუდგენდა, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილი იყო გაენაწილებინა ის გარკვეულ პირებზე მათი საჭიროების შესაბამისად. შემოწირულობა, ჩვეულებრივ, სამ ნაწილად იყოფოდა. ერთი ნაწილი სასულიერო პირთა შენახვას ხმარდებოდა; მეორე ნაწილი საღვთისმსახურო საჭიროებისათვის იყო განკუთვნილი; მესამე კი – გლახაკთა დასახმარებლად. თუ რა წილი შეხვდებოდა ცალკეულ ეკლესიის მსახურს საეკლესიო პირთათვის განკუთვნილი საერთო ნაწილიდან, ეს დამოკიდებული იყო შემოწირულობის საერთო რაოდენობაზე. განსაზღვრული გასამრჯელო, რომლის რაოდენობაც კანონით იქნებოდა დადგენილი, არ არსებობდა. ე. წ. „საეპარქიო“ შემოსავალი სასულიერო პირთათვის, „შესაკრებელი“, „კონგრუი"? და სხვ., გვიანდელ დროში შემოვიდა, კერძოდ, მაშინ, როცა სახელმწიფო ხელისუფლებამ ეკლესიასთან კავშირი დაამყარა. ეს მოხდა IV საუკუნეში, როდესაც სასულიერო პირთა შენახვის მანამდე გაურკვეველმა მდგომარეობამ, ეკლესიაც და სახელმწიფოც აღძრა ამ საკითხთან დაკავშირებით კანონის მისაღებად. თანაც, დააწესეს რამდენი და რომელი წყაროდან (გარდა ნებაყოფლობითი შემოწირულობისა) უნდა მისცემოდა რეგულარულად ეკლესიის თითოეულ ღვთისმსახურს.3 შენიშვნები:
1. შდრ. საქმე მოც. 11, 29; რომ. 15, 26; 1 კორ. 16, 1, 2; თუმცა, აქ საუბარია გაჭირვებულების შესახებ საერთოდ, მაგრამ წმინდა წერილის სხვა ადგილებთან კავშირში უნდა გიგულისხმოთ სასულიერო დასიც, მით უფრო, რომ მაშინ ის არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ფენას. 1წ0»Lს11., ტიი1იყწ. ი. 39. წM1დიი, §. 1., L. 1, 01. 467-478).
2. „საეპარქიო შემოსავალი“, ანუ გასამრჯელო შეკვეთილი მსახურებისათვის. „შესაკრებელი“ – ნატურით შემოსული შემოწირულობა (შდრ. საქმე მოც. 16, 2 – მთარგ.). რაც შეეხება „კონგრუის“, ამ სახელის ქვეშ ავსტრო-უნგრეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში იგულისხმება ჯამაგირი, რომლითაც კანონი სასულიერო პირებს უზრუნველყოფს. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. II60X. 86X0M06X#-, 1910 წ. M949, გვ. 2163-4 და შემდეგ (რუსული გამოც. რედაქ.I.
3. იხ. ჩემი IIი89. I0ი#86%0 Xი0880“, §164 და შემდგ. (შდრ. რუსულ თარგმანს, §138 და შემდგ).
PDF გვ. 31 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა გააძევოს თავისი ცოლი კეთილკრძალულების საბაბით. თუ გააძევებს, მღვდლობისაგან დაცადებით დაისაჯოს, ხოლო თუ არ დაცხრება, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს.
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და ახლაც აღიარებს, რომ 'სასულიერო პირებს შეუძლიათ კანონიერ ქორწინებაში იცხოვრონ. თავის ამ სწავლებას, იგი წმინდა წერილებსა და პირგელი დროის ეკლესიის გადმოცემებზე აფუძნებს. საქმე მოციქულთაში (21, 9) ვკითხულობთ, რომ ფილიპე მოციქულს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა; პეტრე მოციქულსა და სხვა მოციქულებზეც, ასევე, ცნობილია იმდროინდელი წმინდა მამების მოწმობა, რომ ისინი ცოლიანები იყვნენ.' მოციქულთა განწესებებში (VI, 17) მღვდელ-მსახურთა ქორწინებაზე საუბარია, როგორც ჩვეულებრივ მოვლენაზე; წინამდებარე კანონიც ხაზგასმით ამტკიცებს ქორწინების კანონიერ მნიშვნელობას ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვგნისათვის და, მაშასადამე, ყველა დანარჩენი კლერიკოსისთვისაც. ტრულის კრების მე-13 კანონის განმარტებაში ჩვენ დაწვრილებით ვსაუბრობთ ამ საკითხზე.
მოციქულთა ამ კანონის მიღების დროს, საეკლესიო წრეში ჭარბობდა აზრი იმის შესახებ, რომ ქორწინება არის უწმინდური რამ, და მიუღებელია, განსაკუთრებით სასულიერო პირთათვის. ამასთან, ახსენებდნენ ქრისტიანულ ღვთისმოსაობას, რომელიც მოითხოვდა, რომ ადამიანს, გამორჩეულად კი სამღვდელო პირს, მთლიანად შეეწირა თავი ღმერთისთვის. არგუმენტი ასეთი იყო: თუ ადამიანს ცოლ-შვილი შყავს, მაშინ, ბუნებრივია, თავისი სიყვარული მან ოჯახს უნდა შესწიროს და, მაშასადამე, არ შეუძლია სრულად მიეცეს ღმერთს.?
ეს კანონი განიკითხავს კეთილკრძალულებაზე ასეთნაირ შეხედულებას და მას მხოლოდ საბაბად მიიჩნევს, არსებითად კი, კეთილკრძალულების ცნების ამგვარი გააზრებით, ირღვევა საღვთო სამართლის ერთ-ერთი განწესება. ბევრი ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი ამ მიზეზით თავიანთ კანონიერ ცოლებს შორდებოდნენ, რაც, ბუნებრივია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უწესრიგობას იწვევდა და მართლმორწმუნეებში საცდურს წარმოშობდა.
სწორედ, ამის საწინააღმდეგოდ არის მიღებული წინამდებარე კანონი, რომელიც დაცადებით (განყენებით) ემუქრება სასულიერო პირებს, ანუ – ღვთისმსახურების აკრძალვით, თუ ისინი კეთილკრძალულების მომიზეზებით კანონიერ მეუღლეებს გაეყრებიან; ვინც თავის საქციელში გაჯიუტდება და არ მოისურვებს თავისთან ცოლის დაბრუნებას, რომელიც უკანონოდ და აღნიშნული საბაბით განიშორა, მაშინ მას, ამავე კანონით, სასულიერო ხარისხიდან დამხობა განეწესება.
ამ კანონის განწესება, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოსიც შეიძლება იყოს შეუღლებული, არ ეწინააღმდეგება ტრულის კრების მე-12 კანონს, რომელიც ეპისკოპოსს ცოლიანობას უკრძალავს, რადგან ეს კანონი მიმართულია მაშინდელი დროის ცრუ ცნობიერების წინააღმდეგ, რომელიც, ემვგარეშეა, ფართოდ იყო გაგრცელებული და ეკლესიას საერთო სენით დაავადებას უქადდა. გარდა ამისა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სრული სისავსით დამტკიცებული საეკლესიო დისციპლინა და კანონები უფრო მეტად ცუდი ჩვევების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე კეთილი ჩვევების დაწესებისა და დამტკიცებისაკენ, რაც ეკლესიაში ზოგადად უკვე არსებობდა. ჩვეულება კი იმისა, რომ ეპისკოპოსები ცოლებთან არ ცხოვრობენ, თავის დასაბამს ეკლესიის დაარსების პირველი წლებიდანვე იღებს.
წინამდებარე კანონში, პირველად საუბარია სასულიერო პირთა მღვდელმსახურებიდან განყენების (მღვდლობიდან დაცადების) შესახებ, შემდეგ კი სასულიერო დასიდან მათ განკვეთაზე, ხოლო მოციქულთა მე-9 კანონში – ერისკაცთა გა ნყენ ების (უზიარებლობის) შესახებ. უპრიანი იქნება აქ, ჩვენი განმარტების დასაწყისში, შევეხოთ იმ საეკლესიო სასჯელებს, რომლებსაც ეკლესია სასულიერო პირებსა და ერისკაცებს აკისრებს, როცა ისინი მისი კანონის საწინააღმდეგოდ სცოდავენ. ამ გზით, საერთოდ, უფრო ნათელი გახდება ცალკეული კანონების შინაარსი, რომლებიც სხვადასხვა სასჯელს განაწესებენ.
რაკი ეკლესიაში არსებობს კანონმდებლობითი ხელისუფლება, რომელმაც მისი იურიდიული მხარე უნდა დაიცვას, ამიტომ მასში (ეკლესიაში), ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი ხელისუფლებაც, რომელიც დასჯის ყველა იმ ქმედებას, რაც ამ დამოკიდებულებას არღვევს და აგრეთვე ისეთ ქმედებებსაც, რომლებიც მსოფლიოში ეკლესიის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას ეწინააღმდეგება. ერთი ხელისუფლება მეორის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან კანონი გარეგანი სანქციის გარეშე ცარიელი ხმაა და, ამიტომ, ეკლესიის თითოეული წევრი ვალდებულია უპირობოდ დაემორჩილოს მის განწესებებს. თუკი ეკლესიის რომელიმე წევრი ნებაყოფლობით არ ემორჩილება მის კანონებს, მაშინ ის უნდა იძულებოდეს – თუ სურს, რა თქმა უნდა, მას ეკლესიის წიაღში დარჩენა. ეკლესიის ძალაუფლებაში შედის დასაჯოს გაჯიქებული (ჯიუტი) მოწინააღმდეგე მისი კანონებისა ისევე, როგორც ამას აკეთებს სასამართლო ხელისუფლება, ოღონდ საღვთო სამართალზე დაყრდნობით. იმათ შესახებ, რომელთაც არ სურთ საეკლესიო სასამართლოს დაემორჩილონ, იესუ ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ ისინი მათთვის უნდა იყვნენ როგორც მეზვერენი და წარმართნი (იხ. მთ. 18, 17). ქრისტეს ამავე სიტყვებიდან გამომდინარეობს ეკლესიის უფლება, დასაჯოს მისი კანონების დამრღვევნი. ეს სიტყვები ასევე მიანიშნებენ, თუ რაში მდგომარეობს საეკლესიო სასჯელის არსი (შდრ. 1 კორ. 5, 3-5; 1 ტიმ. 1, 20).3 ეკლესიის დამაარსებელმა, როცა აღნიშნა საშუალება, რომელიც კანონდამრღვევის გამოსასწორებლად უნდა იქნეს გამოყენებული, იქვე დასძინა, რომ ურჩობის შემთხვევაში მას უნდა აეკრძალოს ეკლესიასთან ერთობა, მისი წევრობიდან გაირიცხოს და გარეშედ ჩაითვალოს. ეკლესიასთან ერთობის აკრძალვა (უზიარებლობა, თM%ლIICVICIთ, 6X00%იLVსი90108110) არის ბოლო და სასჯელის ყველაზე უმაღლესი ზომა, რომელიც ეკლესიის სამსჯავროს შეუძლია მისი კანონის დამრღვევ პირს გამოუტანოს. ეკლესიასთან ერთობა (X0VVCI V,.,, #იVი0I0, თანაზიარი, თანამონაწილე) ადამიანისათვის გულისხმობს ყველა იმ უფლებას, რასაც იგი ეკლესიაში გაწევრიანებისას იღებს, კერძოდ, სხვადასხვა საეკლესიო მადლმოსილების ნიჭით სარგებლობას, რომელთაგან უმაღლესია წმინდა ზიარების საიდუმლო. ეს უფლება, ეკლესიის თითოეულ წევრს აქვს – რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს მას ეკლესიაში; მხოლოდ, უნდა ასრულებდეს საეკლესიო კანონების ყველა მოთხოვნილებას; საზოგადოება, რომელიც ყველა ამ უფლებით სარგებლობს, ერისკაცთა საზოგადოებადეიძიLVთVIC L6V 2.CIX6V, C0”იხიVი910 18108), მრე ვლად იწოდება. ეკლესიის წევრები, ერისკაცთა გარდა, სასულიერო პირებიც არიან, რომელთა უშუალო მეშვეობითაც ხდება თანაზიარება საეკლესიო მადლთან. ისინი, ეკლესიაში თაგიანთი მაღალი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკლესიის ყველა სხვა წევრზე აღმატებული უფლებით სარგებლობენ, ზოგიერთი მათგანი კი –კიდევ უფრო განსაკუთრებული უფლებით. პირთა გაერთიანებას, რომლებსაც ეს უფლება ეკუთვნით, სასულიერო დასი (X0IVთVIთ| ნილოთთიჯსი,' 000002010 016110815, ღვთისმსახურთა საზოგადოება)“ ეწოდება. როგორც ერთ, ასევე მეორე საზოგადოებაში, უფლებათა ხარისხი, რომლითაც მათი წევრები სარგებლობენ, სხვადასხვაა: ამ უფლებათაგან ზოგი მთავარია, ზოგიც – მეორეხარისხოვანი.
ამასთან დაკავშირებით, დადგენილი კანონის დარღვევისას, დამნაშავენი კარგავენ თავიანთ უფლებას გარკვეული თანმიმდევრობით და რაც მეტია კანონის დარღვევა, მით მეტი უფლება იკარგება და მით უფრო დიდ საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება დამნაშავე და, პირიქით. ხოლო, რადგან ყოველი საეკლესიო სასჯელის არსი, ეხება ის მართლმორწმუნე ერისკაცს თუ სასულიერო პირს, ეკლესიასთან ურთიერთობის უფლებათა აკრძალვაშია, ამიტომ სასჯელის სიმძიმე დამოკიდებული იქნება მეტი ან ნაკლები უფლების დაკარგვაზე, რომლითაც შემცოდებელი სარგებლობდა.
ცხადია, აქ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ დამნაშავის პიროვნება: თუ იგი ერისკაცია, სასჯელი იქნება ერთი სახის, ხოლო თუ სასულიერო პირი, მაშინ სასჯელიც სხვა სახის იქნება. ეს განპირობებულია იმ მდგომარეობით, რაც ეკლესიაში უკავია ერთ ან მეორე პიროვნებას, ერისკაცსა თუ სასულიერო პირს. ყველაზე უმაღლესი სასჯელი, რომელსაც შეიძლება სასულიერო პირი დაექვემდებაროს, ეს – სამღვდელო ხარისხის ჩამორთმევაა, ხოლო ერისკაცისათვის – ეკლესიიდან მოკვეთა, რასაც სასულიერო პირი, როგორც ასეთი, ვერ დაექვემდებარება, ხოლო თუ დაექვემდებარება, მხოლოდ მას მერე, რაც ხარისხიდან დამხობის შემდეგ გადავა ერისკაცთა საზოგადოებაში და უკვე ერისკაცის რანგში ჩაიდენს დანაშაულს, რომელსაც მოჰყვება ეს უმაღლესი სასჯელი. მაგრამ, სანამ ის სასულიერო დასის წევრია, იგივე დანაშაულისათვის (რაკი სასულიერო პირია), მხოლოდ წოდებას დაკარგავს, ანუ – დაისჯება სასულიერო პირთათვის დადგენილი უმაღლესი სასჯელით. ამის მიზეზი მოცემულია მოციქულთა 25-ე კანონში, სადაც მოყვანილია ადგილი წმინდა წერილიდან: „.არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1,9), ხოლო ბასილი დიდი იგივეს განმარტავს თავის მე-3 კანონში, როცა საუბრობს დიაკონზე, რომელიც კანონს გადავიდა, რის გამოც მას ხარისხი უნდა აეყაროს, მაგრამ, როცა დაიმცრობა ერისკაცის ადგილზე, მაშინ არ უნდა აეკრძალოს თანაზიარობა (თ-C X0VVCIVVთC 0სX იXჯმითCთ),' რადგან არსებობს ძველი წესი, რომ დამხობილნი თავიანთი (იერარქიული) ხარისხიდან მხოლოდ ამ ერთ სასჯელს უნდა დაექვემდებარონ. თანაც, ძველები, როგორც მე ვვარაუდობ, შემდეგ კანონს მიჰყვებოდნენ: „.არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9), გარდა ამისა, ხელმძღვანელობდნენ იმ მოსაზრებით, რომ თავიანთი ადგილიდან განკვეთილი ერისკაცები შემდგომში კვლავ მიიღებიან იმავე ადგილზე, დიაკონი კი ერთხელ და სამუდამოდ ექვემდებარება განკვეთის სასჯელს. ამიტომაც შემოიფარგლნენ მხოლოდ ამ ერთი სასჯელით, რადგანაც დიაკვნის ხარისხი მას აღარასოდეს დაუბრუნდება; ყოველივე ეს წესების თანახმად აღესრულება (სთს#“თ IICV 0სV LC 6X «თV «VXCV). ა თავისი არსით, ყოველი სასჯელი შ ურისგებაა (6%«80თC%, VII010«8), დამნაშავის მიერ ჩადენილი ბოროტებისა წილ. ქრისტიანობა განიკითხავს ძველაღთმქმისეულ წესს: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (195 V8110ი- 15), და მაშასადამე, პირად შურისგებასაც, მიყენებულს ბოროტების სანაცვლოდ; მაგრამ, ამასთან, იგი ეკლესიას გადასცემს კანონიერი ზღვევინების უფლებას – თავისი სწავლების სულისკვეთების თანახმად – და მის პრეროგატივად აღიარებს დამნაშავეთა დასჯას განსაზღვრულ ფარგლებში, ანუ – სასჯელის სახით იურიდიული შურისგების აღსრულებას.9 პეტრე მოციქული საუბრობს მთავრობისადმი მორჩილებაზე და დამნაშავეთა დასჯის შესახებ.7 რაც შეეხება მთავრობის წარმომადგენლებს, პავლე მოციქული რომაელებს მათ შესახებ შეახსენებს, რომ ისინი „შურის მეძიებელ არიან ბოროტის მოქმედთათვის“.8 ამ აზრით აღიქვამდნენ სასჯელს ეკლესიის მამებიც, რაც განსაკუთრებით ნათლად დასტურდება ნეტარი ავგუსტინეს თხზულებით, სადაც საუბარია წრფელ და ცრუ სინანულზე: L08ი8 00190 0I0LX16 0101LVL 190510, 0086 ხსი1ხ 6 VII ძ1C8L.– მოციქულთა 25-ე კანონიც, აგრეთვე, საუბრობს #«8ხოთ, VI0X9108ს და, ამასთან, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მძიმე დანაშაულისათვის საკმარისია სასულიერო პირის დასჯა წოდებიდან განკვეთით და ამისათვის კიდევ სხვა სასჯელით დასჯა არ ეგების, რადგან X8LჯოთLC დანაშაულისათვის შურისგება უკვე აღსრულებულია პირველი სასჯელით. ზემოთქმულის საფუძველზე, საეკლესიო სასჯელის შესახებ შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველა იურიდიული სასჯელი, როგორც ასეთი, ერთგვარ სატანჯველს წარმოადგენს, რომელსაც საეკლესიო ხელისუფლება კანონის წინაშე დამნაშავეს დაადებს, როგორც შურისგებას მის მიერ ჩადენილი ბოროტებისათვის. სწორედ ამაში მდგომარეობს საეკლესიო სასჯელის არსი.19 მხედველობაში თუ მივიღებთ მიზანს, რის გამოც საეკლესიო მთავრობა დამნაშავეს სასჯელს ადებს, მაშინ ეს სასჯელები საეკლესიო სამართალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც თვით ეკლესიის ამოცანით არის განპირობებული. მთავარი და პირველი ამოცანა ეკლესიური სასჯელისა იმაში მდგომარეობს, რომ სიკეთისაკენ მიმართოს სწორი გზიდან შემთხვევით გადაცდენილი ეკლესიის წევრი. ეკლესია, როცა იძულებით ზომას მიმართავს თავისი კანონდამრღვევი წევრის წინააღმდეგ, ამით მას სურს აღძრას იგი გამოსასწორებლად და დაკარგული მადლის ახლიდან მოსახვეჭად, რაც, თავის მხრივ, დამნაშავეს მხოლოდ ეკლესიასთან ერთობაში (თანაზიარობაში) შეუძლია; თანაზიარობის უფლებას კი ეკლესია მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ართმევს. საშუალება, რომელსაც ეკლესია თავისი ამოცანის შესასრულებლად იყენებს, შეიძლება ძლიერმოქმედიც იყოს, იმისდა მიხედვით, რამდენად შეუძლია ამ საშუალებას სარგებელი მოუტანოს მას და მის ღირსებას. როგორც ყველა საზოგადოებაში, ასევე ეკლესიაშიც, ცალკეულ წევრთა დანაშაული რომ არ განსაჯონ და ხელისუფლებამ კანონის ძალა არ გამოიყენოს, მაშინ ასეთი წევრები ადვილად აიყოლიებენ სხვებს და, ამგვარად, ბოროტება ფართოდ გავრცელდებოდა. ამასთან, ეკლესიაში წესრიგიც დაირღვეოდა და თვით მისი ცხოვრების წესიც საშიშროების წინაშე დადგებოდა, – თუკი მას არ ექნებოდა უწბსო საქციელის ჩამდენი წევრების თანაზიარობიდან განყენების უფლება. ამით, სხვათა შორის, მორჩილი და კეთილსინდისიერი წევრების დაცვაც ხდება გადამდები სენისაგან. საეკლესიო კნონმდებლობის მრავალი დადგენილება გვიმოწმებს, რომ ეკლესია ამ აზრით ღრმად იყო განმსჭვალული და რამდენადაც ის ცდილობდა ადამიანებისათვის გამოსწორების საშუალება მიეცა, იმდენადვე ამ საშუალებით დანაშაულის შემდგომ ესკალაციას უშლიდა ხელს – მთელ ეკლესიაში მშვიდობისა და სიკეთის შენარჩუნებისათვის. ზუსტად ასევე, საეკლესიო კანონმდებლობის დადგენილებებიდან ჩანს, რომ სხვადასხვა დანაშაულისათვის სასჯელის გამოტანისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეკლესიის ღირსებაც. ისევე, როგორც ეკლესიის პირველ საუკუნეებში, ახლანდელ დროშიც უცხო რწმენის მიმდევარნი პატივისცემით მოეპყრობიან მას, თუკი მისი წევრები მაღალზნეობრივი ცხოვრებითა და სამაგალითო საქციელით იქნებიან გამორჩეულნი და, პირიქით, მათი პატივისცემა ეკლესიის მიმართ მაშინვე გაქარწყლდება, როგორც კი დაინახავენ, რომ მის წევრებს შორის ზნეობას არა აქვს ადგილი და მის ნაცვლად ბიწიერება სუფევს. ამ უკანასკნელს კი ფართო ასპარეზი გაეხსნებოდა, ეკლესია რომ მთელი სიმკაცრით არ მოპყრობოდა კანონდამრღვევებს, ე.ი. თავის საზოგადოებაში დამნაშავენი რომ დაეთმინა. ასევე, საეკლესიო ხელისუფლებამ ეკლესიის ღირსების გასაფრთხილებლად უნდა გამოიყენოს იძულებითი ზომები ყველას წინააღმდეგ, ვინც თავისი საქციელით მის პატივს შეურაცხყოფს და ამით უცხო რწმენის მიმდევრებს უპატივცემულობის საბაბს აძლევს. ბასილი დიდი, მე-6 კანონში, სიძვის ცოდვაში ჩავარდნილ სასულიერო პირთა მიმართ უდიდესი სიმკაცრის გამოჩენას მოითხოვს და დასძენს: „ეს ეკლესიის განსამტკიცებლადაც სასარგებლო იქნება და მწვალებლებსაც არ მისცემს საბაბს დაგვძრახონ, რომ ადამიანებს ცოდვების შენდობით ვიზიდავთ“.
საეკლესიო სამართლის მეცნიერება ყველა სახის საეკლესიო სასჯელს ორ სახედ ჰყოფს:მისაგებელი(სადამსჯელო, X8087:6X68XI6), ანუ – ვგინდიკატური (ჯIIთაიIთI თიდილVI-ისთთI, 006086 VII 0108LIV86) და გამოსასწორებელი, ანუ – მაკურნებელ იL”.მსიიმისიიL I. LX601C1ი8105), სასჯელის სახეთა ასეთი დაყოფა საფუძველს იღებს მსოფლიო კრებების პერიოდის კანონმდებლობიდან, რომელიც თავის მხრივ ამ საკითხში ეყრდნობოდა ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობას. პირველი სახის სასჯელის, ანუ მისაგებელის მთავარი ამოცანა კანონის ავტორიტეტის დაცვაში, გაფრთხილებასა და შურისგებაშია – იურიდიული წესრიგის დარღვევისათვის. გამოსასწორებელი სასჯელი, ასევე, თავის საფუძველში ძირითადად დამსჯელ ხასიათს ატარებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა იურიდიული მნიშვნელობით სასჯელი, როგორც ასეთი, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა, მაინც, დამნაშავის გამოსწორებაა. ამაში, თავისთავად მჟღაგნდება განსხვავება ამ ორი სახის სასჯელს შორის. პირველის მიზანია მიგება მიყენებული ბოროტებისათვის, მეორისა – დამნაშავის გამოსწორება. მისაგებელი სასჯელის შეფარდებისას, დამნაშავემ სრულად უნდა დაითმინოს სატანჯველი, სასამართლოს მიერ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო განჩინებული, მიუხედავად იმისა მოინანია თუ არა, გამოსწორდა თუ არა; გამოსასწორებლად გამოტანილი მაკურნებელი სასჯელის დროს კი შურისგება წყდება იმ მომენტში, როდესაც სასჯელმა თავის მიზანს მიაღწია, ანუ როცა მონანული დამნაშავე გამოსწორდა. სასჯელთა ხანგრძლივობის შესახებ: პირველ შემთხვევაში – იგი განსაზღვრულია ზუსტად ან კანონით, ან მსაჯულის მიერ სასამართლოს განჩინების გამოცხადების მომენტში; მეორე შემთხვევაში – სასჯელის ვადა საერთოდ არ არის განსაღვრული, მაგრამ დამოკიდებულია გულმოდგინებაზე, რასაც შემცოდებელი მსჯავრდებული იჩენს გამოსასწორებლად და ეკლესიაში თავისი დაკარგული უფლებების აღსადგენად. ამიტომ, მისაგებელი სასჯელი მოქმედებას წყვეტს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავა სასამართლოს მიერ შურისგებისათვის გამოტანილი ვადა ჩადენილი ცოდვის გამო, მაშინ, როცა გამოსასწორებელი, ანუ – მაკურნებელი სასჯელი წყდება მაშინვე, როდესაც დამნაშავე გულწრფელად მოინანიებს ჩადენილ ცოდვას და აჩვენებს, რომ ნამდვილად გამოსწორდა.
აღნიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით, ყოველივე აჭამდე თქმულს, მნიშვნელობა მხოლოდ კლერიკოსებისათვის აქვს – ეკლესიაში მათი მდგომარეობისა და მსახურების განსაკუთრებულობის შესაბამისად. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან არა მარტო დასის ის წევრები, რომლებმაც საიდუმლო ხელოდასხმა მიიღეს: ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, არამედ – დასის ყველა დანარჩენი დაბალი ხარისხის წევრებიც, ვინც დასში ლოცვა-კურთხევის მეშვეობით (ქიროტესიით) მიიღო განსაზღვრული ადგილი და გარკვეულ სამუშაოს ასრულებს ტაძარში ან ეკლესიის ადმინისტრაციაში. ამავე კატეგორიაში შედიან მონოზვნებიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათთვის გარდა დისციპლინარული განწესებისა, რომელიც ყველა კლერიკოსისთვისაა აუცილებელი, სავალდებულოა, აგრეთვე, განსაკუთრებული სამონოზვნო განწესების დაცვაც, რომელთა დარღვევისთვისაც ზემოაღნიშნული სასჯელები შეიძლება ატარებდნენ დამსჯელ ან გამოსასწორებელ (მაკურნებელი) ხასიათს. მაგრამ იგივე არ შეიძლება ითქვას მართლმორწმუნე ერისკაცთა მიმართ, არც მათთვის შეფარდებულ სასჯელებზე. ერისკაცმა, როცა ის შესცოდავს, ანუ რაიმე ეკლესიურ დანაშაულს ჩაიდენს, უნდა შეიწყნაროს შურისგება საეკლესიო სამსჯაგროს გადაწყვეტილებისამებრ და, მაშასადამე, დაექვემდებაროს მისაგებელ სასჯელს. ასეთი სასჯელი მას მაკურნებელზე უკეთ დაეხმარება გამოსწორებაში, რადგან შეუძლია ყოველ წუთს მოინანიოს, ნებაყოფლობით შესწიროს მკლესიას თავისი სინანფლის ნაყოფი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად გამოსწორდა და, მაშასადამე, ღირსია ეკლესიის ის უფლებები დაიბრუნოს, რაც ჩამორთმეული ჰქონდა. იმ შემთხვევაში კი, როცა მას ნებაყოფლობით არ სურს ამის შესრულება და თავის დანაშაულში შეუპოვარი რჩება, მას ვერავითარი გამოსასწორებელი სასჯელი ვერ უშველის, რადგან ეკლესიას არ გააჩნია იმის საშუალებები, რომ დამნაშავე ერისკაცი აიძულოს სათანადო სასჯელს დაექვემდებაროს. მაშასადამე, მართლმორწმუნე ერისკაცი შეიძლება მხოლოდ შურისგებითი ხასიათის სასჯელს ექვემდებარებოდეს და, ამდენად, ყოველი სასჯელი, რომელსაც მას საეკლესიო მართლმსაჯულება შეუფარდებს რაიმე საეკლესიო დანაშაულისათვის, შესაბამისად – მისაგებელი, დამსჯელი ანუ ვინდიკატური ხასიათისაა.
თქმულიდან გამომდინარე, ყველა საეკლესიო სასჯელი მისაგებელს წარმოადგენს, იქნება ის შეფარდებული დამნაშაგე-ერისკაცთათვის თუ დამნაშავე-კლერიკოსთათვის, – პირველთათვის აბსოლუტური, ხოლო მეორეთათვის – ფარდობითი მნიშვნელობით. ერისკაცთათვის ეს სასჯელი მდგომარეობს უფლებათა მეტ-ნაკლებ დაკარგვაში, რომელიც მას, როგორც ეკლესიის წევრს აქვს, ან ყველა უფლების დაკარგვაში, რაც, ჩვეულებრივ, შედეგად მოსდევს საეკლესიო ერთობიდან განკვეთას. კლერიკოსისათვის ეს სასჯელი მდგომარეობს იმ უფლებათა დაკარგვაში, რაც მან დასში შესვლისას მიიღო და არა აქვს მნიშვნელობა, მიიღო მან ეს უფლება საღვთისმსახურო თუ საეკლესიო-ადმინისტრაციული მდგომარეობით. მისთვის ეს სასჯელი შეიძლება მდგომარეობდეს, აგრეთვე, ამ უფლებებით სარგებლობის ნაწილობრივ აკრძალვაში, ანუ – დროებით ყველა ან ზოგიერთი მათგანით სარგებლობის შეწყვეტაში იქამდე, ვიდრვ არ იქნება ის მიზანი მიღწეული, რის გამოც სასჯელი შეეფარდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სასჯელს მაკურნებელი ხასიათი ეძლევა.
ყველა სასჯელი, რომელიც საეკლესიო სამართლის სწავლებით ეკლესიის მსაჯულებს შეუძლიათ გარკვეული დანაშაულისათვის გამოიტანონ, ატარებენ სულიერ ხასიათს, გარდა ერთისა, რომელსაც საერო ხასიათი აქვს. ეს არის ფულადი სასჩჯელი, რომლის შესახებაც კანონებში არ არის საუბარი, მაგრამ მისი გამართლება საეკლესიო-სასამართლო პრაქტიკაში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო სასამართლოებში მრავალსაუკუნოვანი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზე.
ერისკაცთათვის კანონებში მოხსენიებული საეკლესიო სასჯელები შემდეგია:
1.ეპიტიმია (II6(6V0სX, ნXLIIIთ, 006ი1L69L18), როგორც სასჯელი იურიდიული მნიშვნელობით, მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესიის ფორმალური სამსჯავრო დამნაშავეს გარკვეული დანაშაულისათვის უფარდებს სასამართლო განჩინების სავალდებულო შესრულებას. უპირველესად, ეს არის შურისგება (მიზღვევა) ბოროტებისათვის, რომელიც მან, როგორც ეკლესიის წევრმა, რაიმე თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ჩაიდინა; შემდეგ – ეს არის საშუალება, დაიბრუნოს ის უფლებები, რომლებიც თავისი დანაშაულის შედეგად დაკარგა. ეპიტიმიის კანონიკურ საფუძველს უკვე მოციქულთა განწესებებშიც ვხვდებით'', შემდეგ – კართაგენის კრების 102-ე და ზოგიერთ სხვა კანონში. კანონიკური მნიშვნელობით ეპიტიმია დამოუკიდებელ სასჯელს წარმოადგენს, მაგრამ ის ხშირად სხვა სასჯელებთან ერთად გამოიყენება. ასე მაგალითად, როდესაც ერისკაცი დროებით განკანონებულია ზიარებიდან, საეკლესიო სასამართლოს, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია ასეთ ბრალდებულს განუწესოს (ზიარებიდან განყენების პერიოდში) ეპიტიმიის რომელიმე მიღებული სახის შესრულება, როგორც დამოუკიდებელი სასჯელი, მაგ., რაიმე შესაწირის მოთხოვნა ეკლესიის, ღატაკთა ან საქველმოქმედო დაწესებულების სასარგებლოდ, ან აუცილებელი მონახულება ავადმყოფებისა და უმწეოებისა, მათთვის დახმარების გაწევა და სხვა.
2 უპატიობა– უუფლებობა, პატივის აყრა (თXIII,.10”8X018). ამ სასჯელს ბერძნულ-რომაულ სამართალში ფრიად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან მისი შედეგი დამნაშავეს მოქალაქეობრივი უფლებების დაკარგვას უქადდა. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ამ სასჯელმა საეკლესიო სამართალში ეკლესიის წმინდა თვისებების გამო, რომლის ყოველი წევრიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველივი იმისაგან, რამაც შეიძლება დასცეს ან შეურაცხყოს საზოგადოებაში მისი რეპუტაცია (ს#Xტ62VIVV, 0X15Lხ1708110ი 60). ეს სასჯელი მდგომარეობს საეკლესიო პატივისა და უფლებების სრულ ან ნაწილობრივ აკრძალვაში, რასაც ეკლესია სასჯელის სახით უფარდებს იმათ, რომლებიც თავიანთი არაქრისტიანული საქციელით აჩვენებენ, რომ არ იმსახურებენ ამ უპირატესობებსა და უფლებებს. ეს სასჯელი საღვთო სამართალს ეფუძნება, რომელიც კრძალავს ნებისმიერი საეკლესიო სამსახურის მინდობას ბიწიერი ადამიანებისათვის.'? კართაგენის 129-ე კანონი განაწესებს ასეთ პირებზე დაკვირვებას: ხომ არ ადევს მათ უპატიობის სასჯელი · CXIX0C +M6 თLIIIოIC (10 #9X0186 18ხ05). იგივეა ნახსენები სხვა კანონებშიც.“ უპატიოდ პიროვნება შეიძლება შეირაცხოს უშუალოდ, რაიმე უპატიოსნო, უკეთური საქციელის ჩადენისათვის, რომელიც არ მოითხოვს ფორმალურ სასამართლო გამოკვლევას, ან – შუალობით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად (Iი18Xი18 )1)სX18 #96ძ18L8).
ვ3.განყენება(!ძთდძიი!იI6C, 6X00იჯისი1C8L10, წმინდა ზიარებიდან განყენება, განკანონება, განპატიჟება) იმაში მდგომარეობს, რომ საეკლესიო სასამართლო დამნაშავეს უკრძალავს წმინდა ზიარების მიღებას განსაზღვრული დროით. ამ სასჯელს, აგრეთვე, მცირე განყენებაც ეწოდება (თდ0ი1XII0C IIIMX06C, 6X00Iი სი1C8- 10 1თXIი90X), დიდი განყენებისაგან განსხვავებით (#XთVX§9. C თდ00!CთI10C, 6X00M0ი1Vი1- 08110 M028)0L). ამ სასჯელის უმაღლესი ფორმა, წმინდა ზიარების აკრძალვის გარდა, დამნაშავისათვის საეკლესიო მსახურებაზე მართლმორწმუნე მრევლთან ერთად დაუსწრებლობასაც ითვალისწინებს (ეკლესიასთან ერთობის აკრძალვა, უზიარებლობა!. მას ამ მსახურებაში მხოლოდ კათაკმეველებთან ერთად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ანუ მართალთა ლიტურგიის დაწყებამდე. მცირე განყენება ეფუძნება იმ კანონიკურ დადგენილებებს, რომლებიც მოქმედებდნენ ადრეული ქრისტიანული ეპოქის ეკლესიის პენიტენციალურ სისტემაში. მისი ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, სამ წელიწადზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა. იგი, როგორც სასჯელი, უმეტეს წილად ომისიური (დაუდევარი, უყურადღებო) ხასიათის საქციელისათვის ედებოდათ და ყოველთვის მხოლოდ გაუთვალისწინებელი (კულპოზური) ქმედებისათვის. ეს სასჯელი შეიძლება ნებისმიერ სუბიექტზე გავრცელდეს, რომელიც ეკლესიის წიაღშია. გარკვეული დანაშაულის შემთხვევაში, ასეთ სუბიექტს შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე პიროვნებაც, ანდა გარკვეული რეგიონი მთელი თავისი მოსახლეობით, რასაც მოწმობს ბასილი დიდის ერთ- · ერთი (270-ე) ეპისტოლე, დაწერილი 374 წელს. თითქმის იგივეა ნათქვამი მოციქულთა 36-ე კანონშიც, რომელიც განაწესებს გარკვეული სამთავროს მთელი დასის განყენებას ზიარებიდან, თუ ისინი ვერ დაარწმუნებენ ამ სამთავროს მრევლს მიიღონ კანონიერად დადგინებული ეპისკოპოსი.
4 სრული განკვეთა ეკლესიიდან ანუდიდი განყენება (ი«თVXCი6 თდღიი!ი06, 6Xლ0Mი”იVIი1C00M10 0MიIIი0ძ8 51V6 I1მ)10L, შეჩვენება) იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიის გარკვეულ წევრს, მძიმე საეკლესიო დანაშაულისათვის, რომელიც აშკარაა და დამტკიცებული, სრულიად ეკრძალება ეკლესიასთან ერთობა, ანუ კარგავს: ა) მართლმორწმუნეებთან საერთო ლოცვის უფლებას; ბ) რაიმე საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლებას, განსაკუთრებით კი საღვთო ლიტურგიაში; გ) უფლებას, ჩატარდეს მასზე რომელიმე საეკლესიო საიდუმლოება ან რიტუალი; დ) უფლებას, სიკვდილის შემდეგ აეჟეგოს წესი და დაიკრძალოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
პირთან, რომელიც სრულ განკვეთას არის დაქვემდებარებული, არც ერთმა მართლმორწმუნემ რელიგიური ურთიერთობა არ უნდა იქონიოს, ხოლო სასულიერო პირმა – არც პირადი ურთიერთობა. ამ უდიდეს საეკლესიო სასჯელს კანონიკურ წყაროებში უწოდებენ, აგრეთვე, ა ნათემას.
5-საეკლესიო დაკრძალვი ს მოკლება. ეს სასჯელი იმ დამნაშავეებს ეფარდებათ, რომლებიც სიცოცხლეში სრულ განკვეთას იყვნენ დაქვემდებარებულნი და სიკვდილის წუთებშიც არ მოისურვეს ცოდვა მოენანიებინათ და ეკლესიასთან შემორიგებულიცვნენ. ეს სასჯელი ერისკაცებს ეხებათ, რომლებმაც შესაბამისი საეკლესიო დანაშაული ჩაიდინეს. იგი შეიძლება კლერიკოსებსაც შეეხოთ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასიდან საბოლოო განკვეთის შემთხვევაში, ერისკაცები გახდებიან და, მაშასადამე, კლერიკოსებად აღარ ჩაითვლებიან.
პირადად კლერიკოსთათვის, არსებობს განსაკუთრებული სასჯელი, იმ შემთხვევაში თუ ისინი გარკვეულ კანონიკურ განწესებებს დაარღვევენ და, ეს სასჯელი, დანაშაულის ხასიათის მიხედვით, შეიძლება იყოს გამოსასწორებელი ანდა დამსჯელი. გამოსასწორებელ სასჯელებს განეკუთვნება:
1ვედრება („ძინX0X, 0ხ580X9L10, VX86ILმXM#6, შენიშვნა) – იმ ვალდებულებათა შეხსენებაა სასულიერო პირთათვის, რაც მათ ეკლესიაში აკისრიათ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. შენიშვნას ყველა სასულიერო პირი ექვემდებარება, როგორც კი კანონიდან მცირედ გადაუხვევს. ამასთან, მას უნდა განემარტოს დაშვებული დანაშაულის მნიშვნელობა და შედეგი, რომელიც მას ელოდება გამოუსწორებლობის შემთხვევაში. ვედრება (შენიშვნა) მეორდება ორჯერ და სამჯერ, რასაც უკვე სხვა სასჯელი მოჰყვება.!5 2.მხილება (§ იხ, 0XნVXI, 6X0X0ხ8110,-01ი86,0061ს69V6, გულისწყრომა, საყვედური), რომელსაც გამოხატავს პირადად ეპისკოპოსი ან კრება. მეორე შემთხვევაში საყვედური საჯაროდ გამოითქმის და ამიტომ სასჯელის უფრო მკაცრ %ზომად ითვლება. მხილების შესახებ, როგორც საეკლესიო სასჯელის შესახებ, მოხსენიებულია ძველ საეკლესიო-იურიდიულ ძეგლებში.)
3 დამნაშავის ჩამოქვეითება უკანასკნელ ადგილზე წოდების მიხედვით თანასწორთა შორის, იმ ადგილიდან, რომელიც მას ეკუთვნოდა ხელთდასხმის ან დადგინების დროიდან. ეს სასჯელი, ტრულის კრების მე-7 კანონის თანახმად, ეფარდებათ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ცდილობენ კადნიერად და კანონსაწინააღმდეგოდ დაიკავონ ეკლესიაში უფრო მაღალი ადგილი, ვიდრე უკავიათ წმინდა და მმართველ იერარქიაში იმავე ხარისხის სასულიერო პირებს, მაგრამ მათზე ადრე ხელთდასხმულებსა და დადგენილებს.!7 4 განსაზღვრული დროით მსახწურებისადგილიდანდათხოვნა თავიდან, ამ სასჯელის ქვეშ მყოფი დამნაშავე, მთელ ამ სასჯელის ვადას _–_ _ (დათხოვნის პერიოდს) ეპისკოპოსის ადგილსამყოფელში მისი ზედამხედველობის ქვეშ ატარებდა. შემდგომში, როცა მონასტერი ამისათვის უფრო შესაფერის ადგილად მიიჩნიეს, დამნაშავეთა მონასტრებში გამწესება დაიწყეს. იქ, მან წინამძღვრის ზედამხედველობის ქვეშ, სასჯელის მთელი ვადის მანძილზე, გაორმაგებული ლოცვებითა და მეტანიებით გარკვეული ეპიტიმია უნდა ატაროს, რაც, ჩვეულებრივ, სამონასტრო ტიპიკონის მკაცრ დაცვაში მდგომარეობს (მოც. 35).
5 მღვდელმოქმედების დროებითი არძალვა (დაცადება მღვდლობისგან, მღვდელმოქმედების შეჩერება); ჩვეულებრივ, ამ სასჯელს უფარდებენ ორ შემთხვევაში: როცა შესმენილმა (ბრალდებულმა) უნდა მოინანიოს ღვთისმსახურების, ანდა სასამართლო ძიებისას ჩადენილი დანაშაულებრივი საქციელი და, როცა, სასულიერო პირს ისეთ დანაშაულში ედება ბრალი, რომელსაც ხარისხიდან განკვეთა მოსდევს. ამ სასჯელის მოხდის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულს ღვთისმსახურების უფლება ერთმევა, მას, ასევე, არ შეუძლია იმ უფლებებით ისარგებლოს, რაც იერარქიულ ხარისხს უკავშირდება. შესაბამისად, არ შეუძლია არც დამოძღვრა, არც საეკლესიო მმართველობაში მონაწილეობის მიღება (მოც. 5, 39; IV მსოფლ. 20; ტრულ. 3; სარდ. 14; კართ. 19, 133).
6. ზოგიერთისაეკლესიო მსაურებისაკრძალევა; ამ სასჯელს ის სასულიერო პირები ექვემდებარებიან, რომლებმაც ისეთი ცოდვა ჩაიდინეს, რომელსაც, მისი შინაარსის ან ხასიათის გამო, ვერასდროს მოინანიებენ, რათა კვლავ მიიღონ ყველა მსახურების ჩატარების უფლება (ნეოკეს. 9), ან კიდევ, ვინც მიითვისა უფლება, ჩაეტარებინა ისეთი მსახურება, რომლის ჩატარების ნებაც მას არ ჰქონდა მმართველ იერარქიაში თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე (ანტიოქ. 10).19 ყველა აქამდე მოხსენიებული სასჯელი, უკანასკნელის გარდა, გამოიყენება სასულიერო პირთა გამოსასწორებლად, რომლებმაც მცირე საეკლესიო გარდახდომა ჩაიდინეს. ეს უკანასკნელი კი, მისაგებელ სასჯელებში გადადის, რომელთა არსი შემდეგია:
1. მსახურების ადგილიდან სამუდამოდ დათხოგნა. ეს სასჯელი ეფარდებათ იერარქიის მმართველ სასულიერო პირებს თავისი ვალდებულებებისადმი გულგრილი, უდიერი დამოკიდებულებისათვის და აგრეთვე მღვდლებს, საეკლესიო დისციპლინის დარღვევისათვის. ასე მაგალითად, როდესაც ეპისკოპოსი დიდი ხნით დატოვებს თავის ეპარქიას (ორგზ. 16), ანდა – როცა მიიტაცებს რომელიმე ეპარქიას (ანტიოქ. 16); როცა მღვდელი თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე დატოვებს მსახურების ადგილს და თვითნებურად დაიკავებს სხვა ადგილს (მოც. 15) და ა.შ., მაგრამ, რადგანაც, ძველად ვერავინ იქნებოდა ხელთდასხმული, რომელიმე განსაზღვრულ ადგილზე მსახურებისათვის დაუდგინებლად (თX0X6Xა|I6V0X), ამიტომ, ვისაც მსახურების ადგილიდან სამუდამოდ ითხოვდნენ, იგი ამით თავისთავად ხვდებოდა სხვა მძიმე სასჯელის ქვეშ, სახელდობრ:
2) სამუდამოდ კარგავდა უფლებას ნებისმიერი ს ა ეკლესიო მსახურების ჩატარებისა, მაგრამ ინარჩუნებდა უფლებას ეტარებინა სასულიერო წოდება და ესარგებლა ამ წოდებისათვის კუთვნილი პატივით (სხვანაირად – მღვდლობისაგან დაცხრომა). ეს სასწელი ეფარდებათ შედარებით მძიმე ცოდვისათვის, განსაკუთრებით ისეთებისათვის, რომლებიც ერში საცდურს წარმოშობენ, მაგრამ ჩადენილია ან უმეცრებით, ან გამოუვალი მდგომარეობით და, ამასთან, როცა შემცოდებელმა მოინანია და ცოდვა დაუტეგა. კანონებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სახის სასჯელის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგალითად, ის პირები, რომლებიც დევნილობის ჟამს რწმენას განუდგნენ, მაგრამ შემდეგ მოინანიეს,'? აგრეთვე ის პირები, რომლებმაც უმეცრებით, ჯერ კიდევ ხელთდასხმამდე, არაკანონიერად იქორწინეს (ტრულ. 36; ნეოკეს. 8, 9; ბასილი დიდ. 27) და ა.შ.
3)განკვეთა ანუ უფლების სამუდამოდ ჩამორთმევა ნებისმიერი საეკლესიო მსახურების ჩატარებაზე და, გარდა ამისა, საღვდელო პატივის ჩამორთმევა. ეს სასჯელი იერარქიული კანონების მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განესაზღვრებათ, მაგალითად, სიმონიისათვის; აგრეთვე ისეთი ცოდვისათვის, რომლის გამოც ერისკაცები ანათემას გადაეცემიან. განკვეთით დასჯილი სასულიერო პირი, პირველ რიგში კარგავს ყველა იმ უფლებასა და უპირატესობას, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა საეკლესიო ხელისუფლების სამგვარობის გამო: მღვდელმსახურების, მოძღვრობისა და მწყემსობის უფლებებიდან გამომდინარე (ანტიოქ. 3; ბასილი დიდ. 27 და სხვ.); ამას გარდა ის კარგავს ყველა პატივს, რაც მას ეკუთვნოდა როგორც ღვთისმსახურს; შემდეგ, მისი სახელი წარიშლება სასულიერო დასის (6« +0ს 16ითLVის X#თIთX6/0ს) სიიდან, სადაც ხელთდასხმისას შეიყვანეს (მოც. 8, 17, 18, 51, 63 და სხვ.), დაბოლოს, გადადის ერისკაცთა რიგში და სარგებლობს მხოლოდ მრევლის უფლებებით. სასულიერო პირისათვის წოდებიდან განკვეთა სამუდამოა და მას უკვე აღარასოდეს შეეძლება მიიღოს რაიმე იერარქიული ხარისხი (ტრულ. 21; ბასილი დიდ. 3 და სხვ.), თუნდაც მან მოინანიოს და თავისი ვალდებულებების კანონებისამებრ შესრულების პირობა დადოს. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კანონების თანახმად, დასაშვებია ეკლესიის შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება, მაგრამ მხოლოდ როგორც „ერისკაცის მიმართ“.
4განკვეთა განყენებასთან ერთად. სასულიერო პირს, რომელიც ამ სასჯელს ექვემდებარება, არა მხოლოდ ზემოთ მოხსენიებული განკვეთის შედეგები ეხება, არამედ ისეთივე განყენებაც, როგორიც დამნაშავე ერისკაცებს, ანუ, მეტნაკლები ხანგრძლივობით ეკრძალება მართლმორწმუნეებთან მლოცველობითი ურთიერთობა. ეს უდიდესი საეკლესიო სასჯელი, როგორც წესი, ეფარდება სასულიერო პირს, რომელიც წოდებიდან განკვეთის მიუხედავად, მაინც კადნიერდება ჩაატაროს მღვდელმომმედება (მოც. 28; ანტიოქ. 4; ბასილი დიდ. 88), ანდა – წოდებიდან გან,კვეთის შემდეგ კვლავ იმ ცოდვას უბრუნდება, რომლისთვისაც ამ სასჯელს დაექვემდებარა (ბასილი დიდ. 3, 88), ან კიდევ, ისეთ დანაშაულს სჩადის, რაც რწმენისა და ეკლესიის საფუძვლებს ეხება (მოც. 30, 64; ტრულ. 1, 86; ანტიოქ. 1). ძველად, სასულიერო პირებს, რომლებსაც ასეთ სასჯელს ადებდნენ, მონასტრებში აგზავნიდნენ, სადაც მძიმე ეპიტიმია უნდა ეტარებინათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სასჯელის მიუხედავად გააგრძელებდნენ ეკლესიის სიმშვიდის დარღვევას და მის მიერ გამოტანილ მსჯავრს უარყოფდნენ, მაშინ საეკლესიო ხელისუფლება მათ სათანადო სასჯელის მისაღებად საერო ხელისუფლებას გადასცემდა (ანტიოქ. 5; კართ. 48). #9 ეპისკოპოსი ნიკოდიმი Cმილაში)
ფენიშვნები:
1. 4I)ხIX05., 1ი II C0X. 11, 2 IწIM1დიი, <. 1., ს. 17, 001. 3201. - I-თგL., იი. 89 ნLსI1გძი1იი. IM1ფირ, §. წ., L. 5, C01. 697-7081. - C10ი»ი. #41იჯვგიძ». 5(>-იXი. III, 6. (IMIყთიCრ, §. დ., L. 8, 00). 1148-11611- - I056ხ. II15L. 0ლ01. III, 31 IM1Iდიი, §. წ., +. 20, CიI1. 280, 2811 და ა. ფშ. იხ. )სიVიIL06011 IX II. ტ., ნ. 18.
2. დრეისთან (დასახ. თხზ., შ. 340-341) ერთად ძ. #ხ15თ გი (სიიიიM%M, 5. 453) ფიქრობს, რომ ეს კანონი მიღებულია უქორწინებელი ცხოვრების ფანატიკოს ევსტათი სებასტიელის წინააღმდეგ (ჩემი „კანონების კრებული“, მე-2 გამოც. გვ. XXXXIV). ევსტათი ცხოვრობდა IV საუკუნის შუა ხანებში, ე.ი. პირველი მსოფლიო კრების შემდეგ და ამიტომ უნდა დაგვეშვა, რომ მოციქულთა კანონები, უკიდურეს შემთხვევაში ეს, მე-5, მიღებულია პირველი მსოფლიო კრების შემდეგ, რაც შეუძლებელია, როგორც ეს მოციქულთა კანონების კრებულის წარმოშობის შესახებ ჩვენი ნათქვამიდან ჩანს.
3. შდრ. 80XXM. II02MX, II100M08X06 ვმ ი6II0MM6 # ი2ვ306IICXMM6 (II02». C06. 1860, III, 367 X# ი».). - #83, MM»X0»M89%08, 0 =Iნ6ი»”X/IXXCMXIXVX M# 928X%333XMMM%MX II60M08MIX (%X0MCX, VI, 1887. I, 508 # ძი». 1888. I, 110 X 0».). - II. CV”80%99, 0 I(00X. #3M8328MM9X. CII6., 1876. - ჯი. IIXMIC0IIMIM MIM»V28IV, II0I-86=0 X238080 I09280. Mიიჯ:მსი. 1911. - M10. Mსილიხტი, 025 L2ი0ი150008 CიშიხნL5V0-წვხლტი II8 5=(-გწ-იიჩ1. 2. ძი. LიIი, 1865-66. - ს». XL. IX იხი», 016 505009510 ძი» MI»იიტიძ1606»X. 'IIIნ166ი, 1862. - 0». L. I იხიL, 0იL MIIიხიინგიი. 1)სხIიყიი, 1863. - II. IL. IX იხი», 0016 ს0-0051(1იი 0VIძ სინწღგძვ(1იი. Iსხ!ილიი, 1867, - 0. X-0IIი ი», 035 100 0§5- სიძ 5(-8წMი»წვხ იი ყიყიი X10XIM0X. 'III6I0, 1863 - 0». სძ. X.-8L7, LI CI»სთძ”1595 ძი5 X27ი. 5Lს-8”V0»წვიჭვ. 80IIIი, 1881, - ს”. წვის) II იყინ1სყ5, 035 LILI-იჩიი”იისს ძი» #2(Mი011M6ი III XXი+L05(8L(0ი. 80LIIი, 1886-1897 (ამ წიგნში საუბარია სისხლის სამართლის კანონების შესახებ, IV ტ.; გვ. 691-864, V ტ-ში და VI ტ-ის 1 ნახევარში).
4. CიIთVIIII0II5 II II 95: იიI0), 500 ძIV06I51 5IIL 20LI5. #4110ძ 05 ლიაიIIIIლ8I6 0ი15ლ0ისIი C)IM 601500ჯ%0 6L 8110» 60 ი)სი108X6 12100 6VII 6015ლ0%0. 0იL2L. MI16V., 06 §0ხ19ი 210 მიიგLI5ზგ»სIი. Iხ. VII, 6 IMIდიი, §. 1., L. 11, ლიი1. 1093, 1094).
5. მეორე სჯულ. 19, 21; მთ. 5, 38, 39.
6. მთ. 7, 2; მარკ. 4, 24; ლუკ. 6, 38; კოლ. 3, 25; 2 თეს. 1, 6, 8; იაკ. 2, 13.
7. 1 პეტ. 2, 14.
8. რომ. 13, 4.
9. LIIი50ხ195, 5X75L0Xი., IV, 747. 4»ი1. 10.
10. ამის მაგვარს ვკითხულობთ ს უვ ოროვთან: „საეკლესიო სასჯელი არის ზემოქმედება (X62CL10) საეკლესიო დანაშაულის წინააღმდეგ“ (0 II60MX. #2X., გვ. 13), ხოლო ამასთან დაკავშირებით ის ამტკიცებს, რომ საეკლესიო სასჯელი შეიძლება მდგომარეობდეს მხოლოდ საეკლესიო წყალობისა და უფლებების მოკლებაში“, ანუ – გარკვეული მწუხარების მინიჭებაში. შდრ. IსIი500105, ფწ5%0Iი., IV, 747, სადაც ეს სწავლება დაწვრილებით არის გადმოცემული.
11. მოციქულთა განწესებანი, II, 48.
12. შდრ. ანკვ., 16, 17, 21, 24, 25; ნეოკესარ. 1; VII მსოფლ. 1 და შემდგ.
13. 1 ტიმ. 3, 2, 7, 10; ტიტ. 1, 6 და შემდგ.
14. მოც. 74; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 21; კართ. 8, 19, 129, 131.
15. მოციქულთა კანონი, როცა სასჯელზე საუბრობს, რომელიც მპისკოპოსისგან წამოსულ მღვდელს უნდა შეეფარდოს, უმატებს, რომ ეს უნდა გაკეთდეს ნ-ი /IთX, MCV მ56ს+ნით", MVV +ი1IVV Xთ0რCთM2.უთ!V |, II, 39).
16. მოციქულთა განწესებანი, II, 48; IV მსოფლ. 19. გულისწყრომის მნიშვნელობით, რომლის შესახებაც საუბრობს IV მსოფლ. კრების მე-19 კანონი, უნდა მოვიაზროთ აგრეთვე ანტიოქ. 25-ე და სარდიკ. მე-13 კანონებიც.
17. მსგავსი დანაშაულისათვის კანონებში განსაღვრულია სასჯელი – მაღალი იერარქიული ხარისხიდან დაბალზე ჩამოქვეითება, დამცრობა (ეპისკოპოსის ხარისხიდან სამღვდელოზე, იხ., ტრულ. 20, ლაოდ, 10), მაგრამ ეს ეწინააღმდეგება IV მსოფლ. კრების 29-ე კანონს, რომელიც ამბობს, რომ –წ§იითს2.(თ, 6XI6CM0X0V CIC ჯინთჩსჯნიის ჩთხ6IMIXV ჩთ0იიV დ6X+V; და მაშასადამე, ზონარასა და ბალსამონის განმარტებით, ტრულ. მე-20 კანონი (4დ. CMXX., II, 349, 350) უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს ჩვენს ტექსტში წერია. ძირითადი მოსაზრებები ამის შესახებ იხ. IV მსოფლ. კრების 29-ე და ტრულ. კრების მე-20 კანონების განმარტებებში. ნშინდა პოჟბქულთ+§ კანონებში L98 _ _ 18. კანონებში მოხსენიებულია კიდევ ერთი სასჯელი, სახელდობრ, ზოგიერთი პირი არ შეიძლება აყვანილ იქნეს უმაღლეს სასულიერო იერარქიულ სარისხში (ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი), თუ მას უმეცრებით აქვს ჩადენილი გარკვეული სახის დანაშაული (ტრულ. 3). თუმცა, ეს მხოლოდ, ამ საკითხის შესახებ კანონის გამოცემის საბაბი იყო, რომლის შესახებაც, სხვათა შორის, მანამდე არ ყოფილა ზუსტი განწესება.
19. ანკვ. კრების პირველი კანონი ასეთ პირთა შესახებ განაწესებს: „დასაჯდომელის პატივი არ აეკრძალოთ, მაგრამ არ ჰქონდეთ მსხვერპლშეწირვის ჩატარების უფლება, დამოძღვრისა და, საერთოდ, არავითარი მღვდელმოქმედება არ უნდა ჩაატარონ“.
PDF გვ. 32 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.
(მოც. 20, 81, 83; IV მსოფლ. 3, 7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 1 1/.
ეს კანონი კანონმდებლობითი განწესების სახით გამოხატავს პავლე მოციქულის აზრს, რომელიც მან ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში გამოთქვა (2, 4), სახელდობრ, არც ერთი ქრისტეს მხედარი, რომელსაც თავისი არსით სასულიერო პირი წარმოადგენს, არ უნდა იყოს დაკავებული ამსოფლიური საქმეებით, რომლებიც არ შეესაბამება არც მის სასულიერო წოდებას და არც მის მსახურებას ეკლესიაში. ეს განწესება მოციქულთა განწესებებშიც არის გაჟღერებული (II, 6), და აღორძინებულია მრავალ სხვა კანონში, როგორც ამას შემდგომში ვიხილავთ. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი განიკვეთება სასულიერო ხარისხიდან, როგორც უღირსი.
PDF გვ. 45 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.;
დროის შესახებ, თუ როდის არის მართებული ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ყოველწლიური აღნიშვნა, როგორც ეს | მსოფლიო კრებაზე დადგინდა, ჩვენ ანტიოქიის კრების პირველი კანონის განმარტებაში ვსაუბრობთ. | მსოფლიო კრებამდე, ანუ ამ კანონის მიღებამდე, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში სრულიად განსხვავებულ წეს-ჩვეულებებს მისდევდნენ, რაც მრავალი კამათისა და კრებების ხშირი მოწვევის მიზეზი ხდებოდა; მხოლოდ | მსოფლიო კრების მამებმა დაამტკიცეს ამის შესახებ ყველა ეკლესიისათვის საერთო კანონი.
უპირველეს ყოვლისა, ეს კანონი მიუთითებს ასტრონომიულ მომენტზე იმ დღის განსასაზღვრელად, როდესაც ქრისტიანებმა უნდა იდღესასწაულონ ქრისტეს აღდგომა – ამისათვის საზომად მათ უნდა მიიღონ გაზაფხულის ბუნიობა; შემდეგ კი განაწესებს, რომ აღდგომის დღესასწაული არასდროს დაემთხვეს იუდეველთა პასექის დღესასწაულს. იგივეს განაწესებს მოციქულთა განწესებებიც (V, 17). #+# ეპისკოპოსი ნიჯოდიმი (მილაში) ფრიად სარწმუნოა, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვია ებიონიტების იუდეველქრისტიანული სექტის გააქტიურებამ, რომელიც, სხვათა შორის, გამოდიოდა იმის მტკიცებით, რომ ქრისტეს აღდგომის ხსენება უნდა იდღესასწაულებოდეს ებრაელური თვის, ნისანის მე-14 დღეს, როცა იუდეველთა პასექს დღესასწაულობენ, რადგან არც ერთი კანონით, ამ სექტის სწავლების თანახმად, არ იყო ქრისტიანებისათვის გაუქმებული ძველაღთქმისეული ეკლესიის დადგენილება პასექის დღესასწაულის დღესთან დაკავშირებით.! იუდეველები, დროის გამოსათვლელად, იყენებდნენ არა მზის, არამედ მთვარის წელიწადს; ნისანის თვეს კი იწყებდნენ მთვარის განახლებისას, რომელიც უახლოესი იქნებოდა გაზაფხულის ბუნიობასთან; რადგანაც მთვარის წელიწადი რამდენიმე დღით ნაკლებია მზის წელიწადზე, ამიტომ, ასეთი გამოთვლებით უმეტეს წილად ისე ხდებოდა, რომ იუდეველები თავიანთ პასექს გაზაფხულის ბუნიობაზე ადრე დღესასწაულობდნენ. იმისათვის, რომ ხაზგასმით განესხვავებინათ ძველაღთქმისეული პასექი ახალაღთქმისეულისაგან, რომელთაც საერთო ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ და, აგრეთვე, ქრისტიანებისა და იუდეველების რელიგიურ რიტუალებს შორის მსგავსების თავიდან ასაცილებლად, ამასთან, იმ ჩვეულების გასაკიცხად, რომელმაც ებიონიტებისაგან ზოგიერთ მართლმადიდებელ სასულიერო პირთანაც შეაღწია, კანონი განაწესებს ყგელამ მიაქციოს ყურადღება გაზაფხულის ბუნიობას და მხოლოდ მის შემდეგ მოხდეს ქრისტეს აღდგომის ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა და არავითარ შემთხვევაში იუდეველებთან ერთად. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი, კანონის თანახმად, წოდებიდან განკვეთას ექვემდებარება.2 შენიშვნები:
1. ებიონიტების შესახებ იხ. Cს. VI. L. VV 10%, III5:0>X10 ძი» IX CL20I610”ი. L61ი21C, 1762. ჯLძ. I, 85. 110-124; კამათის შესახებ კი, პირველ სამ საუკუნეში პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5. 666-685; შდრ. II0LM91ი, Cიიი1116იწი50M10Mჯი, I, 86-101.
2.შდრ. CM8X, სსავი”გი#, II, 7 (რთ. C#MXX., VI, 404-428). 80Vი»იდI, 4ტიი0(8L. 1ი ს. იგი. დაწყ. 19) დაწვრილებით პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით იხ. ჰ. Cხ. V”. #40წ”V05L), მიი1იინძნთX0IL6ი 3905 ძი» CხI1511. ტ”»იხგი10წ)0. (L6Iი210, 1817 და შემდგ.), II, 3 და შემდგ.
PDF გვ. 45 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან დასის სხვა წეგრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს და, თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, უზიარებლობით დაისაჯოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა.
ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში, საერთო ჩვეულება არსებობდა, რომლის თანახმადაც, ლიტურგიის შემდეგ, წირვის ყველა მონაწილე უნდა ზიარებულიყო. სხვებისათვის მაგალითის მისაცემად, ამ ჩვეულების დაცვა უფრო მეტად სანშინდა მოჟხქულთა კანონებში L5 სულიერო პირებს მართებდათ.! მაგრამ, დროდადრო, ამ ჩვეულებამ რამდენადმე შესუსტება დაიწყო, განსაკუთრებით ქრისტიანების წინააღმდეგ წარმართებისაგან დაწყებული დევნის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ბევრმა შიშის გამო დაიწყო თავის არიდება წმინდა ზიარებისაგან, რომ ცოტა ხნით მაინც დევნის ობიექტი არ გამხდარიყო. ამ დროს, ზოგიერთმა სასულიერო პირმა, იმის ნაცვლად, რომ მრევლისათვის მაგალითი მიეცა, თვითონ დაიწყო იმავე მიზეზით წმინდა ზიარებისაგან თავის არიდება. იყო სხვა მიზეზიც: მღვდელმსახურები ერთმანეთზე ეჭვობდნენ, რომ ამა თუ იმ პირმა, დევნის გამო, რწმენას უღალატა. დევნა, უმთაგრესად, სასულიერო პირთა წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რადგან ნავარაუდევი იყო, რომ ქრისტიანობას იოლად ამოძირკვავდნენ, თუ წინასწარ სამღვდელოებას დაასუსტებდნენ. იმ განსაცდელების შედეგად, რასაც სასულიერო პირები სხვადასხვა დევნილობის ჟამს განიცდიდნენ, ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო და, ხდებოდა კიდევაც, რომ შიშის ქვეშ ზოგიერთი მღვდელმსახური კერპებს სწირავდა მსხვერპლს, უკმევდა ან მდეგნელებს აძლევდა წმინდა წიგნებსა და ჭურჭელს; შესაძლოა, რომ ზოგიერთების განდგომაში მხოლოდ ეჭვობდნენ. ასეთ სასულიერო პირებთან მიმართებით, ეკლესიის ჭეშმარიტ ერთგულ შვილებს გაუჩნდათ ისეთი გადაულახავი ეჭვი, რომ მათ, როგორც ჭირით დაავადებულებს, ისე გაურბოდნენ. ამ მიზეზების შედეგად, მრავალი ეკლესიის მრევლი ძალზე მძაფრად და კრიტიკულად იყო განწყობილი იმ ეპისკოპოსების მიმართ, რომლებიც, მათი აზრით, განსაცდელის ჟამს არ იყვნენ რწმენაში მტკიცენი და როგორც კი ლირურგიაში რაიმე უზუსტობას შეამჩნევდა მათ, ან მათზე დაქვემდებარებულ მღვდლებს, მაშინვე შენიშვნებით გამოდიოდა. საკმარისი იყო მოარული ხმა ან უბრალოდ, ეჭვი გამოთქმულიყო, რომ ერთ სასულიერო პირს უარი ეთქვა მეორე ეჭვმიტანილი პირის მიერ მომზადებული წმინდა ზიარების მიღებაზე, სწორედ, ამის წინააღმდეგ გამოდის ეს კანონი. იგი უშვებს, რომ ესა თუ ის სასულიერო პირი შეიძლება არ ეზიაროს ლიტურგიისას იმ შემთხვევაში, თუ იმ მიზეზს მიუთითებს, რის გამოც არ სურს, ან არ შეუძლია ეზიაროს; თუკი იგი საპატიო აღმოჩნდება, მაშინ კანონი განაწესებს, რომ დასახელებული მიზეზი მხედველობაში იქნეს მიღებულ და ამ შემთხვევაში ეს სასულიერო პირი უდანაშაულოდ ჩაითვლოს; ხოლო, თუკი მის მიერ დასახელებული მიზეზი საპატიო არ აღმოჩნდება, მაშინ კანონი განაწესებს ამ პირის საეკლესიო ერთობიდან განკვეთას, რადგან იგი თავისი საქციელით ზიანს აყენებს მართლმორწმუნე ერს, რომელიც მღვდელში ყოველთვის მაგალითს უნდა ხედაგდეს თავისთვის, ხოლო ის კი ეჭვს წარმოშობს მასზე, ვინც საღვთო ლიტურგიას ატარებს.
ამ მნიშვნელობით განმარტავენ ამ კანონს ზონარა, არისტინე, ბლასტარი და სხვები.2 ბალსამონი კი, ამ კანონის კომენტირებისას, ცდილობს დაამტკიცოს, რომ განყენებას ექვემდებარება მხოლოდ ის სასულიერო პირი, რომელიც სხვასთან ერთად მსახურობს და არ სურს ეზიაროს.3 ამავე მოსაზრებით უპასუხებს იგი ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზის შეკითხვას: „შეუძლია თუ არა დიაკონს, როცა ეპისკოპოსთან ან მღვდელთან ერთად მსახურობს, არ ეზიაროს მიზეზის დაუსახელებლად“? პასუხად ბალსამონს მოჰყავს ამ კანონის ტექსტი.1 ბალსამონის ასეთი განმარტება რომ უსაფუძვლოა, ეს თვით კანონის სიტყვებიდანაც კარგად ჩანს.
შენიშვნები:
"სასულიერო პირისათვის უზიარებლობით დას/ა, ანუ ეკლესიასთან ერთობიდან განყენება, გულისხმობს მღვდლობისაგან დაცადებას (მღვდელმოქმედების დროებით შეჩერება). – იხ. მოც. მე-5 კან. განმარტებაში საეკლესიო სასჯელები სასულიერო პირთათვის.
1. პირველი დროის ეკლესიის შესახებ მასალები იხ. არქიმანდ. იოანესთან, დასახ. თხზ,, I, 450, შენიშ. 219. ბასილი დიდი თავის 89-ე ეპისტოლეში ამბობს: კარგია და ძალიან სასარგებლო, თუკი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ყოველ დღე ეზიარები; ჩვენ კვირაში ოთხჯერ ვეზიარებით: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს, ასევე სხვა დღეებშიც, როცა რომელიმე წმინდანის ხსენებაა".
2. ტდ. CM8X., II, 11-13. CM8X. 880780», X, 25 (4 თ. CXXX., VI, 335).
3. 4 თ. CM8VX., II, 12.
4. #თ. CMX%X., IV, 462.
PDF გვ. 46 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის და წმინდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმინდა ზიარებას, უზიარებლობით” დაისაჯოს, – როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი.
ეკლესიის არსებობის პირველ ხანებში, ქრისტიანთა ურთიერთობა (თანაზიარობა), უმთავრესად, საუფლო ტრაპეზზე, მთელი მრევლის ერთიან მონაწილეობასა (1 კორ. 10, 16, 17) და ტაძარში ერთსულოვან შეკრებაში (საქ. მოც. 2, 46; 20, 7) გამოიხატებოდა. ამ სახით გამოხატული ეს ზიარება, სხვათა შორის, საფუძვლად დაედო ლიტურგიის წესის შედგენას. კათაკმეველებს, რომლებსაც მორწმუნეებთან ერთად ტაძარში დარჩენა მხოლოდ განსაზღვრულ ლოცვებამდე შეეძლოთ, როგორც კი იწყებოდა ევქარისტიული კანონი, დიაკონი თხოვდა ტაძრიდან გასვლას. ამის შემდეგ რჩებოდნენ მხოლოდ ერთმორწმუნე ქრისტიანენი და საუფლო ტრაპეზის მონაწილენი ხდებოდნენ. ამით გამოიხატებოდა ეკლესიის ზოგადი აზრი ერთგულ მორწმუნეთა შორის სულიერი ერთიანობის შესახებ, ამასთანავე, ის, რომ ამ სულიერი ერთობის გამო, ერთგულ მორწმუნეს შეუძლია და უფლება აქვს ეკლესიაში მონაწილეობა მიიღოს ყველა ლოცვასა და წმინდა ზიარებაში, რის შემდეგაც, ასევე, ერთობლივ ლოცვაში მადლობა აღუვლინოს უფალს მისი დიდებული ძღვენისათვის. ასე იყო ქრისტეს ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში. ყველა მორწმუნე მოდიოდა ეკლესიაში და არა მხოლოდ წმინდა წერილს ისმენდა, არამედ – რჩებოდა იქამდე, სანამ მღვდელი, საღვთო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, ეკლესიიდან გასვლის კურთხევას არ მისცემდა; თუმცაღა, დროდადრო, ასეთი მოშურნეობა ზოგიერთს გაუნელდა და ბევრი მორწმუნე წმინდა წერილის წაკითხვის შემდეგ, ტაძრიდან გადიოდა. ეჭვგარეშეა, როგორც ამას მოციქულთა განწესებებში (VIII, 9) ვკითხულობთ, რომ სწორედ ამის გამო იქნა შეტანილი ლიტურგიის წესში კათაკმეველთათვის ტაძრიდან გასვლის თაობაზე შეხსენების შემდეგ, დიაკვნის ასამაღლებელი იმის შესახებ, რომ მსახურების ბოლომდე დარჩენის უფლება ვისაც აქვს, არ დატოგოს იგი დამთავრებამდე. როგორც ჩანს, ეს საქმეს ვერ შველოდა, ბევრი მორწმუნე მაინც გამოდიოდა ტაძრიდან მსახურების დამთავრებამდე, დიაკვნის მოწოდების შემდეგაც. ამით, ერთი მხრივ, ჭეშმარიტ მორწმუნეთა კეთილკრძალულ გრძნობებს შეურაცხყოფდნენ, მეორე მხრივ კი, ტაძარში უწესრიგობას ქმნიდნენ. ამის გამო მიიღეს წინამდებარე მკაცრი კანონი, რომელიც ყველა იმ მორწმუნის უზიარებლობით დასჯას განაწესებს, ვინც ტაძარში მოდის, მაგრამ მსახურებას ბოლომდე არ ესწრება.!
ზოგიერთი კანონისტი ამ კანონს ისე მოიაზრებს, თითქოს მორწმუნენი არა მხოლოდ საღვთო ლიტურგიის ბოლომდე უნდა დარჩენილიყვნენ ტაძარში, არამედ აუცილებლად ზიარებულიყვნენ კიდევაც წმინდა ნაწილებს.? შესაძლოა, ეს განმარტება სწორი იყოს, რადგან ამას ადასტურებს წმინდა წერილიდან ის ადგილი, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ ამ კანონის განმარტებისას. თუმცაღა, შეუძლებელია, რომ თითოეული მორწმუნე ეძულებინათ ტაძარში ყოველ შესვლაზე ზიარებულიყო, რადგან ადვილი დასაშვებია, რომ ყველა მათგანი არ იქნებოდა მზად ზიარებისათვის ან საკუთარი სინდისის მხილებით, ან სხვა რაიმე, პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარე მიზეზით. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ასეთებსაც შესძლებოდათ გარკვეული მონაწილეობა მიეღოთ წმინდა საიდუმლოში, მეორე მხრივ კი, ამ კანონით განწესებული სასჯელი აერიდებინათ, აგრეთვე იმისათვის, რომ დაევალდებულებინათ ისინიც, ვინც ვერ ეზიარებოდა, საღვთო ლიტურგიის დამთავრებამდე დარჩენილიყვნენ, – შემოღებულ იქნა ანტიდორის დარიგება, რომელიც თითოეულ მორწმუნეს მღვდლის ხელიდან უნდა მიეღო საკუთარი სულის გასაწმენდათ.3 შენიშვნები:
"ერისკაცთათვის უზიარებლობით დასჯა, ანუ ეკლესიასთან ერთობიდან განყენება, გულისხმობს წმინდა ზიარებიდან განყენების გარდა, აგრეთვე, მორწმუნეებთან ერთად საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას. ამ სას/ელით განკანონებულს, მხოლოდ კათაკმეგელებთან ერთად შეუძლია მსახურებაში მონაწილეობის მიღება, ე. ი. მორწმუნეთა ლიტურგიის დაწყებამდე. – იხ. მოც. მე-5 კან განმარტებაში საეკლესიო სასჯელები ერისკაცთათვის.
1. შემდგომი საუკუნეების წმინდა მამები და ეკლესიის მოძღვრები, განუწყვეტლივ განსწავლიდნენ მრევლს, თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ და მდგარიყვნენ ეკლესიაში წმინდა ლიტურგიის დროს. 898I!1. 8ძ C8098». წM1წიი, §. დ., L. 32, ლ01. 245-268). - IIIი»ი»ი. 8001. 80V. ჰიVIი. (IM1ლით, 8. 1., L. 23, 01. 211-338). - 4იიხXივ. ძი 8§8იჯგიი. 4, 6, 5, 4. (IM1ღიი, 8. 1., L. 16, ილი1. 445-446, 450-454). - CხIX#908L. ხიჯი. 3. 1ი იი იძ. Lიხი8. IMIთფიი, §. ყ., L. 62, 601. 23-30). იხ. ამ კანონის 1 შენიშვნაც პიდალიონში (გვ. 12).
2. იხ. ზონარასა და არისტინეს განმარტება (#4რთ. CM8»%., II, 13-14). სლავურ სჯულისკანონში (საჭეთმპყრობელი) ეს კანონი შემდეგნაირად იკითხება: „დაე, განყენებულ იქნეს ვინც ეკლესიაში ბოლო ლოცვამდე არ დარჩება, ვინც არ ეზიარება“. შდრ. მე-17 კანონთან ბალსამონის პასუხი ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზისადმი: #ძთ. C#MX., IV, 461.
3. იხ. ბალსამონის განმარტება ანტიოქ. კრების მე-2 კანონზე #თ. CM987., III, 128 და ბლასტარის სინტაგმა, #, 25 (#თ. C%XიX., VI, 335). #8 უჰისკოპოსი ნიჯოდიში (შილაში)
PDF გვ. 48 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც უზიარებელთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც უზიარებლობით დაისაჯოს.
განყენება, – რომლის შესახებაც ვსაუბრობდით მოც. მე-5 კანონის განმარტებაში, – თავისთავად შედის ძალაში, როგორც გარკვეულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ამკრძალავი სასჯელი;'თუ, რა თქმა უნდა, ამ საზოგადოებაში გაბატონებულია ერთი განსაზღრული, უზენაესი კანონი, რომელიც წმინდად უნდა იმარხებოდეს გარკვეული საშუალებებით თვით ამ საზოგადოების ქმედითუნარიანობის შესანარჩუნებლად. ასე ხდება, საერთოდ, ყველა ამაღლებული იდეის მქონე საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ასეა მიღებული და, უნდა იყოს კიდევაც, რელიგიურ საზოგადოებებში. იგივე პრინციპს ვხვდებით როგორც წარმართებთან, ასევე იუდეველებთან, რომლებიც თავიანთი რელიგიური თემის უღირს წევრებს ართმევდნენ დანარჩენ მორწმუნე ძმებთან მლოცგელობითი ურთიერთობის უფლებას, ე.ი. განკვეთდნენ თავიანთი რელიგიური საზოგადოებიდან.! ქრისტიანულ საზოგადოებაში ეს წესი კიდევ უფრო გაცილებით მკაცრად იყო დაცული. თავად იესუ ქრისტემ დაუდო დასაბამი თავისი ეკლესიიდან უღირსთა განკვეთას, როცა განაცხადა: ».-·უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მთ. 18, 17), ანუ განიკვეთონ ეკლესიიდან. შემდგომში, მოციქულები დაწვრილებით განმარტავდნენ ამას თავიანთ ეპისტოლეებში და პრაქტიკაშიც (1 კორ. 5, 5; 1 ტიმ. 1, 20; 2 ტიმ. 3, 5; ტიტ. 3, 10; 2 თეს. 3, 6; 2 იოან. 10 და 11). ამგვარად, წინამდებარე კანონი ზუსტად გამოხატავს წმინდა წერილის აზრს, როცა კრძალავს ერთობლივ ლოცვას საეკლესიო ერთობიდან განყენებულ პირთან და არა მხოლოდ ტაძარში, როდესაც ყველა მორწმუნისათვის ერთობლივი ლოცვა აღესრულება, არამედ ცალკე, სახლშიც. წმინდა წერილის იგივე აზრს გამოხატავს კანონი, როცა განუწესებს ეკლესიიდან განყენებას ყველა იმ მორწმუნეს, ვისაც მლოცველობითი ურთიერთობა ექნება საეკლესიო ხელისუფლების მიერ განპატიჟებულ, ამ შემთხვევაში – ეკლესიის ერთობიდან განკვეთილ (უზიარებლობით დასჯილ) პირთან. ეკლესიის ასეთ სწავლებას, განყენების შესახებ, ჩვენ ვხვდებით ძველი დროის წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა თხზულებებში.2 შენიშვნები:
1. შდრ. 1006V0>06811, #ტი»ი0%02%, I1ი ხ. ლ8ი. (გვ. 21).
2. 4. I006X., VIII, 34. – ი»). ვიი1. C. 39 წIM1ყიი, §. 1., L. 1, იი1. 467-448|), - C70X13ი. %015L. 28, 38, 62, 65 IM1Iყიიტ, 8. 1., L. 4, 01. 300-302; 329-331; 364-372; 393-397). – ეკლესიური ურთიერთობისაგან განკვეთილებთან საუბარი ნებადართულია მხოლოდ არაცკლესიური ხასიათის საგნებზე, – ამბობს ბალსამონი ამ (მე-10) კანონის განმარტებაში. (#თ. C#8X., II, 14) და ბლასტარი თავის სინტაგმაში #, 18 (4თ. C#M»., VI, 107).
PDF გვ. 50 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც დასიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს.
როგორც განყენება, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ მოც. მე-10 კანონის განმარტებაში, კრძალავს ეკლესიური ურთიერთობას, ზუსტად ასევე, სასულიერო პირისათვის განკვეთა ნიშნავს მისთვის მსახურების აკრძალვას; და, მაშასადამე, ცხადია, რომ ის, ვინც მონაწილეობს რაიმე წესში, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ აღესრულება (რადგან მასში გაკნვეთილი სასულიერო პირიც მონაწილეობს), იქცევა იმის მსგავსად, ვინც საეკლესიო ურთიერთობას ამყარებს განყენებულ პირთან და, ამიტომ, თვითონაც იგივე სასჯელს ექვემდებარება, როგორითაც დასჯილია მოცემული დანაშაულის ჩამდენი. თუ რაში მდგომარეობს სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ მოციქულთა მე-5 კანონის განმარტებაში. სიტყვების ქვეშ,რომელიც დასიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს“, უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ განკვეთილ სასულიერო პირთან ერთად ერთობლივი მსახურების აკრძალვა, შემდეგ კი ყოველგვარი ერთობლივი ლოცვის აკრძალვა. ბალსამონის მიხედვით ამ კანონის შინაარსი ასეთია: სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ყველა კლერიკოსი, რომელიც ილოცებს, სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ განკვეთილ კლერიკოსთან, რომელიც განკვეთის შემდეგ გაბე- -დავს კვლავ ჩაატაროს ღვთისმსახურება.!
შენიშვნები:
1. ამ (მე-11) კანონის განმარტება (#4თ. CM»»., IL, 15).
PDF გვ. 51 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ, უზიარებლობით დასჯილი კლერიკოსი ან ერისკაცი, ანდა სასულიერო დასში.მაღებისათვის უღირსი პირი, წავა და მას სხვა ქალაქში მიიღებენ დასამტკიცებელი წიგნის გარეშე, უზიარებელნი გახდნენ შემწყნარებელიცა და შეწყნარებულიც.
ამ კანონში, პირველ რიგში, საუბარია ეკლესიის ერთობიდან განყენებულთა შესახებ ზოგადად, შემდეგ კი იმ ერისკაცთა შესახებ, რომლებიც არ იმსახურებენ სასულიერო ხარისხს. განყენებულებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოც. მე-10 კანონის განმარტებაში. სასულიერო დასში შესვლის მსურველ ერისკაცთა შესახებ არსებობდა საღვთო სჯულის განწესება, კერძოდ, ასეთი პირები მკაცრად უნდა გამოეცადათ, თუ რაოდენ შემართებით შეეძლოთ მათ საღვთო ერის განსწავლა (იხ. 2 ტიმ. 2, 24; მარკ. 4, 34; ითან. 15-17; საქმ. 1, 3) და ეკლესიის სწავლების დაცვა (იხ. 1 ტიმ. 4, 16), რის შემდეგაც მიიღებოდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც სიგაბუკიდანვე იყვნენ განბრძნობილი ქრისტიანულ მეცნიერებაში (იხ. 2 ტიმ. 3, 15; ტიტ. 1, 9). ამ კანონის სიმკაცრე, რაც განპირობენული იყო თვით ღვთისმსახურების ამაღლებული მნიშვნელობით, ხშირად ხდებოდა იმის მიზეზი, რომ ყველა მოსურნეს არ შეეძლო უცებ გამხდარიყო ხელთდასხმის ღირსი. ხელთდასხმას ეპისკოპოსი მანამ არ აღასრულებდა, გიდრე არ დარწმუნდებოდა დასში შერაცხვის კანდიდატის სრულ სამეცნიერო მომზადებაში და მის პირად ღირსებებში; ამიტომ ხშირად ხდებოდა ხელოთდასხმის გადაწევა. ამით უკმაყოფილონი, ხშირ შემთხვევაში, სხვა ეპარქიის ეპისკოპოსებს მიმართავდნენ და მათ მიერ მიიღებოდნენ, ანუ შეიწყნარებოდნენ. მსგავსი უწესრიგობის წინააღმდეგ არის მიმართული წინამდებარე მოციქულთა კანონი. იგი ეპისკოპოსებს უკრძალავს, როგორც თვითნებურად მისული კლერიკოსების, ასევე დასში (ამ შემთხვევაში, სასულიერო დასში) გაწევრიანების მსურველი ერისკაცების მიღებასაც. კანონი ასეთ შემთხვევებში საეკლესიო ერთობიდან განყენებას განუწესებს არა მხოლოდ ეპისკოპოსებთან თვითნებურად წარმდგარ პირებს, არამედ – თვით იმ ეპისკოპოსებსაც, რომლებიც მათ შეიწყნარებენ. ამ უკანასკნელთათვის, წინამდებარე კანონის მკაცრი შედეგის თავიდან ასაცილებლად და მათ შორის ძმური დამოკიდებულების შესანარჩუნებლად, დაწესებულ იქნა დასამტკიცებელი ეპის ტოლე“, რომელიც უნდა გასცეს ეპისკოპოსმა სხვა ეპარქიაში წამსვლელ როგორც კლერიკოსებზე, ასევე ერისკაცებზე და ამ მოწმობის გარეშე არ შეიძლება ვინმე, სადმე, მიღებულ იქნეს.
კანონებში მოიხსენება სამი სახის კანონიკური მოწმობა – წიგნი, წერილი ანუ ეპისტოლე: დასამტკიცებელი ეპი სტო ლ ე (თსთ+თ+LMთI CIXLC+0MIL, 11ხ0X86 ი0ისთიიძესIL180, IილიმჯLმ0, L05L1100018105, 0188MXX%#900 II0C1I991I6, კურთხევის წიგნი); განსატევებელი ეპისტოლე (თX0Xს+L«თI CXLC+0Xთ( 11ხ0X86 ძ1X01550X180, 0XXVCI889 I08M8Xმ) და სამშვიდობო ეპისტოლე (6LIი:M«0ოL CVLC+0M0), 11(0X86 08- C11080, MMC0906 I06I8IVX6). ბოლო ორი სახის კანონიკური მოწმობების შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ IV მსოფლიო კრების მე-11 კანონისა და ტრულის კრების მე-17 კანონის განმარტებებში, აქ კი საუბარია პირველი სახის კანონიკური ეპისტოლის შესახებ.
ბლასტარის სიტყვებით, თავისი სინტაგმიდან: დასამტკიცებელი ეპისტოლე ეს არის მოწმობა, რომელსაც ეპისკოპოსი აძლევს მის მიერ ხელთდასხმულ კლერიკოსს სხვა ეპარქიაში გამგზავრებისას, სადაც ის ამოწმებს კლერიკოსის პირადობას, ანუ მიუთითებს მის იერარქიულ ხარისხს, მის მიერ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებას, ანდა ამოწმებს, რომ კლერიკოსზე ნამდვილად იყო შემოსული საჩივარი ან ცილისწამება, მაგრამ იგი უდანაშაულო აღმოჩნდა. ზუსტად ასეთივე მოწმობები ეძლევათ სხვა ეპარქიაში გამგზავრების მოსურნე ერისკაცებსაც. იმათ, ვინც განყენების სასჯელს იყო დაქვემდებარებული, ეძლევათ წერილი, რომელშიც რწმუნებული ეპარქიის ეპისკოპოსი ამოწმებს, რომ იგი უკვე გათავისუფლებულია ყოველგვარი ეპიტიმიისაგან".! ასეთი კანონიკური მოწმობების გაცემა საღვთო სჯულს _ _ ეფუძნება. წმინდა პავლე'მოციქულის ეპისტოლეებიდან ვხედავთ, რომ ის ქრისტიანულ თემებს, რომლებსაც სწერს, რეკომენდაციებს აძლევს გარკვეულ პირთა შესახებ, ხოლო კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან (3, 1) ჩანს, რომ ჯერ კიდევ მაშინაც, თემები მათთან მისულ უცხო მორწმუნეთაგან მოწმობებს მოითხოვდნენ. მოციქულთა პრაქტიკის ამ საფუძველზე მიიღეს მოციქულთა მე-12 კანონი, რომელმაც ყველა შემდგომ საუკუნეში მტკიცედ შეინარჩუნა თავისი ძალა.?
დასამტკიცებელ წერილს გასცემდნენ და დღემდე გასცემენ პირადად ეპისკოპოსები, როცა, მაგალითად, რომელიმე კლერიკოსს სხვა ეპარქიაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ განკანონებული იყო და შემდეგ გათავისუფლდა სასჯელისაგან; ანდა, როცა სხვა რაიმე მიზეზით შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს თავისი საქციელით. ასეთ შემთხვევაში რწმუნებული ეპისკოპოსი გასცემს მასზე მოწმობას იმის თაობაზე, რომ იგი აღარ არის განყენებული და თავისუფალია ყოველგვარი სასჯელისაგან. შემდეგ, თუკი რომელიმე კლერიკოსს ბრალი დაედება რაიმე დანაშაულში, მაგრამ გამოძიებით მისი უდანაშაულობა დამტკიცდება, მაშინ მას ეპისკოპოსი განსაკუთრებულ საბუთს აძლევს, რომლითაც იმ პირს, ვისაც ეს საბუთი უნდა წარედგინოს, განემარტება, რომ მისი წარმომდგენელი კლერიკოსი უდანაშაულოა და სამსჯავროს ქვეშ მოჰყვა ცრუ ბრალდების ან მტრობის შედეგად. ასევე, თუ რომელიმე ერისკაცს არამართლმადიდებლობაში დაედება ბრალი, მაგრამ შემდგომში მას გაამართლებს საეკლესიო სასამართლო, მაშინ ეპისკოპოსი, რომლის მმართველობაშიც ის შედის, მისი სურვილის შემთხვევაში გასცემს მოწმობას მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის შესახებ. ყველა მსგავს მოწმობას დასამტკიცებელი ეპისტოლე ეწოდება.9 ზუსტად ასევე ეწოდება ჩვეულებრივ მოწმობას, რომელსაც ეპისკოპოსი თითოეულ მღვდელზე ან დიაკონზე გასცემს მისი ხელთდასხმისას, ან პატრიარქი ახალი მიტროპოლიტის დანიშვნისას, ხოლო მიტროპოლიტი ახალი ეპისკოპოსის დადგინებისას. იგივე სახელს ატარებს მოწმობაც, რომელიც საეკლესიო დასში ქიროტესიით მიღებულ კლერიკოსს ეძლევა.“ საბერძნეთში, დასამტკიცებელი წერილი (სარეკომენდაციო, თსთოთLIMCV /0თIIსთ) ხშირად გაერთიანებულია განსატევებელ წერილთან (06X0Xა%VCV #06IILთC), რომელსაც მღვდელმთავარი მასზე დაქვემდებარებულ მღვდელზე ან მღვდელმონოზონზე გასცემს.5 ფუჟენიშვნები:
1.4, 9 (ბთ. CMV8ო., VI, 91). შდრ. ზონარას განმარტებაც ამ კანონზე (40. CMი+., II, 16).
2. საჭეთმპყრობელში (თავი I) ამ კანონიკურ ეპისტოლეს ეწოდება „კურთხევის წიგნი“. დასავლეთში – 900150183 წიჯLი8L8, როგორც ბევერეგია ამტკიცებს, მასზე იყო ამოტვიფრული ეპისკოპოსის ბეჭდის ფორმა. (40901. 1ი ს. C8ი., გვ. 22).
8. ამ კანონზე ზონარას განმარტება (#4რთ. C#%X., II, 16).
4. რთ. CM8X., V, 541-570.
5. პიდალიონი, გვ. 757.
PDF გვ. 51 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
ხოლო თუ უზიარებელობით დასჯილი იყოს, სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომტყუებელს.
(მოც. 12, 33; ტრულ. 17 ეს კანონი, მოციქულთა მე-12 კანონის გაგრძელებას წარმოადგენს, რის გამოც დიონისეს მოციქულთა კანონების ლათინურ გამოცემაში, ორივე ერთ კანონად არის გაერთიანებული.' წინა (მე-12) კანონი საუბრობს განყენებულთა შესახებ ზოგადად, შემდეგ ერისკაცთა შესახებ, რომლებიც, თუმც, არ არიან სამღვდელო წოდების ღირსნი, მაგრამ ეკლესიიდან განყენებულნიც არ არიან. ამ (მე-13) კანონში საუბარია უკვე ხელთდასხმულზე და ამის შემდეგ განყენებულ კლერიკოსზე, რომელიც თავისმა ეპისკოპოსმა მსახურებიდან განაყენა და ამით უკმაყოფილო, სხვა ეპარქიაში გაემართა იმ ეპისკოპოსთან, რომელმაც არ იცის მისი განკანონების შესახებ და იღებს მას თავისი მმართველობის ქვეშ. კანონი განაწესებს, რომ ასეთი ცრუ და მატყუარა კლერიკოსის ეპიტიმიის ვადა კიდევ გაგრძელდეს. კანონს აქ მხედველობაში ჰყავს ის სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმოქმედება მხოლოდ დროებით ჰქონდათ აკრძალული (მოც. 5, 59; IV მსოფლ. 20). ასეთი აკრძალვის მოხსნა, მხოლოდ იმ ეპისკოპოსს შეუძლია, რომელმაც ეს სასჯელი დაადო (სარდიკ. 13). შესაბამისად, როგორც ეს კანონი ამბობს, ასეთი განყენებული (მღვდელმოქმედება შეჩერებული) სასულიერო პირი ამგვარ შემთხვევაში უნდა გაიგზავნოს უკან, თავის ეპისკოპოსთან, ვისგანაც წამოვიდა. იმას კი თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია მღვდელმოქმედების აკრძალვის ვადის გაგრძელება, როგორც ეს კანონშია ნათქვამი, რადგან მან იცრუა და ღვთის ეკლესია მოატყუა.
შენიშვნა:
1. Vი001II იL ჰს6(0111, 81ხ11იLხიივ 10=M189 680, V0(0X18 (99115, 1661), IL, 113.
PDF გვ. 54 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოგოს და სხვაგან გადაგიდეს, თუნდაც ამ ქმედების მართებულობაში მრავალნი არწმუნებდნენ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, ანუ როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს კეთილმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეპისკოპოსის გადაწყვეტილებითა და საკუთარი ღრმა რწმენით.
როგორც კი მოციქულთა მქადაგებლობითი მოღვაწეობის შედეგად, ნელ-ნელა მოასწრეს,ცალკეული, მცირე საეკლესიო სამთავროების ორგანიზება, მაშინვე ჩამოყალიბდა აზრი ამ სამთავროებში მუდმივად მოქმედი სამღვდელო ინსტიტუტის დაარსების შესახებ. ეს, გარკვეულწილად, განპირობებული იყო თვით ამ სამთავროების წარმოშობით. თითოეულმა მაშინდელმა საეკლესიო სამთავრომ, თავისი დასაბამი მიიღო რომელიმე მოციქულისგან ან უშუალოდ, ან ვინმეს მეშვეობით. ამდენად, ახალი, სულიერი ცხოვრება სამთავროში მტკიცდებოდა და ვითარდებოდა სულიწმიდის მატარებელ პირთა მონაწილეობით, შეუჩერებლივ იშვებოდა ახალ-ახალი საეკლესიო თემები და სამთავროები, რომლებიც ერთგვარ ცალკეულ სულიერ ოჯახებს შეადგენდა, სადაც ეპისკოპოსი მამას წარმოადგენდა, სხვა სასულიერო პირები კი – მის თანაშემწეებს; ისინი თავის მხრივ იმაზე ზრუნაგდნენ, რომ ამ სულიერ ოჯახებში ქრისტიანული აზრები და გრძნობები განემტკიცებინათ. ასეთი სულისკვეთებიდან გამომდინარე, განდგომილად და მოღალატედ ითვლებოდა ყოველი, ვინც დატოვებდა ამ სულიერ ოჯახს და ასეთი შეხმატკბილებული წმინდა თემიდან გამოვიდოდა. სამღვდელოების მუდმივად ერთ ადგილზე მსახურება იმითაც იყო გამოწვეული, რომ მას თავად ეკლესიისათვის პრაქტიკული სარგებელი მოჰქონდა, რადგან ეპისკოპოსისა და მასთან ერთად მისი თანაშემწეების მოღვაწეობა, ჭეშმარიტად სასარგებლო შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ეპისკოპოსი იცნობს თავისი ეკლესიის მრევლს და მრევლი – თაგვის ეპისკოპოსს. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ იმ დროს ეპისკოპოსს მრევლი ირჩეგდა და, მაშასადამე, როგორც ერის რჩეული, ჭეშმარიტად მათთან იყო, მაშინ იოლი გასაგები გახდება როგორი მჭიდრო კავშირი არსებობდა ეპისკოპოსსა და მის ეკლესიას შორის, და როგორ წმინდა და ურღვევ კავშირად მიიჩნეოდა იგი. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა და ყოველთვის ასე წმინდად არ აღიქგამდა ამ კავშირს, როგორც ეს იყო ეკლესიის დაარსების დასაწყისში, და უკვე პირველივე ხანებში საჭირო გახდა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო კანონის მიღება – წინამდებარე მოციქულთა კანონის სახით. იგი ეპისკოპოსს უკრძალავს ეპარქიის დატოვებას, სადაც ის ღვთის მადლით დადგინდა და სხვა ეპარქიაში გადასვლას, თუნდაც მას იქაური სასულიერო დასი და მრევლი იწვევდეს. კანონი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსის გადასაადგილებლად, ერთი ეპარქიიდან მეორეში, საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, როგორც, მაგალითად, თუ რომელიმე ეპარქიაში რწმენა და ღვთისმოსაობა შეირყა და უწესრიგობა დაიწყო, ხოლო ეკლესიური ცხოვრების გამოსაცოცხლებლად და რწმენის განსამტკიცებლად აუცილებელ საჭიროებად ჩათვალეს ახალი ეპისკოპოსის დადგინება, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია თავისი შემართებით და შეძლებს იქ წესრიგის დამყარებას. აღნიშნული მიზეზის შემთხვევებში, მსგავსი გადაადგილებები ყოველთვის ხდებოდა და ამ დრომდეც ხდება.' მაგრამ ვერც ერთი ეპისკოპოსი ამას ვერასდროს თავისით ვერ იზამს – ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რწმუნებული საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, ასევე, | მსოფლიო კრების მე-15 და სხვა პრალელური კანონების განმარტებებში.
ზონარას განმარტების მიხედვით გამოდის ისე, რომ თითქოს კანონი უშვებს გამოცდილებითა და საღვთო მოშურნეობით გამორჩეული ეპისკოპოსის „დროებით გამგზავრებას (X000CM%თLითX) სხვა ეპარქიაში იმ მიზნით, რომ იქ განსწავლოს და დამოძღვროს მრევლი“, თუნდაც, იმ ეპარქიის ეპისკოპოსი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს. ზონარას ეს შეხედულება არაფრითაა გამართლებული და ბალსამონი ამასთან დაკაგშირებით სრულიად საფუძვლიანად ამბობს: საიდან ასკვნიან. ამას, როცა კანონი მსგავსს არაფერს ამბობს? რა სარგებელს მიიღებს დაქვრივებული ეკლესიის მრევლი იმ ეპისკოპოსის მოძღვრებიდან, რომელიც იქ იქადაგებს ერთჯერ, ორჯერ, ან თუნდაც, მთელი წლის მანძილზე, თუკი ის არ შეასრულებს იქ სხვა არანაირ სამღვდელმთავრო მოქმედებას, თუგინდ, ამაში მას ბევრი ეპისკოპოსიც არწმუნებდეს? თუკი მოწვეული ეპისკოპოსი არ განსწავლის მღვდელმთავრის უფლებებისამებრ, მაშინ არც სჭირდება მრავალი ეპისკოპოსისაგან დარწმუნება, რამეთუ მარტოსაც შეუძლია ღვთისმოსაობა იქადაგოს“,.2 ამ კანონის ბერძნულ ორიგინალში გამოყენებულია სიტყვა ჯძიისXIთ, მაგრამ ჩვენ გადმოვთარგმნეთ ეპარქია“, მივყევით რა ახლანდელ კანონიკურ ტერმინოლოგიას, მით უმეტეს, რომ ამ კანონში საუბარია სწორედ ისეთ საეკლესიო სამთავროზე, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვუწოდებთ ეპარქიას. IIი0LVIთ ძველ დროში ეწოდებოდა საერთოდ სამთავროს, რომელიც ერთ დამოუკიდებელ ეპისკოპოსის მმართველობაში შედიოდა და, მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც მსოფლიო ეკლესიის თითოეულმა შემადგენელმა ნაწილმა უფრო ფიოთო და მუდმივი ორგანიზაცია მიიღო, სიტყვა Xთ00% გახდა ახლანდელი სამრევლოს შესატყვისი, ხოლო საეპისკოპოსო სამთავროსათვის მიიღეს სახელწოდება ნVთიჯI0C.3 შენიშვნები:
1. იხ. კონსტანტინოპოლის პატრიარქ მანუილ II-თან (XIII ს.) ეპისკოპოსების გადაადგილების შესახებ, და დიმიტრი ხომიატის პასუხი იგივე საკითხზე მთავარეპისკოპოს კონსტანტინე კავასილისადმი (4 დ. C#V»., V, 116-118. 428-429, შდრ. გვ. 391-394). – ბლასტარის სინტაგმა #, 9(#ტდ. CV8»., VI, 84 და შემდგ.). – ბალსამონი ამ კანონის სხვა განმარტებაში, სხვათა შორის, მოიხსენიებს გრიგოლი ღგთისმეტყველისა და წმინდა პროკლეს მაგალითს (#4თ. C#98+., II, 20). შდრ. 1348 წლის კონსტანტინოპოლის სინოდის განჩინება (MIM10510ჩ8 ის MსII1ი», #C6L8 ა”მXხ8იხემL)ს§ Cით5(8თLიიდხი(8»ი1, VIთძიხითაედ, 1860. I, 274-275).
2. ტთ. C#8X., II, 18, 20, იხ.V ვი L5იიი 5001. 1თ ხ. ივი., –V. 54.
ვ. )ყივიცი, C10ი558XIVII 8ძ 50LI0L0X05 იძ. ი6L 1იI. ყI>I2001L2L15 (Iძ. VI I2LI1518VI80, 1891), ლ01. 1122. - ჰ. C. 5V100L, 1ილვეყII8 000105195L1C95, I, 1159, II, 597.
PDF გვ. 54 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე, დასის წევრთაგან, დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეპისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ უწესობაში დარჩება, მაშინ ეკლესიასთან ერთობაში იყოს როგორც ერისკაცი.
იგივე მჭიდრო კავშირი, – რომელიც არსებობდა ეპისკოპოსსა და იმ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც ის დადგინებული იყო, რის შესახებაც მოციქულთა მე-14 კანონის განმარტებაში ვისაუბრეთ, – ჰქონდათ, ასევე, მღვდლებს, დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა მსახურებსაც იმ ეკლესიასთან, რომელშიც იქნენ დადგენილნი. ამ მჭიდრო კავშირის მიზეზი უმთავრესად იგივე იყო, რაც ჩვენ იქ აღვნიშნეთ. იმ დროისათვის, როდესაც მოციქულთა კანონები მიიღეს, ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული საეკლესიო დისციპლინა; შესაძლოა ამის გამო აძლევდა თავს ნებას ზოგიერთი მღვდელმსახური და ეკლესიის მსახური, დაეტოვებინა ის ეკლესია, სადაც ხელთდასხმისას იყო დადგინებული, და გადასულიყო სხვა ეკლესიაში, სადაც მსახურებას აგრძელებდა თავისი იერარქიული ხარისხის შესაბამისად. იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ წესრიგის ასეთი დარღვევისათვის და კანონიკურად დაემტკიცებინათ ცალკეული სასულიერო პირის კავშირი იმ ეკლესიასთან, რომელშიაც ის დაადგინეს, IV მსოფლიო კრებამ თავისი მე-6 კანონით განაწესა, რომ კონკრეტულად განსაზღვრული დანიშვნის გარეშე (თXM07.5Xს|II6VთXC),ხელთდასხმა არ მოეხდინათ, ანუ – იმ ეკლესიის განსაზღვრის გარეშე, სადაც ახალხელთდასხმულს უნდა ემსახურა. წინამდებარე მოციქულთა კანონი კი თითოეულ სასულიერო პირს უკრძალავს ნებადაურთველად თავისი ეკლესიის დატოვებას და საეკლესიო მსახურებისათვის სხვა ეპარქიაში გადასვლას, ამასთან, თვითნებურად გადასული სასულიერო პირისათვის მღვდელმოქმედების აკრძალვას განაწესებს. განსაკუთრებით კი, თუ ეპისკოპოსებმა, რომელთა მმართველობაშიც ისინი იყვნენ, უკან დაბრუნება მოუწოდეს, მათ კი არ შეისმინეს. თუმცაღა, კანონი არ უკრძალავს მათ სხვა ეპარქიაში ცხოვრებას, მაგრამ – ერისკაცთა რანგში, ე.ი. ყველა იმ უფლების გარეშე, რაც მათ ადრე გააჩნდათ, როგორც იერარქიის წევრებს. ხოლო თავისი ეპარქიიდან წასულ სასულიერო პირს რომ სხვა ეპარქიაში მსახურება ჩაეტარებინა, მას ამისათვის უნდა ჰქონოდა – ბალსამონის სიტყვებით, ამ კანონის განმარტებიდან – თავისი ეპისკოპოსისაგან არა მარტო დასამტკიცებელი (თათითხსთC /თდილ), არამედ გასნატევებელი (0X0ჯსსო6 /0დ%ი6) ეპისტოლეც.' ფენიშვნა:
1. რთ. CMXX., II, 21.
PDF გვ. 56 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი, რომელთანაც მსგავსი შემთხვევა მოხდება, არად ჩააგდებს მასთან გადმოსული სასულიერო პირის მსახურების ამკრძალავ განწესებას და მას თავისთან დასში მიიღებს, მაშინ ასეთი ეპისკოპოსი თავად უნდა დაისაჯოს მღვდლობისაგან დაცადებით, როგორც უწესობის მოძღვარი.
ეს კანონი მე-15 კანონის გაგრძელებას წარმოადგენს და როგორც მე-12 კანონი განაწესებს იმ ეპისკოპოსის ღვთისმახურებიდან განკვეთას, ვინც დასამტკიცებელი წერილის გარეშე იღებს მასთან გადასულ ისეთ პირს, რომელიც თავისი საეკლესიო ხელისუფლების მიერ იყო განკანონებული, ან მიიღებს და ხელთ დაასხამს დასისათვის უღირს ერისკაცს სხვა ეპარქიიდან, ზუსტად ასევე მოითხოვს ეს კანონიც ეპისკოპოსის განკანონებას, როგორც უწესობის მასწავლებლისას – თუკი ის სხვის კლერიკოსს შეიწყნარებს და საეკლესიო მსახურებაზე დაუშვებს, როცა იცის, რომ იგი განყენებულია. ამ კანონს ძალა ყველა დროში ჰქონდა. IV საუკუნეში, ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მას მოციქულთა კანონი უწოდა და მასზე დაყრდნობით განიკითხა თავისი დროის მწვალებლები, რომლებიც თავის დასში იღებდნენ კანონიერი ეპისკოპოსის მიერ განკვეთილ კლერიკოსებს.!
შენიშვნა:
1. Iსიიძიჯის., IXI5L. იCC1, 1, 3 IMIდიი, 98. დ., L. 82, იი1. 888-909|.
PDF გვ. 57 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
ის პირი, ვინც წმინდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში, ან ხარჭი ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად და, მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი.
(მოც. 18; ტრულ. 3; ბასილი დიდ. 12, ამ კანონის განწესება საღვთო სჯულიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ღვთისმსახურება მხოლოდ ერთხელ დაქორწინებულს შეუძლია ჩაატაროს. ძველ აღთქმაში ჩვენ ასეთ განწესებას ვხვდებით ლევიტელთათვის (იხ. ლევ. 21, 7, 13), ხოლო პავლე მოციქული აშკარად ამბობს თავის ეპისტოლეებში, რომ სასულიერი პირები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ჯერთის ცოლის ქმარ“ (იხ. 1 ტიმ. 3, 2-13; ტიტ. 1, 5, 6). იმავე მოთხოვნას ვხვდებით მოციქულთა განწესებებშიც (VI, 17). ამის საფუძველს, ეკლესიაში კრძალულების შესახებ იმთავითვე გაბატონებული ამაღლებული აზრი წარმოადგენდა; კრძალულება ქორწინებაზე აღმატებულად ითვლებოდა, მეორედ ქორწინება კი ისეთ სისუსტედ იყო მიჩნეული, რომელიც არ შეიძლება წმინდა საკურთხექლის მსახურებს შეეწყნარებინათ. როცა გაცხადდა, რომ წმიდა წერილის განწესება, სასულიერო პირთა ერთხელ ქორწინებაზე, მთელი სიმკაცრით არ იმარხება ზოგიერთი მათგანის მხრიდან, აუცილებლად იქნა მიჩნეული ამ განწესების კანონის სახით გამოცემა, რასაც სწორედ მოციქულთა ეს კანონი წარმოადგენს. აიკრძალა ყველა მეორედ დაქორწინებულის სასულიერო დასში მიღება. კანონის ამ განწესებას ეკლესიის დაარსებიდანვე ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რასაც გვიდასტურებენ იმ დროის ეკლესიის მამები და მოძღვრები.!'შემდეგში კი იგი აღორძინებულ იქნა წმინდა ბასილი დიდის მიერ თავის მე-12 კანონით და ტრულის კრების მიერ, რომელსაც ის სიტყვასიტყვით მოჰყავს თავის მე-3 კანონში, როგორც ამას ქვემოთ ვიხილაგთ.
კანონში ნპთქვამია – „ნათლისღების შემდეგ“, ე.ი. არ შეიძლება კლერიკოსი გახდეს ის პირი, რომელმაც, როგორც ქრისტიანმა, ორჯერ იქორწინა. თუ ვინმე ნათლისღებამდე ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, ნათლისღების შემდეგ კი მეორედ იქორწინა, ის პირველი ქორწინება არ უშლიდა ხელს მის სასულიერო დასში გაწევრიანებას. ამ კანონის განმარტებაში, ზონარას შემდეგი არგუმენტი მოჰყავს: ჩვენ გვწამს, რომ წმინდა ნათლისღების საღვთო საბანელი, რომლითაც ვინათლებით, ყოველგვარი იმ სიბილწისაგან გაგვბანს, რომლითაც ნათელღებულნი ნათლისღებამდე ვიყავით შებილწულნი და ვერავითარი ცოდვა, ვინმეს მიერ ნათლისღებამდე ჩადენილი, ახალმონათლულის სასულიერო დასში მიღებას ხელს ვერ შეუშლის“.? რაც შეეხება კანონის შეხსენებას იმის შესახებ, რომ ნათლისღებამდე შემდგარი პირველი ქორწინება მხედველობაში არ უნდა მიგიღოთ, ეს იყო დროის მოვლენებით გამოწვეული, როცა კანონი მიიღეს. თითქმის მთელი მაშინდელი ეკლესია ახალმონათლულებისაგან შედგებოდა; ზოგი იუდეველებისაგან იყო მოქცეული, ზოგი წარმართებისაგან და, მაშასადამე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ როგორც იუდეველობაში, ასევე წარმართობაში - შესაბამის პირობებში იმ რელიგიური საზოგადოებისა, საიდანაც შემდგომში გამოვიდნენ.
კანონი, თავისთავად ცხადია, ისეთი პირის დასში მიღებასაც კრძალავს, ვისაც ნათლისღების შემდეგ სახლში ხარჭი (XთX2.თXმ, C0000ხ1118) ესვა,ხარჭოსნობა არის მრუშობა და თუ მეორედ ქორწინებაში მყოფი არ შეიძლება სამღვდელო დასში დაითმინონ და არ შეიძლება მღდელმოქმედებდეს, მით უფრო, ნაკლებ შესაძლებელია სამღვდელოებაში შეწყნარებულ იქნეს ისეთი ადამიანი, რომელსაც შინ ხარჭი უზის და, ამდენად, აშკარა მრუშს წარმოადგენს.
ამ კანონის განწესებით, ორჯერ დაქორწინებული ან ხარჯთან მცხოვრები, არამცთუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ვერ გახდება, არამედ საერთოდ, ვერ დაიკავებს ადგილს ეკლესიის მსახურთა შორის, რომლებიც სასულიერო წოდების მქონე პირთა სიაში შედიან (თ თ„იX «თს X0XIL0VI).6V0ს +თს 160თLIVს). იგივეა ნათქვამი, შემდეგ, (მე-18) კანონში. სასულიერო პირთა სიებში, პირველხანად (აგრეთვე, მოგვიანებითაც), ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების გარდა, შეჰყავდათ ასევე იპოდიაკვნები, წიგნისმკითხველები და მგალობლები. ეს უკანასკნელნი, ყველა შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ სასულიერო პირთა სიაში შემაგალ პირებად; თუ მხედველობაში მივიღებთ, ქრისტიანობის დასაწყისში საეკლესიო დისციპლინის სიმკაცრეს, მაშინ იოლი ასახსნელია, თუ რატომ განავრცობდა კანონი თავის განწესებას ამ პირებზეც.3? გვიან დროში, ზოგიერთ მათგანს, რომლებსაც საერთო სახელი ეკლესიის მსახურნი“ (სჯიი6LთI) მიენიჭათ, მეორედ ქორწინების ნება მიეცათ.3 შენიშვნები:
1. I9X»Lს)1I1., ძი XხიXL. C88L1L. C. 7 IM1ლიი, §. 1., 1. 2, C01. 921-923) - 8ძ ს»Xიჯით I. 7 წM1ფიი, §. 1., ჯL. 1, იი1. 1285-1287). - 0>Iყძიტ59, ხით. 17 1 LC. წხM1I1დღXიი, 8. წ§., ჭ. 13, Cი1. 1842-1847). - LიIიხ8ი, Xი909, #1ძ01 თ, 21 წIM1Cიი, 8. წ., L. 42, 601. 821-8251. - შდრ. არქიმ. იოანესთან, I, 160, შენიშ. 225 და 226, - ჰ. 7ხ15ხთ3»ი, სსი>6ისL. 5. 417 და შემდგ.
2. #თ. CM8X., II, 23:
3, იხ. პიდალიონში (გვ. 19) მესამე შენიშვნა ამ კანონის განმარტებაში. შდრ. #ხI9ხთ§ი, დასახ. თხზ., 5. 424-428.
4. ბალსამონის სხვა განმარტება ამ კანონზე: #თ. C#8X., II, 24.
PDF გვ. 58 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: პირი, რომელიც ცოლად შეირთავს ქვრივს, განტევებულს, მეძავს, მხევალს ან მსახიობს, უფლებას კარგავს გახდეს ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და, საერთოდ, სასულიერო დასის წევრი.
მოციქულთა ეს კანონიც საღგთო სჯულიდან გამომდინარეობს. ძველაღთქმისეულ მღვდელმსახურებისათვის განწესებული იყო, რომ არ ექორწინათ არც ქვრივზე, არც სხვისგან გაძევებულზე ან ნამუსახდილზე, არც მეძავზე, არამედ – მხოლოდ ქალწულზე (იხ. ლევ. 21, 14). თითქმის იგივე მოეთხოვებათ ახალაღთქმისეულ სასულიერო პირებსაც (იხ. მთ. 19, 9; 1 კორ. 6, 16). წმიდა წერილი მათგან მოითხოვს, რომ ისინი ყველაფერში მისაბაძი მაგალითი იყვნენ, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებაში, მათი სახლი სარკესავით უნდა იყოს ყველა დანარჩენი მორწმუნისათვის (შდრ. ტიმ. 3, 2-8; ტიტ. 1, 6-9). მაგრამ განა შეიძლება, ასეთი სამაგალითო იყოს მღვდელი და სახლი მისი, თუ მისი ცოლი უწესო ან საეჭვო ყოფაქცევის ქალთა რიგიდან იქნება? ანდა, იმათგან, ვინც თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, პატივისცემით არ სარგებლობს? კანონი ცდილობს ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას და განაწესებს, რომ მღვდელი ვალდებულია ყველაფერში სამაგალითო იყოს; ასევე სამაგალითო უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზურიც, კანონიერი ცოლი. იგი, ისევე, როგორც მღვდელი, დადებით ზეგავლენას უნდა ახდენდეს სხვა მართლმორწმუნეთა – როგორც საზოგადოებრივ, აგრეთვე, ოჯახურ – ცხოვრებაზე. ტრულის კრებაზე ეს კანონი სიტყვასიტყვით გამეორდა (მე-3 კანონში). სასულიერო პირის ცოლის შესახებ, რომელიც იმრუშებს, საუბარია ნეოკესარიის კრების მე-8 კანონში.
შენიშვნა:
1. მღვდლის ცოლის შესახებ, რომელიც მრუშობაში იქნება მხილებული, შდრ. კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარის (IX ს.) ეპისტოლე: (#თ. C#8X., V, 46). თუ მღვდელი მას შემდეგაც იყოლიებს ცოლს სახლში, რაც ის მრუშობაში იმხილება, მაშინ იგი მღვდლობიდან უნდა განიკვეთოს, – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში (4თ. CM8>»., II, 26).
PDF გვ. 60 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე, ასეთი პირის ადგილი სასულიერო დასში არ არის.
ეს კანონი წმიდა წერილს ეფუძნება (იხ. ლევ. 18, 7-14; 20, 11-21; მთ. 14, 4; 22, 24; მარკ. 12, 19) და ამიტომაც საღვთო სჯულიდან გამომდინარეობს. იგი, თავის მხრივ, წმიდა წერილს განმარტავს და, იმავდროულად, კანონის სახით კრძალავს სასულიერო დასში იმ პირთა მიღებას, ვისაც ადრე დებთაგან ერთი ჰყაგდა ცოლად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მეორე შეირთო. ასევე, ვინც თავის ძმისწულზე ან დისწულზე იქორწინა. ტრულის კრების 54-ე და თეოფილე ალექსანდრიელის მე-5 კანონების განმარტებებში, ჩვენ ვიხილავთ, რომ მსგავსი ქორწინებები თავისთავად ითვლებოდა უკანონოდ და, ზოგადად, ერისკაცებსაც ეკრძალებოდათ. მით ნაკლებ მისაღები უნდა ყოფილიყო მსგავსი ქორწინებები სასულიერო პირთათვის. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ კანონის მიღების ჟამს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი, როგორც მოციქულთა ბევრი სხვა კანონი, გულისხმობდა წარმართობისაგან მოქცეულ ახალმონათლულ პირებს. ისინი ამგვარი სახის ქორწინებაში იყვნენ ჯერ კიდევ როგორც წარმართნი და ნათლისღების შემდეგაც, რაღაც დროის განმავლობაში, კვლავ რჩებოდნენ უკანონო ქორწინებაში. თუმცა, რადგანაც წარმართობის ცოდვები წმინდა ნათლისღებით წარიხოცება, ამიტომ ვინც ნათლისღების შემდეგ უსჯულო ქორწინებას დაუტევებდა, შეეძლო სასულიერო დასში გაწევრიანებაზე ეფიქრა.!
ფენიშვმნა:
1. ის. შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით რუსულ სინოდალურ გამოცემაში (1862 წ.), გვ. 18.
PDF გვ. 60 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ კლერიკოსი ვინმეს თავდებად დაუდგება, განიკვეთოს.
ეს კანონი კავშირშია მოციქულთა მე-6 და 81-ე კანონებთან და განაწესებს სამღვდელო წოდებიდან ყველა იმ სასულიერო პირის განკვეთას, ვინც თავდებად დაუდგება სხვას – სასამართლოს ან მესამე პირის წინაშე. იმავე საგანზე და იგივე მნიშვნელობით საუბრობს მოციქულთა განწესებანიც (II, 6). როცა ვინმე სხვა პირს თავდებად უდგება, ამას ის აკეთებს ანგარებით, ან – სიყვარულით, რომლით განმსჭვალულებმაც, მცნების თანახმად, სული უნდა დავდოთ მოყვასისათვის. მაგრამ, აქ, კანონს, მხედველობაში აქვს ის შემთხვევა, როცა კლერიკოსი ვინმეს – სასამართლოს ან კერძო პირის წინაშე – თავდებად უდგება მატერიალური სარგებლის მოლოდინში და, ხშირ შემთხვევებში, ამით თვითონვე ხდება ბოროტი შედეგის მსხვერპლი. ფაქტობრივად, თავად ისჯება იმ სასჯელით, რომლითაც ის პირი უნდა დასჯილიყო, ვისაც იგი თავდებად დაუდგა. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მსგავსი შემთხვევებისაგან დაზღვეულ იყოს სასულიერო პირი და ხალხის წინაშე არ დამცირდეს თვით სამღვდელო ხარისხი, მეორე მხრივ კი იგი ეჭვის ქვეშ არ აღმოჩნდეს, თითქოს შეპყრობილია ბილწი, ანგარებითი განზრახვით, კანონი მკაცრად უკრძალავს – განკვეთის მუქარით – სასულიერო ძირებს მსგავს საქმიანობაში მონაწილეობას. თუკი სასულიერო პირის თავდებობა წარმოადგენს ძმური სიყვარულისა და გულმოწყალების შედეგს, მაშინ იგი სასჯელს არ ექვემდებარება. „თუ კლერიკოსი, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – შეხვდება ადანიანს, რომელიც ძალით მიჰყავთ სასამართლოში, ის კი ითხოვს თავდებობას იმაში, რომ გამოცხადდება თავისთვის უფრო მოსახერხებელ დროს, ანდა შეხვდება ადამიანს, რომელსაც ციხეში სვამენ იმის გამო, რომ თავდები ვერავინ წარმოადგინა, კლერიკოსი კი შეიბრალებს (მას) უბედურს და შესთავაზებს თავდებად საკუთარ თავს, ასეთ შემთხვევაში იგი არამცთუ არ შეიძლება განიკვეთოს, არამედ პირიქით, ღმერთისთვის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისათვის მიჩნეული იქნება როგორც სახარების მცნების აღმსრულებელი“.! კანონებში ჩვენ ხასგასმით ვხვდებით შეხსენებას იმის თაობაზე, რომ კლერიკოსი საეკლესიო საქმეებში არა მხოლოდ თავდებად უნდა დაუდგეს, არამედ თავისი თავდებობა ფიცითაც უნდა განამტკიცოს, რათა განაქარვოს ეჭვი კონკრეტულ საქმეში (IV მსოფლ. 30). მაშასადამე, ამ კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა განიკვეთოს ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც თავდებად დადგება საერო, სასამართლო, სავაჭრო ან სხვა მსგავს საქმეში მატერიალური სარგებლის მიზნით; ხოლო თუ ის თავდებად დგება საეკლესიო საქმეში, ეკლესიის სასარგებლოდ, ან ისეთ საქმეში, რომელიც მოყვასისათვის სიკეთის მომტანია, მაშინ არამცთუ წოდებიდან განკვეთას არ იმსახურებს, არამედ პირიქით – ღმერთისა და ადამიანებისაგან შექების ღირსია.?
შენიშვნები:
1. 4რთ. CM#M=8>., II, 27.
2. იხ. ზონარასა და არისტინეს განმარტება ამ კანონის შესახებ (#4თ. C#8»., II, 28-29). ამ საგანზე ბერძენ-რომაელ იმპერატორთა კანონები იხ. XIV ტიტლოვან ნომოკანონში, ტიტ. IX, თავ. 27 და 34 (#4თ. C#8X., I, 202-209, 226).
PDF გვ. 61 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: პირი, რომელიც ადამიანთა ძალადობის შედეგად გახდა საჭურისი, ან დევნის პერიოდში მამაკაცური ასო წაერთვა, ან ამ მდგომარეობაში დაიბადა, თუ ღირსია, ეპისკოპოსად დადგინდეს.
PDF გვ. 62 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავისი თავის გამომსაჭურისებელი არ იქნეს სასულიერო დასში მიღებული, რამეთუ იგი თვითმკვლელი და ღვთის ქმნილების მტერია.
PDF გვ. 62 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, განიკვეთოს, რამეთუ იგი თავის მკვლელია.
PDF გვ. 62 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერისკაცი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, სამი წლით წმინდა ზიარებიდან განკანონდეს, რამეთუ იგი მტერია თავისი სიცოცხლისა.
რადგან ოთხივე კანონი |21-24) ერთი და იგივე საკითხზე მსჯელობს, ამიტომ ჩვენ აქ ერთად ვისაუბრებთ ყველა მათგანის შესახებ. საუბარია სხეულის ფიზიკურ ნაკლოვანებაზე, უფრო სწორედ, სხეულის დაზიანებაზე, რომელიც ადამიანმა თავად მიაყენა საკუთარ სხეულს და, რომელიც ხელს უშლის მას სამღვდელო ხარისხის მიღებაში. ქორწინებისგან თავშეკავებას, ზეციური სასუფევლის დამკვიდრების მიზნით, რაზედაც იესუ ქრისტე საუბრობს (იხ. მთ. 19, 12), ეკლესია თავის მსახურთათვის – რომლებიც მოწოდებულნი არიან ისწრაფვოდნენ ზეციური სასუფევლისაკენ – ყოველთვის მოწონებით ხვდებოდა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს თავშეკავება ნამდვილად მოსაწონი და ჭეშმარიტი აღმოჩნდეს, აუცილებელია იყოს ზეციური სასუფევლისაკენ ძლიერი და აღტყინებული ლტოლვისა და სხეულის დათრგუნვის შედეგი, და არავითარ შემთხვევაში, რაღაც დაზიანების მექანიკური შედეგი, რომელიც ხორციელი ტკბობის იარაღს სპობს და არა თვით ტკბობის საფუძველს. აქედან გამომდინარე, ის, ვისშიაც დასაჭურისება ბუნებამ ან ადამიანის ძალადობამ გამოიწვია, საკუთრივ დამნაშავე არ არის, ხოლო როდესაც დასაჭურისებას თავად ახდენენ, ეს უნდა ჩათვლილიყო ღმერთის წინაშე მძიმე ცოდვად და შერაცხულიყო თვითმკვლელობის ერთგვარ სახედ. ამით აიხსნება მოციქულთა გადმოცემის წარმოშობა, რომელმაც თავისი გამოხატულება პოვა მოციქულთა კანონებში (21-24). ეს კანონები წარმოადგენს როგორც სასულიერო პირთა, ასევე, საერთოდ, ყველა ქრისტიანის კრძალულებისა და ზნეობრივი თვისებების შესახებ ჭეშმარიტ საეკლესიო ცნებას. მეტად სარწმუნოა, რომ სჯულდების ფორმით ამ კანონის გადმოცემის უშუალო მიზეზი, I საუკუნეში წარმოშობილი ვალესიანელთა სექტა ყოფილიყო, რომელსაც ეპიფანე (ხაი». 58) და ავგუსტინე (ხ8ი%.. 37) მოიხსენიებენ. ამ სექტამ, თავისებურად განმარტა რა იესუ ქრისტეს ცნობილი სიტყვები (იხ. მთ. 19, 12), დასაჭურისება შემოიღო. სწორედ ამ სექტის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს კანონი და, სიმწვავე, რაც მასში გამოსჭვივის, უჩვენებს, რომ მისი არაადამიანური მაგალითი, გადამდები სენის მსგავსად, გავრცელებით იმუქრებოდა.! თუმცაღა, უნდა გივარაუდოთ, რომ ეს ბოროტი სენი მაინც საკმაოდ გავრცელდა, რადგან იმავე კანონების გამეორებას ჩვენ ვხვდებით | მსოფლიო კრებაზე და მოგვიანებით IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის კრებაზე წმინდა მოციქულთა ტაძარში.
შენიშვნა:
1, IL.Iი(01ი. Cითი1ს1ი0ოცი5ის1იიხი, .I, 110, 376.
PDF გვ. 63 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში ან პარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ ეკლესიასთან ერთობიდან არ უნდა იქნეს განყენებული, რადგან წმიდა წერილი ამბობს: „.არშურიგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9). იგივეს განვაწესებთ სხვა კლერიკოსთა მიმართაც.
ყველაფერ იმან, რაც ადამიანს ხელს უშლის სასულიერო ხარისხის მიღებაში, ბუნებრივია, უნდა გამორიცხოს კიდეც იგი ამ ხარისხიდან. საერთოდ, კარგად არის ცნობილი, თუ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს სასულიერო პირი. ზუსტად ასევეა ცნობილი ის ნაკლოვანებები, რომლებიც მას სასულიერო ხარისხის უღირსად ხდის. მათ შორის უპირველესი ადგილი უკავია ისეთებს, რომლებიც პატიოსან სახელს უკაგშირდება – რაც ესოდენ აუცილებელია სასულიერო პირისათვის. მათ პატიოსან სახელს განსაკუთრებით ბილწავს ის მანკიერებანი, რომლებიც ერისკაცებისთვისაც მიუღებელია და რისთვისაც ეს უკანასკნელნი კანონის მთელ სიმკაცრეს ექვემდებარებიან. ასეთ მანკიერებათაგან, არ შევცდებით თუ ვიტყვით – დანაშაულთაგან, რომელშიაც შეიძლება რაღაც უბედურებით სასულიერო პირი გაეხვიოს, წინამდებარე მოციქულთა კანონი ასახელებს სამს: სიძვას, ფიცის გატეხვასა და პარვას. ამ და სხვა მსგავს დანაშულზე, რომლებიც შეიძლება ჩაიდინოს სასულიერო პირმა და გახადოს იგი სასულიერო ხარისხის უღირსი, საუბარია ბევრ სხვა კანონშიც, რის შესახებაც, შესაბამისად, მათ განმარტებებში ვისაუბრებთ.
ამ კანონში ნათქვამია, რომ სასულიერო პირები, განურჩევლად იმისა, მღვდელმსახურნი არიან თუ ეკლესიის მსახურნი, რომლებიც იმხილებიან დასახელებულ დანაშაულობებში, უნდა განიკვეთონ, ე.ი. ჩამოერთვათ ის წოდება, რომელიც მათ მიიღეს ქიროტონიით, ანდა ქიროტესიით; მაგრამ, კანონი აქვე დასძენს, რომ ისინი, ამავე დროს, ეკლესიასთან ერთობაში უნდა დარჩნენ. თავიანთი განწესების დასასაბუთებლად კრების მამებს კანონის ტექსტში მოჰყავთ წმიდა წერილის სიტყვები (ნაუმ. 1, 9). მოც. მე-5 კანონის განმარტებაში ჩვენ ვისაუბრეთ სასულიერო პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებულ სხვადასხვა სასჯელზე. იქვე მივუთითებდით განსხვავებაზე ორ ყველაზე მძიმე სასჯელს – განკვეთასა და განყენებას – შორის. პირველს, როგორც აღნიშნული იყო, ექვემდებარება სასულიერო პირი თავისი წოდებიდან, მეორეს კი – ერისკაცი ეკლესიასთან ერთობიდან. განყენება(თძდიი!CII0C), რომელზედაც ამ კანონშია საუბარი, არ უნდა გავიგოთ სასულიერო პირთათვის სასჯელის მნიშვნელობით, არამედ – ერისკაცთათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის განწესებას აზრი არ ექნებოდა. საჭიროა, მაშასადამე, კანონი შემდეგნაირად მოვიაზროთ: სასულიერო პირი, გარკვეული დანაშაულისათვის, განიკვეთება თავისი წოდებიდან და გადადის ერისკაცთა რიგში ეკლესიასთან ერთობის უფლებით; და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი მსგავს დანაშაულს ჩაიდენს, უკვე როგორც ერისკაცი, ის დაექვემდებარება ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას.! რადგან განკვეთა, სასულიერო პირისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელია, ამიტომ არ იქნებოდა ქრისტიანული მოწყალებისათვის, ამ ამაღლებული ცნებისათვის, ნიშანდობლივი მიემატებინათ ამ სასჯელზე კიდევ სხვაც, კერძოდ, – აეკრძალათ დამნაშავისათვის ქრისტიანულ შეკრებებში მონაწილეობის მიღება. თუმცა, ამ კანონის ლმობიერი განწესება ეხება მხოლოდ ამავე კანონში მოხსენიებულ დანაშაულებს, რადგან, იმავდროულად, მოციქულთა კანონებში (29- ე და 30-ე) მოხსენიებულია სხვა სახის დანაშაულობანი, რომლის ჩამდენიც ორმაგ სასჯელს იღებს – განკვეთასა და განყენებას. ასეთ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, სიმონია, ან საერო ხელისუფლების გამოყენება ეპისკოპოსის წოდების მისაღებად.?
გრიგოლ ნოსელის განწესებების თანახმად (მე-4 კან.), სიძვა (ჯ0იV6სო, 10Lი108- 10) ეწოდება ხორციელი ვნების დაკმაყოფილებას სხვა პირთან, მაგრამ ვინმეს შეურაცხყოფის გარეშე; ე.ი. სიძვის ჩადენა ეს არის კავშირი ისეთ პირთან, რომელიც არ არის ქორწინებით შეკრული და, მაშასადამე, კანონიერი ქორწინების ძალით არავის ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ასეთი სახის კავშირი არ აყენებს შეურაცხყოფას მესამე პირს – ცოლს ან ქმარს. ამით სიძვა განსხვავდება მრუშობისაგან (00V(§Iთ, იძს1L9IIVI), რომელიც ბოროტებასა და შეურაცხყოფას აყენებს სხვა პირს. მაშასადამე, მრუშობა არის უკანონო კავშირი სხვის ცოლთან ან სხვის ქმართან. ბასილი დიდის კანონებში (38, 40, 42) სიძვა მოიაზრება უფრო ფართო მნიშვნელობით და ამ სახელწოდებით აღინიშნება ყველა ის ქორწინება, რომელიც უფროსების ნებართვის გარეშე შედგება. ნებისმიერ შემთხვევაში, სიძვა ნაკლებ დანაშაულად ითვლება, ვიდრე მრუშობა, რადგან იმავე გრიგოლ ნოსელის სიტყვებით, დასახელებულ კანონში, სიძვაში ვხედავთ ხორციელი ვნების დანაშაულებრივ დაკმაყოფილებას, დანაშაულებრივ სურვილს, მრუშობაში კი, გარდა ამისა, სხვა პირის შეურაცხყოფასაც, რის გამოც, ეს უკანასკნელი დანაშაული პირველზე უფრო მკაცრად ისჯება. სასულიერო პირების საძვისათვის დასჯა, როგორც ეს ამ კანონშია გამოხატული, ეყრდნობა წმიდა წერილს (იხ. 1 ტიმ. 3, 2, 3; ტიტ. 1, 6).3 მეორე დანაშაული, რომელსაც ეს კანონი განიკითხავს, არის ფიცის გატეხვა (6XI00XIC, 00L1VII1Vი), ამასთან, თუკი რომელიმე სასულიერო პირი დაარღვევს ფიცს, რომელიც მან რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ღმერთის სახელით წარმოთქვა და, სასამართლოც დაადგენს, რომ მან ეს ფიცი მართლაც დაარღვია, მაშინ ეს დარღვევა იმდენად უფრო მძიმედ და დანაშაულებრივად ითქლება, რამდენადაც უფრო საზეიმო ვითარებაში იყო ის წარმოთქმული და – პირიქით (ბასილი დიდ. 82-ე კან.) ეს დანაშაული მკაცრად დასჯადია ერისკაცებთან მიმართებითც (ბასილი დიდ. 64-ე კან.), ამიტომ გასაგებია ამ კანონის სიმკაცრე სასულიერო პირების მიმართ. გარდა ამისა, ამ სახით დაუსჯელობის შემთხვევაში, ანუ თუ სამღვდელოებიდან არ განიკვეთებოდნენ, ისინი მორწმუნეებს დააბრკოლებდნენ: თვითონ სიცრუეში მყოფნი, სიმართლის ღმერთის სამსახურში დარჩებოდნენ.“ პარვის ქვემ ( 12.0 , ჯს»ხსი) ამ კანონში უნდა ვიგულისხმოთ სხვისი საკუთრების ფარულად მითვისება. თუ ისეთი სახის ნივთი მიითვისება, რომელიც ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ ასეთი სახის ქურდობა სხვა სახის დანაშაულს წარმოადგენს და სხვაგვარად ისჯება (მოც. 72; ორგზ. 10; გრიგოლ ნოს. 6, 8).5 შენიშვნები:
1. შდრ. ბლასტარის სინტაგმაში, #, 9 (#თ. CMX9X., VI, 233-235).
2. შდრ. ამ კანონზე ზონარასა და ბალსამონის განმარტებები: #4თდ. CM8X., II, 32, 33.
3. იხ. წიგ. 0 #0XX80C0X#MX X0608MX6008 II0MX0ICIIMX“ (26-ე გამოც., მოსკოვი, 1861), §§ 53, 54.; მონოზონ-მეძავეებზე: IV მსოფლ. 16; ტრულ. 44; ანკვ. 19; ბასილი დიდ. 19, 60; ნიკიფორე აღმსარ. 35 (4თრთ. C#8X., IV, 430); 23-ე კანონზე ბალსამონის პასუხი (იქვე, IV, 465); ბლასტარის სინტაგმა, X, 32 (იქვე, VI, 345); XIV ტიტულოვანი ნომოკან,., IX, 29, XI 4,5 (I, 210, 211, 258); დიდი კურთხევანის ნომოკანონი 91-ე კან. და ამ კანონის განმარტება ა. ს. პავლოვთან (ოდესა, 1872), გვ. 105-106.
4. ბლასტარის სინტაგმა, L, 32 (რთ. CXXX., VI, 288-293). დიდი კურთხევანის ნომოკანონი 45-ე, 184-ე კან. (დასახ თხზ. გვ. 73, 160).
5. ბლასტარის სინტაგმა, #, 23 (#ძ. CV8ო-., VI, 332-334).
PDF გვ. 64 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 26
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვბრძანებთ, დაქორწინების სურვილის შემთხვევაში, უქორწინებელ კლერიკოსთაგან ამის უფლება მხოლოდ წიგნის მკითხველებსა და მგალობლებს მიეცეთ.
"ეს კანონი მჭიდრო „კავშირშია მოციქულთა განწესებების (VI, 17) მსგავს განწესებებთან. იგი განასხვავებს დაქორწინებულ მღვდელმსახურებს დაუქორწინებელთაგან და ამ უკანასკნელთა მიმართ განაწესებს, რომ ასეთი პირები არ უნდა დაოჯახდნენ, თუკი ისინი დასში უცოლონი გაწეგრიანდნენ; მხოლოდ წიგნისმკითხველებისა და მგალობლებისათვის უშვებს თავისუფლად ქორწინების უფლებას მათი სურვილის შემთხვევაში. მოციქულთა ეს კანონი, შემდგომში სიტყვასიტყვით იქნა გაასეორებული ტრულის კრებაზე (მე-6 კანონი), სადაც, ამასთან, დადგინდა, დიაკონმა ჯდა ა მღვდელმა თავისი ხელთდასხმის ლათ 'არ უნდა გაბედოს ოჯახის შექმნა, ხოლო ვინც ამას მოიმოქმედებს, მღვდელმსახურის წოდებიდან განიკვეთოს. პირი, რომელსაც დასში გაწევრიანება სურს და ამასთანავე შეუღლებაც, იპოდიაკონად დადგინებამდე უნდა დაქორწინდეს. თუ რატომ უკრძალავს ეს და ბევრი სხვა კანონი მაღალი იერარქიული საფეხურის სასულიერო პირებს ხელთდასხმის შემდეგ ქორწინებას, ამაზე არქიმანდრიტი იოანე ამ კანონის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ხელთდასხმის შემდეგ სასულიერო პირის ქორწინება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მას არ ესმის მისი წოდებისათვის საკადრისი ხორციელი კრძალულების მთელი სიმაღლე და იქნებოდა რა ერისათვის საცდური, ქორწინება მას, გარკვეულწილად, მისი წოდების სიმაღლიდან ჩვეულებრივი ერისკაცის დონემდე ჩამოიყვანდა. მართალია, ქორწინება არ არის სასულიერო რაიმე წოდების შემბილწველი უწმინდურება (მოც. მე-5 და 51-ე კანონები), მაგრამ ვინც თავის ქორწინებამდე, ქალწულობაში შეერთდა ქრისტესთან და მის ეკლესიასთან სამღვდელო საიდუმლოებით, მისთვის ფრიად უცნაური და უხამსი საქციელი იქნებოდა ამის შემდეგ კვლავ დაემყარებინა მჭიდრო კავშირი ამა სოფელთან. სულ სხვა საქმეა ხელთდასხმამდე ქორწინება, როცა ჯერ კიდევ არ არის ძალაში ის საიდუმლო კაგშირი, რომელიც სასულიერო პირს საკურთხეველთან აკავშირებს საღვთო მადლით. სულ სხვას წარმოადგენს, აგრეთვე, ეკლესიის მსახურთა ქორწინება, რომლებსაც სამღვდელო საიდუმლო არ მიუღიათ, რის გამოც, მათი ქორწინება ნაკლებად ეწინააღმდეგება ეკლესიაში მათი მსახურების არსსა და მნიშვნელობას.' მოციქულთა ამ და ტრულის ხსენებული კანონით, ნათლად მტკიცდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური განწესებებით, საერო მღვდელი (რადგანაც მონოზვნების შესახებ ამ კანონისა და მოციქულთა სხვა კანონების მიღებისას საუბარიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო) შეიძლება უცოლოც ყოფილიყო, ანუ საერო მღვდელი შეიძლება იყოს ის, ვინც ცოლიანი არასდროს ყოფილა. მთელი თოთხმეტი საუკუნის მანძილზე, ამას ეკლესიისათვის მკაცრი კანონის მნიშვნელობა ჰქონდა და აზრად არავის მოსვლია ევარაუდა, რომ ყველა საერო მღვდელი აუცილებლად ცოლიანი ყოფილიყო. ამ აზრმა, სხვადასხვა ისტორიული მიზეზების შედეგად, იმ პერიოდისათვის დაიწყო გავრცელება და გადმოცემის გზით ჩვენამდე სჯულდების სახით მოვიდა. სინამდვილეში, ეს ცრუ აზრია და სრულიად თვითნებური, რის გამოც ჩვენ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ისტორიულკანონიკური გამოკვლევა დავწერეთ, რომელიც თავის დროზე იყო გამოქვეყნებული,? სადაც, როგორც ვფიქრობთ, ზედმიწევნით დავამტკიცეთ, რომ საერო მღვდელს შეუძლია არასდროს იყოს ცოლიანი და ამასთან არ არის აუცილებელი მონოზვნობა მიიღოს, მხოლოდ თუ ის საკმაოდ დამაჯერებლად დაარწმუნებს ეკლესიის იერარქებს იმაში, რომ არსებულ საეკლესიო განწესებებს დაიმარხავს და თავის ცხოვრებაში ისე მოიქცევა, როგორც საღვთო საკურთხევლის მსახურს შეეფერება.
შენიშვნები:
1. არქიმ. იოანე, დასახ. თხზ., I, 167-168.
2. იხ. 33M00M%M#M# 60X00X08. XV09898X „MICIMM#8-, I, 156 და შემდგ.
PDF გვ. 66 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 27
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გბრძანებთ, ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრაგს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით: ცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, „–ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა.“ (1 პეტ. 2, 23).
ეს კანონი სჯულდების სახით შეიცავს წმიდა წერილის ახალი აღთქმის განწესებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირმა არ უნდა გაბედოს ვინმეს ცემა (იხ. მთ. 5, 39; 1 ტიმ. 3, 3; ტიტ. 1, 7); ხოლო ვინც ამას ჩაიდენს, უნდა განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან. ეს კანონი განმეორებულ იქნა კონსტანტინოპოლის კრების მიერ 861 წელს წმინდა მოციქულთა ტაძარში, აღნიშნული კრების მე-9 კანონის განმარტებაში, ამ ბიწიერების შესახებ, რომელშიაც შეიძლება სასულიერო პირი ჩავარდეს, ნათქვამი იქნება რაოდენც საჭიროა..
PDF გვ. 67 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 28
აშკარა დანაშაულისათვის სამართლიანად განკვეთილი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაბედავს და კვლავ შეუდგება ოდესღაც მისთვის დავალებულ მსახურებას, ეკლესიიდან სრულიად მოიკვეთოს.
( მსოფლ. 5, II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 29; სარდ. 14; ანტიოქ. 4, 12, 15; კართ. 29, 65; ბასილი დიდ. 88). :
ეს კანონი უმაღლეს საეკლესიო სასჯელს უფარდებს იმ მღვდელმსახურს, რომელმაც მას შემდეგ, რაც დანაშაული ჩაიდინა და ეს სასამართლოს მიერ დამტკიცდა, რისთვისაც კანონიერად იქნა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთილი, გაბედა და კვლავ შეასრულა ის მღვდელმოქმედება, რომელიც მას ადრე ჰქონდა მინდობილი. ასეთი პირისათვის კანონი აწესებს ეკლესიიდან სრულ მოკვეთას. ეს კანონი ადგენს სასამართლო პროცესის წარმართვის წესს დანაშაულის ჩამდენ სასულიერო პირთან მიმართებით, სახელდობრ: ეპისკოპოსები უნდა წარდგნენ კრების სამსჯავროს წინაშე (მოც. კანონები 74 და 75); მღვდლებისა და დიაკვნებისათვის – ეს არის ეპისკოპოსის სამსჯავრო (მოც. კანონები 12, 13 და 31). შესაბამისად, კანონი გულისხმობს, რომ გარკვეული დანაშაულობანი სასამართლოზე დამტკიცებული იყო და რომ სასამართლო განაჩენი სამართლიანად იქნა გამოტანილი (გსიCL0XC). უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში აპელირების უფლება უმდაბლესი (პირველი) ინსტანციის სასამართლო განაჩენის წინააღმდეგ ყველას ჰქონდა, ვინც კი ჩათვლიდა, რომ ამის საფუძველი გააჩნდა, რის გამოც, სხვათა შორის, მოციქულთა 37- ე კანონით დადგინდა (ისევე, როგორც შემდეგდროინდელი კანონებით) თითოეულ სამიტროპოლტტო სამთავროში ყოველწლიურად ეპისკოპოსთა კრებების მოწვევა, სადავო საკითხების გადასაწვეტად და სასამართლო პროცესებზე საბოლოო განაჩენების გამოსატანად. ასეთი განაჩენები, როგორც წესი, უცვლელი რჩებოდა და პროცესის თითოეული მონაწილე უპირობოდ უნდა დამორჩილებოდა მათ და "ეღიარებინა. თუკი რომელიმე გასამართლებული სასულიერო პირი არ მოისურგებდა პირველი კანონიერი გადაწყვეტილების აპელირებას უმაღლეს სასამართლოში კანონით დადგენილი დროის განმავლობაში, მაშინ პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის შეუცვლელი რჩებოდა. წინამდებარე შემთხვევაში, კანონი ბრძანებს განკვეთის შესახებ, რომელიც რომელიმე სასულიერო პირს სასამართლოს მიერ მიესაჯა და თუ იგი არ ინებებს დაემორჩილოს განაჩენს, მაგრამ, ამასთანავე, არც მოისურვებს მოითხოვოს მისი ბრალდების გამოძიება უმაღლესი სასამართლოს წინაშე და, თვითნებურად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შემდეგშიაც გააგრძელებს იმ მღვდელმოქმედებას, რასაც ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ასრულებდა, მაშინ ასეთი პირი, – როგორც ზონარა ამბობს, – სრულიად სამართლიანად, საბოლოოდ განიკვეთება ეკლესიიდან თავისი სიბრმავის გამო. გარდა ამისა, ის უკვე არც შეიძლება სხვაგვარად დაისაჯოს კანონების თანახმად.' ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ, აგრეთვე, ანტიოქიის კრების მე-4 კანონის განმარტებაში.
შენიშვნა:
1. რთ. CMMMX,, II, 36.
PDF გვ. 68 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 29
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელთდამსხმელიც, და ეკლესიიდანაც სრულიად მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან, პეტრესგან.
როგორც თავისი სახიერების წმინდა ძღვენი, ღმერთმა ადამიანებს იესუ ქრისტეს მეშვეობით წმიდა სახარება უბოძა და ის მადლი, რომელიც მისგან მომდინარეობს. იმავე ძღვენის მეშვეობით მოუხმო ქრისტემ მაღალი პატივისათვის მოციქულებს სახარების მსახურებისათვის; აღჭურვა ისინი სულისა და ძალის უმაღლესი ნიჭით, რათა ღირსეულად ემსახურათ იმისათვის, რომ ყველა დარწმუნებულიყო მათი მოციქულობის საღვთო განგებულებაში. აქედან, უკვე, თავისთავად ცხადი იყო, რომ მოციქულებს არ შეეძლოთ საღვთო მადლისმიერი ძღვენი სავაჭრო საგნად ექციათ. მათ, როგორც მის უსასყიდლოდ მიმღებლებს, ასევე უსასყიდლოდ უნდა გაეცათ იგი (იხ. მთ. 10, 8). როცა შემდგომში, ვინმე სიმონმა, მოისურვა ფულით ეყიდა სულიწმიდის სასწაულთმოქმედი ძალა, რომლითაც მოციქულები იყვნენ აღჭურვილნი, პეტრემ მას უპასუხა: „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად“ (საქმ. 8, 20). ამიტომაც ეწოდა ამ სიმონის სახელით „სიმონია“ ყველა ქმედებასა და სურვილს, რომელსაც შეიძლება შეეხსენებინა სიმონის ზემოაღნიშნული მცდელობა. მოციქულ პეტრეს მიერ ამ მცდელობის დაგმობა, პირველი დროის ქრისტიანებისათვის საშინელ მაგალითად იქცა. არა მხოლოდ სიწმინდის ყიდვა-გაყიდვა, არამედ თვით ამის სურვილიც კი, საძაგელ საქმედ და უკიდურეს ბოროტმოქმედებად ითვლებოდა. სიმონიის შესახებ ეკლესიის ასეთი შეხედულება მით უფრო მწვავე ხდებოდა, რაც უფრო შეინიშნებოდა, დროთა განმავლობაში, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამ ბოროტებასა და საზიზღარ საქმიანობაში ვარდებოდნენ. წმინდა მამები და ეკლესიის მოძღვრები, ვერ პოულობენ თავიანთ თხზულებებში საკმარის სიტყვებს, რათა უაღრესად საძრახისი ბეჭდით დაედაღათ სიმონია და სიმონიტები. ასევე უდგებოდნენ ამ საკითხს ყველა საუკუნის კრებები, როგორც ამას ვხედავთ ზემოთ მოყვანილ პარალელურ კანონებში. თეოდორიტე სიმონიას უწოდებს X0ICX6IIX006!0 (1%ი 018 0X CხXLI5L0 ისიძ1ი8L10, ქრისტეს გამყიდველობა). ისიდორე პელუსიელი სიმონიტს უწოდებს (M#0I6დთC XიIC+C0MXX6V9C, კაიაფა ქრისტესმკვლელს).? სინგელიაში, რომელიც მიტროპოლიტებსა და მთავარეპისკოპოსებს ხელთდასხმისას ეძლევათ, განსაკუთრებულ მოვალეობად ერაცხებათ საკუთარი სულის დაცვა „სიმონიის მანკიერებისაგან“ #96 >VIVXVIIII)C MXIMVXC (8 =1000»1- 800 VILIL0).3 ცნობს რა უკანონოდ ფულით მიღებულ სამღვდელო წოდებას, კანონი არ მიიჩნევს საკმარისად სიმონიტობისათვის წოდებიდან განკვეთას, რადგან ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს წაერთმეოდა მხოლოდ ის, რაც მას კანონით ისედაც არ ეკუთვნოდა, ხოლო თვით ბოროტება კი დაუსჯელი დარჩებოდა. ამიტომ, კანონი ასეთი დამნაშავისათვის, ეკლესიასთან ერთობიდანაც გაწნყენებას განაწესებს, ანუ ორმაგ სასჯელს უფარდებს: ხარისხიდან განკვეთასა და ეკლესიიდან მოკვეთას (დიდი განყენება, შეჩვენება). ზუსტად ასეთივე ორმაგ სასჯელს ექვემდებარება სიწმინდის გამყიდველიც, ანუ ქრთამით ხელთდამსხმელიც. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასწ”ელი, როგორც ეს მოციქულთა 25-ე კანონშია ნათქვამი. მაგრამ სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს, ისევე, როგორც ეპისკოპოსის ხარისხის მიღება საერო ხელისუფლების დახმარების გზით. ამის შესახებ მოციქულთა შემდეგი კანონი (30-ე) საუბრობს. აი, რატომაც განუწესებს კანონი დამნაშავეს ორმაგ სასჯელს ასეთი დანაშაულისათვის.
კანონში ნათქვამია: როგორც სიმონ მოგვი ჩემგან, პეტრესგან (სჯ” 6100 II6Lილს). ასე იკითხება ა თ ე ნ ი ს სინტაგმაში, საიდანაც კანონებს ვთარგმნით. იგივეს ვკითხულობთ ყველა სხვა, ბერძნულ კანონიკურ კრებულებში, რის გამოც ჩვენ ასევე გადმოვთარგმნეთ. ზოგიერთ სხვა, ძველ კრებულში, თითქოსდა ასე ეწერა: 5თ L8IთV ს6/0აC სX0 «თს II6+იის, რის შედეგადაც დიონისე მცირემ შემდეგნაირად გადათარგმნა: §10სხ 81იიიი ჯი8წV§ 8 19%L0 (როგორც სიმონ მოგვი პეტრეს მიერ). გარაუდობენ, რომ თავიდან უნდა ყოფილიყო +«X0 +0ს II6ჯიის, მაგრამ შეცვლილია ისე, როგორც ჩვენს რედაქციაშია, ვიღაც დაუდგენელი პირის მიერ, რომელიც თვლიდა, რომ თავად მოციქულების მიერ იყო ეს კანონები შედგენილი.“ შენიშვნები:
1. IსიიძიXიL., II15L. იიი1, I, 4 IM1Iლიი, 8. წ., L. 82, იი1. 909-913).
2. 151ძ. XC9IMI510L. 1Iხ. I, იი. 315 IM1ლიი, §. წ., L. 78, ლი1. 365). CL. IIIი»ი»ი. 10 M2%#, 12, 32 IMIთი«, 6. I., C. 26, ლი1. 81). CIიყი». M8წი, 0015(. სხ. V, 1იძ!ის XIII, 6ი19L. LIII IMIფიი, 5. I., L. 77, C01, 782-785).
3. ტდ. CMMI., V, 547. იხ. მღვდელმთავრის აღსარების წესი“ (M00X»8, 1867). ბლასტარის სინტაგმაში, X, 28, ვკითხულობთ შემდეგს: დასადგინებელ გადასახადთან“ (»ნი! MთV0IXის) და იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვეულებისამებრ, ხელთდასხმისათვის ეძლევა. მარადმოსახსენიებელ მეფის, ისააკ კომნინის ქმრისობული, სხვათა შორის, განაწესებს შემდეგსაც: მღვდლების ხელთდასხმისას, გადასახადთან დაკავშირებით, ჩემი სამეფო ხელისუფლება განაწესებს, რომ ძალაში დარჩეს ძველი დადგენილება და ეპისკოპოსმა, რომელიც მათ ხელთდასხმას ახდენს, არ უნდა აიღოს შვიდ ოქროს მონეტაზე მეტი (ნომიზმი = დუკატს = დაახლ.
3 მან.): ერთი – წიგნისმკითხველის დადგინებისას, სამი – დიაკონის ხელთდასხხმისას და სხვა სამი – მღვდლის დადგინებისას. ეს ასევე დასტურდება პატრიარქ მიქაელ ფილოსოფოსის სინოდალური განწესებითაც. ზუსტად ასევეა, ნაყოფის გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც ერისკაცებმა უნდა შესწირონ მღვდელმსახურებს და დადგენილია: თითოეულმა 30-კომლიანმა სოფელმა უნდა გასცეს ერთი ოქროს ნომიზმი (დუკატი), ორი ვერცხლის ტალერი, ერთი ცხგარი, ექვსი მეოთხედი ქერი (#M§თ!ისC) (1 მეოთხედი = სამკოდნახევარს. – მთარგმ.), 9 გედრო (M§5+«ით) ღვინო, 6 მეოთხედი ფქვილი და 30 ქათამი. პატრიარქ ნიკოლოზის დროს გამოცემული იყო სხვა სინოდალური განწესებაც, რომელიც ბრძანებდა, რომ ამ ქრისობულის თანახმად, ნაყოფის გადასახადი ქიროტონიისთგისაც ყოფილიყო გაცემული“ (4თ. C#8X., VI, 513-514).
4. სიაიტიI, >. 8I1V6 სიიძიიზ8ი, II, #იიიL. 1 ჩხ. ი8ი., ი. 26. 0ILიX, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს კანონი არის მხოლოდ ამონაკრები ქალკედონის მე-2 კანონიდან „მიიჩნევს, რომ პეტრე მოციქულის სიტყვები არის გვიანდრიონდელი დამატება ამ კანონთა შემკრებელის მიერ გაკეთებული, რათა ეჩვენებინა მოციქულთა ამ (29-ე) კანონის წარმომავლობაც (დასახ. თხზ., 5. 356, 411). ის, რაც პეტრეს შესახებ ნათქვამია ჩვენს რედაქციაში, ყველაზე მეტად თანხმობაში იქნებოდა ჩვენ მიერ უკვე მოხსენიებულ ტურიანეს აზრთან, რომ ყველა ეს მოციქულთა კანონი ჩამოყალიბებულია თვით მოციქულთა მიერ იერუსალიმის კრებაზე ქრისტეს შობიდან 45 (?) წელს.
PDF გვ. 69 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 30
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით' მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე, ყველა მისი თანამზრახველი.
კანონების თანახმად, ეპისკოპოსების გამორჩევისა და ხელთდასხმის უფლება ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. საერო ხელისუფლებამ ამ პროცესზე ზეგავლენას მხოლოდ გვიან საუკუნეებში, IV საუკუნის დასაწყისში მიაღწია, როდესაც ბერძენ-რომაელ იმპერატორთაგან ზოგიერთი გაქრისტიანდა. თუმცაღა, მაშინაც საერო, ან უფრო ზუსტად – სახელმწიფო ხელისუფლების გაგლენა ეპისკოპოსის დადგინებაზე ნორმირებული იყო ეკლესიის კანონიკურ განწესებათა თანახმად და, შესაბამისად, ეკლესიის მიერ მისი აზრის გათვალისწინება და, მაშასადამე, ამ საქმეში მისი ჩარევის დაშვება, მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ხდებოდა. იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლება კანონით განსაზღვრულ ნორმებს არღვევდა, ანდა სასულიერო პირი, რომელსაც უნდოდა რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა ეპისკოპოსი გამხდარიყო და როდესაც ამას პატიოსანი გზით (საეკლესიო ხელისუფლების მეშვეობით) ვერ აღწევდა, დახმარებისათვის საერო ხელისუფლებას მიმართავდა, ყველა ასეთ შემთხვევაში ეკლესია გადაჭრით, საჯაროდ განიკითხავდა ამ და მსგავს დარღვევებს, რამეთუ ეს იყო მისი ერთ-ერთი ძირითადი უფლების ხელყოფა. ამის შესახებ საუბარი კიდევ იქნება VII მსოფლიო კრების ერთ-ერთ, კერძოდ, მე-3 კანონის განმარტებაში. რადგან ეკლესია გმობდა ეპისკოპოსის დადგინებისას სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას მაშინ, როცა ხელმწიფენი ქრისტიანები იყვნენ, მით უფრო, ცხადია, მას უნდა დაეგმო ასეთი ჩარევის მცდელობა ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოს წარმართი მეთაურნი მართავდნენ; მით უფრო მძიმე სასჯელი უნდა დაედოთ იმ დამნაშავეთათვის, რომლებსაც არ ერცხვინებოდათ წარმართ ხელმწიფეთათვის ან მათზე დაქვემდებარებულ მოხელეთათვის მიემართათ – ოღონდაც ეპისკოპოსობა მიეღოთ. სწორედ, ასეთი შემთხვევები აქვს მხედველობაში წინამდებარე (30-ე) კანონს. ქრისტეს ეკლესიის პირველ ხანებში, გვხვდებოდნენ როგორც ცალკეული რომის იმპერატორები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ქვედა ფენის ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც ქრისტიანული ეკლესიის მიმართ არ იყვნენ მტრულად განწყობილნი და არ დევნიდნენ მას. სწორედ ასეთ პირებს მიმართავდა ზოგიერთი მღგდელი და აღწევდა რა მათი დახმარებით ეპისკოპოსობას, ამა თუ იმ ეკლესიას განმგებლობაში იბარებდა.! ასეთ მღვდელმსახურთა წინააღმდეგ არის მოციქულთა ეს კანონი მიმართული და მათ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს, რადგან არსებითად ეს სწორედ რომ სიმონიაა, მხოლოდ – სხვა სახის. ამიტომ უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული, სახელდობრ: უკანონოდ მიღებულ საეპისკოპოსო ხარისხიდან განკვეთასა და უზიარებლობას (ეკლესისასთან ერთობიდან განყენება, 0XXV969M6 0X II60X088010 06IIIC6M%#). მაშასადამე, ორმაგ სასჯელს ადებს, როგორც სიმონიისათვის.2 ამ კანონში მხოლოდ ეპისკოპოსი მოიხსენიება, რომელმაც ეპისკოპოსობა საერო ხელისუფლების ხელშეწყობით მიიღო, 29-ე კანონში კი – ფულით სასულიერო ხარისხის მიმღები ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, და ყველა მათგანი, კანონის განწესების წინააღმდეგ შემცოდებელი, ხარისხიდან განკვეთასა და უზიარებლობას ექვემდებარება. ამ კანონის განმარტებისას ბალსამონი სვამს კითხვას: როგორ უნდა მოექცნენ იმას, ვინც საერო ხელისუფლების ხელშეწყობით გახდება მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი ან წიგნისმკითხველი, ანდა – როცა ქრთამით დგინდება იპოდიაკონად ან წიგნისმკითხველად? და თავადვე უპასუხებს: ყველა ამ გზით დადგინებული პირი ექვემდებარება განკვეთას, ან განყენებას, მოციქულთა 30-ე კანონის ბოლო სიტყვების საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ მთავარი ბოროტმომქმედნი განიკვეთებიან და განიყენებიან ეკლესიიდან, არამედ – მათი თანამზრახველებიც.9 შენიშვნები:
1. ამის შესახებ ბევერეგია თავის თხზულებაში C0ძ9X იგი, 00108. იIIXიIL, 11109LL8L%. (I. II, მე-4 გვ.) ამბობს: ს ფ908%XV15 0X0(0512%05 §იგიI19Iი8 3ი05(010”VV სიოიიხსვ 10 ”05(1551- X86 08801 CMXI5(0183915, ი6I0106X (81001 182(6L, იცთი10I08 ი8=სი 6ტლსიძი Lი»LIიფ)6 80L86 იხუ8ს8იგი 5800VI0C 11118 ”2VI1550, ძყსესთ იIX0იLჭიტი იიი იიიიVI108 6001051859(1088 ძ1>71- L9%08 85500VL05 6830, იIს5ძფV8I V6II651MიII0 65%, V09I ს0L1I05 C60XL1881 VI („მართალია, მოციქულთა ხანაში სახელმწიფო ხელისუფლება საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანთა მიმართ, მაგრამ არაგისთგის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ქრისტიანული ერის II და III საუკუნეებში, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი კეთილგანწყობილებას იჩენდა ქრისტიანებისდმი, ამიტომ, მეტად სარწმუნოა, ან შეიძლება ითქვას, ეჭვგარეშეც კია, რომ ზოგიერთი პირი ცდილობდა საეკლესიო წოდება მათი დახმარებით მიეღო").
2. იზ. რაც არის ნათქვამი ორმაგი სასწელის შესახებ მოციქულთა 29-ე კანონის განმარტებაში.
8. #თ. C#98X., II, 38; ბლასტარის სინტაგმა, L, 19 (4თ. CM#»X., VI, 272-273).
PDF გვ. 71 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 31
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელი, რომელიც უგულებელყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს ისე, რომ სასამართლოს წინაშე ეპისკოპოსს ვერავითარ ისეთ ქმედებაში ვერ ამხელს, რაც ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო იქნებოდა, განკვეთილ იქნეს, როგორც მთავრობისმოყვარე, რამეთუ იგი ძალაუფლების მიმტაცებელია. ასევე განიკვეთოს დასის ყველა სხვა წევრი, ვინც კი მას შეუდგება; ერისკაცები კი, ასეთ შემთხვევაში, ეკლესიასთან ერთობიდან განკანონდნენ. ყველაფერი ეს ამგვარად აღესრულოს ეპისკოპოსის მხრიდან ერთგზის, ორგზის და სამგზის შეგონების შემდეგ.
თუკი ნებისმიერ საზოგადოებაში საჭიროა მკაცრი წესრიგის დაცვა და თითოეული მისი წევრისაგან როგორც თავისი ადგილის ცოდნა, ასევე თავისი მოვალეობისა და უფლებისა, რათა რაც შეიძლება წარმატებულად მიიღწეოდეს მისი (საზოგადოების) მიზანი და დამყარდეს თანხმობა და მშვიდობა, მაშინ მით უფრო საჭიროა ამის თქმა ქრისტეს ამქვეყნიური ეკლესიის მისამართით. ეკლესიის მოწყობა ეფუძნება საღვთო სამართალს და მასში მთავარი ადგილი იერარქიას უკავია. იერარქიის წევრებს შორის დამოკიდებულება, ზუსტად და მკაცრადაა განსაზღვრული. თითოეული მათგანი, რომელიც ამ დამოკიდებულების დარღვევას განიზრახავს, თვითონვე ხდება ეკლესიაში უწესრიგობის მიზეზი და აზიანებს თავად ეკლესიის მსოფლიო ამოცანას.აქედან გამომდინარე, ეკლესიის წინაშე დამნაშავეა და გმობას იმსახურებს ეკლესიის ყველა ის წევრი, რომელიც რაიმე ქმედებით ეკლესიაში უწესრიგობას ქმნის და აძნელებს მის მიერ ამქვეყნიური ამოცანის შესრულებას. იერარქიული ხელისუფლების ცენტრს ეპისკოპატი წარმოადგენს და საეპისკოპოსო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული დასის ყველა წევრი, განურჩევლად. ქრისტიანული ეკლესიის იერარქიული მოწყობის ეს მთავარი აზრი, დღემდე მკაცრი მიმდევრობითაა გამოხატული ყველა საუკუნის საეკლესიო კანონმდებლობაში.! სასულიერო იერარქიის ხარისხის მიხედვით, ეპისკოპოსზე დამოკიდებულების მხრივ პირველ ადგილზე დგას მღვდელი და სწორედ ამ დამოკიდებულებაზე საუბრობს ეს (31-ე) კანონი.
ეკლესიის პირველივე ხანებში იყო-შემთხვევები, როცა ზოგიერთი მღვდელი თვითნებურად შორდებოდა თავის ეპისკოპოსს, განსაკუთრებულ რელიგიურ თემს აყალიბებდა და თვითონ აშენებდა ეპისკოპოსისაგან გამოცალკევებულ ეკლესიას.? ისინი სხვადასხვა ხერხებით, იკრებდნენ თავის გარშემო ერთგულ მიმდევრებს და ასეთ ეკლესიებში ეპისკოპოსისგან დამოუკიდებლად მსახურობდნენ, რასაც ქრისტეს ეკლესიაში განხეთქილებები და ზიანი შემოჰქონდა.3 ეს მით უფრო იოლად შეიძლებოდა მომხდარიყო იმის გამო, რომ საეკლესიო კანონმდებლობით მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეპისკოპოსსა და მღვდელს შორის ზუსტად და მკაცრად განსაზღვრული დამოკიდებულება. ამის დამადასტურებელია, სხვათა შორის, ნეტარ იერონიმეს ცნობილი განხეთქილება.4? სწორედ, ამის წინააღმდეგ გამოდის მოციქულთა 31-ე კანონი. იგი განკვეთას უქვემდებარებს ყველა იმ მღვდელს, ვინც უარს განაცხადებს დაემორჩილოს თავის კანონიერ ეპისკოპოსს და განეშორება მას. მან ვერ უნდა გაბედოს ამის გაკეთება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხედავს, რომ ეპისკოპოსი ცუდი ადამიანია. უნდა სწამდეს, რომ კურთხევა ცოდვილი ეპისკოპოსისგანაც გადმოეცემა, რადგან იოანე ოქროპირის სიტყვებით, ღმერთი ხელთ არ ასხამს ყველა ეპისკოპოსს, მაგრამ ყველა ეპისკოპოსის მეშვეობით მოქმედებს.5 თუკი რომელიმე მღვდელს მოეჩვენება, რომ მისი ეპისკოპოსი მოქმედებს ღვთისმოსაობისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია საჩივრის შეტანა რწმუნებულ საეპისკოპოსო სასამართლოში (IV მსოფლ. 9), და თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს და გადააყენებს, მხოლოდ მაშინ თავისუფლდება მღვდელი თავისი ეპისკოპოსის მორჩილებისაგან.9 თუმცაღა, იგი მაშინაც კი არ ხდება სრულიად დამოუკიდებელი მისი საეპისკოპოსო ხელისუფლებისაგან, ისევე როგორც არ თავისუფლდება იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც ძევს იერარქიული წყობის საფუძველში და რომლითაც განპირობებულია ეკლესიაში ყველაზე მცირე მნიშვნელობის სამღვდელო მოქმედებაც კი. კანონებში მოხსენიებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა სასულიერო პირს ნება ეძლევა თავისუფლად გამოეყოს თავის ეპისკოპოსს ისე, რომ არ დაელოდოს მის მიმართ კრების განჩინებას, კერძოდ, ეს ის შემთხვევაა, როცა ეპისკოპოსი აშკარად ქადაგებს მწვალებლობას. წინამდებარე კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სამღვდელონი არამცთუ არ ექვემდებარებიან სასჯელს იმისათვის, რომ თავიანთ ეპისკოპოსს განეშორნენ კრების გადაწყვეტილების გამოტანამდე, არამედ პირიქით, მართლმადიდებლისათვის შესაფერისი პატივის ღირსნი არიან, რადგან მათ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი განიკითხეს და, არა განხეთქილებით შეარყიეს ეკლესიის ღირსება, არამედ პირიქით, ისწრაფეს გაეთავისუფლებინათ ეკლესია განხეთქილებისა და გაყოფისაგან (ორგზ. 15).
მოციქულთა კანონი ხარისხიდან განკვეთას განუწესებს როგორც განხეთქილებაში მყოფ მღვდლებს, ასევე, ყველა სხვა სასულიერო პირს, რომლებიც ამ გახნხეთქილებაში მყოფთ შეუერთდებიან. ერისკაცებს კი, რომლებიც ასეთ მღვდელმსხურებს შეუერთდებიან, კანონი ეკლესიასთან ერთობიდან განაყენებს. როგორც სასულიერო პირთა განკვეთა, ასევე, ერისკაცთა განყენება ხდება რწმუნებული ეპისკოპოსის ძალაუფლებით. თუმცა, ადამიანურ უძლურებათა გათვალისწინებით, აგრეთვე, იმის გამო, რომ მხედველობაში მიიღება სასულიერო წოდების მნიშვნელობა, კანონი ეპისკოპოსს განუწესებს დამნაშავენი სამგზის გააფრთხილოს და სამგზის შეაგონოს და როცა დარწმუნდება, რომ ყველა ამ მცდელობის მიუხედაგად, ისინი მაინც ჯიუტად რჩებიან თავიანთ პოზიციაზე, მხოლოდ მაშინ გამოიტანოს მათ მიმართ საბოლოო განაჩენი.
“შენიშვნუბი:
1. შდრ. ჩემი „IIი88. IXCCX8690 I0280“, § 70 და შემდგ. (შდრ. რუსული თარგმ., § 51 და 71), ასევე, ზემოთ მოციქულთა 1 და 2 კანონების განმარტება.
2. ამ კანონის გამოთქმა ჯთაიLC თსV67თ7M Mთ! 0სღIთღჯიის CL§ი0V XIMCI„ცალკე კრებებს მოაწყობს და სხვა საკურთხეველს აღმართავს”), ზუსტად განიმარტება იმ ფაქტით, რომ თავიდან ქალაქების მთელი სამღვდელოება მიეკუთვნებოდა კათედრალურ საეპისკოპოსო ეკლესიას (რომელიც უმთავრესად ქალაქში ერთადერთი იყო) და შეადგენდა ამ ეკლესიის დასს. მოციქულთა ეს კანონი საუბრობს სწორედ ცალკე ეკლესიაზე, რომელიც გინმემ აღმართა საეპისკოპოსო ეკლესიისაგან დამოუკიდებლად და ამ ეკლესიაში თავისი ეპისკოპოსისაგან განშორებული მღვდლის მსახურებაზე. იხ. ამ კანონის განმარტება არქიმანდრიტ იოანესთან (დასახ. თხზ,, I, 174, შენიშვ. 240).
3. ნოვაციანოსს რომში დაუარსებია ეკლესია რწმუნებული ეპისკოპოსისაგან დამოუკიდებლად და ამ მისეულ ეკლესიას კვიპრიანე უწოდებს ი”იწვის 81(18X0, 8ძ0I(0-L8ი იგLსიძI8, სადაც შეიწირება 5820XI10წ8 830XIII1C18. ი15L. 8ძ 5(იიხჩვის» წM1Cიტ, 8. 1., ჭ. 3, იი1. 1044- 1050); ზუსტად, ასევე, მარკიანემ არლესში, მაიორინმა ცეცილიანოსის წინააღმდეგ და სხვ.
4. იხ. ჩემს თხზულებაში IIი98. I0I80#0 I ი380“, § 75, შენიშვ. 2 (შდრ. რუსული თარგმ., § 60, შენიშვ. 2) ჩემ მიერ ორიგინალიდან გადათარგმნილი ტიტეს მიმართ პავლე მოციქულის ცპისტოლის იერონიმესეული განმარტება, III0Xი». Cიჯიი, 1 0018L. ჯძ IსLსიი IM1თაი, 8. 1., ხ. 26, იიI. 555-600). შდრ. ეპიფანესთან (#807X905. 75, თ. 4) 80V0X8V9 #ტ0-V% IM1 იი, §. წ., L. 42, იი. 5081, რომელიც მიუთითებდა მღვდლის ეპისკოპოსთან იგივეობაზე.
5. ამ კანონის ბალსამონისეული განმარტება (4თ. CM%X., II, 41).
6. შდრ. ბლასტარის სინტაგმა, /I, 8 (4ძთ. CM#9X., VI, 221-223).
PDF გვ. 73 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 32
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რომელიმე ერთი ეპისკოპოსის მიერ განყენებით დასჯილი მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარების უფლება, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს; მღვდელმოქმედების უფლება მას კვლავ მისმა განმკანონებელმა ეპისკოპოსმა უნდა აღუდგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი განმკანონებელი ეპისკოპოსი გარდაიცვლება.
მოციქულთა მე-12, მე-13 და მე-16 კანონებში ვიხილეთ, რომ არც ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია თავის ეკლესიასთან ერთობაში მიიღოს ის პირები, რომლებიც სამართლიანად არიან განყენებულნი თავიანთი რწმუნებული ეპისკოპოსების მიერ. თუკი ეკლესიასთან ერთობას უნდა ჰქონდეს სრული მნიშვნელობა და ძალა, მაშინ შესაბამისად ასეთივე სრული მნიშვნელობა და ძალა უნდა ჰქონდეს ამ ერთობიდან განკვეთასაც და, მაშასადამე, თვით ეკლესიასთან ერთობის შესახებ მოსაზრების საფუძველზე, დაუშვებელია, რომ ერთი ეკლესიის მიერ განკვეთილი პირი, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მიიღოს მეორე ეკლესიამ, რადგან ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა თვით ეს განკვეთა, ანუ განყენება. ასეთი კანონი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამომდინარე განყენების შესახებ მოსაზრებიდან და მისი მნიშვნელობიდან ეკლესიის იერარქიულ წყობაში. თუ რაოდენ მკაცრად იმარხებოდა ეს კანონი, კარგად ჩანს საუკუნეთა მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ მრავალ კანონში. სწორედ, ამის შედეგად დადგინდა რწმუნებული ეპისკოპოსების მხრიდან განსატევებელი წიგნის გაცემა სასულიერო პირებზე, რომლებიც სხვა ეპარქიაში მიემგზავრებოდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ იმ ეპარქიათა ეპისკოპოსები, სადაც ასეთი პირები გადადიოდნენ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი მკლესიიდან მოკვეთილები არ არიან, და სწორედ, ამ განსატევებელი წიგნის საფუძველზე შესძლებოდათ თავიანთ საეკლესიო თემებში მათი მიღება.!
მღვდელმოქმედებიდან სასულიერო პირი შეიძლება განაყენონ” (სწორედ ასეთ განყენებაზეა საუბარი ამ კანონში) მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზე, რის შემდეგაც დამნაშავეს ისევ უბრუნდება მღვდელმოქმედების უფლება.? რადგანაც, კანონების თანახმად, ასეთი დროებით განყენებულისათვის მღვდელმოქმედების დაბრუნების უფლება (ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღვდელმოქმედების აკრძალვის გაუქმების უფლება) მხოლოდ იმ ეპისკოპოსს ეკუთვნის, რომელმაც მას ეს აუკრძალა, მაშინ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეპისკოპოსი აკრძალვის იმ ვადის გასვლამდე გარდაიცვლება, რაც გამოტანილია განყენებული სასულიერო პირის მიმართ, დგება საკითხი ვის შეუძლია ამ განყენებულ პირს, ეპიტიმიის დასრულების შემდეგ, კვლავ დაუბრუნოს მღვდელმოქმედების უფლება? სწორედ ამას გულისხმობს ეს (32-ე) კანონი, რომელიც უშვებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, სხვა ეპისკოპოსსაც შეუძლია ეს აკრძალვა მოხსნას. თუ ვინ არის ეს „სხვა“ ეპისკოპოსი, ამის შესახებ ამ კანონის კომენტირებისას განმარტებას გვაძლევს როგორც ზონარა, ასევე კანონების ყველა საუკეთესო კომენტატორები: განყენებულისათვის აკრძალვის მოხსნა შეუძლია მხოლოდ იმ ეპისკოპოსს, რომელმაც მემკვიდრეობითად მიიღო გარდაცვლილი ეპისკოპოსის სამთავრობო ღირსება.? ბალსამონი დასძენს, რომ მისთვის აკრძალვის მოხსნა, ასევე შეუძლია იმ უპირატეს იერარქს, რომელმაც გარდაცვლილი ეპისკოპოსის ქიროტონია მოახდინა, ანუ – მიტროპოლიტს ან პატრიარქს, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის საკრებულო გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენის შემდეგაა შესაძლებელი.
შენიშვნები:
–დაადება მღვდლობისაგან.
1. იხ. ზემოთ მოციქულთა მე-5 კანონის განმარტება.
2. სთ. CMX8ო., II, 43.
ვ. 4ტთ. CM#8X., II, 43; შდრ. ზონარას განმარტება იქვე.
PDF გვ. 75 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 33
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ უნდა მოხდეს უცხო ეპისკოპოსის, მღვდლისა ან დიაკვნის შეწყნარება კანონიანი ეპისტოლეს გარეშე, ხოლო ამ ეპისტოლის წარდგენის შემდეგ გამოიკვლიონ და, თუკი აღმოჩნდება, რომ ის კეთილმსახურების მქადაგებელია, მიღებულ იქნეს; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცით მას რაც სჭირდება, საძმოში კი ნუ მიიღებთ, რამეთუ მრავალი სიყალბე ხდება.
ამ (33-ე) კანონში საუბარია, მოციქულთა მე-12 კანონზე დამატების სახით, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი იერარქიული ხარისხის სასულიერო პირებზე. ერთი მხრივ, ეკლესიის არსებობის პირველ ხანებში მის მიერ გადატანილი შფოთიანი პერიოდი და ქრისტიანული რწმენის გეშმარიტებებში საერთო სისუსტე, მეორე მხრივ კი სხვადასხვა გნოსტიკური სექტის მიმდევრების მისწრაფება – შეეღწიათ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებში და მოტყუების გზით მიემხროთ მართლმადიდებლები თავიანთ საზოგადოებაში, გახდა მიზეზი წინამდებარე კანონის მიღებისა. ის ადასტურებს რწმუნებული ეპისკოპოსის მხრიდან,ს არე კომენდაციო წერილის აუცილებელ გაცემას თითოეული სასულიერო პირისათვის, რომელიც სხვა ეპარქიიდან გადმოდიოდა, მაგრამ, რადგანაც ბევრ სიყალბეს ჰქონდა ადგილი და ადვილად შეიძლება მომხდარიყო (როგორც ამას ზონარა შენიშნავს ამ კანონის განმარტებისას), რომ რწმუნებულ ეპისკოპოსს, რომელიც სარეკომენდაციო წერილს გასცემდა, შემთხვევით არ სცოდნოდა, რომ ეს სასულიერო პირი რწმენაში შეცდომილი იყო,! ამიტომ კანონი განაწესებს, რომ ასეთი კანონიანი ეპისტოლის შემთხვევაშიც კი კარგად გამოეკვლიათ, თუ რომელი სარწმუნოებისა იყო ესა თუ ის კონკრეტული პირი, და თუ ამ გამოძიების შედეგადაც ნათელი გახდებოდა, რომ ის ჭეშმარიტი მართლმადიდებელია, მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ საეკლესიო საძმოში; ხოლო თუ ოდნავ მაინც რაიმე ეჭვი იჩენდა თავს, მაშინ მისთვის უნდა მიეცათ არსებობისა და გამგზაგრებისათვის ყველა აუცილებელი სახმარი და გაეშვათ; ეკლესიური ურთიერთობა კი მასთან არავითარ შემთხვევაში არ დაემყარებინათ.
შფენიშვნა:
#4თ. CMXX., II, 44.
PDF გვ. 76 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 34
ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, ალღიარებდნენ მას, როგორც თავ ეპისკოპოსს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. მათ მხოლოდ ის საქმეები აწარმოონ, რაც თავიანთ ეპარქიებსა და მათთან მიმდებარე ადგილებს ეხება. მაგრამ პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, რამეთუ ამგვარად აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით.
“ მსოფლ. 4 6,7; მსოფლ. 23; II,სოფლ. 8! V მსოფლ. 28; ტრულ. 36, 39; ანტიოქ. 9)
მოციქულთა ამ კანონში საუბარია ყველა ერში არსებულ (#§«6თჯის §ხV0სC §1იწს18Iსჯ წ8ი1IVIი) იმ ადგილობრივ ეკლესიებზე, რომლებსაც რამდენიმე ეპისკოპოსი ჰყავდათ. ხოლო მათ შორის ერთი, ყველას მიერ აღიარებული იყო როგორც უპირატესი და თაგი ყველასი (ჯ0თ10C XXI თხ X6დთXM, 0ILIიიV08 65 V61ს% მისს). სხვა სიტყვებით, მასში საუბარია სამიტროპოლიტო სამთავროებზე და შემდგომში მათ უფრო მტკიცე მოწყობაზე IV და შემდგომ საუკუნეებში, აგრეთვე, ამ სამთავროთა ეპისკოპოსებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
წმინდა მოციქულთა საქმენი და ეპისტოლენი გვიჩვენებენ, რომ ქრისტიანობა, როგორც ადამიანთა გარეგანი კავშირი, თავიდან ჩამოყალიბდა და დაწესდა ცალკეული საეკლესიო თემების სახით, რომლებიც დაფუძნებული და მოწყობილი იყო ან თავად მოციქულების, ანდა – მათი პირველი მემკვიდრეების მიერ. ამ თემებს, გეოგრაფიულად თავიანთი საზღვრები ჰქონდათ. თუმცაღა, ეს პირველი საეკლესიო თემები, თავიანთი მოწყობით, არ იყვნენ სრულიად განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი; გარკვეულწილად, ისინი სხვა თემებთან იმ კავშირში იმყოფებოდნენ, რომელიც განპირობებული იყო მათი ან წარმომავლობით, ანდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობით. ამ საეკლესიო სამთავროებს შორის ურთიერთკავშირი, იმ მოციქულის საშუალებით ხორციელდებოდა, რომელმაც ისინი დააარსა და შემდგომში მათზე ზრუნავდა. ჩვენთვის, ამის ყველაზე კარგი დამადასტურებელი მაგალითია პავლე და იოანე მოციქულების მიერ დაარსებული თემები, ანუ ეკლესიები. შემდგომში, ერთობისაკენ ბუნებრივი სწრაფვის ძალით, თავისთავად იქმნებოდა კავშირი ერთმანეთთან ახლო მდებარე ეკლესიებს შორის. ამის შედეგად, რამდენიმე მეზობელი ეკლესია სრულიად ბუნებრივად შეადგენდა თითქოსდა, ერთ გარკვეულ, დიდ საეკლესიო სამთავროს. მისი მოცულობა და მთლიანობა, მეზობლური ადგილმდებარეობის გარდა, განპირობებული იყო მასში შემავალი ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთიანი წარმომავლობითა და იმ სულის ერთობით, რომლითაც ყველა ისინი განმსჭვალულნი იყვნენ. ამის ნათელი მაჩვენებელია მაგალითები მოციქულთა საქმეებიდან და ეპისტოლეებიდან (იხ. საქმ. 8, 1; რომ. 15, 26; 2 კორ. 1, 1; 9, 2; გალ. 1, 2; კოლოს. 4, 16; 1 თეს. 1, 7, 8; ტიტ. 1, 5; 1 პეტ. 1, 1). გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის კავშირი თავისთავად ყალიბდებოდა იმ დამოკიდებულების ძალითაც, რომელიც დედა-ეკლესიასა და მისგან წარმოშობილ ეკლესიათა შორის არსებობდა. ასეთი დამოკიდებულება კი ბუნებრივად ვითარდებოდა იმ მეთოდის წყალობით, რომლითაც მოციქულები ქრისტიანულ სარწმუნოებას ავრცელებდნენ. იესუ ქრისტემ ინება, რომ შობილიყო იუდეველთა მიწის ყველაზე მოკრძალებულ ადგილას, რათა ამით ეჩვენებინა სიმდაბლე, რომლითაც გამორჩეული უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები. თავისი მოვლინება კი მან დაასრულა იუდეის მთავარ ქალაქში. ქრისტიანობა იერუსალიმიდან, ასე ვთქვათ, გადაინერგა აღმოსავლეთის კვლავ მთავარ ადგილზე – ანტიოქიაში. იქიდან კი მოციქულებმა, განსაკუთრებით, პავლე მოციქულმა, ის დანარჩენ მთავარ ადგილებში გადანერგეს, პირველ რიგში <= მცირე აზიის პროვინციებში, შემდეგ მაკედონიასა და საბერძნეთში, დაბოლოს – რომში. ქრისტიანობა, რომის მაშინდელი იმპერიის მთავარი ადგილებიდან, უფრო მომცრო ადგილებსა და სოფლებში გავრცელდა, სადაც მთავარი ადგილების ეკლესიებს აღიარებდნენ როგორც ერთიანობის ცენტრალურ პუნქტებს. ამ მთავარი ადგილის ეკლესიებს, სამართლიანად შეეძლოთ მოეთხოვათ ასეთი აღიარება მათზე დამოკიდებული მომცრო ადგილების ეკლესიებიდან იმ ავტორიტეტის ძალით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, როგორც უშუალოდ მოციქულების მიერ დაფუძნებული ეკლესიები; გარდა ამისა, როგორც სახარებისეული მოძღვრების სიწმინდის დამცველები; როგორც გარკვეული ორგანიზაციის მიმღებნი თვით მოციქულთაგან და, რომლებსაც გააჩნდათ მნიშვნელოვანი წონა, როგორც დიდ ორგანიზებულ ქრისტიანულ საეკლესიო თემებს; ამასთან, მნიშველოვანწილად იმიტომაც, რომ მათი ეპისკოპოსები განთქმულნი იყვნენ სიბრძნითა და ღვთისმოსაობით. იმპერიის მთავარი ადგილების ეკლესიების ასეთი საეკლესიო მნიშვნელობის აღიარება, მათი ზეგავლენა მათზე დამოკიდებულ მცირე ეკლესიებზე და ამ უკანასკნელთა ნებაყოფლობითი სწრაფვა – ჰქონოდათ მათთან ურთიერთობა ერთიანობისა და მეტი სიძლიერისათვის, ყველაფერი ეს დამოწმებულია მრავალი მაგალითით, – დაწყებული იმთავითვე, მოციქულთა დროიდან.! მთავარი ადგილის ეკლესიის ავტორიტეტი, ანუ დედა-ეკლესიისა, თავისთავად გადადიოდა ამ ეკლესიის ეპისკოპოსზე, ხოლო, რადგანაც ეპისკოპოსები, ზოგადი წესის თანახმად, წარმოადგენენ თავიანთ ეკლესიებს და თვით ეკლესიები მათი მეშვეობით მოქმედებენ, ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანობის ჩასახვიდანვე ვხედავთ, რომ მთავარი ქალაქების ეპისკოპოსებს ეკუთვნოდათ პროვინციებში უმაღლესი მმართველობა ყველა იმ საქმეებისა, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიების ერთობლიობით და რომელთა მიმართაც საჭირო იყო საყოველთაო განწესების გამოცემა. მოციქულთა 37-ე კანონი, როგორც შემდგომში ვიხილავთ, განაწესებს ეპისკოპოსთა კრებების პერიოდულად მოწვევას ყველა ასეთი საქმის გადასაწყვეტად და, აუცილებლად, დიდი საეკლესიო სამთავროს მთავარი ეპისკოპოსის თავმჯდომარეობითა და დანარჩენი ადგილობრივი ეპისკოპოსების თანადგომით. ადგილობრივი ეპისკოპოსების ამგვარი დამოკიდებულება მთავარი ქალაქის ეპისკოპოსების მიმართ, და მისი იერარქიული უპირატესობა – აშკარა უკვე მოციქულთა ამ კანონიდან – უმთავრეს ნაწილში ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც შემდგომში სამიტროპოლიტო მოწყობაში განვითარდა, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანული ეკლესია თავისუფალი გახდა და თითოეული ცალკეული საეკლესიო სამთავროს გეოგრაფიული ფარგლების ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა გაჩნდა.
მაშასადამე, თიოეული ადგილობრივი ეკლესიის ყოველი ეპისკოპოსი, ჩვენი კანონის განწესების თანახმად, ვალდებულია აღიაროს და თავის წინამძღვრად მიიჩნიოს უპირატესი ეპისკოპოსი, რომლის კათედრაც ამ ადგილობრივი ეკლესიის მთავარ ქალაქშია განთავსებული. თითოეულ ამ ეპისკოპოსთაგანს, თავის განმგებლობაში გააჩნდა ეპარქია, სადაც იგი მის იერარქიულ ხარისხთან დაკავშირებულ ყველა უფლებით სარგებლობდა და სრულიად დამოუკიდებელი იყო ყველაფერში, რაც ეპარქიის ჩვეულებრივ მმართველობას ეხებოდა. მაგრამ ამასთან, კანონი უკრძალავს მათ სხვა რაიმე მოიმოქმედონ საეკლესიო საქმეებთან დაკავშირებით და აღუნუსხავს ყველა იმ საეკლესიო საქმიანობას, რაც მათ ძალაუფლებას, როგორც ეპარქიულ ეპისკოპოსებისას, აღემატება. ასეთია გაცილებით დიდი მნიშვნელობის მქონე საქმეები და მათი გადაწყვეტა და წარმართვა ეპარქიულ ეპისკოპოსებს მართებთ სამთავროს პირველი, ანუ, მთავარი ეპისკოპოსის ნებართვითა და მასთან შეთანხმებით. ეს მთავარი ეპისკოპოსი, იმავდროულად, ეპარქიული ეპისკოპოსიც იყო, ანუ ისიც, ასევე, თავის გარკვეულ ეპარქიას განაგებდა და, მაშასადამე, ჰქონდა უფლება, როგორც ყველა დანარჩენს, დამოუკიდებლად გაეკეთებინა ის, რაც მის ეპარქიას ეხებოდა. მართალია, კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება.? კანონი საუბრობს უპირატეს-ეპისკოპოსის დამოკიდებულებაზე მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან მიმართებით და, როგორც ამ უკანასკნელებს არ შეუძლიათ რაიმე მოიმოქმედონ უფრო მნიშვნელოვანი და მათ ხელისუფლებაზე აღმატებული ამ პირველი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ზუსტად ასევე განუწესებს კანონი მას, არაფერი ისეთი მოიმოქმედოს დანარჩენ ეპისკოპოსთა თანხმობის გარეშე, რაც მის ხელისუფლებას, როგორც პირველი ეპისკოპოსისას, აღემატება. კერძოდ, დანარჩენ ეპისკოპოსებთან შეუთანხმებლად მან არ უნდა გადაწყვიტოს ისეთი საკითხები და მათ შესახებ განწესებანი გამოსცეს, რომლებიც მთელ საეკლესიო სამთავროს ეხება, ანუ, როგორც თავის, ასევე მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა ეპარქიებსაც?შ – როგორც ეს.მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დამტკიცდა.“ ასეთი საკითხებია სამიტროპოლიტო კრების განსახილველ საქმეთა წრეში შემავალი კანონიკური, სახარებისეული და სამართლებრივი ხასიათის საკითხები.
შენიშვნები:
1. ეგნატე (980. 8ძ. 1L0იIი. ი. 1) (MIდიი, §. წ., L. 5, იი1. 685) რომის ეკლესიას უწოდებს IC X#00M060ა+თL(„რომელიც წინამძღვრობს“) იტალიაში; ანტიოქიის ეკლესიას ასურეთისას უწოდებენ (ტი. 8ძ. M8დიძა, ი. 14) IMIთიი, §. წ., L. 5, C01. 673). ერმამ (VI5. IL, ი. 4) IM1Iთი#, 8. წ. L. 2, ლ01. 897-900) ანგელოზისგან მიიღო ბრძანება თავისი წიგნი კლიმენტი რომაელისათვის გაეგზავნა, რომელსაც ის უნდა დაეგზავნა მთავარ სამთავრო ეკლესიებისათვის. ირინეოსი (1. III, ი. 3; 1. IV, ი. 33) IMIწიი, §. წ., L. 7, Cი1. 848-855 და ლიI. 1072-1083) მწვალებლებს სამოციქულო დედა-ეკლესიებისაკენ აძლევს მიმართულებას, დედა-ეკლესიებისაკენ, სადაც ისინი ქრისტეს მოძღვრების უდავო მტკიცებულებას მოიძიებენ. იმასვე აკეთებენ ტერტულიანე (ძ06 #»X8950XILL. C. 20, 32, 36; 2ძV. M214. 1. IV, C. 5) IM1Iდიი, §. 1., L. 2, იიI. 31-32, იი1. 44-45. 48-50; ლ01. 366-368); ორიგენე (ძ9 ი”IთCIი. 1ი იXი00Iი.) IM1ICიი, §. წ., ხ. 11, ლი1. 115-4141; კვიპრიანე (50ღთ. ძი 1805.) IMIყიი, 5. 1., L. 44, იი1. 4683-4941 და ა. შ.
2. ბალსამონის განმარტება ამ კანონის შესხებ: #ძთ. CMXV., II, 46.
3. კვიპრიანე (8ი. 17 2ძ #X905ხ.): ის საქმეები, რომლებიც მოითხოვს ჩვენს საერთო ბგობასა და მსჯელობას, მე ვერ ვბედავ თვითონ გადავწყვიტო და ამით საერთო საერთო საქმეები მივითვისო. ამიტომაც მიხდება დაბეჯითებით ვითხოვო რჩევები წერილებში, რომლებიც სულ ახლახან თქვენთვის შევადგინე და რომელთა ასლებიც მე უკვე ბევრ კოლეგას დავუგზავნე. მათ პასუხად მომწერეს, რომ ეთანხმებიან ჩვენ მიერ დადგენილს და არ განდგებიან მისგან მანამ, სანამ უფალი მშგიდობას კვლავ არ დაგვიბრუნებს, ერთად არ შევიკრიბებით და არ გამოვიკვლევთ ცალ-ცალკე თითოეული პირის საქმეს“ IMILყიი, §. 1., L. 4, ლი1. 2701.
4. იხ. VII მსოფლ. კრების მე-6 კანონი.
PDF გვ. 77 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 35
ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარება, ხელთდასხმა მოახდინოს. ხოლო თუ იმხილება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვის დაქვემდებარებაშიც ეს ქალაქები და სოფლები შედის, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ ხელთდასხმულნიც.
(/ მსოფლ. 15; II მსოფლ. 2; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 5; ტრულ. 17; ანკვ. 13; ანტიოქ. 13, 22; სარდ. 3, 15; კართ. 48, 54), თითოეული ეპარქიული ეპისკოპოსი საერარქიო უფლების სრულიად დამოუკიდებელი აღმსრულებელია თავის ეპარქიაში. ამაში არავის შეუძლია მას წინააღმდეგობა გაუწიოს, თუკი ის მხოლოდ თავისი უფლებებით სარგებლობს კანონიკურად დაწესებულ საზღვრებში; არავის ხელეწიფება ეპარქიული მმართველობის შინაურ საქმეებში ჩაერიოს, ანდა იქონიოს პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა ეპარქიული ეპისკოპოსის უფლებებზე. კანონების თანახმად; მსგავსი ჩარევა თვით სამთავროს პირველ ეპისკოპოსსაც, ანუ მიტროპოლიტსაც ეკრძალება (მოც. 34 და პარალელ)).'.' ამიტომ მით უფრო უნდა აეკრძალოს ეპარქიულ ეპისკოპოსს ასეთძივე სხვა ეპარქიული ეპისკოპოსის საქმეებში ჩარევა. ეპარჭიულ ეპისკოპოსებს შორის დამოკიდებულება, ჩვეულებრივი იურისდიქციით, იმდენად სრულად და ზუსტად არის კანონებით განსაზღვრული, რომ მათ შორის გამორიცხულია ნებისმიერი გაუგებრობა ეპარქიული ძალაუფლების შესახებ (შდრ. მოც. 14, 16, 32, 34; | მსოფლ. 15, 16; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 5, 20; ანტიოქ. 3, 6, 9, 13, 21, 22; სარდ. 11, 13, 15; კართ. 9, 53, 54, 55, 56, 80). ეპარქიული ეპისკოპოსის ძირითად უფლებას განეკუთვნება თავისი ეპარქიის სასულიერო პირთა ხელთდასხმის უფლება. მოციქულთა წინამდებარე კანონს, მხედველობაში აქვს ეპისკოპოსისადმი ამ უფლების მკაცრი უზრუნველყოფა. ყოვლად სარწმუნოა, რომ იმ დროში, როცა ეს კანონი მიიღეს, ზოგიერთი ეპისკოპოსი საკუთარი იურისდიქციის საზღვრებს გადალახავდა ხოლმე და სხვისი ეპარქიის კლერიკოსების ხელთდასხმას ახდენდა. კანონი მკაცრად კრძალაგს ამგვარ ქმედებას და ბრძანებს საეპისკოპოსო ხარისხიდან ყველა იმ პირის განკვეთას, ვინც ამის გაკეთებას გაბედავს. ზუსტად ასევე, თავისი იერარქიული ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ყველა ის პირი, ვინც ხელთდასხმა ასეთი უკანონო გზით მიიღო.
კანონი უშვებს სხვის ეპარქიაში ხელთდასხმის ჩატარების შესაძლებლობას, მხოლოდ – რწუნებული ეპარქიული ეპისკოპოსის თანხმობით. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეპისკოპოსს, რაღაც მიზეზების გამო, არ შეუძლია თავად ჩაატაროს ხელთდასხმა და სთხოვს სხვა, უახლოეს მეზობელ ეპისკოპოსს, და მისცემს მას თავის მაგივრად ქიროტონიის აღსრულების უფლებამოსილებას; ანდა, როცა რომელიმე ეპარქიის საეკლესიო ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენების გამო, ეკლესიაში უწესრიგობანი წარმოიშვება და გამოჩნდება იმის აუცილებლობა, რომ დროებით დაუტევონ მოქმედი განწესებანი.2 დაბოლოს, როცა რომელიმე ეპარქია დაქვრივებულია და რწმუნებული კანონიერი ხელისუფლების მიერ სხვა მხარიდან იქნება ეპისკოპოსი მოწვეული, რათა მოახდინოს რამდენიმე კლერიკოსის ხელთდასხმა ამ დაქვრივებულ ეპარქიაში.3 შენიშვნები:
1. შდრ. ზონარას განმარტება ამ კანონის შესახებ: #Cდ. C#8X., II, 47.
2. შდრ. ეპიფანეს ძი. მძ ჰიხგი,. ხ1იჯივი1#Iთ. IM1ლიიტ, 5. C., L. 43, ი01. 379-392).
შე, შდრ. პატრიარქ მიქაელ ანქიალის (1160-1177) სინოდალური გადაწყვეტილება: #/. I686CV, MCV0VIXCL 8L0C+065%C, 1L, 29-33, #რდ. CMM#X., III, 440, კართ. კრების 54-ე კანონის შესახებ ბალსამონის განმარტება.
PDF გვ. 80 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 36
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსად ხელთდასხმული პირი არ შეუდგება მსახურებას და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას, მაშინ იგი უზიარებელ იქნეს, ვიდრე არ შეუდგება თავის მოვალეობას. ზუსტად ასევე – მღვდელი და დიაკონი. ხოლო თუკი დანიშნულების ადგილას წავა და მიღებული არ იქნება, არა თავისი ნებით, არამედ მრევლის უკეთურების მიზეზით, ასეთ შემთხვევაში იგი ეპისკოპოსად დარჩეს, დასი კი იმ ქალაქისა, უზიარებელ იქნეს, რამეთუ ვერ შეძლო დაუმორჩილებელი მრევლის განსწავლა.
ამ კანონს მხედველობაში აქვს ორი სხვადასხვა შემთხვევა: პირველი – როცა რომელიმე ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს არ სურს შეუდგეს მასზე დაკისრებულ მსახურებას, და მეორე – როცა მრევლს არ სურს მიიღოს მასთან განწესებული სასულიერო პირი (ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი). საეკლესიო ისტორიიდან ურიცხვი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში არსებობდა წესი, რომლის თანახმადაც, გარკვეული მრევლი, რომლისთვისაც საჭიროება მოითხოვდა დაედგინათ სასულიერო პირი, უშუალოდ, ან ვინმეს მეშვეობით გამოთქვამდა თავის აზრს დასადგინებელი კანდიდატის შესახებ (აწარმოებდა ერთგვარ გამორჩევას) და ეს ხდებოდა ადგილობრივი კლერიკოსების ხელმძღლღვანელობით. არჩევის შემდეგ, თუკი საქმე ეპისკოპოსს ეხებოდა, სამთაგროს საეპისკოპოსო კრებას თავისი დასკვნა გამოჰქონდა ჩატარებული გამორჩევისა და დასახელებული კანდიდატის შესახებ, ხოლო თუ საქმე მღვდლისა და დიაკვნის დადგინებას ეხებოდა, მაშინ დასკვნას ეპისკოპოსი აკეთებდა სამღვდელო საბჭოს თანამონაწილეობით. ამის შემდეგ, არსებული წეს-ჩვეულების თანახმად, გამორჩეულ პირს ეკითხებოდნენ, თანახმა იყო თუ არა იმ ადგილზე ემსახურა, სადაც ადგინებდნენ და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ხდებოდა ამ პირის გარკძვეულ იერარქიულ ხარისხში აღყვანა. მართალია, ეს ჩვეულება მხოლოდ შემდგომში დაკანონდა, მაგრამ მის არსებობას, ამ კანონის მიღების პერიოდში, ამავე კანონის დასაწყისი სიტყვები ამტკიცებს. სანამ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი ჯერ კიდევ ხელთდასხმული (ჯნსი0+0VეC06L, 0Lძ1ი 805) არ იყო, მას თავისუფლად შეეძლო უარი განეცხადებინა პატივზე და შემოთავაზებულ მსახურებაზე; ამას მისთვის არანაირი ცუდი შედეგი არ მოჰყვებოდა. ხოლო თუკი ხელთდასხმას დათანხმდებოდა, მაშინ ამით იგი თავისთავად იძლეოდა თანხმობას მისთვის შემოთავაზებულ მსახურებაზე. მაშასადამე, თავისთაგზე იღებდა კანონიკურ ვალდებულებას, რომელიც უპირობოდ უნდა აღესრულებინა. იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატს არ სურდა აღებული ვალდებულების შესრულება და იმ მსახურებაზე განწესება, რომლის გამოც მას შესაბამისი იერარქიული ხარისხი მიეცა, მაშინ იგი, ამ კანონის განწესების თანახმად, განყენებას ექვემდებარებოდა, ანუ – ეკრძალებოდა მღვდელმოქმედება მანამ, სანამ მისთგის განსაზღვრულ მსახურებას არ შეუდგებოდა. ამ სასჯელის სიმძიმე ერთი მხრივ, აიხსნება იმ უწესრიგობათა აღმოფხვრის აუცილებლობით, რომლებსაც ეკლესიებში მსგავსი შემთხვევები წარმოშობდა; მეორე მხრივ – მძიმე სასჯელის მუქარით ასეთი პირები იძულებულნი ხდებოდნენ მანამდე გაჟანალიზებინათ შედეგები, სანამ შემოთავაზებულ მსახურებაზე თანხმობას განაცხადებდნენ, რომელზედაც შემდგომში ამბობდნენ უარს ნაკლებსაპატიო მიზეზის შემთხვევაშიაც კი.
სრულიად სხვაგვარადაა საქმე, როცა დანიშნულების ადგილზე არ სურთ მიიღონ უკვე დადგინებული და მღვდელმთავრის ხარისხში აღყვანილი სასულიერო პირი. იმ შფოთიან დროში, რომელიც ეკლესიამ გადაიტანა, როცა ერთი მხრივ, მართლმადიდებელთა დევნა მძვინვარებდა, მეორე მხრივ კი ეკლესიას სხვადასხვა მწვალებლური სექტა აღელვებდა, ამა თუ იმ ეპარქიის საეკლესიო დასისათვის ძნელი იყო მრევლში მკაცრი დისციპლინის დაცვა და მისთვის შეგონება იმ დონეზე, რომ ყველა ერთსულოვანი ყოფილიყო და თავისი მწყემსის რჩევები შეესმინათ, განსაკუთრებით კი ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც მღვდელმთავრის მიღება იყო. მაგრამ ასეთი იყო კანონით მისი ვალდებულება. დასი მოწოდებული იყო ეპისკოპოსის კანდიდატის არჩევისას მრევლის აზრისათვის ეხელმძღვანელა და, შესაბამისად, უნდა დაერწმუნებინა, ეპისკოპოსად ის პირი შეეწყნარებინათ, რომელიც მისთვის (კერძოდ ამ მრევლისათვის) იყო განპირობებული სულიწმიდის მადლით. თუკი მსგავს შემთხვევებში დასს არ შეეძლო სათანადოდ ესწავლებინა მრევლისათვის მორჩილება, ან თვით მრევლი სიჯიუტის, ანდა სხვადასხვა ჭორების გამო, ეწინააღმდეგებოდა მათთვის უკვე დადგინებული ეპისკოპოსის მიღებას, მაშინ კლერიკოსები, ამ კანონის განწესების თანახმად, ისჯებოდნენ ღვთისმსახურებიდან განყენებით. ასეთ შემთხვევაში, დადგინებული ეპისკოპოსი სრულიად უდანაშაულოდ ითვლებოდა, ამიტომაც კანონი მას ეპისკოპოსად დარჩენას განუწესებს, ანუ იმ იერარქიული ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც მან ეკლესიაში ეპისკოპოსთა კრებისაგან მიიღო.
შენიშვნა:
1. მოწმობას იმის შესახებ, თუ რა გზით ხდებოდა უძველეს დროში ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის გამორჩევა, ვპოულობთ კვიპრიანე კართაგენელის (III ს.) 598-ე ეპისტოლეში: „როგორც უკვე ვიცით, საღვთო ავტორიტეტიდან მომდინარეობს, რომ მღვდელმსახური გამორჩიულ უნდა იქნეს მთელი მრევლის თვალწინ, და როგორც ღირსეული და ნიჭიერი, მოწონებულ უნდა იქნეს საჯარო განბჭობითა და დამოწმებით.., უფალი ბრძანებს, რომ მთელი კრების თანდასწრებით იქნეს დადგინებული მღვდელმსახური, ანუ იგი შეგვაგონებს, რომ არ უნდა მოხდეს ხელთდასხმა მრევლის გაუცნობიერებლობის გარეშე; მისი თანდასწრებით ან წარმოჩინებულ იქნეს კანდიდატის ცოდვითი დანაშაულებანი, ანდა – მისი სათნოებათა დამსახურებანი, და ამის შედეგად აღსრულდეს სამართლიანი და კანონიერი კურთხევა, რამეთუ ამრიგად ჩატარებულ გამორჩევას გავლილი ექნება გამოცდა საყოველთაო განბვობითა და განაჩენით, რაც დაცულია კიდევაც ღვთისმსახურებასთან მიმართებით – Iწიგნში) საქმე მოციქულთაში. ვხედავთ, რომ მოციქულები ასეთ წესს იცავდნენ არა მხოლოდ ეპისკოპოსებისა და მღვდლების, არამედ დიაკვნების დადგინებისასაც... ეს იმიტომ აღესრულებოდა, ყველა შემთხვევაში ესოდენ ფრთხილად და ყურადღებით, მთელი ერის თანდასწრებით, რომ არც ერთი უღირსი არ გაპარულიყო მღვდლის ადგილზე, ან საკურთხეველთან სამსახუროდ“. კლერიკოსებთან მიმართებით, რომელთა ხელთდასხმასაც ეპისკოპოსი ახდენს, IV კართ. კრების 22-ე კანონში ვკითხულობთ: ეპისკოპოსმა კლერიკოსი (სხვა) კლერიკოსების რჩევის გარეშე არ უნდა დაადგინოს: „ასე რომ, მიიღოს მან მოქალაქეებისაგან თანხმობა და მათი დადებითი შეფასება“,
PDF გვ. 82 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 37
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წელიწადში ორჯერ მოხდეს ეპისკოპოსთა კრების მოწვევა და განიხილონ საკითხები ღვთისმოსავი დოგმატების შესახებ; კრებაზევე გადაწყდეს ეკლესიაში წამოჭრილი სადავო საკითხები. კრება შედგეს პირველად მეერგასის დღიდან მეოთხე კვირაში, მეორედ – ოქტომბრის მეთორმეტე დღეს.
თითოეული ეპისკოპოსი თაგის ეპარქიაში, დამოუკიდებელია ყველაფერში, რაც შინა ეპარქიულ მმართველობასა და კანონებით განსაზღვრულ საქმიანობას ეხება. თუმცა, ეს დამოუკიდებლობა მაშინვე მთაგრდება, როგორც კი თავს იჩენს ისეთი საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა, რომელიც რწმენასა და საეკლესიო დისციპლინას ეხება, ანდა, საერთოდ, გამოდის ჩვეულებრივი ეპარქიული მოწყობის ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევებში, ეპარქიული ეპისკოპოსი დამოკიდებული ხდება თავის სამთავროს ეკლესიის დანარჩენ ეპისკოპოსთა ხმასა და გადაწჟვეტილებაზე, და ამ სამთაგროს უპირატეს ეპისკოპოსზე (მოც. 34 და პარალ. კანონები), შესაბამისად – ეპისკოპოსთა კრებაზე. მხოლოდ და მხოლოდ თითოეულ, ცალკეულ საეკლესიო სამთავროს ეპისკოპოსთა კრებაზე ხდება ამ სამთავროს საეკლესიო ხელისუფლების სრული კონცენტრირება, ზუსტად ისევე, როგორც ყველა ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე კონცენტრირდება მსოფლიო ეკლესიის საეკლესიო ხელისუფლების მთელი სისრულე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი სწავლება, რომელიც საღვთო სჯულზეა დაფუძნებული. უფალი, ეკლესიის დამაარსებელი, ყველა თავის დადგენილებაში ითვალისწინებდა ადამიანური ბუნების სისუსტეს და ეკლესიასთან მიმართებით ისეთ მცნებებს იძლეოდა, რომელთა აღსრულებაც, ამ სისუსტის მიუხედავად, შესაძლებელი იქნებოდა. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მრავალ პირთა ერთობლივი მუშაობით სასურველი შედეგი იოლად მიიღწევა. ერთობლივი მუშაობისას უფრო შესამჩნევია გადასაწყვეტი საკითხის არსი და მეტი დამაჯერებლობით ხდება მისი გადაწყვეტა; მტკიცდება პირადი ნებისყოფა; იოლი შესამჩნევია შეცდომები; ადვილად მისაწვდომი ხდება მკლესიის მიერ დასახული მიზანი. ამასთან, ასეთი მუშაობა ხელს უწყობს ქრისტიანული მორჩილების გამომუშავებას და საკუთარი არასრულყოფილების გათავისებას. იესუ ქრისტემ ამას კიდევ ერთი ახალი მცნება შემატა, მცნება ერთმანეთის სიყვარულის შესახებ, რომელიც ყველას აერთიანებს ერთი სულისკვეთებითა და აზრით; ყველას ასულდგმულებს და ამტკიცებს. ეს მიიღწევა მხოლოდ კრებაზე ძმური ურთიერთობითა და აზრთა ურთიერთგაზიარებით, რადგან თუკი თითოეული ცალკეული პირი, როგორც არ უნდა იყოს იგი სიკეთისაკენ მიდრეკილი, მოინდომებს იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზროვნებით, მაშინ აა___.აღეგგ ერთიანობა არასდროს მიიღწევა, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია კი მხოლოდ ერთაზრობრივობით შეიცნობა. მაცხოვრისა და მისი მოციქულების მაგალითი ამას ცხადზე უცხადესად გვიმტკიცებს. ქრისტე თავის ერთგულ მოწაფეებს ჰპირდება, რომ სადაც მისი სახელით ორი ან სამი შეიკრიბება, ისიც იქ, მათთან იქნება (იხ. მთ. 18, 18-20), მოციქულები ერთგულად იმარხავდნენ თავიანთი მოძღვრის სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი უხვად იყო სულიწმიდის ნიჭით აღვსილი და თავადაც შეეძლოთ ეკლესიაში წარმოქმნილი სხვადასხვა სადავო საკითხის გადაჭრა, ისინი ასე მაინც არ იქცეოდნენ – ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად ერთად იკრიბებოდნენ და ერთობლივად წყვეტდნენ. ამით მიციქულები მაგალითსაც აძლევდნენ თავიანთ მემკვიდრეებს (იხ. საქმ. 6, 2; 15, 1-32; 20, 17-38; 21, 18-25), რომელთათვისაც მათი მაგალითები სანიმუშო გამოდგა და არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე სხვანაირად არ გადაწყვეტილა თუ არა – კრებითად. პირველი დროის ეკლესიის მრავალრიცხოვანი კრებები შემდეგ საკითხებზე: აღდგომის დღესასწაულზე, მონტანისტების შესახებ, მწვალებლის მიერ ჩატარებული ნათლისღების ჭეშმარიტების შესახებ და სხვა მსგავს საკითხებზე, ამის ნათელი დადასტურებაა.! იმისათვის, რომ კრებაზე კანონით დაამტკიცონ საღვთო სჯულის განწესება, თითოეულ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საეკლესიო საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, და რომ ეს ეკლესიაში დააწესონ, როგორც მუდმივი ნორმა, მიღებულ იქნა მოციქულთა წინამდებარე კანონი. ეს კანონი განაწესებს, რომ თითოეულ საეკლესიო სამთავროში (მოც. 34) ყოველწლიურად უნდა მოიწვიონ სამთავროს ეპისკოპოსთა კრება, თანაც ერთი სულთმოფენობის დღიდან მეოთხე კვირაში, მეორე-კი – თორმეტ ოქტომბერს. ამ კრებებზე პირველ რიგში უნდა ემსჯელათ რწმენის საკითხებზე, შემდეგ განეხილათ სასამართლო საკითხები, დასასრულ, საერთოდ ყველა საეკლესიო საქმე, რაც კი იქნებოდა იმ მომენტისათვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო მთელ საეკლესიო სამთაგროსათვის. მოციქულთა კანონის ეს განწესება, თითოეულ ცალკეულ საეკლესიო სამთავროში ეპისკოპოსთა კრების მოწვევის შესახებ, შემდგომ საუკუნეებში მრავალ კრებაზე განმეორდა, – როგორც ამას ამ კანონის პარალელური კანონების გადმოცემებში ვიხილავთ.
შენიშვნა:
1. II 7016, CითიII16სC056M10ხL0, I, 83 და შემდგ., 86 და შემდგ., 117 და შემდგ.
PDF გვ. 84 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 38
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველა საეკლესიო ნივთზე ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს, როგორც ღმერთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, მაგრამ ამ ქონების მითვისება, ან ნათესავგებისათვის იმის ჩუქება, რაც ღვთისაა, მას ეკრძალება; ხოლო, თუ ვინმე უპოვარი ჰყავს, გასცეს მასზე, როგორც უპოვარზე, მაგრამ ამ საბაბით ეკლესიის ქონება არ გაანიავოს.
_ მოციქულთა საქმეებიდან (6, 2) ვიცით შემდეგი: მოციქულები, იმისათვის, რომ სრულად მისცემოდნენ სახარების მსახურებას, განეშორნენ საეკლესიო ქონების ეკონომიკურ მმართველობის საქმეს და იგი სხვებს მიანდეს. ეს თვით მოციქულების მოწოდებითაც აიხსნება, როგორც მთელ დედამიწაზე სახარების მქადაგებლებისა. ეპისკოპოსებმა კი, თუმც მიიღეს მოციქულებისაგან მემკვიდრეობით სახარების მსახურების საქმე, მაგრამ არც ამ საქმესთან მიმართებით, არც სხვა რაიმეში, ისინი არ ყოფილან ისეთ პირობებში, როგორშიც – მოციქულები. ეს უმთავრესად იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი დგინდებოდნენ რომელიმე კონკრეტული ეკლესიებისათვის, სადაც მათი მუდმივი სამყოფელი უნდა ყოფილიყო (მოც. 14), მაშინ როდესაც მოციქულთა ამოცანას წარმოადგენდა ადგილიდან ადგილზე მოგზაურობა, ყველგან ქრისტეს მოძღვრების ქადაგება და ახალ-ახალი ეკლესიების დაფუძნება. მჭიდრო კავშირის შედეგად, რომელიც ეპისკოპოსებსა და მათზე რწმუნებულ ადგილობრივ ეკლესიებს შორის წარმოიქმნა – მათი აკტორიტეტიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც მოციქულთა მემკვიდრეებისა, განვითარდა კიდეც ეკლესიებთან ეპისკოპოსების დამოკიდებულება. ეკლესიების სამრევლოები მათ აღიქვამდნენ (სრული მნიშვნელობით) როგორც მამებსა და განმგებლებს ყველაფრისას, რაც მათზე რწმუნებულ ეკლესიებს ეხებოდა. რადგან ეპისკოპოსთან იყრიდა თავს ყველა წმინდა და მკაცრი საეკლესიო მნიშვნელობის საქმე, რაც კონკრეტულად მის ეკლესიას ეხებოდა (და ეს სავსებით ბუნებრივია და ეკლესიის აუცილებელი ერთიანობისათვის ასეც უნდა ყოფილიყო), ამიტომ პირადად მასზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მისი ეკლესიის ეკონომიკური მმართველობაც. ეს მაშინ ადვილი იყო ეპისკოპოსისათვის, რადგან ძველ დროში მთელი საეკლესიო ქონება იმ შემოწირულობისაგან შედგებოდა (იხ. მოც. 3, 4), რაც მორწმუნეებს ეკლესიაში ღვთიმსახურებისას მიჰქონდათ და ამ ქონების მართვა ძალიან მარტივი იყო (იხ. მოც. 41; მოც. განწ. II, 57; VII, 29; VIII, 31) .'წინამდებარე კანონი არეგულირებს ეპისკოპოსის დამოკიდებულებას მის ეკლესიასთან და ეკლესიისათვის მის მნიშვნელობას; კანონის ძალით ხელს უშლის შესაძლებელ ბოროტქმედებას და ამ მიზნით განუწესებს ეპისკოპოსს მართოს მთელი საეკლესიო ქონება თავისი შეხედულებისამებრ. ამასთან, ის არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული (ამის შესახებ საუბარია, ასევე, მოც. 41-ე კანონშიც). მმართველობისას მას თვალწინ ჟუჟუუუო სამართალი უნდა ედგას და იცოდეს, რომ ღმერთი ხედავს მის საქმეებს და მის წინაშე მოუწევს ყველაფერზე ანგარიშის ჩაბარება. აძლევს რა პირადად ეპისკოპოსს საეკლესიო ქონების მმართველობის უფლებას, კანონი საფუძვლად იმ კანონიკურ პრინციპს იყენებს, რომელმაც შემდგომში თაგისი სრული გამოხატულება VII მსოფლიო კრების მე-12 კანონში პოვა, სახელდობრ, ხელშეუხებლად უნდა დარჩეს ყველაფერი, რაც ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს, და იქიდან არაფერი გაიყიდოს ან გამოიყენოს ისეთ საქმეში, რაც იმ მიზანს არ ემსახურება, რისთვისაც საეკლესიო ქონება არსებობს. ამიტომ კანონი ეპისკოპოსს უკრძალავს მიითვისოს ან თავის ნათესავებს დაურიგოს რაიმე, რაც ეკლესიას ეკუთვნის, ანუ, როგორც კანონი ამბობს, ის, რაც ღგთისაა Cძ «ის მიის, თV86 IX1I 8VყXL). თუკი ეპისკოპოსს ღატაკი ნათესავები ჰყავს, კანონი მას ნებას რთავს დაეხმაროს მათ, როგორც ღატაკებს, რადგან საეკლესიო ქონება უნდა გამოიყენებოდეს, სხვა დანიშნულებებთან ერთად, ღატაკებისა და უპოვარებისთვისაც, მაგრამ იმავდროულად, კანონი მას უკრძალაგს ამ საბაბით გაფლანგოს საეკლესიო ქონება.
ამ კანონის განწესება, პირადად ეპისკოპოსის მიერ საეკლესიო ქონების მართვის შესახებ, ძალაში იქამდე იყო, სანამ ეს ქონება არ გაიზარდა. ხოლო როდესაც ეკლესიამ უძრავი ქონების მოპოვება დაიწყო და გარკვეული შემოსავლის მიღება, მაშინ ეპისკოპოსისათვის მთელი ამ ქონების მართვა შეუძლებელი გახდა და, შესაბამისად, ამ მმართველობის წესის შეცვლის მოთხოვნილება წარმოიშვა (IV მსოფ. 2C; VII მსოფ. 11; თეოფილე ალექს. 10).
შენიჟშვგნა:
1, შდრ. ჰის5VIი., ბი010წ. I, 66, 67 IM 1 წ » 6, §. წ., L. 6, იი). 428-432). – 1წი2L., 2ძ M2გფიძყ., ლ. ”; 3ძ 5ჯოი. ი. 8; 8ძ ნიIჯი. ი. 4 IM 1 წ.» 4, §. წ., L. 5, Cი1. 668-669; იი01. 713; ი01. 721-7241).
PDF გვ. 85 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 39
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მღვდლებმა და დიაკვნებმა არაფერი მოიმოქმედონ, რადგან მას აბარია ღვთის ერი და იგია მათ სულებზე პასუხისმგებელი.
ამ კანონის განმარტებისას ზონარა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მასში საუბარია მღვდლებსა და დიაკვნებზე, რომლებსაც არა აქვთ უფლება თვითნებურად მოიმოქმედონ რაიმე რწმუნებული ეპარქიული ეპისკოპოსის გარეშე. მაგალითად, დაუქვემდებარონ ვინმე ეპიტიმიას ან განკვეთონ ეკლესიიდან, ანდა თავისი ნებისამებრ შეუწყვიტონ, შეუმცირონ ან გაუგრძელონ ეპიტემიის ვადა, რამეთუ ყოველივე ეს მხოლოდ იერარქიულ ხელისუფლებას ძალუძს და არავის აქვს უფლება მოიმოქმედოს რაიმე მსგავსი, თუ ამაზე ეპისკოპოსისაგან განსაკუთრებული ნებართვა არ ექნება.' ამავე აზრით განმარტავს ამ კანონს არისტინეც.? ბალსამონი კი ამ კანონს განმარტავს საეკლესიო ქონების მმართველობის აზრით და ამბობს, რომ კანონის სიტყვები: „მღვდლებმა და დიაკვნებმა ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ“, არ უნდა იყოს გააზრებული ზოგადი მნიშვნელობით, არამედ მხოლოდ ისე, რომ ამ სასულიერო პირებმა არაფერი მოიმოქმედონ, რაც საეკლესიო ქონების მართვას ეხება, რადგან ეს უფლება ეპისკოპოსს ეკუთვნის და მისი ნებართვის გარეშე არ შეიძლება არენდით უძრავი საეკლესიო ქონების გაცემა და ქონებისაგან შემოსავლის მიღება, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის, ეპიტემიის დადება (ყოვლად სარწმუნოა, რომ საეკლესიო ქონების ბოროტად გამოყენებისათვის) და ა.შ.3 მიგვაჩნია, რომ ბალსამონის განმარტება საკითხს უფრო პასუხობს, ვიდრე %ზონარასა და არისტინეს განმარტება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს კანონი განთავსებულია მოციქულთა სამ კანონს შორის (მოც. 38-ე, მე-40 და 41-ე) და თითოეულ მათგანში საუბარია ერთსა და იმავე საკითხზე. ასეთ პირობებში, ძნელი ასახსნელი იქნებოდა, თუ საიდან აღმოჩნდა მათ შორის ეს 39-ე კანონი – თუკი მას არა იმ მნიშვნელობით გავიგებდით, რომ მღვდლები და დიაკვნები ვერ უნდა ბედავდნენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე რაიმე მოიმოქმედონ საეკლესიო ქონების მმართველობასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორ შეუძლიათ დიაკვნებს ეპიტიმიის დადება, როგორც ეს ზონარას განმარტებიდან გამოდის? იგივე მიზეზით, ეჭვგარეშეა, რომ დიონისესეულ მოციქულთა კანონების გამოცემაში ეს კანონი შეერთებულია ჩვენს მე-40 კანონთან და შეადგენს ერთს, სახელდობრ – მე-40 კანონს.
შენიშვნები:
1, ათ. C # # X,, II, 54.
2. #თ. C M 9 X., II, 54, ასევეა, არისტინეს მიხედვითაც სლავურ სჯულისკანონში (კორმჩაია-ში. შდრ. არქიმ. იოანესთან, დასახ. თხ%. I, 185-186.
3. ტდ. C # 8 #X., II, 54.
4.V0C2თIL11 906 MX0X51%06111, სნIხ1!ისს., I, 115. ამ კანონის განმარტება V 3»ი Lს§8Vი 6 ი-თან, დასახ. თხზ. ჯ. 62.
PDF გვ. 87 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 40
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ცხადი და გასაგები იყოს ეპიკოპოსის საკუთარი ქონება (თუ მას პირადული გააჩნია), და ცხადი და გასაგები – უფლისა, რათა ეპისკოპოსს სიკვდილის წინ პირადი საკუთრების დატოვება შეეძლოს ვისთვისაც და როგორც უნდა; ეს იმისათვის, რომ საეკლესიო ქონების სახელით არ იქნეს განკარგული ეპისკოპოსის საკუთრება, რომელსაც შეიძლება ცოლ-შვილი ჰყავდეს, ან ნათესავები, ან ყმები. რამეთუ სამართლიანია როგორც ღვთის, ასევე ადამიანთა წინაშე, რომ არც მკლესიამ განიცადოს ზარალი, როცა არ არის ცნობილი ეპისკოპოსის ქონების შესახებ, და არც ეპისკოპოსმა და მისმა ნათესავებმა დაკარგონ ქონება ეკლესიის მიზეზით, რომ მისი ნათესავები გასაჭირში არ ჩავარდნენ და სიმწრით არ დაგმონ მისი სიკვდილი.
ეს კანონი კანონიერად ცნობს ეპისკოპოსის პირად უფლებას საკუთარ ქონებაზე, რომელიც მას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს და სიკვდილის წინ მემკვიდრეობის სახით გადასცეს ვისაც და როგორც სურს. თანაც, ეპისკოპოსის ეს ქონება, არ შეიძლება ეკლესიის სასარგებლოდ იყოს განკარგული. ამის საფუძველი თავად კანონშია მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსს შეიძლება ჰყავდეს თავისი ოჯახი ან გინმე ისეთი, ვისაც სურს საკუთარი ქონება დაუტოვოს. ამიტომ უსამართლო იქნებოდა, რომ იმ პირებს ზარალი მიყენებოდათ და ქპისკოპოსის სახელი მისი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო სასამართლოებში განექიქებიათ იმის გამო, რომ საეკლესიო განმგებლის მიერ, დარღვეული იყო პირადი საკუთრების უფლება. ამის თაგიდან ასაცილებლად, კანონი განაწესებს, რომ ეპისკოპოსის ქონება სრულიად გამოცალკევებული იყოს საეკლესიო ქონებისაგან, ნშინდ+ა მოყიქულთა კანონები ზ7 და სავსებით ზუსტად იყოს ცნობილი და აღრიცხული როგორც ერთი, ასე – მეორე, რათა ეპისკოპოსის ქონებაში არ იყოს რაიმე ეჭვი შეტანილი. ამ კანონში არ არის ნათქვამი რა იგულისხმება ეპისკოპოსის ქონებად: რაც მან მსახურებისას შეიძინა, თუ მისგან დამოუკიდებლად. შემდეგში, უკვე, კანონმდებლობით ესეც განისაზღვრა და ეპისკოპოსს სრული უფლება მიეცა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქცეოდა თავის ქონებას, მხოლოდ, რომელიც მან ეკლესიაში თავისი მსახურებისაგან დამოუკიდებლად შეიძინა – მემკვიდრეობის გზით, ანდა რაიმე კერძო, მაგრამ კანონიერი მეთოდით მსახურებაზე განწესებამდე ან მის შემდეგ. რაც შეეხება საეკლესიო მსახურებიდან მის მთელ შენაძენს, ამის გამოყენება მას არ შეეძლო თავისი ნათესავების ან სხვა ვინმე კერძო პირების სასარგებლოდ. მთელი ეს ქონება მას საქველმოქმედო მიზნებისათვის უნდა გადაეცა, ანდა,-იმ ეკლესიის სასარგებლოდ, სადაც ეპისკოპოსად მსახურობდა. ასეთი განწესება ვრცელდებოდა ყველა კლერიკოსზე, ვინც კი ეკლესიაში რაიმე მსახურებით იყო დაკაგვებული.!
ფუენიშვნა:
XV ტიტ. ნომოკანონი,X. 5 (ტდ. CM8»., 1, 239).
PDF გვ. 88 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 41
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვბრძანებთ, საეკლესიო ქონებაზე უფლება ეპისკოპოსს ჰქონდეს; თუკი მას ადამიანთა უკვდავი სულები აბარია, მით უფრო ფულის შესახებ უნდა იქნეს განცხადებული, რომ მან განკარგოს ის თავისი ძალაუფლებით, და უპოვარებს მღვდლებისა და დიაკვნების ხელით მიაწოდოს ღვთის შიშითა და სრული კეთილკრძალულებით; ასევე, თვითონაც მოიხმაროს აუცილებელი საჭიროებისათვის და მწირ ძმებსაც მოახმაროს და, ამდენად, არ განიცადოს რაიმეში დანაკლისი, რამეთუ საღვთო სჯული ადგენს, რომ საკურთხევლის მსახურმა საკურთხევლიდან იკვებოს; არც მხედარი მიდის საომრად თავისი სახსრებით.
ეს კანონი ამტკიცებს იმას, რაც უკვე მოციქულთა 38-ე კანონში იყო ნათქვამი. სახელდობრ, უფლება საეკლესიო ქონებასა და მის მმართველობაზე, პირადად ეპისკოპოსს ეკუთვნის. თუ რას შეადგენდა იმდროინდელი საეკლესიო ქონება და რა მიზნებისათვის უნდა გამოეყენებინათ ის, ჩვენ ვიხილეთ მოციჭულთა მე-4 კანონში. აქ კი წარმოჩენილია მიზეზი, რის გამოც ეპისკოპოსს ეკუთვნის საეკლესიო ქონების მართვის უფლება, და რატომაა აუცილებელი, რომ ამ საქმეში ჩართულ თითოეულ პირს, მისდამი ნდობა ჰქონდეს. თუკი ყოველ ერთგულ მორწმუნეს აქვს და, უნდა ჰქონდეს კიდევაც, თავისი ვალდებულებებისა და სინდისის თანახმად, ეპისკოპოსისადმი სრული ნდობა იქ, სადაც საქმე მის უკვდავ სულს ეხება, მაშინ მით უფრო უნდა ენდოს მას ისეთ საქმეში, რომელიც ისეთ მიწიერ საკითხებს ეხება, როგორიცაა საეკლესიო ფული და, საერთოდ, საეკლესიო ქონების განმგებლობა და, ამასთან, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამას ის, როგორც მოციქულთა 38-ე კანონი ამბობს, აკეთებს თვით ღმერთის ზედამხედველობის ქვეშ. ღატაკებზე გაცემა და მწირთა დახმარება – ეს არის საღვთო სჯულის განწესება, რომელიც დამტკიცებულია საეკლესიო პრაქტიკით თვით მოციქულთა დროიდან და შემდგომ.! იმისათვის, რომ ეპისკოპოსმა ღატაკებზე დახმარების გაცემისას ყოველგვარი ეჭვისაგან თავი დაიზღვიოს, კანონი განუწესებს მას, რომ ეს თავისი მღვდლებისა და დიაკვნების ხელით გააკეთოს:? ამასთან, შეგვახსენებს რა სიტყვებს წმიდა წერილიდან, რომ საკურთხევლის მსახურები საკურთხევლიდან იკვებებიან,3 კანონი ნებას რთავს ეპისკოპოსს საეკლესიო შემოსავლიდან აიღოს პირადი ხარჯებისათვის, რამდენიც მისთვის აუცილებელია, მაგრამ, როგორც ზონარა დასძენს, მას არ შეუძლია აიღოს თანხა ზედმეტი ნივთებისათვის ან ფუფუნებისა და სიამოგნებისათვის, არამედ მხოლოდ იმდენი უნდა აიღოს, რამდენიც სჭირდება სიცოცხლისუნარიანობისათვის, კერძოდ, პავლე მოციქულის სიტყვებით, რამდენიც საჭიროა საზრდელისა და სამოსელისათვის და ამით უნდა დაკმაყოფილდეს (იხ.1 ტიმ. 6, 8).4 ჟენიშვნები:
1. იხ. მოც. მე-4 კანონის განმარტება. შდრ.1 კორ. 16, 2; მოც. განწ. II, 25. – 19»LსI1., 8ჯ0010წ. 0. 39 IM 1 დ 7 ი, 5. 1., L. 1, CიI1. 467-478). – Cწჯიწგი. 60ი195L. 3ძ ი1იჯყთ IM 1 თი 0, §. 1., L. 4, CიI1. 223-228|).
2. პრაქტიკაში ეს ჩანს კვიპრიანეს დასახ. ეპისტოლედან დასის მიმართ.
3. დასის შენახვასთან დაკავშირებით ძირითადი განწესება იხ. §164-ში და ჩემს თხზ. IIი38. MიM800 IX0280“ (შდრ. რუსული თარგ. §138 და შემდგ, გვ. 543 და შემდგ).
4. ტთ. C # 8 >»., II, 57.
PDF გვ. 89 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 42
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, დაცხრეს, თუ არადა – განიკვეთოს.
PDF გვ. 90 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 43
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის (რაც წინა კანონშია დასახელებული), დაცხრეს, თუ არადა – ზიარებიდან განკანონდეს. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც.
ორივე ეს კანონი (42-ე და 43-ე) ერთსა და იმავე საკითხს ეხება, კერძოდ, კრძალავს აზარტულ თამაშსა და სიმთვრალეს. ის პირი, რომელიც ამ საქმიანობებითაა გატაცებული და სულიერი მოძღვრის მხრიდან სათანადო შეგონების შემდეგაც ჯიუტად აგრძელებს აღნიშნულ ქმედებებს, კანონი ასეთი პირის სამღვდელო ხარისხიდან განკვეთას განაწესებს – თუ ის ღვთისმსახურია; ხოლო თუ მხოლოდ ეკლესიის მსახურია ან ერისკაცი, მაშინ მას წმინდა ზიარებიდან განაყენებს. ეკლესიის მსახურებს რაც შეეხება, მათ წინასწარ ეკლესიაში დაკისრებულ მსახურებიდან ათავისუფლებენ და მას შემდეგ განაყენებენ (წმინდა ზიარებიდან) – როდესაც ისინი უკვე აღარ იქნებიან იპოდიაკონები, წიგნის მკითხველები ან მგალობლები.
თამაშში, რომელიც ამ კანონებში მოიხსენიება და დედანში აღნიშნულია სიტყვით Xხჩ0L (810მ),' უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი სახის აზარტული თამაში (ჩვენს დროში, უპირატესად, ეს ბანქოს თამაშია), რომლის დროსაც ადამიანი, საერთოდ, ცდილობს წაართვას სხვას რაც შეიძლება მეტი თანხა, ანდა, თგითონვე დასაღუპად სწირავს როგორც საკუთარ, ასევე სხვისი ოჯახის ქონებას. ეს ქურდობის ერთგვარი სახეა და, როგორც მოციქულთა 25-ე კანონი ქურდობაში შემჩნეულ სასულიერო პირის განკვეთას განაწესებს, ზუსტად ასევე, მოციქულთა 42-ე კანონიც განუწესებს განკვეთას თითოეულს, ვინც კი მიდრეკილია აზარტული თამაშისკენ.
კანონი იგივე სასჯელს განსაზღვრავს ლოთობისთვისაც. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა აარონს მცნება მისცა, რომ ის და მისი შვილები ღვინოსა და მაგარ სასმელებს მორიდებოდნენ და ეს დადგენილება შეურყეველი უნდა ყოფილიყო თაობიდან თაობამდე (იხ. ლევ. 10, 9). ახალ აღთქმაში არაერთგზის ებრძანება სასულიერო პირს, არ იყოს მემთვრალე (იხ. 1 ტიმ. 3, 3, 8; ტიტ. 1, 7). ღვინის ზომიერი მიღება სასულიერო პირს არ ეკრძალება (იხ. მოციქულთა 51-ე), მაგრამ განმარტავს რა წმიდა წერილის განწესებას, კანონი მკაცრად კრძალავს ღვინისა და მაგარი სასმელების ზედმეტად, ანუ სიმთვრალემდე მიღებას. თუკი ეკლესიის განწესება ბრძანებს, რომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს, რომ კლერიკოსობის მსურველს არ ჰქონდეს ღვინისადმი მიდრეკილება (იხ. 1 ტიმ. 3, 8) და გული არ მიუწევდეს კინკლაობისა და აყალმაყალისაკენ, რაც სიმთგრალისაგან გამომდინარეობს; მაშინ, ბუნებრივია, რომ მემთვრალეობისაკენ მიდრეკილი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დასში შეწყნარებული. მემთვრალეერისკაცთა მიმართებით პავლე მოციქული ამბობს, რომ ისინი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ (იხ. 1 კორ. 6, 10; გალ. 5, 21). რაც შეეხება სასულიერო პირებს, მემთვრალეობა მათთვის სენი კი არა, სიწმინდის წინაშე ჩადენილი დანაშაულია;9 საღვთო დიდების შეურაცხყოფაა; ღვთისმსახურების შებილწვა და დამცირებაა, რომელიც მთვრალი მღვდელმსახურისათვის ან სიმთვრალისაკენ მიდრეკილისათვის, უკვე აღარ წარმოადგენს გონიერ მსახურებას, როგორც მას პავლე მოციქული უწოდებს რომაელთა მიმართ თავის ეპისტოლეში (12, 1). ეკლესია, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ღვინისა და მაგარი სასმელების ზომიერ მიღებასაც კი გმობს, როგორც სულიერ სენს, რომელიც აჩვენებს, რომ მღვდელმსახური იმდენ ყურადღებას არ აქცევს საკუთარ თავს, რამდენიც მისი მსახურების სიმაღლეს ეკადრება,“ და ამით სხვებში ეჭვს აღძრავს მისი ცხოვრების წესთან დაკავშირებით.5 კანონი, თავისი განწესებებით, იმდენად ცდილობს სასულიერო პირების ამ საშინელი და საზიზღარი სენისაგან (მემთვრალეობისაგან) დაცვას, რომ უკრძალავს მათ, როგორც დანაშაულს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე დუქნებში შესვლას, რის შესახებაც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მოციქულთა 54-ე კანონში. ამით აიხსნება ამ (42-ე და 43-ე) კანონების სიმკაცრე მემთვრალეობისაკენ მიდრეკილ ღვთისმსახურთა და ეკლესიის მსახურთა მიმართ. იმისათვის, რომ ერთგული ერისკაცები, რომლებიც ეკლესიის სხეულის ცოცხალ წევრებს, საღვთო და წმინდა ერს წარმოადგენენ (იხ. 1 პეტ. 2, 9), ამ საზიზღარ სენს მოერიდონ და თავი სიწმინდეში დაიმარხონ, კანონი მათაც მოიხსენიებს.
შენიშვნები:
150106811, 1ხიივს»ს§5 0001095., II, 181.
2. CI. #106X30ძL., გიძგნ. 1. 2,2 IM 1.6 # 9, 5. წ., L. 8, CიI. 409-4321. – CხIXXV5095L., 1ი I IIიი, ჩი. 10 IM 1 9.» 0, 5. წ., ს. 62, ი01. 547-554). – 1სMხიძიძი»,, 1ი I IIIი. 3, 8(IM1წ 1 0, 5. დ., L. 82, C01. 808).
3. შდრ. § 59 წიგნში „0 M0XMX800X9X I0608M%0008% II0MX0ICIIX ს“.
4. იერონიმე ამის შესახებ ნეპოციანს წერდა: ფრთხილად იყავი, რომ ღვინის სუნი არასდროს ამოგდიოდეს... ერიდე როგორც ღვინოს, ისე ყველაფერ იმას, რასაც შეუძლია ადამიანი დაათროს და გონება დაუბნელოს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ღმერთის შექმნილი განვიკითხო, მაგრამ შეუძლებელია მკაცრად არ მოსთხოვო იმას, ვისაც ღვინის დალევა სურს, რომ იგი თავისი ჯანმრთელობის, ფიზიკური კომპლექციისა და ასაკის შესაბამისად მოიქცეს. თუკი ღვინის გარეშეც მხურვალება აღმაგზნებს და ჩემში სისხლი დუღს, თუკი ჩემი სხეული თავისთავად სიცოცხლისუნარიანი და ჯანსაღია, მაშინ მე თასის გარეშეც იოლად გავალ, რომელიც ერთ წვეთ შხამს მაინც, ყოველთვის შეიცავს“ (IIIი-იიჯოთ. იი. 89 #Mიილისგის 52, იხ M 1 86 M 0, 5. 1., L. 22, C01. 536, 537).
5. იხ. მოც. 54-ე კანონის ზონარასეული განმარტება (4თ. C X # +., II, 72); ბლასტარის სინტ., კან. 35 (ს4თ. C # # +., VI, 345) და §§ 52, 56, 59 წიგნში „0 X0XX800X9X I00ი8MX6008% I09IMX0ILCIM#X”".
PDF გვ. 90 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 44
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვგდელთძ”ან დიაკონი, რომელიც მოვალისაგან სარგებელს მოითხოვს, დაცხრეს, თუ არადა – განიკვეთოს.
კანონებში მევახშეობა წარმოჩენილია, როგორც ანგარებისა და საძაგელი მომხვეჭელობისადმი ლტოლვა (იხ, | მსოფლ. 17), ანუ როგორც ქმედება, რომელიც ქურდობასთან და ყველანაირ უკანონო გზით ფულის მოხვეჭის მეთოდებთან ერთად, ერთ საერთო წყაროდან მომდინარეობს. ძველ აღთქმაში, რჩეულ ერს ეკრძალებოდა სარგებლით ფულის ან საკვების გაცემა (იხ. გამოს. 22, 25; ლევ. 25, 36; 2 სჯ. 23, 19; იეზ. 18, 8; 22, 12) და ნათქვამია, რომ მართალმა „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოილო....“ (ფს. 14, 5); ახალ აღთქმაში იესუ ქრისტე იმეორებს და ამტკიცებს ძველ სჯულს ქრისტიანთათვის (იხ. მთ. 5, 42; ლუკ. 6, 30, 34, 35) თუკი საღვთო სჯული გმობს მევახშეობას საერთოდ, მაშინ მით უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამ კანონს თვით კანონის მქადაგებლის, სასულიერო პირისათვის. მევახშეობის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ პარალელური კანონების განმარტებებში, აქ კი საჭიროა მხოლოდ კართაგენის კრების მე-16 კანონთან დაკავშირებით შევნიშნოთ, რომ სასულიერო პირს არამცთუ არ ეკრძალება ფულის სესხად გაცემა, არამედ მისი ასეთი ქმედება ქებასაც კი იმსახურებს – როგორც გაჭირვებულთა მიმართ მისი მგრძნობიარე გულის წარმომაჩინებელი; მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს ყოველგვარი გაანგარიშებების გარეშე და უკან უნდა მიიღოს არა იმაზე მეტი, რაც გაასესხა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისთავად მევახშე ხდება – მიუხედავად იმ თანხის რაოდენობისა, რაც სესხის ზემოთ მიიღო, ანუ, მიუხედავად დიდი თუ მცირე მოგებისა. სწორედ, ამ აზრით უნდა გავიგოთ კანონის (44-ე) სიტყვები, რომლითაც დაგმობილია ყოველი სასულიერო პირი, ვინც კი თავისი მოვალისაგან პროცენტებს ითხოვს. ამ კანონით განსაზღვრული სასჯელის სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ სასულიერო პირისათვის გასესხებულ ფულზე პროცენტის მოთხოვნა, ქურდობისა და ყოველნაირი სხვა უკანონო გზით მონახვეჭის დარად ფასდება.!
შენიშვნა:
§ 62 წიგნში 0 X0XX800X#X II0608M%X%6008% IX0MX070X#Xს“, ხოლო მონოზონთა შესახებ: დიდი კურთხევანის ნომოკანონის 138 კან.
PDF გვ. 92 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 45
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ ილოცებს, უზიარებელ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა – განიკვეთოს.
იმის შესახებ, თუ ვინ იწოდება მწვალებლად და რა არის მწვალებლობა, საუბარია ბასილი დიდის | კანონის განმარტებაში. მოციქულთა მე-10 კანონი, როგორც გიხილეთ, ეკლესიასთან ერთობისაგან განყენებულებთან საერთო ლოცვას სახლშიაც კი კრძალავს და მღვდლობისგან დაცადებას განუწესებს ყველას, ვისაც მათთან მლოცველობითი ერთობა აჭქვს. ბუნებრივია, ეკლესიასთან ერთობისაგან განყენებულებს უნდა მიეკუთვნებოდეს ყველა მწვალებელი, რის გამოც სრულიად მართებულია ყველა მართლმადიდებელისათვის მათთან ერთობლივი ლოცვის ჩატარების აკრძალვა. მით უფრო მკაცრი უნდა იყოს ასეთი აკრძალვა სასულიერო პირთათვის, რომლებიც ვალდებულნი არიან სარწმუნოების სიწმინდეების დაცვაში დანარჩენ ერთგულ მორწმუნეთათვის მისაბაძი მაგალითი გახდნენ, სარწმუნოებისა, რომელიც შეუბილწავია ყოველგვარი ცრუ სწავლებისაგან. ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, ლოცვითი ერთობის ქვეშ – ან როგორც კანონშია ნათქვამი, თსVნა66II6Vლ I6VიV (რომელიც მხოლოდ ილოცებს) – უნდა გიგულისხმოთ ეპისკოპოსისა და სხვა კლერიკოსებისათვის მწვალებლებთან ერთად ლოცვის აკრძალვა არა მხოლოდ ეკლესიაში, – რამეთუ ამისათვის ისინი მოციქულთა 46-ე კანონის თანახმად უკვე ექვემდებარებიან განკვეთას, ისევე, როგორც მწვალებლების დაშვებისათვის რაიმე მსახურებაზე კლერიკოსის ხარისხში, – არამედ სიტყვები, თა)V6ს66IIნV0C |I6V0V უნდა გავიგოთ შემდეგი მნიშვნელობით: „რომელსაც აქვს უბრალო ურთიერთობა“ (6XX0C X0MVთულნთა) და ერეტიკოსის ლოცვისადმი ლმობიერად განწყობილი” (IIII60C00%600V 010XL80MVთL 6MI +ი 6სXი წ0ს თIი6LIM0ს), რამეთუ ასეთი პირები ზიზღის ღირსნი არიან და მათგან განრიდებაა საჭირო. რადგან ამ სიტყვების შინაარსი ასეთი მნიშვნელობის შემცველია, ამიტომ მოციქულთა კანონი მათთვის სასჯელად საკმარისად მიიჩნევს მხოლოდ განყენებას – მღვდლობისაგან დაცადებას.! სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირი რომელიმე ერეტიკოსად ცნობილ პირს ეკლესიაში მსახურებისათვის დაუშვებს, ანდა, საერთოდ აღიარებს მას ნამდვილ ღვთისმსახურად, ან ეკლესიის მსახურად. ასეთ შემთხვევაში ეს სასულიერო პირი თავად ხდება წმინდა მსახურებისათვის უღირსი, და ამ კანონის განწესების თანახმად, სამღვდელო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს. იგივეს ადგენს მოციქულთა განწესებანი (VI, 16, 18) და ასევე ბევრი სხვა კანონი; ასეთი იყო პირველ საუკუნეების მთელი ეკლესიის სწავლება.? ფრიად ბრძნულად შენიშნავს არქიმანდრიტი იოანე ამ კანონის განმარტებისას, როცა ამბობს, რომ კანონი არა მხოლოდ ერეტიკული ჭირის სულის გავლენისაგან იცავს მართლმადიდებლებს, არამედ, ასევე, ინდეფერენტულობისაგან რწმენისა და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელმაც იოლად შეიძლება იჩინოს თავი რწმენის საქმეში მწვალებლებთან ახლო ურთიერთობისას. თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული სიყვარულისა და მოთმინების სულს, რითაც ასე გამორჩეულია მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან ერთია საკუთარ წიაღში დაითმინო რწმენაში შეცდომილნი, მათი საკუთარი ნებით მოქცევის მოლოდინში, ან თუნდაც, როცა ისინი თავიანთ ცდომილებაზე დაჟინებით დგანან, იქონიო მათთან გარეგანი სამოქალაქო ურთიერთობა და სულ სხვაა განურჩევლად დაამყარო მათთან რელიგიური ურთიერთობა, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ არამცთუ მათ მოქცევას არ ვცდილობთ მართლმადიდებლობისაკენ, არამედ თვითონვე ვმერყეობთ ჩვენს რწმენაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამას სასულიერო პირთათვის, რომლებიც ვალდებულნი არიან სხვებისათვის სამაგალითონი იყვნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდეთა მკაცრად დაცვის საქმეში. ამიტომ, წესის თანახმად, მართლმადიდებელმა მღვდელმსახურმა არ უნდა აზიაროს მწვალებლები წმინდა საიდუმლოს და საერთოდ არ უნდა აღასრულოს მათთვის არავითარი მღვდელმომქმედება მანამ, სანამ ისინი არ გამოამჟღავნებენ ეკლესიასთან შეერთების შეურყეველ სურვილს; მით უფრო ნაკლებად შეუძლია მას მწვალებელი მღვდელი დაუშვას მართლმადიდებელთათვის რაიმე მსახურების შესასრულებლად.
შენიშვნები:
1. ტდ. C # 9 »., II, 60.
2. Iთიგს., იი. 8ძ LL იხი§. 6. 7 (IM 1 ყ 0 6, §. წ., L. 5, 001. 649, 6521; 2ძ Mგდიძყ. ილ. 8 (იი). 669); გძ =თჯუი. C, 4 იL 7 წიი!. 709, ლიI. 713); გძ 'IIგ11. ი. 11 (იი1, 684). – ს0ი1I0., 6015L. 8ძ ჯხIIიი. ი. 7” LM 1 თ # ი, 9. წ., L. 5, 01. 1012). – I>6ი., 8ძV. ჩივი», 1., 3, ი. 3IM 1 ფი C,ყ. წ., L. 7, იი1. 848-855). – 1I9ILს1I., ძი ი»80630XIიL. ლ. 12 IM 1 წ X 0, §. 1., L. 2, იიI. 25, 26), – Cჯითმი., იი. 40 3ძ ს1იხ. და იი. 76 8ძ Mვგყის+ი IM 1 6 » ი, §.1., L. 4, იი1. 332-339 და L. 3, 901. 1137-1152).
PDF გვ. 93 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 46
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მწვალებელთა ნათლისღებას შეიწყნარებს, ან მათგან მსხვერპლს მიიღებს, განკვეთილ იქნეს. რა თანხმობა შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი მორწმუნეს ურწმუნოსთან? (შდრ. 2 კორ. 6, 15).
ეკლესიის სწავლების თანახმად, ყველა მწვალებელი ეკლესიის გარეთ იმყოფება. ეკლესიის გარეთ კი არ შეიძლება არსებობდეს არც ჭეშმარიტი ქრისტიანული ნათლისღება, არც ჭეშმარიტი ევქარისტიული მსხვერპლი, როგორც საერთოდ რაიმე ჭეშმარიტი წმინდა საიდუმლო. წინამდებარე მოციქულთა კანონი სწორედ ეკლესიის ამ სწავლებას გამოხატავს, ამასთან, ეყრდნობა წმინდა წერილს, რომელიც გამორიცხავს მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებელთა ნებისმიერ თანაზიარობას იმათთან, ვინც მის საწინააღმდეგოდ ასწავლის. იგივეს ვკითხულობთ მოციქულთა განწესებებში (IV, 15) და იგივეს გვასწავლიდნენ თავიდანვე ეკლესიის მამები და მოძღვრები.' შესაბამისად, მწვალებლებს არა აქვთ არც ჭეშმარიტი ნათლისღება, არც ჭეშმარიტი მღვდელმოქმმედება და ამიტომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ჭეშმარიტად აღიარებს მწვალებელი მღვდლის მიერ ჩატარებულ ნათლობას ან სხვა რაიმე მღვდელმომმედებას, ამ კანონის თანახმად განკვეთილ უნდა იქნეს თავის სამღვდელო ხარისხიდან. ეს იმიტომ, რომ ამ აღიარებით ის აჩვენებს, რომ ან არ იცის თავისი სარწმუნოების არსი, ან კიდევ – თავად არის მწვალებლობისაკენ მიდრეკილი და იცაგს მას, რის გამოც, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, იგი უღირსია მღვდელმსახურებისათვის. მოციქულთა ეს კანონი – მის მიმართ რუსულ კანონთა კრებულში გაკეთებული შენიშვნის თანახმად – მხოლოდ მოციქულთა დროინდელ მწვალებლებს ეხება, რომლებიც ამახინჯებდნენ მთავარ დოგმატებს მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთისა და, აგრეთვე, ძე ღმერთის განკაცების შესახებ. სხვა სახის მწვალებელთა შესახებ კი არსებობს სხვა კრებებისა და წმინდა მამების კანონების შესაბამისი განწესებანი.?
შენიშვნები:
1L #Lი8»ი35, 0L8%. 1II იითჭ>გ #ტლითიი§8 IM 1 დ» 6, 6. C., 1. 26, C01. 321-468). – სიაიხ., ხ18L. ილ01. 1. VII, ი. 6IM1C7»XC, 8. «., L. 20, იი1. 645-648). – CწXIII. ს10”ი501., XI0C8%L6- ისი918 IM 1 დ ი 6, 8. წ., L. 33, C01. 332-365). – I9»Lს11., ძი ხვჯდL. C. 15, ძი იძIC. C. 12, 19... ძი ი»გი8იIის. C. 12 IM 1 წ» 4, 8. 1., L. 1, Cი1. 1216 და 1217; L. 2, Cი1. 1001 და 1002; 1017- 1020; იიI. 25, 26). – C1ით”. #.1ი6X., 5(იI. 1. I M1ფ.6»ი62, §. დ,, L. 8, იი). 685-929). – Cჯი»”8ი, 6015%L. 73, 8ძ ჰსხვ1)ვი., იი. 71, 8ძ9 Cღს1»ოL. IM 1 წ ი #8, 8. 1., L. 4, ლი1. 412 და 601. 408-411). – 00L8: MI16V., ი. ნვოთიი. 1. II M1წ7»0, §. 1., L. 11, იი1. 883-1104).
2. თუ ვინ იყვნენ ეს მწვალებლები, ამის შესახებ იხ. მოც. 47-ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 47
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათელღებულს, ან არ მონათლავს უკეთურთაგან შებილწულს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და არ გამრჩევი მღვდლისა ცრუმღვდლისაგან.
ნათლისღება აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიაში მოქცეულად და მის ჭეშმარიტ წევრად ჩაითვალოს.! იგი ეკლესიის სწავლების შესაბამისად უნდა ჩატარდეს (მოც. 49, 50)? და მხოლოდ ასეთ ნათლობას ეწოდება, ამ კანონის თანახმად, ჭეშმარიტი (X0ოII9ი X9ე0§IღთV).ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც თავს უფლებას მისცემს კვლავ მონათლოს ვინმე, ვინც უკვე ასეთი ნათლობა მიიღო, სამღვდელო ხარისხიდან განიკვეთება, რადგან ნამდვილი, სწორად აღსრულებული ნათლისღება აღარასოდეს უნდა განმეორდეს ერთსა და იმავე ადამიანზე.3 ჭეშმარიტ ნათლისღებიდან კანონი ცრუნათლისღებას იმით განასხვავებს, რომ იგი არ არის აღსრულებული მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ეკლესიის სწავლების შესაბამისად და არა მხოლოდ არ განწმენდს ადამიანს ცოდვებისაგან, არამედ პირიქით, ბილწავს მას. სწორედ ამას აღნიშნავს კანონის სიტყვები, „უკეთურთაგან შებილწული“ (+0V |16I1070CII6VCV Xთო08 «0V 0CC680V).თუ როგორი ნათლობა'ითვლებოდა მოციქულთა კანონების მიღებისას ცრუდ, ამის შესახებ საუბარია მოციქულთა 49-ე და 50-ე კანონებში. ასეთი ცრუნათლისღება აღსრულებულად არ ითვლებოდა, ანუ მისი მიმღები ისევ მოუნათლავი რჩებოდა. ამის გამო კანონი განკვეთით ემუქრება ეპისკოპოსს ან მღვდელს, რომელიც არ მონათლავს ამგვარ ნათლისღებამიღებულ ადამიანს, რადგან ამით ის თითქოსდა აღიარებს ასეთ ნათლისღებას ჭეშმარიტად და სწორად აღსრულებულად. ამის მთავარ საფუძვლად, კანონის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ სასულიერო პირი, რომელიც სწორად აღსრულებულ ნათლისღებას გაიმეორებს, ანდა, ჭეშმარიტად აღიარებს ცრუნათლისღებას, თავისი ქმედებით მკრეხელურად მოეპყრა ჯვარსა და უფლის სიკვდილს, რადგან პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, „-რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე ლესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ“ (რომ. 6, 3), და თვით ჯვარი, იოანე ოქროპირის სიტყვებით, ნათლისღებად იწოდება, რომლითაც თვით უფალიც მოინათლა (შდრ. მთ. 20, 23) და რომ ისიც (უფალი) მოინათლება იმ ნათლისღებით, რომლის შესახებაც მისმა მოწაფეებმა არ იციან (იხ. ლუკ. 12, 50).
ამ კანონის მიღების მიზეზი, პირველ რიგში, იყო მოციქულთა დროს არსებული ერესები (ნიკოლიანელები, სიმონიანელები, მენანდრასი, კერინფასი და ებიონელები),§ რომლებიც ამახინჯებდნენ ძირითად დოგმატებს წმიდა სამების ბუნებისა და ღმერთის ჰიპოსტასების შესახებ, განსაკუთრებით კი ძე ღვთისას განხორციელებისა და გამოსყიდვის საიდუმლოს შესახებ. ასეთ მწვალებლებს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ნათლისღებაც არ შეიძლება ჰქონოდათ, როგორც საიდუმლო, ადამიანის ახალ ცხოვრებაში აღორძინებისა და მისი საღვთო მადლით განათლებისა, – თუნდაც, რომ საიდუმლოს აღსრულების ფორმა სავსებით სწორი იყოს, რადგან მათი გაგება, ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, აბსოლუტურად ცრუ იყო. მეორე მიზეზი, ამ კანონის მიღებისა, პირველი დროის ეკლესიაში მწვალებლებთა მონათვლის შესახებ წარმოშობილი დავა იყო. ერთთა აზრით, არასგზით არ შეიძლებოდა იმ ნათლისღების აღიარება, რომელიც მწვალებლებთან აღესრულებოდა და, მაშასადამე, აუცილებელი იყო თითოეული მათგანის – განურჩევლად – კვლავ მონათვლა, ვინც კი მწვალებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოდიოდა. მეორეთა აზრით, თავიდან მონათვლა აუცილებელი იყო მხოლოდ იმ ერესიდან გადმოსულთათვის, სადაც ნათლისღება დამახინჯებულად აღესრულებოდა. თუკი რომელიმე მიმდინარეობის ერეტიკოსთა ნათლისღების წესი შერყვნილი არ იყო და თავისი არსით მართლმადიდებლურ ნათლისღებას შეესაბამებოდა და, მაშასადამე, ეკლესიის მიერ არსებითად სწორად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული, მაშინ მათი მოქცევისას (სადაც ნათლისღების არსი არ იყო შერყვნილი) საჭირო აღარ იყო მათი ხელმეორედ მონათვლა. პირველ შეხედულებას იზიარებდნენ აფრიკული ეკლესიების ეპისკოპოსები და ზოგიერთი აღმოსავლელიც. მეორე აზრზე იდგნენ დასავლელი ეპისკოპოსები და დანარჩენ ეპისკოპოსთა უმრავლესობა.9 ეს უკანასკნელი აზრი მიღებულია წინამდებარე მოციქულთა კანონითაც და ნათლად არის მასში განცხადებული, როგორც საერთო საეკლესიო ნორმა, კერძოდ: ნათლისღება თავისი არსით, როგორც საღვთო მადლის საიდუმლო, არ შეიძლება გამეორებულ იქნეს და, მაშასადამე, თუ ის სწორად არის აღსრულებული თავისი არსითა და გარეგანი ფორმითაც, სხვა სიტყვებით: თუ ის აღსრულებულია სახარებისეული დადგენილების შესაბამისად, მაშინ ის არ მეორდება იმათზეც კი, რომლებიც ეკლესიაში ექცევიან რომელიმე ერესიდან. ეს განსაკუთრებით იმ პირებს უნდა შეხებოდათ, რომლებიც თავდაპირველად მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლნენ და შემდეგ გადავიდნენ მწვალებლობაში. ხოლო თუკი ნათლისღება აღსრულებულია სახარებისეული დადგენილების საწინააღმდეგოდ და უკეთურ (თთ§8თV) ადამიანთა მიერ, როგორც მოციქულთა ეს კანონი ამბობს, ანუ – ისეთ ერეტიკოს მღვდელმსახურთა მიერ, რომლებიც შერყვნილად ქადაგებენ ქრისტიანული რწმენის დოგმატების საფუძვლებს, რის შედეგადაც, მათ მიერ აღსრულებული ნათლისღება არ არის ჭეშმარიტი (0ს X0CL8 თ.06LCV) და ყალბად ითვლება, მაშინ ეს კონკრეტული პირი თავიდან უნდა მოინათლოს, როგორც ჯერ კიდევ მოუნათლავი.
კანონები ზუსტად განსაზღვრავენ იმას, თუ არამართლმადიდებელ ეკლესიაში და არამართლმადიდებელი მღვდლების მიერ აღსრულებული რომელი ნათლობა უნდა ჩაითვალოს ყალბად და, ამის გამო – გამეორდეს. ამ კანონთა განწესებანი მკაცრად უნდა იყოს დაცული და მათგან მცირე განდგომაც კი კანონიკურ სასჯელს ექვემდებარება. ამ განწესებებს უაღრესი მნიშვნელობა აქვთ მსჯელობისას იმის შესახებ, თუ რამდენად ჭეშმარიტად შეიძლება იქნეს აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს გარეთ აღსრულებული ნათლისღება. ახლანდელი არამართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლებს შორის, ვისთანაც შეხება გვიხდება, უმთავრესს წარმოადგენს რომაულ-კათოლიკური. არც ერთ კრების კანონს, რომელსაც კი ჰქონია საყოველთაო-სავალდებულო მნიშვნელობა, არ განუცხადებია ამ აღმსარებლობის წესის თანახმად აღსრულებული ნათლისღება ყალბად. ამის გამო, აღნიშნულ აღმსარებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცეული პირი კურთხევანში ზუსტად ჩამოყალიბებული წესით მიიღება, მაგრამ, რადგან მათი ნათლისლება დაგმობილი არ არის, ამიტომ ასეთ პირებს ახლიდან აღარ ნათლავენ იმ განსაკუთრებული პირობების გამო, რაც ბერძნულ და ლათინურ ეკლესიებს შორის ჩამოყალიბდა. კონსტანტინოპოლის 1756 წლის კრებაზე გამოიცა განწესება, რომლის თანახმადაც, ყოველი რომაელ-კათოლიკე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევას განიზრახავდა, თავიდან უნდა მონათლულიყო?7 მსგავსად ამისა, რუსეთშიც, მოსკოვის ერთ-ერთ კრებაზე, ჯერ კიდევ 1620 წელს, ასეთივე განწესება გამოიცა და იგივე პირობების შემცველი, როგორც ბერძნულ ეკლესიაში.მ მაგრამ ეს განწესება უთანხმოებაშია აღმოსავლური ეკლესიის საერთო მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან. იგი მხოლოდ განსაკუთრებული სიმკაცრის ზომად მიიჩნევა, რაც გარდაუვალად გამოიწვია არასასურველმა დროის სიტუაციამ და, ამდენად, მას არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს საყოველთაო მნიშვნელობა.9 წინამდებარე მოციქულთა კანონში მნიშვნელოვანია ის, რომ ზემოთ მოყვანილი საფუძვლის გარდა, ეპისკოპოსისა და მღვდლის განკვეთის შესახებ, რომელიც სწორად აღსრულებულ ნათლისღებას კვლავ გაიმეორებს ან პირიქით, სწორად მიიჩნევს ცრუ ნათლისღებას, ასეთ საფუძვლად ითვლება ისიც, რომ ეს სასულიერო პირები არ ასხვავებენ ნამდვილ და ცრუმღვგდელმსახურებს (V/6ას6!წი6თV): იმის განსასჯელად, კანონიერად უნდა მიიჩნეოდეს თუ არა ამა თუ იმ უცხო რწმენის აღმსარებელი საზოგადოების სამღვდელონი და, შესაბამისად, უნდა იქნენ თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულნი, ამისათვის ძირითადად იმაში დარწმუნებაა აუცილებელი, განსხვავდება თუ არა განსახილველი საზოგადოება მართლმადიდებელი ეკლესიისაგან რწმენის მხოლოდ ცალკეულ პუნქტებში და ზოგიერთ ცალკეულ რიტუალებში, თუ იგი ცდომილებაშია ეკლესიის ძირითად ჭეშმარიტებასთან მიმართებით და გააჩნია დამახინჯებული სწავლება როგორც რწმენის საკითხებთან, ასევე საეკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ასეთი საზოგადოების სამღვდელოება არ შეიძლება ეკლესიის მიერ შეწყნარებულ იყოს. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მიიჩნევს თუ არა გარკვეული რელიგიური საზოგადოება სამღვდელოებას, როგორც ღვთის დადგენილს, და იერარქიულ ხელისუფლებას აღიქვამს თუ არა როგორც საღვთო სამართალიდან გამომდინარე ხელისუფლებას, თუ იგი უყურებს სამღვდელო მსახურებას, როგორც სხვა ნებისმიერ საერო მსახურებას, რომელიც ღვთის მადლის გარეშე მიიღება და მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ გარკვეული წესრიგი იქნეს შენარჩუნებული რაიმე რელიგიური რიტუალის შესრულებისას. ასეთ შემთხვევაში ის არ არის ჭეშმარიტი სამღვდელოება და ამიტომ არც შეიძლება იყოს ეკლესიის მიერ აღიარებული. დაბოლოს, კანონიერი სამღვდელოების საფუძველს წარმოადგენს იერარქიული ხელისუფლების უწყვეტი მემკვიდრეობა მოციქულებიდან დაწყებული ახლანდელ დრომდე, ამიტომ, უცხო რწმენის მღვდელმსახურის შესახებ მსჯელობისას აუცილებელია ყურადღების მიპყრობა იმაზე, დაცულია თუ არა მის რელიგიურ საზოგადოებაში ეს სამოციქულო მემკვიდრეობა. რელიგიურ საზოგადოებათა სამღვდელოება, სადაც ეს უწყვეტი მემკვიდრეობა დაცულია, მათში არსებული გასხვავებული აზრის მიუხედავად, მაინც კანონიკურად მიიჩნევა, მხოლოდ, თუ დანარჩენ საკითხებში არ ეხებიან ქრისტიანული რწმენის თვით საფუძვლებს და საიდუმლოს არსსა და ძალას. თუკი ამა თუ იმ რელიგიურ საზოგადოებაში, რომელიც გამოეყო საეკლესიო ერთობასა და მოციქულთა მემკვიდრეობისაგან დამოუკიდებლად თავისი განსაკუთრებული იერარქია ჩამოაყალიბა, მოციქულთა ეს მემკვიდრეობა დარღვეულია, მაშინ მსგავსი საზოგადოების სამღვდელოება არ შეიძლება კანონიკურად მართებულად იქნეს აღიარებული (მოც. 67; I მსოფლ. 8, 19; ლაოდ. 8, 32; კართ. 68; ბასილი დიდ. 1 და სხვ.)'9, შენიშვნები:
1,მართლმადიდებლური აღმსარებლობა აღმოსავლური კათოლოკე სამოციქულო ეკლესიისა, ნაწ. I, პას. 103.
2. მართლ. აღმს. ნაწ. I, პას. 102.
3. მართლ. აღმს. ნაწ. I, პას. 102.
4. ამ კანონზე ზონარას განმარტება: 4ძთ. C # # «., IL, 62.
5.ნიკოლიანელებისათვის კერპებისადმი შეწირულის მიღება დასაშვები იყო. ღმერთისა და შესაქმის შესახებ მათ დამახინჯებული სწავლება ჰქონდათ. სიმონიანელები (სიმონ მოგვის მიმდევრები) ასწავლიდნენ, რომ სამყარო ანგელოზებმა შექმნეს, რომ სინას მთაზე სიმონი მოევლინა მამა ღმერთის სახით, ტიბერიის დროს კი ძე ღმერთის სახით და გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდის სახით. მენანდრიანელები ასწავლიდნენ, რომ მენანდრე, სექტის დამაარსებელი, ზეციდან მოვლენილი მაცხოვარია, უხილავი ძალით, და რომ ყოველი, ვინც მისი (მენანდრეს) სახელით მოინათლება, უკვდავი ხდება. კე რინფელიან ელები ასწავლიდნენ, რომ სამყარო ღმერთის გარეშე შეიქმნა, და რომ იესუ იოსებისა და მარიამისაგან დაიბადა; ქრისტე კი მტრედის სახით იესუზე გარდამოვიდა ნათლისღების შემდეგ, ხოლო ქრისტეს ვნების შემდეგ, უკან გაფრინდა. ებიონიტ ელები იესუ ქრისტეს უბრალო ადამიანად მიიჩნევდნენ, პავლე მოციქულის სწავლებას უარყოფდნენ და და მოსეს მთელ სჯულს ყველა ქრიატიანისათვის სავალდებულოდ თვლიდნენ. V 81 ი ხ, ILLVI5(ი=ი ძი X606%L70X01060ი (L0CIი218, 1762.) LI, 110 და შემდგ., 158 და შემდგ., 167 და შემდგ., 185 და შემდგ., 247 და შემდგ.
6. I ი” 91 ი, CიიიIII6ი80950M10ML6 (დასათაურებული როგორც X90L20»L9 0) /5ხ-0IL“), 1, 104 და შემდგ.
7. ტდ. C MX M X., V, 614-615.
8.0 100167, Cი5ის10სL6 ძიL LIICიI, Iთიითისიათ (Mსილხიი, 1865), II, 107.
9. შდრ. ა. სერაფიმოვი, არმართლმადიდებელი ქრისტიანების მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების წესის შესახებ (იხ.ციჯნI MIC86M0# XVX. 8300MI#- 1864, #M 7 და 8) (ცალკე: ვიატკელი ეპ. ს ე რ გ ი, „0 M685#X8X M# =#M80M00X0MX088919MX II0M8MIX1# 88X02800X2889IX XVCIMCII28 8% Iი0880028MXIL0 II60IM08Lხ”. ზიგ, 1894).
10. შდრ. არქიმ. იოანესთან მოც. 47-ე კანონის განმარტება დასახ. თხზ. I, 195.
PDF გვ. 96 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 48
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერისკაცი, რომელიც თავის ცოლს განიშორებს და სხვას, ან სხვისაგან განტევებულს შეირთავს, ზიარებიდან განკანონდეს.
ეს კანონი კანონმდებლობით სახეს აძლევს წმიდა წერილის შესაბამისი ადგილების შინაარსს (მთ. 5, 32; 19, 9; ლუკ. 16, 18; 1 კორ. 7მ 19, სახელდობრ, უკრძალავს ქმარს თვითნებურად და კანონიერი საფუძვლის გარეშე თავიდან მოიშოროს კანონიერი (კოლი და შეირთოს სხვა, და ასეთ ქმარს წმინდა ზიარებიდან განყენებით სჯის. ზუსტად ასევე, კანონი ზიარებიდან იმ შემთხვევაშიაც განაყენებს მას, თუკი ისეთ ქალს შეირთავს, რომელიც არ არის თავისუფალი ქორწინების კავშირისაგან, მაგრამ ქმრისაგან გაშვებულია. გაშვებულად (განტევებული, თX02.6»)I!6VიV) – ბალსამონის სიტყვებით, ამ კანონის განმარტებისას – ითვლება დედაკაცი, რომელიც ქმართან გაშორებულია, მაგრამ არა კანონიერად (უი სო XთLთ VიII0CV 61თხს)/6LC0).! ქრისტიანობის წარმოშობის ეპოქაში, რომის საზოგადოების გარყვნილობის გამო, ქორწინების შესახებ ამ ქალაქის სამოქალაქო კანონები, არ მოიცავდა იმ ქორწინების შესახებ ზნეობრივ ცნებას, რომელიც თვით ბუნებისაგან არის ჩადებული ადამიანის გულში და, ამიტომ ქორწინების დარღვევა მთლიანად მეუღლის ნებაზე იყო დამოკიდებული. როგორც კი ქმარი ან ცოლი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, მოინდომებდა ქორწინებითი კავშირის გაწყვეტას, ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ – ქმარი ცოლს და ცოლი ქმარს – წერილობით განცხადებას (8LCC95+M0V, ან 1ხ01Iს§ X6სსძ11), თანაც ქმარი ცოლს სთავაზობდა: „დედაკაცო, გააკეთე რაც გსურს“, ანდა, ცოლი ქმარს: „მამაკაცო, გააკეთე რაც გსურს“.2 ამით უკვე ქორწინება დარღვეულად ითვლებოდა. იმ დროის სამოქალაქო კანონები მსგაგს საქმეებზე ნაკლებად ზრუნაგდა, ამიტომ განქორწინების თავისუფლება არავითარ კანონიერ წინააღმდეგობას არ ხვდებოდა და მხოლოდ და მხოლოდ მეუღლეების ზნეობრივი გრძნობებით განისაზღვრებოდა. მხოლოდ ქრისტიანობას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა და შეეცვალა ესოდენ შერყვნილი შეხედულება ერთ-ერთ ყველაზე წმინდა დადგენილებაზე – ქორწინებაზე. ქრისტიანობამ განაცხადა, რომ ქორწინებითი კავშირი დაურღვეველია (იხ. მთ. 19, 6). ამ ორთა, კანონიერად დაქორწინებულთა, კავშირის დარღვევა მხოლოდ სიკვდილს, ან ისეთ მიზეზს ხელეწიფების, რომელიც აღმატებულია ქორწინებითი კავშირის საეკლესიო იდეაზე (თუ შეიძლება ასე ითქვას), ანგრეგს მის ზნეობრივ და რელიგიურ საფუძველს და ასევე წარმოადგენს სიკვდილს, მხოლოდ სხვა სახისას: შესაბამისად, მხოლოდ ფიზიკურ, ზნეობრივ და რელიგიურ სიკვდილს შეუძლია ქორწინებითი კავშირის დარღვევა და სხვა არაფერს (შდრ. მთ. 5, 32; 19, 3, 9; რომ. 7, 2; 1 კორ. 7, 15, 39), VI საუკუნეში და შემდგომ, კანონით განისაზღვრა, თუ რა განსაკუთრებული მიზეზის შედეგად შეიძლება იქნეს დარღვეული კანონიერი ქორწინება და, ამასთან, როგორი უნდა იყოს სასამართლო პროცესი, რის შესახებაც, სხვათა შორის, საუბარია ტრულის კრების 87-ე და 93-ე კანონების განმარტებებში.
შენიშვნები:
1 #4თ. C # 8 X., II, 64.
2. ამ კანონის შესახებ ბალსამონის განმარტება: #თდ. C X% 8 #., II, 64.
PDF გვ. 100 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 49
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი, ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებს არა უფლის განწესებისამებრ: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განკვეთილ იქნეს.
იესუ ქრისტემ, როდესაც თავისი მოწაფეები საქადაგებლად გაუშვა, უბრძანა, რომ მათ ყველა ერი მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა (იხ. მთ. 28, 19). ასე ნათლავდნენ მოციქულები და ასე უნდა მოენათლა ყველას, ვისაც სურდა, რომ ნათლისღების საიდუმლო სწორად აღსრულებულიყო, – სახარებისეულ სწავლებასთან შესაბამისობაში. თითოეული ნათლობა, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმის გარეშე სრულდება, ანდა, სხვა სიტყვების თანხლებით, არ იყო მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი. მოციქულთა დროში სხვადასხვა მწვალებლური სექტა მოქმედებდა, სადაც ნათლავდნენ ამ სიტყვების გარეშე და, როგორც კანონი ამბობს, ნათლავდნენ „სამი დაუსაბამოსა ან სამი ძის ან კიდევ სამი ნუგეშინისმცემელის სახელით“.' სწორედ, მოხსენიებული მწვალებლების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონი, რომელიც განაწესებს ეპისკოპოსის ან მღვდლის განკვეთას, თუკი ის ნათლისღებას არ აღასრულებს უფლის დადგენილების შესაბამისად.
კანონი მოიხსენიებს ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, ნათლისღების საიდუმლოს აღმასრულებლებს, რაც ზუსტად უპასუხებს ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებას (იხ. მთ. 28, 19; მარკ. 16, 16). მოციქულთა განწესებებში (III, 11) ნათქვამია ამ მცნების მსგავსად: „ჩვენ სხვა კლერიკოსებს, როგორებიცაა წიგნის მკითხველები, მგალობლები და მეკარეები, არ ვაძლევთ ნათლისღების ჩატარების უფლებას, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს დიაკვნების დახმარებით“.? ამასვე გვასწავლიან ეკლესიის მამები და მოძლვრები.3 დიაკონს არა აქვს ნათლობის ჩატარების უფლება უკიდურესი საჭიროების შემთხვევის გარდა“;? ასეთ დროს კი ეს უბრალო ერისკაცსა და დედაკაცსაც§ კი შეუძლიათ ” ააკეთონზ.
შენიშვნები:
1. 0-1 წიი., Cიიი6VLM. მძ სილ. 1. 6, ი. 6 IM 1 წ ი ი, 5. წ., L. 14, იი1. 1067-1069). – გნ ოსტიკოსებთან, ვის წინააღმდეგაც მიმართულია ეს კანონი, ირინეოსი მოიხსენიებს ნათლისღების ფორმულას, რომელიც ლათინურ თარგმანში ასე ჟღერს: „სახელითა უხილავი მამისა ყველასი, ჭეშმარიტებითა – დედისა ყველასი, გარდამოხდილ ქოისტეში გაერთიანებისათვის, გამოსყიდვისა და სათნოებებით გამდიდრებისათვის“ (C0ი+%X8 ხ80X0505, 1. I, 6. 21) (დრ. ბერძ. M 1 ფ » 0, 5. ყ., L. 7, ლ01. 6611 – ტერტულიანე (94 ხ3%L15, ი. 15) წM 1 წ » 09, §. 1., ჭ. 1, C01. 12161 შენიშნავს: არ უნდა ვაღიარო მათში ის, რასაც გადმოსცემენ, რადგან არა ამარ ერთი და იგივე ღმერთი იმათ და ჩვენ, არც ერთი ქრისტე, ანუ ერთი და იგივე. პმიტომ არც ერთი ნათლისღება, რადგან არ არის ჩვენი და მათი ნათლისღება ერთი და იგივე“.
2. მართლმ. აღმს. ნაწ.I, 103; აღმოს. პატრ. ეპისტ. 16; დიდი კურთხ. ნომოკანონი, 201, 2014.
3. 1Iთი9L., 0151. 8ძ 5IიVიი. ი. 8 IM 1 დ ი 06, 5. დ«., ს. 5, 001. 713), – 1ი»Lს)11., ძი ხგიL. 0. 17 IM187ი90,5.1., L. 1, Cი1. 1217-1220|1. – სIიიწ5. #4X60%ი., ძი ხ1ი”8X0ჩ, 6001. ლ. II, ი. 11, 7 IM1წ»Xი0, 5. დ., L. 3, იი1. 392-4211. – #Iიხ1X05., ძი IXX5L%. 0.”III, I. 8., ძი §30”გი. III, I IM1წ7»29,5.1., ჯ. 16, Cი1. 391 და ლ01. 431-433). – ტს) IფიიიVIი., 8ძV. LVCII. C. 4 M 19.00, 8. 1., L. 23, C01. 157-158). – სი1იხვი., ხ80-08 VII, 34; LX XIX, 3, 7 IM 1 ფ ი 0, §. ფ., L. 42, ლი1. 744, 745, 749, 752 და L. 41, 001. 205). – 4ტ4ისყს5LIი., ძი CIVIL3L6 01, XXII, 18 IM 19 0 0, 5. 1., ს. 41, იი1. 779, 7801.
4. I9XLVII., ძი ხიმიL15. ი. 17 IM 1 წ თ 0, §. 1., L. 1, 601. 1217-1220). – CXXII1, ს16»0501., Cვ8Lიის. XVII, თ». 35 IM 1 წ 7 0, 5. ყ., ს. 33, ლი1. 1009). – LიIიხმთ., ი80>05. LX XIX, 4 IM 1 § # 0, 8. წ., L. 42, 601. 745). – მოც. განწ., VIII, 28.
5. მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ნაწ. I, პას. 103; აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლე, მე-16 წევრი; დიდი კურთხ. ნომოკანონი, 204; IIII0-იიაჯIი., 80V. LVCII. 6, 9: მონათვლა, თუკი აუცილებლობა მოითხოვს, როგორც ჩვენ ვიცით, ერისკაცსაც შეუძლია“ IM 1 § # 0, 8. 1., L. 23, იი1. 165) შდრ. I9XLVI1., ძი ხ3#იX19. ი. 17 LM 1 დ # 0, §. 1., L. 1, იი1. 1217-1220).
6. ნიკიფორე აღმსარ. 51-ე კან.
PDF გვ. 101 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 50
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის, და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებით აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: „ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით“, არამედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათთა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა“ (მთ. 28, 19).
ეს კანონი ადგენს ნათლისღების ჩატარებას მოსანათლი პირის წყალში სამგზის შთაფლვით (ზიიIთIთ, 1იიიი8510).ამასთან, სასულიერო პირი, რომელიც ნათლობას ამ სახით არ ჩაატარებს, ხარისხიდან განიკვეთება. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ქრისტიანობის პირველ პერიოდში სხვადასხვა მწვალებლურ სექტებს შორის არსებული ისეთი სექტების მოღვაწეობა, რომლებიც შემდგომში განვითარდა და ანომიანელთა (ევნომიანელთა) სექტად ჩამოყალიბდა, სადაც ნათლისღება აღესრულებოდა არა წმიდა სამების სახელით, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიკვდილში, რის თანახმადაც, მოსანათლ პირს წყალში არა სამგზის, არამედ ერთგზის შთაფლავდნენ ხოლმე.' მოციჭულთა ეს კანონი სჯულდებს, რომ ნამდვილი ნათლისღება, რომელიც მოსანათლ პირს უფლებას აძლევს ეკლესიის წევრი გახდეს, უნდა ჩატარდეს კანონით დაწესებული რიტუალით – წყალში მისი სამგზის შთაფლვით წმიდა სამების სახელით. ეს განწესება, მოსანათლის სამგზის შთაფლვის შესახებ, ეფუძნება გადმოცემას, რომელიც თავის დასაბამს ეკლესიის პირველდროიდან იღებს, როგორც ამას ბასილი დიდი თავის თხზულებაში (91 კან.) ნეტარ ამფილოქეს სულიწმიდის შესახებ ეუბნება. ეს განწესება ეკლესიის ყველა საუკუნის პრაქტიკითაა გამართლებული.? ნათლისღებისას შთაფლვის ნაცვლად წყლის გადასხმის (89500X510) გამოყენება მკაცრად არის აკრძალული, გარდა ავადმყოფობის შემთხვევებისა.) ეკლესია იმდენად მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ ნათლისღება ჩვეულებრივ შემთხვევებში აღსრულებულიყო მხოლოდ შთაფლვით და არა წყლის გადასხმით, რომ დასში იმ პირთა მიღებასაც კი კრძალავდა, რომლებიც რაიმე გამონაკლისი შემთხვევების გამო, შთაფლვით არ მოინათლნენ (ნეოკიეს. 12).“ თუმცაღა, მართლმადიდებელი ეკლესია არ უარყოფს ნათლისღებას, რომელიც წყლის გადასხმით აღესრულება, რადგან ამით ჯერ კიდევ არ ნადგურდება საიდუმლოს ძალა, მაგრამ უშვებს მას მხოლოდ განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევებში. მოციქულთა 47-ე კანონის განმარტებაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ისტორიული მიზეზის შედეგად, XII და XIII საუკუნეებში, ბერძნულ და რუსულ ეკლესიებში დადგენილი იყო რომაელ-კათოლიკების გადანათვლა, როდესაც ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოდიოდნენ. ამ დადგენილების მოტივაცია, სხვათა შორის, იყო ისიც, რომ რომაელ-კათოლიკები წყლის გადასხმით იყვნენ მონათლულები და არა წყალში შთაფლვით, რის გამოც მათი ნათლობა მწვალებლურად ითვლებოდა და მაშასადამე, ყალბად.5 შენიშვნები:
1. 0”Iყ0ი., Cი0»I06»იL., 8ძ LსიIი. C. 6 IM 1 წ » 6, §. წ., L. 14, C01. 1067-10691.
2. მოგიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მოწმობას ლათინური ეკლესიიდან. გრი გოლი დი დ ის საკრამენტარიები განაწესებს: „მღვდელი ნათლავს სამგზის შთაფლვით. ერთგზის მოიხმობს წმიდა სამებას შემდეგი სიტყვებით: ნათელს გცემ შენ სახელითა მამისათა, – და შთაფლავს ერთხელ, – და ძისათა, – შთაფლავს მეორედ, – და სულისა წმიდისათა, – და შთაფლავს მესამედ“ (მღვდელმთავარი გრიგოლ | დიდი, ანუ დიოლოღოსი – რომის პაპი 9560-604 წწ.) – ა მ ბ როს ი მედიოლანელის საკრამენტარიებში, „ნათლისღების აღსრულების შესახებ“ განყოფილებაში, ეკლესია განაწესებს: „რადგან შთაფლვის მეთოდი წმინდა საღვთო ეკლესიაში უძველესი ჩვეულებაა, ამიტომ ამბროსისეულ ეკლესიაშიც ყოველთვის დაცული უნდა იყოს; შთაფლვის ამ მეთოდისაგან განდგომა არ ეგების, თუ მხოლოდ გარდაუვალი სიკვდილის საშიშროება არ იქნება, მაგრამ მაშინაც აღსრულდება ნათლისღება წყლის სხურების ან თავზე გადასხმის გზით, ნათლისღების დადგენილი ფორმის შენარჩუნებით (მღვდელმთავარი ამბროსი – ქალაქ მილანის (მედიოლანის) ეპისკოპოსი 381-395 წწ.). ცნობილი სქოლასტიკოსი დუნს კოტი (6ი0Iი!იი!. 1 IV §509%0იL ძ15(. 3. ძს. 4) წერს: „მღვდელმსახურმა შეიძლება არ ჩაატაროს სამგზის შთაფლვა, თუ იგი უძლურია, ხოლო მოსანათლი – ზორბა გლეხია, რომლის არც შთაფლვა, არც ხელში აყვანა მას არ ძალუძს". ნათლისღების შესახებ ასეთ განწესებას ვხვდებით XVII საუკუნის დასაწყისში: „მღვდელმსახური ნათელს სცემს ბავშვს სამგზის შთაფლვით. ნათელს გცემ შენ სახელითა მამისათა, – და ფლავს ერთხელ, – და ძისათა, – ფლავს მეორედ, – და სულისა წმიდისათა, – ფლავს მესამედ“ (5239XL8 1ი5LI(VV10 ხმიLI78#იძ1. C8ძიჯი!, 1614). ეკლესიის მამებისა და მოძღვრების მრავალი მოწმობა ამის შესახებ, – როგორც აღმოსავლურის, ასევე დასავლურისა, – იხ. მ ა კარისთა ნ, დოგმატი ღვთისმშობლის შესახებ, § 203. შდრ. არქიმ. ი ოანე სთანსამკანონის განმ., დასახ. თხზ., I, 197-198.
3, იხ. ზადრის საღვთისმეტყველო ჟურნალში ,„MCXXMგ“ (II, 365-366) პასუხი კითხვაზე: „დასაშვებია თუ არა ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება წყლის გადასხმის გზით“.
4. შდრ. არქიმ. იოანესთან ნეოკეს. კრების მე-12 კანონის განმ. (დასახ. თხშ., I, 369).
5. LIიხ1ი», C0250M10იL6 ძი» IMII”იVI. Iიბიისიწ. I, 228 და შემდგ., II, 107 და შემდგ., მხოლოდ დღევანდელ ურთიერთობებზე II, 300-304.
PDF გვ. 102 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 51
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, – გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს, რადგან მას ავიწყდება, რომ ყოველივე ფრიად კეთილია და რომ ღმერთმა შექმნა რა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად ჰყო ის, და თავისი ქმედებით შეურაცხყოფს და ცილს სწამებს შემოქმედებას; ასევე – ერისკაციც.
„ყოველივე წმიდა არს წმიდათათუს; ხოლო შეგინებულთათკს და ურწმუნოთა არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“, – წერს წმინდა პავლე მოციქული ტიტესადმი ეპისტოლეში (1, 15). ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში კი ამბობს, რომ, „ყოველი დაბადებული ღვთისაი, კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული“ (1 ტიმ. 4, 4) და რომაელთა მიმართ: „.-.რამეთუ არა-რაი შეგინებულ არს თავით თკსით; გარნა თუ რომელი-იგი შევინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ“ (რომ. 14, 14). წმიდა წერილის სწორედ ეს სწავლება პოულობს თავის გამოხატულებას მოციქულთა წინამდებარე კანონში. ეკლესია, თავის წევრთა თავშეკავებულობას (რაშიც ის არ უნდა გამომჟღავნებულიყო), ყოველთვის მოწონებით ხვდებოდა, და მას მით უფრო მეტ სათნოებად მიიჩნევდა, რაც უფრო მეტად გამოიჩენდა ვინმე ამ სათნოებით თავს. მართალია, ეკლესია ყოველთვის დადებითად აფასებდა მის ერთგულ წევრებში თავშეკავების (მარხვა, დათმინება, კრძალულება) შესახებ ჭეშმარიტ შეხედულებასა და მისკენ ამაღლებულ სწრაფვას, მაგრამ, იმავდროულად, მკაცრად გმობდა ისეთ თავშეკავებულობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ ცნების შესახებ ქრისტიანულ მოსაზრებას. ქრისტეს ეკლესიის არსებობის დასაწყისშივე გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ ქორწინება, ხორცის ჭამა და ღვინის სმა ცოდვაა და ღმერთისათვის მიუღებელი; ისინი ყველაფერ ამას თავიანთ მიმდევრებს უკრძალაგდნენ. ასეთი შეხედულება მატერიის შესახებ გნოსტიკური სწავლებიდან მომდინარეობდა, რომლის თანახმადაც, მატერია ეშმაკის შექმნილი იყო და, მაშასადამე, თავისთავად, ბოროტებას წარმოადგენდა. ეს შემეცნება განსაკუთრებით განვითარდა ენკრატიტებსა და მარკიონიტებს შორის, რომლებიც სხვა გნოსტიკებზე მეტად მოითხოვდნენ მსგავსი შეხედულების პრაქტიკულ გამოყენებას.! განმარტების დასაწყისში მოყვანილი წმიდა წერილის სიტყვები აშკარად გმობს მატერიის, როგორც აბსოლუტური ბოროტების შესახებ ამ გნოსტიკურ სწავლებას. იგივეს ვხედაგთ მოციქულთა განწესებებშიც (VI, 8, 10, 26), რომლებიც განასხვავებს მარკიონიტებს ენკრატიტებისაგან. მათგან პირველნი თავიანთი დუალისტური პრინციპებიდან (სიკეთისა და ბოროტების შესახებ) გამომდინარე ეკრძალებოდნენ ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს; ხოლო ენკრატიტები ამ შეხედულებას (აკრძალვის შესახებ) რაღაცნაირი პირფერული ამპარტავნებით იზიარებდნენ.
დასახელებული მწვალებლებისაგან ამ სწავლებამ მართლმადიდებლებშიც დაიწყო შეღწევა. იმისათვის, რომ ამ ბოროტებას ფეხი არ-მოეკიდა, მოციქულთა კანონი იწონებს ქორწინებისა და ასევე ხორცისა და ღვინის მიღებისაგან თავშეკავებას, – თუ ეს ქრისტიანულ მიზნებს ემსახურება, ანუ სათნოებებში (6L თთ-ოეთIV) მეცადინეობას, მაგრამ, ამასთან, ის მკაცრად განიკითხავს ყველას, ვინც ამას მწვალებლური შეხედულებიდან გამომდინარე აკეთებს და განაწესებს: თითოეულ სასულიერო პირს, რომელიც ამ სწავლებას იზიარებს, პირველ რიგში მიეთითოს სახარებისეულ სწავლებაზე, ხოლო თუ ის გაჯიუტდება და არ შეისმენს, მაშინ ასეთი პირი არა მარტო იერარქიული ხარისხიდან უნდა განიკვეთოს, არამედ საერთოდ უნდა განიძეოს ეკლესიიდან, როგორც მარხვის შესახებ მწვალებლური სწავლების მიმდევარი. თავისი მოტივაციით, სასჯელი, რომელიც სასულიერო პირს ამ კანონით მიესადაგება, ისეთივეა, როგორსაც მოციქულთა 29-ე და 30-ე კანონებში მოხსენიებული დანაშაულობანი ითვალისწინებს.
შენიშვნა:
1. II6I ლიი(”8 ჩ8იL. I, 27, 28 (M 1 დ » ი, 5. დ., 1. 7, 001. 687-691). – CIიი. #16X., 5L>ი”ი, III, 12,V,1 IM1ყფ7» 0, 9. ყ., L. 8, Cი1. 1177-1192 და L. 9, იი). 9-29). – Lი1იჩხეი., #80». XLVI, XLVII IM 1 დ #» 0, 8. წ., L. 41, ლი1. 836-856). – Lი5ცხ., II15L. ილCI. IV, 29, V, 13წM1წ9% 09, 5. წ., L. 20, ლ01. 400, 401 და ლ01. 460, 4611).
PDF გვ. 104 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 52
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა: „ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათყს ცოდვილისა..“ (ლუკ. 15, 7).
ეს კანონი იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ ზოგიერთი გნოსტიკური სექტის მკაცრი დამოკიდებულება ცოდვის ჩამდენთა მიმართ (აღარ სურდათ მათი დაბრუნება თავიანთ საზოგადოებაში), თავისი არაქრისტიანული მაგალითით ზოგიერთ მართლმადიდებელ სასულიერო პირსაც ასნებოვნებდა. კანონი სახარების შესაბამისად გმობს მსგავს სიმკაცრეს და ყველა იმ ეპისკოპოსის ან მღვდლის განკვეთას განაწესებს, რომელიც არ შეიწყნარებს ეკლესიისაკენ სინანულით მოქცეულ ცოდვილს.
PDF გვ. 105 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 53
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი დღესასწაულის დღეებში არ მიიღებს ხორცსა და ღვინოს იმ მიზეზით, რომ შეიძულა და, არა თავშეკავების ღვაწლის გამო, განკვეთილ იქნეს, როგორც თავისი სინდისისაგან დამწვარი და მრავალთა დაბრკოლების მიზეზი.
ეს კანონი წინა კანონის მსგავსი მიზეზით მიიღეს. როგორც იმ კანონში ექვემდებარება სასჯელს ყველა სასულიერო პირი, განკრძალული ხორცსა და ღვინოს იმის გამო, რომ მათ ბოროტებად მიიჩნევს, ან როგორც მოციქულთა 66-ე კანონით სასჯელს ექვემდებარებიან ის პირები, რომლებიც მისდევენ რა მწვალებლურ სწავლებას, მარხულობენ შაბათსა და კვირას, ასევე, ამ კანონის თანახმადაც, ხარისხიდან განკვეთას ექვემდებარება ყველა ის სასულიერო პირი, ვინც ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ღესასწაულის დღეებში ხორცსა და ღვინოს გაერიდება სიძულვილის მიზეზით, როგორც რაღაც უწმინდურებას. კანონი, უეჭველია, გულისხმობს იმ დღესასწაულების დღეებს, რომლებიც ქრისტიანობის პირველ ხანებში იდღესასწაულებოდა – როდესაც ეს კანონები წერილობით იქნა გამოცემული; ასეთები კი, ეპიფანეს მოწმობით, იყო: ქრისტეს შობა, გაცხადება უფლისა ღვგთისა, ქრისტეს აღდგომა და სამებობა, ხოლო მოციქულთა განწესებების თანახმად (V, 19, 20) – ყოველი დღე აღდგომიდან სამებობამდე.' იმათ კი, ვინც ქრისტიანული მოსაგრეობით, სათნოებებში. (ბL თთ«ეCVV) გაწვრთნის მიზნით ეკრძალება ხორცსა და ღვინოს, ეს კანონი, ისევე, როგორც მოც. 51-ე კანონი, სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
შენიშვნა:
1. ხი1იხ3ი., MXი0§5. IIძი!, ლ. 22 IM 1 დ ი ი, 5. წ., L. 42, C01. 825-829). – #ტ=თხ1X05., §0ში, 61I”IM1ყფ20»ი%0,§3.1., ს. 17, 601. 728, 7291. – LI 0ი-ითXIი., Cიო1Iი. 1 6. 80 ჩიხი59. IM 1 თ ი 9, 8. 1., L. 26, 01. 439-5541; - 8ძV. LVICIL. C. 4 IM 1 6 # ი, 5. წ., L. 23, იი1. 157-158|.
PDF გვ. 105 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 54
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე კლერიკოსი იმხილება, რომ დუქანში ჭამს, უზიარებლობით დაისაჯოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მგზავრობისას, საჭიროების გამო, სასტუმროში დაისვენებს.
კანონი ნებისმიერ სასულიერო პირს დუქანში ჭამას უკრძალავს. ამგვარად, თუკი კანონი სასულიერო პირს საჭმელადაც კი უკრძალავს დუქანში შესვლას, მაშინ მით უფრო ეკრძალება მას დუქანში ამ მიზეზით კი არა, სხვა რაიმე საეჭვო მიზნით შესვლა. ამ კანონის განწესების დამრღვევი, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს, ანუ შეუჩერდეს მღვდელმსახურება, თუ ის მღვდელია, აწ – საეკლესიო მსახურება, თუ ის ეკლესიის მსახურია. დუქანში იგულისხმება დაბალი ხარისხის სასტუმრო, სადაც უმეტესწილად ღვინით ვაჭრობენ, ლოთობენ და დასაშვებია ყოველგვარი უწესო საქციელი. ასეთნაირად ესმის რა დუქნის მნიშვნელობა, ზონარა ამ კანონის განმარტებაში ამბობს: ის, ვინც ღვთის სამკვიდრებლადაა მოწოდებული, ყველაფერში უბიწო და ერისკაცთათვისაც თავმდაბალი ცხოვრების მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, რადგან მის გამო ღვთის სახელი არ შეურაცხყონ. დუგნებში სიარული კი მოწმობს, რომ ასეთი პირი არ ეწევა თავმდაბალ ცხოგრებას და რომ მისი ზნეობა შელახულია არა მხოლოდ საგმელისა და სასმელის, არამედ ყველა სხვა წესის მიმართაც, რადგან დუქნებში გალაღებული მამაკაცები და დედაკაცები იყრიან თავს და მათთან თანაზიარი, ვერ დარჩება მათი ბიწიერებისაგან შეულახავი, რამეთუ „..განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“ (1 კორ. 15, 33), ამიტომაც განაწესებს კანონი ასეთი კლერიკოსების განყენებას.! კანონი მათ სასტუმროში გაჩერების ნებას რთავს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი მგზავრობენ და დასვენებას საჭიროებენ, და მაშინაც – არა დუქანში («XიX6L0V), არამედ სასტუმროში (XთV860X6L0V),რომელიც, მამებისა და ეკლესიის მოძღვართა ენაზე, წესიერ ადგილს აღნიშნავდა:? ამ კანონის განწესებას ეკლესია ყოველთვის მკაცრად იცავდა და ამის შესახებ შეხსენებას, ასევე, იერარქთა შეგონებაში ვხვდებით, რომელიც ამჟამად ეპისკოპოსისაგან მღვდლებს ხელთდასხმისას ეძლევათ.3 შენიშვნები:
1. რთ. CM87., II, 72.
2. იოანე მმარხველი პავლე მოციქულს „სულიწმიდის სასტუმროს უწოდებს“ (5 V 1 C 0 XI, პხძვვასIაი, II, 559).
3. იხ. „მღვდელმთავრის სწავლება მღვდლის მიმართ მისი ხელთდასხმისას”, გვ. 18. შედგენილია ბაჩკელი ეპისკოპოსის პლატონის მიერ. იხ., აგრეთვე, დიდი კურთხევანის ნომოკანონში 144-ე კან. (გამომ. ა. ს. პავლოვი).
PDF გვ. 106 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 55
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმ. 23, 5).
მოციქულთა პირველი კანონის განმარტებაში ვნახეთ, თუ რას ამბობს ეკლესიაში ეპისკოპოსის მნიშვნელობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი სიმბოლური წიგნი. ეპისკოპოსის ეს მნიშვნელობა უმთავრესწილად გამომდინარეობს ეკლესიაში მისი იერარქიული მთავრობიდან მღვდლებთან, დიაკვნებთან და ეკლესიის სხვა მსახურებთან მიმართებით. „ყოვლადსამღვდელონი წარმოადგენენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს სახეს და მათ ისეთი პატივი უნდა მიეგოთ, როგორც ეკლესიის სხეულის თავს, რის გამოც, ისინი უმეტესი პატივის ღირსნი არიან“, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში.! სვიმეონ თესალონიკელი თავის ლიტურგიკულ თხზულებაში აცხადებს: „ეპისკოპოსი სულიწმიდის მადლს მთელისისრულით ფლობს და გააჩნია ძალამოსილია გაანათლოს სულები, რის გამოც მას უხვად აქვს საღვთო ნათელის გადაცემის მადლი, ანუ მსგავსად ღვთისა, ნათლის მამისა, იგი მინიჭების ნიჭის მატარებელია.2 ამიტომ ეპისკოპოსს ყველა შვიდი საიდუმლოს ჩატარების უფლება აქვს... მას, ერთადერთს გააჩნია (საღვთო მადლის სხვადასხვა ნიჭის) გარდაცემის მადლი. მხოლოდ ის აღასრულებს ხელთდასხმას და აკურთხევს მირონს, ამიტომაც იგი ყველგან აღწევს და ყველაფერში მოჟმედებს.... სინამდვილეში, ყოვლადსამღვდელო ყველაფერს აღასრულებს საიდუმლოებებში მის მიერ მღვდლებისა და სხვა კლერიკოსების ხელთდასხმის საშუალებით... ვერანაირი მღვდელი ვერ შეძლებს სულიწმიდის ძალით ლიტურგიის ჩატარებას ან საერთოდ, ეკლესიაში რაიმეს აღსრულებას, თუ მას ხელთდასხმა არ გააჩნია, ხოლო რამდენადაც ხელთდასხმა ეპისკოპოსისგან არის მიღებული, ამიტომ, შესაბამისად, მღვდლების მეშვეობით საეპისკოპოსო მადლი მოქმედებს. მღვდელს არ შეუძლია ოდიკის გარეშე იმსახუროს, ოდიკი კი წმინდა მირონით იკურთხება, რომელსაც მხოლოდ ეპისკოპოსი ამზადებს. ამდენად, ეპისკოპოსის გარეშე არ იქნებოდა არც მსხვერპლშეწირვა, არც მღვდელი და არც საყდარი – ყველაფერი ეს მისი მეშვეობითაა. ვინც ხელთდასხმული არ არის, ის ნათლისღების საიდუმლოს ვერ აღასრულებს, ხელთდასხმას კი ეპისკოპოსი ასრულებს. მღვდელი ვერ მონათლაგს წმინდა მირონის გარეშე, მირონს კი ეპისკოპოსი აკურთხევს. შესაბამისად, ეპისკოპოსობაში თავმოყრილია ყველა საღვთო საიდუმლო და ისინი ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში იღებენ მონაწილეობას; მათ გარეშე არ იქნებოდა არც საყდარი, არც ხელთდასხმა, არც წმინდა მირონი, არც ნათლისღება და, მაშასადამე, არც ქრისტიანები“.3? ეპისკოპოსის ასეთი უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, – რომელიც საკუთრივ განაპირობებს მთელ საეკლესიო ცხოვრებასა და თვით არსებობას თითოეული სასულიერო პირისა, მღვდლიდან დაწყებული და ქვემოთ, ანუ მთელი დასის არსებობისა – გასაგები ხდება იმ სასჯელის სიმკაცრე, რომელიც მოციქულთა ამ კანონით დასის ყველა წევრს განესაზღვრება, ვინც კი თავს უფლებას მისცემს, ამა თუ იმ სახით ეპისკოპოსი შეურაცხყოს.
შენიშვნები:
1. გდ. C X# 85 7»., II, 73.
2. )თ. C # #9 X»., II, 690.
ვ. წაჯთიიიი13 1ხძვვვ1იით. 3-6ხ10ი., 06 5305 0”ძ1იი(10თ»1ხ95 (M 1 წ # 0, 5. წ., L. 155, იიI, 363-4); 09 88390Lი სიწVი0იზი (იქვე, 0C01. 249-252). შდრ. რუსულ თარგმანში „IXI#0C89918 C8. 0II6C8ს # XMXMIX6XICM IL6C0IC86M, 0X9009%X0VI96CM% LX #ლ07X0XM088MI10 II0 28. 60-00/VX%609M1/“, 0ლ»წ. 1856, ტ. II, 91, 921.
PDF გვ. 107 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 56
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც მღვდელს ან დიაკონს შეურაცხყოფს, უზიარებელ იქნეს.
კანონები მთელი სიმკაცრით მოითხოვს იერარქიული დაქვემდებარების დაცვასა და უფროსისადმი უმცროსის მხრიდან სათანადო პატივის მიგებას. „წესრიგს ემყარება ზეციურიცა და მიწიერიც, და თუკი ის ყველგან უნდა იყოს დაცული, მაშინ მით უფრო უნდა იცავდნენ მას ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ“, – ამბობს ზონარა მოციქულთა 31-ე კანონის განმარტებაში, როცა არკვევს, თუ რა დონეზე უნდა ემორჩილებოდეს მღვდელი ეპისკოპოსს.! იგივე შეიძლება ითქვას ეკლესიის მსახურების (იპოდიაკონები, წიგნის მკითხველები, მგალობლები და სხვ.) დამოკიდებულებაზე მღვდლებისა და დიაკვნების მიმართ, რომლებიც უკვე წმინდა იერარქიის უფრო მაღალ ხარისხს მიეკუთვნებიან. ეს ეკლესიის მსახურები ვალდებულნი არიან სათანადო პატივი მიაგონ მღვდლებსა და დიაკვნებს, როგორც საეკლესიო მსახურების უმაღლეს საფეხურზე მდგომ პირებს, და რომლებმაც თავიანთი იერარქიული ხარისხი საკურთხეველში მიიღეს მათზე სულიწმიდის მადლის მოხმობის გზით; და თუ ეკლესიის მსახურები ასეთ პატივის მიგებაზე უარს იტყვიან და თავის თავს უფლებას მისცემენ წყენა მიაყენონ მღვდელს ან დიაკონს, მაშინ ისინი განყენებას ექვემდებარებიან, ანუ ეკრძალებათ ის მსახურება, რასაც ისინი ეკლესიაში ასრულებენ. ზონარა ამ კანონის განმარტებაში?მოიხსენიებს რა განკვეთას, რომლითაც მოციქულთა 55-ე კანონის თანახმად ისჯება ეპისკოპოსის, როგორც ეკლესიის სხეულის თავის, შეურაცხმყოფელი კლერიკოსი, მღგდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი ეპისკოპოსის ხელები არიან, რადგან მათი მეშვეობით მართავს იგი ეკლესიას. ამიტომაც იმსახურებენ ისინი პატივს, თუმცაღა არა ისეთს, როგორსაც ეპისკოპოსი, იმიტომ რომ ხელები და თავი თანასწორნი არ არიან.?
შენიშვნები:
1. ტთ. C # 8 #7., II, 39-40.
2. ტდ. C # 98 X., II, 73.
3, სლავურ სჯულისკანონში – (I, 15) ამ კანონთან დაკავშირებით არის შენიშვნა, სადაც ნათქვამია კლერიკოსის აუცილებელი განკვეთის შესახებ, თუ ის არ დაცხრება მღვდლის ან დიაკვნის შეურაცხყოფისაგან. არისტინეს სინოპსისში, რომელიც სლავური სჯულისკანონის-ის საფუძველია, ეს დამატება არ არის.
PDF გვ. 108 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 57
კლერიკოსი, რომელიც დასცინებს კოგლს, ყრუს, ბრმას ან ფეხებდაწყლულებულს, უზიარებელ იქნეს; ასევე – ერისკაციც.
უძლურ სხეულზე დაცინვა ლევიტელებისთვისაც კი ცოდვად ითვლებოდა (იხ. ლევ. 19, 14). მით უფრო მკაცრად უნდა დაეგმო ეს ქრისტიანულ ეკლესიას თავის მიმდევრებში. ხოლო, თუკი თითოეული ერისკაცისათვის ასეთი დაცინვა ცოდვად ითვლებოდა, რისთვისაც მას წმინდა ზიარებიდან განაყენებდნენ, სასულიერო პირისათვის ეს უკვე დანაშაულად ითვლებოდა სამღვდელო ხარისხის წინააღმდეგ, რადგან – ზონარას სიტყვებით, ამ კანონის განმარტებიდან – სასულიერო პირები მრევლს სათნოების მაგალითს უნდა აძლევდნენ და მას სიკეთისათვის აღძრავდნენ;! ბალსამონი კი ამ კანონის განმარტებაში შენიშნავს,? რომ როდესაც დასცინიან ფიზიკური ნაკლის მქონე პირებს, ამით ისინი ღვთის სათნო გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან.
შენიშვნები:
1. ტდ. C # 9# ”., II, 74.
2. ტთ. C M # VX,, II, 74.
PDF გვ. 109 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 58
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც არ ზრუნავს დასზე და მრევლზე, და არ ასწავლის მათ ღვთისმოსაობას, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ ამის შემდეგაც იზარმაცებს და არ შეასრულებს თავის მოვალეობას – განიკვეთოს.
ეპისკოპოსის დადგინებისას, მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის მიერ მასზე გაცემულ ს ინგე ლიაში (სიგელი), ყოველთვის მოიხსენიება მოციქულთა ეს კანონი.! იგივე მოიხსენიება მღვდელმთავრის სწავლა-დარიგებაში მღვდლის ხელთდასხმისას.? განსწავლოს მასზე რწმუნებული ერი – ეს არის როგორც ეპისკოპოსის, ასევე მღვდლის უპირველესი და უმთავრესი მოვალეობა, მოვალეობა, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ყველა დანარჩენს – მღვდელმსახურებასაც და ეკლესიის მმართველობასაც. მაცხოვარმა მცნება მისცა მოციქულებს, რომ არა მხოლოდ ნათელს სცედნენ ხალხს, არამედ განსწავლიდნენ კიდეც, და განსწავლიდნენ მანამ, ვიდრე მათზე ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებდნენ (იხ. მთ. 28, 19; მარკ. 16, 15, 16). ყოველ მღვდელმსახურებას წინ უნდა უსწრებდეს სწავლება, რადგან აღსრულებული საიდუმლო ვერ დაეხმარება იმას, ვინც მას რწმენის გარეშე მიიღებს, რწმენა კი შეუძლებელია ქადაგების გარეშე (იხ. რომ. 10, 14). „ვა არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე“, თავის თავზე ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეში (9, 16). ტიმოთეს კი, ეფესოს ეპისკოპოსს, ღვთისა და ქრისტეს საშინელი სამსჯავროს სახელით მოუწოდებს, რომ იქადაგოს „ჟამითი-უჟამოდ“, ამხილოს, შერისხოს და შეაგონოს „ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა“ (იხ. 2 ტიმ. 4, 2). თითოეული მოძღვრისაგან, განურჩევლად, პავლე მოციქული მოითხოვს, რომ იგი ყველა სხვა სათნოებათა შორის უმეტესად დამოძღვრების ცოდნით გამოირჩეოდეს, „მასწავლელ, უმანკო, მშკდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ“ (იხ. 2 ტიმ. 2, 24, 25). ეპისკოპოსსაც და მღვდელსაც, რომელიც უგულებელყოფს ღვთის სიტყვის ქადაგებას, წმიდა წერილი საშინელი სატანჯველით ემუქრება (იხ. ეზ. 3, 17, 18; 33, 8; 34, 10; 1 ტიმ. 4, 16; 2 ტიმ. 2, 14 და ა, შ.). ამგვარად, მოციქულთა ეს კანონი სხვა არაფერია, თუ არა წმიდა წერილის მოკლედ გამოხატული განწესება კანონის სახით, რომელიც ეპისკოპოსსა და მღვდელს განუწყვეტელ ქადაგებასა და მრევლის დამოძღვრას ავალდებულებს – რწმენასა და ღვთისსათნო ცხოვრებაში. ზონარა ამ კანონს შემდეგნაირად განმარტავს: „თითოეული ეპისკოპოსი ვალდებულია აუცილებლად განსწავლოს მასზე რწმუნებული მრევლი ღვთისმოსაობის დოგმატებში, მოიყვანოს ის ჭეშმარიტ რწმენაში და პატიოსანი ცხოვრების გზაზე დააყენოს. რადგან ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ერის წინამძღვრებს მიმართავს: „არა თუ განმკაცრო იგი, არცა ჰრქუა... უსჯულოი იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი კელისაგან შენისა გამოვიძიო“ (ეზეკ. 3, 18). ამიტომ ეპისკოპოსი, რომელიც ქადაგებას უგულებელყოფს, განიყენება (ანუ გარკვეული დროის მანძილზე კარგავს თავისი მსახურების ადგილს მღვდელმოქმედების აკრძალვით); ხოლო თუ ამის შემდეგაც გააგრძელებს ქადაგების უგულებელყოფას, მაშინ ის უნდა განიკვეთოს (ანუ სასულიერო წოდება ჩამოერთვას). ზუსტად ასევე უნდა მოექცნენ მღვდლებსაც, რამეთუ კანონი განაწესებს, რომ ისინიც უნდა იყვნენ „მასწავლელ“. თვით ეპისკოპოსის სახელიც კი, აღძრავს მას სიფხიზლისაკენ, ამიტომაც ეწოდება მას ზედამხედ- (თMX0X0C)და იგი მუდამ ფხიზელიუნდა იყოს, არ მიეცეს დაუდევრობას (0?2X თა ით0ს|16LV). ეპისკოპოსს საკურთხეველში ამაღლებულ ადგილზე უდგამენ კათედრას, რათა, ერთი მხრივ, გამოჩნდეს თუ როგორი უნდა იყოს ის თავად, მეორე მხრივ კი, რომ მან ამაღლებული ადგილიდან შეძლოს მზერა მოავლოს მთელ მასზე რწმუნებულ მრევლს და დიდი ყურადღებით მოეპყრას მას, (8ICX0X6IV თ«ი0I860+X6ი0V). მღვდლებისთვისაც, ასევე, დადგენილია, რომ იდგნენ და ისხდნენ ეპისკოპოსებთან ერთად, რათა მათაც შეძლონ მრევლს ამაღლებული ადგილიდან დააკვირდნენ და ყოველი კეთილი საქმისათვის დამოძღვრონ“.3 ჯენიშშნები:
1. „მცნებას ვაძლევთ ხელთდასასხმელ მიტროპოლიტსა და მთავარეპისკოპოსს“ (4ტ%. C # # L,., V, §44-550).
2. დასახ. თხზ. გვ. 21, 36-44. შდრ. ასეგე მთელი I! ნაწ. წიგნისა „0 M0CX#%X9M0CCX9X სიხიიფილნი0ის I 0MX0XCXMX>X“ (დასახ. თხზ., გვ. 10 და შემდგ.).
ვ. ტრ. C % 8 X., II, 75. შდრ. ბლასტარის სინტაგმა, 0, 7 (4თ. C#ო., VI, 211 და შემდგ.
PDF გვ. 110 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 59
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გაჭირვებულ კლერიკოსს არსებობისათვის საჭირო სახსრებს არ აძლევს, მღვდლობიდან განიყენოს, ხოლო თუ კვლავ ულმობელი დარჩება კლერიკოსთა მიმართ, განიკვეთოს როგორც ძმის მკვლელი.
მოციქულთა მე-4 კანონის განმარტებაში, ჩვენ ვიხილეთ თუ რისგან შედგებოდა შემოსავალი, რომელიც სასულიერო პირთა შესანახად გამოიყენებოდა. 38-ე და 41-ე კანონები კი გვიჩვენებენ, რომ მთელი საეკლესიო შემოსავლის განმგებლობა, აგრეთვე ეკლესიის ყველა მსახურზე მზრუნველობა და ღატაკებისათვის დახმარების გაწევა, ეპისკოპოსს ეკისრება. კანონში ეპისკოპოსთა გვერდით მოიხსენიება მღვდლებიც, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ იმ პირთა შენახვაზე ეზრუნათ, რომლებიც ეკლესიებში მსახურობდნენ, განსაკუთრებით – უპოვარ ერთგულებზე, რომლებსაც ეკუთვნოდა კიდეც ტაძრის შემოსავლის ნაწილი.! უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზოგიერთმა ეპისკოპოსმა და მღვდელმა დაიწყო საეკლესიო შემოსავლის უფრო პირადი სარგებლისათვის გამოყენება, ვიდრე მასზე დაქვემდებარებულ კლერიკოსებისათვის, რომლებიც მათი გულგრილობის მიზეზით სიდუხჭირეს განიცდიდნენ. ამ კლერიკოსებს, დაქვემდებარებული მდგომარეობის გამო, საშუალება არ ჰქონდათ მსახურებისათვის განკუთვნილი გასამრჯელო მოეთხოვათ და, რადგანაც ეს ეპისკოპოსები და მღვდლები მათ სამართლიანად არ ექცეოდნენ, ამიტომ ასეთ შემთხვევებში ისინი იძულებულნი ხდებოდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად კანონისათვის მიემართათ. სწორედ, ასეთ დაცვას სთავაზობს მათ მოციქულთა წინამდებარე კანონი და განყენებას განუწესებს თითოეულ ეპისკოპოსსა და მღვდელს, რომლებიც არ ზრუნავენ მათზე დაქვემდებარებულ კლერიკოსებზე და უსახსრობით დაღუპვისათვის გასაწირად იმეტებენ (ანუ ეს სასჯელი ითვალისწინებს ასეთი ეპისკოპოსებისა და მღვდლებისათვის მსახურების ადგილის ჩამორთმევას და განსაზღვრული დროით მათთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას). რა თქმა უნდა, აქ მოიაზრება ის საეკლესიო შემოსავალი, რომლისგანაც ეპისკოპოსი, ან მღვდელი ვალდებულია გასცეს მასზე დაქვემდებარებული კლერიკოსების შესანახად და სრულიადაც არ იგულისხმება აქ ეპისკოპოსის პირადი ქონება, რომელიც მოციქულთა მე-40 კანონის თანახმად, ეპისკოპოსის, ან მღვდლის აბსოლუტურ საკუთრებას წარმოადგენს და არც ერთ კლერიკოსს თავისი სიდუხჭირის მიუხედავად, მასზე პრეტენზიის უფლება არა აქვს.?
შენიშვნები:
1. რვუსულკანონთა კრებულში,მოც. 69-ე კანონის განმარტებაში, ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან ერთად მოიხსენიება, აგრეთვე, დიაკონებიც. დიაკვნების შესახებ არაფირია ნათქვამი არც სინტაგმაში, არც „საჭეთმპყრობელში“-ში. მაგრამ ის, როგორც ჩანს, კანონთა კრებულშიშესულია ბევერეგიას 2. 5(V0 X8»იძ90(89-დან, რაც აბბოლუტურად მართალია, რადგან დიაკვნები, საკუთრივ, მღვდლებთან ერთად ეპისკოპოსების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და უნდა შეესრულებინათ ეპისკოპოსების განკარგულება გლახაკებისათვის დახმარების გაწევის შესახებ, – როგორც ამის შესახებ მოც. 41-ე კანონშია ნათქვამი.
2. ასე ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში: #რ. C X 8 «., II, 77.
PDF გვ. 111 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 60
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელმსახური, რომელიც წმინდანთა წიგნების ნაცვლად, მრევლისა და დასის საზიანოდ ეკლესიაში საჯაროდ უწმინდურ წიგნებს წაიკითხავს, განკვეთილ იქნეს.
ერთგულებასა და ღრმა მოწიწებას, რასაც ქრისტიანები იესუ ქრისტეს სწავლებისადმი იჩენდნენ, ეკლესიის დაარსებიდანვე უნდა გამოეწვია მათში იმის აუცილებლობა, რომ სახარებასთან ერთად ზუსტად გაცნობოდნენ ყველა იმ წიგნს, სადაც მისი (სახარების) სწავლება იყო გადმოცემული და, რომლებსაც ქრისტიანებისათვის ახალი აღთქმის სჯული უნდა შეედგინა – მსგავსად უკვე არსებული ძველი აღთქმის სჯულისა. იესუ ქრისტეს შესახებ მოციქულთა დროში ბევრი სხვა თხზულებაც არსებობდა; ამას თავად ლუკა მოციქულიც ამოწმებს (1, 1). ამ თხზულებათა შორის ბევრი ისეთიც იყო, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა ცნობილ სახარებებსა და მოციქულთა ეპისტოლეებს და შედგენილი იყო არა იმ პირების მიერ, ვისი სახელებიც სათაურებში იყო გამოტანილი. სწორედ, მოციქულთა ეს კანონი საუბრობს ამ ცრუსათაურიანი თხზულებების შესახებ (V6სბსჯსითძდთ ჩL82.Iთ, (8150 10ი50-ი(I IIხ-0), რომლებსაც მწვალებლები, უპირატესად კი გნოსტიკოსები ადგენდნენ, და რომელთა საერთო სახელია აპოკრიფული წიგნები.' კანონი ყველა იმ სამღვდელო პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას განაწესებს, რომელიც ხელს შეუწყობს მრევლისა და დასის საზიანოდ მსგავსი წიგნების ტაძარში შეტანას და კანონიკური წიგნების ნაცვლად მათ გამოყენებას. როგორც ვიხილეთ, ეს კანონი სასულიერო პირებისადმი იმიტომ არის მიმართული, რომ ისინი მთავარი მცველები იყვნენ წმინდა და საეკლესიო წიგნებისა და მათ გადაწერას ემსახურებოდნენ და, მაშასადამე, მათი გავრცელების საშუალებაც ჰქონდათ.
ასეთი აკრძალვის აუცილებლობა განსაკუთრებით ცხადი გახდება, როცა იმ დროის ეკლესიის მამათა და მოძღვართა სიტყვებიდან გავიხსენებთ, თუ როგორი სიბრმავით ცდილობდნენ სხვადასხვა გნოსტიკური სექტის ხელმძღვანელები თავიანთი ფანტაზიის ნაყოფი საღვთო გამოცხადებად გაესაღებინათ, ხოლო საკუთარი სწავლება – მოციქულთა გადმოცემად ან სწავლებად ეჩვენებინათ. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რას წერენ ირინეოსი და ტერტულიანე გნოსტიკოსების თხზულებების წინააღმდეგ – აპელესის გამოცხადების შესახებ, ვალენტინეს ჭეშმარიტების სახარების შესახებ, მისი სიბ რძ ნის, ფსალმუნებისა და ეპისტოლეების შესახებ,მარკიონის ეპისტოლეებისა და ანტითეზების შესახებ; ანდა რას წერს კლიმენტი ალექსანდრიელი ნაზორეველთა და ეგვიპტელთა სახარებისა და ი უ დას სახარების შესახებ და სხვა, რათა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რამდენად აუცილებელი იყო, რომ მეორე საუკუნის ეკლესიის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს მაინც, ხელი შეეშალათ ეკლესიაში მსგავსი თხზულებების გავრცელებისათვის. მოციქულთა განწესებებში (VI, 16) ეპისკოპოსებს ევალებათ ერიდონ ცრუ სწავლებას, რომელსაც უკეთურები თავიანთ ბოროტების მომტან თხზულებებში ავრცელებდნენ. თხზულებებს კი ისინი იესუ ქრისტესა და მისი მოწაფეების სახელით ადგენდნენ, სადაც აკნინებდნენ ქმნილებასა და საღვთო განგებას, სჯულსა და წინასწარმეტყველებს, ქორწინებასა და ბავშვების დაბადებას; აწერდნენ ბარბაროსულ სახელებს, თითქოსდა ანგელოზებისას, სინამდვილეში კი მათი შთამაგონებელი ეშმაკებისას. აპოკრიფების სახელის ქვეშ მოციქულთა ეს კანონი გულისხმობს როგორც გნოსტიკური სექტების თხზულებებს, ასევე იმ თხზულებებს, რომლებიც ცრუ სახელწოდებებს ატარებდნენ და ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ისტორიებს ამახინჯებდნენ.
როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის საეკლესიო ისტორიას, დღემდე ბევრი ამგვარი აპოკრიფი შემორჩა; ზოგიერთი სრული სახით, ზოგი კი ნაწყვეტებად. აქამდე ყველა ცნობილმა აპოკრიფმა სამეცნიერო გამოკვლევა გაიარა და გამოცემულია ან დედანში, ან თარგმნილია ევროპის სხვადასხვა ენაზე.? ახალი აღთქმის აპოკრიფებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი: 1. თორმეტი მოციქულის სახარება; 2. ეგვიპტელთა სახარება; 3. იაკობ უმცროსის პირველსახარება, ან სხვაგვარად – მარიამის დაბადებისა და მაცხოვრის ბავშვობის ასტორია; 4. ფსეგდოსახარება მათესაგან, ცნობილი იგივე სათაურით, როგორითაც იაკობის სახარება; 5. ქრისტეს შობისა და თორმეტ წლამდე მისი ბავშვობის შესახებ; 6. თქმულება ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ცხოვრების პირველი წლების შესახებ; 7. იოსებ ხუროს ისტორია; 8. თომა ისრაელიანის სახარება; 9. მაცხოვრის ბავშგობის არაბული სახარება; 10. საუბარი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ; 11. ნიკოდიმოსის სახარება, რომელიც ორ ცალკე თხზულებად იყოფა: ა) პილატეს საქმე; ბ) ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლა3 და ბევრი სხვ. წმიდა წერილის დამახინჯებული გამოცემები, ცრუ სათაურით გამოშვებული წიგნები, ყველაზე ხშირად კი აბსოლუტურად მწვალებლური თხზულებები, შემდგომშიაც ბევრი გამოდიოდა. მათ წინააღმდეგ კრებები და ეკლესიის მწყემსები ყოველთვის იმაღლებდნენ ხმას. ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ VII მსოფლიო კრების მე-9 და ლაოდიკიის კრების 59-ე კანონების განმარტებებში.1 შენიშვნები:
1. „წიგნები, აპოკრიფულად წოდებული“ (ანუ სანუკვარი, საიდუმლო), – აღნიშნავს ზონარა მოციქულთა ამ კანონის განმარტებაში (#ტდ. C X# M# #., II, 77), კანონიკურ წიგნს უპირისპირდება აპოკრიფული, ხოლო ნ ამ დვ ილს – ცრუსათაურიანიXLV6ს66M«L+0თ%ჭიV).
2. შდრ. ჰ. 4. L 867101 9 5, CიძიX ი560სძიისდლგიის5 V0L6II§ IM95(8Iი0I(1 C0110CLV5, C251102LV5, L05LIIXი0ი950V06, C0ი50XI5 6 8910 8ძV0I510ი1ხ05 11I0V5LCLგLV§5. II2Iიხ. 1722; მისივე, CიძიX მიილოიხს5 M0V1 მ 0ი§ჭვჯიიი(! 001106095, C85L1C8LV5, C05L1I00ი115ძ0ს0, 0095VL15 ის მიIი80V0X510IIხV5 11105§+X8(5. IIმოხ. 1703; ჰ. C. LL 11 ი, CიძიX ვიილაიხისვ M0V1 მ05L8X00ი(1 IL გხოი18ი1I, 6 1IხI5 იძI(15 ის IX2ი 090015 001100LV5, >0600051LV5 M0+15006 CL იჯXი1იყიIიტრი15 11105ჭ-2LII5. LIი5. 1832; IL 1 5იხნიიძი»: ი 009 Lჯწი»აყ, ვიილწისისთიი იოყირ CL I5V. IIგყიი, 1851. იხ. II თ I 20 წ, LL921-IიიVMI0იო2ძI0 (1 #ტს”წ.), XII, 300 და შემდგ, V იL»0CX» ს»ძ V01(+ 0, MIIიხი»ი10XIM#იი (2 #ტVI1.), I, 1036 და შემდგ.
3. ზოგიერთი მოხსენიებული აპოკრიფის შესახებ იხ. ქრისტიანული საკითხავი“ 1871 წ., I, 43 და შემდგ. პიდალიონში, ამ კანონის განმარტებისას, რამდენიმე ახალი აღთქმის აპოკრიფის გარდა, რამდენიმე ძველი აღთქმისაც მოიხსენიება (1864 წ. გამოც.), გგ. 76-78. მაგრამ ამით ოდნავადაც არ ამოიწურება ძველი და ახალი აღთქმის ისტორიების ყველა აპოკრიფული თქმულება. შდრ. ირ.პორფირევი, „აპოკრიფული თქმულება ძველი აღთქმის პირებისა და მოვლენების შესახებ“ (ყაზანი, 1873 წ.) და „ახალი აღთქმის პირებისა და მოვლენების შესახებ“ (CX6, 1890), და სხვ. ი. ს მი რნო ვ ი, აპოკრიფული თქმულება ღვთისმშობელზე და წმინდა მოციქულთა საქმეებზე IIი885. 06ი03»იCMIX“- 1873, წიგნი მე-4. იხ. სხვა აპოკრიფების ჩამონათვალი და მათ შესახებ ლიტერატურა, სხვათა შორის, „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ენციკლოპედიაში“, + ა. პ. ლოპუხინის გამოც., Cი6. 1900, ტ. 1, მწკრ. 930-936.
4. შდრ. XIV ტიტლოვანი ნომოკანონი, XII, 3 (4რ. C X X# »., I, 265-268), სადაც მოიხსენიება ბერძენ-რომაელ იმპერატორთა კანონები მიმართული აპოკრიფებისა და იმ წიგნების წინააღმდეგ, რომლებიც არ შეიცავენ წმინდა მართლმადიდებლურქრისტიანულ სწავლებას. სახელწოდება „აპოკრიფული“ ბევრმა მათგანმა თვით მწვალებლებისაგან მიიღო, იმის შედეგად, რომ ისინი თავიანთ წიგნებს მოციქულებისად აცხადებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს მხოლოდ მათ შეინარჩუნეს ისინი ს აი დ უმლოდ (ძM0M0VბიX, Iიძი გხძIL0, გხ5იითძ!1!(ი, 5800»0L0), ლა რომ ყველა დანარჩენისთვის ეს წიგნები უცნობი იყო. ეკლესიის მამები და მოძღვრები ამ სახელწოდებით საერთოდ ყველა იმ წიგნს მოიხსენიებენ, რომლებიც ყალბია ან დამახინჯებულია ცრუმოძღვრების მიერ. იხ. არქიმ. იოანესთან მოც. მე-60 კანონის განმარტებაში 275-ე შენიშვ. (დასახ. თხზ., I, 206-207).
PDF გვ. 112 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 61
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მორწმუნე, რომელსაც ბრალი ექნება წაყენებული და ამხილებენ სიძვაში, მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმიანობაში, დასში არ უნდა იქნეს შეყვანილი.
ამ კანონში ნათქვამია, თუ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდნენ მღვდელმსახურობის კანდიდატები, რათა საზოგადოებაში პატიოსანი სახელი იქონიონ. სასულიერო პირთაგან წმიდა წერილი მოითხოვს, რომ ისინი მორწმუნეთათვის სამაგალითონი იყვნენ სატყვით, ცხოვრების წესით, სიყვარულით, სულისკვეთებით, რწმენითა და სიწმინდით (შდრ. 1 ტიმ. 4, 12; ტიტ. 2, 7; 1 პეტ. 5, 3). მაგრამ მღვდელი ვერასდროს იქნება თავისი სამწყსოსათვის სამაგალითო, თუ მას საყვედურობენ იმ ცოდვების გამო, რომლებშიაც ის ოდესღაც მხილებული იყო და რომლებიც ყველასათვის ცნობილი გახდა. იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის სიტყვების განმარტებისას ამბობს, რომ სასულიერო პირი უნაკლო უნდა იყოს, ამბობს, რომ ცუდად იქცევა ის, ვინც იცის ზოგიერთი საკუთარი ცოდვა.(XIVთ.თIIთ0LMIVXთ) და მაინც ცდილობს დაკავდეს ისეთი მსახურებით, რომლისგანაც მას თავისთავად აშორებენ საკუთარი ცოდვები.! როდესაც მოიხსენიებს სიძვას, მრუშობასა და სხვა მსგავს ცოდვებს, რომელთა მიზეზითაც სასულიერო პირის დასში მიღება არ შეიძლება, კანონი დასძენს, რომ ასეთი ადამიანი უნდა იმხილოს, ანუ, სამღვდელო კანდიდატის მიმართ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცედეს. ბრალდების უსაფუძვლობის შემთხვევაში, იგი უყურადღებოდ უნდა დარჩეს, რადგან კანდიდატის მიმართ შეიძლება ვინმეს ღვარძლი ან პირადი სიძულვილი ჰქონდეს და ამის გამო დასდოს ბრალი. ამიტომ უსამართლო იქნებოდა მაშინვე მოეკლოთ იგი (შეიძლება სრულიად უდანაშაულოდ) სამღვდელო მადლს; ხოლო თუკი ბრალდება საფუძვლიანია და დამტკიცებული, მაშინ ასეთი კანდიდატის დასში შეყვანა არავითარი სახით არ შეიძლება – არც ამ და არც სხვა კანონების თანახმად, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, თუ ხელთდასხმისას არ იყო ცნობილი კანდიდატის რაიმე მძიმე ცოდვა და ის მხოლოდ შემდგომში გაცხადდა და დამტკიცდა, მაშინ, კანონების თანახმად, ასეთი პირს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას სასულიერო ხარისხი (I მსოფლ. 2, 9; ნეოკეს. 1. 9). სამღვდელო დასში არც ის პირები მიიღებოდნენ, რომლებიც ეკლესიის წინაშე მთელი გულწრფელობით ინანიებდნენ საკუთარ მძიმე ცოდვას. ამას გვიმოწმებს კვიპრიანე – დასისა და მრევლის მიმართ თავის ეპისტოლეში, სადაც ის, როგორც თავის, ასევე რომის ეკლესიას შეახსენებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემულ განწესებას.? იმისათვის, რომ სამღვდელოების ავტორიტეტი არ შელახულიყო და დასში ისეთი პირი არ მომხვდარიყო, რომელიც თავისი წინანდელი გახრწნილი ცხოვრებით სამღვდელოებას ჩრდილს მიაყენებდა, დაწესდა სამღვდელო კანდიდატის ცხოვრების მკაცრი წინასწარი გამოკვლევა და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდებოდა, რომ ის მძიმე ცოდვისაგან სრულიად თავისუფალი იყო, ხელთდასხმის ღირსად აღიარებდნენ (მოც. დადგ. VIII, 4). ასეთია ამ კანონის შინაარსი. ზუსტად იგივეს, ოღონდ სხვა ფორმით, განაწესებს ბევრი სხვა კანონიც, როგორც ამას შემდგომში ვიხილაგთ.3 შენიშვნები:
1. Cი=V505L0Mი., 1ი 1 IIი., ხით. XVII, ი. 2IM 189 0,9. წ., ჯL. 62, ლ01, 592-594).
2. LXVIII ეპისტოლე დასისა და ესპანელი ერის მიმართ ეპისკოპოსების, ბასილიდისა და მარციალის შესახებ: »„..და რადგან ბევრი სხვა ისეთი დანაშაულიც არის, რომლებშიაც გარეულნი არიან ბასილიდი და მარციალი, ამიტომ ისინი ტყუილად ცდილობენ ეპისკოპოსობის შენარჩუნებას. დღესავით ნათელია, რომ ასეთ პირებს არ შეიძლება ქრისტეს ეკლესიაში სამთავრობო ადგილი ეკავოთ და არც ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვის აღსრულება შეიძლება მათ მიერ; მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მანამდე, ჩვენმა კოლეგა კორნელიმ, მშვიდობის მოყვარე და მართალმა მღვდელმა, რომელიც ღმერთმა თავისი წყალობით მოწამედ ღირსყო, ასეთ ადამიანებს მონანულად გამწესების ნება დართო, მაგრამ დასში გაწევრიანებისა და სამღვდელო ხარისხის აკრძალვით“ IM 1 ყ§ » ი, §. 1., სხ. 3, ლიI1. 1031).
3. არისტინე, ამ კანონის განმარტების ბოლოში დასძენს; „მაგრამ, თუ ვინმე ქრისტიანობის მიღებამდე (თ»Lს8+0C) რომელიმე ზემოთ დასახელებულ ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ შემდეგ მოინათლა და ნათლისღების შემდეგ წესიერად ცხოვრობდა, მაშინ ასეთი პირი დასში დაუბრკოლებლად მიიღება“ (#4თ. C M# M «X., II, 79).
PDF გვ. 115 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 62
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც იუდეველის, ელინის ან მწვალებლის შიშით ქრისტეს სახელს უარყოფს, ეკლესიიდან განიკვეთოს; ხოლო თუ ეკლესიის მსახურის სახელი უარყოს, დასიდან განიკვეთოს. მონანიების შემთხვევაში შეწყნარებულ იქნეს, როგორც ერისკაცი.
ამ მოციქულთა კანონის მიღების მიზეზი, ქრისტიანული ეკლესიის პირველ ხანებში შექმნილი ისტორიული პირობები იყო. მაშინ, როდესაც ეკლესია იუდეველებისა და წარმართების მხრიდაზ დევნას განიცდიდა და სხვადასხვა მწვალებლური სექტები, უმეტესწილად – გნოსტიკური, გააფთრებით ესხმოდნენ თავს მართლმადიდებლურ სწავლებას (რაც ხშირად იუდეველებისა და წარმართების დევნას ემსგავსებოდა), ისეც ხდებოდა, რომ ზოგიერთი, რწმენაში არცთუ მტკიცე სასულიერო პირი, როცა მის სიცოცხლეს ქრისტიანობის მდევნელთა მხრიდან საფრთხე დაემუქრებოდა, თავის ქრისტიანულ მიმდევრობას უარყოფდა და არაქრისტიანულ სწავლებას იზიარებდა. კვიპრიანეს მოჰყავს თაგისი დროის რამდენიმე ასეთი სამწუხარო მაგალითი,! როცა სასულიერო პირი, რომელიც მორწმუნეთათვის იმის მაგალითი უნდა იყოს, თუ როგორ უნდა გაიღოს მსხვერპლად თავისი სიცოცხლე ქრისტიანის სახელისათვის, ამ დროს იგი თგითონვე იმის შიშით, რომ რაიმე ხიფათი შეემთხვევა, ქრისტეს უარყოფს და განუდგება. ამ კანონის განწესების თანახმად, მსგავსი დანაშაულის გამო არა მხოლოდ მის მიერ გალანძღულ სამღვდელო ხარისხიდან იკვეთება, არამედ სრულიად სამართლიანად, როგორც განდგომილი, კანონიკური სამართლის უმაღლეს სასჯელს ექვემდებარება, ანუ ეკლესიიდან საბოლოო განკვეთას (ეკლესიის ჯანსაღი სხეულიდან იკვეთება იგი, როგორც დამპალი წევრი(იაX Cთ6CIIX0C II50C X 6M%0ს M0V20ს LI)C 6MMXICIXC თხ)!თL0C”6XM<071C6XXCL)?. თუ იმავე მიზეზით რომელიმე სასულიერო პირი თავის წოდებაზე იტყვის უარს, ასეთ შემთხვევაში კანონი განაწესებს სამღვდელოებიდან მის სრულ განკვეთას, რამეთუ ის სასულიერო წოდების უღირსი ხდება. ორივე შემთხვევაში კანონი უშვებს, რომ თუკი ასეთი პირი მოინანიებს და ეკლესიისაგან შენდობას გულწრფელად გამოითხოვს, მაშინ იგი დაბრუნებული იქნება საეკლესიო საზოგადოებაში, მაგრამ მხოლოდ როგორც ერისკაცი – იმ მსახურებაზე უფლების გარეშე, რასაც ის განდგომამდე დასში ასრულებდა. ეს განწესება ყველა კლერიკოსს ეხება, ანუ ეკლესიის მსახურებსა და ღვთისმსახურებს, წიგნის მკითხველიდან დაწყებული, ეპისკოპოსის ჩათვლით.
შენიშვნები:
1. სხვათა შორის: ტროფიმე, ფორტუნატი, ბასილიდი, მარციალი. #2I5L. LII, LV, LXIV, LXVIII. ეკლესიიდან განდგომილთა შესახებ კვიპრიანე პაპ სტეფანეს წერდა: „ისინი, რომლებიც საღვთო საკურთხევლის ნაცვლად ცდილობდნენ სხვაგან მიეტანათ ცრუ და მკრეხელური მსხვერპლი, მას შემდეგ, როდესაც კვლავ მოექცევიან, იმ პირობით უნდა იქნენ მიღებულნი, რომ ეკლესიაში დაიშვებიან როგორც უბრალო ერისკაცები. მათთვის ისიც საკმარისია, რომ მშვიდობის მტრები იყვნენ და მაინც ეძლევათ მშვიდობა. მაგრამ არ შეიძლება მათ დაბრუნების შემდეგ ხელთდასხმისა და პატივის ის იარაღი დავუტოვოთ, რომლითაც ისინი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ. მღვდლები და ეკლესიის მსახურები, რომლებიც საკურთხევლისა და ღვთისმსახურებისთვის არიან ჩინებულნი, უზადონი და უბიწონი უნდა იყვნენ“ IწM1Iფიტ, §. 1., L. 3, 01. 1049).
2. ამ კანონის შესახებ ბალსამონის განმარტება: # დ. C # M% #,, II, 80.
PDF გვ. 116 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 63
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სხვა ნებისმიერი კლერიკოსი, რომელიც სისხლიან ხორცს შეჭამს, ან მხეცის მიერ დაგლეჯილ, ან დამხრჩვალ ცხოველს, თავისი წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ეს რჯულმა აკრძალა. ხოლო თუ ამას ერისკაცი ჩაიდენს, ზიარებიდან განკანონდეს (შდრ. საქმ. 15, 29).
ეს კანონი საეკლესიო სამართლის ფორმით მოსავს წმიდა წერილის იმ განწესებას, რომელიც ქრისტიანს საკვებად იმის გამოყენებას უკრძალავს, რაც ადრე უკვე იყო მოსეს სწულით აკრძალული (იხ. საქმ. 15, 20, 29; ლევ. 17, 14, 15); თანაც, კანონი ბრძანებს სასულიერო პირის (რომელიც იმხილება საკვებში სისხლის ან დამხრჩვალის გამოყენებაში) სამღვდელო წოდებიდან განკვეთას, ხოლო ერისკაცის შემთხვევაში – წმინდა ზიარებიდან განყენებას. ამ განწესებას მკაცრად იცავდა მთელი ეკლესია – როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური, რასაც ეკლესიის მამებისა და მოძღვრების მრავალი მოწმობა ადასტურებს.! მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს დღემდეა შენარჩუნებული: ამ კანონში მთავარია – საკვებში ცხოველის სისხლის გამოყენების აკრძალვა. არქიმანდრიტ იოანეს მიხედვით (ამ კანონის განმარტებიდან), ამის მიზეზს წარმოადგენს შემდეგი: პირველ რიგში, ბუნებრივი მიზეზი, როგორც ამას თვით მოსეს სჯული გვინმარტავს „რამეთუ სული ყოვლისა ვორციელისაი სისხლი თვყსი არს...“ (ლევ. 17, 11). ანუ სისხლი წარმოადგენს ერთგვარ სულის განთავსების ადგილს, იგი მისი საშუალებით მოქმედებს; სისხლია ცხოველთათვის მთავარი მოქმედი ძალა. მეორეც – ეს არის ზნეობრივი მიზეზი, რადგან საკვებში სისხლის გამოყენება უხეში და მკაცრი გრძნობების წარმომჩენი იქნებოდა და, როგორც ამას გამოცდილება აჩვენებს, ადამიანის სულიერ თვისებებზე დამღუპველ ზეგავლენას იქონიებდა. გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ამისათვის რიტუალური მიზეზიც არსებობდა, რადგან მოსეს სჯულში ნათქვამია, რომ ღმერთმა ისრაელიანებს უბრძანა საკურთხევლისათვის სისხლი გამოეყენებინათ, რათა მათი სული განწმედილიყო „..სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ“ (ლევ- 17, 11). აქედან გამომდინარე, სისხლი ერთგვარ სიწმინდეს წარმოადგენს; ყოვლადწმიდა ღგთაებრივი კრავის, ქრისტეს სისხლის პირველსახეს, რომელიც მან ჯვარზე ქვეყნიერების გადასარჩენად დანთხია (იხ. ებრ. 10, 4; 1 იონ. 1, 7).3 შენიშვნები:
1. 1I0ი»LVII., #ტიაი10ცწ. ლ. 9 IM 1 დ # 0, 5. 1., ჯ. 1, ლიI1. 314-3271. – C1ით. 831იX8»იძ»,, ნეიძგნ. III, 3IM1ფX»ი, 5.წ., L. 8, იი). 557-5921. – MI1ისL. ILCI., 0იL3V. ი. 38 IM 1 დ ი 0, 9. 1., L. 3, ძიიI. 355-357). – 0=ოIყიბთ, ლ0იLI8 C615. 1Iხ. VIII IM 1 თ.» ი, §. წ., ს. 11, Cი1. 1521-1632). – 86950ხ., III5L. ილCI. V, 1 IM1 წ» 2, §. წ., L. 20, იი1. 408-4321. იმის შესახებ, რომ დასავლეთში ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საკვებში ეგ»! 0 X L1017ი1 8“ს მიღება, სხვათა შორის მოწმობს პაპი გრიგოლ III (დაახ. 731 წ.), რომელიც თავის ა„ლ8ი90ი905 ხ0091(6ი9L13105"- ში იმათ დასჯას განაწესებს, ვინც ძ91 I00ILICIოთI2 ილიII0ძიII(. იხ. მოც. ამ კანონის შესახებ ბევერეგიას შენიშგნა (II, #იიიL., ს. 32).
2. ჩვენს კ ურთხევანშ ისპეციალყრი ლოცვაა წაბილწულის მჭამელთათვის. იხ. დიდი კურთხევანის ნომოკანონის.131-ე კანონიც. (ა. ს. პავლოვის გამოც,., გვ. 128).
3. დასახ. თხზ., I, 210-211.
PDF გვ. 117 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 64
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსი, რომელიც საუფლო დღეს, ან შაბათს მარხვის შენახვაში იქნება მხილებული, გარდა ერთი შაბათისა (დიდი შაბათი), ხარისხიდან განიკვეთოს; ერისკაცი კი იგივე ქმედებისათვის წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.
ამ კანონის მიღების მიზეზი იგივეა, რაც მოციქულთა 51-ე კანონისა. ქრისტიანების მიერ კვირადღ ე იდღესასწაულებოდა როგორც დღე, როდესაც ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ამით ადამიანის გამოხსნა დააგვირგვინა. ეს დღე ქრისტიანებისათვის სიხარულისა და ძმური ურთიერთობის დღე იყო და, აქედან გამომდინარე, მარხვა, როგორც სინანულისა და ცოდვების გამო მწუხარების გამოვლინება, ამ დღეს დაუშვებლად ითვლებოდა. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვ–ას შაბათ დღესთან დაკავშირებითაც, რომელიც ქრისტიანებისათვის ასევე სიხარულის დღედ ითვლებოდა, რადგან ის სამყაროს შექმნისა და ღვთის განსვენების მოგონებას უკავშირდება. გნოსტიკოსები, თავიანთი სწავლების თანახმად, მატერიას აბსოლუტურ ბოროტებად მიიჩნევდნენ და ამის გამო შაბათობით მარხულობდნენ – მწუხარების ნიშნად. ისინი კვირაობითაც მარხულობდნენ, რადგან არც მკვდრებისა და არც ქრისტეს აღდგომისა სწამდათ; გნოსტიკოსებს ქრისტიანული სწავლება იუდეველთა ცდომილებად მიაჩნდათ და ამ დღეს, მათი შეხედულების განკითხვის მიზნით, განგებ მარხულობდნენ. განსაკუთრებით ეს მარკიონიტებისათვის იყო დამახასიათებელი. მოციქულთა განწესებებს (V, 20, VII, 23) სწორედ ეს ცრუსწავლება აქვთ მხედველობაში, რის გამოც მარხვას შაბათობითა და კვირაობით არა მხოლოდ განიკითხავენ, არამედ ხაზგასმით უწოდებენ მას ცოდვას. ზუსტად ასევე გვასწავლიან ეკლესიის მამები და მოძღვრები.! წინამდებარე მოციქულთა კანონი ამტკიცებს მართლმადიდებლურ სწავლებას შაბათს და კვირას მარხვის აკრძალვის თაობაზე და აძლევს რა ამ სწავლებას საეკლესიო სამართლის სახეს, მის დარღვევაში მხილებულ სასულიერო პირს ხარისხის აყრით ემუქრება, ერისკაცს კი – წმინდა ზიარებიდან განყენებით. როგორც ამ კანონის, ასევე მოციქულთა განწესებების თანახმად III, 59, VIII, 83), გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დიდი შაბათი, რადგან – როგორც ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში აღნიშნავს – ამ დღეს უფლის სხეული საფლავში მკვდარი იწვა და მან ამ დღეს მარხვის მცნება მოგვცა (შდრ. მარკ. 2, 20; ლუკ. 5, 35).2 იმისათვის, რომ ჩვეულებრივი საერო თვალსაზრისით ამ კანონის განწესება გავაცნობიეროთ, რომელიც კვირაობითა და შაბათობით (გარდა დიდი შაბათისა) მარხვას კრძალავს, შესაბამისად, ეკლესიის მიერ დადგენილი ოთხი მარხვის პერიოდშიც, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აქ საუბარია მშრალ მარხგაზე (მშრალი საკვების მიღებაზე), როცა აკრძალულია მთელი დღე, საღამომდე ჭამა; საღამოს კი ნებადართულია მხოლოდ მარხული საკვების მიღება თევზის გარეშე (მონოზვნებისათვის მხოლოდ ოსპა ზეთის გარეშე, დიდი კურთხევანის ნომოკანონის 223-ე კანონის თანახმად). რა თქმა უნდა, ეს კანონი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ყოველ შაბათს და კვირას, დიდმარხვაშიც კი, ნებადართულია თევზი და ხორცი, – ამ დღეებში მხოლოდ მშრალი კვებაა აკრძალული და ნებადართულია ნაკლებ მკაცრი მარხვა, ვიდრე მარხვის შვიდეულის დანარჩენ დღეებში.3?
შენიშვნები:
1. Iდი9L, იი. 8ძ ნხIIIიი IM 1 თ ი 6, §. წ., L. 5, C0L. 1005-1016). – LიIიხვი., ს Xიია. წIძი), 4, ხგიჯიი. § 3 IM 1 წ # C, 5. წ., L. 42, ლ01. 780, 781-ძვ L. 41, ლი1. 697-7001). – 5=00IL8L, II15L. ილიI. V, 22 IM 1 წ თ ი, 5. წ., L. 67, ლ01. 625-645). – 5070., III1=5L. ძიC1. VII, 19IM 1ფ8»ი20,5. წ., L. 67, ლიI. 1473-14801. – 1ი»Lს11., ძი 10109. 8ძV. 05წის. 6. 14 IM 1 წ ი 06, 3. 1., L. 2, 601. 973, 974). – იგივე ტერტულიანე თხზულებაში 100 0C070X8 X0III(15, საუბრობს ჩვეულების შესახებ, რომ შაბათობით მარხვის დაცვა არ შეიძლება: ასეთ და ამ სახის სხვა კანონებს, თუკი წმიდა წერილის სჯულს გამოიძიებ, ვერსად იპოვი: გადმოცემა (ამის) ბრალმდებლად გვევლინება, ჩვეულება – შუამდგომელად, რწმენა – მფარველად” (ი. 4), IM 1 წ .ი 0, 5, 1, L, 2, ლ01. 80).
თ. 4 თ. C # 8 X., II, 84-85. შდრ. ICი8M., იი., ზი M8ყიძ5.. IM 1 6 # 4, 5. წ., L. 5, C01. 661– 673). – სს§68ხ., III=%. 6CCI. III, 27 IM 1 6 # 4, 35, წ§., L. 20, 001. 273). – 500ჯ8L., II1=L. 0ლC1. V, 20, VII, 4 IM 1 წ # ი, §. წ., 1. 67, C01. 620-621; 7451. – მარხვა შაბათობით (გარდა დიდი შაბათისა) აკრძალულია მართლმადიდებლურ ა ღმსარებლობაშიც, ნაწ. I, პას. 88.
3. კანონთა წიგნში ესკანონი ასეთნაირად არის განმარტებული: „მარხვის გახსნილობის ხარისხი, კვირა და შაბათ დღეებში, საეკლესიო წესდებით არის განსაზღვრული და, ჩვეულებრივ, იმაში მდგომარეობს, რომ ნებადართულია ღვინო, ზეთი და ლიტურგიის შემდეგ საკვების მიღება, დღის სამი მეოთხედის გასვლამდე უჭმელობის გაუგრძელებლად“ (დასახ. თხზ., გვ. 33).
PDF გვ. 118 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 68
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე კლერიკოსი ან ერისკაცი, იუდეველების, ან მწვალებლების სინაგოგაში სალოცავად შევა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და უზიარებლობით დაისაჯოს.
მოც. 45-ე კანონში ვიხილეთ, რომ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს მწვალებლებთან ყოველგვარი რელიგიური ურთიერთობა ეკრძალებათ (იითიოს- #1C8410 10 §8C0L19). 65-ე კანონი აღორძინებს ამ აკრძალვას და მასში იუდეველთა სინაგოგაც შეჰყავს. ეს კანონი, ისევე როგორც 45-ე, წმიდა წერილის იმ აზრს გამოხატავს, რომ შეუძლებელია თანხმობა იყოს ქრისტესა და ბელიარს შორის, ანდა რაიმე თანამონაწილეობა მორწმუნისა ურჯულოსთან (იხ. 2 კორ. 6, 15). თუკი სასულიერო პირს არ შეუძლია ლოცვითი ურთიერთობა ჰქონდეს მწვალებლებთან (კერძოც კი), მაშინ მით ნაკლებადაა მისთვის შესაძლებელი ასეთი ურთიერთობა იუდეველებთან – სავსებით გასაგები მიზეზების გამო, რომელიც თვით იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, რაც იუდეველებს ქრისტიანობისადმი აქვთ. გვიანდელი კრებების მრავალი კანონი (განსაკუთრებით ლაოდიკიისა და ტრულის) გადაჭრით გმობს იუდეველებთან ნებისმიერ რელიგიურ კავშირს.
ეს კანონი არა მარტო სასულიერო პირებს უკრძალავს იუდეველებთან და მწვალებლებთან რელიგიურ ურთიერთობას, არამედ – ყველა მართლმადიდებელ ერისკაცსაც და, დარღვევაში მხილებულთ, სათანადო სასჯელს უქვემდებარებს. კანონის ტექსტიდან სავსებით ნათელი არ არის თუ რა სასჯელს განუსაზღვრას კანონი მისი განწესების დამრღვევ სასულიერო პირებს და რა სასჯელს – ერისკაცებს. ბალსამონი ამბობს, რომ ამ კანონის განწესებით სასჯელი უნდა დავყოთ შემდეგნაირად: თითოეული კლერიკოსი, როგორც ღვთის მსახური, ასევე ეკლესიის მსახური, ამ კანონის დარღვევისათვის წოდებიდან განკვეთას ექვემდებარება, ერისკაცი კი – უზიარებლობას, ანუ ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას. ამასთან, ბალსამონი დასძენს, რომ ცოდვა არ იქნება, თუ სასულიერო პირი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, ერთდროულად წოდებიდანაც განიკვეთოს და უზიარებლობითაც დაისაჯოს.! არისტინე, ამ კანონის განმარტებისას, სასჯელს ზუსტად განსაზღვრავს: კლერიკოსისთვის – წოდებიდან განკვეთა, 0Cთ0თIის§ თს), ერისკაცისთვის – უზიარებლობა (თდ0ისნ6Lთ).2 შენიშვნები:
1. #თ. C # 8 7., II, 82.
2. ტდ. C # 9 7., II, 83.
PDF გვ. 120 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 69
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ კლერიკოსი ჩხუბში ვინმეს ერთი დარტყმით მოკლავს, განიკვეთოს შეუკავებელი თავხედობისათვის; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, ზიარებიდან განკანონდეს.
კანონები სხვადასხვა სასჯელს უქვემდებარებენ განზრახ მკვლელობისათვის (ანკვ. 22; ბასილი დიდ. 8, 11; გრიგოლ ნოს. 5); მკვლელობისათვის, რომელიც ახლოსაა განზრახ მკვლელობასთან (ბასილი დიდ. 8, 11; გრიგოლ ნოს. 5); და განუზრახველ, ანუ შემთხვევითი მკვლელობისათვის (ანკვ. 23; ბასილი დიდ. 8, 11). ამ კანონში კი საუბარია, სხვა სახის მკვლელობაზე, სახელდობრ, ისეთზე, რომელიც ჩადენილია გაღიზიანებულ მდგომარეობაში – კამათის ან ჩხუბის დროს, ერისკაცების შემთხვევაში, კანონი მსგავსი მკვლელობისათვის წმინდა ზიარებიდან განყენებას განაწესებს, თანაც, ბასილი დიდის მე-11 კანონის თანახმად, ასეთი განყენება თერთმეტ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. სასულიერო პირებთან მიმართებით, – კანონი მათ ხარისხიდან განკვეთას განუწესებს, თუმცა სასულიერო პირები ხარისხიდან განკვეთას სხვა ნებისმიერი მკვლელობისთვისაც ექვემდებარებიან (ბასილი დიდ. 55). ამ კანონის განმარტებაში, ბალსამონი მიუთითებს რა სიტყვებზე „ერთი დარტყმით“, ამბობს, რომ ეს სიტყვები სწორედ იმ მიზნით არის ჩართული, რომ ვინმეს არ ეგონოს თითქოს კლერიკოსი, რომელიც მხოლოდ ერთი დარტყმით მოკლავს ადამიანს, განკვეთას არ ექვემდებარება, რადგან ასეთი მკვლელობა შეიძლება განუზრახველიც ყოფილიყო, მაგრამ ამტკიცებს, რომ მკვლელობის შემთხვევაში, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, კლერიკოსი ყოველთვის განკვეთას ექვემდებარება.! სასულიერო პირისათვის აქ მთავარ მომენტს ადამიანის სისხლის დაღვრა წარმოადგენს, მიუხედავად მდგომარეობისა და მიზეზისა, რამაც ეს სისხლისღვრა გამოიწვია. უმთავრესად კი იმიტომ, რომ ადამიანის სისხლის დაღვრა მკვეთრ წინააღმდეგობაშია მღვდლის მსახურებასთან, რომლის მთავარ მოქმედებას ევქარისტიის საიდუმლოში უსისხლო მსხვერპლის შეწირვა წარმოადგენს.
შენიშმნა:
1. გდ. C # 9 X., II, 84.
PDF გვ. 121 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 70
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც დაუწინდავ ქალწულზე ძალადობას იხმარს, უზიარებლობით დაისაჯოს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს; ჰყავდეს ის, ვინც ირჩია, თუნდაც იგი გლახაკი აღმოჩნდეს. !
ამ კანონში საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც სქესობრივი ძალადობა იხმარა ქალწულზე, რომელიც არავისთან ყოფილა დანიშნული. კანოზწი პირველ რიგში განაწესებს მის უზიარებლობით დასჯას, მეორე რიგში კი აიძულებს მას შეურაცხყოფილ ქალწულზე დაქორწინებას. ამგვარად, ეს დანაშაული ისჯება ისევე, როგორც მეძავეობა, მაშინ როდესაც ისეთი ქალწულის მიმართ ძალადობა, რომელიც უკვე დანიშნულია და ამის გამო მოძალადეს მასთან შეუღლების უფლება არ აქვს, სანამ მისი დამწინდველი ცოცხალია (ტრულ. 98; ანკვ. 11), ისჯება როგორც მემრუშე. ეს თვით დაწინდვის, (IIVოCX§IC) შესახებ ცნებიდან გამომდინარეობდა, რაც ქრისტიანულმა ეკლესიამ რომაული სამართლიდან აიღო და მას ისეთივე ზნეობრივსავალდებულო მნიშვნელობა მიანიჭა, როგორიც ზოგადად ქორწინებას აქვს.' რომაული სამართლის თანახმად, მამაკაცსა და ქალს შეეძლოთ ერთმანეთისათგის ქორწინების შესახებ დაწინდვისას მიცემული პირობა დაერღვიათ. ეკლესიამ ეს თავისუფლება შეზღუდა; ბასილი დიდის კანონებში გამოხატულია აზრი, ორივე მხარისათვის დანიშვნისას მიცემული პირობის მკაცრად დაცვის აუცილებლობის შესახებ (69 კან.) ტრულის კრების 98-ე კანონი ისეთივე სასჯელს განუსაზღვრავს ყველა იმ პირს, ვინც სხვასთან დანიშნულ ქალწულზე იქორწინებს, როგორიც მრუშობისათვის არის დაწესებული.? დანიშვნა ითვლებოდა ქორწინების დასაწყისად, რადგან მასში ჩადებულია ის აუცილებელი პირობა, რაც თვით ქორწინების არსს წარმოადგენს, სახელდობრ, მამაკაცისა და ქალის ურთიერთთანხმობა ერთობლივი ცხოვრების შესახებ. აქედან გამომდინარე,-როგორც ძველაღთქმისეული, ასევე ახალაღთქმისეული რჯული დაწინდულ ქალს უყურებს როგორც დამწინდავის ცოლს. მოსე ვინმესთან დანიშნულ ქალწულს უწოდებს „ცოლი მოყუსისა თჯსისაი“ (2 სჯულ. 22, 24), სახარებაში კი, ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც მხოლოდ დაწინდული იყო იოსებთან, მის „ცოლად“ იწოდება, ის კი მის „ქმრად“ (იხ. მთ.1, 18-20). წინამდებარე კანონი უმთავრესად იმათ წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლებიც შეურაცხყოფენ და ძალადობენ თავისუფალ ქალწულზე. შესაბამისად, აქ საუბარი არ არის მოტაცებაზე (თიXთ7ი), რაზედაც გვიანდელი კანონები საუბრობენ (IV მსოფლ. 27; ტრულ. 92; ბასილი დიდ. 30). მოტაცება თავისთავად ქორწინებისათვის წინააღმდეგობას ქმნის, აქ კი სწორედ იმაზეა საუბარი, რომ ქალწულის შეურაცხმყოფელმა მასთან უნდა იქორწინოს.
შენიშვნები:
1. დაწინდგა ქორწინების სურვილის ხსოგნა და განცხადებაა („საჭეთმპყრობელი“თავი 48, 1). ეს თარგმანი იმპერატორ ბასილი დიდისა და მისი შვილების – კონსტანტინესა და ლეონის (დაახ. 870 და 879 წწ.) პროქირონიდანარის შესრულებული. პროქირონში კი იუსტინიანეს საკანონმდებლო კოდექსებიდან შევიდა, სადაც ნათქვამია: 500082118 50ი% ი10ი%10 8L »60X0IVIIM015510 ისი გ-ს წიჭსგ»Vიი (1) 1 თ 6 5 L, XXIIL, I, 1. Cიძ. V, 1. შდრ. 835111. XXVIII, I, 1. 2, 1. 2).
2. ტრულის კრების ეს განწესება გადაგიდა ბერძნულ-რომაულ სამოქალაქო კანონების კრებულში: ლეონ ისავრიელისა და კონსტანტინე კოპრონიმის ე კ ლ ო გს ა (741 წ.) და პროქირონში, ამ კრებულებიდან კი – კორმჩაიაში („საჭეთმპყრობელი“).
PDF გვ. 121 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 71
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვინმესგან ხელმეორედ მიიღებს ხელთდასხმას, სასულიერო ხარისხიდან განიკვეთოს – ისიც და მისი ხელთდამსხმელიც; გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზუსტად იქნება დადგენილი, რომ პირველი ხელთდასხმა ერეტიკოსისგან აქვს მიღებული, რამეთუ მათი მონათლული და ხელთდასხმული ვერც მართლმორწმუნე იქნება და ვერც ეკლესიის მსახური.
ამ კანონში გამოხატულია კანონებრივი სამართლის ძირითადი პრინციპი ხელთდასხმის შესახებ. კერძოდ ის, რომ ერთხელ სწორად აღსრულებული ხელთდასხმა აღარასოდეს მეორდება. თუ რა შემთხვევაში ითვლება ხელთდასხმა (X6M00%0V(X) სწორად და კანონების თანახმად ვის ხელეწიფება ასეთი სწორი ხელთოდასხმის აღსრულება, ჩვენ ვიხილეთ მოციქულთა პირველი და მეორე კანონების განმარტებებში. წინამდებარე კანონის განმარტებისას, ზონარა იმ მიზეზებზე მიუთითებს, რომელთა გამოც, მისი აზრით, ზოგიერთი პირი ცდილობდა მეორედ მიეღო ხელთდასხმა – პირველის, სწორად აღსრულებულის სანაცვლოდ. ასეთი მიზეზები შეიძლება ყოფილიყო შემდეგი: ვარაუდი, რომ პირი, რომელმაც პირველი ხელთდასხმა აღასრულა, რაიმე ნაკლის მატარებელია; სხვა რომელიმე ეპისკოპოსის განსაკუთრებული რწმენა და იმის იმედი, რომ ასეთი ეპისკოპოსის მიერ განახლებული ხელთდასხმა განწმედს და გარდამოავლენს სულიწმიდის უმეტეს მადლს; ან კიდევ სურვილი იმისა, რომ მეორედ ხელთდასხმით დაებრუნებინა მღვდლობა, რომელსაც განუდგა, ანდა, სხვა რაიმე მსგავსი მიზეზი.' მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს მიზეზები, დასძენს ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას, თითოეული პირი, ორგზის აღყვანილი ერთსა და იმავე სასულიერო ხარისხში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განკვეთილი და, არა მხოლოდ ის, არამედ ეპისკოპოსიც, რომელმაც იცოდა პირველი ხელთდასხმის შესახებ და მაინც აღასრულა ის ხელმეორედ.? მაშასადამე, უპირობოდ აკრძალულია რომე-ლიმე პირზე ერთი და იმავე ხარისხში აღყვანის გამეორება, როცა პირველი ხელთდასხმა სწორად არის აღსრულებული. კანონი გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, როდესაც ხელთდასხმა მწვალებელი ეპისკოპოსის მიერ არის შესრულებული და ამის გამო გაუქმებულად ითვლება, რადგან, როგორც წინამდებარე კანონი აცხადებს, როგორც მწვალებლურ ნათლისღებას არ შეჰყავს ადამიანი ეკლესიის წიაღში, ასევე, მწვალებლურ ხელოდასხმასაც არ შეჰყავს ხელთდასხმული დასში. ასეთი მწვალებლური ხელთდასხმა ყოველთვის ნახლდებოდა, როცა ვინმე მწვალებლობიდან მართლმადიდებლობისაკენ ექცეოდა და, ამასთან, ღირსი იყო სამღვდელო წოდებისა (I მსოფლ. 19; II მსოფლ. 4; III მსოფლ. 5). ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა თავგისი ზუსტად განსაზღვრული კანონები არამართლმადიდებელ საზოგადოებაში ალღსრულებულ როგორც ნათლისღების, ასევე ხელთდასხმის შესახებაც; ამ კანონების მიხედვით, ზოგი ხელთდასხმა შეიწყნარებოდა, ზოგი – არა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი არამართლმადიდებელი საზოგადოებიდან მართლმადიდებლობაში მოქცეული კლერიკოსის კლერიკოსად აღიარება ხდებოდა და მისი ხელმეორედ ხელთდასხმა საჭირო აღარ იყო, მაშინ, როცა სხვების ხელთდასხმა არ შეიწყნარებოდა და ისინი ეკლესიის მიერ მიიღებოდნენ როგორც ერისკაცები.
მოციქულთა 47-ე კანონში ჩვენ ვახსენეთ ეკლესიის ძირითადი პრინციპები არამართლმადიდებლური ხელოდასხმის საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხში მთავარი ის არის, შეინარჩუნა თუ არა ამა თუ იმ საზოგადოებამ იერარქიული მემკვიდრეობა, რომლითაც განპირობებულია კანონიერი სამღვდელოება და რომლის გარეშეც, სამღვდელოება არ'არსე-ბობს და არც შეიძლება არსებობდეს. ამის გამო ეკლესია, როდესაც თავის განსჯას უქვემდებარებდა ზოგადად ყველა იმ საზოგადოების სამღვდელოებას, რომლებიც მსოფლიო ეკლესიასთან თანაზიარებაში არ იყვნენ, ყურადღებას უმთაგრესად იმას აქცევდა, თუ რამდენად იყო დაშორებული ესა თუ ის საზოგადოება ქრისტიანული ეკლესიის ძირითად პრინციპებს. იმ საზოგადოების სამღვდელოება, რომელმაც მოციქულთა მემკვიდრეობა შეინარჩუნა და ძირითადი ქრისტიანული ჭეშმარიტებების წინააღმდეგ არ შეუცოდავს, ეკლესიაში მიიღებოდნენ როგორც სწორად დადგინებული მღვდლები, ხელთდასხმის განახლების გარეშე (I მსოფლ. 8; კართ. 68; ბასილი დიდ. 1); ხოლო იმ საზოგადოების სამღვდელოება, რომელმაც ეს არ შეინარჩუნა, მიიღებოდნენ როგორც უბრალო ერისკაცები (I მსოფლ. 19; ლაოდ. 8). ზუსტად ისევე, როგორც უბრალო ერისკაცები, მიიღებოდნენ ის მღვდლები, რომლებიც თუმც არ მიეკუთვნებოდნენ არც ერთ მწვალებლურ დაჯგუფებას, მაგრამ ისეთი ეპისკოპოსების მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი, რომლებსაც კანონიერ იერარქიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ (II მსოფლ. 4, 6; ანტიოქ. 5; ღანგ. 6).
მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი პრაქტიკა, არაერთგვაროვანია რომაელ-კათოლიკე სასულიერო პირთა და პროტესტანტთა მიმართ. ეს უკანასკნელნი არ თვლიან სამღვდელოებას საღვთო დადგენილებად და არ აღიარებენ, რომ საეკლესიო იერარქიის არსებობა საღვთო სამართალს ეფუძნება. ყველა სხვა დანარჩენის გარდა, ამის გამოც, ცხადია, მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს და არც შეიძლება აღიაროს მღვდლად ის პირი, რომელიც პროტესტანტებთან ერთად მათ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობს. რომაელ-კათოლიკურ სამღვდელოებასთან დაკაგშირებით, მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს კონსტანტინოპოლის 879 წლის კრების 1 კანონით, რომლის თანახმადაც ამ სამღვდელოების კანონიერება შეწყნარებულ იქნა. ამგვარად, ახლანდელ დროშიც, თუკი რომაელ-კათოლიკური სამღვდელოებიდან ვინმე მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლას მოინდომებს და ამასთან სასულიერო ხარისხის შენარჩუნებასაც, იგი მართლაც მისივე ხარისხში მიიღება, თანაც მასზე აღარ აღესრულება ხელთდასხმის რიტუალი და ის ხელთდასხმა შეიწყნარება, რომელიც მასზე რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში აღესრულა.3 შენიშვნა:
1. )ტთ. C # 8 X., II, 87.
2. ტდ. C M 8 X., II, 88.
3. ამის დადასტურებას შემდგომში კანონისტებთან ვხვდებით. იხ. იოანე კიტრელის 1 და2 კანონიკური პასუხი არქიეპ. კავასილის მიმართ; აგრეთვე, დიმიტრი ხომიატის კანონიკური პასუხები იგივე კავასილის მიმართ (4. დ. C # 8 #., V, 403, 430). მიტრ. მ იჟქჭაელის წიგნში „სერბული მართლმადიდებელი ეკლესია“ დაბეჭდილია საეკლესიო წესი, რომლის მიხედვიდაც მიიღება რომაელ-კათოლიკე მღვდელი მართლმადიდებელი იმკლესიის დასში. იმასთან დაკავშირებით; თუ როგორ უყურებს რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებელ ეკლესიაში აღსრულებულ ხელთდასხმას, იხ. M160, M111085, ,, 5ჯოთხი1გი გძ 11105L-8იძვჯი M15ჭ0II8II 060105126 0X109%181195 (006ი1ი0ი%Lი, 1885, V01. I, ი. 96- 110), სადაც მოყგანილია 1686 წ. 29 სექტ. დეკრეტი 58იიL! 01011: 0-”ძIი2გხ05 8 80%5ი8L1- 1015 (ისინი მართლმადიდებლები იყვნენ) ი0» 0556 L60»9Iი8»იძი5, 50ძ LგიLსსი იყიი ძუვიტი- 881096 5000L 1ILX6”VI12X1L8%0, IVIXL8 C0ი95(1(0 1100 C10ო16ი115 VIII (ი. 110).
PDF გვ. 123 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 72
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელმაც აღდგომის წინ წმინდა ორმოცეული, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი ასეთივე ქმედებისათვის, ზიარებიდან განკანონებით დაისაჯოს.
ეს კანონი ეკლესიის ყველა წევრს, როგორც კლერიკოსს, ასევე ერისკაცს, განუწესებს დიდმარხვაში (აღდგომის წინ) მარხვის შენახვას, აგრეთვე – ოთხშაბათსა და პარასკევსაც (გამონაკლისს უშვებს ფიზიკური უძლურების შემთხვევაში). ამასთან, განწესების მიხედვით, კლერიკოსები სასულიერო წოდებიდან განკვეთით ისჯებიან, ერისკაცები – წმინდა ზიარებიდან განყენებით. მარხვის დაწესება წმიდა წერილს ეფუძნება. ღმერთმა მას თავად დაუდო საფუძველი ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ ეკლესიაში (იხ. ლევ. 18, 29, 31; ნეემ. 9, 1, 3; 1 მეფ. 7, 6; იოლ. 2, 15)'. იესუ ქრისტემ მარხვა წმინდად ჰყო საკუთარი მაგალითით (იხ. მთ. 4, 2; ლუკ. 4, 2) და თავის მოწაფეებსაც იგივე მოუწოდა (იხ. მთ. 6, 16, 18; 9, 14, 15; 17, 21; ლუკ. 2, 37; 5, 33, 34, 35). ისინი მსახურებისათვის ყოველთვის მარხვით ემზადებოდნენ (იხ. საქმ. 9, 9; 13, 2; 14, 23) და ყველა ქრისტიანსაც ამას მოუწოდებდნენ (იხ. 1 კორ. 7, 5; 2 კორ. 6, 4, 5). მსგავს მოთხოვნას ვხვდებით მოციქულთა განწესებებშიც (V, 13), შესაბამისად, მარხვა არის საღვთო დადგენილება. საეკლესიო მარხვის მიზანია: „ადამიანმა დაიმდაბლოს თავი ღვთის წინაშე, დაიმორჩილოს ხორციელ ვნებათა ლტოლვა, მოემზადოს გულწრფელი სინანულისათვის, ლოცვებისათვის, ღვთისმსახურებისა და სხვა ვალდებულებებისათვის, და ღვთისაგან წყალობის გამოსათხოვად“.«2 წმინდა ორმოცეული ანუ დიდმარხვა, ეკლესიაში ყოველთვის იმარხებოდა, ამის შესახებ ურიცხვი მოწმობა გვაქვს საეკლესიო ისტორიიდან. ასეთივე უამრავი მოწმობა გვაქვს ეკლესიის მიერ ოთხშაბათობით და პარასკევობით მარხვის შენახვისა.“ ამ კანონის განმარტებისას ბალსამონს მოჰყავს ისეთი შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია მარხვის დაუცველობა. მისი განმარტების თანახმად პირველ რიგში გამოირიცხებიან ავადმყოფები, რომლებსაც თუკი ეძლევათ თევზის მიღების უფლება, ისინი ამ ლმობიერებას თავიანთი' მდგომარეობით სავსებით იმსახურებენ. მაგრამ არავის, თუნდაც სასიკვდილო სარეცელზე, არ ეძლევა ხორცის ჭამის უფლება ოთხშაბათობითა და პარასკევობით, გარდა ბრწყინვალე შვიდეულის დღეებისა და იმ დღეებისა, როცა ეს ეკლესიის მიერ არის დაშვებული. კერძოდ, ეს დღეებია: იმ შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, რომელიც წინ უსწრებს ხორციელის კვირას, ყველიერის ოთხშაბათი და პარასკეგი და პასქალიის (ბრწყინვალე) შვიდეული. ამ დღეებში ხსნილდებოდა, რადგან ხორციელის წინა კვირაში სომხები მარხულობდნენ ნინევიანელებთან სოლიდარობის გამო, ხოლო ყველიერის კვირაში მკაცრ მარხვას იცავდნენ მწვალებელი ტეტრადიტები. რაც შეეხება პასქალიის კვირეულს, იგი მთლიანად ითვლება დიდ საუფლო დღესასწაულად, რის გამოც ამ კვირის ყოველი დღის ცისკარზე იკითხება სახარების სააღდგომო საკითხავები. მოციქულთა 66-ე კანონის თანახმად, ორმეოცის შაბათი და კვირა დღეები ხსნილია, მაგრამ როცა ვამბობთ – მარხვა ხსნილია, ეს არ ნიშნავს, რომ ხორცითაა ხსნილი, რადგან დიდ მარხვაში ხორცის მიღება იმასაც კი ეკრძალება, ვინც სიკვდილის პირასაა მისული.9 გარდა ოთხშაბათის, პარასკევისა და დიდი მარხვის დღეებისა, ეკლესიის მიერ დაწესებულია კიდევ შემდეგი მარხვები: ს ა შობ აო, (იVიCI6I0 +0V Xი!CL10ს/6VVCV),: ს ამოციქულო (თ VCXL6Iთ +0V თე/(0აV ”/სX0CCX62.CაV, პეტრე-პავლობის), მი ძინ ების და ღმრთის გან ცხადების (ნათლისღების! დღესასწაულის წინა დღე, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე და ცხოველმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანების დღე. დიდმარხვის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლაც იმარხავს მართლმადიდებელი ეკლესია, არასდროს წამოშობილა კამათი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სხვა მარხვების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ალექსანდრიის პატრიარქი მარკოზი თავის დროზე ბალსამონს კითხვით მიმართავდა: საჭიროა თუ არა-მარხვა მთელი სიმკაცრით იქნეს დაცული წმინდა მოციქულების, ქრისტეს შობისა და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულების წინ, თუ იქნებ შეიძლება მათი შემცირება?“ ბალსამონს ამ კითხვაზე პასუხად მოჰყავს პატრიარქ ნიკოლოზ!!II-ის დროს (1084-1111 წწ.) კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სინოდის განჩინება, რომლის თანახმადაც ამ დღესასწაულების წინ საჭიროა მხოლოდ შვიდდღიანი მარხვის შენახვა, (CC ო 6XL0VIIIII600!),. რადგან არის ერთი მარხვა წმინდა და დიდი პასიქის წინ, რომელიც ორმოცი დღე გრძელდება (IIIთ+80 +6CC0ი00ოX0V0»|L600C V01CX6Iთ 6CL(V), თუმცა ვისაც სურვილი აქვს აღნიშნული დღესასწაულების წინ იმარხულოს შვიდ დღეზე მეტი, ანდა, ვისაც ეს მარხვა განესაზღვრა ქტიტორის წესდებით, სრული თავისუფლება ენიჭება.
შენიშვნები:
1. ოქროპირის (1 საუბ. წიგნზე: დაბადება) და ბასილი დ ი დ ი ს (1 სიტყ. მარხვის შესახებ) აზრით, ღმერთმა მარხვას დასაბამი სამოთხეში დაუდო, როცა ადამიანებს ერთ-ერთი ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა.
2. წიგნ. 0 #0XVXXI0CCX9IX იე06C8#X6008 XI0MX0/0IXXX, §17 (დასახ. თხზ%,, გვ. 219). ნშინდა მოყხქულთა კპნონეზი 195 3. CI6წ0L. M32,, 0X8L. 4 6ს 42 IM 1 9 ი 0, §. წ., L. 35, C01, 532-664 და L. 36, ლი1. 457- 492). – CXწXIII. 810X., ძი (03195 ი830ჩ. ხით, 7 6L 20 IM 1 დ » 9, §. წ., L. 77, C01. §36-552 და იიI. 837-8491. – სი1იხვი., IIXიივ. 1ძ01 ი სვი». LXXV (IM 1 დ ი 0, 9. დ., L. 42, C01. 504-516). – ში»Lს!., ძი ჰიუსი. 6. 13 IM 1 წ ი 0, 3. 1., L. 2, C01. 971-973). – LVI5ტხ., II15ჯ. ილC1. V, 23; ძი VIL8 C005L8#L. III, 18 IM 1 წ »# 09, §. ყ., L. 20, C01. 489-493 და იიI. 1073-1077). – 5008L%., III5L. 6ლCI. V, 21 IM 1 წ ი ი, §. წ., +. 67, C01. 621-625). მართლმ. აღმს. ნაწ. I, პას. 88. დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის განსხვავება ამ მარხვასთან დაკავშირებით, მხოლოდ მის ხანგრძლივობაში მდგომარეობს. ყველასათვის ცნობილია, როდის იწყება და მთავრდება დიდმარხვა მართლმადიდებელ იკლესიაში (# 0 3. C # ი # X 8 X» X, II, თავი 9). დასავლურ ეკლესიაში ამჟამად ძალაშია შემდეგი განწესება დიდმარხვის შენახვის შესახებ: „წმინდა ორმოცი უდიდესი ყურადღებით უნდა იქნეს დაცული, რათა ამ პერიოდში (გარდა საუფლო დღეებისა, რომლებიც მარხვისაგან ათავისუფლებს) მარხვა არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს, თუკი მხოლოდ ვინმეს ხელს არ შეუშლის ფიზიკური უძლურება, რადგან ეს დღეები არსობრივად წლის მეათედი შესაწირია. ამგვარად, პირველი საუფლო დღიდან პასექამდე ექვსი კვირაა და ორმოცდაორ დღეს შეადგენს. ამ დღეებს აკლდება უფლის ექვსი დღე და მარხვისათვის რჩება არა უმეტეს ოცდათექვსმეტი დღისა..., მაგრამ იმისათვის, რომ შეგროვდეს ორმოცი დღის წმინდა რიცხვი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა თავისი წმინდა მარხვით განწმიდა, წინა კვირის ოთხი დღე ემატება ორმოცი დღის შესავსებად, ანუ ოთხშაბათი, მარხვის დასაწყისის აღმნიშვნელი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. ჩვენ რომ ეს ოთხი დღე არ მიგვემატებინა, მაშინ მარხვის ორმოცი დღე არ გვექნებოდა. ჩვენ კი ყოვლადძლიერი ღვთისაგან ნაბრანები გვაქვს ყველა ჩვენი სიკეთის მეათედი შევწიროთ“ (0 06 6 ». X. III. ძი იიო§00». 019. V. C. 16).
4. C1ითრტი§ 810X., 5+L0IXი,. 11ხ. VII IM 1 დ » 4, §. დ., L. 9, C01. 401-557). – 0-წ0ძ»ი., ჩი. XIი LCVIL. IM 17 %9C, 9. ყწ., L. 12, ლი1. 525-529|. – იLLს!1., ძი ჰი)სი. C. 14 IM 1წ6%29, 8. 1., L. 2, 01. 973, 9741). – ი)იჩვი., ხ80-05. LX XV, ». 6, 6X005IL, წ1ძ401 თ». 22 IM 1 ფ ი 9, 8. წ., ხ. 42, იი1. 509-512 და CიI. 825-828). იხ. მართლმ. აღმს. ნაწ. I, პას. 88.
5. #რთ. CMM8ოს., II, 89. იხ. დიდი კურთხევანის ნომოკანონში 218-ე კანონი და ამ კანონის ა. ს. პავლოვის განმარტება ოთხშაბათისა და პარასკევის შესახებ, როცა მარხვა არ არის; კერძოდ, პასქალიის, სულთმოფენობისა და ხორციელ შვიდეულებში, და როცა ამ ღეებში შობა ან ნათლისღება დაემთხვევა. შდრ. I 0 88#. C MX ი # X 8 » X, II, თავი 9, §§ 12-17.
6. მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ნაწ. I, პას. 88. საშობაო მარხვის შესახებ იხ. ანტიოქიელ პატრიარქ ანასტასი სინელის „0 M6XიIი0M6009>9MM8XX" (4ტთ. C # 8 %., IV, 5593; პეტრე- პავლობის მარხვის შესახებ ამავე ანასტასის იმავე თხზულებაში; მიძინების მარხვის შესახებ ნიკონთან (რთ. CMMX., IV, 589-591), ანასტასი კესარიელთან (პალესტინა) (#თ. CMM”»., IV, 585-588) და ანასტასი სინელის დასახ. თხზ.-ში; ჯვართამაღლებისა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეებში მარხვის შესახებ, ნიკონის დასახ. თხზ.-ში და ანტიოქიელ პატრიარქ ბალსამონის ეპისტოლეში მარხგის შესახებ (4თ. CMო-., IV, 565-579), იხ. ILI0 8898 C%0CMX%8XX, II, თავი 9, §§ 1, 10.
7. ტდ. C # 8», IV, 488.
PDF გვ. 125 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 73
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სხვა კლერიკოსი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ან თუნდაც მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.
ქრისტიანებისათვის იუდეველებთან რელიგიური ურთიერთობა აკრძალული იყო უკვე მოციქულთა მე-7 და 64-ე კანონებით. წინამდებარე კანონი ამ აკრძალვას ამტკიცებს მღვდელმსახურებისა და ეკლესიის მსახურების წოდებიდან განკვეთის, ხოლო ერისკაცებისათვის წმინდა ზიარებიდან განყენების მუქარით. ეს მუქარა იმ პირებისკენ არის მიმართული, რომლებიც გაბედავენ იუდეველების მარხვის შენახვას, იდღესასწაულებენ მათ დღესასწაულს ან მათგან სადღესასწაულო ძღვენს მიიღებენ. იუდეველებთან ასეთ ურთიერთობას, ისევე როგორც მათთან ნებისმიერ რელიგიურ ურთიერთობას, მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მკაცრად კრძალავდნენ და მოციქულთა კანონები ამ აკრძალვას მხოლოდ სამართლებრივ სახეს აძლევენ. ამ კანონში უმთავრესად დაგმობილია რელიგიური ინდიფერენტულობა, რომელიც არა მხოლოდ ზოგიერთ ერისკაცში, არამედ სასულიერო პირებშიც შეიმჩნეოდა. ასეთები, მართალია, მთლიანად არ განეშორებოდნენ თავიანთ რწმენას, მაგრამ რაღაცნაირ გაუმართლებელ მიმტევებლობას იჩენდნენ იუდეველთა რელიგიური წესებისადმი და იმავდროულად – ინდიფერენტულობას თავიანთი რელიგიური განწესებების მიმართ. ამის შედეგად, ისინი იუდეგველებთან ერთად მარხულობდნენ, დღესასწაულებს აღნიშნავდნენ და მათ სადღესასწაულო ძღვენს ეახლებოდნენ (იხ. ესთ. 9, 19, 22). ამ კანონის განმარტებაში ზონარა ამბობს, რომ თუმც ისინი შეიძლება სინამდვილეში არც კი იზიარებენ იუდეველთა სარწმუნოებას, მაგრამ როცა ასე იქცევიან, ამით სხვებს აბრკოლებენ და ეჭვს აღძრავენ, როგორც იუდეველთა წეს-ჩვეულებების მიმდევრები. გარდა ამისა, იუდეველებთან ასეთი ურთიერთობით თვითონაც იბილწებიან. მათ ღმერთმა ჯერ კიდევ ქრისტეს ჯვარცმამდე ამცნო წინასწარმეტყველის პირით: „მარხვა და უქმობაი და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა...“ (ეს. 1, 14).' ქრისტიანების მიერ იუდეველთა სადღესასწაულო ძღვენის, განსაკუთრებით უცომო პურის მიღებასთან დაკაგშირებით, ბალსამონი აღნიშნავს, რომ ამ კანონის საფუძველზე ბევრი ამხილებს იმათ, ვინც საიდუმლო მხვერპლშეწირვას უცომო პურზე აღასრულებს. თუკი განკვეთასა და განყენებას ექვემდებარებიან ისინი, რომლებმაც მხოლოდ იხმიეს უცომო პური იუდეველთა დღესასწაულზე, მაშინ რაოდენ მეტ განკითხვასა და სასჯელს უნდა დაექვემდებარონ ის პირები, რომლებიც უცომო პურით ეზიარებიან, როგორც უფლის ხორცით, ანდა, იუდეველთა მსგავსად, პასექს უცომო პურზე აღასრულებენ???
შენიშვნები:
1. თ. C9 85»., II, 90.
2. ტთ. C # # »., II, 91.
PDF გვ. 127 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 74
ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან სანთელს აანთებს იქ, უზიარებლობით დაისაჯოს. ' (მოც. 7, 64, 70; ტრულ. 11, 94; ანკვ. 7, 24; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29, 37, 38, 39; კართ. 21). ნშინდა მოჟხქულთა კკნონეში 12?
ეს კანონი 70-ე კანონის დამატებას წარმოადგენს. პავლე მოციქული სავსებით გასაგებად აცხადებს, რომ არაფერი შეიძლება ჰქონდეს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან, ნათელს ბნელთან, მორწმუნეს ურწმუნოსთან (იხ. 2 კორ. 6, 14, 15). ქრისტიანების განკითხვის შესახებ, იუდეველებთან რელიგიური ურთიერთობისათვის, უკვე საკმაოდ ითქვა მოციქულთა მე-7, 64-ე და 70-ე კანონების განმარტებებში. თუკი ქრისტიანს არანაირი რელიგიური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს იუდეველებთან, რომლებიც აღიარებენ და პატივს სცემენ მოსესა და სხვა წინასწარმეტყველებს მაინც, და ძველაღთქმისეული ეკლესიის წევრები არიან, მაშინ მით უფრო არ უნდა ჰქონდეს მას სულ მცირე ურთიერთობაც კი, წარმართებთან, რომლებიც ღმერთს არც კი იცნობენ. ამიტომ წინამდებარე კანონი ყველა ქრისტიანს, რომელიც რელიგიურ ძღვენს მიიტანს იმ ადგილებში, რომლებსაც წარმართები სალოცავებს უწოდებენ და მათი დღესასწაულების დღეებში მოწიწების ნიშნად მათ ზეთსა და სანთელს მიართმევს, ეკლესიასთან ერთობიდან განაყენებს. წარმართული ტაძარი, რომ არაფერი ვთქვათ, მასში ნაქადაგებ რელიგიურ სწავლებაზე, რომელსაც ქრისტიანულ სწავლებასთან საერთო არა-ფერი აქვს, იგი, გარდა ამისა, წარმოადგენდა ყოველგვარი უზნეობის თავშესაყარს, რისი წარმოდგენაც კი ადამიანს შეეძლო. აფროდიტას კულტი, რომელიც თავისი უზნეობის გამო, განსაკუთრებით გავრეცელებული იყო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, სრულ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა წარმართული ტაძარი, სადაც ეს კულტი ბატონობდა. უდიდესი გახრწნილობის თანხლებით ტარდებოდა ტაძრებში ისეთი დიდი წარმართული დღესასწაულები, როგორიც იყო, მაგალითად, დღესასწაული ელებზინში დიმიტრის პატივსაცემად. კურტიზანი ლუკიანე აღწერს, თუ როგორ ასხამდნენ ხოტბას მამათმავლობას ტაძარში, ერთ-ერთი დიდი დღესასწაულის დროს. უმანკო ახალგაზრდობა ტაძრებში, როგორც რელიგიურ სწავლებას, ისე ისმენდა ყველაფერ იმას, რაც კი შეიძლება უხამსი და სამარცხვინო ყოფილიყო სექსუალური სიამოგნების თვალსაზრისით. ხოლო, რადგან სექსუალური სიამოვნება კულტის თაყვანისცემის ნაწილს შეადგენდა, ამიტომ არავინ ერიდებოდა გამოეყენებინა ტაძარი სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად. ტაძრები უმთავრესად სასიყვარულო ინტრიგების ადგილს წარმოადგენდა და, როგორც მინუციოს ფელიქსი ამბობს, წარმართულ ტაძრებში მრუშობა უფრო აღვირახსნილ ხასიათს ატარებდა, ვიდრე საროსკიპო სახლებში. კარგად ცნობილია, აგრეთვე, თუ რა როლი ეკისრებოდა ღვინოს, განსაკუთრებით დიონისეს დღესასწაულზე, როცა ითვლებოდა, რომ ღმერთისთვის უმეტესად ის პიროვნება იყო სათნო, ვინც ყველაზე მეტს დალევდა.' წარმართული ტაძრისა და წარმართული დღესასწაულების ამ მოკლე აღწერის შემდეგ, სავსებით გასაგებია, რაოდენ მკაცრად განიკითხავგდნენ ქრისტიანს, რომელიც მათთან რელიგიურ თანაზიარებაში შევიდოდა და რამდენად იმსახურებდა იგი საეკლესიო ერთობიდან განყენებას. დაწვრილებით ამის შესახებ მოციქულთა განწესებებიც საუბრობს (II, 61, 62).
შენიშვნა:
1. ჭტოიინ., 8ძV. წითიL. IV, 34-35 IM 1 ფ ი «, §. 1., L. 5, იიI1. 1069-1071). – 4V9V5L., ძი CIVIL. 1XC1, VI, 8 IM 1 070, §. I., 1. 41, C01. 186, 1871). – L80L3ი., VI, 20 IM 186 ი 06,§9.1., L. 6, იი1. 705-7131). – მი»LსII., 8იი10დ. ლ. 15, ძი CI, (ირი. C. 11 (IM 1წ7ი 0, §. 1., L. 1, 001, 357-363 და 001. 1329, 1330). – M1ის01905 IიI,, 00L8V. 6. 25 (LM 1 6 # 0, 5. 1., L. 3, Cი1. 315- 3201. – C106ო. 810X., =L”ი»ი. 11ხ. VII IM 19 7 0, §. წ., L, 9, იიI. 401-557I. – 0”Iყიი., ლ0იLL8 C015. III, 3 IM 1 დ ი 0, 5. წ., L. 11, ლ01. 924-925I. – CI6ყწ0X. M8»., 0L8L. IV (IM 1902 0,5. დ., L. 35, იიI. 532-6641. – Lს5იხ., II15L. ტიC1. VIII, 14(M 1თ»09, 5. C,, L. 20, 001. 781-788). – 5ი070»Xი., II1§L. ლCC1. I, 7 IM 1 C # ი, 5. წ., L. 67, 001. 873-876). – 1ხიიძიჯX:ის., II15L. 0CC1. II, 3, III, 21-22 IM 1 6 # ი, 5. წ., L. 82, იC01. 996 ძვ ლი01. 1120). – LL თ ” 1 ი., II15L. 6001. II, 12, 14 IM 1 6 ი 0, §. 1., L. 21, იი. 522, 528).
PDF გვ. 128 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 75
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმემ, იქნება ის კლერიკოსი თუ ერისკაცი, წმინდა ეკლესიიდან ცვილი ან ზეთი მიიტაცოს, უზიარებლობით დაისაჯოს და ხუთწილად გადაიხადოს, რაც წაიღო.
მოციქულთა 25-ე კანონის განმარტებაში საუბარია იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც სხვის საკუთრებას მიითვისებენ და, ასევე, ამგვარი ქურდობისათვის სასჯელის შესახებ. წინამდებარე კანონში კი სხვა სახის ქურდობაზეა საუბარი, კერძოდ, იმ ქონების მიტაცებაზე, რომელიც ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს და, მაშასადამე, წმინდა ნივთია. ამიტომაც ეწოდება ასეთი სახის ქურდობას სიწმინდის ხელყოფა, მკრეხელობა (Lნი0თა?.სთ, §8CLI16CIსთ)'და მისი ჩამდენი, იქნება ის ერისკაცი თუ კლერიკოსი, მკაცრად ისჯება ეკლესიასთან ერთობიდან განყენებით; ამასთან, იგი ვალდებულია მითვისებული ხუთჯერ მეტი ოდენობით დააბრუნოს. ამ კანონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვინმეს მიერ ეკლესიიდან ცვილისა და ზეთის მითვისებას. მოციქულთა დროში, ცვილსა და ზეთს იმ ადგილის კურთხევისათვის იყენებდნენ, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. ამას თვით მოციქულები გვიმოწმობენ, რომლებიც შუაღამემდე რჩებოდნენ წმინდა საკრებულოებში (იხ. საქმ. 20, 7, 8). ამას გვიმოწმებს მოციქულთა განწესებებიც (V, 19; VIII, 5) 1 ჩვეულებრივ, ცვილი და ზეთი ეკლესიაში ერთგულ მორწმუნეებს მიჰქონდათ, როგორც შესაწირი. ეს ძღვენი ეკლესიის საკუთრება ხდებოდა და თავისი პირდაპირი დანიშნულების გარდა, წმინდა ნივთებად ითვლებოდა უკვე იმიტომ, რომ ეკლესიისთვის იყო შენაწირი და როგორც ზონარა იტყვის ამ კანონის განმარტებაში:2 „რამეთუ თვით შეწირვა საღვთო ტაძარში, განწმენდს მათ“. ეკლესიიდან წმინდა ნივთების მოპარვას უძველესი დროის ეკლესიის მამებიც ეხმიანებოდნენ.3? IX საუკუნეში, ე.წ. ორგზის კონსტანტინოპოლის კრება იძულებული იყო სიწმინდეების ხელყოფისათვის, .თავისი მე-10 კანონით, სასჯელი გაეძლიერებინა.
შენიშვნები:
1. იხ. 1I96»LVII., ძი 0X0X78 III, C. 3 (IM 1 დ # 0, §. 1., L. 2, C01. 73-80|). – LV596ხ., II15L. 66C1. VI, 9(წIM 1წ 7 0, §. წ., ს. 20, ლ01. 537-5411I.
2. 4 თ. C # M# »., II, 93, 3, შდრ. #ხხმგივ5!1 ტი. 8ძ 0LCMი0ძიX05 IM 1 წ ი 0, 5. წ., §. 25, C01. 221-240|.
PDF გვ. 130 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 76
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ოქროს ან ვერცხლის ნაკურთხ ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, ნურავინ მიითვისებს საკუთარი საჭიროებისათვის – ეს ურჯულოებაა. მხილებული კი, ასეთ ქმედებაში, უზიარებლობით დაისაჯოს.
ეს კანონი მოციქულთა 72-ე კანონთან არის კავშირში და ყველა იმ პირის ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას განაწესებს, რომელიც ეკლესიიდან რაიმე ნივთს შინ წაიღებს საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის. კანონი ასეთ ქმედებას ურჯულოებას უწოდებს (#Xთ006V0|10V), რადგან აქ მოხსენიებული ნივთები გამოიყენებოდა ევქარისტიული მსხვერპლის შეწირვისას, იყო ნაკურთხი და ყოველთვის ეკლესიაში ინახებოდა მისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელსაც შემდგომში თ«ნს0დს2.CVX6ICV ეწოდა.' ამრიგად, ეკლესიიდან ამ წმინდა ნივთების წაღება და საყოფაცხოვრებო საქმეებში მათი გამოყენება, სიწმინდეების შეურაცხყოფასა და მკრეხელობას, (L6ი0თას7-IV) ნიშნავდა. სწორედ ამით აიხსნება სასჯელის სიმკაცრე, რომელსაც ასეთი მკრეხელობის ჩამდენი ექვემდებარება. თუმცადა, უძველეს დროში გვხვდება იმის მაგალითებიც, რომ ზოგიერთ ეპისკოპოსს ყველაფერი გაჰქონდა ეკლესიიდან, რაც კი მასში რაიმე ძვირფასი იყო, წმინდა ჭურჭელიც კი. ამ ნივთებს ისინი ფულად აქცევდნენ, როცა ამას მშიერთა დაპურების, ანდა ტყვეების გამოსყიდვის საჭიროება მოითხოვდა:.? მაგრამ ეს იყო მოწყალების სათნოება, თვით ღმერთისგან ნამცნები და მასთან არ შეიძლება არც მოციქულთა ამ კანონის და არც სხვა, მისი მსგავსის მისადაგება.
შენიშვნები:
1. იხ. კონსტანტინოპოლის 681 წ. კრების საქმენი (I 8 XL ძ 11741, III, 1201).
2. შდრ. VIL8 #სყი5M1ი1 ნ051)ძ. ი. 24 IM 1 § # 0, 5. 1., L. 32, ი01., 53, 54). – 4»იხX05., ძი იწრი. II, 28 IM 1 დ ი ი, 9. 1., L. 16, C0I. 139-142). – 500>8L., II15(. 6601. VIII, 21 (IMIდიტ, 8. წ., +. 67, 601. 781-784|).
PDF გვ. 131 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 77
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განუწესონ; ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული – მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით; თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს.
საეკლესიო სასამართლო, თავისი არსით, იესუ ქრისტეს მიერ ეკლესიის მთაგრობისათვის მინიჭებული ძალაუფლების გამომხატველია (იხ. მთ. 18, 15-17). ეკლესიის მთავრობა, ამ ძალაუფლების საფუძველზე, მისი მმართველობის საზღვრებში იკვლევს და მსჯელობს საეკლესიო საზოგადოების ყველა წევრის ქმედების შესახებ. ამიტომ საეკლესიო სასამართლოს უშუალო აღმასრულებლები და მუდმივი წარმომადგენელები ის პირები უნდა იყვნენ, რომლებიც ეკლესიური მთავრობის ამ ძალაუფლების მატარებლები არიან, სახელდობრ, ეკლესიის წინამძღვრები და მმართველები. საეკლესიო საკითხებში მათთვის მინიჭებული მსჯავრის გამოტანის უფლება, მათი წმინდა სამწყემსო უფლებიდან გამომდინარეობს, რომელიც ეკლესიაში მათ საღვთო დადგენილებით მიეცათ. იმის შესახებ, რომ ამ გასამართლების უფლებას ქრისტეს ეკლესიაში ყოველთვის ჰქონდა ადგილი და იგი იმ ძალაუფლების გამომხატველი იყო, რომელიც ეკლესიას იესუ ქრისტემ უბოძა, უპირველეს ყოვლისა მოწმობს პავლე მოციქულის ეპისტოლეები ტიმოთესა და ტიტეს მიმართ. მოხსენიებული ეპისტოლეებიდან ნათლად ჩანს, რომ ტიმოთესა და ტიტეს, როგორც მათზე რწმუნებული ეკლესიების უმაღლეს წარმომადგენლებსა და მმართველებს, ანუ ეპისკოპოსებს (პირველს – ეფესოსი, მეორეს – კრეტისას), თაგიდანვე, უმაღლეს სამთავრობო ხელისუფლებასთან ერთად, ეკუთვნოდათ საზედამხედველო და სასამართლო უფლება ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მათ სამწყემსო მზრუნველობას ექვემდებარებოდნენ; განსაკუთრებით – კლერიკოსების მიმართ. ამასთან, ამ ზედამხედველობასა და სასამართლოს, ისინი უკვე დადგენილი საღვთო სამართლის შესაბამისად აწარმოებდნენ. ამგვარად, ეპისკოპოსები მკლესიაში სასამართლო ძალაუფლების მთავარ აღმსრულებლებს წარმოადგენენ. როდესაც უფალმა, ეკლესიის დამფუძნებელმა, თავის მოციქულებს „მოყვასთა“ განსჯის უფლება გადასცა, ამით აჩვენა, რომ გასამართლების უფლება ეკლესიაში მხოლოდ იმ პირებს ეკუთვნით, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან, კერძოდ – ეპისკოპოსები. კანონი ამიტომაც საუბრობს მ ხო ლოდ ეპისკოპოსებზე, როგორც მსაჯულებზე, ეკლესიის წევრებს შორის წარმოშობილ ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით (იხ. | მსოფლ. 5). აღიარებს რა ამ ძალაუფლებას მთელი სისრულით მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებისადმი, კანონი მკაცრი სასჯელით ემუქრება ყველას, ვინც რწმუნებული ეპისკოპოსის გვერდის ავლით, სხვა სასამართლოს მიმართავს (იხ. II მსოფლ. 6; კართ. 15, 104). სხვა სასამართლო, რა შემადგენლობისაც არ უნდა იყოს იგი ეკლესიაში, კანონებში კანონგარეშედ და უმართებულოდ იწოდება, რაკი ეპისკოპოსისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს (იხ. ორგზ. 13; კართ. 10, 11). ამ ძალაუფლებას ეპისკოპოსები თავიანთ ქპარქიებში - როცა საქმე ეხება მასზე დაქვემდებარებულ დასს ან სამწყსოს – პირადად აღასრულებენ (იხ. IV მსოფლ. 8; კართ. 15), ანდა კრებითად, ეპისკოპოსებისაგან შემდგარი სასამართლოს მეშვეობით. ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე ისეთ საკითხს ეხება, რომელიც ეპარქიული იურისდიქციის ფარგლებს სცილდება (იხ. მოც. 37). ეპისკოპოსების კომპეტენციაში შემავალ სასამართლოს ძალაუფლების განსაკუთრებულობაზე საუბარია კართაგენის კრების კანონების განმარტებებში. წინამდებარე (74-ე) კანონი კი ეხება თვით ეპისკოპოსების მიმართ წარმოებულ სასამართლოს.
საერთოდ, საეკლესიო-სასამართლო პროცესი სავსებით მოწესრიგდა მხოლოდ შემდგომში, როდესაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთკავშირი დამყარდა. ამ კანონში წარმოდგენილია ყველაზე ძველი და უბრალო სასამართლო პროცესი და, მაინც, მასში ჩვენ ვხედავთ მთავარს: როგორც რომაულ სამოქალაქო სამართალში არსებულ სასამართლო პროცესის ელემენტებს, ასევე იმ ელემენტებს, რომლებიც გვიანდელი დროის სავსებით გამომუშავებულ საეკლესიო-სასამართლო პროცესში არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, საუბარი ეხება ბრალდებას, თანაც, ამ კანონის თანახმად, ეპისკოპოსის წინააღმდეგ ბრალდების წარდგენის იურიდიული უფლება აქვს ადამიანს, რომელიც სრულ ნდობას იმსახურებს და, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელია (იხ. II მსოფლ. 6). ასევე, მოციქულთა განწესებების თანახმადაც!(I, 37, 46, 49), ბრალმდებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირი. ეს მოთხოვნა კანონიერია და ჭეშმარიტ სასამართლოს საფუძველში ძევს. ამის შემდგეგ საუბარია სასამართლოში მოწვევის შესახებ, თანაც, განიწესება სრულიად სხვა რამ, და არა ის, რასაც ამასთან დაკავშირებით თავისი ძალა ჰქონდა. გვიანდელ კანონებში ნახსენებია, რომ ეპისკოპოსის მოწვევა კრებაზე ხდება რწმუნებული ეპისკოპოსის სიგელით და თანაც მხოლოდ ერთხელ (იხ. ანტიოქ. 20; ლაოდ. 40). წინამდებარე კანონი კი ამბობს, რომ ბრალდების განსახილველად ბრალდებული ეპისკოპოსის მოწვევა შეიძლება მოხდეს სამჯერ, თუ ის არ გამოცხადდება პირველი და მეორე მოწვევის შემდეგ, თანაც, არა სიგელის მეშვეობით, არამედ ორი ეპისკოპოსის მივლინების გზით, რომლებსაც პირადად აგზავნის კრება მის მოსაწვევად. ბრალდებული ეპისკოპოსის სასამართლოში გამოძახების მსგავსი მეთოდი გამოიყენებოდა, როგორც ჩანს, ეპისკოპოსის ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნების მიზნით. სასამართლოში მოწვევის ასეთივე მეთოდს ვხედავთ მსოფლიო კრებებზეც (ეფესოსა და ქალკიდონისაზე), როდესაც მოხდა ნესტორისა და დიოსკორეს დაგმობა.! ყველაფერ ამის შემდეგ, კანონში საუბარია განჩინების შესახებ, რომელიც სასამართლოს, ანუ ეპისკოპოსთა კრებას გამოაქვს იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული ეპისკოპოსია და სასამართლოში მესამე გამოძახების შემდეგაც არ გამოცხადდა. ასეთი გადაწყვეტილების გამოსატანად, რომელიც ცხადდება ბრალდების წარმომდგენი მხარის თანდასწრებით, სასამართლოს აღძრავს ბრალდებულის სიჯიუტე, რომელმაც, კანონის სიტყვებით, არ უნდა იფიქროს, რომ სასამართლოსაგან თავის არიდება მისთვის სასარგებლო შედეგს გამოიღებს. ასეთი განჩინება, ამ კანონის ტექსტის თანახმად, საბ ოლოთოა დამასში არ არის ნათქვამი სხვა რომელიმე უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში აპელირების უფლების შესახებ, სადაც მსაჯავრდებულს შეეძლებოდა თავისი საქმის წარდგენა სხვა გადაწყვეტილების მისაღწევად. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ წინამდებარე კანონი ყველა შემთხვეგისათგის საერთო ნორმას განაწესებს და არა მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როცა გამოტანილია კონტუმაციონალური განაჩენი (სიჯიუტისათვის), რაც შეიძლება გვევარაუდა ბრალდებულის სამგზის მოწვევის საფუძველზე. უმაღლესი სასამართლო ინსტანციები მოიხსენიება მხოლოდ გვიანდელ პერიოდში, ანტიოქიის (მე-14 კან.), მეორე მსოფლიო (მე-6 კან.) და სხვა კრებებზე, რის შესახებაც საუბარია შესაბამისი კანონების განმარტებებში.
შენიშვნა:
1. იხ. მსოფლ. კრებების საქმე ნი რუს. თარგ,, I, 696; III, 561, 564.
PDF გვ. 131 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 78
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მწვალებელი, ეპისკოპოსის წინააღმდეგ მოწმის სახით ნუ მიიღება, ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნე. „-პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაი“ (მთ. 18, 16).
ეს კანონი წარმოადგენს მოციქულთა 74-ე კანონის დამატებას. როგორც იმ კანონშია საუბარი ეპისკოპოსის ბრალმდებელზე, ამ უკანასკნელის სასამართლოში მოწვევასა და სასამართლო განაჩენზე, ამ კანონშიც ასევე ეხება საუბარი ბრალდებული ეპისკოპოსის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გამოძიებისათვის გამოძახებულ მ ოწმეე ბს. ამასთან, კანონი მწვალებლებს უკრძალაგს ეპისკოპოსების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას იმ მიზეზით, რომ ისინი, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის აშკარა მტრები და სარწმუნოებისა და საეკლესიო სწავლების მოწინააღმდეგენი, ვერ შეძლებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურების მიმართ მიუკერძოებელი ჩვენება მისცენ. თუმცა, ბრალდება, რომელშიც მწვალებელი, როგორც მოწმე, გამოირიცხებოდა, უნდა ყოფილიყო მხოლოდ საეკლესიო საქმესთან დაკავშირებული, რადგან არასაეკლესიო საქმეებში, რომლებიც სამოქალაქო სამართალს განეკუთვნებოდა, სასამართლოში ეპისკოპოსის წინააღმდეგ მოწმის სახით მწვალებელიც დაიშვებოდა (იხ. II მსოფლ. 6). საეკლესიო საქმეებში, ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებელთა მოწმობის უფლების გარდა, კანონი გამორიცხავს, აგრეთვე, ერთი ადამიანის მოწმობასაც, თუნდაც ის მტკიცე მართლმადიდებელი იყოს და უაღრეს ნდობას იმსახურებდეს. არ მიიღებოდა მხოლოდ ერთი რომელიმე ეპისკოპოსის მოწმობაც, თუკი იგი არ დასტურდებოდა სხვა პირის მიერ, რომელიც თავის მხრივ ნდობის ღირსი იყო (იხ. კართ. 132). ახალი აღთქმის მცნების თანახმად (მთ. 18, 16; 1 ტიმ. 5, 19), რომელიც ჯერ კიდევ ძველაღთქმისეულ ეკლესიაში შეიწყნარებოდა (იხ. 2 სჯ. 19, 15), საეკლესიო ხელისუფლება ყოველთვის მოითხოვდა, რომ სამი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ორი მოწმე დასწრებოდა სასამართლო განაჩენის გამოტანას, რომლებიც ერთი და იგივე განცხადებას გააკეთებდნენ.' იმ მოწმეთა სხვა თვისებებზე, რომელთა დაშვებაც სასამართლოზე კანონიერი იქნება, საუბარია კართაგენის 131-ე და სხვა პრალელური კანონების განმარტებებში.
შენიშვნა:
1. რომის სამართლის მიხედვით მოწმეების შესახებ იხ. Xს0IML89, დასახ. თხზ.,, II, 197 და შემდგ., 269 და შემდგ.
PDF გვ. 134 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 79
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ეპისკოპოსისათვის საკუთარი სურვილისამებრ ვინმეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა იმ მიზნით, რათა სათნო ეყოს თავის ძმას, შვილს, ან სხვა რომელიმე ნათესავს; არ არის მართებული ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად, ხოლო ღმერთის საკუთრება – კაცობრიული ვნებების დასაკმაყოფილებელ ძღვნად ვაქციოთ; არ შეიძლება ღვთის ეკლესია მემკვიდრეების ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს. ვინც ამას მოიმოქმედებს, უზიარებლობით დაისაჯოს, მის მიერ აღსრულებული ხელთდასხმა კი გაუქმებულად ჩაითვალოს.
ეს კანონი ეპისკოპოსს, რომელიც თავის საეპისკოპოსო კათედრას დატოვებს, უკრძალავს თავისი ღირსების მემკვიდრედ საკუთარი ნათესავის დადგინებას და, იმისათვის, რომ თავისიანებს ასიამოვნოს, მათთვის თვითნებურად იმის გადაცემას, რისი მინიჭებაც მხოლოდ და მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია. ეპისკოპოსს, რომელიც ასეთნაირად მოიქცევა, კანონი უზიარებლობას უქვემდებარებს, ანუ მას ჩამოერთმევა საეპისკოპოსო კათედრა და აეკრძალება მღვდელმოქმედება, ხოლო თვით ხარისხი (ანუ მის მიერ აღსრულებული დადგინება) გაუქმებულად ცხადდება. ეს აკრძალვა, ისევე, როგორც მისი მიზეზები, წმიდა წერილს ეფუძნება. ხედავდა რა თვალსაწიერში უმაღლეს მიზანს, იესუ ქრისტე სახარების მქადაგებლებს თავის ნათესავებს შორის კი არ ირჩევდა, არამედ – სრულიად უცხო ადამიანებში, რადგან სულიწმიდა ეპისკოპოსებს იმისათვის ირჩევს, რომ მათ უფლისა და ღვთის ეკლესია მწყემსონ (იხ. საქმ. 20, 28). უფალი მათ ეკლესიაში სხვადასხვა მსახურებაზე ადგენს (1 კორ. 12, 5, 28). ამიტომაც არ შეიძლება ეს მსახურებანი მემკვიდრეობის საგანი გახდეს – მამიდან შვილზე ან სხვა რომელიმე ნათესავზე გადადიოდეს. ეკლესიის ისტორიის დასაწყისში ეს კანონი ძირითად ჭეშმარიტებად ითვლებოდა, მთელი სიმკაცრით იმარხებოდა და ამიტომაც ეკლესიის უძველეს ისტორიაში არც ერთი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ შვილს მამისაგან მისი საეპისკოპოსო კათედრა მემკვიდრეობით მიეღოს. ასე მაგალითად, გრიგოლ ნაზიანზელი, რომელიც, როგორც მღვდელი, თავის ღრმად მოხუც მამაეპისკოპოსს ეხმარებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ, იმისათვის, რომ დაეცხრო ყოველგვარი აზრი მემკვიდრეობითი მსახურების შესაძლებლობის შესახებ, სიამოვნებით თანხმდებოდა ეპისკოპოსობა მიეღო პატარა ქალაქ სასიმში, ვიდრე თავისი მამის კათედრაზე მემკვიდრეობით დარჩენილიყო (თუმცაღა, შემდგომში, იგი იძულებული გახდა ნაზიანში ეპისკოპოსობაზე დათანხმებულიყო) .! ასე იყო IV საუკუნეში. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე ამ მოციქულთა კანონების მიღების პერიოდში, უზნეობამ ეპისკოპოსთა რიგებშიც შეაღწია და ზოგიერთი მათგანი ახერხებდა ნათესავებისთვის თავისი საეპისკოპოსო კათედრა დაეტოვებინა, ანუ უკვე იმ დროში არსებობდა იმ ნეპო ტიზმისდასაბამი, რომელიც შემდგომში ასე ფართოდ გავრცელდა, უპირატესად – დასავლეთში, რამაც მოციქულთა ამ კანონის მიღება გამოიწვია. სასჯელის სიმკაცრე, რასაც კანონი მისი განწესების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრავს, იმით აიხსნება, რომ ასეთი მოქმედებებით წმიდა წერილის განწესება ირღვეოდა და, აგრეთვე, ზოგადი საეკლესიო ნორმა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსი დგინდება ეპისკოპოსთა კრების მიერ მისი გამორჩევის შედეგად (იხ. | მსოფლ. 4; ანტიოქ. 19; კართ. 49. აღნიშნული მიზეზების გამო, კანონი ასეთნაირად მიღებულ ხარისხს ყალბს, (თოილC) უწოდებს, მაგრამ მსგავსი ხარისხი ყალბად უნდა ჩაითვალოს იმის შედეგადაც, რომ საქმე ეხება ეპისკოპოსის ღირსების მემკვიდრის დადგინებას, ანუ ხელთდასხმას, (X6M00X0VI„I), რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იქნეს ეპისკოპოსად დადგინებულ პირზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლის აღიარება, მაგრამ ეპისკოპოსის დადგინება (კანონში გამოყენებული ტერმინოლოგიით – ხელთდასხმა.X(X610010VწVV),, შესაძლებელია მხოლოდ სამი, უკიდურეს შემთხვევაში ორი ეპისკოპოსის – მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთი ეპისკოპოსის მიერ (იხ. მოც. 1).
ამ კანონის თანახმად, ეპისკოპოსს ეკრძალება თავისი ნათესავებისათვის საეპისკოპოსო ღირსების გადაცემა, მაგრამ ეპისკოპოსს საერთოდ ეკრძალება ერთპიროვნულად თავისი კათედრის მემკვიდრედ ნებისმიერი პირის დადგინება, («V- 0LCLXV), რაც ნათლად ჩანს ანტიოქიის კრების 23-ე კანონის განმარტებაში.
შენიშვნა:
1. Cიწ0». M327., Cვლი. ძი VIL8 5V2 IM 1 ყ ი 0, 85. წ., 1. 37, ლ01. 1030).
PDF გვ. 135 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 80
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვისაც თვალს აკლია, ანდა ფეხები აქვს დაზიანებული, მაგრამ ეპისკოპოსობის ღირსია: დაე, გახდეს; რამეთუ არა ფიზიკური, არამედ სულიერი ნაკლი შებილწავს ადამიანს.
PDF გვ. 136 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 81
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ყრუ ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება; არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოს წაბილწულია, არამედ – საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობები რომ არ შეექმნას.
როგორც უკვე მრავალი კანონიდან ვიხილეთ, ეკლესია ყოველთვის მკაცრი იყო იმ ზნეობრივ თვისებებზე მსჯელობისას, რომლებითაც უნდა გამოირჩეოდეს ყველა პირი, ვისაც სამღვდელო ხარისხის მიღება სურს. რაიმე ერთი თვისების არქონის შემთხვევაშიც, კანდიდატი უკვე სამღვდელო დასში აღარ დაიშვებოდა (იხ. ზემოთ მოყვანილი პარალელური ადგილები). მაგრამ, რამდენადაც ეკლესია მომთხოვნი იყო სამღვდელო კანდიდატის ზნეობრივ თვისებებთან მიმართებით, იმდენად ლმობიერი იყო იგი მის ფიზიკურ ნაკლოვანებასთან დაკავშირებით., ამ შემთხვევაში, ახალაღთქმისეული ეკლესია სავსებით განეშორება ძველაღთქმისეულ ეკლესიის განწესებას. ლევიტელთა წიგნში ვკითხულობთ: „არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღვთისა მისისა. ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაი და მკელობელი, გინა ცხკრ-მოკლე, გინა ყურ-კუეთილი, გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას კელი, ანუ ფერკი, ანუ ზურგ-ტეხილი, ანუ თუ ნახევარკმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთ-კაკაი. და ყოვლისა თანა რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აპრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მსხუერპლსა ღვთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღვთისა მისისასა ვერ მოუკდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა“ (21, 17-21). ასეთი განწესების საფუძველს წარმოადგენდა შეხედულება მღვდელზე, როგორც უფლის წარმომადგენელზე და, როგორც უფალია უნაკლო, ასევე, გარეგანი ნაკლის გარეშე უნდა ყოფილიყო მღვდელიც; გარდა ამისა, საფუძველი იყო ისიც, რომ ძველი აღთქმის სჯული საერთოდ ესწრაფვოდა თავისი ღვთისმსახურება გარეგნულადაც უაღრესი ბრწყინვალებით, სიწმინდითა და სილამაზით შეემკო, რათა ამით ადამიანს სულიერი სიწმინდისა და წესრიგის ჩვევა გამოემუშავებინა. ქრისტიანობა, პირიქით, ღვთის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს იცნობს, ამასთან, ყველაზე სრულყოფილს, იესუ ქრისტეს, ხოლო მღვდლებად მხოლოდ ქრისტეს მსახურებს ხედავს, რომლებიც გალდებულნი არიან სიტყვისა და სულის სიძლიერით შინაგანად გაწმინდონ ადამიანები და ისინი მარადიული ცხოვრებისათვის მოამზადონ. ასეთი შეხედულებისას, მღვდელმსახურის გარეგნობა მეორეხარისხოვანი საქმეა; გამონაკლისს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ისეთი შემთხვევები, როდესაც ფიზიკურმა ნაკლოვანებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მსახურების თავისუფალ და სწორ აღსრულებას. ამიტომ ამ კანონებში (77-ე და 78-ე) ნათქვამია, რომ ვისაც ერთი თვალი აქვს დაზიანებულიL(თVთთი0C ფუ )0V 6დ0თ2.I6V),ან ერთი ფეხი (+0 CX620C X6XXი2/MI6V9C), თავისუფლად შეუძლია გახდეს ეპისკოპოსი, თუკი ის თავისი სულიერი თვისებებით ამის ღირსია, რადგან, როგორც მოციქულთა 77-ე კანონი ამბობს, ადამიანს ბილწავს არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი ნაკლოვანება. ცხადია, რომ ყრუ ან ბრმა, ეპისკოპოსი ვერ იქნება – არა იმიტომ, რომ შებილწულია თავისი ფიზიკური ნაკლოვანებით, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ნაკლი ხელის შემშლელია საეკლესიო საქმეების სწორად წარმართვაში.
სავსებით პრაქტიკული და დროულია ბალსამონის შეკითხვა, რომელსაც იგი ამ კანონის განმარტებაში სვამს: „უნდა გაირიცხოს თუ არა, ძველი სჯულის თანახმად, სამღვდელო წოდებიდან ის პირი, ვინც მღვდლობის პერიოდში დაყრუვდა ან დაბრმაგდა, ანდა სხვა ფიზიკური უძლურება დაემართა, რომელიც ხელს უშლის მას წმინდა მსახურების აღსრულებაში?“ და იქვე უპასუხებს: „არავითარ შემთხვევაში, რადგან ეს უმოწყალობაა.('ძლსIIV06C) და აშკარად ეწინააღმდეგება მოციქულთა განზრახვას დაგმოს და უღირსად ჩათვალოს ის ადამიანი, რომელიც სწორედ რომ თანაგრძნობას იმსახურებს თავისი უძლურების გამო. ამიტომ ბევრი მღვდელმთავარი, მღვდელი და დიაკონი თვალის შუქის დაკარგვის შემდეგ, ან რაიმე განუკურნებელი სენით შეპყრობის შემთხვევაში, რომელიც მას მსახურებაში წინააღმდეგობას უქმნიდა, არ გაირიცხებოდნენ ცხოვრების ბოლომდე სამღვდელო ხარისხიდან. თუმცა, აღარ ეძლეოდათ ახალი განსაგებელი, (თოთV V6CV), მაგრამ მათ დაქვემდებარებაში მაინც რჩებოდა ის, რაც ავადმყოფობამდე ეკუთვნოდათ.
შენიშვნა:
1. რთ. C MX 85 X., II, 101. შდრ. იმავე ბალსამონის 26-ე კანონი, პასუხი ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზის კითხვებზე, სადაც საფუძვლად გამოყენებულია მოც. 77-ე კანონი (4#4თ. C#M#MX,IV, 467-468).
. კანონი 79 გისაც სულში დემონი ჰყავს, დასში ნუ იქნება მიღებული, ნურც მართლმორწმუნეებთან ერთად ილოცებს; მაგრამ თუკი მისგან გათავისუფლდება, შეუერთდეს ეკლესიის მრევლს, ხოლო თუ ამასთანავე, კლერიკოსობის ღირსიც აღმოჩნდება, დასშიაც ჩაირიცხოს.
(ტრულ. 60; ტიმოთე ალექს. 2, 3, 4, 14).
ბალსამონის სიტყვებით, ამ კანონის მიღების საფუძველი იყო ის, რომ დემონით შეპყრობილი (8თVI0VV6II-V9C) გონებასა და თავისუფალ ნებას მოკლებულია, ამიტომ-კანონი კრძალავს ასეთი პირის დასში მიღებას და ერთგულ მრევლთან ერთად მის ლოცვაზე დაშვებას, რათა რაიმე ბოროტება და უწესობა არ ჩაიდინოს და დემონური ხმების გამოცემით საღვთო ერი არ დააბრკოლოს; ღვთის სადიდებლად აღვლენილ ლოცვებს ხელი არ შეუშალოს. თუკი ასეთ პირს გონება გაუნათდება და იგი ღირსეული აღმოჩნდება, მაშინ უკვე შესაძლებელია მისი დასში მიღება. მართალია, ალექსანდრიის პატრიარქ ტიმოთეს მე-3 კანონში ნათქვამია, რომ ნშინდა მოყჩქულთ+ კპნონეში 13? მართლმორწმუნე აუცილებლად უნდა აზიარონ, დემონით შეპყრობილიც კი, მაგრამ იგი არ ეწინააღმდეგება წინამდებარე (79-ე) კანონს, რადგან პირველში საუბარია ეშმაკეულის შესახებ, რომელსაც დროდადრო გონების სიჯანსაღე უბრუნდება და მაშინ ის აცნობიერებს საღვთო განწმენდის (07IთCII6ICVV) საიდუმლოს. 79-ე კანონში კი საუბარია ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც მუდმივად დემონით არის შეპყრობილი. თუმცაღა, მოციქულთა ეს კანონი იმ ეშმაკეულებსაც შეიძლება ეხებოდეს, რომლებსაც ზოგჯერ გონება უნათდებათ, – „ასეთებიც, ასევე, არ უნდა გაერთიანდნენ დასში, რათა მათ ბორგვის დროს სიწმინდეები არ შეურაცხყონ და ღმერთზე გმობა არ წარმოითქვან“.! ამ კანონის განწესება, სხვათა შორის იმ პირებსაც ეხება, რომლებსაც ქრონიკული ეპილეფსია სჭირთ, რადგან, როგორც ბალსამონი აღნიშნავს, მათ შეიძლება სამღვდელოება განკიცხონ და ღმერთზე გმობა წარმოთქვან, ანდა, საშიშროება შეუქმნან სიწმიდეებს, თუ მათ ავადმყოფობა წმინდა ჟამისწირვისას მოუვლით.2 შენიშვნები:
1. ტრ. C XM 8 X., II, 102.
2. შდრ. ბლასტარი სინტაგმა, X, 1 (4თ. C # 8 »., VI, 202-204).
PDF გვ. 137 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 82
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულისა და ნათელღებულის, ანდა, ბიწიერი ცხოვრებიდან გაქრისტიანებულის მაშინვე ეპისკოპოსად დადგინება არ არის სამართლიანი; რადგან უჯეროა გამოუცდელი პირი სხვისი მოძღვარი იყოს, გარდა იმ შემთხვეგისა, როცა ეს საღვთო მადლით ეწყობა.
სულიერი თვისებებიდან, რაც ეპისკოპოსს სხვებისაგან გამოარჩევს, უპირველესი რწმენაა. ამ რწმენაში იგი მტკიცე და შეურყეველი უნდა იყოს. მან სრულად და ყოველმხრივ უნდა იცოდეს ქრისტიანული სარწმუნოების გჭეშმარიტებანი და მათ ისე უნდა აცნობიერებდეს, როგორც მართლმადიდებელი ეკლე- "სია, რათა შეძლოს სხვებიც უცდომელად განსწავლოს ამ რწმენის ჭეშმარიტებაში (იხ. 1 ტიმ. 3, 2; 4, 16; 2 ტიმ. 2, 25; 3, 15-17; | მსოფლ. 2; VII მსოფლ. 2). ეპისკოპოსი უმაღლესი მოძღვარია თავის ეპარქიაში და, როგორც ასეთი, ვალდებულია ყველგან და ყოველთვის ქრისტიანული ჭეშმარიტება იქადაგოს (იხ. მთ. 28, 19, 20; ინ. 15, 16; საქმ. 6, 4; 1 კორ. 1, 17; 2 ტიმ. 2, 15; 4, 2). რამდენადაც სახარებისეული ჭეშმარიტების ქადაგება ეპისკოპოსის ყველაზე გამორჩეული უფლებაა, იმდენადვე არის ეს მისა უპირველესი მოვალეობა (იხ. მოც. 58; I მსოფლ. 2, 16; ტრულ. 19; ლაოდ. 19; კართ. 71, 121, 123). მისგან იღებენ მღვდლები ქადაგების უფლებას, და იგი უპირობოდ აგებს პასუხს თითოეული მათი სიტყვისათვის ეკლესიაში (იხ. საქმ. 15, 24, 27; 2 ტიმ. 2, 2). ქადაგების გარდა, ეპისკოპოსის უფლებასა და მოვალეობაში შედის მის ეპარქიაში ყველასი და თითოეულის რელიგიურ განათლებაზე და მათ მიერ ჯანსაღი ქრისტიანული სწავლების დაცვაზე ზრუნვა (იხ. 1 ტიმ. 6, 20, 21). მანვე უნდა განდევნოს ყოველგვარი ცრუ სწავლება, რომელიც მის ეპარქიაში შემთხვევით დაიწყებს გავრცელებას (იხ. ტიტ. 1, 11; 2, 15); თვალყური ადევნოს, ქადაგებს თუ არა სამღვდელოება იმას, რასაც ეკლესია ასწავლის (იხ. ტრულ. 19; ბასილი დიდ. 91); მუდმივად უნდა გამოსცემდეს განწესებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მთელ მის საგანმგებლო ტერიტორიაზე ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების განმტკიცებას (იხ. 2 ტიმ. 4, 2-5). თუკი ეპისკოპოსი ასეთი უნდა იყოს, როგორც მოძღვარი, მაშინ შეძლებს კი ამ მოძღვრული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ის პირი, ვინც სულ ახლახან სხვა რჯულის მიმდევარი იყო, ან – წარმართი (რაც კიდევ უფრო უარესია), და ნათლისღების შემდეგ მაშინვე ეპისკოპოსად იქნა ხელთდასხმული? ამიტომაც გასაგებია წინამდებარე კანონის განწესება, აგრეთვე ზოგიერთი სხვა კანონისა, რომლებიც კრძალავენ ახალნათელღებულის ეპისკოპოსად ხელთდასხმას, რადგან, როგორც კანონი ამბობს, ისინი ჯერ გამონაცადნი არ არიან და არც მტკიცენი იმაში, რაც სხვებს უნდა ასწავლონ. მოციქულთა ამ კანონის გამეორებას ჩვენ ვხედავთ | მსოფლიო კრების მე-2 კანონში, სადაც მოყვანილია პავლე მოციქულის ტიმოთესადმი 1 ეპისტოლედან ადგილი იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსი არ უნდა იყოს ახალმოქცეულთაგანი, „რაითა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (3, 6). ხსენებული აკრძალვის ამავე მოტივზე ჩვენ გსაუბრობთ | მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებაში, აქ კი აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ წინამდებარე მოციქულთა კანონი წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა წერილის განწესების ზუსტ გამოხატულებას.
და მაინც, კანონი დასძენს, რომ ახალნათელღებულიც შეიძლება ეპისკოპოსი გახდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საღვთო მადლით აღესრულება, ანუ როცა თვით ღვთის განგებულება მიანიშნებს ასეთ პირზე, როგორც თავის რჩეულზე. ამის ბრწყინვალე მაგალითია თავად პავლე მოციქული, რომელიც არამცთუ წარმართთაგან, არამედ ქრისტიანთა სასტიკი მდევნელიდან, სასწაულებრივად, გამორჩეულ ჭურჭლად იქცა, რათა უფლის სახელი ერების, მეფეებისა და ისრაელის ძეთა წინაშე განეცხადებინა (იხ. საქმ. 9, 15; გალ. 1, 16). საეკლესიო ისტორიიდან ცნობილია არც თუ ცოტა მაგალითი იმისა, თუ როგორ პოულობდა ღვთის მადლი წარმართთა შორის თავის ღირსეულ რჩეულებს. სხვათა შორის გავიხსენებთ ამბროსის, რომელიც მხოლოდ კათაკმეველი იყო, მაგრამ უკვე ნათლისღებამდე იქნა დადგინებული მედიოლანის ეკლესიის ეპისკოპოსად; შემდეგ კი წარმოჩნდა, როგორც ამას მჭერმეტყველურად აღგვიწერს ისტორია, ეკლესიის ბრწყინვალე მამად და მოძღვრად.' გავიხსენოთ ნეკტარიოსიც, რომელიც ჯერ კათაკმეველიც კი არ იყო და უკვე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად იწოდებოდა: ამ და მსგაგს შემთხვევებში, ეკლესია საღგთო განგებულების მადლს ხედავდა და მის წინაშე ყოველთვის მოწიწებით იდრეკდა თავს.
გარდა ამისა, კანონი კრძალავს ისეთი პირის ეპისკოპოსად კურთხევას, რომელიც სულ ახლახან ჩამოშორდა ბიწიერ ცხოვრებასდაჭზეშმარიტ გზას დაადგა. თუკი, როგორც მრავალი კანონიდან ჩანს, სამღვდელოების თითოეულ კანდიდატს, ზოგადად, ისეთი სულიერი თვისებები მოეთხოვება, რომლებზეც ოჯახში და საზოგადოებაში ადამიანის პატიოსანი სახელია დამოკიდებული, მაშინ მით უფრო მოეთხოვება ეს თვისებები იმ პირს, რომელიც გარკვეულ საეკლესიო სამთავროში უმაღლეს მოძღვრად და მღვდელმთავრად უნდა დადგინდეს; იმავდროულად – როგორც მთელი სამწყსოსათვის, ასევე, დაქვემდებარებულ კლერიკოსთათვის, იგი სათნოებათა სარკედ უნდა იქცეს. ყველაფერ აქედან გამომდინარე, კანონი მოითხოვს და მკაცრად განაწესებს, რომ ყველა ეპისკოპოსობის კანდიდატს ყურადღება მიექცეს, გაატარა თუ არა მან დაკანონებული დრო სხვადასხვა იერარქიულ ხარისხებში და იძლევა თუ არა მისი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი გამოცდა იმის საკმაო გარანტიას, რომ ეს პირი ყველაფერში სამაგალითოა და ნამდვილად შეძლებს მოციქულის ღირსეულ მემკვიდრედ წარმჩინდეს, როგორიც ამას ეკლესია ეპისკოპოსისაგან მოითხოვს (იხ. | მსოფლ. 2; სარდ. 10; ორგზ. 17).
შენიშვნები:
1. XსიიძიX06(., III8L. 6ლCI. IV, 6 IM 1 დ # 08, 5. წ., L. 82, ლ01. 1132, 1133). – Lსჩი., IM9058L. ძლ01. II, 11 IM.1 დ«- თ 9, 5. 1., L. 21, 601. 521, 522).
2. 8008, III9L. 0CCI. IV, 30 IM 1 დ» 9, 5. წ., ს. 67, ლ01. 544). – 50ი2ი>ი., II15%. 6CC1. VI, 24. VII, 8 IM 1 წ- ი 4, 8. წ., L. 67, იიL. 1353-1357; იი1. 1433-1436).
PDF გვ. 139 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 83
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჩვენ განვაცხადეთ, რომ უმართებულოა ეპისკოპოსის ან მღვდლისთვის საეროსაზოგადოებრივ საქმეების მმართველობაში ჩაბმა (ისინი განუშორებლად საეკლესიო საქმეებზე უნდა ზრუნავდნენ); ან ირწმუნონ, რომ ეს მათი საქმე არ არის, ან არადა – განიკვეთონ, რამეთუ უფლის მცნების თანახმად „ვერვის. პელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად.“ (მთ. 6, 24).
მოციქულთა მე-6 კანონში ვიხილეთ წმიდა წერილზე დაფუძნებული განწესება იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი სასულიერო პირი ისეთი საქმით არ უნდა დაკავდეს, რომელიც შეუთავსებელი იქნება მის სულიერ ცოდნასთან და სულიერ მსახურებასთან ეკლესიაში, ამსოფლიური საქმიანობა კი ყველა ასეთია. წინამდებარე კანონი მოციქულთა მე-6 კანონის დამატებას წარმოადგენს და მასში მოხსენიებულ საერო საქმეებს უმატებს კიდევ საქვეყნო მმართველობას, რომლითაც დასაქმება სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ წოდებიდან განკვეთის მუქარით – თუკი ისინი შეგონების შემდეგაც არ დაცხრებოდნენ და ჯიუტად გააგრძელებდნენ აღნიშნულ საქმიანობას. ამ კანონს მხედველობაში აქვს საზოგადოებრივი სამსახური წარმართულ იმპერიაში, რომელიც მისი მიღების პერიოდში არსებობდა. რადგანაც ასეთ იმპერიაში იმპერატორი იყო M0ი0L170X L02C8XIVIV5, ამიტომ ყველა მოხელეც რომლებიც საზოგადოებრივ სამსახურში იდგნენ, ხშირად უნდა ყოფილიყვნენ მისი ღირსების წარმომადგენლები და თავიანთი სამსახურიდან გამომდინარე, მზრუნველობას უწევდნენ ქურუმებსა და ტაძრებს, თაყვანს სცემდნენ სხვადასხვა ღვგთაებებსა და, საერთოდ, ყველა წარმართულ კერპებს. ერთობ უცნაური იქნებოდა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ქრისტიანი სასულიერო პირები ისეთი საქმეებით რომ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, რომლებიც მსგავს სამსახურებთან იქნებოდა დაკავშირებული.!
ამ მთავარი მიზეზის გარდა, რომლის გამოც სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივ სამსახურში მონაწილეობა, არქიმანდრიტი იოანე, ამ კანონის განმარტებაში, სავსებით სამართლიანად აღნიშნავს სხვა მიზეზსაც, კერძოდ იმას, რომ საზოგადოებრივ-საერო სამსახურს საერთოდ არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს სამღვდელო მსახურებასთან. სამღვდელო ხარისხთან შერწყმული საერო ხელისუფლება, დაასუსტებდა მას და მის სულიერ მნიშვნელობას დააკნინებდა; ასეთი მსახურება, მას იძულებულს გახდიდა დაკავებულიყო ამსოფლიური საქმეებით და ადამიანთა მიწიერი ინტერესებით, რაც საზიანო იქნებოდა მისი უშუალო ამოცანებისა და მიზნებისათვის; გარდა ამისა, ხელს შეუშლიდა სამწყსოს სინდისსა და ზნეობრივ ცხოვრებაზე სამღვდელოების მხრიდან სრულ და თავისუფალ სულიერ ზეგავლენას. მთავარი კი ის არის, რომ ცხოვრების ამგვარი წესით, სასულიერო პირები სავსებით დაშორდებოდნენ ეკლესიის საღვთო დამაარსებლის, იესუ ქრისტეს მაგალითს, სულსა და სურვილებს, რომელიც არც თვითონ იღებდა საკუთარ თაგზე რაიმე მიწიერ ძალაუფლებას, არც მონაწილეობდა სახელმწიფო-საზოგადოებრივ საქმეებში და არც თავის მოწაფეებს აძლევდა ამის უფლებას: „„„მეუფებაი ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს...“ (ინ. 18, 36) – პასუხობდა ქრისტე მისი მეუფების შესახებ კითხვაზე. იგივე აზრია გამოხატული მოციქულთა ამ კანონშიც, რომელიც სასულიერო პირებს მხოლოდ საეკლესიო საქმეებით დაკავებას უბრძანებს. მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტესა და მოციქულთა სულის ერთგული, არასდროს აძლევდა უფლებას თავის მწყემსებს, საკუთარ თავში შეეთავსებინათ საერო და სასულიერო ხელისუფლება. რამდენადაც უადგილოა ერთი სასულიერო პირისათვის ორი განსხვავებული ხელისუფლების შეთავსება – სულიერისა და საეროსი, იმდენადვე უადგილოა, რომ სასულიერო ხელისუფლება ერეოდეს სამოქალაქო ხელისუფლების საქმეებში, ანდა თვითონ დაიქვემდებაროს ეს საქმეები. როგორც ეკლესიის სასულიერო ხელისუფლებას აქვს თავისი საღვთო წარმომავლობა, თავისი წმინდა უფლებები, ზუსტად ასევე, კანონიერი სახელმწიფო ხელისუფლებაც სამოქალაქო საზოგადოებაში ღმერთისგან მომდინარეობს და მასაც თავისი შეულახავი უფლებები აქვს (იხ. რომ. 13, 1, 2, 4). აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლება თავის ქმედებებში დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამ ქმედებებისათვის ღმერთისა და კანონების წინაშე პასუხისმგებელი, მსგავსად იმისა, როგორც სასულიერო ხელისუფლებაა წმინდა თავის სასულიერო საქმეებში. როგორც თვით მაცხოვრის სიტყვები ,.-კეისრისაი კეისარსა და ღვთისაი ღმერთსა...“ (მთ. 22, 21) ნათლად გამოხატავენ სასულიერო და სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსხვავებასა და სამოქალაქო უფლებების სრულ დამოუკიდებლობას (მიუხედავად სულიერი უფლებების მნიშვნელობის მთელი სიმაღლისა), ასევე პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქრისტეს ეკლესიაში „არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკკთელ, მონება, აზნაურება...“ (კოლ. 3, 11), აჩვენებს, რომ ეკლესია თავის წიაღში ყველა ერთგულს აერთიანებს და მათ სულიერ ცხოვრებას განაგებს; ამავე დროს, არ ერევა მათ სამოქალაქო ურთიერთობებში. ყოველთვის, როცა ერთი პირი არამცთუ აერთიანებდა საკუთარ თავში სასულიერო და საერო ხელისუფლებას, არამედ უბრალოდ ითვისებდა მხოლოდ მიწიერი ხელისუფლების პირველობას, ამ დროს ყოველთვის იჩენდა თავს შფოთი და უწესრიგობანი, და ბოროტება ეწეოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებასა და ეკლესიას. მოციქულებს არ უსწავლებიათ სასულიერო ხელისუფლების ამგვარი მოაზრება და არ მიუციათ მისთვის ისეთი კანონები, რომელთა მიხედვითაც ასე უნდა მოქცეულიყვნენ სამოქალაქო ხელისუფლებასთან დამოკიდებულებით. მათ ეკლესიის მწყემსებს მცნება მისცეს, რომ საღგვთო ერი ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ მორჩილებით განსწავლონ „უფლისათვის“ (იხ. 1 პეტ. 2, 13); შეაგონებდნენ მას, რათა ჰყოფდეს „...ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათუს, მეფეთათკს და ყოველთა მთავართა, რაითა მშკყკდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ლღვთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (1 ტიმ. 2, 1, 2).
შენიშვნა:
1. როგორც ბრალდება, პავლე სამოსატელის წინააღმდეგ ანტიოქიის კრებამ (270 წ.) ისიც წარმოადგინა, რომ მას დუცენარიის (ძსითი2XIV59) თანამდებობა ეკავა, რაც კრების მიერ ისეთივე დანაშაულად შეირაცხა, როგორიც მისი ერესი იყო. I 8 Lძ VC1»I), I, 195.
PDF გვ. 141 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 84
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონების სასულიერო დასში შეყვანას, მათი მფლობელების ნებართვის გარეშე, ვკრძალავთ, რათა არ მოხდეს ბატონების განაწყენება, რაც მათ სახლებში შფოთის გამოწვევის მიზეზი ხდება. ხოლო, თუ ვინმე მონათაგან ხელთდასხმის ღირსი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი ონისიმე აღმოჩნდა, ბატონი კი ინებებს და გაათავისუფლებს და სახლიდან დაითხოვს, ასეთ შემთხვევაში ხელთდასხმულ იქნეს.
ეკლესიის განწესებათა თანახმად, სამღვდელო ხარისხის მიღების ყოველი მსურველი თავისუფალი უნდა იყოს საზოგადოების მიერ დაკისრებული ყველა ვალდებულებისაგან. საეკლესიო კანონმდებლობა უპირობოდ მოითხოვს, რომ სამღვდელოებას ის პირები უნდა მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც სრულიად თავისუფალნი არიან თაგიანთ საზოგადოებრივი მდგომარეობით.! ამიტომ, რაკი დასის წევრი მხოლოდ და მხოლოდ საქჟკლესიო საქმეებით უნდა იყოს დაკავებული და არ უნდა ჩაერიოს ამსოფლიური საქმეების მართვაში (იხ. მოც. 6, 82, 83), ამიტომ, აქედან უცილობლად გამომდინარეობს, რომ დასში მხოლოდ ის შეიძლება იყოს მიღებული, ვინც თაგისუფალია ყველა იმ გარეგანი ვალდებულებისაგან, რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საეკლესიო მსახურების თავისუფლად აღსრულებაში. თუკი ის ვალდებულებებით არის შეკრული, მაშინ დასში ვერ გაერთიანდება, სანამ მათგან სრულად არ გათავისუფლდება. ამ კანონში საუბარია მონების (CLM6+0თL,:36LV1) შესახებ, რომლებიც რომის სახელმწიფოს საზოგადოებრივი პირობების თანახმად, თავიანთ ბატონებზე იყვნენ დამოკიდებულნი, რომელთა ნებართვის გარეშეც კანონი კრძალავს დასში მათ მიღებას. ქრისტიანობას, რომელსაც არავითარ პოლიტიკასთან უშუალო კავშირი არ გააჩნდა, არ შეეძლო შეეცვალა ყველა ის სამოქალაქო დადგენილებანი, რომლებიც მის სულთან შეუსაბამო იყო, მაგრამ ამის მიღწევა შეეძლო თანდათანობით და ეს გზა იყო არსებული განწესებების რელიგიურ-ზნეობრივი ზეგავლენით გაკეთილშობილება. ამ მიზეზით იწყნარებდა ქრისტიანობა, რომის იმპერიის საზოგადოებაში მონებისა და მათი ბატონების კანონიერ ურთიერთდამოკიდებულებას, რაც კარგად ჩანს ამ კანონში მოხსენიებულ პავლე მოციქულის მაგალითიდან ვინმე ონისიმეს მიმართ, რომელიც ღვთისმოსავი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო (იხ. ფილიმ. 10-18). თუმცა, თავად პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში, რამდენიმე ადგილას ამბობს, რომ ქრისტეში და ქრისტიანთა შორის მონა თავისი ბატონის თანასწორია, ანუ მონობა, როგორც ქრისტიანული სულისათვის მიუღებელი, უნდა შეწყდეს. დროთა განმავლობაში, როდესაც ქრისტიანობას საშუალება მიეცა ყოველმხრივ გაევრცელებინა მთელ მსოფლიოში თავისი კულტურული ზეგავლენა, მონობის მოსპობაც შესაძლებელი გახდა, როგორც საზოგადოებრივი დადგენილებისა, და თითოეულ ადამიანს უკვე შეეძლო თავისუფლება მიეღო. მაგრამ, სანამ ბატონყმობის ნორმა არსებობდა, ეკლესია ანგარიშს უწევდა მას და მონურ მდგომარეობაში მყოფთ კანონით უკრძალავდა, რომ საეკლესიო მსახურების მიზეზით იმათი უფლება დაერღვიათ, რომლებსაც, სამოქალაქო კანონმდებლობით, თავიანთ მონებზე ძალაუფლება ეკუთვნოდათ.?
კანონის სიტყვებს: „როგორც ჩვენი ონისიმე აღმოჩნდა“, ისე უნდა შევხედოთ, როგორც პეტრე მოციქულის სიტყვებს მოციქულთა 29-ე კანონში, კერძოდ ისე, რომ სიტყვა ჩვენი თMC16000), ამ მოციქულთა კანონების შემდგენელის მიერ არის დამატებული, რომელსაც სურდა, როგორც მას ეჩვენებოდა, ამით უფრო მეტად გამოეხატა ამ კანონების მოციქულებისაგან უშუალო წარმომავლობა. არმენოპულოს CIL+-0II9) 10ა” M0M6VVა” (XIV საუკ.) მიხედვით, ეს კანონი ასე იკითხება: „მონა არ შეიყვანება დასში, თავისი ბატონის ნების საწინააღმდეგოდ“ და მეტი არაფერი.3 იოანე სქოლასტიკოსის LსV0VV0IV/8 M0CVიVთV-ში მოციქულთა ეს (82-ე) კანონი სრულებით არ არის.4 შენიშვნები:
1 XIV ტიტლ. ნომოკანონი, I. 36 (#4ძთ. C#XX., I, 77).
2. შდრ. Cიძ. 1სიიძიც,. IIხ. VII, LIL. 20, 1. 12; Cიძ. 9#Vს89L1». 1Iხ. 1, LIXL. 3, 1. 27.
3. ლიი. III, LIL. I, ვი. ,).LC)12C13V1)0 IX,ჰს59 წ-ვილ0--ითემი)Iი (I-II. LIმგილიწ)XLI, 1596). I, 31. არმენოპულოს ამ კრებულის შესახებ იხ. ჩემი „IIი38. II0X8386890 Xი98380“, გვ. 137-8, 199 (შდრ. რუს. თარგ., გგ. 141, 206-207).
4. შდრ. ბევერეგიას შენიშვნაც ამ კანონის შესახებ, პ/. 5IVC X8იძილ(8ი, II, ტიიის., ს. 39.
PDF გვ. 143 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 85
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სამხედრო საქმეში იწვგრთნება და ორივეს პყრობა სურს, ანუ რომის ხელისუფლებისაცა და სასულიერო წოდებისაც, განკვეთილ იქნეს სასულიერო ხარისხიდან, რამეთუ „..კეისრისაი კეისარსა და ღვთისაი ღმერთსა“ (მთ. 22, 21).
თუკი სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ საერო საქმეებით დაკავება (იხ. მოც. 6) და საერო-საზოგადოებრივგ მმართველობაში ჩაბმა (იხ. მოც. 81), მაშინ მით უფრო უნდა აკრძალვოდათ მათ ს ამხე დრო საქმიანობა (8+0ი0I6CC 8X0XC66LV), რის შესახებაც ეს კანონი საუბრობს. ზონარას განმარტების მიხედვით, „სამხედრო საქმიანობაში“ არ უნდა ვიგულისხმოთ იარაღის ტარება და გამოყენება, ან ჯარის სარდლობა (87”ი0+6(0„... 0MMIV... (ICI0CX6(იL8LV, I9X008+06(0V მ.-იძIL 0)“ V),ყარამედ – ჯარის ქონების მართვა, ანუ, ჯარისკაცებისათვის ჯამაგირის გაცემა და ყველაფერ იმის დარიგება, რაც აუცილებელია მათი შენახვისათვის, სამხედრო სამსახურში მეომრების მოწვევა და სხვა მსგავსი მოვალეობა, რომლებიც სამოქალაქო კანონებში იწოდება სამხედრო (8+001C(თC) მოვალეობებად.' ამავე აზრით ესმის ამ კანონის სიტყვები „სამხედრო მოვალეობა“ ბალსამონსაც.? რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ იარაღის ტარებასა და გამოყენებას, ამის შესახებ საუბრობს IV მსოფლიო კრების მე-7 კანონი და, რა თქმა უნდა, უპირობოდ კრძალავს.
სასულიერო პირებისათვის სამხედრო საქმიანობის აკრძალვა, რაზედაც ამ კანონშია საუბარი, გამოწვეულია იმავე მიზეზით, რომელიც უკვე მოციქულთა 81-ე კანონის განმარტებაში აღვნიშნეთ; მით უმეტეს, რომ ჯარის შესახებ ცნება, უკავშირდება ომის შესახებ წარმოდგენასა და, შესაბამისად, სისხლის დაღვრას, რაც სრულიად შეუსაბამოა იმ პირის მსახურებასთან, ვინც ჩინებულია ღმერთს უსისხლო მსხვერპლი შესწიროს. ამასთან, როგორც კანონი ამბობს, საერო (რომაული) და სამღვდელო მსახურება არ შეიძლება ერთმა რომელიმე პირმა თავის თავში შეათავსოს – სხვადასხვა პირმა სხვადასხვა მსახურება უნდა შეასრულოს, ანდა, როგორც ზონარა იტყვის, შეუძლებელია იმის შეთავსება, რაც შეთავსებას (0III«- +თ) არ ექვემდებარება, ანუ – კუთვნილება ღვთისა და კუთვნილება კეისრისა. ამ კანონის დამრღვევი სასულიერო პირი, ხარისხიდან განკვეთას ექვემდებარება.
ჟენიშვნები:
1. ტდ. C M# 8 7., II, 107.
2. )თ. C M# X» >., II, 107.
PDF გვ. 145 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 86
პირი, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყოფს მეფეს ან მთავარს, სასჯელის ღირსია; თუ იგი სასულიერო პირი იქნება, ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო, თუ ერისკაცი - უზიარებლობით დაისაჯოს.
(მოც. 55, 56/.
მოციქულთა 55-ე და 56-ე კანონებში საუბარია სასულიერო პირთათვის მათზე დაქვემდებარებულ კლერიკოსთა მხრიდან მიყენებულ შეურაცხყოფაზე და, ამისათვის, შესაბამისი სასჯელის დანიშვნის შესახებ. წინამდებარე 84-ე კანონის მიხედვით კი – ერისკაცი უზიარებლობით, ხოლო კლერიკოსი სასულიერო ხარისხიდან განკვეთით ისჯება მეფის (8თთ9-§თ) ან სახალხო მთავრის (თიჯიVIXთ) შეურცხყოფისათვის (აჩიIC01). სიტყვა „შეურაცხყოფა“ (სჩი!ნ§LV), ამ სიტყვის ბერძნულ მნიშგნელობასთან შესაბამისობაში, უნდა მოვიაზროთ როგორც უწმაწური სიტყვები, ლანძღვა-გინება და მისთ., მაგრამ არა ფიზიკური შეურაცხყოფა. განმარტავს რა ამ კანონს ასეთნაირად, არქიმანდრიტი იოანე ამბობს, რომ მისი შინაარსი სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მორჩილებისა და მის მიმართ მოკრძალების შესახებ იმ მაღალ მოძღგრებას პასუხობს, რომელსაც, საერთოდ, მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში გადმოგვცემენ. „ყოველი სული კელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს პელმწიფებაი, გარნა ღვთისაგან; და რომელნი-იგი არიან კელმწიფებანი, ღვთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის კელმწიფებასა, ღვთისა ბრძანებასა ადგების..“ – წერს პავლე მოციქული რთმაელებს (13, 1, 2). იგივე მოციქული ტიმოთეს ევედრება: „..ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვს, მეფეთათვს და ყოველთა მთავართა,... რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღვთისა“ (1 ეპისტ. 2, 1-3). პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში ამბობს: „მეფესა პატივ-სცემდით“ (2, 17). სამეფო ხელისუფლებისა და, საერთოდ, კანონიერი ხელისუფლების შეურაცხყოფისათვის, წინამდებარე კანონი დამნაშავეს ისეთივე მძიმე სასჯელს ადებს, როგორსაც ყველაზე დიდ საეკლესიო დანაშაულებებისათვის. ამიტომ, მორჩილებასა და მოკრძალებას, სამეფო ხელისუფლებისა და სხვა კანონიერი მთავრობის მიმართ, ეკლესია ყოველთვის თვლიდა თავისი წევრების წმინდა მოვალეობად. ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ როგორც მოციქულთა ეპისტოლეები, ასევე მოციქულთა ეს კანონი, თავისი დროის მეფეებზე საუბრობენ, რომლებიც არამცთუ წარმართები იყვნენ, არამედ – ქრისტიანთა მდევნელებიც. ამგვარად, თუკი ასეთი მეფეების ხელისუფლება და აღმატებულება ყველა მრისტიანისათვის წმინდად მიიჩნეოდა და საეკლესიო კანონები თავიანთი მკაცრი განწესებებით მათ ხელისუფლებასა და აღმატებულებას ყოველგვარი შეურაცხყოფისაგან იცავდა, მაშინ რაოდენ დიდი უნდა იყოს მორჩილება და მოკრძალება ქრისტიან მეფეთა მიმართ, რომლებიც თავიანთი არსით ძეები არიან და ქრისტიანული ეკლესიის მთავარი დამცველები?!
შენიშვნა:
1. დასახ. თხზ,, I, 234-235.
_ _ა_
PDF გვ. 146
კანონი 87
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისა და ერისკაცებისთვის, პატივმისაგები და წმიდა იყოს ძველი აღთქმის შემდეგი წიგნები: ხუთი მოსესი – დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა; ისო ნავეს ძისა – ერთი; მსაჯულთა – ერთი; რუთისი – ერთი; მეფეთა – ოთხი; ნეშტთა – ორი; ეზრასი – ორი; ესთერისი – ერთი; მაკაბელთა – სამი; იობისა – ერთი; ფსალმუნთა – ერთი; სამი სოლომონისა – იგავნი, ეკლესიასტე, ქება ქებათა; თორმეტი მცირე) წინასწარმეტყველთა; ესაიასი – ერთი; იერემიასი – ერთი; ეზეკიელის – ერთი; დანიელის – ერთი. გარდა ამისა, თქვენთვის შენიშვნის სახით დავსძენთ, რომ თქვენმა ყმაწვილებმა შეისწავლონ სიბრძნე მრავალგანსწავლული ზირაქისა. ჩვენი კი, ანუ ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება – მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; პავლეს ეპისტოლენი თოთხმეტი, პეტრესი – ორი, იოანეს – სამი, იაკობისა – ერთი, იუდასი – ერთი, კლიმენტისა – ორი; აგრეთვე, თქვენთვის, ეპისკოპოსთათვის, დადგენილებანი ჩემ, კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი (რომელთა გამოქვეყნება ყველას წინაშე უჯეროა, მათში შესულ საიდუმლოთა გამო); და საქმენი ჩვენი მოციქულთა.
მოციქულთა მე-60 კანონი მართლმადიდებლებს უკრძალავს უწმინდურთა ცრუსათაურიანი წიგნების კითხვას (Vნაბ8Xი/ითდთ +0V თC6ჩ(აV ჩLჩXIთ).წინამდებარე მოციქულთა კანონში კი ჩამოთვლილია წიგნები ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლებიც ყველასათვის პატივსაცემი და წ მ ი და უნდა იყოს (თ§6ჩ800IVIVI X0IL 0VIთ , ჩL82I). მათ შორის არის წმიდა წერილის კანონიკური და არაკანონიკური წიგნები; ისეთებიც კი, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ წმიდა წიგნების კანონიკურ კრებულში. არაკანონიკური წიგნებიდან მოიხსენიება სამი წიგნი მაკაბელთა და წიგნი სიბრძნე იეს უსი, ძისა ზი რაქისა. თხზულებებიდან, რომლებიც არასოდეს მიეკუთვნებოდა ახალაღთქმისეულ სჯულს, მოიხსენიება რომაელ ეპისკოპოს კლიმენტის ორიეპისტოლედაე.წ.მოციქ ულთა განწესებანი (ბI0C-თ/თ0. ამგვარად, ამ კანონს მიზნად არ ჰქონია წმიდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის სჯულის გადმოცემა, როგორც, მაგალითად, ეს გააკეთა ათანასე დიდმა თავის ეპისტოლეში დღესასწაულების შესახებ,! ან კიდევ წმინდა ამფილოქემ,? არამედ – ხელი შეეშალა ცრუ სწავლებების შემცველი წიგნების გავრცელებისათვის, რომელთა შესახებაც საუბარია მოციქულთა მე-60 კანონში და, იმავდროულად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის წასაკითხად მიეთითებინა ის წიგნები, რომლებიც უწმინდურთა წიგნების (+თV თთ§ჩთV) საპირისპიროდ იწოდება წმიდა დ. მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან, წმიდა და პატივისცემის ღირსი შეიძლება იყოს როგორც კანონიკური, ასევე არაკანონიკური წიგნები და საერთოდ – ღვთისმოსავი ადამიანების მიერ დაწერილი წიგნები. იმის შესახებ, თუ რომელია წმიდა წერილის კანონიკური წიგნები და, აგრეთვე, იმის შესახებ, თუ რომელი არაკანონიკური წიგნებია პატივცემაში როგორც იუდეველებთან, ასევე ქრისტიანებთან, ჩვენ ვსაუბრობთ ათანასე დიდისა და ამფილოქეს დასახელებული თხზულებების განმარტებებში.
რაც შეეხება ამ კანონში მოხსენიებულ კლიმენტის ეპისტოლეებს, ჩვენ მათ შესახებ ვისაუბრეთ წერილში „წმინდა მოციქულთა კანონების შესახებ“ (წიგნის დასაწყისში). ასევე, ამ კანონში მოხსენიებულ მოციქ ულთა განწესებებთან დაკავშირებით ტრულის კრება თავის მე-2 კანონში, მოციქულთა 85-ე კანონზე დაყრდნობით, ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მათში „გარეშეებმა ეკლესიის საზიანოდ შემოიტანეს ღვთისმოსაობისათვის უცხო და საღვთო სწავლების დიდებული სილამაზის შემრყვნელი სიყალბე“. იმ მიზნით, რომ ავი სენისაგან დაეცვა ქრისტიანული სამწყსო, კანონმა გააუქმა ამ განწესებებისათვის ის საეკლესიო მნიშვნელობა, რაც მას თავიდან ჰქონდა.3 იოანე სქოლასტიკოსის ,,2სVთ#CIVII) XXV6VCIV 6MIXMითსთIC IV -ში, 85-ე კანონის შემდეგ, დამატების სახით გვხვდება ასეთი მინაწერი; „აი, თქვენ, ეპისკოპოსებო, ჩვენი დარიგება კანონებთან დაკავშირებით. თუ დაიმარხაგთ მათ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ; ხოლო თუ არ შეისმენთ, დაუმორჩილებლობისათვის დაისჯებით და თქვენ შორის მუდმივი შუღლი იქნება. ღმერთი კი ერთია დიდებული, შემოქმედი ყოველთა; დაე, შეგვაერთებდეს ჩვენ მშვიდობის კავშირით სულიწმიდის მიერ, დაგვიცავდეს მტკიცედ ყველა სათნო საქმეში, შეუბილწავსა და უცხოს გვყოფდეს ყოველგვარი განხეთქილებისა და დანაშაულისაგან, მოგვანიჭებდეს ცხოვრებას დაუსრულებელს – მისი საყვარელი ძის, იესუ ქრისტეს, ღვთისა და მაცხოვრის ჩვენის მეშვეობით (და, შეწევნითა ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა). ამინ“.43 შენიშვნები:
1. ჩემი „კანონთა კრებული“, გვ. 263-264. იხ. ასევე კანონთა წ7 ი გ ნ შ ი. 2. იქვე, გვ. 312-313,და კანონთა წიგნში.
3. იხ. ტრულის კრების მე-2 კანონის განმ.
4. ასევე სმოლასტიკოსის კრებულში (II, 601-6020) V ი2111 9 #92560111 გამოცემაში. მსგავსი დამატება გვხვდება აგრეთვე # თ. + #I>., (II. 111). ფვიდი მსოფლიო საეკლესიო პრება მსოფლიო საეკლესიო პრებების შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიარებული და შეწყნარებულია შვიდი მსოფლიო კრება; მათგან პირველი 325 წელს შედგა, ხოლო ბოლო – 787 წელს. ამ შვიდი კრებიდან, რომლებიც ეკლესიაში წარმოქმნილი ერესების გამო იმართებოდა, ექვსზე კანონები იქნა მიღებული, ესენია: ნიკეის პირველი, კონსტანტინოპოლის პირველი, ეფესოს, ქალკედონის, ტრულისა და ნიკეის მეორე კრებები. კონსტანტინოპოლის მეორე და მესამე კრებებს არც ერთი კანონი არ მიუღიათ და იმისათვის, რომ მათ მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ, მოგვიანებით მოიწვიეს კონსტანტინოპოლის მესამე კრების მამები კვლავ კონსტანტინოპოლში; ისინი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად შეიკრიბნენ 691-692 წლებში იმავე გუმბათოვან (ბერძნულად – ტრულის) სამეფო დარბაზებში, სადაც პირველ ჯერზე იყვნენ შეკრებილნი, და მიიღეს შესაბამისი კანონები. ამ კრების ამოცანიდან გამომდინარე, მის მიერ მიღებულ კანონებს ეწოდება მეექვსე კრების, სხვაგვარად – მეხუთე-მეექვსე ან ტრულის კრების კანონები.
ნიკეის წმინდა | მსოფლიო საეპლესიო პრება სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) ნიკეის | მსოფლიო საეკლესიო პრებაჭე შეკრებილი 318 წმინდა მამისა (დს. 29 მაისს ძვ. სტ. და აღდგომიდან მე-7 კვირას) გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი, ესე იგი არს არსებისაგან მამისა, ლმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, "არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა, და ხორცი შეისხა, და განკაცდა, ივნო, და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ-არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. და ერთი სულიწმიდა. ხოლო რომელნი იტყვიან, რომ იყო დრო, როცა ძე ღმრთისა არ იყო, ან ვიდრე დაბადებამდე არ იყო, ან არარსებულისგან იქმნა, ან იტყვიან, რომ სხვა პიპოსტასის ან არსებისაგან შეიქმნა, ან ვითომ გარდაქცევადი ან ცვალებადია ძე ღმრთისა, მათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. )54/ე6)ტ6M9 წ 06 იიI6M4 ი/0LM6წ0 10IM8M8ჩMბ0» #თIM 16 II#IIდIM IL, 10ჩ4 დM.M066IM4MIILIC8IMIXIM MM 0V 2 MI0I(6MI2MIC6 VII 60C(6M+06M9ILIიIთM2M4I დ66M4%C730060'1/10IM0IM 6M06ჯ //10II» ICMI0CI4% 0ILI06II0 0M8 ი(81II0I06=M2 II წ)CI0 M5 XიI)M0276 0იII96M0M იIIM6I=MCთ I IM46000M09% 2 IM I ”Iწ 0615 #სო06M16(II4/M5C0XMI% (60 -I46 VM9.59Vწთ06MI4 ILVIIV (MC 6IIIII0MIIX III00129 ხი) I000MI4 M0I I446M+4 - წავა. წ : · მ წა < წ –7 II ქ 118 (00-M IC IIMMIდM I040ჩწ CM სთფCCM4LMIIICCMXM5L «
PDF გვ. 147
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.