ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ტიმოთე ალექსანდრიელის კანონიკური პასუხები · ტ. II (2011)
წინათქმა
პანონიპური პასუხები წეინდა ტიმოთქესი.
ალექსანდრიის ეპისკოპოსისა, რომელიც იყო მერთ-ერთი მამათაბანი პონსტანტინოპოლუი შეპრებილ ასორმოოცდათთა უორის
PDF გვ. 417
კანონი 1
კითხვა 1. თუ ყრმა კათაკმეველი, შვიდიოდე წლისა, ან სრულწლოვანი ადამიანი, დროს გამონახავს ლიტურგიის აღსრულებაზე დასასწრებლად და თავისი გაუცნობირებლობით ეზიარება, როგორ უნდა მოვექცეთ ასეთს?
პასუხი. უნდა განვანათლოთ იგი ნათლისღებით, რამეთუ მოწოდებულია ღმერთის მიერ.
V მსოფ. 2,I4; ტრულ. 78, 96; ლაოდ. 19, 46)
ტიმოთე ალექსანდრიელის როგორც წინამდებარე, ისე მისი სხვა კანონები, ეს არსებითად არის მისი კანონიკური პასუხები ზოგიერთი ეპისკოპოსებისა და კლერიკოსების დასმულ შეკითხვებზე.
PDF გვ. 417
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 2. თუ კათაკმეველი ეშმაკეული იქნება და თვითონ ისურვებს, ან მისი ნათესავები ინდომებენ წმინდა ნათლობა მიილოს, უნდა მოინათლოს თუ არა, და განსაკუთრებით – თუკი მომაკვდავი იქნება? პასუსი. თუ ეშმაკეული ჯერ არ განწმენდილა არაწმიდა სულისაგან, მას არ შეუძლია მიიღოს წმინდა ნათლობა, მაგრამ თუ სიკვდილის პირასაა, – ინათლება.
PDF გვ. 417
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 3. თუ რომელიმე მართალი მორწმუნე ეშმაკის მიერაა შეპყრობილი, უნდა ეზიაროს თუ არა წმინდა საიდუმლოთ? პასუხი. თუკი არ არღვევს საიდუმლოს, არ გმობს ღმერთს რაღაც სხვა სახით, მაშინ, დაე, ეზიაროს, ოღონდ არა ყოველდღე: საკმარისი იქნება მისთვის მხოლოდ დროდადრო თუ ეზიარება.
PDF გვ. 417
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 4. თუ ვინმე კათაკმეველთაგან, სნეულებაში მყოფი, საღ აზრს მოაკლდება და არ შეეძლება თავად წარმოთქვას სარწმუნოების აღიარება, ხოლო მისი ასლობლები ითხოვენ, სანამ ცოცხალია მოინათლოსო, – უნდა ნათელ-იღოს თუ არა? პასუხი. უნდა ნათელ-იღოს, თუკი არ გამოიცდება არაწმიდა სულის მიერ.
PDF გვ. 417
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 5. თუ ცოლი ღამეს თავის ქმართან იქნება, ანდა ქმარი – თავის ცოლთან, და დილით ღვთისმსახურება აღესრულება, შეიძლება თუ არა მათთვის ზიარება? პასუხი. არ შეიძლება. რადგანაც მოციქული ამბობს: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1 კორ. 7, 5).
PDF გვ. 418
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 6. თუკი კათაკმეველმა ცოლმა თავისი სახელი ნათლისღებისათვის ჩაწერა, ხოლო ნათლობის დღისათვის მას ქალთა ჩვეული წესი შეემთხვევა, შეიძლება ასეთის მონათვლა იმ დღეს, თუ უნდა გადაიდოს ნათლობა, და თუ გადაიდოს, რამდენი ხნით? პასუხი. უნდა გადაიდოს, სანამ არ განიწმიდება.
PDF გვ. 418
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 7. თუ ქალი ნახავს, რომ მას ქალებისათვის ჩვეული (წესი) რამ შეემთხვევა, უნდა მიეახლოს თუ არა იმ დღეს წმინდა საიდუმლოთ? პასუხი არ უნდა მიეახლოს, სანამ არ განიწმიდება.
PDF გვ. 418
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 8. თუ ქალი შვილს შობს წმინდა აღდგომის წინ, ანუ დიდ შვიდეულში, უნდა იმარხულოს და არ დალიოს ღვინო, თუ თავისუფლდება მარხვისაგან და ღვინის დალევის აკრძალვისაგან იმის გამო, რომ იმშობიარა? პასუხი. მარხვა დაწესებულია ჩვენი სხეულის დასაოკებლად. ასე, რომ როცა სხეული დაოკებულია და უძლურებაშია, მაშინ იგი უნდა იღებდეს საჭმელ-სასმელს, როგორც ისურვებს და რისი მიღებაც შეუძლია.
PDF გვ. 418
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 9. უნდა ილოცოს თუ არა მღვდელმსასურმა არიანელთა ან სხვა მწვალებელთა თანდასწრებით? თუ არანაირად საზიანო არ იქნება მისთვის ის, როცა მათი თანდასწრებით აღასრულებს თავის ლოცვას ან მღვდელმოქმედებას? პასუხი საღმრთო ლიტურგიის დროს დიაკვანი ამბორის-ყოფის წინ ღაღადებს: უზიარებელნო, განვედით! ამიტომ ასეთნი არ უნდა ესწრებოდნენ, თუკი პირობას არ დებენ, რომ შეინანებენ და მიატოვებენ მწვალებლობას.
მოციქულთა 45-ე და 64-ე კანონების განმარტებებში ჩვენ ვისაუბრეთ მწვალებლებთან ლოცვითი ურთიერთობის აკრძალვასთან დაკავშირებით. წინამდებარე კანონში კი მღვდლებს ეკრძალებათ ლოცვა მწვალებლების თანდასწრებით,ანუ – ბალსამონის განმარტებით – უსისხლო მსხვერპლშეწირვა. არამართლმადიდებელთაგან თუ ვის მიიჩნევს ეკლესია მწვალებლებად, – ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-6 და მე-7 კანონების განმარტებებში. როდესაც ეკლესიაში წინდა ლიტურგია აღესრულება, შეიძლება სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც ესწრებოდნენ მართალთა ლიტურგიამდე;ე. ი. სანამ დიაკონი იტყვის: „კათაკმეველნო, განვედით“ ან, როგორც ამ კანონშია ნათქვამი: „უზიარებელნო, განვედით“ და მაშინ ყველა არამართლმორწმუნემ უნდა დატოვოს ტაძარი. კანონი აქვე დასძენს, რომ შეიძლება მათი დატოვება, „თუ ისინი შენანებისა და მწვალებლობისაგან განდგომის აღთქმას დებენ“. ამასთან დაკავშირებით ბალსამონი შენიშნავს, რომ მათ ნება უნდა მიეცეთ დარჩნენ არა უშუალოდ ტაძარში, არამედ – გარეთ, კათაკმეველებთან ერთად, ხოლო თუ არ დებენ მწვალებლობიდან განდგომის აღთქმას, მაშინ არც კათაკმეველებთან უნდა იდგენენ და საერთოდ უნდა განიძეონ.
PDF გვ. 419
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 10. თუ ვინმე ავად არის და მძაფრი სნეულებისაგან სრულიად გამოფიტულია, ამასთან წმინდა აღდგომა ახლოვდება, უსათუოდ უნდა იმარხულოს ასეთმა, თუ მისი დიდი მოუძლურების გამო მღვდელმსახური ნებას დართავს იხმიოს, რისი მიღებაც შეუძლია – ზეთი და ღვინო? პასუხი. სნეულს ნება უნდა მივცეთ მიიღოს საჭმელ-სასმელი იმისდა მიხედვით, რისი ხმევაც მას შეუძლია. რამეთუ სრულიად გამოფიტულისთვის ზეთის გამოყენება – მართებული საქმეა.
PDF გვ. 419
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 11. თუ ვინმც მღვდელმსასურს სთხოვს ქორწინების კურთხევას, და ის გაიგებს, რომ ეს ქორწინება ურჯულოა, ანდა სისხლის აღრევითია, – მაგალითად, შესაულლებელი არის დაი გარდაცვლილი ცოლისა, – მაშინ უნდა ისმინოს მღვდელმსახურმა მათი, თუ მათთვის მსხვერპლშეწირვა აღასრულოს? პასუხი. გადაჭრით თქვით: თუ მღვდელმსახური გაიგებს ქორწინების უკანონობის შესახებ, და თუ ქორწინება ნამდვილად არასჯგულიერია; ასეთ შემთხვევაში მღვდელმსახური არ უნდა ეზიაროს სხვის ცოდვებს.
წინამდებარე კანონი საუბრობს უკანონო ქორწინების “შესახებ; ასეთია ყველა ის ქორწინება, რომელიც სამოქალაქო სამართლის დადგენილებების საწინააღმდეგოა, აგრეთვე „სისხლაღრევითი“ ქორწინება, რაშიც უნდა ვიგულისხმოთ ის ქორწინებები, რომლებიც შედგება სულიერი და ხორციელი ნათესაობითი სარისხების დარღვევით. ასეა ნათქვამი შეკითხვაში, პასუხში კი მოიხსენიება მხოლოდ უკანონო ქორწინება, რომლის კურთხევაც მღვდელს ეკრძალება, ასე რომ, აქედან შეიძლება დავასკვნათ: მღვდელს ეკრძალება ზოგადად ყველა იმ ქორწინების კურთხევა, რომელიც არღვევს როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო სამართლის განწესებებს, შესაბამისად, ყველა აკრძალული ქორწინების კურთხევა. პასუხში არაფერია ნათქვამია სასჯელის შესახებ, რომელსაც აკრძალული ქორწინების მაკურთხებელი მღვდელი უნდა დაექვემდებაროს და გაკეთებულია მხოლოდ მინიშნება, რომ იგი არ უნდა „ეზიაროს სხვის ცოდვებს“; აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ იგი ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს, ასევე, შეიძლება სამოქალაქო წესით დასჯასაც, როგორც სხვისი დანაშაულის თანამონაწილე ანუ – როგორც ბასილი დიდი ამბობს თავის 71-ე კანონში – სხვის ცოდვასთან შეხებაში მყოფი.”
PDF გვ. 420
კანონი 12
კითხვა 12. თუკი ერისკაცი, რომელსაც უწმინდური სიზმარი ჰქონდა, სთხოვს მღვდელმსახურს, უნდა დაუშვას თუ არა იგი საზიარებლად?
პასუხი. თუ ქალის მოსურვებას დაექვემდებარა, მაშინ არ უნდა ეზიაროს; ხოლო თუ სატანა აცთუნებს, რათა ამ მიზეზით მოაკლდეს საღმრთო საიდუმლოთა ზიარებას, მაშინ უნდა ეზიაროს. რამეთუ სხვაგვარად მაცთური არ შეწყვეტს მასზე თავდასხმას იმ დროს, როცა იგი უნდა ეზიაროს, (ათანასე დიდის I; დიონისე ალექსანდრიელის 4)
"დიდი კურთხევანის ნომოკანონის 53-ე კანონით განკვეთა განეწესება იმ მღვდელს, რომლმაც იცოდა უკანონო ქორწინების შესახებ და, მიუხედავდ ამისა, აკურთხა ის.
PDF გვ. 420
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 13. დაქორწინებულებმა შვიდეულის რომელ დღეებში უნდა შეიკრძალონ თავი ერთმანეთთან შეერთებისაგან და რომელ დღეებში აქვთ მათ ამის უფლება? პასუხი. უწინაც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ მოციქული ამბობს: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე. რალთა მოიცკალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“ (1 კორინ. 7, 5). თუმცა, აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი შაბათს და კვირას, იმიტომ, რომ ამ დღეებში სულიერი მსხვერპლი შეიწირება უფლისადში.
PDF გვ. 421
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 14. თუკი ვინმე, იქნება რა შეურაცხადი, თავს მოიკლავს, ანდა სიმაღლიდან გადაიგდებს თავს, ესევითარისთვის შეიძლება თუ არა მსხვერპლის შეწირვა (ლოცვა, ლიტურგიის აღსრულება)? პასუხი. ასეთის შესახებ მღვდელმსახურმა უნდა გამოკვლიოს, ნამდვილად გონებაშეშლილმა გააკეთა მან ეს, თუ არა. რამეთუ სშირად ვნებულის ახლობლები, სურთ რა მიაღწიონ მისთვის მსხვერპლის შეწირვასა და ლოცვის აღვლენას, სიმართლეს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ იგი შეურაცხადი იყო. მაგრამ შესაძლოა მან ეს ადამიანთაგან მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზით გააკეთა, ანდა სულმოკლეობით სხვა რამ შემთხვევის გამო, – ასეთისათვის არ არის მართებული მსხვერპლის შეწირვა, რამეთუ თვითმკვლელია. ამიტომ მღვდელმსახურმა უსათუოდ მთელი გულმოდგინებით უნდა გამოიძიოს, რათა სასჯელს (განკითხვას) არ ეწიოს.
მსგავსად იმისა, როგორც სასჯელს იმსახურებს სხვისი სიცოცხლის მომსწრაფველი, ზუსტად ასევე იმსახურებს საჯელს თვითმკვლელი; და როგორც მკვლელობა შეიძლება იყოს განზრახ და უნებლიე, ასევეა თვითმკვლელობის შემთხვევაშიც. განზრახ თვითმკვლელობად იწოდება ისეთი თვითმკვლელობა, როდესაც ვინმე სიცოცხლეს მოისწრაფებს – ამ კანონის გამოთქმით – „ადამინთაგან შეურაცხყოფის მიზეზით, ანდა სულმოკლეობით სხვა რამ მიზეზის გამო“, ხოლო უნებლიე - როდესაც ეს პირი „გონებაშეშლილ მდგომარეობაშია“. თვითმკვლელი უკვე აღარ არის ეკლესიის ცოცხალი წევრი, ამიტომ ეკლესიას არ შეუძლია დაუქვემდებაროს იგი რაიმე ისეთ სასჯელს, რომელიც მისი ცოცხალი წევრებისთვის არის დადგენილი. თუმცა, დანაშაულის სუბიექტებად, გარკვეულ გარემოებაში, ეკლესია აღიარებს ცოცხალი პირების გარდა გარდაცვლილებსაც, მაგალითად, სხვადასხვა მწვალებლობის მამამთავრებს მათი სიკვდილის შემთხვევაში მანამ, ვიდრე მათ საბოლოოდ დაგმობდნენ; ამიტომ მათთან მიმართებით გამოიყენებს გარკვეულ სასჯელებს. აღებულ შემთხვევაში, წინამდებარე კანონი განზრახ თვითმკვლელთან + 2 2 უჰის გოპოსი ნი +) ოდიში (ჰილამიპ მიმართებით განაწესებს, რომ ,ასეთისათვის არ არის მართებული მსხვერპლის შეწირვა“, ესე იგი, არ უნდა აღესრულოს ეკლესიაში მათთვის წესის აგება და სულის განსასვენებელი ლიტურგია და, შესაბამისად, არ უნდა დაიკრძალონ ნაკურთხ სასაფლაოზე. სასჯელს იმსახურებს თვითმკვლელობის მცდელობაც, როგორც პატრიარქ ნიკიფორეს ერთ-ერთი კანონი ამბობს, რომლის თანახმადაც თორმეტზწლიანი ეპიტიმია ეკისრება იმას, ვინც თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ წარუმატებლად. იმ თვითმკვლელებთან მიმართებით, რომლებმაც სიცოცხლე გონებაშეშლილობის აფექტში ჩაიდინეს, უგონო მდგომარეობაში, რაკი ასეთი პირი არ არის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი, ეკლესია მღვდელს უფლებას აძლევს ილოცოს მისი სულის განსასვენებლად, თუკი, რა თქმა უნდა, ის ამის ღირსია.
PDF გვ. 421
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 15. თუ ვინმეს ცოლი ბოროტი სულითაა შეპყრობილი იმ ზომამდე, რომ ბორკილებს ატარებს, მისი ქმარი კი ამბობს – თავშეკავება არ შემიძლიაო და სხვისი მოყვანა სურს ცოლად, უნდა შეირთოს ასეთმა სხვა, თუ არა? პასუხი. ამ საქმეში მრუშობაა დაფარული. და არ მაქვს პასუხი და არც ვიცი, რა გითხრათ ამაზე.
აქ საუბარია ცოლის გონებაშეშლილობაზე, როგორც განქორწინების მიზეზზე, კერძოდ: აქვს თუ არა უფლება ქმარს, რომლის მეუღლეც ბოროტი სულით არის შეპყრობილი და საერთოდ ჭკუაზე აღარ არის, განქორწინდეს მასთან და სხვა ქალთან იქორწინოს? ასეთ შემთხვევაში ტიმოთე ხედავს მრუშობას და თვლის, რომ ქმარი, რომელიც კანონიერი ცოლის სიცოცხლეში სხვასთან იქორწინებს, მრუშობას სჩადის და ამიტომ მსგავსი ქორწინება აკრძპალულად ითვლება. რადგან არ არსებობს სხვა კანონი, რომელიც ამას განქორწინების მიზეზად ჩათვლიდა, ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის მიხედვით, კანონიერი ქორწინება არ შეიძლება დარღვეულ იქნეს რომელიმე მეუღლის გონებაშეშლილობის მიზეზით, თუნდაც ეს განუკურნებელი სენი იყოს. ბიზანტიური კანონმდებლობა ამას სხვაგვარად უყურებდა და ბალსამონი, ამ კანონის განმარტებაში, მოიხსენიებს იმპერატორ ლეონ ბრძენის ნოველას, რომელიც ქმარს, რომლის ცოლიც განუწყვეტლად იგვემება ბოროტი სულისგან, განქორწინების უფლებას აძლევს; ქორწინების დარღვევის შემდეგ კი შეუძლია კანონიერად შეუღლდეს სხვასთან.“ “ათენის სინტაგმა, IV, 340.
PDF გვ. 422
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 16. თუ ვინმე, მარხულობს რა წმინდა საიდუმლოთა ზიარებისათვის და პირის დაბანისას ან აბანოში ყოფნისას “უნებლიედ გადასცდება წყალი, უნდა ეზიაროს თუ არა? პასუხი. უნდა ეზიაროს, რამეთუ სხვაგვარად სატანა, ჰპოვებს რა შემთხვევას განაშოროს იგი ზიარებისგან, უფრო ხშირად გააკეთებს ხოლმე ამას.
PDF გვ. 423
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 17. ხშირად ვისმენთ რა ლღვთის სიტყვას და არ აღვასრულებთ, ამით თავს განკითხვაში ხომ არ ვიგდებთ? პასუხი. მართალია, არ აღვასრულებთ, მაგრამ არ შეიძლება თავს არ ვკიცხავდეთ, რომ ვისმენთ და არ ვემორჩილებით. ხოლო საკუთარი თავის გაკიცხვა ცხონების ნაწილია.
PDF გვ. 423
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა 18. ადამიანის რომელი ასაკიდან განისჯება მისი ცოდვები ღმერთისგან? პასუხი. თითოეულის შემეცნებისა და განსჯადობის ზომისაებრ; ზოგნი ათი წლის ასაკიდან განისჯებიან, სხვები კი – შემდგომი წლებიდან.
წინამდებარე კანონში საუბარია არასრულწლოვნებზე: არიან თუ არა ისინი პასუხისმგებელნი თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებისათვის; თანაც ნათქვამია, რომ ამ პასუხისმგებლობის შესახებ უნდა ვიმსჯვეელოთ „თითოეულის შემეცნებისა და განსჯადობის ზომისამებრ“, ზოგადად, დაწყებული ათი წლის ასაკიდან. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი, თავისი გონებრივი განვითარებით, მზად არის გააცნობიეროს, რომ დაუშვებელს სჩადის, და თუ აცნობიერებს, ასეთ შემთხვევაში მას ეკისრება შესაბამისი სასჯელი. ბალსამონი, თავის 50-ე კანონიკურ პასუხში პატრიარქ მარკოზისადმი, ამბობს, რომ არასრულწლოვნად უნდა ჩაითვალონ 14 წლამდე ასაკისანი, თუ მამრობითი სქესის არიან, და 12 წლისანი, თუ – მდედრობითი სქესის.“ ეს შეიძლება განმარტებად მოემსახუროს წინამდებარე კანონის სიტყვებს: „ზოგიერთები კი შემდგომი წლებიდან“. "ათენის სინტაგმა, IV, 484.
წმინდისა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იმის შესახებ, თუ ძველი და ახალი აღთქმის რომელი წიბნები უნდა იკითსებოდეს იმისათვის, რომ შენი გონება უცხო წიგნებით არ ცდუნდეს, რამეთუ მრავალი ცრუთხზულება გამოჩნდა, არასწორი ზედწარწერილობით, მიიღე, საყვარელო, ჩემი ეს სარწმუნო ჩამონათვალი. ძველი ებრავლური სიბრძნის ისტორიული წიგნი სულ თორმეტია. პირველი არის შესაქმე (დაბადება), შემდეგ – გამოსვლათა, ლევიტელთა, შემდეგ – რიცხვთა, ამის შემდეგ – მეორე რჯული; მერმე მოდის ისუ და მსაჯულთა, მერვე არის რუთი, მეცხრე და მეათეა მეფეთა საქმენი, პარალიპამენონი (ნეშტთა) და ბოლოა ეზდრა. პოეტური წიგნი ხუთია: პირველი იობის, შემდეგ – დავითის, ამის შემდეგ სამი სოლომონის: ეკლესიასტე, ქებათა ქება და იგავნი. ასევე ხუთია წინასწარმეტყველური სულის შემცველი. ერთ წიგნად არის გაერთიანებული შემდეგი თორმეტი: ოსე, ამოსი და მესამე მიქია, შემდეგ – იოველი, ამის შემდეგ – იონა, აბდია, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონია, ანგია, მერმე მოდის ზაქარია და მალაქია. ეს ყველა ერთი წიგნია. მეორე კი ესაიასი არის, მის შემდეგ ჩვილობიდან ხმობილი იერემიასი, შემდეგ მოდიან ეზეკიელი და დანიელი მადლიერი. შემოგთავაზე ძველი აღთქმის ოცდაორი წიგნი, იმდენივე, რამდენი ასოცაა ებრაულ ანბანში. ამის შემდეგ ალრიცხე ახალი საიდუმლოს წიგნები. მათემ დაწერა ქრისტეს სასწაულების შესახებ ებრაელთათვის, მარკოზმა – იტალიისათვის, ლუკამ – აქაიასათვის, ყველასათვის კი – იოანემ, დიდმა მქადაგებელმა და ცადმავალმა. მათ მოსდევს საქმენი ბრძენ მოციქულთა, თოთხმეტი ეპისტოლე პავლესი, შვიდი კათოლიკე, რომელთაგან ერთი არის იაკობის, ორი – პეტრესი, შემდეგ, სამი – იოანესი, მეშვიდე – იუდასი; ეს არის სულ. ამათ გარდა რაც არის, შეუწყნარებელია.
(მოც. 82; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდის 2; ამფილოქესი)
ეს კანონი შედგენილია ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველის პოეტური თხზულებებიდან. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (სხვაგვარად: ნაზიანზელი) თავის თხზულებებს უმეტესწილად ლექსების სახით წერდა. ათანასე დიდის მსგავსად (კან. მე-2), ეს წმინდა მამაც ჩამოთვლის კანონიკურ წიგნებს, რათა ადამიანის გონება არ იქნეს გატაცებული გარეშე წიგნებით, რომლებიც ცრუსათაურებს ატარებდნენ და სინამდვილეში აპოკრიფული წიგნები წარმოადგენდნენ.
ძველი აღთქმის კანონიკური წიგნების რიცხოვნობა წინამდებარე კანონში იგივეა, რაც ათანასე დიდთან. გრიგოლ ღვთისმეტყველი ძველი აღთქმის ყველა წიგნს ებრაელების მსგავსად სამ ჯგუფად ჰყოფს; ეს ჯგუფებია: ისტორიული, პოეტური და წინასწარმეტყველური,% სულ – 22 ყიგნი. ,წიგნი ესთერის“ არ შეუტანია იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ეს ათანასე დიდმა გააკეთა.
“მემდგომში მიღებულ იქნა კანონიკური წიგნების სხვაგვარი დაყოფა, სახელდობრ: 1) რჯულმდებლური, 2) ისტორიული; 3) სამოძღვრო) და 4) წინასწარმეტყველური. ის. „მართლმადიდებლურ ქრისტიანულ კატეხისმოში“ თავი „წმინდა წერილის შესახებ“.
ახალაღთქმისეული წიგნებიდან წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მოიხსენიებს 26 წიგნს. მასთანაც, ისევე, როგორც ლაოდოკიის კრების მე-60 კანონში, ,,აპოკალიფსისი“ არ შედის იმ მიზეზით, რომ ეს წიგნი ჯერ კიდევ არ იყო დასული ყველა ადგილობრივ ეკლესიამდე და, შესაბამისად, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ არ იყო აღიარებული.
წეინდისა ამფილოქე ეპისკოპოსისა სელემჭპის მიმართ, იმის შესახებ, თუ რომელი წიბნებია მისაღები უაღრესად საჭიროა იცოდე, რომ ყველა წიგნი, რომელმაც მოიპოვა წმინდა წერილის საპატივცემულო სახელი, არ არის ღირსსარწმუნო. რამეთუ ზოგჯერ გვხვდება ცრუსათაურიანი წიგნები, ზოგი ნამდვილის მსგავსია და, ასე ვთქვათ, ახლოს დგას ჭეშმარიტების სიტყვებთან, სხვები კი ყალბია და მაცდუნებელი, როგორც ყალბი მონეტებია ხოლმე: სამეფო ზედწარწერილობა აქვს, მაგრამ თავისი შემადგენლობით ნამდვილი არ არის. ამიტომ დაგისახელებ თითოეულ ღვთივსულიერ წიგნს. მაგრამ, იმისათვის, რომ ცალ-ცალკე შეისწავლო, ჯერ ჩამოგითვლი ძველი აღთქმის წიგნებს. ხუთწიგნეული შეიცავს: შესაქმეს, შემდეგ გამოსვლათას, და ლევიტელთა შუა წიგნს; მათ მოსდევს რიცხვთა და მერმე მეორე რჯული. ამათ მიუმატე ისუ და მსაჯულთა, შემდეგ – რუთი, ოთხი წიგნი მეფეთა, და ორი – ნეშტთა. მერმედ – ეზდრას პირველი და მეორე წიგნი. ამის შემდეგ დაგისახელებ ლექსად შექმნილ ხუთ წიგნს, ესენია ღვაწლმოსილი და მრავალვნებული იობის, სულის დამატკბობელი და მაკურნებელი ფსალმუნთა წიგნი, ყოვლადბრძენი სოლომონის სამი წიგნი – იგავნი, ეკლესიასტე და ქებათა ქება. ამათ დაუმატე თორმეტი წინასწარმეტყველი: პირველი ოსე, შემდეგ ამოსი, მიქია, იოველი, აბდია და იოანა – სამდღიანი სიკვდილის წინასახე; მათ მოსდევს ნაუმი, ამბაკუმი, შემდეგ – სოფონია, ანგია და ზაქარია, და სახელოვანი კეთილმაუწყებელი მალაქია. ამათ შემდეგ შეისწავლე ოთხი წინასწარმეტყველი: დიდი ესაია – კადნიერად მეტყველი, თანამგრძნობი იერემია, იდუმალი ეზეკიელი და ბოლოს – დანიელი, საქმითა და სიტყვით ყოვლადბრძენი. ზოგიერთი ამათ უმატებს ესთერს. ახლა დროა ახალი აღთქმის წიგნები დაგისახელო: მიიღე მხოლოდ ოთხი მახარებელი – მათე, შემდეგ მარკოზი, მათ შეუერთე მესამე – ლუკა, იოანე ჩათვალე დროის მიხედვით მეოთხედ, მაგრამ ის პირველია დოგმატების სიმალლით; ვინაიდან, მართებულად არის იგი ქუხილის ძედ წოდებული, რამეთუ დიდებულად იქუხა (იქადაგა) ღმერთი-სიტყვა. მიიღე მეორე წიგნიც ლუკასი: მოციქულთა კათოლიკე საქმენი. ამათ მერმე დაუმატე რჩეული ჭურჭელი, წარმართთა ქადაგი და მოციქული პავლე, რომელმაც საოცარი სიბრძნით მისწერა ეკლესიებს თოთხმეტი ეპისტოლე: ერთი რომაელთა, ორი კორინთელთა, გალატელთა და ეფესელთა მიმართ; ამათ შემდეგ – ფილიპიაში მცხო- XL 2 6 უპის გკოპოსი ნი 4 ოდიში (შილაშიპ ვრებთ, შემდეგ კოლასელებს, თესალონიკელებს – ორი, ტიმოთეს – თორი, ტიტესა და ფილიმონს – თითოეულს თითო, და ერთი ეპისტოლეთითაც ებრაელებს მიმართა. ამ უკანასკნელს ყალბს უწოდებენ არაკეთილგანზრახვით, მაგრამ მასში ჭეშმარიტი მადლია. ბოლოს, რა გითხრა კათოლიკე ეპისტოლეების შესახებ? ზოგი ამბობს, რომ შვიდია მათგან მისაღებიო, ზოგიც მხოლოდ სამს ასახელებს, ესენია: ერთი იაკობის, ერთი პეტრესი, ერთი იოანესი. ზოგიერთი იოანესგან სამ ეპისტოლეს იწყნარებს, მათ გარდა კი – პეტრესგან ორს და მეშვიდეს იუდასგან. იოანეს ,გამოცხადება“ ზოგიერთებს წმინდა წერილის წიგნებში შეაქვთ, ზოგიერთს კი ნამდვილ წიგნად არ მიაჩნია.
დაე, ეს იყოს შენთვის უტყუარი კანონი ღვთივსულიერი წერილის აღრიცხვისა.
(მოც. 85; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდის 2; გრიგოლ ღვთისმეტყველისა)
სელევკის მიმართ თავის ეპისტოლეში, რასაც წინამდებარე კანონი შეადგენს, ამფილოქე ჩამოთვლის როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ღვთივსულიერ წიგნებს, რომლებსაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურად აღიარებს; კერძოდ, ეს წიგნებია: 22 ძველი და 27 ახალი აღთქმის, სულ 49 წიგნი.”
“იმასთან შესაბამისობაში რომ, როგორც ათანასე დიდის მე-2 კანონის განმარტებაში აღვნიშნეთ, ძველაღთქმისეულ კანონში ზოგჯერ ორი ან მეტი წიგნი ერთ წიგნად არის გაერთიანებული, საერთო რიცხოვნობა ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნებისა 68- ს აღწევს, კერძოდ: 1) დაბადება, 2) გამოსლვათა, 3 ლევიტელთა, 4) რიცხვთა, 5) მეორე რჯული, 6) ისუ ნავეს ძისა, 7) მსაჯულთა, 8) რუთისა, 9) ესთერისა, 10) პირველი მეფეთა, 11) მეორე მეფეთა, 12) შესამე მეფეთა, 13) მეოთხე მეფეთა, 14) პირველი ნეშტთა, 15) მეორე ნეშტთა, 16) პირველი ეზდრასი, 17) შეორე ეზსდრასი, 18) ფსალმუნნი, 19) იგავნი სოლომონისი, 20) ეკლესიასტესი, 21) ქებათა ქება, 22) იობისი, 23) წინასაწარმეტყველისა ესაიასი, 24) წინასწარმეტყველისა იერემიასი, 25) გოდება იერემიასი, 26) ეპისტოლე იერემიასი, 27) ბარუქისი, 28) წინასწარმეტყველისა ეზეკიელისა, 29) დანიელისა, 30) ოსიასი, 31) იოველისი, 32) ამოსისი, 33) აბდიასი, 34) იონასი, 35) მიქიასი, 36) ნაუმისი, 37) ამბაკუმისი, 38) სოფონიასი, 39) ანგიასი, 40) ზაქარიასი, 41) მალაქიასი, 42) სახარება მათესაგან, 43) სახარება მარკოზისაგან, 44) სახარება ლუკასაგან, 45) სახარება იოანესაგან, 46) საქმენი მოციქულთა, 47) ეპისტოლე იაკობისი, 48) 1 ეპისტოლე პეტრესი, 49) 2 ეპისტოლე პეტრესი, 50) 1 ეპისტოლე იოანესი, 51) 2 ეპისტოლე იოანესი, 52) 3 ეპისტოლე იოანესი, 53) იუდასი, 54) ეპისტოლე რომაელთა მიმართ, 55) 1 ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, 56) 2 ეპისტოლე ცკორინთოელთა მიმართ, 57) ეპისტოლე გალატელთა მიმართ, 58) ეფესელთა მიმართ, 59) ფილიპელთა მიმართ, 60) კოლასელთა მიმართ, 61) 1 ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ, 62) 2 ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ, 63) 1 ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, 64) 2 ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ, 65) ტიტეს მიმართ, 66) ფილიმონის მიმართ, 67) ებრაელთა მიმართ და 68) აპოკალიფსისი (გამოცხადება იოანესი) უახლესი დროის ბერძნულ ეკლესიაში ითვლება მხოლოდ 33 კანონიკური წიგნი ძველი და ახალი აღთქმებისა, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლების შესაბამისად. მათგან 22 ძველი აღთქმიდან, ისევე, როგორც ეს ჩვენს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ კატეხიზმოშია “შეტანილი, და 11 – ახალი აღთქმიდან, სადაც ერთ წიგნად ითვლება პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, ერთ წიგნად – პეტრეს ორი ეპისტოლე, ასევე ერთ წიგნად – იოანეს სამი ეპისტოლე. იხ. მიტროფანე კრიტოპულოსის „აღმსარებლობა“ (VII თავ. ეკლესიის “შესახებ.
წინამდებარე ეპისტოლედან კარგად ჩანს, თუ როგორ მერყეობდნენ ცალკეული ადგილობრივი ეკლესიები წმინდა წერილის ამა თუ იმ წიგნის კანონიკურობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე პარალელური კანონის განმარტებებში. ამფილოქე მოიხსენიებს მერყეობას, რომელიც ეხებოდა ძველი აღთქმის ერთ წიგნს – ესთერისას, და ახალი აღთქმის ექვს წიგნს: პავლე მოციქულის ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ, იოანე მოციქულის მეორე და მესამე ეპისტოლეებს, პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეს, მოციქულ იუდას ეპისტოლეს და მოციქულ იოანეს გამოცხადებას. თუმცაღა თავად ამფილოქე თავისი სიტყვის დასკვნით ნაწილში აღნიშნავს, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი წიგნი შეადგენს სავსებით ჭეშმარიტ კანონს, თუმც კი ზოგიერთებს ეჭვი შეაქვთ მათ კანონიკურობაშიო; და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის IV საუკუნის ეკლესიის მამის მოწმობა.
PDF გვ. 423
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.