← ნეტარი დიონისე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

დიონისე ალექსანდრიელის ეპისტოლე · ტ. II (2011)

წინათქმა

კანონიკური ეპისტოლე წეინდისა მამისა ჩმენისა დიონისესი, ალექსანდრიის მთაპვარეპისპოპოსისა ეპისკოპოს ვპასილიდის მწმმართ

PDF გვ. 289

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისტოლეში ჩემ მომართ, ჩემო უერთგულესო და უგანათლებულესო შვილო, მეკითხებოდი: რომელ ჟამს უნდა შევწყვიტოთ მარხვა აღდგომის დღის წინ? რამეთუ ძმათაგან ზოგიერთნი ამტკიცებენ, როგორც შენ ამბობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ მამლის ყივილისას, სხვანი – მწუხრიდანო. რომში მყოფი ძმები, როგორც ამბობენ, მამლის ყივილს მოელიან, ხოლო აქ მყოფთა შესახებ შენ თქვი, რომ ისინი უფრო ადრე წყვეტენ მარხვას. შენ მოითხოვ ზუსტი დროის დადგენას – სავსებით განსაზღვრულ ჟამს, მაგრამ ეს არც მარჯვეა და არც უხიფათო. რამეთუ უფლის მკვდრეთით აღდგომის ჟამის შემდეგ რომ დღესასწაულობისა და მხიარულების დაწყებაა ჯეროვანი ხოლო მანამდე სულთა დამდაბლება და დამორჩილება, – ამას ყველანი ერთად აღიარებენ. მაგრამ შენს ეპისტოლეში ჩემდამი შენ საკმაოდ ჯანსაღად დაამტკიცე, – თანახმიერად ღვთაებრივ სახარებათა ცნებასთან, - რომ მათში არაფერი არ არის განსაზღვრულად ნათქვამი აღდგომის ჟამისათვის. რამეთუ მახარებლებმა სხვადასხვაგვარად აღწერეს საფლავთან სხვადასხვა დროს მოსულნი, და თქვეს, რომ მათ ყველამ უკვე მკვდრეთით აღმდგარი ჰპოვეს უფალი. „მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად“, – როგორც თქვა მათემ (28, 1); „განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“, – როგორც წერს იოანე (20, 1); „ცისკარსა მსთუად“, – როგორც (ამბობს) ლუკა (24, 1), „და ნიად განთიადსა.. მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა“, – როგორც ამბობს მარკოზი (16, 2). მაგრამ საკუთრივ როდის ალდგა უფალი მკვდრეთით, ამას არც ერთი მათგანი ცხადად და ზედმიწევნითი სიზუსტით არ გვიჩვენებს. ხოლო უეჭველია ის, რომ შაბათის ლამეს, რომელიც თენდებოდა ერთშაბათის დღედ, საფლავად მოსულებმა უკვე ვერ ნახეს უფალი მასში მდებარე. და ნუ წარმოვადგენთ მახარებლებს ნურც შეუთანხმებლებად ერთმანეთთან, ნურც წინააღმდეგობაში მყოფებად ურთიერთისადმი. მაგრამ თუ გვეჩვენება კიდეც რაღაც სხვადასხვასიტყვაობა წაკითხულიდან გამომდინარე, და თუ ყველანი, თანახმიერად შეთანხმებულნი, რომ იმ ღამეს აღმოხდა ნათელი მსოფლიოსი – უფალი ჩვენი, სხვადასხვაგვარად ამბობენ ჟამის შესახებ, მაშინ ვეცადოთ კეთილგონივრულად და სწორად შევათანხმოთ ერთმანეთთან მათი ნათქვამი. მათეს მიერ გამოთქმული იკითხება ასე: „ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაი იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. და აჰა, ძრვაი იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაი გარდამოკდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაი მისი ვითარცა ელვაი, და სამოსელი მისი – სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: „ნუ გეშინინ თქუენ! ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა“ (მათე 28, 1-6) ზოგიერთნი იფიქრებენ, რომ სიტყვა „მწუხრი“ მისი საერთო გამოყენებით აღნიშნავს შაბათის საღამოს, მაგრამ უფრო გონიერად ჩაკვირვებულნი იტყვიან – არა ამას, არამედ ღრმა ღამესო, რამეთუ „მწუხრი“ აღნიშნავს შენელებულ და ხანგრძლივ დროს. და სწორედ ამის აღსანიშნავად, რომ ღამეზე ლაპარაკობს და არა – დღეზე, (მახარებელმა) დასძინა: „რომელი განთენდებოდა ერთშაბათად“-ო. და მოვიდნენ (საფლავად) ჯერ არა ნელსაცხებელთა მოსატანად, როგორც სხვა მახარებლებმა თქვეს, არამედ საფლავის სანახავად, და ჰპოვეს მომხდარი მიწისძვრა და ლოდზე მჯდარი ანგელოზი, რომლისგანაც ესმათ: „არ არს აქა, რამეთუ აღდგა“. მსგავსადვე იოანეც ამბობს: „ერთსა მას შაბათხა მოვიდა მარიამ მაგდანელი განთიად, ვიდრე ბნელლღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20, 1). ამრიგად, ამ მახარებლის მიხედვით, მარიამი საფლავად მივიდა იმ დროს, „ვიდრე ბნელლა იყო“. ლუკა კი ამბობს: „და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთვს. ხოლო ერთხა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაი-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი.. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“ (23, 56-24, 1, 2). „ცისკარსა მსთუად“, შესაძლოა, ნიშნავს შვიდეულის პირველი დღის ალიონის გამონათების დაწყებას, რამეთუ უკვე სავსებით გასულა შაბათი, მთელი მისი მომდევნო ლამით, და იწყება მეორე დღე, როცა მოვიდნენ სურნელებათა და ნელსაცხებელთა მომტანნი. საიდანაც ცხადია, რომ უფალი მანამდე დიდი ხნით ადრე აღდგა მკედრეთით. ამასვე მიჰყვება მარკოზიც, ამბობს რა: „იყიდეს ნელსაცხებელი, რალთა მოვიდენ და სცხონ მას. და ნიად განთიადსა მას ერთ შაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა“ (16, 1, 2); ამანაც თქვა: „ნიად განთიადსა“.ო, რაც ერთმნიშვნელოვანია გამოთქმისა „ცისკარსა მსთუად“, და დასძინა: „აღმოსლვასა ოდენ მზისასა“-ო. ცხადია, მათი გამოსვლა და გზაზე დადგომა დაიწყო ღრმა დილით, „ნიად განთიადსა“, ხოლო მსვლელობასა და საფლავთან დაყოვნებაში განლიეს მათ დრო მზის ამოსვლამდე. და მაშინ სპეტაკი თოვლივით თეთრი სამოსით შემოსილმა ჭაბუკმა – ანგელოზმა უთხრა მათ: „აღდგა, არა არს აქა“ (მარკ. 16, 6) დავადგენთ რა, რომ ეს სწორედ ასეა, ჩვენ შემდეგს მივუგებთ იმის ზუსტი გადაწყვეტის მომთხოვნთ, თუ საკუთრივ რომელ საათზე (ჟამს), რომელი საათის ნახევარზე თუ რომელი საათის მეოთხედშია ჯეროვანი მხიარულების დაწყება ჩვენი უფლის მკვდრეთით აღდგომის გამო: ჩვენ არ ვიწონებთ იმათ, რომლებიც ზედმეტად ჩქარობენ და შუაღამის დადგომამდე, თუნდაც სულ მცირედიდაც ადრე, წყვეტენ მარხვას, – როგორც სულმოკლეთ და თავშეუკავებელთ, როგორც ბოლომდე ცურვამიუყვანელთ. რამეთუ როგორც ბრძენი კაცი ამბობს, ცხოვრებაში სულაც არ არის ნაკლებმ- _ ნიშვნელოვანი ის, როცა რაიმეს მცირედს აკლებენ. ხოლო იმათ, რომელთაც სურთ უკანასკნელნი იყვნენ მარხვის შეწყვეტაში და მომდევნო ზღვრამდე - მეოთხე სახუმილავამდე (ღამის მეოთხე სადარაჯომდე) ითმენენ, რომელშიც ჩვენი მაცხოვარი ზღვაზე სლვით გამოეცხადა ნავში მყოფ მოწაფეებს, –- ვიწონებთ, ვითარცა მხნეთ და შრომისმოყვარეთ. დიდად არც იმათ გავკიცხავთ, რომელნიც თავიანთი განსაკუთრებული აღძვრითა თუ შესაძლებლობით, ამასთან, სხვა დროსაც დასცხრებინ მარხვისაგან. რამეთუ მარხვის ექვს დღესაც ყველანი როდი ატარებენ თანასწორად და ერთნაირად: არამედ ერთნი უსაჭმელოდ დაჰყოფენ, და ასე განლევენ ყველა ამ დღეს, სხვანი ორს, კიდევ სხვანი სამს და სხვანი ოთხ დღეს მარხულობენ, ზოგნი კი – არც ერთ დღეს. სრულიად დამაშვრალთ ყველა დღის უსაჭმელოდ გატარებაში, მერმე გათანგულთ და ლამის მთლიანად ძალადაკარგულთ, ეპატიებათ მალე თუ იგემებენ საზრდოს. ხოლო რომელთაც არათუ უსაჭმელოდ არ გაუტარებიათ დღეები, არამედ საერთოდ არც უმარხულიათ, ანდა ფუფუნებითაც (ნებიერადაც) კი ყოფილან წინამავალ ოთხ დღეს, შემდეგ კი ბოლო ორ დღეს მიწევნულნი მხოლოდ ამ ორ დღეს – პარასკევსა და შაბათს ატარებენ უჭმელად, და ჰგონიათ, რალაც დიდი და ნათელი აღვასრულეთო, როცა ალიონამდე დაჰყოფენ მარხვით, – არა მგონია, რომ ესევითართ იმათი თანასწორი ღვაწლი ჰქონდეთ აღსრულებული, რომლებიც დღეთა დიდი რაოდენობის განმავლობაში იღვწოდნენ მარხვით. ეს მე, ჩემი გულისხმის-ყოფით, მოგწერე რჩევის მოსაცემად.

წინამდებარე 1 კანონი, მის შემდგომ სამ კანონთან ერთად, შეადგენს დიონისეს ეპისტოლეს ლიბიის პენტაპოლისის ეპისკოპოს ვასილიდის მიმართ. ეს არის პასუხი ამ უკანასკნელის თხოვნაზე, განემარტათ მისთვის ის საკითხები, რომლებსაც აღნიშნული ეპისტოლე განიხილავს. დიონისეს ეს კანონი დაედო საფუძვლად ტრულის კრების 89-ე კანონს, რომელსაც დაწვრილებით განმარტავს დიონისეს წინამდებარე კანონი.

მსგავსი კანონები:მოც.66ტრულ.89

PDF გვ. 289

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედაკაცთათვის, რომელნიც განწმედის წესში არიან, ნებადართულია თუ არა ასეთ მდგომარეობაში შესვლა ღმერთის სახლში, – ეს შეკითხვაც კი ზედმეტად მიმაჩნია. რამეთუ არა ვჰგონებ, რომ ისინი, თუკი ერთგული მორწმუნენი და კეთილმსახურნი არიან, ამ ყოფაში მყოფნი, გაკადნიერდნენ ან წმინდა ტრაპეზთან მიახლებით, ანდა ქრისტეს სისხლსა და ხორცთან შეხებით. რამეთუ თორმეტწლიანი სისხლმდინარეობის მქონე დედაკაციც თავისი განკურნებისათვის თავად უფალს კი არ შეეხო, არამედ მისი სამოსის კალთას. ლოცვა, უფლის ხსენება და შეწევნის თხოვნა, რა მდგომარეობაშიკ არ უნდა იყოს ადამიანი და როგორც არ უნდა იყოს განწყო- _ ბილი, არ არის აკრძალული. მაგრამ მიახლება იმასთან, რაც არის წმიდათა წმიდა, დაე, აეკრძალოს არც თუ მთლად განწმენდილს სულითა და სხეულით.

საუბარია ქალების შესახებ, რომლებსაც ბუნებრივად ახასიათებთ თვიური განწმენდა. კანონი უკრძალავს მათ დედობრივი წესის მოქმედების დროს ეკლესიაში შესვლას და მით უფრო –- წმინდა ზიარებას, სანამ სხეულითაც სავსებით განწმენდილნი არ იქნებიან.

საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, ბიზანტიურ კანონმდებლობაში არსებობს კანონი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს წინამდებარე კანონის განწესებასთან, კერძოდ, ნამშობიარებს შეეძლო ზიარებულიყო მხოლოდ ორმოცი დღის გასვლის შემდგომ, ანუ, როდესაც სხეულითაც განიწმინდებოდა. ახალშობილებთან დაკავშირებით არსებობდა მოთხოვნა, რომ ისინი, თუ ავადმყოფობა არ ემუქრებოდათ, უნდა მონათლულიყვნენ მერვე დღეს, ხოლო თუ სიკვდილი ემუქრებოდათ, მაშინ მათზე ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება რვა დღის გასვლამდეც შეიძლებოდა.” ჩვილების ნათლობასთან დაკავშირებით იხ. ჩვენი განმარტება I მსოფლიო კრების მე-14 კანონზე, ხოლო ამ ჩვეულების წარმოშობის შესახებ – კართაგენის 72-ე კანონის განმარტებაში.

მსგავსი კანონები:ტრულ.69ლაოდ.1944ტიმოთე ალექსანდრიელის.67

PDF გვ. 291

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაქორწინებულნი თავადვე უნდა იყვნენ საკუთარ თავთა სრული მსაჯულები. რამეთუ მათ სმენიათ პავლესი, რომელიც წერს, რომ საჭიროა ურთიერთშეთანხმებით ერთმანეთისგან თავშეკავება „ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კულად ურთიერთასვე იყვენით“ (1 კორ. 7, 5).

წინამდებარე კანონის მოთხოვნილების საფუძვლიანობისათვის, დიონისე ეყრდნობა პავლე მოციქულს, რომლის მიხედვითაც ცოლ-ქმარმა ერთობლივი შეთანხმებით უნდა შეიკავონ თავი სქესობრივი ურთიერთობისაგან იმ დროის განმავლობაში,რომელიც ლოცვისთვის არის განსაზღვრული; ურჩებისათვის კი მსაჯული,დაე, მათი სინდისი ყოფილიყოს.

მსგავსი კანონები:ტრულ.13კართ.3425ტიმოთე ალექსანდრიელის.513

PDF გვ. 292

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ასევე ისინიც, რომელთაც უნებლიე ღამისეული დენა შეემთხვევათ, დაე, თავიანთ სინდისს მიენდონ და თავად განიხილონ – განიკითხავენ თუ არა ამისთვის საკუთარ თავს, მსგავსად იმისა, როგორც საზრდოს შესახებ ამბობს მოციქული: „ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, “ათენის სინტაგმა, IV, 7. და-ვე-შჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს“ (რომ. 14, 23). ამ შემთხვევაშიც ყოველ ადამიანს, ვინც ღმერთს მიეახლება, დაე, დაწყნარებული სინდისი და კეთილი კადნიერება ჰქონდეს საკუთარი განსჯით. ეს შეკითხვები შენ, საყვარელო შვილო, შემოგვთავაზე ვითარცა პატივის-მომგებელმა ჩვენმა (და უეჭველია, არა როგორც არმცოდნემ), განგვაწყობ რა ვიყოთ ერთი აზრისანი და ერთსულოვანნი შენთან, ვითარცა ვართ კიდეც. ხოლო მე, არა როგორც მოძღვარმა, არამედ როგორც შეგვეფერება ჩვენ ერთმანეთთან საუბარი, მთელი უბრალოებით, შემოგთავაზე ჩემი შეხედულება. განსაჯე ეს, ჩემო უკეთილგონიერესო ძეო, და მომწერე, თუ რა წარმოგიდგენია უფრო სამართლიანად და უმჯობესად, თუმცა როგორც გადაწყვეტ, ისე იყოს. გისურვებ, საყვარელო ძეო, სიმრთელეს და უფლის წინაშე მშვიდობით მსახურებას.

ღამისეულ უნებლიე დენაში, რომლის შესახებაც წინამდებარე კანონი ლაპარაკობს, იგულისხმება თესლის დენა. ათანასეს ჰირველ კანონში, სხვაგვარად ამონის მიმართ ეპისტოლეში, ამას „ბუნებრივი დენა“ ეწოდება და იქ ამის შესახებ დაწვრილებითაა საუბარი. ამასთან დაკავშირებით შდრ. „სიტყვა იმათ შესახებ, ვისაც ბუნებრივი თესლდენა შებილწვად მიაჩნია“.% ასევე, ბალსამონის მე-10 კანონიკური პასუხი.”” წინამდებარე კანონის მეორე ნაწილი წარმოადგენს ეპისკოპოს ვასილიდის მიმართ დიონისეს ეპისტოლეს ბოლო ნაწილს.

"ათენის სინტაგმა, IV, 598 და შემდგ.

“ათენის სინტაგმა, IV, 455.

კანონიპური ეპისტოლე წმინდისა გრიგოლისა, ნემოპესარიის მთაპვარეპისპოპოსისა.

სასწაულთმოქმედისა

მსგავსი კანონები:ტიმოთე ალექსანდრიელის I.2

PDF გვ. 292

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: 1. ჩვენ არ გვამძიმებს საზრდო, ყოვლადუსამღვდელოესო პაპო,C” თუმცა, ჭამდნენ კიდეც ტყვეები მათთვის მათი მფლობელებისაგან შეთავაზებულ საჭმელს, განსაკუთრებით, როცა ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყნებზე შემოსეული ბარბაროსები მსხვერპლს არ შესწირავდნენ კერპებს ხოლო მოციქული ამბობს: „საზრდელი მუცლისათკს და მუცელი საზრდელისათკს; სოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს“ (1 კორ. 6, 13). მაცხოვარმაც, რომელი განსწმედს ყოველგვარ საზრდოს, თქვა: „არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“ (მთ. 15, 11). 2. სამძიმო არც ის არის, რომ დატყვევებული ქალები განიხრწნენ ბარბაროსთაგან, რომლებმაც შეაგინეს მათი სხეულები. მაგრამ თუკი მანამდეც საძრახისი იყო ზოგიერთი მათგანის ცხოვრება, რომელნი ვლენან მემრუშეთა თვალთა წინაშე, – როგორც ამბობს საღმრთო წერილი, – მაშინ ცხადია, რომ მათი მრუში განწყობა ეჭვს იწვევს ტყვეობის დროსაც, და ესევითარნი არცთუ მალე უნდა იქნენ დაშვებულნი ლოცვითი ერთობისათვის ხოლო თუ რომელიმე ქალი, სრულ კეთილკრძალულებაში მცხოვრები, რომელმაც თავისი უწინდელი ცხოვრება უბიწო და ყოველგვარი ეჭვისაგან თავისუფალი წარმოაჩინა, აწ შეგინებას ეწია ძალადობითა და იძულებით, ასეთი შემთხვევისათვის მეორე რჯულის წიგნში ყრმა ქალის მაგალითი გვაქვს, რომელიც ვიღაც კაცმა იპოვა ველად და ძალდატანებით დაეუფლა მას: „ხოლო ქალსა მას ნურასა ვინ ავნებ, – ამბობს რჯული, – რამეთუ არა თანა აცს მას ბრალი სიკუდილისა, ვითარცა უკუეშ ვინმცა აღდგა მოყუასსა თყსა ზედა, და მოჰკლა სული მისი, ეგრეთ არს საქმე ესე ვინათგან ველსა ზედა იპოვა იგი: კმა ყო ქალმან მან დაწინდულმან და არა იყო შემწე მისა“ (მეორე სჯული 22, 26, 27). ასეთივეა ის შემთხვევებიც.

წინამდებარე კანონი, მის შემდგომ ცხრა კანონთან ერთად, შეადგენს გრიგოლის კანონიკურ ეპისტოლეს. იგი მიემართება პონტოს ერთ-ერთ ეპისკოპოსს, – რომელსაც გრიგოლი „ყოვლადუსამღვდელოეს პაპს“ უწოდებს, როგორც, ზოგადად, იმ დროში ეპისკოპოსებს მიმართავდნენ ხალხში, – თუმცა, ეპისტოლე განკუთვნილია პონტოს ყველა ეპისკოპოსისათვის. იგი იმათ ეხება, ვინც ბარბაროსების შემოსევისას (მაგალითად, გოთების), კერპებისთვის შენაწირი შეჭამეს ან სხვა შეცოდებე- '"ეპისტოლე მიწერილია ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისადმი, რომელიც, ძველი ჩვეულებისამებრ, პაპადაც იწოდება. ბი ჩაიდინეს, როგორც ეს თვით ეპისტოლეს სათაურშია აღნიშნული” და 10 ცალკეული კანონით შესაბამის სასჯელებს განუწესებს მათ.

წინამდებარე კანონი თავიდან იმ ქრისტიან ტყვეებზე საუბრობს, რომლებიც ბარბაროსებთან ჭამდნენ, შემდეგ კი იმ ტყვე ქალებზე, რომლებიც ბარბაროსებმა ხორციელად შებილწეს. იმ ორი საკითხის შესაბამისად, რომელთა შესახებაც წინამდებარე კანონი საუბრობს, ის „კანონთა წიგნში“ და ასევე „პიდალიონში“ ორად არის გაყოფილი.

პირველთან დაკავშირებით, ანკვირიის კრებამ თავისი მე- და მე-5 კანონებით ეპიტიმიას დაუქვემდებარა ის ქრისტიანები, რომლებმაც კერპისთვის მსხვერპლად შეწირული ჭამეს, თუნდაც მათ ეს გაეკეთებინათ მტანჯველების მხრიდან ძალის გამოყენებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, წმინდა გრიგოლი მხედველობაში იღებს იმას, რომ ქრისტიანებს, რომლებიც ბარბაროსებთან ერთად ჭამდნენ, შეიძლება ეჭამათ მხოლოდ შიმშილის მოსაკლავად და არა როგორც კერპისთვის შეწირული მსხვერპლი; ასეთ შემთხვევაში მათ არ მიიჩნევს შემცოდებლებად და არ აკისრებს რამე სასჯელს, რამეთუ ეყრდნობა წმინდა წერილიდან მაცხოვრის სიტყვებს: „არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.“ რაც შეეხება ბარბაროსების მიერ დატყვევებულ ქალებს და მრუშობით შებილწულებს, წმინდა მამა ამ კანონის მეორე ნაწილში (ან „კანონთა წიგნის“ რედაქციით მე-2 კანონში), ერთმანეთისგან ასხვავებს ქალებს, რომელთა ცხოვრებაც მანამდე წმინდა და ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი იყო, და მხოლოდ ახლა იქნა ბარბაროსების მიერ გაუპატიურებული, – იმ ქალებისაგან, რომლებიც მსუბუქი ყოფაქცევით იყვნენ ცნობილნი და მანამდეც სამარცხვინოდ ცხოვრობდნენ. პირველებს არ თვლის იგი დამნაშავედ და არ უწესებს რაიმე სასჯელს, მეორეთა შესახებ კი ამბობს, რომ ისინი „არცთუ მალე“ დაიშვებიან ლოცვით ერთობაში და, მაშასადამე, უნდა დაექვემდებარონ შესაბამის ეპიტიმიებს. განწესებას იმის შესახებ, რომ მრუშობით შებილწული ქალი (ძალადობის მსვერპლი) სასჯელს არ იმსახურებს, ბასილი დიდის 49ე კანონშიც ვხვდებით.

მსგავსი კანონები:მოც.6267IV მსოფ.27ანკეირ.45პეტრე ალექსანდრიელის.14ბასილი დიდის.49

PDF გვ. 294

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მაგრამ მძიმე საქმეა ანგარება, და შეუძლებელია ერთ ეპისტოლეში გადმოვცეთ საღმრთო წერილის ყველა ის ადგილი, სადაც არა მხოლოდ მძარცველობა, არამედ საერთოდაც მომხვეჭელობა და სხვისი საკუთრების მითვისება საძაგელი მონაგარისთვის გამოცხადებულია საზიზღარ და საშინელ საქმედ, და მასში ბრალეული ადამიანი ექვემდებარება ღმერთის ეკლესიიდან გაძევებას. ხოლო ის, რომ ბარბაროსთა შემოსევისას, ესოდენი ჭირისა და გოდების ჟამს, ზოგიერთნი გაკადნიერდნენ ეს დრო, ყველას დაღუპვით რომ ემუქრება, საკუთარი გამდიდრების დროდ მიეჩნიათ, – დამახასიათებელია უკეთური და ღმერთმოძულე ადამიანებისთვის, რომ- +,ბარბაროსების შემოსევისას კერპებისთვის შეწირული საკვების მჭამელთა და სხვა რაიმეში შემცოდებელთა შესახებ“. ლებიც სისაძაგლის უკიდურეს ზლვრამდე მისულან. ამიტომ სამართლიანადაა აღიარებული ყველა ასეთი ადამიანის განდევნა ეკლესიიდან, რათა მთელს ერს არ ეწიოს (ღმერთის) რისხვა, და პირველ ყოვლისა თავად (ეკლესიის) წინამძლვრებს, რომლებიც შემცოდებლებს პასუხს არ სთხოვენ ამისთვის. მეშინია, ღმერთმა არა წარსწყმიდოს მართალი ულღმრთოსა თანა, როგორც ამის შესახებ წმინდა წერილშია ნათქვამი (იხ. დაბ. 18, 23), რადგან წერია აგრეთვე, რომ „ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაპრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკყდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა“ და „ამისთყკს მიიწევის რისხვაით ლმრთისაი ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა, რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელი ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ, რამეთუ ნაყოფი სულისაი ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა. გამოიცადეთ, რაი-იგი არს სათნო უფლისა, და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა. რამეთუ რაი-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს” (ეფეს. 5, 5-13), – ასე ამბობს მოციქული. ხოლო თუკი ზოგიერთნი, რომლებსაც უწინდელი მომხვეჭელობისათვის სასჯელი დაედოთ, როდესაც მშვიდობა სუფევდა, ახლა – მრისხანების ჟამს – კვლავ მიექცევიან მომხვეჭელობისაკენ და საკუთარ ანგარებას ეძებენ ლტოლვილი ადამიანების სისხლსა და დაღუპვაში, ან ტყვეების მოკვდინებაში, – მაშინ სხვას რას უნდა ველოდოთ, თუ არა იმას, რომ მომხვეჭელობას შევრდომილნი (ღვთის) რისხვას მოიწევენ საკუთარ თავზეც და მთელ ერზეც?

წინამდებარე კანონში საუბარია „ანგარებაზე“, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით (კოლ. 3, 5), ყველა ბოროტებისა და მოყვასთა ქონების წინააღმდეგ სხვა დანაშაულებათა ფესვია. გრიგოლ ნოსელის მე-6 კანონის განმარტებაში ჩვენ უფრო ვრცლად შევჩერდებით ანგარების საკითხზე. იმ ქრისტიანებთან მიმართებით, რომლებმაც პონტოზე ბარბაროსების შემოტევისას ანგარებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს, – ცდილობდნენ რა მიეტაცებინათ სხვისი საკუთრება საძაგელი მონაგარისათვის, – წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი, თავის ამ კანონში ამბობს, რომ ყველა ისინი უნდა მოიკვეთონ ეკლესიიდან ანუ, უქვემდებარებს მათ ყველაზე უმძიმეს სასჯელს, რაც კი შეიძლება განეწესოს ერისკაცს მძიმე დანაშაულისთვის.

მსგავსი კანონები:ყართ.5გრიგოლ ნოსელი.6

PDF გვ. 295

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განა ამ აქარმა, ზარას ნათესავისაგან, არ შესცოდა შეცოდებით, როდესაც აიღო „შეჩვენებულისა მისგან“ და განარისხა „გულის წყრომითა უფალი ძეთა ზედა ისრაელისათა“ (ისუ ნავესი 7, 1, 2)? მხოლოდ მან ერთმა შესცოდა, მაგრამ მარტო არ მომკვდარა თავის ცოდვაში. ჩვენც ახლა ასევე გვმართებს ჩვენთვის შეჩვენებულად ჩავთვალოთ ყოველგვარი ქონება, რაც სხვისია დ არა – ჩვენი. რამეთუ როგორც აქარმა აილო ნადავლისაგან, ამგვარადვე ნადავლისგან იღებენ ახლა ესენიც, ოღონდ იმან მტრისა აილო, ესენი კი ახლა ძმათა მიმართ ანგარებენ. დამღუპველი ანგარებაა.

წინამდებარე კანონი „შეჩვენებულს“ უწოდებს ყველა იმ ნივთს, რომელიც ჩვენი არ არის, სხვისია, და ვითვისებთ თვითანგარების მიზნით. ამ ტერმინს აქ წმინდა მამა იყენებს იმ ფაქტთან ანალოგიით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ისო ნავეს დროს. როდესაც ებრაელებმა იერიქონი ალყაში მოიქციეს, ისო ნავეს ძემ გამოაცხადა, რომ ქალაქის მთელი ნადავლი ღმერთისთვის უნდა შეეწირათ. მიუხედავად ამისა, ვინმე აქარმა, ბრძოლით მოპოვებული ქონებიდან, რამდენიმე ძვირფასი ნივთი მიითვისა. როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ის თავის ცოლ-შვილთან ერთად ქვებით ჩაქოლეს, მთელი მათი ქონება კი გაანადგურეს. კიდევ უფრო მძიმე სასჯელს უნდა დაექვემდებარონ ის ქრისტიანები, – წინამდებარე კანონის თანახმად, – რომლებმაც სამხედრო ნადავლიდან რამე მიითვისეს ბარბაროსების შემოსევისას, რამეთუ აქარმა მიითვისა მტრის კუთვნილი ნივთები, ამათ კი – ძმების საკუთრება. სხვა სიტყვებით, მძიმე სასჯელს ექვემდებარება ყველა ის პირი, ვინც სამხედრო ნადავლიდან მიითვისებს რამე ისეთ ნივთს, რაც მტერს არ ეკუთვნოდა. თუკი სამხედრო ნადავლი მტრის კუთვნილებას წარმოადგენდა, მაგრამ წინასწარ იყო განპირობებული, რომ ის მთლიანად ეკლესიას უნდა გადასცემოდა და, შესაბამისად, ღმერთის შესაწირი იყო, ასეთ შემთხვევაში ის პირები, რომლებიც ამ ნადავლიდან რაიმეს მოიპარავენ, ასევე ექვემდებარებიან მძიმე სასჯელს, თუმცა, მაინც,– წმინდა მამის აზრით, – არც იმდენად მძიმეს, როგორც პირველ შემთხვევაში.

მსგავსი კანონები:მოც. 72: ორგზ.10გრიგოლ ნოსელის.68

PDF გვ. 296

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაე, ნურავინ იცთუნებს თავს იმით, რაც იპოვა: რამეთუ არ შეიძლება ანგარებას ეწეოდე ნაპოვნითაც. მეორე რჯულის წიგნში ნათქვამია: „ნუ უგულებელს ჰყოფ ჭზროხასა, გინა ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ ჰყოფ მას, არამედ მოქცევით მოაქციო იგი და მისცე ძმასავე მას შენსა. უკეთუ შორს იყოს ძმა იგი შენი, ადგილ, უბანსა ნუ დაუტევებ მას, არამედ მოიყუანე იგი სახიდ შენდა, და რაჟამს ეძიებდეს ძმა იგი შენი მიეც მას. ეგრეცა კარაული მისი ჰყო, ეგრეცა სამოსელი მისი ჰყო, ეგრეცა ყოველივე რაიცა წარწყმედილ იყოს ძმისა შენისა, რაჟამს ჰპოო იგი, არა უგულებელს ჰყო იგი, არამედ აღიღო იგი და მისცე მას. ნუ უგულებელს ჰყოფ კარაულხსა ძმისა შენისსა ანუ კარსა, რომელი დაცემულ იყოს შეეწო მას და აღადგინო იგი“ (მეორე რჯ. 22, 1-4), – ასე გვიღაღადებს მეორე რჯული. გამოსვლათა წიგნში კი არამსოლოდ ძმის (მოყვასის) საკუთრების მპოვნელზეა ნათქვამი, არამედ მტრისაზეც – როცა სხვისას იპოვი, უნდა „მოაქციო და მისცე იგი“ პატრონს (გამოსვ. 23, 4, 5) ხოლო თუკი დაუშვებელია მშვიდობის დროს ანგარებდე შენი უზრუნველი და ფუფუნებაში მყოფი ძმისა თუ მტრის დაუდევრობით დაკარგული საკუთრების მიმართ, მაშინ რაოდენ მეტადრე დაუშვებელია უბედურებაში მყოფის, მტრისაგან ლტოლვილის მიმართ იქმოდე ამას, რომელიც იძულებით ტოვებს თავის საკუთრებას.

ჩვენთვის ცნობილია მე-2 კანონის განწესება, რომლის თანახმადაც, ეკლესიიდან მოიკვეთება ყოველი, ვინც მხილებულ იქნება ანგარებაში, ანუ ვინც რაიმე გზით ცდილობს მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის – რაზედაც კანონიერი უფლება არა აქვს. წინამდებარე კანონით ისჯება ის პირიც, ვინც მიითვისებს გზაზე ნაპოვნ ნივთს, რომელიც მას არ ეკუთვნის. მტკიცებულებისათვის წმინდა მამას მოჰყავს ორი ადგილი ძველი აღთქმიდან. მსგავსი ქმედება ისჯება როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო კანონებითაც. ყოველგვარი უკანონო მითვისებისათვის იმ ნივთისა, რაზედაც უფლება არ გაგვაჩნია, ანტიოქიის კრება თავისი 25-ე კანონით კანონიკურ სასჯელს განუწესებს ეკლესიის დასის წევრებს ზოგადად. და ეპისკოპოსებს – კერძოდ. იგივე საგანზე საუბრობს კიდევ ამ წმინდა მამის მე-5, მე-9, და მე-10 კანონები.

მსგავსი კანონები:გრიგოლ ნოსელის.6

PDF გვ. 297

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სხვანი კი თავს იმით იცთუნებენ, რომ ინახავენ ნაპოვნ სხვის საკუთრებას, ნაცვლად თავისი დაკარგულისა. ამგვარად, რადგანაც ვორადები და გოთები მტრულად ექცეოდნენ მათ, ამიტომ ისინიც სხვებისთვის ვორადებად და გოთებად იქცნენ. ამისთვის ჩვენ წარმოგივლინეთ ჩვენი ძმა და თანამოლღვაწე ბერი ევფროსინოსი, რათა მან მოქმედების აქაური წესის მაგალითისამებრ, მანდაც დააწესოს მსგავსი, და დაადგინოს, თუ ვისგან არის ჯეროვანი ბრალდებების მიღება და ვინ უნდა განიყენოს ლოცვებიდან.

სასჯელს ექვემდებარებიან ისინიც, ვინც სხვისი, ნაპოვნი ნივთის მითვისებას იმით ამართლებს, რომ მიითვისა ის მანამდე მის მიერ დაკარგული ნივთის საზღაურად. თუმცა, ასეთნაირი თავის მართლება სხვა არაფერია, თუ არა მოპარვის გამართლება, ამიტომ მსგავსი დანაშაულისათვის სასჯელი სავსებით კანონიერია.

წინამდებარე კანონში წმინდა მამა ამატებს, რომ იგი პონტოს ეპისკოპოსთან, რომელსაც წინამდებარე კანონიკური ეპისტოლე მიემართება, აგზავნის ძმას ევფროსინოსს, რომელიც იმათ გააცნობს, თუ როგორ იქცევა ის თავის ეპარქიაში მსგავსი შემთხვევებისას, შემდეგ – ვისგან არის მართებული საჩივრების მიღება ზოგიერთი პირის წინააღმდეგ, დაბოლოს – ვინ უნდა განკანონდეს ლოცვებიდან ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ანუ გაძევდეს ეკლესიიდან – როგორც ზონარა განმარტავს კანონის გამოთქმას: „განყენებას“ – და გამოცალკავდნენ ერთგული მორწმუნეებისგან, რათა არ ილოცონ მათთან ერთად. თუმცა, რაგვარად მოქმედებდა ეს წმინდა მამა თავის საეკლესიო სამთავროში ბრალმდებლებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას (ეს იყო III საუკუნის მეორე ნახევარი), – ამ კანონიდან არ ჩანს. ხოლო შემდგომი საეკლესიო კანონმდებლობის შესახებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვისაუბრეთ IL მსოფლიო კრების მე-6 და კართაგენის კრების 30-ე, 128-ე და 129-ე კანონების განმარტებებში.

მსგავსი კანონები:მოც.74II მსოფ.6კართ.30128129გრიგოლ ნეოკესარიელის.23

PDF გვ. 298

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვეუწყა აგრეთვე რაღაც დაუჯერებელი რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა, უეჭველია, ურწმუნო და უკეთურ ადამიანთაგან, რომელთაც უფლის სახელიც კი არ შეუცვნიათ: რომ თითქოს ზოგიერთნი ისეთ სისასტიკემდე და არაადამიანურობამდე მისულან, რომ თავისთან მონობაში ჰყავთ ბარბაროსთა ტყვეობისაგან გამოქცეულნი. წარგზავნეთ იმ მხარეში ვინმე ამის გამოსაძიებლად, რათა მეხი არ დაეცეთ ამის ჩამდენთ.

წინამდებარე კანონი თავისთავად ნათელია. ზოგიერთი მართლმადიდებელი თავისთვის იტოვებდა, მონების სახით, სამხედრო-ტყვეებს, რომლებმაც ძლივს ბარბაროსებს დააღწიეს თავი. უწოდებს რა ამას სისასტიკესა და არაადამიანურობას, წმინდა მამა განაწესებს საქმის გამოძიებას და თუ დამნაშავენი აღმოჩნდებიან, უნდა დაისაჯონ ისინი მათი უკეთური საქციელებისათვის.

მსგავსი კანონები:ტრულ.85ღანგ.3კართ.64

PDF გვ. 299

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო რომელნი თანაშეერაცხნენ ბარბაროსებს და მათთან ერთად, თავიანთი ტყვეობის დროს, დაივიწყეს რა, რომ პონტოელები და ქრისტიანები იყვნენ, იმ ზომამდე გასასტიკდნენ, რომ საკუთარ თანატომელებს ხელკეტებითა თუ მოშთობით ხოცავდნენ, ასევე უმეცარ ბარბაროსებს გზებსა და სახლებს უჩვენებდნენ, – ასეთებს მსმენელთა რიგში შესვლაც კი აეკრძალოთ, ვიდრე მათთვის რამეს არ გადაწყვეტენ ერთად შეკრებილი წმინდა მამები, და უწინარეს მათთა – სულიწმინდა.

წინამდებარე კანონში საუბარია სახელმწიფო მოღალატეების შესახებ, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ და ეხმარებიან მათ თავისიანების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ებრძვიან თავისიანებს, როგორც ნამდვილი მტრები. ასეთ ქრისტიანებთან მიმართებით, რომლებმაც თავი შეირცხვინეს აღნიშნული ბოროტმოქმედებით, კანონი განაწესებს, რომ არ შეიძლება მათი დაშვება მეორე ხარისხის მონანულებთანაც კი, ანუ მსმენელთა რიგში; მათ უნდა დაჰყონ შეტირილებს შორის, ესე იგი, უნდა იდგნენ ტაძრის გარეთ და ტირილით ევედრონ ტაძარში შემავალ ერთგულ მორწმუნეებს ილოცონ ღმერთის წინაშე მათთვის ცოდვების მიტევებისათვის. სინანულის ამ საფეხურზე კი იქამდე უნდა დარჩნენ, სანამ ეპისკოპოსთა კრება არ გადაწყვეტს, თუ რა სასჯელს დაუქვემდებარონ ისინი. კანონის დასკვნით ნაწილში ნათქვამია სულიწმინდის შესახებ, რომელიც შთააგონებს ეპისკოპოსებს, როდესაც კრებაზე იქნებიან, და შეაგონებს მათ, რაგვარად გაასამართლონ მსგავსი დამნაშავენი. ამაზე ზონარა, ამ კანონის თავისეულ განმარტებაში, შენიშნავს, რომ ამით წმინდა მამა აჩვენებს, რომ ყველაფერი, რასაც ეპისკოპოსები საერთო ბჭობით აწყობენ, ან ზოგადად, ერთგული მორწმუნენი, მათ სულიწმინდის მიერ შთაეგონებათ.

მსგავსი კანონები:ანცვირ.9ბასილი დიდის II.13გრიგოლ ნოსელის.5

PDF გვ. 299

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუკი სხვათა სახლებზე თავდასასხმელად გაკადნიერებულნი ბრალის წაყენების შემდეგ მხილებულ იქნებიან ამაში, დაე, წმინდა წერილის მსმენელთა რიგში დადგომის ღირსნიც ნუ გახდებიან. მაგრამ თუკი თავადვე განაცხადებენ საკუთარი დანაშაულის შესახებ და მიტაცებულსაც დააბრუნებენ, მაშინ, დაე, მონანულთათვის განწესებული შეწყნარების წესით შეუვრდნენ.

როგორც მე-7, ისე წინამდებარე და შემდგომ კანონშიც წმინდა მამა განაწესებს სასჯელებს შესაბამისი დანაშაულებებისათვის. აქ საუბარია ქურდობის მიზნით სხვის სახლებზე თავდამსხმელთა შესახებ; კანონი ადგენს, რომ დამნაშავეებს, – თუ მათ არა საკუთარი ნებით აღიარეს ცოდვები, არამედ მხილებულ იქნენ სასამართლოზე, – სასჯელის სახით განეწესოთ შეტირილთა რიგში დგომა, ესე იგი, უნდა დადგნენ სინანულის ყველაზე დაბალ საფეხურზე. ხოლო, თუკი თავად აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მოპარული მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ისინი უნდა განწესდნენ სინანულის მესამე საფეხურზე, შევრდომილთა რიგში. რაც ნიშნავს, რომ ეკლესიაში შეეძლოთ ყოფილიყვნენ მორწმუნეებთან ერთად, მაგრამ – მუხლმოდრეკილნი, და მხოლოდ – კათაკმეველთათვის ლოცვამდე,რომლის შემდეგაც ტაძარი უნდა დაეტოვებინათ."

მსგავსი კანონები:გრიგოლ ნეოკესარიელის.2გრიგოლ ნოსელის.6

PDF გვ. 300

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო რომლებიც ველზე ან საკუთარ სახლებში ბარბაროსებისგან დარჩენილ რაიმე ნივთს მიიხვეჭენ,!'! და ამაში ბრალდების წაყენების შემდეგ იმხილებიან, დაე, დადგინდნენ შევრდომილთა რიგში, ხოლო, თუკი თავადვე განაცხადებენ და ნაპოვნს დააბრუნებენ, მაშინ ლოცვის ღირსნიც გახდნენ.

#შევრდომილნი მუხლმოდრეკილნი იდგნენ მორწმუნეებთან ერთად ამბიონის დასავლეთ ნაწილში. მსმენელთა ეკლესიიდან გასვლისთანავე (მსმენელები კათაკმეველებთან ერთად გამოდიდონენ ეკლესიიდან), ისინი დაემხობოდნენ მიწაზე; ეპისკოპოსი ლოცულობდა მათთვის და შემდეგ ისინი გადიოდნენ ეკლესიიდან“ – ,დიდი სჯულისკანონი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1975, გვ. 596.

"ცხადია, არა ბარბაროსების საკუთრებაზეა საუბარი, არამედ მათ მიერ ადგილზე მიტაცებულის შესახებ. – მთარგ.

_ ამ კანონში, ისევე, როგორც მე-4 და მე-5 კანონებში, საუბარია ვინმეს მიერ ნაპოვნ და მითვისებულ ნივთებზე. თანაც, თუ მპოვნელი არ დააბრუნებს ნივთებს კუთვნილებისამებრ და არ აღირებს მითვისებას, საქმე კი სასამართლოს გადაეცემა და იქ იგი მხილებული აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მას, სასჯელის სახით, შევრდომილთა რიგებში ყოფნა განეწესება ხოლო თუ განაცხადებს ნაპოვნის შესახებ და დააბრუნებს მას, მაშინ დამნაშავე არ არის, თუმცა კანონი ასეთის მიმართაც ამბობს,რომ მხოლოდ ლოცვით ერთობაში უნდა დარჩეს (თანამდგომარე) და წმინდა ზიარების უფლება არ აქვს. სასჯელი, ერთი შეხედვით, გაუმართლებელია, ამიტომაც ბალსამონი მისეულ განმარტებაში შენიშნავს, რომ ეს რაღაც ახალია, რამეთუ ის უმალ მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ შეინახა ტყვედყოფილის ქონება და დააბრუნა იგი.

მსგავსი კანონები:ბასილი დიდის.61გრიგოლ ნეოკესარიელის.258გრიგოლ ნოსელის.6

PDF გვ. 300

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამ მცნების აღმსრულებლებმა ყოველგვარი ბილწი მომხვეჭელობის გარეშე უნდა „აღასრულონ ის, და არ მოითხოვონ საზღაური აღნიშნული ნივთების დაბრუნებისათვის, არც მათი შენახვისათვის, არც პოვნისათვის თუ სხვა რაიმესათვის, რა სახელიც არ უნდა უწოდონ ამის საბაბს.

ეს კანონი განაწესებს,რომ ის,ვინც რაიმე ნივთს იპოვის,არ უნდა მოითხოვოს იმის სანაცვლოდ, რომ განაცხადა და დააბრუნა, რაიმე სახის ჯილდო, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი დაამტკიცებდა რომ „სიბილწის მომხვეჭელს“ წარმოადგენს. მან ეს უნდა გააკეთოს კეთილი ნებითა და ქრისტიანული ზნეობის მოთხოვნილების საფუძველზე. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, რომლის შესახებაც წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელის კანონები ლაპარაკობს. ხოლო როდესაც ვინმე იპოვის ნივთს, რომლის მფლობელმაც ის შემთხვევით ან დაუდევრობით დაკარგა, მაშინ არანაირ „სიბილწის მომხვეჭელობას“ არ ექნება ადგილი, თუკი მპოვნელი დაკარგულ ნივთს მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნებს და ამისთვის დასაჩუქრებას მოითხოვს.

მსგავსი კანონები:გრიგოლ ნეოკესარიელის.45გრიგოლ ნოსელის.6

PDF გვ. 301

კანონი 11

შეტირება სამლოცველო ტაძრის კარიბჭის გარეთ ხდება, სადაც შემცოდებელი უნდა იდგას და მისთვის ლოცვას ევედროს (ტაძარში) შემსვლელ მორწმუნეებს. მსმენელობა ტაძრის კარიბჭის შიგნით ხდება – სტოაში, სადაც ცოდვილი უნდა იდგეს კათაკმეველთათვის ლოცვამდე, ხოლო ამის შემდეგ გარეთ გავიდეს. რამეთუ წესი გვიღაღადებს: მოისმენს რა წერილსა და დამოძღვრას, დაე, განვიდეს, და ნუ იქნება ღირსი ლოცვისა. შევრდომილთა წესი ის არის, როცა მონანული ტაძრის შიგნით დგას და კათაკმეველებთან ერთად გადის ტაძრიდან. ხოლო თანამდგომარეთა წესი - როცა მონანული მართლმორწმუნეებთან ერთად დგას ტაძარში და არ გადის კათაკმეველებთან ერთად. საბოლოო კი არის წმინდა საიდუმლოთა ზიარება.

ძ მსოფ. 1I; ანკვირ. 4, 8, 9; ბასილი დიდის 22, 56, 75, 81, 83)

წინამდებარე კანონი წარმოადგენს გრიგოლ ნეოკესარიელის ეპისტოლეს უფრო გვიანდელ დამატებას, რომელიც 10 კანონს მოიცავს; თუმცა, ყველა ძველ კანონიკურ კრებულში ეს კანონი მიჩნეულია ეპისტოლეს შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ წინამდებარე (მე-11) კანონი შედგენილია იგივე საკითხთან დაკავშირებით ბასილი დიდის განწესებიდან, კერძოდ, ბასილი დიდის 75-ე კანონიდან. დაწვრილებით სინანულის ხარისხების შესახებ ნათქვამია „კანონების მიმოხილვაში“, რომელიც დაბეჭდილია „ათენის სინტაგმაში“ (IV, 405) და ეს იქ დგას ბასილი დიდის სახელით. იგივეს ვხვდებით „კორმჩაიაშიც“ (თავ. 23-ე), სადაც მოხსენიებულია, როგორც ამ კანონში, სინანულის ოთხი ხარისხი: „შეტირება“, „მსმენელობა“, „შევრდომა“ და „ერთგულებთან თანამდგომარე-ყოფა“. წინამდებარე კანონის განწესების შესახებ ჩვენ მიერ უკვე ნათქვამია, რაოდენიც საჭიროა, I მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტებაში. უფრო მეტი ცნობიერებისათვის შეგიძლიათ იხ. იქვე მოყვანილი ძველი ქრისტიანული ეკლესიის გეგმის გამოსახულება.

PDF გვ. 301

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.