ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ბასილი დიდის კანონები და ეპისტოლეები · ტ. II (2011)
წინათქმა
წმინდა ბასილი დიდის პანონები პირჭელი კპანონიპური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, პესარია-პაბადუპიძის მთაგარეპისკოპოსისა იპონიძის ეპისპოპრს, ამფილოქეს მიმართ შესავალი უგუნურს, – როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, – სიბრძნის შესახებ შეკითხვა, სიბრძნედ შეერაცხება (იხ. იგავნი, 17, 28) ხოლო ბრძენის შეკითხვა როგორც ვფიქრობ, უგუნურსაც აბრძნობს. ღვთის მადლით, ეს ჩვენ ყოველთვის გვემართება, როდესაც შენი შრომისმოყვარე სულის წერილებს ვიღებთ. რამეთუ მაშინ მე ვხდები საკუთარ თავზე უფრო მეტად მცოდნე და მოაზროვნე, და თვით შეკითხვიდან ბევრს ისეთს ვსწავლობ, რაც მანამდე არ ვიცოდი. პასუხზე ზრუნვა ჩემთვის სასწავლებელი ხდება. საკითხები რომლებსაც შენი შეკითხვები შეიცავს, არასდროს ყოფილა ჩემი ფიქრის საგანი, ამიტომ, ჭეშმარიტად, ახლაც იძულებული ვარ განვიხილო ისინი მთელი სიზუსტით და გავიხსენო, რაც მათ შესახებ მსმენია უხუცესთაგან, და ჩემი მხრიდანაც ვიფიქრო შესაბამისად იმისა, რაც ვისწავლე.
PDF გვ. 325
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამგვარად, კათარების შესახებ ადრეც იყო ნათქვამი, და შენ კეთილგონივრულად შენიშნე, რომ უნდა მივყვეთ თითოეული ქვეყნის ჩვეულებას, რადგან მათი ნათლობის შესახებ თავის დროზე სხვადასხვავარად მსჯელობდნენ ამ საკითხით დაკავებული მამები. პეპუზიანელებს, როგორც ვფქრობ, არაფერი გააჩნიათ თავის დასაცავად და მე მიკვირს როგორ ვერ შენიშნა ეს დიდმა დიონისემ, კანონებში ეგზომ გაცნობიერებულმა. რამეთუ ძველებმა დააწესეს მხოლოდ იმათი ნათლისღების შეწყნარება, რომლებიც არაფერში განდგომიან სარწმუნოებას; ამიტომ სხვას დაარქვეს მწვალებლობა, სხვას – განხეთქილება, სხვას კიდევ – თვითნებური თავყრილობა. მწვალებლები მათ უწოდეს სრულიად განშორებულებს და თვით სარწმუნოებაში გაუცხოებულებს. სქიზმატები (განხეთქილებაში მყოფნი) – ვისაც საეკლესიო და, ასევე, მკურნალობას დაქვემდებარებულ საკითხებში განსხვავებული აზრები აქვთ; ხოლო კიდეშესაკრებელი – ეს არის დაუმორჩლებელი მღვდლების ან ეპისკოპოსების და მათთან ერთად განუსწავლელი მრევლის შეკრება. მაგალითად, თუკი ვინმე, ცოდვაში მხილებული და მღვდელმსახურებიდან დაყენებული, არ დაემორჩილა კანონებს, არ დაუტევა მღვდელმსახურების უფლება და მასთან ერთად ზოგიერთი სხვაც განუდგა კათოლიკე ეკლესიას, – ეს არის თვითნებური თავყრილობა. სინანულის შესახებ სხვანაირი აზროვნება, ვიდრე ეს ეკლესიაშია დამკვიდრებული – არის განხეთქილება. მწვალებლობა კი არის, მაგალითად, მანიქევური, ვალენტიანური, მარკიონიტური და თვით ეს პეპუზიანური. ვინაიდან აქ ადგილი აქვს განსსხვავებას თვით ლმერთის რწმენაში. აი, რატომაც უარყვეს მამებმა თავიდანვე მწვალებელთა მიერ აღსრულებული ნათლისღება; სქიზმატების ნათლისღება შეიწყნარება, რადგან ეკლესიისთვის ისინი გაუცხოებულნი ჯერ კიდევ არ არიან. ხოლო ვინც თვითნებურ თავყრილობაშია – გამოსწორებულ იქნენ შესაფერისი სინანულითა და მოქცევით, და კვლავ შემოუერთდნენ ეკლესიას. ამგვარად, საეკლესიო ხარისხებში მყოფნიც კი, რომლებიც ურჩებთან ერთად განდგნენ, როდესაც მოინანიებენ, არცთუ იშვიათად მიიღებიან ისევ იმავე ხარისხში. პეპუზიანელები კი აშკარად მწვალებლები არიან. რამეთუ მათ გმობა წარმოთქვეს სულიწმინდაზე, – უკეთურად და უსირცხვილოდ მიაკუთვნეს რა ნუგეშინისმცემლის სახელწოდება მონტანს და პრისკილეს. ამიტომ რაკი ალმერთებენ ისინი ადამიანს, – ამისთვის განკითხვას იმსახურებენ; შეურაცხყოფენ თუ არა სულიწმიდას, როდესაც ადარებენ მას ადამიანებს? – ამ შემთხვევაშიც მარადიულ სასჯელს იმსახურებენ, რამეთუ სულიწმინდის გმობა მიუტევებელია. როგორი შესაბამისობა იქნებოდა იმათი ნათლისღების შეწყნარება, რომლებიც ნათლავენ სახელითა მამისათა, და ძისათა, და მონტანისათა ან პრისკილისათა? რამეთუ არსებითად მონათლულნი არც არიან ვინც იმ ნათლობით ინათლება, რაც ჩვენ გადმოცემით არ მიგვიღია. ამიტომ, თუმც დიდმა დიონისემ ეს ვერ შეამჩნია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არასწორის მიმბაძველები, რამეთუ უაზრობა თავისთავად ნათელია და ყველასთვის ცხადია, ვისაც კი ოდნავ განსჯის უნარი აქვს. კათარები სქიზმატთა რიცხვიდან არიან. თუმცა, სათნოდ მიიჩნიეს ძველებმა, – როგორც ეს კვიპრიანემ და ჩვენმა ფირმილიანემ, – რომ ერთი განწესების ქვეშ დაეყენებინათ ყველა ისინი: კათარები, ენკრატიტები, ჰიდროპარასტატები და აპოტაკტიტები. რადგან, თუმც განდგომა განხეთქილების მეშვეობით დაიწყო, მაგრამ ეკლესიიდან განდგომილებს უკვე აღარ გააჩნდათ სულიწმინდის მადლი. რამეთუ მოიკლო მადლის გადმოსვლამ, იმიტომ, რომ შეწყდა კანონიერი მემკვიდრეობითობა. ვინაიდან პირველმა განდგომილებმა მიიღეს კურთხევა მამებისგან და მათგან ხელდასხმის გზით – სულიერი ნიჭი. მაგრამ მას შემდეგ, რაც განდგნენ, გახდნენ ერისკაცნი და აღარ გააჩნდათ ხელმწიფება არც ნათლობის, არც ხელდასხმის, და აღარ შეეძლოთ სხვებისთვის გადაეცათ სულიწმინდის მადლი, რომელსაც თვითონ მოაკლდნენ. აი, რატომაც, მათგან ეკლესიაში მოსულებს, როგორც ერისკაცების მიერ მონათლულთ, ძველები ბრძანებდნენ კვლავ გაწმენდას ჯეშმარიტი ეკლესიური ნათლისღებით. მაგრამ, რადგანაც ასიაში ბევრს გადაჭრით სურდა, მრავალთა აღსაშენებლად, მიეღო მათი ნათლისღება, ამიტომ, დაე, მიღებულ იქნეს იგი. ჩვენ უნდა შევნიშნოთ ენკრატიტების ცბიერება. ისინი თავიანთ თავს ეკლესიისთვის მიუღებლად ჰყოფენ, ჩაიფიქრეს რა საკუთარი, ნაჩქარევი ნათლისღება ჩაეტარებინათ, რითაც თავიანთ ჩვეულებას უღალატეს. ამდენად, რადგანაც მათ შესახებ აშკარად არაფერი თქმულა, ვგონებ, რომ _ა>>> _ შეგვშვენის მათი ნათლისღების უარყოფა. და თუ ვინმე მათგანს ის მიუღია, მაშინ ესევითარი, ეკლესიაში მოქცევისას – მოინათლოს. მაგრამ თუ ეს დაბრკოლების მიზეზი ხდება საერთო კეთილშენებისათვის, მაშინ საჭიროა კვლავ ჩვეულებას მივსდიოთ და მამებს მივყვეთ, რომლებმაც კეთილგანჭვრეტით მოაწყვეს ჩვენი საქმეები. რამეთუ ვშიშობ, რომ იმ დროს, როდესაც გვინდა ისინი ნაჩქარევი ნათლობისგან შევაკავოთ, სრულიად არ გავიუცხოოთ. თუ ისინი ინარჩუნებენ ჩვენს ნათლობას, ამან ჩვენ არ უნდა შეგვარცხვინოს, რამეთუ ჩვენ ვალდებულნი ვართ არა მადლობა მივაგოთ მათ ამისთვის, არამედ ზუსტად დავემორჩილოთ კანონებს. აუცილებლად უნდა დაწესდეს, რომ მათი ნათლობის შემდეგ ეკლესიაში მოქცეულნი, ცხებულ იქნენ ერთგულთა მიერ და ისე მოხდეს საიდუმლოებზე მათი დაშვება. თუმცა, ვიცი, რომ ზოისა და სატორნის ძმები, რომლებიც მათ საზოგადოებაში იყვნენ, ჩვენ მივიღეთ საეპისკოპოსო კათედრაზე, ამიტომ მათთან ერთობაში მყოფთ, ჩვენ უკვე მკაცრი სასჯელით ვერ გავაუცხოებთ ეკლესიისგან, რადგან ეპისკოპჰოსების შეწყნარებით გარკვეული წესი მივიღეთ მათთან ერთობისა.
წინამდებარე და შემდგომი კანონები, მე-16-ის ჩათვლით, შეადგენენ ბასილი დიდის 374 წლის პირველ კანონიკურ ეპისტოლეს ფრიგიის იკონიის ეპისკოპოს ამფილოქეს მიმართ. მასში ბასილი დიდი იძლევა პასუხებს მის წინაშე ამფილოქეს მიერ დაყენებულ ზოგიერთ კანონიკურ კითხვაზე და თხოვნის თანახმად განუმარტავს მას წმინდა წერილის ზოგიერთ ადგილს. ეპისტოლე იწყება სიტყვებით: „უგუნურსა ჰკითხე სწავლისათვს, სიბრძნედ შეერაცხყოს“ (იგავნი, 17, 28). – პირველი კითხვა, რომელიც ამფილოქემ ბასილი დიდს დაუსვა, იყო შეკითხვა ნათლობის შესახებ, კერძოდ, როგორ უნდა ვიმსჯელოთ ცალკეულ არამართლმადიდებელ თემში აღსრულებულ ნათლისღებაზე, ანუ საჭიროა თუ არა იმ პირების გადანათვლა, რომლებიც ამ თემებიდან მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მოექცევიან? ბასილი დიდის პასუხი შეადგენს წინამდებარე პირველ კანონს.
იმისათვის, რომ შეგვეძლოს ვიმსჯელოთ, თუ რამდენად ჭეშმარიტად არის აღსრულებული ნათლისღება ამა თუ იმ არამართლმადიდებელ საზოგადოებაში და, შესაბამისად, ვიცოდეთ როგორ უნდა მივიღოთ მართლმადიდებელ ეკლესიაში იქიდან მოქცეული პირი, ბასილი დიდი მიუთითებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად არის ესა თუ ის თემი მართლმადიდებელ ეკლესიას განშორებული, – როგორც ამას წინა დროის წმინდა მამები განაწესებენ, – და ამის შესაბამისად იმოქმედონ. მართლმადიდებელი ეკლესიიდან ყველა განდგომილი იყოფა: 1) მწვალებლებად, 2) სქიზმატებად (ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფებად) და 3) პარასინაგოგებად (კიდეშესაკრებელობაში მყოფებად)“ ეყრდნობა რა ძველი მამების დადგენილებებს, წმინდა ბასილი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან ამ განდგომილებს. "„კიდეშესაკრებელი – ეკლესიისაგან გამოყოფით თვითნებური შეკრება სალოცავად ურჩი ეპისკოპოსის ან ხუცის თაოსნობით“ – დიდი სჯულისკანონიდან.
მწვალებლები არიან ის პირები, რომლებიც სრულიად მოსწყდნენ ეკლესიას და თვით სარწმუნოება დაკარგეს. ეფუძნება რა ბასილი დიდის წინამდებარე კანონს, ზონარა უფრო დაწვრილებით განმარტავს: „არსობრივად მწვალებელი არის ყველა ის პირი, ვინც მართლამდიდებელ სარწმუნოებასთან შეუსაბამოდ აზროვნებს და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა როდის განკანონდნენ ისინი ეკლესიიდან – დიდი ხნის წინათ თუ სულ ახლახან; ძველი ერესის მიმდევრები არიან, თუ – ახლის“. მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის მიუღებელი სწავლება, სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომ მაინდამაინც მართლმადიდებლური სწავლების საფუძვლებს ეხებოდეს იმისათვის, რომ მისი მიმდევარი მწვალებლად ჩაითვალოს, – საკმარისია მან თუნდაც ერთ დოგმატში შესცოდოს და იგი უკვე მწვალებელია. ,„მწვალებლებში იგულისხმებიან ვინც ჩვენ საიდუმლოებებს აღიარებენ, მაგრამ სწავლების ზოგიერთ ნაწილებში სცოდავენ და მართლმადიდებლებს არ ეთანხმებიან“ – ამბობს ზონარა IV მსოფლიო კრების მე-14 კანონის განმარტებაში.”-” ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლებით, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის მწვალებელია.””X სქიზმატებს ისინი წარმოადგენენ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ ზოგიერთი საეკლესიო საკითხის შესახებ, მაგრამ რომელთა შემორიგებაც ადვილად შეიძლება. ასე ამბობს ბასილი დიდი წინამდებარე კანონში. როდესაც ის აცხადებს, რომ უნდა აღიარონ სქიზმატების ნათლობა, მას მხედველობაში აქვს, რომ ისინი ეკლესიას მიეკუთვნებიან. II მსოფლიო კრების მე-6 კანონის განმარტებაში ზონარა იმეორებს ბასილი დიდის ამ სიტყვებს განხეთქილების შესახებ,CI'++> ლაოდიკიის კრების 33-ე კანონის განმარტებაში კი დასძენს: „სქიზმატები ეწოდებათ იმ პირებს, რომლებიც სარწმუნოებასა და დოგმატებთან მიმართებით საღად აზროვნებენ, მაგრამ ზოგიერთი მიზეზის გამო, გამოიყვნენ და ცალკე თავიანთი საკრებულოები მოაწყვეს“. +#“ საერთოდ, განხეთქილებას ეკლესია ყოველთვის უყურებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს მის წინაშე. ასე, მაგალითად, ოპტატოს მილევიტელი (IV საუკუნე) განხეთქილებას უდიდეს ბოროტებად მიიჩნევდა, იმაზე უფრო მეტ ბოროტებად, ვიდრე მკვლელობა და კერპთაყვანისმცემლობაა. ეკლესიას კათოლიკედ ქმნის – (წერს ოპტატოს) – მარტივი და ჭეშმარიტი ცნობიერება, სახელდობრ, უმაგალითო და ჭეშმარიტი საიდუმლოებების გაცნობიერება და სულების ერთობა.
ადარებს რა განხეთქილებას მწავალებლობასთან, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეკლესიის ერთობისა და სავსების დარღვევა (განხეთქილება) არანაკლებ ბოროტებაა, ვიდრე მწვალებლობის დაარსება. აქედან გამომდინარე, რაკი განხეთქილება გმობას იმსახურებს, თავისი შედეგების გამო ის უფრო მეტი განკითხვის ღირსია, ვინაიდან საბოლოოდ ყველა განხეთქილება მწვალებლობაში გადა- "II მსოფ. კრების მე-6 კან. განმარტება ათენის სინტაგმაში, II, 182.
""ათენის სინტაგმა, II, 252.
"ათენის სინტაგმა, VI, 74.
თ"###ათენის სინტაგმა, II, 183.
«+###ათენის სინტაგამა, II, 183, იზრდება. იერონიმესა და ავგუსტინეს შესაბამისი მოსაზრებები ჩვენ მოვიყვანეთ II მსოფლო კრების მე-6 კანონის განმარტებაში.
პარასინაგოგა ეწოდება, როდესაც რომელიმე დაუმორჩილებელი ეპისკოპოსი ან მღვდელი და მასთან ერთად უბრალო ხალხი ეკლესიისგან განცალკევებით სალოცავად იკრიბებიან. მაგალითად, როდესაც სასულიერო პირი, რომელსაც მმართველი ხელისუფლების მიერ აკრძალული აქვს მღვდელმსახურება, არ მოისურვებს დამორჩილებას, გამოეყოფა კათოლიკე ეკლესიას, თავის ირგვლივ კიდევ სხვებსაც შემოიკრებს და თვითნებურად დაიწყებს მღდელმოქმედებას. ბასილი დიდის განსაზღვრება მოგვაგონებს საეკლესიო ხელისუფლებას დაუმორჩილებელ იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც თავიანთი კანონიერი ეპისკოპოსების გვერდის ავლით თვითნებურად სურთ იმსახურონ ეკლესიაში და რომელთა წინააღმდეგაც მრვალი კანონი ყოფილა მიღებული (მოც. 31; IV მსოფ. 18; ტრულ. 31 და ასე შემდეგ)- როგორც ვხედავთ, პარასინაგოგა მცირედით თუ განსხვავდება განხეთქილებისაგან, როგორც დახასიათებულია ისინი ბასილი დიდთან. ამიტომაც არ არის I მსოფლიო კრების მე-7 კანონში პარასინაგოგა ნახსენები, და მხოლოდ ის არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა მიიღონ ეკლესიაში მწვალებლები და სქიზმატები, ამ უკანასკნელებში კი პარასინაგოგებიც იგულისხმება, რომლებსაც, სხვთა შორის, ბევრი სხვა კანონის განწესებებიც მიემართებათ.
მას შემდეგ, რაც ჩამოთვლის მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილთა ყველა კატეგორიას, ბასილი დიდი ამფილოქეს არიგებს, თუ როგორ უნდა მიიღონ ეს განდგომილები ეკლესიასთან ერთობაში. შემდგომში ეს აზრი არსებითად მიიღო და დაამტკიცა ტრულის კრებამ (95-ე კან, რომლის განწესება ამჟამადაც ძალმოსილია ჩვენს ეკლესიაში.
თავის წინამდებარე კანონში ბასილი დიდი ჩამოთვლის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ყველა განდგომილი დაჯგუფების (სექტის) სახელწოდებას: პეპუროგორც ერეტიზიანელებს, მანიქეველებს, ვალენტიანელებს და მარკიონიტებს – კოსებს, ხოლო კათარებს, ეკრატიტებს, ჰიდროპარასტატებს და აპოტაკტიტებს – როგორც სქიზმატებს.
პაპუზიანელების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებაში. რაც შეეხება მანიქეველებს, ისინი დასაბამს იღებენ ვინმე მანესიდან, რომელიც II საუკუნეში ცხოვრობდა და თავის სწავლებას თავიდან სპარსეთში ქადაგებდა, საიდანაც ის უკვე ევროპაშიც გავრცელდა. მანესი გნოსტიკოსთა იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც იუდაიზმს ებრძოდა და თითქოსდა ქრისტიანული სწავლების აღორძინება სურდა მთელი თავისი სიწმინდითა და დამოუკიდებლობით, და მისი მსოფლიოს ერთადერთ რელიგიად გადაქცევა. მანესმა საკუთარი სისტემა ააგო ძველსპარსულ ზოროასტრას დუალიზმზე: ნათელსა და ბნელზე, რასაც გარკვეული თანდათანობითობით ეონებს უკავშირებდა. იგი თვლიდა, რომ მოციქულებმა თითქოს ქრისტეს სწავლება გააუკუღმართეს და საკუთარ თავს მოციქულების მიერ შერყვნილი ქრისტეს მოძღვრების განსაწმენდელად წარმოგზავნილ ნუგეშინისმცემელად აღიქვამდა. ამის გამო მან ახალი აღთქმიდან ამოიღო ყოველივე ის, რაც ·მის სისტემას არ შეესაბამებოდა. მანიქეველობამ VII საუკუნემდე იარსება, თუმცა ფარულად შემდგომ პერიოდშიც გვხვდება (იხ. ტრულ. 95-ე კანე. იმავე იუდაიზმის საწინააღმდეგო მიმართულებისა იყვნენ მარკიონიტებიც; ისინი თავიანთ დასაბამს პონტოელი მარკიონისგან იღებდნენ. მარკიონმა თავისი სწავლება ჯერ რომში იქადაგა (II საუკუნე) საიდანაც შემდგომ მთელ იტალიაში, ეგვიპტესა და ბოლოს აღმოსავლეთში გავრცელდა. მისი საწინააღმდეგო მიმართულების იყო, ანუ – იუდაიზმური, ვალენტინიანური გნოსტიციზმი, რომელმაც დასაბამი ეგვიპტელი ვალენტინისგან მიიღო, დაახლოებით II საუკუნის შუანახევარში. ვალენტინის სისტემა არ ყოფილა დუალისტური – აღმოსავლური გაგებით, მაგრამ მან განავითარა პარალელიზმი ზეციურ, იდეალურსა და მიწიერ, ხილულ სამყაროებს შორის, და ეს ისეთი ფორმით გააკეთა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სრულ და სრულყოფილად ყველა სხვა გნოსტიკურ სისტემებს შორის. ვალენტინის სისტემა, როგორც ასეთი, თავის დროზე პატივისცემით სარგებლობდა. მისი სკოლიდან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც მრავალი აცდუნეს და ამიტომ ქრისტიანობისათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ბასილი დიდის მიერ წინამდებარე კანონში მოხსენიებულ სქიზმატთაგან, ჩვენ ვისაუბრეთ კათარების შესახებ L მსოფ. კრების მე-8 კანონის განმარტებაში და ჰიდროპარასტატების შესახებ – ტრულის კრების 32-ე კანონის განმარტებაში. რაც შეეხება ენკრატიტებსა და აპოტაკტიტებს – ამ სექტების წარმოშობა უკავშირდება ასურელი ტატიანეს გნოსტიკურ სკოლას (II საუკუნის მეორე ნახ). სამყაროს წარმოშობის შესახებ გნოსტიკურ სწავლებასთან ერთად, რომელიც ძირითადად ვალენტინის სისტემის მსგავსი იყო, ტატიანე ქადაგებდა, ასევე, მკაცრ ასკეტიზმს, რათა ადამიანის სული მატერიისგან გათავისუფლებულიყო და ღმერთს მიახლოებოდა. ზნეობრიობის შესახებ მისი სწავლების თანახმად, ნამდვილი ქრისტიანი ვალდებულია ყოველგვარ მიწიერს ეკრძალოს, განსაკუთრებით – ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს, როგორც ბოროტ და უწმინდურ საგნებს, რომლებიც ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ აუცხოებენ ღმერთისგან და მატერიასთან აჯაჭვებენ. ამ თვითაკრძალვის (თავშეკავების) გამო, ტატიანეს მოწაფეები იწოდებოდნენ ენკრატიტებად, ხოლო იმის გამო, რომ ისინი სიტყვასიტყვით მიჰყვებოდნენ ქრისტეს მოძღვრებას ამქვეყნიურისაგან განშორების შესახებ (შდრ. ლუკ. 14, 33) მათ უწოდებდნენ აპოტაკტიკებს (პირდაპირი მნიშვნელობით: „უარმყოფელნი“). დაბოლოს, იმის გამო, რომ წმინდა ზიარებაში ღვინის ნაცვლად წყალს იყენებდნენ, იწოდებოდნენ ჰიდროპარასტატებად („წყლის დამცველები“).
ამ უკანასკნელებთან დაკავშირებით (კათარები და სხვა სქიზმატები) ბასილი დიდი წინამდებარე კანონში ამბობს, რომ მათ თემებში მღვდლის მიერ შესრულებული ნათლობა უნდა ჩაითვალოს როგორც ერისკაცის მიერ შესრულებული, ამასთან ხაზს უსვამს წმინდა იერარქიის შესახებ ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ კანონიკურ აზრს, კერძოდ – რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ეს იერარქია კანონიერად. კანონში მოხსენიებულ სქიზმატებთან დაკავშირებით, ბასილი დიდი ამბობს: „განდგომა განხეთქილების მეშვეობით დაიწყო, მაგრამ ეკლესიიდან განდგომილებს უკვე აღარ გააჩნდათ სულიწმინდის მადლი. რამეთუ მოიკლო მადლის გადმოსვლამ, იმიტომ, რომ შეწყდა კანონიერი მემკვიდრეობა. ვინაიდან პირველმა განდგომილებმა მიიღეს კურთხევა მამებისგან და მათგან ხელდასხმის გზით – სულიერი ნიჭი. მაგრამ მას შემდეგ, რაც განდგნენ, გახდნენ ერისკაცნი და აღარ გააჩნდათ ხელმწიფება არც ნათლობის, არც ხელდასხმის, და აღარ შეეძლოთ სხვებისთვის გადაეცათ სულიწმინდის მადლი, რომელსაც თვითონ მოაკლდნენ“. ამგვარად, ეპისკოპოსის უფლებამოსილება (აღასრულოს სხვისი ხელდასხმა, გადასცეს მას სამღვდელო მადლი) დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად მიიღო, დაიმკვიდრა ეს ხელმწიფება მმართველმა ეპისკოპოსმა იმ პირებისგან, რომლებსაც შეეძლოთ ეს მისთვის კანონიერად გადაეცათ, და რამდენად შეუძლია მას, თავად, გაუფრთხილდეს ამ შემკვიდრეობით მიღებულ ხელმწიფებას, თავის მხრივ კი, მემკვიდრეობით გადასცეს იგი სხვას. თუკი ეპისკოპოსი ამ ხელმწიფებას დაკარგავს განხეთქილების ან მწვალებლობის მიზეზით, მაშინ, თავისთავად ცხადია, რომ მას უკვე აღარ ძალუძს მისი სხვისთვის გადაცემა, რადგან ასეთ ეპისკოპოსში მეკვიდრეობითობა შეწყდა, ანუ მან დაკარგა მემკვიდრეობა, რომლის თანამონაწილეც იგი მანამდე – მსგავსად სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისა – ქიროტონიის გზით გახდა. ეკლესიაში წმინდა იერარქიის შესახებ ეს კანონიკური აზრი, რომელიც ბასილი დიდს წინამდებარე კანონში მოჰყავს, სხვა არაფერია, თუ არა ამის შესახებ წმინდა წერილის, წმინდა მამებისა და ეკლესიის მოძღვრების მოკლედ ჩამოყალიბებული სწავლება.
მოციქულთა 47-ე და 68-ე კანონებში უკვე ითქვა, რომ კანონიერი სამღვდელოების საფუძველს წარმოადგენს იერარქიული ხელისუფლების უწყვეტი მემკვიდრეობითობა მოციქულებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე. ეს ხელმწიფება მოციქულებმა ეპისკოპოსებს გადასცეს – თავიანთ უშუალო მემკვიდრეებს; ამ უკანასკნელებმა კი, თავისი მხრიდან, თავიანთ მემკვიდრეებს და ასე, მთელი საუკუნეების განმავლობაში ვიდრე დღევანდელ დღემდე. ამგვარად, ეპისკოპოსი არის მოციქულის მემკვიდრე, რომელმაც მისგან მემკვიდრეობითი წესით მიიღო იგივე ხელმწიფება.% თავისი აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე მოძღვრავს მოციქულებს ამქვეყნად მათი უდიდესი მისიის შესახებ (იხ. ლუკ. 24, 46-48; საქმ. 1, 8), ანიჭებს მათ ცოდვების მიტევების ხელმწიფებას (იხ. ინ. 20, 23), აძლევს მცნებას რომ წავიდნენ და განსწავლონ ერები, და ნათლისღების გზით შეიყვანონ ისინი მის სასუფეველში; აღუთქვამს მათთან ყოფნას ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მთ. 28. 20), როდესაც ქრისტე ამაღლდა, მოციქულებმა, ძველი რიცხოვნობის შესავსებად, მაშინვე აირჩიეს ახალი თანამოციქული დაღუპული იუდას ნაცვლად (იხ. საქმ. 1, 21-26). ხოლო ამის შემდეგ, როგორც კი მიიღეს აღთქმული სულიწმინდა (იხ. საქმ. 2, 4), დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქრისტესგან მათთვის მინდობილი მსახურების შესრულებას; დაიწყეს იერუსალიმიდან, სადაც დააფუძნეს და დაამტკიცეს პირველი ქრისტიანული თემი (იხ. საქმ. 2, 41-44), რომლის სათავეშიც მოციქული იაკობი დადგინდა (იხ. საქმ. 21, 18; გალ. 1, 19), დანარჩენი მოციქულები კი წარემართნენ სხვა თემების დასაფუძნებლად პალესტინის გარეთაც, და ყველა მათგანზე განუწყვეტლივ ზრუნავდნენ (იხ. 2 კორ. 11, 28). შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა თანდათანობით შორს გავრცელდა, ისე, რომ თავად მოციქულებსაც "ედრ. „აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლე", მე-10 წევრი. აღარ შეეძლოთ თავის მიერვე დაარსებულ თემებზე უშუალოდ ეზრუნათ, მათ გამოირჩიეს რწმენაში გამოცდილ ადამიანთაგან თანაშემწენი” ამ შორეული ეკლესიებისათვის, და გადასცეს მათ ხელმწიფება მათი სახელით შეესრულებინათ ყოველივე შესაძლებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და ქრისტიანული ცხოვრების კეთილმოწყობისათვის (იხ. 1 ტიმ. 1, 2, 4; 5, 19-22; ტიტ. 1, 3, 5; 2, 15). მოციქულთა ეს თანაშემწენი ცალკეული ეკლესიებისათვის სახელწოდებულ იქნენ ეპისკოპოსებად (,ხედამხედველი“). ყოველ ეკლესიას ერთი ეპისკოპოსი ჰყავდა და თითოეული მათგანი რომელიმე გარკვეული მოციქულისგან იყო უფლებამოსილი და მის უშუალო მემკვიდრედ ითვლებოდა. ამასთან, თავადაც იწოდებოდა მოციქულად (იხ. ფილიპ. 2,25). ასეთ,მოციქულთა მემკვიდრე ეპისკოპოსებს რამდენიმეს თვით წმინდა წერილშიც ვხვდებით: ტიტეს – კუნძულ კრეტაზე, რომელსაც პავლე მოციქული წერს, რომ მან უნდა დაადგინოს ყველა ქალაქის მღვდლები (იხ. ტიტე 1, 5), ტიმოთეს – ეფესოში (იხ. ეფ. 5, 19-22), ეპაფროდიტეს – ფილიპიაში (იხ. ფილიპ. 2, 254); დიოტროფეს (იხ. 3 ინ. 1, 9) მცირე აზიის შვიდი ეკლესიის ეპისკოპოსებს (იხ. გამოცხ. 1, 20). ყოველივე ამის საფუძველზე, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის მოყვანილი წმინდა წერილიდან, აგებულია ჩვენი ეკლესიის კანონიკური სწავლება მოციქულებისგან ეპისკოპოსების მემკვიდრეობითი ხელმწიფების შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა წერილის სწავლება შემდგომში ყოველმხრივ სრულყოფილად განმარტეს ეკლესიის მამებმა და მოძღვრებმა. ასე, მაგალითად, მოციქულის მოწაფე, რომის ეპისკოპოსი კლიმენტი თავის ეპისტოლეში კორინთოელთა მიმართ წერს: „ჩვენმა მოციქულეამაც იცოდნენ იესო ქრისტესგან, რომ უთახმოებას ექნებოდა ადგილი ეპისკოპოსის სახელის გამო. ამ მიზეზით, – მოიპოვეს რა სრულყოფილი წინასწარმჭვრეტელობა, – დაადგინეს ზემოდასახელებული (ეპისკოპოსები) და შემდეგ დაუმატეს კანონი, რომ, როდესაც ისინი გარდაიცელებიან, სხვა გამოცდილმა კაცებმა აიღონ თავის თავზე მათი მსახურება“. II საუკუნის საეკლესიო მწერალმა, ეგეზიპემ, თავის „სამახსოვრო ჩანაწერებში“ (რომელსაც ევსები და იერონიმე მოიხსენიებენ), შემოგვინახა ეკლესიის ცხოვრებაში მოციქულთა სწავლების ფაქტიური გამოყენების კვალი, მოციქულებისგან ეპისკოპოსობის მემკვიდრეობითად მიღების შესახებ. მან, კერძოდ, შემოგვინახა რამდენიმე ეკლესიის ეპისკოპოსთა თანმიმდევრული სია, დაწყებული მოციქულებისგან, და გვიჩვენა, თუ როგორ გადადიოდა კონკრეტულ ეკლესიაში ეპისკოპოსებზე უწყვეტად სამოციქულო ხელმწიფება. ირინეოს ლიონელი,როდესაც ამხილებდა თავისი დროის მწვალებლებს, სთავაზობდა მათ დაემტკიცებინათ, რომ მათ ეპისკოპოსებსაც იმავე მემკვიდრეობითი გზით ჰქონდათ მიღებული საეპისკოპოსო უფლება მოციქულებისგან, როგორც ეს მართლმადიდებელ მღვდელთმთავრებს. ერთ ადგილას, თავის ცნობილ თხზულებაში მწვალებლობის წინააღმდეგ, ირინეოსი წერს: „ყველას, ვისაც სურს ჭეშმარიტება იხილოს, შეუძლია ყოველ ეკლესიაში გაიგოს მთელ მსოფლიოში გაცხადებული მოციქულების გადმოცემა; და ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მოციქულების მიერ ეკლესიებში დადგინებული ეპისკო- + თანამუშაკნი“, სიტყვიდან: „სინერგია“. პოსები და მათი მემკვიდრენი უშუალოდ ჩვენამდე..“. კიდევ: „უნდა ვემორჩილებოდეთ იმათ, რომლებმაც მამის ნებით ეპისკოპოსობასთან ერთად ჭეშმარიტების უეჭველი ქარიზმა (მადლის ნიჭი) მიიღეს, ხოლო იმათ, რომლებიც გაურბიან დასაბამიდან მომდინარე მემკვიდრეობას, ეჭვით უნდა შევხედოთ, როგორც მწვალებლებს ან ავადგანწყობილ ადამიანებს“. და კიდევ: „მოციქულთა სწავლება, ეკლესიის ძველი მოწყობა და ქრისტეს სხეულის ხატება მთელ მსოფლიოში გამოიცნობა ეპისკოპოსების მემკვიდრეობითობით, რომლებსაც მოციქულებმა ეს ეკლესია გადასცეს ყოველ ადგილზე“. ირინეოსის გარდა, იგივეს ამბობს ტერტულიანეც, რომელიც ამხელს რა მწვალებლებს, სთავაზობს დაამტკიცონ თავიანთი ეპისკოპოსების მემკვიდრეობითობა რომელიმე მოციქულისგან, ან, თუნდაც – მოციქულის მოწაფისგან, როგორც ეს შეუძლიათ დაამტკიცონ მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსაარებელ ეკლესიებს“.
კლასიკური საეკლესიო მწერალი ეკლესიის ერთიანობის შესახებ, ცნობილი კვიპრიანე წერს: „ყველაზე მეტად ჩვენ ვშრომობთ და უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ რამდენადაც ეს ჩვენს ძალებშია, შევინარჩუნოთ ერთობა, რომელიც უფლისგან მოციქულების მეშვეობით მოგვეცა ჩვენ, მათ მემკვიდრეებს“; კიდევ: „ცოდვების მიტევების ხელმწიფება მიცემული აქვთ მოციქულებსაც და ეკლესიასაც, რომლებმაც, როგორც ქრისტეს წარგზავნილებმა, ისინი დააარსეს; ასევე, ეპისკოპოსებსაც, რომლებიც ხელდასხმის გზით გახდნენ მოციქულთა მემკვიდრენი“. "იერონიმე ამბობს: „მოციქულების ადგილი ჩვენთან ეპისკოპოსებს უკავიათ“; და კიდევ: „ყველა ეპისკოპოსი მოციქულის მემკვიდრეა“. ავგუსტინეს სიტყვებია: „მოციქულების ადგილზე მან (უფალმა) ჩვენ დაგვადგინა“. შეგვეძლო კიდევ უამრავი მოწმობა მოგვეყვანა წმინდა მამებისეუული ლიტერატურიდან, რომლებიც დაგვანახებდნენ, რომ ეკლესიაში ეპისკოპოსთა მმართველობა იმიტომ არის კანონიერი, რომ დაცულია უწყვეტი მემკვიდრეობითობა მოყოლებული მოციქულებიდან, ან მოციქულთა მოწაფეებიდან – ვიდრე დღევანდელ დღემდე. ამის შესახებ ჩვენი ეკლესიის სიმბოლური სწავლება გადმოცემულია „აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლეს“ მე-10 წევრში. მას დღესაც აქვს გადამწყვეტი ძალა მართლმადიდებელ ეკლესიაში, და მას მიმართავენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც წამოიჭრება საკითხი იმის შესახებ, უნდა სცნონ თუ არა სხვა სარწმუნოების ამა თუ იმ რელიგიური საზოგადოების სამღვდელოება, როგორც ეს ვიხილეთ მოციქულთა 47- ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 325
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც განზრახ მოიწყვეტს მუცლიდან ჩასასულ ნაყოფს, განზრახ მკვლელობისათვის სასჯელს ექვემდებარება. ზუსტი განსხვავება ჩამოყალიბებულია უკვე ნაყოფი თუ არა, – ჩვენ არა გვაქვს. რამეთუ აქ სასჯელი განიწესება არამარტო იმის გამო, ვინც უნდა დაბადებულიყო, არამედ იმისთვისაც, რომ თავის თავს ავნო, რადგან დედაკაცები, ასეთი მცდელობისას, საკმაოდ ხშირად კვდებიან. ამას ემატება ნაყოფის დაღუპვაც, როგორც მეორე მკვლელობა, – ამაზე განზრას გაკადნიერებულთა მხრიდან. მაგრამ სიცოხლის ბოლომდე არ უნდა გაგრძელდეს მათი სინანული, არამედ უნდა მოხდეს ესევითართა შეწყნარება საეკლესიო ერთობაში ათწლიანი ეპიტიმიის შემდეგ. მკურნალობა კი განიზომოს არა დროით, არამედ სინანულის ხარისხით.
წინამდებარე კანონში ბასილი დიდი იმეორებს ანკვირიის კრების 21-ე კანონის განწესებას, რომელიც შემდგომში ტრულის კრებამაც დაამტკიცა თავისი 91-ე კანონით. წმინდა ბასილი შეგვახსენებს, რომ აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით მართლმადიდებელ ეკლესიაში არ კეთდება განხსხავება, მიიღო თუ არა ნაყოფმა მუცელში ადამიანური სახე. ამით იგი ჩრდილავს ძველაღთქმისეული ეკლესიის განწესებას, სადაც განსხვავებას ჰქონდა ადგილი, ამიტომაც დანაშაულის შესახებ სხვაგვარად მსჯელობდნენ. „გამოსლვათა“ წიგნში წერია: „უკუეთუ იბრძოდიან ორნი კაცნი, და სცნენ დედაკაცსა მიდგომილსა და მოურყუნენ ყრმა მისი არღა გამოხატული, ზღვევით იზღკს რაცა იგი დასდვას ქმარმან მის დედაკაცისმან მისცეს მას ვედრებით უკეთუ გამოხატული იყოს, მისცეს მას სული სულისა წილ“ (21, 22, 23). პირველ შემთხვევაში დამნაშავეს უნდა გადაეხადა ფულადი ჯარიმა, მეორე შემთხვევაში – სიკვდილით ისჯებოდა. ქრისტიანობა ფულად ჯარიმას არ აწესებს, მაგრამ დედაკაცი, რომელიც განზსრახ მუცლის მოწყვეტით ნაყოფს მოკლავს, კაცისმკვლელის თანაბრად ისჯება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაყოფი მოაკვდინა, მეორე რიგში – თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდო, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ დროს თვითონვე კვდებიან.“ მსგავს დამნაშავე ქალებს ბასილი დიდი ათწლიან ეპიტიმიას უფარდებს, თუმცა, ამასთან, სასჯელის ვადის შემცირებასაც უშვებს, თუკი დამნაშავე თავის ცოდვას გულწრფელად მოინანიებს. მე-8 კანონში იგი იმ ქალებსაც უქვემდებარებს სასჯელს, რომლებიც სხვებს აძლევენ მუცლის მოსაშლელ წამალს (იხ. ანკვირ. 21-ე კან. განმარტება).
აღნიშნული დანაშაული ითვლება განქორწინების მიზეზად. თუკი ქმარი გაიგებს, რომ ცოლმა განზრახ შოაკვდინა მუცელში ნაყოფი, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს მასთან ქორწინების გაუქმება. ეს ჯერ კიდევ იმპერატორ იუსტინიანეს მიერ იყო განწესებული, შემდგომში კი საგანგებო ნოველით (XXXI) გაიმეორა იმპერატორმა ლეონ ბრძენმა. სწორედ ამ ნოველას მოიხსენიებს ბალსამონი ტრულის კრების 91-ე კანონის განმარტებაში.+-% განქორწინების ეს მიზესი დღესაც ძალაშია მართლმადიდებელ ეკლესიაში.
PDF გვ. 333
კანონი 3
დიაკონი, რომელიც დიაკვნად კურთხევის შემდეგ ისიძვებს, თუმც უნდა განიკვეთოს დიაკვნობიდან, მაგრამ ერისკაცობამდე დამცრობის მერე, დაე, "ხონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 304, "ათენის სინტაგმა, II, 520. ნუ განიყენება ზიარებიდან. რამეთუ ძველი კანონია: სასულიერო ხარისხიდან განკვეთილები მხოლოდ ამ სახის სასჯელს დაექვემდებარონ, რაშიაც, როგორც, ვფიქრობ, ძველები მიყვნენ შემდეგ კანონს: „არ შურ იგო ორ გზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9). ამის სხვა მიზეზიც არსებობს: ერისკაცის ხარისხში მყოფი, თუ ერთგულთა რიგებიდან განიკვეთა, კვლავ მიიღება იმ ადგილზე, საიდანაც დაემხო, დიაკონი კი თავისი ხარისხიდან სამუდამოდ განკვეთილი რჩება. ამდენად, ისინი შემოიფარგლნენ ამ ერთი სასჯელით, რადგან მას უკვე დიაკვნობა აღარ უბრუნდება. ასეა წესებით. საერთოდ კი, ყველაზე ჭეშმარიტი მკურნალობა ეს არის ცოდვისგან განრინება. ასე რომ, ხორციელი სიამოვნებისათვის მადლის უარმყოფელი, იმ შემთხვევაში გვიჩვენებს თავისი განკურნების სრულ მტკიცებულებას, თუკი შემუსვრილი გულით და თავშეკავების გზით, ხორცის ყოველმხრივი დამორჩილებით, განეშორება იმ სიამოვნებას, რითაც შეირყვნა. ამგვარად, ჩვენ გვმართებს ერთიც ვიცოდეთ და მეორეც: რაც სინანულის სრულყოფილებას ეხება და რაც ჩვეულებად არის მილებული; იმათთან დამოკიდებულებით, ვინც სინანულის სრულყოფილებას ვერ მიაღწევს, გადმოცემულ წესს უნდა მივყვეთ.
(მოც.
ც 25; IV მსოფ.დფ 15, I6; ტრულ ტრულ. 4, 2I, 44; ანკვირ.
ქ 19; ძ კართ. 27; ბასილი ლ დიდის 6, 18, 32, 44, 51, 60, 69. 70)
წინამდებარე კანონით ბასილი დიდი იმეორებს მოციქულთა 25-ე კანონის განწესებას, რომლის თანახმადაც მრუშობაში მხილებული სასულიერო პირი უნდა განიკვეთოს, ანუ ჩამოერთვას სასულიერო ხარისხი, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა განიკვეთოს ეკლესიის ერთობიდან. ამ განწესების საფუძვლად მას მოჰყავს იგივე ადგილი წმინდა წერილიდან (ნაუმ. 1, 9), რომელიც მოყვანილი იყო მოციქულთა აღნიშნულ კანონში. ბასილი დიდის ამ კანონზე დაყრდნობით, მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგინდა სასჯელებში განსხვავება სასულიერო პირებისა და ერისკაცებისათვის, რაზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა მე-5 კანონის განმარტებაში (იხ. L ტომი).
PDF გვ. 334
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მესამედ და მრავალგზის ქორწინებულთათვის ჩვენ იგივე კანონი დავაწესეთ, როგორიც მეორედ ქორწინებულთათვის, სინანულის ზომისამებრ. მეორედ დაქორწინებულებს ერთნი განაყენებენ ერთი წლით, მეორენი – ორი წლით, მესამედ დაქორწინებულებს – სამი წლით, ხშირად – ოთხი წლითაც, და ასეთ კავშირს უწოდებენ უკვე არა ქორწინებას, არამედ – მრავალცოლიანობას, ან უფრო – სიძვით დასჯას. ამიტომ უფალმაც, სამარიტელ დედაკაცს, რომელმაც ხუთი ქმარი გამოიცვალა, უთხრა: „ის, რომელიც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის“ (იოანე, 4, 18), რითაც აჩვენა, რომ მეორე ქორწინების ზღვარს ვინც გადალახავს, უკვე არ არის ღირსი ქმრად ან ცოლად იწოდებოდეს. ჩვენ კი არა კანონიდან, არამედ წინაპართა მიბაძვით მივიღეთ ჩვეულება: მესამედ დაქორწინებულნი განვაყენოთ ხუთი წლით. ამასთან, არ არის საჭირო სრულიად დავუხშოთ მათ ეკლესიის კარი, არამედ ნება დავრთოთ ისმინონ წმინდა წერილი ორი ან სამი წელი, რის შემდეგაც დავუშვათ დგომად, მაგრამ სიწმინდესთან ზიარების გარეშე, და ამგვარად გამოავლენენ რა ერთგვარ სინანულის ნაყოფს, დაშვებულ იქნნენ ერთობის ადგილზე.
ქორწინებისათვის კანონიერ ზღვრად ბასილი დიდი აწესებს მეორე ქორწინებას და შენიშნავს, რომ ქმრისა და ცოლის სახელის ღირსნი არ არიან ის პირები, რომლებიც ამ ზღვარს გადავლენ, მაგრამ ამ მეორე ქორწინებასაც იგი მიიჩნევს მხოლოდ დათმობად ადამიანური სისუსტისადმი. თუმცაღა, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ ეკლესიის მიერ დადგენილ ამ ზღვარს, და ქორწინდებოდნენ მესამედ და მეოთხედაც კი. სწორედ მათზე აჩერებს თავის ყურადღებას წმინდა ბასილი წარმოდგენილ კანონში (ასევე, 50-ე და მე-80 კანონებში) განაწესა რა მეორედ დაქორწინებულთთავის ერთი ან ორწლიანი ეპიტიმია,– სინანულის ხარისხის მიხედვით (იხ ლაოდიკიის კრების 1 კანონის განმარტება), – წმინდა ბასილი თავის 50-ე კანონში აღნიშნავს, რომ მესამედ დაქორწინება კანონით აკრძალულია, ხოლო თუ მაინც, რამე მიზეზით ვინმე მესამედ იქორწინებს, მათთვის ხუთწლიან ეპიტიმიას განაწესებს. მეოთხე ქორწინებას, თავის მე-80 კანონში, იგი მიიჩნევს უფრო მეტ ცოდვად, ვიდრე არის სიძვა, და უფრო მეტიც, მას პირუტყვულ ცოდვას უწოდებს. ბასილი დიდის ეს სწავლება იმავდროულად ეკლესიის სწავლებასაც წარმოადგენდა, რომლის დაცვასაც ასევე სავალდებულოდ მიიჩნევდა თავისთვის ბერძნულ-რომაული კანონმდებლობაც.
X საუკუნის დასაწყისში კი მოხდა შემთხვევა, რომლის გამოც დამახინჯდა ეკლესიის აღნიშნული სწავლება. შედეგად, ეკლესია იძულებული გახდა კვლავ დაბრუნებოდა ამ საკითხს კანონშემოქმედებითად და განესაზღვრა: რამდენი ქორწინება არის დასაშვები დაქვრივებულ პირთათვის. მოხსენიებული შემთხვევა უდიდესი მნიშვნელობის შემცველია, რამეთუ მან საკმაოდ დიდი შფოთი გამოიწვია ეკლესიაში. იმპერატორმა ლეონ ბრძენმა ხანმოკლე დროის განმავლობაში (სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადში) ორი ცოლი დაკარგა და მესამედ დაქორწინდა. მაგრამ იმავე წელს მისი მესამე ცოლიც გარდაიცვალა. ლეონი ამ დროს ახალგაზრდა იყო, არც კანონიერი მემკვიდრე ჰყავდა და მეოთხედ დაქორწინება გადაწყვიტა, თანაც იმ ქალზე, რომელთანაც ქორწინების გარეშე ჰყავდა შვილი. კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ნიკოლოზ I-ს, არ სურდა ამ ქორწინებაზე კურთხევა გაეცა, რადგან ასეთი ქმედება საეკლესიო განწესებას ეწინააღმდეგებოდა. იმპერატორმა პასუხად სამეფო კარის მოძღვარს უბრძანა გვირგვინის კურთხევა, რაც მან შეასრულა კიდეც. ამას პატრიარქის მხრიდან იმპერატორის ეკლესიის ერთობიდან განყენება და მლვდლის ხარისხიდან განკვეთა მოჰყვა. იმპერატორმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და პატრიარქის ექსორიაში გაგზავნა ბრძანა. გარდა ამისა, მოიწვიეს საეკლესიო კრება (908 წ.) რომელიც იმპერატორის მხარდამჭერი ეპისკოპოსებისგან შედგებოდა; კრების მუშაობაში ასევე იღებდნენ მონაწილეობას საგანგებოდ ამისთვის პაპი სერგი III-ის მიერ წარმოგზავნილი ლეგატები. კრებამ ნიკოლოზს პატრიარქის ღირსება ჩამოართვა და ახალი პატრიარქი (ეფთვიმე) დაადგინა, იმპერატორის ქორწინება კი კანონიერად გამოაცხადა. ამ ამბავმა ყველა იმ ეპისკოპოსის გულისწყრომა გამოიწვია, რომლებიც პატივს სცემდნენ კანონიკური განწესებების სიწმინდეს და მომხდარში სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის უფლებების დარღვევა დაინახეს. ამ ყველაფერმა უაღრესად აღაშფოთა თანამედროვენი და გამოიწვია მწვავე დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. დედაქალაქს ამბოხება დაემუქრა. საფრთხის თავიდან ასაცილებად, იმპერატორმა პატრიარქი ნიკოლოზი გადასახლებიდან დააბრუნა. მიუხედავად ამისა, შფოთი მაინც არ დაცხრა. გარდაიცვალა იმპერატორი ლეონი,მისმა მემკვიდრემ,იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც კი აღსაყდრდა (912 წელს), მაშინვე ეპისკოპოსთა კრება მოწვია. კრების გადაწყვეტილებით ნიკოლოზი პატრიარქის კათედრაზე დაბრუნდა, ეფთვიმე კი – განიკვეთა. პატრიარქ ნიკოლოზის მცდელობამ, დაეშოშმინებინა აღშფოთებული საზოგადოება, ნაყოფი მხოლოდ მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ გამოილო. იმპერატორების – კონსტანტინე VII-ისა და რომან I-ის ზეობის ხანაში, პატრიარქმა ნიკოლოზმა კონსტანტინოპოლის დიდი კრება მოიწვია (920 წ), სადაც დაგმეს ყოველივე, რასაც ადგილი ჰქონდა 908 წლის კრებაზე ეკლესიის კანონიკური განწესების წინააღმდეგ, და დაამტკიცეს საეკლესიო სამართლის ისტორიაში ცნობლი „ტომუს უნიონი“, ანუ სახელმწიფოს ეკლესიასთან შერიგების ქარტია.X ეს „ტომოსი“ (,ტომუსი“), შესავლის გარდა, კიდევ 7 კანონს შეიცავს. პირველი 3 კანონი იმ საკითხს ეხება, რაც აღნიშნული კრების მოწვევის მიზეზი გახდა. 1 კანონში ნათქვამია, რომ ამიერიდან არავის მიეცეს მეოთხედ დაქორწინების უფლება; ასეთი ქორწინების აღიარება არ უნდა მოხდეს, ხოლო დამნაშავე არამცთუ ეკლესიის ერთობიდან უნდა განიყენოს, არამედ საერთოდ აეკრძალოს ეკლესიაში შესვლა სანამ ასეთ უკანონო ქორწინებაში რჩება. მე-2 კანონი საუბრობს მესამე ქორწინებაზე და შეგვახსენებს, რომ ზოგადად ისიც აკრძალულად ითვლება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისი დასაშვებია. კერძოდ, მესამე ქორწინების შესახებ ეს კანონი განაწესებს: ა) 40 წლის უშვილო ადამიანს, რომელიც მესამედ დაქორწინებას მოისურვებს, ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალება წმინდა ზიარების მიღება; ბ) 40 წლის ასაკის ადამიანს, რომელსაც შვილები ჰყავს, მესამედ დაქორწინება ეკრძალება; გ) 30 წლის ასაკისას, თუ მას წინა ქორწინებებიდან შვილები ჰყავს და მესამედ დაქორწინებას გადაწყვეტს, ოთხი წლის განმავლობაში ეკრძალება წმინდა ზიარების მიღება; დ) 30 წლის ასაკის უშვილო ადამიანს აქვს მესამედ დაქორწინების უფლება, მაგრამ – ეპიტიმიის შესრულების ვალდებულებით. მე-3 კანონი შვიდწლიან ეპიტიმიას განსაზღვრავს პირველი და მეორე ქორწინებისთვისაც, თუ დამტკიცდება, რომ მამაკაცმა ცოლი გაიტაცა ან ქორწინებამდეც იმყოფებოდა მასთან უკანონო კავშირში. ამას კიდევ ისიც ემატება, რომ მღვდელი, რომელიც მოცემული კანონის განწესებების დარღვევით გასცემს წმინდა ზიარებას, მაშინვე კარგავს მღვდელმოქმედების უფლებას. და ეკისრება "ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ათენის სიტაგმა, VL 159-161. შვიდწლიანი ეპიტიმია. აი, ამ სამ კანონს შეიცავს აღნიშნული ,ტომოსი“, რომელიც ზემოთ მოსსენიებულმა იმპერატორებმა დაამტკიცეს და სახელმწიფო კანონად გამოაცხადეს.
თუმცაღა, წინამდებარე განწესებამაც ვერ დააკმაყოფილა წმინდა კანონების მკაცრი დამცველები, ვინაიდან მასში დაინახეს სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დათმობა მესამე ქორწინების დაშვებით, ამიტომაც გაუწიეს მას წინააღმდეგობა. მხოლო პატრიარქ სისინიოსის და იმპერატორების – ბასილი II-ისა და კონსტანტინე VII-იისს დროს, 997 წელს, მოხდა სიმშვიდის მიღწევა. აღნიშნულ წელს „ტომოსი“ წარედგინა დიდ კრებას და საზეიმოდ დამტკიცდა; ამასთან, მას კიდევ ოთხი კანონი დაემატა. მათგან 1 (მე-4) შეაჩვენებს ყველას, ვინც გაბედავს რაიმე სიახლის შემოტანას ეკლესიის ტრადიციულ სწავლებაში; მე-2 (მე-5) კანონი შეაჩვენებს იმათ, ვინც ეკლესიას თავისი პრინციპების დათმობაში სდებს ბრალს, ვინაიდან საეკლესიო მშვიდობისათვის მოხდა იმპერატორ ლეონ ბრძენის მეოთხე ქორწინების აღიარება; მე-3 (მე-6) კანონი ასევე გადასცემს ანათემას იმათ, ვინც გაბედავს თქმას, რომ წმინდა ეკლესიამ არ დაიცვა წმინდად და შეურყვნელად მისთვის გადმოცემული სწვლება; დაბოლოს, მე-4 (მე-7) კანონი შეაჩვენებს იმათ, ვინც არ შეიწყნარებს მანამდე მიღებულ და მთელი ეკლესიის მიერ აღიარებულ რომელიმე კანონს. ამის შემდეგ ეკლესიაში პროტესტები შეწყდა და „ტომოსი“ საყოველთაოდ იქნა მიღებული და აღიარებული, ხოლო მისი განწესებები მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სავალდებულო გახდა დღევანდელ დღემდეც.
ამგვარად, მეოთხე ქორწინება მართლმადიდებლი ეკლესიის კანონიკური სამართლის თანახმად, სრულიად აკრძალულია, მესამე კი შეიძლება დაიშვას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და, თანაც, მმართველი ეპისკოპოსის ნებართვით.
PDF გვ. 335
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მწვალებლები შეიწყნარებიან სინანულის ვადის გასვლის შემდეგ, ცხადია, არა განუსჯელად, არამედ გამოცდით: აჩვენებენ თუ არა ჭეშმარიტ სინანულს, და აქვთ თუ არა სინანულის ნაყოფნი, რომლებიც დაამოწმებენ ცხონების გულმოდინებას.
მართლმადიდებლობაში მოქცეული მწვალებლების შეწყნარება, კანონების თანახმად, ხდება სხვადასხვა ჯგუფებისათვის მათთვის დადგენილი წესის შესაბამისად (იხ. I მსოფ. მე-7 კან). ეს პროცესი განსაკუთრებით უნდა დაჩქარდეს, როდესაც სულის ხსნის მსურველი მწვალებელი სიკვდილის პირას იმყოფება. ამის შესახებ საუბრობს ბასილი დიდიც წარმოდგენილ კანონში. ამასთან, დასძენს, რომ საჭიროა გამოიცადოს, ნამდვილად გმობს თუ არა შესაწყნარებელი პირი იმ მწვალებლობას, რომელსაც მანამდე აღიარებდა, ასევე, თუკი ცოცხალი გადარჩება, იქნება თუ არა ერთგული მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვალებელი არც სიკვდილის წინ უნდა აზიარონ.
“ათენის სინტაგმა, V, 9-10.
PDF გვ. 338
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ღვთისთვის შეწირული პირებისათვის სიძვაში ცხოვრება ქორწინებად არ უნდა იქცეს, პირიქით, ყოველნაირი მცდელობაა საჭირო მათი კავშირის გასაწყვეტად. რამეთუ ეს ეკლესიის სიმტკიცისთვისაც სასარგებლოა და მწვალებლებსაც არ მიეცემათ საყვედურის საბაბი, თითქოს ჩვენკენ ვიზიდავდეთ ცოდვების უგულებელყოფით.
ღვთისთვის შეწირულ პირებში, რომლებიც კანონში მოიხსენიებიან, იგულისხმება უქორწინებელი კლირიკოსები (იხ. მოც. 26-ე კან), შემდეგ მონოზვნები, როგორც ქალწულობის აღთქმის დამდებნი. სიძვის ცოდვაში ჩავარდნილი სასულიერო პირი კარგავს თავის ხარისხს (იხ. მოც. 25-ე კან). თუმცაღა, იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ამის შემდეგ უკვე მოითხოვდნენ, რომ ნება დაერთოთ შეუღლებულიყვნენ იმ ქალთან, ვის გამოც სასულიერო ხარისხი დაკარგეს და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ასეთი ქორწინების აკრძალვა დაუშვებელია. იგივეს მოითხოვდნენ მონოზვნებიც. წმინდა ბასილი ყურდღებას ამახვილებს ყოველივე ამაზე და საეკლესიო წესრიგისა და სამღვდელო ღირსების ინტერესებიდან გამომდინარე, – ასევე, სამონოსვნო წესის ღირსების დაცვის მიზნით, და იმისათვის, რომ ისეთ მწვალებლებს, როგორიც, მაგალითად, ევსტათიანელები იყვნენ (იხ. ღანგ. 1, 4 და სხვ) ეკლესიის სასაყვედურო საბაბი არ მისცემოდათ, = განაწესებს, რომ იმათთაგან, ვინც კანონით არის შეკრული (ანუ ღმერთს მიუძღვნა თავი), არავის მიეცეს იმ ქალთან თანაცხოვრების გაგრძელების უფლება, ვისთანაც სიძვით დაეცა და კიდევ უფრო ნაკლებად – მასთან კანონიერი ქორწინებისა. იგი ამბობს, რომ პირიქით, ყოველმხრივ უნდა ეცადონ მათ დაშორებას და უკანონო და ცოდვილი კავშირის შეწყვეტას.
PDF გვ. 339
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მამათმავლები და პირუტყვთმავლები, მკვლელები, მომწამვლელები, მემრუშენი და კერპთაყვანისმცემლები – ერთნაირ სასჯელს იმსახურებენ. ამიტომ კანონი, რომელიც სხვათა მიმართ გაქვს, ამათ შესახებაც დაიცავი. ხოლო ეჭვის შეტანა იმაში არ გვმართებდა, რომ ოცდაათწლიანი სინანულის შემდეგ უნდა შევიწყნაროთ ისინი, ვინც უწმინდურება უმეცრებით ჩაიდინა. რამეთუ უმეცრებაც ჰყოფს მათ სულგრძელობის ღირსად, და ნებაყოფლობითი აღსარებაც და ესოდენ დიდი დროც სინანულისა, რადგან ისინი ადამიანური ცხოვრების მთელი დრო სატანის ტყვეობაში იყვნენ, დაე, ისწავლონ, რომ არ მოიქცნენ უწესოდ. ამიტომ უბრძანე უკვე დაუყოვნებლივ შეიწყნარონ ისინი, და მით უფრო თუ ცრემლი აქვთ, – ლმობიერებისაკენ შენი მიმდრეკელი, – და ავლენენ შენდობის ღირს ცხოვრებას. "იხ. ზონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 108.
წინამდებარე კანონი მძიმე საეკლესიო სასჯელს ადებს გარკვეული სახის დამნაშავეებს, რომელთა შორის პირველ ადგილზე მოხსენიებულია მამათმავლები. ასეთ პირთა დანაშაული ყველაზე მდაბალი და სამარცხვინოა ყველა სიბილწეთა შორის და განეკუთვნება ეგრეთ წოდებული ბუნების საწინააღმდეგო დანაშაულებებს. სხვაგვარად ამ დანაშაულს სოდომური ცოდვა ეწოდება, ბიბლიური ქალაქის – სოდომის მიხედვით, რომლის მცხოვრებლებმაც ყველანაირი სახის გარყვნილობით ლვთის რისხვა გამოიწვიეს (იხ. დაბ. 18, 20 და შემდგე. ცოდვას, რომელიც გამოიხატება მამაკაცის მხრიდან მამრობითი სქესის მიმართ ჩადენილი სიბილწით, ბასილი დიდი თავის 62-ე კანონშიც მოიხსენიებს, თანაც, ისეთივე სასჯელს განუწესებს, როგორსაც – მრუშობისათვის. წმინდა გრიგოლ ნოსელი, თავის მე-4 კანონში, ამ დანაშაულს ,,პედერასტიას“ უწოდებს.
ამის შემდეგ, ბასილი დიდი წინამდებარე კანონში მოიხსენიებს პირუტყვთან დაცემის ცოდვას, ან, როგორც თავის 63-ე კანონში ამბობს: „პირუტყვზე ნაჩვენებ უწმინდურებას“. ძველაღთქმისეული კანონმდებლობა მსგავსი სახის დამნაშავეებისათვის სასიკვდილო სასჯელს განაწესებდა (იხ. ლევ. 20, 15, 16). წინამდებარე კანონი კი მათ მემრუშეების თანბრად სჯის. ამის შემდეგ კანონში საუბარია მკვლელებზე და განსაკუთრებით – მკვლელობის განზრას ჩამდენთა შესახებ და მათ ზემოხსენებულ დამნაშავეების თანაბრად სჯის. კაცთმკვლელების შესახებ დაწვრილებით ნათქვამია მომდევნო, მე-8 კანონში. იგივე სასჯელს ექვემდებარებიან მომწამვლელებიც – ისინი გათანაბრებულნი არიან განზრახმკვლელებითან. ამის შემდეგ საუბარია მრუშების შესახებ, რომელთათვისაც წმინდა მამა თხუთმეტწლიან ეპიტიმიას განაწესებს. მათ შესახებ ბასილი დიდი საუბრობს კიდევ მე-9 დ 21-ე კანონებში. დაბოლოს, წინამდებარე კანონში მოიხსენიებიან, ასვე, კერპთაყვანისმცემლები, რომელთათვისაც იგივე სასჯელი განიწესება, როგორიც – მრუშებისათვის. ზონარას სიტყვებით – ამ კანონის განმარტებიდან – კერპთაყვანისმცემლებში აქ არ უნდა ვიგულისხმოთ კერპებისათვის მსხვერპლის შემწირველნი (რამეთუ კერპის შემწირველი ქრისტიანი სინანულის ეპიტიმიით ისჯება თავისი ცხოვრების ბოლომდე), არამედ – გრძნეულნი (ჯადოს მკეთებელნი) და ყველა ის, ვინც მსგავსი ბნელი საქმეებითაა დაკავებული, რადგან ასეთი ქმედებებისას ისინი დასახმარებლად ეშმაკს იხმობენ და ამით მას ემსახურებიან და პატივს მიაგებენ,” ამ სახის კერპთაყვანისმცემლებთან მიმართებით, ისევე როგორც სხვა ცოდვილების მიმართ, ბასილი დიდი ამბობს, რომ ისინი ერთნაირ სასჯელს იმსახურებენ. ამის შემდგომ კანონში საუბარია იმათ შესახებ, ვინც უწმინდურებაში რჩებიან რომელშიც უმეცრებით ჩავარდნენ, რისთვისაც ოცდაათი წელი უნდა დაჰყონ სინანულის ეპიტიმიის ქვეშ. ბალსამონი, წინამდებარე კანონის განმარტებაში, შენიშნავს, რომ ამ უწმინდურებაში უნდა ვიგულისხმოთ სისხლაღრევა და არა სხვა რაიმე ცოდვა, ვინაიდან სხვა ცოდვები, თავისი ბუნებით, არ მიეკუთვნებიან უმეცრებით ჩადენილი ცოდვის სახეობას.””
"ათენის სინტაგმა, IV, 110.
#"”ათენის სინტაგმა, IV, 112. ნშინდა შკსილი დიდის კანონები 3#M1
PDF გვ. 339
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც რისხვაში თავისი ცოლის წინააღმდეგ ცულს გამოიყენებს, – მკვლელია. სამართლიანად და შენი კეთილგონიერებისათვის ფრიად ღლღირსეულად შემახსენე, და ვიტყვი ამის შესახებ უფრო ვრცლად, რამეთუ დიდი განსხვავებაა უნებლიე და განზრახ ქმედებებს შორის. თუკი ვინმე ქვას ესვრის ძალლს ან ხეს და ადამიანს მოხვდება, ·-- ეს არის სრულიად უნებლიე საქმე, რომელიც არ ყოფილა ამ ქმედების ჩამდენის განზრახვაში, რადგან მისი განზრახვა იყო მოეგერიებინა მხეცი ან ჩამოეგდო ხიდან ნაყოფი. ხოლო, ვინც დარტყმა მიიღო, ის თვითონ გავიდა მასზე, რადგან გვერდით გაიარა. ამდენად, ეს არის უნებლიე ქმედება. უნებლიე არის, ასევე, ისიც, თუ ვინმე, გამოსწორების მიზნით, დაარტყამს სხვას ქამარს ან მსუბუქ კვერთხს, და იგი მოკვდება, რადგან აქ განიხილება განზრახვა, რომ დარტყმის მიმყენებელს შემცოდებლის გამოსწორება ეწადა, და არა – მოკვლა. მსგავსადვე, უნებლიე მკვლელობას მიეკუთვნება ისიც, თუკი ვინმე ჩხუბში თავს იცავს, და ამ დროს ხელით ან ჯოხით დაუზოგავად დაარტყამს მოწინააღმდეეს საშიშ ადგილას, იმ განზრახვით, რომ ტკივილი მიაყენოს, ღა არა სულ მოკლას, მაგრამ ეს უკვე უახლოვდება ნებსით მკვლელობას; რამეთუ თავდაცვისათვის ასეთი იარაღის გამოყენება ან დაუზოგავად მიყენებული დარტყმა, აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ ვნებით შეპყრობილმა არ დაინდო ადამიანი. მსგავსადვე, იარაღად მძიმე შეშისა და ქვის გამოყენება რომლის დარტყმასაც ადამიანის ძალა ვერ გაუძლებს, ითვლება უნებლიე მკვლელობად, ვინაიდან განზრასვა ერთი იყო, ქმედება კი – მეორე, და განრისხებულმა ისეთი დარტყმა მიაყენა რომ დაზარალებული გარდაიცვალა. თუმცა, შესაძლოა მისი მიზანი იყო დაეჭრა და არა სულ მოეკლა. მაგრამ, ვინც მახვილი ან რაიმე ამდაგვარი გამოიყენა, მას არავითარი პატიება არა აქვს, და განსაკუთრებით, თუ ცული ესროლა. რამეთუ მას ხელიდან კი არ მიუყენებია დარტყმა, რომ დარტყმის სიძლიერე მასზე ყოფილიყო დამოკიდებული, არამედ ესროლა ისე, რომ დარტყმა – გამომდინარე რკინის სიმძიმიდან, მისი სიბასრიდან, დიდი მანძილიდან ნასრო–- ლის სისწრაფიდან – აუცილებლად ყოფილიყო სასიკვდილო. ზუსტად ასევე არის განზრახ (ნებსითი) დანაშაული, რასაც ავაზაკები სჩადიან, ან მტრის თავდასხმისას ხდება, და ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. რამეთუ ავაზაკი კლავს ფულისთვის და ცდილობს დამალოს ბოროტმოქმედების სამხილი, ხოლო ომში მიდიან მოწინააღმდეგის განადგურების აშკარა განზრახვით: არც შესაშინებლად და არც შესაგონებლად, არამედ გასაჟლეტად. კიდევ, თუ ვინმე დაალევინებს სხვას ფარულ შენარევს (თუნდაც სხვა რაიმე მიზნით) და მოაკვდინებს, – ესევითარს ვაღიარებთ განზრახ მკვლელად. ამას ხშირად დედაკაცები აკეთებენ, – ცდილობენ რა ერთგვარი ჯადოთი და გრძნეულებით გარკვეულ პირს თავი შეაყვარონ, და აძლევენ მათ გონების დასაბნელებელი წამლის შემადგენლობას. თუმცა, მიაყენეს რა სიკვდილი, ქმნეს არა ის, რისი განზრახვაც ჰქონდათ, მაგრამ გრძნეულობისა და აკრძალული ქმედებისათვის მიეკუთვნებიან ნებსით მკვლელებს. ამიტომ, ვინც მუცლისმოსაწყვეტ საშუალებას აძლევს, – მკვლელია; ზუსტად ასევე – ვინც ნაყოფისმომაკვდინებელ საწამლავს მიიღებს. ასეა აქამდეც.
წინამდებარე კანონში ბასილი დიდი საუბრობს ადამიანის მკვლელობის გვარობაზე – განზრახ, უნებლიე და ისეთ მკვლელობაზე, რომელიც ახლოა განზრას მკვლელობასთან; განსხვავება გულისხმობს მკვლელობის ჩამდენის განწყობას. მკვლელობის სხვადასხვაგვარობა გვხვდება ძველ რომაულ სამართალში, რომლის თანახმადაც, განზრახ მკვლელობის მიზეზად სახელდება დამნაშავის ბოროტი განზრახვა, ხოლო უნებლიე მკვლელობისა – გაუფრთხილებლობა (დაუდევრობა, წინდაუხედაობა, უყურადღებობა). უნებლიე მკვლელობასთან ახლო დგას შემთხვევითი მკვლელობა. აქედან განისაზღვრება მკვლელობის კატეგორიები: განზრახვითი, გაუფრთხილებლობითი და შემთხვევითი. მკვლელობების ზუსტად ასეთ დაყოფას აკეთებს გრიგოლ ნოსელიც თავის მე-5 კანონში, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ.
წინამდებარე კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა ჰქვია, როდესაც ადამიანი (ქალი იქნება ის თუ კაცი) შეგნებულად და წინასწარგანზრახვით გამოასალმებს ვინმეს სიცოცხლეს. თუ რა სახის მკვლელობებს მიაკუთვნებს ბასილი დიდი ამ კატეგორიას, ეს თვით კანონიდან ჩანს. ამ კატეგორიასვე აკუთვნებს იგი ომში მებრძოლთა მკვლელობასაც, რომლებიც „ომში მიდიან მოწინააღმდეგის განადგურების აშკარა განზრახვით: არც შესაშინებლად და არც შესაგონებლად, არამედ გასაჟლეტად“, და მათ იგივე სასჯელს უწესებს, როგორსაც სხვა განზრახ მკვლელებს. თუმცა, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, იგივე წმინდა მამა თავის მე-13 კანონში არბილებს ამ კანონში წარმოდგენილ მკაცრ მსჯელობას მეომრების შესახებ, რომლებიც მტრებს ომში კლავენ.
თვით კანონიდან კარგად ჩანს – რა სახის მკვლელობები შედის ამ წმინდა მამის განსაზღვრებით გაუფრთხილებელ (უნებურ) და განზრახულთან ახლომდგომ კატეგორიებში.
მკვლელობების კვალიფიკაციის დროს მხედველობაში მიიღება – როგორც ეს ზემოთ ითქვა – უმთავრესად მოტივი, რის გამოც დანაშაული მოხდა, შესაბამისად, ეს არის მკვლელის სუბიექტური მხარე, კერძოდ: ჩადენილია თუ არა დანაშაული ბოროტგანზრახვით, თუ გაუფრთხილებლობითა და დაუდევრობით, ან იქნებ – შემთხვევით. პირველ შემთხვევაში მკვლელობა არის ნებსითი, შეგნებული (განზრახული) დარღვევა არსებული კანონისა, რომლის მეშვეობითაც (დანაშაულის გზით) ვინმე ისწრაფვის მიაღწიოს იმას, რაც კანონით ერძალება. აქ მთავარია – კანონსაწინააღმდეგო ნება, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას აღასრულებს. ეს კანონსაწინააღმდეგო ნება იმსახურებს სასჯელს არამხოლოდ მაშინ, როდესაც ბოროტება ჩადენილია, არამედ მაშინაც კი, თუ ის (ბოროტება) სისრულეში არ არის მოყვანილი და, შესაბამისად, თუნდაც სახეზე არ იყოს დაზარალებული. დაუდევრობა ან გაუფრთხილებლობა გარკვეულ პირს დანაშაულად ეთვლება იმ შემთხვევაში, როდესაც, უყურადღებობის შედეგად, განუზრახველად, ჩაიდენს რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას, ნშინდა მკსილი დიდის კკნონეში 83843 რომლის შესახებაც ის მანამდე სრულებითაც არ ფიქრობდა, მაგრამ რომლის თავიდან აცილებაც – მუდმივი ყურადღებისა და სიფხიზლის პირობებში – სავსებით შესაძლებელი იყო. ეს იურიდიული საწყისი, რომელიც რომის სამართალში უხსოვარი დროიდან არსებობდა, ეკლესიამაც მიიღო. მით უმეტეს, რომ მისი კანონმდებლობის მიხანი იყო, არამარტო ის, რომ კანონის განწესებები შეესრულებინა მის ყველა წევრს, რათა კეთილი წესრიგი დამყარებულიყო ეკლესიაში, არამედ მის თითოეულ წევრს ყურადღება მიექცია იმისათვის, რომ ისეთი არაფერი მომხდარიყო, რაც საზიანო იქნებოდა როგორც საზოგადოებისთვის მთლიანობაში, ისე მისი ცალკეული წევრებისთვისაც, რათა, შესაბამისად, სწორად წარმართულიყო საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება. აღნიშნულის თანახმად, ნებისმიერი ზიანი, რომელიც საზოგადოებას ან ცალკეულ პირს ადგება, ვინმეს წინდაუხედაობის მიზესით, თუმც კი განისჯება უფრო ლმობიერად, ვიდრე წინასწარგანზრახული დანაშაული, მაგრამ მაინც ისჯება, და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი წინდაუხედაობის შედეგი მძიმეა და წინდაუხედაობაც დიდი დაუდევრობით არის გამოწვეული. ასეთ დროს წინდაუხედაობა (გაუფრთხილებლობა) ბოროტ გაზრახვას ესაზღვრება, რის გამოც განსაკუთრებული დაუდევრობის შედეგად ჩადენილი დანაშაული ხშირად ისჯება, როგორც ბოროტგანზრახული. შემთხვევით ჩადენილი დანაშაული არ ისჯება, თუმცა, თუკი ეს შემთხვევა რაიმე ქმედების შედეგად, რომელიც თავისთავად სასჯელს არ იმსახურებს, გახდება დასჯადი ქმედების მიზეზი, მაშინ სასამართლო ამ კონკრეტულ პირს აღნიშნულ ქმედებას ბრალდებად წაუყენებს და იგი დაექვემდებარება შესაბამის სასჯელს – თუნდაც სულ მცირეს.
PDF გვ. 341
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უფლის სიტყვა, რომ ქორწინების დარღვევა დაუშვებელია, გარდა მრუშობის მიზეზისა (იხ. მათე, 5, 32), მისი შინაარსიდან გამომდინარე, ერთნაირად მიესადაგება როგორც ქმრებს, ისე – ცოლებს, მაგრამ ასე არ არის ჩვეულებაში. ცოლების შესახებ ბევრ მკაცრ გამონათქვამს ვხვდებით. მოციქული ბრძანებს: „რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ კორც არიან“ (1 კორინ. 6, 16); და იერემიაც: (იერ. 3, 1), და კვლავ: (იგავნი, 18, 23). ცოლებს კი ჩვეულება აიძულებთ შეინარჩუნონ თავიანთი ქმრები, თუნდაც ისინი მრუშობდნენ და სიძვაში ცხოვრობდნენ. ამიტომ, არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა პირდაპირ მრუშად იწოდებოდეს იმ მამაკაცთან მცხოვრები დედაკაცი, რომელიც თავის ცოლმა მიატოვა, რადგან აქ ბრალი ედება ქმრის მიმტოვებელს, რა მიზეზით დაარღვია ქორწინებითი კავშირი? თუკი იმ მიზეზჭით, რომ ცემდა და ვერ დაითმინა, უფრო მართებდა დათმენა, ვიდრე მეუღლესთან დაშორება; თუ იმიტომ, რომ ქონება გაანიავა, ვერც ეს გამოდგება საპატიო მიზეზად. თუკი, თუნდაც იმიტომ, რომ ქმარი სიძვობს, არც ასეთი მაგალითები გვაქვს საეკლესიო ჩვეულებით: მოღალატე ქმრისგანაც არ აქვს ცოლს განშორების უფლება, არამედ უნდა დარჩეს მასთან, რამეთუ არ იცის ამას რა მოჰყვება: „რამეთუ რაი იცი, ჯდედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი?“ (1 კორინ. 7, 16) ამიტომ ცოლი, რომელიც ქმარს მიატოვებს, არის მემრუშე – თუ სხვა ქმართან შეუღლდა, ხოლო მიტოვებული ქმარი ლმობიერების ღირსია და მასთან თანამცხოვრები არ განიკითხება. თუკი ქმარი დაშორდება ცოლს და სხვასთან დაიწყებს ცხოვრებას, მაშინ თვითონაც არის მემრუშე, – რადგან ცოლყოფილს იძულებით ამრუშებს, – და მასთან თანამცხოვრებიც მემრუშეა, რამეთუ სხვისი ქმარი მიიზიდა.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას განქორწინების შესახებ, ჩვენ გავეცანით ტრულის კრების 87-ე კანონის განმარტებაში. მასში ტრულის კრების მამები ეყრდნობიან ბასილი დიდის წინამდებარე კანონს და, აგრეთვე, წმინდა წერილის იმ ადგილებს, რომლებიც წმინდა ბასილს მოჰყავს. ამფილოქეს კითხვაზე, ცოლსაც შეუძლია თუ არა განქორწინების მოთხოვნა, როდესაც მისი ქმარი მრუშობაშია მხილებული, – როგორც ეს ქმარს შეუძლია მრუში ცოლის შემთხვევაში, - წმინდა ბასილს პასუხად მოჰყავს იესო ქრისტეს სიტყვები (მთ. 5, 32) და შენიშნავს, რომ ეს მცნება ერთნაირად ეხება როგორც ქმარს, ისე – ცოლს. ანუ როგორც ქმარს შეუძლია განქორწინება მიიღოს ცოლის მრუშობის შემთხვევაში, ზუსტად ასევე შეუძლია ცოლსაც – მოითხოვოს განქორწინება, თუ მისი ქმარი მრუშია. ბასილი დიდის ნათქვამი წმინდა წერილიდან მოყვანილი ადგილის საფუძველზე, მტკიცდება მისი სხვა ადგილებითაც. როდესაც ფარისევლები სცდიდდნენ უფალს და ლამობდნენ იგი შეცდომაში ემხილებინათ, ეკითხებოდნენ განქორწინების შესახებაც. მან ისინი მოსეს რჯულთან გაგზავნა, რომელიც მათი გულის სისასტიკის მიზეზით ნებას რთავდა ქმარს ცოლი გაეშვა, მაგრამ იქვე დასძინა: ეს ასე თავიდან არ ყოფილა, ასე რომ, მრუშობს ისიც, ვინც განქორწინებულს შეირთავსო (შდრ. მთ. 19, 3-9), რითაც ქორწინებაში ქმრისთვის ღალატი მთლიანად გაუთანაბრა ცოლისთვის ღალატს (იხ. მარკ. 10, 11, 12). ამასთან, ეკლესიის ეს სწავლება ქმრისა და ცოლის მეულლეობრივი უფლების თანასწორობის შესახებ, რომელიც საღმრთო სამართალზე განისვენებს და რომელიც წმინდა ბასილს კანონის დასაწყისში მოჰყავს, დიდ ხანს ვერ მკვიდრდებოდა ქრისტიანულ საზოგადოებაში, მაგრამ, სამაგიეროდ, მტკიცედ იყო შენარჩუნებული ქრისტიანობამდელი ჩვეულება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ქმარს შეეძლო გაეწყვიტა ქორწინებითი კავშირი ცოლის მხრიდან ღალატის შემთხვევაში, ცოლს კი მრუში ქმარი უნდა დაეთმინა. სწორედ ამ ჩვეულებას მოიხსენიებს ბასილი დიდი წარმოდგენილ კანონში და შენიშნავს, რომ ის ძალაში იყო ჯერ კიდევ მის დროს.
ქრისტიანობამდელი რომაული კანონების მიხედვით, ცოლი საზოგადოების უუფლებო წევრი იყო, – ყველაფერში ქმარს დამორჩილებული. სწორედ ქმრის ეს ძალაუფლება იყო ჩადებული იმ დროის საზოგადოების კეთილმოწყობის საფუძველში. კანონმდებლობა, ზოგადად, ქმრის უფლებების დაცვას ემსახურებოდა, ცოლის უფლებებზე კი საერთოდ არავინ ფიქრობდა. ამის გამო ქორწინებით კავშირში კანონი მხოლოდ ქმრის უფლებებს იცავდა და ცოლის ღალატი ისჯებოდა როგორც მრუშობა, მაშინ; როდესაც ქმრის ღალატი კანონით არ ისჯებოდა, და ცოლი, როგორც უუფლებო პირი, უნდა დამორჩილებოდა ქმრისა და მისი ნათესავების დესპოტურ ხელისუფლებას – დაეთმინა და შეგუებოდა ქმრის ღალატს, რომელიც ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ამ მხრივ, ზოგიერთი ცვლილებები დაიწყო კეისარ ავგუსტინეს დროს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა მცდელობებს რაიმე გაეუმჯობესებინათ ამ თვალსაზრისით. კერძოდ, გამოიცა „იულიუსის კანონი მრუშობის აღკვეთის შესახებ“, რომელმაც ძალა გამოაცალა ბევრ მანამდე გამოცემულ ისეთ კანონს, რომლებიც კანონიერი ცოლის გარდა, ქმარს აგრეთვე სხვა, უცხო ქალებთან ურთიერთობის თავისუფლებას ანიჭებდნენ. აღნიშნულმა კანონმა კანონსაწინააღმდეგოდ და დასჯად ქმედებად გამოაცხადა მესამე პირთან ყოველგვარი კავშირი როგორც ქმრის, ისე ცოლის მხრიდან. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ამ კანონის მიღებით რომაულ საზოგადოებაში შეწყდებოდა გარყვნილობა და დამტკიცდებოდა ქმრისა და ცოლის თანასწორუფლებიანობა ქორწინებით კავშირში, – თანასწორუფლებიანობა, რომელსაც მოითხოვს როგორც საღმრთო რჯული, ასევე ადამიანის ბუნება, და რომლითაც განპირობებულია თვით ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა. თუმცაღა, საზოგადოებრივ გარყვნილებას იმდენად ღრმად ჰქოდა ფესვები გადგმული, რომ ვერც ავგუსტინეს ამ კანონმა – მრუშობისათვის მასში გათვალისწინებული სასჯელით – შეძლო ბოროტი ჩვეულების აღმოფხვრა, და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდია, ეს მანკიერება გადმოვიდა ქრისტიანულ საზოგადოებაში იმ პირების ძალისხმევით, ვინც ქრისტიანობაში მოექცნენ რომაულ-წარმართულ საზოგადოებიდან. ქრისტიანულ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, იგმობოდა ქორწინებითი კავშირის ყოველგვარი ღალატი – როგორც ცოლის, ზუსტად ასევე, ქმრის მხრიდანაც, თუმცა ტრადიციული მოსაზრებიდან გამომდინარე, რაც ქმრისადმი ცოლის მორჩილებასა და ქორწინებაში ქმრის უპირატესობას გულისხმობდა,ქმრის მხრიდან ღალატი გაცილებით ლმობიერად ისჯებოდა, ვიდრე ცოლის მხრიდან; ქმარი მხოლოდ მეძავად იწოდებოდა, ცოლი – კი მრუშად (იხ. ბასილი დიდის 21-ე კანე. ეკლესიის მამები მკაცრად განიკითხავდნენ ასეთ გაუკუღმართებულ მოსაზრებას ქმრისა და ცოლის მეუღლეობრივი უფლებების შესახებ. III საუკუნეში ამის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ტერტულიანემ. მან მრუში უწოდა ყველა იმ პირს, „ვინც შეეყოფა სხვა სხეულს, გარდა იმისა, რომელთანაც ღმერთმა შეაერთა ის ერთხორცად, ან ვისთანაც უკვე შეუსწრო შეერთებულს“. შემდგომში ეკლესიის დასახმარებალად მოვიდა სამოქალაქო კანონმდებლობა: კონსტანტინე დიდის კანონი სიკვდილით დასჯას განუწესებდა მრუშობაში მხილებულთ. მომდევნო საუკუნეების ეკლესიის მამები თავიანთ თხზულებებში დაულღალავდ ასწავლიდნენ დაქორწინებულ პირებს მეუღლეთა უფლებებს. ათანასე დიდი, როდესაც ეპასუხება იმათ, რომლებიც უარყოფენ ცოლის უფლებას, უჩივლოს მოღალატე ქმარს, განმარტავს, რომ მრუშობის ცოდვას ყოველთვის აქვს ადგილი დამოუკიდებლად იმისა, მრუშობს ქმარი სხვა ქალთან, თუ ცოლი – უცხო კაცთან. იოანე ოქროპირი უფრო მკაცრად და გადაჭრით ამბობს: „მრუშობას აქვს ადგილი არამარტო მაშინ, როდესაც დაქორწინებული მამაკაცი გათხოვილ ქალთან სიძვობს, არამედ მაშინაც, როდესაც იგი ისიძვის გაუთხოვარ და დაუწინდავ ქალთანაც“. ბასილი დიდიც რომ ამ საკითხზე ისევე მსჯელობს, როგორც ეკლესიის სხვა მამები და მოძღერები, ამას მოწმობს ამ კანონის დასაწყისიც და შემდგომი სიტყვებიც იმის შესახებ, რომ მრუშია ქმრის მოღალატე ყველა ქალი, და მრუშია ყველა ქმარი, რომელიც ცოლს ლღალატობს. იგივეა ნათქვამი ბასილი დიდის 77-ე კანონშიც, სადაც მრუშობისათვის იგმობა ყოველი, ვინც თავის ცოლს უღალატებს, თანაც, როგორც ამის საფუძველი, მოიხსენიება წმინდა წერილის სწორედ ზემოაღნიშნული ადგილი (მათე, 19, 9). შესაბამისად, ბასილი დიდის სწავლით, ისევე როგორც ეკლესიის სხვა მამებისა და მოძღვრების მიხედვით, მრუშობა წარმოადგენს განქორწინების მიზესს როგორც ცოლის, ისე ქმრისთვისაც. რაც შეეხება რომაულ ჩვეულებას, – ჯერ კიდევ ბასილი დიდის დროს არსებულს (IV საუკუნე), რომლის თანახმადაც ქორწინებით კავშირში ქმარს ყველა უფლება ჰქონდა, ცოლს კი არავითარი, – წმინდა ბასილი, რა თქმა უნდა, არ იწონებს და მას მხოლოდ იმიტომ მოიხსენიებს, რომ აღნიშნული ჩვეულება მის დროსაც არსებობდა; ხოლო ეს რომ ნამდვილად ასე იყო, ამას მოწმობს როგორც საკითხისადმი მიდგომა, ასევე ის გაურკვევლობა, როგორითაც ის საერთოდ ამის შესახებ ლაპარაკობს. თუმცა, ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ბასილი დიდის 21-ე კანონში.
PDF გვ. 343
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ფიცის დამდებნი ნუ მიიღებიან ხელდასასხმელად, ხოლო როდესაც ფიცს დადებენ, დაე, ნუ იიძულებიან, რომ დაარღვიონ იგი. მაგრამ, ვგონებ, არსებობს რომელილაც კანონი, რომელიც ლმობიერებას იჩენს ესევითართა მიმართ, თუმცა, გამოცდილებით ვიცით, რომ კეთილად არ წაუვა საქმე ფიცის დამრღვევს. გამოძიებულ უნდა იქნეს ასევე ფიცის გვარობა, მისი შემცველი სიტყვები და განწყობა, რომლითაც მათ დაიფიცეს, და სიტყვების აქცენტიც კი; და თუ არ არსებობს არც ერთი მხრიდან ფიცის ძალისგან რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება, მაშინ სრულიად უნდა დაუტევონ ესევითარნი. სევირის საქმეში კი, ან მის მიერ დადგინებული მღვდლისა, ჩემი აზრით (თუ შენი აზრიც თანახმიერია) შეიძლება ფიცის ერთგვარად გახსნა შემდეგნაირად: ის სოფელი, რომელშიც დადგინებულია ეს კაცი, და აქამდე მისთიას ექვემდებარება, ბრძანე, მასადას შეუერთდეს. რამეთუ ამგვარად არც ის იქნება ფიცისდამრღვევი, ვინაიდან ადგილს არ გამოიცვლის, და ლონგინოზიც – ეყოლება რა თავისთან კვირიაკე - არ დახურავს ეკლესიას და არ ავნებს საკუთარ სულს მისი მოოხრებისათვის განკითხვით. არც ჩვენ ვიქნებით იძულებული რაიმეში უკანონო ვყოთ ვირიაკესადმი ლმობიერების გამოჩენით, რომელმაც მინდნაებში ყოფნის ფიცი დადო, მაგრამ მერე იქიდან გადასვლაზე დათანხმდა. რამეთუ მისი დაბრუნება ფიცის დაცვა იქნება, ვინაიდან მის ფიცში არ იყო დამატებული, რომ მოკლე დროითაც არ დატოვებს მინდანებს და მთელი დარჩენილი ცხოვრება მუდამ იქ იქნება. სევირს კი, რომელმაც გულმავიწყობისათვის მოიბოდიშა, ჩვენ შევუნდობთ და ვეტყვით, რომ, რომელმა იცის დაფარული, არ დაუშვებს, მისმა ეკლესიამ ზიანი მიიღოს იმისგან, ვინც თავიდან არაკანონიერად მოიქცა და თვითონვე შეიკრა თავი ფიცით სახარების საწინააღმდეგოდ, ვინც გადაადგილების გზით ასწავლიდა ფიცის დარღვევას, ახლა კი ცრუობს მოჩვენებითი გულმავიწყობით. მაგრამ რამდენადაც ჩვენ გულთა მსაჯულნი არა ვართ, არამედ მოსმენილით ვმსჯელობთ, ამიტომ უფალს მივანდოთ შურისგება, თავად კი ეჭვშეურევნელად შევიწყნარებთ მას, მივცემთ რა შენდობას გულმავიწყობისათვის, როგორც ადამიანის სისუსტეს.
თავის რამდენიმე კანონში ბასილი დიდი საუბრობს ფიცის, მისი მნიშვნელობისა და აგრეთვე იმათ შესახებ, ვინც მიცემულ ფიცს არღვევს. წინამდებარე კანონში ამ უკნასკნელთა შესახებ არის საუბარი, ხოლო 64-ე კანონში წმინდა ბასილი მათთვის უკვე სასჯელებს განსაზღვრავს, რომლის განმარტებაშიც ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
წინამდებარე კანონში ბასილი დიდი აცნობს ამფილოქეს თავის აზრს ვინმე კვირიაკეს მიერ მიცემულ ფიცთან მიმართებით; ფიცის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მისი მიმცემი, კვირიაკე, სამუდამოდ დარჩებოდა ერთ გარკვეულ სოფელში მღვდლად. ეკლესიის პირველ ხანებში ხდებოდა, რომ ზოგიერთები ფიცს დებდნენ, რომ არასდროს მიიღებდნენ სამღვდელო ხარისხს, ხოლო თუკი მიიღებდნენ, არასდროს დატოვებდნენ სოფელს ან იმ ადგილს, რომლისთვისაც მღვდლად იქნენ ხელდასხმულნი, და რომ, შესაბამისად, არ მიიღებენ არავითარ უმაღლეს იერარქიულ პატივს. ამას ბევრი იმის შიშით აკეთებდა, რომ შემდგომში იძულებულნი არ გამხდარიყვნენ მიეღოთ ეპისკოპოსის წოდება, ვინაიდან ასეთ უმაღლეს იერარქიულ ხარისხში მსახურებას რთულად თვლიდნენ და თავიც უღირსად მიაჩნდათ. მათი აღთქმა, ანუ ფიცი, საყოველთაოდ ცნობილი ხდებოდა, რის გამოც, შემდგომში ამის გათვალისწინება უხდებოდათ. ასეთ ფიცს, თავისთავად, არ შეიძლებოდა განსაკუთრებული მნოშვნელობა ჰქონოდა, რადგან ძნელი იყო მისთვის გონივრული ახსნის მიცემა და, შესაბამისად, მისი დამრღვევი ვერ დაექვემდებარებოდა მკაცრ კანონიკურ სასჯელს, რომელიც განწესებულია საზეიმოდ მიცემული აღთქმის დამრღვევთათვის (იხ. მოციქულთა 25-ე კან). მაგრამ ბასილი დიდი არ იწონებს ამგვარი ფიცის გატეხვასაც, რადგან გამოცდილებით ვიცით, – ამბობს იგი, – რომ იშვიათად წაუვა საქმე კეთილად იმას, ვინც თავის აღთქმებს არ ასრულებს; თუმცაღა, დასძენს წმინდა ბასილი, მსგავს შემთხვევებში მხედველობაში უნდა მივიღოთ, თუ როგორ იქნა ფიცი მიცემული: ხომ არ ჰქონდა ადგილი ლვთის სახელის მოხმობას, რა სიტყვებით იყო ფიცი გამოხატული, როგორი იყო სულიერი მდგომარეობა ფიცის მიმცემისა, და ყველაფერ ამის საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ თვით ფიცის შესახებ. ასეთი წინასწარი შენიშვნების შემდეგ, წმინდა ბასილი იძლევა თავის დასკვნას კვირიაკეს მიერ მიცემულ ფიცთან დაკავშირებით, რაც მას ამფილოქემ სთხოვა. საქმე შემდეგში მდგომარეობდა: ვინმე ლონგინოზმა, თავისი სახსრებით ააგო ტაძარი სოფელ მინდანებში, მისთიის ეპარქიაში. მასადის ეპისკოპოსმა სევირმა, ამ ეკლესიის მღვდლად აკურთხა კვირიაკე, რომელმაც აღთქმა დადო, რომ მუდამ იმ ტაძარში იმსახურებდა. მაგრამ მისთიის ეპისკოპოსმა კვირიაკეს აუკრძალა იქ მსახურება, ვინაიდან მისი ხელთადსხმა სხვა ეპისკოპოსმა აღასრულა და არა მან – ეპარქიის ეპისკოპოსმა. ამის შედეგად კვირიაკე სამღვდელმსახუროდ გადადის სხვა ეკლესიაში, ხოლო განაწყენებული ქტიტორი ლონგინოზი თავისი სახსრებით აშენებული ტაძრის დახურვით იმუქრება. ეს უნდა აღკვეთილიყო და სწორედ ამიტომ ბასილი დიდი ასკვნის, რომ მინდანები უნდა დაექვემდებაროს მასადის ეპარქიას, თუმცა მანამდე სხვა ეპარქიას მიეკუთვნებოდა. კვირიაკე კი უნდა დაუბრუნდეს მინდანების ტაძარს და ამგვარად თვითონაც თავისი სიტყვის ერთგული დარჩება, და აღარც ლონგინოზს ექნება ტაძრის დახურვის მიზეზი და თავის სულსაც ზიანს არ მიაყენებს. ამ საქმეში დამნაშავე ეპიკოპოსი სევერიც გამოვიდა, რომელმაც სხვის ეპარქიაში დაადგინა ეკლესიისათვის მღვდელი, მაგრამ რადგან სევერმა თავი იმით გაიმართლა, რომ არ ახსოვდა თუ საკამათო ტაძარი მისი ეპარქიის სასღვრებში არ შედიოდა, ამიტომ ბასილი დიდმა ეს ახსნა-განმარტება საპატიოდ ჩათვალა, თუმცა, ამასთან, ღვთის სამსჯავროს მიანდო თავისგასამართლებლად მოყვანილი არგუმენტის ნამდვილობის გამოცდა.“
PDF გვ. 346
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მკვლელობის უნებლიეთ ჩამდენმა საკმარისი სასჯელი მოიხადა, – იყო რა განყენებული თერთმეტი წლის განმავლობაში. რამეთუ აშკარაა, რომ ჭრილობის მიმღებთა შესახებ უნდა დავიცვათ მოსეს რჯული (გამოსვ. 21, 18, 19), და ჭრილობებისგან ლოგინში ჩაწოლილი, რომლმაც მერე კვლავ დაიწყო სიარული ყავარჯნების დახმარებით, არ უნდა ჩაითვალოს მოკლულად; ხოლო თუნდაც არ ამდგარიყო ჭრილობების შემდეგ, მაინც იმის გამო, რომ მის მცემელს არ უნდოდა მისი მოკვლა, თუმც კი არის იგი მკვლელი, მაგრამ განზრახვის მიხედვით – უნებლიე.
თავის 57-ე კანონში ბასილი დიდი ათწლიან ეპიტიმიას უქვემდებარებს განუზრახველ, უნებლიე მკვლელს; აქ კი, ამფილოქეს შეკითხვაზე, პასუხობს, რომ უნებლიე მკვლელი, რომელიც თერთმეტი წლით იყო წმინდა ზიარებიდან განკანონებული, მით უფრო ღირსია ზიარების მიღებისა.
PDF გვ. 348
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მეორედ დაქორწინებულებს კანონმა (მოციქულთა მე-17) საერთოდ აუკრძალა ეკლესიის მსახურებაში ყოფნა.
აქ ბასილი დიდი ეყრდნობა მოციქულთა მე-17 კანონს, რომლის განმარტებაშიც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საღმრთო სამართლის თანახმად, მღვდელმსახური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ დაქორწინებული პირი. ეს განწესება მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ძალაში იყო და ახლაც ძალაშია. ეპისკოპოსი კი, რომელიც მეორედ დაქორწინებულს აკურთხებს მღვდლად, განკვეთას ექვემდებარება.”
“იხ. ზონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 125.
"“შდრ. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ალექსის განწესება ათენის სინტაგმაში, V, 28.
PDF გვ. 348
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ომში მოკვლისათვის ჩეენი მამები მკვლელობის ბრალდებას არ უყენებდნენ, პატიობდნენ, როგორც ვფიქრობ, უბიწოებისა და კეთილმსასხურების დამცველებს. მაგრამ, იქნებ, კეთილი საქმე ყოფილიყო რჩევა მიგვეცა, რომ მათ, როგორც უსუფთაო ხელების მქონეთ, სამი წელი თავი შეეკავებინათ წმინდა ზიარებიდან.
„მკვლელობა დაუშვებელია, მაგრამ ბრძოლაში მტრის მოკვლა კანონიერიც არის და ქებასაც იმსახურებს“, – ამბობს ათანასე დიდი ეპისტოლეში ამუნის მიმართ (1 კანე. სწორედ ამას გულისხმობს აქ ბასილი დიდი, როდესაც ჩვენს მამებს მოიხსენიებს. წმინდა ბასილი აქვე დასძენს, რომ მაინც არ არის საჭირო ადამიანის სისხლის დამღვრელი მეომრების წმინდა ზიარებაზე დაშვება სამი წლის განმავლობაში. ამ რჩევას ბასილი დიდი ძველაღთქმისეული ეკლესიის მაგალითებით ამყარებს (იხ. რიცხვ. 31, 17-24), ის ამით ცდილობს მეომრებს შეუმსუბუქოს ადამიანის დაღვრილი სისხლით გამოწვეული სულიერი სიმძიმე. თუმცა, ზონარასა და ბალსამონის ვარაუდით, წმინდა ბასილის ეს რჩევა არსად სრულდებოდა, ხოლო სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა ბასილი დიდის მიერ მოყვანილი ათანასე დიდის სიტყვები. ბალსამონს, ამასთან, მოჰყავს ზოგიერთი სასულიერო პირის მაგალითი, რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობდნენ და, შესაბამისად, ადამიანებს კლავდნენ, და ამის გამო არამცთუ მღვდელმოქმედების უფლება არ დაუკარგავთ, არამედ, პირიქით, ჯილდოს ღირსნიც კი გახდნენ.”
PDF გვ. 349
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მევახშენი, თუ მოისურვებენ უსამართლო მონაგარის ღატაკებზე დახარჯვას და მომავალში მომხვეჭელობის სენისგან გათავისუფლებას, შეიძლება სამღვდელოებაში იქნენ მიღებულნი.
იმის შესახებ, რომ სასულიერო პირთათვის მევახშეობა ყოვლად დაუშვებელია და რომ ამ საქმეში მხილებულნი ხარისხიდან უნდა განიკვეთონ, – მრავალი კანონი ლაპარაკობს (იხ. მოციქულთა 44-ე და L მსოფლიო კრების მე-17 კანონების განმარტებები). აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი იყო არ მიეღოთ სასულიერო დასში ის ერისკაცები, რომლებიც მევახშეობას ეწეოდნენ. ამფილოქეს ამ შეკითხვაზე, ბასილი დიდი წინამდებარე კანონში პასუხობს, რომ მევახშეობით დაკავებული ერისკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს სასულიერო პირი, თუკი უსამართლოდ – მევახშეობის გზით – მოხვეჭილ ქონებას ღატაკებს დაურიგებს იმ დაპირებით, რომ მევახშეობას სამუდამოდ თავს დაანებებს. “ათენის სინტაგმა, IV, 132, 133.
PDF გვ. 349
კანონი 15
მიკვირს, რომ წმინდა წერილისგან შენ სიტყვასიტყვით სიზუსტეს მოითხოვ და ფიქრობ, რომ მისი თარგმანის სიტყვები იძულებითია, როდესაც ისინი კარგად გამოხატავენ მის მიერ აღნიშულ საგანს, მაგრამ არ არის გადმოცემული საკუთრივ ებრაული სიტყვის მნიშვნელობა. თუმცალა, არ შეიძლება უყურადლებოდ დავტოვოთ ცნობისმოყვარე კაცების მიერ დასმული შეკითხვა. ცის ფრინველებსა და ზღვის თევზებსაც, სამჟაროს შექმნის დროსაც ერთნაირი წარმომავლობა ჰქონდათ, რადგან ცხოველთა ეს ორივე სახეობა წყლიდან არის ამოყვანილი; ამის მიზეზი ის არის, რომ ორივეს ერთი და იგივე თვისება აქვს. რამეთუ ერთნი ცურავენ წყალში, მეორენი – ჰაერში. ამიტომაც მოიხსენიებიან ისინი ერთად. ფსალმუნის შემადგენელი სიტყვები” კი არაზუსტია თევზებთან მიმართებით, მაგრამ წყალში მცხოვრებ ყველა ქმნილებასთან მიმართებით სავსებით სწორია. რამეთუ ადამიანს ემორჩილებიან ცის ფრინველებიც და ზღვის თევზებიც, და არა მხოლოდ ესენი, არამედ ყველა ქმნილება, რომელიც ზლღვის გზებით დადის. რამეთუ ზღვაში ყველა ბინადარი თევზი არ არის: ვეშაპის ჯიშის ცხოველები, ვეშაპები, ზვიგენები, დელფინები, სელაპები, კიდევ არიან ცხენები, ძაღლები, ხერხა და ხმალ თევზები, და ზღვის ძროხები; და თუ გნებავს, ჭინჭარი და სავარცხელი, და კუსნაირები, რომელთაგან არც ერთი არ არის თევზი, მაგრამ ყველა მათგანი ზღაში დადის. ამგვარად, სამი სახეობაა: ცის ფრინველები, ზღვის თევზები და ის ცხოველები, რომლებიც წყლებში ბინადრობენ და რომლებიც განსხვავდებიან თევზებისგან, მაგრამ ასევე დადიან ზღვის გზებით.
სხვათა შორის, ამფილოქემ ისიც სთხოვა ბასილი დიდს, რომ განემარტა მისთვის, თუ როგორ უნდა გაეგო დავითის სიტყვები: „მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზლუათასა“. (ფს. 8, 9). წმინდა ბასილის პასუხი ამ კითხვაზე შეადგენს წინამდებარე კანონს, რომელიც არ შეიცავს თავისთავში რამე კანონიკურ განწესებას.
PDF გვ. 350
კანონი 16
ნეემენი დიდია არა უფალთან, არამედ თავის ბატონთან (მეოთხე მეფეთა, 5, 1), ანუ ისიც იყო ასურეთის მეფის ერთი მთავართაგანი. ამდენად, სიზუსტით გამოიკვლიე წმინდა წერილი, და თავად მოიძიებ მასში შეკითხვებზე პასუხს.
ბასილი დიდის წინამდებარე კანონიც არის პასუხი ამფილოქეს შეკითხვაზე ნეემენის შესახებ (იხ. 4 მეფ. 5, 1). ამასთან, როგორც მე-15 კანონი, ესეც არ შეიცავს თავისთავში რაიმე კანონიკურ განწესებას.
"ეს ეხება მე-8 ფსალმუნის მე-9. მუხლის ბერძნულ სიტყვებს: ,მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა“. ამ სიტყვების გრამატიკულმა შეუსაბამობამ გამოიწვია წმინდა ამფილოქეს “შეკითხვა.
მეორე პკანონიპური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, პესარია-პაბადუკიის მთავარეპისპოპოსისა იპონიის ეპისპოპოს ამფილოქეს მიმართ შესავალი დიდი ხანია დავწერე რა პასუხები შენი კეთილმსახურების მიერ შემოთავაზებულ კითხვებზე, არ გამომიგზანია მე ეს წერილი; შემაყოვნა ნაწილობრივ ავადმყოფობამ, – ხანგრძლივმა და სახიფათომ, ნაწილობრივ კი მსახურთა უკმარისობამ. რამეთუ არა გეყავს ჩვენ ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც გზაც იცის და ასეთი მორჩილების მზადყოფნაც აქვს. ამიტომ, შეიტყობ რა შეყოვნების მიზეზებს, მომეცი მე ამაში შენდობა. გამაკვირვა მე შენმა სიყვარულმა სწავლების მიმართ და ამასთანავე შენმა თავმდაბლობამ. რამეთუ შენ გსურს ისწავლო, როდესაც მინდობილი გაქვს მასწავლებლის ხარისხი, და თანაც ისწავლო ჩვენგან, როდესაც ჩვენ დიდი არაფერი გაგვაჩნია, შემეცნებასთან მიმართებით. თუმცაღა, რამდენადაც შენ, ღვთის შიშის გამო, უარს არ ამბობ ისეთი საქმე ქმნა, რაც სხვებისთვის იოლი გასაკეთებელი არ იქნებოდა, ამიტომ ჩვენც მთელი ძალისხმევით უნდა შევეწიოთ შენს კეთილგანწყობასა და გულმოდგინებას.
PDF გვ. 350
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვეკითხებოდი მღვდელ ვიანორის შესახებ, შეიძლება თუ არა მისი მიღება სამღვდელო დასში ფიცის დადების შემდეგ? მასსოვს, რომ ანტიოქიის დასისათვის მე უკვე გამოვეცი ერთგვარი საერთო განწესება ყველას შესახებ, ვინც მათთან ერთად დაიფიცა; რაც იმაში მდგომარეობს, რომ საჯარო შეკრებიდან ისინი უნდა განიყენონ, კერძო სახით კი შეუძლიათ მღვდელმოქმედება. ამით მასაც ეძლევა თავისი მსახურების უფლება, რადგან მისი სამღვდელოება არა ანტიოქიაში, არამედ იკონიაშია, რომელიც, როგორც შენ გვწერდი, მან საცხოვრებლად აირჩია ანტიოქიის ნაცვლად. ასე რომ, შეიძლება შეწყნარებულ იყოს ეს კაცი, მხოლოდ შენმა კეთილმსახურებამ მოითხოვოს მისგან სინანული ფიცისკენ მიდრეკილების გამო, რომელიც მან ურწმუნო ადამიანს მისცა, რამეთუ სულმოკლეობა გამოიჩინა მცირე გასაჭირში.
წინამდებარე და მისი შემდგომი 33 კანონი (17-50) შედგენილია ბასილი დიდის 375 Vლის მეორე კანონიკური ეპისტოლედან იმავე ამფილოქეს, იკონიის ეპისკოპოსის მიმართ, რომელსაც მიემართებოდა პირველი ეპისტოლეც. ზემომოყეანილი შესავლის შემდეგ, ბასილი დიდი იწყებს პასუხის გაცემას ამფილოქეს ყველა კითხვაზე. ვ 5 2 უპის გკოპოსი ნიაგოდიში (შილაშია)
წარმოდგენილი კანონი წარმოადგენს პასუხს შემდეგ კითხვაზე: შეიძლება თუ არა სასულიერო დასში მიიღონ ვინმე ვიანორი, რომელმაც კვირიაკოზხზის მსგავსი აღთქმა მისცა, რაზედაც საუბარი იყო ბასილი დიდის მე-10 კანონში. წინამდებარე კანონის ტექსტიდან საკმაო სიცხადით არ ჩანს, თუ კონკრეტულად რაში იყო საქმე. მაგრამ წინამდებარე კანონის ზონარასეული განმარტებიდან ჩანს, რომ მავანმა ურჯულო ანტიოქიელმა მთავარმა მუქარით აიძულა ზოგიერთი იქაური მღვდელი ფიცი დაედოთ, რომ აღრ შეასრულებდნენ სამღვდელო მსახურებას. იმ მღვდლებს შორის, რომლებიც მთავარს დაემორჩილნენ, იყო მღვდელი ვიანორიც. ნანობდა რა ჩადენილ საქციელს, ვიანორი ანტიოქიიდან იკონიაში გადავიდა და ეპისკოპოს ამფილოქეს სთხოვა მიეღოთ იგი იკონიის ეკლესიის სამლვდელო დასში. ამფილოქეს კითხვაზე – როგორ უნდა მოიქცეს არსებულ ვითარებაში, წმინდა ბასილი პასუხობს, რომ მან უკვე გამოსცა ერთი საერთო განწესება ყველა ანტიოქელ კლერიკოსთან მიმართებით, რომლებმაც ვიანორთან ერთად მისცეს აღნიშნული ფიცი, სახელდობრ, ამ განწესების მიხედვით მათ არ უნდა ემსახურათ აშკარად, არამედ შეეძლოთ აღესრულებინათ სასენაკო, ანუ კერძო მსახურება შინ (C/V/XMMX #6#6#X#0). წმინდა ბასილმა ამგვარად იმიტომ განაწესა, რომ ეს მღვდლები ერისთვის საცდურად არ ქცეულიყვნენ, რომელსაც შეიძლება სცოდნოდა, რომ მათ ფიცი დადეს არ ემსახურათ, ახლა კი, მიუხედავად ამისა, კვლავ იმსახურებდნენ და, შესაბამისად, ფიცის დამრღვევებად წარმოჩნდებოდნენ. ამიტომ ბასილი დიდი ვიანორს ნებას რთავს იმსახუროს მღვდლის ხარისხში, – მით უმეტეს, რომ მას არ ჰქონდა განზრახული ანტიოქიაში დაბრუნება, სადაც აღნიშნული ფიცი დადო, – მაგრამ იმსახუროს იკონიაში, სადაც დასახლდა; თუმცა, იმ პირობით, რომ იტვირთებს შესაბამის ეპიტიმიას იმის გამო, რომ სულმოკლეობით იჩქარა აღნიშნული ფიცის მიცემა.” რაც შეეხება ნებართვას, რომელიც ბასილი დიდმა ანტიოქელ მღვდლებს მისცა, რომ ემსახურათ არა აშკარად, არამედ სენაკებში, უნდა შევხედოთ როგორც საერთო წესიდან გამონაკლისს. ლაოდიკიის კრების 58-ე კანონის თანახმად,არამხოლოდ მღვდლებს, არამედ ეპისკოპოსებსაც ეკრძალებათ წმინდა მსხვერპლის შეწირვა სასენაკო მსახურებისას, კერძო სახლებში. შემდგომში, როდესაც ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უკვე შესაძლებელი გახდა „კარის ეკლესიების“ გახსნა, ტრულის კრების 31-ე კანონით მასში მსახურება აეკრძალათ მღვდლებს ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. მლვდლების ამ მსახურებას კერძო სახლებში თვით ბასილი დიდიც კრძალავს და გმობს (1 კანე), როგორც ამას ეკლესიის სხვა მამები და მოძღვრები აკეთებდნენ. ანტიოქიელ მღვდლებს წმინდა ბასილმა ამის უფლება მისცა განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, – რომელიც ზემოხსენებულმა მთავარმა ანტიოქიაში შექმნა, – რათა ეხსნა ისინი დევნისაგან.
PDF გვ. 351
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაცემულ ქალწულთა შესახებ, რომლებმაც უფლის წინაშე სიწმინდეში ცხოვრების აღთქმა დადეს, მაგრამ შემდეგ ჩავარდნენ ხორციელ ვნებაში "იხ. ხონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 139. _ და აღთქმები დაარღვიეს, ჩვენმა მამებმა, მარტივად და მშვიდად – დაბრკოლებულთა მიმართ სულგრძელობით – განაჩინეს, რომ შეწყნარებულ იქნენ ისინი ერთი წლის შემდეგ; დააწესეს ასე მეორედ დაქორწინებულთა მაგალითისამებრ. მაგრამ, რადგანაც, ქრისტეს მადლით, ეკლესია დროთა განმავლობაში უფრო მტკიცე ხდება, ქალწულთა დასი კი ამჟამად მრავლდება, ამიტომ, ვგონებ, მართებული იქნება ვითარებაში ზუსტად გარკვევა, თვით მის შესახებ... რამეთუ ქვრივობა ქალწულობაზე დაბალია, და ქვრივთა ცოდვა ბევრად უფრო მსუბუქია ქალწულთა ცოდვაზე. ვნახოთ რას წერს პავლე მოციქული ტიმოთეს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაი შეურაცხყვეს“ (1 ტიმ. 5, 11, 12). ამდენად, თუკი ქვრივი ექვემდებარება უმძიმეს სასჯელს, როგორც, ერთგვარად, ქრისტეს სარწმუნოების უარმყოფელი, მაშინ რა უნდა დავასკვნათ ჩვენ ქალწულთან მიმართებით, რომელიც არის ქრისტეს სასძლო და უფლისთვის შეწირული წმინდა ჭურჭელი? დიდია ცოდვა, როდესაც მონაქალი ფარულად იქორწინებს, სახლს გარყვნილობით აავსებს და უწესო ცხოვრებით მის პატრონს შეურაცხყოფს, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როდესაც სასძლო მემრუშე გახდება, შერყვნის სიძესთან თავის კავშირს და აღვირახსნილ სიამტკბილობას მიეცემა. ამდენად, ქვრივი განიკითხება როგორც გარყვნილი მონა-ქალი, ქალწული კი მრუშის სასჯელს იმსახურებს. როგორც სხვის ცოლთან შეყოფილს მრუშს ვუწოდებთ, და მანამ არ ვიღებთ ეკლესიის ერთობაში, ვიდრე ცოდვას არ განეშორება, – ასეთნაირადვე ვიმოქმედოთ დაცემულ ქალწულთან მიმართებითაც. ახლა კი გვმართებს იმის გაცხადება, რომ ქალწულად იწოდება ნებაყოფლობით უფალს შეწირული ქალწული, რომელმაც უარყო ქორწინება და სიწმინდეში ცხოვრება ირჩია. აღთქმებს კი მაშინ ვაღიარებთ ჭეშმარიტად, როდესაც ასაკმა სრულ გონივრულობას მიაღწია, რამეთუ ბავშვური სიტყვები ამ საქმეში არ შეიძლება სავსებით მტკიცედ იქნეს მიჩნეული. მაგრამ თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკისანი რომლებიც თავიანთ აზროვნებაზე უფლებენ, დიდხანს გამოიცდებოდნენ, განმტკიცებულნი არიან განზრახვაში და ვედრებით ითხოვენ მიღებას, საჭიროა, საბოლოოდ, მივიღოთ ქალწულთა დასში, და ესევითართა აღთქმები დავამტკიცოთ, დარღვევისათვის კი გადაუდებლად დავსაჯოთ. ხოლო იმის გამო, რომ ბევრი მათგანი თავიანთ მშობლებსა და ძმებს, და ზოგიერთ ნათესავს, ჯერ კიდევ სრულწლოვანობამდე მოჰყავთ უქორწინებლობის შესახებ არა საკუთრივ მათი გადწყვეტილებით, არამედ იმიტომ, რომ ამის საშუალებით რალაც სარგებელის მიღწევას თავისთვის იზრახვენ, ამიტომ ასეთები ადვილად იქამდე არ მივილოთ, ვიდრე ნათლად არ გვეცოდინება მათი საკუთარი განწყობა.
აქ საუბარი ეხება არა მონოზონ დედებს, არამედ შეწირულ ქალწულებს, რომლებიც მოიხსენიებიან კართაგენის კრების მე-6 და 44-ე კანონებში და რომელთა შესახებაც ჩვენ, სხვათა შორის, ვისაუბრეთ ტრულის კრების მე-4 კანონის განმარტებაში. ამფილოქეს კითხვაზე, როგორ უნდა მოექცნენ იმ ქალწულებს, რომლებმაც დაარღვიეს საზეიმოდ მიცემული ქალწულობის აღთქმა და სიძვაში ჩავარდნენ, წმინდა ბასილი პასუხობს, რომ ძველი დროის განწესებების თანახმად, ასეთები ექვემდებარებიან ერთწლიან ეპიტიმიას, როგორც მეორედ დაქორწინებულები (იხ. ანკვირ. მე-19 კან). ასე იყო დადგენილი ადამიანთა სისუსტისადმი ანგარიშგაწევით. ასევე იმიტომ, რომ ქრისტეს ეკლესია იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განვითარებული და შეწირულ ქალწულთა წოდება მხოლოდ ჩანასახში იმყოფებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი სხვაგვარად არის, წმინდა ბასილი განაწესებს, რომ სიძვაში ჩავარდნილი ქალწული მრუშობისათვის სასჯელს იმსახურებს, კერძოდ – თხუთმეტწლიან ეპიტიმიას (იხ. ბასილი დიდის 58-ე და მე-60 კანონები). იმისათვის, რომ გაამყაროს თავისი წინამდებარე განწესება, წმინდა ბასილი ეყრდნობა წმინდა წერილს და შენიშნავს, რომ ქვრივის მდგომარეობა თავისი მნიშვნელობით, უფრო დაბალ საფეხურზე დგას, ვიდრე ქალწულების, ამიტომ, თუკი სასჯელს ექვემდებარება სიძვის ცოდვაში ჩავარდნილი ქვრივი, მაშინ რაზომ უმეტესად უნდა დაისაჯოს თავისი ალთქმის დამრღვევი ქალწული. ამასთან, იგი ქვრივს მონა ქალთან ადარებს, ქალწულს კი – თავისუფალი ადამიანის სასძლოსთან, და აქედან აკეთებს დასკვნას შეწირული და სიძვით დაცემული ქალწულისათვის აღნიშნული სასჯელის დადების საფუძვლიანობისათვის. ხოლო, მომავალში რომ მსგავსი არ განმეორდეს, ამისათვის წმინდა ბასილი განაწესებს, რომ შეწირულ ქალწულთა რიგებში მიიღონ მხოლოდ 17 წლის ასაკს მიღწეული პირები, უკიდურეს შემთხვევაში – 16-ს; ანუ ისეთი ასაკის გოგონები, რომლებიც საკუთარ გონებასა და ნებას ფლობენ, რამეთუ აღთქმები, რომლებსაც ადრეულ ასაკში იძლევიან, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი ბავშვური სიტყვები, რომლებზეც დაყრდნობა შეუძლებელია. თანაც, ხდება, რომ მშობლები და სხვა ნათესავები, საკუთარი ანგარების მიზნით, ადრეულ ასაკში აიძულებენ ქალწულებს შეწირულ ქალწულთა დასში შესვლას, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ თქვან, შეძლებენ თუ არა ქორწინების გარეშე ცხოვრებას, რის გამოც ხშირად ასეთი ქალწულებისგან, როდესაც ისინი უკვე სრულასაკოვანნი ხდებიან, ეკლესიას ზიანი ადგება.
PDF გვ. 352
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მამაკაცთა აღთქმები სხვა არ ვიცით, თუ არა იმათი, რომლებიც მონოზონთა წესში ჩაირიცხნენ, რომლებიც მდუმარებით ადასტურებენ, რომ აღიარებენ უქორწინებლობას, მაგრამ მათთვისაც, ვგონებ, შესაფერისი იქნება წინასწარ გამოიკითხონ, და საზეიმოდ იქნეს მიღებული ქალწულობის აღთქმა, და თუ შეირყვნებიან ხორცისთვის სათნო და სიამტკბილობითი ცხოვრებით, – დაე, დაექვემდებარონ მეძავეობისათვის დაწესებულ ეპიტიმიას.
ქალწულობის ანუ უქორწინებლობის აღთქმის დადება ნებისმიერს შეუძლია, რომელ საზოგადოების ფენასაც ის უნდა ეკუთვნოდეს. მაგრამ ქალწულობა ან უქორწინებლობა სავალდებულო პირობა არის მხოლოდ მონოზვნებისთვის, რადგან მონოზონი, როდესაც სამონოზვნო აღკვეცას იღებს, ამით უკვე თავისთავად აღთქმას დებს, თუნდაც ეს საზეიმოდ არ იქნეს წარმოთქმული. აღთქმის წარმოთქმა, რომელსაც ამჟამად თითოეულ სამონოზვნო წესში შემსვლელთაგან მოითხოვენ, ბასილი დიდის დროს ჯერ კიდევ არ იყო განწესებული, რითაც აიხსნება დასაწყისში მოყვანილი სიტყვები: „რომლებიც მდუმარებით ადასტურებენ, რომ აღიარებენ უქორწინებლობას“. წმინდა ბასილის მაინც მიაჩნია, რომ მათაც უნდა დადონ უქორწინებლობის საზეიმო აღთქმა, რათა შემდგომში, მისი დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი დასჯა. ეს არის საერთო წესი მონოზვნების შესახებ, გამოცემული ბასილი დიდის მიერ ამფილოქეს კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით. თუმცაღა, ბასილი დიდმა მონოზვნებისა და სამონოზვნო ცხოვრების შესახებ მრავალი სხვა კანონი გამოსცა, რომლებსაც ახლაც აქვთ ძალა მართლმადიდებელ ეკლესიაში.
მონოზვნობა ეკლესიაში არსებობდა ბასილი დიდის მოღვაწეობამდე, მაგრამ ის არ იყო რეგლამენტირებული საერთო წესებით და სხვადასხვა მონასტრის მონოზვნები იმართებოდნენ თავიანთი იღუმენების განაწესებითა და დარიგებებით. ბასილი დიდს ეკუთვნის სამონაზვნო ცხოვრების რეგლამენტირების პატივი. ბასილი დიდის თსზულებებს შორის, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ვხვდებით მთელ რიგ წერილობით სერიებს დასათაურებულთ „ასკეტიკური თხზულებები“, რომლებიც მეტ-ნაკლებად ეხება მონოზვნობას. ვიდრე მონოზვნობის შესახებ თავის კანონს გამოსცემდა, წმინდა ბასილმა სამი მოკლე თხზულება დაწერა: ქრისტეს მხედრის (მონოზვნის) ამაღლებული წოდების, სულიერი სრულყოფილებისა და სამონოზვნო ცხოვრების შესახებ. საკმაოდ ვრცელი მსჯელობის შემდეგ, საღმრთო სამჯავროსა და სარწმუნოების შესახებ, ბასილი დიდმა ამ თხზულებებს მიუმატა 80 წესი ქრისტიანული ზნეობის შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე პარაგრაფს შეიცავს (მაგალითად, 70-ე კანონი – 36 პარაგრაფს), თანაც ყოველ წესთან და პარაგრაფთან მოყვანილია შესაბამისი ადგილები წმინდა წერილის ძველი დ ახალი აღთქმების წიგნებიდან. ზოგიერთი მათგანი ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც საერთო კანონიკურ სამართალში შედის, მაგ. წმინდა ჭურჭლის სიწმინდის შესახებ (30-ე და 31-ე კანონები), სიმონიის შესახებ (58-ე კან), სასულიერო პირების პატივისცემის შესახებ ( (61-ე კანა), ეპისკოპოსების შესახებ (70-ე კან, განქორწინების შესახებ (73-ე კან. და სხვა. მას შემდეგ, რაც გამოსცა ეს საერთო ზნეობრივი წესები, ბასილი დიდმა გამოსცა მონოზვნობის შესახებ ორი ჯგუფი სპეციალური კანონებისა – ვრცელი და მოკლე. მათგან ვრცელი შეიცავს 55 კანონს, მოკლე – 313. ყველა ისინი შედგენილია კითხვა-პასუხის ფორმით. პირველი მათგანი, ვრცელი, გადმოსცემს სამონოზვნო ცხოვრების საფუძვლებს; მეორე, მოკლე, ეხება კერძო საკითხებს – -თუ როგორ უნდა იცხოვროს მონოზონმა. ამ კანონებს წმინდა ბასილმა დაუმატა ეპიტიმიები მონოზვნებისათვის, ამა თუ იმ კანონის დარღვევისათვის. მათ შორის 60 მონოზონ მამებს ეხებათ, 19 კი – მონოზსონ დედებს. ყველა ამ კანონს ეპიტიმიის შესახებ, ბასილი დიდმა შემდგომში ერთ კრებულში მოუყარა თავი, სათაურით: „ასკეტიკური განწესებანი“; კრებული 34 თავს შეიცავს. იმისათვის, რომ წინამდებარე მე-19 კანონი სათანადოდ გავაც- _ _ ნობიეროთ, ყველა შემთხვევაში უნდა გავეცნოთ ბასილი დიდის ,ასკეტიკურ თხზულებებს“ და შევისწავლოთ იგი, ვინაიდან მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი გავიგოთ ჭეშმარიტი მონოზვნური ცხოვრების მთელი აღმატებულება.
PDF გვ. 354
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ქალთა სქესიდან მწვალებლობაში იყო, ქალწულობის აღთქმა დადო, მაგრამ შემდეგ ქორწინება აირჩია, ესევითარნი, ვფიქრობ, არ უნდა დაისაჯონ: „რამეთუ რაოდენსა შჯული იტყუეს, მათ ეტყვს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან“ (რომ. 3, 19). მაგრამ იმათ, რომლებსაც ჯერ არ უტვირთიათ ქრისტეს უღელი, არ იციან არც უფლის მცნებები. ამიტომ ისინი შეიძლება შეწყნარებულ იქნენ ყველასთან ერთად ეკლესიაში და მიიღონ ამ შემთხვევაში მიტევება ქრისტეს რწმენის საშუალებით, და საერთოდ, რაც კათაკმეველობის დროს გააკეთეს, არ ექვემდებარება სასჯელს. ცხადია, რომ ეკლესიაში არ მიიღებიან ესევითარნი ნათლისღების გარეშე. ამიტომ მათთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს აღმოშობის უპირატესობა.
იმისათვის, რომ რომელიმე აღთქმა ეკლესიამ აღიაროს, ის უნდა იყოს მიცემული ეკლესიაში და ეკლესიის კანონების თანახმად. თუკი აღთქმის დამდები პირი ეკლესიის წევრი არ არის და, შესაბამისად, მისი აღთქმა ეკლესიაში არ არის დადებული, ეკლესიისათვის ძალისშემცველი ის ვერ იქნება. ამიტომ ასეთი აღთქმის დარღვევა საეკლესიო სასჯელს არ ექვემდებარება. ქალმა, რომელიც მწვალებლურ სექტას ეკუთვნოდა, ქალწულობის აღთქმა დადო, შემდეგ ეს აღთქმა დაარღვია და გათხოვდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მწვალებლობა მიატოვა და მართლმადიდებლობის მიღება გადაწყვიტა. სწორედ მის მიერ მიცემული აღთქმის შესახებ ეკითხებიან ბასილი დიდს და მას პასუხად მოჰყავს პავლე მოციქულის სიტყვები (რომ. 3, 19), რომლის თანახმადაც კანონი თუკი რამეს ამბობს, ამბობს კანონისქვეშ მყოფთათვის და, შესაბამისად, ვინც ამ კანონის გარეთ არის, ვინც არ აღიარებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ის არც არის კანონით შეკრული, რომელიც არ იცის. ამის მიხედვით, წმინდა ბასილი ადგენს, რომ მოხსენიებული დედაკაცის შეწყნარება ეკლესიაში შეიძლება, ვინაიდან ქრისტეს რწმენით იღებს იგი ყველა ცოდვის მიტევებას, მათ შორის ზემოთ აღნიშნულსაც. წმინდა ბასილი აქ ახსენებს ნათლისღებას და, მაშასადამე, გულისხმობს მწვალებლებს, რომელთა ეკლესიაში მიღება შეიძლება მხოლოდ ნათლისღების გზით.
PDF გვ. 356
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქმარი, რომელიც თავის ცოლთან ცხოვრობს, არ დაკმაყოფილდება ქორწინებით და სიძვის ცოდვას ჩაიდენს, ესევითარს მეძავედ ვთვლით და დიდი ხნით ვტოვებთ ეპიტიმიის ქვეშ. თუმცა, არა გვაქვს კანონი, რომ დავუქვემდებაროთ იგი მრუშობისათვის სასჯელს, თუ ცოდვა ჩადენილია ქორწინებიდან თავისუფალ დედაკაცთან. რამეთუ ნათქვამია: „უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თკყსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხვსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი?“ (იერ. 3, 1), ასევე: „რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს“ (იგავნი, 18, 23). მაგრამ სიძვისმოქმედი არ განიშორება თავის ცოლთან თანაცხოვრებას, და ცოლმა უნდა მიიღოს სიძვისგან მოქცეული თავისი ქმარი; თუმცა, ამასთან, ქმარი შებილწულ ცოლს სახლიდან განაძევებს. ამის მიზეზის ახსნა იოლი არ არის, მაგრამ ასეა ჩვეულებად მიღებული.
აქაც აქვს ადგილი იმ გაურკვევლობას, რაც ვიხილეთ ბასილი დიდის მე-9 კანონში, თანაც აქ ის უფრო შესამჩნევია. ბასილი დიდი საუბრობს მის დროს არსებული ჩვეულების შესახებ, როგორც მე-9 კანონში. ოღონდ აქ .იგი ხახს უსვამს მის უსაფუძვლობას და შენიშნავს, რომ მისი არსებობისათვის ძნელია გამართლების მოძებნა. აღნიშნული ჩვეულების თანახმად, ცოლის მოღალატე ქმარი ისჯებოდა როგორც მეძავი, და არა – როგორც მრუში, თუკი მხოლოდ ქორწინებითი კავშირისაგან თავისუფალ ქალთან და, შესაბამისად, უქმროსთან შესცოდავდა. ამასთან, კანონიერ ცოლს არ ჰქონდა უფლება გაშორებოდა თავის მოღალატე ქმარს. იმავდროულად, ქალთან მიმართებით ყველაფერი პირიქით იყო: ცოლი, რომელიც ქმარს უღალატებდა, ცოლიან თუ უცოლო მამაკაცთან, ისჯებოდა როგორც მრუში, ქმარი კი მისი თავიდან მოშორების უფლებას ფლობდა. ეს ჩვეულება რომ ქრისტიანობაში წარმართული რომაული კანონმდებლობიდან გადმოვიდა (რომლის მიხედვითაც ყველა მეუღლებრივი უფლება მხოლოდ ქმარს ეკუთვნოდა, ცოლი კი თითქმის უუფლებო იყო), ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ბასილი დიდის მე-9 კანონის განმარტებაში. იქვე შევნიშნეთ, რომ ეკლესიის მამები და მოძღვრები ყოველთვის განიკითხავდნენ ამ ჩვეულებას. თავის წინამდებარე (21-ე) კანონში ბასილი დიდი ხაზს უსვამს ასეთი ჩვეულების უსაფუძვლობას, რომელიც IV საუკუნეში მაინც არსებობდა, და რომლის შესახებაც XII საუკუნეში ზონარა ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ იგი მოკლებულია გონივრულ საფუძველს.” ქმარი დამნაშავეა მრუშობაში, თუ თავის ცოლს უღალატა და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა ქმრიანია თუ უქმრო ის ქალი, ვისთანაც უღალატა. ზუსტად ასევე, ქალსაც მრუშობის ცოდვად ეთვლება ქმრის ღალატი სხვა მამაკაცთან. მრუშობის შედეგი ერთნაირია როგორც ქმრის, ისე ცოლისთვის. ეს არის სახარებისეული და წმინდამამებისეული სწავლება, რომელმაც ზუსტი გამოხატულება ბასილი დიდის უმცროსი ძმის გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონში ჰპოვა. ეს მამა მრუშობას აძლევს შემდეგ განსაზღვრებას: „სხვისთვის მიყენებული შეურაცხყოფა და წყენინება“. ბერძნულ-რომაულ კანომდებლობაში მხოლოდ VI საუკუნეში შეაღწია ეკლესიის სწავლებამ მეუღლე- "ათენის სინტაგმა, IV, 149. თა თანასწორობის შესასებ. იუსტინიანე უკვე ცოლს აძლევს სხვათა შორის იმის უფლებასაც, რომ მოითხოვოს ქმრისგან განქორწინება, თუკი დაამტკიცებს, რომ ქმარი უკანონო კავშირშია სხვა ქალთან და არ სურს აღნიშნული კავშირის გაწყვეტა. ეკლესიის ამ სწავლებისა და, კერძოდ, გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონის საფუძველზე, ჩვენ განვსაზღვრეთ მრუშობა, როგორც უკანონო კავშირი სხვის ცოლთან ან სხვის ქმართან.
PDF გვ. 356
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმემ მოტაცების გზით მოიყვანა ცოლი, რომელიც სხვის მიერ იყო დაწინდული, მაშინ ესევითარის მილება სინანულად დაუშვებელია, ვიდრე მისგან მას არ წაიყვანენ, და მის პირვანდელ დამწინდველს არ მიეცემა თავის დაწინდულზე უფლება – ან მიიღოს, თუ სურს, ან გაუშვას. ხოლო თუ ვინმე დაუწინდავს მოიტაცებს, მაშინ მას იგი უნდა წაერთვას, დაუბრუნდეს ნათესავებს და მისიანების ნებით გადაწყდეს, – იქნებიან ესენი მშობლები, ძმები თუ სხვა ვინმე მზრუნველები ქალწულზე; და თუ ინებებენ მისცენ მას, მაშინ დაე, მტკიცე იყოს მათი თანაცხოვრება, ხოლო თუ არ დათანხმდებიან, მაშინ დაე, არ იიძულონ. ცოლის მომყვანმა, მისი შერყვნის შემდეგ, ან ფარულად, ან ძალადობით, აუცილებლად უნდა მიიღოს სიძვისთვის დაწესებული საეკლესიო სასჯელი. სასჯელი კი, მეძავთათვის, განწესებულია ოთხი წლის ვადით: პირველი უნდა გაატარონ ლოცვისაგან განყენებაში და ეკლესიის კარიბჭესთან ტირილში. მეორე წელიწადს მიიღებიან წმინდა წერილის მოსასმენად. მესამე – სინანულისთვის. მეოთხე – მრევლთან დგომისთვის, მაგრამ ზიარების გარეშე მხოლოდ ამის მერე დაიშვებიან ისინი წმინდა საიდუმლოს ზიარებაზე.
წინამდებარე კანონში პირველ რიგში საუბარია იმათ შესახებ, ვინც სხვასთან დაწინდულ ქალწულს გატაცების გზით ისაკუთრებს, ამის შემდეგ კი – ვინც გაიტაცებს თავისუფალ, დაუწინდავ ქალწულს. ყოველივე ამის შესახებ საკმარისად არის ნათქვამი პარალელური – კერძოდ, IV მსოფლიო კრების 27-ე და ბასილი დიდის 30-ე – კანონების განმარტებებში. ასეთი სახის დამნაშავეთათვის წმინდა ბასილი გახაჯწესე განაწესებს, რომ ყველ ა ისინი უხდა უნდა დაექვემდე დაექვემდებარონ ეპიტიმიე ეპიტიმიებს თანახმად არსებული ეხული კ კანონებისა.
ე პირველი ველ სახის დ დამნაშავეებთან ვეე მიმართებით, მ ან შ ვინც სხვისი საცოლე გაიტაცა, წმინდა ბასილი ამბობს, რომ მათი დაშვება წმინდა ზიარებაზე შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განეშორება ის სხვის საცოლეს და ეს უკანასკნელი დაუბრუნდება თავის ნამდვილ საქმროს, რომლის უფლებაშიც შედის – მიიღოს ან არ მიიღოს იგი. იმათთან მიმართებით კი, ვინც თავისუფალი ქალწული გაიტაცა, წმინდა ბასილი განაწესებს, რომ ის უნდა წაერთვას გამტაცებელს და დაუბრუნდეს თავის მშობლებს ან მეურვეებს, და უკვე იმათ უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა გამტაცებელს გატაცებული ცოლად (ზონარას შენიშვნის თანახმად, თუ თავის თანხმობას ქალწულიც მისცემს). მიუხედავად იმისა, შედგება თუ არ შედგება ასეთი ქორწინება (მშობლებისა და ქალწულის თანხმობით), გამტაცებელი, რომელმაც ფარულად ან ძალით შებილწა გატაცებული, მაინც უნდა დაექვემდებაროს სიძვისმოქმედთათვის დაწესებულ ოთხწლიან ეპიტიმიას, და მხოლოდ ამის შემდეგ “შეიძლება ეზიაროს წმინდა საიდუმლოს. თუმცაღა, ბასილი დიდის წარმოდგენილი განწესება გამტაცებლის მიმართ, თავისი შინაარსით საკმაოდ ლმობიერი,საეკლესიო პრაქტიკაში ვერ დამკვიდრდა. როგორც ჩანს,იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინათ დიდი ბოროტება და დაეცვათ ოჯახური სიმყუდროვე, საეკლესიო პრაქტიკაში უპირატესობა მიიღო IV მსოფ. კრების 27-ე კანონმა, რომელიც შემდგომში ტრულის კრების მამებმა თავიანთი 92-ე კანონით გაიმეორეს; მისი მიხედვით ქალწულის გამტაცებელი ანათემას გადაეცემა. კომენტატორებს კი მოჰყავთ, როგორც ძალმოსილი კანონი, ბერძნულ-რომაული კანონმდებლობის განწესება, რომლის თანახმადაც გამტაცებელის ქორწინება გატაცებულ ქალწულთან დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაზე გატაცებულის მშობლები დათანხმდებიან."”
PDF გვ. 358
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ შესახებ, ვინც ორ დასთან შეუღლდა ან – ორ ძმასთან, ჩვენგან გამოცემულია ეპისტოლე, რომლის ასლიც ჩვენ გამოვაგზავნეთ შენს კეთილმსახურებასთან ხოლო თავისი ძმის ცოლის მომყვანი, მიიღება არა უადრეს, ვიდრე მას დატოვებს.
კითხვაზე იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვრივ მამაკაცს თავისი გარდაცვლილი ცოლის დასთან იქორწინოს (ან ქვრივ დედაკაცს – გარდაცვლილი ქმრის ძმასთან), წმინდა ბასილი პასუხობს, რომ მან ამის შესახებ უკვე გამოსცა ეპისტოლე ტარსის ეპისკოპოს დიოდორეს მიმართ, რომელიც მოყვანილია მის 87-ე კანონში და სადაც იგი მკაცრად გმობს მსგავსი სახის ქორწინებას. ხოლო თუ ვინმე შემთხვევით შევა მსგავს ქორწინებაში, მაშინ იგი სინანულისათვის დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული უკანონო ქორწინება გაუქმდება. სხვა დანარჩენის შესახებ იხ. ბასილი დიდის 87-ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 359
კანონი 24
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქვრივი, რომელიც ქვრივთა რიცხვში ითვლება, ანუ ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ არის, მოციქული ბრძანებს, რომ ზრუნვის გარეშე უნდა დარჩეს, თუ ქმარს მოინდომებს. ხოლო დაქვრივებული ქმრისთვის კანონი "ათენის სინტაგმა, IV, 151. "იხ. ზონარას, ბალსამონისა და არისტინეს განმარტებები ათენის სინტაგმაში, IV, 152-153. არ არის დადებული: მოქმედებს მის მიმართ მეორედ დაქორწინებულისთვის ეპიტიმია. სამოცი წლის ქვრივი, თუკი კვლავ მოინდომებს ქმართან ცხოვრებას, დაე, ულირსი იქმნეს სიწმინდესთან ზიარებისა, ვიდრე არ განეშორება უწმინდურ ვნებას. ხოლო თუ სამოც წლამდე შევიყვანთ მას ქვრივთა რიცხვში, მაშინ ჩვენი ბრალია, და არა ამ დედაკაცის.
ქვრივებს, რომლებიც არავისზე არიან დამოკიდებულნი, ქორწინების უფლება რომ აქვთ, – ეს ცნობილია წმინდა წერილის ახალი აღთქმის წიგნებიდან (იხ. რომ. 7, 3; 1 კორ. 7, 39). ამასვე ამბობს ბასილი დიდიც თავის 41-ე კანონში. თუმცაღა, იყვნენ განსაკუთრებული სახის ქვრივები, რომლებსაც ეკლესია ინახავდა; ისინი ერთგვარ ორდენს შეადგენდნენ და ეკლესიის ქვრივებად იწოდებოდნენ. ასეთებს წმინდა წერილიც მოიხსენიებს და თანაც – მოწონებით (იხ. 1 ტიმ. 5, 3, 5, 16), თუმცა, ნებას არ იძლევა, რომ ისინი ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ აიყვანონ ახალგაზრდა ასაკში (იხ. 1 ტიმ. 5, 11), არამედ მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდებათ (იხ. 1 ტიმ. 5, 9). სწორედ ასეთი ქვრივების შესახებ საუბრობს ბასილი დიდი წინამდებარე კანონში; თანაც განაწესებს, რომ თუ ისინი ეკლესიაში 60 წლის ასაკამდე მიიღეს, მაშინ მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ გათხოვდნენ, და ამისთვის მხოლოდ მეორედ დაქორწინებულთათვის დაწესებული ეპიტიმიის ტვირთვა მოუწევთ, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ქვრივ მამაკაცს, რომელიც მეორედ დაქორწინებას გადაწყვეტს. თუკი ისეთი „ეკლესიის ქვრივი“ მოინდომებს გათხოვებას, რომელიც ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ ჯეროვან, ანუ 60 წლის ასაკში მივიდა, მაშინ ასეთ გონგადასულ დედაკაცს წმინდა ზიარება უნდა აეკრძალოს იქამდე, ვიდრე ბოდვას არ შეწყვეტს და უწმინდური ვნებისგან არ განიკურნება, რამეთუ მხოლოდ უწმინდური შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც 60 წლის მოხუც დედაკაცს მამაკაცთან ურთიერთობა მოაფიქრდება.
PDF გვ. 359
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვისაც მის მიერ გარყვნილი ჰყავს ცოლად, გარყვნისათვის ეპიტიმიას ექვემდებარება, მაგრამ, ამასთან, დაე, მიეცეს მას უფლება იყოლიოს იგი ცოლად.
ბალსამონის სიტყვებით, წინამდებარე კანონის განმარტებიდან, გარყვნა (შებილწვა) სიტყვის ჭეშმარიტი, მნიშვნელობით უკავშირდება არასრულწლოვან ქალწულებს.” ამგვარად, ამ დანაშაულში დამნაშავეს წარმოადგენს ის, ვინც გააუპატიური ყრმა, უმწიფარი ქალწული ძალადობის გზით. მსგავსი დანაშაულისათვის დამნაშავე ისჯება უზიარებლობით (მოც. 67-ე კან), ხოლო ბასილი დიდის 22-ე “ათენის სინტაგმა, IV, 158. კანონის თანახმად, ეს უზიარებლობა ოთხი წლით არის განსახლვრული. ეპიტიმიის შემდეგ მას შეუძლია მასზე იქორწინოს, – თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის სხვა წინაღობა არ არსებობს, – მაგრამ სხვაზე უკვე ვეღარ იქორწინებს (იხ. მოც. 67-ე კან..
PDF გვ. 360
კანონი 26
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სიძვა არ არის ქორწინება, და არც ქორწინების დასაწყისი. ამიტომ სიძვით შეერთებულთა განშორება უკეთესია, თუკი შესაძლებელია. ხოლო თუ ყველა ზომას მიმართავენ, რომ თანაცხოვრება შეინარჩუნონ, მაშინ მიიღონ სიძვის ეპიტიმია, და დარჩნენ ქორწინებით ცხოვრებაში, რათა უარესი არ მოხდეს.
წინამდებარე კანონში საუბარია თავისუფალ მამაკაცსა და თავისუფალ დედაკაცზე, რომლებიც სიძვის გზით ხორციელად თანაცხოვრობენ, რადგან არ არიან კანონიერი ქორწინებით ერთმანეთთან შეუღლებულნი და ამიტომ, არსებითად, ერთმანეთის მიმართ ცოლსა და ქმარს არ წამოადგენენ. მათთან მიმართებით ბასილი დიდი ამბობს, რომ საჭიროა ძალისხმევის გამოჩენა მათ დასაშორებლად, რადგან სიძვა არ არის არც ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ანუ – ზონარას გამოთქმით – სიძვა არ შეიძლება ჩაითვალოს ქორწინების საბაბად.” იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოხერხდა მათი ერთმანეთისგან დაცილება ან მათ შორის კანონიერი ქორწინების მიღწევა, მაშინ ისინი მეძავეობისათვის უნდა დაისაჯონ და დაე, გააგრძელონ თანაცხოვრება, რათა არ მოხდეს რაიმე უარესი, ანუ, ზონარას გამოთქმით, ძალით დაშორების შემთხვევაში არ დაიწყონ ფარული შეხვედრები და ცოდვები, ან რათა ქალი, რომელიც მერე იძულებული გახდება სხვაზე გათხოვდეს, შემდგომში არ ჩავარდეს მრუშობის ცოდვაში, დაბოლოს, რათა არ მოხდეს თვითმკვლელობა, რაც შესაძლებელია ჩაიდინონ საყვარელებმა, როდესაც მათ ხელს შეუშლიან ურთიერთსიყვარულით ტკებობაში.#% იმისათვის, რომ სათანადოდ გავაცნობიეროთ წარმოდგენილი განწესება, უნდა გავიხსენოთ დრო – როდის არის ის გამოცემული და რა შეხედულებები ბატონობდნენ მაშინ ბერძნულ-რომაული კანონმდებლობის მფარველობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მრავალი საუკუნე უნდა გასულიყო, ვიდრე ქრისტიანულ საზოგადოებაში დამკვიდრდებოდა ცნობიერება, რომ კანონიერი არის მხოლოდ ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინება. ამის რეგლამენტირება მოხდა მხოლოდ IX საუკუნეში,როდესაც ლეონ ბრძენმა გამოსცა თავისი LX XXIX ნოველა, რომლის თანახმადაც კანონიერად ითვლებოდა ერთადერთი ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინება. მანამდე, განსაკუთრებით უფრო ადრეულ საუკუნეებში, ქორწინება დარეგულირებული იყო მარტოოდენ ბერძნულ-რომაული კანონმდებლობით, რომლის განწესებაც, გარდა კანონიერი ქორწინებისა, უშვებდა, აგრეთვე, ორი თავისუ- "ათენის სინტაგმა, IV, 159, #+”ათენის სინტაგმა, IV, 160. ფალი პირის ერთად ცხოვრების სხვა გვარობასაც –- კანონიერი ქორწინების კავშირის გარეშე. ასეთი თანაცხოვრება რომაულ საზოგადოებაში სხვადასხვა გარემოებით იყო გამოწვეული, უმთავრესად – საზოგადოებაში არსებული მკვეთრი ფენობრივი განსხვავებით, რაც ხშირად უშლიდა ხელს შეყვარებულების ქორწინებას. იმპერატორმა იუსტინიანემ „კონკუბინატს“ (თანაცხოვრება) მისცა ერთგვარი კანონებრივი ფორმა: თუკი ქალი და მამაკაცი საჯაროდ, მოწმეების თანდასწრებით, ერთობლივი ცხოვრების სურვილს გამოთქვამდნენ და, ამასთანავე, ეს მათი ერთობლივი ცხოვრება კანონს არაფერში ეწინააღმდეგებოდა, მაშინ, იუსტინიანეს კანონმდებლობით, ასეთი კავშირი ნებადართულად უნდა ჩათვლილიყო და გარკვეულ შემთხვევებში მსგავსი თანაცხოვრების შედეგად დაბადებული ბავშვების ლეგალიზებაც (დაკანონება) ხდებოდა. ხოლო თვით „კონკუბინა“ (თანამცხოვრები ქალი) მემკვიდრეობით უფლებას იღებდა თანამცხოვრები კაცის ქონებაზე მისი გარდაცვალების შემდეგ. სწორედ ამ სახის ქორწინებას გულისხმობს ბასილი დიდი წინამდებარე (26-ე) კანონში. როგორც, ზოგადად, ყოველთვის ითვალიწინებს იგი სამოქალქო კანონმდებლობის არსებულ ნორმებს, ასევე მოქმედებს აქაც, თუმცა, ეკლესიის შეხედულებებიდან გამომდინარე, მას არ სურს და არც შეუძლია აღიაროს ,კონკუბინატისადმი“ რაიმე იურიდიული უფლება, მაგრამ მაინც, უკიდურეს შემთხვევებში, ითმენს ასეთ დაშვებებს, რათა უფრო უარესი არ მოხდეს. კონკუბინატს, როგორც კაცისა და ქალის ერთად ცხოვრების კანონით აღიარებულ ფორმას, თავისი პირვანდელი მნიშვნელობა მხოლოდ VIII საუკუნეში ჩამოერთვა, როცა გამოიცა იმპერატორების ლეონ ისავრიელისა და კონსტანტინე კოპრონიმის „ეკლოგია“. შემდგომში, IX საუკუნეში, იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა გამოსცა განწესება, რომლის თანახმადაც არავის ჰქონდა უფლება სახლში ჰყოლოდა „კონკუბინა“ – ან უნდა დაქორწინებულიყო მასზე და იგი მისი კანონიერი ცოლი ხდებოდა, ან – სახლიდან გაეშვა. როდესაც კონკუბინატმა ბერძნულ-რომაული კანონმდებლობით დაკარგა ყოველგვარი კანონიერი მნიშვნელობა და როდესაც იმპერატორ ლეონ ბრძენის ზემოთ მოხსენიებული ნოველით გამოცხადდა მხოლოდ ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინების კანონიერება, მაშინ შეწყდა, რა თქმა უნდა, ბასილი დიდის წინამდებარე კანონის განწესების ძალმოსილება. ასე რომ, უპირობოდ უნდა გაწყდეს ყოველგვარი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, გარდა კანონიერი ქორწინებისა.
PDF გვ. 361
კანონი 27
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდლის შესახებ, რომელიც უმეცრებით შეიკრა არასწორი ქორწინებით, მე განვაწესე, როგორ უნდა იყოს, ანუ: სამღვდელო დასაჯდომელით ისარგებლოს, სხვა სამღვდელო მოქმედებებიდან, დაე, დაეყენოს, რამეთუ ესევითარისათვის შენდობა საკმარისია. სხვისი კურთხევა კი იმისთვის, ვინც საკუთარი წყლულების მკურნალობას საჭიროებს, არ არის მართებული. რამეთუ კურთხევა არის განწმენდის გადაცემა. მაგრამ ვისაც ეს არ გააჩნია, უმეცრების ცოდვის მიზეზით, მაშ, როგორლა გადასცემს სხვას? ამის გამო, დაე, არ აკურთხოს არც საჯაროდ, არც ცალკე, და ქრისტეს ხორცი არ გაუნაწილოს სხვებს, არც სხვა რაიმე მსახურება შეასრულოს, არამედ, დაკმაყოფილდეს მღვდელმსახურის ადგილით, და იტიროს სხვებისა და უფლის წინაშე, რათა მიეტეოს მას უმეცრების ცოდვა.
ბასილი დიდის წინამდებარე კანონი სიტყვასიტყვით არის შეტანილი ტრულის კრების 26-ე კანონში, რომლის თანახმადაც უმეცრებით არასწორად დაქორწინებულ მღვდელს ერთმევა წმინდა მსახურების უფლება; მას მხოლოდ სამღვდელო წოდება უნარჩუნდება და შეუძლია, აგრეთვე, სამღვდელოებას შორის დასაჯდომელის პატივით ისარგებლოს. თუმცა, ყოველივე ესეც იმ პირობით, – როგორც ტრულის კრების აღნიშნული კანონი დასძენს, – თუკი გაწყვეტს ქორწინებას, რომელშიც კანონის განწესების საწინააღმდეგოდ უმეცრებით აღმოჩნდა, ხოლო თუ იცოდა შესაბამისი კანონის განწესება და განგებ დაქორწინდა, მაშინ სამღვდელო წოდებასაც კარგავს და ექვემდებარება არასწორი და დაუშვებელი ქორწინებების შესახებ სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებულ განაჩენს.# რომის სამართლით, აკრძალულ ქორწინებებს ბალსამონი სამ ჯგუფად ჰყოფს: უწესო, დასაგმობი და უკანონო. პირველ ჯგუფს ისეთ ქორწინებებს მიაკუთვნებს, რომლებიც სამოქალაქო სამართლის განწესებებს ეწინააღმდეგება, მაგალითად, მეურვისა – სამეურვეო პირთან; მეორე ჯგუფში შედის მონოზვნებთან და შეწირულ ქალწულებთან ქორწინება და მესამე ჯგუფი, ეს არის ქორწინება, რომელიც ნათესაური ხარისხებით არის აკრძალული.” თუმცა, კანონიკური სამართლის ტერმინოლოგიით, ყველა აკრძალული ქორწინება ჩვეულებრივ იწოდება არასწორ ქორწინებად, როგორც ეს ბასილი დიდის წინამდებარე კანონშია წოდებული. გამოსცემს რა წარმოდგენილ განწესებას იმ მღვდლების წინააღმდეგ, რომლებიც თუნდაც უმეცრებით დაქორწინდნენ არასწორად, წმინდა ბასილი ამართლებს სასჯელის სიმკაცრეს და შენიშნავს, რომ უხერხულია სხვები აკურთხოს პირმა, რომელმაც თავად შესცოდა და, შესაბამისად, ვალდებულია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ღმრთის წინაშე ვედრებით ცოდვის მიტევება გამოითხოვოს. სიმკაცრე გამართლებულია თვით მლვდლის წოდებით და მისი საზოგადოებრივი მდგომარეობითაც, ვინაიდან, უპირველესად იმას მოეთხოვება სულისა და სხეულის სრული სიწმინდე, ვინც მოწოდებულია ღვთის წმინდა საკურთხეველს ემსახუროს და საიდუმლონი აღასრულოს. ამ დროს კი ისე არაფერი ეწინააღმდეგება ამ სიწმინდეს, როგორც ხორციელი უწმინდურება, რომლის საფუძველიც უკანონო ქორწინებაში დევს, სადაც ქმარი და ცოლი, რომლებიც ერთხორც არიან, თვით ქორწინების ბუნებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ერთიმეორეს უწმინდურებით წამლავენ. შემდეგ, ეს სიმკაცრე განპირობებულია თვით მღვდლის მსახურებით, რომელიც ლოცვისა და მღვდელმოქმედების გზით მადლმოსილი განწმენდის გადასაცემად არის მოწოდებული. მაგრამ, როგორ შეუძლია მღვდელს ეს გააკეთოს, თუ იგი ცოდვაში ჩავარდნით თავად მოაკლდა ამ განწმენდას? მართალია, ყოველგვარი განწმენდის წყაროს "იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 163.
"ათენის სინტაგმა, IV, 162. ღვთის მადლი წარმოადგენს, რომლის მსოლოდ იარაღი არის მლვდელი, რომლის მეშვეობითაც მადლი ადამიანებზე მოქმედებს, მაგრამ ის, ვინც არასწორად და კანონის განწესებების საწინააღმდეგოდ იქნა მღვდლად დადგინებული და, შესაბამისად, საიდუმლოს აღასრულებს არასამართლიანად, ვერ იქნება სსვებისთვის მადლმოსილი განწმენდის წმინდა და ჭეშმარიტი იარაღი. დაბოლოს, ეს სიმკაცრე გამართლებულია არასწორი ქორწინებების გარდაუვალი შედეგით მღვდლებისთვის – როგორც ოჯახში, ისე სასოგადოებაში, რადგან, უკანონო ქორწინებაში უკანონო ბავშვები იბადებიან. ასე რომ, მთელ ოჯახზე რჩება სამარცხვინო ლაქა და მლვდელს, როგორი სამაგალითოც არ უნდა იყოს თავისი მსახურებით, ვერასდროს ექნება საზოგადოებაში ის დაფასება და მნიშვნელობა, რაც მას თავისი მდგომარქეობით ეკუთვნის – როგორც მღვდელსა და მწყემსს. აი, რატომაც განაწესებს წმინდა წერილი ყურადღება მიექცეს სამღვდელო კანდიდატის ოჯახურ ცხოვრებას, რომელიც უნდა იყოს წმინდა და შეუბილწავი, და სამღვდელო წოდების ღირსებისათვის ყოელმხრივ შესაფერისი (იხ. 1 ტიმ. 3, 2 და შემდგ).
PDF გვ. 362
კანონი 28
ეს მე სასაცილოდ მომეჩვენა, რომ მავანმა ღორის ხორცისგან განკრძალვის აღთქმა დადო. ამიტომ კეთილად ინებე ასწავლო მათ, რომ განეკრძალონ უგუნურ ფიცსა და აღთქმებს, და დაუშვი მიილონ უცოდველი საგნები. რამეთუ „ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული“ (1 ტიმ. 4, 4). აქედან, რადგანაც აღთქმა სიცილს იმსახურებს, ამიტომ თავშეკავებაც არ არის საჭირო.
წარმოდგენილი კანონი თავისთავად ცხადია.
PDF გვ. 364
კანონი 29
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მმართველები, რომლებიც იფიცებენ, რომ მათზე დაქვემდებარებულებს ბოროტებას შეამთხვევენ, უაღრეს მკურნალობას საჭიროებენ. მკურნალობა კი მათი ორმაგი სახისაა: ერთი – უნდა ისწავლონ, რომ ნაჩქარევად არ დაიფიცონ; მეორე – არ შეინარჩუნონ ბოროტი განზრახვა. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე შემჩნეული იქნება ფიცით სხვის მიმართ ბოროტების ჩადენაში, დაე, მოინანიოს კადნიერი ფიცის მიცემა, მაგრამ ფიცისადმი კეთილკრძალულების საბაბით, ნუ გამყარდება ბოროტებაში. ფიცის დაცვას ჰეროდესთვის სარგებელი არ მოუტანია, რომელიც, იმის გამო, რომ ფიცი არ დაერღვია, წინასწარმეტყველის მკვლელად იქცა. ფიცი საერთოდაც აკრძალულია, მით უფრო განკითხვას იმსახურებს ბოროტების ჩასადენად მიცემული ფიცი. ამიტომ, ფიცის დამდებმა თავისი აზრები უნდა გამოასწოროს, და არა – თავისი ურჯულოების დამტკიცებას ეცადოს. გამოიძიე დაწვრილებით ეს შეუსაბამობა. თუ ვინმემ დაიფიცა, თავის ძმას თვალი ამოთხაროს – კეთილი იქნებოდა მისთვის ამ ფიცის შესრულება? თუ ვინმემ დაიფიცა მკვლელობა ჩაიდინოს, ან რომელიმე მცნება დაარღვიოს? „ვფუცე და გადავწყვიტე, არა ცოდვა ჩამედინა, არამედ დამეცვა მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი“ (ფსალმ. 118, 106) როგორც მცნებაში განმტკიცება მართებულია უცვალებელი განზრახვით, ცოდვაც ასეთივე განზრახვით უნდა განიკვეთოს და აღმოიფხვრას.
ფიცი საერთოდაც აკრძალულია, მით უფრო განკითხვას იმსახურებს – ამბობს ბასილი დიდი, – ბოროტების ჩასადენად მიცემული ფიცი.
ამფილოქეს კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს თავისი ერის უხუცესებს, რომლებმაც დაიფიცეს ბოროტება უყონ თავიანთ ქვეშევრდომებს, – ეს კი მათ გააკეთეს, სხვა მიზეზთა შორის იმის გამოც, რომ მიცემული ფიცი არ დაერღვიათ, - წმინდა ბასილი პასუხობს, რომ მან უნდა ასწავლოს იმათ, რომ ბოროტება არ უნდა ჩაიდინონ, და რომ მათ მიერ მიცემული ფიცი თავისთავად არის ურჯულოება. ამის შემდეგ წმინდა ბასილი განუმარტავს ნათქვამს და ამყარებს მას მაგალითებით.
ბასილი დიდის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან არ უნდა დავასკვნათ, თითქოს უპირობოდ ყველა ფიცი აკრძალულია, არამედ წინამდებარე კანონის განწესება ფიცის შესახებ უნდა განვიხილოთ ამავე მამის სხვა კანონებთან კავშირში და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ წამოჭრილ საკითხზე. სხვათა შორის, თავის 64ე კანონში ბასილი დიდი ათწლიან ეპიტიმიას განაწესებს ფიცის დარღვევისათვის. ამგვარად, თუკი ფიცის დარღვევისათვის წმინდა ბასილი სასჯელს აწესებს, ეს ნიშნავს, რომ იგი აღიარებს ფიცს, როგორც, საკუთრივ, ნებადართულს. ეს ასეც უნდა იყოს საღმრთო სამართლითაც. ფიცს ძველი აღთქმაც აწესებს: „ფიცი ღმრთისაი იყოს შორის ორთავე“, –- ამცნობს ღმერთი ისრაელიანებს მოსეს მეშვეობით (გამოს. 22, 11). როდესაც აბრაამთან აღთქმას ამტკიცებს, ავიმელაქი მას ეუბნება: „აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა.. მე უკუე გეფუცო შენ.. მუნ იფიცნეს ურთიერთას“ (დაბ. 21, 23-31). დავითი წერს: „ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი“ (ფს. 118, 106). ახალ აღთქმაში იესო ქრისტე სასამართლოზე თავად ამტკიცებს ღმერთის სახელით ფიცს, როდესაც მღვდელთმთავრის კითხვაზე „გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაითა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაი“, პასუხობს: „შენ სთქუ“ (მთ. 26, 63, 64), ვინაიდან ებრაელებს წეს-ჩვეულებად ჰქონდათ, რომ სასამართლოზე მსაჯულს უნდა წარმოეთქვა ფიცის გარკვეული ფორმულა, ხოლო ვისაც ფიცი უნდა დაედო, ის მხოლოდ პასუხობდა: „ამენ“, ან „შენ სთქუ“. წმინდა წერილი, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის წიგნებით უშვებს ფიცს ღმერთის სახელით, მაგრამ განიკითხავს და მკაცრად სჯის ცრუ ფიცისთვის: „და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი“ (ლევ. 19, 12), – მცნებად აძლევს ღმერთი თავის ერს. წინასწარმეტყველ ზაქარიას მეშვეობით ღმერთი ამცნობს იუდას სახლს: „იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თკსისა და საშჯელი მშუჯუდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თვსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუით ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, – იტყკს უფალი, ყოვლისა მპყრობელი“ (ზაქ. 8, 16, 17). ცნობილია ფარისეველთა სხვადასხვა ფიცი, რომლითაც მზაკვრულად ცდილობდნენ შეეცვალათ ძველი აღთქმის ფიცი, ასევე ცნობილია ამისათვის ქრისტეს მხრიდან მათი დაგმობა (იხ. მთ. 5, 33-37; 23, 16-22). იესო ქრისტე ყოველთვის განიკითხავდა როგორც ცრუ ფიცისთვის, ასევე იმათ, ვინც იგონებდა მათ ჭეშმარიტების საზიანოდ; გმობდა აგრეთვე ამაოდ მიცემულ ფიცს, რჯულის თანახმად: „არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაი ამაოსა ზედა“. მთაზე ქადაგებაში (მთ. 5, 3) ქრისტე ასწავლის თავის მოწაფეებს, მათი მეშვეობით კი მთელ მსოფლიოს, ქრისტიანული ზნეობის სრულყოფილებაზე ზოგადად და, კერძოდ, ფიცის შესახებ. ქრისტეს ამ სიტყვების თანახმად, განკითხვის ღირსია სიცრუეზე მფიცავი, როდესაც ფიცით იძლევა რაიმე დაპირებას და არ ასრულებს, როდესაც იფიცებს არა ღმერთის სახელით, არამედ სხვა რაიმეთი იმ მიზეზით, რომ ფიცით ნაკლებად იყოს შეკრული, დაბოლოს, როდესაც იფიცებს ღმერთის სახელით საჭიროების გარეშე და ფუჭად. ამ დროს, ყველაზე უმაღლესი საფეხური ზნეობრივი სრულყოფილებისა იქნებოდა, როდესაც ქრისტიანი არასდროს დაიფიცებდა, ანუ როდესაც იგი იმდენად მართალი და კეთილშობილი იქნებოდა, რომ მას ყველა დაუჯერებდა, რაკი მისი: „ჰწ“ „ჰე“ იქნებოდა და – „არაი“ „არა“ (მათე 5, 37). ამის დამადასტურებელია იაკობ მოციქულის დამოძლვრება ამ საკითხთან დაკავშირებიღ: „ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეი ჰე და არაი არა, რაითა არა ორგულებასა შესცკვეთ“ (იაკ. 5, 12). სხვა სიტყვებით: ნუ დაიფიცებთ რამე ფიცით, როგორც ეს არაქრისტიანული ჩვევით ხდება, და ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე, რათა დამფიცებელმა არ დაივიწყოს, არ დაარღვიოს ფიცი და შედეგად ღვთის წინაშე დამნაშავე არ აღმოჩნდეს. მაგრამ, ამასთანავე, საჭირო და მნიშვნელოვან ვითარებებში ფიცის გამოყენება, თანაც, ჭეშმარიტი ფიცისა, საღმრთო სამართალს არამცთუ არ აუკრძალავს, არამედ გარკვეულ შემთხვევებში განაწესა კიდეც, როგორც ეს ზემოთ ვიხილეთ. ამ აზრით უნდა გავიგოთ წინამდებარე (29-ე) კანონში ბასილი დიდის სიტყვები, რომლებიც ჩვენ განმარტების დასაწყისში მოვიყვანეთ. საღმრთო სამართლის წინამდებარე განწესების სულისკვეთებითაა გამოცემული სამოქალაქო კანონმდებლობის დადგენილებებიც ფიცის შესახებ. იმპერატორ კონსტანტინეს დროში შემოვიდა უკვე ქრისტიანული ფიცის დადება საზეიმო შემთხვევებში, შემდგომ ეს დაამტკიცა იუსტინიანეს კანონმდებლობამაც. ერთ-ერთ თავის ნოველაში იუსტინიანემ დაადგინა, რომ თითოეულმა მსაჯულმა უნდა დაიფიცოს წმინდა სახარებაზე; ზუსტად ასევე უნდა დაიფიცოს წმინდა სახარებაზე თითოეულმა ეპისკოპოსმა, რომ არ დაემონება სიმონიას.?“ «სის. CXXIV, 1, +MიV. CXXIII, 1; CXXXVI, 2.
PDF გვ. 364
კანონი 30
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ცოლის მომტაცებელთა შესახებ, ჩვენ ძველი კანონი არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩამოვაყალიბეთ კერძო აზრი: ისინიც და მათი დამხმარენიც, დაე, განკანონდნენ საერთო ლოცვებიდან სამი წლის ვადით. თუ ძალადობის გარეშე მოხდა, მაშინ სასჯელი არ ეკუთვნით, თუკი არ ჰქონია ადგილი გარყვნას ან ქურდობას. ხოლო ქვრივს, თავის თავზე აქვს უფლება და მასზეა დამოკიდებული გაჰყვება თუ არა გამტაცებელს. ჩვენი საზრუნავი არ არის საქმის გარეგნული მხარეები.
როდესაც ქალის მოტაცებაზე საუბრობს, ბასილი დიდი ერთმანეთისგან განასხვავებს ძალადობით და მის გარეშე მოტაცებებს. პირველთან მიმართებით ის ამბობს, რომ გამოთქვამს თავის კერძო აზრს, როდესაც გამტაცებლისათვის სამწლიან ეპიტიმიას განაწესებს, და ზუსტად ამდენსავე – გატაცებაში მონაწილეთათვის. თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს სასჯელი, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ ბასილი დიდის 22-ე კანონის განმარტებაში. მეორესთან მიმართებით, ბასილი დიდი არანაირ სასჯელს არ აწესებს, თუკი ქალი თავისი ნებით გაჰყვა ვინმეს, თანაც თუ ადგილი არ ჰქონია არც შერყვნას და არც გაქურდვას, ანუ მომტაცებელს ქალწულთან არ უცხოვრია, ვიდრე სახლში არ მიიყვანა; ანდა თუ მანამდე არ იმყოფებოდა მასთან ფარულ ცოდვით კავშირში. წმინდა ბასილის ეს განწესება რომ შემდგომში შეიცვალა, ამას გვეუბნება IV მსოფლიო კრების 27-ე და ტრულის კრების 92-ე კანონები. თუმცა, მეორე სახის მოტაცება არც ბასილი დიდის მიხედვით არის თავისუფალი კანონიკური სასჯელისგან იმ შემთხვევაში, თუკი მოტაცებული ქალი ვინმეს მორჩილებაში იმყოფებოდა და, "შესაბამისად, არ იყო დამოუკიდებელი, რადგან, როგორც სხვაზე დამორჩილებულს, უფლება არ ჰქონდა დაქორწინებულიყო და ამიტომ, იმას, ვისაც ის ეკუთვნოდა, შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაიბრუნოს იგი თავის სახლში (იხ. ბასილი დიდის 38-ე და 42-ე კანონები) აქედან გამომდინარე, ბასილი დიდი წინამდებარე კანონში მიიჩნევს, რომ თავისუფალ ქვრივს შეუძლია თავისი ნებით გაჰყვეს მომტაცებელს, და ასეთ შემთხვევაში მისი მომტაცებელი არ დაისჯება. წარმოდგენილი კანონი მთავრდება შენიშვნით იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუ როგორ ჩანს გარეგნულად ქმედება. ეს კი, – ამ კანონის ბალსამონისეული განმარტებით, – ნიშნავს, რომ „თუ ქალს ესირცხვილება ცოლად გაჰყვეს მის მოსიყვარულე ან თავის შეყვარებულ ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის დაბალი ფენის წარმოშობისაა და ამიტომ ისე მოაჩვენა ყველას, თითქოს მოტაცებულია, სინამდვილეში კი თავის ნებით გაჰყვა, მაშინ ჩვენ არ გვაინტერესებს ის, რაც მოჩვენებითად კეთდება, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებას მივაპყრობთ ყურადღებას“.”
”#ათენის სინტაგმა, IV, 167. M) 6 8 უპისკოპოსი ნია ოდიში (შილაშიპ
PDF გვ. 367
კანონი 31
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სხვაგან გამგზავრებული და უმისამართოდ გადაკარგული ქმრის ცოლი, თუ სხვასთან შეულლდება მანამ, ვიდრე ქმრის სიკვდილის ამბავს შეიტყობდეს, – მრუშობს.
იხ. ტრულის კრების 93-ე კანონის განმარტება, რომელშიც “შედის ბასილი დიდის წინამდებარე კანონი.
PDF გვ. 368
კანონი 32
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ის კლირიკოსები, რომლებმაც სასიკვდილო ცოდვით შესცოდეს, თავიანთი ხარისხიდან განიკვეთებიან, მაგრამ არ ეკრძალებათ ერისკაცებთან ერთად ზიარება რამეთუ „არა შურ იგო ორ გზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9).
წინამდებარე კანონში ბასილი დიდი იმეორებს მოციქულთა 25-ე კანონის განწესებას, იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის დანაშაულისათვის სასულიერო პირები უნდა განიკვეთონ ხარისხიდან, მაგრამ, ამასთან, არ უნდა განკანონდნენ წმინდა ზიარებიდან. ეს ეფუძნება საერთო კანონიკურ პრინციპს სასულიერო პირთა დასჯის შესახებ, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ მოციქულთა მე-5 და 25-ე კანონების განმარტებებში და რასაც, ასევე, ეყრდნობა ბასილი დიდი თავის წინამდებარე კანონში.
წმინდა ბასილი აქ სასულიერო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს სასიკვდილო ცოდვას უწოდებს. ასევე უწოდებს წმინდა წერილიც ზოგიერთ ცოდვას და ამით მათ არასასიკვდილო ცოდვისაგან განასხვავებს (იხ. 1 ინ. 5, 16, 17). განმარტავს რა ამ ადგილს, ზონარა ამბობს, რომ სასიკვდილო ცოდვა არის სისრულეში მოყვანილი ცოდვა, ხოლო არასასიკვდილო, რომელიც ვინმემ ჩაიფიქრა, მაგრამ საქმით არ შეუსრულებია." ამის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რომელ ცოდვებს გულისხმობს ბასილი დიდი წარმოდგენილ კანონში, და თუ მათ შევადარებთ იმას, რასაც იგი თავისი 69-ე და 70-ე კანონებით განუწესებს კლერიკოსებს სხვადასხვა დანაშაულისათვის, რისთვისაც იქ ნაკლებად მკაცრი სასჯელია განწესებული, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ წინამდებარე (32-ე) კანონში იგი გულისხმობს მძიმე ცოდვებს, რომელთა გამოც უკვე განაწესებს მათში მხილებულთა საბოლოო განკვეთას. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს აქ ბასილი დიდი გულისხმობდეს ყველაზე მძიმე ცოდვებს, რომელთა ჩადენაც კლერიკოსებს შეუძლიათ, რამეთუ მათ გამო ისინი არამხოლოდ განიკვეთებიან, არამედ განიყენებიან კიდევაც საერისკაცო ეკლესიური ერთობიდანაც, მაგალითად, სიმონიისთვის (იხ. მოც. 29, 30).
“ათენის სინტაგმა, IV, 173. ნშინდა მახილი დიდის კანონეზი 369
PDF გვ. 368
კანონი 33
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედაკაცი, რომელიც გზაში შობს, და ახალშობილს უგულებელყოფს, დაე, მკვლელობისათვის სასჯელს დაექვემდებაროს.
აქ არ უნდა ვიგულისხმოთ ფეხმძიმე დედაკაცი, რომელიც გზაში შობს და ბავშვს სასიკვდილოდ მიატოვებს, რამეთუ არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი არის მკვლელი და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევისათვის არავითარი კანონი საჭირო არ არის. მაგრამ ბასილი დიდი აქ მკვლელის სასჯელს უფარდებს ისეთ დედაკაცსაც, რომელმაც გზაში დაბადა, ბავშვი თავის ბედს მიანდო, შემდეგ კი იგი სხვამ აიყვანა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.” სწორედ ამაში მდგომარეობს წარმოდგენილი კანონის არსი. უფრო დაწვრილებით ახსნას ამის შესახებ, ბასილი დიდი იძლევა თავის 52-ე კანონში.
PDF გვ. 369
კანონი 34
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმ დედაკაცების ცოდვის სააშკარაოზე გამოტანა, რომლებმაც იმრუშეს და ალიარეს, - ლღვთისმოშიშებით ან რამე სახის მხილების შედეგად, – ჩვენმა მამებმა აკრძალეს, რათა მხილებულთ სასიკვდილო მიზეზი არ მივცეთ; მათ ბრძანეს, რომ შეუძლიათ ერთგულ მორწმუნეების გვერდით იდგნენ ზიარების გარეშე, ვიდრე არ ამოიწურება სინანულის ვადა.
წინამდებარე კანონი წარმოადგენს ბასილი დიდის 58-ე კანონიდან დაშვებულ გამონაკლისს. მრუშობისათვის წმინდა ბასილი იქ განაწესებს თხუთმეტწლიან ეპიტიმიას, რომელიც საჯაროდ უნდა მოიხადოს დამნაშავემ გარკვეული თანმიმდევრობით. წინამდებარე კანონში კი საჯაროობა არ მოითხოვება, რაკი საქმე ეხება დედაკაცს, რომელმაც იმრუშა, მაგრამ მისი ცოდვა არ გახმაურებულა და მის შესახებ სულიერმა მოძღვარმა თავად ცოდვილისგან გაიგო აღსარების გზით; აქ უკვე მნიშვნელობა არა აქვს – ნებაყოფლობით მოხდა აღსარების ჩაბარება თუ გარემოებებმა აიძულეს იგი. მსგავსი შემთხვევებისათვის ბასილი დიდი განაწესებს, რომ ასეთი დედაკაცი მაინც ექვემდებარება ეპიტიმიას, თანაც, ეკ6რძალება წმინდა ზიარება იმ დროის განამვლობაში, რა დროც (ვადაც) არის დაწესებული მრუშებისათვის. მაგრამ ამ ეპიტიმიას ის არ იხდის საჯაროდ (საჯაროობაში იგულისხმება ცოდვილის დგომა სხვა ცოდვილებთან ერთად სინანულის გარკვეულ საფეხურებზე); მას ეძლევა საშუალება იდგეს ეკლესიაში ლოცვაზე სხვა ერთგული მორწმუნეების გვერდით, რათა არ გამოჩნდეს, რომ მან მძიმე ცოდვა ჩაიდინა. ასე განაწესებს წმინდა ბასილი, რამეთუ მხედველობაში იღებს ქალის სისუსტეს ზოგადად, და ცდილობს გახმაურებას მოარიდოს ქალის ამგვარი ცოდვა; წინააღმდეგ შემთხ- «იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 176. 370 უპიხკოპოსი ნიკოდიში (შილაში) ვევაში შეიძლება ეს საზიანოდ აისახოს როგორც მის ოჯახზე, ისე თვით საზოგადოებაზეც. აქვე აღვნიშნავთ, რომ მრუშობისათვის ეპიტიმია შემცირებულია ტრულის კრების 87-ე კანონით.
PDF გვ. 369
კანონი 35
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ცოლმა ქმარი მიატოვა, საჭიროა მიტოვების მიზეზის გამოკვლევა, და თუ აღმოჩნდება, რომ უმიზეზოდ მიატოვა, მაშინ ქმარი სულგრძელობას იმსახურებს, ცოლი კი – ეპიტიმიას. ქმრის მიმართ გამოჩენილი სულგრძელობა გამოიხატება ეკლესიის ერთობაში მისი დაშვებით.
ბასილი დიდის წინამდებარე კანონი ტრულის კრებამ შეიტანა თავის 87-ე კანონში, რომლის განმარტებაც ამ კანონის განმარტებასაც ემსახურება.
PDF გვ. 370
კანონი 36
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უგზოუკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა ცოლები, რომლებიც სხვებთან შეუღლდნენ, იმავე სასჯელს ექვემდებარებიან, რასაც ისინი, რომლებიც არ დაელოდნენ სხვაგან გამგზავრებული ქმრების დაბრუნებას. თუმცა, ასეთი შემთხვევა გარკვეულ ლმობიერებას იმსახურებს, ვინაიდან უფრო სარწმუნოა, რომ ადგილი ჰქონდეს ქმრის გარდაცვალებას.
ბასილი დიდის წინამდებარე კანონი, მისივე 31-ე და 46-ე კანონებთან ერთად, შესულია ტრულის კრების 93-ე კანონში, რომლის განმარტებაც ამ კანონის განმარტებასაც ემსახურება.
PDF გვ. 370
კანონი 37
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც დაქორწინდება მისთვის სხვისი ქალის წართმევის შემდეგ, პირველი ქმედებისთვის დაე, მრუშობისათვის სასჯელი დაედოს, მეორისთვის კი – უდანაშაულოა.
ამ კანონში მოხსენიებულ „სხვის ქალში“ იგულისხმება ან კანონიერი ქორწინების კავშირით შეკრული დედაკაცი, ან ვინმესთან კანონიერად დაწინდული ქალწული.”
შესაბამისად, ვინც იმრუშებს ასეთ „სხვის ქალთან“ და კანონიერი განაჩენით ამ ქალს მისგან წაიყვანენ, – იქნება ის სხვისი ცოლი თუ საცოლე, – და იგი, ამ "იხ, ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 181. თანამცხოვრებს ჩამოშორებული, დაქორწინდება სხვაზე (თავისუფალ, უქმრო დედაკაცზე), მაშინ, წინამდებარე კანონის თანახმად, იგი უნდა დაექვემდებაროს მრუშებისათვის განსაზღვრულ ეპიტიმიას – სხვის ცოლთან ან საცოლესთან თანაცხოვრებისათვის, ხოლო იმ ქალთან კავშირისათვის, რომელზედაც დაქორწინდა, სასჯელს არ იმსახურებს. თუმცა, ეს უკანასკნელი უნდა მოვიაზროთ არა როგორც საეკლესიო ქორწინება, არამედ – თანაცხოვრება, რომლის შესახებაც საუბარია ბასილი დიდის 26-ე კანონის განმარტებაში. ანუ – ,კონკუბატის“ მნიშვნელობით. ვინაიდან, აქ რომ საუბარი ყოფილიყო კანონიერ საეკლესიო ქორწინებაზე, მაშინ მრუშობის ცოდვაში ჩავარდნილს შეეძლო ხელახლა დაქორწინებულიყო დაქვრივების შემდეგ, თუ თხუთმეტწლიან ეპიტიმიას მოიხდიდა (იხ. ბასილი დიდის 58-ე კანე, ან – შვიდწლიანს (იხ. ტრულის კრების 87-ე კანე); ხოლო თუ თავისი მრუშობით ვინმეს განქორწინების საბაბი მისცა, მაშინ ის ხელმეორედ ვეღარასოდეს დაქორწინდება (იხ. ბასილი დიდის 48-ე კან.)
PDF გვ. 370
კანონი 38
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მამის ნებართვის გარეშე გათხოვილი ყმაწვილქალები, – სიძვობენ. მაგრამ მშობლებთან შერიგებით ვითარება, ვგონებ, განკურნებადია. თუმცა, ზიარებაზე ისინი მაშინვე არ დაიშვებიან, არამედ სამი წლით განიყენებიან.
ძველ რომაულ სამართალში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინების კანონიერებისათვის უფროსების თანხმობაც იყო საჭირო: მშობლების, მეურვეების, ბატონების; ქორწინება, რომელიც ამ პირობების დაუცველად შედგებოდა, კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა. რომის სამართლის ეს განწესება ეფუძნებოდა იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ბუნება და საღმრთო რჯული განსაზღვრავდა მშობლებსა და შვილებს შორის, უფროსებსა და უმცროსებს შორის. და თუმცა, რომის სამართლის აღნიშნულ განწესებას ეკლესია მისი დაფუძნებიდანვე პატივს სცემდა, მაგრამ მაინც, იმის გამო, რომ საეკლესიო კანონმდებლობაში არ არსებობდა კატეგორიული განწესება, ჩნდებოდა ეჭვი – აქვს თუ არა რომის სამართლის აღნიშნულ განწესებას ეკლესიისთვისაც სავალდებულო ძალა. ამიტომ ამფილოქე მიმართავს ბასილი დიდს წამოჭრილი საკითხის განმარტებისათვის, რაზედაც წმინდა ბასილმა უპასუხა თავის 22-ე კანონში, უფრო დაწვრილებით კი წინამდებარე (38-ე), მე-40 და 42-ე კანონებში.
„მამის ნებართვის გარეშე გათხოვილი ყმაწვილქალები, – სიძვობენ“, – ამბობს ბასილი დიდი წინამდებარე კანონში და ამით აჩვენებს, თუ რაზომ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს კანონიერი ქორწინებისათვის მშობლების თანხმობა. იმ ქალწულებთან დაკავშირებით, რომლებიც მშობლების თანხმობის გარეშე გათხოვდნენ, ბასილი დიდი განაწესებს აეკრძალოთ მათ წმინდა ზიარება სამი წლის ვადით, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლებმა დამატებით მისცეს მათ თანხმობა უკვე შემდგარ ქორწინებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქორწინება უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით იხ. ამავე მამის მე-40 და 42-ე კანონების განმარტებები. § 7 2 უპის 4 ოპოსი ნი +) ოდიში (შილაშიპ)
PDF გვ. 371
კანონი 39
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მრუშთან მცხროვები, მრუშია მთელი მასთან თანაცხოვრების განმავლობაში.
ამ კანონის ბალსამონისეული განმარტების თანახმად, აქ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მრუშთან მცხოვრები ყველა ქალი, გამონაკლისის გარეშე – მრუშია, რადგან, მაგალითად, მრუშის კანონიერი ცოლი, თუმც მასთან ცხოვრობს, მაინც არ იმსასურებს ამისთვის რაიმე სახის ეპიტიმიას; აქ უნდა ვიგულისხმოთ გათხოვილი დედაკაცი, რომელმაც კანონიერ ქმარს უღალატა და მრუშთან დაიჭირა კავშირი. ერთ-ერთმა ასეთმა ქალმა, კანონიერი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყვიტა იმ მრუშთან შეუღლებულიყო, წმინდა ბასილი კი ამაზე თავისი განწესებით პასუხობს, რომ არ შეიძლება მას ამის უფლება მიეცეს, და რომ ის უნდა დარჩეს ეპიტიმიის ქვეშ მანამ, ვიდრე მრუშთან ცხოვრობს, თუნდაც მას თხუთმეტწლიანი ეპიტიმია უკვე ჰქონდეს მოხდილი მრუშობისათვის, ვინაიდან, ფაქტიურად, ეპიტიმიას იხდის და შენდობას იღებს ის, ვინც თავს ანებებს ბოროტებას, ხოლო ვინც ბოროტებას განაგრძობს, ის სამუდამოდ ეპიტიმიის ქვეშ უნდა დარჩეს.
PDF გვ. 372
კანონი 40
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც თავისი ბატონის ნებართვის გარეშე ქმარს მიეცემა –- სიძვობს. თუკი ამის შემდეგ, ნებართვით დაქორწინდება, მაშინ ითვლება კანონიერ შეუღლებულად. ამიტომ, პირველი არის სიძვა, უკანსკნელი კი – ქორწინება. რამეთუ პირობას, რომელსაც სხვის სრულუფლებიან დამოკიდებულებაში მყოფი პირი იძლევა, არანაირი სიმტკიცე არ გააჩნია.
წინამდებარე კანონი წარმოადგენს ბასილი დიდის 38-ე კანონის შემდგომდროინდელ დამატებას. რომის სამართლის შინაარსიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც სხვებზე დამოკიდებულ პირთა შეთანხმებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია,” – წმინდა ბასილი საქორწინო შეთანხმებას მიიიჩნევს ფუჭ, არაფრისმთქმელ შეთანხმებად, თუ ის მონა ქალის მხრიდან არის ვინმესთან დადებული და ასეთ ქალს მეძავედ აცხადებს, მის ქორწინებას კი –- სიძვად. თუკი შემდგომში ეს ქალი მიიღებს თავისუფლებას ან ქორწინებაზე თავისი ბატონის თანხმობას, მაშინ ბასილი დიდი უშვებს, რომ მათი მანამდელი ურთიერთობა ჩაითვალოს ქორწინებად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს მათ მეძავეებისათვის დაწესებული ეპიტიმიისაგან, მათი ძველი არაკანონიერი კავშირის გამო.
“ძველი რომაული სამართლის სწავლებით „მონა – სრულიად უუფლებოა, არამხოლოდ სამოქალქო, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც. მონა არ ითვლება პიროვნებად (ადამიანად), მონობა აშორებს მას უფლების მქონე არსებათა წრეს, იგი მას ნივთად აქცევს, საქონლის მსგავსად, მისი ბატონის საკუთრებისა და თვითნებურად განკარგვის საგნად“. ნშინდა შკსილი დიღის კანონები 3873
PDF გვ. 372
კანონი 41
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქვრივობაში თავის თავზე უფლების მქონეს, შეუძლია უდანაშაულოდ შეუღლდეს, თუკი არავინაა, ვინც ამ თანაცხოვრებას დაარღვევს. რამეთუ მოციქული ამბობს: „დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაი, გარნა ხოლო უფლისა მიერ“ (რომ. 7, 2; 1 კორ. 7, 39).
ქვრივს, რომელიც არ არის დამოკიდებული უფროსებზე, მშობლებზე ან მეურვეებზე, რომლებსაც მასზე გარკვეული უფლება ექნებოდათ, შეუძლია მეორედ იქორწინოს ყოველგვარი წინაღობის გარეშე. სწორედ ამას განაწესებს ბასილი დიდი წინამდებარე კანონში და აფუძნებს მას საღმრთო სამართალზე (იხ. რომ. 7, 2; 1 კორ. 7, 39). თუმცა, ამ განწესებას, სხვა კანონების განწესებებთან კავშირში, თავისი საზღვრები აქვს, კერძოდ: 1) ქვრივი, რომელიც მეორედ დაქორწინდება, ზოგადად მეორედ დაქორწინებულთათვის განწესებულ ეპიტიმიას უნდა დაექვემდებაროს (იხ. ბასილი დიდის მე-4 კან, და 2) მას შეუძლია დაქორწინდეს ისეთ პირთან, რომელსაც, თავის მხრივ, კანონიერი ქორწინების უფლება აქვს; მაგალითად, მართლმადიდებელი ქვრივი ცოლად ვერ გაჰყვება არამართლმადიდებელს (იხ. ტრულ. 72-ე, ლაოდ. 31-ე, კართ. 21-ე კანონები) და, ამას გარდა, ბალსამონის განმარტებით, ვერ გაჰყვება ცოლად ისეთ ადამიანს, რომელიც მისი წარმომავლობის ღირსი არ არის.“ კანონიკური თვალსაზრისით ეს ეხება პირს, რომელიც არ არის თავისუფალი ან არ ცხოვრობს პატიოსანი შრომით (შდრ. ტრულ. 51, 62: კართ. 45, 58; ბასილი დიდის 42, 53); სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისით კი მართლმადიდებელ ქვრივს არა აქვს ეგრეთ წოდებული მორგანიტული ქორწინების უფლება. ასე ეწოდება ქორწინებას ორ სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლებს შორის. ასეთი ქორწინებისას ცოლი და ქმარი, ასევე, შვილები, ვერ სარგებლობენ ყველა იმ ოჯახური და მემკვიდრეობითი უფლებებით, რომლებითაც ისარგებლებდნენ ქორწინების ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში. აღნიშნულ ქორწინებას არაკეთილგანწყობით უყურებდნენ ჯერ კიდევ ძველ-რომაულ სამართალში, თუმცა მოსათმენი იყო, ისევე, როგორც ითმენენ მას ყველა შემდგომ დროში. გერმანელებთან მორგანიტული ქორწინება ასე იმიტომ იწოდება, რომ ცოლი, თავის შვილებთან ერთად, უნდა დაკმაყოფილებულიყო ქმრის ქონების იმ ნაწილით, რასაც საჩუქრად მიიღებდა ქორწინების პირველი ღამის შემდეგ.“ "ათენის სინტაგმა, IV, 189.
#“ამგვარად ქორწინებას კიდევ უწოდებდნენ „სალიკური კანონით ქორწინებას“, რადგან ყველაზე ხშირად ასეთ ქორწინებებს ადგილი ჰქონდა სალიკელ ფრანკებში; ეწოდება ასევე, „მარცხენა ხელიდან დაქორწინება“, რითაც სიმბოლურად სურდათ მიენიშნებინათ, რომ ცოლი არ მიიღება ქმრის ოჯახის სრულუფლებიან წევრად და მისი სრული მფარველობის ქვეშ, შესაბამისად, არც მისი საზოგადოებრივი და წოდებრივი უფლებებით სარგებლობს. ასევე, შვილებსაც არ აქვთ უფლება ისარგებლონ მამის სახელითა და ქონებით. მსგავს ქორწინებას, თუკი ის კანონიკური განწესებების დაცვით შედგებოდა, ეკლესია კანონიერად თვლიდა და სრულიად უთანაბრებდა სხვა, სწორად შემდგარ ქორწინებებს.
PDF გვ. 373
კანონი 42
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მფლობელთა ნების საწინააღმდეგო ქორწინებები, თავისი არსით – სიძვაა. მამის ან ბატონის სიცოცხლეში, შეუღლებულნი უდანაშაულონი ვერ იქნებიან, ვიდრე მათზე უფლების მქონე, თანხმობას არ გამოთქვამს მათ თანაცხოვრებაზე. რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ იძენს ქორწინება სიმტკიცეს.
თავის 38-ე კანონში ბასილი დიდი ქალწულს უკრძალავს მამის ნებართვის გარეშე ქორწინებას, ხოლო მე-40 კანონში – მონებს, მათი ბატონების გარეშე. წინამდებარე კანონში მას მოჰყავს ორივე ეს განწესება ერთად, და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უფლებამოსილთა თანხმობის გარეშე დაქორწინება არ შეიძლება. ურჩობის შემთხვევაში კი ასეთი კავშირი სიძვად უნდა ჩაითვალოს. როდესაც ქალწულზე საუბრობს, ბასილი დიდი აქ გულისხმობს საერთოდ ოჯახის შვილებს – ასულებსა და ძეებს, რომლის უფროსიც არის მამა. მამის თანხმობა განაპირობებდა ქორწინების კანონიერებას იუსტინიანეს კანონმდებლობითაც. შემდგომში ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამაც მოითხოვა ზოგადად მშობლების თანხმობა. თუმცა, IX საუკუნეში კვლავ აღდგა იუსტინიანეს კანონდებულება და თანაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი დადგენილება გამოიცა. იგი შესაბამისობაშია ბასილი დიდის წინამდებარე და 38-ე კანონებთან, და ყველა მომდევნო საუკუნეში გამოიყენებოდა აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკაში.
PDF გვ. 374
კანონი 43
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც მოყვასს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს, ის მკვლელია, – მიუხედავად იმისა, პირველი დაარტყამს, თუ უპასუხებს.
ეს კანონი მკვლელების შესახებ ბასილი დიდის მრავალ სხვა კანონს უკავშირდება (იხ. პარალ. კანონები).
PDF გვ. 374
კანონი 44
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედათდიაკონი, რომელიც წარმართთან ისიძვებს, შეიძლება მიღებულ იქნეს ლოცვით ერთობაში, მაგრამ წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად მხოლოდ მეშვიდე წელიწადს დაიშვება, – თუკი სიწმინდეში იცხოვრებს. წარმართი კი, რომელიც სარწმუნოების მიღების შემდეგ, კვლავ მკრეხელობას მიჰყოფს ხელს, ამით თავის ნათხევარს უბრუნდება. ამიტომ ჩვენ დედათდიაკვნის სხეულს, როგორც შეწირულს, აღარ ვრთავთ ნებას ხორციელი სარგებლობისათვის გამოიყენებოდეს.
დედათდიაკვნებისა და მათ მიერ ქალწულობის მკაცრი აღთქმის დადების შესახებ, რომელიც შეჩვენების მუქარით სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაეცვათ, – ჩვენ საუბარი გვქონდა IV მსოფ. კრების მე-15 კანონის განმარტებაში. ბასილი დიდის დროს დედათდიაკონთათვის ასეთი მკაცრი კანონი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომ სშირად ხდებოდა, რომ ისინი ყოველთვის არ იმარხავდნენ ქალწულობის აღთქმას, და როგორც ვხედავთ, არცთუ იშვიათად ვარდებოდნენ (წარმართებთანაც კი) სიძვის ცოდვაში. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა შეახსენა ამფილოქემ ბასილი დიდს. კერძოდ: ერთ-ერთმა დედათდიაკონმა წარმართთან ისიძვა, რის გამოც ამფილოქემ იგი თავისი წოდებიდან განკვეთა და საერთოდ განაყენა წმინდა ზიარებიდან. ამავე დროს, აღნიშნულმა წარმართმა ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო და მოისურვა ცოლად მოეყვანა ეს ყოფილი დედათდიაკონი. მისი ასრით, გახდებოდა რა ქრისტიანი, შეეძლო კანონიერად დაქორწინებულიყო იმაზე, ვინც უკვე აღარ იყო დედათდიაკონი და, შესაბამისად, მისი აზრით, კანონიერი ქორწინების უფლება ჰქონდა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, პასუხობს რა ამფილოქეს, ბასილი დიდი წინამდებარე კანონში ამბობს, რომ დედათდიაკონი სწორად იყო განკვეთილი მეძავეობის გამო, თუმცაღა, არ არის საჭირო მისი სრულიად განყენება ეკლესიისგან, რამეთუ საკმარისად არის დასჯილი იმითაც, რომ დაკარგა ლვთის მადლი, რომლის ღირსიც იქმნა დედათდიაკვნობით. წმინდა ბასილი განაწესებს, რომ მან უნდა დაჰყოს ეპიტიმიის ქვეშ შვიდი წელი და თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში წმინდად შეინახავს თავს და წრფელად მოინანიებს საკუთარ ცოდვას, მაშინ მიეცეს მას წმინდა ზიარება, ამასთან, რა თქმა უნდა, ოდესმე გათხოვების უფლების გარეშე. იმ წარმართის შესახებ, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და ყოფილი დედათდიაკვნის ცოლად მოყვანა განიზრახა, ბასილი დიდი ამბობს, რომ ამით ის სიწმინდეს შებილწავდა და როგორც ძაღლი, თავის ნათხევარს მიუბრუნდებოდა, ანუ – თავის ძველ წარმართობას და ისეთ საქციელს, რომელიც მხოლოდ წარმართობაში – და არა ქრისტიანობაში – იქნებოდა მოსათმენი. ვინაიდან, – ამბობს ბასილი დიდი, – ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დედათდიაკვნის სხეული, როგორც ერთხელ შეწირული, კვლავ სქესობრივ კავშირს ემსახურებოდეს. ეს უკანასკნელი განწესება ეფუძნება იმ საერთო ძირითად კანონს, რომელიც ასე გამოითქმის: რაც წმინდაა, ის არ შეიძლება შებილწულ იქნეს.” ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხში, რომლის დაცვასაც ზოგიერთები ცდილობენ, რომ თითქოს დაქვრივებულ სასულიერო პირებს შეუძლიათ დაქორწინდნენ, რაკი მათ უკვე სასულიერო წოდება ჩამოერთვათ, – რის შესახებაც ჩვენ საგანგებოდ ვისაუბრეთ ტრულის კრების მე-6 კანონის განმარტებაში. "ათენის სინტაგმა, IV, 193. 376 უპისკოპოხი ნიჯოდიში (შილამიპ)
PDF გვ. 374
კანონი 45
თუ ვინმე, მიიღო რა ქრისტიანის სახელი, ქრისტეს გმობს, ასეთს არანაირი სარგებლი არა აქვს სახელწოდებისგან.
სიტყვასიტყვით რომ გაგვეგო კანონში ნათქვამი: „ქრისტეს გმობს“, მაშინ უნდა გვეფიქრა, რომ კანონი განიკითხავს ღვთისგმობას, რისთვისაც წმინდა წერილი ცოდვილებს ღმერთის შურისგებით ემუქრება>” ბიზანტიური კანონმდებლობა მკაცრად სჯის ღვთისმგმობელობის დანაშაულს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც იუსტინიანეს ერთ-ერთ ნოველაშია ნათქვამი, თუკი ადამინების საწინააღმდეგო ბოროტსიტყვაობა არ რჩება დაუსჯელი, მაშინ, მით უფრო იმსახურებენ სასჯელს ისინი, ვინც ღმერთის მიმართ ბოროტსიტყვაობენ. სლავურ „კორმჩაიაში“ (თავ. მე-10) გვხვდება ბიზანტიური კანონმდებლობის დადგენილება, რომელიც ღმრთისმგმობელი ადამიანისთვის ენის მოჭრას ბრძანებს.
თუმცაღა, ბერძენი კომენტატორები სხვა ახსნას აძლევენ ქრისტეს „გმობას“, რომლის შესახებაც ბასილი დიდის წინამდებარე კანონშია ნათქვამი, კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ამ კანონში განიკითხება ის პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ საღმრთო მცნებებთან თანხმობაში, არღვევენ მათ და ამით ღმერთს, რომლის სახელსაც ატარებენ, – შეურაცხყოფას აყენებენ. ამ განმარტებასაც თავისი საფუძველი აქვს.
ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს, მაგრამ არ ასრულებს იმას, რასაც ქრისტიანობა მოითხოვს, და ამით, შესაბამისად, ქრისტეს შეურაცხყოფს, – ასეთი პირი ვერ ისარგებლებს მადლმოსილი ძღვენით, რომელსაც ეკლესია თავის ერთგულებს ანიჭებს და ამდენად, ის ეკლესიის გარემყოფად (გარეწარი, უცხო) უნდა ითვლებოდეს. წინამდებარე კანონი არის ბასილი დიდის მე-7 ზნეობრივი წესის მოკლე ფორმა, რომელიც სრულად ასე გამოითქმის: „ვინც ცდილობს თავი უფლის აღმსაარებლად და მისი მოძღვრების მიმდევრად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი მცნებებისამებრ არ იქცევა, ის განსჯილია, თუნდაც მას, განსაკუთრებული საღმრთო განგებულებით, მრავალი სულიერი ნიჭი ჰქონდეს მიმადლებული“. ამასთანავე, იქვე მოყვანილია შესაბამისი ადგილები წმინდა წერილიდან (მათე 7,21-23; ლუკა 6,46; ტიტე 1, 16). იგივეს ამბობს ბასილი დიდი ესაია წინასწარმეტყველის წიგნის განმარტებაში: „არავინ აცდუნოს საკუთარი თავი სიტყვებით: თუმც მე ცოდვილი ვარ, მაგრამ – ქრისტიანი, ამიტომ არ მოვხვდები გეჰენიაში, სადაც კერპთაყვანისმცემლების ადგილია, რამეთუ მე თავად ქრისტიანის სახელი შემეწევა, თუნდაც რომ ქრისტეს მცნებები არ შემესრულებინა“.
PDF გვ. 376
კანონი 46
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დროებით თავისი ცოლის მიერ დატოვებულთან უმეცრებით შეერთებული, შემდეგ კი პირველი ცოლის დაბრუნების მიზეზით გაშვებული, სიძვობ- "იხ. მთ. 12, 31; 15, 19; 28, 65; ლკ. 5, 21; ინ. 10, 33. და ასეთი კავშირით, თუმცა –- უმეცრებით. ამიტომ ქორწინება მას არ ეკრძალება, მაგრამ უკეთესია, თუ ასე დარჩება.
წინამდებარე კანონი შევიდა ტრულის კრების 93-ე კანონში, რომლის განმარტებაშიც ძირითადად განმარტებულია ბასილი დიდის წინამდებარე კანონიც. ზონარა, ამ კანონის კომენტირებისას, ყურადღებას ამახვილებს მსგავს განწესებაზე ბასილი დიდის მე-9 კანონიდან, სადაც წმინდა მამა ამბობს, რომ მრუშია ყველა ის ქალი, ვინც თავის ქმარს დატოვებს და "სხვა მამაკაცთან წავა. მის მიერ მიტოვებული ქმარი კი სულგრძელობის ღირსია; ასევე, ქალი, რომელიც ამის შემდეგ მასთან იცხოვრებს, დამნაშავე არ არის. წინამდებარე კანონში კი ის ამბობს, რომ მრუშია ყოველი ქალი, რომელიც, თუნდაც უმეცრებით, გაჰყვება ისეთ კაცს, ვინც, თუნდაც დროებით, კანონიერმა ცოლმა მიატოვა, და შემდგომში, როდესაც ის (კანონიერი ცოლი) დაბრუნდება, მას გაუშვებენ. იქ (მე-9 კანონში) ბასილი დიდი საუბრობს მამაკაცზე, რომელიც ცოლმა სულ დატოვა და აღარ სურს მასთან დაბრუნება, ამიტომაც ბასილი დიდი სულგრძელობას იჩენს ასეთი ქმრის მიმართ და არ განიკითხავს დედაკაცსაც, რომელიც მასთან მეორედ იქორწინებს. წინამდებარე კანონში კი საუბარია დედაკაცზე, რომელმაც რაიმე მიზეზით დროებით მიატოვა თავისი ქმარი. ამიტომ, თუ რომელიმე ქალი მიტოვებულ მამაკაცთან იქორწინებს, რომლის კანონიერმა ცოლმაც იგი დროებით მიატოვა და ამის შესახებ მან იცოდა, ასეთ შემთხვევაში იგი მრუშობაშია დამნაშავე, ვინაიდან სხვისი ქმარი მიითვისა, – როგორც ეს ნათქვამია ბასილი დიდის მე-9 კანონის ბოლოში. ხოლო, თუ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა (შესაძლებელია, სხვა მხარის მკვიდრი იყოს), მომავალში კი ქმრის დროებით მიმტოვებელი ცოლი დბრუნდება და მათ შორის პირველი ქორწინება აღდგება, მაშინ მეორე ცოლი, თუმც უმეცრებით, მაგრამ მაინც სიძვაშია დამნაშავე. ხოლო იმის გამო, რომ ამ ქალს არ ჰქონდა სიძვის განზრახვა, არამედ კანონიერი გათხოვება სურდა, ამიტომ არ ეკრძალება მას სხვა მამაკაცთან ქორწინება. თუმცაღა, უკეთესი იქნებოდა, რომ ის ამ მდგომარეობაში დარჩენილიყო, ანუ საერთოდ აღარ გათხოვილიყო, – ამბობს ბასილი დიდი, – რაშიც იგი, სხვათა შორის, ეთანხმება სამოქალაქო კანონმდებლობის დადგენილებასაც, რომლის თანახმადაც, დაქორწინების დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმდენად არა იმას, რაც ნებადართულია, რამდენადაც იმას, რაც პატიოსანია.
PDF გვ. 376
კანონი 47
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ენკრატიტები,!, საკოფორები"' და აპოტაქტიტები"“" იგივე სასჯელს ექვემდებარებიან, როგორსაც ნოვატიანელები, რადგან ამათთაგან ზოგიერთთა შესახებ მიღებულია კანონი, თუმც არა ერთგვაროვანი; სხვების "თავშემკავებლები. "ძაძით მოსილები. "'"განყენებულები. შესახებ კი არაფერია თქმული. ხოლო ჩვენ, ერთნაირ სასჯელს წარმოვთქვამთ და ასეთებს თავიდან ვნათლავთ. და თუმც ჩვენთან არ არის მიღებული გადანათვლის ეს ჩვეულება, მსგავსად რომაელებისა, ზოგიერთი კეთილშეხედულებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი მტკიცებულება ბრალდებისა, დაე, ძალაში იყოს. რამდენადაც მათი მწვალებლობა არის ერთგვარად მარკიონიტების მწვალებლობის ამონაყარი, რომელიც იძაგებს ქორწინებას, უარყოფს ღვინის მიღებას და ლვთის შექმნილს სიბილწეს უწოდებს, ამიტომ ჩვენ არ ვიწყნარებთ მათ ეკლესიაში, თუ არ ინათლებიან ჩვენი ნათლისღებით. დაე, ნუ იტყვიან, რომ ნათელიღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, როდესაც ისინი, მარკიონისა და სხვა მწვალებლების მსგავსად, ღმერთს წარმოადგენენ ბოროტების შემოქმედად. ამდენად, თუ სათნოდ გიჩანთ, უნდა შედგეს ეპისკოპოსთა სიმრავლის შეკრება და გამოიცეს კანონი, რათა მოქმედიც უხიფათო იყოს და პასუხის მიმცემსაც ამგვართა შესახებ შეკითხვაზე, ჰქონდეს პასუხის ღირსსარწმუნო საფუძველი.
ენკრატიტებისა და სხვა მწვალებლების შესახებ, რომლებიც წინამდებარე კანონში მოიხსენიებიან, ბასილი დიდი საუბრობს თავის 1 კანონშიც, თანაც, შენიშნავს, რომ მათი მონათვლაა საჭირო, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოდიან. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ასეთია მისი კერძო აზრი, ხოლო კანონიკურ განწესებას ამის შესახებ გამოსცემს ეპისკოპოსთა კრება, რომელიც მსგავს საკითხებს განაგებს. სწორედ ეს კანონიკური განწესება გამოსცა II მსოფლიო კრებამ; იგი შეიკრიბა ბასილი დიდის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ და ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელი მწვალებლების მონათვლა არის საჭირო მართლმადიდებლობაში მოქცევისას და რომლის – არა.
PDF გვ. 377
კანონი 48
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქმრისგან დატოვებული, ჩემი აზრით, უქორწინებელი უნდა დარჩეს. რადგან, როდესაც უფალმა თქვა, რომ თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, გარდა სიძვაში ბრალდებისა, მას ამით მრუშობის საბაბს აძლევსო (იხ. მათე, 5, 32), მაშინ უწოდა რა მას მრუში, ამით მას აუკრძალა სხვასთან თანაცხოვრება. რამეთუ, როგორ შეიძლება ქმარი დამნაშავე იყოს, როგორც მრუშობის მიზეზი, ცოლი კი უდანაშაულო, თუ იგი უფლისგან მრუშად იწოდება სხვა მამაკაცთან შეერთებისათვის?
აქაც ბასილი დიდი გამოთქვამს თავის კერძო აზრს დედაკაცის შესახებ, რომელიც ქმარმა სახლიდან განუტევა, ამასთან, შენიშნავს, რომ მას აღარ აქვს გათხოვების უფლება; თუ იგი ვინმე სხვა მამაკაცთან თანაცხოვრებას დაიწყებს, მაშინ მრუშად უნდა ჩაითვალოს. თავის ამ აზრს წმინდა ბასილი აფუძნებს იესო ქრისტეს სიტყვებზე (მთ. 5, 32), რომლებიც კანონში მოჰყავს, და შენიშნავს, რომ რაკი ქრისტემ იმ დედაკაცს მრუში უწოდა, ეს ნიშნავს, რომ მას არა აქვს თანაცხოვრების უფლება სხვა მამაკაცთან, ვინაიდან თუ ქმარი დამნაშავეა იმაში, რომ ცოლს მრუშობისაკენ უბიძგა, მაშინ მრუშობისათვის ცოლიც უნდა დაისაჯოს, რომელიც თვით უფლის მიერ არის მრუშად წოდებული.” სხვა დანარჩენის შესახებ იხ. ტრულის კრების 87-ე და 93-ე კანონების განმარტებები – დედაკაცების შესახებ, რომლებიც ქმრებს შორდებიან და მამაკაცების, შესახებ, რომლგბიც ასევე ცოლებს ტოვებენ.
PDF გვ. 378
კანონი 49
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ძალადობით შეიბილწება, დაე, ბრალდებას არ დაექვემდებაროს; ამიტომ მონა-ქალი, თუ გაუპატიურებული იქნება თავისი ბატონის მიერ, – უდანაშაულოა.
მავანმა ბატონმა ერთ-ერთი თავისი მონა ქალწული გააუპატიურა; ამფილოქეს კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა ეს ქალწული მეძავთათვის განწესებულ ეპიტიმიას, ბასილი დიდი თავის წინამდებარე კანონში პასუხობს, რომ იგი არანაირ ეპიტიმიას არ იმსახურებს, მსგავსად იმისა, როგორც საერთოდ არანაირ სასჯელს არ იმსახურებენ ქალწულები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან დაუშვან, რომ ვინმემ ისინი ძალდატანებით შებილწოს.
PDF გვ. 379
კანონი 50
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მესამე ქორწინებაზე არ არის კანონი, ამიტომ მესამე ქორწინება კანონით არ იკურთხება. ასეთ საქმეებს ვუყურებთ, როგორც უწმინდურებას ეკლესიაში, მაგრამ საჯარო განკითხვას მათ არ ვუქვემდებარებთ, როგორც უმჯობესს, ვიდრე გარყვნილი მეძავეობაა.
ამ კანონიდან ჩანს, რომ ამფილოქე ვერ დააკმაყოფილა პასუხმა მესამე ქორწინების შესახებ (იხ. მე-4 კანე, ამიტომ სვამს ამ კითხვას მეორედ. წმინდა ბასილი თავის წინამდებარე კანონში პასუხობს, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც მესამედ ქორწინების ნებას დართავდა, რა თქმა უნდა, იგულისხმება ასეთი საეკლესიო კანონი, რამეთუ ამის შესახებ სამოქალქო კანონის დადგენილება დიდი ხანია არსებობს.-·-# მსგავსად იმისა, როგორც თავის მე- კანონში მან მესამე ქირწინებას უწოდა „დასასჯელი სიძვა“ და იგი პოლიგამიას შეადარა, ასევე აქ, "იხ. ხონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 199.
"იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 204. წინამდებარე კანონშიც იგივე აზრს იმეორებს, და მესამე ქორწინებას უწოდებს უწმინდურებას ეკლესიაში. მაგრამ, რადგანაც მესამე ქორწინება ფართოდ იყო საზოგადოებაში გავრცელებული და ეკლესია უმეტესი ბოროტების თავიდან ასაცილებლად ითმენდა მას, ამიტომ წმინდა ბასილი ამბობს, რომ მესამედ დაქორწინებული პირების საჯაროდ დასჯა არ არის საჭირო; ხუთწლიანი ეპიტიმიით (მე-4 კან) ნება მიეცი მათ ილოცონ ეკლესიაში ერთგულ მორწმუნეებთან ერთად. წმინდა ბასილი ამას იმიტომ განაწესებს, რომ მესამე ქორწინება მაინც უკეთესად ითვლება, ვიდრე აღვირახსნილი მეძავეობა. ესე იგი, სჯობს რომელიმე კონკრეტულ პირს მესამედ ქორწინების უფლება მიეცეს, ვიდრე მან თავისი ხორციელი ჟინი სხვადასხვა დედაკაცებთან ურთიერთობით დაიკმაყოფილოს. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით იხ. ამავე წმინდა მამის მე-4 კანონის განმარტება. ნშინდა მკსილი ღიდის კპნონები 381 მესამე პანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, ძესარია-პკაბადუპიის მთაჭარეაბისპოპოსისა იკონიის ეპისკოპოსის, ამფილოქეს მიმართ
PDF გვ. 379
კანონი 51
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლერიკოსთა შესახებ კანონი დადგენილია განურჩევლად. იგი ბრძანებს დაცემულებს განეწესოთ ერთი სასჯელი – მსახურებიდან განკვეთა; იქნებიან ის სამღვდელო ხარისხებში, თუ მსახურებას ასრულებენ სამღვდელო ხელდასხმის გარეშე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბასილი დიდმა ამფილოქე იკონიელს გაუგზავნა ორი კანონიკური ეპისტოლე, რომლებმაც შეადგინეს ზემომოყვანილი 50 კანონი. წმინდა ბასილისგან ეპისტოლეების მიღების შემდეგ, ამფილოქემ კვლავ მიმართა მას სხვადასხვა კანონიკური ხასიათის შემცველი კითხვით, რაზედაც ბასილი დიდმა ახალი ეპისტოლეთი უპასუხა, რომელიც, თავის მხრივ, 35 კანონად იყოფა. მათგან პირველს წარმოადგენს წინამდებარე (51-ე) კანონი. მოკლე შესავლის შემდეგ, წმინდა ბასილი პასუხობს თითოეულ დასმულ კითხვაზე ცალ-ცალკე, და პირველ ყოვლისა, შეკითხვაზე იმის შესახებ, არსებობს თუ არა განსხვავება კლერიკოსთა დასჯაში მათი ხარისხებიდან გამომდინარე.
კლერიკოსებს ბასილი დიდი მიაკუთვნებს ეკლესიის ყველა მსახურს ზოგადად, მსგავსად იმისა, როგორც ეს ნათქვამია I მსოფლიო კრების მე-16 კანონში, სადაც კლერიკოსები შემდეგნაირად აღინიშნებიან: „დავთარში შესულნი“, ან „ეკლესიის დასის წევრები“, შესაბამისად, ეს ის პირებია, რომლებიც ეკლესიის მსახურებისათვის არიან დადგინებულნი ქიროტონიის ან ქიროტესიის წესით. აღნიშნულ კლერიკოსებთან მიმართებით, – ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით, – ბასილი დიდი, იმეორებს რა თავის 32-ე კანონით გამოცემულ განწესებას, ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ისინი მსახურებიდან დაყენებას ექვემდებარებიან, ეს კი ნიშნავს, რომ განკვეთით ისჯებიან.” ეს განწესება უნდა გავიაზროთ წმინდა ბასილის 32-ე კანონთან კავშირში, რომლის თანახმადაც კლერიკოსი საკმარისად არის დასჯილი წოდებიდან განკვეთით, ამიტომ აღარ არის საჭირო მისი განყენება ეკლესიის ერთგული ერისკაცების ერთობიდანაც. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით იხ. წმინდა ბასილის 32-ე და სხვა პარალელური კანონების განმარტებები.
კანონში მოყვანილ დაყოფასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, იმათზე, ვინც „სამღვდელო ხარისხშია“ და, მეორე მხრივ – ვინც „მსახურებას სამღვდელო ხელდასხმის გარეშე ასრულებს“, – წინამდებარე კანონის განმარტებაში როგორც "იხ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 206. ზონარა, ისე ბალსამონი, წერენ: „უფრო ძლიერად არ სჯის იმათ, ვისაც უმაღლესი ხარისხი აქვს, სახელდობრ, მღვდლებს, დიაკვნებსა და იპოდიაკვნებს, რომლებსაც ხელდასხმა აქვთ მიღებული“ (ჭონარა); „ყველა კლერიკოსი ერთნაირად ისჯება – ერთადერთი განკვეთის გზით, ანუ თავიანთი წმინდა მსახურებიდან დაყენებით, მიუხედავად იმისა, ხელდასხმულნი არიან როგორც მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკვნები,თუ ასრულებენ საეკლესიო მსახურებას მხოლოდ კურთხევის გზით. როგორც წიგნის მკითხველები, მგალობლები, ზედამხედველები და მსგავსნი“ (ბალსამონი). როგორც ჩანს, ეს ორი ბერძენი კომენტატორი მტკიცედ დგას იმ თვალსაზრისზე,რომ ი პოდიაკვნებიც უმაღლეს სასულიერო იერარქიას მიეკუთვნებიან და მასში შეადგენენ ცალკე სამღვდელო ხარისხს, მსგავსად დიაკვნებისა და მღვდლებისა (და ეპისკოპოსებისა), რამეთუ ისინიც დადგინებულნი არიან ხელდასხმის (ქიროტონიის) და არა მხოლოდ ხელთდადების (ქიროტესიის) გზით, როგორც ეს ხდება უმდაბლესი იერარქიის წევრების, ანუ წიგნის მკითხველების, მგალობლებისა და სხვა მსგავსთა შემთხვევებში. ტრულის კრების მე-6 კანონის განმარტებაში ჩვენ ვაჩვენეთ ოპოდიაკვნის ხარისხთან მიმართებით ამ ბერძენი კომენტატორების მსჯელობის სრული უმართებულება და ამას აქაც ვიმეორებთ. გაცილებით სწორია ის, რასაც ვკითხულობთ ამ კანონის არისტინესეულ განმარტებაში: „ეკლესიის მსახურნი, იქნებიან ისინი მღვდლების, დიაკვნების, ი პოდიაკვნების, მგალობლებისა და წიგნის მკითხველების ხარისხში, თუ არ ექნებათ მიღებული ხელდასხმა, როგორებიც არიან ზედამხედველნი, მნათენი და ისინი, ვისაც წმინდა საკურთხევლის კარის დაცვა ევალებათ, – თუკი სიძვაში ჩავარდებიან, ერთი სასჯელი ეკუთვნის ყველას – თავისი მსახურებიდან განკვეთა“. ეს უფრო სწორია იმიტომ, რომ აქ კეთდება გაჩსხვავება ერთი მხრივ, იმ კლერიკოსებს შორის, რომლებიც უშუალოდ ლღვთისმსახურებაში იღებენ მონაწილეობას, და მეორე მხრივ – რომლებიც საეკლესიო ღვთისმსახურებისას ეკლესიაში მხოლოდ მატერიალურ მსახურებას ეწევიან. ასეთი განმარტება, ჩვენი აზრით, უფრო მეტად პასუხობს იმ აზრს, რომლის გამოთქმაც ბასილი დიდს სურდა თავის წინამდებარე კანონში. რომელიც, ამასთან, არის მკაცრად კანონიკური, ვიდრე ორი ზემომოხსენიებული კომენტატორის განმარტება.
PDF გვ. 381
კანონი 52
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქალი, რომელიც გზაში მის მიერ შობილს უგულებელყოფს, შეეძლო გაფრთხილებოდა და უყურადღებოდ დატოვებს, ან ამით ცოდვის დაფარვას განიზრახავს, ან სავსებით მხეცურ და არაადამიანურ ზრახვას გაჰყვება, დაე, დაისაჯოს ვითარცა კაცისმკვლელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოუფრთხილდა, უდაბური ადგილის ან აუცილებელის უკმარისობის გამო და ახალშობილი გარდაიცვალა, მაშინ დედა ლმობიერების იმსახურებს.
წინამჯებარე კანონით ბასილი დიდი უფრო დაწვრილებით ახსნას აძლევს თავის განწესებას, რომელსაც 33-ე კანონი გამოსცემს. იგი ადასტურებს, რომ დედა, რომელიც თავისი ნებით დაუშვებს გზაში დაბადებული ბავშვის სიკვდილს, უნდა ნშინდ შკხსილი დიდის კანონები 383 დაისაჯოს როგორც მკვლელი. ასეთი დედის მიმართ ის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერაფრით შესძლებდა მისი სიცოცხლის გადარჩენას და, ამასთან, შეუძლია დაამტკიცოს, რომ ცდილობდა მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
PDF გვ. 382
კანონი 53
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაქვრივებულ მონა ქალს არცთუ ბევრი შეუცოდავს, როდესაც მეორედ ქორწინებას დათანხმდა მოტაცების იმიტაციით. ამიტომ სრულიადაც არ არის საჭირო ამისთვის მისი დადანაშაულება. რამეთუ ისჯება არა გარედან დანახული ქმედებები, არამედ – განზრახვები. ცხადია მხოლოდ ის, რომ მეორე ქორწინებისათვის განწესებულ ეპიტიმიას ექვემდებარება.
მავანმა მონა-ქალმა, დაქვრივების შემდეგ კვლავ გათხოვება გადაწყვიტა; მაგრამ ბავშვების გამო იყო, თუ პირველი ქმრის ნათესავებისა შეეშინდა, აშკარად ამის გაკეთებას მოერიდა. ამიტომ ყველას ისე მოაჩვენა თავი, თითქოს იგი იმ კაცმა მოიტაცა, ვისსედაც გათხოვებას აპირებდა. წარმოდგენილი კანონის მიხედვით, ასეთი საქციელის გამო ეს ქალი არ ისჯება, რადგან ფაქტიურად მოტაცებას ადგილი არ ჰქონია, და ეს მხოლოდ მოსაჩვენებლად გათამაშდა იმ მიზნით, რომ მეორედ დაქორწინებულიყო. ბასილი დიდი ამას შემდეგნაირად ხსნის: ,ისჯება არა გარედან დანახული ქმედებები, არამედ – განზრახვები“. ყოველ შემთხვევაში, კანონი მოითხოვს, რომ ასეთ დროს დედაკაცი დაექვემდებაროს მეორედ დაქორწინებულთათვის განსასღვრულ ეპიტიმიას.
PDF გვ. 383
კანონი 54
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რამდენადაც მახსოვს, უნებლიე მკვლელობების შესახებ, ჩემი ძალებისამებრ, ადრე მოვწერე შენს კეთილმსახურებას. შენი კეთილგონიერების საქმე იქნება, შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, გაუგრძელო სასჯელი თუ შეუმსუბუქო.
ამფილოქეს კითხვაზე, რა სასულიერო სასჯელს იმსახურებს უნებლიე მკვლელობის ჩამდენი პირი, ბასილი დიდი აგზავნის იმასთან, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მის მიერ ითქვა პირველ ეპისტოლეში, ანუ თავის მე-8 კანონთან. ბასილი დიდი ამასთანავე დასძენს, რომ გარემოებებისა და პირადი შეხედულებების გათვალისწინებით, ამფილოქეს, როგორც ეპისკოპოსს, უნებლიე მკველობისათვის განწესებული სასჯელი შეუძლია დაუმძიმოს ან შეუმსუბუქოს.
PDF გვ. 383
კანონი 55
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმემ ავაზაკი მასზე თავდასხმისას მოკლა, და თავად საეკლესიო მსახური არ არის, დაე, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს; ხოლო თუ კლერიკოსია –- ხარისხიდან განიკვეთოს; რამეთუ ნათქვამია: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახული, მახვლითა წარწყმდენ“ (მათე, 26, 52).
თავის მე-13 კანონში წმინდა ბასილი საუბრობს ომში მოწინააღმდეგის მოკვლაზე, და თუმც ასეთ მკვლელობას არ განიკითხავს, მაინც განაწესებს, რომ ჯარისკაცს არ მიეცეს წმინდა ზიარება 3 წლის განმავლობაში, რამეთუ ხელები ადამიანის სისხლში აქვს გასვრილი. წინამდებარე კანონში კი საუბრობს ავაზაკების შესახებ და განაწესებს, რომ ერისკაცი, რომელიც მასთან ორთაბრძალაში ჩაებმება და მოკლავს მას, წმინდა ზიარებიდან განიყენება, ხოლო კლერიკოსი – განკვეთას ექვემდებარება. ამ თავის განწესებას ბასილი დიდი აფუძნებს წმინდა წერილზე: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახკლი, მახულითა წარწყმდენ“ (მთ. 26, 52). „ეს კანონი მძიმეა, – შენიშნავს ზონარა,” რადგან ძნელია ადამიანმა თავი შეიკავოს. როდესაც მას ყაჩაღები სიკვდილით ემუქრებიან და კიდევ ბევრ სხვასაც ბოროტებას უქადიან“.
PDF გვ. 384
კანონი 56
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განზრახ მკვლელი, და შემდგომ სინანულში მოსული, დაე, ოცი წელი წმინდა საიდუმლოთა ზიარების გარეშე დარჩეს. ეს ოცი წელიწადი მას შემდეგნაირად უნდა გადაუნაწილდეს: ოთხი წელი შეტირილად დაჰყოს, იდგეს სამლოცველო ტაძრის კარიბჭის გარეთ და მასში შემავალი ერთგული მორწმუნეებისაგან თავისთვის ლოცვა ითხოვოს, ამასთან, საკუთარ დანაშაულსაც აღიარებდეს. ოთხი წლის შემდეგ, დაე, წმინდა წერილის მსმენელთა შორის იქნეს შეწყნარებული და ხუთი წელი მათთან დაჰყოს. შვიდი წელი შევრდომილებთან გაატაროს და ილოცოს. ოთხი წერილი ერთგულებთან იდგეს, მაგრამ ზიარების გარეშე. ყოველივე ამის აღსრულების შემდგომ, დაე, ეზიაროს წმინდა საიდუმლოს.
წინამდებარე კანონი ეპიტიმიას განუწესებს იმ პირებს, რომლებიც განზრას მკვლელობას ჩაიდენენ და შემდეგ მოინანიებენ. ეს სასჯელი მათ საჯაროდ უნდა მოიხადონ 20 წლის განმავლობაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ თანდათანობით უნდა გაიარონ დადგენილი სინანულის საფეხურები, კერძოდ: 4 წელი დაჰყონ პირველ საფეხურზე, 5 წელი – მეორეზე, 7 – მესამეზე და 4 წელი მეოთხე საფეხურსე. სინანულის ამ ხარისხების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ I მსოფ. კრების მე-I) კანონის განმარტებაში.
"ათენის სინტაგმა, IV, 212, ნშინდა ზახილი დიდის კპნონეზი 385
PDF გვ. 384
კანონი 57
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უნებლიე მკვლელი ათი წელი დარჩეს წმინდა საიდუმლოთა ზიარების გარეშე. განაწილება კი მისთვის ამ ათი წელიწადისა, დაე, შემდეგი იყოს: ორი წელი იტიროს, სამი წელი მსმენელთა შორის დაჰყოს, ოთხი წელი – შევრდომილებთან, წელიწადი მხოლოდ იდგეს ერთგულების გვერდით, და მერმე მიილოს წმინდა ზიარება.
56-ე კანონთან დაკავშირებით, აქ ეპიტიმია განიწესება უნებლიე მკვლელობისათვის, კერძოდ – ათწლიანი.
PDF გვ. 385
კანონი 58
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მემრუშენი თხუთმეტი წლით განიყენონ წმინდა ზიარებიდან. გადანაწილება კი ამ თხუთმეტი წლისა, მათთვის ასეთნაირია: ოთხი წელი შეტირილებად უნდა დაჰყონ, ხუთი წელი - წმინდა წერილის მსმენელებად, ოთხი წელი – შევრდომილებად,; ორი წელიც ერთგულებთან ერთად იდგნენ ზიარების გარეშე.
'ს“იგადად, რა არის მრუშობა, – ჩვენ ავხსენით რამდენიმე კანონის განმარტებაში, კერძოდ, ბასილი დიდის 21-ე კანონის განმარტებაში. მრუშობის ცოდვაში დამნაშავე, თხუთმეწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება.
PDF გვ. 385
კანონი 59
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მეძავი, დაე, შვიდი წელი არ ეზიაროს წმინდა საიდუმლოს: ორი წელი, დაე, იტიროს; ორი, დაე, ისმინოს, ორიც შევრდომილი იყოს, და ერთი წელი, დაე, მხოლოდ იდგეს ერთგულებთან, მერვე წელს დაშვებულ იქნეს წმინდა ზიარებაზე.
წინამდებარე კანონით შვიდწლიანი ეპიტიმია განიწესება მეძავთათვის.
PDF გვ. 385
კანონი 60
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქალწულობის აღთქმის დამდებელთ და თავისი აღთქმისაგან განდგომილთ, დაე, მეძავთათვის განწესებული სასჯელის ვადა შეეფარდოთ; ხოლო აღნიშნული ვადა მისი ცხოვრებიდან გამომდინარე გადანაწილდეს. იგივე განეწესოს ვინც მონოზვნობის აღთქმა დადო, მაგრამ დაეცა.
ანკვირიის კრების მე-19 კანონით ერთწლიან ან ორწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება (მეორედ დაქორწინებულთა მსგავსად) პირი, რომელიც ქალწულობის აღთქმას დადებს და მერე სიძვის ცოდვით დაეცემა. ბასილი დიდის წარმოდგენილი კანონი კი ასეთ პირებს, – ისევე, როგორც სიძვაში ჩავარდნილ მონოზვნებს, – ისეთ ეპიტიმიას განუწესებს, როგორიც განსასღვრულია მრუშობისათვის, ანუ – თხუთმეტწლიან სინანულს. „მალაში უნდა დარჩეს ბასილი დიდის წინამდებარე კანონის განწესება, – ამბობს ბალსამონი, – რადგან გამოცემულია გაცილებით გვიან, ვიდრე ანკვირიის კრების აღნიშნული კანონი“.X
PDF გვ. 385
კანონი 61
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მპარავი, რომელიც მოინანიებს და თავად აღიარებს დანაშაულს, დაე, ერთი წლით განიყენოს მხოლოდ წმინდა ზიარებიდან; ხოლო თუ მხილებული იქნება, მაშინ – ორი წლით, ეს დრო კი მისთვის განაწილდეს შევრდომასა და ერთგულებთან დგომაში, მერე კი ეღირსოს ზიარებას.
თავისი ცოდვის მომნანიებელი მპარავი ერთწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება, ხოლო თუ თავად არ აღიარა და სხვამ ამხილა, ასეთ შემთხვევაში ორი წლით განიკანონება წმინდა ზიარებიდან. თუმცა ეპიტიმია მისგან არ აღხოცავს ზნეობრივ ლაქას, რომლითაც საზოგადოებაში თავი შეირცხვინა, „რადგან, – ამბობს ბალსამონი, ეყრდნობა რა ბერძნულ-რომაული კანონმდებლობის შესაბამის ადგილს, – მპარავი, თუნდაც მან მოინანიოს და მოპარული პატრონს დაუბრუნოს, მაინც მპარავად რჩება“#X
PDF გვ. 386
კანონი 62
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც მამათა აღრევის უშვერობა ჩაიდინოს, სინანულის ვადა იმავე სახით მოიხადოს, როგორც ეს მრუშობისათვის არის განწესებული.
წარმოდგენილ კანონში აღნიშნული საძაგელი ცოდვისათვის ბასილი დიდი განაწესებს თხუთმეტწლიან ეპიტიმიას, ისევე, როგორც მრუშობისათვის.
PDF გვ. 386
კანონი 63
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც თავისი უწმინდურება პირუტყვთან გამოავლინა, სინანულის შემთხვევაში იგივე დრო დაჰყოს აკრძალვაში.
ზუსტად ისევე, ამ საძაგელი ცოდვისათვის განიწესება თხუთმეტწლიანი ეპიტიმია.
"ათენის სინტაგმა, IV, 218.
““ათენის სინტაგმა, IV, 219. ნშინდა მასილი დიდის კანონები 887
PDF გვ. 386
კანონი 64
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ფიცისდამრლვევი ათი წელი არ ეზიაროს: ორი წელი შეტირილთა შორის იყოს, სამი – წმინდა წერილის მსმენელთა რიგებში, ოთხი – შევრდომილებთან, ერთიც – ერთგულებთან იდგეს, და შემდეგ ელირსოს ზიარებას.
წინამდებარე კანონში ათწლიანი ეპიტიმია განეწესებათ პირებს, რომლებიც ფიცს დაარღვევენ. აქ იგულისხმება ღმერთის სახელით მიცემული ფიცი. ფიცის დარღვევის ცოდვა უთანაბრდება ღვთისმგმობელობის ცოდვას. თავის 29-ე კანონში ბასილი დიდი ამბობს, რომ ფიცი საერთოდაც აკრძალულია და ეყრდნობა წმინდა წერილის იმ ადგილს, სადაც საუბარია თითოეული ქრისტიანის ზნეობრივ სრულყოფაზე, რომელიც იმდენად მართალი და დადებითი პიროვნება უნდა იყოს, რომ მისი ყველას სჯეროდეს და მისგან საკმარისი უნდა იყოს: ჰო ან არა. თუმცაღა, წმინდა წერილი უშვებს ფიცს მნიშვნელოვან შემთხვევებში, მაგრამ ეს ფიცი უნდა იყოს წესიერი და ეფუძნებოდეს ჭეშმარიტებას; აკრძალულია დაუფიქრებელი და ცრუ ფიცი. ამ ჭეშმარიტ ფიცს გულისხმობს წმინდა ბასილი თავის წინამდებარე კანონში, როდესაც მის დამრღვევს სასჯელს განუწესებს, რადგან ფიცს იძლევიან ღმერთის მოწმედ მოხმობით, იმ ჭეშმარიტების დასადასტურებლად, რასაც კონკრეტული პირი ამტკიცებს ან დაპირებას იძლევა, რისთვისაც პასუხისმგებელი ხდება ღმერთის წინაშე. საეკლესიო კანონები მით უფრო განიკითხავენ ფიცის დამრღვევს, რაც უფრო საზეიმოდ იყო ის დადებული და რაც უფრო მნიშვნელოვანია საქმე, რის გამოც ფიცი დაიდო. თუკი მკაცრად ისჯება ფიცის დარღვევისათვის ერისკაცი, მაშინ მით უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს ასეთი ცოდვისათვის მღვდელმსახური, რამეთუ, ასეთი სიმკაცრე რომ არ არსებობდეს მღვდელმსახურთა მიმართ ფიცის დარღვევისათვის, მაშინ ეს მორწმუნეებს საცდურს შეუქმნიდა და ისინი დაუსჯელად დაარღვევდნენ მიცემულ ფიცს. ამიტომ, მოციქულთა 25-ე კანონი ეკლესიის დასის ყოველი წევრისათვის განკვეთას განაწესებს მიცემული ფიცის დარღვევისათვის. სლავური „კორმჩაია“ შეიცავს ბიზანტიური კანონმდებლობის განწესებას ფიცის დამრღვევთა წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია: „დაე, მოეჭრას მას ენა“.
PDF გვ. 387
კანონი 65
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც თავისი გრძნეულობა ან მომწამვლელობა მოინანიოს, დაე, კაცისმკვლელისთვის განწესებული ვადა გაატაროს სინანულში, და ეს იმის შესაბამისად გადაუნაწილდეს, როგორც საკუთარი თავი ამსილა თითოეულ ცოდვაში.
იგივე სასჯელს, როგორსაც მკვლელობისათვის, ანუ თორმეტწლიან ეპიტიმიას, განუწესებს წინამდებარე კანონი გრძნეულებსა და მომწამვლელებს იმ შემთხვევაში, თუ ცოდვა თავად აღიარეს და მოინანიეს; ხოლო თუა არ ოდღიარებიათ და სხვებმა ამხილეს, ასეთ შემთხვევაში ისინი ექვემდებარებიან ზიარებიდან განვენებას სიცოცხლის ბოლომდე, და მხოლოდ სიკვდილის წინ, თუ მოინანიებენ, შეეძლებათ მიიღონ წმინდა ზიარება. იგივე სასჯელს განაწესებს ერისკაცთათვის ტრულის კრების 64-ე და 65-ე კანონები, სასულიერო პირთათვის კი – განკვეთას. სასჯელის სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ გრძნეულები და მომწამვლელები ცდილობენ ადამიანში ჩაკლან სულიერი შესაძლებლობები, რითაც მას, შესაბამისად, სულიერ სიკვდილს უქადიან. გრძნეულება მდგომარეობდა ბოროტი სულების მოხმობასა და დაწყევლაში, რათა მოყვასისათვის ბოროტება მიეყენებინათ. მომწამვლელობა კი – სხვადასხვა ბალახეულის გამოყენებაში იმ მიზნით, რომ მოყვასისათვის აზროვნების უნარი წაერთვათ. ბიზანტიური კანონმდებლობა ამ კატეგორიის დამნაშავეებს სასიკვდილო განაჩენს უწესებს.
PDF გვ. 387
კანონი 66
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც საფლავი გათხაროს გაძარცვის მიზნით, დაე, არ ეზიაროს წმინდა საიდუმლოს ათი წლის განმავლობაში: ორი – დაე, იტიროს, სამი – დაე, ისმინოს, ოთხი – დაე, შეუვრდეს, ერთი წელი, დაე, ერთგულებთან იდგეს, და მერმე უკვე მიეახლოს.
საფლავთმთხრელობა ეწოდება, როდესაც ვინმე მიცვალებულის საფლავს თხრის და იქიდან ძვირფასეულობას იპარავს. ამავე დანაშაულზე საუბრობს გრიგოლ ნოსელიც თავის მე-7 კანონში და დამნაშავეებს ისევე, როგორც ბასილი დიდის წარმოდგენილი კანონი, ათწლიან ეპიტიმიას განუწესებს. ამ კანონის ზონარასეულ განმარტებაში ნათქვამია, რომ იგივე სასჯელს იმსახურებს საფლავის ქვების წამღებიც.· თუმცა, ამის შესახებ სხვაგვარად საუბრობს გრიგოლ ნოსელის მოხსენიებული კანონი, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ.
PDF გვ. 388
კანონი 67
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ძმასა და დას შორის სისხლისაღრევა მკვლელებისათვის დადებულ სინანულის დროს მოითხოვს.
წინამდებარე კანონი საუბრობს სიძვის ცოდვაზე და-ძმას შორის, ერთი დედმამის შვილებზე, რაც წარმოადგენს „ნათესაურ სისხლაღრევას“ – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დამნაშავეებს ისეთივე სასჯელი განეწესებათ, როგორიც განზრახ მკვლელებს, ანუ ოცწლიანი განყენება წმინდა ზიარებიდან. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ თავი დაანებეს ამ უწმინდურ საქმეს. ეს წმინდა მამა თავისი 76-ე კანონით და-ძმას, მაგრამ არა ერთი დედ-მამის შვილებს, მსგავსი დანაშაულისათვის სხვა სასჯელს უწესებს. "ათენის სინტაგმა, IV, 222.
PDF გვ. 388
კანონი 68
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქორწინებით ადამიანთა შეულლება, რომლებიც ამისთვის აკრძალულ ნათესაურ კავშირში იმყოფებიან, თუკი შემჩნეული იქნება მომხდარი, როგორც ადამიანური ცოდვა, ექვემდებარება მრუშობისათვის განწესებულ ეპიტიმიას.
ნათესაობის რომელ ხარისხებშია ქორწინება აკრძალული, – ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ტრულის კრების 54-ე კანონში. ბასილი დიდი აქ განაწესებს, რომ ყველა ის პირი უნდა დაუქვემდებაროს სასჯელს, როგორც მრუშობისათვის, ვინც იცოდა, რომ არსებობდა მისი ქორწინებისათვის კანონიკური წინაღობა და მაინც დაქორწინდა; სასჯელი კი ითვალისწინებს წმინდა ზიარებიდან თხუთმეტწლიან განკანონებას.
PDF გვ. 389
კანონი 69
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წიგნის მკითხველი, თუ ქორწინებამდე შეერთდება თავის დაწინდულთან, ერთი წლით მსახურებიდან განყენების შემდეგ, შეუდგეს კითხვას, მაგრამ დარჩეს მაღალ ხარისხებში აყვანის გარეშე. სოლო თუ დაწინდვის გარეშე ფარულად შეერთდება, მაშინ დაე, მსსურებიდან განიძეოს. ასევე იპოდიაკონიც.
წიგნის მკითხველი, რომელსაც სქესობრივი კავშირი ექნება თავის საცოლესთან (მისივე თანხმობით), არ შეიძლება მეძავად ჩაითვალოს ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, რადგან ის არ ჩავარდნილა ცოდვაში მისთვის სრულიად უცხო ქალთან; თუმცა იმის გამო, რომ არ დაელოდა დაქორწინებას, უნდა დაისაჯოს ერთწლიანი ეპიტიმიით და მსახურებიდან განკანონდეს. ეპიტიმიის შემდეგ კვლავ შეიძლება იმავე ადგილზე მისი დაბრუნება, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის მიღებას უკვე ვეღარ შეძლებს, ვინაიდან აღნიშნული მაგალითით აჩვენა, რომ არ არის მტკიცე სნეობრივი პრინციპების მატარებელი. თუ რომელმე მკითხველი სქესობრივ კავშირს ამყარებს სხვა ვინმესთან, – არა თავის საცოლესთან, – მაშინ მისი საეკლესიო მსახურებაზე დატოვება საერთოდ აღარ შეიძლება და მაშინვე უნდა განძევდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ ქალთან მომავალში კანონიერად იქორწინებს. ამასთან,კანონი დასძენს,რომ ყველაფერი ეს ეხება აგრეთვე იპოდიაკონსაც,თუმცა ტრულის კრებიდან მოყოლებული (მე-6 კანონით) იპოდიაკვნებისათვის ამ საკითხმა სხვა მიმართულება მიიღო, კერძოდ: მათ აეკრძალათ დაქორწინება და, შესაბამისად, დაწინდვაც იპოდიაკვნის ხარისხის მიღების შემდეგ.
წინამდებარე კანონში მოხსენიებულია გარკვეული დანაშაულისათვის ერთი საგანგებო სასჯელი დასის წევრების მიმართ, კერძოდ ის, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ კლერიკოსი უნდა დარჩეს იგივე ხარისხში, რომელშიც იყო დანაშაულის ჩადენის მომენტში – ხარისხში ამაღლების უფლების გარეშე. აღნიშნულ სასჯელს კანონი უფარდებს წიგნის მკითხველებსა და იპოდიაკვნებს. ტრულის კრების მე-3 კანონი კი მსგავსი დანაშაულისათვის ასეთივე სასჯელს ადებს დიაკვნებსაც და მღვდლებსაც, და განაწესებს რომ „ყველა ასეთი პირი ისჯება ლვთისმსახურებიდან მოკლევადიანი განყენებით, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ აღედგინონ თავიანთ წოდებაში, მაგრამ სხვა, უფრო მაღალ ხარისხში აყვანის აკრძალვით“. მსგავსი სასჯელია განწესებული იუსტინიანეს ერთ-ერთი ნოველითაც, რომელიც აღმოსავლური ეკლესიის კანონიკურ კრებულებშიც შევიდა, მაგრამ ეს სასჯელი, როგორც ჩანს, დავიწყებულია ამ ეკლესიის სასამართლო პრაქტიკაში.
PDF გვ. 389
კანონი 70
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიაკონს, რომელიც ბაგეებით შესცოდავს და აღიარებს, დაე, აეკრძალოს მღვდელმსახურება, მაგრამ დიაკვნებთან ერთად ზიარების ღირსი დარჩეს. ზუსტად ასევე მლვდელსაც. ხოლო თუ ამაზე მეტ ცოდვაში იქნება ვინმე შემჩნეული, რომელ ხარისხშიც არ უნდა იყოს, დაე, განიკვეთოს.
ზონარას განმარტების თანხმად, წინამდებარე კანონიკური სასჯელი განეწესება დიაკონს, რომელიც ქალთან თავის ურთიერთობაში მივიდა ვნებიან, სასიყვარულო კოცნამდე.·» ბალსამონის მიხედვით, ეს ნიშნავს რაღაც უფრო უარესს, რაზედაც მიდიან აფროდიტეს ცეცხლით გახურებული ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბაგეებს იბილწავენ ქალთან კავშირში განსაკუთრებული სისაძაგლით.-% იმ სასჯელის სიმძიმით თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც წინამდებარე კანონი თავისი ბაგეების შემბილწველ დიაკონს უფარდებს, ვფიქრობთ, რომ მისაღებია ზონარას აზრი, ვინაიდან, ბალსამონის აზრს თუ გავიზიარებთ, მაშინ მსგავსი ცოდვისათვის დიაკონი საერთოდ ქრისტიანის სახელის ღირსიც არ არის, რამეთუ ასეთი საქციელის წარმოდგენა ძნელია თვით უბრალო და ყველაზე გახრწნილი ერისკაცის შემთსვევაშიც კი. თანაც, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ასეთი დიაკონი მთლიანად გახრწნილია სულითაც და ხორცითაც. სასჯელი, რომელსაც მსგავსი დანაშაულისათვის კანონი განუწესებს დიაკონს ან მღვდელს, მდგომარეობს მსახურების აკრძალვაში თავისი წოდების პატივისა და თანამუშაკებთან ერთად წმინდა ზიარების უფლების შენარჩუნებით. თუკი დიაკონი ან მღვდელი ჩაიდენს მსგავსი სახის უფრო დიდ ცოდვას, მაშინ სრულიად უნდა განიკვეთოს თავისი წოდებიდან და გადავიდეს ერისკაცთა რიგში. პირველ სასჯელთან დაკავშირებით, ზონარა ამბობს, რომ ის უნდა მოვიაზროთ, როგორც დიაკვნობის დროებითი აკრძალვა, რამეთუ ეს სავსებით საკმარისი სასჯელია მსგავსი ცოდვისათვის. თავის შეხედულებას იგი იმით ამტკიცებს, რომ კანონი დიაკვნობას საბოლოოდ უკრძალავს პირს, უფრო დიდი ცოდვისათვის და, შესაბამისად, იგივე სასჯელს ვერ დაუქვემდებარებს იმას, “ათენის სინტაგმა, IV, 228.
" ათენის სინტაგმა, IV, 229-230. ვინც ჩაიდენს აღნიშნულ ნაკლებ ცოდვას. სასჯელის ხანგრძლივობა კი, დროებით დიაკვნობის (მღვდელმოქმედების) აკრძალვა დამოკიდებულია მმართველი ეპისკოპოსის შეხედულებაზე. ზონარას ასეთი მსჯელობა, ნაკლები ცოდვისათვის სასჯელთან დაკავშირებით (თუ მივიღებთ, რომ ცოდვა იმაში მდგომარეობს, რაშიც მას კომენტატორი ხედავს), გამართლებულია ნეოკესარიის მე4 კანონითაც, რომლის თანახმადაც საღმრთო მადლს უნდა მიეწეროს, როდესაც ადამიანი მძიმე ცოდვაში არ ვარდება.%
PDF გვ. 390
კანონი 71
რომელიმე ზემოდასახელებულ ცოდვასთან შეხებაში მყოფი, რომელმაც არ აღიარა, მაგრამ მხსილებულ იქნა, დაე, იმდენივე დრო დარჩეს ეპიტიმიის ქვეშ, რამდენსაც ბოროტების ჩამდენი იხდის.
ეს კანონი წარმოადგენს წინა კანონების (51-70) ერთგვარ, დასკვნით ნაწილს, და განაწესებს, რომ თითოეული იმათგანი, ვინც იცის ვინმეს მიერ ჩადენილი ისეთი ცოდვის შესახებ, რომლებიც ზემოაღნიშნულ კანონებშია მოხსენიებული, და არ სურს ეპისკოპოსს აცნობოს, ფარავს და ხელს უწყობს ცოდვილს, – ექვემდებარება იგივე სასჯელს, რასაც იმ ცოდვის ჩამდენი იმსახურებს.
წინამდებარე კანონი შეიცავს სამოქალაქო სისხლის სამართლის ძალიან მნიშვნელოვან განწესებას. წინა კანონებში ჩამოთვლილი დანაშაულებისათვის დამნაშავენი დადგენილ სასჯელს ექვემდებარებიან, მაგრამ იგივე სასჯელით ისჯებიან ისინიც, ვინც დანაშაულთან შეხებაში იყო. ანუ, ანკვირიის კრების 25-ე კანონის გამოთქმით – „თანადამნაშავენი“. თანამონაწილეობის შესახებ სწავლება განვითარებულია რომის სამართალში, და ამ სწავლებამ გამოხატულება ჰპოვა წინამდებარე კანონში. თანამონაწილედ, ზოგადი გაგებით, ითვლება ყოველი, ვინც შეგნებულად ეხმარება მთავარ დამნაშავეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობა შეიძლება იყოს ორგვარი სახის: უშუალო, როდესაც გარკვეული პირი იწონებს და აქტიურად ეხმარება დამნაშავეს თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესრულებაში, და – მეშვეობითი ან ინტელექტუალური, როდესაც პირი შეგნებულად უბიძგებს ვინმეს დანაშაულის ჩადენისაკენ. თანამონაწილეობაა ისიც, როდესაც პირი დამნაშავეს ეხმარება ისეთი ქმედებით, რომელიც კავშირშია დანაშაულებრივ საქმესთან და სრულდება მისი უფრო იოლად აღსრულებისათვის, ან დანაშაულის დასაფარავად და დამნაშავის სასჯელისაგან დასახსნელად. თანამონაწილეობაში არიან დამნაშავენი ის პირებიც, რომლებიც მალავენ ამა თუ იმ დამნაშავეს, მის შესახებ არ ატყობინებენ მმართველ ხელისუფლებას და ყოველმხრივ ცდილობენ, მისგან სასჯელის არიდებას.
"სრახვით ამისთვის უკვე გამსადებული. 392 პჰის,ოპოსი ნი.ფოდიმში (ჰილპჰშია)
უპი”კ კორდ Cე
PDF გვ. 391
კანონი 72
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც გრძნეულებს ენდობა ან სხვა ვინმე მსგავსს, დაე, იმდენივე დრო დაჰყოს ეპიტიმიის ქვეშ, რამდენიც მკვლელისთვის არის განსაზღვრული.
ვინც გრძნეულებთან და მათ მსგავსებთან ეძებს დახმარებას, თორმეტწლიანი ეპიტიმიით ისჯება.
PDF გვ. 392
კანონი 73
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ქრისტეს განუდგა და დამნაშავე გახდა გამოხსნის საიდუმლოს წინააღმდეგ, იგი მთელი თავის ცხოვრება შეტირილთა რიგებში უნდა დარჩეს, და აღიაროს; ხოლო სიკვდილის წინ ეღირსოს სიწმინდეთა ზიარებას, თუ ღვთის კაცთმოყვარეობის რწმენა ექნება.
განდგომილებთან მიმართებით, ანკვირიისა და პეტრე ალექსანდრიელის კანონები ისე მკაცრი არ არის, როგორც ბასილი დიდის წარმოდგენილი კანონი, რომელიც განაწესებს, რომ ქრისტესგან განდგომილი მთელი ცხოვრება უნდა დარჩეს სინანულის პირველ საფეხურზე, რაც ნიშნავს, რომ საეკლესიო მსახურებისას ყოველთვის უნდა იდგეს ეკლესიის კარიბჭის გარეთ და ცრემლით ევედროს ერთგულ მორწმუნეებს ილოცონ ღმერთის წინაშე მისთვის, და მხოლოდ სიკვდილის წინ შეუძლია ეზიაროს იმის რწმენით, რომ ღმერთი ცოდვებს შეუნდობს. ეს სიმკაცრე, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანკვირიის კრებისა და პეტრე ალექსანდრიელის უფრო მეტი ლმობიერება განდგომილთა მიმართ, აიხსნება დროის ვითარებით, კერძოდ იმით, რომ ბასილი დიდის დროს ქრისტიანული სარწმუნოება უკვე განმტკიცებული იყო მსოფლიოში, ამიტომ, შესაბამისად, განდგომილების უფრო მკაცრად დასჯა შეიძლებოდა, ვიდრე IV საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეკლესია ჯერ კიდევ იდევნებოდა და ბევრს ძალის გამოყენებით აიძულებდნენ განდგომას.
პანონი '7M# ვინც არ უნდა იყოს ზემოაღწერილ ცოდვაში დაცემული, თუკი აღიარებს და გამოსწორების მოშურნე შეიქმნება, მაშინ ის, რომელმაც კაცთმოყვარე ღმერთისგან გახსნისა და შეკვრის ხელმწიფება მიიღო, განკითხვას არ დაიმსახურებს, – როცა დაინახავს რა შემცოდებლის უაღრესად გულწრფელ აღსარებას, გახდება მის მიმართ უფრო მოწყალე და ეპიტიმიას შეუმცირებს. რამეთუ წმინდა წერილის მონათხრობები გვიჩვენებს, თუ რაზომ სწრაფად იღებენ საღმრთო გულმოწყალებას აღსარების დიდ ღვაწლს შედგომილნი.
(I მსოფ. 12; IV მსოფ. 16; ტრულ. 102; ანკვირ. 2)
წინამდებარე კანონი მიეკუთვნება წმინდა ბასილის ამ ეპისტოლეში ჩამოთვლილ კანონთა (51-73) ჯგუფს. განაწესა რა ზემოთ ჩამოთვლილ კანონებში ეპიტიმიები სხვადასხვა ცოდვისათვის, ბასილი დიდი წინამდებარე კანონით უფლებას აძლევს ეპისკოპოსს, – რომელსაც ღმერთისგან მიეცა ხელმწიფება შეკვრისა და გახსნის, – მიუტეოს ცოდვილს, თუ იგი გულწრფელად ინანიებს და, შესაბამისად, შეუმციროს მის მიერ განწესებული ეპიტიმიის ვადები. ამის შესახებ იხ. აგრეთვე 1 მსოფლიო კრების მე-12 და ტრულის კრების 102-ე კანონების განმარტებები.
PDF გვ. 392
კანონი 75
ვინც თავის დასთან – მამის ან დედის მხრიდან – შეიბილწა, მას არ მიეცეს სამლოცველოში შესვლის უფლება, ვიდრე არ მიატოვებს ურჯულო და საძაგელ ქმედებას. ხოლო მას შემდეგ, რაც გააცნობიერებს საშინელ ცოდვას, სამი წელი დაე, იტიროს მან, სამლოცველო სახლის კარებთან მდგომმა, და სალოცავად შემსვლელთაგან ითსოვოს, რათა თითოეულმა თანაგრძნობით შესწიროს უფალს მისთვის გულმხურვალე ლოცვები. ამის შემდეგ, მომდევნო სამი წლით დაე, დაშვებულ იქნეს მხოლოდ წმინდა წერილის მოსასმენად, მოსმენისა და სწავლის შემდეგ კი, დაე, განიდევნოს ეკლესიიდან, და არ იქნეს ლოცვებში ერთობის ღირსი. მერმე, თუ კი ცრემლებით იქნება უფლისადმი შევრდომილი, შემუსვრილი გულითა და ღრმა სიმდაბლით, მიეცეს მას სხვა სამი წელი შევრდომისათვის. და ამგვარად, როდესაც გამოჩნდება ნაყოფნი ღირსნი სინანულისა, მეათე წელიწადს დაე, მიღებულ იქნეს ერთგულებთან ლოცვისათვის, ზიარების გარეშე: ორი წელი იდგეს ლოცვების დროს ერთგულების გვერდით, დაბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, ეღირსოს წმინდა ზიარებას. (ბასილი დიდის 67; გრიგოლ ნეოკეს. 1!)
თავისი 67-ე კანონით ბასილი დიდი განაწესებს ოცწლიან ეპიტიმიას და-ძმას შორის სისხლის აღრევის ცოდვისათვის. წინამდებარე კანონით იგი თორმეტწლიან ეპიტიმიას განუწესებს ძმას იგივე ცოდვისათვის, – თუ მხოლოდ დედით ან მამით არიან და-ძმანი. ეს სასჯელი ცოდვილმა საჯაროდ უნდა მოიხადოს, ანუ თანმიმდევრულად გაიაროს სინანულის თითოეული, ოთხივე საფეხური.
PDF გვ. 393
კანონი 76
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იგივე განეწესება თავის რძალთან შეგინებულს.
ბასილი დიდი თორმეტწლიან ეპიტიმიას ავრცელებს აგრეთვე იმ პირების მიმართაც, რომლებიც თავიანთ რძლებთან ირყვნებიან.
PDF გვ. 393
კანონი 77
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც კანონიერად შეუღლებულ ცოლს მიატოვებს და სხვას მოიყვანს, უფლის განჩინებისამებრ მრუშობისათვის სასჯელს ექვემდებარება (იხ. მათე, 19, 9). ჩვენი მამების კანონებით კი დადებულია, რომ ასეთბმა ერთი წელი იტირონ, ორი წელი ისმინონ, სამი – შევრდომაში გაატარონ, მეშვიდე წელი კი ერთგულებთან იდგნენ, და ასე იქმნენ ლირსნი წმინდა ზიარებისა, თუკი ცრემლებით მოინანიებენ.
იხ. სხვათა შორის, მოც. 48-ე კანონის განმარტება. წინამდებარე კანონში ბასილი დიდი მოიხსენიებს ჩვენი მამების ძველ განწესებას, რომლის თანახმადაც შვიდწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება ყოველი, ვინც კანონიერ ცოლს დაუტევებს და სხვას მოიყვანს ცოლად. ბასილი დიდი იგივე ცოდვისათვის, უფლის სიტყვების საფუძველზე (მთ. 19, 9), განაწესებს თხუთმეტწლიან ეპიტიმიას, როგორც მრუშობისათვის.
PDF გვ. 394
კანონი 78
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იგივე განწესება იქნეს დაცული იმის მიმართაც, ვინც თანამცხოვრებად ორ დას მოიყვანს, თუნდაც სხვადასხვა დროს.
თხუთმეტწლიანი ეპიტიმიით ისჯება, ვინც თავისი ყოფილი ცოლის დაზე დაქორწინდება. ამის შესახებ იხ. ამავე წმინდა მამის 87-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 394
კანონი 79
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავის დედინაცვალთან შერყვნილი, იგივე კანონით ისჯება, როგორითაც თავის დასთან შერყვნილი.
ბასილი დიდი იმას, ვინც თავის დედინაცვალთან ისიძვებს, თავის დასთან იგივე ცოდვის ჩამდენთან ათნაბრებს, ან მკვლელთან, და უქვემდებარებს ოცწლიან ეპიტიმიას.
PDF გვ. 394
კანონი 80
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მრავალცოლიანობაზე მამებს არაფერი უთქვამთ, რადგან ეს არის პირუტყვული საქმე და სრულიად უცხო კაცთა მოდგმისათვის. ჩვენ კი ეს ცოდვა სიძვაზე უმძიმესად გვესახება. ამიტომ კეთილად განსჯილი იქნება ასეთების დასჯა წესების თანახმად, ანუ ერთი წელი შეტირილებად დაჰყონ, სამი წელი – უშევრდომილებად, და ამის შემდგომ შეიძლება მათი მიღება.
მრავალცოლიანობას კანონი უწოდებს არა მხოლოდ იმას, როდესაც ვინმეს ერთდროულად მრავალი ცოლი ჰყავს, არამედ, იმასაც, როდესაც გარკვეული პირი მრავალჯერ ქორწინდება. კანონების თანახმად, მხოლოდ პირველი ქორწინება ითვლება წმინდად და ღვთივკურთხეულად; მეორედ დაქორწინებული იმსახურებს კანონიკურ სასჯელს; მესამე ქორწინება ეკლესიაში უკვე ითვლება უწმინდურად და შეიძლება მხოლოდ მოთმენილ იქნეს, რამეთუ ის მაინც უკეთესია, ვიდრე აღვირახსნილი სიძვა (იხ. ბასილი დიდის 4, 50). ყოველ შემდგომ ქორწინებას ეწოდება მრავალცოლიანობა და ბასილი დიდი მას პირუტყვულ და არაადამიანურ საქმედ თვლის, და მას სიძვაზე უარეს ცოდვად მიიჩნევს. მრავალცოლიანობისათვის, ანუ ყოველი ქორწინებისათვის მესამის შემდეგ, წმინდა ბასილი ოთხწლიანი ეპიტიმიით სჯის, თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ოთხი წელი არის სრული ეპიტიმია მრავალცოლიანობისათვის. ზონარას განმარტების თანახმად, ამ ოთხი წლიდან პირველ წელიწადს ცოდვილები ატარებდნენ სინანულის პირველ საფეხურზე, დანარჩენი სამი წელიწადი უნდა მდგარიყვნენ შევრდომილებთან ერთად, კათაკმეველთათვის ლოცვების შემდეგ კი,ტაძრიდან გასულიყვნენ. მხოლოდ ოთხწლიანი ეპიტიმიის შემდეგ დაიშვებოდნენ ისინი ტაძარში ერთგულ მორწმუნეებთან ერთად ლოცვაზე, ანუ სინანულის მეოთხე საფეხურზე, სადაც ისინი იქამდე უნდა დარჩენილიყვნენ, სანამ ამას მათი ეპისკოპოსი ჩათვლიდა საჭიროდ, რომელიც გამოიკვლევდა მონანულის სიწრფელესა და გულმოდგინებას, და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდა წმინდა ზიარების მიღების უფლებას.+
PDF გვ. 394
კანონი 81
რადგანაც ბარბაროსების შემოსევისას, ბევრმა ჩაიდინა ღვთის რწმენის საწინააღმდეგო დანაშაული, იფიცებოდნენ რა წარმართული ფიცით და ჭამდნენ მოგვების მიერ კერპებისათვის შეწირულ სხვადასხვა შებილწულ საჭმელს, ამიტომ ასეთებს უნდა მოვეპყრათ მამების მიერ უკვე გამოცემული კანონებისა და განწესებებისამებრ. ვისაც მძიმე სატანჯველი შეემთხვა, ვერ გაუძლო და ქრისტეს უარყოფამდე მივიდა, სამი წელი დაე, მიუღებელნი იყვნენ ეკლესიაში, რის შემდეგაც ორი წელი წმინდა წერილი ისმინონ, სამი – დაე, შეუვრდნენ, და მაშინ შეიძლება მიღებულ იქნენ ერთობაში. ხოლო ვინც დიდი შეჭირვების გარეშე უღალატა ღვთის რწმენას, შეეხო ეშმაკის ტაბლას და წარმართული ფიცით იფიცებოდა, ასეთებმა, დაე, სამი წელი ეკლესიიდან განკვეთაში დაჰყონ, ორი – წმინდა წერილის მსმენელებად, სამი წელი დაე, შევრდომილებთან ილოცონ, სხვა სამი წელი ლოცვების დროს ერთგულებთან დადგნენ, და ამის შემდეგ, უკვე, შეიძლება მათი მილება წმინდა საიდუმლოთა საზიარებლად.
"ათენის სინტაგმა, IV, 243. ვ 9 6 უპისკოპოსი ნის ოდიში (შილაშიპ (მოც. 62; I მსოფ. I0. II, 12; ანკვირ. I-9; პეტრე ალექსანდრიელის 2 და შემდგ.: ბასილი დიდის 73, 82)
განდგომილებთან მიმართებით, რომლებიც ინანიებენ და ეკლესიას უბრუნდებიან, ბასილი დიდი განაწესებს, რომ იმ კანონებს უნდა ჰქონდეთ ძალა, რომლებიც უკვე გამოცემულია ჩვენი მამების მიერ, კერძოდ: ანკვირიის კრების კანონებს, სადაც დაწვრილებით არის ნათქვამი, როგორ უნდა მოეპყრან იმათ, რომლებმაც დევნილობის ჟამს კერპებს სცეს თაყვანი. ამ განდგომილებში, – რომელთა შესახებაც წინამდებარე კანონში ბასილი დიდი საუბრობს და რომლებსაც ანკვირიის კრების კანონებთან თანხმობაში შესაბამის ეპიტიმიებს განუწესებს, – ისეთები იგულისხმებიან, რომლებმაც სასტიკი დევნა გადაიტანეს და საკუთარი სისუსტით დაუთმეს ძალადობას, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არცთუ ძლიერ ძალადობას ჰქონოდა ადგილი; იმ განდგომილთა მიმართ კი, რომლებმაც ძალადობის გარეშე, საკუთარი ნებით უარყვეს ქრისტე, ბასილი დიდი თავისი 73-ე კანონით განაწესებს სინანულს მთელი ცხოვრების განმავლობაში და მხოლოდ სიკვდილის წინ აძლევს მათ წმინდა ზიარების მიღების უფლებას.
PDF გვ. 395
კანონი 82
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რაც შეეხება ფიცის დამრღვევებს, თუკი ძალადობითა და შეჭირვებით დაარღვიეს ის, ექვემდებარებიან ნაკლებად მძიმე სასჯელს, და ექვსი წლის შემდეგ შეიძლება სრულ ერთობაში იქნენ მიღებულნი. შეჭირვების გარეშე თავისი სარწმუნოების მოღალატემ კი, ორი წელი დაე, შეტირილად დაჰყოს, და ორი – მსმენელად. მეხუთე წელს დაე, ილოცოს შევრდომილებთან ერთად, და კიდევ ორი წელი ლოცვით ერთობაში მიიღებოდეს – ჭზიარების გარეშე, და ამგვარად, აჩვენებს რა ღირსეულ სინანულს, საბოლოდ აამაღლებენ მას უფლის ხორცის საზიარებლად.
თავის 64-ე კანონში, ბასილი დიდი ათწლიან ეპიტიმიას განუწესებს ფიცის დამრღვევებს; წინამდებარე კანონში კი იგი განასხვავებს: იმათ, ვინც ძალდატანებით დაარღვია ფიცი, ექვსწლიან ეპიტიმიას განუწესებს, ხოლო, ვინც ყოველგვარი ძალადობის გარეშე – თერთმეტწლიანს.
PDF გვ. 396
კანონი 83
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გრძნების მოქმედნი და წარმართულ ჩვეულებათა მიმდევარნი, ან ასეთების საკუთარ სახლში შემომყვანებელნი – მისნობისა და განწმენდისათვის, დაე, ექვსწლიან განწესებას დაექვემდებარონ: წელიწადი შეტირილებად დაჰყონ, წელიწადი – მსმენელებად, სამი წელი – შევრდომილებად, და ერთი წელი ერთგულების გვერდით იდგნენ, და ამგვარად მიიღებოდნენ.
წარმოდგენილი კანონის თანახმად, ვისაც გრძნეულების სჯერა, ექვსწლიან ეპიტიმიას იმსახურებს, ხოლო ამავე წმინდა მამის 65-ე კანონით, ოცწლიანი ეპიტიმიით ისჯება ის, ვინც თავად იყო ამ საქმიანობით დაკავებული.
PDF გვ. 396
კანონი 84
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყოველივე ამას ვწერთ იმის გამო, რომ სინანული გამოიცადოს. რამეთუ ჩვენ არამარტო დროით ვმსჯელობთ ამის შესახებ, არამედ სინანულის სარისხსაც ვუმზერთ. თუკი ვინმე დაუძლევლად დგას თავის ზნეობაზე და ურჩევნია ხორცის სიამოვნებას ემსახუროს, ვიდრე უფალს, და არ იწყნარებს სახარებისეულ ცხოვრებას, მაშინ ასეთბთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს, რამეთუ დაუმორჩილებელ და მოდავე ერში ჩვენ ამის მოსმენა გვისწავლია: „ცხოვნებით აცხოვნე სული შენი“ (დაბადება, 19, 17)
თავის 74-ე კანონში ბასილი დიდი ეპიკოპოსების ხელმწიფებას გადასცემს ეპიტიმიის ვადების შემცირებას იმათთვის, ვინც გულწრფელად მოინანია. წინამდებარე კანონში კი განაწესებს, რომ ეპიტიმიიდან არ გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც არ ამჟღავნებენ წმინდა სინანულის ნაყოფს, და დატოვონ ეპიტიმიის ქვეშ, უფრო მეტიც, – ასეთი გამოუსწორებელი ცოდვილები საერთოდ უნდა მიატოვონ ბედის ანაბარა, რადგან მათთან მუდმივი ურთიერთობის დროს, შეიძლება საკუთარი სულის საფრთხეში ჩაგდება (შდრ. დაბ. 19, 17).
PDF გვ. 397
კანონი 85
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამდენად, კი ნუ დავუშვებთ, რომ ასეთებთან ერთად ჩვენც წარვწყმდეთ, არამედ გვეშინოდეს მძიმე სასჯელისა, თვალწინ გვედგას საშინელი დღე უფლის მისაგებელისა და ნუ მოვინდომებთ სხვის ცოდვებთან ერთად დაღუპვას. უკუეთუ ვერ განვსწავლულვართ უფლის საშინელი განჩინებებით, და ამდენმა დარტყმებმა გონს ვერ მოგვიყვანა და ვერ შეგვაგონა, რომ ჩვენი ურჯულოების გამო მიგვატოვა უფალმა და ბარბაროსების ხელთ გადაგვცა, და რომ ხალხი ტყვედ წაასხა მტერმა და გაფანტა, ვინაიდან ასეთ საქმეებზე გაკადნიერდნენ ქრისტეს სახელის მატარებელნი; უკუეთუ ვერც გააცნობიერა, ვერც მიხვდა, რომ ამისთვის გარდამოვიდა ჩვენზედ ღვთის რისხვა, მაშინ რალა გვაქვს მათთან საერთო? მაგრამ დღისითაც და ღამითაც, საჯაროდაც და ცალკეც, ჩვენ უნდა დავუმოწმოთ მათ ჭეშმარიტება; მაგრამ, ნუ იყოფინ, რომ გატაცებულ ვიქნეთ მათი ურჯულოებით, უმეტესად კი ვილოცოთ, რათა შევიძინოთ ისინი და ამოვიყვანოთ მზაკვრის მახედან- ხოლო, თუ ამას ვერ შევძლებთ, ვისწრაფვოთ, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი სულები მაინც ვიხსნათ საუკუნო სასჯელისაგან.
წინამდებარე კანონი წარმოადგენს 84-ე კანონის გაგრძელებას, ამიტომ რუსულ „კორმჩაიაში“ ორივე კანონი ერთ (84-ე) კანონადაა გაერთიანებული.” ისინი წარმოადგენს ამფილოქეს მიმართ ბასილი დიდის მესამე კანონიკური ეპისტოლეს დასკვნით ნაწილს. წინამდებარე 85-ე კანონი შეიცავს ეპისკოპოსების მიმართ დარიგებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოექცნენ ცოდვილებს, კერძოდ: მტკიცედ უნდა იდგნენ წმინდა კანონების განწესებათა ნიადაგზე და ყოველმხრივ იზრუნონ მათი გადარჩენისათვის, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში უნდა ეცადონ, რომ თავად არ დასნებოვდნენ ცოდვით და მარადიული სატანჯველისაგან, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარი სული მაინც გადაირჩინონ.
სხვა კანონიკური ეპისტოლედან წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა იკონიის ეპისკოპოსის, ამფილოქეს მიმართ
PDF გვ. 397
კანონი 86
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გამორჩეულ ენკრატიტებს (თავშემკავებლებს) მათ მნიშნელოვან შესიტყვებაზე, თუ რატომ არც ჩვენ ვჭამთ ყოველივეს, ასეთი პასუხი უნდა გაეცეთ: ჩვენ ჩვენი გამონაყოფიც გვძაგს. რამეთუ ლღირსების მიხედვით, ჩვენთვის ბალახეული მწვანილიც ისეთივეა, როგორც ხორცი. მაგრამ, რაც შეეხება სასარგებლოს, როგორც მწვანილში ვარჩევთ ერთმანეთისგან მავნებელსა და მარგებელს, ისევე გამოვყოფთ ხორცშიც – მარგებელს მავნებელისგან. ვინაიდან კონიონიც მწვანილია და ძერის ხორციც ხორცია, მაგრამ სალი აზროვნების მქონე არავინ შეჭამას ლენცოფას, არც ძაღლის ხორცს მიეკარება, თუ არა უდიდეს გაჭირვებაში. ამიტომ მის მჭამელს არ შეუცოდავს.
წინამდებარე კანონი აღებულია ბასილი დიდის ეპისტოლედან, რომელიც მის მიერ გაგზავნილია ამფილოქე იკონიელის მიმართ 376 წელს. ის ეხება იმავე ენკრატიტებს, რომელთა შესახებაც წმინდა ბასილი საუბრობს თავის 1 და 47-ე კანონებში. ენკრატიტები თავს იკავებდნენ ხორცის ჭამისგან, იმავდროულად, მართლმადიდებლებს საყვედურობდნენ, რომ ისინიც ერიდებიან ზოგიერთ კერძს. სწორედ ამ ცილისწამების უარყოფას შეიცავს წინამდებარე კანონი. ჩანა ალოგიურად იურად არის ქართ ულ „დი „დიდ ჯულისკანონშიც“.
ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-პაბადუკიის მთაჭარეპისპოპოსისა ტარსის მეაისკოპოს დიოდორეს მიმართ შესაჭალი ჩვენამდე მოვიდა წერილი, რომელსაც დიოდორეს ხელმოწერა ჰქონდა; დანარჩენი მასში სხვა ვინმეს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე დიოდორეს. რამეთუ ვგონებ, ვინმე ცბიერმა, შენი სახელის მითვისებით გადაწყვიტა მსმენელის წინაშე თავისი სიტყვები სარწმუნო გაეხადა. მას მავანი ეკითხება, დასაშვებია თუ არა გარდაცვლილი ცოლის დასთან შეუღლება. და იმის ნაცვლად, რომ ამ შეკითხვას შეეძრწუნებინა, იგი გულგრილად იღებს გაგონილს და შემკითხველს საკმაოდ გაბედულად და ძალისხმევით უბამს მხარს ამ სამარცხვინო გულისთქმაში. ახლა რომ ეს წერილი მქონდეს, აუცილებლად გამოგიგზავნიდი და საკუთარი ძალებით დაიცავდი შენს თავსაც და ჭეშმარიტებასაც. მაგრამ, რამდენადაც იმან, ვინც წერილი მაჩვენა, უკან წაილო, და როგორც ჩემზე გამარჯვების ერთგვარ ნიშანს, – რომელიც მანამდე მსგავს ქორწინებებს ვრძალავდი, – ყველგან თან დაატარებს და ამბობს, რომ აქვს ამაზე წერილობითი ნებართავა. ამიტომ გწერ ამჟამად, რომ საკუთარი ხელით შევიარაღდეთ ამ ყალბი წერილის წინააღმდეგ და გამოვაცალოთ მას ყოველგვარი ძალა, რათა ვერ შესპლოს იოლად ავნოს მკითხველს.
PDF გვ. 398
კანონი 87
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამდენად, პირველი, და თანაც ამგვარ საქმეებში ფრიად მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, ეს არის ჩვენთან დაცული ჩვეულება, რომელსაც კანონის ძალა აქვს, რადგან ეს დადგენილებანი წმინდა მამებისგან გადმოგვეცა. ჩვეულება კი ასეთია: თუ ვინმე, უწმინდური ვნებით შეპყრობილი, ჩავარდება უწესო კავშირის ცოდვაში ორ დასთან, მაშინ ეს ქორწინებად არც კი ითვლება და ეკლესიის შეკრებაში ასეთები მანამ არ მიიღებიან, ვიდრე ერთმანეთს არ დაშორდებიან. ამიტომ, სხვა არაფრის თქმაც რომ არ შეიძლებოდეს, ეს ჩვეულებაც საკმარისია ბოროტების საწინააღმდეგოდ. მაგრამ რადგანაც წერილის დამწერს მცდელობა ჰქონდა, რომ ცრუ დასაბუთებით ცხოვრების წესად ექცია მსგავსი სისაძაგლე, ამიტომ გვმართებს გონიერება მოვიკრიბოთ, თუმცა დღესავით ნათელ საქმეებში წინასწარი აზრი ყველასათვის უფრო ძლიერია, ვიდრე ფხიზელი მსჯელობა. ასე, ლევიტელთა წიგნში წერიაო, ამბობს იგი: „და ცოლად დაი ცოლისა შენისა შენსა არა მოიყვანო საწოლსა ზედა ხარჭად სიცოცხლესა მისსა გამოცხადებად სარცხუნნელი მისი“ (ლევ. 18, 18), და აქედან თითქოს ცხადი ხდება, რომ ნებადართულია ცოლის სიკვდილის შემდეგ მისი დის შერთვა. ამაზე პირველ რიგში იმას ვუპასუხებ, რომ „რაოდენსა შჯული #00 ეპისკოპოსი ნიჯოდიში (ჰილჰშიპ იტყკს, მათ ეტყყს, რომელნი-იგი შჯულსა ქვეშე არიან“ (რომ. 3, 19). რამეთუ სხვაგვარად ჩვენ წინადაცვეთა უნდა ჩაგვეტარებინა, შაბათის უქმობა დაგვეცვა და ზოგიერთ კერძსაც მოვრიდებოდით. მაგრამ, ნუთუ ჩვენ, როდესაც ჩვენი სიამტკბილობის დასაკმაყვოფილებლად რამე გვჭირდება, რჯულის უღელს უნდა დავემორჩილოთ, ხოლო როცა რომელიმე მისი განწესება ძნელი მოგვეჩვენება, მაშინ ქრისტეში არსებული თავისუფლებისკენ მივემართოთ? ჩვენ გვეკითხებოდნენ, იძლევა თუ არა წმინდა წერილი ცოლის შემდეგ მის დაზე დაქორწინების უფლებას? ჩვენ ვპასუხობდით: არა, – რაც უხიფათოც არის ჩვენთვის და ჭეშმარიტებაც; მაგრამ კეთილად მოჩვენებული დასკვნით აზრის დაწესება იმის თაობაზე, რაზედაც საღმრთო წერილი დუმს, ეს ნიშნავს რჯულმდებლობას და არა რჯულის დამოწმებას. რამეთუ ამის დაწესებით, ვინმე კადნიერს ნება მიეცემოდა ცოლის სიცოცხლეშიც შეერთო მისი და, რადგან ასეთი ცრუმსჯელობის მისადაგება ამ შემთხვევისთვისაც შეიძლება. დაწერილიაო, იტყვის იგი: „არა მოიყვანო საწოლსა ზედა ხარჭად “, შესაბამისად, რჯული არ კრძალავს მოიყვანო, თუ ეჭვიანი არ არისო” ამიტომ ვნების დამცველი ამბობს, რომ დებს არა აქვთ ეჭვიანი ხასიათიო. ამდენად, როდესაც არ არსებობს ორივესთან თანაცხოვრების ამკრძალავი მიზეზი, მაშინ რა უშლის ხელს ორივე დასთან შეუღლებას? ეს არ წერიაო, ვიტყვით ჩვენ, მაგრამ არც ის არის განსაზღვრული. ამ დასკვნიდან გამომავალი აზრი კი ერთის ნებასაც იძლევა და მეორისაც. გვმართებდა ოდნავ უკან მიბრუნება, “იქით, რაც წინ უსწრებს რჯულის ამ გამონათქვამს და ამით გაგვეფანტა ეს გაურკვევლობა. რამეთუ შენიშნულია, რომ რჯულმდებელი ცოდვის ყველა სახეს არ განიხილავს, არამედ საგანგებოდ ეხება ეგვიპტელთა ცოდვებს, – საიდანაც გამოვიდა ისრაელი, და ქანაანელთა, – სადაც იგი უნდა შესულიყო. რადგან იკითხება ასე: „მსგავსად სლვათა მათ ქუწყანას ეგუპტელთასა, რომელთა შორის დამკკდრებულ იყუნმნით თქუმნ, ეგრე არა ჰყოთ მსგავსად სლვისა მის ქუშმყანასა ქანაანელთასა, ვიდრე იგი შეგიყვანნე თქუშნ მუნ, არა ჰყოთ, და შჯულსა მათსა არა ხვიდოდით“ (ლევ. 18, 3) როგორც ჩანს, ცოდვის ამ სახეს არ ჰქონია მაშინ ადგილი წარმართთა ცხოვრებაში, ამიტომაც რჯულმდებელს არ დასჭირვებია ერის მისგან დაცვა, – საკმარისი იყო სწავლების წინმსწრები ჩვეულება ამ სისაძაგლის უარსაყოფად. მაგრამ რატომ დადუმდა ნაკლებზე, როდესაც აკრძალა უმეტესი? იმიტომ, რომ ბევრ ხორცისმოყვარეს, პატრიარქის მაგალითში, – ცოლის სიცოცხლეშივე მისი დის შერთვასთან დაკავშირებით, – თავისთვის საზიანო დაენახა. ჩვენ კი რისი ქმნა გვმართებს? დაწერილი ვილაპარაკოთ, თუ დადუმებული ვეძიოთ? რამეთუ აღნიშნულ კანონებში არც ის წერია, რომ მამა და ძე ერთ ხარჭთან არ უნდა შევიდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველთან ეს უდიდეს სასჯელს იმსახურებს. ამბობს: „ძე და მამა მისი შევიდოდეს მისვე მფპევლისა მიმართ, ”სათარგმნ წყარომი ნაცვლად: ,ხარჭად“, გვხვდება: „ეჭვიანი მეტოქე“, „0038M#8V# ლ0უ008MIL8“, რათა შეაბილწონ სახელი ღუთისა მათისა“ (ამოსი 2, 7) და კიდევ რამდენი უწმინდური ვნების სახე მოიგონა ეშმაკის სასწავლებელმა, რომელთა შესახებაც წმინდა წერილი დუმს? არ სურდა რა დაერლვია თავისი წმინდა მნიშვნელობა სისაძაგლეებისათვის სახელწოდებების მინიჭებით, მან უწმინდურობას ზოგადი სახელი მისცა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: „სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი გინა ანგაჰრებაი ნუცარა სახელ-ედებიან თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა“ (ეფეს. 5, 3). „არაწმიდების“ სახელქვეშ იგი აერთიანებს მამაკაცებისა და დედაკაცების სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც სახელწოდების ღირსიც კი არ არიან. ასე რომ, დუმილი არ იძლევა სიამტკბილობის უფლებას. მე კი ვიტყვი, რომ რჯულმდებელი არ დადუმებულა ურჯულოების ამ სახეობაზე, არამედ ძალიან მკაცრადაც აკრძალა იგი. რამეთუ სიტყვები: „კაცად კაცადი ყოველივე თვსსა პორცსა არა მოუხდეს გამოცხადებად მარცხუმნელისა“ (ლევ 18, 6) ამ სახის ნათესაობას მოიცავს. რადგან ქმრისთვის ·ვინ უნდა იყოს თავის ცოლზე უფრო ახლობელი, ანუ – თავის ხორცზე? ისინი ხომ უკვე ორნი კი არა, ერთხორც არიან. ამგვარად, ცოლის მეშვეობით, მისი დაი უნათესავდება ქმარს: როგორც არ შეუძლია მას თავისი ცოლის დედაზე იქორწინოს, ან მის ასულზე, რადგან არ შეუძლია – საკუთარ დედაზე ან მის ასულზე, ასევე არ შეუძლია თავისი ცოლის დის მოყვანა, იმიტომ, რომ არ შეუძლია საკუთარი დის მოყვანა; და პირიქით, ცცოლისთვისაც დაუშვებელია ქმრის ნათესავებთან თანაცხოვრება, რადგან ნათესაობის სამართალი ორივესთვის საერთოა. მე კი თითოეულს, ვინც ქორწინებასთან დაკავშირებით რჩევას მეკითხება, ვუმოწმებ, რომ „წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაი. ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაითა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს“ (1 კორ. 7, 31, 29). თუკი ვინმე შემეპასუხება და შემდეგ ნათქვამს წარმომიდგენს: „ალორძინდით და განმრავლდით“ (დაბ. 1, 28), მაშინ მე გამეცინება იმაზე, ვინც ვერ ასხვავებს რჯულის დადების ჟამს. მეორედ ქორწინება არის სიძვის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალება, და არა – სიამტკბილობის წაქეზება. ნათქვამია: „უცკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ“ (1 კორ. 7, 9). მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ უნდა იურჯულონ. ხოლო ისინი, რომლებიც სულს იბილწავენ უწმინდური ვნებებით, არც ბუნებას აქცევენ ყურადღებას, ძველთაგანვე რომ ასხვავებდა ნათესაობის გვარობას. საინტერესოა, რა გვარობის ნათესავებს დაარქმევენ ორი ასეთი ქორწინებიდან დაბადებულებს? ძმებს უწოდებენ მათ თუ დეიდაშვილებს, რადგან აღრევის მიზეზით მათთვის ერთის წოდებაც შეიძლება და მეორისაც. არ ჰყო, ადამიანო, შენი შვილების დეიდა მათ დედინაცვალად, და იმას, ვინც გარდაცვლილი დედის ნაცვლად უნდა მოეფეროს მათ, ნუ აღჭურვავ დაუცხრომელი ეჭვით. რადგან დედინაცვალის ერთი ეჭვი საფლავს იქითაც ავრცელებს სიძულვილს, ან უფრო მეტიც: ყოფილი მტრები მკვდრებს ურიგდებიან, დედინაცვალნი კი სიკვდილით იწყებენ სიძულვილს. ხოლო მთავარი ზემოთქმულიდან შემდეგია: ვისაც კანონიერი ქორწინება სურს, მისთვის მთელი სამყარო ხსნილია; 40 2 უპის 'კოპოხი ნი აჯოდიში C შილაშიპ მაგრამ თუკი მის სურვილს ვნება მართავს, მაშინ მით უმეტეს უნდა აეკრძალოს მას ქორწინება, რათა ისწავლოს „თავისი თკსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაითა“ (1 თეს. 4, 4, 5) მინდა მეტი ვთქვა, მაგრამ წერილის ზომა მაკავებს. ვისურვებდი, რომ ან ჩემი შეგონება აღმოჩნდეს ვნებაზე ძლიერი, ან ეს ურჯულოება არ დათესილიყო ჩვენს სამთავროში, არამედ დარჩენილიყოს იმ ადგილებში, სადაც მასზე გაკადნიერდნენ.
წინამდებარე კანონი შედგენილია ტარსელი ეპისკოპოსის დიოდორეს მიმართ ბასილი დიდის ერთი ეპისტოლედან (დაახ. 373 წ). ბალსამონის სიტყვებით, მავანი შეეკითხა ეპისკოპოს დიოდორეს, შეუძლია თუ არა თავისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მის დასთან იქორწინოს. ეპისკოპოსმა წერილობით უპასუხა, რომ შეუძლია, რამეთუ არ არსებობს ამისთვის რაიმე კანონიკური წინაღობა.X იმავდროულად, ბასილი დიდმა გამოსცა მსგავსი ქორწინებების აკრძალვის მკაცრი განწესება და ამ დროს მას აცნობეს თუ რა დაწერა ამის შესახებ დიოდორემ. ამ ეპისტოლეს შესავალში, ბასილი დიდი თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ სჯერა, რომ ეს დიოდორემ დაწერა და არა სხვა ვინმემ. აქ წმინდა ბასილი საფუძლიანად ამტკიცებს, რომ უპირობოდ უნდა აეკრძალოს ქვრივ მამაკაცს გარდაცვლილი ცოლის დასთან ქორწინება.
ეს აკრძალვა რომ საღმრთო სამართალს ეფუძნება, ჩვენ უკვე ვიხილეთ მოციქულთა მე-19 კანონის განმარტებაში, ხოლო პირი, რომელიც ასეთ ქორწინებაზე გაკადნიერდება, სიცოცხლის ბოლომდე რომ წმინდა ზიარებას ვერ ეღირსება, ამას გვეუბნება ანკვირიის კრების მე-2 კანონი. აღნიშნული ქორწინების უკანონობას ბასილი დიდი ამტკიცებს, პირველ რიგში, ეკლესიაში დამკვიდრებული ჩვეულებით, შემდეგ წმინდა წერილიდან მოხმობილი ციტატებით, დაბოლოს, არასწორი ოჯახური ურთიერთობებით, რაც, შეიძლება, ასეთი სახის ქორწინებამ გამოიწვიოს.
ჩვეულებასთან დაკავშირებით, ბასილი დიდი ამბობს, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის – ყურადღების გამახვილება ჩვეულებაზე, რადგან ჩვეულებას კანონის ძალა აქვს. მას ეკლესიაში ყოველთვის კანონის თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა, თუკი ეკლესია მის გამამართლებელ საფუძველს ხედავდა და თუ იგი განწმენდილი იყო ხანგრძლივი პრაქტიკული გამოყენებით. ჩვეულების კანონიერი ძალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობის წესად მიღებული იყო ბერძნულ-რომაული კანონმდებლობის განწესებანი, რომელთაგან ზონარა თავის განმარტებაში რამდენიმეს იშველიებს.”V ჩვეულებრივი სამართლის "ათენის სინტაგმა, IV, 259.
"”"მაგალითად: „რასთან დაკავშირებითაც არ არსებობს დაწერილი კანონი, უნდა იყოს დაცული ჩვეულება... ძველი ჩვეულებები გამოიყენება კანონის თანასწორად... ხანგრძლივ ჩვეულებებს კანონის ძალა აქვთ იქ, სადაც არ არის კანონები წერილობითი სახით... ხანგრძლივი ჩვეულებით დამტკიცებული და მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნებული, დაწერილ კანონებსე არანაკლებ მნიშვნელობისაა“, ათენის სინტაგმა, 1, 39. ნშინდა მპასილი დიდის კპნონეზი X+03 მიხედვით, წმინდა ბასილის სიტყვებით, ორ დასთან ქორწინებას უკანონო ურთიერთობა ეწოდება და არასდროს ითვლებოდა ქორწინებად. ის, ვინც ერთ დაზე იყო დაქორწინებული და მისი გარდაცვალების შემდეგ მეორე დაზე დაქორწინდა, ეკლესიაში შესვლის უფლებასაც კი კარგავდა, ვიდრე არ განეშორებოდა იმას, ვისთანაც უკანონოდ ცხოვრობდა. მარტო ამის საფუძველზეც კი, სხვა მტკიცებულებაც რომ არ არსებობდეს, – აგრძელებს ბასილი დიდი, – ყველასათვის ცხადი ხდება, თუ რაზომ ბოროტებაა ამგვარი ქორწინება. იმის გამო, რომ თავისი აზრის გასამართლებლად დიოდორე ეყრდნობა წმინდა წერილის ზოგიერთ ადგილს, ამიტომ ბასილი დიდიც წმინდა წერილს მიმართავს და დახვეწილად აანალიზებს შესაბამის ადგილებს.
დიოდორემ მოიყვანა სიტყვები ლევიტელთა წიგნიდან (18, 18), სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცმა არ უნდა მოიყვანოს ცოლად ის, ვინც თავისი დის მიმართ იეჭვიანებს, არც იურთიერთოს ასეთთან, ვიდრე მისი და ცოცხალია, და აქედან დასკვნა გამოიტანა, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ შეიძლება მის დაზე დაქორწინება. ამაზე ბასილი დიდი უპირველესად პასუხობს პავლე მოციქულის სიტყვებით (რომ. 3, 19), რომ რჯული, თუკი რამეს ამბობს, რჯულქვეშ მყოფთათვის ამბობს, რადგან ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ წინადაცვეთა უნდა ჩაგვეტარებინა, შაბათის უქმე გვედღესასწაულა და გარკვეული კერძებისაგან თავი შეგვეკავებინა. ეს კი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ძველი აღთქმიდან გვსურს იმის მიღება, რაც მოგვწონს, სხვა დანარჩენი კი, რაც არ მოგეწონს, გვერდზე გვინდა გადავდოთ და ქრისტეს რჯულით შევცვალოთ. კითხვა დამისვეს, – აგრძელებს წმინდა ბასილი, – იძლევა თუ არა წმინდა წერილი ყოფილი ცოლის დაზე დაქორწინების უფლებას, და მე ვუპასუხე, რომ არ იძლევა, და ეს წმინდა სიმართლეა; ხოლო იქიდან, რაც „უთქმელია“, გამოჰყავს დასკვნა, ანუ ამბობს: „თუკი კანონი კრძალავს ჯერ კიდევ ცოცხალი ცოლის დაზე დაქორწინებას, რათა ეჭვი არ გააღვივოს, მაშინ, აქედან გამომდინარე, ამის გაკეთება შეიძლება, როდესაც ის მოკვდება, რამეთუ მაშინ ეჭვის მიზეზი აღარ ექნება, – ხომ არ ნიშნავს ეს თავის თავზე კანონმდებლის როლის აღებას, საკუთარი კანონების შემოღებას და არსებული კანონების უგულებელყოფას? ვინაიდან, თუ ჩვენ ქმარს ნებას მივცემთ პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მის დაზე დაქორწინდეს, იმის გამო, რომ მაშინ, უკვე, ეჭვის ადგილი აღარ რჩება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამის ნება შეგვიძლია მივცეთ ცოლის სიცოცხლეშიც, – თუ გვეცოდინება, რომ თავიანთი ბუნებით ეს დები ეჭვიანები არ არიან. შეიძლება შემოგვედავონ, რომ ეს არ არის წმინდა წერილში ნათქვამი, მაგრამ წმინდა წერილში არც ის არის ნათქვამი, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ ქმარს შეუძლია მის დაზე იქორწინოს“. ამის მერე ბასილი დიდი დასძენს, რომ აზრის სიცხადისათვის ყურადღება უნდა მივაპყრობთ იმ გარემოებას, თუ რა პირობებში დააწესა ეს მოსემ. რჯულმდებელს არ ჰქონია განზრახვა ცოდვის ყველა გვარობა გამოემჟღავნებიანა,არამედ მხოლოდ ეგვიპტელების ცოდვა, ვისთანაც ადრე ებრაელი ერი ცხოვრობდა, და – ქანაანელების, ვისთანაც შემდგომში ამ ერს ურთიერთობა მოუწევდა. სარწმუნოა, რჯულმდებელმა ეს ცოდვა იმიტომ აკრძალა (|დიოდორეს მიერ მოსხენიებული), რომ ზოგიერთებმა მოინდომეს პატრიარქ იაკობის მაგალითს მიჰყოლოდნენ, რომელიც ერთდროულად ორ #04 უპისკცოპოსი ნიკოდიში (შილამშიპ დასთან – ლიასთან და რაქელთან ცხოვრობდა. რჯულში,– ამბობს ბასილი დიდი, – ბევრი რამ ,„„უთქმელია“, მაგრამ მაინც აკრძალულია; ასე მაგალითად, რჯულში არ არის ნათქვამი, რომ მამამ და ძემ ერთდროულად ერთი და იგივე ხარჭი არ უნდა იყოლიონ, მაგრამ წინასწარმეტყველმა ეს აკრძალა, როგორც უკანონო ქმედება (იხ. ამოსი, 2, 7). „ეშმაკის სასწავლებელმა“ ადამიანებს ბევრი ცოდვა და უკეთური ვნება ასწავლა, მაგრამ წმინდა წერილმა არ ინება ყველა ისინი ჩამოეთვალა, და მათ ერთი საერთო სახელი – უწმინდურება (,არაწმიდებაი? უწოდა, რათა საძაგელი სიტყვებით არ შებილწოს საკუთარი სიწმინდე, როგორც ამის შესახებ პავლე მოციქული საუბრობს (იხ. ეფეს. 5, 3); და თუ ამის გამო არაფერია ნათქვამი ზოგიერთი ცოდვის შესახებ, ეს მაინც არავის აძლევს უფლებას უხამსი საქმეები ჩაიდინოს. თუმცა, ეს ცოდვა არ არის „უთქმელი“ წმინდა წერილში, – ამბობს ბასილი დიდი, – ვინაიდან, თუკი რჯულმდებელი იტყვის, რომ არავინ მიუახლოვდეს თავის ხორციელ ნათესავს იმ მიზნით, რომ მისი სიშიშვლე იხილოს (ლევ. 18, 6), ამით აღნიშნული სახის ცოდვაც იკრძალება. თუკი ცოლი და ქმარი ერთხორც არიან, როგორც ამას წმინდა წერილი ამბობს, მაშინ ყველამ უნდა აღიაროს, რომ ნათესაურად ქმარი ძალიან ახლოს არის თავისი (კოლის დასთან; და მსგავსად იმისა, როგორც არავის შეუძლია დაქორწინდეს თავისი გარდაცვლილი ცოლის დედახე, ან თავის გერზე (რადგან ისინი გაიგივებულია საკუთარ დედასთან და ასულთან), ასევე, ვერავინ დაქორწინდება თავისი გარდაცვლილი ცოლის დასთან, რამეთუ ვერ დაქორწინდება საკუთარ დასთან. ამგვარი ქორწინების დამცველთა მიერ მოყვანილ სიტყვებს წმინდა წერილიდან „აღორძინდით და განმრავლდით“ (დაბადება, 1, 28), ბასილი დიდი პასუხობს, რომ მას მსგავსი ადამიანები სასაცილოდ ეჩვენება, რამეთუ ისინი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ იმ დროს, – როდესაც ეს სიტყვები იყო ნათქვამი, – და დღევანდელ დროს. აღნიშნული სიტყვები მიემართებოდა პირველ წყვილს, მაშინ როდესაც ადამიანები დედამიწაზე ძალიან ცოტანი იყვნენ. ამიტომ სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ადამის შვილებს ერთმანეთში უნდა ექორწინათ, მაგრამ, ნუთუ ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ახლაც უნდა დაქორწინდნენ ერთმანეთზე ღვიძლი დები და ძმები? ზუსტად ასევე, ბასილი დიდი უარყოფს მოწინააღმდეგეთა სხვა შეხედულებასაც, თითქოს მეორედ დაქორწინება ნებადართული ყოფილიყოს. ის ამბობს, რომ მეორე ქორწინება მხოლოდ სიძვის თავიდან ასაცილებლად არის ნებადართული, და არა – ავხორცეული ჟინის დასაკმაყოფილებლად. თუკი პავლე მოციქული ამის უფლებას იძლევა (იხ. 1 კორ. 7, 9), ის მაინც არ იძლევა მისი საშუალებით ურჯულოებაში ჩავარდნის ნებას. ეს ქორწინება კი, რომლის გამართლებასაც ცდილობდნენ, სწორედ რომ ურჯულოებაა.
წმინდა წერილის იმ ციტატების გარჩევის შემდეგ, რომლებითაც დიოდორე აღნიშნულ ქორწინებაზე თავის მიერ გაცემული ნებართვის გამართლებას ცდილობდა, ბასილი დიდი ყურადღებას მიაპყრობს ოჯახურ ურთიერთობებსაც და ამბობს, რომ მსგავსი ქორწინებების შემთხვევაში ისინი ერთმანეთში გადაიხლართებოდა. მაგალითად, თუ გარდაცვლილ ცოლის დაზე დაქორწინებულ პირს შვილები ეყოლება როგორც პირველი, ისე მეორე ცოლისგან, მაშინ რა სახის ნათესაობას ექნება მათ შორის ადგილი? ისინი ერთმანეთის მიმართ ძმებიც (დები, და-ძმა) იქნებიან და დეიდაშვილებიც: ღვიძლი ძმები (დები, და-ძმა) იქნებიან მამის მხრიდან, ხოლო დეიდაშვილები – დედის მხრიდან. განა ეს ბუნების საწინააღმდეგო არ არის? კიდევ, ბასილი დიდი ჩერდება 'შვილების მდგომარეობაზე პირველი ქორწინებიდან, რომლებსაც დედინაცვლად ეყოლებათ საკუთარი დეიდა, ამასთან დაკავშირებით, ზემომოყვანილ კანონში იძლევა ბრწყინვალე რჩევას: „ნუ გახდი, ადამიანო, შვილების დეიდას მათ დედინაცვლადლ“ და ა. შ. (იხ. ზემოთ).“ ბასილი დიდის ამ კანონთან, ანუ ეპისტოლესთან მიმართებით, ბალსამონი წერს: „დიდი მამის ეპისტოლე დიოდორეს მიმართ, თუმც სავსეა ყოველგვარი სიბრძნითა და ჭეშმარიტი მჭერმეტყველებით და მასში ისმის ყოვლადწმიდა სულის სიმების ხმა, ახლანდელი დროის (XII ს.) პრაქტიკაში მაინც გამოუყენებელია: იგი აკანონებს, რომ არავინ იყოლიოს ცოლად ორი და, რაც ღვთის მადლით, ამჟამად არც ერთ ქრისტიანს აზრადაც არ მოუვა.. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს ეს საღმრთო ეპისტოლე, რამეთუ ის, რაც მასში განწესებულია, მართალია, დღევანდელი ცხოვრებისათვის მიუსადაგებელია, მაგრამ მასში გადმოცემული დასკენა, მსჯელობა და შედარებები, განსაკუთრებით ის რაც შედგენილია და არგუმენტად არის მოყვანილი ძველი აღთქმისა და დიდი პავლე მოციქულის სიტყვების საფუძველზე, საკმაოდ სასარგებლოა სხვა მიზნებისათვის“.X% ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, პესარია-პაბადუპიის მთავარეპისპოპოსისა გბგრიბოლ მღვდლის მიმართ
PDF გვ. 399
კანონი 88
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უდიდესი მოთმინებით წავიკითხე შენი წერილი და გამიკვირდა, რომ შენ, შეგეძლო რა იოლად გაგემართლებინა თავი ჩემ წინაშე საქმით, ამჯობინებ იმაში დარჩე, რაშიც ბრალი დაგედო და ცდილობ მრავალსიტყვაობით განკურნო განუკურნებელი. ჰოი, გრიგოლ, ჩვენ არც პირველები ვართ და არც ერთადერთი კანონმდებელნი. ნუ იყოფინ ქალი და კაცი ერთ ჭერქვეშ. წაიკითხე კანონი ნიკეის კრებაზე ჩვენი წმინდა მამების მიერ განცხადებული, რომელიც აშკარად კრძალავს თანასახლეულად დედაკაცის ყოლას; უქორწინებლობის ღირსება სწორედ იმაშია, რომ დედაკაცისგან განცალკევებით იცხოვრო. სოლო ისინი, ვინც ქალწულების სახელით წარმოდგებიან, სინამდვილეში კი იმას აკეთებენ, რასაც ქალებთან მცხოვრებნი, ასეთებს, როგორც ჩანს, მხოლოდ სახელით უნდათ ქალწულობის პატივის მოპოვება, საქმით კი არ სურთ სასირცხვილო სიამტკბილობა დაუტეონ. მით უფრო გმართებდა შენ ჩემი თხოვნა შეგესრულებინა, რაკი თვითონ ამბობ, რომ თავისუფალი ხარ ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან. არ გფიქრობ, რომ “ამ კანონთან დაკავშირებით იხ. სონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 264-268. "“ათენის სინტაგმა, IV, 268. #06 უპიხსკოპოსი ნი აცკოდიში (შილაშიპ სამოცდაათი წლის ადამიანი დედაკაცთან ვნებით ცხოვრობდეს და, რაც ჩვენ დავადგინეთ, დავადგინეთ არა რაიმე სრულიად უკანონო ქმედებისათვის, არამედ იმისათვის, რომ მოციქულთაგან ვისწავლეთ: არ შეიძლება ძმას მივცეთ დაბრკოლებისა და საცდურის მიზეზი (იხ. რომ. 14, 13) და ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი რამ ერთისთვის უაღრესად წმინდა, მეორესთვის შეიძლება ცოდვის მიზეზი გახდეს. ამიტომაც დავადგინეთ, მივყევით რა წმინდა მამათა განწესებებს, რომ შენ იმ ქალს უნდა დაშორდე; და რად სდებ ბრალს ქორეპისკოპოსს და იხსენებ ძველ წყენას? რატომ გვსაყვედურობ, თითქოს იოლად ვისმენდეთ ცილისწამებებს და ამ დროს არ საყვედურობ საკუთარ თავს იმისათვის, რომ არ შეგიძლია შეელიო მიჩვეულ ქალს? ასე რომ, გაიყვანე ის შენი სახლიდან და მონასტერში გაამწესე. დაე, ქალწულებთან იყოს, შენ კი მამაკაცები მოგემსახურონ, რომ თქვენგან ღვთის სახელი არ იქნეს შეგინებული (შდრ. რომ. 2, 24), და სანამ ამას არ შეასრულებ, ათასი გამართლებაც არ გიშველის, რასაც წერილში მოიყვან; თანაც იცოდე, მოკვდები როგორც უმოქმედო და, ლმერთის წინაშე პასუხს აგებ მოუმუშაკებლობისათვის, ხოლო თუ არ გამოსწორდები და სამღვდელო მსახურებას ისე განიზრახავ, შეჩვენებულ იქნები მთელი ერის წინაშე, შენი შემწყნარებელნი კი ეკლესიიდან განიკვეთებიან“.
იხ. I მსოფლო კრების მე-3 კანონის განმარტება, სადაც წინამდებარე კანონის, ანუ გრიგოლის მიმართ ეპისტოლეს შესახებ იყო საუბარი.
პანონიპური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, პესარია-პაბადუპკპიის მთაგარეპისკოპოსისა ქორეპისპოპოსების მიმართ
PDF გვ. 405
კანონი 89
ძალიან ვწუხვარ, რომ მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილია ეკლესიიდან. ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა. საღმრთო ეკლესიებში ძველთაგანვე დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, ეკლესიის მსახურებად მიიღებოდნენ მკაცრი გამოცდით და ყველა მათი საქციელი გულმოდგინედ გამოიძიებოდა: ხომ არ არიან ბოროტისმეტყველნი, მემთვრალენი, შფოთისკენ მიდრეკილნი, კრძალვით თუ ატარებენ სიჭაბუკეს? – რათა შეუდგნენ სიწმინდეს, „რომლისა თყნიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12, 14) და ამას იკვლევდნენ მათ ახლომასლო მცხოვრები მღვდლები და დიაკვნები, შედეგებს კი ქორეპისკოპოსებს აუწყებდნენ. ისინი კი, მიიღებდნენ რა უტყუარ ცნობებს ჭეშმარიტი მოწმეებისაგან წარუდგენდნენ ეპისკოპოსებს, ამგვარად ხდებოდა მათი ჩარიცხვა წმინდა დასში. ამჟამად კი, უპირველესად ჩვენ უარგვყავით, შეტყობინებასაც აღარ თვლით საჭიროდ და მთელი ხელისუფლება ხელში გაქვთ ჩაგდებული. შემდეგ, იჩენთ რა დაუდევრობას ამ საქმეში, მღვდლებსა და დიაკვნებს უფლება მიეცით ვინც მოესურვებათ, მათი ცხოვრების გამოუძიებლად, მაგრამ მიკერძოებით – ან ნათესაობის, ან სხვა რამე სახის მეგობრობის მიზეზით – თუნდაც უღირსნი, შეიყვანონ ეკლესიაში. ამიტომაც ბევრი ეკლესიის მსახურია თითოეულ სოფელში, მაგრამ არავინაა საკურთხევლის ღირსეული მსახური, როგორც ამას თავადვე მოწმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ვერ პოულობთ სამღვდელოდ ასარჩევ მამაკაცებს. რადგან ამ საქმემ საბოლოოდ მიიღო განუკურნებელი ხასიათი, განსაკუთრებით ახლა, როცა ძალიან ბევრი სამხედრო სამსახურში გამოძახების შიშით მიდის ეკლესიის მსასურად, ამიტომ მე, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოვითხოვ მამათა კანონების აღდგენას. ამასთან დაკავშირებით, მოგმართავთ, რომ გამომიგზავნოთ თითოეული სოფლის ეკლესიის მსახურთა ნუსხა, იმის ჩვენებით, ვინ ვის მიერ არის დადგინებული და როგორია მისი ცხოვრების წესი. თქვენც იქონიეთ ასეთი ნუსხები, რათა შესაძლებელი იყოს ჩემთან არსებულ ჩანაწერებთან შედარება, რომ არავის მიეცეს საშუალება საკუთარი თავის ჩაწერა, როცა მოესურვება. ამგვარად, რომლებიც მღვდლების მიერ არიან მიღებულნი პირველი ინდიქტიონის შემდეგ, დაე, ერისკაცთა რიგებში იქნენ გადაყვანილნი და მხოლოდ თქვენგან ჩატარებული გამოცდის შემდეგ, თუკი ღირსნი აღმოჩნდებიან, მიღებულ იქნენ კვლავ თქვენი გადაწყვეტილებით. განწმინდეთ ეკლესია, განაძევეთ მისი მსახურებიდან უღირსნი, და შემდგომში ღირსეულნი გამოსცადეთ და მიიღეთ, მაგრამ დასში არ ჩარიცხოთ, ვიდრე მე არ წარმომიდგენთ. სხვაგვარად, იცოდეთ, ვინც საეკლესიო მსახურებაში ჩემი ნებართვის გარეშე იქნება მიღებული, ერისკაცად ჩაითვლება.
ძყ მსოფ. 8; VII მსოფ. I4; ნეოკეს. 14; ანტიოქ. 9, 10; ლაოდ. 27; თეოფილე ალექსანდრიელის 7)
წინამდებარე კანონი შედგენილია ბასილი დიდის ეპისტოლედან თავისი ქორეპისკოპოსების მიმართ, რომელიც მან დაწერა კესარიის კათედრაზე თავისი დადგინების პირველ წელიწადს, შესაბამისად – 370 წელს. ქორეპისკოპოსებისა და ეკლესიაში მათი მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ ვისაუბრეთ ანკვირიის კრების მე-I3 კანონის განმარტებაში. ზოგიერთი სხვა კანონების განმარტებაში კი (იხ. პარალ. კანონები), ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ცდილობდნენ ქორეპისკოპოსები უკანონოდ მიეთვისებინათ ქალაქის ეპისკოპოსის ზოგიერთი უფლება. წარმოდგენილი კანონის დასაწყისში, ბასილი დიდი იხსენებს მამების კანონებს ამ საკითხთან მიმართებით და დანანებით ამბობს, რომ ქორეპისკოპოსებმა დაივიწყეს ისინი. ეხება რა იმ უწესრიგობებს, რაც ყოველივე ამას მოჰყვება ხოლმე, შენიშნავს, რომ ამის უმთავრესი მიზეზი დასში სხვადასხვა პირის განურჩევლად მიღებაა. ამის შემდეგ, წმინდა ბასილი განუწესებს მასზე დაქვემდებარებულ ქორეპისკოპოსებს, შემდგომში მკაცრად გამოსცადონ კლირიკოსობის მსურველი თითოეული პირი და როდესაც ვინმეს #08 უპისკოპოსი ნიკოდიში (შილპაკში) ღირსად ჩათვლიან, გააკეთონ მისი წარდგენა, ხოლო ბასილი თავად გადაწყვეტს, მიიღონ თუ არა აღებული პირი სასულიერო დასში.
წმინდისა მამისა ჩჭენისა ბასილისი.
პესარნია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა მასჭჯზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსების მიმართ
PDF გვ. 406
კანონი 90
იმ საქმის უცნაურობამ, რომლის შესახებაც გწერთ, და რომელიც საერთოდ გახდა ეჭვებისა და მოარული ხმების საგანი, ჩემი სული მწუხარებით აავსო; თუმცაღა, მე ეს დაუჯერებლად მომეჩვენა. ამდენად, ეს წერილი დამნაშავეებმა მიიღონ, როგორც სამკურნალო; უდანაშაულებმა – როგორც გაფრთხილება; ხოლო ვინც ერთნაირად გულგრილია კეთილისა და ბოროტის მიმართ, რისი აღმოჩენაც თქვენში არ მინდა, – როგორც მოწმობა თავის წინააღმდეგ. რა არის ეს, რის შესახებაც ვსაურობ? მავანნი ამბობენ, რომ ზოგიერთი თქვენგანი ფულს იღებს თქვენ მიერ ხელდასხმული პირისგან, და ამას კეთილმსახურების სახელით ნიღბავს, – რაც კიდევ უფრო უარესია. რადგან, თუკი ვინმე ბოროტებას სჩადის, კეთილს ამოფარებული, ესევითარი განსაკუთრებული სასჯელის ღირსია; იმისთვისაც, რომ არაკეთილს იქმს, და იმისთვისაც, რომ იყენებს კეთილს, – ასე ვთქვათ, – დამხმარედ ცოდვის აღსრულებაში. თუკი ეს ასეა – ამიერიდან აღარ იყოს, დაე, გამოსწორდეს. ვერცხლის ამღებს უნდა ეთქვას ის, რაც მოციქულებმა უთხრეს ვერცხლის მიცემის მსურველს, რომელსაც ამით სულიწმიდის მადლის ყიდვა უნდოდა: „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა“ (საქ. 8, 20) რამეთუ ნაკლებად სცოდავს ის, ვისაც უმეცრებით სურს იყიდოს ღვთის ნიჭი, ვიდრე მისი გამყიდველი, – ეს სწორედ რომ გაყიდვა არის. და თუ უსასყიდლოდ მიღებულს ჰყიდი, ეს იგივეა, რომ სატანაზე მიგიყიდია, ამიტომაც წაგერთმევა ბოძებული. რამეთუ შენ უკანონო ვაჭრობა შემოგაქვს სასულიერო საქმეებსა და ეკლესიაში, სადაც ჩვენ ქრისტეს ხორცი და სისხლი მოგვანდეს. ყოვლად დაუშვებელია ამასთან ასეთი ქმედება. გეტყვით რაში მდგომარეობს ცბიერება. ფიქრობენ, რომ არ სცოდავენ, როდესაც იღებენ არა უშუალოდ ხელთდასხმისას, არამედ – მერე. ქრთამი, როდესაც არ უნდა მოხდეს მისი აღება, ყოველთვის ქრთამია. ასე რომ, ბევედრებით, მიატოვეთ ეს შემოსავალი, ან უფრო სწორედ, გეჰენიაში შესასვლელი ეს კარი, და ნუ ჰყოფთ თქვენს თავს წმინდა საიდუმლოთა აღსრულების უღირსად, – ასეთი ქრთამით ხელების შებილწვით. შემინდეთ, რომ თავიდან თითქოსდა არ მჯეროდა, შემდეგ, თითქოსდა, დავიჯერე, და ახლა გემუქრებით: თუკი ვინმე ამ ჩემი ეპისტოლეს შემდეგ რაიმე მსგავსს ჩაიდენს, დაე, მოშორდეს აქაურ საკურთხევლებს და სხვაგან ეძებოს ადგილები, სადაც შესძლებს იყიდოს და გაყიდოს ლვთის ნიჭი. რამეთუ ჩვენ და საღმრთო ეკლესიას ასეთი ჩვეულება არა გვაქვს (შდრ. 1 კორინ. 11, 16) ერთსაც დავსძენ და დავასრულებ: ეს ხდება ვერცხლისმოყვარეობიდან, ვერცხლისმოყვარეობა კი ყველა ბოროტების ფესვია (იხ. 1 ტიმოთ. 6, 10) და იწოდება კერპთმსახურებად (იხ. კოლას. 3, 5). ამდენად, ნუ გაცვლით ქრისტეს კერპებში ვერცხლის სანაცვლოდ, და უფრო მეტიც: ნუ მიბაძავთ იუდას მექრთამეობაში; მეორედ ნუ გაყიდით ერთხელ უკვე ჩვენთვის ჯვარცმულს, რამეთუ ასეთი ნაყოფის გამომღებელთა სოფლებსაც და ხელებსაც აკელდამა დაერქმევა.
. (მოც. 29; IV მსოფ. 2; ტრულ. 22; VII მსოფ. 19; გენადის ეპისტოლე; ტარასის ეპისტოლე)
ეს კანონიც შედგენილია ბასილი დიდის მიერ თავისი მღვდელთმთავრობის პირველ წელიწადს დაწერილი ეპისტოლედან, მასზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსების მიმართ.
IV საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ჩანს, სიმონია არამცთუ ფართოდ იყო გავრცელებული ეკლესიაში, არამედ მისი გამართლებისათვის ბევრი პირი არგუმენტებსაც კი იშველიებდა. ეპისკოპოსები, რომლებსაც წინამდებარე ეპისტოლე მიემართებათ, თავს იმით იმართლებდნენ, რომ ფულს ხელდასხმის დროს კი არ იღებდნენ, არამედ მის შემდეგ და, შესაბამისად – არ სცოდავდნენ. ამაზე ბასილი დიდი პასუხობს, რომ ქრთამი ყოველთვის ქრთამია, როდესაც არ უნდა აიღო. ამიტომ მკაცრად განიკითხავს მათ და დამნაშავეებს მღვდელმოქმედების აკრძალვით ემუქრება, ამასთანავე, ეუბნება, რომ ასეთმა პირებმა თავისთვის სხვა ადგილი მოძებნონ, სადაც შესძლებდნენ ღვთის ნიჭის ფულით ყიდვა-გაყიდვას. სიმონიის წყაროა ვერცხლისმოყვარეობა – ყოველგვარი ბოროტების ძირი (იხ. 1 ტიმ. 6, 10), ვერცხლისმოყვარეობა კი კერპთაყვანისმცემლობაა (იხ. კოლ. 3, 5), და აქედან გამომდინარე, ვინც ვერცხლისმოყვარეობით ჰყიდის ღმერთის ძღვენს, ის ამით აჩვენებს, რომ კერპებს უფრო სიამოვნებით სცემს თაყვანს, ვიდრე ღმერთს და, ამგვარად, ემსგავსება იუდას; რამეთუ, როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე ვერცხლის გამო, ასევე სიმონიტი ყიდის ხელმეორედ ჩვენთვის ჯვარცმულ ქრისტეს. ხელთადასხმისათვის სიმონიტის მიერ აღებულ ქრთამს უნდა ეწოდოს აკელდამა C,სისხლის დაბა“, იხ. საქმ. 1, 19), ვინაიდან, როგორც ის მიწა, ფულით ნაყიდი და იუდას მიერ ქრისტეს გაცემისათვის მიღებული იწოდა სისხლის საფასურად, ასევე უნდა იწოდებოდეს ის ფულიც, რომელსაც სიმონიტები იღებენ ღმრთის მადლის გაყიდვით, და ის ადგილებიც, რომლებისთვისაც ხარისხში აჰყავთ ფულის გადამხდელები. ბასილი დიდის წინამდებარე კანონი თავის ეპისტოლეში მოჰყავს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ტარასისაც (იხ. ქვემოთ).
წვინდა ბასილის. ნეტარი ამფილოქესადმი სულიწმიდის შესახებ დაწერილი წიგნის 27-ე თავიდან
PDF გვ. 408
კანონი 91
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიაში დაცულ დოგმატებსა და ქადაგებებს შორის ზოგიერთი წერილობითი დამოძლვრებით გვაქვს, ზოგიერთი კი მოციქულთა გადმოცემით გვაქვს მიღებული, საიდუმლოდ. ერთსაც და მეორესაც ერთნაირი ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის, და ამას არავინ ხდის საკამათოს, ვინც კი ოდნავ მაინც გაცნობიერებულია საეკლესიო განწესებებში. რადგან, თუკი უარვყოფთ დაუწერელ ჩვეულებებს, როგორც დიდი ძალის არმქონეთ, მაშინ აუცილებლად ვავნებთ სახარებას მნიშვნელოვან საკითხებში, ან უფრო მეტიც - ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდება დაგვრჩება. მაგალითისთვის დავასახელებ უპირველესსა და საერთოს: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსასოებლებმა პირჯვარი რომ უნდა გამოისახონ, ვინ გვასწავლა ეს წერილით? აღმოსავლეთისკენ პირშექცევით ლოცვა რომელმა წერილმა გვასწავლა? მოხმობის სიტყვები პურის გარდაქცევისას ევქარისტიაში და კურთხევის ბარძიმში, რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა წერილობით? რამეთუ ჩვენ არ მივიჩნევთ საკმარისად იმ სიტყვებს, რომლებსაც მოიხსენიებს მოციქული ან სახარება, და მანამდე ან მის შემდეგ წარმოვთქვამთ სხვა სიტყვებსაც, როგორც საიდუმლოში უდიდესი ძალის შემცველს, და რომლებიც მიგვილებიეს დაუწერელი ქადაგებით. რომელი წერილით ვაკურთხებთ, ასევე, ნათლისღების წყალს და მირონცხების ზეთს, და თვით ნათლისმიმღებელთ? დაფარული და საიდუმლო გადმოცემით ხომ არა? და კიდევ რა? თვით ზეთისცხება რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? საიდან არის მიღებული ადამიანის სამგზის შთაფლვა? და სხვა, რაც ნათლისღებისას სრულდება: სატანისა და მისი ანგელოზებისაგან განდგომა, რომელი წერილიდან არის აღებული? იმ გამოუქვეყნებელი და გამოუჩინებელი სწავლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენმა მამებმა შემოინახეს ცნობისმოყვარეთათვის მიუწვდომელი და გამოუკვლეველი მდუმარებით, რამეთუ ჯანსაღად იყვნენ განსწავლულნი წმინდა საიდუმლთოთა დაცვაში? რადგან, რარიგ შესაფერისი იქნებოდა წერილობითი გაცხადება სწავლებისა იმის შესახებ, რაზედაც საიდუმლოში განუსწავლელებისა და შეუწირველებისათვის შეხედვაც კი დაუშვებელია? და ასე შემდეგ. ეს არის დაუწერელი გადმოცემის მიზეზი, რადგან დოგმატების მრავალგზისი შესწავლით, ბევრმა შეიძლება კეთილკრძალულება დაკარგოს, როგორც სჩვევიათ. რამეთუ სხვა არის დოგმატი, და სხვა არის ქადაგება. დოგმატის შესახებ დუმან, ქადაგება კი გამოაშკარავებულია. დადუმების სახე არის ასევე გამოუჩინებლობა, რომელსაც იყენებს წმინდა წერილი, როცა იგი დოგმატებს გონებისათვის საჭვრეტად მიუწვდომელს ხდის, თვით მკითხველის სასარგებლოდ. ამიტომაც აღმოსავლეთისაკენ ვიმზირებით ყველანი ლოცვის დროს, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამის საშუალებით ვეძებთ უძველეს სამშობლოს – სამოთხეს, რომელიც ღმერთმა ედემში დანერგა, ალმოსავლეთში (იხ. დაბადება, 2, 8). ასევე, ფეხზედგომით ვასრულებთ ლოცვებს ერთშაბათს, მაგრამ ამის მიზეზი ყველამ არ ვიცით. რამეთუ არამხოლოდ როგორც ქრისტესთან აღდგომილნი და ზეციურის მაძიებელნი, კვირა დღეს ლოცვების დროს ფეხზედგომით საკუთარ თავს ვახსენებთ ბოძებული მადლის შესახებ, არამედ, აგრეთვე, იმიტომ ვმოქმედებთ ასე, რომ ეს დღე წარმოადგენს მოსალოდნელი საუკუნის ერთგვარ სატებას. ამიტომაც, როგორც დღეთა დასაბამი, მოსესთან იგი სახელდებულია არა პირველად, არამედ – ერთად. „და იქმნა, –ამბობს, – მწუხრი. და იქმნა განთიად, დღე ერთი“ (დაბადება, 1, 15); თითქოსდა ერთი და იგივე დღე მრავალჯერ მოიქცეოდა. ამდენად, ერთი, რომელიც იმავდროულად მერვეც არის, აღნიშნავს იმ არსებითად ერთ და ჭეშმარიტ მერვე დღეს, რომელსაც ფსალმუნთმგალობელი მოიხსენიებს ფსალმუნის ზოგიერთ ზედწარწერილში, და რომელიც თავის მხრივ. აღნიშნავს ამ საუკუნის შემდგომ მდგომარეობას, მოუკლებელ დაუღამებელ დღეს, უცვლელ, დაუსრულებელ და დაუბერებელ საუკუნეს. ასე საფუძვლიანად ასწავლის ეკლესია თავის აღსაზრდელებს, რომ ამ დღეს ილოცონ მდგომარედ აღმართულებმა, რათა ხშირი ხსენებით დაუსრულებელი საუკუნის შესახებ, დაუდევარნი არ დავრჩეთ იქ მიმყვანებელი საგზლის მიმართ; და მთელი დრო სულიწმინდის მოფენის დღეებისა, ასევე არის აღდგომის შეხსენება, რომელსაც მომავალ საუკუნეში მოველით. რამეთუ ერთი და პირველი დღე, შვიდჯერ შვიდწილქმნილი, შეადგენს წმინდა ერგასის შვიდ შვიდეულს. ერგასი, დაწყებული შვიდეულის პირველი დღით, იმავეთი სრულდება; ორმოცდაათჯერ მოიქცევა მსგავს დლეებს შორის, რითაც ამ ბრუნვას საუკუნის სახე ეძლევა, როგორც თითქოსდა წრიული მოძრაობის მქონე ერთი და იგივე წერტილ-ნიშნებიდან დაწყებული და მათზევე დასრულებული. საეკლესიო განწესებანი გვასწავლიან ჩვენ ამ დღეს უპირატესობა მივანიჭოთ სხეულის ზეაღმართულ მდგომარეობას ლოცვებისას, და ამით, აშკარა შეხსენებით ერთგვარად გადააქვს ჩვენი გონება ახლანდელიდან მომავალში. ხოლო ყოველი მუხლდრეკისა და წამოდგომისას, ჩვენ ქმედებით ვაჩვენებთ იმასაც, რომ ცოდვით დავეცით მიწაზე, და იმასაც, რომ შემოქმედის კაცთმოყვარეობით, კვლავ ზეცაში ვართ ხმობილნი. მაგრამ დრო არ მეყოფა ვილაპარაკო ეკლესიის ყველა დაუწერელ საიდუმლოზე. ამიტომ დანარჩენს ვტოვებ. თვით სარწმუნოების აღმსარებლობა, რომ უნდა გვწამდეს მამა დღა ძე და სულიწმიდა, რომელი წერილიდან გვაქვს? თუკი კეთილმსახური გონების დასკვნით, ვალდებულნი ვართ ისე გვწამდეს, როგორც პირჯვარს ვისახავთ, ნათლისღების შესახებ გადმოცემიდან ვადგენთ სარწმუნოების აღმსარებლობას, ნათლისღებაში საიდუმლოს აღსრულებისას წარმოთქმულის შესაბამისად, მაშინ უფლება უნდა მოგვეცეს, ამავე დასკვნის თანახმად, სარწმუნოების აღსაარებაში შესაბამისი დიდებისმეტყველებაც აღვავლინოთ. მაგრამ თუკი დიდებისმეტყველების ამ სახეს უარყოფენ, როგორც # 1 2 უპის 'ცკოპოსი ნიაკოდიში (შილაში) დაუწერელს, მაშინ წარმოგვიდგინონ წერილობითი მტკიცებულება როგორც სარწმუნოების აღმსარებლობისა, ისე სხვათა, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ამგვარად, რაკი ეგზომ ბევრია დაუწერელი, და იგი ძალამოსილია მხოლოდ კეთილმსახურების საიდუმლოში, მაშინ ნუთუ ერთის გამოთქმის შეწყნარების უფლებას არ მოგვცემენ, რომელიც მამათაგან გადმოგვეცა, რომელიც შეუთხზავი ჩვეულებიდან დაუზიანებლად შევინარჩუნეთ ეკლესიებში და რომელიც არცთუ მცირე მნიშვნელობისაა და არცთუ მცირე სარგებლობა მოაქვს საიდუმლოს ძალისთვის?
წინამდებარე (91-ე) კანონი და ამის შემდგომი (92-ე), აღებულია ბასილი დიდის წიგნიდან სულიწმიდის შესახებ. ეს წიგნი წმინდა ბასილმა დაწერა დაახლოებით 375 წელს შემდეგი მიზეზით: ერთ-ერთ დღესასწაულზე ბასილი დიდი თავის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა; მსახურებას ესწრებოდა იკონიის ეპისკოპოსი ნეტარი ამფილოქე და უამრავი მართლმორწმუნე. იქვე მრავლად იყვნენ მწვალებლებიც; მათ სძულდათ წმინდა მღვდელთმთავარი და მოხერხებულ შემთხვევას ეძებდნენ, რომ თუნდაც რამე წვრილმანში დაედოთ ბრალი. ლოცვის დროს, შესაბამის ადგილებზე, წმინდა ბასილი ასამაღლებელი სიტყვების წარმოთქმისას ხან ამბობდა: „დიდება მამას ძისა მიერ სულიწმიდაში“, ხან კიდევ: „დიდება მამას ძესთან სულიწმიდითურთ“. ამან მწვალებლებს საბაბი მისცა ბრალი დაედოთ ბასილი დიდისათვის იმაში, რომ იგი არ აღიარებს სულიწმიდის ჭეშმარიტ ღმრთეებას. ამფილოქემ ამაზე მიაპყრო წმინდა ბასილის ყურადღება, და მან პასუხად დაწერა წიგნი სულიწმინდის შესახებ, სადაც ამართლებას გამოთქმას: „სულიწმიდითურთ“ და ამტკიცებს, რომ ერთნაირი დიდება შეეფერება ძესა და სულიწმინდას, ისევე, როგორც მამას, რამეთუ ისინი ერთი არსისანი არიან მასთან ერთად. მიზეზის შესახებ, რამაც ის აღნიშნული წიგნის დასაწერად აღძრა, ნათქვამია წიგნის პირველ თავში, სადაც, სხვათა შორის, წმინდა ბასილი საუბრობს ზეპირი გადმოცემის შესახებ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საეკლესიო სწავლების ბევრი საკითხის გადასაწყვეტად. ამ წიგნის იმ ნაწილებიდან, სადაც ის ზეპირი გადმოცემის დიდმნიშვნელობას ამტკიცებს, შედგენილია ორი წინამდებარე კანონი (91-ე და 92-ე), კერძოდ, 27-ე და 29-ე თავებიდან.
პირველ მათგანში (91-ე) წმინდა ბასილი ამბობს, რომ დოგმატები და ქადაგებები გამომდინარეობენ ორი წყაროდან – წერილობითი სწავლებიდან ან მოციქულთა გადმოცემიდან, რომელიც საიდუმლოდ არის მიღებული და დაცული. თანაც, ორივე ეს წყარო კეთილმსახურებისათვის ერთნაირი მნიშვნელობის შემცველია. კანონის მეორე ნახევარში წმინდა ბასილი განმარტავს, რატომ არის გადმოცემით ბევრი რამ შენარჩუნებული მოციქულებისა და მათი მემკვიდრეებისგან, და როგორ არის ამ გადმოცემაზე დაფუძნებული ეკლესიის ბევრი ჩვეულება. ზოგადად, ჩვეულებების მნიშვნელობაზე, ბასილი დიდი საუბრობს თავის ეპისტოლეში დიოდორეს მიმართ, და მის, ან სხვაგვარად – 87-ე კანონის, განმარტებაში ჩვენ ვთქვით ამის შესახებ რაოდენიც საჭირო იყო. წინამდებარე (91-ე) კანონში ბასილი დიდი კიდევ უფრო წინ სწევს ჩვეულების მნიშვნელობას. თუ ჩვენ უარეყნშინდა მახილი დიდის კანონები L13 ოფთ, – ამბობს, – დაწერილ ჩვეულებებს და ვიტყვით, რომ მათ დიდი ძალა არ გააჩნიათ, ამით ჩვენ განზრახ დავაკნინებთ სახარების მნიშვნელობას მათვარ საკითხებთან დამოკიდებულებით, ან ოფრო მარტივად რომ ვთქვათ, იქ ნათქვამს დავიყვანთ უბრალო სიტყვების თამაშამდე. ამასთანავე, კეთილმსახურების იმ საკითხებიდან, რომლებიც ეკლესიაში დაცულია დაუწერელი ჩვეულების (გადმოცემის) გზით, ბასილი დიდის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. უპირველესად მოიხსენიებს პირჯვრის გამოსახვის ჩვეულებას, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ მუდმივ სასოებას ღმერთზე. ამის შემდეგ საუბრობს ჩვეულებაზე, რომლის მიხედვითაც, ლოცვისას მიმართულნი ვართ აღმოსავლეთისაკენ. საუბრობს, აგრეთვე, ევქარისტულ მსხვერპლზე და პურისა და ღვინის უფლის ხორცად და სისხლად გარდაქცევის მომენტზე, და მოჰყავს ეკლესიის სწავლება ამასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე აღებულია დაუწერელი სწავლებიდან; წმინდა ბასილი ამბობს, რომ პავლე მოციქულთან და, აგრეთვე, სახარებაში მოყვანილი სიტყვები საიდუმლოს დაწესების შესახებ (იხ. 1 კორ. 11,23-25; მთ. 26,26-28; მარკ. 14,22-24; ლკ. 22, 19-22), არ არის საკმარისი გარდაქცევის აღსრულებისათვის,– საჭიროა სხვა ლოცვებიც, რომლებსაც მღვდელმსახურები კითხულობენ ჯერ საიდუმლო წესამდე და მერე მის შემდეგ, კერძოდ, საჭიროა სულიწმინდის: მოხმობის სიტყვები თვით გარდაქცევის მომენტში.' გადმოცემის მეშვეობით ეკლესიაში დაცული კეთლმსახურების #”იხ. სონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 284. წმინდა ბასილი დიდის ეს დამოძღვრა, რომლის თანახმადაც პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქცევისათვის ევქარისტიის საიდუმლოს დაწესების სიტყვების გარდა, კიდევ საჭიროა სულიწმიდის მოსახმობი ლოცვის თქმა, ეკლესიის დასაბამიდანვე დაფუძნებულია წმინდა გადმოცემაზე. როდესაც ზოგიერთმა არამართლმადიდებელმა XIII და XIV საუკუნეებში დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს სულიწმინდის მოსახმობი ლოცვა ზედმეტია, მათ საპასუხოდ წმინდა სვიმეონ თესალონიკელმა დაწერა შემდეგი: „ხოგიერთი არასწორად მოაზროვნე, სულიწმინდის მოხმობასა და ძღვენის შეწირვასთან დაკავშირებით, გაკვირვებას გამოთქვამს, უფრო სწორად, გამოდის იმის წინააღმდეგ, რაც გადმოგვეცა მაცხოვრისა და მისი მოციქულებისაგან, ასევე, მათი მემკვიდრე ღმერთშემოსილი მამებისაგან. ისინი გვეკამათებიან და გეეკითხებიან: საღმრთო ძღვენის შეწირვისას რატომ არ ეკმაყოფილდებით მხოლოდ უფლის სიტყვებით და საკუთარი ლოცვების აღვლენაზე ვკადნიერდებით? ამით ისინი თავხედურად და მკრეხელურად უარყოფენ სულიწმინდის მოხმობის საჭიროებას და უარყოფენ – სათქმელადაც კი საშინელია! – მის მოქმედ ძალას, რომელიც აღთქმული და ჭეშმარიტად მოცემულია თვით მაცხოვრისგან მოციქულებისათვის. მოციქულები მის მიერ იქნენ ხელდასხმულნი მღვდელმსახურებად და მწყემსებად სწორედ იმ დროს, როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე და ცეცხლოვანი ენების საშუალებით დაამკვიდრა მათში თავისი ძალა – მაკურნებელი და სასწაულთმოქმედი. ევქარისტიის დროს ძალმოსილია არა თავისთავად სიტყვები: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა“ და სხვა, არამედ ის, რომ მღვდელმსახური ამას წარმოთქვამს სულიწმინდით, ანუ მადლით, ან, სხვაგვარად – სამღვდელო ძალით. აქედან ცხადია, რომ თუნდაც ათიათასობით ადამიანმა, თუნდაც ყველა მართლმორწმუნემ ერთად, ვინც კი არის მთელ დედამიწაზე, წარმოთქვას უფლის სიტყვები და ყველა საღმრთო მოწოდება, – აქედან მაინც არაფერი გამოვა, თუ იქ მღვდელი არ იქნება; მათ მიერ შეწირული ძღვენი არ განიწმინდება და ქრისტეს ხორცად და სისხლად არ გარდაიქცევა, რადგან ამ დროს იქ უნდა იმოქმედოს არა კაცმა, არამედ ღმერთმა მღვდლის მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, სულიწმინდის მადლს იხმობს, და ის, რასაც მღვდელი ამბობს, მოქმედებს არა მისი ძალით: ეს არის ღმერთის ძალა, რომელიც არ გააჩნია სხვა არც ერთ მორწმუნეს, გარდა 4 1 # უპის +)ოპოსხი ნიკოდიში (შილაშიპ სამღვდელმსახურო ხელდასსმის მიმღებელისა. მის თითოეულ ლოცვას აღმასრულებელი ძალა აქვს მხოლოდ საღმრთო მადლით. ხოლო ვისაც ეს არ სწამს და არ აღიარებს, ის არ აღიარებს არც ნათლისღებას, არც მირონცხებას, არც სამლვდელო წოდებების ხელდასხმას, არც ცოდვების მიტევებას. არც სამონოსვნო წესის წმინდა ლოცვებს; იგი უახლოვდება ურწმუნოებს და განაშორებს საკუთარ თავს ქრისტეს წილსვედრილობისაგან, ვინაიდან, ყოველივე ჩამოთვლილი აღესრულება სამღვდელო პირთა ლოცვებით. ამიტომ, ნათლისღებას აღვასრულებთ გადმოცემისამებრ და ვნათლავთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და განვწმენდთ მოსანათლავ პირს წმინდა სამების მოხმობით; არ ვკმარობთ მხოლოდ მაცხოვრის მიერ გადმოცემულ სიტყვებს, არამედ მანამდე ვბეჭდავთ ჯვრის გამოსახვითა და სულის შებერვით, და მოსანათლავ პირს წინასწარ განვწმენდთ სატანისგან განდგომით, ქრისტესთან შევრდომით, ლოცვებით, ნაკურთხი ზეთის ცხებით, ჯვრის გამოსახვით, სულის შებერვით და წმინდა სამების მოხმობით. თვით ნათლობის წეალსაც ვწმენდთ ჯვრის გამოსახულებით და სულიწმიდის მოწოდებით. მსგავსად იმისა, როგორც წმინდა მირონი იკურთხება სამთავარეპისკოპოსო ლოცვებითა და ჯვრის გადასახვით, ხოლო ნათლისღების შემდეგ ახალმონათლულზე და მირონცხებულზე წმინდა ლოცვებს ვკითხულობთ, ზუსტად ასევე, მტკიცედ გვწამს, რომ პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქცევა აღესრულება მღვდელმსახურის ლოცეებით, ჯვრის გადასახვითა და სულიწმინდის მოხმობით მოყოლებული იქიდან, რაც უფლის სიტყვებით: „მიიღეთ და ჰჭამეთ.. და სუთ ამისაგან ყოველთა..“, ასევე: „ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“, ერთხელ და სამუდამოდ ებოძათ მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებს ლოცვების საშუალებით ამის შესრულების უფლების მადლი. ამიტომ, მიმართავს რა მამა ღმერთს და ადიდებს სულის აღმშენებლობით საქმეს, მღვდელი პირველად გამოთქვამს ქრისტეს საღმრთო სიტყვებს და ეუბნება, რომ მან ეს გადმოგვცა და ამიტომ შემოგწირავთ შენ ამ ძღვენს ყველას სახელით, – მისი მცნებისამებრ, – და გევედრებით შენ, გარდამოავლინე სული შენი ჩემსე და შემოწირულ ძღვენზე და სულით შენით წმიდით გარდააქციე ისინი მის ხორცად და სისხლად – როგორც მან თქეა. ამ სიტყვებთან ერთად, მღვდელი ჯვარს სახავს წმინდა ძლვენს და სწამს, რომ სამგზისი გადასახვის შემდეგ. პური და ღვინო, თავისი არსით, უკვე ქრისტეს ხორცი და სისხლია, და როგორც თვით ქრისტე აქ თავად არის შემწირველიც და შეწირულიც, მლვდელმოქმედი და სამღდელმოქმედოც, მიმღებელიც და დამრიგებელიც, ჩვენც ასევე ვამბობთ დიდი შესვლისას წმინდა ლოცვებში. იმისათვის, რომ ეს ნათლად აჩვენოს, მღვდელი იმ დროს, როდესაც ამბობს: „მიიღეთ და ჰჭამეთ.. და სუთ ამისაგან ყოველთა..“, ჯვრით არ სახავს ძღვენს. ამ სიტყვებს, როგორც უკვე ვთქვით, მღვდელი მიმართავს მამისადმი, და მის შემდეგ ძღვენი ჯერ კიდევ გარდაუქცეველია, როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს. მაგრამ, ძღვენის შეწირვის, სიტყვების „შენი შენთაგან“ და სულიწმინდის მადლის მოხმობის შემდეგ, მღვდელი (მას სVამს, რომ სწორედ ამ დროს ხდება მისი გარდამოსვლა სამლვდელო ლოცვის ხმით) აღდგება, ჯვარს გადასახავს საღმრთო ძღვენს, იტყვის: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა“, და აკურთხებს პურს; შემდეგ ამბობს: „ბარძიმსა ამას შინა, პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისესა“, აკურთხებს ბარძიმსაც; მესამედ აკურთხებს ერთსაც და მეორესაც და ამბობს: „შესცვალე სულითა შენითა წმიდითა –- ამინ“, ამით ადასტურებს საიდუმლოს აღსრულებას და კადნიერად აღიარებს, რომ შეწირული ძღვენი არსებითად არის ქრისტეს ხორცი და სისხლი –- მისი (ძის), მამის და სულიწმინდის ძალით. აქ არაფერია ადამიანური, ყველაფერი საღმრთო მადლით აღესრულება. ამიტომ ძღვენის შემწირველი არის პირი, რომელსაც ხელდასხმა აქვს მიღებული; ტრაპეზი, სადაც ძღვენი (მსხვერპლი) შეიწირება, ნაკურთხია და ამის გარეშე არაფერი განიწმინდება. ამდენად, უფლის სიტყვები, როგორც აღვნიშნეთ, წარმოადგენს მღვდელმოქმედების პირველ საფუძველს, მაგრამ ქმედებაში ისინი მოდიან მღვდლის ლოცვებით. თუმცა, იქ მოქმედებს არა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მღვდლი ადამიანია, არამედ ქრისტე სულიწმინდაში მღვდლის სამღვდელო ქმედებით. მსგავსად იმისა, როგორც ღმერთმა ერთხელ თქვა: „აღმოამორჩენ ქუეყანამან“ და სიტყვა მისი ჭეშმარიტია, ასე რომ მიწა აღმოამორჩებს, ან როდესაც თქვა: „იქმენინ ნათელი“ და ყოველთვის იქმნება ნათელი, – ზუსტად ასევე მან თქვა: „ამას ნშინდა მკსილი დიდის კპნონები _ #15 ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“ და მისი სიტყვა ყოველთვის მოქმედებს მღვდლების მეშვეობით. ამიტომ სიტყვები: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა“, ქმედებაში მოდის სამლვდელოების სამუალებით. სწორედ ამიტომაც აღსრულებული მღვდელმოქმედების შემდეგ, ჭეშმარიტად ვიღებთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს, და არა ხატოვნად, რამეთუ თავად მოქმედებს მღვდლების მეშვეობით, და თავად მოგვცა მცნება, რომ ეს ასე უნდა იყოს, ანუ ლოცვის გზით მოხდეს მღედელმოქმედება. როგორც დაწერილია, მან აიღო პური, აღიხილნა თვალნი "სეცად, მამა ღმერთს მადლობა აღუვლინა, განტეხა და მისცა თავის მოწაფეებს სიტევებით: „მიიღეთ და ჰჭამეთ.. და.. სუთ ამისგანა ყოველთა“ და ასე შემდეგ. ასე რომ, თვითონაც მღვდელმოქმედებდა ლოცვების გზით, თუმცა, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, იგი მას არ საჭიროებდა, მაგრამ ამით ჩვენ გვაჩვენებდა, რომ სამების ძალა ერთია, და რომ, როდესაც თავის თავსე აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ამაზე მას აქვს მამის თანაკურთხევა და სულიწმიდის თანაქმედება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მისი ღვთაებრივი განკაცებისას. შესაბამისად, ვინც უარყოფს სამღვდელო ლოცვებს საიდუმლოს აღსრულებისას, ის არ აღიარებს არც სხვა აღმასრულებელ ლოცვას წმინდა საიდუმლოებების შესრულებისას; ის ქრისტიანიც კი არ არის, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, არ აღიარებს არც ნათლისღებას, არც მირონცხებას, არც სინანულს... რამეთუ ყოველივე ეს სამღვდელო ლოცვებით სრულდება. ასეთი· დაე, საერთოდ ნუ იტყვის ლოცვას, ნურც მღვდელმოქმედების წინ, ნურც მის 'მშემდეგ, და ამდენად, ნუ მოიხმობს სულიწმინდის მადლს, რათა არ ჰქონდეს ქრისტესთან ერთობა, ასევე, ნუ მოიხმობს სულიწმინდის მადლს ნათლისღებაზეც, არც სხვა მღვდემოქმედებისას, და საერთოდ ნუ იქნება ქრისტიანი, ან უწოდებს რა თავის თავს ქრისტიანს და აღიარებს მღვდლების ლოცვებს, მაშინ ეს აღმასრულებელი ლოცვებიც მიიღოს, რომლებიც მიმართულია მამა ღმერთისადმი და თავის თავში შეიცავს სულიწმინდის მოხმობას, როგორც ეს გვამცნო საიდუმლოს აღსრულების ჟამს თვით ქრისტემ, როდესაც მადლობა ალუვლინა მამას. ამას თავიანთი მაგალითებით გვასწავლიან მოციქულებიც: ისინი ერთად ასრულებდნენ ევქარისტიას და პურის განტეხვას. იგივე გადმოგვცეს მამებმაც – ბასილმა და ოქროპირმა.. ევიმარხავთ რა ჩვენ მიერ მიღებულ გადმოცემას, რომელიც თავად უფალმა გვიანდერძა მოციქულებისა და წმინდა მამების მეშვეობით, ჩვენ აღვასრულებთ საშინელი ზიარების საიდუმლოს ღმრთეებრივი სულის მოხმობით, უფლის სიტყვების გამოთქმით და სამღვდელო ლოცვით; და გეწამს, – საღმრთო გადმოცემის თანახმად, – რომ ყველა ღვთაებრივი მღვდელმოქმედება იღებს სავსებას მღვდლის ლოცვით, საღმრთო მოხმობითა და ჯვრის გამოსახვით“ (MI ლი, §. წ., ს. 155, ჰ 88, იC0I. 733-740). როგორც ვხედავთ, ის, რახაც თესალონიკელი წმინდა მღვდელთმთავარი ამბობს, წარმოადგენს ბასილი დიდის წინამდებარე (91-ე) კანონში გამოხატული აზრის საუკეთესო და სრულ განმარტებას, ასევე – მართლმადიდებლი ეკლესიის სწავლებისასაც, რომელსაც ყოველთვის ასე სწამდა. განსხვავებით აღმოსავლური ეკლესიისა, – სადაც ყოველთვის ერთი და იგივე სწავლება იყო დამკვიდრებული ლიტურგიასე წმინდა ძღვენის გარდაქცევისათვის სულიწმინდის მოსახმობელი ლოცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, – დასავლურ ეკლესიაში, XIII საუკუნიდან მოყოლებული, ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება იჩენდა თავს, რომელთა ერთ აზრამდე შეჯერება დღემდე ვერ მოხერხდა. საკითხებიდან, წმინდა ბასილი მოიხსენიებს კიდევ წყლის კურთხევას ნათლობისათვის და ზეთის კურთხევას მირონის საცხებლად, წყალში შთაფლვას და სატანისაგან განდგომას ნათლისღების დროს,ასევე, ლოცვებისას დგომას ან მუხლმოდრეკას. დაბოლოს, კანონის ბოლოში მოიხსენიებს დიდებისმეტყველებას, რომლის შესახებაც არ წერია თუ როგორ უნდა იკითხებოდეს, მაგრამ რომელიც წმინდა ბასილმა წარმოთქვა ორნაირად (როგორც ეს ნათქვამია ამ კანონის განმარტების დასაწყისში) და რისთვისაც მტრებმა მისი დადანაშაულება მოინდომეს. ბასილი დიდი, ამასთან, აღნიშნავს, რომ სიტყვა: „ურთ“ (C,თან“) დიდებისმეტყველებაში სავსებით «ეროვანია და რომ იგი ეკლესიებში შეინარჩუნეს მართლმადიდებლურად მორწმუნე ადამიანებმა უწყვეტი გადმოცემის (ჩვეულების) გზით. ბასილი დიდის წინამდებარე კანონი, მართალია, კანონიკური სამართალისთვის მნიშვნელოვანია, რამეთუ მასში წარმოჩენილია გადმოცემისა და ჩვეულების დიდმნიშვნელობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იგი უშუალოდ საღვთისმეტყველო მეცნიერებისათვის.
წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, ძესარია-კაბადუპიის მთაჭარმპისკოპოსისა იმავე თხს ულების 29-თავიდან
PDF გვ. 410
კანონი 92
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: შემოპასუხებაზე, რომ დიდებისმეტყველებაში „სულიწმიდითურთ“ (ასამაღლებელ ლოცვაში: „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა“) დამოწმებული არ არის და წმინდა წერილით დადასტურებულიო, ვპასუხობთ: თუ სხვა არაფერი შეიწყნარება წმინდა წერილის გარეშე, მაშინ არც ეს მიიღებოდეს, მაგრამ თუკი საიდუმლოთაგან საკმაოდ ბევრი დამკვიდრებულია ჩვენთან წმინდა წერილის გარეშე, მაშინ სხვა მრავალთან ერთად ესეც შევიწყნაროთ. ვგონებ, რომ მოციქულთაგან არის ესეც, რომ დავიცვათ დაუწერელი გადმოცემანი. რამეთუ „გაქებ თქუენ, ძმანო, – ამბობს მოციქული, – რამეთუ ჩემი ყოველივე გაკსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაი იგი შეიკრძალეთ“ (1 კორინ. 11, 2) და სხვა ადგილას: „შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თესალ. 2, 15) ერთი ამათგან მით უფრო არის ის, რომლის შესახებაც ვმსჯელობთ, რომელიც პირველდამდებლებმა თავის მემკვიდრეებს გადასცეს, და დროთა განმავლობაში მისი ხანგრძლივი გამოყენებით და ჩვეულებით ეკლესიაში დამკვიდრდა. ამდენად, თუკი ჩვენ, თითქოსდა სამსჯავროზე ვიყოთ, არასაკმარისი წერილობითი მტკიცებულების პირობებში, ჩვენი საქმის სასარგებლოდ წარმოვადგინეთ უამრავი მოწმე, ნუთუ არ მივიღებთ თქვენგან გამამართლებელ განაჩენს? მე ასე ვფიქრობ. რამეთუ ორი ან სამი მოწმით მტკიცდება ყოველი სიტყვა (იხ. მეორე შჯული, 19, 15), თუკი მიგითითებთ თქვენ ხანდაზმულობაზეც, რომელიც აშკარად ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, ნუთუ არ წარმოვჩნდებით თქვენ წინშე უფლებამოსილნი ვთქვათ, რომ ჩვენ წინააღმდეგ დავა წარმატებული ვერ იქნება? რამეთუ უძველესი დოგმატები, ერთგვარ კეთილკრძალულებას შთაგვაგონებენ, წარმოგვიდგენენ რა თავიანთ სიძველეში, როგორც ერთგავარ სიჭაღარავეში, პატივსაცემ სახეს.
წინა (91-ე) კანონის განმარტება, ბასილი დიდის წინამდებარე (92-ე) კანონის განმარტებასაც ემსახურება.
PDF გვ. 416
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.