← ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

I მსოფლიო კრება (ნიკეა) · ტ. I (2007)

წინათქმა

წინაპირობა ეს კრება მოწვეულ იქნა ალექსანდრიელი მღვდელმსახურის, არიოზის ერესის მიზეზით. იმისათვის, რომ წარმოეჩინათ არიოზის სწავლების სიცრუე, რომელმაც უკვე მრავალი მიმდევარი მოიპოვა და მსოფლიო ეკლესიისათვის საერთო სენით იმუქრებოდა, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა მსოფლიო კრების მოწვევა განიზრახეს, რომელზედაც მსოფლიო ეკლესიის ხმით დამტკიცდებოდა მართლმადიდებლური სწავლება არიოზის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ. იმპერატორი კონსტანტინე დიდი გაგებით მოეკიდა მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნებას და მისი ძალისხმევით 325 წელს შედგა კრება ბითვინიის მთავარ ქალაქ ნიკეაში. შეიკრიბა 318 მამა. მათ შორის უპირატესნი იყვნენ: ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ალექსანდრე, ანტიოქელი ეპისკოპოსი ევსტათი და იერუსალიმელი ეპისკოპოსი მაკარი; რომის ეპისკოპოს სილვესტერის წარმომადგენელი იყო ორი საგანგებო დესპანი – პრესვიტერები ბიქტორი და ბიკენტი. კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თავისი წმინდა ცხოვრებით ცნობილი პირები: ნიკოლოზ მირონლუკიელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, პაფნუტი თებაიდელი, ოსია კორდუბელი და სხვ. არიოზის მხრიდან დაახლოებით 20 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებთან ერთად კრებას რამდენიმე პრესვიტერი და დიაკონი ესწრებოდა. ამ უკანასკნელთა შორის თავისი ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნითა და მჭერმეტყველებით გამოირჩეოდა ალექსანდრიის ეკლესიის ახალგაზრდა არქიდიაკონი ათანასე. პირველი საზეიმო სხდომა 325 წლის 20 მაისს შედგა. კრება გაგრძელდა იმავე წლის 25 აგვისტომდე. თავმჯდომარის ადგილი ანტიოჭქიის ეპისკოპოს ევსტათის ეკავა, ხოლო მისი არყოფნისას – ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს. საპატიო თავმჯდომარე კი თავად იმპერატორი იყო. მთავარი საკითხის შესახებ მსჯელობის შემდეგ კრების 19 ივნისის სხდომაზე მამებმა ჩამოაყალიბეს მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, მრწამსი. კრებამ 20 კანონი მიიღო. ასეთი რიცხოვნობით შევიდნენ ისინი როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლური ეკლესიის ყველა კანონიკურ კრებულში.

PDF გვ. 155

კანონი 1

ვინც ავადმყოფობისას მკურნალების მიერ იქნა ასოწართმეული, ან ბარბაროსთაგან დასაჭურისებული, ასეთი პირი სასულიერო დასში დარჩეს; ხოლო თუ ვინმემ, ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფმა, თავად გამოისაჭურისა თავი, ასეთი პირი, თუ დასის წევრია, უნდა განიკვეთოს და არავინ, ასეთთაგანი, მღვდელმსახურების ხარისხში აღყვანილი არ უნდა იქნეს. ხოლო რამდენადაც ნათელია, რომ ეს განცხადებულია იმათ მიმართ, ვინც გაბედა თავისი თავის განზრახ გამოსაჭურისება, ამდენადვე ცხადია, რომ ვინც ბარბაროსთაგან იქნა დასაჭურისებული, ან თავისი ბატონებისაგან, სხვამხრივ კი ღირსად წარმოჩინდება, ასეთი პირის სასულიერო დასში ყოფნის უფლებას კანონი იძლევა. (მოც. 21, 22, 23, 24; ორგზ. 8).

ნიკეის ეს კანონი ეყრდნობა უკვე არსებულ მოციქულთა 21-ე კანონს საჭურისების შესახებ. იგი თავის თავში შეიცავს საერთოდ იმ განწყობას, რასაც მოც. 21-24 კანონები, რომელთა განმარტებაც ამავე დროს წინამდებარე კანონის განმარტებასაც ემსახურება. ბევერეგიას აზრით და ეს ისტორიამაც ცხადჰყო,! ეს კანონი მიღებულ იქნა ანტიოქიელ მღვდელმსახურ ლეონტის საქმის გამო. იგი ჯვარდაუწერლად ცხოვრობდა ვინმე ევსტოლიასთან და თავი დაისაჭურისა ყოველგვარი ეჭვისაგან თაგდასაზღვევად, რამეთუ არ სურდა ამ დედაკაცის სახლიდან დათხოვა. ევსტათე ანტიოქიელმა ამ მიზეზით ლეონტი წმინდა მსახურებიდან განაყენა და, როგორც კრების თავმჯდომარემ, როგორც ჩანს, აღძრა კრება საჭურისების შესახებ ძველი კანონის აღსადგენად, რაც კრებამ აღასრულა კიდეც წინამდებარე კანონით.

შენიშვნა:

ჰ8იVიI6წII, 1. 81V6 ნმიძიინვი, II, #ტიიი!., ხ. 44-46. შდრ. #Lგივა., იძ ჰისიიL, C008%8X(. 8001. I IM1დიიტ, §.წ., L.25, 01. 596-641). – 1იიიძიXიL., LII5%. ილი. I, 24 წMIდიი, 8.წ., L.82, ი01. 973-980).–5იიX9%., LI15L 0იCI1., II, 26 (MIფიიტ, 9.წ., L.67, Cი1. 265-269

PDF გვ. 155 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინაიდან, გასაჭირის გამო, ან სხვა რაიმე მაიძულებელი მიზეზით, ბევრი რამ არასაეკლესიო წესებით ხდებოდა, როგორც ის, რომ წარმართული ცხოვრებიდან ახლახან რწმენაში მოქცეულნი და ხანმოკლე დროით კათაკმევლებად მყოფნი მალევე სულიერ საბანელთან მიიყვანებიან და ახალნათელღებულნი მეყსეულად ეპისკოპოსებად ან ხუცესებად იკურთხებიან, ამიტომ სათნოდ გვიჩანს დავადგინოთ, რომ ამიერიდან ამგვარი არაფერი მოხდეს, რადგან რწმენაში მოქცეულმა კათაკმეველობაშიც უნდა დაჰყოს გარკვეული ხანი და ნათელღების შემდგომაც საკმარისად გამოიცადოს, რამეთუ სამოციქულო წიგნი ნათლად იტყვის: „ნუ ახალნერგ, რაითა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (1 ტიმ. 3,6); ხოლო თუ დროთა განმავლობაში რაიმე სულიერი ცოდვა აღმოჩნდეს მის პიროვნებაში და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის მიერ, ასეთი სამღვდელოთაგან გაირიცხოს, ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირს კი, როგორც დიდი კრების წინააღმდეგ გაკადნიერებულს, სასულიერო დასიდან გარიცხვის საშიშროება მოელის.

ამ კანონის მიღებისას ნიკეის კრება ეყრდნობა განსახილველ საკითხებთან მიმართებით უკვე არსებულ კანონიკურ განწესებას და აცხადებს, რომ ახლად მოქცეულ და ნათელღებულ პირთა ეპიკოპოსად ან მღვდლად ნაჩქარევი დადგინება საეკლესიო სამართლის დარღვევაა, კერძოდ – მოციქულთა მე-80 კანონისა, რომელიც მეორდება და ძირფესვიანად მტკიცდება ნიკეის კრების მიერ. ამ უკანასკნელში არ მოიხსენიება მხოლოდ ის შემთხვევა, როცა უშუალოდ საღვთო მადლით ეწყობა ახლად ნათელღებული პირის მყისვე ეპისკოპოსად დადგინება, – როგორც ამის შესახებ მოციქულთა მე-80 კანონშია ნათქვამი. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კრება ასეთ შემთხვევასაც ითვალისწინებდა და ამას ყველაზე ნათლად მოწმობს მოც. მე-80 კანონის ჩვენეულ განმარტებაში მოყვანილი ამბროსისა და ნეკტარიოსის მაგალითები IV საუკუნის ბოლოდან.

აგრძელებს რა მოც. მე-80 კანონს, ნიკეის კრება ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დროთა განმავლობაში ამ მხრივ ჰქონდა ადგილი საეკლესიო სამართლის საწინააღმდეგო ბევრ სხვადასხვა ქმედებას და ეს ნაწწიხლობრივ დროით მოტანილი მდგომარეობით იყო გამოწვეული, ნაწილობრივ კი – თვით ადამიანთა თვითნებურობით, როგორც სამართლიანად აღნიშნაგს ამ კანონის განმარტებაში არქიმანდრიტი იოანე', პირველ საუკუნეებში ნაჩქარევი ნათლობა და შემდეგ სწრაფი სამღვდელმსახურო ხელთდასხმა იმით იყო განპირობებული, რომ ათასობით ადამიანი უეცრად ექცეოდა ქრისტესკენ და რწმენაში მათი ხანგრძლივი დამოძღვრისათვის არ იყო არც დრო და არც საშუალება – წარმართთა მხრიდან დევნილობის გამო. დევნილობა კი განსაკუთრებით მღვდელმსახურთა წინააღმდეგ იყო მიმართული და ბევრი მათგანის მოკვდინებაც ხდებოდა, რაც ეკლესიის წინამძღვრებს აიძულებდა მათ ადგილზე სხვა პირთა დადგინება დაეჩქარებინათ. ცხადია, ასეთ ახალხელთდასხმულ პირთა შორის ყველა ვერ იქნებოდა გამორჩეული იმ ღირსებებით, რასაც მათგან კანონი მოითხოვდა. ზოგიერთებს – აღწევდნენ რა მღვდლობას, ან განსაკუთრებით ეპისკოპოსობას – ეკლესიისათვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდათ და წმინდა იერარქიაში წარმართობიდან გამოყოლილი ამპარტავნობის სული შემოჰქონდათ. სწორედ მათი მიზეზით მოჰყავს ნიკეის კრებას წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები ტიმოთეს მიმართ ეპისტოლედან, რომ „ჯერ-არს ეპისკოპოსისაი... ნუ ახალნერგ რაითა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (1 ტიმ. 3, 2, 6). მართალია, კანონი უშვებს დასში იმათ დარჩენას, ვინც უკვე იყო მიღებული, მაგრამ ამასთანავე უმატებს განწესებას, რომლის თანახმადაც მომავალში მსგავსი არაფერი მოხდეს. რადგან – ნათქვამია შემდგომ – აუცილებლად უნდა მიეცეთ დრო კათაკმეველთ ნათლობამდე რწმენაში განსასწავლად, ხოლო დასში მათი მიღება და ეპისკოპოსად დადგინება მით უფრო შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როცა აშკარა გახდება და სრულად იქნება დამოწმებული მათი ღირსება. ასეთ პირთა ეპისკოპოსად ხელთდასხმის შესახებ, სხვათა შორის, ნათქვამია სარდიკიის კრების მე-10 კანონის განწესებაშიც, რომელიც ადგენს, რომ ხანგრძლივი დროით უნდა დააყოვნონ ყოველ იერარქიულ საფეხურზე ის პირი, ვინც, როგორც მიიჩნევენ, ღირსია შემდგომში საეპისკოპოსო კათედრისა. ასეთი კანდიდატი ამ უმაღლესი პატივის ღირსი? ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დამოწმებული იქნებოდა, – როგორც ამას არისტინე განმარტავს ამ კანონის კომენტირებისას, – რომ იგი თავისი ღირსებით გამორჩეული იყო ჯერ კიდევ დაბალ იერარქიულ საფეხურებზე. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ეპისკოპოსებად და მღვდლებად ახალმონათლულთაჯგან დადგინდნენ, კანონი მართალია დასში დარჩენის ნებას აძლევს, მაგრამ ამასთან დაკვირვებას აწესებს: ხომ არ არის მათში რაიმე „სულიერი ცოდვა“, თანაც ბრძანებს მათ განკვეთას, თუ რაიმე ასეთი შემჩნეული და დამტკიცებული იქნება. იმის შესახებ, თუ რომელია კანონში ნახსენები „სულიერი ცოდვები“ და რატომაა მარტო მათზე საუბარი და არა ხორციელ ცოდვებზე, ყოველ კომენტატორს თავისი აზრი აქვს. ყველაზე საფუძვლიანად ამ შემთხვევაში ჩვენ მივიჩნევთ ბალსამონის აზრს, რომელიც განმარტავს, რომ სულისათვის საზიანო ნებისმიერი ცოდვა მიიჩნევა „სულიერ ცოდვად“, მიუხედავად იმისა, სულიერი იქნება თუ ხორციელი ამ ცოდვის წარმომქმნელი ვნება. ამის გამოა, რომ ეკლესია ყოველ ცოდვას „სულიერ დაცემას“ უწოდებს და აქედან გამომდინარე, ნიკეის კანონი ასახელებს მხოლოდ სულიერ ცოდვებს და ამ სახელქვეშ ხორციელსაც გულისხმობს. 3 შენიშვნები: 1. დასახ. თხზ., I, 285. 2. 4 თ. CM#8VM., II, 120. 3. 4 დ. CM#8MX., !I, 120.

მსგავსი კანონები:მოც.617580| მსოფლ.9ნეოკეს.910ლაოდ.3სარდ.10ორგზ.17ბასილი დიდ.89გრიგოლი ნოს.14

PDF გვ. 156 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

დიდი კრება გამონაკლისის გარეშე აწესებს, რომ არც ეპისკოპოსს, არც ხუცესს, არც დიაკონს და საერთოდ არავის, სამღვდელოთაგანს, არ მიეცეს უფლება თანასახლეულად იყოლიოს დედაკაცი – გარდა დედისა, დისა, ან დედისა და მამის დისა, ან კიდევ ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველგვარი ეჭვისაგან თავისუფალნი იქნებიან.

(მოც. 5, 26; ტრულ:. 5, 12, 13; VI მსოფლ. 18, 22; ანკვირ.19; კართ. §3, 4, 25, 38, 70; ბასილი დიდ. 88). ამ კრების | კანონის განმარტებაში გნახეთ, რომ მას მოუხდა განწესების გამოცემა იმ ქალებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობდნენ ზოგიერთი სასულიერო პირის ოჯახში. ეს გამოიწვია მღვდელმსახურ ლეონტის ქმედებამ. იგი სახლში ვინმე ევსტოლიას ინახავდა და მისი მიზეზით თვითდასაჭურისება ჩაიდინა. კრებამ სავალდებულოდ მიიჩნია ზოგადად განეხილა სასულიერო პირთა ქორწინების საკითხი და მიეღო ისეთი კანონი, რომელიც ამ საკითხს საეკლესიო კანონმდებლობის უკვე არსებული განწესებისა და სამღვდელმსახურო ხარისხის ღირსების შესაბამისად დაარეგულირებდა. ამას ჩვენ ვხედავთ მთელი ამ კრების ისტორიაში და, ნაწილობრივ, ეკლესიის ისეთი ისტორიკოსების ნაშრომებში, როგორებიცაა სოკრატე, სოზომენი, გელასი! და, აგრეთვე, წინამდებარე „კანონშიც.

დასახელებულ ისტორიკოსთა ცნობებით, ნიკეის კრების ზოგიერთმა მამამ – იმის გამო, რომ სურდათ, ერთი მხრივ, განკითხვისაგან დაეცვათ სასულიერო პირები, რომლებსაც კანონიერი ცოლი არ ჰყავდათ, მეორე მხრივ კი დაეცვათ თვით სასულიერო პირთა ოჯახური ცხოვრება და არც თუ იშვიათად სამართლიანი განკითხვისაგან დაეზღვიათ ისინი – წინადადება შემოიტანა გამოეცათ იპოდიაკონიდან დაწყებული და შემდგომ, ყველა სასულერო პირთათვის ქორწინების ამკრძალავი სავალდებულო განწესება. ეს წინადადება კრებამ არ მიიღო. კრების ერთ-ერთმა მამამ, პაფნუტი თებაიდელმა გამოთქვა უმრავლესობის აზრი, კერძოდ ის, რომ არ არის საჭირო ეკლესიასა და ღვთისმსახურებზე ამ მძიმე უღლის დადება, რადგან თუ ქორწინება პატიოსანია, მაშინ საქორწინო სარეცელი შეუბღალავი სარეცელია, ხოლო ზედმეტ სიმკაცრეს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ეკლესიისათვის; გარდა ამისა, ყველას არ ძალუძს ასეთი მკაცრი აკრძალვების შემცველ კანონს დაემორჩილოს და ამის გამო შეიძლება საშიშროება დაემუქროს მრავალი ქალის პატიოსნებას. ითქვა, აგრეთვე, რომ ქმრის კავშირი კანონიერ ცოლთან, ეს ჭეშმარიტი სიწმინდეა და აქედან გამომდინარე, საკმარისია, რომ საეკლესიო კრებულში გაერთიანებულ პირებს, ეკლესიის ძველი გადმოცემის შესაბამისად, შეეძლოთ უარი ეთქვათ ქორწინებაზე, მაგრამ იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ერისკაცობაში დაქორწინდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეთხოვათ, რომ ცოლს გაჰყროდნენ.2 პაფნუტის ასეთი განცხადების დიდი მნიშვნელობა და ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ მას პირადად არასდროს ჰქონია დედაკაცებთან კავშირი, და გაატარა რა მთელი თავისი ახალგაზრდობა მონასტერში, დიდ მოსაგრედ (კრძალულად, მმარხველად) ითვლებოდა. კრებამ მოიწონა და მიიღო პაფნუტის ეს განცხადება და განაწესა, რომ მომავალში თითოეულ კლერიკოსს თავად გაეკეთებინა ქორწინებაში ან უქორწინებლობაში ცხოვრების არჩევანი.3 ნიკეის კრების აღნიშნული დასკვნა სრულად პასუხობს ეკლესიის პირველსაუკუნეების პრაქტიკას, როგორც ამას მოციქულთა განწესება (VI,17) გვაუწყებს, რაც მოციქულთა მე-5 და 26-ე კანონების განმარტებებში ვახსენეთ, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის განმარტებაში.1 კრებამ შეიწყნარა რა სასულიერო პირთათვის ქორწინების კანონიერება, იმაგდროულად, მათ, სურგილის შემთხვევაში, უქორწინებლობის უფლებაც მისცა, რაც აისახა მის მიერ მიღებულ წინამდებარე კანონში, სახელდობრ: ვისაც ცოლი არა ჰყავს, მას შეუძლია სახლში იყოლიოს მხოლოდ დედა, და, დეიდა, მამიდა ან ისეთი ქალი, ვინც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ეჭვისაგან (V6I 0688 90185 061590985 0080 00009 §050101006+ი 60”წ0601სიL) და არავითარ შემთხვევაში უ ც ხო დედაკაცი (იLIL0ძსისმIXი I0ს110X6Xი).

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ერთ ხანს არსებობდა ჩვეულება, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი კლერიკოსი, ხშირად კი ერისკაცებიც, უქორწინებლობის მოსურნენი, გაუთხოვარ ქალებთან შედიოდნენ ეგრეთწოდებულ სულიერ ქორწინებაში, ანუ ცხოვრობდნენ მათთან ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ამავე დროს არავითარ ხორციელ კავშირში არ იმყოფებოდნენ და ინარჩუნებდნენ, მათივე სიტყვებით, მხოლოდ სულიერ კავშირს ერთმანეთის ქრისტიანული სათნოებებისადმი აღსაძგრელად. ასეთ ქალებს თავიდან სულიერ დას და საყვარელს უწოდებდნენ (303XI06XC9M89#, 91100%80), შემდეგში – თანამოსახლე, (თანამცხოვრები, 001:#M#- M6უ060+X8VI0III89). აღნიშნული კავშირი უცოლო მამაკაცებსა და გაუთხოვარ ქალებს შორის ზოგიერთ შემთხვევაში უეჭველად წმინდა იყო და მიზნად ურთიერთის სულიერ სრულყოფას ისახავდა, მაგრამ უმრავლესობისათვის ამ კავშირის თანამდევი მრუშობა იყო და იგი იმით იყო უფრო საშიში და შემზარავი, რომ მორწმუნეობის საბურველქვეშ იმალებოდა; ამას ის მკვეთრი ტონი ამტკიცებს, როგორითაც ასეთი კავშირების შესახებ ეკლესიის მამები და მოძღვრები გამოდიოდნენ.

გრიგოლ ნაზიანზელი, როცა ამ საყვარლებზე (91100CL86) საუბრობს, რომლებიც თავისთან უცოლო მღვდელმსახურებს ჰყავდათ და მონოზვნებსაც კი, განმარტოებულ ადგილებში, ამ მოვლენას ეშმაკურ ცბიერებას უწოდებს, და რადგან ასეთი სახელწოდება – საყვარელი (XI060388#9#, 0110CL8) პავლე მოციქულმა ფილიმონის ცოლს მისცა (მუხ. 2), ამიტომ გრიგოლ ნაზიანზელი აღნიშნავს, რომ ამჯერად ყველაზე პატივსაცემი სახელწოდებით მოიხსენიებენ უსაზიზღრეს მოვლენას.5 ნეტარი იერონიმე, როცა უცოლო მღვდელმსახურების ვითომცდა სულიერი დების შესახებ საუბრობს, იმ სიტყვის ძალით, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა, ეკლესიაში ამ საყვარლებისი წარმოქმნას „ჭირიან წყლულს“ („M0%030I0 #33010“) უწოდებს. იოანე ოქროპირი, ღრმად დამწუხრებული იმის გამო, რომ ბევრი სასულიერო პირის საცხოვრებელში, რომელთაც კანონიერი ცოლი არა ჰყავთ, უცხო ქალი ცხოვრობს, რაც სხვებს დაბრკოლებას უქმნის სულიერი ცხოვრების გზაზე, თავის ერთ-ერთ თხზულებაში („ვისაც თანასახლეული ჰყავს»), წერს: ,ჩვენს წინაპრებს ორი მიზეზი ჰქონდათ, რომელთა გამოც ქალები მამაკაცებთან ერთად ცხოვრობდნენ: ერთი ქორწინებაში მდგომარეობდა და იყო ძველი, სამართლიანი და საფუძვლიანი მიზეზი – ს”ულმდებელ ღვთისგან დაწესებული (შდრ. დაბ. 2, 24); მეორე კი – მრუშობაში, რომელიც პირველისაგან განსხვავებით ახალი მიზეზი იყო – უსამართლო, უკანონო, მზაკვარ დემონებისაგან წარმოქმნილი. ახლა კი, ჩვენს ხანაში, გამოგონილია კიდევ რაღაც მესამე სახის თანაცხოვრება, ახალი და უცნაური, რომელიც მისი მიზეზის გამოკვლევის მსურველს დიდი სირთულის წინაშე აყენებს. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავისთან საცხოვრებლად იღებენ ყმაწვილ ქალებს; არ ქორწინდებიან მათზე და არც სარეცელს იზიარებენ, მაგრამ ჰყავთ სახლში და ღრმა მოხუცებულობამდე გვერდიდან არ იშორებენ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ბაგშვი იყოლიონ, რამეთუ არ თანამეცხედრეობენ მათთან, არც მრუშობენ, არამედ, როგორც თავად ამტკიცებენ, მათ ქალწულობას უფრთხილდებიან“. შემდეგ იოანე ოქროპირი აგრძელებს სხვადასხვა მიზეზის უარყოფას, რასაც ეს სასულიერო პირები ასახელებენ და აღნიშნავს, რომ ისინი უმალ სულის დაღუპვას დასთანხმდებიან, ვიდრე მეგობარი ქალის დაკარგვას და ყველაფერს დაითმენენ და გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ საყვარლებს არ დასცილდნენ. მიუხედავად ყველა იმ გასასამართლებელი საბუთისა, რასაც ეს პირები წარმოადგენდნენ, იოანე ოქროპირი ყველაფერ ამაში მხოლოდ ბიწიერი სიამის ჟინს და სასირცხვილო ხორციელი ტკბობის სურვილს ხედავს და მათზე ამბობს, რომ არა ღვგთის სიყვარულით აკეთებენ ამას (რითაც თაგს იმართლებენ), არამედ – მტრობით, – სხვას არაფერს გამოხატავს მათი ქმედება.7 ეკლესიის მამებისა და განმანათლებლების მიერ იმ ქალების ასეთი მძაფრი განკითხვის შემდეგ, რომლებიც სასულიერო პირებთან ქორწინების გარეშე ცხოვრობენ, სრულიად ნათლად ჩანს, თუ ვის გულისხმობს ბალსამონი, როცა ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ „დედაკაცი, რომელიც ნიკეის წინამდებარე კანონში მოიხსენიება, არის კანონიერი ცოლის ნაცვლად მოყვანილი და ვინმესთან მრუშობაში მცხოვრები ქალი“.9 სასულიერო პირთან „თანამოსახლე“ ქალებში სწორედ ასეთებს გულისხმობს ნიკეის ეს კანონი და მკაცრად უკრძალავს ყველა სასულიერო პირს თავისთან მათ ყოლას. როგორც ვხედავთ, ნიკეის კრების ეს განწესება ეხება უცოლო სასულიერო პირებს ან ქვრივებს და, ალბათ, ყგელა იმას, ვინც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, როგორც დედაკაცთან ხორციელი კავშირის მქონე. მაგრამ მაინც, ეს განწესება იმ სასულიერო პირთა მიმართაც იყო ძალაში, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარ ეჭვს გარეშე იდგნენ. მღვდელმსახურ გრიგოლის მიმართ, რომელთანაც სახლში ერთი ქალი ცხოგრობდა და მისი გაშვება არაფრით სურდა – მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, გრიგოლს მასთან ხორციელი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდა – ბასილი დიდი თავის ეპისტოლეში (88 კან.) წერს: „ო, გრიგოლ, ჩვენ არც პირველები ვართ და არც ერთადერთი კანონმდებელნი. ნუ იყოფინ ქალი და კაცი ერთ ჭერქვეშ. წაიკითხე კანონი ნიკეის კრებაზე ჩვენი წმინდა მამების მიერ განცხადებული, რომელიც აშკარად კრძალავს თანასახლეულად დედაკაცის ყოლას; უქორწინებლობის ღირსება სწორედ იმაშია, რომ დედაკაცისაგან განცალკევებით იცხოვრო. ხოლო ისინი, ვინც ქალწულების სახელით წარმოდგებიან, სინამდვილეში კი იმას აკეთებენ, რასაც ქალებთან მცხოვრებნი, ასეთებს, როგორც ჩანს, მხოლოდ სახელით უნდათ ქალწულობის პატივის მოპოვება, საქმით კი არ სურთ სასირცხვილო"სიამტკბილობა დაუტეონ. მით უფრო გმართებდა შენ ჩემი თხოვნა შეგესრულებინა, რაკი თვითონ ამბობ, რომ თავისუფალი ხარ ყოველგვარი ხორციელი ვნებისაგან. არ ვფიქრობ, რომ სამოცდაათი წლის ადამიანი დედაკაცთან ვნებით ცხოვრობდეს და, რაც ჩვენ დავადგინეთ, დაგადგინეთ არა რაიმე სრულიად უკანონო ქმედებისათვის, არამედ იმისათვის, რომ მოციქულთაგან ვისწავლეთ: არ შეიძლება ძმას მივცეთ დაბრკოლებისა და საცდურის მიზეზი (იხ. რომ. 14, 13) და ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი რამ ერთისთვის უაღრესად წმინდა, მეორესთვის შეიძლება ცოდვის მიზეზი გახდეს. ამიტომაც დავადგინეთ, მივყევით რა წმინდა მამათა განწესებებს, რომ შენ იმ ქალს უნდა დაშორდე; და რად სდებ ბრალს ქორეპისკოპოსს და იხსენებ ძველ წყენას? რატომ გვსაყვედურობ, თითქოს იოლად ვისმენდეთ ცილისწამებებს და ამ დროს არ საყვედურობ საკუთარ თავს იმისათვის, რომ არ შეგიძლია შეელიო მიჩვეულ ქალს? ასე რომ, გაიყვანე ის შენი სახლიდან და მონასტერში გაამწესე. დაე, ქალწულებთან იყოს, შენ კი მამაკაცები მოგემსახურონ, რომ თქვენგან ღვთის სახელი არ იქნეს შეგინებული (შდრ. რომ. 2, 24), და სანამ ამას არ შეასრულებ, ათასი გამართლებაც არ გიშველის, რასაც წერილში მოიყვან; თანაც იცოდე, მოკვდები როგორც უმოქმედო და, ღმერთის წინაშე პასუხს აგებ მოუმუშაკებლობისათვის; ხოლო თუ არ გამოსწორდები და სამღვდელო მსახურებას ისე განიზრახავ, შეჩვენებულ იქნები მთელი ერის წინაშე, შენი შემწყნარებელნი კი ეკლესიიდან განიკვეთებიან“.9 ნიკეის კრების ამ კანონის განწესება შეიწყნარა ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამაც; გარდა ამისა, იმპერატორმა იუსტინიანემ განსაკუთრებული ნოველა გამოსცა, რომლის თანახმადაც, წმინდა მსახურებიდან უნდა განიკვეთოს კლერიკოსი, რომელიც არ მოისურვებს აღნიშნულის მსგავს შემთხვევებში თანამცხოვრებ ქალთან განშორებას შესაბამისი შეგონების შემდეგაც; ხოლო ეპისკოპოსი, რომელიც ამგვარად მოიქცევა, დამხობილ უნდა იქნეს თავისი ხარისხიდან, – როგორც უღირსი. რუსულ სჯულისკანონში ამის შესახებ ნათქვამია შემდეგი: „საეკლესიო დასის ყველა უცოლო წევრს, კანონის თანახმად, ვუკრძალავთ თავის სახლში უცხო ქალის ყოლას, გარდა მშობელი დედისა და საკუთარი ასულებისა და დებისა, და ისეთი პირისა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გარეშეა. ხოლო ვინც უგულებელყოფს ამ მცნებას და ქალს თავის საცხოვრებელში იყოლიებს და ამით ეჭვს დაბადებს და ერთხელ და ორჯერ გაფრთხილებული და შეგონებული იქნება თავისი ეპისკოპოსისაგან, ან თავისი წინამძღვარისაგან დამოძღვრილი იმის შესახებ, რომ ასეთ ქალთან არ უნდა იცხოვროს, და თავისი სახლიდან ქალის განდევნას მაინც არ ინებებს, ან თუნდაც ცილისმწამებელი გამოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ამ ქალთან შეიბილწა, მაშინ ეპისკოპოსმა კრებულიდან განკვეთოს საეკლესიო სამართლის თანახმად და იმ ქალაქის სამსჯავროს გადასცეს, რომელსაც ის კლერიკოსი მიეკუთვნებოდა და, ამასთან, განემარტოს, რომ უბრალო ადამიანთათვის გაცემული შეწირულობა დაფასებული იქნება; ეპისკოპოსს კი არავითარი ქალის ყოლას სახლში არ ვპატიობთ, ხოლო თუ იგი იმხილება ამ კანონის დაუცველობაში, ეპისკოპოსობიდან დამხობილ იქნეს“.'' შენიშვნები:

1. 5ი00Lგ8Lხ.,LII5L. CCC1. I,11 IM1ღირ, 5, დ., L.67, ლ01. 101-104). - 50ჯიXი... LI15(L. 6ლC1.I, 28 IMIყიტ, 8. წ., L.67, C01. 925). - CC185.CX210., III5L, C001111 M10, II, 32 (II 8»ძს1ი1,I,438).

2. 500X8L., II1=L. ილ01. I, 11 ხIM1ფირ, 5. ყწ.,L.67, 001. 101-104).

ვ. 5იიI2%., II15L. ილC1. I, 11 (იქვი).

4. გასაკვირია, მეტი რომ არ ვთქგათ, რომ XLIII05 სტატიაში ცელიბატობის შესახებ: VV 6§20L ხიძ VV0IL6, IIICს60106XIM0=I (2 #VI., III, 590) ამბობს: „დიდი უსამართლობა იქნებოდა ცნობილ ეპისკოპოს პაფნუტის შესახებ იმის მტკიცება, რომ მან ნიკეის კრებაზე (325 წ.) განაცხადა სასულიერო პირთა ქორწინება სამღვდელმსახურო წოდებისათვის სრულიად მისაღებად და ამით შეეწინააღმდეგა ამ პუნქტის შესახებ კრების კანონებრივ გადაწყვეტილებას“. ფილიპსისა და სასულიერო პირთათვის ცელიბატობის სხვა დამცველებს II6I6916 (Cი»იი! იიწიც8ლსM10ჩLი, 2 4ხI1., I, 433-435) დასაბუთებულ საწინააღმდეგო არგუმენტებს წარუდგენს, და არის იმის საჭიროება, რომ ამაზე განსაკუთრებულად ვისაუბროთ. თუმცა, ამ საკითხზე იხ. ტრულის კრების მე-13 კანონის ჩვენეული განმარტება.

§. ფCჯიყიL. M321802., ლ8”Iი, III (MIთიიტ, 8. წ., L. 37, C01. 632 და შემდგ).

6. „საიდან შეიჭრა ეკლესიაში „საყვარლების“ ეს წყლული? საიდან დედაკაცის სახელი უქორწინებლად? კიდევ დავამატებ: საიდან მეძავები ერთ კაცთან? ისინი სარგებლობენ ერთი საცხოვრებელით, ერთი საძინებელი ოთახით, ერთი სარეცელით, ჩვენ კი ზედმეტად ეჭვიანებს გვიწოდებენ, თუ კი გავბედავთ და რაიმეს ვივარაუდებთ და ა.შ. (იერონიმე. 22-ე ეპისტოლე ქალწულობის დაცვისათვის“ III9ჯიი., 0018L.22, 8ძ L05100ჩხ. ძი ის3L0ძ. VII 6IIIL9L15 IM1Iთი0,8.1., L.22, C01.402-403).

7. IM1დიი, 8. წ., L. 47, C01. 495 და შემდგ. შდრ. »ჯXი. იიი. C96. XVX. 8%80MMXM, X. I, 1895 L., 245 და შემდგ!.

8. ტდ. CM#8X., II,121.

9, რუსული თარგმანი #თ. CMMX8XM#0 (IV, 269-270)-დან.

10. M0V. CXXIII, ი.29: „მღვდლებს, დიაკვნებს, იპოდიაკვნებსა და ყველას, ვინც საეკლესიო კრებულის წეგრია და ცოლები არა ჰყავთ, საღვთო კანონების თანახმად ვუკრძალავთ წმინდა სამართლის ძალით თავის სახლში გინმე უცხო ქალის ყოლას, გარდა დედისა, დებისა, თავისი ასულების ან სხვა ეჭვმიუტანელი პირისა. თუკი ვინმე ამ განწესების საწინააღმდეგოდ სახლში ისეთ ქალს იყოლიებს, ვინც მას ეჭვქვეშ დააყენებს და არ მოისურვებს სახლიდან მის გაძევებას, მიუხედავად ერთგზის და ორგზის გაფრთხილებისა თავისი ეპისკოპოსის ან თავისი დასის წევრების მხრიდან იმის შესახებ, რომ ასეთ დედაკაცთან არ უნდა იცხოგროს, მაშინ, ეპისკოპოსმა დაე, განკვეთოს იგი ეკლესიის მწყობრიდან, საეკლესიო სამართლის თანახმად, და გადასცეს იმ სამოქალაქო საზოგადოების ხელისუფალს, რომელსაც განეკუთვნება ეს კლერიკოსი. ეპისკოპოსს კი საერთოდ არ ვაძლევთ სახლში ვინმე ქალის ყოლისა და მასთან თანასახლობის უფლებას. თუ იგი მხილებულ იქნეს ამ კანონის დარღვევაში, დაე, აეყაროს ეპიკოპოსობის პატივი, როგორც ღვთისმსახურებისათვის უღირსს“. შდრ. 1835!იი»სთ, 11ხ. III, #IL. 1,C.45. შდრ. MMI0M0%8%08 8 XIV IM/X8X, VIII, 14 (4 დ. CM87., I,161).

11. I». 42, ».71 # 72, # IV. 44, Iი.8, I». 14. ხოლო თუ საიდან არის ეს თავები (42 და 44) სლავურ სჯულისკანონში, ამის შესახებ იხ. ჩემს კრებულში“ 2 #3»., იჯი. XCVII.

PDF გვ. 158 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

ეპისკოპოსის დადგინება უმეტესწილად ჯეროვანია სამთავროს ყველა ეპისკოპოსთა მიერ, ხოლო თუ მათი შეკრება ვერ ხერხდება წარმოჩენილი გაჭირვების ან შორი გზის გამო, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში სამნი ერთ ადგილას შეიკრიბონ; ხოლო ვინც არ ესწრება, თავისი დასტური წერილობით განაცხადოს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აღსრულდეს ხელოთდასხმა. დამტკიცება კი ხელთდასხმისა, ყოველ სამთავროში მის მიტროპოლიტს მართებს. (მოც. 1; VII მსოფლ. 3; ანტიოქ. 19,23; ლაოდ. 12; სარდ. 6; კონსტ. 1; კართ. 13, 49, 50). ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ალექსანდრიის ეკლესიაში მელეტიანური განხეთქილების შედეგად შექმნილი უწესრიგობანი. ეს განხეთქილება IV საუკუნის პირველ წლებში წარმოიშვა! და სახელწოდება მიიღო თებაიდელი ლიკოპოლის ეპისკოპოს მელეტისაგან. მელეტის, ალექსანდრიის სამთავროს იერარქიულ საფეხურზე, ალექსანდრიის ეპისკოპოსის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა”. ალექსანდრიის ეპისკოპოსი ამ დროს იყო პეტრე (L 311). არსებული ცნობებიდან ჩანს, რომ მელეტი შურით იყო აღძრული პეტრე ალექსანდრიელის მიმართ, რომელსაც უპირატესი პატივი ეკუთვნოდა და ეძებდა შემთხვევას, რომ მასთან კეთილი დამოკიდებულება დაერღვია. მალე მათ შორის სასტიკი დავა გაიმართა იმის თაობაზე, თუ როგორი პოზიცია უნდა დაეკავებინათ იმ ქრისტიანთა მიმართ, რომლებიც დიოკლეტიანესა და მაქსიმიანესგან დევნილობის პერიოდში რწმენაში შეირყნენ. პეტრეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მკაცრი იყო მონანიების შესახებ თავის კანონებში, მელეტიმ მაინც დასდო ბრალი ზედმეტ ლმობიერებაში. მაშინ პეტრემ კრება მოიწვია და ალექსანდრიის სამთავროს რამდენიმე ეპისკოპოსი შეკრიბა. ამ კრებამ აღიარა პეტრეს უდანაშაულობა, ხოლო მელეტის განკვეთა მიუსაჯა. მაგრამ მელეტი არანაირი დისციპლინით არ იყო შეზღუდული და ისარგებლა რა იმით, რომ პეტრე და მრავალი სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თავიანთი რწმენისათვის საპყრობილეში ეწამებოდნენ, თავადვე დაიწყო დიაკვნების, მღვდლებისა და ეპისკოპოსების ხელთდასხმა, და არა მხოლოდ თავის სამთავროში, რომელიც არსებითად ჩამორთმეული ჰქონდა და მხოლოდ ძალმომრეობით მართავდა, არამედ – ყველა აშკარა კანონებრივი განწესებების საწინააღმდეგოდ – სხვა ეპისკოპოსთა სამთავროებშიც. ასე, რომ, სულ მოკლე ხანში მოასწრო დაეფუძნებინა თავისი მიმდევრების რამდენიმე ეკლესია. ამრიგად, ნიკეის კრების დროს, ალექსანდრიის საეკლესიო სამთავროში იყო უკვე ოცდაცხრა მელეტიანელი ეპისკოპოსი. მელეტიანური განხეთქილების ასეთმა გავრცელებამ ნიკეის კრების მამები აიძულა ბჭობა გაემართათ, რათა ბოლო მოეღოთ იმ უწესრიგობისათვის, რაც ეკლესიაში განხეთქილებამ შეიტანა. კრებამ ძალიან გულმოწყალე გადაწყვეტილება მიიღო ამ განხეთქილებასთან დაკავშირებით, რამეთუ მამები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ლმობიერებით მიაღწევდნენ მის სწრაფ აღმოფხვრას. შედეგად გამოცემული იქნა განწესება, რომლის მიხედვითაც მელეტი რჩებოდა ლიკოპოლში ეპისკოპოსად, მაგრამ ხელთდასხმის უფლების გარეშე; აგრეთვე მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ეპისკოპოსის გამორჩევისას და ამ მიზნით არ უნდა წასულიყო სხვა ადგილას; მელეტის შეეძლო მხოლოდ თავისი საეპისკოპოსო სახელის პატივით ესარგებლა. რაც შეეხება მისგან ხელთდასხმულ პირებს, კრებამ დაადგინა რომ მათზე ლოცვით უნდა ჩაეტარებინათ განსაკუთრებული საეკლესიო წესი, რომლის შემდეგაც ისინი დაიშვებოდნენ საეკლესიო დასში მსახურებისათვის.3 ხოლო იმისათვის, რომ შემდგომში კვლავაც არ მომხდარიყო ის, რაც ძირითადი მიზეზი გახდა მელეტიანური განხეთქილებისა, სახელდობრ, მელეტის მიერ ეპისკოპოსების თვითნებური დადგინება და თანაც სხვის ეპარქიებში, ნიკეის კრების მამებმა დაგმეს თვით განხეთქილების დამფუძნებელი და მიიღეს წინამდებარე კანონი, რომლითაც აწესებენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეპისკოპოსების დადგინება და ვის აქვს მისი დამტკიცების უფლება.

მოციქულთა | კანონში ვიხილეთ, რომ ეპისკოპოსის დადგინებისათვის აუცილებელია სამი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ორი ეპისკოპოსი. მოციქულთა დასახელებულ კანონში საუბარი იყო ეპისკოპოსის ხელთდასხმაზე, ანუ იმ წმინდა საეკლესიო წესის აღსრულებაზე, რომლის მეშვეობითაც ხელთდასხმული იღებს ღვთაებრივ მადლს. იმის შესახებ კი, თუ ვის მიერ უნდა გამოირჩეს პირი, რომელიც ამ ორ ან სამ ეპისკოპოსს საეპისკოპოსო ხარისხში აჰყავთ, დასახელებულ კანონში ნათქვამი არ არის. სწორედ ამ უკანასკნელ აქტზე, ანუ ეპიკოპოსის გამორჩევაზე მიდის საუბარი წინამდებარე ნიკეის კანონში. კანონი განაწესებს, რომ ეპიკოპოსის დადგინება მოხდეს წარმოდგენილი სამიტროპოლიტო სამთავროს ყველა ეპისკოპოსისგან შემდგარი კრების მიერ. თუ ყველას არ შეუძლია დასწრება, სამი მაინც უნდა ესწრებოდეს, დანარჩენებმა კი თავიანთი თანხმობა წერილობით გამოთვმვან, რის შემდეგაც შედგება ხელთდასხმა (ქიროტონია), ამ აქტის დამტკიცება კი რწმუნებული მიტროპოლიტის კომპეტენციაში შედის. იმ შემთხვევაში, როცა ჟველა ეპისკოპოსთა შორის არ არის ერთიანი აზრი კანდიდატის შესახებ, მაშინ უპირატესობა უმრავლესობათა ხმას ენიჭება, მაგრამ ყოველთვის მიტროპოლიტის მხრიდან დამტკიცების შემდეგ, – როგორც ეს ნათქვამია ამავე კრების მე-6 კანონში, რომელიც თავის მხრივ წინამდებარე (მე-4) კანონის შემავსებელია. კრების ეპისტოლე, რომელიც მსოფლიოს ყველა ეკლესიას გადაეგზავნა, აგრეთვე ავსებს ამ კანონის განწესებას, როცა ამატებს, რომ ეპისკოპოსის გამორჩევაში მორწმუნე ერმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.9 ყოველი ზემოთქმული შეადგენს ნიკეის კრების განწესების შინაარსს ეპისკოპოსის გამორჩევისა და დადგინების საკითხში და ეს განწესება, რომელიც კრებაზე კანონის ძალით აღიჭურვა, წარმოადგენს ზუსტ და სრულ გამოხატულებას მოციქულთა შემდეგდროინდელი საეკლესიო პრაქტიკისა ამ კრების მოწვევამდე. ამასთან, ჩვენ მრავალი მოწმობა გაგვაჩნია იმისა, რომ ეპიკოპოსის გამორჩევა და დადგინება აღნიშნულ დროს სწორედ ამ სახით აღესრულებოდა.

ამის შესახებ ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან გვაქვს კლასიკური მოწმობა მოციქულის მოწაფის, რომის ეპისკოპოს კლიმენტისაგან – მის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, სადაც, სხვათა შორის, ნათლად არის ნათქვამი მოციქულთაგან საეპისკოპოსო მემკვიდრეობაზე.მ ეპისკოპოსად დადგინების მშვენიერი და საზეიმო ვითარება მოციქულთა დადგენილებაში შემდეგნაირადაა გამოხატული: საუფლო დღეს შეკრებილი მრევლი მღვდელმსახურთა კრებულთან ერთად და ეპისკოპოსთა თანდასწრებით, დე, მისცემდეს თანხმობას; შემდეგ, უხუცესი ყველა სხვა ეპისკოპოსთა შორის, შეეკითხოს მრევლსა და მღდვლებს, არის თუ არა ეს ის პირი, ვინც მმართველად სურთ? და როცა საერონი და სამღვდელონი თანხმობით უპასუხებენ, კვლავ შეეკითხოს, ამოწმებს თუ არა ყველა, რომ იგი ღირსია ამ უაღრესი და საჩინო მმართველობისა და ჭეშმარიტად აღასრულა თუ არა ის, რაც მისთვის სავალდებულო იყო ღმერთთან დამოკიდებულებაში; ხომ არ დაურღვევია ადამიანთა უფლებები; კარგად მოაწყო თუ არა შინაური საქმეები და არის თუ არა უზადო თავისი ცხოვრებით? და როცა ყველა თანხმობით დაემოწმება, ჭეშმარიტად და არა წინასწარი შეგონებით, როგორც მსაჯულის, მამა ღმერთისა და ქრისტესა და სულიწმიდისა და ყველა წმინდანისა და მსახური სულების წინაშე, რომ იგი ასეთია, მაშინ კვლავ, მესამედ იყვნენ გამოკითხულნი, ჭეშმარიტად არის თუ არა იგი წმინდა მსახურების ღირსი, რათა ორი ან სამი მოწმის ბაგეთაგან განმტკიცდეს ყოველი სიტყვა, და როცა მესამედაც დაადასტურებენ, რომ იგი ღირსია, მაშინ თითოეულისგან მოითხოვონ თანხმობის ნიშანი; და როცა ეს უკანასკნელი მოთხოვნაც ნებაყოფილებით იქნება შესრულებული, მაშინ დადუმდნენ. შემდეგ, როცა მდუმარება ჩამოწვება, ერთი პირველეპისკოპოსთაგანი სხვა ორთან ერთად დადგეს საკურთხეველთან ახლოს და მაშინ, როცა სხვა ეპიკოპოსები და მღვდლები ჩუმად ლოცულობენ, ხოლო დიაკვნებს ხელში უჭირავთ გახსნილი საღვთო სახარებები ხელთდასხმულის თავზემოთ, თვითონ ამ დროს ლოცვა წაიკითხოს“ და ა.შ.7 მსგავსადვე ამბობს თავის ეპისტოლეში კვიპრიანე, III საუკუნის კართაგენის ეპისკოპოსი, მაგ.: „საჭიროა გულდადებით დავიმარხოთ და დავიცვათ საღვთო გადმოცემა და მოციქულთა დადგენილება, რომელიც ჩვენთან შემონახულია თითქმის ყველა საეკლესიო სამთავროში; ამის მიხედვით, ქრისტიანი მრევლის გარკვეული ნაწილისათვის კანონიერი ეპისკოპოსის დადგინებისას აუცილებელია, რომ შეიკრიბონ იმ სამთავროს უახლოესი ეპისკოპოსები და მაშინ იქნეს 1609 უპისკოპოსი ნიკოდიმი (შილამი) გამორჩეული ეპისკოპოსი მართლმორწმუნე ერის თანდასწრებით, რომელმაც კარგად უწყის ცალ-ცალკე თითოეულის ცხოვრება და ჩვეულებრივ თვალყურს ადევნებს თითოეული მათგანის ქმედებებს”.9 ამრიგად, როგორც ეს, ასევე სხვა მოწმობები სრულიად თვალსაჩინოს ხდიან, რომ ნიკეის კრებამ (მე-4) კანონით მხოლოდ გამოხატა სრული ფორმით ის წესები, რომლებიც მანამდე და მის დროსაც პრაქტიკულად გამოიყენებოდა ეპისკოპოსის გამორჩევისას. ნიკეის კრების ეს განწესებანი ბევრი გვიანდროინდელი ისტორიული მაგალითებით დასტურდება. ასე მაგალითად, გრიგოლი ნაზიანზელი თავის ეპისტოლეში კესარიელთა მიმართ, რეკომენდაციას აძლევს როგორც მაღალჩინოსნებს, ასევე საეკლესიო დასსა და ერს, რომ ბასილი დიდი გამოირჩიონ ეპისკოპოსად;? სტეფანე ეფესელი, როცა ქალკედონის კრების მსვლელობისას კათედრაზე თავისი დადგინების კანონიკურობას ამტკიცებდა, ამბობდა, რომ ამ კათედრაზე იგი დადგინებულია 40 ეპისკოპოსის ხელთდასხმით, და ერის წარჩინებულ ადამიანთა, მთელი საეკლესიო მწყობრისა და ყველა მოქალაქეთა ხმით.!? თვით ბასილი დიდი ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ ეპისკოპოსებს მართებთ რომელიმე კერძოდ აღებული ქალაჭქისათვის საჭეთმპყრობელის არჩევა, მაგრამ ამაში მორწმუნე ერის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს;!! კართაგენის 419 წ. კრების მიერ მიღებულ კანონებში ვხვდებით გარკვეულ ხაზგასმას, რომ მრევლმა უნდა გამოთქვას საეპისკოპოსო კანდიდატზე თავისი აზრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ეპისკოპოსებს მიიღონ გადაწყვეტილება აღნიშნული კანდიდატის დადგინების ან არდადგინების შესახებ.!? ამრიგად, ნიკეის კრების განჩინების საფუძველზე და კრების შემდეგ საუკუნენახევრის მანძილზე დაგროვილი სხვა ისტორიული მოწმობების საფუძველზე, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენ მიერ მოყვანილია, ვხედავთ, რომ ეპისკოპოსის გამორჩევა პირველი ხუთი საუკუნის მანძილზე ხდებოდა შემდეგნაირად: იკრიბებოდა ქრისტიანული ერი, ეკლესიის მსახურები და სამთავროს ეპისკოპოსები. ხდებოდა გამოკვლევა, თუ ვინ იყო ღირსი კათედრის დაკავებისა, და მას შემდეგ, რაც ერი გამოთქვამდა აზრს წარდგენილ პირთა შესახებ, შეკრებილი ეპისკოპოსები წყვეტდნენ, რომელი მათგანი იყო მეტადრე ეპისკოპოსობის ღირსი; ან კიდევ, თავად ეპისკოპოსები წარუდგენდნენ ვისიმე კანდიდატურას და ერი გამოთქვამდა თავის თანხმობას ან უთანხმოებას მის არჩევაზე. საეკლესიო მწყობრს, ერსა და ეპისკოპოსებს შორის საერთო თანხმობის შემთხვევაში ხდებოდა სამთავროს მიტროპოლიტისათვის გამორჩეული კანდიდატის დასამტკიცებლად შეთავაზება და მხოლოდ მის მიერ დამტკიცების შემთხვევაში იწყებდნენ გამორჩეულის ხელთდასხმას. როგორც აქედან ჩანს, გამორჩევის უფლება, ამ სიტყვის ზედმიწევნითი მნიშვნელობით, ეპისკოპოსებს ეკუთგნოდათ, ხოლო ერი ამოწმებდა, თუ როგორი იყო საეპიკოპოსო კანდიდატი, ან კიდევ გამოთქვამდა თავის აზრს ეპისკოპოსთა მიერ შემოთავაზებული კანდიდატის შესახებ. ამდენად, ხმა ერისა ისეთივე კომპეტენტური იყო, როგორც ეპისკოპოსებისა. ასე რომ, ერის მონაწილეობის გარეშე ეპისკოპოსად ვერავინ დადგინდებოდა. თუ ეპისკოპოსები ვერ შეთანხმდებოდნენ წარდგენილი პირის შესახებ, მაშინ საქმეს წყვეტდა, როგორც ვნახეთ, უმრავლესობის ხმა, და თუ ამის შემდეგაც იქნებოდა რაიმე უთანხმოება, მაშინ კვლავ ერს მიმართავდნენ, რომლისთვისაც ეპისკოპოსს ირჩეგდნენ და მისი ხმით განიქარვებოდა ყოველგვარი შემდგომი უთანხმოება. ხოლო იმ პირის მიმართ, რომელიც გამოირპეოდა ეპისკოპოსებისა და ერის ურთიერთთანხმობით და მტკიცდებოდა მიტროპოლიტის მიერ, უკვე აღარავის შეეძლო პროტესტის გაცხადება; თუკი მაინც გამოჩნდებოდა ასეთი გამპროტესტებელი ხმა რაიმე გარემოებათა გამო, ასეთ შემთხვევაში კანონი ბრძანებს საეკლესიო დასის დასჯას, რამეთუ მან ვერ შეძლო წესრიგის შენარჩუნება და თავის ეპარქიაში დაუშვა პროტესტის შესაძლებლობა სამართლიანად დადგინებული ეპისკოპოსის წინააღმდეგ.!? ეპისკოპოსის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მისი გამორჩევის ამგვარი წესის ძირითადი პრინციპები ბევრი სხვა კრების კანონებშიც მეორდება (ანტიოქ. 19; ლაოდ. 12; კართ. 13, 50 და სხვ.). იერარქიის მონაწილეობა, ეპიკოპოსის გამორჩევასა და დადგინებაში, რომელსაც იგი ღმერთისგან ბოძებულ უფლებამოსილებას გადასცემს, დარჩა და ყოველთვის უცვლელი უნდა დარჩეს; ერის მონაწილეობას კი ამ საქმეში, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ცვვლილება შეეხო. თავდაპირველად, ეპიკოპოსის გამორჩევაში წარმოდგენილი ადგილმდებარეობის მთელი ერი იღებდა მონაწილეობას, – განურჩევლად ამა თუ იმ პირის საზოგადოებრივი მდგომარეობისა. ამას ხშირად, თავშეყრისას, უწესრიგობა და შფოთი მოსდევდა. ამიტომ ლაოდიკიის კრებამ საჭიროდ ჩათვალა, ამ უწესრიგობათა შეწყვეტის მიზნით, აეკრძალა, რომ „მდაბიოთა თავყრილობას“ აერჩია ეკლესიის მსახურებისათვის თავშეწირული პირი.“ ამ კანონიკური დადგენილების მიღების შემდეგ, საეკლესიო პრაქტიკაში შეაღწია ჩვეულებამ, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსის გამორჩევაში ერიდან მხოლოდ დიდგვაროვანი პირები იღებდნენ მონაწილეობას.ამ ჩვეულებას კანონის ძალა იმპერატორმა იუსტინიანემ მიანიგა. მან დააწესა, რომ ახალი ეპისკოპოსის დადგინებისას, საეკლესიო კრებული და დიდგვაროვანი მოქალაქენი, წარდგენილი ეპარქიისა, უნდა შეიკრიბონ განსაზღვრულ ადგილზე, მისცენ მიუკერძოებლობის ფიცი და აირჩიონ სამი პირი, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი ფლობენ ყველა იმ თვისებას, რასაც კანდიდატისაგან მოითხოვს საეკლესიო წესები და სამოქალაქო კანონები. შემდგომ ამისა კი, ამ სამ პირთაგან, მიტროპოლიტმა ეპისკოპოსებთან ერთად უნდა გამოარჩიოს მეტადრე ღირსი და დაადგინოს ეპისკოპოსად.!5 იუსტინიანეს ეს კანონი მაშინვე, მისი გამოცემისთანავე, შევიდა კანონიკურ კრებულებში და საერთო საეკლესიო კანონად ჩამოყალიბდა.!5 VIII საუკუნის ბოლოს კი, მეშვიდე მსოფლიო კრებამ საჭიროდ ჩათვალა განეხილა საკითხი ეპისკოპოსის გამორჩევის თაობაზე და დაამტკიცა რა წინა განწესება ამის შესახებ, თავისი მე-3 კანონით დაგმო შემოღებული ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ზოგიერთები გვერდს უვლიდნენ საეკლესიო ხელისუფლებას და საერო ხელისუფლების საშუალებით ცდილობდნენ დადგენილიყვნენ ეპისკოპოსებად და ამგვარი სახით გამორჩევა გაუქმებულად გამოაცხადა.!7 მართლაც, თვით საერო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებში ძალმომრეობითად იქცეოდა, რადგან საეპისკოპოსო პატივის ზო- _ გიერთი პრეტენდენტისგან ქრთამს იღებდა. სახელმწიფო ხელისუფლებას, რომელიც ვალდებული იყო თვალყური ედქვნებინა ეპისკოპოსის გამორჩევისას კანონებრივი დადგენილებების შესრულებისათვის, მისივე წარმომადგენლები ატყუებდნენ. ისინი პოულობდნენ ზოგიერთ უსინდისო ეპისკოპოსებს, რომლებიც თავისი მხრიდან მოისყიდებოდნენ რა საერო ხელისუფლების მიერ, ასრულებდნენ ამ წარმომადგენელთა საძაგელ წინასწარ ჩანაფიქრს. სხვათა შორის, ეს გახდა მიზეზი იმ განსაკუთრებული საეკლესიო ნოველის გამოცემისა, რომელსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ. ეპისკოპოსის გამორჩევისა და დადგინების ასეთი წესი, სამთავროს რწმუნებულ ეპისკოპოსთა მხრიდან ერის წარჩინებული წარმომადგენლების მონაწილეობით, ეკლესიაში შენარჩუნებული იყო, როგორც ვხედავთ, მთელი რიგი შემდგომი საუკუნეების მანძილზე. XII საუკუნის ბოლოს, ალექსანდრიელმა პატრიარქმა მარკოზმა მიმართა ბალსამონს შეკითხვით, დასაშვებია თუ არა კანონიკურად, რომ გლეხობა (M60068680%## XI0#,V108ი0Lსიი LსXხმ6) დაშვებულ იქნეს მონაწილედ ეპისკოპოსის არჩევაში და, რა თქმა უნდა, ბალსამონისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო ლაოდიკიის მე-13 კანონზე დაყრდნობით,!9 რომელიც კატეგორიულად კრძალავს, როგორც უკვე ჩვენ მიერ იყო ნახსენები, ხალხის თავყრილობას ხმის მიცემის უფლებით სასულიერო პირთა გამორჩევისათვის. მაგრამ პირდაპირი აზრით არჩევნებში ერის მონაწილეობის საწინააღმდეგოდ, (ანუ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით) ბალსამონი პატრიარქ მარკოზს არ ეუბნება არც ერთ სიტყვას; თუმცა, როგორც ცნობილია, ბალსამონი უარყოფითად უყურებდა ერის მონაწილეობას ეპისკოპოსის არჩევაში.!? XIV და XV საუკუნეებში ამის შესახებ მოწმობას გვაწვდის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. ასე მაგალითად, ჩვენ გაგვაჩნია პატრიარქ ფილოთეოსის 1370 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება მონოზონ ანთიმოზის ქმიროტონიის შესახებ უნგრო-ვლახიის მიტროპოლიტად, საეკლესიო დასისა და ერის მიერ მისი არჩევის შედეგად.29 ასევე, პატრიარქ მათეს 1400 წლის 1 თებერვალის გადაწყვეტილება, რომელშიც ის განუწესებს საეკლესიო დასსა და მრევლს არსებული წესის თანახმად შეუდგნენ ანქიალის მთავარეპისკოპოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე მისი შემცვლელის არჩევას, თანაც ბრძანებს წარუდგინონ მას სამი კანდიდატი იმისათვის, რომ განიხილოს მათ შესახებ არსებული ყველა ცნობა და მათგან უმეტესად ღირსეული ეპისკოპოსად აღიაროს.?! დროთა განმავგლობაში მრევლის უფლებამ თავისი ეპისკოპოსის არჩევაში მონაწილეობის მიღებაზე ნელ-ნელა დაკარგვა იწყო, – ყოველ შემთხვევაში ადგილობრივ ეკლესიათა უმეტეს ნაწილში, – თუმცა, მას არსებითი მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს, როგორც ეს საზეიმოდ დაამოწმა იერუსალიმის კრებამ 1672 წელს თავის მე-10 მუხლში,?? და რომელიც შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში შევიდა, სახელდობრ, აღმოსავლელ პატრიარქთა 1723 წლის ეპისტოლეში.23 აღნიშნული წესის გარდა, რომლის მიხედვითაც ჩვეულებრივ ხდებოდა ეპისკოპოსების გამორჩევა და დადგინება, ისტორია წარმოგვიდგენს ზოგიერთი ეპისკოპოსის დადგინების შემთხვევებს ფორმალური გამორჩევის გარეშეც, როცა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა გარკვეული პირისათვის ეპისკოპოსის სახელის მინიჭება, რის შემდეგაც ამ პირს რწმუნებული ეპისკოპოსები მიტროპოლიტთან ერთად გამოცდას უტარებდნენ და თუ ღირსეულად მიიჩნევდნენ, აღასრულებდნენ მასზე ქიროტონიას და ამის დამადასტურებელ (დადგინების) სიგელს გადასცემდნენ. ეპისკოპოსად დადგინების ასეთი წესი საეკლესიო პრაქტიკაში იმ დროიდან შემოვიდა, როცა ბერძენ-რომაელმა იმპერატორებმა თავიანთი თავი ეკლესიის დამცველებად გამოაცხადეს. ისინი ეკლესიას მდიდრულ შემოწირულობებს უძღვნიდნენ და მის ფართო პრივილეგიებს კანონით აღიარებდნენ.“ ამაში არცთუ ისე მცირე როლს ასრულებდა რომის სახელმწიფოებრივი სამართლის თგალსაზრისი, რომლის მიხედვითაც 198 §მ0Lს» შეადგენდა საჯარო სამართლის (1V8 ჯსხ11- ლი) ნაწილს და იყო შემთხვევები, როცა ხელმწიფეები, ამ 103 8§80L0I ძალით, უშუალოდ ადგენდნენ ეპისკოპოსებს ან თავის ზემოქმედებას ახდენდნენ მათ გამორჩევასა და დადგინებაზე,?? ან კიდევ, როცა საეკლესიო მსახურებსა და ერს თავის ეპისკოპოსად ღირსეული პირი სურდათ, ისინი ამ პირს ნიშნავდნენ.25 ხშირად, მსგავსი დანიშვნები ხელმწიფის მხრიდან, გარემოებათა ზეგავლენით იყო განპირობებული.:7 ისეც ხდებოდა, რომ ეპისკოპოსებს არ ჰქონდათ ურთიერთთანხმობა იმ პირთან მიმართებით, ვისაც შეეძლო გამოთავისუფლებული საეპისკოპოსო კათედრა დაეკავებინა და მაშინ ეკლესიაში წამოჭრილი უთანხმოების აღსაკვეთად – რაც არცთუ იშვიათად იმპერიის სიმშვიდეს ემუქრებოდა – იმპერატორები იძულებულნი ხდებოდნენ საკუთარი ხელისუფლების ძალით დაენიშნათ ეპისკოპოსი ან მისი არჩევა რომელიმე სხვა სამთავროს ეპისკოპოსთა კრებისათვის დაევალებინათ.29 ცნობილია, რომ იმპერატორმა ზენონმა 482 წელს, ეპისკოპოს სტეფანეს მოკვდინების შემდეგ, ანტიოქიელებს ეპისკოპოსის არჩევის უფლება ჩამოართვა და ეს უფლება პატრიარქ აკაკის გადასცა, ანტიოქიის ეპისკოპოსთა კრებას კი ამ ქმედების წინააღმდეგ ხმა საერთოდ არ აღუმადლებია.29 ბევრ შემთხვევაში თავად ეკლესიაც უპროტესტოდ სცნობდა ეპისკოპოსის დანიშვნას იმპერატორის უფლებად, რადგან ეს არ ეწინააღმდეგებოდა მოციქულთა 30-ე კანონის განწესებას (არც VII მსოფლიო კრების მე-3 კანონისას). რამეთუ ეს განწესება მიმართული იყო არა ხელმწიფეთა, არამედ არჩევნებზე სამოქალაქო ჩინოვნიკების მხრიდან ძალმომრეობითი ზემოქმედების წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან გამოიცა რამდენიმე კანონებრივი განწესება, რომლებიც თავისი შინაარსით ამტკიცებდა ხელმწიფეთა ამ უფლებას ეპისკოპოსთა დადგინებისას. იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ (963-969), პატრიარქსა და მასზე დაქვემდებარებულ ეპიკოპოსებს შორის ეპისკოპოსის გამორჩევის თაობაზე წარმოშობილი შუღლის გამო, განსაკუთრებული ნოველა გამოსცა, სადაც ნათქვამია, რომ იმპერატორი შემდგომში თავად წარმოაჩენს კანდიდატებს გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასანიშნად, ეპისკოპოსთა კრებამ კი მათ მხოლოდ გამოცდა უნდა ჩაუტაროს და მათზე საეპისკოპოსო ქიროტონია ადასრულოს.% იმპერატორმა ისააკ ანგელოსმა, რწმუნებული საეკლესიო ხელისუფლების თხოვნის შედეგად, 1187 წელს გამოსცა იმპერატორის ბრძანებულება ეპისკოპოსის არჩევის შესახებ და ხელმწიფეს ეკლესიის მიერ მისთვის მიკუთვნებული უფლება შეუნარჩუნა.3?! მსგავსადვე, კონსტანტინოპოლის სინოდის ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც პატრიარქ იოანე XII დროს 1317 წლის ივლისში შედგა, ეპისკოპოსის არჩევა საზეიმოდ იქნა აღიარებული მის უფლებად.7? ამგვარად, მართლმადიდებელ ეკლესიაში სამუდამოდ დამტკიცდა ახალი ეპისკოპოსების, მიტროპოლიტებისა და პატრიარქების დადგინებისას ხელმწიფეთა უფლებად ის, რომ მათ დაემტკიცებინათ სამართლიანი წესით გამორჩეული კანდიდატი ეპისკოპოსობაზე ან თავადვე წარედგინათ კანდიდატი, ანუ განესაზღვრათ იგი ეპისკოპოსად, რის შემდეგაც ეპისკოპოსთა კრება მის შესაძლებლობებს განიხილავდა და თუ მიიჩნევდა მას ეპისკოპოსობისათვის ღირსეულად, ხელთ დაასხამდა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარს იტყოდა მის დაწესებაზე და მაშინ ამას სხვა პირის დადგინება მოჰყვებოდა.33 შენიშვნები:

1. II06”ი1C, ლ00011160დ0650M1C#8LC, I, 348-349.

"იმჟამად ალექსანდრიის ეპიკოპოსის უფლება ვრცელდებოდა ოთხ საეკლესიო სამთავროზე: ეგვიპტეზე (აღმოსავლეთის), ლიბიაზე, პენტაპოლსა და თებაიდაზე (ზემო ეგვიპტე). ყოველ მათგანს, თავის მხრივ, საკუთარი მიტროპოლიტი ჰყავდა მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებით. ალექსანდრიის ეპისკოპოსი შედიოდა პრივილეგირებულ ეპისკოპოსთა შორის. ეპისკოპოსთა ასეთი განსაზღვრა არსებობდა ნიკეის კრების დროს; შემდგომში მათ პატრიარქები ეწოდათ.

2. )ხხგივ8., ტლიი1. იიიLX8 4808, I. 72 IMI1-Xი, 5, C., L. 25, 001. 377-380).

3. კრების გადაწყვეტილება შედის კრების ეპისტოლეში. იხ. რუსული თარგმანი /I0988##% 806X. 006, I, 189 4. ძველ საეკლესიო იურიდიულ წყაროებში ეპარქიად” იწოდება მიტროპოლიტის სამთავრო, რომელსაც რამდენიმე ეპისკოპოსი ემორჩილება. #ძთ. CMXM8V>., II, 238.

5. ამ ეპისტოლეში ნათქვამია: „როცა ვინმე მღვდელმსახურთაგან გარდაიცვლება, შეიძლება მათ ადგილზე დაშვებულ იქნენ ისინიც, ვინც ახალმოსულია ეკლესიაში, თუკი აღმოჩნდება, რომ ღირსნი არიან, და თუ ერი ამოირჩევს. თუმცალა, ეს უნდა მოხდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის თანხმობითა და დამტკიცებით; ყველა სხვასაც აქვს ამის უფლება სწეპისკოპოსებს1)“. შდრ. (0988#8% 8007. 006., I. 189. სარწმუნოა, რომ ბალსამონმა ვერ შეამჩნია ეს კანონი, რაკი ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ ნიკეის კრების მამები ერს უკრძალავდნენ ეპისკოპოსის არჩევაში მონაწილეობის მიღებას. #თ. CM8V., II, 123.

6. „ჩვენმა მოციქულებმა იცოდნენ უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესაგან, რომ უთანხმოება მოხდებოდა ეპისკოპოსობის სახელის გამო. სწორედ ამ მიზეზით, მიიღეს რა წინასწარცნობა, დაადგინეს ზემოდასახელებული მსახურები და შემდეგ მიუსადაგეს კანონი, რომ როცა ისინი განუტევებენ, სხვა გამოცდილმა კაცებმა აიღონ თავის თავზე მათი მსახურება. ასე რომ, უსამართლოდ მივიჩნიოთ მსახურების აკრძალვა იმათთვის, რომლებიც თვით მოციქულთა მიერ არიან დადგინებულნი ან მათ შემდეგ სხვა ღირსპატივსაცემი კაცების მიერ მთელ ეკლიესია»- სთან თანხმობით, და ქრისტეს სამწყსოს უმწიკვლოდ ემსახურებოდნენ”. CI90100XL19... იი. 1 3ძ ლ0X9%ს., 6.44 წMIდიი, 8. წ. , 1. 1, Cი1. 296, 297), შდრ. II907910, I2გLოთ 4005%10100”VI 0იიX8,. IIხ1იდ8ი, 1855, ი. 114, 116.

7.VIII, 4.

8.ბევერეგია ამ ადგილს ურთავს კვიპრიანეს ეპისტოლიდან შემდეგ შენიშვნას: „მღვდელმოწამე კვიპრიანეს ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ამ კანონით არის დადგენილი, იმ დროს მკაცრად იმარხებოდა, თანაც, მოციქულთა გადმოცემის საფუძველზე და თითქმის ყველა სამთავროში ეპისკოპოსთა დასადგინებლად აუცილებლად იკრიბებოდა იმ სამთაგროს ყველა უახლოესი მეზობელი ეპისკოპოსი. ის კი, ვინც მობრძანებას ვერ ახერხებდა, აგზავნიდა ეპისტოლეს განსახილველ დადგინებასთან დაკავშირებით, სადაც გამოხატავდა თავის თანხმობას, ეჭვს, ან უთანხმოებას. გარდა ამისა, იმისათვის, რომ შეკრებილთ ეპისკოპოსი გამოერჩიათ, აუცილებელი იყო მართლმორწმუნე ერის დასწრება კლერიკოსთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მოსაწონად. ალბათ ასე იყო, მრევლიც ესწრებოდა და კლერიკოსთა საძმოც, ანუ საეკლესიო დასი და ერი თავიანთ აზრს აწოდებდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა ხელთ იყო და მხოლოდ მათგან, ერთადერთთაგან, გამორჩეული პირი შეიძლებოდა ყკოფილიყო ხელთდასხმული საღვთო ერის (მრევლის) თანდასწრებით, მაგრამ არა უშუალოდ მისი არჩევით... ალბათ ასე იყო, მრევლი ესწრებოდა, რათა დაემოწმებინა საეპისკოპოსო კანდიდატის ცხოვრების შესახებ... თუ მას ეპისკოპოსთა მიერ გაკეთებული არჩევანი არ მოსწონდა, მაშინ იგი თავის არგუმენტებს წარმოადგენდა გამოსარჩევი პირის წინააღმდეგ და ეს არგუმენტები საჯაროდ იხილებოდა. მაგრამ უფლებამოსილება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა, მაინც ეპისკოპოსებს ეკუთვნოდათ, და რადგანაც მრევლის მოწმობის საფუძველზე, როცა მას ეპისკოპოსები გამოკითხავდნენ, გამორჩეულები ან იდგნენ, ან იცემოდნენ, სწორედ ამით ამტკიცებს კვიპრიანე, რომ მრევლს ჰქონდა ძალაუფლება აერჩია ღირსეული მღვდელმსახურნი ან უკუეგდო უღირსნი. გარდა ამისა, ის ამტკიცებს: „ჩვენ ვიცით, რომ საღვთო ავტორიტეტიდან გამომდინარე, მღგდელმსახურის გამორჩევა მრევლის თანდასწრებით უნდა ხდებოდეს ყველას თვალწინ, და როგორც ღირსეული და ნიჭმიმადლებული, საჯარო ბჭობითა და მოწმობით იქნეს მოწონებული...” და ტექსტის მცირეოდენი შუალედის შემდგომ: „ღმერთი ბრძანებს, რომ მთელი საკრებულოს თანდასწრებით მოხდეს მღვდელმსახურის დადგინება, ანუ იგი შეგვაგონებს, რომ არ აღესრულოს კურთხევა გაუცნობიერებლად, დამსწრე ქრისტიანული საზოგადოების დახმარებით გამოვლინდეს დანაშაულებრივი მანკიერებანი ან დასახელდეს სათნოებათა დამსახურებანი და ამდენად ხარისხში აყვანა იყოს სამართლებრივი და კანონებრივი, როცა გავლილი იქნება გამოცდა საყოველთაო განბჭობითა და განაჩენით. ამრიგად, აქ ნათქვამია, რომ მთელი მართლმორწმუნე ერი ესწრებოდეს და ეპისკოპოსის გამორჩევა მისი დამოწმებით დასტურდებოდეს”. 80იიX06წII. 9IV6 L80ძილ0L80, II, ტიო»ის., ს. 47.

9. CI»ილი», თი87, იი. 80 C8098I06ი503 8ძ სჯიIი0Vიიძვიი 6160(10ი6I 5. 8891111 (IM1Cიიტ, 8. წ. L. 37, ილიI. 84, 85).

10. ქალკედონის კრების მე-11 საქმე. იხ. I(088##. 3060». 006., IV, 253-254.

11. 82511). M. ძლი. 194 IM1ლიი«, §.წ., L. 32, ლ0I. 703).

12. 50-ე კანონი. იხ. ამ კანონზე ზონარას განმარტება. #4თ.CMX»,, III, 426.

18. მოც. 36 და ამ კანონზე ჩემი განმარტება.

14. ლაოდ. 13. „მდაბიოთა თავყრილობას“, ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, ეკრძალება არა მარტო ეპისკოპოსების, არამედ მღვდლების არჩევაც“ (#თ.CMX7,ი, III, 183).

156. M#იV. CXXIII, იიი. 1: „ვადგენთ, რომ ეპისკოპოსის დადგინებისას, იმ სამთავროს კლერიკოსებმა და წარჩინებულმა მოქალაქეებმა, რომლისთვისაც უნდა მოხდეს ეპისკოპოსის დადგინება, სამი პირის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება..., რომ ამ სამ პირთაგან, ვის შესახებაც მიღებულია ასეთი. გადაწყვეტილება, საუკეთესო იყოს დადგინებული ერთი მხრივ ამორჩევითა და მეორე მხრივ დამდგინებლის (მიტროპოლოტის|) გამოცდილების საფუძველზე". 038511100”. 11ხ. III, LIჯ. I, C. 3.

16. იხ. იოანე სქმოლასტიკოსის 87-თავიანი კრებული, თავ. 28. – 50 ტიტლოვანი ნომოკანონი, 8. – ბალსამონის სქოლიოები 23-ე თავზე, 1 ტიტ. XIV ტიტლოვანი ნომოკანონისა. – საჭეთმპყრობელი, თავი 42 (დასახ. თხშზ,, II, 18) 17. იხ. მოც. 30-ე კანონის განმარტება: საჭეთმპყრობელი (I, 8) 18. 4თ.CM#8X., IV, 493. 19. იხ. მე-5 შენიშვნა. , 20. MIMI0310ხ 6 MVIIი+L., 4018 იი». Cიო9(8XL., I. 535. 91. იმგი, II, 345. 22. LIL89>ძა1ი1, XI, 243. 23. 1848 წ. გამოცემა, გვ. 24. 24. Cიძ. L, 24 (იიძ. I იიიძი8., XVI, 2), 25. XV5M10., M0V. VI, ი»8ი/. შდრ. C. L, სსიხLი, ლს»8ს8 ძი» I09(1(ს(10ი0რი (L61ი»!ლ, 1856,1857). 8ძ. I, §.75.

26. ამის შესახებ მრავალრიცხოვანი მოწმობა იხ. 7. 1ხიX3551ი, V0C6LM5 6L X0V8 0601. 915 1011ი8. X. II, 1I1ხ. II, «.6.

27. C0იი5180LI1ი1 ი. 80 =წჯიიძ. ტიL1იის, (Lს50ხ11, 06 VILგ Cიი5L2»L. III, 61 IMIღხი, §. წ., L. 20, ლ01. 1133-1136).

28. მაგ. იმპერატორ არკადის მიერ ოქროპირის დანიშვნა ( 50იX2წ., II15L. 80C1. VI, 2) ან იმპერატორ თეოდოსი დიდის მიერ ნეკტარიოსის დანიშვნა ( 500X2L, LI5Lხ. 6011. V, 8; 5070Mი., M15L. იიCI. VII, 7, 8) (500X9L, LM15L. 6CC1. VI, 2 IMIცხტ, 5. წ., L. 67, იი1. 661-665; იი1. 576; 1429, 1433-1436).

29. Iხიიცხვი., Cს-იი. 3ძ 8»ი. 973 (იძ. შმი»ი», I, 199).

30. 7იი8»X., ტიი11სII XVI, 25 IM1დხი, 5. წ., L. 135. იიI 117-1211I.

31. ტთ. CM8IX., V, 314; 7გლხგომტ, ჰIVI5 ლ», – X0I9,, III, 508.

32.MIIIი510ხ 6L MXVI16LX, ტიLგ ივL;. C0ი5LვისL., I, 69.

33. ამჟამად, სახალხო წარმომადგენელთა მონაწილეობით ეპისკოპოსების გამორჩევა ხდება რუმინეთში (1872 წ. კანონი, მუხ. 1-6), ბულგარეთის საეგზარქოსოში (1883 წ. საეგსარქოსოს დადგ. მუხ. 37-46, შდრ. 1895 წ. საეგზარქოსოს დადგ.) და სიბინის მიტროპოლიაში (1869 წ. დადგ. §§ 87, 97-105). აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ეპისკოპოსებს გამოარჩევენ ადგილობრითვ მთავარეპისკოპოსთა სინოდები: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესახებ იხ. კანონიზმი 1860 წ. წევ. 4, ხოლო სხვათა შესახებ იხ. ჰ. 511ხიიგწ1 (Vი-წგიისილ 0იძ ცწიყიი- VმXVIწ0იL 805(:82იძ ლგჯიიიL1. #IIიხიი ძი5 0-6თ(5. Lვ2იძაის%, 1865. 5. 23). რუსეთის შესახებ – იხ. 1721 წ. 14 თებერვლის და 1822 წ. 21 იანვრის ბრძანებულებანი; საბერძნეთის შესახებ კანონი 1852 წ. მუხ. 3; სერბეთის შესახებ იხ. კანონი 1890 წ. წევ. 24, და კარლოვეცკის მიტროპოლიის შესახებ – დეკლარატორია 1779 წ. წევ. 21 და 9. C53-010V1095, 518V0ი16#. IL, 84. ბუკოგინო-დალმატინოს მიტროპოლიაში ეპისკოპოსი ინიშნება ავსტრიის იმპერატორის მიერ, მთავარეპისკოპოსთა სინოდი კი დანიშნულის თვისებებს იხილავს და როცა მას ღირსეულად მიიჩნევს, ახდენს მის ხელთდასხმას და გასცემს მასზე რწმუნების (დადგინების) სიგელს. იგივე უფლება ეკუთვნის ავსტრიის იმპერატორს რომაელ-კათოლიკე ეპისკოპოსთა მიმართებითაც (1856 წ. ავსტრიის კონკორდატი, § 19). ასეთივე უფლება აქვთ (MიXIი2L100510- იჩL) ხელმწიფეებს რომაელ-კათოლიკე ეპისკოპოსებთან მიმართებით საფრანგეთში, ბავარიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ა.შ. (იხ. I». L. II. VიIIიწ, Lიხხსის ძივ IIICსიიIX60M(5. ჯოგ)ხს»ყ 10, 8I., 1881, §. 563-564). უფრო ძველ დროში ეპისკოპოსების დანიშვნის შესახებ რომაელ-კათოლიკე იმპერატორების უფლებაზე იხ. X. ძი M8Xი2გ, 08 იითიიLძ12 5300Xძ. 6 1იიი., 11ხ. VIII, ი. 10, 14, 15, 16, 19 (L-ძ. X-§3115, 1704, იგი. 1233 და შემდგ.).

PDF გვ. 163 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

იმათ მიმართ, რომლებიც თავიანთ ეპარქიებში ეპისკოპოსებმა ეკლესიასთან ერთობიდან განაყენეს, – სამღვდელონი იქნებიან ისინი თუ საერონი, – დაცულ უნდა იქნეს კანონი, რომელიც აწესებს, რომ ერთის მიერ განკანონებული არ უნდა იქნეს სხვების მიერ შეწყნარებული. თუმცაღა, გამოძიებული უნდა იქნეს სულმოკლეობით, შუღლით, ან ეპისკოპოსის მხრიდან სხვა რაიმე უკმაყოფილების ნიადაგზე ხომ არ მოხდა მათი განპატიჟება. ამრიგად, რათა ამის შესახებ მოხდეს სათანადო გამოკვლევა, სათნოდ გვიჩანს, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორგზის ჩატარდეს კრება და სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა, ერთად შეკრებილმა, განიხილოს ასეთი სადავო საქმე და ამ განხილვის შედეგად ეპისკოპოსის წინაშე დამნაშავედ მიჩნეული პირი ყველას მიერ საბოლოოდ იქნეს მიჩნეული ზიარებისათვის უღირსად, სანამ ჯეროვნად არ ჩათვლის ეპისკოპოსთა კრებული მის მიმართ უფრო ლმობიერი განაჩენის გამოტანას. აღნიშნული კრებები კი უნდა იმართებოდეს: ერთი დიდმარხვის წინ, რათა ყოველივე გულნაკლულობის აღმოფხვრის შემდეგ შესწირონ ღმერთს წმინდა მსხვერპლი, მეორე კი – შემოდგომაზე. (მოც. 12, 13, 16, 32, 33, 34, 37; II მსოფლ. 2, 6; IV მსოფლ. 17, 13, 19; ტრულ. 17; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 6, 7, 8, 11, 20; ლაოდ. 40, 41, 42; სარდ. 9, 13; კართ. 11, 18, 23, 29, 73, 106; სოფ. 1).

ეს კანონი ძირითად ნაწილში იმეორებს მოციქულთა მე-12, მე-13 და 32-ე კანონებს, რომელთა მიხედვითაც ერთი რომელიმე ეპისკოპოსისგან განყენებული არ უნდა იქნეს მეორის მიერ შეწყნარებული; შემდგომ ამისა, მოციქულთა 37-ე კანონს, რომელიც ყოველ ეპარქიალურ სამთავროს განუწესებს წელიწადში ორჯერ საეპისკოპოსო კრების მოწვევას. ეკლესიაში მელეტიანელთაგან წარმოქმნილი უწესრიგობის გამო, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების მე-4 კანონის განმარტებაში, ნიკეის კრებამ საკალდებულოდ მიიჩნია გაემეორებინა ყველა ეს კანონი. ზემოთ დასახელებული კანონების განწესებათა შესაბამისად, ნიკეის ეს კანონიც მიზნად ისახავს: 1) აღკვეთოს ეპისკოპოსთა მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენება მათზე დაქვემდებარებული კლერიკოსებისა და ერისკაცების მიმართ წარმოებულ სამსჯავროზე. ამასთან, ეპისკოპოსთა გადაწყვეტილებით განაწყენებულთ უფლება ეძლევათ აპელაციით მიმართონ იერარქიულ სამთავრო კრებას; 2) აიკრძალოს ერთი რომელიმე ეპარქიალური სამთავროს ეკლესიის საქმის განხილვა სხვა ასეთივე ეკლესიის კრებით. კანონი განაწესებს, რომ ყოველი საქმე, რომელიც არ გადაკვეთს რწმუნებული სამთავრო კრების ფარგლებს, საბოლოო დასკვნით განიხილოს ადგილობრივმა სამთავრო კრებამ; 3) განისაზღვროს ყოველწლიური სამთავრო კრებების მოწვევის თარიღი. იყო შემთხვევები, როგორც ამას კანონი ამბობს, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი კლერიკოსებისა და ერისკაცების საეკლესიო ზიარებიდან განყენებას ახდენდა არცთუ ყოველთვის საფუძვლიანი მიზეზით, ანუ – როგორც ბალსამონი ამბობს ამ კანონის განმარტებაში – ეპისკოპოსური მიკერძოებით.! ამიტომ, კანონი განაწესებს, რომ მსგავს შემთხვევებში საქმე გასარჩევად გადაეცეს სამთავრო კრებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, – როგორც ზონარა განმარტავს ამ კანონის კომენტირებისას, – როცა ასეთი ეპისკოპოსი ჯიუტად დგას თავის აზრზე და არ სურს განყენებული გაათავისუფლოს მის მიმართ გამოტანილი სასჯელისაგან. ასეთ შემთხვევაში კრებას, ჩვენი სჯულისკანონის (L90ნM988, საჭეთმპყრობელი) თანახმად, მართებს გამოკვლევა: „დამსახურებულად იყო გამოტანილი უზიარებლობის სასჯელი თუ სულმოკლეობით, ანუ ეპისკოპოსის განრისხებით ან რაიმე უკმაყოფილების მიზეზით, ან სხვა რაიმე ჩაუდენელი ბრალდებით და, მაშასადამე, ეპისკოპოსის მიკერძოებული ნებით. მიკერძოებული ნებაა, როგორც ითქვა, როცა ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ უზიარებლობით მაინც ისჯება“.3 სამთავრო კრების გადაწყვეტილება საბოლოოა, თუნდაც ის არ ეთანხმებოდეს რწმუნებულ ეპისკოპოსის ნებას, და ამ გადაწყვეტილების აპელაცია შეუძლებელია სხვა საეპისკოპოსო კრებისადმი, რადგან II მსოფლიო კრების მე-2 კანონით, რომელიც თავის მხრივ ნიკეის ამ კანონს ეყრდნობა, ცალკეული სამთავრო ეკლესიის ყველა განხილული საქმე, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ადგილობრივ სამთავრო კრებაზე და არ შეიძლება საეკლესიო წესრიგის დარღვევა საქმის ერთი სამთავრო ეკლესიიდან მეორეში გადატანით. სწორედ, აღნიშნული აზრით განიმარტებოდა ყოველთვის ნიკეის კრების ეს კანონი. სხვათა შორის, ამის შესახებ ჩვენ გვიმოწმებენ კართაგენის სამთავრო ეკლესიის ეპისკოპოსები თავიანთი დამოკიდებულებით რომის ეპისკოპოსისადმი. ასე მაგალითად, როცა რომის ეპისკოპოსმა კელესტინემ – რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო თავის ქმედებებში – აფრიკის ეკლესიის მამებს თხოვნით მიმართა, გაეგზავნათ მისთვის სიქსელი პრესვიტერის აპიარიას წინააღმდეგ გამოტანილი სამსჯავრო განაჩენი, რომელიც ეკლესიის ერთობიდან განყენებით იყო დასჯილი და რომის პაპს აპელაციით მიმართა, რათა გადაესინჯა და გადაწყვეტილება თავად გამოეტანა. კართაგენის 424 წლის კრებამ ამ მოთხოვნას განსაკუთრებული ეპისტოლეთი უპასუხა, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია: „გემუდარებით თქვენ, მომავალში ასე მიამიტად ნუ მოუსმენთ იმათ, ვინც აქედან გესტუმრებათ, და აწ აღარ დაუშვათ თქვენთან ურთიერთობისათვის ისინი, რომლებიც ჩვენ მიერ განყენებული არიან, რამეთუ შენი ნეტარება იოლად დარწმუნდება, რომ ასევე იყო განჩინებული ნიკეის კრებაზეც. თუკი იქ ვხედავთ, რომ ეს ასე უნდა იყოს დაცული უმდაბლეს კლერიკოსთა და ერისკაცთა მიმართებით, მაშინ რაოდენ უფრო მეტად უნდა «ყოს ეს წესი დაცული ეპისკოპოსების მიმართ? ამიტომ, თავის ეპარქიაში ზიარებიდან განყენებულნი ნუ იქნებიან საზიარებლად შეწყნარებულნი შენი სიწმინდის მიერ არამართებული განზრახვით. ზუსტად ასევე კრძალავდეს შენი სიწმინდე, როგორც ეს შენ გეკადრება, პრესგიტერთა და მათი მიმდევარი კლერიკოსების სამარცხვინო გაქცევებს. რამეთუ ეს არ იკრძალება აფრიკის ეკლესიიც მამების არც ერთი განჩინებით. ამასთანავე, ნიკეის კრების განწესება აშკარად უკან, საკუთარ მიტროპოლიტებთან აგზავნის როგორც უმდაბლეს კლერიკოსებს, ასევე, თვით ეპისკოპოსებსაც. გონივრულად და სამართლიანად გადაწყვიტა კრებამ, რომ რა საქმეც არ უნდა აღიძრას, ყველა ისინი თავის ადგილზე უნდა გადაწყდეს, რამეთუ მამები აცხადებენ, რომ არც ერთი ეპარქიალური სამთავრო არ იქნება სულიწმიდის მადლს მოკლებული, რომლის მეშვეობითაც ქრისტეს წმინდა მსახურები გონივრულად ხედავენ სიმართლეს და მტკიცედ იცავენ მას, მით უმეტეს, რომ, როცა ყველას აქვს ნება ადგილობრივი სამსჯავროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თავისივე სამთავროს კრებას მიმართოს, ანდა – მსოფლიო კრებას. და ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ ღმერთი ჩვენი ერთი ადამიანის სამსჯავროს შეაგონებს სამართლიანობას, ვინც არ უნდა იყოს იგი, და უარს ეტყვის ამაზე მრავალრიცხოვან მღვდელმსახურებს, კრებაზე შეკრებილთ? და ჭეშმარიტად, შეიძლება კი სამართლიანი იყოს ეს საზღვარგარეთული სამსჯავრო, რომელიც აუცილებელ მოწმეთა დასწრებასაც კი ვერ უზრუნველყოფს, ან მათი ფიზიკური სისუსტის, ან ხანდაზმულობითი უძლურების, ან სხვა მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობის მიზეზით? იმასთან დაკავშირებით, რომ შენ შეგიძლია ვინმე გამოგზავნო, როგორც შენი სიწმინდის წარმომადგენელი, ჩვენ ვერ ვპოულობთ, რომ მამების თუნდაც ერთ რომელიმე კრებას ამის შესახებ რაიმე დაედგინოს. ის, რის შესახებაც შენ ოდესღაც გვწერდი ჩვენი ეპიკოპოსი ძმის ფავსტინის საშუალებით, რომ არის ნიკეის კრების ასეთი დადგენილება, გაცნობებთ, რომ ჩვენ ვერაფერი მსგავსი ვერ აღმოვაჩინეთ უწმინდესი ძმის, ალექსანდრიის ეკლესიის ეპიკოპოს კირილეს და ვერც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, მისი უწმინდესობის ატიკას მიერ გამოგზავნილ ნიკეის კრების პირველწყაროს ყველაზე ზუსტ ასლებში. ყველა ეს ასლი ჩვენ ჯერ კიდევ მანამდე გაგუგზაგნეთ თქვენ წინამორბედ ეპისკოპოს ბონიფაცეს, ნეტარი ხსოვნა მას! პრესვიტერ ინოკენტისა და იპოდიაკონ მარკელას ხელით, რომლებმაც თავად მოიტანეს ისინი ჩვენთან. ამრიგად, გაითვალისწინეთ ზოგიერთების თხოვნა და ნუღარ გამოგზავნით ჩვენთან თქვენს კლერიკოსებს ჩვენი საქმეების გადასაწყვეტად და ნუ დაუშვებთ ამას იმის გულისთვის, რომ არ თქვან, რომ ჩვენ სოფლის ამაო ამპარტაგნების სული შემოგვაქვს ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიაში, რომელსაც ღმერთის ხილვის მოსურნეებისათვის უბრალოების ნათელი და თავმდაბლობის დღე მოაქვს“.? ამგვარადვე წერდა თავის დროზე კვიპრიანე რომის ეპისკოპოს კორნელისადმი ეპისტოლეში.5 მსგავსი სამსჯავრო გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთა შესახებაც ნიკებს ეს კანონი საუბრობს და, აგრეთვე, ყველა სხვა დანარჩენი საქმეებისათვის, რომლებიც ეხება ცალკეული სამთავრო ეკლესიის საეკლესიო ცხოვრებას (მოც. 37; II მსოფლ. 2) წინამდებარე კანონი განაწესებს პირველი წლიური კრების მოწვევას დიდი მარხვის წინ ხორციელი კვირის ბოლო დღეებში, და არა მეოთხე კვირაში პასექის შემდეგ, როგორც ეს დადგენილია მოც. 37 კანონით, იმისათგის, რომ, კანონის სიტყვებით, „ყოველგვარი უკმაყოფილების შეწყვეტის შემდეგ წმინდა მსხვერპლი შესწირონ ღმერთს“. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ზონარა განმარტებაში ასე ამბობს: „ის ვინც თავს უსამართლოდ განყენებულად თვლის, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება თავისი განმყენებლით, ხოლო მისი განმყენებელი, მოისმენს რა, რომ განყენებული არაკეთილგანწყობით იღებს ეპიტიმიას და დრტვინავგს მის გამო, არ იქნება მისდამი მიუკერძოებელი; ხოლო როცა ისინი ასეთნაირად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი, მაშინ როგორღა შეიძლება მსხვერპლი წმინდა გულით იყოს მიძღვნილი ღვთისადმი? სწორედ ამის გამო არის დადგენილი ერთი კრების მოწვევა დიდმარხვის წინ, მეორე კი შემოდგომაზე“.5 შენიშვნები: 1. ტთ. C#8X., II, 127. 2. სთ. CM9X., II, 126. 3. დასახ. გამოც., I, 33. 4. ეს ეპისტოლე სრულად შეგიძლიათ იხ. ჩემს კრებულში“ გვ. 222-225. 5. 5. CწიII8ი., 6015L. LV 8ძ Cიჯირ სი IMI იი, 5.I., L. 3, იი1. 821, 8221. 6. 4თ. CM8X., II, 125.

PDF გვ. 172 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

დაცულ იქნეს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რომლის თანახმადაც, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყო, რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა დადგენილი. მსგავსადვე, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა |პრივილეგია|. საერთოდ კი ცხადი იყოს ყველასთვის შემდეგი: თუ ვინმე მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე დადგინდება ეპისკოპოსად, ასეთი პირის მიმართ დიდმა კრებამ განაჩინა, რომ იგი ეპისკოპოსად არ უნდა დარჩეს; ხოლო თუ გამორჩევა ეპისკოპოსთა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმრავლესობის აზრი. (მოც.34; I მსოფლ. 4; I მსოფლ. 2,3; II მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36; ანტიოქ. 9,16,19; კართ. 13).

ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისთავად სრულიად ნათელია, V საუკუნის დასაწყისიდან აქამომდე ზოგიერთები ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ გადასხვაფერებული განმარტება მიეცათ. საყურადღებოა, რომ ტექსტი მახინჯდებოდა ხან ანგარებითი მიზნით, რომ სხვებისთვის თავს მოეხვიათ ის აზრი, რაც ზოგიერთებისათვის სასურველი იყო, ხან კიდევ – სოფიზმის გზით მას ისეთი შინაარსი ეძლეოდა, რაც ამ კანონს არასდროს ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს. წინამდებარე კანონი აღმოსავლური კრების კანონს წარმოადგენს, ანუ კრებისა, რომელიც მოწვეული იყო ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში. აქვე აღსანიშნაგია, რომ 318 მამათაგან, მხოლოდ შვიდი იყო დასავლეთიდან, დანარჩენი 311 კი – აღმოსავლეთიდან და მათთვის, როგორც კრების მონაწილეთათვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისათვის, ძველი დროიდან დღემდე, ეს კანონი იყო სრულიად ნათელი და მკაფიო. ჩვენ ვერსად ვნახავთ, რომ ამ კანონის სხვადასხვანაირი გააზრების გამო, კამათი გაემართოთ აღმოსავლელ კანონისტებს ან საერთოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველებს, და ვერც იმას ვხედავთ, რომ ნიკეის კრების მამებს ამა თუ იმ გამოთქმით მისთვის რაიმე განსაკუთრებული აზრის მიცემა სდომოდათ; მაგრამ ასე არ იყო დასავლელ კანონისტებსა და ღვთისმეტყველებთან მიმართებით. განსაკუთრებული თვითნებურობით ამ კანონის განმარტებისას, ის დასავლელი კომენტატორები გამოირჩეოდნენ, რომელთა შუალედური თუ უშუალო ამოცანა რომის მღვდელმთავრის პირველობის (პრიმატის) დამტკიცება და დაცვა იყო, ანუ მსოფლიო ეკლესიაზე მისი ხელისუფლების უპირატესობის აღიარება. რომის მღვდელმთავრის პირველობა ისტორიის პროდუქტს წარმოადგენდა და ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მის შესახებ არაფერი იცოდნენ, როგორც არ იცოდნენ მის შესახებ ამ პირველი მსოფლიო კრების მამებმაც. აღსანიშნავია, რომ კრების ავტორიტეტის წინაშე ქედს იხრიდა (დღემდეც ასე გრძელდება) მთელი ეკლესია – როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური, რამეთუ იგი ყოველთვის, ყველგან და ყველას მიერ აღიარებული იყო როგორც შეუცდომელი მსოფლიო ეკლესიის ხმა და როგორც ჭეშმარიტი განმმარტებელი წმინდა სამოციქულო სწავლებისა. დასავლელთათვის აუცილებელი იყო ამ კრების ავტორიტეტით სარგებლობა, რათა იმათთვის, ვისაც არ სწამდა რომის მღვდელმთავრის უპირველესობისა, დაემტკიცებინათ, რომ მის პირველობას თითქოს ნიკეის კრების მამები აღიარებდნენ და, მაშასადამე, IV საუკუნის პირველი ნახევრის მთელი ეკლესია. ახალი დროის ერთი ცნობილი დასავლელი კანონისტი ამბობს, რომ რომაელი მღვდელმთავრის პირველობა საერთოდ არ საჭიროებდა ნიკეის კრების მხრიდან მის აღიარებას.' მაგრამ ყოველთვის ასე არ თვლიდნენ, როგორც ეს კანონისტი, და ყველაზე ნაკლებად – ეკლესიის გაყოფამდე ხანაში, პირველი ცხრა თუ ათი საუკუნის მანძილზე, როცა განსაკუთრებულ აუცილებლობად მიიჩნევდნენ რომის მღვდელმთავრის პირველობა ნიკეის კრების ავტორიტეტით დაემტკიცებინათ, რადგან სხვა მტკიცებულება იმ დროისთვის მოძიებული არ ჰქონდათ. თუმცა, საყურადღებოა, რომ ნიკეის კრების ოქმებში ერთი სიტყვაც კი არ გვხვდება, რომელიც რომის პირველობაზე იმეტყველებდა და ამიტომ, ცხადია, სამართლიანი გზით შეუძლებელი იყო სასურველი მიზნის მიღწევა, მაგრამ ამის მიღწევა სხვა გზით შეიძლებოდა, რაც გაკეთდა კიდეც. კრების ოქმებს შორის მოიძებნა ეს (მე-6) კანონი, სადაც მოიხსენიება უფლება უპირატესი ეპისკოპოსებისა. ამასთანავე ნათქვამია, რომ არავის აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს მათ ამ უფლებით სარგებლობაში, განსაკუთრებით კი – ალექსანდრიის, ანტიოქიის და ყველა სხვა უპირატესი ეკლესიის ეპისკოპოსებს, რომელთაც შეუძლიათ თაგიანთი უფლებით ისარგებლონ გარკვეულ საეკლესიო სამთავროებში ისეთივე დამოუკიდებლობით, როგორი დამოუკიდებელი და თვითმყოფიც რომის ეპისკოპოსია. როგორც ვხედავთ, ამ კანონშიც არ არის საუბარი უპირველესობაზე, თუმცა, მოიხსენიება რომის ეპისკოპოსი, რითაც ზოგიერთებმა არ დააყოვნეს გამოეყენებინათ ეს თავიანთი მიზნებისათვის; ამის მიღწევა შეიძლებოდა, თუ მიზანმიმართულად ჩადებდნენ განმარტებაში სასურველ შინაარსს, ან თვით კანონის ტექსტს შეცვლიდნენ იმდენად, რომ მასში მათი მიზნის დამადასტურებელი პასუხი ყოფილიყო. იმ დროს, როცა სამეცნიერო კრიტიკა არ იყო განვითარებული, ამ მეორე ხერხით ისარგებლეს, ხოლო შემდგომ, როცა სამეცნიერო კრიტიკა განვითარდა – უკვე პირველს მიმართეს. IV მსოფლიო კრებაზე (451 წ.) რომის ეპისკოპოსის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პასქაზინი, იმისათვის, რომ დაემტკიცებინა რომის მღვდელმთავრის უპირატესობა და ამაში ქალკედონელი მამები დაერწმუნებინა, მიმართავს ნიკეის კრების გადაწყვეტილებებს, რომელმაც თითქოს აღიარა ეს უპირატესობა და თავისი ჩანაწერებიდან წაიკითხა ნიკეის მე-6 კანონი ასეთი ტექსტით: „რომის ეკლესიას ყოგელთვის ჰქონდა პირველობა, შესაბამისად ეს პირველობა ეკუთვნის ეგვიპტესაც...“ (600109518 ILზიჯიმი8 500000 ხვმხს!ს XIII 8ხსი; L6003ხ 101L0X 6ს #40წ”Vნ- CV08...). იმის შესახებ, თუ როგორი პასუხი გაეცა პასქაზინს ქალკედონის კრებაზე და როგორი აღშფოთება გამოიწვია კანონის ტექსტის ასეთმა დამახინჯებამ, ჩვენ ვისაუბრებთ ქალკედონის კრების 28-ე კანონის განმარტებაში.2 დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ფალსიფიკაციას არცთუ ისეთი წარმატება მოაქვს და მაშინ სხვა გზა იქნა არჩეული. დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ამ კანონის ორიგინალიდანაც, ანუ გაუყალბებელი ტექსტიდანაც, შეიძლება რომის მღვდელმთავრის უპირატესობის დამტკიცება. ამ მიზნით სამი საუკუნის წინ გამოჩნდა ვრცელი ლიტერატურა, რომელიც აქამდეც ვითარდება.3 ამასთან, ცდილობენ ყოველგვარი მიკერძოებული მიდგომითა და სოფიზმით დაამტკიცონ, თითქოს ეს კანონი რომის მღვდელმთავრის უპირატესობას ამტკიცებს და, შესაბამისად, თითქოს მთელი ეკლესია, აღმოსავლეთისაც და დასავლეთისაც, IV საუკუნის დასაწყისშიც კი ამ უპირატესობას აღიარებდა. მაგრამ ყველაფერი ეს უნაყოფო გარჯაა და არსებითად იგივე ფასი აქვს, რაც ქალკედონის კრებაზე წარმოდგენილ ფალსიფიკაციას. ჩვენ აქ არ შევუდგებით დასავლური შეხედულებების უარყოფას და მისი უსაფუძვლობის მტკიცებას.1 ეს შეხედულებები იგივე დასავლელმა მწერლებმა უარყვეს, ვინც კი ცდილობდა საქმისათვის ობიექტურად შეეხედა. მათ შორის იყო აწ განსვენებული დოქტორი ჰეფელე, როტინბურგელი ეპისკოპოსი, მსოფლიო და სხვა კრებების ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე. თავის თხზულებაში C0%01110ი 8050ჩ16იL0, კერძოდ კი, ნიკეის ამ (მე-6) კანონის განმარტებაში, ამბობს: „ეს კანონი არ უყურებს რომის ეპისკოპოსს, არც როგორც პაპს და არც როგორც ქალაქ რომის უბრალო ეპისკოპოსს, არამედ ერთ-ერთ დიდ მიტროპოლიტთაგანს, რომელსაც ექვემდებარება არა ერთი, არამედ რამდენიმე პროვინცია ერთად“.9 ეს არის სრულიად მართებული გააზრება | მსოფლიო კრების მე-6 კანონის შინაარსისა. ასე ესმოდათ და ამჟამადაც ასე ესმით იგი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტებსა და ღვთისმეტყველებს.

ამ მოკლე შენიშვნის შემდეგ, რაც ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა, გადაგდივართ თვით კანონის განმარტებაზე.

ეს კანონი, ისევე როგორც ორი წინა, მელეტიანური განხეთქილების გამო მიიღეს. მათი განმარტებიდან ჩვენ ვნახეთ, რაში მდგომარეობდა დასახელებული განხეთქილება, რომლის წამომწყებიც მელეტი იყო. მან თავისი ხელისუფლება მასზე დაუქვემდებარებელ საეკლესიო სამთავროებზე გაავრცელა, რითაც საკუთარ თაგვს ნება მისცა დაერღვია ალექსანდრიელი ეპისკოპოსის უფლება იმის შესახებ, რომ თავისზე დაქვემდებარებულ საეკლესიო სამთავროებში ეპისკოპოსები თავად დაედგინა. ნიკეის კრების მოწვევისას, მელეტის მიერ უკვე ოცდაცხრა ეპისკოპოსი იყო ხელთდასხმული ალექსანდრიელი ეპისკოპოსის სამთავროებში. განსაჯეს რა მელეტი, კრებას კანონით უნდა გამოერიცხა მსგავსი სახის ქმედების გამეორება და ეზრუნა ალექსანდრიელი ეპიკოპოსის უფლების დაცვაზე თავის სამთავროში და, ზუსტად ასევე, სხვა უპირატესი ეპიკოპოსების უფლებისთვისაც, რომლებიც ასევე განაგებდნენ საეკლესიო სამთავროებს მათში შემავალი საეპისკოპოსოებით. როგორი იყო ნიკეის კრების მიმდინარეობისას ალექსანდრიელი ეპისკოპოსის უფლება? ის არ იყო ჩვეულებრივი მიტროპოლიტის უფლება იმ აზრით, როგორსაც გამოთქვამს ამ კრების მე-4 კანონი, ანუ ერთ განსაზღვრულ სამთავროზე (პროვინცია) მირროპოლიტის უფლება. ალექსანდრიელი ეპისკოპოსის უფლება სამ სამთავროზე ვრცელდებოდა, კერძოდ, როგორც ეს კანონშია ნათქვამი: ეგვიპტეზე, ლიბიასა და პენტაპოლისზე; თითოეულ მათგანს კი თავისი მიტროპოლიტი ჰყავდა მასზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებით.9 ალექსანდრიის ეპისკოპოსისა და, საერთოდ, ალექსანდრიის ეკლესიის ამ უფლებას, კანონი გამოთქვამს როგორც პრივილეგიას (IIVII6618) ამ ეკლესიისას. შესაბამისად ამისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი პრივილეგირებულ ეპისკოპოსთა რიცხვში შედიოდა. ეპისკოპოსების ასეთი განსაზღვრა არსებობდა ნიკეის კრების დროს, შემდგომში კი მათ პატრიარქები ეწოდათ. საერთოდ, ძნელია სრული სიზუსტით იმის გარკვევა, თუ რაში მდგომარეობდა მაშინ ალექსანდრიელი ეპისკოპოსის პრივილეგია, რადგან ამასთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებანი გამოითქმებოდა, თუმცა, უმთავრესად – ორი: ერთი მოსაზრებით ამ კანონში საუბარია მიტროპოლიტის ჩვეულებრივ უფლებებზე, მეორე მოსაზრებით კი – პატრიარქის უფლებებზე.? პირველ მოსაზრებას, სხვათა შორის, იზიარებდა ბევერეგიაც თავის შენიშვნებში ამ კანონის მიმართ.98 მიუხედავად დიდი პატივისცემისა ბევერეგიასადმი, რომლის მოსაზრებითაც, როგორც ეს ადვილი დასანახია, ჩვენ ხშირად ვსარგებლობთ კანონების განმარტებისას, მაინც არ შეგვიძლია ამ შემთხვევაში მის აზრს დავეთანხმოთ. ამის მიზეზს ჩვენ ქვემოთ წარმოვაჩენთ. მეორე აზრს ბალეზიასზსაფუძველზე, სხვათა შორის, იზიარებს ჰეფელეც." იგივეს ამტკიცებს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში.'' ჩვენ ვიზიარებთ ამ უკანასკნელის აზრს; რა თქმა უნდა, არა იმაში, რომ ნიკეის კრება ამ კანონით ეკლესიაში საპატრიარქო ღირსებას აწესებს, არამედ იმაში, რომ იგი იწყნარებს და ასანქციონირებს მიტროპოლიტების განსაკუთრებულ, უაღრეს უფლებებს უპირატესად აღიარებულ ეკლესიებში. ამასთანავე, ამ მიტროპოლიტებს თავ-თავიანთი იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარებული ჰყავდათ არა მხოლოდ ეპისკოპოსების გარკვეული რაოდენობა, არამედ ჩვეულებრივი მიტროპოლიტებიც, რომლებსაც თავად ჰყავდათ ეპისკოპოსები დაქვემდებარებაში.

კანონში ნათქვამია,რომ ალექსანდრიელ ეპისკოპოსს თავისუფლად შეეძლო ესარგებლა ყველა თავისი უფლებით აღმოსავლეთ ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში. ეს სამი პროვინცია, რომელთაც ათანასე დიდი მიაკუთვნებს კიდევ თებაიდას (ზემო ეგვიპტე),'? სიტყვის ფართო მოაზრებით შეადგენდა ეგვიპტის დიდ პოლიტიკურ სამთავროს (დიეცეზს). ეს სამთავრო ექვემდებარებოდა პრაეფეცტო ორიენტის და მისი მთავარი ცენტრი ალექსანდრია იყო. მაშასადამე, საზღვრები, სადამდეც ალექსანდრიის ეპისკოპოსის გავლენა ვრცელდებოდა, იგივე იყო, როგორიც ეგვიპტის დიდი პოლიტიკური სამთავროსი (დიეცეზის). ეს სამთავრო თავის მხრივ, როგორც უკვე ითქვა, შედგებოდა ოთხი პოლიტიკური პროვინციისაგან, რომელთაგან თითოეული თავის განსაკუთრებულ საეკლესიო სამთავროს შეადგენდა და მის მთავარ ქალაქში იმყოფებოდა სამთავროს პირველი ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი; ხოლო იმის შესახებ, რომ ამ მთავარ პროვინციალურ ქალაქებში ნამდვილად იყო თავისი განსაკუთრებული მიტროპოლიტი, ანუ თითოეული დასახელებული პროვინცია: ეგვიპტე (აღმოსავლეთის), ლიბია, პენტაპოლისი და თებაიდა შეადგენდნენ ჩვეულებრივ სამიტროპოლიტო სამთავროს თავიანთი მიტროპოლიტებითა და მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებით, ამას გვიმოწმებს, სხვათა შორის, ისტორიაში მოხსენიებული იქაურ მიტროპოლიტთა სახელები. უწინარეს ყოვლისა, ამის შესახებ გვიმოწმებს იგივე მელეტი ნიკოპოლელის სახელი, რომლის ქმედებებმაც გამოიწვია ნიკეის წინამდებარე კანონის მიღება და რომელიც, როგორც ცნობილია, თებაიდის მიტროპოლიტი იყო.13 იგივეს ამოწმებს სიდერიას სახელი, რომლის შესახებაც ათანასე დიდი ამბობს, რომ მან იგი დაადგინა პენტაპოლისში პტოლემაიდის მიტროპოლიტად.“ ეს და სხვა მოწმობები! საკმარისია ზემოთქმულის დასამტკიცებლად, ანუ დასამტკიცებლად იმისა, რომ თითოეულ ოთხ დასახელებულ პროვინციას თავისი მიტროპოლიტი ჰყავდა, რომლებიც, ამ კრების განჩინებით, მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებითურთ დამოკიდებულნი იყვნენ უმაღლეს მიტროპოლიტზე; როგორც უბრალოდ ამბობს წინამდებარე კანონი – ალექსანდრიის ეპისკოპოსზე. დასახელებული ეპისკოპოსების დამოკიდებულება ალექსანდრიელ ეპისკოპოსზე შეიძლება გააზრებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვეგაში, როცა მხედველობაში იქნება მიღებული იმდროინდელი ყველა ისტორიული პირობა. თანაც, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ამ კრების მე-4 კანონიც, რომელიც უწყვეტ კავშირშია წინამდებარე (მე-6) კანონთან. ამიტომ აღნიშნული დამოკიდებულება უმთავრეს საკითხში შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: დასახელებულ სამიტროპოლიტო სამთავროებში, რომლებიც ალექსანდრიის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდნენ, მკაცრად უნდა იყოს დაცული თითოეული ამ სამთაგროს რწმუნებული ეპისკოპოსის უფლება ისე, რომ არავის შეეძლოს ეპისკოპოსის ხარიხის მიღება თითოეულ სამთავროში, თუ ის არ იქნება ამ სამთავროს რწმუნებული ეპისკოპოსის ნებართვით კანონიკურად არჩეული თვით სამთავროს კრების მიერ. მაგრამ ამ არჩევას კიდევ სჭირდება მთავარი დამტკიცება, რომლის უფლებაც აქვს ალექსანდრიის ეპისკოპოსს, როგორც უპირატესი ეკლესიის მიტროპოლიტს. ამ დამტკიცების გარეშე არც ერთი ეპისკოპოსი არ შეიძლება დადგინდეს მისი სამთავროს საზღვრებში (აღმოსავლეთი და ზემო ეგვიპტე, ლიბია და პენტაპოლისი). თუმცაღა, თვით ალექსანდრიის ეპისკოპოსიც, ჩვეულებრივი მიტროპოლიტების შესახებ კანონიკურად დადგენილი წესიდან გამომდინარე, თავის მხრივ ვერავის აკურთხევს ეპისკოპოსის ხარისხში, თუ ამის შესახებ წინასწარ არ გაიგო აზრი იმ მიტროპოლიტისა, ვისი იურისდიქციის ქვეშაც მოუწევს მოღვაწეობა ახალ ეპისკოპოსს. გარდა ამ უმაღლესი გადაწყვეტილების მიღების უფლებისა, ყოველი ეპარქიალური ეპისკოპოსის გამორჩევისას ალექსანდრიის ეპისკოპოსს თვით მიტროპოლიტების ხელთდასხმის უფლებაც ჰქონდა მასზე დაქვემდებარებულ სამიტროპოლტტო სამთავროებში.15 აი, რა განაჩინა ნიკეის კრებამ, როგორც ალექსანდრიის ეპისკოპოსთან, ასევე, სხვა უპირატესი ეკლესიების ეპისკოპოსებთან მიმართებით. ამის შემდგომ მსოფლიო კრებებზე, განსაკუთრებით IV მსოფლიო კრებაზე, ყველაფერი ზუსტად და დაწვრილებით იქნა ნორმირებული, როგორც ამას იმ კრების კანონების განმარტებებში ვიხილაგთ. დაადგინა რა აღნიშნულ სამთაგროებში ალექსანდრიის ეპისკოპოსის უფლება, კანონი ბრძანებს, რომ ამ უფლებას სრული ძალმოსილება უნდა ჰქონდეს, რამეთუ, ჩვეულების თანახმად, (იიივსისს#ი 05, წ6Vიხ»იხ01L5008551> თს59L6ML) იგივე ძალაუფლება აქვს რომის ეპისკოპოსსაც, ანუ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება არსებობს რომის ეპისკოპოსსა და მასზე დაქვემდებარებულ საეკლესიო სამთავროებს შორის. რომელი იყო ეს საეკლესიო სამთაგროები, რომლებიც იგივე დამოკიდებულებაში იყვნენ რომის ეპისკოპოსთან, როგორც ეგგიპტე, ლიბია და პენტაპოლისი ალექსანდრიის ეპისკოპოსთან? ამ საკითხის ირგვლივაც დიდი კამათია დასავლელ კანონისტებს შორის და მასში გარკვევა მართლმადიდებელი კანონისტისათვის ძალიან ძნელია. IV საუკუნის დასავლელ ისტორიკოსსა და ეპისკოპოსს, რუფინს, რომელიც რომში ცხოვრობდა, წინამდებარე ნიკეის კანონი თავის საეკლესიო ისტორიაში შემდეგნაირად მოჰყავს: „ალექსანდრიაშიც და რომშიც შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია, რომ იქაურმა (ეპისკოპოსმა) მზრუნველობა გაუწიოს ეგვიპტეს, აქაურმა კი – სუბერბიკალურ (ქალაქისპირა)! ეკლესიებს. რადგანაც საეკლესიო დაყოფაც სახელმწიფო სამოქალაქო-პოლიტიკურ დაყოფას შეესაბამებოდა, ამიტომ ამასთან შესაბამისობაში სუბერბიკარული ეკლესიები იმ პროვინციებში იყო განთავსებული, რომლებიც IV საუკუნის პირველ ნახევარში რომის გარეუბნებად ითვლებოდნენ და დამოკიდებული იყვნენ რომის ქალაქის მთავარზე (თი06თ0X> 100089, 0X90100LV05 0Iხ15)“. მაგრამ ზოგიერთ ახალ კანონისტს ასეთი სივრცე ფრიად მცირედ მოეჩვენა და ამიტომ დაიწყო მტკიცება, რომ რომის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა არა ის პროვინციები, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ 0X80160Lხ95 VIხ15, არამედ ისინი, რომლებიც ემორჩილებოდნენ VII8118 VIILხ15 (88M601%M#X%XV 1000XM8, ქალაქის მეფისნაცვალს). ასეთები კი იყო: C8ო009018, ILI6(LVIII8 0ხ 0VIიიხI1მ, -1ი6ისო §სხსXხ1CმX8IXი, 516ს11მ, /ჯნVII18 0% C818- ხX18, L,ს08018 66 8XVIM19, მმთიი1სი, 58Iძ)1ი18, C0X5108, V 810L198, სულ ათი პროვინცია,1ზ ან სხვა სიტყვებით – სამხრეთ იტალია და კუნძულები: სიცილია, კორსიკა და სარდინია.!? ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს, რომ ნიკეის კრებამ აღიარა რომის ეპისკოპოსის ხელისუფლება დასავლეთ სამთავროებზე – „რომის ეპისკოპოსი პირველობს დასავლეთ სამთავროებში“ (008005 6019000V05 0X8005Lს 0001ძ6იL811ხV5 0X0V100115).2? მიგვაჩნია, რომ ბალსამონის ეს სიტყვები იმათ აზრს ამტკიცებს, ვინც თვლის, რომ რომის ეპისკოპოსს ნიკეის კრების დროს ემორჩილებოდა ყველა ის პროვინცია, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ VIM9XI15 სXხ18 და შესაბამისად ემორჩილებოდა ყველა ამ პროვინციის მიტროპოლიტი. როცა საუბრობს ალექსანდრიისა და რომის ეკლესიების უპირატესობაზე, კანონი დასძენს, რომ ზუსტად ასეთივე (§5Iი1I1L0L) უპირატესობა უნდა ექნეს ანტიოქიის ეკლესიას და სხვა აღნიშნული სამთავროების ეკლესიებსაც. თუ რამდენად დიდი იყო ანტიოქიის ეკლესიისადმი დაქვემდებარებული სამთავრო, კანონიდან არ ჩანს, მაგრამ ანალოგიის მიხედვით, რაც კანონით განჩინებულია ალექსანდრიის ეპისკოპოსის სამთავროსათვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიოქიის ეპიკოპოსს დამორჩილებული სამთავრო თანახვედრი იყო აღმოსავლეთის სამთავროს (910000815 CXI- 0იVხ15) პოლიტიკური საზღვრებისა, რომლის მთავარი ქალაქიც ანტიოქია იყო, და ეგვიპტის მსგავსად ემორჩილებოდა აღმოსავლეთის მთავარს (0X90100LV§ 0IL16ი- %18). ამ სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა: X8108M1ი89, 5XX18, წ ხი6ი1018, #XLმხ18, CII1I018, I158სI18, M03000%8Xი18, 05-X06ი8, სსიიIX8LC0515 6ხ CV0II8.2! იყო თუ არა ყველა ამ პროვინციაში თავისი მიტროპოლიტი, რომელიც თავის მხრივ ანტიოქიის ეპისკოპოსზე იყო დაქვემდებარებული, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ იმის შესახებ, რომ პალესტინაში არსებობდა ცალკე მიტროპოლია, სადაც მთავარი ქალაქი კესარია იყო, ამას იორონიმე ამოწმებს, რომელიც აღნიშნავს, რომ კესარიელი მიტროპოლიტი ამ ნიკეის კრების მე-6 კანონის თანახმად ემორჩილებოდა ანტიოქიის მთავარ მიტროპოლიტს.2?

კიდევ რომელი იყო სხვა ეკლესიები, რომელთა პრივილეგიებიც დაცული უნდა ყოფილიყო, როგორც ამას კანონი ამბობს? ვემხრობით რა ისევ იმ აზრს, რომ ნიკეის კრების მიმდინარეობისას საეკლესიო სამთავროების საზღვრები განისაზღვრებოდა პოლიტიკური საზღვრებით და ამასთანავე მხედველობაში გვაქვს ისიც, რაც აღმოსავლეთთან დაკავშირებით II მსოფლიო კრების მე-2 კანონი გვეუბნება, ხოლო დასავლეთთან დაკავშირებით კი ისტორიული მოწმობები გვამცნობენ, სრული დამაჯერებლობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი პრივილეგირებული ეკლესია იყო ხუთი: სამი აღმოსავლეთში და ორი დასავლეთში, კერძოდ შემდეგ სამთავროებში: აზიის საკონსულოში, პონტოში, თრაკიაში, იტალიასა და აფრიკის საკონსულოში. პირველი სამი სამთავრო პოლიტიკური მიმართებით დამოკიდებული იყო აღმოსავლეთის მთავარზე (=96თ0X18 800108, 0XL86700105 0X106იL15), ისევე როგორც ეგვიპტისა და ანტიოქიის სამთავროები, მეოთხე – იტალიის მთავარზე (0X80ჯ06ი0%ს§8 IL81190) და შეადგენდა განსაკუთრებულ V10CმI18LV8 IL81180, VI108II8Lს§8 15%0X08C-სთან ერთად, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. მეხუთე სამთავრო წარმოადგენდა დამოუკიდებელ საკონსულო სამმართველოს. აზიის საკონსულო ცალკე პროვინციას შეადგენდა, სადაც მთავარი ქალაქი ეფესო იყო და ამ ქალაქში იყო განთავსებული აზიური სამთავროს მთავარი მიტროპოლიტის რეზიდენცია. პონტო ექვსი პროვინციისგან შედგებოდა; მთავარი ქალაქი კაპადოკიის კესარია იყო, სადაც სამთაგროს მთავარი მიტროპოლიტის რეზიდენცია მდებარეობდა. ამავე სამთავროში (პონტოში), ბითვინიის მთავარ ქალაქ ნიკეაში ასევე იყო მიტროპოლიტი, მაგრამ მხოლოდ ტიტულოვანი, ჩვეულებრივი სამიტროპოლიტო უფლების გარეშე. თრაკია ხუთი პროვინციისაგან შედგებოდა, რომლის მთავარ ქალაქსაც ჰერაკლია წარმოადგენდა (II06L80118) თავისი განსაკუთრებული მიტროპოლიტით. იტალია, რომლის შემადგენლობაშიც შვიდი პროვინცია შედიოდა (LIწსX18, #0%ი1I18, II8Iი1ი18 560 LIი0ისთ მიიი0იმსიი, V6ი6L189, 41005 CიLL186 6ხ სLI8ძV06 LLX09L18) და მთავარი ქალაქი მილანი (M6ძ1018ი სი) იყო, განსაკუთრებულ VI08II8MV5-ს წარმოადგენდა და დამოკიდებული იყო იტალიის მთავარზე (0X801060%V0§ IL891186).2 დაბოლოს, აფრიკის საკონსულო, დაყოფილი ოთხ სამთავროდ (40108 0IX00VXIL18, MსIი1ძ18, M8სXIხ8ი18 C8098XCი515 6 M8V0X1L8ი18 51LI”0ი515), მთავარი ქალაქით – კართაგენით. კართაგენის მიტროპოლიტი უმთავრესი იყო მთელი აფრიკის საკონსულოსათვის (XIXI85 VIიIV6IL586 #ML1086); ამის გარდა იყო კიდევ ერთი მიტროპოლიტი, რომელსაც მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნდა; რადგან ასეთ მიტროპოლიტად ყოველთვის ცხადდებოდა ეპისკოპოსთაგან უხუცესი, ამიტომ სამიტროპოლიტო რეზიდენციაც იქ მდებარეობდა, სადაც უფრო ასაკოვანი ეპიკოპოსის კათედრა მდებარეობდა.2შ ეს მიტროპოლიტები (ეფესოს, კესარია კაპადოკიის, ჰერაკლიის, მილანისა და კართაგენის) ნიკეის კრების დროს სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ, თვითმყოფადნი და სარგებლობდნენ იგივე უფლებებითა და უპირატესობით, როგორითაც რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსები.

ამრიგად, დაამტკიცეს რა უპირატესი ეკლესიების უფლება, ნიკეის კრების მამებმა, რათა საბოლოოდ აღეგავათ მელეტის მიერ გამოწვეული უწესრიგობანი, რაც მის მიერ ეპისკოპოსების თვითნებურ დადგინებას მოჰყვა, განაახლა ამ თავისი კანონით ის, რაც ძირითადად გადმოცემულია მე-4 კანონში. ისინი ბრძანებენ, რომ ეს განწესებანი შეწყნარებული ყოფილიყო უპირობოდ ყველა მათგანის მიერ გამონაკლისის გარეშე, და რომ ყველა მათგანს ისინი თვალწინ ჰქონოდა. სახელდობრ, საუბარია იმაზე, რომ ეპისკოპოსად დადგინდეს მხოლოდ ის, ვინც კანონიკურად არის გამორჩეული რწმუნებული საეპისკოპოსო კრების მიერ მმართველი მიტროპოლიტის ნებართვით, მიუხედავად იმისა, მდებარეობს ეს კათედრა ერთერთ უპირატეს ეკლესიაში, რომელთა შესახებაც საუბარია კანონში, თუ ჩვეულებრივ, ანუ განსაკუთრებული პრივილეგიის არმქონე ეკლესიებში; ხოლო იმის შესახებ, ვინც ეპისკოპოსი გახდება რწმუნებული მიტროპოლიტის ცნობისა და ნებართგის გარეშე, კანონი აწესებს ასეთი პირის დადგინებას არამართებულად. გაითვალისწინეს რა ისეთი შემთხვევაც, რომ გამორჩევა შეიძლება არ მოხდეს ერთხმად და საეპისკოპოსო კრებაზე ორი, ან სამი პირი კამათმოყვარეობისადმი მიდრეკილების გამო გამორჩევას შეწინააღმდეგებოდა, კანონი, ასეთ შემთხვევებში ბრძანებს მოწინააღმდეგეებისათვის ჟურადღებამიუქცევლად გადაწყდეს გამორჩევა უმრავლესი ხმით, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი კანონიკური წესითაა აღსრულებული.

ფენიშვნები:

1. L2 ილივ90L66 ძა იმიტ ძ'ვ!100I5 ი”2VIL 025 ხ0501ი ძი 12 X0660ი08195983000 ძა C00C116 (ძი MIი0ი0) - ვჯიხიხ§ C. ნხIIII05 თავის ძი ძX0იIL 06C010513510M96 ძ2»95 505 0II0C1065 8000-8280X (0აXI5, 1855, (-8ძსIL იმ» CIის701), II, 28. ამის დასამტკიცებლად, ანუ დასამტკიცებლად იმისა, რომ რომის პაპის პირველობა მთელ ეკლესიაზე არ საჭიროებს მსოფლიო კრების მიერ შეწყნარებას, ფილიპე ეყრდნობა პაპის ერთ დეკრეტს! ასე ამბობს და ამტკიცებს თავის არგუმენტს ფილიპე, რომელიც ითვლება ჩვენი დროის ერთ-ერთ პირველ კანონისტად.

2. ეს ფალსიფიკაცია ჩვენ სხვას გვაგონებს, მის მსგავსს, რომელიც ნიკეის კანონებზეა შეთხზული შუა საუკუნეებში და ამჟამად მიუღებელია თვით რომაელი კანონისტებისთვისაც: „ამრიგად, სამოციქულო საყდრის პირგელობა, წმინდა პეტრეს დამსახურების ძალით, რომელიც ითვლება მოციქულთა თავად და რომის სახელმწიფოს მშვენებად, დაამტკიცა წმინდა კრების ავტორიტეტმა“. სხვათა შორის, დასავლეთში პასქაზინის მიერ ქალკედონის კრებაზე წარმოდგენილი არგუმენტების გარეშეც, ნიკეის წინამდებარე (მე-6) კანონს იმ საუკუნცებში მიიჩნევდნენ, როგორც რომის პაპის უპირატესობის განმაცხადებლად, რასაც გვიმტკიცებს თვით კანონის სათაური XII508 Cმიიისი V6I5I0-51, სადაც აღნიშნულია: ძი იIIიი28(V 000105186 LIXითმოვმ06 (V0C0III LC IV05(0)I, სIხ11იLხიი2 6LC, I, 284). ამავე სულისკვეთებით წერდნენ კრების კანონების კომენტატორებიც. XVII საუკუნეში ფრანგმა ღვთისმეტყველმა ძ. C23ხ85- 8სLIV9 კარდინალ გრიმალდის სურვილით გამოსცა თავისი კაპიტალური ნაშრომი: M0იXI413 ი00105195L1098 LI5ჭი=I8XV, Cსი010-VI 01 68ი0MVIი0 1IIV166 60118%0XVMXი 0C%0., სადაც განმარტავს რა ნიკეის მე-6 კანონს, ამბობს: „ნიკეის კანონის სიტყვები: იროგორც ეს ჩვეულებრივ რომის ეპისკოპოსს“, – უნდა გავიგოთ იმ მნიშვნელობით, რომ ზემოხსენებული ხელისუფლება ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში ალექსანდრიის ეპიკოპოსს იმიტომ ეძლევა, რომ ამ უფლებას მას ჩვეულებრივ რომის ეპისკოპოსი ანიჭებს“ (029, 1838, I, 173), მაშასადამე, ალექსანდრიის ეპიკოპოსს ნიკეის კანონში მოხსენიებული უფლებით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფლება მას რომის ეპისკოპოსმა მისცა! ეს მკრეხელურ მტკიცებას ჰგავს, რომ თითქოს რომის ეპისკოპოსს (კლიმენტი I) ძალაუფლება გააჩნდა თვით იოანე მახარებელზეც კი და რომ ეს უკანასკნელი რომის ეპისკოპოსზე იყო დამოკიდებული, – რაზეც ჩვენ უკვე სხვა ადგილას ვისაუბრებთ (თხზ. „კირილე და მეთოდი“, გვ.109). 3. ბევრი მონოგრაფია, რომელიც ამ საკითხს ეხება, აღნიშნულია დასახელებულ თხზულებაში Mი1IIIი§, II, § 69; სხვათა შორის ამას უნდა დავუმატოთ II9I910, C0MC1116ი 605CM10Mი%0, I, 389-403.

4. უცნაურ მოვლენას წარმოადგენს წიგნი, გამოცემული I». II, M25950ი, 10» XIIIიმL ძი§ ს5იჩი!§ Vიი Lით სიძ ძ!ი 21(ლ0ი გ08LCხე1IIIიხნტი. LI) 801(X2– »სL C050M10ხLი ძიL IIIიL8I-ლM16, 1I5ხ0509ძ0L6 »IL LსILI8ILიIVIC ძია 50M5(0ი Cმი0ი5 ძი5 06X5(6) 311000106 CითიCII5 Vით MICგმ (8იიი,1853), – ვამბობთ უცნაური მოვლენა, რამეთუ ნამდვილად შეუძლებელია შედარებაც კი მწერლის მდიდარი კანონიკური განსწავლულობისა და მის მიერ გამოვლენილი ობიექტურობისა, რომელსაც ის ავლენს, სხვათა შორის, მისი, მეცნიერებისათვის ესოდენ ძვირფას, კანონიკური სამართლის თხზულებაში C950ხ10სL6 ძი» 09M0IIიი ძი§ Cგი. X9866ML§ (CL28L7, 1870) – სრულიად დაუჯერებელი სოფიზმით, რომელსაც იგი ავითარებს ზემოდასახელებულ თხზულებაში, სადაც ცდილობს დაამტკიცოს ის, რაშიაც, როგორც ჩანს, თვითონაც არ არის დარწმუნებული. ჰეფელესაც კი, რომელიც, საერთოდ, რომის პაპის პირველობის მომხრეა, არ ძალუძს არ მიანიშნოს მაასენს მის მიერ გაკეთებულ გადაჭარბებულ დასკვნებზე ნიკეის ამ კანონიდან პაპის უპირატესობის სასარგებლოდ. ასე მაგალითად, მაასენის მიერ ქალკედონის კრებაზე დაყრდნობისა და ზემოხსენებულ შენიშვნაში ნიკეის მე-6 კანონის მისებური წაკითხვის გამო, ჰეფელე აღნიშნავს შემდეგს: „უეჭველია, დოქტორი მაასენი ძალიან შორს შედის იმის მტკიცების სურვილით, რომ ქალკედონის კრება თითქოს კატეგორიულადაც კი ამტკიცებს ნიკეის კრების მეექვსე კანონის რომისებურ გააზრებას, რომლის მიხედვითაც მასში, ასეგე, ჩადებულია პრიმატის აღიარება”, და მოჰყავს რა ის არგუმენტი, რაც იმავე (ქალკედონის) კრებაზე იმპერატორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იქვე თავად უმატებს: „დოქტორი მაასენი ამტკიცებს, რომ იმპერატორის წარმომადგენლების ამ სიტყვებში არის იმის აღიარება, რომ უკვე ნიკეის მეექვსე კანონმა ნამდვილად ცნო პაპის უპირატესობა ყველა დანარჩენის წინაშე, მაგრამ საქმე სრულიად სხვაგვარადაა. წარმომადგენლები... არ ამბობენ სახელდობრ, რომ ნიკეის მეექვსე კანონის ორიგინალური ტექსტი შეიცავს პრიმატის რაიმე მტკიცებულებას ან აღიარებას”, C0იCI110იღი50ს1იჩხსLი, I, 403.

5. დასახ. თხზ,, 5. 397.

6. #ი»თ»იL2VI0ი05 V 310511 19 II1=L. 001. 5=07»0X06X15, III, 1 წIM1Iთფიი, §. დ., L. 67, C01. 10331.

7.ამ სხვადასხვა აზრის გარჩევა იხ. სს XI», 08 გიხIწ–ს8 9001. ძ!501იIIოვ (ლ01ი»ი., 1691). 0155. I, §14, ი. 83 და შემდგ.

8.>. 51V06 1გიძიისგი, II, #იიიL., ი. 49-63.

9.0ხ50XV2110005 0000105125L1026 1) 500210 CL 50იჯითიისი, 11ხ. III, C.1.

10. L-60Iი1ი, C00C01116>050M10%(08. I, 390 ძგ 5ძიოძყი.

11. ტფ. CM»X., II, 129-130, 12. 0 IIი, დასახ. თხზ.,, პ. 23, 13. M325950», დასახ. თხზ,., 5. 21.

14. იქვე, 8. 20 და შემდგ.

15. იქვე, 5. 26-28.

16. ხს LIთ პარაგრაფში, მიტროპოლიტის უფლებებისა და პრივილეგიების შესახებ, როცა ამ საკითხს იხილავს, ამბობს: „პირველი და უძველესი უფლება მიტროპოლიტისა – ეს არის ეპისკოპოსების დადგინება (თავის) სამთავროში“. ეფუძნება რა მამებისა და ეკლესიის განმანათლებლების ნაშრომებში ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კანონსა და შესაბამის ადგილს, იგი დასძენს: „ნათქვამიდან ცხადია, რომ ეპისკოპოსების დადგინება მიტროპოლიტების ჩვეულებრივ უფლებასთან არის დაკავშირებული, და არა პატრიარქებისა. თუმცადა, ეს უკანასკნელნი უკვე ძველ დროში შეეცადნენ ამ სფეროში შეჭრას; ასე მაგალითად, ალექსანდრიის საჭეთმპყრობელი 400 წლის შემდეგ აწესებდა ეპისკოპოსებს არა მხოლოდ ეგვიპტისათვის, არამედ ლიბიისა და პენტაპოლისისთვისაც. რომის პატრიარქი ინოკენტი | ანტიოქიის პატრიარქს თავის მე-18 ეპისტოლეში ასეთ რჩევას აძლევს: ამრიგად, ჩვენ გირჩევთ, საყვარელო ძმაო, რომ როგორც შენ მიტროპოლიტებს ადგენ შენი საკუთარი ხელისუფლების საფუძველზე, ასევე არ მიგეცა უფლება შენი ცნობისა და თანხმობის გარეშე ვინმე ეპისკოპოსად დადგენილიყო“. ამ უფლებას ინოკენტი ისაკუთრებს მასზე დაქვემდებარებულ სამთავროებში და როცა თავისი საქმიანობის საფუძველზე მსჯელობს სხვების მიმართ, თვლის, რომ ანტიოქიისას (პატრიარქს) ეს უფლება წართმეული აქვს. როგორც არ უნდა ყოფილიყო, რომაელი ეპისკოპოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არავინ უნდა დაწესებულიყო მათ საპატრიარქოში მათი თანხმობის გარეშე. ისინი ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ თესალონიკელ ეპიკოპოსს, რომელიც აღმოსავლეთ ილირიკეში თავიანთ ვიკარიად (რწმუნებული, მოადგილე, ქორეპისკოპოსი) დანიშნეს და მისგან მოითხოვდნენ, რომ მას არ დაეშვა არც ერთი დადგინება ამ ადგილებში თავისი ნებისა და თანხმობის გარეშე... იგივე უფლება მიისაკუთრა კონსტანტინოძოლელმა საჭეთმპყრობელმა მისდამი დაქვემდებარებულ დიეცეზებში... ეს უფლება კი წესით მიტროპოლიტებს ეკუთვნით და არა პატრიარქებს. მაგრამ დროთა განმავლობაში რომაელმა მღვდელმთავრებმა მოიწადინეს – მართალია დიდი წინააღმდეგობის გარეშე – მთელ დასავლეთში ეპისკოპოსების დადგინების უფლების ხელში ჩაგდება და ნელ-ნელა გააუქმეს კიდევაც ამაზე მიტროპოლიტების უფლება“. დასახ. თხზ. L. 64 და შემდგ.

17. 1LსIIიI, LII5ხ. ილლI., L, 6 IM1Iდიი, 5. 1., L. 21, 01. 472-4751).

18. სას II», დასახ. თხზ., X. 24.

19. „საგარეუბნო სამთავროები“, „საგარეუბნო ეკლესიები“ და „საგარეუბნო ადგილმდებარეობა“ - ამათ შესახებ სხვადასხვა აზრი იხ. პეფელთან C0»%CII10იწ05CM1CMLი, I, 398 და შემდგ.

20. #თ. CX#XV,, II, 129.

21. ხს IXIი, დასახ. თხზ,, L. 23.

22. თუ არ ვცდები, იქ განისაზღვრება, რომ პალესტინის მიტროპოლიტი იყოს კესარიელი, ხოლო მთელი აღმოსავლეთისა – ანტიოქიელი. II10X0ი., 6M. 61 3ძ სვი!I260ხ IMIთიტ, 5. 1., L. 991.

28. ს XI, დასახ. თხზ., L. 24. #Lხვიმ5., იი. მძ 5011(8X10§ (M1ღიტ, 5. ყ., 1. 25, ლ01. 692 და შემდგ!

24. ხს ILIი, დასახ. თხზ,, L. 25-28.

PDF გვ. 175 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

ვინაიდან დამტკიცებულია ჩვეულება და უძველესი გადმოცემა, რომ პატივი მიეგოს ელიის' ეპისკოპოსს, ამიტომ მომავალშიც შეურყევლად მიეგოს მას პატივი მიტროპოლიტისათვის მინიჭებული ღირსების შენარჩუნებით. (მოც. 34; II მსოფლ. 2; IV მსოფლ. 12; ტრულ. 36; ანტიოქ. 19).

ბევრი გარემოება – და უმთავრესად პოლიტიკური ხასიათისა – იყო იმის მიზეზი, რომ ეკლესიათა შორის უძველესმა და დედამ დანარჩენი ეკლესიებისა – იერუსალიმის ეკლესიამ, თავიდანვე ვერ დაიკავა იერარქიაში ის ადგილი, რაც მას თავისი მნიშვნელობით ეკუთვნოდა. მოციქულთა ხანაში იერუსალიმის ეკლესია იყო სამიტროპოლიტო ყველა ეკლესიისათვის იუდეაში, სამარიასა და გალილეაში. მაგრამ ქრისტეს შობიდან უკვე 70 წლის შემდეგ, როცა იერუსალიმის განადგურების გამო ქრისტიანები იძულებული გახდნენ საბერძნეთის პატარა ქალაქ პელაში გადასულიყვნენ, ძველი იერუსალიმის ეკლესიამ დაკარგა ის დიდი მნიშვნელობა, რაც მანამდე ეკავა. შემდგომში, როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) იერუსალიმის ნანგრევებზე დააფუძნა ახალი პატარა ქალაქი ელია (#89011898 C801L0112X8), ამ ქალაქში ჩამოყალიბდა წარმართებისაგან მოქცეული ახალი საეკლესიო თემი თავისი ეპისკოპოსით. მართალია, მას ჰქონდა საკუთარი რეზიდენცია ძველი იერუსალიმის ადგილას, მაგრამ იერარქიულ ურთიერთობაში ისეთი ადგილი არ ეკავა, როგორც ოდესღაც იერუსალიმის ეპისკოპოსს, და ექვემდებარებოდა კესარიის ეპისკოპოსს. კესარია იერუსალიმის დანგრევის შემდეგ პირველი პალესტინის (Lვ8L- 05198 სLII08) მთავარი ქალაქი გახდა, რის შედეგადაც მისი ეპისკოპოსი პირველი პალესტინის სამთავრო მიტროპოლიტის მნიშვნელობითა და ხელისუფლებით სარგებლობდა. მასვე ემორჩილებოდა ქალაქი იერუსალიმიც (ელია)?. ასეთი იყო იერუსალიმის ეპისკოპოსის იერარქიული მდგომარეობა ნიკეის კრების დროს. ამ კრებამ თავისი მე-6 კანონით დააწესა უპირატეს ეკლესიებს შორის იერარქიული დამოკიდებულება და შეუერთა მათ იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსიც, როგორც იმ ქალაქის ეპისკოპოსი, რომელიც ეკლესიის დამფუძნებლის სიცოცხლითა და სიკვდილით იყო განწმენდილი. ამ კანონის დასაწყისში კრება აცხადებს, რომ დამტკიცდა ჩვეულება და ძველი გადმოცემა იმის შესახებ, რომ ყოველთვის გამორჩეული პატივი მიეგოთ წმინდა ქალაქის ეპისკოპოსისათვის. იმ მიზნით, რომ მომავალშიც შენარჩუნებულიყო ეს პატივმიგება, კრება კანონით განუწესებს იერუსალიმის ეპისკოპოსს ისარგებლოს კუთვნილი პატივითა და ყველაფერ იმით, რაც ამ პატივთანაა დაკავშირებული, – ამ სამთავროს ეკლესიის სხვა ეპისკოპოსებს შორის, ანუ აღიარებს იერუსალიმის ეპისკოპოსისათვის პირველობის პატივს სამთავროს ყველა სხვა ეპისკოპოსთა შორის. რადგან იმ დროს ელია ანუ იერუსალიმი ჯერ კიდევ იკავებდა პოლიტიკურ ურთიერთობაში მეორეხარისხოვან მდგომარეობას, სამთავრო ქალაქს კი კესარია წარმოადგენდა, ხოლო ვინაიდან საეკლესიო-სამთავრობო განმგებლობას თავი იქ უნდა მოეყარა, სადაც სახელმწიფო მთავრობა იქნებოდა განთავსებული, ამიტომ კრება იერუსალიმის ეპისკოპოსს არ, ანიჭებს მიტროპოლიტის ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებას უწინდებურად კვლავ კესარიის ეპისკოპოსს უნარჩუნებს. თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება იერუსალიმისა და კესარიის ეპისკოპოსებს შორის შედარებით მცირე ხანს გრძელდებოდა და უკვე!!! მსოფლიო კრებაზე ეს დამოკიდებულება სხვაგვარად დადგინდა, ხოლო IV მსოფლიო კრებაზე იერუსალიმის ეპისკოპოსის უფლება გათანაბრებული გახდა სხვა უპირატესი საყდრის პატრიარქების უფლებებთან, თანაც იერუსალიმის პატრიარქმა მათ შორის პატივსაცემი ადგილი დაიკავა. იქიდან დაწყებული მას ეკუთვნის კესარიის, სკითოპოლის და პეტრას მიტროპოლიტებისა და, აგრეთვე, პალესტინის სამ პროვინციაში ეპისკოპოსების დადგინების უფლება, კესარია შემდგომშიაც დარჩა პალესტინაში პირველ მიტროპოლიად (ყოველ შემთხვევაში პატივმიგების მხრივ) და კესარიის მიტროპოლიტს საპატრიარქოში დღემდეც, პატრიარქის შემდგომ პირველი ადგილი უკავია. შენიშვნები: 1.იერუსალიმის. 2.იხ. ამ კანონის შესახებ ბევერეგიას შენიშვნები. IX. 81VC Mითძიი(იი, II, ტითიის., ი. 63-67.

PDF გვ. 185 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს წმინდანებს უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელთდასხმის შემდეგ ისინი სასულიერო დასში დარჩნენ, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო ერთობაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისაც და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც ხელთდასმულნი იქნებიან დასში, სოფლებსა თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ. თუკი ზოგიერთი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდება, სადაც უკვე არის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მაშინ ცხადია, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ექნება საეპისკოპოსო ღირსება, ხოლო ეგრეთ წოდებულ „წმინდანების“ ეპისკოპოსს – სამღვდელო პატივი; მაგრამ თუკი ადგილობრივი ეპისკოპოსი სასიკეთოდ ჩათვლის, შეუძლია დაუტოვოს მას ეპისკოპოსის სახელის პატივი; ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ადგილობრივი ეპისკოპოსი ამას არ ინებებს, მაშინ გამოუყოს მას ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რათა საეკლესიო კრებულში მისი ჩარიცხვა ნათლად ჩანდეს. ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს. (მოც. 68; II მსოფლ. 7; ტრულ. 95, VII მსოფლ. 14; ანკვირ. 13; ნეოკეს. 14; ანტიოქ. 8,10; სარდიკ. 6; კართ. 47, 57, 66, 69, 99; ბასილი დიდ. 1, 47, 89; თეოფილე ალექს. 12). კათარებად („წმინდანებად“, Mძმთი0ს %M#6XI#), იგივე ნოვატიანელებად იწოდებოდნენ ნოვატისა და ნოვატიანოსის მიმდევრები. პირველი იყო კართაგენის ეკლესიის მღვდელი; მეორე – II საუკუნის რომის მკლესიისა.! თუ რაში მდგომარეობდა მათი ცდომილება, ამას თვით კანონი ამბობს, სახელდობრ: გადამეტებული სიმკაცრის სულით შეპყრობილნი, ისინი სამუდამოდ უარყოფდნენ იმ პირთა ეკლესიაში მოქცევის უფლებას, რომლებიც დევნილობის ხანაში ქრისტიანულ რწმენას განუდგნენ, – რამდენიც არ უნდა მოენანიებინათ მათ ამის შემდეგ. გარდა ამისა, ნოვატიანელები მიუტევებელ ცოდვად თვლიდნენ მეორედ ქორწინებას. ყველას, ვინც მეორედ დაქორწინდებოდა პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სამუდამოდ ეკრძალებოდა, როგორც უღირსს, წმინდა ზიარების მიღება. სწორედ ამაშირომ მდგომარეობდა ნოვატიანელთა ცდომილება, ამას სხვათა შორის, ეპიფანე? და ავგუსტინეც? მოწმობენ. ნოვატიანელები თავად უწოდებდნენ საკუთარ თავს წმინდანებს, ასევე უწოდებდნენ მათ ირონიულად მართლმადიდებლებიც, – როგორც ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში ამბობს. ნოვატიანელთა ცდომილების შესახებ, ზემოთქმულის საფუძველზე ჩანს, რომ ისინი მწვალებლები არ იყვნენ, რამეთუ მართლმადიდებლური რწმენის დოგმატებში არ შეუცოდავგთ, მაგრამ გამორჩეულად სცოდავდნენ მოყვასის სიყვარულის შესახებ მცნების წინაშე და, მაშასადამე, მხოლოდ სქიზმატიკოსები (განხეთქილებაში მყოფნი, 0მ0#0XVXCV9MIMX%#) იყვნენ.5 ასეთებად მიიჩნევდა მათ ნიკეის კრებაც, ზუსტად ისევე, როგორც თვლის მათ განხეთქილებაში მყოფებად ბასილი დიდი თავის | კანონში. ნიკეის კრება, წინამდებარე კანონით, პირველ რიგში აწესებს, თუ როგორ უნდა მიიღონ მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილებიდან მოქცეული ნოვატიანელი სასულიერო პირები. ამისათვის კანონი იგივე ნორმას ადგენს, რაც უკვე ვახსენეთ მოციქულთა 47-ე და 68-ე კანონების განმარტებებში და რომელიც გამოყენებული იყო ნიკეის მამების მიერ ნიკოპოლის მელეტიანელთა მიმართ, – რაც ჩვენ აღვნიშნეთ ამ კრების მე-4 კანონის განმარტებაში; იგივე ნორმით ხელმძღვანელობდნენ კართაგენის მამები დონატისტების მიმართაც (კართ. 47, 57, 686, 69, 99).

სამღვდელმსახურო კრებულში ნოვატიანელ სასულიერო პირთა მიღების შესახებ კანონი განსაკუთრებით განაწესებს, უწინარეს ყოვლისა, მათზე ხელთდადებას (თთ+X§ X6I0006+0სII6V0სC, Vხ 110 06051L15 0195 ჯივი1ხყ§, IX0 80370:%6CIVVIMIX 1I8 IIIIX 0VIX). არისტინე ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ ეს მათთვის წმინდა მირონის ცხებას ნიშნავს.9ი ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ სიტყვების აზრის შესამეცნებლად ის განმარტება უნდა მივიღოთ, რომელიც გამოთქმული იყო ამ კრების ჩატარების უახლოეს ხანაში, სახელდობრ, VII მსოფლიო კრებაზე. ამ კრების (VII მსოფლ.) პირველ სხდომაზე გამოიტანეს საკითხი ზოგიერთი ეპისკოპოსის შეწყნარების თაობაზე, რომლებიც ადრე ხატთმბრძოლნი იყვნენ, მაგრამ შემდგომში მოინანიეს და იშუამდგომლეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნების შესახებ. ამ საკითხის გამო, სხვადასხგა კანონი იქნა განხილული და სხვათა შორის, წაიკითხეს ნიკეის წინამდებარე კანონიც, და როცა კრებაზე დამსწრეთაგან ზოგიერთებმა იკითხეს, თუ როგორ უნდა გაეგოთ სიტყვა CთCX6 X§(0005ჯ0სII(წV0სC, კრების თავმჯდომარემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტარასიმ უპასუხა, რომ ეს სიტყვა მხოლოდ კურთხევას აღნიშნავს (60#0/I0V), და არა ხელთდასხმას (ქიროტონიას, X6L0010VIV)” ვიღებთ რა მხედველობაში ტარასის განმარტებას, ამ სიტყვების აზრს შემდეგნაირად ვაყალიბებთ: ნოვატიანელ სასულიერო პირთა განხეთქილებიდან ეკლესიაში მოქცევისას, რწმუნებულმა ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მათ თავზე ხელთდადება უნდა მოახდინოს, როგორც ეს მონანიების საიდუმლოს დროს ხდება, და ამ დროს გარკვეული ლოცვა წაიკითხოს, – ეკლესიასთან შემარიგებელი (დაგების ლოცვა, IXII0IVIM60XX6V69V8#9 M0XM#X88). მაგრამ კანონის თანახმად, ეს წესი შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წერილობით აღიარებენ 00% 801L1ILL15), რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას ყოველმხრივ მკაცრად დაიმარხავენ და, მაშასადამე, ყველა თავიანთ წინა ცდომილებას განუდგებიან. მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცეულ ნოვატიანელ სასულიერო პირთა მიმართებითკანონი შემდეგს განაწესებს: ა) ნოვატიანელი ეპისკოპოსები და მღვდლები იმ ადგილებში, სადაც არ არიან მართლმადიდებელი მღვდლები და ეპისკოპოსები, შეუძლიათ დარჩნენ არსებულ ხარისხში და ისარგებლონ იმ იერარქიული ხელისუფლებით, რომელიც მათ ხარისხთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ იქ ყველა სხვა დაბალი ხარიხის კლერიკოსებიც და ერისკაცებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან მოქცეულნი; ბ) თუ რომელიმე ადგილას მართლმადიდებელი ეპისკოპოსიც იქნება და ნოვატიანელებისაგან მოქცეული ეპისკოპოსიც, მაშინ პირველი ინარჩუნებს თავის ღირსებას, ხოლო ნოვატიანელმა მხოლოდ სამღვდელო პატივით უნდა ისარგებლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი საჭიროდ ჩათვლის შეუნარჩუნოს მას ეპისკოპოსის წოდების პატივი, მაგრამ იერარქიულ მთავრობაზე უფლების გარეშე; და გ) თუ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი არ მოისურვებს ნოვატიანელი ეპისკოპოსისათვის წოდების შენარჩუნებას, მაშინ მას ქორეპისკოპოსის ადგილი უნდა მისცეს," ან მღვდლის, და ეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ნოვატიანური განხეთქილებიდან მოქცეული ეპისკოპოსი ფაქტიურად მართლმადიდებლური დასის წეგრი გახდეს და, მეორეც, რომ ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი არ აღმოჩნდეს.

ამ კანონში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეორე განწესებას, სახელდობრ, რომ ერთ ქალაქში არ იყოს ორი ეპისკოპოსი (ი6 1ი CIVILმL6 ძსი §1ის 001500- 1). ასეთი განწესება ეფუძნება ეპისკოპოსის იმ მნიშვნელობას თავისი ეკლესიისათვის, რომლის შესახებაც ჩვენ მოციქულთა რამდენიმე კანონის განმარტებაში ვისაუბრეთ. რომაელი ეპისკოპოსი კორნელი (251-253), ამავე ნოვატიანურ განხეთქილებასთან დაკავშირებით – როცა მღვდელი ნოვატიანოსი (რომელსაც რომში კართაგენელი მღვდელი ნოვატი შეუერთდა) სქიზმატიკოსების მიერ ეპისკოპოსად იქნა დადგენილი – კვიპრიანეს წერდა: M00 6იI1თ )წიიჯმის§ სისი 06სი 0550, სისი Cხი5LV7ი 0996 ს01ი1ის, 0V6Iი 000117051 §ს)ის58, სისი 50IIILსIი §8ი0%LსIი, სისი 0015000VIი 1ი 0მ§ჩი11Cგ CCC10518 0556 ძიხიLC” („ჩვენ ვიცით, რომ ერთია ღმერთი, ერთია უფალი ქრისტე, ერთია სულიწმიდა, ერთი უნდა იყოს ეპისკოპოსიც კათოლიკე ეკლესიაში") შეიტყო რა რომში ნოვატიანოსზე უკანონოდ აღსრულებული ქიროტონიის შესახებ, კართაგენელმა ეპისკოპოსმა კვიპრიანემ მკაცრად დაგმო ეს ქმედება ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, სადაც მას ეკლესიის საერთო კანონი მოჰყავს: „როცა რომელიმე ადგილას დადგინებულია ეპისკოპოსი და მისი დადგინება აღიარებულია ყველა სხვა ეპისკოპოსისა და მრევლის მიერ, მაშინ შეუძლებელია იმავე ადგილზე სხვა ეპისკოპოსის დადგინება“.'მ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რომში ნოვატიოსთან მიმართებით, ამ შემთხვევამ ნიკეის მამებს მიზეზი მისცა ნოვატიანელების (კათარების) შესახებ ამ კანონის მიღებით შეეხსენებინათ, სხვათა შორის, იმ ძირითადი კანონის შესახებაც, რომელიც განაწესებს, რომ ერთ ადგილზე (ხოლო ჩვენი დღევანდელი კანონიკური ტერმინოლოგიით – ერთ ეპარქიაში) შეიძლება მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი იყოს ჭეშმარიტი, სამართლებრივი საეპისკოპოსო იურისდიქციით, და არავითარ შემთხვევაში – ორი.

შენიშვნები:

1. ამ ნოვატიანოსს, რომაელ მღვდლად მოიხსენიებს ზოგიერთი თანამედროვე მწერალიც, ხოლო ძველ დროში მას ასეთად თითქმის ყველა მიიჩნევდა, გამონაკლისის გარეშე. ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს: „ეს ნოვატიანოსი იყო მღვდელი რომის ეკლესიისა, როგორც ამის შესახებ ევსევი პამფილიელი გვიყვება“ (რთ. C#8X. II,134). ევსევი ნამდვილად ამბობს ამას (MI9L. იიC1. VI, 43) IMIთიი, §. ყწ., L. 20, Cი1.616-6291. ამასვე ადასტურებენ სოკრატე (+VXI5L. იიC1. IV, 28) (წM1Iდიიტ, §. დ., L. 67, C01. 537-541), ეპიფანე (-80X. LIX) IM1დიი, §.წ., L. 41, C01. 1017-1037) და ზონარა (#თ. CM#8X., II,134), და ასევე მიიჩნევენ ნოვატის სხვებიც რომის მღვდელმსახურად და ნოვატიანური განხეთქილების დამაარსებლად. თუმცაღა, კვიპრიანეს ეპისტოლიდან (#ი»ი. 43 9L 49 8ძ Cიიისი 8 იი. 49 8ძ #სხი- »18ი.), რომლის დროსაც ეს განხეთქილება წარმოიშვა, ნათლად ჩანს, რომ ნოვატი კვიპრიანეს მღვდელი იყო, ანუ კართაგენელი, და თაგდაპირველად კართაგენში ჩამოაყალიბა განხეთქილება და შემდეგ გაემგზავრა რომში, სადაც შეუერთდა რომის მღვდელმსახურ ნოვატიანოსს, რომელმაც თავის მხრივ, რომში წარმოშვა ასეთივე განხეთქილება. კართაგენელი ნოვატისა და რომაელი ნოვატიანოსისაგან მიიღო სწორედ განხეთქილებამ სახელწოდება ნოვატიანური. სხვათა შორის, ევსევი თავის 258 ოლიმპიადით წარმოდგენილ ქრონიკაში, ქრისტეს შობიდან 155 წელს, თავად უწოდებს ნოვატს კვიპრიანეს მღვდელმსახურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოვატს ის თვლის, როგორც სინამდვილეში არის, – არა რომაელ, არამედ კართაგენელ მღვდლად. სხვა ადგილას იგივე ევსევი (III5L 6001. VII, 7, 8 IMIლიი, 5.წ., L. 20, C01. 648- 653)) ნოვატიანოსს ნოვატის ნაცვლად მოიხსენიებს. იერონიმე თავის C2L21იფს§ §0ILისისი 00C1051250100LV(„ საეკლესიო მწერლების სიაში"), რომელიც ძირითადად იცვსევის თხზულებების მიხედვითაა შედგენილი, ყველაფერ ამას ზუსტად შენიშნავს და ყოველთვის განასხვავებს ნოვატის ნოვატიანოსისგან, მაშინ როცა ევსევი ყოველთვის ურევს ერთმანეთში ამ სახელებს, რაც სარწმუნოა, რომ მათი მსგავსებით აიხსნება. ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ ნოვატი რომის მღვდელმსახურად იწოდება და აგრეთე მიზეზი იმ მცდარი აზრისა, რომ მხოლოდ ის იყო ნოვატიანური განხეთქილების დამაარსებელი. ამ აზრმა ფეხი მოიკიდა ეპიფანედან დაწყებული (347- 403) და აქამომდე. შდრ. 86V0>X0811, L. 5IVC ჩგიძიისჭიი, II, ტიიიLს. 1ი IM. ივი., ი. 69-70. 2. სი!იხვი., IIი32» LIX IMI ირ, 8. წ., ჭ. 41, C01. 1017-1037). 3. ტსწსვს., ძი ხ30>05)ხ95, 0. 38 IM1Iლიტ, §.ყ., L. 42, ლიI. 32). 4. 4თ. CM#M8X., II,135. 5. კანონების სამი უმთავრესი კომენტატორი: ზონარა, არისტინე და ბალსამონი (#0. C#MX., II, 133-136), ხოლო არისტინეს მიხედვით ჩვენი საჭეთმპყრობელიც (#00M589, დასახ. თხზ. I,35) ნოვატიანურ განხეთქილებას ერესად მიიჩნევენ. ეს რომ ასე არ არის, იქიდანაც ჩანს, რაშიც მათი სწავლების ცდომილება მდგომარეობდა, ხოლო ბასილი დიდი, რომელმაც თავის I კანონში 9X #XXი0წ0550 („ღიად“) ჩამოაყალიბა მწვალებლობასა და განხეთქილებას შორის განსხვავება, კატეგორიულად აცხადებს: 0: 86 M#Mთმთილ( M0თ;( თ90+0( +; თX6C6CთXLთIICVთV CLთC. („კათარები არსობრივად სქიზმატიკოსები არიან") (#ძრ. CX87X., IV,90). ჩვენ ამ შენიშვნას ვაკეთებთ აწ განსვენებულ კარდინალ პერგინრიოტერის აზრთან დაკავშირებით (X#ი%!ს5, L3L8Xის V0ი C0ი5:8ი(10/001, II, 337), რომელიც ამბობდა: „ძველების მოწმობებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დავეთანხმოთ იმას, რომ ნოვატიანელები მხოლოდ სქიზმატიკოსები იყვნენ და არა მწვალებლები”.

6. 4ტთ. CM#9>X., II,136. 7. მსოფლ. კრებათა საქმენი, VII, 93. ნიკეის მე-8 კან. განმარტებისას შდრ. პიდალიონში | შენიშვ. 134 გგ. (1864 წ. გამოც.) ამიტომ შეცდომაა რომაელ-კათ. Cიის5§ 10სII5 C2007ი101 (C. 8. C2I58 I, 0V805(. 7), როცა გრაციანე ამბობს, რომ ნიკეის ეს კანონი ახალ ხელთდასხმას განაწესებს.

8. ქორეპისკოპოსების შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ ანკვირ. მე-13 კან. განმარტებაში.

9. CიIი01., დი. 6 2ძ CჯიLI8სVII) (IMIყიი, 5. 1., ჯL. 3, იი1. 722, 7231.

10. Cწ70II83ი., იი. 1 38 Cიჯი011სI IMIდიიტ, 8. 1., L. 3, C01. 702). Cჯილვ»ი., ილ. 26 8ძ M2XIი. 6L M1005L, (წM1ფთიი, 9. 1., L. 4, C01. 290 და შემდგ.).

PDF გვ. 187 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე გამოუძიებლად აიყვანეს მღვდლის პატივში, ან თუნდაც გამოიძიეს და მან აღიარა თავისი ცოდვები, მაგრამ აღსარების შემდეგ კანონსაწინააღმდეგოდ მოიქცნენ სამღვდელონი და მისი ხელთასხმა მოახდინეს, მაშინ კანონი არ იწყნარებს მის მლღვდელმსახურებას, რამეთუ კათოლიკე ეკლესია აუცილებლად უმწიკვლობას მოითხოვს (იხ. 1 ტიმ. ქ, 2).

ეს კანონი პირველ რიგში ამბობს, რომ საჭიროა მოპოვებულ იქნეს ცნობა სამღვდელო კანდიდატის რელიგიურ-ზნეობრივი ქცევის შესახებ მანამდე, სანამ მისი ხელთდასხმა მოხდება, და მეორეც – არავინ უნდა იქნეს ხელთდასხმული იმ შემთხვევაში, თუ მისი რელიგიურ-ზნეობრივი ქცევის გამოკვლევის შემდეგ დამტკიცდება, რომ იგი უღირსია ღვთისმსახურებისა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის განწესება იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ მიიღება სამღვდელო კრებულში ისე, რომ არ მოხდეს რწმუნებულ პირთა მხრიდან მისი წინასწარი გამოცდა (656LღIVCX%, 0Xმ»ი16ი8%10). ქორეპისკოსებისადმი თავის ეპისტოლეში (89-ე კან.) ბასილი დიდი ამ განწესებას უძველესს უწოდებს: „ეკლესიის მსახურები, ამბობს ბასილი, საღვთო ეკლესიებში დამკვიდრებული ძველი ჩვეულების თანახმად (# #6X0ოI «თXIIC 100 660ს 6XI.ოით!თLC 60X02%6სი|ჩVი თსVჩი06CIVI), ყოველთვის მკაცრი გამოცდის შემდეგ მიიღებოდნენ (06L6 X6თრთიC თინ: მ0MIIIIIყასთთ Xთი686X6-00, 0M001 ძI1160ი9L16 ხ9X0ხ8%05 80X1LL6ხ8%); თანაც გულმოდგინედ ხდებოდა მათი ქცევის გამოკვლევა. გამოკვლევას აწარმოებდნენ მღვდლები და დიაკვნები (§5ჩM-თძხიV) რომლებიც ცნობებს ეპისკოპოსებს აწვდიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა კანდიდატის სამღვდელო კრებულში მიღება". ტერტულიანე მოიხსენიებს ეკლესიაში წარმოდგენილ გამოცდაგავლილ და შემოწმებულ მღვდლებს (იXიხგს! 09% %08L1I0 0010 8961). კვიპრიანე მოუწოდებს ასეთი გამოცდისას ყურადღების გამოჩენას და, ამასთან, უდიდესი სიზუსტისა და სიმკაცრის დაცვას.? კართაგენის IV კრების (398 წ.) კანონებს შორის ჩვენ ვპოულობთ ერთს (1), რომელიც იმ პირთა შესახებ, რომლებიც ხელთდასხმისთვის ემზადებიან, განაწესებს, რომ მათ საღვთისმეტყველო ცოდნა უნდა ჰქონდეთ, აგრეთვე ქრისტიანული სათნოებანი, კეთილგონიერება და სხვ. უწინარეს ყოვლისა კი, შეეძლოს რწმენის სიმბოლოს უბრალო სიტყვებით ახსნა.9 იოანე ოქროპირი, სამღვდელოების შესახებ თავის თხზულებაში, სამღვდელო ხარისხში ასაყვან კანდიდატთა გამოცდას მათ ხელთდასხმამდე, მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობად თვლის.“ დაწვრილებითი გამოცდის შესახებ საუბრობს 861 წლის კონსტანტინოპოლის კრების მე-17 კანონიც და განაწესებს, რომ არა მხოლოდ დიაკვნის ხარისხში ასაყვან სასულიერო დასის კანდიდატის გამოცდა უნდა ხდებოდეს მის ხელთდასხმამდე, არამედ თითოეული დიაკონისა მღვდლად ხელთდასხმამდე და თითოეული მღვდლისა ეპისკოპოსად ხელთდასხმამდე. ყოველივე ზემოთქმულიდან, იოლად შეიძლება დავინახოთ, თუ რაში მდგომარეობდა საეკლესიო კანონმდებლობის მიზანი სასულიერო დასის კანდიდატის გამოცდისას, სახელდობრ, ეს არის ეკლესიის ნება ზუსტად დარწმუნდეს იმაში, რომ კანდიდატს აქვს ყველა ის თგისება, რასაც მისგან კანონები მოითხოვს და ყველა იმ ნაკლოვანებისაგან თავისუფალია, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ დასში მის გაწევრიანებას; სხვა სიტყვებით: იგი სავსებით ღირსი უნდა აღმოჩნდეს სამღვდელმსახურო წოდებისა. ამჟამად, კანონიკური პრაქტიკა, დაფუძნებული როგორც საღგთო, ასევე საეკლესიო სამართალზე, შემდეგში მდგომარეობს: 1) სასულიერო დასში შესვლის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს რწმუნებული ეპისკოპოსისაგან მოწმობა იმის შესახებ, რომ მისი ყოფა-ცხოვრების წესი, როგორც რელიგიური, ასევე ზნეობრივი დამოკიდებულებით სავსებით ჩინებულია და რომ თავისი ბუნებრივი მიდრეკილებებით იგი სამღვდელო მსახურების მოთხოვნილებებს შეესაბამება. ამ მოთხოვნილებების თანახმად, რწმუნებული მღვდელი თვალყურს ადევნებს კანდიდატის ქცევებს და მანამ, სანამ მასზე გასცემდეს დასახელებულ მოწმობას, პირადად ახდენს მის გამოკითხვას ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც მოწმობა უნდა გასცეს. ეს მოწმობა მღვდელმა თავისი სინდისის კარნახით უნდა დაწეროს და რწმუნებულ ეპისკოპოსს წარუდგინოს. 2)როცა დადგება დრო იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა კანდიდატი ხელთდასხმის ღირსი, მაშინ ეპისკოპოსთან არსებული სამღვდელო საბჭო პირველ რიგში იხილავს მოწმობას, რომელიც გაცემულია კანდიდატზე რწმუნებული მღვდლის მიერ, შემდეგ იმ მოწმობას, რომელსაც თვით კანდიდატი წარადგენს თავის სამეცნიერო მომზადებასთან დაკავშირებით, დასასრულ კი, უნდა გამოიკვლიონ, ხომ არ არსებობს რაიმე ხელის შემშლელი მიზეზი კანდიდატის დასში მისაღებად, აკმაყოფილებს თუ არა მას მნიშვნელოვან პირობას ხელთდასხმის მისაღებად და ფლობს თუ არა ყველა იმ თვისებას, რაც კანონიკურადაა დაწესებული სასულიერო ხარისხში მისაღები კანდიდატისათვის, ანუ იმ ფიზიკურ და სულიერ თვისებებს, რაც ეხება კეთილ სახელსა და თავისუფალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ამ დროს პირადად იწვევენ თვით კანდიდატს მისგან აუცილებელი პასუხების მისაღებად და, აგრეთვე, იმისათვის, რომ თავად შეძლოს ღვთისმსახურებისათვის თვითშეწირვის მხურვალე სურვილის გამოხატვა; დაბოლოს, ფიცით დაამოწმოს თავისი რწმენა და აღთქმა – მკაცრად დაიცვას ის, რაც მისთვის ეკლესიისგან არის ნამცნობი.5 3)ასეთი გამოცდის შემდეგ – უპირველესად რწმუნებული მღვდლის მხრიდან და შემდეგ სამღვდელო დასის მხრიდან – კანდიდატი საიდუმლო აღსარებას ექვემდებარება განსაკუთრებულ სულიერ მოძღვართან, რომელიც მის ცოდვებსა და მონანიებას ისმენს და სპეციალური მოწმობის გაცემას ახდენს, რომლითაც ამოწმებს, რომ იგი ღვთისმსახურების ღირსია.ზ პირველ და მეორე გამოცდის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია რწმუნებულ ეპისკოპოსზე (თეოფილე ალემჭს. მე-7 კან.; ბასილი დიდ. 89-ე კან.), მესამე გამოცდის, აღსარების შესახებ მოწმობა კი ეკლესიაში ხმამაღლა იკითხება მრევლის წინაშე, უშუალოდ ხელთდასხმის წინ. შემდგომ კანონი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს იმ პირთა ხელთდასხმა, რომელთა შესახებაც ცნობილია და დამტკიცებულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცოდვა, და თუ ასეთი ხელთდასხმულია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დასიდან მისი გარიცხვა, – რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოც. 25-ე და 61-ე კანონების განმარტებებში და რასაც გულისხმობს ნიკეის წინამდებარე კანონი სიტყვაში: «VVCV. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა აზრი იმის შესახებ, რომ არ უნდა მოხდეს დასიდან იმ პირის განკვეთა, რომელიც ხელთდასხმამდე ჩადენილ მძიმე ცოდვაში ამხილეს, რადგან როგორც ნათლისღების შემდეგ იწმინდება ყველა თავისი ცოდვებისაგან, ასევე ხელთდასხმაც აქარვებს მღვდელმსახურებამდე ჩადენილ ცოდვებს. (91 (იითოხVი1 10 ”ირ XII2 16ი(სრსVIC რIIII0LIIIIIIC (XC0.6(06I); „მაგრამ ეს არ არის კანონით მიღებული“ – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში.

შენიშვნები:

1. I6ILVI1., #ტიი10წ. C. 39 (M1Iყიი, §. I., L. 1, იიI. 467-478).

2. CVივი., ტი. 24 CL 68 IMIყიი, §. 1., L. 4, Cი1. 287 ძ2გ ი01. 4001.

3. სIეგჯძს!»ი!, I, 945. ტიL08 იXგIი)იტLVI: 51 იმLII2 51 იLსძიი9, 51 ძი0C0C1115, 51 II0IIხV0I5 სიიაიიI82(VI5, 51 V0L8 C25LV5, 51 50ხXIV5, 51 §50M00L 5VII15 200011195 C3V0ი05, 51 ჩხIV01I15, 51 2წწ2ხ1115, 51 XI150I60X, 51 1I(0X23LV5, 51 II 16-60 0011 1905(>XVC605, 51 190 50II0LII2IIMI 809051095 62095, 51 10 ძინწი18C15 000105135(1015 06X6IC1L9LV5, 6 8ი(6 ია)»ი12, 51 MIძ0C1 ძილსსი6იL3 V6Iხ15 51Iიი110ხს5 2550L2L („ხელთდასხმამდე გამოიცადოს: გონიერია თუ არა ბუნებით; არის თუ არა საზრიანი, ზნეობრივად გაწონასწორებული, ცხოვრებით წმინდა, ფხიზელი; არის თუ არა ყოველთვის წინდახედული თავის საქმეებში, მშვიდი, სალმიანი, მოწყალე, განათლებული; თუ არის უფლის მცნებებში განსწავლული, წმიდა წერილის შემეცნებაში ფრთხილი, საეკლესიო დოგმატებში გამოცდილი; და უპირველეს ყოვლისა, შეუძლია თუ არა უბრალო სიტყვებით დაიცვას, რასაც რწმენა მოწმობს“).

4. ჰ. CხIV505L%., 009 §5იი»ძის!ი, II, 4. IM1ცფიი, 9. წ., L. 48, ლ01. 634-637, შდრ. რუსული თარგ. ტ. I გვ. 407 და შემდგ.).

5. ასეთი აღთქმის შესახებ 1Iხ01105 იხIისIXI8 50>0%10ი6 იჯს5, ძს1 0”Iძ)ივიძას5 05L („ხელწერილობითი მოწმობა იმისა, ვისი ხელთდასხმაც უნდა მოხდეს“), საუბრობს იუსტინიანეს 137- ე ნოველა (თავ. 2).

6. ამ კანონიკური პრაქტიკის დაწვრილებითი განმარტებისას ავტორი მიმართავს სერბეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მოქმედ პრაქტიკას, განსაკუთრებით სერბეთის სამეფო ეკლესიისას; ამიტომ შენიშვნებში, მკითხველს დაწვრილებითი ცნობებისათვის მიუთითებს ნეტარ-განსვენებულ სერბ მიტროპოლიტ მიხეილის წიგნზე მართლმადიდებელი სერბული ეკლესია“ (ბელგრადი, 1874.). რა თქმა უნდა, ყოველი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია თავისი განსაკუთრებულობით ხასიათდება, მაგრამ საერთო ნორმირებული მოთხოვნილება ერთი და იგივეა (რუსული გამოც. რედაქტორის შენიშვნა).

7. სთ. CM98MX., II, 137.

მსგავსი კანონები:მოც.2561| მსოფლ.310ნეოკეს.210ორგზ.17თეოფილე ალექს.356ბასილი დიდ.89

PDF გვ. 190 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

თუ ვინმე, მძიმე ცოდვით დაცემულთაგანი, მღვდლად იქნება ხელთდასხმული და ეს ცნობილი გახდება, იგი სამღვდელო პატივიდან უნდა განიკვეთოს; ამასთან, საეკლესიო კანონი არ ითვალისწინებს – იცოდა მისი ცოდვა ხელთდამსხმელმა თუ არა. (მოც. 62; | მსოფლ. 9; ანკვირ 1, 2, 3, 9, 12; პეტრე ალქს. 10; ბასილი დიდ. 73; გრიგოლ ნოს. 2). ეს კანონი მჭიდრო კავშირშია წინა მე-9 კანონთან და იგივეს განაწესებს; განსაკუთრებით იმათთან დაკაგშირებით, ვინც დევნილობის პერიოდში ქრისტეს რწმენას განუდგა (Xთ00ოX6VLCაX6LწC, 181051), ამის შესახებ საკმარისად ითქვა მოც. 62-ე კანონის განმარტებაში.

PDF გვ. 193 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

ვინც ძალდატანების, მამულის წართმევის, ტყვეობის მუქარის ან სხვა რაიმე მსგავსი მიზეზის გარეშე – როგორც ეს ლიკინიოზის დევნის დროს ხდებოდა – განუდგა რწმენას, კრება მათ მიმართ წყალობას იჩენს, თუმცა, არ არიან კაცთმოყვარეობის ღირსნი. მათგან, რომლებიც გულწრფელად მოინანიებენ, სამი წელი საღვთო წერილის მსმენელებს შორის დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომილნი იყვნენ, ორი წელი კი მრევლთან ერთად ილოცონ, წმინდა ზიარების მიღების გარეშე. (მოც. 62; | მსოფლ. 12, 13, 14; ანკვირ. 4, 5, 6, 7, 8, 9, 21; ლაოდ. 2, 19; კართ. 43; გრიგოლ ნეოკ. 2, 11; ბასილი დიდ. 73, 75, 81, 84; პეტრე ალექს. 2, 3; გრიგოლი ნოს. 2). ამ კანონის ბოლო წინადადება ბერძნულ დედანში ასეთნაირად გამოითქმის: ლთი! 0სV VVითIიX IICLთII6XCVICთI, +0Iღთ 6L) 6V 6«ი0თ|I5V0L X0V1თ0სCIV, თC XIთI0L, XC 6L6 6VCიე 9X07X6C0VVXთI ბაი) 06 6-9 7თიIC ჯიითდიი#C, X0LVთVMCისო! V( 2XCდ +(სV #ი0Cრ))C0V“ ბივ ერეგიას ლათინურ თარგმანში ვკითხულობთ: „0ს1ისიძV00 6Lწ0 წ0Iი87ი96 006ი01:06ი- 18 ძსისისსX, LLC8 მიი05 1იLCL 81I01L0X053 6X1ძ6იL, IL #100105, Cხ 80ხL0იი) მიი15 0X0- ხილირისსXL: ძსიხს§ 80ს(0ი0 8ი»თ15, მხვძV6 იხ1810ი0, 6Lს»იLხ 0L8V10ი ს CVI 000010 0მIL1C165“; რუსულ სინოდალურ გამოცემაში კი შემდეგნაირად: „#X0X00XI6 V60 #0148980 L0M8I01C#8: 1 (უ0# უ0ჯX8 თ 100807 M-6:%XV 0/IVIII8 +0IIIIXMII =ო:01310 IIIIC8181M, 1XC0 800ILსLIC. II C6IM# XIICXIნ X8 II6CIIII81891016 87% IIC0X 811, II00Cჰ# 9001II6I14: 88 2>686 »6X8 ნVიაჯონ V988078088X 0 8800/0M#%ს 89% M0XIXMXV88XX, X0C0CMC6C II0IIV8II6V17 ი39I6IXონ 28#M5%ს“; ჩვენეულ სერბულ თარგმანში ჩვენ ბერძნულ ორიგინალს მივყვებით. კანონის აზრი ნათელი იქნება ქვემოთ გამოთქმული განმარტებიდან.

ევსევი კონსტანტინეს ცხოვრების გადმოცემისას, აღწერს ლიკინიოზის დროს დევნის მთელ სიმკაცრეს.' ეს დეგნა, რომელიც ნიკეის ამ კრების კანონში მოიხსენიება, კრების მოწვევამდე სულ რამდენიმე წლით ადრე შეწყდა და, ის სიშმაგე, როგორითაც ქრისტიანები იდეგნებოდნენ, არც თუ იშვიათად იწვევდა იმას, რომ ზოგიერთები, შეიძლება ითქვას, ძალდატანებით შორდებოდნენ, ანუ უარყოფდნენ ქრისტეს რწმენას. ნიკეის კრების დროს, როცა ქრისტიანობამ უკვე მოიპოვა გამარჯვება, შეიძლებოდა ათასობით განდგომილი ადამიანის ნახვა, რომლებიც ამჯერად ინანიებდნენ და ეკლესიას ემუდარებოდნენ, რომ თავიდან მიეღოთ ისინი მის წიაღში. ნიკეის მამებმა ამ მონანულთა მიმართ თავიანთი აზრი გამოხატეს ეკლესიის რამდენიმე კანონში, და რამდენადაც ზოგიერთი იმათგანი საშიშროების პირველსავე გამოვლინებისას უარყოფდა ქრისტეს, სხვები კი ამას აკეთებდნენ მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლისა და მოწამეობის შემდეგ, ამიტომ კრებამ, მიიღო რა მხედგელობაში გარემოება, რის შედეგადაც მოხდა რწმენისაგან განდგომა, ამის გათვალისწინებით განსაზღვრა შესაბამისი სასჯელები. წინამდებარე კანონში კრება საუბრობს მართლმორწმუნეების შესახებ, – რადგან კათაკმეველთა შესახებ ის ამბობს თავის მე-14 კანონში, – და არ მოიხსენიებს რწმენისაგან განმდგართ, მდევნელების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, არამედ მიუთითებს მხოლოდ იმათზე, რომლებმაც ეს მხოლოდ თავიანთი სულმოკლეობით ჩაიდინეს, ყოველგვარი იძულების გარეშე და ამიტომაც თავადვე არიან ყველაზე მეტად დამნაშავენი. კანონი მათ შესახებ აცხადებს, რომ სინამდვილეში არავითარ გულმოწყალებას არ იმსახურებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იჩენს მათ მიმართ კაცთმოყვარულ მიდგომას, თუკი ისინი ჭეშმარიტად, მთელი გულწრფელობით ინანიებენ. ასეთებს კანონი უწესებს თორმეტწლიან სინანულს, თანაც, პირველი სამი წელიწადი ისინი ყველაზე მძიმე მონანიებას ექვემდებარებიან, შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში – შედარებით მსუბუქს, რომელიც, თავის მხრივ, უკანასკნელ ორ წელიწადში კიდევ უფრო მსუბუქდება. მხოლოდ მთელი ამ დროის გასვლის შემდეგ შეიძლება კვლავ მოხდეს ეკლესიასთან სრულ ერთობაში მათი მიღება და ეღირსონ ისინი წმინდა ზიარებას.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ განდგომილთათვის (XთC0ოX6XL0CIM616C, 18051), კანონი განაწესებს სინანულის სამ ხარისხს, რომლებიც მათ უნდა გაიარონ იმისათვის, რომ დაუბრუნდნენ წმინდა ეკლესიის წიაღს. განმარტებებში ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება ჩამოვაყალიბოთ ძველი ეკლესიის მთელი პენიტენციალური სისტემა, აქ კი შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ სისტემის სხვადასხვა ხარისხის მოხსენიებით, რომლებიც მიიღებოდა ნიკეის კრების დროს.

ამ კანონში კრება ადგენს სინანულის სამ ხარისხს, არსებითად ეს ხარისხი იყო ოთხი (4); თანაც მეოთხე, ან, უკეთ რომ ვთქვათ, პირველი – ყველაზე მძიმე საფეხური სინანულისა – კანონით არ განესაზღვრება იმ მონანულთ, რომელთა შესახებაც საუბარია მასში, იმ მიზნით, რომ მათ ეკლესიის წყალობა აჩვენონ.

გრიგოლ ნეოკესარიელის მე-11 კანონში, ისევე როგორც ბასილი დიდის 22-ე და 75-ე კანონებში, ჩვენ ვხედავთ სინანულის ოთხი ხარისხის (შდრ. კიდევ ანკვირ. კან. 4, 5, 6 და ლაოდ. 2, 19) განაწილებას შემდეგნაირად:

პირველ ხარისხს ეწოდებოდა #X000MთსCL შეტირება ხყ»89L, 11005, 1VCCV5) და პირები, რომლებიც სინანულის ამ საფეხურზე იმყოფებოდნენ, იწოდებოდნენ X000XMXVI0CVL6%C შეტირილებად (იX8MXVXVXVIMVI, #10ი%05). ისინი ტაძრების შესასვლელს გარეთ იდგნენ და ტირილით ემუდარებოდნენ ტაძრებში შემავალ მართლმორწმუნეებს, ელოცათ მათთვის.

სინანულის მეორე ხარისხს ეწოდებოდა 06M%ი6თთL მსმენელობა (CIMVI900I9 996, 811- ძILს59), ხოლო პირებს, რომლებსაც ეს სასჯელი ჰქონდათ განსაზღვრული, ეწოდებოდათ – თM00CII5V/01 მსმენელნი (CXVIII8I0IIV6, 8V010ი0L05), ისინი ტაძრის კარიბჭეში იდგნენ (ს6იმუნ ან X06VთიC), ანუ ტაძრის მთავარ შესასვლელთან, ზედ კარებთან, სადაც ჩვეულებრივ ნათლობა ტარდებოდა, და რჩებოდნენ იქ ლოცვებამდე კათაკმეველთა შესახებ, რის შემდეგაც ტაძრიდან უნდა გასულიყვნენ.

მესამე ხარისხი – სX6MLCთCთLCშევრდომა (0X05XL81%10, ხVი1118%10, C0MX88:8)6); და ამ ხარისხის სასჯელდებულნი იწოდებოდნენ შევრდომილებად (5#X0XVC=0VLXCC; 8სხ- )მ00იL%05, §სხ3სX8L1). მათ შეეძლოთ ერთგულებთან ერთად ტაძარში ყოფნა ამბიონის დასავლეთ მხრიდან და თანაც მთელი დროის განმავლობაში მუხლმოდრეკილნი უნდა ყოფილიყვნენ, რის გამოც იწოდებოდნენ: '70VსMXIV0VC6Iწ6ისწ160L60%05). ისინი ეკლესიიდან გამოდიოდნენ კათაკმეველთათვის ლოცვების წაკითხვის შემდეგ.

მეოთხე და უკანასკნელი ხარისხი სინანულისა იწოდებოდა – 0ს0CLVყთL: (8L8L10, 000518169 L18) თანამდგომარეობა, და ამ ხარისხს დაქვემდებარებული პირები იწოდებოდნენ თანამდგომარეებად (თსVICIXCII§V0ს, C009515Lხ0იL05). ისინი ტაძარში იდგნენ ერთგულებთან ერთად ამბიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან და ერთად გამოდიოდნენ ტაძრიდან, მხოლოდ არ შეეძლოთ წმინდა საიდუმლოებებს ზიარებოდნენ. ასეთი სახელწოდება იმიტომ ჰქონდათ, რომ მუხლებზე არ უნდა მდგარიყვნენ, როგორც მესამე ხარისხის მონანულები, არამედ მდგარიყვნენ, როგორც დანარჩენი ერთგულნი.

სინანულის სხვადასხვა ხარისხის დროის ხანგრძლივობის შესახებ, კანონებში ერთნაირად არ არის ნათქვამი. ნიკეის ამ კანონის თანახმად, მეორე ხარისხის სინანულში მონანული სამი წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მესამე ხარისხში - შვიდი წელი და მეოთხეში, ანუ უკანასკნელში – ორი წელი. ბასილი დიდი თავის 75-ე კანონში ამბობს, რომ პირველი ხარისხის სინანულში მონანულები სამი წელი უნდა დარჩენილიყვნენ. თუკი შევათანხმებთ იმასთან, რასაც ამის შესახებ სხვა კანონები ამბობენ, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასჯელის ხანგრძლივობა არასოდეს ყოფილა თხუთმეტ წელიწადზე ნაკლები და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდნენ მონანულნი წმინდა ზიარების ღირსნი და შედიოდნენ სხვა მართლმორწმუნეთა უფლებებში.3 გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებული ეპისკოპოსი მხედველობაში იღებდა მონანულის წუხილს და განსაკუთრებული გულმოდგინების გამო შესაძლებლობას ხედავდა მისთვის ეს ვადა შეემცირებინა (I მსოფლ. 12; ანკვირ. 6).

ასეთ შემთხვევაში ნორმად შეიძლება გამოდგეს ოქროპირის შემდეგი დარიგება: „ეპიტემიის განსაზღვრისას მართებულია ყურადღების მიპყრობა არა იმდენად ცოდვების რაოდენობაზე, რამდენადაც ცოდვილის განწყობაზე, იმისათვის რომ გახეულის გაკერვის მცდელობისას უფრო მეტი ნახევები არ წარმოვქმნათ და წაქცეულის აწევის მცდელობით უფრო მეტი ნგრევა არ გამოვიწვიოთ; რამეთუ სნეულები, რომლებიც გაფანტულნი არიან და საერო სიამოვნებებს მიცემულნი, ზუსტად ისევე, როგორც ისინი, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წარმომავლობითა და სიძლიერით იამაყონ, მხოლოდ ნელ-ნელა თუ შეძლებენ თავი აიძულონ, რომ საკუთარ ცოდვებზე იფიქრონ და თანდათან შეძლონ იმ ბოროტებისაგან გათავისუფლება, რომლის ტყვეობაშიც მოექცნენ. ამგვარად, ვისაც სურს, მოაქციოს ისინი ჭეშმარიტების გზაზე სწრაფად, სიმკაცრის მეშვეობით, მას იოლად შეუძლია მიაღწიოს იმას, რომ ისინი არ მოინანიებენ თუნდაც ნაწილობრივ; რადგან, როცა სული იქამდე მიდის, რომ მგრძნობიარობას კარგავს, იგი სასოწარკვეთილებაში ვარდება და უკვე ვეღარ ითვისებს საცხონებელ სიტყვებს, აღარ აშინებს მუქარა და ვერ მტკიცდება სათნოებით; იგი იმ ქალაქზე უარესი ხდება, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი ზიზღით ამბობს: ,,..შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ“ (იერ. 3,3). ამის გამო სულიერი მწყემსისათვის ბევრი ცოდნაა აუცილებელი, რომ შეძლოს ჩასწვდეს სულის ლტოლვის ყველა მიმართულებას, რადგან, ისევე როგორც მრავალი უგუნურებაში ვარდება და თავის გადარჩენის სასოს იკვეთს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო უაღრესად მწარე წამლების ატანა, ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც, როცა მათი ცოდვების სიმძიმის შესაბამისი საჯელი არ შეუფარდეს, სულისათვის ყურადღების მიქცევას ანებეს თავი, უარესნი გახდნენ და კიდევ უფრო მეტი შესცოდეს. ამრიგად, სულიერმა მწყემსმა არაფერი უნდა დატოვოს გამოუკვლეველი, ყოველივე ზუსტად გამოიძიოს და ამის შესაბამისად გამოიყენოს ის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მისი შრომა ამაო არ აღმოჩნდეს“ (4რ. CXVMV., IV, 387).

რათა უკეთ გავიგოთ, თუ ტაძრის რა ადგილებში უნდა იდგნენ დასახელებული სხვადასხვა ხარისხის მონანულნი და ასევე კათაკმეველნი, რომელთა შესახებ ამ კრების მე-4 კანონშია საუბარი, ჩვენ აქვე გთავაზობთ ძველი დროის ტაძრის გრაფიკულ გამოსახულებას. იგი აღებულია პიდალიონიდან (1864 წ. გამოცემა, გვ. 765), რომელიც „ავის მხრივ აღებულია იერუსალიმის პატრიარქ ქრისანთეს (1707- 1731) „ I „(აLIC).0/1ILრი1იV“-დან. დაწვრილებითი გამოსახულება კი წარმოჩენილია ბევერეგიას (2:სV00LCიV 81V6 L8იძიისმ0, II, 8მიითიL.,ი. 70) ნიკეის მე-11 კანონის კომენტარებში. დაწვრილებითი განმარტება გამოსახულებაზე დანომრილი ადგილებისა, შეიძლება მოვიძიოთ არქიეპისკოპოს ბენიამინეს „II088# CM0MX%9M68“-ში, | წიგნის პირველ ათ თავში. ბევრ ახსნას ვპოულობთ ასევე ნ.ვ. პოკროვსკის წიგნშიც.

მთელი ტაძარი იყოფოდა სამ ნაწილად. დაწყებული აღმოსავლეთიდან, საითაც წესისამებრ ტაძარი საკურთხევლით უნდა იყოს მიმართული, პირველ ნაწილს შეადგენს საკურთხეველი (მ/MX8იL, ჩMMთ, 0სთIღCCXჩი!CV, §80+8X1სX, 81L0X6), მეორეს – ბით ტაძარი, ანუ ეკლესია საკუთრივ სიტყვის მნიშვიელო IIMXM-I)CIV, VV0ა, 600108519. 98V15, 0L8L0XIVVი #10601100) და მესამეს – კარიბჭე, ანუ ტაძრისწინა (X06VიC, V6ი0ი6. 00XL10V5). ამ მესამე ნაწილის წინ არის კიდევ სივრცე, რომელიც არ არის შემოსაზღვრული ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან, მაგრამ მისი სახურავი ყველა ამ მხრიდან ეყრდნობოდა დიდი ან მცირე რაოდენობის სვეტებს (6, 8, 10 და 12-ც კი). ეს სივრცე იწოდებოდა სტოად (C8IX60X%) ანუ შიგა კარიბჭედ (#007X52.თI0V, #000სი0V, თ1მიL0V, 00XV1CV5 60115'VII0Iი, 8ხX1სი). მოყვანილი ძველი ტაძრის გამოსახულების სქემას განვმარტავთ შემდეგი სახით: 1. ამაღლებული ადგილი ეპისკოპოსისათვის (მაღალდასაჯდომელი). 2. 3. თანამოსაყდრის ადგილი მღვდლებისათვის. 4. წმინდა ტახტი. 5, საკურთხეველი. 6. წინადაგება. 7. შესამოსელის დასაწყობი ანუ საჭურჭლეთსაცავი. 8, ადგილი, სადაც შემდგომში კანკელი იქნა აღმართული. 9. წმინდა კარიბჭე. 10. ჩრდილოეთის კარიბგე. 11. სამხრეთის კარიბგე.

12. ტიხარები («0CVX6X>0I), დაბალი საფეხურები, საიდანაც იწყება და ვიდრე სახატემდე, მიდის სოლეა (ით2-იC ანუ C01+%0). 13. ძველი შესამოსელის ადგილი. 14. საკრებულო ტაძარი ანუ ეკლესია.

15. ადგილი, სადაც იდგნენ მართლმორწმუნე ერი და მეოთხე ხარისხის სინანულში მყოფი მონანულნი. 16. ამბიონი. 17. 18. 2-08ჩ09ML“ ტაძრისაგან კედლით გამოყოფილი ადგილი, სადაც საეკლესიო კრებები იმართებოდა. 19. წითელი კარიბჭე და ადგილი, სადაც მესამე ხარისხის სინანულში მყოფი მონანულნი იდგნენ. 20. ადგილი, სადაც მეორე ხარისხის მონანულნი იდგნენ. 21. წმინდა ემბაზი. 22. შემოსასვლელი კარიბჭე. 23. ადგილი კათაკმეგელთათვის. 24. დიდი კარიბჭე. 25. ადგილი, სადაც პირველი ხარისხის სინანულში მყოფი მონანულნი იდგნენ. 26. სტოა.

Mვი6ი02M6MI0 10068M0-X9M0MI8MCM0M V60M89M.

კანონი 12 ' ისინი, რომლებიც მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი რწმენის აღმსარებლებად, მოშურნეობის პირველი აღტყინება გამოიჩინეს და გადადეს სამხედრო სარტყლები, მაგრამ შემდეგ, როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს დაუბრნდნენ და ზოგმა ვერცხლიც კი გამოიყენა და ქრთამით მიაღწია სამხედრო ხარისხში აღდგენას, ასეთები სტოაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წელიწადი ტაძარში შევრდომილნი უნდა იყვნენ და პატიება ითხოვონ. ამასთან, უნდა იქნეს გათვალისწინებული მონანულთა განწყობა და სინანულის სიწრფელე, რომ საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოავლინონ თავიანთი მოქცევა; მსმენელობისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი ჯეროვანი იქნება მათი მიღება მლოცველებთან ერთობაში. ეპისკოპოსს თავის მხრივ ნება ეძლევა მათ მიმართ კიდევ უფრო რაიმე კაცთმოყვარული გადაწყვეტილება მიიღოს; ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად ჩათვლის, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს.

(მოც. 68, 83; | მსოფლ. 11, 13, 14; ტრულ. 102; ანკვირ. 4, 5, 6, 8, 9, 21; ლაოდ. 2, 19; კართ. 23; გრიგოლ ნეოკეს. 2, 11; პეტრე ალექს.- 2, 3; ბასილი დიდ. 3, 73, 74, 75, 81, 84; გრიგოლ ნოს. 2, 4, 5).

ეს კანონიც ლიკინიოზის დროს დევნილობის მოვლენებს ეხება. წარმართულ იმპერიაში ქრისტიანებს, ზოგადად, ძნელად ითმენდნენ სამხედრო სამსახურში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მაშინდელი სახელმწიფო თვალსაზრისით ქრისტიანული რწმენა აუცილებლად შეიარაღებული ძალებით უნდა ედევნათ.! %ზონარა, ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ საერთოდ არავის შეეძლო სამხედრო სამსახურში დარჩენა, თუ ქრისტიანულ რწმენას არ განუდგებოდა:.? ამიტომ, ბევრი ქრისტიანი, იმისათვის, რომ რწმენაში მტკიცედ დარჩენილიყო, ტოვებდა სამხედრო სამსახურს (რაც კანონში აღნიშნულია სიტყვებით „გადადეს სამხედრო სარტყლები“, (6X006I(წV0L L0VC ჟთVთ, 01იწV18 ძი003ს0LV0XL), მაგრამ შემდეგ ნაღვლობდა ამ საქციელს და მეორედ აღწევდა იგივე სამსახურში მოწყობას ფულისა და მოქრთამვის საშუალებით და, ამასთანავე, რა თქმა უნდა, აცხადებდა, რომ უარყოფდა ქრისტიანულ რწმენას. ნიკეის კრების მამები, როცა ასეთ პირებზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ მათი კვლავ მიღება ეკლესიის მიერ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამ წელიწადს დაჰყოფენ მეორე ხარისხის სინანულში, ათ წელიწადს – მესამე ხარისხის და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან მეოთხე ხარისხის სინანულამდე. მეოთხე ხარისხში ყოფნის ხანგრძლივობა და საერთოდ მათი მონანიების დრო, საეკლესიო ხელისუფლებით განისაზღვრებოდა იმისდა მიხედვით, მართლაც გულწრფელი იყო ეს მონანიება, თუ მხოლოდ გარეგნულად სრულდებოდა იგი. თუ პირველ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ ეპისკოპოსს თავისი შეხედულების მიხედვით შეეძლო სინანულში ყოფნის ვადა შეემცირებინა. ბევერეგია ამ კანონის კომენტირებისას ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ გარემოებას? და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით ნათელყოფს ეპისკოპოსის დირსების მნიშვნელობას. მათ ძალაუფლებაში, რომელსაც ამ ცნობილი კრების ავტორიტეტი ამტკიცებს (C616ხ0X11X80 90105 C8ი01X8115 5V00ძ1 80%L0XIL9L0), შედის უფლება შეწყვიტოს ან შეამციროს დამნაშავეებზე დადებული სასჯელი და ეს ძალაუფლება ბევრად იმაზე მეტია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო მსაჯულს. ამ უკანასკნელმა შეიძლება თავისი სინდისისამებრ გამოიტანოს მძიმე ან ნაკლებად მძიმე სასჯელი და იმავდროულად მოიქცეს სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად, მაგრამ განსაზღვრული სასჯელის შემცირება არც ერთ მსაჯულს არ შეუძლია, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს იგი ბრალდებულის უდანაშაულობაში, ან იმისთვის, ვინც თავისი ბრალეულობა გამოისყიდა. ეს მხოლოდ ერთადერთს, იმპერატორს შეუძლია (CIIი9005). ეპისკოპოსს ისევე, როგორც თვით იმპერატორს, ეს უფლება კანონით ეკუთვნის, – რა თქმა უნდა, მისი იურისდიქციის ფარგლებში, – როგორც ეკლესიის მეთაურს. ამასთან მიმართებით ბერძნულ-რომაული სახელმწიფო კანონები განთავსებულია XIV ტიტლოვან ნომოკანონის 39-ე თავის მე-9 პუნქტში.“ ეპისკოპოსისათვის მინიჭებული შეწყალების უფლება აღიარებული იყო უკვე ანკვირიის კრებით (314 წ.) მე-5 კანონში. ნიკეის მსოფლიო კრებაც? ამტკიცებს ამ ადგილობრივი ეკლესიის განწესებას და აცხადებს მას საყოველთაო-სავალდებულოდ სრულიად მსოფლიო ეკლესიისათვის ყველა საუკუნეთა შინა.

შენიშვნები:

1. იმპ. იულიანეს შესახებ რუფინი საუბრობს (ი15L, 0001. I, 32): MIIIL1I286 ლ1ინყს1ს იიი ძვ3XI, თ151 1IIII018ით(1ხV5 IსხიL (MI თრ, §. 1., ჯL. 21, ლი1. 502)).

2. რდ. C#XM7X., II, 141.

8. .2. §IVC სვიძიიLგი, II, 2ოXI0L. 1ი #, ლგი., ს. 78-79. 4. 4თ. CM9=7., I, 231-235.

PDF გვ. 194 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

უზიარებლობით დასჯილ მომაკვდავთა შესახებ კვლავაც დაცულ იქნეს ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც სიკვდილის წინ არავინ უნდა მოაკლდეს უკანასკნელ უაღრესად საჭირო საგზალს; ხოლო თუ განწირულად ჩათვლილი ზიარების მიღების შემდეგ სიცოცხლეს მოუბრუნდება, მაშინ იგი დარჩეს მრევლთან მხოლოდ ლოცვით ერთობაში. საერთოდ კი ყველა მომაკგდავი, ვინც ევქარისტიის ზიარებას ითხოვს, ეპისკოპოსის მხრიდან გამოიცადოს და ამის შემდეგ მიეცეს მას წმინდა ძღვენი. (მოც. 52; | მსოფლ. 11, 12; ანკვირ. 6, 22; ნეოკეს. 2; კართ. 7; ბასილი დიდ. 73; გრიგოლ ნოს. 2, 5). ნიკეის კრებამ მე-11 და მე-12 კანონებით გამოსცა განწესებანი სინანულის ხანგრძლიგობის შესახებ, სინანულისა, რომელსაც რწმენის ყველა უარმყოფელი ექვემდებარება. წინამდებარე კანონს კი მხედველობაში აქვს ის შემთხვევა, როცა ვინმე მონანულთაგანი, სიკვდილის პირასაა მისული, ხოლო სინანულისათვის დაწესებული დრო ჯერ არ გასულა. კანონი ასეთ შემთხვევაში განაწესებს წმინდა ზიარების მიცემას ყოველგვარი პირობის გარეშე, ამასთან, კრება ეყრდნობა ამ ჩვეულების დამწესებელ ძველ კანონიკურ დადგენილებას (X0ო).თI6C XთL MCთV0VIM0C VC6IIიC, 8I1L1- თიV98 6L Cმი0ი10მ 10X) და ამ კანონს საყოველთაო-სავალდებულო მნიშვნელობას ანიჭებს. მოხსენიებულ უძველეს კანონს წარმოადგენს ანკვირიის კრების მე-6 კანონი და ზოგიერთი სხვა ადგილობრივი კრების კანონები.!

ამ შემთხვევაში ეფუძნება რა ძველ კანონიკურ დადგენილებას, რომელიც განაწესებს სიკვდილის პირას მყოფი მონანულისათვის წმინდა ზიარების, ბოლო და უსაჭიროესი საგზლის გაცემას (#08 +62.6სჯ8(0ს MთL 6VC/XI0ICI0ს §დი086L0ს, VICI02C0C 06% »ი29X1II06 02000558X10 VI8L1C0), ნიკეის კრება – როგორც სამართლიანად შენიშნავს თავის განმარტებაში ბალსამონი – იღებს საერთო კანონს, რომელიც განაწესებს, რომ წმინდა ზიარებით კეთილგასტუმრების ღირს-ყონ ყოველი, ვინც ეპიტიმიის ქვეშ იყო, ანუ აკრძალული ჰქონდა წმინდა საიდუმლოს ზიარებოდა, თუ იგი ბოლო ამოსუნთქვამდეა მისული, – რა თქმა უნდა, ეპისკოპოსის მხრიდან გამოკვლევის შემდეგ, ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მღვდლის მხრიდან, – რათა მომაკვდავი არ დარჩეს საგზლის გარეშე. ამასთან, კანონი დასძენს, რომ თუ ასეთი პირი სიცოცხლეს დაუბრუნდება, მას შეუძლია ერთგულ მორწმუნეებთან ერთად ილოცოს, რადგან ეზიარა, მაგრამ წმინდა ზიარების მიღება კვლავაც ეკრძალება იმ დრომდე, სანამ მისი სინანულის ვადა არ ამოიწურება. ბალსამონის მოსაზრებით, ეპიტიმიას დაქვემდებარებული გამოჯანმრთელების შემდეგ შეიძლება დაშვებულ იქნეს მლოცველობით ურთიერთობაში მართლმორწმუნეებთან, ანუ მეოთხე ხარისხის სინანულში, თუ იგი მასში ავადმყოფობამდე იმყოფებოდა, ხოლო თუ სინანულის სხვა ხარისხში იყო, მაშინ გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ იმ ხარისხს უნდა დაუბრუნდეს.2 შენიშვნები:

1.იხ. არქიმ. იოანესთან (დას. თხზ. I, 311) ამ კანონის განმარტებაში 360-ე შენიშ. 2.# თ. CMV9X. II, 143-144. ასე განმარტავს ამ კანონს იოანე სქოლასტიკოსიც თავის კრებულში; მე-18 ტიტ. (VიIIIი 6L MV5(იIII, 130)ხ110Lჩილგ, II, 625).

PDF გვ. 200 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

კათაკმეველთა მიმართ, რომლებიც სარწმუნოებას განუდგნენ, წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ მათ მხოლოდ სამი წელი უნდა დაჰყონ საღვთო წერილის მსმენელებად და ამის შემდეგ კათაკმეველებთან ერთად ილოცონ. (| მსოფლ. 2, 11, 12, 13; ტრულ. 96; ნეოკეს. 5; ლაოდ. 19; ბასილი დიდ. 20; ტიმოთე ალექს. 4, 6; კირილე ალექს. 5).. წინა კანონებში (მე-11, მე-12, მე-13) ნიკეის კრება გამოსცემს განწესებებს მართლმორწმუნეთა შესახებ, რომლებიც დევნილობის ჟამს ქრისტეს რწმენას განუდგნენ და მიუთითებს, თუ როგორ უნდა მიიღონ ისინი, როცა ისევ ეკლესიისკენ მქცევიან. წინამდებარე (მე-14) კანონში, რომელიც მჭიდრო კავშირშია დასახელებულ კანონებთან, კრება გამოსცემს შესაბამის განწესებას კათაკმეველთა მიმართ. კათაკმეველები- ზედმიწევნითი მნიშვნელობით ჯერ კიდევ არ მიეკუთვნებოდნენ ეკლესიას და ამის გამო დევნილობისას რწმენისაგან მათი განდგომა არ შეიძლებოდა ისე მკაცრად დასჯილიყო, როგორც მართლმორწმუნეთა განდგომა. ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ასეთ პირებს კათაკმეველობის ვადა უნდა გაეგრძელებინათ, რადგან ისინი რწმენას განუდგნენ როგორც კათაკმეველნი, შემდეგ კი კვლავ ითხოვეს ეკლესიაში დაბრუნება. მხედველობაში აქვს რა მსგავსი შემთხვევები, წინამდებარე ნიკეის კანონი განაწესებს, რომ განმდგარი კათაკმეველები და შემდგომში კვლავ ეკლესიისკენ მოქცეულნი, სამი წელი უნდა დაყოვნდნენ იმათთან ერთად, რომლებიც ეკლესიაში დაშვებულნი არიან წმიდა წერილისა და ქადაგების მოსასმენად, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ეკლესიაში კათაკმეველებთან ერთად ილოცონ. კათაკმეველები, არსებითად ის პირებია, რომლებიც რომელიმე სხვა, არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრები იყვნენ და უფრო მოწიფულ ასაკში მოისურვეს შესდგომოდნენ ქრისტიანობას, რის გამოც მათ გარკვეული დრო დაენიშნათ ნათლისღებამდე ქრისტიანული მოძღვრების შესასწავლად, მაგრამ ასეთი კათაკმეველები დიდი ხანია აღარ არიან ეკლესიაში. როცა V და VI საუკუნეებში ბერძნულრომაული წარმართობა თითქმის სავსებით აღმოიფხვრა და ბარბაროს ხალხთა უდიდესი ნაწილი ქრისტიანობაში მოექცა, თავისთავად ცხადია, არსებობა შეწყვიტეს მოწიფულ ასაკში ქრისტიანობაში გადმოსულმა კათაკმეველებმაც, როგორც ასეთებმა (C0393იL0 C8V0§ვ8, C09558Lხ 0””0იLს5)". ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბავშვთა ნათლობამ, რაც მოციქულთა განწესებებში (VI, 15) მოხსენიებულია როგორც მოციქულთა ჩვეულება დაწესებული ზოგიერთი ეკლესიის მიერ ჯერ კიდევ!III საუკუნეში,! ხოლო V საუკუნიდან – საერთო წესად ჩამოყალიბებული. ამის გამო კათაკმეველთა არსებობა უკვე დიდი ხანია არქეოლოგიური კვლევის საგანი გახდა. მათ შესახებ მეცნიერებაში ბევრი სხვადასხვა აზრი დაიწერა და გამოითქვა.” ჩვენი თანამედროვე მეცნიერების შედეგების თანახმად, ყველა ისინი ერთ გარკვეულ აზრამდე დაიყვანება:

წმიდა წერილში სიტყვა „MთLდ)X00II§V01L“, (იხ. რომ. 2, 18; გალ. 6, 6; შდრ. საქმ. 18, 25; 1 კორ, 14, 19), აღნიშნავს ყველა იმ პირს, რომლებმაც იმისთვის, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში იყვნენ მიღებულნი, უნდა შეისწავლონ ქრისტიანული მოძღვრება (იხ. მთ. 28, 19; შდრ. საქმ. 18,25), შესაბამისად, ესენი იყვნენ, შეიძლება ითქვას, ნათლისღების კანდიდატები. ქრისტიანული მოძღვრების შესწავლას ეწოდებოდა Mთ=MXI% კატეხიზაცია, ან X6V0C Mთ=ი)ი2IX6C (1059L1LVL10 0C9L0- 0ლ0%06100), ასევე MXთ>MXICI6C. იმ პირთა მოძღვარს, რომლებიც ნათლისღებისთვის ემზადებოდნენ, ეწოდებოდა Mთ=ეთოს?., ხოლო ადგილი, სადაც ეს სწავლება ხდებოდა, იწოდებოდა XძთXიXის/16V6LCV.

კათაკმეველები ანუ კატიხუმენები, ჩვეულებრივ იყოფოდნენ რამდენიმე ჯგუფად: ორ, ზოგჯერ სამ, ოთხ და ხუთ ჯგუფადაც კი.? ჩვენ ვიზიარებთ შუა საუკუ ნეების ბერძენ კომენტატორთა – ზონარას, ბალსამონის, არისტინესა და ბლასტარის – აზრს, რომლებიც მათ ორ ჯგუფად ყოფენ.3 წინამდებარე კანონის განმარტებაში არისტინე ამბობს: არსებობენ ორი სახის კათაკმეველები, ერთნი – ახლახან მოქცეულნი, მეორენი კი, რომლებიც უფრო სრულყოფილები გახდნენ, რამეთუ საკმაოდ განისწავლნენ რწმენის დოგმატებში“.“ იგივეს ამბობენ ზონარა და ბალსამონი ნეოკესარიის კრების მე-5 კანონის განმარტებებში და იგივეს იმეორებს არისტინეც ამ კანონის განმარტებაში.5 ეფუძნება რა დასახელებულ კომენტატორთა განმარტებებს, იგივეს ამბობს ბლასტარიც თავის ალფაბეტურ სინტაგმაში.9 მაშასადამე, კათაკმეველები იყოფიან ორ ჯგუფად. როცა რომელიმე წარმართი ან ებრაელი თავის სურვილს აცხადებდა კათაკმეველთა რიგში შესასვლელად, ასეთ შემთხვევაში მას უნდა მიემართა რომელიმე ქრისტიანი ერისკაცის ან დიაკონისთვის, რომელიც თავდებად უდგებოდა მის კეთილ განზრახვას და მიჰყავდა იგი რწმუნებულ მღვდელთან ან ეპისკოპოსთან (მოც. განწესებები VIII. 32). ეპისკოპოსი ან მღვდელი, დარწმუნებული ასეთი პირის კეთილ ზრახვაში, უკითხავდა მას დაწესებულ ლოცვას, ჯვარს გადასახავდა და შეჰყავდა იგი კათაკმეველების პირველ თანრიგში, რომლებსაც ქრისტიანული მოძღვრების პირველი ჭეშმარიტებანი გადაეცემოდათ.ისინი იწოდებოდნენ 6%00CILI6V0L(80910»0L05), რამეთუ მათ ნება ეძლეოდათ დასწრებოდნენ ეკლესიაში ლიტურგიას და წმიდა წერილი მოესმინათ, რის შემდეგაც ისინი მაშინვე უნდა გამოსულიყვნენ ტაძრიდან. პირველ თანრიგში კათაკმეველები, ჩვეულებრივ, სამ წელიწადს რჩებოდნენ (მოც. განწესებები VIII, 32), ეს დრო შეიძლებოდა შემცირებულიყო ან გახანრძლივებულიყო კონკრეტული პირის მონდომებისა და ქცევის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როცა კატეხიტი ხედავდა, რომ მისი მოწაფენი საკმარისად არიან გაცნობიერებულნი ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს, და რომ ისინი თავიანთი კეთილი ქცეგით პატივს იმსახურებენ, იგი ნებას რთაგდა მათ კათაკმეველთა მეორე თანრიგში გადასულიყვნენ, სადაც უკვე ვრცლად გადაეცემოდათ ქრისტიანული მოძღვრება და განსაკუთრებულად, სრულად და დაწვრილებით, განემარტებოდათ რწმენის სიმბოლო. ისინი იწოდებოდნენ 6რ))6M6V0L(0-89%08), რადგან ერთგულ მორწმუნეებთან ერთად შეეძლოთ სახარების შემდეგაც ელოცათ, ან სხვაგვარად – 70VსX#V0CVX6C (თ8იVIIM16CL062XL05), რადგან მუხლს იდრეკდნენ, როცა მათ ლიტურგიისას ლოცვა ქკითხებოდათ, ან კიდევ – თსVთIM0C5-VICC (00-006L00L05) და +6M6C+600! (00L”060(10109, 010CL1). ისინი ეკლესიაში მანამ რჩებოდნენ, სანამ ღვთისმსახურებისას მათ დიაკონი არ მიმართავდა სიტყვებით: „კათაკმეველნო, განვედით“, რის შემდეგაც ისინი ტაძარს ტოვებდნენ. მათი ამ ხარისხში დარჩენის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებული იყო სწავლისადმი მათ გულმოდგინებაზე და საერთოდ – ყოფაქცევაზე. პირველი და მეორე თანრიგის კათაკმეველებს ტაძარში ადგილი გამოყოფილი ჰქონდათ მეორე ხარისხის სინანულში მყოფ მონანულებთან, ანუ შესასვლელ კარიბჭეში იმ ადგილის წინ, რომელიც ნათლისღებისათვის იყო განკუთვნილი, ტაძრის მთავარ შესასვლელთან ახლოს.9 საუბრობს რა კათაკმეველთა შესახებ, რომლებიც ქრისტეს რწმენას განუდგნენ, ნიკეის ეს კანონი მათ მიმართ იყენებს ნეოკესარიის კრების მე-5 კანონის განწესებას, რომელიც გამოცემულია იმ კათაკმეველთა მიმართ, რომლებიც მძიმე ცოდვაში ჩავარდნენ და განუწესებს მათ ნათლობასთან უახლოესი თანრიგიდან პირველ თანრიგში გადასვლას, სადაც კვლავ სამი წელიწადი უნდა დაჰყონ.

შენიშვნები:

% მიზეზის აღმოფხვრით აღმოიფხვრება შედეგი“.

1.Cს. #IL28V5, 11621-სი06VMI0I 2916 ძი» CიX151. #1Lი»Lჩსი, II, 147-153. იL. II8ჭიინსთიიტი.

2..LI8VI5, #031-სიიVMIIის2ძ!1ი, II, 148.

3.არისტინე ნიკეის ამ კანონის განმარტებაში (#4დ. C#VX., II, 145); არისტინე, ზონარა და ბალსამონი ნიკეის კრების მე-5 კან. განმარტებაში (#თ. CM#7X., III, 77-78); ბლასტარი თავის ალფაბეტურ სინტაგმაში. (4თ. CM##X., VI, 323), პიდალიონი, გვ. 142.

4.4 დ. C#8X., II, 145. 5.0 თ. CM8X,, III, 77-78. 6.#თ. C#MMX., VI, 323.

PDF გვ. 201 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბევრი შფოთისა და არეულობის გამო, წმინდა კრება სასიკეთოდ მიიჩნევს საერთოდ აკრძალოს ზოგიერთ ადგილებში დაწესებული მოციქულთა კანონის საწინააღმდეგო ჩვეულება და ადგენს: არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკონი ერთი ქალაქიდან მეორეში მსახურებისათვის არ გადავიდეს. თუ ვინმე წმინდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ გაცემული განკარგულება გაუქმებულად ჩაითვალოს, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში დაბრუნდეს, სადაც იგი ხელთდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად, ან დიაკვნად.

მოციქულთა მე-14 და მე-15 კანონების განმარტებებში ჩვენ გიხილეთ, რომ არც ერთმა ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა დატოვოს ის ეპარქია, რომლისთვისაც იყო ხელთდასხმული. წინამდებარე კანონს მხედველობაში აქვს დასახელებულ მოციქულთა კანონების საერთო პრინციპი, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსს, მღვდელს და დიაკონს ეკრძალებათ გარკვეული ეპარქიის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. რადგანაც ამ კანონში არაფერია ნათქვამი სასჯელის შესახებ, რომელსაც ექვემდებარება ერთი ადგილიდან მეორეზე გადასული პირი, მაშინ როცა სხვა მსგავს კანონებში ასეთებისათვის სასჯელი განსაზღვრულია, ამიტომ ბალსამონი წინამდებარე კანონის განმარტებაში აღნიშნავს, რომ შეიძლება ზოგიერთებს მოეჩვენოთ, თითქოს ამ კანონებს შორის წინააღმდეგობა არსებობს, თითქოსდა ისინი განსხვავებულ საკითხებს იხილავდნენ და იქვე განმარტავს, რომ ეს ასე არ არის. არის განსხვავება გადაადგილებასა, გადასვლასა და შეჭრას შორის. გადაადგილება (IIIXVIII:რI:, 1)"01510%10) ხდება იმ შემთხვევაში, როცა რომელიმე სიბრძნის ნიჭით დაჯილდოებული ეპისკოპოსი, ბევრი ეპისკოპოსის მიერ მიწვეული, ტოვებს თავის სამთაგროს და იმ სამთავროს ეკლესიის მეთაურად გადადის, რომელიც საშიშროებაში იმყოფება და საჭიროა იქ კეთილმსახურების ამაღლება. ასე მოხდა გრიგოლი ღვთისმეტყველის შემთხვევაში, რომელიც სასიმიდან მოიწვიეს, რომ კონსტანტინოპოლის კათედრა დაეკავებინა. ასეთი გადაადგილება წმინდა მოციქულთა მე-14 კანონითაა დაშვებული. გადაყვანა (MნX#Vჩიი!C, LL8ი51- 10) ხდება მაშინ, როცა რომელიმე ეპისკოპოსი, რომელსაც სამთავრო არ გააჩნია იმის შედეგად, რომ იგი წარმართებმა დაიკავეს, მოიწვევა დაქვრივებული სამთავროს ეკლესიის მეთაურად, იქ მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად და საეკლესიო საქმეების წესრიგში მოსაყვანად. მსგავსი გადასვლა ანტიოქიაში შეკრებილ მამათა მიერ იყო დაშვებული. შეჭრა (680, 10V8810) ხდება იმ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსს არ გააჩნია სამთავრო, ზოგჯერ კი შეიძლება ჰქონდეს კიდევაც, მაგრამ სარგებლობს უკეთური მეთოდებით და თვითნებურად და კანონსაწინააღმდეგოდ იპყრობს სხვა სამთავროს. მსგავსი ქმედება სარდიკიის კრების მამებმა იმდენად მკაცრად დაგმეს, რომ განაწესეს მისი ჩამდენისათვის ყოველგვარი ურთიერთობის აკრძალვა ქრისტიანებთან და ამ ურთიერთობის ნებას არ აძლევენ სიცოცხლის ბოლო ჟამსაც კი. ეს კანონი (მე-15), არ მოიხსენიებს არც ერთ დასახელებულ შემთხვევას და არც ეწინააღმდეგება ზემომოყვანილ კანონებს, რადგან, მართალია, არ საუბრობს არც გადაადგილებაზე და არც შემგრაზე, მაგრამ საერთოდ უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს ერთი ქალაქის დატოვებას და მეორეში გადასვლას. ამის შედეგად, აღებულ შემთხვევაში, კრება არ ადებს ამისათვის ეპისკოპოსს სასჯელს, – თავის ძველ კათედრაზე დაბრუნებას განუწესებს. მხოლოდ და მხოლოდ ასე რომ უნდა განიმარტოს ეს კანონი, თვით მისი სიტყვებიდან, რომელიც მოიხსენიებს ქალაქს (X02.C, CIV1L85)და არა საეპარქიო სამთავროს, რამეთუ ერთსა და იმავე ეპისკოპოსს შეიძლება რამდენიმე ქალაქი ჰქონდეს საეპისკოპოსო სამთავროს ფარგლებში, მაგრამ არც ერთი უბრალო ეპისკოპოსი არ შეიძლება ფლობდეს რამდენიმე ეპარქიალურ სამთავროს. გარდა ამისა, ეს იმითაც მტკიცდება, რომ კანონი არ ამბობს გამოკვეთილად მხოლოდ ეპისკოპოსების შესახებ, არამედ – მღვდლებისა და დიაკვნების შესახებაც.' შენიშვნა: #4თ. CM8X., II, 146-148.

მსგავსი კანონები:მოც.1415II მსოფლ.4IV მსოფლ. §.61020ტრულ.18ანტიოქ.3131621სარდიკ.1231216კართ.4854657190

PDF გვ. 204 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 16

თუ მღვდელს, დიაკონს ან დასის რომელიმე სხვა წევრს ღვთის შიში თვალწინ არ უდგას და დაუფიქრებლად და საეკლესიო კანონების არცოდნის მიზეზით საკუთარ ეკლესიას განეშორება, იგი არ უნდა მიიღონ სხვა ეკლესიაში, არამედ იძულებით დააბრუნონ თავის ეკლესიაში, ხოლო თუ ურჩობას გამოიჩენს, უცხო ექმნეს ეკლესიის ერთობას. გარდა ამისა, თუ ვინმე გაბედავს სხვის სამწყმსოდან მოყვასის გადმობირებას და მის ხელთდასხმას იმ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომლისგანაც კლერიკოსი წამოვიდა, ხელთდასხმა უქმად ჩაითვალოს. (მოც. 14, 15, 16; | მსოფლ. 15; IV მსოფლ. 5, 10, 20, 23; ტრულ. 17, 18, 20; ანტიოქჟ. 3, 21; სარდიკ. 1, 2, 13, 15, 16; კართ. 54, 80, 90).

ამ კანონის ბერძნულ ორიგინალში იმ პირთა აღსანიშნავად, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ, ასევე ამ კრების მე-17 და მე-19 კანონებში, გამოყენებულია გამოთქმა იL 6V XV «V6VI 6661თხ6I16V0L (ფს1 10 C80000 L6060ი580იLსL), რაც ჩვენ ვთარგმნეთ სიტყვით „კლერიკოსები“ (რუსულ სინოდალურ გამოცემაში: # #XM0VV ოიწზიში68XI6, დასს მიკუთვნებულნი), გავითვალისწინეთ რა მე-17 კანონზე ზონარას განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ ეს იგივეა, რაც სიტყვები §V MXMჩიV/ L610/1L6V01 00% ი1ბ-ს»ი 0000L89L1), ანუ დასში ჩარიცხულნი.! სიტყვით XთVCV, გარდა სხვა ბევრისა, აღინიშნებოდა აგრეთვე ეკლესიასთან არსებული კრებულის სია, რის გამოც ყველა შეწირული პირები იწოდებოდნენ XთV0VIM0L (ბასილი დიდ. მე-6 კან.), ხოლო დასავლეთში – C8907101 („კანონიერები“).ზონარა ბასილი დიდის მე-6 კანონის განმარტებისას ამბობს: MთV0CVIX0ა0C უწოდებდნენ ყველას, დასში ჩარიცხულთ (6V XVM%CVIV6VI 6661060ILწV0სC, ძს1 12 C8ი0ი6 6ისXი6L8იLსX), ანუ კლერიკოსებს, მონოზვნებს, ქალიშვილებს, ვინც ქალწულობის აღთქმა დადო.“?2 ლაოდიკიის კრების მე-15 კანონში სწორად დადგინებულ ეკლესიის მუდმივ მგალობლებს ასევე უწოდებდნენ MXVCVIX0L V/6XI (080090101 C8იLსX68) – იმ ერისკაცთაგან განსხვავებით, რომლებიც ეკლესიაში დროდადრო გალობენ. ეს კანონი“მჭიდრო კავშირშია წინა (მე-15) კანონთან, რომლის ბოლო სიტყვებიდან ჩანს, რომ ყოველი ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის ხელთდასხმა ხდება იმ ეკლესიაში, სადაც მსახურებისათვის ინიშნება. ამიტომ თითოეულმა თავის მკლესიაში უნდა იმსახუროს, არ უნდა გაშორდეს მას და არც სხვაგან გადავიდეს. წინამდებარე ნიკეის კრება გულისხმობს იმათ, ვინც დაარღვია ეს ბრძანება და არ სურს ნებაყოფილობით დაბრუნება, და უკრძალავს მათ ეკლესიასთან ერთობას. ეპისკოპოსებს კანონი უკრძალავს ასეთ პირთა შეწყნარებას – რა სახითაც არ უნდა იყოს – თავიანთ სამთავროებში. თუ რომელიმე ეპისკოპოსმა, მიუხედავად ამ განწესებისა, მაინც გადაწყვიტა სხვა სამთავროდან მოსული კლერიკოსის ხელთდასხმა ისე, რომ არ მიუღია ამაზე რწმუნებული ეპისკოპოსის თანხმობა, მაშინ კრება ასეთ ხელთდასხმას ბათილად ცნობს, რითაც ამტკიცებს მოციქულთა 35-ე კანონს. სასჯელი, რომელსაც ეს კანონი უწესებს მღვდლებს, დიაკვნებსა და სხვა კლერიკოსებს, გამოხატულია სიტყვებით: „უცხო ექმნეს ეკლესიის ერთობას“. ეს თითქოს ეწინააღმდეგება მოც. მე-15 კანონს, რომელსაც ეყრდნობა წინამდებარე კანონში თვით ეს კრება, რადგან ეს უკანასკნელი განაწესებს, რომ უბრალო ერისკაცად უნდა ჩაითვალოს ყოველი კლერიკოსი, რომელიც ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე დატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში გადავა. წინამდებარე კანონში სიტყვები „უცხო ექმნეს ეკლესიის ერთობას“ ნიშნავს – ზონარას განმარტებით – მხოლოდ იმას, რომ მღვდელმსახურებმა არ უნდა დაუშვან ისინი საერთო მსახურებაზე, და არა იმას, რომ დაუშალონ მათ ტაძარში შესვლა. ან აუკრძალონ მათ წმინდა ზიარება. სიტყვა „ერთობაში“ აქ არ მოიაზრება წმინდა ზიარება, არამედ თანაზიარება, თანამსახურება იმათთან, რომლებიც უკანონოდ მოვიდნენ სხვა ეპარქიალური სამთავროდან. ასეთი განმარტებისას ნიკეის ეს კანონი სავსებით შეესაბამება მოციქულთა მე-15 კანონს, რომელიც ასევე განაწესებს, რომ ასეთმა პირებმა ეკლესიაში არ უნდა იმსახურონ.?

შენიშვნები:

1.4 თ. CMXMX., II, 151.

2.4 თ. CM9X., IV, 108.

3.40 თ. CIიM., II, 149.

PDF გვ. 205 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 17

ვინაიდან ბევრმა კლერიკოსმა ანგარება და მომხვეჭელობა შეიყვარა და დაივიწყა საღვთო წერილი, რომელიც ამბობს: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად..“ (ფს. 14, 5), და სესხი გასცა და მეასედს ითხოვს, ამიტომ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ ამის შემდეგ ვინც იმხილება გასესხებული თანხისათვის ვახშის აღებაში, ან სხვა ანგარებითი საქმიანობისათვის ფულის გაცემაში, ან გასესხებული თანხის ნახევრის ნამატის სახით მოთხოვნაში, ან სამარცხვინო მომხმეჭელობის მიზნით სხვა რაიმე ჩანაფიქრში, ასეთი პირი განიკვეთოს და უცხო ექმნეს სასულიერო დასს. (მოც. 44; ტრულ. 10; VII მსოფლ. 19; ლაოდ. 4; კართ. 5, 16; ბასილი დიდ. 2, 14; გრიგოლ ნეოკეს. 3; გრიგოლ ნოს. 6).

ძველი რომაული კანონებით მევახშეებს ფულის სარგებლით გასესხება ნებადართული ჰქონდათ. ზედნადები, ჩვეულებრივ, შეადგენდა წელიწადში 12 პროცენტს, ანუ, მთელი გასესხებული თანხის ერთ მეასედ ნაწილს ყოველთვიურად Cთ5სIX8 06ი4051ი28).' არსებობდა კიდევ ერთნახევრიანი სესხი, ანუ აღნადგინები (მIII0XI0სC, 809500181L0+), რაც ნიშნავდა, რომ მსესხებელს მთელი ნასესხები თანხის ზევით კიდევ მისი ნახევარი უნდა დაემატებინა.? ქრისტიანი ხელმწიფეების მიერ განსაკუთრებული ბრძანებულებით მოხდა ასეთი დიდი ზედნადებით გასესხების უფლების შეზღუდვა. კონსტანტინემ აკრძალა გასესხებული თანხის თორმერტ პროცენტზე მეტის აღება.3 მისი მემკვიდრეები მართალია უშვებდნენ დიდი პროცენტით სარგებლობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მოვალე არ ითვლებოდა სავსებით სანდო პირად.“ პირველი ქრისტიანები ერიდებოდნენ ამგვარ ფულით ვაჭრობას, როგორც უმართებულო საქმეს და, მაშასადამე, აკრძალულს, ან, ყოველ შემთხვევაში, გაურბოდნენ მას იქამდე, სანამ მათ შორის ძმური სიყვარული სუფევდა, რომლის თანახმადაც ქონება საერთო მონაპოვარს წარმოადგენდა. შემდგომში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი წარმართთა მაგალითს მიჰყვა და მათი მიბაძვა ამ სახის ვაჭრობაშიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო გმობის ღირსი გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხში წარმართების მაგალითს ბევრმა კლერიკოსმაც მიბაძა და იმის ნაცვლად, რომ ეკლესიის სწავლების თანახმად ღარიბებს დახმარებოდა, პირიქით, უკანონო პროცენტებს იღებდა მათგან. უკვე მოციქულთა 44-ე კანონით იქნა დადგენილი, რომ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სარგებლის მისაღებად ახდენს ფულის გაცემას, უნდა დაცხრეს, არადა – განიკვეთოს. ნიკეის კრება ყურადღებას მიაპყრობს იგივე საკითხს, რაზედაც დასახელებული მოციქულთა კანონი საუბრობს, და აკეთებს ყველა მევახშეობის მეთოდების ჩამონათვალს, რის შემდეგაც განაწესებს ასეთ საქმეებში მხილებულ კლერიკოსთა განკვეთას. ამ კანონის შემდეგ სიტყვებთან დაკავშირებით: „სხვა რაიმე ჩანაფიქრში“, ბალსამონი თავის განმარტებაში ამბობს: ამ სიტყვებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: „ზოგიერთმა მათგანმა, ვინც შეწირულია, იციან ეს კანონი. ისინი ცდილობენ მას გვერდი აუარონ, ფორმა კი შეუნარჩუნონ, და ამით კანონის აზრს ულმობლად ამახინჯებენ; ისინი სხვა ვინმეს აძლევენ ფულს იმისათვის, რომ იგი მიმოქცევაში გაუშვას, ხოლო მონაგებს სანახევროდ იყოფენ, ამასთან, მთელი საფრთხე მევახშეობისაგან იმას ელის, ვინც საქმისათვის აიღო ფული, ხოლო ვისაც თანხა სინამდვილეში ეკუთვნის და მევახშეს წარმოადგენს, მწყალობლეის სახელით ინიღბება. კანონს ასეთი უწესო ვაჭრობა აქვს მხედგელობაში, და ვინც მას ეძლევა, იმათ განკვეთას განაწესებს“.5 წინამდებარე კანონი ყველა კლერიკოსს, გამონაკლისის გარეშე, უკრძალავს ფულის სარგებლით გაცემას და, საერთოდ, მევახშეობას – რა სახისაც ის არ უნდა იყოს. ვამბობთ ყველას, რადგან, როგორც ნათქვამი იყო წინა კანონის განმარტებაში, სიტყვები 6V CV XთV6VI გნითხ6IVი” აღნიშნავს ყველა კლერიკოსს, მაშასადამე, მღვდელმსახურებსაც, – ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს და საეკლესიო მსახურებს – იპოდიაკონებს, წიგნის მკითხველებს, მგალობლებს და ა.შ. მევახშეობის ჩვეულება, რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობით ნებაზე იყო მიშვებული, ნიკეის კრების შემდეგაც კარგა ხანს ინარჩუნებდა ძალას და საულიერო პირებს ასნებოვნებდა. ამის შემდეგი კრებებიც იძულებული იყვნენ კიდევ მრავალი კანონი მიეღოთ სასულიერო პირთა შორის მის აღმოსაფხვრელად. შენიშვნები: 1. 36V06X6თC11 2 , 51V6 ნვიძიისმი, II, ტითი0L. 1ი ხ. იგი., ი. 83. 2. იქვე. 3. Cიძ. Iხძძიყ,, II, 1. 4. 0გ3111ლ0X,, 1:ხ. XXIII, II(. 3, იგი. 74, 75. 5, ტდ. CM8X,, II, 153.

%· „დასში ჩარიცხულნი“

PDF გვ. 207 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 18

წმინდა და დიდი კრებისათგის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, მაშინ როცა არც კანონით და არც ჩვეულებით არ არის დაწესებული, რომ შეწირვის უფლების არმქონემ ქრისტეს ხორცი გასცეს. გარდა ამისა, გაცხადდა ისიც, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპიკოპოსზე უწინ ეხება ევქარისტიას. ყველა ეს ქმედება აიკრძალოს და დიაკვნებმა ზომიერება დაიცვან; იცოდნენ, რომ ისინი ეპისკოპოსის მსახურები არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ამიტომ, წესისამებრ, ევქარისტია მიიღონ მღვდლების შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს და გინდ მღვდელი. არც მღვდლებს შორის დაჯდომა შეიძლება დიაკვნებისთვის, რამეთუ უკანონო და უწესოა ასეთი ქცევა. დიაკონს, რომელიც ამ განწესებას არ დაემორჩილება, დიაკვნობა ჩამოერთვას. (მოც. 15, 39; | მსოფლ. 15; ტრულ. 7, 16; ანტიოქ. 5; ლაოდ. 20). წინამდებარე კანონში სამი ბრალდებაა წამოყენებული დიაკონთა მიმართ: პირველი ის, რომ მათ უნდოდათ მღვდლებისთვის მიეცათ წმინდა ზიარება; მეორე ის, რომ ისინი ეპისკოპოსების წინ ეზიარებოდნენ და მესამე – სურდათ, რომ ეკლესიაში მღვდლებზე აღმატებულნი ყოფილიყვნენ და ამიტომ თავს ნებას აძლევდნენ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას მათ შორის მსხდარიყვნენ. მდგომარეობა, რომელსაც დიაკვნები იკავებენ სასულიერო იერარქიაში, კარგადაა ცნობილი – ისინი ამ იერარქიაში მესამე საფეხურზე დგანან. ეგნატე ღმერთშემოსილი დიაკვნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათ საერთო პატივით უნდა ისარგებლონ, და რომ ისინი წარმოადგენენ არა საკვებისა და სასმელის მცველებს, არამედ საღვთო ეკლესიის მსახურებს. სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ დიაკვნები ექვემდებარებიან ეპისკოპოსებს და მღვდლებს იესო ქრისტეს მადლითა და ნიჭით.? როგორც საღვთო ტაძრის მსახურებმა, დიაკვნებმა მართლმორწმუნე ერისაგან მსხვერპლშესაწირი უნდა მიიღონ და ის ეპისკოპოსს გადასცენ, იკითხონ წმიდა სახარება, ლიტურგიის ჩატარებისას დახმარება გაუწიონ მწირველს (ეპისკოპოსი იქნება ის თუ მღვდელი) ევქარისტიის საიდუმლოსა და სხვა წესების შესრულებაში, განსწავლონ კათაკმეველნი, მოინახულონ მოწამენი და აღმსარებელნი საპყრობილეებში და წამებულებზე წიგნები წერონ.3 განსაკუთრებით აუცილებელ პირს წარმოადგენდა დიაკონი, როგორც ეპისკოპოსის თანაშემწე. მოციქულთა განწესებებში (II, 30) დიაკონი იწოდებოდა 67V52.0C MI ჯიიდიIC 100 6XICLX6X0ს!; ხოლო იმავე განწესებებში (II, 44) იგი იწოდება ეპისკოპოსის ყურად, თვალად, ბაგედ, გულად და სულად. ასეთი დამოკიდებულება დიაკონისა ეპისკოპოსისადმი, ეკლესიაში დასაბამიდანვე გახდა იმის მიზეზი, რომ დიაკვნებმა, განსაკუთრებით დასავლეთში, დაიწყეს თავიანთი მნიშვნელობის ძალიან მაღლა დაყენება და საკუთარი თავი მღვდლებზე აღმატებულად მიიჩნიეს. ერთ-ერთ დასავლურ კრებაზე (არელატის თუ არლის), IV საუკუნის დასაწყისში, ე. ი. ჯერ კიდევ ნიკეის კრებამდე, იმ დიაკვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქში ეპისკოპოსებთან მსახურობდნენ, მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც დიაკვნებს არა თუ საკუთარ წარჩინებაზე უნდა ეზრუნათ, არამედ სამღვდელო პატივი დაეცვათ, და ამ უკანასკნელთა დაუკითხავად მსგავსი არაფერი ჩაედინათ.5 ფიქრობენ, რომ დიაკვნების ამპარტავნება და უკანონო მოთხოვნა, რაც რომში ხდებოდა, გახდა წინამდებარე ნიკეის კანონის მიღების მიზეზი – ორი რომაელი მღვდლის წინადადების საფუძველზე, რომლებიც კრებაზე რომის ეპისკოპოსის ადგილის მცველებს (§8M#006X7- L6X#, შემცვლელები) წარმოადგენდნენ.5 საერთოდ, წინამდებარე კანონი მიღებულია დიაკვნების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მათი ამპარტავნობის წინააღმდეგ. იგი კანონის ფორმით ყველა დროისათვის განაწესებს: პირველი, დიაკვნებს არა აქვთ უფლება მღვდლებს მისცენ წმინდა ზიარება. აქ არ უნდა მოვიაზროთ მღვდლები ზოგადად, მაგ., მაშინაც, როცა ისინი მარტო მსახურებენ საღვთო ლიტურგიას, არამედ – როცა ეპისკოპოსთან ერთად. იუსტინეს მოწმობით, დიაკვნები წმინდა ზიარებას აძლევდნენ ლიტურგიისას მაზიარებელ მრევლს? და მათ ასევე სურდათ ეპისკოპოსებთან ერთად მსახურების დროს, ეზიარებინათ მღვდლებიც, რის წინააღმდეგაც გამოსცემს განწესებას ეს კრება და ამბობს, რომ კანონისა და ჩვეულების საწინააღმდეგოა, როცა მათ, ვისაც არ ხელეწიფების მსხვერპლშეწირვა, გაუნაწილონ ქრისტეს ხორცი იმათ, რომლებიც წესისამებრ წირავენ მსხვერპლს. მეორეც, ეს კანონი გმობს იმ ქმედებასაც, როცა ლიტურგიისას დიაკვნები ეპისკოპოსებზე წინ იღებენ ზიარებას. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა მივაკუთვნოთ იმ შემთხვევებს, როცა ეპისკოპოსი მარტო ასრულებს მსახურებას. ხდებოდა, როცა ეპისკოპოსი აწესებდა, რომ მღვდელს დიაკონთან ერთად ჩაეტარებინა მსახურება, ხოლო თვითონ მხოლოდ დამსწრე იყო ამ მსახურებისა. ასეთ შემთხვევაში, დიაკონი – რომელიც ტაძარში სხვა დამსწრეთა წინ ეზიარებოდა, რომლებიც იმ დროის ჩვეულების თანახმად გამონაკლისის გარეშე ეზიარებოდნენ - ჯერ თვითონ იღებდა წმინდა ზიარებას, შემდეგ კი ეპისკოპოსს მიართმევდა, რომელსაც ამის გამო მხოლოდ დიაკონის შემდეგ უხდებოდა ზიარების მიღება. სწორედ, დიაკონის მხრიდან წესრიგის ასეთი დარღვევის აცილება აქვს კანონს მიზნად, – როგორც ბალსამონი განმარტავს.ზ მესამეც, წინამდებარე კანონის განწესება იმაში მდგომარეობს, რომ დიაკვნებს უნდა ახსოვდეთ და იცაგდნენ შეწყნარებულ წესს და ზიარება მღვდლების შემდეგ მიიღონ – მიუხედავად იმისა, ეპისკოპოსებთან ერთად ატარებენ მსახურებას თუ მხოლოდ მღვდელთან. დასასრულ, კანონი გმობს ჩვეულებას, რომელიც კანონისა და განწესების საწინააღმდეგოდ წარმოიშვა და, რომლის თანახმადაც, დიაკვნები ღვთისმსახურებისას, როცა წესით დაჯდომა შეეძლოთ, მღვდლებზე მაღლა იკავებდნენ ადგილს და მათთან ერთად ჯდებოდნენ (ამაღლებულ, თანამოსაყდრის ადგილზე). კანონი მუქარით მთავრდება ყველა დიაკვნის მიმართ, ვინც შესცოდავს დასახელებული განწესების წინაშე, კერძოდ, ბრძანებს ასეთი პირისათვის დიაკვნობის ჩამორთმევას, სხვა სიტყვებით, სასულიერო ხარისხიდან მის განკვეთას და ერისკაცთა თანრიგში გადაყვანას.

აღსანიშნავია, რომ ნიკეის კრების განწესება დიაკონთა მიმართ მკაცრად არ იმარხებოდა; ნიკეის კრების შემდგომაც ვხვდებით როგორც ახალ საჩივრებს დიაკვნების ამპარტავნობისა და კადნიერების შესახებ, ასევე ახალ განწესებებს მიმართულთ მსგავსი დარღვევების საწინააღმდეგოდ.? შენიშვნები: 1, 1თ08L., იი. 8ძ IX81118»ი. C, 2, 6 IM1დიი, 8. წ., L. 5, C01. 777-7801. - შდრ. CI. სით., იხ. 1 8ძ CილიLს, 40, 42 წMIყიი, 8. წ., L. 1, იი1. 288-289, 292-296). ვ. 1სი3551ი, V06LVI5 0L I0V8 00C1. ძIვCი1იI. I, I, 11ხ. II, C. 29. #სდს§L1, 00იიM#MVII- ძვწM6IL0», XI, 189 და შემდგ. · „ ეპისკოპოსის ანგელოზად და წინასწარმეტყველად".

4. Vგი ს5ი8ი პირველ საუკუნეების ისტორიიდან მოჰყავს რამდენიმე მოწმობა ამის შესახებ და შენიშნავს: „ჩვენ არა მარტო ვიცით, რომ ქალაქ რომის დიაკვნები განსაკუთრებით ქედმაღლობისა და ზვაობის სენით იყვნენ შეპყრობილნი, არამედ, გარდა ამისა, ვხედავთ ამ სენის ფესვსა და საფუძველს. ისინი ხომ იმ მსახურებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მუდმივად ეხმარებოდნენ ეპისკოპოსს, რის გამოც მათ საკმაოდ დიდი გავლენა პქონდათ საეპისკოპოსო კარზე. ამიტომ მათ, ეჭვგარეშეა, მღვდლებიც ელაციცებოდნენ, რომლებიც ეპისკოპოსებისგან რაიმეს მიღებას იმედოვნებდნენ. უფრო მეტიც, რამდენადაც დიაკვნები საეკლესიო ხაზინის ეკონომოსებსა და მმართველებსაც წარმოადგენდნენ, ამიტომ, ჩვეულებრივ, ისინი მღვდლებს სიმდიდრითაც აღემატებოდნენ, და აი, ამაში იყო მეორე მიზეზი მათი ქედმაღლობისა“.

5. ILგ»ძს1ი!, I, 276, ძი ძ1800015 სIხ1015, VI6 იიი 51ხ1 მისს იI6850I03M%, 800 სისიჯიი! ხ”იე5ხX#LიI15 L050IV8XL, IIL 5106 C005010ი(18 Iი§იLსIი იIხ11 (810 წი018ი1 (იმი. 18).

6. ბევრი ფიქრობს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ დიაკვნების ამპარტავნობისა და ზვაობის წინააღმდეგ კრების მიერ წინამდებარე კანონი მიღებულ იქნა იმ ორი რომაელი მღვდლის მოთხოვნით, რომლებიც რომის საჭეთმპყრობელ სილვესტერის ადგილის მცველების ხარისხში იყვნენ კრებაზე წარმოდგენილნი”, – შენიშნავს V8ი L5§ი8ი ამ კანონის განმარტებაში.

7. ჰის1ი., #ჯიიI. II, C. 5 IMIდიი, §. წ., L. 6, C01. 452-453). 8. #თ. CM#M87., II, 155.

9. კართ. IV კრებაზე (398) წ.) მიიღეს ოთხი კანონი დიაკვნებთან დაკავშირებით (IIL8-ძს1ი1, L, 985). იხ. ჩვენეული განმარტებები ლაოდ. მე-20 და ტრულ. მე-7 და მე-16 კანონებზე.

PDF გვ. 208 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 19

ყოფილი პავლიანიტების შესახებ, რომლებიც შემდგომ კათოლიკე ეკლესიისაკენ მოექცნენ, დგინდება განწესება, რომ ისინი თავიდან უნდა მოინათლონ. იმათგან, ვინც ადრე სამღვდელო დასს განეკუთვნებოდა, თუ ვინმე უმწიკვლო და დაუძრახველი აღმოჩნდეს, ნათლისღების შემდეგ ხელთდასხმულ იქნეს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის მიერ, ხოლო ისინი, რომლებიც გამოკვლევის შედეგად მღვდელმსახურებისათვის უღირსნი აღმოჩნდებიან, სამღვდელო ხარისხიდან დამხობას ექვემდებარებიან. დიაკონთა და, საერთოდ, დასის ყველა წევრის მიმართ იგივე მიდგომა უნდა იქნეს დაცული. ჩვენ დედათდიაკვნებიც ვახსენეთ, მაგრამ ისინი დედათდიაკვნებად მხოლოდ თავიანთი სამოსელის გამო იწოდებიან, სინამდვილეში კი არავითარი ხელთდასხმა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი უპირობოდ მრევლში უნდა ჩაირიცხონ. (მოც. 46, 47, 49; ტრულ. 95; კართ. 6, 126; ბასილი დიდ. 1). ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ: »ნი! «CV XCს7ICVICVVCCV, რუსულ სინოდალურ გამოცემაში: „პავლიანელებად ყოფილთა შესახებ“ („0 6LI8IIIIIX II88- XI8989MX-%), ხოლო ბევერეგიის ლათინურ თარგმანში: ძ09 681118»15118. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორი იქნებოდა ჩვენეულ თარგმანში ბევერეგიას გავყოლოდით, მით უფრო, რომ აქ მოხსენიებული ერეტიკოსები სხვადასხვა სახელწოდებას ატარებდნენ – პავლიანიტებს, პავლიანელებს, სამოსათიანელებს და მანიქეველებს.! პავლიანიტები იყვნენ პავლე სამოსათელის მიმდევრები; იგი 261 წელს ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა არჩეული, მაგრამ 269 წელს, თავისი მწვალებლური შეხედულების გამო იგი ანტიოქიის კრებამ განკვეთა.2 პავლე სამოსათელის სწავლება შემდეგში მდგომარეობდა: ღმერთი ერთია და წმიდა წერილი მამის სახელს ატარებს. ძე, მოხსენიებული წმიდა წერილში, როგორც წმიდა სამების მეორე პირი, არის სიტყვა და სიბრძნე, მაგრამ ეს სიტყვა და სიბრძნე არ წარმოადგენს ღმერთში განსაკუთრებულ არსებას ან პირს, არამედ საღვთო გონებაა, მსგავსად იმისა, როგორც გონიერებაა ადამიანში. ქრისტე მხოლოდ ადამიანია, რომელმაც არსებობა დაიწყო მარიამისაგან შობის შემდეგ, მაგრამ ადამიანში იყო და მოქმედებდა ღვთაებრივი სიბრძნე და ღვთაებრივი სიტყვა. ამ სიბრძნის წყალობით ქრისტე ნელ-ნელა სრულყოფილი შეიქმნა სათნოებაში და ძე ღვთისა გახდა, მაგრამ ამ სიბრძნემ იგი დატოვა ვნების საათებში. რაში მდგომარეობდა პავლეს სწავლება სულიწმდის შესახებ, – გაურკვეველია.3 ათანასე დიდის სიტყვებით, პავლიანიტები ნათლისღებისას წარმოთქვამდნენ. სახელს მამის, ძის და სულიწმიდისას,“ მაგრამ რადგანაც ისინი მცდარად ასწავლიდნენ წმიდა სამების პირების შესახებ, ამიტომ მათი ნათლობა არ შეიძლებოდა ჭეშმარიტად ჩათვლილიყო მოციქულთა 49-ე კანონის თვალსაზრისით. ნიკეის კრება, როცა წინამდებარე კანონს იღებდა პავლიანიტებისა და მათი ნათლობის შესახებ, ის ამით ამტკიცებდა უკვე არსებულ განწესებას ანტიტრინიტარულ ნათლობაზე (ჰშეფელეს აზრით ეს იყო 314 წლის არელატის (არლის) მე-8 კანონის განწესება)? და ადგენს ყველა პავლიანიტის თავიდან ნათლობას (6Vთ,სთXXIC6C0VI,I6ხმსL126იLსX), რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოექცნენ. რადგან ნიკეის კრება არ აღიარებდა პავლიანიტურ ნათლობას, ამიტომ სრულიად თანმიმდევრულია, რომ არ ეღიარებინა ხელთდასხმაც, რომელიც პავლიანიტურ რელიგიურ საზოგადოებაში აღესრულებოდა, რადგან, ვინც არასწორადაა მონათლული, ის არც სწორად ხელთდასხმული შეიძლება იყოს და არც სწორი კანონებრივი ეპარქია შეიძლება ჰქონდეს. პავლიანიტების კლერიკოსთა მიმართ, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოექცნენ, კანონი უშვებს, რომ თუ ისინი მეორედ ნათლობის შემდეგ აღმოჩნდებიან უმწიკვლო და სანიმუშო ქცევის, მაშინ შეიძლება ეპისკოპოსებად მათი დადგინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დარჩნენ უბრალო ერისკაცებად, რაც კანონში განისაზღვრა სიტყვებით: XთმთLი6IC0თ! თაჯ1ისC #ი00C#M%6L ეყრდნობა რა აღნიშნულ სიტყვებს, ზონარა ამ კანონის განმარტებაში სამართლიანად შენიშნავს: „ვფიქრობ, რომ სიტყვა დამხობა (XთV0ოX108CV), აქ გამოყენებულია არა საკუთრივ აზრით (X0+თე/0იCXIXX, 10090X0%0I10) – რამეთუ მხოლოდ იმ პირის დამხობა შეიძლება, ვინც ჭეშმარიტადაა ხელთდასხმული და ღვთისმსახურების სიმაღლეზეა აყვანილი, ხოლო ის, ვინც თავიდანვე არ იყო ჭეშმარიტად ხელთდასხმული, როგორ, საიდან, რა სიმაღლიდან შეიძლება იყოს დამხობილი? ასე რომ, არა ბუკვალური მნიშვნელობითაა ნათქვამი: დამხობას ექვემდებარებიან (XV0თL0609C5LXI), არამედ იმის ნაცვლად, რომ ითქვას: და განიკვეთონ დასიდან (65თ0MC6+ო! #08 #2ჩილს)“,5.

შემდგომ ამისა, კანონი მოიხსენიებს დედათდიაკვნებს. ქალკედონის კრების განმარტებებში ჩვენ მათ შესახებ განსაკუთრებულად ვსაუბრობთ, აქ კი მხოლოდ იმას ვახსენებთ, რაც აუცილებელია ამ კანონის აზრის ასახსნელად. დედათდიაკვნები იყვნენ ქალწულები და ქვრივები, რომლებმაც საყოველდროო აღთმმა დადეს და თავი ღვთისმსახურებას შესწირეს. ორმოცი წლის ასაკამდე მათ შეეძლოთ თავიანთ სახლებში დარჩენილიყვნენ, სადაც ასრულებდნენ კიდეც საკუთარ აღთქმებს. ერისკაცთაგან განშორებულნი, ეკლესიის ზედამხედგელობის ქვეშ იმყოფებოდნენ და თავიდან ჩვეულებრივ, საერო სამოსელს ატარებდნენ, შემდეგ კი – განსაკუთრებულს. ორმოცი წლის ასაკში, ან უფრო გვიან, მათგან ღირსეულნი დედათდიაკგნებად იკურთხებოდნენ მსგავსად იმისა, როგორც ამჟამად საეკლესიო მსახურები იკურთხებიან |ქიროტესიის წესით|!. ნიკეის კრება მოიხსენიებს პავლიანიტურ ერესში შთავარდნილ დედათდიაკვნებს და განაწესებს მათ ისევე მოექცნენ, როგორც ეკლესიაში მოქცეულ სხვა კლერიკოსებს. კანონის სიტყვებს – „დედათდიაკვნებიც ვახსენეთ, მაგრამ ისინი დედათდიაკვნებად მხოლოდ თავიანთი სამოსელის გამო იწოდებიან“, ზონარა შემდეგნაირად ხსნის: „ძველ დროში ღმერთთან მიდიოდნენ ქალწულები, რომლებიც სიწმინდის აღთქმას დებდნენ; კართაგენის კრების მე-6 კანონის თანახმად ეპისკოპოსები წყალობდნენ და ზრუნავდნენ მათზე, როგორც ამას იმავე კრების 38-ე (47-ე) კანონი განაწესებდა. განსაზღვრულ ასაკში კი, ანუ როცა ისინი ორმოც წელს მიაღწევდნენ, მათი დედათდიაკვნად ქიროტესირება ხდებოდა. ხოლო, მანამდე, ოცდახუთი წლის ასაკში, ეპისკოპოსები მათ გამორჩეული სამოსლით მოსავდნენ, როგორც ამის შესახებ კართ. 126-ე (140-ე) კანონი ამბობს. სწორედ ასეთ ქალწულებს უწოდებს კრება დედათდიაკვნებს, რადგან მათ მხოლოდ სამოსელი აქვთ დედათდიაკვნისა, მაგრამ ხელთდადება ჯერ კიდევ არ მიუღიათ (76L0006C(0V IIM 6X0000C); კრება ადგენს მათ ჩარიცხვას მრევლის თანრიგში – თუ ისინი თავიანთ რწმენას მწვალებლურად აღიარებენ და ამ მიზეზით უარყოფენ მას. შენიშვნები: 1.06Vი1X6წ11, L 51IV6 ხვიძიიLგი, II, 8»M90L. 19 I). C8»., ნ. 87. 2.C. VVვ81იხ, III5Lს0L6 ძი» ILCL70X0616M#), II, 116. - II06”010, Cიიიი1110იწ650ჩხCჩხ(ჯტ, I, 138. 3.V810ხ, დასახ. თხზ., 5. 96-99. 4.4 ხხვივი., 0»-2%, II იიი(LIX2 #4X13905, C. 43 წIM1Cთიი, §. წ., ჭ. 26, C01. 237-240). §.60ი011იიყი§ის1ინსLი, I, 209, 427. : % „ისინი დამხობას იქვემდებარებიან“. 6.40 თ. CMMX., II, 159. 7.)თ. CXVX., IL, 160. აქ კართ. კრების 38-ე და 126-ე კანონების ნაცვლად, მითითებულია 47-ე და 140-ე კანონები (ჩვენ მიერ ფრჩხილებში აღნიშნული), იგივეა რუსულ თარგმანშიც, მოსკოვის გამოც., IIი88M#»8 6 70M088XM#MMIM%, I, გვ.70. (რუსული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა).

PDF გვ. 211 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 20

ზოგიერთები საუფლო დღეს და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მუხლს იდრეკენ, ამასთან დაკავშირებით წმინდა კრება აწესებს, რომ ასეთ დღეებში ღვთის წინაშე ლოცვები ფეხზე დგომით აღესრულოს და ეს წესი ყველა ეპარქიაში ერთნაირად იქნეს დაცული.

(მოც. 66; ტრულ. 66, 90; ღანგ. 18; ლაოდ. 29; პეტრე ალექს. 15; ბასილი დიდ. 91; თეოფილე ალექს. 1# ეს კანონი განაწესებს, რომ კვირა და ერგასის დღეებში ღმერთს ფეხზე დგომით უნდა ვევედროთ, ანუ მუხლმოუდრეკელად. ბასილი დიდის 91-ე კანონში განმარტებულია, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ მაინცადამაინც ასე.

პონსტანტინოპოლის წმინდა II მსოფლიო საეკლესიო პრება სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) პონსტრანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო პრებასე შეპრებილი 150 წმინდა მამისა (ხს. 22 მაისს ძვ. სტ.)

გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა; ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცდა. ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და იგნო, და დაეფლა; და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა; და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა; და კვალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სულიწმიდა, უფალი, ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა, მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ.

PDF გვ. 214 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.