← ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

IV მსოფლიო კრება (ქალკედონი) · ტ. I (2007)

წინათქმა

წინაპირობა ეფესოს კრებაზე ნესტორის დაგმობით ქრისტოლოგიური საკითხი არ დასრულებულა. კონსტანტინოპოლთან ახლომდებარე ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტმა, ევტიქიმ, ახალი მწვალებლობა შემოიღო. ამასთან დაკავშირებით უნდა მოწვე ულიყო მსოფლიო კრება. იმპერატორ მარკიანეს მოწვევით მართლაც შედგა საეკლესიო კრება და გაიხსნა იგი 451 წლის 8 ოქტომბერს; ჩატარდა კრების თექვსმეტი სხდომა და დაიხურა იმავე წლის 1 ნოემბერს. კრებას 630 მამა ესწრებოდა. დასავლურ ეკლესიას 5 რომაელი ლეგატი წარმოადგენდა. კრების ხელმძღვანელობა დაკისრებული ჰქონდათ ანატოლი კონსტანტინოპოლელს, რომის ლეგატებს პასქანიოსსა და ლუკენტის, აგრეთვე, მაქსიმე ანტიოქიელსა და იუბენალიოს იერუსალიმელს. კრებამ განიხილა ევტიქის სწავლება, გამოაცხადა ის მწვალებლურად და დაამტკიცა მართლმადიდებლური რწმენის შესაბამისი დოგმატი.

ბოლო ორ სხდომაზე მიიღეს 28 კანონი, ხოლო 29-ე და 30-ე კანონები, რომლებიც მეოთხე სხდომაზე დაამტკიცეს, ამჯერად მხოლოდ შეუერთეს სხვა დანარჩენს. „საჭეთმპყრობელში“ (L00VCM989), კანონთა კრებულში (LL8IIმ L088X90), პიდალიონში და IიძX6ი0LმXLX88-ში ქალკედონის კანონები ერთნაირი რიცხოვნობით შედის; დასავლეთის კანონთა კრებულებში კი ამ კრების მხოლოდ 27 კანონია მოყვანილი. ბოლო ორი (29-ე და 30-ე) კანონი არ არის შესული სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ არა აქვთ მიცემული კანონის ფორმა, ხოლო რაც შეეხება 28-ე კანონს, მისი შეუტანლობის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულ კრებაზე მის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდნენ რომაელი ლეგატები, რომლებმაც მასში რომის ეპისკოპოსის პრიმატის შელახვა დაინახეს.

PDF გვ. 312

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამართლიანად ვაღიარებთ დღემდე ჩატარებულ ყოველ კრებაზე წმინდა მამების მიერ დამტკიცებულ კანონებს და მათ მტკიცედ დაცვას ვბრძანებთ.

ამ კრების საქმეებიდან ჩანს, რომ რამდენიმე სხდომაზე სხვადასხვა მიზეზით წაიკითხეს წინა კრებების კანონები. ასე მაგალითად, მე-4 სხდომაზე წაიკითხეს კანონი ორი მონოზვნის, კაროსისა და დოროთეს საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც დიოსკორეს მიმდევრები, საჯაროდ იყვნენ დაგმობილნი და ახლა რეაბილიტაციას ითხოვდნენ. კონსტანტინოპოლის არქიდიაკონ აეტის მიერ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო წიგნიდან (06X6 ჩLჩ82.0ს) წაიკითხეს შესაბამისი კანონები (ისინი საქმეებში 83 და 84 რიგითი ნომრებით არიან წარმოდგენილნი, რომლებიც იგივეა, რაც ანტიოქიის კრების მე-4 და მე-5 კანონები). იმავე სხდომაზე ატიკე ნიკოპოლელმა წაიკითხა ნიკეის კრების მე-4 კანონი. ის თავის დროზე ფოტისა და ევსტათის შორის წამოჭრილი დავის გადასაწყვეტად იქნა მიღებული.! იმ დროს, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა დავას ბასიანესა და სტეფანეს შორის – ეფესოს კათედრის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, მე-11 სხდომაზე მაღნისელმა ეპისკოპოსმა ლეონტიმ იგივე წიგნიდან (6X6 «0ს თასის ჩI0.0ს) წაიკითხა ორი კანონი, რიგითი ნომრებით – 25 და 26. ეს კანონები იგივეა, რაც ანტიოქიის კრების მე-16 და მე-17 კანონები.2 ასევე, მე-13 სხდომაზე, ნიკომიდიისა და ნიკეის ეპისკოპოსებს შორის არსებული დავის გამო, აღნიშნული წიგნიდან კვლავ წაიკითხეს ნიკეის კრების მე-4 კანონი.) დასასრულ, მე-16 სხდომაზე, როცა საუბარი წამოიგრა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პატივის უპირატესობაზე, მდივანმა კონსტანტინემ არქიდიაკონ აეტის მიერ შემოთავაზებული წიგნიდან წაიკითხა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების 1, მე-2 და მე-3 კანონები.1 ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ქალკედონის კრების დროს, საყოველთაოდ ცნობილი და სავალდებულო იყო მანამდე შემდგარ კრებებზე დამტკიცებული კანონები და, რაც მთავარია, ყველა ეს კანონი შეკრებილი იყო ერთად, ერთ კრებულში, რომელსაც კრებათა საქმეებში ეწოდება?16 ჩ!ჩ7.0ს +თV X#თV6VთV, (ILVVX8 I090890#X, კანონთა კრებული) ლათინურად – 00ძ0X იგიიის)ი. ეს კრებული ჩვენამდე სრულად არ შემორჩენილა, მაგრამ კანონთა ნუმერაციის მიხედვით, მაინც შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელი კრების კანონებიდან არის ის შედგენილი. მასში პირველი ადგილი | მსოფლიო კრების კანონებს უკავია; ისინი აქაც იგივე თანმიმდევრობას ინარჩუნებენ. მათ მოსდევს ანტიოქიის კრების კანონები; ამასთან, ამ კრების 1 კანონი საერთო რიგში აღნიშნულია რიცხვით 80. კრების საქმეებში არ არის მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შეგვეძლო გვემსჯელა, თუ რომელ კანონებს ეკავათ კრებულში კანონთა ამ ორ ჯგუფს შორის არსებული რიცხვებით აღნიშნული ადგილები. თუმცაღა, ამის გაგება იოლად შეგვიძლია მანამდე ჩატარებულ კრებათა კანონების ციფრული გამოთვლით, რომელთა რიცხვიც ჩვენთვის ცნობილია. თუ I მსოფლიო კრების კანონთა რიცხვს 20-ს მივუმატებთ ანკვირიის კრების 25 კანონს, ნეოკესარიის – 14 და ღანგრიისას – 20-ს, მაშინ ზუსტად მივიღებთ რიცხვს (20+25+14+20=79) 79-ს, რომელსაც მოჰყვება: ანტიოქიის კრების 1 კანონი, როგორც მე-80, ანუ მე-4 და მე-5 კანონები შეესაბამება ქალკედონის კრებულის 83-ე და 84-ე კანონებს. ანტიოქიის კანონების შემდეგ II მსოფლიო კრების კანონებამდე, არ არის მოხსენიებული არავითარი სხვა კანონი, თუმცაღა, ქალკედონის კრების საქმეებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს კრებული ყველა იმ კანონს შეიცავდა, რომლებიც მანამდე მიღებული იყო აღმოსავლეთში შემდგარი კრებების მიერ. კერძოდ, ზემოხსენებულთა გარდა, ლაოდიკიის ადგილობრივი და!!| მსოფლიო კრების კანონებსაც.5 როდის და ვის მიერ იყო შედგენილი ის კრებული, რომელიც ქალკედონის კრების მამებს ხელთ ჰქონდათ, უცნობია.5 ჩვენთვის კი საკმარისია იმის ცოდნა, რომ მსოფლიო კრებებს შორის ქალკედონის კრება პირველი იყო, რომელმაც აღმოსავლეთში მანამდე ჩატარებულ ადგილობრივ კრებათა კანონები დაამტკიცა და ყველასათვის სავალდებულოდ გამოაცხადა და, რომ ქალკედონის კრების დროს უკვე არსებობდა საეკლესიო კანონების სპეციალური კრებული, რომელიც, სავარაუდოდ, მთელი ეკლესიისათვის სამაგიდო წიგნად გამოიყენებოდა.7 ამ კანონის შედგენის მიზეზი იყო საყოველთაო გაცნობიერება იმ აუცილებლობისა, რომ ეკლესიის საჭიროებიდან და უკვე არსებული კანონების უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეკლესიის მსოფლიო ხმით გაცხადებულიყო იმ კანონთა კანონიკური მნიშვნელობა, რომლებიც მანამდე ცალკეულ კრებებზე იყო დამტკიცებული. ამის გაკეთების აუცილებლობას წარმოადგენდა ის, რომ განწესებანი, რომლებიც ქალკედონის კრებაზე გამოყენებულ კრებულში შედიოდა, უმეტესწილად ადგილობრივი კრებების ნაღვაწი იყო და, შესაბამისად, სავალდებულო ძალა ჰქონდა მხოლოდ ცალკეულად აღებული ადგილობრივი ეკლესიებისთვის და არა მთელი მსოფლიოსათვის; ასეთ ძალასა და მნიშვნელობას კი კანონები მთელი მსოფლიო ეკლესიისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ მათ ერთერთი მსოფლო კრება დაამტკიცებდა. ცხადია, ქალკედონელი მამები ზრუნავგდნენ ეკლესიის აუცილებელი ერთიანობის შესანარჩუნებლად როგორც დოგმატურ, ასევე დისციპლინარულ საკითხშიც; ამასთან, ისინი აცნობიერებდნენ, რომ ადგილობრივი კრების კანონები, ერთ რომელიმე მსოფლიო კრებაზე დაუმტკიცებლად, ვერ მოიპოვებდა საყოველთაო-სავალდებულო ძალას. გარდა ამისა, ნახეს რა მანამდე აღმოსავლეთში გამართული ადგილობრივი კრებების კანონებში ისეთი განწესებანი, რომლებიც მთელი ეკლესიისათვის სასარგებლო იქნებოდა, შეადგინეს და დაამტკიცეს წინამდებარე კანონი, რომელიც ყველა წინა კრებაზე მიღებული კანონების წმინდად დამარხვას მოითხოვს. ჩვენ ამჟამად ვიცით, რომ ეს კანონები იყო I, II და III მსოფლიო და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების კანონები; სწორედ ის კანონები, რომლებიც უკვე შეკრებილი იყო ერთ სპეციალურ კანონიკურ კრებულში #76 ჩIჩ2.(0V +თV XV6VთV და იმ დროიდან უნდა ჰქონოდა მთელი ეკლესიისათვის საყოველთაოსავალდებულო ძალა და მნიშვნელობა. ქალკედონის კრების ეს დადგენილება ნორმად იქცა ყველა სხვა კრებისთვისაც. მართლაც, შემდგომში ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი, რაც მოიმოქმედა ტრულის, ასევე, VII მსოფლიო კრებამ, იყო სწორედ წინანდელი კრებების კანონების დამტკიცება. როცა იუსტინიანე | თავის CX2X>XI ნოგელას გამოსცემდა, მას ეჭვგარეშეა მხედველობაში ჰქონდა ქალკედონის კრების ეს დადგენილება, როცა ამბობდა: „ვბრძანებთ, რომ კანონის მთელი ძალა მიენიგოს იმ განწესებებს, რომლებიც შედგენილია ან დამტკიცებულია ოთხი წმინდა კრების მიერ, კერძოდ, ნიკეაში შეკრებილი 318 მამისა და კონსტანტინოპოლში შეკრებილი 150 მამის მიერ, შემდეგ – ეფესოს კრების მამების მიერ, რომლებმაც ნესტორი შეაჩვენეს, და ქალკედონელთა მიერ". შენიშვნები:

1. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 76 – 77, 87. 2. მსოფლ, კრებ. საქმენი, IV, 258, 259. 3. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 281. 4. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 375 - 376. 5, ამ კრებულში არ ყოფილა მოციქულთა განწესებანი. იხ. 0X90X, 6 Cი75L1LVL. Iიძ XX3900085 ძიL #ტ005L01. I სხ1იყ., 1832. 5. 426 – 428. შდრ. 50ILLIი», Cი506ჩ1ისLი ძივ Xგ»იიი. #იისხL§. II2110, 1778. 5. 99. 6. არქიმანდ. იოანეს აზრი (დასახ. თხზ.,, I, 80), თითქოს ამ კრებულის ავტორი სტეფანე ეფესელია, არ არის სწორი. შდრ. I»X9იX, დასახ. თხზ. §. 433.

7. ამ კრებულის შესახებ დაწვრილებით იხ. 1»X06), დასახ. თხზ. – 5#ILL16», დასახ. თხზ. – )8I0იიი», 06 იი110ი0L10ი1ხV0§8 იმი, 000105180 წI. 30X011ი1, 1827. ხი. 10. – 8 0Vი”იდ!), 8. §1V6 ხგიძიი(8ი, 1, I-016წიჯი., ლ. V); §. II, ტიიის., ი. 108. – V8ი ს5იძი, Cიიოტ»(. IM იგიიი. C01. ტენი. 1755, ს. 18. – C0V0918»1, 1)1550+L(8L, 8ი. ტიძ». C8118იძ1სთოთ, 180 V0(ს5- #5 ლივი. 001160(10ი1ნV05. V06ი0იL. 1778. ი. 26. – 0ს8Iი1ი ს6 8ი1Iძი. ლ011იიL. გი. 30. C81- 18იძ., დასახ. თხს. ი. 98. – Mი»ხიტს!!, II15(0I>6C ძა ძI»ი!( ხჯ2ვი+ს. I, 191. – C. VV. IX, 8მიოთხვის, CIო0ი0ხ-”იჯ. 100იL, ხ10 სისი სიძ Cსხი, #ტ)1–-ი. სიC#MIილიძIი, 1 5=იიახ. XXXXV I 8ძ. 5. 219. – CMXI5L, ჰ054011058 გამოსცა C0ძ09X ივიიიVი 660103186 0IIV0I- 890, რომელიც მისი აზრით იგივეა, საიდანაც ქალკედონის კრებაზე კანონები იქნა წაკითხული, და შენიშნავს 0095!I10 C810ჩ0ძიი6ი151 ი0თ/Iოი2LV9, რომ მან პირველად იგი გამოსცა (V00III CL IM5L01111, 8IხIIი(ჩილვ 10II5 იმი. V6L6XII5, I, ი. 1 – 96), მაგრამ ამასთან, დადასტურებულია, რომ ის კრებული, საიდანაც ქალკედონის კრებაზე კანონები იკითხებოდა, ამჟამად უკვე აღარ არსებობს. იხ., სხვათა შორის, ძი» 98 001100L. C8»., ი. 10, ». 1.

მსგავსი კანონები:ტრულ.2VII მსოფლ.1კართ.1

PDF გვ. 312 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ მოახდენს ხელთდასხმას და, მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს; საძაგელი ანგარებით აკურთხევს ვინმეს ეკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან საერთოდ რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე, – ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგინებული პირი კი ნაყიდი ხელთდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამავლის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი, ან მონოზონი ანათემას გადაეცეს.

ამ კანონით ყველა სახის სიმონია იგმობა. კანონი ამ კრების მე-9 და მე-10 სხდომებზე მიიღეს ედესის ეპისკოპოს იბას წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე. მას ბრალი, სხვა დანაშაულებების გარდა, სიმონიაშიც დაედო.' სიმონიის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა 29-ე კანონში და ვიხილეთ, რომ იგი მოითხოვს ჯერ დამხობასა და შემდეგ ეკლესიიდან განკვეთას როგორც ხელთდამსხმელის, რომელმაც ქრთამი აიღო, ასევე – ხელთდასხმულისაც,. მაგრამ წინამდებარე კანონში ეს სასჯელი განეჩინებათ მხოლოდ იმათ, ვინც ხელთდასხმას ყიდულობს ან ყიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საქმე, სახელდობრ, ეხება ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად ხელთდასხმას. ამ კანონით სასჯელი განსაზღვრულია არა მხოლოდ ფულით ხელთდასხმისათვის (CX6L00+0VI-VI), არამედ ეკლსიაში ნებისმიერ მსახურებაზ ით დადგინებისთვისაც (#00ჩ02.). ამასთან, სასჯელი განეჩინებათ მოგორც იშათ, ვინც. აერევა ეეს, სანი შუამავლებსაც; ამას გარდა იმათაც, ვისაც ჯერ არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ისინი მზად იყვნენ ასეთი ქმედების ჩასადენად.

ეპისკოპოსის, მლვდლისა და დიაკვნის გარდა, ეს კანონი მოიხსენიებს, სხვათა შორის, ქორეპისკოპოსებს, ეკონომოსებს, მქადაგებლებსა და დეკანოზებს. ქორეპისკოპოსად იწოდებოდა მცირე ადგილმდებარეობის ეპისკოპოსი, რომელიც მთავარ ეპისკოპოსზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლო მოეხდინა მღვდლის ან დიაკვნის ხელთდასხმა. ეკონომოსი მართავდა საეკლესიო ქონებას; ეკდიკი იყო ეკლესიის ნაფიცი ვექილი;? დეკანოზი ზედამხედველობდა ეკლესიის შენობებს.3 კანონი არ მოიხსენიებს სხვა საეკლესიო მსახურებს, თუმცაღა, მათ ყველას გულისხმობს გამოთქმაში ი 0XთC IXIV#6 +0ს MX0ოIV6V0C („რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე“).

ფულის გადახდას, ხელთდასხმისათვის, ან რაიმე მსახურებაზე დადგინებისათვის, კანონი უწოდებს საძაგელ ანგარებას (თICX00X6086LVV, LსIL06 10CLსIი), და განაჩინებს, რომ დამნაშავე აუცილებლად იქნეს ხარისხიდან განპატიჟებული. ასეთ საქმეში შუამავლების მიმართ კი განაჩინებს, რომ თუ დამნაშავე სამღვდელო დასს მიეკუთგნება, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი ან მონოზონი – ანათემას გადაეცეს. როცა კანონი ერთნაირ სასჯელს უწესებს ერისკაცსა და მონოზონს, ამ უკანასკნელში გულისხმობს იმათ, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ მიუღიათ და, მაშასადამე, სამღვდელო დასს არ განეკუთვნებიან. სიმონიის წინააღმდეგ ამ კანონით განჩინებული მკაცრი ზომები, სხვა კრებებზეც იქნა გამეორებული და აღნიშნული, აგრეთვე ეკლესიის მამების ზოგიერთ ეპისტოლეებშიც. მსგავსი სიმკაცრე გვხვდება სამოქალაქო კანონებშიც, რომლებზეც ბალსამონი საუბრობს XV ტიტლოვან ნომოკანონის | ტიტლის 24-ე თავის განმარტებაში.4 ფენიშვნები: 1. შდრ. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 186-236. 2. იხ. ჩემი თხზ. /I0ი670)880782 წ» I08398. II0M8#. 188989080. 1879. გვ. 37, 130, 134. 3. L8VI8 Iი88X#X, გვ. 80. 4. )ტთ. CM#87X., I, 61.

მსგავსი კანონები:მოც.29ტრულ.2223VII მსოფლ.451519ლაოდ.12სარდიკ.2ბასილი დიდ.90

PDF გვ. 315 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

წმინდა კრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირი, ანგარების მიზნით, სხვათა მიწის. იჯარით შესყიდვასა და საერო საქმეების წარმართვას ცდილობს; ღვთისმსახურებას გულგრილად ეკიდება, ერისკაცთა სახლებს ხშირად სტუმრობს და, ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილი, მათი ქონების მართგასაც კისრულობს. ამიტომ წმინდა და დიდი კრება განაჩინებს: ამიერიდან ეპისკოპოსმა, კლერიკოსმა და მონოზონმა იჯარით მიწა აღარ აიღოს და საერო საქმეებს საერთოდ განეკრძალოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონის თანახმად ისინი ვალდებულნი იქნებიან მცირეწლოვნებს მზრუნველობა გაუწიონ, ანდა, თუ მთავარეპისკოპოსი დაავალებს საეკლესიო საქმეების მიხედვას, ან უმწეო ქვრივ-ობლებზე მზრუნველობას და, საერთოდ, ისეთი პირების დახმარებას, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ ეკლესიისაგან ყურადღებას. ვინც ამ განჩინების დარღვევას გაბედავს, საეკლესიო განკანონებით დაისაჯოს. (მოც. 20, 81, 83; IV მსოფლ. 7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11/. ქალკედონის კრების მე-6 სხდომას იმპერატორიც ესწრებოდა. თავისი რწმენის გაცხადების შემდეგ, მან კრებას განსახილველად და გადაწყვეტილების გამოსატანად სამი დისციპლინარული საკითხი შესთავაზა. ერთი მათგანი ამ კანონში შედის, სხვა ორი – მე-4 და მე-20 კანონებში. ეს კანონი განაწესებს, რომ ყველა კლერიკოსი მხოლოდ და მხოლოდ თავისი მსახურებით უნდა იყოს დაკავებული, არ უნდა აჰყვეს ანგარების საძაგელ ვნებას და ვერცხლისმოყვარეობის მიზეზით არ უნდა დაკავდეს საერო საქმეებით, რადგან ასეთ შემთხვევაში, ვისაც თავი მიუძღვნეს, მის მსახურებას მთელი ძალით ვეღარ შეძლებენ. მოციქულთა მე-6, მე-20 და 81-ე კანონები იგივეს აცხადებს და ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის და, საერთოდ, ყველა კლერიკოსის განკვეთას განაჩინებს, ვინც კი საერო საქმეებით არის დაკავებული საეკლესიო საქმეების ხარჯზე. ამ განწესებას ყოველთვის მკაცრად იცავდნენ ეკლესიებში, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე კრებაზე იგივე განწესებანი ამა თუ იმ ფორმით მეორდება. ჯერ კიდევ ქალკედონის კრებამდე, კონსტანტინოპოლსა და სხვა ადგილებში შეიმჩნეოდა, რომ ბევრი ღვთისმსახური თავის წოდებას ივიწყებდა და ისეთ საქმეებს ეტანებოდა, რომლებიც თავისი ხასიათით სრულიად შეუსაბამო იყო მათი საეკლესიო მსახურებისათვის. ასეთი საქციელი საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა და სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან გაკიცხვის საგანი ხდებოდა; საზოგადოების მხრიდან კი განქიქებასა და უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა სასულიერო პირთა მიმართ. ბოროტების აღკვეთის მიზნით, ქალკედონის მამებმა, რომლებიც ამისათვის თვით იმპერატორმა აღძრა, საჭიროდ მიიჩნიეს განსაკუთრებული კანონი შეედგინათ (განკვეთის მუქარით) ყველა კლერიკოსისათვის, რომლებიც უგულისყუროდ მოეკიდებოდნენ თაგიანთ მსახურებას და ვერცხლისმოყვარეობას აყოლილნი, შემდგომშიაც საერო საქმეებით იქნებოდნენ დაკავებულნი. მაგრამ, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული იმ განწყობის გამო, რაც ზემოთ აღგნიშნეთ და, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ გამიჯნულიყო კლერიკოსისათვის ნებადართული საქმიანობა აკრძალულისაგან, ქალკედონის კრების მამებმა ამ კანონის შედგენისას საჭიროდ ჩათვალეს ზუსტად განესაზღვრათ რომელი საქმეები იყო საერო ხასიათის და რა გარემოებებში შეეძლოთ კლერიკოსებს მათ შედგომოდნენ. მამებმა დაადგინეს, რომ კლერიკოსს შეუძლია მეურვეობა გაუწიოს არასრულწლოვანს, ქვრივსა და ობოლს, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა: 1) ამისათვის მიიღებს სპეციალურ მიწვევას; 2) თუ ასეთი დავალებები ეპისკოპოსისგან მოდის; 3) თუ არასრულწლოვანი ბავშვები, ქვრივები და ობლები ზრუნვამოკლებულნი დარჩნენ. გარდა ამისა, კლერიკოსს შეუძლია აწარმოოს საქმეები სამოქალაქო სასამართლოში და გამოვიდეს ნაფიც ვექილად, თუკი ეს ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამის რწმუნებას მას მისი უშუალო ხელმძღვანელი მისცემს.

დაახლოებით ასეთივე იყო სამოქალაქო ხელისუფლების დადგენილებაც, რომელთა გამოცემაც ქალკედონის კრების ამ განჩინებასთან შესაბამისობაში მოხდა. ასე მაგალითად, კლერიკოსებისათვის აკრძალული საქმეების შესახებ გკითხულობთ შემდეგს: „ვბრძანებთ, რომ არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც მონოზონი არ ჩაერიოს სახელმწიფო ხაზინის მართვაში, არც საზოგადოებრივი და კერძო ქონების მართვა-გამგებლობაში; ასევე, არ უნდა გამოვიდნენ ვექილებად სასამართლო საქმეების განხილვისას, რადგან ამით ისინი თავიანთ მოვალეობრივ საქმიანობას აკლდებიან და ზიანს აყენებენ წმინდა ტაძრებს“.! აგრეთვე, ვკითხულობთ, რომ კლერიკოსებსა და მონოზვნებს უფლება აქვთ იზრუნონ ქვრივ-ობლებზე; გარდა ამისა, შეუძლიათ გამოვიდნენ სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე ეკლესია-მონასტრების ინტერესების დამცველებად, თუკი ამის თაობაზე თავიანთი ეპისკოპოსის საგანგებო აქტით ექნებათ რწმუნება. საერთოდ, ძველ დროში, სახელმწიფო ხელისუფლება ყოველთვის ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა საეკლესიო ხელისუფლებას, როცა საქმე ეხებოდა ეკლესიის უფლებებს ან საეკლესიო ხარისხის ღირსების დაცვას.

აქ ყურადლება უნდა მივაპყროთ იმპერატორის საქციელს, რომელმაც კრება მოიწვია როგორც ამ, ასევე, სხვა კანონების მისაღებად. მოხსენიებულ სხდომაზე, მთავარი საქმის დამთავრების შემდეგ, იმპერატორმა კრებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „იმ პუნქტების დადგენა, რომლებიც თქვენს პატივსაცემ ღირსებას ეხება, თქვენთვის მოგვინდვია, რამეთუ მართებულად ჩავთვალეთ, რომ ისინი კრებაზე თქვენ მიერ უკეთ იქნება კანონიკურად დაწესებული, ვიდრე ეს ჩვენი კანონებითაა დადგენილი“.3 ნათელია, რომ იმპერატორს არ სურს ეკლესიასა და მის მსახურებთან მიმართებით რაიმე კანონის მიღების უფლება მიითვისოს კომპეტენტური საეკლესიო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად და ამ უფლებას მთლიანად მას უთმობს. თანაც, რაოდენ ფაქიზად, რაოდენ პატივისცემით აკეთებს ამას! მისთვის ცნობილი იყო კლერიკოსებისა და მონოზვნების ზოგიერთი უმსგაგსო საქციელის შესახებ, რომლებსაც ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ იღებს უფლებას თავის თავზე და ამ უფლებას კრებას უთმობს. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, იგი თვლის, რომ უფრო მართებული და მიზანშეწონილი იქნება ამ საქმეების საეკლესიო (და არა საერო) ხელისუფლების მიერ გადაწყვეტა, რათა ეკლესიამ, და არა მან, მიიღოს შესაბამისი კანონები. კლერიკოსები ძველ დროში ყოველთვის თავისუფალნი იყვნენ სამოქალაქო სასამართლოსაგან და ყველა სადავო საქმეს, რაც ეკლესიას ეხებოდა, საეკლესიო სასამართლოები წყვეტდნენ. მაშინდელი ქრისტიანი ხელმწიფეების ეს კეთილი ნება იმ სურვილიდან გამომდინარეობდა, რომ საეკლესიო საქმეები საეკლესიო ხელისუფლებას გადაეჭრა და ამით ეკლესიისათვის ის თავისუფლება უზრუნველეყო, რაც მას ღვთაებრივი დამფუძნებლისაგან ჰქონდა მინიჭებული. ამის საუკეთესო მაგალითია იმპერატორ მარკიანეს ზემოთ მოყვანილი სიტყვა, რომლითაც მან ქალკედონის კრების მამებს მიმართა. ამგვარად იქცეოდა უფრო ადრე კონსტანტინე და მის შემდგომ ჰონორეც, რაც კარგად ჩანს აღმოსავლეთის მმართველ არკადის მიმართ ამ უკანასკნელის წერილიდან. თვით იუსტინიანეც კი, რომელიც სამოქალაქო კანონების დიდი ერთგული იყო, იგივე აზრს გამოხატავდა ამ საკითხთან დაკავშირებით: „თუ დანაშაული საეკლესიო ხასიათისაა და საეკლესიო სასჯელს იმსახურებს, დე, განიხილოს იგი ღვთისსათნო ეპისკოპოსმა, სამოქალაქო მსაჯულები კი არ უნდა ჩაერიონ. საჭიროა, ასექ4ლჰედონიის 6ნშინდა IV მსოფლიო სჯეჯლესიო კრემა 3807 თი საქმეები წყდებოდეს საღვთო კანონების შესაბამისად, რომლებსაც ჩვენი კანონებიც პატივს უნდა სცემდნენ“.5 ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლერიკოსი სამოქალაქო დანაშაულს ჩაიდენდა, იგივე იუსტინიანე მოითხოვდა, რომ ჯერ საეკლესიო მართლმსაჯულებას აეყარა მისთვის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ მომხდარიყო მისი სამოქალაქო წესით გასამართლება.9 ყველა ამ მაგალითიდან, კერძოდ, თაგად იმპერატორის მოყვანილი სიტყვებიდან, კარგად ჩანს, რომ არც ერთი კლერიკოსის გასამართლება სამოქალაქო სასამართლოს არ შეეძლო და სამოქალაქო მსაჯულიც ვერ გამოიძახებდა თავისთან კლერიკოსს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი. ასეთი საქმეების განხილვა მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო მსაჯულების კომპეტენციაში შედიოდა და მათი განხილვა მხოლოდ ეპისკოპოსს ხელეწიფებოდა, რომელსაც ღმერთისგან ჰქონდა მინიჭებული თავის ქვეშევრდომთა განსჯის უფლება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის პირი შეიძლებოდა წარმდგარიყო სამოქალაქო სასამართლოს წინაშე, ვისაც წინასწარ, საეკლესიო სამსჯავროს მიერ, კლერიკოსის პატივი მოეხსნებოდა. ამ ფაქტებიდან, და განსაკუთრებით ქალკედონის კრებაზე იმპერატორ მარკიანეს ქმედებიდან, ჩანს, რომ ხელმწიფეები მხოლოდ მაშინ იღებდნენ კანონებს კლერიკოსთა მიმართ, როცა ამის შესახებ ეკლესია წინასწარ იტყოდა თავის სიტყვას. ასე რომ, სახელმწიფო კანონები არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა საეკლესიო ხელისუფლების ნებისადმი შეუსაბამო. ძველი დროის ეკლესიის ასეთი პრაქტიკა სახარებისეული სწავლების სულისკვეთებას სავსებით შეესაბამება. ქალკედონის კრების ეს კანონი შემდეგში რამდენჯერმე იქნა გამეორებული, თუმცა, ანგარების საძაგელი ვნების (თICX00X6086!თ0) აღმოფხვრა, რომელიც წარმოდგენილია როგორც ყველანაირი ბოროტების მიზეზი, მაინც არ მოხერხდა. ამ კანონის კომენტირებისას ზონარას განცხადებიდანაც ჩანს, რომ ყველა მსგავსი კანონის გამოცემის მიუხედავად, აღმოსავლეთში ეს ბოროტება განუკურნებელ სენად დარჩა: „რამეთუ ეს ბოროტება დღემდეა შემორჩენილი და მას არავინ კრძალავს - არც პატრიარქი, არც ხელმწიფე, არც ეპისკოპოსი; უგულებელყოფილია უამრავი კანონი და, იმ პირებთან, რომლებიც ამ კანონებით განკვეთას იმსახურებენ, პატრიარქებიცა და ეპისკოპოსებიც ურთიერთობას ინარჩუნებენ და ერთობლივ ღვთისმსახურებას აღასრულებენ“. მაგრამ აღმოსავლეთში როგორც არ უნდა გაედგა ფესვები ბოროტებას, დასავლეთში მაინც უარესი მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით – შუა საუკუნეების ეპოქაში.9 შენიშვნები:

.· ჰი5L1ი18ი, M0V. CXXIII, C. 6. დდვთოალღდი . 159110181. CV. CXXIII, C. 5.

„ მსოფლ. კრებ. საქმენი, IV,167.

. 3იV0XინII, წ. 5IV0 სვიძიიჯეი, II, ტიიიLს., ს. 110.

#ი"V. LXXXIII, C. 1 „· 0ციV0IL6C1), §-. 9IV6 ხვიძიი(იი, II, ტი»იიL., . 110.

#4. თ. CMIXX., II, 222.

.· იხ. ჩემი თხზულება „M#MMიV#MX % Mი»0იჰი M# M#0XM88 Iივცილ,ვმ»ჰმვ“. 388ი, 1881, ბვ. 266 და შემდგ.

PDF გვ. 316 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

სათანადო პატივი უნდა მიეგოს იმას, ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელად მოღვაწეობს სამონოზვნო ცხოვრებაში. იმ პირთა მიმართ კი, რომლებიც მხოლოდ მოსაჩვენებლად იცვამენ სამონოზვნო სამოსელს, ეკლესიაში კი შფოთი შემოაქვთ და სამოქალაქო საქმეებსაც ხელს უშლიან, თვითნებურად გადადიან ქალაქიდან ქალაქში და იმდენად გაკადნიერდნენ, რომ საკუთარი მონასტრის აშენებასაც კი ბედავენ, განვაჩინებთ: ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არსად დაარსონ და ააშენონ მონასტერი ან სამლოცველო სახლი. მონოზვნები კი, რომელ ქალაქში და მხარეშიც არ უნდა იყვნენ, ეპისკოპოსს უნდა ექვემდებარებოდნენ, მდუმარება დაიმარხონ, მარხვითა და ლოცვით დაკავდნენ და განუშორებლად იმ ადგილებში იღვაწონ, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს; არ ჩაერიონ არც საეკლესიო და არც საერო საქმეებში და მათში მონაწილეობის მისაღებად მონასტრები არ დატოვონ, საიდანაც გამოსვლა მათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვით შეუძლიათ. გარდა ამისა, მონასტერში და, მით უმეტეს მონოზვნად, არ უნდა იქნეს მიღებული მონა თავისი ბატონის ნებადაურთველად. ამ განჩინების დამრღვევთათვის ეკლესიასთან ერთობიდან განკანონებას ვაწესებთ, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი. ქალაქის ეპისკოპოსს კი მონასტრებზე სათანადო ზრუნვა ევალება.

(მოც. 82; IV მსოფლ. 24; ტრულ. 40- 49, 85; VII მსოფლ. 17 -21; ღანგრ. 3; კართ. 63; ორგზ. 1 - 7/. ' როგორც წინა, ასევე ეს კანონიც, კრებამ მე-6 სხდომაზე მიიღო იმპერატორ მარკიანეს წინადადების საფუძველზე. კრების მე-4 სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ ევტიქიანელმა მონოზვგნებმა და, განსაკუთრებით, არქიმანდრიტმა ბარსუმმა, რომლებმაც თავიანთი საქციელით მთელ აღმოსავლეთში არეულობა გამოიწვიეს, მიიპყრეს როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო ხელისუფალთა ყურადღება და, ამგვარად, წინამდებარე კანონის მიღების მთავარი მიზეზნი აღმოჩნდნენ.' ბასილი დიდისა და პახუმი დიდის განწესებებით, ზუსტად დადგინდა მონოზვნური ცხოვრების წესი. სხვათა შორის, ამ განწესებებში არის განჩინება, რომლის თანახმადაც მონოზონი უპირობოდ უნდა ემორჩილებოდეს როგორც მონასტრის ხელმძღვანელობას, ასევე ეპარქიის ეპისკოპოსს; იმყოფებოდეს მოუკლებელ ლოცვასა და მარხვაში; არ უნდა ტოვებდეს მონასტერს, სადაც აღიკვეცა და არ უნდა აარსებდეს თვითნებურად ახალ მონასტერს; ეკრძალება, ასევე, საერო საქმეებზე ხელის მოკიდება, თუ ამისთვის თავისი ეპისკოპოსისგან არ არის რწმუნებული. თავიდან ეს განწესებანი წმინდად იმარხებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალა დაკარგა. ასე რომ, განსაკუთრებით V საუკუნის პირველ ნახევარში, ბევრ მონოზონს ვხვდებით, რომლებმაც დაივიწყეს თავიანთი წოდებისათვის შესაფერისი წესები, ადგილს ხშირად იცვლიდნენ, საკუთარი შეხედულებისამებრ აგებდნენ სამყოფელს, მხოლოდ მოსაჩვენებლად იცვამდნენ სამონოზვნო სამოსელს, ერეოდნენ საერო საქმეებში და საზოგადოებაში შფოთსა და უწესრიგობასაც კი ქმნიდნენ. ეკლესიის საკანონმდებლო ხელისუფლებას ამისთვის წერტილი უნდა დაესვა, მკაცრი კანონით მონოზვნების თვითნებობა აელაგმა და ამით ეკლესიასა და საზოგადოებაში წესრიგი დაემყარებინა და, გარდა ამისა, მონოზვნის კეთილი სახელიც აღედგინა. ქალკედონის კრებამ, ამის შესახებ, პირველი სპეციალური კანონი მიიღო, მის კვალად კი ტრულის, VII მსოფლიოსა და ორგზის კრებებმაც მიიღეს რამდენიმე კანონი მონოზვნებისა და მათი ცხოვრების წესის შესახებ. წინამდებარე კანონში წინა პლანზე წამოწეულია მონოზვნობის მნიშვნელობა ეკლესიაში და, ის პატივი, რაც უნდა მიეგებოდეს სამონოზვნო ძმობის წევრს, როცა ის კანონებისამებრ მკაცრად და გულწრფელად ცხოვრობს, ამით კრება სხვა არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ გამოხატავს საერთო აზრს, რომელიც გაბატონებული იყო ეკლესიაში მონოზვნობასთან დაკავშირებით.! „ვინც კეთილგანზრახვით შეუდგა მონოზვნობას, ანუ წრფელი გულით და არა თვალთმაქცურად, გინც ყოველგვარი ანგარების გარეშე მოღვაწეობს მონოზვნურ ცხოვრებაში, კრებამ ისინი პატივის ღირსად ცნო“, – ამბობს ზონარა ამ კანონის კომენტირებისას.? კანონი საუბრობს პატივის შესახებ, რასაც ჭეშმარიტი მონოზვნები იმსახურებენ და იქვე მიუთითებს ზოგიერთი მონოზვნის მიერ ჩადენილ ბოროტქმედებას, აკეთებს ამ ბოროტქმედებათა ჩამონათვალს და მკაცრად გმობს. კრების მამებს მხედველობაში ჰყავდათ ის მონოზვნები, რომლებიც, პატივმოყვარეობით შეპყრობილნი, არქიმანდრიტის მორჩილებიდან თავის დაღწევის მიზნით, თავად აფუძნებდნენ ახალ მონასტრებს. წინამდებარე კანონი განაჩინებს, რომ არავინ გაბედოს, თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ახალი მონასტრის ან სამლოცველო სახლის დაარსება. სამლოცველო სახლში (§აI5ჩი1ის 0I«0V,0X8L100158 V61 0L8L0L1მ1 ძითხი) უნდა ვიგულისხმოთ მცირე ზომის სენაკები, რომელთაც ჩვეულებრივი მონასტრისგან გამოცალკევებით თავისთვის იშენებდნენ ეგტიქიანელი მონოზვნები; ასეთ სენაკებში ისინი ცხოვრობდნენ მარტო ან თანამზრახველებთან ერთად და იტაცებდნენ არქიმანდრიტის წოდებას. მე-4 სხდომის ოქმებში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთმა არქიმანდრიტმა, რომლებიც ადრე ევტიქის მიმდევრები იყვნენ, თხოვნით მიმართეს იმპერატორს მოეხსნა მათთვის ის მძიმე ბრალდება, რომელიც მათ ლოდივით აწვათ მათი ადრინდელი შეხედულებების გამო და უდანაშაულოდ ეცნოთ. სანამ კრება საქმის გამოკვლევას შეუდგებოდა, მოიწვიეს ცნობილი მართლმადიდებელი არქიმანდრიტები; მათ უნდა დაედასტურებინათ ნამდვილად იყვნენ თუ არა არქიმანდრიტის ხარისხში ის პირები, რომლებიც თხოვნას ხელს აწერდნენ. მოწვეულებმა დიდად პატივცემული ფავსტოსის პირით უპასუხეს: „კაროსი და დოროთე არქიმანდრიტები არიან; ელპიდი კი მხოლოდ პროკოფის სვეტების დამცველია (6/I0CCXVIX6X0ს II8M 8XIIIVIL08); ფოტინოსი არ ვიცით ვინ არის; ევტიქის მონასტერი არა აქვს და ცხოვრობს კელერინის (კელესტინის) სამარტვილოში; თეოდორე ვინმე მოწამის სვეტთან ცხოვრობს; მოსეს არ ვიცნობთ; მაქსიმე არქიმანდრიტია, ევტიქის მოწაფე: გერონტის არ ვიცნობთ; ნემეზინს არ ვიცნობთ და მისი სახელიც გვაკვირვებს; თეოფილეს სახელიც გვაკვირვებს; თომას ასევე არ ვიცნობთ; ლეონტი მხოლოდ ხაზინადარია; გიფსისი სვეტებში ცხოვრობს, ჰყავს ორი თუ სამი სული (ანუ ორი თუ სამი ადამიანი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ცხოვრობენ ქსილოცირკში); (კალენიკეს ათი სული ჰყავს, სვეტში, ქსილოცირკში); პავლე ბითვინიელი მარტო ცხოვრობს სვეტში; გაბდენციოსი ფილიპეს სვეტებში ცხოვრობს, ჰყავს ხუთი სული; ევგნომონიოსს არ ვიცნობთ, ამიტომ გთხოვთ, წმინდა კრების სახელით რამდენიმე კაცი გაიგზავნოს მათი მონასტრების მოსანახულებლად, ნამდვილად არსებობენ თუ არა ისინი, ან იქნებ ეს ადამიანები არქიმანდრიტის წოდებას აბუჩად იგდებენ და, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამტკიცდება, დაისაჯონ, რათა მომავალში არქიმანდრიტის სახელი არ მიისაკუთრონ ისეთმა პირებმა, რომლებიც სენაკებში ან სამარტვილოში ცხოვრობენ“-.“ აი, ასეთი არქიმანდრიტები ჰყავთ მხედველობაში ქალკედონის კრების მამებს, როდესაც უკრძალავენ ეპისკოპოსის ნებადაურთველად სამლოცველო სახლების მშენებლობას; რადგან ისინი იშენებდნენ თავისთვის სენაკებს, განცალკევებით ცხოვრობდნენ, ავრცელებდნენ ევტიქის ცრუმოძღვრებას და ამით აღმოსავლეთში დიდ არეულობებს იწვევდნენ.

შემდგომ ამისა, კრება მონოზვნური ცხოვრების არსებული წესების თანახმად, აკეთებს მონოზვნების მთავარ მოვალეობათა ჩამონათვალს და პირველ რიგში ადგენს, რომ ისინი თავიანთი ეპისკოპოსის სრულ მორჩილებაში უნდა იმყოფებოდნენ. ეს განჩინება განსაკუთრებით მიმართული იყო ბარსუმის მიმდევართა წინააღმდეგ, რომლებიც განუდგნენ თავიანთ ეპისკოპოსებს და მათ მორჩილებაზე უარი თქვეს. ეპისკოპოსებს, რომლებსაც კრება მორჩილებაში უქვემდებარებს მონოზვნებს, ყველაზე უკეთ შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ მათი მხრიდან არსებული წესების შესრულებისათვის. კრება ითვალისწინებს აგრეთვე იმ ბოროტქმედებებს, რასაც იმ დროს მონოზვნების მხრიდან ჰქონდა ადგილი და განაჩინებს, რომ მათ მდუმარებასა და ლოცვაში უნდა იცხოვრონ, რისთვისაც თავი მიუძღვნიათ და რაც მონოზვნური ცხოვრების არსია. ამის შემდეგ კრება განაწესებს: არავინ გაბედოს თავისი მონასტრის დატოვება; ბოლომდე იქ დარჩნენ, სადაც სოფლის უარვჟოფის აღთქმა დადეს. ეს განჩინება, იმის გამო, რომ მას მონოზვნები უგულისხმოდ ეკიდებოდნენ, სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან სპეციალური ბრძანებულებებითაც იქნა დამტკიცებული. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: „მათ, ვინც მონოზგნური ცხოვრების აღთქმა დადეს, არ უნდა დატოვონ, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეთ, თავიანთი სამყოფელი და იხეტიალონ ანტიოქიასა და სხვა ადგილებში, აპოკრისიარების” გამოკლებით, რომლებსაც ნებას ვრთავთ დატოვონ მონასტრები, როცა ამას მათი მსახურება მოითხოვს“,5 და შემდეგ: „მონოზონი, რომელიც თავის მონასტერს დატოვებს და სხვა მონასტერში წავა, უკან უნდა დაბრუნდეს და იქ ეძიოს ის, რაც სურს. ეპისკოპოსებმა თავიანთ ეპარქიებში თვალყური ადევნონ, რომ არც მამათა და არც დედათა მონასტრის მონოზვნებმა ქალაქში არ იხეტიალონ, ხოლო თუ რაიმე სჭირდებათ და ეძებენ, მაშინ ეს გააკეთონ ამ საქმისათვის დადგენილი გარკვეული პირის მეშვეობით, თავად კი მონასტრიდან არ გავიდნენ“.5 ამ განკარგულებას სრული გამართლება ჰქონდა, განსაკუთრებით, მაშინ არსებულ გარემოებათა გამო. ამის შემდეგ კანონი აცხადებს: „არ ჩაერივნონ არც საეკლესიო და არც საერო საქმეებში და, მათში მონაწილეობის მიღების მიზნით, მონასტრები არ დატოვონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აუცილებელი საჭიროების გამო ეპისკოპოსის ნებართვა ექნებათ“. თავიანთი აღთქმის თანახმად, მონოზვნებს არ შეეძლოთ ისეთი საქმეებისთვის მოეკიდათ ხელი, რომლებსაც არ გააჩნდა უშუალო კავშირი მონოზვნურ ცხოვრებასთან. თუმცაღა, იყო შემთხვევები, როცა მონოზვნებს სპეციალურად იძახებდნენ თავიანთი მონასტრებიდან სხვადასხგა საეკლესიო დავალებების შესასრულებლად; ამაში გვარწმუნებს ტრულის კრების 41-ე, ორგზის კრების მე-4 და სხვა კანონები. ბალსამონი კი თაგის განმარტებებში ამბობს, რომ მონოზხზვნებს ავალებდნენ არა მარტო საეკლესიო საქმეების, არამედ სამოქალაქო საქმეების წარმართვასაც, და რომ ბევრი ეპისკოპოსი და მონოზონი სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეებს ასრულებდა (ჩთCთV+-X#66 M#თXL 0MII0- თIოIX6C ბ60სX6(%C)? ამგვარად, ყველანაირი საქმის წარმოება შეეძლო მონოზონს, მაგრამ მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით და როცა ამას გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვდა, სხვაგვარად იგი განიკანონებოდა ეკლესიასთან ერთობიდან (6%0LVთVი+X0V CIVთI). სასჯელი, რომელიც ამ კანონის დამრღვევ მონოზვნებს ეკისრებოდათ, იგივე იყო, რაც ერისკაცებისათვის, და ეს იმიტომ, რომ როგორც ამ კრების მე-2 კანონიდან ვნახეთ და ვიხილავთ მომდევნო მე-8 კანონიდანაც, მათ, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას, ხელთდასხმა არ ჰქონდათ მიღებული და, მაშასადამე, კლერიკოსები არ იყვნენ ამ სიტყვის ზედმიწევნითი მნიშვნელობით, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიმსახურებდნენ განკვეთას და არა უზიარებლობას. ამგვარად, კრება განაჩინებს, რომ ამ სახის დამნაშავე მონოზვნები ზიარებიდან განიყენონ, რათა არ დაიგმოს ღვთის სახელი, უდიერად არ მოიხსენიონ სქემა და მონოზვნები, „რადგან მათი გმობა თვით ღმერთის გმობაზე გადავა“, – ამბობს %ზონარა ამ კანონის განმარტებაში.9 იმისათვის, რომ მკაცრად ყოფილიყო დაცული წინამდებარე კანონის განჩინება, ქალკედონის კრების მამები ეპისკოპოსებს რეკომენდაციას აძლევენ იზრუნონ მონოზვნებზე, უპირობო მორჩილებაში იყოლიონ ისინი, ხშირად მოინახულონ და არ დაუშვან, რომ მათი ნებართვის გარეშე რაიმე შეცვალონ თავიანთ ცხოვრებაში, „და ამგვარად, ერთდროულად, – ამბობს ზონარა, – ორ მიზანს აღწევენ, ანუ, ერთი მხრივ, მონოზვნებს არ ექნებათ მიმდინარე მოვლენებთან შეხება და მათგან გამომდინარე სულიერი შფოთი, ისინი აღარ მოშორდებიან თავიანთ მთავარ საქმეს, მდუმარებაში იცხოვრებენ და მხოლოდ იმაზე იფიქრებენ, რაც სულისათვის სასარგებლოა; მეორე მხრივ, თვით ეპისკოპოსი მიიღებს აქედან სულიერ სარგებელს და იმსახურებს ღვთის სადიდებლად“.9 მონასტრის დამოკიდებულება ადგილობრივ ქეპისკოპოსებთან მიმართებით, მოგვიანებით სხვა საეკლესიო კრებებზეც იქნა დამტკიცებული, ასევე, ზოგიერთი სამოქალაქო კანონითაც.!?

წინამდებარე კანონში საუბარია იმაზეც, რომ მონა არ უნდა იქნეს მონასტერში მიღებული თავისი ბატონის ნებართგის გარეშე. ეს იყო საერთო ნორმა (დამტკიცებული სამოქალაქო კანონითაც), რომ მონის მიღება დაუშვებელია დასშიც და სამონოზვნო საძმოშიც, სანამ მას თავისი პატრონი არ გაათავისუფლებს.!! მხოლოდ შემდეგ იქნა იუსტინიანეს მიერ დადგენილი, რომ მონების მონოზგნად აღკვეცა შეიძლებოდა, თუ ისინი მონასტერში სამ წელიწადს დაჰყოფდნენ და ამ ხნის განმავლობაში პატრონები მათ უკან დაბრუნებას არ მოითხოვდნენ.1?2 ზოგადად, როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო კანონებიც მონოზვნად აღკვეცის საქმეში მკაცრ მოთხოვნილებებს უყენებდნენ იმ პირებს, რომლებიც თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება შემდეგში არეულობის მიზეზი გამხდარიყვნენ სამონასტრო საძმოში; როგორც ერთი, ასევე მეორე სახის კანონების მიზანი კი სამონოზვნო წესებისა და მონოზვნური ცხოვრების პატიოსანი სახელის წმინდად შენარჩუნება იყო.

შენიშვნები:

. შდრ. V8»ი ს5იიი, დასახ. თხზ. ს. 237. დთათოალნა:

· იხ. ჩემი თხზ. „II0070)380X88“ და სხვ., გვ. 90 და შემდგ.

4თ. CM8X., II, 226.

მსოფლ. კრებ. საქმენი IV, 59.

„ ჰ0ო5(1ი18»ი. 1, 29, ი. ძი 001MX00I18 CL C101L1C168.

ჰის§საი1ვიო. #0V, CXXIII, C. 42.

#4თ. CM8X., II, 229. შდრ. „/100701)9980788“ და სხვ., გვ. 93 და შემდგ.

#4თ. CM9X., II, 227.

„ ს დ. C#8X., II, 227.

10. #ი§L1ი. M#0V, V, 60. 1; M0V. CXXXLI, ი. 7, იხ CXXIII, ი. 21.

11. V310»11ი. M0V. XII.

12. MიV. V, 60. 2.

«+ შუამდგომელი, ადვოკატი, – საეკლესიო საქმეების განხილვისას.

PDF გვ. 320 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გბრძანებთ: ქალაქიდან ქალაქში მიმომავალი ეპისკოპოსებისა და კლერიკოსების მიმართ, წმინდა მამათა მიერ დადგენილი კანონები ძალაში დარჩეს.

ამ კრების მე-11 სხდომაზე განიხილეს ეფესოს ეპისკოპოსების, ბასიანესა და სტეფანეს შორის წამოჭრილი დავის საკითხი. სტეფანე კრებაზე ჩიოდა, რომ ბასიანემ მიატოვა თავისი ძველი კათედრა და ძალადობის გზით დაიკავა ეფესოს კათედრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ორ ეპისკოპოსს შორის დაგამ გამოიწვია წინამდებარე კანონის მიღება. ეპისკოპოსის ერთი კათედრიდან მეორეზე გადასვლის შესახებ CII6L68თC%) ჩვენ გისაუბრეთ | მსოფლიო კრების მე-15 კანონის განმარტებაში. ასეთი გადასგლა არც საეკლესიო კანონებით და არც ჩვეულებებით არასდროს ყოფილა ნებადართული; ამის მიზეზი კი ნათელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეპისკოპოსი, ჩვეულებრივ, ადგილობრივი სამღვდელო დასიდან გამოირჩეოდა და ეს გამორჩევა მრევლის მონაწილეობით ხდებოდა. ამიტომ მისი გადასვლა თავისი კათედრიდან სხვა კათედრაზე, მიუღებელი იყო როგორც იმათთვის, ვისაც ის ტოვებდა, ასევე, იმათთვისაც, ვისთანაც იგი სპეციალური მიწვევის გარეშე გადადიოდა. ამის შედეგი ყოველთვის არეულობა იყო, როგორც ერთ, ასევე მეორე ეკლესიაში (ეპარქიაში). ამის დამადასტურებელია დასახელებულ ეპისკოპოსებს – ბასიანესა და სტეფანეს შორის მიმდინარე დავა. გარდა ამისა, ეკლესიის კავშირი თავის ეპისკოპოსთან უმჭიდროესად აღიქმება, როგორც ქორწინებრივი კავშირი ეპისკოპოსსა და ეკლესიას შორის. ჩვენ, შემდგომ, ამ კრების 25-ე კანონში, ვიხილავთ, რომ ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში ეკლესიას დაქვრივებული ჰც)ოინაისთთ) ეწოდება. ამიტომ სხვა ეპარქიაში გადასვლა, ან ეპისკოპოსის მიერ თავისი ეკლესიის კათედრის დატოვება, არ შეიძლებოდა და არც შეიძლება სხვანაირად ჩაითვალოს, თუ არა – იმ სულიერი კავშირის გაწყვეტა, რომელიც მათ აკავშირებდათ. ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, „როცა ეპისკოპოსი იძულებულია ასე მოიქცეს უფრო აღმატებული სარგებლის მიზნით, რომლის მოტანაც, თავისი ქმედებით, მას სხვა ადგილზე შეუძლია“. ეს'განჩინება არა მხოლოდ ეპისკოპოსებს ეხებათ; ის უკრძალავს სამღვდელო დასის თითოეულ წევრს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას, რადგან მიიჩნევს, რომ კავშირი მას და იმ ეკლესიას შორის, რომელშიც ის აღიკვეცა, უნდა იყოს დაურღვეველი – | მსოფლიო კრების მე-16 და IV მსოფლიო კრების მე-6 კანონების თანახმად. ამტკიცებს რა „წმინდა მამების მიერ მიღებულ კანონებს“, კრება თავის ამ კანონში გულისხმობს | მსოფლიო კრების მე-15 და მე-16, II მსოფლიო კრების მე-2 და ანტიოქიის კრების მე-13 და 21-ე კანონებს, ანუ იმ კანონებს, რომლებიც შედიოდა კრების მამების ხელთ არსებულ კანონთა კრებულში, რაზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების 1 კანონის განმარტებაში. ყველა დასახელებულ კანონთა შესახებ კრება განაწესებს, რომ მათ სრული ძალა აქვთ (6X§IV =MVV (თ(V).

მსგავსი კანონები:მოც.1415|! მსოფლ.1516IV მსოფლ.102023ტრულ.1718ანტიოქ.1321სარდიკ.1516კართ.5490

PDF გვ. 324 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

გადაჭრით ვაცხადებთ: არავინ იყოს ხელთდასხმული ზოგადად, არც მღვდელი, არც დიაკონი, არც სხვა ქვემო საფეხურის საეკლესიო წოდების პირი, არამედ დაწესებით რომელიმე ქალაქის ან სოფლის ეკლესიაში,.ან სამარტვილო ტაძარში, ან მონასტერში. ზოგადად ხელთდასხმულთა შესახებ წმინდა კრება განაჩინებს: მათი მსახურება დაუშვებელია და მათი ხელთდასხმა უკანონოდ ჩაითვალოს, მათი ხელთდამსხმელის სამარცხვინოდ. (მოც. 15; | მსოფლ. 15, 16; ნეოკეხ. 13). მოციქულთა მე-15 და I მსოფლიო კრების მე-15 კანონებიდან ვიხილეთ, რომ თითოეული ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ყოველთვის ითვლებოდა ხელთდასხმულად რომელიმე გარკვეულ ადგილზე, კონკრეტულ ეკლესიაში, და თუ I მსოფლიო კრების დასახელებული კანონის: ტექსტის მიხედვით ვიმსჯელებთ, სამართლიანი იქნება ვიფიქროთ, რომ ნიკეის კრების დროს აკრძალული იყო, ან ყოველ შემთხვევაში არ იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის ხელთდასხმა მომხდარიყო მსახურების გარკვეულ ადგილზე დადგინების გარეშე. ქალკედონის კრების დროს კი ჩვენ სხვა რამეს ვამჩნევთ, სახელდობრ, ვხვდებით ბევრ სასულიერო პირს, განსაკუთრებით მღვდლებს, დიაკვნებს და სხვა დაბალი წოდების კლერიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ჩნდებოდნენ ევტიქის ცრუ მოძღვრების ქადაგებით და მშვიდობიან მოსახლეობას აშფოთებდნენ. ამასთან, გაურკვეველი იყო, რომელ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ და სად მსახურობდნენ. ამ კრების მე-4 სხდომის ოქმში მრავალი ადამიანი იხსენიება, რომლებიც თავს სასულიერო პირად აცხადებდა, თუმცა, მათ ასეთად არავინ იცნობდა. ქალკედონის კრების მამებმა საჭიროდ ჩათვალეს მიეღოთ ეს კანონი, რათა აღედგინათ ნორმა, რომელიც ძალმოსილი იქნებოდა მთელი ეკლესიისათვის და წინ აღუდგებოდა იმდროინდელ ბოროტებას – ცრუმღვდლების გამოჩენას – და, რაც მთავარია, საეკლესიო იერარქიის ავტორიტეტს დაიცავდა.

ის შეუვალობა, რაც ამ კანონში გამოსჭვივის, აჩვენებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქალკედონელი მამები განჩინების ზუსტ აღსრულებას. კრება მთელი კატეგორიულობით კრძალავს ნებისმიერი პირის ხელთდასხმას, თუ მისთვის მსახურების ადგილი წინასწარ არ იქნება განსაზღვრული (IნIMXM%), და უკანონოდ აცხადებს ყოველგვარ ხელთდასხმას, რომელიც ამ განჩინების სულისკვეთებისამებრ არ არის აღსრულებული – რასაც თავად ხელთდამსხმელის შერცხვენა უნდა გამოეწვია(6Cდ” ს806L+0ს X61I00X0VMთთVI0C, 89 0105, 001 0L01ი28V1L, ი0იLVI0C1180ი1), (009 0X91ი87ი118 101VI181ი0?). ამასთან, არა მხოლოდ მღვდლად ან დიაკვნად ხელთდასხმა იკრძალებოდა, არამედ "ნებისმიერი დაბალი ხარისხის მსახურებაზე დადგინებაც. იმათ, ვინც ფიქრობდა, რომ ეს კანონი ეხებოდა მხოლოდ მღვდლებს, დი აკვნებს ან იპოდიაკვნებს, და არა წიგნის მკითხველებს, რამეთუ ისინი ხელთდასხმას (610 46 II) X6V00%10V§1C0თ! Mთ( «+00+CსC) არ იღებენ და ამდენად შეუძლიათ ადგილიდან ადგილზე გადავიდნენ, ბალსამონი პასუხობს: „წიგნის მკითხველებიც არსებითად კლერიკოსები არიან, რამეთუ ხელთდადებას (X6400060(IVV–V ქიროტესია) იღებენ, ანუ ბეჭედს ყოვლადუსამღვდელოესის მეშვეობით. მაშასადამე, კანონს მათ მიმართაც უსათუოდ უნდა ჰქონდეს ძალა“.? ამდენად, იგი ყველას ეხება, როგორც ღვთისმსახურებს, ასევე ეკლესიის მსახურებს და კრძალავს მათ დადგინებას „განყენებულად“ (ზოგადად, თX0X§XასII6VაC, 11ხ6X6, 8ხ901VL6), ანუ – მსახურების კონკრეტული ადგილზე დაწესების გარეშე.

იმ ადგილებიდან, სადაც ისინი შეიძლება დააწესონ, კანონი პირველ რიგში ასახელებს ქალაჭქის ეკლესიას (6V §C9»CL6 X6X6CX), შემდეგ სოფლისას (XCრIIიC), ამის შემდეგ სამარტგილო ტაძარს (ძისაინს), დასასრულ – მონასტერს (VიVთი+ი/IVI). სამარტვილო ტაძარში მოიაზრება ნაკურთხი შენობა, ტაძარი, რომელიც აიგო რომელიმე მოწამის მოსახსენებლად და პატივსაცემად მის საფლავზე ან სადმე სხვაგან.“ ამ ტაძრებს ემსახურებოდნენ საგანგებოდ ხმობილი ღვთისმსახურნი და ეკლესიის მსახურნი. რაც შეეხება მონასტრებს, ისინი ნახსენებია იმიტომ, რომ მონოზვნებს საერთოდ არ გააჩნდათ სამღვდელო ხარისხი, თვით მონასტრის წინამძღვრებიც კი, უმრავლეს შემთხვევაში, ქიროტონიის გარეშე იყვნენ; იმისათვის, რომ მონასტრებში ღვთისმსახურება სწორად ჩატარებულიყო, საგანგებოდ მოხმობილ მღვდელს აწესებდნენ, ან საძმოდან ვინმე უფრო ღირსეულის ხელოთდასხამას ახდენდნენ, რომ უკვე მას ეწირა მონასტრის ეკლესიაში. ქალკედონის კრების დროს, არცთუ იშვიათად იყვნენ ისეთი არქიმანდრიტები, რომლებსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნდათ, ამიტომ ნეტარი ავგუსტინე თავის თხზულებებში ყოველთვის ასხვავებს მონასტრის მღვდელს წინამძღვრისაგან, რომელიც მღვდელი არ იყო.5 შენიშვნები: 1. გამოცემაში 10იVიX0ი611, X. 51V6 I8იძიი(ცი, I, 118. 2. V3ი სვირი, დასახ. თხზ. ი.239. 3. #თ. C#9X., II, 231-232. 4. იხ. 501001, 1იივგს»ს§8 600108. 5§სხ V0060 Iთი+იი!იV. ილ. 1I, 601. 319, =ძ», #ტსყი5!), 00)MLV6XV1ICM0C1Lით 8908 ძი» CMXI9(1. #ტიხ»ი10დ!ტ. 8. XI, 328-329. 6. V3ი #5§იტი, დასახ. თხზ. #.239.

PDF გვ. 325 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

ვინც ერთხელ სამღვდელო დასში დაეწესა, ან მონოზვნად აღიკვეცა, მათ შესახებ განვაჩინეთ, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არ უნდა შევიდნენ, არც საერო პატივს დაუბრუნდნენ. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცევა და სინანულით კვლავ არ მიუბრუნდება იმას, რაც მანამდე ღმერთისთვის აირჩია, შეჩვენებულ იქნეს. (მოც. 6, 20, 87, 83; IV მსოფლ. 3, 16; ტრულ. 21; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

ქრისტიანულ ეკლესიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კანონი იმის შესახებ, რომ ეკლესიაში მსახურებისთვის ხელთდასხმის საიდუმლო ისევე, როგორც სამონოზვნო აღთქმისა, განუყოფელია იმათგან, ვინც ამ საიდუმლოს ეზიარება, რადგან ის, რაც კეთილი ნებითა და საზეიმოდ მიიღება, არსებითად, ამ კონკრეტულ პირს ეკლესიასთან აჯაჭვებს; ეს საიდუმლოებები მისგან მოითხოვს საერო მსახურებისაგან სამუდამო განდგომასა და ღმერთისთვის სრულ თავშეწირვას. დროთა განმავლობაში, ხელთდასხმულის ან მონოზონის საერო სამსახურში დაბრუნება არ შეიძლებოდა შეფასებულიყო სხვაგვარად, თუ არა – დანაშაულად. არქიმანდრიტ იოანეს თანახმად (ამ კანონის განმარტებიდან), ეს ითვლებოდა: აფხცის გატეხვად ღვთის წინაშე, სინდისის ღალატად, ღვთისმსახურების დამცირებად და ამა სოფლის სამსახურისათვის უპირატესობის მინიჭებად“.' მაგრამ მაინც, ეკლესიის ეს საყოველთაო-სავალდებულო კანონი ხშირად ირღვეოდა. სწორედ ამის გამო იქნა რამდენიმე ისეთი კანონი დამტკიცებული, რომლებიც მთელი ენერგიულობით გმობენ ასეთ დანაშაულს. ასე მაგალითად, მოციქულთა 81-ე კანონი განკვეთას უქვემდებარებს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც საერო მსახურებას უბრუნდებიან, ხოლო მოციქულთა83-ე კანონი ასევე განკვეთს იმას, ვინც სამხედრო სამსახურს შეუდგება; | მსოფლიო კრების მე-12 კანონიც იგივეს აცხადებს. თუმცაღა, ამ კანონებს ძალა არ გააჩნდათ აღნიშნული უკეთურების აღმოსაფხვრელად, ამიტომ ქალკედონის კრების მამებმა, იმავე მიზნით, რაც მათ ამოძრავებდათ ამავე კრების მე-3 კანონის მიღებისას, საჭიროდ ჩათვალეს გაემეორებინათ უწინდელი განწესებანი და მიეღოთ წინამდებარე კანონი.2 დამნაშავეთა მიმართ სასჯელის სიმკაცრე აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ კრების მამები ღვთისმსახურებისათვის ხელთდასხმის სიწმინდესა და მონოზვნის აღთქმის დაცვას. კანონის თანახმად, თითოეული, ვინც გაერთიანდება სამღვდელო დასში ან სამონოზვნო საძმოში და მერე დატოვებს მის მიერვე არჩეულ გზას და სანაცვლოდ სამხედრო ან საერო სამსახურში ჩადგება, ანათემას გადაჟქცემა. კანონი არ შემოიფარგლება კლერიკოსებისათვის მხოლოდ იერარქიული ხარისხის აყრით, არამედ ისევე, როგორც დამნაშავე მონოზვნებს, შეაჩვენებს, „რადგან უკვე აღარ იყო საჭირო სასჯელად მათი განკვეთის გაცხადება, რამეთუ მათ თავადვე აიღეს ხელი სასულიერო პატივზე; ამიტომაც არის ჯეროვანი მათზე მეტი სასჯელის დადება“,3– ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში. არა ნაკლებ მკაცრად სჯიდა კლერიკოსებსა და მონოზვნებს, – თავისი წოდების დამტევებლებსა და სამოქალაქო სამსახურში გადასულთ, – სამოქალაქო კანონებიც. ასეთი პირები არამცთუ სამხედრო და სამოქალაქო სამსახურში არ მიიღებოდნენ, არამედ მათ ყველა უფლებას ართმევდნენ და აბრუნებდნენ საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებაში, სადაც უკვე აღარ შეეძლოთ რაიმე პატივი (წოდება) მიეღოთ: „მონოზონს, რომელმაც თავისი მონასტერი დაფტევა და საერო ცხოვრებას დაუბრუნდა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სამოქალაქო ან სამხედრო წოდებას მიაღწია, ჩამოერთვას იგი და რწმუნებული ეპისკოპოსისა და სამთავრო მსაჯულის მიერ მყისვე იქნეს გადაგზავნილი მონასტერში“ –- ვკითხულობთ იუსტინიანეს ერთ-ერთ ნოველაში.“ იმპერატორმა ლეონმა კი დაადგინა: „ვინც უგუნურად მოიქცევა და სამღვდელო სამოსელს გაიხდის, მისი სამსახურში მიღება არავინ გაბედოს; ასეთი პირები საეკლესიო კანონით უნდა დაისაჯონ“.5 ეს სიმკაცრე სავსებით საფუძვლიანი აღმოჩნდება, როცა საკურთხევლის წმინდა მსახურების სიდიადეს გავაცნობიერებთ და მონოზვნური ცხოვრების მიზანს ჩავწვდებით. ამიტომ, თუკი სადმე აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა სამოღვაწეო ასპარეზის არჩევისას, მაშინ ასეთი სიფრთხილე სწორედაც რომ აქ არის აუცილებელი, როდესაც ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავისთავად ღვთისმსახურება და რაოდენ ძნელია მონოზვნური ცხოვრება. წმინდა მახარებლის სიტყვები იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც გოდოლის მშენებლობა დაიწყო და ვერ დაამთავრა (იხ. ლუკ. 14, 28 – 30), სწორედ იმ პირებს ეხება, რომლებმაც ის მსახურება დაუტევეს, რომელსაც ერთხელ უკვე თავი მიუძღვნეს; აგრეთვე შემდეგი სიტყვებიც: „-. არავინ დასდვის კელი საკნველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკ. 9, 62). ამ კანონის განმარტების დამატებას, ჩვენ ტრულის კრების 21-ე კანონის განმარტებაში მოვიყვანთ.

შენიშვნები:

1. დასახ. თხზ,, II, 273.

2. დასავლეთის ერთ-ერთი კრების კანონში (1ისX8, მს”ით1ისიი I), რომელიც 461 წლის ნოემბერში შედგა და, მაშასადამე, ჩვენი კრებიდან 10 წლის შემდეგ, ნათქვამია (მე-5): „კლერიკოსი, რომელიც თავის მსახურებას მიატოგებს და სამოქალაქო ან სამხედრო სამსახურს შეუდგება, განიკვეთოს”. C. ჰ. II0I01ი. C0ი2C1116იწყ08C6M10ML0, II, 688. 3. ტ თ. C#MMX., II, 232 – 233. 4. Mი0V. CXXIII, C. 42. 5. MიV. VII იL VIII. Cი. სმგღიტიიის!, სი1910=0 ივი. 50CL III, (IL. II, ვი. L6სოC6018V., ჰან ყლ80ლ0-X01ი., L. 1, ი. 33.

PDF გვ. 327 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

საგლახაკოს, მონასტრისა და სამარტვილოს კლერიკოსები, წმინდა მამების გადმოცემისამებრ, შესაბამისი ქალაქის ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ და ნუ გაკადნიერდებიან იმდენად, რომ მისი მმართველობიდან გამოვიდნენ. ვინც ამ განჩინებას დაარღვევს (რა ფორმითაც არ უნდა იყოს) და თავის ეპისკოპოსს არ დაემორჩილება: კლერიკოსი არსებული კანონების შესაბამისად დაისაჯოს, ხოლო მონოზონი, ან ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განკანონდეს.

( მსოფლ. 15, 16; IV მსოფლ. 6, 10). კრებებისა და წმინდა მამებისეული კანონების თანახმად, თითოეული მონასტერი, ასევე საგლახაკო (გლახაკთა სადგომი, სათნოების სახლი, დავრდომილთა თავშესაფარი), უნდა იმყოფებოდეს ეპისკოპოსის უმაღლესი ზედამხედველობის ქვეშ და იქ არავის ჰქონდეს უფლება რაიმე მოიმოქმედოს ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეპისკოპოსის გარდა, არავის შეეძლო მონასტერთან ან საგლახაკოსთან არსებულ ტაძრებში მომსახურე კლერიკოსების მართვა. მაგრამ ამასთანავე, აღმოსავლეთის ზოგიერთ ადგილებში არსებობდა ჩვეულება, რომლის თანახმადაც, წინამძღვარს, მონასტრის საძმოსთან, ან კიდევ, სათნოების სახლის პატრონ-მესვეურებთან ერთად, შეეძლოთ თავიანთი შეხედულებისამებრ დაენიშნათ ან გაეთავისუფლებინათ მსახურები ან სამღვდელო და საეკლესიო დასის წევრები – ადგილობრივი სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსის გარეშე.

ბალსამონი წინამდებარე კანონის განმარტებაში! ამბობს, რომ ამ ჩვეულების საფუძველზე ზოგიერთები ამტკიცებდნენ, თითქოს მონასტრისა და სათნოების სახლთან არსებული ტაძრებისა და, ასევე, საარტვილო ტაძრების კლერიკოსების გათანასწორება საეპისკოპოსოებისა და მიტროპოლიის კლერიკოსებთან არ შეიძლება, რადგან ისინი ეპისკოპოსისაგან დამოუკიდებლად უნდა ჩაითვალონ და დამოკიდებულად მხოლოდ მონასტრის წინამძღვარზე, ანდა – სათნოების სახლის პატრონზე, ხოლო რაც შეეხება სამარტვილოს კლერიკოსებს, ისინი სრულიად დამოუკიდებელნი უნდა ყოფილიყვნენ. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ის შფოთი, რაც შეიძლებოდა ამ ჩვეულებას გამოეწვია (მართლაც, გამოიწვია კიდეც ევტიქიანელ მონოზონთა მხრიდან) და გარდა ამისა, ხელი შეეშალათ კლერიკოსებსა და ეპარქიის ეპისკოპოსს შორის დამოკიდებულების შესახებ არასწორი აზრის ჩამოყალიბებისათვის, კრების მამებმა წმინდა მამების გადმოცემის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს შემთხვევებში დარღვეული იყო ეპარქიის ეპისკოპოსის ზემდგომი უფლება კლერიკოსებზე, განაჩინა და დააწესა: ყველა კლერიკოსი, განურჩევლად, უნდა დაემორჩილოს თავის ეპისკოპოსს და მასზე იყოს დაქვემდებარებული; არავინ გაბედოს(XთX6 თ50686L0V,.00X 8I:I0წ8ი%181ი1,06L ლ0იLსხიი080180)? თავისი ეპისკოპოსისაგან ჩამოშორება. კლერიკოსი, რომელიც ასეთ დანაშაულში იმხილებოდა ან გაბედავდა რაიმე სახით ამ განჩინების წინააღმდეგ წასვლას, კანონისმიერ უნდა დასჯილიყო. შემდეგ, კანონი აცხადებს, რომ მონოზვნებიც და ერისკაცებიც უნდა დაისაჯონ, თუ შესცოდავენ ამ განჩინების წინააღმდეგ, კერძოდ, ზიარებიდან განკანონდნენ. ჰეფელე, ამ კანონზე ზონარასა და ბალსამონის კომენტარებში, პოულობს, რომ ისინი წინამდებარე კანონის საფუძველზე იმ აზრამდე მივიდნენ, თითქოს უპირობოდ ყველანი, როგორც მონოზევნები, ასევე ერისკაცებიც, ყველაფერში და ყოველთვის ეპისკოპოსს უნდა დამორჩილებოდნენ.“ ჰეფელეს მტკიცებულებანი ფარდობით ხასიათს ატარებს: რამდენადაც მისი დასკვნა სწორია მონოზვნებთან მიმართებით, იმდენად ამ დასკვნას ერისკაცებთან მიმართებით, შეფარდებითი მნიშვნელობა გააჩნია. კანონების თანახმად ეპისკოპოსს მონოზვნები უპირობოდ ემორჩილებიან, რაც არ ხდება ერისკაცების შემთხვევაში. ზონარა, რომელიც ყოველგვარი მერყეობის გარეშე აღნიშნავს, რომ მამების დადგენილება უნდა ვრცელდებოდეს მონოზვნებზეც, ისინი უპირობოდ უნდა ემორჩილებოდნენ თავიანთ ეპისკოპოსს, ერისკაცებთან მიმართებით სვამს კითხვას: „რა სახით შეეხო კანონი ერისკაცებს, როცა ის მსჯელობს კლერიკოსთა შესახებ?“ და პასუხობს: „ვფიქრობ, რომ მამების აზრი ასეთი იყო: ისინი ვარაუდობდნენ, რომ კლერიკოსები თავისთავად ვერ გაბედავდნენ უსირცხვილოდ აღმდგარიყვნენ მღვდელმთავართა წინააღმდეგ და მათი მმართველობიდან გამოსულიყვნენ; შესაძლოა, ეს ხდებოდა „ამა. სოფლის ძლიერთა“ ზეგავლენით, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით მათ გამბედაობას შთააგონებდნენ, ან, უკეთ რომ ვთქვათ, თვითნებობისაკენ აგულიანებდნენ; აი, ასეთ ერისკაცებს უქვემდებარებს კანონი განკვეთას (%«6X6LVი0სC 0LV “ი 6%0LVთVICIთღ 0XC/6L)“ პრა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი ერისკაცთა მხრიდან ეპისკოპოსისადმი რაიმე უპირობო მორჩილებაზე, ისეთ მორჩილებაზე, როგორშიც მონოზვნები იმყოფებიან ეპისკოპოსის წინაშე; ეს სრულიად სხვაგვარი მორჩილებაა, კერძოდ, სარწმუნოების, ზნეობისა და იერარქიული დისციპლინის საკითხებთან დაკავშირებული.

თუ რა არის მოწამეობრივი ტაძარი (სძისსიLV, სამარტვილო), რომლის კლერიკოსებიც ამ კანონში იხსენიებიან, ჩვენ უკვე განგვმარტეთ ამ კრების მე-6 კანონის კომენტირებისას. ასეთ ტაძართან არსებული დასის წევრთა გარდა, კიდევ იხსენიება მონასტერთან არსებული დასისა და საგლახაკოსთან არსებული ეკლესიის დასის წევრები. ამ უკანასკნელის შესახებ ბალსამონი წინამდებარე კანონის განმარტებაში ამბობს: „დაწესებულება, რომელიც გლახაკთა მზრუნველობისათვის იყო განკუთვნილი“.ზ „»საგლახაკო კი, – ამბობს ზონარა ამ კანონის თავისეულ განმარტებაში, – არის გლახაკთა მისახედად დაწესებული სახლი, მათზე მზრუნველობისათვის განკუთვნილი, ანუ სახლი, სადაც ზრუნავენ მოხუცებულებზე, ობლებზე და მათნაირებზე; სადაც გაჭირვებულთ თავშესაფარი და სარჩო ეძლეოდათ“. ასეთ დაწესებულებებთან არსებობდა ეკლესია თავისი კრებულით, რომელიც მონასტრისა და სამარტვილო ტაძრების მსგავსად, ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად იმ ეპისკოპოსისა, რომლის ეპარქიაშიც იყო განთავსებული მოცემული დაწესებულება; ხოლო, თუ რისთვის სჭირდებოდათ ასეთ სახლებს ტაძრები, ამას ზონარა შემდეგნაირად ხსნის: „რათა ასეთ დაწესებულებებში მცხოვრებნი არ დარჩენილიყვნენ წირვაში მონაწილეობის გარეშე, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ეკლესიის შეკრებებზე ევლოთ – ღრმა მოხუცებულობის გამო, ან დაზიანებული სხეულის, ან კიდევ სხვა ავადმყოფობის მიზეზით. ამიტომაც, დავრდომილთა სახლის მშენებლები ზრუნავდნენ მასში ტაძრის მოწყობისა და კლერიკოსთა დაწესებისათვის, რომ მათ იქ ღვთისმსახურება აღესრულებინათ და ეგალობათ, მწოლიარეებს კი ადვილად შესძლებოდათ მათი მოსმენა“. შენიშვნები: 1. )თ. CMXX., II, 236. 2. 8იVი»;იყIს, 4. 81V0 X8იძიის8ი, I, 120. 3, V8ი M5იძ», დასახ. თხზ., ი.241, _ IXI%-8, დასახ. თხზ,, I, 625. 4. Cითიი01 ს) იიყი8ლხს!იჩLი, II, 512. 5. რთ. C#87»., II, 235. 6. ტით. CM#89M,., II, 236. 7. ტილ, CM#M=X., II, 234 - 235. 8. ტ თ. CX8X,, II, 235.

PDF გვ. 329 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

თუ რომელიმე კლერიკოსს სამართლებრივი დავა ექნება სხვა კლერიკოსთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სასამართლოს ნუ მიმართავს. თავდაპირველად თავის ეპისკოპოსთან აწარმოოს საქმე, ან მისი ნებართვით ორივე მხარის მიერ არჩეულმა პირებმა შეადგინონ სასამართლო. ხოლო ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, კანონის ძალით დაისაჯოს; თუ კლერიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლერიკოსი, მაშინ ან დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს.

(მოც. 74, 75; | მსოფლ. 6; I, მსოფლ. 6; IV მსოფლ. 17, 19, 21, 28; ტრულ. 8; ანტიოქ. 14, 15, 20; ლაოდ. 40; სარდიკ. 4; კართ. 8, 10, 11, 12, 15, 18, 19, 53, 59, 104, 107, 128, 129, 130, 132). ეს კანონი საუბრობს საეკლესიო სასამართლოებზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის სარჩელის პირველ ინსტანციაში განხილვა, რომელიც ღვთისმსახურებისათვის შეწირულ პირს მეორის წინააღმდეგ შეაქვს, სახელდობრ: ა) კლერიკოსთა შორის დავის შემთხვევაში, სადაც იგულისხმებიან მღვდლები, დიაკვნები და ეკლესიის დასის სხვა დაბალი ხარისხის წევრები, ასევე მონოზვნები,! ბ) კლერიკოსთა საჩივრები თავის, ან სხვა ეპისკოპოსთა წინააღმდეგ, და გ) ეპისკოპოსების ან კლერიკოსების საჩივრები მიტროპოლიტის წინააღმდეგ. პირველი კატეგორიის საქმეების განხილვა შედის ეპისკოპოსის სასამართლოს კომპეტენციაში, ანუ, ორმხრივი თანხმობით არჩეულ მსაჯულთა (მედიატორთა) კომპეტენციაში, მაგრამ აუცილებლად ეპისკოპოსის კურთხევით; მეორე კატეგორიის საქმეები სამთავროს (ეპარქიულმა) კრებამ (0 +16 6Mთ0XI0XC C0V06%) უნდა განიხილოს; მესამე კატეგორიის საქმეები კი დიდი სამთაგროს ეგზარქოსის (MC ნ'ისთითინთი) ან კონსტანტინოპოლის საყდრის (§<0% + L:0აVCLVXIV0ს00X§CC 006V0ს) სამსჯავროზე უნდა იქნეს განხილული. მთავარი მიზანი, რამაც ქალკედონის კრების მამები წინამდებარე კანონის მისაღებად აღძრა, უპირველეს ყოვლისა, იყო იმის სურვილი, რომ სათანადო სიმაღლეზე შეენარჩუნებინათ საეკლესიო ხელისუფლების ავტორიტეტი და ღვთისმსახურებზე მისი გავლენა, შემდეგ კი დაეცვათ ისინი იმ დამცირებისაგან, რომელშიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ თუ მათ საქმეს სამოქალაქო სასამართლო განიხილავდა. კრების მამები ამტკიცებენ წინა განჩინებებს სხვადასხვა სასამართლოების კომპეტენციისა და მათ მიერ განსახილველი სადავო საკითხების შესახებ და, ამრიგად, სრულ ძალაში ტოვებენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია მოციქულთა 74-ე და 75-ე და II მსოფლიო კრების მე-6 კანონებით (მათ შესახებ შესაბამის ადგილას ჩვენ უკვე გისაუბრეთ); ასევე, ადგილობრივი კრებების: ანტიოქიის, კართაგენისა და სხვათა კანონებით. ისინი კანონისმიერი სასჯელის (XოV0VIXC0CLC §XLI0IC სX0X6(C0თ) მუქარით კრძალავენ წმინდა მსახურებაზე დაწესებულ პირთა შორის წარმოქმნილი დავის სამოქალაქო სასამართლოში გადატანას და მათი მხრიდან საეკლესიო სასამართლოს უგულებელყოფას; მოითხოვენ, რომ მოდავე მხარეებმა საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად საეკლესიო სასამართლოს მიმართონ. აქ, რა თქმა უნდა, საერო ხასიათის მოცილეობა იგულისხმება, რადგან საეკლესიო ხასიათის დავა ყოველთვის, უპირობოდ, საეკლესიო სასამართლოს ექვემდებარებოდა.? ამასთან, მამები სრულ იგნორირებას არ უკეთებენ სამოქალაქო სასამართლოების კომპეტენციას, – რაც კარგად შენიშნეს ბევერეგიამ და ვან ესპენმა. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა კლერიკოსთა შორის წამოჭრილია რაიმე სადავო საკითხი, ისინი მოითხოვენ, რომ საჩივარი წინასწარ (ჯი06+%600V, ნXIVI8) იქნეს შეტანილი საეკლესიო სასამართლოში, ხოლო დაუკმაყჟოფილებლობის შემთხვევაში ნებას რთავეხ სამოქალაქო სასამართლოს მიმართონ.3 ერთი საეპისკოპოსო ეპარქიის (III6C 6V00XC) კლერიკოსებს შორის დავაში პირველი ინსტანციის კომპეტენციას ეპისკოპოსის სამსჯავრო წარმოადგენს. მის გარდა, კანონი, ურთიერთთანხმობით არჩეულ სამსჯავროსაც ახსენებს, რომელსაც ასევე ხელეწიფება დავის გადაწყვეტა. ბალსამონი ამ სასამართლოს შესახებ ამბობს: „არ იფიქრო, თითქოს ეს არჩეულ მსაჯულს (თI06L6C ბVCIC+MC) ეხებოდეს (პირს, რომელსაც გასამართლების კანონიერი უფლება არა აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში მსაჯულად მას მხოლოდ მხარეთა სურვილი და შეთანხმებული საზღაური დაადგენდა, რასაც ეს კანონი არ ითვალისწინებს), არამედ მსაჯულს, რომელსაც პრინციპში აქვს საეკლესიო განაჩენის გამოტანის უფლება, მაგრამ არა აქვს გასამართლების უფლება (ანუ, კომპეტენტური არ არის #ჯიითდტიის 866 6V+0C +0% |I606CLV) ამ მოდავე მხარეებთან მიმართებით“.5 იგივე კომენტატორი ყურადღებას ამახვილებს სხვა საკითხზეც, კერძოდ: იმდენადვე იქნებოდა თუ არა კლერიკოსი დამნაშავე, რომელიც უგულებელყოფდა თავის ეპისკოპოსს და საჩივრით უშუალოდ მიტროპოლიტს მიმართავდა, რამდენადაც იმ შემთხვევაში, თუ იგი საჩივარს პირდაპირ სამოქალაქო სასამართლოში შეიტანდა? და თავად პასუხობს, რომ იმდენადვე დამნაშავე არ იქნებოდა, რადგანაც სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართა, მაგრამ სასჯელს მაინც დაიმსახურებდა; დასასრულ კი ასკვნის:ა ასევე კლერიკოსი, რომელიც ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არარწმუნებულ სამსჯავროს მიადგება, თუნდაც ეს სამსჯავრო საეკლესიო იყოს, ეპიტიმიას წინამდებარე კანონის შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს“.ზ კანონის თანახმად, კლერიკოსის საჩივარს თავისი ან უცხო ეპისკოპოსის წინააღმდეგ, პირველ ინსტანციაში იხილავს სამიტროპოლიტო სამსჯავრო ანუ – სამიტროპოლიტო ან სამთავრო კრება; რაც შეეხება კლერიკოსის ან ეპისკოპოსის საჩივარს მიტროპოლიტის წინააღმდეგ, პირველ ინსტანციაში მას დიდი სამთავროს ეგზარქოსი, სხვა სიტყვებით – საპატრიარქო კრებაზ იხილავს. ამ უკანასკნელი საჩივრით, კანონის ძალით, შეიძლება კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამსჯავროს წინაშეც წარდგომა. ამ დადგენილების მიზეზი და მიზანი ზუსტად გამოხატა არქიმანდრიტმა იოანემ თავის განმარტებაში ამ კანონის შესახებ: „ეს იყო სამეფო ქალაქის პატრიარქის გამორჩეული უპირატესობა, რომელსაც, როგორც საეკლესიო, ისევე სამოქალაქო ხელისუფლების დაკანონებით, მინიჭებული ჰქონდა უფლება შუალედური სასამართლოთი გადაეჭრა ძნელად გადასაწყვეტი საქმეები მთელ აღმოსავლეთში, ისევე როგორც რომის პაპს – დასავლეთში. მაგრამ, კრების კანონი, ერთი მხრივ, როცა მოდავე მხარეებს ნებას რთავს მიმართონ მეფეთა ქალაქის პატრიარქს მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში და არა ვალდებულებიდან გამომდინარე, ამით ამ პატრიარქის სახით ხელისუფლების არავითარ უპირატესობას არ სცნობს; მეორე მხრივ, აღმოსავლეთში მისი ხელისუფლების საგანგებო განდიდებით, უკვე თავიდან იცილებს აღმოსავლეთში ყოველგვარი უცხო ხელისუფლების ჩართვის შესაძლებლობას, და ეს, სავარაუდოდ, იყო კრების დადგენილების განსაკუთრებული მიზანდასახულობა რომის საყდრის მხრიდან გაძლიერებული პრეტენზიების წინააღმდეგ“. ამ კანონის დამატებით განმარტებას ჩვენ კიდევ მოვიყვანთ ქვემოთ, ამ კრების მე-17 და 28-ე კანონების განმარტებებში, რომლებთანაც იგი მჭიდრო კავშირშია. ეს კანონები ყურადღებას იმსახურებს შინაარსის მნიშვნელობითა და, ასევე იმით, რომ ისინი ყოველნაირი დამახინჯების საგანი ხდებოდა, განსაკუთრებით – რომაელი კანონისტების მხრიდან.

ქალკედონის კრების მე-9 კანონს რომის ეკლესიაც აღიარებს, ამასთან, ის განთავსებულია C0Lი0V95 10I15 08ი0ი101 როგორც 46-ე კანონი IX C8V§8, I 0II805L10, მიუხედავად იმისა, რომ იგი გადაჭრით გმობს რომის თეორიას, რომელიც, თავის მხრივ, ამტკიცებს რომის ეპისკოპოსის უზენაესობას ეკლესიაზე მთელ მსოფლიოში. აი, რატომ არ შეიძლებოდა ეს კანონი შეტანილი ყოფილიყო რომაელი კანონისტების მიერ თავიანთ კრებულში იმ სახით, როგორც ის კრებამ შეადგინა და, კიდევ უფრო ნაკლებად დასაშვებია, იგი შეწყნარებული ყოფილიყო რომის ეპისკოპოსებისა და პაპების მიერ. აუცილებელი შეიქნა მისი გადამუშავება და იმ სახეზე დაყვანა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი შეტანა დასავლელ კანონისტთა კრებულში და, შესაბამისად, მისი ისეთი განმარტებებით აღჭურვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ეს კანონი არამცთუ არ უარყოფს პაპის მსაჯულების უზენაესობას, არამედ, პირიქით, შემოჰყაგს ეს მსაჯულება და მოითხოვს, რომ პაპს მიმართოს ყველა იმ პირმა, ვისაც რაიმე სარჩელის შეტანა სურს რომელიმე მიტროპოლიტის წინააღმდეგ (განურჩევლად იმისა, ვინც არ უნდა იყოს ეს მიტროპოლიტი) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაპი ნებას დართავს, ეს სარჩელი უკვე სხვასაც შეიძლება განსახილველად წარედგინოს. ამ საკითხის მთავარი ძალა ამ კანონის დედნის სიტყვებში ძევს: „+6V 6ხთ00X0V 196 010V060%".ამ სიტყვებით აღინიშნება „დიდი სამთავროს ეგზარქოსი“, რომელსაც კლერიკოსებმა და ეპისკოპოსებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ მიტროპოლიტზე საჩივრის შემთხვევაში. კანონის ტექსტის თანახმად და მისი უბრალო წაკითხვითაც ჩანს, რომ ამ „ეგზარქოსის“ წოდების ქვეშ იგულისხმება მთავარი მიტროპოლიტი, ეგზარქოსი ან პატრიარქი,!? ან კიდევ, დიდი საეკლესიო სამთავროს საჭეთმპყრობელი, რომლის დაქვემდებარებაშიც რამდენიმე მიტროპოლიტი შედის თავ-თავიანთი ეპისკოპოსებით; ამასთან, ეს საჭეთმპყრობელი, და მასზე დაქვემდებარებული მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, ერთად შეადგენენ »სამხარეო კრებას“, სხვანაირად – „საპატრიარქოს“, ან კიდევ „ეროვნულ“ კრებას," რომლისთვისაც შეეძლოთ მიტროპოლიტის წინააღმდეგ საჩივრით მიემართათ კლერიკოსებსა და ეპისკოპოსებს. ძველი დროის რომაელ კანონისტებს არ სურდათ ასე უბრალოდ გაეგოთ კანონის ეს სიტყვები. მათ თავისებურად განმარტეს, თუ რას ფიქრობდნენ ქალკედონელი მამები ამ კანონის შედგენისას და სიტყვა §6თიჯ0V („ეგზარქოსი“) გადათარგმნეს ლათინური სიტყვით „9ILIIთიმL6I“ (0 0MM80, II60C86- 90X8XI0LXVV#V, უპირველესი), ხოლო მისი შემდგომი სიტყვა +იC მს0VC1C6CXC (დიდი სამთავრო), ზოგმა გადათარგმნა CხX15ხ18080 ძ1000050605 (ქრისტიანულ დიეცეზად), ზოგმა – სი0IV6X5მ118 ძ109%0050608 (მსოფლიო დიეცეზად) და ზოგმაც – 910000510» (დიეცეზებად) და გამოვიდა რაღაც სრულიად ახალი; კერძოდ ის, რომ ეს #იILIIთმ5 ლხX15L1806 9ძ100005005, 1I1V6I58115 ძ1000050085, 8ი ნIIIი85 ძ100005008 არის თავად რომის პაპი, რომელიც 8X X8წს18 (კანონის თანახმად) უფლებამოსილია მიტროპოლიტების წინააღმდეგ შემოსული საჩივრების მიხედვით განაჩენი გამოიტანოს. იმის გამო, რომ დასახელებულ სიტყვებს მოსდევდა კიდევ – „ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს“, ამიტომ ეს სიტყვები განმარტეს იმ აზრით, თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც შეუძლია ასეთი საჩივრის საფუძველზე განაჩენი გამოიტანოს, მაგრამ მზოლოდ რომის პაპის 06X 06L-0155100ი0 (ნებართვით), სხვაგვარად – არც ერთ შემთხვევაში. ბინიუსი (8Iი1V05), ამ კანონის განმარტებაში, ამბობს: სII8§8 ძ1060085008 – ეს რომის ეპისკოპოსია, რამეთუ სიტყვა · C IX0X%« არ ნიშნავს აუცილებლად იმ პირს, ვინც პირველია (ით0M I0X0I10 III 867), არამედ მთავრებს (ი§XIიC106Lი); მაგრამ, ამასთანავე, რომის პირველმოსაყდრე (00იMI10X) სწორედ რომ არის ქრისტიანული დიეცეზის მთავარი (986 #XII9C003 CMI1518ი86 ძ106003008). ამ სიტყვებით დგინდება კანონი, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე მიტროპოლიტს უჩივის, მას არ შეუძლია და ვერც უნდა გაბედოს საჩივრით მიმართოს სხვა ვინმეს, თუ არა დიეცეზის მთავარს, ანუ რომის პირველმოსაყდრეს (მჯსძ #XIIიC106-ი ძ1000065005, სილიმისი 8011106L 000106). განმარტება, როგორც ვხედავთ, საკუთარ მოსაზრებაზეა დაფუძნებული, ამიტომ სავსებით მართალია ბევერეგია, როცა ამ ადგილის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავს: „აი, სანამდე მიპყავს ტენდენციურობას უბედური ადამიანები. ვინ ითაკილებს ამის შემდეგ გამოიყვანოს არაფრიდან ის, რაც სურს, თუკი მოყვანილ სიტყვებში მსგავსი აზრის მოძიებას ახერხებს?“'? ამრიგად, აცხადებს რა, რომ 65თთოXC აქ აღნიშნავს 0LIი0106ი მთავარს («8#39), ხოლო 416 მისით60X – CMხXI9(18ი6 ძ106009008, ქრისტიანულ სამთავროს (ფართო გაგებით, ანუ – მთელ საქრისტიანოს, ქრისტიანულ სამყაროს), იგი საშინლად ამახინჯებს კანონს. ამის შემდეგ ბინიუსს ადვილად შეეძლო დაერწმუნებინა ის, ვისაც ეს სურდა, რომ როცა IV მსოფლიო კრების მამები მე-9 და მე-17 კანონებს ამტკიცებდნენ, სადაც 6ხთიX0C -ჩC 610MCIთ6თC იგივე აზრით მოიხსენიება, მათ თვალწინ ედგათ რომის პირველმოსაყდრის უზენაესი მსაჯულების უფლება მთელ მსოფლიო ეკლესიაზე. ეს კი იმდენად ადვილად შეეძლო გაეკეთებინა რომაელ ღვთისმეტყველს, რამდენადაც მისთვის ამ საქმეში მისაბაძი მაგალითი თვით რომის პირველმოსაყდრე, ცნობილი პაპი ნიკოლოზ | იყო.

პაპი ნიკოლოზ | საჭიროებდა ამ კრების კანონზე დაყრდნობას, რათა დაემტკიცებინა იგივე, რასაც შემდგომში ბინიოსი ამტკიცებდა.!3 კარგად არის ცნობილი სახელგანთქმული წერილი (VIII), რომელიც ნიკოლოზ I-მა 865 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ მიქაელს გაუგზავნა, სადაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი უზენაესი უფლება ეკლესიაში და მოითხოვა, რომ ფოტი და ეგნატე რომში ხლებოდნენ, რათა მას მათ შორის დავა გადაეწყვიტა. როცა თავის წერილში დასახელებულ კანონს ეყრდნობა, იგი არ კმაყოფილდება თავისი პრეტენზიების დასამტკიცებლად დიონისეს მიერ მიცემული მნიშვნელობით სიტყვისათვის: »6წთიX90C“, და ამ პრეტენზიების გასამართლებლად კანონის თავისეული განმარტება შემოაქვს. კანონი მოითხოვს, რომ მიტროპოლიტზე მოსარჩლენი მიმართავდნენ დიდი სამთავროს ეგზარქოსის მსაჯულებს ან კონსტანტინოპოლის საყდარს (9) «6V 68თ0XCV +MC 610LX1C60C,შ 16V LC 80CთმწსისთიეC #CCVCLღთVIIVCსX67წC0X 006V0V). კანონი, ამგვარად, თითოეულ პირს უფლებას აძლევს თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს საკითხის განსჯა ერთ ან მეორე ადგილზე. ნიკოლოზს კრების ეს განწესება თავისებურად ესმის და სიტყვებში – „მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს“, ხედავს მამების კატეგორიულ მოთხოვნას, რომელსაც ნორმის ძალა უნდა ჰქონდეს; ხოლო სიტყვებში – „ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს“, მხოლოდ პირობით მოთხოვნას. დასახელებულ წერილში ის ამბობს: „ხოლო, არაფერი რომ არ უნდა მოვიმოქმედოთ კანონიერი ხელისუფლების გარეშე, ამის დამამტკიცებელია ქალკედონის კრების კანონი, რომელიც აცხადებს: „კლერიკოსმა, რომელიც ედავება თავის ან უცხო ეპისკოპოსს, უნდა მიმართოს სამთავრო (სამიტროპოლიტო) კრების მსაჯულებას; ეპისკოპოსმა ან კლერიკოსმა – როცა მიტროპოლიტთან აქვთ რაიმე სადავო – დიდი სამთავროს პირველმოსაყდრეს ან მეფის ქალაქის კონსტანტინოპოლის საყდარს“, ამიტომ ეს წესრიგი უნდა დაიცვან შემდეგნაირად: კლერიკოსები ან ეპისკოპოსები, რომლებიც მიტროპოლიტს რაიმეს ედავებიან... ტერიტორიულად სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა მიმართავდნენ დიდი სამთავროს საჭეთმპყრობელს; რაც შეეხება კონსტანტინოპოლთან ახლომცხოვრებლებს, თუ მათ აკმაყოფილებთ ამ ქალაქის მსაჯულება, დაე, მიმართონ ამ ქალაქის საყდარს, რადგან აქ ნათქვამია: „მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართონ“. ამით წმინდა კრება გამოსცემს განკარგულებას, ადგენს კანონს, ხოლო შემდეგ, როცა მაცალკევებელი კავშირით დასძენს: „ან კონსტანტინოპოლის სამეუფეო საყდარს“, ამით დღესავით ნათელია, რომ იგი ამაზე თანხმდება ევენტუალური ნებართვის შემდეგ“.15 ამგვარად, ნიკოლოზ I-ის აზრით, მიტროპოლიტზე ყოველგვარი საჩივრის შეტანა, მიუხედავად მომჩივანის ადგილსამყოფელისა, კანონის თანახმად 0%::Lმ X6წV10თ) უნდა ხდებოდეს დიდი სამთავროს პირველმოსაყდრის“ სახელზე, ხოლო კონსტანტინოპოლის საყდარს უნდა წარედგინოს ამ (§6- ლსიძსთ1 960%იი135.0ი60) პირველმოსაყდრის“ ნებართვით. როგორ შეძლო ნიკოლოზ I ამ კანონის უბრალო და მარტივად გასაგები სიტყვებიდან გამოეტანა დასკვნა, თითქოს აქ საუბარია ისეთ რამეზე, რაც მხოლოდ კანონით (CX L6ყს13) ხდება და, რაც, გარდა ამისა, მხოლოდ CX ს6Lი91510ი6C-ის ნებართვით შეიძლება, ამის ახსნა მხოლოდ მას შეეძლო და სხვა არავის მთელ ქვეყანაზე.!9ზ ვი5 არის ეს „დიდი სამთავროს პირველმოსაყდრე“, რომელსაც 0X X06წ6ს18-ს ძალით ეს უფლება ეკუთვნის, ნიკოლოზ | იმავე წერილში განმარტავს. რადგან წმინდა კრება აცხადებს: „ღიდი სამთავროს პირველმოსაყდრე“, ამიტომ აქ სხვა არავინ შეიძლება ვიგულისხმოთ თუ არა პირველი მოციქულის ნაცვალი, რადგან სწორედ ის არის აღნიშნული პირველმოსაყდრე – პირველი და უზენაესი.? ამდენად, რომის პაპს, როგორც პირველი მოციქულის ნაცვალს, კანონის თანახმად, ერთადერთს აქვს უფლება გადაწყვიტოს კლერიკოსის ან ეპისკოპოსის სადავო საკითხი თავის მიტროპოლიტთან“. ამას ნიკოლოზ | იმპერატორ მიქაელს წერს. იმისათვის რომ უფრო მეტად დაარწმუნოს, ქალკედონის კრების მამები ნამდვილად ისე ფიქრობდნენო, როგორც თვითონ, ის იწყებს სიტყვა მ10VIC60X-ის შინაარსის განმარტებით: „ჩვენ არ უნდა დაგვაბრკოლოს გამოთქმის დიდი სამთავროს – ,,ძ10- 0003005“ მხოლობითმა რიცხვმა, რადგან უნდა ვიცოდეთ, რომ გამოთქმა „დიდი სამთავროს (ძ100005605) პირველმოსაყდრე“ იგივეს ნიშნავს, რასაც დიდი სამთავროების, ყველა სამთაგროს (9100ძ0500ი) პირველმოსაყდრე“, და დასამტკიცებლად მიმართავს არც მეტსა, არც ნაკლებს – წმიდა წერილს, რათა დაამტკიცოს, როგორ შეიძლება საკუთარი თვითნებობით სიტყვის აზრის შერყვნა. „წმიდა წერილი – აგრძელებს ის – სავსეა ამგვარი სახის გამოთქმებით. დაწერილია: „ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა“ (დაბ. 2, 6), მაგრამ ამით არ არის ნათქვამი, რომ ერთი წყარო აღმოვიდოდა მიწიდან; მხოლობითი რიცხვი მრავლობითის გამომხატველია, ბევრი წყაროს აღსანიშნაგად, რომლებსაც უნდა მოერწყათ ყველა ადგილი და მხარე დედამიწაზე... იგივეა აქაც: „გამოთქმა დიდი სამთავრო“ გამოყენებულია მხოლობით რიცხვში, თუმცა, მშვიდობისა და რწმენის ერთიანობისათვის იგულისხმება მრავლობითობა“.)ზ ქალკედონის კრების მამების სიტყვათა განმარტების ამ მეთოდს ჩვენ ყოველგვარი კომენტარის გარეშე ვტოვებთ – თავის თავზე ის თავად მეტყველებს.!? მთელი ეკლესიის მიერ შეწყნარებული მსოფლიო კრების კანონის ასეთი სახით განმარტება ნიკოლოზ I-ის მხრიდან, რომაელ ღვთისმეტყველებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როცა მათ თავიანთ თხზულებებში ამ კანონის შესახებ უხდებათ საუბარი. მათ არ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ნიკოლოზ I-ს ეს წერილი არ დაუწერია და არ შეეძლო დაეწერა, რამეთუ ფაქტი საქვეყნოდაა გამოაშკარავებული და ნიკოლოზის წერილი, რომელსაც ისინი 01ი ჩიIXIICჩ0ვ #MLC5LVCX (38M0- 88106)I6MIხIM 2X0IXVM6XVMX, შესანიშნავ დოკუმენტს) უწოდებენ და რომელიც მოხსენიებულ განმარტებას შეიცავს, ყველასათვის ცნობილია. მაგრამ, ამასთან, ისინი იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ქალკედონის კრების ამგვარი განმარტება სწორი არ არის და ამ კანონზე დამყარებულ ნიკოლოზ!I-ის პრეტენზიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.2? აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტში უცნაური არაფერია, ის მხოლოდ იმას მოწმობს, რაც დიდი ხანია ყველასათვის ცნობილია, სახელდობრ: რომის პირველმოსაყდრის მთელ მსოფლიოზე აბსოლუტური ხელისუფლების თეორიის გამართლებისათვის, რომი არაფერს თაკილობს; აგრეთვე, მოწმობს, რამდენად არ შემდგარია ეს თეორია, რაკი აუცილებელი ხდება მისი გამართლებისათვის ასეთი მეთოდების გამოყენება. შენიშვნები: 1. ბალსამონის კომენტარები ამ კანონზე: #ტდ. CMMM., II, 238.

2. 8იVი»იდI), >. 51V6 სვგიძიისვი, II, ტიიის, 1ი ს. 0., ს. 115.

ვ. 806V0X6წ11, იქვე. – V8ი L§იტი, დასახ. თხზ. ჯი. 242. – შდრ. II0”910, Cი0იC01116იყი50M10%- Lი, II, 513. 4. ბალსამონის კომენტარები ამ კანონზე (დასახ. ადგილი). 5. რთ. CMMM%., II, 239. 6. იქვე. 7. 0». ჰ. ჯ7ხ)იხივი, 0Iი ჯიიძიი იLი. 5. 80, 81.

8. იქვე. 5. 22.

9. დასახ. თხზ,, II. 278.

10. „არავითარი ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ გამოთქმა „ეგზარქოსი“ ჩვენს კანონში, ისევე, როგორც მე-17 კანონში, სადაც იგივე გამოთქმაა გამოყენებული, აღნიშნავს უპირველესად იმ მიტროპოლიტებს, რომელთა განმგებლობაშიც რამდენიმე საეკლესიო სამთავრო შედიოდა“ II9IL%9I9, Cი»ი!110L650ხ10ჩLი, 1I, 513. „კანონის შინაარსიდან გამომდინარე, სიტყვის §5V0/06“ (იIIIX85) ქვეშ უნდა მოვიაზროთ მიტროპოლიტი, ეგზარქოსი ან პატრიარქი“. IIი»წიიIILM6», ნIMIიLIV5, I, 568, ი. 92. 11. 2ხ)5ხივი, დასახ. თხზ. 22, X». 1, 2.

12. >. §1V6 ს8იძიიჯვილ, II, #ტო»იLს. IM M. C., ს. 115.

13. ბინიოსის პირველი ნაშრომი გამოიცა 16086 წ. ქ. კიოლნში სათაურით C0%011I18 წიი0IL8- 118 CL 0I0V., წI8008 CL 18L1ი8.

14. წერილი ინახება IMI8>ძსIი1, C00C601110»VII C011C+10 LI0თ18 II 9XIII2. I. V, 001. 144 – 173. ნიკოლოზის ამ წერილის შესახებ იხ. IICსXX, III5L. 0ლ001., LIV. L.§ 41. LIIი»იიიXიLხიL აღნიშნავს, რომ „ის დაწერილია დიდი ღვთისმეტყველური საზრიანობით და, ამასთან, დაჟინებული, მაგრამ კეთილშობილი თავშეკავებითა და უბრალოებით“. შინაარსის შესახებ კი წერს: ეს შესანიშნავი დოკუმენტი იმდენად დიდი სიმდიდრის შემცველია, რომ პაპის ყველა სხვა პუბლიკაციებს შორის, მან ყველაზე მეტი მასალა მისცა დასავლეთის იურიდიულ კრებულებს“. დასახ. თხზ,, I, 555. იმისათვის, რომ ნიკოლოზის ამ წერილისათვის პროტესტანტი სწავლულის ავტორიტეტითაც შეემატებინა მნიშვნელობა, მას მოჰყავს პეანდერისგან მის სადიდებლად გამოთქმული სიტყვები #1წი»თ. C9ი50ხ10ხLი ძი» CიX1511. Lს0II210ი (შდრ. 311 გვ. იმ გამოცემის მიხედვით, რომელიც ხელთ ჰქონდა მერგენრიოტერს, ან 8გ8»იძ VI, 5. 387 გამოცემის მიხედვით – IV. CიL+ჩხ83, 1864 წ.) ხელოვნება, რომლითაც ეს წერილია დაწერილი, დიდ ყურადღებას იმსახურებს; მასში მთელი სისავსითაა წარმოჩენილი ნიკოლოზის ხასიათი. მაგრამ რატომ სარგებლობს პერგენრიოტერი მტკიცებულებისათვის ჰეანდერის ავტორიტეტით, როცა ეს უკანასკნელი ნიკოლოზის თხზულებაში ხელოვნებას აქებს, თუკი სხვა ადგილას (სხიL195, I, 415, შენიშვნ. 58) იგი უარყოფს იმავე ჰეანდერის ავტორიტეტს, როცა ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ ნიკოლოზი ცრუისიდორესეული დეკრეტალიებით სარგებლობდა 860 წ. მეფე მიქაელისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც ნიკოლოზი აცხადებს, თითქოს „რომის საყდრისა და რომის ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიაში არ შეიძლება რაიმე მოიმოქმედონ“? რომაელი კათოლიკე მწერლები, როცა თავიანთი პოზიციის ჭეშმარიტება სურთ დაამტკიცონ, სხვადასხვა ავტორებს იმოწმებენ, მაგრამ, ამასთან, სრულიადაც არ აინტერესებთ მათი რწმენის აღმსარებლობა; თუმცა, როდესაც მათ მიერ გამოყენებული ავტორი მათ თეორიასთან რაიმე შეუთავსებელს ამტკიცებს, ასეთ შემთხვევაში ის უკვე ნდობას აღარ იმსახურებს. ხოლო ის, რომ ნიკოლოზს ნამდვილად სჯერა ცრუისიდორესი, ეს ჰეანდერს არ მოუგონია; იგი თვით ნიკოლოზის სიტყვებზე ამყარებს თავის თეზისს, როცა ნიკოლოზის წერილიდან ფოტისადმი, სწორედ იმ ადგილის ციტირებას ახდენს (VI, 386, LX. 5), სადაც ის ცრუისიდორისეული კრებულის არცოდნას ცოდვად შერაცხავს: 1090+9(23118 316თ, 0036 2 530CL15 იიიL1I1C01- ხყს§ იIII0 26 50ძ15... 6 10 0»0ი20ძ1, IX 6015 (VI) M100121 8ძ ხის! სი. LI 28»ძVIო1, V, 001. 135 („დეკრეტალიები (ბრძანებულებები, ანუ რომის პაპთა დადგენილებები), რომლებიც უპირველესი კათედრის საჭეთმპყრობელებმა გამოაქვეყნეს“). ამას პჰეფელეც ადასტურებს, რომელმაც განიხილა ნიკოლოზის არგუმენტები წერილში 2ძ Cაი”ი1სთ C81Vსი I6CწIXი, იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა ეპისკოპოს როთხადსა და მის მიტროპოლიტ პინკმარს შორის და, აღნიშნა, რომ პაპი ცრუისიდორეს იმოწმებს (C0»იC1110ი –050M10M%0, II, 292); იგივეს შენიშნავს იგი ნიკოლოზის შესახებ, როცა იკვლევს მის წერილს პინკმარისადმი იმავე საკითხთან დაკავშირებით (დ. 293). შდრ. ჩემი თხზულება: „#MMს#» # M67X0/)6“ და სხვ. გვ. 245, შენიშვ. 2. _ 15. 508ძ 00 51ი6 2V(0XI(8L6 Cგი00108 001ძიხმ»ი იI050ძM1 VIძივი», 2VI6 Cი8100ძიიტი- 515 000C1111 5200'1იი03 3ძ ითი 8= X6ძყივ0იI)5, 0026 1(2 ძილიილისიL, 51 01იI1CV5 ჩვხის ივყ5ვ2სი 30V0X55 0ი15ლიისით იიი” სIი, VCI 82ძVიIL5ს5 21(0LVI, 8იVძ 5ჯიიძს 0IL0CVII0CI- 26 )სძ!იტსს»: ძყიძ 51 2ძV0I595 0I05ძი 0I0VIIC180 6(-X0იდნი(8» ს 601500095, VCI 016XL1- იყვ ხვხის ისივ1გთ, 002 სი 2106% ძ100009005, 8VL 50ძიი) 08120 VIIხ15 Cიი5(211ი00- ხ0IILვ8ივი, 10 ხილ ხ10 L6ი0L იხ50IV80ძV)§8 05L, 0VL 51 VI901100L C10XCV05, 8VL 6015000V5 8ძV06X5V959 I ისიიი1 ხვის ხვხი ძძი:ტ8Iი... Iხ10VII0VI6 51L 0051LVI5, იIIIC 21(0Xი 910005005 ი”იძL8L: ფ900ძ 81 1IXL8 Cიო»5(80(10ი0ი011(8ი8ი სხტი ის1500ძვ3ი იისI 0005:1ჰ0LV5, 6ხ 50- ს08 0XICC25V1158 0I05 100106010 V0CIIL იდ ლ0XL6იLV353, ი0L8L ივოთძის »ით8ი IIხიი. CI იი! 01XI550(: 09ი(2L იIიმ(ის ძ!100005005, ხმი0იიისII 005VIIL ტ2გძით 50ი6L8 5წჯ»ი0ძL9V5, ჯიყსვმთისდ C005(1LVIL. CI) V0CI0 ძ15)V00LIV8 ლ0იIსთლ0ს10X6 930ძ1ძ011:5506L, 8VL 506ძი0»ი I6- თ1806 VIIხ)5 C09513ი(1იიი011L3ი9036: 110906 0IXიჯილLი, 0918 ხილი §00სიძსI 06I”ი11551000») 10- ძა191L. II8=ძის1»1, ძვ58X, IX>., 001. 158 – 159.

16. ამის შესახებ შდრ. ქმიVიIილ, 4. 31VC I8მიძიისეი, II, 8იიიL. 12 ხ. ი., ი. 116. - ნიკოლოზის იმ მტკიცებულების წინააღმდეგ, რომ თითქოს პირველი კანონის ძალით არის, მეორე კი მხოლოდ ნებართვით, ისიც მეტყველებს, რომ ორჯერ არის გამოყენებული კავშირი « („ან“) და არა ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ერთხელ იქნებოდა გამოყენებული იეს კავშირი, კიდევ შეიძლებოდა ისეთი განმარტების დაშვება, როგორიც ნიკოლოზს სურს, მაგრამ არსებულ შემთხვევაში – არანაირად. რადგან კანონის ტექსტში ორი კავშირი „ან" (#4) არის გამოყენებული, ეს ნიშნავს, რომ მამებმა უფლება მისცეს ყველას, თავისი შეხედულებისამებრ, მიმართონ იმას, ვინც მათთვას უფრო მისაღებია და ხელმისაწვდომი – იქნება ის ეგზარქოსი, მთავარი მიტროპოლიტი თუ დიდი სამთავროს ეგზარქოსი, ანუ პატრიარქი, ან კიდევ, კონსტანტინოპოლის საყდარს, რითაც ორთავე ინსტანციას თანასწორად აღიარებენ – პირველსაც და მეორესაც 5. Cხ. 50%M!XI1L2 ორმაგ #4 – M (MMM – MXM, ან – ან)-ს თარგმნის: 6იLV0ძიL – 0ძიL (VიILIIხსის 2სI M. 1. CI0§50ი, 1868) იხ. კავშირი # – ის სარგებლობის შესახებ CIL83ოთXიM1I0 ძი5§ ი0სL(05(. 5იX8CჩIძ10»8 V0I C. VIII. L61ი2. 1844, §. 516 -ში და შემდგ.

17. Cსი 8VL0Xი იIIIC8(6XI 0100005008 889018 5X90ძV05 ძIX0XIL, იL8ი(0იL #ტიი9ხ011 ხი)! VI08I სი, IVIII8 00ი1(05 1ML(011101(0L. I90§0 6III 05: იIIი85, 0V1 6: იის იგხისსX, 61 8სიიV5. L8>-ძას1ი1, დასახ. ადგილი 001. 159.

18. M6 VიIი II0V068L, 0018 610 –018X1 IVIიICI0, 0100009008, ძ1ისხსითს 05, 5016იძასI 03%, ძი18 1ვიჭსოთძიოთი V810L ძ1X1550 იIთ8(0#») ძ106005005, ი08იLსIი 51 ე0IM01ხVI1550%( ძ1იტიტვძი»: ი1იი26 5VIIL 60101 590090 5010LVI20 (311 წიოიმ 100010019, 0იი1ძსი 80ლი(გიო 05%: IX0%95 8506იძიხიLს ი L0XL8, )IIIთ899058 0იIV0I88I 58სიი»ჩMC10Iი §0II96. 0VII იიი ოი0»0 81L, სიოV8 (იM§8 85ლ0იძიხიL( 0 (0X>8; §0ძ 81, LLიი5 8V(0II 8500Lძიხეგს 6 LიLL8: ი”0 თისი»ი ი10IL2)) ხ0ი3ს!L 591იღს18I6I: VC 510 1I(01I1წ8XIVI5 წ0I(C09 XIVIIL0§ იი» IIIV6I5მსი (6”=-მIს 106082 VCI ”Iით0008 0I00II55 1ლ–8L085,.. IC8 6L MC ძ1000051IV 51იწMI18XI1(6L 01XIL: 500 ხიოი ი”იიხLი» სი1(8ხ0»ი 080618 CL ძი: ი1ს»811(იL 10 (011101 V0IMIL. LIგ-ძის1იI, დასახ. გამოც. 01. 159 19. შდრ. ჩემი თხზ. ##ი#X # M07X0/MM16“ და სხვ., გვ. 240 – 241. იმის შესახებ, თუ საერთოდ რომაელ-კათოლიკები როგორ ეფუძნებიან წმიდა წერილსა და წმინდა გადმოცემას, როცა სურთ დაამტკიცონ ის, რაც წმიდა წერილში და წმინდა გადმოცემაში არ არის, იხ. იმავე წიგნში გვ. 141-146.

20. მართალია, შერგინრიოტერს თავის თხზულებაში XM0LCIსვ“ (ლ. ზეცამდე აჰყავს ნიკოლოზის ქება-დიდება და, განსაკუთრებით, მეფე მიქაელისადმი მიწერილი წერილის გამო, მაგრამ როცა იმ ადგილზე საუბრობს, სადაც წერილში ეს კანონი იხსენიება, იგი იძულებულია აღნიშნოს: „ყოველ შემთხვევაში პაპი კანონს განმარტავს არა იმ აზრით, რომელსაც მას ქალკედონში ანიჭებდნენ“. იმისათვის, რომ გაემართლებინა პაპის ამგვარი ცდომილება, იქვე დასძენს: „ხოლო რადგან ის დიეცეზის «ხ0თიX0C-ში (იII 25) პაპს მოიაზრებს... ამიტომ ეს არის სწორედ ის განმარტება, რომლის გამოც (მხოლოდ) მიიჩნევენ რომში ამ კანონს მისაღებად“ (I, 568. შენიშვნ. 92), კარდინალი პერგენრიოტერი უკეთ მოიქცეოდა, თუკი იტყოდა, რომ მაშინ რომში ასეთნაირად სურდათ ამ კანონის გააზრება, რადგან პაპი ამ დროს ნიკოლოზ | იყო, რომელსაც სურდა კანონი ამ აზრით ყოფილიყო აღქმული. ასეთ შემთხვევაში, პერგენრიოტერს ნამდვილი მეცნიერული დასკვნა უნდა გაეკეთებინა პაპის წერილის ანალიზის საფუძველზე, მაგრამ რადგან ეს არ გააკეთა, ამიტომ მან ოდნავადაც ვერ გაამართლა ნიკოლოზის მიერ ქალკედონის კანონის განმარტება. ნიკოლოზის იმ აზრთან დაკავშირებით კი, თითქოს მნიშვნელობა არა აქვს მხოლობით რიცხვს გამოიყენებ თუ მრავლობითს და სულერთია რას იტყვი – „ერთ სამთავროს“ თუ „ყველა სამთავროს“, კარდინალმა საჭიროდ არ ჩათვალა თუნდაც სიტყვა დასცდენოდა არც თავის ამ წიგნში, არც სხვაში, რომელიც 1870 წ. გამოიცა სათაურით ი#იL(1-ჰ3ის§5“ (იი. ი. 177). თუმცა, ამაზე საუბარი მისთვის აუცილებელი იყო, განსაკუთრებით მეორე წიგნში, რომელიც მთლიანად მიუძღვნა ცნობილი თხზულების 0იL ?3051 სიძ ძვ§8 C0»M#CI1 გარჩევას, რადგან აღნიშნული ადგილი მართლაც რომ ყველაზე მკვეთრია მთელ წიგნში. „პაპის დასკვნას, რომ მხოლობით რიცხვში უნდა მოვიაზროთ მრავლობითი – 010060000 და რომ ასეთ შემთხვევაში აქ იგულისხმება თვითონ პაპი – კონსტანტინოპოლში პასუხის ღირსად არ ჩათვლიდნენ“, – აღნიშნავს დასახელებული წიგნის ავტორი IICL61ი%, და კარდინალი პერგენრიოტერი ამაზე კვლავ არაფერს პასუხობს. მას თავის პირველ წიგნში მრავლად მოჰყავს ნიკოლოზის წერილიდან ჩვენ მიერ ზემოთ ციტირებული ადგილები, ხოლო სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მკითხველს პეფელის თხზულებასთან და ამ კანონზე მის კომენტარებთან აგზავნის და რას ვპოულობთ ჰეფელთან? „დიონისეც, როგორც ისიდორე სევილიელი, სიტყვას C5თ0X0Vასთარგმნის სიტყვად XXIXი2107, თანაც, პაპი ნიკოლოზ I-ც ამ ტერმინის ქვეშ პაპს გულისხმობდა“. ასე არის მე-2 გერმანულ გამოცემაში C0%ი51116იწყ0560ხ150ი%6 V0M 1II0/016 (II, 515). როგორც ჩანს, პაპი აქ არაფერ შუაშია ამ კანონზე თავისი მცდარად ჩამოყალიბებული განმარტების გამო – როტენბურგელი ბისკუპის აზრით: „რადგან ბოლოს და ბოლოს, ის აჭ იზიარებს დიონისესა და ისიდორე სევილიელის თარგმანებს, რომლებიც 200 წლით ადრე ცხოვრობდნენ და დასავლეთში კანონიკის ავტორიტეტებად ითვლებოდნენ“. მაგრამ პეფელეს იგივე ნაშრომის პირველი გერმანული გამოცემის ფრანგულ თარგმანში, სრულიად სხვაგვარადაა ნათქვამი. აქ ის ავტორიტეტებად არ მოიხსენიებს დიონისესა და ისიდორეს, რომელთა აზრსაც პაპი მიჰყვება, არამედ – უბრალოდ ამბობს, რომ პაპმა ეს კანონი თავისებურად განმარტა, ხოლო რადგან მას მაშინ, ფოტისთან კამათში, ეს აწყობდა, ამიტომ განმარტა ისე, როგორც შემდგომში ბინიუსმა, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ. ფრანგულ გამოცემაში ეს ადგილი, რომლის ციტირებაც ზემოთ, მე-2 გერმანული გამოცემის მიხედვით მოვახდინეთ, შემდეგნაირად ჟღერს: „ტურიანეს, ბინიუსისა და სხვათა მიერ ამ კანონის განმარტების მეთოდი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ გამოთქმაში „9»ჯ- 8XVVC ძა ძ!10005ლ0“ იგულისხმება პაპი. თუმცა, პაპმა ნიკოლოზმაც ასეთივე აზრით განმარტა ეს კანონი“ (I15:0XI16 ძი§ Cი»C01108, M8X13, 1870, III, 110). ჩვენ ახლა არ შევუდგებით იმის გამოძიებას, თუ რატომ აღმოჩნდა ჰეფელის თხზულების | და II გამოცემებს შორის ასეთი განსხვავება ესოდენ საჩოთირო საკითხზე, თუმც კი მკვეთრად გვხვდება თვალში როგორც ეს, ასევე ბევრი სხვა განსხვავებული ადგილი სხვადასხვა გამოცემაში. თუკი პჰეფელე მართებულად არ თვლის თავის პირველ გამოცემაში გაუსვას ხაზი პაპის მტკიცებულებას, თითქოს ერთი და იგივეა მრავლობითი და მხოლობითი რიცხვი, მაშინ სრულიად ბუნებრივია, რომ ის კიდევ უფრო ნაკლებად ისაუბრებს ამის შესახებ მეორე გამოცემაში.

PDF გვ. 331 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

კლერიკოსს არა აქვს უფლება ერთდროულად ორი ქალაქის ეკლესიაში ირიცხებოდეს, ე. ი. იქ, სადაც თავიდან იქნა ხელთდასხმული და, იმავდროულად, სხვაგან, სადაც ის გადავიდა როგორც უმეტესში – ამაო დიდების სურვილით. ვინც ასე მოიქცევა, დაბრუნებულ იქნეს საკუთარ ეკლესიაში, სადაც თავდაპირველად ხარისხი მიანიჭეს და მხოლოდ იქ იმსახუროს; ხოლო თუ ვინმე ერთი ეკლესიიდან მეო.ეზი გადაიყვანეს, მაშინ მას აღარაფერი ესაქმება პირველ ეკლესიასთან, არც მასზე დაქვემდებარებულ სამარტვილო ტაძრებთან, საგლახაკოებთან თუ მწირთა თავშესაფრებთან. ვინც გაკადნიერდება და ამ დიდი და მსოფლიო კრების დადგენილების შემდეგაც ჩაიდენს აკრძალულ ქმედებას, მათ მიმართ კრება ხარისხიდან განკვეთას განაჩინებს. (მოც. 15; | მსოფლ. 15, 16; IV მსოფლ. 5, 20, 23; ტრულ. 17, 18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15, 16; კართ. 54, 90). ქალკედონის კრებამ თავისი მე-6 კანონით დაადგინა, რომ ხელთდასხმა არ უნდა მოხდეს (6V9XX·4:6VVXC) კანდიდატისათვის ეკლესიის ზუსტი განსაზღვრის გარეშე, სადაც მან უწღა იმსახუროს. | მსოფლიო კრების მე-15 და მე-16 კანონების თანახმად კი აღნიშნული პირი ბოლომდე იქ უნდა დარჩეს და იმსახუროს, სადაც ხელთდასხმა მიიღო. მას არ აქვს უფლება დატოგოს იგი, სხვა ეკლესიის დასში ჩაირიცხოს და იქ გააგრძელოს მსახურება. ამ კანონში მეორდება წინანდელი კანონების განწესებანი: ერთსა და იმავე პირს ეკრძალება ერთდროულად ორ ეკლესიაში მსახურება, ანუ სადაც მისი სასულიერო ხარისხში აყვანა შედგა და, იმავდროულად, სხვა ეკლესიაშიც; თუკი ის პირველიდან გადაყვანილია მეორეში, მაშინ აღარ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პირველი ეკლესიის საქმიანობაში. ზონარას მიხედვით, ამ კანონის მიღების მიზეზი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ზოგიერთი პირი, რომელიც პატარა სამრეგლო ეკლესიაში ეკურთხა, შემდეგში, პატივმოყვარეობით შეპყრობილი, დიდ სამრევლო ეკლესიაში გადადიოდა.! კრებამ დაგმო მთავრობისმოყვარეობა და უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად დაადგინა, რომ ასეთი პირები თავიანთ ეკლესიებს დაუბრუნდნენ და იქ გააგრძელონ მსახურება.? ხოლო თუ ვინმე საჭიროების გამო გადაიყვანეს სხვა ადგილზე, ასეთ შემთხვევაში კრება ადგენს, რომ გადაყვანა სამართლიანად ჩაითვალოს, მაგრამ, მაშინ, გადაყვანილმა კლერიკოსმა ძველ ადგილზე პრეტენზია აღარ უნდა იქონიოს. ამ განწესების შეუსრულებლობისათვის დამნაშავე ხარისხიდან განკვეთით ისჯება. შენიშგნები:

1. ამ კანონის განმარტება: #4%. CMMIX., 1I, 241, 2. მსგავსი განკარგულება სამოქალაქო კანონმდებლობითაც იყო გამოცემული. 495101890. #იV, III, C. 2.

PDF გვ. 340 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინებთ, რომ ყველა უქონელსა და დახმარების მთხოვნელს, როდესაც მათ სადმე გამგზავრება სურთ, მათი სიღატაკის დადასტურების შემთხვევაში ეკლესიიდან მხოლოდ სამშვიდობო ეპისტოლე მიეცეთ და არა – დასამტკიცებელი, რამეთუ დასამტკიცებელი ეპისტოლე უნდა გაიცეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც შეიძლება ეჭვქვეშ აღმოჩნდნენ.

ამ კანონის ტექსტიდან, როგორც ის გადმოცემულია ათენის სინტაგმაში და რუსულ სინოდალურ ტექსტში, ძნელია განჭვრეტა იმ აზრისა, რომელიც ქალკედონის მამებს ამოძრავებდათ მისი შედგენისას; მხოლოდ პარალელური ადგილების დახმარებითა და შუა საუკუნეების ბერძენ კანონისტთა განმარტებებით არის შესაძლებელი მისი ზუსტი შინაარსის დადგენა.

კანონში საუბარია სხვადასხვა მოწმობებზე, რომლებსაც გასცემდნენ ეპისკოპოსები ან მიტროპოლიტები და სხვა მწყემსმთავრები წარმოჩენილი საჭიროების შემთხვევაში მათზე დაქვემდებარებულ პირებზე, კერძოდ – ღატაკებზე და ეჭვმიტანილებზე. ქვემოთ ჩვენ ვაჩვენებთ სახელდობრ, როგორი პირები მიიღებოდნენ მხედველობაში, ვისზეც ეს მოწმობები (IX0C8M0X8, ეპისტოლე, სიგელი) უნდა გაცემულიყო. ახლა კი თვით ამ მოწმობებს მივაპყროთ ყურადღება. პირველ რიგში მოხსენიებულია ნL0MVVCXIL 6XLC+02.თL (11L0X80 090101080), ხოლო შემდეგ თსთLთIVMI 6XIC+020I (11L6X86 ი0IX0IX06ი980%1L90). ამ უკანასკნელი სიგელების შესახებ ჩენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა მე-12 კანონის განმარტებაში. აქ კი ვისაუბრებთ პირველთა შესახებ. სამშვიდობო ეპისტოლე C01IL0X8 080111098, MMX0C8V89 I08M0%X8), არისტინეს თანახმად, არის წერილობითი მოწმობა, რომელიც საეკლესიო ხელისუფლების მიერ გაიცემა იმ პირზე, რომელსაც საძრახისი არაფერი ჩაუდენია;! მაშასადამე, ეძლევა კარგი ყოფაქცევის პირს და, ეძლევა მაშინ, როცა ის სადმე მიემგზავრება. ეს არის სამშვიდობო ეპისტოლის საერთო დანიშნულება. მათი გაცემა სხვადასხვა ვითარებაში ხდებოდა და შინაარსითაც სხვადასხვა იყო: ა) როცა კლერიკოსი ერთი ეპარქიიდან მეორეში გადადიოდა, ანდა, ეპისკოპოსი დროებით თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში მიემგზავრებოდა, მაშინ რწმუნებული ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი მას სპეციალურ მოწმობას აძლევდა, სადაც ადასტურებდა, რომ აღნიშნული პირი თავისი ეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის ნებართვით მიდის და ამ მოწმობას „სამშვიდობო ეპისტოლე“ ეწოდებოდა:? ამ კანონის კომენტირებისას, სადაც ზონარა „სამშვიდობო ეპისტოლის“ (MX0988 L028M0X3) სახელწოდებას განმარტავს, ამბობს: სამშვიდობო ეპისტოლედ იმიტომ იწოდება, რომ მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა, რადგან თუ კლერიკოსი ერთი ადგილიდან მეორეზე თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე გადავიდოდა, ეპიტიმიას დაიმსახურებდა – თვითონაც და მისი მიმღებიც: კლერიკოსს მსახურება ეკრძალებოდა, მისი შემწყნარებელი ეპისკოპოსი კი განკანონდებოდა, – მოციქულთა მე-15 და მე-16 კანონების განწესებათა თანახმად.3 ასეთ მოწმობებს, აგრეთვე, ეწოდებოდა 06X0#- ს%VICCII 6ICთL02.VI (11C6L86 091L01990L1808, V807068MVX676MXVI6 I08M0XXIL, განსატევებელი წიგნი), რის შესახებაც საუბარი იქნება შემდეგში, ტრულის კრების მე-17 კანონში. ამ მოწმობებს ასე იმიტომ ეწოდებოდათ, რომ ისინი რწმუნებული ეპისკოპოსის თანხმობას შეიცავდნენ წარმოდგენილი პირის მიერ ერთი ეპარქიის დატოვებაზე და მსახურებისათვის მეორეში გადასვლაზე; ბ) გარდა ამისა, სამშვიდობო ეპიტოლე ეძლეოდა ეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს, როცა იგი საჭიროების გამო ხელმწიფეს ეახლებოდა. ასეთ შემთხვევაში ეს სიგელი მოწმობდა, რომ აღნიშნული პირის გამგზავრების შესახებ მისი მთაგრობისათვის ცნობილი იყო და ამის ნებას რთავდა. ეს სამშვიდობო ეპისტოლე ეპისკოპოსს მიტროპოლიტისგან ეძლეოდა, მიტროპოლიტს კი პატრიარქისგან. ამ სიგელის გარეშე, კანონების თანახმად (ანტიოქ. მე-11; კართ. 106-ე და სხვ.) მეფეს ვერავინ წარუდგებოდა;? გ) დასასრულ, სამშვიდობო ეპისტოლე ეწოდებოდა მოწმობას, რომელსაც ეპისკოპოსი ან ქორეპისკოპოსი (ანტიოქ. მე-8) გასცემდა ღატაკ ადამიანებზე იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული პიროვნება მართლაც უქონელია და დახმარებას საჭიროებს, რისთვისაც რეკომენდაცია ეძლეოდა ერთმორწმუნეთა საყურადღებოდ. „არ იქნეს მწირი მიღებული სამშვიდობო ეპისტოლის გარეშე“ – ნათქვამია ანტიოქიის კრების მე-7 კანონში. ამ უკანასკნელი კატეგორიის სამშვიდობო წერილზეა საუბარი ქალკედონის კრების წინამდებარე კანონში. ამასთან, განიწესება, რომ ღატაკებს და, საერთოდ, ვინც შეწევნას საჭიროებს, რწმუნებული მთავრობისაგან, ანუ ეპისკოპოსებისაგან, ან, თუნდაც, ქორეპისკოსებისაგან დასახმარებლად მიეცეთ სამშვიდობო ეპისტოლე,, როცა ისინი წყალობის შესაგროვებლად მიემგზავრებიან“ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეს მოწმობები საყოველთაო ხმარებაში იყო. სოზომენი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ წერს, რომ გლახაკი, რომელსაც ხელთ ასეთი სიგელი ჰქონდა, ყველასაგან განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ხდებოდა; ეს საბუთი ძალიან უწყობდა ხელს მართლმორწმუნეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას.5 იმისათვის, რომ ადგილი არ ჰქონოდა ამ „წყალობის წიგნის“ ბოროტად გამოყენებას და ისინი არასწორი მისამართით არ გაცემულიყო, კრება განაჩინებს: წინასწარ გამოძიებულ იქნეს აღნიშნული პირის ქონებრივი მდგომარეობა, ნამდვილად არის თუ არა იგი იძულებული მოწყალებით იცხოვროს და, თუ ეს დასტურდება, გაიცეს მასზე სამშვიდობო ეპისტოლე.

ამრიგად, კრება განკარგულებას აძლევს ეპისკოპოსებს იზრუნონ ღარიბ-ღატაკებზე და განაჩინებს, რომ გამოუწერონ მათ აღნიშნული მოწმობა; იქვე დასძენს: „და არა – დასამტკიცებელი, რამეთუ დასამტკიცებელი ეპისტოლე უნდა მიეცეთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც შეიძლება ეჭვქვეშ აღმოჩნდნენ“. ამ ორ მოწმობას შორის განსხვავება რომ გავიგოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ პირველი მხოლოდ ამოწმებდა აღნიშნული პირის ქონებრივ მდგომარეობას, მეორე კი ოფიციალური საბუთი იყო და მხოლოდ იერარქიულ წესს ეხებოდა, ანუ იმ პირს ეძლეოდა, ვინც სასულიერო იერარქიას მიეკუთვნებოდა, რომელიც შეიძლება სხვა ეპისკოპოსს არ სცნობოდა, ან კანონის სიტყვებით – რომლებიც მისთვის საეჭვონი იყვნენ (6V აM0XMV860. ეს მოწმობები შეიძლებოდა ერისკაცებზეც გაეცათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განკვეთილნი იყვნენ ან სხვა საეკლესიო სასჯელი ჰქონდათ გამოტანილი, მაგრამ შემდგომში გამართლდნენ და, ახლა, საეკლესიო საქმის გამო, გზას უნდა დადგომოდნენ. კანონის ბოლო სიტყვები: X00CMX6LV 101 08CLV 6V სX0XIV/6L I16V0%M Xთი06X6C0თ! %X00თCთX0% ჩვენ ასე გადავთარგმნეთ: „უნდა გაიცეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ეჭვქვეშ იმყოფებიან“ (107»6XVX 810488076 20#6%0 C6CM XXI 8M, X0I00IIC 88X0M897C# I0X 00703065#6M). ასეთივე აზრს შეიცავს ეს სიტყვები კანონთა რუსულ სინოდალურ გამოცემაშიც, სადაც წერია: »88,707%M#X X895876 20XXICM0 IMIMII8M 98X0M9M0IVMC698 I00 C0MM96MM6M“5 ბევერეგიასთან წ. §IV6 L8იძ060L80 ი8იიისIი წერია: 113 50115 00X80019, 0096 50ი% 5V5060L80, ნL08ხ0X1 იჯხიLL6L; C0ძ00X ლ8იიის» 000105186 V00IV6+9586 VC061)1 6ხ ჰ05%III (81ხ110Lხ0608 6Lი.)-ში, რაც ჩვენ ზემოთ ვახსენეთზ, იგივე წერია – 118 80115 C0X50#015, ძს801ი 811008 §8ს501010ი0-ი V6ი0+სი%, 0X86ხ06L1 000Lს6L? მაგრამ დიონისესეულ კრებულში სხვაგვარადაა ხ0ი0X8%10X1- ხს3 სმიხსთიიძი 6XX805:81I1 00X30015 00იV6ი18%"M (0 8,IXI0-XVX Iი00იი0CთM889ოონ 2076XL0C 88#60X66 V883:%86MLIM XX08M, უნდა მიეცეთ მხოლოდ უმეტესად საპატივცემულო პირებს), მის კვალად კი კარდინალ პიტრას გამოცემაშიც;'! ასევე არის ვან ესპენთანაც;!? მსგავსადვე – ისიდორე მერკატორთან (I51ძ0X1§ M0XC8L0X15) – 608 «8ისსIი 800110016 6000V6ი1%,0ს) 1ი 000X6 §სიხ C018110+65)9 (10X6M0 %6M 88ქ16:%M7%X XX 000MVIIM8%, #0X00XIL6 60X66 #3800XV# 8 X6X6, მხოლოდ იმათ ეკუთვნის მათი მიღება, რომლებიც უფრო ცნობილნი არიან საქმეებით); იოსებ ეგვიპტელის არაბულ პერიფრაზირებაში ბევერეგიას თარგმანის მიხედვით – ძს00%»18Mი 11LL0X86 18- 186 115 ძ)IიL8X9Lხ 00) ხიი80 50იXL #8X086. 6ს ხიი80 000 V0X591100915, CC I021110X18 00L80 80ხსისსX (#60 3 CX088 006/I609I01C# 207060 0 ICMX, X0C00I6 IMMCI0X X000IIIVI0 ირიჯოლმიეი0, 86V7/XC X060X/IX0 XX3#X» 1 0XIIX58107C1 II07I0:#XM070690IM X808%M7X000M, რამეთუ ამ სიტყვებში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ, ეწევიან წესიერ ცხოვრებას და დადებითი ზნეობით გამოირჩევიან). არ არის უსაფუძვლო ეს უკანასკნელი თარგმანიც (დიონისესეული და სხვ.), რადგან სიტყვა სX6XიMVIC კანონში აღნიშნავს როგორც 598501010 (ეჭვი, შენიშვნა; 00MM90XX6, 38M69მ8მXVV6C; VC6ILძმი0ჩ%), ასევე – 6X1§M1%ი8L10 (V8806V#0, CI890მ; პატივისცემა, დიდება; 80ი56ხი0ი, L6ყოსიძ). ჩვენ მივყევით ამ კანონზე ბალსამონის განმარტებას!5 და თარგმანში მიგიღეთ პირველი მნიშვნელობა. წინამდებარე კანონში სიტყვის „აX0XMVXC განმარტების სხვადასხვაობის გამო, არ შეიძლება სხვა დასკვნის გამოტანა, გარდა იმისა, რომ იგი, სამშვიდობო მოწმობებს შორის, სარეკომენდაციო განსხვავებაზე მიანიშნებს. შენიშვნები: 1. 4 თ. CM#8X., II, 245. 2. შდრ. ჯ7იIვხოთვი, 018 სიიძიი 0Lი., 5. 85. 3. ამ კანონის განმარტება: #4თდ. CX#%>., II, 243. შდრ. ბალსამონისეული განმარტება ამავე კანონზე: #ძთ. CM#M87., II, 245. 4. ამ კანონის ზონარასა და ბალსამონისეული განმარტება: #ძთ. CM9X., იმავე ადგილზე. 5. III5ხ. ტ001., IIხ. V, C. 16. იხ. აგრეთვე V 81051), #100L. IM1თიტ, §. ყ., L. 67, C01. 1260 – 5). 6. 1853 წ. გამოც. გვ. 53; 1862 წ. გამოც. გვე. 86. 7. 1ი9Xი. I, ი. 125. 8. გვ. 331, შენიშვნ.

9. მი». I, ხი. 64.

10. Vი6II11 CC MVII5(01II, ცIხ11იჯხ., I 135. შდრ. IIგ»ძს1ი1, 606.

11. დასახ. გამოც., I, 527.

12. დასახ. თხზ,, I, 243.

13. II2გ-ძსI!, II, 606. შდრ. IIIო50M1V5, მიი-ი(8105 ხაისძი-I51ძითვი8ი, ს. 286. LIი5. 1863.

14. LIგ:ძოM1»1, II, 620.

15. 4თ. CM#87X., II, 245.

+ წყალობის წიგნი ""წყალობის შეგროვების ტრადიცია საქართველოს ეკლესია-მონასტრებისთვისაც არსებობდა (კალმასობა).

მსგავსი კანონები:მოც.12132223IV მსოფლ.13ტრულ.17ანტიოქ.67811ლაოდ.4142სარდიკ.789კართ.23106

PDF გვ. 341 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 12

შევიტყვეთ, რომ საეკლესიო დადგენილების მიუხედავად, ზოგიერთი ეპისკოპოსი საერო ხელისუფლებას მიადგა და პრაგმატული დასაბუთებით ერთიანი სამთავროს ორად გაყოფა მოახერხა, რათა ამგვარად ერთ სამთავროში ორი მიტროპოლიტი ყოფილიყო. ამიტომ წმინდა კრებამ განაჩინა: მომავალში ეპისკოპოსმა მსგავსი არაფერი მოიმოქმედოს, ხოლო ვინც შეეცდება, თავისი ხარისხიდან განიკვეთოს. ქალაქმა კი, რომელიც სამეფო ბრძანებულებით მიტროპოლიის სახელით იქნება პატივდებული, მხოლოდ ამ პატივით ისარგებლოს, ანუ დედაქალაქის ყველა უფლებით; მისმა მმართველმა ეპისკოპოსმაც მხოლოდ მიტროპოლიტის პატიგით ისარგებლოს.

(მოც. 34; | მსოფლ. 6, 7; II მსოფლ. 2, 3; II მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ:. 36, 38). ამ კანონის მიღების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ორ ეპისკოპოსს შორის – ტვიროსელ ფოტისა და ბივრიტელ ევსტათის – სამიტროპოლიტო ძალაუფლებისათვის წარმოშობილი დავა იყო, რომლის შესახებაც კრებამ თავის მე-4 სხდომაზე იმსჯელა. ამას დაემატა დავა იურისდიქციის საკითხზე ევნომიოს ნიკომიდიელსა და ანასტასი ნიკეელს შორის; ამის შესახებ მსჯელობა კრების მე-13 სხდომაზე გაიმართა. ამგვარად, ამ დავათა წარმოქმნის გამო, კრების მამებმა თავიანთ მე-15 სხდომაზე შეადგინეს ეს (მე-12) კანონი. მათ დაამტკიცეს მიტროპოლიტების კანონიერი უფლება და აკრძალეს სამიტროპოლიტო სამთავროს დანაწილება – თუნდაც ამაზე სამეფო ბრძანებულება ყოფილიყო – ყველა ეპისკოპოსისაგან შემდგარი კრების გადაწყვეტილების გარეშე. ამგვარად, კრების მამებმა გაიმეორეს | მსოფლიო კრების მე-6 და მე-7, II მსოფლიო კრების მე-2 და მე-3 კანონებით დადგენილი ნორმა, აგრეთვე II მსოფლიო კრების მე-8 კანონი და მიიღეს წინამდებარე კანონი, რითაც განაჩინეს, რომ ეპისკოპოსმა არ გაბედოს კრებისაგან დამოუკიდებლად მიმართოს სამეფო ხელისუფლებას, მისგან ითხოვოს და მიიღოს სამიტროპოლიტო უფლება კანონიერი მიტროპოლიტის უფლების შელახვით; ამ განჩინების დამრღვევ ეპისკოპოსს კრება განკვეთით ემუქრება. ამასთან, კრებას დასაშვებად მიაჩნია, რომ სამეფო ხელისუფლებას შეუძლია სამიტროპოლიტო ღირსება მიანიჭოს პოლიტიკური სამთავროს მთავარ ქალაქში კათედრის მფლობელ ეპისკოპოსს. თუმცაღა, იმისათვის, რომ ამით კანონიკურად დაწესებული მიტროპოლიტის უფლება არ დარღვეულიყო, კრება აქვე დასძენს: ასეთ მიტროპოლიტს შეუძლია მხოლოდ სამიტროპოლიტო პატივით ისარგებლოს, მაშინ როცა კანონიკურად დაწესებული მიტროპოლიტი მთელი სისრულით ინარჩუნებს ყველა სამიტროპოლიტო უფლებას. ამ კანონის მიღებისას, კრების მამები ითვალისწინებდნენ ბიზანტიელ იმპერატორთა იმ განცხადებას საეკლესიო წესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ!!|! მსოფლიო კრების მე-9 კანონის განმარტებაში; ასევე, ამ კრებაზე იმპერატორის კომისართა განცხადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით: „ასეთი საკითხები წყდება არა სამეფო ბრძანებულებით, არამედ საეკლესიო კანონებით“.! შენიშმშნა: 1, მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 83, 84. MIა>-ძას1ი!, დასახ. ადგილი.

PDF გვ. 344 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

უცნობი კლერიკოსის მსახურებაზე დაწესება, მისი ეპისკოპოსისაგან გაცემული განსატევებელი წიგნის გარეშე, საერთოდ არსად შეიძლება. (მოც. 12, 13, 32, 33; IV მსოფლ. 11; ტრულ. 17). ეს კანონი იგივეს კრძალავს, რასაც მოციქულთა განწესებანი, კერძოდ – არც ერთ კლერიკოსს არა აქვს უფლება სადმე სხვაგან იმსახუროს, თუ თავისი ეპისკოპოსისგან არ ექნება განსატევებელი წიგნი. სარეკომენდაციო მოწმობების შესახებ („კანონიანი ეპისტოლე") ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა მე-12 კანონის განმარტებაში და სხვადასხვა სარეკომენდაციო მოწმობებს შორის განსხვავებანიც აღვნიშნეთ. ამ კანონში საუბარია სარეკომენდაციო წერილზე, რომელსაც ეპისკოპოსი აძლევს კონკრეტულ სასულიერო პირს მისი კანონიერად ხელთდასხმის დასადასტურებლად და იერარქიული ხარისხის აღსანიშნაგად; მასში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ამ პირს შეუძლია ღვთისმსახურებაში ყველგან მიიღოს მონაწილეობა. თავისი ეპისკოპოსისგან ასეთი მოწმობის გარეშე არც ერთ კლერიკოსს არ ჰქონდა სხვა ეპარქიაში ღვთისმსახურებაში მონაწილეობის უფლება. თუ სხვა ეპისკოპოსი მას თავის ეპარქიაში მსახურების უფლებას მისცემდა, მაშინ მოციქულთა მე-12 კანონის თანახმად, ორივე, როგორც კლერიკოსი, ასევე ეპისკოპოსი, განკვეთას ექვემდებარებოდა. მაშინაც კი, როცა კლერიკოსი „განსატევებელ ეპისტოლეს“ წარმოადგენდა, საჭირო იყო მის ღვთისმოსაობაში დარწმუნება, მოციქულთა 33-ე კანონის თანახმად, და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მსახურებაზე მისი დაშვება, „რადგან – ნათქვამია დასახელებულ კანონში – ხშირად ხდება სიყალბე“. ამ კანონში დამატებულია „IIV862.0-C ხიებთსის – საერთოდ არსად“, ანუ არა მხოლოდ ქალაქში ეკრძალება მას ღვთისმსახურება, სადაც ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე გამოცხადდა, არამედ ნებისმიერ ადგილას.? ლათინურ გამოცემებში ამ კანონის დასაწყისი სიტყვები სხვაგვარად გამოითქმის: 00X6წXIი08 010X1005 6 16C0L0X9§, ნაცვლად – C101X100§8 6ხ 1წი0L08-ისა. ვნახოთ როგორ შეესაბამება იგი ათენის სინტაგმის ტექსტს. სიტყვა 6#XVთიჯისC (უცნობი) შეცვლილია სიტყვით C6Vთ)/VCრCX0XC (976, წიგნის მკითხველი). ვან ესპენი და სხვები ბერძნულ ტექსტს უფრო წარმატებულად მიიჩნევენ; თვლიან, რომ უნდა იყოს #ეVთთ10ისC (უცნობი), როგორც სინონიმი ამ კანონის პირველი სიტყვისა 66V0სC (უცხო) და არა 6VთIVთCთXოXC, რადგან კანონი მაშინ გაუგებარი ხდება.3 ჰეფელე განიხილავს ამ კანონის ბერძნულ და ლათინურ ტექსტებს შორის სხვაობას და, აღნიშნავს: „ლათინმა მთარგმნელებმა ეს სიტყვა ამგვარად იმიტომ გადათარგმნეს, რომ იგი თაგიანთ ხელნაწერებში ნახეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ მამებს შეიძლება სიტყვა 6#VთIVთრთLXXC გამოეყენებინათ C6/VთCL0სC-ის ნაცვლად და საფუძვლიანად დასძენს: შეიძლება კრებას უნდოდა ეთქვა – ყველა უცხო კლერიკოსს, ასევე წიგნის მკითხველსაც“ და ა.შ.“ შენიშვნები: 1. ბალსამონის განმარტება ამ კანონზე: #თ. C#9VM»., II, 251. შდრ. V8»ი L5იტი, დასახ. თხზ., ლი. 245.

2. ამ კანონზე ზონარას განმარტება: #დ. CMVIX,, II, 250 3. დასახ. თხზ,, ი. 245. 4. C00011100650%1M%ი, II, 518.

PDF გვ. 346 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგან ზოგიერთ ეპარქიაში წიგნის მკითხველებისა და მგალობლებისათვის ქორწინება ნებადართულია, წმინდა კრებამ განაჩინა: მათგან არავის აქვს უფლება სხვა რჯულის აღმსარებელი მოიყვანოს ცოლად; თუ ისინი უკვე იმყოფებიან ასეთ ქორწინებაში, ჰყავთ შვილები, რომლებიც მწვალებლურად არიან მონათლულნი, მაშინ უნდა მოხდეს მათი კათოლიკე ეკლესიაში მოქცევა; ხოლო თუ შვილები ჯერ არ არიან მონათლულნი, არ უნდა მოხდეს მათი მონათვლა მწვალებლებთან, არც მათი შეუღლება შეიძლება მწვალებლებთან, იუდეველებთან, ან წარმართებთან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა ის პიროვნება, რომელიც მართლმადიდებელთან ქორწინდება, მართლმადიდებლურ რწმენაში მოქცევის პირობას დადებს. წმინდა კრების ამ განჩინების დამრღვევი, კანონის შესაბამის ეპიტიმიას ექვემდებარება.

იმის შესახებ, რომ წიგნის მკითხველებსა და მგალობლებს ქორწინების უფლება ჰქონდათ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა 26-ე კანონის განმარტებაში. წინამდებარე კანონიდან კი გამომდინარეობს, რომ „ზოგიერთ ეპარქიაში“ საქმე სხვაგვარად იყო. კანონი ცნობს მოციქულთა 26-ე კანონის განჩინებას და მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რომელი სარწმუნოების აღმსარებელ ქალთან შეუძლია წიგნის მკითხველსა და მგალობელს იქორწინოს, და როგორ უნდა მოექცნენ ისინი შვილებს, რომლებიც ურწმუნო მეუღლესთან ქორწინების შედეგად შეეძინათ. კანონის სიტყვების, „ზოგიერთ ეპარქიაში (§V LIთIV 6MთიXIთIC)“, შესახებ, ბალსამონი თავის კომენტარებში შენიშნავს: „ვფიქრობ, რომ (თC §0MწV) ზოგიერთ მხარეში წიგნის მკითხველებისა და მგალობლებისათვის ნებადართული იყო ქორწინებითი კავშირის დამყარება, სხვაგან კი მათ ეს უსაფუძვლოდ (=თძი0თ2.6/თC, 0X86L0ჯX L8- (096) ეკრძალებოდათ“.! თუკი ზოგიერთ ეპარქიაში აკრძალული იყო წიგნის მკითხველებისა და მგალობლებისათვის ქორწინება, ეს ხდებოდა გადაჭარბებული რიგორისტული შეხედულების გამო თვით ქორწინების ინსტიტუტზე, ასევე, იმიტომაც, რომ უადგილოდ ითვლებოდა იმ პირის დაქორწინება, რომელმაც დაუქორწინებლობის პერიოდში მიუძღვნა თავი ეკლესიის მსახურებას. თუმცაღა, იმის გამო, რომ ასეთ პირთათვის შეუღლება ნებადართული იყო მოციქულთა განწესებით და ეს განწესება საეკლესიო პრაქტიკაში ყოველთვის ხორციელდებოდა, შემდგომში კი სპეციალური კანონებით მოხდა მისი დამტკიცება, ჩვენ, ბალსამონთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ თუკი სადმე ამ აკრძალვას ადგილი ჰქონდა, იგი ყველა შემთხვევაში უსამართლო და უსაფუძვლო (თითძ2.6/CთX) იყო. ამრიგად, კანონი აღიარებს წიგნის მკითხველებისა და მგალობლების უფლებას დაოჯახებაზე, მაგრამ ამასთან, განსაზღვრავს, რომ ისინი მხოლოდ მართლმადიდებელ ქალწულებზე უნდა დაქორწინდნენ და არასგზით – სხვა რჯულის წარმომადგენლებზე (6X6000080V /სVთIთ). მართლმადიდებელთა ქორწინებას იმ პირებთან, რომლებიც მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლები არ არიან, კანონი ყველა მართლმორწმუნისათვის კრძალავს. მოციქულთა 45-ე და 46-ე კანონების განმარტებებში ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ეკლესია ყველანაირ ურთიერთობას კრძალავს მწვალებლებთან და, მართლმადიდებელს, რომელიც თავს ამის უფლებას მისცემს, საეკლესიო ზიარებიდან განაყენებს. იგივე აკრძალვა მეორდებოდა შემდგომი კრებების მიერაც. ამრიგად, თუკი ეკლესია ერთგულ მრევლს უკრძალავს მწვალებლებთან და სქიზმატებთან უბრალო ურთიერთობას (ლაოდ. 83-ე), მაშინ მით უფრო უნდა აკრძალულიყო მართლმადიდებლებისათვის ასეთ პირებთან ქორწინება. ლაოდ. კრების 31-ე კანონი განაჩინებს, რომ მართლმორწმუნემ არ უნდა იქორწინოს მწვალებელთან და არც თავისი ქალიშვილი გაათხოვოს მასზე. იგივეს მოითხოვს კართ. კრების 21-ე კანონიც და ეს ეკლესიაში საერთო ნორმა იყო. ტრულის კრების 72-ე კანონში ჩვენ ვიხილაგთ უმკაცრეს გადაწყვეტილებას მართლმადიდებლებსა და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს შორის ქორწინების აკრძალვის თაობაზე; იქვე ჩამოვაყალიბებთ პრინციპს, რომლითაც ეკლესია ხელმძღვანელობდა ამ სახის ქორწინებების წინააღმდეგ მკაცრი განწესებებით. როცა ეკლესია ყველა მართლმორწმუნეს უკრძალავს სხვა რწმენის აღმსარებელთან ქორწინებას, მით უფრო უნდა აეკრძალა ეს იმათთვის, ვინც უკვე საეკლესიო დასში ირიცხებოდა და კანონის თანახმად შეეძლო ოჯახს მოჰკიდებოდა. ამ შეხედულებათა გამოხატვას ემსახურება ქალკედონის კრების წინამდებარე კანონი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ დრომდე, ანუ, 451 წლამდე, როცა კრება შედგა, წიგნის მკითხველები და მგალობლები არამართლმადიდებელ ქალწულებზეც ქორწინდებოდნენ. ეს კანონი შეიცავს განწესებას, რომ მომავალში ამას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი მოელით; თუ კლერიკოსს – წიგნის მკითხველს, ან მგალობელს დაქორწინება სურს, შეუძლია მხოლოდ მართლმადიდებელზე იქორწინოს. მათ მიმართ, რომლებიც იმ დროისთვის უკვე არამართლმადიდებლებთან იყვნენ შეუღლებულნი, ასევე მათი შვილების მიმართ, კრება შემდეგს განაჩინებს: 1) ასეთი ქორწინებიდან შობილი ბავშვები, თუ უკვე სხვა სარწმუნოებაში არიან მონათლულნი, გადმოყვანილნი უნდა იქნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში; 2) თუკი ასეთი ქორწინებიდან შობილი ბავშვები ჯერ არ მონათლულან, მაშინ არც აქვთ უფლება უცხო სარწმუნოების აღმსარებელ პირისგან მიიღონ ნათლობა; ისინი მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა მოინათლონ; 3) გარდა ამისა, ამ ბავშვების მშობლებმა არ უნდა დაუშვან, რომ მათი შვილი ისეთ პირთან შეუღლდეს, რომელიც მწვალებლურ სექტაში ირიცხება, ან – იუდეველქალაჯედონიის ნშინდა IV შსოფლიო სჯეკლესიო კრემა 33? ია, ან – წარმართი; იმ ერთადერთი შემთხვევის გარდა, როცა ის პირი მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლის მზადყოფნას გამოთქვამს. კანონი არ აზუსტებს: თუკი, ამ დროისათვის, წიგნის მკითხველები და მგალობლები აღნიშნულ ქორწინებაში უკვე არიან შემდგარნი, უნდა მოაქციონ თუ არა მათ თავიანთი მეუღლეები მართლმადიდებლობაზე, მაგრამ ეს თავისთავად ცხადი გახდება, თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ კანონის განჩინებას ბავშვებთან დამოკიდებულებით. ამ განჩინების დამრღვევგთ კანონი უწესებს კანონისმიერ სასჯელს, სახელდობრ – დაკავებული მსახურებიდან განკვეთას. შენიშვნა: 1. 4ტთ. CMMMX., II, 253.

მსგავსი კანონები:მოც.264565ტრულ.672ლაოდ.10313233343739კართ.21

PDF გვ. 347 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

ქალის ქიროტესირება დედათდიაკვნად შესაძლებელია არა ნაკლებ ორმოცი წლის ასაკში, თანაც გულდასმითი გამოცდის შემდეგ. დედათდიაკონი, რომელიც რამდენიმე ხანს მსახურებაში დაჰყოფს და შემდეგ დაქორწინდება, მასთან შეუღლებულ პირთან ერთად ანათემას გადაეცეს – როგორც ღვთაებრივი მადლის შეურაცხმყოფელი. (| მსოფლ. 19; ტრულ. 14, 40; ბასილი დიდ. 44.). ამ კანონში საუბარია დედათდიაკვნებზე: რა ასაკში და როგორ პირობებშია შესაძლებელი მათი ხარისხში აყვანა და როგორ სასჯელს დაექვემდებარებიან ისინი, თუ კურთხევის შემდგომ პერიოდში გათხოვებას მოისურვებენ.

დედათდიაკვნები ეკლესიაში მოციქულთა დროიდან არსებობდნენ, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ახსენებს ვინმე ფიბას, დედათდიაკვანს დფ 816X0V0C) „რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაისა“ და რეკომენდაციას იძლევა მიიღონ იგი ქრისტესმიერ, როგორც წმინდანებს შეეფერებათ (იხ. რომ. 16. 1, 2). ხოლო ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლეში განსაზღვრავს, რომ დედათდიაკვნად („ქვრივად“) შეიძლება შეირაცხოს დედაკაცი 60 წლის ასაკში, რომელსაც ღვთისმოსავი ცხოვრების მოწმობა გააჩნია (იხ. 5, 9, 10).

როგორი იყო მოციქულთა საუკუნეში დედათდიაკვანთა მსახურება, ამის ზუსტად გარკვევა ძნელია, მაგრამ ის, რომ ისინი საეკლესიო დასში ირიცხებოდნენ და, მაშასადამე, გარკვეული საეკლესიო წესით დგინდებოდნენ მსახურებაზე, შეგვიძლია იმავე მოციქულის სიტყვებიდან დავასკვნათ, რომელიც იმავე ადგილზე, სადაც დასახელებულ ეპისტოლეში საუბრობს ეპისკოპოსებზე, მღვდლებსა და დიაკვნებზე, საუბრობს აგრეთვე იმ სათნოებებზე, რომლითაც დედაკაცებიც უნდა გამოირჩეოდნენ (იხ. |! ტიმ. 3, 11) და მათში სწორედ დედათდიაკვნებს გულისხმობს. პირველად დედათდიაკვნები გარკვევით მოიხსენიება მოციქულთა განწესებებში (რვაწიგნეული!, სადაც ნათქვამია, როგორი იყო საერთოდ მათი მსახურება და როგორ იღებდნენ ისინი თავიანთ წოდებას. ამ დადგენილებებში, დედათდიაკვანთა მსახურების შესახებ, ვკითხულობთ: „დედათდიაკვანი არ აკურთხევს, ასევე, არ აკეთებს იმას, რასაც მღვდლები და დიაკვნები აკეთებენ. ისინი მხოლოდ ტაძრის კარიბჭესთან დარაჯობენ და მღვდლებს ეხმარებიან დედაკაცთა ნათლობისას” VIII, 28). კიდევ ვკითხულობთ: „გამოარჩიე (ეპისკოპოსო) დედაკაცების მსახურებისათვის დედათდიაკვანი მორწმუნე და წმინდა; რადგან ზოგჯერ ხდება, რომ ზოგიერთ სახლში, სადაც დედაკაცები ცხოვრობენ, უხერხულია დიაკვნის გაგზავნა, რათა ამან ურწმუნოთა მხრიდან გაკილვა არ გამოიწვიოს; გააგზავნე იქ დედათდიაკვანი, ურჯულოთა ზრახვების დასამშვიდებლად. დედათდიაკვნებს ჩვენ ბევრ საქმეში ვსაჭიროებთ და უპირველესად დედაკაცთა ნათლობისას: დიაკონს მართებს მირონის ცხება მხოლოდ შუბლზე, ხოლო სხვა ადგილებზე დედათდიაკვანმა ცხოს. უხერხულია, რომ დედაკაცებს მამაკაცები უმზერდნენ“ (III, 15). გარდა ამისა, დედათდიაკვნები უნდა მდგარიყვნენ ტაძრის იმ კარებთან, რომლითაც შედიოდნენ და გამოდიოდნენ ქალები, მსგავსად იმისა, როგორც დიაკვნები იდგნენ მამაკაცებისათვის განკუთვნილ კარებთან (იხ. II, 57); დედათდიაკვნის გარეშე ვერც ერთი დედაკაცი ვერ შევიდოდა ეპისკოპოსთან ან დიაკვანთან (იხ. II, 26) და ა.შ. მოციქულთა განწესებების გარდა, დედათდიაკვანთა მსახურების შესახებ საუბრობს, აგრეთვე, კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელიც მათ „განსაკუთრებით გამორჩეულებს“ უწოდებს და იქვე შენიშნავს: „რადგანაც მამაკაცებს არ შეუძლიათ შევიდნენ ქალთა დაწესებულებებში, რათა არ გამოიწვიონ ათასნაირი ეჭვი, ამიტომ იქ დედათდიაკვგნები უნდა შევიდნენ და ღვთის სიტყვა იქადაგონ“.! მათ შესახებ საუბრობენ აგრეთვე ტერტულიანე, ეპიფანე და სხვები. ყველა ისინი დედათდიაკვანთა მსახურებას წარმოგვიდგენენ არა როგორც სადიაკონო, საღვთისმსახურო მსახურებას, არამედ – საკურთხეველს გარე (8C6C 100 ჩMIIო0CXCC) მსახურებას დედაკაცების მონათვლისას საეკლესიო საიდუმლოს აღსრულების პროცესში, ანუ სხვაგგვარად – შუამავლებს წარმოადგენდნენ ქალებსა და საღვთო-საეკლესიო მსახურებს შორის.? აი, სულ ეს არის, რაც საერთოდ ცნობილია დედათდიაკვანთა მოღვაწეობის შესახებ. დაწვრილებითი ცნობები მათ მსახურებასთან დაკავშირებით უკვე XII საუკუნისთვისაც კი აღარ არსებობდა.3?

რა სახით ხდებოდა დედათდიაკვნების ამ წოდებაში აყვანა, ამის შესახებ იგივე მოციქულთა განწესებები გადმოგვცემენ. კერძოდ, მათში ნათქვამია, რომ კურთხევა ხდება ეპისკოპოსის მიერ ხელთდადების გზით.“ მათე ბლასტარი კი ამბობს, რომ გარკვეული პირი, სადედათდიაკვნო დედაკაცი, დიაკვანს მიჰყავდა ეპისკოპოსთან, რომელიც ხელთ ადებდა მოდრეკილ თავზე, სახავდა ჯვარს და სპეციალურ ლოცვას კითხულობდა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საღვთო მადლი, მარადის უძლურთა განმკურნებელი“ და ყელზე დიაკვნის ოლარს ადებდა; ის ჯვრისებრად იკვრებოდა, ისე, რომ ორთავე ბოლო წინა მხარეს იყო გადმოფენილი; იქვე იღებდა წმინდა ზიარებას, მაგრამ დიაკვნის შემდეგ; ამის შემდგომ ეპისკოპოსი გადასცემდა მას ბარძიმს და იგი მას წმინდა ტრაპეზზე დააბრძანებდა.5 ეს კურთხევა, ქალკედონის კრების წინამდებარე კანონში, ქიროტესიად (X6I0006CLC) იწოდება. დედათდიაკვნობის კანდიდატისაგან კანონი მოითხოვს, რომ იგი არანაკლებ ორმოცი წლისა იყოს. ამ კანონის მოთხოვნილება, როგორც ჩანს, ამ მხრივ ეწიჩააღმდეგება პავლე მოციქულის მოთხოვნას, რომელიც 60 წელს აწესებს. ამ მოჩვენებით წინააღმდეგობას ზონარა იმითი აქარწყლებს, რომ მოციქული საუბრობს ქვრივების შესახებ, ეს კანონი კი – ქალწულების შესახებ, რადგან დედათდიაკვნებად წესდებოდნენ როგორც ქვრივთა, ასევე ქალწულთა რიგებიდანაც; ქვრივებს სამოცწლიანი ასაკი მოეთხოვებოდათ, ქალწულებს – ორმოცწლიანი. ზონარა ამბობს: „ის დედაკაცი, რომელმაც ორმოც წლამდე თავი სიწმინდეში დაიმარხა და მამაკაცთან ურთიერთობისაგან სიამოვნების გამოუცდელი დარჩა და, ამასთან, სადედათდიაკვნო მსახურება მიიღო, არცთუ ადვილად შეიძლება ქორწინებისკენ მიიდრიკოს და მოვიდეს მამაკაცთან თანაცხოვრების სურვილში, რომელიც ჯერ არ გამოუცდია, ხოლო ქვრივი, რომელიც ქმართან სარეცელზე დამტკბარა და მასთან თანაცხოვრებით სიამოვნება განუცდია, შესაძლებელია უფრო მეტად იყოს ამ ვნებისადმი მიდრეკილი. ამიტომ ბასილი დიდი თავის მე-18 კანონში განსხვავებულ სასჯელს უწესებს ქალწულობის აღმთქმელს და შემდეგ დაცემულს... ამრიგად ქვრივს, როგორც ქალწულთან შედარებით გვნებისადმი უფრო მიდრეკილს, დიდმა მოციქულმა გაცილებით მეტი ასაკი დაუწესა“.წ თუმცადა, კანონის მოთხოვნილებას ასაკთან დაკავშირებით ყოველთვის არ იცავდნენ და, მთავარი, რასაც ყურადღება ექცეოდა, იყო პიროვნების ღირსება, მისი შინაგანი თვისებები და, დადებითი შეფასებისას, ეპისკოპოსი გადაწყვეტილებას იღებდა განურჩევლად წლოვანებისა. სწორედ ამ პირობას, რომ დამტკიცებული უნდა იყოს იმ პიროვნების ცხოვრების სიწმინდე, ვინც დედათდიაკვნობას აპირებს, ხაზს უსვამს ჩვენი კანონიც: „გულ- „დასმითი გამოცდის შემდეგ“, რათა ნათელი გახდეს ნამდვილად არიან თუ არა კანდიდატები ისეთი პიროვნებები, როგორიც პავლე მოციქულს სურს იხილოს (იხ. | ტიმ. 3, 11). დედათდიაკვნებად შეიძლება დაედგინათ ქალწულები ან ქვრივები, მაგრამ თუნდაც ისინი მონოზვნები არ ყოფილიყვნენ, მაინც უნდა დაედოთ ქალწულობის მკაცრი აღთქმა და სიკვდილამდე დაემარხათ. კანონი აქ შეახსენებს ან აღთქმას; აგრეთვე, ყურადღებას მიაპყრობს ზოგიერთ გამკილაობას, რაც მათ ცხოვრებასთან დაკავშირებით გავრცელებული იყო საზოგადოებაში (მაგ., ლუკიანეს სარკასტულ თხზულებაში „უცხოელი“, ასევე – ლიბანიოსის თხზულებაში და სხვ.) და კატეგორიულად უკრძალავს მათ ქორწინებას, რაკი დედათდიაკვნის პატივი მიიღეს, ხოლო ამ განწესების დარღვევის შემთხვევაში, ანათემას გადასცემს იმათთან ერთად, ვისთანაც ხორციელ კავშირს დაამყარებენ. დედათდიაკვნად ხელთდადება დასავლეთში უკვე VI საუკუნეში უქმდება, თანაც ბოროტად გამოყენების გამო, რისი მიზეზიც კრებების #XL8ს508ისი I (441 წ.), „გგყიესხიი§0 (506 წ.) და #VXL0118ი06ი§50 LI (553 წ.) გამოთქმით დედაკაცური სისუსტე აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა კრებამ თავისი (მე-1 8) კანონით დაადგინა: ILI18CVIL, სხ »?VIII1 ხი5ზი10ძVIXი #61019086 ძ1800ი3115 ხ6ი06ძ1C%10 0I0 00იძ1L10015 ის1V05 ILX9C1I1L9%6 იჯიძვმსსL?“ („ვბრძანებთ, რომ შემდგომში სადედათდიაკვნო კურთხევა არც ერთ დედაკაცს აღარ გადაეცეს ამ ქმნილებათა არამდგრადობის გამო“). აღმოსავლეთში, როგორც ვნახეთ, XII საუკუნეში უკვე აღარ არსებობდნენ დედათდიაკვნები3!. ფშენიშვნები:

1. 8იძმლყიდ! 1Iხ. III, იმი. 12 წM1Iწიი, 5. წ., §. 8, Cი1. 6611 და შემდგ.

2. 10LLV)1I., 006 VII II. VCI23ი0ძ18, C. 9 (IM1Iლირ, 8. 1., L. 2, CიI. 901 - 903). _ Lი!იხვი., II8იXი8. 79, 4 IMIდიი, 3. წ., L. 42, C01. 745). _ CხXV89095L., IIი»ი. XXXI (IMMIდიი, §. წ., L. 60, ლი! 669 და შემდგ.) ძველი დროის მწერალთა იმ ადგილების შესახებ, სადაც საუბარია დადათდიაკვნების მსახურებაზე იხ. 16Vი0>0V11, X. 5IV0 IX20ძილიL30, დასახ. ადგ.; შდრ. 7ხ)5ხთავთი, ხნი”იCჩLხ იხი., 5. 432. ვ. მ. ბლასტარმა, მართალია დედათდიაკვნებს თავის ალფა-ბეტურ სინტაგმაში მთელი თავი მიუძღვნა, მაგრამ მაინც ამბობს, რომ უცნობია ზუსტად რაში გამოიხატებოდა ეს მსახურება: #6 #6VX01 610X0V0L XსVთIM6C +წVთ +VV იჯიირ6თ!თV §V «VI M2.4იVI IV 2646 666X8ი0სV, I0LC XCCI CX666V #VV6M+თ! VVV („რა მსახურებას ეწეოდნენ დედათდიაკვნები მაშინდელ საეკლესიო დასში, ამჟამად თითქმის უცნობია“) #ძთ. C#97., VI, 171. ბინგამის მიხედვით დედათდიაკვნები: 1) უნდა დასწრებოდნენ დედაკაცთა ნათლობას; 2) დახმარებოდნენ კათაკმეველთა დამოძღვრაში; 3) ეზრუნათ ავადმყოფ ქრისტიანებზე; 4) საპატიმროებში მოენახულებინათ მამაკაცები და მიეტანათ მათთვის შეგროვილი წყალობა; 5) ტაძრებში მდგარიყვნენ ქალებთან ერთად და თვალყური ედევნებინათ წესრიგისათგის; 6) საერთოდ, უნდა ეზრუნათ ქალებზე და განსაკუთრებით ქვრივებზე. დაწვრილებით დედათდიაკვნების შესახებ იხ. #4სფთა§%1, 0იიIMVVს>თICM6I(იი, XI, 212 და შემდგ.

4. VII, 19, 20: თ 6»XICX0X6, 6XI0M5თ6 თაის+) +თC X5წ0თC, #თი6CILCთაIX0C +0ს Xი6CწჩსIნი!ის Mთ§ +თV §10M6VთV MCთIL +CV 810CM0VICCCV, MთL 606%. LიXM. C60C 6 თ!თVI0C M. +. » („ო, ეპისკოპოსო, დაადე ხელები მას მლვდლის, დიაკვნისა და დედათდიაკვნის თანდასწრებით და წარმოთქვი ლოცვა: ღმერთო დაუსაბამოო და ა.შ.“) XILჯ2, I, 56.

5. რთ. CMX87X»., VI, 172. 6. 4ტთ. CM8X., II, 255.

7. როგორც წესი, ისეთ სამოსელს ატარებდნენ, როგორსაც მონოზვნები CM#98X3IM82 მმაუვიჯ8ი# L, 11, იხ. ტთ. CMMX., VI, 172.

8. II3:ძს!ის, II, 1176.

9. პროტესტანტებს ახლაც აქვთ რალაც მსგავსება დედათდიაკვნობის წესთან, კერძოდ, არსებობს ქალთა თემები; მათი წევრები მთელ ცხოვრებას ქველმოქმედებას უძღვნიან. მართალია ეს პროტესტანტული დედათდიაკვნები ხელთდადებას არ იღებენ, ამიტომაც არ შეიძლება ჩაითვალონ ძველი დედათდიაკვნების დარად. ისინი მხოლოდ იწოდებიან დედათდიაკვნებად და უპირატესად იგივე საქმეებით არიან დაკავებულნი, როგორითაც ძველი დედათდიაკვნები. ეს თემი დაარსებულია 1835 წელს, მისი ცენტრია X8180>X5Vი6X»Lხ, იგი კარგად ორგანიზებულია, 1877 წელს 900 სადგური ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და 5700 დედათდიაკგანს აერთიანებდა. ამ თემის ქველმოქმედებითი გავლენა საზოგადოებაზე ნამდვილად მადლობას იმსახურებს. დედათდიაკვანთა მსგავსი რამ (ოღონდ საეკლესიო ხელთდადების გარეშე) რუსეთშიც არის, ესაა „ჯვართამაღლების თემი” („#ჯ0ი- 208035#%0%C%89 060XLM#%2“), დაწესებული ყირიმის კომპანიის დროს, დიდი კნეინა ელენე პავლეს ასულის მიერ.

PDF გვ. 349 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 16

ქალწულმა, რომელმაც უფალ ღმერთს შესწირა თავი, ისევე როგორც მონოზონმა, აღარ უნდა იქორწინოს. თუ ვინმე ამას ჩაიდენს, ეკლესიასთან ერთობა აეკრძალოს; თუმცა, ამასთანაგე, ვადგენთ: ადგილობრივ ეპისკოპოსს მიეცეს ასეთ პირთა მიმართ კაცთმოყვარეობის გამოვლინების სრული უფლება. (IV მსოფლ. 7; ტრული. 44, 46, 47; ანკვ. 19; ბასილი დიდ. 6, 18, 19, 20, 60).

დედაკაც და მამაკაც მონოზვნებს გარდა, რომლებიც აღკვეცის დროს ქალწულობის აღთქმას დებდნენ, უძველეს დროში არსებობდნენ კიდევ ქალწულები, რომლებიც მონოზვნად არ ეკურთხებოდნენ, ცხოვრობდნენ ქალაქებში თავიანთ მშობლებთან და ნათესავებთან ერთად, ეცვათ საერო სამოსი, მაგრამ თავს ღმერთს უძღვნიდნენ და ეპისკოპოსის წინაშე საზეიმო ფიცს დებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწულობის დაცვის შესახებ. ამით ისინი იმ დედათდიაკვნებს ემსგავსებოდნენ, რომელთა შესახებაც წინა კანონში ვისაუბრეთ. თავს უძღვნიდნენ რა ღმერთს, ისინი „ქრისტეს სასძლოებად" მოიაზრებოდნენ, რადგან მას სწირავდნენ მსხვერპლად ქალწულობას, რისთვისაც ეკლესიის მიერ წმინდა ქალწულების პატივით სარგებლობდნენ, I60თ! XოX00§V0L და წმინდანებად იწოდებოდნენ. მათ აღარ უნდა გაებედათ დაქორწინება, რადგან ამით ისინი ქრისტეს, თავიანთ სასიძოს, უღალატებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ადრეულ ხანაში, როგორც ჩანს, უწესრიგობებს აქაც ჰქონდა ადგილი, რადგან ვხვდებით კანონებს, რომლებიც ამ დარღვევებზე მიუთითებენ და სასჯელს უწესებენ აღთქმის დამრღვეგთ. ქალკედონელი მამები იძულებულნი გახდნენ გაემეორებინათ წინანდელი კანონები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაედგინათ ეკლესიიდან განკვეთა ყოველი ასეთი შეწირული ქალწულისათვის, მიცემული აღთქმის დარღვევის შემთხვევაში, ისევე, როგორც მონოზონისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მკაცრ განჩინებას გამოსცემს, კანონი მაინც უტოვებს ადგილობრივ ეპისკოპოსს უფლებას რიგ შემთხვევებში თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ეს სიმკაცრე, ანუ, როგორც სამართლიანად შენიშნავს ბალსამონი, მთელი სიმკაცრით გამოიყენოს იგი ან შეარბილოს.? თუმცა, ეს იმ აზრით არ უნდა გაგიგოთ, თითქოს ეპისკოპოსს შეეძლოს კანონიერად სცნოს აღნიშნულ პირთა ქორწინება, – რადგან ეს წინააღმდეგობაში იქნებოდა ამავე საკითხთან დაკავშირებით ამ კრების მე-15, აგრეთვე ბასილი დიდის მე-6 და მე-18, და ანკვირიის კრების მე-19 კანონების განწესებებთან, რომლებიც ამ კრებამდე გამოიცა, შემდეგ ტრულის 44-ე კანონთან და სხვ., რომლებიც შემდეგში იქნა მიღებული, – არამედ იმ აზრით, რომ ეპისკოპოსს შეუძლია უზიარებლობის სასჯელი დიდი ან მცირე ეპიტიმიით შეუცვალოს. ჰეფელეს შენიშვნა, ისევე როგორც ვან ესპენისა, რომელსაც ჰეფელე ეყრდნობა, თითქოს წინამდებარე კანონის თანახმად, მონოზონის ან ქალწულის ქორწინება, რომელმაც უქორწინებლობის აღთქმა დადო, არ უქმდება, – ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. დიონისეს გამოცემაში, ეპისკოპოსის ამ აღნიშნულ უფლებას წინ უსწრებს სიტყვა 00ი#IL6ის)ხს5 („მონანულთ“), ანუ თუ დამნაშავე აღიარებს თავის ცოდვას და მოინანიებს, მაშინ ეპისკოპოსი მას სასჯელს უმცირებს.“ ბერძნულ ტექსტში ეს დამატება არ არის, თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს თავისთავად იგულისხმება, რადგან გაჯიუტებულს ეპისკოპოსი ლმობიერად ვერ მოექცევა. შენიშვნები: 1, შდრ. ამის შესახებ 7Mხ18თ 8», სხი>2ლCML ი(ლ., 5. 485 – 489, 500 – 1. 2. რთ. C#M8X., II, 257 3. შდრ. 2ხ19ლი8»ი, სიი»ილსL იLი., 5. 503. 4. II8>ძას1»ი), II, 607.

PDF გვ. 352 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 17

თითოეულ ეპარქიაში, სოფლებსა თუ დაბებში არსებული სამრევლოები უცვლელად უნდა დარჩნენ მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელისუფლების ქვეშ, მით უფრო, თუ ისინი ოცდაათი წლის მანძილზე დავის გარეშე წინამძღვრობდნენ და მართავდნენ აღნიშნულ სამრევლოებს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ოცდაათწლიანი ვადის გასვლამდე რაიმე დავას ჰქონდა ან ექნება ადგილი სამრევლოთა განმგებლობის თაობაზე, მაშინ ვინც თავს განაწყენებულად ჩათვლის, ამის შესახებ სარჩელი აღძრას სამთავრო კრების წინაშე; ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს; ხოლო, თუ ხელისუფლების ძალისხმევით რომელიმე ქალაქი იქნება დაბრუნებული, ან შემდგომში დაბრუნდება, მაშინ საეჟკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს. (! მსოფლ. 6; ტრულ. 25; და ყველა პარალელური ადგილი, რომლებიც მოყვანილია IV მსოფლ. კრების მე-9 კან.# ეს კანონი განაჩინებს, რომ ეპარქიის საზღვრები ზუსტად უნდა აღინიშნებოდეს და ვერავინ გაბედოს მათი დარღვევა. განსაკუთრებით, თუ ისინი ნიშანდებულია ხანდაზმულობის უფლებით, რასაც კანონი 30 წლის ვადით განსაზღვრავს; ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსებს შორის ან ეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს შორის თავს იჩენს დავა იმის შესახებ, თუ ვისი ხელისუფლების ქვეშ შედის ესა თუ ის სამრეგლო, მაშინ კანონის თანახმად საკითხს რწმუნებული საეკლესიო ხელისუფლება წყვეტს. თუმცაღა, მომავალში, მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, კანონის სახით მტკიცდება უკვე არსებული პრაქტიკა, – | მსოფლიო კრებიდან მოყოლებული, რომლის თანახმადაც ეპარქიათა გამიჯნვა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ დაყოფას. II მსოფლიო კრების მე-8 კანონში ვიხილეთ, თუ როგორ მკაცრად განიკითხავდნენ სხვათა უფლებების დამრღვევთ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უფლებები ხანდაზმულობით იყო ნიშნეული. აქ, IV მსოფლიო კრების მამები გამოდიან იმავე თვალსაზრისით, რომლითადც!III მსოფლიო კრების მამებმა გაკიცხეს ყველა ის ეპისკოპოსი, ვინც თავისი ხელისუფლება გაავრცელა იმ ეპარქიაზე, რომელიც ძველთაგანვე არ ყოფილა არც მისი და არც მის წინამორბედთა მმართველობის ქვეშ. მამები ადგენენ, რომ სამრევლოს მართვის უფლება, თუნდაც ის ძალზე მცირე იყოს, ხელშეუხებლად უნდა რჩებოდეს იმ ეპისკოპოსის ხელში, ვინც მას თავიდანვე მართავდა. ქალაქის სამრევლოები კანონში არ მოიხსენიება; სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ დავა მათ შესახებ, როგორც დიდი და ცნობილი სამრევლოების შესახებ, ძნელად შეიძლებოდა წამოგრილიყო. ამიტომაც საუბარი წარმოებს დაბებისა და სოფლების პატარა სამრევლოებზე. ამ უკანასკნელთ კანონი უწოდებს ნ/ილისC0X#6C (ლსL8105) და 6/XCაისთაC (V1C8ი85), ანუ „სამრევლოები დაბებში“ (8 008X) და „სამრევლოები სოფლებში“ (8 #0003M#9XI. ამ კანონის გამნარტებისას ზონარა ამბობს, რომ „სამრევლოებად სოფლებში“ იწოდებიან ის დასახლებული ადგილები, რომლებიც ზედ ეპარქიის საზღვრებზეა განლაგებული, ძალიან მცირე მაცხოვრებელი ჰყავთ და მათ ერთ ეზოში მცხოვრებთ (0X90/3008%IX, |I0CV0(XIღ0, 00891 ძითMი 1Iხ6VI1L05) ეძახიან. „სამრევლოებად დაბებში“ კი – რომლებიც ველ-მინდვრებთან და პატარა სოფლებთან არიან მიმდებარე, ჰყავთ ბევრი მაცხოვრებელი და ნამდვილ სოფელს წარმოადგენენ“.' ეპარქიათა ზუსტი დანაწილება პირველ საუკუნეებში არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო – ეკლესიის არალეგალური მდგომარეობისა და მუდმივად მისი ტერიტორიული არეალის გაფართოების გამო, რამაც განსაკუთრებით სწრაფი პროგრესირება IV ასწლეულიდან დაიწყო. ეპარქიალურ ეპისკოპოსთა უფლება თავიანთ სამთავროებზე უმთავრესწილად ეფუძნებოდა პირველ რიგში ჩვეულებებს (ტრადიციებს), შემდეგ კი ხანდაზმულობის ვადას. თუმცაღა, ერთიც და მეორეც სრულ იურიდიულ ძალას მხოლოდ დაკანონების შემთხვევაში იძენდა. ამიტომ, როგორც | მსოფლიო კრებამ დააკანონა ჩვეულება რომის პაპისა და სხვა დანარჩენ პატრიარქთა უფლების შესახებ (ანუ უფლება დაფუძნებული ჩვეულებაზე), მსგავსადვე ამ კრებამაც დააკანონა მმართველობის ხანგრძლივობის ვადა და იგი 30 წლით განსაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, აღარავის შეეძლო ტერიტორიული პრეტენზიის გაცხადება; ხოლო ვინც ამ ხნის განმავლობაში ფლობდა ამ ტერიტორიას (ანუ ამ ტერიტორიის სამრევლოს მწყემსმთავარი იყო| და არავის მხრიდან წინააღმდეგობას არ წასწყდომია, ამ 30 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მის სრულუფლებიან მმართველად ითვლებოდა და მის მიმართ აღარავის შეეძლო რაიმე პრეტენზია გამოეთქვა. ამრიგად, დადგინდა რა ხანდაზმულობის უფლება, კანონი ითვალისწინებს დავათა სხვადასხვა შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება წამოჭრილიყო იმ დადგენილი ვადის გასვლამდე, რომლის შემდეგაც მფლობელობა (ანუ ამ ტერიტორიის სამრევლოს წინამძღვრობის უფლება! კანონით იქნებოდა გამართლებული და განაჩინებს: იმ შემთხვევაში, თუ წამოიჭრა დავა ამა თუ იმ ეპარქიის მართვის თაობაზე მისი რწმუნებული ეპისკოპოსის მმართველობის 30 წლიანი ვადის გასვლამდე, მაშინ აღნიშნული კრების მე-9 კანონით დადგენილი ნორმის თანახმად, საკითხი გადასაწყვეტად გადაეცემა სამთავრო კრებას მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით, ანუ, იმ სამთავროს ეპისკოპოსთა კრებას, რომლის შემადგენლობაშიც ეს ეპარქია შედის; ხოლო თუ დავა ეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს შორის წარმოებს, მაშინ გადაწყვეტილების მიღების უფლება დიდი სამთავროს ეგზარქოსის ან კონსტანტინოპოლის პატრიარქის სამსჯაგროს ეკუთვნის. თუ ვინ იყო დიდი სამთავროს ეგზარქოსი, რომელსაც გადასაწყვეტად წარედგინებოდა სადავო საკითხი ეპიკოპოსსა და მიტროპოლიტს შორის, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ამ კრების მე-9 კანონის განმარტებაში. ვისაუბრეთ, აგრეთვე, თუ რატომ და როდის შეიძლებოდა ასეთი სადავო საკითხი გადასაწყვეტად წარდგენოდა კონსტანტინოპოლის საყდარს“. იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს, თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უპირობო უფლება ჰქონდა ყველა მიტროპოლიტზიე თავისი საპატრიარქოს საზღვრებს გარეთაც, მოვიყვანთ შემდეგ ციტატას ამ კანონზე ზონარას განმარტებიდან: „კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ დგინდება უკლებლივ ყველა მიტროპოლიტის მსაჯულად, არამედ მას მხოლოდ მასზე დაქვემდებარებული მიტროპოლიტები შეუძლია განსაჯოს. ასე მაგალთად, მას არა აქვს უფლება თავის მსჯავრს დაუქვემდებაროს სირიის ან პალესტინის და ფინიკიის ან ეგვიპტის მიტროპოლიტები მათი ნების გარეშე, რამეთუ სირიის მიტროპოლიტები უშუალოდ ემორჩილებიან ანტიოქიის პატრიარქის საყდარს და, შესაბამისად, ექვემდებარებიან მის სამსჯავროს, ხოლო პალესტინელები – იერუსალიმისას; ეგვიპტელები უნდა განსაჯოს ალექსანდრიის პატრიარქმა, რომლისგანაც ისინი ქიროტონიას იღებენ და რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებიან“.!

კანონი განესრულება განჩინებით იმის თაობაზე, რომ სამთავროთა პოლიტიკური სახით დაყოფა, ამასთანავე, უნდა განსაზღვრაგდეს მათ საეკლესიო დანაწილებასაც. I მსოფლიო კრების მე-4 კანონის განმარტებიდან ვიცით, რომ ეს წესი მიღებული იყო იმ კრების მამების მიერაც. უფრო მეტიც, იგი ძალაში იყო ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან და შემდგომი საუკუნეების ეკლესიაც იმარხავდა, რამეთუ მიზანშეწონილად მიაჩნდა. ამ ძირითადი ნორმების კვალად, I| მსოფლიო კრების მამებმა დაამტკიცეს საპატრიარქოთა საზღვრები: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის; შემდგომი კრების მამებმა კი – დანარჩენ საეკლესიო სამთავროთა საზღვრები. ამ ნორმის საფუძველზე ეკლესიამ იმ ეპისკოპოსების უპირატესობა აღიარა, რომლებსაც კათედრა ჰქონდათ პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ქალაქებში; მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ ეპისკოპოსებს, ვისი კათედრაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით მეორეხარისხოვან ქალაქებში იყო განთავსებული. ამის დამადასტურებელია იერუსალიმის ეპისკოპოსის შემთხვევა: მიუხედავად იმისა, რომ იგი ფლობს უძველეს და უმნიშვნელოვანეს კათედრას, საიდანაც მთელი ეკლესია იმართებოდა, მას მაინც – იერუსალიმის არც თუ ისე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო რომთან, კონსტანტინოპოლთან, ალექსანდრიასა და ანტიოქიასთან შედარებით – მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია დასახელებული ქალაქების ეპისკოპოსთა შემდეგ. შენიშვნები: 1. რთ. CI87., II, 259.

"„დიდი სამთავროს ეგზარქოსი“ – მიტროპოლიტი, რომელსაც ემორჩილებოდა რამდენიმე საეკლესიო სამთავროს მიტროპოლიტი მათზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან ერთად. ისინი ყველანი ერთად შეადგენდნენ „სამხარეო კრებას“ (სხვაგგვარად, და, განსაკუთრებით, ამ კრებას ასევე უწოდებდნენ „საპატრიარქო კრებას“ ან „ეროვნულ კრებას“). სწორედ ეს კრება განიხილაგდა ეკლესიის მსახურთა და ეპისკოპოსთა საჩივრებს მიტროპოლიტთა მიმართ და, ასეგე, სადავო საკითხებს ეპისკოპოსსა და მიტროპლიტს შორის. მოდავე მხარეებს თავიანთი სურვილისაებრ, და არა აუცილებლობიდან გამომდინარე, შეეძლოთ მიემართათ კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი, რაც, ერთი მხრივ, აღნიშნავდა, რომ „კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლებები არაფრით იყო მეტი, ვიდრე ადგილობრივი დიდი სამთაგროს ეგზარქოსისა“, ხოლო, მეორე მხრივ, აღმოსავლეთში მისი უფლების ხაზგასმით ამაღლება გამორიცხავდა ყველა სხვა ხელისუფლების ჩარევას აღმოსავლეთის საქმეებში. ეს ხაზგასმა გამოიწვიეს მსოფლიო ეკლესიის მმართველობაზე რომის საეკლესიო ტახტის მხრიდან გაძლიერებულმა პრეტენზიებმა. 2. ტდ. CM8X., II, 260.

PDF გვ. 354 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 18

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თანამზრახველობითი დანაშაული ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე |სამოქალაქო) კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, – ნუ იყოფინ! თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონოზონი ბოტროტთანამზრახველობასა და შეთქმულებაში იქნება მხილებული, ანდა, ეპისკოპოსის ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან.

4. რაღაც ამდაგვარს ვპოულობთ ბალსამონთანაც, რომელიც ამბობს: „ვფიქრობ, რომ იგივე სასჯელი უნდა მიეგოს შეწირულ პირებს იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი მსგავს ქმედებას საერო პირებთან მიმართებითაც განიზრახავენ.“ 4თ. CMXMX., II, 264.

მსგავსი კანონები:მოც.31II მსოფლ.6III მსოფ.3ტრულ.3134ღანგ.6სარდ.14ანტიოქ.5კართ.1011ორგზ. 13, 14, 15). კანონი პირველ რიგში აღნიშნავს შეთქმულებას (შეფიცვა, 38:080%, თსVთაII0CI, 00ი1VIL8L10),შემდეგ პირის შეკვრას (შეამხანაგება, CC0830%, დძ+ი!ძ, 809011893), როგორც დანაშაულს, რომლისთვისაც მასში მხილებული კლერიკოსები ან მონოზვნები განკვეთით ისჯებიან. თანამზრახველობაა, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – როცა რამდენიმე პირი ვინმეს მიმართ პირს შეკრავს და შეფიცვით შეიკვრებიან ერთმანეთთან იმის თაობაზე, რომ თავიანთ უკეთურ ჩანაფიქრს არ მიატოვებენ, სანამ სისრულეში არ მოიყვანენ. ამის შესახებ მოთხრობილია ლუკას საღვთო საქმეებში, სადაც ნათქვამია: „–ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაი, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თყსნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე“ (საქ. 23, 12). თავყრილობა კი არის „ბოროტგანზრახვითი ბჭობა და ბოროტ საქმეზე რამდენიმე პირის შეთანხმება“.! როცა ეს დანაშაული სახელმწიფოს ეხებოდა, მკაცრად ისჯებოდა სამოქალაქო კანონებითაც, რომლებსაც კანონი უწოდებს „გარეშეს“, +0სC 66თ V6|10სC.2ეს სამოქალაქო კანონები მოყვანილია XIV ტიტლოვან ნომოკანონში? და საუბრობს სამეფო პერსონის წინააღმდეგ წარმოებულ შეთქმულებაზე, შემდეგ – სახელმწიფოსა და, საერთოდ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაზე. თუკი დასახელებული დანაშაულობანი ესოდენ მკაცრად ისჯებოდა და კრიმინალად ითვლებოდა სამოქალაქო თვალსაზრისით, მაშინ მით უფრო დასჯადი უნდა ყოფილიყო ისინი სულიწმიდით შთაგონებული საეკლესიო კანონმდებლობით და, მართლაც, სამოქალაქო კანონმდებლობის მსგავსად, – რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებას სჯიდა, – საეკლესიო კანონმდებლობაც სჯის მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ პირებს, როცა ისინი იმხილებიან შეთქმულების მოწყობაში ან მზაკვრობაში საეკლესიო მთავრობის წინააღმდეგ, და არა მხოლოდ, – ეკლესიის დაბალი ხარისხის მსახურების წინააღმდეგაც. მეფისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში კლერიკოსთა შესაძლო მონაწილეობაზე კრება წინამდებარე კანონში, არაფერს ამბობს, თუმცაღა, მისი მხრიდან ამ სახის შეთქმულებანი დაგმობილია 1IVIIIC1L6 (სამოქალაქო კანონებზე დაყრდნობით). ამით კრება ამ კანონებს ყველასათვის სავალდებულო ნორმად აღიარებს. იგი თავის ამ კანონში გულისხმობს ისეთ გამორჩეულ შემთხვევებს, რომლებიც სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული და, ამდენად, წინამდებარე კანონი ამ უკანასკნელთა დამატებას წარმოადგენს.3 კანონის მიღების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ეფესელ იბასა და სპარსელ ათანასეს შორის წარმოქმნილი დავა, რომლის გარჩევითაც კრება თავის მე-10 და მე-14 სხდომებზე იყო დაკავებული. რადგანაც აუცილებელი გახდა წერტილი დაესგათ კლერიკოსებისა და სხვათა თვითნებური გამოხტომებისათვის, რომლებიც საეკლესიო სიმყუდროვეს არღვევდნენ და იერარქიულად მათ ზემდგომთა წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობდნენ, კრება, ეყრდნობა რა სამოქალაქო კანონმდებლობის მსგავს განწესებებს, იღებს წინამდებარე კანონს, რომელიც საზომი უნდა ყოფილიყო ყველა დროისათვის. ეს კანონი დღესაც აქტუალურია ყველა იმ პირთათვის, რომლებიც არც კი დაგიდევენ, იმსახურებს თუ არა ეპისკოპოსი განკითხვას, პირველივე შემთხვევისთანავე მზად არიან მონაწილეობა მიიღონ შეთქმულებაში თავისი ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ, რითაც, რა თქმა უნდა, ეკლესიისათვის მხოლოდ ზიანი მოაქვთ. შენიშვნები: 1. რთ. CXXMX., II, 264. 2. ILგძაი, II, 609, 610. „სამოქალაქო კანონები, – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში (4#თდ. CM8+X»., II, 264), იწოდებიან გარეშე კანონებად იმიტომ, რომ მათ შემდგენელ პირთა უმრავლესობამ უცხო, გარეშე დამწერლობა იცოდა («წთ 5/00##C), ანუ ელინები“. 3. ტიტ. IX, თავი.37შდრ. ტიტ. XI, თავი 6 (%4თდ. CMV>»., I.230258

PDF გვ. 357 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 19

ჩვენს ყურამდე მოაღწია, რომ სამთავროებში კანონებით დადგენილი ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია. ამიტომ წმინდა კრება განაწესებს: თითოეულ სამთავროში წელიწადში ორგზის შედგეს ეპისკოპოსთა კრება და გადაიჭრას ყველა წარმოჩენილი საკითხი, შეკრების ადგილი მიტროპოლიტმა განსაზღვროს. იმ ეპისკოპოსებს კი, რომლებიც კრებაზე არ გამოცხადდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის თავიანთ ქალაქებში იქნებიან, სრულიად ჯანმრთელნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გულისწყრომა გამოეცხადოთ.

(მოც. 34, 37; | მსოფლ. 5, II მსოფლ. 2; ტრულ. 8; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18, 73), ამ კანონში მოიხსენიება „ეპისკოპოსთა კრებები“ (თასV08ი! +VV CILCM6XXV); მათში უნდა მოვიაზროთ სამიტროპოლიტო სამთავროს კრებები, რომლებსაც ამ სამთავროს ყველა ეპისკოპოსი ესწრება და მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. ამ კრებების შესახებ ჩვენ ვისუბრეთ მოციქულთა 37-ე და | მსოფლიო კრების მე-5 კანონების განმარტებებში.!' კანონის მიღების მიზეზს, კრების მამები კანონის პირველსავე სიტყვებში აცხადებენ: „ჩვენს ჟურამდე მოაღწია, რომ სამთავროებში? კანონებით დადგენილი ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ, უგულებელყოფილია“, ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ქალკედონის კრების დროს – როცა საეკლესიო ცხოვრებაში მრავალ მოოფწჟობლობას ჰქონდა ადგილი, ეპისკოპოსთა კრებები კი არ ტარდებოდა. ეპარქიებში მასობრივად ხდებოდა არამართლმადიდებლური სწავლებების გავრცელება, რომელთა შეჩერებაც, იმის გამო, რომ კრებებს არ იწვევდნენ, შეუძლებელი იყო. ცალკეული ეპისკოპოსების ძალაუფლება საკმარისი არ იყო ამა თუ იმ საკითხის გამოსწორებისა და მოწესრიგებისათვის. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, კრებების მოწვევა მაინც არ ხდებოდა. აქედან გამომდინარე, შეიქმნა იმის მოთხოვნილება, რომ შეეხსენებინათ ადრინდელი დადგენილებების არსებობის შესახებ წინამდებარე კანონის სახით.

აღნიშნულ კანონებში (მოციქულთა 37-ე და მსოფლიო მე-5) არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ რომელიმე ეპისკოპოსი შეიძლება არც კი გამოცხადდეს კრებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რწმუნებული მიტროპოლიტები კრებებს იწვევდნენ, მაგრამ ეპისკოპოსები არ ცხადდებოდნენ, რის გამოც კრება ვერ დგებოდა. აი, რატომ შემოაქვთ მამებს სასწჯელის გარკვეული სახე, რაც ამ კანონში საყვედურითაა განსაზღვრული. რაც, მართალია, „ძმური სიყვარულით“ (#6861.დVCს 6MVLXIL>X6C00,) კეთდება, მაგრამ მაინც სასჯელად უნდა ჩაითვალოს. ზემოხსენებული კანონების განსხვავება წინამდებარე კანონთან კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იქ განსაზღვრულია წელიწადის დრო, როცა კრებები უნდა შედგეს: პირველი – გაზაფხულზე, მეორე – შემოდგომაზე; აქ კი, ქალკედონის კრების მამები მირროპოლიტს აკუთვნებენ როგორც ადგილის, ასევე დროის შერჩევის უფლებას. „ყოველივე ამის საფუძველზე, – შენიშნავს ვან ესპენი, – შეიძლება დავასკვნათ, რომ მიტროპოლიტების ძალაუფლება წინანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა“.3 ეს განწესებანი, სამიტროპოლიტო ან ეპარქიალური კრებების მოწვევის შესახებ, როგორც ჩვენ კიდევ ვიხილავთ, გამეორებულ იქნა, (თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით) ადგილობრივის გარდა, ტრულისა და VII მსოფლიო კრებებზე.

შენიშვნები:

1. დაწვრილებით ამ კრებების შესახებ იხ. 201580, 0I6 51იიძიი სიძ ძ!ი Lი15ლ0ი81- რ#იიზი, 5. 57 და სხვ.

2. თუ რას აღნიშნავს სიტყვა „ეპარქია“ კანონებში, ამის შესახებ იხ. II მსოფლ. კრების მე-2 კანონის განმარტებაში.

3. დასახ. თხზ., ს. 249.

PDF გვ. 358 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 20

გარკვეულ ეკლესიას მიკუთვნებულ კლერიკოსებს, როგორც უკვე დავადგინეთ, არა აქვთ სხვა ქალაქის ეკლესიაში დაწესების უფლება; ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ იქ მსახურებით, სადაც თავიდანვე გახდნენ ამის ღირსნი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ვინმე თავის სამშობლოს დაკარგავს და იძულებით გადავა სხვა ეკლესიაში. თუ ეპისკოპოსმა ამ დადგენილების შემდეგ სხვა ეპისკოპოსის კლერიკოსი მიიღოს, ჩვენი განჩინების თანახმად ორივე განიკვეთოს ეკლესიასთან ერთობიდან, შეწყნარებულიცა და შემწყნარებელიც, სანამ კლერიკოსი თავის ეკლესიას არ დაუბრუნდება.

(მოც. 15; | მსოფლ. 15, 16; IV მსოფლ. 5, 10, 23; ტრულ. 17, 18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15, 16; კართ. 54, 90). ეს კანონი განაჩინებს, რომ კლერიკოსმა არ უნდა გაბედოს თავისი ეკლესიის მიტოვება, სადაც მსახურებისათვის არის განწესებული და სხვა ეკლესიაში არ გადავიდეს, თუ მას გარემოება არ აიძულებს. ეს გარემოება კი, კერძოდ, შემდეგია: თუ სამთავრო, სადაც მისი ეკლესია მდებარეობს, მტრის მიერ იქნა დაპყრობილი, იგი შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებული ხდება თავისი ეკლესია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს. კლერიკოსი, რომელიც ამ განჩინებას დაარღვევს, საეკლესიო ერთობიდან განკანონებით (განყენებით) ისჯება, ანუ – უმაღლესი სასჯელით, რაც ღვგთისმსახურთათვის არის დაწესებული (6X%0VV/თ.VIთ) და, არა მხ-: ოლოდ თვითონ, არამედ მისი მიმღები ეპისკოპოსიც. ამასთან, ეს სასჯელი ორივესათვის გრძელდება იმ დრომდე, ვიდრე კლერიკოსი თავის მსახურების ადგილს არ დაუბრუნდება, ან რწმუნებული ეპისკოპოსი არ დათანხმდება „გადასული“ კლერიკოსის გაშვებას. !

მე-3 და მე-4 კანონების მსგავსად, ეს კანონიც იმპერატორ მარკიანეს წინადადებით არის მიღებული, ხოლო რაოდენ კეთილშობილური განზრახვით შესთავაზა მან ეს კრებას, რაოდენ მაღლა აყენებდა ის ეპისკოპოსთა კრების ავტორიტეტს, დაბოლოს, როგორ თვლიდა ის კრებას ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოდ საეკლესიო საქმეების გადაწყვეტაში, – ყველაფერი ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ.' იმის შესახებ, რომ კლერიკოსები თავიანთ ეკლესიებში უნდა დარჩნენ, არ გადავიდნენ მსახურებისათვის სხვა ეკლესიებში, ანდა, ერთდროულად ორი ეკლესიის დასში არ ირიცხებოდნენ, კრებამ უკვე მიიღო ორი კანონი: მე-5 და მე-10, რასაც ხაზს უსვამს შემდეგი სიტყვები: „როგორც უკვე დავადგინეთ“ («თ08თX M5უ თი!CოVIII6V). მამები პატივს მიაგებენ იმპერატორის წინადადებას და ამჯერად კიდევ ერთხელ იხსენიებენ გამოცემულ განწესებებს და აკანონებენ შემოთავაზებულ წინადადებას იგივე გამონათქვამებით, როგორც ეს იმპერატორის განკარგულებით ვერონიკიანემ წაიკითხა მე-6 სხდომაზე.? ამ წინადადების დასაკანონებლად მამები შეიძლება აღეძრა: 1) პატივისცემას მისი შემომტანის მიმართ, რამეთუ ამ წინადადებით მისმა შემომტანმა ეკლესიისადმი თავისი სიყვარული და მასზე მზრუნველობა გამოამჟღავნა; 2) იმას, რომ ამით რამდენადმე ხდებოდა იმ ძველ განწესებათა შევსება, რომლებსაც მე-5 და მე-10 კანონები შეიცავდნენ. მე-5 კანონი საერთო ხასიათისაა და კრძალავს ეპისკოპოსის ან კლერიკოსის თვითნებურად გადასვლას ერთი ეკლესიიდან მეორეში; მე-10 კანონი მხოლოდ იმ კლერიკოსებზე საუბრობს, რომლებიც პატივმოყვარეობის გამო გადადიან სხვა ეკლესიაში, ეს კი ყოველგვარ გადასვლას კრძალავს ერთი ეკლესიიდან მეორეში, გამონაკლისს მხოლოდ ისეთი შემთხვევები წარმოადგენენ, როცა ის იძულებულია გააკეთოს ეს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ასეთი შინაარსიდან გამომდინარე, ეს კანონი შეიძლება ჩაითვალოს ამ კრების მე-5 და მე-10 კანონების დამატებად და ასევე მოციქულთა მე-14, მე-15 და | მსოფლიო კრების მე-16 კანონების გამეორებად. ამ კანონის განწესება შემდგომში გამეორებულ იქნა ტრულის კრების მიერ (მე-18 კან.). რაც შეეხება საკითხს, რა პირობით შეეძლო ეპისკოპოსს მიეღო უცხო ეპარქიის კლერიკოსი, წყდება ტრულის კრების მე-17 კანონით, სადაც საუბარია „განსატევებელ ეპისტოლეზე“ (6X02ას+LM0V(#0თოC600. შენიშვნები:

1. გვ. 335. II8»ძს!ი!, II, 448.

2. ხელმწიფის წინადადების ტექსტი, რომელიც წაიკითხა ვერონიკიანემ, დაცულია LIIგIძიI (II, 448)-თან, გარდა მამების შემდეგი სიტყვებისა. MთმთX წის რისითსწV, და შეცვლილია, აგრეთვე, ზოგიერთი სიტყვა: „ხა“ შეცვლილია სიტყვით »„ნMIხიC“, „I6V600თL"“ – სიტყვით თVთI" და „რიით+0ლ“ - სიტყვით „M6LCCI66“; ისინი აქ იგივეს აღნიშნავს, რასაც #4თ.Cიო, II, 266-ში.

PDF გვ. 360

კანონი 21

სასულიერო პირთა, ან ერისკაცთაგან, რომლებიც ეპისკოპოსებს ან მღვდლებს უჩივიან, არ უნდა იყოს საჩივარი მარტივად და გამოუძიებლად მიღებული, არამედ წინასწარ მოხდეს მომჩივან პირთა შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა. (მოც. 74; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 9; კართ. 8, 11, 12, 13, 30, 128, 129). ეს კანონი ამტკიცებს II მსოფლიო კრების მე-6 კანონის განწესებას იმის შესახებ, რომ სანამ მიიღებდნენ საჩივარს სასულიერო პირის ან ერისკაცისგან ეპისკოპოსის, ანდა, მღვდლის წინააღმდეგ, მანამდე თავად მომჩივანის პიროვნება უნდა იქნეს გამოკვლეული: როგორია მის შესახებ საზოგადოებრივი აზრი, წმინდაა თუ არა მისი ის განზრახვა, რამაც საჩივრის შესატანად აღძრა. ომ პირთა შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ეპისკოპოსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანონ, ასევე სასამართლო ინსტანციების შესახებ, რომელთაც ასეთი საჩივრების განხილვის უფლება აქგთ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ II მსოფლიო კრების მე-6 კანონის განმარტებაში.

PDF გვ. 361 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 22

სასულიერო პირებს ეკრძალებათ თავიანთი ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ მისი კუთვნილი ნივთების მითვისება, როგორც ეს აკრძალულია ძველი კანონებითაც;' ამის ჩამდენი, თავის თავს ხარისხიდან განკვეთის საშიშროების წინაშე აყენებს. (მოც. 40; ტრულ. 35; ანტიოქ. 24; კართ. 22, 26, 81).

ბერძნულად კანონი ასე გამოითქმის: M8 6660 I0ოის-CC II66 06V0II0V +100 (6(0ს 6XI6X6Xის, 01თ00X6116LIV LX6 8IღCთ600VIთ თხXს/ X06C/IIთIთ, Xთ0CთC XთL X0IC XC0თ.II86VCსთLV ფწჯიუ)ტინს?!თ! შუ +00C +0010 X0I0სVIღXC, MV6სV606LV X6ინ <0%C (6(0CსC ჩ0ოI0II00C, ამ ტექსტს ზუსტად შეესაბამება ბევერგიასთან, როგორც ტექსტი, ასევე მისი თარგმანიც. 1862 წლის რუსულ სინოდალურ გამოცემაში სხვაგვარად გამოითქმის: ნაცვლად „X000% XCთL+0IC #თC0თI-II8#VისCLV 6ჯოე6ი06ს+თI“ დგას „Xთ0CC XთL LCIC X6XCI XV6CLV CXCI/60წს+XთL" და გადათარგმნილია შემდეგნაირად: „როგორც ეს აკრძალულია ძველი კახოხებითაც“ (მოც. მე-40).3 იოანე ანტიოქიელის „კანონთა კრებულში“ იგივეა, რაც რუსულ სინოდალურ გამოცემაში.“ დიონისეს ეს ადგილი გადათარგმნილი აქვს შემდეგნაირად: „510სს 8ი0110VI15 0V0ძV6 05ხ ლ8იიიIხV5 C00511Lსხს»ი“წ მსგავსადვე – ისიდორესაც: »510სს 181ი 0L8მ600ძცის)ხს5 X6წ9VI15 5§(8ხსსსIი ჩმხისსL“-ა ჟიუსტელის გამოცემულ ეგრეთ წოდებულ C0ძ08X ლმ8იი0ის#ი 6CC105180 IიIV0IL580-ის კოდექსში? და ეგრეთ წოდებულ LIXI808-–ის კოდექსში,9 ეს ადგილი ისევე გამოითქმის, როგორც დიონისესთან.

პირველი ტექსტი ზონარამაც შეიწყნარა და ბალსამონმაც, ამასთან, კანონის აზრს ისინი შემდეგნაირად განმარტავენ: „წინამდებარე კანონი უკრძალავს კლერიკოსებს მიითვისონ ეპისკოპოსის კუთვნილი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ. კანონის სიტყვები (I#8#% §38XI06IXC80 XI I016M»00IIIMIMს 0906“) „როგორც ეს ეკრძალება იმ პირს, ვინც ეს ქონება უნდა ჩაიბაროს“, უნდა მოვიაზროთ ტრულის კრების 35-ე კანონთან შესაბამისობაში. ეს უკანასკნელი მირტროპოლიტსაც, რომელსაც გარდაცვლილი ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა, უკრძალავს საეკლესიო ნივთებიდან, ან ეპისკოპოსის საკუთრებიდან რაიმეს მითვისებას და უბრძანებს მღვდელმსახურებს, თუ ასეთები საეპისკოპოსოში არიან, დაიცვან ეს ქონება სხვა ეპისკოპოსის დადგინებამდე. ხოლო თუ სამღვდელო დასი არ არის, მაშინ კანონი ქონების შენახვას მიტროპოლიტს ავალებს, რათა მან ხელშეუხებლად გადასცეს ის იმ ეპისკოპოსს, ვინც გარდაცვლილის ადგილზე იქნება ხელთდასხმული“.9 ჩვენს სერბულ თარგმანში, როგორც უკვე ითქვა, მივყვებით ათენის სინტაგმის ტექსტს. თუმცაღა, ამასთან, ვაცხადებთ, რომ სრულად ვიზიარებთ ბეგერეგიას აზრსაც, რომელიც უფრო შესაფერისად და გასაგებად მიიჩნევს იმ ტექსტს, სადაც ნაცვლად „როგორც ეს ეკრძალებათ იმათ, რომლებიც მას (ანუ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ ნიგთებს) იღებენ“ C,%89X% C16 80CII0600690 M +X6Mონ, #0100X%I6 IX% (X, 6. 00788IVI9ლ089 1100I6 CM6C0IML 6IIIICXCIXI89 86III) 1I0XV98I0I69, – წერია რუსული სინოდალური თარგმანის შესაბამისად: „როგორც ეს აკრძალულია ძველი კანონებითაც“ C,#8%X C16 80000600680 # #0681XLM% 0 088M7IL8M-V"). მით უმეტეს, რომ ნამდვილად არის სახეზე ასეთი ძველი კანონები, რომლებიც განაწესებენ: „არავინ ახლოს ხელი ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მის პირად საკუთრებას“. ესენია: მოციქულთა მე-40 და ანტიოქიის 29-ე კანონები.!!

თუმცაღა, არც პირველ და არც მეორე ტექსტში აზრი არ იკარგება და არსებითად ერთი და იგივე რჩება. ქალკედონელი მამები აღიარებენ ძველ საეკლესიო ნორმას, რომლის თანახმადაც „ეპისკოპოსს უფლება აქვს იქონიოს პირადი ქონება და საკუთარი ნებისამებრ განკარგოს, რადგან მას შეიძლება ჰყავდეს ცოლი და შვილები, ან ნათესავები, ან მონები“ – როგორც ეს ნათქვამია მოხსენიებულ მოციქულთა მე-40 კანონში – და ყველა ჩამოთვლილ პირს ეპისკოპოსის ქონებაზე უფლება ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, დატოვებს იგი თავის შემდეგ წერილობით ანდერძს თუ არა; მთავარია, არსებობდეს აღწერილობა – რა შეადგენს მის კერძო საკუთრებას და რა – საეკლესიოს. „რადგან, – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – თუ ეს არ გაუკეთებია (აღწერა არ დაუტოვებია), მაშინ მთელი მისი ქონება ეკლესიას ეკუთვნის. ხოლო თუ აღწერა არსებობს, როგორც ითქვა და, ეპისკოპოსი გარდაიცვლება ისე, რომ ანდერძი არ შეუდგენია, ვფიქრობ, მის მემკვიდრეებად, კანონით, მისი ნათესავები უნდა გამოცხადდნენ და ანდერძის გარეშე იქნენ მოწვეულნი მემკვიდრეობის მისაღებად“.!? როცა ეპისკოპოსს მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავები არ აღმოაჩნდება, ასეთ შემთხვევაში პირადი ქონება მისი საეპისკოპოსო კათედრის მემკვიდრის ხელში გადადის. ამ ქონების განმგებლობა კი, ახალი ეპისკოპოსის დადგინებამდე, სამღვდელო დასსა და რწმუნებულ ეპისკოპოსს ევალებათ. დასი, რომელიც ქონების შენახვისა და მისი კეთილსინდისიერი განმგებლობის ნაცვლად, თავს უფლებას მისცემდა განეკარგა იგი საკუთარი შეხედულებისამებრ, ან ერთმანეთში დაენაწილებინათ, ასევე, თუ მიტროპოლიტი აღნიშნულ ქონებას მიითვისებდა, კანონის თანახმად ხარისხიდან განკვეთას ექვემდებარებოდა, რაც შემდგომში ტრულის კრებამაც (35-ე კან.) გაიმეორა.

ფენიშმნები:

· მოც. მე-40 კან. დდდათთთალნა- . 00V0X0611, X». 5IV6 1·8იძიიLეი, I, 138, · გვ. 92. შდრ. 1843 წ. გამოც., გვ. 56.

. Vი0111 იL III5LCIII, 8IხI!ი+ჩ. 1VIII5 იგი., II, 515.

. 1I8»ძV1»ი1I, II, 609. /II0IIMCCIM # 0IL>8, ჰVIII5 0001. წ». ხ15L. 6 თიისი. I, 530 (5ძL». დ.

#4X00%L. 8), 823X 3008», დასახ. თხზ., 250.

თ ლ . 1I8ოძსIიI, II, 610. შდრ. #MIთ50ხ1V05, ე)00»ი(210§ ხ56ს0ძი151ძი=3ი30, ი. 287.

.· VიიII! ი MX05LCI11, 1ს)Iხ11ისს., I, 66.

.· იქვე. . 299 – 300.

· ამ კანონზე ზონარასა და ბალსამონის განმარტებები: #დ. CM8X»., II, 268, 269.

10. 0იVტLი6იII, X. 5IVC ხგიძიისვი, II, ტ0%ი0L. 10 ხ. C., ი. 122.

11. ს» M01#0-§ შენიშგნას, რომლის საფუძველზეც II06I90I0, გოთ #82200015 ძვივXI(6- ხ25), IICი6V5 (C09CI116ი -050ჩ10ხLი, II, 524) თვლის, რომ უაზრო „»თიძ).0CIჩ60V0სCIV“- ის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს „10% ჯ#ი02.თჩისთIV“, ანუ „10 890:6>0”ხV5“, „ჰმია 0X105 6ძI:L15 გი0ი»ი1ხ9ს5“, –- მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, ჰოლტეს რომ მიეთითებინა თუნდაც ერთი ხელნაწერი, სადაც იქნებოდა ის, რასაც თვითონ ამბობს; ხოლო რადგან მან ეს არ გააკეთა, ამიტომ მისი შენიშვნა ვერ იძენს საყურადღებო მნიშვნელობას, მით უფრო, რომ „»თიძ2.თCI86VისთIV“, ზონარასა და ბალსამონის განმარტებებში არცთუ ისე უაზროა, როგორც ეს მას და მასთან ერთად ვან ესპენს (დასახ. თხზ., X. 250) ეჩვენებათ. 12. 4თ. CM>8X., II, 269.

PDF გვ. 362 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 23

წმინდა კრების ყურამდე მოაღწია, რომ ზოგიერთი კლერიკოსი და მონოზონი, თავისი ეპისკოპოსის დავალების გარეშე, ზოგი კი მის მიერ ზიარებისაგან განყენებულიც, მიდის სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლში და იქ დიდხანს ცხოვრობს, თესავს შფოთს, არღვევს ეკლესიის სიმშვიდეს და ზოგიერთი პირის სახლეულობასაც კი აწუხებს. ამის გამო წმინდა კრებამ განაჩინა: თავდაპირველად წმინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეკდიკმა შეახსენოს ასეთ სასულიერო პირს კანონი და მოსთხოვოს მას სამეფო ქალაქიდან წასვლა, ხოლო თუ ეყო უსირცხვილობა და არ დამორჩილდა, მაშინ იმავე ეკდიკის მიერ, ძალით იქნეს გაძევებული და თავის ადგილზე დაბრუნებული. (მოც. 15; | მსოფლ. 15, 16, IV მსოფლ. 5, 10, 20; ტრულ. 17, 18; ანტიოქ. 3, 11; სარდიკ. 7, 8, 9, 15, 116; კართ. 54, 75, 97). ამ კრების საქმეებში ნახსენებია უწესრიგობანი, რომლებსაც ცალკეული კლერიკოსები ან მონოზვნები აწყობდნენ. ისინი მრევლს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ აჯანყებდნენ და ამით საზოგადოების სიმშვიდეს არღვევდნენ. ქალკედონელმა მამებმა უწესრიგობათა აღმოსაფხვრელად ეს კანონი მიიღეს. იგი თავისი შინაარსით უფრო ფართო მნიშვნელობისაა; მიჰყვება რა დადგენილ ნორმას, რომ თითოგულმა თავის ადგილზე უნდა იღვაწოს და დავალებული საქმე აკეთოს, ამასთან განაწესებს: არც ერთმა კლერიკოსმა ან მონოზონმა თავისი მსახურების ადგილი არ უნდა უგულებელყოს და ეპისკოპოსის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე სხვა ქალაქში არ გადავიდეს. თუ ეს მოხდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას წესრიგისაკენ უნდა მოუწოდოს და უკან დაბრუნება ურჩიოს; ხოლო თუკი ამას ყურად არ იღებს, მაშინ ხელისუფლებამ იგი უნდა აიძულოს. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ კრების მე-20 კანონის განწესება, რომლის თანახმადაც თავისი ეპისკოპოსის გარეშე მსახურების ადგილის დამტოვებელი კლერიკოსები, უზიარებლობით ისჯებიან. ასევე, ის ეპისკოპოსებიც, რომლებიც ასეთ კლერიკოსებს თავიანთ სამთავროებში მსახურების უფლებას მისცემენ.

კანონი იხსენიებს ეკლესიის ეკდიკებს – მათ მოვალეობაში წესრიგის აღდგენა შედიოდა. ეკდიკი (§«58VCX, 00”0ი50L, თანამოსაჯულე, 000#069XV8CXV9 0086008M#, ნაფიცი ვექილი, #4იV01L) – ეს არის სამოქალაქო სასამართლოზე ერთ-ერთი მოდავე მხარის დამცველი და, სამოქალაქო დამოკიდებულებით, ოფიციალური პირი. როცა საეკლესიო საქმეები მომრაგლდა და ეკლესიას დასჭირდა თავისი უფლებების, – როგორც იურიდიული პირის, – ან მისი მფარველობის მაძიებელ პირთა დაცვა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეკლესიას მიენიჭა 10X18 85V11 (თავშესაფრის უფლება, II0888 V60-MXVIL8) და ამის გამო საერო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში შესვლა მოუხდა, მაშინვე გამოთხოვილ იქნა ამ უკანასკნელისაგან განსაკუთრებული მოხელეების ოფიციალური აღიარება, რომლებსაც სამოქალაქო სასამართლოს წინაშე უნდა დაეცვათ მღვდელმსახურები და ეკლესიის მფარველობის ქვეშ მყოფი პირები, იმ მოხელეების მსგავსად, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს (6%8LX0I (CV X02.6CთCV), ეს ეკლესიას იმიტომ დასჭირდა, რომ ეპისკოპოსებს ყოველთვის არ შეეძლოთ აღნიშნული უფლებების დამცველად წარმომდგარიყვნენ და თავად გამოსულიყვნენ სასამართლოს წინაშე; იყო მეორე მხარეც – ეკლესიას საკუთარი უფლებების დაცვაც ესაჭიროებოდა, რადგან მის მიმართაც ჰქონდა ადგილი უკანონო ქმედებებს სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამ მოხელეებს ეწოდებოდათ ეკლესიის ეკდიკები (§X«XიCთ6X6LX0L, X60X08X0I6 3800 ონი, საეკლესიო დამცველები, 9ძ01005010§8 6CC105185%1C1). პირველად ისინი დააწესეს V ასწლეულში, როცა 401 წლის კართაგენის კრებამ, დაჩაგრულთა დაცვის მიზნით, რომლებიც ეკლესიას გამუდმებით მიმართავდნენ თავიანთი საჩივრებით, ერთ-ერთ კანონში იმპერატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრა იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსის ზედამხედველობით არჩეული და დაწესებული ყოფილიყვნენ ოფიციალური საეკლესიო დამცველები.! იქიდან დაწყებული, ეკდიკს ჩვენ ვხვდებით თითოეულ ეპისკოპოსთან; პატრიარქს კი რამდენიმე ჰყავდა, თანაც პირველს, მათ შორის, პროტეკდიკი (#00X6X6IXCC) ეწოდებოდა. ბალსამონის სიტყვებით, პროტეკდიკი მას მაშინაც ეწოდებოდა, როცა ეპისკოპოსთან მარტო მსახურობდა.? | ეკდიკის მსახურება ბალსამონის სპეციალურ ნაშრომშია ასახული M6C).6C1 76ი0LV LსV 800 ტდდIXICაV 206 Xთი+X0დ07ოVX0C XთI <0ს #ითX6X60X0ს (#00X000889M6 0 X8ა/X ჟ07%80089X: X80X00MX8X08 X I 0-0X9%MMX8, ორი თანამდებობის, ქარტოფილაქსისა და პროტეკდიკის გამოკვლევის შესახებ).3 საერთოდ, ეს მსახურება იმაში მდგომარეობდა, რომ ეკდიკი ვალდებული იყო სამოქალაქო სასამართლოს წინაშე დაეცვა საეკლესიო ქონება და ის პირები, რომლებიც ეკლესიის მფარველობის ქვეშ იყვნენ.3 არსებითად კი, იგივე იყო, რაც თანამედროვე კონსისტორული დამცველის მსახურებაა. წინამდებარე კანონის თანახმად, მის მოვალეობაში ასევე შედიოდა უადგილო და უცხო კლერიკოსებზე ზრუნვა ერთ რომელიმე ქალაქში, მათი დაყოლიება, ანდა, თუ სიჯიუტეს გამოიჩენდნენ, ძალის გამოყენება, რათა დაეტოვებინათ ეს ქალაქი და მსახურების ადგილს დაბრუნებოდნენ. შენიშვნები: 1. 75-ე კან. შდრ. ჩემი თხზ. CიძიX ი8ი0იV0MI 6C0169180 ტწ1ივი8ი, ი, 35 და შემდგ. 45. 2. კართ. 75-ე კანონის განმარტება: #ტCთ. CM8X., III, 495. 3. ტდ. C=9X., IV, 530 - 541. შდრ. L96სიი18VII, ჰV8. წ§I.-”ი., I, 453 და შემდგ.

_ეაეაეა–_..

იაა უთ თთით_

PDF გვ. 364 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 24

ეპისკოპოსის ნებით ერთხელ ნაკურთხი მონასტერი, სამუდამოდ მონასტრად დარჩეს; მისი კუთვნილი ქონება დაცულ იქნეს და მომავალში არასდროს გადაკეთდეს ერისკაცთა საცხოვრებლად, ხოლო ვინც ამას დაუშვებს, კანონის შესაბამის სასჯელს დაექვემდებაროს. (IV მსოფლ. 4; ტრულ. 49; VII მსოფლ. 13, 17; ორგზ. 1; კირილე ალექს. 2). ამ კრების საქმიანობიდან ჩანს, რომ ბევრი მონოზონი საეკლესიო ხელისუფლების ნებადაურთველად იშენებდა თავისთვის მონასტერს, ჩვენთვის კი უკვე ცნობილია თუ როგორი არეულობა შეჰქონდა ამგვარ ქმედებას ეკლესიაში. ამიტომ, საბოლოოდ, სამოქალაქო ხელისუფლებაც იძულებული გახდა ხმა აემაღლებინა ასეთი არეულობის მოსასპობად. იმპერატორ მარკიანეს წინადადებით IV მსოფლიო კრებამ გამოსცა სპეციალური (მე-4) კანონი, რომელიც ეპისკოპოსებისაგან მოითხოვდა მონასტრებისათვის მკაცრი ზედამხედველობის გაწევას და, ამასთანავე, კრძალავდა მონასტრების მშენებლობას მათი კურთხევის გარეშე. „თუკი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე – წერს ზონარა – აშენდება მონასტერი, თუ მისი ლოცვა მშენებლობას წინ არ უძღვის და ამით არ ხდება მყარი საფუძვლის დადება, მაშინ ასეთი მონასტერი მონასტრად არც უნდა ჩაითვალოს“.! მაშასადამე, მონასტრად, კანონის თანახმად, იწოდება ნაგებობა ან ნაგებობანი, რომელიც ეპისკოპოსის მიერ არის ნაკურთხი, ანუ – ეპისკოპოსის ლოცვებით ღვთისადმი არის შეწირული. სხვა სიტყვებით, რომლის აგებაზეც ეპისკოპოსმა თავისი კურთხევა გასცა. დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია წმინდა მოციქულთა ტაძარში გამართული კრების 1 კანონში.”

ასეთ მონასტერს მოიხსენიებენ ქალკედონის კრების მამები წინამდებარე კანონში და, ადგენენ, რომ ისინი ყოველთვის მონასტრებად უნდა დარჩნენ, არავინ გადააქციოს ერისკაცთა საცხოვრებლად და არც მონასტრის ქონება იქნეს სხვა მიზნებისათგის გამოყენებული. ე. ი. კრძალავს მონასტრისა და მონასტრის ქონების სეკულარიზაციას.“ ეს კანონი, დროთა განმავლობაში წამოჭრილი არეულობების გამო, სიტყვასიტყვით იქნა გამეორებული ტრულისა (49 კან.) და VII მსოფლიო კრებების მიერ. ეს უკანასკნელი, თავისი მე-13 კანონით გმობს იმ პირს, ვინც მონასტერსა და სამონასტრო ქონებას საეროდ აქცევს და განაჩინებს, რომ ასეთი პირები, თუ ისინი კლერიკოსები არიან, განიკვეთონ; ხოლო თუ მონოზვნები ან ერისკაცები – ზიარებიდან განკანონდნენ. სწორედ, ამ აზრით უნდა იყოს გაგებული კანონის დასკვნითი სიტყვა, რომ დამნაშავე „კანონისმიერ სასჯელს დაექვემდებაროს“.?

სიმკაცრე, რითაც საეკლესიო კანონმდებლობა მონასტრებისა და სამონასტრო ქონების სეკულარიზაციას კრძალავს, ასახულია როგორც ამ, ასევე, განსაკუთრებით, VII მსოფლიო კრების მე-13 კანონში. თუმცაღა, XII საუკუნეში, აღმოსავლეთში, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხედულებასაც ვხვდებით: ბალსამონი, როცა ამ სიმკაცრის დამცველთ პასუხობს, გამოთქვამს აზრს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სეკულარიზაცია დასაშვებია.3 ჩვენ მიგვაჩნია, რომ როგორც ეს კანონი, ასევე მსგავსი სხვა კანონები უნდა მოვიაზროთ არა აბსოლუტურად, თითქოს მონასტრები და სამონასტრო ქონება არავითარი სახით არასდროს და არანაირ სხვა მიზნისათვის არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ – პირობითად. მონასტრები და სამონასტრო ქონება, რა თქმა უნდა, არასდროს შეიძლება იყოს ჩამორთმეული ეკლესიისათვის და კერძო საკუთრებაში გადაცემული, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა მონასტერსა და მის ქონებას, დროისა და ადგილის გათვალისწინებით, შეუძლია ეკლესიისათვის მეტი სარგებლობის მოტანა იმ შემთხვევაში, თუ ის აღმხრდელობით დაწესებულებად იქცევა, სადაც მაგალითად გაიზრდებოდნენ კარგი მღვდლები, მასწავლებლები, სახვითი ხელოვნების მუშაკებიც კი და სხვ., და ასეთი დაწესებულება იქნებოდა უშუალოდ საეკლესიო ხელისუფლების ზედამხედველობისა და მმართველობის ქვეშ, მიგვაჩნია, რომ ეს არ შეიძლება ვინმესგან დაიგმოს და, მით უფრო, არც ეს და არც სხვა კანონები, მონასტრების მსგავს გრდაქმნაზე, არაფერს ამბობენ და ასეთ გადახალისებას არ განიკითხავენ. ისინი გმობენ მხოლოდ მონასტრების ერისკაცთა დასამკვიდრებლად გადაკეთებას («თCIIIX6 «თLCVCVII, 880ს18X18 ხ89ხ1(8CV18), ანუ, მონასტრების საეკლესიო ხელისუფლების კონტროლიდან გამოყვანას, მათთვის საეკლესიო ხასიათის დაკარგვას, გადაკეთებას ერისკაცთა სახლებად, სადაც თავდაპირველი სიწმინდეები შეიძლება შებღალულიყო ურჯულოთა ხელში გადასვლით ან შენობის უზნეო მიზნებისათვის გამოყენებით. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა მონასტერი შეიძლებოდა გამოეყენებინათ დასახელებული ჰუმანური მიზნებისათვის, არამედ ზოგიერთი მათგანი, რომლებიც ადგილის, დროისა და ერის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლებოდა გამოეყენებინათ საეკლესიო საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლოდ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ იგი მხოლოდ მონოზონთა სამყოფელად დარჩებოდა. რამდენადაც წმინდაა ქრისტიანული თვალსაზრისით მონასტრის მიზანი, იმდენადვე წმინდაა იმ აღმზრდელის მიზანი, რომელიც თავის აღსაზრდელს ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდის და თვითონაც ეკლესიის მიერ მართული დაწესებულების მუშაკია. ამიტომ, რომელიმე მონასტრის სეკულარიზაცია, ჩვენებური მიდგომით, ერთიან ქრისტიანულ საქმეს ზიანს არ მიაყენებს, არამედ ერთი მიზნის ნაცვლად მიღწეული იქნებოდა მეორე, ისეთივე წმინდა, როგორიც პირველი, თუმცაღა, უფლება მონასტრის ამგვარად გარდაქმნისა აღმზრდელობით დაწესებულებად, მთლიანად ეკლესიას უნდა ეკუთვნოდეს და სხვა არავის. ფენიშვნები: 1. ამ კანონის განმარტება: #თ. C#98ო., 1I, 272. 2. ბალსამონის განმარტება ამ კანონზე: #დ. CX87X,, 1L, 273, 3. იქვე.

· ევ გა კონსტანტინოპოლში გაიმართა და სხვაგვარად ორგზის წმინდა მსოფლიო კრებად იწოდება.

+“ სეკულარიზაცია – საეკლესიო ქონების საერო სარგებლობაში გადაცემა.

PDF გვ. 366 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 25

რადგანაც ზოგიერთი მიტროპოლიტი, როგორც შევიტყვეთ, უგულებელყოფს მასზე მინდობილ სამწყსოს ინტერესებს და აჭიანურებს ეპისკოპოსის დადგინებას, ამიტომ წმინდა კრებამ განაწესა: ეპისკოპოსის ხელთდასხმა უნდა მოხდეს სამი თვის განმავლობაში, თუ გარდაუვალი საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის გაგრძელებას. ვინც ასე არ მოიქცევა, საეკლესიო ეპიტიმიით დაისჯება. გარდა ამისა, დაქვრივებული ეკლესიის შემოსავალი ხელშეუხებლად იქნეს დაცული ეკონომოსის მიერ.

(მოც. 58; ტრულ. 19, 35; სარდიკ. 11, 12; კართ. 17, 121, 123; ორგზ. 17). ეპისკოპოსის დადგინება, დაქვრივებული, სასიძოდაკარგული ეპარქიისათვის, კანონის თანახმად, მირროპოლიტს ეკისრება; ის ვალდებული იყო სპეციალური ეპისტოლეებით (იხ. ანტიოქ. მე-19 კან.) მოეწვია კრებაზე მიტროპოლიის ეპისკოპოსები. ეპისკოპოსის გამორჩევისათვის მიტროპოლიტი თავად ამტკიცებდა გამორჩევის აქტს და აღასრულებდა ქიროტონიას (იხ. | მსოფლ. მე-4). ამ კანონიდან ჩანს, რომ ქალკედონის კრების მამებისათვის ცნობილი გახდა ზოგიერთი მიტროპოლიტის მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა; მაგალითად, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ტოვებდნენ დაქვრივებულ ეპარქიას ეპისკოპოსის გარეშე (ერთ-ერთი კომენტატორის სიტყვებით, ისინი ამას განზრახ აკეთებდნენ, შესაძლოა დიდი რაოდენობის თანხის ასაღებად!). და აი, მსგაგსი დაუდევრობის თავიდან ასაცილებლად, მამები განაწესებენ: სამ თვეზე მეტხანს ეპარქია არ უნდა დარჩეს დაქვრივებული, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვეგისა, როცა საპატიო მიზეზის საფუძველზე, შენაცვლება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება და არჩევა უნდა გადაიდოს, „რადგან, შეიძლება, – შენიშნავს ბალსამონი თავის განმარტებაში, – რომ უეპისკოპოსოდ დარჩენილი დაქვრივებული ქალაქი წარმართებმა დაიპყრონ და ვერავინ შეძლოს იქ მისვლა“.? ამგვარად, კრების მამებს პოლიტიკური ხასიათის მიზეზი აქვთ მხედველობაში, როცა დასაშვებად მიაჩნიათ ეპისკოპოსის ქიროტონირება სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგაც-.3– სამთვიანი ვადა კი ეპისკოპოსის გარდაცვალების დღიდან უნდა ჩაითვალოს და, მაშასადამე, მირროპოლიტი ვალდებული იყო ამ ვადაში მოეწვია კრება ეპისკოპოსის დადგინებისათვის და ჩაეტარებინა როგორც გამორჩევა, ასევე გამორჩეულის ქიროტონირებაც.

ამ განწესებას კრებამ დაურთო, რომ მიტროპოლიტი, რომელიც ასე არ მოიქცევა, საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება (0X0X61000თ! 6C2CთოთIთVCXVCC% 6XLLIII0L). კითხვაზე თუ როგორი ეპიტიმია უნდა იყოს ეს, ბალსამონი პასუხობს: „ვფიქრობ, ისეთი, როგორსაც კრება დაადგენს“,“ და ეს საუკეთესო პასუხია, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს. ამიტომ იგი კანონს, როგორც ასეთს, განმარტებაში არ ეყრდნობა; მსგავსადვე, ამავე კრების 24-ე კანონისა, სადაც ასევე ნათქვამია მხოლოდ „საეკლესიო სასჯელის“ შესახებ, მაგრამ, ამასთან, იგულისხმება ყველა მძიმე სასწელი, როგორიცაა – განკვეთა და უზიარებლობა. კანონი, გარდა ამისა, განაწესებს, რომ ახალი ეპისკოპოსის გამორჩევამდე, დაქვრივებული ეპარქიის ქონება ეკონომოსმა განაგოს და ეცადოს მისი სიმრთელე და უვნებლობა შეინარჩუნოს, რათა ახალი ეპისკოპოსის დადგინებისას მთელი ქონება სრულად გადასცეს. ეს განწესება კავშირშია ამავე კრების 22-ე კანონის განწესებასთან, სადაც კლერიკოსებს ეკრძალებათ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების მითვისება. თუმცა, როგორც დასახელებული კანონის განმარტებაში ვნახეთ, იყო შემთხვევები, როდესაც მიტროპოლიტებიც კი თავს უფლებას აძლევდნენ დაქვრივებული ეპარქიის ქონება მიეთვისებინათ. იმისათვის, რომ აღეკვეთათ მსგავსი ბოროტმოქმედება ქონებასთან მიმართებით, როგორც კლერიკოსთა, ასევე მიტროპოლიტთა მხრიდან, ქალკედონელმა მამებმა გამოსცეს განწესება, რომლის თანახმადაც, სანამ საეპისკოპოსო კათედრა ვაკანტური იქნება, მთელი ამ დროის განმავლობაში, – იქნება ეს ჩვეულებრივი, სამთვიანი ვადა თუ მოიცავს უფრო ხანგრძლივ პერიოდს, ან რაიმე საგანგებო მოვლენის შემთხვევაში, - ქვრივი ეპარქიის ქონებაზე ეკონომოსმა უნდა იზრუნოს დასთან ერთად, ხოლო შემდეგში მის შესახებ ანგარიში ახალ ეპისკოპოსს წარუდგინოს. შენიშვნები:

1. იოსებ ეგვიპტელი <კანონების არაბულ პერიფრაზში (80V0X0811 ს. 8(V6 Mსგიძიის80, I, 726). ბალსამონი, ამ კანონის განმარტებაში შენიშნავს, რომ მამები ამით ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ სხვადასხვა პირის მხრიდან მზაკვრობისათვის (+0C ჯCთV #02.0V M#თVM6VX+0906X6(თC CVთM6X+0VX6C). #თ. CMMX., II, 274.

2. #თ. CM8X., II, 275. შდრ. ამ კანონზე ზონარას განმარტება: #0თ. CMMX., II, 274. 3. არქიმ. იოანესთან ამ კანონის განმარტების მიხედვით (დასახ. თხზ., II, 306), მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ შეუძლებელი იქნებოდა იმათი აზრის შეკრება, ვინც კრებას არ ესწრებოდა, ან კიდევ – თუ გამორჩევის შესახებ უთანხმოებას ექნებოდა ადგილი; თუმცა, ამის შესახებ არც კომენტატორები საუბრობენ, არც თვით კანონიდან ჩანს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება ხელთდასხმის გადავადებისათვის კანონიერ მიზეზად ჩაითვალოს. 4. ამ კანონის განმარტება: #თ. CMXX., II, 275. "ეს ადგილი გაუგებარია, რადგან თვით კანონში (ამ კრების 24-ე) მოიხსენიება არა „საეკლესიო სასჯელი“, არამედ „კანონისმიერი სასჯელი“, ასევე მის განმარტებაშიც.

PDF გვ. 368 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 26

რადგან, ზოგიერთ ეკლესიაში, როგორც ჩვენ გავიგეთ, საეკლესიო ქონებას ეპისკოპოსები განაგებენ ეკონომოსის გარეშე, ამიტომ დავადგინეთ, ყველა ყკლესიას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავს, ეკონომოსიც უნდა ჰყავდეს საკუთარი დასიდან, რომელმაც საეკლესიო ქონება უნდა განაგოს თავისი ეპისკოპოსის ნებისამებრ, რათა საეკლესიო მშენებლობა მოწმის გარეშე არ მიმდინარეობდეს, ამ მიზეზით არ განიავდეს ქონება და სამღვდელოების განკითხვის საბაბი არ გაჩნდეს. ვინც ასე არ მოიქცევა, დამნაშავე იქნება საღვთო კანონების თანახმად.

(მოც. 38, 41; IV მსოფლ. 25; ტრულ. 35; VII მსოფლ. 11, 12; ანკვირ. 15; ლანგ. 7, 8; ანტიოქ. 24, 25; კართ. 26, 33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2). მოციქულთა 41-ე კანონით დადგენილია, რომ ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს საეკლესიო ქონების მართვის უფლება, რადგან დასახელებულ კანონში ნათქვამია: „რადგან მათ ებარებათ უძვირფასესი – ადამიანთა სულები, ფულის შესახებ მით უფრო უნდა დადგინდეს, რომ ყველაფერი ეპისკოპოსმა განკარგოს“, ხოლო იმისათვის, რომ მან სინდისიერად განკარგოს ქონება, მოციქულთა 38-ე კანონი განუწესებს: ახსოვდეს, რომ ღმერთი მისი საქმიანობის მოწმეა. მართალია, ამ კანონებით ეპისკოპოსს რწმუნება ეძლეოდა საეკლესიო ქონების მართვა-გამგეობისათვის, მაგრამ მას მაინც არ შეეძლო თვითნებურად ემოქმედა, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე; მას ქონება თავისი ეკლესიის კრებულთან შეთანხმებით უნდა ემართა (იხ. ანტიოქ. 25-ე კან). როცა საეკლესიო საქმეები მომრავლდა და ეპისკოპოსს პირადად აღარ შეეძლო ყველა მასზე დაკისრებული საქმის პარალელურად ეკლესიის ეკონომიკაც ეწარმოებინა, მაშინ ამ ეკონომიკის მმართველობა გადაებარათ საგანგებოდ ამისთვის გამორჩეულ კლერიკოსებს; ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი. მათ ეკლესიის ეკონომოსები ეწოდათ. ეს პირველად იხსენიება თეოფილე ალექსანდრიელის მე-10 კანონში, რომელიც მოითხოვს, რომ თითოეულ ტაძართან ცალკეული ეკონომოსი იყოს დაწესებული: „რათა საეკლესიო ავლადიდება საჭიროებისდა მიხედვით იქნეს გამოყენებული (ჯი0C 160 46 «MC 6MMXოფთI0C 6LC 060V 6VთXICX60C0თ))“. მართალია, ჩვენ, წინამდებარე კანონის გარდა სხვა რაიმე კანონი არ გაგვაჩნია, სადაც კატეგორიული მითითება იქნებოდა ეკონომოსზე,! მაგრამ მაინც, ის ჩვეულება, რომ თითოეულ ეკლესიას თავისი ეკონომოსი ჰყოლოდა, V საუკუნეში საყოველთაო იყო. ამაში, სხვათა შორის, გვარწმუნებს ამ კრების მე-2 კანონიც, რომელიც გმობს ზოგიერთ ეპისკოპოსში „ანგარების საძაგელ სურვილს“ (თ!თელიX6ი086LXCV), რომელიც მადლს ვაჭრობის საგნად აქცევს, რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს და, იხსენიებს ეკონომოსსაც, როგორც საყოველთაოდ ცნობილ, მთელ ეკლესიაში გავრცელებულ წოდებას.?

ამავე დროს, ქალკედონის კრების მამებმა შეიტყვეს, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ეპისკოპოსს ეკონომოსი არ ჰყავდა და თავად განაგებდა საეკლესიო ქონებას. სწორედ ამან აღძრა ისინი წინამდებარე კანონის მისაღებად; ყოვლად სარწმუნოა, რომ უშუალო ბიძმგი იბას საქმემ მისცა, რომელიც განხილვის საგანი იყო კრების მე-9 და მე-10 სხდომებზე. იბას საქმის გარჩევისას, სხვათა შორის, წაიკითხეს რამდენიმე ედესელი მღვდლის საჩივარი. ისინი ჩიოდნენ, რომ იბა ბოროტად იყენებდა საეკლესიო ქონებას, ითვისებდა ყველა საეკლესიო შემოსავალს, თავის ნათესავებს უწილადებდა საუკეთესო ადგილებს საეკლესიო მმართველობაში, ფულზე ყიდდა ქიროტონიას და ა.შ.? საჩივარში ხაზგასმული იყო, რომ იბა პირადად ახდენდა საეკლესიო თანხის განკარგვას საკუთარი მოთხოვნილებებისათვის და, ამიტომაც, არ სურდა თავისთან ეკონომოსის დაწესება. კრებამ კათედრაზე აღადგინა იბა რწმენის აღმსარებლობის გამო, მაგრამ მისი სხვა საქმეების განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა; თუმცა, იბამ თავად მისცა წინასწარი დაპირება, იმის შესახებ, რომ სხვა ეკლესიების მსგავსად, ეკონომოსს მომავალში ისიც იყოლიებდა.“ მან აღიარა, რომ მანამდე ეკონომოსი არ ჰყოლია და, მაშასადამე, მისი კრებული მასზე საფუძვლიანად ჩიოდა. ქალკედონელმა მამებმა ყურადღება მიაქციეს ამ გარემოებას და შედეგად წინამდებარე კანონი მიიღეს. კრება ადგენს, რომ ყველა ეკლესიასთან, სადაც კი ეპისკოპოსის კათედრაა, ეკონომოსი უნდა მსახურობდეს და შემდეგ აზუსტებს, რომ ეს ეკონომოსი ადგილობრივი საეკლესიო დასიდან უნდა გამოირჩეს და მან განაგოს საეკლესიო ქონება, მხოლოდ არა თვითნებურად, არამედ ეპისკოპოსის მითითებით («თIXCთ VVთIIIIV #00 (81ის 6CICM6X0ს), რადგან ეპისკოპოსს სრული უფლება აქვს საეკლესიო ქონებაზე და მისი საზრუნავია დახმარების გაწევა ყველასათვის: ღატაკთა, მწირთა და, საერთოდ, ჭირში მყოფთათვის (მოც. 41-ე კან). იბას საქმიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც ჩანს, ბიძგი აღმოჩნდა ამ კანონის მისაღებად, მამები აღნიშნავენ მიზანს, რის გამოც ეპისკოპოსთან ეკონომოსი უნდა მსახურობდეს; იგი სამგვარია: პირველი – საეკლესიო მმართველობა მოწმის გარეშე არ დარჩეს; თუ სამოქალაქო მმართველობაში საჭიროა იმის ცოდნა, როგორ იმართება კანონები და დაცულია თუ არა, მაშინ, მით უფრო საჭიროა ეს ეკლესიაში, სადაც ყველაფერი წმინდა უნდა იყოს; თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რას ხმარდება და რისთვის იხარჯება საეკლესიო შემოსავალი და როცა ხედავენ, რომ იგი კეთილ საქმეებს ხმარდება, მათ უჩნდებათ სურვილი მეტის გაღებისა; მეორე – ეკონომოსი საჭიროა იმისათვის, რომ საეკლესიო შემოსავალი მიზნობრივად დაიხარჯოს; მესამე – სასულიერო პირებზე ეჭვი არ იქნეს მიტანილი (2.0150იL0V +ჩ 16ითისVი #000%ი18§C0თ)), რაც აუცილებლად ეპისკოპოსს მიაყენებს ზიანს, თითქოს ის ურიგოდ განკარგავდეს საეკლესიო ქონებას... „თითქოს ეპისკოპოსი არასწორად და არაღვგთისნიერად იყენებს საეკლესიო ქონებას და, ამგვარად, მასზე დაქვემდებარებულ პირებში უნდობლობა ისადგურებს, რის გამოც ცდუნებისათვის მიზეზი ეძლევათ“; ამ შემთხვევას ესადაგება დიდი პავლეს სიტყვები: ,,ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე კელმწიფება« ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ. ესრეთ რაი სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ“ (1 კორ. 8, 9, 12)'5 (ხონარას განმარტებიდან). ეს კი, ეპისკოპოსის პატივის ამაღლებულობისა და სიწმინდის გამო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიშვას. მაშასადამე, ეპისკოპოსის ავტორიტეტისა და კეთილი სახელის დაცვაა წინამდებარე კანონის მთავარი მიზანი.

ეკონომოსის მოვალეობას კანონი მოკლედ და გასაგებად აღნიშნავს: „რომელმაც საეკლესიო ქონება უნდა განაგოს“, ანუ, უძრავი და მოძრავი ქონება, ეკლესიის მთელი შემოსავალ-გასავალი აწარმოოს და დაწესებულ ვადებში ეპისკოპოსს წარუდგინოს განსახილველად.5 საეპისკოპოსო კათედრის დაქვრივების შემთხვევაში, ეკონომოსი თავად განაგებდა ეპარქიის ქონებას და ამის შესახებ ანგარიშს ახალ ეპისკოპოსს აბარებდა, როგორც ვიხილეთ წინა კანონში. უეეეაა-_- _ კაე ეე 030- -- ეს კანონი გაიმეორეს VII მსოფლიო კრებაზეც, რომელმაც თავისი მე-11 კანონით დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპისკოპოსი ეკონომოსს არ დააწესებდა, მაშინ ის მიტროპოლიტს უნდა დაეწესებინა.

შენიშვნები:

1. ფ. ტურიანის მიერ თარგმნილ ნიკეის კრების კანონთა არაბულ გამოცემაში შეტანილია კანონი M9ი LXIII, ხოლო ავ. ეხელენსის თარგმანში – M0ი LXVIII, სადაც ეკონომოსი იხსენიება იყე”ძს!»!, I, 474, 490). არაბული კრებულების შესახებ იხ. ჰ. 1810L011. 'CთCი50ხ10Mი(6 ძი§ #IIიხიი»”ილჩL§. I, 203 და შემდგ.

2. ღანგრის კრების მე-7 კანონში არ არის ნახსენები ეკონომოსის სახელი, თუმცა, კანონი მასზე აშკარად მიანიშნებს, როცა ამბობს, რომ „შეჩვენებულ იქნეს, ვინც იღებს და ხარჯავს საეკლესიო შემოწირულობებს ეპისკოპოსის დაუკითხავად, ან იმის გარეშე, ვისაც ეს დავალებული აქვს”. III მსოფლიო კრების პირველი სხდომის ოქმებში არსებობს კრების ეპისტოლე ნესტორის განკვეთის შესახებ და მის სათაურში ნახსენებია ეკონომოსი. მსოფლ. კრებ. საქმენი, I, 608. II3-ძის!ს»!, I, 1434.

3, მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 208. (გ-ძის! ს»!, II, 517.

4. კრების მე-9 სხდომაზე. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 190 – 191. IIი-ძს1V»1, II, 505.

5. ამ კანონზე ზონარას განმარტება ის. #ძ%. C#8V., II, 277. 6. ეკლესიის ეკონომოსების შესახებ, ამას გარდა იხ. Lსძ. Iი»იი85951ი, V0LCV5 6: ი0V8 0C- ით108. 9150101198. I. III, IIხ. II, ი. 1, 2. – 40 C05%1, 00იიIMV0XVICMC61L6ი, XI, 248. – 5V160X, 1ხივვსI”ს§ 6001. II, 463 და შემდეგ. – 7ხ15თიგი, 016 51იიძიი ი%ი., 5. 99 და შემდეგ. – ჩემი თხზ. „Iიიჯის)გფი»82 წ» იმ 8. IIი-M8#" გვ. 130 და შემდგ.

PDF გვ. 369 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 27

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მათ მიმართ, ვინც ქალს მოიტაცებს შეუღლების მიზნით, ან მომტაცებლის ხელშემწყობი იქნება, ანდა, მომტაცებელთა მრჩეველი, წმინდა კრება ადგენს: თუ ეს პირები კლერიკოსები იქნებიან, პატივი აეყაროთ, ხოლო თუ ერისკაცები - შეჩვენებულ იქნენ.

მოციქულთა 67-ე კანონში გავეცანით, თუ როგორ ისჯებიან ქალწულებზე მოძალადენი. ამ კანონში კი საუბარია ქალწულთა მოტაცებაზე. მოტაცებაა (6 ი0X07ჩ, L80ზყ05, წიLსიხIი6), როცა ვინმე ძალით იმორჩილებს ქალწულს ხორციელი თანაცხოვრების მიზნით. მოტაცება ამ მხრივ თავისთავად არის დანაშაული, მაგრამ ამას ემატება ისიც, რომ ირღვევა ქრისტიანული ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი პირობათაგანი, სახელდობრ: ქალის მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვა. ამიტომ, ძალით გატაცების წინააღმდეგ მკაცრად ილაშქრებს როგორც საეკლესიო, ასევე, სახელმწიფო კანონმდებლობაც. ამ უკანასკნელის განჩინება, წინამდებარე საკითხთან მიმართებით, განთავსებულია XIV ტიტლოვან ნომოკანონის IX ტიტლის 30-ე თავში და დამნაშავეებს უფარდებს მრავალწლიან პატიმრობას ან სიკვდილს;! საეკლესიო კანონმდებლობა კი მათ უმძიმეს სასჯელს ადებს. სწორედ ამ კანონმდებლობის გამოხატულებას ემსახურება ჩვენი კანონი, რომელიც შემდგომ თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორა ტრულის კრებამაც (92-ე კან.).

კანონში მოიხსენიება ქალი (7სVწ), როგორც მოტაცების საგანი და ამ საერთო სახელის ქვეშ უნდა მოვიაზროთ – ბალსამონის სიტყვებით – ყველა ქალწული, განურჩევლად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა.? გამონაკლისს წარმოადგენენ მონოზონი დედები, რომლებიც თუკი მოტაცების საგანი გახდებოდნენ, მოაწევდნენ როგორც დამნაშავეს, ასევე საკუთარ თავსაც ყველაზე უმძიმეს სასჯელს – საეკლესიო და სამოქალაქო კანონმდებლობითაც.3 ამის შემდეგ კანონში ნათქვამია – „შეუღლების მიზნით“ (6% 6V6MI0I+I თსV0VC8CI0ს);' თუმცა, კანონი ამ მიზნით მოტაცებასაც სჯის. „ხოლო, თუ ვინმე ქალს მოიტაცებს არა შეუღლების, არამედ მრუშობის მიზნით, ნუთუ არ უნდა იქნეს დასჯილი?“ – კითხულობს ბალსამონი და თავადვე პასუხობს: უფრო მეტად (XI II6X-ICXთ), ამის შეკითხვაც კი ზედმეტია“.5 ასეთ შემთხვევაში დამნაშავე ორმაგ სასჯელს ექვემდებარება, რამეთუ ორმაგი დანაშაული ჩაიდინა: პირველი – ძალით გატაცება და, მეორე – მრუშობა. თუ ერისკაცია, ბასილი დიდის 22-ე კანონით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეეფარდოს, ხოლო თუ ეკლესიის მსახურია – სხვა კანონებით განსაზღვრული სასჯელი (მოც. 25; ბასილი დიდ. 3, 32; ნეოკეს. 1). როდესაც გამტაცებლებს (:0%C 60X0M0VVღოIC) სჯის განკვეთით ან ანათემით, კანონი იგივე სასჯელს უფარდებს თანამონაწილეებსაც (§0506 CსIIX06110VIოIC) და თანამზრახველებსაც («0%C თსVთLი0ს|L6V0CსC): „თანამონაწილეებად უნდა მოვიაზროთ ისინი, ვინც ეხმარებოდნენ მოტაცებისას, ხოლო თანამზრახველებად – ვინც უშუალოდ საქმით კი არ ეხმარებიან, არამედ აძლევენ რჩევას, უწევენ მზრუნველობას და, ამგვარად, ხელს უწყობენ დანაშაულის ჩადენას“,– განმარტავს ზონარა და შენიშნავს, რომ ნამდვილად ერთნაირ სასჯელს იმსახურებენ გამტაცებლები და დანაშაულში შემწენი, იგი ამბობს: „ვინც თავისთვის ცოლს იტაცებს, მას სიყვარული გააჩნია, რაც მას ამ უკანონო ქმედების ჩასადენად აღძრავს; ხოლო ვინც ეხმარება ან აგულიანებს, ის გაცილებით ნაკლებად არის პატიების ღირსი, რამეთუ თავად მას არაფერი ამოძრავებდა ჩაედინა უწმინდური საქციელი, გარდა საკუთარი ბოროტებისა. ბოროტება ერთადერთია), რის გამოც ეხმარება იგი დანაშაულის ჩამდენს“.§ და მართლაც, მოტაცებაში რამდენიმე დანაშაული ერთიანდება, რომელთაგან თითოეული სისხლის სამართლის კანონით ისჯება, რამეთუ ძარცვის გარდა ჩვენ აქ ვხვდებით პიროვნების თავისუფლების აღკვეთას, ოჯახის უფლების შელახვას; ურჯულო კავშირს ორ პირს შორის და, ბოლოს, საზოგადოემრუშულ ბრივი წესრიგის დარღვევას. ასეთი დანაშაულის ჩადენა ერთი ადამიანისათვის შეუძლებელი იქნებოდა მასთან დაკავშირებული მრავალი წინააღმდეგობის გამო, ამიტომ შესაძლებელია, რომ მას თავისი განზრახვა შეუსრულებელი დაეტოვებინა, მაგრამ როცა მასთან მივლენ დამხმარეები და შესთავაზებენ ფიზიკურ და მორალურ თანადგომას, მაშინ იგი თამამი ხდება და იოლად შეიძლება მოხდეს დანაშაულის სისრულეში მოყვანა. როცა მოვლენები ამგვარად წარიმართება, მაშინ გამტაცებელი, შეიძლება ითქვას, ნაკლებ დამნაშავეა, ვიდრე მისი ხელშემწყობნი, ან უკიდურეს შემთხვევაში ეს უკანასკნელნი ისეთივე დამნაშავენი არიან, როგორც თავად გამტაცებელი, რის გამოც სრულიად სამართლიანი და წმინდაა კანონის განჩინება, როცა იგი ერთნაირ სასჯელს უფარდებს ერთსაც და მეორესაც.

კანონი არაფერს ამბობს, შესაძლებელია თუ არა ქორწინება გამტაცებელსა და გატაცებულ ქალწულს შორის; თუმცაღა, შეუძლებლობა ამისა, თავისთავად იგულისხმება. საეკლესიო კანონმდებლობა მტკიცედ იმარხავდა იუსტინიანეს CX- LIII ნოველის განწესებას, რომლის თანახმადაც სამართლიანი ქორწინება გამტაცებელსა და გატაცებულ ქალწულს შორის არ შეიძლება შედგეს; პირიქით, ასეთი ქორწინება ყოველთვის უკანონოდ ითვლებოდა.7 შენიშგნები: 1. #4დ. CIX8X., I, 214 და შემდგ. შდრ. ტრულ. 92-ე კანონზე ბალსამონის განმარტება: ტრ. C#M9%., II, 521.

2, #თ. CI8X., II, 521.

3. XV ტიტლოვანი ნომოკანონი, IX, 30.

4. რუსულ სინოდალურ გამოცემაში (1843 წ., გვ. 58; 1862 წ., გვ. 94) წერია იშესაუღლებლად“, („#8 CV0ნVX66C>838“) მაგრამ ასეთი თარგმანი სრულად არ შეესიტყვება კანონის აზრს, – როგორც ეს აღნიშნულია არქიმ. იოანეს განმარტებებში (დასახ. თხზ. II, 309, შენიშვნ. 275). ' 5. #4დ. C#8"., II, 521. 6. ტდ. C#8»., II, 279. იგივეა ბალსამონთანაც (II,280).

7. ბასილიკებში, სადაც ეს ნოველაა შეტანილი, ვკითხულობთ: „ნუ შეეყოფის გატაცებული გამტაცებელთან ქორწინებაში, არამედ განშორებულად დარჩნენ, თუნდაც რომ ასეთ შეუღლებას მშობლებიც თანაუგრძნობდნენ, რამეთუ სჯულსაწინააღმდეგოა ასეთი სახის ქორწინებები".

მსგავსი კანონები:მოც.67ტრულ.92ანკვ.11ბასილი დიდ.222526303642

PDF გვ. 372 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 28

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათ ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინოპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპჰისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთაგროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავგროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.

ქალკედონის კრების მამები წინამდებარე კანონით ამტკიცებენ II მსოფლიო კრების მე-3 კანონით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისათვის მინიჭებულ უპირატესობას და მის განსაგებელ სამთავროს სამ პროვინციას უერთებენ. პრინციპი, რომლითაც ქალკედონის კრების მამები ამ კანონის მიღებისას ხელმძღვანელობდნენ იგივე იყო, რომლითაც ნიკეის კრების მამებმა მე-6 და II მსოფლიო კრების მამებმა მე-3 კანონის მიღებისას იხელმძღვანელეს. ეს ის პრინციპია, რომელიც შემდგომში ლეონ დიდმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „წმინდა ეკლესიის უპირატესობა დადგენილია წმინდა მამების კანონებით“.! კერძოდ, ქალკედონელი მამები ამ კანონის მიღებისას მკაცრად იცავენ: ა) ეკლესიაში დადგენილ ნორმას, რომ საეკლესიო სამთავროების საზღვრების დადგენისას, ეკლესიის მნიშგნელობის გარდა, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული მათი პოლიტიკური დანაწილებაც, ასევე ის მნიშვნელობაც, რაც მოცემულ ქალაქს პოლიტიკური მდგომარეობით აქვს მინიჭებული. ეს ნორმა სამოციქულო ეკლესიის პრაქტიკით წმინდად იყო დაცული და, აგრთვე, ყველა წმინდა მამისა და მოძღვრის (როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ეკლესიების) სწავლებით; დაბოლოს, ამ ნორმამ იურიდიული ძალა შეიძინა როგორც ადგილობრივი (ანტიოქ. მე-9 კან.), ასევე, მსოფლიო (I მე-6; II მე-3; IV მე-17) კრებების განწესებებით. აი, ამ ნორმის გამოხატულებაა სწორედ ქალკედონის მამების 28-ე კანონი. შემდგომში ამ კანონმა გამართლება პოვა ყველა საუკუნის აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების პრაქტიკით; ბ) იმ საერთო ნორმას, რომლის თანახმადაც, თითოეულ მსოფლიო კრებას კანონების მიღების ისეთივე უფლება აქვს, როგორიც ყველა სხვა დანარჩენს. თანაც, ერთ მსოფლიო კრებას შეუძლია საეკლესიო მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სახეცვლილება შეიტანოს სხვა, მასზე ადრეული კრების მიერ დამტკიცებულ კანონში, თუ, რა თქმა უნდა, ცვლილება არ ეხება რწმენასა და ზნეობას, და ეკლესიისათვის მხოლოდ დისციპლინარულ ხასიათს ატარებს; ამასთან, მთელი სიმკაცრით უნდა იყოს დაცული ერთგულება საეკლესიო სამართლის სულისკვეთებასთან მიმართებით. მსოფლიო კრებების მთელი პერიოდის პრაქტიკამ ამ ნორმასაც სიწმინდე შესძინა, რაც საკმარისად შეუძლია დაამტკიცოს I მსოფლიო კრების მე-5 და IV მსოფლიო კრების მე-19 კანონების შედარებამ ტრულის მე-8 და VII მსოფლიო კრების მე-6 კანონებთან;? გ) დასასრულ, საეკლესიო სამართლის ძირეულ პრინციპს, ჩვეულებას, რომელიც საეკლესიო დისციპლინის საკითხებში იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც კანონისმიერი განწესება. იგულისხმება, რა თქმა უნდა, საეკლესიო ხასიათის ჩვეულება, რომელიც პირველ რიგში აუცილებლობით და, შემდეგ, ხანგრძლივი პრაქტიკითაა გაწმენდილი. ეკლესიაში ოდითგანვე დამკვიდრებულ და, ამიტომ, წმინდად შერაცხულ ჩვეულებას, სათანადო სახელმძღვანელოდ იყენებდნენ, როგორც ეკლესიის ცალკეული მწყემსები, ასევე ადგილობრივი და მსოფლიო კრებებიც. ბასილი დიდი ჩვეულებას დაწერილ კანონს უთანასწორებს (87-ე კან.); | მსოფლიო კრებამ ჩვეულების საფუძველზე, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსებს ისეთივე უფლება მიანიჭა, როგორითაც რომის ეპისკოპოსი სარგებლობდა თავის სამთაგროებში (მე-6 კან.); ქალკედონელმა მამებმა შეუთავსეს ჩვეულება კანონის მნიშვნელობას და იხელმძღვანელეს რა ნიკეის მამების მაგალითით, მიიღეს წინამდებარე კანონი.3 ამ საერთო შენიშვნების შემდეგ, რომელთა წამძღვარებაც საჭირო იყო კანონის უაღრესი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, უმთავრესად კი იმ ხმაურის გამო (ფლიორის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ), რაც მან გამოიწვია, გადავიდეთ თავად კანონის განხილვაზე.

1. რომაელი ღვთისმეტყველების აზრით, ამ კანონის მიღება განაპირობა კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსის პატივმოყვარეობამ, რომელიც ცდილობდა ყველა აღმოსავლელი ეპისკოპოსი თავის დაქვემდებარებაში მოექცია, ხოლო შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ახალი რომის ეპისკოპოსი იყო, იმპერატორის დედაქალაქისა, (მაშინ ძველი რომი, პოლიტიკური მდგომარეობით, დაკნინებული იყო), მიეკუთვნებინა რომის ეპისკოპოსის ყველა უპირატესობა და თავად გამხდარიყო მთელი ქრისტიანული სამყაროს პირველეპისკოპოსი.4 ეს რომ მართალი არ არის, ამას ჩვენ IV და V საუკუნეების აღმოსავლური ეკლესიის ისტორია გვიმტკიცებს, რომლისთვისაც უპრიანი იქნებოდა ამ ღვთისმეტყველებს მიემართათ. ნამდვილი მიზეზი კი აზიაში (მცირე), პონტოსა და თრაკიაში ეპისკოპოსების დადგინებით გამოწვეული უწესრიგობანი და მათი თანამდევი განუწყვეტელი შფოთი იყო, რაც ყველა საეკლესიო საქმეზე არასახარბიელოდ აისახებოდა. ამ მიზეზს აღიარებენ როგორც მიუკერძოებელი დასავლელი ღვთისმეტყველები, ასევე ადასტურებს ქალკედონის კრების დროინდელი და, აგრეთვე, ამ კრებამდე ოთხმოცი წლის წინანდელი მრავალი მაგალითი საეკლესიო ისტორიიდან. ნიკეის კრებამ წამოსწია ჩვეულების მნიშვნელობა უფლების მინიჭების საქმეში, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ თითოეულმა მიტროპოლიტმა დაიწყო განსაკუთრებული, სხვებისაგან დამოუკიდებელი და სხვებზე გავრცელებული უფლებების მისაკუთრება, რაც საეკლესიო საქმეებში უწესრიგობისა და შფოთის მიზეზი გახდა. იმ სამთავროებში, რომლებსაც ჩვენი კანონი კონსტანტინოპოლის საყდრის იურისდიქციას უქვემდებარებს, საეკლესიო საქმეების უბადრუკი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებას წარმოადგენს ის, რაც ჩვენ გიცით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს იოანე ოქროპირის (397-404) მოღვაწეობიდან ამ სამთავროების ეკლესიებთან დაკავშირებით.

მცირე აზიასა და სკვითიაში, IV საუკუნის ბოლოსათვის ღრმად გაიდგა ფესვი სიმონიამ და სუფევდა საშინელი ზნეობრივი გახრწნილება, როგორც ეპისკოპოსებსა და სამღვდელო დასს შორის, ასევე ერისკაცებშიც. დაახლოებით 400 წელს, კონსტანტინოპოლში სხვადასხვა ქვეყნიდან 29 ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ტომსკელი მიტროპოლიტი წმინდა თეოტიმოსიც და ადრიანოპოლელი ეპისკოპოსი ამონი. ისინი სხვადასხვა საქმეზე ჩამობრძანდნენ, მაგრამ მთავარი იყო, საშუალება გამოენახათ საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტების აღმოსაფხვრელად და, გარდა ამისა, თითოეულ მათგანს იოანე ოქროპირის სიმპათიის მოხვეჭა სურდა. ერთი მათგანი მეორეს სიმონიაში სდებდა ბრალს და საჩივრით ოქროპირს მიმართა. ბრალდებული აღმოჩნდა ანტონი, ეფესოს (მცირე აზიის მთავარი ქალაქი) მიტროპოლიტი. კრებაზე, რომელიც ოქროპირის თავმჯდომარეობით გაიმართა, გადაწყდა საქმე განხილულიყო. ამასობაში ანტონი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრის დასადგინებლად ეფესოში კიდევ მეტი შფოთი დაიწყო. აზიელმა ეპისკოპოსებმა დახმარებისათვის კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს მიმართეს, რომელიც თავის მხრივ ეფესოში ჩაბრძანდა, შეკრიბა ეპისკოპოსები კრებაზე და ახალი მიტროპოლიტის ხელთდასხმა მოახდინა; ამასთან, 16 ეპისკოპოსი განკვეთა და მათ ადგილებზე სხვები დაადგინა. მაგრამ უწესრიგობა მცირე აზიაში არ ცხრებოდა, რის გამოც კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი იძულებული გახდა წესრიგი დაემყარებინა ლუკიაში, კარიაში, პამფილიაში, ფრიგიაში, პონტოში – თითქმის ნახევარ აღმოსავლეთ იმპერიაში. რაოდენ ფართოდ ვრცელდებოდა ოქროპირის ხელისუფლება, ამის ხილვა შეგვიძლია სოკრატეს, სოზომენისა და თეოდორიტეს ისტორიებში, რომლებიც ამ ხელისუფლებას აკუთვნებდნენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც შემდგომში ქალკედონის კრებამ მიაკუთვნა კონსტანტინოპოლის კათედრაზე მის მერვე მემკვიდრეს.9 ამგვარად, დასახელებული ქვეყნების ყველა საეკლესიო საქმე კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის განკარგულებაში შევიდა, რაც აუცილებლობით იყო გამოწვეული.)

წესრიგის აღდგენა ძნელად მოხერხდებოდა და ამიტომ, მისი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, იმპერატორმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც თითოეული ეპისკოპოსის გამორჩევა მცირე აზიასა და თრაკიაში, უპირობოდ იყო დამოკიდებული კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებაზე.” ამის შედეგად, დასახელებულ სამთავროებში ზედამხედველობას, წესრიგის დასაცავად, წმინდა იოანე ოქროპირის მემკვიდრეები აწარმოებდნენ, რომელთაგანაც ერთერთმა, პროკლემ, საგანგებო თხოვნა მიიღო კესარიიდან, რომ მას თაგად დაენიშნა იქ ეგზარქოსი. რწმუნებული ეპისკოპოსის მხრიდან ამას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, მაგრამ უწესრიგობა მაინც გრძელდებოდა, რადგან ცალკეული მიტროპოლიტების თვალსაზრისით არც ერთ კრებას კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ზედამხედველობა არ დაუწესებია და ამიტომ მისგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყვნენ და, ამდენად, იცავდნენ რა თავიანთ უგუნურ ჩვეულებებს, ეკლესიაში შფოთს წარმოშობდნენ.

ამ კრების მე-11 და მე-12 სხდომებზე ორი ეფესელი მიტროპოლიტის – ბასიანესა და სტეფანეს საქმე განიხილებოდა. ისინი ცდილობდნენ ერთდროულად ემართათ ერთი და იგივე კათედრა და კრების წინაშე ერთმანეთს ბრალს სდებდნენ არასწორ ხელთდასხმაში. საქმის გარჩევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ არც ერთი და არც მეორე არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო კანონიერ მიტროპოლიტად; გადაწყდა ახალი მიტროპოლიტის დადგინება.9ზ მსგავსი შემთხვევები პერიოდულად მეორდებოდა ქალკედონის კრებამდე მთელი ასწლეულის განმავლობაში და იმისათვის, რომ მომავალში მათ ადგილი არ პქონოდათ, მხედველობაში იქნა მიღებული ამ კრებაზე გამოთქმული მოსაზრება: მართებული იქნება აქამდე შემორჩენილ ჩვეულებას მივყვეთ და იგი კანონით განვამტკიცოთ, სახელდობრ, დასახელებული სამთავროების მიტროპოლიტები კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა დაადგინოს.

ამგვარად, ამ კანონის მიღება გამოიწვია არა კონსტანტინოპოლის პატრიარქის პატივმოყვარეობამ, არამედ ცოცხალმა მოთხოვნილებამ – ბოლო მოღებოდა იმ უწესრიგობას, ეკლესიას დაცემით რომ ემუქრებოდა. კონსტანტინოპოლის ყველა ეპისკოპოსთა შორის, ნეკტარაოსიდან ვიდრე ანატოლიმდე (381 - 451), საპატრიარქო უფლებას – ამ სიტყვის ყველაზე ფართო მნიშვნელობით – მცირე აზიაზე, პონტოსა და თრაკიაზე ფაქტობრივად მხოლოდ ოქროპირი ახორციელებდა და, მეიძლება ითქვას, თავისი მოღვაწეობით, ამ კრების 28-ე კანონის წარმომშობი აღმოჩნდა. აკეთებდა თუ არა ამას ოქროპირი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე?? აუცილებლობა, რომელმაც ამ კანონის მიღება გამოიწვია, ყველაზე უკეთ ეპისტოლიდან ჩანს, რომელიც კრებამ პაპ ლეონ დიდს გაუგზავნა. ეპისტოლეში მოყგანილი არგუმენტები კი ცოცხალი ფაქტებით დასტურდება. მასში, რწმენის საკითხთან დაკავშირებული გაღაწყეეტილების კვალად, ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ ჩვენ, საქმეებში ღგთისმოსაობისა და საეკლესიო დადგენილებების სიმტკიცისათვის, განგაწესეთ სხვა რამეც... კერძოდ, ძველთაგანვე ძალმოსილი ჩვეულება (#6 6« X0229% Xით+ჩCთV §00C), რომელსაც იმარხავდა კონსტანტინოპოლის წმინდა საღვთო ეკლესია, იჭის თაობაზე, რომ ხელთ ასხამდა აზიის, პონტოსა და თრაკიის მიტოოპოლიტებს, ამჟამად კრების გადაწყვეტილებით დავამტკიცეთ; არა იმისათვის, რომ რაიმე მიგვემატებინა კონსტანტინოპოლის საყდრისათვის, არამედ – მიტროპოლიტებში ღვთისმოსაობის განსამტკიცებლად, რადგან ხშირად, ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, დიდი მღელვარება იწყება, როცა ამ სამთავროების კლერიკოსები და ერისკაცები მმართველის გარეშე რჩებიან და საეკლესიო წესრიგს არღვევენ. ეს არ დაფარულა თქვენი სიწმინდისაგან, განსაკუთრებით ეფესელებთან დამოკიდებულებაში, რომლებსაც არაერთხელ შეუწუხებიხართ. ამრიგად, რაც ჩვენ განვაჩინეთ შფოთის მოსასპობად და საეკლესიო ღვთისმსახურების განსამტკიცებლად, ეს, კეთილი ინებე, უწმინდესო და უნეტარესო მამაო, შენც ღირსსათნოდ აღიარე ეკლესიის საკეთილდღეოდ“.!9 ხედავენ რა ასეთ მდგომარეობას და ესწრაფვიან ეკლესიაში წესრიგის აღდგენას, ქალკედონელი მამები იღებენ ამ 28-ე კანონს. ამ კანონით ისინი პირველ რიგში ადგენენ, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს რომის საყდრის თანასწორი უპირატესობა აქვს და პირველმოსაყდრე ეპისკოპოსებს შორის კონსტანტინოპოლელმა, რომაელი ეპისკოპოსის შემდეგ, პირველი ადგილი უნდა დაიკავოს. ამით მამები ახალ კანონს არ იღებენ; ისინი იმეორებენ 70 წლით ადრე II მსოფლიო კრებაზე მიღებულ კანონს, რაზედაც მიუთითებენ კანონის შესავალ სიტყვებში: „მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათ ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინოპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას“. პირველმოსაყდრე ეპისკოპოსებს შორის რომის ეპისკოპოსის პირველი ადგილის აღიარებით მამები იმ პრინციპს, რომლითაც | მსოფლიო კრების მამები ხელმძღვანელობდნენ, თავიანთ საკუთრებადაც აღიარებენ და შენიშნავენ: „რადგან ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად (§6M1%0X) მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო (81626 ჩთCთV.658LV XიIV X6LV 6«6LVVიV)“ ამ პრინციპს ისინი იმდენად აღმატებულად მიიჩნევენ, რამდენადაც მას სიწმინდეს სძენს II მსოფლიო კრების ავტორიტეტი, რომელმაც ეს თავის მე-3 კანონში გამოხატა, როცა დაადგინა, რომ იმავე საფუძველზე, რა საფუძველზეც I-მა მსოფლიო კრებამ მიანიჭა უპირატესობა „ძველი“ რომის საყდარს, მათაც უნდა მიენიჭებინათ იგივე უპირატესობა ახალი რომის საჟდრისათვის, რამეთუ ახალი რომი ამაღლებულია სამეფო ქალაქის ხარისხამდე, ანუ იმ ხარისხამდე, რა ხარისხსაც „ძველი“ რომი ფლობდა.

ამგვარად, წინა კრების მამათა პრინციპის ერთგული ამ კრების მამები ამტკიცებენ არსებულ კანონს, – II მსოფლიო კრებისას, – რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს რომის ეპისკოპოსის თანაბარი უპირატესობა და იყოს „მეორე მის შემდეგ“, რაც იმას ნიშნავს, რომ კრებებზე რომის ეპისკოპოსის შემდეგ, რომელიც პირველია, მეორე ადგილს დაიკავებს. სიტყვებიდან „მეორე მის შემდეგ“, ზოგიერთს სურდა ისეთი დასკვნა გამოეტანა, თითქოს კონსტანტინოპოლისა და რომის საყდრები სრულიად ერთნაირ პატივში იყვნენ, რომ სიტყვას „შემდეგ“ (X0CX0, |I610) აქვს რიგობითი მნიშვნელობა მხოლოდ დროში და სრულებითაც არ ასახავს რომის საყდართან მიმართებით კონსტანტინოპოლის საყდრის ნაკლებ ხარისხს. ზონარა ყურადღებას მიაპყრობს ასეთ განმარტებას და მის უსაფუძვლობას ამტკიცებს ჯერ II მსოფლიო კრების მე-3 კანონის განმარტებაში, შემდეგ კი ამ კანონის განმარტებაშიც. იგი ამბობს: „ვინც ასე ფიქრობს, არასწორად ფიქრობს... რამეთუ გამოთქმა თანაბარი უპირატესობა («CV ჯითV 6%0?Cთ06L X06ჩ8IV), გამოყენებულია სამეფო ხელისუფლებასა და სენატთან მიმართებით... ამდენად, წმინდა მამები ამბობენ, რომ რადგან ეს ქალაქი, როგორც ძველი რომი, პატივდებული შეიქნა ყოფილიყო მეფისა და სენატის ქალაქი, ამიტომ მას პატივი უნდა მიგებოდა საეკლესიო განსაზღვრითაც, როგორც ძველ რომს, და უნდა ჰქონოდა უპირატესობა ყველა სხვა ეკლესიათა წინაშე. მაგრამ, იმავდროულად, უნდა ყოფილიყო ძველი რომის შემდეგ (ბწასLნითV #6L 6M6CVიV სX6იXისთ0V), რადგან არ შეიძლებოდა რომ მათ ყველაფერში ერთნაირი უპირატესობა ჰქონოდათ“... და იმისათვის, რომ აჩვენოს, თუ რატომ არის სწორედ ასე, ის მკითხველს აგზავნის II მსოფლიო კრების მე-3 კანონის თავისეულ განმარტებასთან, სადაც მოჰყავს საერთო ხასიათის რამდენიმე შენიშვნა და იუსტინიანეს CXXXIL ნოველა პირველმოსაყდრეთა ურთიერთობების შესახებ, რის შემდეგაც აგრძელებს: „ამდენად, აქედან ნათლად ჩანს წინდებული M6L# აღნიშვნა დამცრობასა და კნინობითობას (5X0818თCI6V Xთ: 6+6+LთდCV) შორის, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ორ საყდარს შორის ღირსებათა იგივეობა შენარჩუნებულიყო, რადგან აუცილებელია, რომ საჭეთმპყრობელთა სახელების განდიდებისას ერთს პირველი ადგილი ეკავოს, მეორეს – მეორე, – კათედრაზე, როცა ერთად შეიყრებიან, და ხელმოწერებშიც, როცა ეს საჭირო იქნება. წინდებული M6I6-ის ამგვარი განმარტება, რომლის მიხედვითაც ეს წინდებული მხოლოდ დროს მიუთითებს და არა დამცრობას (0#X0ჩM8თCIILV), ძალადობრივია და არ არის ნაკარნახევი მართალი და კეთილი ზრახვით (§IVIV0IღოC 00X 6005Iო"C, 6ს6 6I/თ0MC)“. და შემდგომ – წინამდებარე კანონის განმარტებებიდან ამ საკითხის თაობაზე: „რადგან წინდებული II6§6-ის მნიშვნელობის გააზრებას იმათნაირად, ვინც ამბობს, რომ იგი ამ ქალაქების დედაქალაქებად დაარსების თანმიმდევრობას აღნიშნავს, ტრულის 36-ე კანონი ეწინააღმდეგება, როცა ის კონსტანტინოპოლის საყდარს მეორე ადგილს ანიჭებს ძველი რომის შემდეგ და დასძენს: „ხოლო ამის შემდეგი ჩაითვალოს საყდარი დიდი ქალაჭქის ალექსანდრიისა, შემდეგ საყდარი ანტიოქიისა და მის შემდეგ საყდარი ქალაქისა იერუსალიმისა“. რამეთუ, როგორც სხვა საყდრებთან მიმართებით აღნიშნავს წინდებული შემდეგ (თილ»0, II6L6) დამდაბლებას(50#X0ჩ8180CI6V), ასევე – კონსტანტინოპოლის საყდართან მიმართებითც, და იგი სწორედ ამ მნიშვნელობით უნდა მოიაზრებოდეს. მარადმოსაგონარი პატრიარქი, საღვთო ნიკიფორეც ხატმებრძოლთა წინააღმდეგ თავისი თხზულების მე-12 თავში ამბობს: „რომ ისინი (ხატთმბრძოლნი) კათოლიკე ეკლესიიდან მოკვეთილნი არიან, ამას ნათლად მოწმობს ძველი რომის, ანუ პირველი სამოციქულო საყდრის («ის+L6CXI «09 »იCთIL0ს MთოI 4X00C102-IMCს 006V0ს) მღვდელმთავრის მიერ გამოგზავნილი გუჯარები”.!! ამგვარად, საეკლესიო კანონების ერთ-ერთი უპირველესი კომენტატორის განმარტების თანახმად, ჩვენმა კანონმა რომის ეპისკოპოსის პირგელობა აღიარა, რომელსაც, როგორც მეორე, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი მიჰყვება. აქაც ქალკედონის კრების მამები ერთგულნი დარჩნენ ნიკეის კრების მე-6 კანონისა, რომელიც მთელი სიმკაცრით აღიარებს რომის ეკლესიას უპირველესად. ნიკეის მამების მსგავსად, რომლებიც სრულებითაც არ აძლევდნენ რომის საყდარს რაიმე ძალაუფლებას სხვა საყდრებთან მიმართებით, მაგრამ აღიარებდნენ მის უფლებას საკუთარ საპატრიარქოზე იმ საზღვრებში, რომლებშიც ის ნიკეის კრების დროს არსებობდა, ქალკედონელ მამებსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნდათ რომის საყდრისათვის არ მიეცათ, ანდა წაერთვათ ასეთი უფლება.12 მამები, ასევე, აღიარებენ ალექსანდრიისა და ანტიოქიის საყდრების უფლებებსაც თავ-თავიანთ ტერიტორიებზე. ზემოთ ჩვენ განვაცხადეთ და საეკლესიო კანონმდებლობიდან მოყვანილი მაგალითებით დავამტკიცეთ, რომ კანონების შედგენის მხრივ, ყველა მსოფლიო კრებას ერთნაირი უფლება ჰქონდა, სანამ, რა თქმა უნდა, ისინი საეკლესიო სამართლის ერთგულნი რჩებოდნენ. ახსოვდათ რა ეს, და სახეზე იყო | მსოფლიო კრების მაგალითი იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელმა პირველმოსაყდრე ეპისკოპოსებისა და მათი ხელისუფლების გავრცობის შესახებ თავისი მე-6 კანონით დაამტკიცა, რომ მსოფლიო კრება უფლებამოსილია მსგავსი საკითხები აუცილებლობის მიხედვით გადაჭრას, ქალკედონელმა მამებმაც დაამტკიცეს თავიანთი კანონით II მსოფლიოკრების დადგენილება კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის შესახებ და აღნიშნეს საზღვრები, რა ფარგლებშიც მისი – როგორც პირველმოსაყდრე ეპისკოპოსის – უფლებები უნდა გავრცელებულიყო. ისინი განაჩინებენ, რომ მისი სამთავრო სამი პროვინციისგან უნდა შემდგარიყო, რომლებიც ნიკეის კრების კანონით არ იყო მიკუთვნებული არც რომისა და არც ალექსანდრიის საყდრებისათვის; ისინი აღნიშნული კრების მე-6 კანონში მათ მოიხსენიებენ როგორც 6?XთL 6Xთ0X101(„სხვა სამთავროები“), კერძოდ, ესენი არიან; პონტო, მთავარი ქალაქით კესარიით; პროკონსულური აზია, მთავარი ქალაქით ეფესოთი და თრაკია – კონსტანტინოპოლით.!3 მამათა განწესების თანახმად, ამ სამთავგროებში მიტროპოლიტის ხელთდასხმის უფლება კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუთვნის. გამოჰქონდათ რა ეს განწესება, მამები აქაც საეკლესიო კანონების ერთგულნი დარჩნენ. მხოლოდ და მხოლოდ (II6VთსC, XVIII§ 018#X) მიტროპოლიტების ხელთდასხმაა კონსტანტინოპოლის საყდრის განმგებლობაში, მაგრამ არა გამორჩევა, რადგან გამორჩევის უფლება სამთავროს კრების კომპეტენციაში შედის. ამგვარად, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი არ უნდა ჩაერიოს გამორჩევის საქმეში, მაგრამ ჩატარებული გამორჩევის (Vოდ1CII6+თV თსIIდთVთV) შესაბამისად, მან მისი (ახალგამორჩეული მიტროპოლიტის) ხელთდასხმა უნდა აღასრულოს. დასახელებულ სამთავროებში კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიტროპოლიტის გარდა სხვა ეპისკოპოსების ხელთდასხმის უფლება არ აქვს: »...ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა, თავის მხრივ, სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინოს ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული...“. ზონარა თავის კომენტარებში სიტყვას „მხოლოდ“(M6V0Cს6) ყურადღებას მიაპყრობს და ამბობს: „სიტყვა „მხოლოდ“ იმ მიზნით არის ნათქვამი, რომ კონსტანტინოპოლის რომელიმე ეპისკოპოსმა არ მიითვისოს ეპისკოპოსების ხელთდასხმის უფლებაც“, და შემდგომ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის უფლებებთან დაკავშირებით დასძენს: „მაგრამ იმისათვის, რომ ვინმემ არ იფიქროს, თითქოს ეს წმინდა მამები კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს იმდენად სრულ უფლებას ანიჭებენ ხელთდასხმასთან დაკაგშირებით, რომ მას შეუძლია ყველაფერი თავისი ნებისამებრ მოიმოქმედოს, რაც ხელთდასხმას ეხება, მათ დასძინეს, რომ მიტრროპოლიტების ხელთდასხმას ის ახდენს კანდიდატის თანხმობრივი გამორჩევისა და მისი წარდგენის შემდეგ; ამგვარად, ისინი ამბობენ თითქმის შემდეგს: „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მიტროპოლიტად ის კი არ უნდა დაადგინოს, ვინც მას სურს, არამედ გამორჩევა უნდა აწარმოოს მასზე დაქვემდებარებულმა სინოდმა და ვისზეც გამომრჩევლები შეთანხმდებიან, იმისი ხელთდასხმა უნდა ჩაატაროს, მას შემდეგ, რაც მას წარუდგენენ“.'4 ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქალკედონელ მამებს იმითი, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს შეუერთეს ზემოდასახელებული სამი პროვინცია, სხვა არაფერი გაუკეთებიათ, თუ არა ის, რაც – ნიკეის კრებამ თავისი მე-6 კანონით, სახელდობრ, საკრებულო გადაწყვეტილებებით დაამტკიცეს ხანდაზმულობით გაწმენდილი არსებული ჩვეულება. მათ ამ პრინციპით იხელმძღვანელეს და განაწესეს, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ეკუთვნის აგრეთვე უცხოტომელთა (§V X0% ჩთ0ჩ8თი01X0%, ეპისკოპოსების დადგინებაც და, აქაც, ქალკედონელი მამებისათვის მაგალითის სახედ ოქროპირი აღმოჩნდა. ჩვენთვის ცნობილია გოთურ ტომებსა და კონსტანტინოპოლის საყდარს შორის დამოკიდებულების შესახებ. ასევე, ოქროპირის მოღვაწეობა ამასთან დაკავშირებით.!5 მიჰყვნენ რა ამ გზას და თანაც ხედავდნენ უცხოტომელთა მუდმივ ურთიერთობებს კონსტანტინოპოლის საყდართან (უშუალო ურთიერთობას), მამებმა მათ შესახებ ასეთი დადგენილება მიიღეს. „უცხოტომელთა ეპარქიებში, – წერს ბალსამონი, – მოიაზრება ალანია, რუსეთი და სხვები, რადგან ალანიელები პონტოს მხარეს მიეკუთვნებიან, რუსები კი თრაკიისას“, სხვა სიტყვებით, იმ ხალხთა ეპისკოპოსები იგულისხმება, რომლებმაც ქრისტიანობა კონსტანტინოპოლიდან მიიღეს, მაგრამ რომის იმპერიაში არ შედიან. 2. წინამდებარე კანონის სრული საფუძვლიანობისა და კანონზომიერების მიუხედავად, – როგორც კანონიკური, ასევე ისტორიული თვალსაზრისით, – მან მაინც ფიცხელი პროტესტი გამოიწვია კრებაზე რომის ლეგატებისა და თავად რომის ეპისკოპოს, ლეონ დიდის მხრიდან. პირველებს, ანუ რომის ლეგატებს, ქალკედონის კრებაზე პროტესტის ორი მიზეზი ჰქონდათ: ა) „ისინი ახალი თეორიის, „პაპიზმის“ მიმდევრები იყვნენ, რომელსაც საფუძგელი სირიციუსმა დაუდო თავისი 385 წლის თებერვლის დეკრეტით. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს იყო პაპის პირველი და უძველესი დეკრეტი.!9 „პაპიზმის“ ეს ახალი თეორია ყოველდღიურად ძალას იკრებდა. ამას მრავალი გარემოება უწყობდა ხელს – ეკლესიის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი: შინაგან გარემოებათა არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მოაზროვნეთა მდგომარეობა რელიგიურ საკითხებში შედარებით მშვიდი იყო. ისინი იმდენად არ იყვნენ გატაცებული ერეტიკული სწავლებებით, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდებოდა; გარეგანი გარემოების არსი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ არსებობდა მემკვიდრეობით შექმნილი გავლენიანი კავშირები. ამ კავშირებს დასავლური ეკლესიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; თუმცა, არანაკლებ ფასეულობას წარმოადგენდა იგი აღმოსავლეთშიც. თეოდორიტე კვირელი ლეონ დიდისადმი ერთ-ერთ თავის წერილში აღნიშნავს, რომ ყველა გარემოება რომის ეკლესიისათვის პირველობის უზრუნველსაყოფად ეწყობა. ყველაფერი ის, რაც სხვა ეკლესიებს ცალკეულად მქონდათ განსხვავებული და ქალაქს მნიშვნელოვანს ხდიდა როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო შეხედულებებით, რომის ეკლესიას ერთობლივად ჰქონდა. შემდეგ, პოლიტიკურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, აღინიშნება, რომ რომი არის ყველაზე დიდი, ყველაზე ბრწყინვალე და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი; არსებული იმპერია მისგან იღებს დასაბამს და სახელიც მისგან მიიღო. საეკლესიო დამოკიდებულებით რომი განთქმულია წმინდანების – პეტრესა და პავლეს მოწამოებრივი სიკვდილით და მათი _ საფლავებით, რაც აღმოსავლეთისთვისაც მაღალი პატივისცემის საგანს წარმოადგენს.7 რომის ეკლესიის ეს პოლიტიკურ-საეკლესიო ხასიათი, დაფასებული და წარმოჩენილი აღმოსავლელთა მხრიდანაც, მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი აღმოჩნდა, ასევე, მათი ეპისკოპოსების მიმართაც. შემდგომში, როცა აღმოსავლეთში ეკლესია იძულებული შეიქნა ბრძოლა ეწარმოებინა არიოზელებთან, ნესტორიანელებთან, ნოვატიანელებსა და სხვა მწვალებლებთან, რომის ავტორიტეტი – რომელიც უშუალო მონაწილეობას ამ ბრძოლაში არ იღებდა – კიდევ უფრო გაიზარდა; მაგალითად, ინოკენტი I-ს და განსაკუთრებით, კელესტინე I-ს დროს, როცა ეს უკანასკნელი შუამავლობდა კირილე ალექსანდრიელსა და ნესტორი კონსტანტინოპოლელს შორის წარმოებულ ბრძოლაში. ჯერ კიდევ დამასის დროს, რომის საყდრის ავტორიტეტი აღმოსავლეთში მაღალი იყო. მაშინდელი მოუწყობლობის გამო ნეტარი იერონიმე მძიმედ აღწერდა აღმოსავლეთის მდგომარეობას რელიგიასთან დაკავშირებით და არიოზელობის შედეგად გამეფებულ შუღლსა და განხეთქილებებზე მიუთითებდა. დამასისადმი წერილში ის ამბობს, რომ შურს დასავლელებისა, რომლებიც შორს არიან აღმოსავლური მოუწყობლობისაგან და მოუხმობს რომს, ვით ზეციურ ანგელოზს, არიოზელების ბადეთაგან მართლმადიდებლური აღმოსავლეთის გადასარჩენად. შემდგომ ის მწვალებლებთან თავის ბრძოლას აღწერს, რომელთაც პეტრეს საყდარზე მიუთითებს, როგორც სარწმუნოების წმინდა სარკეზე. ხოლო თავის 377 წელს დაწერილ წერილში დამასის მიმართ, ის იუწყება, რომ აღმოსავლეთში გაურკვევლობა სუფევს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ანტიოქიელი ეპისკოპოსია რომთან თანაზიარებაში და, შესაბამისად, რომელი უნდა აღიარონ მართლმადიდებლად. ამ საყოველთაო გაურკვევლობაში იგი მორწმუნე ერს მიმართავს სიტყვებით: §1 0V15 ლ9ზიტძ»86 6%L) ))ყი0ILსX II605 055 („ის მორწმუნეა კეთილგონიერი, ვინც თანაზიარია პეტრეს კათედრასთან“).'ზ გარემოებათა ასეთნაირი განვითარების შედეგად, IV და V საუკუნეებში რომის ავტორიტეტი, ნებსით თუ უნებლიედ, უნდა გაზრდილიყო როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთშიც. თუმცა, ზოგჯერ მისი ავტორიტეტი პირიქით, ილახებოდა. მაგალითად, იულიუსის დროს, რომელიც საბელიოსელობამ გაიტაცა და მარკელოს ანკვირიელი მართლმადიდებლად გამოაცხადა; ან კიდევ, ლიბერიოსის დროს, რომელმაც არიოზელების სიმბოლოს მოაწერა ხელი და ათანასე დიდი განიკითხა; ანდა ზოსიმეს დროს, რომელმაც მწვალებლები პელაგიოსი და კელესტი მართლმადიდებლებად აღიარა; და მაინც, რომის ეკლესიის ავტორიტეტი მაღალი იყო და ხელს უწყობდა „პაპიზმის“ იმ თეორიის გაძლიერებას, რომელიც კელესტინეს მეორე მემკვიდრემ, ლეონ დიდმა მოჭარბებული ენერგიით გააღვივა.19? ამას სხვა გარემოებამაც შეუწყო ხელი და მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ: მაშინ, როდესაც დასავლეთში სრული სიმშვიდე სუფევდა, აღმოსავლეთში პარტიათა შორის ბრძოლა მძვინვარებდა. ეს პარტიები, განსაკუთრებით კი მათ შორის სუსტები, ცდილობდნენ თავიანთ მხარეს გადაებირებინათ დასავლელი ეპისკოპოსები, განსაკუთრებით კი რომისა, როგორც ყველაზე გავლენიანისა და დასავლეთში ტონის მიმცემისა. რადგანაც მნიშვნელოვანი იყო რომის ეპისკოპოსის მხარდაჭერა, ამიტომ ვისაც მისი მხარდაჭერა სჭირდებოდა, კომპლიმენტსაც არ იშურებდა, ოღონდაც მიზნისათვის მიეღწია; სარგებლობდნენ თავიანთთვის დამაკნინებელი გამოთმქმებითაც კი, რომლებსაც სხვა გარემოებაში არასდროს გამოიყენებდნენ. ამასთან, არც იმ ენის თავისებურება უნდა დავგივიწყოთ, რომელზედაც წერდნენ, და არც ხოტბის შესასხმელად ბერძნების სიტყვადაუშურებლობა. თავის მხრივ, რომაელი ეპისკოპოსებიც, უყურებდნენ რა ყველა საეკლესიო საქმეს სირიციუსის მიერ დადგენილი თავიანთი პირველობის თვალსაზრისით, აღმოსავლელთა გამოთქმებში, რომელსაც ისინი პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამდნენ, საკუთარი შეხედულებების აღიარებასა და მტკიცებულებას პოულობდნენ. ისინი ვერ აცნობიერებდნენ იმ აზრს, რასაც გამომთქმელები საკუთარი სიტყვებით მოსაგდნენ; ვერც მიზანს, რისთვისაც ისინი ამ სიტყვებს იყენებდნენ. მოვლენათა ასეთნაირი განვითარების შედეგად, დასავლეთში „პაპიზმის“ თეორია სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. სწორედ ამ თეორიას იყვნენ ჩაჭიდებულნი რომაელი ლეგატებიც ქალკედონის კრებაზე და მისგან გამომდინარე განაცხადეს პროტესტი წინამდებარე კანონთან მიმართებით. ბ) მეორე მიზეზი თავად რომაელი ლეგატების თავისებური მდგომარეობა იყო ამ კრებაზე. აღმოსავლეთში ახალი „პაპიზმის“ თეორია უცნობი იყო, და თუ კრების მამებმა, როცა ის პირველად ლეგატების ბაგეთაგან მოისმინეს, მის წინააღმდეგ ხმა არ აიმაღლეს, პირველ რიგში ეს გააკეთეს მშვიდობისა და თანხმობის შესანარჩუნებლად, რაც ფრიად საჭირო იყო პირგელმოსაყდრე ეპისკოპოსთა შორის სწორედ იმ დროს, რათა არ გამოეწვიათ ახალი ეფესოს თავყრილობა და საშინელი მონოფიზიტობა დაემარცხებინათ; მეორეც, პიეტეტის გამო, რომლითაც ლეონ დიდის მიმართ იყვნენ განმსჭვალულნი კრების მისამართით მისი დოგმატური ეპისტოლის შედეგად; და მაინც, კრების მამებს არ შეეძლოთ ლეგატებს ისეთი კ8რძალულებით მოპყრობოდნენ, როგორითაც იმ შემთხვევაში მოეპყრობოდნენ, მათ რომ კრებაზე ეს თეორია არ განევრცოთ. აღმოსავლელი ეპისკოპოსების ეს თაგშეკავებული, ცივი დამოკიდებულება ლეგატების მიმართ იყო სწორედ ამ უკანასკნელთა ოპოზიციონერობის მთავარი მიზეზი წინამდებარე კანონთან მიმართებით, რასაც ჩვენ თავისებურება ვუწოდეთ. ჩვენ შეგვეძლო ამისთვის ნამდვილი ღვარძლი გვეწოდებინა საერთოდ, აღმოსავლელ და, განსაკუთრებით, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მიმართ, რამეთუ მათი ქმედება მე-15 სხდომიდან ვიდრე დაიშლებოდნენ (რაზედაც ქვემოთ იქნება საუბარი), სხვაგვარად არ შეიძლება დახასიათდეს. როგორ გამოხატეს რომაელმა ლეგატებმა თავიანთი პროტესტი? ამ კრების მე-15 სხდომაზე, სადაც კანონები უნდა მიეღოთ, ლეგატებს დასწრება არ სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მიიწვიეს. მათი თხოვნით შედგა მე-16 სხდომა, სადაც ერთ-ერთმა ლეგატმა განაცხადა, რომ მათი არყოფნის დროს „დადგინდა ისეთი რამ, რასაც კანონებისა და საეკლესიო წესრიგის საწინააღმდეგოდ ვთვლით, ამიტომ ჩვენ იძულებულნი გართ ვითხოვოთ, რომ ახლავე, ყველას წინაშე იქნეს წაკითხული გუშინდელი სხდომის ოქმი, რათა მთელმა საძმომ იცოდეს სამართლიანი იყო თუ უსამართლო ის, რაც დადგინდა“. იმპერატორის კომისრების მოთხოვნით კრების მდივანმა, არქიდიაკონმა აეტიმ განაცხადა: „ყოველთვის არსებობდა ჩვეულება, რომ კრებაზე მთავარი საკითხის დამთავრების შემდეგ სხვა აუცილებელი საკითხების განხილვა შემდგარიყო... ჩვენ ვთხოვეთ რომიდან ჩამობრძანებულ ყოვლადსამღვდელოესოებს მონაწილეობა მიეღოთ ამ საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ უარი გვითხრეს, რაც იმით ახსნეს, რომ ამის თაობაზე ინსტრუქციები არ მიუღიათ. ის, რაც გუშინ გადაწყდა, აქ არის; ფარულად, სხვებისაგან დამალულად არაფერი გაკეთებულა, საქმის წარმოება სწორად და კანონიკურად მიმდინარეობდა“. ამის შემდეგ იმპერატორის მდივანმა წაიკითხა წინამდებარე კანონის ტექსტი, აგრეთვე დამსწრე ეპისკოპოსთა ხელმოწერები, რომელთა შორის, ანატოლი კონსტანტინოპოლელის გარდა, მაქსიმე ანტიოქიელისა და იუბენალიოს იერუსალიმელის ხელმოწერებიცაა; ალექსანდრიის საყდარი არ ჩარეულა.2? ლეგატმა ლუკენტიმ, რომელიც ყველაზე მეტად იყო ღვარძლით აღვსილი აღმოსავლელთა მიმართ, როცა დაინახა, რომ ყველაფერი კანონიკური სიზუსტით იყო აღსრულებული და შედავების მიზეზი აღარ არსებობდა, გააკეთა შემდეგი არაკეთილშობილური და შეურაცხმყოფელი განცხადება, თითქოს „მამებმა, ამ კანონებს, აუცილებლობიდან გამომდინარე, იძულებით მოაწერეს ხელი“, რასაც მამების მხრიდან ერთხმად მოჰყვა მათი თავისუფლებისა და საეპისკოპოსო პატივის შეურაცხყოფით გამოწვეული მრისხანებით აღსაგსე პასუხი: „არავინ ყოფილა ვინმესაგან იძულებული!“ ჩნდება კითხვა, შესაძლებელია, რაიმე იძულებაზე საუბარი, როცა სხდომაზე თავად ლეგატებიც იყვნენ მიწვეულნი? შეცბუნებულმა და შერცხვენილმა ლუკენტიმ, იმისათვის, რომ როგორმე თავისი უადგილო შენიშვნა გაემართლებინა, ნიკეის კრების კანონები ახსენა, თითქოს იმათ ამ (28-ე) კანონით ზიანი მიადგა. იმპერატორის კომისრებმა ჯერ ლეგატები გამოიძახეს, შემდეგ კი სხვა ეპისკოპოსები – დასახელებული კანონების წარმოსაჩენად. აქ, ლეგატებმა, მეორედ შეირცხვინეს თავი, რამეთუ ისინი აშკარა სიცრუეში ამხილეს. ერთმა მათგანმა თავისი რომელიღაც კრებულიდან წაიკითხა მე-6 კანონი შერყვნილი სახით, სახელდობრ: „რომის ეკლესიას ჟოველთვის პირველობა ჰქონდა. დაე, ეგვიპტემაც...“ .' რა თქმა უნდა, კიდევ მეტი ზიზღით განიმსჭვალნენ მამები, როცა იხილეს თუ რა საშუალებებს მიმართავდნენ მოწინააღმდეგენი. იგივე კანონი იმპერატორის მდივანმა, კონსტანტინემ, კრების მდივნის მიერ შემოთავაზებული კრებულიდან წაიკითხა და ლეგატები აშკარა სიცრუეში ამხილეს. ამის შემდეგ მათ ხმა აღარ ამოუღიათ მთელი სხდომის მანძილზე.

იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ლუკენტიმ ეპისკოპოსის პატივს მიაყენა და, იმისათვის, რომ იმ მამების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ხმით მონოფიზიტობით შერყეული მართლმადიდებლობა განამტკიცეს, ეჭვის ნატამალიც აღარ დარჩენილიყო, იმპერატორის კომისრებმა გამოიძახეს აზიისა და პონტოს ეპისკოპოსები; თუკი რაიმე იძულებას უნდა ჰქონოდა ადგილი, პირველ რიგში ისინი უნდა ეძულებინათ, რადგან სწორედ მათი სამთავროები მიუერთეს ამჯერად კონსტანტინოპოლის საყდარს. მათ კრებისათვის რიგ-რიგობით უნდა მიეცათ ახსნა-განმარტება: „თავისი ნებით მოაწერეს ხელი აღნიშნულ მუხლს, თუ ისინი აიძულეს“. თითოეულმა მათგანმა საჯაროდ განაცხადა და წერილობით დაადასტურა, რომ არა იძულებით, არამედ საკუთარი შეხედულებით მოაწერა ხელი; ევსევიმ კი, დორვილის ეპისკოპოსმა, შემდეგი განაცხადა: „მე ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი, რამეთუ ეს კანონი (II მსოფლიო კრების მე-3) ჩემ მიერ წაკითხული იყო რომის უწმინდესი პაპისათვის კონსტანტინოპოლის კლერიკოსთა თანდასწრებით და მან იგი აღიარა“.22 ესეც საკმარისი იქნებოდა იმ ცრუ ბრალდების უარსაყოფად, რაც ლუკენტიმ წმინდა მამებზე აღძრა. თუმცაღა, იმის გამო, რომ ზოგიერთი მამა, ვისი ხელმოწერებიც ოქმზე არ აღინიშნებოდა, ამ სხდომას არ ესწრებოდა, იმპერატორის კომისრებმა ისინიც გამოიძახეს აღნიშნულ საკითხზე თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად, რათა ეჭვის ნატამალიც აღარ დარჩენილიყო რომ ეს კანონი ნამდვილად იყო კრების საერთო გადაწყვეტილებით მიღებული. გამოძახებულმა მამებმა კრების გადაწყვეტილება გაიზიარეს; თალასიმ კი, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსმა და პონტოს ეგზარქოსმა, თანხმობა შემდეგი სიტყვებით დაადასტურა: „ჩვენ ვუერთდებით უფალ ეპისკოპოს ანატოლის და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვამტკიცებთ“ .23 კრების მამების ერთსულოვანი და თითოეული მამის კერძო მოწმობის შემდეგ, იმპერატორის კომისრებმა დაამტკიცეს მე-15 საკრებულო სხდომა, თანაც არ ჩათვალეს საჭიროდ ყურადღება დაეთმოთ ლეგატების უგუნური შენიშვნებისათვის და მოკლე სიტყვებით გაიმეორეს 28-ე კანონი; რის შემდეგაც, კრებას შესთავაზეს თავიდან გაეცხადებინათ კრების გადაწყვეტილება, იმ დღის საკრებულო გადაწყვეტილებით, რაც მამებმა ერთსულოვნად შეასრულეს. როცა მოვლენები ასე წარიმართა და პაპის ლეგატებმა იხილეს, რომ ყველაფერი კანონიერების მკაცრი დაცვით ჩატარდა, მათ მამების წინაშე დანაშაული იგრძნეს და კრების გადაწყვეტილებასაც დაქგთანხმნენ. მხოლოდ ლუკენტიმ, ყველა აღმოსავლელის მიმართ სიძულვილით აღვსილმა და, თანაც, აშკარა სიცრუეში მხილების გამო გამძვინვარებულმა, მოითხოვა, რომ ოქმში მისი პროტესტი შეეტანათ. შემდეგში მან ამ საქციელზე უწმინდესი ლეონ დიდიც წააქეზა.29 ასეთი ქმედებანი ამაზე მეტ კომენტარს აღარ საჭიროებს, მით უფრო, რომ იგივე ლეგატებმა ამ კრების პირველ სხდომაზე, როდესაც დიოსკორეს თავყრილობის ოქმები იქნა წაკითხული, აღშფოთებით შენიშნეს, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს ფლაბიანეს თავისი ადგილი არ მიეცა ეპისკოპოსთა შორის, არამედ მხოლოდ მეხუთე, და საჯაროდ განაცხადეს: „აი, ჩვენ, როგორც ღმერთს ნებავს, პირველ ადგილს უფალ ანატოლის ვანიჭებთ; ამათ კი (დიოსკორეს მხარდამჭერებმა) ნეტარი ფლაბიანე მეხუთე ადგილზე დააყენეს“. ამაზე დიოგენემ, კვიზიკელმა ეპისკოპოსმა შენიშნა: „თქვენ კანონებს კარგად იცნობთ“.2 ეს თავიდან, შემდეგ კი, როცა მე-9 და მე-17 კანონები დგებოდა და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აპელაციის უფლება მიეცა, რაც მას ადრე არ ჰქონია, საკითხავია, რატომ მაშინ არ განაცხადეს პროტესტი, მით უმეტეს, რომ უახლეს რომაელ ღვთისმეტყველთა თანახმად, ამ ორმა კანონმა „გაკაფა გზა“ 28-ე კანონისაკენ? 28 დაბოლოს, თუკი ეს ლეგატები ასე ზრუნავდნენ იმაზე, რომ წმინდად დაცულიყო დიეცეზებს შორის დადგენილი საზღვრები და, განსაკუთრებით, არ დარღვეულიყო ნიკეის მე-6 კანონი, რომელსაც ისინი შემდგომში, მე-16 სხდომაზე, ასეთი შემართებით წარმოაჩენდნენ, მაშინ რატომ აძლევდნენ ისინი პირველები (მე-10 სხდომაზე) კრებას იმის რეკომენდაციას, რომ იერუსალიმის ეპისკოპოსისათვის მიენიჭებინათ პალესტინის სამი პროვინციის მმართველობის უფლება, კრებაც ხომ უმეტესწილად მათი რეკომენდაციის წყალობით დათანხმდა ამას და საკრებულო გადაწყვეტილებით დაამტკიცა?? ეს სამი ფაქტი საკმარისია, რომ წარმოჩნდეს კრების საქმიანობაში ლეგატების მთელი არათანმიმდევრულობა და სრული სიცხადით დამტკიცდეს, რომ მე-16 სხდომაზე მათ ქმედებებს, განსაკუთრებით კი ლუკენტისას, მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლი ამოძრავებდა; ხოლო, ყველაზე უარესი ამ საქმეში ის არის, რომ იგივე ლუკენტიმ უწმინდესი ლეონ დიდიც აღძრა თავისი მხრიდან პროტესტის გამოსათქმელად.

როგორ განაცხადა ლეონ დიდმა თავისი პროტესტი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის შესახებ კრების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ? ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ „პაპიზმის“ თეორია, რომელიც პირველად სირიციუსმა შეთხზა თავის ცნობილ დეკრეტში, ლეონ დიდმა განავრცო; შემდგომ ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ თეორიის იმდენად გამყარებას, რომ თვით რომის ეპისკოპოსებმაც დაიჯერეს, რომ მოწოდებულნი იყვნენ ყველა საეკლესიო საკითხში დასკვნითი სიტყვის სათქმელად. ამ თეორიას სხვებზე მეტად ლეონ დიდი იზიარებდა, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, რომ „პაპი%ზმის“ ისტორიაში გამორჩეულ ეპოქას წარმოადგენს. მის შემდგომ ეს თეორია უკვე სისტემატურად ვითარდება. ლეონი იმიტომ კი არ იცავს თავისი საყდრის პირველობას, რომ იგი საღვთო კანონებიდან გამომდინარე მიაჩნია, არამედ ის, როგორც სამოციქულო საყდრის ეპისკოპოსი, ხმას იმაღლებს ამ (28-ე) კანონის წინააღმდეგ, რადგან მასში იმ უპირატესობათა ხელყოფას ხედავს, რაც კანონებით სამოციქულო საყდრებს ჰქონდა მინიჭებული. ასეთ საყდრებად იგი საკუთარის გარდა, ასევე ალექსანდრიისა და ანტიოქიისას მიიჩნევდა. ლეონის ერთ-ერთი წინამორბედი, ინოკენტი, თაგის საყდარს არ თვლიდა უპირველესად, არამედ ანტიოქიისას; იგი ერთ-ერთ თავის, 415 წლით დათარიღებულ წერილში, მას უწოდებს ხIIი8 50905, ძსმ6 სLხ15 LLიIთო8მ6 8091 იიი 00ძ0XL0L („პირველ კათედრას, რომელიც არ ჩამოუვარდება ქალაქ რომის კათედრას). ლეონს კი თავისი საყდარი და ორი სხვა, თანაბარძალაუფლებიანი ჰგონია, ხოლო კონსტანტინოპოლის შესახებ ამბობს; „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს, მიუხედავად მისი ეკლესიის მთელი სიდიადისა, მაინც არ ძალუძს ის სამოციქულოდ აქციოს“.29 იგი საზეიმოდ აცხადებს, რომ „საყდრების უპირატესობა წმინდა მამათა კანონებითაა დადგენილი“ და პირველ ადგილზე მისი საყდრის უპირატესობა დგას. ამგვარად, ლეონი აღიარებს, რომ ამ უპირატესობათა წყარო არა საღვთო, არამედ საეკლესიო სამართალია. იმ მიზეზით კი არ ეწინააღმდეგება იგი ამ კანონს, რომ ის „ლახავს რომის საყდრის საღვთო უფლებას“, – ამის დასტურია, რომ არც ერთ თავის წერილში, ამასთან დაკავშირებით, ამ უფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებს, – არამედ იმიტომ, რომ ამ კანონით ზიანი ადგება ნიკეის კრების განწესებებს, კერძოდ მე-6 კანონისას; ლეონი არ გმობს ქალკედონის ამ კანონს იმ მიზეზით, რომ ის არსებითად რაიმე არასწორს შეიცავს, არამედ იმიტომ, რომ არ გამომდინარეობს ნიკეის კრების დადგენილებიდან, რომელიც მისი აზრით, ერთადერთი კომპეტენტური იყო დაედგინა როგორც თავისი, ასევე სხვა საყდრების უპირატესობა. ლეონს რომ რაიმე მოსაზრება მაინც ჰქონოდა საკუთარი ხელისუფლების უპირატესობის საღვთო წარმომავლობის შესახებ, მაშინ, თუკი ამას სადმე მიუთითებდა, სწორედ აქ იქნებოდა ის შემთხვევა; მაგრამ იგი ხმას მხოლოდ იმიტომ იმაღლებს, რომ ამას კანონების ერთგული დამცველის მოვალეობა აკისრებს და ამჟამად ნიკეის მე-6 კანონის ხელშე უხებლობისათვის იღვწის. მხოლოდ შემდგომში აღმოაჩინეს ამ კანონში, რომ თითქოს ის შეიცავს რომის საყდრისათვის მთელ მსოფლიო ეკლესიაზე ღმერთისგან ბოძებულ უფლებას; ეს კი მაშინ მოხდა, როცა ფალსიფიცირებულ იქნა კანონის პირველსაწყისი ტექსტი და მასში ყბადაღებული სიტყვები შეიტანეს: „რომის ეკლესიას ყოველთვის ეკუთვნოდა პირველობა“, და ეს პირველობა თვით ღმერთისგან არის დაწესებული. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ დედანში ეს არ ყოფილა და, მაშასადამე, მასზე არც შეიძლებოდა აღნიშნული პრეტენზია დაფუძნებულიყო.

ლეონი თავის ხელისუფლებას უფრთხილდება, როგორც პეტრეს კათედრის ხელისუფლებას და, ამის გამო, ქალკედონის კანონის წინააღმდეგ ილაშქრებს.29 თუმცა, არც აქ და არც სხვაგან, თავის თხზულებებში, ის პეტრეს მემკვიდრეობაზე პრეტენზიას არ გამოთქვამს მასთან განსაკუთრებული თანაზიარობის თვალსაზრისით, არამედ მხოლოდ მისი კათედრის მემკვიდრედ აცხადებს თავს, რასაც უკვე თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც რომ დავუშვათ, რომ პეტრემ სხვა მოციქულებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული უფლებამოსილება მიიღო და სწორედ მან დააარსა რომის ეკლესია. ამასთან, ლეონი არ აცხადებს პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პეტრეს სახელის გამო, პირადად მას აქვს მინიჭებული რაიმე განსაკუთრებული უფლებამოსილება მსოფლიო ეკლესიაზე; ლეონი პრეტენზიას აცხადებს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი, თავის დროზე წარჩინებული და, თანაც, დასავლეთში ერთადერთი სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელსაც დასახელებული ნიკეის კანონის თანახმად, მიკუთვნებული ჰქონდა პირველი ადგილი ქრისტიანული სამყაროს ყველა ეპისკოპოსთა შორის; იგი ხმას იმაღლებს სხვა სამოციქულო ეკლესიათა დასაცავად, რომლებსაც, უფლებების მიხედვით, თავისი ეკლესიისაგან სავსებით განსხვავებულად მიიჩნევს.% მისი აზრით, ისინი, თავიანთი დიდი თუ მცირე პოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად, არასამოციქულო წარმოშობის ეკლესიებთან მიმართებით ყოველთვის პირველები უნდა დარჩნენ, თუნდაც ეს უკანასკნელნი საიმპერატორო დედაქალაქის ეკლესიებს წარმოადგენდნენ. ლეონი რომ სწორედ ამგვარად აღიქვამდა თავის უფლებამოსილებას, ეს, სხვათა შორის, იქიდანაც ჩანს, რომ ამ კრების მე-4 სხდომაზე მისი ლეგატების მიერ გამოგონილი ტიტულის V9MIV0X§811§ 60C105186 0808 მიღება არც მას და, შემდგომ, არც გრიგოლ დიდს (590 - 604) არ სურდათ. სხვა ადგილას ჩვენ გვქონდა საშუალება გვეჩვენებინა, როგორ ესმოდა ლეონს მაცხოვრის სიტყვები პეტრეს მიმართ, როცა პეტრემ იგი ძე ღმერთად ადღიარა. 3 იმავე საუბრიდან, რომელიც ჩვენ იქ განვიხილეთ, შეგვეძლო მრავალი სხვა ადგილი მოგვეყვანა პეტრეს პირველობასთან დაკავშირებით, მაგალითად, როცა ლეონი ხაზს უსვამს პეტრეს კურთხევის პირველობას, რამაც იგი ქრისტეს სიყვარულით განმსჭვალა, ანდა, როცა ის მოიხსენიებს პეტრესათვის მიცემულ შეკვრისა და გახსნის უფლებას და, რომელ უფლებასაც, ის ყველა – პეტრეს სიმართლით განმსჭვალულ – ეპისკოპოსისათვის ბოძებულად თვლის, ანუ იმ ეპისკოპოსისათვის, რომელიც ისევე წყვეტს საკითხს, როგორც ამას თავად პეტრე მოციქული გადაწყვეტდა. სხვაგვარად, ამ საუბარში, მისი პანეგირიკული ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი ისეთი რამ შეიმჩნევა, რაც პეტრეს მიმართ ლეონის გატაცების სიწმინდეზე მეტყველებს, მაგრამ რომელიც მართლაც მხოლოდ გატაცებად უნდა იწოდებოდეს ამ საკითხის შესახებ საერთო სწავლებასთან შედარებით. მაქსიმე ანტიოქელისადმი თავის ეპისტოლეში, ლეონი ყველაზე მაღლა ანტიოქიის კათედრას აყენებს, როგორც პეტრეს მიერ დაარსებულს. თავისას კი ყველაფერში მის მსგავსად მიიჩნევს და საკუთრივ მას თავისზე აღმატებულად თვლის.” ჩვენ ქვემოთ ვიხილავთ, რომ ლეონი პეტრეს კათედრაზე თავის მემკვიდრეობას სრულიად სხგაგვარად აფასებდა, ვიდრე გვიანი დროის რომის პაპები IX საუკუნეში. ლეონი, ქრისტიანული სამყაროს პირველეპისკოპოსობაში დარწმუხებული, თავის მოწოდებად მიიჩნევს იყოს კანონების დამცველი და, როგორც ასეთი, რჩება რა ერთგული იმ პრინციპებისა, რომლებიც გამოითქვა ჯერ კიდევ II საუკუნეში რომის ეპისკოპოს სტეფანეს მიერ კვიპრიანესთან დავაში, (მწვალებელთა გადანათვლის შესახებ,3? რომ „არაჯეროვანია გადმოცემებში რაიმე ცვლილებების შეტანა“), აცხადებს, რომ „არანაირი სიახლეებით არ უნდა შეიცვალოს და არც ძალადობრივად დაკნინდეს ეკლესიების პრივილეგიები, რომლებიც დადგენილია წმინდა მამათა კანონებით და დამტკიცებულია ნიკეის წმინდა კრების განწესებებით“.% აქედან გამომდინარე, ის ამოწმებს, რომ მისი სამოციქულო კათედრა არასდროს მოიწონებს იმას, რაც არ ეთანხმება იმათ (ნიკეის მამების!) კანონებსა და განწესებებს,3 და ამ თვალსაზრისით იუწყება, რომ მას არ შეუძლია დაეთანხმოს ქალკედონის კრების 28-ე კანონის მოთხოვნებს.

რაოდენ კეთილშობილურად უნდა ჩაითვალოს ლეონის ასეთი ერთგულება საკრებულო დადგენილებათა მიმართ! მაგრამ, მეორე მხრივ, დასანანია, რომ ისეთი მღვდელმთავარი, როგორიც ლეონი იყო, შეიძლებოდა იმდენად გაეტაცა წინააღმდეგობის სურვილს, – ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც, – რომ ზოგიერთ დასავლელ მეცნიერს ეჭვი შეეპარა: „ხომ არ აღეძრა მას შური კონსტანტინოპოლის საყდრის მიმართ?% თუმცა, ლეონის ყველა ეს წინააღმდეგობა გარდამავალი გარემოებით იყო გამოწვეული და დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან შემდეგში ვიხილავთ, რომ იგი ყველა ამ საკითხზე სრულიად სხვაგვარად მსჯელობს. ლეონისათვის არასაკმარისად იყო ცნობილი აღმოსავლეთში ეკლესიის იერარქიული წყობის მდგომარეობა; მისთვის ასევე უცნობი იყო ქალკედონის კრების საქმიანობაც. პირველის შესახებ ჩვენ ვასკვნით მისი წერილებიდან, რომლებიც ამ კანონს ეხება.3 ქალკედონის კრების საქმიანობის შესახებ კი იგი არასწორად იყო ინფორმირებული ლუკენტის მიერ. ეს უკანასკნელი, ღვარძლით განმსჭვალული აღმოსავლელთა მიმართ, ცდილობდა იგივე სული შთაებერა ლეონის კეთილშობილ გულში, და თუ ამაში სრულ წარმატებას ვერ მიაღწია, ის მაინც შეძლო, რომ ქალკედონის კრების მამებს იგი კანონის „დამრღვევად“ წარმოუჩინა; თავად რომაელი მღვდელმთავარი კი აღძრა აღშფოთების გამოსახატავად იმპერატორისა და მისი მეუღლის, აგრეთვე, ანატოლი კონსტანტინოპოლელის, კრების მამებისა და სხვათა წინააღმდეგ – კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის შესახებ კრების დადგენილების გამო. ხოლო, ლეონი რომ არასწორად იყო გაცნობიერებული ამ საქმეში, ამას მისი წერილების შინაარსი მეტყველებს. როგორც კი ლუკენტი რომიდან დაბრუნდა და მომხდარის შესახებ თავისებურად შეატყობინა, ლეონი არ დაელოდა საქმის ვითარების შესახებ ზუსტ ინფორმაციას და ერთ დღეში (452 წ. 22 მაისს) ოთხი წერილი დაწერა: მარკიანეს, დედოფალ პულშერიას, ანატოლის და ეპისკოპოს იულიანეს (კონსტანტინოპოლში თავისი წარმომადგენლის) სახელზე. პირველ სამ წერილში ის უბრალოდ თავს ესხმის ანატოლის და წინა პლანზე გამოჰყავს მისი პატივმოყვარეობა (8XიხIL10), რასაც ერთადერთს შეეძლო ბიძგი მიეცა მისთვის ამ კანონის მისაღებად. შემდგომ ამისა, იგი ამტკიცებს, რომ უპირატესობით სამოციქულო კათედრები უნდა სარგებლობდნენ, ანატოლი დედაქალაქის ეპისკოპოსობის პატივით უნდა დაკმაყოფილდეს, ნიკეის კრებამ პირველმოსაყდრე ეპისკოპოსებს შორის წესი და რიგი დაადგინა და მის მიერ დადგენილი წყობა არ უნდა იქნეს დარღვეული, რომ სხვა კრებას არ შეუძლია მისი შეცვლა და მან არ იცის არავითარი II მსოფლიო კრების კანონი, რომელზედაც ქალკედონის კრება მიუთითებს. ასევე, ლეონი აღნიშნავს, რომ მამები, როგორც ჩანს, იძულებულნი გახდნენ ასეთ დადგენილებას დათანხმებოდნენ; ანატოლი დამნაშავეა იმაში, რომ მან თავს უფლება მისცა არ მიეღო ლეგატების არგუმენტები და ა.შ.; მეოთხე წერილი სრულიად სხვა შინაარსისაა და ის ხსნის ლეონის წერილის მკვეთრი ტონის მთელ გამოცანას. იგი მიმართულია პაპის წარმომადგენელ იულიანეს მიმართ და შეიცავს საყვედურს იმის გამო, რომ ის ლუკენტის არ მიემხრო და, პირიქით, ურჩია მას კრების დადგენილებას დათანხმებოდა.329 კონსტანტინოპოლში ლეონის წერილებმა, თავისი უჩვეულობითა და ახლებური მიდგომით, უაღრესად არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ვის შეეძლო ალმოსავლეთის ეკლესიის საჭიროება სცოდნოდა, თუ არა ქალკედონის კრების წეგრებს, რომლებიც ყველანი, პაპის ლეგატების გარდა, აღმოსავლელი ებისკოპოსები იყვნენ? გარდა ამისა, ნუთუ დასავლელებს უკეთ შეეძლოთ სცოდნოდათ ნიკეის (აღმოსავლეთის) კრების მამების აზრი, რომლითაც ისინი თავიანთი კანონების მიღებისას ხელმძღვანელობდნენ? ხომ არ აჩვენეს დასავლელებმა, რომ არ იცნობენ ნიკეის კანონებს, რამეთუ ერეოდათ სარდიკიის კრების კანონებში, ხოლო თუ იცნობდნენ, – ფალსიფიცირებული სახით, რაც ერთ-ერთმა ლეგატმა დაამტკიცა, როცა რომელიღაც თავისი კრებულიდან ნიკეის კრების მე-6 კანონი წაიკითხა? ამასთან, რის საფუძველზე აღუდგა ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთი ეპისკოპოსი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას, თუკი მისი ეკლესიის უპირატესობაც დადგენილია კრების მიერ? ასეთი უჩვეულო წერილების გამო, კონსტანტინოპოლს ლეონისათვის ისეთი ტონით უნდა ეპასუხა, როგორსაც მისი წერილები იმსახურებდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა იმ უბრალო მიზეზით, რაც ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, და უპასუხა მშვიდობიანი ტონით. პასუხად მღვდელმთავარს არწმუნებდნენ, რომ იგი არასწორად იყო ინფორმირებული კრების საქმიანობის შესახებ და საქმე, სინამდვილეში, სხვაგვარადაა, როცა კონსტანტინოპოლიდან პასუხი მიიღო, ლეონი, უნდა ვივარაუდოთ, სრულიად სხვა აზრზე დადგა. ის მეტი ყურადღებით მოეკიდა თავისი სპეციალური ლეგატის, იულიანეს მოხსენებას, რომელიც კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და საშუალება ჰქონდა თავად დაკვირვებოდა აღმოსავლეთში მოვლენათა განვითარებას. მას ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ზუსტი ცნობების მიწოდება შეეძლო, ვიდრე ლუკენტის, რომელიც აღმოსავლეთის საქმეებს მხოლოდ მაშინ გაეცნო და, როგორც ვიხილეთ, მისთვის მიკერძოება უცხო არ იყო. გარდა ამისა, იულიანე ლეონის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობდა, რაც ლეონის ერთ-ერთი წერილიდანაც ჩანს, სადაც ის განსაკუთრებულად შუამდგომლობს მას იმპერატორისა და დედოფლის წინაშე.9მ? ამიტომ იულიანეს მოხსენება ლეონის მხრიდან, რაღაც დროით, შეიძლებოდა უყურადღებოდ დარჩენილიყო, თუმცა, არა დიდი ხნით, მით უმეტეს ახლა, როცა კონსტანტინოპოლიდან სრულიად სხვა პასუხი მოვიდა, ვიდრე ელოდებოდა.

ამის შედეგად, ლეონი მეორე წელიწადს წერილით მიმართავს იულიანეს და მოითხოვს ქალკედონის კრების ყველა ოქმის გამოგზავნას ზუსტი ლათინური თარგმანით, რადგან მის მიერ მიღებული ოქმები არცთუ მთლად მკაფიოა და მრავალი გაურკვევლობის საბაბს იძლეგვა.“% ცხადია, მღვდელმთავარს სურდა ყველაფერში თავად გარკვეულიყო და ლუკენტისაგან მიწოდებული ცნობა შეემოწმებინა და მხოლოდ მას შემდეგ გაეცხადებინა თავისი საბოლოო განჩინება. ეს იყო 453 წლის მარტის დასაწყისში, როცა ლეონი ასეთ ნაბიჯზე შეჩერდა. თუმცაღა, მცირე ხნის შემდეგ იგი სხვაგვარად იქცევა, რაც მასზე ლუკენტის პირვანდელი გავლენით აიხსნება. ლეონი არ დაელოდა კრების ნამდვილ ოქმებს, რომლებიც თავისი წერილის პასუხად უნდა მიეღო და კვლავ გაგზავნა აღმოსავლეთში რამდენიმე წერილი – თავდაპირველად ქალკედონის კრების მამებთან, შემდეგ კი მაქსიმე ანტიოქიელთან, სადაც კვლავ ადასტურებს ძველ მოსაზრებას ჩვენი კანონის შესახებ და ანატოლის „ამბიციას“ გმობს.“ ქვემოთ ჩვენ ვიხილავთ, რომ ლეონი ანატოლისადმი თავის 458 წლის მარტის წერილში სულ სხვაგვარად მსჯელობს; მანამდე კი თვალი გადავავლოთ მოსაზრებებს, რომლებიც მას თავის წერილებში მოჰყავს.

ა) ლეონი იცავს იმ პრინციპებს, რომელთა თანახმადაც მხოლოდ სამოციქულო კათედრის ეპისკოპოსებს, ანუ მოციქულთა მიერ დაარსებულ ეკლესიებს ეკუთვნის უპირატესი მდგომარეობა, დანარჩენებს კი, მათი ქალაქის დიდმნიშვნელოვნების მიუხედავად, მომდევნო ადგილი უკავიათ. აქ ლეონი არასამართლიანად მსჯელობს. რომელიმე ეკლესიის პირველობის საფუძველი სხვა ეკლესიებთან მიმართებით, იყო არა მისი სამოციქულო წარმომავლობა, არამედ ადგილმდებარეობის პოლიტიკური მნიშვნელობა. ამის გასაოცარ მაგალითს თვით მოციქულები წარმოადგენენ; ისინი საეკლესიო კათედრების დაფუძნებას პოლიტიკური თვალსაზრისით წარუმატებელ ადგილებში კი არ ცდილობდნენ, არამედ ყოველთვის ეძებდნენ ამ მხრივ მნიშვნელოვან ადგილებსა და პოლიტიკურ ცენტრებს. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, რომი, როგორც დასავლეთის მთავარი ქალაქი, ალემქსანდრია – ეგვიპტის მთაგარი ქალაქი, ანტიოქია – სირიის მთავარი ქალაქი და სხვა. პეტრე, მაგალითად, „საქმე მოციქულთა“-ს მოწმობით, ქადაგებდა ლუდიაში, იოპეში, კესარიაში და სხვ., და მაინც, პეტრეს მიერ დაფუძნებულმა ამ ეკლესიებმა, თუმც კი ჰყავდათ მათ თავიანთი ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, განსაკუთრებული პრივილგეგიები ვერ მიიღეს – მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს მიერ დაფუძნებულ სხვა ეკლესიებზე ხანდაზმულები იყვნენ. პრივილეგიები მიიღეს მხოლოდ მთავარმა პოლიტიკურმა ცენტრებმა (ასევე იყო ანდრიას, პავლესა და სხვა მოციქულთა შემთხვევებშიც). თავიანთი ასეთი ქმედებებით მოციქულებმა მაგალითი აჩვენეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მათი მემკვიდრეები. მოციქულთა დროში კონსტანტინოპოლს რომ ისეთივე პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონოდა, როგორიც კონსტანტინეს დროს მოიპოვა, მოციქულები ნებისმიერ შემთხვევაში მას გვერდს არ აუვლიდნენ და სავსებით შესაძლებელია იქ, წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს, კათედრა დაჟარსებინათ, როგორც ცენტრში, საიდანაც იოლი იქნებოდა ქრისტიანობის გავრცელება, შემდეგ კი იზრუნებდნენ სხვა ცენტრებზე. კონსტანტინოპოლი ყოველ შემთხვევაში პრიმატით ისარგებლებდა, რომელიც, რაკი კონსტანტინოპოლი არ იყო, რომს ერგო, როგორც იმპერატორის დედაქალაქს. მოციქულების მემკვიდრეებმაც მათ მიბაძეს და როცა კონსტანტინოპოლი დედაქალაქი გახდა, გააკეთეს ის, რასაც მათ ადგილზე მოციქულები გააკეთებდნენ. ადრე ნათქვამი რომ არ გავიმეოროთ, ყურადღებას მხოლოდ იმას მივაქცევთ, რომ ანტიოქიის კრების მიერ გამოტანილი დადგენილება, რომლის თანახმადაც სამთავროების საეკლესიო დანაწილება უნდა დამთხვეოდა პოლიტიკურ დაყოფას, შეთვისებულ იქნა დასავლური ეკლესიის მიერაც და ამ პრინციპით ისინი ყველა საუკუნეში ხელმძღვანელობდნენ. მაგალითების მოყვანა ზედმეტია, რადგან ძალიან ბეგრია; საკმარისია თვალი შევავლოთ მთავარეპისკოპოსების, პრიმასებისა და პატრიარქების კათედრებს, სწორედ დასავლეთში და, იმ ადგილებს, სადაც ისინი არიან განთაგსებულნი და, შევადაროთ ისინი, ერთი მხრივ, იმ ადგილებს, სადაც მოციქულები უყოყმანოდ ქადაგებდნენ და აფუძნებდნენ ეკლესიებს, მეორე მხრივ, იერარქიული დამოკიდებულებით დაბალი ხარისხის ადგილებსა და მათ წინამძღოლებს, რათა დაგრწმუნდეთ, რომ თავის პრაქტიკაში დასავლეთის ეკლესიაც იგივე პრინციპს მისდევდა, რომელიც ლეონმა ამ მომენტში თეორიულად უარყო.“ გარდა ამისა, ამ კრების მე-17 კანონიც კატეგორიულად მოითხოვს, რომ გარკვეული ადგილმდებარეობის პოლიტიკური მნიშვნელობა საეკლესიო საქმეებშიც მნიშვნელოვანი ყოფილიყო. აღნიშნულ კანონს კი ლეონის ლეგატების მხრიდან არამცთუ პროტესტი არ გამოუწვევია, არამედ, პირიქით, მასზე მიუთითებს ნიკოლოზ | (რაზედაც უკვე ვისაუბრეთ ამ კრების მე-9 კანონში), თანაც იგი ამტკიცებს იმას, რისი უარყოფაც აღმოსავლელებმა საჭიროდ არც კი ჩათვალეს.

ბ) იმის საფუძველზე, რაც ლეონს სამოციქულო კათედრის პრივილეგიურობისათვის მოჰყავს, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი იმ საფეხურზე უნდა დაბრუნებულიყო, რომელზედაც იმყოფებოდა იმ დროს, როცა კონსტანტინოპოლი პატარა ბიზანტია იყო, მაშასადამე დაბრუნებულიყო 150 წლის წინანდელ ხანაში და გამხ- “დარიყო ჰერაკლიის მიტროპოლიაზე დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, დედოფალ პულჰერიასადმი წერილში იგი ასე აცხადებს, როცა ამტკიცებს, რომ ჰერაკლიის მიტროპოლიტის უფლება დაცული უნდა იქნეს. ამჯერად არ შევუდგებით იმის განხილვას, თუ რამდენად სამართლიანია ლეონ დიდის ამგვარი მოთხოვნა; ყოველი შემთხვევისათვის შევნიშნავთ, რომ ასეთი მოთხოვნა არ შეიძლებოდა სხვაგან ჩასახულიყო, თუ არა ლუკენტის შურიან და ღვარძლიან გულში. რადგან უგულებელყოფა კონსტანტინოპოლის ეკლესიის პრაქტიკისა, გასული ასწლეულიდან ვიდრე ამ ასწლეულის (V) ნახევრამდე, უგულებელყოფა საყოველთაოდ აღიარებული, ხანდაზმულობით გაწმენდილი ჩვეულებებისა, რომელთა საფუძველზეც დამტკიცებულია რომის საყდრის პრივილეგიაც, აგრეთვე, უგულებელყოფა ოქროპირის მოღვაწეობისა, როგორც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და ამ მოღვაწეობის აღმძვრელი განზრახვისა, ასევე მისი უშუალო წინამორბედებისა და მემკვიდრეების მოღვაწეობისა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭესთან და, ამგვარად, მის შესახებ „მუხის ქვეშ“ ყბადაღებული კრების გადაწყვეტილებასთან დათანხმება, ყველაფერი ეს სავსებით მოსალოდნელია ლუკენტისაგან, მაგრამ არ შეიძლება მიეწეროს ლეონ დიდის პირად განზრახვას.

გ) ლეონს სრული უფლება აქვს თავისი თავი კანონთა დამცველად გამოიყვანოს და კიდევ უფრო მეტი უფლება აქვს, როცა ამბობს, რომ ნიკეის კრების მე-6 კანონით პირველმოსაყდრე ეპისკოპოსთა შორის უფროს-უმცროსობითი წყობაა დადგენილი; მაგრამ, ამასთან, არ არის მართალი, როდესაც ამტკიცებს, რომ თანაბარი ღირსების მქონე ყველა კრებას არა აქვს ერთნაირი უფლება საეკლესიო საქმეების წარმოებისა, თუნდაც საეკლესიო სულისკვეთების ერთგულნი დარჩნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი ის აღიარებს ნიკეის კრების დადგენილებას უფროს-უმცროსობის შესახებ, ამით თავისთავად აღიარებს, რომ დასახელებულ კრებას ამის უფლება ჰქონდა და, მაშასადამე, სწორედ კრებებს ეკუთვნის უფლება წყობის დადგენისა უპირატესობასთან დაკავშირებით. ნიკეის კრებამ დაამტკიცა ჩვეულება, რომლის თანახმადაც რომის ეპისკოპოსის თანასწორად განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებდნენ ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსები. ქალკედონის კრებამაც იგივე გააკეთა – დაამტკიცა ჩვეულება, რომლის თანახმადაც ასეთივე პრივილეგიებით ისარგებლებდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსიც, რომელიც, როგორც ახალი დედაქალაქის ეპისკოპოსი, სხვა ეპისკოპოსთა შორის პირველობის პატივითაც სარგებლობს, მაგრამ მხოლოდ ძველი დედაქალაქის ეპისკოპოსის შემდეგ.

დ) ლეონს მოჰყავს არგუმენტები, რომლებშიც აშკარად ჩანს ლუკენტის სულისკვეთება, რამეთუ ისინი არსებითად იმ აზრის გამეორებაა, რაც ლუკენტიმ ჯერ – __ კიდევ კრებაზე ჩამოაყალიბა. ლეონი აცხადებს, რომ მისთვის, პირველ რიგში, უცნობია II მსოფლიო კრების (მე-3) კანონი კონსტანტინოპოლის კათედრასთან დაკავშირებით და, მეორეც, ის დასახელებული კრების მნიშვნელობას ამცირებს.“ პირველი არგუმენტის გასაბათილებლად ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მისივე ლეგატების განცხადებას კრების პირველ სხდომაზე და ევსევი დორვილელის – მე-16 სხდომაზე. მეორე არგუმენტთან დაკავშირებით მხოლოდ გაკვირვებას შეი” ძლება მივეცეთ – როგორ შეეძლო ლეონს საკუთარი თავისთვის ამგვარი გამოთქმის უფლება მიეცა, როცა გარკვეული დროის შემდეგ სხვა რომაელი ეპისკოპოსი, გრიგოლი დიდი (590-604), პირველი ოთხი მსოფლიო კრების შესახებ, აი, რას ამბობს: „ვამოწმებ, რომ მე ვაღიარებ და პატივს ვცემ ოთხ კრებას, როგორც წმინდა სახარების ოთხ წიგნს, ესენია: ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ეფესოსა და ქალკედონის კრებები“.% ე) იმ განცხადებისთვის კი, რომელიც ლუკენტიმ კრებაზე გააკეთა, თითქოს მხოლოდ ანატოლის პატივმოყვარეობამ გამოიწვია ამ კანონის მიღება და, მამებმა იძულებით მოაწერეს მას ხელი, ამჯერად კი ლეონის მიერ დედოფალ პულჰერიასა და ანატოლის მიმართ წერილებშიც იქნა გამეორებული, იმის შემდეგ, რაც ამ საკითხზე უკვე ითქვა, ყურადღების შეჩერებაც აღარ ღირს. ეს საყვედურები მღვდელმთავრის რისხვის წუთიერი გამოვლინება იყო ბოროტი სულისაგან გამოწვეული და სხვა არაფერი. ამ აზრს, იულიანეს მიმართ შემდეგი წლის მარტის თვეში გაგზავნილი მისი მეორე წერილი ადასტურებს, სადაც იგი კრების სხდომათა ოქმების ზუსტ, ლათინურ თარგმანებს მოითხოვს.

ყველა ეს „არგუმენტი“, რომლებიც ლეონმა პირველ ხანებში წარმოადგინა, მის მიერ უკანვე იქნა წაღებული. ლეონმა ეს გადაჭრით მას შემდეგ გააკეთა, რაც ანატოლის წერილიდან დარწმუნდა, რომ კრების განწესება მისი პატივმოყვარეობით კი არ იყო გამოწვეული, არამედ გარემოებათა დამთხვევით. ასე რომ, შემდგომში ჩვენ ლეონს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთან უახლოეს ურთიერთობაში ვიხილავთ.% თუმცა, რაც არ უნდა ითქვას, ქალკედონის კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გამოსვლაში დედაქალაქის ეპისკოპოსის შესახებ, რაც წუთიერმა გატაცებამ გამოიწვია და რამდენიმე წერილში გამოიხატა, მაინც ჩანს მღვდელმთავრის ამაღლებული ხასიათი და საეპისკოპოსო პასუხისმგებლობის განცდა, პატივისცემის გრძნობა სხვა ეპისკოპოსთა უფლებებისადმი, აგრეთვე სიმდაბლის სული, რომლითაც ეპისკოპოსი აუცილებლად უნდა იყოს განმსჭვალული. იგი თავს მოციქულთა მემკვიდრედ მიიჩნევს და თავის პირველ მოვალეობად საკრებულო გადაწყვეტილებების დაცვას თვლის. ამიტომ საყვედურობს იმათ, ვინც არ იცავს ამ გადაწყვეტილებებს. „ყველაფერი, რაც წმინდა კანონების საწინააღმდეგოა, დიდი ბოროტებაა, ასე რომ, მათი დათმენა შეუძლებელია“, – ამბობს მღვდელმთავარი ლეონი. ამასთან, როგორც მოციქულის მემკვიდრე, იგი საკუთარ თავს მოციქულთა სხვა მემკვიდრეებზე მაღლა არაფრით მიიჩნევს. ვერც ერთ მის წერილში ჩვენ ერთ სიტყვასაც ვერ ვპოულობთ, რომელიც ოდნავ მაინც მიანიშნებდა მის პრეტენზიას აგტოკრატულ ხელისუფლებაზე, ან მოთხოვნას, რომ გარკვეული „საღვთო უფლების“ საფუძველზე გაკეთებულიყო რაიმე. ის კიცხავს ყოველგვარი სიახლის შემოღებას? და აცხადებს, რომ მისი სამოციქულო საყდარი ამას არასდროს მოიწონებს (8005L011080 50013 ისიძს მი 00L011L იხ+1ი0I0 ი0ი§6ი5სIXი); ლეონ დიდი გადაჭრით იცავს მიტროპოლიტების უფლებებს და ამბობს, რომ არასდროს მისცემს თავის ხმას მათ შესაკვეცად; ყველა წერილში ნიკეის კანონების დასაცავად იღვწის: „მათი სიწმინდე აუცილებელი უნდა იყოს მთელი ეკლესიისათვის ყველა დროში“. მისი ბერძნულ ენაზე დაწერილი ეპისტოლე მართლმადიდებლობის შესახებ, უბრწყინვალესია, იგი დაამშვენებდა თვით ყველაზე შთაგონებულ პანეგირიკს, მაგრამ მას ამით არ უქედმაღლია და არ მიუღია ტიტული: „მსოფლიოს ყველა ეკლესიის მთავარეპისკოპოსი“, რომლის მინიჭებაც სურდათ მისთვის მის ლეგატებს ამ კრების მე-4 სხდომაზე.“ ყველა ეპისტოლეში და კერძო საუბრებში ლეონი აღნიშნავს თავისი კათედრის უპირატესობას, როგორც სამოციქულოსას, თუმცა, მხოლოდ პირველობისა და მსოფლიო ეკლესიის მადლის სისრულის მნიშვნელობით, აი, რას წერს იგი ეფესოში შეკრებილ ეპისკოპოსებს: „ეპისკოპოსი ლეონი ეფესოში შეკრებილ წმინდა კრებას უსურვებს ჟველა უფლისმიერ სიკეთეს. კეთილმიდრეკილი იმპერატორის უკეთილკრძალულესმა რწმენამ, – რომელმაც იცის, რომ მისი დიდება უმეტესწილად მაშინ შედგება, როცა კათოლიკე ეკლესიის წიაღში ცდომილების ვერანაირი მარცვალი ვერ აღმოცენდება, – ისეთი პატივი მიაგო საღვთო დოგმატებს, რომ თავისი წმინდა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სამოციქულო კათედრის ავტორიტეტი მოიხმო, თითქოს სურდა თვით უნეტარეს პეტრესგან მიეღო იმის განმარტება, თუ რა იყო უფლისაგან შექებული, როდესაც კითხვაზე: „რაი თქყან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?!“ (მთ. 16, 13), მოწაფეებმა ადამიანთა სხვადასხვა აზრი წარუდგინეს, მაგრამ როცა თვითონ იქნენ გამოკითხულნი, თუ როგორ სწამთ, მაშინ პირველმოციქულმა მოკლე სიტყვით შეკრა რწმენის სავსება და უთხრა: „..შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“ (მთ. 16, 16)... ამიტომაც უპასუხა უფალმა პეტრეს: „-.ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ კორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყკ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას“ (მთ. 16, 17, 18). ძალიან შორსაა ამ შენობისგან, ვერ ერეოდიან ვინც პეტრეს აღმსარებლობას არ იღებს და ქრისტეს სახარებას ეწინააღმდეგება... თუმცაღა, რადგან არ შეიძლება არც ასეთ პირთა მზრუნველობის გარეშე დატოვება, და უქრისტიანესმა იმპერატორმა სავსებით სამართლიანად და კეთილმსახურების შესაბამისად მოისურვა ეპისკოპოსთა კრების მოწვევა, რათა სრულყოფილი ბჭობით განადგურებულიყო ყოველი ცდომილება, მეც ამიტომ წარვაგზავნე ჩემი ძმები ეპისკოპოსი იულიანე და მღვდელი რენატი და ჩემი დიაკონის, ილარიონის ვაჟი და მათთან ერთად ნოტარიუსი (გადამწერი) დულკიტიანე – ჩვენგან რწმენაში გამოცდილი პირნი, რომელნიც შეძლებდნენ ჩემ შეცვლას თქვენი საძმოს წმინდა შეკრებაზე და თქვენთან ერთაზრობრივად დაადგენდნენ უფლისათვის სათნო კანონებს“. ქალკედონის კრების მამებს კი ყოვლადუსამღვდელოესი წერს: „ეპისკოპოსი ლეონი წმინდა კრებას ნიკეაში (ქალკედონში), უსათნოეს ძმებს, უსურგებს ყოველგვარ უფლისმიერ სიკეთეს. მე ვისურვებდი, ჩემო საყვარელნო, ჩვენი კრებისადმი სიყვარულით, ყველა უფლის მსახური კათოლიკე რწმენის მიმართ ერთნაირი კეთილკრძალულებით მდგარიყო და არავინ გაეტეხოს საერო ხელისუფლების ლოიალობას ან მუქარას ისე, რომ ჭეშმარიტების გზიდან გადამდგარიყოს. მაგრამ, რადგანაც ხშირად ხდება ისეთი რამ, რასაც-შეუძლია სინანული გამოიწვიოს, ხოლო ღმერთის გულმოწყალება კი შემცოდველის დანაშაულს აღემატება და სასჯელიც იმიტომ აყოვნებს, რომ გამოსწორებას ჰქონდეს ადგილი, ამიტომ უნდა ყოფილიყო მიღებული კეთილკრძალული იმპერატორის ღვთისმოშიშობით შემოსილი განზრახვა, რომელმაც მოისურვა, რომ ეშმაკის მანქანების დასაძლევად და ეკლესიაში მშვიდობის აღსადგენად, თქვენი წმინდა საძმო შეკრებილიყო; ამასთან, შეენარჩუნებინა ნეტარ მოციქული პეტრეს სამოციქულო კათედრა და, ამდენად, ჩვენც მიგვიწვია თავისი წერილით, რათა დავსწრებოდით წმინდა კრებას, რის საშუალებასაც, სამწუხაროდ, არ მაძლევს დროის მოთხოვნილება; თუმცა, ამ ძმების, ანუ ეპისკოპოსების – პასქაზინისა და ლუკენტის, და მღვდლების – ბონიფაცისა და ბასილის სახით, რომელნიც სამოციქულო კათედრიდან არიან წარმოგზავნილნი, თქვენმა საძმომ ჩათვალოს, რომ კრებას მეც ვესწრები და განუშორებლად თქვენთან ვარ, რადგან ამჯერად ჩემი მოადგილეები წარმომადგენენ და დიდი ხანია თქვენი თანაზიარი ვარ კათოლიკე რწმენის აღმსარებლობით. ასე რომ, არ შეიძლება არ იცოდეთ როგორ გვწამს უძველესი გადმოცემის საფუძველზე და არ შეიძლება ჩვენს სურვილებში ეჭვი შეგეპაროთ“.50 ლეონი თავისი კათედრის მნიშვნელობაზე ზრუნავს, მაგრამ, ამასთან, როგორც ჩანს, არც ქალკედონის კრებით წარმოდგენილი მსოფლიო ეკლესიის მნიშვნელობას ივიწყებს, რომლის წინაშეც სურს თავისი რწმენა აღიაროს და რომელსაც თავს არ ახვევს საკუთარ ძალაუფლებას. ის მხოლოდ ელოდება, რომ მის (ეკლესიის) მიერ ჭეშმარიტება დამტკიცდეს და გაცხადდეს. : წინამდებარე კანონის წინააღმდეგ ლეგატების მკაცრმა პროტესტმა და ლეონის 452 წლის მაისიდან 454 წლის ივნისამდე ამავე კანონის საწინააღმდეგო წერილებმა, გააუქმეს თუ არა 28-ე კანონი? რა თქმა უნდა, ასე უნდა ყოფილიყო, და ჩვენ კანონს მაშინ სამუდამოდ უნდა დაეკარგა თაგისი ძალა იმ შემთხვევაში, „პაპიზმის“ შესახებ ახლანდელ მოსაზრებას იმ დროს რომ ებატონა, ან თუნდაც, ნიკოლოზ I-ს დროს ჩამოყალიბებულ მოსაზრებას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ V საუკუნეში ხდებოდა, როცა „პაპიზმის“ თეორია მხოლოდ ჩანასახში იყო, შემზარავ მასშტაბებს კი მოგვიანებით მიაღწია. რომის პაპის რაიმე აბსოლუტურ, უნივერსალურ, შეუცვლელ, ღვთაებრივ ხელისუფლებაზე, – რომელიც მსოფლიო კრებებზე აღმატებული იქნებოდა, – იმ დროს არავის ჰქონდა წარმოდგენა, არც თავად რომის ეპისკოპოსს, სხვას ხომ – კიდევ უფრო ნაკლებად. ქალკედონის კრების მამებს რომ სცოდნოდათ, ამ ეპისკოპოსს მთელი ეკლესიის მმართველობის ღვთაებრივი უფლება გააჩნია და მან ნამდვილად ქრისტესაგან მიიღო ისეთი ხელისუფლება (როგორსაც შემდგომში ნიკოლო%ზ I, გრიგოლი VII, ინოკენტი II ან ბონიფაცი VIII ითგისებდნენ), მაშინ ისინი არ მოითხოვდნენ ლეონისაგან, უბრალოდ: „პატივი მიეგო თავისი თანხმობითაც“ მათი დადგენილებისათვის, არამედ აიძულებდნენ მას გამოეტანა მტკიცებულება, რითაც განპირობებული იქნებოდა ამ დადგენილების სარგებლიანობა ან გამოუსადეგარობა; შემდეგ-– მათ რომ სცოდნოდათ, რომაელი ეპისკოპოსი ნამდვილად არის სათანადო უფლების მატარებელი, მაშინ შეუძლებელია მათ არ დაეთმოთ, როგორც კი გაცხადდა ჩვენი კანონის საწინააღმდეგო მისი წერილი (იმპერატორისადმი 452 წლის მაისში გაგზავნილი); ასევე, შეუძლებელია დაგუშვათ, რომ მამები სხვას მიანიჭებდნენ იმას, რაც ღმერთის განგებით რომის ეპისკოპოსს ეკუთვნოდა. თავად ლეონსაც რომ სცოდნოდა, ჭეშმარიტად ისეთი ხელისუფლებითაა მოსილი, როგორზედაც მისი მოსახელე მე-13 პაპი (ლეონ XIII) აცხადებდა პრეტენზიას, მაშინ იგი აღნიშნულ კანონს ღვთაებრივი ხელისუფლების სახელით გააუქმებდა, როგორც „თვით ქრისტეს ნაცვალი“ და გაჯიუტებულთ შეაჩვენებდა, როგორც ყველა წვრილმანისათვის აკეთებენ ამას უახლესი დროის პაპები და სასაცილო მდგომარეობამდე მიდიან. ვიმეორებთ, არც ქალკედონელ მამებს და არც ლეონ დიდს წარმოდგენა არ ჰქონდათ რომის ეპისკოპოსის ღვთაებრივ უფლებამოსილებაზე. ამგვარად, მსოფლიო კრების ღვთივგანრძნობილი ხმით – რომელიც ეკლესიაში უმაღლეს და ერთადერთ უცდომელ ხელისუფლებას წარმოადგენს – დამტკიცებულმა ამ კანონმა მაშინვე მიიღო სამართლებრივი ძალა და ეს ძალა აღიარებულ იქნა როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.

454 (451) წელს იმპერატორმა მარკიანემ თავისი და ვალენტინე III-ის (დასავლეთ ნახევარში მისი თანამმართველი) სახელით გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც წმინდა ეკლესიისათვის კანონებით მინიჭებული პრივილეგიები მტკიცდებოდა." თუმცა, ეს ბრძანებულება 476 წელს ბასილიდემ გააუქმა, რადგან მაშინდელ კონსტანტინოპოლელ პატრიარქ არკადის, როგორც ცნობილია, არ სურდა მის განწესებას დამორჩილებოდა კათედრაზე ორი მონოფიზიტი ეპისკოპოსის აღდგენის თაობაზე. მაგრამ შემდეგ წელიწადს, ახალმა იმპერატორმა ზენონმა, კვლავ სცნო ქალკედონის კრების 28-ე კანონი, ხოლო იუსტინიანემ CXXXI ნოველით დაადგინა, რომ „საეკლესიო კანონების განწესებათა თანახმად, ძველი რომის უწმინდესი პაპი იყოს უპირველესი ყველა მღვდელმთავართა შორის; კონსტანტინოპოლის-ახალი რომის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა კი მეორე ადგილი დაიკავოს ძველი რომის წმინდა სამოციქულო ეკლესიის მოსაყდრის შემდეგ, თუმცა, ეს ადგილი აღმატებული იქნება სხვა მოსაყდრეებთან მიმართებით“.9? წინამდებარე კანონით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისათვის მინიჭებული პრივილეგია რამდენიმე წლის შემდეგ დასავლეთმაც სცნო. თავად ლეონ დიდი, თავის 458 წლის 14 მარტის წერილში თუ კატეგორიულად არ უარყოფს იმას, რაც ადრე დაწერა ამ კანონის წინააღმდეგ, უთქმელად მაინც აღიარებს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისათვის მინიჭებულ პრივილეგიებს. ანატოლის მიმართ ერთ-ერთ წერილში იგი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის საყდარს დაქვემდებარებული ზოგიერთი პირი მწვალებლებს ეხმარება და ამიტომ მათი ეკლესიიდან განკვეთის რეკომენდაციას იძლევა. ანატოლიმ უკმაჟყოფილება გამოთქვა ლეონის ისეთ საქმეებში ჩარევის გამო, რომლებიც ამ უკანასკნელის იურისდიქციაში არ შედიოდა, რაზედაც ლეონი 14 მარტის დასახელებულ წერილში, სხვათა შორის, პასუხობს: „თქვენ არ გაწყრეთ იმის გამო, რომ მე შეგახსენეთ გამოგეძიათ ის, რასაც გამოსული ხმები თქვენზე დაქვემდებარებულ მღვდელმთავრებს მიაწერენ. ამით სრულებითაც არ ვფიქრობდი თქვენი ღირსების შელახვას; მხედველობაში მხოლოდ თქვენი რეპუტაცია მქონდა, რომელსაც საკუთარივით ვუფრთხილდები“.53 როგორც ჩანს, ლეონი აღიარებს მომხდარ ფაქტს, მაგრამ თუ ამას ფორმალურად მაინც არ აღიარებს, ამაში, ყოველ შემთხვევაში, მას თავისი ძველი წერილები უშლის ხელს, რომელთა უკან წაღებაც მისთვის იმჟამად, რა თქმა უნდა, ძნელი იყო. ლეონის უშუალო მემკვიდრეები კი მასავით არ იქცეოდნენ; ისინი კვლავ აღდგნენ კონსტანტინოპოლის საყდრისათვის მინიჭებული პრივილეგიების წინააღმდეგ. თუმცაღა, ეს იმდროინდელი გარემოებებით გამოწვეული მყისიერი გამოვლინება იყო, განსაკუთრებით კი იმ გარემოებით, რომ ანატოლის მეორე მემკვიდრე – აკაკი, იმპერატორ ზენონის ცნობილი „ენოტიკონის“ მთავარი დამნაშავე, მართლმადიდებელთა შორის პატივისცემით არ სარგებლობდა. ჩვენ ვხედავთ, რომ გელასი რომაელი (492-496) დარდანელ ეპისკოპოსთა მიმართ წერილში გადაჭრით გამოდის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისათვის მინიჭებული პრივილეგიების წინააღმდეგ: „რადგან ამ პრივილეგიებს ზიანი მოაქვთ მართლმადიდებლური რ#რწმენისათვის“.%% აღსანიშნავია, რომ ეს პროტესტი ბოლო გამოძახილი იყო ქალკედონის კრების 28-ე კანონის წინააღმდეგ და, იქიდან დაწყებული, უფრო კი იუსტინიანეს დასახელებული ნოველის გამოცემის შემდეგ, იგი მთელ ეკლესიაში მოქმედ კანონად იქნა აღიარებული.5% VI საუკუნის დასაწყისში ნეტარი ავტიოსი, გალიის ვიენელი ეპისკოპოსი (525წ)), იოანე კონსტანტინოპოლელს წერდა, რომ აღიარებდა მის კუთვნილ პრივილეგიას, როგორც დედაქალაქის ეპისკოპოსისას.%% ეგრეთ წოდებულ VIII მსოფლიო კრებაზეც (869), 21-ე კანონით, რომის შემდეგ კონსტანტინოპოლის პირველობა იქნა აღიარებული.57 XIII საუკუნის დასაწყისში, როცა კონსტანტინოპოლი ლათინთა ხელში იყო, რომის ლატერანის ტაძარში საყოველთაო კრება გაიმართა, რომელსაც რომაელებმა „მეთორმეტე მსოფლიო“ უწოდეს, და აი, ამ კრებაზე პაპ ინოკენტი III-ის მიერ კონსტანტინოპოლის პატრიარქად ტოსკანელი მღვდელი გერვასი დაინიშნა, შეადგინეს შემდეგი (მე-5) კანონი: „აღვადგენთ რა საპატრიარქო საყდრების ძველ პრივილეგიებს წმინდა საყოველთაო კრების თანხმობით, განვაწესებთ, რომ რომის ეკლესიის შემდეგ – რომელსაც ღვთის წყალობით ჩვეული ძალაუფლების პირველობა ეკუთვნის სხვა ეკლესიათა შორის, როგორც ქრისტეში ყველა ერთგულთა მშობელსა და განმსწავლელს – პირველი ადგილი კონსტანტინოპოლს უნდა ეჭიროს, მეორე – ალექსანდრიისას, მესამე – ანტიოქიისას და მეოთხე – იერუსალიმისას; ამასთან, თითოეულ მათგანს თავისი პატივი უნდა შეუნარჩუნდეს“.%9 ამ კანონის დასაწყისი სიტყვები მკაფიოდ აჩვენებენ თუ რა მნიშვნელობისა იყო ქალკედონის კრებაზე რომაელი ლეგატების მიერ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისათვის მინიჭებული პრივილეგიების საწინააღმდეგოდ გაცხადებული პროტესტი და, რომ, რომის ეპისკოპოსის მხრიდან ამ პრივილეგიების უღიარებლობას წარმავალი ხასიათი ჰქონდა. დაბოლოს, როცა პაპი ევგენი IV-ის დროს ცნობილი ფლორენციის უნია შედგა, მაშინ სახელგანთქმულ 1080ჯX6ჯს# 101018 („ერთიანობის დეკრეტში“) შემდეგი ეწერა: „კონსტანტინოპოლის პატრიარქი მეორე იქნება უწმინდესი რომის პაპის შემდეგ, ალექსანდრიისა – მესამე, მეოთხე – ანტიოქიისა და მეხუთე – იერუსალიმისა, ყველა მათგანის პრივილეგიებისა და უფლებების შენარჩუნებით“. მიგვაჩნია, რომ საკმაოდ სრულად გადმოვეცით ქალკედონის კრებაზე მიღებული ამ კანონის ისტორია. დასასრულ, კიდევ ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთოთ თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. ამ კანონმა, როგორც ჭეშმარიტმა მსოფლიო კრების გადაწყვეტილებამ, მაშინვე, ხელმოწერის შემდეგ, მიიღო სამართლებრივი ძალა, როგორიც უნდა მიეღო. მართალია, თავიდან მის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს პაპ ლეონის ლეგატებმა, შემდეგ კი თავად პაპმა, მაგრამ მაინც ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდა, სანამ ზოგიერთი გარემოება არ იქნა განმარტებული და წარმოქმნილი გაურკვევლობა გადაჭრილი. ამის შემდეგ კი იგი, რომის ლეგატებმა და პაპმაც, იურიდიული ძალის მქონედ აღიარეს. მაგრამ მიუხედავად ზემოთქმულისა, როგორც ადრინდელი, ისე ახლანდელი რომაელი ღვთისმეტყველები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ამ კანონმა თითქოს რაღაც უკანონო დააკანონა. მდგომარეობის ასეთი განვითარება დაუჯერებელი იქნებოდა, ან უკიდურეს შემთხვევაში გაუგებარი, უცნობი რომ ყოფილიყო ის ფაქტი, რომ კანონი ეხება იმ საყდარს, სადაც მოღვაწეობდნენ ფოტი და მიქაელ კერულარიოსი და, რომ, პარტიული დისციპლინა – სამიტინგო ენით რომ გამოვთქვათ – რომაელ ღვთისმეტყველებს აიძულებდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. ამის ბაზისია მაშინვე, კრების შემდეგ, დაწერილი ლეონის რამდენიმე წერილი. ეს წერილები დაწერილი იყო კონსტანტინოპოლში ღვარძლიანი ლუკენტის ზეგავლენით. შესაბამისად, ამ წერილების საფუძველზე, პარტიული დისციპლინით აღძრული რომაელი ლეგატები ახერხებენ იმის დამტკიცებას, რისი დამტკიცებაც არსებული ისტორიული წყაროებით სავსებით შეუძლებელია. ამის გამო ხდება მტკიცებულებათა „ყურით მოთრევის“ მცდელობაც. მათ შორის არის ამ კანონზე განმარტებათა სხვადასხვაობაც. ისინი ლეონს იცავენ, სანამ ის ამ კანონის წინააღმდეგ პროტესტით გამოდის და ამტკიცებენ, რომ ლეონის თვალსაზრისი კანონიკურად სამართლიანია. ლეონი რომ თავის პროტესტზე შეჩერებულიყო და სხვა პაპები და კრებებიც ისეთივე პროტესტით გამოსულიყვნენ, როგორითაც თავად ლეონი გამოდიოდა, მაშინ რომაელ ღვთისმეტყველებს თავიანთი პოზიციის დაცვა არ გაუჭირდებოდათ, და ისინი ისევე არ აღიარებდნენ ამ კანონს, როგორც არ აღიარებენ ალღმოსავლური კრებების სხვა კანონებსაც და საქმეც ამით მორჩებოდა. მაგრამ ლეონმა თავადვე უარყო თავისი პირველი პროტესტი, შემდგომმა პაპებმა და კრებებმა კი აღიარეს ის, რაც ამ კანონით იყო განჩინებული. ასე რომ, საჭირო გახდა ყველა ამ ფაქტისათვის იმგვარი განმარტების მიცემა, როგორიც მთელი პარტიისათვის , იქნებოდა ხელსაყრელი. ამის მისაღწევად კი საჭირო გახდა, ზოგიერთი მონაცემისათვის, რომლებიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს და ამოცანის გასაღებია, მდუმარებით აევლოთ გვერდი. ასე მაგალითად, ლეონ დიდის წერილი ანატოლის მიმართ 458 წლის მარტის თვით დათარიღებული, ან ნეტარი ავტიოსისა – იოანე კონსტანტინოპოლელის მიმართ; სხვა მონაცემები კი უკუღმართად უნდა განემარტათ. ასე მაგალითად 544 წელს მარკიანესა და ვალენტინოსის მიერ გამოცემული ბრძანებულებანი, ან 453 წლის მარტის თვით დათარიღებული ლეონის წერილი იულიანეს მიმართ; დასასრულ, ისეთი კომბინაციები უნდა შეედგინათ, რომლებიც ჯანსაღ კრიტიკას გადაჭრით შეეწინააღმდეგებოდნენ. როგორც აღვნიშნეთ, სანამ ლეონი თავის 454 წლის წერილში ამ კანონის წინააღმდეგ ილაშქრებს, ეს ღვთისმეტყველები მას იცავენ, მაგრამ როცა ანატოლისთან სხვა ურთიერთობებში შედის, ისინი უკვე გმობენ მას. შემდეგ ისინი იძულებულნი ხდებიან დაგმონ პაპები: ანდრიანე II, რომლის დროსაც შედგა 869 წლის კრება; ინოკენტი II, რომლის დროსაც – ლატერანის კრება; და ევგენი IV – მან პირველმა მოაწერა ხელი 000X0LსXი 600001111 II0IL6იL1X21, საბოლოოდ კი ისინი იძულებულნი არიან დაეჭვდნენ თავის C0XXCV5 1სIL18 C800ი0101 ხარისხიანობაში, რომლის გამოსაჩენ ადგილზეც წინამდებარე კანონის ტექსტია გაბრწყინებული. ასეთ ქმედებებთან ისინი თანმიმდევრულად მიიყვანა ლტოლვამ, წარმოეჩინათ ჩვენი კანონის განჩინება არაკანონიერად. რა თქმა უნდა, ამას ისინი არ გამოთქვამენ, მაგრამ ასეთ დასკვნამდე ნებისმიერი ადამიანი მივა, ვინც ყველა ამ ურიცხვ განმარტებას წაიკითხავს, განსაკუთრებით ისეთს, სადაც ზოგიერთები მზაკვრულად ცდილობენ პაპიზმის უკანასკნელი ქმედებანი პირველებთან შეაჯერონ, – იქნება ის მართლმადიდებელი თუ რომაელ-კათოლიკი, – თუკი ოდნავ მაინც იცნობს IV და V საუკუნეების საეკლესიო ისტორიას. კრების ამ გადაწყვეტილებებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ტრულის კრების კანონების კომენტირებისას. ტრულის კრებამ თავის 36-ე კანონში გაიმეორა ეს გადაწყვეტილება და ხუთ პირველმოსაყდრე პატრიარქს შორის უფროს-უმცროსობის სახელობითი რიგი დაადგინა. შენიშვნები:

1. I6 »0ი #Xი00LILთ +CV 6V/IC00V 6MMIMCLთV 101 +თV Xთ+ნილაV M0CV6CI... L6>სXCაIICVთ, IXXIVII0- წ12 08001651გIსI 83ი660XVი იგს 080001ხV05 105(1(VL8. #4ძ Mგჯლიმი სთ IIიირ-8Lი+”იIი. Lი0ი. 0ი. 104 IMIდიი, §. 1., L. 54, C01. 996). შემდგომში ვიხილავთ, როგორი შეზღუდვა დაადო ამ პრინციპს ლეონ დიდმა გარკვეულ მომენტში.. “2. Vგი 6506 (დასახ. თხზ., პ, 256), ამ კანონის კომენტირებისას ბელიარმინის სიტყვების ციტირებას ახდენს: „რადგან დეკრეტი საპატრიარქო საყდრის პატივის შესახებ ნიკეის მსოფლიო კრებამ მიიღო, მისი შეცვლაც მხოლოდ მისი თანასწორი უფლებამოსილების კრებას შეეძლო“. ჩგენთვის ეს პრინციპული აღიარება საკმარისია. ხოლო ის, რომ ბელიარმინი შემდეგ დასძენს, რომ ჩვენს, ქალკედონის კანონს ძალა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ის არ მიიღეს პაპებმა, – უკვე სხვა საკითხია, რომელიც ჩვენი შემდგომი თხრობისას გაირკვევა. თუმცალა, დასაშვებია, აქაც აღვნიშნოთ, რომ „პაპიზმის“ თეორია მით უფრო იმსხვრევა, როცა პაპები არ სცნობენ ზოგიერთ კანონებს, ისინი კი მაინც ძალაში რჩებიან. მეცნიერმა, პარიზის მთავარეპისკოპოსმა X9LILს§ ძი M38+ლ8-მ, რომლის შესახებაც თანამედროვე რომაელ ღვგთისმეტყველთაგან ასე ხოტბაშესხმული წხით851ი (VიL. იL. თIიV. 6001. ძ15ი. I. I, IIხ. I, ი. 6, 3, დასახ. გამოც., I, 41) ამბობს, რომ ის თგლდიმ6 % ი8I86 იიხ15 II0I0I0II86 (ჩვენთვის ფრიად კეთილმოსაგონარია), თაგვის თხზულებაში 06 იიიიიLძ!8 530ი”ძ. იL IXი06XII1 („ღვთისმსახურებასა და იმპერიას შორის თანხმობის შესახებ“) (1IIხ. III, C. III, ი. 5, 2000. 1704, იიI. 232), ბელიარმინის იმ მტკიცებულების შესახებ, რომ პაპმა არ სცნო ქალკედონის კანონები, აღნიშნაგს: „მაგრამ (ბელიარმინი) ამ აზრს შეიცვლიდა, ჯეროვნად რომ შეეფასებინა, ამ მტკიცებულებით თუ რა ზიანს მიაყენებდა სამოციქულო საყდარს, რადგან ეს ხელისუფლება (?) საყდრების დაწესებისა, იმსხვრევა მთელი მსოფლიოს მოწმობით, რადგან ლეონის მიერ უარყოფილი კანონები ეკლესიისათვის მაინც რჩებოდა ძალაში“.

8. იხ. ჩემი თხზ. IIი88. IიX80#0 Iი880", § 14 (შდრ. რუს. თარგმ., § 14); ხოლო რომის საყდრის ჩვეულებრივი სამართლისშესახებ იხ, XVIIIIი§, 0 ძIი1L 0C0105185%. X3I15, 1855, III, 393 ძვ 5იიძიყ. V0IIით, MIICს6იIიიCIIL, 5, 349 და შემდგ. II9Iხს+V, 1881. 4. იხ. მაგ., IIი»ყიიI0LM6L, Lხი(1ს5, I, 75 და შემდგ. · 5. რომაელი ღვთისმეტყველები, როგორებიც იყვნენ II9IXI9 (II, §34) და სხვ., აღნიშნავენ, რომ ოქროპირს, სხვათა შორის, ბრალად ედება ისიც, რომ მან, კანონთა მოთხოვნების მიუხედავად, ხელჰყო უცხო სამთავროების საზღვრები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს შენიშგნები არამართებულია, რადგან ეს შეიძლება შეხებოდა მხოლოდ ოქროპირის დამოკიდებულებას ალექსანდრიის საპატრიარქოს საქმეებთან და სხვა არაფერს. შდრ. მეცნიერული გამოკვლევა ოქროპირის შესახებ #>თიძ. IMI0ჯ»ს, 5%, ჰიმ» CXXXV50§5%. 6 IIIიიტIL9LCIIC6 LI9ძ0X16. 2 იძ. 03115, 1874. 6. წარმოადგინა რა თავისებურად, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი ფაქტი, პეფელემ საჭიროდ ჩათვალა აღენიშნა, რომ მაინც, ყველა ეს ფაქტი განსაკუთრებული იყო (»ს §0იL VCICIII2CIL V8X06»ი. II, 534). მართლაც, ძნელია რამენაირად შეეწინააღმდეგო ამ შენიშვნას.

7. 00ძ. 1იიიძი»ი§. XVI, 2, 45. ამის მსგავსად, იმპერატორმა გრაციანემ ძაპ დამასსაც მიანიჭა იგივე უფლება თავის საპატრიარქოში. 8. მსოფლ. კრებ. საქმენი., IV, 248 - 275. II3XძიIი!, II, 546 და შემდგ.

9. სინდისიდან გამომდინარე, კარდინალ პერგენრიოტერს არ შეუძლია ეს ოქროპირის პატივმოყვარეობას მიაწეროს, თუმცა, ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი იყო; ამიტომაც მხოლოდ გაოცებულია და ამბობს: „აღსანიშნავია, რომ თვით კეთილშობილი და თავმდაბალი ოქროპირიც კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ თრაკიისა და მცირე აზიის საყდრები დამორჩილებოდნენ კონსტანტინოპოლის იურისდიქციას, მიიჩნევდა რა, როგორც ჩანს, ამ იურისდიქციას მოქმედ კანონად, ის ამ საეგზარქოსოებშიც ადგინებდა და ამხობდა ეპისკოპოსებს, და შეპქონდა საეკლესიო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ცვლილებანი”. გასაგებია, თუკი შეუძლებელია საქმიანად შეეწინააღმდეგო, იმის უფლებაღა გრჩება, გაგიკვირდეს. 10. მსოფლ. კრებ. საქმენი., IV, 402 – 403, Vგ”ძს!ი!, II, 657.

11. ტდ. CMMX., II, 282. ჩვენ განგებ მოგვყავს ეს ზონარასეული განმარტება, ნაცვლად ჩვენისა, რათა ვაჩვენოთ, თუ რა მცირე აზრის შემცველია პერგენრიოტერის მტკიცებულება, თითქოს ამ კანონის მიღებას ძირითადად განაპირობებდა ბერძენთა პატივმოყვარეობა: „გვიანდელი ბერძნები, ბალსამონი და ზონარა, თავიანთ დასკვნებში (სამეფო ქალაქის უპირატესობასთან დაკავშირებით) წარმოუდგენლობამდე მიდიან“ და ა.შ. დასახ. თხზ., I, შენიშვნა 145.

12. ამიტომაც სრულიად დაუსაბუთებელია ამ კრებაზე, როგორც რომის ლეგატების, ასევე პაპ ლეონ დიდის მტკიცებულებანი, თითქოს ამით რომის საყდრის პირველობა იქნა შერყეული. შდრ. ჩვენი განმარტება | მსოფლ. კრების მე-6 კანონზე.

13. აქ ყოველმხრივი ყურადღების ღირსია პეფელეს შენიშვნა: „28-ე კანონი თავის პირველ ნაწილში იმეორებს და ამტკიცებს კონსტანტინოპოლის მხოლოდ მე-3 კანონს; თუმცა, მეორე ნაწილში, ეს კანონი უფრო შორს მიდის და სანქციონირებას უკეთებს იმას, რაც ოქროპირის დროიდან უკვე პრაქტიკაში იყო, კერძოდ: გარდა თრაკიისა, ასევე პონტოსა და აზიის ეპარქიები, რომლებიც ოდესღაც დამოუკიდებელნი იყვნენ, უნდა დამორჩილებოდნენ კონსტანტინოპოლს“. მაშასადამე? 14. რთ. C#9V., II, 283.

15. IIიილ ივიიიი ძგLვ 05 წ8CVI1L385 იი15ლ0%0 Cიი5(2ი90L1I0001:(300 0X01X8»იძ1, 6I21LLიI 910006 001500005 1ი თI211010§ ხვახგი9. იყი ი სივ»ტ წსიიLV95 ტ1გო) წყსიჯის CსXIV5050»”V8 1) C0LM- 08. L. Iნი0035510, V ი(II5 CL 20V8 600105186 ძ1501011ი8, X. I, IIხ. I, ი. 10, 13 (იძ. CIL. I, 85). შდრ. 1Iი10ოჯ, 51. ჰ68ი CხIV505L0%06. 1ძ. CIL., ს. 446 და შემდგ.

16. ჩვენ აქ გავასხვავებთ ნამდვილ დეკრეტალიებს გაყალბებულებისაგან, და სირიციუსის ამ დეკრეტალს პირველ ჯგუფს მივაკუთვნებთ. განვასხვავებთ, აგრეთვე, სირიციუსისეულ „პაპიზმის“ თეორიას, ნიკოლოზ I-სეული იპაპიზმის“ თეორიისაგან. სირიციუსის თეორია, შემდეგ კი ლეონისა, წინ წამოსწევს რომის ეპისკოპოსის ზემდგომობას მისი სამოციქულო კათ- 0დრისა და ნიკეის კრების დადგენილებათა სულისკვეთების გამო; ნიკოლოზის თეორია კი ეფუძნება გაქალბებულ დეკრეტალიებს და პაპის ხელისუფლების გამოგონილ „საღვთო უფლებას“. შდრ. ჩემი თხზულება „M#M#0VM»X # M0X0XM)6“ და სხვ., გვ. 235 და შემდგ.

17. L86001 860150000 ს#ი26 იი. CXIII IIსიიძიXიL! წიიჯლიტ, §. 1., L. 54, ლ01. 848).

18. 4ძ 03Cთ3§5. იი. XVI წიი1თიტ, 8. 1., L. 30, იი1. 176).

19. V საუკუნეში რომის ეპისკოპოსის მნიშვნელობის ძალიან სწორ დახასიათებას იძლევა სახელგანთქმული მოსჰეიმი თავის „საეკლესიო ისტორია“-ში, რომელიც აქვე მოგვყავს: „არავის ამ პატრიარქთაგან (მხედველობაში ჰყავს ხუთი ცნობილი) ბედი ისე არ უღიმოდა, როგორც რომისას. მრავალ გარემოებათა გამო და მიუხედავად კონსტანტინოპოლის ყველა წინააღმდეგობებისა, ის მაინც ძალზე ამაღლდა, თუმცა, იმ დროს ის ჯერ კიდევ არ გამოთქვამდა რაიმე პრეტენზიას ყოფილიყო უმაღლესი კანონმდებელი და მსაჯული მთელი ეკლესიისა. როცა აღმოსავლეთში ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსებმა შეამჩნიეს, რომ მათ აღარ შეეძლოთ მეტოქეობა გაეწიათ კონსტანტინოპოლისათვის, ისინი დახმარებისათვის რომს მიმართაგდნენ; ამასვე აკეთებდნენ სხვა ეპისკოპოსებიც იმავე ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოებიდან, როცა მათ ეჩვენებოდათ, რომ ესა თუ ის პატრიარქი მათ უფლებებს ლახავდა. ყველა ისინი რომის ეპისკოპოსს აჰყავდა თავისი მფარველობის ქვეშ და ამით, თუმც კი უნებლიედ, ყველგან ამტკიცებდა რომის საყდრის ხელისუფლების უმაღლესობას, მაგრამ დასავლეთში, მეფეთა სიზარმაციდან (II8წხ9IL) და მათი შერყეული ძალაუფლებიდან გამომდინარე, დედაქალაქის ეპისკოპოსს თავისუფლად შეეძლო თითქმის ყველაფერი თავად ემართა. ბარბაროს ხალხთა გამარჯვებები არამცთუ თუ ასუსტებდნენ რომის ეპისკოპოსის მნიშვნელობას, არამედ უფრო მეტად განამტკიცებდნენ მის ავტორიტეტს. ზრუნავდნენ რა ხალხში თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და, იმავდროულად, სჯეროდათ, რომ ხალხი სრულიად ემორჩილებოდა ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსები კი დამოკიდებულნი იყვნენ რომის პატრიარგზე, მეფეებს აუცილებლობად მიაჩნდათ ეს უკანასკნელი თაგიანთ მხარეს გადაებირებინათ საჩუქრებითა და ლაქუცით. აღნიშნულ საუკუნეში რომის ეკლესიის მმართველ ყველა პაპთაგან, არავინ ასე მიზანმიმართულად და წარმატებულად არ იცავდა თავისი საყდრის პრესტიჟს, როგორც ლეონი, რომელსაც საერთოდ დიდს უწოდებდნენ. თუმცაღა, გერც მან, და ვერც გინმე სხვამ, ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა არახელშემწყობი პირობები, რის საუკეთესო მტკიცებულებას აფრიკელები წარმოადგენენ, რომელთა გადმობირება ვერც მუქარითა და ვერც დაპირებებით შეძლეს, რათა თავიანთი შიდა სადავო საკითხები მათ რომის სამსჯავროზე გაეტანათ“. 4. L. Vიი Mი5ი6!ი, I#I-6ხრალი5ლს10ხLი. Mძ. 1770. 8. I, 5. 628 – 629, 20. პჰეფელე, პერგენრიოტერი და სხვ. ცდილობენ შეასუსტონ დამსწრე მამების ხელმოწეცრათა მნიშვნელობა, შენიშნავენ რა, თითქოს ბევრი ხელმოწერა აკლდა. პირველზე არ ღირს შედავება, ხოლო მეორე რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამას პირველ და მე-15 სხდომების ოქმებზე ხელმომწერთა რაოდენობების შედარება ადასტურებს. იხ. მსოფლ. კრებ. საქმენი, III, 124 – 141, ძი IV, 340 – 355. მიე»ძა1ი!, II, 54 – 67 ძი 627 – 635.

21. LIგ»ძას)ი!, II, 638. 22. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 379. IMI23»ძა1ი1, II, 641. 23. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 381. „I8»ძაიIVI, II, 641.- ჰერგენრიოტერი უბრალოდ ცდილობს დაგვარწმუნოს, თითქოს თალასი არ სცნობდა ამ კანონს (I, 76), ხოლო პეფელე, რომელსაც ეუხერხულება თალასის ეს აღიარება, რადგან მისი სამთავრო და პირადად თვითონ არ გადასულან კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციის უშუალო დაქგემდებარებაში, ცდილობს თალასის ეს სიტყვები განმარტოს შეუძლებელი სახით. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? „მას (თალასის) ამ სიტყვებით სურს, რა თქმა უნდა, თქვას, რომ პონტოსა და მცირე აზიის ეპისკოპოსთა ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საყდართან უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით“, დასახ. თხზ.., II, 543; შდრ. 535.

24. იხ. ქალკედონის კრების 16-ვე სხდომა. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 356 – ვ83ვ.. III3>0V1ი1, II, 623 – 644.

25. LM8»ძსI»ი1!, II, 87. შდრ. მსოფლ. კრებ. საქმენი, III, 165. ამას, რა თქმა უნდა, მეფელე უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩაეყენებინა, ამიტომაც ის იძულებული იყო შეენიშნა: „ჩვენ ვუშვებთ, რომ პასქაზინის სიტყვებში ძევს, კატეგორიული თუ არა, მაინც აღიარება კონსტანტინოპოლის მე-3 კანონისა“ (II, 531), თუმცა, ის ჩქარობს უკან დაიხიოს, როცა ამბობს, რომ ეს ცოტაა და არაფერს ნიშნავს, რადგან მე-16 სხდომაზე სხვა რომაელმა ლეგატმა, ლუკენტიმ, ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონი რომის კანონთა კრებულში არ არის მიღებული... ღიმილის მომგვრელია, აგრეთვე, ამ საკითხის შესახებ პეფელეს შემდეგი შენიშვნა: „მართალია, რომი და დასავლეთი არ აღიარებდნენ II მსოფლ. კრების მე-3 კანონს, მაგრამ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პირველობა აღმოსავლეთის პრაქტიკაში მაინც დამკვიდრდა და უკვე 394 წელს ნეკტარიოს კონსტანტინოპოლელი ყოველგვარი ოპოზიციის გარეშე თავმჯდომარეობდა ერთ-ერთ კრებას, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პატრიარქები, თეოფილე ალექსანდრიელი და ფლაბიანე ანტიოქიელი“... (5. 532). მოგვყავს რა, ყოველივე ეს კავშირში იმასთან, რაც უკვე ითქვა ოქროპირის მოღვაწეობის შესახებ, ჩვენთვის ძალზე სასიამოვნო იქნებოდა, თუ ვინმე შეძლებდა დავერწმუნებინეთ, რომ აქ პეფელე საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგება.

26. შდრ. ჩვენი განმარტებები ამ კანონებზე.

27. ასე გარკვეულადაა ნათქვამი დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ ხელთ გვაქვს; თუმცა, პერგენრიოტერი (LხიLIს5, 1, 72) აუცილებლად თვლის აღნიშნოს: „რომაელ ლეგატებს, როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგ პროტესტი არ გამოუთქვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობა არ დაერღვიათ".

28. L60, ი. 78 8ი _ M1ფიტ, _ იი. 104 IMIფიი, §. 1. L. 54, იიI. 994 – 51-18 XXIX0CძVII.

29. ბჯ. 79 (81. 105) MIფიი, 5. 1., L. 54, C01. 997 – 10021).

30. აქ გვახსენდება კელესტინეს გასაოცარი სიტყვები ეფესოს კრებისადმი მისი მიმართვიდან, რომ ყველა ეპისკოპოსი პატივის მიხედვით მოციქულთა მემკვიდრეა, ყველას ერთნაირი უფლება აქვს, ყველა ერთნაირადაა ვალდებული იქადაგოს მოციქულთა სახელით, რომელთა მიერაცაა ნათქვამი: »მავალნო, განსწავლეთ ყველა ერი“ (IM8Xძს1»ი1, 1, 1466) ლეონის აზრს იზიარებს – რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსების თანასწორი უფლებების შესახებ, რომლებიც შეიძლება ითქვას ერთიან კათოლიკურ საყდარს წარმოადგენენ – პაპი გრიგოლი დიდიც: Cს1 6X 8300%:0XIL8%6 ძIVII8 (”=08 ისირ 060190001 0X8051ძ0ი( („საყდარს, ღვთაცბრივი ავტორიტეტის საფუძველზე ამჟამად სამი ეპისკოპოსი თავმჯდომარეობს“) (სი. 8ძ #ს1იდსი: 410X8იძ+. LIხ. VII, იი. XL IMIდიი, §, 1., L. 77, C01. 8991). მხოლოდ გრიგოლთან შედარებით, კელესტინეს აზრი იმის შესახებ, რომ ყველა ეპისკოპოსი შეადგენს ერთ კათოლიკე ეკლესიას, გაცილებით უფრო საფუძვლიანად და სიმპათიურად გამოიყურება, რადგან ერთდროულად, ისტორიის მოწმობის მიხედვით, გრიგოლის სივ 50ძიოი („ერთიანი კათედრა“) ეკავა სამ ერეტიკოსობისათვის გასამართლებულ ეპისკოპოსს: კვიროს ალექსანდრიელს, მონორე რომაელს და მაკარი ანტიოქიელს (იხ. IV მსოფლ. კრების განწესება: მსოფლ. კრებ. საქმენი, VI, 469. II8>-ძა!ი!, III, 1397). მართლაც რომ სინამდვილეში მართლმადიდებლობის დამცველები მხოლოდ ისინი ყოფილიყვნენ და, ამასთან, სამივენი ერთდროულად ერესში შთავარდნილიყვნენ, მაშინ, ისმის კითხვა, ვინღა იყო მართლმადიდებლობის წარმომადგეინელი, თუ არა ყველა, ერთმანეთის მიმართ თანაბარღირსებიან ეპისკოპოსთა კრებული?

31. შდრ. ჩემი თხზ. #MიM»X # M07X0XM)I0" და შემდგ., გვ. 218.

82. Lი. 93 (81. 119).

33. M1ხM11 IითიVისVსL I151 90ძ (>8ძ1(0») 05(. C10LI8ი0., სი. 74 IMIთიი, 5. 1. L. 3, Cი1. 1. 129).

34. შდრ. ამ კანონის განმარტების დასაწყისი.

35. Lიი, LV. 0IL. 8ძ »18X: 0სიძ ვ§ხ IIIი»სი) 109VII159 6L C0ი511LVL1იი6 91500Xძ9%L, 8005LიI- 1086 §0015 ისთძყ90ვი 00L0IIL იხLხ1იტL6 0005015VI) (M1I–ღX6, 8. 1., L. 54, C01. 1045).

36. ჩვენ არ გვესმის პროტესტანტი მეცნიერებისა, რომლებიც ლეონის დამოკიდებულებას კონსტანტინოპოლის საყდართან მხოლოდ და მხოლოდ შურით ხსნიან; ჩვენ არ მივმართაგთ არც CV9§»ი01-ის ნაშრომებს, რადგან ის იანსენისტია და ყველა მისი მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი რომის მიერ შეტანილია 1იძიX-ში; არც ფაკუნდუსის (წ(80სიძ)ს5) ნაშრომებს მოვიყვანთ, რომელიც ამბობს, რომ „ლეონმა დაამტკიცა ქალკედონის კრების ყველა დადგენილება, გარდა ამ კანონისა, რაც, ეჭვგარეშეა, მისი შურით აიხსნება“ (XV. ძი M2+ი3, სი იიიიი»X9ძ12 5200”ძ, 0L 1Iი., იი1. 233). მაგრამ მოვუსმინოთ რას ამბობს პიხლერი: „შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ ამ მსჯელობაში ჩანს შური დედაქალაქის ეპისკოპოსის კათედრის მიმართ. მაშინდელი მიტროპოლიების დიდი ნაწილი, შეიძლება ყველაზე დიდიც კი, ამაღლებულნი იყვნენ ასეთ დიდ ღირსებაში მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ისინი პროვინციის მთავარ პოლიტიკურ ქალაქებს წარმოადგენდნენ; აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს თავისი ეპისკოპოსი უნდა ჰყოლოდა; წარმოიდგინეთ რა უწესრიგობა წარმოიქმნებოდა, თუ მთელი მაშინდელი იერარქიული წყობა ნიკეის კრების დროინდელ მდგომარეობაში იქნებოდა მოყვანილი, როგორც ამას პაპები, ლეონი და გელასი პირდაპირ მოითხოვდნენ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსთან დამოკიდებულებით? ამის გამო, ყველანაირი იერარქიული განვითარება შეუძლებელი იქნებოდა“ (1016 IIნიისსწ, II, 640). ჩვენ ხელს არ ვაწერთ უპირობოდ პიხლერის ყველა ზემომოყვანილ სიტყვას, თუმცა, შეუძლებელია არ ვაღიაროთ მის მიერ მოყვანილი დასკვნების საფუძვლიანობა.

37. პჰერგენრიოტერი (დასახ, თხზ,, I, 81 – 82) ცდილობს დაამტკიცოს პირიქით, რომ ლეონი ამის შესახებ ბრწყინვალედ იყო ინფორმირებული. ქალკედონელი მამებიც, ლეონის მიმართ თავიანთ ეპისტოლეში, ამასვე ვარაუდობენ. თუ ამას მივიღებდით, მაშინ, მართლაც, უნდა დაგვეშვა შურიანობა ლეონის მხრიდან. მაგრამ ჩვენ სიხარულით ვიზიარებთ პიხლერის აზრს, რომელიც ამბობს: „პაპ ლეონის პასუხი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქმეთა მდგომარეობა აღმოსავლეთში რომისათგის ნაკლებად იყო ცნობილი და ის ძირითადად წუხდა საკუთარი პატივის შენარჩუნებისათვის.“ (დასახ. თხზ,, II, 636).

38. ეს წერილები აღნიშნულია რიცხვებით: 78, 79, 80, 81, ხოლო გამოცემაში M1წი6 104 – 107 IMIფიიტ, §. 1., L. 54, ლი1. 992 – 1009).

39. სი. 84 (81. 111) IMIფXი, §. 1., L. §4, ლი1. 1019 - 10231).

40. Lი. 86 (გI. 113) IM1Iფიი,, 5. 1., +. 54, იიI. 1024 - 1028).

41. Mი. 87 იL 92 (821. 114 იL 119) IM1ფიიტ, 5. 1., L. 54, იი01. 1028 - 1040).

42. როცა IX საუკუნეში რომის პატრიარქმა ჩაიფიქრა საკუთარი თავი გამოეცხადებინა იგ2ის% იIოი1სა 660010512” CხI5L 6: ხსIII6605 („ქრისტეს ყველა ეკლესიის მეთაურად და მთავრად"), მაშინაც წინ იყო წამოწეული პოლიტიკური საფუძველი. იხ. 00ი0ი0ძ10L1 III იი, 8ძ 0თIV0იIX505 601900005 C811189»)Iი 8. 855 (წM1Cდიი, 5. 1., L. 115, ლი1. 693 – 701), 39 ჰიხ2ი»ი15 VIII ვძ სიისა 00M0110X) 8. 878 IM1ლ ლი, 8. 1., L. 126, იი1. 760 - 762).

43. იხ. ზემოთ მე-9 კან. განმარტება.

44. ი. 80 31. 106; „შენს მოსაზრებას არაფრით უთანხმდება ზოგიერთ ეპისკოპოსთა (კრების) ოქმი, შექმნილი (როგორც შენ ამტკიცებ) სამოცი წლის წინ, რომელიც არასდროს უცნობებიათ შენს წინამორბედთა სამოციქულო საყდრისათვის და რომელიც თაგიდანვე არასაიმედო იყო, შენ კი ახლა მოისურვე გაგემყარებინა (ის) დაგვიანებული და უსარგებლო საბჯენებით“ IMIწიტ, §. 1., L. 54, იი1. 1005, 10071). 45. ხი. 3ძ ჰისგიირიი Cი»ი5L. 25, MIყიი LXXII, 478 IM1Cდიტ, 8. 1., L. 77, C01. 478). – II კრებაზე ლეონის ამ გამოხმაურების შესახებ ჰეანდერი (#1Iწ. Cი800ი1ის%6 ძი+ ლხI. Xი1ყ10ი. 4 #ტსII., III, 253) სრულიად საფუძვლიანად შენიშნავს: „ის ამბობს, თანაც თვალში საცემი კრიტიკით, იმ კრების შესახებ, რომელიც შემდგომში დასაგლეთის ყველა ეკლესიაში მსოფლიო კრებებს შორის ირიცხებოდა“. და შემდეგ: „რთულია დარჩე პოზიციაზე, როცა ამ კრების ავტორიტეტის გადარჩენას ცდილობენ ლეონზე დავკრდნობით, ხოლო მისი დადგენილების შეთანხმებას კი რომის ეკლესიის უფრო გვიანდელ დადგენილებებთან. ასე რომ, მოყვანილი ადგილის ნამდვილი აზრის მიუხედავად, ლეონის ზიზღნარევ გამონათქვამს ამ კრების მხოლოდ და მხოლოდ 28-ე კანონის მიმართ გამოხმაურებას მიაწერენ”.

46. ანატოლის ეს წერილი რომაელმა ღვთისმეტყველებმა თავისებურად განმარტეს და აღფრთოვანების მიზეზი მიეცათ, რომ, აი, ვითომ პაპმა გაიმარჯვა. მაგალითად, IMIი»წიიX10Lხ0L (9ხ0LI95, I, 87) აღტაცებულია: „ამჯერად რომის საყდარმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. 28-ე კანონზე, როგორც ჩანს, უარი თქვეს სრულიად... იურიდიული ძალა მას არ გააჩნდა“. სხვები კი ამას ანატოლის ბერძნულ გაიძვერობას მიაწერენ, თითქოს მან ამ წერილით თავი მოიკატუნა, თითქოს შესწირა 28-ე კანონი. M6/010-მ, ანატოლის ამ წერილის საფუძველზე, შესაძლებლად ჩათვალა თავისი „საეკლესიო ისტორიის“ ერთ-ერთი პარაგრაფი ასე დაესათაურებინა: „ბერძნებმა, როგორც ჩანს, შესწირეს 28-ე კანონი" (II, 561 და შემდეგ.). 1CM10+-ს ამ წერილიდან ასეთივე დასკვნა გამოაქვს. ამასთან, ის არავითარ საფუძველს არ იძლევა ასეთი დასკვნების გამოსატანად. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს წერილი ბერძნულ ენაზე არც არის, მხოლოდ ლათინურადაა და, აქედან გამომდინარე, როგორც ბევრი სხვა, შეიძლებოდა გაყალბებული ყოფილიყო, განსაკუთრებით ის ადგილი, რომელსაც ასე ტრიუმფით მეორედ უკეთებს ციტირებას პეფელე დასახ. თხზ, 562 გვ.-ზე, და რომლის შესახებაც საუბრობს II6IV6იX10%6+ (დასახ. ადგ.), – რას გვაძლევს ჩვენ ეს წერილი? გვაცნობებს რა თავის ზოგიერთ კლერიკოსთა შესახებ, ანატოლი თან ურთავს: „რაც შეეხება იმას, რაც ქალკედონის კრებამ კონსტანტინოპოლის საყდრის მიმართ განაჩინა, დარწმუნებული იყავით, ეს არ გაკეთებულა ჩემი დაჟინებით, რადგან მე ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, სიმშვიდე მიყვარდა და ვცდილობდი შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. მაგრამ კონსტანტინოპოლის კრებულს ეს სურდა და ამ ქვეყნების ყველა ეპისკოპოსმა თანხმობა მისცა, როგორც ოქმიდან იხილაგთ“. არის აქ მცირეოდენი საბაბიც კი აღფრთოვანებისათვის, თითქოს რომის საყდარმა ამით „ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა?“ 454 წ. 29 მაისით დათარიღებული ლეონის პასუხი ანატოლისადმი,– სადაც მას შეახსენებს, თუ რაოდენ წმინდა უნდა იყოს მამათა კანონები ყველასათვის, – ყველაზე უკეთ მოწმობს ამის შესახებ.

47. რა თქმა უნდა, არა საღვთო სწავლებაში, რამეთუ ახალი დოგმატების შექმნა - შემდგომი დროის საქმეა.

48. ლეგატის სიტყვები ლათინურად ასე ჟღერს: ს0IXV6X88118 600105180 ივი8ი Lი0- იი) („ლეონი, მსოფლიო ეკლესიის პაპი"); ბერძნულად რამდენადმე სხვანაირადაა, თუმცა, არსებითად იგივეა – ითოტა LC6CV ა. ის 60XL.6010Xროალს 6XXM#ა)ალ #60VXL0C („ლეონი, ყველა ეკლესიის მთავარეპისკოპოსი“). IL5-ძყ1ი!, II, 385. შდრ. მსოფლ. კრებ. საქმენი., IV, 10. ეს ტიტული პაპს, სხვათა შორის, თვით ლეგატებმა მიანიჭეს, და არა ქალკედონის კრებამ, როგორც ამას მოგვიანებით ამტკიცებდა გრიგოლი დიდი (ჩი. 80 Lს1იწ1სი 6ჯ ტიმ5L851ს 6ი01500ჯ. IIხ. V, იი. XLIII MIყიი, LXXVII, 771) IMIდიი, 8. 1., L. 77, C01. 770 – ”741). ეს უკანასკნელი გარემოება მნიშვნელოვანია, როგორც მტკიცებულება, რომ პაპი თვლიდა, თითქოს, მხოლოდ მსოფლიო კრებას შეეძლო ეღიარებინა მის მიმართ ამგვარი ტიტული.

49. მსოფლ. კრებ. საქმენი, III, 57 და შემდგ.

50. მსოფლ. კრებ. საქმენი, III, 114 – 117. 8>ძა1თ), II, 47 – 50.

51. Cიძ. 1|ხ. I, LI II, 1. 12. Cი. Mგი9ყვ10 8859111იღსი C. #Iი)თხვიჩ1! (LIი§. 1870), VI, 339.

52. რდღაი»სხიI6V... +0V CI IთIიV +MC #060ჩს+60თ- წთსიC X6XთV Xი0თ+X0V 6CIVVIL XCVICIV +CV (ი6ი6თV +6V §6 MთMთისიო+თX0იV რCციX106X:0M0X0V XXCVCIთVIIV0CსX62.50:C +MC V606 თილ ს§სXნითV +668 6X6X6 IM6L6 +6V CVIთICთC+0იV 6X00+02MX6V 0მ06V0V +MC «ინიჩს+6ითლ ICMი6, +თV ს”624.CთაV ჯრVიIთV Xი0XIL660თ. I#0CიV. 131, ივი. 2 1ი 895I11ლ0+. 1Iხ. V, LIL. III, 3. შდრ. ნომოკანონი XIV ტიტ., I, 5 –51), 4თ. CM#8X., I, 44. „კონსტანტინოპოლის საყდრის პატივი და იურისდიქცია ეფუძნებოდა არა მარტო იმპერატორების ძალაუფლებას, არამედ თანხმობასაც მსოფლიო ეკლესიაში. კონსტანტინოპოლისა და ქალკედონის კრებების კანონები ხომ შეტანილია საეკლესიო კანონების კოდექსებში და, შემდგომ საუკუნეებში, თითქმის სრული წინააღმდეგობის გარეშე, კონსტანტინოპოლის პირველმოსაყდრემ შეინარჩუნა როგორც მეორე ადგილი პატივის მიხედვით, ასევე იურისდიქცია პონტოზე, აზიასა და თრაკიაზე“ (დასახ. თხზ. პ. 58 – 59), მას შემდეგ რაც მოიყვანა შესაბამისი სახელმწიფო კანონმდებლობითი აქტები.

53. სი. 128 (31. 151) IM1Iფლიიტ, 5. 1., L. 54, C01. 11221.

54. C010511 ხგიამი იხ. 13 8ძ იი15ლ00ს§ LსIვ3Iძგი!80 IMIყი0რ, §. 1., L. 59, ლიI. 65 ძეგ 5ითძწ.). IIი»ძსIი1, II, 905 და შემდიგ.

55. ჩვენ შეგვიძლია აქ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოვიყვანოთ პეფელეს სიტყვები (Cი»იი1I10ით050%16იL6, II., 563): „როგორც იქნა ჩაცხრა (ასევე) რომის ხმამაღალი წინააღმდეგობა; მაგრამ ნამდვილი, გამოხატული აღიარება ამ კანონისა, რომს არასდროს მოუყვანია, როგორც ამტკიცებს ბალერინი. თუმცა, სჯობს ეს შევზღუდოთ, რადგან იმ დროისათვის, როცა ლათინური იმპერია ჩამოყალიბდა და ლათინური საპატრიარქო კონსტანტინოპოლში, პაპ ინოკენტი III-ს დროინდელმა ლატერანის მეოთხე კრებამ 1215 წელს, მე-5 თავში განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა ეკავოს ადგილი უშუალოდ რომის პატრიარქის შემდეგ, უფრო მაღალი, ვიდრე ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქებს“. 56. 5. #VILV5 VIიიი. (IMIწნიი, 5. 1. ს. 59, ლ01. 210). მიმართვაში ის სიხარულს გამოხატავს, რომ აკაკის თავნებობას ბოლო მოეღო და, იოანეს, პორმიზდისთან ერთად, ქვეყნის პირველ მნათობებს უწოდებს.

57. სIIგ-ძი)ი!, V, 909.

§8. ტის ი2წI2X6ხვმ10I 50ძ1სXი იIIVII1CC18 »იი0V2»იL05, 520L2 IIIV0I-211 §/ი0ძი მიიჯიხგიბჭი, §8ილ1ი9§5, IL 005: იგიმ 060010513, ძV80 ძ.ალიიიიი(C Iი0ოთ!იი 5000 ითMი05 81185 0-ძ1ი8X190 00105L2L15 იხს190L იილ ივ (სი, IVC00%0 II28(06» IIIVCI50XVI C9II5L1 წძიIს ის I 20151-8, C0ი05(2ი(ი00011(2ი8 ილის, #I06X8იძXM2 500II9VII, 4X0%10006- 98 10LCIსი, 1II16>0501წXი1ჭ9928 00V2XLV 106V0ი იხ(1ი0062%, 50LV2L3, CVI11ხ6L ხI00II2 ძ1წეი1- (3186... IL8გIძს1ი1, VII, 23. აქ საინტერესოა პატარა პარალელი. ლეონ დიდი აპროტესტებს ქალკედონის კრების 28-ე კანონს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლებას აძლევდა დაედგინა მიტროპოლიტები თრაკიაში, პონტოსა და მცირე აზიაში და მხოლოდ ამ უფლებაში ხედავს ამ პატრიარქისაგან განსაკუთრებული ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს; ინოკენტი III კი აღიარებს ამ პატრიარქის არა მარტო პირველობას სხვა დანარჩენი პატრიარქების წინაშე, არამედ მის განსაკუთრებულ ღირსებასაც. ქალკედონის კრებამდე ანატოლი, ფლაბიანე, პროკლე, ოქროპირი და სხვები გამოირჩეოდნენ თავიანთი სამთავროების მართვაში სრული თავშეკავებულობით და, მაინც, რომი განიკითხავს მათ ძალაუფლებისმოყვარცობისათგის; ხოლო თუ როგორები იყვნენ ისინი, რომელთა პირველობაც ინოკენტი III -მ აღიარა, ამის შესახებ ვნახოთ რას ამბობს Lჩილთ8551ი: „სასარგებლო იგნება მიმოვიხილოთ კონსტანტინოპოლის ლათინი პატრიარქის უდიდესი ბოროტქმედება... ის გახდა, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის უმაღლესი მღვდელმთავარი, აგზავნიდა თავის მხრიდან ლეგატებს საკმაოდ ფართოდ განვრცობილ საპატრიარქოში იგივე სრული უფლებებით, როგორითაც სარგებლობდნენ პირველმოსაყდრის (რომის) ლეგატები: ისინი ყველა საქმეზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს პირველ ინსტანციაში და აპელაციის სახითაც; ანათემას გადასცემდნენ სხვა ეპისკოპოსთა მრევლს (სამთაგროებიდან) მათთან შეუთანხმებლად; პატიობდნენ (სხვა ეპისკოპოსთა მიერ) ეკლესიიდან განყენებულთ; ათავისუფლებდნენ ეპისკოპოსებს მიტროპოლიტების დაქვემდებარებიდან; უკრძალავდნენ გაესაჩივრებინათ მათი გადაწყგეიტილებები სამოციქულო საყდარში; თუკი ვინმე იმყოფებოდა წმინდა აკრძალვაში კლერიკოსებზე თავდასხმის გამო, მათ წმინდა ზიარების უფლებას აძლევდნენ; დაბოლოს, ისინი თავიანთი ნებისამებრ იყენებდნენ ბენეფიციას”, – გვერდს უვლიდნენ რა კანონებსა და წესებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ლატერანის კრებამ. ნებსით თუ უნებლიედ ყველაფერ ამის ჩადენას ბედაგდა ლათინი პატრიარქი“) I. I, IIხ. I, ი. 16, 3. Lძ. C1(, I. 128 – 129. ამ პარალელებიდან IV და V საუკუნის ბერძენ კონსტანტინოპოლელ პატრიარქებსა და XII საუკუნის ლათინ პატრიარქებს შორის და, მათთან რომის პაპების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ამ უკანასკნელთა სახელმძღვანელო პრინციპი იყო არა სამართლიანობა, არამედ მუდმივი და, ამასთან, სრულიად აშკარა მიკერძოებულობა.

» ბენეფიცია – ლათინური სამართლის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საკლესიო ქონებიდან სარგებლის მიღებას.

მსგავსი კანონები:მოც.34| მსოფლ.467II მსოფლ.23III მსოფლ.8IV მსოფლ.917ტრულ.3639ანტიოქ.9

PDF გვ. 374 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 29

ეპისკოპოსის სამლვდელო ხარისხში დამცრობა მკერხელობაა; თუ რაიმე სამართლიანი ბრალდება მას საეპისკოპოსო მსახურებიდან განაყენებს, მაშინ მან სამღვდელო ადგილიც არ უნდა დაიკავოს, ხოლო თუ ყოველგვარი დანაშაულის გარეშეა თავისი ღირსებიდან გადაყენებული, მაშინ დაუყოვნებლივ იქნეს აღდგენილი საეპისკოპოსო პატივში. (ტრულ.3, 26; ანკვირ. 1, 2; ნეოკეს. 9; ბასილი დიდ. 27, 70). სერბულ გამოცემაში ჩვენ ეს კანონი მთლიანად ბერძნული ტექსტიდან გადავთარგმნეთ, როგორც ეს ათენის სინტაგმაშია მოცემული. კანონთა კრებულის რუსულ სინოდალურ გამოცემაში ამ კანონის მეორე ნახევარი არ შედის.! „საჭეთმჰყრობელში“ (%00M98#) ის ასე იკითხება: „ვინც ეპისკოპოსს სამღვდელო ხარისხში ჩამოაქვეითებს, ის სიწმინდეთა შემბღალავია; თუ ის დამნაშავეა, ღვთისმსხურებაში საერთოდ არ არის მისი ადგილი, უდანაშაულოდ ჩამოყვანილი კი, ისევ ეპისკოპოსად აღდგეს“.?

კანონის მეორე ნახევრის დასაწყისი აჩვენებს, რომ პირველი ნახევარი უნდა ყოფილიყო ვინმეს მხრიდან შემოთავაზებული ან გაცხადებული. კრების სხდომის ოქმიდან ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ასეთი შემოთავაზება იყო გაკეთებული მას შემდეგ, რაც მოისმინეს რომის ლეგატების მოხსენება. შემოთავაზებულ წინადადებას დაეთანხმა ანატოლი კოსტანტინოპოლელი და შემდეგ იგი მთელმა კრებამ გაითაგისა.9? ეს კანონი არ ყოფილა მიღებული ამ კრების მე-15 სხდომაზე ცალკე კანონად, როგორც სხვა კანონების შემთხვევაში მოხდა, არამედ ეს არის კრების მე-4 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფოტი ტირსელის საჩივრის პასუხად, რომელიც მან წარმოადგინა ევსტათი ბერიტელის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ფოტის მიერ ხელთდასხმული სამი ეპისკოპოსი კანონსაწინააღმდეგოდ ჩამოაქვეითა სამღვდელო ხარისხში.“ ეს გადაწყვეტილება, როგორც ასეთი, თავის თავში შეიცავს ქალკედონის კრების მიერ გამოცემულ კანონიკურ განწესებას და შემდგომში მიუერთეს კრების დანარჩენ კანონებს.

თავისთავად, ეს კანონი ნათელია: თუ ვინმე, რაიმე დანაშაულის შედეგად, უღირსი შეიქნა წმინდა საიდუმლოებების აღსრულებისათვის, მაშინ იგი იერარქიული კიბის ნებისმიერ საფეხურზე უღირსად რჩება – იქნება ეს ეპისკოპოსის თუ მღვდლის ხარისხი. ამიტომ, ის საერთოდ კარგავს ღვთისმსახურების უფლებას. ჩაითვალოს ვინმე უღირსად ეპისკოპოსის ხარისხში მსახურებისათვის და, ამასთან, იგივე პირი ჩაითვალოს ღირსად სამღვდელო ხარისხში მსახურებისათვის, ანუ სასჯელის სახით მოხდეს რომელიმე პირის ეპისკოპოსის ხარისხიდან მღვდლის ხარისხამდე დამცრობა – ამას ქალკედონელი მამები მკრეხელობას (0C89X0+8XCX80, 1§0- 0თL2.IV) უწოდებენ. თუ ვინმემ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც მას უფლებას არ აძლევს ღმერთს ეპისკოპოსის ხარისხში ემსახუროს, მაშინ ეს დანაშაული მას არც იმის უფლებას აძლევს, რომ როგორც მღვდელმა იგივე მსახურება შეასრულოს, რამეთუ ევქარისტული საიდუმლო ერთი და იგივეა, რომელსაც როგორც ეპისკოპოსი, ასევე მღვდელიც ასრულებს და ამიტომ ასეთი პირი საერთოდ უნდა იქნეს ღვთისმსახურებას მოკლებული; ხოლო თუ ის ბრალდებაში უდანაშაულოა, მაშინ უნდა შეუნარჩუნდეს თავისი პატივი. მცირედი გადაცდომისათვის მას შეიძლება დაედოს ამა თუ იმ კატეგორიის ეპიტიმია, მაგრამ სასჯელის სახით თავისი ხარისხიდან უფრო დაბალ იერარქიულ ხარისხში ჩამოყვანა, შეუძლებელია. შენიშვნები:

1. აი, ეს მეორე ნახევარი ბერძნულიდან რუსულ თარგმანში (4თდ. CM#MV., II, 286 - 287): „ანატოლიმ, კონსტანტინოპოლის კეთილკრძალულმა მთავარეპისკოპოსმა, განაცხადა: ეს, ეგრეთ წოდებული დამცრობილები ეპისკოპოსის ხარისხიდან მღვდლის ხარისხამდე, თუ ისჯებიან რაიმე სამართლიანად დამტკიცებული (6X8X00#086MI>XMIM) მიზეზით, მაშინ არ შეუძლიათ, კანონის თანახმად, სამღვდელო პატივსაც ეღირსონ; ხოლო თუ ისინი დაბალ ხარისხში ჩამოყვანილნი არიან რაიმე სამართლიანი მიზეზის გარეშე, მაშინ, მათ, როცა მათი უდანაშაულობა გაირკვევა, სამართლიანი იქნება კვლავ დაუბრუნონ ეპისკოპოსის ხარისხი და ღირსება“, 2. ბევერეგიასთან (4. 5IV0 სგიძიისეი, I, 147) ის გამოითქმის ისევე, როგორც ათენის სინტაგმაში; პიტრას გამოცემაში კი (დასახ. თხ%., I, 533), 28-ე კანონს მოსდევს ეს, როგორც 29-ე, სათაურით „იმავე კრების საქმეებიდან ტირსელი ეპისკოპოსის ფოტისა და ბერიტელი უპისკოპოსის ევსტათის შესახებ“. 3. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 90 - 91. II(8»ძს1»ი), II, 443. 4. მსოფლ. კრებ. საქმენი, IV, 90.

PDF გვ. 407 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 30

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგან კეთილკრძალულმა ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა დღეს თავი შეიკავეს მთავარეპისკოპოს ლეონის ეპისტოლეზე ხელმოწერისაგან, იმ მიზეზით კი არა, რომ ეწინააღმდეგებიან კათოლიკე რწმენას, არამედ ეგვიპტის სამთავროში არსებული ჩვეულებიდან გამომდინარე – რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი გააკეთონ თავიანთი ეპისკოპოსის კურთხევისა და განწესების გარეშე – და ამიტომ ითხოვენ მათი მხრიდან ხელმოწერის გადავადებას დიდი ქალაქის, ალექსანდრიის მომავალი ეპისკოპოსის დადგინებამდე, ჩვენ სამართლიან და სათნო საქმედ მიგვაჩნია, დაგტოვოთ ისინი თავიანთი ხარისხით სამეფო ქალაქში და მოკლე ვადა მივცეთ დიდი ქალაქის, ალექსანდრიის ეპისკოპოსის დასადგინებლად. ხოლო, ვინაიდან საკუთარ ხარისხში რჩებიან, წარმოადგინონ თავდებნი, თუ მათ ეს შეუძლიათ, ან ფიცი დადონ და ამით ეჭვი განაქარვონ.

კრების ეს კანონი მე-15 სხდომაზე, სხვა კანონებთან ერთად, არ შეუდგენიათ; იგი წარმოადგენს კრების მე-4 სხდომის განწესებას ეგვიპტელი ეპისკოპოსების თხოვნის პასუხად. ისინი კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ და უარი თქვეს იმაზე, რომ თანხმობის ნიშნად სხვებთან ერთად მათაც მოეწერათ ხელი ლეონ რომაელის მიერ შედგენილ მონოფიზიტობის საწინააღმდეგო ეპისტოლეზე ფლაბიანე კონსტანტინოპოლელის მიმართ. იგი მიუერთეს ამ კრების სხვა კანონებს, ისევე, როგორც წინა (29-ე) კანონი, იმიტომ, რომ თავის თავში შეიცავდა კანონიკურ განწესებას, კერძოდ, განწესებას თავდებობასა და ფიცის დადებაზე.

ეს საკრებულო განწესება, ანუ, კანონი, გამოიცა შემდეგ გარემოებათა გამო: ქალკედონის კრების მე-3 სხდომაზე საჯაროდ დაგმეს ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიოსკორე, რომელიც ეფესოში (449წ.) ავაზაკურ კრებას ხელმძღვანელობდა. იმ კრებამ ევტიქი მართლმადიდებლად გამოაცხადა, ხოლო ნეტარი ფლაბიანე დაამხო. როდესაც ქალკედონის კრების მე-4 სხდომაზე წარმოადგინეს მოთხოვნა, ყველა მამას, ვინც ევტიქის და მის სწავლებას გმობდა, ხელი მოეწერა ლეონის დასახელებულ ეპისტოლეზე, და როდესაც თითქმის ყველა აწერდა ხელს, ალექსანდრიის საპატრიარქოს ოცდაათმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მათ არ შეეძლოთ ხელის მოწერა, რადგან მათი ჩვეულების თანახმად, ვერაფერს მოიმოქმედებდნენ თავიანთი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე. ამასთან, მათ იმ მომენტისათვის საგეთმპყრობელი არ ჰყავდათ, რადგან დიოსკორე დამხობილი იყო, ახალი კი ჯერ არ დაედგინათ და, ამიტომ, თხოვეს კრებას, არ აეძულებინათ ისინი ჩვეულების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყვნენ. თხოვნა შეწყნარებულ იქნა; მამები შეთანხმდნენ არ განეკვეთათ ისინი და მოეცადათ, სანამ ახალი ეპისკოპოსის ხელთდასხმა მოხდებოდა. ამასთანავე, გადაწყდა, რომ ყველა ეს ეპისკოპოსი მთელი ამ დროის მანძილზე კონსტანტინოპოლში დარჩენილიყო, ხოლო იმისათვის, რომ მათ კვლავ არ გაევრცელებინათ დიოსკორესა და ევტიქის სწავლება, მოითხოვეს თავდებნი, ან ფიცით დამტკიცება იმისა, რომ თავიანთ დანაპირებს შეასრულებდნენ. ქალკედონელი მამების ეს გადაწყვეტილება არის სწორედ წინამდებარე (30-ე) კანონი.

ფიცის დადებასთან დაკავშირებით (660VI10CთI0), რაზედაც კანონშია საუბარი, ბალსამონი შენიშნავს, რომ „ეს უნდა ყოფილიყო რაღაც საგანგებო ფიცდადება, რომელიც ჩვეულ ჩარჩოებს სცილდება და იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული პირი იფიცებდა იმპერატორის თავს ან საკუთარ ცხონებას“.! რაც შეეხება თავდებთ, ისინი, ყოველ შემთხვევაში, უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები. თუმცა, მოციქულთა მე-20 კანონის თანახმად, კლერიკოსთაგან არავის აქვს უფლება სხვას თავდებად დაუდგეს. ასე რომ, ეს კანონი, როგორც ჩანს, თითქოს ეწინააღმდეგება მოციქულთა დასახელებულ კანონს, მაგრამ წინააღმდეგობა ქარწყლდება, თუ ყურადღებას მივაქცეგთ იმას, რასაც ბალსამონი ამბობს, ანუ, კლერიკოსებს ეკრძალებათ თავდებობა მხოლოდ მაშინ, როცა ამას ისინი ეგოისტური მიზნითა და თვითანგარებითი გათვლით აკეთებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში განკვეთას ექვემდებარებიან; თუმცა, მათ ეს არ ეკრძალებათ და ამისათვის ისინი არ შეიძლება დაამხონ, თუ თავდებად უდგებიან ვინმე გლახაკს ან სხვა რაიმე ღვთივსათნო მიზნით აკეთებენ ამას, როგორც ეს სწორედ აქ ხდება, სადაც ერთი პირი მეორე პირის მართლმადიდებლობას უდგება თავდებად, რათა იგი განკვეთისაგან იხსნას. შენიშვნები: 1. რთ. CMMX., II, 290. 2. მოც. მე-20 კან. განმარტება: #რთ. C#8»., II, 28.

დოგმატიკონსტანტინოპოლის VI მსოფლიო პრებაჭყზე შეპრებილი 170 წმინდა მამისა (ხს. 23 იანვარს ძვ. სტ.)

ჩჭენ უფალ იესუ ქრისტეში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ ასევე ვქადაგებთ ორ ბუნებრივ ნებას ან სურვილს მ ა ს შ ი, და ორ ბუნებრივ ქმედებას განუშორებლად, შეუქცეველად, განუყოფელად, შეურწყმელად – ჩვენი წმინდა მამების სწავლების თანახმად; ეს ორი ბუნებრივი ნება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, როგორც უკეთური ერეტიკოსები ამბობენ,– ნუ იყოფინ! მისი ადამიანური ნება კი არ ეწინააღმდეგება და ებრძვის, არამედ მიჰყვება და ექვემდებარება მის ღვთაებრივ და ყოვლისშემძლე ნებას.

აა „ზაია. ».

წეინდა VI მსოფლიო საეკლესიო პრება (ტრულის ან სხვ=აბჭარად – V-VI)

წინაპირობა ეს კრება საერთო სახელწოდებით – ტ რ უ ლ ი ს, შედგა იმ მიზნით, რომ მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრების კანონებზე დამატებები მიეღო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კრებების სხდომებზე მხოლოდ და მხოლოდ დოგმატური საკითხები განიხილებოდა, არც ერთი განწესება საეჟკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებით მათ არ გამოუციათ. სულ მალე წარმოჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ მსოფლიო კრების ავტორიტეტული სახელით გამოსულიყო ისეთი კანონები, რომლებიც მწვალებლური შფოთის შედეგად ეკლესიაში დასუსტებულ დისციპლინას განამტკიცებდა; საჭირო გახდა წინარე კრებების ძალმოსილების აღდგენა და ახალი კანონებით მკაცრი წესრიგის დამყარება. რადგანაც VI მსოფლიო კრების მამები მაშინვე, ამ კრების მიერ დოგმატური განჩინებების მიღებისთანავე, თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნდნენ, ამიტომ საჭირო შეიქნა მათი თავიდან შეკრება, რათა ის აუცილებელი კანონები მიეღოთ, რაზეც ზემოთ ითქვა და რაც ადრე არ გაკეთებულა. თავისი ასეთი ამოცანიდან გამომდინარე, მოწვეულ კრებას მეხუთე-მეექვსე დაერქვა, ხოლო რამდენადაც იგი 681 წლის კრების გაგრძელებას წარმოადგენდა და სამეფო დარბაზების იმავე განყოფილებაში მიმდინარეობდა, სადაც ხსენებული კრების სხდომები, ამიტომ მის მიერ მიღებული კანონები ტრულის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებად იწოდება.

იმპერატორ იუსტინიანე II-ის მოწვევით მამები კონსტანტინოპოლში 691 წელს შეიკრიბნენ. კრების სხდომების მიმდინარეობა 691 წლის 1 სექტემბრისა და 692 წლის 31 აგვისტოს შორის მოდის. მის მუშაობაში 227 მამა იღებდა მონაწილეობას, ე.ი. 53-ით მეტი, ვიდრე 681 წელს. კრებას პირადად ესწრებოდნენ პატრიარქები: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის; რომის პაპის წარმომადგენლებად მის მიერ დანიშნული იყვნენ ლეგატები, რომელთა შორის მთავარი ბასილი იყო, გორტინის მთავარეპისკოპოსი. იმპერატორისადმი მისალმების წარგზავნის შემდეგ, კრება მაშინვე თავის საქმიანობას შეუდგა და 102 კანონი მიიღო. ეს კანონები შეტანილია აღმოსავლეთის ყველა კანონიკურ კრებულში.

მსგავსი კანონები:მოც.620253481ანტიოქ.9სარდ.7ბასილი დიდ.106482

PDF გვ. 408 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.