ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
კონსტანტინოპოლის ორგზისი კრება · ტ. II (2011)
წინათქმა
დაცული და აღსრულებული იყოს იგი ეპისკოპოსების მიმართაც. ამრიგად, ისინი, ვინც თავიანთ ეპარქიებში განყენებულნი არიან ზიარებიდან, დაე, ნუ იქნებიან შეწყნარებულნი თანაზიარებაში შენი სიწმინდის მიერ (რაღაც) განზრახვით, რამეთუ არ არის ჯეროვანი ეს საქმე. მსგავსადვე, მღვდელთა და მათ მიმდევარ კლირიკოსთა ურცხვი გადმოპარვები, დაე, აღკვეთოს შენმა სიწმიდემ, როგორც ლღირსშეგეფერება შენ ეს. რამეთუ არც არის ეს აკრძალული აფრიკის ეკლესიებისათვის მამათა არანაირი განჩინებით, და ასევე არც ნიკეის კრების განჩინებებითაც, რომ როგორც დაბალი წოდების სამღვდელონი, ასევე, თვით ეპისკოპოსნიც, უკანვე წარიგზავნებოდნენ მათ საკუთარ მიტროპოლიტებთან. გონივრულად და სამართლიანად აღიარა კრებამ, რომ რა საქმეებიც არ უნდა იყოს, ისინი თავის ადგილებში უნდა დასრულდეს. რამეთუ მამებმა განსაჯეს, რომ არც ერთ სამთავროს არ მოაკლდება სულიწმიდის მადლი, რომლის ძალითაც სიმართლე იხილვება და აღესრულება ქრისტეს მღვდელთმთავართა მიერ, და მეტადრე, როცა თითოეულს, თუ ეჭვი გაუჩნდება უახლოეს მსაჯულთა გადაწყვეტილებების მიმართ, ნება ეძლევა მიმართოს თავისი სამთავროს კრებას, და თვით მსოფლიო კრებასაც კი. განა არის ვინმე, ვინც ირწმუნებდა, რომ ჩვენს ღმერთს შეუძლია მსოლოდ ერთ ვინმეს შთააგონოს მართლმსაჯულება, ხოლო კრებაზე მოსულ უამრავ მღვდელთმთავარს უარი უთხრას ამაში?! ამასთან, მტკიცე როგორ იქნება საზღვარგარეთის კრება, რომლის წინაშეც ვერ წარსდგებიან აუცილებელი მოწმეები: შეუძლებლობის, უძლურებისა თუ მოხუცებულობის გამო, ან სხვა მრავალი დაბრკოლების მიზეზით? ხოლო იმის შესახებ, რომ ზოგიერთნი თითქოსდა შენი სიწმინდის გვერდიდან უნდა იყვნენ წარმოგზავნილნი, ჩვენ მამათა ვერც ერთი კრების განსაზღვრება ვერ ვნახეთ. რამეთუ რაც მანამდე თქვენგან, იმავე ჩვენი თანაეპისკოპოსის – ფავსტინესაგან იქნა გამოგზავნილი ჩვენთან, თითქოსდა ნიკეის კრების დადგენილებისაგან, იმის მოძიება ჩვენ ვერ შევძელით ამ კრების დედნებიდან გადმოღებულ სარწმუნო ნუსხებში, რომლებიც უწმინდესი კირილესაგან, ალექსანდრიის ეკლესიის ჩვენი თანაეპისკოპოსისაგან, და ატიკესგან, კონსტანტინოპოლის თანამწირველი ეპისკოპოსისგან მივიღეთ, და რომლებიც ჯერ კიდევ მანამდეც, მღვდელ ინოკენტისა და იპოდიაკვან მარკელის, ჩვენთან მათი მომტანების მეშვეობით ჩვენგან ნეტარსხსენებულ ეპისკოპოს ბონიფანტეს გაეგზავნა, თქვენს წინამორბედს. ამრიგად, ნუ ინებებთ, ზოგიერთების თხოვნით, თქვენს სამლვდელოთა აქ წარმოგზავნას გამომეძიებლებად, და ნურც დაუშვებთ ამას, რათა არ წარმოვსდგეთ ამა ქვეყნის კვამლისებრი ქედმაღლობის შემომტანებად ქრისტეს ეკლესიაში, რომელიც უზაკველობის ნათელსა და თავმდაბლობის დღეს ანიჭებს ღმერთის ჭვრეტის მსურველთ. ხოლო, რადგანაც ცრემლთა ღირსი აპიარიოსი თვით ჩვენი ძმის, ფავსტინეს მიერაც იქნა განკვეთილი ქრისტეს ეკლესიიდან, ამიტომ ჩვენ აღარ ვშიშობთ, რომ მომავალში ასეთი ჩარევის დათმენა, – თქვენი სიწმინდის ღვაწლისა და ზედმიწევნულობის წყალობით შენარჩუნებული ძმური სიყვარულის ძალით, – აფრიკას აღარ მოუწევს.
ხელმოწერა ღმერთიმცკც დღეგრძელჰყოფს და დაიფარავს თქვენს სიწმიდეს, ჩვენს უფლისმიერ ძმას, ჩვენზე მლოცველს.
ეპისტოლე იმდენად ნათელი და საფუძვლიანია, რომ რომის არც ერთი ეპისკცკოპოსი ნიკოლოზ I-მდე (IX საუკუნის ნახევრამდე), არანაირ პრეტენზიებს აღარ გამოთქვამდა რამე უფლებებზე, როგორც ამას მანამდე ზოსიმე და კელესტინე აკეთებდნენ. ნიკოლოზ IL-დან დაწყებული, დასავლეთში ამოქმედდა ახალი კანონიკური სამართალი, და იმ დროიდან მოყოლებული, ბუნებრივია, ყველაფერი სულ სხვა მიმართულებას იღებს, ვიდრე ეს იყო განუყოფელი ეკლესიის პერიოდში. რაც შეეხება უმაღლეს საეკლესიო ინსტანციებს, რომლებსაც სასამართლო საქმეებზე საბოლოო განაჩენის გამოტანის უფლება ჰქონდათ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ IL მსოფლო კრების მე-6 და IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონების განმარტებებში; ყველაფერი, რაც იქ არის ნათქვამი, ემსახურება აგრეთვე ეპისკოპოს კელესტინეს მიმართ აფრიკელი მამების ზემომოყვანილი ეპისტოლეს განმარტებას.
პონსტანტინოპოლის წმინდა ადბილობრივი პრება (სხვაბვარად – ორგზჭზისი), რომელიც შედგა წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში მეცხრე საუკუნე, – საუკუნე ნიკოლოზ I-სა და ფოტის, – რომელიც თავისი შედეგებით შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიისათვის ერთ-ერთ ყველაზე ბობოქარ და, ამასთანავე, სამწუხარო პერიოდად. პატრიარქ ეგნატეს დამხობას და საპატრიარქო ტასტზე ფოტის აღსაყდრებას, აღმოსავლეთში დიდი შფოთი მოჰყვა, რამაც რომის პაპს საბაბი მისცა ჩარეულიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შიდა საქმეებში. მეორე მხრივ, თუმც ხატმბრძოლობა დაიგმო მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, ის მაინც აგრძელებდა ამ საუკუნეშიც ეკლესიის მღელვარებას. იმისათვის, რომ საბოლოო განაჩენი გამოეტანათ ხატმბრძოლობისათვის და ეკლესიაში დარღვეული მშვიდობა აღედგინათ, გადაწყდა ეპისკოპოსთა დიდი კრების მოწვევა, რომელიც შედგა კიდეც 881 წლის მაისის დასაწყისში – კონსტანტინოპოლში, წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. კრებას ესწრებოდა იმპერატორი მიქაელ II, კრების მუშაობაში 318 ეპისკოპოსი იღებდა მონაწილეობას. რომის პაპს საგანგებო ლეგატები წარმოადგენდნენ. თავის პირველ შეკრებაზე კრებამ, არამართლმადიდებელთა მსრიდან აღშფოთების გამო, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია; მხოლოდ მეორე შეკრებაზე შეძლეს თავისუფლად ემოქმედათ. ორგზის შეკრების გამო, ის იწოდება პირველ-მეორე კრებად (ორგზისი). თავის მეორე შეკრებაზე კრებამ დაადასტურა ხატმბრძოლობის დაგმობა, შემდეგ – სწორად მიიჩნია და აღიარა პატრიარქ ფოტის დადგინება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კათედრაზე, ბოლოს კი მიიღო 17 კანონი საეკლესიო დისციპლინის სფეროში. კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილობრივი პრების (სხვაბჭარად – ორგზფისი) კანონები
PDF გვ. 248
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონასტრების შექმნა, ესოდენ მნიშვნელოვანი და ღირსსაქები საქმე, ჩვენი ნეტარი და ლირსი მამების მიერ ძველთაგანვე კეთილგონივრულად წამოწყებული, ამჟამად უჯერო საქმედ მოჩანს. რამეთუ ზოგიერთებმა, მისცეს რა თავიანთ მამულებსა და კარ-მიდამოებს მონასტრის სახელი და აღთქმაც დადეს, რომ ღმერთს მიუძლვნან ისინი, საკუთარ თავს მაინც მათ მფლობელებად აცხადებენ. მათ მზაკვრულად განიზრახეს ღმერთისთვის მიეძღვნათ მხოლოდ სახელწოდება; რამეთუ არ რცხვენიათ შეწირვის შემდეგაც მიითვისონ ამ ქონებაზე იგივე უფლება, რაც მანამდე ჰქონდათ. და ისეთი უწესოება შეერთო ამ საქმეს, რომ მხილველთა გასაკვირად და სამწუხაროდ, ბევრი რამ ღმერთისათვის მიძლვნილთაგან განცხადებულად იყიდება თავად შემწირველთა მიერ. და მათში არათუ სინანული არ არის იმის გამო, რომ თავს ნებას აძლევენ დაეპატრონონ იმას, რაც ერთხელ უკვე ღმერთს მიუძღვნეს, არამედ შიშის გარეშე სხვებსაც გადასცემენ მას. ამისთვის წმინდა კრებამ განაწესა: ეპისკოპოსის უცნობელად და უნებართვოდ, დაე, ნურავის მიეცემა ნება მონასტერი დააფუძნოს, არამედ მისი მცნობელობითა და ნებართვით, სათანადო ლოცვის აღსრულებით დაფუძნდეს მონასტერი, როგორც ეს ძველთაგანვეა ღვთისსათნოდ დაკანონებული; ხოლო მონასტრისთვის მიკუთვნებული ყოველივე, თვით მასთან ერთად, შეტანილ იქნეს წიგნში, რომელიც შეინახონ ეპისკოპოსის არქივში (წიგნთსაცავში). შემწირველსაც, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ნუ ექნება იმის კადნიერება, რომ ან საკუთარი თავი, ან თავის ნაცვლად სხვა ვინმე დაადგინოს იღუმენად. რამეთუ თუკი ერშიც არავის ძალუძს კვლავაც იმის მფლობელი იყოს, რაც უკვე ადამიანს მიუძღვნა, მაშ, როგორღა შეიძლება ვინმეს ნება ჰქონდეს მიიტაცოს ფლობა იმისა, რაც ღმერთისთვის მიუძღვნია და შეუწირავს.
ამ კანონში ორი მთავარი საკითხი განიხილება და მტკიცდება, სახელდობრ, ვერც ერთი მონასტერი ვერ დაფუძნდება მმართველი ეპისკოპოსის გვერდის ავლით და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე. კანონების თანახმად,უშუალოდ სწორედ ეპისკოპოსს ემორჩილება როგორც ყველა მონასტერი, ისე თითოეული მონოზონი; და რომ მონასტრები და სამონასტრო ქონება სამუდამოდ უნდა დარჩეს ხელშეუსებელი, ანუ არ შეიძლება მათი სხვა რამე მიზნით გამოყენება, ან კერძო საკუთრებაში გადაცემა. ეს დამტკიცებული იყო ჯერ კიდევ მანამდელ კრებებზე (იხ. პარალური კანონების განმარტებები). ამ ორგზისის კრებაზე კი გამეორებულ და უფრო მძაფრად იქნა გამოხატული – დროსთან შესაბამისად და აგრეთვე იმიტომ, რომ ბევრმა მხედველობიდან დაკარგა კანონიკური განწესებები მონატრების დაფუძნებისა და სამონასტრო ქონების შესახებ.
მონასტრების აგება ანუ დაფუძნება ყოველთვის ითვლებოდა ღვთისსათნო საქმედ. ამ კრების მამები მას პატივის ღირს და საპატივცემულო საქმეს უწოდებენ. ვინც თავისი ღვთისმოსაობით მოისურვებდა მონასტრის აშენებას და მის შესანახად ყველა საჭირო სახსრებს გაიღებდა, ასეთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეკლესია ნებას რთავდა თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა და ამ საქმეს მას დამსახურებადაც კი უთვლიდა (იხ. VII მსოფ. მე-17). აგებული მონასტერი და ყველაფერი, რაც მის შესანახად იყო შემოწირული, მაშინვე მმართველი ეპისკოპოსის ხელმწიფებაში გადადიოდა,რომელიც მონასტრის სწორი ტიპიკონით ცხოვრებაზე ზრუნავდა, აგრეთვე – მონასტრის ქონების ხელშეუხებლობასა და მის კანონიკურ განმგებლობაზე (იხ. IV მსოფ. 24-ე). თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წინამდებარე კანონის სიტყვებით, მონასტრებს აშენებდნენ და ამბობდნენ, რომ გარკვეულ ქონებასა და მიწას სწირავდნენ აშენებულ მონასტერს, მაგრამ, იმავდროულად, შემდგომშიაც საკუთარ თავს თვლიდნენ იმის მეპატრონედ, რაც შესწირეს, ზოგჯერ, დროთა განმავლობაში, ყიდდნენ კიდეც. ასე რომ, მონასტერი ყველაფრის გარეშე რჩებოდა და საბოლოოდ იქაურობა ოხრდებოდა. ამის მხილველ ღვთისმოსავ ქრისტიანებში კი ეს გაკვირვებასა და გულისტკივილს იწვევდა. კრების მამები ყურადღებას მიაპყრობენ ასეთ უკანონობას და მოიხსენიებენ რა არსებულ კანონიკურ განწესებას ამის შესახებ, ადგენენ: არავინ ააშენოს მონასტერი მმართველი ეპისკოპოსის ნებართვისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე. როდესაც ეპისკოპოსი დაეთანხმება და მისცემს ვინმეს მონასტრის აგებისა და მისი მომარაგების უფლებას, რაც საჭიროა მისი ფუნქციონირებისათვის, მაშინ მონასტერი მთელი თავისი კუთვნილებით ჩაიწერება საინვენტარიზაციო წიგნში. ეს წიგნი ინახება ეპისკოპოსის არქივში, რათა საყოველდროოდ ცნობილი იყოს, რომ შეადგენს სამონასტრო ქონებას და სამუდამოდ უნდა დარჩეს მის მფლობელობაში (იხ. IV მსოფ. 24-ე; ტრულ. 49- ე; VII მსოფ. მე-13). პირი, რომელიც მონასტერს საჭირო და აუცილებელით მოამარაგებს, უკვე ამით წყვეტს თავის მესაკუთრეობრივ უფლებას ამ ქონებაზე, და მით უფრო აღარ არის ის მონასტრის მესაკუთრე, როცა მას ეკლესიას სწირავს. რამეთუ, დასძენს კანონი, თუკი მავანი ვერ იქნება იმ საკუთრების მფლობელი, რაც სხვას აჩუქა, მაშინ როგორღა შეიძლება იმან, ვინც რაიმე ქონება ღმერთს შესწირა და მიუძღვნა, თავის თავს უფლება მისცეს კვლავ მისი მესაკუთრეობისათვის იბრძოლოს?
გარდა იმისა, რომ მონასტრის დამფუძნებელი (ქტიტორი, მაშენებელი) ითვისებდა მონასტრისა და მისი ქონების მფლობელობას, იგი ითვისებდა აგრეთვე უფლებას ან თავად დამდგარიყო მონასტრის იღუმენად, ან ვინმე დაენიშნა საკუთარი სურვილისამებრ. კანონი ამასაც გმობს, როგორც ბოროტადგამოყენებას, და განაწესებს, რომ გარკვეულ პირს – დამფუძნებელს (ქტიტორს, მაშენებელს) ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. თემად მცხოვრებთა მონასტრის წესდებით იღუმენს ირჩევს მისი საძმო და ამ არჩევანს ეპისკოპოსი ამტკიცებს (იხ. VII მსოფ, მე-7). წინამდებარე კანონიდან აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მონასტრის დამფუძნებელს თავად შეეძლო იღუმენის დადგინება, – რა თქმა უნდა, ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვითა და კურთხევით. სხვა სიტყვებით, მონასტრის დამფუძნებელს უფლება ჰქონდა ეპისკოპოსისთვის წარედგინა ის პირი, ვინც მას მონასტრის იღუმენად სურდა. ამ უპირატესობას ეკლესია ცნობდა ცალკეული, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი დამფუძნებლების მიმართ, როგორც კეთილი საქმისათვის ჯილდოს, და ამ უპირატესობის ასახვა ხდებოდა დამფუძნებელ (ქტიტორულ) წესდებაში (ტიპიკონში).' ამ დამფუძნებელ ანუ ქტიტორულ წესდებებზე ამ კანონის განმარტებაში ყურადღებას ამახვილებს ბალსამონი; მას მოჰყავს სხვადასხვა აზრი მასთან მიმართებით, რომელთა შორისაც არის ისეთიც, რომელიც აჩვენებს, რომ ბოროტგამომყენებლობა, რომელზედაც კანონი საუბრობს, თვით ამ დამაფუძნებელ წესდებებშიც აღწევდა. ბალსამონი ქტიტორის უფლებად აღიარებს მის მიერ აშენებული მონასტრისათვის ტიპიკონის შედგენას,ოღონდ მასში ყველაფერი უნდა იყოს მონასტრების შესახებ კანონიკურ განწესებებთან შესაბამისობაში. თუ ამ წესდებებში რამე კანონსაწინააღმდეგო და არაკანონიკური აღმოჩნდა, მაშინ მას ძალა არ გააჩნია და უქმია.'” მონასტრის დამფუძნებელი წესდება, ჩვეულებრივ, აღწერის შემდეგ – როგორ დაფუძნდა მონასტერი, ვინ დააფუძნა და რა შესწირა – შეიცავს განაწესს მონასტრის ცხოვრების ყველა საკითხთან დაკავშირებით, ეს არის: ღვთისმსახურება, საჭმელ-სასმელის მიღება, მარხვები და დღესასწაულები, მონასტრის მართვა და ღვთისმასხური პირების დადგინება, მონოზვნების სამონასტრო ცხოვრების პირობები, მიცვალებულთა მოსახსენიებელი მსახურება ქტიტორისა და ძმებისთვის, სამონოზვნო ხარისხში ახალი ძმის მიღება, მოწყალების გაღება გლახაკთათვის, საავადმყოფოებისა და ავადმყოფებისთვის,ტი პიკონის მოთხოვნილებების დაცვა და იმის შესახებ,რომ მონასტრის წესდება (ტიპიკონი) უნდა იკითხებოდეს ყოველი თვის დასაწყისში.+"”
PDF გვ. 250 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთნი ბერ-მონოზვნური ცხოვრების მხოლოდ გარეგან სახეს იღებენ, და იღებენ არა იმისთვის, რომ სიწმინდით ემსახურონ ღმერთს, არამედ იმისთვის, რომ პატივსაცემი შესამოსელისაგან მიიღონ კეთილმსასურთა დიდება და ამით თავიანთი სიამოვნებებით დაუბრკოლებელი ტკბობა შეიძინონ. ისინი მხოლოდ თმებს შეიკვეცენ და საკუთარ სახლებში რჩებიან, სადაც არ ასრულებენ არანაირ სამონოზვნო ლღვაწლსა და წესდებულებას. ამისთვის წმინდა კრებამ დაადგინა: არავინ გახდეს საბერმონაზვნო ხატის ღირსი იმ პირის დაუსწრებლად, რომელმაც თავის მორჩილებაში უნდა მიიღოს იგი, მთავრობა ჰქონდეს მასზე და მზრუნველობა იტვირთოს მის სულიერ სიწმინდეზე. ასეთი, დაე, ღვთისმოყვარე კაცი იყოს, მონასტრის "მხოლოდ იმ მონასტრებს შეეძლოთ დამოუკიდებლად აერჩიათ და დაედგინათ იღუზენები, რომლებიც სპეციალური სამეფო ბრძანებულებით სარგებლობდნენ განსაკუთრებული უპირატესობით. "“ათენის სინტაგმა, II, 551. შდრ. XIV ტიტ. ნომოკანონი, II, 1 (ათენის სინტაგმა, IL, 88). "ასეთია ზოგადად ხილანდარის ტიპიკონი. ასეთია ძირითადად სხვა მონასტრების ტიჰიკონებიც (დამფუძნებელი წესდებები). წინამძღვარი, შემძლებელი იმისა, რომ იხსნას ქრისტესადმი ახლად მოყვანილი სული. ხოლო თუ აღმოჩნდება ვინმე მავანის ბერად აღმკვეცი იღუმენის დაუსწრებლად, რომელსაც მართებს მორჩილებაში მიიღოს იგი, ესევითარი, დაე, განკვეთილ იქნეს თავისი წოდებიდან, როგორც კანონთა ურჩიცკ და კეთილმოწესეობის დამრღვევი; ხოლო უკანონოდ და უწესოდ აღკვეცილი იმ მონასტერს გადაეცეს მორჩილებაში, რომლისთვისაც მის გადაცემას ადგილობრივი ეპისკოპოსი კეთილად ინებებს. რამეთუ განუსჯგელი და მცდარი ალკვეცებით დაუშვეს საბერ-მონოზვნო ხატის უპატივო-ყოფა და ამით ქრისტეს სახელს გმობა შეამთხვიეს.
ხატმბრძოლობის პერიოდში მონოზვნობა განსაკუთრებით გავრცელებული იყო აღმოსავლეთში და მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში თავისი დამსახურებისათვის დიდი პატივით სარგებლობდა. თუმცა, თავისი პატივისა და მნიშვნელობის შენარჩუნება ყველა მონოზონს არ შეეძლო, როგორც ეს მათ თავიანთი წმინდა ჩინებულობით მართებდათ. ბევრი უწესრიგობა გამოჩნდა როგორც ცალკეული მონოზვნის ცხოვრებაში, ისე მთელი რიგი მონასტრების ცხოვრებებში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხატმბრძოლობამ მხოლოდ დაიწყო დამარცხება. ამიტომ VII მსოფლიო კრება იძულებული გახდა მიეღო რამდენიმე კანონი მონოზვნობაში კეთილწესიერების აღსადგენად (იხ. 17-22), თუმცა უწესრიგობები შემდგომშიაც გრძელდებოდა, ასე რომ, წინამდებარე კრებაც იძულებული გახდა შეეხსენებინა საეკლესიო საზოგადოებისათვის ადრე არსებული კანონიკური განწესებების შესახებ მონოზვნებთან მიმართებით და რამდენიმე ახალიც დაემატებინა. მიზეზი, რამაც კრება ამ კანონის მისაღებად აღძრა, გამოხატულია მის დასკვნით ნაწილში, კერძოდ, სამონოზვნო ხარისხის მნიშვნელობა დაეცა, რის გამოც შეურაცხყოფა მიეყენებოდა თვით ქრისტეს სახელს. სამონოზვნო ცხოვრების სხვა უწესრიგობათა შორის, კანონი ყურადღებას მიაპყრობს ბევრი პირის ნაჩქარევ და წინდაუხედავ მიღებას სამონოზვნო წესში. მსგავსად იმისა, როგორც მღვდელმსახურთა მიმართებით არსებობდა კანონი, რომ არავის ხელდასხმა შეიძლებოდა გარკვეულ ადგილზე მსახურებისათვის დაწესების გარეშე (იხ. IV მსოფლიო კრების მე-6 კანე), ასევე მონოზვნების მიმართაც, ანუ არავის მონოზვნად აღკვეცა არ შეიძლება მისთვის მონასტრის განსაზღვრის გარეშე, სადაც იგი საძმოში იქნება მიღებული. არსებობდა აგრეთვე, ჯერ კიდევ ბასილი დიდის მიერ გამოცემული კანონი, რომლის მიხედვითაც, მონოზვნად აღკვეცის საიდუმლოს აუცილებლად უნდა დასწრებოდა ერთ-ერთი უხუცესი მონოზონი; მას უნდა მიეღო ახალაღკვეცილი მორჩილებაში, განესწავლა და განემტკიცებინა სამონოზვნო ცხოვრებაში. ბევრი უგულებელყოფდა ყველაფერ ამას, და არ გააჩნდათ რა სულ მცირე ჩინებაც კი მონოზვნური ცხოვრებისაკენ, მაინც იკვეცებოდნენ და იმოსებოდნენ სამონოზვნო შესამოსელით. თუმცა, სრულიადაც არა იმისთვის, რომ – კანონის გამოთქმით – „სიწმინდეში ემსახურათ ღვთის წინაშე“, არამედ, რათა სასოგადოებაში მოეხვეჭათ მონოზვნის სახელი და პატივი, რომ ადვილად მიეღოთ „საკუთარი კმაყოფილებით ტკბობა“. ისინი ცხოვრობდნენ მონასტერს გარეთ, კერძო სახლებში და მონოზვნურს არაფერს ასრულებდნენ. ასეთი უწესრიგობების თავიდან ასაცილებლად, კანონი განაწესებს – არავინ მიიღებოდეს სამონოზვნო წესში, ანუ არავინ ჰყონ აღკვეცის ღირსად იმ მონასტრის იღუმენის დაუსწრებლად, რომელ მონასტრის საძმოსაც ახალაღკვეცილი უნდა შეუეროდეს, ასევე, საგანგებო უხუცესი მონოზვნის გარეშე, რომელმაც უნდა მიიღოს ის თავისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ, ასწავლოს და განამტკიცოს ყველა მონოზვნური წესის ზუსტ აღსრულებაში. ეს უხუცესი მონოზონი ,კორმჩაიაში“ წოდებულია ,,შუამავლად“, დიდი კურთხევანის 79- ე კანონში კი – ,მიმრქმელად“, მსგავსად ნათლიისა, რომელიც ნათლობისას თავის თავზე იღებს ნათლულის აღზრდაზე ზრუნვას. წინამდებარე კანონი დაუმორჩილებლობისთვისაც აწესებს სასჯელს, კერძოდ: განკვეთა ემუქრება იმას, ვინც სამონოზვნო დასში მიიღებს ვინმეს დადგენილი წესების დაუცველად, და – სხვა მონასტერში მორჩილად გადაყვანა იმას, ვინც არაკანონიერად აღკვეცეს მონოზვნად.
PDF გვ. 252 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინეთ შემდეგი დაუწყობლობის გამოსწორებაც, რომელიც დაშვებულ იქნა და, რაც უარესია, მიუხედაობითა და დაუდევრობით ვრცელდება კიდეც. თუ მონასტრის რომელიმე წინამძღვარი დიდი გულმოდგინებით არ დაიწყებს თავის მორჩილებაში მყოფი გაქცეული მონოზვნების მოძიებას, ანდა როცა იპოვნის, არ შეიწყნარებს და გულმოდგინედ არ იშრომებს დაცემულის აღდგინებისა და განმტკიცებესათვის ჯეროვანი და მისი სენისათვის შესაბამისი კურნებით, მაშინ წმინდა კრებამ განსაზღვრა ესევითარის განყენება საიდუმლოთაგან. რამეთუ თუკი პირუტყვთა ზედამხედველად დადგინებულიც არ რჩება დაუსჯელი, როცა არ იგულმოდგინებს სამწყსოსათვის, მაშ, როგორღა არ ეწიოს დასჯას თავისი კადნიერებისათვის ის, ვისაც სამწყემსო მთავრობა მიუღია ქრისტეს სამწყსოზე და თავისი უდებობითა და მცონარებით ფლანგავს მათ ცხონებას? ხოლო თუ დაბრუნებად მოწოდებული მონოზონი არ დამორჩილდება, დაე, განყენებულ იქნეს ეპისკოპოსის მიერ.
წინამდებარე კანონში მეორდება ტრულის 46-ე და VII მსოფლიო კრების 21- ე კანონების განწესებანი. ამ კანონით განეწესება სასჯელი აგრეთვე იმ იღუმენსაც, რომელიც არ ზრუნავს მონასტრიდან წასული მონოზვნების დასაბრუნებლად, კერძოდ, იგი ისჯება განყენებით. ,პიდალიონში“, ისევე, როგორც „კანონთა წიგნში“, აღნიშნულია ამ კანონით განწესებული სასჯელი იმ მონოზვნისთვისაც, რომელმაც თავისი მონასტერი დატოვა და უკან დაბრუნება აღარ სურს. „ათენის სინტაგმაში“ არ არის ეს დამატება, მაგრამ სინტაგმაში (ისევე, როგორც კანონთა სხვა კრებულებში) ის შედის ამ კრების შემდეგ (მე-4) კანონში.
M«
PDF გვ. 254 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მრავალგვარად ცდილობდა მზაკვარი შეეგინებინა მონოზვონობის ღირსად პატივდებული სახე და ამისთვის უდიდესი შეწევნა ჰპოვა უწინდელ დროში არსებულ მწვალებლობაში. რამეთუ მწვალებლობისაგან შეჭირვებული ბერ-მონოზვნები ტოვებდნენ თავიანთ სავანეებს, სახლდებოდნენ სხვა სავანეებში, ხოლო ზოგიერთნი ერისკაცთა საცხოვრებლებშიც. მაგრამ რასაც ისინი მაშინ კეთილმსახურებისათვის იქმოდნენ, და რაც ამიტომ ნეტარყოფის ლირსად ხდიდა მათ, – ის, როცა განუსჯელ ჩვეულებად იქცევა, დაცინვის ღირსად წარმოაჩენს. რამეთუ ჯერ კიდევ ახლაც, როცა კეთილმსახურება უკვე ყოველგან განივრცო, და ეკლესიამ აირიდა საცთურნი, ზოგიერთები განეშორებიან თავიანთ მონასტრებს, და როგორც რაღაც შეუკავებელი ნაკადი, აქეთ-იქით რომ აწყდება და ნაპირს გადადის, მსგავსად იმისა, მრავალი უსახურობით აღავსებენ სავანეებს, შეაქვთ მათში დიდი უწესრიგობა, და არღვევენ და სპობენ მორჩილების კეთილმშვენიერებას. მათი არამდგრადი და ურჩი მისწრაფების აღსაკვეთად წმინდა კრებამ განაჩინა: თუკი რომელიმე მონოზონი გაიქცევა თავისი სავანიდან, გადავა სხვა მონასტერში ან ერისკაცთა საცხოვრებელში შესახლდება, – ესევითარი, ისევე, როგორც მისი შემფარებელი, დაე, განყენებულ იქნეს საეკლესიო ერთობისაგან, სანამ გაქცეული არ დაბრუნდება სავანეში, საიდანაც დანაშაულებრივად წამოსულა. თუმცა, თუკი ზოგიერთ ისეთ მონოზონთა ეპისკოპოსი, რომელთა კეთილმსახურებასა და პატიოსან ცხოვრებას მავანნი მოწმობენ, ისურვებს მათ გადაყვანას სხვა მონასტერში სავანის კეთილმოწყობისათვის, ანდა კეთილად განსჯის მათ გაგზავნას საერო სახლში იქ მცხოვრებთა ხსნისათვის, ანდა კეთილად ინებებს მათ დადგინებას სხვა რომელიმე ადგილას, – ამის გამო, ნუ იქნებიან ბრალეულნი ნურც ეს ბერმონოზვნები და ნურც მათი მიმღებნი.
სამონოზვნო ცხოვრებაში წარმოშობილი უწესრიგობის მიზეზი, რომელთა შესახებაც ამ კანონშია საუბარი, იგივეა, რომელმაც გამოიწვია VII მსოფლიო კრების მე-13 კანონის მიღება, კერძოდ, ეს არის – ხატმბრძოლობა. ზოგადად, წინამდებარე კანონი იმ საკითხზე საუბრობს, რაზედაც – ამავე კრების წინა კანონი, თანაც განყენებას უქვემდებარებს ყველა იმ მონოზონს, ვინც თავის მონასტერს დატოვებს და ზუსტად ასევე – ვინც მას თავისთან მიიღებს. ტრულის კრების 23-ე კანონის თანახმად კი ასეთი მონოზონი, თუ თავის მონასტერში დაბრუნებას არ მოინდომებს, იმ ეკლესიის ეკდიკის მხრიდან, რომელ ეკლესიასაც ის მიეკუთვნება, ქალაქიდან ძალით განდევნასა და მონასტერში დაბრუნებას ექვემდებარება.
ძალიან მნიშვნელოვანია ის განწესება, რომელსაც კანონის დასკვნითი ნაწილი შეიცავს. საერთოდ, კანონების თანახმად (იხ. პარალ. კანონები), მონოზონი სამუდამოდ უნდა დარჩეს თავის მონასტერში. აქედან გამონაკლისის შესახებ საუბარია წინამდებარე კანონის დასკვნაში, რომლის თანახმადაც, ეპისკოპოსს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია მონოზონს მონასტრის გარეთ ცხოვრების უფლება მისცეს და არასამონასტრო მსახურებაც დააკისროს. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ IV მსოფლიო კრების მე-4 კანონის განმარტებაში. ბალსამონი, კონსტანტინოპოლის კრების ამ კანონის განმარტებისას, დაწვრილებით საუბრობს ეპისკოპოსის ამ უფლების შესახებ და დასკვნის სახით დასძენს, რომ ეპისკოპოსის ნებართვითა და მისი შეხედულებით მონოზონი შეიძლება ნებისმიერი სახის არამონასტრული მსახურებით იყვეს დაკავებული.”
PDF გვ. 255 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამონოზვნო კეთილწესიერებას დიდ ზიანს აყენებენ ისინი, რომელნიც განსჯისა და გამოცდის გარეშე განეშორებიან ამა ქვეყანას. რამეთუ ზოგიერთნი დაუდევრად იტვირთავენ ხოლმე მონოზვონურ ცხოვრებას, და უგულებელყოფენ რა მოსაგრეობის სიმკაცრესა და შრომას, კვლავ უბადრუკად მიიქცევიან ხორცისათვის საამო და გემოთმოყვარე ცხოვრებისაკენ. ამის გამო, წმინდა კრებამ განაჩინა: არავინ გახადონ ლირსი მონოზვონური ხატის მიღებისა, ვიდრე გამოსაცდელად დაწესებული სამწლიანი ვადა არ გამოავლენს მათ ასეთი ცხოვრების შემძლედ და ღირსად, და კრებამ ბრძანა ამ წესის ყოველმხრივ დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწევნული რაღაც მძიმე ავადმყოფობა აიძულებთ შეამოკლონ გამოცდის დრო, ანდა თუკი იქნება ვინმე კეთილმოშიში კაცი, რომელიც ერისკაცის შესამოსელშიც მონოზვუნურ ცხოვრებას ატარებს. რამეთუ ასეთი კაცის სრულყოფილი გამოცდისათვის ექვსთვიანი ვადაც საკმარისია ხოლო თუკი ვინმე ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, მაშინ იღუმენს, წინამძღვრობის ჩამორთმევის შემდეგ, სხვათა მორჩილების მდგომარეობა ექმნას სასჯელად წესისაგან განდგომის გამო; ხოლო მონოზვონობაში შესული, დაე, სხვა მონასტერში გადავიდეს, რომელშიც მკაცრადაა დაცული საბერმონოზვნო წესდებულება.
როგორც ამ კრების მე-2, ასევე ეს კანონიც მიმართულია სამონოზვნო წესში გაუფრთხილებელი და ნაჩქარევი არჩევანის წინააღმდეგ. ბევრი იწყებდა მონოზვნურ ცხოვრებას, მაგრამ შემდეგ ნანობდა და ერისკაცობას უბრუნდებოდა. ამით კი ერში დაბრკოლებას წარმოშობდა და მონოზვნობის მნიშვნელობას აკნინებდა. ამის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე კანონი განაწესებს, რომ არავის მიეცეს მონოზვნის წოდება, სანამ მონასტერში სამწლიან გამოცდას არ გაივლის და საქმით არ დაამტკიცებს, რომ მისი გადწყვეტილება, – შეუდგეს მონოზვნურ ცხოვრებას, – ურყევია, და რომ იგი ღირსია ამ წოდებისა. გამონაკლისი დასაშვებია, თუ გამოსაცდელი პირი მძიმედ დაავადდა და მაშინ იღუმენს შეუძლია იგი დაუჟოვნებლივ აღკვეცოს. ასევე, გამონაკლისი დასაშვებია, როდესაც ამის გადაწყვეტილებას იღებს ერში სამაგალითო ცხოვრებით გამორჩეული ღვთისმოსავი პი- “ათენის სინტაგმა, 1I, 662. რი; ასეთი პირის მიმართ კანონი უშვებს, რომ მისი გამოსაცდელი ვადა შეიძლება ექვს თვემდე იქნეს შემცირებული. იმ შემთხვევაში, თუ იღუმენი ამ კანონის განწესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაშინ კანონი მას ხარისხის ჩამორთმევასა და მონოზვნობის დაბალ რანგში ჩამოქვეითებას განუწესებს. ხოლო საკმარისი გამოცდის გარეშე აღკვეცილ პირს – სხვა მონასტერში გადაყვანას, სადაც მკაცრად იცავენ სამონოზვნო წესებს.
ამ კანონის განმარტებაში, ასევეე სტატიაში „შემოსილთა შესახებ“, ბალსამონი იხილავს საკითხს, თუ რა სამოსელი უნდა ეცვას მორჩილს. ამასთან, იგი შენიშნავს, რომ ზოგიერთი მორჩილი სამონოზვნო შესამოსელს იცვამდა, შემდეგ კი, როდესაც გადაიფიქრებდა მონოზვნად აღკვეცას, გაიხდიდა და ერში ბრუნდებოდა, ბუნებრივია, ერისკაცის ტანსაცმლით. ბალსამონი მათ საქციელს განიკითხავს როგორც უწესოს, რომელიც მხოლოდ მონოზვნის წოდების შერცხვენას ემსახურება და შენიშნავს, რომ მორჩილმა, თავისი მორჩილების პერიოდში, ერისკაცის სამოსელი უნდა ატაროს. თუკი მორჩილი, როგორღაც შეიმოსა მონოზვნის შესამოსელით და მონოზვნურად ცხოვრობს, მაშინ მას აღარ აქვს ერში დაბრუნების უფლება და ამიტომ თუ შემდგომში აღკვეცას აღარ მოისურვებს, იგი ძალდატანებით უნდა იქნეს აღკვეცილი. ბალსამონის ეს აზრი ეკლესიამ გაიზიარა და, სხვათა შორის, დიდი კურთხევანის მე-80 კანონში ვკითხულობთ: „გამოსაცდელი პირი (რომელსაც მონოზვნად აღკვეცა სურს) საერო სამოსლით უნდა იყოს, და არა – სამონოზვნო“.»
PDF გვ. 256 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბერ-მონაზვნებს არაფერი ჰქონდეთ საკუთარი, არამედ მათი კუთვნილი ყველაფერი, დაე, მონასტრის კუთვნილებად იქნეს დამტკიცებული. რამეთუ ნეტარი ლუკა ასე ამბობს ქრისტეს მორწმუნეთა შესახებ, რომელნიც თავისი თავით მონოზვნური სცხოვრების სახეს წარმოადგენენ: „და არცა ერთმან ვინ თქკს მონაგები მისი თვსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად“ (საქმე მოციქ. 4, 32). ამიტომ მონოზონობის მსურველთ თავისუფლება ენიჭებათ თავიანთი ქონება-მამულის წინდაწინვე ანდერძით დატოვებაში და მის გადაცემაში იმათთვის, ვისაც ისურვებენ, ანუ ვისთვისაც კანონი არ კრძალავს გადაცემას. რამეთუ მონასტერში შესვლის შემდეგ, მონასტერს ხელმწიფება აქვს მთელს მათ ქონებაზე, და მათ არა აქვთ უფლება რაიმე საკუთრებას განკარგავდნენ, ან ანდერძით გადასცემდნენ. ხოლო თუ ვინმე ალმოჩნდება რაიმე მოსახვეჭელის მიმთვისებელი, ისე, რომ არ გადაუცია იგი მონასტრისათვის და დამონებია მომხვეჭელობის ვნებას, – ესევითარს იღუმენმა ან ეპისკოპოსმა, დაე, ჩამოართვას ის მონახვეჭი, მრავალთა თანდასწრებით გაყიდოს და ღარიბ-გლახაკთ და შეჭირვებულთ დაურიგოს. ხოლო ვინც, ძველი დროის მავანი ანანიას მსგავსად, გულში ჩაიდებს დამალოს თავისი მონაგები, კრებამ განაჩინა მისი შეგონება "ა. პავლოვის დასახ. თხზ., გვ. 92. შესაფერისი ეპიტიმიით. ხოლო „ცხადია, რომ წმინდა კრების მიერ ბერებისათვის დადგენილი კანონები სამართლიანად იქნა ალიარებული მონოზონი დედებისთვისაც.
ერთ-ერთი აღთქმა, რომელსაც მონოზონი აღკვეცისას დებს, არის – უპოვარება. ბასილი დიდი, მონოზვნების შესახებ თავის კანონებში, განაწესებს, სხვათა შორის, რომ მონოზვნებს საკუთარი არაფერი ჰქონდეთ, და თავის ამ განწესებას აფუძნებს წმინდა წერილზე (იხ. საქმ. 4, 32).+·+ წინამდებარე კანონი იმეორებს ბასილი დიდის ამ განწესებას და, ამასთან, დაწვრილებით ანვითარებს მას. კერძოდ, ეს კანონი ადგენს, რომ პირს, რომელიც მონოზვნად აღკვეცას აპირებს, სრული უფლება აქვს წინასწარ განკარგოს საკუთარი ქონება თავისი შეხედულებისამებრ და გადასცეს იმათ, ვისაც სურს, თუ კი მხოლოდ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ, კანონის შესაბამისად, მისი მიღება (იხ. კართ. 22, 81). თუ მან აღკვეცამდე არ განკარგა თავისი ქონება, მაშინ აღკვეცის შემდეგ ის კარგავს ქონების უცხოებზე გადაცემის უფლებას; ეს ქონება გადადის მონასტრის საკუთრებაში. იმ შემთხვევაში, თუ მონოზონი მოინდომებს თავისი ქონების ან მისი ნაწილის თავის საკუთრებაში დატოვებას, მაშინ იღუმენმა ან ეპისკოპოსმა უნდა ჩამოართვას ეს ქონება, საჯაროდ გაყიდოს და აღებული თანხა გლახაკებს დაურიგოს. ხოლო თუ მონოზონი ამ ქონებიდან მაინც გადამალავს რაიმეს თავისთვის, მაშინ იგი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს; ეს სასჯელი კი, ბასილი დიდის მე-13 კანონის თანახმად, რომელიც მონოზვნების ეპიტიმიის შესახებ განწესებას შეიცავს, არის – ეკლესიის ერთობიდან გაწნყენება.
წინამდებარე კანონის დასკვნითი ნაწილი შეიცავს შენიშვნას, რომ ყველაფერ იმას, რასაც ეს კრება ადგენს და განაწესებს მამაკაცი-მონოხვნებისათვის (2-6), იგივე ძალა და მნიშვნელობა აქვს დედაკაცი-მონოზვნებისთვისაც.
წინამდებარე კანონი (მე-6) როგორც ჩანს, საუბრობს ზოგადად იმ პირზე, რომელსაც ერში რაიმე ქონება აქვს და მონოზვნად აღკვეცას აპირებს, მაგრამ ეს არ ეხება იმ შემთხვევებს: 1) როდესაც ასეთ პირს ჰყავს შვილები და მშობლები და 2) როდესაც იგი მემკვიდრეობით რაიმე ქონებას მიიღებს მონოზვნობის წოდების მიღების შემდეგ. პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით, მოქმედებდა სამოქალაქო სამართლის კანონები, რომლებსაც წინამდებარე კანონი იღებს და აღიარებს; მეორესთან დაკავშირებით კი შემდგომში გამოიცა შესაბამისი საგანგებო განკარგულება.
იმ პირთან მიმართებით, რომელსაც მონოზვნობა სურს და, ამასთანავე, ცოცხალი ჰყავს ცოლ-შვილი, იუსტინიანეს CXXIII ნოველა განაწესებს, რომ მისი ქონება უნდა განაწილდეს, კანონის თანახმად, შვილებს შორის, და მხოლოდ ნაწილი, ამ გაყოფის შემდეგ, უნდა გადავიდეს მონასტრის საკუთრებაში. იგივე ხდება მშობლების შემთხვევაშიც.“ ” რაც შეეხება მეორე შემთხვევას, – ანუ როგორ უნდა განკარგონ “მცირე კანონები. კანონი (კითხვა) 85-ე. #"ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, II, 670. ქონება, რომელსაც მონოზონი მემკვიდრეობით მიიღებს, ან სხვა რომელიმე კანონიერი გზით, – ამასთან დაკავშირებით იმპერატორმა ლეონ ბრძენმა (886-911) გამოსცა სპეციალური ნოველა, რომლის თანახმადაც მონოზვნებს, რომლებიც რაიმეს მიიღებენ მონოზვნად აღკვეცის შემდეგ, შეუძლიათ განკარგონ ის თავისი სურვილისამებრ,: თუკი მონასტერს უკვე შესწირეს როდესაც იქ მივიდნენ. ხოლო თუ არაფერი მიუტანიათ, მაშინ იმის ერთი მესამედი, რაც შემდეგ მიიღეს, მონასტრის საკუთრებაში უნდა გადასცენ, დანარჩენი კი შეუძლიათ თავისი შეხედულებისამებრ განკარგონ. მიქაელ ატალიატმა, XLI საუკუნის მეორე ნახევარში ეს ნოველა თავის „სამართლიან საქმეში“ შეიტანა, როგორც ყველასათვის სავალდებულო, – იმპერატორ მიქაელ XII დუკის ბრძანებით. ზუსტად ასევე მოჰყავს ეს ნოველა ბალსამონსაც, ამ კანონის განმარტებაში."
PDF გვ. 257 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვხედავთ, რომ ბევრი საეპისკოპოსო დაკნინებულია და სრული გაუკაცრიელების საშიშროების წინაშე დგას იმის გამო, რომ მათი წინამძღვრები თავიანთ მონასტრებზე ზრუნვისა და გულმოდგინების ნაცვლად, მთელ ძალისხმევას ახალი მონასტრების დაფუძნებისკენ მიაქცევენ, და გამოლევენ რა საეპისკოპოსოების სახსრებს და სხვადასხვა ხრიკებით მიითვისებენ შემოსავლებს, ცდილობენ მონასტრები შეიმატონ. ამის გამო წმინდა კრებამ განაჩინა: დაე, ეპისკოპოსთაგან ნურავის მიეცემა უფლება დააფუძნოს თავისთვის განსაკუთრებული მონასტერი თავისი საეპისკოპოსოს საზიანოდ და გასატიალებლად. ხოლო თუ ვინმე აღმოჩნდება კადნიერად ამის ჩამდენი, ესევითარი, დაე, შესაფერის ეპიტიმიას დაექვემდებაროს, მისი ახალი ნაგებობა კი, რომელსაც მართებული დასაბამიც კი არ ჰქონია, მიეკუთვნოს საეპისკოპოსოს, როგორც მისი საკუთრება. რამეთუ კანონისა და წესრიგის საწინააღმდეგოდ შემოპარულს არაფერს ძალუძს მიიტაცოს იმ საქმეთა უპირატესობა, რომლებიც წესებისა და კანონების თანახმად აღესრულება.
ბევრი კანონი განუწესებს ეპისკოპოსს, რომ მან ხელშეუხებლად შეინახოს იმ ეკლესიის ქონება, რომლის მმართველადაც დადგინებულია (იხ. მოციქულთა 38-ე და სხვა პარალ. კანონები) წინამდებარე კანონში საგანგებოდ არის საუბარი საეპისკოპოსოს შესახებ, ანუ კათედრალურ საეპისკოპოსო ეკლესიაზე და ეპისკოპოსის ადგილსამყოფელ სახლზე. საეპისკოპოსოს ქონებაზე, რომლის შემოსავლითაც ხდებოდა ეკლესიის, ეპისკოპოსისა და მისი რეზიდენციის შენახვა. ზოგიერთი ეპისკოპოსი ამ შემოსავალს არ ახმარდა საეპისკოპოსოს საჭიროებას, არამედ იშენებდნენ სახლებს საკუთარი საჭიროებისათვის, და ამ სახლებს მონასტრის "ამჟამად ეს საკითხი ცალკეულ სახელმწიფოებში დარეგულირებულია სპეციალური. კანონებით. სახელს არქმევდნენ. ამის წინააღმდეგ გამოდის წარმოდგენილი კანონი და განაწესებს, რომ ეპისკოპოსი, რომელიც საეპისკოპოსოს საზარალოდ ააგებს მონასტერს, შესაბამის სასჯელს უნდა დაექვემდებაროს. თვით ასეთი მონასტრები კი, როგორც არაკანონიკური გზით ნაგები, მონასტრებად არც უნდა ჩაითვალოს – ისინი უნდა მიეწეროს საეპისკოპოსოს, როგორც მისი საკუთრება.
PDF გვ. 259 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წმიდა მოციქულთა საღმრთო და წმინდა კანონი თვითმკვლელებად აღიარებს საკუთარ თავთა დამსაჭურისებლებს, და თუკი ასეთნი მღვდელმსახურნი არიან, წოდებიდან განკვეთს მათ, ხოლო თუ არ არიან, უკრძალავს სამღვდელო ხარისხში აღსვლას. აქედან ცხადია, რომ თუკი საკუთარი თავის დამსაჭურისებელი თვითმკვლელია, მაშინ სხვისი დამსაჭურისებელი, უეჭველად, არის ნამდვილი მკვლელი. შეიძლება სამართლიანად ითქვას, რომ ესევითარი თვით ღმერთის ქმნილებას შეურაცხყოფს. ამის გამო წმინდა კრებამ განაჩინა თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მხილებული იქნება იმაში, რომ ვინმე დაასაჭურისა – ან საკუთარი ხელით, ანდა ბრძანების გაცემით, ესევითარი, დაე, განიკვეთოს თავისი წოდებიდან; ხოლო თუ ასეთი ერისკაცი იქნება, განკანონდეს საეკლესიო ერთობისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწევნული სნეულება აიძულებს სნეულის დასაჭურისებას. რამეთუ როგორადაც ნიკეის კრების პირველი კანონი არ სჯის სნეულების მიზეზით სხეულის წევრთა მომკვეთთ სწორედ მათი სნეულების გამო, ასევე არც ჩვენც განვიკითხავთ არც მღვდელმსახურებს, სნეულთა დასაჭურისებას რომ ბრძანებენ, და არც ერისკაცთ ვდებთ ბრალს, საკუთარი ხელით რომ ისაჯურისებენ თავისთავს მსგავს შემთხვევაში, რადგან ამას სნეულების განკურნებად ვაღიარებთ, და არა ბოროტგანზრახულ ქმედებად ქმნილების წინააღმდეგ და არც დაძრახვად შემოქმედებითი საქმისა.
იხ. პარალ. კანონების განმარტებები.
PDF გვ. 260 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამოციქულო და საღმრთო კანონი წოდებიდან განკვეთას უქვემდებარებს იმ მღვდელმსახურებს, რომლებიც კადნიერდებიან გვემონ შემცოდე მორწმუნენი, ანდა ურწმუნონი, რომელთაც წყენა მიაყენეს ვინმეს. საკუთარი მრისხანების მზაკვრულად მაამებელნი ამახინჯებენ სამოციქულო განწესებას, იგებენ რა მას როგორც ნათქვამად მხოლოდ საკუთარი ხელით მგვემელებზე, თუმცა აღნიშნული კანონი არაფერს მსგავს არ გულისხმობს და სწორი აზრი ამგვარ აღქმას არ დაუშვებს. რამეთუ ჯეშმარიტების თანახმად, უგუნური მსჯელობა და მეტად მცდარი შეხედულება იქნებოდა ის, რომ საკუთარი ხელით ვინმეს სამი თუ ოთხი დარტყმა მიეყენებინა ვინმესთვის და ამის გამო განკვეთით დაესაჯათ, ხოლო, იმავდროულად, ვინც ბრძანების მეშვეობით მიანიჭებს მავანს თავისუფლებას სასტიკად და თვით სიკვდილამდეც კი გვემოს ვინმე, დაუსჯელი დარჩენილიყო. ამრიგად, რადგან ამ კანონით განსაზღვრულია სასჯელი საერთოდ გვემისათვის (ფიზიკური დასჯისათვის), ამიტომ ჩვენც ამის თანახმიერად განვაჩინებთ; მართებულია ღმერთის მღვდელმსახურმა დამოძღვრითა და შეგონებებით მოიყვანოს გონს უზნეო კაცი, ზოგჯერ საეკლესიო ეპიტიმიებითაც, და არა როზგითა და ცემით მივარდეს ადამიანთა სხეულებს. ხოლო თუკი ზოგიერთნი სრულიად დაუმორჩილებელნი იქნებიან და ვერ შეგონდებიან ეპიტიმიების მეშვეობით, ესევითართა შეგონებას ადგილობრივ სამოქალაქო მთავართა სამსჯავროზე გადაცემით არავინ კრძლავს. რამეთუ ანტიოქიის კრების მეხუთე კანონით დადგენილია, რომ ეკლესიაში შფოთისა და ჯანყის შემომტანნი წესრიგისაკენ იქნენ მოწოდებულნი გარეგანი, სამოქალაქო სელმწიფებით.
მოციქულთა 27-ე კანონის განმარტებაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ახალი აღთქმის წმინდა წერილის თანახმად, არ შეიძლება მღვდელმსახურმა ვინმეს სცემოს. წიგნში „სამრევლო მღვდლების მოვალეობათა შესახებ“, მოყვანილია (§ 60) იოანე ოქროპირის სიტყვები ტიტეს მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს განმარტებიდან: „მოძღვარი სულის მკურნალია; მკურნალი კი არ სცემს, არამედ სნეულსა და მოწყლულს ექიმობს და კურნავს“. როგორც წინამდებარე კანონიდან ირკვევა, ზოგიერთი ცდილობდა სხვაგვარად გაეგო მოციქულთა 27-ე კანონის განწესება, და ირწმუნებოდა, რომ ის გამოცემულია იმათ საწინააღმდეგოდ, ვინც საკუთარი ხელით სცემს სხვას, ხოლო რაც შეეხება უბრძანო სხვას ვინმეს გალახვა, ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი და, ამდენად, არც აკრძალული არისო. ამ გზით ასეთი მღვდელმსახურები „ცდილობდნენ გაქცეოდნენ სასჯელს, რომელსაც მოციქულთა მოხსენიებული კანონი განაწესებს და, იმავდროულად, საკუთარი მრისხანებისთვისაც გამოსავალი მიეცათ და ცემისადმი მიდრეკილებაც დაეკმაყოფილებინათ. სწორედ ასეთი მღვდელმსახურების საწინააღმდეგოდ არის მიღებული წინამდებარე კანონი, რომელიც მოციქულთა კანონის ჭეშმარიტ აზრს განმარტავს და განკვეთის მუქარით უკრძალავს მღვდელმსახურებს ვინმეს ცემას საკუთარი ხელით იქნება ეს თუ სხვა პირების მეშვეობით. შემდეგ, კანონი მიუთითებს, როგორ უნდა მოექცნენ დაუმორჩილებელს; თუ ზნეობრივი ზომები და სულიერი სახის სასჯელები ვერაფერ შედეგს გამოიღებენ, მაშინ ეს ურჩი პირი სასჯელისთვის სამოქალაქო ხელისუფებას უნდა გადაეცეს, მღვდელმა კი არც თვითონ სცემოს, არც სხვას გაალახვინოს.
წინამდებარე კანონი კიცხავს საეკლესიო სასამართლოების ისეთ პრაქტიკას, როდესაც განსაკუთრებული სახის დამნაშავეების მიმართ გამოიყენებოდა (უმეტესწილად შუასაუკუნეებში) ფიზიკური სასჯელი, რაც კანონის სიტყვებიდან ჩანს: „ვინც ბრძანების მეშვეობით ცემის უფლება მისცა“, ანუ იმათ, ვინც ბრძანებას გასცემდა, რომ გარკვეული დამნაშავენი ფიზიკურად დაესაჯათ. რომის სამართალში არსებობდა ფიზიკური სასჯელი, შემდგომში კი - ბიზანტიურშიც. ამ სამართალიდან ფიზიკური სასჯელი საეკლესიო მსაჯულთა პრაქტიკაშიც გადავიდა – ჯერ დასავლურ, მერე კი აღმოსავლურ ეკლესიაში. ეს განსაკუთრებით მაშინ მოხდა, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან სასულიერო სასამართლოებს გადაეცათ სხვადასხვა საქმეების დამოუკიდებლად წარმოების უფლება. საეკლესიო სასამართლოებში ეს შემოიღეს ხელისუფლების ბოროტადგამოყენების შედეგად, თანაც დამნაშავეთა ასეთი დასჯა ზოგჯერ საშინელი წამების სახეს იღებდა. ეს, ჩვეულებრივ, მონასტრებში ხდებოდა, სადაც დამნაშავეებს ეპიტიმიებისთვის აგზავნიდნენ; იქ კი მათ როზგებითა და მათრახებით სცემდნენ და თან ისე ძლიერად, რომ დასჯილი ხშირად ცემისგან კვდებოდა; ამასთან, გამონაკლისი არ კეთდებოდა ავადმყოფებისა და მოსუცებულთა შემთხვევებშიც კი. მაგრამ ეს რომ დიდი ბოროტადგამოყენება იყო და ფიზიკური სასჯელი რომ საძულველია როგორც საღმრთო, ისე საეკლესიო სამართლისთვისაც, – ამის შესახებ საუბრობს წინამდებარე კანონი და კიდევ უფრო უკეთ და ნათლად – მოციქულთა 27-ე კანონი.
PDF გვ. 260 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავიანთ ვნებებს აშკარად მიცემულნი არამცთუ არ ძრწუნდებიან წმიდა კანონებით განსაზღვრული სასჯელების წინაშე, არამედ კადნიერდებიან აბუჩად აიგდონ კიდეც ისინი. რამეთუ გარდააქცევენ მათ და თავიანთი ვნებიანი ნების დასაკმაკოფილებლად ამახინჯებენ მათ მნიშვნელობას, რათა ვნებისმიერი ცთუნების სიჭარბით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ნათქვამი, ბოროტება მოჩანდეს მათთან არამცთუ გასაკიცხ რამედ, არამედ – ღვთაებრივადაც კი. სამოციქულო კანონი გვიღაღადებს: ნაკურთხ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ანდა კრეტსაბმელს, დაე, ნურავინ აიღებს საკუთარი სარგებელისათვის, რამეთუ ეს ურჯულოებაა. ხოლო თუ ვინმე შემჩნეული იქნება ამაში, ესევითარი, დაე, განყენებით დაისაჯოს. გადმოსცემენ რა ამ კანონს თავიანთი ურჯულოებების გასამართლებლად, ისინი ამბობენ, რომ არ უნდა განისაჯონ ეკლესიიდან განკვეთის ღირსად არც ისინი, რომელნიც საყდრის წმინდა შესამოსელს საკუთარ პერანგად გადააქცევენ, ანდა რაღაც სხვა სამოსად, და არც თვით ისინიც კი, რომელნი წმიდა ბარძიმს, – ჰოი, უკეთურებავ! – ანდა საღმრთო ფეშხუმსა თუ ამის მსგავსს (საეკლესიო ჭურჭელს) საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ, ანდა ”შებილწავენ. რამეთუ, – ამბობენ ისინი, – კანონი სამართლიანად მიიჩნევს ამ დანაშაულში შთავარდნილთა განყენებას, და არა განკვეთასო. მაგრამ ვის შეუძლია აიტანოს ესოდენ დიდი მკრეხელობა და უკეთურება? რამეთუ კანონი განყენებას უქვემდებარებს ნაკურთხის მხოლოდ მოხმარებისათვის წამღებთ, და არა სრულიად მიმტაცებელთ; ისინი კი წმიდათა წმიდის მიმტაცებელთაც და სიწმიდეთმკრეხელთაც ათავისუფლებენ განკვეთისაგან, აგრეთვე ღირსადპატივსადები ფეშხუმებისა თუ წმინდა ბარძიმების გამომყენებელთ ჩვეულებრივი საზრდოსათვის აღიარებენ განკვეთას დაუქვემდებარებლებად, მაშინ, როდესაც ეს აშკარა შებილწვაა სიწმინდეებისა, და ცხადია, რომ ამის ჩამდენნი არამსოლოდ განკვეთას იმსახურებენ, არამედ დადანაშაულებასაც უკიდურეს უკეთურებაში. ამის გამო წმინდა კრებამ განაჩინა: ისინი, რომელნიც საკუთარი ანგარებისთვის მიიტაცებენ ანდა გამოსაყენებლად მიაქცევენ წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, კოვზს, საყდრის ტრაპეზის ღირსად პატივდებულ შესამოსელს, ან პერექელს, ანთუ საკურთხეველში არსებულ სხვა სამღვდელო და წმიდა ჭურჭელსა და შესამოსელს, რაც არ “უნდა იყოს ეს, დაე, სრულ განკვეთას დაექვემდებარონ თავიანთი წოდებიდან. რამეთუ ამათგან ერთი არის სიწმინდის შებილწვა, მეორე კი – მკრეხელობა. ხოლო ვინც თავისთვის ან სხვებისთვის იღებს საეკლესიო ჭურჭელსა თუ შესამოსელს არა სამღვდელმსასურო გამოყენებისათვის, არამედ საკურთხევლის გარეთ მოსმარებისათვის, იმათ კანონიც განაყენებს და ჩვენც ყველანი ერთად განვაყენებთ; მათ სრულიად მიმტაცებლებს კი ჩვენ მკრეხელთა სასჯელს ვუქვემდებარებთ.
მოციქულთა 73-ე კანონის თანახმად, რომლის შინაარსიც წინამდებარე კანონში მეორდება, განკანონებას ექვემდებარება ყოველი, ვისაც ეკლესიიდან სახლში, შინაური მოხმარებისათვის მიაქვს რაიმე წმინდა ნივთი. მოციქულთა ამ კანონს ზოგიერთები თავისებურად განმარტავდნენ, რადგან მიეჩვივნენ პირადი ან არასაეკლესიო მიზნებისთვის გამოეყენებინათ საეკლესიო ჭურჭელი, და ამაში, – გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-8 კანონის სიტყვებით, – იქამდე გაუკუღმართდნენ, რომ ბოროტება სიკეთედ მიაჩნდათ. ეყრდნობდნენ რა მოციქულთა დასახელებულ კანონს, ისინი ამართლებდნენ ასეთ პირებს, და ამბობდნენ, რომ ისინი ექვემდებარებიან არა განკვეთას, არამედ განყენებას და მათ შორის ისინიც კი, რომლებიც წმინდა ტრაპეზის საფარველისგან თავისთვის კაბას იკვრავენ, წმინდა ბარძიმს შინაური გამოყენებისათვის ხმარობენ და, საერთოდ, ითვისებენ ეკლესიის ნივთებს და ამ დროს სრულიადაც არ ფიქრობენ, წმინდა არის თუ არა ეს ნივთები, ემსახურებიან ეკლესის მორთვას თუ მის შინაარსს. სწორედ ასეთების წინააღმდეგ, – რომლებიც აუკუღმართებენ მოციქულთა მოხსენიებული კანონის აზრს, – გამოდის წინამდებარე კანონი. ის ერთმანეთისგან ასხვავებს სახლში გამოყენებას ზოგიერთი საეკლესიო ნივთისა და ამ ნივთების მითვისებას. ამ უკანასკნელს უწოდებს ქურდობას, მიტაცებას, ეკლესიის გაძარცვას და, განმარტავს და ავსებს რა მოციქულთა მოხსენიებული კანონის აზრს, უქვემდებარებს სრულ განკვეთას ყველა იმ პირს, ვინც იმდენად გაკადნიერდება, რომ აიღებს და მიითვისებს ეკლესიის რაც არ უნდა იყოს ნივთს და, შესაბამისად, შებილწავს მას, რამეთუ ასეთები მიეკუთვნებიან მკრეხელებს; განყენებას კი კანონი იმ პირებს უქვემდებარებს, რომლებიც საკურთხეველს გარეთ მყოფ ეკლესიის მოსართავ ან ეკლესიის სხვა საჭიროებისათვის გამოსაყენებელი ნივთებით სარგებლობენ, თუმცა არ ითვისებენ არასაეკლესიო, არაწმინდა მიზნებისათვის; იმათ, შესაბამისად, ვინც არ შეიძლება იწოდოს „მკრეხელად“ – ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით.
PDF გვ. 262 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდლებს ან დიაკვნებს, რომელნიც საერო მთავრობის თანამდებობებს ან მზრუნველობებს კისრულობენ, ანდა მმართველ-ერისკაცთა სახლებში იღებენ მოურავთა წოდებას, საღმრთო და წმინდა კანონები განკვეთას უქვემდებარებენ. იგივეს ვადასტურებთ ჩვენც სამღვდელო დასის სხვა წევრთათვისაც და განვაწესებთ: თუ რომელიმე მათგანი საერო მმართველობის თანამდებობაში შევა, ან მმართველი პირების სახლებსა თუ ქალაქის გარე სანახებში მიიღებს მმართველის წოდებას, ესევითარი, დაე, განგდებულ იქნეს თავისი სამღვდელო დასიდან. რამეთუ თავად ქრისტეს, ჩვენი ჭეშმარიტი ლმერთის ნათქვამისა და უტყუარი სიტყვის თანახმად, „ვერვის პელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“ (მათე, 6, 24).
იხ. მოციქულთა 81-ე, IV” მსოფლიო კრების მე-3 და სხვა პარალელური კანონები. წინამდებარე კანონში მხოლოდ დამატება კეთდება, რომლის თანახმადაც, დაბალი საფეხურის კლირიკოსებსაც არ შეუძლიათ საერო საქმეებით დაკავდნედნ; შესაბამისად – არავის, ვინც შეტანილია სამღვდელო-საეკლესიო მსახურების დავთარში.
PDF გვ. 264 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წმინდა მეექვსე მსოფლიო კრება სამღვდელო დასიდან განგდებას უქვემდებარებს იმათ, რომელნიც ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას ანდა ნათლობებს კარის ეკლესიებში. ჩვენც ამის თანახმიერად განვაჩინებთ. რამეთუ მაშინ, როდესაც წმიდა ეკლესია სამართლიანად წარმართავს ჭეშმარიტების სიტყვას, ქადაგებს მას და იცავს, პატიოსანი ცხოვრება უპყრია და მას ასწავლის, უჯერო საქმე და დანაშაულებრივიც იქნებოდა, თუკი ნებას მივცემდით უმღვდელმთავროდ და სასჯელის გარეშე მცხოვრებთ სახლებში შეყუჟულიყვნენ და დაერლვიათ ეკლესიის კეთილწესიერება, და ექმნათ ეს მრავალი შფოთისა და ცთუნების შემოტანით. ამისთვის აწინდელმა წმინდა და ღმრთივშეწევნულმა კრებამ, წმინდა მსოფლიო მეექვსე კრების თანახმიერად, განაჩინა: დაე, დანიშნულ იქნან სახლებში მოწყობილ სამლოცველოებში ლიტურგიის აღმასრულებელნი, ხოლო ცხადია, რომ ეს დანიშვნა მათ იმ ადგილის ეპისკოპოსის მიერ ეძლევათ, და თუკი მათ გარდა ვინმე სხვა, ეპისკოპოსის ნებადაურთველად, შეიჭრება სახლებში და გაკადნიერდება შეუდგეს ლიტურგიის აღსრულებას, ესევითარი, დაე, განკვეთილ იქნეს ხოლო მასთან თანაზიარებაში მყოფნი – განყენებულნი.
წინამდებარე კანონში მეორდება ტრულის კრების 31-ე კანონის განწესება, რომლის თანახმადაც, მღვდლებს არა აქვთ უფლება ადგილობრივი ეპარქიალური ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე აღასრულონ წირვა ან ნათლისღების საიდუმლო კარის ეკლესიებში. ურჩობის შემთხვვევაში ბრალდებული განკვეთას ექვემდებარება. წინამდებარე კანონიკური განწესება ახსნილი იყო ზემოთ მოხსენიებული ტრულის კრების კანონის განმარტებაში. მის განწესებას ეს (მე-12) კანონი ავსებს იმის დადგენილებით, რომ მმართველმა ეპისკოპოსმა საგანგებოდ უნდა დააწესოს მღვდლები კარის ეკლესიებში სხვადასხვა მსახურების ჩასატარებლად, და ამ დაწესებისათვის უნდა არსებობდეს ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა. ამჟამად კარის ეკლესიები არსებობენ საავადმყოფოებთან, ციხეებთან, სასწავლებლებთან და საქველმოქმედო დაწესებულებებთან, სადაც მსახურობენ საგანგებოდ ამისთვის დაწესებული მღვდლები.
PDF გვ. 264 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყოვლადმზაკვარმა, დათესა რა ქრისტეს ეკლესიაში მწვალებლობის ღვარძლი და იხილა რა, რომ ისინი სულიერი მახვილით ძირფესვიანად აღმოიფხვრებიან, გადაწყვიტა თავის მანქანებათა სხვა გზას დასდგომოდა, და აწ ცდილობს განხეთქილების შემომღებთა უგნურებით დაფლითოს ქრისტეს სხეული; მაგრამ მისი ამ თავდასხმის გასაუვნებელყოფადაც წმინდა კრება აწ განაჩინებს: თუ რომელიმე მღვდელი ან დიაკონი ზოგიერთი ბრალდებით ეჭვს მიიტანს და დაადანაშაულებს თავის ეპისკოპოსს და საკრებო გამოძიებისა და განხილვის უწინარეს, – მის სრულ გასამართლებამდე, – გაკადნიერდება განეშოროს მასთან თანაზიარებას და აღარ მოიხსენიებს, მის სახელს ლოცვებში ლიტურგიებზე, როგორც ამას საეკლესიო გადმოცემა ავალდებულებს, – ესევითარი განკვეთას დაექვემდებაროს და მოაკლდეს ყოველგვარ სამღვდელო პატივს. რამეთუ მღვდლის წოდებაში დადგინებული და მიტროპოლიტებისათვის მინიჭებული მსჯავრის მიმტაცებელი, რომელიც კადნიერდება საეკლესიო სამსჯავროს აღსრულებამდე თვითონვე განსაჯოს და განიკითხოს თავისი მამა და ეპისკოპოსი, არ არის ღირსი მღვდლის არც პატივისა და არც სახელწოდებისა. ესევითარს შედგომილნი კი, თუკი მავანნი სამღვდელო წოდებიდან არიან, ასევე მოაკლდნენ თავიანთ პატივს, ხოლო თუკი მავანნი მონოზვნები ან ერისკაცები არიან, დაე, განკანონდნენ ეკლესიიდან, ვიდრე არ უარყოფენ თანაზიარებას განხეთქილებაში მყოფებთან და დაუბრუნდებიან თავიანთ ეპისკოპოსს.
განწესებას, თავისი ეპისკოპოსისადმი საეკლესიო დასის სავალდებულო მორჩილების შესახებ, მრავალი კანონი შეიცავს – დაწყებული მოციქულთა და ამ, IX საუკუნის კრებამდე (იხ. პარალ. კანონები). ძველ დროში ადგილი ჰქონდა ცალკეული მღვდლების არასამართლიან ბრალდებებს თავიანთი ეპისკოპოსის წინააღმდეგ: თითქოს მისი საქმიანობა მიმართული იყო კეთილმსახურებისა და სიმართლის საწინააღმდეგოდ; ამ საბაბით გამოეყოფდნენ ხოლმე მას და განხეთქილებას წარმოშობდნენ. ამის გამო, როგორც ეს მღვდლები, ისე მათი ხელშემწყობნი მკაცრად ისჯებობდნენ (იხ. მოც. 31-ე კან). როდესაც მსგავს დაუდგრომელ მღვდლებს არ გამოსდიოდათ თავისი ეპისკოპოსის მწვალებლობის დამტკიცება, ამის საფუძველზე კი მისაგნ გამოყოფა და დამორჩილებაზე უარის თქმა, მაშინ ისინი ეძებდნენ მიზეზს ბრალი დაედოთ სხვა რამე დანაშაულში, მაგრამ გამოძიებასა და დამტკიცებას არ ელოდებოდნენ, თვითნებურად წყვეტდნენ მასთან საეკლესიო ერთობას, აღარ იხსენიებდნენ ღვთისმსახურებისას, და ამგვარად ქმნიდნენ განხეთქილებას. ასეთი დაუდგრომელი მღვდლების წინააღმდეგ არის მიღებული წინამდებარე მე-13 კანონი; ის განაწესებს, რომ განიკვეთონ და ყოველგვარ სამღვდელმსახურო პატივს უნდა მოაკლდნენ ის მღვდლები და დიაკვნები, რომლებიც გაბედავენ დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ თავიანთ ეპისკოპოსს მანამდე, ვიდრე მისი დანაშაული განხილული და დამტკიცებული არ იქნება, ვიდრე სათანადო საეკლესიო სასამართლო არ გამოიტანს თავის საბოლოო განაჩენს. რამეთუ, – ამბობს კანონი, – არ არის პატივის ღირსი, არც მღვდლის სახელისა ის, ვინც ხმამაღლა და სასამართლო განხილვის გარეშე ბრალს სდებს თავის ეპისკოპოსსა და მამას, და ამით ითვისებს მიტროპოლიტის ხელმწიფებას, რომელიც გამორჩეულად არის მოწოდებული განსაჯოს ეპისკოპოსების დანაშაულობანი. ასეთ სასჯელს განუწესებს წინამდებარე კანონი ყველა სხვა კლირიკოსსაც, რომლებიც განხეთქილებაში მყოფ მღვდლებს შეუერთდებიან. რაც შეეხება მონოზვნებსა და ერისკაცებს, კანონი მათ მიმართ განაწესებს, რომ განყენებულ უნდა იქნენ ეკლესიის ერთობიდან, სანამ გონს არ მოეგებიან და დაუბრუნდებიან თავიანთ კანონიერ ეპისკოპოსს.
PDF გვ. 265 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი საბაბად თავისი მიტროპოლიტის ბრალეულობას წარმოადგენს და საკრებო განხილვამდე განეშორება მასთან თანაზიარებას, აღარ მოიხსენებს რა, ჩვეულებისამებრ, მის სახელს საღმრთო საიდუმლოს აღსრულებისას, ესევითარისთვის წმინდა კრებამ განაჩინა: დაე, განკვეთილი იქნეს ხარისხიდან, ოლონდ თუკი ნამდვილად იქნება მხილებული, რომ განუდგა თავის მიტროპოლიტს და განხეთქილება შემოიღო. რამეთუ თითოეულმა უნდა იცოდეს თავისი საზომი: და ნურც მღვდელი უგულებელყოფს თავის ეპისკოპოსს, და ნურც ეპისკოპოსი –- თავის მიტროპოლიტს.
რასაც ამ კრების მე-13 კანონი ამბობს მღვდლებისა და სხვა დანარჩენი კლირიკოსების ურთიერთობასთან დაკავშირებით თავიანთი ეპისკოპოსის მიმართ, იგივეს განაწესებს წინამდებარე (მე-14) კანონი მიტროპოლიტისადმი ეპისკოპოსის დამოკიდებულებაზე.
PDF გვ. 266 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რაც განიწესა მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისათვის, ის ამგვარადვე, და უფრო მეტადაც, შეეფერებათ პატრიარქებს. ამიტომ, თუკი რომელიმე მღვდელი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაკადნიერდება განეშოროს თანაზიარებას თავის პატრიარქთან და აღარ აღავლენს (არ მოიხსენიებს) მის სახელს განსაზღვრული და დადგენილი წესისამებრ საღმრთო საიდუმლოთ-მოქმედებისას (ლიტურგიაზე), და საკრებო გამოცხადებამდე და მის სრულყოფილ განსჯამდე შემოიღებს განხეთქილებას ეკლესიაში, ესევითარისთვის წმინდა კრებამ განაჩინა, რომ იგი სრულიად უცხო ეყოს მღვდლობას, ოღონდ თუკი ნამდვილად იქნება მხილებული ამ ურჯულოებაში. თუმცა, ეს განისაზღვრა და დამტკიცდა იმათთვის, რომელნიც ზოგიერთ ბრალდებათა საბაბით განუდგებიან თავიანთ წინამძღვრებს, განხეთქილება შემოაქვთ ეკლესიაში და არღვევენ მის ერთიანობას. რადგან, თუკი მღვდლები იმის გამო განუდგებიან ეპისკოპოსს, რომ იგი რომელიმე მწვალებლობას, დაგმობილს წმინდა კრების თუ მამების მიერ, საჯაროდ ქადაგებს ეკლესიაში, და ასეთ ეპისკოპოსთან თანაზიარებისაგან თავს შემოიზღუდავენ საკრებო განხილვამდე, ესევითარნი არამცთუ კანონებით დადგენილ ეპიტიმიას არ იმსახურებენ, არამედ, პირიქით, მართლმადიდებელთათვის შესაფერ პატივსაც მიიღებენ, რამეთუ მათ ეპისკოპოსები კი არ განუკითხავთ, არამედ – ცრუ-ეპისკოპოსები და ცრუ-მოძღვრები, და განსეთქილებით კი არ აღუმართავთ ეკლესიის ერთიანობაზე ხელი, არამედ, პირიქით, გულმოდგინება გამოიჩინეს ეკლესიის დასაცავად განხეთქილებისა და გაყოფისაგან.
ავსებს რა ამ კრების მე-13 და მე-14 კანონებს, წინამდებარე (მე-15) კანონი განაწესებს, რომ თუკი აღნიშნული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს მღვდლისა ეპისკოპოსისადმი, და ეპისკოპოსისა მიტროპოლიტისადმი, მაშინ ასეთი დამოკიდებულება მით უფრო უნდა არსებობდეს პატრიარქისადმი, რომლის კანონიკურ მორჩილებაშიც შედის ყველა ის მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი, მღვდელი და სხვა კლირიკოსები, რომლებიც მის მიერ მართულ საპატრიარქოს ტიპიკონალურ დაქვემდებარებაში არიან.
განაწესა რა ეს პატრიარქისადმი დამორჩილებასთან დაკავშარებით, წინამდებარე კანონი აკეთებს საერთო შენიშვნას სამივე კანონთან მიმართებით (13-15): კერძოდ, ყველა ამ განწესებას ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც განხეთქილება წარმოიშვება პატრიარქის, მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის მიპართ დაუმტკიცებელი ბრალდების გამო. ხოლო თუ რომედიმე პატრიარქი, მატროპოლიტი ან ეპისკოპოსი დაიწყებს მართლმადიდებლობისათვის. მაუღებელი, რამე მწვალებლური სწავლების ქადაგებას, მაშინ დანარჩენ სამღვდელო და საეკლესაო მსახურებს შეუძლიათ – და ვალდებულნიც არიან – განუდგუნ ასეთ ეპისკოპოსს. მიტროპოლიტსა და პატრიარქს. თანაც, ამისთვის არაცთუ რამე კანონიკურ სასჯელს არ მიიღებენ, პირიქით, შექებას დაიმსახურებენ. რამეთუ ამით ისინი არ გამოსულან ნამდვილი, კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ და არ განუსჯიათ ისინი, არამედ – ცრუეპისკოპოსებისა და ცრუმოძღვრების წინააღმდეგ, და განხეთქილება კი არ შეუქმნიათ ეკლესიაში, პირიქით – საკუთარი ძალისხხმევით იხსნეს ეკლესია განხეთქილებისა და გაყოფისაგან. არქიმანდრიტი იოანე (შემდგომში სმოლენსკის ეპისკოპოსი) ამ კანონის განმარტებისას, რუსული ეკლესიის ისტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სავსებით სწორად და კანონიკურ მეცნიერებასთან სრულ შესაბამისობაში შენიშნავს, რომ მღვდელი არ იქნება დამნაშავე და პირიქით, შექებას დაიმსახურებს თავისი ეპისკოპოსისაგან განდგომისათვის, თუ ეს უკანასკნელი „ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო რამე მწვალებლურ სწავლებას“, თანაც, თუკი ა) ქადაგებს სწავლებას, რომელიც კათოლიკე ეკლესიის საწინააღმდეგოა და უკვე დაგმობილია წმინდა მამების ან წმინდა საეკლესიო კრებების მიერ, და არა რამე კერძო აზრს, რომელიც შეიძლება ვინმეს მოჩვენებოდა არასწორად და რომელიც თავისთავში არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შემცველი; ასე რომ, ადვილად შეიძლება გამოსწორებული იქნეს განზრახულ არამართლმადიდებლობაში ბრალდების გარეშე; შემდეგ ბ) თუ ცრუსწავლება მის მიერ ეკლესიაში იქადაგება ღიად და საჯაროდ, მაშინ ეს უკვე წარმოადგენს გააზრებულ ქმედებას და აშკარად მიმართულია ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ესე იგი, ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ კერძო გამონათქვამს, რადგან კერძო გამონათქვამი შეიძლება იმხილოს და უარყოფილ იქნეს ეკლესიის მშვიდობის დაურღვევლად“.>» თუ სახეზე არ არის ეს პირობები, ანუ, მაგალითად, რომელიმე ეპისკოპოსი გამოთქვამს რაიმე თავის კერძო აზრს, – სარწმუნოებასა და ზნეობრიობასთან დაკავშირებით, – რომელიც შეიძლება ვინმეს არასწორად მოეჩვენოს, მაგრამ რომელიც არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და შეიძლება ადვილად გამოსწორდეს. ასეთ დროს ეპისკოპოსს ჯერ კიდევ არ შეიძლება ბრალი დაედოს განზრახ არამართლმადიდებლობაში; ან თუ ეპისკოპოსი ცალკეულ პირთა ვიწრო წრეში გამოთქვამს თავის ცდომილ აზრს, რომელიც იქვე შეიძლება გამოსწორებულ იქნეს საეკლესიო მშვიდობის დაურღვევლად, ასეთ შემთხვევაში არც ერთ მღვდელს არ აქვს უფლება თვითნებურად გამოეყოს თავის ეპისკოპოსს და შექმნას განხეთქილება. ურჩობის შემთხვევაში კი დაექვემდებარება სასჯელს მოციქულთა 31-ე კანონთან შესაბამისობაში.
PDF გვ. 267 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიაში დროდადრო ჩამოვარდნილი ქიშპობისა და “შფოთის გამო აუცილებელია ამის განჩინებაც: არაფრით შეიძლება იმ ეკლესიაში იქნეს დადგინებული ეპისკოპოსი, რომლის წინამძლვარიც ჯერ კიდევ ცოცხალია და თავის ღირსებაშია, თუკი თავადვე ნებაყკოფლობით არ იტყვის უარს ეპისკოპოსობაზე. რამეთუ ჯერ ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი იმ ბრალეულობის კანონიერი გამოძიება, რომლისთვისაც იგი შეიძლება ჩამოშორე- "დასახ. თხზ, II, 567-568. ბულ იქნეს ეპისკოპოსობას და მხოლოდ მაშინ, მისი გადაყენების შემდეგ, შეიძლება აყვანილ იქნეს საეპისოპოსო კათედრაზე მის ნაცვლად სხვა. ხოლო თუ ეპისკოპოსთაგან ვინმე, თავის ღირსებაში მყოფი, უარს არ ამბობს თავის წოდებაზე, მაგრამ, ამასთან, არ სურს თავისი ერის მწყემსვა, არამედ განეშორება რა თავის საეპისკოპოსოს, ექვს თვეზე მეტ ხანს რჩება სხვა ადგილას, სადაც მას არც სამეფო ბრძანება აკავებს, არც თავისი პატრიარქის დავალებათა შესრულება, არც მძიმე სნეულება, რომელიც სრულიად უმოძრაოს ხდის, – მაშინ არც ერთ ამ ზემოდასახელებულ მიზეზთაგან შეყოვნებული, მაგრამ მაინც განშორებული თავისი ეპარქიისაგან და სხვა ადგილზე დარჩენილი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაე, სრულიად უცხო ეყოს ეპისკოპოსის პატივსა და ღირსებას. რამეთუ ვინც მისთვის მინდობილ სამწყსოზე არ ზრუნავს, და სხვა ადგილზე ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაშია დადგრომილი, წმინდა კრებამ განაჩინა, რომ იგი სრულიად უცხო იქმნეს მღვდელმთავრობისაგან, რომლის ძალითაც მწყემსობა ერწმუნა მას და მის საეპისკოპოსო ადგილზე სხვა იქნეს მის ნაცვლად დადგინებული.
წინამდებარე კანონი ორ კანონიკურ საკითხს განიხილავს: ეპისკოპოსის გადადგომას თავისი კათედრიდან და ეპისკოპოსის არყოფნის ხანგრძლივობას თავის ეპარქიაში.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, კანონი განაწესებს, რომ ეპარქიაში არ შეიძლება ახალი ეპისკოპოსის დადგინება, სანამ მისი ეპისკოპოსი ცოცხალია და თავის პატივშია. ახალი ეპისკოპოსის დადგინება მაშინაც კი არ შეიძლება, როდესაც კანონიერი ეპისკოპოსი ნებაყოფლობით იტყვის უარს თავის ეპარქიაზე; ასეთ შემთხვევაში მართებულია წინასწარ მოხდეს კანონიკური გზით იმ მიზეზების შესწავლა, რამაც ეპისკოპოსი კათედრიდან გადასადგომად აღძრა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსთა სათანადო კრების, ანუ წმინდა სინოდის წინაშე დამტკიცდება, რომ ის რაიმეში დამნაშავეა და კათედრიდან განკანონდება, შეიძლება მის ადგილზე სხვა ეპისკოპოსის დადგინება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საეპისკოპოსო კათედრა ითვლება თავისუფლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ან – ეპისკოპოსთა კრებამ განკვეთა. იმისათვის, რომ საეპისკოპოსო კათედრა გამოთავისუფლდეს, არ არის საკმარისი მისი მმართველი ეპისკოპოსის ნებაყოფლობითი გადადგომა თავისი კათედრიდან: ამისათვის საჭიროა, ადგილობრივ სინოდში დამტკიცდეს მისი კანონიკური დანაშაული, რის შემდეგაც იგი განიკვეთება და ეპისკოპოსის პატივი ჩამოერთმევა. ამ საკითხის შესახებ საკმაოდ ითქვა პამფილიის კრების მიმართ II მსოფლიო კრების ეპისტოლეს განმარტებაში. ამის შესახებ საუბარია, ასევე, კირილე ალექსანდრიელის მე-3 და პეტრე ალექსანდრიელის მე-10 კანონებში. მოიხსენიებს რა ვინმე პეტრეს, რომელმაც თავის კათედრაზე უარი განაცხადა, კირილე ალექსანდრიელი დასახელებულ კანონში შენიშნავს, რომ „საეკლესიო დადგენილებებთან შეუსაბამოა, როდესაც საღვთო საქმის აღმსრულებელნი წარმოადგენენ გადადგომის თხოვნას, რადგან თუ უღირსნი არიან, მსახურებიდან უნდა წავიდნენ არა გადადგომით, არამედ დანაშაულისათვის გასამართლების გზით“. ესე იგი, უნდა დატოვონ კათედრა მაშინ, როდესაც ისეთ დანაშაულს ჩაიდენენ, რომლისთვისაც ეპისკოპოსთა კრება გაასამართლებს მათ და განკვეთს. ბალსამონი, როდესაც ამ (მე-16) კანონს განმარტავს, მოიხსენიებს კირილე ალექსანდრიელის კანონს, იწონებს მას და ამბობს: „რადგან, თუ მიღებული იქნება ეპისკოპოსის გადადგომა მიზეზების განუხილავად, მაშინ, საქმის არანორმალური მსვლელობის გამო, ექსეპისკოპოსები უფრო მეტი იქნებიან, ვიდრე ეპისკოპოსები, რაც უდიდესი ზიანის მომტანი იქნება ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, და გავკადნიერდები და ვიტყვი – თვით ღმერთის შეურაცხმყოფელი“.
რამდენსაც არ უნდა განიკითხავდნენ ძველი საეკლესიო კანონები ეპისკოპოსის გადადგომას თავისი კათედრიდან, ორგზისის კრება, თავისი წინამდებარე კანონით, მაინც უშვებს კათედრიდან ეპისკოპოსის ნებაყოფლობითი გადადგომის შესაძლებლობას. როგორ უნდა დასრულდეს საქმე იმ შემთხვევაში, როდესაც ეპისკოპოსი რაიმე განსაკუთრებული გარემოების შედეგად, წარადგენს კათედრიდან გადადგომის თხოვნას, მაგრამ ადგილობრივი სინოდი ვერ მიიღებს ამ გადადგომას იმ მიზეზით, რომ არა გააჩნია მის მიმართ კანონიკური ხასიათის ბრალდება და ამიტომ არ შეუძლია მსჯავრი გამოუტანოს – განკვეთოს და ეპისკოპოსის პატივი ჩამოართვას? ან როგორ უნდა მოიქცეს ეპისკოპოსი, რომელიც ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო კათედრიდან გადადგომის თხოვნით შედის, მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მმართველი სინოდი ბოლომდე მიიყვანს ბრალდების კანონიკურ გამოძიებას, რისთვისაც – ამ კანონის გამოთქმით – იგი უნდა განიკვეთის ეპისკოპოსობისაგან? ორივე ამ კითხვაზე პასუხი – მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის საერთო კანონიკური განწესებების საფუძველზე – საკმაოდ მოკლეა. პირველ შემთხვევაში, თუ სინოდმა ეპისკოპოსის გადადგომა არ მიიღო, იმის გამო,რომ მისი ბრალი ვერ იპოვა და ამიტომ ვერც განკვეთა,მაშინ მან უნდა გააგრძელოს ეპარქიის მართვა და განახორციელოს თავისი მლვდელმთავრული მოვალეობანი. თუკი ეპისკოპოსი უარს იტყვის ეპარქიის მართვაზე, მაშინ მოციქულთა 36-ე კანონის განწესებით იგი ექვემდებარება განკვეთას და ეპისკოპოსობის პატივისა და ღირსების სამუდამოდ აყრას. მეორე შემთხვევაში, ახალი ეპისკოპოსის დადგინება საეპისკოპოსო კათედრაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ კათედრიდან მისმა მმართველმა უბრალოდ გადადგომის თხოვნა დაწერა, არ შეიძლება. ამისთვის ჯერ სინოდმა უნდა ჩაატაროს გადადგომის მიზეზების კანონიკური გამოძიება. ზემომოყვანილი საკითხების ორივე ეს გადაწყვეტა განპირობებულია იმ დამოკიდებულებით, რომელიც არსებობს კანონიკურად დადგინებული ეპისკოპოსის ხელმწიფობრივ (მმართველ) და სულიერ ხელისუფლებებს შორის. ეპისკოპოსის ადმინისტრაციული მმართველობა (ხელმწიფება) დამოკიდებულია მის სულიერ ხელისუფლებაზე, რომელსაც იგი ქიროტონიისას იღებს. ეს ხელმწიფება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მმართველ ეპისკოპოსს ჩამოერთმევა იგი სინოდის გადაწყვეტილებით, ანუ როცა ის განიკვეთება. თუ მას სულიერი ხელისუფლება ჩამორთმეული არა აქვს სინოდის დადგენილებით, ანუ მღდელმოქმედების უფლება, მაშინ ვერ იქნება ადმინისტრაციული მმართველობაჩამორთმეული მანამ, ვიდრე ადგილი არ ექნება მისი მხრიდან ისეთ დანაშაულს, რომელიც თავისი სიმძიმიდან გამომდინარე, მის განკვეთას გამოიწვევდა.
ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა, ეხება მხოლოდ იმ ეპისკოპოსს, რომელსაც ეპარქიის მმართველობიდან გადადგომა სურს, რამე განსაკუთრებულად მძიმე გარემოების შედეგად, როდესაც ეს შექმნილი გარემოება ხელს უშლის მას მშვიდად მართოს ქრისტეს სამწყსო და თავისუფლად შეასრულოს თავისი მწყემსმთავრული მოვალეობანი. თუკი ეპისკოპოსს თავისი ეპარქიის მმართველობიდან გადადგომა სურს აუხსენელი თვითნებურებით, ან იმ მიზეზით, რომ გათავისუფლდეს მწყემსმთავრული მოვალეობის თანმდევი მძიმე შრომისგან, რათა საშუალება მიეცეს დაწყნარებულად იცხოვროს უშრომელად და უზრუნველად, ასეთ შემთხვევაში მას აღარ აქვს მღვდელმოქმედების უფლება, რამეთუ მსგავსი საქციელისათვის იგი სამღვდელო წოდების ჩამორთმევას იმსახურებს. პეტრე ალექსანდრიელის მე-10 კანონის განმარტებაში, ბალსამონს მოჰყავს XII საუკუნის პირველი ნახევრიდან ეპისკოპოს ნიკოლოზ მუზოლონის მაგალითი, რომელმაც ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე უარი თქვა თავის კათედრაზე და რამდენიმე წელიწადი წყნარად იცხოვრა კონსტანტინოპოლში. ამასთან, დაუბრკოლებლად აღასრულებდა ყველა მღვდელმოქმედებას და სარგებლობდა ეპისკოპოსის პატივით. ამის შემდგომ, ეპისკოპოსი მუზოლონი დაადგინეს კოსტანტინოპოლის პატრიარქის კათედრაზე და რამდენიმე წელი პატრიარქად დაჰყო. ამ შემთხვევას ბალსამონი მკაცრად განიკითხავს და ამტკიცებს, რომ მუზოლონი იმსახურებს ყველაზე მკაცრ საეკლესიო საჯელს, რადგან დატოვა თავისი კათედრა თავისთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად, და ამ დროს ის დააჯილდოვეს – დაადგინეს რა კონსტანტინოპოლის პატრიარქად. ბალსამონის ასეთ მსჯელობას არ შეიძლება არ ვუწოდოთ სავსებით სწორი და კანონიკურად დასაბუთებული.
წინამდებარე კანონი მოიხსენიებს აგრეთვე უქმად მყოფ ეპისკოპოსებს; საეკლესიო ცხოვრებაში, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც აქვს ადგილი ისეთ არანორმალურ შემთხვევებს, როდესაც გარემოება ხელს უშლის ეპისკოპოსს შეასრულოს თავისი მღვდელთმთავრული მოვალეობა თავის სამთავროში (მაგალითად, როდესაც წარმართები დაეუფლებიან ეკლესიას, – ზონარასა და ბალსამონის სიტყვებით ანტიოქიის კრების მე-16 კანონის განმარტებიდან). თუმცა, ასეთ დროსაც ეს დროებით უქმად მყოფი ეპისკოპოსი ფლობს ყველა მმართველ უფლებას თავის სამთავროზე; პირველ რიგში ეს არის თავის ეპარქიაში მღვდელმსახურების ხელთადსხმისა და დადგინების უფლება.
მეორე საკითხი, რაზედაც ორგზისის კრების წინამდებარე (მე-16) კანონი ლაპარაკობს, ეს არის, თუ რაოდენ დიდხანს შეუძლია ეპისკოპოსს დატოვოს თავისი ეპარქია. ამის შესახებ საუბარი იყო სარდიკიის კრების მე-11 და მე-12 კანონების განმარტებებში. წინამდებარე კანონი კი განსაზღვრავს ეპისკოპოსის თავის ეპარქიაში არყოფნის ექვსთვიან უკიდურეს ვადას, – თუ რამე საეკლესიო საქმით არ იქნა იგი კიდევ უფრო მეტი ვადით დაყოვნებული. თუ კი არ არის ასეთი საქმე და ეპისკოპოსიც ჯანმრთელია, და მაინც რჩება თავისი ეპარქიის გარეთ ექვს თვეზე მეტ ხანს, ასეთ შემთხვევაში კანონი განაწესებს მისთვის მღვდელთმთავრობის ჩამორთმევას და მის კათედრაზე სხვა ეპისკოპოსის დადგინებას.
PDF გვ. 268 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვიღვწით და ვზრუნავთ რა საეკლესიო კეთილწესიერებისათვის ყოველივეში, ჩვენ აუცილებლად მივიჩნიეთ ამის განჩინებაც: მომავალში არავინ ერისკაცთაგან თუ მონოზონთაგან უეცრად არ იქნეს აყვანილი ეპისკოპოსის სიმალლემდე, არამედ ყოველმა კანდიდატმა საეკლესიო სარისხებში გამოცდის შემდეგ მიიღოს ეპისკოპოსად ხელდასხმა. რამეთუ, მართალია, დღემდეც მონოზონთაგან თუ ერისკაცთაგან ზოგიერთნი, საჭიროებიდან გამომდინარე, ღირსნი გამხდარან სწრაფად მიეღოთ საეპისკოპოსო პატივი და შემდეგ სხვებსაც აღმატებიან სათნოებებით და აღუმალლებიათ კიდეც მათთვის მინდობილი ეკლესიები, მაგრამ, იმისათვის, რომ იშვიათი შემთსვევები ეკლესიას კანონად არ დავუწესოთ, ამიტომ ჩვენ განვაჩინეთ, რომ ამიერიდან ასეთი რამ უკვე აღარ მოხდეს, არამედ საეპისკოპოსო კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს სამღვდელო ხარისხის ყველა საფეხური და თითოეულ მათგანზე – კანონით დადგენილი დრო ნამსახურები, რის შემდეგაც შეიძლება მისი კანონიერად ხელდასხმა.
ამ კრების მამები ყურადღებას მიაპყრობენ იმას, რომ ზოგიერთი ერისკაცი ან მონოზონი, „უეცრად“ იქნა დადგინებული ეპისკოპოსად, ისე, რომ არ გაუვლია კანონით განსაზღვრული დრო მღვდელმსახურების ყველა დაბალ საფეხურზე, რასაც მამები ეკლესიური კეთილმსახურებისათვის საზიანოდ მიიჩნევენ. თუმცა, ასეთი პრაქტიკა დაგმობილია სხვა კანონებითაც, კერძოდ, მოციქულთა მე-20 და სარდიკიის კრების მე-10 კანონებით. ეს უკანასკნელი ამის შესახებ დაწვრილებით საუბრობს და ჩვენც, მის განმარტებაში, ყველაფერი ვთქვით, რაც საჭიროა ამ კანონიკური საკითხის გასაცნობიერებლად. მოციქულთა მე-80 კანონის განმარტებაში ჩვენ მაგალითებიც მოვიყვანეთ, როდესაც ზოგიერთები, წარმართობიდან ქრისტიანობაში მოქცევის შემდეგ, მაშინვე დგინდებოდნენ ეპისკოპოსებად და, მაინც, წინამდებარე კანონის გამოთქმით, „ბევრს გაასწრეს სათნოებებით და აამაღლეს მათთვის ჩაბარებული ეკლესიები“. თუმცაღა, ის ,რაც იშვიათად ხდება“, არ შეიძლება საეკლესიო კანონად იქცეს – ამ კანონის სიტყვებით – და ამიტომაც განიწესება, რომ თითოეულმა ხელდასხმულმა ყოველ სამღვდელმსახურო საფეხურზე დაჰყოს „კანონით დაწესებული დრო“. რამდენად ხანგრძლივი უნდა იყოს ეს „კანონით დაწესებული დრო“ (ვადა), ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა სარდიკიის კრების მე-10 კანონის განმარტებაში. ამ (მე-17) კანონის განმარტებაში ბალსამონი მოისსენიებს გრიგოლ ღვთისმეტყველის ქადაგებას სულთმოფენობის დღესასწაულზე, სადაც ეს წმინდა მამა ამბობს, რომ „მღვდელი დგება შვიდ დღეში“, და ამის საფუძველზე ბალსამონი ასკენის, რომ „ხელდასხმა ყოველ საფეხურზე, აუცილებლობიდან გამომდინარე, უნდა შედგეს შვიდღიანი ინტერვალით, და მით უფრო, რომ ეს მიღებულია ეკლესიის დაუწერელი ჩვეულებით, რომელიც უშვებს ასეთ ხელდასხმას ყოველ საფეხურზე“. ბალსამონის ეს დასკვნა შეიძლება შეთვისებული ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისათვის; ნორმალური პირობებში კი, ვფიქრობთ, წესი ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ მივუთითეთ სარდიკიის კრების მე-10 კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 272 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.