← კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები (ტრულის ან სხვაგვარად V-VI)

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

VI მსოფლიო კრება (ტრულის) · ტ. I (2007)

წინათქმა

დასავლური ეკლესია ამჟამად არ ანიჭებს ამ კანონებს თავისთვის სავალდებულო კანონებრივ ძალას, წინათ კი ასე არ იყო: როგორც აღვნიშნეთ, კრებას რომაელი ლეგატები ესწრებოდნენ, ხოლო ბასილი გორტინელის ხელმოწერას მის პირველივე აქტებზე ვხვდებით; VII მსოფლიო კრებაზე, როცა ტრულის 82-ე კანონთან დაკავშირებით ეს კანონები VI მსოფლიო კრების კანონებად მოიხსენიეს, რომაელ ლეგატებს არც კი უფიქრიათ რაიმე საწინააღმდეგო აზრი გამოეთქვათ; პაპი ადრიანე I თავის ერთერთ ეპისტოლეში პატრიარქ ტარასის მიმართ, საზეიმოდ აცხადებს, რომ იწყნარებს ამ კანონებს; იგივეს აცხადებს იგი სხვა, VII მსოფლიო კრების მხარდასაჭერ ეპისტოლეშიც ფრანკელ ეპისკოპოსებისადმი; პაპი იოანე VIII, როცა ამ კანონებზე საუბრობს, არაფერს მის საწინააღმდეგოს არ გამოთქვამს; ინოკენტი !III-ს მოჰყავს 82-ე კანონი და მას VI მსოფლიო კრების კანონად მოიხსენიებს; გრაციანემ ამ კრების ბევრი კანონი აღწერა თავის დეკრეტში, – როგორც VI მსოფლიო კრებისა. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე დასავლეთში სხვაგვარად დაიწყეს ამ კანონების აღქმა და ყველა მოხსენიებულ და, აგრეთვე, სხვა მოწმეებზე ამბობენ, რომ აღნიშნული პირები მხოლოდ უმეცრებით მიაწერდნენ მათ VI მსოფლიო კრებას.

PDF გვ. 414

კანონი 1

ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ჟკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების, ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგგაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების „ხვიმირსა ქუეშე“, არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხეს და დაარღვიეს ცრუსწავლება პიპოსტასთა ღმრთეებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე, ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რამეთუ შლეგური კადნიერებით ჩათვალა მან მეუფე მონად და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე, ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, – უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ „საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი“ შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყჟოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით – ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტიანიანეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს – შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე, ორიგენი, დიდვიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გარდაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ეგრეთ წოდებული იბას წერილი; ასევე, ვალდებულებას ვიღებთ უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას – ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ, უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესუ ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, პონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხორებისაი, ინარჩუნება მტკიცედ, და პოი, პგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ კადნიერდება ამათ საწინააღმდეგოდ წასვლას, დე, შეჩვენებულ იყოს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გარიცხული და გაძევებული, როგორც გარეშე. რამეთუ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად. (II მსოფლ. 1, III მსოფ. 7; კართ. 1.2). ამ კრების უპირველესი მიზანი იყო მსოფლიო ეკლესიის სახელით მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარება და მისი ზეიმით დამტკიცება იმ სახით, როგორითაც სხვა წინა კრებებზე იქნა იგი ჩამოყალიბებული; ასევე ყველა იმ პირთა ანათემირება, რომლებიც ოდესმე ამ რწმენის საწინააღდეგოდ ასწავლიდნენ. საკითხის უაღრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მამები თავიანთ კანონს იწყებენ იგივე სიტყვებით, რომლითაც გრიგოლ ნაზიანზელმა 362 წელს დაიწყო თავისი საყოგელთაოდ ცნობილი სიტყვა იმ მიზეზებზე, რამაც იგი აიძულა კონსტანტინოპოლის კათედრა დაეტოვებინა. სახელდობრ, ყოველი საუბარი და საქმე მართებულია ღმერთით იწყებოდეს და ღმერთით განესრულდებოდეს.! მამები აღიარებენ და აცხადებენ, რომ საჭიროა წმინდად და უვნებლად იქნეს დაცული ყოველგვარი სიახლისაგან (XCთCთIV0%0LIო%0V «6 MთI CIIC0C<0C0I+0V 0სXCIX6LV, 01LI8 VI18Iი 1000V8- (10ი0 10იIისL2ხ111L0Lძს6 8C 1იVI018ხ111L0L 6580 §0LV8იძ80ი) რწმენა, რომელიც წმინდა მოციქულებისა და წმინდა მამებისგან გადმოეცათ, კერძოდ, რწმენის ყველა დოგმატი, დამტკიცებული: ნიკეის პირველ (325წ), კონსტანტინოპოლის პირველ (381), ეფესოს (431), ქალკედონის (451წ) და კონსტანტინოპოლის მეორე (680წ)? მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, მაშასადამე, ყველა მსოფლიო კრებაზე, რომელიც კი შემდგარა ამ კრების მოწვევამდე.

ამითვე იწყებდა ყველა მსოფლიო საეკლესიო კრება, ვიდრე თავის მთავარ საქმიანობას შეუდგებოდა, ანუ აღიარებდა და ამტკიცებდა წინა კრებებზე დაკანონებულ დოგმატებს. მაგრამ მსოფლიო კრებების სრული მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ყველა ისინი, ისევე როგორც ეს, მეექვსე. იმეორებდნენ რწმენის შესახებ წინა დოგმატებს, არამედ, როგორც ამას ზუსტად შენიშნავს არქიმანდრიტი იოანე ამ კანონების განმარტებებში,3 მათი მნიშვნელობა და ძალა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ დოგმატების შეწყნარება ეფუძნება ეკლესიაში გაბრწყინებულ ყველა მამის საერთო, ერთაზროვან რწმენას; ეს ის მამებია, რომლებიც მსოფლიო მნათობებს წარმოადგენდნენ თავიანთი ღვთივგანბრძნობილი გონებით, ჭეშმარიტების წმინდა შემეცნებით, მისი დაცვის სიმტკიცითა და წმინდა ცხოვრებით; მეორე რიგში კი, საფუძველს და ზღუდეს მართლმადიდებლური აღმსარებლობისას შეადგენს თვით მოციქულთაგან დაწყებული უწყვეტი გადმოცემა, რამეთუ წმინდა მამათა ეპისტოლეებიც და განჩინებებიც (დოგმატები) ეკლესიის მიერ შეწყნარებულია „ღვთივმოცემულად“, როგორც აღთქმა (IთითXCთ<თმოი2ე იხ. 1 ტიმ. 6,20; 2ტიმ. 1,14).“ შენიშვნები:

1. CXიყიL. Lხიი01., 0-8L. 2, 6, 1 (M1ფიი, §. წ., L. 35, Cლ01. 408).

2. ამ მსოფლიო კრებების სიმბოლოები, დოგმატები და განწესებები მოყვანილია ჩემს კანონთა ,,კ5რებულში” (მე-2 გამ. 1886წ.) გვ. XXIV და შემდგ. იხილეთ კა ნონთა წიგნშიც. აპოლინარის შესახებ კი, რომელსაც ეს კანონი მოიხსენიებს, იხ. II მსოფლ. კრების 1 კანონის განმარტებაში.

3. იხ. დასახ. თხზ,, II, 338-9 4. იხ. VIII000CL(11 L1=1ი 60515, CიიI001პ0ღ სთ იიი. ბ. 22: ,,0 Iს)თი(იი0! ძ00051 ხსი C059%0ძ1”(M1წ6590,9.1., L. 50, CიI. 667); შდრ. შემდეგი თავებიც. შდრ. ასევე ჩემი თხზ. „კირილე და მეთოდით" და სხვ., გვ. 1-5.

PDF გვ. 414 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

ბრწყინვალედ და უაღრესი ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხმოცდახუთი კანონი. ამ კანონებით გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან. ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიე“, ესენია: ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტი მამისაგან მოცემული; ასევე, ანკვირიაში, ნეოკესარიაში, აგრეთვე ღანგრაში, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში შეკრებილთაგან; ამათ გარდა ამ ღვთივდაცულ და სამეფო ქალაქში შეკრებილ ასორმოცდაათი მამისაგან და სამთავრო ქალაქ ეფესოში პირველად შეკრებილ ორასი, და ქალკედონში შეკრებილ ექვსასი მამისაგან; ასევე ვიწყნარებთ და ვამტკიცებთ კანონებს მიღებულთ სარდიკიაში და კართაგენში და კვლავ ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქში კონსტანტინოპოლის საყდრისმპყრობელ ნეკტარიოსის დროს; ამათ გარდა განწესებებს დადგენილთ: ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს თეოფილეს, დიონისე ალექსანდრიელის, მთავარეპისკოპოსისა და მოწამის პეტრე ალექსანდრიელის, ნეოკესარიელ ეპისკოპოს გრიგოლ სასწაულთმოქმედის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ათანასეს, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ბასილის, ეპისკოპოს გრიგოლ ნოსელის, გრიგოლი ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ტიმოთე პირველის, ამავე ქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს, ალექსანდრიელ მთაგარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ; აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმც მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფისა, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტემია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა.

(მოც. 35; VII მსოფლ. 1; კართ. 1; ორგზ. 10). მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონთა შორის ეს კანონი თავისი დატვირთვით – უმნიშვნელოვანესია, ხოლო კანონიკური სამართლის მეცნიერებინშინდკ V7 პსოფლიო სკეკლესიო კრემა (რულის კნ სხყაგვარადV- VI) #05 სათვის იგი ყველაზე მთავარია ყველა სხვა, 692 წლამდე გამოცემულ კანონთაგან. ეს იმიტომ, რომ ამ კანონით დამტკიცებულია კანონიკური, მსოფლიო მნიშვნელობა ასობით სხვა კანონებისა, რომლებსაც თავიანთი წარმოშობით მნიშვნელობა და სავალდებულო ძალა ჰქონდათ მხოლოდ ცალკეულ სამთავრო ეკლესიებისათვის, ახლა კი ყველა ამ ასობით განწესებას ენიჭება მსოფლიო მნიშვნელობა და საერთოსავალდებულო ძალა ყველა ეკლესიისათვის. ჩვენ აქ ვგგულისხმობთ ყველა იმ კანონს, რომლებიც გამოცემულია ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების მიერ დაწყებული!!| საუკუნიდან და შემდგომ, მოციქულთა კანონების ჩათვლით. ეს კანონი მოიხსენებს IV და V საუკუნეების მსოფლიო კრებების კანონებსაც, რომლებსაც უკვე თავისთავად ჰქონდათ მსოფლიო მნიშვნელობა. ეს კრება მათ მოიხსენებს არა იმ მიზნით, რომლითაც სხვა დანარჩენ კანონებს, არამედ ამით უნდა აჩვენოს, რომ რამდენიმე საუკუნის შემდგომაც კი, ამა თუ იმ მსოფლიო კრების კანონს უნდა ჰქონდეს შეურყეველი ავტორიტეტი და მკაცრი კანონის ძალა ეკლესიისათვის. როდესაც ეს კრება ამ კანონებს საერთო-სავალდებულოდ აცხადებს ყველასათვის და ყოველთათვის, კრება ამასთანავე იმასაც განაჩინებს, თუ როგორ უნდა შევხედოთ კანონთა ზოგიერთ წყაროს, რომლებიც აქამომდე ძალმოსილი იყო საეკლესიო პრაქტიკაში. ასე რომ, ამ დამოკიდებულებითაც აცხადებს მნიშვნელოვან და საერთო ნორმას, როგორც თვით ეკლესიის ცხოვრებისათვის, ასევე საეკლესიო სამართლისათვის. იმ კანონთაგან, რომლებსაც მომავალში კანონიკური ძალა უნდა ჰქონდეთ ყველა ეკლესიისათვის, კრება ასახელებს პირველ რიგში წმინდა მოციქულთა კანონებს (85), შემდეგ მსოფლიო პირველ (20), მეორე (7), მესამე (9) და მეოთხე (30) – კრების კანონებს და ადგილობრივი კრებებისაც კი: ანკვირიის (25), ნეოკესარიის (15), ღანგრის (21), ანტიოქიის (25), ლაოდიკიის (60, სარდიკიის (21), კართაგენისა (419 წ.; 133) და კონსტანტინოპოლისას (394 წ.; 1); დასასრულ, წმინდა მამათა განწესებებს: დიონისე ალექსანდრიელის (4), პეტრე ალექსანდრიელის (15), გრიგოლი ნეოკესარიელის (11), ათანასე კესარიელის (3), ბასილი დიდის (92), გრიგოლ ნოსელის (8), გრიგოლ ღვთისმეტყველის (1), ამფილოქე იკონიელის (1), ტიმოთე ალექსანდრიელის (18), თეოფილე ალექსანდრიელის (14), კირილე ალექსანდრიელისა (5) და გენადი კონსტანტინოპოლელისას (1). სულ დასახელებულია 625 კანონი. ყველა ამ კანონის შესახებ კრება აღნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება შეცვალოს ისინი ან გააუქმოს, ან მათ ნაცვლად მიიღოს ჭეშმარიტებით მოვაჭრე ადამიანთა მიერ ცრუ ავტორობით შემოთავაზებული კანონები (სონნVI §C6LVთL «0სC >X00860%2.0006V>CIC XC0XCI0CI>C6LV «VV0VCC, ი CXI0§XCLV, ს 6-C600ს06 XC0CC +0ს6 #00M6– LI6V0სC #თი0თ66X600CL MVV0Vთხ, 06სC6X/0თიCან 10X0 +LVთIV CსVI606VICC, <0)V «იV თ1ოუ0C6LIVV «თ თ) 6ს6IV 6XIX6ს0ითCVIთV). თუკი ვინმეს დაუმტკიცდება, რომ ცდილობდა ახლით შეეცვალა ან გაეუქმებინა რომელიმე ზემოთქმული კანონი, მაშინ იგი სასჯელს დაექვემდებარება იმ კანონის შესაბამისად, რომელიც თავად დაარღვია, და ამ გზით უნდა „განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა“. ამასვე ამბობენ VII მსოფლიო კრების მამებიც თავიანთ პირველ კანონში. იგულისხმება ტრულის კრების #06 ეპისკოპოსი ნიჯოდიმი (ქილაში) ამ კანონში ჩამოთვლილი განწესებანი, რომლებიც მათ შეიწყნარეს. საერთოდ კი იმის შესახებ, რომ დაცულ უნდა იქნეს ოდითგან მიღებული ჩვეულება (ადათი), გადმოცემა, კანონი და წესი, რომ არაფერი იყოს შემოღებული მსოფლიო და სამამულო კანონების საწინააღმდეგო, და რომ განკვეთას ექვემდებარება თითოეული იმ პირთაგანი, ვინც ამ განჩინებას არ დაემორჩილება, ასახულია ყველა კრების დადგენილებებში (1 მსოფლ. 6, 7, 13, 18, II მსოფლ. 2, 7; III მსოფლ. 7, 8; ამ კრების კანონები 13, 19, 29, 32, 84, 87, 90; VII მსოფლ. 7; ღანგ. 21 და ა.შ.). აი, რას ამბობს კანონების შესახებ ქიროტონიის წინ თავის აღთქმაში მართლმადიდებელი ეპისკოპოსი; „აღთქუამასა ვდებ, შევიწყნარებ და დავიცავ კანონთა წმინდათა მოციქულთასა, და მწამს, და აღვიარებ შვიდსა მას მსოფლიოსა კრებასა და ადგილობრივთა კრებათა, რომელნიცა შეკრბენ მართლმადიდებლობისა დასამტკიცებლად; ჯერვარ და აღვიარებ მათსა მას კანონსა და წესსა წმინდათა მამათასა, რომელიცა მღდელთა და მამათა ჩვენთა დააწესეს და დაამტკიცეს ჟამსა და წელსა მას; და მეცა ვიდრემდე უკანაისკნელ აღმოფშვინვამდე ჩემდა შევიწყნარებ და არცა ერთსა განდგომილებისა საქმესა შემოვიღებ“ (პ. 2), თუკი რაიმეს ჩემ მიერ აქ აღთქმულთაგან გადავალ ან საღვთო სჯულის მოწინააღმდეგე აღმოვჩნდები მაშინ დე, მეყსეულად ვყოფილიყავ წოდებააყრილი და უფლებამოსილებაჩამორთმეული, ყოველგვარი საჩივრისა და სიტყვის გარეშე, და გარეწარ ზეციური ნიჭისა, რომელიც სულიწმიდით მომეცა ხელთდასხმით ჩემი კურთხევისას“ (პ. 19). ამავე საკითხის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება გვეუბნება: „უნდა გვწამდეს, რომ რაოდენიცა დადგენილებები წმინდა მამებმა მიიღეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, სადაც კი არ უნდა იყოს ისინი მიღებული, მომდინარეობს სულიწმიდისაგან, როგორც ეს მოციქულებმა თავიანთ კრებაზე თქვეს: „-.ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა...“ (საქ. 15, 28). მათი მაგალითისაებრ სხვა მართლმადიდებელმა კრებებმაც თავიანთი დადგენილებები მსგავსი დასკვნებით დაამტკიცეს”.' თუმცაღა, ეკლესიის უფლებამოსილება ამით არ შემოიფარგლება თავის შემდგომ საკანონმდებლო საქმიანობაში; არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, თავისი განსაკუთრებული, სხვებისაგან განსხვავებული პირობებიდან გამომდინარე, შესაბამისად ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული კანონები. ეკლესიის საკანონმდებლო ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა და ექნება უფლება გარემოებათა გათვალისწინებით გააუქმოს ძველი ან მიიღოს ახალი განკარგულებანი და, ამასთან, რა თქმა უნდა, დარჩეს იმ ძირითადი პრინციპების ერთგული, რომლებიც ასახულია საერთო საეკლესიო კანონში. მსგავსად იმისა, როგორც ძველ დროში ერთნი აუქმებდნენ ან სხვა ფორმას აძლევდნენ წინანდელი კრებების ცალკეულ განჩინებებს, ასევე დღესაც, ახალი კრება რომ ჩატარებულიყო, იგივე უფლება ექნებოდა მას. ამდენად, ტრულის კრების მე-2 კანონის დადგენილება არ ზღუდავს ეკლესიის კანონიერ საკანონმდებლო ხელისუფლებას იმდენად, რომ მან ვერ შეძლოს ვერანაირი კანონის შეცვლა. იგი მხოლოდ იმას კრძალავს, რომ კანონი შეცვლილი იქნეს თავისი არსით საერთო კანონებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ და კაცთა ვნებების საამებლად. ეს დადგენილება მხოლოდ ცალკეულ პირთა თვითნებობას ზღუდავს, – იერარქიული კრების რომელ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდნენისინი; იგი ზღვარს უდებს ყველა ადგილობრივ ეკლესიასაც იმ ცვლილებებში, რომლებიც საერთო საეკლესიო სამართალს ან მსოფლიო კრების მიერ მიღებულ განწესებას ეწინააღმდეგება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს კომპეტენტურ ხელისუფლებას, თანასწორს იმისას, რომელმაც მოცემული განჩინება მიიღო. მაშასადამე, მსოფლიო კრებას ეკლესიის ახალ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით შეუძლია გამოსცეს ახალი კანონები, თუკი ამასთანავე ინარჩუნებს ეკლესიის იურიდიული ნორმების საერთო სულისკვეთებას; ან კიდევ, სახეცვლილება შეიტანოს წინა კანონების ფორმაში. რწმენისა და ზნეობის ჭეშმარიტებანი ერთი და იგივეა, არ შეიძლება ოდესმე შეიცვალოს და ყოველთვის იგივე უნდა დარჩეს. გარეგანი საეკლესიო ცხოვრების განწესებანი კი შეიძლება შეიცვალოს და ყოფილა კიდევაც შეცვლილი თვით ეკლესიის ცხოვრებით. თავად სულიწმიდა შთააგონებდა მამებს, როცა ისინი ეკლესიის მოთხოვნილებათა შესაბამისად სხვადასხვა დროში თავიანთ კანონებს გამოსცემდნენ; იმავე სულიწმიდას არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს შთააგონოს მამებს, როდესაც ისინი სხვა დროს მისი სახელით შეიკრიბებიან ეკლესიის ახალ მოთხოვნილებათა გამო პირვანდელი კანონების შესაცვლელად ან ახალთა გამოსაცემად. მაგრამ, სანამ არ შეიკრიბება საკანონმდებლო დაწესებულება იგივე კომპეტენციით, როგორიც ჰქონდათ ტრულისა და სხვა მსოფლიო კრებებს კანონთა გამოცემის საქმეში, მანამდე ყოველი კანონი, ამჟამად შემავალი საერთო კანონიკურ კოდექსში, ამავე კოდექსის სხვა მსგავს კანონებთან ერთად უსათუოდ ჭმმედითია და მკაცრად სავალდებულო ყველასათვის, ვისაც კი სურს ეკლესიის წიაღში მკვიდრობდეს..

ამგვარად, გამოცხადდა რა ეკლესიის თითოეული წევრისათვის მსოფლიო კრების მიერ ყველა დაწესებული და მიღებული კანონის დაცვის აუცილებლობა, ამასთან, იგივე ტრულის კრება თავის 30-ე კანონით ნებას რთავს ყველა ადგილობრივ ეკლესიას შეიწყნაროს და მიჰყვეს საკუთარ ადგილობრივ ჩვეულებებს (ადათწესებს). ადგილობრიგ ეკლესიას, თანახმად იმ პირობებისა, რომელშიაც იმყოფება, შეუძლია საერთო კანონის გარდა თავისი სპეციალური საეკლესიო კანონიც იქონიოს, რომლითაც გარე ურთიერთობებს დაარეგულირებს. თუმცა, ეს სპეციალური კანონი თავის საფუძველში უნდა იყოს შეთანხმებული ეკლესიის ერთიან ძირითად კანონებთან, უნდა იყოს განმსჭვალული საერთო სამართლით და, ცალკე, მაგრამ მაინც უნდა ისწრაფვოდეს ერთიანი მიზნისაკენ, რომლისკენაც მიმართულია საერთო საეკლესიო სამართალი. ამასთან ერთად, თითოეულმა ადგილობრივმა ეკლესიამ თავის გარე ურთიერთობებში უპირველესად უნდა ისარგებლოს ყველასათვის საერთო-სავალდებულო კანონებით და მხოლოდ ამის შემდეგ თავისი ადგილობრივი დადგენილებებით, რომლებიც შეუძლია შეცვალოს გარემოებათა ცვლილებების შესაბამისად, მაშინ როცა ძირითადი (მსოფლიო) კანონების წმინდად დაცვა მას უსათუოდ და უპირობოდ ევალება. რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის თვითნებური განდგომა თუნდაც ერთი ისეთი კანონისაგან, რომელიც საყ- #08 უჰის,ოჰოსი ნიკოდიმი (შილჩჰში) ოველთაოდაა აღიარებული და მსოფლიო კრების მიერ მიღებული, ამ ეკლესიას განხეთქილებაში მყოფი საზოგადოების მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც იგი უკვე აღარ წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიის ნაწილს. ეკლესიის ყველა წეგრისათვის საერთო სავალდებულო ძალა აქვს, ყოველგვარი გამორიცხვის გარეშე, ყველა კანონს, რომელიც შედის საერთო კანონიკურ კოდექსში. კანონების ასეთი მნიშვნელობა განპირობებულია არა მათი წარმოშობის წყაროთი, არამედ იმით, რომ მიღებული და დამტკიცებულია მსოფლიო საეკლესიო კრების ხმით. თანახმად ამისა, ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭებათ როგორც მსოფლიო და ადგილობრივი კრების მიერ, ასევე წმინდა მამების მიერ გამოცემულ კანონებს. საფუძველი, რაზეც ისინი განისვენებენ, წმიდა წერილი და წმინდა გადმოცემებია. მართალია, იესუ ქრისტეს, როცა თავის ეკლესიას აფუძნებდა, არ გადაუცია მისთვის კანონების ერთი მზა კრებული, რომლითაც მას შეეძლო ეხელმძღვანელა, მაგრამ მან დაუსახა მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს, შემოსა იგი უფლებით გამოიყენოს დადგენილი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად და მიუთითა მოქმედების მიმართულება. სახარებაში მის მიერ ჩვენთვის მოცემული მცნებები არსებითად ის პრინციპებია, რომელთა საფუძველზეც ეკლესიამ, სულიწმიდის ხელმძღვანელობით, იწყო აღშენება და ქვეყანაზე თავისი მოღვაწეობის გამოვლინება. მოციქულები უპირველესად სახარების ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ, როცა ერთ საზოგადოებაში აერთიანებდნენ ყველას, ვინც ქრისტე იწამა და ამ საზოგადოებას აძლევდნენ დარიგებას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო იგი თავის შინა და გარე ცხოვრებაში. ამრიგად, წმიდა წერილი და წმინდა გადმოცემა იმ ფუნდამენტს შეადგენენ, რომელზეც დროთა განმავლობაში აგებულ იქნა კანონიკური ეკლესიის შენობა. წმიდა წერილისა და მოციქულთა გადმოცემის პირველ ცოცხალ განმმარტებლებს ეკლესიაში კრებები წარმოადგენდა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში საკმაოდ ხშირად ხდებოდა მათი მოწვევა სხვადასხვა მიზეზით. ასე მაგალითად, კრება მონთანიზმის მიზეზით 160-სა და 180 წლებს შორის; კრებები პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით პალესტინაში, რომში, პონტოში, გალილეაში, მესოპოტამიასა და ეფესოში; ანტიოქიის კრებები პავლე სამოსათელის, ცნობილი ანტიტრინიტარელის გამო; კრებები მწვალებელთა გადანათვლასთან დაკავშირებით და ა. შ. თუმცა, ამ კრებების უმრავლესობას და მათ დადგენილებებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა ამა თუ იმ სამთაგრო ეკლესიისათვის. ყველა კრებებს შორის თავისი მნიშვნელობით პირველ პლანზე გამოდიან მსოფლიო და ათი ადგილობრივი კრება, რომელთა განჩინებებმაც მსოფლიო მნიშვნელობა მიიღეს. მათი განწესებანი ნორმის სახით მოიწონეს და მიიღეს მსოფლიო ეკლესიის მართვისათვის. გარდა ამ კრებების დადგენილებებისა, ეკლესია ყველასათვის საერთო ნორმად მართვისათვის იღებს ასევე, ცამეტი მამის განწესებებს. მსგავსად იმისა, როგორც წმიდა წერილისა და გადმოცემის იურიდიული ნოტმის განმმარტებლები კრებები იყო, ასეგე იყვნენ კრების საქმიანობის განმმარტებლები ცალკეული მამები. კრებების კანონები წარმოადგენს საერთო განჩინებებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში და გარემოებებში უნდა გამოეყენებინათ ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებს თავისი შეხედულებებითა და პასუხისმგებლობით. განჩინებათა ასეთი გამოყენება ხშირად ხდებოდა ცალკეული მღვდელმთავრის მიერ საჯარო გამოსვლებში, საზოგადო ეპისტოლეში, სხვა მღვდელმთავრისდმი მიმართულ კანონიკურ ეპისტოლეში, დასმულ კითხვებზე კანონიკურ პასუხებში და ა, შ. ცალკეული მოძღვრის ღრმა კანონიკურ შემეცნებას ეკლესიაში მათთვის საყოველთაო პატივისცემა მოჰქონდა; მათი ეპისტოლეებიდან და სხვა თხზულებებიდან დასესხებულია ცალკეული ადგილები, რომლებიც ხშირად საწინამძღვრო მმართველობის ამაღლებულ წესებს წარმოადგენდა და, როგორც ასეთები, მიღებული და მოწონებული იქნენ მთელი ეკლესიის მიერ და საერთო-საეკლესიო კანონიკურ კოდექსში შევიდნენ.

ტრულის კრების მამები თავიანთ კანონში მოიხსენიებენ კლიმენტის მიერ გამოცემულ წმინდა მოციქულთა განწესებებს, სადაც ადრეულ ხანებში უცხო მოაზროვნეთა მიერ (%სX0 «თV 6L600806თV) ეკლესიის საზიანოდ შეტანილია ყალბი და უკეთური აზრი, რამაც „ნათელი დაუჩრდილა საღვთო სწავლების კეთილშვენიერ სილამაზეს“ და იქვე დასძენენ: „ქრისტიანულ სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არ დაგვეშვა ერეტიკული ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწაგლებასთან“. ამ „მოციქულთა განწესებების“ შესახებ აღნიშნავს მოციქულთა 85-ე კანონი და შენიშნავს, რომ მათი საჯაროდ გამოქვეყნება უჯეროა, „მათში შესულ საიდუმლოთა გამო (61Cთ«C 6V CსXCLCIIსCIIMთ)“ და საკუთრივ ეპისკოპოსებისათვის არის გათვალისწინებული. ტრულის კრებამ აღმოაჩინა, რომ ამ დადგენილებებში ვიღაცის მიერ მწვალებლური აზრი იყო შეტანილი და ამიტომ ჩამოართვა მას ეკლესიის ცხოვრებისათვის ის მნიშვნელობა, რომელიც აღიარა სხვა საეკლესიო-იურიდიულ წყაროებით დასახელებულ კანონთა მიმართ, თუმცა საეკლესიო სამართლის მეცნიერებისათვის მოციქულთა განწესებების კრებულს ყოველთვის ჰქონდა და ექნება უდიდესი მნიშვნელობა.

ამ კრებულის სრული დასახელებაა: (#LC9CVXI «0სV CVLVსV CX0C0%0#სV 0LC IჯისMI6VXL0C «0ს ნCIIXCIV 6-LCთX0X0% +6 MCIL X07.+0ს XC007%ი 6160Cთ%CIXLC – ან უბრალოდ /#"LICCI/CL «0აV C/L0VIV თX0CX070)V? („წმინდა მოციქულთა განწესებანი, მსოფლიო მოძღვრება (გადმოცემლი| კლიმენტის მიერ, რომის ეპისკოპოსისა და მოქალაქისა“ ან უბრალოდ – „წმინდა მოციქულთა განწესებანი“). ეს განწესებანი, როგორც ახლა ისინი გამოიცემიან, იყოფა რვა წიგნად, ხოლო ყოველი წიგნი რამდენიმე თავად. პირველი წიგნი შეიცავს საერთო სწავლებას ზნეობის შესახებ ერისკაცთათვის; მეორე – მღვდელმსახურთა ხარისხებისა და ვალდებულებების შესახებ; მესამე – ქვრივების შესახებ, ნათლობის შესახებ, და ეპისკოპოსთა და კლერიკოსთა ხელთდასხმის შესახებ; მეოთხე – ღატაკებზე მეურვეობის შესახებ და შეწირულ ქალწულთა შესახებ; მეხუთე – მოწამეთა და დღესასწაულთა შესახებ; მეექვსე – მწვალებლობაზე, კრძალულებასა და მოსეს სჯულის შესახებ; მეშვიდე – ისევ შეიცავს საერთო სწავლებას ზნეობაზე, შემდეგ ნათლობის, მარხვისა და ქრისტიანული ლოცვის შესახებ; და ბოლოს მერვე – განსაკუთრებულ საღვთო ნიგსა და ხელთდასხმაზე, შემდეგ ლიტურგიკული წესების დადგენის შესახებ და წიგნის ბოლოში – როგორც კრებულის დამატება – მოციქულთა 85 კანონი. მოციქულთა განწესებების კრებული იმ სახით, როგორც ახლა გაგვაჩნია, იყოფა სამ ცალკეულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ კრებულად. ამათგან პირველი შეიცავს პირველ ექვს წიგნს, მეორე – მეშვიდე წიგნს, ხოლო მესამე კრებული – მერვე წიგნს და მოციქულთა კანონებს ერთად. მთლიანი კრებულის ასეთ სამ ქვეკრებულად დაყოფას განსაზღვრავს როგორც მთელი კრებულის შინაარსი და პირველი ექვსი წიგნის დამოკიდებულება ჯერ მეშვიდე წიგნთან, შემდეგ კი მერვესთან, ასევე კრებულის შემადგენლობა?. ამ სამი ცალკეული წიგნის ანუ კრებულის – რომლებიც ამჟამად მოციქულთა განწესებების საერთო კრებულს შეადგენენ – წარმოშობის პერიოდია II-IV საუკუნეებს შორის. მათ საფუძველში დევს რამდენადმე უფრო ძველი წერილი, რომლებმაც შემდგომში დამატება განიცადეს, ხოლო მე-4 საუკუნეში უცნობი ავტორის მიერ მოხდა მათი გაერთიანება ერთ დიდ კრებულში?!. უკანასკნელი დროის მეცნიერულმა გამოკვლევებმა – განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული „12 მოციქულის სწავლების“ გამოცემის (1883 წ.) შემდგომ ჩატარებულმა – აჩვენეს, რომ კრებულის პირველი ექვსი წიგნის საფუძველში ძევს თხზულება - #ტ1LCCIVთL #0)V CX/LCIV CI0 თX070სV 010 IXიIICVX0CC #00C7X6დიაVIIIICVCI („წმინდა მოციქულთა განწესებანი, გადმოცემული კლიმენტის მიერ“), რომელიც სარწმუნოა, რომ რომის ეპისკოპოსის კლიმენტის მიერ იყოს დაწერილი ან შეიძლება II საუკუნის სხვა რომელიმე კლიმენტის მიერ. ეს ნაშრომი სირიაში::III საუკუნეში განიცდის დამატებას, ხოლო ბევრ ადგილებში შეიმჩნევა აზრი, რომელიც დამმატებელში ნახევრადარიანელს ამხილებს?. მეორე კრებულს, ანუ მოციქულთა განწესებების მეშვიდე წიგნს, საფუძვლად უდევს უკვე ხსენებული „12 მოციქულის სწავლება“, რომელშიც დამატებულია რამდენიმე სახის ლოცვა და ნათლობისათვის სახელმძღვანელო მითითება. მეშვიდე წიგნის შემდგენელიც, რომელსაც „12 მოციქულის სწავლებით“ უსარგებლია, როგორც ჩანს ნახევრადარიანელი იყო, რადგან დამატებაში გამოსჭვივის ნახევრადარიანული აზრი. ან იქნებ ეს დამატება იმავე პირმა შეასრულა, ვინც ამჟამინდელი რედაქტირება გაუკეთა პირველ ექვს წიგნსაცზ. მესამე კრებულის, ანუ მოციქულთა განწესებების მერვე წიგნის საფუძველია რამდენიმე სხვადასხვა ნაშრომი. მათი შეკრებაც ერთ წიგნად იმავე დროს მოხდა, როცა პირველი ორი კრებული შეადგინეს, ანუ პირველი ექვსი წიგნი და მეშვიდე წიგნი. მოციქულთა განწესებების მთელი კრებულის ამ სახით რედაქტირება, როგორც ამჟამად გაგვაჩნია, არ შეიძლება IV საუკუნეზე გვიანდელ პერიოდს განეკუთვნებოდესზ. ეს იმიტომ, რომ მთავარი საფუძველი ამ კრებულისა იყო ზემოხსენებული ნაშრომი, რომელიც კლიმენტის მიეწერება. კომპილატორმა გამოიტანა კიდევაც კრებულის სათაურში კლიმენტის სახელი, რათა ეჩვენებინა, თითქოს მთელი კრებული მის კალამს ეკუთვნოდა, რითაც ფიქრობდა კრებულისათვის მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა. მოციქულთა განწესებების კრებული ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეში ეკლესიის მოწყობის, მმართველობისა და ცხოვრების ერთ მთლიან სურათს გვიხატავს. ამიტომ აქვს მას ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა საეკლესიო სამართლისათვის“. ჩვენთვის ცნობილია ტრულის კრების განჩინება ამ განწესებათა შესახებ. მართალია, კრება გადაჭრით არ უარყოფს მათ მნიშვნელობას, რამეთუ აღიარებს, რომ მათი საფუძველი არის „საღვთო სწავლების კეთილშვენიერი სილამაზე“, მაგრამ კრება აფრთხილებს იმათ, ვინც ამ წიგნებით ინტერესდება, რომ ისინი იმ სახით, როგორითაც მათ დროს იყო, არ შეიძლებოდა ეპისკოპოსებისათვის სახელმძლგანელოდ გამომდგარიყო და ამიტომ უარყოფას ექვემდებარებოდა. ამასთან, კრება არ ამბობს, რომ ეს წიგნები უარყოფილ უნდა იქნეს მაშინაც, როცა ისინი ყველაფერ იმისგან განიწმინდებიან, რაც მათში ჭეშმარიტად მართლმადიდებლური არ არის. ტრულის კრების განჩინების ეს აზრი ეკლესიისათვის კარგად გასაგები იყო. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი უამრავი ხელნაწერი, რომელთა საფუძველზეც შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს განწესებები საეკლესიო პრაქტიკაში არაერთგზის გამოიყენებოდა, – რა თქმა უნდა ყველაფერ იმისაგან გაწმენდილი, რაც მათში არამართლმადიდებლურია; ისტორიაც არ გვეუბნება, რომ როდესმე ეკლესია გამოსულიყოს ამ განწესებათა გამოყენების წინააღმდეგ. ამის ყველაზე კარგი დამადასტურებელია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის მოწმობა, რომელიც თავის „ბიბლიოთეკაში” მოციქულთა განწესებების მოხსენიებისას, აღნიშნავს, რომ მათგან სამი რამ არის ამოსაღები, მაგრამ ეს სამიც ისეთი რამ არის, რომ მათ ყველა შეამჩნევს; მაშასადამე, სხვა ყველაფერით, ამ განწესებებიდან, შეიძლება დაუბრკოლებლად სარგებლობა''. ამით ისიც აიხსნება, რომ მოციქულთა მერვე წიგნიდან კანონიკურ სინოპსისში!? შეტანილია 17 განწესება პავლე მოციქულის სახელით (თავ. 32)3; 17 – პეტრე და პავლე მოციქულების სახელით (თავ.33)'“ და 2 განწესება ყველა მოციქულთა სახელით (თავ. 46)'5; ეს განწესებანი ჩვენს სჯულისკანონშიც (#00M98#, „საჭეთმპყრობელი“) არის შეტანილი". შესაბამის ადგილებში, კანონთა განმარტებისას, ჩვენც ვსარგებლობთ მოციქულთა განწესებებით, მაგრამ სადაც საჭიროება მოითხოვს, იქ კრიტიკულად ვუდგებით!”. ტრულის კრება ამ კანონში გადანათვლის შესახებ კანონსაც მოიხსენიებს, რომელიც ეხება მწვალებლობასა და განხეთქილებაში მყოფთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევას; იგი გამოცემულია 256 წელს აფრიკანულ ეკლესიაში წმინდა კვიპრიანეს მიერ. ტრულის კრება ამ კანონსაც არ აძლევს ყველა ეკლესიისათვის საერთო სავალდებულო ძალას, – როგორც ამას აკეთებს სხვა ჩამოთვლილ კანონთა მიმართ, – მაგრამ აღიარებს მის ადგილობრივ მნიშვნელობას. ბალსამონი, კვიპრიანეს ამ კანონის განმარტებისას, გვიხსნის რა ტრულის კრების აზრს, აღნიშნავს, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას საეკლესიო პრაქტიკაში. „ეს კანონი მოითხოვს, რომ ყველა, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ მოექცევა, გინდ მწვალებლობაში და გინდ განხეთქილებაში მყოფი, თავიდან უნდა იქნეს ნათელღებული, თუნდაც მანამდე მონათლული ყოფილიყო; მაგრამ II მსოფლიო კრების მე-7 კანონი სრულიად სხვაგვარად განაჩინებს ამ საკითხის შესახებ: ის ზუსტად განსაზღვრავს ვისი გადანათვლაა საჭირო და ვისი არა. წაიკითხე ის კანონი და მიჰყევი მას, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული, წაიკითხე ტრულის კრების მე-2 კანონიც და იხილავ, რომ რის შესახებაც ეს ეპისტოლე საუბრობს (ანუ, კვიპრიანეს კრების კანონი), არ არის ყველა მამის მხრიდან შეწყნარებული, რადგან აქ ნათქვამია შემდეგნაირად: „კანონი, გამოცემული აფრიკის სამთავროს მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანეს მიერ, სავალდებულოა მხოლოდ ამ კრებაზე აღნიშნულ წინამძღვართა მოღვაწეობის ადგილებში, თანახმად გადმოცცემული წეს-ჩვეულებისა”. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თავიდან ეს კანონი არ პასუხობდა ყველა იმ ადგილის წეს-ჩვეულებას, ხოლო იმის გამო, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონი სრულიად სხვას მოითხოვს მოქცეულთაგან, რომლებმაც მანამდე მწვალებლობასა და განხეთქილებაში დაყვეს, ვიდრე აღნიშნული ეპისტოლე, ამიტომ უკანასკნელის განწესება შენარჩუნებულ იქნა“.1ზ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ კვიპრიანეს მოხსენიებული კანონი არ შევიდა საყოველთაო კანონიკურ კოდექსში, რომელიც 920 წ. კონსტანტინოპოლის ცნობილ კრებაზე მთელი ეკლესიისათვის იქნა დამტკიცებული!". ტრულის კრების ეს ფრიად მნიშვნელოვანი კანონი სრულად შევიდა კათოლიკურ-რომაული ეკლესიის Cიჯის§ 1სI.8 0800ი16C1. ასე რომ, მისთვისაც უნდა ჰქონდეს მას კანონის ძალა2პ.

შენიშვნები:

1. ნაწ. I, პასუხ. 72. იხ0სMMXი. M 8 % 86 # #, სეხეძ8M6 8 X09035300X98806 60X00#05#61:> 138,139.

2. დაწვრილებით ამ კრებულის შესახებ, იხ.: II. ჰ. §. V. 0 IL ი წ, Mისი VIხი- Lვსიხსიყია 1ხი» ძ!16 C0ი05(1(0(10იტიი მძ Xვიიიი§ ძლი» #ტ0059L01. LI5:05 სიხ, Vიჭივსიხსიყიი 11ხ0იL ძ1ი სივსეოძ(ილ10, სიჭიჭიხსიდ სიძ 2ყვეთთითიივ3ი(ჯსით, სიძ ძიით IXII-CMI1- იხიი VVიLხ ძი» #4-ი059(01. Cიი8(1LVMI0006ი,8. 1-200, –ჰ. V. 8 1 CMX 01), Cივლს1იM(ი ძი9 #Iიხიიიიი(5, I, 52-70, 221-229. – C.C. ჰ. 8 სი 386», II იიი1XVLI5 VIძ 50106 7,CXL, I, 418-433, 455-527. – 4ტძ. II ი7ი2806X, LIი Lიხ»ი ძი» >V0I” ტ»ი09L01, 5. 170-92. – L. L ს ი V. 00008 ძსიძიიი 8ი05%010”ს»ი. ი”ი10წ6., ს. LXI, 74-97. - დ. მისნVVI0ნ. #5” 4«თV ზია66MXთ თX0CCX0#V, 0. 35-50. –II. 330300CM%MM# 06 M#C0>0958#MM3X Iივ88... 8 I009L10 »X88 380X8 8 «II0#628XCMMXMX X I80009#%+M 68. 0XI08»”1889, I, 170-235 და 476-523.

3. იხ. თხზულება მოხსენიებული წინა შენიშვნაში.

4. X-ის, დასახ. თხზ. 5. 40 - )81CX011, დასახ. თხზ. 5. 55 და შემდგ. §. შდრ. დ. 8ისწVVIის #ტIსთჯი) გვ. 51 და შემდგ. – IXX-ია), დასახ. თხზ.- 181CX0II, დასახ, თხზ. - II 8 XL თი 8 0 M, დასახ. თხზ. - X 1 § L 8, ჰსXI5 600168. 6LC. 'I0II. I, 5VII00518 ხI8L., ხ8–. XXXVI-XXXVIII. 6. დ. 8ისნVV0ს ტტთო, 365 და შემდგ. - I 8X»ი8 60 MX, დასახ. თხზ. 5. 170.

– Lს # M#M, დასახ. თხზ. გვ. 74. 7. 0I9X, დასახ. თხზ. 5. 103 -8 16 #01 1 დასახ. თხზ. 5. 59 და შემდგ. 8. 0ს+იჯ, დასახ. თხზ. 5. 154 და შემდგ. - 816000911 დასახ, თხზ. 5. 81 და შემდგ-- XML დასახ. ადგილი.

9. Mილ 01 0015000 10ი წი 00”LI551I)

I #8ხ809(, 105(1(VL10თს 80095%01108IVV 0II- ისი 0ს 00(1თ ს 10 (0L0I0%6I 6596 000109180 V59M 01 ლ0ი9V06(0ძ1იიოთ („დაე, ყველა დარწმუნებული იყოს, რომ ეკლესიის ურაქტიკა და ჩვეულება არის მოციქულთა განწესებების პირველი და საუკეთესო ნაწილი“). -აღნიშნავსVყ XI ! L » 8 დასახ. თხზ. მოციქულთა განწესებების შესახებ თავისი მსჯელობის დასკვნით ნაწილში.

10. X 1 L » 3 აღნიშნავს (1, 111) მოციქულთა განწესებების უამრავ ხელთნაწერთა შესახებ, დაწყებული X დან და XVI საუკუნემდე.

11, 818/ი0„-ლო «<0ს დთის. #06. იL. #ტსწს5ვ!. VIთძი1. 1601., ი. 155 (ბერძნულ დედანში მინას გამოც. მიხედვით 8. წ., L. 103 ილ0ი1. 388 ეს ადგილი ამბობს #1 86 VC ტ'თ-თV„თ. “რიზი. M6V01სს ს0M0ისი"V>თ წ6V6X6C0თ!, MთM0XთC+IC, წაV რის ”X(თ2.6X0V ნშნდ, VI პსოფლიო _ სჯეკლეხიო კრემა (ყრელის + სხვჯგვარდV-VI) 4153 თX00X6სთთთთ0თ!. XთIს 0 Xთ”თ L0ს რ#6ს%600V0M0ს ს)ჩ06LC +IVთხ 6Lთდ!ალIV, თ MთL 0ით0%0V ლთIთIსანთლმთ! Mთს ნ. #06LთVIთIIს, C0X60 თV «<:6 XთI ჩ!Iთ!თნ 8მ81თMXი0ისთთ!!ი) უახლესი რუსი კანონისტები აკეთებენ რა ამ ადგილის ციტირებას ფოტის „ბიბლიოთეკიდან“, ამტკიცებენ, რომ ფოტის მიერ დასახელებული ეს სამი საკითხი არ არის საყურადლებო და არა აქვთ მათ მნიშვნელობა საეკლესიო სამართლისათვის, რამდენადაც არ ეხებიან სამართალთა საკითხებს, არამედ რელიგიურ საკითხებს და გამოაქვთ დასკვნა, რომ მოციქულთა განწესებები უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან დამხმარე წყაროს სამართლებრივი მეცნიერებისათვის. იხ, #I80IM8ი68. LIისMი»06 Iი880. XXM08. 1886, გვ. 137-შ, ასევე პროფ. ნ.ა. ზაოზერსკის მოხსენიებული შრომა, გვ. 520.

12. #4თ. C # 8 1. IV, 399-403, 13. შდრ. X 1 L » გ, I, 64-7.

14. იქვე »#. 67-72.

15. იქვე ი. 72-17.

16. თავ. 2, 8, ძ6 4 (გამოც. 178” წ., I, 25-30).

17. მოციქულთა განწესებებისა და მოციქულთა კანონების გარდა, რასაც ტრულის ეს კანონი ასახელებს, კიდევ რამდენიმე კრებული ატარებს მოციქულთა სახელს, კერძოდ 1) #LIთ>2თ66სნ X6ი1 |Iსთ- ინ #თ+ი6თნ (XIL+8, I, 49-63, MM 1-14) 2) #ს #LIთ2თ/თ! 8Iთ MX»)IM6ნVC0C Mთს MთV0V6ნ 6MMX.)CLCCXIMX0I რთV CთVIV თX0”C+070)V (09, I, 77-86; 11CXიII, 107-132; II2>ი8CM, ი. 225-237; LსიM, 8. 50-72; 80106VVI0ს ტაითჯი, C6. 08-»თ.); 3) 0ს თ/აის 1600Mთი”სი0ნ IIთIIდI.ის 6 +ინ §V #VXL0X6სCთ «თV თX0C>+<0).თV თC0V0თ0), <0ს260+LIV 6X «0V 0სV061XთIV CსCთV XთV0VVC)V #6006 +თV 8სი0606VXCV 6LC «ოV §პ0MCV0სა ჩ8LXI00„M0V (XILI8,I, 91-92; L1იM0I1, I. 138-143); 4) 98X «თV სIთათხნთV M6დთXთIთ (XILI3,I. 96-100); 5) 0006 MთV0CIX0Cნ XVV CVIV CთX0C- 20).0)V (XIL>8,I, 103-104; 18:CMიII, I, 133-137), 6) ”IაV თVIიV თMX0CCX0X#აV 6XLXLILLCC +«(0აV »თითXIXC0CVIთV (XILX2, I, 105-107) ამ კრებულთან დაკავშირებით მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ამბობს ზონარა მოციქულთა 85-ე კანონის განმარტებაში.

18. ტთ. C X# 98 X., III.

19. 4თ. C X# 8 7., V, 10.

20. ს. XVI, ი. 7; შდრ. I. XVI, ი. 5.

PDF გვ. 417 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

ჩვენმა კეთილმსახურმა და ქრისტესმოყვარე მეფემ ამ წმინდა მსოფლიო კრების წინაშე დასვა საკითხი, რომ სამღვდელონი და საეკლესიო დასის სხვა წევრები წარმოჩენილ უნდა იყვნენ წმინდა და უმწიკვლო მსახურებად და ყოვლადძლიერი ღმერთისთვის, რომელიც თავად არის მსხვერპლიც და უმაღლესი მღვდელმთავარიც, მსხვერპლშეწირვის ღირსად, ამიტომაც მართებთ მათ იმ ბიწისაგან გაწმენდა, რომელიც უკანონო ქორწინებით მოეცხოთ; ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა რომის ეკლესიის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ სჯულის მკაცრად დაცვას, ხოლო ამ ღვგთივდაცული სამეფო ქალაქის ტახტის ქვეშევრდომნი ამ საკითხისადმი კაცთმოყვარეობითა და სულგრძელობით მიდგომას გვთხოვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მამობრივად და ღვთისათვის სათნოდ, ერთიც და მეორეც შევაჯერეთ (ნუმც გამოგვეჩინოს სიმშვიდე უძლურებით, ან სიმკაცრე სისასტიკით განზავებული, განსაკუთრებით ასეთ პირობებში, როდესაც უმეცრებისაგან მრავალი ადამიანი მოიცვა ცოდვამ) და ერთხმად განვაჩინეთ: ვინც მეორე ქორწინებით არის შეკრული და ექვსი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი წლის განვლილი მეოთხე ინდიქტიონის გასული იანვრის თვის მეთხუთმეტე დღემდე ცოდვის მონობაში იმყოფებოდა და ამჯერად არ მოინდომებს მისგან განრიდებას, ასეთი სასულიერო პირი ექვემდებარება კანონიკურ განკვეთას თავისი ხარისხიდან. რაც შეეხება იმათ, ვინც მეორედქორწინების ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ ჩვენს განჩინებამდე შეიგნო თავისთვის სასარგებლო, მოიკვეთა ბოროტება და ღვთისმსახურისათვის შეუფერებელი და უსჯულო თანამეცხედრეობა უარყო, ანდა ვისაც მეორე ცოლი გარდაეცვალა, თვითონ კი, ამასთან, მოქცევა გადაწყვიტა, ძველ უსჯულოებას მალევე განერიდა და კვლავ უბიწო ცხოვრებას შეუდგა (მღვდელი იქნება ის თუ დიაკონი), მათ მიმართ ვადგენთ: დაე, ღვთისმსახურებაში ყოველგვარი მონაწილეობისაგან დაცხრენ და გარკვეული დროით ეპიტიმიის ქვეშ დაჰყონ, ხოლო სამღვდელო დასაჯდომელისა და დასადგომელის პატივით ისარგებლონ და დაკმაყოფილდნენ მღვდელმსახურის სახელით, ამასთან, შესტირონ უფალს, რათა მიეტევოთ უმეცრების ცოდვები, რამეთუ არ შეშვენის სხვისი კურთხევა იმას, ვისაც თავისი წყლულები აქვს სამკურნალო. ერთ ცოლთან შეუღლებული, მაგრამ თუკი ცოლი მანამდე ქვრივი იყო, ისჯება ისევე, როგორც ხელთდასხმის შემდეგ დაქორწინებული მღვდელი, დიაკონი და იპოდიაკონი. ყველა ასეთი პირი ისჯება ღვთისმსახურებიდან მოკლევადიანი განყენებით, ხოლო სასჯელის შემდეგ კვლავ აღედგინონ თავიანთ წოდებაში, ცხადია, უსჯულო თანამეცხედრეობის დატევების შემდეგ, მაგრამ სხვა უფრო მაღალ ხარისხში აყვანის აკრძალვით. ეს დადგენილება, როგორც უკვე ითქვა, ეხება მხოლოდ სამღვდელო პირებს და, მათ შორის იმათ, რომლებიც მეოთხე ინდიქტიონის იანვრის თვის მეთხუმეტე დღემდე ზემოაღნიშნულ ცოდვაში იმყოფებოდნენ. ამიერიდან კი განვაჩინებთ და ვაღორძინებთ კანონს, რომელიც ამბობს: ვინც ნათელღების შემდეგ ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეუძლია გახდეს ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი და, საერთოდ – სასულიერო კრებულის წევრი. ასევე, ვინც ქვრივი შეირთოს, ან მეუღლისგან განტევებული, ან მეძავი, ან მხევალი, ან მსახიობი, არ შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი, ან მღვდელი და, საერთოდ – სასულიერო კრებულის წევრი. (მოც. 17,18; ტრულ. 26; ბასილი დიდ. 12,27). ამ კანონში სრულად მეორდება მოციქულთა მე-17 და მე-18 კანონები და ხდება დადგენილების მიღება იმის შესახებ, რომ ამ კანონთა განწესებანი მომავალშიც მთელი სიმკაცრით იქნეს დაცული. სხვა დანარჩენი, რაც ტრულის ამ კანონშია ნათქვამი, – ზ ო ნ ა რ ას სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას, – ძალადაკარგულია, „როგორც დროებითი და თანაგრძნობით განჩინებული მაშინდელი ეპოქისათვის, მაგრამ არა ძალმოსილი შემდგომი პერიოდისათვის”. ამიტომაც არ ვჩერდებით ამ განჩინების განხილვაზე. ფჟენიშვმნა: 1. ”თ. C # X 7., II, 314.

PDF გვ. 427 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, მკითხველი, მგალობელი ან მეკარე, ღმერთისთვის შეწირულ ქალწულთან შეერთდეს, თავისი პატივიდან განიკვეთოს, როგორც ქრისტეს სძლის განმხრწნელი; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებელ იქნეს.

მოციქულთა 25-ე კანონში ვიხილეთ, რომ სამღვდელო წოდებიდან (ეპისკოპოსიდან დაწყებული ეკლესიის უმდაბლეს საფეხურზე მყოფ მსახურამდე) თავისი ხარისხიდან დამხობას ექვემდებარება ყველა ის პირი, ვინც ურჯულო ურთიერთობაში შევა რომელიმე ქალთან. ცხადია, მით უფრო მეტი სასჯელის ღირსი უნდა იყოს საეკლესიო დასის წევრი, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთისთვის შეწირულ ქალს, კანონის გამოთქმით – ქრისტეს სასძლოს. სახელწოდებით „ქალი“ (/სVი), კანონი გულისხმობს „ქალწულს“ (X006V0%), რომელიც არ დაქორწინდა, უბიწო ცხოვრება გადაწყვიტა და, ბასილი დიდის გამოთქმით, ნებაყოფლობით მიუძღვნა თავი უფალს (მე-18 კანონი, შდრ. IV მსოფლ. მე-16-ს). ზ ო ნ ა რა, კართაგენის კრების 44-ე კანონის შესახებ განმარტებაში, ამ ქალებს უწოდებს 160თ6 Xთი05VისC (შეწირულ ქალწულებს, VIIწI6ი098 §80X85)!. მათი შეწირვა განსაკუთრებული წესით ხდებოდა განმგებელი ეპისკოპოსის მიერ (კართ. 6) და შემდეგ იგი თავად ზრუნავდა მათზე; სამეურვეოდ აძლევდა კეთილმორწმუნე დედაკაცებს, რომ მათთან ერთად ეცხოვრათ და სათნოებებში განმტკიცებულიყვნენ; ან კიდევ რამდენიმე ასეთ ქალწულს საცხოვრებლად ერთ სახლში ათავსებდა თავის მხრიდან მკაცრი ზედამხედველობისა და რომელიმე ხანდაზმული კეთილმორწმუნე დედაკაცის ყურადღების ქვეშ.? ამ ქალწულთა შეწირვის წესი შედგებოდა ლოცვისა და კურთხევისაგან და, განსხვავდებოდა დედათდიაკვნის ქიროტესიისაგან (X6I0006თLთ), რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით IV მსოფლ. კრების მე-15 კანონის განმარტებებში და კვლავ ვისაუბრებთ ტრულის კრების მე-14 და მე-40 კანონების კომენტირებისას.

სასჯელის სიმძიმე, რომლითაც კლერიკოსები ისჯებიან შეწირულ ქალწულთა შეურაცხყოფისათვის, აჩვენებს, რომ აქ ადგილი აქვს არა ქალწულთა მიზეზით ჩადენილ ცოდვას, არამედ – მოტყუებას ან ძალადობას. ამას ადასტურებს კანონის ტექსტი, რომელიც ქალწულთათვის არავითარ სასჯელს არ აწესებს, მაშინ როდესაც მათთვის ძალიან მძიმე სასჯელია დაწესებული იმ შემთხვევაში, როცა მრუშობა მათი მიზეზით ხდება (ბასილი დიდ. კან. 18. 60).

წინამდებარე კანონის თანახმად, შეწირული ქალწულის შემბილწველი ერისკაცი ზიარების აკრძალვას ექვემდებარება. ეს კანონიკური სასჯელი მიღებული იყო ბერძნულ-რომაული კანონმდებლობითაც. ასე რომ, იუსტინიანეს XXIII ნოველის თანხმად, მსგავსი დანაშაული ისჯება როგორც სისხლის სამართლის საქმე.3 ფუენიშვნები:

1. #თ. C # X +., III, 410, შდრ. CMსXX50510»., IIი. 13 Iთ 1 8ძ IIსიჯჩხ. წMII9ი6 §. წ., L. 62, ლიI 563-570). – 1ხიიდლსხა»180., 1ი 1 C0იIIი ხხ. 7 (IM1დიი, 8. დ., L. 124, Cი1. 640-656|). #16 უპისკოპოსი ნიკოდიში (ჰილაში? 2. რდ. C # 8 X., III,410-11. 3. იხ. ამ კანონზე ზონარას განმარტება: #4Cთ, C X# # +., II, 316.

მსგავსი კანონები:მოც.25/ მსოფლ.9IV მსოფლ.16ტრულ.27404445ანკვირ.19ნეოკეს.9კართ.644ბასილი დიდ. ვ.61819203260

PDF გვ. 429 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

სასულიერო პირი, რომელსაც არა ჰყავს მასთან მაცხოვრებელი, კანონით განსაზღვრული ეჭვმიუტანელი პირი, ნუ აიყვანს თავისთან დედაკაცს, ან მხევალს, რათა არ აღმოჩნდეს ამისათვის განკითხვის ქვეშ. ვინც ჩვენ მიერ განწესებულს დაარღვევს, განიკვეთოს. ეს ეხება საჭურისებსაც, რათა არავინ დაძრახოს ისინი; ამ განწესების დამღრვევი კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს. (მოც. 5, 21, 22, 23, 24, 26; | მსოფლ. 1, 3; ტრულ. 12, 13; VII მსოფლ. 18, 22; ანკვირ. 19; კართ. 3, 4, 25, 38, 70; ბასილი დიდ. 83). კანონი, რომელსაც ტრულის ეს დადგენილება ეფუმნება, | მსოფლო კრების მე-3 კანონია. დედაკაცი და მხევალი (VსVუ 7 060თXLVLC, XXVI116X V61 80C1118), რომლებსაც ეს კანონი მოიხსენიებს, ეს იგივე თსV6LICთXVC0L თანამცხოვრები ქალია, ვის შესახებაც ნიკეის მე-3 კანონი საუბრობს, და ხარისხის ჩამორთმევით ემუქრება ყველა სასულიერო პირს, რომელიც გაბედავს სახლში ასეთი იყოლიოს, მაგრამ, ამასთან, ნებას რთავს იყოლიოს დედა, და, მამიდა, დეიდა და სხვა ახლო ნათესავი ქალი, რომლებიც ყოველგვარი ეჭვისაგან თავისუფალნი არიან. დაწვრილებით ამის შესახებ იხილეთ ნიკეის კრების დასახელებული კანონის ჩვენეული განმარტება. ამ კანონში ასეთივე დადგენილებაა საჭურისების მიმართაც; მათ შესახებ ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მოციქულთა 21-24 კანონების განმარტებებში.

PDF გვ. 430 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინაიდან, მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ საეკლესიო დასში გაწევრიანებულ უქორწინებელთა შორის მხოლოდ მკითხველებსა და მგალობლებს შეუძლიათ დაქორწინება, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ ამას და განვაჩინებთ: ამიერიდან, ხელთდასხმის შემდეგ იპოდიაკონს, დიაკონს, ან მღვდელს აღარ აქვთ დაქორწინების უფლება; ვინც გაკადნიერდება და ამ განჩინებას დაარღვევს, განიკვეთოს; ხოლო თუ ვინმეს, საეკლესიო მწყობრში შემსვლელთაგანს, კანონიერად დაქორწინება სურს, მან ეს მანამ გააკეთოს, სანამ იპოდიაკვნად, დიაკვნად, ან მღვდლად ხელთდასხმას მიიღებდეს.

ამ კანონში მეორდება მოციქულთა 26-ე კანონი და იგი საერთო კანონად ცხადდება; ამის შემდეგ იმათთაგან, ვინც უკვე ითპოდიაკონი გახდა და, კიდევ უფრო ნაკლებად იმან, ვინც – დიაკონი ან მღვდელი, ვერავინ უნდა გაბედოს დაქორწინება, თუ სამღვდელო დასში გაწეგრიანების მსურველს კანონიერი ქორწინება სურს, მან ეს უნდა გააკეთოს იპოდიაკონის ხარისხის მიღებამდე («00 «იC XCL00%0VIთC, 8იL6- ძიმთ 0Lძ1ი6LVX) – ამბობს კანონი. ხელთდასხმის შემდეგ კი, ეს დაუშვებელია. რისი თქმაც შეიძლებოდა პრინციპული თვალსაზრისით ამ საკითხის შესახებ, ჩვენ უკვე ვთქვით მოციქულთა უკვე ხსნებული კანონის განმარტებაში. აქვე მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ტრულის წინამდებარე კანონით უქმდება ამ საკითხის შესახებ უფრო ძველი კანონიკური განჩინება: ანკვირიის კრების (314 წ.) მე-10 კანონისა, რომელიც დაქორწინების უფლებას აძლევდა დიაკვნებს ხელთდასხმის შემდეგაც, თუკი ისინი დაუქორწინებელნი იყვნენ დიაკვნის ხარისხში აყვანისას. სპეციალურად ანკვირიის კრების ამ განჩინების შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ დასახელებული კრების მე-10 კანონის განმარტებაში. აღნიშნული განჩინება დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა კანონიკურად და მას სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში მკაცრად იცავდნენ. ამასთან დაკავშირებით VI საუკუნის პირველ ნახევარში ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამ საჭიროდ ჩათვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმინდა ეპიფანეს (520-535) თხოვნით გამოეცა სპეციალური განკარგულება. სახელდობრ, 530 წლის 18 ოქტომბერს იმპერატორმა იუსტინიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც მოციქულთა 26-ე კანონის განჩინება ცხადდება საყოველთაო-სავალდებულოდ; თანაც მიენიშნება (წმინდა კანონის ძალაუფლებით) სამღვდელო დასიდან ყველა იმ პირის განკვეთა, ვინც დაქორწინდება იპოდიაკვნად ხელთდასხმის შემდეგ!. ამავე აზრით იყო შემდგომში გამოცემული იუსტინიანეს მიერ სამი ნოველა (VI, XII, CXXIII), რომელთაგან ბოლო (546 წ. 1 მაისით დათარიღებული), კატეგორიულად მოითხოვს, რომ მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკვნები, დაქორწინებულნი ხელოდასხზმის შემდეგ, დაუყოვნებლივ განიკვეთონ საეკლესიო დასიდან (6+8CX>თ0თ «0ს XX00Lს) და გადაეცნენ სამოქალაქო ხელისუფლებას თავიანთი მოღვაწეობის ადგილმდებარეობის მიხედვით?. ეს შემდგომში დაამტკიცა ტრულის კრებამაც თავისი წინამდებარე კანონით.

ამ კანონში ნათქვამია, რომ „ქორწინების უფლება არა აქვს იპოდიაკონს, დიაკონს ან ჰღვდელს მასზე ხელთდასხმის შესრულების შემდეგ (II6LC «VV §L Cს+0 »00თ860X0(L6VIV X6ს0C0%0VLCVI. ეს აუცილებლად უნდა განვმარტოთ.

სიტყვასიტყვით რომ გაგვეგო კანონში მოყვანილი სიტყვა ხე ლთდასხმაამ ტერმინის ახლანდელი მნიშვნელობით, შეიძლება დაგვესკვნა, რომ იპოდიაკვნის ხარისხში აყვანისასაც ისეთივე ხელთდასხმა ხდება, როგორიც დიაკვნის ან მღვდლის ხარისხში აყვანისას; თითქოს ეს იპოდიაკვნები (კერძო დიაკვნები) არა უმდაბლეს იერარქიულ ხარისხს მიეკუთვნებიან, არამედ – უმაღლესს, და თითქოს ისინი ისეთივე მღვდელმსახურები არიან (1§0თMV%0L, §80X18 101118%1), როგორც ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, ოღონდ მდგომნი საღვთო სამსახურის მე-4 საფეხურზე. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომლის თანახმადაც არსებობს სამღვდელმთავრობო მხოლოდ სამი – არც მეტი, არც ნაკლები – ხარისხი: ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის. მხოლოდ ეს ხარისხები მიიღება წმინდა საკურთხეველში (CVX0ნ6 #0) ჩMიIთ+0ნ) ხელთდასასხმელებზე სულიწმიდის მადლის მოხმობით; ეწინააღმდეგება, აგრეთვე, მართლმადიდებლურ (კურთხევის) წესს, რომლის თანახმადაც ხელთდასხმით ანუ ქიროტონიით (X6I0010VIC) დგინდებიან მხოლოდ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი – იპოდიაკვნები, მკითხველები და სხვები დგინდებიან წმინდა საკურთხეველს გარეთ. (6206 40% ჩMIIX>0C6) ლოცვების კითხვითა და კურთხევით, რასაც ბერძნულად ჰქვია ქი როტესია(Xჯ6L0006CთLXI)3. შუა საუკუნეების ბერძენი კომენტატორები ამ კანონების განმარტებებში არ გვიხსნიან ტერმინს: „იპოდიაკვნის ხელთდასხმა“, რაზედაც ტრულის ეს კანონი საუბრობს. ასევე არ გვიხსნიან თავიანთ განმარტებებში ტრულის მე-13 კანონსაც, რომელშიც კვლავ არის საუბარი „იპოდიაკვნად ხელთდასხმის“ შესახებ. თუმცა, მათ მიერ სხვა კანონების განმარტებებიდან ჩანს, რომ მათ სხვანაირად ესმოდათ იპოდიაკვნის ხარისხის შესახებ, ვიდრე ამას ასწავლის მართლმადიდებლური დოგმატიკა და მართლმადიდებლური ლიტურგიკა. მე-4 მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებაში, რომელშიც ნათქვამია ღვთისმსახურების სხვადასხვა ხარისხში სიმონიტური გზით აყვანის შესახებ, იოანე ზონარა წერს: „წინამდებარე (IV მსოფლ. კრების მე-2) კანონი უფრო ვრცლად 'განაწესებს და აცალკევებს ხელთდასხმულებსა და ხელთდადებულებს (ჯის X6L00%+0V0სII6V0სC), რადგან ერთნი ხელთდასხმით იკურთხებიან, როგორც, მაგალითად, ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკვნები, ხოლო სხვები, მხოლოდ იბეჭდებიან, თანაც, ხელთდადებით (X§ნL– 0006CთLთ), როგორც, მაგალითად, მკითხველები, მგალობლები და მათი მსგავსნი“. ამასვე ამბობს თეოდორე ბალსამონი ხსენებული კანონის განმარტებაში. იმის საფუძველზე, რასაც ეს კომენტატორები ამბობენ, გამოდის, რომ იპოდიაკვნის ხელთდასხმა არსებითად ერთნაირია დიაკონთან და მღვდელთან მიმართებით და, შესაბამისად, იპოდიაკვნებიც მიეკუთვნებიან უმაღლეს იერარქიულ ხარისხს“, ბალსამონი ამას იმეორებს ტრულის 77-ე კანონის განმარტებაშიც და, ამბობს: „უნდა შევნიშნოთ, რომ კანონი განასხვავებს მღვდელმსახურებს, საეკლესიო დასს, მონოზვნებსა და ერისკაცებს. მღვდელმსახურები (L60CთII§V0L) არსებითად ისინი არიან, რომლებიც საკურთხეველში მსახურობენ და ქიროტონია მიიღეს (01! MთL X60070– V0LსIICV01), ანუ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკვნები («CთIL 1XX0– CIთMX0V0ს)...“. მსგაგსადგე გამოთქვამს ეს კომენტატორი ბასილი დიდის 51-ე კანონის განმარტებაშიც. დასახელებული ბერძენი კომენტატორების აზრი იპოდიაკვნობის შესახებ, როგორც უმაღლესი იერარქიის ხარისხისა, წარმოადგენს განყენებულს აღმოსავლეთის საეკლესიო იურისპუდენციაში და თუკი ოდენ მას ეყრდნობიან, ამას უმნიშვნელო ავტორები აკეთებენ. ასეთი აზრი შეიძლება წარმოშობილიყო იმის შედეგად, რომ იპოდიაკონთა სამსახური გაფართოვდა, მათ ნება მიეცათ დახმარებოდნენ დიაკვნებს წმინდა საკურთხეველში წმინდა ლიტურგიის ჩატარებისას. გარდა ამისა, ხსენებულ კომენტატორთა ასეთ აზრზე ადვილად შეიძლება გავლენა ჰქონოდა იმასაც, რომ მათი თანამედროვეობის დასავლურ ეკლესიაში შემოღებულ იყო ცელიბატობა იპოდიაკვნებისთვისაც, რომლებიც მაშინ მიეკუთვნებოდნენ ი”Xძ1იძ§8 58011, ანუ 0X901ი008 I28)0X055 (სამღვდელო, ანუ უმაღლეს ხარისხსს). თუკი დასავლურ ეკლესიაში იპოდიაკვნისთვის ოჯახური ცხოვრების აკრძალვა გახდა მიზეზი მისი იერარქიული ხარისხის უმაღლეს კატეგორიაში შეყვანისა, ეს არ ნიშნავს რომ აღმოსავლურ ეკლესიაში იპოდიაკვნისათვის ქორწინების აკრძალვა ხელთდასხმის შემდეგ გამხდარიყო საკმარისი მიზეზი მისი იერარქიული ხარისხის უმაღლესი კატეგორიისადმი მიკუთვნებისა, რადგან დოგმატური სწაგლებით იპოდიაკვნები ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. თუმცა, ზემოხსენებულ ბერძენ კომენტატორთა აზრი არასდროს ითვლებოდა აღმოსავლურ ეკლესიაში კანონშესაბამისად. ამას ამტკიცებს ნეტარი სვიმეონ თესალონიკელი, რომელიც თავის წიგნში, მღვდელმოქმედებისა და სხვა სწავლების შესახებ, გადმოგვცემს საეკლესიო იერარქიის ხარისხების შესახებ ისე, როგორც ეს ძველად იყო და როგორც ამჟამად არის მიღებული მართლმადიდებელ ეკლესიაში. სახელდობრ, ის ხელთდასხმის შესახებ საუბრობს მხოლოდ მღვდლებსა და დიაკვნებზე და, ამასთან, აღნიშნავს, რომ იპოდიაკვნების დადგინება ხდება იმ წესით, როგორითაც მკითხველებისა და დასის სხვა დაბალი კატეგორიის წევრებისა. მთავარეპისკოპოსი ბენიამინი თავის ზემოხსენებულ წიგნში წერს: „ეპისკოპოსის მიერ ხელთდადების რიტუალი, როცა საქმე იპოდიაკვნად დადგინებას ეხება, არ ანიჭებს იპოდიაკვნის ხარისხს ჭეშმარიტი მღვდლობის საიდუმლოს მნიშვნელობას, არამედ – მხოლოდ ცერემონიალის ელფერს. ეს არის უბრალო ქიროტესია, ანუ საერთო ხელთდადება, როგორიც ხდება ავადმყოფებზე და ყოველნაირ ნივთზე, რომელიც იწმინდება და იკურთხება და, არა – ქიროტონია. ანუ თვით მღვდლობის საიდუმლოებას იპოდიაკონი არ ეზიარება. იპოდიაკვნის ხარისხში აყვანა ხდება ქიროტესიით და უბრალო ლოცვების წაკითხვით, ხოლო დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოითქმება სხვა საღვთო და წმინდა სიტყვები: „საღვთო მადლი და სხვა“”. ის, რაც აქ ასე ზუსტად და ნათლად არის ნათქვამი, სრულად პასუხობს ყველა სხვა კითხვას, რისი მოყვანაც შეიძლება პატრისტიკული დასაეკლესიო-იურიდიული ლიტერატურიდან.

ტერმინი „ხელთდასხმა“ X6CL00%0VIღ0, რომელიც ასევე გამოიყენება ტრულის მე-13 კანონში, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიადაც არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც მას ბერძენმა კომენტატორებმა მიანიჭეს. საეკლესიო-იურიდიულ ენაზე ეს ტერმინი ნიშნავს საიდუმლო ხელთდადებას, ანუ მთავარეპისკოპოსის ხელის დადებას გამორჩეულზე ღვთის მადლის გარდამოსასვლელად, რაც ლოცვის საშუალებით აღესრულება; ასევე, ხელთდადებაც რომელიმე პირზე, – მაგრამ არა მადლის მოხმობა გარდამოსასვლელად, – ნიშნავს, ამ პირის არჩევას ან დადგინებას საეკლესიო სამსახურში.9 საიდუმლო ხელთდასხმის უფლება ეპისკოპოსს ეკუთვნის, ხოლო იპოდიაკონის დადგინება თავის მონასტერში შეუძლია განმგებელ წინამძღვარსაც ზუსტად ისევე, როგორც წიგნის მკითხველისა.9? როცა ეპისკოპოსი აკურთხევს მღვდელს და დიაკონს, აქ მთავარ მომენტს წარმოადგენს საღვთო მადლის მოხმობა; როცა ხდება იპოდიაკონის ან სხვათა დადგინება, მაშინ მადლის მოხმობა არ ხდება. ხოლო ტერმინი „ხელთდასხმა“ რომ გარდა საიდუმლო ხელთდასხმისა, ასევე ყოველგვარ საეკლესიო მსახურებაზე დადგინებასაც ნიშნავს, ამის კლასიკურ დადასტურებას ვხედაგთ მე-7 მსოფლიო კრების საქმეებში. ამ კრების პირველ სხდომაზე ბგობა შედგა იმის შესახებ, თუ როგორ ეკუთვნით მიღება მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირებს, რომლებმაც ხელთდასხმა ერეტიკოსი ეპისკოპოსებისაგან მიიღეს. ამასთან, წაიკითხეს I მსოფლიო კრების მე-8 კანონი, სადაც ასეთ ხელთდასხმაზეა საუბარი. მისი მნიშვნელობის შესახებ კრების თავჯდომარემ, პატრიარქ ტარასიმ შემდეგი განმარტება მისცა: „ამ შემთხვევაში სიტყვა ხე ლთ დ ასხმა შეიძლება აღნიშნავდეს უბრალო კურთხევას და არა ქიროტონიას“.19? მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეს იყო ნათქვამი VII მსოფლიო კრებაზე, რომელიც ტრულის კრების შემდეგ გაიმართა. აღნიშნულ კრებაზე ყველაზე უკეთ იცოდნენ, თუ როგორ ფიქრობდნენ ტრულის კრების მამები და რა აზრით გამოიყენებდნენ სხვადასხვა კანონებში თავიანთ ტერმინს „ხელთდასხმა“. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო შეეძლო სცოდნოდა სწავლულ პატრიარქ ტარასის. გარდა ამისა, გავითვალისწინოთ კონტექსტი როგორც ამისი, ასევე ტრულის მე-13 კანონისა, სადაც ერთნაირად გამოიყენება ეს ტერმინი „ხელთდასხმა“ – როგორც დიაკვნების, ასევე იპოდიაკვნების მიმართ. ეჭვს გარეშეა, რომ ამ კანონებში ტრულის კრების მამებს არ ჰქონიათ მხედველობაში საიდუმლო ხელთდასხმა, რომლის დროსაც საღვთო მადლი გარდამოდის გამორჩევას დაქვემდებარებულ პირზე, არამედ ამ ტერმინს იყენებდნენ ფართო გაგებით, სახელდობრ, როგორც აყვანა გარკვეულ იერარქიულ ხარისხებში იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია ეს ხარისხები – უმაღლესი თუ უმდაბლესი. ამით აიხსნება ის მოჩვენებითი წინააღმდეგობა, რომელიც ტრულის მე-6 კანონში ძევს და გადმოცემს იპოდიაკვნის ხელთდასხმას დიაკვნებისა და მღვდლების თანასწორად, რამაც საბაბი მისცა შუა საუკუნეების ბერძენ კომენტატორებს შეეყვანათ იპოდიაკვნები უმაღლესი იერარქიული ხარისხის კატეგორიაში. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ქორწინების აკრძალვამ დაქვრივებული მღვდლების, დიაკვნებისა და იპოდიაკვნებისათვის (დადგენილი ამ მე-6 კანონით) ვერ მოიკიდა ფეხი აღმოსავლურ ეკლესიაში მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე. მათე ბლასტარს თავის სინტაგმაში მოჰყავს ლეონ ბრძენის (886 წ.) ნოველა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღმოსავლურ ეკლესიაში ხელთდასხმამიღებულ უცოლო პირებს უფლება აქვთ დაქორწინდნენ 10 წლის განმავლობაში (§VX06 86Xთ6XIთნ)'!. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში პატრიარქი მარკოზი ბალსამონს ეკითხებოდა: „აქვთ თუ არა დიაკგნებსა და იპოდიაკვნებს კანონიერი ქორწინების უფლება?!7?XIII საუკუნეში კორინთელთა ეკლესიაში ბევრი მეორედ დაქორწინებული სამრევლო მღგდელი იყო, რომლებიც სწორედ მღვდლობისას დაქვრივდნენ და მეორედ დაქორწინდნენ. ეს არავის ხვდებოდა თვალში და ამაში ვერაფერ სათაკილოს ხედავდნენ, ვიდრე ერთი ასეთი მღვდელმსახური მრუშობაში არ ჩავარდა და საცდური არ წარმოშვა. ერთ-ერთმა მისმა თანამედროვე მონოზონმა, სახელად თეოდოსიმ, ისარგებლა ამ შემთხვევით და წამოაყენა საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, ზოგადად, სამღვდელო წოდებაში დარჩეს პირი, რომელიც ხელთდასხმის შემდეგ მეორედ დაქორწინდება. ამ კითხვით მიმართა მან კონსტანტინოპოლში იმ დროისათვის ცნობილ საპატრიარქოს ქარტოფილამქს ნიკიფორეს და სთხოვა მას, წერილობით ეცნობებინა თავისი აზრი. ქარტოფილაქსმა შეასრულა თეოდოსის თხოვნა და 1255 წელს გაუგზავნა მას ეპისნშინდა VI მსოფლიო სჯეკლეხიო კრემა (ფრუყლის კნ სხვავვარადV-VII) #21 ტოლე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იმასაც წერს, რომ კანონიკური დისციპლინით მრუშობით დაცემულებს და ორჯერ დაქორწინებულებს არა აქვთ უფლება ღვთისმსახურება აღასრულონ!). ამის შემდეგ აღმოსავლურ ეკლესიაშიც დამკვიდრდა პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მღვდლებსა და დიაკვნებს არ შეუძლიათ ხელთდასხმის შემდეგ იქორწინონ, მაგრამ ამ პრაქტიკაზე უარს ამბობდნენ იპოდიაკვნის შემთხვევაში. ასე რომ, ამჟამადაც არავის შეაცბუნებს თუკი დაქვრივებული იპოდიაკონი ხელმეორედ დაქორწინდება.

შენიშვნები:

1, Cიძ. 1, 3, 45.

2. MიV.VI. 535 წ.-დან, 0. 5; MიV. XXII 536 წ.-დან, C. 42; MიV. CXXIII 546 წ.-დან, ი. 14 3. მართლმადიდებლური სწავლება ამის შესხებ იხ. #0X#X069LI88იM#Mი, )806MM6MM#, IL0389 CM0MX8XL. (CXI6.,1853), III,I. § 1, გვ.3.

4. ამ ბერძენი კომენტატორების აზრის საფუძველზე პროფ. ნ. სუვოროვმა (1) გამოთქვა აზრი, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ასებობს ოთხი იერარქიული ხარისხი და არა სამი. იხ. მისი „#XVიC IL6MX0888+0 ივ8ვ“. ჰიილთ»გ8ML, 1889, I, 207. ამის შესახებ იხ. ჩემი იIIი88, V00M08%00 X0880“. (2 სერბ. გამოც.), § 60. შენიშ. 5.

5. ,,XII საუკუნიდან კერძოდიაკვგნები მიეკუთვნებიან 0»”ძ1ი08 II8)1)0108, რადგანაც ამ დროიდან მათთვისაც გახდა ცელიბატობა მკაცრად სავალდებულო”. L. V0IIი9, სიხ ხსის ძივ I IIიხიი”იCხ(5. 3 ის!!., II01ხყ»ყ 1. 8L., 1893,5. 397. შდრ. LIოიძხი+ი, ლისხიL (ი ძი». ”ი810თიVMI002ძ10 წსL იI0L05L. Iსიი10წ16 9. #IICMი, 3 #სI. IV 8გიძ, 5. 204-8) სიძ LVXIIIIივ, Cი11ხ2L (II VიL>იL VIძ VVCIL0, M#I>ის6010XIM0V, 2 ტ)სწ. 83იძ. III, 8. 584-594).

6. იი 83019 იXძსიმხიო!ხს§ 08». 4 ( 7 (31. 159 და 162) IM1დღიი. §. წ., ს. 155, ლ01. 365- 368). შდრ. ზემოაღნ. რუსული თარგმანი „IIMX088## 68. 098, 0000, X M#070XMM%0889M#M10 988. 60-00M7X689M8“, ტ. II, 213 და შემდგ. 7. #იXM6ი, 008M8MXMXM, II0889% CM0MX8VXL%. III, 1. § 3, გვ.10.

8. 80100, 1იძ58V0I05 600108. 0 ი8LIხ95 წX80019, II, 1512-1517.

9. ჩემი „IIი88. IM00MX03#00 X90830“ (II სერბ. გამოც.), § 75, შენიშვ. 1, 24, 25.

10. მსოფლიო კრების საქმენი, VII, 93.

11. ბლასტარის სინტაგმა (4თ. C # # «., VI. 153).

12. #Cთდ. C # 8 X., IV, 477.

13. #თ. C X 8 7., V, 390.

მსგავსი კანონები:მოც.52651IV მსოფლ.14ტრულ.ვ.3132130ანკვირ.10ნეოკეს.1კართ.16ბასილი დიდ.69

PDF გვ. 430 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ ეკლესიაში დიაკვნებს საეკლესიო თანამდებობები უკავიათ და ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა, თავხედურად და თვითნებურად, თავს მღვდლის წინ ჯდომის უფლება მისცა, ამის გამო განვაჩინებთ: დიაკონს, რომც მქონდეს რაიმე პატივი, ანუ გარკვეული საეკლესიო თანამდებობა, არ მიეცეს მღვდელზე მაღალი ადგილის დაკავების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რაიმე საქმეზე სხვა ქალაქში წარგზავნილი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს წარმოადგენს, რადგან ასეთ შემთხვევაში, იგი მათ ადგილს იკავებს, როგორც ადგილის მცველი” და, მხოლოდ ამისთვის არის პატივდებული. ხოლო, ვინც ძალადობითა და თავხედობით იკადრებს #22 უპჰისკოჰოსი ნიკოდიში (შილამიპ ამის ჩადენას, ჩამოქვეითდეს თავისი ხარისხიდან და ყველას შორის დარჩეს უკანასკნელი იმ წოდებაში, რომელი წოდებაც თავის ეკლესიაში აქვს. თავად ჩვენი უფალიც რომ არ არის წარმოჩინებულ ადგილას ჯდომის მოყვარე, ამაში სწავლება გვარწმუნებს, რომელიც ლუკა მახარებელისაგან მოგვეცა თვით ჩვენი უფლისა და ღმერთის პირით, რამეთუ იგი მოწაფეთ ასეთ იგავს ეუბნება: „რაჟამს გზადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაკესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; და მოვიდეს, რომელმანიგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხ+ლით უკუნაისკნელსა ადგილსა დაპყრობად. არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაისკნელსა ადგილსა, რათთა მოვიდეს, რომელმან-იგი გზადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინაკეთა შენთა თანა. რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თყსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თუვსი, ამაღლდეს“ (ლკ.14, 8-11.). ეს ყველაფერი დაცულ იქნეს სამღვდელო წოდების სხვა ხარისხებშიც, რამეთუ ვიცით, რომ სულიერი ღირსება და თანამდებობა უაღრესად აღემატება ამსოფლიურ თანამდებობებს.

(| მსოფლ.18; ტრულ.!16; ლაოდ. 20). სასულიერო იერარქიის დადგენილ ხარისხთაგან დამოუკიდებლად, ეკლესიებში უძველესი დროიდანვე არსებობდა სხვადასხვა საეკლესიო მსახურება, რომლებიც ეკლესიის გარე მმართველობას ეხებოდა და არ იყო დამოკიდებული ამა თუ იმ სასულიერო იერარქიის ხარისხზე. ხარისხებად (8თ0IL01, წX8ძ 05) ეს საეკლესიო მსახურებანიც იწოდებოდა, მაგრამ არა ბუკვალური მნიშვნელობით («თ=თ-– ჯიუთოითხ, 8ხს51IV0), როგორც ამას ზუსტად შენიშნავს ბალსამონი მოციქულთა მე-17 კანონის განმარტებაში, რამეთუ ხარისხები, ჭეშმარიტი მნიშვნელობით («სიL–- თა6, 0X00IL10), მხოლოდ სასულიერო იერარქიაში არსებობს. ამიტომ, ამგვარი მსახურებანი და საუფროსო თანამდებობანი, არსობრივად მხოლოდ პატივმისაგებელისა და შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.1 პირები, რომლებიც ასეთი სამსახურით იყვნენ დაკავებულნი, საეკლესიო ჩინოვნი კებად!სანოვნიკებად) იწოდებოდნენ (6VითLთღთXV0L თ0X0VX68C, ან 0დCLXLCX01 ან კიდევ თ610I(ICIX0-). ეს საეკლესიო მოხელეები, სხვა სასულიერო პირთაგან განსხვავებით, არ იყვნენ ვალდებულნი ღვთისმსახურება ჩაეტარებინათ. ისინი დაკავებული იყვნენ ეკლესიის საგარეო და ადმინისტრაციული საქმეებით, რომლებიც მათ ევალებოდათ იმ საეკლესიო ხელისუფლებისაგან, ვისაც ექვემდებარებოდნენ. საეკლესიო მოხელეების წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანობის პირველ საუკუნეებთან; IV და V საუკუნის კრებები კი მათ შესახებ საუბრობდნენ, როგორც ძველი დროის დადგენილებებზე (ღანგრ. 7,8; IV მსოფლ. 2,26).2 მთავარ მოხელეებს ერქვათ – ეგზოქატაკილი (65C:+4თ<CMX0VM01): ეკონომოსი, საკელარი, სკევოფილამქსი, ქარტოფილაქსი, საკელი და პროტეკდიკი. ეს თანამდებობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დიდ ქალაქებში უშუალოდ ეპისკოპოსებთან მსახურებისას, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თანამდებობებზე მსახურება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სასახლეში იყო. ის პირები, ვინც ამ მსახურებით იყვნენ დაკავებულნი, დიდი პატივით სარგებლობდნენ, უაღრესად წარჩინებულად ითვლებოდნენ და მათ „დიდსაც“ კი უწოდებდნენ. (მაგ.: 0 LIC/C6 0VX0V0IL06, 0 IMLC/თ6 თXX6##C010ნ6 და ა.შ.3?). ამ მსახურებებს უმთავრესად დიაკვნები ასრულებდნენ, რომლებიც სარგებლობდნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და იმსჭვალებოდნენ – ტრულის ამ კანონის გამოთქმით – „თავხედობითა და თვითნებურობით“ (თა0მთბ6Iთ CთI თს)%0V0ILLCთ), თაგიანთი თავი მღვდლებზე მაღლა მოჰქონდათ და თავს უფლებას აძლევდნენ მათზე უპირატესი დასაჯდომელი დაეკავებინათ. ეს კი წინააღმდეგობაში მოდიოდა იერარქიული სუბორდინაციის შესახებ დაწესებულ კანონთან, რომელიც ჯერ კიდევ | მსოფლიო კრებაზე მიიღეს. როგორც უკვე გნახეთ, ამ კრების მე-18 კანონის თანახმადაც დიაკვნები ვალდებულნი იყვნენ მღვდლების ქვემოთ დაეკავებინათ ადგილი. ტრულის კრებამ აღნიშნა, რომ დიაკვნებმა დაივიწყეს ნიკეის მსოფლიო კრების განჩინება, განიმსჭვალნენ ტირანული თავხედობით, არღვევენ იერარქიულ წესს ეკლესიაში, და ყოველივე ამის გამო გადაჭრით დაგმო რა მსგავსი ქმედებანი, განმარტა, რომ სასულიერო პატივი და ღირსება საეროზე უაღრესად აღმატებულია («0)V MCC #0CLLCV CXICL0)IMLCL0MV M06LX0VC «0: #V6სICVIXC, §6Cს18>ხVხ5 §6ს თისიძვეი15 ძ1ყი1Lმ+Iხს5 50IILIC8108 0I8მ05L8ი110L05 0550), ანუ სასულიერო იერარქიის ხარისხს ეკლესიაში გაცილებით აღმატებული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმათ მსახურებას, ვინც დაკავებულია ადმინისტრაციული და ეკლესიის საგარეო საქმეებით. თუ რომელიმე დიაკონი გაბედავს და მომავალშიც დაარღვევს დადგენილ იერარქიულ წესს, კრება განაჩინებს, რომ ასეთი პირი უნდა ჩამოაქვეითონ დაკავებული თანამდებობიდან, გაათავისუფლონ იმ ადგილიდან, რომელიც მას ხელთდასხმის შემდეგ დიაკონთა შორის ეკავა, დაბოლოს, ასეთი უნდა განწესდეს მისივე წოდების პირთა შორის უკანასკნელ ადგილზე. ხოლო, დამადასტურებლად იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს ასე, კანონს მოჰყავს ადგილი ლუკას სახარებიდან, სადაც იესუ ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს: „რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თუვსი, ამაღლდეს“ (ლუკ. 14,11 #.

ეს კანონი საერთო ნორმიდან გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევაში, თუკი დიაკონი მნიშვნელოვან საეკლესიო საქმეზე მიემგზავრება რომელიმე სხვა ქალაქში თავისი პატრიარქის, ან მიტროპოლიტის განსაკუთრებული დავალებით და იქ წარმოადგენს მის უწმიდესობა პატრიარქს ან მის მაღღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტს; მაშინ ასეთ დიაკონს, როგორც მათ შემცვლელს, სათანადო პატივი უნდა მიეგოს (Cსთო00C6+L). პატივი მდგომარეობდა იმაში, რომ დიაკონს, როგორც მოადგილეს თავისი პატრიარქისა და მიტროპოლიტისა, შეეძლო დაეკავებინა ადგილი მღვგდლებსა და თვით ეპისკოპოსებს შორისაც კი – ეკლესიის გარე შეკრებაზე (6თ 20% 8MILCთC+06) და არა ღვთისმსახურებისას?; მიეღო მონაწილეობა ხმის მიცემაში განსახილველი საკითხის შესახებ საკრებულოს სხვა წევრების თანასწორად, მოეწერა ხელი კრების დადგენილებაზე და სხვა მსგავსი უფლებებით ესარგებ- #94. ეპისკოპოსი ნიკოდიში (შილაში) ლაწ. მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევებშიც რომ დიაკონს უნდა სცოდნოდა თავისი იერარქიული ხარისხი და სათანადო პატივი მიეგო მღვდლებისათვის, ეს კარგად ჩანს ტრულის ამ კანონში. ამის გარდა, ეს კანონი ამ გამონაკლისს უშვებს იმ ფესვმოკიდებული ჩვეულების გამო, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსები ანდობდნენ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო საქმეებს თავიანთ გამორჩეულ დიაკვნებს; თუმცაღა, ამ გამონაკლისს არ გააჩნდა კანონის ძალა და არც შეიძლება ჰქონოდა, მით უფრო, რომ იგი ეწინააღმდეგება დღესავით ნათელ | მსოფლიო კრების მე-18 კანონის განჩინებას და ბალსამონის ჭეშმარიტი განსაზღვრით (დასახელებული კანონის განმარტებისას) აბსურდულს წარმოადგენს (#თ0C=)2.0VCა6, 6L86L6X L8L1006Xი).7 დროთა განმავლობაში დიაკვნებმა ისარგებლეს რა ეპისკოპოსებთან სიახლოვით, მიაღწიეს იმას, რომ მათ მინდობილი ჰქონდათ თითქმის ყველა მთავარი საეკლესიო-ადმინისტრაციული თანამდებობანი; მათ თითქმის ყველგან (განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კარზე) ისეთი მდგომარეობა ეკავათ, როგორიც რომში კარდინალებსზ, ასეთი არამართებულობა (Xთ0CX0VLCII06), რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა მუდმივად დარჩენილიყო: უკანასკნელ დროს ჩვენ ვხედავთ საეპისკოპოსო კათედრებზე მაღალ საეკლესიო თანამდებობების არსებობას, მაგრამ ამ ადგილებს იკავებენ უკვე არა დიაკვნები, არამედ სამღვდელო წოდების პირნი. შენიშვნები: " წარმომადგენელი, პოტირიტასი. 1. ტდ. C # 8 X., II, 24-25. . 2. სხვათა შორის, იხ. მოციქულთა განწესებანი, II, 57; და )180251:111 M. იი. 54, 117. 188 MI იი, 5. წ., L. 32, 01. 400, 664 და შემდგ). 3. იხ. ჩემი თხზ. ,,Iიი70886783 I90C88. II00M9იM”, გვ. 121-167. 4. ტრულის ამ კანონის სულისკვეთებით გამოცემულია XXIV ნოველა იმპერატორ ალექსი კომნინის მიერ 1107 წ. (780ხ83X1860. ჰVI5. წX.-IიIXი., III, 420). 5. იხ. | მსოფლ. კრების მე-18 კანონზე ბალსამონის განმარტება: 49%. CM9X. II, 156. 6. იხ ტრულის კრების მე-7 კანონზე არისტინეს განმარტება: #4დ,. C#9842., II, 324MV და ასევე 63-ე კანონზე ბალსამონის პასუხი ალექსანდრიის პატრიარგ მარკოზისადმი: #4Cდ. C # 8 #., IV, 494. 7. რთ. C # 8 7., II, 156. 8. იხ. რომის იკლესიის კარდინალების შესახებ სტატიაში #IL6VL2V31ძ 1 VV 9L206+ სიძ Vი0IL0ი, MIICსიი106XIMიია II, 1948 და შემდგ.

PDF გვ. 435 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჩვენი წმინდა მამების მიერ მიღებული დადგენილებანი ჩვენც გვსურს ყოველმხრივ შევინარჩუნოთ, ამიტომ ვაღორძინებთ IV მსოფლიო კრების მე-19 კანონსაც, რომელიც ბრძანებს, რომ ყოველწლიურად შედგეს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იმ ადგილზე, სადაც მიტროპოლიის ეპისკოპოსი თავისი შეხედულებით საუკეთესოდ მიიჩნევს; მაგრამ რადგანაც ბარბაროსთა შემოსევებისა და სხვა შემთხვევითი დაბრკოლებების გამო, ეკლესიათა წინამძღვრებს არა აქვთ ყოველ წელიწადს ორგზის შეკრების საშუალება, ამიტომ განვაჩინებთ: ყველა სამთავროში, საეკლესიო სანშინდა VI შსოფლიო სკეკლეხიო კრემა (ყრულის კნ სხვკვვარ3დV- VI) +95 კითხების წამოჭრასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსები უნდა შეიკრიბონ წელიწადში ერთგზის ყოველ მიზეზგარეშე წმინდა აღდგომის დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე იმ ადგილას, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მიტროპოლიტი აირჩევს. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც არ მოვლენ კრებაზე, თუმც კი იმყოფებიან თავიანთ ქალაქებში და ამასთანავე ჯანსაღნი არიან და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა.

როგორც ჩანს, იმავე მიზეზებმა აღძრა ტრულის კრების მამები გამოეცათ ეს კანონი, რომლებმაც IV მსოფლიო კრების მამებს გადააწყვეტინეს მიეღოთ თავიანთი მე-19 კანონი პერიოდულად სამიტროპოლიტო კრების მოწვევის შესახებ. აღნიშნულ კანონში ნათქვამია, რომ კანონებით დადგენილი კრებები თავის დროზე არ იკრიბებიან. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განაჩინეს, რომ მკაცრად ყოფილიყო დაცული ამის თაობაზე წინანდელი კანონიკური დადგენილება. ტრულის წინამდებარე კანონში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ეს შეიძლება ვიგულისხმოთ იუსტინიანეს 564 წ. ნოველით, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსის მიერ არ ხდება მოციქულთა 37-ე კანონის დაცვა ეპისკოპოსთა ყჟოველწლიური შეკრების შესახებ და რომ ეს კრებები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ აღარ იკრიბება, რის გამოც ვბრძანებთ, რომ კრებები, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც გაიმართოს. ჰქონდათ რა ეს მხედველობაში, ტრულის კრების მამებმა მიიღეს ეს კანონი და დაადგინეს, რომ აღნიშნული კრებები აუცილებლად შემდგარიყო, როგორც იყო ეს დადგენილი წინანდელი კანონებით (მოც. 37; | მსოფლ. 5; IV მსოფლ. 19; ანტიოქ. 20), თუმცა, ბარბაროსთა თავდასხმების გამო, რომლებიც ხშირად ხდებოდა VII საუკუნეში და განსაკუთრებით მაჰმადიანობის წარმოშობის შემდეგ, ასევე სხვა შემთხვევითი, ეპისკოპოსების გადაადგილებისათვის ხელისშემშლელი გარემოებების მიზეზით, ამ კრების მამებმა გააუქმეს პირვანდელი კანონიკური ბრძანება კრებების წელიწადში ორჯერ მოწვევის შესახებ და განაჩინეს, რომ კრებები ყველა მიტროპოლიაში ჩატარებულიყო წელიწადში ერთხელ!, თანაც აღდგომიდან ოქტომბრის ბოლომდე და, იმ ადგილას, სადაც ამას მიტროპოლიტი გადაწყვეტდა. ეპისკოპოსებს, რომლებიც კრებას არ დაესწრებიან უსაფუძვლო მიზეზის გამო, იგივე სასჯელი ედებათ, როგორიც დადგენილი იყო IV მსოფლიო კრების მამების მიერ (მე-19 კანონი), სახელდობრ: საყვედური. ამ კანონის განჩინება გამეორებულ იქნა VII მსოფლიო კრებაზეც (მე-6 კანონი). შენიშმნა:

1. MიV. CXXXVII, იგი. 4. #96 უპისკოპოსი ნიკოდიმი Cმილაში)

მსგავსი კანონები:მოც.37! მსოფლ.5IV მსოფლ.19VII მსოფლ.6ანტიოქ.20კართ.95

PDF გვ. 438 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

სამღვდელო დასის წევრს არა აქვს უფლება იქონიოს სავაჭრო დუქანი, რადგან თუკი ასეთ პირს დუქანში შესვლაც კი ეკრძალება, მაშინ რაოდენ მეტად უჯეროა მისთვის იქ სხვების მომსახურება და შეუფერებელი საქმიანობით დაკავება. ვინც ამგვარი საქმიანობითაა დაკავებული, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს. (მოც. 54; ლაოდ. 24; კართ. 40). ჩვენთვის ცნობილია მოციქულთა 54-ე კანონის დადგენილება, რომლის თანახმადაც არც ერთ სასულიერო პირს არა აქვს დუქანში სტუმრობის უფლება. ამ კანონმა მიიღო რა ეს საფუძვლად, – რომლის თანახმადაც კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლია სასულიერო პირს თვითონ იყოს დუქნის მეპატრონე, – დაადგინა, რომ განიკვეთოს ის სასულიერო პირი, ვინც ჯიუტად აგრძელებს ამ საქმიანობას. ამ კანონის განმარტებისას, მიაქცევს რა ყურადღებას სიტყვებს: „იქონიოს სავაჭრო დუქანი“, ბალსამონი აძლევს მათ ნამდვილი ვაჭრობის მნიშვნელობას (6V60V6LV 6IIII001CV #თIი2CIV, 0680900018Xი 026XC8LსI8Iი 6X0XC6L0), ანუ სავაჭრო საქმის წარმოებას და აღნიშნავს, რომ ეს უპირობოდ ეკრძალებათ სასულიერო პირებს, თუმცა მათ სრულიადაც არ ეკრძალებათ მესაკუთრის უფლებით იქონიონ სავაჭრო დუქანი და არენდით მისცენ იგი სხვას, რამეთუ ამას აკეთებენ მონასტრებიც და სხვადასხვა ეკლესიები!. შენიშვნა: 1. ტდ. C # 8 »., II, 327.

PDF გვ. 440 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვახშს იღებს ანუ ე.წ. მეასედს, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს. (მოც. 44; | მსოფლ. 17; VII მსოფლ. 19 ლაოდ. 4, კართ. 5, 16; ბასილი დიდ. 2, 14; გრიგოლ ნეოკ. 3; გრიგოლ ნოს. 6). მოციქულთა 44-ე და I| მსოფლიო კრების მე-17 კანონების განმარტებისას, ჩვენ გვქონდა შემთხვევა გვესაუბრა მევახშეობაზე, რომლის უფლებაც შეიძლება შემთხგევით თავის თავს მისცეს ამა თუ იმ სასულიერმა პირმა. ტრულის ეს კანონი იმეორებს დასახელებულ კანონთა განწესებებს და ადგენს ჟველა იმ პირის განკვეთას, ვინც მევახშეობას ეწევა. ეს მოთხოვნა ბევრ სხვა კანონშიც მეორდება.

PDF გვ. 440 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არც სამღვდელო პირმა და არც ერისკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იხმიოს იუდეველთა მიერ მიწოდებული უფუარი; არ უნდა იმეგობროს მათთან; ავადმყოფობისას არ უნდა მოუხმოს და მკურნალობა მათგან ნშინდა VI შსოფლიო სკეჯლესიო კრემა (ყრულის კნ სხვაგვარათდV-VI) L27 არ მიიღოს; არც აბანოში იბანაოს მათთან ერთად. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

ტრულის კრების მამებმა შეიწყნარეს წინა კანონები (იხ. მითითებული პარალელური კანონები) და ამ განწესებით აკრძალეს ყოველგვარი ურთიერთობა იუდქეველებთან – სასულიერო პირთა განკვეთისა და ერისკაცთა წმინდა ზიარებიდან განყენების მუქარით.

მსგავსი კანონები:მოც.7647071ანტიოქ.1ლაოდ.293738კართ.5173106

PDF გვ. 440 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 12

შევიტყვეთ, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში, ზოგიერთი ღვთისმოსავი მღვდელმთავარი მასზე ხელთდასხმის შემდეგაც თავის მეუღლესთან აგრძელებს ცხოვრებას, რითაც სხვებს დაბრკოლებებსა და საცდურებს უქმნის. ვინაიდან გვსურს, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მინდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან ნუ ექნება ადგილი მსგავს ქმედებას. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის გასაუქმებლად ან შესაცვლელად, არამედ მრევლზე მზრუნველობის მიზნით, მათი გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; აგრეთვე, იმიტომ, რომ ბიწი არ მოეცხოს სამღვდელო წოდებას, რამეთუ საღვთო მოციქული ამბობს: „ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობმსსა, არამედ მრავალთასა, რაითა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (I კორ. 10, 31-33; 11,1). ვინც შემჩნეული იქნება აღნიშნულ ქმედებაში, განიკვეთოს. (მოც. 5,51; | მსოფლ. 3; ტრულ. 30,489; კართ. 3,4,25, 70). ჩვენ უკვე ვიხილეთ მოციქულთა მე-5 და 51-ე კანონებისა და | მსოფლიო კრების მე-3 კანონის განმარტებებში, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში ეპისკოპოსებს შეეძლოთ ქორწინებაში ეცხოვრათ. თუმცა, იქვე ისიც ვნახეთ, რომ მათ შეიძლება ოჯახთან არც კი ეცხოვრათ; უფრო მეტიც, ვიხილეთ, რომ ღირსეულ საქმედ ითვლებოდა, როცა ვინმე მეუღლეს განერიდებოდა და კრძალულებაში გააგრძელებდა ცხოვრებას – სიკეთესა (ი, თთMთიCთLV) და სათნოებაში (8L §ს#C86LVV) განსამტკიცებლად. ცხადია, აზრი, ეპისკოპოსის უქორწინებლობის შესახებ, ეკლესიაში თავიდანვე არსებობდა და, თუ მაშინვე არ მოხერხდა ამ აზრის განხორციელება და მისი კანონიერ ძალაში შეყვანა, ეს ერთი მხრივ გამოწვეული იყო ისტორიული მდგომარეობით, ხოლო მეორე მხრივ სწორედ ამ მდგომარეობათა გამო ვერ იქნა შესაძლებელი სწრაფად და მთელი სისრულით დამყარებულიყო საეკლესიო დისციპლინა. ტრულის კრებას განგებით ეწერა როგორც ბევრ სხვა, ასევე ამ საკითხთან დამოკიდებულებითაც კანონად ჩამოეყალიბებინა ის, რაც გადმოცემით ჯერ კიდეგ მოციქულთა დროიდან იმარხებოდა საეკლესიო ცნობიერებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ კრების განჩინება. იგი განკვეთის მუქარით ადგენს, რომ ეპისკოპოსთაგან ვერავინ გაბედოს ქორწინებაში ცხოვრება; თუმცა, არ ამბობს, რომ უნდა მიიღოს მან მონოზვნობა, როგორც ეს ამჟამად პრაქტიკაში არის მიღებული. ამიტომ ამ კანონის განმარტებაში საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ ეპისკოპოსების უქორწინებლობის (თV/თIIL0) შესახებ კანონიკური პრაქტიკის განვითარებას; ამასთან ერთად კი იმასაც, თუ როგორ შემოვიდა მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკაში ის, რომ ეპისკოპოსის კანდიდატი წინასწარ, ხელთდასხმამდე, მონოზვნად უნდა აღკვეცილიყო. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეში ამბობს: „,..უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა, ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა“ (7, 32, 33). ამას პავლე მოციქული ყველა ქრისტიანის მიმართ ამბობს და ამით გვიმხელს, თუ რაოდენ იმედს ამყარებს უფლისა და ეკლესიისათვის მსახურებაში იმათზე, ვინც არ არის ქორწინებით შეზღუდული. ამის გამო თვითონაც უქორწინებელი დარჩა (იხ. 1 კორ. 7,8). თუმცაღა, ისევ ის პავლე მოციქული არ მოითხოვს უქორწინებლობას ყველა ეპისკოპოსისაგან და ტიმოთესადმი 1 ეპისტოლეში ამბობს, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს ,..ერთის ცოლის ქმარ... (3, 2). პავლე მოციქულის ეს დათმობა ეპისკოპოსებთან მიმართებით, საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ის კორინთელებს წერს უქორწინებლობის სასარგებლოდ და აიხსნება იმდროინდელი გარემოებებით. პავლე მოციქულის ეპისტოლის ამ ადგილის განმარტებისას იოანე ოქროპირი აღნიშნავს: „მოციქულის ეს სიტყვები არ არის კანონის სახით ნათქვამი და არ ნიშნავს, რომ ამის გარეშე არ შეიძლება ეპისკოპოსად დადგინება; იგი მხოლოდ ზომიერების ზღვარს დებს, რადგან იუდეველებს შეეძლოთ მეორედ დაქორწინებულიყვნენ და ერთდროულად ორი ცოლი ჰყოლოდათ".! მოხსენიებული ადგილის მიმართ – ტიმოთესადმი პავლე მოციქულის 1 ეპისტოლიდან – ყურადღებას ამახვილებს თეოდორიტეც (V საუკ.) და აღნიშნავს, რომ მოციქული იძულებული იყო გამოეხატა მსგავსი დათმობა ეპისკოპოსების მიმართ, ანუ დაეშვა, რომ მათ ჰყოლოდათ ერთი ცოლი, რადგან სახარების ქადაგება მხოლოდ ჩანასახში იყო: „წარმართებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ქალწულობაზე, იუდეველები კი არ უშვებდნენ უქორწინებლობას, რადგან შვილიერება ღვთივკურთხეულად ითვლებოდა; იმის გამო, რომ იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც სხეულის სიწმინდეს იცავდა, მოციქული ბრძანებს, რომ ხელთდასხმა მოხდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ქორწინებაში არიან და ერთი ცოლი ჰყავთ?. მოციქულთა განწესებებში (II, 2) კი ჩვენ უკვე ვპოულობთ პავლე მოციქულის ზუსტად გამოხატულ აზრს ეპისკოპოსებთან დამოკიდებულებაში: „ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთხელ დაქორწინებული, ერთი ცოლის ქმარი“. ასე იყო მანამ, სანამ სრულად დამტკიცდებოდა საეკლესიო დისციპლინა და, სანამ ეკლესიის საგარეო ურთიერთობები იყო იმ სახის, როგორიც ის პირველ სამ საუკუნეში გამოისახა; თუმცაღა, მოციქულთა მოხსენიებული კანონების თანახმად და პირველი საუკუნეების სხვა მოწმობებით, მაშინაც იყო ბევრი სასულიერო პირი და უმთავრესად კი ეპისკოპოსები 6, თთოთLV და 6! 6ს#»თჩ86LVV, რომლებიც საერთოდ უცოლოდ იყვნენ და, შესაბამისად, მკაცრად უქორწინებელნი. ეკლესიის გარეგნული მდგომარეობა შეიცვალა 313 წლის ედიქტით. ეკლესიამ დაიწყო თავისუფლად მოღვაწეობა და სხვა საკითხებთან ერთად, დისტიპლინის მოწესრიგება და დამყარება სასულიერო-იერარქიულ ურთიერთობებში ამასთან, აუცილებელი შეიქნა ეპისკოპოსთა ქორწინების შესახებ საკითხის განხი( ვა. არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსს შეეძლო ჰყოლოდა კანონიერი მეუღლე და შვილები (მოც. 40) და, ამიტომაც, ეპისკოპოსთაგან ბევრს ჰყავდა კიდევაც ცოლ-შვილი; მაგრამ, ამას გარდა, არსებობდა ეპისკოპოსების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც უქორწინებლებისაგან ირჩევდნენ და ისინი მთელი ცხოვრება ქალწულებად რჩებოდნენ. ამას ძალიან უწყობდა ხელს მონოზვნური მოღვაწეობა, რომელიც!III საუკუნეში განვითარდა და უკვე იმ დროის ეკლესიას ბევრი ეპისკოპოსი მისცა. მონოზვნების ქმედითმა მონაწილეობამ არიანულ კამათებში და მათმა თავგანწირვამ ჭეშმარიტების დასაცავად ცრუსწავლებასთან ბრძოლაში, გამოიღო ის შედეგი, რომ ხშირად საგანგებოდ მიმართავდნენ სამონოზვნო ძმობას, როცა საჭირო ხდებოდა დაქვრივებული ეპარქიისათვის ღირსეული ეპისკოპოსის შერჩევა. III და IV საუკუნეების შესახებ სოზომენითავის „საეკლესიო ისტორიებში“ წერს, რომ ძირითადად მონოზონთა შეწევნით მოხდა, რომ ევნომიოსისა და აპოლინარის ცრუსწავლებები არ გავრცელდა მთელ ეკლესიაში და, შემდეგ დასძენს: „ხალხი აღტაცებული იყო მონოზონთა სათნოებებითა და ღვაწლით, და ჭეშმარიტად მხოლოდ იმას თვლიდა, რასაც მონოზვნები უქადაგებდნენ; იმათ კი, ვინც სხვა რაიმეს ქადაგებდა, გაურბოდნენ როგორც კეთროვნებს. ასე მაგალითად, ეგვიპტელებმა, გაჰყვნენ რა თავიანთი მონოზვნების სწავლებას, შეძლეს არიანელების დამარცხება“.3 მონოზვნობის წარმოჩენა, როგორც მართლმადიდებლობის ახალი დამცველისა, ქრისტიანმა ერმა აღფრთოვანებით მიიღო და მათი დასიდან დაიწყეს ეპისკოპოსების გამორჩევა. და მართლაც, მართლმდიდებლობამ იმხანად ყველაზე ძლიერი დამცველები თავისთვის სწორედ იმ ეპისკოპოსებში პოვა, რომლებმაც სამონასტრო სასწავლებლებში შეიმეცნეს ქრისტიანული მოძღვრება და, ამასთან, არა როგორც უბრალო დოგმატური სისტემა, არამედ როგორც ცხოვრების მეცნიერება. ისინი სულისა და სხეულის გაწმენდით აღამაღლებდნენ საკუთარ თავს საღვთო განზრახვათა უშუალო მჭვრეტელობამდე.

მონოზვნობის წარმოშობამ, ერთი მხრივ, ეკლესიას მრავალი დიდი ეპისკოპოსი შესძინა, ხოლო მეორე მხრივ – მაღალი შეფასება მისცა სხეულის სიწმინდეს და, ამით მოხდა გაცნობიერება იმისა, რომ რაც მაღალია იერარქიული ხარისხი ეკლესიაში, მით ნაკლებ უფლებას იძლევა იგი ხორცის დასატკბობად და, მით უფრო უნდა იყოს მაღალი ხარისხის სასულიერო პირი მთლიანად ღვთისა და ეკლესიის მსახურებისაკენ სხეულითა და სულით მიმართული. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო იმას, რომ უკვე IV საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსის უქორწინებლობას უყურებდნენ რაღაც ისეთს, რაც თავისთავად ძევს ეკლესიური მოწყობილობის საფუძველში და რაც აუცილებლად, ადრე თუ გვიან, კანონად უნდა გამოცხადებულიყო. !| მსოფლიო კრების გახსნისას, როცა იმპერატორი კონსტანტინე საზეიმოდ შეკრებილ ეპისკოპოსებს მიესალმა, თავის სიტყვაში მათ ქალწულებრივი სიწმინდის წარმომადგენლები უწოდა.“ ცნობილია ისიც, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობოდა იმპერატორი ეპისკოპოს პაფნუტის, I მსოფლიო კრების წევრს, რომელიც, სანამ ეპისკოპოსად გამოირჩევდნენ, ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის პირმშო იყო.5 იმავე კრების წევრი, ათანასე დიდი, თავის წერილში გვეუბნება, რომ მის დროს და უფრო ადრეც, ფართოდ იყო გავრცელებული აზრი ეპისკოპოსთა უქორწინებლობაზე. გერმანელი ეპისკოპოსი დრაკონტი, რომელიც მონოზვნებიდან გამოირჩიეს ეპისკოპოსად, შეუშინდა არიანელების მხრიდან მართლმადიდებლების დევნას და მიატოვა საეპისკოპოსო კათედრა და განმარტოებას დაუბრუნდა. ამის გამო ათანასე წერს მას წერილს და ძმურად საყვედურობს ამ საქციელისათვის. ათანასე უმტკიცებს, რომ იგი უნდა დაბრუნდეს თავის კათედრაზე; აქარწყლებს მოსაზრებას, თითქოს მონოზვნობის გამო არ შეეძლოს მას კათედრაზე დაბრუნება და ეუბნება: „შენ არა ხარ ერთადერთი, ვინც მონოზვნობიდან იქნა ხელთდასმული, ასევე შენ არა ხარ ერთადერთი, რომელიც მონასტრის წინამძღვარი იყო და თავის მონოზვნებს უყვარდათ, რადგან იცი, რომ სერაპიონ მონოზონი ბევრი მონოზვნის წინამძღვარი იყო. ასევე, არ არის შენთვის უცნობი თუ რამდენი მონოზვნის მამა იყო აპოლოსი; შენ იცნობდი აგაფონს, ცნობილია შენთვის არისტონე, გახსოვს ამონი, რომელიც სერაპიონთან ერთად მოარულობდა; გაგიგონია ალბათ მუიტის შესახებ ზემო თებაიდიდან; შეგეძლო გაგეკითხა ლიტოპოლში პავლეს შესახებ და აგრეთვე ბევრ სხვაზე, რომლებიც ეპისკოპოსებად იქნენ ხელთდასხმულნი. ისინი კი არ განერიდნენ, არამედ ელისესგან აიღეს მაგალითი, იცოდნენ როგორ მოიქცა ილია და თვალწინ ედგათ, აგრეთვე, მოციქულთა საქმეები და თავადაც იტვირთეს მღვდელმთავრის საზრუნავი, არ უგულებელყვვეს მსახურება... და ყველა მათგანმა გაამართლა ეკლესიის იმედი“.9 ათანასეს ამ და, ასევე, სხვათა მოწმობებში ჩვენ ვხედავთ ნათლად გამოხატულ აზრს, რომლითაც განმსჭვალულ იყვნენ I მსოფლიო საეკლესიო კრების მამები. როცა სასულიერო პირთა ქორწინებისა და უქორწინებლობის საკითხი წამოიჭრა, მაშინ ამ კრებამ გამოსცა მხოლოდ ერთი (მე-3) კანონი, რომლის თანახმადაც სასულიერო პირს არ უნდა ჰყოლოდა სახლში უცხო დედაკაცი და ამაზე მეტი ამის შესახებ არაფერი უთქვამს. თუმცა, კრებამ, რა თქმა უნდა, აღიარა ეპისკოპოსთა უქორწინებლობის პრაქტიკა, რომელიც მაშინ ეკლესიაში უკვე არსებობდა და რომლის შესახებაც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ.

იმის დასადასტურებლად, რომ ეპისკოპოსთა უქორწინებლობის პრაქტიკა უკვე ყველგან გაბატონებული იყო, მოვიყვანთ იმავე საუკუნის მოწმობას, ანუ IV საუკუნისას, როდესაც | მსოფლიო კრება ჩატარდა: გრიგოლ ნაზიანზელმა თავისი მამის საფლაგზე გამოსათხოვარ სიტყვაში ბასილი დიდის თანდასწრებით შემდეგი რამ წარმოთქვა: „რამდენად ეს ბრძოლა ძლიერი და დაუნდობელი იყო, იმდენად იყო იგი უგუნური და უაზრო, რამეთუ ყველასათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, თუ ვინ უფრო კაშკაშებს სხვათა შორის, ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის და, კარგად ესმოდათ, უფრო მეტად კი ხალხის საუკეთესო ნაწილ · დან ყველაზე ღირსეულთ, იმათ, ვინც საკურთხეველს ემსახურება ისევე, როგორც ჩვენი მონოზვნები, რომელთაგანაც საკუთრივ, ან უმეტეს წილად მაინც, უნდა ხდებოდეს მსგავსთა გამორჩევა; მაშინ ეკლესიაში ბოროტება არ იქნებოდა... და ვის შეეძლო, სრულ გონებაზე მყოფს, შენ დაეტოვებინე (მიმართავს ბასილს)? ღვთივგანათლებული თავი და სხვისთვის მიემართა; შენ, ვიმეორებ, რომელიც მთლიანად ღვთის ხელში ხარ, რომელმაც ქორწინების სიმძიმილი არ იცი, რომელსაც არაფერი გაგაჩნია, რომელიც თითქმის უსხეულო ხარ და ცოტაც და, სისხლის გარეშე; რომელიც ესოდენ გაცნობიერებული ხარ საღვთო წიგნებში?“ თაგვის წიგნსი „მოკლე ჭეშმარიტი სიტყვა კათოლიკე რწმენისა და სამოციქულო ეკლესიის შესახებ“, ეპიფანე კვიპრელი საუბრობს რა ეკლესიის მოწყობილობაზე, შენიშნავს: „ყველაფრის გვირგვინი მღვდელმთავრობაა, რომელიც უმეტეს წილად ქალწულებისგან შედგება, ხოლო თუ ქალწულებისგან არა, მაშინ მონოზვნებისგან; რომ არ ყოფილიყვნენ მონოზონთაგან შემძლებელნი ამ წოდებისა, მაშინ იმათგან უნდა ყოფილიყო გამორჩევა, ვინც თავის ცოლს ეკრძალება, ან ქვრივია პირველი ქორწინების შემდეგ“.? 390 წელს კართაგენში ეპისკოპოს გენეთლის დროს შემდგარ კრებაზე მე-2 კანონით დადგინდა, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს უცოლო და დაიმარხოს ქალწულობა. თანაც, ამ კრების მამები თავიანთი დადგენილების გასამყარებლად, ეყრდნობოდნენ მოციქულთა გადმოცემას, რომელიც ეკლესიაში უძველესი დროიდანაა დაცული.9? ეს და სხვა მოწმობები!9 ცხადყოფენ, რომ იმ დროისათვის ღრმად იყო გამჯდარი პრაქტიკა ეპისკოპოსებად მხოლოდ დაუქორწინებელ პირთა გამორჩევისა. ვხედავთ იმასაც, რომ უმეტესი წილი ეპისკოპოსებისა, მონოზვნებიდან იყვნენ და რომ ისინი ეკლესიის უდიდეს მნათობებს წარმოადგენდნენ. ყველა რომ არ დავასახელოთ, საკმარისია ვთქვათ, რომ მონოზვნობიდან ეპისკოპოსთა კათედრები დაიკავეს: ათანასე დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა – საუკეთესო და ბრწყინვალე გონებანი, რომლებიც კი ოდესმე ეკლესიაში აღმოცენებულან. ეს ყოველივე საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა მომავალი საუკუნეების პრაქტიკისათვის, იმ პრაქტიკისათვის, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამადაც არსებობს. თუმცა, ჯერ კიდევ არ იყო კანონი ეპისკოპოსთა უქორწინებლობის შესახებ და ამიტომაც მათ გვერდით ჩვენ ისეთ ეპისკოპოსებსაც ვხედავთ, რომლებიც ქორწინებაში ცხოვრობდნენ.!!

საეკლესიო ცნობიერებაში ორი საუკუნის განმავლობაში (IV და V) აზრმა იმის შესახებ, რომ მღველმთავრები უქორწინებლები უნდა ყოფილიყვნენ, ისე ღრმად მოიკიდა ფეხი, რომ როცა ცნობილი ხდებოდა იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსი ქორწინებაში ცხოვრობდა, მრევლში მაშინვე უკმაყოფილება იჩენდა თავს, რადგან ეს საეკლესიო დისციპლინის შესუსტებად და წარმართული რელიგიური ჩვეულებისაკენ გადახრად ითვლებოდა. ამას დიდად უწყობდა ხელს ისიც, რომ ზოგიერთი დაოჯახებული ეპისკოპოსი ხშირად უგულებელყოფდა საეკლესიო საზრუნავს და #32 ეპისკოპოსი ნიკოდიში (შილამი) უმთავრესად ოჯახურ საქმეებს ეძლეოდა. ამასთან, არც თუ იშვიათად, ეკლესიის ფულს ახმარდნენ ბავშვების აღზრდასა და მათ დაოჯახებას. ყველაფერი ეს კი, რა თქმა უნდა, ეკლესიას ვნებდა. საეკლესიო ხელისუფლება ელოდა ხელსაყრელ შემთხვევას, როცა შესაძლებელი იქნებოდა კანონით დაერეგულირებინა ეს საკითხი, რაც მოგვიანებით გააკეთა კიდეც. გარდა ამისა, VI საუკუნის პირველ ნახევარში, სამოქალაქო ხელისუფლებაც იყო დაკავებული ამ საქმიანობით და გამოსცა კიდეც კანონის ძალის მქონე რამდენიმე დადგენილება. ეს დადგენილებები ძალიან მკაცრია და ნათლად აჩვენებს, თუ რა აზრი მეფობდა მაშინ დაქორწინებული მღველმთავრების მიმართ. 528 წ. იმპერატორმა იუსტინიანემ გამოსცა კანონი, რომლითაც დადგინდა, რომ ცოლიანთაგან ეპისკოპოსად შეიძლება გამორჩეულიყო ისეთი პირი, რომელსაც არ ჰყავდა არც შვილები, არც შვილიშვილები, რათა მათზე ზრუნვას არ მოეცდინა იგი საეკლესიო მსახურებიდან და არ დაქჟხარჯა მათზე ეკლესიის თანხები.'? სამი წლის შემდეგ იუსტინიანემ ეპისკოპოსთა დადგინების შესახებ გამოსცა მეორე კანონი და აქაც მკაცრად იყო დაფიქსირებული გარდა ძველისა ისიც, რომ ეპისკოპოსთან ცოლს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცხოვრა. დასასრულ, იუსტინიანე, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ეპიფანეს სახელზე გაგზავნილ სპეციალური ნოველაში, სადაც საეპისკოპოსო კანდიდატის ღირსების საკითხებს ეხება, სხვათა შორის, მოითხოვს: როცა შემდეგომში საჭირო გახდება ახალი ეპისკოპოსის დადგინება, თანახმად წმინდა კანონებისა, ვბრძანებთ: 3) ეპისკოპოსი არ უნდა იყოს ცოლიანი; უნდა იქნეს გამორჩეული იმათგან, ვინც ყოველთვის უქორწინებელი იყო, ან ვინც ქალწულზე იყო დაქორწინებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ქვრიგზე, განტევებულზე ან ხარგაზე. 4) არ უნდა ჰყავდეს არც კანონიერი და არც უკანონო შვილები, ასევე არც შვილიშვილები; ხოლო ვისაც ჰყავს, უნდა ჩამოერთვას სასულიერო წოდება; მასთან ერთად ეპისკოპოსობა უნდა ჩამოერთვას იმ ეპისკოპოსსაც, რომელმაც ის აკურთხა, რამეთუ ამით მოცემულ კანონს შეურაცხყოფა მიეყენება ... 7) საჭიროა საეპისკოპოსო კანდიდატი იყოს მონოზონი ან სულ ცოტა ექვსი თვე საეკლესიო დასში შედიოდეს, მაგრამ ასევე არ უნდა ჰყავდეს არც შვილები და არც შვილიშვილები. ამას აუცილებლად მოვითხოვთ ღვთისმოსავი ეპისკოპოსებისაგან, როგორც ეს ჩვენს წინა ორი კანონის მოთხოვნილებაშიც შედის, რომლითაც ძველს არ ვახსენებთ და არც გამოვიკითხაგთ იმათ, რომლებიც დიდი ხანია ცოლებთან ცხოვრობენ, მაგრამ ვკრძალავთ კანონის გამოცემის შემდგომ საეპისკოპოსო ქიროტონიის ჩატარებას იმათზე, ვისაც ცოლი ჰყავს და ამ კანონს ახლა ვიმეორებთ, რადგან თუ ვინმე შემთხვევით ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ჩამოერთმევა სასულიერო წოდება; ზუსტად ასევე გვმართებს საეკლესიო დასიდან იმ პირის გარიცხვა, ვინც ასეთი კანდიდატის ეპისკოპოსად ხელთდასხმა მოახდინა. ამდენად, ეპისკოპოსი მონოზონთა რიგებიდან გამოირჩეს ან საეკლესიო დასიდან, ვისაც თავისი ცხოვრების დამადასტურებლობა გააჩნია“.14 როგორც ვხედავთ, იუსტინიანეს ეს კანონები მკაცრია და მტკიცე და, მართალია, არსებითად შეთანხმებულია იმ დრომდე ეკლესიაში გაბა: ტონებულ აზრთან (VI საუკუნის ნახევრამდე) ეპისკოპოსთა უქორწინებლობის შესახნშინდა V, მსოფლიო სკეკლესიო კრემა (ყრულის პნ სხვაგვარჯდV- VI 433 ებ, მაგრამ მაინც მტკიცე კანონიკური ფუნდამენტი მათ ჯერ კიდევ არ გააჩნდათ.!5 ამ მხრივ დადებითი სახის კანონის გამომუშავება, ეკლესიურ სულისკვეთებასა და საეკლესიო გადმოცემებთან შეთანხმებით, ტრულის კრების ამოცანა შეიქნა, რომელიც მან ღირსეულად გადაჭრა თავისი ამ (12) კანონით. იგი ამტკიცებს იმას, რაც ჩვენ ზემოთ ვთქვით, სახელდობრ: ეპისკოპოსთა უქორწინებლობას აფასებდნენ როგორც სრულიად ნორმალურ საქმეს, რომელიც საეკლესიო სულისკვეთებას პასუხობდა და, პირიქით, ეპისკოპოსის ცხოვრება ცოლთან (კანონიერთან) ითვლებოდა არანორმალურად, ეპისკოპოსის ღირსების შესახებ ამაღლებული აზრის საწინააღმდეგო ქმედებად. VII საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო საეკლესიო კანონი ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული, პრაქტიკულად ეპისკოპოსები მაინც უცოლოები იყვნენ; ცოლებთან მათი თანაცხოვრება იმ საუკუნეში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა და მრევლისათვის „..ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების..““" იქცეოდა ხოლმე (#00თCM0(ჯIILIX XL CXCVV86თVX– 0V, 0””86იძ10ს1სთ» 0ხ 508იძ81VV), როგორც ამის შესახებ ტრულის კრების მამები ამბობენ ამ კანონში, როცა აღნიშნავენ, რომ აფრიკის, ლიბიისა და სხვა სამთავროს ზოგიერთი მღვდელმთავარი მასზე ქიროტონიის აღსრულების შემდეგაც აგრძელებს ცოლთან ცხოვრებას. დაბრკოლებისა და საცდურის მიზეზის აღმოსაფხვრელად კრების მამებმა, განმსჭვალულებმა იმ მისწრაფებით, რომ ეკლესიაში ყველაფერი ქრისტიანული ერის სასარგებლოდ ყოფილიყო, დააწესეს კანონი ყველა დროისა და ყველა ეკლესიისათვის, რომელიც განკვეთის მუქარით უკრძალავს ეპისკოპოსებს მომავალში სახლში ცოლის ყოლას და მოითხოვს მასთან განშორებას. მაგრამ რადგან არსებობდა მოციქულთა მე-5 კანონი, რომლის თანახმადაც სასულიერო პირს ზოგადად და, მღვდელმთავარს კერძოდ, კეთილმოსაობისა გამო ეკრძალებოდა განქორწინება, ამიტომ მას შეეძლო დაუბრკოლებლად ეცხოვრა მეუღლესთან. ამიტომ მამებმა, ჰქონდათ რა მხედველობაში ეს კანონი, შენიშნეს, რომ ისინი მე-12 კანონის დადგენილებებით არც აუქმებენ და არც ცვლიან მოციქულთა მიერ დადგენილს, არამედ მხოლოდ ზრუნავენ მრევლის გადარჩენისათვის, იღვწიან სათნოებაში მათი წარმატებისათვის და, აგრეთვე, უფრთხილდებიან I(IIთIII0V +«VVთ, VIII ჯIიხIსთ) სასულიერო პირთა რეპუტაციას. ამასთან, ეყრდნობიან პავლე მოციქულის სიტყვებს კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლიდან (იხ. 10, 31-33). ამ კრების 48-ე კანონში ჩვენ ვიხილავთ დაქორწინებულ პირთა ეპისკოპოსად კურთხევის შემთხვევაში მათი მეუღლეების მიმართ მამების გადაწყვეტილებას.

ამგვარად, ტრულის კრების მე-12 კანონით, კანონიკური მტკიცებულება მიიღო საეპისკოპოსო კანდიდატების მიმართ დებულებამ. ის, რაც გადმოცემის სახით ეკლესიებში მოციქულების დროიდან იმარხებოდა და რაც თითქმის მთელი ეკლესიის პრაქტიკაში ექვსი საუკუნის მანძილზე არსებობდა, ამიერიდან (VII საუკუნის ბოლოდან) უნდა ყოფილიყო მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონად შერაცხული ყველა მომავალ საუკუნეთა შინა. ამრიგად დაკანონდა: მღვდელმთავრები უქორწინებელნი უნდა იყვნენ.

როგორც კი ეს კანონი ძალაში შევიდა, მაშინვე შესამჩნევი გახდა მისწრაფება იმისა, რომ მღვდელმთავრებად გამოერჩიათ ქორწინებაში საერთოდ არმყოფი პირი #34# უპისკოპოსი ნიკოდიში (მილაში) და პირველ რიგში – მონოზვნები, ხოლო შემდეგ – საერო სასულიერო პირთაგან ისინი, რომლებმაც დაუქორწინებლობაში მიიღეს სამღვდელო წოდება და ძეგლწერებში ქალწულებად იწოდებიან (Xთ086V01, VIILწIი05). ცოლიან სასულიერო პირთაგან, ანუ ვისაც მეუღლე ჯერ ცოცხალი ჰყავდა, ტრულის კრების შემდეგ ძალიან იშვიათად ხდებოდა ეპისკოპოსად გამორჩევა. თუკი მაინც ხდებოდა ასეთი რამ, ეს ხდებოდა განსაკუთრებულად მათი გონებრივი ნიჭისა და მათი საზოგადოებრივი გავლენის გამო, ან მათი ახლობლობის შედეგად უმაღლეს სახელმწიფო ან საეკლესიო ხელისუფლების პირებთან. ესენი უმთავრესად ისინი იყვნენ, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კარზე მსახურობდნენ, ან სხვა მნიშგნელოვან საეპისკოპოსო კათედრებზე, – მათზე საუბარი გვქონდა ტრულის კრების მე-7 კანონის განმარტებაში, – მაგრამ საეპისკოპოსო კათედრის ხელმძღვანელ კანდიდატებს უპირატესად მაინც ქალწულებისა (2>008V0%X) და მონოზვნებისაგან ირჩევდნენ. მონოზვნებისაგან უფრო მეტად იმიტომ, რომ ძველი დროის ყველაზე ბრწყინვალე მოღვაწე-ეპისკოპოსები მონოზვნებიდან იყვნენ გამოსულნი (ათანასე დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვები), გარდა ამისა, მონოზვნებს უზარმაზარი დამსახურება ჰქონდათ მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში და ერეტიკოსებთან ბრძოლაში, აგრეთვე, იმიტომ, რომ VI საუკუნის პირველ ნახევარში იუსტინიანეს კანონმდებლობით ეპისკოპოსებად მხოლოდ მონოზვნები დგინდებიან. ამას ბევრად შეუწყო ხელი მოვლენებმა, რომლებიც ტრულის კრების შემდეგ მალევე განვითარდა. კერძოდ კი ხატთმბრძოლობამ, რომელმაც VIII საუკუნის პირველ ნახევარში იჩინა თავი. ხატთმბრძოლობის პერიოდი მართლმადიდებელი მკლესიისათვის მძიმე გამოცდის პერიოდი იყო. აქ მთავარი საკითხი მარტო ის კი არ იყო, რომ გაუქმებულიყო წმინდანთა ხატების თაყვანისცემა, არამედ ის, რომ ეკლესიაში გამეფებულიყო უცხო, საერო ხელისუფლება, რომელიც თავის ბრძანებულებით განსაზღვრავდა, თუ რა უნდა ჩათვლილიყო მართლმადიდებლურად და რა – არა. საერო ხელისუფლება ცდილობდა ძალადობით შეჭრილიყო საეკლესიო სფეროში. მთელი კულტი უდიდესი პროფანაციის გავლენის ქვეშ მოექცა და უწმინდური სწავლების შედეგად საიდუმლოთა შორის უწმიდესს – ევქარისტიას, შეექმნა საფრთხე თავისი არსებითი მნიშვნელობის დაკარგვისა. დაუპატიჟებელმა რეფორმატორებმა დაარღვიეს კავშირი მოციქულთა ეკლესიის გადმოცემასთან. ამ დროს გამოვიდა ბერ-მონოზგნობა ეკლესიის დამოუკიდებლობისა და მისი წმინდა საიდუმლოებების დასაცავად; მოციქულთა და წმინდა მამათა გადმოცემებისა და ჭეშმარიტი კეთილმსახურების შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლაში ბერ-მონოზვნობა თაგიდან ეპისკოპოსების სახით გამოვიდა, რომლებიც მონასტრების სასწავლებლებიდან იყვნენ გამოსულნი, შემდეგ კი ამ ბრძოლაში უბრალო მონოზვნებიც ჩაებნენ. მტერთან ბრძოლაში მართლმადიდებლობის ამ უიარაღო დამცველებს ყოველნაირი გვემისათვის ჰქონდათ თავი გადადებული. გაცოფებული მტერი არაფერს ერიდებოდა, ოღონდ აი გამარ/ჭებისთვის მიეღწია: დგებოდა კრებებიც, რომელთაც უკანონოდ ეძლეოდათ სახელწოლება მსოფლიოსაეკლესიო; გამოიცემოდა წიგნებიც, რომელთა საშუალებითაც ერში სიცრუე ვრცელდებოდა; ხშირი იყო წამებები და გადასახლებები, – ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდებოდა მართლმადიდებლობის მთოსასპობად. მთელი ასწლეული გრძელდებოდა ბრძოლა ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის; ბერ-მონოზვნობამ ამ დაუნდობელ ბრძოლაში ათასობით მსხვერპლი გაიღო. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობას, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, საბოლოოდ მაინც უნდა ეზეიმა: ეკლესიამ მადლიერებით სცნო ამ გამარჯვებაში მონოზვნების უაღრესი დამსახურება და ამიერიდან იგი იწყებს ეპისკოპოსად ისეთი პირების დადგინებას, რომლებიც მონოზონთა რიგებს მიეკუთვნებიან; მაშინ მიიღო თავისი დასაბამი იმ წესმა, რომლის თანახმადაც საეპისკოპოსო კათედრის ყოველი კანდიდატი, რომელიც მანამდე მონოზონი არ იყო, ქიროტონიის წინ იღებს სამონოზვნო აღკვეცას. ამის ღირსშესანიშნავ მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმინდა ნიკიფორე, რომელიც არ იყო მონოზონი, როცა პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ქიროტონიამდე (806 წ.) მიიღო სამონოზვნო აღკვეცა.'5 წმინდა ნიკიფორეს შემდეგ ეს შევიდა საეკლესიო პრაქტიკაში აქამომდეც კი, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა ეკლესიაში არანორმალური მდგომარეობა იქმნებოდა. IX საუკუნიდან, ხატთმბრძოლობის შემდეგ, აზრი იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსი ბერ-მონოზონთა რიგიდან უნდა აირჩეს, საყოველთაო გახდა. თუკი ვინმეს,არჩევა მაინც ხდებოდა საერო სამღვდელოებიდან (განსახილველი კანდიდატის ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ან ურთიერთთანხმობითი გაყრის შემდეგ), მაშინ ის აუცილებლად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი ოჯახური უღლისაგან, რათა მთლიანად საეკლესიო ინტერესებს მისცემოდა. იუსტინიანეს ცნობილი კანონების თანახმად, – რომლებიც ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ, – ეპისკოპოსი ვერ გახდებოდა პირი, რომელსაც შვილები და შვილიშვილები ჰყავდა. ამ კანონებს – რომლებიც კანონიკურ კრებულშიც არის შეტანილი – ეყრდნობოდნენ ისინი, ვინც პროტესტს გამოთქვამდა ეპისკოპოსებად შვილიანი პირების არჩევაზე, რადგან ეს მათ უკანონოდ მიაჩდათ. საეპიკოპოსო კანდიდატების შესახებ ასეთმა მსჯელობამ წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ეპისკოპოსთა მხრიდან, რომლებიც საერო სასულიერო პირთა რიგებიდან იყვნენ გამოსულნი და შვილებიც ჰყავდათ; ისინი აცხადებდნენ, რომ ამ საკითხის შესახებ იუსტინიანეს კანონს კანონიკური საფუძველი არ გააჩნია, და რომ ის თიოქოს ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს, განსაკუთრებით კი – ტრულის კრების მე-1 2-ს. კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარის უფრო გავლენიანმა ეპისკოპოსებმა აღძრეს იმპერატორი ლეონ ფილოსოფოსი (886-911) პატრიარქ სტეფანეს მისამართით სპეციალური ნოველის გამოსაცემად, რომლითაც უქმდება იუსტინიანეს შესაბამისი კანონები და დგინდება, რომ დაუბრკოლებლად შეიძლება ეპისკოპოსად წარდგენა ყველასი, ვინც ამ პატივის ღირსია – თუნდაც მათ კანონიე#ი შვილები ჰყავდეთ (CV თCთI V0CVCთI V0CLIC 6LLIIVIIICVCთIL).'7 მართალია, კანონის თვალსაზრისით იმპერატორის ეს ნოველა ყოველმხრივ გამართული იყო, მაგრამ ეკლესიაში მან არეულობა შემოიტანა... გასაგები გახდა, რომ იგი მიმართული იყო მონოზვნობიდან გამოსულ ეპისკოპოსთა საწინააღმდეგოდ. L36 უპჰისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ ამ ნოველით შეგულიანებული საერო სასულიერო პირთაგან გამოსული ეპისკოპოსები მოითხოვდნენ თავისთან ცოლის ყოლის ნებართვასაც, რადგან შვილების ყოლა მათ უკვე ნებადართული ჰქონდათ. ისინი თვლიდნენ, რომ ტრულის კრება აძლევს მათ უფლებას ქიროტონიის შემდეგაც იცხოვრონ კანონიერ მეუღლეებთან, უფრო სწორედ, პირიქით – ცოლს აქვს უფლება თაგვის ქმარ-ეპისკოპოსთან ერთად იცხოვროს. ტრულის მე-12 კანონით ეს მკაცრად არის აკრძალული, მაგრამ არსებობს ამავე კრების 48-ე კანონი, რომელშიც ნათქვამია ცოლის ქმართან ნებაყოფლობით განშორებაზე – როცა ქმარი ეპისკოპოსად დგინდება, ცოლი კი მონასტერში მიდის და ეს ყველაფერი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ხდება. აქედან მათ გამოჰქონდათ დასკვნა, რომ იქ, სადაც არ არის „ორმხრივი თანხმობა“, (ცოლი არ არის ვალდებული მონასტერში წავიდეს. ეს დასკვნა დაინტერესებულ პირებს სრულიად მართებულად მიაჩნდათ. ამიტომაც, ზოგიერთი ქიროტონირებული ეპისკოპოსის მეუღლე აცხადებდა, რომ მას თავისი „თანხმობა“ არ მიუცია (წერილობითი თანხმობის მიცემას კი კანონი არ ავალდებულებდათ) და აგრძელებდა ქმარ-ეპისკოპოსთან ცხოვრებას. ასეთი შეუთანხმებლობა, საცდურად მთელი მსოფლიოსათვის, ხშირად დროის დიდი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, ამაზე სათანადო ყურადღება გამახვილდა უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან, – როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფო. კვიზიკის მიტროპოლიტმა მიაპყრო ამ საკითხებს კონსტანტინოპოლის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა ყურადღება, ასევე – იმპერატორ ისააკ ანგელოსის და, მიუთითა როგორც ხალხისათვის დიდ საცდურზე, რადგან ერი ხედავდა, რომ ეპისკოპოსები ცხოვრობენ საკუთარ ცოლებთან და არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამით უცერემონიოდ ირღვევა არსებული საეკლესიო დებულება და ეცემა თგით იერარქიის ავტორიტეტი. ამ განცხადების შედეგად დასახელებულმა იმპერატორმა კონსტანტინოპოლის, ანტიოქიისა ღა იერუსალიმის პატრიარქებთან და, აგრეთვე – კესარიის, ეფესოს, „ვიზიკის მიტროპოლიტებთან და ბევრ სხვასთან ერთად, 1187 წელს გამოსცა სპეციალური ნოველა, რომლითაც დგინდება: „ქიროტონირებულ ეპისკოპოსთა ცოლები დაუყოვნებლივ (თVს»60086%0თ6) გაიგზავნონ მონასტრებში, თანაც მათი ქმარეპიკოპოსების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით და იქ მოხდეს მათი მონოზგნად აღკვეცა; მათ უნდა იცხოვრონ იმ მონასტრის მონოზვნური ტიპიკონით, რომელშიაც აღიკვეცებიან, ხოლო თუ არ მოისურვებენ ნებაყოფლობით აღკვეცას, მაშინ მათ მეუღლეებს უნდა ჩამოერთვათ მღვდელმთავრის ტახტი და წოდება და იმათ ადგილზე სხვა დადგინდეს. მომავალში, ვისაც მეუღლე ჰყავს, ქიროტონიას ვერ მიიღებს, თუ წინასწარ ორივე – ქმარი და ცოლი – არ გაემიჯნებიან ერთმანეთს წერილობითი თანხმობითა და მოლაპარაკებით და სანამ ცოლი მონოზვნად არ აღიკედფება“.

ამ ნოველამ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ეპისკოპოსებს შორის, რომლებიც საერო სასულიერო პირთა რ;გებიდან იყვნენ არჩეულნი: ისინი მიზეგული იყვნენ თავიანთ მეუღლეებთან ცხოვრებას, ახლა კი უნდა გაჰყროღნენ მათ. ამ ნოველამ 6შინდ§ VI მსოფლიო სკეკლეხიო კრემა (კრულის კნ სხვკავვარჰთV-VIX L37 უკმაყოფილება გამოიწვია, საერთოდ, მთელ საერო-სასულიერო დასში და, მით უფრო იმ მოვლენამ, რომელიც იმპერატორის ამ ნოველას მოჰყვა, კერძოდ კი იმან, რომ ამ ნოველის შემდეგ, ძალიან ცოტა ვინმეს თუ ადგინებდნენ ეპისკოპოსად ერში მოღვაწე მღვდლმსახურთაგან.'9? სხვათა შორის, ამასვე მოწმობს გიორგი პახიმერი თავის ისტორიაში იმპერატორ ანდრონიკე პალეოლოგის შესახებ, სადაც მოიხსენიებს საერო-სასულიერო პირთა ორ საჩივარს იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები საგანგებოდ გახგეთოდ ირჩევიან (81) მონოზვნებიდან.

ვხეხიიდ ძალიან ლ მნიშვნელოვანია ვხელოვ მეორე ეორე შემთხვეძეძთხვე ვა, რომელსაც პახიმერი მოგვითხრობს: „კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა იოანე XII საერო-სასულიერო პირთა საჩივრის გამო განაცხადა, რომ იგი სცნობს საჩივრის საფუძვლიანობას, მაგრამ იმის გამო, რომ ძველმა უწესრიგობამ ამ საკითხს – ეპისკოპოსის გამორჩევის შესახებ – სულ სხვა მიმართულება მისცა და ამჟამად (იოანე XII პატრიარქობის დროს) ბატონობს აზრი, რომ ეპისკოპოსი ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მონოზვნებიდან უნდა იყოს გამორჩეული განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, ამიტომ იგი, პატრიარქი, ხსენებულ საჩივარს პასუხობს, რომ მას სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია, თუ არა ისე, რომ ცნოს არსებული წესრიგი და ეპისკოპოსის გამორჩევისას სხვის მაგალითს მიბაძოს“.29 ეს იყო XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისის შუა პერიოდში. იქიდან მოყოლებული, ხსენებული პრაქტიკა სულ უფრო და უფრო მყარდება ეკლესიაში და გახდა თითქმეს საყოველთაო იშვიათი გამონაკლისების გარდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში, ამ პრაქტიკის შესახებ, სვიმეონ თესალონიკელი წერს: „ამ მაღალ წოდებას (იპისკოპოსის ხარისხს) ამჟამად თითქმის ყველანი მონოზვნებს ანდობენ და, თუ თვალით გადაწვდები მთელ ეკლესიას, არა მგონია ნახო ვინმე, ვინც ერში ცხოვრობდა (არა მონასტერში) და ეპისკოპოსის პატივი მიეღო; ამასთან, მონოზვნებს ეპისკოპოსობა თითქოს განგებით აქვთ მინიჭებული. თუკი ნახავ, რომ ვინმე ეპისკოპოსი გახდა საერო-სასულიერო პირთაგან, მაშინ იცოდე, რომ ეკლესია მისგან ითხოვდა წინასწარ სამონოზვნო წოდების მიღებას. ასე ფიქრობს ყველა მორწმუნე, უმთავრესად კი ეკლესიის საღვთო წინამძღვრები, რომლებიც პატივს სცემენ საღვთო სქემას, მისი ზეციური წარმომავლობისა და აღთქმის გამო“.?! ეკლესიის იგივე მოძლვარი – როცა სხვა ადგილას საუბრობს სამონოზვნო წოდების ამაღლებულობაზე – შენიშნავს: „სწორედ ამის გამო (იგულისხმება სამონოზვნო წოდების ამაღლებულობა) ქრისტეს ეკლესია ეპისკოპოსად დასადგინებელის დიდ ღირსებას ჯერ კიდევ მანამდე (ხელთდასხმამდე) ამტკიცებს ამ საღვთო მადლით და შემდეგ ადგინებს ეპისკოპოსად; იცავს და იფარავს უდიდეს და წმიდათაწმიდას ამ ყოვლადწმიდა და კურთხეული მადლით“.2 ეს ციტატები სვიმეონ თესალონიკელის ნაშრომებიდან ნათელს ფენს მაშინდელი ეკლესიის აზრს საეპისკოპოსო კანდიდატების შესახებ. ასეთი აზრი სუფევდა საეპისკოპოსო კანდიდატებთან მიმართებით XV საუკუნის აღმოსავლურ ეკლესიაში. დროთა განმავლობაში ეს აზრი და პრაქტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. XVII საუკუნეში ალექსანდრიელი პატრიარქი მიტროფანე ქრისტოფულო, როძელიც ცნობილი იყო დასავლურ-რწმენააღმსარებლობითი ტენდენცხებით, თავის „აღმოსავლური ეკლესიის აღმსარებლობაში” ამ ეკლესიის საეპისკოპოსო მღვდელ-კანდიდატთა შესახებ, წერს: „ეპისკოპოსები, საერთოდ, ყოველთვის სამონოზვნო ხარისხიდან გამოირჩევიან ან ქალწულებისაგან (Xთ006V0L%ს), ან კიდევ კრძალულებისაგან (თთდი0V§ხ6). ქალწულს ვუწოდებთ იმას, ვისაც საერთოდ არასდროს უცვნია დედაკაცი. კრძალულად, ამჟამინდელი საეკლესიო ჩვეულების თანახმად, იწოდება ის, ვინც კანონიერი ქორწინებით არის შეუღლებული მხოლოდ ერთ დედაკაცთან. თუკი ასეთს ცოლი მოუკვდება, ან ურთიერთშეთანხმებით განეშორება მას (რადგანაც ხდება, რომ მეუღლეები ურთიერთთანხმდებიან და უფრო სრულყოფილი ცხოვრებისათვის მამაკაცი მამათა მონასტერში მიდის, ხოლო დედაკაცი – დედათა მონასტერში) და საბოლოოდ მიეცემა მონოზვნურ ცხოვრებას, რამდენიმე წლის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ იგი სამაგალითო და გულმოდგინეა, მაშინ ირჩევა ეპისკოპოსად ისევე, როგორც ქალწული“.23 ამრიგად, ჩვეულებრივ, ეპისკოპოსად აღიყვანებოდნენ მონოზვნების ან ქალწულთა რიგებიდან; ხოლო საერო-სასულიერო პირთაგან („თეთრი სამღვდელოებიდან“| შეიძლება არჩეული ყოფილიყო მხოლოდ. ის, ვისაც მეუღლე გარდაეცვალა, ან თუკი მეუღლე ცოცხალი იყო, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით გაეყარა მას და იგი მონასტერში მოეწყო, ხოლო თვითონ მონოზვნობა მიიღო და რამდენიმე წლის შემდეგ გახდა მისაბაძი და სამაგალითო კრძალული. ეს პრაქტიკა ახლაც ბატონობს აღმოსავლურ ეკლესიაში. თუმცა, ჩვენთვის არ არის ცნობილი რაიმე საყოველთაოსაეკლესიო დადგენილება, რომლის თანახმადაც ქვრივი მღვდელი, ან ურთიერთშეთანხმებით ცოლგაყრილი და, ამასთან, ღირსი ეპისკოპოსის წოდებისა, აუცილებლად მონოზვნად უნდა ადღიკვეცოს, სანამ მასზე საეპისკოპოსო ქიროტონია აღესრულება. თუკი შეიძლებოდა ქალწულების (01 Xთ006V01) ეპიკოპოსებად დადგინება მონოზვნობის წოდების გარეშე, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა აღიკვეცონ აუცილებლად მონოზევნებად ქვრივები ან თავიანთ ცოლებთან გაშორებული საერო მღვდლები, თუ ისინი ნამდვილი კრძალულები არიან (თთდი0VC8), როცა ამის შესახებ ეს კანონი არაფერს ამბობს. ამასთან, კონსტანტინოპოლის 879 წლის კრების მე-2 კანონის თანახმად, რომელიც წმინდა სოფიას ტაძარში შედგა, მონოზვნობა, თურმე, შეუთანხმებელია ეპისკოპოსის წოდებასთან."%X# შენიშვნები:

1. ჰ. CიIწ505ჭ0თ., ით. 10 Iი IMIიიLხ. წMIთიი, §. დ., L. 69, იი1. 547; შდრ. რუსული თარგ., || ტ., გგ. 683).

2. 1ხიიძიLCL. 1» 10». 8ძ IIთიLს. წMIდიი, 8. წ., L. 82, Cი1. 788 და შემდგ.I1. მსგავსადვე ამბობს ზონარაც ამ კანონის განმარტებაში (4დთდ. CM#82., II, 331) და ბლასტარი, C#8X., IL, 17 (4თ. C # # #»., VI, 189-190).

3. IMIთლიიტ, 8. წ., +. 67. იი1. 1368-9).

4. 0:90 Cითი5ხ8იLIი1 9ძ 8§8იი(იჯსი ი00LVII 80. IVI56ხ (MI იი, 8. წ., L. 20, ი1, 1233- 1316). 09 «I§გ Cი»ვ3L3»L. III, 12 წMIდიი, §. წ., L. 20, იი1. 1068, 1069). შდრ. 5ი07იიძმი., III8%. 0ლCI., 1, 19. წჩMIდიი. 8. წ., L. 67, C01. 917-9201.

5. იხ. | მსოფლ. კრების მე-3 კანონის განმარტებაში.

6. #Lხ98ი36. 210X., ი. მძ მგლიი(1ს»ი IMIდიი. 9. წ., L. 25. C01. 6529-5321).

7. CღIიყიL. LMი01., 0+2(10 (18) წსთიხX1§ 1ი ი8(Iი, ი>X30580ჯ0 888111ი, > 35 IMIფიი, 8. წ., L. 35, ლი1. 1032).

8. ლათინურად: LX0ი0085I(1ი წIძი!, 21 წMIლფიი. 8. §., L. 42, 001. 821-825).

9. LIგ»ძი1ი!, I, 952.

10. შდრ. სხვათა შორის, 5070Iიტი., III5%, 6CCI. VI. 34 IMIფიი. 5. ყ., L. 67, Cი1. 1395-1397).

11. მსგავსი შემთხვევები იშვიათი იყო. ცნობილია როგორც სრულიად გამონაკლისი მაგალითი პტოლემაიდის ეპისკოპოს სინესისა, რომელიც ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ აკურთხა და ნება დართო მას ეპისკოპოსობის დროსაც ეცხოვრა მეუღლესთან. სინესი იყო ფილოსოფოსი და ცნობილი ადამიანი; ამის გამო 409 წელს საეკლესიო დასმა და პტოლემაიდის ერმა გამოთქვეს სურვილი, რომ სინესი მათ ეპისკოპოსად ჰყოლოდათ. მან უარი თქვა, რადგან მისივე სიტყვებით, მისთვის ცნობილი იყო კანონი, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსები უქორწინებელნი უნდა ყოფილიყვნენ, მას კი არ სურდა მეუღლესა და შვილებს გაშყროდა. უნდოდა რა ეკლესიაში მსახურებისათვის მოეწვია ფილოსოფოსი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ნეოპლატონელებს შორის, მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ ნება დართო სინესის დარჩენილიყო შეუღლებული ქიროტონიის შემდეგაც, რაზედაც სინესი დათანხმდა და ეპისკოპოსად დაედგინა; თანაც ევაგრეს სიტყვებით C(II15L. CC. 1, 15) (IM16ფX6, 8. წ., L. 86, CიI. 2461- 2465), დიდებულად მოემსახურა ეკლესიას. თუმცა, იმავე დროს, როცა სინესსთან დაკავშირებით ეს მოხდა, იოანე ოქროპირმა – პალადიოსის სიტყვებით (VIL8 5. ძის. CხIწ5095%.), – გაასამართლა და წოდება ჩამოართვა ეფესოს ეპისკოპოს ანტონინს, იმისათვის რომ ქიროტონიის წინ მეუღლესთან გაყრილი შემდგომში კვლავ შეუერთდა მას და შვილებიც იყოლია.

12. „ამრიგად, მართებულია, რომ ღვთის მსახურებად ირჩეოდნენ და იკურთხებოდნენ ისეთი პირები, რომლებსაც არც შვილები ჰყავთ და არც შვილიშვილები, რამეთუ ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ ყოფა-ცხოვრებისეულ საზრუნავს მოკლებულმა – რასაც შვილები მშობლებს აკისრებენ – სასულიერო პირმა სხვა რაიმესკენ მიმართოს თავისი აზრი და გულმოდგინება, გარდა საღვთო ლიტურგიისა და საეკლესიო საქმცებისა. როცა ზოგიერთი (მართლმორწმუნე) ღმერთს სასოებს და სულის გადარჩენაზე ზრუნავს და ამიტომ წმინდა ეკლესიაში მიდის, თან მიაქვს და ტოვებს იქ მთელ თავის ქონებას იმ მიზნით, რომ იგი ღატაკებს და სხვა ღვთისსათნო საქმეს მოხმარდეს, და არაჯეროვანია, რომ ეპისკოპოსებმა ეს ძღვენი თავის საკ- «უთარ მონაგებად აქციონ ან თავის შთამომავლებსა და ნათესავებს მოახმარონ. ეპისკოპოსს მართებს არ იყოს თავის ხორციელ შვილებზე ზრუნვით დატვირთული, არამედ სულიერი მამა იყოს ყოველ კეთილმორწმუნისა. ასე რომ, აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენ ვკრძალავთ ეპისკოპოსად იმ პირის ხელთდასხმას, ვისაც შვილები ან შვილიშვილები ჰყავს“ (Cიძ. 1, 3,42, > 1).

13. Cიძ. 1, 3, 48. _ 14. M0V. VI, იგი.1. ეს ნოველა შევიდა 87- თავიან კრებულში, რომელიც შეადგინა VI საუკუნის მეორე ნახევარში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოანე სქოლასტიკოსმა და იქიდან შევიდა ი„საჭეთმპყრობელში“ (თავ. 42, აღნიშნული გამოც. II, 7-8). ამონაკრებებით ეს ნოველა შევიდა იმპერატორ ბასილი მაკედონიოსის პროქირონში, რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევარში გამოიცა და შედის ნომოკანონის 48-ე თავში (II, 133).

+Xიხ. | პეტ. 2, 7.

15. შდრ. ამის შესახებ ბალსამონის შენიშვნა მისივე განმარტებაში ტრულის კრების 48-ე კანონზე (4%97. CX982, II, 421).

16. VIL8 85. MIიტიხიLI IMIყოტ, 5. წ., +. 148, ი01. 19-44).

17. თარგმანში ნოველა ასე გამოითქმის: „რადგანაც საღვთო სჯულიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო გამოქვეყნებული ყველა ის კანონი, რომლებიც განსაზღვრავს ყოველივეს, რაც საჭიროა ეპისკოპოსის დადგინებასთან დაკავშირებით, (როგორ არ იქნებოდა ზედმიწევნით ზუსტი, როცა მისი შემოქმედნი ღვთის შთაგონებით მოქმედებდნენ?) ამიტომ ფრიად განცვიფრებული ვარ: როგორ არ შეშინდნენ და გაბედეს თავისი კანონების გამოცემით წმინდა და საღვთო კანონები არასრულად გამოეცხადებინათ და გაეუქმებინათ. მაშინ, როცა ეს წმინდა კანონები ეპისკოპოსთა გამორჩევის შესახებ აწესებენ, რომ ვისაც კანონიერი ქორწინებიდან შვილები ჰყავს, შეიძლება იყვეს მღვდელმთავრის პატივში აყვანილი, თუკი კანდიდატის მხრიდან ზნეობრივი დაბრკოლება არ არსებობს, ესენი ამ დროს პირიქით ამტკიცებენ: თითქოს ეპისკოპოსის პატივი არ შეიძლება მიეგოს იმას, ვისაც ჰყავს შვილები კანონიერი ქორწინებიდან; ალბათ ფიქრობენ (მაშ, სხვა რა უნდა იყოს?), რომ #40 ეპისკოპოსი ნიკოდიმი (შილამიპ) შვილისადმი სიყვარულით ეპისკოპოსი სიწმინდეს შებღალავს. მაგრამ ეს არ არის მართებული მოსაზრება, რამეთუ ასეთ შემთხვევაში ვერავინ დადგინდებოდა ეპისკოპოსად იმათგან, ვისაც ცოცხალი ძმები და სხვა ნათესავები პყავს; რადგან მათ მიმართაც, როგორც ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებული გრძნობით იქნება განმსჭვალული. წმიდა წერილით ეს გათვალისწინებულია და ამასთან დაკავშირებით ეპისკოპოსს ეძლევა უფლება თავისი შემოსავლიდან დაეხმაროს ღარიბ ნათესავებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ღვთივკურთხეული სამეუფეო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად სასარგებლოა ღვთისაგან მოცემულ წესებს გაჰყვე, და, ამიტომ, გამოვცემთ მასთან შეთანხმებულ კანონს: წინააღმდეგობის გარეშე დადგინდეს მღვდელმთავრად ყოგელი, ვინც ამ პატივის ღირსია, თუნდაც მას შვილები შყავდეს. რაც შეეხება მკადნიერებელს (იუსტინიანეს) კანონსაწინააღმდეგო დადგენილების გამოცემისა, მას სასჯელად კადნიერებისათვის გადავუწყვიტეთ: ამიერიდან მისი ეს დადგენილება სამუდამოდ დარჩეს გაუცხადებელი” 780%8X1830. ჰV8 თI.-I:0Iი,, III, 69-70.

18. #თდ. C # 9 I, V, 321-3. 78იხგIXI80, ჰV§ ყI».-ჯიჯი., III, 514-16.

19. როგორც ჩანს, ჩვენ ვამტკიცებთ იმ დასკვნის სრულიად საწინააღმდეგოს, რაც გააკეთა ამ ნოველის შესახებ 7ი1§5ხნთ8»-მა, სახელდობრ: „იმ დროს ეპისკოპოსთა გამორჩევა საერო სასულიერო პირთაგან საყოველთაოდ იყო მიღებული“ (სხიჯიის%, 5. 467) და დარწმუნებული ვართ ჩვენი აზრის სისწორეში.

20. –ნგიხ1ო0X1, IMII5L. ტ»ოიძ»ითი!ი!, I, 34; II, 28, 21. 5ჯთიიი I0098810»%., 00 §300»ძ0+10 8ძ ი1ისთ თიივიხნი»ხთ 000 ძვ» (MI იი, 3. წ., L. 155, 0ლ01. 9641.

22. 1006 იი0»ი1(06იL18, ი. 16 (81. ი. 266) IM1დიი, §. წ., L. 155, ლი1. 489. შდრ. რუს. თარგ. ცIIM088M9 იცMოMX 0Iს8ი # VXMII6ICM 1(00I98M, 078900. X თ0XXM088MILI0 I02800»-88880 60>00XXX68#%”, ტ. II, გვ. 336.

23. ჰ. M!1იხვე1იბაის, ILI6ი 80იMCიი%(»ი1556 ძიL დI.-0X. XIIიხი. L6Iი». 1904. 58. 230-31. L. M#1IIX0IX001, Mი0ოსIიტ%8 (Iძ01 6ლლ1. 0X1ICIXIL., II, 143-144.

„"""აღნიშნულ ადგილობრივ კრების კანონში საუბარია ისეთ პირებზე, რომლებსაც სამონოზვნო ცხოვრება არ გაუვლიათ და ეპისკოპოსად ხელთდასხმის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით მონოზვნებად აღიკვეცნენ და მონასტრებში დაეწესნენ; მათ ეკრძალებათ კვლავ დაბრუნება ეპისკოპოსის ხარისხში.

PDF გვ. 441 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მლვდლად ხელთდასხმისა, ვალდებულებას იღებს აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ, მივყვებით რა მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღველად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლ-ქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელთდასხმის ღირსი – იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელთდასხმისას არავინ დააგალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: „...აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს” (მთ. 19,6); მოციქულიც გვასწავლის: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ...“ (ებრ. 13, 4); ასევე: „შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ..“ (1 კორ. 7,27). ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღგდელმასხურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხევლის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და, ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში – განიკვეთოს.

(მოც. 5,17,26,51; | მსოფლ. 3; IV მსოფლ. 14; ტრულ. 5,6,30; VII მსოფლ. 18; ანკვირ. 19; ნეოკეს. 1,8; ღანგრ. 4; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდ.12,27,88). ეს ერთ-ერთი იმ კანონთაგანია, რომელმაც, სხვათა შორის, საბაბი მისცა რომაულ-კათოლიკურ ღვთისმეტყველებსა და კანონისტებს ელაპარაკათ ტრულის კრების საწინააღმდეგოდ ზოგადად და, მთლიანობაში კი, მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით ბევრი სასტიკი და შეურაცხმყოფელი განცხადება გაეკეთებინათ.! ამ კანონის გამო კარდინალმა ჰუმბერტმა XI საუკუნის მეორე ნახევარში, მართლმადიდებელ ეკლესიას, არც მეტი არც ნაკლები, ერეტიკული და ნიკოლაიტური ერესით მოწამლული უწოდა?. თუმცაღა, ეს კანონი შედის რომაულ-კათოლიკურ 00X%05 1V0L15 C971070101-ში? და, საერთოდ, ტრულის კრების კანონები შეწყნარებულია რომის პაპების მხრიდან.“ განსახილველი კანონი საუბრობს ცელიბატობის შესახებ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში და გმობს მას, როგორც ეკლესიის მოწყობისა და ხარისხის შესახებ მოციქულთა ძველი კანონების საწინააღმდეგო დადგენილებას; აი, წყარო რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და კანონისტების მხრიდან ამ კანონისა და იმ კრების სიძულვილისა, რომელმაც იგი გამოსცა, მაგრამ როგორც ახლა ვნახავთ, სიძულვილი სავსებით უსაფუძვლოა. ტრულის კრების მამები ამ კანონით მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ ძველ დროში გამოცემულ კანონიკურ განწესებას ამტკიცებენ, განწესებას, რომელსაც ეკლესიაში კანონის ძალა უნდა ჰქონდეს. ეს განწესება, კერძოდ, ამტკიცებს იმას, რაც დადგენილია მოციქულთა მე-5 და 26-ე კანონებით და, | მსოფლიო კრების მე-3 კანონით, რომელთა შესახებაც შესაბამის ადგილზე იყო საუბარი (იხ. სხვა პარალე- L42 უჰის კოპჰოსი ნი აკოდიში (შილაში) ლური ადგილებიც). იგი ადგენს, როგორც გარდაუქცეველ კანონს, ყველა დროისა და ყველა ეკლესიისათვის: 1) პირველი კანონიერი ქორწინება არ უშლის ხელს სამღვდელო ხარისხის მიღებას; 2) შეუღლებულ პირს, რომელსაც სურს სამღვდელო ხარისხი მიიღოს, არ მოეთხოვება მეუღლესთან გაყრა არც ხელთდასხმამდე და არც მის შემდეგ; 3) მღვდელმსახურებიდან განკანონებას ექვემდებარება, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი განიკვეთება ხარისხიდან ყოველი, ვინც კეთილკრძალულების საბაბით თავისგან განიშორებს კანონიერ მეუღლეს; ზუსტად ასევე ექვემდებარება განკვეთას ის, ვინც სასულიერო პირს აიძულებს გაეყჟაროს თავის კანონიერ ცოლს. ტრულის კრების მამებმა ეს კანონი მიიღეს მღვდლების, დიაკვნებისა და იპოდიაკვნებისთვის, მსგავსად იმისა, როგორც ეპისკოპოსებისათვის იგივე საკითხთან დაკავშირებით მიიღეს თავიანთი მე-12 კანონი. ამ მე-13 კანონით დაამტკიცეს კართაგენის კრების განწესება, რომელიც გამომდინარეობს მისი (კართაგენის) მე-3, მე-4 და 25-ე კანონებიდან და, რომელიც სასულიერო პირების ხორციელ კრძალულებას ეხება. ტრულის კრების მამები მოუწოდებენ, რომ დაქორწინებული იპოდიაკვნები, დიაკვნები და მღვდლები უნდა ეკრძალებოდნენ თავიანთ ცოლებთან სარეცელის გაყოფას დროის გარკვეულ პერიოდში, სახელდობრ, როცა უნდა მიეახლონ სიწმიდეებს, რამეთუ მაშინ ყველაფრისგან თაგშეკავება მართებთ (6/X0თ456L6 CV XთCVV, 000ი1ი0 00იL1006ი9L05). ამ კანონის გამოცემის მიზეზი იყო ის, როგორც ეს თვით კანონშია ნათქვამი, რომ კრების მამებმა შეიტყვეს რომის მკლესიაში შემოღებული წესის შესახებ, რომლის თანახმადაც, სამღვდელო, სადიაკონო და საიპოდიაკონო კანდიდატების მხრიდან ხელთდასხმამდე აუცილებელი იყო აღთქმის დადება მეუღლეებთან ცოლქმრული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და, მაშასადამე, უქორწინებლობის ვალდებულების აღება.

ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში, რომაულ, და საერთოდ, მთელ დასავლურ ეკლესიებში, სასულიერო პირების ქორწინებასთან დაკავშირებით ისეთივე წესი არსებობდა, როგორიც აღმოსავლურ ეკლესიებში: პირველი სამი საუკუნის დასავლური ეკლესიის ისტორიაში კვალიც კი არ არსებობს სასულიერო პირების ც ელიბატობისა, ანუ აუცილებელი პირობისა მათი უქორწინებლობის შესახებ.5 მხოლოდ IV საუკუნეში იწყება დასავლური ეკლესიის ადგილობრივ კრებებზე ცელიბატობის შესახებ აზრის მიწოდება. ეს ხდებოდა ასკეტური მიმართულების გავლენით, რომელიც საერთოდ გაბატონებული იყო იმ დროის ეკლესიაში ისტორიულ გარემოებათა გამო, რაც თავის მხრივ დევნის ეპოქით იყო გამოწვეული. პირველად ეს აზრი გამოითქვა ელვირის კრებაზე (ესპანეთში) 306 წელს. ამ კრების 33-ე კანონით განკვეთის მუქარით აკრძალულია კლერიკოსისათვის ცოლისა და შვილების ყოლა.9? ეს იყო პირველი განკარგულება ცელიბატობის შესახებ. მეორე კი გამოიცა არლეში (გალიის არელატში) 314 წელს. ამ კრების 29-ე კანონით განკვეთის მუქარით იგივე ეკრძალებათ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დია კვნებს.7 რომი დიდი ხანი არ გამოთქვამდა თაგის აზრს ამ საკითხის შესახებ და, მხოლოდ 385 წელს, როცა რომაულმა ეკლესიამ, როგორც ყველაზე მრავალწლიანმა დასავლეთში, დაიწყო თავისი გავლენის სფეროს გაფართოება მთელ დასავლეთში და თავისი მრავალწლიანობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევა, პაპი სირიციუსი ითვისებს ელვირის კრების აზრს და სურს უქორწინებელ სასულიერო დასზე დაამყაროს იმედი, როგორც საიმედო იარაღზე პაპისტური მისწრაფების შესასრულებლად, ანუ ყველგან გასაბატონებლად. ამ მიზნით გამოსცემს იგი მკაცრ განკარგულებას სასულიერო პირთა ქორწინების წინააღმდეგ: „შევიტყვეთ, – ამბობს პაპი, – რომ ბევრ ქრისტეს მოძღვარს და ლევიტელს, ხელთდასხმიდან მრავალი წლის შემდეგ ჰყავთ ნაყოფი როგორც თავიანთი მეუღლეებისაგან, ასევე უწმინდური თანაცხოვრებიდან. მათ თავიანთი დანაშაულის გასამართლებლად ძველ აღთქმის მაგალითები მოჰყავთ, სადაც მღვდელმსახურებსა და საკურთხეველმსახურებს შვილიერების უფლება ჰქონდათ”. შემდეგ, თავისებურად განმარტავს რა მოსეს სიტყვებს (ლევ. 20, 7), განაგრძობს: „რამდენადაც ბევრი, ვისზეც ვსაუბრობთ, ცოდვაში უმეცრებით ჩავარდნენ და ინანიებენ, ამიტომ არ ვუკრძალავთ მათ ჩვენს წყალობას, მაგრამ აღთქმის პირობით – იყვნენ კრძალულნი და, ასეთ შემთხვევაში ნებას ვრთავთ ცხოვრების ბოლომდე დარჩნენ იმ წოდებაში, რომელშიაც იყვნენ მაშინ, როცა ცოდვაში ამხილეს, მაგრამ მათთვის ხარისხის მომატება უკვე აღარასოდეს შეიძლება; ხოლო იმათ, რომლებიც ცდილობენ ნებადაურთველი უფლებით გაიმართლონ თავი, გარანტირებულით, თითქოსდა ძველი კანონებით, დაე, იცოდნენ, რომ ისინი მოციქულთა ტახტის ძალაუფლებით (90059%011080 80015 9VCL0XI1L9L0) დამხობილნი არიან იმ საეკლესიო ხარისხიდან, რომელსაც უღირსად ატარებდნენ; ასე რომ, ამიერიდან აღარ შეუძლიათ წმინდა საიდუმლოებებთან შეხება, რამეთუ აეკრძალათ ეს, რადგან საძაგელ ლტოლვას მიეცნენ. იმის გამო, რომ ეს მაგალითები გვაიძულებენ დავიზღვიოთ თავი იმისგან, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო, ამიტომ ყველამ იცოდეს, რომ თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ასეთ საქმეში მხილებული იქნება (რასაც ჩვენ არ ვისურვებთ), იგი ჩვენი თანაგრძნობის ღირსი ვერ გახდება, რადგან დანით შეშვენის წყლულებს მოკვეთა, რომელზეც სითბოს წამალმა ვერ იმოქმედა“.9 როგორც პაპი სირიციუსის სიტყვიდან ჩანს, დასავლეთში იმ დროს საკმაოდ ბევრი (ი10XIIXი1) მღვდელმსახური ცხოვრობდა საკუთარ ცოლთან და შვილებიც ჰყავდათ. მის მკაცრ განკარგულებას, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონიკურ დებულებებს (მოც. 5; ღანგრ. 4) მღელვარებანი რომ არ გამოეწვია, იგი მას მცირედ აცხრობს იმით, რომ „დამნაშავეს“ დასში დარჩენის ნებას რთავს, თუ ისინი მის განკარგულებას დაემორჩილებიან, თუმცა, უმაღლეს იერარქიულ ხარისხში ასვლის უფლების აკრძალვით; ხოლო ვისაც დამორჩილება არ სურს და არ განიშორებს თავისგან შვილებსა და კანონიერ მეუღლეს, მთელი სიმკაცრით ექვემდებარება პაპის ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სასჯელს. თვალში ძლიერ გვხვდება ის, რომ პაპი სასულიერო პირთა კანონიერ ქორწინებას დანაშაულს (CIIIთი6ი) უწოდებს და მათ, ვინც ოჯახურ ცხოვრებას ეწევა, საძაგელ ვნებებს აყჟოლილ ადამიანებად მოიხსენიებს. ამით იგი არავითარ განსხვავებას არ აკეთებს კანონიერ ქორწინებასა და უწმინდურ თანამეცხედრეობას შორის (სV0I0)5 001LV5). თუმცა, შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ მღვდელმსახური ერთნაირად დამნაშავეა კანონის წინაშე იმის მიუხედავად, ცხოვრობს ის თავის კანონიერ (ცოლთან თუ მეძავთან. თავად სირიციუსს ესმოდა, რომ გამოსცემდა კანონსაწინააღმდეგო განკარგულებას; ეს იქიდან ჩანს, რომ ამ განკარგულებაში არ ეყრდნობა არც ერთ არსებულ კანონიკურ განწესებას მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ და არ ცდილობს, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვს, რომ როგორმე მაინც განწესებანი და თავისი განკარგულება ერთმანეთს შეუსაბამოს. ის მხოლოდ წინა პლანზე წევს მოციქულთა ტახტის ძალაუფლებას (8005L0I1086 50015 800%0X1L816>) და ამ ძალაუფლების საფუძველზე ბრძანებს იმას, რაც სურს.

პაპი სირიციუსის მკაცრმა მოთხოვნილებამ ცელიბატობის შესახებ, ვერ პოვა თავის უახლოეს მემკვიდრეებში ის მხარდაჭერა, რომელიც სურდათ ეჩვენებინათ საკუთარ თხზულებებში ცელიბატობის დაცვის მოსურნე დასავლელ კანონისტებს. თავიანთი აზრის მხარდამჭერებად ისინი ოთხ პაპს ასახელებენ – ინოკენტი I-ს (402- 417), ლეონ დიდს (440-461), პელაგიოს II-ს (578-590) და გრიგოლ დიდს (590-604), მაგრამ პაპები, ინოკენტ | და ლეონ დიდი მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ მღვდელმსახურთა ქორწინება იყოს სულიერი და არა ხორციელი; კერძოდ, ლეონ დიდი არ მოითხოვს რომ მღვდელმსახურნი თაგიანთ ცოლებს გაეყარონ, არამედ – მათ არ ჰქონდეთ თავიანთ მეუღლეებთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა (8§ ფცს851 ი0»ი ჩმხ8მის VX0X05, §1C ი მხ61X0)9მ. ამავე აზრით ამბობს პელაგიოს I-ც, როცა იგივეს მოითხოვს იპოდიაკვნებისაგან.!9მ ხოლო, პაპი გრიგოლ დიდი კატეგორიულად აცხადებს, რომ კანონი ცელიბატობის შესახებ მას მიაჩნია მკაცრად და ძნელად შესასრულებლად (ძსXსIი 8ხ0V0 1ი00Xი700%0ი§ #ი1%1 V1ძ6LსX), მაგრამ მაინც ენერგიულად აძლევს მღვდელმსახურებს რეკომენდაციას დაიცვან კრძალულება; თუმცა ამასთან, არ მოითხოვს მათგან, რომ გაეყარონ ცოლებს.'! და მაინც, პაპი სირიციუსის მკაცრი მიზანდასახულობა ცელიბატობასთან დაკავშირებით, სულ უფრო იმჟარებდა ნიადაგს. განსაკუთრებით გრიგოლი დიდის შემდეგ, სახელდობრ კი პაპების – თეოდორესა (642-649) და მარტინ I-ის (649-653) დროს, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც მოშურნენი რომის ეპისკოპოსის უპირატესობის განვრცობისა მთელ ეკლესიაზე და მთელი სასულიერო ძალაუფლების მის ხელში ცენტრალიზებისა. იმავდროულად, ესპანეთი და გალია, რომლებმაც პირველებმა წამოჭრეს აზრი ცელიბატობის შესახებ თავიანთ კრებებზე IV საუკუნის დასაწყისში, თავიანთ ქმედებებს იმავე მიმართულებით შემდეგ საუკუნეებშიც აგრძელებდნენ,!? რითაც ხელს უწყობდნენ დასავლეთში ამ იდეის გავრცელებასა და განმტკიცებას. მთელ ეკლესიაში, მოციქულთა გადმოცემებისა და მსოფლიო კრების კანონიკური დადგენილებების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სხვა საკითხთან ერთად, ტრულის კრების მამებმა ყურადღება მიაპყრეს მღგდელმსახურთა ქორწინებასთან დაკავშირებულ კანონის საწინააღმდეგო პრაქტიკას, რომელმაც დასავლურ ეკლესიაში იწყო გაბატონება და მისი შეჩერება გადაწყვიტეს მსოფლიო კრების ავტორიტეტის სახელით; სწორედ ამიტომ მიიღეს ეს (მე-13) კანონი. იგი მიღებულია იმ პირთა მიზეზით, რომლებიც ისწრაფვოდნენ სამღვდელო ხარისხის მიღებას, მაგრამ არ სურდათ, ან არ შეეძლოთ უქორწინებლობა. ამ კანონის დადგენილების შედარებისას ამავე კრების მე-6 კანონის დადგენილებასთან იმ ნაწილში, სადაც ლაპარაკია, რომ საეკლესიო დასში შესვლისას უქორწინებელს (დაწყებული იპოდიაკონიდან და ზევით) აღარ აქვს შემდგომში დაქორწინების უფლება, ჩანს, რომ აღმოსავლური ეკლესია გადაჭრით არ დაადგა რომის ეკლესიასთან წინააღმდეგობის გზას; ტრულის კრების მამები არ აწესებენ მათ საწინააღმდეგოდ მღვდლებისა და დიაკვნების ქორწინების აუცილებელ მოთხოვნას. ამ ორ უკიდურესობათა შორის ტრულის კრებამ აირჩია შუა გზა: იგი ადგენს, რომ უქორწინებლებსაც შეუძლიათ მიიღონ სამღვდელო ხარისხი, მაგრამ ხელთდასხმის შემდეგ ცოლის მოყვანის უფლება აღარ აქვთ. თუკი ვინმეს სურს ქორწინებაში იცხოვროს და ამავე დროს სამღვდელო წოდებაც მიიღოს, მას კანონი არ აიძულებს ქორწინებაზე უარის თქმას; მას ეძლევა ქორწინების უფლება, მაგრამ მხოლოდ – ხელთდასხმამდე. ყველას ეძლევა იმის არჩევის უფლება, რაც მისი გულისათვის მისაღებია, რისთვისაც მოწოდებულია – იქნება ეს ქორწინება თუ უქორწინებლობა, მაგრამ ეს არჩევანი შეზღუდულია ვადით: ხელთდასხმამდე.

რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველები და კანონისტები აღდგნენ ტრულის კრების ამ (მე-13) კანონის წინააღმდეგ, დაიცვეს ცელიბატობა და ამტკიცებდნენ, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება კართაგენის კრების კანონებს, რომლებსაც იმავე ტრულის კანონში მოიხსენიებენ. აქ მხედველობაში აქვთ კართაგენის კრების მე-3 და მე-4 კანონები, რომლებიც მღვდელმსახურთა კრძალულებას აწესებენ. რომაელ-კათოლიკები ამტკიცებენ, რომ თითქოს ეს კანონები ადგენენ ცელიბატობას, მაშინ როცა მე-3 კანონი მღვდელმსახურებს მოუწოდებს ყველაფერში თავშეკავებისაკენ. (6/MX0თXნსნ CV #CთCIV, 10 0MითIხს5 ი0იLI96ი+05). მაგრამ როგორც თავშეკავება საკვებში და სასმელში არ ნიშნავს საერთოდ არგამასა და არსმას, ასევე თავშეკავება ცოლისაგან არ უნდა ნიშნავდეს აუცილებლად ქალწულობის აღთქმასაც. თავშეკავებულობა შეიძლება ქორწინებაშიც, რომლის შესახებაც არც თუ ისე იშმვიათად საუბრობენ ეკლესიის მამებიც, როცა ქადაგებენ ეკლესიის სიწმინდეზე. მე-4 კანონი თავის მხრივ ბრძანებს, რომ ყველა, ვინც საკურთხეველს იცავს და ემსახურება, უნდა ეკრძალებოდნენ თავიანთ ცოლებს (/სVთLM<თV CICX0CVIXCIL, 8 ჩ#06- »”იIი1§ 8ხ95L1თ6მი%). თანაც ამას უკავშირებენ ზნეობრივ სიწმინდეს (თძთდი0თსVო, L6იი00XL987ი%18); მაგრამ, ზნეობრივი სიწმინდე და უქორწინებლობა ერთი და იგივე არ არის, რამეთუ ზნეობრივი სიწმინდის დაცვა ევალებათ როგორც ქორწინებაში მყოფთ, ასევე დაუქორწინებლებსაც. იგივე უნდა ვთქვათ კართაგენის 25-ე კანონის შესახებაც, რომელიც იმავე საკითხზე საუბრობს. თუმცა, ზუსტად რომ გავიგოთ აზრი ტერმინისა: კ რძ ალ ულება, რომლის შესახებაც კართაგენის კრების ზემოხსენებულ კანონშია ნათქვამი, საკმარისია შევხედოთ თუ რას გვეუბნებიან ამავე კრების სხვა კანონები და მაშინვე ნათელი გახდება, რომ აქ ცელიბატობაზე საერთოდ არ არის საუბარი. კართაგენის კრების მამებს რომ ნდომებოდათ ცელიბატობა ყველა მღვდელმსახურთათვის დაედგინათ, მაშინ რატომღა იქნებოდა საჭირო მე-15 კანონის ბრძანებულება, იმავე კართაგენის მამებისა, იმის შესახებ, რომმღვდელმსახურთაშვილები არ უნდა დაესწრონ საერო სანახაობებს? ან კიდევ, 30-ე კანონის მოთხოვნილება იმის შესახებ, რომ მღვდელმსახურთა შვილებმა არ უნდა იქორწინონ მწვალებლებთან? კართაგენის ამ და მის მსგავს კანონთა განმარტებებში ჩვენ ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებით ვსაუბრობთ. ტრულის კანონს მხედველობაში ჰქონდა კართაგენის კრების დადგენილება, ამიტომ ის სწორედ მას მოიხსენიებს ამ კანონში, რათა ეს დადგენილება არ იყოს სხვაგვარად გაგებული. კანონის იმ სიტყვებიდან – სადაც მოყვანილია კართაგენის კრების ეს დადგენილებანი – ნათლად ჩანს კართაგენის მამების სწორად განმარტებული აზრიც, სახელდობრ: ზნეობრივი სიწმინდის დაცვა, ცხადია, ყველა მღვდელმსახურს ევალება, საქორწინო სარეცელი კი ეკრძალებათ დროის გარკვეულ პერიოდში (XCXCCთ «0სხ 1010ს6 000%V), ანუ როცა წმინდა მსხვერპლის შესაწირად ემზადებიან; მ. 9. არ ევალებათ მუდმივად ეკრძალონ კანონიერ ცოლებთან ურთიერთობას, რაც იგივეა, რომ არ ევალებათ ცელიბატობა რომაულ-კათოლიკური გაგებით, არამედ, მხოლოდ თავშეკავება, როცა მღვდელმსახური ემზადება მსახურების ჩასატარებლად. სწორედ ამ აზრით რომ უნდა გავიგოთ კართაგენის კრების აღნიშნული განწესება კრძალულების შესახებ, ამას სხვა ყველაფერთან ერთად ისიც მოწმობს, რომ ტრულის კრების მონაწილე აფრიკელი ეპისკოპოსები არამცთუ არ ეწინააღმდეგებოდნენ ტრულის კრების მამების მიერ მოყვანილ კართაგენის კრების მოთხოგნილების აზრს, არამედ ხელიც კი მოაწერეს ყველა კანონიკურ დადგენილებას და ამ განჩინებების თანახმად მართავდნენ თავიანთ ეკლესიებს. იყო იმის იმედი, რომ მღვდელმსახურთა მორწინების შესახებ მსოფლიო ეკლესიის ხმა, ანუ ტრულის კრების ამ კანონის განწესება, გაუნელებდა ცეცხლს დასავლეთში ცელიბატობის დამცველებს. და მართლაც, თავიდან დაიწყეს – ყოველ შემთხვევაში რომში მაინც – ცელიბატობის აუცილებლობაზე სირიციუსის თეორიის დატევება. პაპი სერგი (687-701), რომლის დელეგატებიც ტრულის კრებას ესწრებოდნენ, შემდეგ კი იოანე VII (705-707), ტრულის კრების მსოფლიო მნიშვნელობის აღიარებით თაგისთავად გამოხატავდნენ ამ კრების მიერ მიღებული კანონებისადმი თავიანთ მორჩილებას. თანახმად ამ (მე-13) კანონის დადგენილებისა, ისინი ყველა მღვდელმსახურთ, ქორწინებასთან დამოკიდებულებით, იმ თავისუფლებას ანიჭებდნენ, რომელიც დამტკიცებულია მოციქულთა კანონებით და ახლა საზეიმოდ იქნა გაცხადებული ტრულის კანონებში. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებამ დიდხანს არ გასტანა. პოლიტიკურმა მდგომარეობამ, რომელმაც რომის პაპები საერო ხელისუფალთა დონეზე აიყვანა და, მათმა მისწრაფებამ მღვდელმსახურებად თავისუფალი პირები ჰყოლოდათ, რომლებიც ოჯახური კავშირით არ იქნებოდნენ შეკრული და ყოველთვის მზად იქნებოდნენ დამდგარიყვნენ პაპობის დასაცავად და, გარდა ამისა, ესპანელი და გალელი ეპისკოპოსებისა და მათი კრებების მისწრაფებამ შეენარჩუნებინათ მღვდელმსახურთა ქორწინების საკითხში ის მიმართულება, რომელიც მათ მიერ იყო წარმოჩინებული გასულ საუკუნეებში, – ყველაფერმა ამან გააკეთა ის, რომ ამ საკითხებთან დაკაგშირებულმა საქმიანობამ ძველ მდგომარეობამდე დაიწყო დაბრუნება. პაპი ზაქარია (741-752) კვლავ პაპი სირიციუსის მეთოდებს დაუბრუნდა. 743 წელს რომის კრებაზე ისევ წარმოაჩინეს ძველი დადგენილება, რომლის თანახმადაც მღვდელმსახურებს ცოლი არ უნდა ჰყოლოდათ.) ოთხი წლის შემდეგ პაპი ზაქარია პიპინას თხოვნით გალიაში აგზავნის 27 C801Lს18 ეკლესიის მოწყობისათვის და 11 CV0ILხს- 1სი-ით გამოსცემს დადგენილებას მღვდელმსახურთათვის ცელიბატობის აუცილებლობის შესახებ.'“ მაგრამ ახლა უკვე, ადრინდელისგან განსხვავებით, ცხოვრებაში მკაცრი კანონის გატარება ცელიბატობის შესახებ ძნელი მისაღწევი იყო და მიუხედავად მრავალრიცხოვანი დადგენილებისა ამასთან დაკავშირებით და კანონებრივი სასჯელით მუქარისა, ჩვენ მაინც ვხვდებით XI საუკუნეში ცოლიან, როგორც მღვდლებსა და დიაკვნებს, ასევე ეპისკოპოსებსაც და, თანაც არა მხოლოდ დასავლეთ პროვინციებში, არამედ თვით რომშიც.'§ ეს ძალიან აღიზიანებდათ რომის პაპებს და, მით მეტად, რაც უფრო იმსჭვალებოდნენ აზრით მთელ მსოფლიოში თავიანთი საყოველთაო მეუფეობის შესახებ. -პაპის, ნიკოლოზ II-ის (1059-1061) შესახებ ისტორია გვამცნობს, რომ მან აკრძალა ლიტურგიის მოსმენა, როცა მას ცოლიანი მღვდელი ატარებდა, რითაც, რა თქმა უნდა, მრევლში მღელვარება გამოიწვია.'? პაპიზმის აბსსოლუტურისტული იდეებით კარგად ცნობილმა გრიგოლი VII -მ გამოთქვა ჭეშმარიტი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ მღვდელმსახურთა ცელიბატობა, როცა თქვა: „არ შეიძლება ეკლესია გათავისუფლდეს ერისკაცთა ტყვეობისაგან, როცა ერისკაცები ვერ თავისუფლდებიან თავიანთი ცოლებისაგან (M0ი 11ხ0X8X1 00%05წ 00011518 8 50LVILVL6 191001-Iი, 0151 11ხ6L- 6იხსX 016>101 8ხ სX0XLIხV5)“. ამიტომაც, 1074 წლის მკაცრი ბრძანებულებით მან აუკრძალა ყველა მღვდელმსახურს შეუღლება, ხოლო ერისკაცთ - აღსარების ჩაბარება და ზიარების მიღება დაქორწინებულ მღვდელმსახურთაგანს; ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ანათემით დაემუქრა. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც რომ ვერ შეძლეს ცელიბატობის ინსტიტუტის დაწესება, ამას ამოწმებს მრავალი კრება, რომლებიც ტარდებოდა XII საუკუნიდან XVI საუკუნის შუა ხანებამდე. სხვათა შორის, ეს კრებები იკრიბებოდა იმ მიზეზით, რომ მღვდელმსახურებს არ უნდოდათ ცელიბატობის კანონიერების აღიარება. XVI საუკუნეშიც კი, ჩვენ ვხედავთ მრავალ სხვადასხვა ხარისხის მღვდელმსახურთ, რომლებიც თავიანთ ცოლებთან ქორწინებაში ცხოვრობდნენ და ქორწინება სრულიად კანონიერ საქმედ მიაჩნდათ.!ზ საბოლოოდ, დიდი ძალისხმევით შეძლო ტრიდენტის კრებამ (1562წ) მთელი რომაულ-კათოლიკური ეკლესიისათვის საყოველთაო კანონად გამოეცხადებინა, რომ არავინ მღვდელმსახურთაგან არ უნდა ყოფილიყო ცოლიანი – ანათემის მუქარით.!9 სასულიერო პირთათვის იძულებითი ცელიბატობის არაკანონიკურობასაც რომ თავი დავანებოთ, საკმარისი იქნებოდა ბრძოლის ერთი ფაქტი, რომელიც დასავლეთში ცელიბატობის წინააღმდეგ თორმეტი საუკუნის განმავლობაში (IV-–XVI) გრძელდებოდა, იმისათვის, რომ დავინახოთ ყველა საფუძვლიანობა და კანონიერება ტრულის კრების ამ (მე-13) კანონისა; გავაცნობიეროთ, ასევე, თუ რაოდენ დიდი საფუძველი ჰქონდათ კრების მამებს გაეკიცხათ რომის ეკლესიის წესები, რომლებმაც ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს საკმაო გავრცელება. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანონი, იძულებით ცელიბატობაზე, რამდენჯერმე შემდგომშიაც კი წარმოადგენდა დავის საგანს რომაელ-კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის და ბევრად უწყობდა ხელს ეკლესიების გათიშვას. ამ ორ მკლესიას შორის კამათის დაწყებისთანავე, წამოწეული იყო საკითხი მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ. რომაელი მისიონერები, რომლებიც წარგზაგნილნი იყვნენ ბულგარეთში IX საუკუნეში, რათა ბულგარელები კონსტანტინოპოლის ეკლესიას ჩამოეშორებინათ, სხვა საკითხებთან ერთად მათ ასწავლიდნენ ზიზღით მოკიდებოდნენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს იმ მიზეზით, რომ ისინი ცოლიანები იყვნენ და მათი საეკლესიო მსახურება თითქოს არ შეიძლებოდა ყოფილიყო კანონიერი და ღვთისათვის სათნო. თავის სამთავრობო ეპისტოლეში აღმოსავლეთის მთავარეპისკოპოსებისადმი, პატრიარქი ფოტი მკაცრად კიცხავს რომაელ მისიონერთა სწავლებას, რომლითაც ისინი განაშორებენ ერს ჭეშმარიტი კეთილმსახურებისაგან.29 იგივე გამეორდა XI საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქის, მიქაელ კერულარიოსისა და რომის პაპის, ლეონ IX დროს, როდესაც ცნობილმა კარდინალმა ჰუმბერტმა პასუხში სტუდიელ მონოზონ ნიკიტასადმი, რომელიც აღდგა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების დასაცავად, სწავლებისა, რომელიც მიმართული იყო რომაელთა მხრიდან სიახლეების შემოტანის წინააღმდეგ – შეურაცხყო მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლაიტურ მწვალებლური საზოგადოების სახელდებით. არ არის მართალი ეს ჰუმბერტი, როგორც სხვა რომაელი ღვთისმეტყველები და კანონისტები, როცა იცავს სასულიერო პირთა ცელიბატობას და ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ცელიბატობა იყოს ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც პასუხობს ამაღლებულ სასულიერო მსახურებას, ხოლო, მღვდელმსახურის ოჯახური ცხოვრება თითქოს მის ხარისხს ბილწავს. ვიმეორებთ, რომ არ არიან ისინი მართალნი, რადგან ისინი იმ პაპებსაც განიკითხავენ, რომლებიც მათზე დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს ტრიდენტის კრების შემდეგაც აძლევდნენ ნებას ეცხოვრათ ქორწინებაში ხელთდასხმის შემდეგ. აქ მხედველობაში გვყავს ე. წ. უნიატელი მღვდელმსახურები, რომლებსაც პაპმა ბენედიქტე XIV ნება დართო დაუბრკოლებლად დარჩენილიყვნენ ცოლიანებად, რამეთუ „სასულიერო პირთა ქორწინებას, – ამბობს ხსენებული პაპი, – რომის ეკლესია არ კრძალავს“ (ჯ0- ჯიმიმ იიი 0X0M1ხ0L 600105182). შენიშვნები: 1. იხ. მაგ.: LL დ # ი 1 9, CითიI11იინი50ი1იხბ%ი, III, 328 და შემდგ. II ი» დ6ი20%ჩ9ი97», ”იის1ას5, I, 216 და შემდგ. X 1 L XL 8, MMIXI15 06001. 1I15(, 6( Iიიი., II, 4-6, 76-90. 0 0111ი –24 », სიხ»ხსიჩ ძი #IIისდიყნივის1იიჯ(ი, 5, 381.

2. V 111, #იL2 იხ §0=IხLი ძი იითიLIXიV. 6001. წI. 6L 18. 58060. XI (LIი513ი, 1861) 147 და 148. -– ნიკოლაიტებად იწოდებიან დიაკონ ნიკოლაუსის სახელის მიხედგით (საქ. მოც. 6, 6) და ისტორიაში ცნობილნი არიან (II6ი., 4ძV, #80-:05., II, 27; III, 11 წMIთიი, 8. წ., L. 7, C01. 802-4, 879-92); C16ი. #4ტ10X89იძX., 5LIიIXი9L. 11ხ. 2 ი 3 წი1ლიი, 9. წ., ჯ. 8, იიI. 929-1213); I9ი>LსI1., 06 ა”გი5ილის. ჩ8იIიL., იგი. 46 (იი1წყირ,8. 1., L. 2, ლი1, 61-63) თავიანთი გარყვნილი ცხოვრებით. იხ. V 8 1 C ხ, LI5%0M6 ძი» X0L720X016ი, I, 167-181. კარდინალ პუმბერტის შესახებ ჩვენ მოვიყვანეთ რომაელი ავტორების აზრი ჩვენს თხზულებაში „კირილე და მეთოდი“ და სხვ., გვ. 95-96. ბპ. ი. XXXII, ი. 13 ( Lძ. ILIიჩLი», C01. 99-100). 4. იხ. ჩემს „კრებულში“ (II გამოც.), გვ. XXXVIII.

5. ამას ადასტურებენ თვით რომაცლ-კათოლიკე მწერლები, მაგ. L0იM#M #99, სიგიილVIMIიი2ძ!ი, 1, 304-307 6. „ენებათ Iეკლესიის მამებს) სრულიად აეკრძალათ ქორწინებითი ცხოვრება ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნებისთვის და, საერთოდ, მსახურებაზე დადგინებულ ყველა კლერიკოსისათვის; მათ თავი უნდა შეიკავონ ცოლებთან ურთიერთობისაგან და შვილები არ გააჩინონ; ვინც ამ დადგენილების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, განიკვეთოს სასულიერო ხარისხის პატივიდან“. IILი”ი1ი, CიიC!1- 1იიყივლს!იხსი, I, 168.

7. „ამას გარდა შევაგონებთ ძმებს, რომ მღვგდელმსახურებისა და ლევიტელებისათვის ღირსეული, უბიწო და მათთვის შესაფერისი საქმე იქნება ეკრძალონ ცოლებს, რადგან ისინი ყოველდღიური მსახურებით არიან დაკავებულნი. ვინც ამ დადგენილების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, განიკვეთოს თავისი ხარისხის პატივიდან“. I 9761 0, Cიიი11)6)ყ03Cლჩს10MLი, I, 217. 8. ს. LXXXII, ი. 3 იL 4 (სძ. CIL., C01. 249-250). 9. Cი. 112 8ძ Lს5LI0. Mვჯ»ხ., C. 3 წM1ფიი, §. 1., L. 54, C01. 1204|. 10. Lი. 7 8ძ 'II9ი., C. 2 წიი1დიტ, §. 1., L. 72, Cი1. 7441.

11. „გვნებავს, რომ მღვდელმსახურებს აეკრძალოთ ქალებთან ცხოვრება, გარდა დედისა, დისა ან ცოლისა, თუმცა, ეს ცხოვრებაც წმინდად უნდა იქნეს დაცული" L#I15%. 1Iხ. I, 1იძ1CL. IX, რი. 52) IMIდიი, §.1., L. 77, 001. 515) ; „ამასთან, როგორც ეს კანონიერმა ხელისუფლებამ დაადგინა, მათ არ უნდა მიატოვონ ცოლები, მაგრამ ისინი წმინდად უნდა შეინარჩუნონ“.(1!ხ. IX, 1იძ. II, ილი. 60)

12. წM1Iდირ, §.I., L. 77, C01. 9971. იი»C11. 870181. (443 ან 452), C8». 2; IიVსX3 (461), C. 1, 2. #წყძი (506), C. 9: Cი»სთძვ (517), ი. 6; #+>018L. (524), C. 2; #VV0»6I6 (53%), C. 12; 0»ი8»ვ (538), ი. 2; 0X»10995 (541). ი. 17; 010898 (549), ი. 4.; 8IV88 (551). ი. 1; M8იიი (581), ი. 11,; 'Iი1იძი (653), C. 5 65 და ა.შ. #Iი”ი10, Cი0CII10იდ030M10ს%, II, 299, 588, 652, 678, 704 762, 774, 781; III, 3, 8, 37, 99.

13. IIი”9ი1ი, CიოCI110იყი50სხ10MLC, III, 515 14. II96(010, Cი»თი01110ი 09Cს10ჩL0, III, 550.

15. მცხოვრები იმ დროში 10951ძ0XL1ს8 (1087) ამის შესახებ ამბობს: Iხ8ფსი ის» VსIყს8 01000IVVI ხი VI8I0 0/წ0ი3L80 110001860 26996 ი”ის1ხიობჭრ წ8სძიიLსI, ლ000- იღვის Iი59 ი ”ი8ხ7%0X:1 30 ძ!180091, ძის! LL8ძ118 8)ხ1 880-8Iი00L8 ძითი1ი168 ჯ)იძი იი»ძი C39პ00906 C0L00+I0 L>30(3L0 ძიხიხვის, 1216იLსIMი 2006 VX0I6 ძ000+0, 505006%ი- +ივფ)ი I”IIIი§ ხვი+Lლძივ, (§09:8I09%0 ”0Iს)იცხიჯი, იიითVIII იმი 6ი180600ი0X»ს თ, წჯი”იიIიძ!ვ იიი! C0M(0IML(8, 00 VIX0IIხVსვ ძითი ვი)! 1ი სი8 ხვხ1(3Xი. LL ჩ8იი ი05510)3 ი( იXილლ8იძვ ლიი§ს0სსძი 10ი(I8 სხიით I მXII06 იIIIVII8ხ8%... V 81% 686L, M)Iიხიილილჩ! (14 #ტს§5წ. 1871), 5. 583, ტით. 19.

16. იხ. 1059 წ. რომის კრების ეპისტოლე, რომელიც მოყვანილია როგორც C. 5, #M. XXXII (Cიის§ ჰსIX8 C8»., 0ძ. CIL., C01. 102).

17. CIL6ყიI. VII. იი. III, 7 წIM1თიი, §. 1., ს. 148, იიI. 435, 436). შდრ. II06I%1ი, C090C!1- 16იწივლხ1იხLი. V. 24 და შემდგ.

18. შდრ. II9ი”01ი, C0XC6II10იწ6050ხ10ს%L0, IX, 294 და შემდგ, 701 და შემდგ.

19. ტრიდენტის კრების დეკრეტი აცხადებს: 51: თს15 ძ1X0IIL, 0C10LX1008 1ი 880X5 ი”ძ1იხს§ 0095LILVL08, VCI Lიყ9I3I+08 C859:1:810»L 50106 ი”ი(095503, 00550 I=8(III900- ისი ლიი(ჯ8ხი:ტ, ი0ი1(-80LVI9010VIC V8110M0X 6950, ი0»ი 0ხ5(8»იჯი0 1020 0CC105185%108 VCI V0Lხ0; იL იხიი51LსI) 011 811Vძ 0530 ძყვი ძილი I ისოთიი!IIი, ი00990ცV6 იIიი8 60001+8ხ0»ი ჯ8ხოთიი! I, 0II 00 8001(100L 80 C83(1(18%15, 018051 69 V0V0IIIIL, ჩვხი:ი 5სიI8 1ძ, ფისძ იიავს სვ, L60L8=). 505510 XXIV. 00 8§8ი”-8თ. თ8(ოთიი!!, C8ი0. 9.

20. LიI§5(. 6იიVიI. 8ძ 8>Cს1იი1500ი03103 1ხჯითი§8 იიL 0ი60იჭილ ი0ხ()იტი(ი<, 5, 31 (IIხ. 1, ბი. 13, იძ. M1წთ40) IMI6Mიი, §. დ., L. 102, C01. 721-741). ი00011., 6ძ. Lმ009515, IIIხსIწ, 1876, II, 516), და იგივე პაპები Cი0»5L. ძ. 4 M21)! 1745, § 35 (იქვე 528-529). შდრ. 5ჯიიძ! ». LIხვი1 1736. XეXა II, ივი. 14, პ. 35(იქვე II, 241-242). იმის შესახებ, რომ რომის პაპები კართ. კრებ. მე-3, მე-4 და 25-ე კანონებს ტრულის ამ კანონის განმარტებისას შესაბამისად მოიაზრებდნენ, – იხ. ივიძეგLსსთ ი2ი30 C16ი0ი(18 (1592-1605) 5სი0» 8110MIხV§ IILIხ05 CIL886ლი»სX, პ. 27 (იქვე, II.449) და ბენედიქტე XIV 1742 წ. 26 მაისის დასახელებული განწესება, § VII. პ. 28 (იქვე II, 517).

PDF გვ. 454 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

წმინდა და ღმერთშემოსილი ჩვენი მამების შემდეგი კანონიც იქნეს შეწყნარებული: ოცდაათ წლამდე ნურავინ იქნება მღვდლად ხელთდასხმული; თუნდაც კაცი ყოვლად ღირსეული იყოს, მისი კურთხევა მაინც უნდა გადაიდოს დადგენილ ასაკამდე, რამეთუ უფალმა იესუ ქრისტემ ნათელ-იღო ოცდაათი წლისამ და დაიწყო დამოძღვრა. ასევე, დიაკონი არანაკლებ ოცდახუთი წლისა და დედათდიაკონი – ორმოცი წლისა, იკურთხებიან. (IV მსოფლ.15; ტრულ.15; ნეოკეს.11; კართ. 16).

PDF გვ. 464 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

იპოდიაკონი ხელთდასხმულ იქნეს არანაკლებ ოცი წლის ასაკისა. თუ ვინმე განსაზღვრულ ასაკამდე იქნება აყვანილი რომელიმე სამღვდელო ხარისხში, განიკვეთოს. (IV მსოფლ. 15; ტრულ. 14; ნეოკ. 11; კართ. 16).

ტრულის კრების ორივე ეს (მე-14 და მე-15) კანონი ერთ და იგივე საკითხზე საუბრობს, ანუ რა ასაკის უნდა იყვნენ გამოსარჩევი პირები იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი დადგინება ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე. ამ (მე-14) კანონში სიტყვასიტყვით მეორდება და მტკიცდება ნეოკესარიის კრების მე-11 კანონი იმ ასაკის შესახებ, რომელიც უნდა ჰქონდეს გამოსარჩევ პირს, რათა მღგდლად იქნეს ხელთდასხმული. ტრულის ეს კანონი ადგენს რომელ ასაკში შეიძლება გახდეს პირი დიაკონი, იპოდიაკონი და დედათდიაკონი; შესაბამისად, ეს ასაკებია: 25, 20 და 40 წელი, ხოლო ვინც დადგენილ ასაკამდე მიიღებს ხელთდასხმას, მამები მათ განკვეთას მოითხოვენ.

ძველ აღთქმაში ლევიტელს თავისი მსახურება კარავში უნდა დაეწყო 25 წლის ასაკიდან (იხ. რიცხ. 4, 3; 8, 24, 25). ეს იყო ყველასათვის საერთო წესი ძველაღთმქმისეულ ეკლესიაში. ქრისტიანულ ეკლესიაში კი სხვადასხვა იერარქიული ხარისხისათვის უნდა ყოფილიყო დადგენილი შესაბამისი კანონიკური ასაკი (C8- იი»იI108 მ0L85), როცა გამოსარჩევი პირი შეიძლებოდა აყვანილი ყოფილიყო ამა თუ იმ იერარქიულ ხარისხში. სამოციქულო საუკუნისათვის ამის დადგენა ძნელი იყო იმ გარემოებათა გამო, რომელშიც მაშინ ეკლესია იმყოფებოდა, ანუ – ჯერ კიდევ ჩასახვის პერიოდში. მაშინ, ჩვეულებრივ, მსახურებად მიიღებოდნენ შედარებით მოწიფული ასაკის ადამიანები; მართალია, ჩვენ ვხედავთ ტიმოთეს, რომელიც უკვე ჭაბუკობისას იყო აყვანილი ეპისკოპოსის ხარისხში (იხ. 1 ტიმ. 4, 12), მაგრამ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ღვთის განგებით მოწყობილი. დედათდიაკვნების შესახებ წმიდა წერილში ნათქვამია, რომ შერაცხვა დედათდიაკვნად შეიძლება არა უმცირეს სამოცი წლის ასაკისა (იხ. 1 ტიმ. 5, 9); ეს იმაზე მიუთითებს, რომ მაშინ საერთოდ თვლიდნენ, რომ მხოლოდ ზრდასრული ადამიანი გამოდგებოდა ეკლესიის მსახურებისათვის. პირველ საუკუნეებში საეკლესიო დასში მიღება და სხვადასხვა სამღვდელო იერარქიულ ხარისხში აყვანა ხდებოდა ეკლესიის წინამძღვრების პირადი შეხედულებებით და მათ სიბრძნეზე იყო დამოკიდებული თუ რამდენად იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიის საჭიროებასთან შესაბამისობაში; საეკლესიო კანონმდებლობით ამ სფეროში მუდმივი ნორმები თანდათან იქნა მიღებული. პირველი კანონიკური დადგენილება ამის შესახებ არსებობს ნეოკესარიის კრების მე-11 კანონში, რომლის თანახმადაც მღვდლად ხელთდასხმა არ შეიძლება არაგისი, ვისაც ოცდაათი წლის ასაკისათვის არ მიუღწევია, თუნდაც ის ყოველმხრივ ღირსეული ადამიანი იყოს. როგორც ამის ძირითადი საფუძველი, კანონი მიუთითებს ქრისტეს მაგალითზე, რომელიც საქადაგებლად ოცდაათი წლის ასაკში გამოვიდა. ამ ასაკს საერთოდ ჰქონდა მნიშვნელობა მღვდელმთავრებთან მიმართებითაც. მოციქულთა განწესებებში (II, 1) ნათქვამია, რომ საეპისკოპოსო კანდიდატი, უკიდურეს შემთხვევაში სულ ცოტა 50 წლის უნდა იყოს, მაგრამ ამ ნორმას რომ არ იცაგდხენ თავიდანვე და ეკლესიაში საკმარისად ითვლებოდა 30-წლიანი ასაკი ეპისკოპოსისათვის, ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითია საეკლესიო ისტორიაში. თუმცაღა, ამ ნორმიდანაც ხდებოდა გადახრა. გრიგოლი ღვთისმეტყველისა და მის ძმის, ამინადორის შესახებ, ისტორია გვეუბნება, რომ მხოლოდ მეცნიერების 5 წლიანი სწავლების შემდეგ ორიგენთან – მართალია წარმატებული სწავლების შემდეგ – მოხდა მათი ეპისკოპოსებად ხელთდასხმა, თუმცა ასაკით ახალგაზრდები იყვნენ, ახალგაზრდა ასაკში გახდნენ ასევე აქოლი – ანტიოქიის ეპისკოპოსი,? პავლე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი,3? ათანასე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი“ და იმ დროს ბევრი სხვა. სახელდობრ, რა წლოვანებისა იყვნენ ისინი, ისტორია ზუსტად არ გვეუბნება; ათანასესთან მიმართებით ქრონოლოგიური მონაცემების შედარებით ჩანს, რომ 326 წელს, როცა იგი გამოირჩიეს ალექსადრეს შემცვლელად, ის ყველაზე ბევრი 30 წლისა იქნებოდა. VI საუკუნეში ბერძნულ-რომაული კანონმდებლობით, ამასთან დაკავშირებით, გამოცემულ იქნა განკარგულებანი. ერთ-ერთ თავის ნოველაში იუსტინიანე ბრძანებს, რომ არავინ შეიძლება იყოს გამორჩეული ეპისკოპოსად, თუ ყველაზე ცოტა 35 წლის ასაკისა არ იქნება.5 თუმცა, მეორე ნოველით საეპისკოპოსო კანდიდატს მოეთხოვება 30 წლის ასაკი.ზ შემდეგში ამაზე შეჩერდნენ. მაგრამ მომდევნო საუკუნეების პრაქტიკა აჩვენებს, რომ 30 წლიანი ასაკი ითვლებოდა ყველაზე ახალგაზრდულად, რადგან ძალიან იშვიათი იყო, რომ მღვდელმსახურებად ასეთ ასაკში გამოერჩიათ., ჩვეულებრივ, ეპისკოპოსებად ადგენდნენ პირს უფრო ზრდასრულ ასაკში. დიაკვნისთვის ტრულის მე-14 კანონი ადგენს 25 წლიანი ასაკის ცენზს. ეს დადგენილება იყო ჯერ კიდევ კართაგენის კრების მიერ 401 წელს? მიღებული. იპოდიაკონთათვის კანონი ადგენს 20 წელს. ასეთივე ასაკზე, საიპოდიაკონო კანდიდატების შესახებ, გამოთქვამს აზრს ლეონ ფილოსოფოსის ორი ნოველაც.9 დედათდიაკვნებთან მიმართებით კანონი იმეორებს IV მსოფლიო კრების მე-15 კანონის დადგენილებას, რომლის თანახმადაც დედათდიაკონი შეიძლება გახდეს დედაკაცი 40 წლის ასაკში. ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი საუბრობს მკითხველებზეც და ეყრდნობა რა»"III, I, 28 ბასილიკოს (რაც შეესაბამება იუსტინიანეს მე-13 თავის CXXIII ნოველას) აღნიშნავს, რომ წიგნის მკითხველად შეიძლება მხოლოდ ის იყოს დადგენილი, ვისაც დაბადებიდან 18 წელი შეუსრულდა.? შენიშვნები:

„ Mატხ., II15L, ლლC1). VI, 30 IM1დფიირ, 3. 1., L. 20, იი1. 589).

· რიიხ»ი9., სი. 60 IM1ლდიი, §. 1., L. 16, Cი1. 1183) დლდდდათო . 5=00»X8L., II15%. 00CI. II, 5 წხM1ფიი. 8. წ., L. 82, Cი1. 981).

ანე . 10 იიძიXიL., LII591. ლლCI. I, 26 IM1დიი. 8. დ., L. 67, Cი1 192).

„ MიV. CXXIII, ი. 1.

· MიV. CXXXVII, ი. 2.

· ამ კრების კანონი ჩვენს ,,კრებულში“ აღნიშნულია როგორც კართაგენის 26-ე.

· M#0V. XVI (7ვიხნვ8შ8ი, IVI5 თ..-ჯიIი. III, 88). M0V. LMXXV (იქვე 172-173).

· ტდ. C X 8 X., II, 338# ამჯერად მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორი ასაკის უნდა იყვნენ უმდაბლესი ხარისხის იერარქიის კანდიდატები, მინიჭებული აქვს საეკლესიო ხელისუფლებას. რაც შეეხება უმაღლეს ხარისხს, აქ ნორმა შემდეგია: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დიაკონისთვის 25 წელი, მღვდლისთვის 30 (სინოდ. დადგ. 1796 წ. ივნისიდან); საბერძნეთის სამეფოში – იგივე (კანონი 1856 წ. 18 ოქტ., თავ. I, პ. 2); რუსეთში დიაკონისთვის 25 წელი, მღვდლისთვის შეძლებისდაგვარად 30 წელი (ბრძანებ. 1869 წ. 16 აპრ.); კარლოვეცკის მიტროპოლიაში – დიაკონისთვის, ისევე, როგორც მღვდლისთვის 25 წელი (1779 წ. დეკლარატორია > 36). მაგრამ აქაც გადაწყვეტილების მიღების უფლება დამოკიდებულია განმგებელ ხელისუფლებაზე დროის მოთხოგნილებიდან გამომდინარე, როგორც ამას საფუძვლიანად აღნიშნავს არქიმ. იოანე ამ კანონის (II, 373) განმარტებაში.

PDF გვ. 464 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 16

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რამდენადაც წიგნში „საქმენი მოციქულთა“ მოთხრობილი:, რომ მოციქულთაგან შვიდი დიაკონი არის დადგენილი, ნეოკესარიის კრების მამებმაც მათ მიერ დაწესებულ კანონებში ნათლად განსაჯეს, რომ კანონით შვიდი დიაკონი უნდა დაადგინონ, რაც არ უნდა დიდი ქალაქი იყოს და, ამაში ისინი წიგნმა „საქმენი მოციქულთა“ დაარწმუნა. ამის გამო ჩვენ, შევადარეთ რა მამათა აზრები მოციქულთა გამონათქვამებს, აღვიქვით, რომ მათი სიტყვა იყო არა საიდუმლოთა მსახურებაზე, არამედ ტრაპეზზე მსახურების საჭიროებისათვის, რამეთუ წიგნში „საქმენი“ წერია შემდეგნაირად: „ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჟყნვაი ბერძენთაი. ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებედფს-იქმნებოდა მსახურება იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაი. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევება” სიტყკსა ლმრთისაი და მსახურებაი ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შკდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საკმარსა ამას ზედა. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყყსასა განვეკრძალნეთ. და სათნო უჩნდა სიტყუაი ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქიელი, და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა კელნი მათნი“ (საქმ. 6,1-6). ეკლესიის მოძღვარი იოანე ოქროპირი ამ ადგილის შესახებ ამბობს: „განცვიფრების ღირსია როგორ არ გაიყო ერი ამ კაცთა გამორჩევისას, როგორ არ განიშორეს მათ მოციქულები“. მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ როგორ ღირსებას ატარებდნენ ის კაცები და როგორი ხელთდასხმა მიიღეს: დიაკონის წოდება ხომ არა? მაგრამ ეს მაშინ არ იყო. ეკლესიების მღვდლების თანამდებობა ხომ არა? მაგრამ მაშინ არ იყო არავითარი ეპისკოპოსი, იყვნენ მხოლოდ მოციქულები. ამის გამო ვფიქრობთ, რომ არც დიაკონის და არც მღვდლის სახელი არ იყო მაშინ ცნობილი და არც იხმარებოდა. ამის საფუძგელზე ჩვენ ვქადაგებთ, რომ ზემოხსენებული შვიდი დიაკონი არ უნდა იქნენ მიღებულნი როგორც საიდუმლოთა მსახურები. გადმოცემული სწავლების თანახმად მათ დავალებული პქონდათ სახლთგაძღოლა საერთო საჭიროებისათვის და, ამ შემთხვევაში, ისინი ჩვენთვის არიან მისაბაძნი კაცთმოყვარეობასა და შეჭირვებულთათვის მზრუნველობაში.

ნეოკესარიის კრებამ მე-15 კანონით გამოიტანა დადგენილება, რომელიც მოხსენიებული იყო ამ კანონის დასაწყისში: ერთ ქალაქში უნდა დადგინდეს შვიდი დიაკონი, რაც არ უნდა დიდი ქალაქი ყოფილიყო, საფუძვლად ამისა, ხსენებული კრება იყენებს „წმინდა მოციქულთა საქმეებს” (6,5). ამასთან, ტრულის კრების მიმდინარეობის ჟამს, ზოგიერთ დიდ ეკლესიასთან და განსაკუთრებით კონსტანტინოპოლში, დიაკვნების მეტად დიდი რაოდენობა მსახურობდა. იუსტინიანეს ერთ-ერთი ნოველის თანახმად, კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან იყო არსებული მუდმივი შტატი, რომელშიც ირიცხებოდა 60 მღვდელი, 10 დიაკონი, 40 დედათდიაკონი, 90 იპოდიაკონი და 25 მგალობელი, სულ 425 პირი.! იმპერატორმა ირაკლიმ 612 წლის ნოველით, ეს რიცხვი გაზარდა და დიდ ეკლესიასთან ჩამოაყალიბა შტატი 80 მღვდლით, 150 დიაკვნით, 40 დედათდიაკვნით, 70 იპოდიაკვნით, 160 წიგნის მკითხველით, 25 მგალობლითა და 75 მეკარით – სულ 600 პირი. როგორც ჩანს, ნეოკესარიის კრების დადგენილება არ იყო დაცული არც VI და არც VII საუკუნეებში. მაშასადამე, საჭირო გახდა არსებული პრაქტიკის შეთანხმება ნეოკესარიის კრების კანონთან. ამიტომაც განმარტეს ტრულის კრების მამებმა ნეოკესარიის კრების კანონი და ციტატა იოანე ოქროპირის განმარტებიდან „წმინდა მოციქულთა საქმენის“ იმ ადგილის შესახებ, სადაც დიაკვნებზეა საუბარი?.

ჟშენიშვნები:

1. M#0V, III, ი.1.

2. MიV. XXII, ტდ, C # 8 «., V, 230-4.

ვ. მით. 14 1ი #ტი08(1010»Lს.

მსგავსი კანონები:| მსოფლ. 18, ტრულ.7ნეოკეს.15ლაოდ.20

PDF გვ. 466 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 17

ვინაიდან სხვადასხვა ეკლესიის სამღვდელო დასის წევრებმა მიატოვეს თავიანთი ეკლესია, სადაც განწესებული იყვნენ, გადავიდნენ სხვა ეპისკოპოსებთან და თავიანთი ეპისკოპოსების ნებართვის გარეშე სხვის ეკლესიებში დაეწესნენ, რითაც დაუმორჩილებლობას წარმოაჩენენ, ამიტომ გახნვაჩინეთ: იანვრის თვიდან, გასული IV ინდიქტიონიდან, დასის არც ერთ წევრს, რომელ ხარისხშიაც არ უნდა იყოს, არა აქვს უფლება თავისი ეპისკოპოსის განსატევებელი სიგელის გარეშე სხვა ეკლესიაში დაეწესოს. ამიერიდან ამ განჩინების დამრღვევი და მისი ხელთდამსხმელის შემარცხვენელი, განკვეთილ იქნეს; ასევე, მისი არამართებულად მიმღები ეპისკოპოსიც. (მოც. 12, 15,32,33; / მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,6,10,13,20,23; ტრულ. 189; ანტიოქ. 3,6; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 15,16,19; კართ. 23,106,)

| მსოფლიო კრების მე-15 და IV მსოფლიო კრების მე-6 კანონების განმარტებებში ვიხილეთ, რომ მღვდლებისა და დიაკვნების ხელთდასხმა ხდებოდა რომელიმე, ზუსტად განსაზღვრული ეკლესიის წიაღში და, შემდეგ, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმსახურები, იწერებოდნენ მის საეკლესიო დასში, ამიტომაც მჭიდრო კავშირში იყვნენ მთელ ეკლესიასთან. ასეთი კავშირი, რომელიც ხელთდასხმით იყო განპირობებული, მათ არ შეეძლოთ თვითნებურად გაეწყვიტათ. ამ კავშირის გაწყვეტა მხოლოდ განმგებელ ეპისკოპოსს შეუძლია, რადგან ხელთდასხმიდან გამომდინარე, ისინი მისი ეკლესიის წევრები არიან და ყველაფერში კანონიკურად მასზე დამოკიდებული. ამის შესახებ პირველ საუკუნეებში ბევრი კანონი მიიღეს და, ტრულის ეს, მე-17 კანონი, მათი გამეორება იყო; იგი ადგენდა, რომ კლერიკოსები, მათი ხელთდასხმიდან გამომდინარე, მიკუთვნებულნი რომელიმე ეპარქიას, არ უნდა გადასულიყვნენ მსახურებისათვის სხვა ეპარქიაში თავიანთი ეპისკოპოსის ნებართვისა და მისგან განსატევებელი სიგელის გარეშე (6%X0C <ი6 20%) 0LXX610ს 67LCX0X0% 6VVთდის თX07ს+VCC, ანუ V0თდო 6, 5106 0X0X0L11 601500%1 5C0X1ხ8 ძIი115950- XI8), რომელიც გაათავისუფლებდა მათ იმ ეკლესიასთან კავშირისაგან, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ და იმ დასისაგან, რომლის წევრებიც იყვნენ; მხოლოდ ამგვარად მიიღებდნენ ეპარქიისაგან გათავისუფლებას. ამრიგად, კლერიკოსს, რომელსაც ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლა და სხვა დასის წევრად გახდომა სურდა, აუცილებლად – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას – თან უნდა მიეტანა ხელთდამსხმელისგან ორი ეპისტოლე – დასამტკიცებელი (თსთათXL«იMV) და განსატევებელი (თ0#ს»L«იV), რათა პირველით შესძლებოდა ესარგებლა წოდების შესახებ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, ხოლო მეორე საჭირო იყო, რომ წინააღმდეგობის გარეშე შესძლებოდა სხვა ეკლესიის დასს შეერთებოდა.! თუ რა არის დასამტკიცებელი ეპისტოლე, ჩვენ ავხსენით წმინდა მოციქულთა მე-12 კანონის განმარტებაში. განსატევებელი ეპისტოლე კი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განმგებელი ეპისკოპოსი ნებას რთავს კლერიკოსს გადავიდეს სხვა ეპარქიაში და ამით ათავისუფლებს მას კანონიკური დამოკიდებულებისაგან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა:? ეს კანონი განაჩინებს მკაცრად ზღვევას იმათგან, ვინც მას არ დაიცავს; სახელდობრ, ადგენს: როგორც თავისი ეპარქიის თვითნებურად დამტოვებელი კლერიკოსი, ასევე ეპისკოპოსიც, რომელიც მიიღებს მას განსატევებელი ეპისტოლის გარეშე, ექვემდებარებიან განკვეთას; რადგან, კანონის სიტყვებით, ასეთი ქმედებით დამცირებული რჩება ის ეპისკოპოსი, რომელმაც ხელთდასხმა მოახდინა და შეურაცხყოფა მიეყენება მის ღირსებასა და ხელისუფლებას.

სასჯელის სიმკაცრიდან გამომდინარე, ჩანს, თუ რაოდენ დიდ დანაშაულად თვლიდნენ ტრულის მამები ამ ქმედებას, და რარიგ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ კანონის მოთხოვნის აღსრულებას.

შენიშვნები:

1. ტდ. C # # +., II, 343.პსაბერძნეთში სარეკომენდაციო (დასამტკიცებელი) ბარათი ჩვეულებრივ შეერთებულია დასათხოვარ (განსატევებელ) ბარათთან. იხ. პიდალიონი (აღნ. გამოც.) გვ. 757.

2.იხ. ბალსამონის განმარტება IV მსოფლ. კრებ. მე-11 კანონზე: 4Cდ. C # 8 «., II, 245.

PDF გვ. 468 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 18

საეკლესიო დასის წევრებს, რომლებმაც ბარბაროსთა შემოსევების მიზეზით, ან სხვა რაიმე გარემოებათა გამო, დატოვეს თავიანთი ადგილები, ვუბრძანებთ: როცა მდგომარება შეიცვლება ან ბარბაროსთა შემოსევა – თუ ეს იყო მათი წასვლის მიზეზი – ჩაცხრება, კვლავ უკან დაბრუნდნენ და არ მიატოვონ თავიანთი ეკლესიები დიდი ხნით საპატიო მიზეზის გარეშე. ვინც ამ კანონის დარღვევით სხვაგან ყოფნას გააგძელებს: მსახურება აეკრძალოს, სანამ თავის ეკლესიაში არ დაბრუნდება. იგივეს ექვემდებარება მისი შემწყნარებელი ეპისკოპოსიც. (მოც. 15; /Iმსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,20,23; ტრულ. 17; VII მსოფლ. 15, ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16,19).

ამ კანონს იგივე მიზანი ჰქონდა, რაც მე-17-ს და მასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. სწორედ ის ადგენს, რომ სრულად ჰქონდეს კანონის ძალა იმ დადგენილებას, რომლითაც საეკლესიო დასის წევრებს თავიანთი ეპარქიის დატოვება ეკრძალებათ. თუკი ისინი იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ რაიმე გარემოებათა გამო, მაშინ ამ მიზეზთა აღმოფხვრის შემდეგ უკან უნდა დაბრუნდნენ; დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ დასის ასეთი წევრები ექვემდებარებიან განკანონებას; ასევე, მათი შემწყნარებელი ეპისკოპოსებიც.

PDF გვ. 469 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 19

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და, ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მა- #56 უპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში) მების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა და, წინამძღვრები ამით უფრო დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საკუთარი სიტყვების შედგენით, რათა წმიდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ ზემოხსენებულ მამათა სწავლებებით უნდა შეიმეცნოს მრევლმა, რა არის სასარგებლო და რა – უსარგებლო, რა არის ასარჩევი და რა – დასაგმობი და, ცხოვრების გამოსწორება დაიწყოს, რათა აღარ იტანჯებოდეს უმეცრების სენით, არამედ სწავლას ყურ-მიპყრობილი თავს აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას აღაშენებდეს.

ეს კანონი სამ მოთხოვნილებას ითვალისწინებს: 1) ეპისკოპოსებმა, ეკლესიის წინამძღვრებმა, განასწავლონ მასზე მინდობილი დასი, ე· ი. დამოძღვრონ მუდმივად, განსაკუთრებით კვირა დღეებში;

2) ქადაგება ეფუძნებოდეს წმიდა წერილს; 3) მქადაგებელმა, თავის ქადაგებაში, არ განმარტოს წმიდა წერილი სხვაგვარად, ვიდრე მას თავიანთ ეპისტოლეებში ეკლესიის მნათობნი, წმინდა მამები განმარტავენ.

პირველი პუნქტის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა მოციქულთა 58-ე კანონის განმარტებაში. თანახმად ამ კანონისა, ტრულის კრების მამები ეპისკოპოსებისათვის ადგენენ, რომ მათ მუდმივად უნდა განსწავლონ საეკლესიო დასი და მორწმუნე ერი ღვთისმოსაობაში, განსაკუთრებით კვირა დღეებში, „რამეთუ, – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას, – ამ დღეებში ერი ტოვებს თავის გასაკეთებელ საქმეს, იკრიბება ეკლესიაში და ისმენს საღვთო წერილს. ამდენად, თუკი ამ დღეებში უფრო დამოძღვრავენ, მეტი სარგებელი იქნება მორწმუნე საზოგადოებისათვის“.! მეორე პუნქტი გამოდის თვით იმ დასამოძღვრებელი საკითხიდან, რაც ეპისკოპოსებმა უნდა იქადაგონ. წმიდა წერილი არის ღვთის სიტყვა, რომელიც ხალხს ღგთის ნებას ამცნობს და ეპისკოპოსები პირგელ რიგში არიან მოწოდებულნი ასწავლონ ერს საღვთო ნების შესრულება ისე, როგორც ამას სიტყვა ღვთისა მოითხოვს. აქედან, აუცილებელია, რომ სიტყვა ღვთისა, ანუ ძველი და ახალი აღთქმის სიტყვები, შევიწყნაროთ ვითარცა წყარო, საფუძველი და სრულყოფილი კანონი წმინდა რწმენისა და სჯულიერი სათნო საქმეებისა, ამიტომ უნდა გამოვიძიებდეთ საღვთო წიგნთა (იხ. ინ. 5, 39; მთ. 13, 44-46; 1ტიმ. 6, 3, 4; საქ. 17, 11; ფს. 118, 2;), მათგან საღვთო ჭეშმარიტებას ამოვხაპვიდეთ და ერს განვგსწაგვლიდეთ (იხ. 2 სჯ. 6, 6, 7; იეზ. 2, 7; 3, 17;) და ღვთის სიტყვით, სიტყვას ჩვენსას განგამტკიცებდეთ”.? ათანასე დიდი თავის 39-ე ეპისტოლეში დღესასწაულების შესახებ, ჩამოთვლის წმიდა წერილის ყველა წიგნს და შენიშნავს: „ეს გადარჩენის წყაროა; დაე, ამ წყაროს სიტყვებმა დაარწყულოს მწყურვალი; მხოლოდ ამ სიტყვებში იქად- «3 აგება ღვთისმსახურების მეცნიერება“. მესამე პუნქტი, რომლის თანახმადაც მქადაგებელმა უნდა განმარტოს წმიდა წერილი წმინდა მამათა სულისამებრ, ანუ მსოფლიო კრების თანახმად, არის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებათაგან ერთ-ერთი მთავარი. „გვწამს, – ნათქვამია აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლეში, – რომ საღვთო და წმიდა წერილი ღგთივშეგონებულია, ამიტომ უსიტყვოდ უნდა ვირწმუნოთ იგი და, თანაც, არა როგორღაც, ჩვენებურად, არამედ სწორედ ისე, როგორც განმარტა და გადმოსცა იგი კათოლიკე ეკლესიამ, რადგან თვით ერეტიკოსთა ამაოდბრძნობაც იწყნარებს საღვთო წერილს, ოღონდ უკუღმართად განმარტავს მას, რადგან სარგებლობს სხვებრთქმულობით, მსგავსმინიშნებითი გამონათქვამებით, ადამიანური სიბრძნის მოხერხებულობით და ერთმანეთში ურევს, რისი არევაც არ შეიძლება. ისეთი საკითხებით თამაშობენ, რომლებიც ხუმრობას არ ექვემდებარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველდღიურად ყველას რომ თავისებურად დაეწყო წმიდა წერილის განმარტება, მაშინ კათოლიკე ეკლესია აქამდე ვერ მოაღწევდა ქრისტეს მადლით ისეთ ეკლესიად, რომელსაც, რწმენაში ერთაზროვანს, ყოველთვის ერთნაირად და შეურყევლად სწამს; იგი ურიცხვ ნაწილებად დაიშლებოდა, მწვალებლობას დაექვემდებარებოდა და შეწყვეტდა არსებობას როგორც წმინდა ეკლესია, როგორც ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე, და მზაკვრების ეკლესიად გარდაიქცეოდა, ანუ, როგორც უეჭველად უნდა ვიფიქროთ, მწვალებლების ეკლესიად, რომლებსაც არ ეთაკილებათ ეკლესიისაგან სწავლება და შემდეგ უკანონოდ მისი უარყოფა... რამდენადაც მიზეზი ერთისა და მეორისაც ერთი და იგივე სულიწმიდაა, ამიტომ სულერთია წმიდა წერილისგან ვისწავლით, თუ მსოფლიო ეკლესიისაგან. კაცმა, რომელიც თავისით საუბრობს, შეიძლება შესცოდოს, მოიტყუოს ან მოატყუონ, მაგრამ მსოფლიო ეკლესია, რადგანაც იგი არასოდეს ამბობდა და არც ამბობს საკუთრიც თავისით, არამედ ღვთაებრივი სულით (რომელიც მას მუდამ ჰყავს და ეყოლება მოძღვრად უკუნისამდე) არაფრით შეიძლება შეცდეს, მოიტყუოს ან მოტყუვდეს, იგი საღვთო წერილივით უცდომელია და მას საყოველდროო მნიშგნელობა აქვს“.“ მსოფლიო ეკლესიის სწავლება, ანუ სწავლება წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა, ყოველთვის სახელმძღვანელო იყო მქადაგებელთათვის და ყოველთვის ასეთად უნდა დარჩეს, თუ სურთ, რომ იყვნენ წმიდა წერილის სწავლების ჭეშმარიტი გამომთქმელები, რამეთუ ერთსულოვანი თანხმობა ეკლესიის მამათა და მოძღვართა, საღვთო გაცხადების ან ქრისტიანული რწმენის საკითხებთან დაკავშირებულ სწავლებაში, არის ჭეშმარიტების უეჭველი ნიშანი.9 საჭიროება და აუცილებლობა იმისა, რომ ქადაგებებში წმიდა წერილის განმარტებისას წმინდა მამებს უნდა მიჰყვე, თავისთავად ჩნდება იმ ამაღლებული აზრების გამო, რომლებსაც წმიდა წერილი შეიცავს. სწორედ ამის რეკომენდაციას აძლევენ ტრულის კრების მამები თავიანთი მე-19 კანონით სპეციალურად ეპისკოპოსებს, როგორც მთავარ მქადაგებლებს ეკლესიაში ღვთის სიტყვისა და, როგორც მოძღვრებს – დასისა და ერისა. ისინი უაღმატებულესი მოძღვრები არიან ეკლესიაში, მათ მინდობილი აქვთ ქრისტიანული ჭეშმარიტების ქადაგება და მისი ყველგან გავრცელება (იხ. მთ. 28,19, 20; ინ. 15,16; საქ. 6,4. 1 კორ. 1,17:

_ _ ტიმ. 2,15; 4,2); მათგან იღებენ მღვდლები ქადაგების უფლებას (იხ. საქ. 15, 24, 27; ტიმ. 2, 2). ეპისკოპოსი, ცხადია, თავად უნდა იყოს წმიდა წერილში საკმაოდ გაცნობიერებული IVIII მსოფლ. მე-2 კან.) და განმარტავდეს მას მსოფლიო ეკლესიის სულისამებრ ისე, რომ შეეძლოს ღგთის ნების ახსნა ყველასათვის, ვინც მისი მეურგეობის ქვეშაა, რადგან „ნათელია, – ნათქვამია აღმოსავლელ პატრიარქთა ხსენებული ეპისტოლის დამატების მე-2 კითხვის პასუხში, – რომ წმიდა წერილი შეიცავს აზრთა სიღრმესა და სიმაღლეს; ამიტომ არის საჭირო გამოცდილი და ღგთივგანათლებული ადამიანები მის გამოსაკვლევად, ჭეშმარიტი შემეცნების მისაღებად მთელ წერილთან და მის შემოქმედთან, სულიწმიდასთან, თანხმობაში მყოფ სიმართლის გულისხმისსაყოფად და, თუმც ცნობილია სარწმუნოების სწავლება აღმოშობილთათვის წმიდა სამებაზე, ძე ღმერთის განკაცებაზე, მის ვნებაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე, განახლებასა და მსჯავრზე, რომელი სწავლების გამოც ბევრმა სიამოვნებით დაითმინა და სიკვდილი მიიღო, მაგრამ არ არის აუცილებელი, ან უკეთ რომ ვთქვათ, შეუძლებელია ყველა ჩასწვდეს იმას, რასაც სულიწმიდა მხოლოდ სიწმინდესა და სიბრძნეში სრულყოფილებს უცხადებს“.5 შენიშვნები:

. რთ. C M# # 7X., II, 347, >»

· იხ. წიგნი „0 X0XX#0CX9MX I09608M#X6008 II0#MX0MCXMX“ § 20. სა . იხ. ჩემს „კრებულში“, გვ.264. ხი · გამოც. 1848, გვ. 14-15. ს .· MIოდიიი». M23M80MX#, „ს80X09MM0C 8 II0მ28. 60-00X08X6“ § 141. თ · დასახ. გამოც., გვ. 38-39. თ

მსგავსი კანონები:მოც.58| მსოფლ.2ლაოდ.19სარდაკ.კართ.71121123

PDF გვ. 469 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 20

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსს არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში არ შედის, ხოლო ვინც შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, განკანონებულ იქნეს ეპისკოპოსობიდან და მხოლოდ სამღვდელო საქმე აკეთოს.

ბევრ კანონშია განჩინება იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება განავრცონ თავიანთი ხელისუფლება სხვის ეკლესიებზე და, რომ მხოლოდ თავის ეპარქიებში შეუძლიათ გამოიყენონ საეპისკოპოსო უფლება (მოც. 34; IV მსოფლ. 5; ანტიოქ. 9; კართ. 53, 56 და ა.შ.). სარდიკიის კრების მე-11 კანონში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გადავიდეს სხვის ეპარქიაში და იქ თვითნებურად იქადაგოს. ტრულის ეს კანონი იმეორებს სარდიკიის დასახელებული კანონის დადგენილებას და განაჩინებს, რომ ის, ვინც მისცემს თავს უფლებას აშკარად იქადაგოს სხვის ეპარქიაში განმგებელი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, უნდა ჩამოერთვას ეპისკოპოსობა და შეასრულოს მხოლოდ სამღვდელო მოვალეობა. ეპისკოპოსს ეკრძალება სხვა ეპისკოპოსზე დაქვემდებარებულ ეპარქიაში ქადაგება მისი ნებართვის გარეშე. განსაკუთრებით კი, – სარდიკიის მე-11 კანონის თანახმად, – როცა ქადაგებაში ხდება შეურაცხყოფა და დაკნინება ადგილობრივი ეპისკოპოსისა მისი სწავლებაში გამოუცდელობის გამო და, ამდენად, ქადაგება უკეთური მიზნით ხორციელდება. „მაგრამ – დასძენს ბალსამონი ტრულის ამ კანონის განმარტებაში – ეპისკოპოსს სასჯელად განკანონება არ მიესადაგება, თუ იგი ამას აკეთებს განმგებელი ეპისკოპოსის თანხმობით; რადგან ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება, თუკი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა“. დასამტკიცებლად ამისა, ბალსამონს მოჰყავს გრიგოლ ნაზიანზელისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითები, ასევე, წმინდა მოციქულთა მე-14 კანონი.! გარდა ამისა, მართალია ეპისკოპოსს ეკრძალება იქადაგოს აშკარად (მეII0CთVVXI, XსხI1100) სხვის ეპარქიაში, „მაგრამ ის არ შესცოდაგს, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებისას, – თუკი პირადი კითხვით მიმართავს მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც (8(6C«თV XCთ0 6CXს+X0V, 8060L- 8IMი ძ000+L0), როგორც ამის შესახებ დაწვრილებითაა ნათქვამი სარდიკიის კრების მე-11 კანონში“.? იგივე ზონარა, იმავე ადგილას, ყურადღებას აპყრობს ამ კანონით განჩინებულ ზღვევინებაზე და შენიშნავს, რომ გინმემ შეიძლება წინააღმდეგობა დაინახოს IV მსოფლიო კრების 29-ე კანონსა და ამ კანონს შორის, რადგანაც 29-ე კანონი თვლის მკრეხელობად ეპისკოპოსის მღვდლის ხარისხამდე ჩამოქვეითებას, ხოლო ტრულის ეს კანონი მოითხოვს ეპისკოპოსის – რომელიც შესცოდავს ამ კანონის წინააღმდეგ – საეპისკოპოსო მსახურებიდან მღვდლის მსახურებამდე ჩამოქვეითებას. ამაზე იგი პასუხობს: „იქ (IV მსოფლიო კრების კანონში), ნათქვამია კანონიერ ან უკანონო განკვეთაზე (6ს70V0ს ო XC07-0V0%ს), რადგან თუ ეპისკოპოსობიდან განკვეთილია რაიმე ბრალდებით და ცოდვისათვის, ასეთ შემთხვევაში აღარც მღვდელი უნდა იყოს, ხოლო თუ განკვეთილია უდანაშაულოდ (თVთLLL)6), მაშინ ასეთ შემთხვევაში არც უნდა იქნეს ჩამოქვეითებული მღვდლის ხარისხამდე და ისევ ეპისკოპოსად უნდა დარჩეს; აქ კი ეპისკოპოსს არ დაუშვია ისეთი ცოდვა, რომელიც მას მღვდლობის უფლებას არ მისცემდა. მან ჩაიდინა ცოდვა დიდებისმოყვარეობითა და შექების სურვილით, ამიტომ მან რომ მიიღოს მისი დაცემის შესაბამისი სასჯელი და ისწავლოს თავმდაბლობა, ამისათვის განიპატიჟება იგი ეპისკოპოსობიდან და ჩამოდის მღვდლის ადგილზე”. მოკლედ და გასაგებად ამის შესახებ ნათქვამია არქიმანდრიტ იოანეს მიერ ამ კანონის განმარტებაში. აღნიშნული სასჯელის შესახებ იგი შენიშნავს: „ეს არ ნიშნავს, რომ კანონის წინაშე დამნაშავე ეპისკოპოსი უნდა იქნეს ჩამოქვეითებული მღვდლის ხარისხამდე (რაც იქნებოდა ეკლესის საერთო კანონების საწინააღმდეგო – IV მსოფლ. 29-ე კან.), არამედ ნიშნავს, რომ ერთმევა ეპისკოპოსის უფლებამოსილება (ან პირდაპირ: კათედრა 6XLCMX011C) და დგება დაქვემდებარებულ მღვდელმსახურთა რიგში, მაგრამ არ კარგავს სასულიერო ხარისხს“.3 შფშენიშმნები: 1. გთ. CMMX., II, 350. 2. ტდ. CMMMX., II, 347. #60 უპისკოპოსი ნიჯოდიში (მიღიმი)

3. აღნ. თხზ%.,, II,,880, „საჭეთმპყრობელის“ მიხედვით გამოდის, რომ თითჭოს ამ კანონის წინაშე შემცოდე ეპისკოპოსი, თავისი ხარისხიდან განკანონებას ექვემდებარება და, იმ დროიდან კვლავ მღვდელი ხდება, როგორც ეპისკოპოსად ხელთდასხმამდე იყო. თანაც ნათქვამია, რომ მსგავს შემთხვევაში ძალა აქვს ტრულის კრების ამ კანონს და, არა -– IV მსოფლიო კრების 29-ე კანონისას, მაგრამ „საჭეთმპყრობელის” (#0ი0VMV98#) ეს- მტკიცებულება არა სწორია, რაც კარგად ჩანს ამ კანონის ჩვენიულ და, აგრეთვე, -რქიმანდრიტ იოანესეულ განმარტებებში (აღნ. თხზ%., II, 380, შენიშვ. 351),

მსგავსი კანონები:მოც.1435| მხოფლ.85II მსოფლ.2III მსოფლ.8IV მსოფლ.29ანკვირ.18ანტიოქ.1322სარდიკ.31112

PDF გვ. 472 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 21

ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი, თუკი ნებაყოფლობით სინანულში მოვა და საბოლოოდ განეშორება იმ ცოდვას, რომლის გამოც მადლი დაკარგა, მაშინ მას უფლება ეძლევა თმები კლერიკოსის მსგავსად შეიკვეცოს, ხოლო თუ არ მოინდომებს მონანიებას, ასეთ შემთხვევაში თმები ერისკაცთა მსგავსად გაიზარდოს, რადგან ზეციურ ცხოვრებას ამსოფლიური სიამოვნება ამჯობინა.

(მოც. 5, 62, 87, 83; | მსოფლ. 9, 12; III მსოფლ. 9; IV მსოფლ. 7; ნეოკეს. 9; კართ. 36; ორგზ. 16; ბასილი დიდ. 3, 70; კირილე ალექს. 3). ამ კანონში საუბარია მღვდელმსახურების შესახებ, რომლებმაც მძიმე კანონიკური დანაშაულობანი ჩაიდინეს, რისთვისაც საბოოლოდ და სამუდამოდ აეყარათ სამღვდელო ხარისხი და, მაშასადამე, განეშორათ მადლიც (=ხ 7ჯძთი0V0ხ 6IIX6X>CIM0CCთL 8 წX8618 6XC1ძ0Xს»L), რომლის ღირსნიც ხელთდასხმისას შეიქნენ; ამდენად, ისინი ჩამოქვეითდნენ ერისკაცთა რანგში, რომელშიაც ხელთდასხმამდე იმყოფებოდნენ. ცხადია, აქ საუბარია ყველაზე მძიმე სასჯელზე, რაც კი შეიძლება დაედოს მღვდელმსახურს, რის შემდეგაც ის უკვე აღარ არის საეკლესიო კრებულის წევრი და გადადის ერისკაცთა თანრიგში. განკვეთილი გამოდის მღვდელმსახურთა მწყობრიდან, სადაც იქამდე ირიცხებოდა და გადადის ერისკაცთა საზოგადოებაში (X0VIVთVIXI X0IV #XI%X0IV, C0სიისი10 181Cმ). მაშასადამე, ფორმალურად ის ტოვებს დასს, ანუ ფაქტიურად და იურიდიულად აღარ არის საეკლესიო დასის წევრი, მისი სახელი ამოეწერება მღვდელმსახურთა სიიდან (Xთ9თI.თ/0ხ L0თXC06 – მოც. 51, «ო IთXC/0ნ ჯისV MXყჟის«თV – მოც. 15, XVVთV – | მსოფ. 16, 17, 19, თ/I06 XოთVCაV ანტიოქ.1) და ხდება ერისკაცი.! თუკი ამგვარად დამხობილი მღვდელმსახური მოინანიებს იმ ცოდვას, რისთვისაც ხარისხაყრილი და მადლს განშორებული შეიქნა, მაშინ კანონი მას ნებას აძლევს შეინარჩუნოს მღვდელმსახურის მხოლოდ გარეგნული იერსახე და, არაფერი ამაზე მეტი. თუ არ მოინანია, მაშინ მას ესეც ეკრძალება, რათა ყოფილმა მღვდელმა ან დიაკონმა იწვნიოს სირცხვილი იმის გამო, რომ გადაიყვანეს ერისკაცთა რიგში როგორც ამას ზონარა ამ კანონის კომენტარებში ამბობს.2 მღვდელმსახურის გარეგნული სახე, რომლის შენარჩუნების უფლებაც ხარისხაყრილთ ეძლევათ, მაგრამ მხოლოდ მონანიების შემდეგ, კანონი განსაზღვრავს შემდეგი სიტყვებით: „შეიკვეცონ თმები კლერიკოსთა მსგავსად“; ხოლო თუ არ მოინანიეს, „გაიზარდონ თმები ერისკაცთა მსგავსად“. კლერიკოსისამებრ თმების შეკვეცა – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას – ნიშნავს: „ატარონ ე. წ. კალო“ (IVM6%XI09, ჯVIX0VIX/00Cთ"),3 ხოლო ერისკაცთა მსგავსად თმის ტარება, დამხობილ და მოუნანიებელ მღვდელმსახურთათვის, – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებისას, – ნიშნავს: „არ ამოიპარსონ თმები თხემზე“.1 ამგვარად, მღვდელმსახურთა გარეგნული იერი იმითაც გამოირჩეოდა, რომ გარდა სამღვდელო სამოსელისა, მათ თხემზე კალოსებური თმის ნაზარდი ჰქონდათ, სხვაგვარად – პაპალიტრი, ქრისტიანობის ადრეულ ხანებში, კლერიკოსები გარეგნობით არ გამოირჩეოდნენ ერისკაცთაგან, განსაკუთრებით დევნილობის ეპოქაში, რათა მდევნელებს თვალში არ მოხვედროდნენ; ამიტომაც, თმებსა და წვერებს ერისკაცთა მსგავსად იკრეგდნენ. იმ გარემოებას, რომ ქრისტიანები გრძელ თმებს ატარებდნენ, აკანონებდა პავლე მოციქულის მოძღვრება ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ, რომლის მიხედვითაც თვით ბუნება გვასწავლის: „.მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაი გრძელად, უშუერება არს მისა, ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაი იგი სამკაულად მოეცა მას“.5 ამასვე ურჩევს პეტრე მოციქულიც მართლმორწმუნეებს – შეიჭრან თმები, რამეთუ ეს ნიშანია სიმდაბლისა, წარმართებისაგან განსხვავებით, რომლებიც დიდი თმებით იწონებენ თავს; თუმცა, მოციქული არაფერს ამბობს თმებისაგან დაწნულ გვირგვინზე (§L6დ0Vი /7თ0ი0თ00), როგორც ეს შემდეგში იქნა შემოღებული. IV საუკუნეში დონატისტებმა მღვდელმსახურთათვის თავის გადაპარსვა დააწესეს, რისთვისაც მათ მკაცრად გმობდა ოპტატოს მილევიანელი.9 დაახლოებით ამ დროს იქნა გამოცემული მოციქულთა განწესებანიც, სადაც ნაბრძანებია, რომ არავინ მოუშვგას დიდი თმა, როგორც შეეფერებათ ისე შეიჭრან და არავითარი განსაკუთრებული მორთულობა თმისგან არ გაიკეთონ თავზე.” სპეციალური კანონი (44) 5ხმLსL8მ 000105180 8იL10ს8 კლერიკოსებს ავალებს არ მოუშვან გრძელი თმა-წვერი, არამედ შესაფერისად შეიკრიჭონ როგორც თმა, ასევე წვერიც. რაიმე ხსენებაც კი პაპალიტრზე არ არის V საუკუნეშიც. ნეტარი იერონიმე წინასწარმეტყველ ეზიკელის წიგნის შესახებ თავის განმარტებებში წერს, რომ ქრისტიანმა მღვდელმსახურებმა არ უნდა მოიპარსონ თავზე თმა იზიდისა და სერაპისის ქურუმების მსგავსად; არც გრძელი თმები უნდა ატარონ მსგავსად „გალანტი“ ადამიანების, ბარბაროსებისა და მებრძოლებისა; ისინი მოკრძალებულნი და უბრალონი უნდა იყვნენ; არ უნდა დაიწნან თმებისგან გვირგვინი თავზე, არც ისე უნდა შეიკრიჭონ, რომ თავგადაპშარსულებად გამოიყურებოდნენ. მათ იმდენად უნდა შეიჭრან თმები, რომ თავს შეეძლოს თავისუფლად მოძრაობა.9მ8 მხოლოდ VI საუკუნეში ვხვდებით დასავლეთში კლერიკოსებთან თხემზე თმების ამოპარსვის პირველ კვალს, კერძოდ, ესპანეთში, ტოლედოს მესამე კრების განწესებებში. მეოთხე კრებაზე, ამავე ქალაქში, 633 წელს, მიიღეს შემდეგი (41) კანონი: 0M0908 010X101, VCI 1CCL0X05, 51CVL 16VIL86 6ხ 5§8C0LძიL0§ ძიLხიი50. 8ს00X1ს5 L0L0 C8M01ხ0, 10 (6X1ს8 5018 01LCVI1 C0L0ი98Iი L0I10V8იL; იიი 510სხ ხV- ის35ძს0 1ი C8111080 68ILIხV5 #86676 166L0X05 VIძიის)X: ძV01 0I01IX15, Iხ 191C1, C0#0015, 10 85010 C8#ი1L15 80100 სიიძ1ისი CILCსIსIთ L00ძიიL.? თხემის ამოპარსვის ეს მეთოდი, #69 უპისკოპოსი ნიკჯოდიმი (მიღიმი) ამ კრების აქტების თანახმად, არიანთა ჩვეულებაში იყო, ამიტომ კრება უარყოფს ამ ჩვეულებას და ბრძანებს, რომ კლერიკოსებმა მოიპარსონ თმები თავის ზედა ნაწილში ისე, რომ ქვედა ნაწილში თმები დარჩეს გვირგვინის სახით. თმის შეკვეცის ეს მეთოდი ჰქონდათ, ალბათ, მხედველობაში ტრულის მამებსაც, როცა გამოსცეს ჩვენ მიერ დასახელებული 21-ე კანონის დადგენილება. არ შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლურ ეკლესიაში თავის ზედა ნაწილში თმის მოპარსვის ეს მეთოდი შემოღებულ იქნა ტრულის კრების სხდომისას, რადგან ეს ჩვეულება განიხილება კანონში როგორც ყველასათვის ცნობილი. როგორც არ უნდა იყოს, ტრულის კრებამდე კვალიც არ არის – ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ცნობილი – აღმოსავლეთ ეკლესიის ძეგლებში კალოს (IVM0MI0) ან პაპალიტრის (ი8I8MX08) არსებობის შესახებ; იმ დროს კი უკვე ყველა კლერიკოსი ატარებდა პაპალიტრს და, იმ დროიდან იგი მუდმივად იყო წეს-ჩვეულებაში. მის შესახებ მოიხსენიებს გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (715-730) თავის თხზულებაში „მისტიკური მოსაზრება“ და მას ქრისტეს ეკლიან გვირგვინს ადარებს. პაპალიტრს მოიხსენიებს, აგრეთვე, ანტიოქიელი პატრიარქი პეტრე XI საუკუნეში თავის ეპისტოლეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსისადმი.19 ბალსამონის შემდეგ, XV საუკუნეში, სვიმეონ თესალონიკელი მართალია მკაფიოდ არ აცხადებს პაპალიტრის შესახებ, მაგრამ მის აღწერაში საეკლესიო დასში შემსვლელ პირთათვის თმების შეკვეცასთან დაკავშირებით, ჩანს, რომ პაპალიტრს ყველა მართლმადიდებელი მღვდელმსახური ატარებდა.!! პიდალიონის გამომცემლებიც ამ კანონის (21) განმარტებაში მოიხსენიებენ პაპალიტრს და აღნიშნავენ, რომ თხემზე მრგვალად შეკვეცილი თმები ჩამოგავს გვირგვინს, და, რომ ეს არ არის მხოლოდ ლათინური ეკლესიის ჩვეულება, არამედ ჩვეულება ყველა ეკლესიისა, – აღმოსავლურისაც და დასავლურისაც, – ამასთან, ამბობენ, რომ მას აქვს ალეგორიული მნიშვნელობა, სახელდობრ, გვაგონებს ქრისტეს ეკლიან გვირგვინს. ამ კრებულის გამომცემლები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მათ დროში (XVIII საუკუნის ბოლო) ალმოსავლური ეკლესიის მღვდელმსახურები თმებს იპარსავდნენ ქვევიდან და ზევიდან ჯვრის მსგავსად, ხოლო თავის შუაგულში კი თმებს საერთოდ არ იპარსავგდნენ.!? ცნობილია, რომ რუს სასულიერო პირებს პაპალიტრი წეს-ჩვეულებაში XIX საუკუნის დასაწყისამდე ჰქონდათ.13 რწმუნებული საეკლესიო სამსჯავროთი დამხობილ მღვდელმსახურს სამუდამოდ ეკრძალება წმინდა მსახურების ჩატარება და ერთმევა სახელი და პატივი მღვდელმსახურისა; იგი აღარ მიეკუთვნება კლერიკოსებს და ისეთივე ერისკაცი ხდება, როგორიც ხელთდასხმამდე იყო." ეკლესიის მსჯავრით, ცხადია, ხდება სამღვდელმსახურო წოდების ჩამორთმევა, მაგრამ შეუძლია თუ არა მღვდელმსახურს ნებაყოფლობით აიყაროს სამღვდლო ხარისხი და ისევ ერისკაცობას დაუბრუნდეს, სხვა სიტყვებით: შეუძლია თუ არა მას სთხოვოს რწმუნებულ ხელისუფლებას წოდების აყრის შესახებ, რათა კვლავ ერისკაცი გახდეს? ამ კითხვის დიდმნიშვნელობის გამო, ჩვენ მასზე უნდა შევჩერდეთ, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი საკამათოა; იძლევიან დადებითსაც და უარყოფით პასუხებსაც, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. დადებითი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ მღვდელმსახურს არ ეკრძალება ითხოვოს მისთვის წოდების აყრა და ერისკაცთა თანრიგში დაბრუნება. ამასთან, იმასაც კი ამტკიცებენ, რომ თუ მთხოვნელის არგუმენტები საფუძვლიანია, მაშინ რწმუნებულ საეკლესიო ხელისუფლებას არამცთუ შეუძლია, არამედ ვალდებულიც არის დააკმაყოფილოს თხოვნა. უარყოფითი გადაწყვეტა ამ საკითხისა იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებში, არამედ კანონიკურ ბრძანებულებებშიც, რომლებიც კანონის დამტკიცების შემდგომ გამოვიდა, არ არსებობს ამის შესახებ არავითარი განკარგულება და, ამდენად, არავის აქვს უფლება ითხოვოს სამღვდელო წოდების აყრის თაობაზე; არც საეკლესიო მთავრობას ხელეწიფება დააკმაყოფილოს მსგავსი თხოვნა, რამეთუ იგი არაკანონიკურია. როგორც ვხედავთ, აზრები დიამეტრალურად საწინააღმდეგონია და ამავე დროს, ერთიც და მეორეც პოულობს თავის დამცველებს; მეტიც, ერთიც და მეორეც გვხვდება ამჟამადაც პრაქტიკაში. პირველ აზრს, ანუ იმას, რომ ამა თუ იმ მღვდელმსახურს შეუძლია ითხოვოს და მიიღოს მღვდელმსახურებიდან გადადგომისა და ერისკაცობაში დაბრუნების ნებართვა, ადგილი აქვს რუსულ ეკლესიაში და თავისი გამოხატულება პოვა სასულიერო კონსისტორიების წესდების 86-ე მუხლში (1883 წ. გამოც), სადაც განმარტებულია როგორ ხდება „სამღვდელმსახურო და სამონაზვნო წოდების აყრა თხოვნით“. მეორე აზრი კი – სახელდობრ ის, რომ არავის აქვს უფლება ითხოვოს და, მაშასადამე, მიიღოს ნებართვა იმისა, რომ აღარ იყოს მღვდელმსახური და გახდეს ერისკაცი – შეწყნარებულია ყველა სხვა ეკლესიაში. თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს, რუსულ ეკლესიაში გაბატონებული აზრი და, როგორ მოიკიდა მან ფეხი პრაქტიკაში, ამის შესახებ ბევრია დაწერილი.15 ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლების თანახმად – ჩვენ აქ ეს უნდა ვთქვათ – მხოლოდ ეკლესიის სათანადო სამსჯავროს შეუძლია კანონიკური დანაშაულისათვის ჩამოართვას მღვდელს წოდება და ჩამოიყვანოს იგი ერისკაცთა რიგში; მაგრამ არასგზით არ შეუძლია რომელიმე მღვდელს (ან საერთოდ მღვდელმსახურს) თვითონ, თავისი პირადი ზრახვით დატოვოს სამღვდელო წოდება, ან იმავე მიზეზით ითხოვოს, რომ საეკლესიო ხელისუფლებამ მოუხსნას მას ეს წოდება, და მით უფრო ნაკლებ შეიძლება, რომ ეს ნებართვა საეკლესიო ხელისუფლებისგან იქნეს მიღებული. ეს, როგორც ახლა დავინახავთ, არის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლება. ქალკედონის კრების მე-7 კანონის განმარტებაში ჩვენ ვნახეთ, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში ყოველთვის არსებობდა აზრი მჭიდრო კავშირის შესახებ მღვდელსა და საეკლესიო მსახურებას შორის, რომლის უფლებაც მან მოიპოვა საკურთხეველში საიდუმლო კურთხევის გზით, და, რომ ეს აღკვეცა მას ზღუდავს მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან მან იგი მიიღო საზეიმოდ და თავისი შინაგანი მოწოდებით. ასე რომ, თავისთავად ცხადია არ შეუძლია და არც უნდა გაბედოს უარყოს ის, რაც ნებაყოფლობით მიიღო და რასაც საზეიმოდ აღუთქვა კუბოს ფიცრამდე ერთგულება, დამის ნაცვლად სხვა სამსახურში გადასვლა, რომელიც არ არის ღვთისა და ეკლესიის მსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ანათემას გადაეცემა – ქალკედონის კანონის თანახმად. წმიდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ მცნებას, რომ მღვდელი სიკვდილამდე ერთგული უნდა დარჩეს (»I§LCC) თავისი მსახურებისა, რადგან ამას თვით ღმერთი მოითხოვს საღვთო საიდუმლოთა შემსრულებლებისა და ქრისტეს მსახურებისაგან (იხ. 1 კორ. 4, 1, 2). მაშასადამე, სწორედ საღვთო სჯულზეა დაფუძნებული ამ საკითხის შესახებ საეკლესიო კანონი, რომელიც გმობს ორგულობას ქრისტეს ეკლესიისადმი ქრისტეს მსახურთა და საღვთო საიდუმლოთა აღმსრულებლების მხრიდან; ისინი ასეთ შემთხვევაში მიიჩნევიან ღვთის წინაშე მიცემული აღთქმის დამრღვევებად და ეკლესიის მოღალატეებად. თვით მნიშვნელობა მღვდლობისა და სამღვდელო წოდებისა, თავისთავად განაპირობებს მჭიდრო კავშირს ეკლესიასა და მის მსახურებს შორის, რომელიც საიდუმლო კურთხევის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ მნიშვნელობას სამღვდელო წოდება დაკარგავდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო თითოეულ მათგანს თვითნებურად და დაუსჯელად მიეტოვებინა თავისი მსახურება – მსუბუქ აზრებს აყოლით, ამქვეყნიური ანგარებისა და სულიერი დაუდგრომელობის მიზეზით. გარდა ამისა, რაოდენ ცდუნებას მოუტანდნენ საზოგადოებას ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ სასულიერო პირები იყვნენ და, შუამავლები ღვთის წინაშე საკურთხევლის წმინდა საიდუმლოთა საშუალებით, დღეს კი უკვე – ერისკაცები? საეკლესიო კანონებში ხსენებაც არ არის იმ მიზეზებზე, რომლებმაც შეიძლება აღძრან მღვდელმ სახურები წოდების უარყოფამდე, ანუ ისეთ სულიერ უძლურებაზე, რომელსაც შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მსახურებრივი ვალდებულებების წარმატებულად აღსრულებისათვის. კანონი საერთოდ არ განიხილავს წინააღმდეგობის ასეთ მიზეზებს, რომლებიც, სხვათა შორის, კარგავენ ყოველგვარ მნიშვნელობას, თუკი ყურადღებას მივაპყრობთ მაცხოვრის სიტყვებს სამღვდელო მსახურებისათვის შედგომის შესახებ, მის ღირსეულად აღსრულებაზე (იხ. ლუკ. 9, 62; 14, 28 - 30), და თუ სადმე საჭიროა არა მარტო დიდი წინდახედულობა და თვითგანცდა მსახურებისათვის შევრდომისას, არამედ კიდევ უფრო მტკიცე შეურყევლობა თვითუარყოფამდე, სიკვდილამდეც კი, ეს სამღვდელმსახურო მოვალეობის აღსრულებისას და წმინდა საკურთხეველში მსახურებისას არის საჭირო, ზუსტად განმარტავენ რა წმიდა წერილს, საეკლესიო კანონები გადაჭრით განიკითხავს მღვდელმსახურებს, რომლებიც საღვთო სამსახურს ტოვებენ და საერო სამუშაოზე ეწყობიან. მოციქულთა 62-ე კანონი მკაცრ სასჯელს უწესებს თავისი წოდების უარმყოფელ კლერიკოსს, თუნდაც მან ეს გააკეთოს თავისი ცხოვრების უაღრესად კრიტიკულ წუთებში. მოციქულთა 81-ე კანონიც, ასევე, განიკითხავს ეპისკოპოსს, ან მღვდელს, როცა ისინი ერში იწყებენ სამსახურს; აგრეთვე მოციქულთა 83-ე კანონიც. აქ დასახელებულ კანონებში საუბარია ისეთ მღვდელმსახურებზე, რომლებსაც სურთ შეუთავსონ ერთმანეთს საღვთო და საერო სამსახური და, მაშასადამე, საუბარი არ არის სამღვდელო წოდების დატოვებაზე; სამაგიეროდ, წამოყენებულია იგივე პრინციპული აზრი, რომლის თანახმადაც, ვინც მიუძღვნა თავი სასულიერო მსახურებას, მას უკვე აღარ შეუძლია საერო სამსახურ-. ში ჩადგომა. სამღვდელო წოდების დატოვებაზე და საჟრო სამსახურში მოწყობის შესახებ, IV მსოფ. კრების მე-7 კანონი'? შემდეგნაირად განაჩინებს: „ვინც ამას გაბედავს და შემდეგ სინანულით არ დაუბრუნდება თავის წოდებას, რომელიც ღმერთისთვის ირჩია, ანათემას გადაეცეს“. ამგვარად, კანონი მათ უწესებს ყველაზე მძიმე საეკლესიო სასჯელს. თუ როგორი იყო ამის შესახებ ბერძნულ-რომაული სახელმწიფოებრივი ხელისუფლების დადგენილება, ჩვენ უკვე ვთქვით დასახელებული კანონის განმარტებაში. მაგრამ ყველაზე მკაცრად და ცხადად, თვითნებურად განდგომა სამღვდელო წოდებიდან და მსახურებიდან გადადგომის წარდგენა, განიკითხება III მსოფლიო კრების ეპისტოლეში პამფილიის კრებისადმი მიტროპოლიტ ევსტათის შესახებ, რომელმაც თავისი მსახურების წერილობითი უარყოფა გაგზავნა (ეს ეპისტოლე ჩვენ მოვიყვანეთ დასახელებული კრების მე-9 კანონის სახით); გარდა ამისა, ეს დაგმობილია კირილე ალექსანდრიელის მე-3 განწესებითაც. პირველის შესახებ, ანუ III მსოფლიო კრების მე-9 კანონის შესახებ, ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ მის განმარტებაში. რაც შეეხება კირილე ალექსანდრიელის მე-3 განწესებას, მას სრულიად ნათლად და უბრალო გზით შემოაქვს სიცხადე ამ საკითხის გადასაჭრელად. მისი განწესება გმობს, როცა მღვდელმსახურთაგან ვინმეს შემოაქვს თხოვნა სამსახურიდან დათხოვნაზე, სხვა სიტყვებით: როცა ითხოვს სამღვდელმსახურო მოღვაწეობიდან გათავისუფლებას – იქნება ეს გარეშე პირთაგან მუქარის მიზეზით, შიშით თუ სხვა რაიმე იძულების გამო – და, შენიშნავს, რომ ყველაფერი ეს სახეზე რომც იყოს (მუქარა, იძულება), საეკლესიო დადგენილებებთან მაინც შეუსაბამოა მღვდელმსახურთა მხრიდან წერილობითი გადადგომის წარდგენა: „რამეთუ, ვინც მსახურების ღირსია, იმსახუროს; თუ უღირსია, გათაგისუფლდეს არა მისი თხოვნის საფუძველზე, არამედ მისი დანაშაულებრივი ქმედებისათვის“. ეს ნათელია და მარტივად აიხსნება: მღვდელმსახურმა არ უნდა ითხოვოს ღვთისმსახურებიდან გადაყენება, რა მიზეზიც ამისთვის არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს საეკლესიო დადგენილებების საწინააღმდეგოა (თას16 106 «96 6MMMობ!თხ6 თი88%0V 066II0M; 6C0109195ხ1096 C00500%0ძ1ი1 იიი 01806%); თუ ღირსია წოდების, უნდა დარჩეს წოდებაში, თუ არ არის ღირსი, ესე იგი რაიმე კანონიკური დანაშაული ჩაიდინა, მაშინ – ტრულის კრების 21-ე კანონის გამოთქმით – რწმუნებული საეკლესიო სამსჯავრო განსჯის მას და შესაბამის სასჯელს გამოუტანს; თუ საჭიროდ ჩათვლის, არა მხოლოდ ხარისხს ჩამოართმევს, არამედ ანათემასაც გადასცემს, ქალკედონის კრების მე-7 კანონის განჩინებით.!” ნებაყოფლობით (0 8X0VLI X6#0IMXთ6, 500იL+6) ღვთისმსახურების დატოვების შესახებ ბალსამონი საუბრობს მოციქულთა 62-ე და, მსგავსადვე, ბასილი დიდის 44-ე კანონების განმარტებებში!" საუბრობს ისე, რომ მისგან გამომდინარე, შეიძლება გიფიქროთ, თითქოს XII საუკუნეში უარყვეს წინა საუკუნეების კანონიკური პრაქტიკა და ნება მისცეს მღვდელმსახურებს ეთხოვათ და მიეღოთ საეკლესიო ხელისუფლებისაგან სამღვდელო ხარისხის აყრის ნებართვა. თუმცა, თუ ყურადღებით ჩავწვდებით ბალსამონის მიერ გამოთქმულ აზრს, ვნახავთ, რომ მას მხედველობაში ჰყავს მტრის წინაშე შიშის გამო სამღვდელო წოდების უარმყოფელი მღვდელმსახურები (მოც. 62-ე) და წარმართებთან სიძვის ცოდვაში ჩავარდნილი L66 უპისკოპოსი ნიკოდიში (შილაში? დედათდიაკვნები (ბასილი დიდი 44-ე)!? და, ამდენად, ჩვენთვის ცხადი ხდება თუ რას ნიშნავს სამღვდელო მსახურების ნებაყოფილებითი დატევება, რომლის შესახებაც ბალსამონი საუბრობს. ამავე აზრით უნდა გავიგოთ ისიც, რასაც იუსტინიანე თაგვის კანონში ამბობს კლერიკოსების მიერ მსახურების უარყოფაზე.29 დასკვნა საკითხზე, შეუძლია თუ არა მღვდელს (და საერთოდ სასულიერო პირს) ითხოვოს ხელთდასხმის გზით მინიჭებული ხარისხის აყრა, ნათელია იქიდან, რაც ჩვენ აქამდე ვთქვით და მოკლე სიტყვით შეიძლება ასე გამოითქვას: კანონიკურად არ შეიძლება; ხოლო ის, რომ რუსულ ეკლესიაში, სადაც ეს ამჟამად დაშვებულია სასულიერო კონსისტორიების წესდების 86-ე მუხლით, უყურებენ როგორც რაღაც ისეთს, რასაც კანონიკური საფუძველი არ გააჩნია, მტკიცდება ერთ-ერთი მეცნიერ-კანონისტის სტატიიდან, რომელიც დაიბეგდა „მართლმადიდებლურ მიმოხილვაში“ (III0880088906 0603009M6ც“) 1875 წელს, სათაურით „საერთო საფუძვლები, რომლებითაც ხელმძღვანელობს წმინდა სინოდი ძველი ეკლესიის კანონთა დანართებში“. ამ სტატიაში იგი აღნიშნავს, რომ როცა განსახილველ საკითხზე არ არსებობს სათანადო კანონი, ასეთ შემთხვევაში წმინდა სინოდი ეყრდნობა, სხვათა შორის, ისეთ კანონს, რომელსაც აქვს თუნდაც განყენებული კავშირი უწყებულ საკითხთან, ან რომელიც ეხება მის რომელიმე ასპექტს. რუსი კანონისტი იქვე დასძენს: ასე მოქმედებს, მაგალითად, წმინდა სინოდი გადაწყვეტილებათა უმეტეს ნაწილში მღვდელმსახურთა თხოვნით, რომლებიც წოდებას ტოვებენ მეორედ ქორწინების გამო..., მაშინ, როდესაც რუსული ეკლესიის ძველთაძველი პრაქტიკა და 1724 წ. 30 აპრილის დადგენილება ამ მიზეზით მსახურებიდან გადადგომის ნებას იძლევა. წმინდა სინოდს, სურდა რა ეს ნება-უფლება ძველი ეკლესიის კანონებითაც განემტკიცებინა, მოჰყავს ისეთი არგუმენტები, რომლებსაც მხოლოდ რაღაც შორეული დამოკიდებულება აქვს განსახილველ საკითხთან და ადასტურებს საერთო აზრის ერთ გარკვეულ ნაწილს. მაგალითად, მოციქულთა 26-ე კანონი, რომელიც ამბობს: „დასში გაწევრიანებულ უქორწინებელ წიგნის მკითხველებსა და მგალობლებს ვუცხადებთ: თუ სურთ, შეუძლიათ იქორწინონ”, წინამდებარე შემთხვევას ძნელად მიესადაგება; ან კიდევ – წმინდა სინოდს არგუმენტის სახით მოჰყავს VI მსოფლიო კრების მე-6 კანონი, რომელიც, ასევე არ იძლევა პირდაპირ დასკვნას განსახილველი საკითხის შესახებ: „ხელთდასხმული თუ დაქორწინდება, განიკვეთოს; თუ მას ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, ხელთდასხმამდე იქორწინოს”. ხშირად, გადაწყვეტილებათა მიღების საფუძვლად დასახელებულ კანონებთან ერთად მოიყვანება პავლე მოციქულის სწავლება მეორედ ქორწინების შესახებ, კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეს მე-7 თავიდან. მაგრამ იქ მღვდელმსახურთა მეორედ ქორწინებაზე საერთოდ არ არის საუბარი, არამედ, საერთოდ, მეორედ ქორწინების შესაძლებლობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ კანონისა და დადგენილების ურთიერთშემატებით შეიძლება სასურველ აზრამდე მისვლა – სამღვდელმსახურო წოდების აყრის შემდეგ, მეორედ ქორწინებაზე უფლებაუნარიანობის შესახებ: ვინც საეკლესიო დასში შედის და უქორწინებელია, იმათგან მხოლოდ წიგნის მკითხველებსა და მგალობლებს შეუძლიათ იქორწინონ, ხოლო თუ ვინმე ხელთდასხმის ნშინდ+ VI მსოფლიო. სჯეკლესიო კრემა (ფრულის კნ სხეკვვპრჰდV-VI L67 შემდეგ, ანუ სამღვდელო ხარისხში აყვანის შემდეგ დაქორწინდება, უნდა განიკვეთოს და, თავისთავად, ერისკაცთა საზოგადოებაში ჩაირიცხოს. ერისკაცებს კი, პავლე მოციქულის სწავლების თანახმად, ხელმეორედ ქორწინება არ ეკრძალებათ; მაგრამ ასეთ დასკვნამდე მისვლა განსაკუთრებულ გონებრივ დაძაბვას მოითხოვს და, ამასთან, საჭიროა, რომ ყველა ეს კანონი ყოველ კონკრეტულ მსგავს შემთხვევაში აუცილებლად იყოს მოყვანილი. სინამდგილეში, ძალიან იშვიაითად ხდება ასეთი ერთობლიობითი არგუმენტების მოძიება. უფრო ხშირად, პირიქით, მოიყვანება ერთი რომელიმე კანონი, ჩვეულებრივ ეს არის VI მსოფლიო კრების მე-6 კანონი და მტკიცდება: „ამ კანონის საფუძველზე წოდება აეყაროს და მეორედ ქორწინების უფლება მიეცეს“. არის მაგალითები ისეთი გადაწყვეტილებებისაც, როცა მღვდელმსახურის თხოვნას ხარისხის აყრის თაობაზე მხოლოდ საერისკაცო სამსახურში გადასვლის მიზეზით (მეორედ ქორწინებაზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე), წმინდა სინოდი აკმაყოფილებს და საფუძვლად თავის ამ გადაწყვეტილებას უდებს პავლე მოციქულის სწავლებას კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეს მე-7 თავიდან, სადაც გადმოიცემა სწავლება მეორედ ქორწინების შესახებ. ხოლო ქვრივი მღვდლის მიმართ, რომელიც არ ითხოვს მეორედ ქორწინებას, არამედ მხოლოდ ხარისხის აყრას საერისკაცო თანამდებობის მისაღებად, და შეგონების შემდეგაც შეუვალია თავის გადაწყვეტილებაში, განიჩინება: „ხარისხი აეყაროს მოციქულთა სიტყვებთან ზუსტი შეთანხმებით, რომლებიც გაცხადებულია კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეს მე-7 თავში და VI მსოფლიო კრების მე-6 კანონში (15 დეკემბერი 1816 წ. სინოდი. პროტოკ. შდრ. წმინდა სინოდის დადგენილება 1809 წ. 14 მაისი სინოდ. პროტო,. გვ. 188I“.2! რუსი კანონისტის ეს გამონათქვამი ყველაზე უკეთ ასახავს იმას, რაც ჩვენ მიერ ზემოთ არის ნათქვამი ამ კანონის განმარტებაში, სახელდობრ: კანონიკურად არ შეიძლება ნებადართული იყოს მღვდლის ან დიაკვნისათვის იმ ხარისხის აყრა, რაც მათ ხელდასმით მიიღეს, ხოლო ამასთან დაკავშირებით მათთვის რომ არც მეორედ ქორწინების უფლების მიცემა შეიძლება, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების მე-6 კანონის განმარტებაში.

შენიჟვნები:

+ სამღვდელოთა კურთხევის ჟამს თავის საქოჩრის მრგვალად შეკვეცა.

1. განკვეთის შესახებ, როგორც ყველაზე მძიმე სასჯელზე კლერიკოსებისათვის, მოიხსენიება ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (C1ით. სი. სი. 1 8ძ X#იI”Iი§ხ., ი. 44 წM1Iფიი, 3. დ., L. 1, C01. 296-3001; I0+LLს11., ძი ხ8X%15., C. 17 წM1ფიი, §. 1., L. 1, ფი1. 1217-1200); Cჯილვგი., სი. 49 3ძ Cიჯირსთ, იი. 65 8ძ Iიყის. IM1დღიიტ, 9. 1., ჯ. 3, ფი. 795, L. 4, ყი1. 3931 და ა. შ.

2. ტთ. CM98IX., II, 352.

ვ. ტთ. CX8X., II, 353. შდრ. #თ. Cიო., I, 147.

4. ტთ. C#87., II, 352.

5.1 კორ. 11, 14, 15. შდრ. „საქმე მოციქულთა", 21, 24.

6. CითL»გ ნილიძიი)ვი, II, 23 (M1დლიტ, 3, 1., L.11. Cი1. 978, 9791).

7. მოციქულთა განწესებანი, IV, 28.

8. Cითოი»%, 1 I26Cხ. 44 IM1ლიტ, §. 1., ჭ. 25, 01. 427-448 9. II8-ძუ1ი!, 4018 იი0XXC11., III, 588.

10. C. VVIII, #CL8 ის 50IIიL8 ძი C00CL>0CV60I9115 6601. წ». 06L 18%. (L1015180 1861), ჯ. 193. #68 .“ სკობასი ნიკოდიმი (შილამი)

11, 00 §230115 0L91ი8L10ი1ხV05, 8». 3 % 4 (21. იგი. 108 იL 109) IMI დირ, §5.წ., (. 155, C01. 364-365. შდრ. რუსული თარგმანი დასახ. გამოც.)

12. გამოც. 1864 წ., გვ. 237.

13. ე. ე. გოლუბინსკი, რუსეთის ეკლესიის ისტორია (2-ე გამოც. მოსკოვი 1901 წ.). ტ. 1, 1-ნახ., გვ. 578-580; 2-ნახ., გვ. 688-689.

14. ასეთი იყო რომის ეკლესიის სწავლება XII საუკუნემდე, სანამ ჯერ კიდევ არსებობდა სწავლება იCMხ9X30%0» 1»ძ0106ხI!115 მღვდელმსახურების შესახებ, სწავლება, რომელმაც XVI საუკუნის მეორე ნახევარში ტრიდენტის კრებაზე დოგმატური მნიშვნელობა მიიღო. ამ კრების მეშვიდე სხდომაზე დაადგინეს: „ამდენად, ვინც მღვდელი გახდა, მან ამით განსაკუთრებული ბეჭედი მიიღო, რომელიც უკვე აღარასოდეს წარიშლება და, მაშასადამე, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს, რა სასჯელიც თავს არ უნდა მოიწიოს, თუნდაც ყველაზე მძიმე, მაინც მასზე სამუდამოდ დარჩება წარუხოცელი ბეჭედი ღვთისმსახურისა, ნათლისღების მსგავსი ბეჭდისა და მას უკვე აღარასოდეს შეუძლია ერისკაცი გახდეს, ან ამ (ტრულის 21-ე) კანონის სიტყვებით რომ ვთქვათ, ვეღარასოდეს გადავა ერისკაცთა მდგომარეობაში". სწავლებას, ამის შესახებ, თანამედროვე რომაულ-კათოლიკური სამართალი ძ. XL. 5ი0%ხM1+ი6 ასეთნაირად გამოთქვამს: „ბეჭედი, მიღებული მღვდელმსახურის მიერ ხელთდასხმის გზით, წარუშლელია; ხელთდასხმულს შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველა უფლება აეყაროს და ამის გამო ერისკაცთა მწყობრში აღმოჩნდეს განპატიჟებული, მაგრამ არასოდეს შეიძლება მას ჩამოერთვას ხელთდასხმის გზით მიღებული სამღვდელმოქმედო ნიჭი (ხი(იხ1ესით). ასე რომ, ყველა სპეციფიკური სამღვდელმსახურო მოვალეობა მას დეგრადაციის შემდეგაც და, ეკლესიიდან, ან ქრისტიანული #რწმენიდან განდგომის შემდეგაც შეუძლია დამაკმაყოფილებლად აღასრულოს. ამიტომ საკითხი, სასულიერო პირთა ლაიციზაციის შესახებ, უშედეგოა, ხოლო მცდელობა ეკლესიის გამიწიერებისა – შეუძლებელი“ (5Vწ5L0 ძი§ XII0რნიი”იიMLვ. C15- §0#, 1856, 5. 156). ჩვენ არ შევუდგებით იმის შეფასებას, რასაც შულტე ასე გადაგრით ამტკიცებს, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის, და მაინც, ჩვენ გვიჭირს ამის შეთანხმება სხვა კანონისტთან, რომელიც ცნობილ რომაულ-ბერძნულ #IXიხიი16X- 1M0ი Vი0L20I სიძ VიIL6-ში ამის შესახებ შემდეგს ამბობს: „უმაღლესი ხარისხის კლერიკოსთა ლაიციზაცია შესაძლებელია, თუ მას ადგილი აქვს მხოლოდ სამღვდელმსახზურო მოვალეობიდან გათავისუფლებისას (არა როგორც სასჯელს), განსაკუთრებით კი ცელიბატისა; და რამდენადაც ასეთი გათავისუფლება (დისპენსაცია) უმაღლეს ხარისხში აყვანილთათვის არის გათავისუფლება საყოველთაო კანონიდან, რომელიც პრინციპულად მოიცავს მთელ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წყობას, ამიტომ ეს გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ პაპისგან მოდიოდეს, როგორც უმაღლესი მთავრობისგან და ისიც იშვიათად, უაღრესად აუცილებელ შემთხვევაში: კლერიკოსთა განკანონება და ერისკაცთა თანრიგში ჩამოყვანა შესაძლებელია, ასევე, სასჯელის სახით. წინათ, წოდებიდან დამხობილი პირი აღნიშნული სახის გათავისუფლებით (007ი0051(10»), სამსახურისა და სამრევლოს გარდა, წოდებაზეც კარგაგდა ყველა უფლებას, თუმცა მიეკუთვნებოდა (თუ იმავდროულად არ ხგდებოდა დიდი განკვეთის ქვეშ - 83ი»ი) ეკლესიის სხეულს, თუნდაც როგორც ერისკაცი, მაგრამ დეკრეტალური წესით სასულიერო წოდებაზე უფლების დაკარგვა, - რასთანაც დაკავშირებულია X6ძ90CL10 2ძ იითოისი!იიი 121068, – განკვეთასთან ერთდროულად ხდება (დეგრადაციით)“ (III, 716-717). თუ ამას მიგუსადაგებთ იმას, რასაც შულტე ამბობს, მაშინ გაუგებარი რჩება, თუ რაში მდგომარეობს საკუთრივ რომაული ეკლესიის კანონიკურ სამართალში სასულიერო პირ- “ა იხ8»80106» 1იძი16ხ1116, რომაელ-კათოლიკი კანონისტი კობერი, რომელმაც ეს საკიხი გამოიკვლია, ამბობს, რომ იხმ”2გ0§0» 1იძი10ხ1115 რჩება ძალაში მაშინაც, როცა პირი განკანონდება სასჯელის სახით, იიისი)იიიი 13108, და, რომ ეს დამხო- 7ილი მღვდელი მხოლოდ გარეგნულად (89356X11C1)) გახდა ერისკაცი და არა – შინაგანად (19006XI10ს). (I ძიიი51(10,ი 5. 90 და შემდგ). ამავე დროს, იგივე კანონისტი თავის იმავე ნაშრომში (5. 109) ამბობს, რომ ძველი ეკლესიის დისციპლინის თანახმად, არ იყო არავითარი განსხვავება განკანონებულ კლერიკოსთა შორის, იქნებოდნენ ისინი უმაღლეს თუ უმდაბლეს საეკლესიო საფეხურზე, ე.ი. იქნებოდნენ თსინი ეპისკოპოსები, მღგდლები და დიაკვნები, თუ წიგნის მკითხველები, მგალობლები და სხვა უმდაბლესი კლერიკოსები. აქედან გამოდის, რომ ამ უკანასკნელთაც აქვთ ი0M3»X80%0»ით 1იძი16ხ11ით, თუმცა 880-80თ 0Xძ1ი8 (იიი არც კი მიუღიათ, მაგრამ საეჭგოა, რომ ეს ასე იყოს.

15. იხ. ასევე „XM0MCX». 9>68MX#” 1871. II, 80 და შემდგ.

16. ასე რომ უნდა გავიგოთ ეს კანონი, ამოწმებს შუასაუკუნის ყველა ბერძენი კომენტატორი, მათ კვალად კი (არისტინეს თანახმად) რუსული სჯულისკანონიც (I, 96).

17. იხ. ბალსამონის განმარტება კირილე ალექს. მე-3 კანონზე: ტრ. CM9%7., IV, 360. შდრ. ეს კანონი სლავურ სჯულისკანონთან.

18. #ტთ. CMMX., II, 80.

19. 4თ. C#87X., IV, 193. 20. Cიძ. I, 3, წვ, § 1. 21. იხ. „IIი88. 06ი3ვი0»Mი” 1875, ტ. II, გვ. 199-200.

PDF გვ. 474 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 22

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი ან სხვა ნებისმიერი ხარისხის სასულიერო პირი, რომელიც ფულით იქნა ხელთდასხმული, და არა გამოცდითა და გამორჩევით თავისი ღვთისსათნო ცხოვრების შედეგად, განკვეთილ იქნეს; განიკვეთოს, აგრეთვე, მისი ხელთდამსხმელიც.

სიმონიის შესახებ, რომელსაც ეს კანონი გადაჭრით გმობს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა 29-ე და IV მსოფლიო კრების მე-2 კანონების განმარტებებში. „ამის შესახებ მრავალი კანონი საუბრობს, – ვკითხულობთ ზონარასთან ამ კანონის განმარტებაში, – მაგრამ ეს ბოროტება, როგორც განგრენა, კვლავ ასნეულებდა ეკლესიას; ამიტომაც ჩამოაყალიბეს ეს კანონი ამ კრების მამებმა“.' კანონი ადგენს, რომ უნდა განიკვეთოს არა მხოლოდ ის პირი, ვინც სიმონიის გზით მიაღწია რაიმე იერარქიულ ხარისხს, არამედ ისიც, ვინც იგი დაადგინა და განაჩინებს, რომ სასულიერო წოდების კანდიდატზე ხელთდასხმა უნდა აღესრულებოდეს არა ფულით, არამედ გამოცდითა და სხვათაგან გამორჩევით. აქედან ჩანს: ტრულის მამები დარწმუნებულნი არიან, რომ ქრთამით აღსრულებული ხელოთდასხმისას, არ ტარდებოდა და არც შეიძლება ჩატარებულიყო სასულიერო წოდების კანდიდატის კანონიკური გამოცდა და აუცილებელი გამორჩევა; არ ხდებოდა ღირსებათა სათანადო შეფასება. ასე რომ, ბევრი უღირსი კანდიდატი იქნა მიღებული საეკლესიო დასში და ხელთდასხმული, ხოლო ღირსეულნი და დამსახურებულნი უარს იღებდნენ, რითაც ილახებოდა როგორც ეკლესიის ინტერესი, ასევე მისი აგტორიტეტი. შენიშვნა: 1, რთ. CM#M85X. 11, 354. #70 უპისკოჰოსი ნიჯოდიმი (ქილაში)

მსგავსი კანონები:მოც. 22, IV მსოფ.2ტრულ.23სარდიკ.2

PDF გვ. 483 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 23

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა მოითხოვოს მაზიარებელთაგან ფული ან სხვა რაიმე წმინდა ზიარების გაცემისათვის, რამეთუ მადლი არ იყიდება და ჩვენ ფულისათვის არ გადავცემთ სულიწმიდის მადლს; იგი ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე უნდა მიეცეს ამ ნიჭის მიღებისათვის მომზადებულთ; ხოლო თუ ვინმე დასის წევრთაგან შემჩნეული იქნება რაიმე სახის მისაგებელის მოთხოვნაში იმისგან, ვისზედაც გასცემს ყოვლადწმიდა ზიარებას, განკვეთილ იქნეს, როგორც სიმონიის ცდომილებისა და მზაკვრობის მოშურნე. (მოც. 4, 29; IV მსოფლ. 2; ტრულ. 23; VII მსოფლ. 4). სიმონიის ცდომილებისა და მზაკვრობის მოშურნეს უწოდებს ეს კანონი იმ ეპისკოპოსს, მღვდელს და დიაკონს, რომლებიც ფულისათვის აზიარებენ და ამ საქმეს ფულისათვის ხელთდასხმის თანაბრად სიმონიად მიიჩნევენ; ამასთან აწესებენ, რომ განიკვეთოს ყოველი, ვინც ასეთ საქმეში იმხილება. როგორც საფუძველზე, თავისი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, კანონი მიუთითებს, რომ მადლი არ იყიდება და ფულით არ მიეცემა მორწმუნეებს სულიწმიდის კურთხევა; იგი ეძლევა ყველას, ვინც ამის ღირსია, ყოველგვარი სახის მატერიალური სარგებლის გარეშე. მადლის ნიჭს სასულიერო პირები უსასყიდლოდ იღებენ, ამიტომ უსასყიდლოდ უნდა გასცენ მათზე, ვინც ამას იმსახურებს (იხ. მთ. 10, 8). საუბრობს რა მადლის შესახებ, კანონი ამით აცხადებს, რომ აქ მართებულია მოვიაზროთ ყველა წმინდა საიდუმლო, რომელთა შორის წმინდა ზიარება – მოხსენიებული კანონში – მთავარ ადგილს იკაგებს. შესაბამისად, ამ კანონით იკრძალება და განიკითხება ფულის ნებისმიერი გამოძალვა წმინდა საიდუმლოს მისაღებად და, საერთოდ, რა სახის ქრთამიც არ უნდა იყოს. მღვდელმსახურებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ საკურთხევლისაგან იცხოვრონ, როცა საკურთხეველს ემსახურებიან (იხ. 1 კორ. 9, 14); ასევე უფლება აქვთ მორწმუნეთა მხრიდან შემოწირულობაზე, რის შესახებაც ჩვენ აღვნიშნეთ მოციქულთა მე-4 კანონის განმარტებაში: „მაშასადამე, შემოწირულობის რაობა და რაოდენობა კლერიკოსთა სასარგებლოდ – ვკითხულობთ არქიმ. იოანესთან ამ კანონის განმარტებაში – მთლიანად დამოკიდებულია მორწმუნეთა ნებაყოფილებით გულმოდგინებაზე და არც სახარების მცნებათა სულისკვეთებისათვის, არც მადლის სულიერ ნიჭთათვის არ არის მისაღები მღვდელმსახურთა მხრიდან წმინდა საიდუმლოებისათვის გამოძალვის სახით მისაგებელის ან საზღაურის მოთხოვნა, – არც წინასწარ და არც შემდგომ მათი გაცემისა. არაფერი ისე არ აკნინებს წმინდა ზიარებას და სამღვდელო წოდებას, როგორც მსგავსი მოთხოვნები“.! ამ ბრძნული შენიშვნის შემდეგ, მის გასამტკიცებლად, რუს მეცნიერ-კანონისტს მოჰყავს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები, რომელიც თაგვის ქადაგებაში ნათლისღების შესახებ ამბობს, რომ მღვდლისათვის უმაღლეს ჯილდო არის ის, როცა მორწმუნე წმინდა საიდუმლოებებს მიეახლება სუფთა სინდისით და სათანადოდ მომზადებული.? ნშინდა V შსოფლიო სჯეკგლესიო კრემა (ყრულის კნ სხვაგვარათდV-VI) L71 შენიშვნები:

1. დასახ. თხზულ, 11, 38. 2. CღIიყი+», 1ი0ი)., 0-8, 40 1ი 8. ხგი118ო8, «გი. 25 IMIწიი, 8. დ., +. 36, Cი1. 393).

PDF გვ. 484 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 24

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არავის, სამღვდელო წოდების პირთაგან, არც მონოზონს, არა აქვს უფლება ცხენების ჯირითზე იაროს, ან სხვა სანახაობრივ თამაშებს დაესწროს; თუ ვინმე კლერიკოსთაგან ხმობილი იყოს ქორწილში, იგი, როგორც კი მაცდუნებელი თამაშები დაიწყება, ადგეს და განერიდოს იქაურობას, რადგან ასე ბრძანებს ჩვენთვის მამათა მოძღვრება, ხოლო მხილებული მსგავს ქმედებაში, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს.

მღვდელიცა და მონოზონიც, თუკი ცხენების დოღზე (Mი0ბიი|IIთ, 6000LVIი 6სIL- X1CV18) დადის, თეატრალურ სანახაობებს ესწრება (0ს|IL(6XL«თV XCL/VIV)V, 560601005 1Vძ08), ან ქორწილში რჩება, როცა იქ თამაშები იწყება (ითხ/VIთ, 1V910+8) – განიკვეთოს. სასჯელის მიხედვით კარგად ჩანს, თუ რამდენად შეუფერებლად თვლიდნენ ამ კრების მამები სამღვდელმსახურო წოდებასთან და მონოზონის აღთქმებთან იმ მხიარულ სანახაობებს, რომლებზეც კანონშია საუბარი. ყველა ამ გართობებს ადგილი ჰქონდათ ტრულის კრების სხდომების პერიოდში. ისინი დასაბამს იღებდნენ რომის სახელმწიფოს წარმართულობის დროიდან და ისეთ ხასიათს ატარებდნენ, რომლის შესახებაც ჩვენ მოციქულთა71-ე კანონის განმარტებაში ვისაუბრეთ. რამდენადაც ცხენების სრბოლა არაადამიანური იყო და მაყურებელში მხეცურ და სისხლისმსმელ ინსტიქტებს აღაგზნებდა, იმდენადვე – სხვადასხვა თამაშობებიც, რომელთა თანხლებითაც ეს ასპარეზი მიმდინარეობდა. მაყურებელთა მზერას კიდევ ისეთი სანახაობებით იპყრობდნენ, რომლებიც – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან – იწვევდნენ მხოლოდ სულიერ შფოთსა და ზიზღს (თLთთსიამუ MXთI ო-0X0) უცერემონიო გამონათქვამებით (ძVთIვი იMIIთIთ), რაც თან სდევდა ამ თამაშებს.' თეატრალური წარმოდგენები ამაში არაფრით ჩამორჩებოდნენ ცხენების დოღს. ტრაგედიების შესახებ, რასაც თეატრებში აჩვენებდნენ, კვიპრიანე შენიშნავს, რომ იქ სხვა არაფერი ხდება, თუ არა გამეორება ძველი მაგალითებისა მამისმკვლელობისა და სიძვის შესახებ, რათა დროთა განმავლობაში დავიწყებას არ მისცემოდა ძველი ბოროტება. ყველა აქ დამსწრეთ აშკარად მოეხსენებოდათ, რომ რაც ოდესღაც სასირცხვილო იყო, ის შეიძლება კვლავ გამეორდეს და, ამდენად, იქმნებოდა დაბრკოლებები, რათა სიბილწე წლების მანძილზე არ დავიწყებოდათ, რომ დანაშაული დროთა განმავლობაში არ შეწყვეტილიყო, რომ სასირცხვილო საქმეები დროთა განმავლობაში მივიწყებას არ მისცემოდა. მაგალითისათვის (მისაბაძად) გამოიყენებოდა ის, რაც ოდესღაც დანაშაულად ითვლებოდა.? რაც შეეხება თამაშებს, რასაც თეატრებში მასხარები აჩვენებდნენ და რაზეც საუბარია ამ კრების 51-ე კანონში, მათზე იმაზე მეტი უღიმღამო წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია, როგორც ამას აგვიწერენ მამები და ძველი ეკლესიის განმა- #72 ეპისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ ნათლებლები. ყველა ამ თამაშის ამოცანას შეადგენდა, რომ მაყურებლისათვის წარმოედგინა რაც კი რამ უზნეო იყო, რასაც შეეძლო გამოეწვია უმეტესად საზიზღარი სიბილწე, რომ ამ გზით ახალგაზრდობა ყველაზე დახვეწილი გარყვნილობის ტკბობით სიამოვნებისათვის მიეჩვიათ.? მსგავსი თამაშები და თეატრები ეკლესიას, ცხადია, საბოლოოდ უნდა აეკრძალა და არა მხოლოდ სასულიერო პირთათვის, არამედ მართლმორწმუნე ერისთვისაც; და მართლაც, ჯერ კიდევ IV საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენ უკვე გვაქვს ლაოდიკიის კრების კანონი (54), სასულიერო პირთათვის თეატრალურ სანახაობებზე დასწრების ამკრძალავი, ხოლო IV საუკუნის ბოლოდან კი გვაქვს კანონი, რომელიც სასულიერო პირთა შვილებს უკრძალავს საერო სანახაობებზე დასწრებას; ამასთან, იქვე შეინიშნება: „რამეთუ თეატრებში მხოლოდ მკრეხელობას (წ2.თCდო|II(0CL) აქვს ადგილი“. იმავე სულისკვეთებით არის გამოცემული რამდენიმე კანონსახიერი დადგენილება ბერძნულ-რომაული სამოქალაქო კანონმდებლობისა, სადაც მითითებულია მღვდელმსახურთათვის თამაშებზე და სანახაობებზე დასწრების შეუსაბამობა და მის საფუძველზე ეს მათ მკაცრად ეკრძალებათ.9 იცოდნენ რა, თუ რას წარმოადგენდა იმ დროს დოღი საჯარო თამაშებთან კავშირში და, ასეგე, თეატრალური წარმოდგენები, ტრულის კრებამ მიიღო და დაამტკიცა ამის შესახებ უკვე არსებული განწესება და გამოსცა თავისი წინამდებარე კანონი, რომლითაც განკვეთას უქვემდებარებს ყველა კლერიკოსს, ვინც გაბედავს და დაარღვევს დასახელებულ დადგენილებას. იგივე განიჩინება მონოზონთა მიმართაც და, არა მღვდელმონოზონთა მიმართ, რომლებიც, როგორც ასეთები, უკვე კლერიკოსთა რიგებს მიეკუთვნებიან.

კანონის მეორე ნაწილში მეორდება და მტკიცდება ლაოდიკიის კრების 54-ე კანონის განწესება, თანაც კლერიკოსთათვის (მღვდელმსახურთა და ეკლესიის მსახურთათვის) დაწესებულია განკვეთა, თუ ისინი, ქორწილში მიწვეულნი, დარჩებიან იქ მას შემდეგაც, რაც უკვე დაიწყება მაშინდელ ქორწილებთან თანმხლები სახუმარო თამაშები. მონოზვნების შესახებ კანონი არაფერს ამბობს, რადგან ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, ტრულის კრების მამები თვლიდ- _ნენ, რომ ეს თავისთავად ცხადი იყო აშკარა შეუსაბამობის გამო (80 «0 #თVC) თ#ი06#6ხ, ძსიძ 1ძ 51ხ 2IX019 1იძიიიჯXსIი).9 შენიშვნები:

1, ტთ.C#89X, II 358, ცხენების ჯირითი, რომელზეც ეს კანონი საუბრობს, როგორც ჩანს იყო იგივე, რაც 190ძ1 C1>C0ი808; მათ ასევე ეწოდებათ წი”ხვ108 ი1>60ი51VI (Cი0ძ. I Mიიძ, 1Iხ. XV, 5: ძი 8000(800115) და 01>66ი51VI V01ს00L988 (იქვე).

2. CაჯიLX8ი9ი., 4ძ 0)0ი98L. C. 8 წMI1დიი, 8. I., L. 4, ი1. 207-212.

3. Cჯილოვო., I. C. IMIფიი, 6. I., L. 4, ი01. 207-2121. – #ტს–V05(1ი., I)ტ6 CIV1L9%6 IXI, VI, 8 IM1!ფიი«, 8. I., 41, იიI. 186, 187). – I%9XLს11., ძი 800CL8C., C. 10, 17 IხIM1ღი%4, 8. I., I, იი1. 642- 644, 649-650). – MIთსი. Iი9L., 0იL8V. C. 37 IMIდიი, 6. I., (. 3. Cი1. 352-355).

4. იპონის კრების (393 წ.) მე-10 კანონი შეცსაბამება კართაგენის კრების (419 წ) მე-15 კანონს.

5. CღCიძ. M98%1ი., I, 4, 34: ძი 1სძ:6 8ჭ ვ8იიისვისI18. შდრ. Cიძ.Iხიიძ., XV, 5, 5: ძი 8ი0CL8- CVIII5; XV, 7: ძი 800M1C18.

6. დასახ. თხზ., II, 357. ნშინდა VI მსოფლიო სპეკლესიო კრემა (ჭრულის კნ სხვაგვარადV- VI #73

მსგავსი კანონები:ტრულ.516265ლაოდ.54კართ.154563

PDF გვ. 485 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 25

ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, ვაღორძინებთ იმ კანონსაც, რომელიც აწესებს, რომ ყოველი ეკლესიის სამრევლო, იქნება ეს სოფლებში თუ ქალაქის გარეუბნებში, უცვლელად დარჩეს მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელისუფლების ქვეშ და, მით უფრო, თუ ეპისკოპოსები ოცდაათი წლის განმავლობაში უკამათოდ ფლობდნენ მათ თავიანთ მმართველობაში, ხოლო თუ ოცდაათი წელი არ გასულა, ან ამის თაობაზე რაიმე კამათი იქნა, მაშინ იმ პირს, ვინც დაჩაგრულად თვლის თავს, შეუძლია საქმე აღძრას სამთავრო კრების წინაშე. ამ კანონში ტრულის კრების მამები იმეორებენ IV მსოფლ. კრების მე-17 კანონს, რომლის განმარტებაც მისაღებია ამ კანონისთვისაც.

PDF გვ. 487 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 26

მღვდელმა, რომელმაც უმეცრებისა გამო დაივალდებულა თავი უწესო ქორწინებით, სამღვდელო საჯდომელის პატივით ისარგებლოს, როგორც ეს სჯულდებულია ჩვენთვის წმინდა კანონში, ხოლო სხვა სამღვდელო მოქმედებისაგან თავი შეიკავოს, რამეთუ ასეთ სასულიერო პირთათვის მიტევებაც საკმარისია. სხვისი კურთხევა-დამოძღვრა კი არ მართებს იმას, ვისაც ჯერ საკუთარი წყლულები აქვს განსაკურნებელი, რამეთუ კურთხევა არის გადაცემა სიწმიდისა, ხოლო ვისაც ეს წარეწყმიდა უმეცრების ცოდვის მიზეზით, იგი სხვას როგორღა გადასცემს? ამის გამო ნურც საჯაროდ, ნურც განცალკევებით ნუ აღასრულებს კურთხევას; ნურც ქრისტეს ხორცს დაურიგებს სხვებს, ნურც სხვა რაიმე მსახურებას ჩაატარებს, არამედ დაკმაყოფილდეს მღვდელმსახურის ადგილით და ცრემლით შესთხოვდეს უფალს უმეცრებით შემთხვეული უსჯულოების შენდობას. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი უჯერო ქორწინება უნდა გაუქმდეს, რადგან არ უნდა იქონიოს კაცმა თანამკვიდრობა იმასთან, ვის გამოც მღვდელმსახურება აეკრძალა. (მოც.17; IV მსოფლ.14; ტრულ. 3, 6, 21; ნეოკეს. 9; ბასილი დიდ. 27). ამ კანონში მეორდება და მტკიცდება ბასილი დიდის 27-ე კანონი, რომლის განმარტებასაც ჩვენ ვიძლევით მეორე წიგნში შესაბამის ადგილზე. დასახელებულ კანონს ტრულის კრების მამები უმატებენ მხოლოდ დასკვნით სიტყვას, სახელდობრ იმას, რომ არაკანონიერი ქორწინება უნდა გაუქმდეს. ასე რომ, მღვდელი ვეღარ გაბედავს თანაცხოვრება იქონიოს იმასთან, ვის გამოც მღვდელმსახურება აეკრძალა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მღვდელი არ დამორჩილდა, მაშინ იგი არამცთუ ვერ ისარგებლებს მის მიმართ გამოჩენილი წყალობის უფლებით, არამედ როგორც ის, ასევე მისი მეუღლეც, რომელთანაც უკანონო ქორწინებაშია, ეკლესიიდან განიკვეთებიან. უწესო ქორწინება კი მათი, გაუქმდება საერო ხელისუფლების ძალით.' #74 ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილპში) ფენიშვნა: 1.ზონარას განმარტება ამ კანონზე: #თ. CM8X. II, 363.

PDF გვ. 487 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 27

კლერიკოსთაგან არავინ შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით, არც ქალაქში და არც გზაში მოგზაურობისას; თითოეულმა მათგანმა ის სამოსელი უნდა ჩაიცვას, რაც უკვე დაწესებულია სასულიერო პირთათვის. ვინც ამ წესს დაარღვევს, ერთი შვიდეულით განყენებულ იქნეს ღვთისმსახურებისაგან. (VII მსოფლ. 16; ღანგ. 12, 21). ეს კანონი ნათელია. როგორც ტრულის კრების დროს იყო დადგენილი საღვთისმსახურო შესამოსელის ფორმა, ასევე ამჟამადაც ეს საკითხი დარეგულირებულია ადგილობრივი ეკლესიის კანონმდებლობით და მას ყველა კლერიკოსი უნდა დაემორჩილოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კანონის თანახმად, იგი ექვემდებარება ერთი კვირით ღვთისმსახურებიდან განყენებას.

კანონი: 28 ვინაიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიღაც დამკვიდრებული წესის თანახმად, საკურთხეველში ყურძენი შეიწირება, მღვდელმსახურები კი მას უსისხლო მსხვერპლშემოწირულობასთან აერთიანებენ და ამ სახით ორივეს ერთად უწილადებენ მრევლს, ამის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, დადგინდეს: შემდგომში ეს აღარ განმეორდეს; მღგდელმსახურმა მისცეს მრევლს ერთი მსხვერპლი, განსაცხოველებლად და მისატევებლად ცოდვათა; რაც შეეხება ყურძნის შემოწირვას, მლვდელმსახურებმა მიიღონ, როგორც პირველნაყოფი და, განსაკუთრებულად ნაკურთხი, მთხოვნელებს დაურიგონ – ნაყოფის ყველა შემომწირველისადმი მადლიერებით, რითაც, ღვთის განსაზღვრით, სხეული ჩვენი იზრდება და იკვებება. ვინც კლერიკოსთაგან ამ განჩინების საწინააღმდეგოდ მოიქცეს, თავისი პატივისაგან განიკვეთოს. (მოც. 3, 4; ტრულ. 32; კართ. 37). ამ საკითხის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა მე-3 კანონის განმარტებაში. იქ ნათქვამი წინამდებარე კანონსაც ეხება.

PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 29

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კართაგენის კრების მამათა კანონი ბრძანებს, რომ ღვთისმსახურება საკურთხეველში უნდა ჩატარდეს სხვა არანაირად, თუ არა უზმოზე მყოფ კაცთა მიერ, გარდა წელიწადის ერთი დღისა, როცა საუფლო სერობა ეწყნშინდა VI, შსოფლიო სჯეკლესიო კრება (კრულის კნ სხვაგვაპრჰდV- VI) #75 ობა, იმ წმინდა მამებმა შეიძლება რაიმე ადგილობრივი მიზეზების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რაც მაშინ სასარგებლო იქნებოდა ეკლესიისათვის. ამჟამად კი ჩვენ არაფერი გვაიძულებს, რომ კეთილკრძალული სიმკაცრე დავუტევოთ. ამიტომაც, მივყვებით რა სამოციქულოთა და წმინდა მამათა გადმოცემებს, განვაჩინებთ: არ არის მართებული დიდმარხვაში, უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს, მარხვის გახსნა და ამით მთელი დიდმარხვის შეურაცხყოფა.

ამ კანონით ტრულის კრების მამებს შეაქვთ სათანადო შესწორება კართაგენის კრების 41-ე კანონის განჩინებაში და ადგენენ, რომ რა დღეც არ უნდა იყოს, წმინდა ლიტურგია მღვდელმსახურმა ყოველთვის უზმოზე უნდა ჩაატაროს.

მსგავსი კანონები:მოც.69ტრულ.89ლაოდ.50კართ. 41, 47, ტიმოთე ალექს.16

PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 30

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გვსურს რა ყველაფერი მოვიმოქმედოთ ეკლესიის აღსაშენებლად, გადავწყვიტეთ უცხო ტომის ხალხთა ეკლესიებშიც კეთილად მოვაწყოთ მღვდელთა მსახურება. ამის გამო განვაჩინებთ: რადგან ისინი თავს ვალდებულად თვლიან გარდაამეტონ მოციქულთა განწესებას, რომელიც კრძალავს საკუთარი ცოლის განტევებას კეთილკრძალულობის მომიზეზებით და დადგენილზე მეტს ეჭიდებიან, რის გამოც თავის მეუღლეებთან შეთანხმებით მათთან თანამეცხედრეობას გაურბიან, ამიერიდან აღარ ჰქონდეთ მეულლეებთან თანაცხოვრება არანაირი სახით, რათა ამგვარად წარმოგვიჩინონ სრულყოფილი მტკიცებულება თავიანთი აღთქმისა. ეს ჩვენ მათთვის დავუშვით სხვა არაფრის გამო, თუ არა მათი სულმოკლე ზრახვებისა და ჯერ კიდევ გაუცხოებული და კეთილმოუწყობელი ზნეობის მიზეზით.

ტრულის კრების მამები მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ ითვალისწინებენ ადგილობრივ გარემოებებს და ამ კანონში მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კანონიდან გამონაკლისს უშვებენ. მოც. მე-5 და ამ კრების მე-13 კანონების განმარტებებში ჩვენ აღვნიშნეთ ამ საკითხის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო წესი, რომელსაც ყველა დროისათვის და ყველა ადგილობრივი ეკლესიისათვის კანონის ძალა უნდა ჰქონდეს. მოც. მე-5 კანონის თანახმად, მღვდელმსახურს ეკრძალება საკუთარი ცოლის დატევება „კეთილკრძალულობის მომიზეზებით“, რაც აღებულ შემთხვევაში იყო ცრუ, ერეტიკული ღვთისმოსაობა – როგორც ეს უკვე ვიხილეთ დასახელებულ მოციქულთა კანონის განმარტებაში, – მაგრამ ამასთან, ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში, რომლებიც ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მდებარეობდნენ და სადაც ბარბაროსები (ანუ არა ბერძნულ-რომაული წარმოშობის ერები) ცხოვრობდნენ, როგორც მათ კანონში #76 უპისკოჰოსი ნიკოდიში (შილამი? მოიხსენიებენ – ჩძიჩთილ! (ბარბაროსი, #90076M6V8MXV), მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ არსებობდა მართებული, არამწვალებლური დამოკიდებულება, თუმცა, რამდენადმე უფრო მკაცრად განისაზღვრებოდა კეთილკრძალულება, და ამ განსაზღვრიდან გამომდინარე, ამ ეკლესიების მღვდელმსახურები უთანხმდებოდნენ თავიანთ მეუღლეებს და წყვეტდნენ მათთან ცოლ-ქმრულ ურთიერთობას. ამის შესახებ შეიტყვეს ტრულის მამებმა და ცდილობდნენ რა – მათივე გამოთქმით ამ კანონში – ყველაფერი ეკლესიის სასარგებლოდ მიემართათ („ეკლესიის აღსაშენებლად"), დაუშვეს დასახელებული ეკლესიის მღვდელმსახურთათვის გამონაკლისი: ნება დართეს მათ შეეწყნარებინათ იქ დადგენილი წეს-ჩვეულება და ამის უფლებას აძლევენ სხვა არაფრის გამო, თუ არა მათი „სულმოკლე ზრახვებისა (ILსიისი)1თ) და ჯერ კიდევ უცხო და კეთილმოუწყობელი ზნეობის მიზეზით“; ასევე, „რწმენაში მათი სისუსტისა და მერყეობის მიზეზით“, – როგორც ბალსამონი აღნიშნავს ამ კანონის კომენტირებისას. აქედან გამომდინარე, ცხადია, როგორც კი განმტკიცდება მათი რწმენა, მაშინვე ისინიც უნდა შეეწყონ მღვდელმსახურთა ქორწინების შესახებ საერთო კანონს, რომელიც ძალმოსილია ყველა სხვა ეკლესიაში. კანონი, მართალია, უშვებს ამ გამონაკლისს დასახელებული ეკლესიების მღვდელთათვის, მაგრამ, ამასთან, მოითხოვს, რომ მათ ამიერიდან აღარ ჰქონდეთ მეუღლეებთან ურთიერთობა, აღარ იცხოვრონ მათთან, რათა ასეთი ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველასათვის ცხადი გახდეს, რომ არა თვალთმაქცურად, არამედ ჭეშმარიტი და წმინდა კეთილკრძალულებით აღუთქვეს ღმერთს უბიწოების დამარხვა. ბალსამონი სრულიად საფუძვლიანად სვამს კითხვას: როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, თუ ცოლმა არ მოისურვა ქმართან განშორება, რაც კანონის თანახმად მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული? და თვითონვე აძლევს ამ კითხვაზე პასუხს: „ვფიქრობ, რომ უსამართლობაა – აიძულო ცოლი თავის ქმარს განშორდეს, როგორც ზემოხსენებულ მოც. მე-5 კანონის ძალით, ასევე იუსტინიანეს ნოველების თანახმადაც, რომლებიც კრძალავენ შეთანხმებით შემდგარი ქორწინების გაუქმებას (XX+თ თაVთIV§CVV, C00ი5005V0)“;2ეს ნოველებია, კერძოდ: 542 წლის CXVII და 556 წლის CXXXIV.3 შენიშვნები: 1. ტფთ. C#M87X. II, 370. 2. თ. CM#M98X, II, 371. 3. შდრ. ჩემი „მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი”, (სერბულ ენაზე) § 200, გვ. 672.

მსგავსი კანონები:მოც.5| მსოფლ.3ტრულ.121348ღანგრ.14910კართ.4

PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 31

განვაჩინებთ, რომ მღვდელმსახურებმა სამღვდელო მოქმედება, ან ნათლისღება კარის ეკლესიებში აღასრულონ სხვა არანაირად, თუ არა ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. კლერიკოსი, რომელიც ამ წესს არ დაიცავს, განიკვეთოს.

(მოც. 31; IV მსოფლ. 18; ტრულ. 34, 59; VII მსოფლ. 7,10; ღანგრ. 6; ანტიოქ .5; ლაოდ. 58, ორგზ,. 12; კართ. 10). წმინდა ევქარისტიის საიდუმლოს ჩატარება, ზუსტად ისევე, როგორც ნათლისღების საიდუმლოსი, კანონის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ რწმუნებული ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხ ეკლესიაში.! აქ, მღვდლებს, დაუბრკოლებლად შეეძლოთ აღესრულებინათ საიდუმლოებანი საერთო უფლებამოსილების ძალით. სხვა ადგილებში კი, ანუ ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ეკლესიის გარეთ, ეს მათ მკაცრად ეკრძალებოდათ, რადგან ეს განხეთქილებად ითვლებოდა, ანდა, ყოველ შემთხვევაში, განხეთქილების მცდელობად (მოც. 31-ე და პარალ. კანონები); მაგრამ გარდა საჯარო ეკლესიებისა, რომლებსაც ეპისკოპოსები აკურთხევდნენ, ან სხვანაირად ამ კრების 59-ე კანონის სიტყვებით რომ გამოვთქვათ, „კათოლიკე ეკლესიების («თC00XVC0აV 6«MXოCICIV)“ გარდა, არსებობდნენ კიდევ კერძო სახლებში დაფუძნებული ეკლესიები, „სამლოცველო შენობები“ (კარის ეკლესიები) ან უბრალოდ “ სამლოცველოები (წალოისი)“ , სადაც ასევე შეიძლებოდა წმინდა საიდუმლოებების ჩატარება – ევქარისტიისა და წმინდა ნათლისღებისა. ეს კარის ეკლესიები ქრისტიანობის უძველესი დროიდან მოიხსენიება.? წინამდებარე კანონს სწორედ ისინი აქვს მხედგელობაში, თანაც, ლაოდიკიის 58-ე კანონის გადახვევით, იგი მღვდლებს უფლებას აძლევს ჩაატარონ მათში წმინდა ლიტურგია და ნათლისღება, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის მოსურნეობით; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვინმე მღვდელთაგან გაბედავს თვითნებურად აღასრულოს იქ საიდუმლოებანი, მაშინ იგი პატივისაგან განკვეთას ექვემდებარება (M0თ0თL06(00თ), რადგან ცოდავს არა მხოლოდ ამ კანონის წინააღმდეგ, არამედ – მოციქულთა 34-ე, VI მსოფლიო კრების მე-18 და ბევრი სხვა მსგავსი კანონის წინააღმდეგ, რომლებიც, სხვათა შორის, აწესებენ, რომ რწმუნებული ეპისკოპოსის ხელისუფლებისა და ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს მისი სამთავროს ყველა ეკლესია, იქნება ის საჯარო, თუ კარის, ასევე – მისი სამთავროს ყველა კლერიკოსი (მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი). ეს კარის ეკლესიები, „სამლოცველო შენობები“, სამლოცველოები“, ან სლავურ „საჭეთმპყრობელში“ ამ კანონის განმარტების თანახმად – ეგვტერი (II6)0X8#XCL8),3 არ იყო ნაკურთხი ეპისკოპოსების მიერ და, ამდენად, საკურთხევლის საძირკველში არ იყო დაბრძანებული წმინდა ნაწილები, რადგან დადგენილი წესის თანახმად, ამას მხოლოდ ეპისკოპოსი აკეთებდა ეკლესიის კურთხევისას. ამასთან, VII მსოფლიო კრების მე-7 კანონის განწესების თანახმად, არც ერთი ეკლესია არ უნდა ჟოფილიყო წმინდა ნაწილების გარეშე და, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საკურთხევლის საძირკველში დაბრძანებულია ეპისკოპოსის მიერ წმინდა ნაწილები, ამ ეკლესიაში შეიძლება ჩატარდეს ევქარისტიული მსხვერპლშეწირვა, სხვაგვარად – არასოდეს და არანაირად. სახლში დაფუძნებული ეკლესიებისა და „სამლოცველო შენობებისათვის“, „სამლოცველოებისათვის“, ან „ეგვტერებისათვის“, სადაც ამ 31-ე კანონის თანახმად, შეიძლებოდა ჩატარებულიყო ევქარისტიული მსხვერპლშეწირვა – მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ისინი ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი და, მაშასადამე, მათში არ იყო დაბრძანებული წმინდა ნაწილები, – ბალსამონის აზრით (ამ კანონის განმარტებიდან), „დადგენილია ოდიკი (§X6V070- %წCთV 10 თVXIIIIVCI0I, 6XC081L8L8 5სიL% I2C058119), რომელიც მზადდება ადგილობრივი მღვდელმთავრების მიერ იმ დროს, როცა ისინი ეკლესიის კურთხევას ასრულებენ და აბრძანებენ მას სამლოცველო შენობებში (XთV ნსLCIი0IთიV) წმინდა ტრაპეზზე, რათა მან მთლიანად შეცვალოს წმინდა საკურთხევლის (0სCIთCთXI010V) მოწყობილობა და წმინდა ტრაპეზის ფიქალი («ინ ძთე/Iღ0I6 400X66596), ანუ კურთხევის ჩატარების წესი, რათა ერთად ამოწმებდნენ, რომ ეპისკოპოსის ნებართვით სამლოცველო სახლში აღესრულება წმინდა ღვთისმსახურება“. ახლა სავსებით ცნობილია, თუ რაში მდგომარეობს ეპისკოპოსის მოსურნეობა, რომ რომელიმე მღვდელს შეეძლოს ლიტურგიის ჩატარება „სამლოცველო შენობებში“, ასევეა ნაჩვენები წმინდა ოდიკის მნიშვნელობაც. მის შესახებ IX საუკუნის დასაწყისში მოიხსენიებს კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ნიკიფორე აღმსარებელი, რომელიც თავის 1 კანონში საუბრობს მის მაღალ სიწმინდეზე, და, რომ ეს სიწმიდე არ შეიძლება მისგან გამოიყოს.95 წმინდა ოდიკს, როგორც ასეთს, შეეძლო შეეცვალა და სინამდვილეში ცვლიდა კიდევაც, ეპისკოპოსის მიერ ეკლესიის კურთხევას. მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე კავასილას შეკითხვაზე ოდიკის შესახებ, კიტრელმა ეპისკოპოსმა იოანემ (XII), სხვათა შორის, უპასუხა: „თუ რომელიმე ეკლესია არ იყო ნაკურთხი წესისამებრ, მაშინ მისი ნაკლოვანების შემავსებელია წმინდა ოდიკი. ამიტომაც უკურთხებელ (ეპისკოპოსის მიერ) ტაძარში არ შეიძლება აღსრულდეს ოდიკის გარეშე ევქარისტიული წირვა (0508 6§60XLV 6V თXთმ160თ“L/ VთV/ XთიIხ VXVIIVCI0ს '600სი0VLCV 76V6C00თ! X0M6)”.9 კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა მანუელ II-მ (1243- 1255) კი კითხვაზე, საჭიროა თუ არა ყოველი ეკლესიისათვის ოდიკი, უპასუხა: „ოდიკის დაბრძანება არ არის საჭირო ყველა წმინდა ტრაპეზზე, არამედ მხოლოდ იმათზე, რომელთა შესახებაც არ არის ცნობილი, იყო თუ არა წესისამებრ ნაკურთხი, რადგან ოდიკი (კვლის წმინდა ტრაპეზის კურთხევას. ის (ოდიკი) იქ არ არის საჭირო, სადაც ცნობილია, რომ ტრაპეზი ნაკურთხია“.7 მათე ბლასტარი თავის სინტაგმაში ამბობს, რომ ოდიკს, საკუთრივ, აბრძანებენ მხოლოდ იმ ტრაპეზზე, რომელიც არ იყო სათანადო წესით ნაკურთხი.98 თუმცაღა, ძველთაგანვე, განსაკუთრებით VIII საუკუნიდან, როცა ხატთმებრძოლებმა ეკლესიების კურთხევა წმინდა ნაწილების გარეშე დაიწყეს,? ერთხელ და სამუდამოდ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ევქარისტული მსხვერპლშეწირვა არ შესრულებულიყო ისეთ ტრაპეზზე, სადაც წმინდა ნაწილები არ იყო დაბრძანდებული, დადგინდა, რომ ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხ ყველა ეკლესიაში და, მაშასადამე, იქაც, სადაც ტრაპეზზე წმინდა ნაწილებია დაბრძანებული, მუდმივად ყოფილიყო წმინდა ოდიკი, რაც ჩანს წიგნის: „სამღვდელმთავრო მსახურების კონდაკი“-ის შესაბამისი ადგილებიდან, სადაც ნაბრძანებია, რომ წმინდა ლიტურგიის სამივე წესის აღსრულებისას საჭიროა გაიხსნას ოდიკი, როცა წარმოითქმის ასამაღლებელი: „რათა ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ...“. შენიშვნები: 1.IIი2800X88906 MCX080X8MXM6. I.107. „0 X0XX80CCX9MX I90608M#X6008 II0MX0ICVMX-”, § 83. 2. XIV ტიტლოვანი ნომოკანონი, III, 14: #4ტთ. CM#M»., I, 117-118.

3. დასახ. თხზ.,, I, 187.

4. #4თ. CM##MMX., II, 372.

5. #თ. CM#XM,., IV, 427. შდრ. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნილოსის (1378-1388) დადგენილება: ტრ. CX#X##+., V, 141-142, და ასევე–IMI0889 CM0#X8XV, III, 8, §§ 10, 11, 23, 24.

6, ტთ. CM#MX,, V, 414.

7. 4თ. CMIXX., V, 116.

8. #. 8 (4ტთ. C#98»M., VI, 81).

9. ბალსამონისეული განმარტება VII მსოფლ. კრების 7-ე კანონზე #4თ. CXMIV., II, 582.

PDF გვ. 490 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 32

შევიტყვეთ, რომ სომეხთა ქვეყანაში უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ ღვინოს სწირავენ, არ აზავებენ მას წყლით და თავიანთი ქმედების გასამართლებლად ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს იმოწმებენ, რომელიც მათესაგან სახარების განმარტებაში ასე ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყჟენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ და, აღნიშნავს რა ამას, ამბობს: „...ნაყოფისაგან ამისა ვენაკისა...“ (მთ. 26, 29), ჟურძნის ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“. აქედან გამოჰყავთ, თითქოს ეს მოძღვარი უარყოფს წყლის შეზავებას წმინდა შესაწირავთან (ღვინოსთან). იმისათვის, რომ ისინი ამიერიდან აღარ იყვნენ უმეცრებით შეპყრობილნი, ჩვენ განვმარტავთ ამ მამის მართლმადიდებლურ შემეცნებას: რადგანაც არსებობდა ჰიდროპარასტატების უძველესი ბოროტი მწვალებლობა, სხვაგვარად – წყალის შემწირველები (80M0M0CM#800M#X0X#I), რომლებიც მსხვერპლშეწირგისას ღვინის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებდნენ, ამიტომაც ამ ღმერთშემოსილმა კაცმა, უარსაყოფად ასეთი მწვალებლების უსჯულო სწავლებისა და გამოსაჩენად იმისა, რომ იგი მოციქულთა გადმოცემების პირდაპირ საწინააღმდეგოა, წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ხოლო მან თვითონ, თავის ეკლესიაში, რომელზედაც მას მწყემსმთავრული მმართველობის რწმუნება ჰქონდა, ღვინისა და წყლის შეზავება დააწესა, როცა უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, და ამით ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის, ქრისტე ღმერთის უხრწნელი გვერდიდან გამომდინარე სისხლისა და წყლის შეერთება წარმოაჩინა – განსაცხოველებლად ყოველი სოფლისა და ცოდვებისაგან ყოველთა გამოსასყიდლად; და ყველა ეკლესიაში, სადაც კი ბრწყინავდნენ სულიერი მნათობნი, სწორედ ეს ღვთივმოცემული წესი შეიწყნარებოდა. აგრეთვე, იაკობიც, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელსაც პირველს ჩაებარა იერუსალიმის ეკლესიის საყდარი, და ბასილი დიდი, კესარიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, რომ- #80 უპისკოპოსი ნიკოდიში (მილაჰში) ლის დიდება მთელ მსოფლიოს გადასწვდა, წერილობით გადმოგვცემენ სამღვდელო მოქმედების საიდუმლოს და წესად ადგენენ, რომ საღვთო ლიტურგიისას წყალი და ღვინო შეზავდეს წმინდა ბარძიმში; და კართაგენში შეკრებილმა ღირსმა მამებმაც ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს: „წმინდა საიდუმლოში მხოლოდ ხორცი და სისხლი შეიწირება და სხვა არაფერი, რამეთუ ეს თვით უფლისაგან გადმოგვეცა, ანუ პური და ღვინო წყლით განზავებული“. თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან, ან მღვდელთაგან ყოვლადწმიდა მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს სხვანაირად აღასრულებს – არა მოციქულთა გადმოცემულ წესისამებრ – და წყალს ღვინოსთან არ განაზავებს, განკვეთილ იქნეს, როგორც საიდუმლოს არასრულად მქადაგებელი და სიახლის შემოღებით წმინდა გადმოცემის დამზიანებელი. (მოც. 3,4; ტრულ. 81; კართ. 37). სომხებმა, ეკლესიურ ცხოვრებაში თავიანთი ნაირგვარი განსაკუთრებულობებით, ტრულის კრების მამებს რამდენიმე კანონის მიღების მიზეზი მისცეს (ამ კანონის გარდა, კიდევ – 33-ე, 56-ე, 99-ე). მათ ქრისტიანობა!!II! საუკუნეში მიიღეს, რაც გრიგოლის ქადაგების დამსახურებაა, რომელსაც შემდგომში „განმანათლებელი“ უწოდეს. კესარიის ეპისკოპოსმა ლეონტიმ იგი 302 წელს სომხეთის პირველ მიტროპოლიტად დაადგინა. თავიდან სომხები ერთგულ მართლმადიდებლებად გვევლინებოდნენ და ასეთებად დარჩნენ VI საუკუნემდე, როცა მათთან მონოფიზიტობამ იჩინა თავი. მათ ნელ-ნელა დაიწყეს მართლმადიდებლური რწმენიდან განდგომა და თავიანთი განსაკუთრებული საეკლესიო წეს-ჩვეულებების შემოღება, სანამ საბოლოოდ, 596 წელს ქ. ტვინში, აბრაამის პატრიარქობის დროს, საჯარო ვითარებაში არ უარყვეს IV მსოფლ. კრების განწესებანი (მონოფიზიტობის შესახებ); ს ა მ - წმიდაში დამატება შეიტანეს: „ჯვარს ეცვი ჩვენთვის“ და, ანათემას გადასცეს ივერიის მიტროპოლიტი კირიონი, რომელმაც სცნო IV მსოფლ. კრება და, ამდენად, გამოეყვნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. არაერთი მცდელობა ყოფილა სომეხთა შემოერთებისა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. იმპერატორმა მავრიკინემ (582-602) ამ მიმართებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა; 622 წელს იმპერატორი ირაკლი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი | ერთად ცდილობდნენ შემოერთებინათ სომხები მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. სომხები არა მხოლოდ დარჩნენ თავიანთი, 596 წლის დადგენილებათა ერთგულნი, არამედ კიდევ სხვა სიახლეების შემოტანა დაიწყეს საკუთარი აღმსარებლობის მქონე თემში. მათ წინააღმდეგ, ჩვეულებრივ, შემდეგ პუნქტებს წარადგენენ: 1) ისინი მონოფიზიტობას აღმსარებლობენ და არ აღიარებენ ბოლო ოთხ მსოფლიო კრებას IIV, V, VI, და VII); 2) მისდევენ აფტარტოდოკეტების სწავლებას (1ი00LXV0#M100186) ან სხვაგვარად – ფანტაზიელების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქრისტეს მხოლოდ მოჩვენებითი სხეული ჰქონდა, რომელიც ამის გამო არ შეიძლებოდა ხრწნადობას დაქვემდებარებოდა (დ0ძი0თ); 3) სამწიდასთან დამატების შეტანით იზიარებენ თეოპასქიტების ანუ საბელიოსიანელების სწავლებას; 4) არ ხმარობენ წყალს ღვინოსთან წმინდა ზიარებაში; 5) არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ დღესასწაულს; 6) წმიდა წერილის მრავალ ადგილს უარყოფენ; 7) უარყოფენ ზეთისცხებას ნათლისღებისას; 8) არ ამზადებენ სწავლების შესაბამისად წმინდა მირონს და სხვა.' VII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ტრულის კრების სხდომები იმართებოდა, სომხები კონსტანტინოპოლის ეკლესიისათვის დიდ საზრუნავს წარმოადგენდნენ და, რადგანაც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და სისტემურად ჩამოყალიბებული ყველა ის არამართლმადიდებლური პუნქტი მათი სწავლებისა, რაც მათ შემდგომში განავითარეს, მართლმადიდებლები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ დაებრუნებინათ ისინი ეკლესიის წიაღში. ტრულის კრება მათ დარწმუნებას ეცადა და ამიტომაც რამდენიმე თავის კანონში შეეხო მათ, რომელთაგან პირველია წინამდებარე 32-ე კანონი. ტრულის მამები ყურადღებას მიაპყრობენ სომეხთა ჩვეულებას, რომლის თანახმადაც უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას ისინი მხოლოდ ღვინოს იყენებენ, არ აზავებენ მას წყლით და თანაც თაგის გასამართლებლად ეყრდნობიან იოანე ოქროპირს მათესაგან სახარების განმარტებაში (26,29). სწორედ ამ ჩვეულების წინააღმდეგ ილაშქრებენ ტრულის მამები 32-ე კანონში და ამ საკითხის შესახებ თავიანთ მართლმადიდებლურ სწავლებას გადმოგვცემენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ოქროპირმა გამოიყენა დასახელებული გამოთქმა ჰიდროპარასტატების უარსაყოფად (II საუკუნის გნოსტიკოსის, ტატიანეს მიმდევრები, რომელიც სხვათა შორის, ასწავლიდა, აგრეთვე, რომ ქრისტიანები მაგარ სასმელებს უნდა გაურბოდნენ და ამიტომაც ევქარისტია ღვინის ნაცვლად წყალზე? უნდა შესრულდესო) და, შესაბამისად, აღარ აქვს აზრი ოქროპირზე დაყრდნობას იმის დასამტკიცებლად, რომ უმართებულოა ევქარისტიაში წყლის გამოყენებაც. შემდგომ ამისა, მამები აღნიშნავენ, რომ თვით ოქროპირი ბრძანებს ევქარისტიის აღსრულებას პურსა და ღვინოზე (წყალში განზავებულზე) და რომ ამასვე მოითხოვენ თავიანთი ლიტურგიის წესებში იაკობი, იერუსალიმის პირველეპისკოპოსი და ბასილი დიდი; ზუსტად ასევე, კართაგენის კრების მამებიც თავიანთ 37-ე კანონში; დაბოლოს, ამ გადმოცემას იმარხაგს მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. მოიყვანეს რა ეს მტკიცებულებანი, ტრულის კრების მამებმა განაჩინეს, რომ სასულიერო წოდება უნდა ჩამოერთვას ყველა იმ ეპისკოპოსსა და მღვდელს, რომელიც გაბედავს წმინდა მსხვერპლის შეწირვას მხოლოდ ღვინოზე, წყლის გარეშე, რადგან ამით ის საიდუმლოს არასრულად აღასრულებს და საეკლესიო გადმოცემაში სიახლე ნ(CIVIხთV, 1ი00V8058) შემოაქვს.

შენიშვნები:

1.იხ.II > თ60X»X0%6ხ0», სხიL!სი, I, 478 და შემდგ.; – 1C 9106», Cიიიხ1იხL6 ძი» MII66სIIიხიი შმიითისინ, II, 438. და შემდგ.

2. V 81 ი ხ, LII95LიII6 ძი» I ი(»იI016ი, I , 425 და შემდგ.

PDF გვ. 493 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 33

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთში მხოლოდ ისინი მიიღებიან საეკლესიო კრებულში, რომლებიც სამღვდელო გვარეულობას მიეკუთვნებიან, რითაც ამის მოქმედნი იუდეველთა ჩვეულების მიმდევრებად წარმოგვიდგებიან; ამასთან, ზოგიერთ მათგანს საეკლესიო მსახურის აღკვეცაც არ მიუღია და ისე დგინდება საღვთო ტაძარში ეკლესიის მგალობლად ან წიგნის მკითხველად, ამიტომაც განვაწესებთ: ამიერიდან არავის მიეცეს უფლება კლერიკოსის პატივში მიღებისას კანდიდატის შთამომავლობით ამს”ელოს; დასში მიღებისას, წმინდა კანონებში განსაზღვრული დადგენილებებით უნდა მოხდეს გამოკვლევა: არიან თუ არა კანდიდატები მასში მიღების ღირსნი, მიუხედავად იმისა, ხელთდასხმულ წინაპართა შთამომავლები არიან ისინი თუ არა. ასევე, არავის მიეცეს ნება ამბიონიდან უქადაგოს მრევლს საღვთო სიტყვა კრებულის წევრის უფლებით; ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მან სამღვდელო აღკვეცა მიიღო და კანონისამებრ სულიერი მოძღვრისაგან მიეცა ქადაგების კურთხევა. ამ განწესების დამრღვევი, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (მოც. 76; VII მსოფლ.14; ლაოდ. 15). ამ კანონით სწორდება სომხებთან დამკვიდრებული ორი კანონსაწინააღმდეგო ჩვეულება. პირველი იყო ის, რომლის მიხედვითაც კლერიკოსებად მხოლოდ სამღვდელო წარმოშობის პირები მიიღებოდნენ. ტრულის მამები გმობენ ამ ჩვეულებას, რადგან ის არ არის ქრისტიანული, არამედ – იუდეველური. იუდეველებს ძველაღთქმისეულ ეკლესიაში ჰქონდათ კანონი, რომლის თანახმადაც კარვის მსახურებად მხოლოდ ლევიტელთა ტომიდან არჩეული პირების დადგენა შეიძლებოდა. იგი ძველაღთქმისეულ ეკლესიაში შემოიღეს პირველშობილთა შესახებ წესის ნაცვლად, რომლებიც თავიდან, სჯულის თანახმად, ყველანი უნდა ყოფილიყვნენ ღვთისმსახურებისათვის შეწირულნი (იხ. გამოს. 28, 1; რიცხ. 3, 9-13; 8, 19; 18, 7). ახალაღთქმისეულ ეკლესიაში ამ კანონმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ამასთან დაკავშირებული ადგილები წმიდა წერილიდან, სადაც ამ თემაზეა საუბარი, ჩვენ მოვიყვანეთ მოციქულთა 76-ე კანონის განმარტებაში. ახალაღთმმისეულ ეკლესიაში დადგენილი იყო, რომ ღვთისმსახურებისათვის კანდიდატების გამორჩევისას ყურადღება უნდა დათმობოდა არა განსახილველი პირის წარმომავლობას, არამედ მის პირად თვისებებს. კანდიდატები უნდა გამოიცადონ, ბრძანებს ეს კანონი, ღირსნი არიან თუ არა წმინდა განჩინებათა განსაზღვრების თანახმად საეკლესიო დასში გაწევრიანებისა და მხოლოდ მას შემდეგ განაწესონ ისინი (#ჯი0X6Lი01ჯC6C0C00თ!) საეკლესიო მსახურებაზე; არ მიექცეს ყურადღება, კანდიდატი მღვდელმსახურთა შთამომავალია თუ არა. ეს პრაქტიკა ქრისტიანულ ეკლესიაში მისი დაარსებიდანვე იყო გაბატონებული და ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. მეორე სომხური ჩვეულება, რომელსაც ყურადღება მიაპყრეს ტრულის მამებმა, ეს არის ჩვეულება, რომლის თანახმადაც ისინი საეკლესიო მგალობლებს (§იი- VთXთხ) და აგრეთვე წიგნის მკითხველებს იღებდნენ საეკლესიო აღკვეცის (ს» თოX0X6L00|L6V0სC, 00% L0ი0505) გარეშე. სომხები ამას უშვებდნენ ზემოდასახელებულ ჩვეულებასთან შეთანხმებით, კერძოდ თვლიდნენ, რომ მღვდელმსახურთა შვილები როგორც ასეთები, უკვე თავისთავად მიეკუთვნებიან საეკლესიო დასს და, ამიტომაც აძლევდნენ მათ მგალობლებისა და წიგნის მკითხველთა მოვალეობის შესრულების უფლებას ისე, რომ არ ითხოვდნენ მათგან სპეციალურად ამისათვის ქიროტესიას და, მაშასადამე, არ ითხოვდნენ მის საეკლესიო აღკვეცას, რომელიც თან უნდა ახლდეს საეკლესიო მგალობლისა და წიგნის მკითხველის წოდებაში აყვანას.! ეს კანონი ასეთ წეს-ჩვეულებას განიკითხავს, როგორც კანონსაწინააღმდეგოს, საწინააღმდეგოს ეკლესიაში არსებული წესისა. ეს წესი დამტკიცებულ იქნა ჯერ კიდევ IV საუკუნეში ლაოდიკიის მე-15 კანონით და განაჩინებს, რომ ამბიონიდან საღვთო სიტყვის წაკითხვა შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინც წმინდა აღკვეცის პატივი შეიძინა (+6ი>ით #X0სით, 5800Lძ0%81I §0ი8სX8) და კურთხევას კანონის თანახმად მიიღებენ (CV 6)2.0VIთV, ხ00ი6ძ1C0L100ი6თ) თავიანთი მოძღვრისაგან. ის კი, ვინც ამ კანონის დადგენილების საპირისპიროდ მოქმედებს, განკანონებას ექვემდებარება.

შენიშვნა:

1.-9989089MX 80XM#M00. 0890IV0980C0XV#6XMX##M, დასახ. გამოც. გვ. 111 და შემდგ.

PDF გვ. 496 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 34

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საღვთო კანონის განცხადებით, თანამზრახველობითი დანაშაული, ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე (სამოქალაქო) კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, – ნუ იყოფინ! აქედან გამომდინარე, წესრიგის დასაცავად ვადგენთ: თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონოზონი ბოტროტთანამზრახველობასა და შეთქმულებაში იქნება მხილებული, ანდა, ეპისკოპოსის, ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან.

ეს კანონი იმეორებს IV მსოფლიო კრების მე-18 კანონის შინაარსს.

მსგავსი კანონები:მოც.31IV მსოფლ.18ანტიოქ.5ყართ.10ორგზ.131415

PDF გვ. 497 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 35

მიტროპოლიტთაგან არავის მიეცეს უფლება მის საყდარს დაქვემდებარებული ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში, გაფლანგოს ან მიიტაცოს მისი ან მისი ეკლესიის ქონება. ყველაფერი ეს უნდა დარჩეს იმ ეკლესიის კრებულის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის წინამძღვარიც იყო აწ აღსრულებული, სანამ ახალი ეპისკოპოსი არ დადგინდება; გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ დარჩება იმ ეკლესიაში დასის წევრი. ასეთ შემთხვევაში #84 უპისკოჰოსი ნიკოდიმი (მილაში) მიტროპოლიტმა მთელი ქონება უდანაკარგოდ უნდა შეინარჩუნოს და შემდგომში ახალ ეპისკოპოსს გადასცეს. (მოც -40; IV მსოფლ. 22, 25; ანტიოქ. 24; კართ. 22, 26, 81).

ქალკედონის კრების 22-ე კანონი საეპისკოპოსო ეკლესიის დასს განკვეთით ემუქრება, თუ იგი ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში არ ინახავს და ანიავებს განსვენებულის ნიგთებს. თუმცა, როგორც ჩანს, ის, რაც დასის წევრებს – კლერიკოსებს ეკრძალებოდათ, პრაქტიკულად ადგილი ჰქონდა ზოგიერთი მიტროპოლიტის მხრიდან. ამიტომ წინამდებარე კანონი მათაც უკრძალავს მათზე დაქვემდებარებული რომელიმე ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით განკარგოს ან მიითვისოს მისი ნივთები, ან ეკლესიის კუთვნილი ქონება. რამდენადაც, მოციქულთა 34-ე კანონის შინაარსიდან გამომდინარე, მიტროპოლიტი არის უპირატესი მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა შორის, ამიტომ ბუნებრივად ითვლებოდა, როცა რომელიმე ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ, ზრუნვა მის ქონებაზე – ან პირადზე, ან ეკლესიურზე მიტროპოლიტს ეკისრებოდა. ამასთან, თვითონ ხდებოდა, თავისი შეხედულებისამებრ, გარდაცვლილის კუთვნილი ქონების განმკარგულებელი, რომლის შესახებაც გარდაცვლილს სიკვდილის წინ თუნდაც არ დაეტოვებინა არაგითარი ანდერძი. სარგებლობდნენ რა თავისი, ამ საუფროსო მდგომარეობით, ზოგიერთი მიტროპოლიტი ასეთ შემთხვევაში მართლაც ითვისებდა ამა თუ იმ ეპისკოპოსისაგან დარჩენილ ქონებას. წინამდებარე კანონი გმობს მსგავს ქმედებებს და აწესებს, რომ ყველა ნივთი, რომელიც რჩება ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ, იმ ეკლესიის კლერიკოსთა ზედამხედველობის ქვეშ უნდა გადავიდეს, რომლის წინამძღვარიც იყო განსვენებული, და ეს იქამდე, სანამ არ დადგინდება ახალი ეპისკოპოსი, რომელსაც დასი გადასცემს მთელ ქონებას ზუსტი ანგარიშწარდგენით. თუ შემთხვევით, დაქვრივებულ ეკლესიაში არც ერთი კლერიკოსი აღარ დარჩება, მაშინ, კანონის თანახმად, მიტროპოლიტის მეურვეობაში გადადის გარდაცვლილი ეპისკოპოსის ქონება, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შემდგომში უკლებლივ გადასცეს იგი ახალ ეპისკოპოსს. ამ კანონის დადგენილება მოხსენიებულია 6VIთ»II0X-ში, რომელიც ეძლევათ მიტროპოლიტებს და მთავარეპისკოპოსებს დადგინებისას.! ბალსამონს, ამ კანონის განმარტებაში, მოშყავს იმპერატორ მანუელ კომნინის (1143-1180) განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მოხელეებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ნიგთების გადაცემისა და აღწერის საქმეში. ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ ეკლესიის დასის წევრებმა. იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ამ სამეფო განკარგულების წინააღმდეგ შესცოდავდნენ, ელოდათ უმკაცრესი სასჯელი (გაროზგვა, კიდურების მოკვეთა, ქონების კონფისკაცია და გადასახლება).2 ფენიშვნები: 1. 4ტთ. C#8IX., V, 547. 2. 4რდ. CM8IX., II, 385-386.

PDF გვ. 497 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 36

ვაღორძინებთ ამ ღვთიგდაცულ და სამეუფეო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსას ოცდაათი წმინდა მამის მიერ სწულდებულს და განვაჩინებთ: მიენიჭოს კონსტანტინოპოლის საყდარს რომის საყდრის თანაბარი უპირატესობა და მის შემდეგ მეორე, მსგავსადვე განიდიდოს საეკლესიო საქმეებში; ხოლო ამის შემდეგი ჩაითვალოს საყდარი დიდი ქალაქისა, ალექსანდრიისა, შემდეგ – ანტიოქიის საყდარი და მის შემდეგ ქალაქ იერუსალიმის საყდარი.

( მსოფლ. 6, 7; II მსოფლ. 2, 3, IV მსოფლ. 28), ამ კანონით დგინდება რიგითობა მსოფლიო ეკლესიების უმთავრეს საყდრებს შორის. ამასთან, იმეორებს რა კონსტანტინოპოლის საყდრის მიმართ II მსოფლიო კრების მე-3 კანონისა და IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის განჩინებებს, კრება ადგენს, რომ პირველი საყდარი იყოს რომის, მეორე - კონსტანტინოპოლის, მესამე - ალექსანდრიის, მეოთხე - ანტიოქიისა და მეხუთე - იერუსალიმის. | მსოფლიო კრების მე-6 და მე-7, II მსოფლიო კრების მე-3, IV მსოფლიო კრების 28-ე და სხვა პარალელური კანონების განმარტებებში, ჩვენ ვთქვით რაც საჭირო იყო ამ კანონების გულისხმისსაყოფად. ყველა ამ ხუთი საყდრის ეპისკოპოსი, ხელისუფლების მხრივ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში თანასწორია; რაც შეეხება მათ შორის პატივს («ინ“MIიხ, 09000X1§) და მათი საყდრების თანმიმდევრობას, ამ კანონით დგინდება მუდმივი ნორმა, თანაც იმ საერთო პრინციპზე დაფუძნებული, რომლითაც თვით მოციქულები ხელმძღვანელობდნენ და, ზუსტად ასევე, მათი მემკვიდრენი ყველა შემდგომი საუკუნის განმავლობაში. ეს ნორმა, სახელდობრ, იმაში მდგომარეობს, რომ საეკლესიო სამთავროთა სასაზღვრო დანაწილება შეესაბამება პოლიტიკურ დაყოფას (IV მსოფლ. მე-1 7), და რომ ღირსება და მნიშვნელობა ამა თუ იმ საყდრისა, იმ ქალაქთა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით განისაზღვრება, რომლებშიც ეს საყდრები ფუნქციონირებენ.

PDF გვ. 499 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 37

იმის გამო, რომ სხვადასხვა დროს ბარბაროსთა თავდასხმებს ჰქონდათ ადგილი და მრავალი ქალაქი ურჯულოთა მიერ იქნა დაპყრობილი, ასეთი ქალაქის მღვდელმთავარს არ შეეძლო მასზე ხელთდასხმის შემდეგ თავისი საყდარი მიეღო ფაქტიურ მმართველობაში: დაფუძნებულიყო მასში მღვდელმთავრის მდგომარეობით, ჩაეტარებინა ხელთდასხმა და ეწარმოებინა ყველაფერი ის, რაც ეპისკოპოსს ევალება. ჩვენ, ვიცავთ რა სასულიერო პირთა პატივსა და ღირსებას, გვსურს, რომ წარმართთა შემოსევამ ვერ შეძლოს საეკლესიო სამართლის ხელყოფა, ამიტომ განვაჩინებთ: ხელთდასხმულნი, რომლებიც იმის გამო, რომ ზემოთქმული მიზეზებით თავიანთ საყდარმთავრო მოვალეობას ვერ შეუდგნენ, განკიცხვას არ ექვემდებარებიან; საეკლესიო კრებულში სხვადასხვა ხარისხის ხელთდასხმა მათ წესისამებრ ჩაატარონ და წინამძღვრის უპირატესობით თავისი შეძლების ფარ- #86 უპისკოპჰოსი ნიკოდიში (მილამი) გლებში ისარგებლონ; მათგან გამომავალი სამთავრობო მოქმედება მიჩნეულ იქნეს მტკიცედ და კანონიერად, რათა დროებითმა შეჭირვებამ და სიზუსტის დაცვაში დაბრკოლებებმა ვერ შეზღუდონ მართვა-გამგეობის საზღვრები. (მოც. 36; | მსოფლ. 16; III მსოფლ. 9; IV მსოფლ. 6, 29; ანკვირ. 18; ანტიოქ. 17, 18; კირილე ალექს. 1, 2, 3). ანტიოქიის კრებამ თავისი მე-18 კანონით უკვე განაწესა, რომ კანონებრივად გამორჩეულ და დადგინებულ ეპისკოპოსს, რომელიც არ გაემართა მსახურებისათვის მასზე რწმუნებულ სამთავროში, მაგრამ ეს მოხდა არა საკუთრივ მისი მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ სამწყსო ერმა იგი არ მიიღო, ანდა მისგან დამოუკიდებელი სხვა რაიმე მიზეზის გამო, უფლება აქვს შეინარჩუნოს თავისი პატივი და წოდება. ტრულის ამ კანონით განიმტკიცება დასახელებული განჩინება: ეპისკოპოსს, რომლის ქალაქი, ან სამთავრო ურჯულოთა ხელთ არის, რის გამოც მას არ ძალუძს დაიკავოს თავისი საყდარი და ფაქტიურად მართოს იგი, რაც აიძულებს მას სხვა რომელიმე ქალაქში იცხოვროს, მაინც ეძლევა ყველა ის უფლება, რაც მას, საყდრის მპყრობელს გააჩნია. სახელდობრ: მოახდინოს კლერიკოსთა ხელთდასხმა და ეპისკოპოსთა შორის დაიკავოს თავისი კათედრისათვის შესაფერისი ადგილი; მისი ყველა ადმინისტრაციული განკარგულება მიიჩნევა კანონიერად და ქმედითად ისევე, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, მას რომ საყდარი ფაქტიურად ემართა. ამ კანონმდებლობის მოტივებად სახელდება: 1) სურვილი, რომ შენარჩუნებული იყოს სასულიერო პირთა ღირსება და აგტორიტეტი; 2) რომ წარმართულმა ქედმაღლობამ ვერანაირი ზიანი მიაყენოს საეკლესიო კანონებს და, 3) რომ გარემოებამ და დროის მოთხოვნილებამ, რომლებსაც ზოგჯერ შეუძლიათ დაარღვიონ საეკლესიო სამართლის მოქმედება, ვერ შეძლოს გავლენის მოხდენა საეკლესიო სამთავროების საზღვრების დადგენაზე და, როგორც კი მდგომარეობა შეიცვლება და ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დადგება, მოხდეს წინანდელი კანონიკური წეს-წყობის აღდგენა. ამის პრაქტიკულ გამოყენებას ჩვენ უკვე ვხედაგთ იმავე კრების 39-ე კანონში.' შენიშვნა: 1. აბატი I#I6სIV, II15:01>C 6CC105139(1000 (LIV. XL, Cხ. 51, იძ. 39, 1856, III, 35) აზრით, ამ კანონმა დაუდო საფუძველი დასავლეთში ეპისკოპოსების 1ი X8XCხV9 1იL1ძ0110იი. V30 L5იხი კი ამ კანონის განმარტებაში საწინააღმდეგო აზრს ემხრობა (6ითო0#%. 1ი C8იი0ი., იძ. CIL., ი. 407) და სრულიად საფუძვლიანადაც.

PDF გვ. 499 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 38

ჩვენი მამების მიერ დადებულ კანონს ჩვენც ვიმარხავთ, რომელიც ასე აცხადებს: თუ სამეფო ხელისუფლებით განახლდა, ან მომავალში განახლდება ქალაქი, მაშინ სამოქალაქო და საერო წესს, შესაბამისად, საეკლესიო საქმეთა განწესებაც უნდა მიჰყვეს.“ (| მსოფლ. 4,6,7; II მსოფლ. 3; IV მსოფლ. 17,28). ამ კანონში მეორდება IV მსოფლიო კრების მე-17 კანონის დასკვნითი დადგენილება. შენიშვნა:

" ანუ, ეკლესიის საეპარქიო საზღვრები ქვეყნის პოლიტიკურ საზღვრებს უნდა შეესაბამებოდეს.

PDF გვ. 500 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 39

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგან ძმა და თანამსახური ჩვენი, კუნძულ კვიპროსის წინამძღოლი იოანე, თავის მრევლთან ერთად ბარბაროსთა თავდასხმის მიზეზით დასახელებული კუნძულიდან ელისპონტოს სამთავროში გადასახლდა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებითა და ჩვენი ქრისტესმოყვარე და კეთილმსახური მეფის მეცადინეობით, – რათა თავი დაეღწიათ წარმართთა მონობისაგან და ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დამორჩილებოდნენ, – ამიტომ ვადგენთ: ხელშეუხებლად იქნეს დაცული ის უპირატესობა, რაც ზემოდასახელებული კაცის საყდრისათვის ეფესოში წინათ შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ განიწესა; აღიჭურვოს ახალი იუსტინიანოპოლი კონსტანტინოპოლის უფლებებით და მასში დაწესებული ღვთისსათნო ეპისკოპოსი მთავგრობდეს ელისპონტოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსზე, და დგინდებოდეს იგი ძველი ჩვეულების მიხედვით თავისი ეპისკოპოსების მიერ; იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმაც გადაწყვიტეს დაცული ყოფილიყო თითოეული ეკლესიის ჩვეულება, ამიტომ ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დაექვემდებაროს დასახელებულ იუსტინიანოპოლის წინამძღვარს ყველა სხვა, ზემოდასახელებულ ღვთისსათნო წინამძღოლ იოანეს დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა მაგალითისამებრ და, მისგან, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დადგინდეს.

ამ კანონში ჩვენ ვხედავთ იმ პრინციპის მოქმედებას, რაც გამოხატულია ამ კრების 37-ე კანონში, სახელდობრ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რომელიმე ეპისკოპოსს არ შეუძლია, გარეშე პირობებიდან გამომდინარე, დარჩეს თავის კათედრაზე და იძულებულია სხვა რომელიმე სამთავროში იცხოვროს, ის მაინც ინარჩუნებს ყველა იმ უფლებასა და უპირატესობას, რაც მის კათედრასთან არის დაკავშირებული. III მსოფლ. კრებაზე მე-8 კანონით მიღებული და კანონგაცხადებულ იქნა კვიპროსის ეკლესიის დამოუკიდებლობა (ავტოკეფალიურობა). VII საუკუნის მეორე ნახევარში კვიპროსზე სარკინოზების თავდასხმასთან დაკავშირებით, კუნძულ კვიპროსის მაშინდელი წინამძღვარი (0XL805VII), ეპისკოპოსი იოანე, თავისი და თავისი ერის ურჯულოთა უღლისაგან გასათავისუფლებლად და ქრისტიანული სახელმწიფოს კვერთხს თავშესაფარებლად, ტოვებს კვიპროსს და საცხოგრებლად გადადის ელისპონტოს სამთავროში, – მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან, საეკლესიო დასთან და მრევლთან ერთად, – იმ სამთავროში, რომელიც საეკლესიო #88 უპისცოპოსი ნიკოდიმი (მილაში) მდგომარეობით კონსტანტინოპოლის პატრიარქს იყო დაქვემდებარებული. დადგენილი კანონებრივი წესის დარღვევა რომ არ მომხდარიყო, რაც იმაში იქნებოდა გამოვლენილი, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეპისკოპოსი, თანაც ავტოკეფალიური, დაკარგავდა თავის უფლებასა და პრივილეგიებს და აღმოჩნდებოდა სხვა მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, ტრულის კრება თავისი ამ კანონით ადგენს, რომ კვიპროსის წინამძღვარ იოანეს, ამჟამად ელისპონტოში მცხოვრებს, შეუნარჩუნდეს სრული მოცულობით ყველა ის უფლება და უპირატესობა, რაც მის მიმართ III მსოფლ. კრების ძალით არის აღიარებული; გარდა ამისა, ელისპონტოს სამთავრო და მისი მიტროპოლიტი, კვიზიკელი ეპისკოპოსი, უნდა იყვნენ დასახელებულ იოანეს განსაგებელნი, რადგან მანამდე ელისპონტოს სამთავრო დაქვემდებარებული იყო კონსტანტინოპოლის საყდრის ხელისუფლებას, ამიტომაც ეს კანონი ბრძანებს, რომ ახალი იუსტინიანოპოლის (წინათ კონსტანცა, C0ი05ხ8ი%18, კუნძულ კვიპროსის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოს იოანეს განმგებლობაში გადავიდეს ელისპონტოს სამთაგრო, ანუ კონსტანტინოპოლის ძალაუფლება ამ სამთავროს მიმართ გადატანილ იქნა ახალი იუსტინიანოპოლელ იოანეს ხელში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავტოკეფალიური ეპისკოპოსისადმი მინიჭებული უფლებით ელისპონტოელ ეპისკოპოსსაც (კვიზიკში) დაადგინებს. ამ კანონის ის ადგილი, რომლის მიხედვითაც ახალ იუსტინიანოპოლს იგივე უფლება ეძლევა, რაც კონსტანტინოპოლს ჰქონდა (C0%ი3L8ი%1ი90700115 105), ბევრისათვის ძნელად გასაგები იყო, რადგან დაუშვებელია, რომ ტრულის კრებამ ახალ იუსტინიანოპოლს მიანიჭოს ყველაფერში კონსტანტინოპოლის თანაბარი უფლება და უპირატესობა.! ერთ უძველეს ხელნაწერში (C0ძიX #ტ.ი6»ხმიხ18»იV5), რომელსაც ბევერეგია ამ კანონების შესახებ თავის შენიშვნებში მოიხსენიებს, C0ი3L8»L1- ი000118 1V5 ნაცვლად წერია C0ი59L:8იM10ი51სIი CIVIL88, რაც ნიშნავს, რომ ახალ იუსტინიანოპოლს იგივე უფლება აქვს, რაც ქალაქ კონსტანცას, ე. ი. კვიპროსის მთავარ ქალაქს (იუსტინიანეს მიერ გადარქმეულს ახალ იუსტინიანოპოლად) ენიჭებოდა იგივე უფლებები, რაც მას იმ დროს გააჩნდა, როცა კონსტანცა ერქვა და როცა მისი ეპისკოპოსისადმი, როგორც კვიპროსის მთავარი ქალაქის ეპისკოპოსისადმი, III მსოფლ. კრების მიერ ავტოკეფალიურობა იქნა აღიარებული. ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, ბევერეგიას შენიშვნის თანახმად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც ერთს, ასევე მეორე რედამციასაც, სახელდობრ: ცხოგრობდა რა ელისპონტოში, იოანე კვიპროსის ეპისკოპოსების მიმართ კონსტანცას უფლებებით სარგებლობდა (ყოფილი კონსტანცას ავტოკეფალიური ეპისკოპოსის, ხოლო შემდგომში ახალი იუსტინიანოპოლის ეპისკოპოსის უფლებებით), ხოლო ელისპონტოს ეპისკოპოსების მიმართ, მას მიკუთვნებული ჰქონდა კონსტანტინოპოლის: უფლებები, ანუ კონსტანტინოპოლის კათედრისა.2 ასეთი განსაკუთრებული უფლებებით, სხვათა შორის, კვიპროსელ წინამძღვარს დიდხანს არ უსარგებლია; უკვე, იოანეს მემკვიდრეს ჩვენ ვხედავთ კვიპროსში, ელისპონტოს ეპარქია კი კვლავ კონსტანტინოპოლის საყდრის განმგებლობის ქვეშ დაბრუნდა.3 შენიშვნები:

1. IIი”010, CიიC1110»ყი8იჩს1იჩLხი, III, 336, ტით, 1. 2. #იიის, Iი ხ. ი., ს 154. კვიძაროსის ეკლესიასთან დაკავშირებით ბევერეგია წერს: I8:8 8V%01) CV0II ი10(>-000115, 0086 80L08 C003158ი(118 ძუიიხვ!სI, 8 ჰI05(1ი18იი 1ოიი0»ი1ჭიXი 950 ძი იიიი6 20V8 ჰV05(1I130000115 ძ1C(8 03%. 3. იხ. ამ კანონის შესახებ არისტინეს განმარტება: #რდ. CM%X.,ო II, 397.

მსგავსი კანონები:მოც.34/ მსოფლ.67II მსოფლ.23III მსოფლ.8IV მსოფლ.28ტრულ.3637ანტითოქ.9

PDF გვ. 501 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 40

ვინაიდან ფრიად საცხოვნებელია ყოფიერების შფოთისაგან თავგარიდებით ღმერთს მიმსჭვალვა, ამიტომ გამოუცდელად და უდროოდ არ უნდა მივიღოთ ყველა მათგანი, ვინც კი მონოზვნური ცხოვრების არჩევანს გააკეთებს; მათთან მიმართებით უნდა დავიცვათ მამებისაგან გადმოცემული დადგენილება. ამიტომ, ღვთისსათნო ცხოვრების აღთქმა უნდა მივიღოთ როგორც უკვე მტკიცე და, მეცნიერებითა და განსჯადობით შობილი გონების სრულად გახსნის შემდეგ. ამდენად, მონოზვნურ უღელქვეშ შედგომის მოსწრაფე ნუ იქნება ათ წელიწადზე ნაკლები ასაკისა, მაგრამ ამ ასაკს მიღწეულის საქმეც წინამძღვრის განსაგებელია: ხომ არ არის უმჯობესი გადაუწიოს მას მონოზვნური ცხოვრების დაწყებისა და მასში დამკვიდრების ჟამი. თუმცა, მართალია, დიდი ბასილი თავის წმინდა განწესებებში სჯულმდებლობს, რომ ვინც თავისი ნებით შეეწირა ღმერთს და ქალწულობა ირჩია, ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ჩაირიცხოს ქალწულთა დასში, მაგრამ ჩვენ, ქვრივებისა და დედათდიაკვნების შესახებ კანონის მაგალითზე, მონოზვნურ ცხოვრების მოსურნეთათვის განვაჩინეთ ზემოთქმულ წელთა რიცხგი, რამეთუ საღვთო მოციქულს უწერია „ქურივაღდმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაი..“ (1 ტიმ. 5, 9), ხოლო წმინდა კანონებით გადმოგვეცა დედათდიაკვნად დადგინება ორმოცი წლის ასაკში, რადგან თვალსაჩინოა, რომ ეკლესიამ, ღვთის მადლით, ფრიად ძალმოსილებასა და წარმატებას მიაღწია, და საღვთო მცნებათა დამმარხველნი მტკიცე და კეთილსაიმედონი არიან. ჩვენ ეს სრულფასოვნად შევიმეცნეთ და მასთან შესაბამისობაში განვაწესეთ: ღვთისსათნო მოსაგრეობის მოსწრაფე მალევე უნდა აღინიშნოს მადლის კურთხევით, როგორც ბეჭედდასმული; ამით თანაშევეწიოთ მას, რომ დიდხანს არ დაყოვნდეს და არ იორჭოფოს და უფრო გულმოდგინე გავხადოთ იგი კეთილის არჩევაში და მასში განსამტკიცებლად. (| მსოფლ. 19; IV მსოფლ.15, ტრულ. 14; კართ. 6, 44, 126; ორგზ. 5; ბასილი დიდ.?8, 24), თავის მე-18 კანონში ბასილი დიდი განაწესებს, რომ ქალწულობის აღთქმა მიღებული იქნეს იმ პირისაგან, ვისაც დაბადებიდან 16 ან 17 წელი შეუსრულდა; ვისაც ამ ასაკისათვის არ მიუღწევია, მათ აღთქმას იგი თვლის „ბავშვურ გამონათქვამად“. წინამდებარე ტრულის კანონი კი, მონოზვნად აღკვეცის მსურველთაგან მოითხოვს მხოლოდ 10 წლის ასაკს. მოიხსენიებენ რა ბასილი დიდის განწესებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მამები მაინც აღნიშნავენ, რომ მათ ასე იმიტომ დაადგინეს, რომ ეკლესია, ღვთის მადლით, გაცილებით ძლიერი და მეტად წარმატებული გახდა; მორწმუნენი კი, საღვთო მცნებათა შესრულებაში – უფრო მტკიცენი და საიმედონი. ამის შემდეგ ისინი მოიხსენიებენ IV მსოფლიო კრების მე-15 კანონის განწესებებს დედათდიაკვანთა შესახებ და აღნიშნავენ, რომ მართალია პავლე მოციქული (იხ. 1 ტიმ. 5, 9) მოითხოვდა, რომ ეკლესიის მსახურებას შევრდომილი 60 წლის ასაკის ყოფილიყო, IV მსოფლიო კრების მამებმა მაინც დაადგინეს აღკვეცონ დედათდიაკვნად 40 წლის ასაკიდან. რაც შეეხება მამაკაცთა ასაკის განსაზღვრას მონოზვნად აღკვეცისათვის, ამ საკითხის გადაწყვეტას კანონი ტოვებს რწმუნებული ეპისკოპოსის შეხედულებაზე.' შენიშვნა:

1.იხ. ზონარას განმარტება ამ კანონზე: #თდ. CMXV., II, 399.

PDF გვ. 503 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 41

ქალაქებში ან სოფლებში, ვისაც სადაყუდებულოში დამკვიდრება ნებავს და განმარტოებაში საკუთარი თავის შეცნობა, უწინარესად მონასტერში უნდა დაწესდეს და იქ შეისწავლოს განდგომილი ცხოვრება; მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში დაჰყოს სამი წელი ღვთის შიშითა და ყველაფერში, როგორც ესადაგების, მორჩილება შეასრულოს, და ასეთნაირად გამოხატოს საკუთარი ნებელობა ამგვარი ცხოვრებისა; გამოიცადოს ადგილობრივი წინამძღვრისაგან – მთელი გულწრფელობით მიემსჭვალება თუ არა ასეთ მოღვაწეობას. ამის შემდეგ წელიწადის განმავლობაში კიდევ დაჰყოს მოთმინებით საყოფელს გარეთ, რათა უმეტესად საცნაურ-შეიქნეს მისი განზრახვა, რამეთუ მაშინ ღირსსარწმუნოდ წარმოჩინდება, რომ არა ამაო დიდების ძიებით, არამედ თვით ჭეშმარიტი სიკეთის ტრფიალით ისწრაფვის მდუმარებისაკენ. ამ დროის განსრულების შემდეგ კი, თუ ასეთივე გულისთქმაში დარჩება, დაე, დაეწესოს დაყუდებაში. მაგრამ მას უკვე ეკრძალება ამ ყოფიდან საკუთარი სურვილით გამოსვლა, თვინიერ იმ შემთხვევებისა, როცა ამას საქვეყნო მსახურება მოითხოვს, ან მარგებელია ქვეყნისათვის, ან სხვა რაიმე გაჭირვება სიკვდილს უქადის და მაშინაც – მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევით. ხოლო ვინც გაბედავს დასახელებული მიზეზების გარეშე თავისი სამკვიდრებელიდან გამოსვლას, იგი პირველ რიგში ისევ იმ სადაყკუდებულოში დაამწყვდიონ, – მისი ნების საწინააღმდეგოდაც, შემდეგ კი მარხვებითა და სხვა სიმკაცრეებით განმართონ, რამეთუ ვუწყით წმიდა წერილის სიტყვისაებრ, ,,.არავინ დასდვის კელი საკნველსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღვთისასა“ (ლუკ. 9, 62).

(IV მსოფლ. 4; ორგზ. 4). ტრულის მამები არ თვლიდნენ საიმედო საქმედ იმას, რომ ზოგიერთები ტოვებდნენ რა საერო ცხოვრებას და იწყებდნენ დაყუდებას, იკეტებოდნენ ვიწრო სენაკებში და თვითონვე ხდებოდნენ საკუთარი თავის მოძღვრები, – როგორც ზონარა ამბობს ამ კანონის შესახებ თავის განმარტებაში. ამიტომაც დაყუდებული ცხოვრების მოსურნეთაგან კანონი მოითხოვს, რომ ისინი ჯერ მონასტერში მოეწყონ და 3 წელიწადი მკაცრ მორჩილებაში გაატარონ, რათა ამგვარად მოემზადონ დაყუდებული ცხოვრებისათვის და დაამოწმონ, რომ გულწრფელად ირჩიეს ასეთი ღვაწლი. ამის შემდეგ, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ისინი გამოცდას უნდა დაუქვემდებაროს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთი წელიწადი მონასტერს გარეთ აცხოვრონ, რათა ამის საშუალებით გამომჟღავნდეს მათი გადაწყვეტილების შეუქცევადობა. როცა ამგვარად სრულიად დამტკიცდება, რომ ისინი დაყუდებული ცხოვრებისაკენ ილტვიან სათნოების სიყვარულით და არა ადამიანთა შორის დიდების მოსაპოვებლად, მხოლოდ მაშინ შეიძლება თითოეულს ნება დაერთოს მის მიერ არჩეულ განმარტოებულ ადგილზე დასახლებისა, თანაც პირობით: აღარ გამოვიდეს თავისი დაყუდების ადგილიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას აიძულებს გადაუდებელი აუცილებლობა, ან როცა ამას მოითხოვს საერთო საერო სარგებელი, დასასრულ, როცა მას ემუქრება სიკვდილის საშიშროება; მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც თავისი განმარტოებიდან გამოსვლა მას შეუძლია მხოლოდ თავისი ეპისკოპოსის ნებართვითა და კურთხევით. თუ განმარტოებიდან ვინმე გამოვა სათანადო ნებართვის გარეშე, მაშინ, კანონის თანახმად, საჭიროა მისი ძალით დაბრუნება განმარტოებაში და მკაცრი ეპიტიმიის დადება.' შენიშვნა: 1. #თდ. CM87., II, 402-403.

PDF გვ. 504 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 42

იმათ მიმართ, რომლებიც მეუდაბნოედ იწოდებიან, ძაძით შემოსილები და მოზრდილი თმებით ერთი ქალაქიდან მეორეში დადიან, ერისკაცებთან ურთიერთობენ და თავიანთ აღთქმას შეურაცხყოფენ, განვაჩინებთ: თუკი მოისურვებენ, თმა შეიკვეცონ და სხვა მონოზონთა მსგავსად შეიმოსონ, მონასტერში დაემკვიდრონ და საძმო კრებულში ჩაირიცხონ; ხოლო, თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ საერთოდ განიდევნონ ქალაქიდან და უდაბნოში იცხოვრონ, რომლისგანაც თავისთვის სახელწოდება შეიდგინეს. (IV მსოფლ. 4; ორგ. 4).

მეუდაბნოეთა შესახებ, რომელთა მიმართაც აქ საუბარია, ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში შენიშნავს, რომ არც თუ ცოტა მაცდურები დადიან ქალაქებში, შავით შემოსილნი და თმა-გაშვებულნი, რომლებიც თვალთმაქცურად წარმოაჩენენ სხვათა დასანახად თავიანთ მარხვასა და უსუფთაო ჩაცმულობას, და ამგვარად ატყუებენ უბრალო ხალხს და შეურაცხყოფენ მონოზვნის აღთქმას. ზოგიერთები, ამ ცრუმეუდაბნოეთაგან, ერისკაცებში ირევიან, ქუჩებში ნაირ-ნაირ დემონურ სწავლებებს ავრცელებენ, აჩვენებენ სახეს, თითქოს მთელი ერისთვის ლოცულობდნენ და მონანიებას ქადაგებდნენ; სხვები კი, მათ შორის, ამბობენ, რომ ისინი ქალაქში უდაბნოდან ღვთის მოწოდებით მოვიდნენ, რათა ხალხს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ ამცნონ. ყველაფერ ამასთან ერთად, უსირცხვილოდ სძალავენ ფულს და უმეტესად მდაბიო ხალხს სანაცვლოდ უაღრეს სიკეთეს ჰპირდებიან. სწორედ ასეთ ცრუმეუდაბნოების შესახებ ამბობს კანონი და განაწესებს მათ მონასტრებში გაგზავნას, რათა იქ ნამდვილ მონოზვნურ ცხოვრებას შეუდგნენ. ხოლო თუ არ დათანხმდებიან მონასტერში ცხოვრებას, მაშინ მართებულია მათი ქალაქიდან გაძევება, – დაე, უდაბნოში წავიდნენ და იმ ცხოვრებით იცხოვრონ, რომელიც შეცდომითა და საკუთარი უგუნურობით აირჩიეს.! შენიშმნა: 1. ტთ. CM#8VM,, II, 407.

PDF გვ. 505 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 43

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქრისტიანისათვის ნებადართულია მოსაგრეობითი ცხოვრების არჩევა და წუთისოფლის მრავალშფოთიან საქმეთაგან თავგარიდების შემდეგ, მონასტერში დაწესება და მონოზვნად აღკვეცა, თუნდაც რომ იგი მხილებულ იყოს რაიმე მძიმე ცოდვით დაცემაში, რამეთუ მაცხოვარმა ჩვენმა ლმერთმა გამოთქვა: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (ინ. 6, 37). რამდენადაც სამონოზვნო ღვაწლი სინანულით ცხოვრებას ნიშნავს, ამიტომ ვინც მას გულწრფელად მიემსჭვალა, კეთილად შევიწყნარებთ და ვერავითარი უწინარე ცხოვრება ხელს ვერ შეუშლის მას თავისი სურვილის შესრულებაში.

ეს კანონი ნათელია. მონოზვნად აღკვეცის მოსურნეთაგან ზოგიერთებს – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან – მონოზვნობას უკრძალავდნენ მათი გარყვნილი ცხოვრების ან მათ მიერ ადრე ჩადენილი რაიმე ცოდვის გამო. ეყრდნობა რა მაცხოვრის სიტყვებს, კანონი ამბობს, რომ ადრე ჩადენილი ცოდვა არ უნდა იყოს ასეთი პირისათვის ხელის შემშლელი ისეთი მონანული და მარხული ცხოვრებისათვის, როგორსაც მონოზვნური ცხოვრება წარმოადგენს.!

შენიშვნა:

1. #თ. CM#8»., II, 408. შდრ. XV ტიტლოვანი ნომოკანონი, ტიტ. XI, თავ. 3 (#9. C#8%X., |, 254), ასევე „საჭეთმპყრობელი“ თავ. 44, 11, 3 (დასახ. გამოც,., II. 60).

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.4ორგზ.24

PDF გვ. 506 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 44

მონოზონი, სიძვაში მხილებული, ან დედაკაცთან ქორწინებით შეუღლებული, კანონის თანახმად, მეძავეობისათვის ეპიტიმიას ექვემდებარება.

(IV მსოფ. 16; ანკვირ.19; ბასილი დიდი 6, 18, 19, 60). ნშინდა VI შსოფლიო სჯეკლესიო კრემა (ფრულის კნ სხვაგვარადV– VI) L93 IV მსოფლ. კრების მე-16 კანონის თანახმად ქალწულობის აღთქმის დამღრვევი პირი განკვეთას ექვემდებარება; ეპისკოპოსს კი ეძლევა უფლებამოსილება დამნაშავეს კაცთმოყვარულად მოექცეს. ანკვირიის კრების მე-18 კანონის თანახმად კი ქალწულობის აღთქმის დამრღვევი პირი ექვემდებარება სასჯელს, რომელიც დადგენილია მეორედ ქორწინებულთათვის, სახელდობრ, 1-დან 2 წლამდე სინანულში ყოფნა. ბასილი დიდი, თავის მე-60 კანონში, ასეთ დამნაშავეებს მრუშობისათვის გათვალისწინებულ სასჯელს მიუსადაგებს, ანუ – 15 წლიან მონანულობას. წინამდებარე კანონი კი უქვემდებარებს მათ სასჯელს, რომელიც განსაზღვრულია მეძავეთათვის, შესაბამისად –7 წლიან მონანულობას. ზონარას აზრით, ამ კანონს აქვს რჯულიერი ძალა, რამეთუ იგი დასახელებულ კანონთა შემდგომ არის გამოცემული.!

ასეთ სასჯელს ექვემდებარება, საერთოდ, ყველა მონოზვნად აღკვეცილი მამაკაცი, ვინც ქალწულობის აღთქმა დაარღვია, იქნება ეს მრუშობით – უცხო ქალთან, თუ – ქორწინებით. სხვათა შორის, ეს სასჯელი, როგორც ბალსამონი აღნიშნავს, ეხება იმ მონოზონს, რომელიც მრუშობით დაქცა ან დაქორწინდა, მაგრამ შემდგომში მოინანია და კვლავ დაუბრუნდა მკაცრ მონოზვნური ცხოვრების წესს.: ხოლო მის ქორწინებას რომ კანონიერი ძალა არ გააჩნია, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ IV მსოფლ. კრების მე-16 კანონის განმარტებაში.

შენიშვნები:

1. რთ. CM87., II, 410.

2. #4 თ. CM#XMX., II, 410.

PDF გვ. 506 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 45

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ დედათა მონასტერში, როდესაც აპირებენ ვინმე სამონოზვნო დასში გააერთიანონ, მას თავიდან აბრეშუმის ფერად სამოსელს აცმევენ, აგრეთვე, ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილ სამკაულებს და ამგვარად გამოწყობილი მიჰყავთ საკურთხეველთან; შემდეგ განძარცვავენ ამ ბრწყინვალე სამოსელს, მყისვე სამონოზვნო კურთხევას ჩაუტარებენ და ძაძით მოსავენ, ამის გამო განვაჩინებთ: ასეთი სახით აღკვეცას ადგილი აღარ ჰქონდეს, რამეთუ შეუფერებელია იმისთვის, ვინც საკუთარი ნებით განეშორა წუთისოფლის სიამეს, ღვთისნიერი ცხოვრება შეიყვარა, მოუდრეკელი გულისთქმით მასში განმტკიცდა და მონასტერს ისე მიეახლა, კვლავ დაბრუნება ხრწნადი და წარმავალი სამკაულების მეშვეობით იმ მოგონებებში, რაც უკვე დავიწყებისათვის მიუცია და, მისი ხელახლა შერყევა და მსგავსად აზვირთებული ტალღებისა სულის იმდენად აღელვება, რომ ზოგჯერ დაღვრილი ცრემლი გულის შემუსვრას კი არ გამოხატავს, არამედ ბუნებრივად მოედინება; ამიტომ, როცა შემდგომში მცირე ცრემლი გადმოდინდება, ისიც მხილველს მოეჩვენება არა იმდენად მონოზვნური ღვაწლისადმი მტკიცე ძალისხმევის მიზეზით წარმოშობილი, რამდენადაც სოფელთან განშორების გამო, და იმის დაკარგვით გამოწვეული, რაც სოფელშია.

_ საუბარი ეხებათ მონოზონ დედებს, საკუთარი ნებით სამონოზვნო ცხოვრებისათვის შეწირულებს და, რამდენადაც იმდროინდელ პრაქტიკაში არსებობდა კანონში მოხსენიებული ჩვეულება, ამიტომაც კანონი გმობს მას და განაწესებს, რომ მომავალში მსგავსი არაფერი იქნეს დაშვებული – იმის საფუძველზე, რაც კანონშია აღნიშნული.

მსგავსი კანონები:კართ.126

PDF გვ. 507 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 46

დედაკაცი, რომელმაც მოღვაწეობრივი ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაეწესა, იქიდან აღარ გამოვიდეს, თუ რაიმე გარდაუვალი მიზეზი არ გამოჩნდა და, ასეთ შემთხვევაშიც, იღუმენიას კურთხევითა და ნებართვით, და თანაც არა მარტო, არამედ ხანდაზმული ან უპირატესი მონოზონის თანხლებით. ღამის გათევა კი მონასტრის გარეთ საერთოდ აკრძალულია. ასევე, მამაკაცებიც, ვინც სამონოზვნო ცხოვრებას ეწევა, მონასტრიდან გამოვიდნენ, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, მაგრამ წინამძღვრის კურთხევით. ჩვენ მიერ დადგენილი ამ განწესების დამრღვევნი, მამები იქნებიან თუ დედები, შესაფერისი ეპიტიმიით დაისაჯონ. (ტრულ. 47). მონასტრიდან რომ თვითნებურად არც ერთი მონოზონი არ უნდა გამოვიდეს, ეს დადგენილი იყო მონასტრული ცხოვრების დასაბამიდანვე; რადგანაც შემჩნეული იყო ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ამიტომ ტრულის მამებმა ეს კანონი გამოსცეს და განაწესეს, რომ ვინც არ შეისმენს, შესაბამის ზღვევინებას დაექვემდებაროს.

PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 47

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ნურც დედაკაცი გაითენებს ღამეს მამათა მონასტერში, ნურც მამაკაცი – დედათა მონასტერში, რამეთუ მართლმორწმუნეს გაუცხოებით ყოფნა მართებს ყოველგვარი დასაბრკოლებელისა და საცდურისაგან, და კეთილად დაწესება ცხოვრებისა, რათა შუენიერად და კეთილად დავდგრეთ უფლისა მიმართ (იხ. 1 კორ. 7,35); ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს, კლერიკოსი იქნება ის, თუ ერისკაცი, უზიარებელ იქნეს.

ეს კანონი ნათელია: მისი მიზანი მონასტრების ყოველგვარი ეჭვისგან დაცვაა.

მსგავსი კანონები:VII მსოფლ.182022

PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 48

საეპისკოპოსო პატივში ასაყვანებელის მეუღლე წინასწარ უნდა გაეყაროს თავის ქმარს საერთო თანხმობით, ხოლო მისი ეპისკოპოსად ხელთნშინდა V, შსოფლიო სჯეკლესიო კრემა (კრულის კნ სხლაგლპრადV-VII) L95 დასხმის შემდეგ – მონასტერში დაეწესოს, ამასთან, მოშორებით ქმარყოფილ ეპისკოპოსის სამყოფელიდან და ისარგებლოს მისგან ცხოვრებისათვის საჭირო სახსრებით; ხოლო თუ ღირსად წარმოჩნდება, აყვანილ იქნეს დედათდიაკვნის ხარისხში.

(მოც. 5, 51; ! მსოფლ. 3; IV მსოფლ. 15; ტრულ 12, 14, 30; კართ. 3, 4, 25, 70). ამ კრების მე-12 კანონის განმარტებაში ჩვენ ვნახეთ კანონით დადგენილი, რომ ეპისკოპოსს არ ეკადრება ცოლის ყოლა; ვნახეთ, აგრეთვე, ისიც, რომ დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიაში ნორმად ჩამოყალიბდა ეპისკოპოსებად სამონოზვნო დასის წარმომადგენელ პირთა დადგინება. ამიტომ ტრულის კრების წინამდებარე განწესება პრაქტიკულად არ არის კანონიკური მნიშვნელობის შემცველი, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით. თუმცა, მისი განმარტება საჭიროა მოხდეს ტრულის კრების მოხსენიებულ (მე-12) კანონთან კავშირში და განსაკუთრებით იმიტომ, რომ XII საუკუნეში სოფისტურად განმარტებული ამ (48-ე) კანონის საფუძველზე დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ქიროტონირებული ეპისკოპოსის ცოლს მაინც შეუძლია იცხოვროს თავის ქმართან საეპისკოპოსო სახლში და, მაშასადამე, თუ არ სურს, შეუძლია მონასტერში არ დაეწესოს, რის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტრულის მე-1 2 კანონის განმარტებაში.

ტრულის მამებს, როცა თავისი მე-12 კანონით დაადგინეს, რომ ეპისკოპოსს ცოლი არ უნდა ჰყოლოდა, მხედველობაში ჰყავდათ ის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ მათ დროში ირჩეოდნენ ეპისკოპოსებად საერო-სასულიერო პირთაგან (თეთრი სამღვდელოებიდან| და მეუღლეები ცოცხლები ჰყავდათ. ამიტომ ისინი ამ 48-ე კანონით ადგენენ, რომ ეპისკოპოსად ახალგამორჩეული პირი ვალდებულია ცოლს გაეყაროს ერთობლივი შეთანხმებით, თანაც მისი ხელთდასხმის შემდეგ ცოლი უნდა წავიდეს მონასტერში, რომელიც შორს იქნება ეპისკოპოსის საცხოვრებელი ადგილიდან, „რამეთუ – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში – თუკი ისინი მუდმივად დაინახავდნენ ერთმანეთს, ამას შეიძლება გაეხსენებინა მათთვის ძველი ურთიერთკავშირი და თანამეცხედრეობა და, ამდენად, გაეღვივებინა მათში ხორციელი ლტოლვა“.!კანონში ნათქვამია, რომ ისინი (ანუ ეპისკოპოსად გამორჩეული სამრევლო მღვდელი და მისი ცოლი) უნდა გაეყარონ ერთმანეთს ერთობლივი თანხმობით, რომელიც, ტექსტის აზრიდან გამომდინარე, შეიძლება ზეპირი იყოს და, მაშასადამე, არ არის აუცილებელი წერილობითი სახით იყოს წარმოდგენილი, და რომ ცოლი, ქმრის ქიროტონიის შემდეგ, ვალდებულია მონასტერში დაწესდეს. ეს განშორება, რომელიც როგორც ჩანს მათ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და არ იყო მკაცრი განწესებით ნორმირებული, გახდა მიზეზი ყველა იმ უწესრიგობისა, რომელთა შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ და რომელსაც ბოლო დაედო მხოლოდ 1187 წელს ისააკ ანგელოსის ნოველით. კერძოდ, დადგინდა, რომ თანხმობა ქორწინებრივ გაყრაზე უნდა იყოს წერილობითი სახის, ქმრისა და ცოლის ხელმოწერით დამტკიცებული, და რომ ცოლი ვალდებულია დაწესდეს მონასტერში და აღიკვეცოს. ქიროტონია მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება შედგეს, როცა ვალდებულება ხელმოწერილი იქნება და ყველაფერი, რასაც კანონი მოითხოვს – შესრულებული. ამ ნოველით გათვალისწინებული იყო შემთხვევა, როცა ცოლი არ მოისურვებდა ნებაყოფლობით ქმართან განშორებას და მონოზვნად აღკვეცას. ასეთ შემთხვევაში კანონით წესდებოდა, რომ ამ საეპისკოპოსო კანდიდატს უკვე აღარ შეეძლო ეპისკოპოსი გამხდარიყო და მის ნაცვლად სხვა უნდა გამოერჩიათ.? როგორც ამ საკითხის დამატება, დოქტორ ჩიჟმანს მოჰყავს მიუნჰენის სამეფო კარის ბიბლიოთეკაში დაცული მთავარეპისკოპოს დიმიტრი ხომიატის (XIII საუკ. დასაწ.) კანონიკური თხზულება ბერძნული ხელნაწერიდან (C0ძ. Mითი8ი. წI. 62). თუკი ცოლი, ამ დამატების თანახმად, არ გაეყრება ქმარს განსაზღვრულ დრომდე, მაშინ ეპისკოპოსად არჩეულმა ქმარმა უარი უნდა განაცხადოს ეპისკოპოსობაზე და შეუძლია ცოლთან ქორწინებაში გააგრძელოს ცხოვრება; ხოლო, თუკი რომელიმე მიტროპოლიტმა უკვე მოახდინა ამ ეპისკოპოსის ხელთდასხმა, რაზედაც მისი ცოლის დაპირებით იხელმძღვანელა, რომ იგი სამონაზვნოდ განწესდებოდა, შემდეგ კი ეს დაპირება არ შეასრულა და არ მოისურვა გაყროდა ქმარ-ეპისკოპოსს, ასეთ შემთხვევაში ქორწინება მაინც უქმდება, ცოლი კი ძალით უნდა იქნეს მონასტერში განწესებული და დასჯილი. ზუსტად ასევე, შესაბამის კანონიკურ ზღვევინებას უნდა დაექვემდებარონ მიტროპოლიტიცა და ეპისკოპოსიც – წინდაუხედაობის გამო.3? ამასთან დაკავშირებით ბალსამონი კიდევ ერთ საკითხს მიაპყრობს ყურადღებას, სახელდობრ, თუკი კანონით მონოზვნად აღკვეცა იძულებით არ შეიძლება, მაშინ ეპისკოპოსად ხელთდასხმულის ცოლი ძალით რატომ უნდა აღკვეცონ მონოზვნად? ბალსამონი აქ განიხილავს აზრს, რომლის თანახმადაც ცოლი უნდა დაწესდეს მონასტერში, რადგან ამას კანონი მოითხოვს, მაგრამ, ამასთან, კანონი არაფერს ამბობს აღკვეცის შესახებ, ამიტომაც არ შეიძლება მისი იძულება, როგორც იიძულებიან დიდი ცოდვილები. მისი იძულება ამას გარდა იმიტომაც არ შეიძლება, რომ კანონის თანახმად იგი შეიძლება აყვანილ იქნეს დედათდიაკვნის პატივში (ეს წოდება ხშირად ერში მოღვაწე დედაკაცებსაც ენიჭებოდათ). ბალსამონი არ იზიარებს ამ აზრს და ამტკიცებს, რომ იგი აუცილებლად უნდა აღიკვეცოს (68Xი ი000398X10 L0ი90XL1), რადგან ქმრის ქიროტონიამდე მას შეეძლო, თავისი სურვილისამებრ, არ გაყროდა მას და მაშინ არ მოხდებოდა არც ქმრის ქიროტონია და არც მისი აღკვეცა. მაგრამ რადგანაც მხოლოდ თავისი ქმრის ქიროტონიის გამო დათანხმდა იგი განქორწინებას, ამიტომ საჭიროა მისი იძულება, რომ აღკვეცით განასრულოს ქმართან განშორება. ასე რომ, მან არ უნდა იხუმროს იმასთან დამოკიდებულებაში, რასთან ხუმრობაც არ შეიძლება. ის რომ დარჩენილიყო მონასტერში საერო მდგომარეობით, მაშინ ეს სასჯელი იქნებოდა და არა კეთილქმედება, და ქიროტონირებულის ღირსებას არაფერს შეჰპმატებდა... ნებართვა რომ ჰქონდეს ქიროტონირებულის ცოლს მონასტერში საერო მდგომარეობით ცხოვრებისა, მაშინ მას უფლებაც ექნებოდა – და არც თუ უსაფუძვლოდ – მოეთხოვა ცხოვრება მონასტრის გარეთაც და სხვასთან მეორედ შეუღლების უფლებაც, ან კვლავ დაბრუნება საცხოვრებლად ეპისკოპოსად დადგინებულ ქმართან, რაც უადგილო და საღგთო კანონთა გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოა.“ შემდგომ ამისა, კანონი ამბობს, რომ ეპისკოპოსი ვალდებულია აძლიოს მეუღლეს – რომელსაც გაეყარა და რომელიც მონასტერში დაწესდა – თავშესანახად საჭირო თანხა. ბალსამონის სიტყვებით, ეპისკოპოსი ვალდებულია ჰყავდეს ცოლყოფილი კმაყოფაზე, თუ იგი ამას საჭიროებს; ხოლო თუ არ საგიროებს, მაშინ არ არის ვალდებული მას რაიმე მისცეს, რადგან მას უფლება არა აქვს საკუთარი თავისთვის რაიმე ზედმეტი დახარჯოს ეპარქიის შემოსავლიდან.9 დასასრულ, ეპოსკოპოსის ცოლყოფილთან მიმართებით კანონი ამბობს, რომ თუ იგი ღირსეულია, შეიძლება ქიროტესირებულ იქნეს დედათდიაკვნის პატივში.

შენიშვნები:

1. სთ. CMXMX., II, 420.

2.იხ. ტრულის მე-12 კანონის განმარტება; შდრ. ასევე ამ კანონზე ბალსამონისეული განმარტება: #თ. CMX#X., II, 421.

3. 7ხ1იხიიგი, სხიძიიხL იLი., 5. 781-782.

4. ტდ. CM#V8MX., II, 422.

5, ტთ. CMM#X., II, 420.

PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 49

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამ წმინდა კანონსაც ვაღორძინებთ და განვაჩინებთ, რომ ეპისკოპოსის ნება-სურვილით ერთგზის ნაკურთხი მონასტრები ყველა დროისათვის მონასტრებად დარჩეს, და მათი კუთვნილი ადგილ-მამული მათვე შეუნარჩუნდეს. მონასტერი აღარ უნდა გახდეს საერო სამკვიდრებელი, და ერისკაცთათვის არ უნდა მოხდეს მათი გადაცემა. თუ აქამდე რომელიმე მონასტრის მიმართ ასეთი რამ მომხდარა, განვაწესებთ, რომ მთლიანად მოხდეს მათი გამოთავისუფლება, ხოლო გინც ამიერიდან ამის ჩადენას გაბედავს, მას კანონის შესაბამისი ეპიტიმია დაედოს.

ამ კანონიდან ჩანს, რომ IV მსოფლ. კრების 24-ე კანონის განწესება VIII საუკუნეში არ სრულდებოდა და ამიტომ ტრულის მამებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი გამეორება. IV მსოფლ. კრების დასახელებული კანონის განმარტება ამასთანავე წარმოადგენს წინამდებარე კანონის განმარტებასაც.

მსგავსი კანონები:IV მსოფლ. 4, 24, VI/ მსოფლ.13

PDF გვ. 511 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 50

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ნურც ერისკაცი, ნურც კლერიკოსი ამიერიდან საძრახის თამაშებს ნუ მიეცემა; ხოლო მხილებული ასეთ საქმეში: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.

ეს კანონი იმორებს მოციქულთა 42-ე და 43-ე კანონების განწესებებს, რომლებიც კრძალავენ ერისკაცთათვის, და მით უმეტეს საეკლესიო მსახურთათვის, აზარტულ თამაშებს. #98 უჰისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში)

მსგავსი კანონები:მოც.4243

PDF გვ. 511 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 51

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეს წმინდა მსოფლიო კრება სრულიად კრძალავს სამასხარაო სანახაობებსა და გასართობებს, აგრეთვე მხეცურ სანახაობებსა და მათზე როკვას. ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს და რომელიმე ამ აკრძალულ გასართობს მიეცეს: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.

ამ კრების 24-ე კანონით აკრძალულია მღვდელთმსახურთათვის, განკვეთის მუქარით, თეატრებში სიარული და თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება. წინამდებარე კანონით კი ყველა ქრისტიანს ეკრძალება კომიკური, საცირკო და საბალეტო წარმოდგენები. ამ კანონის წინაშე შეცოდებისათვის კლერიკოსს განკვეთა ემუქრება, ერისკაცს – ეკლესიასთან ერთობიდან განყენება. როგორც ამის საფუძველზე, ზონარა თავის განმარტებაში ამ კანონის შესახებ მიუთითებს ამაღლებულ ქრისტიანულ მორალზე, რომელიც ამით შეიგინება.! „სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრე მოითხოვს, რომ მართლმორწმუნენი ცხოვრობდნენ არა აღვირახსნილად და უგულისყუროდ, არამედ როგორც წმინდანებს შეეფერებათ და ამიტომ ეს კანონი კრძალავს ყველაფერ იმას, რასაც აუცილებლობის გამო“ გაფანტულობა შეაქვს სულში, აუძლურებს და აშფოთებს მის განწყობას, აღძრავს უგუნურ სიცილსა და ხარხარს, და ყველაფერი ამის გამოწვევა შეუძლიათ ტაკიმასხარულ თამაშებს (+თV სLIVV)“. „მხეცური სახილველები“ («ძ +VV «სVიქ/LთV 0CCV0Lღ) იმაში მდგომარეობდა, რომ დიდ ქალაქებში განზრახ ზრდიდნენ სხვადასხვა მხეცებს – ლომებსა და დათვებს, განსაზღვრულ დროს კი ისინი გამოჰყავდათ რომელიმე მოედანზე და ხარების წინააღმდეგ მიმართავდნენ, ზოგჯერ კი ადამიანების – ტყვეების ან მსჯავრდებულების – წინააღმდეგმც, და ეს მაყურებლისათვის გასართობს წარმოადგენდა. ამ წარმოდგენებს კანონი კრძალავს, რადგანაც ამხილებს მაყურებელთა სისასტიკეს, რომლებიც მოყვასთა უბედურებით ტკბებიან. კანონი კრძალავს „სახილველებზე როკვას“, სცენაზე როკვას 0% §00ი8 §58158%10თი05), რადგან ეს უწესობაა და, განსაკუთრებით, თუ ქალები მონაწილეობენ, რამეთუ ამით მაყურებლებში ვნება და ჟინი აღიძვრება.

შენიშვნები:

1. სთ. C#იX., II, 425.

თავისი ბუნების შინაარსიდან გამომდინარე.

მსგავსი კანონები:ტრულ.246566ლაოდ. 54, კართ.15

PDF გვ. 512 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 52

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიდმარხვის დღეებში, გარდა შაბათისა, კვირისა და წმინდა ხარების დღისა, უნდა, აღესრულოს პირველშეწირულთა ლიტურგია.

მოციქულთა 69-ე კანონის განმარტებიდან ჩვენთვის ცნობილია დიდმარხვის შესახებ წესდებული, ხოლო მოც. 66-ე კანონის განმარტებიდან ჩვენ ვიცით აგრეთვე წესდებულის შესახებ, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება მარხვის შეწყნარება კვირასა და შაბათს (გამონაკლისია ვნების შაბათი). მოციქულთა ამ კანონების საფუძველზე და, კერძოდ, ლაოდიკიის 49-ე კანონის განწესების შინაარსიდან გამომდინარე, ტრულის მამები წინამდებარე კანონით განაწესებენ, რომ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) დღეებში, როგორც მკაცრი მარხვის დღეებში, არ უნდა აღესრულოს სრული ლიტურგია, არამედ მხოლოდ ლიტურგია პირველშეწირულ მსხვერპლთა განახლებისა. გამოირიცხება მხოლოდ შაბათი და კვირა დღეები; ამათ თანასწორად – ხარების დღე, როგორც დღე სასიხარულო მოგონებისა, როცა ძე ღვთისამ ხორცი კაცისა შეისხა. ტრულის ამ კანონის ასეთი წესდადების მიზეზს არქიმ. იოანე ძველბერძენ კომენტატორთა მიერ ლაოდიკიის კრების 49-ე კანონის განმარტებიდან გამომდინარე, შემდეგნაირად გადმოსცემს: „რადგან ორმეოცი არის ქრისტიანთათვის საყოველთაო ჟამი სინანულისა და ცოდვების აღსარებისა, ამიტომ წმინდა ეკლესია ყველა მათგანს ამ დროით უქვემდებარებს თითქოსდა იმ ეპიტიმიას, რომელსაც სხვა დროს აკისრებს მხოლოდ ზოგიერთებს, სახელდობრ, მოუწოდებს მორწმუნეებს მხოლოდ ლოცვანისა და ღვთის სიტყვის წაკითხვას, მაგრამ ქრისტეს ხორცისა და სისხლის საიდუმლოს აღსრულებას არ აძლევს მათ სახილგველად. თუმც, სულითა და ხორცით უძლურთათვის და, საერთოდ, იმისათვის, რომ წმინდა მადლისგან ხანგრძლივი მოკლებით ჩვენი სული არ დასუსტდეს, ეკლესია გვაძლევს დიდმარხვის კვირიაკეთა განმავლობაში პირველგანწმედილ მსხვერპლშეწირულს, და ღირსეულთ არ უკრძალავს მასთან ზიარებას. არის სხვა მიზეზებიც ამგვარი წესდადებისა. ლიტურგია არის საზეიმო ღვთისმსახურება. ევქარისტიის საიდუმლოში მსხვერპლშეწირვა წარმოაჩენს ღმერთთან და მის სიმართლესთან მიმართებით მიმადლებული კადნიერების სიმაღლეს, რომელზეც მორწმუნენი აღიწევიან ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ძალით და მისი საშუალებით მათი ცოდვებისათვის შემდგარი ზღვევინებით. მაგრამ დიდი მარხვა არის გულის შემუსგრის ჟამი, ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო; მიუხედავად ჩვენთვის მოცემული გადარჩენის ყველა საშუალებისა, ეს არის ჟამი სულიერი მწუხარებისა, გლოგისა და თვითგვემისა ღვთის წინაშე. ამიტომ ეკლესია შეუფერებლად მიიჩნევს და რაღაცნაირად ვერ ჰყოფს კადნიერებას სულშემუსვრილ მდგომარეობაში აღასრულოს ამ დღეებში სრული ლიტურგია, რათა არ იქნეს ერთმანეთში არეული დარდი და ზეიმი, თვითდაკნინება და კადნიერება, არამედ მივეცეთ ნუგეშინისცემას და გავმაგრდეთ მხოლოდ პირველგანწმენდილ შეწირულთა ზიარებით. დასასრულ, ეკლესიის მკაცრი პირველდასაბამითი ტიპიკონით, დიდმარხვის დღეებში იკრძალება საღამომდე საზრდელის მიღება. საერთო საეკლესიო წესით კი, ლიტურგიის დამთაგრებიდან ნებადართულია დღიური საკვების მიღებაც, მაგრამ ლიტურგიის საღამოთი ჩატარება დაუშვებელია. ამგვარად, ლიტურგიის აღსრულებამ ტიპიკონთან წინააღმდეგობა რომ არ გამოიწვიოს მწუხრამდე მარხვის საკითხში, სრული ლიტურგია ორტმეოცის კვირიაკეებში არ სრულდება. ამ დროს მრევლს ეძლევა მხოლოდ პირველშეწირულის ზიარება, რომლის მღვდელმსახურება ერთდება მწუხრის ღვთისმსახურებასთან. აქედან ისიც გასაგებია, თუ რატომაა გამორიცხული ამ განწესებებით დიდმარხვის განმავლობაში შაბათი და კვირა დღეები: ამ დღეებთან ეკლესიაში დაკავშირებულია ძველი და ახალი აღთქმის საზეიმო მოვლენების ნათელი მოგონებები... და ხარების დღე“.! თვით ლიტურგიის შესახებ პირველგაწმენდილ მსხვერპლთა განახლებისა, დაწვრილებით იხ. არქიეპ. ბენიამინეს წიგნში „II0899 CნCIIX#8XX" (ნაწ. II, თავ. XI.2 შენიშვნები:

1. არქიმ. იოანე, დასახ. თხზ., |, 459-461; შდრ. ტრულის 52-ე კანონის განმარტება ზონარასა და ბალსამონისგან: #ტთ. CM#XM#., II, 427-428.

2. დასახ. გამოც., II, 216 და შემდგ.; შდრ. ასევე არქიმ. იოანეს განმარტება ტრულის 52-ე კანონის შესახებ (დასახ. თხ%.,, II, 430-432).

მსგავსი კანონები:მოც. 64, 69, ლაოდ.49505152

PDF გვ. 512 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 53

ვინაიდან სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი, ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ადგილებში, წმინდა და მაცხონებელი ნათლისღებით ყრმათა შემთვისებელნი, ამის შემდეგ მათ დაქვრივებულ დედებთან საქორწინო თანაცხოვრებაში შედიან, ამის გამო განვაჩინებთ: ამიერიდან მსგავსი არაფერი მოხდეს, ხოლო ვინც ამ კანონის მიღების შემდეგაც იქნება ამგვარ ქმედებაში მხილებული, პირველყოვლისა, ამ უწესო ქორწინებას უნდა გაერიდოს, შემდეგ კი მეძავთათგის დაწესებულ ეპიტიმიას დაექვემდებაროს. ამ კანონში საუბარია სულიერ ნათესაობაზე (00წი8L10 50ILICV8115) ნათლიასა და ჩვილს შორის, რომელიც მან ნათლობისას შეიწყნარა. სულიერი ნათესაობა ეფუძნება მონათლული ჩვილის კვლავდაბადების გააზრებას და იმ ურთიერთობას, რომელშიც ის შედის თავის სულიერ მამასთან, თავის შემთვისებელთან (შემწყნარებელთან, მიმქმელთან!, რომელიც შუამდგომლობს მის ახალ დაბადებას. ეს დამოკიდებულება იმ ვალდებულების გამო, რასაც ნათლია თავის თავზე იღებს სულიერ-აღმზრდელობით ნაწილში – რამეთუ ახალნათელღებულს შეუნაცვლებს მშობელ მამას – ითვლებოდა იმ დამოკიდებულების თანასწორად, რომელიც არსებობდა მშობელ მამასა და მის შვილს შორის; აქედან განვითარდა აზრი სულიერი ნათესაობის შესახებ, რომელიც ამ კანონის სიტყვებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლისმიერი ნათესაობა.' ეს აზრი ეკლესიაში უძველესი დროიდან იყო დამკვიდრებული??? ამ აზრის საფუძველზე წარმოიქმნა საქორწინო წინააღმდეგობა ნათლიასა და მის სულიერ შვილს შორის. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რამდენადაც სულიერი ნათესაობა, როგორც უკვე ვნახეთ, უფრო მნიშგნელოვანია ვიდრე სისხლისმიერი ნათესაობა; ამიტომაც განისაზღვრა სისხლისმიერი ნათესაობის ანალოგიურად სულიერი ნათესაობის ხარისხიც, რომელშიც ქორწინება აკრძალულია. ეკლესიაში ეს განსაკუთრებით განმტკიცდა V საუკუნეში, როცა პედობაბტიზმი გახდა საერთო მოვლენა და როცა ნათლიები და მონათლულები აღარ მიეკუთვნებოდნენ, როგორც ადრე, ერთი და იგივე სქესს.3 პირველ კანონმდებლობით წესდებულებას ამის შესახებ ვხვდებით სამოქალაქო კანონმდებლობაში: იმპერატორმა იუსტინიანემ 530 წლის 1 ოქტომბრის კანონით დააწესა, რომ არ გაბედოს ნათლიამ იქორწინოს თავის სულიერ ქალიშვილთან.“ ეს კანონი სხვა არაფერია – დოქტორ ჩიჟმანის ზუსტი შენიშვნით – თუ არა ძველი საეკლესიო კანონი, რომელმაც მხოლოდ ახლა მიიღო საიმპერატორო სანქცია.?ს იმის დამტკიცებით, რაც იუსტინიანეს მიერ იყო დაკანონებული, ტრულის კრება ამ კანონით – დასჯის მუქარით – აწესებს, რომ ნათლიამ არ უნდა გაბედოს იქორწინოს თავის მიერ მონათლული ბავშვის დაქვრივებულ დედასთან. ამით სულიერ ნათესაობას დაედო კანონიკური საფუძველი – როგორც ქორწინებისათვის წინააღმდეგობას. ამრიგად, აკრძალულია კანონიკური ქორწინება სულიერ ნათესაობაში ნათლიასა და მის მონათლულ ქალიშვილს შორის (პირველი ხარისხი), ასევე ნათლიასა და მონათლული ბავშვის დაქვრივებულ დედას შორის (მეორე ხარისხი). დროთა განმავლობაში ტრულის კანონის იმ ადგილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სულიერი ნათესაობა სისხლისმიერ ნათესაობაზე უმნიშვნელოვანესია, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხებამდე, რომლებშიაც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-7 ხარისხის ჩათვლით.5 მაგრამ რადგანაც ტრულის ამ კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიაც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში, მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს.

შენიშვნები:

1. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ამ კანონის განმარტებაში არქიმ. იოანესთან (დასახ. თხზ., II, 432-433). შდრ. 7ხ1)§ი8ვი, )იტილL იხი., 5. 265, ტი». 1.

2. შდრ. 10IიიXვ. #»იილნეგცწ., 06 ხ)ილვXლს. 6001., C. 2 CL 7 IMIდიი, 3. წ., ს. 3, Cი1. 392-424; 552-5841. - 1I-6+LსI)., 06 ხ8XL., ი. 6 6 18; ხი იი»იივ, C. 3 IM1 წი, §, L., L. 1, 01. 1206- 1207; 1220-1222; L. 2, 001. 78-801 – #ტსყს5(1ი., ჩი. 23 8ძ 8ი#»!”/., ძი იძიი8სიL. I00XIL. 1Iხ. 1, დ. 84, §ი”თ. 116 ძი Lტთიდ., 5§8ღი, 163 ძი ითი. ხვXL. IM1თდიი, 8. L., §. 33, იიI. 359-364; L. 44, 601. 146-147; ს. 38. CILხ. §6=00068). – იხ. კართ. კრების 45-ე კანონიც.

3. იხ. მიტროპოლიტ ილია კრეტელის მე-5 კანონიკური პასუხი ნათლიების შესახებ: #%. C#8X., V, 380. ნიკეის (| მსოფლ. კრების) ტურიანის გამოცემაში არის 22-ე კანონი, რომელიც ამბობს; VI>ო თითი (0იიიი»თ( 1ი ხმის9იი ისი1135 8VL IVII0=I05, I0LთVV6 I0VMII0I08 (0X08IXIL X0850V108, §0ძ 00105 IIVIII10I08 ჭ8იცლმის 0VI011805 06 VIII ს8იი8იL I0I39C0V108.

4. Cიძ., V, 4, 26; შდრ.ასაჭეთმპყრობელი“, 48, 7, 28.

5. Lხი:ტისსL იჯLი., 5. 267.

6. ამის შესახებ XIII საუკუნიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სხვადასხვა დადგენილებები არსებობს. ასევე იხ. 2018თ8ი, სხი”ი0იხ% იLი., 5. 273-275, და 78იხიშიტ, C050M010M%06 ძიL თIL.-”იIი. I6ლხ(9, 5. 49-50. იხ. „საჭეთმპყრობელი", თავ. 50 (დასახ. თხზ. II, 202).

7. ამჟამად რუსეთში ძალაშია 1810 წლის 18 იანვარის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც სულიერ ნათესავებში ქორწინება აკრძალულია ტრულის 53-ე კანონის სულისკვეთებით, სახელდობრ: 1) ნათლიას არა აქვს უფლება ცოლად მოიყვანოს თავისი სულიერი ქალიშვილი (1 ხარის.) და 2) ნათლიმამას არა აქვს უფლება დაქორწინდეს თავისი სულიერი შვილის დაქვრივებულ დედაზე (2 ხარის.).

PDF გვ. 514 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 54

საღვთო წერილი ნათლად გვასწავლის: ,კაცი-კაცი ყოველივე თყსსა კორცსა არა მოუკდღეს გამოცხადებად სარცხვნელისა...“ (ლევ. 18, 6). ღმერთშემოსილმა ბასილიმ თავის კანონებში გააკეთა ზოგიერთი აკრძალული ქორწინების ჩამონათვალი, ხოლო ბევრ მათგანს დუმილით აუარა გვერდი, რითაც თავი აარიდა უშვერ სახელწოდებებს, რათა სიტყვა არ შეებილწა და უწმინდურობანი საერთო სახელით მოიხსენია და იმით გვიჩვენა უწესო ქორწინებათა საერთო სახე. მაგრამ, რადგანაც აკრძალული ქორწინებების დაუკონკრეტებულობამ ადამიანთა ბუნების აღრევა გამოიწვია, ამიტომ ჩვენ უმჯობესად მივიჩნიეთ აშკარად მიგვეთითებინა უწესო შეუღლებებზე და განვაჩინეთ: თუ ვინმე იქორწინებს თავის ძმისწულზე, ან მამა და ძე დედასა და ასულზე, ან ორ ქალწულ დაზე მამა და ძე, ან ორი ძმა დედასა და ასულზე, ან ორი ძმა ორ დაზე, მაშინ ისინი შვიდწლიან ეპიტემიას უნდა დაექვემდებარონ, ცხადია უწესო ქორწინების გაუქმების შემდეგ. (მოც. 19; ტრულ. 26, 53; ნეოკეს. 2; ბასილი დიდ. 23,-27, 68, 75, 76, 78, 79, 87; ტიმოთე ალექს. 11; თეოფილე ალექს. 5). ნათესაობა, როგორც წინააღმდეგობა ქორწინებისათვის, საღვთო სჯულიდან რომ გამომდინარეობს, ჩვენ უკვე ვიხილეთ მოციქულთა მე-19 კანონის განმარტებაში, სადაც მოვიყვანეთ ამის შესაბამისი ადგილი წმიდა წერილიდან. ეს ამ კანონის შესავალი სიტყვებითაც დასტურდება. წმიდა წერილი უწოდებს საძაგელსა და სასირცხვილოს, თვით ბუნების წაბილწვას, როცა არ იმარხება ნათესაური კავშირის სიწმინდე და სახეზეა ნათესაური კავშირით შეერთებულ პირთა შორის ბუნების საწინააღმდეგო სისხლაღრევა. წმიდა წერილის ეს სწავლება არის თვით ბუნების კანონთა გამოვლინება, განმსაზღვრელი ურთიერთზნეობრივი დამოკიდებულებებისა ადამიანთა შორის, რომელთა ძარღვებშიც ერთი სისხლი სჩქეფს, ან რომლებიც აერთიანებენ საკუთარ თავში რამდენიმე ოჯახის სისხლს – ქმრისა და ცოლის საქორწინო კავშირის გზით, რომლებიც ქორწინებაში ერთ სხეულს შეადგენენ (იხ. დაბ. 2, 24). ხორციელი კავშირი პირთა შორის, რომლებიც ერთი წინაპრის შთამომავლობით არიან ნათესავები (აქ ნათესავები ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით, 00წ- 2910 CმXი08118), ან თუნდაც ორი წინაპრის შთამომავალთა ქორწინების შედეგად (ნათესავები, უფრო სწორად მოყვრები: C80#0X980, 8I”1ი1L85), გარყვნიდნენ და მოსპობდნენ ზნეობრივ ურთიერთდამოკიდებულებას და კაცთა მოდგმა გაუთანაბრდებოდა პირუტყვთა მოდგმას, რომლებსაც მხოლოდ სქესობრივი განსხვავება და სქესობრივი კავშირი აქვთ, მაგრამ არაფერი გონიერი და ზნეობრივი. ადამიანები კი ცხოველებს, სხვათა შორის, იმითაც აღემატებიან, რომ სისხლისმიერი კავშირი ნათესავებს შორის არა მხოლოდ ხორციელი კავშირის არსს შეიცავს, არამედ მორალურისაც. გვარტომეულში ყოველ წევრს თვით ბუნება უწესებს გარკვეულ ადგილს და ნათესაგთა წრეც ამით განისაზღვრება. თითთოულ წევრს, იმ ადგილის შესაბამისად, რომელსაც იკავებს, აქვს თავისი უფლება და მოვალეობა ყველა სხვა დანარჩენ წევრთა მიმართ. ასე რომ, ამ ნათესაურ წრეში თვით ბუნებამ შეაერთა ყველა წევრი სიყვარულის ზნეობრივი კავშირით, ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთთანადგომით, და რამდენადაც ეს ნათესაობა ფართოვდება ბუნებითა და კანონებით, იმდენად ფართოვდება ადამიანთა შორის ზნეობრივი კავშირის სულიც და თანდათან გარემოიცავს მთელ ტომებსა და გვარებს, და შთამომავლებს თავის წინაპრებთან აკავშირებს.

ამის გამო, გარკვეულ პირებს შორის ნათესაურ კავშირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქორწინების საკითხში, სადაც ნათესაობა წარმოადგენს ერთი მხრივ ქორწინების ბუნებრივ შედეგს, ხოლო მეორე მხრივ – ზოგიერთ შემთხვევებში ქორწინებისათვის დაბრკოლებას. მოსეს სჯულის თანახმად, პირდაპირ შტოში ნათესაობის გარდა (აღმავალი და შთამომავალი ნათესაობა), ქორწინება იკრძალებოდა აგრეთვე გვერდით შტოში (გვერდგანმავალი ნათესაობა) მესამე ხარისხის ჩათვლით (იხ. ლევ. 18, 7 და შემდგ.; 20, 11 და შემდგ.), ანუ როგორც სისხლისმიერ, ასევე მოყვრულ ნათესაობაშიც. თუმცა, ახსენა რა ნათესაობის ეს ხარისხი, მოსეს ამით არ შემოუფარგლავს ქორწინების აკრძალვა ხარისხით, რადგან ის გამოთქვამს საერთო წესს, როცა ამბობს, რომ არავინ მიუახლოვდეს თავის ხორცისმიერ ნათესავს სიშიშვლის ასახდელად (იხ. ლევ. 18, 6; 20, 20). აქედან ჩანს, რომ მოსე მოიხსენიებს ნათესაობის მხოლოდ იმ ხარისხს, რომელშიაც ქორწინება უპირობოდ უნდა იყოს აკრძალული, ხოლო სხვა ხარისხებში ქორწინება რეგულირებას მოითხოვს საერთო ბუნებრივ კანონებთან შეთანხმებით. რწმუნებული ხელისუფლება ადგილგარემოებისა და დროის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას – აკრძალოს თუ დაუშვას ესა თუ ის ქორწინება. ამგვარად, თუ მოსეს არ აუკრძალავს ქორწინება შემდეგ ხარისხებში, კატეგორიულად არც დაუშვია. მაგრამ მან ამგვარად გამოთქვა არც ჰო და არც არა ასეთ ქორწინებებთან მიმართებით (შდრ. ბასილი დიდის 87-ე კანონი). ქრისტიანულ ეკლესიაში დასაბამიდანვე იყო აკრძალული ქორწინება განშტოების მე-3 ხარისხში (მოც. 19) სისხლისმიერ ნათესავებს შორის (C0წ0ი8%10 C81ი8115). ამბროსი მედიოლანელი, ერთ-ერთ თავის წერილში კითხვაზე: შეუძლია თუ არა მამამ დააქორწინოს თავისი ძე თავისი ქალიშვილის შვილიშვილზე, ოღონდ სხვადასხვა დედისგან, – პასუხობს, რომ პირველ საუკუნეებში ქორწინება აკრძალული იყო არა მხოლოდ პირდაპირი შტოს ნათესავებს შორის, არამედ გვერდგანმავალ ნათესავებს შორისაც, რომ ეკლესიური და, ასევე, სამოქალაქო კანონითაც, აკრძალვა ვრცელდებოდა დისშვილებსა და ძმისშვილებზე, სხვანაირად – განშტოების მე-4 ხარისხამდე; დასასრულ, ქორწინების დროს ყოველთვის ექცეოდა ყურადღება იმას, რომ არ მომხდარიყო სახელწოდებათა აღრევა (000108510 ი0Mი1ისIი), ანუ ქორწინების შედეგად არ არეულიყო წოდებები და ბუნებრივი ნათესაური ურთიერთობა ორ პიროვნებას შორის, რომ უფროსი ნათესავები არ აღმოჩენილ- _ იყვნენ უმცროსთა მდგომარეობაში, ხოლო უმცროსებს არ ჩაეგდოთ ხელში ის უფლებები, რაც მათ ნათესაურ წრეში არ ეკუთვნოდათ, – ერთი სიტყვით, არ დაეკავებინათ უფროსთა ადგილი.! ამას ბასილი დიდიც ამტკიცებს თავის კანონებში, კერძოდ, 87-ე კანონში, სადაც იგი გვეუბნება, როგორ ჩამოყალიბდა ეკლესიაში აზრი ნათესაობის შესახებ და როგორ წარმოიშვა მასთან დაკავშირებული კანონი: „მაშ ასე, პირველი, და თანაც ამგვარ საქმეებში ფრიად მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, არის ჩვენი იმ წეს-ჩვეულებების დაცვა, რომლებსაც კანონიერი ძალა აქვს, რადგან ეს დადგენილებანი ჩვენ წმინდა კაცთაგან მოგვეცა“, და მოჰყავს რა შემდგომში ამის შესახებ მაგალითი, დასძენს: „სხვა არაფრის თქმაც რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, ეს ჩვეულებანიც საკმარისი იქნებოდა ბოროტების მოსაკვეთად“. თანახმად ამისა, ნათესაობის შესახებ კანონები, კერძოდ, ქორწინებასთან მიმართებით, თავდაპირველად ეკლესიაში დაწესდა გადმოცემით, რაც შემდგომ ჩვეულებაში (|ადათ-წესებში| გადავიდა და ხანგრძლივი პრაქტიკის გზით, თავისთავად დაკანონდა. ბასილი დიდის სხვა კანონებიდან, სადაც საუბარია ნათესაობის გამო ქორწინების შეუძლებლობაზე, ჩანს, რომ მის დროში (IV საუკუნეში) ნათესაური წრე ქორწინებასთან მიმართებით იყო საკმაოდ განსაზღვრული და რომ ქორწინება აკრძალურ ნათესაურ ხარისხში განიხილებოდა როგორც მრუშობა და ამიტომ ირღვეოდა. მაგრამ იმავე დროში ნათესაობა და ქორწინებები სამოქალაქო კანონებსაც ექვემდებარებოდა; თანაც ეს კანონები, ნათესაურ ხარისხებთან დაკავშირებით, რომლებშიაც ქორწინება დაშვებული, ან აკრძალული იყო, საეკლესიო კანონებს ყოველთვის არ შეესაბამებოდა. სამოქალაქო კანონებით პირდაპირი შტოს ნათესავებში ყველა ქორწინება იკრძალებოდა, როგორც აღმავალი, ასევე შთამომავალი ხაზით,? და ეს სრულიად ბუნებრივია, რამეთუ ფიზიკურად და ზნეობრივად დაუშვებელია, რომ აღმავალი ხაზის ნათესავები დაქორწინდნენ შთამომავალი ხაზის ნათესავებზე, მაგ., მამა ქალიშვილზე, ბაბუა ანუ პაპა შვილიშვილზე, პაპის მამა შვილთაშვილზე და ა. შ. ეკლესია ამას ყოველმხრივ ეთანხმებოდა. ამიტომაც, პირდაპირი შტოს ნათესავებში, ქორწინებასთან მიმართ დამოკიდებულება არასდროს იწვეგდა ეჭვს და ამის გამო სპეციალური კანონებიც არ გამოიცემოდა.9 გვერდგანმავალი ხაზით ნათესაობასთან დამოკიდებულებით კი, სამოქალაქო კანონები ზღუდავდნენ ქორწინებას მხოლოდ უახლოეს ნათესავებს შორის მე-3 ხარისხამდე, ხოლო დისწულებსა და ძმისწულებს შორის, ანუ დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის (შესაბამისად მე-4 ხარისხში) ქორწინება ნებადართული იყო იმპერატორ თეოდოსის დრომდე, რომელმაც იგი აკრძალა.“ თუმცაღა, იუსტინიანეს კოდექსში ეს ქორწინება უკვე ნებადართულია, ზუსტად ასევე მის ინსტიტუციებში.§ როგორც ჩანს, სამოქალაქო კანონები გვერდგანმავალ შტოში ქორწინებასთან მიმართებით, თავისი დამოკიდებულებით არ იყო თანამიმდევრული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტიანულ ეკლესიაში ფესვგადგმული ჩვეულება თავისთავად კრძალავდა ასეთ ქორწინებებს, როგორც ამას იმ დროის ეკლესიის მამები მოწმობენ.9 რაც შეეხება მოყვრობას: (C80X0780, 81M7ი1L85), სამოქალაქო კანონები, აღიარებდნენ რა ქმრის ნათესავებს პირდაპირი შტოთი ცოლის ნათესავებადაც და პირიქით, საერთოდ არ უშვებდნენ ამ ნათესავებში ქორწინებას, როგორც აღმავალი, ასევე შთამომავალი ხაზით, და ეს არდაშვება იმავე პრინციპიდან გამოდიოდა, რომელიც მიღებული იყო სისხლისმიერი ნათესავებისათვის. სიკვდილის, ან განქორწინების შედეგად ქორწინების გაუქმების შემთხვევაშიც კი, არ შეიძლებოდა რომელიმე მეუღლეს მეორის პირდაპირი შტოს ნათესავებზე ექორწინა.7 რაც შეეხება გვერდგანმავალ შტოს მოყვრებს, მეუღლეთაგან ერთ-ერთის მეორის ნათესავებზე დაქორწინება დასაშვები იყო (მეორე მეუღლის სიკვდილის შემთხვევაში); ასევე, დასაშვები იყო მეუღლეების მოყვრებს შორის ერთმანეთთან ქორწინება. ეკლესიას კი, უკვე ძველაღთქმისეული წესდებულებით, არ შეეძლო შემოფარგლულიყო მხოლოდ ამ ხარისხებში ქორწინების დაშვებით, და მართლაც, ჩვენ ვხვდებით კანონს, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შეხედულებით თუ გვერდგანმავალი მოყვრობის რომელ ხარისხში უნდა იყოს ქორწინება აკრძალული (მოც. 19; ნეოკეს. 2; ბასილი დიდ. 87), მალე სამოქალაქო კანონებმაც აკრძალეს ასეთი ქორწინებები.9 ასეთი იყო საქმის ვითარება ქორწინებებთან მიმართებით სისხლისმიერ ნათესავებსა და მოყვრებს შორის VII საუკუნემდე. გაურკვევლობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბასილი დიდის 87-ე და ასევე არსებულ სამოქალაქო კანონებში, ტრულის კრებას მიზეზი მისცა – ამის შესახებ ზონარას სწორი შენიშვნით – მიეღოთ თავიანთი 54-ე კანონი.9? მათ შენიშნეს, რომ არასწორ ქორწინებებში გარკვევის სირთულე ხშირად არეულობებს იწვევდა, ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს ამის შესახებ სპეციალური კანონი გამოეცათ. მათ განსაზღვრეს, სახელდობრ, ნათესაობის რომელ ხარისხში უნდა აიკრძალოს ქორწინებები, თანაც 7 წლიანი ეპიტიმიის მუქარით ყოველი დაუმორჩილებლობისათვის და, თავისთავად, ქორწინების გაუქმებაც. რაც შეეხება სისხლისმიერ ნათესავებს, კანონი ქორწინებას კრძალავს მე-3 ხარისხში, სახელდობრ: არავინ გაბედოს იქორწინოს თავისი ძმის ქალიშვილზე. დისწულებისა და ძმისწულების ერთმანეთთან ქორწინებაზე კანონი არაფერს ამბობს, რის გამოც შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი ქორწინება (მე-4 ხარისხი) საეკლესიო სამართლით არ იყო ნებადართული, მაგრამ არც უქმდებოდა, თუკი უკვე შემდგარი იყო. მოყვრებთან მიმართებით კანონი კრძალავს ქორწინებებს: მამისა და ვაჟიშვილის – დედასთან და ქალიშვილთან (მე-2 ხარისხი); მამისა და ვაჟიშვილის – ორ დასთან (მე-3 ხარისხი); დედისა და ქალიშვილის – ორ ძმასთან (მე-3 ხარისხი) და ორი ძმისა – ორ დასთან (მე-4 ხარისხი). მაშასადამე ტრულის ამ (54-ე) კანონის თანახმად მოყვრობის მე-4 ხარისხი არის ზღვარი აკრძალული ქორწინებებისა. იმის გამო, რომ ტრულის კრების შემდეგ არ ყოფილა მიღებული რაიმე საერთო საეკლესიო განწესება წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით, უნდა ვაღიაროთ, რომ კანონიკურად მკაცრი აკრძალვა მოყვრებში ქორწინებას ეხება მე-4 ხარისხის ჩათვლით.) დროთა განმავლობაში მოყვრებში ქორწინება აკრძალულ იქნა მე-6 ხარისხის ჩათვლით. სახელდობრ, პატრიარქ სისინის დროს კონსტანტინოპოლის სინოდის 997 წლის 21 თებერვლის განჩინებით.'! სისხლისმიერ ნათესავებში კი მე-7 ხარისხის ჩათვლით, პატრიარქ ლუკას დროს კონსტანტინოპოლის სინოდის 1166 წ. 11 აპრილის განჩინებით.!2 შენიშვნები: 1. რჯიხ1ი0§., ი. 60 8ძ IX81ზიჯის ი (IMI1ლიი, §. 1., ჯ. 16, იი1. 1183-1186). 2. 0I8095L, XXIII, 2, 53; ძი IILს ისიL. შდრ.II00XMC08 ,VII, 2; #იიM989, IX. 48, I. 7, 2.

4, C0ძ. Iიძიძ., III, 10, 1, 12, 83.

5. C0ძ. Iჰ9ს511ი., V, 4, 19. Iთ511L., I. 10, § 4.

6. შდრ. ბასილი დიდ. 87-ე კანონი; ამბროსის IMIწიი, §. 1., L. 16, C01. 1183-1186), ავგუსტინეს (06 CIVIL. ძი, XV, 16) (იი1დიი, §. 1., ჭ. 41, იი1. 457-4601 და სხვ. 7. I წ05L. XXXVIII, 10, 4; ძი თეძ. 6L 8წწი. ლიძ., V, 4, 17. 8. Cიძ. IIძიძ., III, 12, 2, 4. Cიძ. MV5%1ი., V, 5, 5, 8, 9. შდრ. IIი0XMი0#,VII, 10, XXXIX, 69. L06M5958%, IX. 48, IL. 7, 10; Lი. 39, 69; X». 49, 33M. 2, 2; 328. 16, 13. 9. 4თ. CMXX., II, 482.

10. რუსეთში ქორწინების აკრძალვისას როგორც სისხლისმიერ, ასევე მოყვრებ ნათესავებს შორის, ამჟამად მიჰყვებიან ტრულის წინამდებარე (54-ე) კანონს, ამიტომ მკაცრად აკრძალულია ქორწინებები მე-4 ხარისხის ჩათვლით. ეს დაკანონებულია 1810 წ. დასახელებული ბრძანებულებით, და განმტკიცებულია შემდეგში 1837 წ. 31 დკემბრის ბრძანებულებით. მეორე მოყვრობასთან დაკავშირებით (სამნათესაობითი), 1841 წ. 25 აპრ. ბრძანებულებით და ასევე 1859 წ. 28 მარტის ბრძანებულებით დადგენილია, რომ ქორწინება მკაცრად აკრძალულია მხოლოდ 1 ხარისხში, ხოლო მე-3 და მე-2 ხარისხში შეიძლება დაშვებული იყოს. 11. ტდ. CMMX., V, 11-19. IIიიMM8%, I». 51, (II, 230)

12. 4თდ. CMM+., V, 95-98. რუსული ეკლესიის თვალსაზრისი ნათესაური ქორწინებების აკრძალვასთან დაკავშირებით კანონიკურია და ამ ეკლესიის განწესებებს (ტრულის 53-ე კანონის განმარტების მე-7 და წინამდებარე მე-10 სქოლიოები) ჩვენ საუკეთესოდ მივიჩნევთ, რომლებიც უნდა შეითვისონ სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმაც და სწორედ იმიტომ, რომ ეს განწესებანი კანონიკურია სრული მნიშვნელობით. ამავე დროს სხვა ადგილობრივ ეკლესიებში კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრია და პრაქტიკაში ხშირად მიუღებელი, და ამდენად ადგილობრივი ეპისკოპოსები იძულებული ხდებიან, კანონიკური თვალსაზრისით ყოველგვარი საჭიროების გარეშე, ძალიან ბევრი დრო დახარჯონ ნებართვის გაცემაზე (დისპენსაცია).

PDF გვ. 516 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 55

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გინაიდან შევიტყვეთ, რომ ქალაქ რომის მკვიდრნი წმინდა დიდმარხვის დღეებში შაბათობითაც მარხულობენ, რაც ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა, ამიტომ წმინდა კრებას სწადია, რომ რომის ეკლესიაშიც შეურყვნელად იქნეს დაცული კანონი, რომელიც ამბობს: თუ კლერიკოსი იმარხულებს წმინდა საუფლო დღეს, ან შაბათს, გარდა ერთი შაბათი დღისა, განიკვეთოს; ხოლო თუ ერისკაცი, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

მოც 64-ე კანონით აკრძალული იყო შაბათობით მარხვა (ვნების შაბათის გარდა), ტრულის კრების მამები იმეორებენ მოციქულთა ამ კანონს იმის გამო, რომ შეიტყვეს: რომის ეკლესიაში ამ კანონის წესდებულება უგულისყუროდ იყო დატოვებული და კანონსაწინააღმდეგოდ შაბათობითაც იცავდნენ მარხვას.“ შენიშვნა:

+" საუბარია მშრალ მარხვაზე. დაწვრილებით იხ. მოციქულთა 64 კანონის განმარტება.

მსგავსი კანონები:მოც.64

PDF გვ. 520 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 56

შევიტყვეთ აგრეთვე, რომ სომხეთში და ზოგიერთ სხვა ადგილებში შაბათ და კვირა დღეებში ყველსა და კვერცხს ჭამენ. ამის გამო, სათნოდ გვიჩანს დავაწესოთ, რომ საღვთო ეკლესია ყველგან ერთი წესით მარხულობდეს და ეკრძალებოდეს ყოველივე დაკლულს, აგრეთვე კვერცხსა და ყველს, რომლებიც იმის ნაყოფი არიან, რასაც ვეკრძალებით. თუ ეს განწესება დაცული არ იქნება: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (მოც. 66, 69! ამბობენ, რომ სომხებს თავიანთი განსაკუთრებული აზრი ჰქონდათ რძის ნაწარმზე და თვლიდნენ, რომ თევზი უფრო ცხოველი საჭმელია, ვიდრე რძის ნაწარმი, რამეთუ თევზი ნამდვილი ცხოველია, ხოლო რძის ნაწარმი არსობრივად მხოლოდ ცხოველთა საკვების წვენია და ამის თანახმად, თავის თავს უფლებას აძლევდნენ დიდმარხვის შაბათსა და კვირას საკვებად ყველი და კვერცხი მიეღოთ, ხოლო თევზისაგან ამ დღეებში თავს იკავებდნენ.' ამ ბოროტმოხმარების წინააღმდეგ აღდგნენ ამ კანონის მიღებით ტრულის კრების მამები, თანაც ამ განწესების შეუსრულებლობისათვის საეკლესიო კრებულის წევრები განკვეთას დაუქვემდებარეს, ერისკაცები კი ზიარებიდან განკანონებას. შენიშვნა: 1. იხ. არქიმ. იოანესთან ამ კანონის განმარტება (დასახ. თხზ., II, 445-446).

PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 57

დაუშვებელია საკურთხეველში თაფლისა და რძის შეწირვა. (მოც. 3; ტრულ. 28, 32, 99; კართ. 37). ამ კანონით მეორდება მოციქულთა მე-3 კანონის განწესება.

PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 58

ერისკაცთაგან ნურავინ აზიარებს საკუთარ თავს, როცა იქვე იმყოფება ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი. ვინც ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ერთი შვიდეულით განკანონდეს საეკლესიო ზიარებიდან, და ამით შეგონებულ იქნეს, რომ: „ნუ უფროის ბრძნობნ უმეტეს წესისა მის...“ (რომ. 12,3). (| მსოფ. 13, 18). · ცნობილია, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მართლმორწმუნეთ შინ მიჰქონდათ წმინდა ზიარება და თვითონვე, საკუთარი ხელით ეზიარებოდნენ. განსაკუთრებით ამას ადგილი ჰქონდა მონოზვნების შემთხვევაში, რომლებიც უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდნენ» მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ხდებოდა ბოროტად გამოყენების მიზეზი. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ერისკაცნი, ძველ ჩვეულებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც თვითონვე შეეძლოთ სახლში ზიარებოდნენ ეკლესიიდან წამოღებულ წმინდა ძღვენს, მოინდომეს ეკლესიაშიც თავადვე ზიარებულიყვნენ მღვდელმსახურთა თანდასწრებით, რომლებიც საიდუმლოს აღასრულებდნენ და რომელთაც გამორჩეულად აქვთ მინიჭებული უფლება მორწმუნეების ზიარებისა, – როგორც ამის შესახებ ტერტულიანე მოწმობს.2 სწორედ ეს ბოროტად გამოყენება ჰქონდათ მხედველობაში, როცა ტრულის კანონმა დაგმო ერისკაცნი როგორც იმისათვის, რომ საკუთარი ხელით, საეკლესიო განწესებების საწინააღმდეგოდ სურდათ შეხებოდნენ წმინდა საიდუმლოს და ზიარებულიყვნენ, ასევე, განსაკუთრებით იმ კადნიერებისათვის, რაც უფლებას მითვისებაში მდგომარეობდა, უფლებისა, რომელიც ამ შემთხგევაში ეკუთვნოდა მხოლოდ მღვდელმსახურებს; ამის თანახმად, კანონი უქვემდებარებს მათ შესაბამის ეპიტიმიას, რათა განისწაგლონ, რომ არ აიღონ თავზე იმაზე მეტი უფლება, რასაც მათ წმიდა წერილი საეკლესიო სიწმინდეებთან მიმართებით ანიჭებს. შენიშვნები: 1. იხ. სხვათა შორის, ბასილი დიდის 93-ე ეპისტოლე. 2. ს0C08X151136 §80ლ”8ი000LMI0... 260 ძი გსსიყIი ვის, ყIმIი ი>X8051ძტო(IIMI 501015, ჯი იიჯიი8 X0111(15, 8ი. 3 წიი1ღ ირ, 5. L., L. 2, C01. 79).

PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 59

ნათლისღების საიდუმლო არ უნდა აღესრულოს კარის ეკლესიებში; ყოვლადწმიდა ნათლის მიღების მსურველი კათოლიკე ეკლესიას მიეახლოს და იქ გახდეს ღირსი ამ უხრწნელი ნიგის მიღებისა; ხოლო ვინც იმხილება ამ განწესების დარღვეგაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (მოც. 37; IV მსოფლ. 18, ტრულ. 31, 34; VII მსოფლ. 10; ღანგ. 6; ანტიოქ. 5; ლაოდ. 58, კართ. 10; ორგ. 12). ამ კრების 31-ე კანონში ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება აკრძალული იყო სახლებში მოწყობილ ეგვტრებში, „სახლსა შინა განთავსებულ სამლოცველოებში“, და რომ ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ რწმუნებული ეპისკოპოსის საგანგებო ნებართვით. ამ კანონით მეორდება მოხსენიებული აკრძალვა; თანაც განიწესება, რომ ნათლისღება აღესრულოს მხოლოდ ტაძრებში, სახელდობრ იმიტომ, რომ იგი აღსრულდეს ზედმიწევნით მართლმადიდებლურად, და რომ ვინმემ ბოროტგანზრახვით ვერ შეძლოს რაიმეს დარღვევა ეკლესიის განწესებაში ასეთი უდიდესი და მაცხონებელი საიდუმლოს ჩატარებისას. ამ კანონის წინაშე შემცოდენი ექვემდებარებიან: კლერიკოსები – დამხობას, ერისკაცები – განკანონებას. თუმცაღა, ეს სასჯელი, ამ კრების 31-ე კანონიდან გამომდინარე, იმ პირობით უნდა მოვიაზროთ, თუ აღნიშნული ქმედება სრულდება თვითნებურად, რწმუნებული ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რამეთუ ნათლისღებისა და ლიტურგიის ჩატარება სახლის სამლოცველოებში, რომელთაც ეს კანონი მოიხსენიებს, შეიძლება ეპისკოპოსის ნებართვით.

PDF გვ. 522 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 60

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მოციქული ღაღადებს, „..რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“ (1 კორ, 6, 17), აქედან ცხადია, რომ მოწინააღმდეგესთან თანაზიარებით შეთვისებული მისნაირი ხდება; ამიტომ ჯეროვანია, რომ ვინც თვალთმაქცურად ეშმაკეულობას დაიჩემებს და ავზნეობით მისთვის დამახასიათებელ ქმედებებს ჩაიდენს, ყოველნაირად დაექვემდებაროს ისეთივე სიმკაცრესა და შრომას, როგორსაც ნამდვილი ეშმაკეულნი ექვემდებარებიან დემონებისაგან გამოსახსნელად.

ამ კანონს მხედველობაში ჰყავს მატყუარები, რომლებიც ეშმაკით შეპყრობილებად აჩვენებდნენ თავს და, როგორც ასეთები, ქალაქ-ქალაქ დახეტიალობდნენ და უწესრიგობას იწვევდნენ; და რაც კიდევ უფრო უარესია – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან – ბევრი გულუბრყვილო მოქალაქე გაუგებრობაში ვარდებოდა, ასეთებს ხელგაშლილი ხვდებოდა და გულში იკრავდა, რამეთუ მათ წმინდა ადამიანებად მიიჩნევდნენ.' შენიშვნა:

1. #Cდ. CM9M.,, II, 441.

მსგავსი კანონები:მოც.79ანკვირ.24ბასილი დიდ.83

PDF გვ. 523 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 61

ის პირები, რომლებიც ენდობიან მისნებს, ასისთავებს“ ან სხვა მათ მსგავსებს, რათა იმათგან შეიტყონ წინასწარმეტყველება, წინამორბედ მამათა განწესებათა თანახმად ექვსი წლით ზიარებიდან განკანონებას ექვემდებარებიან; იგივე ეპიტიმია უნდა დაეკისროთ იმათ, ვინც დათვებსა და სხვა ცხოველებს დაატარებენ სამასხარაოდ და მარტივთა""” სულთა საზიანოდ და შეაზავებენ რა სიცხადეს უგუნურობასთან, ბედისა და გვარტომეულობის შესახებ მკითხაობენ და სხვა მრავალი მითქმა-მოთქმით არიან დაკავებულნი; მათ მსგავსად უნდა დაისაჯონ ე.წ. ღრუბელთმდევნელები, მსახრვალნი,"”" თილისმის დამამზადებელნი და გრძნეულნი. ვინც მტკიცედ არის დადგრომილი ამგვარ საქმიანობაში, არ უტევებს და არ ილტვის ასეთი დამღუპველი და წარმართული გამოგონებებისაგან, მათ მიმართ ეკლესიიდან გაძევებას განვაჩინებთ, როგორც ამას საღვთო სჯული ბრძანებს: „..რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა, – იტყვის მოციქული, – ანუ რაი სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოისა თანა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?“ (იხ. 2 კორ. 6, 14, 16, 15).

(ტრულ:. 65; ანკვირ. 24; ლაოდ. 36; ბასილი დიდ. 7, 65, 72, 81, 83; გრიგოლ ნოს. 3). ეს კანონი გმობს გრძნეულებას, მკითხაობას, მათ მსგავს სხვა საქმიანობას – როგორც სატანისტურ საქმეს – და 6 წლიანი ეპიტიმიით სჯის ყველას, ვინც ამგვარი საქმიანობითაა დაკავებული; თუ ასეთი არ მოინანიებს და ცოდვაში გაჯიუტდება, დაექვემდებარება ეკლესიიდან სრულ განკვეთას (შეჩვენება). ეს ეხება ერისკაცთ; ხოლო თუ მღვდელმსახური იქნება ასეთ საქმიანობაში მხილებული, თუ მას მკითხაობის სწამს, ან თვითონვეა მინდობილი გრძნეულებასა და მკითხაობას? ამაზე პასუხობს ლაოდ. კრების 36-ე კანონი. ბალსამონი კი ამ კანონის (61-ე) განმარტებაში შენიშნავს, რომ ასეთი მღვდელმსახური ექვემდებარება ხარისხიდან დაუყოვნებლივ დამხობას! და რამდენადაც ეს რწმენის ღალატია, იგი ეკლესიიდანაც უნდა განიკვეთოს, რამეთუ მსგავსი საქმიანობით იგი მარადიული ღმერთის მსახურიდან ეშმაკის მსახურად გადაიქცა. შენიშვნები:

"+ უხუცესი მოგვები. +% უბრალო, განუსწავლელი. "++ რიცხვებით მკითხავნი. 1. “თ. C#X%X., II, 444.

PDF გვ. 523 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 62

ე:წ კალანდა, გოტა, ვრუმალია” და მარტის თვის პირველ დღეს საჯარო თავშეყრა, გვსურს სრულიად განვდევნოთ მართლმორწმუნეთა ცხოვრებიდან; აგრეთვე დედაკაცთა საქვეყნო როკვა, რომელსაც უაღრესი ზიანისა და დაღუპვის მოტანა შეუძლია. ასევე ვკრძალავთ მამაკაცთა და დედაკაცთა მიერ ცეკვებსა და წესების აღსრულებას წარმართულ ჩვეულებების თანახმად – ელინთა ცრუ ღმერთების პატივსაცემად – როგორც უცხოს და შეუფერებელს ქრისტიანული ცხოვრებისათვის და განვაჩინებთ: არც მამაკაცმა შეიმოსოს დედაკაცის სამოსელი და არც დედაკაცმა – მამაკაცისთგის განკუთვნილი; არავინ ატაროს კომიკური, სატირიკული ან ტრაგიკული ნიღაბი; ნურც საწნეხელში ყურძნის წურვისას ახსენებენ დიონისეს საძაგელ სახელს და ჭურში ღვინის ჩასხმისას სიცილ-ხარხარს ნუ მიეცემიან და ნურც უმეცრებით, ნურც ამაოებით ნუ ჩაიდენენ რაიმე ისეთს, რაც დემონთა მომხიბლაობას მიეკუთვნება. ამიერიდან, ვისაც ეცოდინება ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვები და მაინც ჩაიდენს რომელიმე მათგანს: კლერიკოსის. დამხობას ვბრძანებთ სასულიერო ხარისხიდან, ერისკაცი კი, ასეთ შემთხვევაში, უზიარებლობით დაისაჯოს. (ტრულ. 24, 51, 65; ლაოდ. 54; ღანგ. 13; კართ. 15, 45, 63), ეს კანონი დამატებაა ამავე კრების 24-ე კანონისა. აქ, როგორც ქრისტიანთათვის შეუფერებელი, განიკითხება წარმართული დღესასწაულები, თამაშები და მოკა- %ზმულობა – წარმართული დროიდან შემორჩენილი. როგორი იყო ამ და მათ მსგავს თამაშობათა ხასიათი, ჩვენ ვიხილეთ ტრულის 24-ე კანონის განმარტებაში. ეს (62- ე) კანონი კი განკვეთას უსჯის ამ კანონის წინაშე შემცოდებელ მღვდელმსახურს, ხოლო ერისკაცს – ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას. ეს ყოველი იმით იყო უაღრესი განკითხვის ღირსი, რომ თვით ქრისტიანებმა – ბალსამონის სიტყვებით – შეითვისეს ბევრი წარმართული ჩვეულება, განსაკუთრებით ეს რთველს ეხებოდა. თანაც მღეროდნენ ზოგიერთ საეკლესიო გალობებს, რითაც, რა თქმა უნდა, სიწმინდეთა პროფანირებას ახდენდნენ.' შენიშვნები: "კალანდა – წარმართული დღესასწაული რომაელი დიდებულის პატივსაცემად, რომელიც შიმშილობისას ერთი თვის განმავლობაში კვებავდა რომაელებს. ვოტა – პანისადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული. ვრუმალი – დიონისესადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული. 1. 4თ. C#M87., II, 450.

PDF გვ. 524 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 63

მოწამეთა შესახებ ჭეშმარიტების მტერთა მიერ იმ მიზნით შედგენილი ცრუ თხზულებანი, რათა ქრისტეს მოწამენი უპატიო ჰყონ და მსმენელნი ურწმუნოებისაკენ მიდრიკონ, ვბრძანებთ ეკლესიაში არ გამოქვეყნდეს, არამედ ცეცხლს მიეცეს; ხოლო იმათ, ვინც შეიწყნარებს, ანუ ყურს მიაპყრობს მათ, როგორც ჭეშმარიტებას, ანათემას გადავცემთ. (მოც. 60; VII მსოფლ. 9; ლაოდ. 59).

ცრუსწავლებათა შემცველ წიგნებს, რომლებშიც ქრისტიანულ ჭეშმარიტებას აუკუღმართებდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ვხვდებით, რაზედაც საუბარი იყო მოციქულთა მე-60 კანონის განმარტებაში. VII საუკუნეში ტრულის კრების მამებმა ყურადღება მიაპყრეს იმას, რომ უცხო რწმენის მიმდევრებმა იმ მიზნით, რომ ქრისტიანობა დაცინვის საგნად წარმოეჩინათ, დაწერეს – ზონარას სიტყვებით – ზოგიერთი უცნაური და სასაცილო მოთხრობაც კი (იI16იგ 98ხ5V0Xძ1(8%15 6L 1ი00L19LსI), სადაც გამოიხატებოდა თითქოსდა ის, რასაც ამბობდნენ და აკეთებდნენ წამებულები, რათა ამგვარად ჩვენი რწმენა დაცინვის, ხოლო წმინდა მოწამენი კი შეურაცხყოფის საგნად გაეხადათ.' კანონი ასეთი თხზულებების არა მხოლოდ კითხვას კრძალავს, არამედ მათ დაწვასაც განაწესებს, და ყველა იმ პირს ანათემაზე გადასცემს, ვინც მათ ინახავს და ჭეშმარიტად მიიჩნევს. ანტირელიგიური და საზიანო წიგნების გავრცელებისა და, საერთოდ, მათი გამოცემის აღსაკვეთად, ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დადგინდა, რომ ტაძარში წაკითხულიყო და მართლმორწმუნეთა შორის გავრცელებულიყო მხოლოდ ის თხზულებები, რაც განხილული ღა მოწონებული იქნებოდა რწმუნებული საეკლესიო ხელისუფლების მიერ (შდრ. კართ. კრების 103-ე კანონი და ათანასე დიდის 39-ე ეპისტოლე დღესასწაულების შესახებ). დროთა განმავლობაში, ამ მოთხოვნილების დასაკმაყჟოფილებლად, გაჩნდა სასულიერო ცენზურა, რომელიც ყველა მთავარ ეკლესიასთან არსებობდა. საცენზურო საქმე მინდობილი ჰქონდათ გამოცდილ და რელიგიურ ადამიანთა კომიტეტს, რომელიც ატყობინებდა წიგნების შესახებ ეპისკოპოსთა კრებას, რომელსაც თავის მხრივ საბოლოო გადაწყვეტილება გამოჰქონდა.2· როცა რელიგიის საწინააღმდეგო, ან ქრისტიანული ზნეობისათვის საზიანო რაიმე წიგნი ფარულად, საეკლესიო ხელისუფლების ნებართვის გარეშე გამოდიოდა, მაშინ ეკლესია მას საჯაროდ განიკითხავდა და მის წაკითხვას ანათემის მუქარით კრძალავდა. ამის პირველი მაგალითი მოგვცა ნიკეის | მსოფლიო კრებამ, როცა დაგმო და წაკითხვა აკრძალა არიოზის მთავარი თხზულებისა, სადაც იგი თავისი ცრუსწავლების გამართლებას ცდილობდა.3 კრების ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, იმპერატორმა კონსტანტინემ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც არიოზისა და მისი მიმდევრების მიერ დაწერილი წიგნები ექვემდებარებოდნენ არა მხოლოდ აკრძალვას, არამედ დაწვასაც.1 ზუსტად ასევე მოიქცა იმპერატორი არკადიც ევნომიანთა და მონტანისტთა წიგნებთან მიმართებით.5 ასეთნაირადვე მოექცნენ ყველა სხვა ერეტიკულ წიგნებსაც V საუკუნეში.“ ეკლესიაში დაწესდა მწვალებლური წიგნების დაწვა ამ (63-ე) კანონით. მსგავსი წიგნების დამალვისათვის, საეკლესიო ხელისუფლების მიერ მათი საჯაროდ დაგმობის შემდეგ, VII მსოფლიო კრება თავისი მე-9 კანონით დამნაშავეებს შემდეგ სასჯელს უქვემდებარებს: ერისკაცთ ეკლესიისგან განყენებას, მღვდელთმსახურთ – განკვეთას?. შენიშვნები:

1. რთ. CM8VX., II, 452.

2. ამჟამად სასულიერო ცენზურას ექვემდებარება წმიდა წერილის ყველა გამოცემა, როგორც მთლიანობაში, ასევე მის ცალკეულ ნაწილებში; შემდეგ, ყველა ღვთისმსახურებისა და საღვთისმეტყველო შინაარსის შემცველი წიგნები; ასევე, ცენზურას ექვემდებარება საერო წიგნები რწმენისა და ზნეობის შესახებ; აგრეთვე ხატები და საერთოდ ნახატები საღვთო და საეკლესიო ისტორიიდან.

3. 5იი»8#., ILII5L, 6001., I, 9. – 5070ჯი., II15L. ლ001., 1. 21 წM1ფიით, §. ყ., L. 67. CიI. 77-100, 921-924).

4. 500L8L., იქვე – 5020»X., იქვე.

5. Cიძ. 1სტიძ., XIV, 5, 34: ძი ხვი»იL1C19.

6. 5ძ», Cიძ. ჰხს5LIი., 1, 5, 6 – ძი 1:ხXI9 M0310XII; 1, 5, 8 – ძი #ტ»იი)1110ი83>15(15 50 #სLწ#Cხ18019(1§5; ნესტორის წიგნების შესახებ იხ. მსოფლ. კრებ. საქმენი, II, 488, 491; პორფირეს წიგნების შესახებ მსოფლიო კრების საქმენი, II, 492; ორიგენეს წიგნების შესახებ – 5ს1ი!011 506V., 1X810ყწ. L, 6-7.

7. ეკლესიის უძველესი პრაქტიკა, რელიგიის საწინააღმდეგო და მავნე წიგნების დაგმობასთან მიმართებით (XIV ტიტულოვან. ნომოკანონი, XII, 3 ათენის სინტაგმაში, I, 265-268), ამჟამადაც ძალაში რჩება, და როგორც ოდესღაც სახელმწიფო ხელისუფლება უჭერდა მხარს ეკლესიას, ეს ასევე კეთდება ამჟამადაც ქრისტიანულ სახელმწიფოებში (მაგალითად ავსტრიის შემთხვევაში იხ. სისხლის სამართლის კანონის განწესება §§ 122, 123 და 303, 1852 წლის 27 მაისიდან).

PDF გვ. 525 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 64

არ შეეფერება ერისკაცს საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, არც დამოძღვრა და ასეთი სახით მოძღვრის პატივის თავსდება; იგი უნდა ემორჩილებოდეს უფლისგან მისთვის განჩინებულ წესს, განამზადებდეს ყურს იმათ მოსასმენად, ვისაც მოძღვრის მადლი მიუღია და იმათგან განისწავლებოდეს საღვთო სიტყვით, რამეთუ ერთიან ეკლესიაში სხვადასხვა ასო შექმნა ღმერთმა მოციქულის სიტყვისამებრ (იხ. 1 კორ. 12, 27), რომელსაც განმარტავს რა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნათლად გვიჩვენებს ეკლესიაში არსებულ წესს და აცხადებს: „ამ წესს, ძმებო, პატივი მივაგოთ, დავიმარხოთ იგი: ერთნი ყურ იყვნენ, მეორენი – ენა, ერთნიც –- ხელ, სხვები კიდევ სხვა რაიმენი; ერთმა ასწავლოს, მეორე – განისწავლოს“; და მცირეოდენი სიტყვის შემდგომ: „რომელიც სწავლობდეს – მორჩილებდეს, რომელიც გასცემდეს – გასცემდეს მხიარულითა პირითა, რომელიც მსახურებდეს – მსახურებდეს გულმოდგინებით; და ნუ ვიქცევით ყველანი ენად, თუმც კი ყველაზე ახლოა იგი, ნურც ყოველნი მოციქულებად, ნურც – წინასწარმეტყველებად და ნურც – განმმარტებლებად“, და რამდენიმე სიტყვის შემდეგ კვლავ ამბობს: „რად ჰყოფ თავსა შენსა მწყემსად ცხვარი ეგე? რად იქმნები თავად ფეხ-ყოფად განჩინებული? რად ხელყოფ მხედართმთავრობას მხედრად განწესებული?“ და სხვა ადგილას სიბრძნე მოგვიწოდებს: „ნუ ისწრაფი პირითა შენითა...“ (ეკლ. 5, 1); „ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა...“ (იგავ. 23, 4); ნუ ეცდები ბრძენთა უბრძნესი იყო. ვინც მხილებული იქნება ამ კანონის დარღვევაში, ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს. (ტრულ. 33; VII მსოფლ. 14; ლაოდ. 15).

მოძღვრის ღირსება (ძილიიძ! 80L0XIL85), რაზეც ეს კანონი საუბრობს, არის უფლება „განსწავლოს საუფლო ერი და განმარტოს საღვთო დოგმატები; ეს არის უფლება, რომელიც ყოვლადწმიდა სულის მადლით ეძლევათ მხოლოდ მღვდელმთავრებს და იმათ, ვისაც ისინი ამას ავალებენ“. აქ, რა თქმა უნდა, საუბარია, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით დოგმატური შინაარსის შემცველი სიტყვის საჯაროდ ქადაგების შესახებ. ასეთი ქადაგების უფლება და ერის განსწავლა, რწმენის ჭეშმარიტებებსა და ზნეობაში, ეკლესიის დამფუძნებელმა უფალმა მოციქულებს გადასცა (იხ. მთ. 28, 19), მათ კი, თავის მხრივ – თავიანთ მემკვიდრეებს (იხ. რომ. 10, 15; 1 ტიმ. 3, 2). ეპისკოპოსებისა და მათ მიერ რწმუნებულ მღვდელმსახურთა გარდა, არაგის, საღვთო სჯულის თანახმად, ცხადია, არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს დოგმატური შინაარსის მოძღვრება. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ კრების მიმდინარეობის ჟამს, ზოგიერთი ერისკაცი ითვისებდა „მოძღვრობის პატივს“ და საჯაროდ, ერის თავშეყრის ადგილებში, დოგმატური შინაარსის მოძღვრებას ქადაგებდა. ტრულის კრების მამებმა ამას ჟურადღება მიაპყრეს და დაეყრდნენ რა წმიდა წერილის იმ ადგილს, რომელიც ამას ეხება, კერძოდ კი, გრიგოლ ღვთისმეტყველის განმარტებას პავლე მოციქულის სიტყვებზე კორინთელთა მიმართ ეპისტოლიდან, აუკრძალეს ერისკაცეCს საჯაროდ დოგმატური ჭეშმარიტების ქადაგება, რამეთუ ამით ირღვევა „დადგენილება, ჩვენთვის თვით უფლის მიერ გარდამოცემული“.?ირი2 ამ კანონის დამრღვევნი ექვემდებარებიან წმინდა ზიარებიდან 40 დღით განყენებას.

ამ კანონში, სიტყვა „ერის (6სI10თLთ, ისხ1106) წინაშე“ , აჩვენებს, რომ აკრძალგა, რომლის შესახებაც საუბარია, ეხება საჯარო გამოსვლას, კერძოდ კი საეკლესიო ქადაგებას რწმენის საკითხების შესახებ. მაშასადამე, მის გარეთ ერისკაცებს არ ეკრძალებათ და „არც შეიძლება აეკრძალოს“ – როგორც ამას ზონარა გამოთქგვამს ამ კანონის განმარტებაში – იქადაგოს რწმენის საკითხებზე და უპასუხოს შეკითხვებს, რომლებსაც მას უსვამენ ამ საკითხებთან დაკავშირებით.3 ხოლო, ეკლესია რომ არა მხოლოდ არ კრძალავდა ამას და, პირიქით, ერთგვარად აწესებდა კიდევაც, ჩანს კურთხევანში განთავსებულ რჩევა-დარიგებებიდან, რომლებიც მიმართულია ახალდაქორწინებულთადმი, ასევე ნათლიებისადმი ნათლობისას, რომ ისინი გარკვეულწილად რწმენისა და ზნეობის მასწავლებლები უნდა იყვნენ. ეკლესია ყოველთვის მადლიერებით ეკიდებოდა, ხოლო საეკლესიო იერარქია კი არასდროს არ თვლიდა თავისი უფლებების ხელყოფად, როცა ცალკეული მეცნიერები და კეთილმსახური ერისკაცები საეკლესიო მეცნიერების დამუშავებას ეწეოდნენ მის სხვადასხვა დარგში; როცა ისინი, როგორც მასწავლებლები სკოლებში, ოჯახის თავები, სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები იღვწოდნენ იმისათვის, რომ მათ ხელმძღვანელობას დამორჩილებულ პირებს შეემეცნათ ქრისტიანული სწავლება და ამ სწავლების შესაბამისად ეცხოვრათ. ტრულის ამ კანონს არ ეწინააღმდეგება ამჟამადაც არსებული ის ძველი ჩვეულებაც, რომლის მიხედვითაც ერისკაცთ – კეთილმსახურთ და ეკლესიის ერთგულთ – ნება ეძლევათ ტაძარში მიცვალებულის წესის აგებისას ან სასაფლაოზე დაკრძალვისას, წარმოთქვან გამოსამშვიდობებელი სიტყვა; რამეთუ დასახელებული კანონი მიმართულია ერისკაცთა მხრიდან თვითნებურად მითვისების წინააღმდეგ „მოძღვრის პატივისა“ და საეკლესიო მოძღვრობისა საერთოდ და, მაშასადამე, იმის წინააღმდეგ, რომ ერისკაცებს თითქოს მღვდელმსახურებთან თანასწორუფლებით შეუძლიათ ეკლესიაში საჯაროდ იქადაგონ. ერთადერთი სრულუფლებიანი მოძღვარი ეკლესიაში – ეს ეპისკოპოსია, რომელიც თავისი მღვდელმთავრული ხელისუფლებით, მასზე დაქვემდებარებულ პირებს ეკლესიაში ქადაგებისა და, საერთოდ, სიტყვის წარმოთქმის უფლებით მოსავს. მის უპირობო განმგებლობაშია – დაუშვას თუ აუკრძალოს თითოეულს, განურჩევლად, სიტყვის წარმოთქმა საღვთო წესების აღსრულებისას ტაძარში, ან ტაძარს გარეთ; წინასწარ დაუქვემდებაროს თავის ცენზურას ერის წინაშე საჯარო გამოსვლისათვის გათვალისწინებული ყოველი სიტყვგა. თავისი ამ ძალაუფლების თანახმად ეპისკოპოსს შეუძლია – თუ რა თქმა უნდა საქმე არ ეხება „სამოძღვრო პატივისათვის“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იერარქიის კომპეტენციაში შედის, ვნების მიყენებას – უფლება მისცეს კეთილმსახურ ერისკაცს წარმოთქვას სიტყვა გარდაცვლილის წესის აგებისას, ან დაკრძალვისას, თუ მიიჩნევს, რომ ამ სიტყვაში, წინასწარ მისი ცენზურისათვის წარმოდგენილში, არაფერია ისეთი, რაც შეურაცხყოფს ეკლესიის სიწმინდეს, ან ეკლესიაში მიღებულ წეს-ჩვეულებებს. ეპისკოპოსის ასეთი ნებართვის გაცემის გარეშე, რომელიც თითოეულ, ცალკე აღებულ შემთხვევაში სპეციალურად უნდა იქნეს გაცმული, ერისკაცთაგან არავის აქვს უფლება სიტყვის წარმოთქმისა არც ეკლესიაში და არც საერთოდ ნაკურთხ ადგილზე (მაგალითად, სასაფლაოზე).

შენიშვნა:

1. იხ. ზონარასა და ბალსამონის განმარტებ ამ კანონზე: #დ. CXIIM,, II, 454-455.

2. 6XიყიX. Lჩიი1., 0XL2L%, 82 (21. 26), ი. 11, 13, 21 IM1 იტ, 8. C., L. 36, Cი1. 173 და შემდგ.)

3. ით. CMMX., II, 454.

PDF გვ. 527 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 65

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერთ-ერთი ძველი ჩვეულების თანახმად ზოგიერთი პირი თავისი სავაჭრო დუქნების, ან საცხოვრებელი სახლების წინ მთვარის განახლების ღამეს კოცონს აჩაღებს და მას ცოფიანებივით აქეთ-იქით ახტებიან. ამიერიდან ამ ჩვეულებას ვგკრძალავგთ და განვაჩინებთ: თუ კლერიკოსი ჩაიდენს ასეთ საქციელს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი – ზიარებიდან განკანონდეს, რამეთუ წმიდა წერილში წერია: „და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ჟისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა. და გარეშეკადნა შვილნი თვსნი „ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძკრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა“ (4 მეფ. 21, 5, 6).

ამ კანონში საუბარია ერთ-ერთ ჩვეულებაზე იმ წარმართულ ჩვეულებათაგან, რომელთა შესახებაც უკვე საუბარი იყო ტრულის რამდენიმე კანონში. წარმართებს, ისევე როგორც იუდეველებს, ჩვეულება ჰქონდათ ედღესასწაულათ ახალმთვარის დღე, რათა, მათი აზრით, შემდეგ მთელი თვის მანძილზე ბედნიერები ყოფილიყვნენ. იუდეველებთან ამ ჩვეულების შესახებ ლაპარაკია წინამდებარე კანონში წმიდა წერილის სიტყვებით; კერძოდ კი, იუდეველთა ახალმთვარის და მათი დღესასწაულის შესახებ უფალი ესაიას ბაგეთი ამბობს „..ძულან სულსა ჩემსა...“ (1, 14). ამ ჩვეულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დახლებისა და სახლების წინ კოცონს ანთებდნენ და ზემოდან ახტებოდნენ იმაში დარწმუნებულნი, რომ ამით თითქოს უბედურებას წვავდნენ, რომელიც სხვანაირად მათ თავს დაატყდებოდათ, ახლა კი მის ნაცვლად ბედნიერებას მიიღებდნენ. ამ ჩვეულებას ზოგიერთი ქრისტიანიც იზიარებდა იმ დროს, როცა ტრულის კრება მიმდინარეობდა, რის გამოც ეს კანონი გამოიცა; იგი კლერიკოსებს განკვეთით ემუქრება, ერისკაცებს კი განყენებით, – ურჩობის შემთხვევაში.

ფჟენიშვნა:

1. ზონარასა და ბალსამონის განმარტება ამ კანონზე: #ძთ. CX#98M»., II, 457-460.

მსგავსი კანონები:ტრულ.245162ლაოდ.54ღანგ.13კართ.154563

PDF გვ. 529 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 66

ჩვენი ქრისტე ღმერთის აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე, მთელი შვიდეულის განმავლობაში მართლმორწმუნენი წმინდა ეკლესიაში განუწყვეტლივ უნდა იწვრთნებოდნენ ფსალმუნებით, გალობებითა და სასულიერო დიდებისმეტყველებით, ხარობდნენ და ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ, რამეთუ ამგვარად ქრისტესთან ერთად აღვდგებით და ავმაღლდებით, ამიტომ დასახელებულ დღეებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცხენების ჯირითს, ან სხვა რაიმე სახალხო სანახაობას. (მოც. 9; ტრულ. 24; ანტიოქ. 2; კართ. 61).

ამ კანონს მხედველობაში აქვს ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც ეკლესიაში უფლის აღდგომის დღესასწაულს აქვს და მასთან დაკავშირებული მოგონებების ამაღლებულ განწყობას. შემდგომ, იგულისხმება ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც ეკლესიაში ითვლებოდა როგორც ერთი საუფლო დღე და იდღესასწაულებოდა იმგვარადვე, როგორც აღდგომის პირველი დღე. საეკლესიო წესდებით, ამჯერადაც ასე ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში. აღდგომის დღესასწაული არის დღესასწაული ჩვენი სულიერი აღორძინებისა, ამიტომაც სულიერად უნდა ვიდღესასწაულოთ, კერძოდ, მართლმორწმუნენი ყოველდღე, მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში უნდა მიდიოდნენ ტაძრებში და მონაწილეობას იღებდნენ საეკლესიო ღვთისმსახურებაში და ამით მჭიდროდ ერთიანდებოდნენ ქრისტესთან. ამ კანონით ეს წესი დგინდება, და რამდენადაც ვერავითარმა მიწიერმა სანახაობებმა და გასართობებმა ვერ უნდა შეუშალონ ხელი ქრისტიანთა სულიერ დღესასწაულს, ამიტომაც კრძალავს კანონი ყოველგვარ საჯარო გართობებსა და სახალხო სანახაობებს.! შენიშვნა: 1 არქიმ. იოანე, დასახ. თხზ,ი, II, 456-458.

PDF გვ. 530 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 67

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საღვთო მცნება „სისხლის, დამშთვარისა და სიძვისაგან“ გარიდებას გვიბრძანებს (იხ. საქ. 15, 29); ამიტომ კეთილგონივრულად მივიჩნიეთ ეპიტიმიას დავუქვემდებაროთ ყველა, ვინც მუცლის პატივისათვის რომელიმე ცხოველის სისხლს შეკაზმავს, კერძად მოამზადებს და იხმიებს. ამრიგად, ვინც ამიერიდან ცხოველის სისხლს რაიმე სახით საჭმელად გამოიყენებს: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

რაზეც ეს კანონი საუბრობს, მნიშვნელოვანწილად ნათქვამია მოციქულთა 63-ე კანონში, რომლის განმარტებაშიც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მთავარ საფუძველზე ქრისნშინდა V, შსოფლიო სჯეკლესიო კრემა (ყრულის კჰკნ სხვაგვარადV- VI) 517 ტიანებისათვის საკვებში ცხოველთა სისხლის მიუღებლობასთან დაკავშირებით. იქ ჩვენ ისიც ვიხილეთ, თუ როგორ სასჯელს ექვემდებარება ამ კანონის ურჩი, სახელდობრ: სასულიერო პირი – განკვეთას, ერისკაცი – განყენებას. იგივე სასჯელს აწესებს ტრულის ეს კანონიც. ზოგიერთები – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან' – მართალია, არ იყენებდნენ საკვებად სუფთა სისხლს, მაგრამ კერძს ამზადებდნენ სისხლის დამატებით, ამასთან, თავს იმით იმართლებდნენ, რომ თითქოს არ არღვევდნენ წმიდა წერილით წესდებულს, რამეთუ არ იღებდნენ საკვებად მხოლოდ ერთ სუფთა სისხლს. ეს კანონი უარყოფს წმიდა წერილის ასეთი ცდომილებით განმარტებას; თანაც გმობს საკვებში ცხოველის სისხლის გამოყენებას, რა სახის კერძითაც არ უნდა იყოს იგი წარმოდგენილი:.2 შენიშვნა: 1. რთ. CMM#X., II, 463.

2. ამის შესახებ საეკლესიო განწესებების თანახმად, იმპერატორ ლეონ VI ბრძენმა (886-911) გამოსცა ერთი (58-ე) ნოველა, რომელიც განაწესებს, რომ ფიზიკურ სასჯელს დაუქვემდებარონ და, შემდგომ ამისა, გადასახლებას ყველა, ვინც გაყიდდა ან შეგამდა, როგორი სახითაც არ უნდა ყოფილიყო, სისხლს, რწმუნებული სამოქალაქო მთავრები, რომლებიც არ ადევნებენ თვალყურს ამ განწესების ზედმიწევნით შესრულებას, ექვემდებარებიან ჯარიმას 10 ლიტრი ოქროს ოდენობით. 7800%3X1230, MVI8 წI,- I0იI., III, 152-153.

მსგავსი კანონები:მოც.63ღანგ.2

PDF გვ. 530 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 68

არავის აქვს უფლება ძველი და ახალი აღთქმის, აგრეთვე ჩვენი წმინდანების, აღიარებული მქადაგებლებისა და მოძღვრების წიგნები დააზიანოს ან დახიოს, ანდა გასანადგურებლად მისცეს წიგნით მოვაგრეებს, ან ე.წ. ნელსაცხებელთა დამამზადებლებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩრჩილის, წყლის ან სხვა რაიმესაგან წასაკითხად სრულიად გამოუსადეგარი გახდება. ვინც ამიერიდან რაიმე ასეთ ქმედებაში იმხილება: ერთი წლით ზიარებიდან განკანონდეს. ასევე, ვინც ზემოდასაჩელებულ წიგნებს შეიძენს, მაგრამ არც თავის სასარგებლოდ მოიხმარს, არც სხვას გადასცემს ქველმოქმედების მიზნით, ან შესანახად, არამედ დაზიანებას გაბედაგს: განკანონებულ იქნეს წმინდა ზიარებიდან.

(მოც. 85; ტრულ. 2; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდ. დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ). ეს კანონი განაწესებს, რომ წმიდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის წიგნები უნდა ინახებოდნენ როგორც სიწმინდეები; მსგავსადვე, წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა ნაშრომები, შეწყნარებული ეკლესიის მიერ; უფრო მეტიც, სასჯელის მუქარით კანონი კრძალავს მათ გაფუჭებას, ან ვაჭრებზე მიყიდვას უწმინდური მიზნებისათვის გამოსაყენებლად.

PDF გვ. 531 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 69

მრევლიდან არავის აქვს უფლება წმინდა საკურთხეველში შევიდეს, მაგრამ ერთ-ერთი ჩვეულების თანახმად, ეს აკრძალვა არ ეხება სამეფო ხელისუფლების ღირსებას, როცა იგი შემოქმედისათვის ძღვენის შეწირვას მოისურვებს. (ლაოდ. 19, 44). საკურთხეველში უსისხლო მსხვერპლის გასაიდუმლოების გამო, ეკლესიის უძველესი დროიდანვე აკრძალული იყო საკურთხეველში შესვლა ნებისმიერისათვის, ვინც საეკლესიო დასს არ მიეკუთვნებოდა. „საკურთხეველი მხოლოდ სასულიერო პირთათვის არის განკუთვნილი (81L8+X0 580113 §80L8L15 ი0Iი1ი1ხს5 ძ05L1ი 8Lსჯ)“,! – აი, საერთო წესი, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ეკლესიისა; ტრულის მამები ?ას ახლა მხოლოდ აკანონებენ. XII საუკუნეში განსახილველად იქნა გამოტანილი საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მონოზონს (რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არა კლერიკოსს) შევიდეს საკურთხეველში. თანაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზი თავის პირველ კანონიკურ პასუხში გამოთქვამს აზრს, რომ მონოზონს არ შეიძლება აუკრძალო საკურთხეველში შესვლა მისი სამონოზვნო წოდების პატივის გამო, თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როცა ჯერ-არს სანთლებისა და კანდელის ანთება:.? აქედან ჩანს, თუ როგორ მკაცრად იყო დაცული ამ კანონის განწესება; ეს ყურადსაღებია იმ მიმართებითაც, თუ როგორ უნდა იყოს ამაზე ყურადღება გამახვილებული ამჟამადაც და საერთოდ ჟოველთვის. კანონი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ სამეფო პერსონისათვის, თანაც რომელიღაც უძველესი გადმოცემის საფუძველზე, როცა იმპერატორი მოისურვებს ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვას. იმას, რომ ეს ჩვეულება არსებობდა გაცილებით ადრე და, მაშასადამე, იგი ნამდვილად უძველესია, მოწმობს იმპერატორ თეოდოსი უმცროსის შემდეგი სიტყვები, რომლებიც შესულია!!I| მსოფლიო კრების აქტებში: „ჩვენ, რომლებიც ყოველთვის სამეფო საჭურველთმტვირთველთა საჭირო რაოდენობითა ვართ გარემოცული და რომელთაც არ შეგვეფერება საჭურველთმტვირთველთა გარეშე ყოფნა, მიუხედავად ამისა, როცა ღვთის ტაძარში შევდივართ, ტაძრის გარეთ ვტოვებთ იარაღს და თავიდან იმპერატორის აღმატებულობის დიადემასაც ვიხსნით; როცა მსხვერპლს ვსწირავთ, საკურთხეველში შევდივართ, თანაც შეწირვის შემდეგ ვტოვებთ მას და ვიკავებთ ჩვენს კუთვნილ ადგილს“.3 იგივეს ჰყვება თეოდოსი დიდის შესახებ თეოდოსიტეც, რომელიც „საჯარო მონანიების შემდეგ (რაც სასჭელად წმინდა ამბროსიმ დაადო), შევიდა ტაძარში და შემდგომ, როცა შეწირვის ჟამი დადგა, წმინდა საკურთხეველშიც შევიდა, რომ მასაც, ჩვეულებისამებრ, ღმერთისთვის მსხვერპლი მიეძღვნა“.? მსგავს მოწმობას ვხედავთ სოზომენთანაც.5 ამ ჩვეულებას მართლმადიდებელ ეკლესიაში იცავდნენ ყველა მომდევნო საუკუნეში. ასე, რომ, მეფეებს ყოველთვის ჰქონდათ საკურთხეველში შესვლის უფლება და საკურთხეველში შეეძლოთ – როგორც ღმერთისგან მირონცხებულთ – მღვდელმსახურთა თანასწორად ზიარებულიყვნენ.

შენიშვნა: „1. ზონარასა და ბალსამონის განმარტებები ამ კანონის შესახებ: #თ. CX#»»., II, 466; შდრ. არქიმ. იოანეს განმარტებასთან იგივე კანონზე, დასახ. თხ%., II, 459-460.

2. #ტთ. C#87., IV, 417.

3. შდრ. V8ი L5ი0»., დასახ. თხზ., § 425, 4. III5L. ლ0I., V, 17.

5. ILI15L. ლლ01., VII, 25.

PDF გვ. 532 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 70

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საღვთისმსახურო ლიტურგიის ჟამს დედაკაცები უნდა დუმდნენ, ამ დროს მათ არა აქვთ ლაპარაკის უფლება, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყყს. ხოლო უკუეთუ სწავლის რაიმე უნდეს, სახლსა შინა თუსთა ქმართა ჰკითხედ მათ...“ (1 კორ. 14, 34, 35)

თაგვის განწესებას, რომ დედაკაცები ეკლესიაში უნდა დუმდნენ, კანონი აფუძნებს პავლე მოციქულის სიტყვებზე. ჯერ კიდევ ეკლესიის უძველეს დროში იყვნენ ისეთი დედაკაცები, რომლებიც უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ თავიანთი მორჩილებრივი მდგომარეობის გამო. ისინი აშკარა პრეტენზიებს აცხადებდნენ იმ ადგილების დასაკავებლად, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებს შეეფერებოდათ და ზოგჯერ მოძღვრობასაც კი ჩემულობდნენ. თუმცა, ეს მოთხოვნები, ტერტულიანეს მოწმობით, ყოველთვის აწყდებოდა მტკიცე წინააღმდეგობას.' ბალსამონის მიხედვით, ამ კანონის განმარტებიდან, თითქოსდა, ამ კრების მიმდინარეობის ჟამსაც ზოგიერთი დედაკაცი იგივეს აკეთებდა, რასაც მისი წინამორბედნი, რომელთა წინააღმდეგაც ტერტულიანე გამოდიოდა. ისინი ცდილობდნენ განემარტათ ტაძარში წმიდა წერილიდან დღის საკითხავი და საჯაროდ გაეცათ პასუხები დოგმატურ საკითხებზე:? ეს კანონი აღდგა მსგავს ბოროტგამოყენებების წინააღმდეგ და გადაჭრით აუკრძალა დედაკაცებს ლაპარაკი წმინდა ჟამისწირვისას, ანუ ქადაგება და სამასწავლებლო ვალდებულებების შესრულება, რაც მხოლოდ მამაკაცებს ესადაგებათ. კანონს ეს უნდა აეკრძალა მათთვის მით უფრო, რომ ამავე კრების 64- ე კანონით, ასეთი ქმედება მამაკაცებსაც კი ეკრძალებათ. თუმცაღა, როგორც არ იყო აკრძალული ერისკაც-მამაკაცთათვის ეკლესიის გარეთ დამოძღვრა რწმენასა და ქრისტიანულ ზნეობაში, ასევე არ შეიძლება ეს აეკრძალოს კეთილმსახურ დედაკაცებსაც. ასეთ დასკვნამდე ჩვენ მივყავართ თვით ამ კანონის ტექსტს, რომელშიც მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ დედაკაცებს ეკრძალებათ ლაპარაკი „საღვთისმსახურო ლიტურგიის ჟამს“, მაგრამ სხვა რაიმე აკრძალვაზე არაფერია ნათქვამი. ხოლო, დედაკაცებს რომ არა მხოლოდ არ განიკითხავდნენ, არამედ, პირიქით, აქებდნენ, როცა ზოგიერთი მათგანი მოძღვრავდა თავის ოჯახს და უპატრონო ბავშვებს რწმენასა და ქრისტიანულ ზნეობაში, – იქნებოდა ეს თავის საკუთარ სახლში, თუ საზოგადო სათნოების სახლებში, – ამის შესახებ მოწმობა გაგვაჩნია იოანე §290 უპჰისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ ოქროპირის დროიდანაც კი.3 ის, რაც ოდესღაც იყო და რასაც ეს კანონი არ განიკითხავს, ამჟამადაც შეიძლება ძალაში იყოს და, ამდენად, ეკლესია მადლიერებით შეიწყნარებს იმ კეთილმსახურ დედაკაცებს, რომლებიც თავიანთ ოჯახებში, სკოლებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში მოისურვებდნენ თავიანთი სამასწავლებლო საქმიანობა ეკლესიური სულისკვეთებით აღესრულებინათ. შენიშვნები: 1, 00 იXX305011ი., C. 41 IM1Iდიი, 5. L., L. 2, იი1. 55-571I. 2. ტდ. CMX»X., II, 468; ვ. V3ი სვიტრი, დასახ. თხზ., პ. 427.

მსგავსი კანონები:ტრულ.64ლაოდ.44

PDF გვ. 533 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 71

გინც სამოქალაქო სამართალს სწავლობს, არ უნდა იქცეოდეს ელინთა ჩვეულებისამებრ, არ უნდა დადიოდეს სანახაობებზე და არ უნდა ასრულებდეს ე.წ. კვილისტრებს;" არც სწავლის დაწყების წინ, არც დამთავრების შემდეგ და არც მისი მიმდინარეობისას არ უნდა ჩაიცვას საზოგადო სამოსელისაგან განსხვავებული, ხოლო ვინც ამ განჩინებას დაარღვევს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (ტრულ. 24, 51, 62, 65; ანკვირ, 24). ეს კანონი, როგორც ამ კრების ზოგიერთი სხვა კანონი, მკაცრად გამოდის წარმართული ჩვეულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქრისტიანებში ამ კრების მიმდინარეობის ჟამს, კერძოდ, წარმართული ჩვეულებების წინააღმდეგ, რომლებსაც მისდევდნენ საერო სკოლებში იურიდიული მეცნიერების შემსწავლელნი. კანონი განყენების მუქარით კრძალავს მათ მიმდევრობას.' ამ კანონს მნიშვნელობა ჰქონდა, ძირითადად, ტრულის კრების ხანაში, ანუ VII საუკუნეში. თუმცა, არქიმ. იოანეს ზუსტი შენიშვნით, ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ყველა სხვა დროისათვის, რამეთუ იგი მოითხოვს, საერთოდ, სიმკაცრეს ზნეობასთან მიმართებით, როგორიც შეშვენის ქრისტიანულ აღზრდას ყველა სკოლაში გამონაკლისის გარეშე – რა მეცნიერებაც იქ არ უნდა ისწავლებოდეს.? შენიშვნა: "კვილისტრა, ბალსამონის აზრით, ეს არის კენჭისყრის ერთგვარი სახეობა, რომლის საშუალებითაც მასწავლებლები თავისთვის მოწაფეებს ირჩევდნენ.

1. შდრ. ზონარასა და ბალსამონის განმარტება ამ კანონზე: #4თ. CX#X»., II, 470.

2. დასახ. თხზ., II, 463.

PDF გვ. 534 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 72

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ შეეფერება მართლმადიდებელ მამაკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც – მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამაკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ნშინდა VI შსოფლიო სჯეკლესიო კრემა (რულის 3ნ სხვაგვარადV-VII) 59291 ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს; ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთგნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: „..განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა...“ (1 კორ. 7, 14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს.

ეს კანონი უკრძალავს ქრისტიანებს ერეტიკოსებთან ქორწინებას. თუ ასეთი ქორწინება უკვე იყო შემდგარი, ანუ თუ ქრისტიანი მამაკაცი დაქორწინდა ერეტიკოს დედაკაცზე, ან პირიქით, ასეთი ქორწინება უკანონოდ ითვლებოდა და ირღვეოდა, რადგან ეს იგივე იქნებოდა რაც „ცხვართან მგლის შეუღლება და ქრისტეს ნაწილთან ცოდვილის წილხვედრობა (096008%0LსMი 80LL6L 6სMი CIX185%1 08XL0)“. ეს ნათლად და ადვილადგასაგებადაა ნათქვამი. ამ განწესების ურჩნი ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას ექვემდებარებიან. თუმცა, დასძენს კანონი, თუ ორნი, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შესვლამდე, ქორწინების კავშირით შეუღლდნენ სამოქალაქო კანონის დაცვით და ერთი მათგანი მართლმადიდებლურ რწმენაში მოექცევა, მეორე კი იგივე არამართლმადიდებლური აღმსარებლობის რწმენაში დარჩება და მაინც ორივე მოისურვებს შემდგომშიც ერთმანეთთან ქორწინებაში ყოფნას, ასეთ შემთხვევაში კანონი მათ ერთად ცხოვრების ნებას რთავს და, მაშასადამე, ქორწინებას ძალაში ტოვებს; აქ კანონი ეყრდნობა კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის 1 ეპისტოლეს. უშვებს რა ამას, კანონი ამით გარკვეულ გარემოებებში უშვებს ე.წ. შერეული ქორწინების (თმხIIთი0ი18 IიIXLმ) შესაძლებლობასაც.

მართლმადიდებელ ეკლესიაში შერეული ქორწინებების ასეთი შესაძლებლობა, სხვა სიტყვებით: მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერეული ქორწინების დაშვება, ეფუძნება პავლე მოციქულის სწავლებას. ქრისტიანული ეკლესიის დასაბამში, როცა წარმართები და იუდეველები ქრისტიანულ რწმენას იღებდნენ, იყო შემთხვევები, როცა ერთი მეუღლეთაგანი იღებდა ქრისტიანულ რწმენას, მეორე – არა, და რჩებოდა ძველ რწმენაში. კითხვაზე: უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში ქორწინების დარღვევა თუ მისი ძალაში დატოვება, პავლე მოციქული კორინთელებს ასეთ პასუხს აძლევს: „ხოლო სხუათა მათ ვეტყკ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოი და მას ჯერ-უჩნდეს ყოფა«ი მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოი, და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაი მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა, უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან. ხოლო უკუეთუ ურწმუნოი იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაი იგი გინა დაი იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჯკდობასა გყწოდნა ჩუენ ღმერთმან. რამეთუ რაი. იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაი. იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?“ (1 კორ. 7, 12-18).

როგორც ჩანს, მოციჭული უშვებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიძლება შეწყნარება შერეული ქორწინებისა. თუმცა, სწორი შემეცნებისათვის, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მოციქული ტოვებს სხვადასხვა რწმენის მეუღლეებს ქორწინებაში და ამით აღიარებს, რა თქმა უნდა, მათი ქორწინების კანონიერ ძალას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს სურს და ამაზე თანახმაა ის მეუღლე, რომელიც არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელი. არსებული ქორწინების კანონიერება იმიტომაა აღიარებული, რომ პირველ რიგში ის მანამ იყო შემდგარი, სანამ რომელიმე მეუღლეთაგანი მართლმადიდებლურ რწმენას მიიღებდა, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია, თავისი სულიდან გამომდინარე, დაარღვიოს ქორწინების კავშირი, იძალადოს ადამიანის გრძნობებზე და მათ თავისუფლებაზე ზნეობის ჩარჩოში, რამეთუ თვით მოციქული ამბობს: „-მშკდობასა გკწოდნა ჩუენ ღმერთმან“ (1 კორ. 7, 15), და მეორეც, ნებაყოფლობითი თანხმობა სხვა რწმენის მეუღლის მიერ ქორწინების შენარჩუნებაზე ემსახურება საკმაო თავდებობას იმაში, რომ მეუღლის გადასვლა და მის მიერ მართლმადიდებლური რწმენის მიღება იყო თავისუფალი აქტი და გულწრფელი, ხოლო ეს გარემოება შეიძლება გამოდგეს საიმედო საშუალებად და აღმძვრელად მართალი რწმენის მიღების საქმეში მეორე მეუღლის მიერაც, მოციქულის სიტყვისამებრ: „რამეთუ რაი იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაი. იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?“ (1 კორ. 7, 16). ამასთან, მოციქული თავის პასუხში მოითხოვს, რომ სხვადასხვა რწმენის მეუღლეების საქორწინო ცხოვრებაში გაბატონებული ყოფილიყო მართლმადიდებლური რწმენა, ე.ი. მართლმადიდებელმა მეუღლემ არა მარტო სრული თავისუფლებით უნდა ისარგებლოს თავის რწმენის აღმსარებლობაში და კეთილი საქმეების აღსრულებაში ქრისტეს სწავლებისამებრ, არამედ ზნეობრივი გავლენაც იქონიოს მთელ თავის ოჯახურ ცხოვრებაზე, რამეთუ ამით, მოციქულის სიტყვებით, „განწმიდნების“ ეს შერეული ქორწინება, და ქმარი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელი, ცოლით განიწმინდება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელია; ცოლი კი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელი, განიწმინდება ქმრით, რომელიც გეშმარიტი რწმენის აღმსარებელია; „უკუეთუ არა, – დასძენს მოციქული, – შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს“ (იხ. 1კორ. 7, 14), როგორც ნაყოფი მხოლოდ ხორციელი, გაუწმინდავი კავშირისა; ხოლო ახლა, ქრისტეს რწმენის გავლენით, რაც ყველაფერს წმენდს, ისინი – „წმიდა არიან“. აქედან გამომდინარეობს აუცილებელი პირობა შერეული ქორწინების ნებართვისა, რომ ამ ქორწინებიდან გაჩენილი შვილები ნებისმიერ შემთხვევაში მართლმადიდებლური რწმენით უნდა იზრდებოდნენ. დასასრულ, მოციქული ამთავრებს, რომ მეუღლეთაგან ერთ-ერთს, ვინც მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელი არ არის, დაუბრკოლებლად შეუძლია გაეგყაროს, თუ არ სურს ქორწინებაში დარჩენა მეუღლესთან, რომელიც თავის მხრივ მართლმადიდებლობაში მოექცა. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში ამ უკანასკნელს ახალი ქორწინების ნება ეძლევა მართლმადიდებელ პირთან.

აქედან ჩანს, რომ თუ პავლე მოციქული უშვებს შერეული ქორწინების შესაძლებლობას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ ისეთი ქორწინებები, რომლებიც შემდგარია ქრისტეს ეკლესიის გარეთ იმ პირთა შორის, რომლებიც არ აღიარებენ ქრისტეს რწმენას, და შერეულ ქორწინებაში რჩებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ერთერთმა მეუღლემ ქრისტე იწამა. რომელიმე სხვა შერეულ ქორწინებაზე, სახელდობრ, ისეთზე, რომ ერთ რომელიმე მართლმადიდებელ პირს შეეძლოს ქორწინებრივი კავშირის დამყარება პირთან, რომელიც არ აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის რწმენას, პავლე მოციქული არ ამბობს. ხოლო ის, რომ პავლე მოციქული ასეთ ქორწინებებს თავისთავად აკრძალულად თვლის, მოწმობს თვით ეკლესია, რომელიც უძველესი დროიდანვე გმობდა ასეთ ქორწინებებს და მათ უკანონოდ მიიჩნევდა, თუ შემთხვევით ასეთი ქორწინებები დგებოდა.! საეკლესიო კანონმდებლობა კი, დაწყებული IV საუკუნიდან, მკაცრად უკრძალავდა მართლმადიდებლებს ქორწინებით კავშირებს არა მხოლოდ წარმართებთან და იუდეველებთან, არამედ მწვალებლებთანაც.? პირველი კანონიკური განწესება, მწვალებლებთან ქორწინების აკრძალვის თაობაზე, ლაოდიკიის 343 წლის კრებამ გამოსცა (31-ე კან.; შდრ. ლაოდ. 10 და კართ. 21 ). ტრულის (72-ე) კანონი ამასთან დაკავშირებით ეკლესიის ძველ პრაქტიკას და მწვალებლებთან ქორწინების აკრძალვის თაობაზე მასთან დაკავშირებულ კანონიკურ განწესებას ამტკიცებს – მართლმადიდებლებისათვის სასჯელის მუქარით. გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომელთა შესახებაც პავლე მოციქული დასახელებულ ადგილზე საუბრობს. ტრულის ამ (72-ე) და სხვა პარალელური კანონების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლება შერეული ქორწინების თაობაზე, შემდეგში მდგომარეობს: 1) მართლმადიდებელ ქრისტიანებს მკაცრად ეკრძალებათ შერეული ქორწინებები უცხო რწმენის პირებთან, კერძოდ, წარმართებთან, იუდეველებთან და მწვალებლებთან; 2) შერეული ქორწინება დასაშვებია მხოლოდ იმ ფორმით, როცა არამართლმადიდებელ ეკლესიაში შემდგარ ქორწინებაში, ანუ არაქრისტიანულ ან მწვალებლურ რელიგიურ თემში, ერთ-ერთი მეუღლე მიიღებს მართლმადიდებლურ რწმენას და, ამასთან, როცა უცხო რწმენის მეუღლე გამოავლენს სურვილს დარჩეს ქორწინებაში მეუღლესთან, რომელიც მართლმადიდებელი გახდა; 3) ასეთ შერეულ ქორწინებაში გაჩენილი შვილები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოინათლონ და აღიზარდონ ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოების შესაბამისად; 4) თუ უცხო რწმენის მეუღლე არ მოისურვებს ქორწინებაში დარჩენას ქრისტიანობაში მოქცეულ პირთან, მაშინ ქორწინება ირღვევა და მართლმადიდებელ მეუღლეს უფლება ეძლევა ახალი ქორწინებისა მართლმადიდებელ პირთან; 5) დაშვებულია მართლმადიდებელი პირისათვის დაქორწინება არამართლმადიდებელ პირთან, თუ ეს უკანასკნელი აღუთქვამს მართლმადიდებლური რწმენის მიღებას და ამ დანაპირებს მაშინვე შეასრულებს. 5924 უპისკოპოსი ნიკოდიში (შილამი)

ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ძალის შემცველი სწავლება ამ საკითხზე და ასეთივე ძალის უნდა დარჩეს იგი მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

შენიშვნები:

1. შდრ. IიILსII., #ძV. M89X0. V. 7; ძი „იიინ. VII, 11; 8ძ VXიX. II, 3; ძი იიჯიი 13 IMIფIი, §., 1., L. 2, ლი1. 485-488, 937; L. 1, ლიI. 1292; L. 2, ი01. 95). – C#იX18ი., 00 1305.; 8ძ დასი. III, 62, (M1დიტ, 8. L. , L. 4, 01. 465-494, 767-768. – #ტოხწჯი8§., 06 #ტხXვ8ი. 9; ტი., 19 8ძ VI1VCII. „M1დიი, 9. 1., L. 14, CიI. 449-464; L. 16, იიI1. 982-994), #ტისყი9ზ., ილ. 234 88 MV05(10, IM1დიირ, 8. L., L. 33, Cი1. 1070). – 1სძიძიჯXიLჯ., 8ძ. I Cი». 7, 39 (წIMIყიიტ, 8. წ., L. 82, C01. 285).

2. ძველ ერეტიკოსების შესახებ იხ. ბლასტარის სინტაგმა, #, 2 (#თ. C###X., VI, 57-75). ამჟამად არსებობს მრავალი ქრისტიანული რწმენის აღმსარებლობა, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყვნენ. ისინი გაჩნდნენ დასავლეთში ძირითადად XVI საუკუნიდან და ყოველ მათგანს სარწმუნოების შესახებ თავისი განსაკუთრებული სწავლება აქვს. ყველა ეს სარწმუნოება გამოიყო რომაულ-კათოლიკური ეკლესიიდან შუალედურად ან უშუალოდ. მათგან უმთავრესია: ლუთერანული (მცირე სექტების დიდი რიცხვით) და რეფორმატული (ასევე მრავალი სექტებით). ეს ორი სარწმუნოება, სექტებითურთ, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიჩნეული და გამოცხადებულია მწვალებლურად. ამის შესახებ იხ. იერუსალიმის კრება 1672წ. (IL1თიი01, Mიისთ. IIძი1 6ლCI. 0X10ი%2119, ჰიიიი 1850, 1, 335), ასევე აღმოსავლელ პატრიარქთა 1723 წლის ეპისტოლის მე-2 წევრი. ცხადია, მართლმადიდებელთა ქორწინების საკითხს, ამ სარწმუნოების მიმდევრებთან, სრულფასოვნად ეხება ტრულის წინამდებარე (72-ე) კანონის განწესება; ამიტომაც კანონიკურად ეს ქორწინებები მკაცრად აკრძალულია. რაც შეეხება რომაცლ-კათოლიკებთან ქორწინების საკითხს, აქ, დასკვნის გამოსატანად, უნდა შევადაროთ : 1) აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლე – #IIIიფსი, 2) კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფილოთეოსის (1362-1376) განჩინება – 40L8 ხსგ8ხIIმ»იხ5ვLს5 C6იი5:80(1ი00011(8ი! (I, 430-431), 3) კონსტანტინოპოლის პატრიაქ სვიმეონ I-ის (1470-1473) განჩინება – #თ. C##X. (V, 143-147), 4) კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირილე V-ის 1756 წ. განჩინება – #ტთ. CMX%#7. (V, 614-616), 5) პიდალიონში ტრულ, 72-ე კანონის განმარტების შენიშვნა (1864 წ. გამოც. გვ. 283), დაბოლოს 6) მთავარეპ. ნაკანორის „890068 ი X0M, 0600 XX 9570 9900XM9%00%00 8 X8IM8%6X0# I6C0M8#”. ამ განჩინებებთან და დასკვნებთან შესაბამისობაში საჭიროა იმის გადაწყვეტა, შეიძლება თუ არა კანონიკურად დაშვებულ იქნეს ქორწინება მართლმადიდებელსა და რომაელ-კათოლიკეს შორის.

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.14ლაოდ.1031კართ.21

PDF გვ. 534 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 73

რადგანაც ცხოველმყოფელმა ჯვარმა ხსნა მოგვიტანა, ამიტომაც გვმართებს ჩვენ მთელი გულმოდგინების მოკრეფა და ღირსეული პატივის მიგება მისთვის, რამეთუ მისი მეშვეობითაც ძველი შეცოდებებისაგან გავთავისუფლდით. აქედან გამომდინარე, აზრით, სიტყვითა და გრძნობით თაყვანს ვცემთ მას და ვბრძანებთ: ჯვარის გამოსახულება იატაკიდან უნდა წაიშალოს, რათა ჩვენი გამარჯვების სიმბოლო ფეხით არ იქნეს გათელილი. შესაბამისად, ვინც ამიერიდან სავალ ადგილებზე ჯვარი გამოსახოს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

ჯვარი – ჩვენი გამოხსნის ნიშანია და მართებულია, ამ კანონის თანახმად, მისთვის ღირსეული პატივის მიგება. პატივი ჯვარისთვის ჩამორთმეული იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეწყო მისი გამოსახვა ან დადგმა ისეთ ადგილებში, რაც მის საღვთო მნიშვნელობას არ შეესაბამება; უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში ჯვარი აღმოჩნდებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ შეეძლებოდათ მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამ კრების მიმდინარეობის ჟამს ხდებოდა ისე, რომ ზოგიერთები – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან' – სურდათ რა ჯვარისთვის რაც შეიძლება მეტი პატივი მიეგოთ, ჯვარის ნიშანს ყველგან გამოხატავდნენ, თავიანთი სახლების იატაკზეც კი. ამის შედეგად სიარულისას, რა თქმა უნდა, ჯვარზე ფეხს ადგამდნენ და ქელავდნენ. ამ უადგილობის წინააღმდეგ არის გამოცემული ტრულის წინამდებარე კანონი, რომელიც განაწესებს, რომ სახლების იატაკებიდან წაიშალოს ჯვრები, რათა გამოირიცხოს შეურაცხყოფა და ფეხებით გაქელვა ჩვენი გამარჯვების ნიშნისა და, განყენების მუქარით, კრძალავს შემდგომში სახლების იატაკზე ჯვრის ნიშნის გამოსახვას. შენიშვნა: 1. #ტრდ. CMX#VX., II, 474. ეს მკაცრად იყო აკრძალული ბერძნულ-რომაული კანონმდებლობითაც. იხ. ამ კანონზე ბალსამონის განმარტება: #4თდ. CMXX»., II, 475, შდრ. პიდალიონი, დასახ. გამოც., გვ. 283-284.

PDF გვ. 538 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 74

არ შეიძლება უფლისათვის შეწირულ ადგილებში, ან ტაძარში აღაპის მოწყობა და საინახო სარეცელის დაგება" და ჭამა. ვინც ბედავს ამგვარი საქმის ჩადენას, დაცხრეს, არადა – წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (ღანგ. 11; ლაოდ. 27, 28; კართ. 42). აღაპის შესახებ (ძმათმოყვარეობის ტრაპეზი, სიყვარულის სერობა) ჩვენ ვსაუბრობთ ლაოდიკიის კრების 28-ე კანონის განმარტებაში, რომელსაც მხოლოდ იმეორებენ ტრულის კრების მამები. აღაპის მოწყობა ეკლესიებში აკრძალული იყო უკვე IV საუკუნის პირველ ნახევარში. თუმცა, როგორც ჩანს, ამას ადგილი ჰქონდა VII საუკუნეშიც ტრულის კრების მიმდინარეობისას. ასე რომ, ეს კრება იძულებული გახდა გაემეორებინა აღაპის შესახებ ძველი განწესება, განყენების მუქარის დამატებით იმათთვის, ვინც გაბედავდა კანონსაწინააღმდეგოდ ემოქმედა. შენიშვნა:

"ტრაპეზის ირგვლივ იდგმებოდა სარეცელები და ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ინახობდნენ (ნადიმობდნენ).

PDF გვ. 539 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 75

ჩვენი სურვილია, რომ ეკლესიაში საგალობლად შეკრებილნი არც უჯეროდ გოდებდნენ და არც ძალდატანებით გამოსცემდნენ არაბუნებრივ ხმებს; არაფერი უწესო და ეკლესიისათვის შეუფერებელი მათ იქ არ უნდა შემოთტანონ, არამედ დიდი კრძალულებითა და ლმობიერებით აღუვლენდნენ ფსალმუნთა გალობას ღმერთს, რომელი იგი დაფარულსა მოიხილავს, რამეთუ საღვთო სიტყვა მოძღვრავდა ისრაელის ძეთ – ყოფილიყვნენ კეთილკრძალულნი (იხ. ლევ. 15, 31). (ლაოდ. 15). საეკლესიო გალობის შესახებ ეს კანონი განაწესებს შემდეგს: პირველ რიგში, ადგილი არ უნდა ჰქონდეს აღვირახსნილ კივილს („უჯერო გოდება“) გალობისას, და არ უნდა მიმართონ ტაძარში ხელოვნურ წამოყვირებებს. ეს ქრისტიანებისათვის ყოველთვის იყო რეკომენდირებული ეკლესიის ისტორიის პირველივე საუკუნეებიდან. ერთ-ერთ თავის ქადაგებაში კვიპრიანე შენიშნავს, რომ ქრისტიანები, როცა ლოცვით კრებაზე იყრიან თავს, უდიდეს კეთილკრძალულებასა და სათანადო წესრიგს უნდა იცავდნენ; არ შეიძლება აღვირახსნილი და ხელოვნური ხმებით ღვთისადმი ლოცვების აღვლენა ან მრავალსიტყვაობითა და ყვირილით ღვთისაგან რაიმე სასურველის გამოთხოვა, რამეთუ ღმერთი უსმენს ჩვენს გულებს და არა ჩვენს ბაგქეთა ხმას, და არავითარ ყურადღებას არ აქცევს ჩვენს ყვირილს, არამედ იმას, რაც ჩვენს აზრებშია დაფარული. ამასთან. დასტურად ამისა, კვიპრიანეს მრავალი ადგილი მოჰყავს წმიდა წერილიდან. მეორე ის არის, რომ თავშეუკავებელი ყვირილი, ხელოვნური ამოძახილები შეუთავსებელია ეკლესიის სულთან და მისთვის შეუფერებელია. მამები და ეკლესიის მოძღვრები ყოვლთვის მკაცრად გამოდიოდნენ ამის წინააღმდეგ. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის საუბარში მსმენელებს ახსენებს, რომ რასაც სცენაზე ვისმენთ და ვხედავთ, აბნელებს ადამიანის გონებას და მწუხარებას გამოთქვამს, რომ ბევრი რამ, რაც სცენაზე ისმის, გადაიტანება ეკლესიაში, რომ არაბუნებრივ ყვირილს ეკლესიაში მხოლოდ ადამიანის სულის გაფანტვა შეუძლია და აქვე სვამს კითხვას: რა საჭიროა ასეთი გაძლიერებული ამოყვირება? რა საჭიროა ძალდატანებითი დაძაბვით უცნაური ხმების გამოშვება, რომლებიც არაფერ ბუნებრივს არ გამოხატავენ? ეს უნდა დავუთმოთ ქალებს და მომღერლებს სცენაზე. განა შეიძლება გართობის გალობასთან აღრევა, რომლის დანიშნულებაა ღმერთისა და ანგელოზების განდიდება??? პავლე მოციქულის სიტყვების განმარტებაში იმის შესახებ, რომ უფალს გულით უნდა ვუგალობდეთ (იხ. ეფ. 5, 19), იერონიმე მიმართავს ახალგაზრდობას, რომელიც ეკლესიაში გალობს და არიგებს მას, რომ ღმერთს უნდა ვუგალობდეთ არა იმდენად ყელით, რამდენადაც გულით; ყელს და ბაგეს ტაძარში ის დანიშნულება არა აქვს, როგორც ტრაგედიებში. ტაძარში არ არის საჭირო თეატრალური მოტივებისა და სიმღერების გალობა, არამედ მართებულია კეთილკრძალულებით გამოთქმა და შემეცნება წმიდა წერილისა. თუნდაც რომ გალობა ტაძარში არ ყოფილიყო ტკბილხმოვანი, მაინც კეთილსაქმეთა გვერდით სათნოა ღმერთისთვის. ქრისტეს მსახური ისე უნდა გალობდეს, რომ სასიამოვნო იყოს სიტყვები, რომლებსაც ის გამოთქვამს და არა ხმა, რათა ამით განიდევნოს ბოროტი სავლესეული სული იმათგან, ვისშიაც სავლეს მსგაგსად ეს ბოროტი სული მკვიდრობს, და რომ ეს ბოროტი სული არ ჩაესახლოს იმათში, ვინც ღვთის ტაძარს თეატრად აქცევს.3 ამ კანონის განმარტებაში ზონარა წუხს, რომ ყველაფერი ის; რაც ყველაზე მეტად მოჩვენებითი, არაბუნებრივია თეატრალურ სცენაზე და ყველაზე უზნეო სიმღერაში, ჟვლაფერ ამას მის დროს ხრიკებით ახერხებდნენ შეეტანათ ტაძარში და საეკლესო გალობებში. ხომ არ შეინიშნება, სამწუხაროდ, იგივე ახლაც ბევრ ეკლესიაში და ხომ არ არის უფრო ვარგისი თანამედროვე ე.წ. სანოტო საეკლესიო გალობა მეტადრე დიდი თეატრებისთვის, ვიდრე ეკლესიისათვის? და მესამეც, ეს კანონი განაწესებს, რომ ღვთისადმი გალობის აღვლენა საჭიროა უდიდესი კრძალულებითა და შემუსვრილი გულით, რამეთუ ღმერთი დაფარულს ხედავს; ამასთან, წმიდა წერილი კეთილკრძალულებას გვირჩევს (იხ. ლევ. 15, 31), ხოლო პავლე მოციქული გვასწავლის, რომ გულით გვმართებს, მეტადრე, ღვთისადმი გალობა, ვიდრე ბაგეებით (იხ. ეფ: 5, 19). შენიშვნები: 1. Cწ>0II8»ი, 50-00 ძი ი»8L. 00ი11ი103 წM1ნი0, 8. L., L. 4, CიI. 519 და შემდგ). 2. Cხოვყივსიჯი., II0IXი11. 1I ჰ058. (IMIწიტ, 89. ყ., L. 56). ვ. ჰი»იიწი., 4ძ ისივ. 5 IM1Iდიი, 9. 1., L. 26, იიI1. 528-529. 4. ტ#.-თ. C#XX., II, 479.

PDF გვ. 539 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 76

მკლესიის მიმართ კეთილკრძალულების დაცვაა საჭირო, ამიტომ არავინ გაბედოს ტაძრის ტერიტორიაზე, წმინდა შემოზღუდულში დუქნის ან რაიმე სავაჭრო ფარდულის გამართვა. თავად მაცხოვარმა და ღმერთმა ჩვენმა თავისი ხორციელი ცხოვრებისას დაგვმოძღვრა, რომ თავისი მამის სახლი სავაგრო სახლად არ გვექცია; მან კერმისმსყიდველებს კერმები გაუთხია და წმინდა ტაძრის საზოგადო სახლად მქცეველნი იქიდან გამოასხა (იხ. ინ. 2, 15, 16). ამიტომ განვაჩინებთ: ვინც მხილებულ იქნეს აღნიშნულ დანაშაულში, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (მოც. 73; ტრულ. /4, 97).

ამ კანონის მიზანია – პროფანაციისაგან, კერძოდ მედუქნეობისა და ვაჭრობისაგან – დაცულ იქნეს წმინდა ტაძარი და ყველაფერი მის ირგვლივ, – ქრისტეს სწავლების თანახმად იმის შესახებ, რომ მისი მამის სახლი არ უნდა იქცეს სავაჭრო სახლად (იხ. ინ. 2, 16), რამეთუ იგი სამლოცველო სახლია (იხ. მთ. 21, 13). ეს კანონი არ ვრცელდება მარტო ტაძარზე და იმ პირებზე, ვინც ტაძარში უჯერო საქმიანობას ეწევა, რადგან ეს თავისთავად აკრძალულია, არამედ ვრცელდება მთელ წმინდა შემოზღუდულ ადგილზე (1იLL8 §8ი0%03 80ხ1LV5), რომლის ფარგლებშიაც ასევე აკრძალულია მსგავსი საქმიანობა, რადგან – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან – არავის და არასდროს მოუვა აზრად ტაძარში გამართოს დუქანი ან სხვა რაიმე სავაჭრო დაწესებულება;' ხოლო წმინდა შემოზღუდული ადგილები, ეს არის – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან – ყველაფერი, რაც მოიცავს წმინდა ტაძარს (0XიVი18 §88ი6ხიLსი (6 ი10XსI 560L8), და პირველ რიგში ეს არის ტაძრის წინა სივრცე დასავლეთის მხრიდან, ეგრეთ წოდებული კარიბჭე (სტოა, ი8ი60Xნ, 0LI1V)0), სადაც უმთავრესად სამიკიტნო და სავაჭრო საქმიანობა წარმოებდა?. ტაძრის ტერიტორიას მიაკუთვნებენ, ასევე, მასთან მიმდებარე სასაფლაოს, რომელსაც წმინდა შემოხზღუდულს უწოდებენ, სადაც აგრეთვე, მკაცრად უნდა იყოს აკრძალული მოხსენიებული საქმიანობა. შენიშვნები: 1. #4ძ. C#VსX., II, 482. 2. #4თდ. C#87X., II, 481.

PDF გვ. 541 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 77

დაუშვებელია მღვდელმსახურის, კლერიკოსის ან მონოზონისათვის აბანოში დედაკაცთან ერთად ბანაობა; მრევლისთვისაც შეუფერებელია ასეთი საქციელი, რადგან წარმათთა მხრიდან განკითხვის პირველი მიზეზი სწორედ ეს არის. ამიტომ განვაჩინებთ: თუ საეკლესიო დასის წეგრი იქნება ასეთ საქციელში მხილებული, განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (ლაოდ. 3). ტრულის კრება ამ კანონით იმეორებს ლაოდიკიის 30-ე კანონის განწესებას. აღნიშნული კანონის განმარტებაში ჩვენ ვსაუბრობთ ამ უწესობაზე (სისაძაგლეზე). აქ მას ემატება შესაბამისი სასჯელი: კლერიკოსთათვის განკვეთა, ერისკაცთათვის განყენება. ზონარას მიერ ამ კანონის განმარტების თანახმად იგივე სასჯელი ეფარდებათ მონოზვნებსაც. საინტერესოა, ტრულის კრების ამ კანონში როგორ განირჩევიან პირები ეკლესიური ორგანიზმისა, ანუ ეკლესიის წევრები, სახელდობრ: მღვდელმსახურები, კლერიკოსები, მონოზვნები და ერისკაცები. პირველები, ანუ მღვდელმსახურები და კლერიკოსები შეადგენენ დასს (საეკლესიო კრებულს); მეორენი, ანუ მონოზვნები კანონებში (IV მსოფლ. 2; ტრულ. 81; VII მსოფლ. 5, 9, 13 და ა.შ.) განსხვავდებიან საეკლესიო დასის წეგრებისაგან; მესამენი, ანუ ერისკაცნი, თავის მხრივ განსხვავდებიან როგორც კლერიკოსების, ასევე მონოზვნებისგანაც. ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი კანონიკური ქვედაყოფა.

პირველნი წარმოადგენენ ცალკე ჯგუფს (+0თ§LC, 0Mძი) და იწოდებიან საერთო სახელით: კლერიკოსები (მოც. 18, 51; | მსოფლ. 17; ტრულ. 5 და ა.შ.); ისინი შეტანილი არიან კლერიკოსთა ნუსხაში (მოც. 15) და შეადგენენ იერარქიულ ნუსხას (მოც. 51), მაგრამ იყოფიან ერთი მხრივ იმათზე, ვინც მსახურებაზე ეკურთხა საკურთხეველში (ქიროტონია) და მეორე მხრივ იმათზე, ვინც – საკურთხეველს გარეთ (ქიროტესია). პირველ ჯგუფში, ანუ ვინც ხელთადასხმა მიიღო, შედიან: ეპისკოპოსები, ხუცესები (მღვდლები) და დიაკგნები, და იწოდებიან საზოგადო სახელით: მღვდელმსახურნი ან ღვთისმსახურნი; მეორე ჯგუფში, ვინც ხელთდადება მიიღო, შედიან: იპოდიაკვნები, წიგნის მკითხველები და მგალობლები (მოც. 69) და ასევე მეკარეები (რრულ. 4) და შემფუცებლები |სარწმუნოებისადმი ერთგულების შესახებ| (ანტიოქ. 10; ლაოდ. 26), და იწოდებიან ან უბრალოდ კლერიკოსებად, როგორც ამ კანონში, ან კიდევ ეკლესიის მსახურებად. მონოზვნები შეადგენენ, თავის მხრივ, ცალკე ჯგუფს ეკლესიაში, და განსხვავდებიან ერისკაცთაგან თაგიანთი აღთქმებით, ხოლო ეკლესიის დასისაგან განსხვავდებიან იმით, რომ არც ერთ იერარქიულ ხარისხს არ მიეკუთვნებიან, ხოლო თუ რომელიმე ამ ხარისხთაგანში დაეწესნენ (IV მსოფ. 6), მაშინ უკვე ჩაირიცხებიან კლერიკოსთა ნუსხაში და მიეკუთვნებიან ზოგადა საეკლესიო დასს (დასს|. ერისკაცები (X0ILI«CL) იყოფიან ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად (ისინი იწოდებიან: მორწმუნეებად, #LთIთL) და კათაკმეველებად (X0+ MX0ს16VCL) – ეს ერისკაცთა ის კატეგორიაა, რომლებიც ემზადებიან მოსანათლავად და ეკლესიაში გასაწევრიანებლად (I მსოფლ. 14).

PDF გვ. 542 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 78

ვინც ნათლისღებისათვის ემზადება, სარწმუნოება უნდა შეისწავლოს და შვიდეულის მეხუთე დღეს ეპისკოპოსს ან ხუცესს დასმულ კითხვებზე პასუხი გასცეს. (| მსოფ. 2, 14; ტრულ. 96; ლაოდ. 19, 46). ერთიანობაში კათაკმეველების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ | მსოფლ. კრების მე-14 კანონის განმარტებაში. ტრულის ამ კანონში მეორდება ლაოდიკიის კრების 46-ე კანონი, რომლის განმარტებაშიც ჩვენ ვიტყვით რაოდენ საჭიროც იქნება ტრულის ამ კანონის შესამეცნებლადაც." შენიშვნები:

“ლაოდიკიის კრების 46-ე კანონის განმარტება:

ამ კანონის ტექსტში ნათქვამია მხოლოდ „შვიდეულის მეხუთე დღეს (ძVIX%1%9 ხიხძილთიძ!ვ (6>13)“, ჩვენ კი ასე გადმოგთარგმნეთ: „ყოველი შვიდეულის მეხუთე დღეს", რამეთუ ვიზიარებთ ბერძენი კომენტატორების ბალსამონისა და ზონარას აზრს, რომელთა განმარტებებშიც არის სიტყვები: იყოველი შვიდეულის“ და მას სრულიად ჭეშმარიტად მივიჩნევთ. აქედან გამომდინარე, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ არისტინეს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვებში: „შვიდეულის მეხუთე დღეს“, უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ შვიდეულის მეხუთე დღე გაბრწყინების წინ.? ჩვენ ზემოთ დასახელებულ კომენტატორთა განმარტება უაღრესად სწორად მიგვაჩნია, რადგან ცნობილია, რომ კათაკმეველთა კატეხიზაცია საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა და ისინი ვალდებულნი იყვნენ ანგარიში ჩაებარებინათ ეპისკოპოსებისათვის სარწმუნოებაში თავისი განსწავლულობის შესახებ. გარდა ამისა, ეკლესია უნდა დარწმუნებულიყო კათაკმეველთა ურყევობაში, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოების მიღება მტკიცედ და ურყევად ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამაში დარწმუნება კი ეკლესიას შეეძლო, როგორც ამას ზონარა აღნაშნავს ამ კანონის განმარტებაში, იმით, რომ ასეთები კათაკმეველობის მთელი დროის მანძილზე ყოველ ხუთშაბათს აბარებდნენ ანგარიშს ეპისკოპოსს ან მღვდელს იმის შესახებ, თუ რა გაიარეს ქრისტიანული სწავლებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ვინმეს, რწმენაში არასრულად განმტკიცებულს, ნათლისღება არ მიეღო და არ ზიარებულიყო ჩვენს წმინდა საიდუმლოებას.

1. იხ. ამ კომენტატორთა განმარტება ტრულის კრების 78-ე კანონზე: #თ. C#8X., II, 486.

2 #რდ. CCო., II, 486 შდრ. ბევერეგიას შენიშვნები. LL. 5IV0 VიიძიიLვი, II, #ითიი%,, ი. 197.

PDF გვ. 543 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 79

ვაღიარებთ, რომ ქალწულმა უთესლოდ ჩასახული ღმერთი უმტკივნეულოდ შვა და ამას მთელ სამწყსოს გუქადაგებთ, ხოლო იმათ, ვინც უმეცრებით არამართებულ საქციელს სჩადის, გამოსწორებისაკენ მოვუწოდებთ; ვინაიდან ზოგიერთები, ჩვენი ქრისტე ღმერთის წმინდა შობის დღესასწაულის შემდეგ, შემჩნეულნი არიან ორცხობილას დამზადებაში და ერთმანეთს უძღვნიან ყოვლადუხრწნელი ღვთისმშობელი ქალწულის შობისას განცდილი ტკივილების პატივსაცემად, ამიტომ განვაჩინებთ: მართლმორწმუნეებმა მსგავსი არაფერი მოიმოქმედონ, რადგან ეს არ ნიშნავს პატივისცემას ქალწულის მიმართ, რომელმაც გონებისათვის მიუწვდომელად და ენით გამოუთქმელად ხორციელად შვა დაუტევნელი სიტყვა; არ შეიძლება ამის განსაზღვრა და წარმოდგენა ჩვეულებრივად, ჩვენთვის დამახასიათებელი დაბადების მსგავსად. ამიერიდან, ზემოდასახელებულ ქმედებაში მხილების შემთხვევაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. ეს კანონი საუბრობს ამაოდმორწმუნოების ერთ-ერთ ჩვეულებაზე, რომელიც თავისებური სახით არსებობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატივსაცემად. ამ ჩვეულებას მამები გმობენ და ემუქრებიან კლერიკოსებს განკვეთით, ერისკაცებს – განყენებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩვეულებას კვლავ გაჰყვებიან.

PDF გვ. 544 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 80

თუ გინმე – ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს. (მოც. 8, 9; ტრულ:. 66; ანტიოქ. 2; სარდ. 11).

ამ კანონით ტრულის კრება იმეორებს სარდიკიის მე-11 კანონს და, როგორც იმ კანონის, ასევე ამ განწესების განმარტებაზეც ჩვენ შედარებით მეტ ხანს შევჩერდებით. ტრულის ამ კანონის განმარტებაში არქიმანდრიტი იოანე ყურადღებას ამახვილებს იმათზე, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არ დადის ეკლესიაში, და ამბობს: „ეკლესიისაგან თვითნებური განშორებით, ისინი თვითონვე განაყენებენ მისგან საკუთარ თავს და ეკლესიური განყენება, რაც მათთვის განსაზღვრულია მამათა კანონებით, მხოლოდ სამართლებრივად ემსახურება ეკლესიის მიმართ მათ უცხოებად შერაცხვას – რომლისგანაც მათ წინასწარვე გაიუცხოვეს თავი – და ამასთან ერთად, ყველა იმ სიკეთისაგან მოკლებულთ ტოვებს, რაც მათ არ ისურვეს ეკლესიასთან ერთობით მიეღოთ“. გარდა ამისა, მას მოჰყავს იოანე ოქროპირის თხზულებიდან შემდეგი ადგილი: „როგორ არ უნდა ვიწუხოთ იმათზე, რომლებიც ხშირად არ მიმართავენ და არ მიდიან ყველასათვის საერთო დედა-ეკლესიაში? ამაზე უფრო აუცილებელს რა საქმიანობას შემომთავაზებთ? რა შეკრებაა მასზე უფრო სასარგებლო? ან რა გვიშლის ხელს ამის გაკეთებაში? კვირაში შვიდი დღეა და ისინი ღმერთს ისე არ გაუყვია, რომ თავისთვის მეტი აეღო და ჩვენთვის ნაკლები დაეტოვებინა; მან ისინი სანახევროდაც არ გაჰყო; არც სამი აუღია და არც სამი მოუცია, არამედ შენ გამოგიყო ექვსი დღე, ხოლო თავისთვის ერთი დაიტოვა. შენ კი ამ ერთ დღესაც არ შეგიძლია ყოფიერი საქმეებისაგან მოიცალო და რასაც მკრეხელები აკეთებენ, იგივე კადნიერებას იჩენ შენც ამ დღესთან მიმართებით – იტაცებ და იყენებ მას საკოფაცხოვრებო საზრუნავისათვის, მაშინ, როცა იგი კურთხეულია და განკუთვნილია სულიერი სწავლების მოსასმენად. რაღა ვთქვათ ერთ მთლიან დღეზე? რაც გააკეთა ქვრივმა წყალობასთან დაკავშირებით (იხ. მარკ. 12, 42 და შემდგ), შენც იგივე გააკეთე დღის დროსთან მიმართებით. იმან ორი მწვლილი ჩადო და უდიდესი სათნომყოფელობა დაიმსახურა ღვთისაგან; შენც გამოყავი ღმერთისთვის ორი საათი და სახლში ურიცხვ დღეთა მონაპოვარს შეიტან. ხოლო, თუ არ გინდა, მაშინ იცოდე! შეიძლება დაღუპო მრავალწლიანი შრომა იმის გამო, რომ დღის მცირე დროის მონაკვეთითაც კი არ გინდა თავი შეიკავო მიწიერი საზრუნავისაგან! თუ შენ აჭ მოდიხარ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მაშინ მითხარი, რა შეგვიძლია შეგასწავლოთ შენ იმ აუცილებლობიდან, რაც ეხება სულს, სხეულს, უკვდავებას, ცათა სასუფეველს, ტანჯვას, გეჰენიას, ღვთის დიდმოთმინებას, მიტევებას, მონანიებას, ნათლობას, ცოდვების დატევებას, ზეციურ და მიწიერ ქმნილებებს, ბუნებას ადამიანისას და ანგელოზისას, დემონთა მზაკვრობას, ეშმაკის ხრიკებს, ზნეობას, დოგმატებს, მართალ რწმენას, უწმინდურ მწვალებლობებს? ყველაფერი ეს, და გაცილებით ამაზე მეტი, ქრისტიანმა უნდა იცოდეს და როცა ჰკითხავენ, პასუხს იძლეოდეს. თქვენ კი ყოველივე აჭედან მცირე ნაწილის შესწავლაც არ შეგიძლიათ, რადგან იკრიბებით აქ ათასში ერთხელ, დღესასწაულების შემთხვევაში, ისიც გავლით, სასხვათაშორისოდ, და არა კეთილმსახურების სულიერი განწყობით“.

ფენიშმ8ნა:

1. დასახ. თხ%,, II, 479-481.

PDF გვ. 544 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 81

შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ მხარეში „სამწმიდას“ გალობაში „წმიდაო უკვდაო“-ს შემდეგ უმატებენ სიტყვებს: „რომელ-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ“. რადგან ძველი წმინდა მამების მიერ ეს სიტყვები, როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყოფილია იმ უსჯულო მწვალებლებთან ერთად, ვინც ეს სიტყვები შემოიტანა, ამიტომ ჩვენი წმინდა მამების მიერ დაწესებულს ვამტკიცებთ და წინამდებარე განჩინებით ანათემას გადავცემთ ყველას, ვინც ამ სიტყვებს ეკლესიაში შეიწყნარებს, ან სხვა რაიმე სახით „სამწმიდას გალობის“ ხელყოფას გაბედავს. თუ ამ განჩინების დამრღვევი სასულიერო პირი აღმოჩნდება, სამღვდელო პატივიდან მის დამხობას ვბრძანებთ; ხოლო თუ მონოზონი, ან ერისკაცი – ეკლესიასთან ერთობიდან გაწნყენებას. ეს კანონი, ისევე როგორც ამ კრების რამდენიმე სხვა კანონი (23, 33, 56 და 99), მიმართულია სომხების წინააღმდეგ, რომლებიც სამწმიდა გალობას უმატებენ სიტყვებს: „რომელ-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის“. ლიტურგიის წესში „სამწმიდის გალობა“ შეტანილია V საუკუნეში, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პროკლეს (434-447) დროს. მის წარმოშობას უკავშირებენ ერთ სასწაულებრივ შემთხვევას, რომელსაც კონსტანტინოპოლში ჰქონდა ადგილი. იმპერატორ თეოდორე უმცროსის ზეობის ხანაში, 446 წელს მოხდა დიდი მიწისძგრა, რომელიც ხანმოკლე შესვენებებით გრძელდებოდა ოთხი თვის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე კონსტანტინოპოლში უამრავი დიდი შენობა დაინგრა და დედაქალაქის მცხოვრებლები იძულებული შეიქნენ ხსნა ქალაქის შემოგარენში ეძებნათ. ღვთის ლმობიერსაყოფად ჩატარდა ღვთისმსახურებანი და ჯვაროსნული სვლები. ერთ-ერთი ასეთი ჯვაროსნული სვლისას, მოულოდნელად და სასწაულებრივად პაერში აღტაცებულ იქნა ბავშვი, რომელმაც ანგელოზთა გალობა გაიგონა: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ“. როცა იგი მიწაზე დაეშვა და ამ სასწაულზე იქ დამსწრეთ მოუთხრო, მაშინვე ყველამ, პატრიარქთან ერთად, გალობა დაიწყო და მიწისძვრა შეწყდა. ასე ამბობს გადმოცემა.! სხვა გადმოცემით, სამწმიდას წარმოშობა, უფრო ადრეულ ხანას განეკუთვნება, ხოლო V საუკუნეში იგი უმეტესად ცნობილი გახდა და შეტანილ იქნა ღვთისმსახურებაში.2 როგორც არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ისტორიულად დამტკიცებულია, რომ IV მსოფლ. კრების პირველ სხდომაზე, დიოსკორეს დამხობის შემდეგ შეკრებილმა მამებმა „სამწმიდა იგალობესშ3 და მას შემდეგ, ე. ი. V საუკუნის შუახანებიდან ეს გალობა წმინდად არის დამარხული მართლმადიდებელ ეკლესიაში. „სამწმიდას“ ზეციურ წარმოშობას აღიარებენ ტრულის კრების მამებიც წინამდებარე (81-ე) კანონში. ქალკედონის კრების შემდეგ, როცა მონოფიზიტობა საზეიმოდ იქნა დაგმობილი, „სამწმიდას გალობამ“ დამახინჯება განიცადა, სახელდობრ, მიმატებულ იქნა სიტყვები: „რომელ-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის“. ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ შეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებლურ სწავლებას და დაემყარებინათ მონოფიზიტური სწავლება წმიდა სამების მეორე პირის შესახებ. ეს მოიმოქმედა პეტრე კნაფემ (სხვაგვარად ფულონი) V საუკუნის მეორე ნახევარში, კნაფე იყო კონსტანტინოპოლელი მონოზონი, მონოფიზიტობის მკაცრი მიმდევარი. ამისათვის იგი კონსტანტინოპოლიდან გააძევეს. მან მოიპოვა მეფის სიძე ზენონის კეთილგანწყობა და მასთან ერთად ანტიოქიაში გაემგზავრა, სადაც დაუკავშირდა ზოგიერთ აპოლინარისტს და ჩამოაყალიბა ძლიერი პარტია ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქის მარტიროსის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ აიძულა კიდეც კათედრიდან წასულიყო, და თავისი მიმდევრების მხარდაჭერით, მისი ადგილი თვითონ დაისაკუთრა. გახდა რა პატრიარქი, კნაფემ, ანტიოქიის ეკლესიაში მონოფიზიტობის დამკვიდრების მიზნით, ბრძანა „სამწმიდისათვის“ მიემატებინათ დასახელებული სიტყვები და ამ მიმატებით ეგალობათ. მართლმადიდებლური რედაქციით „სამწმიდა“ ეხება წმიდა სამების ყველა სამ პირს, ხოლო კნაფე ამ დამატებით ცდილობდა სამწმიდა მხოლოდ წმიდა სამების მეორე პირისადმი მიემართა, ძე-ღმერთისადმი“ და ამით უნდოდა გაემაგრებინა მონოფიზიტური სწავლება, რომლის თანახმადაც ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნება იყო – ღმრთეებრივი, რომელსაც როგორღაც შეერწყა ადამიანის ბუნება, და ამდენად ღმერთეება იესუ ქრისტეში ვნებასაც იღებდა და ყველა სხვა ადამიანურ ქმედებასაც სჩადიოდა; სხეული კი ქრისტეში იყო რაღაც მოჩვენებითი მოვლენა. „რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის" – „სამწმიდასათვის“ ამ სიტყვების მიმატებით გამოიხატება სწორედ მონოფიზიტური აზრი, რომ ქრისტეში ჯვარცმული და ვნებული იყო ღმრთეება, და არა ადამიანობა. ამ სწავლებით არა მხოლოდ ირყვნებოდა IV მსოფლ. კრების დოგმატი, არამედ ხდებოდა II დაIII საუკუნეების ერესების აღდგენა (პატრიპასიანური, ნოითიანური და საბელიანური |II8X0#080#8000C%8#, 80#XM#89C6X899. # 0886X#88C%88|)” და მაშასადამე იმხობოდა მთელი მართლმადიდებლური სწავლება წმიდა "სამების პირებზე. კნაფეს სწავლება უკვე 471 წელს იქნა დაგმობილი ანტიოქიის ერთ-ერთ კრებაზე, თვით კნაფე კი – განკვეთილ და გაძევებულ;3 ეს მსჯავრი შემდგომ, 485 წელს რომის ერთ-ერთ კრებაზეც დამტკიცდა. თავისი ამ.(81-ე) კანონით ტრულის კრების მამები ამტკიცებდნენ ყველაფერს, რაც მანამდე იყო დაწესებული „სამწმიდას გალობის“ შესახებ; დასახელებულ მიმატებას გმობენ როგორც კეთილმსახურების საწინააღმდეგოს, მწვალებლად აცხადებენ პეტრე კნაფეს, ამ მიმატების მომგონებელს, და წინმორბედი მართლმადიდებელრი კრებების მსგავსად ანათემას გადასცემენ ყველას, ვინც კადნიერდება და დასახელებულ მიმატებას იწყნარებს და „სამწმიდას“ ასეთი სახით კითხულობს. კანონში ნათქვამია, რომ ამ განწესებას დამრღვევი მღვდელმსახური ხარისხის აყრით ისჯება, ხოლო ერისკაცი ან მონოზონი (რა თქმა უნდა არა მღვდელმონოზონი) – უზიარებლობით. ამასთან დაკავშირებით, ბალსამონი შენიშნავს, რომ ძნელი გასაგებია თუ რატომ მოიხსენიებს კანონი ანათემასთან ერთად განკვეთასა და უზიარებლობას. „თუმცაღა, მეტად სარწმუნოა, – ამბობს იგი, რომ მამებმა ეს საქმე ეპისკოპოსს გადასცეს განსასჯელად, რათა მას განეკვეთა, ან განეყენებინა ის, ვინც ამ მკრეხელურ დამატებას მიიღებდა და მალევე დაუტევებდა, ხოლო იმას, ვინც არ დაუტევებდა და გააგრძელებდა ამ ღვთისმგმობ უგუნურების შეწყნარებას, ანათემაზე გადაეცა და, ამგვარად, არა მარტო მღვდელმოქმედება აეკრძალა, ან ეკლესიასთან თანაზიარება, არამედ გასახლებაც შეეფარდებინა, რათა დამნაშავე სხვებსაც არ გადასწვდენოდა თავისი ერესით“.მ შენიშვნები:

1. ჰიგი, მემვი,, 00 ხჯიიი III93C010 წMIთირ, §. ყ., L. 95, C01. 21-611, – V88IX., II15L, ტიილ1ი8ვ., III, 44 IM!Iდიი, §. C. L. 86, Cი1. 2697-2700). – ბალსამონის განმარტება ამ კანონზე: 4თ. C#9+., II, 491. MI0იიი. C81I., II19%. ი6C1. XIV, 46 IM1Iლიი, 8. დ., L. 146, იი1. 1216-12211. 2. MI1იიის. C8II., II15L. თიCI., XVIII, 51 IწIM1ლიიტ, 8. წ., L. 147, ლი1. 433-437). იხ. არქიმ. სერგის (შემდგომში მთავარეპისკოპოსი) 1800X09M3989 8IM0X0IM8 (M00X82, 1875), შენიშვხები 32, 284, 306 (მე-2 გამოც. 08X3XMMX#ჯ% 1901, ”.II. 3. 10M898M#6 3007. 006., III, 493. შდრ. ჰივი. ავგთვგვი., 00 IIძი ი»Lსიძ. III, 10. 4. II07016, C00Cლ01)16იყ05ლხ1იხLი, II, 566 და შემდგ.- #10CVს IV, II15(. 0001., XXIX. 31 (იძ. L8X19, 1856. II, 488-489).

§. შდრ. ჰივი. 030850. 1Iხ. C1L. 6. IICIC16, C0სCI11იილ050%10ჩხLი, II, 596. 7. LIიწ010, C0ოC01116იღ050ს16ს(ი, II, 609, შდრ. სხი”! C.ნ. ხს იLრიიი, იიძ. 228. IM1ფი«, §. „., L. 103, იი1. 957-969). 8. #ტთ. CMXX., II, 492.

PDF გვ. 546 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 82

ზოგიერთ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავი, რომელიც მიღებულია საღვთო მადლის სახედ და სჯულის მიერ წარმოგვიჩენს ჭეშმარიტ კრავს, ჩვენს ქრისტე ღმერთს. ჩვენ პატივს ვცემთ ეკლესიის მიერ გადმოცემულ ძველ სახეებსა და სიმბოლოებს, როგორც ნიშებსასწაულებსა და ჭეშმარიტების გამოხატულებებს, მაგრამ უპირატესად მივიჩნევთ თვით ჭეშმარიტებასა და თავად საღვთო მადლს, როგორც აღსრულებას რჯულისას, ამიტომ, რათა ფერწერის ხელოვნებამ ყველას თვალწინ წარმოაჩინოს სრულყოფილება, ვბრძანებთ ამთერიდან სოფლის ცოდვების ამღები კრავის, ჩვენი ქრისტე ღმერთის სახე ხატებზე გამოისახებოდეს კაცობრივი ბუნებით ძველი კრავის ნაცვლად და მისი ჭვრეტით აღვიქვამდეთ სიტყვა-ღმერთის სიმდაბლეს, ვიხსენებდეთ მის ხორციელ მოღვაწეობას, ვნებასა და მაცხონებელ ჯვარცმას და ამ სახით მის მიერ სოფლის სიკვდილისაგან გამოხსნას.

ეს კანონი გადმოცემულია იმ ჩვეულების წინააღმდეგ, რომელიც არსებობდა ზოგიერთ ეკლესიაში, სადაც ხატებზე იესუ ქრისტეს სახის ნაცვლად გამოსახავდნენ კრავს, რომელსაც იოანე ნათლისმცემელი მოიხსენიებს. საფუძველი, რის გამოც ეს ჩვეულება იგმობა, თვით კანონშია მითითებული!. შენიშვნა:

1. დაწვრილებითი განმარტება წინამდებარე კანონისა იხ. არქიმ. იოანესთან, დასახ. თხზ. II, 484-485,

PDF გვ. 548 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 83

ამიერიდან არავინ მისცეს ევქარისტია (პური ზიარებისა) გარდაცვლილის გვამს, რადგან წერილი იტყვის: „მიიღეთ და ჭამეთ“ (იხ. მთ. 26, 26), ხოლო მკვდართა სხეულებს არც მიღება ძალუძთ და არცა ჭამა.

(| მსოფლ. 13; კართ. 7, 18; გრიგოლ ნოს. 2, 5; ტიმოთე ალექს. 3, 16). ეს კანონი გამოცემული იყო ჯერ კიდევ 323 წელს იპონის კრებაზე, რომელიც კართაგენის არქიეპისკოპოს ავრელიუსის თავჯდომარეობით გაიმართა. იგი შეადგენს ამ კრების მე-5 კანონის მეორე ნახევარს. ეს კანონი გვევლინება აგრეთვე 419 წლის კართაგენის კრების კანონთა შორის მე-18 კანონად. კართაგენის კრების იმ მე-18 კანონის განმარტებაში ჩვენ ვსაუბრობთ აუცილებელი ოდენობით ამ საკითხის შესახებაც.” შენიშვნები:

" ამონარიდი კართაგენის კრების მე-18 კანონის განმარტებიდან (კერძოდ მისი ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს):

ამ კანონის (კართ. 18) მეორე ნაწილში უწინარეს ყოვლისა საუბარია იმის შესახებ; რომ მიცვალებულთ არ უნდა მიეცეთ წმინდა ზიარება და ამის დასამტკიცებლად მოყვანილია იესუ ქრისტეს სიტყვები მათეს სახარებიდან (იხ. 26,26), რომელიც ამ კანონს მიესადაგება. კანონის ტექსტში ნათქვამია: II0X16იL1სII. ეს პირდაპირი თარგმანით ნიშნავს, რომ წმინდა ზიარება არ უნდა მიეცეს იმათ, ვინც სიკვდილის პირასაა მისული, ვინც კვდება. მაგრამ კანონში რომ მათ შესახებ არ არის საუბარი, არამედ გარდაცვლილის სხეულზე სიი»Lსი”VII), ამის მაჩვენებელია ის სიტყვები, – როგორც ზონარა აღნიშნავს, – რომელიც წმიდა წერილის ტექსტის შემდეგ მოდის: „მკვდართა სხეულებს (თიXLსი»სI ლCი+ი0”8) არც მიღება ძალუძთ და არც ჭამა“, მაშინ როცა ყოველი ცოცხალისათვის, თუნდაც აღარ იყოს იმედი მისი გადარჩენისა და სულს ღაფავდეს წმინდა ზიარების მიცემა სავალდებულოა (I მსოფ. 13). ოდესღაც არსებული ჩვეულება, მკვდრებისათვის პირში ჩაედოთ წმინდა ზიარება, ეფუძნებოდა კეთილსინდისიერ სურვილს იმისას, რომ გარდაცვლილის სხეული წმინდა საგზლით გაეცილებინათ, რათა ამგვარად ეს სხეული საწმინდეს ზიარებულიყო. თუ რამდენად გაიდგა ამ ჩვეულებამ ყველგან ფესვი, იქიდან ჩანს, რომ VII საუკუნეში ტრულის კრება (თავისი 83-ე კანონით) იძულებული გახდა კართაგენის (უფრო სწორად – იპონის) მამების ეს დადგენილება კვლავ განეახლებინა.

1. იხ. ზონარას განმარტება ამ კანონზე: 4თ. CXMXM%+., III, 353.

PDF გვ. 549 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 84

წმინდა მამათა კანონიკური განწესებების თანახმად, ჩვილთა შესახებ განვაჩინებთ: როცა არ მოიპოვებიან სარწმუნო მოწმეები, რომლებიც უეჭველად დაამტკიცებდნენ მათი ნათლობის ფაქტს და, როცა თვითონაც მცირეასაკოვნობის გამო ვერ ადასტურებენ ნათლისღების საიდუმლოებაში მონაწითლეობას, ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი აუცილებლად უნდა მოინათლონ, რათა გაუგებრობამ არ მოაკლოს ისინი ნათლისღებით განწმენდას. (მოც. 49, 50; II მსოფლ. 7; კართ. 45, 48, 72, 110; ბასილი დიდ. 1, 91).

ამ კანონით ტრულის კრება იმეორებს 401 წლის 13 სექტემბრის კართაგენის კრების მე-7 კანონს, რომელიც 419 წლის კართაგენის კრების კანონებს შორის 72- ედ გვევლინება. დასახელებული კართაგენის (72-ე) კანონის განმარტება ამასთანავე ტრულის ამ (84-ე) კანონის განმარტებასაც წარმოადგენს.“ ფენიშვნები:

+ 84-ე კანონისათვის კართაგენის 72-ე კანონის განმარტება:

როგორც ამ კანონიდან ჩანს, პედობაპტიზმი იმ დროს (401 წ.) ითვლებოდა საერთო წესად აფრიკულ ეკლესიაში. ამიტომ კანონი განაწესებს თითოეული ბავშვის მონათვლას, რომელთა შესახებაც არ არის ცნობილი იყო იგი მანამდე მონათლული თუ არა – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა მცირე ასაკის გამო ბავშვი თავად გერ ატყობინებს მიიღო თუ არა ნათლობა და არ არის პირი, ვინც ამას დაამოწმებდა. კართაგენელი მამები ასეთ დადგენილებას მოტივად უდებენ იმას, რომ არ შეიძლება არცოდნის გამო ბავშვი მოაკლო ისეთი სიწმინდით განწმენდას, როგორიცაა ნათლისღების საიდუმლო. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ბევრი ქრისტიანის მხრიდან არაქრისტიანი ერისაგან მონების შესყიდვა, რომელთა შორის არცთუ იშვიათად ბავშვებიც ხვდებოდნენ და იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონოდათ ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები გამხდარიყვნენ, აუცილებელი გახდა დასახელებული დადგენილების შექმნა!. ამჟამად ამ დადგენილებას მნიშვნელობა აქვს უმთავრესად მიტოვებული ან „მიგდებული“ ბავშვებისათვის.?

1. იხ. VII მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტება.

2. როცა ხდება რომელიმე „მიგდებული“ ბავშვის ნათლობა, რომლის შესახებაც არ არის ცნობილი იყო თუ არა იგი მონათლული, ასეთ დროს ჩვეულებრივ გამოივყენება შემდეგი ფორმულა: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი), თუ აქამდე არ იყო მონათლული, სახელითა მამისათა... “ და ა. შ. (იხ. § 86-ის შენიშვნა წიგნიდან “0 M0XM%800X#X X0608MX>0008 I0MX0IMCXMX”). თუმცა, პეტრე მოგილა თავის კურთხევანში ((1ი969#M#) ამ ფორმულას უწევს რეკომენდაციას, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ შეიძლება გამართლებული იყოს, რადგან იგი არ ეფუძნება მართლმადიდებელი იეკლესიის კანონიკური სამართლის არც ერთ დადგენილებას და აღებულია ლათინური ეკლესიის კანონიკური სამართლიდან. ლათინურ ეკლესიაში არ იყო ეს ფორმულა ცნობილი XII საუკუნემდე, ვიდრე პაპმა, ალექსანდრი III-მ (1159-1164) არ გამოსცა დადგენილება, რომ ყველა, ვისი ნათლობაც ეჭვს იწვევს, უნდა მონათლოს შემდეგი სახით: 51 ხმიVI28(08 95, 0900 Lი ხ8ი%170, §0ძ, 51 იიითძსი ხვის78(V95 08, იყი L6 ხვმი70 0%L0... 0იი»ი(81. CIიყი»"! IX, III, 42, ი. 2 (C0”იV§9 10II53 ლვ»ი., II, ხს. 619. იძ. XICხLიI, 1839). მას შემდეგ ეს ფორმულა მუდამ იყო დაცული ლათინურ ეკლესიაში, რადგანაც პეტრე მოგილამ ბევრი რამ დაისესხა იქიდან თავისი კურთხევანისათვის (იხ. მაგ. § 44 ჩემი თხზულებისა „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი" შენიშვნა 14), ამიტომ სავსებით სარწმუნოა, რომ მან ეს ფორმულაც შეიტანა იმ პირთა ნათლობისათვის, რომელთა მიმართაც ზუსტად არ იყო ცნობილი, იყვნენ თუ არა მონათლულნი.

PDF გვ. 549 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 85

წმიდა წერილიდან მიგვიღია, რომ ორი ან სამი მოწმით დადასტურებული სიტყვა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს (იხ. 2 სჯ. 19, 15). ამიტომ განვაჩინებთ: ბატონისგან გაშვებული მონები კანონიერ თავისუფლებას მიიღებენ ორი, ან სამი პირის დამოწმებით, რაც მონების გათავისუფლებას კანონიერ ძალას მიანიჭებს და დამაჯერებლად წარმოაჩენს აღსრულებულ საქმეს.

(მოც. 75; | მსოფლ. 2; კართ. 64, 82, 129, 131, 132; თეოფილე ალექს. 9). ეს კანონი ეხება საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როცა ადგილი ჰქონდა მონათმფლობელობას; ხოლო ამჟამად მან დაკარგა თავისი კონკრეტული მნიშვნელობა.

PDF გვ. 550 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 86

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინებთ: კლერიკოსს, რომელიც სულთა წარსაწყმედელად მეძავეებს შეკრებს და შეინახავს, ხარისხი აეყაროს და განიკვეთოს; ერისკაცი კი, ასეთივე საქმიანობისათვის – წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

ეს კანონი ცხადია და განმარტებას არ საჭიროებს. საძაგელი საქმიანობა – მეძავთა ბუნაგის შენახვა – ერისკაცებსაც ეკრძალებოდათ და ბერძნულ-რომაული კანონებით სასჯელს ითვალისწინებდა. მით უფრო უნდა ეკრძალებოდეთ ეს საქმიანობა მღვდელმსახურებს, რომლებიც, თუკი ამაში მხილებელნი იქნებიან, დაექვემდებარებიან, ამ კანონის თანახმად, უმკაცრეს საეკლესიო სასჯელს: არა მხოლოდ ხარისხიდან დამხობას, არამედ განკვეთასაც, ისევე, როგორც სიმონიისათვის.

მსგავსი კანონები:მოც.25ნეოკეს.1ბასილი დიდ.3932515970

PDF გვ. 551 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 87

დედაკაცი, რომელიც ქმარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება, მრუშია, წმინდა და საღვთო ბასილის სიტყვისამებრ, რომელმაც იერემიას ნაწინასწარმეტყველებიდან სათანადო სიტყვები მოიხმო: „უკუეთუ დედაკაცი დატევებითა ქმრისა თკსაითა იქმნეს სხყ«სა ქმრისად, არღარა მიიქცეს ქმრისავე თყსისა. არამედ შეგინებით შეიგინოს“ (იერემ. 3, 1). თუ გაირკვევა, რომ ცოლმა ქმარი უმიზეზოდ მიატოვა, მაშინ ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი – ეპიტიმიისა. შენდობა კი იმაში იქნება გამოხატული, რომ ეკლესიასთან ერთობაში დარჩება. ხოლო ვინც კანონიერი ცოლი დატოვოს და სხვა მოიყვანოს, უფლის სიტყვისამებრ (იხ. ლუკ. 16, 18) მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მიიღოს. წმინდა მამათა განწესებით, ასეთმა პირებმა მონანულის შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ: წელიწადი დაჰყონ შეტირილებად, ორი წელი წმიდა წერილის მსმენელთა რიგში, სამი წელი შევრდომილ იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ ერთგულთა გვერდით და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს.

(მოც. 48; ტრულ. 93, 98, ანკვირ. 20; კართ. 102; ბასილი დიდ. 9, 21, 31, 35, 36, 46, 48, 77, 80). რომის და, ასევე, საეკლესიო სამართლის თანახმად, ქორწინება არის ქმრისა და ცოლის მთელი ცხოვრების მანძილზე კავშირი (00»)სწL10 X08X15 6L #06)ი1ი986 6ხ §38 უპისკოპოსი ნიკოდიმი (4ილაში) 00050XL1სIი 010018 V1L86) .' ეს არის წმინდა წერილის სწავლების ზუსტი გამოთქმა (იხ. მთ. 19, 5, 6; მარკ. 10, 5-9; ეფეს. 5, 32), რაც წარმოადგენს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლურ სწავლებას: ამის თანახმად, ვინც კანონიერად იქორწინა და ეს ქორწინება ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილით არ არის დარღვეული, უკვე აღარ შეუძლია ახალი ქორწინება სხვა პირთან, ხოლო თუ ვინმე თვითნებურად დაარღვევს ქორწინებით კავშირს, თანაც ქმარი, რომელიც ტოვებს თავის კანონიერ ცოლს, ან ცოლი – თავის კანონიერ ქმარს, და ეს” ქმარი, ან ცოლი შეუღლდება სხვა პირთან ქორწინებაში, მაშინ ასეთი პირი ექვემდებარება შესაბამის სასჯელს, ეს მეორე ქორწინება კი ითვლება მრუშობად. სწორედ ამაზე საუბრობს ტრულის ეს (87-ე) კანონი და პრინციპულად იმეორებს ბასილი დიდის 35-ე და 77-ე კანონებს და ამტკიცებს სხვა კანონთა განწესებებს, გამოცემულთ ამ საკითხთან დაკავშირებით VII საუკუნის ბოლომდე. ეს კანონი მემრუშედ აცხადებს ცოლს, თუ მან უმიზეზოდ (0CMV/VX, 0L80%0L IL8+L1096)ი) მიატოვა ქმარი და გაჰყვა სხვა პირს ცოლად. ზუსტად ასევე, კანონი მრუშად აცხადებს ქმარს, რომელიც ტოვებს ცოლს და ქორწინდება სხვა პირზე. ამიტომ უფარდებს კანონი დამნაშავეებს იმ სასჯელს, რაც მემრუშეებისთვის არის განსაზღვრული, კერძოდ – შვიდწლიან ეპიტიმიას. მღვდელმსახური კი, რომელიც აკურთხეგდა ასეთ ქორწინებას, როცა ამავე დროს მისთვის ცნობილი იყო კანონიერი და დაურღვეველი ქორწინების შესახებ, ექვემდებარებოდა განკვეთას.3 მოციქულთა 48-ე კანონის განმარტებაში ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ კანონიერად აღსრულებული (L6წILIთხთ, 1ს3ხსIი Lი8LII0ი0ი1სXი) ქორწინება არ შეიძლება დაირღვეს, სანამ ცოლი და ქმარი ცოცხლები არიან და სანამ ქორწინება თავის დანიშნულებას პასუხობს. ქორწინებითი კავშირის გაწყვეტა კანონიერად დაქორწინებულ მეუღლეებს შორის, შეუძლია მხოლოდ სიკვდილს, ან მიზეზს, რომელიც გადაძლევს საეკლესიო იდეას ქორწინების დაურღვევლობის შესახებ და დაშლის მის ზნეობრივ ან რელიგიურ საფუძველს, რაც იგივე სიკვდილია, მხოლოდ სხვა სახით. თუ არა აქვს ადგილი სიკვდილს, ან სიკვდილისნაირ მიზეზს, მაშინ კანონიერი ქორწინება არასდროს და არავის მიერ არ შეიძლება დაირღვეს. ტრულის ამ (87-ე) კანონის გამოცემის მიზეზი იგივე იყო, რაც თავის დროზე მოციქულთა (48-ე) კანონისა. ქორწინების ინსტიტუტი ისეთივე ძველია, როგორი ძველიც კაცობრიობაა, ამიტომაც მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ქორწინებისა და განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით, დღის მუქზე წარმოჩინდნენ ქრისტიანობაზე გაცილებით ადრე. ამიტომ, ეკლესიას, როცა მან თავზე აიღო ქორწინებაზე ზრუნვა, მხოლოდ რეფორმაციის მოხდენა შეეძლო გარკვეული მიმართულებით ქორწინების ინსტიტუტისათვის, მაგრამ ძირეულად მისი შეცვლა, მას უკვე აღარ ძალუძდა; მას მხოლოდ ზნეობრივად შეეძლო ემოვშმედა ქორწინების შესახებ არსებულ წესდებულებაზე და ზუსტად ასევე, მეუღლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. ქრისტიანობის წარმოშობის ხანაში, რომის საზოგადოების გარყვნილი ცხოვრების შედეგად, რომის სამოქალაქო კანონები ქორწინების შესახებ საერთოდ და, განქორწინების შესახებ კერძოდ, ძალიან შორს იდგა იმ ზნეობრივი ცნებებისაგან ქორწინებასთან დაკავშირებით, რაც თვით ბუნებისაგან არის ადამიანის გულში ჩადებული. Lზ8ისძ!სთ, ანუ ქორწინებითი კავშირის დარღვევა, მთლიანად იყო მინდობილი მეუღლეთა თვალსაზრისზე, რომლებიც ამით ყოველთვის სარგებლობდნენ, როცა ეს პირადად მათთვის იყო მისაღები. შეუღლებულთა სიყვარული (00ი)სწ8118 8##”6CL10) იყო ქორწინების მთავარი პირობა. როგორც კი სიყვარული განქარდებოდა, თითოეულს უფლება ეძლეოდა განქორწინებისათვის (LL8ისძ1ს) მიემართა, თანაც თანახმა იყო თუ არა ორივე მეუღლე განქორწინებაზე, თუ ერთი იმათთაგანი მეორეს უგზავნიდა L16ხ011სIი L6ი0სძ11, მნიშვნელობა არ ჰქონდა - ქორწინება უკვე ამით ირღვეოდა. რომის მაშინდელი კანონები ძალიან მცირე ყურადღებას უთმობდა ამ საქმეს და განქორწინების თავისუფლება კანონის მხრიდან არავითარ წინააღმდეგობას არ აწყდებოდა. კანონი შემოიფარგლებოდა მარტოოდენ მეუღლეთა მორალური გრძნობებით. გაცილებით გვიანი დროის კანონები, რომლებიც განქორწინების თავიდან ასაცილებლად გამოდიოდა, უძლური ალმოჩნდა რომაული საზოგადოების საყოველთაო გარყვნილების გამო. ცალმხრივად ქორწინების დარღვევა, ანუ მხოლოდ ერთი მეუღლის განცხადებით, გაუქმდა, თუმცაღა, ძალაში რჩებოდა ქორწინების დარღვევა ურთიერთთანხმობით (91V0X- LIსMი 6X 00050ი5ს); სწორედ იგი სარგებლობდა კანონის მფარველობით. შევიდა რა სახელმწიფოსთან კავშირში, ეკლესია იძულებული იყო მოეკრიბა მთელი თავისი ძალები, რათა საყოველთაო გარყვნილობის ჟამს, ქორწინების ინსტიტუტი სათანადო ფუნდამენტში ჩაეყენებინა, და რომ საეკლესიო და სახელმწიფო კანონმდებლობათა ურთიერთძალისხმევით წმინდა ქორწინება უზრუნველეყო. ეკლესიის პირველი საზრუნავი იყო გაეუქმებინა კანონი, რომლის თანახმადაც ცოლ-ქმარს ურთიერთშეთანხმებით შეეძლოთ განქორწინება და მეორედ დაქორწინება სხვა პირებთან. საეკლესიო კანონიკური სწავლება ურთიერთშეთანხმებითი განქორწინების შესახებ, გამომუშავებული იყო ჯერ კიდევ ეკლესიის ცხოვრების პირველ საუკუნეებში.§ მიუხედავად ამისა, საჭირო გახდა რამდენიმე საუკუნოვანი ბრძოლა და რუდუნება, სანამ ეკლესია მიაღწევდა იმას, რომ ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობასაც აეკრძალა ასეთი განქორწინება. იუსტინიანამდე ზოგიერთი იმპერატორი თავის კანონებში აღნიშნავდა, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა ქორწინები- “თი კავშირის გაწყვეტა,? თუმცა ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთშეთანხმებისას მათი განქორწინების საწინააღმდეგო კანონი ჯერ არ არსებობდა. იგივე იუსტინიანემ, თავისი ხელმწიფობის დასაწყისში, აღიარა კანონი, რომლის თანახმადაც ყოველი ქორწინება გაუქმებულად ითვლებოდა, თუ ამაზე ერთმანეთთან ცოლი და ქმარი შეთანხმდებოდნენ; მხოლოდ შემდეგში, ორი სპეციალური ბრძანებულებით, მან ეს აკრძალა და განაწესა, რომ გარკვეული მიზეზებით მხოლოდ ზოგიერთი ქორწინების დარღვევა შეიძლება და ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.9 რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინე II-მ კვლავ აღადგინა ძველი კანონი, რომლის მიხედვითაც ქორწინება შეიძლება გაუქმდეს ურთიერთშეთანხმებით (ი0ი36ი8V).9 საჭირო გახდა ამის შემდეგ სამსაუკუნოვანი ლოდინი, რომ სამოქალაქო ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობაში დაფუძნებულიყო ქორწინების შესახებ საეკლესიო სამართლის თვალსაზრისი.19 იქიდან დაწყებული (IX ს.), მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მიზეზებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ქორწინების გაწყვეტა და თანაც რწმუნებული ხელისუფლების მიერ. განქორწინება დაშვებული იყო მხოლოდ და მხოლოდ რაიმე ამაღლებული მიზნების გამო, როცა მაგალითად, მეუღლეები ილტვოდნენ უფრო სრულყოფილი ცხოვრებისაკენ, როგორსაც ეკლესიის სწავლებით წარმოადგენს მონოზვნურ-მოღვაწეობრივი ცხოვრება. ეკლესიის დაჟინებითი მოთხოვნით, ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამ დააწესა კერძოდ, თუ რა მიზეზით შეიძლება შემდგარიყო ქორწინების გაწყვეტა. მხოლოდ სიკვდილს, ფიზიკური იქნება თუ ზნეობრივი და რელიგიური, შეუძლია გაწყვიტოს ქორწინებითი კავშირი ქმარსა და ცოლს შორის. ამის შესახებ სახარებისეული სწავლების საფუძველზე, საეკლესიო კანონმდებლობამ გამოსცა შესაბამისი კანონიკური განწესება იმის თაობაზე, თუ როგორი ქმედება უნდა იყოს ჩადებული ამა თუ იმ სახის სიკვდილის შესახებ მსჯელობის საფუძველში. ჩამოაყალიბა რა თავისთვის ამ ქმედებათა სახეობები, ეკლესიას, ქორწინების ინსტიტუტის ეკლესიურ-მოქალაქეობრივი ხასიათიდან გამომდინარე, უნდა მოეთხოვა, რომ ეს ნორმები სამოქალაქო კანონმდებლობასაც შეეთვისებინა. კონსტანტინე დიდმა, ეპისკოსებთან შეთანხმებით, 331 წელს გამოსცა კანონი, რომლითაც განქორწინება საერთოდ იკრძალებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მრუშობას ჰქონდა ადგილი (მძს1- %0II0Iი) ანდა, ისეთ დანაშაულს ქმრის ან ცოლის მხრიდან, რის შედეგადაც სასჯელად შეიძლება მიეღოთ სიკვდილი ან უვადო კატორღა.'! შემდეგი იმპერატორები, იუსტინიანამდე, განქორწინებასთან მიმართებით გამოსცემდნენ ხან უფრო მკაცრ კანონებს, ხანაც – ნაკლებად მკაცრს.'?? საბოლოოდ იუსტინიანემ თავისი ნოველით (542 წ.) დასასრული დაუდო მერყეობას ამასთან დაკავშირებით, თანაც დაადგინა ძირითადი პრინციპი მომავალ დროებათათვის, თუ როდის და რა მიზეზით შეიძლება მოხდეს კანონიერად აღსრულებული ქორწინების დარღვევა.!3 ეს ნოველა, სახელდობრ, აწესებს, რომ ქორწინება შეიძლება გაუქმდეს: ა) როცა სახეზეა ქმრის ან ცოლის ისეთი დანაშაული, რასაც შეიძლება სიკვდილით დასჯა მოჰყვეს; ბ) როცა ქმარი ან ცოლი მოხვდებიან ფიზიკურ სიკვდილთან გათანაბრებულ მდგომარეობაში; გ) როცა ქორწინებაში სახეზეა მრუშობა ან მრუშობის მსგავსი ქმედება; დ) როცა არ არსებობს ქორწინებისათვის აუცილებელი ფიზიკური პირობები; და ე) როცა ქმარსა და ცოლს სურთ შესწირონ თავი მოღვაწეობრივ ცხოვრებას. ამ ნოველით, ისევე როგორც 556 წლის ნოველით, იგმობა ყოველგვარი განქორწინება, რომელიც არ არის დამყარებული ერთ-ერთ ამ დასახელებულ მიზეზზე, ან არ არის დამტკიცებული რწმუნებული სასამართლოს მიერ. ამასთანავე განიწესება, რომ ასეთ შემთხვევაში, ქმარი და ცოლი უნდა გაიგზაგნონ მონასტერში დარჩენილი ცხოვრების იქ გასატარებლად, ხოლო მთელი მათი ქონება უნდა გაიყოს მათ მემკვიდრეებსა და მონასტერს შორის; უკანონოდ განქორწინებულები სხეულებრივ (ფიზიკურ!) სასჯელს ექვემდებარებოდნენ და ექსორიად წარგზავნას (სასჯელის მოსახდელად პატიმრის გაგზავნა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით!'. რამდენადაც იუსტინიანეს ამ ნოველის (542 წ) განწესება განქორწინების მიზეზების შესახებ სრულად შეესაბამება ამის თაობაზე საეკლესიო სამართალს და განწესებებს და გამოცემული იყო მაშინდელი პატრიარქის, მინას (536-552 წწ.) თანხმობითა და ძალისხმევით, ამიტომ ეს ნოველა შეიტანეს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონიკური კრებულის პირველ რედაქციაში, კერძოდ, XV ტიტლოვან ნომოკანონში,!ს რომელმაც თავის მხრივ შემდგომში, X საუკუნეში, როგორც ცნობილია, მიიღო მთელი ეკლესიისათვის საყოველთაო აჟუცილებელი კრებულის მნიშვნელობა. აქედან, დასახელებული ნოველის ამ განწესებამ ფორმალურადაც მიიღო დიდი მნიშვნელობა მართლმადიდებელ ეკლესიაში და ამგვარად იქცა კიდეც სახელმძღვანელოდ საეკლესიო ხელისუფლებისათვის განქორწინების საქმეებში.'9მ ყველა სხვა ცალკეული მიზეზები, რომლებიც მოიხსენიება შემდგომი საუკუნეების ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობაში და საეკლესიო პრაქტიკაში, არსებითად სხვა არაფერია, თუ არა უფრო დეტალური გამოყენება იმისა, რასაც იუსტინიანეს დასახელებული ნოველა შეიცავს.!?

მართლმადიდებელ ეკლესიაში განქორწინების საქმის წარმოებისას კანონი განაწესებს: 1) მოხდეს კანონიერი გზით გამოკვლევა იმისა, თუ რატომ დატოვა ან აპირებს დატოვებას ქმარი ცოლისას, ან პირიქით – ცოლი ქმრისას, და თუ მიზეზი უკანონოა, ანუ არ ჯდება კანონით დადგენილ განქორწინების მიზეზების ჩარჩოებში, მაშინ მეუღლეები ვალდებულნი არიან დაუბრუნდნენ ერთმანეთს, დამნაშავეს კი საეკლესიო ეპიტიმია მიესადაგოს (ბასილი დიდ. 35); 2) თუ გამოკვლევისას დადგინდება ერთ-ერთი მეუღლის დანაშაული, ანუ დამტკიცდება განქორწინების მიზეზის არსებობა, ცოლს მაინც შეუძლია დარჩეს ქორწინებით კავშირში თავის ქმართან, თუ ქმარი დათანხმდება მასთან თანაცხოვრებას; ცოლს არ შეუძლია უარყოს დამნაშავე, მაგრამ ამასთანავე, მონანული ქმარი (ბასილი დიდ. 9, 21); 3) საბოლოო განქორწინება ცხადდება მხოლოდ მაშინ, როცა დანაშაული სამსჯავროს მიერ საჯაროდ არის დამტკიცებული და როცა შეურაცხყოფილი ქმარი (ან ცოლი) არ თანხმდება ცოლთან (ან ქმართან) ერთობლივი ცხოვრების გაგრძელებას; და 4) პირი შეუბღალავი, სხვისი დანაშაულით შეურაცხყოფილი, სრულ თანაზიარებაში რჩება ეკლესიასთან და აღიარებულია! მის უფლებად სხვა პირთან ხელახლა ქორწინება (ტრულ. 93) .18 შენიშვნები:

1. 0Iთ05L. XXIII, 2, 1. შდრ. 3351I10. XXVIII, 4, 1, - XIV ტიტლ. ნომოკანონი, XII, 13. ბლასტარის სინტაგმა, LL. 2 (4ძთ. 6CMXMV., L, 271; VI, 153). „საჭეთმპყრობელი“ 48, 4, 1 (დასახ. გამოც: II, 86).

2. მართლმადიდებლური აღმსარებლობა, I, 115.

3. ტიმოთე ალექსანდრ. 11; ს0M0X%2XM0)IL IVCM 60XაIMI0M II006ILXMXM0, MXი. 53; ნიკიფორე აღმსარებლის კანონი 153; 64-ე კანონიკური პასუხი ბალსამონისა ალექსანდრიელი პატრიარქ მარკოზისადმი (4თ. CMMV+I. , IV, 495). – შდრ. ჰV050ი . ი0V. XXII, 16, 1; Lიი». სMI105. 20V. XXX (78იხელვი, ჰ0§5 წI.-IიII., III, 114); Lიი» MX897. IV XCV. (იქვი. III, 53-54); ბლასტარის სინტაგმა, თავ. 4 (4თდ. CMM+X., VI, 156); „საჭეთმპყრობელი“, 48, 39 (დასახ. გამოც. II, 168).

4. C0ძ ჰას§LIთ, V, 17, 9; 51 იიი5(816 I8LIIთC0I10, იითIისი! 000250150 (18 II8X1L1 ფას8Iი თI0110X15, I60V001ხXი 81( »155სი... 1106ხ1( IC V0)I10X1 იიი 0 სი ოი1IVX0 6X060(0X0, 500 ი05: ზიის 3ძ §ილსიოძევ IXVI0L1895 C0XV012I6.

5. I0M0MX280MX 8 XIV IIIVX2X., XIII, 4 (4თ. CMXL., I, 294).

6. Cიძ. I1იიიძ., III, 16, 1, 2; Cიძ. ჰV05LIი., V. 17, 8, 9.

7. MიV, XXII, 0. 3, 4; ძლ ისLL.

8. MიV. XVII, ლ. 8, 9, 12; ი0V. CXXXIV, C. 11.

9. MიV. II (780ს3X136%, III, 6).

10. „საჭეთმპყრობელი“, 48, 11, 4 (დასახ. გამოც. II, 104).

11. C0ძ. I4იიძ., III, 16, 1.

12. იხ. კანონები: იულიანეს – 363 წ; პონორეს, თეოდოსისა და კონსტანტინესი – 421 წ.; თეოდოსი II-ის და ვალენტინიანე III-ის – 449 წ. და ანასტასიასი – 497 წ. (Cიძ. Iიიიძ., III, 13, 2 და 16, 2; Cიძ IIV5%Iი., V, 17”, 8, 9).

13. M0V. CXVII, ი. 8, 12. 835111ლ. XXVIII, 7, 1, 3, 5.

14. M0V CX>XXIV, თ. 11; 032351110. XXVII, 7, 6.

15. XIII, 4 (ბთ. CM8X., I, 294-296). ისაჭეთმპყრობელი“, 44, 13, 14 (დასახ. გამოც. II, 61-63). ბლასტარის სინტაგმა, თავ. 13 (#თ, CMM#X., VI, 176-177).

16. იხ. მე-5 კანონზე ბალსამონის განმარტება, ტრულ. 87-ე კანონზე ზონარას განმარტება და ბასილი დიდ. მე-9 კანონზე არისტინეს განმარტება (4თდ. CMVM., II, 8, 506; IV, 123). იხ. „საჭეთმპყრობელი“, 21 (დასახ. გამოც. I, 229).

17. „საჭეთმპყრობელი“, 48, 11; 49, 2,9 (დასახ. გამოც. II, 103 და შემდგ. 179) შდრ. იმპერატორ ლეონ ბრძენის XXXI ნოველა (780ჩს8XI30ი, III, 115-116), ასევე იმპერატორ ისააკ ანგელოსის 1187 წლის კანონი (#4თ. CMM., V, 321-323).

18. შდრ. არქიმ. იოანეს განმარტება ტრულ. 87-ე კანონზე (დასახ. თხზ., II, 488-489). თანამედროვე სამართალწარმოების შესახებ ქორწინების საქმეებში. იხ. ჩემი „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი“ – სერბულ ენაზე, გვ. 484-490 (მე-2 სერბ. გამოც., გვ. 668-681; შდრ. რუსული თარგ., გვ. 634-645).

PDF გვ. 551 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 88

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არავინ შეიყვანოს წმინდა ტაძარში რაიმე პირუტყვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვინმე მგზავრობისას დიდი უკიდურესობით შეჭირვებული, და სახლსა და მასპინძლობას მოკლებული, ტაძარში გაჩერდება. რადგან ზღუდეს გარეთ დარჩენილი პირუტყვი შეიძლება დაიღუპოს და თვითონ მგზავრი, მისი დაკარგვის გამო, მგზავრობის გაგრძელებისათვის" უღონო შეიქნეს და მის სიცოცხლეს ხიფათი შეექმნეს. რადგანაც ჩვენ განსწავლული ვართ, რომ ,„,...შაბათი კაცისათკს დაებადა..“ (მარკ. 2, 27), ამიტომ ყოველნაირად უნდა ვეცადოთ მისი გადარჩენისა და უსაფრთხოებისათვის ვიზრუნოთ, ხოლო თუ ვინმე მხილებულ იქნეს ზემოთქმული გაგირვების გარეშე ტაძარში პირუტყვის შეყვანაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

მსგავსი კანონები:მოც.73

PDF გვ. 556 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 89

მართლმორწმუნეებმა, რომელებიც მაცხონებელ ვნებათა დღეებს მარხვით, ლოცვითა და შემუსვრილი გულით გარდაიხდიან, მარხვა დიდი შაბათის შუაღამის მოწევნისას უნდა გაიხსნილონ, რამეთუ საღვთო მახარებელნი მათე და ლუკა თავიანთი გამონათქვამებით: „... მწუხრი შაბათთასა...“ (მთ. 28, 1) და „..ცისკარსა მსთუად...“ (ლუკ. 24, 1), გვიან ღამეს აღგვიწერენ.

(მოც. 51, 53, 66; IV მსოფლ. 16; ტრულ. 13, 55, ანკვირ. 14; ღანგ. 18, 21; ლაოდ. 29, 49, 51). იმის შესახებ, თუ როდის უნდა ვამთავრებდეთ დიდი (ვნების) შაბათის მარხვას, დაწვრილებით საუბრობს დიონისე ალექსანდრიელი თავის ეპისტოლეში ეპისკო- – თავის 1 ეპისტოლეში, და დიონისეს ამ პოს ბასილიდას მიმართ; სხვა სიტყვებით კანონს მოკლედ იმეორებს აქ ტრულის კრება.

PDF გვ. 557 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 90

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ღმერთშემოსილ მამათაგან კანონად გადმოგვეცა, რომ არ უნდა ვყოთ მუხლდრეკა კვირა დღეს, ქრისტეს აღდგომის პატივისცემის ნიშნად. იმისათვის, რომ არ დავრჩეთ უმეცრებაში, თუ როგორ დავიმარხოთ ეს წესი, ჩვენ განვუცხადებთ მართლმორწმუნეთ, რომ შაბათის სამწუხრო ლოცვისას მღვდელთა საკურთხეველში შესვლის შემდეგ, მიღებული წესისამებრ, აღარ უნდა ვყოთ მუხლდრეკა მეორე დღის კვირის მწუხრამდე, როცა კვლავ მუხლმოდრეკით აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ, რამეთუ შაბათის შემდგომი ღამე მიგვიღებიეს ჩვენ აღდგომის წინამორბედ ღამედ და იმიერიდან ვიწყებთ გალობას, და დღესასწაულს სიბნელიდან სინათლეში მივაცილებთ და ამგვარად იმჟამიდან მთელი ღამისა და დღის განმავლობაში აღდგომას ვდღესასწაულობთ. (მოც. 66; ! მსოფლ. 20; ტრულ. 66; ღანგ. 18; ლაოდ. 29, პეტრე ალექს. 15; ბასილი დიდ. 91; თეოფილე ალექს. 1/. ამ კანონში მეორდება წინა საუკუნეებში გამოცემული კანონები იმის შესახებ, რომ ტაძარში არ არის მართებული კვირაობით მუხლებზე დგომა და შაბათის რომელი საათიდან კვირის რომელ საათამდეა საჭირო ფეხზე დგომით ლოცვა. ძანონი. 91 დედაკაცები, რომლებიც მუცელში უდღეური ნაყოფის შესაქმნელ წამალს გასცემენ და, აგრეთვე, რომლებიც ნაყოფის მომაკვდინებელ საწამლავს შესვამენ, კაცისმკვლელის ეპიტიმიას ექვემდებარებიან.

მსგაგსი განწესება ჯერ კიდევ ანკვირიის კრებამ გამოსცა IV საუკუნეში თავისი 21-ე კანონით, რომლის განმარტებაშიც ჩვენ ტრულის ამ კანონში განხილულ საკითხზეც ვსაუბრობთ.“ შენიშვნები:

% ანკვირიის კრების 21-ე კანონის განმარტება:

ზოგიერთი უბედური დედაკაცი (როგორებიც სამწუხაროდ დღესაც გვხვდებიან), რომლებიც ფარულად ვინმესთან სიძვაში ცხოვრობდნენ და ასეთნაირად ორსულდებოდნენ, იმისი შიშით, რომ ეს ყოველივე არ გამოაშკარავებულიყო და შერცხვენისაგან თავი დაეზღვიათ, თავისსავე წიაღში ცდილობდნენ ჩანასახის მოკვლას (ლთ CIჩისთ, ”00LსX), ამისათვის ისინი მუცელზე ათასნაირ თასმებსა და საბელებს იჭერდნენ, ან კიდევ ისეთ წამალს ამზადებდნენ და სვამდნენ, რომელიც ნაყოფს აზიანებდა და კლავდა. ასეთი ქალების მიმართ ამ კრებამდეც არსებობდა განჩინება, რომლის ძალითაც მათ არ შეეძლოთ სიკვდილამდე ღირსებოდნენ წმინდა ზიარებას. დასავლელი კომენტატორების აზრით, ასეთ დადგენილებას წარმოადგენს 306 წელს შემდგარი ელვირის კრების 63-ე კანონი, მაგრამ ამ დასახელებული კანონის თანახმად, მსგავს ცოდვილებს სიკვდილის ჟამის დადგომისასაც კი არ ჰქონდათ წმინდა ზიარების მიღების უფლება (ი00 I1ი წიბო ძმიძე 06556 ლ0ჯიIიIი1096X).! ამიტომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში იქნებოდა ამ კრების მე-6 და | მსოფლ. კრების მე-13 კანონებთან, რომელთა თანახმადაც, „თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს". როგორც არ უნდა იყოს, ზემოთ მოხსენიებული განჩინება საეკლესიო პრაქტიკაში ყოველთვის ძალაში იყო,?2 და როგორც კანონი ამბობს, მას მუდამ იცავდნენ. ამ კრების მამებს სურდათ ამ შემთხვევაში ლმობიერება გამოეჩინათ, თუმც კი მიიჩნევდნენ მსგავს ქმედებას განზრახ მკვლელობად, რისთვისაც დამნაშავე სიკვდილამდე უზიარებლობით ისჯება (ანკვ. 22), და მაინც, ასეთ ცოდვილ ქალს განუწესებენ ათწლიან მონანულობას, რის შემდეგაც წმინდა ზიარების მიღების უფლებას აძლევენ. ანკვირიის კრების მამების ასეთი ლმობიერების მიზეზს, ბასილი დიდი თავის მე-2 კანონში იმით ხსნის, რომ დედაკაცი, რომელიც თავისი ნაყოფის მოკვდინებას ცდილობს, ამით საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის და, მსგავსი მცდელობისას, უმეტეს შემთხვევაში თვითონვე კვდება. ასეთივე ეპიტიმიას ექვემდებარება ის დედაკაციც, რომელიც სხვას აძლევს წამალს მუცლის მოსაწყვეტად (კურთხევანის 73-ე კანონი)

1. V8ი 1ს§იტრი, დასახ. თხზ,, პ.119.

2. Vგი 10500», დასახ ადგ.

მსგავსი კანონები:მოც. 65, ანკვირ.21ბასილი დიდ.28

PDF გვ. 557 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 92

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ მიმართ, ვინც ქალებს შეუღლების მომიზეზებით იტაცებენ, ან გამტაცებლებს ეხმარებიან, წმინდა კრებამ განაჩინა: ხარისხიდან დამხობა თუ კლერიკოსები არიან, და ანათემა – თუკი ერისკაცები იქნებიან.

ამ კანონში მეორდება IV მსოფლ. კრების 27-ე კანონი, რომლის განმარტებაც ამავე დროს ამ კანონის განმარტებასაც წარმოადგენს.

მსგავსი კანონები:მოც.67IV მსოფლ.27ბასილი დიდ. ვე.3642

PDF გვ. 558 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 93

ცოლი, რომლის ქმარიც დროებით სადღაც გაემგზავრა და მის შესახებ ცნობები არ ისმის, თუ მის სიკვდილში დარწმუნებამდე სხვასთან შეუღლდება, მრუშობას სჩადის. ასევე, მებრძოლად განწესებულთა მეუღლეები, რომლებიც ქმრებისაგან ამბის მიუღებლობის შემთხვევაში სხვასთან ქორწინებაში შევლენ, იგივე ბრალის მატარებლები იქნებიან; მათ მსგავსადვე ისინი, ვინც იქორწინებენ ქმრის სხვა ქვეყანაში გამგზავრების მიზეზით და მის დაბრუნებას არ დაელოდებიან. თუმცა, ასეთ დროს, ნაწილობრივ შენდობა შეიძლება გააჩნდეს ამგვარ ქმედებას, როცა მეტად სავარაუდო ხდება ქმრის გარდაცვალება. ხოლო, ვინც უმეცრებით იქორწინებს დროებით ცოლდატევებულთან, და შემდგომში პირველი ცოლის დაბრუნების მიზეზით თვითონ იქნება დატევებული, მართალია, იმრუშა, მაგრამ უმეცრებით. ამიტომ ქორწინება მას არ ეკრძალება, თუმცაღა, ჯობია, თუ ამ მდგომარეობაში დარჩება. აგრეთვე, თუ გარკვეული დროის შემდეგ მებრძოლად განწესებული დაბრუნდეს, ხოლო ცოლი, მისი ხანგრძლივი დროით არგამოჩენის მიზეზით სხვაზე გათხოვილი დახვდეს, კვლავ მიიღოს იგი თავისთან თუკი ენებოს და ამასთან, მის უმეცრებას მიუტევოს, აგრეთვე მიუტეოს მასთან მეორე ქორწინებით დაკავშირებულ ქმარსაც.

(ბასილი დიდ. 31, 36, 46). ზოგიერთი დამატებებით აქ სიტყვასიტყვით მეორდება ბასილი დიდის 31-ე, 36-ე და 46-ე კანონები. საუბარი ეხება, სახელდობრ: ა) ცოლს, რომლის ქმარიც სადმე გაემგზავრება და დიდხანს არ აგებინებს თავის ამბავს. ის კი არ ელოდება ქმრის სიკვდილის შეტყობინებას და ხელმეორედ თხოვდება; ბ) მეომრის ცოლს, რომლის შესახებ არაა ცნობილი ცოცხალია თუ არა, და გ) ცოლს, რომელიც უცოდინარობით გაჰყვა ცოლად ისეთ ადამიანს, რომელიც დროებით დატოვა კანონიერმა მეუღლემ, ხოლო როცა ეს უკანასკნელი ბრუნდება, ქმარი უშვებს ამ მეორე ცოლს.

პირველ შემთხვევაში, ანუ როცა ცოლი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა პირთან, რომელიც მოგზაურობაში წავიდა და დიდხანს არ აგებინებდა თავის ამბავს და არ დაელოდა ზუსტ ცნობებს, ისე გაჰყვა სხვას ცოლად, ტრულის ამ კანონის თანახმად, რომლითაც მეორდება ბასილი დიდის 31-ე კანონი, იგი ექვემდებარება სასჯელს, როგორც მემრუშე, ხოლო ეს ქორწინება არშემდგარად ითვლება. ამრიგად, ცოლს საერთოდ ეკრძალება მეორედ ქორწინება (ასევე ქმარს) მანამ, სანამ მიღებული არ იქნება სარწმუნო ცნობები პირველი კანონიერი ქმრის გარდაცვალების შესახებ.

მეორე შემთხვევაში, კერძოდ, როცა მეომრის მეუღლე დიდხანს ვერ იღებს ცნობას იმის შესახებ, ცოცხალია თუ არა ქმარი და მოინდომებს ახალ ქორწინებით კავშირს, ტრულის ეს კანონი, იმეორებს რა ბასილი დიდის 36-ე კანონს, განაწესებს იგივეს, რასაც პირველი შემთხვევისათვის. აქ დაშვებელია მხოლოდ ზოგიერთი დათმობა ცოლისათვის, რამეთუ მეტი ალბათობით შეიძლება გულისხმობა იმისა, რომ მეომარი ქმარი მოკვდა, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ამიტომ, კანონი უშვებს, რომ ასეთ მდგომარეობაში ცოლი შეიძლება ხელმეორედ გათხოვდეს, თუ მის პირველ ქმარზე საკმაო ხანს არ იქნება ცნობა მიღებული და როცა მისი სიკვდილის შესახებ ვარაუდი საკმაოდ დასაბუთებულია. საკითხს კი იმის შესახებ, თუ მეომარ ქმარზე მიღებული ცნობის შემდეგ რამდენ ხანს უნდა დაელოდოს ცოლი, რათა შეძლოს მეორედ გათხოვება, სამოქალაქო კანონმდებლობა წყვეტს კონსტანტინე დიდის კანონით, – ასეთ შემთხვევაში ცოლი ქმარს ოთხი წლის განმავლობაში უნდა დალოდებოდა;! იუსტინიანეს მიერ გამოცემული კანონით კი: როცა ცოლს დადასტურებით შეიძლებოდა ევარაუდა ქმრის დაღუპვა და როცა ამის შესახებ მოწმობას გასცემდა რწმუნებული სამხედრო ხელისუფლება, თუმცა, არა უცებვე ამ მოწმობის მიღებისას, არამედ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ?. ტრულის ეს კანონი (93) ითვალისწინებს,3 რომ მეომარი ქმარი, ვისზეც ფიქრობენ რომ დაიღუპა, შეიძლება შინ დაბრუნდეს და ადგენს, რომ ამ მეომარ ქმარს, თუ მოისურვებს, შეუძლია უკანვე დაიბრუნოს თავისი ყოფილი ცოლი – მის არყოფნაში სხვაზე გათხოვილი. ასეთ შემთხვევაში ცოლს მიეტევება მისი (ცკოდვა (მეორედ გათხოვება პირველი ქმრის დაბრუნებამდე) გაუცნობიერებლობის გამო (ამ კანონის გამოთქმით), ანუ იმიტომ, რომ იგი ნამდვილად იყო დარწმუნებული მისი ქმრის სიკვდილში და ამაში დარწმუნებული გაჰყვა სხვას. მიეტევება, აგრეთვე, მის მეორე ქმარსაც, რომელმაც ასევე დარწმუნებულმა (თუ ეს მართლაც ასეა) დაამყარა მასთან ქორწინებითი კავშირი. ცხადია, რომ ეს მეორე ქორწინება ასეთ შემთხვევაში თავისთავად ირღვევა. ირღვევა მაშინაც, როცა პირველი ქმარი არ მოისურვებს უკან დაიბრუნოს ქორწინებაში ცხოვრების გასაგრძელებლად თავისი ყოფილი ცოლი. ასეთ შემთხვევაში იგი განტევებულად (გაშვებულად) ითვლება და როგორც ასეთს, სამუდამოდ ეკრძალება ქორწინება.

ამ კანონში, ბასილი დიდის 46-ე კანონის მსგავსად, საუბარია ასევე ცოლზე, რომელიც უცოდინარობით გაჰყვა ქმარს, რომლის ცოლიც ჯერ კიდევ ცოცხალია. იყო შემთხვევები, როცა ქმარი, დროებით მიტოვებული თავისი ცოლისაგან, მოტყუებით გადმოიბირებდა თავისთან ქალს და ქორწინდებოდა მასთან. ასეთ შემთხვევაში, როცა პირგელი, კანონიერი ცოლი დაბრუნდება, იგი უშვებს ამ მეორეს; მაშინ ეს მეორე ქორწინება, როგორც არაკანონიერი, უნდა გაუქმდეს და ძალაში შევიდეს ისევ პირველი ქორწინება. ქმართან მიმართებით, რომელმაც მოიტყუა, კანონი არაფერს ამბობს, თუმცა, თავისთავად გასაგებია, რომ იგი უნდა დაეჭქვემდებაროს საჯარო ეპიტიმიას, როგორც მრუშობის ჩამდენი. რაც შეეხება ამ მეორე ცოლს, მოტყუებით არაკანონიერ ქორწინებაში შეყვანილს და მაშასადამე უმეცრებით ცოდვაში ჩავარდნილს (L9X 18ი0X8%ი1X1810), კანონი მას ახალ ქორწინებაში შესვლის ნებას რთავს, თუმცაღა, აქვე დასძენს, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ამ მდგომარეობაში დარჩებოდა, ანუ უქორწინებელი, რადგან დაკარგა, თუმც კი უმეცრებით, საზოგადოებაში პატიოსანი სახელი. შენიშვნები: 1. Cიძ., V, 17, 7.

2 ILიV CXVII, ი. 11, 035110. XXVIII, 7, 3. „საჭეთმპყრობელი“, 48, 11, 18 (დასახ. გამოც. II, 107). 3. იხ ტრულ. 93 კანონზე ზონარას განმარტება და ბასილი დიდის 36 კანონზე ბალსამონის განმარტება (#4თ. CMX»., II, 523; IV, 180), ბლასტარის სინტაგმა, თავ. 5 (რთ. CM#MM#X., VI, 162). XIV ტიტლ. ნომოკანონი, XIII, 3 (#4რდ. CMXM%., I, 293),

PDF გვ. 559 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 94

ვინც წარმართთა ფიცით იფიცებს, კანონი მათთვის ეპიტიმიას განაწესებს და ასეთებს, ჩვენც წმინდა ზიარებიდან განყენებას განვუსაზღვრავთ.

(მოც. 25; ბასილი დიდ. 10, 17, 29, 64, 81, 82). საერთოდ, ფიცის შესახებ, ჩვენ ვისაუბრეთ მოც. 25-ე კანონში; სპეციალურად ამის შესახებ და წარმართული ფიცის შესახებ (#0»იLIIIVIთ 580+8X006ი%8), რომელსაც ეს კანონი მოიხსენიებს, ჩვენ ვსაუბრობთ ბასილი დიდის 81-ე და 82-ე კანონების განმარტებებში.” შენიშვნა: + ბასილი დიდის 81-ე და 82-ე კანონების განმარტებები: (81). განდგომილთა შესახებ, რომლებიც ინანიებენ და ეკლესიისაკენ ექცევიან, ბასილი დიდი განაწესებს, რომ ძალაში იყოს ის განკარგულებანი, რომლებიც უკვე გამოცემულია წმინდა მამების მიერ, სახელდობრ: ანკვირიის კრების კანონი, სადაც დაწვრილებით არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა მოექცნენ იმათ, რომლებმაც დევნილობის ჟამს კერპებს სცეს თაყვანი. განდგომილები, რომელთა შესახებაც ბასილი დიდი წინამდებარე კანონში საუბრობს და რომელთაც ანკვირიის კრების კანონების ჯერზე თავადაც განუწესებს ეპიტიმიას, ესენი არსებითად ისინი არიან, რომლებსაც სასტიკი წამება შეხვდათ და თავიანთი სისუსტით დაემორჩილნენ ძალადობას – თუმცა, არცთუ მაინცადამაინც ძლიერ ძალდატანებას. ხოლო მწამებელთა მხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ქრისტეს უარმყოფელებს, იგი თავის 73-ე კანონში განუწესებს მთელი ცხოვრების მანძილზე მონანულობას და მხოლოდ სიკვდილის წინ რთავს წმინდა ზიარების მიღების უფლებას.

(82). ბასილი დიდი თავის 64-ე კანონში ათწლიან ეპიტიმიას განუწესებს ყველას, ვინც ფიცი დაარღვია; წინამდებარე კანონში კი ზღვარს ავლებს ერთი მხრივ იმათ შორის, ვინც ეს იძულებით გააკეთა და მეორე მხრივ – ვინც ყოველგვარი იძულების გარეშე. თანაც პირველთათვის ექვსწლიან ეპიტიმიას აწესებს. ხოლო მეორეთათვის – თერთმეტწლიანს.

PDF გვ. 561 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 95

მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები – თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებს, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, და ვბეჭდავთ რა მათ, ვამბობთ: „სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი“. რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყოვნებივ გადაინათლონ. ევნომიანოსიანელებს კი, ერთგზის შთაფლვით რომ ინათლებიან,. და მონტანელებს, რომლებიც აქ ფრიგველებად იწოდებიან, და საბელიოსიანელებს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა შეუწყნარებელ რამესაც სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლებს (რამეთუ ბევრია აქ ასეთები, უფრო მეტად გალატელთა მხრიდან გამოსულები), მათგან ვინც მოისურვებს მართლმადიდებლობას ეზიაროს, შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს: პირველ დღეს ვჰყოფთ მათ ქრისტიანებად, მეორე დღეს კათაკმეველებად, მესამე დღეს ვაფიცებთ მათ, სამგზის სახეში ჩაბერვით და ყურებში, და ასე ვამზადებთ მათ, ეკლესიაში ყოფნას და წმიდა წერილის მოსმენას ვაიძულებთ და მხოლოდ მაშინღა ვნათლავგთ მათ. ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს. ნესტორიანელებმა კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა, და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწგალებლობანი, და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება. (/ მსოფლ. 8, 19; II მსოფლ. 1, 7; ლაოდ. 7, 8; კართ. 6, 57, 126; ბასილი დიდ. 1, 5, 47). ეს კანონი აწესებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვადასხვა მწვალებელთა მიღება. თანაც პირველ რიგში საუბარია იმ ერეტიკოსებზე, რომლებიც მოხსენიებულია | მსოფლ. კრების მე-8 და მე-19 და II მსოფლ. კრების 1 და მე-7 კანონებში და რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რაოდენ საჭიროც იყო ეს, აღნიშნული კანონების განმარტებებში. ამის შემდგომ, წინამდებარე კანონი (95-ე) მოიხსენიებს კიდევ შემდეგ ერეტიკოსებს: მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს, ნესტორიანელებს, ევტიქიანელებს და სეგეროსიანელებს. ამათგან პირველი სამი არსობრივად II და"III საუკუნეების გნოსტიკიერეტიკოსები არიან, რომელთაც, როგორც ჩანს, თანმიმდევრები VII საუკუნეშიც კ9 ჰყავდათ, და რამდენადაც ეს მწვალებლები უარყოფდნენ თვით ქრისტიანობის არსს, ამიტომაც კანონი განაწესებს, რომ ამ მწვალებლებიდან ქრისტიანობაში მოქცეულნი მიღებული ყოფილიყვნენ როგორც წარმართნი, სახელდობრ, ჯერ გაევლოთ კათაკმეველობა და მხოლოდ მას შემდეგ მომხდარიყო მათზე ნათლობის ჩატარება.! კანონში მოხსენიებული სხვა მწვალებლები:“ნესტორიანელები და ეგტიქიანელები, ასევე სევეროსიანელებიც (რომლებიც არსობრივად სხვა არავინ არიან, თუ არა ევტიქიანელთა ნაშიერნი), შეიძლება იყვნენ მიღებულნი, კანონის თანახმად, ხელახალი ნათლობის გარეშეც, მხოლოდ უნდა მოეხდინათ თავიანთი ერესის ანათემირება და საზეიმო აღიარება მართლმადიდებლური მრწამსისა. მათ შესახებ კანონი ასეთნაირად იმიტომ აწესებს, რომ ამ მწვალებელთა სწავლებაში თვით ქრისტიანული არსის საწინააღმდეგო არაფერი იყო და მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა საიდუმლოს იწყნარებდნენ და აღიარებდნენ.? ტრულის წინამდებარე კანონით განქარვებულია სხვაობა, რომელიც ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებში არსებობდა (განსაკუთრებით პირველ საუკუნეებში) მწვალებლობასა და განხეთილებაში მყოფთა ეკლესიაში მიღების საკითხთან დაკავშირებით; თანაც, მსოფლიო კრების ხმით ამ საკითხში მუდმივი ნორმა დადგინდა მომავალ დროებათათვის. ამ კანონის განწესების თანახმად, როცა არამართლმადიდებლები მართლმადიდებლობაში ექცევიან, მიიღებიან იმისდა მიხედვით, თუ რამდენად განეშორებიან ისინი მართლმადიდებლურ სწავლებას, ანუ, მიიღებიან ან ნათლისღებით, ან მხოლოდ მირონცხებით, ან კიდევ მხოლოდ მონანიებითა და მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობით. ამით, სხვათა შორის, ტრულის კრება მხოლოდ ამტკიცებს და აცხადებს უკვე არსებულ საეკლესიო პრაქტიკის საერთო-სავალდებულო ხასიათს ყველა ეკლესიისათვის, რამეთუ ჩვენ უკვე V საუკუნიდან გვაქვს მოწმობა, რომ ეკლესიაში ასე ხდებოდა სხვადასხვა არამართლმადიდებელთა მიღება. V საუკუნეში მცხოვრები კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელი ტიმოთე, თავის თანამსახურ იოანეს ტრულის ამ კანონის შესაბამისად წერდა. „საჭეთმპყრობელის“ მიხედვით ტიმოთე წერს: „სამი წესით ვახდენთ წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში მოსულთა მოქცევას... და პირველი წესით იმ წარმომადგენელთა მიღებას, ვინც წმინდა ნათლისღებას საჭიროებს; მეორე წესით – ვინც ნათლისღებას არ საჭიროებს, მაგრამ წმინდა მირონი უნდა ვცხოთ; მესამენი კი არც ნათლისღებას საჭიროებენ და არც მირონცხებას, მაგრამ უსათუოდ თავიანთი და ყოველი ერესის დაგმობას“; შემდეგ ის ახდენს რიგ-რიგობით ყველა არამართლმადიდებელთა ჩამოთვლას და ამბობს, თუ როგორი წესით უნდა მოხდეს თითოეული მათგანის მიღება.3? არამართლმადიდებლების ეკლესიაში მიღების ეს სამი წესი, ამჟამადაც არსებობს და სრული ძალა აქვს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში. პირველი წესით ეკლესია იწყნარებს იმ მწვალებლებს, რომლებსაც არ სწამთ წმიდა სამება, არ აღიარებენ ნათლისღებას და უფლის მცნების მიუხედაგად არ ასრულებენ მას; სხგა წესით, ანუ მირონცხებით, მიიღება (კანონში დასახელებულ მწვალებელთა გარდა) ყველა ის, ვინც ნათელღებულია სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, მაგრამ არ გააჩნიათ კანონიკური მღვდელმსახურება და არ აღიარებენ მირონცხების საიდუმლოს. ასეთებს კი ამჟამად წარმოადგენს ყველა პროტესტანტი. მირონცხებით მიიღებიან აგრეთვე რომაელიკათოლიკები და სომხები – თუ არ იყვნენ მირონცხებულნი თავიანთ ეკლესიებში მართლმადიდებლობაში მოქცევამდე; მესამე წესით, ანუ ნათლისღებისა და მირონცხების გარეშე, მხოლოდ ყოფილი სარწმუნოების უარყოფით და მართლმადიდებლური სწავლების აღმსარებლობით მიიღებიან (კანონში დასახელებულ მწვალებელთა გარდა) ყველა რომაელ-კათოლიკე და სომეხი, რომლებიც თავიანთ ეკლესიებში უკვე იყვნენ მირონცხებულნი.

II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ახლანდელი პრაქტიკის მიხედვით ბერძნულ ეკლესიას მართებს იმ რომაელ-კათოლიკეთა მონათვლაც, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში გადადიან. ეს ხდება პატრიარქ კირილე V დროს კონსტანტინოპოლის კრების 1756 წლის დადგენილების საფუძველზე. კირილე V-ს გარდა ხელი კიდევ მოაწერეს: ალექსანდრიელმა მატათამ და იერუსალიმელმა პართენმა. ეს დადგენილება ამბობს: „იმ საშუალებათა შორის, რომლითაც ჩვენ ცხონების ღირს-ვხდებით, პირველი ადგილი ნათლისღებას უკავია, რაც წმინდა მოციქულებს ღმერთისგან გადმოეცათ; ხოლო რადგანაც სამი წლის წინ დადგა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მიჩნეულ იქნეს მონათლულად ის მწვალებლები, რომლებიც ჩვენსკენ ექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ნათლისღება ტარდება წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა გადმოცემის უგულებელყოფით, ამიტომ ჩვენ, ჩვენი ღმერთის წყალობით მართლმადიდებელ ეკლესიაში აღზრდილები, დამმარხველნი წმინდა მოციქულთა და საღვთო მამათა კანონებისა და ამღიარებელნი ერთისა ჩვენისა წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და მისი საიდუმლოებებისა, რომელთა შორის არის საღვთო ნათლისღებაც, და რომლებიც მივიჩნევთ ყველაფერ იმას, რაც მწვალებლებთან ხდება და რაც ისე არ აღესრულება, როგორც სულიწმიდითა და მოციქულთა მიერ გვემცნო, და როგორც ეს ამჟამად ქრისტიანულ ეკლესიაში აღესრულება, გარყვნილ ადამიანთა ნაწარმოებად და მოციქულთა მთელი გადმოცემის საწინააღმდეგოდ – საერთო გადაწყვეტილებით განგაქარვებთ ყოველგვარ ერეტიკულ ნათლისღებას, და ამიტომაც ყველა ერეტიკოსს, ჩვენსკენ მოქცეულთ, ვრაცხთ როგორც გაუწმენდავს და ნათელმიუღებელს; უწინარეს ყოვლისა, ამით ჩვენ მივყვებით ჩვენს უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ამცნო თაგვის მოციქულებს მონათვლა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; შემდგომ ამისა, მივყვებით წმინდა საღვთო მოციქულებს, რომლებმაც სამგზის შთაფლვა დააწესეს, და ყოველ ჯერზე წმიდა სამების ერთ-ერთი პირის სახელის წარმოთქმა; შემდგომ მივყვებით წმინდა და მოციქულთასწორ დიონისეს, რომელიც ამბობს, რომ კათაკმეველი, როცა მისგან განძარცულია მთელი სამოსელი, უნდა მოინათლოს საბანელ ადგილზე, ნაკურთხი წყლითა და ზეთით, მოხმობილ იქნეს სამი ჰიპოსტასი ყოვლადსახიერი ღმრთეებისა და ამისდა კვალად ეცხოს ღგთიურმოქმედი მირონი, ასევე ზიარებულ უნდა იქნეს საცხოვნებელ ევქარისტიას; დაბოლოს, ჩვენ ამით მივყვებით მეორე და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებებს, რომლებმაც განაწესეს ნათელმიუღებლად ჩაითვალოს ყველა, ვინც მართლმადიდებლობაში ექცევა და არ არის ნათელღებული სამგზის შთაფლვით, რომელთაგან თითოეულ ჯერზე მოხმობილ იქნება სახელი ერთ-ერთი საღვთო ჰიპოსტასისა, და ნაცვლად ამისა, მონათლულნი არიან სხვა რაიმე მეთოდით. ვიმარხავთ რა ამ წმინდა და საღვთო წესდებულებებს, ჩვენ განკიცხვის ღირსად მივიჩნევთ ერეტიკულ ნათლობას, რადგან იგი არ შეესაბამება და პირიქით, ეწინააღმდეგება მოციქულთა საღგთო წესებს და არის სხვა არაფერი, თუ არა უსარგებლო ბანაობა, – წმინდა ამბროსისა და წმინდა ათანასე დიდის სიტყვებით, – რაც სრულიად არ ანათლებს კათაკმეველს და ცოდვისაგან არ წმენდს. აი, რატომაც ერეტიკოსთა მიერ მოუნათლავად მონათლულთ, როცა ისინი მართლმადიდებლობაში ექცევიან, ჩვენ ვიღებთ როგორც მოუნათლავებს და ყოვლგვარი იჭვნეულობის გარეშე ვნათლავთ მათ სამოციქულო და კათოლიკე კანონების თანახმად, რაზედაც მტკიცედ განისვენებს ქრისტეს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, საერთო დედა ყველა ჩვენგანისა, და ამ ჩვენი საერთო განჩინებითა და წერილობითი განცხადებით ვამოწმებთ ამ ჩვენს განწესებას, თანაზიარს სამოციქულო და კათოლიკე განწესებებთან და ვამტკიცებთ ჩვენი ხელმოწერებით“.5 ამ სინოდალურ განჩინებაში რომაელ-კათოლიკების სახელი არ მოიხსენება და არ არის ნათქვამი, რომ მათი ნათლობა უარყოფილ უნდა იქნეს და მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლისას უნდა მოინათლონ: თუმცაღა, ეს ნათლად ჩანს ყველაფერ იმისაგან, რაც არის ნათქვამი განჩინებაში. თანაც ჩვენ ვიცით, რომ ბერძნული ეკლესია რომაელ-კათოლიკებს უყურებს ბასილი დიდის 1 კანონის შესაბამისად: უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც რომის ეკლესიას იგი ერეტიკულად მიიჩნევს – სხვა გაუკუღმართებებთან ერთად, მის მიერ ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის გაუკუღმართების გამოც; ასევე ნათლობის ფორმის გამო, რომელიც ევნომიანოსულს ჰგავს. ასე რომ, ამ სინოდალურ განჩინებას პირველ რიგში მხედველობაში ჰყავს რომაელ-კათოლიკები და, განაწესებს, რომ მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას საჭიროა მათი მონათვლა. პიდალიონში, კერძოდ, ყველაფერი ეს ძირეულადაა განმარტებული და სწორედ ამ განჩინებასთან თანაშესაბამისობაში. აი, რა არის იქ ნათქვამი: „ლათინური ნათლობა ამ სახელით ტყუილად იწოდება, იგი საერთოდ არ არის ნათლობა, არამედ უბრალო ბანაობა. ამიტომაც ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვახდენთ ლათინელთა გადანათვლას, არამედ მონათვლას“. ლათინელები არ არიან მონათლულნი, რამეთუ ნათლობისას არ ასრულებენ სამგზის შთაფლვას, როგორც ეს მოციქულთაგან თავიდანვე გადმოეცა მართლმადიდებელ ეკლესიას“? დასახელებულ სინოდალურ განჩინებას მთელ საბერძნეთში ამჟამადაც სრული ძალა აქვს. თუ როგორ უნდა შევხედოთ ამას მკაცრი კანონიკური თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვთქვით მოც. 47-ე და 50-ე კანონებისა და II მსოფლ. კრების მე-7 კანონის განმარტებებში.

შენიშვნები:

" „მეთოთხმეტეანელებად იწოდებიან ისინი, ვინც აღდგომას დღესასწაულობს არა კვირას, არამედ ნისანის თვის მე-14 დღეს, იუდეველთა მსგავსად, შვიდეულის რა დღესაც არ უნდა დაემთხვეს. ისინი ტეტრადიტებადაც იწოდებიან, რადგან მარხვას არ იხსნილებენ აღდგომის დღესასწაულზე და ისევე მარხულობენ, როგორც ჩვენ ოთხშაბათს და ამას კვლავ იუდეველთა მსგავსად აკეთებენ“ (I! მსოფლ. კრების მე-7 კანონზე ბალსამონის განმარტებიდან).

1. Cი, VმIის. IIC5(0IIC ძი» X0CL20X0616ი, I, 335 და შემდგ.; 488 და შემდგ.; 685 და შემდგ.

2. Cს. V 216, დასახ. თხზ., VIII, 550. 3. „საჭეთმპყრობელი“ თავ. 69 (დასახ. თხ%., II, 312 და შემდგ.). 4. იმ წესის თანახმად, რომელიც შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის სვიმეონის – (1470, 1473) და მეორედ (1478-1481) – ხანაში, რომაელ-კათოლიკემ უნდა დაგმოს ყველაფერი ის, რაც დადგინდა ფლორენციის კრებაზე, როცა გამოცხადდა ძ9V351 (უნია) რომთან #4თ,. CX#IIX., V, 145.

5, ტთ. CMMX., V, 614-616 (შემოკლ. თარგმანი). ნ. მოც. 46-ე და 47-ე კანონების განმარტება (დასახ. თხზ., გვ. 55, 58). მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას რომაელ-კათოლიკების მონათვლის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთში მიიღეს ჯერ კიდევ 1620 წელს მოსკოვის კრებაზე, პატრიარქ ფილარეტის დროს. კრების ეს გადაწყვეტილება შეტანილია 1651 წლის კურთხევანში. რუსული ეკლესიის თანამედროვე პრაქტიკა ნორმირებულია 1667 წლის მოსკოვის კრების გადაწყვეტილებით.

PDF გვ. 561 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 96

ვინც ნათლისღებით ქრისტე შეიმოსა, ამით მან აღთქმა დადო ემსგავსოს ქრისტეს ხორციელ ცხოვრებაში. ამიტომ, ვინც ქრისტიანთაგან თავზე თმას ხელოვნურად დაიწნის და დაილაგებს მხილველის სულის სავნებელად და ასეთნაირად განუმტკიცებელ სულებს დაბრკოლებას შეუქმნის, მამობრიგად გკურნავთ შესაფერისი ეპიტიმიით, ვმოძღვრავთ მათ, როგორც ყრმებს და ვასწავლით მოკრძალებით ცხოვრებას, რათა დაუტეონ საცდური და ხორცის ამაოება; მუდამ უხრწნელი და ნეტარი ცხოვრების მიმართ ჰქონდეთ აღპყრობილი გონება და შიშით განზავებული წმინდა ყოფიერება იქონიონ; საკუთარი ძალისამებრ გაწმენდილი ცხოვრებით ღმერთს მიეახლებოდნენ და შინაგან კაცს, და არა გარეგანს, შეამკობდნენ სათნოებებით, კეთილი და შეურყვნელი ზნეობებით; არ იქონიონ თავის თავში მტრისაგან წარმოქმნილი ბიწიერების არავითარი ნარჩენი. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცეს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. ტრულის კრება ამ კანონში ყურადღებას მიაპყრობს ქრისტიანის გარეგან ცხოგრებას და იმის გამო, რომ ნათლისღების საშუალებით ქრისტეს მიმდევრები გახდნენ და ამით აღუთქვეს ხორცისმიერი ცხოვრებით მიემსგავსონ მას, კანონი ზიარებიდან განყენების მუქარით განაწესებს, რომ ყველა ქრისტიანი უნდა გაურბოდეს ყოველგვარ ამაოებას და გარეგან მორთულობას და ცდილობდეს მდაბალი ცხოვრებითა და სამაგალითო ქცევით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ღმერთთან მიახლებას.

PDF გვ. 566 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 97

ვინც ცოლთან თანაცხოვრებით, ან თავისი განუსჯელობის მიზეზით სხვა სახით, წმინდა ადგილებს ჩვეულებრივი ადგილების დარად ჰყოფს, მათ ირგვლივ მოურიდებლად იქცევა და ასეთნაირი განწყობით იმყოფება იქ, ვბრძანებთ მათ გაძევებას იმ ადგილიდანაც კი, რომელიც წმინდა ტაძარში კათაკმეველთათვის არის განკუთვნილი. ვინც ამ წესს არ დაიცავს: თუ კლერიკოსია განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს. (მოც- 73, ტრულ. 74, 76, 97).

წმინდა ადგილებად ამ კანონით იწოდება არა მხოლოდ თვით ტაძრები, არამედ ყველა ნაგებობაც ტაძრის ირგვლივ და სხვათა შორის კათაკმეველთათვის დაწესებული ადგილიც, „რამეთუ, – შენიშნავს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – არავინ შეიძლება იყოს იქამდე კადნიერი, რომ ტაძრის შიგნით იცხოვროს „ცოლთან“.! ამ კრების მიმდინარეობის ჟამს ხდებოდა, რომ ზოგიერთები სახლდებოდნენ ტაძართან მიდგმულ ნაგებობებსა და ადგილებში, რომლებიც კათაკმეველთათვის იყო განკუთვნილი. ამასთან, უხამსად იქცეოდნენ და ბევრი ისეთი რამის გაკეთების უფლებას აძლევდნენ თავის თავს, რაც არასგზით შეეფერებოდა წმინდა ადგილებს. სწორედ წმინდა ადგილების პროფანაციის გამო იქნა გამოცემული ეს კანონი, რომელიც განაწესებს, რომ მსგავსი ქმედების ჩამდენი პირები გაძევებულ იქნენ ამ ადგილებიდან, თანაც ამ განწესებისადმი დაუმორჩილებლები ექვემდებარებიან: კლერიკოსები – ხარისხიდან დამხობას, ერისკაცები კი – ზიარებიდან განყენებას.

იგივე აზრი იყო ჩადებული ბერძნმულ-რომაულ სამოქალაქო კანონმდებლობაშიც, რომელიც წმინდა ადგილების პროფანაციის საწინააღმდეგოდ გამოიცა.?

შენიშვნები:

1. 4თ. CXMILX., II, 536.

2. ეს განსაზღვრებები მოყვანილია ბალსამონის განმარტებაში ამ კანონის შესახებ: ტძთ. CM#X#8M., II, 537-538.

PDF გვ. 566 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 98

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც სხვის დაწინდულ ქალზე დამწინდველის სიცოცხლეშივე დაქორწინდეს, მრუშობის ბრალდებით დაისაჯოს.

დაწინდვა (IVუთ+1C!თ, 500%058118, ნიშნობა) არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთპირობა იმისა, რომ დაქორწინდებიან.' ნიშნობა, რაც ამჟამად ეკლესიის მიერ არის დაწესებული ჯვრისწერის წინ, სათავეს იღებს რომის კანონიდან. ამ კანონის თანახმად დანიშვნა ხდებოდა მაშინვე, როგორც კი წყდებოდა საკითხი ქორწინები: თი კავშირის შესახებ, თუმცაღა, თვით ქორწინებისათვის მას არ გააჩნდა იურიდიული მნიშვნელობა, რადგან, მართალია, უეჭველად ითვლებოდა, რომ ნიშნობის ჩატარების შემდეგ, ქორწინებას უნდა ჰქონოდა ადგილი და დაპირების მიცემა მოწმეების თანდასწრებით ორმხრივად ხდებოდა, მაგრამ დანიშნული პირები მაინც არ იყვნენ ვალდებულნი აუცილებლად შეესრულებინათ დანაპირები და ექორწინათ. მათგან ორივე მხარეს ჰქონდა უფლება უკან აეღო დანაპირები სიტყვა და ქორწინებით კავშირში სხვასთან შესულიყო. ეს იყო ლოგიკური შედეგი ძველი რომის სამართლის ძირითადი სწავლებისა, რომლის მიხედვითაც ქორწინება შეიძლება დარღვეულიყო, როგორც კი ერთი მხარე ამას მოინდომებდა. თანაც ის, ვინც თავიდან დაინიშნებოდა ისე, რომ ფორმალურად არ განუდგებოდა წინა დაწინდვას, ექვემდებარებოდა, კანონის თანახმად, უპატიობას (1იჯმMი189, 603088X#10)

_ და, გარდა ამისა, თუკი, ნიშნობისას საჩუქრები იყო მიძღვნილი, გალდებული იყო ორჯერ მეტი დაებრუნებინა, ვიდრე მიღებული ჰქონდა; ხოლო თავისი საჩუქრების უკან მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა.?

ეკლესია, როგორც მოითხოვდა თავისი მორწმუნეებისაგან ქორწინებითი კავშირის დამყარებას მხოლოდ თავისი კურთხევით, ასევე მოითხოვდა იგი ამას დაწინდვასთან დაკავშირებით, და როგორც დაუქვემდებარა მან თავის იურისდიქციას ქორწინება, ასევე დაუქვემდებარა მან დაწინდგაც იმავე იურისდიქციას. რომის სამართლის თავისუფლება, რომლის თანახმადაც შეიძლებოდა საკუთარი შეხედულების მიხედვით უარის თქმა თავის პირობაზე დაწინდვასთან დაკავშირებით, ეკლესიამ თავისი კანონმდებლობრივი მოღვაწეობის დასაწყისშივე შეზღუდა და საკუთარი კურთხევით მიანიჭა დაწინდვას ზნეობრივ-ვალდებულებრივი მნიშვნელობა, მსგავსი იმისა, რა დატვირთვაც თვით ქორწინებას ჰქონდა. წმინდა ბასილი დიდის კანონებში ჩვენ უკვე ვხვდებით იმ აზრის გამოხატულებას, რომ ნიშნობა მკაცრად უნდა იყოს დაცული და სავალდებულო თითოეული იმათგანისათვის, ვისზეც ის აღესრულება.) ტრულის კრება, თაგისი ამ კანონით, მრუშობისათვის სასჯელს აწესებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დაინიშნება უკვე დანიშნულზე, – სანამ ცოცხალია მისი ყოფილი დანიშნული. ტრულის კრების ეს განწესება შემდგომში გადავიდა საერთო და ბერძნულ-რომაულ სამოქალაქო საკანონმდებლო კრებულებშიც.“ ნიშნობის შესახებ ნორმის ეს სიმკაცრე შეამსუბუქა ლეონ VI ბრძენმა,5 რომელმაც ორი თავისი კანონით დააწესა, რომ ნიშნობა შეიძლება მოხდეს ორ პირს შორის, თუ მათ კანონით განსაზღვრულ ასაკს მიაღწიეს, რათა უფრო მტკიცე ყოფილიყო ნიშნობისას მათ მიერ მიცემული დაპირება და ნაკლებ მოსალოდნელი პირობის შეუსრულებლობა. ამასთან ერთად მან დაადგინა, რომ ნიშნობას იგივე ძალა უნდა ჰქონოდა, როგორიც ქორწინებას, და რომ ნიშნობის გაუქმება მხოლოდ იგივე მიზეზებით შეიძლებოდა, როგორითაც ქორწინებითი კავშირის გაწყვეტა.9 შემდგომში ეს სპეციალური კანონით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსი | კომნინმა, პატრიარქ იოანე VIII ქსიფილინეს დროს მოწვეული სინოდის განჩინებასთან დაკაგშირებით, რომლის თანახმადაც, ნათესაობას და ნათესაობიდან გამომდინარე წინააღმდეგობას ისეთივე ადგილი უნდა ჰქონოდა ნიშნობისას, როგორიც ქორწინებითი კავშირის დამყარებისას.7 ვინც ეკლესიური წესით იყო დანიშნული და დანიშნულის სიკვდილის შემდეგ სხვასთან დაქორწინდა, მეორე ქორწინებაში ითვლებოდა, როგორც თითქოსდა ქორწინებაში ნამყოფი პირველ დანიშნულთან.ზ დაისესხა რა რომის სამართალიდან ნიშნობის ეს წესი, ეკლესიამ მისცა თავისი კურთხევა დაპირებას, რაც თან ახლავს ნიშნობას, და ამრიგად პირობის მიცემა გახდა სიწმინდე, როგორც ღმერთის წინაშე მიცემული და ღმერთის მიერ მიღებული. ასეთ შემთხვევაში ნიშნობა არის დასაბამი თვით ქორწინებისა, რამეთუ მასში უკვე დევს ის აუცილებელი პირობა, რაც ქორწინების არსს შეადგენს, სახელდობრ: დანიშნულთა მხრიდან ორმხრივი თანხმობა ქორწინებით ცხოვრებაზე. ამიტომაც აღიქვამს, როგორც ძველაღთქმისეული, ასევე ახალაღთქმისეული რჯული დაწინდულს, როგორც დამწინდველის მეუღლეს. მოსე ქალწულს უწოდებს »თავისი მოყვასის ცოლს“, ანუ დამწინდველის მეუღლეს (იხ. 2 სჯ. 22,23,24); სახარებაში კი ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც მხოლოდ დაწინდული იყო, იწოდებოდა „ცოლად“, იოსები კი „ქმრად” (იხ. მთ.1,18-20). ხოლო იმას, რომ მემრუშის, და არა მეძავის სასჯელს ექვემდებარებოდა ყოველი, ვინც დაინიშნებოდა დანიშნულ ქალწულზე, სანამ ამ ქალწულთან დანიშნული ცოცხალი იყო, ჩვენ ვხედავთ ტრულის კრების წინამდებარე (98-ე) კანონში.? დროის ხანგრძლივობის შესახებ, დაწინდვასა და ქორწინებას შორის, განსაზღვრულად არაფერია ნათქვამი – არც საეკლესიო და არც სამოქალაქო კანონმდებლობაში. დანიშნულებს ვადა მიცემული ჰქონდათ საკუთარ თვალსაზრისზე დაყრდნობით. ისინი კი, ჩვეულებრივ, ისე აკეთებდნენ, რომ გადიოდა რაღაც დრო ნიშნობიდან ჯვრისწერამდე, რითაც იმარხავდნენ მაშინდელი კანონის განწესებას, რომელიც თავის მხრივ კრძალავდა ერთდროულად ნიშნობისა და ჯვრისწერის ალღსრულებას, რადგან ისინი აზრობრივად სხვადასხვა ცნებებია.'?შ შემდგომში, იმისათვის, რომ არ ჰქონოდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, რაზედაც ამ კანონშია საუბარი, დადგინდა, რომ ნიშნობა ქორწინებასთან ერთდროულად აღსრულებულიყო.!!

ჟშენიშვნები:

1. 5იიი52M8 50იL II6იL10 6 IX6C0I0III5510 ისინ8-სი წსსსვლსოთ, 1I205L. XXIII, 1, 1. Cიძ., V, 1. 335110. XXVIII, 1, 1, 2, 1, 2.

„ შდრ. ჯი!§ითეი, ხიიX60ჩL LC, 5. 603 და შემდგ. და ა . იხ. ბალსამონის განმარტება ბასილი დიდ. 69-ე კანონზე: #თ. C#M#X., IV, 225.

იხ. „საჭეთმპყრობელი“ 48, 39, 68; 49, 16, 11 (დასახ. გამოც. II, 168, 193). დთდუათთ.

, 886-911 წწ.

„ ჰოი. L60»ი15 თ20V. LXXIV, CIX (783081180, III, 172, 211).

· MიV. 8. 1084 იL 8. 1092 (78იხვ 84%, III, 359, 376).

იხ. მე-4 სქოლიო, შდრ. 7IM15Xი. დასახ. თხზ., 5. 154.

„ შდრ. ზონარასა და ბალსამონის განმარტებები ამ კანონზე (#თ. CX#XMX., II, 539- 641) და არქიმ. იოანეს დასახ. თხზ., II, 498-501. იხ. ასევე ბალსამონის მე-7 კანონიკური პასუხი: #ტთ. CMM#X., IV, 543.

10. MიV. 8. 1084 #190X. Cი». (23003X130, III, 363) ბლასტარის სინტაგმა, თავ, 15 (4რთდ. CM#X7., IV, 180). „საჭეთმპყრობელი“ თავ. 43 (დასახ. გამოც. II, 21).

11. ეს დადგენილია ჩვეულებით, ამიტომ კანონის წინააღმდეგ არ შესცოდავს ის მღვდელმსახური, რომელიც ნიშნობის წესს ქორწინებისგან განცალკევებით აღასრულებს.

მსგავსი კანონები:ანკვირ.11ბასილი დიდ.2269

PDF გვ. 567 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 99

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: როგორც შევიტყვეთ, სომეხთა ქვეყანაში ასეც ხდება: ზოგიერთები შეწირული საკლავის ნაწილს ხარშავენ და წმინდა საკურთხევლში მღვდლებს უნაწილებენ, იუდეველთა წესისამებრ. ამიტომ, საეკლესიო სიწმინდის შეუბილწავად დამმარხველნი, განვაჩინებთ: მღვდელთაგან არავის მიეცეს უფლება შემწირველისაგან მოტანილი ხორცის ნაწილი თავისთვის გამოიყოს, არამედ იკმაროს შესაწირი, როგორიც შემწირველს ენებოს და ძღვენი ეკლესიის გარეთ იხმიოს. ვინც ასე არ მოიქცევა, უზიარებლობით დაისაჯოს.

ეს კანონი მიმართულია სომხურ ეკლესიაში არსებულ ჩვეულებათა წინააღმდეგ. ამ კანონის ტექსტიდან, როგორც ეს ჩაწერილია ათონის სინტაგმაში, გამომდინარეობს, რომ სომხები, პირველ რიგში, წმინდა საკურთხეველში ხარშავდნენ ხორცს, და მეორეც, ეს ხორცი შემდეგ ნაწილდებოდა მღვდელმსახურთა შორის. ბევერეგიას თარგმანში ეს ადგილი ასე იკითხება – 0V00ძ ძს1ძმთ 1იLV5 1ი 58015 81ხ8>ხს5 C68=ი1ს)ი ი1002ხX9 000160 L05 XX05L8 0””0L90იL 5800L9ძ0L1ხ)5 1V9ძ8100 ძ15LI1- ხსიიჯი5;1 რუსულ სინოდალურ გამოცემაში თარგმნილია: „910 #CX0700X1I0, C0890#9% 98C6CIM M9CX, 8IVX02X C81IIIICIIIIსIXს 0XX806CM, 1I01110C91Xნ V98CIXII#, I X83X060)IMI0I- ლფეMIICIIIIL8MM%V, II0 1წV7M6M#M00X0MXV 06MIყმ10“.2 როგორც ჩანს, ეს თარგმანი ორიგინალს არ შეესაბამება. ამავე დროს, ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში ამბობს: იქრისტიანებისათვის ხორცის მოხარშვა საკურთხეველში ყველგან აკრძალულია იმ დროიდან, რაც შეწყდა შესაწირად საკლავის მოტანა, რის გამოც მამებს არ ნებავდათ ამის შესახებ თქმა. ამიტომაც სჯულდება შედგა მხოლოდ ნაწილების (ხორცის! შესახებ, რომლებიც მღვდლებისათვის მიჰქონდათ, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ შეიძლებოდა გამოკვლევის საგანი ყოფილიყო“.3 ბალსამონის მიერ ხორცის მოხარშვასთან დაკავშირებული ადგილის ამგვარ განმარტებასთან მიმართებით, სრულიად სწორად წარმოჩინდება არქიმანდრიტ იოანეს შენიშვნა, რომ რუსული თარგმანის რედაქცია არაზუსტია, და რომ სიტყვები – „შინაგან წმინდა საკურთხევლისა“ უნდა მივუსადაგოთ არა მის წინარე, არამედ მის შემდგომ სიტყვებს – „მიაქვთ ნაწილები (ამ ხორცის)“, და მაშინ მივიღებთ კანონის ნამდვილ აზრს. არქიმანდრიტ იოანეს მიხედვით, არც სომხებს, არც სხვა ვინმე ქრისტიანებს საერთოდ არ ჰქონდათ წესად ხორცის საკურთხეველში მოხარშვა. აქედან გამომდინარე, კანონის საერთო აზრი ასეთია: სომხები თავიანთ სახლებში ხარშავდნენ ხორცს და ნაწილი მიჰქონდა საკურთხეველშით მღვდელმსახურთა შორის გასაყოფად, – იუდეგელთა წესისამებრ. კრება გმობს ამ ჩვეულებას და კრძალავს ხორცის საკურთხეველში შეტანას; ასევე უკრძალავს მღვდელმსახურებს მორწმუნეებისაგან რაიმე ნაწილის მოთხოვნას, რამეთუ უნდა დაკმაყოფილდნენ ნებაყოფლობითი შემოწირულობით, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს შემოწირული, და ეს ძღვენი უნდა მიიღონ არა ტაძარში, არამედ ტაძრის გარეთ – როგორც ეს კანონიკურად ძველთაგანვეა დაწესებული.“ შენიშვნები:

1. >. 5IV6C MXვ8იძიი(ეი, I, 277; ასევეა სხვა ლათინურ გამოცემებში.

2. 1843 წ. გამოც. გვ. 106; 1862 წ. გამოც. გვ. 183.

3. ტთ. C#X#X., II, 544.

4. დასახ. თხზ., II, 501.

მსგავსი კანონები:მოც.3ტრულ.323356კართ.37

PDF გვ. 569 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 100

„თუალნი შენნი მართლ ხედვენ და ყოველი საცოი დაიმარხე გულსა შინა...“ (იგავ. 4, 25, 23), გვიბრძანებს სიბრძნე, რამეთუ ხორციელ გრძნობას ადვილად შეაქვს სულში თავისი განცდები. ამიტომ ფიცარზე, ან სხვა რაიმე საგანზე შესრულებულ გამოსახულებებს, რომლებიც თვალს ხიბლავენ, გონებას ხრწნიან და უწესო სიამოვნების მისაღებად აღაგზნებენ, ამიერიდან ვკრძალაგთ, რა სახითაც არ უნდა იყოს წარმოჩენილი, ხოლო, ვინც გაკადნიერდეს და ამის ქმნა ხელყოს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

წინამდებარე კანონი, ისევე როგორც ამ კრების 96-ე კანონი, მიღებულია სათანადო კრძალულებისა და ქრისტიანული ზნეობის დამარხვის მიზნით, აგრეთვე, ხორციელი გრძნობების მოსათოკად, რომლებიც იოლად გადასცემენ ადამიანის სულს თავიანთ შთაბეგდილებებს.

PDF გვ. 570 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 101

კაცსა, ღვთის ხატად შექმნილს, საღვთო მოციქული ხმამაღლა მოიხსენებს ქრისტეს გვამად და ტაძრად. ყოველ ხილულ ქმნილებაზე ზეაღმატებულია კაცი, მაცხონებელი ვნებებით ზეციური პატივის ღირსქმნილი; იგი ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღებით დაუსრულებელად გარდაიქმნება სამარადისო ცხოვრებისათვის, ხოლო საღვთო მადლის ზიარებით სულსა და ხორცს განიწმენდს. ამიტომ, ვისაც სურს ლიტურგიისას ყოვლადწმიდა ხორცს ეზიაროს და ზიარების მეშვეობით მასთან ერთიანობა ჰყოს, ხელები გულზე ჯვრის სახით დაილაგოს და ასეთნაირად მიეახლოს და შეიწყნაროს ზიარების მადლი. ხოლო თუ ოქროს ან სხვა რაიმე ნივთიერებისაგან შეამზადებენ ჭურჭელს საღვთო ძღვენის მისაღებად ხელებით მიღების ნაცგლად და მისი მეშვეობით მიიღებენ წმინდა ზიარებას, ამას არასგზით მოვიწონებთ, რამეთუ ეს არის პატივისცემა უფრო მეტად უსულო და ჩვენთვის სახმარად შექმნილი ნივთების მიმართ, ვიდრე საღვთო ხატის მიმართ. თუ ვინმე იმხილება ამგვარი ჭურჭლით მომსვლელისათვის წმინდა ზიარების მიცემაში, უზიარებელ იქნეს ისიც და ჭურჭლით მოსულიც.

„იმ დროში – ამბობს ბალსამონი წინამდებარე კანონის განმარტებაში – ზოგიერთი მდიდარი ადამიანი, როგორც ჩანს, ამზადებდა ოქროს ან სხვა რაიმე ნივთიერებისაგან ჭურჭელს, ვითომდა, ღვთის შიშისა და კეთილკრძალულობის მიზეზით და წმინდა ზიარებისას ხელების ნაცვლად მასში იღებდა უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უხრწნელ ხორცს. თავიდან, მართლაც, შეიძლება ეს კეთილკრძალულების მიზეზით ყოფილიყო გამოგონილი, რამეთუ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ხელი, რამდენადაც ის ეხება ზოგიერთ უწესო და უღირს საგნებს, არ არის ღირსი უფლის ხორცის მიღებისა. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს კეთილკრძალულება სულიერ სიკვდილად იქცა, რამეთუ ამის ჩამდენი ეძებდა ღარიბთა წინაშე უპირატესობას და როგორღაც სხვანაირად ქედმაღლობდა. ასე რომ, რადგანაც მამებმა ამაში დაინახეს მიზეზი მრავალი საცდურისა, ამიტომაც გამოსცეს წინამდებარე კანონი“ „ვფიქროგ, – ამბობს შემდგომ ბალსამონი, - რომ ეს კანონი ამხელს იმათ, რომლებიც წმინდა ზიარებისას წარმოაჩენენ პატივსა და გვაროვნებას და ეძებენ უპირატესობას“. რაც შეეხება იმას, რომ ერისკაცებს ბალსამონის დროს (ანუ XII საუკუნეში) ისევე, როგორც ამჟამად, წმინდა ნაწილები პირდაპირ პირში მიეცემოდათ მღვდელთაგან და არა ისე, როგორც წინამდებარე კანონშია ნათქვამი, ბალსამონი აღნიშნავს, რომ ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ერისკაცები უღირსონი არიან, არამედ იმიტომ, რომ ასე გადმოგვცემს ჭეშმარიტი რწმენა, ღვთის შიში და ნამდვილი კეთილკრძალულება.! შენიშვნა: 1 4თ. CMXI., II, 548. შდრ. არქიმ. იოანეს განმარტება ამ კანონზე (დასახ. თხ%. II, 502-504).

PDF გვ. 571 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 102

ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე არ მოხდება მკურნალის ძალ-მადლით მისი შეჩერება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან პირველ რიგში უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დაკვირვება მოახდინოს მასზე: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი, თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელთდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდეგნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამრთელებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც – პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის. !( მსოფლ. 12; ანკვირ. 2, 5, 7; ათანასე დიდ. ეპისტოლე რუფინიანეს მიმართ; ბასილი დიდ. 2, 3, 74, 75, 84, 85; გრიგოლ ნოს. 4, 5, 7, 8). ეს კანონი განაწესებს, თუ როგორ უნდა მოექცნენ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება კანონიკურ საეკლესიო განწესებათა წინააღმდეგ შემცოდებლებზე სასჯელის დადებისას. კერძოდ, წინამდებარე კანონი მითითებას აძლევს საეკლესიო მსაჯულებს, რომ მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, თუ რა სასჯელი უფრო შედეგიანი იქნება ამა თუ იმ დანაშაულის შემთხვევაში; ასევე, თუ როგორ უნდა მოექცენ თავის დანაშაულში გულწრფელ მომნანიებელს და როგორ – გაჯიუტებულს. გარდა ამისა, მსაჯულებს მიენიშნებათ საეკლესიო სასჯელის მიზანზე, კერძოდ – ცოდვისმყოფელი უნდა დაბრუნდეს ჭეშმარიტების გზაზე და გახდეს სათნომყოფელი. ზონარასა და ბალსამონის განმარტებებში! წინამდებარე კანონზე, ნათქვამია, რომ ტრულის მამებს აქ მხედველობაში ჰყავთ ეპისკოპოსები, რომლებსაც ისინი მთელ ძალაუფლებას ანიჭებენ, რათა მათ შეძლონ, თავიანთი შეხედულებისა და სინდისისამებრ საჯონ და იწყალონ ყოველი, ვინც რისი ღირსი აღმოჩნდება. ეპისკოპოსთა ამ უფლების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ | მსოფლიო კრების მე-12 კანონში. შენიშვნა: 1 4დ. CMV8IX., II, 550.

წმინდა VII მსოფლიო საეპლესიო პრება დოგმატი ნიკეის წმინდა VII მსოფლიო საეკლესიო კრებაჯე შეპრებილ §8367-თა წმინდათა მამათა (სს. ძვ. სტ. 11 ოქტომბრის წინა კვირიაკე)

ხატთა თაყვანისცემის შესახებ ვიცავთ არა სიახლეებს, არამედ წერილობით, ან დაუწერლად ჩვენთვის დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს, რომლებიც ერთ მთლიანს წარმოადგენს და მისი შემადგენელი ხატის ფერწერული გამოსახულებაცაა; იგი სრულ თანხმობაშია სახარებისეულ ქადაგებებთან და ემსახურება ჩვენს ჭეშმარიტად, და არა წარმოსახვით განხორციელებული სიტყვა ღმერთის რწმენასა და სხვა, მსგავსი სარგებლის მიღებას. რადგანაც ერთი მეორეზე მიუთითებს, უეჭველად ერთი მეორეს განმარტაგს. ჩვენ კი, მის მიმართ, სამეუფეო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების დღვთივმეტყველი მოძღვრებისა და კათოლიკე ეკლესიის (ვიცით, რომ ეს არის მასში მცხოვრები წმიდა სულისგან) გადმოცემის მიმდევარნი, გულმოდგინე განხილვის შედეგად სრული სიმტკიცით განვაჩინებთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად იქნეს გამოსახული წმინდა სღვთო ტაძრებში, წმინდა ჭურჭლებზე და შესამოსელზე, კედლებზე და ფიცრებზე, სახლებსა და გზებზე პატიოსანი და წმინდა ხატები საღებავებით დაწერილი, ან ქვებზე ამოკვეთილი, ან სხვა, ამისათვის შესაფერისი ნივთიერებით შექმნილი, როგორც უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და ყოვლადუბიწო დედუფლისა ჩვენისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ასევე, პატიოსანთა ანგელოზთა, და ყველა წმინდა და ღირსთა მამათა. რადგანაც ხატზე შესრულებული გამოსახულებების ხილვა ხშირად შეიძლება, ამიტომ მათი მაცქერალნი პირველსახეთა მოსაგონებლად და შესაყვარებლად აღიძვრებიან, აგრეთვე, მათთვის პატივის მისაგებად – ამბორყოფითა და კეთილკრძალული თაყვანისაცემით, მაგრამ არა იმ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემით, როგორსაც ჩვენი რწმენისამებრ მივაგებთ ერთ ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი თაყვანისცემით, როგორითაც მივაგებთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამასახულებას, წმიდა სახარებასა და სხვა წმინდანებს, – საკმეველითა და სანთლების დანთებით, ძველების კეთილი წეს-ჩვეულების მსგავსად, რადგან პატივი, რომელ-

PDF გვ. 572 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.