ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
სარდიკიის კრება · ტ. II (2011)
წინათქმა
სარდიკიის წმინდა აღგილობრივი საეკლესიო პრება ეს კრება შედგა სარდიკიაში (ახლანდელი სოფია) 343 წელს, ბერძნულრომაული იმპერიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევრების საზღვარზე; კრება მრავალრიცხოვანი იყო. შეკრების მიზანს წარმოადგენდა, ათანასე დიდთან დამოკიდებულებით შეთანხმებისათვის მიეღწიათ აღმოსავლელ და დასავლელ ეპისკოპოსებს, რადგან არიანელთა ინტრიგების შედეგად, მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდნილიყო. კრებას 300 დასავლელი და 76 აღმოსავლელი ეპისკოპოსი ესწრებოდა. თავმჯდომარეობდა კორდუბის ეპისკოპოსი ოსიოსი, ცნობილი ჯერ კიდევ ნიკეის კრებიდან. მას შემდეგ, რაც უსაფუძვლოდ მიიჩნიეს ათანასეს წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და დაამტკიცეს ნიკეის სიმბოლო (მრწამსი), კრება საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგა; მიიღო 21 კანონი საეკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებით. ყველა ეს კანონი შეტანილია საყოველთაო საეკლესიო კანონიკურ კრებულში.
სარდიკიის წმინდა ადგილობრივი საეკლესიო პრების პანონები
PDF გვ. 103
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ოსიოსმა, ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსმა, თქვა: ჯერ არს საფუძველშივე აღმოიფხვრას არა იმდენად ცუდი ჩვეულება, რამდენადაც უდიდესი ზიანის მომტანი წესრიგის დარღვევა საეკლესიო საქმეებში. ეპისკოპოსთაგან ნურავის მიეცემა ნება პატარა ქალაქიდან სხვა ქალაქში გადავიდეს. რამეთუ ამ საქმეში აშკარაა მიზეზი, რისთვისაც ეს ხდება: იმიტომ, რომ არასდროს ყოფილა შესაძლებელი თუნდაც ერთი ეპისკოპოსის პოვნა, რომელიც დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში ეცდებოდა გადასვლას. აქედან, ცხდია, რომ ესევითარნი მრავლის მოხვეჭის გნებით აღენთებიან და უმეტესად ამპარტავნებით ილვწიან იმისთვის, რომ აშკარად მეტი ძალაუფლება მიიღონ. ამრიგად, თუკი ყველას ნება იქნება, დაე, უფრო მკაცრად დაისაჯოს ასეთი გარდაქცეულება; ხოლო მე ვჰგონებ, რომ ესევითართ არ უნდა ჰქონდეთ თანაზიარება ერისკაცების თანასწორადაც კი. ყველა ეპისკოპოსმა მიუგო: სათნოდ გვიჩანს.
კანონი საუბრობს იმ სახის საეკლესიო მმართველობის დარღვევაზე, რასაც, ჭსოგადად, გამხრწნელი შედეგები მოჰქონდა ეკლესიისათვის. საქმე ეხება ზოგიერთი ეპისკოპოსის მიერ თავისი კათედრის დატოვებას და სხვა საეპისკოპოსო კათედრაზე გადასვლას. მიზეზი, რისთვისაც ეპისკოპოსები ასე იქცეოდნენ, დიდი მატერიალური სარგებლის მიმართ ლტოლვა და მეტი პატივის სურვილი იყო, რადგან, როგორც კანონი. ამბობს, ვერასდროს ნახავთ ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც მოინდომებდა დიდი ქალაქიდან უფრო პატარაში გადასვლას, მდიდარი ეპარქიიდან – ლღატაკში, არამედ ყოველთვის პირიქით ხდება. ეპისკოპოსების მსგავსი გადასვლები ამ კრებამდეც ყოფილა განსჯის საგანი (იხ. მოც. 14; I მსოფ- 15), მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი ეპისკოპოსი ცუდად იცავდა კანონიკურ დადგენილებებს, რის გამოც სარდიკიის კრების მამებმა აუცილებელ ზომად მიიჩნიეს გაეძლიერებინათ ისინი და განაწესებენ, რომ ამგვარი ქმედებებისათვის ეპისკოპოსები არამხოლოდ ხარისხიდან განიკვეთონ, არამედ მათ ეკლესიაში ერისკაცების უფლებებიც უნდა ჩამოერთვან, ანუ აეკრძალოთ ერთგულ მორწმუნეებთან თანაზიარება.%
PDF გვ. 103 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი უგუნური ან კადნიერი, რომ მოიგონებს რაღაც გამართლების მოტანას ასეთ საქმეში და დაიწყებს მტკიცებას, რომ ხალხმა გამოუგზავნა მას მიწვევის წერილი, მაშინ ცხადია, თუ როგორ შეეძლოთ მავანთ, არამრავალთ, სამაგიეროს მიგებითა და სასყიდლით მოხიბლულებს თავყრილობა მოეწყოთ ეკლესიაში თითქოსდა იმის სურვილით, რომ იგი ჰყოლოდათ ეპისკოპოსად. ამიტომ ვჰგონებ სრული სასჯელით დაისაჯოს ეს ხრიკები და აშკარა სიცრუე, რათა ესევითართაგან არავინ, თვით თავისი სიკვდილის ჟამსაც, არ იქნეს ღირსი თანაზიარობისა, ერისკაცების თანასწორადაც კი. მისაღები თუ არის ეს შეხედულება? მიპასუხეთ. და მიუგეს: ნათქვამს ვიწყნარებთ.
ეს კანონი წარმოადგენს პირველი კანონის გაგრძელებას. მაშინ არსებული კანონიკური პრაქტიკით, ეპისკოპოსის გამორჩევაში ერი აქტიურად მონაწილეობდა და, საერთოდ, ეპისკოპოსად დგინდებოდა ის პირი, ვინც ერს სურდა და ვისაც ის ითხოედა (იხ. I მსოფ. მე-4 კან. და მისი განმარტება). იმ მიზნით, რომ კანონიერი სასჯელი თავიდან აერიდებინათ, ეპისკოპოსები, რომლებსაც სურდათ მცირე ეპარქიებიდან უფრო მდიდარ ეპარქიებში გადასულიყვნენ, ამის მიზეზად იმ ეპარქიიდან საეკლესიო ერის მიერ წერილობოთ მიწვევას ასახელებდნენ. კანონი არ ითვალისწინებს ასეთ დასაბუთებას, რადგან სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მოსყიდულ პირს შეუძლია ერის სახელით მიიწვიოს ესა თუ ის ეპისკოპოსი. ასეთ საქციელს კანონი უწოდებს აშკარა სიცრუეს, რის გამოც მისი ჩამდენი ექვემდებარება უმკაცრეს განკითხვასა და სასჯელს, სახელდობრ, ასეთი დამნაშავე ვერ ეღირსება თუნდაც საერისკაცო "იხ. ზონარასა და ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმეში, III, 228-230. სჯრდიკიის ნშინდა პდგილოზმრივი კრეზის კანონები 1095 თანაზიარებას სიკვდილის ჟამსაც კი. არისტინე ასეთ სასჯელს საშინელს უწოდებს, რადგან ადამიანს არ შეუძლია წმინდა ზიარებას ეღრსოს სასიკვდილო სარეცელზეც, ამასთან, არ არსებობს სხვა რომელიმე კანონი, რომელიც ასეთ სასჯელს ითვალისწინებდეს რაიმე ცოდვისთვის." ამ კანონით განწესებული სასჯელის სიმძიმე იმით აისსნება, რომ იმ ქმედებაში, რაზედაც კანონშია საუბარი, ერთმანეთს ერწყმის რამდენიმე დანაშაული: გამორჩენის სურვილი, ამპარტავნება, მოსყიდვა, სიცრუე და ყველაფერ ამის ზევით – სიმონია. თუმცა, ამასთანავე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ I მსოფ. კრების მე-13 კანონის განწესება, რომლის თანახმადაც სიკვდილის წინ წმინდა ზიარება აუცილებლად უნდა მიეცეს ყველა მონანულ ქრისტიანს.
PDF გვ. 104
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ესეც უნდა დავსძინოთ, რომ, დაე, ეპისკოპოსთაგან არავინ გადავიდეს თავისი სამთავროდან სხვა სამთავროში, სადაც თავიანთი ეპისკოპოსები ჰყავთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოწოდებული იქნება იქ მყოფი ძმების მიერ, – რომ არ გამოგვივივდეს სიყვარულის კარების დახშვა. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგიც: თუ რომელიმე სამთავროს ეპისკოპოსს სადავო საქმე აქვს თავის ძმასთან და თანაეპისკოპოსთან, დაე, ნურც ერთი მათგანი ნუ მოიწვევს შუამავლად სხვა სამთავროს ეპისკოპოსებს, ხოლო თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან დადანაშაულებული აღმოჩნდება რაიმე საქმეში, მაგრამ მიიჩნევს, რომ მისი საქმე უსამართლო კი არ არის, არამედ მართალია, და უნდა, რომ ხელმეორედ დაინიშნოს სამსჯავრო, მაშინ, თუკი თქვენი სიყვარული ინებებს, პატივი მივაგოთ პეტრე მოციქულის ხსოვნას და, დაე, მიეწეროს ამ მოცილეთაგან რომის ეპისკოპოსს იულიუსს, რათა განახლდეს, თუ საჭიროა, სამსჯავრო იმ სამთავროს უმახლობელეს ეპისკოსპოსთა მონაწილეობით და, დაე, მან დანიშნოს საქმის განმხილველნი. ხოლო თუ ბრალდებული ვერ შესძლებს თავისი საქმის ისეთად წარმოდგენას, რომელიც მეორედ განსჯას მოითხოვს, მაშინ ერთხელ განჩინებული, დაე, ნუ დაირღვევა, არამედ რაც იქმნა, მტკიცე იყოს.
დასავლელი კანონისტები ამ კანონს სამად ყოფენ, რაც სავსებით გამართლებულია მისი შინაარსით, რადგან, სინამდვილეში ის საუბრობს სამ საკითხზე, რომელთაგან თითოეული მათგანი შეიძლება სრულიად დამოუკიდებლად იქნეს განხილული. კანონის პირველ ნაწილში საუბარია იმის შესახებ, რომ არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გადავიდეს სხვა სამთავროში რაიმე მღვდელმოქმედების აღსასრულებლად, თუ ამისთვის იმ სამთავროს ეპისკოპოსის მიწვევა არ გააჩნია. მეორე საკითხი, რაზედაც ეს კანონი საუბრობს, არის ის, რომ ეპისკოჰოსებს შორის წარმოქმნილი დავა უნდა განიხილოს იმ სამთავროს კრებამ, რომელ სამთავროსაც "ათენის სინტაგმა, III, 233. ეს ეპისკოპოსები მიეკუთვნებიან და ამ განხილვაზე არ უნდა იქნეს მიწვეული სხვა სამთავროს ეპისკოპოსი. კანონის მესამე ნაწილში საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დადანაშაულებული ეპისკოპოსი თავს მართლად მიიჩნევს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ განჩინების მიმართ, რომელიც თავისი სამიტროპოლიტო სამთავროს ეპარქიების ეპისკოპოსების გადაწყვეტილებით იქნა მის. მიმართ გამოტანილი. მსგავს შემთხვევებში კანონი განაწესებს, რომ მან უნდა მიმართოს რომის ეპისკოპოს იულიუსს, რომლმაც უნდა გადაწყვიტოს, განახლდეს თუ არა სამსჯავრო, და დადებით შემთხვევაში თავად დანიშნოს სასამართლოს შემადგენლობა მეზობელი ეპარქიების ეპისკოპოსთა შემადგენლობით. ხოლო, თუკი რომის ეპისკოპოსი იულიუსი სასამართლოს განახლებას არ ჩათვლის საჭიროდ, მაშინ პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. სარდიკიის კრების ამ კანონის ასეთ დაყოფას ჩვენ ვხვდებით ბალსამონთანაც, რომელსაც მისი განმარტებისას, პირველი ნაწილის განხილვის შემდეგ, მოჰყავს კანონის მეორე თავი, ანუ ზემომოხსენიებული მისი მეორე ნაწილი, რის შემდეგაც საუბრობს მესამე ნაწილზე, ანუ იმ შემთხვევაზე, როდესაც ეპისკოპოსი უკმაყოფილოა პირველი სასამართლოს გადაწყვეტილებით.”
კანონის პირველ ნაწილში განხილულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ანტიოქიის კრების მიერ იქნა გამოტანილი დაწვრილებითი დადგენილება (მე-13 კანე) მოციქულთა 35-ე კანონის საფუძველზე, და მათი განმარტება (ანტიოქ. მე-13 და მოც. 35-ე კანონების) სარდიკიის კრების წინამდებარე კანონის ამ ნაწილის განმარტებასაც ემსახურება.
კანონის მეორე საკითხი მანამდე განხილულ იქნა I მსოფლიო კრებაზე და მისი მე-5 კანონის განწესება, ზოგადად, ამ კანონშიც მეორდება.
მესამე ნაწილი კი, ამ კანონისა, სავსებით ახალია და თავისი არსით გამორჩეული. მასზე, ამ კანონის გარდა, საუბარია აგრეთვე სარდიკიის მე-4 და მე-5 კანონებში, იმდროინდელ რელიგიურ ურთიერთობათა გამო და გარკვეული პირის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს (მე-3) კანონი, როგორც მომდევნო ორი, თავისი არსით არ მიეკუთვნება ძირითად (ანუ საერთო) კანონებს, ე. ი. იმ სახის კანონებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ ყველა დროის მთელი მსოფლიო ეკლესიისათვის,”% არამედ არის სპეციალური, ან, უფრო ზუსტად, კერძო მნიშვნელობის და მოქმედებს გარკვეულ, კონკრეტულ პირობებში. ამ ნაწილში კანონი განაწესებს, რომ იულიუსს, რომის ეპისკოპოსს, უფლება აქვს გადწყვიტოს, განაახლოს თუ არა სასამართლო ეპისკოპოსების მიმართ, შესაბამისად, აღიარებს რომის ეპისკოპოსისადმი სააპელაციო გადაწყვეტილების უფლებას გარკვეული ეპარქიალური კრების მიერ გამოტანილ განაჩენზე. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მსგავსი დადგენილება, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომელიც სარდიკიის კრების დროს არსებობდა და რის გამოც იქნა აღნიშნული კრება მოწვეული. როგორც ცნობილია, სარდიკიის კრება მოიწვიეს ათანასე დიდის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც "ათენის სინტაგმა, III, 235-236.
„"”იხ. ათენის სინტაგმაში, III, 239, 518, ბალსამონის განმარტება სარდიკ. მე-4 და კართ, 88- ე კანონებზე. უკანონოდ განკვეთეს ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს მოწინააღმდეგეებმა, რაშიც მთავარი როლი ევსევიანელებმა შეასრულეს (საშუალო არიანელთა პარტია, რომელიც ამ სახელით იწოდებოდა მისი საკმაოდ გავლენიანი ხელმძღვანელის, ნიკოდიმიის ეპისკოპოს ევსევის სახელთან დაკავშირებით). კრების მიზანი, ერთი მხრივ, ათანასე დიდის თავის ხარისხში აღდგენა იყო, მეორე მხრივ, არამართლმადიდებელთა განსჯა, რომლებიც გაკადნიერდნენ აღმდგარიყვნენ ამ „მართლმადიდებლობის ბურჯის“ (ათანასე დიდის) წინააღმდეგ. ეს ამოცანა კრებაზე უნდა შეესრულებინათ დასავლელ ეპისკოპოსებს, რომის ეპისკოპოს იულიუსის ხელმძღვანელობით (337-352) და დასავლეთის იმპერატორის კონსტანტის მფარველობით. ეს ამოცანა მათ იმიტომ დაეკისრათ, რომ აღმოსავლელთა უმრავლესობა ნიკეის სარწმუნოების მოწინააღმდეგეთა ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და, ამასთან, სარგებლობდა აღმოსავლეთის იმპერატორის კონსტანტიოსის მფარველობით, რომელიც ათანასე დიდის მძვინვარე მტრად მოიაზრებოდა. ამის შედეგად, ამ კრების მოწვევის ადგილად შეირჩა ქალაქი სარდიკა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიების საზღვარზე მდებარეობდა და იმ დროს „რომის ეპისკოპოსიის იურისდიქციაში“ შედიოდა. ამით აიხსნება კრებაზე დასავლელ ეპისკოპოსთა სიმრავლე და, ასევე, ის, რომ კრების თავმჯდომარე იყო დასავლელი, კორდუბელი (ესპანეთის ქალაქი) ეპისკოპოსი ოსიოსი. იმ მიზნით, რომ ასეთ გარემოებაში, რომის საპატრიარქოს დამორჩილებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსები არიანელთა თვითნებურობისგან დაეცვათ, სარდიკიის კრების მამები იძულებული გახდნენ გამონაკლისი დაეშვათ საერთო კანონიკური ნორმიდან, რომელიც არსებობდა ეპარქიალური ეპისკოპოსების კრებების სასამართლოთა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და რომელიც გამოხატულია I მსოფლიო კრების მე-5 კანონში, და შეეზღუდათ ამ კრებების უფლებები რომის საპატრიარქოში შემავალი სამთავროს ეკლესიებისათვის. ეს ეკლესიები, თავის მხრივ, მეტ-ნაკლები დოზით ყველა არიანელობით იყო მოწამლული; განსაკუთრებით ეს ეხებოდა და კეთდებოდა უპირატესად აღმოსავლეთ ილირიკეში განლაგებული ეკლესიებისათვის. კრების თავმჯდომარე ოსიოსი, ათანასე დიდისა და სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ერთგული იყო; მან, რომელმაც გამოცდილებით იცოდა, თუ როგორ ხშირად ხდებოდა მართლმადიდებელი ეპისკოპოსების უმიზეზოდ, განსაკუთრებით კი არიანელთა ღვარძლით, თავიანთი კათედრებიდან დამხობა, კრებას შესთავაზა ვინმესთვის მიეცათ ისეთი ხელმწიფება, რომელის დაქვემდებარებაშიც იქნებოდა სამთავრო კრებების მიერ მათი ეპისკოპოსების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადახედვა და ახალი სასამართლო მოსმენის დანიშვნა, თუ პირველი გადაწყვეტილება მისგან არ იქნება სამართლიანად შეფასებული. სავსებით ბუნებრივია, რომ ის ეპისკოპოსი, რომლისთვისაც კრებას შეიძლება აღნიშნული ხელმწიფება მიენდო, იყო იმ საპატრიარქოს უხუცესი ეპისკოპოსი, რომელსაც ქალაქი სარდიკა მიეკუთვნებოდა, კერძოდ – რომის ეპისკოპოსი, განსაკუთრებით კი მაშინდელი რომის ეპისკოპოსი იულიუსი; ეს უკანასკნელი ლიად იცავდა ათანასე დიდს და ევსევიანელებისადმი მიწერილ ერთ-ერთ თავის წერილში აფიქსირებს თუ რაზომ კიცხავს ათანასე დიდისა და სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიმართ მათ დამოკიდებულებას. თუმცა, ოსიოსს არ ეჩვენებოდა იოლი აეძულებინა მთელი კრება ეპარქიალური კრებების სასამართლოების უკვე დამტკიცებული დამოუკიდებლობების შეზღუდვა და, ამიტომ, იმისათვის, რომ მაინც მიეღო ამ საკითხზე კრების მამების თანხმობა, იგი მათ თხოვნით მიმართავს (,თუკი თქვენი სიყვარული ინებებს“), და ამბობს, რომ ასეთი საქციელი იქნება პატივის მიგება წმინდა პეტრე მოციქულისადმი. ოსიოსის ეს წინადადება კრებამ მიიღო და მის საფუძველზე იქნა წინამდებარე კანონი მიღებული, რომლის შინაარსიც ახლა უკვე ჩვენთვის ნათელია და კიდევ უფრო ნათელი გახდება, როდესაც განვიხილავთ ამ კრების მე-4 და მე-5 კანონებს. უფრო მეტი სიცხადისთვის, აქვე მოვიყვანთ „კანონთა კრებულიდან“” ამ კანონის სქოლიოს: „მსოფლიო კრების მე-6 კანონით, ძველი ჩვეულების შესაბამისად, რომის ეპისკოპოსს დაქვემდებარებაში გადაეცა დასავლეთის ბევრი ეპარქია, ისევე, როგორც ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეპისკოპოსებს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბევრი ეპარქია. ამ დაყოფასთან შესაბამისობაში, ესპანეთის ქალაქ კორდუბის ეპისკოპოსს ოსიოსს, რომელიც რომის ეპისკოპოსის სამთავროს შემადგენლობაში შედის, წინადადება შემოაქვს, მის განხილვას დაუქვემდებაროს დასავლეთ ეპარქიების საეჭვო შემთხვევები, და ამ აზრით მიიღო მისი (ოსიოსის) მიერ შემოთავაზებული წინადადება სარდიკიის ადგილობრივმა კრებამ ისე, რომ არ დაურღვევია 1 მსოფლიო კრების მე-6 კანონი“.
PDF გვ. 105 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოსი მეზობელი ეპისკოპოსების სამსჯავროთი განკვეთილი იქნება წოდებიდან და იტყვის, რომ კვლავ “შეუძლია წარმოაჩინოს თავის გასამართლებელი საბუთი, მაშინ მის ადგილას მანამდე ნუ დადგინდება სხვა ეპისკოპოსი, ვიდრე რომის ეპისკოპოსი, გამოიკვლევს რა საქმეს, თავის განჩინებას არ გამოიტანს ამის შესახებ.
ეს კანონი მჭიდრო კავშირშია ამავე კრების მე-3 კანონის ბოლო ნაწილთან.
იგი ეხება იულიუსის, რომის ეპისკოპოსის უფლებას, დაუქვემდებაროს ახალ სასამართლო განხილვას ეპისკოპოსთა შორის სადავო საკითხზე გამოტანილი სამთავროს კრების გადაწყვეტილება. კანონი ამბობს, რომ თუ სამთავროს კრების განჩინებით უკმაყოფილო რომელიმე ეპისკოპოსი მიმართავს იულიუს რომაელს და ეს უკანასკნელი საჭიროდ მიიჩნევს ამ განაჩენის ხელახლა გადახედვას, მაშინ შესაბამისი განაჩენის გამოტანამდე, ანუ ხელმეორე სასამართლო განხილვამდე, არ უნდა დადგინდეს ახალი ეპისკოპოსი ძველის ადგილზე. კანონის სიტყვები: „მეზობელი ეპისკოპოსების სამსჯავროთი“, მისი ორმაგი განმარტების საბაბად იქცა. ერთთა აზრით, ეს აღნიშნავს სასამართლოს, რომელიც მეზობელი ეპარქიების ეპისკოპოსებისგან შედგება, სახელდობრ ისეთ სასამართლოს, რომლზედაც ამ კრების მე-3 კანონშია საუბარი: „იმ სამთავროს უმახლობელეს ეპისკოპოსთა“. სხვათა აზრით, იგივე სიტყვები აღნიშნავენ ეპისკოპოსთა კრებას, რომელიც შედგება იმავე +I862 წ. გამოცემა გვ. 184. ეპარქიის (სამიტროპოლიტო სამთავროს) ეპისკოპოსებისგან, საიდანაც არის თვით ბრალდებული ეპისკოპოსი, ანუ მისი უშუალო მეზობელი ეპისკოპოსებისგან და რომლებიც მასთან ერთად ერთი და იმავე მიტროპოლიტს ემორჩილებიან. ამ ორ აზრთა შორის არსებითი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველთა აზრის თანახმად იულიუს რომაელის სასამართლო ასეთ შემთხვევაში იქნებოდა მესამე ინსტანცია, ხოლო თუ მეორეთა აზრს მივყვებით, მაშინ – მეორე ინსტანცია. ჰეფელე და სხვები ამ მეორე აზრს უფრო მართებულად მიიჩნევენ. ჩვენც ასე მიგვაცჩნია სწორად, რადგან ასეთი განმარტებისას სრულ კავშირს და თანმიმდევრობას ინარჩუნებს ეს კანონი ამავე კრების მე-3 და მე-5 კანონებთან, რომებიც ერთი და იგივე საკითხებზე გარკვეული თანმიმდევრობით საუბრობენ. ამავე მნიშვნელობით განმარტავს ამ კანონს არისტინეც, რომელიც საუბრობს მხოლოდ „სამთავროს ეპისკოპოსებზე“, რომლებმაც განკვეთეს რომელიმე ეპისკოპოსი, და არ მოიხსენიებს მეზობელი ეპარქიის (სამიტროპოლიტო სამთავროს) ეპისკოპოსებს, რომელთა შესახებაც, როგორც მეორე ინსტანციაზე, საუბრობს ამ კრების მე-3 კანონი.” ამ ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვების ასეთი განმარტების შემდეგ, წინამდებარე კანონი სავსებით გასაგები ხდება. ის არის სხვა არაფერი, თუ არა დამატება და განმარტება მე-3 კანონისა იმ ეპისკოპოსთან დაკავშირებით, რომელიც გასამართლებულ იქნა რწმუნებული კრების მიერ და მიიჩნია რა მისი ეს განაჩენი უსამართლოდ, შუამდგომლობით მიმართა იულიუს რომაელს ახალი სასამართლოს დანიშვნის თხოვნით. ამასთან, კანონი განაწესებს, რომ მისი კათედრა დაუკავებელი დარჩეს იქამდე, ვიდრე რომის ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით არ იქნება გამოცხადებული ახალი განაჩენი ამ სამიტროპოლიტო სამთავროს მეზობელი ეპისკოპოსების მიერ.
PDF გვ. 108 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსზე შესმენა შემოვა, და მეზობელი სამრევლოების ეპისკოპოსები შეიკრიბებიან და ჩამოართმევენ მას ხარისხს, ის კი, გადაიტანს რა საქმეს რომის ეკლესიის უნეტარეს ეპისკოპოსს მიმართავს, ხოლო ეს თუ ისურვებს ისმინოს მისი და სამართლიანად აღიარებს მისი საქმის გამოძიების განახლებას, – მაშინ ესეც უნდა დავადგინოთ, რომ კეთილად ინებოს და მისწეროს იმ სამთავროს მოსაზღვრე ეპისკოპოსებს, რათა გულმოდგინედ და ზედმიწევნით გამოიძიონ ყველა გარემოება და ჭეშმარიტებაში დარწმუნების შემდეგ წარმოთქვან მსჯავრი საქმეზე. ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, რომ მისი საქმე კვლავ იქნეს მოსმენილი, და მისი თხოვნით კეთილად განსჯის რომის ეპისკოპოსი თავისი ხუცესები წარგზავნოს, – ასეთ შემთხვევაში, დაე, ამ ეპისკოპოსის ხელმწიფებაში იყოს, რასაც უმჯობესად და საჭიროდ ჩათვლის, და დაადგინოს: ეპისკოპოსებთან ერთად საქმის განსჯისათვის წარგზავნოს გამომგზავნის ადგილის მო- "ათენის სინტაგმა, III, 239. ნაცვლენი. ანდა თუ საკმარისად მიიჩნევს უკვე ჩატარებულ განხილვას და მიღებულ გადაწყვეტილებას ამ ეპისკოპოსის საქმეზე, დაე, ის განაჩინოს, რასაც თავისი უკეთილგონიერესი მსჯელობით სასიკეთოდ მიიჩნევს. ეპისკოპოსებმა მიუგეს: ნათქვამს ვიწყნარებთ.
ეს კანონი წარმოადგენს იმის დასკვნას, რაზედაც საუბარია მე-3 და მე-4 კანონებში. უკეთ რომ ვთქვათ, იგი წარმოადგნეს იმის დაწვრილებით ახსნას, რაც ნათქვამია მე-3 კანონში ხელახალი სასამართლოს შესახებ, რომელსაც აწესებს იულიუს რომაელი სათანადო საეპარქიო სასამართლოს მიერ გასამართლებული ეპისკოპოსის მიმართვის საფუძველზე. კერძოდ, კანონი ამბობს, რომ თუ თავისი კრების მიერ განკვეთილი რომელიმე ეპისკოპოსი მიმართავს იულიუს რომაელს, მაშინ ეს უკანასკნელი, იმ შემთხვევაში, თუ მართებულად მიიჩნევს შეიწყნაროს მისი თხოვნა, უნდა განუწესოს შესაბამის სამიტროპოლიტო სამთავროს ეპისკოპოსებს, – უახლოესებს იმ სამთავროსი, რომელსაც გასამართლებული მიეკუთვნება, – რომ შემოსული საჩივარი მხოლოდ მათ უნდა განიხილონ ან იულიუსის მიერ გაგზავნილ რომელიმე მღვდელან ერთად და გამოიტანონ სამართლიანი განაჩენი. სარდიკიის კრების მამების მიერ იულიუს რომაელისათვის გადაცემული უფლება, – რომელიც ითვალისწინებდა თავის სასამართლო დაქვემდებარებაში აეყვანა რომის საპატრიარქოს ეპარქიალური კრებების გადაწყვეტილებები, იმ შემთხვევებში, როდესაც შეიძლებოდა ეჭვი გამოეწვია არიანელების ან არიანელობისაკენ მიდრეკილი ეპიკოპოსების მიერ გამოტანილ განაჩენს რომელიმე მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიმართ (რაც მიზნად ისახავდა დაემცირებინათ ათანასე დიდი და მართლმადიდებლობისთვის ზიანი მიეყენებინათ), – რომის ეპისკოპოსებმა მოინდომეს მიეთვისებინათ თავიანთი საპატრიარქოს საზღვრებს გარეთაც, და ყველა შემთხვევაში. მათ ჩათვალეს, თითქოს მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ სააპელაციო უფლება მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებისა, და უკანასკნელ ინსტანციაში შეეძლოთ თითოეულზე განაჩენის გამოტანა. ამის დამახასიათებელ მაგალითს წარმოგვიდგენს რომის ეპისკოპოსი ზოსიმე (417-418), აპიარიოსის, აფრიკის პროკონსულატის სიკსელი მღვდელმსახურის ცნობილ საქმესთან დაკავშირებით; იგი თავისმა ეპისკოპოსმა ურბანმა ხვადასხვა დანაშაულისათვის განკვეთა. ამით უკმაყოფილო აპიარიოსმა საჩივრით რომს მიმართა და დაცვა ითხოვა. აფრიკის პროკონსულატი, რომლის მთავარი ქალაქი კართაგენი იყო, დამოუკიდებელ საეკლესიო სამთავროს წარმოადგენდა, სავსებით ავტონომიურს თავის შინაგან მმართველობაში. ზოსიმე რომაელმა მშვენივრად იცოდა, თუ რაზომ პატივისცემას იმსახურებდა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებული ეკლესიების პრივილეგიები (იხ. I მსოფ. მე-6), თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიიჩნია შესაძლებლად მიეღო აპიარიოსის საჩივარი და თავისი სასამართლოსათვის დაექვემდებარებინა გადაწყვეტილება მიღებული სათანადო ხელმწიფებით იმ ეკლესიაში, რომელიც მის იურისდიქციაში საერთოდ არ შედიოდა. ამის საფუძვლად მას უნდა აეღო რომელიმე მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი კანონი. ასეთი კანონი მან იპოვა I მსოფლიო კრების კანონებში. მაგრამ, რადგანაც, ამ კრების კანონების სარწმუნო კრებულში ასეთი კანონის ნახვა შეუძლებელი იყო, ამიტომ მან იგი მოიძია მის ხელთ არსებულ კრებულში და ასეთი საფუძვლიანობით დაკმაყოფილებულმა, არამხოლოდ განკვეთილი აპიარიოსი მიიღო საკუთარი დაცვის ქვეშ, არამედ, როდესაც აფრიკელმა ეპისკოპოსებმა შეახსენეს მას, რომ მისი ქმედება, ამასთან დაკავშირებით, არსებული კანონის დარღვევა იყო, მან საპასუხოდ სპეციალური ლეგატები გაგზავნა კართაგენში, რომლებიც, თითსქოსდა, ეკლესიის უმაღლესი უხუცესის ხელმწიფებით უფლებამოსილნი იყვნენ თავიდან განეხილათ ყველა ის გადწაყვეტილება, რაც იმ კრებაზე კრების აფრიკელი ეპისკოპოსების მიერ იყო მიღებული. ეს გახდა მიზეზი ცნობილი კართაგენის კრების მოწვევისა (419 წ., VIII ადგილობრივი კრება), სადაც დამტკიცდა, რომ კანონი, რომელსაც ზოსიმე თავისი უფლებების გამოსავლენად იყენებდა, სრულებითაც არ იყო ნიკეის კრების, არამედ – სარდიკიის სწორედ ეს (მე-5) კანონი, რომელსაც რომში ნიკეის კრების კანონად თვლიდნენ, ანუ მსოფლიო კრების დადგენილებად. ამის შემდეგ რომში აღიარეს თავიანთი შეცდომა და მრავალი ხნის განმავლობაში აღარ წარმოუდგენიათ რომის ეპისკოპოსის უმაღლესი უფლება იმ საქმეებში, რომლებიც მათ მართვა-განგებულებას არ ექვემდებარებოდა. ძირითადად ასე გაგრძელდა ნიკოლოზ L-ის პაპობამდე 858-867), ან, უფრო სწორედ – ცრუისიდორემდე, როდესაც რომის ეკლესიაში ყველაფერი მთლიანად შეიცვალა და სულ სხვა კანონები გაბატონდა.
PDF გვ. 109 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე სამთავროში, სადაც ბევრი ეპისკოპოსია, ეპისკოპოსთა შეკრებაზე დასასწრებლად ჩამოსვლას შეაყოვნებს რომელიმე ეპისკოპოსი და რაღაც დაუდევრობით არ ისურვებს მონაწილეობა მიიღოს შეკრებაში და დაეთანხმოს ეპისკოპოსთა დადგინებას, ხოლო ადამიანთა სიმრავლე ითხოვს, რომ დადგინდეს მათ მიერ მოთხოვნილი ეპისკოპოსი, – მაშინ, პირველ ყოვლისა, სამთავროს ეგზარქოსის წერილის მეშვეობით (ვგულისხმობ სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსს), შეახსენდეს ამ შეყოვნებულ ეპისკოპოსს, რომ ერი მისთვის მწყემსის დადგინებას ითხოვს. სასიკეთოდ მივიჩნევ დაცდას, რათა იგიც ჩამოვიდეს. ხოლო თუ წერილითაც შევედრებული არ ჩამოვა და არც მოიწერება, მაშინ ჯერ არს დაკმაყოფილდეს ხალხის სურვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსის დასადგინებლად მახლობელი სამთავროებიდანაც უნდა იყვნენ მოწვეული ეპისკოპოსები. და პირიქით, სრულიად არ მიეცეთ ნება ეპისკოპოსის ხელდასასხმელად რომელიმე სოფელში ან პატარა ქალაქში, რომელთათვისაც ერთი ხუცესიც საკმარისია. რამეთუ არ არის საჭირო ეპისკოპოსის დადგინება იქ, რათა არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და ხელმწიფება. ხოლო სამთავროს ეპისკოპოსებმა, როგორც ზემოთ ვთქვი, იმ ქალაქებში უნდა დაადგინონ ეპისკოპოსები, სადაც ადრეც ყოფილან ეპისკოპოსები. ხოლო თუ აღმოჩნდება რომელიმე ქალაქი, ხალხის მრავალრიცხოვნობით ისე გაზრდილი, რომ აღიარებულ იქნება ღირსად ეპისკოპოსის ყოლისა, დაე, მიიღოს. თანახმანი თუ ხართ ყველანი ამაზე? – ყველამ მიუგო: თანახმანი ვართ.
არისტინესთან, ასევე, „კორმჩაიაში“ (საჭეთმპყრობელი), ეს კანონი სამი ქვედანაყოფისგან შედგება. შეცდომა ამაშია არაფერია, რადგან სინამდვილეში ეს კანონი, ჩვენი ტექსტის (ანუ „ათენის სინტაგმის“) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამ საკითხზე საუბრობს: ა) ეპისკოპოსის გამორჩევაზე, ბ) მიტროპოლოტის დადგინებაზე, გ) და იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები არ უნდა დადგინდნენ უმნიშვნელო ადგილებში. ამ კანონის პირველ ნაწილში არსებითად იმაზეა საუბარი, რაზედაც I მსოფლიო კრების მე-4 კანონში, და მისი განმარტება, ზოგადად, ამ კანონის პირველი ნაწილის განმარტებასაც ემსახურება. მოხსენიებული კანონის (L მსოფ. მე-4) განმარტებაში ში ერსაც ჩვენ ვისაუბრეთ და დავამტკიცეთ, რომ ეპისკოპოსების გამორჩევაჰქონდა ხმის უფლება და მისი სახელით გამორჩევაში მონაწილეობას იღებდნენ ერის წარჩინებული და პატივცემული პირები. ამის ახალ მტკიცებულებას წარმოადგენს სარდიკიის კრების წარმოდგენილი კანონი, რომელიც მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ ერმა უნდა გამოირჩიოს, უფრო სწორედ, შესთავაზოს ეპისკოპოსთა კრებას გარკვეული პირი თავის ეპისკოპოსად, თუმცა, იმავე ეპარქიის ერთ-ერთი ეპისკოპოსის გამოუცხადებლობის მიზეზით, ეს გამორჩეული პირი არ შეიძლება დაუყოვნებლივ დადგინდეს. ამ მტკიცებულობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ კარგად ჩანს არისტინეს სიტყვებიდან, რომელიც ამ კანონის განმარტებაში ამბობს: „ამჟამად (XII საუკ) ძალა დაკარგა დადგენილებამ, რომლის თანახმადაც ეპისკოპოსის გამორჩევა ხდებოდა კლირიკოსებისა და ქალაქის წარჩინებულთა მიერ“.”
მიტროპოლიტის დასადგინებლად, ამბობს შემდეგ კანონი, აუცილებელია მოწვეულ იქნეს ეპისკოპოსები მეზობელი ეპარქიებიდანაც. ასე ხდებოდა, – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში, – მიტროპოლიტის ხარისხის დიდმნიშვნელოვნებიდან გამომდინარე."”
ამ კანონის მესამე განწესება ძირითად იმეორებს ლაოდიკიის კრების 57-ე კანონს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის საჭირო ეპისკოპოსების ხელდასხმა დაბებსა და სოფლებში, იმ მიზეზით, რომ „არ დაკნინდეს ეპისკოპოსის სახელი და ხელმწიფება“; ხოლო, თუკი რომელიმე ადგილმდებარეობის მოსახლეობა გაიზრდება და თვით ხალხიც ეპისკოპოსის ყოლის ღირსი აღმოჩნდება, მაშინ კანონი უშვებს, რომ იქ მის დადგინებას.
PDF გვ. 111 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ოსიამ თქვა: ჩვენმა უდროო, მეტად სშირმა და უსამართლო თხოვნებმა ქმნეს ის, რომ ჩვენ არა გვაქვს ისეთი მადლი და კადნიერე- “ათენის სინტაგმა, III, 247. შდრ. ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III, 245. "'ათენის სინტაგმა, III, 246. ბა როგორიც “უნდა გვქონდეს. რამეთუ ეპისკოპოსთაგან ბევრი არ ანებებს თავს სამხედრო ბანაკში (ხელმწიფესთან) მისვლას, განსაკუთრებით აფრიკელები, რომლებიც, როგორც ჩვენი საყვარელი ძმისა და ეპისკოპისის – ღრატოსაგან შევიტყვეთ, არ იღებენ სასარგებლო რჩევებს და იმდენად უგულებელყოფენ მათ, რომ ერთ ადამიანს ბევრი და სხვადასხვა თხოვნა მიაქვს სამხედრო ბანაკში; ეს ვერ მოუტანს სარგებლობას ეკლესიას, რადგან ხელს უწყობენ და მფარველობენ არა ღარიბ-გლახაკთ და უბრალო ადამიანებს, ან ქვრივებს, როგორც ჯეროვანი და შესაფერისია, არამედ მხოლოდ საერო, ქვეყნიურ ღირსებებსა და თანამდებობებს ეძიებენ ზოგიერთთათვის. ასეთი უმეცრება ზიანს გვაყენებს ჩვენ, საცთურსაც და გარკვეულ სირცხვილსაც მოგვაწევს. უფრო შესაფერისად მივიჩნევ, რომ ეპისკოპოსი თავის შეწევნას იმას აღმოუჩენდეს, ვინც შევიწროებულია სხვისგან, ან თუ არის ქვრივი, რომელიც წყენას ითმენს, ანდა თუ რომელიმე ობოლს თავის კუთვნილს ართმევენ, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ამ საგანზე თხოვნა სამართლიანი იქნება. უკეთუ ეს ყველას სათნოდ გიჩანთ, საყვარელო ძმებო, მაშინ დაამტკიცეთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი არ მიდიოდეს სამხედრო ბანაკში, იმათ გარდა, რომელთაც ჩვენი კეთილმსახური მეფე თავად მიიწვევს საკუთარი წერილით. მაგრამ, რადგან მრავალგზის ხდება, რომ ზოგიერთნი, თავიანთი დანაშაულის გამო საპყრობილემისჯილნი ან კუნძულზე გადასახლებულნი ან სხვა რაიმე სასჯელს დაქვემდებარებულნი, ეკლესიას მომართავენ შეწევნისათვის და მოწყალებას ითხოვენ, – ესევითართათვის უჯეროა უარის თქმა შეწევნაში, უეჭველია, რომ მათთვის დაუყოვნებლივ უნდა ვითხოვოთ ლმობიერება. უკეთუ ესეც სათნო გიჩანთ, ამაზე ყველამ მიბოძეთ თანხმობა. ყველამ მიუგო: დაე, ესეც იქნეს დადგენილი.
PDF გვ. 112 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ესეც განვსაჯოთ: რათა ეპისკოპოსთაგან ვინმე არ იქნეს განკითხული სამხედრო ბანაკში (ხელმწიფესთან) მისვლის გამო, ამისათვის, თუ რომელიმე მათგანს ისეთი სავედრებელი ექნება, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, მაშინ ისინი თავიანთი დიაკვნების მეშვეობით გააგზავნონ. რამეთუ მსახური პირი გაკიცხვას არ ექვმდებარება და უფრო სწრაფად შეუძლია იმის მიტანა დანიშნულების ადგილზე, რასაც დაავალებენ. ყველამ მიუგო: დაე, ესეც იქნეს დადგენილი.
PDF გვ. 113 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე სამთავროს ეპისკოპოსები სავედრებელს მიუტანენ თავიანთ ძმასა და თანაეპისკოპოსს, მაშინ დიდ ქალაქში, ანუ მიტროპოლიაში მყოფმა (ეპისკოპოსმა), დაე, წარავლინოს მათი დიაკვანიცა და მათი სავედრებელი წიგნიც, მისცემს რა მას დასამტკიცებელ ეპისტოლესაც, ანუ მისწეროს თანამიმდევრულად ძმებსაც და ჩვენს თანაეპისკოპოსებსაც, მყოფთ ამ დროს იმ ადგილებსა თუ ქალაქებში, სადაც კეთილმსახური მეფე პირადად განაგებს საზოგადოებრივ საქმეებს. ხოლო თუ რომელიმეს ეპისკოპოსთაგანს მეგობრები ჰყავს მეფის კარზე და ისურვებს რაიმე შესაფერისი ითხოვოს, დაე, ნუ აეკრძალება მას თავისი დიაკვნის მეშვეობით ითხოვოს და ამცნოს კიდეც მათ, რათა კეთილი შეწევნა აღმოუჩინონ თავის თხოვნაში. სოლო რომში მისული სავედრებელნი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომლებიც მეფისადმი არის გაგზავნილი, უნდა წარედგინოს ჩვენს საყვარელ ძმას და თანაეპისკოპოსს იულიუსს, რათა პირველად მან განიხილოს – სომ არ არის მათგან რომელიმე სამარცხვინო, და ამის შემდეგ გაგზავნოს სამხედრო ბანაკში (სელმწიფესთან), თან აახლებს თავის წარდგინებასა და მზრუნველობას. ყველა ეპისკოპოსმა მიუგო, რომ იწონებენ ამას და ჯეროვნად მიაჩნიათ ეს აზრი.
ყველაფერი, რაც ჩვენ მიერ ნათქვამია ანტიოქიის კრების მე-11 კანონის განმარტებაში, საკმარისია ამ სამი კანონის განმარტებისთვისაც.
PDF გვ. 113 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
ჯერ არს ზედმიწევნით და გულმოდგინედ დავუკვირდეთ იმას, რომ მდიდარი ან განსწავლული კაცი ვინმე, საერო მსახურებიდან ეპისკოპოსად არჩევისათვის ღირსქმნილი, მანამდე არ დადგინდეს ეპისკოპოსად, სანამ არ აღასრულებს წიგნის მკითხველის, დიაკვნის და ხუცესის მსახურებებს, რათა გაივლის რა თითოეულ ამ საფეხურს და ღირსეულად იქნება მიჩნეული, შეეძლოს ეპისკოპოსობის სიმაღლეზე ასვლა. ამასთან, ცხადია, რომ წოდების თითოეული ამ საფეხურისათვის არ უნდა იქნეს განკუთვნილი მეტისმეტად მცირე დრო, რომლის განმავლობაში უნდა წარმოჩინდეს მისი რწმენა, კეთილზნეობა, ურყევობა და სიმშვიდე, და მანაც, აღიარებულმა ღირსად ღვთაებრივი მღვდელმსახურებისა, უდიდესი პატივი მიილოს. რამეთუ არ არის ჯეროვანი, კადნიერად და დაუფიქრებლად გადავწყვიტოთ ეპისკოპოსის, ხუცესისა თუ დიაკვნის ნაჩქარევად დადგინება; და არც ცოდნა, არც საქციელი (კანდიდატისა) არ არის საკმარისი ამ უფლების მისაღებად. რამეთუ ესევითარს სამართლიანად ჩათვლიდნენ ძალზე ახლად – „ახალნერგად“ (1 ტიმ. 3, 6), და არა განმტკიცებულად, მით უფრო, რომ უნეტარესი მოციქულიც, რომელიც ენათა – ერთა მოძღვარი იყო, საეკლესიო ხარისხებში სწრაფად დადგინების ამკრძალავად გვევლინება, რადგან გამოძიებას სათანადო დროის განმავლობაში შეუძლია უფრო უტყუარად წარმოგვიჩინოს თითოეულის ზნე და საქციელი. ყველამ თქვა, რომ“ ესეც სათნოა მათთვის, და ეს არ უნდა დაირღვეს.
(მოც. 80; IL მსოფ. 2,9; ტრულ. 14,15; VII მსოფ. 2; ნეოკეს. 9,10,11,12; ლაოდ. 2, 3, 12; კართ. 16; ორგზ. 17; კირილე ალექსანდრიელის 4) სკრდიკიის ნშინდა კპდვილოგბრივი კრების კანონეზი 1 15 მოციქულთა მე-80 და L სოფლიო კრების მე-2 კანონების განმარტებებიდან ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ მკაცრად იკრძალება უმაღლეს იერარქიულ ხარისხებში იმ პირების დადგინება, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი შუამდგომლობა იმისა, რომ ურყევნი არიან რწმენაში, შესწევთ თავიანთი სიტყვით სხვისი განსწავლის უნარი და შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებით სხვებს მაგალითად ემსახურონ. აღორძინებს რა ძირითად ყველაფერ ამას, წინამდებარე კანონი ზემოთ მოყვანილი ორი კანონის მსგავსად, მოიხსენიებს მოციქულთა განწესებას იმასთან დაკავშირებით, რომ საეკლესიო მსახურებაზე არ უნდა დადგინდეს პირი, რომელიც წარმართობიდან სულ ახლახან მოექცა და მოინათლა (იხ. 1 ტიმ. 3, 6). მოიხსენიებს, ამასთანავე, მოციქულთა სხვა განწესებებსაც, რომლებიც კრძალავენ ნაჩქარევად ხელდასხმას (იხ. 1 ტიმ. 5, 22) ამ კანონის მიზანია, ეპისკოპოსად ვინმეს დადგინებისას მკაცრად იქნეს დაცული წმინდა წერილის მოხსენიებული განწესებანი, განსაკუთრებით როცა ეს ვინმე მდიდარს ან სამოქალაქო წოდების მეცნიერს ეხება. მდიდარი, რაკი მას ცხოვრების საკმარისი სახსრები აქვს, ჩვეულებრივ, განებივრებულია და ღატაკზე მეტად არის წუთისოფლის სიტკბოებს მიცემული და მეტი ვნება აქვს, რის გამოც კანონი განაწესებს, რომ განსაკუთრებული სიზუსტითა და მზრუნველობით მიექცეს ასეთ პირს ყურადღება და გამოძიებულ იქნეს, ნამდვილად არის თუ არა იგი ღვთისმსახურებისათვის მზად და, საერთოდ, წარმოადგენს თუ არა საამისოდ შესაფერის კანდიდატურას. იგივეს განაწესებს კანონი სამოქალაქო წოდების სწავლულთა მიმართაც. აქ ის ადამიანები უნდა ვიგულისხმოთ, რომლებმაც საერო განათლება მიიღეს, სიტყვით გამოდიან საჯარო-საერო შეკრებებზე ან როგორც ადვოკატები, ან კიდევ – საზოგადოებრივი საქმეების ხელმძღვანელები, რის გამოც ნათელია, რომ ნაკლებად გამოდგებიან სამღვდელო მსახურებისათვის. „,კორმჩაია“ ამ შემთხვევაში გულისხმობს ვაჭრობით დაკავებულ ადამიანებს და ზოგადად მდიდარ ვაჭრებს“+ თუკი ისე მოხდებოდა, რომ ასეთი ადამიანი, ერის სურვილით, ეპისკოპოსის კანდიდატად იქნებოდა წარდგენილი, მაშინ კანონი უშვებს ამ სურვილის აღსრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ღირსია ეპისკოპოსობისა და თანმიმდევრული წესით გაიარა ყველა სასულიერო წოდების ქვედა საფეხური: მკითხველის, დიაკვნის, მღვდლის და ყველა ამ ხარისხში თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ღირსია ეპისკოპოსობისა. იმისათვის, რომ ამაში სრულიად დარწმუნდნენ, ანუ, რომ მისი რწმენა ურყევია, ქმედებები მოსაწონია, რომ იგი თავის შეხედულებებში მტკიცეა, ხასიათით არის მშვიდი, მიუკერძოებელი, აუღელევებელი, ანუ ფლობს ყველა იმ თვისებას, რაც ეპისკოპოსისათვის აუცილებელია, მაშინ კანონი განაწესებს, რომ მან ყველა მოხსენიებულ სასულიერ ხარისხში უნდა დაჰყოს სათანადო დრო, ან, როგორც IX (კონსტ. 861 წ) ადგილობრივი კრების მე-17 კანონი ამბობს – კანონით დაწესებული დრო. #+პავლე მოციქულის მიერ ნათქვამი: „ასალნერგ“ (1 ტიმ. 3, 6) – ანუ ახალნათელლღებული (ახალმოქცეული) არ უნდა გავიგოთ – როგორც ამას ზონარა და ბალსამონი შენიშნავენ (ათენის სინტაგმა, III, 257, 258) – ამ კანონში პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ – გადატანითი, რადგან ის, ვინც სულ ახლახან საერო საქმეებით იყო დაკავებული, სასულიერო პირთათვის „ახლად“ ითვლება ისევე, როგორც ქრისტიანობისთვის ის, ვინც ახლახან მოინათლა.
""1787წ. გამოც. L 112, 11. კონკრეტულად რამდენია ეს დრო, ანუ თითოეულ ხარისხში რა დრო უნდა დაჰყოს საეპისკოპოსო კანდიდატმა, ან, სხვაგვარად, რომის საეკლესიო სამართლის ტერმინი რომ გამოვიყენოთ – დროის რა ინტერვალით უნდა მოხდეს ერთი ხარისხიდან მეორეში გადასვლა, კანონში ზუსტად არ არის განსასღვრული. თუკი მხედველობაში მივიღებთ კანონიკურ განწესებას ასაკთან დაკაგშირებით, – თუ რა ასაკში რომელ საეკლესიო ხარისხში შეიძლება გარკვეული პირის აყვანა, მაშინ ვიხილავთ, რომ რადგანაც მკითხველისათვის საჭიროა 18 წლის ასაკი,იპოდიაკონისთვის – 20, დიაკვნისთვის – 25, მღვდლისთვის – 30 და ეპისკოპოსისთვის 35 წელი (იხ. ტრულის კრების მე-14 და მე-15 კანონები და მათი განმარტებები), ამიტომ ამის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ მკითხველობასა და დიაკვნობას შორის დროის ინტერვალი დაახლოებით 7 წელი უნდა იყოს, დიაკვნობასა და მღვდლობას შორის – 5 და ასევე მღვდლობასა და ეპისკოპოსობას შორისაც 5 წელიწადი; შესაბამისად, პირს, რომელიც ეპისკოპოსად დადგინდება, ღვთისმასხურებაში გატარებული უნდა ჰქონდეს 17, უკიდურეს შემთხვევაში – 15 წელი (თუ დავუშვებთ, რომ ეს პირი ერთდროულად გახდა მკითხველიც და იპოდიაკონიც). ეს თხუტმეტწლიანი ვადა დაწესებული იყო აგრეთვე იმპერატორ იუსტინიანეს მიერ იმ პირთათვის, რომლებიც მანამდე სახელმწიფო სამსახურში იდგნენ (ეს დრო მათ მონასტერში უნდა გაეტარებინათ, უსაყვედურო მონოზვნური ცხოვრებით). თუმცაღა, გარკვეული პირის რომელიმე ამა თუ იმ იერარქიულ ხარისხში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება საეკლესიო ხელისუფლების შეხედულებისამებრ (იხ. მოც. მე-80; I მსოფ. მე-2; ტრულ. მე-14 და მე-15 კანონები და მათი განმარტებები). ყოველ შემთხვევაში, ეს დრო არაფრით არ უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, რომლის შესახებაც სარდიკიის წინამდებარე კანონი საუბრობს, რადგან, როგორც მასში არის აღნიშნული, არც ცოდნა და არც ბრწყინვალე საქციელები რომელიმე ადამიანისა, არ იძლევა იმის უფლებას, რომ ნაჩქარევად მოხდეს მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მაშინვე დადგინდეს იგი ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, საფუძვლიანად იმაში დარწმუნების გარეშე, თუ როგორია მისი რწმენა, ზნეობა და ქმედებანი.
PDF გვ. 114 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: როცა ეპისკოპოსი ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში გადადის, ან ერთი სამთავროდან – მეორეში, პატივმოყვარეობის გამო იღვწის რა საკუთარი ქება-დიდებისათვის ან ღმრთისმსახურების აღსრულებისას ქედმალლობით გამოირჩევა, და სურს დიდხანს დაჰყოს იქ, მაშინ, როცა იმ ქალაქის ეპისკოპოსი არ არის დახელოვნებული დამოძღვრასა და ქადაგებაში, – დაე, ნუ უგულებელ-ჰყოფს მას და ნუ იქადაგებს სშირად, ნუ ეცდება შეარცხვინოს და დაამციროს ადგილობრივი ეპისკოპოსის პიროვნება. რამეთუ ამ საბაბით, ჩვეულებრივ, შფოთი აღმოცენდება ხოლმე, და ასეთი ხრიკებით ცდილობს ეპისკოპოსი სხვის საყდარს დაეწინდოს და მიიტაცოს იგი, მზად არის უყოყმანოდ მიატოვოს მისთვის მინდობილი ეკლესია და სხვაში გადავიდეს. ამრიგად, ჯეროვნად გვიჩანს ამისთვის განისაზღვროს გარკვეული დრო: რადგან, ეპისკოპოსის სავსებით მიუღებლობა არაკაცთმოყვარეობისა და სისასტიკის გამოვლინება იქნებოდა. ამასთან გაიხსენეთ, რომ უწინდელ დროშიც ჩვენმა მამებმა განაჩინეს: თუ რომელიმე ერისკაცი, ქალაქში ყოფნისას სამ კვირა დლღეს, სამი შვიდეულის განმავლობაში არ მივა საკრებულოში (ეკლესიაში), – დაე, განყენებულ იქნეს საეკლესიო თანაზიარებიდან. ამრიგად, თუკი ეს ერისკაცთათვის არის დადგენილი, მაშინ მით უფრო უჯეროა ეპისკოპოსისთვის, არ შეეფერება მას და არც სასარგებლოა მისთვის, თუ რაიმე მნიშვნელოვანი საჭიროება არ აიძულებს და არც რაიმე სამძიმო საქმე აწუხებს, რომ მიატოვოს თავისი ეკლესია უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დაამწუხროს მისდამი რწმუნებული ერი. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს აზრიც მეტად მოსაწონია.
ამ კანონის განწესებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეპისკოპოსმა არ უნდა დატოვოს თავისი ეპარქია და გადავიდეს სხვა ეპარქიაში ქადაგების ან მსახურებისათვის, ძირითად შეიცავს მოციქულთა მე-14 კანონი. როგორც ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ რამდენიმე კანონის განმარტებაში, საღვთო ერს უფლება ჰქონდა თავისი სურვილი გამოეთქვა ეპისკოპოსის დადგინებასთან დაკავშირებით და როგორც წესი, ზოაგადად, სწორედ ერის მიერ გამორჩეულ პირს ადგინებდნენ ეპისკოპოსად. ამის გამო, ის პირი, რომელსაც სურდა გარკვეული საეპისკოპოსო ადგილი, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, იმ ადგილზე მცხოვრებთა კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა. ასევე იქცეოდა ზოგიერთი ისეთი ეპისკოპოსი, რომლებსაც ღატაკი და ნაკლებ საპატივცემულო საეპისკოპოსო კათედრები ეკავათ და ესწრაფვოდნენ გადასულიყვნენ უფრო მდიდარ და საპატივცემულო კათედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იმ კათედრის მმართველი ეპისკოპოსი ცოცხალი და სრულიად საღსალამათი იყო. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ასეთი ეპისკოპოსი – განსაკუთრებით, თუ მისთვის სასურველი ეპარქიის ეპისკოპოსი ღვთის სიტყვის ქადაგებასა და საეკლესიო მსახურებაში საკმარისად დახელოვნებული არ იყო – გადადიოდა იქ ყოველგვარი მიწვევის გარეშე და ამა თუ იმ ხერხით ცდილობდა ძირი გამოეთხარა ადგილზე კანონიერი ეპისკოპოსიის გავლენისათვის და ყოველმხრივ დაემცირებინა იგი, და ამ გზით თავისკენ მიეზიდა იქაური მრევლი, რათა მას უარი ეთქვა კანონიერ ეპისკოპოსზე და მის ადგილზე ამ ეპისკოპოსის დადგინება მოეთხოვა. მსგავსი ბოროტების აღმოსაფხვრელად, კანონი განაწესებს, თუ რა დროით შიეძლება ეპისკოპოსმა დატოვოს თავისი ეპარქია და დაჰყოს სხვა ეპარქიაში, რადგან, როგორც კანონი ამბობს: „ეპისკოპოსის მიუღებლობა არაკაცთმოყვარეობისა და სისასტიკის საქმეა“. იმისათვის, რომ უფრო ზუსტად განსაზღვროს ეპისკოპოსის არყოფნის შესაძლებელი დრო თავის ეპარქიაში, კანონი იხსენებს ერისკაცთათვის გამოცემულ ძველი დროის კანონიკურ განწესებას, სახელდობრ: თანაზიარებიდან განყენებას ექვემდებარება ყოველი ქრისტიანი, ვინც სამი კვირის განმავლობაში არც ერთ კვირა დღეს არ მივა ეკლესიაში, რისთვისაც მას საფუძვლიანი მიზეზი არ გააჩნდა. თუკი მსგავსი განწესება ერისკაცთათვის არსებობს, მაშინ მით უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მას სასულიერო პირთთათვის ზოგადად და განსაკუთრებით ეპისკოპოსებისათვის, რადგანაც საკმაოდ საზიანო და მიუღებელი, რომ ეპისკოპოსმა ხანგრძლივი დროით დატოვოს თავისი ეკლესია და ამით დაამწუხროს მასზე რწმუნებული ერი. შემდგომში 1X (კონსტ. 861 წ) ადგილობრივი კრების მე-16 კანონით, ეს დრო მთელი სიზუსტით იქნა განსასღვრული, კერძოდ განიწესა, რომ არც ერთი ეპისკოპოსს არა აქვს უფლება 6 თვეზე მეტი ხნით დატოვოს თავისი კათედრა.
წინამდებარე კანონში მოხსენიებული კანონიკური განწესება, ერისკაცთა ეკლესიაში დასწრების ვალდებულებასთან დაკავშირებით, არის ელვირის (ქალაქი ესპანეთში) 307 წლის ადგილობრივი კრების 21-ე კანონი, რომელზედაც ერთ-ერთი გამორჩეული პირი იყო იგივე ოსიოსი, სარდიკიის კრების თავმჯდომარე, რომლის წინადადებითაც იქნა სწორედ ეს კანონი მიღებული. ტრულის კრებამ ააღორძინა ეს კანონი (თავისი მე-80 კანონით), და განავრცო იგი ყველა სასულიერო პირზე – ეპიკოპოსიდან და ქვევით.
PDF გვ. 116 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთი ძმათა და ეპისკოპოსთაგანს ქალაქებში, რომლებშიც ისინი დაიდგინებიან ეპისკოპოსებად, როგორც ჩანს, ძალზე მცირე საკუთრება აქვთ, ხოლო სხვა ადგილებში დიდი მოსახვეჭელია, საიდანაც შეუძლიათ ღარიბ-გლახაკთ შეეწიონ. ვჰგონებ, რომ თუ ისინი მოისურვებენ თავიანთ სამემკვიდრეო მამულებში მისვლას და იქ ნაყოფთა შეკრებას, მაშინ შეიძლება ამის ნება მიეცეთ, ისე, რომ სამ კვირას, ანუ სამი შვიდეულის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავიანთ მამულებში, ოღონდ უახლოეს ეკლესიაში, სადაც ხუცესი აღასრულებს მსახურებას, დაესწრონ და იმსახურონ, რათა არ აღმოჩნდნენ საეკლესიო ღმრთისმსახურებას მოკლებულნი, და რომ ხშირად არ ჩადიოდნენ იმ ქალაქში, სადაც ეპისკოპოსია. თუ ამგვარად მოიქცევიან, მაშინ მათი საკუთარი საქმეებიც არ დაზარალდება მათი არყოფნით და, ცხადია, ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაში ბრალდებებსაც აიცილებენ თავიდან. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: ეს განწესებაც სათნო გვიჩანს.
ეს კანონი წარმოადგენს მე-11 კანონის დამატებას, და როგორც ის შეიცავს განწესებას ეპისკოპოსთა მიმართ, რომლებიც სხვა სამთავროებში მიემგზავრებინ, ასევე ეს კანონიც განაწესებს, რომ ეპისკოპოსებს, რომლებსაც სხვის სამთავროებში საკუთარი მამული და მიწები აქვთ, შეუძლიათ თავისუფლად გაემგზავრონ იქ საკუთარი მოსავლის ასაღებად, რათა ამით უქონლებს შეეწიონ; მაგრამ, ამასთან, იქ შეუძლიათ დარჩნენ არაუმეტეს სამი კვირისა, რის შემდეგაც თავიანთ ეპარქიებს უნდა დაუბრუნდნენ. თავის მამულში ყოფნისას, ეპისკოპოსს უფლება აქვს თავიდან აირიდოს ხშირი მგზავრობები ქალაქში, სადაც ადგილობრივი ეპისკოპოსის რეზიდანცია მდებარეობს, რათა არ მოხდეს ის, რაზედაც მე-11 კანონშია საუბარი, ანუ რაიმე უსიამოვნება არ მიადგეს ადგილობრივი ქალაქის ეპისკოპოსს. საკუთარ მამულში ყოფნისას, ეს ჩამოსული ეპისკოპოსი ყოველკვირეულად უნდა დაესწროს წრვა-ლოცვებს იმ სამრევლო ეკლესიაში, რომელიც უახლოესი იქნება მის სამემკვიდრეო მამულთან და მასში იმსახუროს. ეს „იმსახუროს“, – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – არ ნიშნავს, რომ მან უნდა შესწიროს უსისხლო მსხვერპლი,ანუ ლიტურგია აღასრულოს არამედ – დაესწროს ლიტურგიას,რომელსაც ადგილობრივი მვდელმსაური აღასრულებს და სხვებთან ერთად ილოცოს, რადგან, თუკი ის ლიტურგიას ან სხვა რაიმე მღდელმთავრულ მსახურებას აღასრულებდა სხვის ეპარქიაში ადგილობრივი ეპისკოპოსიის ნებართვის გარეშე, ასეთ შემთხვევაში ის ამით მოციქულთა 36-ე კანონის წინაშე შესცოდავდა.+
PDF გვ. 118 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ოსიამ თქვა: თუ რომელიმე დიაკვანი ან ხუცესი, ან ვინმე სხვა ეკლესიის მსახურთაგან განყენებულ იქნება საეკლესიო თანაზიარებისაგან და მის ნაცნობ სხვა ეპისკოპოსს მიმართავს, რომელმაც ისიც უწყის, რომ იგი განყენებულია მისი ეპისკოპოსის მიერ თანაზიარებისაგან, – არაჯეროვანია აწყენინოს ეპისკოპოსს, თავისი ძმას და თანაზიარებისთვის დაუშვას იგი. ხოლო თუ გაკადნერდება და იქმს ამას, იცოდეს, რომ პასუხი უნდა მისცეს ეპისკოპოსებს, როცა ისინი შეიკრიბებიან.
იხ. მოციქულთა 32-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 119 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ აღმოჩნდება რომელიმე ეპისკოპოსი, მიდრეკილი მრისხანებისაკენ (რასაც ასეთ კაცში ადგილი არ უნდა ჰქონდეს) და ანაზდად განრისხებული მლვდელზე ან დიაკონზე, მოისურვებს მის გაძევებას ეკლესიიდან, – ჯერ-არს სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ესევითარი მაშინვე არ იქნეს განსჯილი და თანაზიარებიდან განყენებული. ყველა ეპისკოპოსმა თქვა: დაე, გაძევებულს უფლება ჰქონდეს იმ სამთავროს სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსს მიმართოს, ხოლო თუ სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსი ადგილზე არ იმყოფება, მიმართოს მეზობელ ეპისკოპოსს და ევედროს, რომ გულმოდგინედ იქნეს გამოძიებული მისი საქმე. რამეთუ არ უნდა დავხსშათ სასმენელნი მთხოვნელის წინაშე. ხოლო იმ ეპისკოპოსმა, რომელმაც სამართლიანად თუ უსამართლოდ განაძევა ესევითარი, სულგრძელად უნდა დაითმინოს, რომ საქმე გამოძიებულ იქნეს, და მისი განაჩენი ან დამტკიცდეს, ან გამოსწორდეს. მაგრამ სანამ გულმოდგინედ და მართებულად იქნება გამოძიებუ- "ათენის სინტაგმა, III, 263. ლი ყველა გარემოება, საქმის განხილვამდე თანაზიარებიდან განყენებულმა არ უნდა მიითვისოს ზიარება ხოლო თუ ზოგიერთნი შეკრებილ სამღვდელოთაგან მასში საეკლესიო ხელისუფლების უგულებელყოფასა და ქედმაღლობას დაინასავენ, – მაშინ (რადგანაც უჯეროა დავუშვათ წყენინება თუ უსამართლო გაკიცხვა) მოვალენი არიან რაოდენმე მკაცრი და სამძიმო სიტყვებით მოაქციონ იგი წესრიგისაკენ, რათა ეპისპოსკოპოსის ბრძანებისადმი ჯეროვანი მორჩილება და დამჯერებლობა იქნეს დაცული. რამეთუ როგორც ეპისკოპოსია ვალდებული გულწრფელი სიყვარული და კეთილგანწყობა იქონიოს ქვეშევრდომების მიმართ, ასევე არიან მსახურნიც ვალდებულნი შეუორგულებელად აღასრულებდნენ ეპისკოპოსისადმი მსახურების მოვალეობას.
ამ კანონის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს იმ მღვდლებსა და დიაკვნებს, რომლებიც თვლიან, რომ ეპისკოპოსმა, რომლის მმართველობაშიც იმყოფებიან, განრისხებისას სრულიად უსაფუძვლოდ განკვეთა და განაყენა ისინი. ამიტომ კანონი მათ უფლებას აძლევს საჩივრით მიმართონ ეპარქიალურ მიტროპოლიტს. ამის შესახებ უმთავრესად საუბარია I მსოფლიო კრების მე-5 კანონში. სარდიკიის კრების ეს კანონი კი ამატებს, რომ თავიანთი მიტროპოლიტის არყოფნის შემთხვევაში, განკვეთილთ შეუძლიათ მიმართონ სხვა უახლოეს მიტროპოლიტს, საქმის დაწვრილებითი გამოძიებისათვის. თუმცა, ეს უკანასკნელი სიტყვასიტყვით არ უნდა იქნეს გაგებული, რადგან სხვა ეპარქიის მიტროპოლიტი ვერასდროს იქნება სათანადო მსაჯულის როლში ეპიკოპოსსა და მღვდელს შორის, როცა ისინი იერარქიულად მის დაქვემდებარებაში არ არიან (იხ. IV მსოფ. მე-9, მე-17 და სხვ, არამედ – ამ კანონის ბალსამონისეული განმარტებით – ეს იმ აზრით უნდა გავიგოთ, რომ შემთხვევით სხვაგან გამგზავრებულმა ეპარქიალურმა მიტროპოლიტმა უფლება მისცა მეზობელ მიტროპოლიტს სადავო საკითხის გამოსაძიებლად, ან კიდევ, ეპიკოპოსი და მღვდელი, რომელთა შორისაც დავა არსებობს, თავად ირჩევენ მსაჯულად – შუამავლად ერთ-ერთ მეზობელ მიტროპოლიტს. შემდეგ კანონი აღნიშნავს, რომ მმართველი ეპიკოპოსი, რომელმაც სამართლიანად თუ უსამართლოდ დასაჯა რომელიმე კლირიკოსი, მშვიდად უნდა შეხვდეს იმას, რომ მისი დადგენილება გამოძიებას გაივლის და მისი განჩინება ან დამტკიცდება ან გაუქმდება. რამეთუ ამას მოითხოვს როგორც მიუკერძოებლობა, რომლითაც ეპიკოპოსი უნდა გამოირჩეოდეს მასზე დაქვემდებარებულ კლირიკოსთა საქმეების განხილვისას, ასევე, ზოგადად, საეპისკოპოსო სამსჯავროს ღირსება და მნიშვნელობა (იხ. მოც. 74-ე; LI მსოფ. მე-5; VI მსოფ. მე4 და სხვ). მთელი გამოძიების განმავლობაში, სანამ მიტროპოლიტი გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გამოიტანდეს, ის სასულიერო პირი, ვის მიმართაც ეპისკოპოსმა ბრალდებითი განჩინება გამოიტანა, უნდა დარჩეს ამ სასჯელის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ახალი სასამართლოს – აპელაციის განხილვის მოლოდინში, დაირღვეოდა საეკლესიო წესრიგი და არ შესრულდება თვით ყველაზე სამართლიანი განჩინებაც კი, – ეპისკოპოსის ხელმწიფებით მისდამი დაქვემდებარებულ კლირიკოსთა მიმართ გამოტანილი. თუკი ამგვარად გასამართლებული კლირიკოსი რაიმე საუბარს წამოიწყებს ეპისკოპოსის წინააღმდეგ, უხეშად დაიქადნის საკუთარი სიმართლით და იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ არასწორად იქნა შეურაცხყოფილი და დასჯილი, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, კანონი ამბობს, რომ ეს კლირიკოსი მწვავე შენიშვნით უნდა იქნეს გაჩერებული და შეგონებული, რომ მას მორჩილება მართებს და იმ პირის დაქვემდებარება, ვისაც ბრძანების უფლება აქვს, და შეუკამათებლად უნდა ასრულებდეს ეპისკოპოსის ყველა განწესებას.
PDF გვ. 119 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი სხვა საზღვრების ეკლესიის უცხო მსახურის დადგინებას მოისურვებს თავისთან რომელიმე ხარისხში მისი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, – მაშინ ასეთი დადგინება, დაე, გაუქმებულად და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს. ხოლო თუ ზოგიერთნი ამის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, მაშინ ისინი ძმათა და თანაეპისკოპოსთაგან შეგონებულ იქნენ, და გამოსწორებულნი. ყველამ წარმოთქვა: ეს განწესებაც დაე, შეურყეველი იყოს.
იხ. მოციქულთა 35-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 121 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა აეტიოსმა თქვა: თქვენთვის უცნობი არ არის, თუ როგორია და რაოდენ დიდია თესალონიკის სამიტროპოლიტო. ხშირად ჩადიან იქ სხვა ეპარქიებიდან მღვდლები და დიაკვნები და არ კმაყოფილდებიან რა მცირე სნით ყოფნით, რჩებიან სოლმე მასში, მუდმივი საცხოვრებელი აქვთ იქ, ანდა მეტად ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ძლივს იიძულებიან თავიანთ ეკლესიებს დაუბრუნდნენ. ამათ შესახებაც ჯერ-არს ასეთი განჩინების გამოტანა. ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ის განჩინებანი, ეპისკოპოსთა მიმართ რომ იქნა დადგენილი, დაე, ამ პირთათვისაც შენარჩუნდეს.
ამ კრების მე-11 და მე-12 კანონების განწესებანი, – თავიანთი სამთავროებიდან ეპიკოპოსების გამგზავრებასთან დაკავშირებით, – ამ კანონით მიესადაგება მღვდლებსა და დიაკვნებს.
PDF გვ. 121 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსის მიმართ ძალადობა იქნება გამოყენებული და უსამართლოდ განკვეთენ, ან თავისი ცოდნის ან კათოლიკე ეკლესიის აღიარებისათვის, ანდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას იცავდა, და სხვა ქალაქში წავა, – უდანაშაულო და ბრალდებას დაქვემდებარებული, ასეთ შემთხვევაში, კეთილად განვსჯით, თუ მას არ აეკრძალება დაბრუნებამდე იქ ყოფნა, ანუ სანამ არ შეძლებს მისთვის მიყენებული შეურაცხყოფისაგან თავის დახსნას. რამეთუ სასტიკი და მეტად სამძიმო იქნებოდა ჩვენთვის, თუკი არ შევიწყნარებდით უსამართლოდ დევნილს; პირიქით, განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და ძმური სიყვარულით გვმართებს ასეთის მიღება.
ეს კანონი წარმოადგენს ამ კრების მე-11 და მე-12 კანონებიდან გამონაკლისს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეპიკოპოსს არ შეუძლია სამ კვირას მეტი ხნით დატოვოს თავისი კათედრა. დასავლელი კანონისტების შენიშვნით, ეს კანონი მიიღეს ათანასე დიდის გამო, რომელიც ევსევიანელებმა, სარგებლობდნენ რა იმპერატორ კონსტანტიოსის მხარდაჭერით, ეკლესიიდან განდევნეს იგი და იძულებული გახადეს სხვა ადგილებში ეძებნა თავშესაფარი. სხვა მხრივ კანონი თავისთავად სავსებით ნათელია.
PDF გვ. 122 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ღავდენტიოსმა თქვა: უწყი, შენ, ძმაო აეტიოს, რომ ეპისკოჰოსად შენი დადგინებისას მშვიდობა სუფევდა. იმისთვის, რომ ეკლესიის მსახურებზე აზრთა სხვადასხვაობის რაიმე კვალი არ დარჩეს, კეთილად მიმაჩნია, რომ მოსეს და ევტვიქიანეს მშიერ დადგინებულნიც ყველანი მივიღოთ, რადგან მათში არანაირი ბრალეულობა არ აღმოჩნდა. ეპისკოპოსმა ოსიამ თქვა: ჩემი სიმდაბლის აზრი ასეთია: რადგან ჩვენი ვალია მშვიდობისმოყვარენი და დამთმენნი ვიყოთ და ყველას მიმართ საკმარის გულმოწყალებას ვიჩენდეთ, ამიტომ ჯერ-არს საეკლესიო დასში ზოგიერთი ჩვენი ძმის მიერ ერთხელ დადგინებულნი, მხოლოდ მაშინ არ მივილოთ, თუ არ ისურვებენ თავიანთ ეკლესიებს დაუბრუნდნენ, რომლებშიც განწესებულ იქნენ. ხოლო ევტვიქიანე, დაე, ნუ მიისაკუთრებს ეპისკოპოსის სახელს; და ნურც მოსე ჩაითვლება ეპისკოპოსად. მაგრამ თუ თანაზიარებას როგორც ერისკაცნი ითხოვენ, ამაში არ უნდა ეთქვას მათ უარი. ყველამ წარმოთქვა: თანახმანი ვართ.
ეს კანონი, რომელიც ათენის სინტაგმაში ორ ნაწილად არის გაყოფილი მე-18 და მე-19, ერთი და იგივე საკითზე საუბრობს. იგი ეხება კრების თანამედროვე მომენტისათვის თესალონიკის ეკლესიას მდგომარეობას. როდესაც აღნიშნული ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინეს აეტიოსი, ორმა მღვდელმა, მოსემ და ევტვიქიანემ, ერთდროულად დაიწყო საკუთარი უფლებების წამოყენება იმავე თესალონიკის კათედრის მმართველობაზე. ორივემ, მიუხედავად იმისა, რომ ქიროტონია არ ჰქონდათ მიღებული, მაინც, – ამბობს ბალსამონი, – როგორც ეპისკოპოსებმა, დაასხეს ხელნი ზოგიერთ კლირიკოსს. როდესაც სარდიკიის კრებაზე ეს საკითხი აღიძრა, ღავდენტიოსმა, ნაისელმა ეპისკოპოსმა, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, წინადადება შეიტანა, რომ ჭეშმარიტ კლირიკოსებად შეერაცხად ყველა ის პირი, რომლებიც მოსესა და ევტვიქიანეს მიერ იყვნენ ხელდასხმულნი, რადგან თავად კლირიკოსებმა მათი უკანონო ეპისკოპოსობის შესახებ არაფერი იცოდნენ და, მაშასადამე, ბრალი არაფერში მიუძღოდათ. ღავდენტიოსის წინადადება არ იქნა მიღებული, რამეთუ კრების თავმჯდომარემ, ოსიოსმა, განაცხადა, რომ მართალია, აუცილებელია სულგრძელობა და ზომიერება, მაგრამ ჭეშმარიტ კლირიკოსებად მაინც მხოლოდ ის პირები უნდა იყვნენ აღიარებულნი, რომლებიც ჭეშმარიტი ეპისკოპოსების მიერ არიან ხელდასსხმულნი. ეპისკოპოსები რომ შემდგომში რაიმე დანაშაულისთვის განეკვეთათ და, თანაც, მათ მიერ (ჯერ კიდევ კანონიერების) ხელდასხმული კლირიკოსები არ ყოფილიყვნენ შემჩნეულნი მათივე დანაშაულში, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა ეღიარებინათ კანონიერ კლირიკოსებად, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კლირიკოსები არ ემორჩილებიან თავიანთ ხელისუფლებას და ეწინააღმდეგებიან მის დადგენილებებს. ხოლო, რაც შეეხება მოსესა და ევტვიქიანეს შემთხვევაში მათ მიერ ხელდასხმულ კლირიკოსებს, ოსიოსმა განაცხადა, რომ მათ შეიძლება შეუნარჩუნდეთ საერისკაცო თანაზიარება, ანუ იყვნენ ეკლესიასთან ერთობაში როგორც მხოლოდ და მხოლოდ ერისკაცები, რადგან მათი ხელთდამსხმელნი არამცთუ ეპისკოპოსები, არამედ ეპისკოპოსის სახელის ღირსნიც კი არ ყოფილან. კრებამ მიიღო ოსიოსის ეს წინადადება. ამის მსგავს განწესებას ვხვდებით II მსოფლიო კრების მე-4 კანონშიც, მაქსიმე ცინიკოსთან დაკავშირებით.
PDF გვ. 122 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა ღავდენტიოსმა თქვა: ეს მაცხონებელი და კეთილად განსჯილი დადგენილებები, ჩვენი სამღვდელო ღირსებისთვისაც შესაფერისი, და სათნონი ღმერთისა და ადამიანებისთვისაც, ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ ძალმოსილებასა და სიმტკიცეს, თუ წარმოთქმული გადაწყვეტილებები თანხლებულნი არ იქნებიან შიშით. რამეთუ ჩვენ თავადაც ვიცით, რომ არცთუ იშვიათად მცირედთა ურცხვობის მიზეზით, შეურაცხყოფა მიეყენებოდა მღვდლობის ღვთაებრივ და პატივმისაგებელ სახელს. ასე, რომ თუ ვინმე, ყველას მიერ აღიარებულის საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება რაიმე სხვა მოიმოქმედოს, ეცდება რა უფრო მეტად თავის ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას აამოს, ვიდრე ღმერთს ეყოს სათნოდ, ასეთმა, დაე, იცოდეს, რომ საკუთარ თავს სამსჯავროზე პასუხისგების წინაშე აყენებს და კარგავს ეპისკოპოსის პატივსა და ღირსებას. ყველამ მიუგო: ეს აზრი შესაფერისია და ჩვენც სათნოდ გვიჩანს.
ღააააააა.__>..ეე–სა.>>–ებაგებებსებესენებესე
PDF გვ. 123 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო ეს უფრო მეტად იქნეს მოკვლეული და ამგვარად ალსრულებული: თუ თითოეული ჩვენგანი, ეპისკოპოსად დადგინებული, ხმელეთით თუ ზღვით მიმავალ ეპისკოპოსს იხილავს, აუცილებლად გამოჰკითხოს მგზავრობის მიზეზი და გზის მიმართულება. და თუ შეიტყობს, რომ იგი სამხედრო ბანაკში მიდის (ხელმწიფესთან), მაშინ, დაე, შეეკითხოს ზემდგომთ თანრიგთა მიხედვით. და თუ ის მიწვეულია (ხელმწიფისაგან) და ამის გამო მიდის, მაშინ ნურანაირი დაბრკოლება ნუ ექნება მიმავალს. სოლო თუ ის თავისი პატივმოყვარეობით ან ზოგიერთთა თხოვნების გამო ისწრაფვის სამხედრო ბანაკში მისვლას, როგორც ეს ადრე უკვე მოეხსენა თქვენს სიყვარულს, მაშინ ნურც მის სიგელებზე მოვაწერთ ხელს და ნურც თანაზიარება გვექნება ესევითართან. ყველამ მიუგო: დაე, ესეც განწესებულ იქნეს.
ეს კანონი, როგორც მისი დასაწყისი სიტყვებიდან ჩანს, წარმოადგენს წინა, მე-19 კანონის გაგრძელებასა და დამატებას. ორივე კანონი ამ კრების მე-7, მე-8 და მე-9 კანონების განწესებებთან არის მჭიდრო კავშირში, რომლებიც იმ ეპიკოპოსების წინააღმდეგ არის მიმართული, ვინც ყოველგვარ საქმეზე იმპერატორის სასახლეს ეშურებოდა. ყველა ამ კანონის მიზანი ერთია: ეპისკოპოსის ღირსებისა და მნიშვნელობის დაცვა. – __-- იხ, ამავე კრების კანონები: მე-7, მე-8, მე-9.
კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილობრიგჭი პრება 394 წელს კონსტანტინოპოლში შედგა კრება სადავო საკითხის გადასაწყვეტად ორ ეპისკოპოსს, აღაპისა და ვაღადის შორის; ორივე მათგანი თავის უფლებას ამტკიცებდა არაბეთის ბოსტრიის სამიტროპოლიტო კათედრაზე. კრებას ესწრებოდნენ ნეკტარიოს კონსტანტინოპოლელი, თეოფილე ალექსანდრიელი, ფლაბიანე კონსტანტინოპოლელი და კიდევ 17 ეპისკოპოსი. თავმჯდომარეობდა ნეკტარიოსი. განაჩინეს, რომ ეპისკოპოსის განკვეთა შეუძლია მრავალი ეპისკოპოსისგან შემდგარ კრებას და არა მხოლოდ სამ ეპისკოპოსს. ეს განჩინება გამოიცა, როგორც განსაკუთრებული კანონი და შემდგომში შევიდა საყოველთაო საეკლესიო კანონიკურ კრებულში.
კონსტანტინოპოლის წმინდა (მეშვიდე)
აღგილობრივი პრების პანონი განვაჩინებთ: აღარ მოხდეს მომავალში განსასჯელი ეპისკოპოსის განკვეთა სასულიერო ხარისხიდან ორი და არც სამი ეპისკოპოსის მიერ, არამედ დიდი კრების განაჩენით, და თუ შესაძლებელი იქნება, მისი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით, როგორც ეს მოციქულთა კანონებით არის დადგენილი; დაე, ამრიგად წარმოჩნდეს კეთილგანხილულად განკვეთის ღირსი პირის გასამართლება – მრავალთა მიერ გამოტანილი და განსასჯელის თანდასწრებით გამოცხადებული განაჩენის გზით.
(მოც. I,34,37,74; L მსოფ. 4; VII მსოფ. 3; ანტიოქ. 14,15,19,20,23; ლაოდ. 12, 40; სარდ. 4, 6; კართ. 8, 10, II, 12, 13, 15, 18, 19, 49, 50, 59, 104, 107, 128, 129, 130, 132; ორგზ. 13; თეოფილე ალექსანდრიელის 9)
ბოსტრიის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად ვაღადი. გარკვეული დროის შემდეგ, სხვადასხვა დანაშაულისათვის, ვაღადი, მისი არყოფნის დროს, ორი ეპისკოპოსის მიერ განკვეთილ იქნა. მათ შემდგომში არ მოისმინეს მის მიერ წარმოდგენილი თავის გასამართლებელი არგუმენტები და მის ადგილზე აღაპი დაადგინეს. ვაღადიმ ამას საჩივრით უპასუხა, სადაც თავისი განკვეთის უკანონობას ამტკიცებდა. როდესაც საქმე განსახილველად კონსტანტინოპოლის კრებას გადაეცა, ანკირიის ეპისკოპოსმა არაბიანემ წინადადება შეიტანა გამოეკვლიათ ეს საქმე და განჩინება კანონის სახით დაემტკიცებინათ მომავალი დროებისათვის. I მსოფლიო კრების 1 და მე-4 კანონების საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა, დაადგინეს, რომ როგორც ორ ეპისკოპოსს არ შეუძლია გამოირჩიოს და დაადგინოს მესამე, ზუსტად ასევე, ორ ეპისკოპოსს არ შეუძლია დამოუკიდებლად რომელიმე ეპისკოპოსის განკვეთა. ხოლო, რამდენადაც ვაღადი ისე გაასამართლეს, რომ არც კი მოუსმინეს, მაშინ, როდესაც ყოველ განაჩენს მტკიცე საფუძველი სჭირდება და ამას გარდა ის უნდა მტკიცდებოდეს ხმების უმრავლესობით, ამიტომ კრებაზ ორი ეპისკოპოსის ქმედება, ვაღადისთან მიმართებით, უკანონოდ სცნო და მოციჭულთა 74-ე კანონის საფუძველზე განაწესა, რომ ეპისკოპოსის განსაკვეთად სამართლიანი სამსჯავრო უნდა შედგეს, რომელზედაც მოწვეული და მოსმენილი იქნეს ბრალდიბული; ამასთან, განაჩენი უნდა, გამოცხადდეს მხოლოდ სრული კრების შემთხვევაში, ანუ სამთავროს ყველა ეპისკოპოსის თანდასწრებით, უკიდურეს შემთხვევაზი კრება უნდა შედგეს სამ წევრზე მეტი შემადგენლობით, და „აუცილებლად მიტროპოლიტის მონაწილეობით“, დასძენს „კორმჩაია“.
პართაგბენის წეინდა ადგილობრივი პრება კართაგენის ეს დიდი კრება შედგა 419 წელს; ესწრებოდა 217 ეპისკოპოსი, მათ შორის რომის ეკლესიის წარმომადგენლებიც. კრებას თავმჯდომარეობდა კართაგენის მთავარეპისკოპოსი ავრილიოსი. შეკრების მიზეზი იყო, გაერკვიათ, რამდენად სამართლიანი იყო რომის პაპის პრეტენზიები კართაგენის ეკლესიის კრებების გადაწყვეტილებებზე აპელაციების მიღების უფლებასთან დაკავშირებით. გაიმართა ორი მთავარი სხდომა: პირველი – 25 მაისს, მეორე – 30 მაისს.
მას შემდეგ, რაც მთავარი საქმე განიხილეს და საზეიმოდ უარყვეს რომის პაპის ყოველგვარი უფლება კართაგენის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებებზე აპელაციის მილებისა, კრების მამებმა რამდენიმე კანონი გამოსცეს საეკლესიო დისციპლინის შესახებ. შემდეგ გადაიხედა ყველა კანონი, რომელიც გამოცემული იყო აფრიკული ეკლესიის წინანდელ კრებებზე, მოყოლებული 348 წლიდან. არც ერთ სხვა ეკლესიაში, როგორც ეს აფრიკულში, არ იყო ეგზომ მკაცრად დაცული ყოველწლიურ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული საყოველთაო წესი. ისტორიამ ბევრი მონაცემი შემოგვინასა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში საკანონმდებლო მიზნებით მოწვეულ ამ ეკლესიის მრავალი კრებისა და მისი მუშაობის შედეგების თაობაზე. შესაბამისად, უნდა გამოჩენილიყო მრავალი საეკლესიო-დისციპლინარული კანონი, რომლებიც ყველა ამ კრებაზე მიიღებოდა. ამ სახის კანონებში ბევრი ერთმანეთის მსგავსი იყო და ერთი და იგივე საკითხზე საუბრობდა, ბევრიც ადგილისა და დროის გათვალისწინებით იყო გამოცემული, ამიტომ მხოლოდ ადგილობრივი და დროებითი მნიშვნელობის შემცველი იყო და, შესაბამისად, ყველასათვის სავალდებულო დატვირთვა არ გააჩნდა. 419 წლის კართაგენის კრების მამებმა განიხილეს ყველა წინანდელი კანონი, და მათ შორის მიიღეს და მთელი აფრიკული ეკლესიისთვის სავალდებულოდ დაამტკიცეს შემდეგი თოთხმეტი კრების კანონები: ა) 348 წლის კართაგენის; ბ) 390 წლის კართაგენის; გ) 393 წლის იპონის; დ) 397 წლის კართაგენის; ე) 401 წლის 16 ივნისის კართაგენის; ვ) 401 წლის 13 სექტემბრის კართაგენის; ზ) 402 წლის მილევიანის; თ) 403 წლის კართაგენის; ი) 404 წლის კართაგენის; კ) 405 წლის კართაგენის ლ) 40 წლის კართაგენის; მ) 409 წლის კართაგენის; ნ) 410 წლის კართაგენის; ო) 418 წლის კართაგენის. სულ მიიღეს ამ კრებების 121 კანონი. თვით, 419 წლის კრებამ, მათ კიდევ დაუმატა თავისი 12 კანონი და, ამგვარად, ამ კრებაზე მიღებულ და აღიარებულ იქნა ყველასათვის საერთო-სავალდებულოდ 133 კანონი, რომლებიც ამჟამად ცნობილია კართაგენის კრების კანონების სახელწოდებით.
ზოგიერთ კანონიკურ კრებულში, გარდა დასახელებულისა, შედის კიდევ სუთი,!, თუმცა ისინი პირდაპირი გაგებით კანონები კი არა, კართაგენელი მამების ეპისტოლეებია, ან ამა თუ იმ მამის პასუხი თვით კრების მიერ #მათ შორის ჩვენს „დიდი სჯულისკანონში“. – მთარგ.
PDF გვ. 124 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.