ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
III მსოფლიო კრება (ეფესო) · ტ. I (2007)
კანონი 1
ჩვენი კრების გადაწყვეტილების შესახებ არც ისინი უნდა დარჩნენ უმეცრებაში, რომლებიც ამ წმინდა კრებას არ ესწრებიან და თავიანთ სოფელში ან ქალაქში რჩებიან რაიმე საეკლესიო ან პირადი მიზეზის გამო. ამიტომ, თქვენს სიწმინდესა და სიყვარულს ვაცნობებთ: სამთავროს მიტროპოლიტს, რომელიც განუდგა წმინდა მსოფლიო კრებას, მიემხრო განდგომილთა თავყრილობას ან შემდგომში მიემხრობა, ან კელესტის სწავლება გაიზიარა, ან შემდგომში გაიზიარებს, ეკრძალება რაიმე მოიმოქმედოს თავისი სამთავროს ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რადგან ამიერიდან კრების მიერ ყოველგვარი საეკლესიო ერთობიდან განკვეთილია და მსახურებაც აკრძალული აქვს. მაგრამ, ამასთან, საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ რწმუნებული სამთავროს იმ ეპისკოპოსებმა და ახლომდებარე სამთავროების იმ მიტროპოლიტებმა, რომლებიც მართლმადიდებლურად აზროვნებენ. ეფესოს კრებამ 9 კანონი მიიღო. პირველი ექვსი კანონი მიღებულია კრების მეშვიდე, ანუ ბოლო სხდომაზე (431 წლის 31 ივლისს) და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლის დასკვნით ნაწილს, რომელიც დაეგზავნათ „ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს და ყველა სამთავროსა და ქალაქის მრევლს“. ეპისტოლე ასე იწყება: „როცა ჩვენ, იმპერატორის ბრძანებით, ეფესოს მიტროპოლიაში შევიკრიბეთ, ზოგიერთნი, მათი რაოდენობა ოცდაათია, ანტიოქიის ეპისკოპოს იოანეს ხელმძღვანელობით, განგვიდგნენ. ესენი არიან: სირიის ანტიოქიის ეპისკოპოსი იოანე, შემდეგ – დამასკოს ეპისკოპოსი იოანე, აძამიის ეპისკოპოსი ალექსანდრე და ა.შ ისინი არ არიან ღირსნი საეკლესიო ხელისუფლებისა, რომლითაც შეძლებდნენ დახმარებოდნენ, ან ზიანი მიეყენებინათ სხვებისთვის, რომ აღარაფერი გთქვათ იმაზე, რომ მათ შორის ვხედავთ ისეთებსაც, რომლებიც უმთავრესად იმ მიზეზით განკვეთეს, რომ ნესტორისა და კელესტის ცრუ სწავლებით მოწამლულებმა უარი თქვეს ჩვენთან ერთად ხელი მოეწერათ ნესტორის გასამართლებაზე. ყველა მათგანს წმინდა კრებამ საერთო განჩინებით აუკრძალა ეკლესიასთან ყოველგვარი ერთობა და წმინდა ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვა". ამას ზედიზედ ექვსი კანონი მოჰყვება. მეშვიდე კანონი მიღებულია მეექვსე სხდომაზე (22 ივლისს), როდესაც ფილადელფიის მღვდელმსახურმა და ეკონომოსმა ხარსიმ წმინდა კრებას საჩივარი წარუდგინა ვინმე იაკობის წინააღმდეგ, რომელმაც ფილადელფიაში ბევრი მორწმუნე ჩააგდო ნესტორის მწვალებლობაში. მერვე კანონი მიიღეს კრების მეშვიდე სხდომაზე, კვიპრელი ეპისკოპოსების – რიგინოსის, ზინონისა და ევაგრეს საჩივრების საფუძველზე. ისინი გამოდიოდნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა თავისი იურისდიქციისათვის დაექვემდებარებინა კვიპროსის ავტოკეფალიური ეკლესია. მეცხრე კანონი არის ამ კრების ეპისტოლე პამფილიის კრებისადმი ევსტათის მიერ საეპისკოპოსო კათედრის დატოვებასთან დაკავშირებით. პირველი ექვსი კანონი, მეტწილად, ნესტორის მწვალებლობით გამოწვეულ იმჟამინდელ მოვლენებს ეხება და ამიტომ საეკლესიო დისციპლინასთან უშუალო კავშირი არ გააჩნია. შევეცდებით მათში ვიპოგოთ ის, რაც საეკლესიო სამართალს ეხება და მას სათანადო ყურადღება მივაპყროთ.
კრება უნდა გახსნილიყო 431 წელს, წმინდა სამების დღესასწაულის დღეს, კერძოდ, 7 ივნისს. ეფესოში დანიშნულ დღეს გამოცხადდნენ იმ დროის მთავარი მოლვაწენი, როგორებიც იყო კირილე იერუსალიმელი და სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომელთაც დასწრების საშუალება ჰქონდათ და რომლებმაც, როგორც ვნახავთ, შემდეგ ხელი მოაწერეს კრების ოქმებს. იოანე ანტიოქიელი ნესტორის მიმდევარი იყო და რადგან სურდა ხელი შეეშალა მისი დაგმობისათვის, ჩამოსვლას აჭიანურებდა. ბევრი ლოდინის შემდეგ, მართლმადიდებელმა კრებამ, ბოლოს და ბოლოს, სხდომა გახსნა იოანეს გარეშე და ნესტორის წინააღმდეგ თავისი ცნობილი განჩინება გამოსცა.! გარკვეული დროის შემდეგ, იოანე თავის ეპისკოპოსებთან ერთად გამოცხადდა. შეურაცხყოფილი თითქოსდა იმით, რომ კრებამ მის გარეშე დაიწყო მუშაობა და ნესტორიც ისე განსაჯა, რომ მისთვის და მისი ეპისკოპოსებისათვის არ მოუსმენია, იოანე იწვევს ცალკე კრებას თავისი ეპისკოპოსების შემადგენლობით, სადაც კირილეს თავმჯდომარეობით მიმდინარე კრებას უკანონოდ აცხადებს, ხოლო თავად კირილესა და მართლმადიდებლობის სხვა დამცველს, ეფესელ მიტროპოლიტ მემნონს, განკვეთილებად რაცხს.? ამას ეკლესიაში ახალი შფოთი უნდა გამოეწვია და გამოიწვია კიდეც; მწვალებელთა რიგები გაძლიერდა, რადგან ნესტორიანელთა უმრავლესობა იოანეს შეუერთდა. მართლმადიდებელმა კრებამ შერიგების მისაღწევად ყველა შესაძლო საშუალებას მიმართა, მაგრამ – წარუმატებლად. ამიტომ, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, კრებამ იოანე ანტიოქიელი და მისი მიმდევრები განდგომილებად გამოაცხადა (»% 6X0C+თCIVC CსV66010V, 8009L85106 56ს ძ0100%10015 009508505 80 600V6იM10სIVII), თვით იოანე ანტიოქიელი კი – განკვეთა. მას კანონში მოიხსენიებენ სი+00X0>.წოი6C +ჩC 6M00XIXC („სამთავროს მიტროპოლიტად“) და როგორც #6V6V60791%0V („უკანონოს“), ყველა მართლმადიდებელი მწყემსმთავრის მსჯავრს უქვემდებარებენ. მასთან ერთად განკვეთილად გამოცხადდა ამ შფოთის მონაწილე ყველა ეპისკოპოსი, – ზონარას სიტყვებით რომ ვთქვათ, – ნესტორის მსგავსი შეხედულებების გამზიარებელი.2? როცა ეს განჩინება გამოიტანეს, ეფესოს კრებას მხედველობაში ჰქონდა ის საერთო საეკლესიო-იურიდიული ნორმა, რომლის თანახმადაც საეკლესიო-იერარქიულ ხელისუფლებას სრული კანონიერი ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა იგი მოქმედებს კანონით დადგენილ საზღვრებში და როცა ამ ხელისუფლების აღმასრულებლები მკაცრად ემორჩილებიან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებსა და სწავლებას; და პირიქით, როცა ისინი გაემიჯნებიან ამ კანონებს და გადავლენ მკაცრად დადგენილ კანონიერ საზღვრებს, მაშინ ეს ხელისუფლება ყველა მისთვის მინიჭებულ უფლებას კარგავს. შემდეგში, როცა ჩვენ განვიხილავთ კონსტანტინოპოლში 861 წელს მოწვეული კრების კანონებს, დავინახავთ, რომ ამ ნორმას ეკლესიაში ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა. გარდა ამ საერთო ნორმისა, ეფესოს კრება კიდევ სხვა ნორმითაც ხელმძღვანელობდა, რომლის თანახმადაც, მიტროპოლიტის გასამართლება შეუძლია კრებას, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ბრალდებულ მიტროპოლიტს ექვემდებარებიან, არამედ, ამ ეპისკოპოსებთან ერთად ყველა ახლომოღვაწე მიტროპოლიტსაც. კანონის შემდეგი სიტყვები: „საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ რწმუნებული სამთავროს იმ ეპისკოპოსებმა და ახლომდებარე სამთავროების იმ მიტროპოლიტებმა, რომლებიც მართლმადიდებლურად აზროვნებენ“, ადასტურებს, რომ ეფესოს კრების მამები გულისხმობდნენ კრებას, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ცნობილია სახელწოდებით უშ CVV000C IC 60- სოთ650X, ე. ი. დიოცეზალური კრება. დიოცეზალური კრება – ეს არის რომელიმე ავტოკეფალიური ეკლესიის მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსებისაგან შემდგარი კრება, რომელსაც იწვევს და თავმჯდომარეობს ამ ავტოკეფალიური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისეთი საეჟკლესიო საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად, რომლებიც არ შედის ეპარქიულ (ანუ სამიტროპოლიტო! კრებების კომპეტენციაში და მნიშვნელოვანია მთელი დიოცეზისათვის. საისტორიო წყაროები ასეთი კრებების მოწვევის დროის შესახებ ნიკეის კრებაზე შორს არ მიდიან, თუმცა, მსგავს კრებებს შეიძლება შევხვდეთ უფრო ადრეულ საუკუნეებშიც. ნიკეის კრების შემდეგ მოწვეული კრებების მსგავსება იმ კრებებთან, რომლებსაც ჩვენ ადრე ვხვდებოდით, აჩვენებს, რომ ეს ჩვეულება მჭიდრო კავშირში იყო თვით ეკლესიის ცხოვრებასთან. ფორმალური გამოხატულება კი მან პოვა II მსოფლიო კრების მე-2 კანონში, რომელიც I მსოფლიო კრების მე-6 კანონის დამატებას წარმოადგენს იმ აზრით, რომ, როგორც ეპარქიები (სამიტროპოლიტო სამთავროები) უნდა იმართებოდნენ საეპარქიო კრების მიერ (რწმუნებული მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით), ზუსტად ასევე უნდა იმართებოდნენ დიოცეზებიც (ავტოკეფალიური ეპისკოპოსების სამთავროები ან პატრიარქთა სამთავროები).? ასეთი კრებების განსახილველ საქმეებს მიეკუთვნება გასამართლება იმ ეპისკოპოსებისა, რომლებსაც ეკლესიის წინაშე ესა თუ ის ბრალი აქვთ წაყენებული. ეფესოს კრების მამებს დიოცეზალური კრების ეს კომპეტენტურობა აქვთ მხედველობაში და, თუმცა, თავიანთი უმაღლესი ხელისუფლებით – მსოფლიო კრების ხელისუფლებით – აცხადებენ განდგომილი მიტროპოლიტის განკვეთას და, შესაბამისად, მისი უფლებების გაუქმებას მასზე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებზე, მაგრამ თავიანთი განაჩენის საბოლოო აღსრულების უფლებას, დადგენილი საეკლესიო ნორმის თანახმად, აგრეთვე კანონებისა და საეკლესიო პრაქტიკის საფუძველზე, გადასცემენ მიმდებარე სამთავროების მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსებისაგან შემდგარ დიოცეზალურ კრებას. ეს კრება კი ბრალდებულ ეპისკოპოსს ხარისხიდან ამხობს (§L %0 X6VCი XთL +00 ჩთ0I0% +5C 6ი10%0XჩC 6«ჩXი0იVთM). ასეთ დიოცეზალურ კრებას, რომელსაც იოანეს მიმართ ეფესოს კრების განაჩენი საბბოლოოდ უნდა აღესრულებინა, ანტიოქიის კრება წარმოადგენდა, რადგან ანტიოქია, საეკლესიო-ადმინისტრაციული დაყოფით, | მსოფლიო კრების მე-6 კანონის თანახმად, თავისი ავტოკეფალიური ეპისკოპოსებით საეკლესიო ავტოკეფალიურ სამთავროს წარმოადგენდა. თუკი ანტიოქიის დიოცეზალური კრების რწმუნებაში, რომელიც ანტიოქიის ეპისკოპოსის თავმჯდომარეობით უნდა შემდგარიყო, შედიოდა ამ ამოცანის შესრულება და, ამავე დროს, ბრალდებული და გასასამართლებელი თავჯდ ეს ეპისკოპოსი იყო, ანუ – ის, ვისაც კრების თავმჯდომარეობა უნდა გაეწია და ვისაც ეკუთვნოდა კრების მოწვევა, გადაწყვეტილების მიღება, კრების დახურვა, მისი განჩინების გამოცხადება და ა.შ., მაშინ ისმის კითხვა: რომელი დიოცეზალური კრება (ანტიოქიის თუ სხვა რომელიმე) ჰყავდათ მხედველობაში ეფესოს კრების მამებს, როცა თავიანთ გადაწქვეტილებას აცხადებდნენ და იცოდნენ, რომ ბრალდებულს თავად ანტიოქიის კრების თავმჯდომარე წარმოადგენდა? საქმე ისაა, რომ დიოცეზალური კრებების საქმთანობაში, სხვათა შორის, კანონებისა და საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ისიც შედის, რომ მათ უშუალოდ შეუძლიათ ყოველი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისგებაში მისცენ ავტოკეფალიური ეკლესიების სრულუფლებიანი წარმომადგენლებიც და, მაშასადამე, თავიანთი თავმჯდომარეებიც, მათ წინააღმდეგ კანონიერი გამოძიების ჩასატარებლად და ეპისკოპოსის წოდებიდან განსაკვეთად – დადგენილი წესების დაცვის მიზნით.” ჰქონდათ რა ეს მხედველობაში, ეფესოს კრების მამებმა დაამტკიცეს კანონი, რომლის თანახმადაც, საერთოდ, ბრალდებული მიტროპოლიტი, მიუხედავად იმისა, იქნება ის ავტოკეფალიური თუ არა, უნდა გასამართლდეს დიოცეზალურ კრებაზე რწმუნებული აგტოკეფალიური ეკლესიის ყველა სხვა დანარჩენი მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსის მიერ. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მათ ბრალდებულის სახით ჰყავდათ იოანე ანტიოქიელი და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ისინი ამ გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებას მიანდობენ სწორედ ანტიოქიის კრებას (რომელიც მართლმადიდებლურად განსწავლული“ ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი), როგორც ავტოკეფალიური ეკლესიის კრებას, ანუ ერთადერთ კომპეტენტურს გადაწყვეტილების მიღებაში, როცა საქმე თაგისი თავმჯდომარის ბრალდებას ეხება.
მას შემდეგ, რაც კრებამ განაჩენი გამოუტანა იოანე ანტიოქიელს და მასთან ერთად ყველას, ვინც ნესტორის მხარეს იჭერდა და, მაშასადამე, ამართლებდა მის სწავლებას, მან გაასამართლა და ასევე განკვეთას დაუქვემდებარა კელესტის სწავლების მიმდევარი ყველა ეპისკოპოსი. მაშინ, როცა აღმოსავლეთში ეკლესიას ნესტორიანობის წინამორბედნი აშფოთებდნენ, დასავლეთში V საუკუნის პირველ წლებში ახალი მწვალებლობა წარმოიშვა, რომელიც, მართალია, უმთავრესად ანთროპოლოგიურ საკითხებს იხილავდა, მაგრამ მისი როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მხარე მჭიდრო კავშირში იყო ქრისტოლოგიურ საკითხთან. ეს მწვალებლობა ცნობილია პელაგიანელობის ან კელესტიანელობის სახელით. მონოზონი პელაგიოსი რომში V საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და თავისი განსაკუთრებული ზნეობრივი ცხოვრების შედეგად საყჟოველთაო პატივისცემა დაიმსახურა.ზ პელაგიოსს კელესტიც შეუერთდა, რომელიც, მართალია, მასზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ მასზე გაცილებით ნიჭიერი; იგი თავისი თხზულებით CიიჯL8 LIმძსი0#ი 0600811 („ცოდვის გადაცემის წინააღმდეგ“), პირველშობილი ცოდვის შესახებ ეკლესიის სწავლების წინააღმდეგ გამოვიდა.9 პელაგიოსისა და კელესტის სწავლებები პრინციპულად ერთი და იგივე იყო. ავგუსტინეს სიტყვებით, მათ შორის განსხვავება მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ პირველი უფრო ღია და გულწრფელი იყო, მეორე – დაფარული და შენიღბული, ან, ყოველ შემთხვევაში, პირველი უფრო თავისუფალ პიროვნებას გამოხატავდა, მეორე კი მზაკვრული იყო.1? მათი დამფუძნებლების სახელის მიხედვით, ამ ახალი ერესის მიმდევრები ისტორიაში ხან პელაგიანელებად იწოდებიან, ხან კიდევ კელესტიანელებად.'! ამ მწვალებლობის შესახებ ზუსტ ცნობებს თვით პელაგიოსისა და კელესტის თხზულებები, ასევე ნეტარი ავგუსტინეს მიერ მათ წინააღმდეგ დაწერილი ნაშრომი გვაწვდის.'2 პელაგიანური სისტემა უმთავრესად რაციონალურ ხასიათს ატარებს; იგი გონებას რელიგიური შემეცნების ერთადერთ საფუძვლად მიიჩნევს. პელაგიანური სწავლების მთავარი ცდომილება ღვთაებრივი მადლის, როგორც ადამიანის ხსნისათვის აუცილებელი საშუალების, უარყოფაშია.
პელაგიანელობის მიზეზით წარმოქმნილმა დავამ ბევრი კრების მოწვევა გამოიწვია, რომელთაგან პირველი, პეფელეს აზრით, 411 წელს ჩატარდა.!? იმ წელიწადს კელესტი რომიდან კართაგენში სამღვდელო ხელთდასხმის მისაღებად ჩავიდა. რამდენიმე მოშურნე კართაგენელმა მართლმადიდებელმა გააფრთხილა ავრილიოსი, არ მინდობოდა კელესტის, რადგან ის ცრუ სწავლებით იყო შეპყრორომ ბილი. ავრილიოსმა მაშინვე მოიწვია კრება, სადაც კელესტი უნდა წარმდგარიყო.14 კელესტის ყველაზე შეუპოვარი მეტოქე დიაკონი პავლინე იყო, რომელმაც კრებას მის წინააღმდეგ საჩივარი წარუდგინა, სადაც კელესტის სწავლება შემდეგ ექვს პუნქტად იყო წარმოდგენილი: ა) ადამს რომც არ შეეცოდა, მაინც მოკვდებოდა; ბ) ადამის ცოდვამ მხოლოდ ის დააზიანა და არა – მთელი კაცობრიობა; გ)ახალშობილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება, როგორშიც ადამი იყო ცოდგით დაცემამდე; დ) არ არის მართალი, თითქოს მთელი კაცობრიობა სიკვდილს არის დამორჩილებული იმის გამო, რომ ადამმა შესცოდა და მოკვდა; და არც ის არის მართალი, თითქოს მთელი კაცობრიობა აღდგება იმიტომ, რომ ქრისტე აღდგა; ე) რჯულს ისევე შეუძლია ყოველი კაცი ზეცამდე აიყვანოს, როგორც – სახარებას; ვ) სრულიად უცოდველი ადამიანები ქრისტეს განკაცებამდეც იყვნენ.!5 მას შემდეგ, რაც კელესტიმ აღიარა, რომ მისი აღმსარებლობა მართლაც ასეთი იყო, კრებამ იგი განკვეთა. კელესტიმ მაშინვე პაპთან, ინოკენტისთან გაასაჩივრა კრების გადაწყვეტილება; შემდეგ ეფესოში გაემგზავრა, მოასწრო იქ მართლმადიდებლების მოტყუება და სამღვდელო ხელთდასხმა მიიღო.'9 იქიდან იგი პალესტინაში გაემგზავრა და იქ ნეტარ იერონიმესთან პაექრობა წამოიწყო. ერთმა ესპანელმა მღვდელმა, ოროზიმ, რომელსაც ავგუსტინესთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა, პელაგიოსის წინააღმდეგ საჩივარი წარუდგინა იოანე იერუსალიმელს, მაგრამ პელაგიოსმა სპეციალურად ამ მიზეზით მოწვეულ კრებაზე, 415 წელს, მოახერხა შეენიღბა თავისი ცრუ სწავლება და კრების წინაშე თავი გაემართლებინა. იმავე წელს, დიოსპოლის კრებაზე, პელაგიოსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ორმა გალელმა ეპისკოპოსმა – ქეროსიმ და ლაზარემ, მისი ცრუ სწავლების გამო, მათ თორმეტი მწვალებლური პუნქტი წარმოადგინეს აღნიშნული სწავლებიდან.!ვ კელესტიმ აქაც შეძლო ცბიერებით თავი სრულიად გაემართლებინა და საჩივარი გაექარწყლებინა.!9 დასახელებულმა ეპისკოპოსებმა ამის შესახებ მაშინვე შეატყობინეს პროკონსულური აფრიკის ეპისკოპოსებს, რომლებიც ამ დროს (416 წ.) შეკრებილი იყვნენ კართაგენში ავრილიოსის თავმჯდომარეობით. ამ კრებამ დაამტკიცა კელესტის მიმართ ხუთი წლის წინანდელი განაჩენი და პაპ ინოკენტის, ეპისტოლე გაუგზავნა, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებას ატყობინებდა.29 კართაგენის კრების გადაწყვეტილება მილევიანში მოწყობილმა კრებამაც გაიზიარა, რომელიც იმავე წელს გაიმართა სილოვანეს თავმჯდომარეობით. ამ კრების მუშაობაში ავგუსტინეც იღებდა მონაწილეობდა.” ინოკენტიმ თავისი სამი ეპისტოლეთი დაადასტურა პელაგიოსისა და კელესტის მიმართ კრების გადაწყვეტილება.22 ამ დროს კელესტი ეფესოდან კონსტანტინოპოლში გადავიდა, მაგრამ იქიდანაც გააძევეს და რომში გაემგზავრა. 417 წელს ინოკენტი გარდაიცვალა და მისი ადგილი ზოსიმემ დაიკავა. კელესტიმ თავისი რწმენის აღმსარებლობა მას წარუდგინა. ზოსიმემ იგი სავსებით მართლმადიდებლურად ცნო და მაშინვე მისწერა აფრიკელ ეპისკოპოსებს, დაგმო მათი ქმედება კელესტის მიმართ და ყველა მის მოწინააღმდეგეს ხარისხის ჩამორთმევით დაემუქრა.23 თავის მხრივ პელაგიოსმაც გაუგზავნა ზოსიმეს საკუთარი აღმსარებლობა. ზოსიმემ ისიც მოიწონა და აფრიკაში კვლავ გააგზავნა პელაგიოსის გამამართლებელი წერილი.2 პაპის მიერ შექმნილ ასეთ ვითარებაში ავგუსტინე მიმართავს იმპერატორს და მისგან განსაკუთრებულ ბრძანებულებას იღებს პელაგიანელთა წინააღმდეგ;?? გარდა ამისა, იგი არწმუნებს ავრილიოსს, მოიწვიოს ეპისკოპოსთა დიდი კრება, რომელიც პასუხს გასცემს ზოსიმეს და საბოლოოდ დაგმობს პელაგიანელობას. 418 წლის 1 მაისს, კართაგენში, 500L018X1სI ხ85111080 I8ს5ხ ფაუსტის კრიპტის ბაზილიკაში“ (კრიპტი – მიწისქვეშა ტაძარი) შედგა კრება, რომელსაც 200 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ამ კრებამ დეტალურად განიხილა პელაგიოსისა და კელესტის სწავლებები და საჯაროდ დაგმო ისინი. პელაგიანელობის წინააღმდეგ კრებამ რვა კანონი მიიღო.25 როდესაც განვიხილავთ კანონებს, რომლებიც უახლეს კრებულებში შეტანილია კართაგენის კრების საერთო სახელით, ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება ამ საკითხს დავუბრუნდეთ.? ზოსიმე ამ კრების გადაწყვეტილებებს დაემორჩილა; მან უკან გამოითხოვა თავისი ძველი წერილები და ეგრეთ წოდებულ 06M15Lი018 LL86CL0118-ში („სახელმძვანელო ეპისტოლე“) დაგმო პელაგიანური სწავლება.29 განკითხვა იყო საყოველთაო, ხოლო ისინი, რომელთაც არ უნდოდათ დამორჩილება, აფრიკიდან და დასავლეთიდან განიდევნენ და მათ თავშესაფარი აღმოსავლეთში სხვადასხვა ეპისკოპოსთან მოიძიეს; უმთაგრესად –კონსტანტინოპოლში, ნესტორისთან, ხოლო შემდეგ ეფესოში იოანე ანტიოქიელის თავყრილობას შეუერთდნენ. ეფესელმა მამებმა ნახეს, რომ ნესტორიანელებთან ერთად მართლმადიდებლური კრების წინააღმდეგ პელაგიანელები, ანუ კელესტიანელებიც გამოდიოდნენ, ამიტომ თავიანთ განწესებებში ნესტორის მწვალებლობასთან ერთად პელაგიოსის მწვალებლობაც დაგმეს, ამ კანონში – ცალ-ცალკე, ხოლო მე-4 კანონში – ორიგე ერთად. განჩინება პელაგიანელთა მიმართ, რომელიც პირველი და მე-4 კანონებითაა გადმოცემული, კრებამ ჯერ კიდევ V სხდომაზე გამოიტანა, როცა პაპ კელესტინეს მიმართ თავის ეპისტოლეს ამზადებდა. ამ ეპისტოლეში ისინი წერდნენ: „როცა წმინდა კრებაზე წაკითხულ იქნა უკეთურ პელაგიანელთა და კელესტინელთა, კელესტის, პელაგიოსის, იულიანეს, პერსიდიოსის, ფლორიოსის, მარცელინეს, ორენტისა და მათი მიმდევრების განკვეთის ცნობა, ჩვენ მტკიცედ და შეურყევლად განვაჩინეთ, რომ დაგვეტოვებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიმართ თქვენმა სიწმინდემ გამოიტანა; ჩვენც ვეთანხმებით ამ განჩინებას და განკვეთილად ვაცხადებთ მათ“.29 იმავე განჩინებას მოიხსენიებდა პაპი გრიგოლი I თავის წერილში 8ძ M8X1სი 00- XიIL6Iი: „პელაგიოსმა, რომელიც ეფესოს კრებაზე გასამართლდა, განიზრახა ეჩვენებინა, თითქოს ქრისტესმიერ კაცთა ცოდვების გამოსყიდვას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა“,.? იმავეს ამბობს პატრიარქი ფოტი, როცა პელაგიანელთა ერესზე საუბრობს:, ეფესოში წმინდა კრებამ იგი ანათემას გადასცა“.?! ჩვენ შეგნებულად მოვიყვანეთ აქ ეს ორი მოწმობა – გრიგოლისა და ფოტის, რათა გაგვეფანტა ყოველგვარი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეფესოს კრებამ პელაგიანელთა მწვალებლობა მანდვილად ანათემას გადასცა, რადგან იოანე სქოლასტიკოსის კრებულში, ეფესოს კანონების ტექსტზე დაყრდნობით, ნაცვლად სიტყვებისა 10 700 L=X§თCის კელესტის ერესი“, წერია 76 #00 #ი810ს ოთ M6თიილს არიოზისა და ნესტორის ერესი“, რაც ამგვარ ეჭვს სავსებით საფუძვლიანს ხდის.7 ამ კანონთან დაკავშირებით, იმ ფორმაზე, როგორითაც ჩვენ მას სლავურ სჯულისკანონში (საჭეთმპყრობელი, IM00CMV98მ9) ვხვდებით, აუცილებელია შენიშვნის გაკეთება, ამ კრებულში წინამდებარე კანონი შემდეგნაირად გამოითქმის: „მიტროპოლიტი ან ეპისკოპოსი, რომელიც კრებაზე არ გამოცხადდა და იგი კელესტინეს მსგავსად აზროვნებს, დამხობილ იქნეს და ეკლესიიდან განიკვეთოს“.33 ჩვენ ეს ტექსტი მისი განხილვის მიზნით არ მოგვიყვანია; მხოლოდ ბალსამონთან ერთად ყურადღებას მივაპყრობთ შემდეგ სიტყვებს: „კელესტინეს მსგავსად აზროვნებს“. ეს სიტყვები მცდარია და არაფრით შეიძლება მათი გამართლება, რადგან რომის ეპისკოპოსი კელესტინე ასწავლიდა ისე, როგორც ყველა ის მართლმადიდებელი, რომელიც კირილესა და სხვა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა რწმენას იზიარებდა. სლაგურ სჯულისკანონში ეს სიტყვები ალექსი არისტინეს კრებულიდან შევიდა, სადაც ვკითხულობთ: 866V 0X02-6IV061C +MI6 CსV0ბ0ს |IVIVXC00X02-C)6 +0აV M-6>6CXVის CVX6X/MXთI, 0 6V066იM+თI, 2X6011%- („თუ მიტროპოლიტი, რომელიც კრებაზე არ გამოცხადდა, ემხრობა ან მიემხრობა კელესტინეს სწავლებას, განკვეთილ იქნეს“).% რას შეიძლება გამოეწვია ასეთი შეცდომა – მწვალებელ კელესტის ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, კელესტინეს სახელი, – ამის გარკვევა ძნელია. ის, რომ არისტინემ ნამდვილად არ იცოდა კელესტისა და რომის ეპისკოპოს კელესტინეს შორის განსხვავების შესახებ-და, შესაბამისად, ეს არ იყო შემთხვევითი შეცდომა, ამას თავად მოწმობს ამ კრების მე-5 კანონის კომენტირებისას, სადაც ვკითხულობთ: IIVVCC... 10 100 M6C0ი(0ს, 10% 6XLCMX6ჯX0ს #თVCIთVXIV0CსX0X§60აC... XC IX0V #6#6CXL0ს, 100 Iი6 'წთIიC 6XICM6X0ს, 6ხი06VიC0თV 66VIIთ-თ („ზოგი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს ნესტორის დოგმატებს იცავდა... და რომის ეპისკოპოს კელესტისას“).% ეს სიტყვები აშკარად ამტკიცებს, რომ არისტინემ არ იცოდა, თუ ვინ იყო კელესტი და ვინ – კელესტინე, და, აქედან გამომდინარე, არც იმ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც კელესტისა და კელესტინეს შორის არსებობდა ერთი მხრივ, და კელესტინესა და კართაგენის მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს შორის – მეორე მხრივ. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ყველა სხვა კრებულში, სადაც კი ეს კანონი შედის, კელესტის სახელი სწორად წერია; პაპ კელესტინეს ხსოვნას დიდი პატივი მიეგებოდა და მისი სახელი, როგორც ეკლესიის განმანათლებლისა, უძველესი დროიდან იდიდებოდა. ამას ყველაზე უკეთ მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ძველი ბერძნული მინეის ხელნაწერები.37 ბალსამონი, ეფესოს კრების ამ კანონის შესახებ თავის განმარტებაში, ზემოხსენებული შეცდომის საფუძველზე ამბობს: თუ ზოგიერთ ნაწერში კელესტის შესახებ გადამწერის შეცდომას წააწყდები (რადგან კელესტის ნაცვლად შეიძლება დასახელებული იყოს კელესტინე 6VLL560 X5X6თ+L0ს, IX 6X6C+LV0ს II6IVM<თI), არ იფიქრო, რომ სავსებით ზუსტად წერია, რამეთუ კელესტინე, რომის პაპი, მართლმადიდებელი იყო, ხოლო კელესტი – ნესტორის თანამოაზრე, ანუ მწვალებელი“.% იმავე შეცდომას ჩვენ სლაგური სჯულისკანონის ბევრ სხვა ადგილზეც ვხვდებით.
შფშენიშგნები:
1. იხ. „მსოფლ. კრებების საქმენი“, I, 592.
2. იქვე, I, 644.
3. ამ კანონის ზონარას განმარტება: #დ,. CV8X., IL, 193.
4. IX. ძი5. 7ხ15თ8»ი, LXII0 =1იიძიი 0)იძ ძ16 IM01=X00C81 – #4606»2(6X 1ი ძი» 10L26ი180ი091950600ი #II00. VV16ი, 1867, 5. 3 და შემდგ. – C. 9. II01010, C0იC1110იწ05Cი10ჩ%ი, I, 3 – 4, 5. 2ხ1ვხთ8ი, დასახ. თხზ,, 5. 3, თ. 1.
6. იქვე, ი. 2, 3. 7. იქვე, 5. 23.
8. ავგუსტინე (I0VI15L. 186) (/M1IწMიი, §, 1., L.33, იიL. 815 – 832) მას უწოდებს ILCXIL0 (იიI. 816), ხოლო CიIიჯი0ი)ხ0I1სIი §ს00L ი0ი1ი6 C6105LL-ში მარიამ მერკატორი წოდებულია წ0იL6 8LI- L8იიხ53. შდრ. IX. ძ. 5იხVვიიტ, სიწთიინძაიი1!ლჩLი ძიL 099(I5L. 201L. Mსი8L9L, 1869, 5, 657.
9, XIL8იძიას1იმLს5, იქვე.
10. თს)ძ 1110 80CLV10X, 15L6 00C0ს0IL10L #ს16, 1116 66LLIი8C10X, 1510 I06იძ8010X, V6C1 C0X»Lხტ 1I16C 11ხ0110», სIი 85LVL10X. C0იVX8 L618წ. CL. C0105L. (MI იი, 5. 1., L. 45, C01. 1613 – 1664|).
11. 90I6ლ8იიჯსი) 65 ხ80+L0515, ი0C სიიი0X6 01იი10Iი L0C0ი(1951ი08 8 916910 თიი80ხ0 0X0LL8. ისი I80159LLVI C00105L105 51C 50CVLV5 65L, II 50CL8ხ0X03 00LსX) C00105L18ი1 6:18 ისიისი6იჭსI(პელაგიანელთა ერესი, რომელიც იმ დროს უახლესი იყო, წარმოიშვა პელაგიოსის მიერ. ამ მოძღვარს გაშყვა კელესტი, და მისი მიმდეგრები, შესაბამისად, კელესტიანელებად იწოდებიან“), ტს წს501ი., #ძV. 690X., იიი. 88 IM1წიი, §. 1., L, 42, 001. 47).
12. პელაგიოსის თხზულებიდან ჩვენამდე მოაღწია თხზულებამ C0თთ06იL8X11 1ი 0-015(0185 L8ს), რომლებიც 410 წელს არის დაწერილი, ერთი წერილი 8ძ 100LI8ძ6ი1 ძი VIIწI0IL8+0, შემდეგ ერთი LIხი)1103 I1ძ61 და ერთი წერილი 8ძ C018იL18-ი M8%-0ი87იი (კომენტარები პავლეს ეპისტოლეზე“. „დემეტრიადეს მიმართ ქალწულობის შესახებ“. „რწმენის აღმსარებლობა“. „კელენტანელი მატრონები“. „ქრისტეს მადლზე და პირველშობილ ცოდვებზე“. „პელაგიას საქმიანობაზე“). შდრ. შემდეგ ავგუსტინეს თხზულება: 6 წI8M18 CიXI5L1 6ძ ი0008L0 0II91ი811 IM1IცV0, 8. 1., L. 44, ლ01. 359 – 4101; LX6 ფ05%13 1X018811 IM1 იი, §. 1., ხ. 44, C01. 319 – 3601 და ა.შ. შდრ. 50იVმი0, დასახ. თხზ. §. 657, ი. 4. LI0/010, C09C1116ი70956M1CჩL6, II, 105 და შემდგ.
13. C00C1110ი705CM10%L0, II, 104.
14. იქვე. უფეხოს 6ნშინდა II შსოფლიო სჯეკლესიო კრემა 26?
15. MIწიძ, 8. 1., ს. 48, 69, და შემდგ.
– შდრ. II01010, C0იC0)116ი დ680ჩ16ჩ სტ, II, 105, ი. 2.
16. II6ჯ010, დასახ. თხზ,, 5. 107.
17. იქვე.
18. იქვე. 5. 108.
19. ბსწს9ხი, I)6 ყივს. 61861! 10, 11. IMIდიი, 9. 1., L. 44, C01. 333 – 336). _ L6. 186 IMIდიი, 8. 1., ს. 33, იი1. 815 - 8321. შდრ. I101010, C0იC1I10ი6090010ჩხი, II, 108 - 113.
20. #სწს53ს)ი, IIი. 175 IM1წ0ი0, 9. 1., L. 33, Cი1, 758 – 762). შდრ. II0C16IC, იქვე.
21. II0101C, იქვე 29. #ტსყხ3ს!ი, Lი. 181, 182, 183 IMILთიძ, 8. 1., L. 33, C01, 779 – 788). შდრ. II6C#%16, იქვე 5. 114.
23. II0I910, დასახ. თხზ. და ადგილი.
24. იქვე. 5. 115.
25. ბრძანებულება გამოიცა 418 წლის 30 აპრილს შდრ. §0იV8%0, დასახ. თხზ. §. 730.
26. II6C(010, C00იC1116იყ053Cი1Cიჯი, II, 116 – 117.
27. ეს კანონები ჩვენს „კრებულში“ შედიან კართაგენის კრების 109-116-ე კანონებით.
28. #სწს8ხ1ი, ი. CXC IMIწიი, 9. 1., +. 33, იი1. 857 - 866). ნეტარი ავგუსტინე ცდილობს გაამართლოს ზოსიმე, რომელმაც მართლმადიდებლურად ცნო აშკარა მწვალებლური სწავლება და წერს: თსმძი8თ «8გიძი»ი 0015L018 V6ი6L8იძი06 Iი6I001186 080086 20511, 0086 1010L1IიCს- L10 ”6დიLIხს», სხ! ნX800000XLL, C+0ძ1 იხი0Xხ0Xი, 31ი0 110 VIC10 06068%1 0X161X8115 ჩით1)იტი ი83C1? Mსვძისიი იX0”X5ს8 #M00C ძ!XIL, ისნი ითი1ი0 00090L1 031. 59ძ ისი ჩხიით Cი0103L1V8 1ი 8V0 1Iხ6110 005ს01930%, 1ი9§01 II18 000 60X0% ძ6 ცს1ხს5 80 იძისი ძსხ1ხ0X6 6ხ 1ი5%ღს1 VCII0 C0ი”088ს5 03%, ი ხიIი1ი0 800LIIVი1 106601, ის 0IL0”60L0 81 C0IIIწ0I0LსL, ხ1სXII018 0L0M18990%, V018იL99 იიი0იძ8- ხI0ი18, ი0ი #8191(98 ძინIი8+M15 მდიIიხ8(L8 03ხ. Lხ ი+00ML0L68 11ხ011V05 6)V5 C8ხხ011CV8 ძ10ხV§ 09%, ძს18 66 ხილ იი(ჩხიI)ლიი Iი6იL18 08L, 81 ცს9 #0LL0 811(0L 5801L, 008 VCXIL85 0X1წV1Lხ, 70» 08 6C0LL19- 81იი6 ძ6#/Iი1X0, 80ძ ძისიიL8 60 ძ6თ0ი53%+8L8 #650ს1X0, #ძ ხიი11 („ბოლოს და ბოლოს, რა წცრილია ეს, პაპი ზოსიმეს მიერ დაწერილი, – ნეტარი ხსოგნა მას, – რომელშიც თითქოს განწესებულია, რომ უნდა ვიწამოთ, თითქოს ადამიანი ყოველგვარი პირველქმნილი ცოდვის გარეშეა? გადაჭრით შეიძლება ითქვას, მას ეს არ გამოუთქვამს, ეჭვგარეშეა, რომ არსად დაუწერია. როცა კელესტიმ ჩამოაყალიბა ასეთი შეხედულება თავის აღმსარებლობაში და, ამასთანავე, აღიარა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ფრიად ეჭვობს და სურს დარიგება მიიღოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანში (რომელიც სრული გამოსწორების შემთხვევაში ბევრ ადამიანს მოუტანდა სარგებლობას), მოწონებულ იქნა მასში გამოსწორებისაკენ ლტოლვა და არა დოგმატების ცრუ შემეცნება"). 1)ხ. II, C. 3 (M1წ%იი, 8. 1., L. 44, C01. 5741. ასე ცდილობს ავგუსტინე გაამართლოს ზოსიმე, მაგრამ შემდეგ ამატებს: 50ძ 31... Lსიი ?ს1550L ძი თ, სხ 1118 60LსI ძიწIი8%8,0V086 1ი 105195 0% C00105L10 V61 069018010 1ი I#იM08ი8 060010518 1001C68Lს ისი 10318 ხმიხმ Iიიილიისს8 ძ8თ08V0I6L, მიი+იხმიძი 0 ჯიირიძი იიისის8-6იზსL, 6X ხ0C ხიხIს5 0990ხ 0L68V6I100ხ10ი18 00%8 #0108ი15 C10I1018 1ისIX6იძ8 („მაგრამ მაშინ, რომ.... რომის იკლესიაში მიეღოთ განჩინება კელესტის ან პელაგიოსის მიმართ, იმის შესახებ, რომ მათი ის სწავლებანი, რომლებიც პაპმა ინოკენტიმ დაგმო, გამოეცხადებინათ მოწონებისა და დაცვის ღირსად, ეს რომის კლერიკოსებისათვის ორგულობის დამღა იქნებოდა”) (M1ფ»ი«, იქვე), – რითაც, სხვათა შორის, აჩვენებს, რომ ის არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ პაპი და რომის იკლესია შეუმცდარნი უნდა ყოფილიყვნენ.
29. „მსოფლ. კრებების საქმენი“, I, 734. ბევერეგია ამ კანონის განმარტებაში ამატებს: LIილ ნ-ი9ი0L ტძიძს!ხ8ისვ 1ი ლ0ი-1ი 081006 CIII0იI1C) IM096ხ11 6§ II16L0I XI 8ძ გოოVI §6LLIVიI 0IVთი. 302. X0CL0 0ხ90LV8L, 0ს0ძ CიიყI6ყისი მისძ სხხძვსთ 01903 ძსიძიჯიLსთ 8Vიი0ძი 8§880606L- ძისსთ, M09011ს08 C0ი ი60>051 იი0»ი11ი13 801 6ხ CსI) Iის1C18 X618618ი13, 0ს1 იიწი8ხსი 81ხ! კსV8ხ?ის ძიდინ6, ძ8გიიი8%სX („აქ პროსპერ აკვიტანელი ცვსეგისა და იერონიმეს ქრონიკის გაგრძელებაში 302-ე ოლიმპიადის მესამე წელს სწორ დასკვნებს აკეთებს იმის შესახებ, რომ ეფესოს კრებაზე, სადაც ორასზე მეტი მამა იყო შეკრებილი, მოხდა ნესტორის დაგმობა, მისივე სახელით წოდებულ ერესთან და პელაგიანელებთან ერთად, რომლებიც მსგავს მწვალებლობას მისდევდნენ“). 4 , 31V0 8იძ00§86, II, 8იიიL., ნ. 105.
30. LIხ. VI, ჩი15ხ. XIV: C618C1V89 V6IL0, 001 1ი M0LM051ი8 §5V0000 ძიოიიLV§8 08L, 08 1იL6ი1(10ი6 ჯიი ძIXIL, სხ 09:0იძ0X0L ი03 8 CXIL15L0 V8CV6 L6ც600L05 IM1Iდიი, 8. 1., L. 77, CიI. 806).
31, ს)ხ11ისიძ0ლ8. C0ძ. LIV IM1Iდიი, §. წ., ხ. 103, Cი!. 93 -97).
32. V05CL860 380ი060LIL8-1 იისსI 118010905, .900ძ 31 0015 ის») 4X10 0 M03ხ0X10 §0051ხ 8Vხ 80090X1IL... („ვაცნობებთ თქვენს სიწმინდეს, რომ, ვინც მიიღო ან მიიღებს მწვალებლობას არიოზთან და ნესტორთან ერთად...“). ძი8ით)§ 4ი1%100Mი0»ი1, C0119C10 C8ი., L1ხ. XXXVII 80. V061)1 6Lხ Mს5L01)1, 81ხIიLი. 1სX. C8ი. II, 570. - ILILI8, ძVX,. 6C01. ყI. ჩ15L. 6L »ილი., I, 521.
33. დასახ. თხზ., I, 89.
34. 4თ. CMXMX., II, 195.
35. #4Cდ. CMVV., II, 198, 199.
36. ბევერეგიას თავის შენიშვნებში არისტინეს ამ ადგილიდან მოჰყავს შემდეგი: «იგივე შეცდომა გაიპარა სახელგანთქმულ გენადის ნუსხაში, სადაც წერია: კელესტინემ, სანამ პელაგიოსს შეუერთდებოდა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში თავის მშობლებს სამი წერილი მისწერა მონოზვნობის შესახებ“, – და ამატებს: კელესტინე კი არა, კელესტი შეუერთდა პელაგიოსს, ყძელესტინე კი რომის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო და კელესტისა და პელაგიოსის სასტიკი ანტაგონისტი”. #. §81V6 ს8იძიისმი, II, ტიიიL., ი. 105. 37. შდრ. IL8იიი8. :MXI# 0879%6IXნ. MC00#%88, 1815. M0CMXს 9X0200XX, გვ. 35. 38. 4დ. CM8IX., II, 194. შდრ. LILL8, ძსIX15 0C01. წX. 015L. ის სი0ისძთ6იჯმ, I, 521.
PDF გვ. 269 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
იმ ეპარქიულ ეპისკოპოსებს, რომლებიც წმინდა კრებას არ ესწრებოდნენ და განდგომილებს მიემხრნენ, ან აპირებენ მათთან შეერთებას, ანდა ხელი მოაწერეს ნესტორის განკვეთას, შემდეგ კი განდგომილთა თავყრილობას შეუერთდნენ, წმინდა კრების განჩინებით უნდა აეკრძალოთ ღვთისმსახურება და აეყაროთ სასულიერო ხარისხი.
პირველ კანონში საუბარი ეხებოდა მართლმადიდებელი კრებიდან განდგომილ მიტროპოლიტებს, ხოლო ამ კანონში – იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც მიტროპოლიტს ემორჩილებიან და, აგრეთვე, რომლებიც განდგომილნი არიან. ეს პირები, ამა თუ იმ მიტროპოლიტს დაქვემდებარებული ეპისკოპოსები, ამ კანონის ტექსტის დედანში აღინიშნებიან სიტყვებით – §MთიXLCთ+XCთL 67(CX0X0L!, ხოლო ლათი:· ნურ თარგმანში – 0I0VII0C18108 061500 ჯ%1.? ეპარქიად (6XთიXIთ, პროვინცია), როგორც ვნახეთ, იწოდება მიტროპოლიტს დაქვემდებარებული ცალკეული საეკლესიო სამთავრო. ასე მაგალითად, მაკარი ანკვირიქლი ამბობს: „ეპარქიას შეადგენს მთლიანად ის სამთავრო, რომელიც მიტროპოლიის საზღვრებში მდებარეობს. მაგალითად, ირაკლიის მიტროპოლიას შეადგენს მთელი თრაკია, ანკვირიისას – მთელი გალატელთა მხარე, თესალონიკიისას – მთელი თესალონიკე და ა.შ. ეპარქიული კრების წევრებს ის ეპისკოპოსები წარმოადგენენ, რომლებიც ამ ეპარქიას მიეკუთვნებიან და მის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან“.3 ამიტომ მიტროპოლიტი იწოდება +Xიჩ6 6IXთ0XIოXC 6იXVაV ეპარქიის მეთაურად (CI0VI19C186 0X08505): ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს მათზე, ვინც მისი მეურვეობის ქვეშაა, ხოლო თუ თავს ვერ ართმევს, ამის შესახებ ეცნობოს ეპარქიის მეთაურს – §:პთC«6Lთ «6V «IC 6#თიXIოC როჯიVIთ".ბ ის ეპისკოპოსები კი, რომლებიც სამიტროპოლიტო სამთავროს განმგებლობაში შედიან, II მსოფლ. კრების მე-6 კანონში იწოდებიან XC 6MC0XIთ0IC §M0X0X0! ეპარქიულ ეპისკოპოსებად (0X0VIიC186 601500ჯ1).' ისევე, როგორც წინამდებარე კანონში, ანტიოქიის მე-20 კანონშიც 1ნXღოი0XI0IთI ეწოდებათ ცალკეულ ეპისკოპოსებს, რომლებიც ერთ სამიტროპოლიტო სამთავროს შეადგენენ.მ იმისათვის, რომ ზუსტად ადგვენიშნა ჩვენს ენაზე რწი(0XL მათთვის უნდა გვეწოდებინა საეპისკოპოსო სამთავროს მეთაურები, ისევე, როგორც მიტროპოლიტი უნდა იწოდებოდეს სამიტროპოლიტო (ანუ საეპარქიო) სამთავროს მეთაურად, ხოლო პატრიარქი – საპატრიარქოს (ანუ დიეცეზური) სამთაგროს მეთაურად. ჩვენს ენაზე შეცდომით იყენებენ დიოცეზის ან ეპარქიის სახელწოდებას საეპისკოპოსო სამთაგროს, ანუ უბრალო ეპისკოპოსს დაქვემდებარებულ სამთავროს აღსანიშნავად. ასეთი სახელწოდება სლავებისათვის ჩვეულებად იქცა, თუმცა, არ შეიძლება ეს სწორი იყოს. შეცდომაა ისიც, რომ მიტროპოლიტს დაქვემდებარებული ეპისკოპოსები ჩვენთანაც იწოდებიან სუფრაგანებად”, რომელიც უცხოურ ენიდან არის შემოსული (8ს/წ-გ–8იძ0ს9). სუფრაგანი პქვია ყველა კლერიკოსს, რომელიც ვალდებულია, დაეხმაროს თავისზე უპირატეს მღვდელმსახურს (0-8 69XI1).მ8 ზოგადი მნიშვნელობით, სუფრაგანი აღნიშნავს ვიკარიოსს, კოადიუტორს, ან, როგორც ოდესღაც რომაელები მათ უწოდებდნენ, – 001500008 1ი 08LხIხ08 1იI1ძ011სXი-ს (ეპისკოპოსები ურჯულოთა სამთავროებში). რადგან დასავლეთში, გრაციანის დეკრეტის შემდეგ, სუფრაგანის სახელწოდება მიენიჭათ მიტროპოლიტს დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებს,? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათი მაგალითისამებრ ჩვენს ეპისკოპოსებსაც უნდა ვუწოდებდეთ მიტროპოლიტის სუფრაგანებს და ჩვენი იერარქიული წყობისთვისაც გამოვიყენებდეთ ამ ყოვლად გაუმართლებელ დადგენილებას, მაშინ, როცა იმის გარდა, რომ რომის კანონიკურ სამართალში შესული ეს დადგენილება ეწინააღმდეგება მსოფლიო კათოლიკე ეკლესიის სულს, ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ დამოკიდებულება მიტროპოლიტსა და ეპისკოპოსს შორის, ოდნავადაც ვერ შეედრება იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს იმავე ხარისხის მქონე სასულიერო პირებს შორის ჩვენთან, ძველი საეკლესიო პრაქტიკის საფუძველზე?
მაშასადამე, ეფესოს კრება წინამდებარე კანონში 6»00იXLV+ძL-ს მოიხსენიებს მიტროპოლიტის შემდეგ, უკრძალავს მას ღვთისმსახურებას და აცხადებს დამხობილად, თუ ის განუდგება მართლმადიდებლურ კრებას. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, დროის მიხედვით ეს განდგომა ნესტორის დაგმობამდე მოხდა, თუ – მას შემდეგ. წინა კანონსა და ამ კანონში მოყვანილ განჩინებებს შორის ის განსხვავებაა, რომ აქ განიკითხებიან არა მარტო ისინი, რომლებიც თავიდანვე მიემხრნენ მწვალებლებს, არამედ ისინიც, რომლებმაც ადრე მოაწერეს ხელი ნესტორის წინააღმდეგ კრების განჩინებას, მაგრამ შემდგომში კრებას განუდგნენ და იოანეს თავყრილობას შეუერთდნენ.
ფენიშვნები:
1. #ძე. C#87X., II, 195.
2. ც8–V6X>6წ1L, L. 91V0 ნ8იძიიხსიი, I, 100. შდრ. XIX. – შდრ. IIC>6, დასახ. თხზ. გამოც,., I, 516.
ვ. Cიისი 881188 ს5ი 6 ტCVიძMისთ. C80. XIX. – შდრ. 5ს0100L, Lჩი58სXV08 0001. წ. L. I. C01. 1159.
4, სუ:ხCს 0)::8ლ00V8 60LსIი 6სX8I 60X0X0, 0L: 8სი6 10 CV9:0018: 6L 5100100>) 60C 206021181 VI006X1ხ, ხL24551006 0IX0CVIIC186 00 სილ Iიიი08L. C01100L. C005Lხ. CCC1. 6X. 1I1ხ. I. Cიძ. ჰს§Lი. 1ი 290X8L1%., L1L. III.
6. #4თ. C#M8XM., III, 162. 7. ავსტრია-უნგრეთის საზღვრებში (რუსული გამოც. რედაქტ).
8. ალკუინთან ვკითხულობთ (0V6CV». #L. 1160): „სუფრაგანი – გაურკვეველი მნიშვნელობის სახელწოდებაა; ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ზუსტად ვინ განისაზღვრება ამ სახელწოდებით: მღვდელი, დიაკონი, თუ უფრო დაბალი ხარისხის საეკლესიო მსახური, თუკი, რა თქმა უნდა, არ მოჰყვება მას ეპისკოპოსის დასახელებაც, რომლებიც ოდესღაც თქვენს ძალაუფლებას იყვნენ დამორჩილებულნი“. – წერს იმპერატორს. 9. C8V58 III, ძს. 6. C9V58 IX, ძს. 8.
PDF გვ. 278 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
ქალაქის ან სოფლის სამღვდელო დასის წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებლური განსწავლულობის გამო, ნესტორისა და მისი თანამზრახველების მიერ მღვდელმსახურება ჰქონდათ აკრძალული, თავის ხარისხში აღვადგენთ. ამასთან, გბრძანებთ, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირები არ დაემორჩილონ განდგომილ და მართლმადიდებლობის უარმყოფელ ეპისკოპოსებს.
როგორც ამ კრების პირველი კანონი განაჩინებს მართლმადიდებლური კრებისაგან განმდგარი მიტროპოლიტების შესახებ, ხოლო მეორე – განმდგარი ეპისკოპოსების შესახებ, ასევე განაჩინებს წინამდებარე კანონი სამღვდელო დასის შესახებ, მის დამოკიდებულებას ზემოხსენებულ მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებთან მიმართებით. კრება ადგენს, რომ მღვდელმსახური, რომელსაც მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო არამართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ სამღვდელო წოდება ჩამოერთვა, უნდა აღადგინონ თავისსავე ხარისხში, რადგანაც არაკანონიერად მოხდა მისი ხარისხიდან განკვეთა. ამ კანონში კრების მამები იმ საერთო ეკლესიურ იდეას იცავენ, რომელიც ფორმალურად გამოიხატა ქალკედონის კრების 22-ე კანონში, რომლის თანახმადაც თავისი წოდებიდან ყოველგვარი დანაშაულის გარეშე დამხობილი პირი, დაუყოვნებლივ ძველ პატივში უნდა იქნეს ადდგენილი. მაგრამ განჩინება არ მოითხოვს ხარისხაყრილთა უპირობოდ აღდგენას, ანუ, არ ადგენს, რომ სამღვდელო დასის წევრს შეუძლია თავად დაიბრუნოს წართმეული პატივი; ამ პატივის დაბრუნების უფლება დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ეს პირი თანხმობაში „მართლმადიდებელ და მსოფლიო კრებასთან". არქიმანდრიტი იოანე სავსებით ზუსტად გადმოსცემს, წინამდებარე კანონის განმარტებაში, ეფესელ მამათა აზრს, როცა ამბობს: „უნდა შევნიშნოთ, რომ კრება უპირობოდ კი არ აძლევს სამღვდელო დასის წევრებს დამოუკიდებლობის უფლებას იმ თავიანთი ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც მათ შეეძლოთ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ან ემხილებინათ არამართლმადიდებლობაში, არამედ – მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს ამ უფლებას, როცა თვითონვე იქნებიან განსწავლულნი წმინდა და მსოფლიო კრებისმიერად; ეს გულისხმობს, რომ თავიანთი ეპისკოპოსების მართლმადიდებლობაზე არა მარტო საკუთარი ცნობიერებითა და ნებით უნდა იმსჯელონ, არამედ ეკლესიის მსოფლიო მამების ნათელი მოძღვრებებითა და განწესებებით; ამასთან, კრება ეპისკოპოსებსაც უბრძანებს, რომ არამართლმადიდებლად მიიჩნიონ არა განურჩევლად ყველა, – ვინც არ ეთანხმება რაიმე კერძო აზრს, – არამედ მხოლოდ ისინი, რომლებიც აშკარად უარყოფენ მსოფლიო კრებებს და მათი სწავლების საწინააღმდეგო თავყრილობებს, ან სექტებს უერთდებიან“.! შენიშვნა: 1. დასახ. თხზ,, II, 248.
PDF გვ. 280 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
წმინდა კრება სამართლიანად მიიჩნევს იმ პირის სასულიერო ხარისხიდან განკვეთას, რომელიც სასულიერო დასიდან განდგება და ცალკე ან საჯაროდ, ნესტორის ან კელესტის მოძღვრების გაზიარებას გაბედავს. როგორც პირველი ორი კანონი გმობს არამართლმადიდებლურად მოაზროვნე მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს, ზუსტად ასევე, ეფესოს კრება წინამდებარე კანონით გმობს იმ კლერიკოსებს, რომლებიც მწვალებლურ მოძღვრებას იზიარებენ. ამასთან, ეს კანონი განაწესებს, რომ განკვეთა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, თუ ცნობილი გახდება, „რომ ისინი იზიარებენ აღნიშნულ სწავლებას, – როგორც ზონარა ამბობს, – პირადად, მხოლოდ თავისთვის, ან ქადაგებენ მას საჯაროდ და სხვებსაც მოძღგრავენ“.! ჩვენთან ამ კანონის ტექსტი იმდენად განსხგავდება იოანე სქოლასტიკოსის კრებულში, ასევე არისტინეს კრებულსა და სლავურ სჯულისკანონში (M0CM989, საჭეთმპყრობელი) მოყვანილი ტექსტისაგან, რომ სულ სხვა შინაარსი აისახება. იოანე სქოლასტიკოსს არა აქვს სიტყვები წ 16 #-6-60C+Iის, ამიტომ ამ კანონით არ განიკითხებიან მასში პელაგიანობის მიმდევარი კლერიკოსები.? არისტინესთან დაგმობილნი არიან ის კლერიკოსები, რომლებიც, ნესტორის გარდა, კელესტინეს თანამოაზრენიც არიან – LL -VV66 +თV XXი0L«XთV #6X8C+§V... 6ს0დ00VMCCთI6V.3 სლავურ სჯულისკანონში (MM0ნ6M9მ89) ამ კანონს ასეთი ფორმა აქვს: „ვინც კელესტინესა და ნესტორის მწვალებლობის თანაზიარნი არიან, განიკვეთონ“.4 იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა ამ კრებულში წინამდებარე კანონი შეცდომითაა გადმოცემული, გამოდგება ის, რაც ჩვენ მიერ უკვე ნათქვამია ამის შესახებ, როდესაც აღნიშნულ კრების კანონებს განვმარტავდით. ხოლო იმაზე, რომ წინამდებარე კანონის ჩვენეული ტექსტი სავსებით ზუსტია და პელაგიანელები ნამდვილად დაგმეს ამ კრებაზე, ხოლო რომაელი მღვდელმთავარი კელესტინე შეცდომით იყო მწვალებლად მოხსენიებული, გარდა ჩვენ მიერ უკვე თქმულისა, სხვათა შორის, მოწმობს გრიგოლ I-ის კიდევ ერთი ეპისტოლე პელაგიანელთა მიმართ, სადაც ის ამბობს: „როდესაც განვიხილავდით ეფესოს კრების ოქმებს, ჩვენ ვერც ერთი სიტყვა ვერ მოვიძიეთ ადელფიოსის, საბასა და, ასევე, იმათ შესახებ, რომელთა მიმართაც ცნობილია, რომ დაგმობილნი არიან ამ კრების მიერ, მაგრამ დასაშვებად მიგვაჩნია, რომ როგორც ქალკედონის კრების ოქმები დააზიანეს, ალბათ, ზუსტად ასევე მოხდა ეფესოს კრების ოქმებთან მიმართებითაც“. სწორედ ეს წარმოადგენს, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, არისტინესა და სქოლასტიკოსის კრებულებში, და ასევე – სლავურ სჯულისკანონში ტექსტების მცდარობის მიზეზს. შენიშვნები: 1. 4თ. CM8X., II, 197. 2. VCCII1 6 M0)5L0111, 31ხ110ჯჩ0ლი, II, 570. 3. ტდ. CIMIIV., II, 197. 4. დასახ. თხზ.,, I, 90.
PDF გვ. 281 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
ნესტორმა, თავის თანამზრახველებთან ერთად გაბედა კანონსაწინააღმდეგოდ შეეწყნარებინა, თვითნებურად ეკლესიაში დაებრუნებინა და სასულიერო ხარისხში აღედგინა ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც უკეთური საქციელის გამო განკვეთილები არიან წმინდა კრების, ან თავისი ეპისკოპოსების მიერ; მაგრამ ეს მათთვის ყოვლად უსარგებლოა, რადგან ჩვენი სამართლიანი განაჩენით ისინი მაინც განკვეთილებად რჩებიან. კანონის ძალით, მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა კრებას, ისევე, როგორც ცალკეულ მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებს, უფლება აქვთ უკეთური საქციელისათვის გაასამართლონ მათზე დაქვემდებარებული სამღვდელონი და დაუქვემდებარონ ისინი განყენებას ან განკვეთას. ნესტორი და მისი თანამზრახველები, იმ მიზნით, რომ მიმდევართა რიგები გაეზარდათ, არ აქცევდნენ ყურადღებას ამ საკითხებთან დაკავშირებულ კანონებს და თვითნებურად იქცეოდნენ, ანუ, როგორც ზონარა ამბობს: „არ ასხვავებდნენ, რა იყო დაშვებული და რა – აკრძალული“.«1 ისინი თავისთან იღებდნენ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა მიერ სამღვდელო დასიდან განკვეთილ პირებს და ძველ იერარქიულ ხარისხში აღადგენდნენ. კრებამ ამ გარემოებას ყურადღება მიაპყრო და თავისი კანონით განაწესა, რომ შეწყალება, რომელსაც განკვეთილი კლერიკოსები არამართლმადიდებელი ეპისკოპოსებისაგან იღებენ, ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულია – ისინი მაინც განკვეთილებად და ეკლესიასთან ერთობააკრძალულად რჩებიან. ამ შემთხვევაში, კრება აღადგენს ეკლესიის უძველეს ნორმას, რომელსაც მოციქულთა განწესებებში ვხვდებით და რომელსაც ეკლესია მთელი ამ საუკუნეების მანძილზე იცავდა. კერძოდ, „რომელიმე ერთი ეპისკოპოსის მიერ განყენებით დასჯილი მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარების უფლება, სხვა ეპისკოპოსს არა აქვს; მღვდელმოქმედების უფლება მას კვლავ მისმა განმკანონებელმა ეპისკოპოსმა უნდა დაუბრუნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ეპისკოპოსი გარდაიცვლება“ (მოც. 32-ე). წინა კანონების განმარტებებში ჩვენ წარმოვაჩინეთ ის შეცდომები, რომლებიც გაპარულია სლავურ სჯულისკანონში, აქ კი სიტყვასიტყვით მოვიყვანთ „ადრე გა“ ცხადებული ხუთი კანონის განმარტებას“, რომელიც ამ კანონის შემდეგაა განთაგსებული და აჩვენებს, რომ კანონთა ტექსტებში დაშვებული შეცდომები მათ განმარტებებშიც მეორდება: „როცა ეფესოს კრებაზე წმინდა მამები შეიკრიბნენ, ზოგიერთი მიტროპოლიტი მართლმადიდებლობას განუდგა და კონსტანტინეს ქალაქის ეპისკოპოსის, უკეთური ნესტორისა და რომის ეპისკოპოს კელესტინეს მწვალებლური სწავლება გაიზიარა, რომელთაც იუდეველთა მსგავსად სწამთ და აზროვნებენ. ზოგიერთი ეპისკოპოსი დარჩა და საერთოდ არ გამოცხადდა კრებაზე; არ მოინდომეს დაეგმოთ და შეეჩვენებინათ ეს უკურთხებელი და უკეთური ეპისკოპოსები, პირიქით, იბრძვიან და ეხმარებიან მათ. ამის გამო, წმინდა კრება ბრძანებს: ვინც ნესტორის და კელესტინეს ემხრობა, მათ მწვალებლობას იზიარებს და მათ მსგავსად აზროვნებს, ხარისხი აეყაროს და ეკლესიიდან განიკვეთოს; ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც ნესტორიმ და კელესტინემ სასულიერო ხარისხიდან განკვეთეს, თუ მათ ჭეშმარიტი ზრახვები და რწმენა აქვთ, თავიანთ ხარისხში უნდა აღდგნენ; ხოლო ვინც თავისი ეპისკოპოსის მიერ რაიმე უკეთური საქმისთვის იყოს განკვეთილი, ნესტორისა და კელესტინეს მხრიდან კი – მიღებული და გამართლებული, – ასეთი მაინც განკვეთილად უნდა დარჩეს, რადგან ისინი სასულიერო პირები არ არიან“.2 შენიშმნა: 1. 4თ. CM#8X., II, 198. 2. დასახ. თხზ.., I, 90.
PDF გვ. 282 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
თუ ზოგიერთები მოინდომებენ რაიმე სახით შეარყიონ ის განჩინება, რომელიც თითოეული მათგანის მიმართ წმინდა კრებამ ეფესოში გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში წმინდა კრება ადგენს: აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირებს, თუ ისინი ეპისკოპოსები ან სასულიერო დასის სხვა წევრები არიან, პატივი სრულიად აეყაროთ, ხოლო თუ ერისკაცები – უზიარებლობით დაისაჯონ. ეს კანონი იმ ეპისტოლის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს, რომლითაც კრებამ მიმართა „ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს და თითოეული სამთავროსა და ქალაქის მთელ მრევლს“ – როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ. წინა კანონები შეიცავს განწესებებს, უმთავრესად იმ პირების შესახებ, რომლებიც იმის გვერდით იყვნენ, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიას განუდგა, ეწინააღმდეგებოდა მას და იზიარებდა ნესტორიანელთა და პელაგიანელთა ცრუ სწავლებას. ეს კანონი ყველას ეხება და გმობს თითოეულს, – იქნება ის სასულიერო იერარქიის წარმომადგენელი, თუ სხვა ვინმე, – ვინც ცდილობს, ამა თუ იმ გზით დაარღვიოს კრების განწესება; ამასთან, სასულიერო იერარქიის წევრი განკვეთას ექვემდებარება, ხოლო დანარჩენები – საეკლესიო ზიარებიდან განყენებას.
PDF გვ. 283 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
წარმოდგენილი წერილის წაკითხვის შემდეგ წმინდა კრებამ განაჩინა: არავის მიეცეს უფლება, წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დაადგინეს; ხოლო ვინც გაბედავს სხვა მრწამსის შედგენას, წარმოდგენას ან შეთავაზებას ჭეშმარიტების შემეცნების მსურველთათვის, ანდა წარმართობის, იუდეველობისა ან სხვა რომელიმე მწვალებლობისაგან მოქცეულთათვის, ასეთ პირთა მიმართ განვაჩინებთ: თუ ეპისკოპოსები არიან ან სასულიერო დასის სხვა წევრები, შეირაცხონ უცხოებად: ეპისკოპოსები – ეპისკოპოსობისაგან, კლერიკოსები – დასის წევრობისაგან; ხოლო თუ ერისკაცები: შეჩვენებულ იქნენ. ზუსტად ასევე, თუ ეპისკოპოსები, კლერიკოსები ან ერისკაცები იმხილებიან ღვთის მხოლოდშობილი ძის შესახებ ისეთი ბილწი და გამხრწნელი სწავლების ქადაგებასა და გამზიარებლობაში, როგორიც ეს ნესტორის დოგმატებშია გადმოცემული და ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი წარმოდგენილი, მაშინ ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინებით ისინი შემდეგ სასჯელს დაექვემდებარონ: ეპისკოპოსები ეპისკოპოსობისაგან უცხოებად უნდა შეირაცხონ და ხარისხი აეყაროთ, კლერიკოსები კი დასიდან განიკვეთონ; ხოლო ერისკაცები, როგორც ნათქვამი იყო, შეჩვენებულ იქნენ. (II მსოფლ.1 ; ტრულ. 1; კართ. 2), ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეფესოს კრების მე-7 კანონი სხვა კანონებისაგან განცალკევებით იქნა მიღებული და, პირველი ექვსი კანონისაგან განსხვავებით, არ შეადგენდა კრების ეპისტოლის ნაწილს, რომელიც დაეგზავნათ „ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს და თითოეული სამთავროსა და ქალაქის მთელ მრევლს“. იგი მიიღეს ფილადელფიის ეკონომოსისა და მღვდლის, ხარსის მიერ კრებისადმი წარდგენილი საჩივრის საფუძველზე. კრების მეექვსე სხდომაზე მღვდელმა ხარსიმ კრების წინაშე განაცხადა, რომ ზოგიერთი ცრუმოძღვარი ცდილობდა მრევლში ნესტორის ცრუსწავლება გაევრცელებინა და ამ მიზნით ცბიერებას მიმართავდა. ეს ცბიერება იმით გამოიხატებოდა, რომ თხზავდნენ რწმენის ახალ აღმსარებლობას და მოხერხებულად შეძლეს თავის მხარეს გადაებირებინათ უბრალო ადამიანთა გარკვეული რაოდენობა. მან აგრეთვე მიუთითა, რომ ვინმე ანტონმა და იაკობმა, რომლებიც თავიანთ თავს მღვდლებს უწოდებდნენ და კონსტანტინოპოლიდან ჩამოგიდნენ, თან ჩამოიტანეს რწმენის რაღაც ახალი სიმბოლო და ბევრი სარეკომენდაციო წერილი ნესტორის თანამზრახველებისა და ვიღაც ორი მღვდლისაგან – ანასტასისა და ფოტისაგან, ასევე – ამ უკანასკნელის მიმდევართაგან. ორივე ამ მღვდელმა თავისი კადნიერებითა და მზაკვრობით იმდენად თავბრუ დაახვიეს ლიდიის ეპისკოპოსებს, რომ ამ უკანასკნელებმა ნება დართეს მათ, თავისუფლად ეცხოგრათ იმათ სამთავროებში. იაკობი დარჩა ფილადელფიის ლიდიაში და იქ დაიწყო მოქმედება, თანაც, მოკლე ხანში მოახერხა რამდენიმე მდაბიო პირის ცდუნება, მართლმადიდებლად თავი: მოაჩვენა და მათ თავისი მრწამსი მიაღებინა. ანტონის მოღვაწეობის შესახებ, რომელმაც სხვა ადგილებში მოახერხა მრეგლის შეცდომაში შეყვანა, ხარსი არაფერს ამბობს. მისთვის მხოლოდ იაკობის მოღვაწეობის შესახებ იყო ცნობილი. ხარსიმ მიიღო იაკობის მრწამსის ერთი ასლი მოტყუებულთა ხელმოწერით. მან ეს მრწამსი კრებას წარუდგინა, ითხოვა ამის წინააღმდეგ ზომების მიღება და მზაკვარი მწვალებლების დაგმობა. ამასთან, მან კრებას წარუდგინა რწმენის თავისი აღმსარებლობა, რათა ამ გზით თავიდან აეცილებინა მწვალებელთა ბრალდება იმაში, რომ თითქოს არც მისი რწმენა იყო ნიკეის კრების მრწამსთან თანხმობაში. კრების მამებმა მზადყოფნა გამოთქვეს, განეხილათ ხარსის საჩივარი, მაგრამ წინასწარ რამდენიმე პირობა უნდა ყოფილიყო შესრულებული. მათი ბრძანებით, უწინარეს ყოვლისა, წაიკითხეს ნიკეის კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო! და შემდეგ თავად ხარსის წერილობითი რწმენის აღმსარებლობა, რათა კრება დარწმუნებულიყო იმაში, რომ ხარსი ნამდვილად აღიარებს მართლმადიდებლურ რწმენას და არ არის თვითონ მწვალებლური სწავლებით მოწამლული. რადგანაც ხარსის რწმენის აღმსარებლობა სავსებით მართლმადიდებლური აღმოჩნდა, როგორც ნიკეის სიმბოლოსთან შეჯერებული, ამიტომ კრება, ეკლესიაში არსებული ნორმის თანახმად (რომელიც შემდგომში გამოიხატა IV მსოფლიო კრების 21-ე კანონში) და მოციქულთა 74-ე კანონის საფუძველზე, საქმის განხილვას შეუდგა მას შემდეგ, რაც ნახა, რომ ხარსის საჩიგარი შეიძლებოდა გამოძიებულიყო. კრების ოფიციალური ანგარიშის მომხსენებელთა მოსმენისა? და ცრუ სიმბოლოს წაკითხვის შემდეგ,6. რომელიც მწვალებლურად იქნა აღიარებული, კრებამ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელმაც შეადგინა წინამდებარე (მე-7) კანონი. მისი პირველი სიტყვები „წარმოდგენილი წერილის წაკითხვის შემდეგ“, მის წარმომავლობაზე მეტყველებს“ ამ კანონით კრების მამები კატეგორიულად კრძალავენ ყველა სხვა რწმენის სიმბოლოს შედგენასა და გამოყენებას ეკლესიაში, ვისიც არ უნდა იყოს იგი, გარდა იმ სიმბოლოსი, რომელსაც საფუძველი ნიკეაში ჩაეყარა და დასრულებული სახე კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე მიილო;5 ისინი მკაცრ სასჯელს უწესებენ ყველას, ვინც ამის დარღვევას გაბედავს; ასეთივე სასჯელს განაჩინებენ იმ პირთათვისაც, რომლებიც გაბედავენ ცრუ სწავლების – და არა ნიკეა-კონსტანტინოპოლის – გავრცელებას მათ შორის, ვისაც სურს ეკლესიაში მოექცეს არაქრისტიანული ან მწვალებლური საზოგადოებებიდან. მოკლედ, მამებს სურთ მტკიცედ და შეურყვნელად მხოლოდ რწმენის ის სიმბოლო დაიცვან, რომელიც დამტკიცდა I და II მსოფლიო კრებებზე. სრულად განკვეთენ ეკლესიიდან ყველას, ვინც ამ სიმბოლოს არ აღიარებს; მართლმადიდებლურად აღიარებენ მხოლოდ იმათ, ვინც ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს აღიარებს, და აცხადებენ არამართლმადიდებლად, ანუ მწვალებლად ყველას, ვინც აღნიშნულ სიმბოლოს არ იწყნარებს. ამ მნიშვნელობითაა მიღებული და დამტკიცებული ეს კანონი ყველა სხვა კრებაზეც, რომელიც ამ კრების შემდეგ გაიმართა. ფენიშვნები:
1. ბევერგია ამ კანონის თავისეულ განმარტებაში ამტკიცებს, რომ ნიკეის სიმბოლო არ ყოფილა აქ წაკითხული, ხოლო ბალსამონის შემდეგ სიტყვებთან დაკავშირებით: „ეს კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც წაკითხულ იქნა წმინდა სიმბოლო, ჩამოყალიბებული პირველ კრებაზე“, შენიშნავს ILIIC 89158-იიი 660816 081I0C1იმLVI. M0ი 6ი)იი 005 6036L1 8110V1V§ 60% 51თხი)1 #M1080»ი1 160L10ი6Iი, 06ძ1LV§ 086 #10 იგიიი, VIL 89158>0ი 110 8(18%, 500 0605 1000 CM98X1511 11ხი11ს»ი იხ 51 იხი1სIი M05(0>18ი სი (4. 51V6 სყიძიიLჯვი. II, ტიიიLს., ი. 106). („აქ ბალსამონი ძალიან ცდება. წინამდებარე კანონი მიიღეს არა ნიკეის სიმბოლოს წაკითხვის შემდეგ, არამედ – ხარსის აღმსარებლობისა და ნესტორიანელთა სიმბოლოს წაკითხვის შემდეგ“), მაგრამ მსოფლ. კრებების ოქმების თანახმად ცდება ბევერეგია და არა ბალსამონი, იხ. მსოფლ. კრებ. საქმენი, I, 740 – 742). – შდრ XIხI8, ძ0II5 0001. ყL. ხ15ყ%, %L «იიი. I, 521. 2. მღვდლები – პეტრე და დიონისე. მსოფლ. კრებ. საქმენი, I, 740. 3. იხ. იგივე თარგმანი მსოფლ. კრებ. საქმენი, I, 746-751. 4. ამ კანონის წარმოშობის შესახებ დაწვრილებით იხ. მსოფლ. კრებ. საქმენი, I, 742-773. 5. ისინი კრძალავენ – შენიშნავს ამასთან დაკავშირებით არქიმ. იოანე – არამცთუ სხვა რწმენის შედგენას, – რაც თავისთავად ცხადია, – არამედ რწმენის ყოველგვარ, ნიკეის მრწამსისაგან განსხვავებულ გადაცემას, როგორც ეს განმარტა თვით წმინდა კირილე ალექსანდრიელმა, ეფესოს კრების თავმჯდომარემ. იოანე ანტიოქიელისადმი ეპისტოლეში ის წერდა: იყველას გუკრძალავთ რწმენის იმ სიმბოლოს შეცვლას, რომელიც ნიკეის წმინდა მამებმა მიიღეს; არც ჩვენს თავს მივცემთ ამის უფლებას და არც – სხვა ვინმეს, რომ რაიმე, თუნდაც ერთი სიტყვა, ამ სიმბოლოდან ამოღებულ იქნეს და გადაკეთდეს. იმავეს წერდა იგი მელიტელთა ეპისკოპოს აკაკის“. დასახ. თხზ,., II, 251.
PDF გვ. 284 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღგთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა – ზენონმა და ევაგრემ. ვგინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას სავიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათა კანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ხელისუფლების ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული. (მოც. 34,35; ! მსოფლ. 6, 7; II მსოფლ. 2; ტრულ. 20, 36, 39; ანტიოქ. 9, 13, 22; სარდიკ. 3, 11).
ამ კანონის მიღების მიზეზი იყო სამი კვიპროსელი ეპისკოპოსის მიერ ეფესოს კრების მეშვიდე სხდომაზე, ანტიოქიის ეპისკოპოსის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი. ანტიოქიის ეპისკოპოსის მიზანი იყო თავისი იურისდიქციისათვის დაემორჩილებინა კვიპროსის ეკლესია და, შესაბამისად, ჩამოერთვა მისთვის ის ძველი პრივილეგიები, რომლებითაც კვიპროსის ეპისკოპოსები ყოველთვის სარგებლობდნენ და რომელთა საფუძველზეც მათ კრებას შეეძლო ეპისკოპოსები დამოუკიდებლად დაედგინა. კვიპროსის მთავარი ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი) უხსოვარი დროიდან დამოუკიდებელი იყო. საეკლესიო კანონებიდან ვხედავთ, რომ კვიპროსის ეპისკოპოსი ყოველთვის იყო ავტოკეფალიურად #010X6600206 (ირ»აი1ი1 §0ხ)160Lს5) აღიარებული. მართალია, II მსოფლიო კრების მე-2 კანონის თანახმად, მიტროპოლიტები შედიან იმ ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში, რომლებიც დიოცეზის საჭეთმპყრობელნი არიან (პატრიარქები), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიტროპოლიტი მაინც რჩებოდა თM+0X60020Lდ. დასახელებული კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს: „არ მოგვეჩვენოს უცნაურად, როცა ვხედავთ სხვა დამოუკიდებელ (ავტოკეფალიურ) ეკლესიებსაც (6800ო6 §C9აC!9C თ0%0X60020ს%C), ისეთებს, როგორიცაა: ბულგარეთის, კვიპროსის, ივერიის... კვიპროსის არქიეპისკოპოსი აღიარა»"III კრებამ. იხილე ამ კრების მე-8 და VI კრების 39-ე კანონები".! ამდენად, კვიპროსის ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლება ეფუძნება უძველეს ჩვეულებებსა და კანონებს. ამას ყველაზე ნათლად? ცხადყოფს წინამდებარე კანონის მიღების განზრახვა. | მსოფლ. კრების მე-6 კანონის სიტყვები – §V +თ% 6XMXXI 6MXთ0XICX «6 X080ჩ6Iთ თთხ600თ! +0IC 6MM0XთCIთV („ზოგიერთ სხვა სამთავროშიც შენარჩუნებულ იქნეს ეკლესიების უპირატესობა (პრივილეგია)“ – აშკარაა, რომ სხვა მნიშვნელობას არ შეიცავს, გარდა იმისა, რაც უკვე მივუთითეთ ამ კანონის განმარტებაში. კერძოდ, ეს სიტყვები იმას გულისხმობს, რომ ზოგიერთი სამთავროს ავტოკეფალიურობა, გარდა იმ კანონში აღნიშნულისა, წმინდად უნდა იყოს დაცული, რადგან დაფუძნებულია უძველეს ჩვეულებაზე – 16 60X0IC 605 X0თX6LLC) (დაცულ იქნეს ძველი ჩვეულებანი"). ანტიოქიელმა ეპისკოპოსებმა რამდენჯერმე სცადეს კვიპროსის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა და თავიანთი ხელისუფლებისათვის დამორჩილება. აქ ისინი უმთავრესად ეყრდნობოდნენ იმას, რომ პოლიტიკურად კუნძული კვიპროსი ანტიოქიის პრეფექტს ექვემდებარებოდა.3 შემდგომ- _ _ ში იოანე, რომელიც ცნობილი იყო. როგორც ეფესოს თავყრილობის ს ულისჩამდგმელი და მართლმადიდებელთა წმინდა კრებისაგან განმდგარი, ცდილობდა ერთხ:- ელ და სამუდამოდ დაექვემდებარებინა კვიპროსის ეპისკოპოსი, რისთვისაც მეტად ენერგიულად იღვწოდა – განსაკუთრებით, კვიპროსის ეპისკოპოს თეოდორეს სიკვდილის შემდეგ.“ ამ საქმეში მას საერო ხელისუფლებაც ეხმარებოდა, რის შესაL ებაც ვკითხულობთ ეფესოს კრების მეშვიდე სხდომის ოქმებში.5 რიგინოსის, ზი ნონისა და ევაგრეს საჩივრების პასუხად ეფესოს კრებამ გადახედა ამ საკითხს დ: კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალობა დაამტკიცა. კატეგორიულობა, რომლითაც კრების მამები კვიპროსის ეკლესიის საკითხს წყვეტდნენ და მის უფლებას უზრუნველყოფდნენ, ნათელს ხდის თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ეკლესიის საზღვრების წმინდად დაცვას. კრების მამები არ იფარგლებიან წინამდებარე კანონში კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალობის მხოლოდ საჯარო დამტკიცებით, არამედ აცხადებენ მას, როგორც კანონს, რომელიც დაფუძნებულია წმინდა მოციჟულების მე-5 და ანტიოჭიის კრების მე-3 კანონებზე; იგი არ უნდა დაირღვეს ვინმეს მხრიდან, რადგან არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება, თავისი ხელისუფლება განავრცოს იმ ეკლესიაზე, რომელიც ადრე მისი იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფებოდა;? კრება ასკვნის: წმინდა მსოფლიო კრება გამოხატავს ნებას, რომ ყველა ეპარქიამ წმინდად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაიმარხოს თავიდანვე მიკუთვნებული, ძველთაგანვე ჩვეულებით დამტკიცებული უფლება“ კვიპროსის ეკლესიის შესახებ ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი ტრულის კრების 39-ე კანონის განმარტებაში, რომელიც, როგორც დავინახაგთ, საზეიმოდ ამტკიცებს ეფესოს კრების ამ განწესებას და აცხადებს: „დაე, უცვლელად იქნეს დაცული უპირატესობა, რომელიც მიეცა საყდარს (კუნძულ კვიპროსის წინამძღვრისას) ოდესღაც ეფესოში შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათაგან“?. ამ კანონში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია შემდეგი სიტყვები: არ შემოიპაროს თითქოსდა ღგთისმოსაობის სახით, საერო ხელისუფლების ქედმალლობა“.9 ქრისტეს ეკლესიას არასოდეს ჰქონია სხვა ხელისუფლება, გარდა იმისა, რომელიც მას ქრისტემ უბოძა; ქრისტეს კი არ შეეძლო მისთვის მიეცა სხვა ხეისუფლება, გარდა იმისა, რაც მან მამაღმერთისაგან მიიღო. ,,-.ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“ (ინ. 20, 21), ეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს, რითაც ნათელს ჰფენს მათ მომავალ ძალაუფლებას. სწორედ ამის გამო ამბობს პავლე მოციქული, რომ მღვდელმსახურებე ქრისტეს ნაცგალნი და მისი მსახურების გამგრძელებელნი არიან, ამიტომაა შეუძლებელი, რომ მათ ჰქონდეთ რაიმე ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ გააჩნდა ქრისტეს, როგორც ეკლესიის თავს. მიწიერი ცხოვრებისას მაცხოვარს არასოდეს მიუთვისებია საერო ხელისუფლება და მისით არასდროს უსარგებლია; არასდროს გამოუყენებია ძალადობა და მახვილი, არამედ რწმენის ჩანერგვითა და სასწაულებით ცდილობდა ეზიარებინა ადამიანები ჭეშმარიტებასა და კეთილმსახურებას. იგი თავად გვასწავღ.ას ამას, როცა ამბობს, რომ არ მიუღია მამისაგან არავითარი საერო ხელისუფლება. როცა იუდეველები ბრალს სდებდნენ იესუს პილატეს წინაშე იმაში, რომ იგი საკუთარ თავს იუდეველთა მეფეს უწოდებდა, მან პილატეს კითხვაზე, არის თუ არა იუდეველთა მეფე, უპასუხა, რომ მიწაზე არავითარი საერო ხელისუფლება არ გააჩნია: „..მეუფებაი ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაი ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთკს, რაითა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაი ჩემი არა არს ამიერ სოფლითა“ (ინ. 18, 36), პილატე კვლავ ეუბნება მას: ,„„. უკუეთუ მეუფშ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყყ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთკს შობილ ვარ და ამისთკს მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი...“ (ინ. 18, 37) – განა მას ამაზე უკეთ შეეძლო, დაემოწმებინა, რომ ქვეყნად ხელისუფლებით სარგებლობისათვის არ მოსულა? როგორი უფლება ჰქონდათ ქრისტესგან მოციქულებს მინიჭებული, ეს ყველაზე კარგად ჩანს წმინდა წერილის იმ ადგილებში, სადაც ამაზეა საუბარი. თუკი ეკლესიას არ გააჩნია სხვა ძალაუფლება, გარდა იმისა, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს მისცა, ხოლო მათ – თავიანთ მემკვიდრეებს; თუკი წმინდა წერილიდან არ ჩანს, რომ ქრისტეს მოწაფეებს სხვა რაიმე ძალაუფლება ჰქონდათ, გარდა სულიერისა, მაშინ ამაოა ზოგიერთი იერარქის მტკიცება, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ იყვნენ საერო ხელისუფლების ფუნქციის შემსრულებელნი. უპირველესი და უმთავრესია ძალაუფლება, რომელიც ქრისტემ მოციქულებს მისცა, ეს არის ძალაუფლება სახარების ქადაგებისა მთელ დედამიწაზე და იმათი მონათვლა, ვისაც სწამს (იხ. მთ. 28, 18), ეს ძალაუფლება რომ მხოლოდ სულიერია, სრულიად აშკარაა. სხვა ძალაუფლება, რომელიც მოციქულებს მიეცათ, მათგან კი – ეკლესიას, ეს არის ძალაუფლება შეკვრისა და გახსნის: „ამენ გეტყკ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰკსნათ ქუეყანასა ზედა, კსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 18, 18). ქრისტეს ამ სიტყვებზე დაყრდნობით ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვები საერო საქმეებსაც ეხება, რაც უსაფუძვლოა, რადგან თვით ქრისტე უპასუხებს მათ შემდეგი სიტყვებით: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (ინ. 20, 21-23). აქედან ცხადია, რომ შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, რომელიც მოციქულებმა ქრისტესგან მიიღეს, ეხება მხოლოდ ცოდვებს, ანუ – მხოლოდ სულს, და არა – ხორცს, რის შესახებაც ბრძნულად შენიშნავს იოანე ოქროპირი.9 მესამე ძალაუფლება, რომელიც ქრისტესგან მოციქულებს მიენიჭათ, არის ძალაუფლება ევქარისტული საიდუმლოს შესრულებისა მის მოსაგონებლად (იხ. ლუკ. 22, 19), რომელიც, ეჭვგარეშეა, არ შეიძლება, საერო ძალაუფლებად მივიჩნიოთ. ბოლო ძალაუფლებაზე, რომელიც დამნაშავეთა დასჯას ეხება, საუბრობს მათე მახარებელი: „,..ხოლო უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მთ. 18, 17). ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ეკლესიას არ შეუძლია სხვა რაიმე სასჯელი დაადოს დამნაშავეებს, გარდა საეკლესიო ზიარებიდან განყენებისა და ქრისტიანული საზოგადოებიდან განკვეთისა.
თუ რამდენად უარყოფდნენ ქრისტე და მისი მოციქულები რაიმე სახით საერო ხელისუფლების მოპოვებისათვის ზრუნვას, იქიდან ჩანს, რომ ისინი გადაჭრით ამბობენ უარს ეკლესიის ასეთ ძალაუფლებაზე და მას მხოლოდ სულიერ ხელისუფლებას უნარჩუნებენ. პირველ რიგში, ქრისტე უარყოფდა ასეთ ხელისუფლებას და შემდეგ თავის მოწაფეებსაც ეუბნებოდა, რომ მიწიერი ხელისუფლება ეკუთვნით არა მათ, არამედ საერო მმართველებს: „..მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ხელმწიფებაი აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქვკან. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის...“ (ლუკ. 22, 25; მარკ. 10, 43). ამ სიტყვებით ქრისტე მოწაფეებს ორ ჭეშმარიტებას ამცნობს: პირველი – ისინიც და მათი მემკვიდრეებიც ყოველგვარი საერო ხელისუფლებისა და იურისდიქციისაგან შორს უნდა იყვნენ; მეორე – სულიერი ხელისუფლება, რომელიც მათ უფალმა მიანიგვა, არის არა ბატონობის, არამედ სიყვარულისა და სიკეთის ხელისუფლება, რადგან საერო ხელისუფლების ამოცანა გარეგანი საქმეების მართვაა, მაშინ, როცა სულიერი მართავს გულის შინაგან მოძრაობებს. სხვათა შორის, ორიგენე ამბობს, რომ სასულიერო პირები მოწოდებულნი არ არიან ეკლესიაში ბატონობისათვის, არამედ თავისი ეკლესიის მსახურებისათვის.!? ამასთან დაკავშირებით იერონიმეს მოჰყავს განსხვავება, რომელიც არსებობს ქვეყნის მთავრისა და ეპისკოპოსის ხელისუფლებას შორის: პირველი (მთავარი) უფროსობს იმათზე, ვისაც არ სურს დამორჩილება, მეორე (ეპისკოპოსი) კი – დამორჩილების მსურველებზე; პირველი შიშით იმორჩილებს, მეორე კი – თვითონ ხდება მსახური; პირველი სხეულს იცავს სიკვდილისათვის, მეორე კი სულს ინახავს გადარჩენისათვის.!! სწორედ, წმინდა წერილის ეს სწავლება – ეკლესიის ძალაუფლების ხასიათის შესახებ – მხედველობაში ჰქონდათ ეფესოს კრების მამებს, როცა თავისი ამ განწესებით შეახსენებდნენ, რომ ეკლესიაში არ უნდა შეიპაროს ღვთისმსახურების ნიღბით საერო ხელისუფლების მედიდურობა. თავიანთ განჩინებაში, იმ ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ გარკვეული უპირატესობა მიეღოთ სხვებთან მიმართებით, მამებმა კვლავ აჩვენეს, რომ ისინი მაცხოვრის იმ სიტყვებს გულისხმობენ, რომლითაც მან თავისი მოწაფეები დამოძღვრა განდიდებასთან მიმართებით: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველი ძმანი ზართ. და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამათ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე. ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თყსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თყსი, იგი ამაღლდეს“ (მთ. 23, 8-12). ეფესოს მამები მაცხოვრის სხვა სიტყვებსაც იხსენებენ, რომლითაც მან მოწაფეების თანასწორობა დაამოწმა: „..რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 43, 44), დამატების სახით მოვიყვანთ ამ კანონზე არქიმანდრიტ იოანეს დართულ შენიშგნას მისივე განმარტებიდან: „ამ სიტყვებში ორი განსაკუთრებული აზრია გამოხატული: 1) საეკლესიო მმართველობაში ხელისუფლების უპირატესობა არ უნდა იყოს ისე გამოხატული, რომ ერთ რომელიმე ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა სხვაზე მეტად მოჰქონდეს თავი, რადგან ისინი, თავისი უფლებების საღვთო მნიშვნელობით, მასთან თანასწორნი არიან, და მით უფრო ნაკლებად უნდა გამოიხატოს მისი უპირატესობა ყველა ადგილობრივ ეკლესიაზე, რომელთა უფლებაც, მამათა განწესებების თანახმად, დამოუკიდებელი და ხელშეუხებელი უნდა იყოს თავის ფარგლებში; 2) საეკლესიო ხელისუფლების სასულიერო ხარისხსა და მის წმინდა უფლებებს სოფლისმიერი არაფერი შეერიოს, თავისი სახითა და ქმედებით მისი სულისათვის უცხო, ისეთი, როგორიცაა: საერო ხელისუფლება, წუთისოფლის პატივი, ამქვეყნიურ საშუალებათა გამოყენება თავისი მიზნებისათვის და ა. შ. ასე მკაცრად ზღუდავს მამათა ძველი კანონები სასულიერო ხელისუფლებას და ასე უარყოფდნენ ყოველგვარ აზრს მთელ ეკლესიაზე ერთი რომელიმე კათედრის მსოფლიო პირველობის შესახებ!?!“ შენიშვნები:
1. #ტთ. CX#M87X., II, 171.
2. მსოფლ. კრებ. საქმენი II, §-15. 3, შდრ. ჯხითმვვ1ი, V0CLსვ 0 თ0V8 6CC165186 ძ180101108, ჭიIი. I, სხ. I, ი8ი. 18, 138. – ამ კანონის ბალსამონისეულ განმარტებაში ვკითხულობთ: „სანამ დიდი ანტიოქია არ გამოეყო რომის იმპერიას, იმპერატორი იქ თავის ნაცვალს აგზავნიდა, ხოლო ის, თავის მხრივ, ანტიოქიაზე დამორჩილებულ კვიპროსში აგზავნიდა მხედართმთავარს. ამის გამო, მაშინდელ კვიპროსის ეკლესიებში სასულიერო პირებს ანტიოქიელი ეპისკოპოსი ასხამდა ხელთ, რასაც იმით ხსნიდა, რომ იქ მხედართმთავარს, ანტიოქიის ნაცვალი აწესებდა”. #Cთ. C#MX.,II, 205. შდრ. ამ კანონის განმარტება ზონარას განმარტებასთან. ტდ. C#MV.,11, 204, 4. მსოფლიო კრებ. საქმენი, II, 11-12.
5. იქვი, II, 6, მ, 10. ,: .
6. ხომრV0 CV 060დ0.CX6+0აV 6/სთეტითაV რითიჯსთ/ 6(6იCთV, 0სX 00CCV CVVა0CV XI 66 6თე CX6 XV თა0ს, # 700 16V ჯიტ თი0ს Xნწით IXC0I2.CII86VCIV. მე-8 კანონის ბერძნული ტექსტი იხ. #ძთ. C#8».,IL, 203.
7. თთხ6C0თ! 6«რთ+იე 6#თC0XIC «0C0თირ CI 6ჩ(0C+0 +6 თს1XVI #00C6VLCთ ბიითსი 66 60XM1C M0L ოCVCI06V, X0=<6 +ტ X6?თს «ით+MCCV 600C. მე-8 კანონის ბერძნული ტექსტი იხ. იქვე, 204. შდრ. ჯსხი- X8851ი), დასახ. თხზ., I, 137 –140.
8. თი+6 რიVიდტყითთ მსIდსმსიუმიVCI XC XC06 «CV 6V CCდ6თV 16 Xი06M600V თსV62.06VVVაV 060დ6ი0V 7იCჯ6ი0აV +V 0ი6VV (+00 >C #სჯMილს Vითის Xი006წ00ს) #0ითთX606VXC X00V6III. შდრ. . ძს IIი, 0-6 6იLI0V08 000109180 01501 იMიი,იიწ. 63. _ 8ს)00=,1იივისთს8 6001. §სხ V0C6 /სს0L0ICდთX%, %იიი. 1,001. 583. 9. Iი ქიხგი., ი. 20 IMIდიძ. 9. წ., +. 59, C01. 467 და შემდგ.). 10, Iი I501, ჩიოთ. VI IMICიი, 9. წ., L. 13, Cი1. 238 – 246). _ Iი M8+ჩ. C. 12 (M1VწXი, §. წ., L. 13, ლ0). 973 - 1085).
11. ხი. LII 8ძ Mილის IMIყიი, 8. 1., L. 22, C01, 527 – 540).
12. დასახ. თხზ., II, 254-255. – ზედმეტად არ მიგვაჩნია, აქ მოვიყვანოთ თხზულებიდან თ05301%10ნ%6 ძ68 #I>იხიი+ილიL§ V0»ი ძის. VIII. 1810M011 (C10ი§50ი 1843, 1849) ადგილი, რომელიც ჩვენს სწავლებას ნათელს ჰფენს. მით უფრო, რომ ავტორი წარმოადგენს საეკლესიო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას დასავლელ ისტორიკოსთა შორის. საუბარია პეტრეს მოციქულობის შესახებ. მას შემდეგ, რაც მოიყვანა წმიდა წერილიდან ყველა ის ადგილი, სადაც პეტრე მოციქულზეა ნათქვამი, ბიკელი ამატებს: თუ ჩვენ შევადარებთ ქრისტეს ამ სიტყვებთან ახალი აღთქმის სხვა ადგილებს, სადაც საუბარი ეხება პეტრე მოციქულს, დავრწმუნდებით, რომ ეს მოციქული ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროსაც უკვი გამორჩეული იყო და შემდეგშიც, უაღრესად დიდი მოღვაწეობის შედეგად, განეკუთვნებოდა ყველაზე პატიგსაცემ მოციქულთა რიცხვს; მაგრამ ეს პატივი მაინც არ შეიძლება პრიმატად ვაღიაროთ, ანუ – განსაკუთრებულ მსახურებრივ მდგომარეობად, ხელისუფლებად, რის გამოც, საკამათო საკითხებში, განსაკუთრებით – რელიგიურში, მას შეიძლება მქონოდა გადამწყვეტი ხმა, რის შედეგადაც იგი შეიძლება აღქმულიყო როგორც ქრისტეს ეკლესიის ხილული თაგი, ქრისტეს ნაცვალი“. .8ძ. 1, 2V/0IL6 LI0(0Lსიწ, ხიL8სვნწ. ი00% ძი I0ძი ძი53 V0IL8950X V0»ი IX. XX0ძ I103ხ01), 5. 81 და შემდგ.
მფესოს წმინდა II მსოფლიო პრების ეპისტოლე გამფილიის საღვთო პრების მიმართ მათი ქოფილი მიტროპოლიტის, ევსტათის შესასებ რადგან, ღვთივსულიერი წერილი ღაღადებს: ყველა საქმე ბჭობით აღასრულეთ“ (შდრ. იგავ. 15, 22), ამიტომ ღვთისმსახურად წილხვდომილს, უფრო მეტად ევალება მთელი სიზუსტით განიხილოს მასზე დაკისრებული საქმე. ვისაც ცხოვრებაში ამ გზით სიარული სურს, მხოლოდ ამგვარად მიაღწევს ღვთის სასოებაში განმტკიცებას და, მაშინ, თითქოს ზურგის ქარი მიაჭანებსო, ისე წავა თავისი საწადელისაკენ მიმავალ გზაზე. ეს სიტყვა ფრიად სამართლიანია, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ მწარე და გაუსაძლისი მწუხარება გონებას აწვება და ძლიერ აღელვებს მას, რაც დასახული მიზნიდან გადახვევას იწვევს და გონებას განაწყობს ისე შეხედოს თავისი არსით მიუღებელ საქმეს, როგორც – რაღაც სასარგებლოს. ამის მსგავსი ჩვენ აღმოვაჩინეთ იმაში, რაც კეთილკრძალულ და ღვთისმოსავ ეპისკოპოს ევსტათის შეემთხვა. დამოწმებულია, რომ ის კანონიერადაა ხელთდასხმული. ევსტათი, ზოგიერთი პირისაგან შეშფოთებული, როგორც თვითონ ამბობს, გაუთვალისწინებელ გარემოებაში აღმოჩნდა. შემდეგ კი, მეტადრე გამოუცდელობის გამო, მოზღვავებული საზრუნაგვისაგან ქანცგამოლეულმა, ვეღარ შეძლო თავის მოწინააღმდეგეთა საყვედურები მოეგერიებინა და ჩვენთვის აუხსნელი მიზეზებით, ეპარქიის მმართველობიდან წერილობით მოითხოვა გადადგომა. თუმცა, ერთხელ უკვე აიღო რა საკუთარ თავზე მღვდელმთავრისათვის დაწესებული საზრუნავი, ვალდებული იყო სულიერი სიმტკიცით აღესრულებინა თავისი მოვალეობა, ერთგვარად იარაღი აესხა და შრომისათვის მომზადებულიყო, საზღაურის საწინდარი ოფლი სიამოვნებით გაეღო. რადგანაც მან ერთხელ უკვე გამოავლინა საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს გამოუცდელობით მოფვიდა და არა დაუდეგრობითა და მცონარობით, ამიტომ, თქვენმა კეთილმსახურებამ აუცილებლობის გამო მოახდინა ეკლესიის მმართველად ხელთდასხმა კეთილკრძალულისა და უკეთილმსახურესი ძმისა ჩვენისა და თანაეპისკოპოსისა თეოდორესი, რამეთუ არ ეგების ეპარქიას დაქვრივება და მაცხოვრის სამწყმსოს – წინამძღვრის გარეშე დარჩენა. მაგრამ რადგან იგი თვალცრემლიანი მოვიდა და, ამასთან, არც ქალაქის ეკლესიას ეცილება ზემოთ მოხსენიებულ უკეთილმსახურეს ეპისკოპოს თეოდორეს, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელსა და პატივს ითხოვს, ამიტომ, ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით განვისმჭვალეთ ამ ბერის მიმართ, და მისი ცრემლები ჩვენს საერთო ცრემლებად ჩავთვალეთ; მაშინვე შევეცადეთ გაგვეგო, კანონიერი იყო მისი დამხობა, თუ მხოლოდ რაიმე შეუფერებელ საქციელში იყო მხილებული იმათ მხრიდან, რომელთაც მისი კეთილი სახელის განქიქება სურდათ. როგორც შევიტყვეთ, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია და ბრალი მხოლოდ ეპარქიის კათედრის დატოვებაში მიუძღვის. ამის გამო, ჩვენ არ ვსაყვედურობთ თქვენს კეთილმსახურებას, რომელმაც მის ადგილზე სათანადოდ დაადგინა ზემოთ დასახელებული უკეთილმსახურესი ეპისკოპოსი თეოდორე; მაგრამ, რადგანაც უმართებულოა ამ კაცის გამოუცდელობის მრავალჯერ გაკიცხვა, – ნუ იყოფინ! ამიტომ, უფრო მართებულად მიგვაჩნია ამ მოხუცი ბერის შეწყალება. იგი უკვე დიდი ხანია იმ ქალაქის გარეთ ცხოვრობს, სადაც დაიბადა და თაგის მშობლიურ საცხოვრებელს მოშორებულია. ჩვენ სამართლიანად განვსაჯეთ და დავადგინეთ: ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრუნდეს მას სახელი, ეპისკოპოსის პატივი და თანაზიარება, ოღონდ იმ პირობით, რომ მას არ ექნება ხელთდასხმის უფლება; ეკლესიას არ დაიკავებს და თვითნებურად ღვთისმსახურებას არ ჩაატარებს, გარდა იმ შემთხგევისა, როცა მას თავისთან მიიწვევენ ანდა – ისე მოხდება, რომ მას ნებას დართავს ძმა და თანაეპისკოპოსი კეთილგანწყობითა და ქრისტესმიერი სიყვარულით; ხოლო თუ მის მიმართ რაიმე უფრო მწყალობლურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამჟამად ან შემდეგში, ისიც სათნო იქნება წმინდა კრებისათვის. (ორგზ. 16; პეტრე ალექს. 10; კირილე ალექს. 2, 3).
ათენის სინტაგმაში, ეს კანონი ეფესოს სხვა კანონებს შორის არ ირიცხება, ის ცალკეა, როგორც ICXI0CI02.) LC C0L)6 6VIIC MთოL 0IX0ს/!6ნVII16 +0LიMC CსV6ბ0ს X00C +MV 6V 1IთIIდს.Iთ 605თ/98 CხV060V, X60( L0C+თ0!ის, 100 7§V0ILწVის თსXVV III L00X07.(L0ს – იგივე წმინდა და მესამე მსოფლიო კრების ეპისტოლე, კეთილმსახურ პამფილიის კრების მიმართ მათი ყოფილი მიტროპოლიტის, ქვსტათის შესახებ“.' ბევერეგიასა? და პიტრასჰ გამოცემებში იგი სრულიად ცალკე დგას ისევე, როგორც კანონთა კრებულის უახლეს რუსულ გამოცემებში.“ სლავურ სჯულისკანონში ეს კანონი შემდეგნაირადაა დასათაურებული: ეს მეცხრე კანონი“.5 მსგავსების შესანარჩუნებლად, ჩვენს (სერბულ) გამოცემაში ის მოგვყავს III მსოფლიო კრების მე-9 კანონის სახით, იმის ნაცვლად, რომ მოვიყვანოთ როგორც კრების განსაკუთრებული ეპისტოლე.
ამ კანონში (სხვანაირად – ეფესოს კრების ეპისტოლეში), საუბარი უმთავრესად 11- ეხება ეპისკოპოსის წერილობით წარმოდგენილ თხოვნას (ჩM82.IიV Xთი00ICIIC60X, ხი11ს§ 8ხძ!: 910215) დაკავებული კათ დრიდან გადადგომის შესახებ. ამ კანონის დი. ა 'ვნლობიდა გამომდინარე, ისი განმარტებისას ყურადღებას მივაპყრობთ იმას, თუ: 1) რამდენად მართებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი თვალსაზრისით ცპისკოპოსის, მიტროპოლიტის ან პატრიარქის გადადგომა დაკავებული კათედრიდვ ა"; და 2) ვის უნდა წარედგინოს გადადგომა და საეკლესიო წესით ვინ არის ჩინებ.)ლი მის მისაღებად. მართლმადიდებელი ეკლესიის განწესებანი კატეგორიულად გმობს ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს ან პატრიარქს, რომელიც წერილობით თხოვნას წარმოადგენს იმ საეკლესიო სამთავროს მმართველობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც მის რწმუნებაში კანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა. ვინც ასეთ გადადგომას მოითხოვს, ის უკვე აღარ არის ეპისკოპოსი, ამ სიტყვის სრული და მკაცრი მნიშვნელობით.
საეკლესიო წესების თანახმად, საეპისკოპოსო კათედრაზე დასადგინებელ პირს, შეეძლო ამ ადგილზე უარი ეთქვა თავისი სურვილისამებრ, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მას უარი უნდა განეცხადებინა ხელთდასხმამდე, რადგან თუ ასეთ განცხადებას ხელთდასხმის შემდეგ გააკეთებდა, ის არამცთუ უყურადღებოდ რჩებოდა, არამედ, თუკი განმცხადებელი თავის მოთხოვნაზე ჯიუტად იდ;გა, მაშინ მას საერთოდ უკრძალავდნენ ეკლესიასთან ერთობას. ერთადერთი შემთხვევა, როცა ასეთი გადადგომა მიიღებოდა და გადამდგარი არ განიკვეთებოდა, იყო ის შემთხვევა, როცა რომელიმე საეკლესიო სამთავროს დასი და მრევლი უარს იტყოდნენ კანონიერი ხელისუფლების მიერ დადგინებული ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის ან პატრიარქის შეწყნარებაზე.
ანტიოქიის კრების მე-17 კანონის თანახმად, არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება დატოვოს მასზე რწმუნებული კათედრა. ვინც თავის კათედრას დატოვებს, თავიდან იწვევენ მის დასაკავებლად და თუ იგი ამის შემდეგაც არ მოისურვებს დამორჩილებას და გადადგომას დაიჟინებს, მაშინ უნდა აეყაროს ეპისკოპოსის ხარისხი და შემდეგ – განიკვეთოს. ეს წესი საერთო იყო მთელი ეკლესიისათვის. ზონარა ამ კანონს შემდეგნაირად განმარტავს: ვინც მოწოდებულია ეკლესიის მმართველობისათვის, ტოვებს რა რწმუნებულ მსახურებას, ეკლესიასთან ერთობაში აღარ უნდა იყოს, ე.ი. განიკვეთოს, ანუ, დამხობილად ჩაითვალოს (6%0V/CთდVი9+0C 60101, M70სV 6დ0ა01CII6V00), მანამ, სანამ კვლავ არ ჩაიბარებს ეკლესიას. ხოლო თუ საბოლოოდ არ სურს დამორჩილება, მაშინ საბოლოოდ განიკვეთოს ეკლესიის ერთობიდან (§16#0ს 6თ%XXVII 6X0L/თVი%0C) გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრება, მთელი შემადგენლობით (X62.6(თც C06V080C), მის შესახებ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას იღებს“. გამონაკლისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაშვებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დასი და მრევლი მის მიღებაზე უარს აცხადებდა. ამას ნათლად ამტკიცებს მოციქულთა 36-ე კანონი, რომლის განმარტებისას ბალსამონი ამბობს: „ამრიგად, ეს კანონი განაჩინებს, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა მოძღვრობის ხელთდასხმა მიიღო (X6Lს0006CLCV 866ი+თL §16თCCX02.0CV) და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მსახურებას, მაშინ ის უნდა განკანონდეს, ვიდრე დანიშნული ადგილის დაკავებას არ დათანხმდება. თუკი ის დაბრუნდება, ხოლო მრევლი არ მოინდომებს მის მიღებას, მაშინ განკანონებას უნდა დაექვემდებაროს იმ ადგილმდებარეობის დასი იმისათვის, რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ დაერწმუნებინა მრევლი. ამ დროს მხედველობაში სრულიადაც არ მიიღება, დასახელებული დასი მართალია თუ დამნაშავე“.ზ5 მაშასადამე, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ეპისკოპოსს, რომელიც არ მართავს თავის ეპარქიას, ნება ეძლევა, შეინარჩუნოს თავისი ხარისხი და პატივი, ყველა სხვა შემთხვევებში – იგი საბოლოოდ განიკვეთება. ეს ეკლესიის ძირითადი ნორმაა, რომელიც ბრძანებს იმ ეპისკოპოსის დამხობას, რომელიც ტოვებს კანონიერი ხელისუფლების მიერ მასზე მინდობილ კათედრას, თუმცაღა, არ არის იძულებული ეს იმ გარემოებით გააკეთოს, რომელსაც მოციქულთა 36-ე კანონი ითვალისწინებს. ეს ნორმა ყველაზე უკეთაა გამოხატული!III მსოფლიო კრების წინამდებარე (მე-9) კანონში. საკითხი, რომელმაც ამ კანონის მიღება განაპირობა, ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იყო ძველი ეკლესიის პრაქტიკა კათედრის დატოვებასთან დაკავშირებით და რომელი კანონებით უნდა ეხელმძღვანელათ მსგავსი შემთხვევებისას მომავალში. ეფესოს კრების მეშვიდე სხდომაზე იხილებოდა საკითხი ვინმე ევსტათის, პამფილიის ყოფილი მიტროპოლიტის შესახებ.3 ამ კანონის (ან სხვანაირად, პამფილიის კრების მიმართ ეპისტოლეს) სიტყვებით, ევსტათი გამოირჩეოდა სისუსტითა და სულმოკლეობით. მას ეშინოდა, ებრძოლა საეკლესიო წესების უზრუნველსაჟოფად და ვერც ძალებს იკრებდა თავის მოწინააღმდეგეთა დასაძლევად, ამიტომ პამფილიის კრებას (რომელმაც ის დაადგინა), წერილობითი თხოვნა წარუდგინა (ჩL7.I0V Xთ0CთCILIთ6თXC, 1160110Iი 8ხ9ძ1C8L10015) პამფილიის სამთავრო ეკლესიის საჭეთმპყრობელი მიტროპოლიტის კათედრიდან გადადგომის შესახებ. კრებამ შესაძლებლად ჩათვალა, მიეღო ასეთი მიტროპოლიტის გადადგომა და მის ადგილზე მაშინვე იქნა გამორჩეული და დადგენილი სხვა ეპისკოპოსი, თეოდორე. ევსტათიმ, რა თქმა უნდა, მალე იწვნია ასეთი საქციელის შედეგი, კერძოდ, ის განკანონებულ იქნა და ჩამოერთვა ეპისკოპოსის ხარისხი და პატივი. თეოდორე თავადაც წუხდა ევსტათის მდგომარეობის გამო, მაგრამ არც მას და არც მის კრებას არაფრით შეეძლოთ მისი მდგომარეობის გამოსწორება.!9 როცა ეფესოს კრება შედგა, ევსტათი, რომელსაც ძალიან ამძიმებდა მის მიერვე შექმნილი დამამცირებელი მდგომარეობა, მიტროპოლიტ თეოდორეს რჩევით წარუდგა მსოფლიო კრებას და შესთხოვა, წყალობის სახით შეენარჩუნებინათ მისთვის ეპისკოპოსის სახელის ტარების უფლება მაინც. იგი თვალცრემლიანი ემუდარებოდა კრებას, არა იმის შესახებ, რომ მისთვის ქალაქი ან უკეთილმსახურეს თეოდორესათვის ჩაბარებული ეკლესია დაებრუნებინათ, არამედ მისთვის ეპისკოპოსის სახელის ტარების პატივი აღედგინათ." მას არ შეეძლო პამფილიის კრებისაგან ასეთი წყალობა გამოეთხოვა, რადგან არსებული ნორმები ამ უკანასკნელს თხოვნის დაკმაყოფილების უფლებას არ აძლეგდა. ამიტომ, ევსტათი თავისი თხოვნით მსოფლიო კრებას მიმართავს, რადგან მხოლოდ მას აქვს უფლება შეცვალოს ადგილობრივი კრების გადაწყვეტილება ძირითადი კანონების ჩარჩოებში. მსოფლიო კრებამ ყურადღებით განიხილა ევსტათის თხოვნა და, საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ, სავსებით კანონიერად აღიარა ის, რაც ევსტათიმ საკუთარი საქციელით თავის თავზე მოიწია. და მაინც, კრებამ სურვილი გამოხატა, ლმობიერება გამოეჩინა დამცირებული ევსტათის მიმართ და დახმარებოდა მას შესაძლებლობის ფარგლებში. ამ მიზნით, მსოფლიო კრება პამფილიის კრების სახელზე აგზავნის განსაკუთრებულ ეპისტოლეს, რომელშიც ატყობინებს, რომ გაითვალისწინეს ევსტათის თხოვნა და მას საეკლესიო ურთიერთობისა და, აგრეთვე, ეპისკოპოსის სახელითა და პატივით სარგებლობის უფლება მიეცა. ამასთან, რათა წარმოჩენილი ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილების გამონაკლისობა და ის მიმართულება, რომელსაც უნდა მიჰყვებოდნენ ეკლესიაში მსგავს შემთხვევებში, კრება გამოთქვამს ევსტათის მიმართ საყვედურს: „...თუმცა, ერთხელ უკვე აიღო რა საკუთარ თავზე მღვდელმთავრისათვის დაწესებული საზრუნავი, ვალდებული იყო, სულიერი სიმტკიცით აღესრულებინა თავისი მოვალეობა, ერთგვარად იარაღი აესხა და შრომისათვის მომზადებულიყო, საზღაურის საწინდარი ოფლი სიამოვნებით გაეღო. რადგანაც მან ერთხელ უკვე გამოავლინა საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება... ამიტომ, თქვენმა კეთილმსახურებამ აუცილებლობის გამო მოახდინა ეკლესიის მმართველად ხელთდასხმა კეთილკრძალულისა და უკეთილმსახურესი ძმისა ჩვენისა და თანაეპისკოპოსისა თეოდორესი, რამეთუ არ ეგების ეპარქიას დაქვრივება და მაცხოვრის სამწყმსოს – წინამძღვრის გარეშე დარჩენა... მაგრამ რადგან იგი თვალცრემლიანი მოვიდა და, ამასთან, არც ქალაქის ეკლესიას ეცილება ზემოთ მოხსენიებულ უკეთილმსახურეს ეპისკოპოს თეოდორეს, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელსა და პატივს ითხოვს... ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით განვისმჭვალეთ ამ ბერის მიმართ, და მისი ცრემლები ჩვენს საერთო ცრემლებად ჩავთვალეთ; მაშინვე შევეცადეთ გაგვეგო, კანონიერი იყო მისი დამხობა, თუ მხოლოდ რაიმე შეუფერებელ საქციელში იყო მხილებული იმათ მხრიდან, რომელთაც მისი კეთილი სახელის განქიქება სურდათ. როგორც შევიტყვეთ, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია და ბრალი მხოლოდ ეპარქიის კათედრის დატოვებაში მიუძღვის. ამის გამო, ჩვენ არ ვსაყვედურობთ თქვენს კეთილმსახურებას, რომელმაც მის ადგილზე სათანადოდ დაადგინა ზემოთ დასახელებული უკეთილმსახურესი ეპისკოპოსი თეოდორე; მაგრამ, რადგანაც უმართებულოა ამ კაცის გამოუცდელობის მრავალჯერ გაკიცხვა, – ნუ იყოფინ! ამიტომ, უფრო მართებულად მიგვაჩნია ამ მოხუცი ბერის შეწყალება... დავადგინეთ: ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრუნდეს მას სახელი, ეპისკოპოსის პატივი და თანაზიარება, ოღონდ იმ პირობით, რომ მას არ ექნება ხელთდასხმის უფლება; ეკლესიას არ დაიკავებს და თვითნებურად ღვთისმსახურებას არ ჩაატარებს..“ როგორც ჩანს, კრების მამებისათვის სიახლეს წარმოადგენდა ეპისკოპოსის კათედრიდან გადადგომა, ამის გამო ისინი გაკვირვებასაც კი (CM ICIIნV 0#XCX) გამოთქვამენ. სწორედ ამიტომ აფასებენ ესოდეხ მკაცრად ევსტათის საქციელს თავიანთ ეპისტოლეში და მოწონებით ხვდებიან პამფილიის კრებასა და მის განჩინებას; ამით ისინი საკუთარი გადაწყვეტილების გამონაკლისობას ამართლებენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისაღები, და არასგზით არ შეიძლება მისი საეკლესიო წესად დაკანონება. ზოგიერთს ეჩვენებოდა, რომ თითქოს ეფესოს კრების წინამდებარე ეპისტოლის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეფესოს კრება კანონის ძალით მოსავს ეპისკოპოსებისათვის უფლებას, სურვილისამებრ უარი თქვან თავიანთ კათედრაზე და ამისათვის არ დაისაჯონ. ბალსამონი გადაჭრით უარყოფს ასეთ მტკიცებულებას, როგორც სიცრუეს – თ0X §CXLI 86 <00%0 6X)06C (არც ეს წარმოადგენს ჭეშმარიტებას“) და ასეთი უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გვახსენებს, რომ ეფესოს კრების მამების გადაწყვეტილება გულმოწყალების სურვილით არის გამოწვეული, ხოლო ის, რაც გულმოწყალებიდან გამომდინარე მიიღება რაიმე დროებითი მიზნის მისაღწევად, არ შეიძლება მომავლისათვის კანონად და მაგალითად ჩაითვალოს.'?2 წერილობითი მოთხოვნა გადადგომის შესახებ /I2.(0V #თითLCთ6CX (11ხ01105 89ხძ108Lხ10»ი15) ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის ან პატრიარქის მხრიდან, უცნობი მოვლენა იყო ეფესოს კრებამდე და კანონსაწინააღმდეგოდ ითვლებოდა, რასაც ხარისხის აყრა უნდა მოჰყოლოდა; ასეთი საქციელი ეფესოს კრების შემდეგაც განკითხვას ექვემდებარებოდა. მაშასადამე, თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში ეპისკოპოსის მხრიდან, კანონიკურად გამართლებული მიზეზის გარეშე, თავისი კათედრის დატოვება და მსახურებიდან გასვლა უნდა ჩაითვალოს უკანონოდ და იქცეს განსჯის საგნად. ამას საკმაოდ ცხადად აჩვენებს როგორც თვით ეს კანონი, ასევე – მის შესახებ ზონარას კომენტარი, რომელიც აქ ბერძნული ორიგინალიდან თარგმნილი მოგვყავს: „კრების გულმოწყალებიდან გამომდინარე, ზოგიერთს გამოაქვს დასკვნა, თითქოს ეპისკოპოსებს უფლება აქვთ უარი თქვან თავიანთ ეკლესიებზე, ხოლო მწყესმმთავრობა მაინც შეინარჩუნონ. მე კი ვფიქრობ, რომ აქედან უფრო ამის საწინააღმდეგო გამოდის, კერძოდ, ის, რომ ძველად უარმყოფელები ყველაფერს კარგავდნენ, რასაც მანამდე ფლობდნენ. ასე რომ გადადგომის შემდეგ, საეპისკოპოსო უფლებას კარგავდნენ და, მაშასადამე, ეპისკოპოსებად აღარ იწოდებოდნენ. რადგან, რომ ყოფილიყო ისეთი ჩვეულება, რომლის თანახმადაც თავისი ეპარქიის დამტევებელს მომავალშიც შეძლებოდა საეპისკოპოსო უფლებებით სარგებლობა, მაშინ რატომღა შეუვრდებოდა ევსტათი კრებას ცრემლებით და შეევედრებოდა ნება დაერთოთ მისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, ეპისკოპოსის სახელი ეტარებინა და შეენარჩუნებინა საეპისკოპოსო პატივი; ანდა, რატომღა დასჭირდებოდა კრებას სპეციალურად ამის შესახებ მიემართა პამფილიის კრებისათვის? ამრიგად, ამ ეპისტოლიდან აშკარაა, რომ ვინც თავისი კათედრიდან გადადგომის თხოვნას შეიტანს, განკითხვას ექვემდებარება; აქამდე მსგავს გადადგომას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეპისტოლეში ნათქვამია, რომ „მოზღვავებული საზრუნავისაგან ქანცგამოლეულმა... ჩვენთვის აუხსნელი მიზეზებით, ეპარქიის მმართველობიდან გადადგომა წერილობით წარმოადგინა“. რადგან იგი (ევსტათი), ერთხელ უკვე აიღო რა საკუთარ თავზე მღვდელმთავრისათვის დაწესებული საზრუნავი, ვალდებული იყო სულიერი სიმტკიცით აღესრულებინა თავისი მოვალეობა“. ის, რომ აქამდე არ არსებობდა ეკლესიის მმართველობიდან გადადგომის შესახებ თხოვნით შემოსვლის წესი, ნათლად ჩანს კრების ეპისტოლიდან: „ჩვენთვის აუხსნელი მიზეზებით ეპარქიის მმართველობიდან წერილობით მოითხოვა გადადგომა“ – ამბობენ მამები; მხოლოდ უაღრესად განცვიფრებულებმა რაიმეს გამო, ან რაიმეს არცოდნის გამო, შეიძლება თქვან, რომ არ ვიცით („ჩვენთვის აუხსნელი მიზეზებით“) როგორ მოხდა ესა თუ ის საქმე. ეს რომ ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, არავითარ გაუგებრობას ადგილი არ ექნებოდა. მამების შენიშვნა იმის თაობაზე, რომ რადგან ერთხელ აიღო თავის თავზე სამლვდელმთავრო მოვალეობა, იგი ვალდებული იყო ბოლომდე აღესრულებინა სულიერი სიმტკიცით, ცხადყოფს, რომ მღვდელმთავრისაგან მოვალეობაზე უარის განცხადება არამცთუ დასაშვები, არამედ აკრძალულია და უნდა დაიგმოს“.13 ეფესოს კრების მამების აზრის დადასტურებას -– ეპისკოპოსის მხრიდან დაკავებული კათედრიდან გადადგომის განცხადებასთან დაკავშირებით – ჩვენ ვხვდებით კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონში, სადაც საუბარია ანტიოქიის სამთავროს პეტრას ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსის შესახებ, რომელმაც თავისი კათედრიდან გადადგომა წერილობით მოითხოვა, რის გამოც განკვეთეს. აღნიშნულ კანონში ვკითხულობთ: „გადადგომის მოთხოვნა მან წერილობით წარმოადგინა არა თავისი ნებით, არამედ – იძულებით, შიშითა და გარკვეულ პირთა მხრიდან მუქარის გამო“. მაგრამ გარდა ყოველივე ამისა, საეკლესიო განწესებებით არამართებულია, რომ ზოგიერთ ღვთისმსახურს შემოაქვს წერილობითი მოთხოვნა გადადგომის თაობაზე, რადგან ვინც მსახურების ღირსია, მსახურებაში უნდა დაჰყოს, ხოლო ვინც ულირსია, მსახურებიდან თავად კი არ უნდა გადადგეს, არამედ – კეთილმსახურების საწინააღმდეგო მისი საქმეების განსჯის შედეგად“. ალექსანდრიის კრების წინამძღვარი მსგავს შემთხვევაში ხედავს უკიდურესად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელსაც, როგორც თვითონ ხსნის, მოჰყვება განკვეთა და საეკლესიო ერთობიდან განკანონება (განყენება), რადგანაც, – ამბობს ის მტკიცებულებაში, – თუკი ვინმე, ეკლესიაში, იერარქიული ადგილის დაკავების ღირსია, მაშინ ის ყოველთვის ამ ადგილზე უნდა იყოს, ხოლო თუ არ არის ღირსი, მაშინ მისი გადაყენება ეკლესიის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, და არა მისივე ნებაყოფლობითი ან იძულებითი გადადგომით. ამასთან დაკავშირებით, ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში ამბობს: „არაკანონიერი და ეკლესიის დადგენილებებთან შეუთავსებელია ის, რომ ღვთისმსახურები თავიანთ ეკლესიებზე უარს ამბობენ“.!5 იმავე შეხედულების გაზიარებას ვხვდებით პეტრე ალექსანდრიელის მე-10 კანონშიც, სადაც მთელი გადაჭრით იგმობა ყველა ის პირი, ვინც თავის კათედრას ტოვებს, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა ეკლესიას ხიფათი ემუქრება და ისინი უნდა წარმოადგენდნენ მის დამცველებს, მტრებისთვის კი – მოწინააღმდეგეებს. კანონში მოყვანილია პავლე მოციქულის სიტყვები ფილიპელთა მიმართ (1, 23, 24): „-გული მეტყკყს განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად უფროის და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაი ხორცთა შინა უნებელადრე თქუენთვს“, და იგმობა ყველა, ვინც თავისი ადგილიდან გარბის, განსაკუთრებით იმ ჟამს, როცა მათი იქ ყოფნა აუცილებელია, იმისათვის, რომ თავისი სამწყსო იხსნას, უხელმძღვანელოს, თავისი რჩევებით დამოძღვროს და ანუგეშოს, ასეთ პირებს განსაკუთრებით მიესადაგებათ ლუკა მახარებლის სიტყვები: „ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად“ (ლუკ. 14,30), რის გამოც იგი ზიზღის ღირსია.19 IX საუკუნეში, საეკლესიო პრაქტიკაში მანამდე არსებული სიმკაცრე, რამდენადმე რბილდება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კათედრიდან გადადგომა, თავისი არსით, ისევ კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლებოდა. კრება, რომელიც 861 წელს კონსტანტინოპოლში წმინდა მოციქულთა ტაძარში შედგა, თავის მე-16 კანონში შეეხო ეპისკოპოსების გადადგომის საკითხს. საკუთრივ ამ კანონში საუბარი მიდის პატრიარქის გადადგომაზე, რადგან, როგორც კრების სხდომის ოქმებიდან ჩანს, ეს კანონი მიიღეს ეგნატესთან დაკავშირებით, რომელიც მანამდე კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო. გაითვალისწინა რა იმ დროის პირობები, კრებამ მიიჩნია, რომ ზოგჯერ გადადგომა დასაშვებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებამდე, უპირობოდ უნდა იყოს დაცული ზოგიერთი მოთხოვნა, კერძოდ: გადადგომის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს რწმუნებულ კრებას, რომელსაც ევალება წინასწარ გამოიძიოს მიზეზები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მიიღოს თუ არა გადადგომა.' კანონიკური გამოკვლევა იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც აღნიშნულმა პირმა ეპისკოპოსობიდან გადადგომა გადაწყვიტა, ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი. საერთოდ, ასეთ საქციელს ძალზე მკაცრ შეფასებას აძლევდნენ და ყოველმხრივ კრძალავდნენ კათედრაზე ახალი წინამძღვრის დადგინებას, სანამ წინასწარ, მკაცრი საკრებო გამოკვლევის შედეგად, არ დარწმუნდებოდნენ ცოცხალი ეპისკოპოსის გადადგომის მიზანშეწონილობაში. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, კრების მამები საბოლოო ჯამში მაინც მკაცრ შეფასებას აძლევენ იმ პირებს, რომლებიც გადადგომის განცხადებით შემოდიან; მათ საქციელს სულმოკლეობად და ზიზღის ღირსად მიიჩნევენ. ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს: ხშირად ზოგიერთი ეპისკოპოსი, ბეგარის ამკრეფთა მხრიდან შევიწროვებული, ან მეზობლების მხრიდან თავდასხმების გამო, ან კიდევ – მრევლის დაუმორჩილებლობის მიზეზით (ძ»6 III«ი0სისXIIC),სულმოკლეობას იჩენდა და თავის კათედრაზე უარს აცხადებდა, მიტროპოლიტები კი აკმაყოფილებდნენ მის თხოვნას და სხვა ეპისკოპოსს ადგინებდნენ“.!9 ასეთი გადადგომის შედეგი, თუ იგი საპატიო მიზეზის გამო მიიღებოდა, არაფრით განსხვავდებოდა იმ შედეგებისაგან, რომელიც აღნიშნულია ასეთ პირთა მიმართ!III მსოფლიო კრების მე-9 და კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონებში. „ასეთი პირები უცხო ექმნენ საეპისკოპოსო პატივსა და ღირსებას“,!9 ორგზის ამატებენ კრების მამები, როცა საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვისგან შეიძლება იქნეს მიღებული გადადგომა. არც ამ და, საერთოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთ კანონში, საუბარიც კი არ არის გადამდგარ ეპისკოპოსებზე, და მით უფრო – მათი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის შესახებ. უკლებლივ ყველა კანონი მოწმობს, რომ ასეთი ეპისკოპოსი ხარისხიდან უნდა განიკვეთოს და საეკლესიო ერთობიდანაც მოიკვეთოს. ზოგადად კი, ორგზის მსოფლიო კრების დასახელებული კანონი, საუბრობს გადადგომის შესახებ წარმოდგენილი თხოვნის მიზეზების გამოკვლევის აუცილებლობაზე და განსაკუთრებით ისეთ გადადგომაზე, რომელიც შეიძლება დასაშვებად ჩაითვალოს: „საღვთო ეკლესიაში მომხდარი განხეთქილებისა და შფოთის გამო“, – როგორ ამას კანონი ამბობს. სხვა დანარჩენში იგი სავსებით შეესაბამება იმას, რაც დაწესებულია ამ საკითხთან დაკავშირებით კირილე ალექსანდრიელისა და სხვა კანონებით, – როგორც ზუსტად შენიშნავს ამას ბალსამონი წინამდებარე კანონის განმარტებაში: „ეს კანონი სხვა არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რასაც – კირილე ალექსანდრიელის კანონი“.29 უნდა ვიფიქროთ, რომ ბევრისათვის სასურველი იყო დაკავებული კათედრიდან გადადგომის წარდგენა იმ შემთხვევაში, როცა უკმაყოფილონი იყვნენ კათედრით, ანდა – როცა აღარ სურდათ მომავალში გაეგრძელებინათ თავიანთი მსახურება და ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ გადადგომა გაემართლებინათ და ამით თავიდან აერიდებინათ კანონიერად დადგენილი და მოსალოდნელი შედეგები. ბალსამონმა შენიშნა რა ეს, ეკლესიის ავტორიტეტით გადაჭრით უარყო აღნიშნული მცდარი შეხედულება, – XIV ტიტლოვან ნომოკანონზე თავის კომენტარებში, უარყო. მან პასუხი გასცა იმათ, რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ, გადადგომის თეორია გაემართლებინათ საეკლესიო პრაქტიკიდან ერთეული მაგალითების, უმეტესწილად კი III მსოფლიო კრების კანონების შეცდომით განმარტების საფუძველზე. პასუხად ბალსამონი ორგზის მსოფლიო კრების მე-16 კანონის კომენტირებისას აცხადებს: „ვინც ამბობს, რომ გადადგომის შესახებ დიდი ხნის ჩვეულებას შეიძლება კანონის ძალა მიენიჭოს, კარგად არ იქცევა, რადგან დიდი ხნის დაუწერელ ჩვეულებას არავითარი ძალა არ გააჩნია, თუ იგი ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს ან განწესებას“.?! რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ ვის უნდა წარედგინოს გადადგომა გარკვეულ, კანონებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამის შესახებ საუბარი ზედმეტია. ამ საკითხზე შეიძლება მხოლოდ ერთადერთი პასუხი იყოს; არა მხოლოდ ჭეშმარიტი კანონი, არამედ უბრალო ჯანსაღი აზრიც გვასწავლის, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩამორთმევა, ვისაც რაიმეს მიცემა შეუძლია: „ვისაც რაიმეს მიცემის უფლება აქვს, მას ჩამორთმევის უფლებაც ეკუთვნის; ხოლო ვისაც მიცემა არ შეუძლია, მას ჩამორთმევაც არ შეეძლება“, – ვკითხულობთ იუსტინიანეს ინსტიტუციებში.2? კანონიკურ ეპისტოლეში, ანუ, ეფესოს კრების მე-9 კანონში, საუბარია ევსტათის შესახებ; მან თავისი კათედრიდან გადადგომის მოთხოვნა,ჩLI8XI0V ძისდჩთ8თC წერილობით წარუდგინა პამფილიის კრებას, რომელმაც იგი შეიწყნარა. ზუსტად იგივეა ნათქვამი კანონიკურ ეპისტოლეში – კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონში პეტრეს შესახებ, რომელმაც მსგავსი გადადგომა გადასცა ანტიოქიის კრებას, რომელმაც დააკმაყოფილა ეს თხოვნა და პეტრე განკვეთა. ევსტათიცა და პეტრეც კრებების მიერ იყვნენ ხელთდასხმულნი: პირველი – პამფილიის, მეორე კი – ანტიოქიის, და ისევ ამავე კრებებს მიმართავენ წერილობითი თხოვნით თავიანთი გადადგომის შესახებ. ისინი სრულიად სამართლიანად იქცევიან, რამეთუ ვისაც მიცემის უფლება აქვს, მასვე აქვს ჩამორთმევის უფლებაც. ანუ, სხვანაირად რომ გთქვათ – ვისგანაც მიღებულია რაიმე კანონიერი გზით, მასვე უნდა დაუბრუნდეს ის კანონიერი გზით, რადგან სხვა საქციელი უკანონო იქნება. ევსტათიმ თავისი კათედრა პამფილიის კრებისაგან მიიღო; იმავე კრებას უბრუნებს იგი მას და აძლევს საშუალებას, თაგისი შეხედულებისამებრ განკარგოს. პეტრემ ანტიოქიის კრებისაგან მიიღო კათედრა და მასვე წარუდგინა თხოვნა გადადგომის შესახებ. მათი გადადგომა, მიუხედავად იმისა, საფუძვლიანია თუ არა, თავისი შესრულების ფორმით სავსებით სწორად არის წარმოდგენილი, რადგან აღნიშნული თხოვნა წარუდგინეს იმ ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთ კომპეტენტურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელსაც მათი განსჯა შეუძლია. აქედან გამომდინარე, თუ გადადგომა კომპეტენტურ ხელისუფლებას არ წარედგინება, მაშინ ის ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულია; ასეთ შემთხვევაში გადადგომა უკანონოა და არშემდგარი, რადგან კომპეტენტურმა ხელისუფლებამ არაფერი იცის მის შესახებ და, მაშასადამე, არც შეუძლია იმსჯელოს. საეკლესიო სამართლის ისტორიაში ჩვენ არ ვიცით შემთხვევა, რომ ეპისკოპოსის კათედრიდან გადადგომა განსახილველად წარედგინოთ სხვა ხელისუფლებისათვის, გარდა კრებისა; არც შეიძლებოდა ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონოდა, რადგან, ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებული საერთო პრინციპების თანახმად, კრების გარდა არც ერთ ხელისუფლებას არ შეეძლო ეპიკოპოსისაგან მსგავსი გადადგომა მიეღო. შესაბამისად, კრების ხელისუფლება, – ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელმაც ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ან პატრიარქი დაადგინა, – ძალმოსილია განსაჯოს მის მიერ დადგინებული ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის ან პატრიარქის თხოვნ, გადადგომის შესახებ, გამოიკვლიოს წერილობით წარმოდგენილი არგუმენტები და მიიღოს ან უარყოს იგი. სხვა არავითარი ხელისუფლება ამ საქმეში კომპეტენტური არ არის. ეს უკანასკნელი მტკიცებულება განსაკუთრებით დასტურდება ეფესოს კრების მამების მხრიდან იმ პატივისცემით, რასაც ისინი გამოხატავენ ევსტათის განმკვეთელი პამფილიის კრების მიმართ. მიუხედავად თავისი უმაღლესი ხელისუფლებისა, მსოფლიო კრება არ ითვისებს იმ უფლებას, რომელიც ამ შემთხვევაში პამფილიის კრებას ეკუთვნის. იგი საჯაროდ იწონებს აღნიშნული კრების გადაწყვეტილებას, როგორც სრულ და ერთადერთ კომპეტენტურს არსებული საკითხის გადაწყვეტაში. მართალია, თავისი აგტორიტეტიდან გამომდინარე, როგორც უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას, მას შეეძლო შეეცვალა და გაეუქმებინა კიდეც უმდაბლესი კრების გადაწყვეტილება, მაგრამ ამას არ უშვებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეეხებოდა იმ უფლებებს, რომლებითაც აღნიშნული კრება კანონებიდან გამომდინარე იყო აღჭურვილი და, მაშასადამე, შეეხებოდა სიწმინდეს, რომლის ხელყოფაც ვერავინ უნდა გაბედოს. „ამის გამო ჩვენ არ გსაყვედურობთ თქვენს კეთილმსახურებას...“, – ამბობენ კრების მამები, მიმართავენ რა პამფილიის კრებას, – „მაგრამ რადგანაც არ ეგების ამ კაცის გამოუცდელობის მრავალჯერ გაკიცხვა, ამიტომ, უფრო მართებულად მიგვაჩნია ამ მოხუცი ბერის შეწყალება... ჩვენ სამართლიანად განვსაჯეთ და დავადგინეთ... დაუბრუნდეს მას სახელი და ეპისკოპოსის პატივი... ხოლო თუ მის მიმართ რაიმე უფრო მწყალობლურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამჟამად ან შემდეგში, ესეც სათნო იქნება წმინდა კრებისათვის“, – ასე ვთქვათ: ჩვენ ეს გულმოწყალებითა და სიბრალულით დავუშვით, მეტის გაღება მისთვის არ შეგვეძლო, რადგან ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების ფარგლებს სცილდება; მხოლოდ თქვენ გეკუთვნით უფლება, მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენ მიერ გამორჩეული ეპისკოპოსის მიმართ; შესაბამისად, მხოლოდ თქვენ ხართ კომპეტენტური გამოიტანოთ მის მიმართ ესა თუ ის დადგენილება და არავის შეუძლია ეს უფლება წაგართვათ – ჩვენც კი, რომლებიც უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებას წარმოვადგენთ, ისეთ ხელისუფლებას, რომელზე მაღალიც ეკლესიაში არ შეიძლება არსებობდეს.
აქედან გამომდინარე, საერო ხელისუფლებას, რომელიც წესის მიხედვით კანონიერ მონაწილეობას იღებს საეკლესიო წინამძღვარების – ეპისკოპოსების, მიტროპოლიტებისა და პატრიარქების გამორჩევაში, არ შეუძლია, კრების გარეშე (რომელიც მთავარ და უპირველეს ფაქტორს წარმოადგენს დადგინების საქმეში) მიიღოს დასახელებული პირებისაგან გადადგომა და მათ მიმართ რაიმე სახის დადგენილება გამოსცეს. სახელმწიფო ხელისუფლებას წესისამებრ აქვს უფლება, სავსებით კანონიერად მიიღოს მონაწილეობა ეპისკოპოსის დადგინებაში, განსაკუთრებით – პირველეპისკოპოსის, ანუ, მიტროპოლიტის, ან პატრიარქის დადგინებაში. რა დატვირთვა გააჩნდა ამ მონაწილეობას? | მსოფლიო კრების მე-4 კანონის განმარტებაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ეკლესიის წინამძღვრის გამორჩევაში უშუალო მონაწილეობას მრევლი და ეპისკოპოსები იღებდნენ. ამ უკანასკნელთ ეს უფლება განსაკუთრებულად ეკუთვნოდათ. დროთა განმავლობაში ეკლესიამ, კანდიდატის გამორჩევისას, სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობის უფლებაც სცნო, რომელიც, სოკრატეს სიტყვებით, იმდენ მოშურნეობას იჩენდა ეკლესიის ასაყვავებლად და ისეთ მზრუნველობას იჩენდა მისი კეთილდღეობისათვის, რამდენსაც ზოგჯერ მრევლიც კი არ ავლენდა.2? სახელმწიფო ხელისუფლება მას შემდეგ გახდა უფლებამოსილი, რაც იგი გაქრისტიანდა. კონსტანტინე უკვე სარგებლობდა ამ უფლებით, მაგრამ რა მნიშვნელობითა და რა მიზნით? რათა აღმოეფხვრა გამორჩევის პროცესში მოსალოდნელი ოწესრიგობანი და უზრუნველეყო ეკლესიის: მხრიდან თავისი კანონების დაცვა.2 ასეთი იყო ეკლესიის საერთო ნორმა. როცა ანტიოქიელებმა ევსევი თავის წინამძღვრად გამოირჩიეს, კონსტანტინემ მისწერა მათ და ურჩია, მიჰშყოლოდნენ წმინდა კანონებს, რომელთა სიწმინდის ხელყოფაც არავის ხელეწიფების.2” კონსტანცის სურდა, ბოროტად გამოეყენებინა ეკლესიის მიერ მისთვის მინიჭებული უფლება და თვითნებურად გააგზავნა გიორგი ალექსანდრიის კათედრის დასაკავებლად. ასეთი კანონსაწინააღმდეგო მცდელობის ბრალდება მაშინვე წამოუყენა მას ათანასე დიდმა. იგი წერს: „რატომ არის, რომ მას სურს საეკლესიო კანონების დამცველის სახელი ეწოდოს და ამასთან ყველაფერში კანონების საწინააღმდეგოდ იქცევა? სად არის ის კანონი, რომლის თანახმადაც, მეფის კარმა უნდა წარგზავნოს ის, ვინც ეპისკოპოსად უნდა დადგინდეს?“.2 სხვა ადგილას იგივე წმინდა მამა ამბობს: „ეპისკოპოსი უნდა გამოარჩიოს საეკლესიო დასმა და მრევლმა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ძალად თავსმოხვეული მრევლის ნების საწინააღმდეგოდ“.2? ვალენტინოსი ამბროსი მედიოლანელის გამორჩევისას ისეთივე მონაწილეობას იღებს, როგორსაც კონსტანტინე იღებდა, ანუ – საშუამავლო, მომრიგებლურ მონაწილეობას. ეკლესიის მრევლს შორის უთანხმოება წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ გინ უნდა დაედგინათ მედიოლანის გამოთავისუფლებულ კათედრაზე და, დიდი კამათის შემდეგ, სოკრატეს სიტყვებით, საღვთო შეგონებით შეჩერდნენ ღვთისმოშიშ ამბროსიზე. მაგრამ ამბროსი ჯერ კიდევ არ იყო ნათელღებული და ყოყმანობდა, მიეღო თუ არა მას შემოთავაზებული ადგილი. ეს საკითხი ვალენტინოსს უნდა გადაეწყვიტა. ამიტომ ყველამ მას მიმართა. მაშინ ვალენტინოსმა დასსა და მრევლს მისწერა, რომ ეს გამორჩევა ღმერთის ნებად მიაჩნია და ვერ ხედავს იმ მიზეზებს, რაც ხელს შეუშლიდა ხელთდასხმას?მ. თეოდორიტე უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს აღნიშნულ შემთხვევას და გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებდა ვალენტინოსი თავისი მონაწილეობის უფლებას საეკლესიო წინამძღვართა დადგინების საქმეში. როცა დასი და მრევლი ვერ შეთანხმდნენ თავიანთი ეკლესიისათვის წინამძლვრის გამორჩევასთან დაკავშირებით, კრებამ იმპერატორს მიმართა და მუდარით სთხოვა თავისი სიბრძნით დაემტკიცებინა ესა თუ ის კანდიდატი. იმპერატორი ამ საქმეში თავის თავს უფლებამოსილად არ თვლიდა და თხოვნა უარყო; ამასთან, შეახსენა მათ საეკლესიო კანონები და უთხრა, რომ მათ უკეთ უნდა იცოდნენ, თუ ვინ არის უფრო ღირსეული.: როცა ამბროსი გამოარჩიეს, იმპერატორი მიესალმა ახალ ეპისკოპოსს და ურჩია, მაშინვე ეკურთხებინათ იგი. თავიანთი მონაწილეობის უფლებაზე ასეთივე შეხედულებას ამჟღავნებენ: თეოდოსი (ნეკტარიოსის დადგინებისას კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად),პმ არკადი (იოანე ოქროპირის გამორჩევისას),?! თეოდოსი II (ნესტორის ხელთდასხმისას),3 და სხვები. საერთოდ, როგორც ვხედავთ, ეკლესიის არსებობის პირველ ხანებში სახელმწიფო ხელისუფლება ეპისკოპოსების გამორჩევაში მონაწილეობას იღებდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზუსტად დაეცვა საეკლესიო კანონები და საყოველთაო გამორჩევის აქტი მთელი საერთო-სავალდებულო გაეხადა.3 სახელმწიფოსათვის ცვლილებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, არც გვიან საუკუნეებში ჰქონია ადგილი. VI საუკუნეში სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობა ეკლესიის წინამძღვრების გამორჩევის საქმეში, არაფრით განსხვავდებოდა დასისა და მრევლის მონაწილეობისაგან. მაგალითისთვის გავიხსენებთ ეპიფანეს, რომელიც, თავისი გამორჩევისა და ხელთდასხმის შემდეგ, პაპ გორმიზდისადმი მიწერილ წერილში წერს, რომ მის გამორჩევაში მონაწილეობას იღებდნენ: იმპერატორი, იმპერატორის მეუღლე და სახელმწიფოს ყველა დიდებული, დასთან, მონოზვნებსა და მრევლთან ერთად.“ იმპერატორმა იუსტინიანემ თავისი CXXIII ნოველით დაადგინა, რომ წინასწარ სამი კანდიდატი უნდა წარმოედგინათ და შემდეგ მათგან გამოერჩიათ უაღრესად ღირსეული გამოთავისუფლებულ კათედრაზე დასადგინებლად.25 იმ შემთხვევაში, თუ სამი ღირსეული კანდიდატი არ იქნებოდა, მაშინ ორი და ერთიც კი უნდა წარმოედგინათ, და თუ ექვსი თვის მანძილზე არც ერთ მათგანზე არჩევანი არ შეჩერდებოდა, მაშინ, ამ ნოველის განწესებით, კათედრის წინამძღოლი იმ პირს უნდა დაედგინა, ვისაც ხელთდასხმის დროს უპირველესი ადგილის დაკავება ეკუთვნოდა.% როგორც აქედან ჩანს, იუსტინიანე წინააღმდეგია, რომ მიისაკუთროს რაიმე ახალი უფლება, რაც მას საეკლესიო კანონებით არა აქვს მინიჭებული. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მას მაინც შეეძლო ზედმეტი უფლების მიკუთვნება, მაგრამ ეს არ გააკეთა, რათა არ დაერღვია არსებული კანონები. აღნიშნულ განწესებას იუსტინიანე ასაბუთებს ძველი ჩვეულებებით (§0ისიძსIXი 6I50მი ი0ი5ს6Lსძ1ი0»”). იუსტინიანეს ეს გადაწყვეტილება შემდგომში CXXVII ნოველით განახლდა .37 მრევლი და დასი წარმოადგენენ სამ კანდიდატს, ხოლო უპირატესი ეპისკოპოსი (თ6ხL0ნ011L8იV05, VC1 C00300X8%0L 0ს1CსI0თს6 91105) ამ სამიდან გამოარჩევს ერთ პირს. იმპერატორი, როგორც აქედან ჩანს, არც კი ფიქრობს, რაიმე განსაკუთრებული უფლება მიითვისოს (ანუ – თავისი კანდიდატის დადგინების უფლება). ის მხოლოდ ნორმას ადგენს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ დასმა და მრევლმა საეკლესიო წინამძღვრების გამორჩევისას, და უკვე წინასწარ გასცემს მათზე თავის დასტურს იმ ერთადერთი მიზნით, რომ სახელმწიფოს თითოეული წევრისათვის კრების დადგენილება ისეთივე სავალდებულო გახდეს, როგორიც ყველა სხვა სახელმწიფო დადგენილებაა. შემდგომში, ზოგიერთმა იმპერატორმა, თავისი ხელისუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო, მაგრამ ეს ქმედება ყოველთვის განკიცხვის საგანი ხდებოდა და მათი ყოველი მცდელობა, რომელიც დამსახურებულად იგმობოდა, უშედეგოდ მთავრდებოდა. აი, ერთი ასეთი მაგალითი. კოპრონიმმა უგულებელყო საეკლესიო კანონები, გვერდი აუარა გამორჩევის კანონიერ წესს და კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინა პირი, რომლის მიმართაც პირადი კეთილგანწყობა ჰქონდა და, რომელიც, საერთოდ არ გამოირჩეოდა ღგთისმოსაობით. კანონის დარღვევის წინააღმდეგ აღდგნენ დასი და მრევლი; მათ დაგმეს ასეთი ქმედება და მას ტირანული უწოდეს.% იმპერატორი იძულებული გახდა, სასწრაფოდ გამოესწორებინა თავისი შეცდომა და დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ იმით, რომ თავის კარზე ეხილა საკუთარი მეგობარი-პატრიარქი, ყოველგვარი საეკლესიო იურისდიქციის გარეშე. არცთუ იშვიათად, სხვა იმპერატორებიც ცდილობდნენ მიესაკუთრებინათ უფლება, რაც მათ არ ეკუთვნოდათ გამორჩევის საკითხში, თუმცაღა, მათი მცდელობები ყოველთვის იგმობოდა.39 ეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა და პატრიარქის გამორჩევის საქმეში სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობა გამოიხატებოდა, ერთი მხრივ, იმაში, რომ ყურადღება მიექციათ, არ დარღვეულიყო საეკლესიო დადგენილებანი, ხოლო მეორე მხრივ, იმავე ხელისუფლების მიერ აღიარებული ყოფილიყო კრების ოქმი, რა თქმა უნდა, ყველა საეკლესიო დადგენილებათა მკაცრად დაცვის შემდეგ. აქვე მოვიყვანთ ერთ ავტორიტეტულ მოწმობას იმის დასადასტურებლად, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობა სწორედ ასეთი ნიშნის მატარებელი იყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქის დადგინებისას, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე პირი ასე მიმართაგს მას: „ჩვენი ძალმოსილი და წმინდა თვითმპყრობელი და მეფე ჩვენი, და საღვთო, წმინდა და დიდი კრება ადგინებენ შენს უწმინდესობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უმაღლეს საყდარზე“.% ამ სიტყვების საფუძველზე, ზოგიერთს შესაძლებლად მიაჩნდა ემტკიცებინა, თითქოს პატრიარქს იმპერატორი ადგენდა, კრებას კი მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ზუსტად ასევე, როდესაც საუბარი ეხებოდა პატრიარქის კათედრიდან გადადგომას, ბეგრი ვინმე ამტკიცებდა, თითქოს ეს გადადგომა მხოლოდ იმპერატორზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ მას, ერთადერთს, კრების გარეშე შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. XV საუკუნის თესალონიკის ეპისკოპოსი, ნეტარი სვიმონ თესალონიკელი, ურჯულოთაგან მართლმადიდებლობის დიდი დამცველი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული მცდარი განმარტებების აღმოსაფხვრელად, თავის ცნობილ თხზულებაში (II6ი( +თV 160CდV X6L0010VICV, 10 58615 019ძ1ი8110ი71ხს3) სამღვდელო ქიროტონიების შესახებ ამბობს, რომ იმპერატორის მთელი საქმიანობა მსგავს შემთხვევებში, შემოიფარგლებოდა იმით, რომ ის აღასრულებდა კრების გადაწყვეტილებას, და ამას აკეთებდა არა რაიმე განსაკუთრებული უფლებით, არამედ იმ უფლებით, რომელსაც მას ეკლესია ანიჭებდა, როგორც თავის დამცველს: „ამით (ანუ – ზემოხსენებული სიტყვებით) ისინი (დადგინების განმცხადებლები) ამოწმებენ, რომ მეფე თავად კი არ აწარმოებს სახელდებას – არამედ კრებასთან თანხმობით და კრებასთან ერთად, და მხოლოდ თანამოქმედებს მასთან. ამიტომ ცდებიან ის სიახლის შემომტანები, რომლებიც, სიძულვილით შთაგონებულნი, ამტკიცებენ, თითქოს მეფე ადგენდეს პატრიარმს. აქ კრება მოქმედებს და არა – მეფე; მეფე კი, როგორც ღვთისმოშიში, მხოლოდ თანამოქმედია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკლესიის დამცველი და მირონცხებული მეფეა, არამედ, აგრეთვე, იმიტომაც, რომ დახმარებითა და თანამოქმედებით დაიცვას და მტკიცე ჰყოს ეკლესიის გადაწყვეტილება“.“' შემდეგ სვიმონი აგრძელებს რა იმათ შეგონებას, – რომლებიც თავის შეხედულებებს, იმპერატორის მიერ პატრიარქის დადგინების შესახებ, იმაზე აფუძნებენ, რომ იმპერატორი პატრიარქის დაწესებისას კვერთხს გადასცემს მას, – ეუბნება, რომ ამას აკეთებს არა თავისი მხრიდან, არამედ როგორც ეკლესიის მხრიდან უფლებამოსილი, „თვითონ კი არ აწესებს პატრიარქს და არაფერს აძლევს მას, მხოლოდ თანხმობას აცხადებს მზა საქმეზე და ეხმარება. ის, რომ არაფერს აძლევს და პირიქით მისგან იღებს, რადგან არის მხოლოდ თანამშრომელი საეკლესიო საქმეში, ცხადად ჩანს შემდეგი გარემოებიდანაც: როცა გამორჩეულს წმინდა კვერთხს თავისი ხელიდან გადასცემს, უახლოვდება მას, თაგს უხრის და შემდეგ, ჩვეულების თანახმად, თავს იშიშვლებს, კურთხევას იღებს და მის ხელს ეამბორება. ხოლო იმით, რომ თვითონ არაფერს აძლევს მას, კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ამას მხოლოდ იმის საჩვენებლად აკეთებს, თუ როგორი სიყვარულითაა ის განმსჭვალული ეკლესიის მიმართ და ამტკიცებს იმას, რაც ეკლესიის მერ არის დადგენილი... რამეთუ მეფე პატივს სცემს ეკლესიას, არა თუ ბატონობს მასზე“. ნეტარი სვიმონ თესალონიკელის ასეთი მოწმობის შემდეგ, ზედმეტია ყოველგვარი შემდგომი მსჯელობა საეკლესიო წინამძღვრების დადგინების საქმეში სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული სახელმწიფო ხელისუფლების მთელი მონაწილეობა იმაში გამოიხატება, რომ იგი კრების დადგენილებას საჯაროდ აღიარებს, რის შედეგადაც ეს დადგენილება მთელი იმპერიისათვის საყოველთაო-სავალდებულო ხასიათს იღებს.
აქედან გამომდინარე, III მსოფლიო კრების მე-9 კანონის ჩვენეულ განმარტებაში, ჩვენ მიერ დასმულ უკანასკნელ კითხვაზე, ეკლესიის საჭეთმპყრობლის გამორჩევაში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლებას შეუძლია თუ არა სხვა მონაწილეებისაგან დამოუკიდებლად, ანუ, კრებისაგან დამოუკიდებლად, თვითნებურად, კრების გარეშე, გადაწყვიტოს რომელიმე საეკლესიო წინამძღვარის მიერ განსახილველად შემოტანილი საკითხი კათედრიდან გადადგომის შესახებ, ვუპასუხებთ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონის თანახმად და ეკლესიის არსებობის მანძიო... ლზე გამართლებულ საეკლესიო პრაქტიკაზე დაყრდნობით: ამგვარი ქმედება დაუშვებელია.
მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, არც ერთ ეპისკოპოსს, იერარქიის რომელ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, არა აქვს მასხე რწმუნებული კათედრიდან გადადგომის უფლება; თუ იგი გადადგომაზე მოთხოვნას წარმოადგენს, მაშინ ის უკვე აღარ არის ეპისკოპოსი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ, კარგავს ყველა იმ უფლებას, რაც მას, როგორც ეპისკოპოსს, კანონის თანახმად ეკუთვნის; კარგავს ეპისკოპოსის სახელსაც კი – გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონიერი ხელისუფლება დართავს მას ეპისკოპოსის სახელის ტარების უფლებას რაიმე განსაკუთრებული სახით, მოწყალებიდან გამომდინარე. ამის შედეგად, ხსენებული ეპისკოპოსის კათედრა სავსებით ვაკანტურად ითვლება, ისევე, როგორც მისი სიკვდილის შემთხვევაში, რაც კანონიკურად ნიშნავს, რომ კათედრა ქვრივდება. ახალი ეპისკოპოსი უნდა გამოირჩეს და დადგინდეს მაშინვე, ანდა – არა უგვიანეს სამი თვისა. რაც შეეხება წარმოდგენილ თხოვნას გადადგომის შესახებ, მისი განხილვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ ხელისუფლებას ეძლევა, რომელმაც აღნიშნულ პირს კათედრა რწმუნებაში გადასცა. რამდენადაც, კანონის თანახმად, კრება ირჩევს რომელიმე პირს ეპისკოპოსად და კათედრას ანდობს, ამიტომ, შესაბამისად, მას ერთადერთს აქვს უფლება, მიიღოს ან არ მიიღოს წარმოდგენილი თხოვნა გადადგომის შესახებ; სახელმწიფო ხელისუფლებას კი შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს იმდენად, რამდენადაც მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აღნიშნული პირის აღნიშნულ კათედრაზე დადგინებისას. შენიშვნები:
1. II, 206.
2. >. 81V6 L8იძიიL8C, I, 106 – 107.
3. ჰVLI5§ 00C1. წX. ჩ15ხ. 6: თიი., I, 520.
4. გამოც. 1853 წ., გვ. 47 – 48; გამოც. 1862 წ., გვ. 72 – 77; გამოც. 1877 წ., გვ. 137 – 141.
5. გამოც. 1787 დ. I, 91. ბუშ წ. ბმ ბაუც წ. გვ 6. „კრების კანონებში გადადგომა წარმოადგენს ისეთ ქმედებას, როცა რომელიმე პირი საეპისკოპოსო მსახურებაზე უარს აცხადებს, მაგრამ ამასთანავე, ეპისკოპოსის პატივის შენარჩუნება სურს “. 50100), I098სIს5 6001. 6X ა8ხIხს3 წIL. ლიილიიმჯს8, §სხ V000 »ძიძI)0%, ხ0Xი. II, C01. 580.
7. ტთ. CM8M%., III, 158.
8. 4ძ. CMMMX., II, 49.
9. მსოფლიო კრებების საქმენი, II, 19 და შემდგ.
10. II01010, CიიC1110წ–00ს10ისი, II, 212.
11. „მოვიდა იგი აცრემლებული, ღვთისსათნო ეპისკოპოს თეოდორეს არც ქალაქს ედავებოდა და არც – ეკლესიას, მხოლოდ პატივსა და ეპისკოპოსის წოდებას ითხოვდა“. შდრ. ამ კანონზე ზონარას განმარტება, იხ. #4თ. C#9V., II, 208 – 9.
12. ბერძნულ ტექსტში კანონის განმარტებაა: 16 760 5X6 +თV Xთ+6ნითV 6(00:C06V, XთM2” 0V0V0IIIთC 2.070V თი(C0”), Xთ( ის X0M 16 Mთ”” 0L0V0|IIVV 6LVC XL X0MCIII0CV C(06V6X06V, 6IC 0X6066/IIC 62X%6თ0თ1, #თL თC XოV6Vთ M00CXCIV CC 6 65MC. ტთ. CMMV., II, 214.
13. #ტთ. C#98M7., II, 209 - 210.
14. ტდ. C#87., IV, 359. შდრ. კანონთა კრებულის სლავურ-რუსული თარგმანი; კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონი.
15. #6 «0610 #6VICXს096V 6Cთ+VV, თC IM 10 06CII0% LC 6XMXI)თICC 606CX0V, +0 X0VILCIღ0თ! +0სC 16ი0ს0700C +6C 6MX2აICIღთოC თხLCთV. #გთ. CMV9-., IV, 360.
16. ტთ. CM9=., IV, 30. შდრ. სლავურ-რუსული თარგმანი პეტრე ალექს. მე-10 კან. კანონთა კრებულში.
17. ორგზ. კრებ. მე-16 კანონი: „უპირველესად საჭიროა, ბოლომდე იქნეს მიყვანილი კანონიერი გამოძიება დანაშაულისა, რისთვისაც იგი ეპისკოპოსობიდან უნდა განიკვეთოს“. #4თ. C#M#X., II, 696. შდრ. ამ კანონის სლავურ-რუსული თარგმანი კანონთა კრებულში.
18. ტდ. C#IVV., II, 697 - 698.
19. C +0100%+% XC L0ს 6XLCX0X0ს +IIIC L6 Xთ( 0CIC 0XMX0LიIV0I0Mთ610CL XCVC6M06. შდრ. კირილე ალექსანდრიელის მე-3 კანონი #რ, C#XV., IV, 359.
20. #4ძთ. C#VIX., II, 699.
21. CI 86 1.670VX6C, 6060.6 რC «VV6Vთ XIV X60L IთCV Lთ0თLCIთღ60აV IIXX06V CსVM06LVV MX0თოX+6VV, 0ს XთV2.0C X6#0ს0( IIღXIXი06 /60 თსVM06!C 6/0თდ0C 00 X0Cთ16L 6V00 6//06დ"I V6|MVI, 1) MXVV6VI 6VთVLI0ნ+თI. #ძს. CV8M., IL, 700. ლათინური თარგმანი: CV გსხიიი ძაისის 1იიწმო Cხისინ8M10ისთ C00800%ს01იCი, ხიშიძი 8ლ0 ლ8ილირ»ი, V0I0I6 ძტხი:ი, II610 ძპისის. Lიიყი იი1თ იიი 3C1XL8 იიივსისსძი იიი V810ხ,0ს0»იძი 16C1 801XL80 V01 C80ი0»1 90ძV6L98LსL. 06V0I0წ11,>. §1V6 LI 8იძიი(80,1,357. შდრ. XIV ტიტლ. ნომოკანონზე განმარტ. რ#ტრდ. CIM98MX., IL, 39 - 40.
22. Iი5LIL. I, XIII, 6.
23. LI5L. ილC1. V, 2 IMIწიი, 8. წ., L. 67, C01. 508).
24. 10 VILი C00ი5%0ML. III, 60, 61, 62 IM1ფიი, 9. წ., L. 20, C01. 1128 - 1137).
25. იქვე.
26. I1CI0C II6V MVVCIV 6X6 X0XX.თ0IL0ს #6MIX6ო0თ! L6V 6XICM0X0V. Mა015L. 8ძ 3011L. (MI წიი,8. წ.,L. 25, 001. 691 – 3).
27. I. 89 იLხიძ0X. IMIწიი, 8. წ., §. 25, C01. 219 -2401). შდრ. 500X6L., III. 6001. II, 5 IM1წიი, 8. წ., ჯL. 67, C01. 192).
28. 800>8L«., LI19ხ. 0001. IV, წ IMIწიიტ, 8. წ., L. 67, C01. 469|.
29. "ოიძიქიჯის., ILII15%. CC). IV, 6 IM1თიი, 5. წ., L. 82, C01. 1132).
80. ფიიXის., II159L. 6001. V, 8 (MIფიი, 9. წ., L. 67, C01. 576 - 5811.
31. 8იიის., III59L. რ001. V, 2 IMIდიი, 9. წ., ხ. 67, CიI. 568).- 570ო6ი., III19%. 0001. VIII, 2 IMIდიი, 5. ფთ., L. 67, 001. 1513 – 165201. - შდრ.წიძიძიL9CL., III5L. 6CC1. V, 25 IMIწიტ, 8. წ., +. 82, ი01. 19531.
32. 8იი0X8L., II18L. 6001. VII, 29 (MICიი, 5. წ., L. 67, C01. 8011.
33. წიხოს53 ძი M90Xლ0, ძი 000001018 3000+ძ0%I) 6ხ 1Iი06III (წიLI8. 1704), C01. 1255 – 1257. ნათელი რომ მოჰფინოს აღნიშნულ საკითხს, ციტირებული თხზულებიდან ავტორს მოჰყავს დაწვრილებითი ამონარიდი, რომელიც ჩვენ, ავტორთან შეთანხმებით, არ გადმოგვიბემდავს; მის ნაცვლად, ჩვენ მკითხველს დედანზე ვუთითებთ. /რუსული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა)
84. „ხელთდასხმა ჩატარდა უქრისტიანესი და უსამართლესი იმპერატორის, იუსტინეს, უკეთილმსახურესი დედოფლის, მათი უახლოესი პირების (რომლებიც ცნობილნი არიან ცხოვრების კეთილი წესით და სხვებზე მაღლა დგანან სამეფო პატივის მინიჭების მხრივ), აგრეთვე – მღვდელმთავრების, მონოზვნებისა და მთელი მართლმორწმუნე ერის აზრის გათვალისწინებითა და მათი მხრიღან გამორჩევის საფუძველზე“, L015L. LXXIIL წM1წ%ი, §. 1., ხ. 63, იი1. 4941.
35. თავი I. „ვადგენთ, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ეპისკოპოსის ხელთდასხმისას, საეკლესიო დასმა და იმ სამთავროს უმაღლესმა ხელისუფლებამ, სადაც უნდა დადგინდეს ეპისკოპოსი, გამოიტანონ თავიანთი დადგენილება სამი პირის შესახებ (§ ჩ52%IთV X6V00L0Vიმ»ს » 620) XL «VI X0წII0X«L 109 X60010V09VI§%C), რათა ამ სამ პირთაგან ყველაზე ღირსეული ხელთდასხმულ იქნეს ხელთდამსხმელის გამოცდილებისა და გამორჩევის საფუძველზე“ 86. „თუ არ მოიპოვება ასეთი გამორჩევისათვის შესაფერისი სამი პირი, მაშინ დადგენილების გამომტანთ ნება ეძლევათ გამოიტანონ დადგენილება ორი, ან თუნდაც, ერთი კანდიდატის არსებობის შემთხვევაშიც... თუ ისინი, რომელთაც ეპისკოპო";ი-ნღა გამოარჩიონ, არ გამოიტანენ დადგენილებას ექვსი თვის ვადაში, მაშინ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხელთდასხმა უნდა მოახდინოს იმან, ვისაც აქვს ეპისგტთპჰოსის ხელთდასხმისას პირველი ადგილის დაკავების უფლება, ანუ – უპირატესმა ეპისკოპოსმა“ (იქვე).
37. „ვადგენთ, ყოველ იმ შემთხვევაში, როცა დადგება ეპისკოპოსის დადგინების საჭიროება, შეიკრიბოს ეკლესიის დასი და იმ სამთავროს უმაღლესი ხელისუფლება, სადაც ეპისკოპოსის ხელთდასხმა უნდა მოხდეს. წარმოდგენილი სამი პირისათვის წმინდა სახარების თავზე დადების შემდეგ, შედგეს არჩევნები... გასათვალისწინებელია ის სიფრთხილე, რაც ზემოთ აღვნიშნეთ და რასაც ადგილი უნდა ჰქონდეს ამ პირების გამორჩევასთან დაკავშირებით, რათა ამგვარად გამორჩეულ სამ პირთაგან ყველაზე ღირსეული იყოს დადგინებული ხელთდამსხმელის გადაწყვეტილებითა და განსჯით“. M0V. CXXXVII, Cმს. 2. C0. C0ძ10ი. 1IIხ. I, LIხ. III, 1. 42. იუსტინიანეს ეს დადგენილება შევიდა ბასილიკებშიც. 11)ხ. III, §IL. I, იგი. 8.
38. „ოჰ, უკეთური საქმიანობა! ადამიანი, უცებ ჩარიცხული წმინდა დასში, ეკლესიის ზედამხედველობასა და მმართველობას ახორციელებს. წინამძღვრად დგება არა მამების მხრიდან არჩევის გზით, არა კრების მიერ გამოკვლევის გზით, დაბოლოს, არა კანონიერი ხმის მიცემითა და დადგენილებით, არამედ –- ყველაზე უფრო ტირანული ხელისუფლების ნებით“ (VI§8 6ხ წ05L8 10CI1L. #1. 510011871, C. 15).
89. შდრ. LIV8წX., II15ხ. 0CCI. V, 1 IM1თიტ, §. წ., +. 86, იი1. 2788 – 921.
40. 5=Vთ080»0)15 1I09-.-99581001000515 8L6ი10ნ. LX 580I15 0L9)ი9L10ი1ხV5 (M169ი6, 3. წ., L. 155, 0. 226, ლ01. 439 - 4401.
41. იქვე, C01. 439 – 440.
42. იქვე, C01. 441 – 442. შდრ. ზემოთ დასახელებული ადგილების რუსული თარგმანი ნეტარი სვიმეონ თესალონიკელის თხზულებიდან „წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა წერილები, რომლებიც მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განმარტებებს ეხება“ (გამოც. 1856 წ), ტ. II, გვ. 284 – 286. => ათა ” · 2 ჟ Iა/I/ჯდრ .." "“ ქალკედონის წმინდა IV მსოფლიო საეკლესიო პრება დოგბმატი ქალკედონის ფწმინდა IV ესოფლიო საეკლესიო პრებასე 630 წმინდა მამისა (გარდამავალი ხს. 16 ივლისთან უახლოესი კვირიაკე, ძვ. სტ.)
ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ერთ პირში ორი ბუნების შესახებ ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად გიქადაგებთ ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრივობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭზეშმარიტი კაცისა, ჭეშმარიტი სულისა და ჭეშმარიტი ხორცისა; ერთარსი მამისა ღვთაებრივობით და ერთარსი ჩვენისა კაცობით; ყველაფრით მსგავსი ჩვენი, გარდა ცოდვისა. შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივობით, და უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ქალწულ მარიამ ღვთისმშობელისგან კაცობრივობით; ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორბუნებოვანს შეურწყმელად, შეუქცეველად, განუყოფელად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო; ერთ ჰიპოსტასში გაერთიანებული ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას); არა ორ პირად განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვა ღმერთს, უფალ იესუ ქრისტეს, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ, და როგორც თავად უფალი იესუ ქრისტე გვასწავლის, და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების რწმენის სიმბოლო.
_--...ღ––_>._
PDF გვ. 286 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.