← კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

II მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლი) · ტ. I (2007)

წინათქმა

_ წინაპირობა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს მაკედონიოსის ერესის გამო, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა თხოვნით მიმართეს იმპერატორ თეოდოსი I, მოეწვია მსოფლიო კრება. იმპერატორმა სათანადოდ შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და მართლაც, 381 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია II მსოფლიო საეკლესიო კრება; შეიკრიბა 150 მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, – ყველანი ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ ნახევრიდან. კრებამ თავისი სხდომები მაისში დაიწყო და იმავე წლის 9 ივნისს დაამთავრა; გახსნას იმპერატორიც დაესწრო. თავმჯდომარეობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი სიკვდილის შემდეგ კი თავმჯდომარის ადგილი ჯერ გრიგოლი ნაზიანზელმა დაიკავა, შემდეგ – ნეკტარიოს კონსტანტინოპოლელმა. მაკედონიოსის დაგმობის შემდეგ, კრების მამებმა მიიღეს ნიკეის კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლოს დამატება.

სულ მიღებულ იქნა 7 კანონი. კანონთა ასეთი რიცხვი შევიდა ძირითად კანონიკურ კრებულში; ასეთი რიცხოვნობით შევიდა ამ კრების კანონები კანონთა კრებულშიც და პიდალიონშიც. საჭეთმპყრობელშეი (მე-11 თავი) 8 კანონია, მაგრამ ეს იმ მიზეზით, რომ სინოპსისში, რომელიც აღნიშნული კრებულის საფუძველს წარმოადგენს, ბოლო (მე-7) კანონი ორ ნაწილადაა დაყოფილი. დასავლურ კრებულებში მხოლოდ 4 პირველი კანონია შეტანილი, ხოლო ბოლო სამი კანონი ითვლება არა ამ კრების მიერ მიღებულად, არამედ მოგვინებით მიმატებულად.

PDF გვ. 218

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კონსტანტინოპოლში შეკრებილმა წმინდა მამებმა განვაჩინეთ: ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ სამას თგრამეტ მამათა მიერ მიღებული სარწმუნოების სიმბოლო შეურყევლად იქნეს დაცული და არავინ გაბედოს მისი უგულებელყოფა, ხოლო ყველა მწვალებლობას ანათემას გადავცემთ, სახელდობრ: ევგნომიოსელთა, ანომეელთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიოსელთა, ნახევარარიოზელთა ანუ სულთმებრძოლთა, საბელიოსელთა, მარკელოსელთა, ფოტინელთა და აპოლინარელთა.

ჩვენ მოვიყვანეთ ეს კანონი ათენის სინტაგმის მიხედვით. ეს ტექსტი ბევერეგიას ტექსტის იდენტურია, მაშინ როცა სხვა ტექსტებში, განსაკუთრებით უახლეს გამოცემებში, იგი რამდენადმე სხვაგვარად არის გადმოცემული. ასე მაგალითად, ორივე რუსულ სინოდალურ გამოცემაში (1843 და 1862 წწ.) აგრეთვე 8+Xსი5 (1839 წ.)-ის და ILIVX8მ-ს გამოცემებში, ევნომიანოსთა ერესის შემდეგ, მოიხსენიება ანომეელთა და არიოზელთა ერესები, და ამავე გამოცემებში ნიკეის რწმენის სიმბოლოს შესახებ სიტყვების შემდეგ, ტექსტში ნათქვამია: „დაე, ანათემას გადაეცეს ყოველი ერესი და სახელდობრ, ერესები ევნომიანოსთა, ანომეელთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიანთა, ნახევარარიოზელთა”... ჩვენ ახლა ვიხილაგთ, რომ ეს დამატება მცირედაც არ ცვლის კანონის საერთო შინაარსს.

ამ კანონში კონსტანტინოპოლის კრების მამები თავიანთ მიერ ჩამოყალიბებული დამატებებით ავსებენ რწმენის სიმბოლოს და ანათემას გადასცემენ ყველა მწვალებლობას, განსაკუთრებით კი კანონში დასახელებულთ. პირველ რიგში ანათემას გადაეცემა ევნომიოსელთა მწვალებლობა. IV საუკუნის ნახევრამდე, წმიდა სამების შესახებ სწავლების განხილვისას, განსაკუთრებული ჟურადღება ეპყრობოდა წმიდა სამების მეორე პირის დამოკიდებულებას პირველ პირთან. მესამე პირის შესახებ საკითხი პირველ და მეორე პირთან დამოკიდებულებით, ანუ სულიწმიდისა მამასთან და ძესთან, არ წამოჭრილა. არიოზელები თავიანთ სწავლებაში ამ საკითხს არ ეხებოდნენ, ამიტომ ნიკეის კრებას არ გააჩნდა იმის მიზეზი, რომ რწმენის სიმბოლოში სულიწმიდაზე იმაზე მეტი ეთქვა, ვიდრე XLX600|L6V XXL 6(C <6 IIVCIIIღ0X 16 #/ICV(„მწამს სულიწმიდა“), მაგრამ დროთა განმავლობაში არიოზობა, რადგან იგი თავის სწავლებაში ძის უარყოფის თვალსაზრისზე იდგა, შეუძლებელი იყო სულიწმიდის უარყოფამდეც არ მისულიყო. ვინაიდან უარყოფდა ძის ერთარსობას მამასთან, აუცილებლად უნდა შეხებოდა სულიწმიდის დამოკიდებულებას მამასთან და ძესთან. აზრი არსების შესახებ, რომელიც შუამდგომელი უნდა ყოფილიყო ღმერთსა და ქვეყნიერებას შორის, შეიძლება კიდევ როგორღაც დასაშვები ყოფილიყო, ძის შესახებ მათი სწავლებიდან გამომდინარე, მაგრამ სულიწმიდის ადგილისგანსაზღვრა წმიდა სამების პირებს შორის მაშინ, როცა მის ღმერთობას არ აღიარებდნენ, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, თუ არა სულიწმიდის კიდევ უფრო დაქვემდებარებულ წევრად ჩათვლა, ვიდრე ძეს მიიჩნევდნენ. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა კვიზიკის ეპისკოპოსმა ქევნომიოსმა.2 დაახლოებით 360 წელს მან განაცხადა, რომ სულიწმიდა თავისი რიგისა და ბუნების მიხედვით მესამეა, და რომ იგი მამის ნებით და ძის მონაწილეობით არის შექმნილი და მესამე ადგილზე უნდა მიეგოს პატივი, როგორც პირველსა და უდიდესს ქმნილებათა შორის და, თანაც, ერთადერთს, რომელიც მხოლოდშობილმა ასეთნაირად შექმნა, მაგრამ ის არ არის ღმერთი და შემოქმედებითი ძალა არ გააჩნია.3 ამ ევნომიოსის სახელიდან მიიღეს თავიანთი სახელწოდება ევნომიოსელმა მწვალებლებმა.

წიანამდებარე კანონში მათთან გაიგივებულნი არიან ევდუქსიოსელნი, რომლებმაც მიიღეს და აღიარეს ევნომიოსის სწავლება. თავიანთი სახელწოდება მათ მიიღეს ევდუქსიოსიდან; იგი IV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და თავიდან გერმანიკიის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ ანტიოქიისა და ბოლოს კონსტანტინოპოლის.“ სწორედ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსობის დროს დაადგინა მან ევნომიოსი კვიზიკის ეპისკოპოსად.5 მათი სწავლება მსგავსი იყო. ძის შესახებ ეკდუქსიოსიანელები ასწავლიდნენ, რომ იგი მამის მსგავსიც არ არის, და ამით ისინი არიოზელებზე შორსაც კი მიდიოდნენ. მათ საზოგადოებაში გადმოსულების გადანათვლას ისინი ერთგზის შთაფლვით ახდენდნენ (იხ. მოც. 50-ე) და ასწავლიდნენ, რომ მართლმადიდებლური მოძღვრება მომავალი სასჯელისა და სამარადისო სასჯელის შესახებ უაზრობაა. ევნომიოსიანელებს სხვაგვარად კიდევ უწოდებდნენ ანომეელებს, რადგან ისინი ერთარსებობას უარყოფდნენ და ასწავლიდნენ, რომ წმიდა სამების მეორე და მესამე პირები თავისი არსებით პირველ პირს არაფრით ჰგვანანო.5 შემდგომ ამისა, ანათემას გადაეცემა ნახევარარიოზელები, რომლებსაც კანონი სულთმებრძოლებთან აიგივებს. სწორედ ეს უკანასკნელნი გახდნენ ამ მსოფლიო კრების მოწვევის მიზეზი. ამ მწვალებლობის თავი მაკედონიოსი იყო, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. თავისი სწავლებით სულიწმიდას იგი მამასა და ძეზე დაბლა აყენებდა, ანგელოზებს ადარებდა და მას ქმნილებად აცხადებდა. იულიანეს მეფობის დროით სულთმებრძოლებმა (სხვაგვარად მაკედონიოსიანელებმა) ისარგებლეს და ისე ფართოდ გააგრცელეს თავიანთი სწავლება, რომ ამ მსოფლიო კრებაზე ოცდათექვსმეტი სულთმებრძოლი ეპისკოპოსი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ნახევარარიოზელები სულიწმიდაზე ზუსტად ისე ასწავლიდნენ, როგორც სულთმებრძოლნი, ამ კანონმა გააიგივა ისინი. , ნახევარარიოზელები უფრო მეტი მწვალებლები იყვნენ, ვიდრე სულთმებრძოლები, რადგან ეს უკანასკნელნი ყოველ შემთხვევაში ძის მამასთან ერთარსობას მაინც აღიარებდნენ, მაშინ როცა ნახევარარიოზელები უარყოფდნენ არამცთუ სულიწმიდის ერთარსობას მამასთან, არამედ ძის მამასთან ერთარსობასაც. მაგრამ, როცა ეს კრება ერთნაირად აღიქვამს ამ ორ მწვალებლურ მიმდინარეობას, მას მხედველობაში აქვს 360 წლის შემდგომი პერიოდი, როცა მცირე აზიაში ბევრი კრების მოწვევა ხდებოდა ერთობლივად ნახევარარიოზელებისა და სულთმებრძოლების მხრიდან, როცა ამ უკანასკნელებმა, მცირე დროით, თავიანთი სწავლებიდან გამორიცხეს ძისა და მამის ერთარსობა.9 შემდგომ კანონი ასახელებს საბელიოსიანელთა მწვალებლობას. ისინი იცავდნენ ძე ღმერთის ღგთაებრიობას სუბორდინაციონიზმის თეორიის საწინააღმდეგოდ და იმის მცდელობაში, რომ ძისა და მამის თანასწორობა დაემტკიცებინათ, მივიდნენ მათ შორის ჰიპოსტასური განსხვავების უარყოფამდე. მათი სწავლებით მამა, ძე და სულიწმიდა ერთ ჰიპოსტასს წარმოადგენენ, წმიდა სამების პირებს შორის ყოველგვარი განსხვავების გარეშე.!? ამ მწვალებლობის დამაარსებელი იყო საბელიოსი, პენტაპოლისის პტოლემიდიის ლიბიელი ეპისკოპოსი; იგი III საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა." კალისტო I-ის დროს (218-223) იგი პირველად განიკვეთა ეკლესიიდან,!? შემდეგ კი IV საუკუნის რამდენიმე კრების მიერ იქნა ეს განკვეთა დამტკიცებული.!3? დასავლელი მამები საბელიოსიანელებს სხვაგვარად პატრიპასიანელებს (8LხL1 985818%1) უწოდებენ, რადგან მათი სწავლებით, თუ მამა ძესთან ერთად ერთ პიპოსტასს შეადგენს, ხოლო ძე ჯვარზე ევნო, მაშინ მამაც, როგორც ძისაგან პიროვნულად განუშორებელი, უნდა ვნებულიყო ჯვარზე. პატრიპასიანელები II საუკუნის ბოლო წლებში გამოჩნდნენ, როცა პრაკსეოსმა რომში ანტიტრინიტარული სწავლების ქადაგება დაიწყო. მისი არსი, ტერტულიანეს მიხედვით, შემდგომში მდგომარეობს: ქრისტე მაცხოვარი თავად არის მამა ღმერთი (10530 06ს5 L8(0L) და უფალი ყოვლადძლიერი, თავის არსებაში ეს ღმერთი არის სული უხილავი, უკვდავი, განუსაზღვრელი, რომელზეც ვერ მოქმედებს დრო, ვნება, სიკვდილი; საერთოდ, ადამიანისაგან განსხვავებით, არ ექვემდებარება რაიმე პირობებს ან ცვლილებებს. ქრისტე მაცხოვარში ამ ღმერთმა პირადად შეისხა ხორცი, ასე რომ, ერთიც და მეორეც ერთი და იგივე პიპოსტასს წარმოადგენენ; მამა ღმერთი მარიამისგან იშვა, ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, ეწამებოდა, ჯვარს ეცვა, მოკვდა და იყო დაფლული.“ „L8ხX6თ CLV00111X1IL" („მან ჯვარს აცვა მამა“), ამბობს იგივე ტერტულიანე პრაკსეოსის შესახებ, რითაც გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ამ ერეტიკოსთა მიმართ.!? პატრიპასიანელ ანტიტრინიტარელთა მეორე მთავარი წარმომადგენელი იყო ნოიტი; ისიც რომში ქადაგებდა II საუკუნის პირველ ნახევარში. საეკლესიო მწერლებიდან პირველნი, ვინც მის შესახებ ალაპარაკდნენ, იპოლიტე! და ეპიფანე!” იყვნენ, მათ შემდეგ – ავგუსტინე! თეოდორიტე!” და სხვ. ნოიტის სწავლება იგივეა რაც პრაკსეოსისა, მხოლოდ ნოიტმა ის უფრო განავითარა და სრული ფორმა მისცა. პატრიპასიანელ ანტიტრინიტარელთა წარმომადგენელი იყო საბელიოსი. მან პრაკსეოსის და ნოიტის სწავლება გარდაქმნა და მას ახალი, უფრო სრულყოფილი და სამეცნიერო ხასიათი მისცა.2? საბელიოსელთა შესახებ საუბარია, აგრეთვე, ამ კრების მე-7 კანონში. მათი ნათლობა არ მიიჩნევა ჭეშმარიტად და ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევისას ისინი მიიღებიან როგორც წარმართები. წინამდებარე კანონით ანათემას გადაქცემა, ასევე, მარკელოსნი. მათ დასაბამი ანკვირიის ეპისკოპოს მარკელოსისგან აიღეს, რომელიც IV საუკუნის შუა ხანებში ცხოვრობდა?! და I მსოფლ. კრების მუშაობაშიც იღებდა მონაწილეობას. იქ იგი არიოზის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა და მოშურნე დამცველად ძის მამასთან თანაარსობისა.22 მან არიოზელებთან ნიკეის კრების შემდეგაც გააგრძელა კამათი, უმეტესად – ნახევარარიოზელებთან. არიოზელობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმომადგენლის, ასტერიოზის?) წინააღმდეგ მარკელოსმა დიდი თხზულება დაწერა, რომელიც ნაწყვეტებით არის შემორჩენილი ევსევი კესარიელის თხზულებაში CიიLLგ M87X0611 („მარკელოსის წინააღმდეგ“). თავის თხხულებაში მარკელოსი არა მარტო ასტერიოზის წინააღმდეგ გამოდის, არამედ ანტიოქიის ეპისკოპოს პავლიანეს, ევსევი ნიკომიდიელის, ორიგენეს, ნარკესის და თვით ევსევი კესარიელის წინააღმდეგაც, მაგრამ ქრისტეს შესახებ არიოზისა და ნახევარარიოზელების სწავლებას იგი უარყოფდა. მარკელოსი ძალიან გაიტაცა თავის მოწინააღმდეგეებთან კამათმა და საბელიოსიზმში ჩავარდა, თანაც ლოგიკურად პავლე სამოსათელის სწავლებას მიუახლოვდა.“ ევსევი კესარიელი თავის თხზულებაში საეკლესიო ღვთისმეტყველების შესახებ", რომელიც გამორჩეულად მარკელოსის წინააღმდეგ იყო მიმართული, დაწვრილებით გადმოსცემს მარკელოსიანური მწვალებლობის სწავლების არსს.?? ამავე თემას ეხება ევსევი თავის ორ სხვა წიგნშიც და ისინიც მარკელოსის წინააღმდეგაა მიმართული.29 გარდა ცნობილი საბელიოსიანური სწავლებისა ქრისტეს შესახებ, რომელიც მცირე გამონაკლისით გაზიარებული იყო მარკელოსიზმის მიერ, მარკელოსმა თავად შექმნა სწავლება საკუთარი ლოგიკით და იქამდე მივიდა, რომ უარყო ძის მარადიული პიპოსტასი და ამის შესაბამისად ასწავლიდა, რომ ქვეყნის დასასრულის დადგომისას დადგება ქრისტეს მეფობის დასასრულიც და თვით ქრისტეს ყოფიერებისაც. მარკელოსის სწავლება რომ ასეთი იყო, ამას ევსევის გარდა ათანასეც ამოწმებს თავის წიგნში 106 §1ი0ძ15?? (კრებების შესახებ“), აგრეთვე, კირილე იერუსალიმელი საჯარო მოძღვრებაში (განსასწავლელი შეგონებანი, 3 0=7XC0CMX6IV§M06 00VVC8#6) 06 860სიძი CMII51 80ძV6იLს)28 („ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ“), ილარიონი, ბასილი დიდი, სოკრატე, თეოდორიტე და ბევრი სხვა.29 ჩვენ საგანგებოდ ვაკეთებთ აქ იმ მამებისა და ეკლესიის მოძღვართა ჩამოთვლას, ვინც კი მარკელოსიანურ მწვალებლობაზე წერდა, რადგან ზოგიერთი უახლესი დასავლელი ღვთისმეტყველი? ცდილობდა დაემტკიცებინა მარკელოსის ორთოდომქსალობა იმ საფუძველზე, რომ იგი გამართლებულ იქნა რომის 341 წლის კრებაზე და მისი სწავლება მართლმადიდებლურად აღიარეს სარდიკიის კრებაზე; უმთავრესად კი იქ იმ დაცვას გულისხმობენ, რომელიც მარკელოსს პაპმა იულიანემ აღმოღჩინა.3?! თუმცა, ძველი მამებისა და ეკლესიის განმანათლებლების გვერდით, მარკელოსის სწავლების სიცრუედ აღიარების საკითხში, ბოლო დროის ბევრი დასავლელი ღვთისმეტყველიც დგას; ასე რომ, მისი მწვალებლობის შესახებ საკითხი უკვე ამოწურულია და ასევე სრულფასოვგნადაა დამტკიცებული საფუძვლიანობა და სამართლიანობა იმ განჩინებისა, რომელიც მარკელოსიელთა წინააღმდეგ წმინდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ გამოიტანა. ბევერეგია გამოთქვამს აზრს, რომ უეჭველად ამ ერესის მიზეზით შეიტანა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებამ ნიკეის რწმენის სიმბოლოში სიტყვები – „რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“, რომლებიც არ არის ნიკეის სიმბოლოს რედაქციაში. ამ აზრს ჩვენ სავსებით ვიზიარებთ. ბევერეგია მას ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით: „დასახელებული სიტყვები, – ამბობს იგი ამ კანონის მისეულ განმარტებაში, – როგორც ნიკეის კრების მიერ ჩამოყალიბებული, ამ სიმბოლოს არც ერთ გამოცემაში არ გვხვდება, მაგრამ ისინი (სიტყვები) სიმბოლოს ყველა გამოცემაში არის შეტანილი, როგორც ამ კრების (II მსოფლ.) მიერ დამატებული და სხვა დამატებებთან ერთად დამტკიცებული. ჩვენი ეს მოსაზრება ყველაზე უკეთ იმით მტკიცდება, რომ თავად მარკელოსი თავისი რწმენის აღმსარებლობაში აცხადებს, რომ ის ყველაფერში იმ რწმენას აღიარებს, რომელიც ნიკეის კრებაზე ჩამოყალიბდა და ამბობს: „ჩვენ არ ვფიქრობთ და არც არასოდეს გვიფიქრია სხვაგვარად, ვიდრე აცხადებს მსოფლიო და საეკლესიო კანონი, დადგენილი ნიკეის კრებაზე“ (მაVყძ Lსი1იხგი. ჩმ0». LXXII 500ხ.10). ეს სიტყვები „რომლისა სუფევისა არ არს დასასრულ“ იმ დროს უკვე შეტანილი რომ ყოფილიყო ნიკეის სიმბოლოში, მაშინ მარკელოსი, რომელიც ქრისტეს სამუდამო მეუფეობას უარყოფდა, ამ სიმბოლოს აღიარებას ვერ განაცხადებდა. როგორც ჩანს, ეს სიტყვები მიმატებულია ამ კრების მიერ იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც გამოიტანეს მარკელოსიელთა წინააღმდეგ. მარკელოსიანობა კი თავის მხრივ წარმოიშვა ნიკეის კრების შემდეგ და ამ, კონსტანტინოპოლის, კრების მოწვევამდე“.32 შემდგომ ამისა, კრება ანათემას გადასცემს ფოტინელებს. ფოტინე იყო მარკელოსის მოწაფე, დაიბადა ანკვირიაში და დიდხანს მსახურობდა დიაკვნის ხარისხში; ბოლოს სრემის ეპისკოპოსი იყო.95 მისი სწავლება მხოლოდ მცირედ განსხვავდებოდა პავლე სამოსათელის სწავლებისაგან. ის არ აღიარებდა წმიდა სამებას; ღმერთს, ყოველივეს შემოქმედს, სულს უწოდებდა, ხოლო ძის შესახებ ასწავლიდა, რომ იგი მხოლოდ სიტყვაა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გამოთქვამს საკუთარ ნებას თავისი საქმეების აღსრულებისას; სხვა სიტყვებით, იგი რაღაც მექანიკური იარაღია, რომელიც ღმერთს აუცილებლად სჭირდება შემოქმედებისათვის. ქრისტეს შესახებ ასწავლიდა, რომ იგი უბრალო ადამიანია, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული დედამიწაზე საღვთო ნების აღსრულებისას, და რომ იგი არ არის მსგავსი, და მით უმეტეს ერთარსი, ღმერთისა; მაშასადამე, უკვდავი არ არის, და თავისი დასაბამი მარიამისაგან მიიღო.“ ერთმა დასავლურმა კრებამ 345 წელს ფოტინე შეაჩვენა,3 ხოლო ორი წლის შემდეგ სხვა დასავლურმა კრებამ ფოტინეს ანათემირება დაამტკიცა.35 კრებამ, ბოლოს, ანათემას გადასცა აპოლინარელნი. აპოლინარი იყო სირიაში ლაოდიკიის ეპისკოპოსი, დაახლოებით IV საუკუნის შუა ხანებში. ეკლესიის მამები და მოძღვრები მას მოიხსენებენ, როგორც სიღრმისეულ მეცნიერს.% ქრისტოლოგიასთან დამოკიდებულებაში ის იყენებდა ტრიქოტომიის პრინციპს, რომელიც მან პლატონის ფსიქოლოგიიდან ამოხაპა და რომლის საფუძველზეც ამტკიცებდა, რომ როგორც ადამიანი შედგება სამი ფაქტორისაგან – სხეული, სამშვინგელი და სული, ზუსტად ასევე ღმერთკაცი შედგება სხეულის, სამშვინველისა და ლოგოსისაგან. ეს უკანასკნელი ღმერთკაცში ადამიანის სულს ცვლის. ასეთი მსჯჭელობით აპოლინარი იქამდე მივიდა, რომ აშკარად გადმოსცა ქრისტეში ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება; თანაც ისე, რომ ისინი ქრისტეში ერთი მეორეს გვერდზე კი არ იმყოფებიან, არამედ შეერთებულნი არიან მასში. „თუ ქრისტეში – ამბობდა იგი, – ადამიანის სულს ვაღიარებთ, მაშინ მისი თავისუფლებაც უნდა ვაღიაროთ და, მაშასადამე, ცვალებადობაც (90606M699X806XVX, II ს- L8ხ!I1IIL85), ეს კი ჩვენს ეჭვს შეიტანდა“.37 მაგრამ როცა აპოლინარი გამოხსნაში ასეთნაირად მსჯელობს, მას ავიწყდება, რომ ამით ღმერთკაცობას უარყოფს და მიდის გამომხსნელში ადამიანის სრულ უარყოფამდე.3% აპოლინარის ქრისტოლოგიური სწავლების მცდარობა ეკლესიის ბევრი მამის მიერ იქნა გამოაშკარავებული და განსაკუთრებით – ათანასეს, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელისა და ეპიფანეს მიერ, რომლებმაც ნათლად აჩვენეს ქრისტეს სრული ღვთაებრიობა და ასევე, – რაც განსაკუთრებით საწინააღმდეგო იყო აპოლინარის სწავლებისა, – ქრისტეს სრული ადამიანობა, ანუ ის, რომ ქრისტეს ისეთივე ადამიანური სული შქონდა, როგორიც ყველა სხვა ადამიანს. 362 წელს ალემქსანდრიაში, ათანასეს მიერ მოწვეულ კრებაზე, დაგმეს აპოლინარის სწავლება ქრისტეს ადამიანობის შესახებ; ზუსტად ასევე 374, 376 და 380 წლების კრებებზე, რომლებიც რომში პაპ დამასეს დროს გაიმართა, დაიგმო აპოლინარის სწავლება და ყველა ამ სწავლების გამზიარებელი განიკვეთა;! დასასრულ, თვით სწავლების შეჩვენებაც მოხდა კრების მიერ. თუმცა, როგორც შემდეგში ვიხილავთ, ამ კრების მე-7 კანონის განხილვისას, აპოლინარელთა ნათლობა ჭეშმარიტად იქნა მიჩნეული და ისინი ეკლესიაში მიიღებოდნენ მხოლოდ მირონცხებით მას შემდეგ, რაც წერილობით წარმოადგენდნენ თავიანთი სწავლების უარყოფას. „ეს მწვალებლები – ამბობს ზონარა – არ გადაინათლებიან, რადგან წმინდა ნათლისღებას აღასრულებენ ისევე, როგორც მართლმადიდებლები“. « 42 ყველა დასახელებული ერესი ანათემას გადაეცემა. #VრიიIთ - იგივეა, რაც წVყიიიIIC- ბერძენ კლასიკოსებთან; წარმოიქმნება სიტყვიდან ·- 6VთXI0»IIL და აღნიშნავს ღვთისადმი შენაწირ და ტაძარში დადებულ ძღვენს. ამ დატვირთვას აძლევენ ქრისტიანული ეკლესიის მწერლებიც ამ სიტყვას. ლუკა მახარებელი, როცა იერუსალიმის ტაძარზე მოგვითხრობს, წერს, რომ იგი მორთული იყო ძვირფასი ქვებითა და შენაწირებით (8XX8/, 6Vთ0#I!თთ!).“3 ევსევი აღწერს კონსტანტინეს მიერ აშენებულ ქრისტეს აღდგომის ტაძარს შემდეგი სიტყვებით: „მასში თორმეტი სვეტი იდგა, ქრისტეს მოციქულთა რიცხვის შესაბამისად და თითოეული მათგანი მორთული იყო დიდი ვერცხლის ჭურჭლებით, – ძვირფასი ძღვენი (X622.IC+0ს წV#მიIIთCI მეფის მიერ თავისი ღმერთისადმი მირთმეული“.“ ზონარა აღწერს ღვთისადმი შეწირულ ქალწულს: „იგი ქრისტეს სასძლოა და შეწირულია ღმერთისთვის (XV) 6V60ი|)!თ IV 0-VI), როგორც წმინდა ჭურჭელი“.% მაგრამ ეს სიტყვა ახალ აღთქმაში ყველაზე ხშირად (თანაც მისი პირველი ფორმით – #6V60CIIოVI), განკითხვის, საზოგადოებიდან განკვეთის, წარწყმედის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს: „რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ...“ (16, 22); იგივე ეპისტოლეში: „მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად კორცითა...“ (5, 5); რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს..“ (9, 3); ხოლო გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (1, 8) და ყველა დასახელებულ ადგილებში გამოყენებულია სიტყვა #6V0606IIC.. ანათემის შესახებ უზუსტესად გვამცნობს ოქროპირი რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლის შესახებ თავის მე-16 საუბარში. როცა პავლე მოციქულის შესახებ საუბრობს, იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ანათემის მნიშვნელობას: „რა არის ანათემა (იX- XV96MM6, მოკვეთა)? თვით იმას მოუსმინე, რას ამბობს (პავლე): „რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ...“, ანუ ყველასგან მოკვეთილი იქნეს და გარეშე შეიქმნეს ყველასათვის. როგორც ვერავინ ბედავს ხელებით უბრალოდ შეეზოს ან მიუახლოგდეს ძღვენს, რომელიც ღმერთისადმი არის შეწირული, ასევე (მოციქული) უწოდებს ასეთ სახელს, საწინააღმდეგო აზრით, ეკლესიისაგან ჩამოშორებულს; მოკვეთს მას ყველასაგან, და იმ მიზნითაც, რომ რაც შეიძლება მეტად დააშოროს მრევლს, ყველას უბრძანებს დიდი შიშით გაშორდნენ ასეთ ადამიანს და გაექცნენ მასთან ურთიერთობას“.ძ4 პავლე მოციქულის მიერ გამოყენებულ სიტყვა „შეჩვენებას“, დასახელებულ ადგილებში ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი – საბოლოო გაძევება (0X880X8L10, 5008X8L10, 8ხ811008L10), მეორე – სამუდამო დაღუპვა (86ხ0IიIIXI 6X11%111))).

კონსტანტინოპოლის 879 წლის კრების მე-3 კანონის განმარტებაში, ბალსამონი ამბობს: „ანათემა არის ღმერთისგან გაძევება“. თეოფილაქტეც ზუსტად ასევე ამბობს: „ანათემა არის გაძევება, ჩამოშორება“.49 ამას შეესაბამება პავლე მოციქულის სიტყვებიც: „რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ...“ ,9? მოციქულის ამ სიტყვებზე თეოდორიტე შენიშნავს: „ანათემა, ანუ მოკვეთილ იქნეს ეკლესიის საერთო სხეულისაგან ის, ვინც არ არის ქრისტე უფალთან მხურვალე სიყვარულით შეერთებული“.% ბალსამონი კი ღანგრის კრების წინასიტყვაობაში წერს: „რა არის ანათემა, თუ არა ის, რომ ასეთი ეშმაკს უნდა მიეცეს, რომ მას უკვე ვერაფერი გადაარჩენს და რომ იგი სრულიად უცხოა ქრისტესთვის“.5! ათანასე დიდი შემდეგნაირად განმარტავს მოციქულის დასახელებულ სიტყვებს: განაყენეთ იგი ეკლესიისაგან და ერთგულთაგან, დაე, მოკვეთილ ყოფილიყოს მრევლისაგან ყოველი ურწმუნო“.35 ლაოდიკიის კრების 29-ე კანონი, როცა იუდეველთა ჩვეულებების მიმდევართ მოიხსენიებს, აცხადებს: „ანათემა ყოფილიყოს მასზე ქრისტესგან“.53 ამ სიტყვებს ზონარა შემდეგნაირად განმარტაგს:» გამოყოფილი და მოშორებული ყოფილიყვნენ ქრისტესგან“.% კონსტანტინოპოლის კრების დასახელებული კანონის განმარტებაში ბალსამონი ამბობს: „ასეთ პირისათვის ანათემა ყოფილიყოს, ღმერთისგან გაძევებულ იქნეს და ეშმაკს გადაეცეს, როგორც ანათემა“.% აქედან წარმოიშვა გამოთქმის ფორმა როგორც ბერძნულში და ლათინურში, ასევე ჩვენს ენაზეც:

„ანათემაზე გადაცემა“.% გარდა გაძევებისა, განთხევისა, ანათემა კიდევ ნიშნავს სამუდამო მოკვეთისა, დაღუპვას (წარწყმედას). ასე მაგალითად, პავლე მოციქული აცხადებს, რომ ის თავად ისურვებდა ანათემას ძმების, თავისი ხორციელი ნათესავების გამო (იხ. რომ. 9,3). ოქროპირი პავლე მოციქულის ამ ეპისტოლეს განმარტავს სამუდამო დაღუპვის აზრით და წერს: „იმიტომ გეწამები – ამბობს მოციქული – და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ქრისტეს პირისაგან განშორება, და არა ქრისტეს სიყვარულის მოკლება (ნუ იყოფინ, რადგან ამას იგი ქრისტეს სიყვარულისათვის აკეთებდა), არამედ განცხრომისა და დიდების მოკლება, მე დავთანხმდებოდი, იმ პირობით, რომ მეუფე ჩემი არ დაეგმოთ... მე სიამოვნებით ვიტყოდი უარს ზეციურ სასუფეველზე და იმ გამოუთქმელ დიდებაზე და დავითმენდი ყველა უბედურებას“.97 თავის სხვა თხზულებაში ოქროპირი განმარტავს, რომ დასახელებულ ადგილზე მოციქულის მიერ მოყვანილი სიტყვა „ანათემა“ სამუდამო დაღუპვის აზრის მატარებელია. წიგნში თუ სიტყვებში ღვთისმსახურთა შესახებ, ოქროპირი პავლე მოციქულის შესახებ ამბობს: „ასეთი ღვაწლის შემდეგ, აურაცხელი გვირგვინების მოხვეჭის შემდეგ, იგი თანახმა იყო გეპენიაში ჩასულიყო და სამუდამო ტანჯვა მიეღო (§LC4/6წVVთV 6X02.08(V <თ( თICაVLV/ X0თ600#VXთL X076C6L), ოღონდ გადარჩენილიყვნენ და ქრისტესკენ მოქცეულიყვნენ იუდეველები“.59 ამის შემდეგ ჩვენთვის გასაგებია თუ რა არის ანათემა. კანონებში ჩვენ ისევ შევხვდებით ამ სიტყვას და მის მნიშვნელობად ყოველთვის ვიგულისხმებთ საბოლოო მოკვეთას ეკლესიისაგან, რომლის შედეგიც სამუდამო წარწყმედაა.

შენიშგნები:

1. CMხI05%0XCI, LII15ხ. 6001. 1Iხ. VIII, C8ი. 18. – ფილოსტორგიის ისტორიის შესახებ, რომელიც 12 წიგნად იყოფა და იმპერ. პჰონორეას დრომდე მოაღწია, კევი შენიშნავს, რომ მას არ შეიძლება ყოველმხრივ ვერწმუნოთ, რადგან მისი ავტორიც იყო ევნომიოსელთა ცრუ სწავლებით შეპყრობილი C. C9V0,50>0ხL0Lსიი 000108, #M15(0118 11:0L9L16. C6ი6V80,1705,08წ. 264-265. პატრ. ფოტი (8I1ხ11იჯი. იიძ. 40 IM1Cიი, §. ჟ., ხ. 103, იი1. 72-73)) მისგან ამონაწერებს გვაწვდის, რომლებიც ახასიათებს ისტორიული მოვლენების შეფასებას იხ. 8. 8. 80X0708%, /–I6XIIIM 90 #6X001M 2068MC6# I60%X9# (Cინ. 1907. I), ი>»ი. 160-1 ფილოსტორგიის ისტორიის შესახებ მოხსენებული მსჯელობის გამო აჯამებს, სწორედ, ავტორი მასზე მოწმობას. (რუსული გამოცემის რედაქტორი).

2. ც851111 M. 80V6I§. Lსი0IIILII, 11ხ. III, იიი. 5 IMI)დფირ, §. წ., L. 29, 01. 665).

3. 50ძ0I8L., II15L. 6C0). II, 37, 42 IM1წიი, 6. წ., L. 67, 001. 301-324; იი1. 349-352).- 5070=ო., 1I15ხ. 6CCI. III, 5 წM1Iყიი, 3. წ., ს. 67, C01). 1041-1045). Xხიიძიჯის., LII80L. წგხს18». ლიIიდ. IV, 2 IMიდიი, 8. C., L. 83, ი01. 416-4171.

4. იხ. ამ კანონზე ზონარასა და ბალსამონის განმარტებები #თ. CMMV., II, 166,168).

§. 1ჩხი0ძი1CL., II80L. 18ხს). ლიჯინხ. IV, 3 IMIთფიტ, 89. 6., L. 83, ლი1. 417-421).

6. 5070Mი., II15L. 6CC1. IV, 27 IM1წ00, 8. წ., ს. 67, 001. 1200-1201). – შდრ.Iიძიიძი1X6L., II160L. 18ხს!. ლ0)0. IV, 5 (M1IწVი, 8. წ., L. 83, 601. 424).

7. 5070Mა., იქვე. – 800X8L., იქვე. – LI0I103L0Xწ., IV, 3.

8, შდრ.ხ6V0L0611, 4 . 51V6 I გიძილხვი, II, ტიიის. 1ი ჩხ. C8ი., ი. 91-92. – II67610, Cლ00C1II16ი80- 56ხ10ხ%, 1, 734-738.

9. IიძიძიX6ხ.,II66L. 18ხ. 00Iი ნ. I. II,9 IMIთიტ,8. წ.,L. 83,ლC01, 396). – LC16ჩხიი., 4ტ9V. ჩგიI09, II60L. LXII (81. XLII) IM1Cი0, 8. წ., ს. 41, C01. 1052-1061). – შდრ. ILI901ჯ010, C0იC1110ი60- 56ჩ1Cჩ%, I, 135, 254, 680.

10. Iი00ძ01%L%., შდრ. – იხ. II0#6016, დასახ. თხზ., 5. 135 და შემდგ.

11.I161010, დასახ. ადგილი.

12. იქვე, I, 524 და შემდგ.

13. I0LIს118ი., 4ძV. IXL8CX08IXი, ლ. I-X XXI IMIთირ, 8. 1., ს. 2, C01. 153-196).

14. იქვე,.ი. I. 1ი§სი1 ძ1C1L 8%+0»” ი85პ8სი1 0550. I050 0005 LV იLიL ი855ყ5. C. II. 30» 1096 CL0ო01ჭ%სX ი8LV8 6: 085395. C. XIII („ის ამბობს, რომ თვით მამა ღმერთი ევნო... მათ სწამთ, რომ მამა თავად იშვა და ეწამა“)..

15. C0ისL8 108L051ი M00L1 (MI1დფი0C, 8. წ., ხ. 10, ლ01, 804-829).

16. #ძV. ი08X08. II80+. L,VII (81. XXXVII) IM1Cით, 89. წ., L. 41, იი01. 993-1009).

17. 1)0 ი80X08., C. XXVI IM1Cიტ, 3. 1., ჯ. 42, ლი1. 30).

18. LI80X0იL. 18ხ. ლ0Mი., 11ხ. III, C. 3 (MI თი“, 5. წ., ს. 83, 01. 404-4051).

19. ტსწყი§სი. 1ი IV. ჰძიიხ. LL0CL. XXX IMIწიC, §. 1., L. 35, ლიI. 1632-1636). Lიიი, Iი. XCIII (93) C. 1 IM1ფიი, 8. 1., ს. 54, C01. 935-937). შდრ. #სწსვს., II80>05. XXXVI, XLI წIMI1>იი, 8. 1.,. ხ. 42,00). 32). – სი1ეი8ი.,4ძV. იჩ80L05, II80L. L XII (81. XLII) IMIდი6,5. თ.,ხ. 41,001. 1052- 1061). – IიძიძიXის§., II80L #8ხ. ი0»)დ., 1Iხ. II, C. 9 IM1წX%, 5. დთ., L. 83, C01. 396).

20. ტიიის. 1ი 500L6L. III18%. 600), II, 19 IMIდიიტ, 8. დ., L. 67, C01. 223-233). – შდრ.C8V0, დასახ. თხზ., 127, 21. #ტიიისLს. 1ი 500X8L. II15L, 0CCI. I, 36 წMI1Cდიტ, 9. წ., L. 67, C01. 171-174).

22. ასტერიოზი სოფისტიკით იყო დაკავებული კაპადოკიაში, შემდეგ კი ქრისტიანობა მიიღო. მაქსიმეს დევნილების ხანაში, იგი ქრისტეს განუდგა და კერპებს შეწირა მსხვერპლი; შემდგომში მოინანია, კვლაგ ქრისტიანობა მიიღო და არიოზობის მიმდევარი გახდა. მან ამ მიმართულებით მრავალი თხზულება შექმნა და სირიის სხვადასხვა ადგილებში კითხულობდა. ამ თხზულებებმა აღძრა მარკელოსი ასტერიოზის წინააღმდეგ დასაწერად. შდრ. #Lი8გი89., Cიიზგ8 #>18ი0ი03 0X8L. I, ისი 30, 0L81. II, ი. 28. 9 5სიი919, ის». 19 IM16იი, §. წ., L. 26, 001, 73-36; C01. 205-208; ითი). 713-716). – 500X8L., II15ხ. 0CC1. I, 36 IM1ICთიი, §. წ., ხ. 67, C01. 172- 173). – 1XMIIი9%0XLწ., II15L. 0CCI. II, 4.

23. Xს56ხ., C0იLI8 M8X00)1სIთ, LIხ. I, C8ღ. 4 IMI იი, §. წ., L 24, 001. 749-773).

24. LX 900103188L1C08 სხიი10წ618 00ი%L8 M#8Xი6 0110 11ხI L+0C5 წMIწიტ, 8. თ., ხს. 24, C01. 825- 1045). შდრ. ზონარასა და ბალსამონის განმარტებები ამ კანონზე (#4თ. C#XM7., II, 167-168).

25. ჩს56ხI 1 8ოთიხ!! 86ძV06L5)5 M8Xი0011სი 8ი0X80 0ი)იიისIი 11ხLX1 ძVI0 IM1დიტ, 3. წ., ს. 24, იიI. 707-825). – შდრ. M#0+X001118»ი8, 0ძ. IL6LLხიLწ. 1794, – IXV506ხ., 10 9ლი1. სხიტი1ინ. 1)ხ. I, C. 1, 5, 7, 14, 15, 1Iხ. II, C. 25; IIხ. III, ი. 4 (MICდიი, 8. წ., ს. 24, C01. 829, 833, 836, 853, 965; 1001-1005). – სMიხ!ლხჩ8ი., II80L, L XXII (81, LII) IM1დიი, 6. ცწ.,ხ. 42, ი01. 381-400). – 1იM6იძი0L.,L180+. 18ხ. იისიი., II, 10 IMIწიი, 8. წ., L. 83, C01. 396).

26. IM1Iფიირ, 8.წ., ხ. 26, C01. 725 და შემდგ.1.

28. LII18XI) II8ყიი. II, ი. 21 (M1წიტ, §. დ., L. 10, C01. 650-651). – 88511. Mიყი., I019L. LII 89 #ტხხმი85. IM1Iდიი, 3. წ., +. 32, C01. 392-396). – 5ი0L8ხ., III15L. CCCI, II, 19 წMIწიი, 8. დ., L. 67, 00). 224-233). – Lიძიძი»., II80L6CL. 16ხ. იიIიდ. 1)ხ. II, ი. 10 წIMI წი, 8. წ., L. 83, C01. 396, 397). – V810511, #ტიიის. 1ი 800L8L15 II15L. CCCI. II, 19 IMIდიიტ, 3. წ., ს. 67, C01. 223-23ვ3).

29. მაგ., M8%8115 #410X., 500ხ. IV. L1930LL. 30; Mიისწისიიი, C0)1ი0ხ10 ი0V8 8LLსი., ხ. II §8წ. 51 (Vი0წხ, 18)ხ1. 019%. ჩ80I99. I, 293). ჰეფელეც, რომელიც დაწვრილებით გადმოგვცემს მარკელოსიანელთა სწავლებას, გადაჭრით არ განიკითხავს მას.

30. შდრ. II96101C, C0იC1116ი»წყ065ლჩ10ჩL0, I, 499 და შემდგ., 552., 607 და შემდგ., 611 და შემდგ., 502; IV, 405, 407.

31. 0ციV0XL6Cწ)1, §. 51V0C L8იძიიხვი, II, ტიიის. 1ი. ს. იმი. ი. 92. – IIძი! ვჯოიხი1Vსო (ი0ი01111 C0ი3(8იLIი00011L8ი1) ი1MI1 10>0 8I1სძ 09%, ძს8Iი §Vთხი!სთ M0გიისი იმს018 8001L18 6XIX0I1C8- ხს... 6 80ძV0X308 M0700111 #ტილVI80ი1 ძიყწოთოგ ხ80 ი18V5ს18 ის)ს8 IXიყი1! იიი 0>ხ #13. C0V0, დასახ. თხზ. ჯ. 232. – შდრ. ტიიიL. 1ი 900L9ს. III8ხ. 6CC1. IL, 19 IMI წი, §. წ., ხზ. 67, 001. 223-233|, 32. ზიუით0ი.,IV,6 IMIწი0,8.წ.,ხ. 67,001, 1120-1124). – Mი1ხიგი. II8იL. LXXI (8I. LI) „MIდიი, §. წ., ხ. 42, 001. 373-3811. – #ი»თის. 1ი 800X8L. III5ხ. 0CCI. II, 19 წM1დ%X2ი, 8. დ., ხ. 67, 001. 223-233). – შდრ. 86Vი>იწIL, §. §1V6 ნ8იძიისვი, II, ტიიის, 1ი, %. C8ი. ი. 92; C9V0, დასახ. თხზ. ხს. 131. რომის იმპერატორ პრობის სამშობლოს სრემის (სრიმის) ნანგრევები ახლაც არის შენარჩუნებული ქალაქ მიტროვიცაში. შდრ. II01010, C0იC1I10ი#08CM1CL6, 1, 634.

ვ3, სი1ხხ8მი.,II80>03. L XXI (81. LI) წIMICიტ,9. დ.,ხ. 42,001. 373). – 507ითტი. II15%. CCCI. IV, 6 IMI)დიი, 5. წ., L. 67, C01. 1120-11241). – I 000ძ0»., II86L. II, 11 (M1წიი, §. წ., L. 83, Cი1. 397). – 800X8L., III5L. CC. II, 19 წIMIდიი, §. წ., L. 67, C01. 224-233). – შდრ. 80V0Xიწ611, 3. 31V6 სნ8იძიისიი, II, ტიიის. 1ი ხსილ იმილირი, ნ. 92.

84. III», Iსილი. II, 19 IMიდიი, 9. 1., §. 10, 01. 645-646). შდრ. II61016, C0იCIII6ი დ050LICიხი, I, 637.

35. III18X. 1ხ. შდრ. II01010, დასახ. ადგილი.

36. 800»X8L., LII9L. 0001. II, 46, III, 16 IM16იი, §. წ., L, 67, C01. 361-364; იი1. 417-4241. – 5070-., VI, 25 IMIფიტ, 8.წ., +. 67, Cი1. 1357-1361), – V 910811 4ტიი0L9%. 19 680. C1L. 5070-0001, შდრ. C0V0, დასახ. თხ%., 986. 168-169. ც6V6X6წ1), #. 51IV6 წიიძილსნმი, IL, ტიიის. 1ი. ს. იმი., დ. 92-93.

37. 8ი0X8L., 119L. 0001. II, 46 IMIდიი, 8. წ., ს. 67, C01. 361-365). – 5020Xი., VI, 27 IM1წX0, §. წ., ხზ. 67, CიI1. 1368-13691. – ზონარასა და ბალსამონის განმარტებები ამ კანონზე (#4თ. CMV2., IL, 167, 169). – 1M90ძ010L., LL06+. #80ხ. იითიძიძ. IIხ. IV, C. 8 წM1Iწიტ, 8. წ., L. 83, C01. 425-428). – შდრ. II6Cჯ010, C0იCI116იწ050016ჩ%ი, II, 142.

ვ8. შდრ. 1 ი00ძ0ჯX96სყ., II80L0L. 18ხ. ი0იიი0ტიძ, 1Iხ. V, C. 11 IMICიი, 3. დ., ს. 83, Cი1. 488-496). – #4სწდსყს., II80L. LV IMI1წიტ, 8. 1., ს. 42, 601. 40)

39. #L§ხ8%ი88., IX0 1იC8I1ი8M10იტ ჰით. ი05ხL ძჰსვს CხII5L1 0ლ0ი(X8 #ტი01იმსთი 11ხI11 ძს0 MMIფიი, §. წ., ხ. 26, C01. 1093-1166). – CL0წ0». MV550ი., #ტი001IL0-061005 809V0+590)5 #ტი011100X1- ხIი წIMI1 დით, §. წ., L. 45, 001. 1123-1277); X013L. შოძიიიი)I0Iი 80V6I8. #ტი01I1ი8I1სXი წიქეე, C01. 1269-12771. – CIX6ყი». M871807.0X08%. XXII IM1წი, 8. წ., L. 85, 00). 1132-1152); 8ძ CI0ძი0»ი1- VI იX05ხVL6LსIთ 00ი%I”8 #ტ00111ი8სXი 6015%. ძ)060. I015L. CI, CII IM1Cიი, §.წ., L. 37, 00. 176- 2011. – ჩიი1ნ8ი.,ტიილი»8ასვ. ისი. LXXVI IM16ი0,8. C.,ხ. 43,001. 160-1611); #ძV. #9MI80X0508, 1)1ხ. III, სიი. II. II860». L XXVII (81. LVII) IM1I6»06, 8. წ., ხ. 42, C01. 641-700).

40. შდრ. II61010, CიიCII)6იდ05CM)Cჩხი, I, 727.

41. შდრ. II01010, C00ი01110ი605C111C10L6, I, 740,742.

42. #ტთ. CMMM., II, 188.

43. ლუკ. 21, 5.

44. Lს§6ხ., IX0 VILი Cიივხ8ის, 1Iხ. III, 8. 38 (წMIფიი, 5. წ., ს. 20, C01. 1096-1097|.

45. მე-18 კანონზე ბასილი დიდის განმარტება იხ. #თ. C#MIX., IV, 142.

46. II0#იI1. XVI Iი Xი. 8ძ ხითგი053 IMIწიი, 6. წ., L. 60, Cი1. 549, შდრ. რუს. თარგმანი, ტომი 9. გვ. 689).

47. 4თ. CIX8V,., II, 712.

48. ხიიისVI9ი§. 6ძ #0», IX, 8. XC 66LL+6 6V006)|0 II00C ჩX0C%0V” X00010I16C, 6X20%0100C% MIMIVია, 5. წ., ს. 124, 001. -160).

49. 1 კორ. 16, 22.

50. IიიიძიXL6ს., 1იL6IიX. 06015. I 8ძ CიL. IM1წX0, 9. წ., L. 82, C01. 373). 51. I10სV 6C114%0ს+X0 6 #66 L6 6V006IIთ, 6+X”6%L 6VთXI06C0თა 08+0C +დ 610 M67.V/, «თ IIIIX6LL თოი ი0(0C XჯრითV 6X610), VIV6C0C) 6761010C +090 Xი0ICX0ს; (/ტთ). CMILM., III, 97).

52. #4ტაჩ8მიმ89.,100 95+8ხი)15 501 0LსX80,ძს)05%L. CIII IMIწ6ი0,5. წ–.,Lხ. 28,ლ01, 7601 53. XC«CთCთV CVC06IIთ Xთირთ XიIთXV (#4თ. CMVX., III, 196).

54. ტთ. CV8%., III, 196.

55. ტდ. CI8M., II, 711.

56. 4თ. CMVVM., I, 79.

57. CხIXV5ი§სით., LI0ი. XVI 1ი იი. 8ძ სითმი08 IMIთI00, §. 6., ჯ. 60, ლ01. 551; შდრ. რუსული თარგ. ტტ. IX, გვ. 692).

58. CხXV505L0Xი., 00 5800+ძ0XL10 11ხ. IV, ლ. 6 (MIფიიტ, §. წ., §. 48, C01. 669; შდრ. რუსული თარგ. ტ. I, გვ. 449).

მსგავსი კანონები:II მსოფლ.7ტრულ.175ღანგ.21ლაოდ.78კართ. 2, ბასილი დიდ.1

PDF გვ. 218 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არიან განლაგებულნი, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში არევა; კანონის შესაბამისად, ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს, ალმოსავლელი ეპისკოპოსები კი მხოლოდ აღმოსავლეთში განაგებდნენ, მაგრამ, ამასთანავე, ანტიოქიის ეკლესიის უპირატესობის დაცვით – თანახმად ნიკეის კრების განჩინებისა. აზიის ეპისკოპოსებმა მხოლოდ აზიაში მართონ ეკლესიები, პონტოელმა ეპისკოპოსებმა – პონტოში, თრაკიელებმა – თრაკიაში. ასევე, განგაჩინებთ მიწვევის გარეშე ეპისკოპოსი არ უნდა გადავიდეს თავისი სამთავროს საზღვარს რომელიმე პირის ხელთდასასხმელად ან სხვა რაიმე საეკლესიო განკარგულების გასაცემად. საეკლესიო სამთავროს შესახებ ზემოაღწერილ კანონთა დაცვის შემთხვევაში, ცხადია, რომ თითოეულ სამთავროს საქმეებს გადაწყვეტს იმავე სამთავროს კრება, როგორც ეს ნიკეაშია განჩინებული. რაც შეეხება უცხო ტომთა შორის არსებულ საღვთო ეკლესიებს, ისინი უნდა იმართებოდნენ მამათაგან დაწესებულ ძველ კანონთა მიხედვით.

კანონი პირველ რიგში მოიხსენებს დიეცეზს ბIისოCL (910000515), – რაშიც გულისხმობს უფრო გრცელ საეკლესიო სამთავროს, ხოლო შემდეგ ეპარქიას 6Xთ”იXIV (0IL0- VIი018), და მასში მცირე სამთავრო იგულისხმება. ორივე მათგანი ზუსტად პასუხობდა სახელმწიფოს სამოქალაქო-პოლიტიკურ დაყოფას; ასე რომ ყველა პოლიტიკური სახელწოდება საეკლესიო პრაქტიკაშიც გადავიდა. #MI0სთ6X – დიეცეზი შედგებოდა რამდენიმე მცირე სამთავროსაგან, ანუ ეპარქიისაგან, და ამდენად 6Xთი0XLV – ეპარქია დიეცეზის ერთ ნაწილს შეადგენდა. ეპარქიის მღვდელმთავარი დიოცეზის მღვდელმთავარს ემორჩილებოდა, რომელსაც დაწესებულ საზღვრებში ეპარქიალურ საჭეთმპყრობელთა ზუსტად განსაზღვრული რაოდენობა ექვემდებარებოდა. ზუსტად ამაში მდგომარეობს კანონის შინაარსი, როცა იგი დიეცეზზე და ეპარქიაზე საუბრობს. რამდენიმე სიძნელესთან გვაქვს საქმე იმ სიტყვების განმარტებისას, რომლითაც კანონი იწყება – 10%C ეX§ი §I0იწთთIV §MICX0XსC 1თIC სX6000(01C 6MMXIICთLC%V II) §XI6VთIს, ისინი გადათარგმნილია შემდეგნაირად: „სამთავროს ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთაგროს საზღვრებს გარეთ არიან განლაგებულნი“ ჩვენ გავიზიარეთ ათენის ტექსტი, რომელიც ჩვენს შრომაში ძირითადია. ჩვენს თარგმანთან შესაბამისობაშია დასავლეთში გამოსული კანონების ყველა კრიტიკული გამოცემის თარგმანები. ბევერეგიამ ასე გადათარგმნა: »„L01900#1 VILL8 010060051» 19 60C105185 0XLL8 §ს008 ს0”იი1005 ი6 8000ძ8იL“.! ზუსტად ასევე აქვთ ეს ადგილი გადათარგმნილი ბიოლსა და ჟიუსტელს?, და ჰეფელსაც.? დიონისე მცირის კრებულში სხვაგვარად არის თარგმნილი. სიტყვა ჯ»#ნწნი მას ნათარგმნი აქვს სიტყვით 309%0L (887), რაც კანონს სულ სხვა შინაარსს აძლევს: ძსა1 §სიხ §ს096L ძIი000051ი 060150001, 260)მ0)მი მძ 000105188, 0086 570 6XVხX8 0L86LIX08 §1ხ1 L0Lი01005 8000ძ8ი% („ის ეპისკოპოსები, რომლებიც სამთავროებს (დიოეცეზებს) განაგებენ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიუდგნენ იმ ეკლესიებს, რომლებიც ფარგლებს გარეთ არიან“), მათი სამთავროს კარდინალმა პიტრამ ტექსტი დიონისესგან რის გამოც მას კანონის გადაიწერა, სხვა აზრი გამოფვიდა.5 ჩვენ ვერასგზით დავეთანხმებით კანონის აზრის ასეთნაირად გადმოცემას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ კანონების ყველაზე ძველი საიმედო ხელნაწერები, ასევე უახლესი კრიტიკული გამოცემები ამართლებენ ჩვენს რედაქციას, მეორე რიგში კი იმიტომ, რომ როგორც დიონისეს თარგმანში და, მაშასადამე, კარდინალ პიტრას გამოცემაშიც, ნათლად ჩანს მთარგმნელის შეცდომა. დიონისეს რედაქციით ურთიერთსაწინააღმდეგოა ტექსტის სიტყვები, – კანონის დასაწყისში და შემდეგში ნათქვამი, – მაშინ როცა იმ რედაქციაში, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ტექსტში წინააღმდეგობა გამორიცხულია. კანონის ტექსტზე და აგრეთვე მის ზონარასეულ განმარტებებზე?ნ დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კრების მამები, როცა ამ კანონს გამოსცემდნენ, ხსენებულ სიტყვებს მხოლოდ ზოგიერთი უმაღლესი ეპისკოპოსის მიმართ კი არ გამოთქვამდნენ, არამედ განურჩევლად ყველა ეპისკოპოსის მიმართ. კანონში შემდეგი ადგილი: „მიწვევის გარეშე ეპისკოპოსი არ უნდა გადავიდეს თავისი სამთავროს საზღვარს რომელიმე პირის ხელთდასასხმელად ან სხვა რაიმე საეკლესიო განკარგულების გასაცემად“ – ამას ადასტურებს.

ეს კანონი, თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა გამეორება ნიკეის კრების მე-6 და ნაწილობრივ მე-5 კანონებისა. ისტორიკოს სოკრატეს აზრით, ამ კანონის მიღების მიზეზი იყო ის, რომ ბევრი ეპისკოპოსი, დევნის თავიდან აცილების მიზნით, თავისი სამთავროდან სხვა სამთავროში გადადიოდა და იქ არღვეგდა საეკლესიო იერარქიულ წესრიგს.” გარკვეულწილად ეს შეიძლება ყოფილიყო კიდეც ამ კანონის მიღების მიზეზი, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც სხვა იყო. კრების მოწვევამდე მცირე ხნით ადრე, კონსტანტინოპოლში გამოჩნდა მელეტი ანტიოქიელი და იქვე, კონსტანტინოპოლის კათედრაზე, ეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ნაზიანზელი.9მ მალე, ამის შემდეგ, პეტრე ალექსანდრიელმა რამდენიმე ეპისკოპოსი გააგზავნა კონსტანტინოპოლში მაქსიმე ფილოსოფოს-ცინიკოსის დასადგინებლად.? სამოქალაქო-პოლიტიკური დამოკიდებულებით ეს სამი ადგილი: ანტიოქია, ალექსანდრია და კონსტანტინოპოლი მდებარეობდნენ სამ სხვადასხვა დიეცეზში. ანტიოქია, საიდანაც მელეტი იყო, აღმოსავლეთში მდებარეობდა; ალექსანდრია – საიდანაც პეტრემ გააგზავნა ეპისკოპოსები – ეგვიპტეში; ხოლო კონსტანტინოპოლი, სადაც ხსენებული ხელთდასხმა მოხდა, თრაკიის დიეცეზში შედიოდა. რადგანაც ამან ეკლესიაში დიდი უწესრიგობა გამოიწვია, ამიტომაც ეკლესიის მამებმა იმსჯელეს არსებული მდგომარეობისა და იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ასეთი მდგომარეობა შეიქმნა და აუცილებლად ჩათვალეს კანონოთ დაეწესებინათ, რომ საზღვრებთან მიმართებით საეკლესიო ადმინისტრაციას ეხელმძღვანელა პოლიტიკური დაყოფით, რისთვისაც მიიღეს კიდევაც ეს კანონი; იგი აწესებს საეკლესიო სამთავროთა საზღვრების სრულ შესაბამისობას სამთავრობო პოლიტიკურ საზღვრებთან. ამდენად, სამოქალაქო-პოლიტიკური დაყოფა სრული სიზუსტით შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული ეკლესიისთვისაც და როგორც სამოქალაქო-პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ ჰქონდათ ძალაუფლების გავრცელები უფლება თავიანთი დიოცეზების საზღვრებს გარეთ, ზუსტად ასევე განეწესებოდათ ეს ცალკეულ საეკლესიო დიეცეზის საჭეთმპყრობელებსაც. კონსტანტინეს იმპერატორობის ხანაში რომის მთელი იმპერია ოთხ პრეფექტურად იყოფოდა, რომელთა შორის ერთი აღმოსავლეთის პრეფექტურა იყო. აღმოსავლეთის პრეფექტის მმართველობაში ხუთი დიეცეზი შედიოდა, რომელთაგან თითოეული რამდენიმე პროვინციისაგან შედგებოდა. ეს დიეცეზები იყო: აღმოსაგლეთი, ეგვიპტე, აზია (4518 0X00005ს18115), პონტო და თრაკია. პირველ დიეცეზში თხუთმეტი პროვინცია შედიოდა, მეორეში – ექვსი, მესამეში – ათი, მეოთხეში – თერთმეტი და მეხუთეში – ექვსი. სწორედ ამ პოლიტიკურ პროვინციებს ასახელებს კრება და მოითხოვს მათ დამოუკიდებლობას საეკლესიო ურთიერთობებშიც; ამასთან, აწესებს რომ, როგორც ეგვიპტე ექვემდებარება ალექსანდრიის ეპისკოპოსის მმართველობას, ზუსტად ასევე, სხვა სამთავროებიც უნდა იყვნენ თაგიანთ მთავარეპისკოპოსთა მმართველობის ქვეშ, რომელთაგან არც ერთი გადავიდეს თავისი სამთავროს საზღვრებს ხელთდასახმელად ან სხვა რაიმე ისეთი საქმისათვის, რაც საეკლესიო მმართველობას ეხება; თითოეულმა მათგანმა მხოლოდ თავისი განსაგებელი სამთავროს საქმეები წარმართოს. მთავარეპისკოპოსის ხელისუფლების შეზღუდვა თავისი სამთავროს ფარგლებით, განმსაზღვრელი იყო სხვა დაბალი რანგის ეპისკოპოსებისთვისაც თაგიანთ სამთავროებში და როგორც მთავარეპისკოპოსებს ეკრძალებოდათ ხელისუფლების გავრცელება დადგენილ საზღვრებს გარეთ, ასევე ეკრძალებოდათ ეს ეპისკოპოსებსაც. დიეცეზის მთავარეპისკოპოსები, ანუ უმაღლესი მიტროპოლიტები, ან როგორც მათ უწოდებდნენ კონსტანტინოპოლის საყდრისადმი თრაკიის, პონტოსა და აზიის დაქვემდებარების შემდეგ – პატრიარქები, თავიანთ მმართველობას ავრცელებდნენ განსაზღვრულ ფარგლებში თავის დიეცეზზე, ე.ი. პროვინციების წინამძღვრებზე, ან როგორც ისინი კანონში არიან მოხსენიებულნი, ეპარქიების საჭეთმპყრობელებზე, ან კიდევ სხვაგვარად – მიტროპოლიტებზე. ეს მიტროპოლიტები თავიანთ ხელისუფლებას ავრცელებდნენ შესაბამისად თავისი ეპარქიის საზღვრებში მყოფ ეპისკოპოსებზე. ეპისკოპოსები კი იგივე უფლებით სარგებლობდნენ მათ მმართველობაში მყოფ უფრო მცირე სამთავროებში. ამგვარად, კანონი აწესებს ხელისუფლების ფარგლებს უმაღლესი მიტროპოლიტების (შემდგომში პატრიარქებად წოდებულთათვის), მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი მიტროპოლიტების იერარქიული უფროსობა (#ჯ0§Cთჩ§IოVI) აღიარა, კრებამ მაინც არ მისცა მათ უპირობო ძალაუფლება სამთავროს თითოეულ მიტროპოლიტზე ან ეპისკოპოსზე, თუმცა, მიანიჭა მათ დიეცეზხზში უმაღლესი ზედამხედველის პატივი, პირველობა დიეცეზის ყველა ეპისკოპოსთა შორის და თავმჯდომარეობის უფლება დიეცეზის კრებებზე, სადაც დიოცეზის ყველა მიტროპოლიტი იკრიბება თავის ეპისკოპოსებთან ერთად. რაც შეეხება დიეცეზის ცალკეულ სამიტროპოლიტო სამთავროს მმართველობას, იგი მისი საქმიანობის წრეში არ შედის, ამ მმართველობას მხოლოდ და მხოლოდ რწმუნებულ ეპისკოპოსთა კრება აწარმოებს მათი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით. ამ განწესების გამოცემით კონსტანტინოპოლის კრება ზუსტად მიჰყვება ნიკეის კრების განჩინებას.

რაც შეეხება იმ ეკლესიებს, რომლებიც ბარბაროსი ერის მიერ დაპყრობილ ქვევანაში აღმოჩნდნენ (§V «0 მთი0ჩ0თიVM0X 60V6Cთ), 1ი ხმXხ9I1§ წ6ხიLIხს5), კრება განაჩინებს, რომ მათი მმართველობა ისევე უნდა წარიმართოს, როგორც მანამდე იმართებოდა. ეს ეკლესიები (რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ) ძალიან მცირერიცხვოვანნი იყვნენ იმისათვის, რომ ცალკე დიეცეზები შეედგინათ; ამიტომ კრება მათ შესახებ ახალს არაფერს განაჩინებს და მათ მმართველობას ძველებურად ტოვებს, სახელდობრ: ისინი უნდა ექვემდებარებოდნენ ცალკეულ დიოცეზურ ან ეპარქიალურ ეპისკოპოსს, ან თავად იმართებოდნენ, დამოუკიდებლად ამა თუ იმ ეპისკოპოსისაგან.!9 სოკრატეს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს კრება აღწერა, „მათ (კონსტანტინოპოლის მამებმა) დაადგინეს პატრიარქები“. იმ დროის გათვალისწინებით, როცა სოკრატე წერდა, მართლაც შეიძლებოდა გვევარაუდა, როგორც ამას სხვები ვარაუდობენ, რომ ამ კრებამ დაადგინა აღმოსავლეთში ხუთი ან ექვსი საპატრიარქო და რომ იგია პატრიარქობის ფორმალური დამწესებელი, მაგრამ ამის მტკიცება არ იქნება მართებული, თუ იმ ძველ წერილობით ძეგლებს განვიხილაგთ, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. ეჭვგარეშეა, რომ კონსტანტინოპოლის კრების მამებმა საფუძველი დაუდეს პატრიარქობის დაწესებას, რამაც შემდგომ ცხოვრებაში მოიკიდა ფეხი, მაგრამ თვით დაწესების აქტის მათთვის მიწერა მაინც არ შეიძლება.'' ზემოთ მოყვანილი სიტყვებით, სოკრატეს არა აქვს განზრახვა აღნიშნოს პატრიარქობის დაწესება, მაგრამ მას სურს მიუთითოს იმ ეპისკოპოსებზე, რომლებსაც როგორც მართლმადიდებლებს, თავის კანონებში მოიხსენებს იმპერატორი თეოდოსი, და რომლებსაც ძველაღთქმისეულ პატრიარქთა მსგავსად მართლმორწმუნე მრევლი უნდა ემართათ. კრების დამთავრების შემდეგ თეოდოსმა შემდეგი კანონი მიიღო: „ვბრძანებ, ყველა ეკლესია ჩაბარდეს ეპისკოპოსებს, რომლებიც აღიარებენ მამასა და ძესა და წმიდასა სულს, როგორც ერთ ღმრთეებას თანასწორი ძალითა და დიდებით, და რომლებიც არაფერ უკეთურს აზრად არ ივლებენ, არამედ ერთაზრობრივ არიან კონსტანტინოპოლის ეპისკოპოს ნეკტარიოსთან, ეგვიპტეში ტიმოთე ალექსანდრიელთან, აღმოსავლეთში პელაგიოს ლაოდიკიელთან და დიოდორე ტარსელთან, აზიის საკონსულოში და აზიის დიეცეზში ამფილოქე იკონიელთან და ოპტატოს ანტიოქიელთან, პონტოს დიეცეზში ელადი კესარიელთან, ოტეროს მელიტინელთან და გრიგოლ ნოსელთან, დაბოლოს მიზონიოში და სკვითიაში ტერენტიოს სკვითიელთან და მარტინოს მარკიანოპოლელთან. ყველა, ვინც ერთი გულისხმით არ არის დასახელებულ ეპისკოპოსებთან, უნდა ჩაითვალონ განკვეთილ მწვალებლებად და როგორც ასეთები, გაძევებულ იქნენ ეკლესიიდან, საეპისკოპოსო პატივის ოდესმე მიღების უფლების ჩამორთმევით".!? პატრიარქებზე საუბრისას სოკრატე, ეჭვგარეშეა, გულისხმობდა დასახელებულ ეპისკოპოსებს, როგორც საგანგებო უფლებით მოსილებს, რომელთა ამოცანა იყო ზოგიერთ საეკლესიო სამთავროში რწმენის განმტკიცება. სოკრატეს რომ ნამდვილი პატრიარქები ეგულისხმა, რომლებიც, როგორც ასეთები შემდგომში გამოჩნდნენ საეკლესიო მმართველობაში, მაშინ დასახელებულ ეპისკოპოსთა ჩამოთვლისას მას ყველა შემთხვევაში უნდა დაესახელებინა ერთ-ერთი თითოეული დიოცეზისათვის, ის კი ერთსა და იმავე ადგილზე რამდენიმეს ასახელებს. ასე მაგალითად, პონტოს დიეცეზში ასახელებს ელლადის და გრიგოლს, აზიაში – ამფილოქეს და ოპტატოს, რითაც ნათლად აჩვენებს, რომ მისი სიტყვები არ აღნიშნავდნენ ნამდვილ პატრიარქებს, არამედ წმინდა მართლმადიდებლობის განსაკუთრებით საგანგებო უფლებამოსილ წარმომადგენლებს.!3 სწორედ ამ აზრით უნდა გავიგოთ სოკრატეს სიტყვები: „მათ დაადგინეს პატრიარქები“. მაშასადამე, „პატრიარქების დადგინების“ დასაბამი დადებულ იქნა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიკეის მე-6 და მე-7 კანონებით, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის კრების წინამდებარე კანონითაც, მაგრამ პატრიარქების ნამდვილი, ფორმალური დაწესება, გვიანდელ დროზე მოდის, რის შესახებაც თავის ადგილზე იქნება საუბარი.

შენიშმნები:

1. 2. 51V6 0 8იძიიLსვი, LI, 87.

2. V00)11 რ M«ს)5ხ0111, 031ხ)1იLჩ. 1VIII§ მი. II, 508.

8. LI0(0106, C09C1116ი7050M010იL2, II, 16 4. C0ძ06X იმიიის/) 0CC105, C. CXLIX.

5. ჰ. 8. LILL98, ჰ0II8 0ლC105. –+80ლ0LსI ხ15L. 0L II0ი., I,508.

6. #თ. CMყ8X., II, 170.

7. ILI16L. 6ლლ1. V, 8 (MIყი04, §. წ., L. 67, C01. 576-581).

8. 5070Xიტი., ILI15L. 6CC1. VII. 3, 7 IM1წი20, 3. წ., ხ. 67, C01. 1421, 1429-1432).

9. 50701ი0»., II15ხ. იCCI. VII, 9 IMIთიი, §. წ., L. 67, C01. 1436-1440). – შდრ. CI6ყიL. M8- 218ი2.,C8ჯი08ი ძ0 VIL8 808 XI V0X5, 887 30ძ. M)05ძით 0X8L. XXVI (81. XXVIII) 10 §0105სთ IMM1Cიი, §. წ., L. 37, C01. 1029 და შემდგ., და L. 85, C01. 1998-1252).

10, ბალსამონის და ზონარას განმარტება ამ კანონზე იხ. # თ. CMMX., II, 170, 171.

11.შდრ. V810511, ტიიი0L8L. 1ი II15ხ. 6CCI. 500X0%18., LIხ. V, C6დხ. 8 (MIდიი, 9. წ., ს. 67, C01. 575-582). – LL. ძი M81090, I)X9 C0ი00X9ძ9)8 §800+ძ0იL%11 0ყ 10 096II1. I18L18, 1704, 1)ხ. I, C. 3, იყ. 5.- MI, სს LIი,003ი(1008 06CC103180 015C1 9I1ი8გ. Cი10ი. 46 IL. 1691. L956XL8%. 1I,C. IIL,ი. 37- 63. – C. C8V0,950I109XL0X. 00C1. M18(§0X18 1116(. ლეიისIIIი #ტ”ჩისთ,ი. 23. – C. 360V0X06წ11, 2. 8IV6 L8იძიისიC, II, ტიიის, 1». ი. 08ი,, ს. 94.

12. C0ძ6X I სიიძივ., LIL. 06 #1ძი C8LხიM0108, 16X III. Cხ. 50ი20თ6ი., II19%. 0CC1. VII, 9 IM)დი6, 8. წ., ხზ. 67, C01. 1436-1440), – 500+8L%., LI13L. CCCI. V, 8, 6ს V810311, ტიიის. 1ი 66%. C1L. =0CX8%15 IMI)ფიიტ, 8. წ., ხL. 67, C01. 576-581).

13. შდრ. V810811, ტიიის. 1»ი 1Iხ. V, C8ი, 8 II15L. რიC1, 500L8ხ18 IM1წიტ, §. წ., ხ. 67, 01, 576- 581). - C. C9X0, დასახ. ადგ.

მსგავსი კანონები:მოც.3437| მსოფლ.4567II მსოფლ.3III მსოფლ.8IV მსოფლ.171928ტრულ.825363839VII მსოფლ.36ანტიოქ.9118192023ლაოდ.40კართ.111318192023ლაოდ.40კართ.111531826737695120სარდ.3ორგზ.14

PDF გვ. 228 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებს მიენიჭოთ რომის ეპისკოპოსის თანაბარი პატივის უპირატესობა, რადგან ეს ქალაქი ახალი რომია.

სოკრატე გვიმოწმებს ამ კანონის ჭეშმარიტებას, როცა ამბობს: „კრების მამებმა დააწესეს კანონი, რომლის თანახმადაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა უნდა ისარგებლოს პირველობის პატივით რომის ეპისკოპოსის შემდეგ, რადგან კონსტანტინოპოლი – ახალი რომია".! იგივეს ამბობს სოზომენიც: „მათ (კრების მამებმა) დაადგინეს, რომ რომის ეპისკოპოსის შემდეგ პირველობის პატივი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან იგი მართავს ახალი რომის საეპისკოპოსოს“.? დასავლეთში, მიუხედავად ამ და სხვა მსგავსი მოწმობებისა, ამ კანონის ჭეშმარიტება ეჭვქვეშაა დაყენებული და ამის მიზეზი სრულიად მარტივია. აღსანიშნავია, რომ ეს ეჭვი გვიანდელ ხანაში წარმოიშვა. 0908 იმიიის V0X510-ში ჩვენ ამ კანონს ვხედავთ სხვა ჭეშმარიტ კანონების რიგში.3 C0ძ0X ლ8ი0ისI 1I0IVCI586 0%00109186-ში იგივეს ვხვდავთ.“ ასევე C0ძ0X იმიითსი 6CC1051865ხM00LსIი 0I0იX511- შიც? და 0060X6ხსთ CX9L1891-ში?. კარდინალ ბარონიოსს სურდა შეერყია ამ კანონის ავტორიტეტი, ალბათ იმიტომ, რომ გაემართლებინა გრაციანის დეკრეტში რომაელი ცენზორების მიერ მის მიმართ გაკეთებული შენიშვნები. ბარონიოსის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ამჟამად II მსოფლ. კრების მე-3 კანონის ჭეშმარიტება დასავლეთის გამოჩენილ მეცნიერთა მხრიდანაც არის აღიარებული. ამ კანონის მიღების მიზეზი კარგად ჩანს მისი დასკვნითი ნაწილიდან. როგორც ბალსამონი ამბობს ამ კანონის განმარტებაში: „ქალაქ ბიზანტიას არ გააჩნდა სამთავარეპისკოპოსო პატივი და ძველ დროში მისი ეპისკოპოსის ხელთდასხმას ჰერაკლიელი მიტროპოლიტი ახორციელებდა. ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიზანტია, თუმც კი გააჩნდა მას დამოუკიდებელი მმართველობა, მაგრამ შემდგომში დაპყრობილ იქნა იმპერატორ სევერიანოსის მიერ და დაემორჩილა პირინთიანელებს, პირინთია კი არის ჰერაკლია. როცა კონსტანტინე დიდმა ამ ქალაქში რომის იმპერიის კვერთხი გადაიტანა, იგი იწოდა კონსტანტინოპოლად (ცარეგრადი), ახალ რომად და ყველა ქალაქის დედოფლად".9 სოზომენის ისტორიაში ვკითხულობთ: „კონსტანტინოპოლში, ძველი რომის მსგავსად, არა მხოლოდ სენატი, მო- _ _ ქალაქეები და მაგისტრატია რსებობდა, არამედ კონსტანტინოპოლის მოქალაქეთა ურთიერთდამოკიდებულებაც იტალიაში მოქმედი რომაული კანონებით იმართებოდა; ერთი სიტყვით, კონსტანტინოპოლი სარგებლობდა ყველა იმ უფლებებითა და პრივილეგიებით, რომლებითაც ძველი რომი“.19 კრების მამებმა მხედველობაში მიიღეს კონსტანტინოპოლის ღირსების აღმატებული მდგომარეობა დანარჩენ ქალაქებთან მიმართებით და საჭიროდ ჩათვალეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისთვისაც მეტი პატივი მიეგოთ სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით. ამიტომ ძველი რომის ეპისკოპოსის შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პირველობის პატივს აღიარებენ სხვა ეპისკოპოსთა შორის. ეს დაახლოებით პირველობის ისეთივე პატივია (#ი§0Cჩ6Iთ +იC +IIC, 0I10L1§ ხ000X1§ 09XL08), როგორიც ნიკეის კრების მამებმა იერუსალიმის ეპისკოპოსს მიანიჭეს. ამ კანონის შინაარსი უფრო ცხადი გახდება თუ მას ამავე კრების მე-2 კანონს შევადარებთ. წინამდებარე კანონში კრების მამები სათქმელს ზუსტად გამოხატავენ და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ანიჭებენ #6 #ი§Cჩ6I0 +MC +IIIIC (0იIIიიმLს»ი ი0ი0115, „პირველობის პატივს“), მაგრამ არ აღიარებენ ჯერ მის «6 ჯXი6Cჩ8CIთ +MC 660სCI0VC (ხელისუფლების უპირატესობას“), ანუ #X060წ5IC („ხელისუფლებას“) საერთოდ, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია საერთო კრებაზე სხვების წინაშე მთავარი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ამასთან, არ აძლევენ მას სხვა ეპისკოპოსებზე არავითარ უფლებას. რადგან მიტროპოლიტის ყველა უფლება განისაზღვრება «MC #60სCCXC („ხელისუფლების), ან +ჩC +VIჩC („პატივის“) უპირატესობით, ამიტომაც დაამტკიცეს კრების მამებმა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისადმი ეს უკანასკნელი უპირატესობა. წინა კანონის მიღების შემდეგ მათ არ შეეძლოთ მეტი უფლების მიცემა. სოკრატეს სიტყვების გათვალისწინებით,''რომელიც თრაკიაში რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ ნეკტარიოს კონსტანტინოპოლელს თვლიდა, და ასევე მსგავსი ადგილის გათვალისწინებით თეოდორიტესთან,!? უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კანონით არა მარტო პატივი მიენიჭებოდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს, არამედ ნაწილობრივ უფლებაც. მას არ შეეძლო სხვა ეპისკოპოსებზე ხელისუფლების უპირატესობა მიეღო კრების მხრიდან ამ ხელისუფლების აღიარების გარეშე, მაგრამ მას ეს ხელისუფლება ეკუთვნოდა თავის სამთავროში, ამ სამთავროდ კი ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ თრაკია ითვლებოდა. სოკრატესა და თეოდორიტეს გარდა, განსაზღვრულ ფარგლებში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ხელისუფლებისა და მისი უფლების შესახებ ეპისკოპოსების დადგინებაზე, მოწმობს მაგალითად, ევნომიოსის დადგინება კვიზიკის ეპისკოპოსად, ევფრონიოსის – ბითვინიის ეპისკოპოსად და ა.შ.!? „ძალიან ცდებიან ისინი – ამბობს ამასთან დაკავშირებით V81051V5 სოკრატეს ისტორიაზე თავის შენიშვნებში – ვისაც ჰგონია, რომ II მსოფლიო კრების დროს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს თავისი დიეცეზი არ გააჩნდა“.% მაშასადამე, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს თავისი სამთავროს ფარგლებში ყველა მიტროპოლიტთან თანაბარი ძალაუფლება ჰქონდა, პატივის მიხედვით კი იგი რომის ეპისკოპოსის შემდეგ ყველა სხვა ეპისკოპოსზე უპირატესი იყო. ამ კანონით გარკვეულწილად საფუძველი დაედო იმ საპატრიარქო ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ შემდეგში ქალკედონის კრებაზე მიიღო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა. ამ შინაარსით იყო გაგებული წინამდებარე კანონი ყველა შემდგომი კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსების მიერ და რაც მნიშვნელოვანია – იოანე ოქროპირის, ნეკტარიოსის მემკვიდრის მიერაც. ამავე კანონზე დაყრდნობით და ამავე მიზეზების გათვალისწინებით მიანიჭეს ქალკედონის მამებმა შემდგომში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ის ხელისუფლება, რომელიც უნდა პქონოდა მას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ როცა II მსოფლ. კრების მამები ამ კანონს იღებდნენ, მათ არაფერი უთქვამთ კონსტანტინოპოლის კათედრის რაიმე განსაკუთრებული სიწმინდის ან საეკლესიო პრივილეგიის შესახებ, მაგალითად, სამოციქულო მემკვიდრეობაზე ან რაიმე მსგავსზე, არამედ განაცხადეს მხოლოდ იმ მდგომარეობის გარეგანი სახელმწიფო მნიშვნელობის შესახებ, რომელიც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ეკავა, იმიტომ, რომ ის ქალაქი „ახალი რომია” და მეტი არაფერი. ამის გამო კრების მამები მის კათედრას ისეთ ძველ და სამოციქულო კათედრებზე მაღლა აყენებენ, როგორებიც იყო, მაგალითად, ანტიოქიისა და ალექსანდრიის. ამიტომ თვით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მიმართ გამოხატულ პატივში, მათ მხედველობაში ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ იერარქიული წესრიგი და იერარქიის გარეგნული მნიშვნელობა. ცხადია, იგივეს გულისხმობენ კრების მამები, როცა საუბრობენ რომის ეპისკოპოსის პირველობაზე და მის ამ პირველობაზე სხვა ეპისკოპოსების წინაშე, ანუ არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კათედრა უძველეს დედაქალაქში მდებარეობს. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, კრების მამები ხელმძღვანელობდნენ იგივე პრინციპით, რომლითაც ნიკეის კრების მამები – ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დასადგენად, რომლის მიხედვითაც მათ საეკლესიო დაყოფა შეუსაბამეს რომის იმპერიის პოლიტიკურ დაყოფას. ამის შესახებ ჩვენ კიდევ დაწვრილებით მოგვიწევს საუბარი ქალკედონის კრების 28-ე და ტრულის კრების 36-ე კანონების განმარტებებში.

შენიშვნები:

1. 800L0L., II15L. 6CC1. V, 8 IM1წიი, 8. წ., L. 67, 601. 577).

2. ლიჯიი0ი., VII, 9 IMIფიი, §. წ., ხ. 67, 001. 1436).

ვ, V00111 6L 105%C111, 161ხ110ხი008 1VI15 C8%., ს. I, 0ტწ. 302.

4. C8ი. CL XVI 60. V0CII1 რL 105%0111, აღნ. გამოც., I, ნ. 56.

5. V00111 CL 109L6111, აღნ. გამოც., L, ნ. 133.

6. Cაიიი ჩხ10 6CX 115 09ხ,0ს0ძ 800501108 1ბიIიმი8 50005 8 0XIი01 00,060 10იწ0 ი09L (0%)090X6 ი0ი X600»ი1L („ეს კანონი იმათ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც რომის სამოციქულო საყდარი არც თაგიდან იწყნარებდა და არც შემდგომში, დიდი ხნის განმავლობაში“), 015ხ. XXII, ლ. 3 (CიI”ი0V95 1V0ILI53 Cლ8ი. L1065196,1839,1,66).

7. იქვე.

8. შდრ. II01010, CიიCII10იჟ05CM10ი სი, II, 17.

9. ტთ. CM#8M,, II, 175.

10. LII189ხ. 6CC1. VII, 9 IM1ყი6, 5. წ., ს. 67, C01. 1436-1440).

11. III9%. 00C1. V, 10 IMIდიტ, 9. წ., ხ. 67, 601. 584-593).

12. LM015L. XXXVI LI II9V10ი0 C0150000 C0ი5ხ8იVი00011+8ი0 (IMIწიი, 8. წ., ს. 83, C01. 1277-1281).

13. იხ1105%0Lწ., 1I1ხ. V, 080. 3. – შდრ. V810511, ტიი0L68L. 1ი 11ხ. V, C8ი. 8 LI5L. ილC1. 500X9ყ., IMIყი0, 8. წ., ხ. 67, C01. 575-5811.

14. I611სიჭსL, 001 6X15%1XI8იL, L6II200LC C0ი53:8ი11I200011%8ი96 =VIო0091, 615000 სILხ15 11- 1108 ის)18იი ჩიხს1580 801000051. ძგი) 6ი1I 8იL6 1806 L6I60I8 12 II01103-ლითLხ0 8C 8ILიMVIო0I8 001900008 0”ძ1იის8L იIX805)1 C005%580ი%1900011(0იV058 („ჯერ კიდევ მანამდე ხომ კონსტანტინოპოლის საჭეთმპყრობელი გელესპონტშიც და ბითვინიაშიც ახდენდა ეპისკოპოსების ხელთდასხმას”) IMIთიი, 8. წ., L. 65, იი). 577, 578. ტიი0ს.).

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.28ტრულ.36

PDF გვ. 233 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

მაქსიმე კინიკოელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ განვაჩინებთ: მაქსიმე არც ყოფილა და არც არის ეპისკოპოსი, ამიტომ არც მის მიერ ხელთდასხმული პირები შეიძლება ჩაითვალონ დასის წევრებად, რა ხარისხშიაც არ უნდა იყგნენ; ყველა ქმედებას, რაც მისთვის ან მის მიერ არის ჩადენილი, არარად ვგრაცხთ. დაწვრილებით ცნობებს მაქსიმესა და ეკლესიაში მის მიერ გამოწვეული უწესრიგობის შესახებ, ვპოულობთ გრიგოლ ნაზიანზელის ცხოვრების აღწერაში,' რომელიც თვით გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ ლექსებით არის გამოხატული? და აგრეთვე სოზომენის საეკლესიო ისტორიაში.3 მაქსიმე IV საუკუნის შუა ხანებში დაიბადა ალექსანდრიაში ღვთისმოსავი მშობლების ოჯახში. იგი პრინციპიალურად მიეკუთვნებოდა ცინიკოსთა ფილოსოფიურ სკოლას და თავისი მკაცრი ცხოვრების წესით თანამედროვეთა შორის სახელის მოხვეჭაც მოასწრო.4 თავიდან მან, სხვათა შორის, თგით ბასილი დიდის მიმხრობაც კი შეძლო, რომელმაც მას ერთ-ერთ თავის წერილში ხოტბაც შეასხა. ეს უმაღლესი ხარისხის მზაკვარი და სულმდაბლობამდე ამპარტავანი პიროვნება თავს მართმადიდებლობის მკაცრ მოშურნედ და რწმენის აღმსარებლად აჩვენებდა.ზ? იერონიმე მოიხსენებს მაქსიმეს ერთ-ერთ თხზულებას – 8 11ძ8 8ძV0L5ს§ #I189005 11ხიX, რომელიც მან მილანში იმპერატორ გრაციანეს გადასცა.9? მან ცბიერებით მოახერხა თავის მიმართ კეთილად განეწყო ალექსანდრიის ეპისკოპოსი პეტრე და გამოსცანცლა მას წერილი, სადაც იგი რეკომენდაციას უწევს მას როგორც კონსტანტინოპოლის ერთგულს. მალე მაქსიმე გაემგზავრა კიდეც კონსტანტინოპოლში, სადაც შეხვდა გრიგოლ ნაზიანზელს, რომელიც იმდენად მოხიბლა თავისი საუბრითა და ქცევით, რომ მან იგი სახლში მიიღო, მონათლა, თაგვის დასში ჩარიცხა და კონსტანტინოპოლის ეკლესიაში თავის მერე პირველი ადგილი მისცა. მაგრამ ამით მაქსიმემ ვერ დაიკმაყოფილა საკუთარი პატივმოყვარეობა და გულში ბოროტგანზრახვა ჩაიდო – გრიგოლი კონსტანტინოპოლიდან მოეშორებინა და საეპისკოპოსო კათედრა თავად დაეკავებინა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წერილი და ფული გააგზავნა და ითხოვა კონსტანტინოპოლში გამოეგზავნათ ორი ან სამი ეპისკოპოსი, რომლებიც მის ხელთდასხმას მოახდენდნენ იმ თანამდებობაზე, რომელიც გრიგოლს ეკავა. ალექსანდრიაში ამ თხოვნამ გამოხმაურება პოვა და ორი ეპისკოპოსი მყისვე იქნა გაგზავნილი. როგორც კი კონსტანტინოპოლში პეტრე ალექსანდრიელის უფლებით მოსილი ეგვიპტელი ეპისკოპოსები გამოჩნდნენ, მაშინვე უნდა მომხდარიყო მაქსიმეს ხელთდასხმა და უეჭველად მოხდებოდა კიდეც, რომ არა ერთგული მორწმუნენი, რომლებიც ამ ცნობამ თავხედი უზურპატორის წინააღმდეგ რისხვით აანთო და ეკლესიიდან სასწრაფოდ გააგდეს იგი ჩამოსულ ეპისკოპოსებთან ერთად, მაგრამ მაქსიმე ამან ვერ დააშოშმინა. მან ეგვიპტელ ეპისკოპოსებთან ერთად, რომელიღაც მუსიკოსის (ი იხიL9V186 CVII5ძმ 8091ხV3) ოჯახს შეაფარა თავი, სადაც აღასრულეს კიდევაც მასზე უკანონო ხელთდასხმა, „თუმცაღა, – აღნიშნავენ ამასთან დაკავშირებით ბალსამონი და ზონარა, – ამ ბოროტმოქმედებიდან მან ვერაფერი სარგებელი მიიღო“, რადგან არავის სურდა და არც შეეძლო მისი ეპისკოპოსად აღიარება, გარდა რამდენიმე მისი მიმდევარისა და გრიგოლ ნაზიანზელის მტრებისა, რომელთა აღყვანაც დასის სხვადასხვა ხარისხში მან სასწრაფოდ მოახდინა. აღშფოთებულმა მრევლმა აიძულა იგი კონსტანტინოპოლი დაეტოვებინა და კვლავ ალექსანდრიაში დაბრუნებულიყო, მაგრამ რადგან მან იქაც დაიწყო მრევლის აბუნტება და ალექსანდრიის ეპისკოპოს ტიმოთეს წინააღმდეგ გამოსვლა, აგრეთვე განურჩევლად ხელთდასხმების ჩატარება, ამიტომაც იგი პრეფექტის დეკრეტით იქნა გაძევებული.9 სწორედ ამ მაქსიმეს საწინააღმდეგოდ მიიღო კონსტანტინოპოლის კრებამ წინამდებარე კანონი; ამასთან დადგინდა, რომ მაქსიმე არ შეიძლებოდა ეპისკოპოსად ჩათვლილიყო, რამეთუ მისი ხელთდასხმა უკანონოდ მოხდა და აქედან გამომდინარე, მის მიერ ჩატარებული ყველა ხელთდასხმაც უკანონოდ ითვლებოდა, რადგან ამის უფლება მას არ გააჩნდა. „როცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მაქსიმე, ყოველივე ამის გარდა, აპოლინარის ერესის მიმდევარიც იყო, მაშინ მისი ანათემირება მოხდა“, – დასძენს ბალსამონი ამ კანონის შესახებ თავის განმარტებაში.9? მაშასადამე, – როგორც ამას შენიშნავს ამ კანონის კომენტირებისას ბევერეგია, – ორი მიზეზი არსებობდა, რომელთა გამოც კონსტანტინოპოლის კრებამ მაქსიმეს მიმართ გამოსცა წინამდებარე განჩინება.'' პირველი იყო ის, რომ მაქსიმემ ქრთამი გაიღო, რათა ალექსანდრიელ ეპისკოპოს პეტრესგან კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსო კათედრა მიეღო, რასაც ამოწმებენ როგორც ზონარა და ბალსამონი თავიანთ, ჩვენ მიერ უკვე დასახელებულ კომენტარებში, ასევე, სქოლასტიკოსი არმენპულო, რომელიც ამბობს: „ეს მაქსიმე, ცინიკოსი ფილოსოფოსი, გრიგოლი ღვთისმეტყველის მიერ მონათლული, ვიღაცეების მიერ ფულის საშუალებით იქნა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად ხელთდასხმული“.'"' მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ მაქსიმე ხელთდასხმული არ იყო იმავე სამთავროს ეპისკოპოსების მიერ. ორივე ეს ქმედება ნიკეის კრების კანონების (მე-4 და მე-6) დარღვევა იყო. პირველი მათგანი (მე-4) აწესებს რომელიმე სასულიერო პირის ეპისკოპოსად ხელთდასხმაში სამთავროს ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობას, – იქნება ეს უშუალო მონაწილეობა თუ წერილობითი თანხმობა, – მაშინ, როცა მაქსიმეს შემთხვევაში ისინი არამცთუ არ იღებდნენ მონაწილეობას, არამედ წინააღმდეგიც კი იყვნენ; ხოლო მეორე მათგანი (მე-6) აწესებს უკანონოდ ჩაითვალოს ყველა ხელთდასხმა, რომელიც რწმუნებული მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე აღესრულება. აქაც, მაქსიმეს შემთხვევაში, ჰერაკლიის მიტროპოლიტს, რომელსაც მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ემორჩილებოდა, თანხმობაც კი არ განუცხადებია მის დადგინებაზე, რომ არაფერი ვთქვათ ამ საქმეში მონაწილეობაზე. ყოველივე ამის გამო, მაქსიმეს ეპისკოპოსად დადგინება უნდა ჩათვლილიყო უკანონოდ და, მაშასადამე, გაუქმებულად და სწორედ ამ გაუქმებას ამტკიცებს წინამდებარე კანონი.

ამ საკითხთან დაკავშირებით რომის ეკლესიის მოქმედება არც თუ მთლად უზადო აღმოჩნდა. მაქსიმემ, როგორც კი კონსტანტინოპოლში მიიღო ეგვიპტელი ეპისკოპოსებისაგან ხელთდასხმა, მაშინვე წერილობით აცნობა იტალიის ეპისკოპოსებს და, ამასთან, ალექსანდრიის ეკლესიასთან მისი ერთიანობის დამადასტურებლად მათ პეტრე ალექსანდრიელის წერილი გაუგზავნა. იტალიელმა ეპისკოპოსებმა, რომლებიც იმ დროს აკვილიის კრებაზე იყვნენ შეკრებილნი, მაქსიმეს წერილი წაიკითხეს და სიამოვნებით მიიღეს იგი თავიანთ რიგებში, უფრო კი იმიტომ, რომ გრიგოლის მიმართ არაკეთილმოსურნე განწყობა ჰქონდათ – მისი ავტორიტეტის გამო – და თანაც მიაჩნდათ, რომ იგი უკანონოდ იქნა კონსტანტინოპოლის კათედრაზე დადგენილი. გარდა ამისა, კრების მამების მიერ მაქსიმეს დამხობისა და მის ადგილზე ნეკტარიოსის გამორჩევის შემდეგ, როცა დასავლეთის კრების მამებმა ამის შესახებ შეიტყვეს, საჭჯაროდ უარყვეს ნეკტარიოსი და იმპერატორ თეოდოსეს წერილით მიმართეს, სადაც თხოგდნენ მას დაევალებინა აღმოსავლელ ეპისკოპოსებისათვის გამოცხადებულიყვნენ რომში, კრებაზე, ნეკტარიოსსა და მაქსიმეს შესახებ საკითხის გადასაწყვეტად.!2 „ხელსყრელი შემთხვევა დაინახეს – აღნიშნავს ამის შესახებ L6ხXV5 ძ0 Iი23X08 – და ხარბად (80196) დააცხრნენ მას დასავლელი ეპისკოპოსები დამასის მეთაურობით, რათა თაგიანთი ხელისუფლება კონსტანტინოპოლის კათედრაზეც გაევრცელებინათ“. როგორც ჩანს, დამასმა თავიდან დაგმო მაქსიმეს ხელთდასხმა, ყოველ შემთხვევაში ამგვარი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი იმ ორი წერილის საფუძველზე, რომლებიც მან თესალონიკელ ეპისკოპოს ასქოლიოსს გაუგზავნა, მაგრამ შემდგომში, როცა მას მოეჩვენა, რომ ეს შემთხვევა შეიძლებოდა რომის კათედრის ავტორიტეტის ასაწევად ყოფილიყო გამოყენებული, ის კვლავ გადავიდა მაქსიმეს მხარეს და მის არჩევას მიემხრო ნეკტარიოსის საწინააღმდეგოდ. აღმოსავლეთში მაშინ შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად მოიქცნენ და ნაცვლად იმისა, რომ პაპის სურვილი დაეკმაყოფილებინათ და მას განზრახვის შესრულებაში დახმარებოდნენ, ეპისკოპოსებმა კრება თავად მოიწვიეს და ნეკტარიოსის გამორჩევა დაამტკიცეს, რის შემდეგაც იმპერატორმა რომში თავისი ელჩები გააგზაგნა კრების გადაწყვეტილების შესატყობინებლად და მოითხოვა მათ კეთილენებათ და ეს გადაწყვეტილება ცნობისათვის მიეღოთ.” ამან შედეგად ის გამოიწვია, რომ იტალიელი ეპისკოპოსები იძულებულნი გახდნენ, თუმც კი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, თავიანთ განზრახვაზე ხელი აეღოთ და კრების გადაწყვეტილება ეღიარებინათ.!5 შენიშვნები:

1.CX6წ0111 0LI05ხVL0X1I ძი VIL8 CX6წ60X, M82180ი20»ი1. შდრ. VIL8 5. CIიყიII1 სი001081 IMIთი4, 8. თ., ხ. 35, 001. 244-304).

2. CI06წ0X. M8718ი7., 018. XXVI (8). XXVIII) IMIწიი, 8. წ., L. 35, ლი1. 1228 და შემდგ.I). 4. ცინიკოსთა ფილოსოფია სოკრატეს სიკვდილის შემდეგ წარმოიშვა. მისი დამფუძნებელი ანტისფონი იყო. თავიდან ამ ფილოსოფიის მიმდევრები ანტისფონის მიხედვით იწოდებოდნენ ანტისფონელებად. შემდეგ თავისი ცხოვრების წესით („თავხედობა, კადნიერება და უსირცხვილობა“) იხ. (#თ. CMM7., II, 177) დაიმსახურეს სახელწოდება იცინიკოსები“ (კინიკოსები – სიტყვიდან Mა5თV, ძაღლი).

5. 5070100ი., დასახ. ადგილი.

6. შდრ. C8X0, აღნ. თხზულ,, #. 176.

7. ბთ. CM8MV., II, 177.

8. თეოდორიტე შეცდომით წერს (I15L. 6CC1. V, 8), რომ ტიმოთეს მცდელობა იყო მაქსიმეს დადგინება კონსტანტინოპოლის კათედრაზე, რადგან დამტკიცებულია, რომ ეს იყო არა ტიმოთე, არამედ პეტრე, ტიმოთეს წინამორბედი. შდრ. V8)1031), ტიიიLის. 1ი III5%. 0CC). ”'Iი6- იძიXL6L. 1Iხ. V, 0. 8 IMIწიტ, 8, წ., ს. 82, C01. 1209-1212).

9. #თ. CMIX,., II, 177 10. ». 51V6 1 8იძილხ8C, IL, #ტიიის. 1ი ი. ლ8ი., »ჯ. 96.

11, LIII5 M8XI9V§ ... 10(6LV0ი16ი(6 00ლსი18 C005:8ი%19ი000118 001500005 8 ძს1ხV5ძ8ი 05% ი0X0)ი8LV5. C0ი5L. LIIიIთიიიის!.,LM01L0»10 §. ლმი0იVი. 50CL. 1, L1ხ. 8, შდრ. L60VIC18VI1, IV3 წთIX8000-X0Lს8იV», I, 16.

19. V. V810511, #ტიი0L%. 1ი 8070Xი, M15L. 0001. VII 9 IM1I დირ, §. წ., ხ. 67, 01. 1436-1440). შდრ. II6#CI16, C0იCII16იე0650010იLი, II, 20, 30.

13. 006 ლიილიIXძ18 5800+ძ0L11 CL 101210611), 11ხ. V, C. 21, ი. 6.

14. ”ხი0ძიX06L., III15ხ. 00C1. V, 9 IM1Iწიი, 8. წ., ს. 82, C01. 1212-1218).– შდრ. ნ. ძი M8Xი8, დასახ. ადგ.

15. სით #-80(80 §სიLხ ”-8V05 1II80 000C1111 1(811C1 I01I86 ძ6 ი0IIIხV5 08010 8იL6 9100ხ8IიV5; 080040006 0იმ50, 08086 096 IL8II6 „მაშინ დაკარგა ძალა იტალიის კრების იმ მკაცრმა მუქარებმა, რომლის შესახებაც ჩვენ ოდნავ ადრე ვსაუბრობდით. დაიმორჩილეს რა დამასი, დაიმორჩილეს მთელი იტალია“. ამთავრებს თავის მონათხრობს ამის შესახებ #. ძი M8708 დასახ. ადგ. ისი. 10. C0. V 810511, ტიიის.1ი C80. CI. 507006015 II15:0I180 0CCI.. – 80V0L06წ11, >. §91V6 ნგიძიილLხგი, II, ტიიის. 1ი. C8ი., ი. 96-97.

PDF გვ. 236 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დასავლელთა გრაგნილის შესახებ განვაჩინებთ: ანტიოქიელებსაც შევიწყნარებთ, რომლებიც აღიარებენ მამისა და ძისა და სულიწმიდის ერთღმრთეებას.

ეს კანონი სრულიად სხვადასხვანაირად განიმარტებოდა. სიტყვა „დასავლელთა გრაგნილი“ (+6I10C!) »თV ნსLVCVV V010Iი6ი 0001ძ6იL811სი, §0ი”ის8 00C1ძ6იL811- VII სხვადასხვა შინაარსით ესმოდათ: ერთნი, კერძოდ, შუასაუკუნეების ბერძენი კომენტატორები, ამტკიცებდნენ, რომ „გრაგნილი“ ნიშნავს სარდიკიის 343 წლის კრების რწმენის სიმბოლოს, მაშინ როცა უახლესი დროის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ სიტყვის ქვეშ უნდა გავიგოთ 369 წლის რომის კრების ეპისტოლე აღმოსავლელ ეპისკოპოსებისადმი, რომელიც 378 წელს ანტიოქიის კრებაზე? იქნა შედგენილი და ხელმოწერილი. ჩვენ არ შეგვიძლია პირველი მტკიცებულება მივიღოთ, რადგან ის სრულიადაც არ არის გამართლებული თანამედროვე მონაცემებით. ზონარა, რომელმაც პირველმა გამოთქვა მსგავსი აზრი წინამდებარე კანონზე თავის განმარტებაში, ასე ამბობს: „იმპერატორი კონსტანტიოსი, კონსტანტინე დიდის ძე, როცა არიოზობაში გადავიდა, ცდილობდა | მსოფლ. კრების კანონები გაეუქმებინა. რომის პაპმა ამის შესახებ კონსტანტის შეატყობინა – კონსტანტიოსის ძმას. კონსტანტი ძმას ომით დაემუქრა, თუ იგი ჭეშმარიტი რწმენის შერყევას შეეცდებოდა. ამის შედეგად ორივე იმპერატორი კრების მოწვევაზე შეთანხმდა, რომელსაც ნიკეის განწესებებზე უნდა ემსჯელა. ამგვარად, სარდიკიაში შეიკრიბა 341 (376) მამა, რომლებმაც წერილობით ჩამოაყალიბეს განჩინება, რომლითაც დაამტკიცეს ნიკეის რწმენის სიმბოლო და ყველას განკვეთა ბრძანეს, ვისაც კი სხვანაირად სწამდა. სარდიკიის კრების ამ წერილობით გადმოცემას მეორე მსოფლიო კრება „დასავლელთა გრაგნილს“ უწოდებს იმიტომ, რომ მას ხელი მხოლოდ დასავლელმა ეპისკოპოსებმა მოაწერეს, მაშინ როცა 70-მა აღმოსავლელმა ეპისკოპოსმა (არიოზელებმა) კრების მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს იქამდე, სანამ მათი მოთხოვნით კრებიდან არ გამოიყვანდნენ წმინდანებს პავლე აღმსარებელსა და ათანასე დიდს“.3 იგივეს ამბობს ბალსამონიც.1 არმენოპულოს კრებულის სქოლასტიკოსი წინამდებარე კანონის შესახებ ამბობს: „როცა კონსტანტიოსი არიოზობაში გადავიდა, მაშინ რომის ეპისკოპოსის მიერ სარდიკიაში 341 ეპისკოპოსის მონაწილეობით მოიწვიეს კრება, სადაც ეს გრაგნილი შეადგინეს (M1C ზ0MიV05 51V0 50L1 6LსIთ), დამტკიცებული კონსტანტის, კონსტანტიოსის ძმის მიერ“.5 ასეთ მტკიცებას ვერ დავეთანხმებით პირველ რიგში იმიტომ, რომ „დასავლელთა გრაგნილში“ ყველა შემთხვევაში საუბარი უნდა ყოფილიყო ანტიოქიის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ, მეორეც, იგი დაწვრილებით უნდა შეხებოდა ანტიოქიაში ერთგულ მორწმუნეთა გაყოფას, კერძოდ მელეტიანელთა განხეთქილებას. მაგრამ სარდიკიის კრების განჩინებაში არ არის და არც შეიძლება ყოფილიყო ხსენება რაიმე მსგავსზე იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს კრება არც მეტი, არც ნაკლები სამოცდათხუტმეტი წლით ადრე შედგა, ვიდრე მელეტიანური განხეთქილება წარმოიშვებოდა. თანაც, წინამდებარე კრების მამებს, როგორც ჩანს, რომელიღაც არცთუ ისე ძველი კრება ჰქონდათ მხედველობაში, და არა სარდიკიის, რომელიც ნიკეის მეორე კრებამდე 38 წლით ადრე შედგა.85 მაშასადამე, არა სარდიკიის კრების განჩინება უნდა ვიგულისხმოთ „დასავლელთა გრაგნილის“ სახელქვეშ, არამედ რომელიღაც სხვა ხელნაწერი. L6LLL ძი Mვ8ვIXი8მ, ბალეზია?, ბევერეგიაზ, კევი), ჰეფელე"" და არქიმ. იოანე"! ამ საკითხის შესახებ თითქმის ერთი და იგივე აზრისანი არიან. მათთან შესაბამისობაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენც საკუთარ აზრს. 369 წ. რომში მოიწვიეს კრება, რომლის მთავარი ამოცანა იყო გაეცხადებინათ ერთი მხრივ, რწმენა ღვთაებრივ პირთა ერთარსების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ანათემაზე გადაეცათ მილანელი ეპისკოპოსი ავქსენტი, დასავლეთში არიოზობის მთავარი დამცველი.!2 როდესაც რწმენის სიმბოლო ჩამოაყალიბეს, კრებამ გაუგზავნა ეპისტოლე ანტიოქიაში აღმოსავლელ ეპისკოპოსებს, აცნობა მათ კრების დასკვნის შესახებ და მათგან ამის თაობაზე აზრის გამოთქმა ითხოვა.!3? ცხრა წლის შემდეგ ანტიოქიაში დიდი კრება შედგა, რომელსაც 146 მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ესწრებოდა; ისინი ორი მიზნით შეიკრიბნენ: პირველი – აღმოეფხვრათ მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილება და მეორე – გამოენახათ ეკლესიის მიერ არიოზობის დამარცხების სწრაფი გზა. განსაკუთრებით ამ მეორე მიზნით შეკრებილმა მამებმა თავიდან ამ მთავარ საკითხს გაართვეს თავი; შემდეგ კარგად გაეცვნენ და დაამტკიცეს რა რომის 369 წლის კრების ეპისტოლე, მიუმატეს მას მხოლოდ რამდენიმე დოგმატური განმარტება,“ რის შემდეგაც კრებამ (ანტიოქიისამ), როგორც თავისი წერილობითი ანგარიშის დამატება, რომში გაგზავნა რომის კრების (369 წლის) იგივე ეპისტოლის ასლი ახალი ხელმოწერით და საკუთარი დასკვნით ერთარსიობრიობის რწმენის შესახებ.!§ მალე, ამის შემდეგ, დასავლელმა ეპისკოპოსებმა აღმოსავლელებს მისწერეს იმ განხეთქილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლმადიდებელთა შორის კვლავ წარმოიშვა და წერილში შეახსენეს მათ თავიანთი პირველი ეპისტოლე (L0XVIV5), სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ მართლმადიდებლებად აღიარებენ ანტიოქიაში ორივე მხარეს. კონსტანტინიპოლში შეკრებილი აღმოსავლელი მამები იძულებულნი გახდნენ, სხვათა შორის, ანტიოქიელთაშესახებაც ემსჯელათ და იმის გამო, რომ შიშობდნენ მაშინდელ განხეთქილებას ორ იქაურ ეპისკოპოსს – მელეტისა და პავლინეს შორის, მართლმადიდებლობისათვის ზიანი არ მოეტანა, მათ გამოაცხადეს დასავლელთა განცხადებაზე პასუხის სახით, რომელიც იმათ თავიანთ პირველ ეპისტოლეში გააკეთეს ანტიოქიელთა შესახებ, რომ თვითონაც აღიარებენ ანტიოქიის ორივე დაპირისპირებულ მხარეს მართლმადიდებელ ქრისტიანებად. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს დასავლელთა გრაგნილი, ეს 16I10C #CთV მსXIXCCV (ხ0IXი0§ 0001ძ06»L811- Vი, V010I0ი6ი არ არის სარდიკიის კრების რწმენის სიმბოლო, 0001ძ0ი%81IVVI) როგორც ამას ბერძენი კომენტატორები ამტკიცებენ, არამედ– 369 წლის რომის კრების ეპისტოლე, მიღებული და დამტკიცებული აღმოსავლელი მამების ხელმოწერით 378 წლის ანტიოქიის კრებაზე. ამიტომ წინამდებარე კანონი, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ სავსებით ნათლად არ არის გადმოცემული, შეიძლებოდა ფორმულირებული ყოფილიყო შემდეგი სახით გრაგნილთან დაკავშირებით: „რაც შეეხება გრაგნილს (10II0C), რომელიც ჩვენ დასავლელთაგან მივიღეთ და რომის 369 წლის კრებაზეა შედგენილი, შემდეგ კი მიღებული და ხელმოწერილია აღმოსავლელი ეპისკოპოსების მიერ 378 წლის ანტიოქიის კრებაზე, ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ანტიოქიაში მართლმადიდებლებად იმათ, ვინც აღიარებს ერთღმრთეებას მამისას, ძისას და სულიწმიდისას“.

იოანე სქოლასტიკოსის კრებულში ამ კანონზე დამატებულია შემდეგი: „ეპისკოპოსები, რომლებმაც ეს აღიარება განაცხადეს, არიან: ნეკტარიოს კონსტანტინოპოლელი, ტიმოთე ალემსანდრიელი და სხვა ასორმოცდაათი მამა“.)5 ამ დამატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ იგი აქარწყლებს იმათ შეხედულებას, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნევენ ამ კანონის მიღებას მეორე მსოფლიო კრების მიერ, და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თითქოს იგი მიღებულია II მსოფლიო კრების დამთავრების შემდეგ და, მაშასადამე, ნამდვილი არ არის.!7 შენიშვნები:

1. «6M0C – L0Mი)Iი CX8001 V008ი% 808ისIი, 81V6 11ხIსი ი8ხ1I6ი6სი, 6 6006+811%0L, 0X0 090- VI8 8010ხ0 §სIILსI. M0L6 I8Iთი. 1ი I8ოიტრიიის! (სახელწოდებით „+0>05“-ი ბერძნები აღნიშნავენ გრაგნილს ან პაპირუსზე დაწერილ წიგნს და, საერთოდ, ეს სახელწოდება გამოიყენება ნებისმიერი დაწერილი ტექსტის მიმართ“), L0IL. იგიიისთ 500CL. I, LIL. 8, 8ი. L6სი018VI1, ძას§ 8-8000-X0IXი., I, 16. ,· 2. I9ILV5, ამ კანონის განმარტების გასაადვილებლად ამტკიცებს, რომ სიტყვა #ს+IL«თV შეცდომითაა დაწერილი VI"0"CV-ის ნაცვლად და რომ ამ უკანასკნელი სიტყვით იწოდებოდნენ ანტიოქიელები ძს851 1V0CI§5 605105, 8 1000 18იხიია1 ძსი #ტ»ი'00M18 0Xი8%(8 05L („როგორც კორომებით გარშემორტყმული, დაფნის კორომის სახელწოდების მიხედვით, რომლითაც ანტიოქია იყო მორთული"). ეს ვერსია საფუძვლიანად არის ბევერეგიას მიერ უარყოფილი ამ კანონზე თავისი განმარტებებში. 2. 581V6 V8იძიიL2გი, II, #ტ»ი1)0ჯ., ი. 97.

ვ. 4დ. CVყV., II, 178. ფრჩხილებში აღნიშნული 378, რითაც აღნიშნულია სარდიკიის კრებაზე მამათა რაოდენობა, ავტორს ეკუთვნის. ბალსამონს შეცდომით უწერია 341 (რუსული გამოცემის რედაქცია).

4. იქვე 179.

5. LI 8ოიბიძის!., 001. C0ი 500L I, I. 8 80. L6ს1:018VII, აღნ. გამოც. – როდოსელი არმიეპისკოპოსი ანდრეი 1439 წელს ფლორენციის კრებაზე ასევე ამტკიცებდა, რომ აქ იგულისხმება სარდიკიის კრების განჩინება. შდრ. II01016, C0CიC1110იყწ050ხ1C%%ი, II, 21.

6. შდრ. 86V0IL6წ11, 2. 81V6 I 8იძიიLმი, II, ტიიის., დი. 97. #ი»იი0L)ი ი. იტი. – ILI6(016, C00011- 10ით050სM1I6ისტ. I, 533, II, 21.

7. V81051, ტიი0%0L. 1ი I1I5L. 6001. =070-ი6018,, LIხ. V, C80. 25 IM0Cიი, 5. წ., L. 67, 001. 1357-1362).

8. ც6V0XL6წ11), 2. 81V6 L6იძი0L80, II. ტიი0Lს 1ი 5 Cგი, ი0იC011. Cიი5L8იL1ი00011§8ი1, II, ნ. 97.

9. C9V0,50L16L0LსXი 0C01. 1015:0X18 11(0». 88იის11სი ტომისი, სხ. 233.

10. II01010, C0იCII160დ05C010ი%6. II, 8. 20 და შემდგ.

11. დასახ. თხზ. I, 503-504. ამ კანონისტის აზრია, რომ პაპ დამასის 360 წლის ეპისტოლე პავლინე ანტიოქელისადმი უნდა ვიგულისხმოთ რომის კრების ეპისტოლესთან ერთად როგორც +09M06 «CV მსIIMთV („დასავლელთა გრაგნილი"), – თუ ასეთ აზრს დავუშვებთ, მაშინ ეჭვქვეშ დადგებოდა ჩვენი კანონის ნამდვილობა და მაშინ ზოგიერთ დასავლელ კანონისტებთან ერთად მოგვიწევდა იმის აღიარება, რომ ეს კანონი მიღებულია არა II მსოფლიო კრებაზე, არამედ ერთი წლის შემდეგ.

12. II01010, C0იCII16იდ095CM1CMხ%, I, 739.

13. ამ ეპისტოლიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. შდრ. I3610C10, C00იC11I16იღ6- 8ლ0ხ1ლიჯსტ. II, 21; L, 793, შენიშვნ. მე-3.

14. II010106, CიიC1116=ყი50ხ10MLი. I, 743.

15. იქვე II, 22.

16. ძი8ი»ი15 ტი V0ლ0ი60ი1, C06ისი ი8იძი., CL. XXXVI, 80. VC0III 0 ძც5სიII, ს)ხსისი. 1სX.

C8ი., I, 569.

17. 1306V0X0წ11, >. 81VC Mმიძიიხმი, IL. ტიიის., ი. 98. – I#ი(016, C0ი01106ი თ080016ი%Lი.

II, 13-14, 20,22. – კარდინალ პიტრას აზრით, ეს კანონი იკუთვნის ადგილობრივ კრებას, რომელიც მოწვეული უნდა ყოფილიყო IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნეში. რადგან ის ამბობს, რომ Lიიის5 0C00ძ6ი-ის სახელქვეშ უნდა ვიგულისხმოთ §V7ი0ძ168 8. 080981 =C015%018 80 ჩისI- იცი 4ი0100ი6ისთ 60119+8,8იიი 382 (?) (წმინდა დამასის კრებითი ეპისტოლე პავლინე ანტიოქიელისადმი 382 წელს (?). თუკი დამასმა მხოლოდ 382 წ. მისწერა პავლინეს და ეს წერილი კრების განსახილველად იქნა წარდგენილი, მაშინ ცხადია, რომ კრება 382 წლის შემდეგ უნდა გამართულიყო. სამწუხაროა მხოლოდ, რომ პიტრამ არ გამოთქვა აზრი თუ რომელ წელს შეიძლებოდა გამართულიყო ეს კრება, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო Lითას9 0001ძ0ი(§61!- ცსიი-ის შესახებ. შდრ. LIVი, ძსXI5 6ი01. თL #M16%, 0ხ ილი., I, 513.

მსგავსი კანონები:II მსოფლ.1ტრულ.1კართ.12

PDF გვ. 239 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინაიდან ბეგრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიკონსტაპანცინოპოლის ნშინდა ” შსოფლიო სკეკლეხიო კრემ 23535 დობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო, კონსტანტინოპოლში მოწვეულ წმინდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას, განურჩევლად, არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ, ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი პოვოს – რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. პირველ რიგში არ უნდა მიეცეთ მწვალებლებს უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხულნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, ვინც თვალთმაქცობს, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებდეს, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ან განყენებულია ზიარებიდან, – კლერიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, – სანამ თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან სასულიერო დასის სხვა წევრზე ბრალდება იმათგან, ვინც მანამდე თავად იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში თვითონ არ აღმოჩნდება სრულიად უდანაშაულო. თუ მბრალდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს; თუკი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა. ხოლო ვინც უგულებელყოფს, დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ან საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას, – რაც ადგილობრივი სამთაგროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება, – და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესძერების დამრღვევი.

მოციქულთა 74-ე და 75-ე კანონებში ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი იყო და ვისზე იყო დამოკიდებული სასულიერო პირების მიმართ საეკლესიო სასამართლო ეკლესიის ცხოვრების პირველ საუკუნეებში; აგრეთვე, ვნახეთ, ვის შეეძლო სასულიერო პირებზე საჩივრის შეტანა. წინამდებარე კანონით კრებამ აღაორძინა მოციქულთა დასახელებული და, ასევე, სხვა კანონები, რომლებიც იგივე საკითხს ეხება და II მსოფლიო კრებამდე მოწვეულ სხვადასხვა კრებებზე იქნა მიღებული; გარდა ამისა, კრებამ დამატებითი განწესებებიც გამოსცა.' ამ კანონის მიღების მიზეზი ნათლად ჩანს მისი პირველივე სიტყვებიდან. იმისათვის, რომ მომავალში არ დაეშვათ იმის მსგავსი მოვლენები, რომელთა შესახებაც კანონის დასაწყისშია ნათქვამი, წმინდა მამებმა ერთობლივად მიიჩნიეს წინამდებარე კანონის გამოცემის აუცილებლობა. მასში ისინი აცხადებენ: პირველი – კერძო და საეკლესიო ხასიათის საჩივრებს შორის განსხვავების შესახებ; მეორე -– იმ პირთა შესახებ, ვისაც შეუძლია ეპისკოპოსებზე შეიტანონ ესა თუ ის საჩივარი, დასასრულ – სასამართლოების კომპეტენტურობის შესახებ.

კერძო ხასიათის საჩივრებში იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც ეკლესიას არ ეხება და რომლებთანაც ეკლესიას არავითარი საქმე არა აქვს. ასე მაგალითად, საჩივარი ეპისკოპოსის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანაზე, ქონების წართმევაზე ან შეურაცხყოფის მიყენებაზე და ა.შ. საეკლესიო ხასიათის საჩივრად კი ითვლება ისეთი საჩივრები, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გაწყენება ან განკვეთა სასულიერო ხარისხიდან. მაგალითად, მკრეხელობა, სიმონია და ა.შ. კერძო ხასიათის საჩივრის შეტანის უფლებას კანონი ყველას განურჩევლად აძლევს, რადგან ასეთ შემთხვევაში სააზოგადოების თითეულ წევრს თავისი უფლება აქვს, რომელთა უზრუნველყოფაც სამოქალაქო კანონებითაა დამტკიცებული: „ასეთი ბრალდებისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებელის პიროვნებას, არც მისი რწმენის აღმსარებლობას; ეპისკოპოსის სინდისი ყოველმხრივ თავისუფალი უნდა იყოს და ვინც დაჩაგრულად გრძნობს თავის თავს, რა რწმენის აღმსარებელიც არ უნდა იყოს, სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას უნდა მიაღწიოს“, ამბობს კანონი. რაც შეეხება საეკლესიო ხასიათის საჩივრებს, აქ კანონი მოითხოვს, რომ მკაცრად მიექცეს ყურადღება იმ პირებს, რომლებიც ბრალდებას წარმოადგენენ და კატეგორიულად უკრძალავს ასეთი ხასიათის საჩივრების შეტანას: ა) მწვალებლებს, ბ) სქიზმატიკოსებს, გ) უკანონო თავყრილობის მომწყობებს, დ) ეკლესიიდან განყენებულ ერისკაცებს და ე) განსასჯელებს და ჯერ კიდევ გაუმართლებლებს. საერთო სახელით „მწვალებლები“, მამები მოიხსენებენ არა მარტო იმ პირებს, რომლებიც რწმენის შესახებ ცრუ სწავლებას ავრცელებენ, არამედ სქიზმატიკოსებს და იმათ, ვინც ეპისკოპოსის წინააღმდეგ შეკრებებს აწყობენ. ბასილი დიდი თავის ეპისტოლეში ამფილოქე იკონიელისადმი ზუსტად მიჯნავს მწვალებლებს სქიზმატიკოსებისაგან და იმათგან, ვინც უკანონო შეკრებებს აწყობენ. როგორც ბასილი დიდი ამბობს, თI06C% (ერესი) პქვია, როცა ვინმე მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ ქადაგებს და სრულიად უცხო შეიქმნება მისთვის; თXVIთIIთ (განხეთქილება) – როცა ვინმე ცალკეული საეკლესიო საკითხების შესახებ განსხვავებულად აზროვნებს, მაგრამ მასთან თანხმობის მიღწევის საშუალება არსებობს; ”თითთსVთ/IXI/M (არაკანონიერი კრება) ისეთი კრებაა, როცა დაუმორჩილებელი მღვდელი ან ეპისკოპოსი მრევლთან ერთად ხელისუფლების განწესებათა საწინააღმდეგოდ უკანონო შეკრებებს აწყობს (იხ. 1 კან.), წინამდებარე კანონში სიტყვა „მწვალებლით“ აღინიშნება სქიზმატიკოსებიც, მაშინ როცა ბასილი დიდი სქიზმატიკოსებსა და მწვალებლებს მკაცრად მიჯნავს, ამიტომ აქ წინააღმდეგობას ვაწყდებით, რომლის აღმოფხვრასაც ბალსამონი ამ კანონის თავისეულ განმარტებაში შემდეგნაირად ცდილობს: „როცა გესმის, რომ ეს კანონი მწვალებლებს უწოდებს იმათაც, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს რწმენას მთლიანობაში აღიარებენ, მაგრამ გამოეყვნენ და კრებებს ატარებენ კანონიერად დადგინებული ჩვენი ეპისკოპოსების საწინააღმდეგოდ, არ იფიქრო, რომ ამით ეწინააღმდეგები ბასილი დიდის მეორე კანონს, რომელიც სქიზმატიკოსებს არ მოიხსენებს მწვალებლებად, მაგრამ თქვი, რომ წინამდებარე კანონი მწვალებლებად მოიხსენებს იმ სქიზმატიკოსებს, რომლებიც სრულიად სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ თვალთმაქცურად მართლმადიდებლებად მოაქვთ თავი, სინამდვილეში კი მწვალებლები არიან; ბასილი დიდის კანონი კი. სხვა სქიზმატიკოსებს გულისხმობს, რომლებიც სინამდვილეში მართლმადიდებლები არიან, მაგრამ რაღაც გაუგებრობის გამო თვითნებურად გამოეყვნენ საძმოს“. ბალსამონის ეს მცდელობა ამ კრებისა და ბასილი დიდის კანონები ერთმანეთს შეუთანხმოს, სრულიად ზედმეტია და არ შეიძლება გამართლებული იყოს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო ამ კანონის აზრი ასეთნაირად განგვემარტა, მაშინ ზედმეტი იქნებოდა კანონში ხაზგასმით დაემატებინათ სიტყვები სქიზმატიკოსების შესახებ – როგორც ამას სამართლიანად შენიშნავს ბევერეგია. ეს კანონი არამცთუ არ ეწინააღმდეგება ბასილი დიდის კანონს, არამედ პირიქით, ამტკიცებს მას. მამები ამ კანონში ნათლად მიუთითებენ, რომ მწვალებლები უნდა განვასხვავოთ სქიზმატიკოსებისაგან და ასევე იმათგან, რომლებიც უკანონო თავყრილობებს აწყობენ, რადგან კანონი ცალ-ცალკე მოიხსენიებს ერთს, მეორეს და მესამესაც. მაგრამ მამები აქ არ მოიაზრებენ მწვალებლებს ამ სიტყვის ჩვეულებრივი, ვიწრო გაგებით, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობით. ასე რომ, ამ ცნებაში შედიან არა მხოლოდ აღიარებული მწვალებლები, არამედ სქიზმატიკოსებიც და ისინიც, ვინც უკანონო კრებებს აწყობენ. ამიტომ მამების აზრი შეიძლება შემდეგნაირად გამოვხატოთ: ჩვენ ყველა მწვალებელს ვუკრძალავთ ეპისკოპოსებზე საჩივრების შემოტანას, ხოლო მწვალებლებად მოვიაზრებთ არა მარტო იმ პირებს, რომლებიც თავისი არსით არიან ასეთები და რომლებიც ჩვენ ან ჩვენმა მამებმა დაგმეს მათი ცრუ მოძღვრების გამო, არამედ ყველა იმათ, ვინც განხეთქილებაში შევიდა და, ასევე, ვინც უკანონო კრებებს აწყობს კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსების წინააღმდეგ და, ამასთან, თვალთმაქცურად მოაქვს თავი მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლად“. წმინდა მამებისა და ეკლესიის მოძღვართა შრომებში სქიზმატიკოსები საკმაოდ ხშირად მოიხსენიებიან ერეტიკოსებად და, მართლაც, ჩვენ ბევრ განხეთქილებას ვხვდებით, რომლებიც თავიანთი წარმოშობის დასაწყისში თავიდან მართლმადიდებლობას იცავენ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შორდებიან მას და საბოლოოდ მწვალებლობაში რჩებიან. ეს ახსნა თავის მტკიცებულებას პოულობს, მაგალითად, ნეტარი იერონიმესა? და ნეტარი ავგუსტინეს“ მიერ პავლე მოციქულის ტიტესადმი ეპისტოლეს განმარტებებში. ამდენად, წინამდებარე კანონში სავსებით ნათლად არის აღნიშნული მწვალებლების გვერდით სქიზმატიკოსებიც, როგორც საჩივრების შეტანის უფლების არმქონენი საეკლესიო საქმეების შესახებ მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რადგან მათ, თაგიანთი ხასიათიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ არ დაადანაშაულონ ყოველგვარი გამოგონილი ბრალდებით ეპისკოპოსები, რომლებსაც სავსებით გაემიჯნენ. სწორედ ამის გამო არ დაუშვა ათანასე დიდმა მელეტიანელები, როგორც სქიზმატიკოსები, თავის ბრალმდებლად!?.

ამრიგად, მწვალებლებს, შემდეგ სქიზმატიკოსებს და ბოლოს უკანონო კრებების მომწყობებს წინამდებარე კანონი კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსების წინააღმდეგ საჩივრების შეტანას უკრძალავს. ეს კანონი უძველესი დროიდანვე ყველა ქრისტიანული ეკლესიის მიერ იყო შეწყნარებული. ამას მოწმობს ანტიოქიის, სარდიკიისა და კართაგენის კრებები (კართ. 128, 129; ანტიოქ. 14; სარდ. 3, 4, 5). ათანასე დიდი თაგის აპოლოგიაში იმპერატორ კონსტანტინეს მიმართ, უარყოფს ყველა იმ საჩივარს, რომლებიც მასზე არიოზელებმა შეიტანეს?. ზუსტად ასევე რეაგირებს მწვალებლებთა საჩივრებზე მართლმადიდებელთა წინააღმდეგ ავგუსტინეც,” იმ განზრახვით განმსჭვალული, რომ დაცული იყოს მართლმადიდებელთა ღირსება. იუსტინიანემ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც მწვალებლებს არა მხოლოდ ბრალმდებლად გამოსვლა ეკრძალებოდათ მართლმადიდებელთა წინაალმდეგ, არამედ – მოწმეებადაც.9 იგივე კანონი შემდეგ შევიდა ბასილიკებში (სამეფო წიგნები) და იქამდე მივიდა, რომ მანიქეველი მწვალებლები ვერც ერთ საქმეში მოწმეებად ვეღარ წარსდგებოდნენ.? XIV ტიტლოვან ნომოკანონში დაწვრილებით არის გადმოცემული ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კანონიერი განწესება.!მ ზემოდასახელებულ პირთა გარდა, კანონი ეპისკოპოსებზე საჩივარს განკვეთილ კლერიკოსებსაც უკრძალავს, აგრეთვე, ეკლესიიდან განყენებულ ერისკაცებსა და განსასჯელებს. ასეთი აკრძალვა სავსებით გასაგებია, რადგან იმ პირებს, რომლებიც კანონიერ სასამართლოში ბრალდებულებს წარმოადგენენ, არავითარი უფლება არა აქვთ მოწმეებად გამოგიდნენ და მით უფრო ნაკლები უფლება აქვთ საჩივრის შეტანისა. ასეთი პირებისათვის ძველი კანონებითაც აკრძალული იყო საჩივრის შეტანა, მაგალითად, კართაგენის კრების კანონებით. საერთოდ, საეკლესიო პრაქტიკა ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა იგივე წესებით, რომლებიც გამოიყენებოდა სამოქალაქო კანონებით სამოქალაქო საქმეებში.'' „ყველა სხვა დანარჩენს, – დასძენს კანონი, – ვინც არ არის მწვალებელი, არც ეკლესიის ზიარებიდან განყენებული, ასევე არ არის მსჯავრდებული ან ბრალდებული რაიმე დანაშაულში, თავისუფლად შეუძლია, თუკი ამის მიზეზი აქვს, ეპისკოპოსის წინააღმდეგ ბრალმდებლად გამოვიდეს“, თუმცა, კანონი აქაც არ არის უპირობო; იგი მოითხოვს ასეთმა პირებმა წერილობითი ვალდებულება აიღონ იმის შესახებ, რომ „თუკი საქმის წარმოებისას აღმოჩნდება, რომ ბრალდებულ ეპისკოპოსს ცილი დასწამეს, მაშინ მზად არიან მიიღონ ისეთივე სასჯელი, როგორიც მას ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ელოდა“. ასეთ პირობას მოითხოვდნენ საეკლესიო და სამოქალაქო კანონებიც. იოანე სქოლასტიკოსის ნომოკანონში, ისევე, როგორც XIV ტიტლოვან ნომოკანონში, ამ საკითხს სპეციალური თავები აქვს მიძღვნილი. პირველში ვხედავთ XVI ტიტულს სათაურით: ILI6 001500115, 0V)1 მ8ილსვმისVI 6L ძი 115 0ს)1 8ძ მლ0ლსვმიძით ძიხიიL, 990ხ იიი ძიხიის 80IიILL11? („ეპისკოპოსების შესახებ, რომლებიც ბრალდებულნი არიან და იმათ შეასახებ, ვინც ბრალმდებლად შეიძლება იყოს დაშვებული ან არდაშვებული“). მეორეში გვხვდება ცალკე თავი ტიტულით: IIV6C, «თL Xთი6 +ICL «თIი/0000CLV 6XICX6XCVIმ (ეპისკოპოსთა ბრალმდებლების შესახებ“), იუსტინიანეს კოდექსში სათაურით I9 იმ1სიი18ხ0L1ხ0§ („ცილისმწამებლების შესახებ“) ჰონორესა და თეოდოსის კანონებს ვკითხულობთ: C0ს153ძ015 0L1010ი 1იL6ი01L, იიი 1იიყი1(§მ»იი #0X6 20V6IXIL 1100იL18Mი 90200 L10001: C0IიI C810I0I19ი%63 მძ VIოძ)ისმიი 00908L §51021IIL0Vძ0 500101101114 („ყველამ, ვინც ბრალდებას წარმოადგენს, დაე, იცოდეს, რომ დაუსჯელად არ დარჩება ცილისმწამებლების კადნიერება; მსგავსი სასწელი მოელის, ვინც დასჯას არასამართლიანად მოითხოვს“). იგივეს ვკითხულობთ ბასილიკებშიც.!?

მხოლოდ ყველა ზემოაღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში იძლევა კანონი ეპისკოპოსზე საჩივრის შეტანის უფლებას. რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესის წარმოებას, კრების მამებმა აღადგინეს და შეავსეს ძველი კანონები: მოციქულთა 74-ე, | ნიკეის მე-5, ანტიოქიის მე-4, მე-15, მე-20 და სხვ. საჩივარი უნდა წარედგინოს ყველა ეპისკოპოსთა 1ჩ6 01010Cთ86 („ეპარქიების“) კრებას, ანუ სამიტრიპოლიტო სამთავროს ყველა ეპისკოპოსისაგან შემდგარ კრებას, რომელზედაც თავმჯდომარის ადგილი კანონით მიტროპოლიტს ეკუთვნის. სიტყვა 6”თიXIC-ში კანონი გულისხმობს, როგორც არაერთხელ ითქვა, გარკვეულ საკლესიო სამთავროს რამდენიმე ეპისკოპოსით, რომლებიც ერთ მთავარ ეპისკოპოსს ექვემდებარებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, მიტროპოლიტს უწოდებენ. MIXძიXIთ მიტროპოლიის შესახებ ისეთ წარმოდგენას გვიქმნის, როგორსაც გვისახავს მოციქულთა 34-ე კანონი. მაშასადამე, ეპისკოპოსის წინააღმდეგ საჩივარი უნდა წარედგინოს ეპარქიალურ, ან სხვა სიტყვებით, სამირტრრიპოლიტო კრებას, სადაც ეს საკითხი წყდება. ხოლო თუ ამ კრებას არ ძალუძს თაგისი დასკვნა გააკეთოს შეტანილი საჩივრის შესახებ, მაშინ საქმე უნდა გადაეცეს ეპისკოპოსთა კრებას +ჩC §Xთ0XI0XC, ანუ დიდი საეკლესიო სამთავროს ან საპატრიარქოს ყველა ეპისკოპოსისა და მიტროპოლიტისაგან შემდგარ კრებას, სადაც თავმჯდომარის ადგილი კანონით პატრიარქს ეკუთვნის. სიტყვა #ტIისოლ%, „(დიეცეზი“) როგორც ეს ნიკეის კრების კანონებისა და ამ კრების მე-2 კანონის განმარტებებიდან ვიხილეთ, შეესაბამება ამჟამინდელ საპატრიარქოს ცნებას და, ამდენად, დიოცეზური კრება შეესაბამება საპატრიაქო კრებას, რომლის წევრებიც არიან ყველა საპატრიარქოს მიტროპოლიტი და ეპისკოპოსები პატრიარქის თავმჯდომარეობით.!9 კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა მიტროპოლიტი – კრეტელი, ჰერაკლიელი, თესალონიკელი და კიდევ სხვა სამოცდათვრამეტი, მათზე დაქვემდებარებული ქპისკოპოსებით, ერთად შეადგენენ ერთ პბIისთხიIL, რომლის სათავეშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი დგას და ყველა ერთად შეკრებილნი წარმოადგენდნენ დიოცეზურ (საპატრიარქო) კრებას. როგორც კანონი აწესებს, ამ დიოცეზურ კრებაზე ეპისკოპოსის მიმართ წარმოდგენილ ყოველგვარ საჩივარზე უნდა მიეღოთ საბოლოო პასუხი. ამ კრების განაჩენის წინააღმდეგ უკვე აღარსად შეიძლებოდა აპელირება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა საკითხს, მისი უალრესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო კრება იხილავდა. წინამდებარე კანონის ბოლოს, კრების მამები კატეგორიულად კრძალავენ ეპისკოპოსების წინააღმდეგ ბრალმდებლების სახით იმ პირთა დაშვებას, რომლებმაც ეს დადგენილება უგულებელყვეს და სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართეს. კრების მამები ასეთ პირებს განსაკუთრებით ახსენებენ ანტიოქიის კრების მე-12 კანონის განწესებას. იმ დროს ბევრი კლერიკოსი და ერისკაცი გვერდს უვლიდა საეკლესიო სასამართლოს და თავისი საჩივრებით საეკლესიო საქმეების შესახებ უშუალოდ საერო ხელისუფლებას მიმართავდა; აგრეთვე, საეკლესიო სასამართლოს მიერ მსჯაგრდებულნი ცდილობდნენ სამოქალაქო ხელისუფლების საშუალებით მიეღწიათ საეკლესიო განაჩენის გაუქმებისათვის. ამის შედეგად, საეკლესიო მმართველობაში ბევრი უწესრიგობა და უსამართლობა წარმოიშცვა, რის გამოც საეკლესიო სასამართლო ძალამ დასუსტება დაიწყო. საეკლესიო ხელისუფლების მიერ კანონიერად გასამართლებულები, მოტყუებით ან სხვა რაიმე მეთოდით, ახერხებდნენ თავის მხარეს მიედრიკათ სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც თავის მხივ აუქმებდა არა მარტო ცალკეული ეპისკოპოსის განაჩენს, არამედ მთელი კრებებისაც. განსაკუთრებით ეს ხდებოდა არამართლმადიდებელი იმპერატორების – კონსტანტინოსის, იულიანეს და ვალენტას მმართველობისას; ამასთან, დამნაშავეებს ამართლებდნენ, ხოლო უდანაშაულო პირებს დაუმსახურებელ სასჯელს უწესებდნენ. კანონი ადგენს, რომ ყოველგვარი საქმე ეპისკოპოსთა დიდ კრებაზე უნდა დამთავრდეს შემდგომი აპელაციის გარეშე, ხოლო ვინც ამ კანონიერ ხელისუფლებას უგულებელყოფს და სამოქალაქო ხელისუფლებას მიმართავს, თავად ხდება დამნაშავე და ყველა იმ უფლებას კარგავს, რომლებითაც ადრე სარგებლობდა – როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი“. კანონები ყიველთვის მკაცრად გმობდნენ სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევას საეკლესიო საქმეებში. უამრავი მაგალითიდან პვიღოთ იოანე ოქროპირისა და ათანასე დიდის ქმედებები. მათ, ბევრი კრების მიერ გასამართლებულებს, არ სურდათ მეორედ დაეკავებინათ თავიანთი კათედრები, როცა ისინი სამეფო ხელისუფლებამ აღადგინა, სანამ სავსებით არ გაამართლეს ისევ კრებებმა, უფრო დიდმა და მნიშვნელოვანმა იმათთან შედარებით, რომლებმაც ისინი დასაჯეს.!7 საეკლესიო საქმეებში საერო მთავრობის ჩარევის დაუშვებლობის პრინციპს ეკლესია ყოველთვის წმინდად იცავდა და ხშირად თავად სამოქალაქო ხელისუფლებასაც არ სიამოვნებდა საეკლესიო საქმეების საკუთარ თავზე აღება. არამართლმადიდებელი სამოქალაქო ხელისუფალნიც კი, ყოველ შემთხვევაში გვიან საუკუნეებში, გაურბოდნენ მსგავს საქმეებში ჩარევას, აღიარებდნენ რა საეკლესიო ხელისუფლების სრულ კომპეტენციას ასეთ საქმეებში და მათ საეპისკოპოსოების გადასაწყვეტად ტოვებდნენ. II მსოფლიო კრების ეს განჩინება, რომელიც საეკლესიო საქმეების სამოქალაქო ხელისუფლებისათვის გადაცემას კრძალავს, IV მსოფლიო კრებაზეც საზეიმოდ იქნა გამეორებული.

შენიშვნები:

1. მაგ. ანტიოქიის, სარდიკიისა და კართაგენის კრებებზე. როცა ჩვენ კართაგენის კრების კანონებს მოვიხსენებთ და, შესაბამისად მივიჩნევთ მათ, როგორც 381 წლამდე მიღებულთ, ანუ სანამ II მსოფლიო კრება ჩატარდებოდა, მხედველობაში არა გვაქვს მაინცდამაინც იმ კრების კანონი, რომელიც ჩვენთან კართაგენის კრების კანონითაა ცნობილი, რადგან ეს კრება 419 წელს შედგა, ე.ი. II მსოფლიო კრებიდან 38 წლის შემდეგ. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ის კანონები, რომლებიც 419 წელს კართაგენის კრებაზე იმ სხვადასხვა აფრიკული კრებებიდან იყო შეკრებილი, რომლებიც IV საუკუნის მესამე მეოთხედამდე გაიმართა და ამჟამად ცნობილია სხვა გვიანდელ კანონებთან ერთად, რომლებიც კი აფრიკის კრებებზე ყოფილა მიღებული IV საუკუნის მესამე მეოთხედის შემდეგ, საერთო სახელწოდებით კართაგენის კრების კანონები. ამ კრებულის შესახებ იზ. ჩემი გამოკვლევა C0ძ9X ი8იითVსIMი 660103180 #წLI- ი8იტი. ვვჯგი, 1881 2. რთ. CX=8X., 85.

ვ. Iისი» ხვი»ი51 0 800158 06 0550 3>ხ1(78ი10», ძსიძ ს80X0515 იიივსით ძილოთ8 Xვხიი(L; 80ხ15ი8 0X00L0» იი15ლიივმ 10” ძ1550951000Xი 8ხ 060010818 80ივXიLს». 0სიძ ის!ძით 1ი ილოიოლ1ი10 8I10V8 6X ი9IL0 19(6111C1 იიLი5L. C80ხიჯს IIIIIIII 8CM15ი2 I0ი 51ხ1 8ძსეი იიოწყთიI ი80X05), VI( X6C(0 8ხ 060010518 X0609551550 VIძი81სI. CიIიჰიტის. 10 60186. 8ძ IIL (ითვლება, რომ მწვალებლობასა და განხეთქილებას შორის ის განსხვავებაა, რომ მწვალებლობა არასწორ დოგმას შეიცავს, ხოლო განხეთქილება ეს არის ეკლესიიდან განშორება საეპისკოპოსო უთანხმოების შედეგად, ასე რომ გარკვეული მოსაზრებით შეიძლება თავიდან გათვალისწინებულ იქნეს, თუმცაღა, არ არსებობს ისეთი განხეთქილება, რომელმაც თავისთვის რაიმე ერესი არ ჩამოაყალიბოს, რათა გაამართლოს ეკლესიიდან თაგისი გამოსვლა”). იმი. 3 „წM1დ ით, §.1. L. 26, Cი). 598).

4. MიფVი იიIიი 5C15510 801508 V61 (10ღო იი%05%, II51 0IVილ აი 800MIძ აიცივისსX, ცს1 წვ8ვი1სთL: ავი”ლ59)8 8VILით 86ხ190:8 10V0L0”L8L9Iი („გამოყოფა კი განხეთქილებად არ შეიძლება იქცეს, თუ მისი ჩამდენი არ გაყვება რაიმე (ეკლესიისაგან განსხვავებულ) სწავლებას. ერესი ეს არის მოძველებული სქიზმა“), CითL>8 CXი08ლიი. წწ9იიიი8%10. IIხ. II, იმი. 7 (M1ფიი, 8.1. L. 43, იიI. 471|I.

5. M62.:LI0CV0§ M6V X60ი §:0IV 0L MთIოV/0009VI6C Mთ0610ს XLC+6ს800თა” M8ი რ6CC12.0V+6C. XXLთMთ+LM0% VX6ი MXთნ 670იის +8C IMXM2.)C(0C 76ჯ6VთCVV, 0 VVV, 6XI" 6X6 10ს სთMთი!ის II6Iიის, ნაLაM6X0ს MთL Mრი+ალ0C +–V0M6V0ს 0: MთL თს+V/ II6+იVI 6XL ჩის) >0თთVX6C, MთL #XV.6V +6V სნ» 6M6IV0V 81თნთ2.6VXCC, MთL #2.6C6V8ი0ს MC+MIX700M60CVX6C MCX0%C თხ+0% +060 ჩთთI.6თC. Cს1თ X6ი 86% M6).C+ICთVX6C, 2.01IM6V MთL 6IC #0თVრთსიV §16წათთV, 05086V 6VიV +MC X0Vოი!თC 6თას+თV ჩX0L0წVI§6(„ბრალმდებლებს წარმოადგენენ მელეტიანელები, რომლებიც სრუ - ლებით არ იმსახურებენ ნდობას. ისინი სქიზმატები და ეკლესიის მტრები გახდნ ენ არა ახლა, არამედ ეპისკოპოსისა და მოწამის ნეტარი პეტრეს დროს ისინი მზაკვრობას აწყობდნენ თვით პეტრეს წინააღმდეგ. ცილს სწამებდნენ მასთან მყოფ აქილესს და იმპერატორამდეც კი უჩიოდნენ ალექსანდრეს. იწვრთნებოდნენ რა 2L2C უპისკოჰოსი ნიჯოდიში (შილაშიპ?

ა_– ამგვარ საქმიანობებში ისინი ბოლოს ათანასეს მიადგნენ და არაფრით დაუტევეს თავიანთი ხრიკები“). ტიი1იწ. ლიიL.8 #4X12005, Cგი. 11 IMIფიტ, §. წ. L. 25, C01. 268).

6. )Lს3ი85., 89 Iს. Cიი5(8ი1IVIი 4ტიი!1ით1გ, C20ი. 2 IM1ფიტ, §. წ. L. 25, 001. 597|.

7. 1IვიტიL1იიჯXსI 300V58(100ი05 ლ0ი(IL2 ლ2:ხი110VIი ი0”05ხწ”/Lი”ს 8ძIი1(10X6 I0C ხ055ყჯსავ, 206 ძიხიის5 („კათოლიკე მღვდელმსახურებზე მწვალებელთაგან საჩივრების მიღება ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა მივიღოთ“). ი. 251 IMI)წიიტ, §. 1. L. 33, C0ი1. 10681).

8. 5ვილოთს5ვ, ლ0იLხI8 0>Lხ0ძიX0§ 09)1ძი 1IILI080%605 2011 ჩმი»06L100 0930 1 (05L1I00- XI8 ლილიიისი1იიიტიი, §IVC I(I2თVV6 ი2X§5 0LM0ძ0X28 511, 5IVC 31(0X8 („განვაჩინებთ, რომ როცა მართლმადიდებლები დავას აწარმოებენ, მათ წინააღმდეგ მოწმობის მიღება არც ერთი მწვალებელისაგან არ შეიძლება, და არა აქვს მნიშვნელობა მოდავეთაგან ორივე მხარეა მართლმადიდებელი თუ ერთი“). Cიძ. 9M05LI1». 1IIხ. IL, LIL. V, 10X 21.

9. MX ჩ80”011015 M23»10061... IVIII2 1II IC #05110001 ხი-ჩ1ხ08იL („მწვალებელთაგან მანიქეველნი...არავითარ შემთხვევაში 'არ უნდა აძლევდნენ მოწმეთა ჩვენებას."). 132581116. IIხ. XXI, LIL. LI, 1. 45.

10. IVML. IX, ლგილ. 1,2 L4 ძე. CMIX., I, 164-179|).

11. იქვე.

12. Vი02CIII იL #0)5L0111, ხნ!ხI1იLსს. 1სI15 ივ2იი»ი. II, 621.

13. 4თ. CM#8X., I, 164. – დასავლეთის საეკლესიო კანონმდებლობაშიც იგივეს ვხვდებით. სიი»გს, CI2LI8ი1 – ში ვკითხულობთ: 51 80695989%10L Iი 200581006 ძიწიციXIL, L2110ოი 6 I6C- CIი121 („ბრალდების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბრალმდებელს მიეზღოს"). 000». 02375. II, C805. II, I805L. III, C. 2. 01 ი21)Iი21210L 51 1 200521106 0906(000L1L, L28110თ60M) L6010131 (თუ რომელიმე ცილისმწამებელმა ბრალდება ვერ დაამტკიცა, მაშინ მას მიეზღოს“). 1ხ. ი. 3. დს! იიი იI0ხ83V0IIL ძV0ძ იხ)იიX, იიიიმთ, ძსეIი 10 LVI1C6IIL, 1056 ი2M18LსX („ვინც ვერ დაამტკიცებს იმ ბრალდებას, რაც წამოაყენა, მაშინ თვითონვე დაისაჯოს წამოყენებული ბრალდების შესაბამისად“). 1ხ. 0. 4, M8 125011010 ი”IIთი 50Iიი:იX წ192L 1IXL L211076Xი C21ხXი- 01810X X601018%L, 0V13 816 105CX190L1006II I6I00 ძიხიL II9ძ102II V61 ძვიიმXI, 0VI60IX CL =86- თ! 16-08 ჩ2იი რვძიი I0III62იL („უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენილ იქნეს სასარჩელო განცხადება, რათა ცილისმწამებელმა ზღვევინება მიღოს, რადგან სასარჩელო განცხადების წარმოდგენამდე არავინ უნდა გასამართლდეს, არავინ უნდა დაისაჯოს, როგორც ეს სამოქალაქო კანონებითაც არის გათვალისწინებული“). C295, IV, ძM805L. IV, ი. 2.

14. ლ0ძ0X MV5LI»ი. 1Iხ. IX, LIL. XLVI, 1. 10.

15. 100351110. 11ნ. LX, LIL. XXVI, ი. 6: 691 წგიხს05 05ხ 0X0ძ1I(0იL 5030 800V53L10915 1I იი0ი211 ითოიI96, რმ იიტიმი ი2MILსIL, ძს2იი I6VI5 101255IXV§ 65561 („მოსარჩელიმ, რომელიც ცრუ საჩივრით ითხოვდა ბრალდებულის დასჯას, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც მოპასუხეს უნდა მიეღო“).

16. შემდეგ, სერბულ ორიგინალში, ავტორი თავისი აზრის ილუსტრირებას ახდენს კონსტანტინოპოლის პატრიარქატის საზღვრებში უახლესი ეპარქიალური დაყოფის რამდენიმე მაგალითით. ასე მაგალითად, ამბობს, რომ პჰერაკლიის ეპარქია, კრეტის ეპარქია და ბევრი სხვა, რომელთაც სათავეში მიტროპოლიტები უდგანან, მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებით შეადგენენ ერთ დიეცეზს 010'MMCX, ძ1006006715)მაგრამ თარგმანში ჩვენ გამოვტოვეთ მის მიერ მოყვანილი დაწვრილებითი ცნობები, მით უმეტეს, რომ დღეისათვის ისინი რამდენადმე მოძველებლნი არიან (მიეკუთვნებიან გასული საუკუნის 60-ან წლებს, როცა მაგალითად თესალონიკის მიტროპოლია ჯერ კიდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა). (რუსული გამოცემის რედაქტორი).

17. შდრ. V 810511, გიიიL. 1ი III5L. ილ01, 5000-9215 VI, 18 IMIთიიტ, §.წ. L. 68, იი1. 716-721|I.

მსგავსი კანონები:მოც.34377475IV მსოფლ.9171921ტრულ.8ანტიოქ.141520ლაოდ.40სარდ.4კართ.810111215181959104107128129130132ორგზ.13თეოფილე ალექს.9

PDF გვ. 242 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და (ადამიანთა) გამოხსნილ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსიანელებს, საბატიანელებსა და ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და უკეთესებს უწოდებენ, ასევე მეთოთხმეტეანელებს, ანუ, ტეტრადიტებს და აპოლინარებს მიგიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებენ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ბრძნობს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდაგთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე; და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანოსელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთები, განსაკუთრებით გალატელთა მხარიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ როგორც წარმართებს. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხთ, მეორე დღეს – კათაკმეველებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილის მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.

(მოც. 46, 47, 68; | მსოფლ. 8, 19; ტრულ. 95; ლაოდ. 7, 8; კყართ. 97, ბასილი დიდ. 7, 5, 47). მწვალებლები, რომლებიც IV საუკუნეში მრავლად იყვნენ, ეკლესიის მამებს განუწყვეტელი კანონმდებლობითი საქმიანობისათვის აღძრავდნენ; ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა მამების გულმოდგინება აღმოეფხვრათ ერესი და მწვალებლები მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ მოექციათ. სხვათა შორის, ამ გულმოდგინებითა და სურვილით აიხსნება მამების მხრიდან მწვალებლების ეკლესიაში მიღების საკითხში ისეთი შეღავათების გაწევა, რომელთა გამართლებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, თუკი მხედველობაში მივიღებთ ზოგიერთი ერესის განსაკუთრებულ სიმძიმეს. II მსოფლიო კრების მამები, როცა კანონში აკეთებენ იმჟამად არსებულ მწვალებლებლობათაგან უმთავრესების ჩამონათვალს, ადგენენ წესს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო სხვადასხვა მწვალებლების მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღება. ამასთან, ამ შემთხვევაში ისინი არაფერ ახალს და განსაკუთრებულს არ აწესებენ, მხოლოდ ამტკიცებენ უკვე არსებულ ჩვეულებებს და მათ კანონიერ ძალას ანიგებენ. როგორც წინამდებარე კანონიდან ჩანს, მწვალებელთა ეკლესიაში მიღების წესი სხვადასხვა იყო. ეს განსხვავება იმით იყო გამოწვეული, რომ ზოგიერთი მწვალებელი რწმენის ძირითად დოგმატებს მხოლოდ აზიანებდა, მაგრამ სავსებით არ უარყოფდა, მაშინ როცა სხვები მათ საბოლოოდ ანადგურებდნენ. ზოგიერთ მწვალებლობას, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად, სწორი ნათლობა ჰქონდა, სხვები მას საიდუმლოდ არ მიიჩნევდნენ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმდენად ამახინჯებდნენ მართლმადიდებლური ნათლობის საიდუმლოს, რომ მასში ჭეშმარიტების ნატამალიც აღარ რჩებოდა. ამ განსხვავების გამო, ერთნი მართლმადიდებლობაში მოქცევისას ხელმეორედ აღარ ინათლებოდნენ, მათზე მხოლოდ მირონცხება ხდებოდა – რა თქმა უნდა, ერესის საჯაროდ უარყოფის შემდეგ; სხვები კი მეორედ უნდა მონათლულიყვნენ, წარმართების ან ებრაელების მსგავსად. პირველთა რიგს კრების მამები აკუთვნებენ: არიოზელებს, მაკედონიოსიანელებს, საბატიანელებს, მეთოთხმეტიანელებს და აპოლინარელებს, ხოლო მეორეთა რიგს – ევნომიოსიანელებს და საბელიოსიანელებს:? ასევე მოიხსენიებდნენ იმ მწვალებლობებს, რომ: ლებიც, როგორც კრება ამბობს, გალატელთა სამთაგროში წარმოიშვა, რადგან მათში იგულისხმება მარკელოსიანელთა და ფოტინელთა ერესები.3 აქ განვიხილავთ მამების მიერ დასახელებულ სამ ერესს, კერძოდ, საბატიანობას, მეთოთხმეტიანობას და მონტანისტობას. საბატიანელებმა თავიანთი სახელწოდება მწვალებლობის დამფუძნებლის, საბატისგან მიიღეს. იგი ნოვატიანელთა სწავლების ყოფილი მიმდევარი იყო. ამ სწავლების შესახებ საკმაოდ ვისაუბრეთ ნიკეის კრების მე-8 კანონის განმარტებაში. საბატი ებრაელობიდან გადმოვიდა ქრისტიანობაში და ნოვატიანელ ეპისკოპოს მარკიონის მიერ იქნა მლვდლად ხელთდასხმული. უაღრესად პატივმოყვარემ ჩაიფიქრა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეპისკოპოსის ხარისხი მიეღო, მაგრამ რამდენადაც მარკიონის სიცოცხლეში, რომლის მემკვიდრედ უკვე განსაზღვრული იყო სსისინიოსი, ეს მისთვის შეუძლებელს წარმოადგენდა, ამიტომ მან გადაწყვიტა თავის მიმდევართა წრე ჩამოეყალიბებინა; ისარგებლა მაშინდელ ნოვატიანელ ეპისკოპოსთა სისუსტით და ცხოვრების ახალი მკაცრი წესების ქადაგება დაიწყო და იუდეველთა ჩვეულებების შემოტანა, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულზე. მასთან ერთად მოქმედებდა ორი მისი მეგობარი თეოკტისტე და მაკარი. მოკლე ხანში მან იმდენად გაავრცელა საკუთარი გავლენა და ისეთი უწესრიგობა შექმნა ნოვატიანელთა რიგებში, რომ ბითვინიაში ამის გამო 380 წელს ნოვატიანელთა კრება მოიწვიეს, სადაც იგი გაასამართლეს და განკვეთეს. „უმჯობესი იყო ეკლიან ბუჩქზე დამედო ხელი, ვიდრე საბატიზე, როცა იგი მღვდლად ვაკურთხე“ - ამბობს მარკიონი საბატის შესახებ სოკრატეს ისტორიაში.4 ზონარა საბატიანელთა შესახებ ამბობს: ჯსაბატიანელთა თავი იყო ვინმე საბატი, ნოვატიოსის ერესის ყოფილი მღვდელი, მაგრამ მას რაღაც მეტი პქონდა, ვიდრე თვით ერესის მოძღვარს, რომელსაც ბოროტებაში აღემატა; იგი იუდეველებთან ერთად დღესასწაულობდა“.5 მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები (X6CCოV"ი08CX0II85M+თLLოთI 020! «6-008VI, ძV)0ILმძიი1იი8ი1 5IV6 L06LIმ8ძ1L86) ასწავლიდნენ, რომ აღდგომის დღესასწაულის გამართვა მართებულია ნისანის თვის მე-14 დღეს, შვიდეულის რომელ დღესაც ის არ უნდა დაემთხვეს და ამ დღეს მარხულობდნენ. ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში ამბობს; „მეთოთხმეტეანელებად, ანუ ტეტრადიტებად იწოდებიან ისინი, რომლებიც პასექს დღესასწაულობენ არა კვირა დღეს, არამედ იუდეველთა მსგავსად თვის მეთოთხმეტე დღეს, – შვიდეულის რა დღესაც არ უნდა დაემთხვეს. ისინი ტეტრადიტებადაც იწოდებიან, რადგან ამ დღეს მარხვას არ იხსნილებენ, და მარხულობენ როგორც ჩვენ ვმარხულობთ. ოთხშაბათობით, და ამას ისევ იუდეგელთა ჩვეულებისამებრ აკეთებენ“. აღდგომის დღესასწაულის დროსთან დაკაგშირებით ჩვენ ვისაუბრეთ მოციქულთა მე-7 კანონის განმარტებაში და კვლავ ვისაუბრებთ ანტიოქიის კრების | კანონის განმარტებაში, სადაც გადმოცემულია ამასთან დაკავგშირებით | ნიკეის კრების განწესება. მაგრამ ამ განწესებას არ შეეძლო საერთო თანხმობაში მოყვანა და ჩვენ ბევრ სექტას ვხგდებით, რომლებიც ჯიუტად მიჰყვებიან ძველ ჩვეულებას პასექის დღესასწაულის დროის გასაზღვრის საკითხში. ეკლესიის ისტორიკოსები მოიხსენიებენ ებიონიტებს, ტეტრადიტებს, საბატიანელებს, ავდიანელებს და ბევრ სხვას, რომლებიც ცნობილი არიან ერთი სახელწოდებით – მეთოთხმეტეანელნი. ზოგიერთი კრება უფრო ადრეც ხდებოდა იძულებული ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული კანონები მიეღო, მაგალითად, ანტიოქიის (I კან.), ლაოდიკიის (მე-7) და სხვ. ბოლოს კანონი მათ შესახებ კონსტანტინოპოლის კრების მამებმაც მიიღეს, მაგრამ ამასთან არ დაუკონკრეტებიათ რომელი მეთოთხმეტეანელნი ჰყავდათ მხედველობაში, თუმცა, ამ დროს, IV საუკუნის ბოლო მეოთხედში, ისინი ბევრნი იყვნენ და თანაც ერთმანეთისაგან განსხვავებული სწავლება ჰქონდათ. ეპიფანე გვეხმარება იმის გაგებაში, რაც მამებისაგან არ არის ცნობილი და მოიხსენებს იმჟამინდელ მრავალ მეათოთხმეტეანელს, განსხგავებულთ თავიანთი სწავლებით: რწმენასთან მიმართებით მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ძალიან არიან გატაცებულნი იუდეველთა ზღაპრებით და უაღრესად აშინებთ მოსეს სიტყვები (გამოს. 12,15) (შდრ. რიცხ. 9,11,13; 2 სჯ. 27,26)“. ეპიფანეს თხზულებიდან 0C0იLL8 ძსმXხმძილ1იიმი05 (,მეთოთხმეტეანელთა წინააღმდეგ“) მეთოთხმეტეანელების შესახებ შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: მეორე მსოფლი კრების მოწვევის პერიოდში ისინი აღდგომას დღესასწაულობენ მხოლოდ ერთ დღეს, მართლმადიდებლებისაგან განსხვავებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში დღესასწაულობენ, და ამ დღეს ისინი მარხულობენ და ეზიარებიან. კაპადოკიაში მცხოვრები ზოგიერთი მათგანი აღდგომას ყოველთვის 25 მარტს დღესასწაულობს, შვიდეულის რა დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს იგი, თანახმად 4#იL8 LI18L1-სა (პილატეს ოქმები“),ზ სადაც ნათქვამია, რომ იესუ ქრისტე 25 მარტს ევნო“.3მ ასეთები იყვნენ ეპიფანეს მიერ ნახსენები მეთოთხმეტეანელები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრება ნებას რთავს მათ ეკლესიაში მიღებას ხელმეორედ მონათვლის გარეშე, ჩვენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სწორედ ის მეთოთხმეტეანელები იყვნენ, რომელთა შესახებაც ეპიფანე საუბრობს და რომელთაც მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლებად მიიჩნევს.

მონტანელები თავიანთ დასაბამს მონტანისგან იღებენ; რომელმაც ქადაგება ფრიგვიაში II საუკუნის შუახანებში დაიწყო. ძველ წყაროებში ისინი იმ ადგილის გამო, საიდანაც გამოვიდნენ, ფრიგველებად იწოდებოდნენ ან კატაფრიგველებად. თეოდორიტე მათ კიდევ პეპუზიანელებს უწოდებს, პეპუზას ადგილმდებარეობის მიხედვით. თვით პეპუზას მკვიდრნი კი პეპუზას იერუსალიმს უწოდებდნენ.!9 ის არასრულყოფილი მონაცემები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად დავახასიათოთ მონტანის პიროვნება და კიდევ უფრო ნაკლებად შეგვიძლია დავახასიათოთ ყოველთვის მასთან ერთად მოხსენებული ორი წინასწარმეტყველი ქალი – მაქსიმილა და პრისკილა. ისინი მუდამ მას დაჰყვებოდნენ და ქადაგებაში ეხმარებოდნენ. უახლოესი დროის კრიტიკოსები მონტანის ამ ორ თანამგზავრს რიტორიკული მიმართულების აბსტრაქციად თვლიან, რომელიც საეკლესიო ისტორიაში მონტანის სახელთან არის დაკავშირებული.!! თუმცა, საკითხს, მონტანის პიროვწების შესახებ, ისევე, როგორც იმას, მითის სფეროს განეკუთვნებიან მისი თანამგზავრები თუ სინამდვილეში არსებობდნენ, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. საკმარისია იმის კონსტატირება, რომ მონტანიზმი არსებობდა, როგორც განსაკუთრებული მიმართულება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში და II საუკუნიდან დაწყებული, ბევრი კრებისათვის ხანგრძლივი ყურადღების საგანს წარმოადგენდა.'? ხილვები ექსტაზში და წინასწარმეტყველება, დაფუძნებული უშუალოლ ფო გამოცხადებაზე, რომლის პასიური იარაღიც მონტანი იყო, წინასწარმეტყველება მოახლოებულ ნეტარებაზე და ახალ ზეციურ იერუსალიმზე, აუცილებლობა მკაცრი ასკეტური ცხოვრებისა და მკაცრი სინანულისა, – აი, რაში მდგომარეობდა მონტანისტური სწავლების არსი მისი წარმოშობის პირველ ხანებში.'3 თავიდან მონტანიზმმა დიდი მხარდაგერა პოვა აზიაში (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიის მხრიდან დაგმობილი). როგორც ევსევი ამბობს, ამ სწავლებამ ბევრი მიმდევარი მოიპოვა, რომელთა შორის იგი პროკლეს მოიხსენებს, ფრიად პატივცემულ პირს და ტერტულიანეს მიერ XX00ს- 105 005:6L“-ად („ჩვენი პროკული")4 წოდებულს. თავად ტერტულიანეც ამ სწავლებით იყო შეპყრობილი, თუმცა, მართლმადიდებლური რწმენისათვის არ უღალატია.19 მონტანისტების მართლმადიდებლური სწავლების შესახებ, მათი გამოჩენის დასაწყისში, მოწმობს ეპიფანეც, რომელიც ირწმუნება, რომ ისინი მოძღვრავენ მამის, ძისა და სულიწმიდის შესახებ ზუსტად ისევე, როგორც მართლმადიდებლები.0 მაგრამ დროთა განმავლობაში მონტანისტურმა სწავლებამ წმიდა სამების შესახებ თავისი სიწმინდე დაკარგა და ეკლესიის მამების მხრიდან დაიგმო. მონტანის პიროვნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ გვიანი დროის მონტანისტურ სწავლებაში და განსაკუთრებით წმიდა სამების შესახებ მათმა გაურკვეველმა გადმოცემამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთები სულიწმიდას მონტანისთან აიგივებდნენ. თვით ტერტულიანესაც, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, არ ჰქონდა ეს გაცნობიერებული და როცა მონტანის ერთ-ერთ გამონათქვამს იხსენებს, ამბობს: „პარაკლიტმა თქვა“.17 ფირმილიანე, კირილე იერუსალიმელი და სხვ. განსაკუთრებით გმობდნენ მონტანიზმში სულიწმიდის მონტანისთან გაიგივებას.19 მათ წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით აღდგა ბასილი დიდი ამფილოქესადმი თავის ეპისტოლეში: „პეპუზანელთა (მონტანელთა) ნათლობა არაფრით შეიძლება იყოს გამართლებული და მიკვირს, როგორ ვერ შეამჩნია ეს დიდმა დიონისემ, კანონებში ესოდენ გაცნობიერებულმა. პეპუზანელები, სრულიად ნათლად ჩანს, რომ მწვალებლები არიან, რადგან სულიწმიდაზე მკრეხელობენ, როცა უწმინდურად და უსირცხვილოდ მიანიჭეს მონტანს და პრისკილას ნუგეშინისმცემელის სახელი. იმის გამო, რომ ადამიანს აღმერთებენ, გმობას ექვემდებარებიან; ხოლო იმის გამო, რომ სულიწმიდას შეურაცხყოფენ ადამიანებთან გაიგივებით, სამარადისო მსჯავრს ექვემდებარებიან, რადგან სულიწმიდის გმობა არ შეიძლება მიტევებულ იქნეს. ნუთუ შეიძლება როგორმე ნათლობის ჭეშმარიტად აღიარება, რომელიც აღესრულება სახელითა მამისათა და ძისათა და მონტანისათა ან პრისკილისათა? და მიუხედავად იმისა, რომ დიონისე დიდმა ყველაფერი ეს ვერ შეამჩნია, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივემხროთ იმას, რაც არასწორია. უმართებულობა აქ ყველასათვის ცხადი და ნათელია, ვისაც კი მცირეოდენი გონება მაინც აქვს“.!9 IV საუკუნის შუა ხანებში ჩვენ უკვე ყველა მონტანელს საბელიოსობით დასნებოვნებულებს ვხედავთ.2? ასე რომ, ლაოდიკიის კრება იძულებული გახდა მათ წინააღმდეგ შემდეგი კანონი მიეღო: „დიდი გულმოდგინებით უნდა მოხდეს ე. წ. ფრიგველთა (მონტანელთა) მოსანათლად მომზადება და შემდგომ მათზე ეკლესიის ეპისკოპოსების ან მღვდლების მიერ ნათლობის საიდუმლოს ჩატარება, თუნდაც ისინი ვითომცდა დასის წევრები იყვნენ და უდიდესებად იწოდებოდნენ". (მე-8 კან.) დასარულ, მეორე მსოფლიო კრებამაც მიმართა კანონი მათ წინააღმდეგ. ყველა დასახელებული ერესიდან კანონი ნებას რთავს ეკლესიაში მიღებას ხელმეორედ ნათლობის გარეშე არიოზელებს, მაკედონიოსიანელებს, აპოლინარელებს, ნოვატიანელებს, საბატიანელებსა და ტეტრადიტებს. პირველნი, ანუ არიოზელები, მაკედონიოსელები და აპოლინარელები, თუმც კი ქადაგებდნენ მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგ, მაგრამ ფორმის მიხედვით ნათლობას ისინი სწორად ატარებდნენ, სახელდობრ, აღასრულებდნენ მას წმიდა სამების სახელით, რომელსაც არ უარყოფდნენ, თუმცაღა, იგი შეცდომით ესმოდათ. საკმარისი იყო უკვე ის, რომ მათი ნათლობა სწორად იყო მიჩნეული იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით სწორად და ჭეშმარიტად ითვლებოდა და ითვლება ყოველი ნათლობა, რომელიც წმიდა სამების სახელით აღესრულება, ვის მიერაც არ უნდა იყოს იგი აღსრულებული. ყოველი, ვინც კი ნათლობას ატარებს, მხოლოდ იარაღს წარმოადგენს, რომელსაც ქრისტე თავად ირჩევს თავისი სასუფეველისათვის ადამიანის მოსაპოვებლად. ეს იარაღი მხოლოდ წესს აღასრულებს, მადლი კი ღმერთისგან გარდამოდის. მხოლოდ ასეთი თვალსაზრისის წყალობით შეეძლო ეკლესიას ეცნო და ცნობდა კიდევაც ისეთი მწვალებლების ნათლობას, როგორებიც არიოზელები და მაკედონიოსიანელები იყვნენ. დანარჩენები: ნოვატიანელები, საბატიანელები და ტეტრადიტები, ბუკვალური მნიშვნელობით მწვალებლები არც იყვნენ, არამედ – სქიზმატიკოსები. ისინი მართლმადიდებლებს მხოლოდ ზოგიერთი განსაკუთრებული შეხედულებით გამოეყოფოდნენ, დოგმატები კი ერთნაირი ჰქონდათ. თუ კრების მამები არ თვლიდნენ აუცილებლობად მეორედ ნათლობა დაეწესებინათ პირველთათვის, მაშინ მათ ნაკლებად შეეძლოთ დაეწესებინათ იგი მეორეთათვის. კანონის მოთხოვნით ყველა დასახელებული მწვალებელი ეკლესიაში შეიძლება მიღებული ყოფილიყო ორი პირობის დაცვით: პირველი, მწვალებლობის წერილობითი უარყოფა და მეორე, მათზე მირონცხების საიდუმლოს ჩატარება.

ეკლესიაში მოქცევისას თავისი ერესისაგან, ასეთი წერილობითი სახის განდგომას, როგორც ვიხილეთ, ნოვატიანელთაგან ნიკეის კრებაც მოითხოვდა: „უპირველეს ყოვლისა, მართებთ წერილობითი აღთქმა, რომ ეკლესიას მიეკედლებიან და დაიმარხავენ კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის განწესებებს“ (მე-8 კან.). სოკრატეს ისტორიიდან ვხედავთ, რომ ლიბერიოსრომაელი მაკედონიოსის მიმდევრებისაგან წერილობით განცხადებას მოითხოვდა, სადაც ისინი დაარწმუნებდნენ, რომ მართლმადიდებლობას მიჰყვებიან: „მათი განცხადების შემდეგ ლიბერიოსმა ისინი მოიწვია, რათა წერილობით ჩამოეყალიბებინათ თავიანთი აღსარება. მაშინ მათ ლიბერიოსს მისცეს ბარათი, სადაც ნიკეის კრების სიმბოლო იყო დაწერილი"“.2! სოზომენი იხსენებს ვალენტინესა და ურსაკიოსის ბარათს, სადაც ისინი ანათემას გადასცემენ არიოზის ერესს და ადასტურებენ ერთარსებაში თავიანთ რწმენას.?? ბასილი დიდი ებესენელებისადმი თავის ეპისტოლეში მოიხსენებს იმ მწვალებლებს, რომლებსაც თავის გამართლება ეწადათ და ამბობს: „რაკი ამბობენ, რომ გონს მოეგნენ, მაშინ წერილობით დაადასტურონ, რომ ინაჩიებენ და ყოველგვარ მწვალებლობას ანათემას გადასცემენ“.23 ასეთივე წერილობით განცხადებებს მოითხოვდნენ მეორე მსოფლიო კრების მამებიც დასახელებული მწვალებლებისაგან, თუკი ისინი მოინდომებდნენ ეკლესიაში მოქცევას. მწვალებლობისაგან განდგომის ასეთი წერილობითი სახის წარმოდგენისას, კანონი განაჩინებს, რომ მირონცხების საიდუმლო ჩატარდეს და ამის შემდეგ იქნენ მიღებულნი ეკლესიასთან ერთობაში. განწესება, ზოგიერთი მწვალებლების მიმართ ეკლესიაში მოქცევისას მირონცხების ჩატარების შესახებ, გამოიცა ჯერ კიდევ ლაოდიკიის კრებაზე (მე-7 კან.) ჩვეულება, რომლის თანახმადაც ამ წესის აღსრულებისას სხეულზე მირონი უნდა ეცხოთ რამდენიმე ადგილას, აღმოსავლურ ეკლესიაში საერთო იყო, როგორც ამას წინამდებარე კანონი ამბობს, რასაც ყველაზე უკეთ კირილე იერუსალიმელი ამოწმებს თავის საიდუმლოშემცველ სიტყვებში.2 ამ აღებულ შემთხვევაში მირონცხების მნიშვნელობას სვიმეონ თესალონიკელი გვიხსნის: „შემდეგ მღგდელმთავარი მას მირონს ცხებს, რომელიც არ არის უბრალო ზეთი; ის ბევრი არომატული შენაერთისაგან შედგება, რაც სიმბოლურად წარმოადგენს ძალის სიჭარბეს და სულიწმიდის მრავალფეროვან ნიჭს და, აგრეთვე, მისი სიწმიდის კეთილსურნელებას. მირონი გადაეცემა როგორც ქრისტეს ბეჭედი და ნიშანი. როგორც ქრისტე უწოდებს თავის თავს ცხებულს სწორედ იმიტომ, რომ მას საკუთარ-სხეულშიც ჰქონდა მამისაგან სულის მთელი ძალა, რის შესახებაც ესაია გვეუბნება: „-სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა.“ (61,1), ასევე ისინიც, როცა მისგან მირონის საშუალებით მადლს იღებენ, ქრისტიანებად იწოდებიან და უფლის ქრისტეებად (ცხებულებად) იქცევიან... როცა ცხებს, მღვდელმთავარი ამბობს: »დით/)ILC მთი8§0C IIVC|IთX0C #ა/(0ს, /ბIIVV – სულიწმიდის ბეჭედი, და ამით აჩვენებს, რომ ცხება არის ქრისტეს ნიშანი, რადგან თვით ცხებაც ჯვრის ფორმით ხდება და ამ დროს მიიღება სულიწმიდის ნიჭი“.25 დასავლეთში, მწვალებლების ეკლესიაში მიღებისას, მათ წმინდა მირონს არ ცხებდნენ; ასეთ შემთხვევაში საკმარისად თვლიდნენ ხელთდადებას. მიტევების ასეთი იოლი სახე იმ შეხედულებით აიხსნება, რომლის თანახმადაც ყოველნაირი ნათლობა სწორად ითვლება, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩატარებული. ეს შეხედულება ბევრი შფოთის მიზეზი ხდებოდა აღმოსავლელ და დასავლელ ეპისკოპოსებს შორის. ამ საკითხისადმი დასავლელთა ზედმეტი შემბრალებლური დამოკიდებულება ასახულია 009581111 #X81518012ჰ (არაბსიონის კრება“ –- არაბსიონი ქალაქია გალიაში). იგივე რეკომენდაციას იძლევა არელატის (არლის)” და ეპაონის?მ კრებები; იგივეს ვხედავთ სირიციუს რომაელის ეპისტოლეშიც?”. გაუგებარია მხოლოდ, თუ როგორ შეუძლია სირიციუსს მეორე მსოფლიო კრებას დაეყრდნოს, როცა ეს კრება კატეგორიულად მოითხოვს მირონცხებას. იგივე მნიშვნელობით საუბრობს ლეონ რომაელიც.9მ გრიგოლ რომაელთანაც ვკითხულობთ ამ განსხვავებაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი სიტყვებით, დასავლელები თვლიდნენ, რომ მათი ხელთდადება, მწვალებლების მიღებისას, შეესაბამებოდა აღმოსავლელთა მირონცხებას.3! კრების მამებმა ეკლესიაში მისაღებად მიიღეს ერთი სახის განწესება – არიოზელთა, მაკედონიოსელთა, აპოლინარელთა, ნოვატიანელთა, საბატიელთა და ტეტრადიტთა მიმართ, და სხვა სახის – ევნომიოსელთა, მონტანისტთა, საბელიოსელთა და იმ მწვალებელთა მიმართ, რომლებიც გალატიის სამთაგროდან იყვნენ, სახელდობრ, ესენი არიან მარკელოსიანელები და ფოტინელები. კრება მოითხოვს, რომ დასახელებული მწვალებლები ჯერ მოსანათლად მოემზადონ, ანუ გარკვეული დრო კათაკმეველობაში დაჰყონ. სანამ აღვნიშნავდეთ როგორი რიტუალი ტარდებოდა ამ მწვალებელთა მიღებისას, მოკლედ შევჩერდებით მწვალებელთა ნათლობის საკითხზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ეს პირველყოფილ ეკლესიაში. მწვალებელთა ნათლობის საკითხი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა აღმოსავლელ და დასავლელ მამებს შორის ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, მნიშგნელოვან მომენტს წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის იდეის განვითარებასა და მის საიდუმლოში. როგორც კი ეკლესიამ გააცნობიერა თავისი ერთიანობა და მსოფლიურობა, და აქედან – თავისი უცდომელობა სხვადასხვა მწვალებლობასთან მიმართებით, როცა მან თავი გაცხადებული ჭეშმარიტების ერთადერთ დამცველად იგრძნო, მაშიზ ბუნებრივია, მწვალებლებთან მის ბრძოლაში მაშინვე უნდა წამოწეულიყო წინა პლანზე საკითხი საიდუმლოთა სისწორის შესახებ და ეს პირველ რიგში ნათლისღების საიდუმლოს უნდა შეხებოდა. მართლმადიდებელთა შეხედულების თანამიმდევრობას მხოლოდ ერთადერთ დასკვნამდე შეეძლო მიყვანა. კერძოდ, თუკი მწვალებლები გამოხსნაში მონაწილეობას მოკლებულნი არიან, მაშინ ისინი თავისთავად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას იყვნენ შუამავლები ადამიანთა ცხონების საქმეში. მათი ნათლობა, არ არის ნათლობა, ის არა თუ არ განწმენდს, პირიქით, ბილწავს, ზუსტად ისევე, როგორც თვით ერესი ბილწავს, როცა ადამიანი ასეთი ცრუ ხათლობის გზის მიმდევარი ხდება. ამის გამო ყველა, ვინც მწვალებლების მიერ ინათლება, მოუნათლავად უნდა ჩაითვალოს და მართლმადიდებლობაში გადასვლისას თავიდან უნდა მოინათლოს. ეკლესიის ურიცხვი მამები და მოძღვრები, III საუკუნის პირველ ნახევარში, მთელი სიმკაცრით იზიარებდნენ ამ შეხედულებას. კლიმენტი ალექსანდრიელი უვარგისს უწოდებს მწვალებელთა ნათლობას,” ხოლო ამ შეხედულებას რომ მთელი ეგვიპტური ეკლესია იზიარებდა, ამას, სხვათა შორის, დიონისე ალექსანდრიელიც ამოწმებს თავისი წინამორბედ პერაკლეზე მონათხრობში, რომელიც მხოლოდ იმ მწვალებლებს აღარ ნათლავდა, რომლებიც ადრე მართლმადიდებლები იყვნენ, შემდეგ კი მწვალებლობაში გადავიდნენ და კვლავ დაუბრუნდნენ მართლმადიდებლობას.9 ტერტულიანე მხოლოდ ერთ ნათლობას და ერთ ეკლესიას ცნობს, და სრულიად უარყოფს მწვალებელთა ნათლობის მნიშვნელობას „პირველ რიგში იმიტომ, – ამბობს იგი, – რომ ისინი ეკლესიის გარეთ არიან, მეორეც – ისინი არ აღიარებენ არც იმ ღმერთს, არც იმ ქრისტეს, რომელსაც მართლმადიდებლები აღიარებენ“.24 კვიპრიანე მოიხსენიებს აგრიფინეს თავმჯდომარეობით III საუკუნის დასაწყისში კართაგენში ჩატარებულ კრებას, სადაც ერთხმად აღიარეს მწვალებლური ნათლობის უკანონობა.% ევსევი ასახელებს ორ კრებას მცირე აზიაში III საუკუნის პირველი ნახევრიდან, სადაც იგივე განჩინება გაკეთდა.9 რამდენად ძველი იყო უკვე იმ დროისათვის ეს განჩინება, ჩანს ფირმილიანეს სიტყვებიდან, რომელიც ამბობს, რომ არავის ემახსოვრება ჰქონდა თუ არა მას დასაბამი: „ისინი ყოველთვის ერთ ეკლესიას ცნობდნენ და ერთ ნათლისღებას, რომლის აღსრულებაც მხოლოდ ამ ეკლესიითაა შესაძლებელი“.? ზუსტად ასევე, მოციქულთა განწესებანიც ჭეშმარიტად არ მიიჩნევენ მწვალებელთა მიერ ჩატარებულ ნათლობას.% საერთოდ, მწვალებელთა ნათლობას ყველანი უწმინდურად მიიჩნევდნენ და კანონის თანახმად მოითხოვდნენ, რომ ეკლესიაში მიღებამდე მათი თავიდან მონათვლა მომხდარიყო. სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდა ამის თაობაზე რომის ეკლესიას. რომში მწვალებლებს უყურებდნენ, როგორც ქრისტიანობიდან განდგომილთ, თუნდაც ეკლესიის გარეთ ყოფილიყვნენ მონათლულნი, და მათ ეკლესიაში იღებდნენ უბრალოდ თავზე ხელთდადებით, როგორც ყველა სხვა ცოდვილებს. ნოვატიანელები თავიანთი ეკლესიის სიწმინდეზე, სრულიად არასაფუძვლიან შეხედულებას იზიარებდნენ და ამიტომ დაადგინეს მათთან გადასული მართლმადიდებლების გადანათვლა; რომში კიდევ უფრო დიდი მონდომებით იცავდნენ თავიანთ პრაქტიკას. ამან ბევრი ნუმიდიელი ეპისკოპოსის დაბნეულობა გამოიწვია. ისინი ეგვიპტელი ეპისკოპოსების ქმედების სისწორეში დაეჭვდნენ, რომლებიც მწვალებელთა ნათლობის საკითხში რომის ეკლესიის შეხედულებებს უჭერდნენ მხარს. ამიტომ თვრამეტმა მათგანმა კვიპრიანეს მიმართა, რომელიც იმ დროს თავის ეპისკოპოსებთან ერთად კართაგენის კრებაზე იმყოფებოდა და თხოვეს მას მათი ეჭვები გაეფანტა. კრებამ განიხილა ეს საკითხი და მწვალებლური ნათლობის არაჭეშმარიტება ერთხმად აღიარა.3% იგივე შინაარსის პასუხი გასცა კვიპრიანემ მსგავს შეკითხვაზე მავრიტანიის ეპისკოპოსს კვინტს.“ იმავე წელს მეორე კრებამ, რომელზეც სამოცდათერთმეტი ეპისკოპოსი შეიკრიბა, დაამტკიცა ძველი გადაწყვეტილება და თავისი ეპისტოლე გაუგზავნა რომის ეპისკოპოს სტეფანეს;“ იგი იმ დროს ამ საკითხთან დაკავშირებით აღმოსავლელ ეპისკოპოსებთან წინააღმდეგობაში იყო. მცირე აზიის რამდენიმე კრებაზე კვლავ იქნა მიღებული მწვალებლური ნათლობის არაჭეშმარიტების პრინციპი; ამ საკითხში განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენდნენ: ტარსელი ეპისკოპოსი ელენიოსი და კესარიელი ეპისკოპოსი ფირმილიანე, სტეფანე კი, რომელიც ყველანაირი მეთოდით ცდილობდა თავის მხარეს მიედრიკა მცირე აზიის ეპისკოპოსები, იმდენად შორს წავიდა, რომ მათ საეკლესიო ზიარებიდან განყენებითაც კი დაემუქრა. წარუმატებელი იყო დიონისე ალექსანდრიელის არგუმენტებიც, რომელიც როგორც ქგსევისადმი მისი წერილებიდან ჩანს,“ ასევე წინააღმდეგი იყო მწვალებლური ნათლობისა, მაგრამ ბრძოლაში ჩაბმა არ სურდა და პირიქით, ამ ორ მხარეს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობდა: „მან ვერ შეძლო შეეჩერებინა რომის ეპისკოპოსის თვითნებური და განუსჯელი, ამპარტავნებითა და ვნებით გამოწვეული ბრძოლა“, აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მისი თანამედროვე მეცნიერი.) აღმოსავლელ ეპისკოპოსთა ოპოზიციამ რომის წინააღმდეგ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, როცა სტეფანემ საკუთარი თავი 0018000V8 601900ხ0Lსთ („ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად“) გამოაცხადა და ყველა ეპისკოპოსის იძულება განიზრახა, რომ მის ხელისუფლებას დამორჩილებოდნენ.4 დევნილობამ, რომელიც იმპერატორ ვალერიანეს დროს 257 წელს განხორციელდა, ამ ბრძოლას ბოლო მოუღო, ბრძოლას, რომლის მსხვერპლიც კვიპრიანე დიდი აღმოჩნდა.

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განხეთქილება კვლავ წამოიჭრა დონატისტელთა ნათლობასთან დაკავშირებით, რომლებიც ეკლესიის სიწმინდის შესახებ, ნოვატიანელთა თვალსაზრისიდან გამომდინარე, ასწავლიდნენ, რომ სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდნილ მღვდელს, არავითარი საიდუმლოს ჩატარება არ შეუძლია. ამის გამო ისინი ხელმეორედ ნათლავდნენ, ვინც მათთან მართლმადიდებელი ეკლესიიდან გადავიდოდა. დონატისტელთა შესახებ საკითხი გადაწყდა 384 წლის კართაგენის კრებაზე და იქვე გამოჩნდა ზოგიერთი დათმობა კვიპრიანეს სწავლებასთან შედარებით, თანაც | კანონით დადგინდა, რომ მეორედ ნათლობა არ უნდა იყოს აუცილებელი პირობა განურჩევლად ყველა მწვალებლისათვის.45 კრების თავმჯდომარე გრატის სიტყვიდან ჩანს, რომ კრებას მიაჩნდა გადაჭარბებულ უკიდურესობად როგორც აღმოსავლეთის მიმართულება, რომლის წარმომადგენელიც კვიპრიანე იყო, ასევე დასავლეთისაც – რომლის წარმომადგენელი იყო სტეფანე.% მშვიდობისა და ეკლესიის ერთიანობისათვის აუცილებელი შეიქნა ამ მიმართულებებს შორის საშუალო გზის გამონახვა, რაც გაკეთდა კიდეც. ნიკეის კრებამ პირველმა აჩვენა გონივრული შეწყნარება, როცა თავისი მე-8 კანონი მიიღო. სოკრატე და სოზომენი ადასტურებენ, რომ ნიკეის კრებამ მთელი ეკლესიის თანაგრძნობა“? პოვა და ეს კანონი მთელი ეკლესიისათვის საერთო გახდა. ამის საუკეთესო მტკიცებულებას წარმოადგენს კონსტანტინოპოლის კრების მე-2 კანონი, რომელიც შემდგომში მცირედი დამატებებით ტრულის კრების მიერ იქნა აღორძინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან, მართლმადიდებელ საზოგადოებაში, სადაც ნათლისღების საკითხში ვხელმძღვანელობთ კრებებითა და მამების საერთო განწესებებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპი შეიძლება შემდეგი სახით ჩამოვაყალიბოთ: ნათლისღება, როგორც ქრისტეს მიერ დაწესებული, შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ მის ეკლესიაში და, შესაბამისად, მხოლოდ იქ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და მაცხონებელი, მაგრამ თუ ეკლესიის გარეთ მყოფ სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებს შეგნებულად სურთ ახლადმონათლული ქრისტეს ეკლესიაში შეიყვანონ, ანუ გაზრახვა აქვთ ნათლისღებით ღვთაებრივი მადლი გადასცენ პირს, რათა იგი სულიწმიდის ძალით ქრისტეს სხეულის გეშმარიტი წევრი გახდეს და ღვთის აღმოშობილ შვილად, მაშინ ასეთ საზოგადოებაში მიღებული ნათლობა იმდენად ჭეშმარიტად ჩაითვლება, რამდენადაც ის აღესრულება წმიდა სამების რწმენის საფუძველზე – სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, რადგან სადაც რწმენით არის მოცემული და მიღებული ასეთი ნათლობა, იქ მან მადლით უნდა იმოქმედოს და ქრისტეს შემწეობა არ დააყოვნებს გამოვლინებას. ყველა საზოგადოება, რომელიც ღმერთის შესახებ სწავლებას ამახინჯებს და არ აღიარებს ღმრთეებაში წმიდა პირთა სამებას, არ შეუძლია ჭეშმარიტი ნათლობა ჩაატაროს და, ამდენად, ამ საზოგადოებაში ჩატარებული ნათლობა არ არის ნათლობა, რადგან ასეთი საზოგადოება ქრისტიანობის გარეთ დგას. ამის გამო, მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტად და საცხონებლად მიიჩნევს ნებისმიერი ქრისტიანული საზოგადოების ნათლობას, რომელიც მის ზღუდეს გარეთ არის, იქნება ის მწვალებლური თუ სქიზმატიკური, თუ ეს ნათლობა აღსრულებულია ჭეშმარიტად სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.49 ახლა კი გავაგრძელოთ წინამდებარე კანონის განმარტება. კრების მამების მოთხოვნით ევნომიოსიანელები, მონტანელები, საბელიოსიანელები, მარკელოსიანელები და ფოტინელები მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსვლისას ჯერ კათაკმეველებად უნდა ყოფილიცვნენ და მერე უნდა მომხდარიყო მათზე ნათლისღების საიდუმლოხ აღსრულება. არც ერთ დასახელებულ მწვალებელთა ნათლობა არ შეიძლება ჭეშმარიტად მიჩნეულიყო. ევნომიანოსნი არა მარტო უარყოფდნენ წმიდა სამების პირთა თანასწორობას,“ არამედ – არც კი სურდათ ნათლობის ჩატარება წმიდა სამების სახელით, და ასეთი სახელით მონათლულებს, თავიდან ნათლავდნენ ერთგზის შთაფლვით და თანაც ქრისტეს სიკვდილის სახელით, რითაც თვით ნათლობის საიდუმლოს არსს ამახინჯებდნენ.%9? თეოდორიტესთან მათ შესახებ ვკითხულობთ: „ნათლობასთან მიმართებით ძველ კანონს ამახინჯებდნენ, რაც ჩვენ უფლისა და მოციქულებისაგან მოგვეცა და მოიგონეს ახალი სწავლება იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო ნათლობისას სამგზის შთაფლვა, არამედ ერთგზის ქრისტეს სიკვდილის სახელით“. მოციქულთა 50-ე კანონში ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუ როგორი სასჯელი ელის ვინც ამ სახით ახდენს ნათლობას. იმის შესახებ, თუ როგორ ნათლობას აწარმოებდნენ მონტანელები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კანონის განმარტებაში. მათი არამართებულობა სავსებით ნათელია. საბელიოსნი, თავიანთი კანონით, იზიარებენ შეხედულებას ძე-მამობაზე (10C8X000>8%, ს(0Xთ+0ი'თV), გამოთქმა VI0იMX6§თღი საბელიოსის მიერ გამოყენებულია იმის აღსანიშნავად, რომ მამა და ძე პირადად განუყოფელნი არიან და ერთ პირს წარმოადგენენ ორი სახელწოდებით. საბელიოსიანელთა შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ კრების | კანონში. წმიდა სამების პირთა ამგვარად გაცნობიერების გამო, ისინი, რა თქმა უნდა, წმიდა სამების სახელით ნათლობას ვერ მოახდენენ და, შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული ნათლობა, როგორც უმართებულოდ ჩატარებული, ჭეშმარიტად ვერ იქნებოდა მიჩნეული. ასევე, მარკელოსიანელთა და ფოტინელთა ნათლობებიც, რომელთა შესახებ საუბარი იყო, აგრეთვე, ამ კრების I კანონის განმარტებაშიც. თავიანთი ანტიქრისტიანული სწავლების თანახმად, მათ არ შეეძლოთ მოენათლათ წმიდა სამების სახელით, რის გამოც მართლმადიდებლებისათვის მათი ნათლობა ჭეშმარიტი ვერაფრით იქნებოდა. ყველა დასახელებულ მწვალებლებთან მიმართებით კანონი ამბობს, რომ ისინი მიღებულ უნდა იქნენ როგორც ელინელები, ამიტომ „პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხთ“ (#0I00I6V #ს10%C X0IთXICV00C). ეს უნდა გავიგოთ სიტყვის ვიწრო გაგებით, კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ხდება მათი შეყვანა მართლმორწმუნე საზოგადოებაში და რომ მათ ლოცვითა და კურთხევით ეკლესიისკენ ეხსნებათ გზა. ამ მნიშვნელობით კათაკმეველებიც ქრისტიანებად იწოდებოდნენ.% მეორე დღეს მათ კათაკმეველთა რიგში იღებდნენ და თანდათან უქადაგებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. მოციქულთა განწესებებში (VII, 49) ჩვენ ვხედავთიმ წესის დაწვრილებით გადმოცემას, რომლითაც კათაკმეველებს მართლმადიდებლური სწავლება გადაეცემოდათ. შემდეგ მათზე შელოცვა ხდებოდა და მისი მეშვეობით მათგან უწმინდური სული განიდევნებოდა, რომელსაც ისინი მანამდე ცრუ სწავლებასთან ჰყავდა მიჯაჭვული. გრიგოლ ნაზიანზელი, კირილე იერუსალიმელი და სხვა მამები მოწმობენ, რომ ეს წესი ნათლობის წინ საყოველთაო იყო.53 ამის შემდეგ, გარკვეული დროით ისინი კიდევ უნდა დარჩენილიყვნენ კათაკმეველებად, ესმინათ წმიდა წერილი და მკაცრი კრძალულობით ცრუსწავლებიდან განდგომისა და ეკლესიასთან მიახლების მტკიცე გადაწყვეტილება გამოემჟღავნებინათ. გრიგოლი, კირილე, იუსტინე და ტერტულიანე მოწმობენ, რომ ეს იყო საერთო მოთხოვნა ყველა ზრდასრული ადამიანისათვის, რომელიც ნათლობისათვის ემზადებოდა.“ ამასთან დაკავშირებით, ღირსშესანიშნავ მაგალითს გვაძლევს სოკრატე, რომელიც გვიყვება ერთ მატყუარა იუდეველზე, რომელსაც სურდა გამოცდის გარეშე მიეღო ნათლობა.395 ამდენად, მხოლოდ ამ სახით მომზადებისა და გამოცდის შემდეგ ხდებოდა საბოლოოდ მათზე ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება.59 ამ კანონში ნოვატიანელები იწოდებიან 60სCL6ი01 – მემარცხენეებად. ამ კრების ოქმებიდან არ ჩანს, რომ ისინი თავიანთ თავს ამ სახელს უწოდებდნენ. ჩვეულებრივ მათი სახელები იყო რ6ი!C+X0L” (უკეთესნი), #X0თი0( (წმინდები) და XთმთიCთX6ი0! (წმინდანები) და მხოლოდ მართლმადიდებლები განსაზღვრავდნენ მათ სახელით „მემარცხენეები“, რითაც მათი ცხოვრების ერთ განსაკუთრებულობას აღნიშნავდნენ. ბალსამონის განმარტებით, ეს სახელი 60!0CX600ს მოდის იქიდან, რომ მათ მარცხენა ხელი სძაგდათ და იმით რაიმეს აღებას გაურბოდნენ.? იგივეს ამბობს არმენოპულოც თავის თხზულებაში.99 როგორც უკვე ითქვა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებდით იმ რედაქციას, სადაც გამოყენებულია სიტყვა 601010), როგორც ეს კანონთა კრებულშია, რადგან ასეთი რედაქცია გამართლებულია ნოვატიანელთა მთელი ისტორიით. მაგრამ, რამდენადაც, ჩვენი სამუშაო გეგმის თანახმად ძირითადი ტექსტი ჩვენთვის ათენის გამოცემის კანონთა ტექსტია, ამიტომ არ შეგვეძლო ჩვენი თავისთვის უფლება მიგვეცა, მას გავშორებოდით.59 არისტინესთან ამ კრების მერვე (მე-8) კანონსაც ვხვდებით. იგი ასე გამოითქმის. „ერთგზის შთაფლვით მონათლული ევნომიანოსნი, საბელიოსნი და ფრიგველები 25 უპისცოპოხი ნიკოდიში (შიჰლაშიპ მიღებულ უნდა იქნენ ისევე, როგორც ელინელები“.9 ცხადია, რომ ეს კანონი ათენის სინტაგმის რედაქციით გამოცემულ მე-7 კანონის მხოლოდ ნაწყვეტს წარმოადგენს და სავსებით ზედმეტია მის შესახებ განსაკუთრებული საუბარი.

შენშქნები; «ის თარგმნისას ჩვენ მივყევით ათენის სინტაგმას, სადაც წერია არი!ი+6ი05C“ (10% Xი000I10606§V0ისC +იე რი00006'თ.. Mთ. Mთსთ+IთV0სC, +0აC 2.670VXძთ6C ნთს(00C Mთმთილს Mთ. ტ#ი!თ1ნიისC.) –- თავიანთ თავს უწოდებდნენ წმინდანებს და უკეთესებს, რაც ჩვენ გადავთარგმნეთ სიტყვით „მემარცხენეები“. იგივეს ვხედავთ ბევერეგიას გამოცემასა და მის ლათინურ თარგმანში „ 51ი15(-X05“ იხ. #. §IV6 Mგიძიი- «20, I, 96. ზუსტად იგივეს ვკითხულობთ V-001111 0 ჰI05(01IL, 0სIხ11ი%§ხ. 10II§ იგი. L, 58, ოღონდ გვერდზე, სქოლიოში წერია »„6ი'0C+0სC“ (იქვე). ასევეა პიტრას ჰსX1§ 0001. წღგილისს #91510182 06: Iი»ი., I, 511 გამოცემაშიც. კანონთა კრებულის 1843 წლის პეტერბურგის გამოცემაში (გვ. 40), ისევე როგორც 1862 წლის მოსკოვის გამოცემაში (გვ. 65), სიტყვის 6ი!თILნიია ნაცვლად, წერია #6ი:0+0სC, რაც თარგმნილია სლავური სიტყვით უკეთესები“ („ IIX9IMIM6“). ჩვენ ვუშვებთ, რომ იმის აფუძველზე, რომ ნოვატიანელები თავიანთ თავს „წმინდანებს“ და »უკეთესებს“ უწოდებდნენ, უფრო სწორი იქნებოდა დაგვეწერა „უკეთესი“, ვიდრე მემარცხენე“, ანუ რუსული რედაქცია გაგვეზიარებინა, მაგრამ, რადგანაც, ჩვენ სამუშაოს საფუძვლად ათენის სინტაგმა ავიღეთ, ამიტომ უფლება არა გგაქვს მისგან გადავიხაროთ." ამასთან, რუსული რედაქცია ამ შემთხვევაში სხვა არაფრითაა გამართლებული, გარდა ერთადერთი ჟიუსტელის შენიშვნისა მინდორზე, მაშინ, როცა, ამ კანონის ყველა სხვა ნაბეჭდ ტექსტში ჟიუსტელისეულშიც კი, წერია სიტყვა რი!სთ+ნიისC და არა რინთ40%C. „საჭეთმპყრობელში“ არაფერია ნათქვამი ამ განსხვავებაზე. შემდგომში ჩვენ ვიხილ - ილავთ თუ რატომ იწოდებია ნოვატიანელები · ს ემარცხენეებად“.

" მიუხედავად ასეთი განცხადებისა, კანონის ტექსტში მაინც წერია „უკეთესი“ და არა „მემარცხენე“.

2. იხ. | მსოფლ. კრების მე-8 და II მსოფლ. კრების | კანონების განმარტებები.

3. აქ რომ ნამდვილად ეს მწვალებლობა უნდა ვიგულისხმოთ, ამას კირილე იერუსალიმელი მოწმობს C2%00%0515 XV ძი 5იისიძი CMXI5(1 2ძV6იL0 IMI ფირ, 5. წ., L. 38, ლ0I. 869-916). იხ. ამ კრებულის1 კან. განმარტება.

4. 500L2%., ILII5L. იილL. V, 21 IMIთიი, §. წ., +. 67, იი1. 6211. – 507ი»ი., ILII=L 0001. VII, 18 IMIწიტ, 58. წ., L. 67, ლ0I. 1468, 1469).

5. #ტთ. CM987., II, 188.

6. იქვე, 190.

7. შდრ. 500X2L., III15L. 6001. V, 22 IMIფიიტ, 5. წ., L. 67, ლ01. 625-6451. – 8ი7”იჯიძი, III5%. იიCI. VII, 17 წMIდიი, §. დ., L. 67, C01. 1464-1468). – #ი1იხვი., ტძ«V. სვილიი. სვი». LXX (81. L) IMIდიი, §. წ., L. 42, 001. 340-373). – შდრ. IIი”ი1ი, Cიიი1ს)ტილი5იხ1ლჩ(ხი, I, 337-342.

8. ჩX #0L1§5 XII81 გილს»2L2»1 50 LIVIV5 105L1(LI I2(10ი6იI ძ1ძ1C1556 C10I189%VX, 11 0VI- ხსა 500იLVI 05: VIII 281, #ტიXIII ლ2IV2(0»ი 0990 იმ95V („ისინი ამაყობენ, რომ ამ დადგენილების ზუსტი საფუძვლიანობა მათ შეიტყვეს პილატეს ოქმებიდან, სადაც წერია, რომ მაცხოვარი ევნო მე-8 დღეს აპრილის კალანდამდე“ – კალანდა, ეს არის რომის კალენდრით ყოველი თვის პირველი რიცხვი). სი1იხ გ». II80L. L (31. XXX) IMICიი, 5. წ., L. 41, ლი1. 885, 886). #ტიLგ XII811 – ეს არის ანგარიში ქრისტეს სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების შესახებ, რომელიც პილატემ ტიბერიოსს წარუდგინა. ამის შესახებ ევსევი თავის საეკლესიო ისტორიაში (III§L. ილCI. II, 2) წMIყიი, §. წ., L. 20, C01, 1401 საუბრობს. იგივეს მოიხსენიებს, როგორც ეპიფანე, რომლის სიტყვებიც ჩვენ ზევით მოვიყვანეთ, ასევე იუსტინე (#ჯ»ი). II 3ძ #ტიხიი!სიი XIსი) (MIდიიტ, 8. ყ., L. 6, ლ01, 4531 და სხვები. თხხულებები, რომლებსაც ევსევი და სხვები მოიხსენიებენ, უკგე აღარ არსებობს; არის მხოლოდ ერთი ყალბი დოკუმენტი, რომელიც კევის სიტყვებით, ყველა შემთხვევაში აპოკრიფად უნდა ჩაითვალოს შდრ. C. CგVი, დასახ, თხზ., ი. 25. იხ. მოციქულ. მე-60 კანონის განმარტება.

9. სი!იხ2გი., Cია(>გ ძს2»L2ძიი1ისI05 წყMIნიტ, §. წ., L, 41, ლ01. 885). 9, 10. 1იიიძიX0იL., II8ი»Lხ. წგხს!. იითიიიძ!ასი, 11ხ. III, გი. 2 IMIფიი, §. წ., L. 83, ლ01. 404).

11.შდრ. 50იV6ყ/1ხ, ძი: ჯიიისგი15იV8 Iიძ ძე იჩოი(I006 XLIილჩი ძივ 2 ძვხIხ. 1სხ1ინ. 1841.

13. 50იV6V10X, დასახ, თხზ., 5. 76.

14, შდრ. Lს§ტხ., 1115L. იCCI. V, 3, 13, 16 IMIდიი, §. წ., L. 20, Cი1. 436, 437; 460, 461; 464-4731.

15.შდრ. IM9XLსII1., 006 V018ძ. VIICIIი. C. 1 IM1დიი, 3. წ., ზ. 2, Cი1. 888-8901).

16. #ძVი:ვს8 სსხXV-85%85, 5IVC M0»იL(313(85 8VL I8500ძ»სC1:85. II30». XLVIII (8). XXVIII) (წM1ფირ, §. წ., L. 41., იი1. 856-880).

17. მართალია, ტერტულიანე ამგვარად გამოთქვამს, მაგრამ ის მონტანის პარაკლიტად მაინც არ მიიჩნევს, არამედ – პარაკლიტისგან შთაგონებულად. იმის შემდეგ, რაც ტერტულიანე მონტანისტებს მიემხრო, მან შემდეგი თხზულებები დაწერა: 201 წ. – პარაქსეასაგან ქალების დაცვაზე, სინანულზე, სიწმინდეზე, მხედრის გვირგვინზე; 202 წ. – ქალთა სამკაულებზე, დევნილების ჟამს გაქცევაზე; 203 წ. – ერთი ქორწინების შესახებ, მარხვის შესახებ; 205 წ. – სკორპიაკი, სულის შესახებ გერმაგენის, ვალენტინესა და იუდეველთა წინააღმდეგ; 208 წ. – მარკიონის წინააღმდეგ, ქრისტეს ხორცისა და აღდგომის შესახებ; 211 წ. – სკაპულის მიმართ. შდრ. 50სV6წ19X, დასახ. თხზ., 5. 137.

18. Iსოი:1118., 49 Cჯიმის» 00151. LXXV IMIფიი, 5. L., L. 3, იი1. 1153-1178).

19. #4ტთ. C#8”X., IV, 89.

20.1იიიძიჯიL., IIვ6». (ვხ. Cითი. III, 2 IM)დიი, 9. წ., L. 83, იი1. 401-404).

21.1I15L. რლCI. IV, 12 წM1Iფიიტ, 3. წ., L. 67, Cი1. 485).

22.1005L. ილი. III, 23 წMIდიი, 9. «., L. 67, C01. 1105,1108).

23.Xი. CCLI (გ). LXXII), ი. 8 წIMIდიი, 3. წ., L. 32, ლ01. 937).

24.C9%6ი00M%M051§ L#518 ყი ლი, III, ი. 4 „წM1ყიი, §. წ., L. 33, იი1. 1092). აღმოსავლეთის ძველ კურთხევნებში გაცილებით მეტი სხეულის ნაწილია მითითებული, სადაც ადამიანს მირონი უნდა ეცხოს. ეთიოპიის კურთხევანში დასახელებულია: შუბლი, თვალები, ნესტოები, ტუჩები, ზურგი და მხრები. ავგუსტოს თავის არქეოლოგიაში ერთ-ერთი ძველი კურთხევანიდან მოჰყავს მირონცხების აღწერა, თანაც ღვთისმსახურები სხვადასხვა ნაწილზე ცხებისას სხვადასხვა სიტყვებს წარმოთქვამდნენ: #ძ წლიიLიით; 51წიგის1სი ძი»! 501IILV5 5. #ტძ Lიოლი- XL9; VIICL10 8-M8ვხიო1§5 I6წი! C00105(19. #ძ 000105; VIICLI0 –>8(186 5იII». 5. ტძ 805; VიC110 ი8Xხ0102(10X18 VIL906 III 0IL8115. ტძ ი8X08 61 05; სილ(10 889CL8 10 VILიI 80(ილივი. 4ძ ომისა; 1ხი”25 წძი! იL Vი0IIL80LI9. #ტძ იძისი5; 51018 I6IIL1 X0წი1. 4ძ თფიის2 6L დიძი5; ფ»X055058 VIL26 0IVIო8ი. #ტძ სსთიჯი8, §080V0125 6L Iსიისს-93 ხვის1ინსიი: ჩიწიი(ი სმიCL10 იხ ძიის» 570IXIL03 58901 („შუბლზე: სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი; საფეთქლებზე: მირონცხება ზეციური მეუფისა; თვალებზე: ენიჭება სულიწმიდის მადლი; ყურებზე: უკვდავი ცხოვრების თანაზიარი ხდება; ნესტოებზე და ბაგეებზე: წმინდა მირონცხება მარადიული ცხოვრებისათვის; ხელებზე: რწმენისა და ჭეშმარიტების აბჯარი; მუცელზე: მიღწეული სასუფევლის სამოსელი; მუხლებზე და ტერფებზე: საღვთო ცხოვრების გზა; მხრებზე, ბეჭებზე და იდაყვებზე: სრული მირონცხება და სულიწმიდის მადლი“). 0იიIMMVსI9I2MC6I(ითი 8V58 80L Cხ»,. #”იხგი10–10. VII, 444.

25.8პაიიი#»15 1ი055210ი., 00 5§8იმ»ი06ი115, 0. XXXIII (81. LXV). IM1I იი, §. დ§., L. 155, იი1, 9991.

26.51 8ძ 000105183Mი 311005 ძი ტწიLსსი 80V 00083(15ჭ8”სთ ს807051 VC06CXIIL, 6ს 1 I9L(+6 6L MII10 6( 50IIILს 5300%0 ხ89XC178LV09 05L, ”8იVI5 01 ჭ8იჭVი ჰიი”იი8 LV, V8 800101898: ლი!”LVIIი) 88იიხს» („თუ ეკლესიაში ვინმე მოვა აფრიკული ან დონატისტური მწვალებლობიდან და იყო მონათლული (სახელითა) მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, მაშინ მათზე მხოლოდ ხელთდასხმა მოხდეს სულიწმიდის მისაღებად“). #სწს50, დასახ. თხზ,, VII, 415.

27. იქვე. C8»ი. 26.

28. იქვე. C8». 16.

29. აი, სირიციუსის სიტყვები: 1880»LI78105 8ხ 1იიII5 #ტ1M301)9 ი03 VII M0V9(139015 211- 16თყ6 ს8იტ»იL1C18, 810VL 05L 1 §#7ი0ძი0 C0ი5(8ი(1იიდი11პ8ი8 ი0ი5(1ჭ0LVIი, 00L 10V0608110ი60 8018 500L1წილი6 5იIIILV8, იი150003115 8იV8 1000051110ი0, C8ჰხ01100LVIL0 60თ2V6ი(ს1 50- იმის, თმიძ იმი 10:08 0>0ი5 0იი!ძიი5ძსი CV5L:0ძL („უწმინდურ არიოზელთა მიერ მონათლულებს, ნოვატიანელებთან და სხვა მწვალებლებთან ერთად, კონსტანტინოპოლის კრების დადგენილების თანახმად, კათოლიკეთა კრებულში ვიღებთ მხოლოდ ერთადერთი, შვიდგზის სულიწმიდის მოხმობით მათზე ეპისკოპოსის ხელთდასხმის გზით. ამ ჩვეულებას _ იმარხავს მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთი“), Iი018%. I 8ძ III 0XIსIი, C. 1 IწIM1ფიი, §. 1., L. 13, CიI. 1133, 1134).

30. 51 3ხ #M80X0L1015 ხე» წI;8ხსი წI1556 ძსიოთძსმI 0009511(6XIL, ი»ყგ2 ჩხი6 IVII12(0ი 05 §2იღვლოიიიL)ი1 Iგყიიტი(10015 1(0”6LVX, 50ძ ჩილი L8იზII), VV0ძ 1ხ1 ძინს1L, ილითწიგ LL, IL იიL ტი15000818თ I მიV5 1IXი005100თ6»”) VIIIIL6II 5ი!ოუ 109 5. C00ი500V3LსL» („თუ ცნობილია, რომ ვინმე მწვალებელთაგან იყო მონათლული, მაშინ მათ მიმართ არ უნდა გამეორდეს ახალშობის საიდუმლო; მათ მიმართ მხოლოდ ის უნდა ჩატარდეს, რაც დააკლდათ, რათა ეპისკოპოსის ხელთდასხმით სულიწმიდა მიიღონ“). XXI5(. 166, Cგი. II წIMI ირ, §. 1., L. 54, ლ01. 11941. 31. 4>8ი05 00L 1IX20C051(100ი6»ი) I28იV5 0001ძიი5, იძX IIIC(106) V0IX0 53906(1 60II15I2L15 8ძ 1იყღი55ს 5§8300L806 000105180 0I10ი5 LIიწილიმ8ს („დასავლეთი არიოზელთა მიღებას წმინდა ეკლესიაში ახდენს ხელთდადების მეშვეობით, აღმოსავლეთი კი – წმინდა მირონის ცხებით“). სი15L. 8ძ 0ი01I10სX 601500იMIი, 11ხ. XI, 6015L. LXVII (81. LI,XI) IწMIIთფიირ, 5. 1., L. 77, იიI. 1205, 1206).

32. 16 ჩიირითსთ + თIი6»IM6V, 00M 0M6I0V MთL IVVCI0V შნთაი 70M/IM60M5VV9. C10ი0ი%. #106X8იძ»,, 5L+0Xი8L. 1Iხ. I, იგი. 19 წM1თიი, §. თ., L. 8, იი1. 813).

33. სს§გხ., II151. იილCI. VII, 7 (IM1Iლღირ, §. წ., L. 20, Cი1. 648-652I.

34. I%ILსII., 09 ხვიL15თი, C. 15(M1ღი0, §. 1., L. 1, C01. 1216-12171.

35. Cჯილოგი., IC ს20LCL1C15 ხ2ი011»2იძ15, იი. LX XI, ი. 4, L იი. L XXIII წM1ფიტ, §. 1., L. 4, C01. 411-412). .

36. სს5გხ., III5ჭ. ტიი1. VII, 7 IM1ლCიიტ, §. წ., L. 20, ლ0I. 648-652). შდრ, LIIIი1II121, L015L. მძ Cჯილვიას,. 10(0L იი15ს. CVილ8ი1 I015L. LX XV, ი». 7 (წM1ფირ, 5. 1., L. 3, იი1. 1153-1178).

37. M20 მიტოთიტი1ი)§ ჩილი ვისძ იი§ 811008»იძი 000019550, C0II 5მIიდიXL 1511C 0ხ50IV23LVIII 51L IL 00#ი11151 II 20 061 6CC10518 ი006XV5, 6L =8ი0LVII ხმიL15ჯიგ იიიი9151 5290%86 6C016- 5186 იიიყხვX0IსVI5. IIIთI1189ი., 10151. 5V0I8C1L. I. 19 (MIყირ, 5. 1., L. 3, ლი1. 1170).

38. Mაუ16 6§ 216 ჩი»+ICIთ #თით +თV თღნჩთV 8§M>6V IV §6+თ („უწმინდურთა მიერ ჩატარებული ნათლობა არ იყოს თქვენთან შეწყნარებული“). LIხ V, იგდ. 15, ჯ I. L. სგ, ჰსო5 6001. წ. ხ15L. 6. ი იის09L2, (L. I, ი. 322 (შდრ. რუს. თარგმ. „მოციქულთა განწესებანი“. კაზანი, 1864, გგ.185).

39. Cჯიშეი., სი. LXX. 06 ხგის73ი»ძ15 იგ0-0(1015 20 ჰვიყვლ VI (M1ლიი, §. 1., L. 3, ლ01. 1035).

40. C»იXI8ი., Lი. LX XI 8ძ თს1ი(ს ძი ხვი”ი(1015 ხმიL128ძ15 (იქვე1.

41. Cჯიშვი., ხი. LXXII. 3ძ 51იიხგისთ იგიმ» ძი C60XC1II10 (იქვე, C01. 1044).

42. ჩს5ტხ., II15L. 001. VII, 9 წIM1I1დიC, 58. დ., L. 20, ი01. 653-657I.

43. Cღ. LL. 5L0I>, 016 #ის»ი:L3V0(ი. 1857. 5. 176.

44. Cუილოი»., სი. XXII (MIყიი, §. I., L. 3, 01. 1044 და შემდ.1. შდრ. 4ტსწს5L)»ი., 00 ხ2ი115ი0, IIხ. V, VI, VII (IM1I1თირ, 5, 1., L, 43, C01. 175-244I.

45. ტსწის§Mი., 00 ხვგინI5>0, დასახ. თხზ., შდრ. II907010, C09CI1100605011C1(6 I, 633.

46. C0=თCII. C2>Lხგცნწ. 8. 348, ლივი. 14. შდრ. IIი9Xი1ი დასახ. თხზ., 47. 9500X8L%., III15L. 60C1. IV, 11 IMIლიი, §. წ., L. 67, იი1. 481-484). – 5ი”ი»0»., II15L. 66CCI, III, 23 (იქვე, იი1 1105,1108). შდრ. 8351111 M8ყი1 Lი015ჯ. CCLI (891 LI XXII) 8ძ LV8050905 IწMIფიიტ, 8. წ., L. 32, ლ01. 933-940).

48. პრაქტიკის მიხედვით, ბერძნულ ეკლესიაში თავიდან უნდა მოინათლონ რომაელი-კათალიკები, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოდიან. ჩვენ არ შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ ამ პრაქტიკასთან დაკაგშირებით, რადგან არ ვიცით, თუ როგორ გამოიყენებს ბერძნული ეკლესია რომაელ-კათოლიკების მიმართ ბასილი დიდის 1 კანონს. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ბერძნული ეკლესიის ეს პრაქტიკა გამონაკლისია. რაც შეეხება რუსულ და სერბულ ეკლესიებს, ისინი რომაელ-კათოლიკებს ხელმეორე ნათლობის გარეშე იღებდნენ. ამის შესახებ იხ. "სი ი»Cხ0ძიX C8(%M0110 ILCV16V-ის III ნაწილი, რომელიც გამოცემულია დოქტორ ოვერბეკომის მიერ ლონდონში 1876 წელს.

49. #ტსწას5L1ი., ILგი». LIV IMIცფი06, 8, 1,, L. 42, ი01. 40). – 19იძი»., 80». წვხ. იიდ., IIხ. IV, ივი. 3 IM1Iდიი, §. ყ., L. 83, ი01. 417-421). – შდრ. Cიი5L. IIგოთიტიიის!!, 1X 56015, ისი. 13, მი. Lისილ12V., ჰVI3 დ-2000-»ი8MV, I, 550.

50. 8ი00X82გL., III5L. ილCI. IIხ. V, გი. 24 IMIლღიი, §. ყთ., L. 67, Cი1. 649): 05% 76ი 6LC ჯMV ჰი!ნბთ, 61 6: 26V 20% Xისი+ის ჩით»ILIისთ! 06Vთ+იV (ნათლავენ ისინი არა წმიდა სამების, კონსტანტინოპოლის ნშინდა ” შსოფლიო 2 _ სპეკლესიო კრემა 257 არამედ ქრისტეს სიკვდილის სახელით“). – 50700»., II19L. 0CCI. 11ხ. VI, იზი, 26 წიქვე, C01. 1361-1365). – V8I0C511, #4IM101, 1I) 5070I0ი6ი! II15L. 6ლ01. C8»ი. C1L: ნი სსიიჯი18015 01 VV8 ჯიბ”ა10ი6 ხ2XL128XL, 0XL8ხ ლმიიი §00LIV58 §X00ძ) Cიი59(8ი1(1ი070011(30ი86 („ევნომიანოსთა შესახებ, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავინ, არსებობს კონსტანტინოპოლის კრების მე-7 კანონი”).

5L IსიიძიXიL., II30XL. წ8ხ. იიXიდ., 1Iხ. IV, Cიი. 3 IMIდიიტ, §. დ., L. 83, იიI. 4021. – შდრ. 500+”8L., 5070X0»ი., დასახ. ადგ., – CIL6წ0».M9§9., 6C0იLXგ სსიიჯი., 11ხ. II IM1Cიი, 5. წ., L. 45, იიI, 465,468). – Lი!იხგი., 1180. 1XXVI (31 LVI) IMIფიი, §. ყ§., L. 42, იი1. 5321).

52. შდრ. #V5იხ., 06 VIL8 C095(8IM. IV, 16 IMIთიტ, 9. წ., ჭL. 20, C01. 1164). – 4სდV051., 06 0C8L060M17, ასძ. II, 26 IMIთიი, 5. I., L. 40, იიL, 309-348). – Cიძ. Iსიიძი§. LIხ. XVI, LIL. VII, 1. 2.

53. C»იყი» M87., 0X2%. ძი ხვხLს15. წM1დიი, 8. წ., L. 36, იი1. 360-425). – CXXIII. 1I1(0»0- §01., C8%00ს. V, იLიტი11VI 0 XVI, 9 (M1დიტ, §. წ., L. 33, იიI, 505, 929), – 4სყ/I5ჯ., 1ი ჩავი. LXV IM1Iთირ, 5. L., L. 36, Cი1. 785-801).

54. CI6წ0X M27., 0>8%. XI ხიიL15Iი. IM1თიიტ, 3. წ., ს. 36, Cი1. 360-4251. – CVIXIII. #Iი+0§., Cვ3Lილიხ. I, V, VI IMIთიტ, §. წ., L. 33, იიI. 369, 505, 537). – ჰს5LIი #იი1იც. II IM1დიიტ, 3. წ., L. 6, ლი1. 441-469). – 19»ს11., ძი ხმიLI5ი., C8ი. 20 წM1Iთიი, 3. 1., L. 1, C01. 1222-1224). – შდრ. 5ი0იჯ8მსL., II15L. 6ლC1. VII, 17, 30 IMIდლიი, §. წ., L. 67, Cი1. 772, 8051.

55. 50ლ0X2L., II15L. ილ01. VII, 30 წIM1Iფიი, §. წ., L. 67, CიI1. 805-808).

56. პეფელემ იპოვა გარკვეული წინააღმდეგობა ამ კანონსა და | მსოფლიო კრების მე-13 კანონს შორის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს | მსოფლიო კრება მონტანისტთა და საბელიოსთა ნათლობას ჭეშმარიტად მიიჩნევდა მაშინ, როცა II კრებამ ეს ნათლობები უმართებულოდ შერაცხა. ამ მოჩვენებით წინააღმდეგობებს იგი იმით ამართლებს, რომ ეს სექტები ნიკეის კრების დროს ჯერ კიდევ იყენებდნენ ნათლობის საეკლესიო ფორმულას, შემდეგში კი შეცვალეს ეს წესი. C0»C111)იოყივის1ისLი, II, 5. 27, ი. 6. ჩვენ შევადარეთ წინამდებარე კანონი ზემოდასახელებულ ნიკეის კრების მე-19 კანონს და ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ დავინახეთ. ვფიქრობთ, რომ პეფელე ამას შეგნებულად აკეთებს, რათა სტეფანე რომაელი გაამართლოს, რომელიც ჩვენ მიერ აღნიშნულ განხეთქილებაში (კვიპრიანესთან) მონტანისტების ნათლობის სისწორეს ამტკიცებს, რის შედეგადაც მას უნდა აჩვენოს, თითქოს ნიკეის კრებაც ჭეშმარიტად მიიჩნევს ამ ნათლობას. ეს ცხადდება უფრო მეტად იმ ადგილას, სადაც ჰეფელე განიხილავს საკითხს მწვალებლური ნათლობის შესახებ (I, 129-130). თუმცაღა, ეს წინააღმდეგობა რომ ნამდვილად მოჩვენებითია, თავად შეფელეს სიტყვებიდან ჩანს, როცა ის ამბობს, „რომ მონტანისტთა და საბელიანოსთა ნათლობა ნიკეის კრებას (19 კან.), მგონი, ჭეშმარიტად არ გამოუცხადებია“. იქვე II, 27, #. 7.

57. იხ. ამ კანონის განმარტება 4Cთ. CMM7X., II, 190-197, 58. IIძითი იL 51915(X1 იჯიდი+იI68 V008LI 5VიL, ისი I გოიყII 512)5ზ-8I მხი1იტიჭასXL, 00L იგი ი»გტხი»იძიი ძს1ძისით ითთო!იი იიი 8Iძიო(ი5 („ისინი კიდევ იმემარცხენეებად“ იწოდებიან იმ მიზეზით, რომ სძაგთ მარცხენა ხელი და ვერ ბედავენ იმითი რაიმე აიღონ“). #ი. Lსისილ189V., IVI5 თL.-”იX., I, 550.

59. შდრ. 50I00=, ხი§8სX05 0001051251. 5სხ V066 #ი!თ+1ნიბC 1იი, I, C01. §07-508.

60. 0: Mთ»თმათი! MI6 ჩწთ»X+I660M95V0ს LსV0IIIთღV0CC, XXთჩმ627210VV0I, Mთ( «იაV7§C6. თC "I2..V6C 86X6თმთთთV. 4თ. CM#MX., II, 191.

უი000აე_ლ.ა·-->_'ღეეუღე-უ---.

ეფესოს წმინდა II მსოფლიო საეპლესიო პრება (ხს. 9 სექტემბერს ძვ. სტ.)

წინაპირობა მეორე მსოფლიო კრებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ შეიქმნა აუცილებლობა იმისა, რომ მოეწვიათ ახალი მსოფლიო კრება. მიზეზი იყო ცრუმოძღვრება, რომელიც ქრისტოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოიშვა. ეს კრება ეფესოში იმპერატორმა თეოდოსი II-მ მოიწვია. იგი 431 წლის 22 ივნისს გაიხსნა, ჩატარდა შვიდი სხდომა და 31 ივლისს დაიხურა. კრებას დაახლოებით 200 მამა ესწრებოდა, უმთავრესად – აღმოსავლელები. რომის ეპისკოპოს კელესტინეს სამი ლეგატი წარმოადგენდა. კრებას თავმჯდომარეობდა კირილე ალექსანდრიელი. მას შემდეგ, რაც წარმოშობილი მწვალებლობა და მთავარი მწვალებელი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ნესტორი დაგმეს და დამტკიცდა მართლმადიდებლური სწავლება, კრება რამდენიმე დისციპლინარული ხასიათის საკითხის განხილვას შეუდგა.

აღმოსავლურ კანონიკურ კრებულებში მოყვანილია ამ კრების 8 კანონი. პირველ ექვსს დისციპლინარული ხასიათი არ გააჩნია; ისინი მწვალებლობასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ საკითხებს ეხება. მეშვიდე კანონი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს შეურყევლად დაცული რწმენის სიმბოლო; მერვე კი კვიპროსის ეპისკოპოსის ავტოკეფალიურობას აწესებს.

კანონიკური მნიშვნელობისაა კრების ეპისტოლეც, რომელიც პამფილიის კრებას გაეგზავნა პამფილიის ეპისკოპოს ევსტათის მიერ კათედრიდან თავისი გადადგომის შესახებ თხოვნის შეტანასთან დაკავშირებით.

PDF გვ. 250 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.