ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ლაოდიკიის კრება · ტ. II (2011)
წინათქმა
ლაოდიკიის წმინდა ადგილობრივი კრება ეს კრება შედგა დაახლოებით 343 წელს, ფრიგიის მთავარ ქალაქ ლაოდიკიაში. ესწრებოდა მცირე აზიის მრავალი ეპისკოპოსი. მიღებულ იქნა სხვადასხვა ხასიათის 60 კანონი. ყველა ისინი შესულია კანონიკურ კრებულებში.
ლაოდიკიის წმინდა ადგილობრივი პრების პანონები
PDF გვ. 72
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავისუფალი ნებითა და კანონის დაცვით შეულლებულთ მეორე ქორწინებით, და არა ფარულად შეერთებულთ, მცირე დროის გასვლის შემდეგ, რომელსაც ლოცვასა და მარხვაში გაატარებენ, სულგრძელებიდან გამომდინარე, უნდა მიეცეთ ზიარების უფლება.
მეორე ქორწინებაში, რომლის შესასებაც წინამდებარე კანონი ლაპარაკობს, ისეთი ქორწინებითი კავშირი უნდა ვიგულისხმოთ, რომელშიც შედის რომელიმე პირი თავისი პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც, თავისი გარდაცვალებით, გაათავისუფლა იგი (ქორწინების კავშირით შეკრული). ეს მეორედ დაქორწინება, რომელიც ორივე მეუღლის თავისუფალი ნებითა და კანონის დაცვით არის შემდგარი, საღვთო კანონებითაც ნებადართულია (იხ. რომ. 7, 3; 1 კორ. 7, 39), თუ მანამდე მათ შორის ფარულ ქორწინებას არ ჰქონია ადგილი, ანუ – ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – თუ დასაქორწინებელ პირებს ჯვრისწერამდე არ ჰქონიათ ერთმანეთთან ხორციელი კავშირი. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც ეკლესიაში დაიწყო უქორწინებლობის ისეთ სათნოებად მიჩნევა, რომელიც ქორწინებით ცხოვრებაზე უფრო აღმატებულია, შეორე ქორწინებასთან დამოკიდებულებაც უფრო გამკაცრდა; ბასილი დიდის სიტყვებით, მისი დაშვება მოხდა მხოლოდ, როგორც სიძვის საწინააღმდეგო წამალი (ბასილი დიდის 87-ე კან). ლაოდიკიის ეს კანონი სწორედ ეკლესიის ამ აზრის გამომხატველია მეორედ დაქორწინების შესახებ, რომელიც, თუმც არ იკრძალება ეკლესიის მიერ, მაგრამ დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ეპიტიმიის პირობით. კერძოდ, კანონი განაწესებს, რომ მეორედ დაქორწინებულებს ჯვრისწერის შემდგომ შეუძლიათ წმინდა ზიარება მიიღონ მხოლოდ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, ეს ვადა კი მათ ლოცვასა და მარხვაში უნდა გაატარონ. ბასილი დიდის მე-4 კანონის თანახმად, აღნიშნული ეპიტიმია ერთ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. ეკლესიის ასეთი მკაცრი შეხედულება მეორე ქორწინებაზე სხვა კანონებშიც არის გამოხატული: ა) მეორედ დაქორწინებული არ შეიძლება აყვანილ იქნეს სასულ- "ათენის სინტაგმა, III, 170. იერო ხარისხში (მოც. მე-17; ტრულ. მე-3; ბასილი დიდის მე-12), ბ) მღვდელს ეკრძალება მეორედ დაქორწინებულთა საქორწილო ლხინზე დასწრება (ნეოკეს. მე-7) და გ) მეორედ დამქორწინებელნი იმავე წესით ვერ დაიწერენ ჯვარს, როგორითაც პირველად ქორწინებულნი (ნიკიფორე აღმსარებლის მე-2 კან).
PDF გვ. 72 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სხვადასხვა ცოდვებში შთავარდნილნი, რომელნიც არ ცხოვრობენ ლოცვით, აღსარების ჩაბარებითა და სინანულით, მაგრამ ბოროტ საქმეებს სრულიად არიან განშორებულნი, ღმერთის მოწყალებითა და სახიერებით დაშვებულ იქნენ ზიარების მისაღებად მას შემდეგ, რაც შეცოდების ზომისამებრ მიეცემათ დრო სინანულისათვის.
რადგანაც არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას გადაწონიდა, ამიტომ წინამდებარე კანონი, ისევე, როგორც მოციქულთა 52-ე, განაწესებს, რომ ყოველი ცოდვილი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს და ცოდვას დაუტევებს, შეწენარებულ უნდა იქნეს და მიეცეს მას წმინდა ზიარების უფლება, ამასთან, – ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, – არა იმდენად ცოდვილის გულმოდგინე მონანიების შედეგად, რამდენადაც ღვთის მოწყალებისა და სახიერების გამო."
PDF გვ. 73 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არაჯეროვანია მცირე ხნის წინ მონათლულების სამღვდელო ხარისხში კურთხევა.
იხილეთ I მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტება.
PDF გვ. 73 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამღვდელონი არ უნდა გასცემდნენ ფულს სარგებელით და არ უნდა იღებდნენ ვახშს, და ეგრეთ წოდებულ იმიოლიებს, ანუ აღნადგინებს.“?
იხილეთ I მსოფლიო კრების მე-17 კანონის განმარტება.
“ათენის სინტაგმა, III, 173.
"ძველი რომაული კანონებით ნებადართული ვახშის ყველაზე მძიმე სახე: „მიღება ერთისა და ნახევრისა“, როდესაც მთელ გასესხებულ თანხას ემატებოდა მისი ნახევარი, ანუ წლიური 50%. იხ. „დიდი სჯულისკანონი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1975, გვ. 591, – მთარგ.
PDF გვ. 73 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საეკლესიო ხარისხებში გამორჩევა არ უნდა ხდებოდეს მსმენელთა თანდასწრებით.
სიტყვაში: ,„X6100L0VIთ“ (ქიროტონია), რომელიც გამოყენებულია ტექსტის დედანში, გვმართებს – როგორც ზონარა ამბობს ამ კანონის განმარტებაში" – ვიგულისხმოთ „გამორჩევა“ (თშC00C). იმის შესახებ, რომ ძველ დროში ეს სიტყვა ხშირად გამოიყენებოდა გამორჩევის მნიშვნელობით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა პირველი კანონის განმარტებაში, – იმავე ზონარას სიტყვების საფუძველზე.
ამგვარად, კანონის თანახმად, სასულიერო პირთა გამორჩევისას, არავის ეძლევა ნება მოისმინოს, თუ რას ამბობენ სხვადასხვა კანდიდატის შესახებ და, საერთოდ, უყურონ თუ რა ხდება იქ. კანონში გამოყენებულ სიტყვაში ,,6«ი0CთდIMLV0L“, რომელიც ლათინურ ენაზე თარგმნილია სიტყვით ,მსძ!იისი5“, ხოლო, „კანონთა კრებულში“ სიტყვით –- ,,CXXMII8I0”II>IC“ (მსმენელნი),ძველი ლათინი კანონისტები გულისხმობდნენ მეორე საფეხურის მონანულებს – ,76X060%“ (მსმენელებს), – რომელთა შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტებაში, – ზოგიერთები კი (მაგ, ისიდორე) მათში კათაკმეველებს გულისხმობენ”” (კათაკმეველების შესახებ იხ. LI მსოფლიო კრების მე-14 კან. და მისი განმარტება). შესაძლოა, ეს კანონი ნიშნავდეს, რომ სასულიერო პირთა გამორჩევას მხოლოდ ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები უნდა ახდენდნენ, და არა ისეთები, რომლებიც საკუთარი ცოდვების გამო მონანულთა რიგებში არიან განწესებულნი, ანუ რომლებიც კათაკმეველთა (0VXიMX0C5II6V0ს) მსგავსად, ასევე არ ითვლებოდნენ ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად; განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სიტყვა „6XიითILV0I ჩვეულებრივ აღნიშნავდა ,მონანულებს“ – ამ შემთხვევაში, პირველი რიგის კათაკმეველებს წრომლებიც სინანულით მოექცნენ ქრისტიანობაში სხვა სარწმუნოებიდან). თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ კრების მე-12 და 33-ე კანონების განწესებებს, განსაკუთრებით მე-13 კანონისას, რომელიც კრძალავს „ხალხის თავშეყრას“ სასულიერო პირთა გამოსარჩევად, მაშინ უფრო ბუნებრივი იქნება ვივარაუდოთ, რომ ლაოდიკიის კრების ამ (მე-5) კანონით მამებს სურდათ აეკრძალათ საერთოდ ყველას დასწრება განურჩევლად, როდესაც სასულიერო პირთა გამორჩევა ხდებოდა და მხედველობაში არ ჰქონდათ არც მონანულნი და არც მით უფრო კათაკშეველნი. სავსებით სწორად გადმოსცემს ამ კანონის აზრს ბალსამონი, როდესაც ამბობს: „რადგანაც გამორჩევის დროს ხშირად ხდება, რომ გამოსარჩევი პირის შესახებ ზოგჯერ რაღაც უარყოფითსაც იტყვიან, ამიტომ არ უნდა ხდებოდეს გამორჩევა ყველა მსურველის გასაგონად“.+## "ათენის სინტაგმა, III, 173.
"იმავე აზრს ემხრობა ვან ესპენიც და არქიმანდრიტი იოანეც.
"ათენის სინტაგმა, II, 175, ზონარაც ამავე აზრისაა.
PDF გვ. 74 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მწვალებლებს, რომლებიც ჩაფლულნი არიან მწვალებლობაში, არ უნდა მიეცეთ ლვთის სახლში შესვლის ნება.
„რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს“ – ამბობს იესო ქრისტე (ლუკ. 11, 23; მთ. 12, 30), ხოლო ვინც ქრისტეს მტერია, ის მისი ეკლესიის მტერიც არის. ყოველი მწვალებელი გარეშეა ეკლესიისათვის, რაკი უარმყოფელია ქრისტიანული სარწმუნოების ამა თუ იმ საფუძვლისა. რაკი თრგუნავს გაცხადებულ ჭეშმარტებას, მაშასადამე, იმასაც, ვინც ეს ჭეშმარიტება გააცხადა, ესე იგი, იესო ქრისტეს – ეკლესიის დამფუძნებელს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ პირს აეკრძალოს ეკლესიური ლოცვა და ის მადლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით შეუძლია ადამიანს მიიღოს; ასეთ პირს, როგორც ამას კანონი განაწესებს, უნდა აეკრძალოს ეკლესიაში შესვლა, – სადაც ეს მადლი მიიღება. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა საღვთო ლიტურგიის აღსრულება, როდესაც ეკლესიაში ვინმე მწვალებელი დგას (განსაკუთრებით არიანელი), ტიმოთე ალექსანდრიელი პასუხობს, რომ ამის დაშვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხსენიებულმა მწვალებელმა იმის პირობა დადო, რომ განუდგება მწვალებლობას და მართლმადიდებლობას იწამებს (იხ. მისი მე-9 კანა.
PDF გვ. 75 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მწვალებლობათაგან მოქცეულნი, ანუ ნოვატიანნი, ფოტინიანნი თუ მეათოთხმეტეანნი: კათაკმეველნიც და მართალნიც – როგორც თავად ჰგონიათ, - მანამდე არ უნდა მივიღოთ, სანამ არ დაგმობენ ყოველგვარ მწვალებლობას, განსაკუთრებით კი იმას, რომელშიც თავად იყვნენ შთავარდნილნი, და მხოლოდ ამის შემდეგ, მათგან მართლებად წოდებულნი, შეისწავლიან რა სარწმუნოების სიმბოლოს, ცხებულ იქნან წმინდა მირონით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოებებს.
PDF გვ. 75 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეგრეთ წოდებული ფრიგიელთა მწვალებლობისაგან მოქცეულნი, დაე, თუნდაც მათი არაჭეშმარიტი სამლვდელო დასის წევრები იყვნენ და უდიდესებადაც იწოდებოდნენ, მთელი გულმოდგინებით დამოძღვრონ განსამზადებლად და ისე მონათლონ ეკლესიის ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა.
ამ ორ კანონთან (მე-7 და მე-8) დაკავშირებით იხ. II მსოფლიო კრების 1 და მე” კანონების განმარტებები.
PDF გვ. 75 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ მიეცეს ნება ეკლესიურებს მივიდნენ მწვალებელთა საფლავებზე ან მათგან სამარტვილოდ წოდებულ ადგილებში, – არც სალოცავად და არც კურნებისათვის ხოლო ვინც დადის, თუკი მართალნი არიან, გარკვეული დროით იქნენ განყენებულნი საეკლესიო ზიარებიდან. მაგრამ თუ მოინანიებენ და ალიარებენ, რომ შესცოდეს, შეწყნარებულ იქნენ თანაზიარებაში.
მართლმადიდებელთა მსგავსად, მწვალებლებსაც ჰყავდათ თავიანთი მოწამენი და განადიდებდნენ მათ, განსაკუთრებით – მონტანისტები და ფრიგიელები. ასეთ მოწამეთა შესახებ საუბრობს ევსების „ისტორიაში“ აპოლინარიოს იეროპოლელი. ესევითარნი სინამდვილეში არსებობდნენ, რადგან, მიეკუთვნებოდნენ რა ამა თუ იმ მწვალებლობას და სწამდათ თავიანთი სწავლების შესაბამისად, საერთო დევნილობის ჟამს სიამოვნებით მიდიოდნენ წამებაზე; მდევნელები მათ აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ მართლმადიდებლებთან ერთად. იმ ადგილებს, სადაც მწვალებელ მოწამეებს ასაფლევებდნენ, ისევე ეწოდებოდა „განსასვენებელი“, „სასაფლაო“, როგორც მართლმადიდებლებთან. ასე ეწოდებოდა იმ ადგილებს და ასე ეწოდება ახლაც, რადგან ქრისტიანებს სწამთ, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა დროებითი განსასვენებელი, რომელშიც ადამიანი იმყოფება საყოველთაო აღდგომამდე. მოწამეთა სასაფლაოები „სამარტვილოებად“ იწოდებოდნენ (წამების ადგილებად, IMძიLსი!თი), მათში დასვენებული მოწამეების წმინდა ნაწილების გამო. პატივისცემის ნიშნად, ქრისტიანები ხშირად დადიოდნენ მათ საფლავებზე, ლოცულობდნენ და აღასრულებდნენ საღვთო მსახურებებს.-” შემდგომში კი, მათ საფლავებზე ნამდვილი ტაძრებიც ააგეს. ქრისტიანების მაგალითისამებრ, თავინთ სამარტვილოებში იგივეს აკეთებდნენ მწვალებლებიც. ლაოდიკიის წინამდებარე კანონი უკრძალავს მართლმადიდებლებს, ან როგორც კანონის ტექსტშია ნათქვამი – „ეკლესიურებს“, ანუ ვინც ეკლესიას მიეკუთვნება, მივიდეს ლოცვისა და ღვთისმსახურებისათვის ასეთ მწვალებლურ ადგილებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მასში ეჭვი შეიტანონ როგორც ამა თუ იმ მწვალებლობის მიმდევარში და არ მიიჩნიონ სარწმუნოებით მართლმადიდებელ ქრისტიანად. ამ განწესების დამრღვევი, თუკი ის მართალია, ესე იგი, ნათელღებული, გარკვეული დროით უნდა განიყენოს წმინდა ზიარებიდან და საზიარებლად დაშვებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოინანიებს და აღსარებაში იტყვის თავის ცოდვას. ხოლო კათაკმეველისთვის, რომელიც ამ ცოდვით შესცოდავდა, კათაკმეველობის ვადა გრძელდებოდა მმართველი ეპისკოპოსის შეხედულებისამებრ.
”ბევერეგიას ამ კანონის განმარტებიდან.
PDF გვ. 76 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიურები განურჩევლად არ უნდა შეაუღლებდნენ თავიანთ შვილებს ქორწინებითი კავშირით მწვალებლებთან.
შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ლაპარაკობს წინამდებარე კანონი, ჩვენ ვისაუბრეთ IV მსოფლიო კრების მე-14 და ტრულის კრების 72-ე კანონების განმარტებებში. ასეთი სახის ქორწინებები რომ აკრძალულია, ეს ჩანს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონიდან, რომელიც კი ამ საკითხს ეხება. კანონში ნათქვამია, რომ ეკლესიურები – ვინც ეკლესიას მიეკუთვნება (0სC «იC 6«MXიCIVC, ძს1 §სი( 6CCI65186)" ანუ 1LCL06 (860MIC, 1ძ665,მართლმორწმუნენი), განურჩევლად არ უნდა აქორწინებდნენ თავიანთ შვილებს მწვალებლებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი სახის მწვალებელთან შეიძლება ქორწინება და მეორესთან არა – ამა თუ იმ მწვალებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე. რამეთუ მწვალებლობა ყოველთვის მწავლებლობად რჩება, მიუხედავად იმისა, ასწავლის ის, მაგალ–- ითად, რომ ძე ღვთისა არ არის ერთარსი მამისაო, თუ იმას, რომ სულიწმიდა მამისგანაც გამოდის და ძისგანაცო, რადგან ყველა შემთხვევაში ერთნაირად შეურაცხყოფს სახარებისეულ სწავლებას სარწმუნოების ძირითადი დოგმატების შესახებ, რის შედეგადაც ყველა მწვალებელი შეჩვენებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ (იხ. II მსოფ. 1; ბასილი დიდის 1). აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელი ვერ უნდა გაკადნიერდეს ისეთ მჭიდრო კავშირში – როგორიც არის ქორწინებითი – შევიდეს იმ პირთან, რომელიც თავისი რწმენით ეკლესიისათვის შეჩვენებულია. რაც შეეხება სიტყვას – „განურჩველად“, რომელიც ამ კანონში არის გამოყენებული, აუცილებელია, გავიგოთ ის ამავე კრების 31-ე კანონთან კავშირში, რის შემდეგაც ნათელი გახდება,თუ რას ფიქრობდნენ ლაოდიკიის კრების მამები შერეული ქორწინების თაობაზე. წმინდა ეკლესიის სწავლების თანახმად, ლაოდიკიელი მამები საერთოდ კრძალავენ შერეულ ქორწინებებს, და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევენ მას შესაძლებლად, როცა უცხო რწმენის პირი, რომელსაც მართლმადიდებელთან შეუღლება სურს, პირობას დადებს, რომ მიიღებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ესე იგი, გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი (იხ. ლაოდ. 31-ე). ის მართლმადიდებელი, რომელსაც სურვილი აქვს სხვა სარწმუნოების ადამიანთან დაქორწინდეს და მხედველობაში იღებს ამ პირობას, – მოქმედებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლების თანახმად; ხოლო, ვინც ამას ყურადღებას არ აქცევს, ის „განურჩევლად“ მოქმედებს, – ასეთია ამ სიტყვის მნიშვნელობა ლაოდიკის კრების წარმოდგენილ კანონში.
"მაშასადამე, არა ,„6CC%5)მ5LICI (საეკლესიონი), როგორც ეს ვან ესპენთან არის ნათქვამი (პფ. 160), რომელიც ამ კანონს მხოლოდ სასულიერო პირებთან მიმართებით განიხილავს, რადგან, თუკი ,,0: =იC §%9260IIC“ ნიშნავს „6CC%525LICI“-ს C,კლირიკოსებს“!), მაშინ შეუძლებელია გავიგოთ თუ ვინ არის ამ კრების მე-9 კანონში მოხსენიებული ,,%CX0L" C.წძი#%5“,,,86იMხIC“, „ერთგული მორწმუნენი“), და ვინ –- ,0: I 690IათI0IC“, „ვინც ეკლესიას მიეკუთენება“.
PDF გვ. 77 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
ეკლესიაში არ უნდა დაიდგინებოდნენ ეგრეთ წოდებულნი პრესვიტერიდები (მოხუცი დედაკაცები), ანუ წინამსხდომარედ წოდებული დედაკაცნი.
პრესვიტერიდების (მოხუცებული დედების), ანუ წინამსხდომარეთა შესახებ, უახლესი დროის საეკლესიო მწერლები სხვადასხვა აზრისანი არიან. ერთთა აზრით, ესენი იყვნენ წინანდელი დედათდიაკვნები, და ამ კანონში მოხუცებულ დედებად იწოდებიან ხანდაზმული ასაკის გამო. ხოლო პირველმსხდომარედ – იმიტომ, რომ ეკლესიაში მათ მინდობილი ჰქონდათ დედაკაცებზე გარკვეული ზედამხედველობა. მეორეთა აზრით, ესენი იყვნენ „უფროსნი დედათდიაკვნებზედ“, რომლებიც სხვა დანარჩენ დედათდიაკვნებს ხელმძლვანელობდნენ. ორივე ეს აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხუცებული დედები ანუ წინამსხდომარენი თითქოს იგივეა, რაც დედათდიაკვნები, თუმც გამაგრებულია შესაბამისი მტკიცებულებებით უძველესი ეკლესიის უმნიშვნელოვანესი ნაშრომებიდან, მაინც არ შეიძლება მიღებულ იქნეს; საქმე იმაშია, რომ კანონის მიზანი რომ იყოს თავისი განწესების დედათდიაკვნებზეც გავრცელება, რომელიც უკვე 1 მსოფლიო კრების დროსაც კი ძველი და საყოველთაოდ ცნობილი ინსტიტუტი იყო (იხ. I მსოფლიო კრების მე-19 კან) მაშინ იგი მათაც მოიხსენიებდა, რასაც არ აკეთებს და მხოლოდ იმას განაწესებს, რომ შემდეგში არ დადგინდნენ ეკლესიაში პრესვიტერიდები ანუ წინამსხდომარენი. გარდა ამისა, უფრო გვიანდელი კრებების კანონები (მაგალითად, ტრულის, რომელიც ამ, ლაოდიკიის კრების მოწვევიდან სამი საუკუნის შემდეგ შედგა) არამცთუ არ მოიხსენიებენ იმის შესახებ, რომ ოდესღაც აკრძალული იყო დედათდიაკვნების დადგინება, არამედ საუბრობენ მათ მსახურებაზე, როგორც სრულიად ჩვეულებრივ და ნორმალურ მოვლენაზე (იხ. ტრულის კრების მე-14 და 48-ე კანონები). წარმოდგენილი კანონის უკეთ გასაგებად, აუცილებელია ისე მოვიქცეთ, როგორც რომაელი კორექტორები მოიქცნენ გრაციანეს დეკრეტის გამოცემისას, როდესაც მკითხველის ყურადღება მიაპყრეს ბალსამონის მიერ ამ კანონის განმარტებას.
როდესაც პავლე მოციქული ტიმოთესა და ტიტეს მიმართ თავის ეპისტოლეებში (1 ტიმ. 5, 2; ტიტ. 2, 3) მოიხსენიებს მოხუცებულ დედებს (პრესვიტერიდებს), სხვათა შორის, მათ შესახებ ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ „კეთილის მოძღუარ“ ამით პავლე მოციქული მიუთითებს მათ ვალდებულებაზე გარკვეულ ფარგლებში შეასრულონ ეკლესიაში სამასწავლებლო საქმიანობა. მათი მოღვაწეობის ამ ფარგლებზე ჩვენ ვსაუბრობთ ტრულის კრების 70-ე კანონის განმარტებაში. ამასთან შესაბამისობაში, მათ არ შეეძლოთ ეკლესიაში შეესრულებინათ მქადაგებლური საქმიანობა, ანუ საჯაროდ ექადაგათ ტაძარში, მაგრამ მათ შეეძლოთ კატეხიზატორული საქმიანობით დაკავებულიყვნენ ტაძრის გარეთ. ისინი რომ ამ მოვალეობას ასრულებდნენ, ამას სხვა მტკიცებულებათა გარდა, რომლებიც ჩვენ თავის ადგილზე მოგვყავს, მოწმობს აგრეთვე პავლე მოციქულიც, როდესაც იგი პრისკილას შესახებ საუბრობს (იხ. საქმ. 18, 26) მართალია, დედათდიაკვნები აგრეთვე იყვნენ დაკავებულნი დედაკაცთა კატეხიზაციით, განსაკუთრებით ქალთა საერთო საცხოვრებლებში, მაგრამ ეს არ იყო მათი მთავარი მსახურება: ისინი სხვადასხვა ვალდებულებას ასრულებდნენ დედაკაცების ნათლობისას (იხ. IV მსოფლიო კრების მე-15 კან. განმარტება) ხოლო დედაკაცების სწორი კატეხიზაციის საქმე, მათი შეგონება-განსწავლა, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანული სწავლების თანახმად და, განსაკუთრებით, მათი მომზადება ნათლობის ღირსეულად მიღებისათვის, ეკუთვნოდათ პრესვიტერიდებს – მოხუცებულ და ქრისტიანულ სწავლებაში გამოცდილ დედებს, რომლებიც, როგორც ზედამხედველნი დედაკაცებზე ზოგადად, და მათ ქრისტიანული სწავლებაზე თვალყურის მიმდევნელნი კერძოდ, ასევე იწოდებოდნენ პირველმსხდომარე დედაკაცებად.“ ეს მოხუცებული დედები დგინდებოდნენ განსაკუთრებული წესით, მსგავსად იმისა, როგორც – დედათდიაკვნები და მათთვისაც, როგორც დედათდიაკვნებისათვის, ეკლესიაში საგანგებო დავთარს აწარმოებდნენ. ლაოდიკის კრების დროს,კრების მამებმა შენიშნეს, რომ მოხუცებული დედები კეთილად არ იყენებდნენ მათთვის მინდობილ სიკეთეებს; ერთი მხრივ, – როგორც ბალსამონი განმარტავს, – ქედმაღლობის მიზეზით, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მსახურებაში, ყველაზე მეტად მატერიალურ სარგებელს აქცევდნენ ყურადღებას. ამის საფუძველზე კრების მამებმა კანონით აკრძალეს მომავალში პრესვიტერიდების დადგინება.
PDF გვ. 78 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსები საეკლესიო მმართველობაში უნდა დგინდებოდნენ მიტროპოლიტებისა და მახლობელი ეპისკოპოსების განსჯით, ამასთან ისეთები, რომლებიც დიდი ხანია გამოცდილნი არიან სარწმუნოების სიტყვაში და მართალი სიტყვის შესაბამის ცხოვრებაში.
იხ. მოციქულთა 58-ე, I მსოფლიო კრების მე-4, II მსოფლიო კრების მე-19 და VII მსოფლიო კრების მე-2 კანონების განმარტებები.
PDF გვ. 79 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხალხის თავყრილობას ნუ მიეცემა უფლება აირჩიოს სამღვდელოებაში დასადგინებელნი.
სიტყვაში ,,სამღვდელოება“ (0C8ყ#00680X80, ,VC00+6%CV, §მCC9ძინსიი), ზონარას სწორი განმარტების თანახმად, აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ უმაღლესი იერარქიუ- "კართაგენის კრება ამ პრესვიტერიდებს უწოდებს „ქვრივებს“ ანუ „კეთილმსახურ დედაკაცებს“. თავის მე-12 კანონში, აღნიშნული კრების მამები ამბობენ: „მათი გამორჩევა ხდება ქალების ნათლობისას დახმარების გასაწევად, ამიტომაც მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ სათანადო და კეთილგონიერი სიტყვით განსწავლონ გაუნათლებელი სოფლის ქალები იმ დროისათვის, როდესაც ისინი ნათლობას მიიღებენ – როგორ უნდა უპასუხონ ნათლობის ჩამტარებელთა კითხვებზე დღა როგორ უნდა იცხოვრონ ნათლისღების შემდეგ“. ლი ხარისხის სასულიერო პირები და არ უნდა გამოვრიცხოთ, შესაბამისად, ეპისკოპოსებიც." მე-5 და მე-12 კანონების განწესებებთან კავშირში, ლაოდიკიის კრების მამები წინამდებარე კანონით უკრძალავენ „ხალხის თავყრილობას“ მონაწილეობა მიიღოს სასულიერო პირის გამორჩევაში. ბერძნული სიტყვა ,,6X-0C“ (ხალხი, ერის სიმრავლე, სიტყვასიტყვით – ბრბო), რომელიც ამ კანონშია გამოყენებული და ჩვენ გადმოვთარგმნეთ სიტყვით „ხალხის თავყრილობა“ C,0606MXI6 8800/ 8“), თავისი მნიშვნელობით ნიშნავს ხალხის ბრბოს – შერეული, სხვადასხვა და გაურკვეველი შეხედულებების ადამიანების საკმაოდ დიდ თავშეყრას და, როგორც წესი, გამოიყენება „ერის“ – მთელი მოსახლეობის გამორჩეული და საპატივცემული ნაწილის აღმნიშვნელი სიტყვის – საპირისპირო სიტყვად (ამ მნიშნელობითაა წმინდა წერილში სიტყვა „ერი“ გამოყენებული ზოგიერთ ადგილას, მაგალითად: მთ. 14, 5; 21, 26, 46; 27, 15 და სხვა) და აღნიშნავს უბრალო, მდაბიო ხალხის თავშეყრას ამბოხისა და უწესრიგობის მოსაწყობად (მაგალითად, საქმ. 24,18), ლათინურად ეს არის ,,0IIხI5 ჯან უფრო ზუსტად – ხ)იის1015, ხIIის160010§8 იCხ5§,რუსულად – ,,0600#XV8 90089V“" (მდაბიოთა ბრბო) ხალხის ასეთ თავყრილობასაც სურდა თავისი ხმა ჰქონოდა სასულიერო პირის გამორჩევის საქმეში და ყოველთვის, როცა ის ამას ახერხებდა, შფოთსა და უწესრიგობას ჰქონდა ადგილი, რომელიც გარდაუვლად ხდება ხოლმე, როდესაც საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებს გაუცნობიერებელი ადამიანების ბრბო.-+> სწორედ, ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული წინამდებარე ლაოდიკიის კანონი. იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ართმევდა უფლებას ერს, გარკვეულწილად, განსაზღვრულ ფარგლებში, მიეღო მონაწილეობა სასულიერო პირების გამორჩევაში და განსაკუთრებით –- ეპისკოპოსების, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ IL მსოფლიო კრების მე-4 კანონის განმარტებაში, სადაც მოვიყვანეთ დამოწმება როგორც იმ საუკუნის ისტორიიდან,როდესაც ლაოდიკის კრება იმართებოდა, ასევე მისი შემდგომი საუკუნეების ისტორიებიდანაც.
PDF გვ. 79 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: აღდგომის დღესასწაულზე სხვა სამრევლოებში ნუ გააგზავნით წმინდა საიდუმლოს კურთხევის სახით.
ამ კანონში მოიხსენიება +1თ თ/Iთ (§8იCთ, სიწმინდე) და §ს70/IთIL (ხ6ი6ძICV0ი05, ევლოგია)“%, და განიწესება, რომ არ გაიგზავნოს პირველი მეორის ნაცვლად. სიწმინდე – აღნიშნავს ევქარისტულ მსხვერპლს, წმინდა საიდუმლოს. ზონარა წინამდებარე კანონის განმარტებაში ამბობს, რომ ,,თ თ)/Iთ“ ამ კანონში აღნიშნავს "ათენის სინტაგმა, III, 183.
"“სხვათა შორის, ამის გამომხატველ სურათს იძლევა ნეტარი ავგუსტინეს ეპისტოლე (ეპ. 126.
#““-კურთხევა, დალოცვა – ეკლესიაში ნაკურთხი სეფისკვერი, წყალი და სხვა, რომელსაც აძლევენ მორწმუნეებს სახლში წასაღებად. – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი 2007. ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცისა და სისხლის ნაწილებს. ჩვენს საღვთო ლიტურგიაში იგი შეესაბამება სიტყვებს „წმიდათა წმიდას“ (C8#Iმ0M C8MXIM, +თ თVსთ X0X% 6VI0L). ქრისტეს ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში არსებობდა ჩვეულება, რომლის თანახმადაც ერთგული მორწმუნენი, – განსაკუთრებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, – ერთი სამრევლოდან მეორეში ერთმანეთს წმიდა მსხვერპლის ნაწილებს უგზავნიდნენ – საეკლესიო თანაზიარებისა და ძმური სიყვარულის ნიშნად. როგოთც ჩანს, ამით ბაძავდნენ იუდეველებს, რომლებიც ასევე ერთმანეთს უგზავნიდნენ სადღესასწაულო ძღვენს (იხ. მოციქულთა 70-ე კან.” ნახეს რა, რომ ეს ჩვეულება არაფრით იყო გამართლებული, მით უმეტეს, რომ ამით ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო სიწმინდეთა პროფანაცია (შებღალვა), კრების მამებმა აკრძალეს შემდგომში ამგვარი ქმედება. თუმცა, ამასთან, ნებას იძლევიან წინანდებურად გაიგზავნოს ევლოგია (სთ. ს, ანუ ამ მხრივ შენარჩუნდეს ეს ჩვეულება. წმინდა მამების ენაზე, ამ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს. ამ კანონში იგი აღნიშნავს კურთხეულ პურს, ანუ პურის იმ ნაწილს, რომელიც სეფისკვერიდან რჩება (დიდი კურთხევანის 213-ე კანონით, სეფისკვერი უნდა იყოს ხუთი) მას შემდეგ, რაც მისგან კვეთაში ამოიღება წმინდა ტარიგი, რის შედეგადაც ეს პური იწმინდება და ეწოდება ევლოგია (ს2.თ/LL, კურთხევა). საღვთო ლიტურგიის შემდეგ, ეს ნაკურთხი სეფისკვერი ნაწილდებოდა იმათ შორის, ვინც ზიარებას არ იღებდა, – ნიშნად ეკლესიასთან მათი თანაზიარებისა, და ამავე თანაზიარების ნიშნად, ამ ნაკურთხი სეფისკვერის ნაწილები სახლებში ეგზავნებოდათ იმათ, რომელთაც ავადმყოფობის ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ შეძლეს ეკლესიაში ღვთისმსახურებას დასწრებოდნენ. ასეთი კურთხეული პური და მისი ამგვარი გამოყენება პირველად მოიხსენიება მოციქულთა განწესებებში (VII, 31); ამ კურთხეული პურს (ნაკურთ სეფისკვერს) ეწოდებოდა, ისევე, როგორც ახლა – „ანტიდორი“ (§VII6თი0V) და რიგდებოდა წმინდა ევქარისტიის ძღვენის ნაცვლად. მაგრამ თავიდან, როგორც უკვე ითქვა,მას ლიტურგიის შემდეგ ურიგებდნენ იმათ,ვინც არ ეზიარებოდა, შემდგომში ეს ჩვეულება შეიცვალა და დაიწყეს ლიტურგიის შემდეგ ყველა ერთგული მორწმუნისთვის დარიგება, როგორც ეს ამჟამადაც ხდება.
PDF გვ. 80 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: გარდა ამბიონზე ამსვლელი და საეკლესიო მსახურთა შორის შერაცხილი მგალობლებისა, რომლებიც წიგნის მისედვით გალობენ, ეკლესიაში სხვამ არავინ იგალობოს.
ეკლესიაში თავიდანვე არსებობდნენ მგალობლები, რომლებიც ეპისკოპოსის მიერ დგინდებოდნენ და როგორც ასეთები, საეკლესიო დასს მიეკუთვნებოდნენ. ისინი შედიოდნენ ეკლესიის მსახურთა რიცხვში და ამიტომაც მათ კანონიერ "ევსების „ისტორიაში“ მოყვანილია ირინეოს ლიონელის წერილი პაპ ვიქტორის მიმართ, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით წერს, რომ ეს იყო ეკლესიაში საყოველთაო ჩვეულება.
29იCკ პის ოჰოსი 11(2დი ნიჯოდიძი (ში CC? კში? მგალობლებს უწოდებდნენ. მათ შეეძლოთ ამბიონზე მდგარიყვნენ და დაწესებული საგალობლები ეგალობათ წიგნიდან, რომელსაც დიფთერს (თX»X6 0!დ060თC, #0X2Lმ8 M9Mყიმ, ტყავის წიგნს. – იხ. 2 ტიმ. 4, 13) უწოდებდნენ. მასში ყველა ის საგალობელი შედიოდა,რაც კი ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს იგალობება (იხ. ლაოდ. 59- ე: კართ. 103-ე)” როგორც ჩანს, კანონიერი მგალობლების ეს უფლება სხვებმა მიითვისეს და იმისათვის, რომ ყველაფერში დაეცვათ სავალდებულო კეთილკრძალულება და წესრიგი, ლაოდიკიის მამები,თუმც თავიანთი ამ კანონით არ უკრძალავენ მრევლს იგალობონ ეკლესიაში საღვთო საგალობლები, მაგრამ კრძალავენ, რომ მან ეს გააკეთოს თვითნებურად, და ამბიონიდან იგალობონ საღვთო საგალობლები იმ ადამიანებმა, რომლებიც საეკლესიო დასს არ მიეკუთვნებიან, რისი უფლებაც მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ მგალობლებს აქვთ. ერისკაცებს უფლება ჰქონდათ გალობაში აჰყოლოდნენ კანონიერ მგალობლებს, როცა ისინი ამა თუ იმ საეკლესიო გალობას იწყებდნენ”? ეკლესიაში კანონიერი მგალობელის დადგინების წესი კი იგივე იყო, როგორიც მკითხველის (მედავითნის) დადგინებისა."+?
PDF გვ. 81 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: შაბათს წაკითხული იქნეს სასარებაც, სხვა საკითხავებთან ერთად.
იმ შეხედულების გამო, რომელიც ეკლესიაში მისი დაარსების პირველ ხანებში არსებობდა შაბათ დღესთან დაკავშირებით (იხ. მოც. 66-ე კან.), აგრეთვე იმის გამო, რომ ამ კრების მიმდინარეობის პერიოდში ბევრი ქრისტიანი შაბათთან მიმართებით იუდაურ წესებს მისდევდა (იხ. ლაოდ. 29-ე კან.), ზოგიერთ ეკლესიაში ამკვიდრებდნენ ჩვეულებას, რომლის თანახმადაც, შაბათობით არ აღესრულებოდა საღვთო ლიტურგია, ანუ – როგორც ბალსამონი ამბობს – იკრძალებოდა საეკლესიო შეკრებები,2%#» შესაბამისად, ამ დღეს არ იკითხებოდა წმინდა სახარება, როგორც ეს სხვა დღებში ხდებოდა და, საერთოდ, შაბათს არაფერი იკითხებოდა. ამ ჩვეულებას კიცხავს ლაოდიკიის კრება და განაწესებს, რომ შაბათ დღესაც, სხვა დღეების მსგავსად, უნდა აღესრულოს ეკლესიაში მსახურება და იკითხებოდეს წმინდა სახარება და სხვა წმინდა წიგნები.
“ასე განმარატავენ სიტყვა „ბსიმბიი-ს ზონარა და ბალსამონი. არისტინე კი ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობას აძლევს და ამბობს, რომ მგალობლები ამბიონზე ვერ იგალობებდნენ სხვაგვარად, თუ არა ტყავის ტანსაცმლით შემოსილნი, ანუ ფელონით; მისი აზრით ეს სიტყვა ნიშნავს ფელონს (ტყავის ტანსაცმელს), რომელიც თითქოს უნდა ჩაეცვათ კანონიერ მგალობლებს ამბიონზე გალობის წინ. შესაძლოა, არისტინეს აზრი სწორი იყოს, რადგან, მართლაც არსებობდა ჩვეულება, ახლანდელის მსგავსი, რომლის თანახმადაც ყველა დაბალი რანგის კლირიკოსი რომლებსაც ეპისკოპოსი ადგინებდა I(ქიროტესიით), ღვთისმსახურებისას იცვამდნენ ამისთვის საგანგებოდ დაწესებულ საეკლესიო შესამოსელს, რომელსაც ფელონი ეწოდებოდა, რადგან ეს სიტყვა ბერძნულად აგრეთვე ნიშნავდა ტყავს, რისგანაც ამზადებდნენ ამ შესამოსელს თვდაპირველად. თუმცა, წინამდებარე კანონი ამაზე არ. ლაპარაკობს, არამედ – წიგნზე.
«-ბალსამონის განმარტება, ათენის სინტაგმაში, III, 184, 85.
"მთავარეპისკოპოსი ბენიამინი, „ახალი ფიქალი“, III, 5, § 2-6.
«+ ათენის სინტაგმა, III, 185.
PDF გვ. 82 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არაჯეროვანია საეკლესიო შეკრებებზე ფსალმუნების მიჯრით განუწყვეტლივ გალობა, არამედ ფსალმუნთა შუალედში ჩართული იყოს საკითხავები.
ძველი გადმოცემის თანახმად, – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში! –- დავითის ფსალმუნნი ეკლესიაში უწყვეტად იგალობებოდა; ეს მრევლს ღლიდა და ისინი ტაძრიდან გარეთ გამოდიოდნენ. ამის გამო, მამები ამ კანონით განაწესებენ, რომ არ იგალობებოდეს ფსალმუნები შეუწყვეტლივ, არამედ მათ შორის ჩართული იყოს საკითხავები, რათა დასვენებულ მრევლს ამის შემდეგ კვლავ შეეძლოს განაახლოს გალობა. ამ მიზნით მთელი ფსალმუნნი დაიყო რამდენიმე კანონად (ბერძნ.-- კათიზმა).
PDF გვ. 83 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ლოცვების წესი ყოველთვის ერთი და იგივე უნდა იყოს, მეცხრე ჟამზეც და მწუხრზეც.
იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც თავიანთი დაუდგრომლობითა და მოუსვენრობით თავადვე ადგენდნენ ლოცვებს და მათ ეკლესიაში მწუხრის ლოცვაზე კითხულობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ამით მხოლოდ საკუთარი ღვთისმოყვარეობის გრძნობას გამოხატავდნენ და სრულებითაც არ აკნინებდენ იმ ლოცვების ღირსებას, რომლებიც დაწესებული იყო მეცხრე ჟამზე საკითხავად. კრების მამები განაწესებენ, რომ სავსებით საკმარისია უკვე არსებული ლოცვები მწუხრისთვის და მეცხრე ჟამისთვისაც, ამიტომ არავის მიეცეს უფლება შეადგინოს ახალი ლოცვანი და იკითხოს ისინი ეკლესიაში (შდრ. კართ. 103-ე კან.“
PDF გვ. 83 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
ეპისკოპოსთა სამოძღვრო საუბრების შემდეგ, საგანგებოდ უნდა აღესრულოს ლოცვა კათაკმეველთათვის, კათაკმეველთა განსვლის შემდეგ კი იყოს ლოცვა მონანულთათვის; როცა ესენიც მივლენ ხელის ქვეშ (კურთხევისათვის) და განვლენ, მაშინ აღსრულდეს მართალთა სამი ლოცვა: ერთი, ანუ პირველი – მდუმარედ, მეორე და მესამე კი – ხმამაღლა. ამის შემდეგ მიეცეთ მშვიდობა, – და როცა მლვდელნი მისცემენ მშვიდობას ეპისკოპოსებს, მაშინ ერისკაცებსაც მიეცეთ მშვიდობა და ასე აღსრულდეს წმიდა ძღვენის შეწირვა. მხოლოდ სამღვდელოდ კურთხეულთ აქვთ უფლება საკურთხეველში შესვლისა და იქ ზიარებისა.
(ტრულ. 69; ლაოდ. 44) "ათენის სინტაგმა, III, 186. ""ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, III 187.
ამ კანონში გადმოიცემა ძველი ლიტურგიის წესი, მსგავსი იმისა, რომელიც გადმოცემული იყო მოციქულთა დადგენილებებში და რომელიც შემდგომში შეიცვალა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებით. კანონის ბოლოში განთავსებულ განწესებასთან დაკავშირებით, რომლიც სასულიერო პირთა გარდა ყველას უკრძალავს წმინდა საკურთხეველში შესვლას, იხ. ტრულის კრების 69-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 83 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიაკვნისათვის დაუშვებელია მღვდლის თანდასწრებით ჯდომა, ხოლო თუ აკურთხებს, შეუძლია დაჯდეს. მსგავსადვე, დიაკვნებსაც ჰქონდეთ პატივი იპოდიაკვნებისაგან და ეკლესიის ყველა სხვა მსახურისაგან.
იხ. I მსოფლიო კრების მე-18 და ტრულის კრების მე-7 კანონების განმარტებები.
PDF გვ. 84 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იპოდიაკვნებისთვის უჯეროა დაიკავონ დიაკვნის ადგილი და ეხებოდნენ წმინდა ჭურჭელს.
ამ კანონის პარალელური ლაოდიკიის კრების სხვა კანონებში, იპოდიაკვნები არსად მოიხსენიებიან ამ სახელით, არამედ – მსახურნი (სჯიი6XთL XთIXიI501, CI/IM); სწორედ ამ სახელქვეშ უნდა ვიგულისხმოთ იპოდიაკვნები,- ამბობენ ზონარა და ბალსამონი. ეს უკანასკნელი, ამ კანონის განმარტებაში წერს: „მსახურები ეწოდებათ იპოდიაკვნებს““'+ იპოდიაკონის ხარისხის შემოლება უკავშირდება ეკლესიის დაარსების პირველივე ხანებს. მათ მოვალეობაში შედიოდა: ლვთისმსახურებისას უნდა მდგარიყვნენ ტაძრის კარიბჭესთან და თვალყური ედევნებინათ, რომ ვინმე უღირსთგანი არ შესულიყო, მოემზადებინათ და წესრიგში ჰქონოდათ წმინდა (საღვთისმსახურო) ჭურჯელი, შეემოსათ მღვდელთმთავრები, როდესაც ისინი ღვთისმსახურებისათვის ემზადებოდნენ და, ზოგადად, ეკლესიაში დიაკვნებს დახმარებოდნენ.#% თავიდან იპოდიაკვნებს ეპისკოპოსი ადგინებდა, „მცირე შესვლის“ შემდეგ სადიაკვნეში იმ მაგიდასთან, რომელზეც წმინდა ჭურჭლები იდგა. კონსტანტინოპოლის პატრიარქ მანუილ I-ის (1217-1222) დროს, ეს წესი შეიცვალა. მიზეზი ის გახდა, რომ იპოდიაკვნები, რაკი მათი კურთხევა სადიაკვნეში სრულდებოდა, მას უკვე თავის ადგილად მიიჩნევდნენ და დიაკვნებს უთანაბრებდნენ თავს. ამის აღმოსაფხვრელად, პატრიარქმა დაადგინა, რომ იპოდიაკვნების ქიროტესია აღსრულებულიყო ლიტურგიის დაწყების წინ,როგორც ეს ახლა ხდება, და თანაც არა "ათენის სინტაგმა, III, 190.
“მთავარეპისკოპოსი ბენიამიანი, „ახალი ფიქალი“, III, 11, § 4. ლჰოდიკიის ნშინდ4 პღვილოზრივი კრემის კანონები ზ5 სადიაკვნეში, არამედ ტაძარში.» თვლიდნენ რა თავიანთ თავს დიაკვნების თანასწორად, იპოდიაკვნები უგულებელყოფდნენ ღვთისმასხურებისას თავიანთ მთავარ მოვალეობას და ლიტურგიის დროს დიაკვნებს შორის იკავებდნენ ადგილს საკურთხეველში. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს კანონი: „უჯეროა დაიკავონ დიაკვნის ადგილი“. ლაოდიკიის კრების მამები უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად ადგენენ ამას, და თავიანთი 22-ე და 43-ე კანონებით განუწესებენ, რომ მსახურების დროს ისინი უნდა იდგენენ ტაძრის კარიბჭესთან და ერთი საათითაც კი არ დატოვონ მსახურების ადგილი. ამ (21-ე) კანონით მამამები მათ, აგრეთვე, უკრძალავენ წმინდა ჭურჭელთან შეხებას. ამ აკრძალვაში უნდა ვიგულისხმოთ წმინდა ბარძიმთან და წმინდა ფეშხუმთან შესება მხოლოდ იმ დროს, როდესაც შეიწირება წმინდა ძღვენი, ან მათი გადაბრძანება ხდება „დიდი შესვლის“ დროს; მაგრამ არ ეკრძალებათ სხვა დროს შეხება, რადგან, – როგორც ბალსამონი შენიშნავს ამ კანონის განმარტებაში, – სწორედ მათ ევალებათ ამ ჭურჭლებზე ზრუნვა, მსახურების შემდეგ გაწმენდა-გასუფთავება და თავიანთ ადგილზე გადატანა (ჭურჭელთსაცავში).
PDF გვ. 84 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეკლესიის დაბალი რანგის მსახურებმა არ უნდა ატარონ ოლარი, არც კარები მიატოვონ.
ამ კანონის მიღების მიზეზი, ისევე როგორც წინა, 21-ე კანონისა, იყო იპიდიაკვნების მიერ იმაზე მეტი უფლების თავის თავზე აღება, ვიდრე ეკუთვნოდათ. ამჯერად კრების მამები გამოდიან მათ მიერ ოლარის ტარების წინააღმდეგ და ამ (22-ე) კანონით განუწესებენ, რომ შემდგომში აღარ უნდა ატარონ. ოლარი (სადიაკონო გინგილა), ბალსამონის სიტყვებით, ამ კანონის განმარტებიდან,"+% და ზუსტად ასევე, ბლასტარის განმარტებითაც, ეს სიტყვა წარმოშობილია სიტყვიდან „რით“ (8MMმI0,26700#M2I0,გულისხმასვყოფ,თვალყურს ვადევნებ). ღვთისმსახურების დროს დიაკვნები მას მარცხენა მხარზე ატარებდნენ და იმით მღვდლებს ნიშანს აძლევდნენ,თუ როდის უნდა წაეკითხათ გარკვეული ლოცვები. იპოდიაკვნად დადგინებისას, მათაც ეძლეოდათ ოლარი, მაგრამ არა ამ მნიშვნელობით. ამიტომ ისინი მას, დიაკვნებისაგან განსხვავებით, წელზე ირტყამდნენ.#7+#”X უკრძალავს რა კანონი იპოდიაკვნებს ოლარის ტარებას, იმავდროულად, შეახსენებს მათ ღვთისმსახურებისას ტაძრის კარიბჭესთან მოუშორებლად დგომის მოვალეობასაც (ლაოდ. 21-ე კან. განმარტება). "მთავაერეპისკოპოსი ბენიამიანი, „ახალი ფიქალი“, III, 1, § 1. "ათენის სინტაგმა, II, 190. “ათენის სინტაგმა, IL, 191, ""მთავაერეპისკოპოსი ბენიამიანი, „ახალი ფიქალი, II, 2, § 2. 19. ზ 6 ეპჰის 4 ოჰოხი ნი 4 ოდიში C თშილამი2
PDF გვ. 85 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წიგნის მკითხველებმა ან მგალობლებმა არ უნდა ატარონ ოლარი და ოლარით შემოსილებმა არ უნდა იკითხონ და იგალობონ.
ის მიზეზები,რომლებიც 22-ე კანონშია მითითებული, ლაოდიკის მამებს აღძრავენ წინამდებარე კანონით ოლარის ტარება აუკრძალონ მცითხველებსა და მგალობლებსაც, რომლებიც არ ასრულებდნენ არავითარ სადიაკონო მოვალეობას და ეკლესიაში მხოლოდ უნდა ეკითხათ და ეგალობათ.
PDF გვ. 86 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: შეუფერებელია ნაკურთხი პირისთვის, – იქნება ის მღვდელი თუ დიაკონი, ან ეკლესიის სხვა რომელიმე მსახური, თუნდაც იპოდიაკონი, ან მკითხველი, ან მგალობელი, ან მაფუცებელი, ან მეკარე, ან ვინმე სამონოზვნო წესთაგანი, – სამიკიტნოში შესვლა.
იხ. მოციქულთა 54-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 86 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იპოდიაკვნისათვის უჯეროა პურის დარიგება ან ბარძიმის კურთხევა.
როგორც ჩანს, იპოდიაკვნებმა ისეთი მსახურებების მითვისებაც დაიწყეს ღვთისმასახურების დროს, რომლებიც მხოლოდ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს უნდა აღესრულებინათ დიაკვნის მონაწილეობით. საუბრობს რა ამის შესახებ, წინამდებარე კანონი განიკითხავს იპოდიაკვნებს ასეთი კადნიერებისათვის და უკრძალავს მათ მრევლისთვის წმინდა ზიარების გაცემას”
PDF გვ. 86 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 26
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსისაგან უკურთხებლებმა არ უნდა დააფიცონ არც ეკლესიებში და არც სახლებში.
მაფუცებლობა, რომლის შესახებაც საუბარია ამ კანონში, უნდა გავიგოთ როგორც ურწმუნოთა კატეხიზაცია,მათი განსწავლა-განმზადება ნათლისღებისთვის (CVIმVICMM%, “სონარასა და ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IIL 193. Mმ1MXIM3მ1IV# II6860I8ხIX, XCIი2(6IV თXICXთა), რასაც განსაკუთრებული წესით ასრულებდნენ ამისთვის დადგენილი პირები, რომლებიც საეკლესიო დასის წევრები იყვნენ და მაფუცებლებად იწოდებოდნენ. ნათლისღებისას მათ მოვალეობაში შედიოდა მოემზადებინათ კათაკმეველნი ბოროტი სულის უარსაყოფად, რომლის ტყვეობაშიც იმყოფებოდნენ თავიანთი ცრურწმენის შედეგად." ამ მოვალეობას მაფუცებელები ასრულებდნენ ორ ჯერზე: პირველად, სანამ კათაკმეველთა მხოლოდ მზადება მიმდინარეობდა ნათლისღებისათვის, ისინი, როგორც კანონი ამბობს, ამზადებდნენ მათ კერძო სახლებში; მეორედ უკვე ეკლესიაში, თვით ნათლისღების საიდუმლოს ალსრულებისას, როდესაც მოსანათლავ პირს შეკითხვას აძლევდნენ: ,,განუდგები სატანას?“ რის შემდეგაც ეპისკოპოსი ან მღვდელი აღასრულებდა მის ნათლობას. მაფუცებელთა პირველი მოვალეობა შეწყდა საყოველადგილოდ პედობაპტიზმის (ბავშვების ნათლობა! შემოღებასთან დაკავშირებით, მეორემ კი შეინარჩუნა თავისი ადგილი წმინდა ნათლისღების ჩვენს ახლანდელ თანმიმდევრობაშიც. მაფუცებელთა პირველი და უმთავრესი მოვალეობის შეწყვეტასთან ერთად, ამისთვის განსაკუთრებული პირების დადგენის აუცილებლობა უკვე აღარ იყო. თუმცა, ლაოდიკიის კრების დროს, ისინი ჯერ კიდევ არსებობდნენ და ეკლესიაში გარკვეულ მსახურებას ასრულებდნენ. როგორც ჩანს, ამ მსახურებას ისეთი პირებიც იღებდნენ საკუთარ თავზე, რომლებსაც კანონიერი დადგინება არ ჰქონდათ მიღებული, რის გამოც კანონი უკრძალავს მაფუცებლის მოვალეობის შესრულებას ყველა იმ პირს, ვინც დადგენილი წესით არ არის ამ საქმისთვის ეკლესიაში დანიშნული ეპისკოპოსის ან ქორეპისკოპოსის მიერ (იხ. ანტიოქ. მე-10).
PDF გვ. 86 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 27
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა სიყვარულის ტრაპეზე მიწვეული ნაკურთხი პირებისათვის, ან ეკლესიის მსახურთათვის თუ ერისკაცთათვის, თან წაიღონ მისგან ნაწილი: რამეთუ ამით შეურაცხყოფილ-იქმნება საეკლესიო წესი.
PDF გვ. 87 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 28
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა უფლის ტაძრებსა და ეკლესიებში ეგრეთ წოდებული სიყვარულის ტრაპეზების მოწყობა და ღმერთის სახლში ჭამა-სმა და ინახით–- ჯდომა.
ორივე ეს კანონი შეიცავს განწესებას აღაპის ანუ სიყვარულის ტრაპეზის (სერობის) შესახებ. პირველი სახელწოდება წარმოიშვა სიტყვიდან: თ/6ო – სიყვარული. ეს სახელწოდება საერთო ტრაპეზმა იმიტომ მიიღო, რომ წარმოიშვა "მათ მოვალეობაში შედიოდა, აგრეთვე, მოსამზადებელი პირისათვის ფიცის ჩამორთმევა ძველ სარწმუნოებაზე უარის თქმის შესახებ. გზ უპჰისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ სიყვარულის შედეგად და წარმოადგენდა მის სიმბოლოს, რაც გამოიხატებოდა ტრაპეზის საერთო ძმურ გაზიარებაში., ქრისტიანულ ეკლესიაში ამ სიყვარულის ტრაპეზის წარმოშობის მრავალ ვერსიათა შორის, ყველაზე საფუძვლიანი და ბუნებრივია ის, რომ ეს ტრაპეზი შემოტანილ იქნა ქრისტეს საიდუმლო სერობის ხსენების შესანარჩუნებლად, სადც დადგინდა წმინდა ევქარისტიის საიდუმლო; აგრეთვე, ერთგულ მორწმუნეთა შორის მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად. ტრაპეზის დროს გვერდზე რჩება განსხვავება ყველა იმ მდიდარსა და ღატაკს შორის, რომელიც ქრისტეს მიმდევარია, – ცალკეული პიროვნების ქონება ხდებოდა ყველას საერთო მონაგარი. მოციქული იუდა ამ სიყვარულის ტრაპეზებს მოიხსენიებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას მოციქულთა დროში (მე-12 მუხ.) პავლე მოციქული კი საყვედურობს კორინთოელ ქრისტიანებს იმას, რომ ისინი ჭამენ და სვამენ თითოეული ცალ-ცალკე, არ ელოდებაინ ძმებს, რითაც ამცირებენ უქონლებს და უგულებელყოფენ საღვთო ეკლესიას (იხ. 1 კორ. 11, 21, 22). პირველ ხანებში აღაპი ლიტურგიასთან ერთად იმართებოდა, თანაც, ჩვეულებრივ, მის დაწყებამდე და, მაშასადამე, ზიარებამდე, – მოსახსენიებლად იმისა, რომ იესო ქრისტემ ჯერ სერობა გამართა თავის მოწაფეებთან და შემდეგ აზიარა ისინი თავის ხორცსა და სისხლს. შემდგომში, როდესაც დადგინდა ზიარების უზმოზე მიღება, აღაპების მოწყობა დაიწყეს ლიტურგიის შემდეგ. უწესრიგობანი კი დაიწყო მაშინვე, სიყვარულის ტრაპეზის წარმოშობისთანავე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მდიდრები ხშირად ავლენდნენ თავიანთ უპირატესობას ღატაკთა წინაშე; ადგილი ჰქონდა, ასევე, ნაყროვანებასა და სიმთვრალესაც კი.” ამის გამო, II საუკუნიდან სიყვარულის ტრაპეზი ლიტურგიისაგან სრულიად ცალკე ტარდება და უმეტესწილად საღამოობით ეწყობოდა თვით ტაძარში ან ტაძრის ეზოში. ამ ტრაპეზებში ეპისკოპოსთან ერთად მონაწილეობას იღებდა კონკრეტული ტაძრის საეკლესიო დასი და მრევლი; ისმინებოდა ქადაგება და იკითხებოდა წმინდა წერილი. თუმცაღა, ამ ტრაპეზებზეც ხდებოდა ძველებური უწესრიგობანი, დამსწრენი „წამოწოლებსაც“ კი აწყობდნენ (ქრისტეს დროინდელი „ინახით ჯდომის“ მაგალითზე). ამიტომ, ამ კრების 28-ე კანონით აიკრძალა ტრაპეზების მოწყობა საუფლო სახლებში, ანუ ტაძრებში, ხოლო ამავე კრების 27-ე კანონით, კერძო სახლებში მოწყობილი ტრაპეზის მონაწილეებს აეკრძალათ თან წაეღოთ იქიდან საჭმელი, როგოთც ეს ჩვეულებად იყო გადაქცეული ეკლესიის წესების საზიანოდ. დროთა განმავლობაში, ევქარისტული მსხვერპლიდან აღაპის ანუ სიყვარულის ტრაპეზის გამოყოფამ, გამოიწვია #+ხონარას განმარტება ტრულის 74-ე კანონზე, ათენის სინტაგმაში, II, 476.
"ამ სიყვარულის ტრაპეზისათვის ქრისტიანები განიკითხებოდნენ წარმართების მხრიდან, რადგან ისინი ამას ქეიფად და დროს ტარებად (გარყვნილობად) მიიჩნევდნენ. ტერტულიანე თავის „აპოლოგიაში“ (39) ამ ბრალდებაზე შემდეგნაირად პასუხობს: ,ჩვენი ტრაჰეზი.. არ უშვებს რაიმე სიბილწეს, რაიმე კადნიერებას; დასხდომა მანამდე არ ხდება, ვიდრე ღვთის მიმართ ლოცვა არ აღევლინება; ჭამენ იმდენს,რამდენიც ერგებათ კეთილკრძალულთ. საზრდელს იღებენ, მაგრამ, ამასთან, არ ავიწყდებათ, რომ ღამე ღვთის მიმართ ლოცვაში უნდა გაატარონ; საუბრობენ და იციან, რომ მათ საუბარს უფალი ისმენს. ხელების დაბანვის შემდეგ, ყოველი, ვისაც შეუძლია იგალობოს ღმრთის წინაშე წმინდა წერილიდან ან თავისი ნიჭით, შუაში გამოიწვევა. ლხინს, შიგადაშიგ, ქადაგებაც წყვეტს ხოლმე“. თვით აღაპის სიმბოლური მნიშვნელობის დაკარგვა და იგი ჩვეულებრივ ტრაპეზად იქცა, რომელიც ეწყობოდა უკვე მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით (ჩვენი ახლანდელი ქელეხი, საკურთხი), ან ჯვრისწერისა და დაბადების დღის აღსანიშნავდ, ან კიდევ, ისეთ ტრაპეზად, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ ღანგრის კრების მე-11 კანონის განმარტებაში, ანუ – რომელსაც მდიდრები ღატაკებისთვის აწყობდნენ.
PDF გვ. 87 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 29
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქრისტიანებისთვის უჯეროა იუდეველთა წესების აღსრულება და შაბათის დღესასწაულობა; ამ დღეს უნდა შრომობდნენ, კვირა დლეს კი, ვითარცა ქრისტიანენი, უპირატესად დღესასწაულობდნენ და უქმობდნენ, თუ შეუძლიათ. ხოლო თუკი იუდეველთა წესის აღმსრულებლები აღმოჩნდებიან, შეჩვენებულ იყვნენ ქრისტესგან.
რამდენიმე კანონის განმარტებაში, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ქრისტიანებმა არ უნდა დაიცვან იუდეველთა რელიგიური წეს-ჩვეულებანი (იხ. პარალელური კანონები). წინამდებარე კანონი გამოდის იქიდან, რომ იმ დროსაც 0V საუკუნის ნახევარი), ზოგიერთები იზიარებდნენ იუდეველთა აზრს შაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით, და განიკითხავს რა ამ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ჩვეულებას, განაწესებს, რომ ქრისტიანებმა განსაკუთრებულად უნდა გამოჰყონ კვირა დღე. ზოგადად, ამ დღის მნიშვნელობასა და დღესასწაულობასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა 66-ე კანონის განმარტებაში. როდესაც სადღესასწაულო დღეებს ადგენდნენ, პირველქრისტიანთა მთავარი აზრი, რომელიც ემსახურება და, საერთოდ, ამოსავალია მთელი ქრისტიანული ცხოვრებისა, იყო ის, რომ ყველაფერში მიჰყოლოდნენ ჯვარცმულ ქრისტეს: მის სიკვდილში მას იმით უნდა მიჰყოლოდნენ, რომ სინანულის გზით ამ სიკვდილის ნაყოფის ღირსნი გამხდარიყვნენ; უნდა მიჰყოლოდნენ მის აღდგომას, რომ მის მიმართ რწმენითა და მისი ძალით ადამიანმა შეძლოს აღდგეს ახალი, წმინდა ცხოვრებით, რომელიც იწყება აქ, მიწაზე და დაუსრულებლად გრძელდება ზეცაში. აქედან, ბუნებრივია, რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში ქრისტეს აღდგომის დღე წარმოადგენდა ზეიმისა და სიხარულის დღეს. ამ აზრმა გამოხატულება უკვე ქრისტეს ეკლესიის არსებობის პირველივე დღეებში ჰპოვა. „საქმენი მოციქულთაში“ საუბარია იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოწაფენი მუდმივად იკრიბებოდნენ შვიდეულის პირველ დღეს საერთო ლოცვისა და „განტეხად პურისა“ (20,7; შდრ. 1 კორ. 16,2 და გამოცხ. 1, 10). ბარნაბას ეპისტოლეში მთელი კატეგორიულობით არის ნათქვამი კვირა დღეზე, როგორც სიხარულის დღეზე, როდესაც ერთგული მორწმუნენი აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის ხსენებას. მაგნეზიელთა მიმართ ეგნატეს ეპისტოლეში მოიხსენიება იმის შესახებ, რომ ქრისტიანობაში მოქცეულმა იუდეველებმაც უნდა შეცვალონ შაბათი – კვირა დღეზე. როგორც იუდეველთათვის შაბათი ნიშანი იყო, ასე გახდა კვირა ახალი ცხოვრების სიმბოლო, რომელსაც საფუძველი ქრისტეს აღდგომამ დაუდო. კვირას – როგორც სიხარულის დღეს – არ მარხულობდნენ (მოც. 66-ე, და ლოცვის დროს მუხლებზე არ დგებოდნენ (CI მსოფ. მე-20), ბასილი დიდი კი, თავის 91-ე კანონში ამბობს, რომ ამას ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ აღვდეგით ქრისტესთან ერთადო. ძველი კანონი, რომელიც შაბათობით მუშაობას კრძალავდა, მაშინვე, ეკლესიის დასაწყისში, გადავიდა კვირა დღესთან მიმართებით, და ტერტულიანე ესაყვედურება ყველას, ვინც ამ დღეს მუშაობს" მაგრამ გარდა კვირა დლის დღესასწაულობისა, როგორც ქრისტეს აღდგომის ხსენებისა, სოგიერთ ისეთ ეკლესიას, – რომელიც იუდეველობიდან ქრისტიანობაში მოქცეულთაგან შედგებოდა, ანუ მაშინდელ დროში ეგრეთ წოდებულ იუდეველ-ქრისტიანებისაგან, – სურდა გარკვეულწილად შაბათიც ედღესასწაულა, ჩაეტარებინა ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია და მისი წევრები ზიარებულიყვნენ წმინდა საიდუმლოს. ეს ჩვეულება, რომელიც IV საუკუნეშიც იყო შემორჩენილი, აჩვენებდა იუდეველობისადმი აშკარა მიმდევრობას და ბევრის დაბრკოლებას ემსახურებოდა. ამის გამო, ლაოდიკიის კრების მამები იძულებული გახდნენ მიეღოთ ეს (29-ე) კანონი. ისინი კრძალავენ დასვენებას შაბათ დღეს, როგორც სხვა დღეებში, და შეჩვენებით ემუქრებიან ყველას, ვინც სხვაგვარად მოიქცევა. შემდეგ, განიწესება განსაკუთრებული პატივის მიგება კვირა დღისთვის – მუშაობისგან დასვენება და ამ დღის ქრისტიანულად გატარება. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, კრების მამები დასძენენ: „თუ შეუძლიათ“, ანუ – როგორც ბალსამონი ამბობს ამ კანონის განმარტებაში – არავის აიძულებენ უპირობოდ რაიმეს გაკეთებას, რადგან, თუ ვინმე სიღატაკის მიზეზით ან რაიმე აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირა დღესაც იმუშავებს, იგი ამისთვის სასჯელს არ დაექვემდებარება.»"
PDF გვ. 89 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 30
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაუშვებელია ნაკურთხი პირისთვის, ან ეკლესიის მსახურისთვის, ან მონოზვნისთვის აბანოში ბანაობა დედაკაცებთან ერთად, ასევე ყველა ქრისტიანისა და ერისკაცისთვის, რამეთუ ეს არის პირველი ბრალდება წარმართთაგან.
წინამდებარე კანონი გამეორებულ იქნა ტრულის კრებაზე (77-ე), თანაც, სასჯელი განეწესა ყველა მის დამრღვევს. საუბრობს რა ისეთ სისაძაგლეზე, რასაც ეს კანონი კრძალავს, ზონარას, ტრულის კრების მოხსენიებული კანონის (77-ე) განმარტებაში, მოჰყავს პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ქრისტიანებმა არ უნდა მისცენ საცდურის საბაბი არც იუდეველებს, არც ელინებს, არც საღვთო ეკლესიას (იხ. 1 კორ. 10, 32), არამედ იზრუნონ სიკეთისთვის როგორც “მხოლოდ საუფლო დღეს, კვირა დღეს, უნდა მოვერიდოთ არა მხოლოდ ამას (მუხლდრეკებს), არამედ ყოველნაირ მშფოთვარე მდგომარეობას და ყველა ვალდებულებას, განვიდევნოთ ჩვენგან საქმენი, რათა არ მივცეთ ადგილი ეშმაკს“.
"ათენის სინტაგმა, III, 197. უფლის, ისე ადამიანების წინაშეც (იხ. 2 კორ. 8, 21); აქედან ჩანს, თუ რამდენად უწესო და მიუღებელია ქრისტიანისათვის, და მით უფრო სასულიერო პირისათვის, ამ კანონის განწესების საწინააღმდეგო საქციელი.
PDF გვ. 90 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 31
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ქორწინებითი კავშირის შეკვრა ნებისმიერ მწვალებელთან, ანდა ესევითართათვის ძეთა და ასულთა მიცემა, უფრო ჯეროვანია მათგან მოყვანა, თუკი აღთქმას დადებენ, რომ ქრისტიანებად მოიქცევიან.
ეს კანონი წარმოადგენს ამ კრების მე-10 კანონის დამატებას შერეული ქორწინების შესახებ და საერთოდ კრძალავს ამ სახის ქორწინებებს, ანუ მართლმადიდებელი პირის დაქორწინებას სხვა, არამართლმადიდებელი სარწმუნოების პირთან. ამასთან, ეს კანონი შეახსენებს, რომ ასეთი ქორწინება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არამართლმადიდებელი პირი მართლმადიდებლური სარწმუნოების მიღების პირობას დებს. ამის შესახებ დაწვრილებითაა საუბარი ტრულის კრების 72-ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 91 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 32
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა მწვალებელთაგან კურთხევათა მიღება, რაც ამაოდმეტყველება უფროა, ვიდრე კურთხევა.
იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს შორის არავითარი რელიგიური თანაზიარება არ უნდა არსებობდეს, სხვათა შორის, ამ კრების მრავალი კანონიც საუბრობს (იხ. პარალელური კანონები). წინამდებარე კანონში იკრძალება. მწვალებლებისაგან ევლოგიის (00612ჩ2ბ) მიღება, ანუ ნაკურთხი პურის (ნაკურთხი სეფისკვერის ნაწილის). მწვალებლებს, მართლმადიდებლების მსგავსად, ჩვეულება ჰქონდათ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე ერთმანეთისთვის გაეგზავნათ ნაკურთხი სეფისკვერი,– ძმური თანაზიარების ნიშნად (იხ. ლაოდ. მე-14). რადგანაც ლაოდიკიის კრებამ ეს წეს-ჩვეულება მართლმადიდებლებს აუკრძალა, ამიტომ მით უფრო უნდა აეკრძალა მას ასეთი ძღვენის მიღება მწვალებლებისგან. ეს პური ხდება „კურთხეული“ მასზედ წაკითხული ლოცვების შედეგად, მაგრამ, რადგანაც მწვალებლებს შეუძლებელია ჰქონოდათ ჭეშმარიტი ლოცვა,რამეთუ არ ჰყავდათ ჭეშმარიტი სამღვდელოება, არამედ, მხოლოდ – ცრუსამღვდელოება (იხ. მოც. 47-ე),ამიტომ, ცხადია,ის მწავლებლური ლოცვა-კურთხევა, რომლითაც ისინი ფიქრობდნენ წმინდა ეყოთ პური, ამ საქმისთვის ამაოდმეტყველებაა, – როგორც ამას კანონი ამბობს.
29? პის ყ ოჰონზი ნი ო 14-29 იძი (თი C7 კში
PDF გვ. 91 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 33
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა მწვალებელთან ან განხეთქილებაში მყოფებთან ერთად ლოცვა.
ამ კანონში მეორდება მოციქულთა 45-ე კანონი; ამასთან, ემატება, რომ არავითარი რელიგიური თანაზიარება არ უნდა არსებობდეს მართლმადიდებელსა და განხეთქილებაში მყოფს შორის (თეCIთXVV, სქიზმატიკოსი)
PDF გვ. 92 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 34
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ქრისტიანისათვის მიატოვოს ქრისტეს მოწამეები და ცრუ მოწამეებს მიექცეს, ანუ იმათ, რომლებიც მწვალებლებს ჰყავთ, ანდა თავადაც მწვალებლები იყვნენ. რამეთუ ისინი განშორებულნი არიან ღმერთისგან. ამისთვის მათთან მისულნი, შეჩვენებულ იყვნენ.
წინამდებარე კანონი პირდაპირ კავშირშია ამავე კრების მე-9 კანონთან და ორივე კანონი, უმთავრესად, ერთსა და იმავე საკითხზე საუბრობს. კერძოდ, ცრუმოწამეებზე, რომლებსაც ზოგიერთი მართლმადიდებელი პატივს მიაგებდა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მე-9 კანონში ლაოდიკიის კრების მამები გულისხმობენ იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც ამას უმეცრებით აკეთებდნენ ან ვინმეს ზემოქმედებით, რის გამოც მათთვის განაწესებენ წმინდა ზიარებიდან დროებითი განყენების სასჯელს. ამ კანონში კი ისინი საუბრობენ იმათ შესახებ, რომლებიც განზრახ მოქმედებდნენ ასეთნაირად, – როგორც ბალსამონი ამბობს ამ კანონის განმარტებაში, – „მთელი გულითადი განწყობით“. ამიტომაც გადაეცემიან ისინი ანათემას, როგორც ღმერთისგან განდგომილები.”
PDF გვ. 92 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 35
უჯეროა ქრისტიანთათვის მიატოვონ ღმერთის ეკლესია, წავიდნენ და ანგელოზებს ხმობდნენ და შეკრებები მოაწყონ. ეს უარყოფილია. თუ ვინმე აღმოჩნდება ასეთი ფარული კერპთმსახურების აღმსრულებელი, შეჩვენებულ იყოს, რამეთუ მიუტოვებია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მიახლებია კერპთმსახურებას.
ძველ დროში, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – იყვნენ ისეთი მწვალებლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, თითქოს ადამიანი არ არის იმის ღირსი, “ათენის სინტაგმა, II, 201. რომ შემწეობისათვის იესო ქრისტე მოიხმოს, რათა ამით ღმერთს არ მიედაროს, ამიტომ შესაწევნელად ანგელოზებს უნდა მიმართოსო. სავსებით შესაძლებელია, რომ მწვალებლები ამას ამბობდნენ ცრუსიმდაბლიდან გამომდინარე, რასაც მათში ბოროტი სული აღძრავდა. მოიხსენიებს რა ამ მწვალებლობას კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე მოციქული ამბობს: „ნუვინ თქვენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაითა“ (2, 18) წმინდა მოციქულის ეს სიტყვები აღნიშნავს, რომ ვერავინ შეძლებს მოგვაკლოს ჯილდო ჩვენი რწმენისა და მართალი ცხოვრებისათვის, როგორც არ უნდა იცდილონ განგვაყენონ მართალი სარწმუნოებისაგან და გვაიძულონ ცრუ თვითდამცირების ძალით, პატივი მივაგოთ ანგელოზებს, ანუ მათ პატივსაცემად ჩავატაროთ მსახურებები და, ამასთან, უღირსად მივიჩნიოთ თავი მოვიხმოთ ძე ღვთისა – ზეციერი მამისკენ ჩვენი მეგზური. ამ მწვალებლობის მიმდევრები ანგელოზებს უხმობდნენ და მათ საპატვიცებლად შეკრებებს მართავდნენ. განიკითხავს რა ამ მწვალებლობას, კანონი ამბობს, რომ ყოველი, ვინც ამ საიდუმლო კერპთაყვანიმცემლობის ერთგულებაში იქნება მხილებული, შეჩვენებულ იყოს. ეს, – პავლე მოციქულის სიტყვებით, – ანგელოზების წინაშე მსახურება, კანონში იწოდება კერპთთაყვანისმცემლობად; არა იმიტომ, რომ ანგელოზების პატივისცემა ნამდვილად კერპთთაყვანიმცემლობას ნიშნავს, არამედ იმიტომ, რომ ამით ბოროტი სული, აშორებს რა ადამიანს იესო ქრისტეს მოხმობისაგან, თანდათანობით, თვით მისთვის შეუმჩნევლად, ითრევს მას კერპთთაყვანისმცემლობაში.
PDF გვ. 92 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 36
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ნაკურთხი პირისთვის ან ეკლესიის მსახურისთვის იყოს გრძნეული, მსაყრვალი, რიცხვთამკითხავი ან ვარსკვლავთმეტყველი, ან დაამზადოს ეგრეთ წოდებული საცო, რომელი არს სულის კრულებანი. ვინც მათ ატარებს, იმათ განკვეთას ვბრძანებთ ეკლესიიდან.
ჩვენთვის ცნობილია ტრულის კრების 61-ე კანონის განწესება იმ ერისკაცთა მიმართებით,რომლებიც მკითხაობით არიან დაკავებულნი. წინამდებარე ლაოდიკიის კრების კანონი იგივე საკითხზე საუბრობს, ოღონდ – კლირიკოსებთან მიმართებით, რომლებსაც სწამთ მკითხაობის ან თავად მკითხაობენ. კანონი მთელი კატეგორიულობით განიკითხავს მსგავს ქმედებებს და დამნაშავეს ეკლესიიდან განკვეთით სჯის. ნიკიტა, XII საუკუნის კანონისტი, ამ საკითხის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მიმართავს ანკირიის კრების 24-ე და ლაოდიკიის ამ (39-ე) კანონებს; მკითხაობით საქმიანობას იგი წარმართულ საქმეს უწოდებს, – ქრისტიანული სამყაროსათვის მიუღებელს და კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.” წინამდებარე კანონი განიკითხავს, აგრეთვე, განსაკუთრებულად „საცოს“ (დასაცავი, თილისმა, 906/10X0მIMMIIMMMIC, დს2?თლ#ი!თ) დამზადებას. თა- "ათენის სინტაგმა, V, 384. 9C უპისკოპოსი ნიკოდიში (შილაში) ვად „საცოს“ უწოდებს „სულის კრულებანს (ბორკილებს)“, და განაწესებს ყველა იმათგანის ეკლესიიდან განკვეთას, ვინც მას ატარებს. წმინდა წერილში მოხსენიებულია ეს „საცოები“, მათ იუდეველები ლოცვის დროს იყენებდნენ (იხ. მთ. 23,5), კერძოდ, მათ ჰქონდათ ორი სახვევი, რომლებზეც ეწერა ღმერთის სახელი და 4 მუხლი წმინდა წერილიდან. ერთი მათგანით ისინი თავს იკრავდნენ, მეორეს – მარცხენა ხელზე იხვევდნენ, და სჯეროდათ, რომ ყოველი, ვინც ამ სახვევებს ატარებდა, ამით თავისგან ბოროტებას დევნიდა და იღებდა ყოველგვარ სიკეთეს. თავისთავად ცხადია, რომ ეს აშკარა ცრურწმენაა, საწინააღმდეგო იმ სწავლებისა, რომ ცხოვრებაში, ადამიანმა, თავისი თავი ლღლმერთის განგებას უნდა შესწიროს, თავად კი კეთილი საქმეები აკეთოს და სიკეთეს მხოლოდ განმგებელი ღმერთისგან ელოდოს. ,„საცოს“ ტარების ჩვეულებას, რა თქმა უნდა, მკითხაობის მნიშვნელობა ჰქონდა, და ამიტომ ბუნებრივია, რომ იგი შედის ჩამონათვალში რიცხვებით, ვარსკვლავებით და ა. შ. მკითხაობასთან ერთად. იუდევლებიდან „საცოს“ ტარების ჩვეულებამ ზოგიერთ ქრისტიანშიც მოიკიდა ფეხი; ისინი მას კისერზე ატარებდნენ ან ავადმყოფობის დროს იხვევდნენ სხეულის სნეულ ადგილზე. იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც მაშინ (IV საუკ.) ამ ,საცოებს“ ჰქონდათ, სავსებით გასაგებია სასჯელის სიმკაცრე, რომელსაც კანონი ადებს ყველას, ვინც კი ამზადებს ან ატარებს მათ.
PDF გვ. 93 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 37
უჯეროა იუდეველთა ან მწვალებელთაგან გამოგზავნილი სადღესასწაულო ძღვენის მიღება, ან მათთან დღესასწაულობა. (მოც. 64, 70, 7!; ტრულ. II; ანკირ. 9; ლაოდ. 6, 9, 29, 33, 34, 38, 39)
PDF გვ. 94 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 38
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა იუდეველთაგან ხმიადების (უფუარი პურების) მიღება, ან მათ უკეთურებასთან ზიარება.
PDF გვ. 94 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 39
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა დღესასწაულობა მწვალებლებთან ერთად და ზიარება მათ უღმერთოებასთან.
ამ სამ კანონთან დაკავშირებით იხ. მოციქულთა 70-ე და 71-ე და მათი პარალელური კანონების განმარტებები.
M#
PDF გვ. 94 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 40
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსმა არ უნდა უგულებელყოს კრებაზე მიწვევა, არამედ უნდა წავიდეს და თავისი აზრი გამოთქვას ან სხვისი მოისმინოს ეკლესიის კეთილმოწყობისა და სხვა საქმეების შესახებ ხოლო თუკი უგულებელყოფს მიწვევას, მაშინ თავადვე იქნება საკუთარი თავის ბრალმდებელი; წაუსვლელობის მიზეზი მხოლოდ ავადმყოფობა იყოს.
იხ. მოციქულთა 37-ე და სხვა პარალელური კანონების განმარტებები.
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 41
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ნაკურთხი პირის ან ეკლესიის მსახურისთვის მოგზაურობა ეპისკოპოსის მართებული სიგელის გარეშე. :
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 42
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ნაკურთხი პირისთვის, ან ეკლესიის მსახურისთვის ეპისკოპოსისგან მასზე გაცემული კანონიერი სიგელის გარეშე მოგზაურობა.
ამ ორი (41-ე და 42-ე) კანონისთვის იხ. მოციქულთა მე-12 და სხვა პარალელური კანონების განმარტებები.
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 43
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ეკლესიის მსახურთათვის თუნდაც მცირე ხნით მიატოვონ კარი ლოცვების კითხვის მიზეზით.
იხ. ამ კრების 21-ე და 22-ე კანონების განმარტებები.
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 44
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედაკაცისთვის დაუშვებელია საკურთხეველში შესვლა.
შეახსენებს რა ამ კანონის განმარტებაში ზოგადად ყველა ერისკაცს საკურთხეველში შესვლის აკრძალვის თაობაზე (იხ. ტრულ. 69ე: ლაოდ. მე-19), ზონარა დასძენს, რომ მით უფრო უნდა აეკრძალოს ეს დედაკაცებს, რომლებსაც მათი ნებისგან დამოუკიდებლად, ემართებათ თვიური სისხლდენა (XC96MM6 M0C9VM6IX #X008CLM, ი XC)V §(IILIVთIV თIIIთLCთV ი0CIC)”
PDF გვ. 95 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 45
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიდმარხვის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ მოსანათლავად არავინ მიიღებოდეს.
ამ კანონში საუბარია კათაკმეველთა შესახებ ზოგადად, და კერძოდ იმათ შესახებ, რომლებიც საკმაოდ განისწავლნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაში, და ამის შემდეგ გარკვეული დრო უნდა დაეთმოთ სულიერი წვრთნისათვის, რათა სრულიად განმზადებულიყვნენ ნათლობისათვის, ანუ „ნათლისღების საიდუმლოსათვის“. ესენი იყვნენ ის კათაკმეველები, რომლებიც მოიხსენიებიან პირველშეწირულის წირვაზე, იმ დროს, როდესაც ჯვართთაყვანისცემის შვიდეულის ოთხშაბათიდან ეკლესია ლოცულობს ნათლიხღებისთვის განმზადებულ ძმათათვის. იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ ხანგრძლივი იყო კათაკმეველობის დრო იმ პირთათვის, ვინც მოწიფულ ასაკში გადაწყვიტა გაქრისტიანება, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-14 კანონის განმარტებაში. როდესაც ქრისტიანობაში განსწავლის შემდეგ (კათაკმეველობის დასრულების შემდეგ, 00 ი0IM0ყყმ0MM 00IმV0I68MM9%) მათზე მიმაგრებული კატეხიზატორები განაცხადებდნენ, რომ მათი კატეხუმენები საკმარისად არიან ქრისტიანულ სწავლებასთან გაცნობილნი, მაშინ უკვე ეს უკანასკნელნი უნდა წარმდგარიყვნენ მმართველ ეპისკოპოსთან და გაეცხადებუნათ მისთვის წმინდა ნათლისღების მიღების სურვილი. ჩვეულებრივ, დრო, როდესაც კატეხუმენები ინათლებოდნენ, იყო დიდი შაბათი, იმ დღის მოსახსენიებელი, როდესაც ქრისტე საფლავად იდო, ნიშნად იმისა, რომ ,„ძეველი-იგი კაცი“ მაშინ ქრისტეს თანადაეფლო იმისათვის, რომ ქრისტეს აღდგომით ახალი ცხოვრებისათვის აღდგეს (იხ. რომ. 6, 4). სწორედ იმ დღეს რომ მიეღოთ წმინდა ნათლისღება (დიდ შაბათს), კატეხუმენებს ამის შესახებ ეპისკოპოსისათვის უნდა გაეცხადებინათ ჯერ კიდევ ხორციელი კვირის ბოლო დღეებში. ასეთი განცხადების შემდეგ, ეპისკოპოსი მათ თავისთან იწვევდა დიდმარხვის პირველ დღეს და თავად სცდიდა, და თუ ქრისტიანობის ღირსად ჩათვლიდა, აძლევდა კურთხევას, ქრისტიანულ სახელს და განკარგულებას იძლეოდა მათი ჩარიცხვის შესახებ განსანათლებელთა C,დთX+L6- ს5VთV') რიგებში, ე-ი. იმათ რიგებში, ვინც წმინდა ნათლისღებისთვის ემზადებოდა, რათა დიდ შაბათს შეძლებოდათ უკვე ნათლობის მიღება. ქრისტიანული სახელის მიღების დღიდან, ანუ დიდმარხვის პირველი დღიდან, მთელი „ორმეოცის“ განმავლობაში, კატეხუმენები მკაცრ მარხვაზე უნდა ყოფილიყვნენ, გამუდმებით ელოცათ "ათენის სინტაგმა, II, 212, ლპოდიკიის ნშინდ4 პღვილომბრივი კრემის კპნონემი 9? და ყოველდლე ეკლესიაში ევლოთ. თუ რომელიმე კატეხუმენი არ განაცხადებდა თავის დროზე ნათლობის სურვილს, და ამას მოგვიანებით გააკეთებდა, განსაკუთრებით კი, როგორც კანონი ამბობს ,,დიდმარხვის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ“, მაშინ იგი ვერ მოინათლებოდა დიდ შაბათს, რადგან არ იმარხულა დადგენილი წესით „ორმეოცი“. თუმცაღა, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – მას შეეძლო მოგვიანებით მონათლულიყო, რადგან კანონის სიტყვები „არ უნდა მიიღებოდეს“, უნდა გავიგოთ არა სრული შეზღუდვით, არამედ, დიდ შაბათთან დაკავშირებით.X
PDF გვ. 96 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 46
მოსანათლავებმა უნდა შეისწავლონ სარწმუნოება და შვიდეულის მეხუთე დღეს პასუხი მისცენ ეპისკოპოსს, ან მღვდლებს.
4 მსოფ. 2, 14; ტრულ. 789, 96; ლაოდ. 19, 42)
ამ კანონის ტექსტში ნათქვამია მხოლოდ „შვიდეულის მეხუთე დღეს“ (+» 16IILVI) XXIC §800|(660C), ჩვენ კი ასე გადმოვთარგმნეთ: „ყოველი შვიდეულის მეხუთე დღეს“,ჯ”» რადგან გვსურდა მივყოლოდით ბერძენ კომენტატორებს – ბალსამონსა და ზონარას, რომელთა განმარტებებშიც არის სიტყვები: „ყოველი შვიდეულის“ (6«6C+ი%(C 6800L600C),'+·V·ს რაც სავსებით სწორად მიგვაჩნია. აქედან გამომდინარე, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ არისტინეს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვებში: ,,V 16% 496 §ჩ6006006“ C,შვიდეულის მეხუთე დღეს“), უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ დიდი ხუთშაბათი: ,,=იე X6IIICCი %V)C 6000|1660C X0X0IV (L6X6I დთ+IC0წVთI“ C,გაბრწყინების წინა შვიდეულის მეხუთე დღეს.“ ჩვენ სავსებით სწორად მიგვაჩნია დასახელებულ კომენტატორთა განმარტება, რადგან ცნობილია, რომ კათაკმეველთა კატეხიზაცია საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, თანაც ეს უკანასკნელნი ვალდებულნი იყვნენ პერიოდულად ჩაებარებინათ ეპისკოპოსისთვის ანგარიში სარწმუნოებაში თავიანთი გაცნობიერების შესახებ. გარდა ამისა, ეკლესია უნდა დარწმუნებულიყო კათაკმეველთა ურყევობაში, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოების მიღება მტკიცე დაჯერებულობით სურდათ, ხოლო ამაში დარწმუნება ეკლესიას შეეძლო, – როგორც ზონარა შენიშნავს წარმოდგენილი კანონის განმარტებაში, – იმით, რომ ისინი კათაკმეველობის მთელი პერიოდის მანძილზე, ყოველ ხუთშაბათს აბარებდნენ ანგარიშს ეპისკოპოსს ან მღვდელს იმის თაობაზე, თუ რა გაიარეს ქრისტიანული სწავლებიდან ერთ კვირაში, – ეს იმისთვის, რომ ვინმეს, რწმენაში არასრულად განმტკიცებულს, ნათლისღება არ მიეღო და არ ზიარებულიყო ჩვენს წმინდა საიდუმლოებას.
“ათენის სინტაგმა, IL, 212, 213.
"თვით კანონის ტექსტი, რომელსაც ეს განმარტება ახლავს, როგორც ჩანს, არ არის განმარტების ავტორისეული (ეპისკოპოს ნიკოდიმის) ტექსტი, რადგან სიტყვა „ყოველი“ კანონის ტექსტში არ გვხვდება. – მთარგმ. "ტრულის კრების 78-ე კანონის განმარტება, ათენის სინტაგმაში, II, 486. """"ათენის სინტაგმა, II, 486,
PDF გვ. 97 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 47
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ავადმყოფობის დროს მონათლულებმა, რომლებიც შემდეგ გამოჯანმრთელდნენ, უნდა შეისწავლონ სარწმუნოება და შეიცნონ, თუ როგორი ლვთაებრივი საუნჯე მიუღიათ.
თუკი ვინმე კათაკმეველთაგანი ავად გახდება კათაკმეველობისათვის განწესებული დროის გასვლამდე (CL მსოფ. 14; ლაოდ. 46),მაშინ კანონი მისი მონათვლის ნებას იძლევა, თუმცაღა, მოითხოვს, რომ თავისი გამოჯანმრთელობის შემთხვევაში, მან ნათლობის შემდეგ გააგრძელოს ქრისტიანული სწავლების შესწავლა იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რაგვარი ღვთაებრივი საუნჯის ღირსი შეიქმნა.
PDF გვ. 98 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 48
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ნათელღებულნი ცხებულ უნდა იქნენ ზეციური საცხებელით და ღმერთის სასუფევლის თანაზიარნი გასდნენ.
მირონცხება რომ ახალი აღთქმის საიდუმლოა, ამის შესახებ მართლმადიდებლური დოგმატიკა გვეუბნება, ისევე, როგორც იმის შესახებ, რომ მირონცხების საიდუმლოს აღსრულება შეუძლია ეპისკოპოსსაც და მღვდელსაც, და რომ აღესრულება ის ნათლისმიმღებელზე მაშინვე, ნათლობის დასრულებისას.” ამ კანონიდან ჩანს, რომ ზოგიერთები არ ასრულებდნენ მონათლულზე მირონცხებას მაშინვე, როგორც კი მონათვლას დაასრულებდნენ, რის გამოც კანონი აღორძინებს იმ დროისათვის უკვე არსებულ დადგენილებას, რომელიც განაწესებდა ნათლობის დასრულებისთანავე ყველა მონათლულის ცხებას წმინდა მირონით, ან, როგორც კანონი იტყვის – ზეციური საცხებელით, რათა გახდეს იგი საღვთო სასუფევლის თანამემკვიდრე და ეკლესიის ჭეშმარიტი, მოღვაწე წევრი.
PDF გვ. 98 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 49
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა დიდმარხვაში წმიდა პურის შეწირვა, გარდა შაბათისა და კვირა დღისა.
იხ. ტრულის კრების 52-ე კანონის განმარტება.
"მიტროპოლიტი მაკარი, „დოგმატური ღვთისმეტყველება“, §§ 208-213.
PDF გვ. 98 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 50
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიდმარხვის უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს არაჯეროვანია მარხვის გახსნილება და მთელი დიდმარხვის უწესოდ გატარება, არამედ საჭიროა მთელი დიდმარხვის განმავლობაში მარხვის შენახვა ხმელი საჭმელით.
იხ. მოციქულთა 66-ე და 69-ე და მათი პარალელური კანონების განმარტებები.
PDF გვ. 99 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 51
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა დიდმარხვაში მოწამეთა დღესასწაულების აღნიშვნა, არამედ აღესრულოს წმინდა მოწამეთა ხსენება შაბათობით და კვირადღეობით.
PDF გვ. 99 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 52
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა დიდმარხვაში დაქორწინება, ანდა დაბადების დღეების გადახდა (დღესასწაულობა).
იმ მნიშვნელობასთან შესაბამისობაში, რომელიც ეკლესიაში დიდმარხვას აქვს მინიჭებული (იხ. ტრულ. 52-ე), ლაოდიკიის კრების მამები კრძალავენ მის მთელ პერიოდში წმინდა მოწამეების ხსენების აღნიშვნას (51-ე კანე), – გარდა შაბათი და კვირა დღეებისა (მოც. 66-ე); ასევე, გვირგვინის კურთხევას (ჯვრისწერას) ან დაბადების დღის ზეიმს (52-ე კან).
PDF გვ. 99 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 53
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ქორწილში მისული ქრისტიანებისთვის ხტუნვა და როკვა, არამედ თავმდაბლად ივახშმონ და ისადილონ, როგორც ეს ქრისტიანებს შეეფერებათ.
PDF გვ. 99 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 54
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ნაკურთხი პირისთვის, ან ეკლესიის მსახურთათვის სახილველი წარმოდგენების ყურება ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე; არამედ სანამ მსახიობები შემოვიდოდნენ, უნდა ადგნენ და წავიდნენ.
მხედველობაში იღებენ რა ქორწინების სიწმინდეს, ეს კანონები (53-ე და 54-ე) მოითხოვენ, რომ ქრისტიანული ქორწინებები ტარდებოდეს კდემითა და მოკრძალებით, ამიტომ უკრძალავენ როგორც სასულიერო პირებს, ისე ერისკაცებსაც ისეთ ქორწილებში მონაწილეობის მიღებას, სადაც ისეთი რამეები ხდება, რაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ წარმართებს ახასიათებთ.
PDF გვ. 99 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 55
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ნაკურთხი პირისთვის, ან ეკლესიის მსახურთათვის და თვით ერისკაცთათვისაც კი, ერთობლივად, საერთო სახსრებით მოაწყონ ლღრეობები.
ისწრაფვიან რა იმისკენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება წმინდა წერილს შესაბამისი იყოს, კანონი მოითხოვს, თითოეულმა იცხოვროს სიმდაბლით და ლღვთისმოთნედ. კანონი ამას მოითხოვს როგორც თითოეული ქრისტიანი ერისკაცისგან, ასევე, განსაკუთრებით იმ პირთაგან, ვინც საეკლესიო დასს მიეკუთვნება და ვალდებულინი არიან სხვებს მისაბაძ მაგალითად ემსახურონ.
PDF გვ. 100 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 56
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა მლვდლებისთვის ეპისკოპოსის შესვლამდე საკურთხეველში შესვლა და დაჯდომა, არამედ შევიდნენ ეპისკოპოსთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეპისკოპოსი უძლურებაშია ანდა სხვაგანაა წასული.
რამდენიმე კანონის განმარტებაში (მოც. მე-2, 31-ე და ა. შე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეპისკოპოსისადმი მღვდლის კანონიკურ მორჩილებაზე. როგორც ლაოდიკიის კრების ამ კანონიდან ჩანს, ზოგიერთი მღვდელი, განსაკუთრებით ფრიგიაში, ივიწყებდა ეპისკოპოსისადმი თავიანთი დაქვემდებარებას და თავს ვალდებულად არ თვლიდა მიეგო მისთვის ეკლესიაში მისი წოდებისათვის შესაფერისი პატივი. ასეთი უწესრიგობის წინააღმდეგ მიიღეს ლაოდიკიის კრების მამებმა წინამდებარე კანონი, რომლის განწესების აზრიც ნათელია თვით ტექსტიდან.
PDF გვ. 100 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 57
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ეპისკოპოსთა დადგინება მცირე ქალაქებსა და სოფლებში, არამედ დადგენილ იქნენ პერიოდევტები, ხოლო მანამდე უკვე დადგინებულებმა არაფერი მოიმოქმედონ ქალაქის ეპისკოპოსის უნებურად. ამგვარადვე, ნურც მღვდლები მოიმოქმედებენ რაიმეს ეპისკოპოსის ნებელობის გარეშე.
„მღვდელმთავრის ხარისხი პატივის ღირსია; ხოლო, როდესაც დაბაში ან სოფელში ხარ ეპისკოპოსი, იქ, სადაც არ არის ქალაქი და საკმაო რაოდენობის მრევლი, ამას ადვილად შეუძლია მღვდელმთავრობის ხარისხის დაკნინება გამოიწვიოს“, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში. სწორედ ასეთი დასკვნა იყო ლაოდიკიის მამების მიერ ამ კანონის მიღების მიზეზი, რომელიც, თავის მხრივ, განაწესებს, რომ მცირე დასახლების ადგილებსა და სოფლებში დადგინდეს არა ეპისკოპოსები, არამედ – პერიოდევტები («601:006ას10C ,,მიმომხილველი“). პერიოდევტები ეკლესიაში განსაკუთრებულ მსახურებას ასრულებდნენ და მათი ინსტიტუტი ქრისტიანობის პირველივე ხანებიდან არსებობდა. ესენი იყვნენ უმაღლესი ხარისხის მღვდლები, რომლებიც უშუალოდ ქალაქის ეპისკოპოსთან მსახურობდნენ. მათი მოვალეობა იყო ზედამხედველობითი მსახურება; ეპისკოპოსის სახელით უნდა მოევლოთ (ჯ6ი10პ600სCს) წლის გარკვეულ დროს ეპარქიის დაბა-სოფლების ეკლესიები და მათი მდომარეობის შესახებ ეპისკოპოსისთვის ანგარიში ჩაებარებინათ. დროთა განმავლობაში, როდესაც ეკლესიების ეპარქიალურმა მმართველობამ სრულ მოწყობილობას მიაღწია, პერიოდევტების სამსახურმა თავისი ფუნქციონალური მნიშვნელობა და დამოუკიდებლობა დაკარგა, თავად ისინი კი სხვა პირებმა შეცვალეს. ამჟამად, ამ მოვალეობას, უმთავრესად, პროტოპრესვიტერები ასრულებენ, ანუ მთავარხუცესები (მაგ, სერბეთში,““ და კეთილმოწესენი („ბლაგოჩინოსნები“) – რუსეთში. გამოსცა რა ასეთი განწესება პერიოდევტების შესახებ, ლაოდიკიის წინამდებარე კანონი იმ ეპისკოპოსებთან მიმართებით, – რომლებიც იმ დროისათვის უკვე მსახურობდნენ დაბებსა და სოფლებში, – განაწესებს, რომ მათ არაფერი გადაწყვიტონ ქალაქის მმართველი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ისევე, როგორც მღვდლებმა (იხ. მოც. 39-ე).
PDF გვ. 100 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 58
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ეპისკოპოსთათვის ან სუცესთათვის სახლებში შესწირავდნენ ძღვენს (აღასრულებდნენ ლიტურგიას).
იხ. ტრულის კრების 31-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 101 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 59
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უჯეროა ეკლესიაში იმ ფსალმუნების ან წიგნების კითხვა, რომლებიც არ არის განსაზღვრული კანონით, არამედ – მსოლოდ კანონში აღნიშნული ძველი და ახალი აღთქმის წიგნები უნდა იკითხებოდეს.
ეკლესიის პირველ „საუკუნეებში იესო ქრისტესთვის პატივის მისაგებად ბევრი კეთილმსახური ადამიანი ადგენდა განსაკუთრებულ საგალობლებს (0006IIC XI60M00116M0II%, ს61აLVICCთ0C V/თXIIთ0C, ნო)Vმ105 ი§8M>VI05), და სწორედ ამ საგალობლებს გალობდნენ ეკლესიებში ღვთისმასხურებისას. მაგრამ შემდგომში საგალობლების შედგენა "ათენის სინტაგმა, IV, 22, 223. ““I985 წლიდან საქართველოშიც. მწვალებლებმაც დაიწყეს და ეკლესიაში ხშირად განურჩევლად ასრულებდნენ სხვადასხვა საგალობელს, რის გამოც ლაოდიკიის კრების მამებმა აკრძალეს ეკლესიაში ასეთი „განსაკუთრებული საგალობლების“ კითხვა, ანუ – „არაკანონიკური წიგნების“, და განაწესეს, რომ გამოყენებაში უნდა იყოს მხოლოდ ძველი და ახალი აღთქმის „კანონიკური წიგნები“, რომლებიც შემდგომ (მე-60) კანონშია ჩამოთვლილი.
PDF გვ. 101 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 60
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უნდა იკითხებოდეს შემდეგი წიგნები: ძველი აღთქმისა – 1. დაბადებისა (ქვეყნის შექმნათა). 2. გამოსვლათა ეგვიპტიდან. 3 ლევიტელთა. 4. რიცხვთა. 5. მეორე შჯულისა. 6. ისუ ნავესი. 7. მსაჯულთა, რუთისა. 8. ესთერისა. 9. მეფეთა პირველი და შეორე წიგნები. 10. მეფეთა მესამე და მეოთხე წიგნები. 11. პარალიპომენონი (ნეშტთა) პირველი და მეორე წიგნები. 12. ეზდრასი პირველი და მეორე წიგნები. 13. წიგნი ას ორმოცდაათი ფსალმუნისა (დავით მეფისა). 14. იგავნი სოლომონისა. 15. ეკლესიასტე (სოლომონისა). 16. ქებათა ქება (სოლომონისა). 17. წიგნი იობისი. 18. წიგნი თორმეტი წინასწარმეტყველისა. 19. ესაიასი. 20. იერემიასი, ბარუქისა, გოდებისა და ეპისტოლე. 21. ეზეკიელისა. 22. დანიელისა. ახალი აღთქმისა - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი, საქმე მოციქულთა; შვიდი კათოლიკე (საზოგადო) ეპისტოლე: იაკობისა – ერთი, პეტრესი – ორი; იოანესი – სამი: იუდასი – ერთი; პავლეს ეპისტოლენი – თოთხმეტი: რომაელთა მიმართ – ერთი; კორინთელთა მიმართ – ორი; გალატელთა მიმართ – ერთი; ეფესელთა მიმართ – ერთი; კოლასელთა მიმართ – ერთი; თესალონიკელთა მიმართ – ორი; ებრაელთა მიმართ – ერთი; ტიმოთეს მიმართ – თორი; ტიტეს მიმართ – ერთი და ფილიმონის მიმართ – ერთი.
იმის გამო,რომ თავიანთი 59-ე კანონით ლაოდიკიის კრების მამებმა აკრძალეს არაკანონიკური წიგნების კითხვა და განაწესეს, რომ უნდა იკითხებოდეს მხოლოდ კანონიკური წიგნები, ამიტომ წინამდებარე (მე-60) კანონში ისინი აკეთებენ ამ წიგნების რიგითობით ჩამონათვალს; ითვლიან ძველი აღთქმის 22 წიგნს, რომლებიც ახლაც ძალაშია კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ახალი აღთქმიდან კი ჩამოთვლილია ყველა კანონიკური წიგნი, გარდა აპოკალიფსისა (გამოცხადება). ეს იმით აიხსნება, რომ მოციქულთა ყველა ნაშრომი ერთდროულად ვერ აღწევდა ყველა ადგილობრივ ეკლესიამდე და, ადვილი შესაძლებელია, რომ ამ კრების მიმდინარეობის დროს „გამოცხადება“ არ იყო ცნობილი ფრიგიაში, როგორც ახალი აღთქმის კანონიკური წიგნი.
PDF გვ. 102
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.