ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ანტიოქიის კრება · ტ. II (2011)
წინათქმა
ანტიოქიის წმინდა ადგილობრიჭი პრების პანონები»
PDF გვ. 45
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველა, ვინც კადნიერდება დაარღვიოს ნიკეაში, კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფე კონსტანტინეს თანდასწრებით ჩატარებული წმინდა და დიდი კრების განსაზღვრება წმინდა დღესასწაულის – მაცხონებელი აღდგომის შესახებ, – განყენებულ იქნეს თანაზიარებიდან და მოიკვეთოს ეკლესიიდან, თუკი გააგრძელებენ ცილობისმოყვარეობით გამოსვლას კეთილი დადგენილების წინააღმდეგ. და ეს ნათქვამია ერისკაცთათვის. ხოლო თუ ვინმე სამღვდელოთაგან – ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განწესების შემდეგ გაკადნიერდება და ერის გასარყვნელად და ეკლესიაში შფოთის აღსაძვრელად განკერძოვდება და იუდეველებთან ერთ დროს აღასრულებს პასექს, ესევითარს წმინდა ეკლესია ამიერიდან რაცხს ეკლესიისთვის უცხოდ, როგორც ცოდვის მიზეზად ქმნილს არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთა გარდაქცევისა და გარყვნისათვის. კრება მარტო ამათ არ განაყენებს ღვთისმსახურებისაგან, არამედ ყველას, ვინც გაკადნიერდება ერთობაში დარჩეს მათთან მლვდლობისაგან მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილნი კი, დაე, გარეგან პატივსაც მოაკლდნენ, რასაც ისინი წმინდა წესებითა და ლვთაებრივი მადლით იღებდნენ.
ის, რომ ებიონიტელები (II საუკუნის იუდეველ-ქრისტიანული სექტა) პასექის დღესასწაულს იმ დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც ეს შეჩვენების მუქარით ნამცნები ჰქონდათ იუდეველებს (გამოს. 12,6,14,18; ლევ. 23,5; მეორე შჯულ. 27,26), ანუ პირველი თვის (ნისანი) მე-14 დღეს, ჩვენ ვიხილეთ მოციქულთა მე-7 კანონის განმარტებაში. ებიონიტელების იმ აზრს, რომ სწორედ ამ რიცხვში, შვიდეულის რა დღესაც ის არ უნდა დამთხვეოდა, უნდა ედღესასწაულათ ქრისტეს აღდგომა, ბევრი აღმოსავლელი ქრისტიანი ისიარებდა მცირე აზიის ეკლესიებში, რომლებიც ყველა სხვა წესებთან მიმართებით, ზოგადად რომ ვთქვათ, მართლმადიდებლები იყვნენ. დასავლეთში, განსაკუთრებით რომის ეკლესიაში, გარკვეული პერიოდი ეს აღდგომა იდღესასწაულებოდა იგივე თვის თოთხმეტი რიცხვის შემდგომ კვირიაკეს, მცირეაზიელი ქრისტიანები, ეყრდნობოდნენ რა მოციქულების – იოანეს, ფილიპესა და სხვა ზოგიერთთა სწვლებას, თვლიდნენ, რომ უნდა მიჰყოლოდნენ ”ანტიოქიაში, ახალი ტაძრის კურთხევაზე, 341 წელს შეიკრიბა 100 ეპისკოპოსი. ტაძრის კურთხევის შემდეგ, იქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა, ადგილობრივი ეკლესიის ერთიანი მმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეადგინეს კრება “სოგიერთი დადგენილების მისაღებად. კრებას თავმჯდომარეობდა ანტიოქიის ეპისკოპოსი პლაკენტი; მიიღეს 25 კანონი და ყველა მათგანი შევიდა საყოველთაო საეკლესიო კანონიკურ კრებულში. ბევრი მათგანი განსაკუთრებული პატივით შეიწყნარეს როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ეკლესიაში. ქრისტეს მაგალითს და მისი სიკვდილის მოსახსენებლად ედღესასწაულათ იმ დღეს, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად იდღესასწაულა პასექი, თანაც ისეთნაირად, როგორც ეს ქრისტემ გააკეთა. ამ მისნით ისინი განსაკუთრებულ სერობას აწყობდნენ, რასაც უფლის საიდუმლო სერობასთან აკავშირებდნენ და აწყობდნენ სწორედ იმ დღეს, როცა იუდეველები დღესასწაულობდნენ თავის პასექს – პირველი თვის მე-14 დღეს. ამასთან, ამავე დღეს იხსნილებდნენ ვნების შვიდეულის მარხვას. ამის შემდეგ ანახლებდენ მას მესამე დღის დადგომამდე და ამ დღეს უკვე ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობდნენ, მიუხედვავად იმისა, თუ შვიდეულის რა დღეს მოუწევდა – კვირა იქნებოდა ეს თუ სხვა ნებისმიერი დღე. სწამდათ რა, რომ ამ შემთხვევაში სავსებით სწორად იქცეოდნენ, ისინი დასავლური ეკლესიის ჩვეულებას ისტორიული ჭეშმარიტების საწინააღმდეგო სიახლედ მიიჩნევდნენ. თავის მხრიდან, დასავლური ეკლესია საკუთარ ჩვეულებას საერთო ქრისტიანული თავისუფლებით ხსნიდა, რომლებმაც არ უნდა მისდიონ იუდეველთა საწეს-ჩვეულებო კანონს. მისი მტკიცებით, თუკი ქრისტიანები არ არიან ვალდებულნი იდღესასწაულონ იუდეველთა შაბათი, მაშინ მით უფრო ნაკლებად იყვნენ დავალებულნი ედღესასწაულათ იუდეველთა პასექი, რადგან მოციქულმა პავლემ არამცთუ, საერთოდ, თავისუფლება მისცა ქრისტიანებს გარკვეული დღეების დღესასწაულობასთან დაკავშირებით, არამედ განსაკუთრებით გამოთქვა ეს პასექთან მიმართებით (იხ. 1 კორ. 5, 7). გარდა ამისა, ქრისტიანებისათვის შეუძლებელია ყველაფერში მიჰყვნენ იუდეველთა პასექს, როგორც შეუძლებელია შეინარჩუნონ ყველა ის წეს-ჩვეულება, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული და რომლებსაც არც მცირეაზიელი ქრისტიანები იცავდნენ. დაბოლოს, დასავლეთის ეკლესია თვითნებურ ნაბიჯად და აკრძალულ საქმედ მიიჩნევდა ვნების შვიდეულში მარხვის დროებით შეწყვეტას, როგორც ამას მცირეაზიელი ქრისტიანენი აკეთებდნენ, რადგან ამ მარხვის გახსნილება, მოციქულთა გადმოცემის თანახმად, ქრისტეს აღდგომამდე არ შეიძლებოდა და მის დროებით შეწყვეტაზე საუბარიც არ შეიძლება ყოფილიყო (იხ. ტრულ. 89; დიონისე ალექსანდრ. 1). აღნიშნულ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მცირე აზიისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დიდი დავა წარმოიშვა, რომელიც რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. ამასთან, ყველას, ვინც ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს მცირეაზიური ჩვეულების თანახმად აღნიშნავდა, მეთოთხმეტეანელები უწოდეს (მათ შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებაში).
ამ საკითხის დარეგულირების შესახებ, პრაქტიკული ნაბიჯები პირველად II საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში გადაიდგა, როდესაც სმირნელმა ეპისკოპოსმა, პოლიკარპემ, რომში ყოფნისას დაპირა შეთანხმებულიყო რომის ეპისკოპოს ანიკეტუსთან საეკლესიო ცხოვრების იმ სხვადასხვა საკითხების თაობაზე, რომელთა შესახებაც აზიისა და დასავლეთ ეკლესიებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. სწორედ მაშინ შეეხნენ საკითხს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც პოლიკარპე, ისე ანიკეტუსი, თითოეული თავისი მხრიდან, იცავდა საკუთარი ეკლესიის ჩვეულების სამართლიანობას და, ამდენად, შეთახმება მიღწეული ვერ იქნა, რადგან დათმობაზე არც ერთი არ მიდიოდა და როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, მიუთითებდა მოციქულთა იმ გადმოცემაზე, რომელიც სწორედ იმ სახით იყო მათ ეკლესიაში დაცული, რომლის შესაბამისადაც ჰქონდათ დაწესებული აღნიშნული დღესასწაული. მიუხედავად ამისა, ეპისკოპოსები ერთმანეთს ძმური სიყვარულით დაშორდნენ და თითოელი თავისი ჩვეულების ერთგული დარჩა. მალე ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა, თანაც საკმაოდ მწვავედ. დავამ თავი იჩინა ლაოდიკიასა და მელიტინში. სარდიკიის ეპისკოპოსმა (ლიდიაში) ამასთან დაკავშირებით დაწერა თხზულება მცირეაზიური ეკლესიის ჩვეულების დასაცავდ. ეს გახდა მრავალი კრების მოწვევის მიზეზი, რომელთა უმრავლესობამაც თავის აზრი დასავლური ეკლესიის სასარგებლოდ გამოთქვა. გაიგო რა ამის შესახებ, რომის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (189-199) რამდენიმე წერილი დაწერა მცირეაზიური ეკლესიების მისამართით, რომლებშიც ზოგიერთი მათი ეკლესიების ეპისკოპოსებს განკვეთით ემუქრებოდა, თუ ისინი არ მიიღებდნენ და აღიარებდნენ დასავლეთ ეკლესიის პრაქტიკას. ამ მუქარამ ყველა მცირეაზიელი ეპისკოპოსი განარისხა და ეფესელმა ეპისკოპოსმა პოლიკარპემ ყველას სახელით საკმაოდ მკვეთრი პასუხი მისწერა ვიქტორს, სადაც ატყობინებდა, რომ ისინი არ აპირებენ მოციქულთა გადმოცემის დარღვევას და ზიზღით ეკიდებიან მის მუქარას. პოლიკარპეს პასუხის შემდეგ მდგომარეობა უაღრესად დაიძაბა და საეკლესიო სამყაროს ფრიად სამწუხარო შედეგები ელოდა, რომ არა, საბედნიეროდ, ლიონის ეპისკოპოს ირინეოსის ჩარევა, რომელიც პოლიკარჰეს მოწაფე იყო და მცირე აზიიდან გამოდიოდა. მან ვიქტორს წერილი გაუგზავნა, რომელშიც დასავლეთ ეკლესიის ჩვეულებას ემხრობოდა, მაგრამ, ამასთანავე, კეთილ რჩევას აძლევდა, რომ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით არსებული მსგავსი განსხვავების გამო, რომლებსაც ეკლესიის დაარსებიდანვე ჰქონდა ადგილი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არ დაერღვია საეკლესიო მშვიდობა და ძმური ერთობა. ირინეოსის ავტორიტეტულმა ხმამ შესძლო ვნებათა დაცხრომა და ეკლესიაში მშვიდობის შენარჩუნება.
ამით, პასექის დღესასწაულობასთან დაკავშირებული კამათი დიდი ხნით შეწყდა; თითოეული ეკლესია თავისი ჩვეულებით აგრძელებდა ქრისტეს აღდგომის აღნიშვნას. ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა 325 წელს, L მსოფლიო კრებაზე. კრების მამებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ განესაზღვრათ დღესასწაულის თარიღის გამოთვლის წესი, რათა თავიდან აეცილებინათ ყველა შესაძლო პაექრობა, რომელიც შეიძლება მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით წამოჭრილიყო, და ერთი საერთო გადაწყვეტილებით დაემყარებინათ ეკლესიაში ერთაზროვნება მასთან მიმართებით.
უპირველეს ყოვლისა, მოციქულთა მე-7 კანონის საფუძველზე, I მსოფლიო კრების მამებმა გადაწყვიტეს, რომ ქრისტიანული პასექი არ უნდა იდღესასწაულებოდეს იმ დღეს, როდესაც იუდეველები თავიანთ პასექს აღნიშნავენ, შემდეგ, მეშვიდე დღესთან დაკავშირებით ახალაღთქმისეული სწავლების საფუძველზე, მიიღეს, რომ აღდგომა უნდა იდღესასწაულებოდეს მხოლოდ კვირა დღეს, დაბოლოს, გადაწყდა, რომ წლის დროის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს ბუნიობის (დღისა და ღამის ტოლობა) შემდგომ პირველ სავსემთვარობას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიიღეს შემდეგი განწესება: 1) ქრისტიანული აღდგომა ყველამ კვირა დღეს უნდა იდღესასწაულოს; 2) იგი უნდა მოდიოდეს გაზაფხულის ბუნიო- 3 8 უჰი ს4) ოპოსი ნი კ ოდიში (შილკშიპ ბის შემდგომი სავსემთვარობიდან პირველ კვირა დღეს; 3) თუკი ისე მოხდება, რომ იმავე კვირას იუდეველთა პასექი დაემთხვევა, მაშინ ქრისტიანული პასექი მის შემდგომ კვირა დღეზე უნდა გადაიწიოს. ბლასტარი, თავის ალფაბეტურ სინტაგმაში, ამასთან დაკავშირებით წერს: „ჩვენს პასექთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ოთხ განწესებას, რომელთაგან ორი მოციქულთა კანონიდან გამოდის, სხვა ორი კი დასაწყისს იღებს დაუწერელი გადმოცემიდან. პირველი – აღდგომა უნდა ვიდღესასწაულოთ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ; მეორე – არ უნდა ვიდღესასწაულოთ იუდეველებთან ერთსა და იმავე დღეს; მესამე – არამხოლოდ ბუნიობის შემდეგ, არამედ პირველი სავსემთვარობის შემდეგაც, რომელიც ბუნიობის შემდგომ დადგება, და მეოთხე – სავსემთვარობის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ შვიდეულის პირველ დღეს (ანუ კვირას)” ნიკეის კრების ეს გადაწყვეტილება მთელი ეკლესიისათვის სავალდებულო გახდა და ახლაც ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს.”ჯ იმისათვის, რომ მომავალში აღარ წარმოქნილიყო ძველებური უწესრიგობანი იმის განსასაზღვრავად, თუ როდის უნდა აღინიშნოს ქრისტეს აღდგომის დღესაწაული და, შესაბამისად, მთელ ეკლესიას ერთ დღეს ედღესასწაულა, ნიკეის კრების მამებმა განაწესეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ყოველი წლის გარკვეულ დროს უნდა გამოაცხადოს, მიმდინარე წლის თუ რომელ კონკრეტულ დღეს უწევს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული.#%% ალექსანდრიის ეპისკოპოსს ეს იმიტომ დაევალა,რომ ეგვიპტე მაშინ ცნობილი იყო დროის გამოთვლის საუკეთესო მეცნიერებით.#+#% გასაღები იმისა, თუ კერძოდ როდის უნდა იდღესასწაულებოდეს ქრისტეს აღდგომა, არის ცხრამეტწლიანი თვი- "ათენის სინტაგმა, VI, 420.
##«, პაპმა გრიგოლიმ XIII 1582 წელს რომის ეკლესიას გადასცა ახალი კალენდარი, თითქოსდა გასწორებული და, შესაბამისად, ახალი პასქალიაც. თუმცაღა, ამ „გასწორებული“ კალენდრით ლათინები ისეთ ცდომილებაში ვარდებიან პასექის დღესასწაულის თარიღის გამოთვლასთან დაკავშირებით, რომელშიც მართლმადიდებლები არასდროს ჩავარდებიან თავიანთი გაუსწორებელი კალენდრით. ამგვარად, ლათინები პასექს ხშირად დღესასწაულობენ იუდეველებზე ადრე ან იუდეველებთან ერთად, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ნიკეის კრების ნებას“, – აღნიშნავს ჰეფელე. მაგალითისათვის ავიღოთ XIX საუკუნე: ლათინებმა იუდველებთან ერთად პასექი იდღესასწაულეს 1805, 1825, 1853, 1854 წლებში, ხოლო იუდეველთა პასექამდე – 1839, 1840, 1842, 1845, 1846, 1849, 1850 და 1856 წლებში.
..III საუკუნეში ჯერ კიდევ იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი განსაკუთრებული ეპისტოლეთი უცხადებდა მასსე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებს ეგვიპტეში ქრისტიანული პასექის დღეს და მასთან დაკავშირებით, ატყობინებდა დიდმარხვის დაწყების თარიღსაც. ასეთ ეპისტოლეებს სადღესაწაულო ეპისტოლეები ეწოდებოდათ. ევსები, იერონიმე და სხვები, მოიხსენიებენ დიონისე ალექსანდრიელისა და ათანასე დიდის ასეთ ეპისტოლეებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. კირილე ალექსანდრიელისგან ასეთი ეპისტოლე “შემოგვრჩა 29. სხვა სამთავრო ეკლესიებს, ამის “შესახებ, ყოველწლიურად უცხადებდა რწმუნებული საეკლესიო კრება (იხ. კართ. 34-ე, 51-ე, 73-ე კან-ები.
+.ლეონ დიდი იმპერატორ მარკიანეს წერს, რომ ეს საქმე ნიკეის კრების მამებმა ალექსანდრიის ეპიკოპოსს დაავალეს, რადგან ითვლებოდა, რომ ეგვიპტელებს ძველთაგანვე ჰქონდათ ასეთი სახის გამოთვლების გამ'ცდილება. კნფიოქიის ნშინდა ჯდგ ილოზრი ყი კ რ.ების კანონ, ემი L 9 ური ციკლი, სწორედ ის, რომელიც მიიღეს ალექსანდრიაში და რომლის შემდეგაც სავსემთვარობა და მთვარის ფაზები მოდიოდნენ თვის იგივე დღეებზე, როგორც წინა. გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, სავსემთვარობა ამ ცხრამეტწლიანი ციკლის განმავლობაში, მოდიოდა თვის სხვადასხვა დღეებზე – მარტიდან აპრილამდე, თანაც, ყოველთვის 21 მარტიდან 18 აპრილამდე.”
ამ ორ თარიღს შორის რომელიღაც დღეზე მოდის იუდეველთა პასექი, ანუ ამ 39 დღიდან (21 მარტი – 18 აპრილი), რომელიმე დღე იქნება პირველი თვის (ნისანის) მე-14 დღე, – გაზაფხულის პირველი სავსემთვარობა. ხოლო, რადგანაც დადგენილია, რომ ქრისტიანული პასექი არ უნდა დაემთხვეს იუდაურს და თანაც უნდა იყოს სავსემთვარობის შემდგომ პირველივე კვირა დღეს, ამიტომ შეიძლება მოხდეს, რომ ქრისტიანული პასექი მოუწევს 18 აპრილის შემდეგაც. ხოლო თუ ისე მოხდებოდა, რომ იუდეველთა პასექი სწორედ ამ დღეს დაემთხვევოდა, ე. ი. 18 აპრილს, რომელიც ამასთანავე, კვირა იქნებოდა, მაშინ ქრისტიანული პასექი იდღესასწაულებოდა მის შემდგომ კვირას – 25 აპრილს. მაგრამ ხდება ისეც, რომ იუდეველები მას შემდეგ, რაც თვე (ნისანი) რამდენჯერმე მოტრიალდება, სათანადო ყურადღებას უკვე აღარ აქცევენ ზედმეტი (დაგროვილი) დღეების რაოდენობას, რის შედეგადაც თავიანთ პასექს დღესასწაულობენ ხანდახან ადრე, ანუ სანამ პირველი თვის სრული 14 დღე დადგებოდეს, ე. ი- 21 მარტამდე. ასეთ შემთხვევაში, – ამბობს ბლასტარი, – საღვთო კანონი ბრძანებს ამ თვის საერთოდ დატევებას და შემდეგი თვის სავსემთვარობაზე გადასვლას და უკვე მასთან შეთავსებას ქრისტიანული პასექისა, რათა იუდეველებთან ერთად არ ვიდღესასწაულოთ და გავწმინდოთ და გავათავისუფლოთ ჩვენი პასექი იუდეველთა დღესასწაულისგან, – ასე იყო ადრე და ასეა ამჟამადაც, რათა დიდი შუალედი იყოს ჩვენსა და იუდეველთა პასექებს შორის.
ნიკეის კრების განწესების თანახმად, ალექსანდრიელმა ეპისკოპოსებმა მაშინვე დაიწყეს განსაკუთრებული ეპისტოლეებით მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ყოველწლიურად პასექის დღის შეტყობინება. დროთა განმავლობაში ისინი სპეციალური კანონიონით – პასქალიით შეიცვალა, სადაც რამდენიმე წელიწადზე წინასწარ იყო გაწერილი აღდგომის დღე. პირველი ასეთი კანონიონი შეადგინა და გამოსცა ტიმოთე ალექსანდრიელმა 888 წელს. შემდეგ კირილე ალექსანდრიელმა გამოსცა კანონიონი გათვლილი 95 წელზე (436. წლიდან 531 წლამდე), და ასე გრძელდებოდა შემდგომშიც.
ნიკეის კრების დადგენილება, პასექის დღესასწაულის დროსთან დაკავშირებით, მართალია, მსოფლიო კრების დადგენილება იყო, მაგრამ, მიუხედავდ ამისა, მან ვერ შესძლო აეძულებინა ყველა მცირეაზიური ეკლესია დამორჩილებოდა მას და, ამდენად, ამ კრების შემდეგაც ვხვდებით ზოგიერთ ისეთ ეპისკოპოსს, რომელიც არღვევდა მსოფლიო კრების ამ დადგენილებას და ძველებურად აგრძელებდა პასექის აღნიშვნას იუდეველებთან ერთად. სწორედ, ასეთი გაჯიუტებულების წინააღმდეგ არის მიღებული ანტიოქიის წინამდებარე კანონი, რომელიც, რაც შეიძლება მძიმე საეკლესიო სასჯელს ადებს ყველას, – იქნება ის სამღვდელო თუ საერო "აქ და ყველგან, მთელ ტექსტში, თარიღები მოყვანილია ძველი სტილით. პირი, – ვინც არ მოისურვებს დაემორჩილოს ნიკეის კრების აღნიშნულ განწესებას. ამასთან, საერონი ექვემდებარებიან განყენებას და ეკლესიიდან განკვეთას, სამღვდელონი კი – ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები – განკვეთას, ანუ ამ პირებს არამხოლოდ სამღვდელო მსახურების უფლება ერთმევათ, არამედ ასევე, სამღვდელო წოდებაც და წარიხოცებიან სასულიერო აღრიცხვიდან (დავთრიდან), რის შემდეგაც ერისკაცებს უტოლდებიან. თუმცა კანონი არ მოიხსენიებს კლირიკოსთა დაბალი იერარქიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დადგენილებას დაარღვევენ, მაგრამ მათთვის განსაზღვრული სასჯელი იგივე უნდა ვიგულისხმოთ, როგორიც ერისკაცების მიმართ დაწესდა: ზიარებიდან განყენება და ეკლესიიდან განკვეთა. კანონი ასეთ სასჯელს განუსაზღვრავს არამხოლოდ იმათ, ვინც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმათაც, ვისაც სულიერი თანაზიარება ექნება ასეთ განკვეთილ სამღვდელოებასთან. ამ კანონში ჩვენ ვხედავთ საეკლესიო სასჯელის გამოტანისას ერთ განსაკუთრებულ იურიდიულ ნორმას: დანაშაულის ჩადენისათვის, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლით შესაბამისი სასჯელის გამოტანა ხდება ან დამნატორული (ბრალდებითი) ან დეკლარატორული (განმარტებითი) განაჩენით. დამნატორული განაჩენის დროს, აუცილებელ მოთხოვნილებას წარმოადგენს ის, რომ რწმუნებულმა საეკლესიო სასამართლომ შეასრულოს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ყველა დაწესებული პროცედურა, რათა ამ გზით მოხდეს იმ საქმის სრული შესწავლა და გამოკვლევა, რომელიც ბრალდების დამტკიცებას საჭიროებს და ჩატარებული გამოძიების შედეგის გათვალისწინებით მოხდეს უკვე დამნაშავის მიმართ სასჯელის შეფარდება. მაგრამ ხდება ისეც, რომ გარკვეული დანაშაულისათვის დამნაშავე ასეთი განაჩენის გარეშეც ექვემდებარება სასჯელს; ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესც თვით დანაშაულის ჩადენის მომენტში დამნაშავე უკვე მოხვდა კანონით განსაზღვრული სასჯელის ქვეშ. ამ დროს სასამართლოს აღარ სჭირდება შეუდგეს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას, რადგან უკვე მისი ჩადენით მიიღო დამნაშავემ შესაბამისი სასჯელი და, ამიტომ, რჩება მხოლოდ კონსტატირება იმისა, რომ მოხდა დანაშაული და აღსრულდა ამ დანაშაულით გათვალისწინებული სასჯელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენიც მხოლოდ დეკლარატორულია (განმარტებითი). განაჩენებში არსებული ამ განსხვავებების გამო, შესაბამისი სასჯელებიც სხვადასხვაგვარად იწოდება. დამნატორული ხასიათის განაჩენის გამოტანისას სასჯელს ეწოდება სასამართლო სასჯელი. თუ განაჩენი დეკლარატორული ხასიათისაა, მაშინ – იურიდიული, ანუ კანონიერი. ამ უკანასკნელ შემთხვევას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დანაშაული დამნაშავეს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ სასამართლოს აღარ სჭირდება მისი გასამართლება გარკვეული უფლებების ჩამოსართმევად სასჯელის სახით, რადგან თვით დანაშაულია დაკავშირებული ამ უფლებების ჩამორთმევასთან და როგორც კი ეს დანაშაული შედგა, თავისთავად მოჰყვა მას უფლებების ჩამორთმევა. ზოგიერთი მძიმე დანაშაულისათვის, განსაკუთრებით, რომელიც საეკლესიო ერთობას ან აღებული პირის უფლებაუნარიანობას ეხება, შეასრულოს ეკლესიურ მოწყობაში გარკვეული მოვალეობა, – ასეთი სასჯელი თავისთავად ედება საეკლესიო სამართლით. ასე, მაგალითად, თუ ქრისტიანმა აშკარად უარყო ქრისტიანული სარწმუნოება და გადავიდა რომელიმე არაქრისტიანულ რელიგიურ საზოგადოებაში, მაშინ ასეთმა ადამიანმა თვით განდგომის აქტით დაკარგა ყველა ის უფლება, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც ქრისტიანს. რის გამოც, საეკლესიო სასამართლოს განაჩენი, რომელიც მისთვის ამ უფლებების ჩამორთმევას გამოაცხადებდა, ზედმეტია. ან, თუკი ეკლესიის წევრი რაიმე სამოქალაქო ხასიათის დანაშაულისათვის შესაბამისი სამოქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულია და სასჯელს იხდის (საპატიმროში თუ მის გარეთ, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს), მაშინ ეს პირი ექვემდებარება კანონიერ ინფამიას (უპატივობა), თანაც, საეკლესიო სასამართლოს მხრიდან აღარ არის საჭირო ამ განაჩენის ოფიციალურად გამოტანა, რადგან თვით ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, უკვე ძალაშია. ასეთ და მსგავს შემთხვევებში, სასჯელი თავისთავად შედის ძალაში, როგორც დასასჯელი საქმის ჩადენის უშუალო შედეგი. სწორედ, აქედან შევიდა საეკლესიო სამართალში იურიდიული ანუ კანონიერი სასჯელის ცნება, განსხვავებით იმ სასჯელისაგან, რომელიც გამოიტანება დამნაშავის მიმართ რწმუნებული სასამართლოს განაჩენით მხოლოდ და მხოლოდ სათანადო სასამართლო გამოძიების ჩატარების შემდეგ.
საფუძველს, მსგავსი სახის სასჯეელისათვის, ვპოულობთ წმინდა წერილში. პავლე მოციქული ტიტესადმი ეპისტოლეში მოიხსენიებს მწვალებელს, რომელსაც არ სურს შეისმინოს შეგონება მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ მოქცევაზე და ჯიუტად რჩება თავის აზრზე. პავლე მოციქული ამბობს, რომ ასეთი ადამიანი გაიხრწნა, რადგან „არს იგი თკთ დაშჯილ“ (ტიტ. 3, 10, 11). იგივე მნიშვნელობისაა ღანგრის ყველა კანონი, რომლებიც განაწესებს, რომ ეკლესიიდან განკვეთილად ჩაითვალოს ყველა ის პირი, რომლებმაც ჩაიდინეს ერთ-ერთი იმ დანაშაულთაგანი, რომლებიც კანონებშია მოხსენიებული. ღანგრის კრების კანონები არ ამბობენ, რომ მხოლოდ სასამართლომ უნდა გამოაცხადოს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელი, არამედ თითოეული ასეთი დამნაშავის მიმართ, – პავლე მოციქულის მსგავსად, – ამბობს: „შეჩვენებულ იყოს“, რაც ნიშნავს, რომ ასეთი გაჯიუტებული ცოდვილი უკვე დასჯილია. ანტიოქიის ეს (1) კანონი ყველაზე უკეთ ჰფენს ნათელს ამ სახის სასჯელს. ადგენს რა ამ კანონით თუ როდის უნდა იდღესასწაულონ ქრისტიანებმა ყოველწლიურად ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ხსენება, კრება იმავდროულად ბრძანებს, რომ ეკლესიიდან განკვეთილებად ჩაითვალონ ის ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, რომლებიც გადაწყვეტენ, იმოქმედონ მისი განწესების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, სასამართლო აღარ საჭიროებს მათ მოწვევასა და გასამართლებას, რამეთუ ისინი უკვე დასჯილნი არიან ამ კრების კანონით იმ მომენტიდან, როგორც კი განწესება დაარღვიეს. ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო სასამართლოს, – თუ მას საერთოდ ექნება საქმე იმ დამნაშავესთან, რომელიც საკუთარი ქმედებით მოჰყვა სასჯელის ქვეშ, – შეუძლია მხოლოდ იმ სასჯელის კონსტატაცია გააკეთოს, რომლითაც დამნაშავე უკვე დაისაჯა და შესაბამისი განაჩენი მხოლოდ დეკლარატორული (განმარტებითი) მნიშვნელობის იქნება. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერს, რაც ზემოთ ითქვა, მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ გარკვეული სახის დანაშაულისათვის, რომელთა მიმართებითაც ასეთი იურიდიული სასჯელი კატეგორიულად არის კანონებში ასახული. რაც შეეხება სხვა საეკლესიო დანაშაულებებს, განაჩენი ყოველთვის უნდა იყოს დამნატორული (ბრალდებითი) ხასიათის, ყველა იმ კანონიერი წესის გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია ოფიციალური საეკლესიო-სასამართლო პროცესის ჩასატარებლად.
PDF გვ. 45 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყველა, ვინც ეკლესიაში შედის და ისმენს საღვთო წერილს, მაგრამ წესისაგან ერთგვარი განდრეკით არ მონაწილეობს ლოცვაში მრევლთან ერთად ან განერიდება წმინდა ევქარისტიის მილებას – ზიარებას, დაე, განყენებულ იქნენ ეკლესიიდან მანამდე, ვიდრე აღსარებას არ ჩააბარებენ, სინანულის ნაყოფთ არ წარმოაჩენენ და შენდობას არ ითხოვენ, – და ამგვარად შეეძლებათ მისი მიღება. დაე, ნურავის მიეცეს თანაზიარების უფლება საეკლესიო ერთობისაგან განყენებულებთან, ნურც სახლებში შეკრებისა და ლოცვისა საეკლესიო ერთობისაგან გარე მყოფებთან; გაუცხოებულნი ერთი ეკლესიის ერთობისაგან არ უნდა მიიღებოდნენ მეორე ეკლესიაში. ხოლო თუ რომელიმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლირიკოსი აღმოჩნდება (საეკლესიო) ერთობისაგან განყენებულების თანამოზიარე, მაშინ, დაე, თვითონაც დარჩეს საეკლესიო ერთობის გარეთ, როგორც შფოთის შემომტანი საეკლესიო წესრიგში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიოქიის კრების კანონების უმეტესობა შედგენილია მოციქულთა კანონების მიხედვით და ამიტომ, მოციქულთა შესაბამისი კანონების განმარტებები, იმავდროულად, ემსახურებიან ანტიოქიის კრების იმ კანონების განმარტებას, სადაც იგივე საკითხებზეა საუბარი, რომლებიც მოციქულთა კანონებში განიხილებოდა. ანტიოქიის კრების წინამდებარე კანონში განხილულ საკითხზე, უკვე ითქვა მოციქულთა მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კანონების განმარტებებში.
PDF გვ. 52 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე, სამღვდელოთაგან, დატოვებს თავის საზღვრებს, გადავა სხვისაში, და შემდეგ სრულიად გადასახლებული, გადაწყვეტს დიდხანს დარჩეს იმ საზღვრებში, მაშინ ესევითარი ნუ იმღლვდელმოქმედებს, და განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისი ეპისკოპოსი მოუწოდებს მას და შეაგონებს დაუბრუნდეს საკუთარ მრევლს, ის კი არ ემორჩილება. ხოლო თუ ჯიუტად განაგრძობს ყოფნას ამ უწესობაში, დაე, სრულიად იქნეს განყენებული მღვდელმსახურებისაგან, უწინდელ წოდებაში აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. თუ ამ მიზეზით განგდებულს, სხვა რომელიმე ეპისკოპოსი მიიღებს, მაშინ ისიც ექვემდებარება ეპიტიმიას საერთო კრებისაგან, როგორც საეკლესიო წესების დამრღვევი.
წინამდებარე კანონი · იმეორებს მოციქულთა მე-15 და მე-16 კანონების განწესებებს. კანონი მოიხსენიებს „საზღვრებს“ (ძილVსCთV, პაროქია), საიდანაც გადავიდა მღვდელი ან დიაკონი. ძველ კანონიკურ წყაროებში ამ ტერმინით აღინიშნებოდა ეპისკოპოსის სამთავრო (საეპისკოპოსო) ანუ ახლანდელი ეპარქია. ამჟამად ამ ტერმინს იყენებენ სამხრეთ-დასავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში მღვდ–- ლის მსახურების ადგილის აღსანიშნავად (თ0XX0X, სამრევლო). წინამდებარე „კანონი რომ ტერმინით: ,თი0MIV“ ნამდვილად ახლანდელ ეპარქიას აღნიშნავს, რომელსაც ეპისკოპოსი მართავს, ეს თვით კანონის კონტექსტიდან ჩანს. მოციქულთა კანონში იგივე „საზღვრების“ აღსანიშნავად გამოყენებულია სიტყვა: §Xთ( (ეპარქია).
იმ ეპისკოპოსთან მიმართებით, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, კანონი: ამბობს, რომ ის უნდა განსაჯოს საერთო კრებამ. როგორია ეს კრება, რომელსაც რწმუნება აქვს ასეთ ეპისკოპოსს სასჯელი განუსაზღვროს, ნათქვამია ამ კრების მე-16, მე-17 და მე-18 კანონებში, სახელდობრ: ეს ის კრებაა, რომელიც შედგება მმართველი სამიტროპოლიტო სამთავროს ეპისკოპოსებისგან მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით (რომელსაც განსასჯელი ეპისკოპოსი ექვემდებარება) და რომელსაც სხვაგვარად კიდევ სრული კრება ეწოდება, ჩეულებრივ, ეს არის ეპარქია, ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით, ანუ მიტროპოლიტის სამთავრო (სამიტროპოლიტო).
PDF გვ. 52 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ხარისხიდან განკვეთილი კრების მიერ; ან მღვდელი თუ დიაკონი – თავისი ეპისკოპოსის მიერ, გაკადნიერდებიან აღასრულონ რამე წმინდა მსახურება, ეპისკოპოსი თავისი უწინდელი ჩვეულებისამებრ, და მღვდელიც ან დიაკონიც – ამგვარადვე, მაშინ ესევითარს არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ უწინდელ წოდებაში იქნება აღდგენილი სხვა კრებაზე, არც იმისა, რომ დაშვებული იქნება თავის გასამართლებლად. ყველა მისი თანაზიარიც, დაე, განკვეთილ იქნეს ეკლესიიდან, და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეცოდინება რა ზემოთ დასახელებულთა წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი, გაკადნიერდება თანაზიარება იქონიონ მასთან.
ეს კანონი, აღორძინებს და ავსებს მოციქულთა 28-ე კანონს და მიზნად ისახავს უსრუნველყოს და განამტკიცოს კრებისა და ეპისკოპოსის სასამართლო ხელისუფლება: კრების, როდესაც ეპისკოპოსს ასამართლებენ, .და ეპისკოპოსისა – როდესაც იგი ასამართლებს მღვდელს, დიაკონს და სხვა კლირიკოსს. ამასთან, კანონი განაწესებს, რომ თუ ეპისკოპოსი, კანონიერად გასამართლებული და განკვეთილი, – ანუ კრების მიერ, – მღვდელი და დიაკონი კი თავისი ეპისკოპოსის მიერ, გაკადნიერდება და კვლავ ჩაატარებს რამე წმინდა მსახურებას, მაშინ ასეთი განკვეთილი პირი კარგავს ყოველგვარ უფლებას აპელაციით მიმართოს გამართლებისა და თავდაცვისათვის უმაღლეს სასამართლოს და, ამასთან, აღარ რჩება 5 # ჟეპის 4 ოპჰოსხი ი 6ი 4 ოდიში (შილამი2 მას უკვე წინანდელ ადგილზე დაბრუნების არანაირი საშუალება. იგივე განაჩენს კანონი ავრცელებს ყველა იმ პირზეც, ვინც იცოდა რომელიმე სამღვდელო პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი და, მიუხედავად ამისა, მაინც შევიდა მასთან თანაზიარებაში და კანონიერად ჩათვალა ის, რისი მოქმედებაც მას აკრძალული ჰქონდა. ამ კანონში მოხსენიებული წმინდა მსახურება (C8989XX69V889 ლ0#MXMVXL69, X6Lისი”Iთ, ლიტურგია, საერთო საქმე, საზოგადო მსახურება), არ უნდა გავიგოთ როგორც მღვდელმოქმედება ამ სიტყვის ზედმიწევნითი მნიშვნელობით: წირვა (I600ს(0)/CV) ანუ უსისხლო მსხვერპლის შეწირვა; არამედ იგულისხმება ყველა ის მოქმედება, რასაც მოიცავს ამ პირის მდგომარეობა საეკლესიო იერარქიაში და ყოველივე ეს მას ეკრძალება იმის შედეგად, რომ სასჯელად განკვეთა გამოუტანეს.
თუკი ეპისკოპოსი ან სხვა რომელიმე სასულიერო პირი მის მიმართ სასამართლო განაჩენს არასწორად მიიჩნევს, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მიმართოს სხვა, უმაღლეს სასამართლოს ანუ – როგორც ეს მოციქულთა მე-12 კანონშია ნათქვამი – დიდ კრებას, მოითხოვოს თავისი საქმის ხელმეორედ გადასინჯვა და ახალი განაჩენის გამოტანა. მაგრამ ვიდრე ეს უმაღლესი სასამართლო თავის განაჩენს გამოიტანს, ბრალდებული რჩება იმ სასჯელის ქვეშ, რომელიც მას დაბალი რანგის სასამართლომ გამოუტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოელის წინამდებარე კანონით განსაზღვრული სასჯელი (შდრ. კართ. 29; სარდ. 14).
ეს კანონი განუწესებს სასჯელს ეპისკოპოსს, მღვდელსა და დიაკონს, რომლებიც განკვეთის მიუხედავად, მაინც ასრულებენ რომელიმე ისეთ სამღვდელო მოქმედებას, რომელსაც მანამდე ასრულებდნენ და ახლა უკვე აკრძალული აქვთ. ამასვე ამბობს მოციქულთა 28-ე კანონიც, მაგრამ არც ერთი და არც მეორე კანონი არ ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება თვით იმ სამღვდელო მოქმედების მიმართ, რომელიც განკვეთილმა პირმა შეასრულა, და რა მნიშვნელობას იძენს საკუთრივ ეს ქმედება იმ პირთათვის, ვისთვისაც ან ვისზეც იქნა ის შესრულებული. ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობის შემცველია იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე კანონიერად განკვეთილი ეპისკოპოსი და, ამდენად, ახლა უკვე ერისკაცი, ახდენს ხელდასხმას სასულიერო დასის კანდიდატზე მღვდლად ან დიაკვნად ისე, როგორც ამას განკვეთამდე აკეთებდა. ვინაიდან კანონი ამ საკითხს არ ეხება, ამიტომ ეს ისეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობასაც იძლევა, რომლის თანახმადაც განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ ხელდასმული მღვდელი ან დიაკონი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ხელდასხმულად ზუსტად ისე, როგორც ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, მისი კურთხევა რომ კანონიერ და სრულუფლებიან ეპისკოპოსს მოეხდინა. ეს საკითხი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ წამოჭრილა არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ ეკლესიის საეკლვსიო-კანონიკურ პრაქტიკაში, რამეთუ ყველსათვის სავსებით ცხადი იყო, რომ ასეთ ხელდასხმას არ უნდა ჰქონოდა არც კანონიკური და არც დოგმატური ძალა. ეს საკითხი პირველად წამოიჭრა დასავლურ ეკლესიაში VII საუკუნეში და მის შესახებ დავა დიდი ხანი გაგრძელდა, თითქმის XI-XII საუკუნეებამდე, როდესაც საბოლოოდ გადაწყდა იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ხელდასხმა უნდა იქნეს აღიარებული იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას უკანონოდ ჩაატარებს განკვეთილი ეპისკოპოსი. ეს ჩამოყალიბდა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეკლესიო სამართლის სწავლებად, რომელიც აღნიშნულ ეკლესიაში დამტკიცდა ტრიდენტის კრების შემდეგ, როცა კანონმა მღვდლობის განუმეორებლობის შესახებ, – რომელსაც ნეტარი ავგუსტინე თავის დროზე მღვდლობის საიდუმლოს წარუხოცელი თვისებით ასაბუთებდა, – მიიღო ძალა, რომლის თანახმადაც, კანონიერად ქიროტონირებული ეპისკოპოსის ყველა ქმედება, ინარჩუნებს თავის შინაგან ძალას (მადლს) იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეპისკოპოსმა ის თავისი განკვეთის, ან განდგომის (აპოსტასიის) შემდეგ ჩაატარა. ამ სწავლების თანახმად, რომელიც ფორმულირებული და დამტკიცებული იქნა XVI საუკუნეში რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში, გამოდის, რომ მღვდლობის საიდუმლო, რომელიც გარკვეულმა პირმა ხელდასხმით მიიღო, მის სულში სულიერების ისეთ ბეჭედს ტოვებს ან ისეთ თვისებას, რომელიც ვერასოდეს წარიხოცება ამ ადამიანში, რაგვარი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს მან და რაგვარი სიმძიმისაც არ უნდა იყოს ის სასჯელი, რომელიც მან დაიმსახურა, რამეთუ მასში, ნათლისღების ბეჭედის მსგავსად, სამუდამოდ რჩება მღვდლობის ბეჭედი და ის ვერასოდეს გახდება ერისკაცი. ამის გამო, კანონიერი სინოდის მიერ განკვეთილი და ერისკაცობაში გადასული ეპისკოპოსი, არსებითად მაინც არ არის განკვეთილი, რადგან მასში სულიწმიდის წარუხოცელი მადლი მკვიდრობს და ამიტომ ყოველივე, რასაც ეს განკვეთილი ეპისკოპოსი აღასრულებს მასში მარადიულად მყოფი მადლის ძალით, ყოველივე, თუნდაც უკანონო, თავისთავად კანონიერ ძალას იძენს. აქედან გამომდინარე, ასეთი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდელი ეკლესიამ ისევე უნდა აღიაროს, როგორც იმ შემთხვევაში აღიარებდა, მისი კურთხევა რომ ყველაზე ღირსეულ ეპისკოპოსს ჩაეტარებინა.
აღმოსავლეთ ეკლესიაში საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა კანონიერი ძალა განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ შესრულებულ ხელდასხმას, უკანასკნელ დრომდე არ წამოჭრილა, მაგრამ ბოლო ხანებში ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, და რადგან გამოთქმული იყო ისეთი აზრიც, რომ ასეთი ხელდასხმა ნამდვილია იმის საფუძველზე, რომ ეპისკოპოსი, თუნდაც განკვეთილი, მაინც ატარებს თავის თავში იმ მადლს, რომელიც მან ქიროტონიის გზით მიიღო, ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლედ გადმოგვეცა რომაულ-კათოლიკური საეკლესიო სამართლის სწავლება ამ საკითხის შესახებ. აღმოსავლეთში მოხსენიებული მოსაზრება გამოითქვა 1874 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დადგა საკითხი იქაური მღვდლების ხელდასხმის ნამდვილობის შესახებ რომელთა ქიროტონია აღსრულებული იყო ბულგარელი ეპისკოპოს-ეგზარქოსების მიერ, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სინოდის აზრით განკვეთილები იყვნენ. საკითხი არაერთხელ განიხილეს საპატრიარქო სინოდში 1874-1881 წლებში, მაგრამ ვერანაირ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ. ამიტომ ისეთი აზრი რჩებოდა, თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესაძლებლად მიაჩნდა ისეთი ხელდასხმის აღიარება, რომელსაც განკვეთილი ეპისკოპოსი აღასრულებდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია ამ მნიშვნელვანი საკითხის შესახებ მოვიყვანოთ განუყოფელი ეკლესიის სწავლება.
პავლე მოციქულის ქადაგების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი იმისათვის, რომ წმინდა საიდუმლოებებში საღვთო მადლის გადაცემისას შუამავლობა შეასრულოს, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ ეპისკოპოსი, ისევე, როგორც სხვა მღვდელმსახური, აუცილებელია, რომ არაფრით იყოს შებილწული: „მღვდლებსა და ეკლესიის მსახურებს, რომლებიც საკუთარ თავს საკურთხეველსა და საიდუმლოებებს უძღვნიან, სიწმინდესა და უბიწოებაში მართებთ ყოფნა“, – წერს იგი ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში; თანაც, კატეგორიულად უარყოფს მძიმე ცოდვაში მხილებული და ამისთვის ეკლესიის მიერ გასამართლებული ეპიკოპოსის ან, საერთოდ, მღვდელმსახურის მიერ რამენაირი სამღვდელო მოქმედების შესაძლებლობას. წმინდა კვიპრიანე გვასწავლის, რომ ღვთის საიდუმლოებებში აკურთხებს არა ეპისკოპოსი, არამედ სულიწმიდა და ამიტომ, ვისაც უკვე არა აქვს თავისთავში სულიწმიდის მადლი, იმას თავისთავად არ შეუძლია ეს მადლი სხვებს გადასცეს. თავის სხვა ეპისტოლეში, იგი წერს: „რადგან ნათქვამია, „ცოდვილისაი არა ისმინის ღმერთმან, არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ“ (ინ. 9, 31). მაშ, ვის შეუძლია გასცეს ის, რასაც თვითონ არ ფლობს, ან რაგვარად შეუძლია სულიწმიდის საქმენი აღასრულოს იმან, ვინც თავად განუდგა სულიწმიდას?“ კიდევ ერთ თავის ეპისტოლეში საუბრობს იმათ შესახებ, ვინც მძიმე ცოდვაში ჩავარდა, ამის შედეგად სულიწმიდის მადლი დაკარგა და ამის გამო ხარისხი აეყარა, და თვლის, რომ არამცთუ მათ მიერ ჩატარებული ხელდასხმა, არამედ ლოცვაც კი არ შეიწირება მათგან: „არავის ეხმარება უფალი იმის ლოცვებით; ვინც უფალი თავად განარისხა“. წმინდა კვიპრიანეს ეს მოძღვრება მთელმა ეკლესიამ მიიღო და აღმოსავლურ ეკლესიაში მას ყოველთვის ჰქონდა კანონის ძალა, როგორც ჰქონდა მას ეს ძალა, ზოგადად, დასვლურ ეკლესიაში XVI საკუნემდე. ამის კლასიკურ მაგალითს ვხედავთ ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზედაც განკვეთეს იბა, ედესელი ეპისკოპოსი, სხვათა შორის იმისთვისაც, რომ მხილებული იყო სიმონიურ ხელდასხმაში. ასეთ ხელდასხმებთან დაკავშირებით მიიღეს განსაკუთრებული კანონი (მე-2): ხელდასხმისათვის სიმონიაში მხილებული ეპისკოპოსი ხარისხიდან უნდა განიკვეთოს; რაც შეეხება თვით ხელდასხმას, მას არ გააჩნია არანაირი – არც სულიერი და არც იურიდიული –- ძალა და ასეთი ხელდასხმის მიმღებელი „ნაყიდი ხელდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს“. ეს ეხება სელდასხმას, რომელიც ეპისკოპოსმა ჩაატარა, სანამ ის ხარისხში იყო ჯერ კიდევ გასამართლებამდე. აქედან, ამ შედეგის მაგალითზე, თავისთავად ცხადია, რომ ასეთივე ხასიათს იძენს ყველა სხვა ხელდასხმა, რომელიც ამა თუ იმ დანაშაულისათვის გასამართლებულმა ეპისკოპოსმა შეასრულა. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი, 694 წლის ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში საუბრობს განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ ჩატარებული ქიროტონიის შესახებ და ამბობს: „არ შეიძლება ხელდასხმა ეწოდოს იმას, რაც შესრულებული იყო ხარისხიდან განკვეთილი პირის მიერ“. ხოლო, ეს რომ წმინდა გრიგოლის კერძო აზრი არ იყო, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ეს მოსაზრება ცალკე კანონადაა შეტანილი დასავლეთის საერთო კანონიკურ კრებულში. მსგავსადვე გამოთქვამს კონსტანტინოპოლის პატრიაქი ტარასიც, რომელიც არ აღიარებდა განკვეთილი ეპისკოპისის მიერ ჩატარებულ ხელდასხმას, განსაკუთრებით, თუ ის სიმონიისთვის იყი ხარისხაყრილი, „რადგან, – ამბობს, – ასეთებს სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ“, ანუ ზუსტად იმას, რაც ნათქვამია ტრულის კრების 21-ე კანონში. კონსტანტინოჰოლის პატრიარქი ფოტი, ერთ-ერთ თავის თხზულებაში სპეციალურად იხილავს საკითხს იმ პირების მიერ ჩატარებულ ხელდასხმასთან დაკავშირებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ თხზულებაში იგი მრავალ ერეტიკოსსა და სქიზმატიკოსს მოიხსენიებს, რომელთა მიერ შესრულებული ხელდასხმა გარკვეულ პირობებში შეიძლება აღიარებული იყოს, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ ეხება საკითხს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა აღიარებულ იქნეს განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ შესრულებული ხელდასხმა, თუმცა თვით ასეთ პირებს საკითხის განხილვისას მოიხსენიებს.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ კანონი არაფერს ამბობს იმასთან მიმართებით, შეიძლება თუ არა განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ აღსრულებული ქიროტონია ეკლესიამ აღიაროს, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი კანონი, რომლებსაც შეუძლიათ ირიბად დაამტკიცონ ის აზრი, რომ მსგავსი ქიროტონია არაფრით შეიძლება ჭეშმარიტად ჩაითვალოს. ასე, მაგალითად, სარდიკიის კრებაზე (343 წელი), განიხილებოდა ვინმე ევტიქიანესა და მუსეის საკითხი, რომლებმაც მიითვისეს ეპისკოპოსობის უფლება სხვადასხვა ადგილებში რამდენიმე პირი მღვდლად აკურთხეს. კრების ზოგიდა წევრის აზრით, ეს მღვდლები უნდა ეღიარებინათ, რადგან „ისინი არაფერში ერთი დამნაშავენი“, ანუ დამტკიცებულ იქნა, რომ სამღვდელო კანდიდატებმა არიან იცოდნენ იმის შესახებ, რომ ამ ეპისკოპოსებს ხელდასხმის უფლება არ არაფერი ჰქონდათ. მიუხედავად ამ არგუმენტისა, კრება არ დათანხმდა ასეთი ლმობიერება გამოეჩინა მოხსენიებული მღვდლების მიმართ,რადგან გამოვიდა იმ პრინციპიდან, რომ არავის შეუძლია მისცეს სხვას ის, რაც თავად მას არ გააჩნია, და ვინაიდან ევტექიანე და მუსეი არ იყვნენ კანონიერი ეპისკოპოსები, ამიტომ, შესაბამისად, არავისი კურთხევა მათ არ შეეძლოთ, იმიტომ რომ, კანონიერ მღვდლად შეიძლება აღიარება, რომელიც სრულუფლებიანი ეპისკოპოსის მიერ არის მხოლოდ იმ პირის ხელდასხმული. თუ კი ეს სრულუფლებიანი ეპისკოპოსი ამის შემდეგ რამე დანაშაულისთვის განკვეთეს, რომელ დანაშაულშიც მის მიერ ხელდასხმული მღვდლები შემჩნეულნი არ ყოფილან, მაშინ ეს მღვდლები რჩებიან კანონიერ და ჭეშმარიტ მღვდელმსახურებად. სწორედ, ეს დასკვნა გამოჰყავთ ზონარასა და ბალსამონს თავის კომენტარებში სარდიკიის კრების მე-19 კანონზე, როგორც საერთო კანონიკური ნორმა.” აქედან, ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსი თავისი განკვეთის შემდეგ მოახდენს ვინმეს მღვდლად კურთხევას, მაშინ ასეთი პირი არამცთუ მღვდელი ვერ გახდა, არამედ ვერც ვერავითარ უფლებას მოიპოვებს სამღვდელო იერარქიაში, ვინაიდან ვისაც უნდა მიეცა მისთვის ეს უფლება, მას უკვე თავად ჰქონდა ის ჩამორთმეული.
სარდიკიის კრებიდან მოყვანილი მაგალითის მსგავს შემთხვევას, ჩვენ შემდგომში ვხვდებით I მსოფლიო კრებაზე. ვინმე ეგვიპტელი ფილოსოფოსი მაქსიმე, კონსტანტინოპოლში არასწორად იყო აყვანილი ეპისკოპოსის ხარისხში, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატებოდა, რომ ის, მართალია, ყოველმხრივ კანონიერმა ეპისკოპოსებმა აკურთხეს, მაგრამ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ კონსტანტინოპოლის ეკლესიაში, რადგან არ გააჩნდათ ამ ეკლესიაში იურისდიქცია, რამეთუ მიე, ჯუთვნებოდ- “ათენის სინტაგმა, III, 276. ნენ სხვა (ალექსანდრიის) ეკლესიას. გახდა რა არასწორი გზით ეპისკოპოსი, მაქსიმემ, თავის მხრივ, რამდენიმე კლირიკოსს დაასხა ხელნი. აღნიშნულმა კრებამ განიხილა ეს საქმე და თავისი მე-44 კანონით გამოაცხადა მაქსიმე ეპისკოპოსობის უღირსად, ხოლო მის მიერ შესრულებული დადგინებები – გაუქმებულად.
მოხსენიებული კანონებიდან დამოუკიდებლად, ეს მტკიცდება, აგრეთვე, იმ კანონიკური კავშირის საფუძველზე, რომელიც არსებობს სულიერ ხელმწიფებასა და ხელდასხმის საიდუმლოს შორის. მღვდლობის საიდუმლოს შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სწავლებით, რამდენადაც მნიშვნელოვანია მისი სულიერი მხარე (დასადგინებელი პირისთვის საღვთო მადლის გადაცემა), იმდენადვე მნიშვნელოვანია მისი იურიდიული მხარეც, ანუ ის სულიერი ხელმწიფება, რომლის მეშვეობითაც ეს მადლი გარდამოდის სამღვდელო კანდიდატზე. ეს ხელმწიფება არის საჯარო უფლებამოსილებაში, და როდესაც ის ვინმეს ეძლევა, ანუ ხდება სულიერი ხელმწიფების ჩაბარება (შდრ. მთ. 10, 1; საქმ. 8, 16, 19) ამით იგი (სულიერი ხელმწიფება) იძენს საჯარო უფლებამოსილების საზეიმო აქტის სახეს. სანამ გარკვეული პირი ამ ხელმწიფებას ფლობს, მას შეუძლია სრულუფლებიანად იმოქმედოს მისით და მის მიერ ამ სულიერი ხელმწიფების ძალით აღსრულებული ქმედებები კანონიერი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თვით ეს პირი შეძლება იყოს ბიწიერი და არ იყოს სასულიერო ხელისუფლების ღირსი. მისი უღირსობა, თავისთავად არ ართმევს მას ხელისუფლებას, არამედ შეუძლია მხოლოდ მიზეზი აღმოჩნდეს იმისა, რომ ის სასულიერო ხელისუფლებიდან დაითხოვონ, ანუ ჩამოართვან სულიერი ხელმწიფება. ჩამორთმევა კი, ასევე, შეიძლება მხოლოდ საჯარო უფლებამოსილების საზეიმო აქტით –- (სხვა ეპისკოპოსების) სულიერი ხელმწიფებით, რომლის ძალითაც უქმდება მისთვის მინიჭებული უფლება (მიბარებული სულიერი ხელმწიფება), ყველა მისი იურიდიული უპირატესობით, და განსაკუთრებით უქმია და ძალას მოკლებული მის მიერ მომავალში ჩატარებული ნებისმიერი სამლვდელო ქმედება. ამიტომ, თუკი ეპისკოპოსმა დაიწყო მწვალებლობის ქადაგება ან განხეთქილებისათვის საზოგადოების ორგანიზება, ის ამის გამო ჯერ კიდევ არ კარგავს ხელდასხმის უფლებას, მაგრამ თუ მას ამისათვის ან სხვა რამე მძიმე დანაშაულისთვის კრება გაასამართლებს და საბოლოოდ განკვეთს თავისი ხარისხიდან, ის დაკარგავს ყველა იერარქიულ უფლებას, რადგან, ამით, უკვე, კარგავს მღვდლობის მადლს და ამ მადლის სხვისთვის გადაცემის შუამავლობის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკვე არავის დადგინება აღარ შეუძლია, რადგან განკვეთა, – ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, საბოლოო განკვეთას, – არის ის კანონიკური აქტი, რომლის თანახმადაც გარკვეული პირი კარგავს თავის აქამდე კუთვნილ წმინდა უფლებას და იქცევა ერისკაცად იგივე უფლებებით, როგორიც მას ხელდასხმამდე ჰქონდა. მღვდლობის „წარუხოცელი თვისების“ საფუძველზე რომ მოენდომებინათ კანონიერად განკვეთილი ეპისკოპოსისათვის ხელდასხმის უფლების შენაჩუნება, მას მაინც არ ექნებოდა იურიდიული ძალა იმ პირისთვის, ვინც ის მიიღო, რადგან ამ ხელდასხმით ვერ მიიღებდა იმას, რაც კანონიერი ხელდასხმის შედეგს წარმოადგენს და, შესაბამისად, იურიდიული მნიშვნელობით ეკლესიასთან იმავე დამოკიდებულებაში რჩება, როგორიც ჰქონდა თავის უკანონო ხელდასხმამდე. რაიმე სასულიერო-იერარქიული ქმედების სისწორისა და კანონიერებისათვის, აუცილებელია, რომ პირი, რომელმაც ეს ქმედება უნდა აღასრულოს, მიეკუთვნებოდეს კანონიერ იერარქიას, ანუ იყოს ამ ქმედების უფლებით მოსილი. შესაბამისად, ვინც უკვე აღარ მიეკუთვნება აღნიშნულ იერარქიას, მას არ შეუძლია ისარგებლოს და სხვებს გადასცეს ის უფლებები, რაც მას ჩამოერთვა. ტრულის კრების 21-ე კანონი ბრძანებს ყველა იმ ეპისკოპოსის ხარისხიდან განკვეთას და ერისკაცთა რიგში გადაყვანას, ვინც მძიმე დანაშაულში იქნება მხილებული, ხოლო მოციქულთა 28-ე კანონი, ანტიოქიის კრების ამ კანონის მსგავსად, განაწესებს, რომ ასეთი ყოფილი ეპისკოპოსი ეკლესიასთან თანაზიარებიდანაც განიკვეთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ის ეპისკოპოსობისაგან განკვეთის შემდეგ ისეთ სამღვდელო ქმედებას ჩაატარებს, რომლის ჩატარების უფლებაც მას ადრე, ეპისკოპოსად ყოფნისას ჰქონდა, მაშინ ის ეკლესიის წევრობიდანაც იკვეთება. შეიძლება, განა, ამის შემდგ ვივარაუდოთ, რომ რამეს, ამ პირის მიერ გადაცემულს, რომელსაც თავადაც არ ფლობს, ჰქონდეს იურიდიული ძალა? რა თქმა უნდა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე სულიერი ძალა ეგრეთ წოდებული მღვდლობის საიდუმლოს წარუხოცელი თვისების საფუძველზე. რაც შეეხება მღვდლობის საიდუმლოს „წარუხოცელ თვისებას“, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს საიდუმლო არ შეიძლება ერთი და იგივე ხარისხში განმეორდეს ერთი და იმავე პირზე (შდრ. კართ. 29; სარდ. 14).
PDF გვ. 53 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე მღვდელი ან დიაკონი, უგულებელყოფს რა თავის ეპისკოპოსს, თავად განიყენებს თავს ეკლესიისაგან და საგანგებო შეკრებების აღსრულებას დაიწყებს და საკურთხეველს აღმართავს, ხოლო ეპისკოპოსისაგან მოწოდებული, არ დაემორჩილება მას და არ ისურვებს მისი ისმინოს, და იქნება რა მოწოდებული მის მიერ ერთგზის და ორგზის, არ შეისმენს, – ესევითარი, დაე, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან; იგი არ შეიძლება დაშვებულ იქნეს მსახურებისათვის და არც უწინდელი პატივის დაბრუნება შეიძლება მისთვის. ხოლო თუ გაჯიუტდება, შფოთს მოაწყობს ეკლესიაში და აღდგება მის წინააღმდეგ, მაშინ როგორც მეამბოხე, დაშოშმინებულ იქნეს სამოქალაქო ხელისუფლების მიერ.
იხილეთ მოციქულთა 31-ე კანონის განმარტება, რომელიც ანტიოქიის ამ კანონში მეორდება. ერთადერთი რაც აქ დამატებულია, ეს არის ის, რომ განკვეთილი დამნაშავე გადაეცემა სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელიც მას დასჯის, როგორც მეამბოხეს. ეს კანონიკური განწესება მეტად საყურადღებოა, რამეთუ აჩვენებს, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას არ შეუძლია დასაჯოს არც ერთი მღვდელი ან დიაკონი, სანამ ის სასულიერო ხარისხშია; ეს მხოლოდ ეკლესიას შეუძლია თავისი საშუალებებით (ამის შესახებ იხ. მოციქულთა მე-5 კანონის განმარტება). როდესაც ეკლესიის სასჯელი უშედეგოა, მაშინ საეკლესიო ხელისუფლება მას ხარისხიდან განკვეთს და დამნაშავე პირი გადაჰყავს ერისკაცთა რიგში, რის შემდეგაც მას უკვე სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცემს, რომელიც მას სჯის როგორც ერისკაცს და არა როგორც სასულიერო პირს. ასეთი კანონიკური განწესების საფუძველი დევს თვით სასულიერო წოდების ცნებასა და სასულიერო პირის მნიშვნელობაში, ვიდრე ის ხარისხში იმყოფება. რამდენადაც დიდად მნიშვნელოვანია ეს კანონიკური განწესება მღვდლებისა და დიაკვნებისათვის, იმდენად უფრო მნიშვნელოვანია იგი ეპისკოპოსებისათვის, რომლებიც უბედურმა შემთხვევამ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ საჭირო გახდა დასასჯელად მათი გადაცემა სამოქალაქო ხელისუფლებისათვის. ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ კართაგენის 48-ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 59 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე განყენებული იქნება თავისი ეპისკოპოსის მიერ საეკლესიო ერთობისაგან, – ესევითარს მანამდე ნუ მიიღებს სხვა ეპისკოპოსი თანაზიარებაში, ვიდრე მას თავისი ეპისკოპოსი არ შეიწყნარებს, ანდა როცა კრება შედგება და ის, იქ წარმდგარი, თავს გაიმართლებს და დაარწმუნებს რა კრებას, მისგან გამართლებას მიიღებს. იგივე განწესება იქნეს დაცული ერისკაცების, მღვდლების, დიაკვნებისა და ყველას მიმართ, ვინც კი საეკლესიო დასის წევრია.
იხილეთ მოციქულთა 32-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 60 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უცხოთაგან არავინ იქნეს მიღებული სამშვიდობო ეპისტოლეს გარეშე.
IV მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტებაში ნათქვამია, თუ რას ნიშნავს ამ კანონში მოხსენიებული სამშვიდობო ეპისტოლე.
PDF გვ. 60 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სოფლის მღვდლები არ აგზავნიან კანონიკურ ეპისტოლეებს, მხოლოდ წერილის გაგზავნა შეუძლიათ მეზობელი ეპისკოპოსებისადმი. ხოლო უმწიკვლო ქორეპისკოპოსები, დაე, სამშვიდობო ეპისტოლეებს გასცემდნენ.
კანონიკური ეპისტოლე ეწოდება ყველა ოფიციალურ მოწმობას, რომელიც გარკვეულ პირს ეძლევა მმართველი სასულიერო ხელისუფლების მიერ. მოციქულთა მე-12, IV მსოფლიო კრების მე-11 და ტრულის კრების მე-17 კანონების განმარტებებში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ კანონებში მოიხსენიება სამი სახის ეპისტოლე, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი და რა შემთხვევაში გაიცემიან. კანონიკური ეპისტოლეს გაცემის უფლება აქვს მმართველ ეპისკოპოსს. რაც შეეხება ქორეპისკოპოსებს, კანონი აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ სამშვიდობო ეპისტოლეს გაცემის უფლება აქვთ და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად არიან უმწიკვლონი. სხვაგვარად ისინი ამას ვერ გააკეთებენ. სოფლის მღვდლებს კანონი უკრძალავს კანონიკური ეპისტოლეების გაცემას. სოფლის მღვდლებში არ უნდა ვიგულისხმოთ ჩვეულებრივი მღვდლები, რომლებიც სოფლის სამრევლოებში მსახურობენ, რადგან მაშინ გაუგებარი იქნებოდა, თუ რატომ არ მოიხსენიებს კანონი ქალაქის მღვდლებს, რომლებიც, როგორც ვიცით, უპირატესობას ფლობენ სოფლის მღვდლებთან მიმართებით. კანონში მოხსენიებული მღვდლების შესახებ არისტინე, ამ კანონის განმარტებაში ამბობს, რომ ისინი იყვნენ უპირატესნი სოფლის მღვდლებს შორის, ბალსამონი მათ პროტოპოპებს (პროტოპრესვიტერებს, X0CთII0XCXXC66C)”X უწოდებს. რუსულ ეკლესიაში მათ „ბლაგოჩინებს“ უწოდებენ. შესაბამისად, ეს სოფლის უფროსი მღვდლები, როგორც ჩანს, ამ კრებამდე გასცემდნენ კანონიკურ ეპისტოლეებს, კანონი კი ამას არაკანონიერ ქმედებად აფასებს და შემდგომში მათ უკრძალავს ასეთი ეპისტოლეების გაცემას. თუკი რომელიმე კლირიკოსი მეზობელი ეპისკოპოსის სამთავროში მოისურვებს გადასვლას, მაშინ მოხსენიებულ მღვდლებს უფლება აქვთ გაუგზავნონ ამ მეზობელ ეპისკოპოსს თავისი შეფასება ანუ ჩვეულებრივი წერილი (6ით+X02MV, ეპისტოლე), რომლითაც დაამოწმებენ, რომ აღნიშნული პირის პიროვნება, როგორც კლირიკოსის, მათთვის ცნობილია და წერენ ერთგვარ დახასიათებას. ასეთ წერილებს არ ჰქონდათ ფორმალური კანონიკური ეპისტოლეების მნიშვნელობა, რადგან კანონიკური ეპისტოლეების გაცემა, კანონის თანახმად, მხოლოდ მმართველ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ან მათი კურთხევით – ქორეპისკოპოსებს.
PDF გვ. 60 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყოველ სამთავროში ეპისკოპოსები უნდა სცნობდნენ სამიტროპოლიტოში მმართველ ეპისკოპოსს, რომელსაც მთელ სამთავროზე მზრუნველობა აქვს დაკისრებული, რადგან სამიტროპოლიტოში თავს იყრიან სხვადასხვა საქმეზე ყველა მხრიდან ჩამოსულები. ამიტომ განვაწესებთ, რომ იგი პატივითაც უპირატესი იყოს და სხვა ეპისკოპოსებმაც მის გარეშე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაფერი მოიმოქმედონ, – ჩვენი მამების მიერ ძველთაგანვე მიღებული წესისამებრ, – გარდა იმ საქმეებისა რომლებიც მხოლოდ თითოეული მათგანის ეპარქიასა და მათ საზღვრებში არსებულ დაბა-სოფლებს ეხება. რამეთუ ყოველ ეპისკოპოსს თავის ეპარქიაში აქვს სელმწიფება, და დაე, განაგებდეს კიდეც მას თითოეულისათვის შესაფერისი წინდახედულობით, და მთელ იმ მხარეზეც იზრუნოს, რომელიც მის "ათენის სინტაგმა, IIL 40. _ _ ქალაქზეა დამოკიდებული; დაადგინოს მღვდლები და დიაკვნები, და ყველა იქაური საქმე გონივრულად განაგოს. ხოლო ამის ზევით ნურაფრის ქმნას ნუ განიზრახავს სამიტროპოლიტოს ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) გარეშე; ასევე, ესეც (მიტროპოლიტი) – ეპისკოპოსთა თანხმობის გარეშე.
ეს კანონი წარმოადგენს მოციქულთა 34-ე კანონის დამატებას და უფრო დაწვრილებით მოიხილავს მასში განხილულ საკითხს. მოციქულთა კანონში ნათქვამია, რომ ყოველი ერის ეპისკოპოსი, ანუ ეპისკოპოსები თითოეული ცალკეული ადგილობრივი ეკლესიისა, თავის უხუცესად (უპირატესად) უნდა მიიჩნევდნენ იმ ეპისკოპოსს, რომელსაც მათ შორის პირველი (მთავარი) კათედრა უპყრია. ანტიოქიის წინამდებარე კანონში იგივეა გამოხატული, ოღონდ სხვა სიტყვებით – შესაბამისობაში პირველი მსოფლიო კრების შემდგომ დამტკიცებული ტერმინოლოგიისა საეკლესიო მოწყობის შესახებ. აქ ნათქვამია, რომ თითოეულ ეპარქიაში ეპისკოპოსები უნდა სცნობდნენ სამიტროპოლიტოში მთავარ ეპისკოპოსს, ანუ უნდა აღიარებდნენ და თვლიდნენ უპირატეს მიტროპოლიტად აღებულ სამიტროპოლიტო სამთავროში. სამიტროპოლიტო სამთავრო, ეკლესიის ძველ დროში შეესაბამებოდა ადგილობრივ ეკლესიას და თავის შინაგან მოწყობაში სრულიად დამოუკიდებელი იყო. ეს მტკიცდება პირველი ოთხი საუკუნის (V საუკუნის პირველ ნახევრამდე) ეკლესიის ისტორიით, როდესაც IV მსოფლიო კრებამ ამასთან დამოკიდებულებით მოახდინა ერთგვარი გადაწყობა, რის შესახებაც ბალსამონი მსოფლიო კრების მე-2 კანონის განმარტებაში სავსებით სწორად შენიშნავს, რომ ძველ დროში ყველა ეპარქიის მიტროპოლიტი დამოუკიდებელი იყო და დგინდებოდნენ მხოლოდ თავისი კრებების მიერ.”
PDF გვ. 61 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წმინდა კრებამ კეთილად განაგო, რომ დაბებსა და სოფლებში მოღვაწე ეკლესიების წინამძღვრებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა ქორეპისკოპოსებმა, იცოდნენ თავიანთი ხელმწიფების საზღვრები, – თუნდაც მათ ეპისკოპოსობის წესით ჰქონდეთ მიღებული ხელდასხმა, – რომ მხოლოდ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიები უნდა განაგონ და ამით შემოიფარგლონ მზრუნველობასა და განკარგულებებში; დაადგინონ წიგნის მკითხველები, იპოდიაკვნები და მაფუცებელნი, და დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ამ წოდებათა კურთხევით, ხოლო მღვდლის ან დიაკვნის დადგინებაზე არ გაკადნიერდნენ იმ ქალაქში მოღვაწე ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომელსაც ქორეპისკოპოსი და მისი განსაგებელი მხარე ემორჩილება. ხოლო თუ ვინმე გაბედავს ამ განწესების დარღვევას, დაე, იმ პატივსაც მოაკლდეს, რომელიც აქვს. თავად ქორეპისკოპოსი კი დგინდება იმ ქალაქის ეპისკოპოსის მიერ, რომელსაც მისი მხარე ექვემდებარება. "ათენის სიეტაგმა, II, 171.
ქორეპისკოპოსების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ანკირიის კრების მე-13 კანონის განმარტებაში, სადაც ვნახეთ, რომ ისინი ხშირად ცდილობდნენ მიეთვისებინათ მთავარი ქალაქების ეპისკოპოსების უფლებამოსილება. სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიღებული წინამდებარე კანონი, რომელიც დაწვრილებით განსაზღვრავს ქორეპისკოპოსების სამოღვაწეო ასპარეზს მათი მსახურების ადგილებში და ქორეპისკოპოსობის პატივის ჩამორთმევით ემუქრება მათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაკადნიერდებიან და გასცდებიან ამ კანონით მათთვის განსახღვრულ სამოქმედო ფარგლებს.
PDF გვ. 62 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ანდა საერთოდ, დასის სხვა რომელიმე წევრი, სამთავროს ეპისკოპოსების ნებართვისა და მათ მიერ გაგემული კანონიერი ეპისტოლეს გარეშე, და მით უფრო – მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე, გაბედავს მეფესთან მისვლას, ესევითარი, დაე, განყენებულ იქნეს და მოაკლდეს არამხოლოდ თანაზიარებას, არამედ იმ ღირსებასაც, რომელიც ჰქონდა, ვითარცა გაკადნიერებული – ეკლესიის წესების საწინააღმდეგოდ – ჩვენი ღვთისმოყვარე მეფე შესმენით შეეწუხებინა. ხოლო, თუკი ვინმეს აუცილებელი საჭიროება აიძულებს მეფეს მიმართოს, მაშინ ესევითარმა, დაე, მიტროპოლიტისა და თავისი სამთავროს ეპისკოპოსების განხილვითა და ნებართვით მოიმოქმედოს ეს, და სათანადო ეპისტოლეებიც მიიღოს მათგან.
// მსოფ. 6; სარდ. 7, 8, 9, 21; ანტიოქ. I2; კართ. 104, 106)
უწესრიგობანი, რომლებსაც IV საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესიაში არიანელები და ნახევრადარიანელები ქმნიდნენ, განსაკუთრებით კი იმით, რომ ეს მწვალებელი ეპისკოპოსები და სხვა კლირიკოსები – მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ განკვეთილნი – უშუალოდ მეფეს მიმართავდნენ და მის მფარველობას ეძებდნენ, გახდა ამ კანონის მიღების მისეზი. ის მკაცრად უკრძალავს ეპისკოპოსებსა და სხვა კლირიკოსებს მეფის სასახლეში გამოცხადებას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ამასთან, კანონი განაწესებს, რომ ამ კანონის დამრღვევი არა მხოლოდ განიყენება, არამედ განიკვეთება კიდეც თავისი ღირსებიდან. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმეს გადაუდებელი საქმე აქვს და აუცილებლად საჭიროებს მეფის სასახლეში მისვლას, კანონი განაწესებს, რომ ეს მან უნდა გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი მიტროპოლიტის ან ეპისკოპოსთა კრების ნებართვით, რომელიც მასზე შესაბამის სიგელს” გასცემს. თუკი რომელიმე ეპისკოპოსი დედაქალაქში იმყოფება სამსახურეობრივი მოვალეობით, მისი ზემდგომი "სათანადო სახის ეპისტოლე – „განსატევებელი წიგნი“. ხელისუფლების კურთხევითა და რწმუნებით, ასეთ შემთხვევაში, – როგორც ბალსამონი აღნიშნავს ამ კანონის განმარტებაში, – მას არავინ უშლის მივიდეს მეფესთან მის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად და, იმავდროულად, უთხრას რაც ნებავს.”
PDF გვ. 63 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავისი ეპისკოპოსის მიერ ხარისხიდან განკვეთილი მღვდელი ან დიაკონი, ან თუნდაც ეპისკოპოსი, კრების მიერ განკვეთილი, არ უნდა გაკადნიერდეს მეფე შესმენით შეაწუხოს, არამედ, მართებულია მიმართოს ეპისკოპოსთა დიდ კრებას, და ის, რაშიც ჰგონებს რომ მართალია, შესთავაზოს ეპისკოპოსთა უმრავლესობას და მათ მიერ გამოძიებულსა და განჩინებულს დასჯერდეს. ხოლო თუ მათ უგულებელყოფს და მეფეს შეაწუხებს, ესევითარი, დაე, ნუ იქნება ღირსი რაიმენაირი შენდობისა, და ნურც თავის მართლების საშუალება მიეცემა მას, და ნუღარც ხარისხში აღდგენის იმედი ექნება.
მოციქულთა 28-ე კანონისა და, აგრეთვე, ტრულის კრების მე- და მე-17 კანონების განმარტებებში, ჩვენ ვისაუბრეთ საეკლესიო-სასამრთლო ინსტანციების შესახებ. იგივე საკითხზე საუბრობს წინამდებარე კანონიც და მოიხსენიებს ეპისკოპოსთა კრებას, როგორც უმაღლეს ინსტანციას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა პირმა, ვინც უკმაყოფილო იქნება მის მიმართ დაბალი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენით. თავისი ეპისკოპოსის მიერ გასამართლებულ მღვდელს ან დიაკონს შეუძლია მიმართოს ეპარქიალურ კრებას მმართველი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით, ხოლო ეპარქიალური კრების მიერ გასამართლებულ ეპისკოპოსს, როგორც კანონი ამბობს, შეუძლია მიმართოს უმაღლეს კრებას, ანუ ამის რწმუნების მქონე საეკლესიო სამთავროს ყველა ეპისკოპოსისგან შემდგარ კრებას (ანტიოქ. მე-15), რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერებული იყოს მეზობელი სამიტროპოლიტო სამთავროს რამდენიმე ეპისკოპოსით (ანტიოქ. მე-14). ასეთი დიდი წარმომადგენლობითი კრების მიერ გამოტანილი განაჩენი, საბოლოო იყო და მის შემდეგ აღარ რჩებოდა გზა სხვა რომელიმე სასამართლოსათვის მიემართათ. ანტიოქიის კრება ამტკიცებს იმას, რაც დადგენილი იყო ჯერ კიდევ მოციქულთა კანონებით (28-ე და 74-ე), და თავის ყურადღებას იმაზე აჩერებს, რომ ზოგიერთი მღვდელი, დიაკონი და ეპისკოპოსიც კი, უკმაყოფილონი რწმუნებული საეკლესიო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, მიმართავდნენ მეფეს და მისგან ითხოვდნენ შუამდგომლობას გამოტანილი განაჩენის შესაცვლელად. ამ კანონით ანტიოქიის კრება მთელი კატეგორიულობით გმობს მსგავს ქმედებებს და აცხადებს, რომ გამოტანილი განწესების ყველა დამრღვევი პირი ყოველგვარ “ათენის სინტაგმა, III, 145. უფლებას კარგავს იქონიოს შემდგომი გამართლების მცდელობა და მიტევების მიღების იმედი. წარმოდგენილ კანონში ლაპარაკია საეკლესიო ხასიათის სასამართლო საქმეებზე და ამგვარი საქმეების გადასაწყვეტად იგი კრძალავს მეფისადმი მიმართვას, ანუ სამოქალაქო სასამართლოსადმი. კანონი სასულიერო პირებს უკრძალავს სამოქალაქო სასამართლოსადმი მიმართვას სამოქალაქო ხასიათის საქმეებთან დაკავშირებითაც და ბრძანებს, რომ ამ სახის საქმეებიც საეკლესიო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, გამონაკლისი დაშვებულია რაიმე განსაკუთრებული შემთხვევისათვის (იხ. IV მსოფლიო კრების მე-9 კან. და მისი განმარტება).
PDF გვ. 64 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსთაგან ნურავინ გაკადნიერდება ერთი ეპარქიიდან მეორეში გადავიდეს, ან იქ ვინმე ღვთისმსასურების აღსასრულებლად დაადგინოს, ან სხვებიც თან წაიყვანოს უნებართვოდ, როცა იქ ჩავა იქაური მიტროპოლიტისა და ეპისკოპოსების ეპისტოლარული მიწვევით. ხოლო, თუ ყოველგვარი მიწვევის გარეშე გადავა სხვა ეპარქიაში და, მაშასადამე, წესის დარღვევით, – ზოგიერთთა ხელდასასხმელად და იქ საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად, რაც მის ხელმწიფებაში არ შედის, – ასეთ შემთხვევაში, ყოველივე, მის მიერ აღსრულებული, უქმია; თავად კი, თავისი უწესობისა და უგუნური წამოწყებისათვის, დაე, შესაფერისად დაისაჯოს წმინდა კრების მიერ, რაც ხარისხიდან მის დაუყოვნებლივ განკვეთაში მდგომარეობს.
იხილეთ მოციქულთა 35-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 65 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი განისჯება რაიმე ბრალდებით და ისე მოხდება, რომ იმ სამთავროს ეპისკოპოსებს უთანხმოება ექნებათ მის გამო: ერთნი უდანაშაულოდ აღიარებენ მას, მეორენი კი – დამნაშავედ, მაშინ ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად, წმინდა კრებას სათნოდ უჩანს, რომ სამთავროს მიტროპოლიტმა მოიწვიოს მახლობელი სამთავროდან ზოგიერთი სხვა ეპისკოპოსი, რომლებიც ხელახლა განიხილავენ საქმეს და აღმოფხვრიან ეჭვებს, რათა მათ ამ სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად დაამტკიცონ ის, რაც დადგენილი იქნება.
ანტიოქიის კრების ზოგიერთი კანონის მიღების მიზანი იყო ეპისკოპოსთა კრების ავტორიტეტის უზრუნველყოფა და განმტკიცება თითოეულ, ცალკე აღებულ სასამართლო საქმეში; განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომლებიც ეპიკოპოსების მიმართ იყო აღძრული (მე-4, მე-12, მე-15). თუკი საჩივარი განიხილებოდა რომელიმე ეპისკოპოსის მიმართ და კრების ყველა წევრი, ანუ ეპარქიის თითოეული ეპისკოპოსი თავიანთ მიტროპოლიტთან ერთად თანახმიერნი იყვნენ და მათი განაჩენი ერთაზროვნების შედეგს წარმოადგენდა, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, განაჩენი შეუცვლელ ხასიათს იღებდა და მის წინააღმდეგ აპელირება შეუძლებელი ხდებოდა (ანტიოქ. მე-15) ხოლო თუ ეპისკოპოსებს შორის ერთაზროვნებას ადგილი არა აქვს და კრების მიერ ბრალდებულ ეპისკოპოსზე საჩივრის განხილვისას მათი შეხედულება განსხვავდება, მაშინ კანონი მიტროპოლიტს განუწესებს სადავო საკითხის გადასაჭრელად მოიწვიოს ახლომდებარე სამთავროებიდან რამდენიმე ეპისკოპოსი – ამა თუ იმ მხარისათვის მათი ხმების მისამატებლად, რის საფუძველზეც კრება უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და თავისი განაჩენი გამოაქვს. კანონით ეს განიწესება სასამართლოში პირუთვნელობის დასაცავად და განაჩენის სამართლიანობასთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად.
PDF გვ. 65 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი, დადანაშაულებული რალაც ქმედებებში, განისჯება იმ სამთავროს ყველა ეპისკოპოსის მიერ, და ყველა ისინი თანახმიერად გამოუტანენ მას ერთ სასჯელს, – ესევითარს, დაე, ნუ განსჯიან სხვა ეპისკოპოსები, არამედ მტკიცე იყოს სამთავროს ეპისკოპოსთა ერთაზროვანი გადაწყვეტილება.
წინამდებარე კანონი ამბობს, რომ განაჩენი, რომელიც კრებაზე ყველა ეპისკოპოსისა და მათი მიტროპოლიტის მიერ ერთხმად არის მიღებული, – კანონიერად ამ კრებას დაქვემდებარებული რომელიმე ეპისკოპოსის მიმართ საჩივართან დაკავშირებით, – უნდა იყოს მტკიცე და შეუცვლელი. ამით ეს კანონი აკეთებს დამატებას და ასრულებს ამ საკითხის განხილვას, რომელსაც კრება მანამდე შეეხო თავის მე-4, მე-12 და მე-14 კანონებში. მსგავსი განაჩენის შემდეგ, რომელიმე სხვა საამართლოს წინაშე აპელაცია დაუშვებელია.
PDF გვ. 66 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე უეპარქიო ეპისკოპოსი შეიჭრება ეკლესიაში, რომელსაც ეპისკოპოსი არ ჰყავს და მიიტაცებს მის საყდარს (კათედრას) სრული კრების ნებართვის გარეშე, ესევითარი განკვეთილ იქნეს, თუნდაც იგი მთელი იმ ერის მიერ იყოს არჩეული, რომლის მმართველობაც მან მიიტაცა. სრული კრება კი არის ის, რომელსაც, სხვებთან ერთად, მიტროპოლიტიც ესწრება.
ზოგადად, თავისუფალი ეპისკოპოსი კანონებში ეწოდება იმ ეპისკოპოსს, რომელიც კანონიერად არის დადგინებული რომელიმე გარკვეული ეკლესიისათვის, მაგრამ, რომელშიც იგი, რაიმე ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს შესვლას და, მაშასადამე, არ შეუძლია იქ თავისი საეპისკოპოსო მსახურება აღასრულოს. ზუსტად ასევე, დაქვრივებული ეკლესია ეწოდება ისეთ ეკლესიას, რომელსაც იერარქიული მოწყობის თანახმად შეეძლო ჰყოლოდა თავისი ეპისკოპოსი, მაგრამ არ ჰყავს ან მისი გარდაცვალების გამო ან სხვა რამე ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე. წინამდებარე კანონი ლაპარაკობს თავისუფალ ეპისკოპოსზე, რომელიც თვითნებურად იკავებს რომელიმე ეკლესიაში გათვისუფლებულ საეპისკოპოსო კათედრას და იქ იწყებს ეპისკოპოსის უფლებებით სარგებლობას. ასეთი თვითნებური ქმედებისათვის კანონი განაწესებს მისი ხარისხიდან განკვეთას და ამას მოითხოვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ დაქვრივებული ეკლესიის მრევლი გამოხატავს სურვილს იყოლიოს იგი თავის ეპისკოპოსად. ასეთი აკრძალვის საფუძველი ის არის, რომ გარკვეული ადგილისათვის ეპისკოპოსების გამორჩევისა და დადგინების უფლება უპირველეს ყოვლისა აქვს ეპისკოპოსთა კრებას, თანაც კრებას სრული შემადგენლობით და მმართველი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით. მხოლოდ ასეთი სრული კრების უფლებამოსილებად თვლის კანონი იმის განსაზღვრას, საჭიროა თუ არა მმართველობაში გადაეცეს თავისუფალ ეპისკოპოსს გათავისუფლებული საეპისკოპოსო კათედრა მთელი თავისი იერარქიული უფლებებით.
PDF გვ. 66 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ეპისკოპოსი, რომელმაც ეპისკოპოსობის ხელდასხმა მიიღო და განწესებულ იქნა მრევლის სამართავად, არ მიიღებს ამ მსახურებას და არ დათანხმდება წავიდეს მისთვის რწმუნებულ ეკლესიაში, – ესევითარი, დაე, განყენებულ იქნეს საეკლესიო ერთობისაგან, სანამ, იძულებული, მსახურებას არ შეუდგება, ანდა სანამ იმ სამთავროს ეპისკოპოსთა სრული კრება მის შესახებ რაიმე განჩინებას არ გამოიტანს.
PDF გვ. 67 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე, ეპისკოპოსად დადგინებული, არ წავა მსახურებისათვის მისთვის განწესებულ საზლვრებში არა თავისი მიზეზით, არამედ – ან ერის მიერ მისი არმიღების, ანდა სხვა რამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, – ესევითარი, დაე, მონაწილე იყოს საეპისკოპოსო პატივისა და მსახურებისა, მაგრამ ოდნავადაც არ ჩაერიოს იმ ეკლესიის საქმეებში, სადაც იმყოფება და დაელოდეს, თუ რას გადაწყვეტს მის შესახებ იმ სამთავროს სრული კრება მას შემდეგ, რაც მისი საქმე წარედგინება.
ორივე ეს კანონი (მე-17 და მე-18) იმეორებს მოციქულთა 36-ე კანონის განწესებას, რომლის განმარტებაც ამ კანონების განმარტებასაც ემსახურება. ორივე მათგანი ამატებს მხოლოდ იმას, რომ საბოლოოდ, ეპისკოპოსის საქმის გადაწყვეტა, რომელსაც არ სურს ჩაიბაროს მისთვის განწესებული საეპისკოპოსო კათედრა, ან რომელსაც არ იღებს მისთვის მინდობილი ეკლესიის მრევლი, ეკუთვნის სრულ ეპარქიალურ კრებას (ანტიოქ. მე-16).
PDF გვ. 67 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსის დადგინება დაუშვებელია კრებისა და სამთავროს მიტროპოლიტის გარეშე, და როცა კრებას მიტროპოლიტი ესწრება, უმჯობესი იქნება, თუ მასთან ერთად კრების მუშაობაში სამთავროს ყველა თანამწირველი ეპისკოპოსი მიიღებს მონაწილეობას; ჯეროვანია, მიტროპოლიტმა მოუწოდოს მათ ეპისტოლეს მეშვეობით, და თუ ყველა შეიკრიბება – უმჯო6- ბესია ხოლო, თუ ეს გაძნელდება, მაშინ მათი უდიდესი ნაწილი, მაინც, უსათუოდ უნდა ესწრებოდეს, ან სიგელებით გამოხატავდეს საკუთარ თანხმობას. ამგვარად, ეპისკოპოსთა დიდი ნაწილის დასწრებით ან მათი თანხმობით აღსრულდეს ეპისკოპოსად დადგინება. ხოლო თუ ეს სხვაგვარად, ამ განჩინების საწინააღმდეგოდ მოხდება, მაშინ ხელდასხმას არ ექნება კანონიერი ძალა. ხოლო, თუ დადგინება აღსრულდება განჩინებული წესით, ზოგიერთნი კი შეეწინააღმდეგებიან მას თავიანთი ცილობისმოყვარეობის მიზეზით, მაშინ, დაე, გადასპალოს უმრავლესობის გადაწყვეტილებამ.
ამ კანონში ძირითად მეორდება L მსოფლიო კრების მე-4 და მე-6 კანონების განწესებანი, რომელთა განმარტებაც, იმავდროულად, ამ კანონის განმარტებასაც ემსახურება.
PDF გვ. 68 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საეკლესიო საჭიროებებისა და საეჭვო შემთხვევების გადასაწყვეტად, სასიკეთოდ იქნა მიჩნეული შემდეგი: თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება: პირველი – აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მესამე შვიდეულის განსრულებიდან, ისე რომ, სულთმოფენობიდან მეოთხე შვიდეულში დასრულდეს კრება, და ამის შესახებ, დაე, მიტროპოლიტი შეახსენებდეს ეპარქიის ეპისკოპოსებს, ხოლო მეორე კრება მოწვეულ იქნეს ოქტომბრის თვის მეთხუთმეტე დღიდან, რომელიც არის იპერვერეტეს” მეათე დლე. ამ კრებებს მიმართონ მღვდლებმა, დიაკვნებმა და ყველამ, ვინც თავს დაჩაგრულად თვლის, და დაე, კრებისგან მიიღონ მსჯავრი. მაგრამ არავის მიეცეს უფლება თავადვე მოაწყოს კრება იმ ეპისკოპოსთა გარეშე, რომელთაც მინდობილი აქვთ სამიტროპოლიტო.
#აღნიშნული თვის დასახელება სირია-მაკედონური კალენდრით.
ეს კანონი იმეორებს მოციქულთა 37-ე კანონის განწესებას; ამატებს მხოლოდ იმას, რაც მოიხსენიება ამ კრების რამდენიმე კანონში, სახელდობრ, სრულ ეპარქიალურ (სამიტროპოლიტო) კრებად ითვლება მხოლოდ ის კრება, რომელიც მოწვეულია მმართველი მიტროპოლიტის მიერ. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით იხილეთ მოციქულთა 37-ე და IL მსოფლიო კრების მე-5 კანონების განმარტებებში.
PDF გვ. 68 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ერთი საზლვრის ეპისკოპოსი, დაე, ნუ გადავა მეორეში ნურც თვითნებური შეჭრით, ნურც ხალხისაგან მიმძლავრებით, ნურც ეპისკოპოსთა მხრივ იძულებით, არამედ, დაე, იმ ეკლესიაში იყოს, რომელშიც დასაწყისში მიიღო თავისი წილხვედრი მსახურება ღმერთისგან, და ნუ გადავა იგი იქიდან, თანახმად ამის შესახებ უწინ უკვე გამოტანილი განწესებისა.
იხილეთ მოციქულთა მე-14 და I მსოფლიო კრების მე-15 კანონების განმარტებები.
PDF გვ. 69 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსი, დაე, ნუ გადავა სხვა ქალაქში, რომელიც მას არ ექვემდებარება, ნურც სოფელში, რომელიც მას არ ეკუთვნის – ვინმეს ხელდასასხმელად, და ნუ დაადგინებს მღვდლებსა თუ დიაკვნებს სხვა ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას იმ მხარის ეპისკოპოსის ნებით იქმს. ხოლო თუ ვინმე გაკადნიერდება ამის საქმნელად, დაე, მისი ხელდასხმა გაუქმებულად გამოცხადდეს, თავად კი კრებისმიერ ეპიტიმიას დაექვემდებაროს.
იხილეთ მოციქულთა 35-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 69 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსს უფლება არა აქვს თავის სანაცვლოდ სხვა დაადგინოს მემკვიდრედ, თუნდაც სიცოცხლის დასასრულს იყოს მიწევნული; ხოლო თუ რაიმე ამგვარი მოხდება, მაშინ ეს დადგინება, უქმად ჩაითვალოს. უნდა იქნეს დაცული საეკლესიო წესი, რომელიც განაჩინებს, რომ ეპისკოპოსი უნდა დადგინდეს არა სხვაგვარად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა განწესებით რომელთაც აქვთ სელმწიფება ღირსეული გამოირჩიონ შესვენებული ეპისკოპოსის შემდეგ.
იხილეთ მოციქულთა 76-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 69 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კეთილი საქმეა საეკლესიო ქონების მთელი გულმოდგინებითა და კეთილსინდისიერებით დაცვა ეკლესიისათვის, – ყოვლისმხედველი და ყოველთა მსაჯული ღმერთის რწმენით; მისი გონივრულად და ხელმწიფებით განკარგვა კი ეპისკოპოსს შეჰფერის, რომელსაც ეკლესიის წიაღში შეკრებილი ყველა ადამიანი და მათი სული აქვს მინდობილი. დაე, დაუფარავი და განცხადებული იყოს ეკლესიის ქონება მისი მღვდლებისა და დიაკვნებისათვის, ისე რომ, მათ იცოდნენ და უმეცრებაში არ რჩებოდნენ ყოველივე იმის შესახებ, რაც საკუთრივ ეკლესიას ეკუთვნის, და არაფერი იყოს მათგან დაფარული. ამდენად, თუ ეპისკოპოსი ამა ცხოვრებისაგან მიიცვალება, მაშინ ეკლესიის კუთვნილი ქონება, მისი განცხადებულობის წყალობით, აღარ იქნება გაფლანგული და დაკარგული, და არც ეპისკოპოსის საკუთრება იქნება ხელყოფილი ეკლესიის კუთვნილობის საბაბით. რამეთუ სიმართლეა და სათნოც, ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, რომ ეპისკოპოსის საკუთრება იმას დარჩეს, ვისთვისაც თვითონ ნებავს დატოვება, ხოლო ეკლესიის ქონება შენარჩუნებულ იქნეს ისე, რომ არც ეკლესიას ადგებოდეს ზარალი და არც ეპისკოპოსმა დაკარგოს თავისი საკუთრება ეკლესიის კუთვნილობის საბაბით, ანდა მისმა ახლობლებმა არ დაიწყონ ცილობა, და ამით თავად იგიც უპატიო არ იქმნას გარდაცვალების შემდეგ.
იხილეთ მოციქულთა 38-ე და მე-40 კანონების განმარტებები.
PDF გვ. 70 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: საეკლესიო ქონებაზე ხელმწიფება ეპისკოპოსს უნდა ჰქონდეს და მთელი წინდახედულობითა და ღვთის მოშიშებით განაგებდეს მას, – ყოველთა შეჭირვებულთა სასარგებლოდ; და თავადაც იღებდეს მისგან სათანადო ნაწილს, თუ ამის საჭიროება ექნება, თავისი აუცილებელი მოთხოვნილებებისა და, აგრეთვე, მწირთშემწყნარებელი ძმების საჭიროების დასაკმაყოფილებლად, რათა მათ არაფერში ჰქონდეთ ნაკლულევანება, ღვთაებრივი მოციქულის სიტყვისამებრ: „მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარ კორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ“ (1 ტიმ. 6, 8) ხოლო, თუკი ამით არ დაკმაყოფილდება და თავისი სახლის საჭიროებისათვის მიაქცევს ნივთებს, და ეკლესიის შემოსავლებსაც ან მისი მიწების ნაყოფებს მღვდლებისა თუ დიაკვნების თანხმობის გარეშე განკარგავს, ძალაუფლებას კი მათზე თავის სახლეულებსა და ნათესავებს გადასცემს, ან ძმებს, ან შვილებს, რის გამოც საცნაური ხდება არეულობა საეკლესიო ანგარიშებში, – ესევითარმა, დაე, ანგარიში წარუდგინოს თავისი სამთავროს კრებას. მაგრამ, თუკი შეასმენენ ეპისკოპოსსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდლებზე იმის შესახებ, რომ ისინი თავიანთი სარგებლობისათვის მიაქცევენ ეკლესიის კუთვნილებას – მიწის ნაყოფებსა თუ სხვა საეკლესიო საკუთრებას, შეაჭირვებენ რა ამით ღვთის გლახაკებს, და საყვედურებსა და შეურაცხყოფას შეამთხვევენ საეკლესიო მოწყობასა და მის მმართველებს, – მაშინ ესევითარმა მღვდელმსახურებმა, დაე, შესაფერისი გამოსწორება მიიღონ წმინდა კრების განწესებისამებრ.
იხილეთ მოციქულთა 41-ე კანონის განმარტება.
PDF გვ. 70 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.