← ნიკეის VII მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

VII მსოფლიო კრება (ნიკეა) · ტ. I (2007)

წინათქმა

საც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ პიროვნებას. ასე მტკიცდება ჩვენი წმინდა მამების სწავლება, ეს არის გადმოცემა კათოლიკე ეკლესიისა, რომელმაც ქვეყნის კიდით-კიდემდე გაავრცელა წმიდა სახარება.

წინაპირობა კრება შედგა ხატთმბრძოლთა წინააღმდეგ; იგი დედოფალმა ირინემ და მისმა ძემ მოიწვიეს. კრება გაიხსნა 787 წლის 24 სექტემბერს და მთელი თვე გაგრძელდა. შედგა 8 სხდომა; მათგან პირველი შვიდი ნიკეაში, მერვე – კონსტანტინოპოლში. თავმჯდომარეობდა ტარასი კონსტანტინოპოლელი, მერვე სხდომაზე კი თავმჯდომარის ადგილი დედოფალმა ირინემ და მისმა ძემ დაიკავეს. დამსწრეთა რიცხვი, შემონახული მონაცემების თანახმად, მერყეობდა 300-დან 367 კაცამდე. წარმოდგენილი იყო მთელი ეკლესია, დასავლური და აღმოსავლური. ხატთა თაყვანისცემის შესახებ დოგმატის დამტკიცების შემდეგ, მიიღეს 22 კანონი. ასეთი რიცხოვნობით შედის ეს კანონები ყველა კანონიკურ კრებულში. „საჭეთმპყრობელში“ ისინი მე-18 თავს შეადგენენ. კრების აქტებში კანონების შემდეგ ვხვდებით ტარასი კონსტანტინოპოლელის ეპისტოლეს პაპ ადრიანე | მიმართ სიმონიას შესახებ. დაწერილია იგი მაშინვე, კრების დამთავრებისთანავე, ამიტომ ძველ კრებულებში მოყჟვანილია უშუალოდ კანონების შემდეგ. მის შესახებ ჩვენ თავის ადგილზე ვისაუბრებთ.

PDF გვ. 577

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სამღვდელო პატივის წილხვდომილთათვის დასამოწმებელსა და სახელმძღვანელოს წარმოადგენს ყველაფერი ის, რაც კანონებსა და განწესებებს დაუბეჭვდავთ; მათ ჩვენც სიხარულით შევიწყნარებთ და ღვთისმეტყველ დავითთან ერთად ვგალობთ – უფალ ღმერთს რომ უღაღადებს: „გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა“ (ფს. 118, 14), და კიდევ: „ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი,... სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისკმა-მიყავ და ვცხოვნდე“ (ფს. 118, 138, 144). ხმა წინასწარმეტყველისა მოგვიწოდებს, აგრეთვე, უკუნისამდე დავიმარხოთ ღვთის მცნებები და ვიცხოვროთ მათით, რადგან მცნებები ესე ჭეშმარიტება არს, რამეთუ მყოფობენ ისინი შეუმუსრავად და შეურყევლად. ღვთისმხილველი მოსეც ასე ამბობს: „..არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ“ (2 სჯ. 12, 32) და ღვთის მოციქული პეტრეც იქადის რა მცნებებით, ღაღადებს: ,„..რომლისათყს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (1 პეტ. 1, 12); ამასვე ქადაგებს პავლეც: ,,--დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალ.1, 8). რადგანაც ეს სარწმუნოა და ნამცნებია ჩვენთვის, ამიტომაც ხარობდეთ ამისათვის, როგორც რომ მონაგარი დიდი მოგეხვეჭოთ. საღვთო რჯული შევიწყნაროთ და სრუ- _ ლად და შეურყეველად დავიმარხოთ რჯულისმიერი განწესებანი დასხმულნი სულიწმიდის საყვირთა – ყოვლადსადიდებელ მოციქულთა – და ექვსი წმინდა მსოფლიო კრების მიერ, და ასეთივე განწესებების მისაღებად. შეკრებილ ადგილობრივი კრებებისა და ჩვენი წმინდა მამების მიერ, რამეთუ ყველა ისინი ერთი და იმავე სულიწმიდისგან იყვნენ განათლებულნი და სასარგებლო დააკანონეს. ვისაც ისინი შეაჩვენებენ, იმათ ჩვენც შევაჩვენებთ; ვისაც ისინი განკვეთენ – ჩვენც განვკვეთთ; და ვისაც ზიარებისაგან განაყენებენ – ჩვენც განვაყენებთ, ხოლო ვისაც განკანონებას უქვემდებარებენ, იმათ ჩვენც იგივეს ვუქვემდებარებთ; რამეთუ მესამე ცამდე აყვანილი და მსმენელი გამოუთქმელი სიტყვიერებისა, ღვთის მოციქული პავლე ნათლად ღაღადებს: „ვეცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელიიგი გაქუნდეს...“ (ებრ. 13,5).

ამ კანონით განიჩინება, რომ ყველამ, ვინც სამღვდელო წოდება მიიღო, უნდა იცოდეს და იმარხავდეს კანონიერი საეკლესიო ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონების დადგენილებებს. ამ კანონებიდან მართებთ მათ შესწავლა, როგორ უნდა მოქმედებდნენ და როგორ მართონ მათთვის ჩაბარებული სამწყსო. ეს აზრი ჩადებულია კანონის პირველსავე სიტყვებში, რომ ს/ულისმიერი კანონები უნდა ემსახურებოდნენ ღვგთისმსახურებს დასამოწმებლად და სახელმძღვანელოდ (IIღთი+2სი!Cთ +6 XC MCLL0000)ILCLCC,, 6510-0018 CL 8ძ XL060L6 §6 თ0L6იძსი).' ამიტომ კრება უბრალოდ კი არ მოიხსენიებს, „რაც კანონებს დაუბეჭდავთ“, არამედ მოითხოვს კიდევაც, რომ ისინი უკუნისამდე იყვნენ დაცულნი და რჩებოდნენ „შეუმუსრავი და შეურყეველი“ (თX0თაXVXCთ MXთI თCთ.6ნს“თძ). ეს კანონებია: ა) მოციქულთა, ბ) ექვსი მსოფლიო კრების, ბ) ადგილობრივ კრებათა და დ) წმინდა მამათა. სახელდობრ: მოციქულთა 85 კანონი, შემდეგ – კანონები, რომლებიც მიიღეს პირველ ოთხ მსოფლიო და ტრულის კრებებზე. ეს უკანასკნელი 691-692 წწ. გაიმართა და მისი ამოცანა იყო შეევსო ის, რაც შეუსრულებული დარჩა მეხუთე (553 წ.) და მეექვსე (680 წ.) მსოფლიო კრებებზე, აგრეთვე გამოეცა კანონები, რის გამოც ტრულის კრება იწოდება კიდევაც მეხუთე-მეექვსე, ან სხვაგვარად – მეექვსე მსოფლიო კრებად. შემდგომ ამისა, კანონები იმ ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამებისა, რომლებიც ტრულის მე-2 კანონშია დასახელებული; ხოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრების მამები რომ თავიანთ წინამდებარე. კანონში სწორედ ტრულის კრებაზე დამტკიცებულ კანონებს გულსხმობდნენ, ამას კრების თავჯდომარე, პატრიარქი ტარასი თავის მეოთხე სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში მოწმობს.? ყველა ამ კანონებს კრება ერთნაირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რამეთუ მათი შემდგენელნი იყვნენ „ერთითა სულითა წმიდითა განბრძნობილნი“. ყველა ამ დასახელებული კანონის ღირსებისა და მნიშვნელობის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტრულის კრების მე-2 კანონის განმარტებაში.3 შენიშვნები: 1. იხ. ზონარას და ბალსამონის განმარტებები ამ კანონზე: #თ. CM#M97., II 558, 589. 2. მსოფლ. კრებ. საქმენი VII, 267. 3. შდრ. არქიმ. იოანესთან, დასახ. თხზ., II, 514-515.

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.1ტრულ. 2, კართ.1ორგზ.10

PDF გვ. 577 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

რადგან ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: ,,სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი“ (ფს. 118, 16), ამიტომ ყველა ქრისტიანისათვის ამის დამარხვა მაცხოვნებელია, უფრო მეტად კი სამღვდელო პატივის მქონეთათვის, ამიტომაც განვაჩინებთ: გინც ღირსი გახდა გამორჩეული ჟოფილიყო ეპისკოპოსის ხარისხში ასაყვანად, აუცილებლად უნდა იცოდეს ფსალმუნნი და, აგრეთვე, მთელი თავისი საეკლესიო კრებულიც მის შესასწავლად განაწყოს. ამიტომ გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს იგი მიტროპოლიტმა: აქვს თუ არა მას მონდომება და სწავლის უნარი, რომ გულმოდგინედ იკითხოს წმიდა წერილი, წმიდა სახარება და ეპისტოლეები საღვთო მოციქულებისა და, საერთოდ, მთელი საღვთო წერილი; მოიქცეს ღვთის მცნებათა თანახმად და განსწავლოს მასზე რწმუნებული საღვთო ერი, რამეთუ არსს, ჩვენი იერარქიისას, ღდვთივმოცემული სიტყვები წარმოადგენს, ანუ ჭეშმარიტი მეცნიერყოფა საღვთო წერილებისა, როგორც ეს დიდმა დიონისემ გამოთქვა. თუ კანდიდატი მერყეობს და გულმოდგინებას არ იჩენს ასეთი ცხოვრებისა და განათლებისათვის, არ უნდა იქნეს ხელთდასხმული, რადგან წინასწარმეტყველის პირით გადმოგვცა ღმერთმა: „»-განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არლარა მღდელობდე ჩემდამო...“ (ოს. 4,6).

(მოც. 58,80; / მსოფლ. 2; ტრულ. 19; ლაოდ. 12; სარდ. 10; კართ. 18). ეს კანონი ადგენს, რომ ეპისკოპოსად გამოირჩიონ ის, ვინც კარგად შეისწავლა წმიდა წერილი და რჯული, და ვის შესახებაც ცნობილია, რომ შეუძლია სხვებსაც შეასწავლოს. მოციქულთა 58-ე და მე-80 კანონების განმარტებებში ჩვენ ზოგადად ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი შემეცნებასთან დაკავშირებით, რათა ღირსეულად ატარებდეს თავის მაღალ წოდებას. ამ კანონში ეს დაწვრილებით განიმარტება და ამგვარად ზუსტი განაწესი დგინდება, სახელდობრ: საეპისკოპოსო კანდიდატმა უნდა გამოაჩინოს წმიდა წერილის საფუძვლიანი ცოდნა და ასეთივე ცოდნა კანონიკური სამართალისა. წმიდა წერილთან მიმართებით კანონი იმ თვალსაზრისიდან გამოდის, რომ საღვმდელმსახურო იერარქიის არსს (0სთLIთ) ღვთმივმოცემული სიტყვები შეადგენენ, ანუ საღვთო წიგნების ჭეშმარიტი შემეცნება (თოუმ"Vი ნILLთLიLII),' და ამ წიგნებს შორის აღნიშნავს სახარებას, სამოციქულოს და ყველა საღვთო წერილს; ცალკე. ასევე, ფსალმუნებს. „კანონი ფსალმუნებს იმიტომ ასახელებს, – ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, – რომ ამგვარად თავისი სამრევლოც აკურთხოს საიდუმლოში ჩასაწვდომად, ანუ ღგთის გადმოცემების შესამეცნებლად“.2? ძველ ქრისტიანულ დროში იყო ასეთი წეს-ჩვეულება, რომ არა მხოლოდ სამღვდელო პირები, არამედ ერისკაცებიც სწავლობდნენ რომელიმე გამორჩეულ ფსალმუნს, ხშირად მთელ ფსალმუნებს, და ამიტომ ერთად იგალობებოდა არა მხოლოდ ტაძარში, არამედ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას.3 ხალხს უაღრესად უყვარდა დავითის ფსალმუნთა გალობა, რადგან გალობა მათ სულს აღაფრთოვანებდა და გულში ღვთისმოსაობას უღვივებდა. მღვდლები და ეპისკოპოსები მრევლის ამ განწყობას ეკლესიის სასარგებლოდ და ადამიანთა ცხონებისათვის იყენებდნენ და, ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განუმარტავდნენ ფსალმუნს და იქიდან, ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისათვის ქრისტიანული ეკლესიის სულისმიერი დარიგება გამოჰქონდათ. დროთა განმავლობაში ეს წეს-ჩვეულება დავიწყებას მიეცა და, ამგვარად, საღვთო ერი იმ სულიერი საკვების გარეშე დარჩა, რასაც მას ფსალმუნი აძლევდა; ეს კი ძირითად თვით მღვდელმსახურთა მიზეზით მოხდა. ნიკეის მეშვიდე კრებამ ამ საკითხს ჟურადღება დაუთმო იმ მიზნით, რომ აღედგინა ძველი კეთილი ტრადიცია აღნიშნულთან დაკავშირებით და დაედგინა, რომ წმიდა წერილის გარდა ეპისკოპოსს თავისი მსახურების შესასრულებლად განსაკუთრებით კარგად უნდა სცოდნოდა ფსალმუნი და თავისი ცოდნა გადაეცა მისთვის დაქვემდებარებული დასისათვის, რათა მას თავის მხრივ მრევლისათვის აეხსნა, როგორც ეს წინათ ხდებოდა, და ეკლესიის მრევლს შეეძინა ფსალმუნისაგან ის სულიერი სარგებელი, რასაც ოდესღაც იღებდა. რაც შეეხება კანონიკურ სამართალს, ამასთან დაკავშირებით კანონი ეპისკოპოსს შეახსენებს მის ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ კეთილად უნდა მართოს მასზე მინდობილი სამწყსო, ხოლო ამას შეძლებს იმ შემთხვევაში, როცა მას გააზრებულად და არა როგორღაც, ზედაპირულად ეცოდინება ეს კანონები; იმის დასტურად კი, რომ საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულმა პირმა სათანადოდ იცის წმიდა წერილი და, აგრეთვე, კანონიკური სამართალი, და ამიტომაც ქიროტონიას იმსახურებს, კანონი განსაზღვრავს, რომ მან უნდა გაიაროს საგანგებო გამოცდა რწმუნებული მიტროპოლიტის წინაშე. მიტროპოლიტს კი კანონი უწესებს, რომ მან გულმოდგინედ (თCდ0VX)6) გამოიკვლიოს მისი ცოდნა, ანუ მთელი ძალისხმევით, ყოველმხრივ გამოსცადოს კანდიდატი ისე, რომ ეკლესია და მრევლი არ აღმოჩნდეს იმ საშიშროების წინაშე, რომ ეპისკოპოსად ვინმე უვიცი დადგინდეს. გარდა ამისა, კანონი მიტროპოლიტს ავალებს, კანდიდატის გამოცდისას არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რომ გამოსაცდელს წმიდა წერილისა და რჯულის შესახებ ზოგადი ცოდნა ექნება; მას მართებს კარგად გაერკვეს, თუ რამდენად მომზადებულია კანდიდატი იმისათვის, რომ შეძლოს წმიდა წერილისა და რჯულის არსს ჩასწვდეს, და გააზრებულად გამოიყენოს იქიდან ცხოვრებისათვის ყველაფერი ის, რაც მისი მღვდელმთავრობის მზრუნველობას მინდობილი მრევლის მოთხოვნილებას ესაჭიროება. „კანონი მოითხოვს, - როგორც ზონარა ამბობს ამ კანონის განმარტებაში საეპისკოპოსო კანდიდატის შესახებ, - რომ მას შეეძლოს ღრმად ჩასწვდეს წმიდა წერილისა და კანონების სულისკვეთებას, რათა იცოდეს ყოველი სიტყვის აზრი, შეძლოს განსწავლოს მასზე მინდობილი მრევლი, და მზად იყოს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად“. მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტი დარწმუნდება საეპისკოჰოსო კანდიდატის საკმაო განათლებაში, კანონი მას რეკომენდაციას აძლევს, რომ კანდიდატის ღირსების გამოკვლევისას, იმასაც მიაქციოს ყურადღება, რომ კანდიდატი, როგორც ეპისკოპოსი, ცხოვრობდეს საღვთო მცნებების შესაბამისად და განსწავლიდეს მასზე მიბარებულ სამწყსოს; „ე. ი. – აღნიშნავს შემდგომ ამისა ზონარა, – არ არის საკმარისი ის, რომ მან წმიდა წერილებსა და რჯულში თვითგაცნობიერება წარმოაჩინოს; გარდა ამისა საჭიროა, რომ მისი ქმედებები და ცხოვრების წესი საღვთო მცნებებს შეესაბამებოდნენ და განსწავლიდეს მასზე მინდობილ მრევლს, რამეთუ ჩვენი იერარქიის შემადგენელი არსი ღვთივმოცემული „სიტყვიერებაა“, ანუ ჭეშმარიტი და ზუსტი შემეცნება საღვთო წერილებისა. როდესაც გამოკვლევისას მიტროპოლიტი ყოველივე ამაში დარწმუნდება, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია დაუშვას საეპისკოპოსო კანდიდატად წარმოდგენილი პირი ქიროტონიის მისაღებად“.5 წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მიტროპოლიტი შეამჩნევს, – დასძენს კანონი, – რომ წარმოდგენილი კანდიდატი „მერყეობს“, ანუ არცთუ მყარადაა განმტკიცებული საღვთო სიტყვაში და არ მოჩანს მისი წრფელი თავდადება იმისათვის, რომ ყოველმხრივ წმიდა წერილისა და წმიდა რჯულისამებრ მოიქცეს და შეძლოს ერის განსწავლა, მაშინ ხელთდასხმა (MIა X6L00+0V§LCღ0თ) არ უნდა შედგეს, რამეთუ იგი არ არის ღირსი ეპისკოპოსობისა.

შენიშვნები:

1. კანონში ნათქვამია, რომ ეს გამონათქვამი ეკუთვნის დიონისე დიდს, ყველა შემთხვევაში აეროპაგიტეს, თხზულებიდან „საეკლესიო იერარქიის შესახებ“, მართებული იქნება ამასთან შევაჯეროთ IIIი10», 110იწ91ს5 ძი» #ჯიილგწ. 0ი:ისიჩსიყიი სხტი» რიიჩLი!ს სიძ C)1გVსხ- VII0ICICIL ძი» IIL6I ძ!1უიაიი Mგოიი Vისვიძიიბი 5იხ;ს იი, 1#06ყ06ი§5., 1861, ასევე 8 3» ძიისიV06IX, წეჯ»ი1ინ!ტი, ი)ხს»ი, 1894, 5. 284-290, 2. ტდ.CM9X., II,561 3. შდრ. 1 )ი»იიაი, ხი. მძ Lიიხვი თვხიიგი 61 იი. მძ Cგიძიი (სი ( M1ფიტ, §. 1., 1. 22, იი1. 867-78; 1095-9).

4. ტთ. CMMX., II, 562. 5. იხ. იქვე.

PDF გვ. 579 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყოველგვარი გამორჩევა ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად საერო მთავრების მიერ გაუქმებულად ჩაითვალოს იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს: „რომელი ეპისკოპოსიც საერო მთავრებს დაიხმარს და მათი შემწეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ხელისუფლებას, განიკვეთოს და უზიარებელ დარჩეს და მასთან მისი თანამონაწილენიც“. ვინაიდან, ეპისკოპოსად დასადგინებელი პირი გამორჩეულ უნდა იქნეს ეპისკოპოსის მიერ ისე, როგორც ეს წმინდა მამებმა ნიკეის კანონით განაჩინეს: „ეპისკოპოსად დადგინება ჯეროვანია მოხდეს სამთავროს ყველა ეპისკოპოსის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, რაიმე საპატიო მიზეზით, ან გზის სიშორით, მაშინ სულ ცოტა სამნი მაინც შეიკრიბონ, ხოლო ვინც ვერ ესწრება, იმათაც მიიღონ მონაწილეობა და თავისი დასტური წერილობით გამოხატონ, და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კანდიდატის ეპისკოპოსად დადგინება”. თითოეულ სამთავროში ამ წესის დადგენა რწმუნებულ მიტროპოლიტს ევალება.

ეს კანონი ზედმიწევნით იმეორებს უწინარეს ყოვლისა, მოციქულთა 30-ე კანონს, შემდეგ | მსოფლიო კრების მე-4 კანონს, რომელთა განმარტებაც იმავდროულად ამ კანონის განმარტებასაც წარმოადგენს.

მსგავსი კანონები:მოც.30| მსოფლ.4ანტიოქ.1923ლაოდ.1213სარდიკ.6კონსტ.1კართ.134950

PDF გვ. 581 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჭეშმარიტების ქადაგმა, დიდმა საღვთო მოციქულმა პავლემ, კანონად დაუდო ეფესოს მღვდელმსახურებს, მაგრამ უფრო მთელ სასულიერო კრებულს და კადნიერად გამოთქვა: „ვეცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ და მოკსენებად სიტყუაი იგი უფლისა იესუისი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა“ (საქ. 20, 33, 35). მივხედავთ რა ჩვენც, მისგან განვისწავლებით და განვაჩინებთ: ამიერიდან არც გაიაზროს ეპისკოპოსმა, რომ გამორჩენისათვის გამოიყენოს შეთხზული ცოდვები და მოითხოვოს ოქრო, ან ვერცხლი, ან სხვა რაიმე მასზედ დაქვემდებარებული ეპისკოპოსების, კლერიკოსების, ან მონოზვნებისაგან, რამეთუ მოციქული ამბობს: ,„..ცრუთა Lსასუფეველი ღვთისაი ვერ დაიმკვიდრონ..." (1 კორ. ნ, 9), და კიდევ: „--არა შვილნი მამადედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა“ (2 კორ. 12, 14). ამის გამო, თუკი შემჩნეული იქნება ვინმე ოქროს გამოძალვაში, ან სხვა რაიმე მსგავსში, ან კიდევ თავისი ახირებით მსახურებას აკრძალავს და განპატიჟებს რომელიმე თავის კლერიკოსს, ანდა დაკეტავს წმინდა ტაძარს და არ დაუშვებს მასში ღვთისმსახურებას, ასეთი – უგრძნობი სახმარებისადმი მიმართული თავისი დაუდრეკელობით – თავად არის ჭეშმარიტად უგრძნობელი და თვითონ უნდა იქნეს დასჯილი ისე, როგორც სხვას სჯიდა და „მიექცეს სალმობაი, მისი თავსა მისსა...“ (ფს. 7, 17), როგორც დამნაშავეს ღვთის მცნებებსა და მოციქულთა განწესებებში, რამეთუ გვმოძღვრავს პეტრეც, მოციქულთა თავი: ,„..მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ლვთისასა. იღუწიდეთ ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გყრგჟყნი“ (| პეტ. 5, 1-4).

ეს კანონი მიღებულია იმ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ, რომლებიც ანგარებისადმი საძაგელ სიხარბეს იჩენენ; გამოგონილი მიზეზით ითხოვენ ფულს ან ქრთამის სახით სხვა რაიმეს მათზე დაქვემდებარებული კლერიკოსების ან მონოზვნებისაგან, და განიკითხავს ამ ქმედებას, როგორც სიმონიას. მამებს მოჰყავთ ამის შესაბამისი ადგილი წმიდა წერილიდან, სადაც დაგმობილია ეს ჯოჯოხეთური ვნება. სიმონიის შესახებ ამ მნიშვნელობით, ანუ ფულით ხელთდასხმის შესახებ, ჩვენ ვისაუბრეთ მოციქულთა 29-ე და IV მსოფლიო კრების მე-2 კანონების განმარტებებში; ამ კანონში კი მოიხსენიება სხვა ორი სახის სიმონია, სახელდობრ: როცა რომელიმე ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ან პატრიარქი, განმსჭვალული ვერცხლისმოყვარეობით, ფულის მოპოვების მიზნით: 1) კრძალავს საეკლესიო ღვთისმსახურებას ან განაყენებს მღვდელმსახურს“; მაგრამ წმინდა ღვთისმსახურების აკრძალვა ან სასულიერო პირის მსახურებიდან განყენება წესით უნდა მოხდეს მხოლოდ კანონიერი სასამართლოს გზით. ამის შესახებ მრავალი კანონი საუბრობს (მოც. 74 და მისი პარალელური); ზუსტად ასევე, ბეგრი ისეთი კანონია, რომელიც ეპისკოპოსს განიკითხავს სასამართლოზე მიკერძოებისათვის (I მსოფლ. მე-5 და პარალელური). მით უფრო მეტ განკიცხვას იმსახურებს ეპისკოპოსი, როცა იგი ბოროტად იყენებს თავის ხელისუფლებას მასზე დაქვემდებარებული საეკლესიო კრებულის მიმართ და უდანაშაულო კლერიკოსს სასამართლოს გადასცემს, რათა შემდგომ, გასამართლებისას, ვითომდა გულმოწყალება გამოიჩინოს და გამოსძალოს მას ფული ან სხვა რაიმე, ქრთამის სახით. „რამეთუ ცალკეული ეკლესიის მწყემსმთავარმა – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში – კანონიერად უნდა დასაჯოს (MთXCდ #CV0VVთ) თავისი ეპისკოპოსი, კლერიკოსი ან მონოზონი, – მათ მიერ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, და სჯულის მოთხოვნისამებრ არ უნდა აარიდოს თავი მის სამართლიან დასჯას, ანგარების მიზეზით. კანონი მოითხოვს მღვდელმთავრისაგან – არ იბატონოს თავისი ეკლესიის მრევლზე, ე.ი. არ გამოიყენოს ისინი მონებად და მსახურებად, არამედ მწყემსონ და გამოასწორონ ყოველგვარი მიკერძოებისა და ძალდატანების გარეშე“.' თუკი მღვდელმთავრები სხვაგვარად იქცევიან, მაშინ ისინი წმიდა წერილის მოთხოვნილების საწინააღმდეგოდ სცოდავენ, რასაც აღნიშნავს კიდევაც ეს კანონი და მოითხოვს, რომ ღვთის სამწყსო „ნუ იძულებით“ მწყემსონ, – ე.ი. არა მიწიერი საქმეებითა და ვერცხლისმოყვარეობის ვნებით იხქლმძღვანელონ, – არამედ „ნებსით და ღმერთისთვის სათნოდ“, ანუ იმ სიყვარულით განმსჭვალულებმა ღგთისა და მოყვასის მიმართ, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ პატიოსნად, კეთილი ნებითა და მისაბაძად სამწყსოსათვის „ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ“. თუკი ასე მოიქცევიან, მაშინ „გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა“, მოიღონ დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინი“ (იხ. 1 პეტ. 5, 1 - 4). 2) სიმონიის მეორე სახეობა, რომელსაც ეს კანონი ამხილებს, იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი, კვლავ სულმდაბალი ანგარებიდან გამომდინარე, თითქოსდა დასასჯელად, როგორც ისინი განიზრახვიდნენ, მაგრამ რომელი სასჯელიც არაფრით იყო გამართლებული, განკარგულებას იძლეოდნენ დაეხურათ ტაძრები ზოგიერთ ადგილებში, რათა ღვთისმსახურება არ ჩატარებულიყო. „ამით, – ამბობს კანონი, – ისინი მხოლოდ მიაპყრობდნენ თავიანთ დაუდრეკელობას უგრძნობი საგნების მიმართ, ხოლო ამის შედეგად უკრძალავდნენ ლოცვებსა და წმინდა წირვებს მრავალრიცხოვან მრევლს. ის, რასაც აქ კანონი ამბობს, ერთგვარი სახეობა იქნებოდა 1იLხ0X9ძ1C- LსXი 100816-სი („ადგილობრივი აკრძალვა“), რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული დასაგლეთში შუა საუკუნეების მეორე ნახევარში და რომლის შემოტანასაც, როგორც ჩანს, ზოგიერთი ეპისკოპოსი თვითნებურად აღმოსავლეთშიც ცდილობდა. ყოველ შემთხვევაში, VIII საუკუნეში აქაც იყო მისი მიღების მცდელობა ცალკეულ ადგილებში.? სწორედ ამ უწესრიგობას აღნიშნავს ეს კანონი და დამნაშავეებს განიკითხავს სიტყვებით მე-7 ფსალმუნიდან (მუხ. 17): „მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა...“. შენიშვნები: "მღვდლობისაგან დაცადება ანუ დაცხრომა; მღვდელმოქმედების დროებით შეჩერება. 1.#რდ CM7X1., II, 569.

2. 1X. M. Mსილიიი, 099 M8ი, CიI16ხხ9Vი>8ითით სიძ 58 წ-იიხL, II, 208 და შემდგ. შდრ. არქიმ. იოანესთან, დასახ. თხ. II, 521-522.

მსგავსი კანონები:მოც.29IV მსოფლ.2ტრულ.2223VII მსოფლ.51519ლაოდ.12სარდიკ.2ბასილი დიდ.90

PDF გვ. 582 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სასიკვდილო ცოდვაა, როდესაც ადამიანი სცოდავს და გამოსწორებაზე არ ფიქრობს. მაგრამ ამაზე უარესია, როცა ქედფიცხელი, კეთილმსახურებასა და ჭეშმარიტებას აღუდგება და მამონი ურჩევნია, ვიდრე მორჩილება ღვთის წინაშე და ამ მიზეზით არ იცავს წმინდა დადგენილებებსა და განწესებებს. ასეთებში არ მკვიდრობს უფალი ღმერთი, სანამ არ დამდაბლდება იგი ცოდვით დაცემისაგან. მას უფრო მართებს ღმერთს შევრდომა და შემუსვრილი გულით შევედრება ამ ცოდვის დატევებისა და შენდობისათვის, და არა უსამართლო მისაცემლით მედიდურობა, ვითარმედ „მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა...“ (ფს, 33, 19). ამის გამო ისინი, რომლებიც იქადიან, რომ ოქროს გაცემით იქნენ შეყვანილი საეკლესიო დასში და ამ ბოროტ ჩვეულებაზე – რომელიც განაშორებს ღმერთს და უცხოა სამღვდელოებისათვის – იმედს ამყარებენ, ურცხვი პირისახით და დაუმუწავი ბაგეებით, განმაქიქებელი სიტყვებით შეურაცხყოფენ სათნო ცხოვრების შედეგად სულიწმიდის მიერ გამორჩეულებს და ქრთამის გარეშე დადგენილებს, ამიტომაც ვაწესებთ: ვინც ამგვარად იქცევა, პირველ რიგში უნდა ჩამომქვეითდეს თავისი წოდების უმდაბლეს საფეხურზე, ხოლო თუკი დაუდგრომლობას გამოიჩენს, განკანონებით გამოსწორდეს. თუ ვინმე აღმოჩნდება რომ ხელთდასხმისას სარგებლობდა აღებმიცემობით, დაე, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს მოციქულთა კანონი (29-ე), რომელიც ამბობს: „სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელთდამსხმელიც, და ეკლესიიდანაც სრულიად მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან, პეტრესგან“. აგრეთვე ქალკედონში ჩვენი ღირსი მამების მიერ მიღებული მე-2 კანონი: „თუ რომელიმე ეპისკოპოსი იმდენად გაკადნიერდება, რომ ფულით მოახდენს ხელოდასხმას და გაუყიდავ მადლს გასაყიდად აქცევს, და ფულით მოახდენს ეპიკოპოსის, ქორეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, ან რომელიმე კლერიკოსის ხელთდასხმას, ანდა ფულით დანიშნავს ეკონომოსს, საეკლესიო მოსამართლეს, დეკანოზს და, საერთოდ, ვინმეს რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე თავისი საძაგელი მონაგების გამო და ამაში იმხილება, იგი დაექვემდებარება საკუთარი ხარისხიდან განკვეთას, ხოლო მისგან დადგენილი ნუ ისარგებლებს ნაყიდი ხელთდასხმით, ან დანიშვნით, არამედ განერიდოს პატივსა და თანამდებობას, რომელიც ფულით მიიღო. თუ ვინმე შუამავალი აღმოჩნდება ქრთამის აღებმიცემობაში ამ საძაგელი და უკანონო გარიგებისას, ისიც, თუ კლერიკოსია, დამხობილ იქნეს თავისი ხარისხიდან, ხოლო, თუ ერისკაცი, ან მონოზონი, მოიკვეთოს ეკლესიდან“.

კვლავ გამოჩნდა სიმონიის ახალი სახეობა, რომლის წინააღმდეგაც ეს კანონი გამოდის. მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საეკლესიო კრებულში შესვლამდე ამა თუ იმ ეკლესიაში მიჰქონდათ ფულადი საჩუქარი, როგორც ღვთისადმი კეთილსინდისიერი შესაწირი. შემდეგ კი, როცა საეკლესიო კრებულის წევრები ხდებოდნენ, თავიანთ კეთილმსახურებას ივიწყებდენენ – რა განწყობითაც შესაწირი მიჰქონდათ – და უკვე წარმოაჩენდნენ მას, როგორც რაიმე დამსახურებას დასის სხვა წევრების წინაშე, რომლებიც, საკუთრივ, მართალია, უსახსრონნი იყვნენ, მაგრამ პირადი ღვაწლით მოიმუშაკეს კლერიკოსის წოდება. ისინი მათ დიდად შეურაცხყოფდნენ და ცდილობდნენ ეკლესიაში მათზე მეტი უპირატესობა მოეპოვებინათ.' ყოველივე ამან ეკლესიაში უწესრიგობა გამოიწვია და სწორედ ამ უწესრიგობის აღმოსაფხვრელად მიიღეს წინამდებარე კანონი. დასაწყისში კანონს მოჰყავს სიტყვები იოანე მოციქულის | ეპისტოლიდან (5, 16), რა არის »ცოდვა0ი სასიკუდინე“? როცა სცოდავენ და არ ინანიებენ. შემდეგ საუბარი გრძელდება კიდევ უფრო მწარე ბოროტებაზე, სახელდობრ: ამპარტავნობასა და ცოდვის ჩადენის შემდეგ კადნიერ საქციელზე; ხოლო ცოდვა ამ კერძო შემთხვევაში, კანონის სიტყვით, იმაში მდგომარეობდა, რომ ივიწყებდნენ ღვთის მორჩილებას, უგულებელყოფდნენ მის რჯულსა და დადგენილებებს და მამონს ემსახურებოდნენ. ასეთ ადამიანებში, ამბობს კანონი, არ სუფევს უფალი ღმერთი, სანამ ისინი ჯიუტად დგანან ცოდვაში, ამიტომ განსაკუთრებული ძალისხმევით მართებთ მათ ღმერთს შევრდომა და შემუსვრილი გულით მიტევების გამოთხოვა. მხოლოდ ამგგარად შეუძლიათ შეწყალების მიღება ეკლესიისაგან იმათ, ვინც ღატაკებისა და ღირსეული კლერიკოსების წინაშე ცდილობს საკუთარი დამსახურება ეკლესიაში შენაწირის ფასად წარმოაჩინოს. ყველა შემთხვევაში კანონი განსაზღვრავს, რომ თაგისი მკვეხარობის გამო ასეთი პირები უნდა ჩამოქვეითდნენ თავიანთი წოდების უმდაბლეს ხარისხამდე. მაშასადამე, უნდა იყვნენ თანასწორ წოდების მქონეთა შორის უკანასკნელნი – რათა ამით როგორღაც გამოისყიდონ ამპარტავნობის ცოდვა და სიმდაბლით მიაღწიონ ეკლესიის წყალობას. თუ ისინი შეუპოვრად იდგებიან ამპარტავნობაში, კანონი გვამცნობს, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა დაექვემდებარონ დამსახურებულ ეპიტიმიას და ცხადია – ბალსამონის სიტყვებით – ეპისკოპოსის შეხედულებისამებრ.? თუკი ვინმე ქრთამით სარგებლობდა თავისი ხელთდასხმისას, კანონი მათ მიმართ იყენებს საერთო დადგენილებას სიმონიის შესახებ და, პირველ რიგში, მოციქულთა 29-ე და IV მსოფლ. კრების მე-2 კანონებს, რომლებიც ზუსტად მეორდება ამ (მე-5) კანონში. შენიშვნები: 1. ამ კანონის შესახებ ზონარას და ბალსამონის განმარტებები: ტდ. CMV, II, 574, 575. 2. ამ კანონის განმარტება იხ.: #ტთ. CMVV., II, 576.

მსგავსი კანონები:მოც.29IV მსოფლ.2ტრულ.2223VII მსოფლ.41519ლაოდ.12სარდ.2ბასილი დიდ.90

PDF გვ. 584 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

ვინაიდან ძალაშია კანონი, რომელიც იტყვის: ყოველ სამთავროში საჭიროა წელიწადში ორგზის ეპისკოპოსთა კრების მოწვევა და კანონიკური გამოკვლეგის ჩატარება, ხოლო მეექვსე კრების ღირსმა მამებმა ყურად იღეს კრების მოწყობის სიძნელეები და მოგზაურთათვის სახმარის უკმარისობა, რის გამოც განაჩინეს: ყოველგვარი თავის არიდებისა და თავის მართლების გარეშე წელიწადში ერთგზის შედგეს ადგილობრივი კრება და არსებული შეცდომები გასწორდეს, ამიტომ ჩვენც ამ კანონს ვაღორძინებთ; თუ ვინმე საერო ხელისუფალი ამას შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის, უზიარებლობით განკანონდეს; თუ რომელიმე მიტროპოლიტი უგულებელყოფს ამის შესრულებას არა გაჭირვების, იძულების, ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით, ასეთ შემთხვევაში იგი კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ხოლო როცა შედგება კრება კანონიკურ და სახარებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ იქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა გულდასმით უნდა იზრუნონ საღვთო და ცხოველმყოფელი ღვთის მცნებათა დასაცავად, ,,...რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ“ (ფს. 18, 12), რადგან მცნება არს – „რამეთუ სანთელი – მცნებაი, ხოლო შჯული – ნათელი და გზაი ცხორებისა –- მხილებაი და სწავლაი“ (იგავ. 6, 24) და კიდევ: „..მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა“ (ფს, 18, 8), და ნუმც მიეცეს მიტროპოლიტს უფლება იმისა, რომ იმისგან, რაც თან მოაქვს ეპისკოპოსს, მოითხოვოს ან პირუტყვი, ან სხვა რაიმე სახმარი. თუ მხილებულ იქნეს ამგვარ საქციელში, ოთხმაგად მიაგოს.

(მოც. 37; | მსოფლ. 5; IV მსოფლ. 19; ტრულ. 8; ანტიოქ. 20; კართ. 95). ამ კანონში მეორდება ტრულის კრების მე-8 კანონის განჩინება, რომლითაც შეიცვალა მანამდე დადგენილი ნორმა – სამიტროპოლიტო კრებების მოწვევასთან დაკავშირებით (მოც. 37; I მსოფლ. 5; ანტიოქ. 20; IV მსოფლ. 19) და ნაცვლად წელიწადში ორისა, დადგინდა მიტროპოლიტის სამთავროში ეპისკოპოსების კრებაზე თავშეყრა წელიწადში ერთხელ. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მოც. 37-ე კანონისა და ზემოხსენებულ მსოფლ. კრებათა კანონების განმარტებებში. წინამდებარე კანონიდან უნდა დავასკვნათ, რომ იმ დროში საერო ხელისუფლება ხშირად უქმნიდა წინააღმდეგობას ამ კრებების მოწყობას, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ ხელისუფლებას ამის არავითარი უფლება არ გააჩნდა; რადგან მხოლოდ ეკლესიის განსაკუთრებულ უფლებად იყო აღიარებული კრებების მოწვევა; ასე იყო ძველი ბერძნულ-რომაული კანონმდებლობითაც.! სწორედ იმ კანონიკურ დადგენილებებთან შეთანხმებით განაჩინებს ეს კანონი, რომ განყენებულ (თდ0ი1ნსნ00თ) იქნეს ყოველი საერო ხელისუფალი (თიXჯCV), რომელიც შეაფერხებს აღნიშნული კრებების მოწყობას.? უფლება და მოვალეობა ამ კრებების მოწვევისა ეკუთვნის მიტროპოლიტს (ანტიოქ. 20); უკეთუ მიტროპოლიტი უგულებელყოფს თავის ამ მოვალეობას არა აუცილებლობითა და ძალდატანებით, ან რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე, მაშინ იგი დაექვემდებარება – როგორც კანონი ამბობს – კანონის შესაბამის სასჯელს (<0L6 MXთV0CVIM06 §XICI0L6 სX0X6LC0თ), რასაც კრება განუსაზღვრავს განსასჯელ ეპისკოპოსს.3 ამ კანონის განწესებით ამ კრებებზე უნდა მოხდეს კანონიკური და სახარებისეული საკითხების განხილვა. ზონარა და ბალსამონი, ამ კანონის განმარტებებში, პირველთ, ანუ კანონიკურ საკითხებს მიაწერენ ყველა იმას, რაც ეხება სამსჯავროს, საეკლესიო ქონების მმართველობას, მღვდელმსახურთა გამორჩევასა და სხვა ამგვარ საკითხებს; ხოლო მეორეთ, ანუ სახარებისეულ საკითხებს – რაც ეხება რწმენას, საიდუმლოთა ჩატარებასა და სხვა საღვთო მცნებებს.1 რადგან მთავარი ამოცანა მოხსენიებული კრებებისა – ამბობს ეს კანონი – არის ის, რომ საღვთო და ცხოველმყოფელი მცნებები დაცულ იქნეს, ამიტომ – აღნიშნავს კანონი – შეკრებილი ეპისკოპოსები გამორჩეული მზრუნველობითა და გულისხმევით (IM6#6-ი MთI დი0V+XL6L) უნდა ცდილობდნენ, რომ მცნებები ყველგან მთელი სიზუსტით დაიცვან. სახელდობრ, – როგორც ზონარა აღნიშნავს, – უნდა გამოიკვლიონ, ხდებოდა თუ არა ყოველივე ეს ყველა საეპისკოპოსოში დაწესებულის თანახმად და ცხოვრობს თუ არა მრევლი საღვთო მცნებების შესაბამისად.5 ბოლოს კანონი შეახსენებს რწმუნებულ მიტროპოლიტებს, რომ როცა ეს კრებები ტარდება, მათ ჯილდოს სახით თავიანთი შრომისათვის არაფერი მოითხოვონ მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსებისაგან; თუკი ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევიან და რაიმეს აიღებენ, მხილების შემთხვევაში ოთხმაგი უნდა დაუბრუნონ, ხოლო თუ ეპისკოპოსი ნებაყოფლობით მოისურვებს რაიმე აჩუქოს თავის მიტროპოლიტს, ეს მას არ ეკრძალება, – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტების დასასრულს.9 შენიშვნები: 1. Mი0V. ჰა8L2 CXXXVIIL, 4.

2. ამჟამად ადგილობრივ ეკლესიებში, სადაც არის მუდმივი სინოდი, ეს განსაზღვრულია სპეციალური კანონმდებლობით.

3. ქალკედონის კრების მე-9 კანონი; შდრ. კონსტანტინოპოლის სინოდის გადაწჟვეტილებებს პატრიარქების – იოანე XIII (1316 წ.), ისიდორეს (1348 წ.), კალისტეს (1356 წ.), ფილოთეოსისა (1367 წ.) და ნილოსის (1387 წ.) დროს (MIMX10510ს 6 Mს110», 8018 ი3>L. C0»ი9L., I, 50, 58, 284, 356, 494; II, 98). იხ. აგრეთვე იმპერ. იუსტინიანეს ნოგელა CXXIII,22. 4. #თ CM#9X., II, 578, 579. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ჩემს თხზ.-ში „მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი“, გვ. 308-309, (შდრ. რუს. თარგ. გვ. 60 და შემდგ.) 5. ტდ CM#M#V7,, II, 578. 6. ტთ. CXMMM., II, 579.

PDF გვ. 586 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

საღვთო მოციქულმა პავლემ თქვა: „რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან -. ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან“ (იხ. 1 ტიმ. 5, 24), რადგან პირველ ცოდვებს სხვა ცოდვებიც მოჰყვება. ქრისტიანობაზე ცილისმწამებელთა უწმინდურ მწვალებლობას, სხვა უწმინდურობაც მოჰყვა. რადგან როგორც კი წმინდა ხატები ეკლესიებიდან გამოიტანეს, მაშინვე სხვა ზოგიერთი ჩვეულებაც შეიცვალა, რომელთა აღდგენა და მტკიცედ პყრობაა საჭირო დაწერილი და დაუწერელი კანონების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე წმინდა ტაძარი ნაკურთხია მოწამეთა წმინდა ნაწილების გარეშე, ვადგენთ: მოხდეს მათში წმინდა ნაწილების დაბრძანება დაწესებული ლოცვებით, ხოლო თუ მომავალში გამოჩნდება ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც ტაძარს წმინდა ნაწილის გარეშე აკურთხევს, განიკვეთოს, როგორც საეკლესიო გადმოცემის დამრღვევი. (მოც. 31; IV მსოფლ. 4; ტრულ. 31; ანტიოქ. 5; კართ. 83). როგორც ცნობილია, ეს კრება მოიწვიეს ხატთმბრძოლთა საწინააღმდეგოდ. ბოლოსწინა სხდომაზე გამოცხადდა დოგმატი წმინდა ხატების თაყვანისცემის შესახებ და დაიგმო ხატთმბრძოლი ერესის მთავარი დოქტრინა!. მაგრამ ხატთმბრძოლნი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ წმინდა ხატების დევნით და სხვა ქრისტიანულ სიწმინდეებსაც გადასწვდნენ, რამეთუ – ამბობს ეს კანონი, – როდესაც ცოდვები ,ფწინაწარ ცხად არიან“, სხვები მის შემდგომ თავისით მოდიან. განდევნეს რა ტაძრიდან წმინდა ხატები, ამის შემდეგ ერეტიკოსებმა უკვე განკარგულება გასცეს წმინდა მოწამეთა ნაწილების ტაძრებიდან გატანა და განსაკუთრებით იმ ნაწილებისა, რომლებიც დადებულნი იყვნენ ყოველი ტაძრის საფუძველში წმინდა საკურთხევლის ქვეშ და, ამრიგად, მწვალებელი ეპისკოპოსები აკურთხევდნენ ყველა ამ ახალ ტაძარს წმინდა ნაწილების გარეშე. ამ უწმინდურ წესს მეშვიდე კრების მამები უწოდებენ დაწერილი და დაუწერელი კანონების საწინააღმდეგოს, რადგან იგი საეკლესიო გადმოცემას არღვევს («თნ თითო თ თთთნ Xთი0თ80C6%C). ამიტომაც განიკითხავენ ამ წესს, და მოითხოვენ იმის აღდგენას, რაც მწვალებლების მიერ უწმინდურად იქნა ეკლესიიდან განდევნილი, და საეკლესიო გადმოცემის ძალაში დატოვებას, კერძოდ: ყოველი ტაძრის კურთხევისას წმინდა საკურთხევლის ქვეშ დადებული უნდა იყოს მოწამეთა წმინდა ნაწილი, და განკვეთილ-იქნეს ყოველი ეპისკოპოსი, რომელმაც საკუთარ თავს წმინდა ნაწილის გარეშე ტაძრის კურთხევის უფლება მისცა.

ტაძრის კურთხევისას წმინდა ნაწილების დადების წესი, სხვა სიტყვებით რომ გთქვათ, უსისხლო მსხვერპლშესაწირის დაბრძანება იმ დაფაზე, რომლის ქვეშაც წმინდა ნაწილებია დავანებული, სინამდვილეში დაფუძნებულია როგორც დაწერილ, ასევე დაუწერელ კანონზე – ამასვე ამბობს ეს მე-7 კანონი. იოანე მოციქული საუბრობს მოწამეთა სულებზე, რომლებიც ზეციური საკურთხევლის ქვეშ იმყოფებიან (იხ. გამოცხ. 6, 9) და ამით უკვე მიანიშნებს მიწიერ საკურთხევლებზე და აჩვენებს კავშირს, რომელიც უნდა არსებობდეს წმინდა მოწამეთა მსხვერპლსა და ქრისტე მაცხოვრის მარადიულ მსხვერპლს შორის. ამ საიდუმლო კავშირის აზრი, ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდანვე იყო ჩადებული მოწამეთა საფლავებზე ევქარისტიული მსხვეპლშეწირვის სახით, ან ყოველ შემთხვევაში, სადაც იმყოფებოდა წმინდა მოწამის სხეულის ნაწილი, მოწამეობრივი წმინდა ნაწილები:? აი, რა იყო შემოღებული წმიდა წერილზე დაყრდნობით ეკლესიაში და რა იქნა შენარჩუნებული დევნილობის პერიოდში, ხოლო შემდგომ დამკვიდრდა ეკლესიის კანონმდებლობაში. ერთ-ერთ კრებაზე, კართაგენში 401 წელს, მიიღეს მკაცრი კანონი: უნდა დაიშალოს ყველა ტაძარი, რომელშიც არ დევს სხეული ან ნაწილი წმინდა მოწამეებისა (კართ. 83). ამბროსი მედიოლანელმა არ აკურთხა ერთ-ერთი ტაძარი, სანამ იქ წმინდა მოწამის ნაწილები არ იქნა მიბრძანებული და საკურთხეველში დავანებული.3 იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის საუბარში იკვლევს იმ ამაღლებულ მნიშვნელობას, რაც მინიჭებული აქვს მოწამეთა წმინდა ნაწილებზე უსისხლო მსხვერპლშეწირვის აღსრულებას და მიიჩნევს მას საეკლესიო კანონად, ყველასათვის სავალდებულო აუცილებლობად“. როგორც ტაძრის კურთხევისას უნდა იქნეს დადებული წმინდა ნაწილები, ასევე უნდა გაკეთდეს ეს ოდიკის კურთხევისას. ოდიკის მნიშვნელობის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ტრულის კრების 31-ე კანონის განმარტებაში. ოდიკის, ისევე როგორც ტაძრის კურთხევის უფლება მხოლოდ ეპისკოპოსს აქვს და მისი კურთხევა ხდება ტაძრის კურთხევის მსგავსად. ტაძარში, რომელიც რაიმე მიზეზის გამო არ არის ნაკურთხი პირადად ეპისკოპოსის მიერ (ან კარის ეკლესიაში), ოდიკი ცვლის მღვდელმთავრის კურთხევას და ამგვარად ტაძარი ან კარის ეკლესია იქცევა ეგქარისტიული მსხვერპლშეწირვის აღსრულების ისეთივე წმინდა ადგილად, როგორი წმინდა ადგილიც ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ტაძარია.

შენიშვნები:

1. ამ კრების დოგმატი იხ. ჩემს „კრებულში“, გვ. XXXIX-XXXXI (იხ. ამ დოგმატის ბერძნული და რუსულ-სლავური ტექსტები, მაგ., „კანონთა წიგნში“, გამოცემა 1862 წ. გვ. 8-10.

2. 1 0»Lს11., ტძV. Cი05L. 12 წIM16Cიი. §. 1., L. 2, C01. 1471 - Cწ7იILI8%., ტი. 57, 2, იი. 58,1 „MIდჩიი, 5. IL., L. 3, იი1. 830-3; 971-31 –IიLLსI1., 046 ვი. 9 IMIდიტ, §. 1., L. 2, 001. 658- 661). – 0»ყბი., იი, 10 (M1Iფდიი, §. წ.,L. 12, ლ01. 635-401. – 1I0-იიჯი., #ძV. VI–II3%იL. წM1დიი, §. 1., ს. 23, ლი1. 346, 347) – #4სყი5LIი., Cიიხი CI0500»ი. 8, 27, 6. L28V5L. 20, 21 MIდიი, §. 1., L. 43, იი1. 445 და შემდგ.; L. 42, იი1. 384-61 – 802ი+ი., IVII5§. 600108. 9, 2 სMIფიი, 5, წ., L. 67, Cლ01 1597-1604).

3. #ტიახX05., Xი. 22 შიი1ი808 50+0XI, #. 1 IMIფიტ, §. 1., L. 16, 601. 1019), 4. 0იXწ§05L, IIი#თი, 21 1ი 406L. 8ი05L. ი. 4 IMIთიი, §, წ., L. 60, Cი1. 168-721. – შდრ. 825!!11 M. ილ. 46 IMIდიი, 5. წ., L. 32, ლი1. 369-381. იხ. „LI088% 6M0VMX2XV”, III, 68 და შემდგ.

PDF გვ. 588 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

რადგანაც ებრაულიდა რჯულის ზოგიერთმა თავგზააბნეულმა წარმომადგენელმა განიზრახა ჩვენი ქრისტე ღმერთის შეურაცხყოფა და თვალთმაქცურად გახდა ქრისტიანი, ფარულად კი ქრისტეს უარყოფდა, და ასეთები ჩუმად შაბათობენ და სხვა იუდეველური საქმეების აღასრულებას განაგრძობენ, ამიტომაც განვაჩინებთ: ასეთი პირები არც საზიარებლად, არც სალოცავად და, საერთოდ, ეკლესიაშიც კი არ დაუშვათ; ისინი აშკარად უნდა ჩანდნენ, თავიანთი რჯულისამებრ, ებრაელებად, და მათი ბავშვები არ უნდა მონათლოთ; მათ მონაც ვერ უნდა იყიდონ და ვერც მოიპოვონ. ხოლო თუ ვინმე იმათგან წრფელი რწმენით მოექცევა, ამ რწმენას გულით აღიარებს და საჯაროდ უარყოფს ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს, რათა ამის საშუალებით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, მაშინ შეიძლება მისი შეწყნარება და მისი ბავშვების მონათვლაც, და მისი განმტკიცება ებრაული ბოროტგანზრახვის უარყოფაში. თუ ასეთები არ იქნებიან, არასგზით არ მოხდეს მათი შეწყნარება. (მოც. 7, 64, 70, 71; ტრულ. 11, 84; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29, 37, 38).

როგორც ჩანს, იყვნენ ისეთი ებრაელები, რომლებიც პირადი ანგარებითი განზრახვით მოდიოდნენ ქრისტიანულ რწმენაში, მაგრამ ჭეშმარიტი შეგონება არ გააჩნდათ და მხოლოდ გარეგნულად აჩვენებდნენ ქრისტიანობას; სინამდვილეში კი, ფარულად, თავიანთ ძველ აღმსარებლობას იცავდნენ. ამ ებრაელებს – ამბობს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში – უმეტესწილად ბრალი ედებოდათ რაიმე დანაშაულებრივი საქმიანობის გამო, და რომ გაქცეოდნენ სასჯელს ან ვალის გადახდას, ქრისტიანებთან მოდიოდნენ.' გარდა ამისა, მათი ქრისტიანობაში მოჩვენებითი მოქცევის მიზეზი ისიც იყო, რომ იმპერატორ ლეონ ისავრიელის (714-741) ერთ-ერთი კანონის თანახმად, ებრაელები იძულებული იყვნენ მონათლულიყვნენ და, ამდენად, ქრისტიანულ რწმენას შიშის გამო იღებდნენ.? ეს კი ქრისტიანული სულისათვის – რომელიც გმობს ადამიანის სინდისზე ძალადობას და საერთოდ გმობს ყველა სახის აღმსარებლობით პროზელიტიზმს? – მიუღებელია. ამ და სხვა აღნიშნული მიზეზებით აღძრული ებრაელების ქრისტიანობაში მოსვლა, ეკლესიაში დაბრკოლებას ქმნიდა, რადგან ისინი ფარულად გმობდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, შაბათობდნენ და კვლავ აგრძელებდნენ ყველა იმ წესის შესრულებას, რასაც, როგორც ებრაელები, ნათლისღებამდე ასრულებდნენ. სწორედ ამ დამაბრკოლებელი საცდურის წინააღმდეგ იქნა ეს მე-8 კანონი მიღებული; იგი მოითხოვს, რომ ასეთი ებრაელები არ იქნენ ქრისტიანებად შერაცხულნი, და არავითარი უფლება, არც ეკლესიური და არც სამოქალაქო, არ მიენიჭოთ მათ, არ მონათლონ მათი ბავშვები. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესახებ, ანუ რომ არ უნდა მოინათლონ ქრისტიანობაში მოჩვენებითად მოქცეულ ებრაელთა ბავშვები, ბალსამონი თავის განმარტებაში აღნიშნავს, რომ თურქებიც ამის მსგავს აკეთებდნენ და შვილები ქრისტიან მღვდელმსახურებთან მოსანათლად მიჰყავდათ, მაგრამ ამ დროს ისინი ნათლისღებას აღიარებდნენ არა როგორც საეკლესიო საიდუმლოს, არამედ როგორც სხეულის განსაკურნებელ წამალს (8Lთ 060თXM6LCV Cთ(0)(Iთ%LMVIV).“ ტრულის კრების 84-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი გვამცნობს, თუ როგორ იქნა ეს თურქებთან შემოღებული: პატრიარქ ლუკას (1156-1 169) დროს კონსტანტინოპოლში უცნობი თურქები მოვიდნენ და საპატრიარქოს სინოდს განუცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, რამეთუ ბავშვობაში თავიანთ მიწაზე ქრისტიან მღვდელმთავართა მიერ იყვნენ მონათლულნი. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როცა ისინი მუჰამედის კანონის მიმდევარნი არიან, მათ უპასუხეს, რომ აქვთ წეს-ჩვეულება (თსVუ0CLC 60), რომლის თანახმადაც ბავშვებს ნათლავდნენ ქრისტიან მღვდელმსახურებთან (თით 0000806თV 1606C0)V), რადგან მათი აზრით, თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვში ბოროტი სული მყოფობს და ჟარს, როგორც ძაღლი (XთXCთ #სVთხ 066LV), სანამ ქრისტიანულ ნათლისღებას არ მიიღებს. კრებამ აქედან დაასკვნა, რომ ნათლობა, რომელსაც უსჯულოები ქრისტიანობისაგან ითხოვენ, მათ სჭირდებათ არა მართლმადიდებლური კეთილი-განზრახვით, არამედ სხეულის საკურნებლად, და არა როგორც საშუალება, რომელიც ყოველგვარ სულიერ ბიწისაგან განბანს, განანათლებს და გაწმენდს ადამიანს, არამედ როგორც განსაკუთრებული წამალი და ჯადოქრობა. სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ ნათლობას საპატრიარქოს სინოდი ვერ აღიარებდა სამართლებრივად და ამიტომაც განაჩინა, რომ ის თურქები, თუკი სურვილს გამოთქვამდნენ, თავიდან უნდა მონათლულიყვნენ.წ ეს გადაწყვეტილება სინოდმა მეშვიდე მსოფლიო კრების მე-8 კანონის ანალოგიურად მიიღო.

მიიღეს რა დადგენილება იმათ წინააღმდეგ, ვინც მხოლოდ გარეგნულად იღებს ქრისტიანულ რწმენას, კრება ამ კანონით განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ ებრაელებთან მიმართებით, რომლებსაც ქრისტიანობაში მოქცევა სურთ: მათ უნდააჩვენონ წრფელი რწმენა და მთელი გულით აღიარონ იგი, საჯაროდ უარყონ თავიანთი პირვანდელი სარწმუნოების წეს-ჩვეულებანი და საქმენი, აღუთქვან მათი დატევება, წმინდად დაიმარხონ ქრისტიანული მოძღვრება და მის თანახმად იცხოვრონ. თუ ყველაფერ ამას მოიმოქმედებენ, შეიძლება გახდნენ ნათლისღების ღირსნი თვითონაც და მათი შვილებიც; წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი კრძალავს მათ მონათვლას. ფენიშვნები:

1. #თ. CM#9X,, II, 584.

2. შდრ. V8ი იიი, დასახ. თხზ. პარაგ. 465.

ვ. ც»ბყი». M87182., 0-8L. 12: „სასარგებლოა და უსაფრთხო ნებაყოფლობით იუფროსოს ერთმა მეორეზე. ჩვენის კანონის თანახმადაც მოყვანა (სარწმუნოებაში) უნდა ხდებოდეს არა ძალდატანებით, არა იძულებით, არამედ ნებსით; რამეთუ სხვა ხელისუფლებასაც არ შეუძლია იძულებით დამყარდეს, რადგან ის, ვისაც ძალის დახმარებით მართავენ, ყოველი მოხერხებული შემთხვევისას ცდილობს გათავისუფლდეს. მით უფრო, რომ ჩვენი არა იმდენად ძალაუფლება, რამდენადაც აღზრდა იცავს ყველაზე მეტად თავისუფლებას. გამოხსნის საიდუმლო ხომ მსურველთათვის არის და არა ძალდატანებულთათვის“ IM10წიი, §. წ., L. 35, ლ01, 849-849). C>,ძყი». M8ღი., იი. 47 8ძ VI>CIIIსIი 3>018%. 00105. (M1Iდირ, 5. I., L, 77, C0I. 510, 511): „ზოგიერთმა იუდეველი რწმენის კაცმა გვამცნო, რომ ბევრი, იმ. ადგილზე მყოფ იუდეველთაგან, უფრო ძალდატანებით მონათლეს, ვიდრე შეგონებით (ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა VI საუკუნის შუახანებში ქ. მარსელში, სადაც რამდენიმე იტალიელი ებრაელი, რომლებიც იქ სავაჭრო საქმეებზე იყვნენ ჩასულნი, მონათლეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ). ამასთან, ის, ვინც მოსანათლ წყალთან ქადაგებით კი არა, იძულებით მივიდა, თუ შემდეგში ძველ ამაოდმორწმუნეობას დაუბრუნდება, მით უფრო უარესად კვდება იქ, სადაც ჩანდა, რომ თითქოსდა ახალი შობა მიიღო. ამიტომ თქვენმა ძმათამოყვარეობამ, დაე, აღძრას ასეთი ადამიანები მოუკლებელი ქადაგებით, სანამ ისინი არ მოისურვებენ შეიცვალონ თავიანთი ძველი ცხოვრება მოძღვრის ტკბილი სიტყვისამებრ. მაშინ, ამრიგად, ჩვენი გადაწყვეტილებაც განხორციელდება და მოქცეულის სულიც არ დაუბრუნდება ძველ ნათხევარს". შდრ. #სყი5სი., II1ხ. 2 იიიL»ი 6ი. XX6LII. ი. 83 IMIდიი, §. 1., L. 43, 001. 315-317I.

4. #ძე. CM#MV8VX., II, 585 5. ტდ. CX8., II, 498. შდრ. ბლასტარის სინტაგმა, 18, 3 (#4თ,. C#XXM., VI, 120) და 153 9 88#X0 LI0M0M890%8 IM 00607ხI0M =ი066MMXM6 8 #39. 4. C. II88X09%8, გვ. 138-139.

PDF გვ. 590 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

ყველა ბავშვური ნაზღაპრი, დაუდრეკელი ქილიკი და ცრუ წერილი, რომლებიც შეთხზულია პატიოსან ხატებთან მიმართებით, უნდა გადაეცეს კონსტანტინოპოლის საეპიკოპოსოს, რათა ისინი დაიდონ სხვა მწვალებლურ წიგნებთან ერთად; ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ვინმემ გადამალა ისინი, ასეთი ქმედებისათვის: ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი თავიანთ წოდებიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი ან მონოზონი უზიარებელ იყოს. (მოც. 60; ტრულ. 63; ლაოდ. 59) ხატთმბრძოლნი, როდესაც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ თავიანთ თვალსაზრისის დასაცავად გამოდიოდნენ, აცხადებდნენ, რომ წმინდა ხატების თაყვანისცემა არის კერპთაყვანისცემა. ამ შეხედულების დასამტკიცებლად მათ ბევრი თხზულება გამოსცეს, რომლებსაც წინამდებარე კრების მამები ცრუწერილებს (V6ნაბილსVVითIIIVIთ) უწოდებენ, რადგან ისინი ცრუსწავლებებს შეიცავდნენ და მათ ახასიათებენ როგორც ბავშვურ ნაზღაპრებსა და დაუდრეკელ ქილიკს. ბერძნულ ტექსტში ეს უკანასკნელი სიტყვა განსაზღვრულია „8CXXX6სILIVCC“-ით (ბევერეგიას გადმოთარგმნილი აქვს სიტყვით 10ძ1ხX18). მამებმა ეს სიტყვა იმიტომ იხმარეს, რომ ამით მძაფრად გამოეხატათ ხატთმბრძოლთა სწავლებისა და მათი თხზულებების შინაარსის უაზრობა. ეს სიტყვა დასესხებულია ბახუსის (/სL0Vს-– თი06, 880ლ0იV05) წარმართული კულტიდან და იმ ქალთა სახელებიდან, რომლებსაც იქ მთავარი როლი ენიჭებოდათ (8თიოჯCთIL, ხ800%806). ზონარა ამ კანონის განმარტებაში ამის შესახებ ასე ამბობს: „4! მთMXCთL (ვაკხანკები) – ეს იყო დაუდრეკელ ქალთა მომღერალი ჯგუფი, რომელიც დიონისეს დაჰყვებოდა. დიონისე კი ელინთა ღმერთად ითვლებოდა. იგი სიმთვრალეს ზედამხედველობდა და თვითონაც მემთვრალე და გონგადასული იყო. ასე რომ ვაკხანკები, როცა სიშმაგით იყვნენ შეპყრობილნი, ნათელაზრობრივს არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ ვნებადაუდრეკელ მოძრაობებს ასრულებდნენ. ასევე, ამ კრების მამათა აზრით, ამ თხზულებათა შემდგენლებიც დასაწერად აღიძრნენ დაუდრეკელობისა და უგუნურობის გავლენით და არა ჯანსაღი გონების კარნახით“.! ასეთი ცრუწერილების შესახებ კანონი ადგენს, რომ ისინი უნდა შეგროვდეს და გადაეცეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპატს, რათა მრევლისათვის მიუწვდომლად იქნეს დაცული სხვა ერეტიკულ, სულისათვის საზიანო წიგნებთან ერთად. ეპისკოპატი, ბალსამონის სიტყვებით ამ კანონის განმარტებაში, აქ აღნიშნავს საპატრიარქოს ქარტოფილაქმქსიას (Xთ0%0– დს7#.VX6L0V), ანუ განყოფილებას საპატრიარქოს სახლის შენობაში, რომელსაც დიდი ქარტოფილამსი განაგებდა და ზედამხედველობდა.? ტრულის 63-ე კანონით დადგენილია, რომ ცეცხლით უნდა განადგურდეს რელიგიის საწინააღმდეგო და უზნეო შინაარსის წიგნები, ხოლო წინამდებარე კანონი განაჩინებს მხოლოდ შეგროვებას ასეთი წიგნებისას და საპატრიარქოს ეპისკოპატში (ქარტოფილავსიაში) მათ შენახვას. ბალსამონი ამის გამო წერს: „ერთი და იგივეა ცეცხლს მისცე ერეტიკოსთა უწმინდური თხზულებები და დააწყო ისინი კონსტანტინოპოლის ეპისკოპატში; რადგან არც განადგურების შემთხვევაში მოხვდება ეს წიგნები მკითხველის ხელში და არც მათი შეუვალ ადგილზე დალაგებისას იქნება ვინმესთვის ხელმისაწვდომი. ასე რომ, ვინც ისინი დაწვა (ხატთმბრძოლთა მიერ დაწერილი) და არ მიიტანა (კონსტანტინოპოლის) ეპისკოპატში, იგი არ დაექვემდებარება მე-9 კანონის ზემოქმედებას, რადგან არ მოქცეულა ამ კანონის საწინააღმდეგოდ“.3 ვინც არ მოინდომებდა ასეთი სწავლების გაცემას და აღნიშნულ წერილებს თაგისთან შეინახავდა, – რა მიზნითაც ეს არ უნდა ყოფილიყო, – კანონი მათ მიმართ განაჩინებს: სასულიერო პირთა განკვეთას, ხოლო ერისკაცთა ან მონოზონთა ზიარებიდან განყენებას. სასულიერო ცენზორის შესახებ კი, რომელმაც მეთვალყურეობა და წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რელიგიის საწინააღმდეგო და უზნეო თხზულებების გამოცემებს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დასახელებული ტრულის (63- ე) კანონის განმარტებაში.

შენიშვნები:

1. ტთ. CXMVM8ოMV,, II, 586 2. #თ. CMVX., !I, 587 ვ. #თ. CM87., II, 587.

PDF გვ. 592 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთი კლერიკოსი არად აგდებს კანონიკურ განწესებათა სამართლებრივ ძალას, ტოვებს თავის სამრევლოს და სხვაგან ეშურება, – უმეტესად, ამ ღვთივდაცულ და სამეუფეო ქალაქს, – სახლდება საერო მთავართან და ღვთისმსახურებას მხოლოდ მისი კარის ეკლესიაში ატარებს, ამიტომ განვაწესებთ: ასეთ პირთა შეწყნარება თავისი ეპისკოპოსისა და კონსტანტინოპოლის პირველმოსაყდრის ნებართვის გარეშე დაუშვებელია – ვის სახლში ან ეკლესიაშიც იგი არ უნდა მივიდეს; სასულიერო პირი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, პატივიდან განიკვეთოს, ხოლო ის, ვინც ამგვარად ზემოხსენებულ მღვდელმთავართა ნებართვით მოიქცევა და საერო მთავრის კარის ეკლესიაში დაეწესება მსახურებისათვის, მან უნდა იცოდეს, რომ საერო და ყოფითი საზრუნავის თავზე აღება მისთვის ყველა შემთხვევაში შეუფერებელია, რამეთუ საღვთო სჯული კრძალავს ამგვარ ქმედებას. ამიტომ, ვინც აღმოჩნდება რომელიმე დიდგვაროვანთან საერო თანამდებობაზე დაკავებული, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს. უმჯობესი კი არის ყრმები და შინამოსამსახურენი განსწავლოს, უკითხოს მათ საღვთო წერილი, რამეთუ, სწორედ ასეთი მსახურებისთვის არის იგი ღმერთისგან მოწოდებული.

მღვდელმსახუოთა სამოძღვრო ვალდებულების შესახებ ბევრი კანონი ლაპარაკობს, და ეს ჩვენ ავხსენით მოციქულთა 58-ე კანონის განმარტებაში. წიგნში „სამრევლო მღვდელთა სამსახურის შესახებ“ („0 #0XXV9V0CCX9X I0603MX0009 IL 0#- X0#0CXM#X·%), ამ საკითხს საკმაოდ მოზრდილი თავი აქვს მიძღვნილი და იქ დაწვრილებით არის გადმოცემული სამღვდელმსახურო ვალდებულებანი წმიდა წერილის, საეკლესიო კანონებისა და ეკლესიის მამათა სწავლებების საფუძველზე.2 ამ კანონში სპეცილურად მითითებულია მღვდელმსახურის მოვალეობაზე ასწავლოს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ამის შესახებ დასახელებულ წიგნში ნათქვამია: „ბავშვთა განსწავლა უფრო მღვდელმსახურს ევალება. ეს განსწავლა უნდა შედგებოდეს კატეხიზმოს განმარტებაში, ამასთან, პირველ რიგში უნდა იქნეს შეხსენებული ბავშვებისათვის ნათლისღება და მის დროს წარმოთქმული აღთქმები: ვის განუდგნენ და ვის შეუდგნენ, რომ მათ ზეციური მამისაგან, იესუ ქრისტეს დამსახურებით, ცოდვათა მიტევება მიიღეს და რომ თაგს იდეს ვალდებულება თავიანთი ცხოვრება მიუძღვნან ღმერთს წმინდა ღგთისმსახურებისათვის, რომ შეიმოსეს ახალი ადამიანი, ანუ მიიღეს ახალი ლტოლვა და ძალა მადლისა, გონებაში კი – ნათელმოსილი შემეცნება ღმერთის, სათნოებებისა და ჭეშმარიტად ადამიანური ნეტარების შესახებ, ხოლო გულში – სიყვარული და სიმხურვალე ღგთისადმი და ზეციური მამის უსაზღვრო სიყვარულში გულდაჯერებულობა..., გულმოდგინედ უნდა ხდებოდეს მათთვის ცოდნის მიწოდება პატარაობიდანვე, რათა არ იქნეს დაშვებული მათში ბოროტ მიდრეკილებათა გაძლიერება, უმეტესად კი უნდა მოხდეს მათში სათნოებებისა და ღმერთისთვის მოსაწონ ცხოვრებისადმი სიყვარულის აღძვრა, რამეთუ ბავშვობის ასაკი ისევეა, როგორც თიხის ჭურჭელი: „რასაც მასში ჩაასხამ, სიკეთესა თუ ბოროტებას, შემდგომში სუნს იმის მიხედვით გამოუშვებს“ ხოლო დროის შესახებ, თუ როდის უნდა გააკეთოს ეს მღვდელმსახურმა – იმავე წიგნში ნათქვამია: „მისი წოდებისათვის შესაფერისად მოიქცევა მღვდელმსახური, თუკი ყოველ კვირა დღეს, შუადღისას, თავს მოუყრის მცირეასაკოვან ყრმებს ტაძარში ან სკოლაში და იქ შეასწავლის“.3 ჩვენი კანონის დიდმნიშვნელოვან განწესებაში სამღვედლსახურო მოვალეობის შესახებ ახალგაზრდების განსწავლის საქმეში იმგვარად, როგორც ეს კანონშია ჩამოყალიბებული, ჩვენ წინაშე ორი ძირითადი კანონიკური აზრი წარმოჩინდება, კერძოდ: 1 ) ახალგაზრდებისათვის რწმენისა და ზნეობის შესწავლა მთლიანად უნდა ებარებოდეს მღვდელმსახურებს – ეს მათი პირველი და მთავარი მოვალეობაა და, მაშასადამე, მათ თავიანთი სამსახურებრივი წოდებიდან გამომდინარე ყველაზე უფრო შეუძლიათ ახალგაზრდების დამოძღვრა; 2) სასულიერო პირები ღვთისმსახურების გარდა უნდა იყვნენ დაკავებულნი საღვთისმეტყველო მეცნიერებით და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ იყვნენ რწმენისა და ზნეობის საუკეთესო მასწავლებლები. ამრიგად, ეს კანონი ილაშქრებს ახალგაზრდების აღმზრდელობითი საქმიანობის მღვდელმსახურთა ხელიდან გამოცლას და ამ საქმის ერისკაცთათვის გადაცემას; კანონი ასევე გმობს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც უგულებელყოფენ ამ აღმზრდელობით საქმიანობას და სხვა ისეთი საქმეებით არიან დაკავებულნი, რაც საერთოდ არ შეესაბამება მათ წოდებას და მხოლოდ ერისკაცთა სამოღვაწეოს წარმოადგენს.

შენიშვნები:

1. რთ. C#XX., II, 588.

2. M00ი%. #3/. 1861, CXი. 10-106, 3. §§ 87-88 (გვ. 122-123). იხ. განმარტ. ამ (მე-10) კანონისა არქიმ. იოანესთან, დასახ. თხზ., II, 530-533, და ბალსამონის მსჯელობა კატეხიზაციის შესახებ: #%. C#MX., IV, 523 და შემდგ.

მსგავსი კანონები:მოც.61520588183| მსოფლ.21516IV მსოფლ.34578102023ტრულ:.17181920315964ანტიოჟ.3131621ლაოდ.19სარდ.123121516კართ.16485465718090121123კერძოდ, შეახსენებს მათ თავიანთ სამოძღვრო ვალდებულებას – რისთვისაც, არსებითად, აქვთ კიდევაც მიღებული სამღვდელო წოდება (§Lხ X0%ს+0 /Vთ0 MCთI «IIV 1600 CსVოV 6«7ო00CCXVI.0

PDF გვ. 593 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

ყველა საღვთო კანონის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე სრულიად უცვლელად უნდა დავიცვათ ისიც, რომელიც მოითხოვს ეკონომოსის დადგენას ყველა ეკლესიაში. თუკი თითოეული მიტროპოლიტი თაგვის ეკლესიაში დაადგენს ეკონომოსს, კეთილ საქმეს იქმს, თუ არ დაადგენს, მაშინ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ეძლევა უფლება თავისი მთავრობის ძალით დაადგინოს ეკონომოსი მის ეკლესიაში; ასეთივე უფლება ენიჭებათ მიტროპოლიტებსაც, როცა მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსები არ მოინდომებენ ეკონომოსების დანიშვნას თავიანთ ეკლესიებში. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული მონასტრებშიც.

(მოც. 38, 41; IV მსოფლ. 25, 26; ტრულ. 35, VII მსოფლ.12; ანკვირ. 15; ღანგ. 7, 8; ანტიოქ. 24, 25; კართ. 26, 33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2). კანონი (XCVXV), რომელზეც აქ მიენიშნება, არის IV მსოფლიო კრების რიგით 26-ე. იგი მოითხოვს, რომ ყველა საეპისკოპოსო ეკლესიასთან უნდა დაწესდეს ეკონომოსი, რომლის ვალდებულებაშიც საეკლესიო ქონების მმართველობა შევა. ამ საკითხის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ხსენებული კანონის განმარტებაში. ეს მე-11 კანონი კი ამაზე იმიტომ ამახვილებს ყურადღებას, რომ ჟველა ეპისკოპოსს არ ჰყავდა ეკონომოსი, და ამიტომაც ადგენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია შეუბღალავად (XCთVXIს <00X0 თVIMCC0CCთ<00)+0V) იქნეს დაცული IV მსოფლ. კრების დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ისე მოხდება, რომ მიტროპოლიტები ან ეპისკოპოსები არ მოინდომებენ ეკონომოსების დანიშვნას თავიანთ ეკლესიებში, ან იღუმენებს არ დანიშნაგენ თავიანთ მონასტრებში, ასეთ შემთხვევაში კანონი აღიარებს უმაღლესი ხელისუფლების ზემდგომ უფლებას, კერძოდ: კონსტანტინოპოლის პატრიარქს ნება ეძლევა თავად დანიშნოს პირი, რომელსაც შეეძლება მასზე დაქვემდებარებულ სამიტროპოლიტო ეკლესიაში ეკონომოსობა გასწიოს, ხოლო ეპისკოპოსებს კი – თავისზე დაქვემდებარებულ მონასტერში.

დასახელებულ IV მსოფლ. კრების (26-ე) კანონში ნათქვამია, რომ ყოველ ეკლესიას შეუძლია საეკლესიო კრებულის წევრთაგან აირჩიოს თავისთვის ეკონომოსი. ამას ეს კანონიც ადასტურებს და ამავე დადგენილებას მონასტრებზეც ავრცელებს და, შესაბამისად, მონასტრის ეკონომოსიც უნდა იყოს არჩეული მონასტრის საძმოს წევრთაგან – ამავე მონასტრის წევრ-მონოზონთაგან. ამ საკითხის განხილვისას ბალსამონი თავის განმარტებაში ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსი დადანაშაულებული იყო იმის გამო, რომ მის საეპისკოპოსო ქონებას ერისკაცი განაგებდა, და ამას იმით ამართლებდა, რომ კანონში არ იყო გამოკვეთილად ნათქვამი, რომ ეკონომოსად მხოლოდ და მხოლოდ კლერიკოსები, ანუ საძმოს წევრები უნდა ყოფილიყვნენ დანიშნულნი; აქედან გამომდინარე, საეკლესიო ქონების მართვა ერისკაცისთვისაც არის შესაძლებელი. ამაზე ბალსამონი შენიშნავს იმას, რაც ჩვენ ახლა განვაცხადეთ. სახელდობრ, რომ ეს კანონი სხვა არაფერია, თუ არა IV მსოფლიო კრების 26-ე კანონის დამტკიცება, ხოლო მის თანახმად, საეკლესიო ქონების მართვა-გამგეობა მხოლოდ იმ ეკლესიის წევრს შეუძლია, და არანაირად სხვა საერო წარმომადგენელს. აგრძელებს რა ამავე საკითხს მონასტრების შესახებ, იგი ამბობს: „რამეთუ არავინ, საღ აზროვნებას მოკლებულიც კი (M«VV Xთ0ითდი0VM), არ იტყვის, რომ ერისკაცს შეუძლია მონასტრის ქონების მართვა“.! შენიშვნა: 1. ტ4თ. CIი0IX., II, 592.

PDF გვ. 596 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 12

თუ აღმოჩნდება, რომ საკუთარი სარგებლის გამო ეპისკოპოსმა ან იღუმენმა საეპისკოპოსოს ან მონასტრის კუთვნილება ხელში ჩაუგდო საერო მთავრობას, ან სხვა რომელიმე კერძო პირს, ასეთი გაცემა არასაფუძვლიანად ჩაითვალოს, წმინდა მოციქულთა განწესებისამებრ, რომელიც იტყვის: ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ქონებაზე და განაგებდეს მას, ვითარცა ღვთისათვის უმზირდეს; ეკრძალება მას მიითვისოს რაიმე ამ ქონებიდან, ან ნათესავებს დაურიგოს საღვთო კუთვნილება. თუ ვინმე უქონელია, უწყალობოს მას, როგორც უქონელს, მაგრამ ამ მიზეზით არ გაყიდოს ეკლესიის ქონება. როცა მიზეზად მოჰყავთ ის, რომ მიწას ზარალი მოაქვს, და არავითარი სარგებელი მისგან არ შემოდის, ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა მიეცეს აგარაკი ადგილობრივ მმართველებს, არამედ კლერიკოსებს ან მიწათმოქმედებს. თუ მზაკვრულ გზას გამონახავენ და საერო მთავარი მიწას შეისყიდის კლერიკოსის ან გლეხისგან, ასეთ შემთხვევაშიაც ნასყიდობა უკანონოა და განაყიდი უნდა დაუბრუნდეს საეპიკოპოსოს ან მონასტერს, ხოლო ამის ჩამდენი ეპისკოპოსი ან იღუმენი გაძევებულ იქნეს: ეპისკოპოსი საეპისკოპოსოდან, იღუმენი კი მონასტრიდან, რამეთუ ბოროტად განაბნიეს ის, რაც არ შეუკრებიათ. (მოც. 38, 39, 40, 41, 73; IV მსოფლ. 24, 25; ტრულ. 49, VII სოფლ. 11, 13; ანკვირ. 15; ანტიოქ. 24, 25; კართ. 26, 33; კირილე ალექს. 2; თეოფილე ალექს. 10). ეპარქიის საეკლესიო ქონების უმაღლესი მმართველი ეპისკოპოსი არის. ამას მრავალი კანონი აღიარებს, კერძოდ – მოციქულთა 38-ე, რომელიც პირდაპირ მეორდება ამ კანონში. თუ როგორ უნდა მართოს ეპისკოპოსმა ეს ქონება, ამის შესახებ მოციქულთა დასახელებულ, და ჩვენ მიერ მოყვანილ მის პარალელურ კანონებშია ახსნილი. ამ კანონიკურ განწესებათა თანახმად, საეკლესიო ქონების არასწორი მართვისათვის – ისევე როგორც ყოველნაირი ზარალისათვის, რაც ეკლესიას მიეყენება – პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ ეპისკოპოსს ეკისრება. რაც შეეხება სამონასტრო ქონებას, იგი კანონით ეპისკოპოსის უშუალო ზედამხედველობით მართვა-გამგეობისათვის ეძლევა მონასტრის იღუმენს და სწორედ იგი აგებს პასუხს (რა თქმა უნდა, მონასტრის საძმოსთან ერთად) ამ ქონების დაზიანების შემთხვევაში (VI მსოფლ. 48 და სხვ.). აქედან გამოდის ეს (მე-1 2) კანონი, როცა საუბრობს საეკლესიო და სამონასტრო ქონების შესახებ და ასახელებს ეპისკოპოსსა და იღუმენს, რომლებსაც კანონით ევალებათ საეკლესიო და სამონასტრო ქონების (კარმიდამოს) დაცვაზე ზრუნვა. ამ კანონში მოიხსენიება მხოლოდ მიწა (თV00L, #M#82, M0#9, ყანა, აგარაკი) რომელიც ეკლესიას და მონასტრებს ეკუთვნის და რომლის პატრონობაც ეპისკოპოსსა და იღუმენს ეკისრებათ. მაგრამ მიწის გარდა ეკლესია და მონასტერი შეიძლება სხვა მოძრავ ქონებასაც ფლობდეს (მოც. 73; ანკვირ. 15; კირილე ალემჭს. 2). ასე რომ, როცა კანონში ნათქვამია იმის დაცვაზე, რაც ეკლესიასა და მონასტერს ეკუთვნით, უნდა ვიგულისხმოთ როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონებაც და ამ უძრავ-მოძრავ ქონებასთან მიმართებით კანონი განაჩინებს, რომ ეპიკოპოსი და იღუმენი მათ უნდა იცავდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რომ ყოველთვის დარჩეს იგი ეკლესიისა და მონასტრის კუთვნილებაში; არანაირი სახით არ უნდა დაუთმონ საერო ხელისუფლებას, არც რომელიმე კერძო პირს, რამეთუ ასეთი გადაცემა ყოველმხრივ გაუმართლებელია (Xს000V 6LVთI «იV §+- ბ0CVV, 1IIხ8 51L LL8ძ1L10).

ამ კრებაზე ადრე, ხატთმბრძოლობის დროს, საერო ხელისუფლება იმდენად გაძლიერდა საეკლესიო ხელისუფლების ხარჯზე, რომ თვითონ ადგენდა ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენლებს და თვითნებურადაც კი ნიშნავდა ამა თუ იმ ეკლესიებში ეპისკოპოსებსა და მონასტრებში იღუმენებს. ხატთმბრძოლ იმპერატორების დროს საეკლესიო ხელისუფლებას ჩამორთმეული ჰქონდა თითქმის მთელი თავისი ძალაუფლება და იგი უმთავრესად საერო ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში. სხვათა შორის, ამაშიც მდგომარეობდა ბრძოლა ხატთმბრძოლთა და ეკლესიას შორის. ეკლესია თაგისი ძალებით ცდილობდა თავისუფლება და ავტორიტეტი შეენარჩუნებინა, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც ამ (VII) მსოფლიო კრებაზე. ხატმებრძოლ საერო ხელისუფალთა გაბატონებული ტირანიის დროს, სასულიერო პირთა შორის გამოირჩეოდნენ ცალკეული დიდებისმოყვარულები, რომლებსაც არსებული ხელისუფლებისაგან სურდათ რაიმე მაღალი თანამდებობრივი ადგილი მიეღოთ საეკლესიო იერარქიაში. ამის მისაღწევად ისინი ხელისუფლებას მიმართავდნენ და საჩუქრების დაპირებით ახერხებდნენ კიდეც სასურველი თანამდებობის მიტაცებას, – დგებოდნენ რა ეპისკოპოსებად და იღუმენებად ასეთი სუფთა სიმონიური მეთოდებით. ეს დიდებისმოყვარენი შემდგომში ცდილობდნენ დანაპირები შეესრულებინათ და, ამგვარად, საეკლესიო ან სამონასტრო ქონებიდან თაგიანთ დამხმარეებს გარკვეულ საჩუქრებს უძღვნიდნენ, რაც ცხადია, ეკლესიას ან მონასტერს ზარალს აყენებდა. სწორედ, წოდების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არის მიმართული წინამდებარე კანონი; იგი ეკლესიის ქონების გაუსხვისებლობასთან დაკავშირებით იმ კანონიკურ ნორმას ეყრდნობა, რაც ეკლესიის დასაბამიდანვე (მოც. 38) იყო დადგენილი. ის პირები, რომლებმაც ასეთი სიმონიური მეთოდებით მიაღწიეს ეპისკოპოსობას ან წინამძღვრობას, თავს იმით იმართლებდნენ, რომ სხვებზე გაცემულ მიწებს თითქოს არაფერი სარგებელი მოჰქონდა. წინამდებარე კანონი გმობს ამას და ადგენს, რომ ასეთ შემთხვევაშიაც კი არ არის გამართლებული მიწების საერო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, არამედ უნდა დაუთმონ ის კლერიკოსებს, თუკი მათ შესყიდვა სურთ, ანდა მიწათმოქმედებს, – როგორც ადამიანებს, რომლებიც მიწას ამუშავებენ, მაგრამ განეკუთვნებიან ღარიბ და უბადრუკთა რიგს, – რათა წმინდა მიზნებისათვის ნაბოძები მიწა კვლავ დაბრუნებულ იქნეს ან მღვდელმსახურთა ხელში, ან ისარგებლოს იმით ღარიბღატაკმა.! აღნიშნული დიდებისმოყვარენი თავიანთი ბილწი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად მზაკვრულ ხერხსაც მიმართავდნენ, კერძოდ: მიჰყიდიდნენ, თითქოს, რომელიმე კლერიკოსს ან გლეხს მცირე ფასად საეკლესიო ან სამონასტრო მიწას, ხოლო ის უკვე, რა თქმა უნდა, ისევ მცირე ფასად, მიჰყიდდა რომელიმე თანამდებობრძვ პირს, ვისთანაც მათ სიმონიური ვალდებულება აკავშირებდათ და, ამგვარად, კვლავ ადგებოდა ზარალი ეკლესიას ან მონასტერს, მხოლოდ ამჯერად უკვე სხვა მეთოდით. კრების მამებმა გამოიკვლიეს ამის შესახებ და განაჩინეს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა გზით მოხდა გაყიდვა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყველაფრის ეკლესიის ან მონასტრისათვის დაბრუნება. დადგენილება, რომ საეკლესიო და სამონასტრო ქონება არ უნდა იყოს გასხვისებული, – რომელიც უკვე შედიოდა რამდენიმე წინა კანონში, – მიღებულ იქნა ბერძნულ-რომაულ მართლმადიდებლურ სამოქალაქო კანონმდებლობითაც და ყოველთვის ჰქონდა მას ჟველაზე მკაცრი კანონის ძალა.? გულისხმობდნენ რა ამას, კერძოდ კი იმ გარემოებებს, რომლებმაც აიძულეს კრების მამები გაემეორებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული განჩინება, მათ წინამდებარე კანონში დაგმეს ისინი, ვისაც სურდათ გაენიავებინათ ის, რაც თვითონ არ შეუგროვებიათ და ადებენ მათ მკაცრ სასჯელს: ეპიკოპოსი, რომელიც ასე იქცევა, განიდევნოს (6X00L0C)წX0ი“%0, იXLსIხიLს) ეპარქიიდან, იღუმენი კი – მონასტრიდან.

შენიშვნები:

1. ზონარასა და ბალსამონის განმარტებები ამ კანონის შესახებ: #თ. C#M#7., II, 593 და შემდგ.

2 M#იV0II26 MVI5LII2II VII, XLVI, LXVII, CXX; შდრ. Cიძ. 9ს5L., 1, 2, 14, 17, 21. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. ამ კანონზე ბალსამონის განმარტებაში: 4ძრ. C#8V., I, 594 და შემდგ.

PDF გვ. 597 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

ჩვენი ცოდვების გამო, ეკლესიაში მოვლენილი განსაცდელების ჟამს სხვადასხვა საეპისკოპოსოებსა და მონასტრებში ბევრი წმინდა ტაძარი ზოგიერთებმა მიიტაცეს და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. თუკი მიმტაცებლები მოინდომებენ მათ დაბრუნებას და ძველებურად აღდგენილ იქნება, ფრიად კეთილი და მშვენიერი საქმე გამოვა, ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან: სასულიერო პირის შემთხვევაში – განკვეთით დაისაჯოს, მონოზონი ან ერისკაცი – უზიარებლობით, ვითარცა მსჯავრდებულნი მამისა და ძისა და სულიწმიდისაგან და იქ დაეწესონ „სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 44), ვინაიდან ისინი უფლის ხმას ეწინააღმდეგებიან: „..ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (ინ. 2, 16).

(IV მსოფლ. 4, 24; ტრულ. 49, ორგზ. 1; კირილე ალექს. 2). განსაცდელები (თსMCი0იძ) რომელიც, როგორც აქ არის ნათქვამი ჩვენი ცოდვების გამო ეკლესიას მოევლინა, არის ხატთმბრძოლობა, რაც, თავის მხრივ, მართლმადიდებლებისათვის მრავალი ბოროტების მიზეზი გახდა. ხატთმბრძოლობის დროს ყველაზე მეტი დევნა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა და მონოზვნებმა განიცადეს. ამ დევნის შედეგად ბევრი მათგანი იძულებული გახდა მკლესია-მონასტრები დაეტოვებინა და უდაბნოში გაქცეულიყო, რის გამოც ბევრი ეკლესია და მონასტერი ცარიელი დარჩა. ამიტომ, უცხო პირები მათ ისაკუთრებდნენ და ჩვეულებრივ საცხოვრებლად (XC) აქცევდნენ. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმ-ხატთმბრძოლის ისტორია მოწმობს, რომ მან ბრძანება გასცა, მართლმადიდებლური მონასტრები სამხედრო ყაზარმებად გადაეკეთებინათ.! როცა ამ საშინელმა ხანამ ჩაიარა, კრების მამებმა წინამდებარე კანონით განაჩინეს, რომ ის წმინდა ადგილები, რომლებიც ეკლესიებს უკანონოდ ჩამოერთვა, დაბრუნებული და ძველებურად აღდგენილი ყოფილიყო. თუ ნებაყოფლობით არ მოისურვებენ მათ დაბრუნებას, მაშინ ეს იძულებით უნდა მოხდეს და, კანონი განაჩინებს, რომ ასეთი უღმერთო უზურპატორები, რომლებსაც სამუდამო განსასჯელი მოელით, თუ სამღვდელონი იქნებიან, განიკვეთონ, ხოლო ერისკაცების ან მონოზვნების შემთხვევაში – განყენებულ იქნენ ეკლესიასთან ერთობიდან. ამ კანონში მეორდება IV მსოფლიო კრების 24-ე და ტრულის კრების 49-ე კანონები. შენიშვნა: 1. შდრ. V8ი L5იტიი, დასახ. თხზ., § 469.

PDF გვ. 599 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

ყველასათვის ცნობილია, რომ სასულიერო პირთაგან განუშორებელია წესრიგი და, ამდენად, სამღვდელო ხარისხში აყვანის წესის ზედმიწევნითი დაცვა არის ღვთისსათნო საქმე. ამიტომ, რადგანაც ვხედავთ, რომ ზოგიერთები ხელთდასხმის გარეშე აღიკვეცნენ ბავშობაში ეკლესიის მსახურებად, – მაგრამ ჯერაც არ მიუღიათ ეპისკოპოსის ხელთდასხმა და ამჯერად საეკლესიო მსახურებისას ამბიონიდან წმიდა წერილს კითხულობენ, რაც კანონთან შეუსაბამოდ ხდება, – ვბრძანებთ: ამიერიდან ამგვარ ქმედებას ადგილი აღარ ჰქონდეს; იგივე უნდა იყოს დაცული მონოზონთა მიმართებითაც. წიგნის მკითხველად კურთხევის უფლება ყველა იღუმენს აქვს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავის მონასტერში, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე თავად მიიღო ეპისკოპოსისაგან საწინამძღვრო მმართველობის ხელთდასხმა და, ამასთან, აუცილებლად – უკვე მღვდლის ხარისხში მყოფმა. მსგავსად ამისა, ქორეპისკოპოსებიც, ძველი ჩვეულებისამებრ, მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით უნდა ახდენდნენ წიგნის მკითხველთა კურთხევას. (ტრულ. 14, 15, 21, 33; ლაოდ. 15).

ლაოდიკიის კრების მე-15 კანონის თანახმად, რომელიც შემდგომში ტრულის 33-ე კანონითაც იქნა დამტკიცებული, ვერავინ უნდა გაბედოს ეკლესიის ამბიონიდან კითხვა ან გალობა, თუკი წინასწარ არ მიუღია წმინდა აღკვეცის პატივი და სჯულისმიერი კურთხევა თავისი მღვდელმთავრისაგან, ანუ სხვანაირად – ხელთდადების გარეშე (§«206 X6L0006თLთნ, ქიროტესია), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ კრების მიმდინარეობისას ხდებოდა ისე, რომ ზოგიერთები კითხულობდნენ და გალობდნენ ამბიონიდან, თუმცა ეპისკოპოსისაგან ქიროტესია მიღებული არ ჰქონიათ, და ამას უბრალოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ბავშვობიდან იყვნენ მიღებულნი ეკლესიაში მსახურებისათვის და კლერიკოსების დარად ნაწნავებსა და სამოსელს ატარებდნენ. კრების მამები ამჯერად კრძალავენ ამ ქმედებას, რამეთუ არაკანონიკურია და, ადგენენ, რომ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს უკვე არსებულ კანონს (ტრულ. 33 და ლაოდ. 15), ხოლო, რამდენადაც ეპისკოპოსისათვის ძნელია ეპარქიის ყველა ეკლესიისათვის წიგნისმკითხველების დაწესება, ამიტომ კანონი მათ გარდა ამის ნებას რთავს ქორეპისკოპოსებსა და იღუმენებს. ქორეპისკოპოსებთან მიმართებით კანონი აბობს, რომ ეპისკოპოსის ნებართვით («VL 601(00XიV «0ს 6010X0X0%)) მათ შეუძლიათ დაადგინონ წიგნისმკითხველები; იღუმენებთან მიმართებით კი კანონი ამას არ ამბობს, მაგრამ ბალსამონის სიტყვებით – ამ კანონის განმარტებიდან – იღუმენს მიცემული აქვს უფლება შეუზღუდავად (თათCLX– იან) დაადგინოს წიგნისმკითხველი, მაგრამ ამ უფლებით მას შეუძლია მხოლოდ თავის მონასტერში ისარგებლოს, თუკი აქვს მღვდლის ხარისხი და კანონიერად არის თაგვისი ეპისკოპოსისაგან „საწინამძღვრო მმართველობაში დადგენილი“!, „ღვთისმსახურების პირველი ხარისხი წიგნის მკითხველობაა“, – ასე წერია წიგნის მკითხველის წოდებაში აყვანის წესდებაში. თანახმად ამისა და, ასევე, ამ (მე-14) კანონის შინარსიდან გამომდინარე, ვინც ერთხელ დადგენილია წიგნის მკითხველად, ის იმავე დროიდან ხდება იმ საეკლესიო დასის წევრი – სრული კანონიკური დამოკიდებულებით იმავე ეპარქიალურ მღვდელმთავარზე, და მას უკვე აღარ აქვს უფლება საკუთარი ნებით გამოვიდეს კლერიკოსთა იმ შემადგენლობიდან და გადავიდეს სხვა ეპარქიის დასში, და მით უფრო შეუძლებელია მისთვის საერო მდგომარეობაში გადასვლა, ხოლო თუ ამას ჩაიდენს, ეპისკოპოსი უფლებამოსილია იძულებით დააბრუნოს იგი დასში, სადაც თავისი ნებითა და ეკლესიის ლოცვებით თავის დროზე ჩაირიცხა. „მით უფრო იმას, – აღნიშნავს ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში, – ვინც შავი სამოსელით შეიმოსა საეკლესიო კრებულში შესვლის მიზნით, არ შეუძლია ამ სამოსლის გახდა, რამეთუ გამოთქვა განზრახვა საკუთარი თავი ღმერთისთვის შეეწირა და ამიტომ არ შეუძლია ღვთის წინაშე მიცემული აღთქმა დაარღვიოს და ამით წმინდა ხატებს შეურაცხმყოფელთა მსგავსად დასცინოს“.? შენიშვნები: 1. ტდ. CX8X., II, 618. 2. რთ. CM87X., II, 617.

PDF გვ. 600 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაწესებთ: ამიერიდან კლერიკოსმა არ იმსახუროს ერთდროულად ორ ეკლესიაში, რამეთუ ეს ახასიათებს ვაჭრობასა და სულმდაბალ თვითანგარებას და უცხოა საეკლესიო ჩვეულებისათვის; ვინაიდან ჩვენ თვით უფლის ხმა მოგვისმენია: „ვერვის კელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს..“ (მთ. 6, 24). ამის გამო, მოციქულთა სიტყვისამებრ „რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ“ (1 კორ. 7, 20), იმსახუროს მან მხოლოდ ერთ ეკლესიაში. ღმერთისათვის ყველაფერი მიულებელია, რაც საეკლესიო საქმეებში მდაბალი ანგარებისათვის კეთდება, ხოლო ამ ცხოვრებაში მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა საქმიანობა არსებობს და შეუძლია მოიპოვოს სხეულისათვის, რაც რომ სახმარი სჭირდება. თვით მოციქულმა გამოთქვა „...საკმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, კელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (საქ. 20, 34), და ეს დაცულ იყოს ამ ღვთივდაცულ ქალაქში, ხოლო სხგა ადგილებში, მღვდელთა სიმცირის გამო, დასაშვებია ამ წესიდან გამონაკლისის გაკეთება.

ამ კანონში არსებითად მეორდება IV მსოფლიო კრების მე-10 და მე-20 კანონები, იმის შესახებ, რომ თითოეულ სასულიერო პირს მხოლოდ ერთ ტაძარში მსახურების უფლება აქვს. იყო შემთხვევები, როცა ცალკეული ეპისკოპოსები მკაცრად არ იცავდნენ ამ კანონს და ამა თუ იმ მღვდელს ორ-ორ ტაძარს აბარებდნენ (ანუ სამრევლოს) მსახურებისათვის; ხოლო როგორც ამ კანონის შინაარსიდან ჩანს, ამას მღვდლები თავიანთი დუხჭირი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე აკეთებდნენ და იმ მცირე შემოსავლის მიზეზით, რასაც ისინი ერთი ტაძრიდან იღებდნენ და, ამიტომ, დამატებით სხვა ტაძარში მსახურებას იმით ამართლებდნენ, რომ შემოსავლის გაზრდა ესაჭიროებოდათ. ამის შესახებ კანონი ამბობს, რომ ეს ახასიათებს ვაჭრობასა და სულმოკლე თვითანგარებას და არაკანონიკურია. ამიტომაც განაჩინებს, რომ ეს სრულიად უნდა შეწყდეს და თითოეულმა მღვდელმსახურმა მხოლოდ ერთ ტაძარში იმსახუროს. იმ მიზეზის აღმოსაფხვრელად, რომ თითქოს მღვდელი ერთი ტაძრის შემოსავლით ვერ შეძლებს არსებობას, და როგორც პირადი, ასევე, თაგისი ოჯახის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, კანონი აღნიშნავს, რომ ამისათვის სხვა საქმიანობებიც არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ შეუდგნენ და ამ გზით მოიპოვონ რამდენიც არსებობისათვის სჭირდებათ – პავლე მოციქულის მაგალითისამებრ (იხ. საქ. 20, 34). თუმცა, კანონს მხედველობაში აქვს კონსტანტინოპოლი, სადაც უამრავი მღვედლმსახური ცხოვრობდა;! რაც შეეხება სხვა ადგილებს, სადაც არ არის მღვდელმსახურთა დიდი რაოდენობა, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს და, მაშასადამე, ერთ მღვდელს ორ ტაძარში მსახურების ნება დაერთოს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა გადაწყვეტილება ეკლესიის საჭიროებიდან გამომდინარეობს და არა – მღვდელმსახურის პირადი მოსაზრებიდან (მისი მატერიალური მოთხოვნილების დასაკმაყშენიშვნა:

1. 4თდ.Cით,, II, 621,

მსგავსი კანონები:მოც.1415| მსოფლ. 15, 16, IV მსოფლ.5102023ტრულ.171831VII მსოფლ.10ანტიოქ.3სარდიკ.1516კართ.5490

PDF გვ. 602 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 16

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყოველგვარი ფუფუნება და სხეულის მოკაზმულობა უცხოა მღვდელმსახურთა წოდებისა და მდგომარეობისათვის. ამიტომ ეპისკოპოსები და სხვა კლერიკოსები, რომლებიც იმოსებიან ბრწყინვალე და ძვირფასი ტანსაცმლით, უნდა გამოსწორდნენ; ხოლო თუ კვლავ გააგრძელებენ ამგვარად შემოსვას, – განკანონდნენ; ასევე, ვინც ნელსაცხებლებით სარგებლობს. რადგან „ძირი სიმწარისაი აღმოცენებულ არს შემაურვებელი“ (შდრ. ებრ. 12, 15), ამიტომ ქრისტიანთა მგმობელი მწვალებლობა უწმინდურ ლაქად შეიქმნა კათოლიკე ეკლესიისათვის და მისმა მიმდევრებმა არა მხოლოდ წმინდა ხატების გამოსახულება შეიძაგეს, არამედ ყოველგვარი კეთილკრძალულებაც უარყვეს, შეიძულეს კაცნი პატიოსანნი და კეთილმოშიშედ მცხოვრებნი, და მათზე აღსრულდა დაწერილი: ”»--ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთის მოშიშება“ (ზირ. 1, 25). თუ აღმოჩდება ისეთები, რომლებიც დასცინებენ უბრალო და სადა ტანსაცმლით შემოსილთ, დაე, განკანონებით გამოსწორდნენ, რამეთუ ძველთაგანვე ყველა მღვდელმსახური უბრალო და სადა სამოსლით კმაყოფილდებოდა, რადგან ყოველივე, რაც არა სახმარად, არამედ მოსაკაზმად გამოიყენება, იმსახურებს ამაოებაში ბრალდებას – როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს. ისინი არც აბრეშუმის ჭრელი ქსოვილისგან შეკერილ სამოსელს ატარებდნენ და არც სამოსლის კიდეზე უცხო ფერის არშიას ივლებდნენ, რადგან ღვთაებრივი ხმა სმენოდათ: „..რომელნი ჩჩკლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“ (მთ. 11, 8).

ხატთმბრძოლნი ისწრაფვოდნენ არა მხოლოდ ხატების განადგურებას ქრისტიანულ ეკლესიაში, არამედ ცდილობდნენ გაენადგურებინათ მთელი ეკლესიური დისციპლინა და ყველაფერი, რაც ღვთისსათნოა ეკლესიაში. სხვათა შორის, დასცინოდნენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კანონის (ტრულ. 27-ე) შესაბამისად იმოსებოდნენ ღვთისმსახურთა უბრალო და მოკრძალებული სამოსლით. თვითონ კი ნებას რთავდნენ თავისიანებს (ხატთმბრძოლ კლერიკოსებს) ჩაეცვათ მდიდრული და უფრო საერო ჩაცმულობის მსგავსი სამოსელი. ეს მავნე სენი, რა თქმა უნდა, სწრაფად მოედო ყველა იმ პირს, ვინც ამაოებით იყო განმსჭვალული და ხატთმბრძოლ კლერიკოსთა მიბაძვით მართლმადიდებელ სასულიერო პირებშიც გავრცელდა. ასე რომ, ბევრმა ეპისკოპოსმა და საეკლესიო დასის სხვა წევრებმა განიძარცვეს დადგენილი სამოსელი და დამშვენდნენ ბრწყინვალე, დიდმშვენიერი აბრეშუმის სამოსლებით და, მეტიც, იცხებდნენ კეთილსურნელოვან ზეთებს, როგორც გაკოხტავებული ერისკაცები. რამდენადაც ეს კანონიკური დადგენილებებისა და ქრისტიანული ღვთისმოსაობის საერთო სულის საწინააღმდეგოა, ამიტომ კრების მამები ამ კანონში განმარტავენ, რომ ყოველგვარი ფუფუნება და სხეულის მოკაზმვა მღვდელმსახურის წოდებისათვის სრულიად მიუღებელია. საეკლესიო ცხოვრების უძველესი დროიდან მღვდელმსახურნი ყოველთვის კმაყოფილდებოდნენ უბრალო და მოკრძალებული სამოსლით, რადგან ახსოვდათ ბასილი დიდის სიტყვები, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი, რაც არ არის აუცილებელი და მორთულობისათვის მიიღება, ამაოებისათვის ზრუნვას ემსახურება.! კრების მამები ამიტომაც ცდილობენ დაუქვემდებარონ კანონიკურ ეპიტიმიას ყველა ის პირი, ვინც არ შეისმენს ამ კანონის განჩინებას და ბოროტად გაჯიუტდება. ამ კანონის საფუძველზე პატრიარქმა ტარასიმ, კრების თავჯდომარემ, შესამოსელთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საეკლესიო დასისათვის სპეციალური განკარგულება გამოსცა?.

კანონის ეს განწესება ბევრს არ მოსწონდა, განსაკუთრებით იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობდნენ და არცთუ მაინდამაინც მკაცრად იცაგდნენ ამ განაწესს. ამიტომ, XII საუკუნეში ბალსამონმა, წინამდებარე კანონის განმარტებისას, საჭიროდ ჩათვალა ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის. ზოგიერთები, ვისაც სიამოვნებდა შემოსილიყო ბრწყინვალე და მდიდრული სამოსლით, ამბობდნენ, რომ ეს კანონი თავის დროზე მიიღეს მაშინდელი აღვირახსნილობის მიზეზით და რომ მისი დადგენილება ამ დროებისათვის (მე-12 საუკ.) შეუფერებელი და ყავლგასულია, რადგან ეკლესიაში ღვთის მადლით გაბატონებულია ყოველგვარი კეთილმოწყობილობა და კეთილკრძალულება და, მართალია, კლერიკოსები ატარებენ ბრწყინვალე სამოსელს, მაგრამ მხოლოდ ღმერთის პატივსაცემად, ბალსამონი კი ამაზე შენიშნავს, რომ „ამგვარად მოაზროვნენი ცუდად მეტყველებენ (IV #VMა6), რამეთუ ეს კანონი საყოველთაოა («თ807XL%X06//X0 6თVLV 0 XVთV) და მის დადგენილებას უნდა ჰქონდეს ძალა და მოქმედება უკუნითი უკუნისამდე (6LC CICIVC6 CLCIV0IV) და, ისინი, რომლებიც ამის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ განკანონებას, თუ არ გამოსწორდნენ“.3 შენიშვნები: 1. იხ. ბასილი დიდის 49 (შემოკლ.) კანონი მონოზვნების შესახებ. 2. V3ი L5იიი, დასახ. თხზ., § 472. 3. 4ტთ. C#8IX., II, 624.

მსგავსი კანონები:ტრულ.27ღანგრ.1221

PDF გვ. 603 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 17

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ზოგიერთმა მონოზონმა წინამძღვრობა მოისურვა, მორჩილება კი უარყო და მიატოვა რა თავისი მონასტერი, სალოცავი სახლის აშენებას მიჰყო ხელი, თუმცა საჭირო სახსრები მშენებლობის დასამთავრებლად არ გააჩნია. როცა ვინმე გაკადნიერდება და ამის ჩადენას დააპირებს, ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა უნდა დაუშალონ; ხოლო თუ მას აქვს საკმარისი სახსრები მშენებლობის დასამთავრებლად, მაშინ განზრახული ბოლომდე მიიყვანოს. იგივე წესი იყოს დაცული ერისკაცებსა და კლერიკოსებთან მიმართებითაც..

ჯერ კიდევ ბასილი დიდი თავის სამონოზვნო განწესებებში მხურვალე რეკომენდაციებს იძლეოდა საერთო საცხოვრებელი ტიპის მონასტრების შექმნისათვის, რათა არსებული მონასტრები საჭიროების გარეშე არ დანაწევრიანებულიყო და აუცილებელად საწყისი სახით შენარჩუნებულიყო. ხოლო თუ საძმოს რიცხვი გაიზრდებოდა, მაშინ მათ სენაკები უნდა მიშენებოდათ.' ამ კანონიდან ჩანს, რომ ბასილი დიდის განწესება ყოველთვის არ სრულდებოდა და ზოგიერთი მონოზონი, ვისთვისაც ძნელი იყო მორჩილების აღთქმის შესრულება, ცდილობდა თვითონ ეუფროსა. ასეთები ტოვებდნენ თავიანთ მონასტრებს და ცდილობდნენ აეშენებინათ ახალი, ან როგორც ამ კანონშია მოხსენებული, „სალოცავი სახლები" (6სX– როი!ისხ 0L«X0%6). მაგრამ, ამასთან, არ გააჩნდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მის დასამთავრებლად და შემდგომში შესანახად, რის შედეგადაც ეკლესიაში უწესრიგობა წარმოიშვებოდა. წინამდებარე კანონი მიმართულია უწესრიგობის აღსაკვეთად და მოუწოდებს რწმუნებულ ეპისკოპოსებს, რომ მომავალში მათ ეს აკრძალონ. ამასთან დაკავშირებული თვითნებური მოქმედებანი ექვემდებარებოდა კანონიკურ სასჯელს და მხოლოდ აშკარად გაცხადებული ეპისკოპოსის ნებართვითა და მისი კურთხევით შეიძლებოდა აშენებულიყო ახალი მონასტერი (ტრულ. მე-4; ორგზ. 1). ამ საეპისკოპოსო ნებართვას კანონი განაპირობებს იმ შემთხვევაში, თუ მონასტრის აშენების მსურველი დაამტკიცებს, რომ აქვს ყველა საშუალება და შეუძლია დაამთავროს დაწყებული მშენებლობა. ასე ამბობს კანონი და ბერძნულ-რომაული სამოქალაქო კანონმდებლობითაც ყველაფერი დაწვრილებით იყო განსაზღვრული, რაც ახალი მონასტრების მშენებლობას ეხებოდა. სხვათა შორის, განსაზღვრული იყო შემდეგი: რადგანაც ერთ მონასტერში მონოზონთა რიცხვი ყველაზე ცოტა (40 67#XCXLCX0V) – სამი უნდა იყოს, ამიტომ მონასტრის აშენების მსურველის შესატანი თანხა თუ მეტი არა, უკიდურეს შემთხვევაში იმდენი უნდა ყოფილიყო, რამდენიც საჭიროა ტაძრის ასაშენებლად და, გარდა ამისა, თავისი და კიდექ-სამი სხვა მონოზვნის შესანახად.? იმას, რაც ნათქვამია მონასტრის აშენების მსურველ მონოზონთა შესახებ, კანონის ძალა უნდა ჰქონდეს, აგრეთვე, კლერიკოსებსა და ერისკაცებთან მიმართებითაც, თუკი თაგიანთი ღვთისმოსაობით მონასტრის აშენებას მოისურვებენ.

ფენიშვგნები:

1.იხ. ბასილი დიდის 35-ე (ვრცელი) კანონი მონოზვნების შესახებ.

2. შდრ. იუსტინიანეს ნოველა CXXXII და ლეონ VI ბრძენის ნოველა, რომლებიც მოჰყავს ბალსამონს ამ კანონის განმარტებაში (#დ. C#X#»., II, 626).

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.48ტრულ.414246ორგზ.1

PDF გვ. 604 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 18

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: „დაუბრკოლებელ იყვენით...“ (1 კორ. 10, 32) გარეშეთა მიმართაც, იტყვის საღვთო მოციქული, მაგრამ დედაკაცის ყოფნა საეპისკოპოსოებში ანდა მონასტრებში, ყოველგვარი საცდურის მიზეზია. ამის გამო, ვინც შემჩნეული იქნება იმაში, რომ თავისთან ჰყავს მხევალი, ან თავისუფალი ქალი საეპისკოპოსოში ან მონასტერში რაიმე მსახურების შესასრულებლად, ასეთი სასულიერო პირი განკანონებას ექვემდებარება, ხოლო თუ არ შეისმენს: განიკვეთოს. თუ დედაკაცს მოუხდება ქალაქგარეთ სახლში ყოფნა და ეპისკოპოსს ან იღუმენს გზად იქ გავლა მოუწევს, მაშინ დედაკაცმა არავითარი მსახურება არ უნდა შეასრულოს ეპისკოპოსის ან იღუმენის თანდასწრებით, არამედ განცალკევებით იმყოფებოდეს, სანამ არ წაბრძანდება ეპისკოპოსი ან იღუმენი და, ამდენად, არ ექნება ადგილი დაძრახვის მიზეზს.

მსგავსი კანონები:მოც.526| მსოფლ.3ტრულ.512134748VII მსოფლ.2022ანკვირ.19კართ.34253870

PDF გვ. 605 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 19

საძაგელმა ვეცხლისმოყვარეობამ იმდენად დაიპყრო ეკლესიების მესაჭეები, რომ ზოგიერთმა კეთილმოშიშედ მიჩნეულმა მამაკაცმა და დედაკაცმა, უფლის მცნებები დაივიწყა, თავგზა აებნათ, და სამღვდელო და სამონოზვნო დასში შემსვლელებს ოქროთი იღებენ. ამის გამო ხდება „ყველაფერი უვარგისი, რისი დასაწყისიც უწმინდურია”", – როგორც ამას ბასილი დიდი ამბობს, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ღმერთსაც და მამონასაც ემსახურო. ამიტომ, ასეთ საქციელში მხილებული ეპისკოპოსი, იღუმენი ან სხვა ნებისმიერი სასულიერო პირი, უნდა დაცხრეს, არადა –- განიკვეთოს, – ქალკედონის წმინდა კრების მე-2 კანონის თანახმად, – ხოლო იღუმენია განიდევნოს მონასტრიდან და მორჩილებაში სხვა მონასტერში დაჰყოს, ისევე როგორც ის იღუმენი, რომელსაც არ გააჩნია სამღვდელო ხელოდასხმა. რაც შეეხება იმ ნივთებს, რასაც მშობლები აძლევენ შვილებს მზითევის სახით, და, ასევე, თან მოტანილი პირადი ნიგთები, რომელიც მომტანის განცხადებით მის მიერ ღმერთს ეწირება, ჩვენ დავადგინეთ, რომ მონასტერში უნდა დარჩეს აღთქმისამებრ, მიუხედავად იმისა, დარჩება მისი მომტანი თუ წავა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი წასვლის მიზეზი წინამძღვარი იქნება. (მოც. 28; IV მსოფლ.2; ტრულ. 22,23, VII მსოფლ. 4,5,15; ლაოდ. 12; სარდიკ. 2; ბასილი დიდ. 90; გენადის ეპისტ.; ტარასის ეპისტ.).

ეს კანონი კვლავ იმ სამარცხვინო ბოროტების წინააღმდეგ გამოდის, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე და ყოველნაირი მეთოდით თრგუნავდა ეკლესიას, ანუ სიმონიის წინააღმდეგ. მასში საუბარია გარკვეული წარმომადგენლობის პირთა საეკლესიო დასში ან მონასტერში ფულით მიღების შესახებ, და ეყრდნობა რა IV მსოფლ. კრების მე-2 კანონს, განაჩინებს, რომ ეპისკოპოსი ან სხვა სასულიერო პირი, რომელიც ეკლესიის დასში (ან იღუმენი მონასტრის საძმოში) ვინმეს ფულის გამო იღებს, მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განიკვეთოს თავისი ხარისხიდან. თუ ამას მოიმოქმედებს იღუმენი, – იქნება ის მამათა თუ დედათა მონასტრისა, – რომელსაც არ გააჩნია საწინამძღვრო ხელთდასხმა, ამ შემთხვევაში კანონი მას მორჩილად განაწესებს სხვა მონასტერში. ზონარა ყურადღებას მიაპყრობს მოჩვენებით წინააღმდეგობაზე |! მსოფლიო კრების მე-2 და წინამდებარე კანონებს შორის სიმონიტების დასჯის თაობაზე, რამეთუ, ამათგან პირველი განაჩინებს, რომ დაუყონებლლივ (თსXIL%თ) უნდა განიკვეთოს ის, ვინც ფულის გამო მოახდინა ხელთდასხმა (მასთან ერთად განიკვეთება მისგან ხელთდასხმულიც), ხოლო მეორე განაჩინებს, რომ ის, ვინც ფულის გამო იღებს ვინმეს საეკლესიო დასში, მხოლოდ მაშინ უნდა განიკვეთოს, როცა თავის საქმიანობას ჯიუტად აგრძელებს. შენიშვნა სავსებით მართებულია, რადგან ერთი შეხედვით თითქოს შეინიშნება ამ ორ კანონს შორის ურთიერთგამომრიცხაობა და ზონარა პოულობს მის ახსნას, როცა სავსებით საფუძვლიანად მიუთითებს, რომ კანონში (IV მსოფლ. კრებ.) საუბარია ხელთდასხმით ხარისხში აყვანაზე, სახელდობრ, როდესაც სასულიერო პირმა ხელთდასხმა ფულის გამო მოახდინა, ხოლო წინამდებარე (მე-19) კანონში ამაზე არ არის საუბარი, არამედ კლერიკოსთა დასში უკვე ხელთდასხმულ პირთა (უში X6X6L00+0VXიII-V0CსC6)! მიღებაზე. გმობს რა მონასტერში ფულისათვის ვინმეს მიღებას, კანონი მაინც სამართლიანად მიიჩნევს, როდესაც ვინმე მონასტრის საძმოში შედის და თან რაიმე ქონება მიაქვს, ან როცა მშობლები თავიანთ შვილებს მემკვიდრეობის სახით (65VCIV X00V–- «თV) თან რაიმეს გაატანენ მონოზვნად აღკვეცისას, ის კი თავისი განცხადებით მას ღმერთს სწირავს. ამ ძღვენის შესახებ კანონი ადგენს, რომ იგი უნდა დარჩეს მონასტრის საკუთრებაში, მაშინაც კი, როცა მისი შემწირავი მონასტრიდან წავა, ოღონდ თუ მის წასვლაში დამნაშავე მონასტრის წინამძღვარი არ იქნება.?

შენიშვნები:

1. რთ. CM98X., II, 631.

2. იმის შესახებ, თუ როგორი კანონი იყო ადრე ქონების შესახებ იმათთვის, ვინც ადრეულ ხანებში მონასტერში ეწყობოდა, იხ. ამ კანონის განმარტებაში არქიმ. იოანესთან (დასახ. თხ%., II, 546-547); შდრ. ნომოკანონში თავ. 48, 24, 2-4 (დასახ. გამოც,, II, 126).

PDF გვ. 606 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 20

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განვაჩინებთ: ამიერიდან აღარ იყოს ორმაგი (ერთად დედათა და მამათა) მონასტრები, რადგან ამ სახის მონასტერი ბევრისათვის საცდურისა და დაბრკოლების მიზეზი ხდება. თუკი ზოგიერთები ნათესავებთან ერთად მოინდომებენ ამა სოფელს განეშორონ და სამონოზვნო ცხოვრებას მიჰყვნენ, ასეთ შემთხვევაში მამაკაცები მამათა მონასტერში წავიდნენ, დედაკაცები კი – დედათა მონასტერში, რადგან ასეთი მსხვერპლია სათნო ღმერთისთვის. ხოლო, რაც შეეხება აქამდე მოქმედ ორმაგ მონასტრებს, ისინი ამიერიდან ცალ-ცალკე უნდა იმართებოდნენ, ჩვენი წმინდა მამის, ბასილის განწესების მიხედვით და მისი მცნებით, რომელმაც შემდეგი კანონი დაუდო: ნუ იცხოვრებენ ერთ მონასტერში სხვადასხვა სქესის მონოზვნები, რადგან ერთად დამკვიდრება მრუშობის საშუალებას იძლევა; ნუ გაბედავენ მონოზვნები – მამები და დედები, განცალკევებით ერთმანეთთან საუბარს; მონოზონმა მამაკაცმა არ უნდა დაიძინოს დედათა მონასტერში; მონოზონმა დედაკაცმა არ მიიღოს საზრდელი მონოზონ მამაკაცთან ერთად განცალკევებით; როცა მამების მხრიდან ცხოვრებისათვის რაიმე სახმარი დედებთან მიიტანება, კარიბჭის გარეთ შეხვდნენ დედათა მონასტრის იღუმენიას, სხვა ვინმე ხანდაზმულ მონოზონთან ერთად. თუ ისე მოხდება რომ მამა-მონოზონი მოისურვებს რომელიმე ნათესაგი ქალის მონახულებას მონასტერში, იღუმენიას თანდასწრებით ისაუბროს მასთან – სიტყვამოკლედ, და მალევე განეშოროს.

ბასილი დიდმა თავის დროზე დაწვრილებით დაადგინა ყველა ის წესი, რაც შეეხება მონასტრების მოწყობასა და მონოზვნების – როგორც მამების, ასევე დედების – ცხოვრებას, კერძოდ: როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მათ შორის, და რომ მამებისა და დედების ერთად (ერთ მონასტერში) მოღვაწეობა არ შეიძლება.' ბასილი დიდის სწორედ ამ განწესებას მოიხსენიებენ კრების მამები წინამდებარე _ _ კანონში და განაჩინებენ, რომ მას უნდა ჰქონდეს კანონის ძალა. ამასთან, შეიმჩნეოდა, რომ ზოგიერთ ადგილებში ორმაგი მონასტრები (60 I0VთCთ<ო0Lთ) ფუნქციონირებდა, რაც ბევრისათვის საცდურისა და დაბრკოლების მიზეზი ხდებოდა. ამიტომაც კრება განაჩინებს, რომ ასეთი მონასტრები საერთოდ აღარ უნდა იყოს. ამით იგი იმეორებს იუსტინიანეს კანონმდებლობის ძველ მოთხოვნილებას,? რომელიც ეკლესიის მიერ იყო აღიარებული და კანონიკური ძალა ჰქონდა. ეს ორმაგი მონასტრები, ზოგიერთების აზრით, არ უნდა იქნეს იმ მნიშვნელობით აღქმული, რომ თითქოს მონოზ,ვნები (მამები და დედები) ერთად ცხოვრობდნენ, არამედ – იმდენად ახლოს, რომ როცა ლაპარაკობდნენ, ერთმანეთის ხმა ესმოდათ. ორი მონასტერი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა და მათ ერთ მონასტრად აღიქგამდნენ. ამაზე ბალსამონი შენიშნავს, რომ კანონს ეს არა აქვს მხედველობაში, და არა ამის გამო იწოდება ბევრი მონასტერი ორმაგად, არამედ იმიტომ, რომ ოდესღაც ერთსა და იმავე მონასტერში როგორც მამები, ასევე დედები ცხოვრობდნენ (მათ „თანაშეკრებილთ“ უწოდებდნენ), და ამიტომ კრძალავს კანონი ასეთ მონასტრებს, რადგან ისინი მხოლოდ საცდურებს ემსახურებიან.3 შენიშვნები:

1. იხ. ბასილი დიდის ვრცელი კანონი მონოზგნობის შესახებ და შდრ. ნომოკანონში თავ. 61-62 (დასახ. გამოც. II, 247-293).

2. MიV. ჰი§1ი. CXXIII და XXVI. შდრ. ამ კანონზე ბალსამონის განმარტება: #ძთ. CMM#., II, 639.

3. #ტთ. C#%#%., II, 640. დასავლეთში, XV საუკუნის დასაწყისში, ნეტარი ბრიგიტას მიერ დაფუძნდა ძასი11018 IXI0225:0X18 და ერთ-ერთ მათგანში (კერძოდ, ინგლისში) იყო 60 დედა-მონოზონი, 13 მღგდელი, 4 დიაკონი და 8 მამა-მონოზონი (ხელთდასხმის გარეშე), მაგრამ დროთა განმაგლობაში აღმოჩნდა, რომ ასეთი მონასტრების არსებობა შეუძლებელია. შდრ. V8ი L5ი00»ი, დასახ. თხზ. დხ. 476.

მსგავსი კანონები:ტრულ.47VII მსოფლ.1822

PDF გვ. 608 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 21

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზონს უფლება არა აქვს თავისი მონასტერი დატოვოს და სხვაგან გადავიდეს; თუ ეს მოხდა, მაშინ მხოლოდ სტუმარმასპინძლობის გაწევაა მისთვის აუცილებელი, ხოლო შეწყნარება კი მისი, წინამძღვრის ნების გარეშე, დაუშვებელია.

მონოზვნები იმ მონასტერში უნდა იმყოფებოდნენ, სადაც წუთისოფელი უარყვეს და მონოზვნის წოდება მიიღეს. ამას მოითხოვს ბასილი დიდის ცნობილი სამონოზვნო კანონები. დადგენილია ეს IV მსოფლიო კრებაზეც (მე-4 კან.). ამის შესაბამისად, წინამდებარე კანონიც განაჩინებს, რომ მონოზონთაგან არავინ გაბედოს თავისი მონასტრის დატოვება და სხვა მონასტერში გადასვლა; ხოლო თუ რომელიმე მონოზონი ჩაიდენს ასეთ ქმედებას და სხვა მონასტერს მიადგება, ასეთი შემთხვევისათვის კანონი ამბობს, რომ მისი მიღება-გამასპინძლება აუცილებელია, რათა ის იძულებული არ გახდეს ერისკაცებს მიმართოს და ისეთ ადამიანებთან მოხვდეს, რომლებიც უდარდელ ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ მისი მიღება ამ მონასტრის საძმოში არაფრით შეიძლება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მონოზონი თავისი მონასტრიდან კანონიერი წინამძღვრის, იღუმენის მიერ არის გამოშვებული და ამის შესახებ იღუმენმა წერილობითი ნებართვა გასცა, მაგრამ ამ კანონის დადგენილება არ უნდა გავიგოთ იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს მხოლოდ იღუმენი იყოს პირადად სრული უფლებამოსილი გაუშვას ძმა თავისი მონასტრიდან, ან მიიღოს სხვა მონასტრიდან, ყოველგვარი შემდეგი პასუხისმგებლობის გარეშე. ეს კანონი უნდა იქნეს განხილული სხვა არსებულ კანონებთან ერთიანობაში, რომლებიც განაჩინებენ, რომ თითოეული მონოზონი, დაწყებული იღუმენიდან და ყველაზე უმცროსი ძმით დამთავრებული, იმყოფებიან ეპარქიალურ ეპისკოპოსისადმი უშუალო დაქვემდებარებაში და ამიტომ იღუმენის ნებართვა, გაუშვას ერთი ძმათაგანი თავისი მონასტრიდან, ან მიიღოს მონოზონთა საძმოში ვინმე სხვა მონასტრიდან, სამართლებრივად მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა ეს იღუმენი ამას თავისი ეპისკოპოსის ნებართვით აკეთებს, რომელიც თავის მხრივ არის უფლებამოსილი წინამძღვარი ყველაფერში, რაც ეხება, როგორც მონასტერს, ასევე ყველა მონოზონს.

მსგავსი კანონები:IV მსოფლ.4VII მსოფლ.19კართ.80ორმაგ.234

PDF გვ. 609 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 22

ყველაფერი ღმერთს მიუძღვნა და არ დაემონო საკუთარ სურვილებს – ეს დიდი საქმეა. რამეთუ „გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ“, – ამბობს საღვთო მოციქული, – „ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (იხ. 1 კორ. 10, 31). ქრისტე ღმერთმა ჩვენმაც თავის სახარებაში მოგვიწოდა მოვიკვეთოთ ცოდვების დასაბამი, რადგან არა მხოლოდ მრუშობა ისჯება, არამედ მრუშობის მცდელობის ზრახვაც დაგმობილია მისი სიტყვისამებრ: „..რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თკსსა“ (მთ. 5, 28). აქედან ვისწავლოთ, რომ უნდა გავიწმინდოთ ჩვენი ზრახვები, რადგან „ყოველივე ჯერარს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს...“ (1 კორ. 10, 23), როგორც გვასწავლის სამოციქულო სიტყვა. ყველა ადამიანს სჭირდება ჭამა, რათა იცოცხლოს, და ვინც ქორწინებაშია და შვილებთან ერთად ცხოვრობს საერო მდგომარეობაში, არ ეძრახებათ მათ (მამაკაცებსა და დედაკაცებს) ერთად ჭამა, მხოლოდ საზრდელის მომცემელს შესწირონ მადლობა, მაგრამ არ უნდა ჭამონ რაიმე გამოგონილი სანახაობისა და სატანისტური სიმღერების თანხლებით, ქნარებითა და მეძავური გახმოვანებით, – ყველაფერ ამაზე წინასწარმეტყველური კრულგაა მოწეული: „რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ლღვინოსა ჭსუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა კელთა მისთასა არ განიცდიან“ (ეს. 5, 12); და თუ ვინმე იქნება ასეთი ქრისტიანებს შორის – გამოსწორდეს; თუ არ გამოსწორდა, მაშინ მის მიმართ უნდა იქნეს ის ზომები მიღებული, რაც ჩვენამდე მოღვაწე მამებმა კანონებრივად დაადგინეს, ხოლო ვისი ცხოგრებაც წყნარია და ერთფეროვანი – როგორც იმათი, ვინც უფალ ღმერთს აღთქმა მისცა და მონოზვნობის უღელი იტვირთა, „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თყსსა უღელი მძიმე“ (გოდ. იერ. 3, 28). მაგრამ იმათაც, ვინც საღმვდელმსახურო ცხოვრება აირჩია, არა აქვთ სულ მთლად ნება დართული განცალკევებით ჭამონ დედაკაცებთან, არამედ – ზოგიერთ ღვთისმოშიშ და კეთილკრძალულ მამაკაცებსა და დედაკაცებთან, რათა ეს სატრაპეზო ურთიერთობაც სულიერ აღმშენებლობას ემსახურებოდეს; იგივე უნდა იყოს დაცული ნათესავებთანაც დამოკიდებულებაში, ხოლო თუ მონოზონს ან სამღვდელო წოდების პირს მოგზაურობის დროს სახმარი მოაკლდება და უღონოქმნილი მოსვენებას მოინდომებს სასტუმროში, ან ვინმესთან სახლში, ასეთ შემთხვევაში მას ნება ეძლევა ასე მოიქცეს, რამეთუ ეს საჭიროებიდან მომდინარეობს.

(მოც. 42, 43, 54; |! მსოფლ. 3; ტრულ. §, 9, 47, 48, 62; VII მსოფლ. 18, 20; ანკვირ. 19; ლაოდ. 24; კართ. 40, 60; ბასილი დიდ. 88). ამ კანონის დასაწყისში კრების მამები ხაზს უსვამენ ორ ვითარებას: პირველ რიგში საჭიროა ყველაფერი ღმერთს მივუძღვნათ და არ ვიყოთ საკუთარი სურვილების მონა, რამეთუ წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ვჭამთ თუ ვსვამთ – ყველაფერს ღმერთის სადიდებელად ვაკეთებთ (იხ. 1 კორ. 10, 31), ანუ რა საქმეც კაცმა არ უნდა დაიწყოს, მას თვალწინ ყოველთვის ღმერთი და სამარადისო მსჯავრი უნდა ედგეს. ამის შემდეგ კანონი გვახსენებს, თუ როგორ მოგვიწოდებს იესუ ქრისტე სახარებაში, რომ უნდა მოვსპოთ ჩვენში ცოდვის საწყისი, რადგან არა მხოლოდ სიძვა ისჯება ღმერთისგან, არამედ თვით სიძვის მცდელობაც (იხ. მთ. 5, 28), ამიტომ უნდა გისწავლოთ ზრახვების გაწმენდა, ანუ მაშინგე, როგორც კი აზრი იშვება და ჯერ არ გაძლიერებულა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე ბოროტებაში არ ჩავვარდეთ; იმისათვის კი, რომ აზრი გავიწმინდოთ და ბოროტებას შევეწინააღმდეგოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მეთოდს, თუ როგორ ვაკეთებთ ამას; მხედველობაში ვიქონიოთ ჩვენი თავისუფალი ნება, რადგან, "მართალია, ყველაფრის ნება გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლო არ არის (იხ. 1 კორ. 10, 23). შემდეგ, რამდენადაც უწმინდური და დაუდგრომელი აზრები ჩვეულებრივ წარმოიშვება მამაკაცების დედაკაცებთან ურთიერთობისაგან, განსაკუთრებით ჭამისა და სმის დროს, კრების მამებიც გამორჩეულად ამაზე ჩერდებიან და ამბობენ უწინარესად ერისკაცებზე, ზოგადად ქრისტიანებზე და შემდეგ მონოზვნებზე და ბოლოს მღვდელმსახურებზე. მამები უპირველესად აღიარებენ, რომ სიცოცხლისათვის ყველას სჭირდება საზრდელის მიღება, და რომ ამ აუცილებელი საქმიანობისას დაზღვეული უნდა ვიყოთ ბოროტი და უკეთური აზრებისაგან. მამები გვიხსნიან ერისკაცებთან მიმართებით, რომ იმათთვის, ვინც ქორწინებაში ცხოვრობს და შვილები ჰყავთ, საზრდელის მიღება მამაკაცისა და დედაკაცისათვის ერთად არ არის საძრახისი, ოღონდ ამისთვის მადლობა შესწირონ ღმერთს, ვისგანაც საზრდელი გვეძლევა; შემდგომ ამისა, წინამდებარე კანონით მამები კრძალავენ ჭამას რაიმე თეატრალურ გარემოებაში ან სატანისტური სიმღერების თანხლებით, მუსიკალური და უკუღმართი მანჭვა-გრეხით, რამდენადაც ასეთი ლხინის დროს ვნებები აღიძვრება და ამით იხსენება გზა მრუშობისაკენ. ამიტომაც კანონი ასეთ საქციელს სატანისტურს უწოდებს, – პირდაპირი გაგებით, რადგან თვით სატანას შეეძლო მათი გამოგონება, და კანონი მას წმიდა წერილიდან (იხ. ეს. 5, 12) შესაბამის სიტყვებს მიუსადაგებს. მიაპყრობს რა ყველაფერ ამისკენ ქრისტიანთა ყურადღებას, კანონი განაჩინებს, რომ ყველა უნდა გამოსწორდეს, ვინც კი საუბედუროდ გარეულა ამ ცოდვაში, ხოლო თუ გამოსწორებას არ მოისურვებენ, მაშინ კანონიერ სასჯელს დაექვემდებარებიან. მონოზვნებს, რომლებმაც მშვიდი და განმარტოებული ცხოვრება აირჩიეს, და ღმერთს მონოზვნური ღვაწლის აღთქმა მისცეს, კანონი ახსენებს სიტყვებს წმიდა წერილიდან, „ისხდნენ მდუმარედ“ (შდრ. გოდ. იერ. 3, 28), ანუ განმარტოებით და მშვიდად იცხოვრონ თავიანთ მონასტრებში, განერიდონ საერო ურთიერთობებს– განსაკუთრებით სხვა სქესის წარმომადგენლებთან; დაიცვან მონასტრის წესები და.იმისკენ ისწრაფვოდენ, რომ რაც შეიძლება ზუსტად და სრულად შეასრულონ ისინი და ამის საშუალებით სრულყოფილებაში მოვიდნენ მარადიული ცხოვრებისათვის. ბოლოს კანონი მიმართავს მღვდელმსახურებსაც, რომლებსაც, მართალია, არ მიუციათ მონოზვნური აღთქმა, მაგრამ უნდა მისცენ ერისკაცებს ყველაფერში კეთილი მაგალითი, და რომ მათთვისაც მიზანშეუწონელია განმარტოებულად იტრაპეზონ დედაკაცის საზოგადოებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ ღვთისმოშიშ და კეთილიმსახურ მამაკაცისა და დედაკაცის გარემოცვაში, რათა ამ ურთიერთობამ ისინი სულიერი სრულყოფისაკენ წარმართოს. კანონის ეს მოთხოვნილება ეხება უქორწინებელ მღვდელმსახურებს, მაგრამ ასევე ძალაშია დაქორწინებულთათვისაც, რომელთა მეუღლეებსა და შვილებს კანონი გულისხმობს „ნათესავებში“ (CVსVV6VCსV). კრების მამები იმ შემთხვევებსაც განიხილავენ, როცა მონოზონი და მღვდელმსახური შეიძლება მოგზაურობაში აღმოჩდნენ და არ ჰქონდეთ თან აუცილებელი საკვები, რის გამოც იძულებული გახდნენ სასტუმროში გაჩერდნენ ან რომელიმე კერძო სახლში. წინამდებარე კანონით მამები მათ ნებას რთავენ ასე მოიქცნენ, – რაკი აუცილებლობა მოითხოვს, – მაგრამ ამასთან, ყოველთვის უნდა უფრთხილდებოდნენ თავიანთ სამღვდელო ღირსებას.

ანბანური საძიებელი ა ადამი ღმერთს მოკვდავად არ შეუქმნია – კართ. 109.

ათანასე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა და ნეტარი. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2.

ალექსანდრიის ეპისკოპოსს უფლება აქვს ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლში – | მსოფ. 6; II მსოფ. 2. მისი საყდარი სხვა განდიდებულ საყდართა შორისაა – ტრულ. 36, ამბიონი. კურთხევის გარეშე ამბიონიდან კითხვა დაუშვებელია – ტრულ. 33; VII მსოფ. 14. ამფილოქე იკონიელი, წმინდა და ნეტარი. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2.

ანტიოქიის ეპისკოპოსი. მისი საყდარი ალექსანდრიის საყდრის შემდეგ მოდის – ტრულ. 36.

აპოკრიფული წიგნები. ცრუსათაურიანი თხზულებები, რომლებსაც მწვალებლები, განსაკუთრებით კი გნოსტიკოსები ადგენდნენ – მოც. 60.

აპოლინარი (მწვალებელი) – ტრულ. 1.

აპოლინარელები (მწვალებლები). მოქცევის შემთხვევაში ეკლესიას უერთდებიან მირონცხების გზით – II მსოფ. 1.

არიოზი (მწვალებელი) –ტრულ. 1.

არიოზელები. გადაცემულნი არიან ანათემას – II მსოფ. 1; მოქცევის შემთხვევაში ეკლესიას უერთდებიან მირონცხების გზით – II მსოფ. 7; ტრულ. 95.

ახალგაზრდების აღზრდა, რწმენასა და ზნეობაში, მღვდელმსახურთა პირდაპირი მოგალეობაა და ეს საქმიანობა არა უნდა გადაეცეს ერისკაცებს – VII მსოფლ. 10.

ახალმთვარობისას კოცონების დანთება უნდა აიკრძალოს – ტრულ. 65. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არ აღესრულება იუდეველებთან ერთად ბუნიობის წინ – მოც. 7. ' აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე მართლმორწმუნენი უნდა ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ; ამ დღეებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცხენების ჯირითსა და სახალხო სანახაობებს – ტრულ. 66. აღთქმა. ვინც ქალწულობის აღთქმას დაარღვევს, ეპიტიმიას ექვემდებარება – ტრულ. 44.

ო პისჯოპოსებმა ემისკ ე მხოლოდ ლოდ აღმოსა:

აღ ვლე თში უხდა უნდა განაგონ გახაგ – II მსოფ. ფ 2.

ბ ბასილი, კესრია-კაპადოკიის მთვარეპისკოპოსი, წმინდა, ნეტარი – ტრულ. 2; ღმერთშემოსილი მამა – ტრულ. 54; მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში– ტრულ. 2.

ბ გალობა. ტაძარში საჭიროა მოწიწებითა და გულშემუსვრილობით გალობა – ტრულ. 15; სამწმიდის გალობაში სიტყვების „წმიდაო უკვდაგო“-ს შემდეგ არ უნდა დაემატოს სიტყვები: „რომელი ჯვარს-ეცვი ჩვენთვის“ – ტრულ. 82. გამორჩევა. საეკლესიო ხარისხში ასაყვანი პირის გამორჩევა საერო ხელისუფლების მიერ დაუშვებელია – VII მსოფ. 3. გამოსახულება. გამოსახულება (ნახატი) არ უნდა იყოს მაცდუნებელი – ტრულ. 100. განკანონება – იხ. ეპიტიმია.

განკვეთილი. დასიდან განკვეთილთან ერთობლივი ლოცვა დაუშვებელია – მოც. 11; ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თავისი წოდებიდან კანონიერად განიკვეთა, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეეპუება და კვლავ გააგრძელებს მსახურებას, ეკლესიიდანაც განიკვეთოს – მოც. 28; განსწავლოს ერი რწმენასა და ღვთისსათნოებაში, ეპისკოპოსისა და მღვდლის უპირველესი და უმთავრესი მოვალეობაა – მოც. 58. განყენება მცირე (ხზიარებიდან განკანონება, ანუ ევქარისტიულ საიდუმლოში მონაწილეობის მიღების დროებით აკრძალვა); მცირე განყენების უმაღლესი ფორმა არის საეკლესიო საზოგადოებიდან ჩამოშორება, ეკლესიასთან ერთობის აკრძალვა, ე. წ. უზიარებლობა; დიდი განყენება ეწოდება ეკლესიიდან სრულ განკვეთას (მოკვეთა, ანათემა, შეჩვენება); სასულიერო პირთათვის იგივე სასჯელი (განყენება) ითვალისწინებს მღვდელმოქმედების შეჩერებას (მღვდლობისაგან დაცადება) – იხ. საეკლესიო სასჯელები. მოც. 5. განყენებული. საეკლესიო საზოგადოებიდან (ეკლესიასთან ერთობიდან). ვინც განყენებულთან ილოცებს, თვითონაც იმავე სასჯელით განკანონდეს – მოც. 10; ვინც ეკლესიიდან თავის განყენებას დაფარავს, მას განყენების ვადა უნდა გაუგრძელდეს – მოც. 13; ერთი ეპისკოპოსისგან განყენებულს სხვა ეპისკოპოსი ვერ მიიღებს, გარდა განმყენებლის სიკვდილის შემთხვევისა, ან მხოლოდ, თავისი ეგპისკოპოსის ან კრების გადაწყვეტილებით – მოც. 32, | მსოფ. 5; თავისი ეპისკოპოსისაგან განყენებულმა სამართალი კრების წინაშე ეძიოს – | მსოფ. 5. განჩინება. კრების განჩინება უმრავლესობის ხმით მიიღება – | მსოფ. 6. განქორწინების შესახებ – მოც. 48.

გენადი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2. გრიგოლ ნეოკესარიელი. წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ,. 2.

გრიგოლ ნოსელი. წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2. გრიგოლ ღვთისმეტყველი. წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2.

დ დასი და დასის წევრები. ეკლესიური ტერმინოლოგიით დასი შეიძლება იყოს როგორც სამღვდელო, ანუ, სასულიერო პირთა კრებული, ასევე, საეკლესიო – ეკლესიის მსახურთა (წიგნის მკითხველი – მედავითნე, მგალობელი, სტიქაროსანი და სხვ.) კრებული. ზოგადად ორივე ეს კრებული ერთი სხელწოდებით – დასად იწოდება, წევრებს კი კლერიკოსებს უწოდებენ – იხ. კლერიკოსები.

დაცინვა. სხვის ხორციელ ნაკლზე დაცინვა დაუშვებელია – მოც. 57.

დაყუდება დასაშვებია სამწლიანი მონასტრული ცხოვრების გამოცდილების შემდეგ – ტრულ. 41.

დედაკაცთან (უცხო) თანასახლობის დაუშვებლობის შესახებ ბასილი დიდის წერილი – I მსოფ. 3.

დიაკონი ერთმა ეპისკოპოსმა უნდა დაადგინოს – მოც. 2: დასადგინებელი კანდიდატი 25 წელზე ნაკლები ასაკისა არ უნდა იყოს – ტრულ. 14; დიაკონი ეპიკოპოსის ნებას ემორჩილება – მოც. 39; დიაკვანმა მღვდელი არ უნდა აზიაროს, არც მასზე ადრე ეზიაროს და არც მღვდლებს შორის დაჯდეს – | მსოფ. 18; მით უფრო მათზე მაღლა არ უნდა დაჯდეს, თუნდაც მას რაიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკაგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სადმე თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს წარმოადგენს – ტრულ. 7; დიაკვნად დადგინებისას მას ხელს არ უშლის კანონიერ ცოლთან ცხოვრება – ტრულ. 13; დიაკვნისათვის არ შეიძლება ცოლთან ურთიერთობის აკრძალვა; მას არ აქვს უფლება ცოლს გაეყაროს ღვთისმოთნეობის მომიზეზებით – მოც.5, ტრულ. 13; დაქვრივებულ დიაკონს შეუძლია ერთ ჭზერქვეშ იცხოვროს მხოლოდ დედასთან, დასთან, დეიდასთან და მამიდასთან – ! მსოფ. 8, ტრულ. 5. მწვალებელთან მლოცველი დიაკვნის შესახებ –- მოც. 45; ერთ ქალაქში შეიძლება შვიდ დიაკონზე მეტი მსახურობდეს – ტრული. 16.

დედათდიაკვნად (დიაკონისად) დედაკაცის დადგინება შეიძლება არა უადრეს 40 წლის ასაკისა, ამასთან, გულმოდგინედ გამოცდის შემდეგ – IV მსოფ. 15, ტრულ. 14; მაგრამ თუ ხელთდასხმის შემდეგ დაქორწინდა, ანათემას გადაეცემა თავის მეუღლესთან ერთად – IV მსოფ. 15. დიონისე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი. წმინდა მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2. დიოსკორე (მწვალებელი) – ტრულ. 1. დუქანი. კლერიკოსს და მონოზონს დუქანში შესვლა ეკრძალებათ განკვეთის მუქარით – მოც. 54, მით უფრო ეკრძალებათ მისი მფლობელობა – ტრულ. 9; არ შეიძლება დუქნის გახსნა წმინდა გალავნის შიგნით – ტრულ. 76.

ე ებრაელების ქრისტიანებად მოქცევის შესახებ – VII მსოფ. 8. ევაგრე, კვიპროსის ეპისკოპოსი – III მსოფ. 8. მვდუქსიანელები (მწვალებლები) – II მსოფ. 1. ევსტათი, პამფილიის მიტროპოლიტი. წერილობით მოითხოვა ეპარქიის მმართველობიდან გადადგომა. კრების გადაწყვეტილება მის შესახებ –III მსოფ. ეპისტოლე. ევნომიანელები (მწვალებლები) – II მსოფ. 1,7; ტრულ:. 95. ევტიქი (მწვალებელი) – ტრულ. 1. მკლესია, ეპარქია, სამრევლო. ეკლესიის მმართველობა არ უნდა გადავიდეს ეპისკოპოსის ან მღვდლის ნათესაობით მემკვიდრეზე – მოც. 76; ქალაქის განახლებისას ეკლესიის სამრევლოების განმგებლობა უნდა მიჰყვეს სამოქალაქო ტერიტორიულ დანაწილებას – ტრულ. 38, IV მსოფ. 17; დაცული უნდა იყოს ეკლესიების უპირატესობა – | მსოფ. 6,7. ეკლესია (კარის). მღვდელმსახურს შეუძლია კარის ეკლესიაში ნათლობა ჩაატაროს ეპისკოპოსის ნებართვით – ტრულ. 31. მკლესია, როგორც მართლმორწმუნეთა შესაკრებელი. უცხორწმენის პირთა მკლესიაში მიღების სხვადასხვა წესი – | მსოფ. 19; II მსოფ. 7; ტრულ. 95. საეკლესიო შეკრება. ვინც საპატიო მიზეზის გარეშე ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო კრებას (ჟამისწირვას) არ დაესწრება, განიკვეთოს: კლერიკოსი დასიდან, ერისკაცი კი ეკლესიიდან – ტრულ. 80. ეკლესიის ქონება ეპისკოპოსის განმგებლობაში შედის – მოც. 38, 41; ეკლესიის ქონების შესახებ უნდა იცოდნენ მღვდლებმა და დიაკვნებმა, რათა ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში არ შეერიოს ერთმანეთში მისი პირადი და საეკლესიო ქონება – მოც. 40; განიკვეთოს, ვისაც საკუთარი სარგებლისათვის მიაქვს წმინდა ჭურგელი ან კრეტსაბმელი – მოც. 73; ეპისკოპოსს ეკლესიის ქონების ზედამხედველობისათვის ეკონომოსი უნდა ჰყავდეს – IV მსოფ. 26; ეპისკოპოსსა და მღვდელს არა აქვთ უფლება თავის ნათესავებს მიანდონ ეკლესიის შემოსავლის მართვა – მოც. 38; ეკლესიის კუთვნილება არ უნდა გაიყიდოს, საჭიროების შემთხვევაში ეპისკოპოსმა კრებას უნდა მოახსენოს, მღვდლებმა კი ეპისკოპოსს – VII მსოფ. 12. ეკონომოსი ეპისკოპოსის კურთხევით მის რეზიდენციაში განაგებს ეკლესიის ქონებას – IV მსოფ. 26; ასეთი იკონომოსი ყველა ეპისკოპოსთან უნდა მსახურობდეს – IV მსოფ. 26, VII მსოფ. 11; დაქვრივებული საეპისკოპოსო ეკლესიის შემოსავალი იკონომოსთან ინახება – IV მსოფ. 25. ეპისკოპოსი. 1. ეპისკოპოსის გამორჩევა და ხელთდასხმა. ეპისკოპოსის დადგინება აღესრულება ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ – მოც. 1; უფრო შესაფერისი იქნება, თუ ეპისკოპოსის დადგინებაში იმ ოლქის (სამთავროს, მიტროპოლიის) ყველა ეპისკოპოსი მიიღებს მონაწილეობას – | მსოფ. 4, VII მსოფ. 3; მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, სამნი მაინც შეიკრიბნონ, სხვებმა კი დასტური წერილობით გამოხატონ – | მსოფ. 4, VII მსოფ. 3; ეპისკოპოსის გამორჩევას მიტროპოლიტი ამტკიცებს და მხოლოდ ამის შემდეგ აღესრულება ხელთდასხმა – I მსოფ. 4, IV მსოფ. 28, VII მსოფ. 3; ეპისკოპოსის დადგინება ვერ მოხდება, თუ ამაზე მიტროპოლიტის თანხმობა არ იქნა – | მსოფ. 6; სახვადასხვა აზრის შემთხვევაში უმრავლესობის აზრი მტკიცდება; საერო ხელისუფლების მხრიდან ეპისკოპოსის გამორჩევა არაკანონიერია – VII მსოფ. 3; ვინც ეპისკოპოსის უფლების მოსაპოვებლად საერო ხელისუფლებას გამოიყენებს, მას თავისი ხარისხი უნდა აეყაროს და ეკლესიიდან განიკვეთოს, ასევე, მისი თანაზიარნიც – მოც. 30; არაკანონიერია დადგინება, როცა ეპისკოპოსი თავად ირჩევს საკუთარ მემკვიდრეს – მოც. 76; ხელთდასხმა არ უნდა გადაიდოს სამ თვეზე მეტ ხანს, თუ ეს გადაუჭრელი მიზეზით არ ხდება – IV მსოფ. 25. 2. ეპისკოპოსის თვისებები. ეპისკოპოსად ისეთი პირები უნდა დადგინდნენ, რომელთა სიტყვა და ცხოვრება ჭეშმარიტი სიტყვის შესაბამისი იყო მრავალი წლის განმავლობაში – VII მსოფ. 2; არ უნდა მოხდეს ახალმოქცეულის – წარმართულობიდან ან ბიწიერი ცხოვრებიდან – სწრაფი დადგინება ეპისკოპოსად – მოც. 80, I მსოფ. 2; ყრუ და ბრმა ვერ იქნება ეპისკოპოსი – მოც. 78; მაგრამ ცალთვალა და კოჭლი, შეიძლება იყოს – მოც. 77; ეპისკოპოსი უნდა იყოს უცოლო – VII მსოფ. 12.

3. ეპისკოპოსის მოვალეობა. ეპისკოპოსი განუშორებლად უნდა იყოს საეკლესიო საქმეებით დაკავებული – მოც. 81; სულიერი სიმკაცრით ზრუნავდეს მღვდელმსახურებზე – III მსოფ. ეპისტოლე; ეკლესიის წიაღში აბრუნებდეს გზააბნეულ ცხოვარს და გველით მოწყლულს კურნავდეს – ტრულ. 102; ყოველდღე, განსაკუთრებით კი კვირა დღეებში წმიდა წერილსა და ღმერთშემოსილ მამათა გადმოცემების საფუძველზე ღვთისმოსაობაში განსწავლიდეს საეკლესიო დასსა და ერს – მოც. 58, ტრულ. 19; წმიდა წერილი კი ისე უნდა განმარტოს, როგორც ეკლესიის მამებმა გადმოგვცეს – ტრულ. 19; ზნეობრივად შერყვნილს რჩევა-დარიგებებით უნდა შეაგონებდეს და არა ცემით – მოც. 27. 4. ეპისკოპოსის უფლებათა ზღვარი. დაცული უნდა იყოს ყველა ეპარქიის უფლება; სხვის ეპარქიაზე გავლენის გავრცელება დაუშვებელია – III მსოფ. 8; სხვა ქალაქში, რომელიც მის განმგებლობაში არ შედის, ეპისკოპოსს საჯაროდ ქადაგება ეკრძალება – ტრულ. 20; სამოღვაწეოდ სხვის ეპარქიაში გადასული ეპისკოპოსი თავის ეკლესიში უნდა იქნეს დაბრუნებული, მის მიერ გამოცემული განკარგულებანი კი გაუქმდეს – მოც. 14; სხვა ეპარქიის კლერიკოსის მიღება და ხელთდასხმა მისი ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, დაუშვებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დადგინება უქმდება – | მსოფ. 16, IV მსოფ. 20; არ შეიძლება სხვა ეკლესიიდან განკვეთილის მიღება – ტრულ. 18; ეპისკოპოსმა არ უნდა მიიღოს მღვდელმოქმედებაშეწყვეტილი ან ხარისხაყრილი მღვდელი – მოც. 16; დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების ნიადაგზე ვიმესათვის მსახურების აკრძალვა ან ტაძრის დაკეტვა – I მსოფ. 5, VII მსოფ. 4; ეპისკოპოსისათვის დაუშვებელია დაქვემდებარებულს ფული ან სხვა რაიმე მოსთხოვოს – VII მსოფ. 4; საერო ხელისუფლების ხელშეწყობით არ უნდა გაიყოს ეპარქია ორად იმისათვის, რომ მიტროპოლიტის სახელი მიიღონ – IV მსოფ. 12; დაუშვებელია ეპისკოპოსობის ნათესაობითი მემკვიდრეობით გადაცემა – მოც. 76. 5. სხვადასხვა შემთხვევა. ეპისკოპოსი, რომელიც თავის ეპარქიაში არ მიიღეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეპისკოპოსად რჩება, მაგრამ არ ჩაეროს იმ ეკლესიის ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობს, და დაელოდოს კრების განჩინებას – მოც. 36; ეპისკოპოსი, როდესაც ხარისხით უფრო დაბალ საყდარში გადაჰყავთ, ინარჩუნებს პირვანდელი საყდრის მმართველის უპირატესობას – ტრულ. 39; ეპისკოპოსი, რომელსაც დანაშაულის გამო შეუჩერდა საეპისკოპოსო მსახურება, არც სამღვდელო მსახურებაზე დაიშვება – IV მსოფ. 29; ხოლო თუ უდანაშაულოდ განკვეთეს ან მწვალებლების მიერ მოხდა მისთვის ხარისხის აჰყრა, მაშინ იგი აღდგენილ უნდა იქნეს –III მსოფ. 3, IV მსოფ. 29. 6. ეპისკოპოსის ქონება. ეპისკოპოსთან მომსახურე მღვდლებმა და დიაკვნებმა უნდა იცოდნენ თუ რა პირადი ქონების პატრონია მათი მღვდელმთავარი – მოც. 40; კლერიკოსებმა არ უნდა გაანიავონ ეპისკოპოსის ქონება მისი სიკვდილის შემდეგ– IV მსოფ. 22; არც მიტროპოლიტს აქვს ამის უფლება – ტრულ. 35; ეპისკოპოსი პირადი ქონების მემკვიდრეს თავისი სურვილისამებრ ირჩევს – მოც. 40.

საეპისკოპოსო (ეპარქია). ეპისკოპოსი ყველა საეკლესიო ნივთზე უნდა ზრუნავდეს და ისე განკარგავდეს მას, როგორც ღმერთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი – მოც. 38; ეპარქიის კუთვნილი მიწების შესახებ – VII მსოფ. 12; ეპარქიის ქონების განიავებისა და მისი საერო ხელისუფლებისათვის გადაცემისათვის კლერიკოსები განკვეთას ექვემდებარებიან, მონოზვნები და ერისკაცები კი უზიარებლობას – VII მსოფ. 13; ეპისკოპოსად დადგინების შემდეგ, ცოლი უნდა გაერიდოს მისი მსახურების ადგილს – VII მსოფ. 18. ეპისკოპოსები (პრივილეგირებული), რომლებსაც შემდგომში პატრიარქები ეწოდათ – | მსოფ. 6. ეპისტოლე. დასამტკიცებელი ეპისტოლე. უცხო ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სარეკომენდაციო მოწმობის გარეშე დასში არ უნდა იქნეს მიღებული; სიგელის (მოწმობის) წარმოდგენის შემთხვევაშიაც უნდა მოხდეს მისი პიროვნების გამოკვლევა – მოც. 33; სხვა ქალაქიდან მოსული კლერიკოსი მსახურებისათვის მხოლოდ მისი ეპისკოპოსის სარეკომენდაციო სიგელით მიიღება – IV მსოფ. 13; თუ ვინმე ეკლესიიდან განკვეთილ პირს სხვა ქალაქში სარეკომენდაციო მოწმობის გარეშე შეიწყნარებს, ასეთ შემთხვევაში შემწყნარებელიც უნდა განიკვეთოს და შეწყნარებულიც – მოც.1; დასამტკიცებელი ეპისტოლე მხოლოდ ეჭვის ქვეშ მყოფ პირებზე გაიცემა, უქონელმა და ღატაკმა კი სამშვიდობო ეპისტოლეთი იაროს – IV მსოფ. 11. კლერიკოსს არა აქვს უფლება სხვა ეკლესიაში დაეწესოს თავისი ეპისკოპოსისაგან მიღებული განსატევებელი ეპისტოლის გარეშე – ტრულ. 17. ეპიტიმიები. 1. ეპიტიმიის დადების წესი. ეპიტიმია სულის მაკურნებელი საშუალებაა. ეპიტიმიამ არც სასოწარკვეთილებაში უნდა ჩააგდოს ცოდვილი, არც განცხრომისათვის მისცეს საბაბი – ტრულ. 102. 2. ეპიტიმიის შეწყეტა. უზიარებლობით დასჯილი, რომელიც მისი სიკვდილის საშიშროების გამო აზიარეს, თუ ცოცხალი გადარჩა, უბრუნდება ეპიტიმიის შესრულებას – | მსოფ. 13. ეპიტიმიის განსაზღვრისას იოანე ოქროპირის დარიგება – | მსოფ, 11;

ერეტიკოსი (მწვალებელი), ერესი (მწვალებლობა). ერესი ანათემას გადაეცემა – II მსოფ. 1; მწვალებლებთან ერთად ლოცვა დაუშვებელია – მოც. 45; არც მსხვერპლის მიღება შეიძლება მათგან – მოც. 46; არ შეიძლება მისი მოწმედ აღიარება ეპისკოპოსისა და მისი დასის საწინააღმდეგოდ – მოც. 75, II მსოფ. 6; მწვალებელთან დაქორწინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მოქცევის პირობას იძლევა – IV მსოფ. 14, ტრულ. 72; ერეტიკოსების მიერ ჩატარებული ხელთდასხმა კანონიერად ვერ ჩაითვლება – მოც, 68;

ერისკაცს ეკრძალება ა) განსწავლოს ერი და თავის თაგზე აიღოს მოძღვრის ღირსება – ტრულ. 64; ბ) შევიდეს საკურთხეველში, გარდა სამეფო პერსონისა – ტრულ. 69; გ) თვითონ მიიღოს წმინდა ზიარება მღვდლის თანდასწრებით – ტრულ. 58. ვინც თავის ეპისკოპოსს არ ემორჩილება, განკვეთას ექვემდებარება – IV მსოფ. 8; ეშმაკეულის დასში შეყვანა არ შეიძლება, არც საერთო ლოცვებზე დაიშვება იგი – მოც. 79; ვინც ეშმაკეულად აჩვენებს თავს, მას სასჯელი უნდა დაედოს – ტრულ. 60.

მ ვოტა – ტრულ. 62. გრუმალია – ტრულ. 62.

% ზინონი, კვიპროსის ეპისკოპოსი +– III მსოფ. 8. ზიარება, ევქარისტია. მღვდელმსახურნი, რომლებიც არ ეზიარებიან და ამისათვის საპატიო მიზეზი არ გააჩნიათ, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთებიან – მოც. 9; ზიარებისას ქრისტიანმა ხელები ჯვრისებრ უნდა დაილაგოს მკერდზე; მას არ უნდა ჰქონდეს თან რაიმე ჭურჭელი წმინდა ძღვენის მისაღებად – ტრულ. 101; სიკვდილის წინ ყველა უნდა ეღირსოს წმინდა ზიარებას (უკანასკნელ საგზალს) – ოფ. 13.

თ თავდებობა. კლერიკოსი არავის დაუდგეს თავდებად – მოც. 20. თამაში. კლერიკოსები და ერისკაცები საძრახის თამაშებს უნდა ეკრძალონ – ტრულ. 50; ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი კი საერთოდ ყველა თამაშს უნდა მოერიდონ – მოც. 42; იხ. აგრეთვე სანახაობა. თანამდებობა. საეკლესიო თანამდებობა საერო თანამდებობაზე აღმატებულია – ტრულ.7. თანამზრახველობითი დანაშაული – IV მსოფ. 18. ტრულ. 34. თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მოძღვარი, განკვეთილი – ტრულ. 1. თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი – ტრულ. 1. თეოფილე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2.

თმები. მართლმორწმუნეთ არ შეშვენით ხელოვნური ნაწნავებით თავის მორთვა – ტრულ. 96; წოდებიდან განკვეთილ მონანულებს შეუძლიათ თმები კლირიკოსთა მსგავსად შეიკვეცონ – ტრულ. 21.

0 იერარქიული მორჩილების შესახებ – მოც. 56. იერუსალიმის ეპისკოპოსს სამიტროპოლიტო ღირსება აქვს – | მსოფ. 7; მისი საყდარი რიგით მეხუთეა – ტრულ. 36. იპოდიაკონი. არ შეიძლება ოც წლამდე ასაკის პირი იპოდიაკონად დადგინდეს – ტრულ. 15. მს იღუმენი. იღუმენი თავის მონასტერში თვითონ ადგენს წიგნის მკითხველს – VII ოფ. 14.

პ კალანდა. – ტრულ. 62.

კანონები. წმინდა მოციქულთა, ექვსი მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამათა მიერ გადმოცემულ კანონებს სრულად და შეურყევლად ვიწყნარებთ – VII მსოფ. 1; არავის აქვს მათი შეცვლის უფლება – ტრულ. 2. კელესტი (მწვალებელი) – III მსოფ. 1, 4.

კელესტინე, რომის პაპი – III მსოფ. 1. კათაკმეველს უნდა მიეცეს დრო სარწმუნოების შესასწავლად – | მსოფ. 2; კათაკმეველი, თუ ცოდვა ჩაიდინა, ეპიტიმიას ექვემდებარება – | მსოფ. 14.

კვიპრიანე, კართაგენის მთავარეპისკოპოსი, მღვდელმოწამე – ტრულ. 2.

კვიპროსი, მისი ეპისკოპოსის უფლება – II მსოფ. 8, ტრულ. 39.

კვირადღე. კვირა დღეებში მუხლდრეკა ლოცვისას დაუშვებელია – | მსოფ. 20, ტრულ. 90; კლერიკოსი, რომელიც კვირა დღეს მარხულობს, წოდებიდან უნდა განიკვეთოს, ერისკაცი კი ზიარებიდან განკანონდეს – მოც. 64; დიდმარხვის კვირადღეებში მართლმორწმუნენი უნდა განეკრძალნონ საკლავს, ყველს, კვერცხს – ტრულ. 56.

კირილე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა და ნეტარი მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2.

კლერიკოსები (საეკლესიო ან სამღვდელო დასის წევრები).

1. ვინ არიან კლერიკოსები. კლერიკოსები არა მხოლოდ მღვდელთა ოჯახებიდან გამოდიან – ტრულ. 33.

2. კლერიკოსთა თვისებები. პატიოსანი სახელის მქონე – | მსოფ. 9. კლერიკოსი ვერ გახდება: ვინც ნათლისღებისას ორცოლიანია ან სახლში ხარგჭი უზის – მოც. 17; ვინც დაქორწინებულია ქვრივზე, განტევებულზე, მეძავზე ან მხახიობზე. – მოც.18; ვინც სხვადასხვა დროს ორ დაზე იჟო დაქორწინებული, ან თავის ძმისწულზე (დისწულზე) –მოც. 19; ეშმაკეულით შეპყრობილი – მოც. 79; ვინც თავად დაისაჭურისა თავი – მოც. 22; მონა, თავისი პატრონის გარეშე მონოზვნად ვერ აღიკვეცება – მოც. 82,11.

3, ეპისკოპოსის მორჩილება. კლერიკოსები და ჟველა, ვინც დამკვიდრებულია საგლახაკოში, მონასტერში, სამარტვილოში – ეპისკოპოსის დაქვემდებარებაშია – IV მსოფ. 8. ეპისკოპოსის შეურაცხმყოფელი დამის წინაშე ამბოხების მომწყობი, სასულიერო დასიდან განიკვეთება – მოც. 55, IV მსოფ. 18, ტრულ. 34. კლერიკოსს არა აქვს უფლება დატოვოს თავისი ეკლესია და სხვაგან გადავიდეს თავისი ეპისკოპოსის განსატევებელი ეპისტოლის გარეშე – მოც. 15, ტრულ. 17; სასულიერო დასი, რომელიც მრევლს არ განსწვლის ეპისკოპოსის მორჩილებაში, განიკვეთოს – მოც. 36.

4. სასულიერო დასის წევრთა (კლერიკოსთა) მოვალეობა. კლერიკოსი ღმერთის მსახურებას უნდა შეუდგეს – IV მსოფ. 3, ასწავლოს ყრმებსა და ყველა შინაურს საღვთო წერილის ჭეშმარიტებანი – VII მსოფ. 10, ამიტომ კლერიკოსს საერო საქმეების მართვა არ ევალება – IV მსოფ. 3, VII მსოფ. 10, გარდა ობლებისა და უსუსურთა მზრუნველობისა, ეპისკოპოსის კურთხევით – IV მსოფ. 3; მას არ შუძლია იჯარით მიწა აიღოს – IV მსოფ. 3, შევიდეს სამხედრო სამსახურში ან დაიკავოს საერო თანამდებობა – IV მსოფ. 7, დაუდგეს ვინმეს თავდებში – მოც. 20, იყოლიოს სახლში დედაკაცი, გარდა დედისა, დისა, დეიდისა, მამიდისა ან ვინმე ეჭვმიუტანელი ქალისა – | მსოფ. 3. 5. კლერიკოსთა მატერიალურად შენახვა. საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლიდან უნდა საზრდოობდნენ – მოც. 41, მაგრამ იმით უნდა კმაყოფილდებოდნენ, რასაც მრევლი შეწირავს – ტრულ. 99; თავსი გამოსაკვებად კლერიკოსს შეუძლია იშრომოს, მაგრამ მისთვის მიუღებელი საქმეებით არ უნდა დაკაგდეს; ასეთია, მაგალითად, დუქნის გახსნა – ტრულ. 9, VII მსოფ. 15, IV მსოფ. 10; არც სხვა ეკლესიაში გადავიდეს ანგარების მიზნით – IV მსოფ. 5,20. კლიმენტი, რომის ეპისკოპოსი. მისი ეპისტოლე – მოც. 85; მოციქულთა განწესებანი გადმოცემული კლიმენტის მიერ – ტრულ. 2.

კონსატანტინოპოლი ახალი რომია – II მსოფ. 3; კონსტანტინოპოლის საყდარს იგივე უფლებები აქვს, როგორიც ძველ რომს, და მეორეა მის შემდეგ – IV მსოფ. 28, ტრულ. 36. მიტროპოლიტები, რომლებსაც კონსტანტინოპოლის საყდარი ადგინებს – IV მსოფ. 28. კრავი. ჩვენი ღმერთი იესუ ქრისტე არ უნდა გამოვსახოთ კრავის სახით – ტრულ. 82. კრება, ადგილობრივი. 1. ადგილობრივი კრება ეს არის რომელიმე ოლქის (სამთავროს ან დიეცეზის) ეპისკოპოსთა კრება – | მსოფ. 5. : 2. ადგილობრივი კრება ძველად წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა – მოც. 37, მსოფ. 5, IV მსოფ. 19; შემდეგში, სხვადასხვა მიზეზის გამო, წელიწადში ერთხელ – ტრულ. 8, VII მსოფ. 6; შეკრების თარიღი: სულთმოფენობიდან მე-4 კვირა და 12 ან 15 ოქტომბერი – მოც. 37. 3. კრების მუშაობაში ოლქის ყველა ეპისკოპოსი უნდა მონაწილეობდეს – | მსოფ. 5, IV მსოფ. 19, ტრულ. 8; ეპისკოპოსი, რომელიც არ დაესწრება კრებას საპატიო მიზეზის გარეშე, ეპიტიმიას იმსახურებს – IV მსოფ. 18, ტრულ. 8. 4. საოლქო კრება თავისი ოლქის საქმეებს წყვეტს – II მსოფ. 2; იგი მსჯელობს საღვთისმოსაო დოგმატებზე, წყვეტს ეკლესიაში წამოჭრილ სადაგო საკითხებს – მოც. 37, VII მსოფ. 6; იხილავს ეპისკოპოსზე შემოსულ საჩივრებს – | მსოფ. 5; სადაგო საკითხებს ეპისკოპოსთა შორის სამრევლოების შესახებ – IV მსოფ. 17, ტრულ. 25; ახდენს ეპისკოპოსის ხელთდასხმას – | მსოფ. 4, IV მსოფ. 28, VII მსოფ. 3. მიერ – ტრულ. 2. კრება, მსოფლიო საეკლესიო. 1. მსოფლიო საეკლესიო კრების, ანუ, დიდი კრების აგტორიტეტულობა – I მსოფ. 2. 2. მსოფლიო საეკლესიო კრებები:

I მსოფლიო კრება, რომლის მუშაობაშიც 318 ეკლესიის მამა იღებდა მონაწილეობას, იმპერატორ კონსტანტინეს ზეობისას შედგა ნიკეაში უკეთური არიოზის ერესის საწინააღმდეგოდ. კრებამ განმარტა და გააცხადა სამ პიპოსტასში საღვთო ბუნების ერთარსობა; ერთგულ მორწმუნეებს ასწავლა ერთი თაყვანისცემით მიეგოთ პატივი მამისა და ძისა და სულიწმიდისათვის, და უარყო ცრუსწავლება ღმრთეების სხვადასხვა ხარისხის შესახებ – ტრულ. 1; არავის მიეცეს უფლება წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დაადგინეს – III მსოფ. 7.

II მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსე დიდის ძალისხმევით შედგა, 150 მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ნიკეის კრებაზე მიღებულ მრწამსს დაუმატა სიტყვები სულიწმიდის შესახებ, დაგმო მაკედონიოსის („კრუსწავლება, რომელიც იმდენად გაკადნიერდა, რომ უფალი მონად ჩათვალა და გაუყოფელი ერთიანის გაყოფა განიზრახა, და გაასამართლა აპოლინარიოსი, რომელიც უკეთურად ასწავლიდა, თითქოს უფალმა კაცობრივი სხეული მიიღო სულისა და გონის გარეშე – ტრულ. 1.

III მსოფლიო კრება 200 მამის მონაწილეობით შედგა ეფესოში იმპერატორ თეოდოსე II-ის მოწვევით. ამ კრებამ დაამტკიცა, რომ ერთი და იგივე იესუ ქრისტე არის ძე ღვთისა და განკაცებული; მისი მშობელი ყოვლადწმიდა ქალწული არსებითად და ჭეშმარიტად არის ღვთისმშობელი, და დაგმო ნესტორის უგუნური გაყოფა, რომელიც უკეთურად ასწავლიდა, თითქოს ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი – ტრულ. 1.

IV მსოფლიო კრება 630 მამის შემადგენლობით შეიკრიბა ქალკედონში, იმპერატორ მარკიანეს ზეობისას. კრებამ დაამტკიცა, რომ იესუ ქრისტეს, ძე ღვთისას ორი ბუნება აქვს, ხოლო ეგტიქის ამაოდბრძნობა, რომელიც ასწავლიდა, თითქოს გამოხსნის საიდუმლო განგებულება მოჩვენებითად შედგა – დაგმო; მასთან ერთად კი ნესტორიც (იგი ბუნებათა გაყოფას ქადაგებდა) და დიოსკორე, რომელიც პირიქით – ბუნებათა შერევას აღიარებდა – ტრულ. 1. V მსოფლიო კრება (ხსენების დღე – 25 ივლისი, ძვ. სტ.) კონსტანტინოპოლში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს შედგა, 165 მამის მონაწილეობით. კრებამ დაგმო ნესტორის მასწავლებელი თეოდორე მოფსუეტელი, ორიგენი, დიდვიმე, ევაგრე, რომლებმაც ელინური ზღაპრები განაახლეს სულისა და სხეულის წარმოშობის შესახებ და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ გამოვიდნენ, დაგმეს, აგრეთვე, თეოდორიტეს დაწერილი, ეწ. „იბას წერილი ნეტარი კირილეს თორმეტი თავის წინააღმდეგ“ – ტრულ. 1. VI მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლში შედგა იმპერატორ კონსტანტინეს ზეობისას და განმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში ჩვენში,. იესუ ქრისტეში, ჭეშმარიტ ღმერთში, უნდა ვაღიაროთ ორი ბუნებრივი სურვილი, ორი ნება და ორი ბუნებრივი ქმედება. კრებამ მიიღო და დაამტკიცა წინა მსოფლიო, ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამათა დოგმატები და კანონები, და განაჩინა, რომ მათ არც მიემატოს რაიმე და არც მოაკლდეს – ტრულ. 1. VII მსოფლიო კრება ნიკეაში შედგა იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის, ირინეს თაოსნობით. მის მუშაობაში 367 წმინდა მამა იღებდა მონაწილეობას. კრებამ მიიღო 22 კანონი, და დოგმატი ხატთაყვანისცემის შესახებ. 3. მსოფლიო საეკლესიო კრებათა განწესებების მნიშვნელობა. მსოფლიო კრებების განწესებათა საწინააღმდეგო განწესება უქმია – III მსოფ. 8; მსოფლიო კრებების განწესებათა მოწინააღმდეგე სასულიერო დასიდან განკვეთას ექვემდებარება – | მსოფ. 2. 4. ზოგადად მსოფლიო საეკლესიო კრებების მნიშვნელობა. არავის აქვს უფლება კრებების კანონები შეცვალოს – ტრულ. 2. ვ კრეტსაბმელი. არავინ მიითვისოს კრეტსაბმელი საშინაო მოხმარებისათვის – ოც.

კურთხევა. კურთხევა არის სიწმინდის გადაცემა – ტრულ. 26. კურთხევა არ უნდა გასცეს იმან, ვისაც საკუთარი წყლულები აქვს საკურნებელი – ტრულ. 8, 26.

ლ ლიტურგია.საღვთო ლიტურგია უზმოზე უნდა ჩატარდეს – ტრულ. 29; დიდმარხვაში სრული ლიტურგია უნდა ჩატარდეს შაბათ და კვირა დღეებში, აგრეთვე ხარების დღესასწაულზე. სხვა დღეებში კი მხოლოდ პირველშეწირულის ლიტურგია – ტრულ. 52.

ლოცვა. ვინც ეკლესიაში შევა, ლოცვას ბოლომდე უნდა დაესწროს – მოც. 9;

სამლოცველო სახლის დაარსება არ შეიძლება ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე <– IV მსოფ. 4 და თუ აშენებისათვის საჭირო საშუალება არ არის შეგროვებული – VII მსოფ. 17.

მ მადლი. ვინც იტყვის, რომ ღვთის მადლი მხოლოდ ჩადენილ ცოდვათა მისატევებლად მოქმედებს და არ ეხმარება ადამიანს იმისათვის, რომ მან ახალი ცოდვა არ ჩაიდინოს, შეჩვენებულ იქნეს – კართ. 125,126,127. მაკედონიოსი (მწვალებელი) – ტრულ. 1. მაკედონიანელები (მწვალებლები). ეკლესიასში მიიღებიან მირონცხების გზით – II მსოფ. 7, ტრულ. 95.

მართლმადიდებელი. მართლმადიდებელი კლერიკოსები გამოდიან მართლმადიდებლობას განდგომილი ეპისკოპოსის მორჩილებიდან – III მსოფ. 3; კლერიკოსთა შვილებს უცხო რწმენის პირებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ იქორწინონ, თუ ისინი მართლმადიდებლური სარწმუნოების მიღების პირობას იძლევიან – IV მსოფ. 14. მარკელოსიანელები (მწვალებლები). – II მსოფ. 1 მარტი. მარტის პირველ დღეს წარმართთა ხალხურ თავყრილობას ქრისტიანები უნდა განეკრძალონ – ტრულ. 62.

მარხვა. პასექის წინ დიდმარხვა; ოთხშაბათი და პარასკევი – მოც. 69; საუფლო დღეს, ანუ, კვირას, აგრეთვე შაბათს, გარდა დიდი შაბათისა, მკაცრი მარხვა აკრძალულია – მოც. 64. დიდმარხვის დღეებში, მათ შორის შაბათსა და კვირას, აკრძალულია საკვებში ხორცის, ყველისა და კვერცხის გამოყენება – ტრულ. 56; წმინდა დიდმარხვის ბოლო შვიდეულის ხუთშაბათს არ უნდა გაიხსნილო – ტრულ. 29; მარხვა მთავრდება დიდი შაბათის შუაღამეს – ტრულ. 89; ძლიერი ხორციელი უძლურებისას დასაშვებია მარხვის დაუცველობა – მოც. 69. მაქსიმე კინიკოელი – II მსოფ. 4. მგალობელი, რომელიც თამაშითა და ღვინით არის გატაცებული, დაცხრეს, არადა – განიკვეთოს – მოც. 43. მევახშეობა. კლერიკოსმა სარგებლით ფული არ უნდა გაასესხოს – მოც. 44. მეთოთხმეტედღიანელები (მწვალებლები) – II მსოფ. 7, ტრულ. 95. მემთვრალეობა. მღვდელმსახური, რომელიც ღვინოს ეტანება, განიკვეთოს, დაბალი ხარისხის კლერიკოსები და ერისკაცები კი ზიარებიდან განკანონდნენ, თუკი არ დაცხრებიან – მოც. 42,43.

მეფე ან ერის მთავარი არავინ შეურაცხყოს უსამართლოდ – მოც. 84; კლერიკოსი თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მეფესთან არ მივიდეს – II მსოფ. 6.

მირონცხება. რომელი მწვალებლები მიიღებიან ეკლესიაში მირონცხების გზით – II მსოფ. 7, ტრულ. 95. მიტაცება. ფარულ მიტაცებაში (ქურდობაში) მხილებული კლერიკოსი დასიდან განიკვეთება, მაგრამ საეკლესიო საზოგადოებიდან არ მოიკვეთება – მოც. 25.

მიტროპოლიტი. ოლქის (ეპარქიის, სამთავროს) მთავარი ეპისკოპოსი მიტროპოლიტად იწოდება (მისი განსაგებელი ოლმი კი მიტროპოლიად) – | მსოფ. 4,6, IV მსოფ. 28, ან ეგზარქოზად – IV მსოფ. 17; ყოველი ოლქის მიტროპოლიტს პატივი უნდა მიეგოს როგორც უპირატესს და მისი სახელი ლოცვებში უნდა მოიხსენიებოდეს – მოც. 34; იგი ამტკიცებს ეპისკოპოსების გამორჩევას – | მსოფ. 4 და თავისი ოლქის ეპისკოპოსებთან ერთად ახდენს მათ დადგინებას – IV მსოფ. 28; არ უნდა ეცადოს თავისი უფლება განავრცოს მის მიერ განსაგებელი ოლქის გარეთ – II მსოფ. 2, III მსოფ. 8; თავისი ოლქის ეპისკოპოსებთან განხილვის გარეშე არ უნდა მიიღოს რაიმე საეკლესიო საკითხის შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება – მოც. 34; მისი განსჯა შეუძლიათ მისი ოლქის ეპისკოპოსებს მეზობელი ოლქების მიტროპოლიტებთან ერთად – III მსოფ. 1. მკვლელობა. 1. მკვლელობა (ნებსითი). ნებსით მკვლელებად იწოდებიან ის პირებიც, რომლებიც აძლევენ ან მიიღებენ სპეციალურად დამზადებულ საწამლავს მუცლის ნაყოფის მოსაშლელად – ტრულ. 91.

2. მკვლელობა, მიახლოებული ნებსით (განზრახ) მკვლელობასთან არის ისეთი მკვლელობა, როდესაც ადამიანი ჩხუბის დროს განრისხებაში მოდის და თავდაცვის მიზნით მეტოქეს სიცოცხლისათვის საშიშ ადგილას აყენებს დარტყმას, არა მკვლელობის მიზნით, არამედ ტკივილის მისაყენებლად. ასეთი ქმედებისათვის კლერიკოსი დასიდან განიკვეთება, ერისკაცი უზიარებლობით ისჯება – მოც. 66.

3. მკვლელობა უნებლიე არის ისეთი მკვლელობა, როცა მკვლელს სულ სხვა განზრახვა ჰქონდა – გრიგოლ ნოსელი, <5; მაგ., როცა ვინმე ქვას ესვრის ძაღლს ან ხეს, და ამ დროს შემთხვევით კაცს მოკლავს – ბასილი დიდი, 8. ასეთი დანაშაულისათვის ეპიტიმია ხუთ და მეტ წელს შეადგენს – ანკვ. 23; ბასილი დიდი, 57; გრიგოლ ნოსელი, 5. ამ დანაშაულისათვის ეპიტიმიის გაგრძელება ან შეწყვეტა მოძღვრის სიბრძნეზეა დამოკიდებული – ბასილი დიდი, 54. უნებლიე მკვლელი არ არის სასულიერო წოდების ღირსი – გრიგოლ ნოსელი, 5. მნათე. პირი, მიჩენილი წმინდა ადგილების დასაცავად – IV მსოფ. 2. მოკაზმულობა. სხეულის მორთვა და მოკაზმულობა უცხოა მღვდელმსახურთა წოდებისა და მდგომარეობისათვის – VII მსოფ. 16. მომაკვდავი. სიკვდილის წინ არავის მოაკლდეს წმინდა ზიარება – | მსოფ. 13.

მონა. არ შეიძლება მონის მონოზვნად აღკვეცა, არც დასში მიღება მისი ბატონის დაუკითხავად – მოც.82, IV მსოფ. 4; მონისათვის თავისუფლების მინიგება ხდება სამი მოწმის თანდასწრებით – ტრულ. 85. მონანული. ჭეშმარიტად მონანული ეკლესიამ უნდა შეიწყნაროს – ტრულ. 43. მონასტერი. 1. მონასტრის დაარსება და მისი ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარება.

მონასტრის დაარსება მნიშვნელოვანი და ფრიად კეთილი საქმეა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეპარქიის ეპისკოპოსის ნებართვით – IV მსოფ. 4; ნაკურთხი მონასტერი არ უნდა გადაიქცეს საერო საცხოვრებლად – IV მსოფ. 24, ტრულ. 49; მონასტრებზე ეპისკოპოსი უნდა ზრუნაგდეს – IV მსოფ. 4,8; მონასტერი არ შეიძლება იყოს ორმაგი, ანუ ერთდროულად მამათა და დედათა – VII მსოფ. 20.

2. მონასტრის ქონება. მონასტრის ქონება დაცული უნდა იყოს – IV მსოფ. 24, ტრულ. 49; მონასტრის მიწები არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ თუ მიწას სარგებელი ვერ მოაქვს, შეიძლება კლერიკოსთათვის მისი გადაცემა – VII მსოფ. 12; განადგურებული და გაუქმებული მონასტრები უნდა აღდგეს – VII მსოფ. 12,13; მონასტერში დასამკვიდრებლად მისულთა მიერ მიტანილი და ღვთისათვის შენაწირი ფული ან ნივთები, მონასტერში უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, დარჩება იქ მისი მიმტანი თუ წავა – VII მსოფ. 19.

მონოზვნობა. 1. მონოზვნად შედგომა. არანაირი გავლილი ცხოვრება ხელს ვერ შეუშლის ქრისტიანს მონოზვნად აღკვეცაში – ტრულ. 43; მონოზვნობას შემდგარი ქალწულობის აღთქმას დებს; ასაკის განსაზღვრა აღთქმისათვის – ტრულ. 40; ვინც ქრთამით ახდენს სამონოზვნო აღკვეცას, განკვეთილ იქნეს - VII მსოფ. 19; თავისი ბატონის გარეშე მონის მონოზვნად აღკვვეცა არ შეიძლება – IV მსოფ. 4.

2. მონოზვნური ცხოვრების წესი. მონოზვნებმა მდუმარება უნდა დაიცვან – IV მსოფ. 4, VII მსოფ. 22; აუცილებელი საჭიროებისა და წინამძღვრის კურთხევის გარეშე მონასტრიდან არ უნდა გამოვიდნენ; ღამე მონასტრის გარეთ არ უნდა გაათიონ – ტრულ. 46; მონოზვნებმა იქ უნდა იმოღვაწეონ, სადაც აღიკვეცნენ – IV მსოფ. 4; მონოზონს, რომელიც მოგზაურობს, მასპინძლობა უნდა გაეწიოს, მაგრამ მისი მიღება მონასტერში მისი იღუმენის ნებართვის გარეშე არ შეიძლება – VII მსოფ. 27; მონოზვნებმა არ უნდა ისარგებლონ სასტუმროებითა და დუქნებით, გარდა მოგზაურობისას წამოჭრილი საჭიროების შემთხვევისა – VII მსოფ. 22; მონოზონი არ უნდა ჩაერიოს არც საეკლესიო და არც საერო საქმეებში, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა ამას ეპისკოპოსი დაავალებს – IV მსოფ. 3,4; მონოზვნები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქში თავისი ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე, გასახლლებულ უნდა იქნენ თავიანთ მონასტრებში – IV მსოფ. 23; მონოზვნები არ უნდა შევიდნენ არც სამხედრო და არც საერო სამსახურში – IV მსოფ. 7; მონოზონი მამაკაცები და მონოზონი დედაკაცები ერთად არ უდა ცხოვრობდნენ მონასტერში; მათ პირისპირ საუბარი ეკრძალებათ, აგრეთვე ჭამაც – VII მსოფ. 20. დედაკაცმა არ უნდა გაათიოს ღამე მამათა მონასტერში – ტრულ. 47; დედაკაცმა მამათა მონასტერში არ უნდა იმსახუროს – VII მსოფ. 18. 3, ეპიტიმიები მონოზონთა მძიმე დანაშაულისათვის. მონოზონი, რომელიც დაქორწინდება, მეძავისათვის განკუთვნილ ეპიტიმიას იმსახურებს – ტრულ. 44; ეპისკოპოსს შეუძლია მის მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინოს ეპიტიმიის დადებისას – IV მსოფ, 16. მონტანისტები, სხვაგვარად ფრიგიელები (მწვალებლები). წმინდა ეკლესიაში მიიღებიან ნათლისღების გზით, როგორც წარმართები – II მსოფ. 7, ტრულ. 95. მოტაცება. ქალის მოტაცება დაქორწინების მიზნით და მომტაცებელთან თანამზრახველობა მკაცრად ისჯება – IV მსოფ. 27, ტრულ. 92.

მოციქული. რწმენა, რომელიც მოციქულთაგან გადმოგვეცა, სიახლეების შემოღებისაგან შეუხებლად და შეურყევლად უნდა დავიცვათ – | მსოფ. 1. მოციქულთა კანონები საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულშია შეტანილი –ტრულ. 2; VII მსოფ. 1. ე. წ. მოციქულთა განწესებები (რვაწიგნეული) თავიდან დაწესებული იყო ქრისტიანობაში ახალმოქცეულთათვის საკითხავად, მაგრამ შემდეგ, რაც მწვალებლებმა იგი შერყვნეს, უარყოფილ იქნა და, უკვე, როგორც სასწავლო-სახელმძღვანელო, აღარ მიიღება – ტრულ. 2. მოძღვარი. გამოუცდელი პირი არ უნდა იყოს სხვისი მოძღვარი – მოც. 80. მოწამეთა შესახებ ჭეშმარიტების მტრების მიერ შედგენილი ცრუმოთხრობები ცეცხლს უნდა მიეცეს – ტრულ. 63. მოწამეთა ტაძარი (სამარტვილო) – IV მსოფ. 6,8,10.

მოწმე. ერთი მოწმის ჩვენება ბრალდების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის – მოც. 75, I მსოფ. 2; ეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებლები მოწმეებად არ მიიღებიან – მოც. 75, II მსოფ 6; ასევე – განხეთქილებაში მყოფნი, დასიდან განკვეთილნი, ბრალდების ქვეშ მყოფნი – II მსოფ, 6. მრუშობა.

1. მრუშად ითვლება მამაკაცი, რომელიც თავის ცოლს მიატოვებს და სხვაზე დაქორწინდება – ტრულ. 87, მოც. 48; ვინც სხვასთან დაწინდულზე დაქორწინდება – ტრულ. 98; დედაკაცი, რომელიც ქმარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება – ტრულ. 87; დედაკაცი, რომელიც არ დაელოდება განშორებაში მყოფი ქმრის სიკვდილის ამბავის გაგებას და სხვაზე გათხოვდება – ტრულ. 93; ცოლისაგან უდანაშაულოდ მიტოვებული ეკლესიასთან ერთობას არ კარგავს, ცოლი კი ეპიტიმიას ექვემდებარება – ტრულ. 87.

2. ეპიტიმიები მრუშებისათვის. მრუშების დაბრუნება ეკლესიაში შეიძლება 7 წლიანი ეპიტიმიის შემდეგ, თუკი ცრემლით შეინანებენ – ტრულ. 87. მსხვერპლი (უსისხლო) – ტრულ. 28.

მსხვერპლშეწირვა საღვთო ლიტურგიისას. წმინდა მსხვერპლშეწირვისას ღვიხო წყლით უნდა შეზავდეს – ტრულ. 32. მღვდელი.

1. მღვდლის დადგინება აღესრულება ერთი ეპისკოპოსის მიერ – მოც. 2; არა უადრეს 30 წლის ასაკისა – ტრულ. 14,15; ნათლისღების შემდეგ, სანამ მღვდლად იკურთხება, ქრისტიანმა გამოსაცდელი დრო უნდა გაიაროს– | მსოფ. 2, 9.

2. მღვდლის დამოკიდებულება თავის ეპისკოპოსთან. მღვდლებმა ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არაფერი მოიმოქმედონ – მოც. 39; არ დატოვონ მის გარეშე მსახურების ადგილი – მოც. 15, | მსოფ. 15, 16; ეპისკოპოსისგან განდგომის შემთხვევაში მღვდელი განიკვეთება, თუ ეპისკოპოსი არ არის მხილებული ღგთისმოსაობისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ქმედებაში – მოც. 31. 3. მღვდლის სამწყსო მოვალეობა. მღვდელმა უნდა განსწავლოს ეკლესიის დასი და მრევლი – მოც. 58; დაეხმაროს გაჭირვებულ კლერიკოსებს – მოც. 59; თუ მღვდელი დაკისრებულ მოვალეობას არ შეუდგება, მღვდლობიდან განიყენება, სანამ თავის მოვალეობას არ იკისრებს – მოც. 36. 4. მღვდლად არ შეიძლება საერო მთავრობის მიერ არჩეული პირის კურთხევა – VII მსოფ. 3. მღვდელმსახური საერო საქმიანობას უნდა განეკრძალოს – მოც. 6, 81. მღვდლობის კანდიდატების შესახებ – მოც. 61; | მსოფ. 9. მწვალებელი – იხ. ერეტიკოსი. მწირს შეიძლება ეპისკოპოსმა დახმარება საეკლესიო ქონებიდან გამოუყოს – მოც. 41. მწირთა თავშესაფრები – IV მსოფ. 10. მწყემსი. მწყემსის მთელი საზრუნავი იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ გზააბნეული ცხოვარი დააბრუნოს და გველით მოწყლული განკურნოს – ტრულ. 102.

ნ ნათლისღება, 1. ნათლისდების სახე. ნათლისღება უფლის დაწესებისამებრ უნდა აღესრულოს, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა – მოც. 49, სამგზის შთაფლვით – მოც. 50.

2. ნათელღებული ვალდებულია შეისწავლოს სარწმუნოების საკითხები ეპისკოპოსთან ან მღვდელთან – ტრულ. 78; გადანათვლა დაუშვებელია – მოც. 47, გარდა მწვალებლების მიერ მონათლულისა – მოც. 47, II მსოფ. 7, ტრულ. 95; ნათლობა ეკლესიაში უნდა აღესრულოს, სახლში კი მხოლოდ ეპისკოპოსის კურთხევით – ტრულ. 31, 59. ნათლისღების დღესასწაული. თუ წინა დღე კვირადღეს დაემთხვა, მარხვა მსუბუქდება – წმინდა თეოფილე, 1.

ნათესავი – სულიერი. სულიერი ნათესაობა ხორციელ ნათესაობაზე უფრო მნიშვნხელოვანია; ნათლიამ არ უნდა იქორწინოს თავისი მონათლულის დაქვრივებულ მშობელზე – ტრულ. 53. ნათესავი – ხორციელი. ვინ ვისზე არ უნდა დაქორწინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება უქმდება და ყოფილი ცოლ-ქმარი ისჯება – ტრულ. 54.

ნაკლი (ფიზიკური). ადამიანს შებილწავს არა ფიზიკური, არამედ სულიერი ნაკლი – მოც. 77; ვინც ფიზიკური ნაკლის გამო ადამიანს დასცინებს, უზიარებლობით დაისაჯოს – მოც. 57. ნახევრადარიოზელები (მწვალებლები) – II მსოფ. 1. ნელსაცხებელი. კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლები სასულიერო პირმა არ უნდა იპკუროს – VII მსოფ. 18.

ნესტორი (მწვალებელი) – ტრულ. 1; კლერიკოსები, რომლებიც ნესტორის ან კელესტინეს ამაოდბრძნობას მიიღებენ, განიკვეთებიან; ერისკაცები უზიარებლობით დაისჯებიან – III მსოფ. 1,2,4,6,7. ნიღაბი (თეატრალური) ქრისტიანმა არ უნდა ატაროს – ტრულ. 62. ნოვატი (მწვალებელი), რომის ეკლესიის მღვდელი – | მსოფ. 8.

ო ომი. ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და, საერთოდ, არავინ კლერიკოსთაგან, არც მონოზონი, სამხედრო საქმიანობაში არ უნდა იწვრთნებოდეს – მოც. 83, IV მსოფ.7. ორიგენე. მისი სწავლება უარყოფილია – ტრულ. 1.

პ პავლიანელები (მწვალებლები) – | მსოფ. 19, ტრულ. 95. პასექი. პასექის აღნიშვნა იუდეველებთან ერთად, გაზაფხულის ბუნიობამდე დაუშვებელია – მოც. 7. პატრიარქობის დაწესებისათვის საფუძვლის დადება – II მსოფ, 2. პეტრე ალემსანდრიელი, წმინდა მამა. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონთა კრებულში – ტრულ. 2. პონტოელი. პონტოს ეპისკოპოსები – II მსოფ. 2.

რ რიგინი, კვიპროსის ეპისკოპოსი – III მსოფ. 8. რომი ახალი, კონსტანტინოპოლი – II მსოფ. 3. რომის ეპისკოპოსს უფლება უნდა ჰქონდეს დასავლეთში – | მსოფ. 6; მისი საყდრის შესახებ – ტრულ. 36. რწმენა, რომელიც გადმოგვეცა ს ი ტ ყ ვ ი ს თვითმხილველ მოციქულთაგან, აგრეთვე წმინდა კრებების კანონებითა და წმინდა მამებისაგან, მკაცრად უნდა იყოს დაცული სიახლის შემოღებებისა და ცვლილებებისაგან – III მსოფ. 7; ტრულ. 1. როკვა ქრისტიანს ეკრძალება, როგორც მისთვის შეუფერებელი გართობა – ტრულ. 51.

ს საბელიანოსიანელები (მწვალებლები) – II მსოფ. 1,7, ტრულ. 95. საგზალი, ანუ ზიარება სიკვდილის წინ ყველას უნდა მიეცეს – | მსოფ. 13. საერო. თუ მეფის ხელისუფლებით ქალაქი განახლებას განიცდის, მაშინ ეკლესიის სამრევლოთა განაწილება უნდა მიჰყვებოდეს ქალაქის საერო ხელისუფლების მიერ დადგენილ ტერიტორიულ დანაწილებას – IV მსოფ. 17, ტრულ. 38.

საერო ხელისუფლებას შეიძლება მიმართოს ეპისკოპოსმა, საერთო დედა ეკლესიის დასახმარებლად, როდესაც მისი უფლება ქალაქში უგულებელყოფილია – კართ. 78. საეკლესიო სასამართლო. 1. ზოგადი პრინციპები. სასამართლო არ უნდა წარიმართოს მტრობით, მიკერძოებითა და კაცთმოთნეობით – კართ. 16; ბრალდებულს შეუძლია აიცილოს მოსამართლე, რომლის სამართლიანობაშიც ეჭვი შეაქვს და მოითხოვოს საკმარისი დრო თავის დასაცავად – კირილე ალექსანდ. 1.

2. მოწმეები და ბრალმდებლები ეპისკოპოსისა და სხვა კლერიკოსების წინააღმდეგ. საეკლესიო საქმეების შესახებ ეპისკოპოსის წინააღმდეგ ბრალდება მიიღება მხოლოდ ნდობადამსახურებულ პირთაგან – მოც. 74; ეპისკოპოსებსა და სხვა სასულიერო პირებზე საჩივრის მიღება გამოუკვლევად არ შეიძლება, წინასწარ უნდა მოხდეს მომჩივან პირებზე საზოგადოების აზრის გამოკითხვა – IV მსოფ. 21; არ მიიღება აღნიშნულ პირებზე საეკლესიო საქმეების შესახებ საჩივარი წარმართების, ელინებისა და იუდეველების მხრიდან – მოც. 75, II მსოფ. 6; ასევე, გასამართლებული და განკვეთილი კლერიკოსებისაგან, განყენებულ ერისკაცთაგან, ბრალდებულთაგან და იმათგან, ვისზეც თაგად არის საჩივარი შეტანილი – II მსოფ. 6; კერძო საჩივარი კი ყველასგან მიიღება – II მსოფ. 86.

3, ეპისკოპოსის გასამართლების წესი. დამტკიცებული ბრალდება ოლმის ყველა ეპისკოპოსს წარედგინება – I მსოფ. 6; ეპისკოპოსს კრება ასამართლებს – მოც. 74; იმ შემთხვევაში, თუ ოლქის ეპისკოპოსები სამართლიანობას ვერ დაადგენენ, მაშინ ბრალმდებლებს შეუძლიათ ზემდგომ კრებას მიმართონ წერილობით; თუკი ბრალდება არ დამტკიცდება, ბრალმდებელი ცილისმწამებლის სტატუსით ისჯება და ისეთივე ეპიტიმია ედება, რაც შეიძლება მის მიერ წარდგენილ ბრალდებას მოშყოლოდა – II მსოფ. 6; სასამართლოზე ბრალდებული ეპისკოპოსი პირადად უნდა გამოცხადდეს – მოც. 74; ხოლო თუ სამი გამოძახების შემდეგაც არ გამოცხადდა, მაშინ კრება თავისი შეხედულებისამებრ განაჩინებს ბრალდებულის დაუსწრებლად – მოც. 74.

4. მღვდლის, დიაკვნისა და სხვა კლერიკოსის გასამართლების წესი ეფუძნება იგივე კანონებს, რომლებსაც – ეპისკოპოსის გასამართლების წესი – კართ. 29. მღვდელს ასამართლებს ექვსი ეპისკოპოსი, დიაკონს კი სამი, იმის ჩაუთვლელად, ვისაც უშუალოდ ემორჩილებიან – კართ. 12, 29; სხვა კლერიკოსთა საქმეებს იხილავს და წყვეტს ერთი ადგილობრივი ეპისკოპოსი – კართ. 29. კლერიკოსის განკვეთა მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, დაუშვებელია – თეოფილე ალემსანდ. 6. კლერიკოსებმა, რომელთა მიმართაც საჩივარია შეტანილი, ერთი წლის განმავლობაში უნდა წარადგინონ თავიანთი უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთი; ამ ვადის გასვლის შემდეგ მათი არგუმენტი აღარ განიხილება – კართ. 90.

5. აპელაცია, საქმის ზემდგომ სასამართლოში გადატანა. საქმე არ გადაიტანება საეკლესიო სასამართლოდან საეროში – IV მსოფ. 9. მღვდლისა და სხვა კლერიკოსების საჩივრები თავიანთ ეპისკოპოსზე გადაიტანება მიტროპოლიტთან – IV მსოფ. 9, შემდეგ დიდი ოლქის ეგზარქოსთან (ან პატრიარქთან), ან გადაეცემა აღმოსავლეთში კონსტანტონოპოლის საყდრის სამსჯავროს – IV მსოფ. 9,17.

საეკლესიო სასჯელები – მოც. 5. საკურთხეველი, სამსხვერპლო. ერისკაცებს, გარდა სამეფო ღირსების პირებისა, ეკრძალებათ წმინდა საკურთხეველში შესვლა და იქ ზიარება – ტრულ. 69. საკურთხეველი და სამსხვერპლო ეპისკოპოსის კურთხევით უნდა იქნას აგებული – მოც. 31. საკურთხეველთან არ მიიტანება თაფლი, რძე, თაფლუჭი, ფრინველი, ცხოველი, რძე და ბოსტნეული, მხოლოდ – ღვინო და პური – მოც. 3; ტრულ. 67, 99, ზეთი კანდელისათვის, საკმეველი – მოც. 3. საკურთხეველში დედაკაცი არ უნდა შევიდეს – ლაოდ. 44. სამოსელი. ეპისკოპოსები და კლერიკოსები არ უნდა შეიმოსონ ძვირფასი და ნაირფერადი სამოსელით – VII მსოფ. 16; კლერიკოსებმა მგზავრობის დროსაც კი მათთვის დაწესებული სამოსელი უნდა ატარონ – ტრულ. 27; ვინც დასცინის უბრალო და თავმდაბლური ტანსაცმლით შემოსილს, ის ეპიტიმიით უნდა გამოსწორდეს – VII მსოფ. 16; მამაკაცმა არ უნდა ატაროს დედაკაცის ტანსაცმელი, არც დედაკაცმა – მამაკაცის – ტრულ. 62.

სამრევლო. სოფლის ან ქალაქისპირა სამრევლოები უცვლელად უნდა დარჩნენ თავიანთი ეპისკოპოსის ხელისუფლების ქვეშ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი 30 წლის განმავლობაში უპირობოდ შედიოდნენ მათ განმგებლობაში; პრეტენზიების შემთხვევაში, საკითხი ამ სამრევლოების დაქვემდებარების შესახებ, წყდება საოლქო კრების, ეგზარქოსის ან პატრიარქის მეშვეობით – IV მსოფ. 17, ტრულ. 25; ახალი ქალაქის გაშენების შემთხვევაში სამრევლოთა განაწილება სამოქალაქო წესს უნდა მიჰყვებოდეს – IV მსოფ. 17, ტრულ. 38.

სანახაობა. აკრძალულია – ტრულ. 24,51; განსაკუთრებით აღდგომიდან აღდგომის განახლებამდე – ტრულ. 66; ქორწილში ან სხვა მსგავს ლხინის სუფრაზე მიწვეული კლერიკოსი, როდესაც ცეკვა-თამაში დაიწყება, უნდა ადგეს და იქაურობას გაეცალოს – ტრულ. 24;

სამღვდელონი. ვინც სამღვდელო ღირსება მიიღო, უფლის სიტყვაში უნდა განისწავლოს, რადგან იერარქიის არსი საღვთო წერილის ჭეშმარიტი შემეცნებაა – VII მსოფ. 2. საცდური. მართლმორწმუნემ საცდური არ უნდა წარმოქმნას – ტრულ. 47.

საჭურისი. ვინც ძალადობით ან ავადმყოფობისას ექიმების მიზეზით დასაჭურისდა, შეიძლება გაწევრიანდეს სამღვდელო დასში, და თუ ღირსი იქნება, ეპისკოპოსადაც ეკურთხოს – მოც. 21, | მსოფ. 1; ხოლო ვინც თავად დაისაჭურისა თავი, იგი, თუ კლერიკოსია, განიკვეთოს, თუ ერისკაცი, სამი წლით განკანონდეს წმინდა ზიარებიდან – მოც. 22, 23, 24, | მსოფ. 1; საჭურისებმა, სასულიერო პირი იქნება ის თუ ერისკაცი, თავისთან ერთ ჭერქვეშ არ უნდა იყოლიონ უცხო დედაკაცი ან მოახლე, მხოლოდ – ცოლი, დედა, დები, მამიდები ან დეიდები და სხვა ისეთი პირები, რომლებიც ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალნი იქნებიან – | მსოფ. 3, ტრულ. 5. სიმდიდრე არ უნდა დავაკნინოთ, თუ იგი სიმართლითა და ქველმოქმედებითაა განზავებული – ღანგ. 21. სიმონია. სულიწმიდის მადლი არ იყიდება – ტრულ. 23; ქრთამით დადგინებული სასულიერო პირი. ისევე როგორც მისი ხელთდამსხმელი, წოდებიდან განიკვე” თოს; ასევე ამ საქმის ხელშემწყობნი; ერისკაცნი და მონოზონნი კი ანათემას უნდა გადაეცნენ – მოც, 29, ტრულ. 22, VII მსოფ. 5, 19; ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც წმინდა ზიარებისათვის ქრთამს მოითხოვს, განიკვეთოს – ტრულ. 23; ვინც ქრთამით მოახდენს მონოზვნად აღკვეცას, განიკვეთოს – VII მსოფ. 19. სინაგოგა. იუდეველთა სინაგოგაში ქრისტიანმა არ უნდა იაროს, არც ზეთი მიიტანოს იქ და არც სანთელი დაანთოს იმათ დღესასწაულზე – მოც. 65, 71. სისხლი. ცხოველის სისხლის ჭამა დაუშვებელია – ტრულ. 67. სიყვარულის სერობა. სიყვარულის სერობა, ანუ ტრაპეზი ტაძრებში არ უნდა გაიმართოს – ტრულ. 74. სიძვა, მეძავი.

1. სიძვის განსაზღვრება. მეძავეობა არის ისეთი ცოდვა, როდესაც ვნების დაკმაყოფილება ხდება, მაგრამ ამით, მრუშობისაგან განსხვავებით, შეურაცხყოფა არავის მიეყენება; მრუშობა კი ცოლ-ქმრული კავშირის შეურაცხყოფაა – წმინდა გრიგოლ ნოსელი, 4; მეძავია მამაკაცი, რომელიც გაუთხოვარ ქალთან დაეცემა – წმინდა ბასილი, 21; მეძავედ იწოდება ყრმა ქალი, რომელიც მამის ან თავისი ბატონის ნებართვის გარეშე გათხოვდება, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მიუტევებენ და შეურიგდებიან – წმინდა ბასილი, 38, 40, 42.

2. ეპიტიმიები სიძვით დაცემულ ერისკაცთათვის. ვინც თავად აღიძრა აღსარებისთვის, ის უფრო ლმობიერ ეპიტიმიას იმსახურებს, ვიდრე ბოროტებაში მისგან დამოუკიდებლად მხილებული – წმინდა გრიგოლ ნოსელი, 4; ამიტომ ამ ცოდგისათვის ეპიტიმია შეიძლება იყოს სხვადასხვა გადის: 9 წელი – წმინდა გრიგოლ ნოსელი, 4; შვიდი წელი – წმინდა ბასილი, 59; ასევე 4 წელი – წმინდა ბასილი, 22; და სამი წელიც – წმინდა ბასილი, 38. სახელდობრ, როგორ უნდა შესრულდეს დაწესებული ეპიტიმია – წმინდა გრიგოლ ნოსელი, 4, წმინდა ბასილი, 22, 29; იმათთვის, ვინც სხვასთან დაწინდული მოიტაცა – წმინდა ბასილი, 22. მამის ან ბატონის ნებართვის გარეშე გათხოვილი ყრმა ქალი სამი წლით ზიარებიდან განკანონდება – წმინდა ბასილი, 38.

3. ეპიტიმიები სიძვით დაცემულ სასულიერო პირთათვის. მეძავეობაში მხილებული სასულიერო პირი თავისი წოდებიდან განიკვეთება – მოც. 25, წმინდა ბასილი, 3, 32, 51, 70. ნეოკ. 1. ვინც მეძავეებს ინახავს – ტრულ. 86. წიგნის მკითხველი, რომელიც ჯვრისწერამდე იცხოვრებს მასთან დაწინდულ საცოლესთან, უფრო მაღალ ხარისხში აღარ აიყვანება – წმინდა ბასილი, 69.

სომხური ეკლესია. კანონები სომხურ ეკლესიაში არსებული წესების წინააღმდეგ – ტრულ. 23, ვვ, 56, 81, 99. სულთმოფენობა. ამ დღეს მუხლდრეკა არ შეიძლება – | მსოფ. 20.

(CI ტანსაცმელი. – იხ. სამოსელი ტარასი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მისი ეპისტოლე შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონების კრებულში. ტაძარი ღვთისა. ტაძარი უნდა იკურთხოს დაწესებული ლოცვებით და მასში წმინდა ნაწილების დაბრძანებით – VII მსოფ. 14; ტაძარი არ უნდა გაიძარცვოს და ჩვეულებრივ საცხოვრებლად არ უნდა გამოიყენებოდეს, დანგრეული და განადგურებული კი უნდა აღდგეს – VII მსოფ. 13; ვინც ტაძარში ბოლომდე არ ესწრება ლოცვებს, საეკლესიო საზოგადოებიდან განიკვეთოს – მოც. 9; ტაძარში ჭამა-სმა არ შეიძლება – ტრულ. 74; აუცილებელი საჭიროების გარეშე ტაძრის ეზოში პირუტყვის შეყვანა დაუშვებელია – ტრულ. 88. ტეტრადიტები (მწვალებლები) – II მსოფ. 7, ტრულ. 95. ტიმოთე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი. მისი კანონები შეტანილია საეკლესიო სამართლის კანონების კრებულში.

– ტრულ. 2.

ტრაპეზი. სანახაობები და სიმღერები უჯეროა ჭამისას. მღვდელმა დედაკაცთან მარტომ არ უნდა იტრაპეზოს, მაგრამ ღვთისმოთნე მამაკაცებსა და დედაკაცებთან ერთად ტრაპეზი სულიერი შეგონებისათვის სასარგებლოა – VII მსოფ. 22.

უ უარყოფა რწმენისა და ქრისტესი. კლირიკოსი, რომელიც კაცის შიშით ქრისტეს უარყოფს, ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს, ხოლო ვინც ამას ქრისტეს მსახურის სახელით გააკეთებს, დასიდან განიკვეთება; მონანიებით შეიძლება იგი ეკლესიას კვლავ დაუბრუნდეს, მაგრამ მხოლოდ როგორც ერისკაცი – მოც. 62; ვინც ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, სულმოკლეობითა და შიშით განუდგა სარწმუნოებას, იგი საეკლესიო საზოგადოებას მხოლოდ 12 წლიანი სინანულის შემდეგ უბრუნდება – | მსოფ. 11; ვინც სამხედრო წოდების დასაბრუნებლად ფულს გაიღებს და რწმენას განუდგება, 15 წლით განიკვეთება – | მსოფ. 12.

უზიარებლობა, მკლესიისაგან ჩამოშორება, ეკლესიასთან ერთობის აკრძალვა. ეს არის მცირე განყენების უმაღლესი ფორმა – იხ. საეკლესიო სასჯელები. მოც. 5. უპოვარი. უპოვარებს, მათი სიღატაკის დადასტურების შემთხვევაში ეძლევათ სამშვიდობო ეპისტოლე, და არა დასამტკიცებელი – IV მსოფ. 11. უცხო რწმენის პირთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღება ხდება ნათლისღების ან მირონცხების გზით – !| მსოფ. 19, II მსოფ. 7, ტრულ. 95.

8 ფიცის გატეხვაში მხილებული ღგთისმსახური ან ეკლესიის მსახური თავისი ოდებიდან დელიდან განიკყვეთება, მაგრამ განიკვეთე გ ეკლე სიასთან მ ერთობაში რჩება ე – მოც.ც 25. ფოტინელები (მწვალებლები) – II მსოფ. 1. ფუფუნება უცხო უნდა იყოს სამღვდელმსახურო წოდებისათვის – VII მსოფ. 16.

ქ ქალწულს, რომელმაც ღმერთს მიუძღვნა თავი, ქორწინების უფლება აღარ აქვს – IV მსოფ. 16; ქალწულის მონოზვნად აღკვეცის ასაკი – ტრულ. 40; ადგილობრივ ეპისკოპოსს სრული უფლება აქვს დაცემულ ქალწულებს კაცთმოყვარეობა ალმოუჩინოს – IV მსოფ. 16; ვინც დაუწინდავ ქალწულზე იძალადა, მან მხოლოდ ის უნდა მოიყვანოს ცოლად და სხვა არავინ – მოც. 67.

ქონება. დაქვრივებულ ეკლესიაში ეპისკოპოსის კუთვნილი ქონება ეკონომოსმა ხელშეუხებლად უნდა შეინახოს – IVმსოფ. 25. ქველმოქმედება. მოსაწონია, როდესაც ღატაკებს ეკლესიის საშუალებით ვეხმარებით – ღანგ. 21. ქორეპისკოპოსი ეპისკოპოსის ნებართვით ახდენს წიგნის მკითხველის ხელთდასხმას – VII მსოფ. 14.

ქორწინების შესახებ. ქორწინება ღმერთმა დააწესა – მოც. 51. ვინც ზიზღის გამო უარყოფს ქორწინებას, საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება – მოც. 5, 51. ეკრძალებათ ქორწინება: ეპისკოპოსებს – ტრულ. 12; მონოზვნებსა და ქალწულებს, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი – IV მსოფ. 16; დედათდიაკვნებს – IV მსოფ. 15; მღვდლებს, დიაკვნებსა და იპოდიაკვნებს, რომლებიც უკვე აღიკვეცნენ თავ-თავიანთ ხარისხში – მოც. 26, ტრულ. 3, 6; მართლმორწმუნეებს (განსაკუთრებით წიგნის მკითხველებსა და მგალობლებს) ურჯულოებთან და მწვალებლებთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა როცა მათი რჩეული მართლმადიდებლობაში გადმოსვლის პირობას იძლევა – IV მსოფ. 14, ტრულ. 72; სანამ მეუღლე ცოცხალია – ტრულ. 87; სულიერ ნათესავებს – ტრულ. 53; ხორციელ ნათეხავებს – ტრული. 54.

სასჯელები უკანონო ქორწინების გამო: მღვდელი, დიაკონი და იპოდიაკონი, რომელიც თავისი ხელთდასხმის შემდეგ იქორწინებს, ხარისხიდან განიკვეთება – ტრულ. 6; თუ მღვდელმა უმეცრების მიზეზით კანონის დარღვევით იქორწინა, ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ სამღვდელო მოქმედება უჩერდება; ქორწინება მისი უქმდება, მაგრამ მღვდლობა და სამღვდელო პატივი არ ერთმევა – ტრულ. 26; მართლმორწმუნეს ეკრძალება მწვალებელთან ქორწინება – VII მსოფ. 27; მონოზონს, მამაკაცი იქნება ის თუ დედაკაცი, ასევე ქალწულს, რომელმაც ღმერთს შესწირა თავი, დაქორწინების შემთხვევაში ეკლესიასთან ერთობა ეკრძალება – IV მსოფ. 16. დაქორწინებულებმა ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგან თავი უნდა შეიკავონ შეთახმებით, ლოცვებში გასაწვრთნელად, განსაკუთრებით შაბათსა და კვირას – წმინდა დიონისე, 3, წმინდა ტიმოთე, 13. , ქორწილში ქრისტიანებისათვის მიუღებელია ცეკვა-თამაში, კეთილკრძალულად უნდა მოილხინონ – ლაოდ. 53. ქრისტესშობა. ვაღიარებთ, რომ უთესლოდ ჩასახული ღმერთი ქალწულმა უთესლოდ შვა – ტრულ. 79. ქრისტიანული საზოგადოების კანონიკური დაყოფა (კლერიკოსები, მონოზვნები, ერისკაცები) – ტრულ. 77.

ღ ღვინო. სხვა რაიმესგან დამზადებული სასმელი, გარდა ყურძნის ღვინისა, საკურთხეველში არ შეიტანება – მოც. 3; სასულიერო პირი ან ერისკაცი, რომელიც ღვინოს სიძულვილის გამო არ სვამს, და არა კრძალულების ღვაწლის მიზეზით, განსაკუთრებით თუ ეს სადღესასწაულო დღეებში ხდება, წოდებიდან და ეკლესიიდან განიკვეთოს – მოც. 51, 53; ღვინის დაწურვისას არ უნდა მივეცეთ სიცილსა და მხიარულებას წარმართების მსგავსად – ტრულ. 62.

ყ ყურძენი. ყურძენი არ უნდა შევურიოთ უსისხლო მსხვერპლს – ტრულ. 28; ეკლესიაში მიტანილ ყურძენს მღვდელი იღებს როგორც მხოლოდ პირველნაყოფს, აკურთხევს მას და მთხოვნელებს ურიგებს ნაყოფთა მბოძებელისადმი მადლობის აღსავლენად – მოც. 3; ტრულ. 28.

შ შაბათი. შაბათს მკაცრი მარხვა აკრძალულია – მოც. 64, ტრულ. 55; დიდმარხვაშიაც კი – ტრულ. 55; გარდა დიდი შაბათისა – მოც. 64. შეკრება თვითნებური, გამოცალკევებული. მღვდელმსახური, რომელიც ცალკე აწყობს შეკრებას და დგამს სამსხვერპლოს, ეპისკოპოსის შეგონებას კი არ ისმენს, განიკვეთოს – მოც. 31.

შეურაცხყოფა. მეფის ან მთავრის უსამართლოდ შეურაცხმყოფელი კლერიკოსი წოდებას კარგავს, ერისკაცი კი უზიარებლობით ისჯება – მოც. 84; ეპისკოპოსის შეურაცხმყოფელი კლერიკოსი განკვეთას ექვემდებარება – მოც. 55; კლერიკოსი, რომელიც მღვდელს ან დიაკონს შეურაცხყოფს, საეკლესიო ზიარებიდან განიყენება – მოც. 56.

ც ცემის შესახებ. ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, რომელიც თავისი ხელით ან სხვების დახმარებით ჩადენილი ცოდვის გამო მორწმუნეს გალახავს, ანდა – ურწმუნოს, რომელმაც მას აწყენინა, ხარისხიდან განიკვეთება – მოც. 27.

ცოდვა სხვადასხვა სახისაა – ტრულ. 102; ცოდვა სასიკვდილოა, როდესაც ცოდვილი გამოსწორებას არ ცდილობს, აგრეთვე, როდესაც ვინმე კეთილკრძალულებისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოდის – VII მსოფ. 5; არ უნდა უარყო ცოდვას გარიდებული – მოც. 62; ვინც ღმერთისგან შეკვრისა და გახსნის უფლება მიიღო, ცოდვის ხარისხი უნდა განიხილოს და ცოდვილს სენის შესაბამისად უმკურნალოს – ტრულ. 192; განსაკუთრებით ცოდვის დასაბამი უნდა მოვიკვეთოთ – VII მსოფ. 22.

ცოლი. მღვდელს, დიაკონსა და იპოდიაკონს არ ეკრძალებათ კანონიერ ცოლთან ურთიერთობა – ტრულ. 13; მღვდელები, რომლებიც კეთილკრძალულების მომიზეზებით გაურბიან ცოლებთან ურთიერთობას, მათთან აღარც უნდა ცხოვრობდნენ – ტრულ. 30; პატიოსანი ოჯახური ცხოვრება ხელს არ უშლის ქმარს იყოს მღვდელი ან დიაკონი – ტრულ. 13; მღვდელს, დიაკონს, იპოდიაკონს და, საერთოდ, ყველას, ვინც სიწმინდეს უნდა შეეხოს, ცოლთან ურთიერთობისაგან თავის შეკავება მართებს – ტრულ. 13; ეპისკოპოსად დადგინების შემდეგ, მისი ცოლი მისგან მოშორებით მონასტერში უნდა დაემკვიდროს და ქმარყოფილი ეპისკოპოსის ხარჯზე იცხოვროს; თუ ღირსი აღმოჩნდება, შეიძლება დედათდიაკვნად იკურთხოს – ტრულ. 12,48; საღვთო ლიტურგიისას დედაკაცები მდუმარედ უნდა იდგნენ, სწავლების შესახებ კი შინ გამოკითხონ ქმრები – ტრულ. 70;

წ წარმართნი. ქრისტიანმა არ უნდა მიიტანოს ზეთი წარმართულ ტაძარში, არც სანთელი აანთოს იქ – მოც. 71; ეკლესიის .ერთგულებმა წარმართებთან არ უნდა იქორწინონ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეუღლე მართლამადიდებლური რწმენის მიღებას ჰპირდება – IV მსოფ. 14.

წიგნი. წიგნები პატივსაცემი, წმინდა, კანონიკური, საღვთო და ღვთივსულიერი – მოც. 85. წიგნის მკითხველი (მედავითნე) ქიროტესიით დგინდება – VII მსოფ. 14. წირვის (კვირადღეს) ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შესახებ იოანე ოქროპირის სიტყვა – ტრულ. 80. წმინდა ადგილები. წმინდა ადგილების მიმართ მოწიწებითა და კრძალულებით უნდა განვეწყოთ – ტრულ. 97. წმიდა წერილი. წმიდა წერილი უნდა განიმარტოს წმინდა მამათა წერილების თანახმად – ტრულ. 19; ყველა ქრისტიანი და მით უფრო მღვდელმსახურნი, უნდა განისწავლონ წმიდა წერილით – VII მსოფ. 2. წმიდა წერილის წიგნები – მოც. 85. „წმინდანები“ (ნოვატის მიმდევრები, მწვალებლები) – | მსოფ. 8, ტრულ. 95.

ხ ხარსი, მღვდელი, ნესტორის თანამზრახველი, მწვალებელი C III მსოფ. 7. ხატი, არ შეიძლება ხატზე იესუ ქრისტეს კრავის სახით გამოსახვა, უფალი მხოლოდ ადამიანის სახით უნდა გამოისახოს – ტრულ. 82; წმინდა ხატების საწინააღმდეგო წერილები მწვალებლურ წიგნებს განეკუთვნება – VII მსოფ. 9.

ხელთდასხმა. ხელთდასხმა უნდა აღესრულოს კონკრეტული მსახურების ადგილზე განწესებით – IV მსოფ. 6; ორჯერ ერთსა და იმავე ხარისხში აყვანა არ ხდება – მოც. 68; მხოლოდ მწვალებელთაგან ხელთდასხმულმა შეიძლება მიიღოს მეორედ ხელთდასხმა მართლმადიდებელი ეპისკოპოსისაგან – მოც. 68. ხელისუფლება (საერო). ეპისკოპოსის, მღვდლისა და დიაკვნის არჩევა საერო ხელისუფლების მიერ უკანონოა და ყალბად ითვლება – VII მსოფ. 3. ხორცი. სისხლიანი ხორცი, ან დამხრჩვალი ცხოველის ხორცი ქრისტიანმა არ უნდა ჭამოს – მოც. 63; არ შეიძლება იმის განკითხვა, ვინც ხორცს ღვაწლის გამო ეკრძალება – მოც. 51; ხორცის შეწირვა ტაძრის გარეთ უნდა მოხდეს – ტრულ. 99.

> ჯადოქრობა. ღრუბელთმდევნელები, მხიბლავები, თილისმის დამამზადებელნი, მისნები 6 წლიან ეპიტემიას ექვემდებარებიან – ტრულ. 61.

ჯვარი. ცხოველმყოფელ ჯვარს სათანადო პატივი უნდა მიეგოს; არ შეიძლება მისი მიწაზე ან იატაკზე (სავალ ადგილზე) გამოსახვა, რათა ფეხით არ გაითელოს – ტრულ. 73.

ეღშმშძსწნსნ“სო«„კუა-–->».ას”_-_--- მთარბმნელის მიერ ბამოჭენებული წეიდა წერილის წიგნები ძველი აღოქმის:

„მცხეთური ხელნაწერი“, პირველი ნაკვეთი. საქართველოს სსრ აკადემიის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება“-1981 წ. გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, რედაქტორი პროფ. ზ. სარჯველაძე.

„მცხეთური ხელნაწერი“, მეორე ნაკვეთი. საქართველოს სსრ აკადემიის გამოცემა, გამომცემლობა მეცნიერება“-1982 წ. გამოსაცემად მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა, რედაქტორი ზ. სარჯველაძე.

„მცხეთური ხელნაწერი“, მესამე ნაკვეთი. საქართველოს სსრ აკადემიის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება"-1 983 წ. გამოსაცემად მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა, რედაქტორი ზ. სარჯველაძე.

„მცხეთური ხელნაწერი“, მეოთხე ნაკვეთი. საქართველოს სსრ აკადემიის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება“-1985 წ. გამოსაცემად მოამზადა ე. დოჩანაშვილმა, რედაქტორი ზ%. სარჯველაძე.

„მცხეთური ხელნაწერი“, მეხუთე ნაკვეთი. საქართველოს სსრ აკადემიის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება“-1986 წ. გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, რედაქტორი პროფ. %. სარჯველაძე „ფსალმუნნი“, ახალი, შესწორებული გამოცემა, გამომცემლობა „ახალი ივირონი“-2006 წ. მოამზადა ედიშერ გელიძემ, გამოცემის რეცენზენტ-კონსულტანტი: დეკანოზი, ღვთისმეტყველების კანდიდატი მაქსიმე ჭანტურია, ტომის რედაქტორი ზვიად ჯაღმაიძე.

ახალი აღთქმის: „ახალი აღთქუმაი“ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2003 წ.

უ0ი0ეაასეა. პა----->XაXა-ა-->-

PDF გვ. 610 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.