ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
წმინდა ნიკიფორე აღმსარებლის კანონები · ტ. II (2011)
წინათქმა
#92 ეპისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ კანონები წმინდისა ნიკიფორე ალმსარებელისა
PDF გვ. 492
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე უმეცრებით გარეცხავს ოდიკს, ამის შედეგად ის არ კარგავს კურთხევას და არ ხდება უწმინდური.
წინამდებარე და შემდგომი 37 კანონი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ (იხ. 287 გვ) შედგენილია სხვადასხვა საეკლესიო განწესებებიდან, რომლებიც გამოსცა პატრიარქმა ნიკიფორემ თავად ან კრებითად.
წმინდა ოდიკის მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ ვისაუბრეთ ტრულის კრების 31- ე კანონის განმარტებაში. წინამდებარე კანონი კი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ვინმე, უმეცრებით, გარეცხავს მას, და შენიშნავს, რომ ის ამით თავის სიწმინდეს არ კარგავს, და ამიტომაც არ საჭიროებს ხელმეორედ კურთხევას, მსგავსად იმისა, როგორც არ იკურთხება თავიდან არც წმინდა ბარძიმი, არც სხვა რამ წმინდა ჭურჭელი, თუკი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად საჭირო გახდება მისი გასუფთავება.
PDF გვ. 492 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მეორედ დაქორწინებული არ გვირგვინდება; იგი ორი წლით განიყენება ყოვლადწმინდა საიდუმლოსგან, მესამედ დაქორწინებული კი – ჯხუთი წლით.
კანონის დასაწყისი სიტყვები ნიშნავს, რომ ის, ვინც მეორედ ქორწინდება, გვირგვინით არ იმკობა, თავზე მას გვირგვინს არ ადგამენ. ქორწინების საიდუმლოს აღსრულების დროს, მთავარი მომენტი არის ის, როდესაც მღვდელი აკურთხებს რა ახალდაქორწინებულებს, ამბობს: „უფალო, ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივით დააგვირგვინე ესენი“. ამ სიტყვებს მღვდელი წარმოთქვამს მაშინვე, მას შემდეგ, რაც გვირგვინებს დაადგამს სასიძოსა და სასძლოს. ასე რომ, საიდუმლო, არსებითად, მაშინ აღსრულებულია. აქედან გამომდინარე, თვით საიდუმლოსაც ეწოდება „გვირგვინის კურთხევა“ C.დაგვირგვინოსნება“, 869988M6). ამიტომ სიტყვები: „მეორედ დაქორწინებული არ გვირგვინდება“, ნიშნავს, რომ ის, ვისაც მეორედ დაქორწინების სურვილი აქვს, ვერ მიიღებს საეკლესიო კურთხევას. სხვა სიტყვებით: მასზე არ შეიძლება აღსრულდეს საეკლესიო წესი – „გვირგვინის კურთხევა“. შესაბამისად, წინამდებარე კანონის აზრის თანხმად, ეკლესია არ აკურთხებს მეორედ ქორწინებას და მას შეუწყნარებლად მიიჩნევს. სამოქალაქო სელისუფლება კი აღიარებდა ასეთი ქორწინების კანონიერებას, რითაც ბევრი ქრისტიანი სარგებლობდა და მეორედ ქორწინდებოდა. ეკლესია ამას არ აპროტესტებდა, მაგრამ ასეთ პირებს ადებდა ეპიტიმიას – განაყენებდა მათ წმინდა ზიარებიდან ერთი ან ორი წლით (იხ. ბასილი დიდის მე-4 კან), რასაც წინამდებარე კანონში კანონები ნშინდისა ნიკიფორე კღშსჯრებელისა LC 9 3 იმეორებს წმინდა პატრიარქი ნიკიფორე; და თუ ის ასეთ ეპიტიმიებს უქვემდებარებს მეორედ დაქორწინებულებს, მაშინ რაოდენ მეტად უნდა დაესაჯა მას მესამედ დაქორწინებულები? სწორედ ამის გამო განაწესებს, რომ ასეთები უნდა დაექვემდებარონ ხუთწლიან გაწნყენებას.
წინამდებარე კანონის განწესების გასაცნობიერებლად, – რომლის თანახმადაც მხოლოდ პირველი ქორწინება იმსახურებს საეკლესიო კურთხევასა და გვირგვინით შემკობას, და არა მეორე და კიდევ უფრო ნაკლებად – მესამე ქორწინება, – უნდა გავითვალისწინოთ პირველი საუკუნეების ეკლესიის მსჯელობა მეორედ ქორწინების შესახებ, რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა ლაოდიკიის კრების 1 კანონის განმარტებაში. მეორედ ქორწინებაზე ასეთ მსჯელობას, როგორც ჩანს, აღმოსავლურ ეკლესიაში საყოველთაო მნიშვნელობა ჰქონდა IX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პატრიარქი ნიკიფორე. ის ძალაში რჩებოდა აგრეთვე X საუკუნეშიც, როგორც ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქ სისინიოს II-ს (995-998) „მეორედ დაქორწინებულების შესახებ კრებითი დადგენილებიდან“ ჩანს, სადაც გამეორებულია ნიკიფორეს წინამდებარე კანონი. მხოლოდ შემდგომში, კერძოდ, XI ან XII საუკუნის დასაწყისში შეიცვალა ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება მეორედ ქორწინების შესახებ, როგორც ამას ვხედავთ ირაკლიის მიტროპოლიტის ნიკიტას კანონიკური პასუხიდან ეპისკოპოს კონსტანტინეს შეკითხვაზე. თავის აღნიშნულ პასუხში, მიტროპოლიტი ნიკიტა ამბობს, რომ ეკლესიის ზუსტი სწავლებით, მეორედ დაქორწინებულს არ შეუძლია მიიღოს გვირგვინის დადგმა, რაც, თუმცა, კონსტანტინოპოლის ეკლესიაში მკაცრად არ არის დაცული, და გვირგვინს მეორედ დაქორწინებულებსაც ადგამენ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისინი განიყენებიან წმინდა ზიარებიდან ერთი ან ორი წლით და მღვდელს ეკრძალება მათ საქორწილო ზეიმში მონაწილეობა» იქიდან მოყოლებული, კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეს პრაქტიკა გახდა საყოველთაო, ამიტომაც შედგენილ იქნა შესაბამისი ეკლესიური ტიპიკონი (წესმიმდევრობა) მეორედ დაქორწინებულთათვის C,000X0X0888M6 0 I800608990M“), რომლის თანახმადაც, მათზე გვირგვინების თავდადგმა ისეთივე წესით ხდება, როგორც პირველად დაქორწინებულთათვის. ძველი საეკლესიო პრაქტიკიდან ამ გადახვევის გასამართლებლად, დიდ ბერძენ ევქოლოგიონელებთან მოყვანილია ტექსტობრივად როგორც პატრიარქ ნიკიფორეს წინამდებარე კანონი, ისე მიტროპოლიტ ნიკიტას კანონიკური პასუხიც.
PDF გვ. 492 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც გაჭირვების გამო მცირე ხნით ეკლესიის სტოაში დასასვენებლად გაჩერდება, ის სასჯელს არ დაექვემდებარება, ხოლო თუ დიდი ხნით გადაწყვეტს იქ დარჩენას, მაშინ იქიდან განიძეოს და ეპიტიმია დაედოს, ეკლესია კი თავისას აიღებს (8 IM60M082V 803-M0X C800).
"ათენის სინტაგმა, V, 44I. # 9 % უპის კოჰოსი ნი 4 ოდიში (შილაშია
PDF გვ. 493 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
მიღებულ უნდა იქნეს ღვთისსათნო ძღვენი, რომელიც შემოიწირება იმათ სასიკეთოდ, ვინც უანდერძოდ გარდაიცვალა და განსაკუთრებით, თუ მათ სიცოცხლეშივე ჰქონდათ ასეთი განზრახვა.
ეკლესია ყოველთვის ლოცულობდა და ლოცულობს თავისი გარდაცვლილი წევრებისათვის. ეს დადგენილია ჯერ კიდევ მოციქულთა განწესებებით, თანაც, ამისთვის საგანგებო დრო არის განსახღვრული.” ამის გამო, მორწმუნენი ჯერ კიდევ სიცოხლეშივე გამოუყოფდნენ ხოლმე თავიანთი ქონების გარკვეულ ნაწილს ეკლესიას, რაც საერთო ნორმად ითვლებოდა და მის კანონიერ ძალას სამოქალაქო სამართალიც აღიარებდა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი ანდერძის გარეშე კვდებოდა, მაშინაც, მემკვიდრეობითი კანონის თანახმად, მისი ქონების გარკვეული ნაწილი ეკლესიას რჩებოდა მისი სულის მოსახსენიებლად. ხატმბრძოლობის პერიოდში ეკლესიას ამაზე უარი უთხრეს, და ეს აკრძალვა იმდენად შორს წავიდა, რომ ზოგიერთ ეკლესიაში შეუძლებელიც კი გახდა გარდაცვლილის სულისათვის შეწირულობის გაკეთება, თუ გარდაცვლილებს თავიანთ ანდერძში არ ჰქონდათ შესაბამისი განკარგულება ჩაწერილი. თავისი წინამდებარე კანონით, პატრიარქი ნიკიფორე ასწორებს სხვადასხვა ეკლესიისა და მათი მმართველების არასწორ ქმედებას და განაწესებს, რომ ეკლესიის მიერ დაუბრკოლებლად უნდა მიიღებოდეს ყველანაირი შესაწირი გარდაცვალებულის სულის საოხად, და არ უნდა ხდებოდეს იმის ძიება, დატოვა თუ არა გარდაცვლილმა თავის სიცოცხლეში ამის შესახებ რაიმე სახის განკარგულება. ამასთან დაკავშირებული სამოქალაქო ხელისუფლების დადგენილება იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილის სულის განსასვენებლად ანდერძის გარეშეც შეიძლება მისი დატოვებული ქონებიდან გარკვეული ნაწილის ეკლესიისთვის გადაცემა, – გამოსცა იმპერატორმა ლეონ ბრძენმა,
PDF გვ. 494 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუკი ხარების დღესასწაული დაემთხვევა დიდ ხუთშაბათს ან დიდ პარასკევს, ჩვენ არ შევცოდავთ თუ ამ დღეს მივიღებთ ლვინოსა და თევზს.
PDF გვ. 494 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იღუმენს, რომელსაც მღვდლის ხარისხი აქვს, შეუძლია თავის მონასტერში დაადგინოს წიგნის მკითხველი და კერძო დიაკონი.
წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე კანონის თანახმად, იღუმენს, რომელსაც მღვდლის ხელდასხმაც აქვს მიღებული, შეუძლია თავის მონასტერში იპოდიაკონიც "ათენის სინტაგმა, IV, 402. კპნონები ნშინდისა ნიკიფორე კღმსჯრეზელისა 495 აკურთხოს. იღუმენის ეს პრივილეგია კანონებში პირველად მოიხსენიება, რამეთუ VII მსოფლიო კრების მე-I4 კანონის მიხედვით, იღუმენს თავის მონასტერში მხოლიდ წიგნის მკითხველის (მედავითნის) დადგინება შეუძლია და სხვა არავისი. ჩვენ არ ვიცით, თუ რის საფუძველზე აღიარებს წმინდა ნიკიფორე იღუმენის უფლებად იპოდიაკვნის დადგინებასაც. შესაძლოა,იღუმენებს ამის ნებართვა მიეცათ ხატმბრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში, როდესაც მონოზვნებმა ეკლესიას დიდი სამსახური გაუწიეს წმინდა ხატების პატივისცემის დაცვაში, და ჯილდოს სახით, შესაძლოა, მონასტრების წინამძღვრებს გადაეცათ აღნიშნული პრივილეგია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკიფორე ცნობილი იყო როგორც ხატმბრძოლობის წინააღმდეგ დიდი შემართებით გამორჩეული და მაშინდელი მონოზვნობის დიდი დამცველი. თავიანთ მონასტრებში იპოდიაკვნად დადგინებას ჩვენ ვერ ვუწოდებთ არაკანონიკურს, როდესაც გავიხსენებთ განსხვავებას სასულიერო იერარქიის უმაღლეს და უმდაბლეს ხარისხებს "შორის. უმაღლეს იერარქიას მიეკუთვნებიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები. ისინი თავიანთ ხარისხს იღებენ სამღვდელო საიდუმლოს გზით (ხელთდასხმა). რაც შეეხება უმდაბლეს იერარქიას, დაწყებული იპოდიაკვნიდან და ქვემოთ, ასეთებად არ დგინდებიან ხელთდასხმის (ქიროტონიის) გზით, არამედ – ხელთდადებით (ქიროტესიით); თანაც,წმინდა საკურთხევლის გარეთ და ლიტურგიის დაწყებამდე, მაშინ, როდესაც უმაღლეს იერარქიაში თავიანთ ხელდასხმას იღებენ წმინდა საკურთხეველში და წმინდა ლიტურგიის მიმდინარეობის პროცესში. აქედან გამომდინარე, თუკი მოხსენიებული VII მსოფლიო კრება იღუმენს უფლებას აძლევს დაადგინოს თავის მონასტერში წიგნის მკითხველი, მაშინ მისთვის კერძო დიაკვნის დადგინების უფლების მიცემაც შეიძლებოდა, ვინაიდან ამ უკანასკნელებს, ისევე, როგორც მკითხველებს, არ გადაეცემათ საღვთო მადლი, რისი უფლებაც მხოლოდ ეპისკოპოსს აქვს. რამეთუ, იპოდიაკვნად დადგინება, ისევე, როგორც მკითხველებისა, წმინდა საკურთხეველში არ აღესრულება. დანარჩენთან დაკავშირებით და აგრეთვე იპოდიაკონის ხარისხთან მიმართებით, იხ. ტრულის კრების მე-6 კანონის განმარტება.
PDF გვ. 494 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ოცი წელი, ან მეტი, გარყვნილ ცხოვრებაში გაატარა, სამღვდელო წოდებას ვერ მიიღებს, თუნდაც ამის შემდეგ მრავალი სათნო საქმე ეკეთებინოს; რამეთუ წმინდა შეუბილწავი უნდა იყოს.
დებარე წინამდებარ ცკ ანონით დასტურდე დასტურდება კეამდელი ი ნიკეამ დ დროის სა ეკლე სიო ნორმა, რომლის თანახმადაც, მღვდლად ვერ ეკურთხებოდა პირი, რომელსაც ისეთი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, რაც ირგვლივ ყველასთვის საცდურის შემცველი იყო. ამის შესახებ ლაპარაკობს, აგრეთვე, წმინდა კრებებისა და წმინდა მამების რამდენიმე კანონი. საგანგებოდ ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ მოციქულთა 61-ე კანონის განმარტებაში. + 9 6 უპის 2) ოპოსი ნი 4 ოდიში (შილაშიაპ
PDF გვ. 495 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბავშვები, რომლებიც იშვებიან სარჯისგან, ან მეორე და მესამე ქორწინების შედეგად, თუ მღვდლობის ღირსნი აღმოჩნდებიან, დაე, ხელდასხმულ იქნენ.
სამღვდელო კანდიდატის ღირსება არ განიპირობება იმით,თუ რომელ საზოგადოებრივ ფენას მიეკუთვნება, არამედ მისი პირადი ღირსებებით, კერძოდ: ის უნდა იყოს შეუბღალავი და მის სახელს ეჭვის ჩრდილიც არ უნდა ადგებოდეს რამე სათაკილო საქმეში გარევით. ტრულის კრების 33-ე კანონი განაწესებს, რომ სამღვდელო კანდიდატის გამორჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს პირად ღირსებას და არა – წარმომავლობას. ითვალისწინებს რა ამ კანონიკურ განწესებას, წინამდებარე (მე-8) კანონი ამბობს, რომ არაფერი უშლის ხელს უკანონო ქორწინებაში დაბადებულ პირებს მღვდლად კურთხევაში, ზუსტად ასევე, იმ პირებს, რომელთა მშობლებიც მეორე და მესამე ქორწინებაში იმყოფებიან, თუკი მხოლოდ მღვდლობის ღირსნი აღმოჩნდებიან და სხვა მხრივ ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებენ, რაც მათ მოეთხოვებათ.X
PDF გვ. 496 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ავადმყოფისთვის, რომელსაც სიკვდილი ემუქრება, დასაშვებია წმინდა ზიარების მიცემა ჭამის შემდეგაც.
ტრულის კრებამ თავის 29-ე კანონით განაწესა წმინდა ზიარების მიცემა მხოლოდ უზმოზე. ამ საყოველთაო განწესების შესრულებიდან წმინდა ნიკიფორე თავისი წინამდებარე (მე-9) კანონით ათავისუფლებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სიკვდილი ემუქრებათ, რათა ისინი არ დარჩნენ „უკანასკნელი და აუცილებელი საგზლის“ გარეშე, – I მსოფლიო კრების მე-13 კანონის გამოთქმით.
PDF გვ. 496 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კვირა დღებში და მთელი ერგასის განმავლობაში მეტანიები არ სრულდება, შეიძლება მხოლოდ მუხლის მოყრა წმინდა სატებზე მთხვევისას.
PDF გვ. 496 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
ის არ შესცოდავს, ვინც სამისთვის ერთ სეფისკვერს შესწირავს, ან ერთ სანთელს აანთებს.
"იხ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბალსამონის 62-ე კანონიკური პასუხი ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზის მიმართ, ათენის სინტაგმაში, IV, 494. კანონები ნშინდის ნიკიფორე კღშსჯრეზელისა 497 როგორც ჩანს, არსებობდა ჩვეულება, რომლის თანახმადაც სამსხვერპლოზე ყველა იმ პირისათვის,ვისი მოხსენიებაც წმინდა ლიტურგიაზე სურდათ, ცალკეულად შეიწირებოდა თითო სეფისკვერი და ინთებოდა თითო სანთელი. თავის წინამდებარე კანონში წმინდა ნიკიფორე ლიტურგიის შესახებ ბასილი დიდის განწესებასაც ითვალისწინებს და შენიშნავს, რომ ერთი სეფისკვერი საკმარისია მაშინაც კი, როდესაც წმინდა ლიტურგიაზე უფრო მეტი პირის მოხსენიება სურთ, და რომ ერთი სანთელიც მრავალთათვის შეიძლება ენთოს.
PDF გვ. 496 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
წმინდა ბარძიმის კურთხევა არ არის საჭირო, როდესაც წინადაგებულის ლოცვა იკითხება.
PDF გვ. 497 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელმა არ უნდა წიროს მდუღარების გარეშე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სრულიად შეუძლებელია მისი შოვნა.
წმინდა ლიტურგიაში მდუღარების” გამოყენება დასაბამს იღებს ეკლესიის უძველესი დროიდან და თავისი საიდუმლო მნიშვნელობა აქვს. ეს მნიშვნელობა ნაჩვენებია ბალსამონის მიერ ტრულის კრების 32-ე კანონის განმარტებაში. ლათინები და სომხები ამტკიცებდნენ, თითქოს თბილი წყლის დამატება საჭირო არ იყო, რამეთუ ამას არ მოითხოვს არც სახარება, არც ეკლესიის კანონიკური განწესებანიო. ბალსამონი პასუხობს: „შეზავებული სითბო არ ცვლის წყლისა და ღვინის შენაერთს წმინდა ბარძიმში და არ წარმოადგენს რაიმე განსხვავებულს წყლისაგან. ხოლო ისხმება იმის მეტი დამაჯერებლობისათვის, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმინდა გვერდიდან გადმოდინებული სითხე, ანუ სისხლი და წყალი, არის ცხოველმყოფელი და არა უსიცოცხლო. ვინაიდან, არსებითად, ამით აიხსნება ამ სასწაულის სიდიადე, რამეთუ მაშინ, როდესაც მკვდარი სხეულიდან, ჩვეულებრივ, არ გადმოედინება თბილი სისხლი, უფლის სხეულიდან სიკვდილის შემდეგაც გადმოდინდა თბილი სისხლი და წყალი, როგორც ცხოველმყოფელი ცხოველმყოფელი სხეულიდან“.%% ამასვე იმეორებს ბალსამონი თავის მე-19 კანონიკურ პასუხში, სადაც დასძენს: „ვინც ამას არ აკეთებს და წმინდა საიდუმლოს აღსრულებისას ღვინოსთან ერთად ცივ წყალს იყენებს, ის არ ადიდებს ისე, როგორც საჭიროა, თვით სასწაულის სიდიადეს. ამით ის აჩვენებს, რომ მას არ სწამს იმისა, რომ უფლის მაცხოვნებელი სიკვდილის შემდეგაც, მისმა სხეულმა შეინარჩუნა ღვთაებრიობა, არამედ ამით აჩვენებს, თითქოს იგი მისგან განშორებულიყოს და, შესაბამისად, მისი სხეული თითქოს ჩვენი სხეულის მსგავსი იყოს, ეს კი დიდი მწვალე- "თბილი, ანადუღები წყალი.
"ათენის სინტაგმა, II, 376-377. #98 უპისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ ბლობის დაშვებას ნიშნავს.. ვინც არ აკურთხებს საღმრთო ბარძიმს ცხელ წყალთან ერთად, ისინი მართლმადიდებელთა სამკვიდრებელიდან უნდა აღხოცონ, როგორც მწვალებლები“."
PDF გვ. 497 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც სამონოზვნო წესი მიატოვა და მერე კვლავ დაბრუნდა (მონასტერში), თავიდან უნდა შეიმოსოს სამონოზვნო შესამოსელით, მაგრამ დადგენილი ლოცვების წაკითხვის გარეშე.
წინამდებარე კანონი წმინდა ნიკიფორეს მიერ სხვა ადგილას უფრო დაწვრილებით არის გადმოცემული და შემდეგნაირად გამოითქმის: „მონოზონი, რომელიც წმინდა სქემას დატოვებს და მერე კვლავ დაბრუნდება, ძმებმა უნდა განსწავლონ რაშიც საჭიროა, მაგრამ არა განსამზადებელი, არამედ თვით უფლის სიტყვებით; წყნარი ხმით იგალობოს სინანულის კანონი, მისი შესამოსელი კი უნდა დაიგოს საკურთხეველში წმინდა ტრაპეზის ფეხებთან, თითქოს ის პირველად იღებდეს აღკვეცას. ამის შემდგომ, ლიტურგიაზე წაკითხული სახარების მერმე, აღკვეცს მას იღუმენი და შემოსავს თავის შესამოსელით, მაგრამ ყოველგვარი ასამაღლებელის გარეშე“.""
PDF გვ. 498 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზვნებს (დედებს) შეუძლიათ შევიდნენ წმინდა საკურთხეველში სანთლებისა და კანდელის ასანთებად, ასევე, საკურთხევლის დასალაგებლად და გამოსაგველად.
ჩვენი თარგმანი შესრულებულია ,ათენის სინტაგმის“ ტექსტის მიხედვით. ხოლო „კორმჩაიაში“ წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე კანონი იმგვარად არის გადმოცემული, რომ მონოზონ დედებს ეკრძალებათ საკურთხეველში შესვლა: ,„არაჯეროვანია მონოზონ დედებისათვის საკურთხეველში შესვლა, არც სანთლების ანთება...“. არმენოპულოს კანონიკურ „ამონარიდებში“ ტექსტი ისეთივეა, როგორიც „ათენის სინტაგმაში“. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოხვდა სლავურ „კორმჩაიაში“ აღნიშნული თარგმანი წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე კანონიდან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ მონოზონ დედებისათვის საკურთხეველში შესვლის აკრძალვა, როგორც ეს „კორმჩაიაშია“ ნათქვამი, გაცილებით უკეთ პასუხობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, ვიდრე ნებართვა, რომელსაც კანონი შეიცავს ათენის სინტაგ- "ათენის სინტაგმა, IV, 462-463,; შდრ. ბლასტარის ალფაბეტურ სინტაგმასთან, 6, 8 (ათენის სინტაგმა, VI, 321).
"'ათენის სინტაგმა, IV, 431. კანონები ნშინდისა ნიკიფორე კღშმსჯრეზელისკ 499 მის, არმენოპულოს, ასევე პიდალიონის" ტექსტების მიხედვით. ჩვენი მოსაზრების საფუძვლად შეიძლება გამოდგეს მოწმობა, რომელიც მოვიყვანეთ – მივყევით რა სონარას – ლაოდიკიის კრების 44-ე კანონის განმარტებაში. ხოლო ჩვენი მოსაზრების მტკიცებულებას, ვფიქრობთ, ემსახურება ათონის მონოზონთა ის კითხვაც, რომელიც მათ დააყენეს კონსტანტინოპოლის კრების წინაშე პატრიარქ ნიკოლოზ II-ის დროს, თითქმის 300 წლის შემდეგ პატრიარქ ნიკიფორედან: „შეუძლია თუ არა მონოზხონს საკურთხეველში შევიდეს?“ კრებამ, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, უპასუხა, რომ მონოზონს შეუძლია საკურთხეველში შესვლა. ხოლო თუკი XII საუკუნეში საჭირო გახდა, რომ კრებას გადაეწყვიტა, შეუძლია თუა რა მონოზონ მამას საკურთხეველში შესვლა, მაშინ, მონოზონ დედებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ეს თავისთავად ცხადი იყო; სახელდობრ, რომ არ შეუძლიათ. ვითვალისწინებთ რა ლაოდიკიის კრების 44-ე კანონის განწესებას, ჩვენ გაუგებრად გვეჩვენება, როგორ დართო ნება პატრიარქმა ნიკიფორემ IX საუკუნეში მონოზონ დედებს ის, რაც XII საუკუნეში პატრიარქ ნიკოლოზს უნდა გადაეწყვიტა მონოზონ მამებთან დაკავშირებით?! ყველაფერ ამის შედეგად, ჩვენ ვგონებთ, რომ წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე (მე-15) კანონის ტექსტი უფრო სწორია რუსულ „კორმჩაიაში“, ანუ იმ ბერძნულ მანუსკრიპტში, საიდანაც ის გადათარგმნილია „კორმჩაიასთვის“, ვიდრე ზემოხსენებულ ბერძნულ გამოცემებში.
PDF გვ. 498 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
დიდ პარასკევს მონოზვნებმა არ უნდა შეასრულონ მიწის სამუშაოები და ამ საბაბით მიილონ ღვინო და ზეთი, რამეთუ ეს მუცლისმაამებლობაა.
PDF გვ. 499 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
მონოზონს შეუძლია მონასტერი დატოვოს სამი მიზეზით: ა) თუ იღუმენი მწვალებელია; ბ) თუ ქალები (თავისუფლად) მოდიან მონასტერში და გ) თუ მონასტერში ერისკაცთა ბავშვები სწავლობენ.
PDF გვ. 499 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რამეთუ მიუღებელია, რომ მათი მეშვეობით ქვეყანას მოედოს ის, რაც მონასტერში კეთდება.
ეს ორი კანონი (მე-16 და მე-17) კორმჩაიაში, ისევე, როგორც „პიდალიონში“, ერთ კანონს შეადგენს, და სავსებით სწორადაც, რადგან მე-18 კანონი სხვა არაფე- ",პიდალიონის“ გამომცემლები დასძენენ, რომ მონოზონ დედებს საკურთხეველში შესელის უფლება აქვთ მხოლოდ თავიანთ მონასტრებში, ამასთან, ეყრდნობიან ტრულის კრების 69-ე კანონს, თუმცა ამ უკანასკნელს ნაკლებად აქვს საერთო მოცემულ საკითხთან. რია, თუ არა მე-17 კანონის ბოლო პუნქტის დასაბუთება; კერძოდ, თუ რატომ ეძლევა მონოზონს მონასტრის დატოვების უფლება, როდესაც მასში (უფრო სწორედ – მის საერთო საცხოვრებელში) ერისკაცთა შვილები სწავლობენ. ნიკიფორეს კანონების სხვა კრებულში ორივე ეს კანონი ერთი ნომრით დგას, და იქვე ნათქვამია, რომ მონოზონს უფლება აქვს დატოვოს მონასტერი, თუ იქ ერისკაცთა შვილები სწავლობენ, იმიტომ, რომ არაჯეროვანია მთელ სოფელს მოედოს თუ რა სიკეთე კეთდება მონასტერში. ამასთან, ამას ემატება მათეს სახარებიდან ის ადგილი, სადაც ნათქვამია: ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა (მთ. 6, 2).” :
PDF გვ. 499 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
მონოზვნებს, რომლებიც ეპიტიმიის ქვეშ იმყოფებიან, სხვებთან ერთად შეუძლიათ ჭამონ და ილოცონ, მაგრამ რაც შეეხება კურთხეული პურის ან კატაკლასტონის მიღებას, ეს მხოლოდ აღსარების. შემდეგ შეუძლიათ.
კურთხეულ პურზე ანუ ანტიდორზე ჩვენ ვისაუბრეთ ლაოდიკიის კრების მე-14 კანონის განმარტებაში. ამ პურს ეწოდებოდა, ასევე, კატაკლასტონი.
PDF გვ. 500 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
მონასტერში მცხოვრებ მონოზვნებს წმინდა მოციქულებისა და წმინდა ფილიპეს მარხვის მთელ პერიოდში, ასევე ოთხშაბათობითა და პარასკევობით, შეუძლიათ საზრდელი მიიღონ დღეში ერთხელ, სალამოს; ხოლო, ვინც მინდვრის სამუშაოებითაა დაკავებული, შეუძლია მეექვსე ჟამის შემდეგ ისადილოს და საღამოს ივახშმოს.
ყოვლწლიური მარხვის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ მოციქულთა 69-ე კანონის განმარტებაში. წმინდა ფილიპეს მარხვა – ეს არის შობის მარხვა, რომელიც იწყება წმინდა ფილიპეს ხსენების მეორე დღეს.
PDF გვ. 500 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზონი (დედაო), რომელსაც ბარბაროსები ან უწესო ადამიანები შერყვნიან, თუ მისი წინანდელი ცხოვრება უბიწო იყო, მხოლოდ ორმოცდღიან ეპიტიმიას ექვემდებარება, ხოლო თუ არ ყოფილა შეუბლალავი მისი ადრინდელი ცხოვრება, მაშინ მას უნდა განეწესოს მრუშობისათვის განსაზღვრული ეპიტიმია.
"ათენის სინტაგმა, IV, 431, თავის პირველ კანონში გრიგოლ ნეოკესარიელი ამბობს, რომ ეპიტიმიას არ ექვემდებარებიან დედაკაცები, რომლებიც წამხდარმა ადამიანებმა შებილწეს; იგივეს ამბობს ბასილი დიდიც თავის 49-ე კანონში. წმინდა ნიკიფორე კი, საუბრობს რა მონოზონ დედებზე და მხედველობაში აქვს მათი წმინდა სხეული, განუწესებს მათ ორმოცდღიან ეპიტიმიას მისი (სხეულის) შებილწვისათვის. მაგრამ ის აქ გულისხმობს, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მამაკაცის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მისი წინანდელი არცთუ შეუბღალავი ცხოვრებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რომ მან თავისი ნებით ისიძვა, მაშინ ასეთი მონოზონი სასჯელს ექვემდებარება როგორც სიძვისათვის – თვრამეტწლიან განყენებას წმინდა ზიარებიდან, თანახმად გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონისა.
PDF გვ. 500 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
ვინც იმიტომ მიიღო სამონოზვნო ხარისხი, რომ სამხედრო ვალდებულებას გაექცა, ან სხვა რაიმე ცბიერი ჩანაფიქრი ჰქონდა და შემდგომ, როდესაც საჭიროებამ გაიარა, მონოზვნობა მიატოვა, ექვემდებარება ეპიტიმიას სამი ორმოცდღიანი ვადით, როგორც სამონოზვნო წესის შეურაცხმვყოფელი, რის შემდეგაც შეიძლება დაშვებულ იქნეს წმინდა ზიარების მისაღებად.
აღებული პირი ექვემდებარება სამ ორმოცდღიან უზიარებლობას, ანუ წმინდა ზიარებიდან განიყენება ასოცი დღით.
PDF გვ. 501 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზონი დედები არ უნდა ეზიარონ ახალგაზრდა მღვდელმონოზონთან, როდესაც ასეთი პირი ატარებს მსახურებას და აზიარებს.
მიზეზი, რამაც აღძრა ტრულის კრების მამები მიეღოთ 47-ე კანონი, რომლის თანახმადაც, არც დედაკაცებს მამათა მონასტერში და არც მამაკაცებს დედათა მონასტერში ლამის გათევის უფლება არა აქვთ, იგივეა, რამაც VII მსოფლიო კრების მამები – მე-18 კანონის მისაღებად, რომლის მიხედვითაც დედაკაცებს მამათა მონასტერში ყოფნა ეკრძალებათ, და ასევე – მე-20 კანონისა, რომლითაც აკრძალეს „ორმაგი მონასტრები“; ზუსტად ამან აღძრა პატრიარქი ნიკიფორეც წინამდებარე (23-ე) კანონის გამოსაცემად.
უმშიშკ კოდ ილ კშია
PDF გვ. 501 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
იღუმენმა არ უნდა მოხადოს მოწაფეს კუნკული და გააძეოს.
„მოწაფეში“ იგულისხმება ყველა მონოზონი, რომელიც თავისი მდგომარეობით იღუმენზეა დამოკიდებული და ამიტომაც მის მოწაფედ ითვლება. ,,კუნკული“ – ეს არის თავსაბურავი, რომლითაც ძველად ყველა მონოზონი იფარავდა თავს. თანამედროვე ჩვეულებრივი მონოზვნისათვის კი (ვინც მცირე სქემაშია) – „ვითარცა ჯაჭა იგი სარწმუნოებისაი“ (1) თესალონ. 5, 8); ამჟამად კუნკული ეძლევათ მხოლოდ დიდი და ანგელოზებრივი ხარისხის მონოზვნებს (დიდი სქემა). „შეიმოსა იგი კუნკული უბოროტებისაი“ – ვკითხულობთ დიდ და ანგელოზებრივ ხარისხში აყვანის წესში.
PDF გვ. 502 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც წმინდა ხარისხი (სამონოზვნო) დაუტევა და არ გამოსწორდა, ჭერქვეშ არ მიიღება, არც მოკითხვით („გიხაროდენ“) შეიძლება მასთან შეხვედრა.
ამ კანონის საფუძველზე, მონოზონი, რომელიც მონოზვნურ ცხოვრებას დაუტევებდა, საერთოდ უნდა მიეტოვებინათ ბედის ანაბარა და მონასტერში აღარასოდეს მიეღოთ. თუმცაღა, ეს იქნებოდა ამავე პატრიარქის 35-ე კანონის საწინააღმდეგო, რომლის თანახმადაც, მონოზონი, რომელიც თავის ხარისხს დაუტევებს, ძალით უნდა იქნეს დაბრუნებული და ჩაკეტილი თავის მონასტერში. ჩვენ არ ვიცით, თუ რა საფუძველი არსებობდა ამ 25-ე კანონისათვის; უფრო მზად ვართ ვაღიაროთ იგი როგორც ინტერპილიაცია” და სწორედ იმიტომ, რომ წმინდა ნიკიფორეს მოხსენიებული 35-ე კანონის გარდა, ჩვენ სხვა კრებულში ვპოულობთ მის კანონს 91-ე ნომრით, რომლის მიხედვითაც „განდგომილი“ მონოზონი ძალით უნდა იქნეს დაბრუნებული მონასტერში, გადაეცეს ანათემას და იქ სამუდამოდ ჩაიკეტოს. ამავე აზრში გვამტკიცებს ისიც, რომ თავისი ხარისხიდან განდგომილ მონოზონს, რომელიც სამოქალაქო სამსახურში გადავა, IV მსოფლიო კრების მე-7 კანონი ანათემას გადასცემს. ასევე მკაცრად უდგება „განდგომილ“ მონოზვნებს ბიზანტიური კანონმდებლობაც, რომლის განწესებანიც მიღებულია მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო-იურიდიულ კრებულებში.
PDF გვ. 502 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 26
ვინც ავად არის და სურს მიიღოს ნათლისლება ან წმინდა სარისხი (სამონოზვნო), მას მაშინვე უნდა მიეცეს რასაც ითხოვს და მადლის მოქმედებას ხელი არ შევუშალოთ.
(ტიმოთე ალექსანდრიელის 4; ტრულ. 43; კართ. 45) "ავტორისაგან დამოუკიდებელი შემდგომი ჩამატება, ყველაზე ხშირად გადაწერის დროს.
იმის შესახებ, რომ უნდა მოინათლოს ყოველი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ან ვისზედაც ნათესავები ითხოვენ, – ლაპარაკობენ კართაგენის 45-ე და ტიმოთე ალექსანდრიელის მე-4 კანონები, რაც ზემოთ აღინიშნა. თავის მხრივ, ტრულის 43- ე კანონი განაწესებს, რომ მონოზონთა რიგებში მიღებულ უნდა იქნეს ყოველი, ვისაც ამის სურვილი აქვს, მიუხედავად მისი ადრინდელი ცხოვრებისა და თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე ხელის შემშლელი გარემოება. ხოლო, რაც შეეხება მონოზვნად აღკვეცისას მიღებულ „მადლს“, რომელიც მოიხსენიება წინამდებარე (26-ე) კანონში, ის უნდა მოვიაზროთ როგორც საფუძველი (მონოზვნური ცხოვრების არჩევისათვის), მოყვანილი მოხსენიებულ ტრულის კრების კანონში.
PDF გვ. 502 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 27
მღვდელმონოზონს არა აქვს უფლება მანტიის გარეშე იმსახუროს.
მანტიას” იღებს თითოეული მონოზონი „მცირე სქემის წესის“ შესაბამისად და მას ამჟამად იცვამენ ყველა საეკლესიო მსახურებისას იმ მონასტრებში, სადაც კანონები მკაცრად არის დაცული.
PDF გვ. 503 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 28
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სულიერმა მოძღვარმა, რომელიც აღსარებას იბარებს (მონანულთაგან), ზიარებიდან უნდა განაყენოს ისინი, რომლებიც დაფარულ ცოდვებს ალიარებენ, მაგრამ არ უნდა დაუშალოს არც ეკლესიაში სიარული, არც ცოდვების გაცხადება, არამედ მშვიდად დამოძღვროს და აღძრას სინანულისა და ლოცვისათვის; ეპიტიმიები დანიშნოს თითოეულის სულიერი მდგომარეობის შესაბამისად.
წინამდებარე კანონში მეორდება განწესება მღვდლის მხრიდან აღსარების საიდუმლოს შენახვის თაობაზე, რაზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კართაგენის კრების 132-ე კანონის განმარტებაში, და რასაც განაწესებს ბასილი დიდი თავისი 34- ე კანონით; წმინდა ბასილი მიუთითებს, აგრეთვე, აღსარების გაცემის აკრძალვის მოტივსაც: „არ მივცეთ მხილებულთ სასიკვდილო მიზეზი“.
PDF გვ. 503 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 29
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მემრუშენი და პირუტყვთან დაცემულნი, ისევე, როგორც კაცისმკვლელები და მათი მსგავსნი, თუკი საკუთარი განზრახვით აღიარებენ ცოდვებს, რომლებიც საჯაროდ არ გახმაურებულა, წმინდა ზიარებიდან უნდა გან- ",მაზარა“ – სამონოზვნო მანტია. კანონდნენ და დაექვემდებარონ ეპიტიმიას, ტაძარში კი დარჩნენ მხოლოდ კათაკმეველთა შესახებ ლოცვამდე; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მათი ცოდვები გამოაშკარავდა, ეპიტიმიები უნდა შეასრულონ საეკლესიო განწესებების თანახმად.
როგორც წინამდებარე კანონიდან ჩანს, სულიერმა მოძღვარმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს მისთვის აღსარებაში გამხელილი ცოდვა, რარიგ მძიმე დანაშაულის შემცველიც ის არ უნდა იყოს. ერთადერთი, რითაც გარეშე პირებმა შეიძლება დაასკვნან, რომ კონკრეტული პირის სინდისი ცოდვით არის დამძიმებული, ეს არის მისი განყენება წმინდა ზიარებიდან და ტაძრიდან დათხოვნა კათაკმეველებთან ერთად. ხოლო, რაც შეეხება მის მიერ კანონდარღვევას, ეს საიდუმლოდ რჩება და უნდა დარჩეს გარეშე პირთათვის.
PDF გვ. 503 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 30
ერისკაცებს, რომლებიც საკუთარი სურვილით აღიარებენ ცოდვებს, სულიერი მოძღვარი მთელი გულისყურით უნდა მოეპყრას.
ძ მსოფ. 12; ბასილი დიდის 74; ტრულ. I02)
ეს არის ბრძნული კანონიკური განწესება. ერისკაცები, კლირიკოსებისაგან განსხვავებით, არ არიან სავალდებულო კანონებით შეკრულნი საეკლესიო მცნებებისა და, საერთოდ, ზნეობრივი განწესებების შესასრულებლად. მცნებებისა და ზნეობრივი განწესებების შესრულება მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ამიტომ ეკლესია მთელი ყურადღებით უნდა მოეპყრას მათ, როდესაც ისინი ეკლესიაში მოდიან იმის მოსაყოლად, რაც მათ სინდისს ამძიმებს და ეძებენ სულიერ ნუგეშს. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია I მსოფლიო კრების მე-12 კანონის განწესება და ბასლი დიდის 74-ე კანონი, ასევე ტრულის 102-ე კანონი.
PDF გვ. 504 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 31
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ეპისკოპოსის ნებართვით! მღვდელსაც შეუძლია აღასრულოს სტავროპიგიის წესი.
აქ „სტავროპიგიაში“ უნდა ვიგულისხმოთ ჯვრის აღმართვა ეკლესიის საძირკვლის კურთხევისას, რაც შეიძლება მღვდელმაც აღასრულოს, ვის წარგზავნასაც მღვდელთმთავარი კეთილინებებს, – ნათქვამია დიდ კურთხევანში (თავ. 105).
”ლოცვა-კურთხევით.
PDF გვ. 504 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 32
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ შეიძლება მევახშისთვის წმინდა ზიარების მიცემა, ან მასთან ჭამა, ვიდრე ჯიუტად რჩება თავის ურჯულოებაში.
მევახშეობა რომ ეკლესიის მიერ ყოველთვის მკაცრად განიკითხებოდა, ამის შესახებ მრავალი საეკლესიო და წმინდამამებისეული კანონები ლაპარაკობენ (იხ. პარალ. კანონები) ხოლო, თუ როგორ მკაცრად უყურებდა აღმოსავლური ეკლესია IX საუკუნეში ამ დანაშაულს მევახშეობაში მხილებულ ერისკაცთა შემთხვევაშიც, ეს კარგად ჩანს წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე კანონიდან, რომელიც განაწესებს, რომ ერთგულ მორწმუნეებს მათთან პირად ცხოვრებაშიც კი არ უნდა ჰქონდეთ რაიმე ურთიერთობა.
PDF გვ. 505 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 33
მონოზვნებმა უნდა იმარხულონ ყველიერის კვირაში ოთხშაბათსა და პარასკევს, პიველშეწირული ლიტურგიის დამთავრების შემდეგ კი შეუძლიათ იხმიონ ყველი, – სადაც უნდა იმყოფებოდნენ, – იაკობის სწავლებისა და ტეტრადიტების მწვალებლობის უკუსაგდებად.
ტეტრადიტების შესახებ საუბარი იყო II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებაში. იაკობის სწავლების მიმდევრებში კი იგულისხმება იაკაბიტები; ამ სახელით იწოდებიან მონოფიზიტები: კოპტები და სომხები. ხოლო, ტეტრადიტებთან ერთად რომ სომეხი – იაკობიტებიც შერყვნილად მსჯელობდნენ ყველის შესახებ, ამას გვეუბნება ტრულის 56-ე კანონი.
PDF გვ. 505 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 34
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმ პირისგან, ვისაც სახლში ხარჭი უზის და არ სურს მისი გაშვება, და არც მღვდლისგან ითხოვს მისი თავისთან დატოვების კურთხევას, ეკლესიაში შესაწირის მიღება დაუშვებელია, რამეთუ თავისი საძაგელი საქმეებით იგი საღმრთო კანონებს შეურაცხყოფს.
IX საუკუნის მეორე ნახევრამდე ქორწინებითი კავშირის გარეშე თანაცხოვრება ჯერ კიდევ მოსათმენი იყო ბიზანტიის იმპერიაში. მხოლოდ აღნიშნულ პერიოდში გამოსცა ბასილი მაკედონელმა განწესება, რომლის თანხმადაც, ვერავინ იყოლიებდა ხარჭას – ან უნდა დაქორწინებულიყო მასზე, ან არადა, სახლიდან გაეშვა. ამ (34-ე) კანონიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია IX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ითმენდა უკანონო თანაცხოვრებას და მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ აღებულ პირს მიემართა მღვდლისთვის ლოცვისა და კურთხევის მისაღებად ასეთი თანაცსოვრების გასაგრძელებლად. თუმცაღა, წინამდებარე კანონმა აღნიშნული დროის (IX საუკ. შემდეგ ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა.
PDF გვ. 505 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 35
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზონი, რომელიც წმინდა ხარისხს დაუტევებს, ხორცის ჭამას დაიწყებს, ცოლს მოიყვანს და უკან დაბრუნებაზე საბოლოოდ უარს იტყვის, ანათემას უნდა გადასცენ, ძალით ჩააცვან მონოზვნის შესამოსელი და მონასტერში დაამწყვდიონ.
წინამდებარე კანონი ჩვენ ვახსენეთ ამავე პატრიარქის, წმინდა ნიკიფორეს 25- ე კანონის განმარტებაში. ვფიქრობთ, რომ ამ (35-ე) კანონს ახლაც უნდა ჰქონდეს სრული ძალმოსილება.
PDF გვ. 506 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 36
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ერთხელ ისიძვა, მისი ხელდასხმა არ შეიძლება, თუნდაც მას დაეტევებინოს ეს ცოდვა, რამეთუ ბასილი დიდი ამბობს, ასეთმა მკვდარიც რომ აღადგინოს, მაინც ნუ იქნება მღვდელმსახურიო.
თავის მე-7 კანონში წმინდა ნიკიფორე განაწესებს, რომ ვინც დიდხანს ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას, არ შეიძლება ხელდასხმულ იქნეს. ამ (36-ე) კანონში კი იგი შეგვახსენებს, რომ არ შეიძლება არც ისეთი პირის ხელდასხმა, ვინც თუნდაც ერთხელ ისიძვა, ამასთან, ეყრდნობა ბასილი დიდის სიტყვებს, თუ რატომ არ შეიძლება აღნიშნული პირის მღვდლობა.
PDF გვ. 506 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 37
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მოციქული იტყვის: „უკუეთუ ვინმე ძმაი სახელ-დებულ იყოს მეძავ... ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად“ (1 კორ. 5, 11). ასეთი მეძავში უნდა ვიგულისხმოთ არა ის პირები, რომლებიც ვინმეს მიერ მხილებულნი არიან მეძავეობაში, არამედ პირები, რომლებსაც ასე უწოდებენ და. ყველასათვის გაცხადებულნი არიან, რამეთუ ცოდვები, რომლებიც უსირცხვილოდ აღესრულება, გაცილებით მეტ სასჯელს იმსახურებს.
წინამდებარე კანონში წმინდა ნიკიფორე განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს 1 ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ (5, 11) და შენიშნავს, რომ ეს სიტყვები აღნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პირის მეძავეობა ყველასთვის და თითოეულისთვის ეჭვშეურევნელად უნდა იყოს ცნობილი, და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, – თანახმად მისივე 36-ე კანონისა, – იგი აღარ მიიღება სამღვდელო დასში.
პანონი. 3ზ როდესაც დედაკაცი შობს, და ჩვილს სამი ან ხუთი დღის შემდეგ საშიშროება დაემუქრება, იგი სასწრაფოდ (მაშინვე) უნდა მოინათლოს და გამოსაკვებად სხვა დედაკაცს გადაეცეს – მონათლულსა და წმინდას. დედამისი კი არ შევიდეს ოთახში, სადაც ის იმყოფება, არ შეეხოს მას, ვიდრე ორმოცი დღე არ შეუსრულდება, ვიდრე სავსებით არ განიწმინდება დღა არ მიიღებს მღვდლისგან ლოცვებს.
(დიონისე ალექსანდრიელის 2; ტიმოთე ალექსანდრიელის 7)
PDF გვ. 506 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 39
აუცილებელი საჭიროების ან იძულების გარეშე, კვირა დღეებში არ არის მართებული მოგზაურობა.
ეს და შემდეგი ექვსი კანონი (45-ის ჩათვლით) აღებულია წმინდა ნიკიფორეს კანონიკურ განწესებათა სხვა კრებულიდან. |
PDF გვ. 507 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 40
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ არის შესაწყნარებელი პავლეს აპოკალიფსისი, ასევე წიგნები: ვრონტოლოგია, სელინოდრომია და კალანდოლოგია, რამეთუ ყველა ეს უწმინდურია.
ახალაღთქმისეულ მრავალ აპოკრიფთა შორის გვხვდებოდა პავლეს აპოკალიფსისიც. იგი შედგენილი იყო უფრო გვიანდელ დროში პავლე მოციქულის სიტყვებზე 2 ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ (12, 1 და შემდგ.) „მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა..““ ვრონტოლოგია – ეს არის წიგნი, რომელიც ქუხილის შესახებ მსჯელობს, სელინოდრომია – მთვარის, კალანდოლოგია კი – მომავალი წლის მოვლენებზე.
PDF გვ. 507 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 41
არ არის შესაწყნარებელი აპოკალიფსისი ეზდრასი და ზოსიმესი, ორი აღწერა: წმინდა გიორგის მოწამეობისა და წმინდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი, და მარკოზისა და დიადოხოს წიგნი, რამეთუ ესენი, ყველა, უარყოფილია და მიუღებელი.
(მოც. 60; ტრულ. 63; VII მსოფ. 9; ლაოდ. 59) "იხ. ტ. L მოციქულთა მე-60 კან. განმარტება.
PDF გვ. 507 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 42
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაუშვებელია მუშაობა მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ასევე, საგალობელის: „უბიწონი“ (ფსალ. 118, 1) აღვლენა ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, და ხუთშაბათის დღესასწაულობა.
PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 43
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც სცემს და განზრახ მოკლავს მშობელ მამას, ექვემდებარება მკვლელის სასჯელს – ოცდათხუთმეტწლიან ეპიტიმიას.
კანონებში არ არის საუბარი საგანგებოდ საკუთარი მამის მკვლელობის დანაშაულის შესახებ. დამნაშავეს, ასეთი დანაშაულისათვის, რომის სამართლის თანახმად, ცოცხალ გველთან ან ძაღლთან ერთად კრავდნენ და ზღვაში ან მდინარეში აგდებდნენ. ამდენად, საეკლესიო კანონმდებლობა არ საჭიროებდა რაიმე განსაკუთრებული განწესების გამოცემას ამასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ მამისმკვლელი ეკლესიაში დაიწყებდა თავშესაფრის ძებნას, და თუ ეკლესია იძულებული ხდებოდა გაესამართლებინა იგი, მაშინ, წმინდა ნიკიფორეს წინამდებარე კანონის თანხმად, დამნაშავე ისჯებოდა ოცდათხუთმეტწლიანი განკანონებით.
PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 44
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: აუცილებლობის შემთხვევაში უბრალო მონოზონსაც შეუძლია მონათლოს, ზუსტად ისე, როგორც საჭიროების დროს ნათლავს დიაკონი.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ხელეწიფება ეპისკოპოსს ან მღვდელს; ამის შესახებ საუბარი გვქონდა მოციქულთა 49-ე კანონის განმარტებაში. წინამდებარე კანონში წმინდა ნიკიფორე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დიაკონს და ასევე უბრალო მონოზონსაც შეუძლია ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება. ჩვენ კი, იმასთან დამატებით, რაც ვთქვით მოხსენიებული მოციქულთა კანონის განმარტებაში, დავსძენთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება შეუძლია თითოეულ ერისკაცს და ქალსაც კი.
PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 45
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მლვდლის მოძიება, მაშინ მოუნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ნებისმიერს, ვინც იქვე, ადგილზე აღმოჩნდება. არ არის ცოდვა: მონათლავს მშობელი მამა თუ სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს.
წინამდებარე კანონი არის დამატება წმინდა ნიკიფორეს 44-ე კანონზე. ამასთან, ის ამტკიცებს ჩვენ მიერ მოციქულთა 49-ე კანონის განმარტებაში ნათქვამს იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია, – მწვავე საჭიროების შემთხვევაში, – მონათლოს ჩვილი, როდესაც ადგილზე მღვდელი არ არის.
PDF გვ. 508 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 46
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მწვალებლების მიერ დაარსებულ ეკლესიაში შეიძლება შესვლა მხოლოდ საჭიროების გამო, როგორც უბრალო სახლში; ხოლო თუ ჯვარი შუაგულში დაიდგმება, იქ უკვე გალობაც შეიძლება. თუმცა, ამასთან, დაუშვებელია საკურთხეველში შესვლა, კმევა, ლოცვა, კანდელის ან სანთლების ანთება.
PDF გვ. 509 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 47
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არ არის მართებული ისეთ მღვდელთან ზიარება, რომელიც არ მარსულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, თუნდაც ის მართლმადიდებელის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რამეთუ ერთ საკითხში კეთილმსახური იყო, მეორეში კი იბილწებოდე – არ არის წმინდა საქმე.
PDF გვ. 509 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 48
მონოზვნებს, რომლებიც წმინდა დიდმარხვაში სამუშაოს ასრულებენ, შეუძლიათ მცირეოდენი პური იხმიონ მეცხრე ჟამზე, საღამოს კი ივახშმონ.
წინამდებარე კანონით წმინდა ნიკიფორე ავსებს თავისი მე-20 კანონის განწესებას წმინდა მოციქულების” და შობის მარხვების შესახებ.
PDF გვ. 509 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 49
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ადგილას მღვდელიც, დიაკონიც და წიგნის მკითხველიც განკვეთის ქვეშ მოჰყვნენ, ადგილზე კი მონოზონი აღმოჩნდება, დაე, მან აკურთხოს ტრაპეზი.
"პეტრე-პავლობის.
აქ იგულისხმება მონოზონი, რომელსაც არ გააჩნია რაიმე იერარქიული ხარისხი. კანონების თანახმად, ასეთ მონოზონს კურთხევის უფლება არა აქვს, ისევე, როგორც ამის უფლება არა აქვთ არც დიაკონს და არც წიგნის მკითხველს, რომლებსაც კანონი მოიხსენიებს. ამიტომ, როდესაც აქ ნათქვამია, რომ მონოზონი აკურთხებს, უნდა მოვიაზროთ. რომ საუბარია ტრაპეზისწინა ლოცვაზე,რომლის წაკითხვის უფლება კეთილმსახურ ერისკაცსაც აქვს და, მით უმეტეს იმას, ვინც ღირსიქმნა წმინდა სამონოზვნო წესისა ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გზით.
ეს ბოლო ოთხი კანონი (46-49) აღებულია წმინდა ნიკიფორეს მეორე კრებულიდან, სადაც, თუკი „ათენის სინტაგმაში“ ზოგიერთი მათგანის ნუმერაციით ვიმს«ელებთ, მათი რიცხოვნობა გაცილებით მეტი იყო (ყოველ შემთხვევაში არანაკლებ 66-სა), თუმცა ისინი მთელი თავისი შემადგენლობით ჯერ არ დაბეჭდილა.“ „ათენის სინტაგმაში“ ზემომოყვანილ კანონებს მოსდევს წმინდა ნიკიფორეს ეპისტოლე 17 პასუხით, რომლის სათაურიც ზემოთ არის მოყვანილი (იხ. 288 გვ) ძველი დროის მწერლები ამ ეპისტოლეს პატრიარქ ნიკიფორეს მიაწერდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთად, დედნად, მიიჩნევდნენ მას „ათენის სინტაგმის“ გამომცემლებიც, რადგან არავითარი შენიშვნა არ გაუკეთებიათ მის წარმომავლობაზე. თუმცაღა, დამტკიცებულია, რომ აღნიშნული ეპისტოლე ეკუთვნის არა პატრიარქ ნიკიფორეს, არამედ მის თანამედროვე თეოდორე სტუდიელს (L 826). ამიტომაც მოგვყავს ჩვენ აქ ამ ეპისტოლეს თარგმანი ცალკე და სხვა სახით, ვიდრე წმინდა მამების სხვა ნამდვილი კანონები.
„ათენის სინტაგმაში“ არ არის ნათქვამი, თუ ვის მიემართება წინამდებარე ეპისტოლე, მაგრამ ეს ნათქვამია მინას (M1წი0) გამოცემაში, სადაც ის დაბეჭდილია ნომრით: CCXVI, კერძოდ – მონოზონ მეთოდეს. ეს უნდა გავითვალიწინოთ; წინააღმდეგ შემთხვევაში ეპისტოლეს დასაწყისი და დაბოლოება გაუგებარი დარჩებოდა.
გთავაზობთ წმინდა თეოდორე სტუდიელის ამ ეპისტოლეს მონოზონ მეთოდეს მიმართ.””
რაოდენ შენს ღირსებას სურს იხილოს ჩვენი სიმდაბლე, იმდენად, დარწმუნებულ იყავ, ჩვენც გვსურს პირისპირ საუბარი, მაგრამ რადგანც წერია: „არცა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა“ (რომ. 9, 16), ამიტომ მას დავუთმოთ ეს სურვილი და მას მივანდოთ საზრუნავი, და იგი ყოს, როცა ინებებს „ნებაი მოშიშთა მისთაი“ (ფსალ. 144, 19). ახლა კი სათანადოდ უნდა ვუპასუხო შენი კეთილმსახურების მეშვეობით ჩვენი სულიერი ძმების, ილარიონისა და ევსტრატეს მიერ შემოთავაზებულ კითხვებს. ხოლო, იმისათვის, რომ ნათქვამი ადვილად გასაგები იყოს, პასუხსაც თითოეულ შემოთავაზებულ კითხვასთან განვათავსებ.
"ათენის სინტაგმა, IV, 43.
"შემოთავაზებული რუსული თარგმანი დამოწმებულია სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადენიის გამოცემიდან „180009M89 ილხიიიჟინსილ თიიჯილი CIV7III8 9 )ჯVCCXCM I6ი0630/6“ (1908), ტ. II, გვ. 622-627, ზოგიერთი შენიშვნებითა და უმნიშვნელო ცვლილებებით „ათენის სინტაგმის“ ტექსტთან მიმართებით. (რუსული გამოც. რედ.)
კითხვა 1. მღვდლების შესახებ,ხელდასხმულთა რომში,ნეაპოლსა და ლანგობარდიაში, მსახურების ადგილის განწესების გარეშე და მერე გაშვებულთა ნებისმიერ ადგილზე მსახურებისათვის: უნდა მივიღოთ თუ არა ესევითარნი და ვიქონიოთ მათთან ერთობა – ერთად ვიტრაპეზოთ და ერთად ვილოცოთ?
პასუხი. მწვალებლობის პერიოდში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ყველაფერი არ აღესრულება ზუსტად იმ კანონების მიხედვით, რომლებიც მშვიდობის დროს არის დადგენილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ასე მოქმედებდნენ ნეტარი ათანასეც და უწმინდესი ევსებიც, რომლებიც კანდიდატებზე ხელდასხმას ახორციელებდნენ არა საკუთარ სამთავროში. ახლაც, ვხედავთ, ამჟამინდელი ერესის პირობებშიც იგივე ხდება. ამდენად, თუ მოხსენიებულნი აშკარად განსჯილნი არ არიან, სრულებით დაუშვებელია მათი უარყოფა იმ მიზეზით, რომ ამგვარად არიან ხელდასხმულნი; ისინი უნდა მიიღებოდნენ ოთხი პირობის დაცვით.
კითხვა 2. მღვდლების შესახებ, ხელდასხმულთა სიცილიაში სხვის სამთავროში: უნდა მივიღოთ თუ არა ესვითარნი?
პასუხი. ეს კითხვა წინას მსგავსია, თუმცა განსხვავდება მისგან ადგილთან მიმართებით. ცხადია, რომ მას ისეთივე პასუხი ექნება.
კითხვა 3. ეკლესიების შესახებ, რომლებიც მღვდლებმა წაბილწეს მწვალებლობასთან ზიარებით და ახლა მათვე უპყრიათ: შეიძლება თუ არა იქ შესვლა ლოცვისა და ფსალმუნთგალობისათვის?
პასუხი. აღნიშნული მიზნით ასეთ ეკლესიებში შესვლა ყოვლად დაუშვებელია, რამეთუ წერილ არს: „აჰა ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოკრად“ (მთ. 23, 38). ჭეშმარიტად, როგორც კი შემოვიდა მწვალებლობა, მფარველმა ანგელოზმა მყისიერად დატოვა იქაურობა, როგორც ამას ბასილი დიდი იტყვის” და ასეთი ტაძარი ჩვეულებრივ სახლად იქცა. „მოვიძულე – ამბობს ფსალმუნთმგალობელი – კრებული უკეთურთაი“ (ფსალ. (25, 5), და მოციქულიც ამბობს: „რაი სწორება არს ტაძრისა ლმრთისა კერპთა თანა?“ (2 კორ. 6, 16).
კითხვა 4. ეკლესიების შესახებ, წაბილწულთა იმავე მღვდლების მიერ, მაგრამ რომელნიც მათ არ უპყრიათ: შეიძლება თუ არა მათში გალობა და ლოცვა?
პასუხი. შეიძლება ასეთ ეკლესიებში შესვლა საგალობლად და სალოცავად, თუკი, მხოლოდ, ის აღარ იქნება მწვალებლების მიერ შებღალული, არამედ მართლმადიდებლები დაიკავებენ სამუდამოდ. თუმცა, ასეთი შემთხვევისათვის განწესებულია, რომ ეკლესიის ამოქმედება მოხდეს შეურყვნელი ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ, შესაბამისი ლოცვის წარმოთქმით. თუ ეს გაკეთდება, მაშინ იქ ჟამისწირვის აღსრულებაც არ არის აკრძალული. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ჩვენთვის ათანასე დიდი: როდესაც მისგან იმპერატორმა კონსტანტიოსმა ერთი წყალობა ითხოვა, – არიანელებისათვის შესაკრებად ალექსანდრიის ერთი-ერთი ტაძარი დაეთმო, – მას უარი არ უთქვამს იმ პირობით, თუ თავადაც მიიღებდა "წერილი CCX>XX მსგავს წყალობას, ანუ თუ კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლებს შეეძლებოდათ არიანელების მიერ დაკავებულ ერთ რომელიმე ტაძარში შეკრება.
კითხვა 5. წმინდანთა წმინდა ნაწილების შესახებ: შეიძლება თუ არა მათ განსასვენებელში (აკლდამაში) შესვლა, ლოცვა და თაყვანისცემა,თუკი ეს განსასვენებლები უწმინდურ მღვდლებს უკავიათ?
პასუხი. კანონი უფლებას არ იძლევა ასეთ განსასვენებლებში შესვლას ზემომოყვანილი მიზეზით, რამეთუ წერილ არს: „რაისათყს აზნაურებაი ჩემი განიკითხვის სხკხსა იჭკსაგან?“ (| კორ. 10, 29), – მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე შეიძლება შესვლა, მხოლოდ წმინდანთა წმინდა ნაწილების სათაყვანებლად.
კითხვა 6. უწმინდურ მღვდელთა მიერ მონოზვნად აღკვეცილთა შესახებ: რაგვარად უნდა მიიღებოდნენ ესევითარნი?
პასუხი. ისინი უნდა მიიღოთ მას შემდეგ, რაც აღიარებენ, რომ შესცოდეს და გარკვეულ ხანს ეპიტიმიის ქვეშ დაჰყოფენ; ხოლო, შემდგომ ამისა, დაიბეჭდებიან (აღიკვეცებიან) შეურყვნელი მღვდლის მიერ.
კითხვა 7. ხელისმომწერთა და იმავე მწვალებლობასთან თანაზიარქმნილ მონოზსონთა და კლერიკოსთა შესახებ: რაგვარად მიიღებიან ესევითარნი, ეპიტიმიით თუ მის გარეშე? თუკი ისინი აღთქმას დებენ, რომ აწ აღარ იმლვდელმსახურებენ, შეგვიძლია თუ არა მაინც დავადოთ მათ ეპიტიმია?
პასუხი. ცხადია, რომ სათანადო ეპიტიმიებით, რამეთუ სინანულის ნაყოფის გამოუღებლად როგორღა შეიქმნებიან მართლმადიდებლურ სხეულთან შეერთების ღირსნი? ასეთებისათვის ეპიტიმიების დაწესება ჩვენთვისაც არ არის საძრახისი, რამეთუ წერილ არს: „ურთი-ერთარს სიმძიმე იტკრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2).
კითხვა 8. მონოზვნების შესახებ, რომელნიც განურჩევლად იქცევიან ყველა შემხვედრთან, ლოცულობენ და ჭამენ მათთან ერთად: შეიძლება თუ არა ესევითართა დაშვება საერთო ტრაპეზსა და ფსალმუნთგალობაზე?
პასუხი როდესაც მოციქული გამცნობთ „განშორებად თქუენდა ყოლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან“ (2 თესალ. 3, 6) – რატომ თავადვე ვერ სჯით კეთილგონივრულად? ამდენად, თუკი ისინი განეკრძალებიან ცოდვით ჩვევებს და შესაბამის ეპიტიმიებს მოიხდიან, მაშინ შეიძლება მიღება. თუმცა, საჭიროა გამოიკვლიოთ, ვინ არიან ისინი, ვისაც თქვენ „ყველა შემხვედრს“ უწოდებთ – მწვალებლები არიან თუ აშკარა გასაკიცხნი თავიანთი ცხოვრებით? ესევითართა შესახებ ამბობს მოციქული: „უკუეთუ ვინმე ძმაი სახელ-დებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, და მისთ. ესევითარისა მის თანა არცალღა ჭამად“ (1 კორ. 5, 11).
კითხვა 9. მღვდლების შესახებ, რომლებსაც მწვალებლებთან ერთად მიუღიათ საჭმელი ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ მათთან ერთობაში არ შესულან, ან ხელი არ მოუწერიათ, ან არ უმსახურიათ ერთად: შეიძლება თუ არა ესევითართა დაშვება საერთო ტრაპეზსა და ფსალმუნთგალობებზე, ბეჭდით (კურთხევით) თუ მის გარეშე?
პასუხი. ასეთების მიმართ გამოკვლეულ უნდა იქნეს: აღნიშნულმა მღვდლებმა საჭმელი ჭამეს მწვალებელ მღვდლებთან თუ მწვალებელ ერისკაცებთან, და ცნობილ მწვალებლებთან თუ მართლმადიდებლურად მოაზროვნე, მაგრამ, იმავდროულად, მწვალებლებთან ურთიერთობის მქონე პირებთან? თუ მღვდლებთან ჰქონდათ აღნიშნული კავშირი, მაშინ მსჯავრი გაცილებით მკაცრია. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც, სათანადო სინანულის პირობებში, შეიძლება მათი დაშვება საჭმელზეც, ლოცვაზეც და ბეჭდითაც.
კითხვა 10. ერისკაცთა შესახებ, რომლებმაც მწვალებლობას მოაწერეს ხელი და მასთან თანაზიარება აქვთ: შეუძლიათ თუ არა ასეთ ერისკაცებთან მართლმადიდებელ ერისკაცებს საჭმელის მიღება?
პასუხი. განურჩევლობა ბოროტების მიზეზია. „შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს“, ნათქვამია წმინდა წერილში (ეზეკ. 22, 26). ამიტომ, თუკი მართლმადიდებლებს მოშურნეობა აქვთ, მათ არ უნდა დაუშვან ერთად ჭამა, სანამ ისინი წინასწარ არ დაექვემდებარებიან ეპიტიმიებს უწმინდური ხელმოწერისათვის და ვიდრე უარს არ იტყვიან მწვალებლებთან ურთიერთობაზე. მაგრამ, რადგანაც, ზოგიერთი იბილწება მწვალებელთან ურთიერთობით შეჭირვებულ ვითარებაში, – გაურბის რა საშიშროებას, – ამიტომ შეიძლება მათი დაშვება საჭმელის ერთად მიღებამდე, თუკი აღიარებენ, რომ ამას შემთხვევით აკეთებდნენ და ამჯერად ინანიებენ. თუმცა, მაშინაც არა განურჩევლად, არამედ ზოგიერთებთან, შესაბამისი პირობების დაცვით, რათა ეს დაშვება სარგებელის მომტანი იყოს როგორც ერთთა, ისე მეორეთათვის, და არა – სულის დამაზიანებელი.
კითხვა 11. ნათლისღების მსურველთათვის, როდესაც ვერ მოიძებნება მართლმადიდებელი მღვდელი ან ვინმე უმწიკვლო: შეიძლება თუ არა ისინი მოინათლონ მწვალებლებთან თანაზიარი მღვდლებისგან, ან ისეთებისგან, რომელთა შესახებაც არ ყოფილა ნაუწყები, განსაკუთრებით, როცა სიკვდილის საშიშროება დგას?
პასუხი. ამასთან დაკავშირებით, აღმსარებლების, იერარქებისა და იღუმენების მიერ ასეთი წესია გაცხადებული: მღვდლებს, რომლებიც მღვდელმსახურებიდან დაყენებულნი არიან მწვალებლებთან თანაზიარებისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაკ ადგილზე არ იმყოფება შეურყვნელი მღვდელი, ნება ეძლევათ ჩაატარონ ნათლობა და გადასცენ წმინდა საიდუმლო, რომელიც მანამდე ნაკურთხი იქნება უდანაშაულო მღვდლის მიერ; ასევე, აღკვეცოს მონოზვნის ხარისხში, წაიკითხოს ლოცვები დაკრძალვაზე, ცისკარზე და შეასრულოს ღმრთისგანცხადების წყალკურთხევა, – შეჭირვებული გარემოებების გამო (როგორც ნათქვამია) – რათა ერი სრულიად არ მოსწყდეს სახარების მოსმენას და გაუნათლებელი არ დარჩეს. თუ თქვენ მოგწონთ, დაე, დაცულ იქნეს ეს წესი მაქაურ ადგილებშიც. 5 1 + უპისკოპოხი ნი ასჯოდიში (შილაშიპ კითხვა 12. განდგომილთა და მერმედ სინანულით მოქცეულებთან დაკავშირებით: შეგვიძლია თუ არა ესევითარებს ეპიტიმიები დავადოთ, თუ პირდაპირ შევიწყნაროთ?
პასუხი. ზემოთ გადმოცემულში უკვე განმარტებულია, თუ რისი დადება შეიძლება; ზედმეტია ორჯერ ერთი და იგივეს გამეორება. კითხვა 13. თუ ეპისკოპოსი დანაშაულს ჩაიდენს და კრება განკვეთს, ხოლო შემდეგ, უკვე განკვეთილი, ვინმეს მღვდლად აკურთხებს და ეს მღვდელი მოვა რა მონასტერში, ტე დროებით ეპიტ დროე ეპიტიმიას მიიღებს ღე თავისი 8 იღუმენისგან, ღუმძენისგ რის შემ ა ემდეგაც მღვდელმოქმედებას შეუდგება, ასეთ ვითარებაში, გვსურს ვიცოდეთ, უნდა მივიღოთ თუ არა ეს მღვდელი, თუკი ის უდანაშაულოა?
პასუხი რადგან აქ აშკარა უაზრობას აქვს ადგილი, ამიტომ თქვენ არც გმართებდათ გეკითხათ ასეთი დანაშაულის შესახებ. რამეთუ უფალმა თქვა: „არა არს... ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი“ (ლკ. 6, 43). ამიტომ, ასეთი, თუნდაც რომელიმე წმინდანისგან, არამცთუ თავისი იღუმენისგან მიეღოს ეპიტიმია, მღვდელმსახურებაზე არ დაიშვება; იგი მღვდელი არ არის და მისი გამხსნელი წმინდანი არ არის. ასეთი გზით თუ ვიარეთ, დაემხობა და მოისპობა ყველა კანონიკური განწესება.
კითხვა 14. მღვდლების შესახებ, რომლებიც მართლმადიდებლების მიერ არიან ხელდასხმულნი, არ მოუწერიათ ხელი (მწვალებლობაზე) და არც თანაზიარება ჰქონიათ, მაგრამ მხოლოდ მიტროპოლიტ კონსტანტინესთან ერთად მიუღიათ საჭმელი.
პასუხი. ზემოთქმულში შემოთავაზებულია მსჯელობა ამის შესახებ. ამრიგად, კონსტანტინესთან ექნება ადგილი ამ საჭმელის ჭამას თუ სხვა ვინმე ურწმუნოსთან, მის მჭამელს, – სათანადო მონანიების შემდეგ, – ეხსნება დანაშაული არა მხოლოდ იმისთვის, რომ შეურყვნელებთან ერთად შეეძლოს ჭამა, არამედ მღვდელმოქმედებაც აღასრულოს, რომლის ღირსიც იქმნა ის თავის დროზე. რაც შეეხება ეპიტიმიის ზომებს, ცალსახად მისი განსაზღვრა შეუძლებელია, – ეს დამოკიდებულია კონკრეტული პირის თვისებებსა და ზნეობის ხარისხზე; ყოველ შემთხვევაში, საკმარისია მისთვის ეპიტიმიის დანიშვნა ორი ან სამი ორმოცეულის განმავლობაში.”
კითხვა 15. მღვდლების შესახებ, ასევე, მართლმადიდებლების მიერ ხელდასხმულთა და უმეცრებით იმ მღვდლებთან ერთად მჭამელთა შესახებ, რომლებმაც იმავე მიტროპოლიტთან ერთად ჭამეს. :
პასუხი. წერია, რომ უმეცრებით ჩადენილი ყოველი ცოდვა განიწმინდება (შდრ. ლევიტ. 4,2). ამდენად, ისინი არავითარ ეპიტიმიას არ იმსახურებენ.
კითხვა 16. მართლმადიდებელი მღვდლების, სახელდობრ ილარიონ და ევსტრატე მონოზვნების შესახებ: აქვთ თუ არა მათ ხელმწიფება ეპიტიმიების დანიშვნისა? “ოთხმოცი ან ას ოცი დღის ვადით.
პასუხი. ზემოთ ითქვა, რომ მათ შეუძლიათ ეპიტიმიების დანიშვნა. მაგრამ, რადგან კითხვა გამოხატავს, შეუძლია თუ არა მღვდლობის ხარისხის არმქონეს ეს გააკეთოს მღვდლის არყოფნის მიზეზითა და მოახლებულის რწმენით, მაშინ გეტყვით, რომ კანონების საწინააღმდეგო არ იქნება უბრალო მონოზვნისთვისაც ეპიტიმიის დანიშვნა.
კითხვა 17. მონოზვნის შესახებ, რომელმაც წმინდა ხარისხი უმეცრებით მიიღო განკვეთილი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდლისგან.
პასუხი. სხვა ადგილას ნათქვამია, რომ ყოველი ცოდვა, უმეცრებით ჩადენილი, განიწმინდება. ამიტომ, არ უნდა განვერიდოთ საჭმლის მიღებას ასეთ პირთან და არც სხვა რამე ისეთს, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთანხმობასა და მეგობრობას.
ეს ჩვენ შეძლებისდაგვარად განგიმარტეთ შენ, როგორც ერთსულოვანსა და თანამოღვაწეს ჩვენსას. „არა ყოველთაი არს სარწმუნოებაი“ (2 თესალ. 3, 2), და არა მრავალთათვის არს გადმოცემული ესე, არამხოლოდ ურჯულოთა უგუნურების გამო, არამედ, აგრეთვე, ხელისუფლებისგან მომდინარე მიზეზითაც. ესოდენ ბევრი და მშვენიერი ამანათისთვის, რომლებიც უკეთილმსახურესმა ადამიანებმა მოგვიძღვნეს, დაე, ღმერთისგან მიეღოთ მათ საზღაური. ეს ორი პატარი კალათა გეგზავნებათ მეგობრობის სამახსოვროდ. იყავთ ჯანსაღნი უფლისმიერ, დიდად პატივცემულნო, ჰყავთ ლოცვა და გამოითხოვეთ ჩვენ ცოდვილთათვისაც „უმჯობესი და მახლობელი ცხორებისაი“ (ებრ. 6, 9).
PDF გვ. 509 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.