← კრებები

წმინდა ნიკიფორე აღმსარებლის კანონები

კანონი 1

თუ ვინმე უმეცრებით გარეცხავს ოდიკს, ამის შედეგად ის არ კარგავს კურთხევას და არ ხდება უწმინდური.

(მოც. 73; VII მსოფ. 7)

კანონი 2

მეორედ დაქორწინებული არ გვირგვინდება; იგი ორი წლით განიყენება ყოვლადწმინდა საიდუმლოსგან, მესამედ დაქორწინებული კი – ჯხუთი წლით.

(მოც. 7; ტრულ. 3; ანკვირ. 19; ნეოკეს. 3,7; ლაოდ. 1; ბასილი დიდის 4, 12)

კანონი 3

ვინც გაჭირვების გამო მცირე ხნით ეკლესიის სტოაში დასასვენებლად გაჩერდება, ის სასჯელს არ დაექვემდებარება, ხოლო თუ დიდი ხნით გადაწყვეტს იქ დარჩენას, მაშინ იქიდან განიძეოს და ეპიტიმია დაედოს, ეკლესია კი თავისას აიღებს (8 IM60M082V 803-M0X C800).

(მოც. 73; ტრულ. 74, 76, 97)

კანონი 4

მიღებულ უნდა იქნეს ღვთისსათნო ძღვენი, რომელიც შემოიწირება იმათ სასიკეთოდ, ვინც უანდერძოდ გარდაიცვალა და განსაკუთრებით, თუ მათ სიცოცხლეშივე ჰქონდათ ასეთი განზრახვა.

კანონი 5

თუკი ხარების დღესასწაული დაემთხვევა დიდ ხუთშაბათს ან დიდ პარასკევს, ჩვენ არ შევცოდავთ თუ ამ დღეს მივიღებთ ლვინოსა და თევზს.

(მოც. 66; ტრულ. 252)

კანონი 6

იღუმენს, რომელსაც მღვდლის ხარისხი აქვს, შეუძლია თავის მონასტერში დაადგინოს წიგნის მკითხველი და კერძო დიაკონი.

(ტრულ. 33; VII მსოფ. 14)

კანონი 7

ვინც ოცი წელი, ან მეტი, გარყვნილ ცხოვრებაში გაატარა, სამღვდელო წოდებას ვერ მიიღებს, თუნდაც ამის შემდეგ მრავალი სათნო საქმე ეკეთებინოს; რამეთუ წმინდა შეუბილწავი უნდა იყოს.

(მოც. 6I1,80; I მსოფ. 2; ნეოკეს. 12; ლაოდ. 3,12; სარდ. 10; ორგზ. 17; კირილე ალექსანდრიელის 4; ტიმოთე ალექსანდრიელის 6; ნიკიფორე აღმსარებლის 36)

კანონი 8

ბავშვები, რომლებიც იშვებიან სარჯისგან, ან მეორე და მესამე ქორწინების შედეგად, თუ მღვდლობის ღირსნი აღმოჩნდებიან, დაე, ხელდასხმულ იქნენ.

(ტრულ. 33)

კანონი 9

ავადმყოფისთვის, რომელსაც სიკვდილი ემუქრება, დასაშვებია წმინდა ზიარების მიცემა ჭამის შემდეგაც.

(ტრულ. 29; კართ. 41)

კანონი 10

კვირა დღებში და მთელი ერგასის განმავლობაში მეტანიები არ სრულდება, შეიძლება მხოლოდ მუხლის მოყრა წმინდა სატებზე მთხვევისას.

(0 მსოფ. 20; ტრულ. 90; პეტრე ალექსანდრიელის 15; ბასილი დიდის 91)

კანონი 11

ის არ შესცოდავს, ვინც სამისთვის ერთ სეფისკვერს შესწირავს, ან ერთ სანთელს აანთებს.

კანონი 12

წმინდა ბარძიმის კურთხევა არ არის საჭირო, როდესაც წინადაგებულის ლოცვა იკითხება.

კანონი 13

მღვდელმა არ უნდა წიროს მდუღარების გარეშე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სრულიად შეუძლებელია მისი შოვნა.

(ტრულ. 32; კართ. 37)

კანონი 14

ვინც სამონოზვნო წესი მიატოვა და მერე კვლავ დაბრუნდა (მონასტერში), თავიდან უნდა შეიმოსოს სამონოზვნო შესამოსელით, მაგრამ დადგენილი ლოცვების წაკითხვის გარეშე.

(მოც. 81, 83; IV მსოფ. 3, 4, 6, 7; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11)

კანონი 15

მონოზვნებს (დედებს) შეუძლიათ შევიდნენ წმინდა საკურთხეველში სანთლებისა და კანდელის ასანთებად, ასევე, საკურთხევლის დასალაგებლად და გამოსაგველად.

(ტრულ. 69; ლაოდ. 19, 44)

კანონი 16

დიდ პარასკევს მონოზვნებმა არ უნდა შეასრულონ მიწის სამუშაოები და ამ საბაბით მიილონ ღვინო და ზეთი, რამეთუ ეს მუცლისმაამებლობაა.

კანონი 17

მონოზონს შეუძლია მონასტერი დატოვოს სამი მიზეზით: ა) თუ იღუმენი მწვალებელია; ბ) თუ ქალები (თავისუფლად) მოდიან მონასტერში და გ) თუ მონასტერში ერისკაცთა ბავშვები სწავლობენ.

კანონი 18

რამეთუ მიუღებელია, რომ მათი მეშვეობით ქვეყანას მოედოს ის, რაც მონასტერში კეთდება.

(V მსოფ. 4; VII მსოფ. 2I; კართ. 80; ორგზ. 4)

კანონი 19

მონოზვნებს, რომლებიც ეპიტიმიის ქვეშ იმყოფებიან, სხვებთან ერთად შეუძლიათ ჭამონ და ილოცონ, მაგრამ რაც შეეხება კურთხეული პურის ან კატაკლასტონის მიღებას, ეს მხოლოდ აღსარების. შემდეგ შეუძლიათ.

კანონი 20

მონასტერში მცხოვრებ მონოზვნებს წმინდა მოციქულებისა და წმინდა ფილიპეს მარხვის მთელ პერიოდში, ასევე ოთხშაბათობითა და პარასკევობით, შეუძლიათ საზრდელი მიიღონ დღეში ერთხელ, სალამოს; ხოლო, ვინც მინდვრის სამუშაოებითაა დაკავებული, შეუძლია მეექვსე ჟამის შემდეგ ისადილოს და საღამოს ივახშმოს.

კანონი 21

მონოზონი (დედაო), რომელსაც ბარბაროსები ან უწესო ადამიანები შერყვნიან, თუ მისი წინანდელი ცხოვრება უბიწო იყო, მხოლოდ ორმოცდღიან ეპიტიმიას ექვემდებარება, ხოლო თუ არ ყოფილა შეუბლალავი მისი ადრინდელი ცხოვრება, მაშინ მას უნდა განეწესოს მრუშობისათვის განსაზღვრული ეპიტიმია.

(ბასილი დიდის 49; გრიგოლ ნეოკესარიელის 1)

კანონი 22

ვინც იმიტომ მიიღო სამონოზვნო ხარისხი, რომ სამხედრო ვალდებულებას გაექცა, ან სხვა რაიმე ცბიერი ჩანაფიქრი ჰქონდა და შემდგომ, როდესაც საჭიროებამ გაიარა, მონოზვნობა მიატოვა, ექვემდებარება ეპიტიმიას სამი ორმოცდღიანი ვადით, როგორც სამონოზვნო წესის შეურაცხმვყოფელი, რის შემდეგაც შეიძლება დაშვებულ იქნეს წმინდა ზიარების მისაღებად.

კანონი 23

მონოზონი დედები არ უნდა ეზიარონ ახალგაზრდა მღვდელმონოზონთან, როდესაც ასეთი პირი ატარებს მსახურებას და აზიარებს.

(ტრულ. 47; VII მსოფ. 18, 20, 22)

კანონი 24

იღუმენმა არ უნდა მოხადოს მოწაფეს კუნკული და გააძეოს.

კანონი 25

ვინც წმინდა ხარისხი (სამონოზვნო) დაუტევა და არ გამოსწორდა, ჭერქვეშ არ მიიღება, არც მოკითხვით („გიხაროდენ“) შეიძლება მასთან შეხვედრა.

(მოც. 81, 83; IV მსოფ. 7; ნიკიფორე აღმსარებლის 35)

კანონი 26

ვინც ავად არის და სურს მიიღოს ნათლისლება ან წმინდა სარისხი (სამონოზვნო), მას მაშინვე უნდა მიეცეს რასაც ითხოვს და მადლის მოქმედებას ხელი არ შევუშალოთ.

კანონი 27

მღვდელმონოზონს არა აქვს უფლება მანტიის გარეშე იმსახუროს.

კანონი 28

სულიერმა მოძღვარმა, რომელიც აღსარებას იბარებს (მონანულთაგან), ზიარებიდან უნდა განაყენოს ისინი, რომლებიც დაფარულ ცოდვებს ალიარებენ, მაგრამ არ უნდა დაუშალოს არც ეკლესიაში სიარული, არც ცოდვების გაცხადება, არამედ მშვიდად დამოძღვროს და აღძრას სინანულისა და ლოცვისათვის; ეპიტიმიები დანიშნოს თითოეულის სულიერი მდგომარეობის შესაბამისად.

(კართ. 132; ბასილი დიდის 34)

კანონი 29

მემრუშენი და პირუტყვთან დაცემულნი, ისევე, როგორც კაცისმკვლელები და მათი მსგავსნი, თუკი საკუთარი განზრახვით აღიარებენ ცოდვებს, რომლებიც საჯაროდ არ გახმაურებულა, წმინდა ზიარებიდან უნდა გან- ",მაზარა“ – სამონოზვნო მანტია. კანონდნენ და დაექვემდებარონ ეპიტიმიას, ტაძარში კი დარჩნენ მხოლოდ კათაკმეველთა შესახებ ლოცვამდე; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მათი ცოდვები გამოაშკარავდა, ეპიტიმიები უნდა შეასრულონ საეკლესიო განწესებების თანახმად.

(ბასილი დიდის 34, 356, 58, 63, 74)

კანონი 30

ერისკაცებს, რომლებიც საკუთარი სურვილით აღიარებენ ცოდვებს, სულიერი მოძღვარი მთელი გულისყურით უნდა მოეპყრას.

კანონი 31

ეპისკოპოსის ნებართვით! მღვდელსაც შეუძლია აღასრულოს სტავროპიგიის წესი.

(მოც. 3); IV მსოფ. 18; ტრულ. 31)

კანონი 32

არ შეიძლება მევახშისთვის წმინდა ზიარების მიცემა, ან მასთან ჭამა, ვიდრე ჯიუტად რჩება თავის ურჯულოებაში.

(მოც. 44; | მსოფ. 17; ტრულ. 10; ლაოდ. 4; კართ. 5, I6; ბასილი დიდის 14; გრიგოლ ნოსელის 6)

კანონი 33

მონოზვნებმა უნდა იმარხულონ ყველიერის კვირაში ოთხშაბათსა და პარასკევს, პიველშეწირული ლიტურგიის დამთავრების შემდეგ კი შეუძლიათ იხმიონ ყველი, – სადაც უნდა იმყოფებოდნენ, – იაკობის სწავლებისა და ტეტრადიტების მწვალებლობის უკუსაგდებად.

კანონი 34

იმ პირისგან, ვისაც სახლში ხარჭი უზის და არ სურს მისი გაშვება, და არც მღვდლისგან ითხოვს მისი თავისთან დატოვების კურთხევას, ეკლესიაში შესაწირის მიღება დაუშვებელია, რამეთუ თავისი საძაგელი საქმეებით იგი საღმრთო კანონებს შეურაცხყოფს.

(მოც. 17; ტრულ. 3; ბასილი დიდის 3)

კანონი 35

მონოზონი, რომელიც წმინდა ხარისხს დაუტევებს, ხორცის ჭამას დაიწყებს, ცოლს მოიყვანს და უკან დაბრუნებაზე საბოლოოდ უარს იტყვის, ანათემას უნდა გადასცენ, ძალით ჩააცვან მონოზვნის შესამოსელი და მონასტერში დაამწყვდიონ.

(მოც. 81, 83; IV მსოფ. 7, 16; VII მსოფ. 10; კართ. 16; ორგზ. 11)

კანონი 36

ვინც ერთხელ ისიძვა, მისი ხელდასხმა არ შეიძლება, თუნდაც მას დაეტევებინოს ეს ცოდვა, რამეთუ ბასილი დიდი ამბობს, ასეთმა მკვდარიც რომ აღადგინოს, მაინც ნუ იქნება მღვდელმსახურიო.

(მოც. 18, 61; ტრულ. 3, 26; ბასილი დიდის 3; ნიკიფორე აღმსარებლის 7)

კანონი 37

მოციქული იტყვის: „უკუეთუ ვინმე ძმაი სახელ-დებულ იყოს მეძავ... ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად“ (1 კორ. 5, 11). ასეთი მეძავში უნდა ვიგულისხმოთ არა ის პირები, რომლებიც ვინმეს მიერ მხილებულნი არიან მეძავეობაში, არამედ პირები, რომლებსაც ასე უწოდებენ და. ყველასათვის გაცხადებულნი არიან, რამეთუ ცოდვები, რომლებიც უსირცხვილოდ აღესრულება, გაცილებით მეტ სასჯელს იმსახურებს.

(მოც. 25; ნეოკეს. 1); ბასილი დიდის 3, 32, 59, 70; გრიგოლ ნოსელის 4)

კანონი 39

აუცილებელი საჭიროების ან იძულების გარეშე, კვირა დღეებში არ არის მართებული მოგზაურობა.

კანონი 40

არ არის შესაწყნარებელი პავლეს აპოკალიფსისი, ასევე წიგნები: ვრონტოლოგია, სელინოდრომია და კალანდოლოგია, რამეთუ ყველა ეს უწმინდურია.

(მოც. 60; ტრულ. 63; VII მსოფ. 9; ლაოდ. 59)

კანონი 41

არ არის შესაწყნარებელი აპოკალიფსისი ეზდრასი და ზოსიმესი, ორი აღწერა: წმინდა გიორგის მოწამეობისა და წმინდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი, და მარკოზისა და დიადოხოს წიგნი, რამეთუ ესენი, ყველა, უარყოფილია და მიუღებელი.

კანონი 42

დაუშვებელია მუშაობა მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ასევე, საგალობელის: „უბიწონი“ (ფსალ. 118, 1) აღვლენა ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, და ხუთშაბათის დღესასწაულობა.

(მოც. 66; ლაოდ. 29; თეოფილე ალექსანდრიელის 1)

კანონი 43

ვინც სცემს და განზრახ მოკლავს მშობელ მამას, ექვემდებარება მკვლელის სასჯელს – ოცდათხუთმეტწლიან ეპიტიმიას.

(მოც. 65; ანკვირ. 22; ბასილი დიდის 43, 56; გრიგოლ ნოსელის 5)

კანონი 44

აუცილებლობის შემთხვევაში უბრალო მონოზონსაც შეუძლია მონათლოს, ზუსტად ისე, როგორც საჭიროების დროს ნათლავს დიაკონი.

(მოც. 49, 50)

კანონი 45

თუ რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მლვდლის მოძიება, მაშინ მოუნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ნებისმიერს, ვინც იქვე, ადგილზე აღმოჩნდება. არ არის ცოდვა: მონათლავს მშობელი მამა თუ სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს.

(მოც. 49, 50)

კანონი 46

მწვალებლების მიერ დაარსებულ ეკლესიაში შეიძლება შესვლა მხოლოდ საჭიროების გამო, როგორც უბრალო სახლში; ხოლო თუ ჯვარი შუაგულში დაიდგმება, იქ უკვე გალობაც შეიძლება. თუმცა, ამასთან, დაუშვებელია საკურთხეველში შესვლა, კმევა, ლოცვა, კანდელის ან სანთლების ანთება.

(მოც. 10, 11, 45, 46, 64; I მსოფ. 19; II მსოფ. 7; III მსოფ. 2, 4; ტრულ. 11, 95; ლაოდ. 6, 7, 8, 10, 14, 3I, 32, 33, 34, 37; ბასილი დიდის 1, 47; ტიმოთე ალექსანდრიელის 9)

კანონი 47

არ არის მართებული ისეთ მღვდელთან ზიარება, რომელიც არ მარსულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, თუნდაც ის მართლმადიდებელის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, რამეთუ ერთ საკითხში კეთილმსახური იყო, მეორეში კი იბილწებოდე – არ არის წმინდა საქმე.

(მოც. 69; ტრულ. 29, 26,89; ღანგ. 19: ლაოდ. 49, 50, 51, 22; დიონისე ალექსანდრიელის I; პეტრე ალექსანდრიელის 15; ტიმოთე ალექსანდრიელის 8, წ//))

კანონი 48

მონოზვნებს, რომლებიც წმინდა დიდმარხვაში სამუშაოს ასრულებენ, შეუძლიათ მცირეოდენი პური იხმიონ მეცხრე ჟამზე, საღამოს კი ივახშმონ.

კანონი 49

თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ადგილას მღვდელიც, დიაკონიც და წიგნის მკითხველიც განკვეთის ქვეშ მოჰყვნენ, ადგილზე კი მონოზონი აღმოჩნდება, დაე, მან აკურთხოს ტრაპეზი.

(მოც. 28; IL მსოფ. 5; II მსოფ. 6; IV მსოფ. 29; სარდ. 14; ანტიოქ. 4, I2, 15; კართ. 29, 65; ბასილი დიდის 88)