კანონი 1
ვინც ყოველგვარი იძულების გარეშე, თავისი უგუნურებით განუდგა ქრისტეს, მას შეუძლია – ბასილი დიდის 73-ე კანონის თანხმად – მხოლოდ სიკვდილის წინ მიიღოს წმინდა ზიარება. ვერავინ გაათავისუფლებს მას ეპიტიმიიდან და ვერც ლმობიერებას გამოიჩენს ვინმე მის მიმართ. წმინდა გრიგოლ ნოსელი, როდესაც რიგის მისედვით ჩამოთვლის ყოველივეს, რაც აპოსტატებს (განდგომილებს) ეხებათ, იგივე სასჯელს უქვემდებარებს ყველა იმას, ვინც ნებაყოფლობით გადადის სარწმუნოებიდან ცდომილებაში, ამასთან, განსაზღვრავს, რომ სასჯელის ვადა უნდა უთანაბრდებოდეს თითოეული შემცოდებლის მთელ დარჩენილ ცხოვრებას. იმ პირებს კი, რომლებიც იძულებით განდგნენ, მეძავთათვის განსახღვრულ სასჯელს განუწესებს, ანუ ათწლიან ეპიტიმიას. აპოსტატების ზუსტად ასეთივე დაყოფას აკეთებს ანკვირიის კრება, ასევე, წმინდა მღვდელმოწამე პეტრე ალექსანდრიელი და ბასილი დიდი თავისი ზ1-ე კანონით. თუმცაღა, ეკლესია ამჟამად მიჰყვება იმას, რაც დაადგინა და განაწესა კონსტანტინოპოლის უწმინდესმა პატრიარქმა მეთოდემ, და მასთან შესაბამისობაში მოქმედებს იმათთან დამოკიდებულებით, რომლებსაც ასე თუ ისე ბრალი მიუძღვით აღნიშნულ დანაშაულში. რამეთუ იგი (მეთოდი) ამბობს, რომ ვინც ბავშვობიდან შეიპყრო უკეთურმა სულმა და იგი შიშით, უმეცრებით თუ სარწმუნოებაში გაუცნობიერებლობით იძულებული გახდა მამათა რწმენას განდგომოდა, მერმე კი, მოწიფულ ასაკში, კვლავ დაუბრუნდება ქრისტიანულ ცხოვრებას და კათოლიკე ეკლესიასთან ერთობაში შევა სინანულითა და აღსარებით, – დაე, ყოველდღიურად, მეშვიდე დღემდე, ისმინოს მღვდელთან ოთხი დაწესებული ლოცვა, მერვე დღეს კი განიბანოს; შემდეგ თავისი სამოსელისგან განიძარცვოს და არდაგი მოირტყას წელზე, და ცხონ მას მირონი ახალნათელღებულის მსგავსად; ყოველივე ამის შემდეგ, ბოლოს, ღირსიქმნეს წმინდა ზიარების მიღებისა. შემდგომი რვა დღის განმავლობაში დაესწროს ეკლესიაში წმინდა ღვთისმსახურებას ახალნათელღებულის მსგავსად. ასეთივე კაცთმოყვარეობის ღირსი გახდეს ისიც, ვინც ზრდასრულ ასაკში შეიპყრეს უკეთურებმა და წამებით აიძულეს მამათა რწმენა უარეყო. ოღონდ, ასეთმა, მანამდე უნდა იმარხულოს ორჯერ ორმოცორმოცი დლე – თავი შეიკავოს ხორცის, ყველისა და კვერცხისგან, ამას გარდა, ყოველ შვიდეულში სამი დღე – ღვინისა და ზეთისგან. მელი ამ ხნის განმავლობაში ილოცოს და მუხლდრეკები ჰყოს, რამდენიც ამისთვის ძალა ექნება. მერმე, როცა ეს ვადა შესრულდება, – ორჯერ ორმოცორმოცი დღე, – შვიდი დღის განმავლობაში ყოველდლე მოისმინოს ლმობიერსაყოფი ლოცვები, მერვე დღეს კი, ზემონათქვამის მსგავსად, განიბანოს, მირონი იცხოს და წმინდა ზიარებას ელირსოს. შემდგომი რვა დღის განმავლობაში საეკლესიო მსახურებებს დაესწროს. რაც შეეხება სარწმუნოებიდან ნებაყოფლობით განდგომილებს, მათ საშინელი სასჯელი მოელით, მაგრამ, ლვთის ენითგამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ასეთიც მოწყალებით უნდა განიკურნოს. ამიტომ, დაე, იმარხულოს მან ორი წელი –- შეიკავოს თავი ხორცის, ყველისა და კვერცხისგან, და, ამას გარდა, ყოველ შვიდეულში სამ-სამი დლე – ზეთისა და ღვინისგან; ყოველდღიურად, ძალისამებრ, ასი ან ორასი მეტანია ჰყოს. როდესაც ორი წელიწადი შესრულდება, დაე, მანაც შვიდი დღე ლმობიერსაყოფი ლოცვები ისმინოს, დანარჩენში კი ისე უნდა მოექცნენ მას, როგორც ეს ზემოთ ითქვა.
(მოც. 62; ! მსოფ. 10, 11, 12, 14; ტრულ. 102; ანკვირ. 1-9, I2,2I; ლაოდ. 2, 19; კართ. 43; გრიგოლ ნეოკესარიელის 2, II; ბასილი დიდის 3, 73, 81, 84; პეტრე ალექსანდრიელის 1-I4; გრიგოლ ნოსელის 2)
კანონი 2
იმათ, ვინც გრძნეულებითა და მომწამვლელობით არს დაკავებული, ბასილი დიდი თავისი 65-ე კანონით მკვლელებისათვის დაწესებულ სასჯელს უფარდებს, ანუ ოცწლიან ეპიტიმიას. ზუსტად ასევე, 72-ე კანონის თანახმად, იმათაც, ვინც მკითხაობს, ან, უბრალოდ, სჯერა მათი. გრიგოლ ნოსელი კი, თავის მე-2 მე-3) კანონში, ცოდვების მისეულ დაყოფასთან შესაბამისობაში, აპოსტატის (განდგომილის) მსგავსად სჯის ყველას, ვინც ტოვებენ ჩვენს სარწმუნოებას და მკითხავებს მიმართავენ. მეორე მხრივ, ვინც იძულებით მიდის მათთან ან სულმოკლეობით, ისჯება როგორც მემრუშე. VI მსოფლიო კრების 61-ე კანონი ამ უკანსკნელებს ექვსწლიან ეპიტიმიას განუწესებს, ანკვირიის კრება კი ამ სასჯელს ხუთ წლამდე ამცირებს. წაიკითხე ლაოდიკიის 36-ე კანონი, სადაც დაწვრილებით არის განხილული # 6 ზ უპის 4 ოპოსი ნიასოდიში (შილაშიპ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განსხვავება. გრძნეულებითა და მომწამვლელობით დაკავებულ პირებს იოანე მმარხველმა სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა, მაგრამ ეს იმ პირობით, თუ ისინი მკაცრად იმარხულებენ: იკმარებენ ყოველდღიურად, მეცხრე ჟამის შემდეგ, მშრალ და ხმელ საჭმელს, ანუ საკვებს მიიღებენ მხოლოდ იმისათვის, რომ იარსებონ; ამასთანავე, ყოველდღე ორას ორმოცდაათ მეტანიას შეასრულებენ და მოკრძალებით მიიტანენ შუბლს ზედ მიწამდე. იგივე სასჯელს განუსაზღვრავს თილისმანის მატარებელ და ჯადოს დამამზადებელ დედაკაცებსაც.
(ტრულ. 6I,65; ანკვირ. 24; ლაოდ. 36; ბასილი დიდის 7,65,72,81,83; გრიგოლ ნოსელის 3)
კანონი 3
ის, რომ ჩვენ (ამბობს იოანე მმარხველი) ვამცირებთ სინანულის ვადებს, ვფიქრობ, რომ იმათ, ვინც სწორად სჯის, უსაფუძვლოდ არ მოეჩვენება. რაკი არც ბასილი დიდს, არც სხვა უფრო ძველი დროის ჩვენს ლვთაებრივ მამებს არ განუჩინიათ ცოდვილებისთვის მარხვები, მღვიძარება, მეტანიების რაოდენობა, არამედ, მხოლოდ – წმინდა ზიარებიდან განყენება, ამიტომ ჩვენ ვგონებთ, რომ იმათთვის, ვინც გულწრფელად ინანიებს და მზად არის მოაუძლუროს ხორცი თავისი მკაცრი მოღვაწეობით, იცხოვროს კეთილგონივრულად ისე, რომ ახალი ცხოვრება სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს მისი ძველი ბიწიერი ცხოვრებისა, – მართებული იქნება, თავშეკავების საზომისამებრ, ზომიერების ფარგლებში შეუმცირდეთ სასჯელის ვადები. ასე, მაგალითად, თუკი ვინმე აღთქმას დადებს, რომ ლვინოს არ მიიღებს გარკვეულ დღეებში, მაშინ ჩვენ თანახმა ვართ შევუმციროთ მას ერთი წლით მამების მიერ მისი დანაშაულისათვის განსაზღვრული ეპიტიმიის ვადა. ზუსტად ასევე, თუკი ასეთი პირი აღთქმას დადებს, რომ გარკვეულ დღეებში თავს შეიკავებს ხორცისგანაც, მაშინ ჩვენ თანახმა ვართ კიდევ ერთი წლით შევუმციროთ მას სასჯელის ვადა, ან მისი მხრიდან ყველისა და კვერცხისგან თავშეკავების შემთხვევაში, ან თევზისგან, ზეთისგან, – თანახმა ვართ, რომ თითოეული დასახელებული პროდუქტისგან თავშეკავების შემთხვევაში, კიდევ თითო წლით შეუმცირდეთ დაწესებული სასჯელი. ზუსტად ასე უნდა მოვექცეთ ყველა იმათგანს, ვინც ხშირი მეტანიებით ცდილობს ლმობიერჰყოს მის მიმართ ღმერთი და განსაკუთრებით, თუ ავლენს ძალდაუტანებელ გულმოდგინებას წყალობის გაცემაში. შემდეგ, ჩვენ თანახმა ვართ კიდევ უფრო შევუმციროთ სასჯელი ისეთ პირს, რომელიც დაცემის შემდეგ იწყებს ღვთისმოშიშ და განმხოლოებულ ცხოვრებას და ყველა იმ ღვაწლს ტვირთულობს, რაც ამ სახის ცხოვრებას ახასიათებს.
კანონი 4
გულში უწმინდური აზრების მოქმედება, თუ ცოდვა ჯერ კიდევ არ არის ჩადენილი, სასჯელს არ ექვემდებარება.
კანონი 5
გულის თანაგრძნობა ზრახვების მიმართ, თორმეტი მეტანიით იწმინდება.
კანონი 6
ბრძოლა (ვნებებთან) იმსახურებს ან «ჯილდოს, ან სასჯელს.
კანონი 7
თანხმობა (უკეთურ აზრებთან) არის სასჯელის მიზეზიც და დასაწყისიც.
კანონი 8
ვინც ძილში ეკრიზისით იბილწება, ერთი დღით აკლდება წმინდა ზიარებას, და ჩაითვლება უწმინდურობიდან განწმენდილად, თუ წაიკითხავს 50-ე ფსალმუნს და შეასრულებს 49 მეტანიას.
კანონი 9
ვინც მღვიძარე მდგომარეობაში შეიბილწება ეკრიზისით, ექვემდებარება შვიდდლიან განყენებას წმინდა ზიარებიდან, ამასთან, ყოველდლე უნდა წაიკითხოს 50-ე ფსალმუნი და შეასრულოს 49 მეტანია.
(დიონისე ალექსანდრიელის 4; ათანასე დიდის 1)
კანონი 10
ვინც მალაკიას ჩაიდენს (ჩუკენობა), ექვემდებარება ორმოცდღლღიან ეპიტიმიას რომლის განმავლობაშიც მხოლოდ მშრალი საჭმელი “უნდა მიიღოს, ამას გარდა ასი მეტანია ყოველდლიურად.
კანონი 11
როდესაც ორი ერთურთს უკეთებს მალაკიას, ისჯებიან როგორც ორმაგი მალაკიისთვის, ოთხმოცდღიანი ეპიტიმიით.
კანონი 12
თუ რომელიმე კლირიკოსი სამლვდელო ხელდთასხმამდე ჩუკენობის ვნებით იყო შეპყრობილი და აქვს იმის შიში, რომ შეიძლება არ მიიღონ სამღვდელო კრებულში, დაე, მიიღონ იგი დაუბრკოლებლად, მაგრამ შესაბამისი ეპიტიმიის შემდეგ. თუკი სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგაც ჩავარდება იგივე ცოდვაში, მაშინ ერთი წლით განკანონდეს მღვდელმსახურებიდან, რასაც შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს განწესებული სასჯელის მოხდის შემდეგ. ხოლო თუ თავისი ცოდვის გაცნობიერების შემდეგაც კვლავ, მეორედ და მესამედ მიეცემა იგივე ბიწიერებას, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჩამოერთვას სამღვდელო ხარისხი და ჩამოქვეითდეს წიგნისმკითხველთა რიგში.
კანონი 13
მალაკიისათვის ეპიტიმიას დედაკაციც ექვემდებარება, რომელიც ეამბორება მამაკაცს და მასთან შეხებაში მოდის, თუნდაც, ამ დროს, საქმე შებილწვამდე არ მივიდეს.
კანონი 14
მეძავი წმინდა ზიარებიდან განიყენება ცხრა წლით – წმინდა გრიგოლ ნოსელის მე-3 მე-4) კანონით, ხოლო ბასილი დიდის 59-ე კანონით –- შვიდი წლით.
(ბასილი დიდის 4, 21, 22, 26, 359, 79, 80; გრიგოლ ნოსელის 4)
კანონი 15
ბასილი დიდის 21-ე კანონი ამბობს, რომ თუ ცოლიანი მამაკაცი ჩავარდა სიძვაში, იგი უფრო მეტ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე იგივე ცოდვით დაცემული უცოლო მამაკაცი.
კანონი 16
ბასილი დიდის მე-60 კანონი მონოზვნებს, ისევე, როგორც შეწირულ ქალებს, სიძვით დაცემისათვის უქვემდებარებს მრუშობისათვის დაწესებულ სასჯელს, რამეთუ მათ შებლალეს კავშირი თავიანთ სულიერ სიძესთან. ტრულის კრების 44-ე კანონი განაწესებს, -რრომ სიძვაში ჩავარდნილი მონოზონი დაისაჯოს ზუსტად ისე, როგორც ერისკაცი. ჩვენ კი (ამბობს იოანე მმარხველი) ვგონებთ, რომ თითოეულისათვის, ვიც ისიძვებს, საკმარისი იქნება წმინდა ზიარებიდან ორი წლით განკანონება, მაგრამ, ამასთან, მან უნდა იკმაროს საკვების მილება მხოლოდ მეცხრე ჟამის შემდეგ, ისიც – მშრალი სახით, და ყოველდღე შეასრულოს ორას ორმოცდაათი მეტანია. თუ ამაში უდიერი აღმოჩნდება, მაშინ მამების მიერ განწესებული სასჯელის მთელი ვადა უნდა დაითმინოს.
(IV მსოფ. I6; ტრულ. 44; ანკვირ. 19; კართ. ბასილი დიდის 6, 18, 19, 20, 44, 60)
კანონი 17
მამების განწესების თანახმად, შებილწვა, რომელიც ძალადობით ხდება სასტიკი ადამიანების ან მებატონეების მხრიდან, სასჯელს არ ექვემდებარება. ამის შესახებ, კერძოდ, საუბრობს ბასილი დიდი თავის 49-ე კანონში.
(ანკვირ. 11; გრიგოლ ნეოკეს. 2; ბასილი დიდის 30, 49)
კანონი 18
კლირიკოსებთან მიმართებით, რომლებიც სიძვობენ, ბასილი დიდი თავისი 32-ე კანონით განაწესებს, რომ ისინი უნდა განიკვეთონ ხარისხიდან, მაგრამ ეკლესიასთან ერთობაში რჩებიან.
(მოც. 25, 29, 30; I მსოფ. 9; ტრულ. 4, 2I; ნეოკეს. I, 8; კართ. 27; ბასილი დიდის 3, 32, 51, 70, 82)
კანონი 19
თავის მე-4 კანონში ბასილი დიდი ამბობს, რომ მეორედ დაქორწინებულებს ზოგიერთები სჯიან ერთწლიანი, ზოგიერთებიც – ორწლიანი ეპიტიმიით, მესამედ დაქორწინებულებს კი წმინდა ზიარებიდან განაყენებენ სამი და ოთხი წლით. ხოლო ჩვენ, ამბობს, ბასილი, წმინდა ზიარებიდან განვაკანონებთ – ჩვეულების თანახმად – ხუთი წლის ვადით, თუმცა, ქორწინების დაურღვევლობის პირობით, – წინა ქორწინებებიდან შვილების არყოლის შემთხვევაში.
(მოც. 17:I მსოფ. 8; ტრულ. 3, 87; ანკვირ. 19; ნეოკეს. 3,7; ლაოდ. I; ბასილი დიდის 4, 12, 30, 41, 50, 53, 80, 87)
კანონი 20
გრიგოლ ნოსელის მე-6 Iმე-4) კანონი მრუშობისათვის წმინდა ჭზიარებიდან განაყენებს თვრამეტი წლით, ბასილი დიდის 38-ე კანონი – თხუთმეტით; ანკვირიის კრების მე-20 კანონი განაწესებს, რომ ეპიტიმია უნდა დასრულდეს შვიდი წლის შემდეგ. ხოლო ჩვენ (ამბობს მმარხველი) ვთვლით, რომ მრუშობით დაცემული შეიძლება წმინდა ზიარებას ეღირსოს სამწლიანი ეპიტიმიის შემდეგაც, თუკი, ამასთან, საკვებად იკმარებს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღე ორას ორმოცდაათ მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში უდიერი აღმოჩნდება, მაშინ მამების მიერ დაწესებული ვადის დასრულებას დაელოდოს.
კანონი 21
ნეოკესარიის კრების მე-ჭ კანონის თანახმად, სამლვდელო ხარისხს ვერ მიიღებს პირი, რომლის მეუღლეც მრუშობაში იმხილებოდა. შესაბამისად, სასულიერო პირმა, რომლის ცოლიც მისი ქიროტონიზაციის შემდგომ იქნა მრუშობაში შემჩნეული, მასთან ქორწინებითი კავშირი უნდა გაწყვიტოს, ან უარი თქვას მღვდელმსახურებაზე.
კანონი 22
ტრულის კრების 98-ე კანონი იმ პირს, ვინც სხვასთან დაწინდულზე იქორწინებს, გმობს, როგორც მეძავს,.
(ტრულ. 95; ანკვირ. 11; ბასილი დიდის 22, 69)
კანონი 23
ტრულის კრების 72-ე კანონის თანახმად, ქორწინება მართლმადიდებელ მამაკაცსა და მწვალებელ დედაკაცს შორის და, პირიქით, ითვლება არამტკიცედ და იგი უნდა გაუქმდეს, როგრც უკანონო თანაცხოვრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეულლეები მაინც გადაწყვეტენ ასეთ ქორწინებაში დარჩენას, ისინი წმინდა ზიარებიდან განყენებას დაიმსახურებენ.
(IV მსოფ. 14; ტრულ. 72; ლაოდ. 10, 1I; კართ. 21)
კანონი 24
სისხლალრევის ცოდვაში ჩავარდნილებს, ბასილი დიდი წმინდა ზიარებიდან თხუთმეტი წლით განაყენებს, – როდესაც ადგილი აქვს სიძვას საკუთარ დასთან. ჩვენ კი განვაწესებთ, რომ ასეთი პირი ზიარების ლირსიქმნეს სამწლიანი ეპიტიმიის შემდეგ, თუკი ყოველდღე იმარხულებს – იკმარებს რა საღამოობით მშრალ საჭმელს – და ხუთას მეტანიას შეასრულებს.
კანონი 25
ვინც თავის რძალთან ისიძვებს, ბასილი დიდის თანახმად თერთმეტი წლით განიკანონება წმინდა ზიარებიდან. ჩვენ კი, ასეთ პირს, მხოლოდ ორწლიან ეპიტიმიას ვუწესებთ, მაგრამ, ამასთან, ის ყოველდღიურად მშრალი საჭმელით უნდა დაკმაყოფილდეს, – მისი მეცხრე ჟამის შემდეგ მიღების პირობით, და ყოველდღე სამას-სამასი მეტანია შეასრულოს. თუ ამაში დაუდევრობას გამოიჩენს, მაშინ შეასრულოს ყოველივე ის, რაც მამებმა განაწესეს.
(მოც. 19; ტრულ. 26, 54; ნეოკეს. 2; ბასილი დიდის 23, 27, 67, 68, 75, 76, 78, 79, 87; ტიმოთე ალექსანდრიელის 11; თეოფილე ალექსანდრიელის 5)
კანონი 26
იგივე ეპიტიმიებს ექვემდებარება ისიც, ვინც დარჩებოდა რა ქორწინებაში თავის ცოლთან, იმავდროულად, ვნებით იქნებოდა აღძრული სიდედრის მიმართ; ეს იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ ის, რაც თავიდან არის დაფუძნებული, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შეურყევლი უნდა დარჩეს. თუმცა, წმინდა და ლვთაებრივი კრება ამჟამად განაწესებს, რომ ის, ვინც ასეთ დაწყევლილ ცოდვაში ჩავარდება, წმინდა ზიარებიდან უნდა განკანონდეს ექვსი წლის ვადით, ამასთან, უნდა დაემორჩილოს შემდეგ წესს: პირველი ექვსი თვის განმავლობაში სრულიად უნდა შეიკავოს თავი ხორციანი კერძისგან, მუდმივად ესწრებოდეს ეკლესიაში წმინდა შეკრებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიზეზი ავადმყოფობა ან რამე გადაუდებელი საქმეა; თანაც, უნდა დადგეს ეკლესიის შესასვლელს გარეთ და ცრემლით ევედროს ღმერთს ცოდვების მიტევება. ამ დროის განმავლობაში ის ვერ მიიღებს ანტიდორს, ვერ შესვამს ნაკურთხ წყალს, – “ბასილი დიდის 75-ე და 76-ე კანონებში სასჯელის ვადად განწესებულია არა თერთმეტი წელი, არამედ – თორმეტი; იხ. შესაბამისი ადგ. თუ ეს ღმრთისგანცხადების წინა პერიოდს დაემთხვევა, – შეუძლია მსოლოდ უბრალო პური მიილოს მოკრძალებით წმინდა სამების სადიდებლად და როგორც საწინდარი, ლვთის კაცთმოყვარეობისა. ეკრძალება, ასევე, წმინდა ხატებზე მთხვევა, – შეუძლია მხოლოდ ხატის სადგამის ძირს ეამბოროს კეთილკრძალული შიშით. იმავდროულად, მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღე უნდა შეასრულოს ასი მეტანია შაბათისა და კვირის გარდა, ხოლო ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს მშრალი საჭმელი იკმაროს – თავი შეიკავოს თევზის, ღვინისა და ზეთისგან. ორი წლის განმავლობაში (პირველი ექვსი თვის შემდგომი), შეუძლია ეკლესიაში ლოცვაზე დადგეს მგალობლების უკან და მოისმინოს ღვთაებრივი საგალობლები. დანარჩენი სამ წელიწად-ნახევარი შეუძლია ეკლესიაში დადგეს ერთგულ მორწმუნეებთან ერთად და მათთან ილოცოს და, ამგვარად, ექვსწლიანი ეპიტიმიის ამოწურვის შემდეგ ელღირსება წმინდა ზიარების მიღებას. გარდა ამისა, შესაძლებლობიდან გამომდინარე, უნდა გაიღოს მოწყალება, განსაკუთრებით მარხვის დღეებში, ანუ ოთხშაბათსა და პარასკევს; კერძოდ, ღატაკებს უნდა დაურიგოს ყოველივე ის, რაც კანონებით შეეძლო მას ეჭამა, სასჯელის ქვეშ რომ არ აღმოჩენილიყო, და ასეთნაირად აღძრას ისინი მისთვის სალოცავად. შემდეგ, თუკი მატერიალური სახსრები აქვს, ყოველ კვირა დღეს უნდა გააგზავნოს ეკლესიაში ლიტურგიისათვის საჭირო ნივთები. ყველაფერ ამასთან ერთად, თავი შეიკავოს სიცრუისა და ფიცისგან, რაც ხშირად იწვევს ფიცის გატეხვას. მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში კი, შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება, მაგრამ თუ გამოჯანმრთელდა, კვლავ სინანულის იმავე საფეხურს უნდა დაუბრუნდეს, რომელზეც ზიარებამდე იმყოფებოდა (რაც მას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების გამო მიეცა) და ყოველმხრივ ეცადოს, როგორც შემუსვრილი გულით, ისე ცხელი ცრემლით განიბანოს სული მძიმე ცოდვისგან.
(ბასილი დიდის 87)
კანონი 27
იგივე კანონი მოქმედებს გრძნეულების, მრუშების, კაცისმკვლელებისა და ყველა სხვათა მიმართ, ვინც მძიმე ცოდვა ჩაიდინა, თუმცალა, მათი გულმოდგინებისა და სინანულისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
კანონი 28
წმინდა დიონისეს მე-. და ტიმოთეს მე-7 კანონები დედაკაცისგან, რომელიც „განწმენდაში“ იმყოფება, მოითხოვენ, რომ არაფერს მიეახლოს, რაც წმინდაა. ამას ძველი კანონიც განაწესებს (ძველი ალთქმა); გარდა ამისა, ეკრძალება მას ქმართან ხორციელი კავშირიც, რადგან ისე ხდება, რომ ის რაც ითესება, შემდგომში ხშირად გამოდის ავადმყოფური და სუსტი, რის გამოც, საღმრთო მოსე ქვებით ჩაქოლვას განუწესებს ასეთი მახინჯი ნაყოფის მშობელ მამას, რადგან იგი, ცოლის თავშეუკავებლობის მიზეზით, არ დაელოდა მის განწმენდას. განიწესება, რომ ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს დედაკაცი, რომელიც გაკადნიერდება და კანონის აკრძალვის მიუხედავად საღმრთო საიდუმლოს მიეახლება.
(ლაოდ. 44; დიონისე ალექსანდრიელის 2; ტიმოთე ალექსანდრიელის 6, 7)
კანონი 29
ის, ვინც მამაკაცთან სამარცხვინო კავშირს დაამყარებს, გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონის თანახმად, თვრამეტი წლით განიყენება წმინდა ზიარებიდან, ბასილი დიდის თანახმად კი – თხუთმეტი წლით. ხოლო ჩვენ განვაწესებთ, რომ უზიარებელი დარჩეს იგი სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ პირობით, რომ გულშემუსვრილი ილოცებს და იმარხულებს, საღამოობით კი მშრალი საკვებით დაკმაყოფილდება და ყოველდღიურად ორას მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში გულმოდგინებას არ გამოიჩენს, მაშინ თხუთმეწლიანი ეპიტიმია შეეფარდოს.
(ბასილი დიდის 7, 62; გრიგოლ ნოსელის 4)
კანონი 30
ვინც ბავშვობაში ვინმეს მიერ შეიბილწა, მას არ შეუძლია სამღვდელო წოდება მიიღოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც არასრულწლოვანს, არ შეუცოდავს, მაინც, მისი სხეული შეიბილწა და გამოუსადეგარი გახდა სამლვდელო მსახურებისათვის. ხოლო თუ მას, როგორც ბავშვს, უწმინდურება მიადგა თეძოებში, მაშინ, შესაბამისი ეპიტიმიის შემდეგ, არ შეიძლება მისთვის სასულიერო დასში შესვლაზე უარის თქმა.
(გრიგოლ ნოსელის 4)
კანონი 31
ძველი კანონი (ძველი აღთქმა) განაწესებს, რომ კაცისმკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს; ხოლო ბასილი დიდი, თავისი 56-ე კანონით, ასეთ პირს ოცი წლით განაყენებს წმინდა ზიარებიდან ნებისმიერი განზრას, და ათი წლით ნებისმიერი წინასწარგანუზრახველი მკვლელობისათვის. ჩვენ წმინდა ზიარებიდან განვაყენებთ განზრას მკვლელობისათვის ხუთი წლით, ხოლო უნებლიე მკვლელობისათვის – სამი წლით, მაგრამ იმ პირობით, რომ ის, ვინც საკუთარი ხელით მოკლა ადამიანი, ყოვლდღე საღამომდე იმარხულებს, საღამოობით კი მშრალ საკვებს დასჯერდება და, თანაც, სამას მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში უდიერებას გამოიჩენს, მაშინ, დაე, მამების განწესება აღასრულოს. ანკვირიის კრების 22-ე კანონში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ძველი განწესების თანახმად, წმინდა ზიარებიდან შვიდი წლით უნდა განკანონდნენ ის პირები, რომლებიც უნებლიე მკვლელობას ჩაიდენენ, სხვა განწესების თანახმად – სუთი წლით.
(მოც. 62; ტრულ. 9I; ანკვირ. 21, 22, 23; ბასილი დიდის 2, 8, 11, 43, 54, 56, 97; გრიგოლ ნოხელის 5)
კანონი 32
ბასილი დიდი თავისი მე-13 კანონით სამი წლით უკრძალავს წმინდა ზიარებას იმ პირებს, რომლებიც ომში კლავდნენ, ხოლო 55-ე კანონით იმათაც, რომლებმაც თავდაცვის მიზნით მოკლეს თავდამსხმელი ყაჩაღები; კლირიკოსებს, მსგავსი დანაშაულებებისათვის, განკვეთით სჯის.
(ანკვირ. 22, 23; ათანასე დიდის 1; ბასილი დიდის 8, 43, 55; გრიგოლ ნოსელის 5)
კანონი 33
დედაკაცს, რომელიც განზრახ კლავს ნაყოფს თავის მუცელში, და აძლევს ან ილებს საწამლავს ჩანასახის მოსაწამლავად და მუცლის მოსაშლელად, ბასილი დიდი, თავისი მე-2 და მე-8 კანონებით, ისეთივე სასჯელს უფარდებს, როგორსაც კაცისმკვლელებს. ჩვენ კი ვადგენთ, რომ ასეთებს განეწესოთ ხუთწლიანი ან სამწლიანი ეპიტიმიები.
(მოც. 65; ტრულ. 91; ანკვირ. 22, 23; ბასილი დიდის 2, 8, II, 43, 54, 56, 27; გრიგოლ ნოსელის 2)
კანონი 34
ვისაც უნებლიედ მოეშლება მუცელი, ერთწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება.
(ანკვირ. 23; ბასილი დიდის 2, 8, 11, 43, 54, 57; გრიგოლ ნოსელის 53)
კანონი 35
დედა, რომელიც ძილში თავის შვილს მოგუდავს, წმინდა ზიარებაზე დაიშვება მხოლოდ სამი წლის შემდეგ, თუკი, ამასთან, თავს შეიკავებს გარკვეულ დღებში ხორცისა და ყველის მიღებისაგან, და გულმოდგინედ გამოიღებს სინანულის სხვა ნაყოფსაც. თუ ეს მოხდა მშობლის დაუდევრობითა და უგულისყურობით, მაშინ ისჯება როგორც განზრას მკვლელობა, ხოლო თუ უნებლიედ, შემთხვევით, მაშინ შეიძლება პატიებაც მიიღოს, მაგრამ მაინც საჭიროა შესაბამისი ეპიტიმია, რამეთუ მოხდა სხვა ცოდვების მიზეზით.
(ბასილი დიდის 8; გრიგოლ ნოსელის 23)
კანონი 36
დედა, რომელმაც უყურადღებობა გამოიჩინა ასლდაბადებული ჩვილის მიმართ, რის შედეგადაც ის მოკვდა, სასჯელს იმსახურებს განზრახ მკვლელობისათვის.
კანონი 37
თუ მშობლების დაუდევრობით ჩვილი მოუნათლავი გარდაიცვლება, მაშინ ისინი წმინდა ზიარებიდან განიყენებიან სამი წლის ვადით; ამ დროის განმავლობაში უნდა დასჯერდნენ მშრალ საკვებს და ლმობიერჰყონ ღმერთი მეტანიებით, ტირილითა და შეძლებისდაგვარი მოწყალებით. თუ დაბადებიდან შვიდი დღის ჩვილი მოუნათლავი გარდაიცვლება, მაშინ მშობლები წმინდა ზიარებას მოაკლდებიან ორმოც დღემდე, ამასთან, ამ ხნის განმავლობაში უნდა შემოიფარგლონ მშრალი კვებით და ყოველდლე ორმოცი მეტანია შეასრულონ.
(კართ. 72)
კანონი 38
მონოზონი (დედაო), რომელიც სხვა პირთა მეშვეობით შეიტყობს მომხდარი მრუშობის ან ბავშვის გახრწნის შეხახებ და საქმის ვითარებას არ აცნობებს მონასტრის წინამძვარს, ბასილი დიდის 71-ე კანონის თანახმად იგივე ეპიტიმიას ექვემდებარება, რასაც დაიმსახურებადა მას პირადად რომ ჩაედინა აღნიშნული დანაშაული.
(ბასილი დიდის 71)
კანონი 39
კანონით, მკვლელი ტოლფასად ისჯება ყველა ის დედაკაცი, რომელიც ჩვილს ეკლესიის კარიბჭესთან მიაგდებს, თუნდაც შემდგომში ის ვინმემ აიყვანოს და გაზარდოს.
(ბასილი დიდის 33, 52)
კანონი 40
ყაჩაღები იგივე სასჯელს იმსასურებენ, როგორსაც კაცისმკვლელები, რადგან თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანისას, ხშირად მკვლელობებსაც მიმართავენ.
(ანკვირ. 22, 23; ათანასე დიდის I; ბასილი დიდის 8, 13, 43, 52)
კანონი 41
ვინც ნებაყოფლობით აღიარებს და მოინანიებს ქურდობას, ბასილი დიდის 61-ე კანონის თანახმად ერთი წლით განიყენება წმინდა ზიარებიდან, ხოლო თუ სხვისგან იმხილება – ორი წლით. ჩვენ კი განვაყენებთ ორმოცი დლით იმას, ვინც თავად მოინანიებს, და ექვსი თვით – ვისაც სხვა ამხელს ქურდობაში.
კანონი 42
ვინც საზოგადოებრივი ქონების ხელყოფაში იმხილება, რასაც არსებითად ქურდობა ჰქვია, მას აღარ აქვს უფლება სამღვდელო დასში გაწევრიანდეს ხოლო თუ ქურდობაში შემჩნეული იქნება მლვდლის ხარისხის მიღების შემდეგ, მაშინ კარგავს მას მოციქულთა 25-ე კანონის საფუძველზე.
(მოც. 25, 72, 73; ორგზ. 10; გრიგოლ ნოსელის 6, 8)
კანონი 43
ბასილი დიდის 66-ე კანონით განიწესება, რომ ვინც საფლავს გათხრის გაძარცვის მიზნით, ათი წლით კარგავს წმინდა ზიარების მილების უფლებას. ჩვენ კი ასეთ პირს განვაყენებთ ერთი წლით, ამასთან, ის უნდა დასჯერდეს მშრალ საკვებს მეცხრე ჟამის შემდგომ და ყოველდლღიურად ორასი მეტანია შეასრულოს.
(ბასილი დიდის 60; გრიგოლ ნოსელის 7)
კანონი 44
მკრეხელობა, გრიგოლ ნოსელის თანახმად, ისჯება ნაკლები ეპიტიმიით, ვიდრე მრუშობა; ზოგადად კი სამი წლით ისჯება.
(მოც. 22, 38, 72, 73; ანტიოქ. 25; ორგზ. 10; გრიგოლ ნოსელის 8; კირილე ალექსანდრიელის 2)
კანონი 45
ბასილი დიდის 82-ე კანონი განაწესებს, რომ პირი, რომელიც იძულებული გახდება ფიცი გატეხოს, წმინდა ზიარებას აკლდება სამი წლის ვადით, ხოლო ვინც გარედან ძალდატანების გარეშე დაარღვია ფიცი, წმინდა ზიარებას უნდა მოაკლდეს ათი წლით. ჩვენ კი ვგონებთ, რომ ისინი ერთი წლით უნდა განკანონდნენ, ამ ხნის განმავლობაში მიიღონ მხოლოდ მშრალი საჭმელი მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულონ ყოველდღიურად ორას ორმოცდაათი მეტანია.
(მოც. 25; ტრულ. 94; ბასილი დიდის 10, 17, 29, 64, 82)
კანონი 46
არც საერო დედაკაცი, არც მონოზონი ეკლესიის ერთობიდან არ განიყენებიან, არამედ. მხოლოდ – წმინდა ზიარებიდან, რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, რამეთუ კანონი ამბობს, ასე იმიტომ ვმოქმედებთ, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბევრი შერცხვენილი დედაკაცი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს. ზუსტად ასევე, არც მღვდელი, არც დიაკონი, კანონის თანახმად: „არ შურ იგო ორ გზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9).
(მოც. 25; ბასილი დიდის 34) #88 უპისკოპოხი ნიჯოდიში (ჰილაჰშიპ)
კანონი 47
თუ უწმინდური რამ ჩავარდება ჭაში, ან ზეთში, ან ლვინოში, და ვინმე შესვამს, მაშინ ასეთმა პირმა სამი დლის განმავლობაში თავი შეიკავოს ხორცისა და ყველისგან, და შვიდი დღღის განმავლობაში არ ეზიაროს.
(მოც. 63: ტრულ. 67; ღანგ. 2)
კანონი 48
თუ ვინმეს წმინდა ზიარების შემდეგ პირღებინება დაემართება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, მას ორმოცი დღით ეკრძალება ზიარების მიღება. ამასთან, ყოვლდღე უნდა იკითხოს 50-ე ფსალმუნი და ჰყოს ორმოცი მეტანია. და თუნდაც მან იცოდეს, რომ ამაში დამნაშავე არ არის, მაინც უნდა დაექვემდებაროს სასჯელს მისი სხვა შემთხვევითი ცოდვების გამო.
კანონი 49
ვინც თავის დედინაცვალთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც ასეთმა პირმა ყოველდღიურად უნდა იმარხულოს, დასჯერდეს საღამოობით მშრალ საჭმელს და შეასრულოს ხუთას-ხუთასი მეტანია.
კანონი 50
ვინც ისიძვებს დედა-შვილთან, ექვემდებარება ოთხწლიან ეპიტიმიას, თანაც უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
კანონი 51
ვინც ისიძვებს ორ ძმასთან, ექვემდებარება იგივე ეპიტიმიას.
კანონი 52
ვინც თავის სიძესთან ისიძვებს, ექვემდებარება ოთწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
კანონი 53
ვინც თავის ძმასთან ისიძვებს, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ამასთან, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ოთხასი მეტანია...
კანონი 54
თუ უფროსი ძმა უმცროსთან ისიძვებს, უკანასკნელი კი ამას არ იზამს, მაშინ უფროსი ძმა ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ასი მეტანია.
კანონი 55
თუ ვინმე ისიძვებს თავის ასულთან მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება ხუთწლიან ეპიტიმიას, ხოლო მრავალგზის შემთხვევაში – ექვს-შვიდწლიანს; უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულოს ყოველდღიურად ხუთასი მეტანია.
კანონი 56
თუ ვინმე ისიძვებს თავის დედასთან მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება შვიდწლიან ეპიტიმიას, ხოლო თუ მრავალგზის – თორმეტწლიანს; ამასთან, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულოს ყოველდღიურად ხუთასი მეტანია.
კანონი 57
ვინც ისიძვებს თავის მონათლულთან (ქალთან) მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ხოლო თუ მრავალჯერ, მაშინ – ათწლიანს; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ხუთასი მეტანია.
კანონი 58
ვინც ისიძვებს თავისი ნათლულის დედასთან, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
კანონი 59
ვისაც ჰყავს ცოლი და, ამასთან, მრავალჯერ დაუშვებს „საზიზლრობას“ პირუტყვთან, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას; თუკი ცოლი არ ჰყავს და აღნიშნულ „საზიზღრობას“ დაუშვებს ერთხელ ან ორჯერ, ან ყველაზე ბევრი – სამჯერ, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდლიურად შეასრულოს სამასი მეტანია. იგივე სასჯელს, იგივე დანაშაულისათვის, ექვემდებარება ცოლიც.
კანონი 61
ვისაც კანონიერი ცოლი ჰყავს და, ამასთან, ისიძვებს წარმართთან, ან ებრაელთან, ან თურქთან (მუსულმანთან), ანდა მწვალებელთან, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია. მსგავს სასჯელს დაექვემდებარება ცოლიც, რომელსაც კანონიერი ქმარი ჰყავს – თუ ისიძვებს ებრაელთან, ან თურქთან, ან მწვალებელთან, ან ლათინთან, ანდა სომეხთან. თუკი ქმარი, რომელსაც ცოლი ჰყავს, და ცოლი, რომელსაც კანონიერი ქმარი ჰყავს, ისიძვებენ რომელიმე წარმართთან ან მწვალებელთან, მაშინ დაექვემდებარებიან ეპიტიმიებს ოთხი ან ხუთი წლით, და უნდა დასჯერდნენ მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულონ ორას ორმოცდაათი მეტანია.
კანონი 62
თუ მღვდლის ან დიაკვნის ცოლი იმრუშებს, დაექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია. ეს ცოლები უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარებიან, ვიდრე სხვა მრუშები, იმიტომ, რომ დამნაშავენი არიან თავიანთი ქმრების სულიერი სიკვდილისა, რომლებმაც მათი მრუშობს გამო შეიძლება დაკარგონ მღვდლობის ხარისხი, და დაკარგავენ კიდეც, თუკი მოინდომებენ გააგრძელონ ერთად ცხოვრება თავიანთ მემრუშე ცოლებთან. ხოლო თუ სურთ მღვდლობა შეინარჩუნონ, მაშინ დაუყოვნებლივ, როგორც კი მრუშობა მოხდება, უნდა შეწყვიტონ მათთან ქორწინებითი კავშირი – ნეოკესარიის კრების მე-8 კანონის შესაბამისად.
კანონი 63
ქალი, რომელიც ორ ძმასთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; ამასთანავე, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდლიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
კანონი 64
ქალი, რომელიც საჭურისთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
კანონი 65
ვინც არაბუნებრივი სახით შეეყოფა თავის ცოლს, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ამასთან, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია.