ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
წმინდა იოანე მარხულის კანონები · ტ. II (2011)
წინათქმა
დამატებითი პანონები პანონები წმინდისა იოანე მმარხპელისა
PDF გვ. 465
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ყოველგვარი იძულების გარეშე, თავისი უგუნურებით განუდგა ქრისტეს, მას შეუძლია – ბასილი დიდის 73-ე კანონის თანხმად – მხოლოდ სიკვდილის წინ მიიღოს წმინდა ზიარება. ვერავინ გაათავისუფლებს მას ეპიტიმიიდან და ვერც ლმობიერებას გამოიჩენს ვინმე მის მიმართ. წმინდა გრიგოლ ნოსელი, როდესაც რიგის მისედვით ჩამოთვლის ყოველივეს, რაც აპოსტატებს (განდგომილებს) ეხებათ, იგივე სასჯელს უქვემდებარებს ყველა იმას, ვინც ნებაყოფლობით გადადის სარწმუნოებიდან ცდომილებაში, ამასთან, განსაზღვრავს, რომ სასჯელის ვადა უნდა უთანაბრდებოდეს თითოეული შემცოდებლის მთელ დარჩენილ ცხოვრებას. იმ პირებს კი, რომლებიც იძულებით განდგნენ, მეძავთათვის განსახღვრულ სასჯელს განუწესებს, ანუ ათწლიან ეპიტიმიას. აპოსტატების ზუსტად ასეთივე დაყოფას აკეთებს ანკვირიის კრება, ასევე, წმინდა მღვდელმოწამე პეტრე ალექსანდრიელი და ბასილი დიდი თავისი ზ1-ე კანონით. თუმცაღა, ეკლესია ამჟამად მიჰყვება იმას, რაც დაადგინა და განაწესა კონსტანტინოპოლის უწმინდესმა პატრიარქმა მეთოდემ, და მასთან შესაბამისობაში მოქმედებს იმათთან დამოკიდებულებით, რომლებსაც ასე თუ ისე ბრალი მიუძღვით აღნიშნულ დანაშაულში. რამეთუ იგი (მეთოდი) ამბობს, რომ ვინც ბავშვობიდან შეიპყრო უკეთურმა სულმა და იგი შიშით, უმეცრებით თუ სარწმუნოებაში გაუცნობიერებლობით იძულებული გახდა მამათა რწმენას განდგომოდა, მერმე კი, მოწიფულ ასაკში, კვლავ დაუბრუნდება ქრისტიანულ ცხოვრებას და კათოლიკე ეკლესიასთან ერთობაში შევა სინანულითა და აღსარებით, – დაე, ყოველდღიურად, მეშვიდე დღემდე, ისმინოს მღვდელთან ოთხი დაწესებული ლოცვა, მერვე დღეს კი განიბანოს; შემდეგ თავისი სამოსელისგან განიძარცვოს და არდაგი მოირტყას წელზე, და ცხონ მას მირონი ახალნათელღებულის მსგავსად; ყოველივე ამის შემდეგ, ბოლოს, ღირსიქმნეს წმინდა ზიარების მიღებისა. შემდგომი რვა დღის განმავლობაში დაესწროს ეკლესიაში წმინდა ღვთისმსახურებას ახალნათელღებულის მსგავსად. ასეთივე კაცთმოყვარეობის ღირსი გახდეს ისიც, ვინც ზრდასრულ ასაკში შეიპყრეს უკეთურებმა და წამებით აიძულეს მამათა რწმენა უარეყო. ოღონდ, ასეთმა, მანამდე უნდა იმარხულოს ორჯერ ორმოცორმოცი დლე – თავი შეიკავოს ხორცის, ყველისა და კვერცხისგან, ამას გარდა, ყოველ შვიდეულში სამი დღე – ღვინისა და ზეთისგან. მელი ამ ხნის განმავლობაში ილოცოს და მუხლდრეკები ჰყოს, რამდენიც ამისთვის ძალა ექნება. მერმე, როცა ეს ვადა შესრულდება, – ორჯერ ორმოცორმოცი დღე, – შვიდი დღის განმავლობაში ყოველდლე მოისმინოს ლმობიერსაყოფი ლოცვები, მერვე დღეს კი, ზემონათქვამის მსგავსად, განიბანოს, მირონი იცხოს და წმინდა ზიარებას ელირსოს. შემდგომი რვა დღის განმავლობაში საეკლესიო მსახურებებს დაესწროს. რაც შეეხება სარწმუნოებიდან ნებაყოფლობით განდგომილებს, მათ საშინელი სასჯელი მოელით, მაგრამ, ლვთის ენითგამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ასეთიც მოწყალებით უნდა განიკურნოს. ამიტომ, დაე, იმარხულოს მან ორი წელი –- შეიკავოს თავი ხორცის, ყველისა და კვერცხისგან, და, ამას გარდა, ყოველ შვიდეულში სამ-სამი დლე – ზეთისა და ღვინისგან; ყოველდღიურად, ძალისამებრ, ასი ან ორასი მეტანია ჰყოს. როდესაც ორი წელიწადი შესრულდება, დაე, მანაც შვიდი დღე ლმობიერსაყოფი ლოცვები ისმინოს, დანარჩენში კი ისე უნდა მოექცნენ მას, როგორც ეს ზემოთ ითქვა.
იოანე მმარხველის წინამდებარე და სხვა კანონები, რომლებიც აქ მოყვანილია „ათენის სინტაგმიდან“, თავისი ორიგინალური ტექსტის მიხედვით არ არის ის, რომელიც თავად მმარხველმა შეადგინა. თვით კანონები კი, ან უფრო ზუსტად, მმარხველის „კანონიკონი“, საეჭვოა, რომ თავისი პირველი რედაქციით დღეს უკვე არსებობდეს. ,„კანონიკონი“ სამაგიდო წიგნი იყო სულიერი მოძღვრებისათვის სხვადასხხვა ცოდვებისათვის ეპიტიმიების განსაზღვრისას. თანაც, ყოველი მოძღვარი ახდენდა ამ წიგნის გადაწერას საკუთარი გამოყენებისათვის და ამატებდა მას სხვა კანონებსაც იმ შემთხვევებისათვის, რომლებიც იოანეს არ ჰქონდა გათვალისწინებული. ამის შედეგად, მმარხველის ,კანონიკონმა“ დროთა განმავლობაში იმდენად დაკარგა თავისი თავდაპირველი სახე, რომ მის მრავალრიცხოვან რედაქციათა შორის ძნელი საცნაური გახდა, რომელი იყო მათგან მმარხველის ნამდვილი „კანონიკონი“. ამიტომ ბევრმა დაიწყო მისი უგულებელყოფა და შედეგად, მისი ძველი ავტორიტეტი თანდათან დაეცა. XIV საუკუნეში მათე ბლასტარმა კვლავ აამაღლა იოანე მმარხველის წიგნის თავდაპირველი მნიშვნელობა. მან მისგან შეადგინა საკმაოდ ვრცელი სინოპსისი (48 კანონი) და მიუერთა იგი თავის ალფაბეტურ სინტაგმას. როგორც ბლასტარის ამ სინოპსისმა, ისე ალფაბეტურმა სინტაგმამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა აღმოსავლურ ეკლესიაში; აღნიშნული სინოპსისის მიხედვით იოანე მმარხველის კანონები კვლავ შევიდა საყოველთაო გამოყენებაში. მრავალ ძველბერძნულ ხელნაწერთა შორის არის ბლასტარის სინოპსისიც, რომელიც ერთ-ერთი ამ ხელნაწერის მიხედვით დაიბეჭდა ათენის სინტაგმაში. იმავე სინოპსისის მიხედვით მმარხველის კანონები შევიდა ბლასტარის სინტაგმის ძველბერძნულ ხელნაწერში, როგორც ამის შესახებ ამბობს პროფ. თ. დ. ფლორინსკი თავის წიგნში „სერბებისა და ბერძნების მეფის დუშანის კანონმდებლობითი მოღვაწეობის ძეგლები“ (კიევი, 1888, გვ. 309- და შემდგე. მოყვანილი შენიშვნიდან, რომლის წამძღვარებაც მმარხველის კანონების განმარტებისათვის ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, იოლი გასაგები იქნება ყოველი ცალკეული კანონის აზრი, რომლებიც, ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მკაცრი გაგებით სავგსებითაც არ არის მმარხველის კანონები.
წმინდა იოანე მმარხველის ყველა კანონი დაყოფილია სამ ი«გგუფად, რაც შეესაბამება გრიგოლ ნოსელისეულ დაყოფას თავის პირველ კანონში სულის სამი ძალის მიხედვით: გულისსიტყვა (გონიერი, აზრობრივი), გულისთქმა (წადიერი, მოსურვეობითი) და გულისწყრომა (გაღიზიანებითი, გაბრაზება, განრისხება), რომელთაგანაც შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა ცოდვა. წმინდა გრიგოლ ნოსელის კანონების მსგავსად, წმინდა იოანე მმარხველიც ცოდვებს ჩამოთვლის ზემომოხსენიებული სულის ძალების სქემით. მისი „კანონიკონის“ კანონების ცალკეულ ჯგუფს ბლასტარის სინოპსისის ორიგინალში ქვეჯგუფების შესაბამისი საკუთარი სახელწოდებებიც აქვთ მინიჭებული. პირველ ჯგუფს ზედწარეწერება ,გონის ძალა, გულისთქმის ძალა და გულისწყრომის ძალა“ და თავის თავში შეიცავს, როგორც გრიგოლ ნოსელთან, სარწმუნოების საწინააღმდეგო ცოდვების შესახებ კანონებს (1 და მე-2); მეორე ჯგუფი – „სულის მოაზროვნე ნაწილის შეცოდებანი“ შეიცავს კანონებს (4-30) ზნეობრიობის საწინააღმდეგო ცოდვების შესახებ; მესამე ჯგუფი კი – „გულისთქმის ნაწილის შესახებ“ გადმოგვცემს კანონებს (31-48), რომლებიც ეხება მოყვასის სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვებს. სინოპსისის კანონიკონის შვიდი კანონის გარდა, ყველა დანარჩენი ეკუთვნის იოანე მმარხველს. ამ შვიდი კანონიდან 1-ში, მე-2-ში და მე-16-ში არის. ჩართული ტექსტები მათე ბლასტარისგან, ხოლო 22, 23, 26 და 27 კანონები თვით ბლასტარმა შეადგინა. წინამდებარე პირველი კანონი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი, რომელშიც მოიხსენიება ანკვირიის კრებისა და წმინდა მამების – პეტრე ალექსანდრიელის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის კანონები ქრისტესგან განდგომილთა შესახებ, ეკუთვნის წმინდა იოანე მმარხველს, რომელიც მიიჩნევს, რომ განდგომილთათვის სასჯელის განსაზღვრისას, მათი ეკლესიაში დაბრუნების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისობა ზემომოხსენიებული კანონების განწესებებთან. კანონის მეორე ნაწილი კი მათე ბლასტარს ეკუთვნის, რომელმაც იოანე მმარხველის კანონი შეავსო კონსტანტინოპოლის კრების განწესებით; ეს კრება პატრიარქ მეთოდეს დროს (842-846) გაიმართა და მასში საუბარია ქრისტესგან განდგომილთა ეკლესიაში მიღების წესზე. სწორედ ასეთ წესი იყო ძალაში მათე ბლასტარის დროს.
PDF გვ. 465 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ, ვინც გრძნეულებითა და მომწამვლელობით არს დაკავებული, ბასილი დიდი თავისი 65-ე კანონით მკვლელებისათვის დაწესებულ სასჯელს უფარდებს, ანუ ოცწლიან ეპიტიმიას. ზუსტად ასევე, 72-ე კანონის თანახმად, იმათაც, ვინც მკითხაობს, ან, უბრალოდ, სჯერა მათი. გრიგოლ ნოსელი კი, თავის მე-2 მე-3) კანონში, ცოდვების მისეულ დაყოფასთან შესაბამისობაში, აპოსტატის (განდგომილის) მსგავსად სჯის ყველას, ვინც ტოვებენ ჩვენს სარწმუნოებას და მკითხავებს მიმართავენ. მეორე მხრივ, ვინც იძულებით მიდის მათთან ან სულმოკლეობით, ისჯება როგორც მემრუშე. VI მსოფლიო კრების 61-ე კანონი ამ უკანსკნელებს ექვსწლიან ეპიტიმიას განუწესებს, ანკვირიის კრება კი ამ სასჯელს ხუთ წლამდე ამცირებს. წაიკითხე ლაოდიკიის 36-ე კანონი, სადაც დაწვრილებით არის განხილული # 6 ზ უპის 4 ოპოსი ნიასოდიში (შილაშიპ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განსხვავება. გრძნეულებითა და მომწამვლელობით დაკავებულ პირებს იოანე მმარხველმა სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა, მაგრამ ეს იმ პირობით, თუ ისინი მკაცრად იმარხულებენ: იკმარებენ ყოველდღიურად, მეცხრე ჟამის შემდეგ, მშრალ და ხმელ საჭმელს, ანუ საკვებს მიიღებენ მხოლოდ იმისათვის, რომ იარსებონ; ამასთანავე, ყოველდღე ორას ორმოცდაათ მეტანიას შეასრულებენ და მოკრძალებით მიიტანენ შუბლს ზედ მიწამდე. იგივე სასჯელს განუსაზღვრავს თილისმანის მატარებელ და ჯადოს დამამზადებელ დედაკაცებსაც.
წინამდებარე კანონი შედგენილია მათე ბლასტარის მიერ იოანე მმარხველის შესაბამისი კანონის საფუძველზე. მასში თავიდან საუბარია კრებებისა და წმინდა მამების კანონების შესახებ იმათ წინააღმდეგ, ვინც ჯადოსნობით იყო დაკავებული. ამის შემდეგ კი მოყვანილია იოანე მმარხველის განწესება ასეთი შემცოდებლების წინააღმდეგ.
PDF გვ. 467 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
ის, რომ ჩვენ (ამბობს იოანე მმარხველი) ვამცირებთ სინანულის ვადებს, ვფიქრობ, რომ იმათ, ვინც სწორად სჯის, უსაფუძვლოდ არ მოეჩვენება. რაკი არც ბასილი დიდს, არც სხვა უფრო ძველი დროის ჩვენს ლვთაებრივ მამებს არ განუჩინიათ ცოდვილებისთვის მარხვები, მღვიძარება, მეტანიების რაოდენობა, არამედ, მხოლოდ – წმინდა ზიარებიდან განყენება, ამიტომ ჩვენ ვგონებთ, რომ იმათთვის, ვინც გულწრფელად ინანიებს და მზად არის მოაუძლუროს ხორცი თავისი მკაცრი მოღვაწეობით, იცხოვროს კეთილგონივრულად ისე, რომ ახალი ცხოვრება სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს მისი ძველი ბიწიერი ცხოვრებისა, – მართებული იქნება, თავშეკავების საზომისამებრ, ზომიერების ფარგლებში შეუმცირდეთ სასჯელის ვადები. ასე, მაგალითად, თუკი ვინმე აღთქმას დადებს, რომ ლვინოს არ მიიღებს გარკვეულ დღეებში, მაშინ ჩვენ თანახმა ვართ შევუმციროთ მას ერთი წლით მამების მიერ მისი დანაშაულისათვის განსაზღვრული ეპიტიმიის ვადა. ზუსტად ასევე, თუკი ასეთი პირი აღთქმას დადებს, რომ გარკვეულ დღეებში თავს შეიკავებს ხორცისგანაც, მაშინ ჩვენ თანახმა ვართ კიდევ ერთი წლით შევუმციროთ მას სასჯელის ვადა, ან მისი მხრიდან ყველისა და კვერცხისგან თავშეკავების შემთხვევაში, ან თევზისგან, ზეთისგან, – თანახმა ვართ, რომ თითოეული დასახელებული პროდუქტისგან თავშეკავების შემთხვევაში, კიდევ თითო წლით შეუმცირდეთ დაწესებული სასჯელი. ზუსტად ასე უნდა მოვექცეთ ყველა იმათგანს, ვინც ხშირი მეტანიებით ცდილობს ლმობიერჰყოს მის მიმართ ღმერთი და განსაკუთრებით, თუ ავლენს ძალდაუტანებელ გულმოდგინებას წყალობის გაცემაში. შემდეგ, ჩვენ თანახმა ვართ კიდევ უფრო შევუმციროთ სასჯელი ისეთ პირს, რომელიც დაცემის შემდეგ იწყებს ღვთისმოშიშ და განმხოლოებულ ცხოვრებას და ყველა იმ ღვაწლს ტვირთულობს, რაც ამ სახის ცხოვრებას ახასიათებს.
ძ მსოფ. 12; IV მსოფ. 16; ტრულ. 102; ანკვირ. 2; ბასილი დიდის 74)
იოანე მმარხველის მიერ სხვადასხვა ცოდვისთვის დაწესებულ ეპიტიმიებს თუ შევადარებთ საეკლესიო კრებებისა და ძველი დროის წმინდა მამების მიერ განწესებულ ეპიტიმიებს იმავე ცოდვებისათვის, დიდ სხვაობას დავინახავთ. ეს უკანასკნელნი საკმაოდ დიდი სიმკაცრით გამოირჩევიან, იოანეს მიერ განწესებული სასჯელები კი გაცილებით ლმობიერია. იმისათვის,რომ წმინდა მამებისეული განწესებების მოშურნეთაგან რისხვა არ დაემსახურებინა, წმინდა იოანემ საჭიროდ ჩათვალა აეხსნა, თუ რაში იყო საქმე და რატომ ამცირებდა სინანულის ვადებს სანახევროდ. იგი შენიშნავს, რომ ბასილი დიდი და სხვა წმინდა მამები, სხვადასხვა ცოდვებისათვის განაწესებდნენ ცოდვილების მხოლოდ გაწნყენებას წმინდა ზიარებიდან, მეტი ან ნაკლები ხანგრძლივობით. ამასთან, მხედველობაში არ იღებდნენ მარხვას, მღვიძარებასა და მეტანიებს, როგორც სასჯელის ერთგვარ სახეს, რომლებიც გულწრფელი სინანულის პირობებში, შეიძლება დაეხმაროს მონანულს იმაზე ადრე გახდეს წმინდა ზიარების ღირსი, ვიდრე ამას დაიმსახურებდა, რომ არ დაქვემდებარებოდა მარხვას, მღვიძარებასა და მეტანიებს. იოანე მმარხველი ხაზს უსვამს ამ გარემოებას და შენიშნავს, რომ თუკი ის უმცირებს სინანულის ვადას ზოგიერთ ცოდვილს, რომლებიც თრგუნავენ საკუთარ ხორცს მარხვით, მღვიძარებითა და მეტანიებით, და ნებას აძლევს მათ მიიღონ წმინდა ზიარება ვადაზე ადრე. ვიდრე ეს წინანდელი კანონებით იყო გათვალისწინებული, სადაც ამ საშუალებათა შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ სინანულის ვადების შემცირება უნდა მიიჩნიოს სავსებით საფუძვლიანად ნებისმიერმა, ვისაც სურს სწორად განსაჯოს. მათ უფრო, რომ ამაზე რწმუნებას იძლევა თვით ბასილი დიდიც თავისი 74-ე კანონით. ამის შემდეგ იოანე მმარხველს მოჰყავს მაგალითი. თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ ცოდვილისათვის სინანულის ვადის ეს შემცირება გამოიყენებოდეს. სასჯელის გვარობიდან გამომდინარე. თუმცაღა, სინანულის ვადების ეს შეპცირუბა, რომლის შესახებაც იოანე მმარხველი საუბრობს, ეხება მხოლოდ ციდვას რამჯუნიშე სახეს, მაშინ, როდესაც ყველა სხვა დანარჩენი სახის ცოდვისათვის. ის სავალდებულოდ თვლის ადრინდელი მამების მიერ განწესებულ სასჯელს. ზუსტად ასევე. იგი აუცილებლად მიიჩნევს ამ ეპიტიმიებს იმ ცოდვებისთვისაც. რომელთათვისაც. ის განაწესებს ნაკლებად მკაცრ სასჯელებს, თუკი აღებული პირი გულმოდგინედ არ ასრულებს მის განწესებას მარხვებსა და მეტანიებთან დაკავშირებით. როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ.
ეს სრულიად სწორი და საფუძვლიანი მსიეელობა იოანე შმარხველისა, მაინც არ იყო სასურველი ეპიტიმიების დადებისას ძველი განწესებებით სარგებლობის მომხრეთათვის. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ბევრისთვის სახიანო იყო ცოდვილების მიმართ ასეთი ლმობიერება. ათონელი მონოზვნების შეკითხვაზე. მისაღებია თუ არა ეპიტიმიების დადებისას იოანე მმარხველის „კანონიკონით” სარგებლობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ III (1084-1111) პასუხობს, – რასაც შემდგომში ვიხილავთ, – იმ აზრით, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ: კერძოდ. უპასუხა, რომ #70 უპისკოპოსი ნიკოდიში (შილაშიპ თავისი უდიდესი ლმობიერებით ამ „კანონიკონმა“ ბევრი დაღუპა. თუმცაღა,თანდათან იოანე მმარხველის კანონების შესახებ ეს აზრი შეიცვალა, და დროთა განმავლობაში აღმოსავლურ ეკლესიაში საყოველთაოდ დაიწყეს მათი გამოყენება. ასე რომ, ამჟამად სულიერი მოძღვრები საბერძნეთში ვალდებულნი არიან შემცოდებელს, აღსარების შემდეგ, ეპიტიმია სწორედ ამ კანონების მიხედვით დაადონ.
PDF გვ. 468 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
გულში უწმინდური აზრების მოქმედება, თუ ცოდვა ჯერ კიდევ არ არის ჩადენილი, სასჯელს არ ექვემდებარება.
ამ კანონში თავისი გამოხატულება ჰპოვა რომის სამართლის კანონმა, რომლის თანახმადაც, ჩაფიქრებული დანაშაული არ შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული იმისათვის, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღონ ზომები ვინმეს წინააღმდეგ. ჩაფიქრებული დანაშაული უნდა დასრულდეს კიდეც – დადებითად ან უარყოფითად, რათა შესაძლებელი გახდეს მასზე მსჯელობა, როგორც დასასჯელ ქმედებაზე.
მართალია, რაც ითქვა, ძალმოსილია საეკლესიო სასამართლოს გარეგან საქმეებში, მაგრამ ის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შინაგანი საეკლესიო სასამართლოსთვისაც, კერძოდ, მოძღვრებისთვის წმინდა აღსარებისას, რომელთათვისაც, საკუთრივ, განკუთვნილია ეს კანონი. ამის შესახებ იხ. შემდეგი (მე-5) კანონი.
PDF გვ. 470 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
გულის თანაგრძნობა ზრახვების მიმართ, თორმეტი მეტანიით იწმინდება.
მე-4 კანონში ნათქვამია, რომ ჩაფიქრებული დანაშაული არ ექვემდებარება სასჯელს, იმ ვარაუდით, რომ ჩაფიქრებულს ჰქონდა შემთხვევითი და წარმავალი მნიშვნელობა, და რომ მან ვერ დაიპყრო ადამიანის გული. თუმცა, თუკი ეს მოხდება, ანუ ბოროტი განზრახვა განმტკიცდება ადამიანში, მაგრამ არ გადაიზრდება რამე დანაშაულში მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ხელი შეუშალა მისგან დამოუკიდებელმა გარემოებამ, მაშინ სულიერ სასჯელს იმსახურებს თვით ბოროტი ზრახვაც, როგორც ნათქვამია წინამდებარე (მე-5) კანონში. რომის სამართალშიც ჰქონდა მას ძალა გარკვეულ ვითარებებში. ამასთან, აღნიშნულ სამართალში მხოლოდ პირობითად არის ნათქვამი: „განზრახვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი“. ბოროტი განზრახვა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, თუ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულში არ გადაიზარდა, მაგრამ ეს განზრახვა რომ ყოველთვის დაუსჯელი უნდა დარჩეს, ამის შესახებ რომის სამართალში არსადაა ნათქვამი.
PDF გვ. 470 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
ბრძოლა (ვნებებთან) იმსახურებს ან «ჯილდოს, ან სასჯელს.
ადამიანი ჯილდოს დაიმსახურებებს, თუ ვნებებთან ბრძოლაში არ დათმობს და გაიმარჯვებს მათზე. სასჯელს კი დაიმსახურებს იმ შემთხვევაში, თუ თავის თავში კანონები ნშინდისა იოკნე შმარხველისა L71 ვერ იპოვის შეწინააღმდეგობის ძალას და ვნებებს დაემორჩილება. სასჯელი მას დაეკისრება ცოდვის სიმძიმის გათვალისწინებით.
PDF გვ. 470 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
თანხმობა (უკეთურ აზრებთან) არის სასჯელის მიზეზიც და დასაწყისიც.
წინამდებარე კანონი წარმოადგენს წინა სამი კანონის (მე-,ო მე-5 და მე-6) განმარტებას და ამბობს, რომ ადამიანი თავად არის დამნაშავე, თუ მოჰყვება სასჯელის ქვეშ იმისათვის,რომ ვერ იპოვა თავის თავში ძალა დაეპირისპირებინა სათნოება ვნებებისათვის. რამეთუ თავად დაიმსახურა სასჯელი იმით, რომ აღასრულა მის მიერვე ჩაფიქრებული დანაშაულებრივი საქმე.
PDF გვ. 471 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
ვინც ძილში ეკრიზისით იბილწება, ერთი დღით აკლდება წმინდა ზიარებას, და ჩაითვლება უწმინდურობიდან განწმენდილად, თუ წაიკითხავს 50-ე ფსალმუნს და შეასრულებს 49 მეტანიას.
ათანასე დიდი თავის პირველ კანონში სვამს შეკითხვას: „რა აქვს ცოდვიანი ან უწმინდური ბუნებრივ გამონაყოფს?“ შესაბამისად, იგი ამისთვის სასჯელს არავის უქვემდებარებს. ასევე, დიონისე ალექსანდრიელიც, საუბრობს რა თავის მე-4 კანონში ღამის უნებლიე გამონაყოფზე (თესლდენა), შენიშნავს, რომ პირი, რომელსაც ეს შეემთხვევა, თვითონ არის საკუთარი თავის მსაჯული; მაგრამ სასჯელს ამისთვის არ ადებს. წინამდებარე კანონი კი, პირიქით, განაწესებს, რომ არ უნდა დაუშვან ის პირი ზიარებაზე, რომელიც წინა ღამით უწმუნდურებით შეიბილწა, რამეთუ ის არ არის წმინდა და მხოლოდ შესაბამისი ეპიტიმიით შეიძლება განიწმინდოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იოანე მმარხველის წინამდებარე კანონის განწესება კარგია და მართებული.
PDF გვ. 471 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც მღვიძარე მდგომარეობაში შეიბილწება ეკრიზისით, ექვემდებარება შვიდდლიან განყენებას წმინდა ზიარებიდან, ამასთან, ყოველდლე უნდა წაიკითხოს 50-ე ფსალმუნი და შეასრულოს 49 მეტანია.
აქ უკვე საუბარია არა „ღამისეული თესლდენითი“ შებილწვით ძილში და, მაშასადამე, უნებლიე ცოდვაზე, არამედ, როდესაც ადამიანი მღვიძარე მდგომარეობაში იბილწება განზრახ, ნებსით. სასჯელი, რომელსაც ამ ცოდვისათვის განაწესებს წინამდებარე კანონი, დიდი არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რა გარყვნილი ზნეობის ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც სრულ ცნობიერებაში მყოფი ნებას აძლევს თავის თავს ასეთი სამარცხვინო, ბუნების საწინააღმდეგო უწმინდურება ჩაიდინოს.
PDF გვ. 471 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
ვინც მალაკიას ჩაიდენს (ჩუკენობა), ექვემდებარება ორმოცდღლღიან ეპიტიმიას რომლის განმავლობაშიც მხოლოდ მშრალი საჭმელი “უნდა მიიღოს, ამას გარდა ასი მეტანია ყოველდლიურად.
ჩუკენობა განკითხულია ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წმინდა წერილით, როდესაც ღმერთმა დასაჯა პატრიარქ იუდას ძე ონანი, რომელმაც მიწაზე დაღვარა თესლი (იხ. დაბ 38, 8-10), ამიტომაც ამ ბუნების საწინააღმდეგო საძაგელ ცოდვას, სხვაგვარად ონანიზმიც ეწოდება. სასჯელი, რომელსაც წინამდებარე (მე-10) კანონი ჩუკენობისათვის განაწესებს, ჩენ საკმაოდ მსუბუქად მიგვაჩნია, რამეთუ ეს ცოდვა უშუალოდ ღმერთის მცნებას შეურაცხყოფს.
PDF გვ. 472 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
როდესაც ორი ერთურთს უკეთებს მალაკიას, ისჯებიან როგორც ორმაგი მალაკიისთვის, ოთხმოცდღიანი ეპიტიმიით.
იოანე მმარხველის წინამდებარე კანონს ჩვენ განვიხილავთ მამათმავლობის შესახებ მის 29-ე კანონთან კავშირში, რომელსაც მოიხსენიებს გრიგოლ ნოსელი თავის მე-4 კანონში, და რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ ბასილი დიდის 62- ე კანონის განმარტებაში. თავის წინამდებარე კანონში, იოანე მმარხველი ამ სისაძაგლეს უწოდებს ორმაგ ჩუკენობას, რაც არის ის კიდევაც სინამდვილეში, მაგრამ, მაინც, დამნაშავეებისათვის განაწესებს, დანაშაულის სიმძიმით რომ ვიმსჯელოთ, უმნიშვნელო სასჯელს, ბასილი დიდი ამ დანაშაულისთვის თხუთმეტწლიან ეპიტიმიას აწესებს, ისევე, როგორც მრუშობისთვის; გრიგოლ ნოსელი კი, ზემომოხსენიებულ კანონში – თვრამეტწლიანს. ვფიქრობთ, საეკლესო პრაქტიკისათვის ძალაში უნდა იყოს სწორედ გრიგოლ ნოსელის განწესება და არავითარ შემთხვევაში იოანე მმარხველისა მამათმავლობის შესახებ. თავის 29-ე კანონში წმინდა იოანე მმარხველმა მართალია სახეცვლილება შეიტანა წინამდებარე (მე-11) კანონის განწესებაში და ეპიტიმია სამ წლამდე გაზარდა, ხოლო მისი შესრულებისას გულმოდგინების გამოუჩინებლობის შემთხვევაში – თხუთმეტ წლამდე, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი ეს სასჯელი სამი წლით ნაკლებია ვიდრე გრიგოლ ნოსელს აქვს განწესებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იოანე მმარხველი მამათმავლობისათვის ვადებთან დაკავშირებულ ეპიტიმიას უერთებს ყოველდღიურ მძიმე ზორციელ ღვაწლსაც – მოუკლებელ გულშემუსვრილ ლოცვასა და მარხვას, საღამოობით კი დამნაშავე უნდა დაკმაყოფილდეს მშრალი საჭმელით და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
PDF გვ. 472 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
თუ რომელიმე კლირიკოსი სამლვდელო ხელდთასხმამდე ჩუკენობის ვნებით იყო შეპყრობილი და აქვს იმის შიში, რომ შეიძლება არ მიიღონ სამღვდელო კრებულში, დაე, მიიღონ იგი დაუბრკოლებლად, მაგრამ შესაბამისი ეპიტიმიის შემდეგ. თუკი სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგაც ჩავარდება იგივე ცოდვაში, მაშინ ერთი წლით განკანონდეს მღვდელმსახურებიდან, რასაც შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს განწესებული სასჯელის მოხდის შემდეგ. ხოლო თუ თავისი ცოდვის გაცნობიერების შემდეგაც კვლავ, მეორედ და მესამედ მიეცემა იგივე ბიწიერებას, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჩამოერთვას სამღვდელო ხარისხი და ჩამოქვეითდეს წიგნისმკითხველთა რიგში.
ამ წმინდა მამის მე-3 კანონის განმარტებაში ჩვენ დადებითი შეფასება მივეცით სხვადასხვა ცოდვისათვის სასჯელების განსაზღვრისას მისი მხრიდან ლმობიერიების გამოვლენას. თუმცაღა, წინამდებარე (მე-12) კანონში გამოჩენილი ლმობიერება, ჩვენი აზრით, მეტისმეტია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ცოდვის სიმძიმეს, რომლის შესახებაც ეს კანონი ლაპარაკობს; ასევე იმას,რომ ეს ცოდვა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებასა და ღვთის მცნებებს, რაც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ამ წმინდა მამის მე-10 კანონის განმარტებაში და განსაკუთრებით, როდესაც ამ ცოდვაში ვარდებიან სასულიერო პირები, რომლებსაც ეს კანონი მიემართება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს წმინდა მამა არ თვლიდა ჩუკენობას იმდენად მძიმე ცოდვად, როგორსაც ის სინამდვილეში "წარმოადგენს. იგი უშვებს სამღვდელო დასში ისეთი პირის დაუბრკოლებლად მიღებას, რომელიც ჩუკენობის ცოდვაში იყო ჩავარდნილი ხელდასხმამდე, თუკი მხოლოდ მან ორმოცდღიანი ეპიტიმია მოიხადა. ამავე ცოდვაში მეორედ ჩავარდნილთათვის განაწესებს სამღვდელო მსახურებიდან ერთწლიან განყენებას, და ამ ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უშვებს მღვდელმსახურის მოვალეობის შესასრულებლად. ჩუკენობა შედის ბუნებსაწინააღმდეგო სიძვისა და სოდომის ცოდვის ყველაზე სამარცხვინო დანაშაულთა რიცხვში, და თუ თავად ღმერთმა განიკითხა სოდომის ცოდვა, რაც დასტურდება როგორც ძველაღთქმისეული, ისე ახალაღთქმისეული წმინდა წერილებით (იხ. დაბ. 18, 20 და შემდგ.; რომ. 1, 26, 27; 1 კორ. 6, 9), მაშ, როგორღა შეიძლება მღვდელთა რიგებში ისეთ პირთა დათმენა, რომლებიც თუნდაც ერთხელ აღმოჩნდნენ აღნიშნულ ცოდვაში? წინამდებარე კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვს ამ ცოდვისათვის სასულიერო პირის სამღვდელო დასიდან განკვეთას, როდესაც დამტკიცებული იქნება, რომ ის განაგრძობს აღნიშნულ ცოდვაში დადგრომას.
PDF გვ. 472 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
მალაკიისათვის ეპიტიმიას დედაკაციც ექვემდებარება, რომელიც ეამბორება მამაკაცს და მასთან შეხებაში მოდის, თუნდაც, ამ დროს, საქმე შებილწვამდე არ მივიდეს.
სავსებით სამართლიანად სჯის წმინდა მამა დედაკაცსაც, რომელიც კოცნის მისთვის უცხო მამაკაცს და მასთან ახლოშეხებაში მოდის, თუნდაც რომ ასეთი ურთიერთობა სიძვის ცოდვით არ დამთავრდეს. რამეთუ ქალის ეს კოცნა უცხო # 7 % უპის გოჰოსი ნიაკოდიში (შილაშიპ2 მამაკაცთან და მასთან ხორციელი შეხება სქესობრივ გაღიზიანებას იწვევს და თესლის გამოყოფით მთავრდება, ანუ – ბუნებსაწინააღმდეგო სიძვით. აქ წმინდა მამა გულისხმობს, ეჭვგარეშეა, დაუქორწინებელ პირებს; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მრუშობა იქნებოდა.
PDF გვ. 473 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მეძავი წმინდა ზიარებიდან განიყენება ცხრა წლით – წმინდა გრიგოლ ნოსელის მე-3 მე-4) კანონით, ხოლო ბასილი დიდის 59-ე კანონით –- შვიდი წლით.
PDF გვ. 474 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
ბასილი დიდის 21-ე კანონი ამბობს, რომ თუ ცოლიანი მამაკაცი ჩავარდა სიძვაში, იგი უფრო მეტ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე იგივე ცოდვით დაცემული უცოლო მამაკაცი.
ბასილი დიდის 9, 19, 21, 26, 34, 37, 39, 58, 59, 77, 79, 80; გრიგოლ ნოსელის 4)
წინამდებარე კანონში ლაპარაკია მრუშობის შესახებ, თანაც, ქმრის მხრიდან; ცოლის მხრიდან ამის შესახებ კი, არაფერია ნათქვამი, ისევე, როგორც არაფერია ნათქვამი ამის შესახებ ბასილი დიდის 21-ე კანონში, რომლის შინაარსიც მოჰყავს წმინდა იოანე მმარხველს. მის წინამდებარე კანონს ჩვენ მოვიაზრებთ როგორც მრუშის შესახებ განწესებულს, რამეთუ ვეყრდნობით თვით კანონის სიტყვებს, თუმცა, მოხსენიებულ კანონში ბასილი დიდი კანონიერი ცოლის მოღალატე კაცს უწოდებს მეძავს. ხოლო თუ რაგვარ სასჯელს ექვემდებარება მემრუშე, ამის შესახებ ნათქვამია გრიგოლ ნოსელის იმავე კანონში, რომელიც იოანე მმარხველს მოჰყავს თავის მე-14 კანონში, კერძოდ – თვრამეტწლიან ეპიტიმიას.
PDF გვ. 474 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბასილი დიდის მე-60 კანონი მონოზვნებს, ისევე, როგორც შეწირულ ქალებს, სიძვით დაცემისათვის უქვემდებარებს მრუშობისათვის დაწესებულ სასჯელს, რამეთუ მათ შებლალეს კავშირი თავიანთ სულიერ სიძესთან. ტრულის კრების 44-ე კანონი განაწესებს, -რრომ სიძვაში ჩავარდნილი მონოზონი დაისაჯოს ზუსტად ისე, როგორც ერისკაცი. ჩვენ კი (ამბობს იოანე მმარხველი) ვგონებთ, რომ თითოეულისათვის, ვიც ისიძვებს, საკმარისი იქნება წმინდა ზიარებიდან ორი წლით განკანონება, მაგრამ, ამასთან, მან უნდა იკმაროს საკვების მილება მხოლოდ მეცხრე ჟამის შემდეგ, ისიც – მშრალი სახით, და ყოველდღე შეასრულოს ორას ორმოცდაათი მეტანია. თუ ამაში უდიერი აღმოჩნდება, მაშინ მამების მიერ განწესებული სასჯელის მთელი ვადა უნდა დაითმინოს.
წინამდებარე კანონი საუბრობს მონოზვნების შესახებ, რომელთაც არ მიუღიათ ხელდასხმა, და შეწირულ ქალებზე, ანუ ისეთ პირებზე, რომლებიც არ არიან ქორწინების კავშირით შეკრულნი, და რომლებიც ჩავარდნენ სიძვის ცოდვაში. ამის გამო, მათე ბლასტარმა სავსებით მართებულად შეიტანა იოანეს ამ კანონში ტრულის კრების 44-ე კანონი, რომლის თანახმადაც სიძვაში ჩავარდნილი მონოზონი (ხუსტად ასევე, შეწირული ქალებიც, რომლებიც კრძალულებით მონოზვნებს ემსაგავსებიან), ექვემდებარება მეძავისთვის განწესებულ სასჯელს, ანუ შვიდწლიან ეპიტიმიას. იოანე მმარხველმა ეს სასჯელი მთელი მესამედით შეამცირა. მაგრამ ზონარა, ტრულის კრების მოხსენიებული კანონის განმარტებაში, შენიშნავს, რომ აუცილებელია ტრულის კრების განწესების დაცვა, როგორც უფრო გვიან მიღებულის, ვიდრე ბასილი დიდის მე-60 კანონია, რომელიც იოანე მმარხველმა თავის წინამდებარე (მე-16) კანონში მოიყვანა. ჩვენი აზრით, ზონარა ამ შემთხვევაში მართალია.
PDF გვ. 474 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მამების განწესების თანახმად, შებილწვა, რომელიც ძალადობით ხდება სასტიკი ადამიანების ან მებატონეების მხრიდან, სასჯელს არ ექვემდებარება. ამის შესახებ, კერძოდ, საუბრობს ბასილი დიდი თავის 49-ე კანონში.
PDF გვ. 475 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლირიკოსებთან მიმართებით, რომლებიც სიძვობენ, ბასილი დიდი თავისი 32-ე კანონით განაწესებს, რომ ისინი უნდა განიკვეთონ ხარისხიდან, მაგრამ ეკლესიასთან ერთობაში რჩებიან.
აქ მოყვანილ ბასილი დიდის 32-ე კანონში, მოხსენიებულია სასიკვდილო ცოდვა, რომლის გამოც, მასში ჩავარდნილი კლირიკოსი უნდა განიკვეთოს. სასიკვდილო ცოდვებში შედის სიძვაც, ამიტომაც იოანე მმარხველის მხრიდან ბასილი დიდის კანონზე დაყრდნობა მართებულია, თუკი ვივარაუდებთ, რომ აქ იგულისხმება უქორწინებელი კლირიკოსები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მრუშობისათვის სასჯელი ეკუთვნის.
PDF გვ. 475 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავის მე-4 კანონში ბასილი დიდი ამბობს, რომ მეორედ დაქორწინებულებს ზოგიერთები სჯიან ერთწლიანი, ზოგიერთებიც – ორწლიანი ეპიტიმიით, მესამედ დაქორწინებულებს კი წმინდა ზიარებიდან განაყენებენ სამი და ოთხი წლით. ხოლო ჩვენ, ამბობს, ბასილი, წმინდა ზიარებიდან განვაკანონებთ – ჩვეულების თანახმად – ხუთი წლის ვადით, თუმცა, ქორწინების დაურღვევლობის პირობით, – წინა ქორწინებებიდან შვილების არყოლის შემთხვევაში.
ბასილი დიდის მე-4 კანონზე დაყრდნობა აქ სავსებით სწორია. თუმცაღა, წინამდებარე კანონის განწესების გააზრებისათვის, საჭიროა მივმართოთ ბასილი დიდის მოხსენიებული (მე-4) კანონის ჩვენეულ განმარტებას. კანონის დასკვნა, რომ მესამედ დაქორწინებულთა ქორწინებითი კავშირი არ უქმდება, ეფუძნება ბასილი დიდის 50-ე კანონს, სადაც იგი ასეთ ქორწინებას თუმც კი უწოდებს „უწმინდურებას ეკლესიაში“, მაგრამ მიიჩნევს მას უკეთეს მდგომარეობად, ვიდრე „გარყვნილი მეძავეობაა“.
PDF გვ. 475 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
გრიგოლ ნოსელის მე-6 Iმე-4) კანონი მრუშობისათვის წმინდა ჭზიარებიდან განაყენებს თვრამეტი წლით, ბასილი დიდის 38-ე კანონი – თხუთმეტით; ანკვირიის კრების მე-20 კანონი განაწესებს, რომ ეპიტიმია უნდა დასრულდეს შვიდი წლის შემდეგ. ხოლო ჩვენ (ამბობს მმარხველი) ვთვლით, რომ მრუშობით დაცემული შეიძლება წმინდა ზიარებას ეღირსოს სამწლიანი ეპიტიმიის შემდეგაც, თუკი, ამასთან, საკვებად იკმარებს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღე ორას ორმოცდაათ მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში უდიერი აღმოჩნდება, მაშინ მამების მიერ დაწესებული ვადის დასრულებას დაელოდოს.
(მოც. 48; ტრულ. 87, 93, 98; ანკვირ. 20; კართ. 102; ბასილი დიდის 9, 2I, 31, 345, 36, 46, 48, 58, 77, 80; გრიგოლ ნოსელის 4 წინამდებარე კანონში მოიხსენიება მემრუშეთათვის დაწესებული სამი სხვადასხვა ვადის ეპიტიმია: შვიდწლიანი, თხუთმეტწლიანი და თვრამეტწლიანი. იოანე მმარხველი ამ ვადებს სამ წლამდე ამცირებს – ყოველდღიური ხორციელი ღვაწლის პირობების დამატებით. ვიღებთ რა მხედველობაში ქორწინების სიწმინდეს, რომელსაც ბილწავს როგორც მემრუშე ქმარი, ისევე – ცოლი, ყველაზე მართებულ სასჯელად ჩვენ ის სასჯელი მიგვაჩნია, რომელსაც გრიგოლ ნოსელი აწესებს.
PDF გვ. 476 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
ნეოკესარიის კრების მე-ჭ კანონის თანახმად, სამლვდელო ხარისხს ვერ მიიღებს პირი, რომლის მეუღლეც მრუშობაში იმხილებოდა. შესაბამისად, სასულიერო პირმა, რომლის ცოლიც მისი ქიროტონიზაციის შემდგომ იქნა მრუშობაში შემჩნეული, მასთან ქორწინებითი კავშირი უნდა გაწყვიტოს, ან უარი თქვას მღვდელმსახურებაზე.
(მოც- 18; ტრულ. 3, 6, 13, 26; ნეოკეს. 8; ბასილი დიდის 27) კანონები 6შინდისა იოკნე შპარხველისა L77 სავსებით მართებულია ამ კანონში ნეოკესარიის მე-8 კანონზე დაყრდნობა. ამ უკანასკნელის განმარტებაში ჩვენ სხვათა შორის ვისაუბრეთ მღვდლის ცოლის შესახებაც, რომელმაც თავის ქმარს უღალატა.
PDF გვ. 476 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ტრულის კრების 98-ე კანონი იმ პირს, ვინც სხვასთან დაწინდულზე იქორწინებს, გმობს, როგორც მეძავს,.
წინამდებარე კანონი იოანე მმარხველის კანონებში ჩართულია მათე ბლასტარის მიერ, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ. დაწინდვის მნიშვნელობის შესახებ, როგორც სხვასთან დაქორწინების შემაკავებელი მიზეზისა, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ ტრულის კრების 98-ე კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 477 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ტრულის კრების 72-ე კანონის თანახმად, ქორწინება მართლმადიდებელ მამაკაცსა და მწვალებელ დედაკაცს შორის და, პირიქით, ითვლება არამტკიცედ და იგი უნდა გაუქმდეს, როგრც უკანონო თანაცხოვრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეულლეები მაინც გადაწყვეტენ ასეთ ქორწინებაში დარჩენას, ისინი წმინდა ზიარებიდან განყენებას დაიმსახურებენ.
ეს კანონიც მათე ბლასტარმა ჩართო წმინდა იოანე მმარხველის კანონებს შორის. ამ (23-ე) კანონში მოყვანილა ტრულის კრების 72-ე კანონის დასაწყისი ნაწილი, რომელიც კრძალავს ქორწინებას მართლმადიდებელსა და სხვა სარწმუნოების მქონე პირს შორის და განაწესებს, რომ ასეთი ქორწინება, თუ იგი უმეცრებით შედგა, უნდა გაუქმდეს. თუმცა, ტრულის მოხსენიებულ კანონში ასეთი ქორწინების, ეგრეთ წოდებული შერეული ქორწინების შესაძლებლობის პირობებზეც არის საუბარი – მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელ პირებს შორის. ამის შესახებ, ისევე, როგორც იმ ნორმის შესახებ, რომელიც დაცული უნდა იყოს შერეული ქორწინებების კურთხევისას, ჩვენ ვისაუბრეთ ტრულის კრების 72-ე კანონის განმარტებაში და ის ნორმა ამჟამადაც იურიდიული ძალის მქონეა.
PDF გვ. 477 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
სისხლალრევის ცოდვაში ჩავარდნილებს, ბასილი დიდი წმინდა ზიარებიდან თხუთმეტი წლით განაყენებს, – როდესაც ადგილი აქვს სიძვას საკუთარ დასთან. ჩვენ კი განვაწესებთ, რომ ასეთი პირი ზიარების ლირსიქმნეს სამწლიანი ეპიტიმიის შემდეგ, თუკი ყოველდღე იმარხულებს – იკმარებს რა საღამოობით მშრალ საჭმელს – და ხუთას მეტანიას შეასრულებს.
(ბასილი დიდის 67, 68, 75; გრიგოლ ნეოკესარიელის I1) #78 უპის 'კოპოსი ნი ასჯოდიში (შილაშიპ დადგენილება, რომელსაც წინამდებარე კანონი ეყრდნობა, არის ბასილი დიდის 67-ე კანონის განწესება, სადაც იგულისხმება ძმის მეძავეობა საკუთარ დასთან – დედმამიშვილთან, ვინაიდან სიძვის ცოდვა დასთან, რომელიც მხოლოდ დედით ან მხოლოდ მამით არის მისთვის დაი, ბასილი დიდის 75-ე კანონით უფრო ნაკლები ეპიტიმიით ისჯება, კერძოდ = თორმეტწლიანით. წმინდა იოანე მმარხველის წინამდებარე კანონში ეს განსხვავება არ არის გამოკვეთილი.
PDF გვ. 477 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც თავის რძალთან ისიძვებს, ბასილი დიდის თანახმად თერთმეტი წლით განიკანონება წმინდა ზიარებიდან. ჩვენ კი, ასეთ პირს, მხოლოდ ორწლიან ეპიტიმიას ვუწესებთ, მაგრამ, ამასთან, ის ყოველდღიურად მშრალი საჭმელით უნდა დაკმაყოფილდეს, – მისი მეცხრე ჟამის შემდეგ მიღების პირობით, და ყოველდღე სამას-სამასი მეტანია შეასრულოს. თუ ამაში დაუდევრობას გამოიჩენს, მაშინ შეასრულოს ყოველივე ის, რაც მამებმა განაწესეს.
წინამდებარე კანონში მოხსენიებული ბასილი დიდის კანონი – ეს არის 76-ე. თერთმეტწლიან ეპიტიმიას“”! რომელსაც ბასილი დიდი განაწესებს საკუთარ რძალთან სიძვისათვის, იოანე მმარხველი ამცირებს ორ წლამდე – ყოველდღიური ხორციელი ღვაწლის პირობებში.
PDF გვ. 478 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 26
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იგივე ეპიტიმიებს ექვემდებარება ისიც, ვინც დარჩებოდა რა ქორწინებაში თავის ცოლთან, იმავდროულად, ვნებით იქნებოდა აღძრული სიდედრის მიმართ; ეს იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ ის, რაც თავიდან არის დაფუძნებული, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შეურყევლი უნდა დარჩეს. თუმცა, წმინდა და ლვთაებრივი კრება ამჟამად განაწესებს, რომ ის, ვინც ასეთ დაწყევლილ ცოდვაში ჩავარდება, წმინდა ზიარებიდან უნდა განკანონდეს ექვსი წლის ვადით, ამასთან, უნდა დაემორჩილოს შემდეგ წესს: პირველი ექვსი თვის განმავლობაში სრულიად უნდა შეიკავოს თავი ხორციანი კერძისგან, მუდმივად ესწრებოდეს ეკლესიაში წმინდა შეკრებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიზეზი ავადმყოფობა ან რამე გადაუდებელი საქმეა; თანაც, უნდა დადგეს ეკლესიის შესასვლელს გარეთ და ცრემლით ევედროს ღმერთს ცოდვების მიტევება. ამ დროის განმავლობაში ის ვერ მიიღებს ანტიდორს, ვერ შესვამს ნაკურთხ წყალს, – “ბასილი დიდის 75-ე და 76-ე კანონებში სასჯელის ვადად განწესებულია არა თერთმეტი წელი, არამედ – თორმეტი; იხ. შესაბამისი ადგ. თუ ეს ღმრთისგანცხადების წინა პერიოდს დაემთხვევა, – შეუძლია მსოლოდ უბრალო პური მიილოს მოკრძალებით წმინდა სამების სადიდებლად და როგორც საწინდარი, ლვთის კაცთმოყვარეობისა. ეკრძალება, ასევე, წმინდა ხატებზე მთხვევა, – შეუძლია მხოლოდ ხატის სადგამის ძირს ეამბოროს კეთილკრძალული შიშით. იმავდროულად, მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღე უნდა შეასრულოს ასი მეტანია შაბათისა და კვირის გარდა, ხოლო ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს მშრალი საჭმელი იკმაროს – თავი შეიკავოს თევზის, ღვინისა და ზეთისგან. ორი წლის განმავლობაში (პირველი ექვსი თვის შემდგომი), შეუძლია ეკლესიაში ლოცვაზე დადგეს მგალობლების უკან და მოისმინოს ღვთაებრივი საგალობლები. დანარჩენი სამ წელიწად-ნახევარი შეუძლია ეკლესიაში დადგეს ერთგულ მორწმუნეებთან ერთად და მათთან ილოცოს და, ამგვარად, ექვსწლიანი ეპიტიმიის ამოწურვის შემდეგ ელღირსება წმინდა ზიარების მიღებას. გარდა ამისა, შესაძლებლობიდან გამომდინარე, უნდა გაიღოს მოწყალება, განსაკუთრებით მარხვის დღეებში, ანუ ოთხშაბათსა და პარასკევს; კერძოდ, ღატაკებს უნდა დაურიგოს ყოველივე ის, რაც კანონებით შეეძლო მას ეჭამა, სასჯელის ქვეშ რომ არ აღმოჩენილიყო, და ასეთნაირად აღძრას ისინი მისთვის სალოცავად. შემდეგ, თუკი მატერიალური სახსრები აქვს, ყოველ კვირა დღეს უნდა გააგზავნოს ეკლესიაში ლიტურგიისათვის საჭირო ნივთები. ყველაფერ ამასთან ერთად, თავი შეიკავოს სიცრუისა და ფიცისგან, რაც ხშირად იწვევს ფიცის გატეხვას. მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში კი, შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება, მაგრამ თუ გამოჯანმრთელდა, კვლავ სინანულის იმავე საფეხურს უნდა დაუბრუნდეს, რომელზეც ზიარებამდე იმყოფებოდა (რაც მას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების გამო მიეცა) და ყოველმხრივ ეცადოს, როგორც შემუსვრილი გულით, ისე ცხელი ცრემლით განიბანოს სული მძიმე ცოდვისგან.
ესეც ერთ-ერთი იმ კანონთაგანია, რომელიც მათე ბლასტარმა შეიტანა იოანეს კანონიკონის სინოპსისში. იგივე სასჯელს, რომელსაც ბასილი დიდი განაწესებს რძალთან მრუშობისათვის (ბასილი დიდის 76-ე კან), ბლასტარის აზრით, უნდა დაექვემდებაროს სიდედრთან მრუშობის ცოდვით დაცემულიც. თუმცა, აქვე მოიხსენიებს სინოდალურ განწესებასაც, რომელმაც ბასილი დიდის თორმეტწლიანი ეპიტიმია ექვს წლამდე შეამცირა, და ამბობს, რომ ეს განწესება ამჟამადაც, ანუ XIV საუკენეშიც, არის ძალაშიო. აღნიშნული განწესება დამკიცებულ იქნა 1232 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანე II-ს დროს.
"სიკვდილის შემთხვევაში უკანასკ6ნელი საგსლის გარეშე რომ არ დარჩენილიყო. #80 უპისკოპოსი ნიკოდიმი C(შილაშია
PDF გვ. 478 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 27
იგივე კანონი მოქმედებს გრძნეულების, მრუშების, კაცისმკვლელებისა და ყველა სხვათა მიმართ, ვინც მძიმე ცოდვა ჩაიდინა, თუმცალა, მათი გულმოდგინებისა და სინანულისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
წინამდებარე კანონით, რომელიც ბლასტარის მიერ არის შეტანილი იოანე მმარხველის კანონთა რიცხვში, კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანე II-ს დროინდელი სინოდალური განჩინების თანახმად, წმინდა ზიარებიდან ექვსწლიანი განყენება განეწესებათ: გრძნეულებს, მრუშებს და კაცისმკვლელებს. ბასილი დიდის განწესებების თანახმად, რომლებიც წმინდა იოანე მმარხველის კანონების მთავარი წყაროა, გრძნეულები წმინდა ზიარებიდან განიყენებიან ოცი წლით (65-ე კან), ხოლო ვისაც მათი სჯერა (მისნობის, მკითხაობის) – ექვსი წლით (83-ე კან), მრუშები – თხუთმეტი წლით (58-ე კანე) და კაცისმკვლელები: უნებლიე მკვლელობისათვის – ათი წლით ((57-ე კან., განზრახ მკვლელობისათვის – ოცი წლით (56- ე კან). პირველთათვის მმარხველმა სასჯელი შეამცირა სამ წლამდე (მე-2 კანა, ასევე სხვებისთვისაც (მე-20 კან), ხოლო განზრახ მკვლელებისათვის – ხუთ წლამდე, უნებლიე მკვლელებისათვის – სამ წლამდე (31-ე კან). ყველა ამ ცოდვილისათვის ბლასტარს მოჰყავს ზემომოხსენიებული სინოდალური განწესება.
PDF გვ. 480 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 28
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წმინდა დიონისეს მე-. და ტიმოთეს მე-7 კანონები დედაკაცისგან, რომელიც „განწმენდაში“ იმყოფება, მოითხოვენ, რომ არაფერს მიეახლოს, რაც წმინდაა. ამას ძველი კანონიც განაწესებს (ძველი ალთქმა); გარდა ამისა, ეკრძალება მას ქმართან ხორციელი კავშირიც, რადგან ისე ხდება, რომ ის რაც ითესება, შემდგომში ხშირად გამოდის ავადმყოფური და სუსტი, რის გამოც, საღმრთო მოსე ქვებით ჩაქოლვას განუწესებს ასეთი მახინჯი ნაყოფის მშობელ მამას, რადგან იგი, ცოლის თავშეუკავებლობის მიზეზით, არ დაელოდა მის განწმენდას. განიწესება, რომ ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს დედაკაცი, რომელიც გაკადნიერდება და კანონის აკრძალვის მიუხედავად საღმრთო საიდუმლოს მიეახლება.
არც წმინდა დიონისე ალექსანდრიელს და არც ტიმოთე ალექსანდრიელს, თავიანთ კანონებში, რომლებსაც ეყრდნობა წინამდებარე (28-ე) კანონი, არ განუსაზღვრიათ სასჯელი, რომელსაც უნდა დაქვემდებარებოდა ,,დედათა წესის“ დროს ეკლესიაში სიწმინდეებს მიახლებული დედაკაცი. აკეთებს რა ამ კანონებზე დამატებას, წმინდა იოანე მმარხველი განაწესებს, რომ დედაკაცი, რომლიც ამ კანონს უგულებელყოფს, წმინდა ზიარებიდან უნდა განიყენოს ორმოცდღიანი ვადით.
PDF გვ. 480 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 29
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ის, ვინც მამაკაცთან სამარცხვინო კავშირს დაამყარებს, გრიგოლ ნოსელის მე-4 კანონის თანახმად, თვრამეტი წლით განიყენება წმინდა ზიარებიდან, ბასილი დიდის თანახმად კი – თხუთმეტი წლით. ხოლო ჩვენ განვაწესებთ, რომ უზიარებელი დარჩეს იგი სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ პირობით, რომ გულშემუსვრილი ილოცებს და იმარხულებს, საღამოობით კი მშრალი საკვებით დაკმაყოფილდება და ყოველდღიურად ორას მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში გულმოდგინებას არ გამოიჩენს, მაშინ თხუთმეწლიანი ეპიტიმია შეეფარდოს.
იხ. ამ წმინდა მამის მე-11 კანონის განმარტება.
PDF გვ. 481 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 30
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ბავშვობაში ვინმეს მიერ შეიბილწა, მას არ შეუძლია სამღვდელო წოდება მიიღოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც არასრულწლოვანს, არ შეუცოდავს, მაინც, მისი სხეული შეიბილწა და გამოუსადეგარი გახდა სამლვდელო მსახურებისათვის. ხოლო თუ მას, როგორც ბავშვს, უწმინდურება მიადგა თეძოებში, მაშინ, შესაბამისი ეპიტიმიის შემდეგ, არ შეიძლება მისთვის სასულიერო დასში შესვლაზე უარის თქმა.
წინამდებარე კანონში საუბარია ბავშვთა გახრწნაზე. კანონიდან ჩანს, რომ ეს ხდებოდა სხვადასხვა უსირცხვილო მეთოდებით, რომელთა შესახებაც ჩვენ არც კი ვილაპარაკებთ. კანონი განაწესებს, რომ ვიღაც მეძავის მიერ ბავშვობაში შებილწული პირი, არ შეიძლება სამღვდელო დასში მიღებულ იქნეს. გამონაკლისი კეთდება იმ პირთათვის, რომლებსაც ბავშვობაში უწმინდურება მიაყენეს თეძოებში (8 M6X0X86 869MC6X0X8 V9IMI8IC88 6XILI8 8 60»იმ). მსგავსი შემთხვევისათვის კანონი განაწესებს, რომ შებილწული პირი უნდა დაექვემდებაროს შესაბამის ეპიტიმიას, თუმცა ჩვენ არ გვესმის, რაშია დამნაშავე პირი, რომელიც ვიღაც წამხდარმა ბავშვობაში შებილწა.
PDF გვ. 481 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 31
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ძველი კანონი (ძველი აღთქმა) განაწესებს, რომ კაცისმკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს; ხოლო ბასილი დიდი, თავისი 56-ე კანონით, ასეთ პირს ოცი წლით განაყენებს წმინდა ზიარებიდან ნებისმიერი განზრას, და ათი წლით ნებისმიერი წინასწარგანუზრახველი მკვლელობისათვის. ჩვენ წმინდა ზიარებიდან განვაყენებთ განზრას მკვლელობისათვის ხუთი წლით, ხოლო უნებლიე მკვლელობისათვის – სამი წლით, მაგრამ იმ პირობით, რომ ის, ვინც საკუთარი ხელით მოკლა ადამიანი, ყოვლდღე საღამომდე იმარხულებს, საღამოობით კი მშრალ საკვებს დასჯერდება და, თანაც, სამას მეტანიას შეასრულებს. თუ ამაში უდიერებას გამოიჩენს, მაშინ, დაე, მამების განწესება აღასრულოს. ანკვირიის კრების 22-ე კანონში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ძველი განწესების თანახმად, წმინდა ზიარებიდან შვიდი წლით უნდა განკანონდნენ ის პირები, რომლებიც უნებლიე მკვლელობას ჩაიდენენ, სხვა განწესების თანახმად – სუთი წლით.
დაწყებული ამ 31-ე კანონიდან და 48-ე კანონის ჩათვლით, როგორც იოანე მმარხველის კანონიკონის ბლასტარისეულ სინოპსისშია ნათქვამი, განხილულია მოყვასის სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვები.
წინამდებარე (31-ე) კანონში საუბარია კაცისმკვლელებზე, თანაც, მოიხსენიებს რა წინანდელ კანონიკურ განწესებებს ამ დამნაშავეთა წინააღმდეგ, იოანე მმარხველი უმცირებს მათ ეპიტიმიის ვადებს: ხუთ წლამდე განზრახ მკვლელობისათვის და სამ წლამდე – უნებლიე მკვლელობისათვის, თუმცა, ჩვეულებრივ, უნიშნავს ყოველდღიურ მძიმე ხორციელ ღვაწლსაც. ათენის სინტაგმაში აღნიშნულია მხოლოდ შემდეგი: „ჩვენ კი ვუკრძალავთ ზიარებას სამი წლით“. ვინაიდან ამ ტექსტიდან გაუგებარია, იოანე მმარხველის თანახმად ვინ ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას – უნებლიე თუ განზრახ მკვლელი, მაშინ, როდესაც მას სწორედ ამისთვის უნდოდა გამოეცა ეს განწესება, ამიტომ ჩვენ მოცემული ტექსტი შევავსეთ „პიდალიონიდან“, სადაც ნათქვამია: „ხუთი წლით განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო უნებლიე მკვლელობისათვის – სამი წლით“, და ჩვენს თარგმანში ეს დამატება ფრჩხილებში ჩავსვით.
PDF გვ. 481 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 32
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბასილი დიდი თავისი მე-13 კანონით სამი წლით უკრძალავს წმინდა ზიარებას იმ პირებს, რომლებიც ომში კლავდნენ, ხოლო 55-ე კანონით იმათაც, რომლებმაც თავდაცვის მიზნით მოკლეს თავდამსხმელი ყაჩაღები; კლირიკოსებს, მსგავსი დანაშაულებებისათვის, განკვეთით სჯის.
წინამდებარე კანონის ავტორი, იზიარებს ბასილი დიდის შეხედულებებს, რომლებიც გამოხატულია აღნიშნული კანონების განწესებებში. მაშინ, როდესაც ბასილი დიდის ამ კანონების შუასაუკუნეების კომენტატორები შენიშნავენ, რომ ისინი ძნელად გამოსაყენებელია პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც ჩვენ აღვნიშნეთ კიდეც მათ განმარტებებში.
PDF გვ. 482 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 33
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედაკაცს, რომელიც განზრახ კლავს ნაყოფს თავის მუცელში, და აძლევს ან ილებს საწამლავს ჩანასახის მოსაწამლავად და მუცლის მოსაშლელად, ბასილი დიდი, თავისი მე-2 და მე-8 კანონებით, ისეთივე სასჯელს უფარდებს, როგორსაც კაცისმკვლელებს. ჩვენ კი ვადგენთ, რომ ასეთებს განეწესოთ ხუთწლიანი ან სამწლიანი ეპიტიმიები.
ჩვენ გადამეტებულად მიგვაჩნია იოანე მმარხველის მიერ გამოჩენილი ლმობიერება ისეთ საშინელ ცოდვილთა მიმართ, როგორებიც არიან თავიანთ მუცელში ნაყოფის განზრახ მომაკვდინებელი დედაკაცები. ვგონებთ, მსგავს შემთხვევებში მკაცრად უნდა იქნეს გამოყენებული ბასილი დიდის მოხსენიებული კანონების განწესებანი. ამის ახსნას ემსახურება ჩვენ მიერ ბასილი დიდის მე-2 კანონის განმარტებაში ნათქვამი.
PDF გვ. 483 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 34
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვისაც უნებლიედ მოეშლება მუცელი, ერთწლიან ეპიტიმიას ექვემდებარება.
PDF გვ. 483 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 35
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედა, რომელიც ძილში თავის შვილს მოგუდავს, წმინდა ზიარებაზე დაიშვება მხოლოდ სამი წლის შემდეგ, თუკი, ამასთან, თავს შეიკავებს გარკვეულ დღებში ხორცისა და ყველის მიღებისაგან, და გულმოდგინედ გამოიღებს სინანულის სხვა ნაყოფსაც. თუ ეს მოხდა მშობლის დაუდევრობითა და უგულისყურობით, მაშინ ისჯება როგორც განზრას მკვლელობა, ხოლო თუ უნებლიედ, შემთხვევით, მაშინ შეიძლება პატიებაც მიიღოს, მაგრამ მაინც საჭიროა შესაბამისი ეპიტიმია, რამეთუ მოხდა სხვა ცოდვების მიზეზით.
PDF გვ. 483 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 36
დედა, რომელმაც უყურადღებობა გამოიჩინა ასლდაბადებული ჩვილის მიმართ, რის შედეგადაც ის მოკვდა, სასჯელს იმსახურებს განზრახ მკვლელობისათვის.
(ბასილი დიდის 33, 52) #8 L უპის 4 ოპოსი ნი 4 ოდიში C შილაში2
PDF გვ. 483 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 37
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ მშობლების დაუდევრობით ჩვილი მოუნათლავი გარდაიცვლება, მაშინ ისინი წმინდა ზიარებიდან განიყენებიან სამი წლის ვადით; ამ დროის განმავლობაში უნდა დასჯერდნენ მშრალ საკვებს და ლმობიერჰყონ ღმერთი მეტანიებით, ტირილითა და შეძლებისდაგვარი მოწყალებით. თუ დაბადებიდან შვიდი დღის ჩვილი მოუნათლავი გარდაიცვლება, მაშინ მშობლები წმინდა ზიარებას მოაკლდებიან ორმოც დღემდე, ამასთან, ამ ხნის განმავლობაში უნდა შემოიფარგლონ მშრალი კვებით და ყოველდლე ორმოცი მეტანია შეასრულონ.
წინამდებარე კანონი სასჯელს განუწესებს იმ მშობლებს, რომლებმაც თავიანთი დაუდევრობით დაუშვეს, რომ შვილი მოუნათლავი გარდაცვლილიყო. სხვათა შორის, ეს კანონი იმითაც არის გამართლებული, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაც, – როგორც ძველი, ისე ახალი, – სჯის იმ პირებს, რომლებმაც შვილების ნათელმიუღებლად გარდაცვალება დაუშვეს. სასჯელს იმსახურებს, ასევე, მღვდელიც - თუ ეს მისი დაუდევრობით მოხდა. კართაგენის კრების 72-ე კანონით ბავშვის მონათვლა განიწესება ყოველთვის, როდესაც არის იმის ეჭვი, რომ იგი შეიძლება მონათლული არ იყოს. პედობაპტიზმის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-14 და ტრულის კრების 53-ე კანონების განმარტებებში.
PDF გვ. 484 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 38
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მონოზონი (დედაო), რომელიც სხვა პირთა მეშვეობით შეიტყობს მომხდარი მრუშობის ან ბავშვის გახრწნის შეხახებ და საქმის ვითარებას არ აცნობებს მონასტრის წინამძვარს, ბასილი დიდის 71-ე კანონის თანახმად იგივე ეპიტიმიას ექვემდებარება, რასაც დაიმსახურებადა მას პირადად რომ ჩაედინა აღნიშნული დანაშაული.
წინამდებარე კანონის ტექსტიდან მკაფიოდ არ ჩანს, თუ ვინ წარმოადგენს მრუშობისა და ბავშთა გახრწნის სუბიექტს,რაზედაც ეს კანონი ლაპარაკობს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მონოზონმა, რომელიც ამ ამბავს გაიგებს, იღუმენიას უნდა “მეატყობინოს, მაშინ დანაშაულის სუბიექტს სხვა მონოზონი წარმოადგენს, და ასეთ შემთხვევაში მრუშობა არ უნდა გავიგოთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ასეთი სახის (მრუშობის) დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ქორწინების კავშირით შეკრულ პირს შეუძლია, რაც არ შეიძლება მონოზონს მიესადაგოს. თუკი ვივარაუდებთ, რომ მონოზონი დაეცა ვინმესთან სიძვის ცოდვით, ასეთ შემთხვევასი მრუშობა შეიძლება მხოლოდ ფიგურალურად მოიაზრებოდეს, ანუ, მან უღალატა თავის სულიერ სიძეს – იესო ქრისტეს, რომელსაც საკუთარი ქალწულობა მიუძღვნა. ამით აიხსნება კანონის აზრი, რამეთუ, ვიღებთ რა მხედველობაში, ვინ და ვის უნდა შეატყობინოს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ძნელად სავარაუდოა, რომ დანაშაულის სუბიექტი იყოს საერო პირი და არა – მონოზონი. მონოზონის ბრალი, რომელმაც იცოდა დანაშაულის შესახებ და არ შეატყობინა, იმაში მდგომარეობს, რომ მან დაფარა დანაშაული, ეს კი უკვე სასჯელს იმსახურებს და როგორც ვიცით, დანაშაულის მფარველები ისევე ისჯებიან, როგორც თვით დანაშაულის ჩამდენნი. ამ თვალსაზრისით შეიძლება, ერთგვარად, გამართლებული იყოს იოანე მმარხველის მიერ ბასილი დიდის 71-ე კანონის დამოწმება, თუმცაღა, წმინდა ბასილის აღნიშნული კანონი საგანგებოდ არ საუბრობს დანაშაულის მფარველობაზე, არამედ დანაშაულში თანამონაწილეობაზე; იოანე მმარხველის ეს (38-ე) კანონი კი დანაშაულში უშუალო მონაწილეობაზე არაფერს ამბობს.
PDF გვ. 484 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 39
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კანონით, მკვლელი ტოლფასად ისჯება ყველა ის დედაკაცი, რომელიც ჩვილს ეკლესიის კარიბჭესთან მიაგდებს, თუნდაც შემდგომში ის ვინმემ აიყვანოს და გაზარდოს.
ბასილი დიდის 33-ე კანონი, ისევე, როგორც 52-ე, ერთნაირ სასჯელს (როგორც მკვლელობისათვის) განუსაზღვრავს დედაკაცს, რომელიც გზაში იმშობიარებს და ახალშობილ შვილს იქვე მიატოვებს – ბედის ანაბარა მიაგდებს. ზოგიერთი ქალები ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ნაკლებად შესცოდავდნენ, თუ ახალშობილს ტაძრის შესასვლელთან დატოვებდნენ იმ იმედით, რომ ვინმე გულმოწყალებას გამოიჩენდა და მას ტაძარში შეიყვანდა, სადაც სულიერად მაინც აღიზრდებოდა. იოანე მმარხველი არ იწყნარებს თავის გამართლების ამ მიზეზს და ასეთ დედებს, მათი დანაშაულის გამჟღავნებისას, განუწესებს განზრახ მკვლელობისათვის დაწესებულ სასჯელს.
PDF გვ. 485 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 40
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ყაჩაღები იგივე სასჯელს იმსასურებენ, როგორსაც კაცისმკვლელები, რადგან თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანისას, ხშირად მკვლელობებსაც მიმართავენ.
PDF გვ. 485 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 41
ვინც ნებაყოფლობით აღიარებს და მოინანიებს ქურდობას, ბასილი დიდის 61-ე კანონის თანახმად ერთი წლით განიყენება წმინდა ზიარებიდან, ხოლო თუ სხვისგან იმხილება – ორი წლით. ჩვენ კი განვაყენებთ ორმოცი დლით იმას, ვინც თავად მოინანიებს, და ექვსი თვით – ვისაც სხვა ამხელს ქურდობაში.
დ ამასთან, მხოლოდ ლოდ მშრალი ლ საკვები კვე მიილოს ღ მეცხრ ეცხრე ჟუ ამის შემდეგ და ყოველდღე ასი მეტანია ჰყოს.
(ბასილი დიდის 6I; გრიგოლ ნეოკესარიელის 3, 4, 5; გრიგოლ ნოსელის 6) #86 უპისკოპოსი ნიჯოდიში (შილაშიპ
PDF გვ. 485 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 42
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც საზოგადოებრივი ქონების ხელყოფაში იმხილება, რასაც არსებითად ქურდობა ჰქვია, მას აღარ აქვს უფლება სამღვდელო დასში გაწევრიანდეს ხოლო თუ ქურდობაში შემჩნეული იქნება მლვდლის ხარისხის მიღების შემდეგ, მაშინ კარგავს მას მოციქულთა 25-ე კანონის საფუძველზე.
საზოგადოებრივი ქონების ქურდობაში უნდა ვიგულისხმოთ იმის მოპარვა, რაც ეკლესიასა და საქველმოქმედო დაწესებულებებს ეკუთვნით, და რასაც მკრეხელობა ეწოდება. ვინც ჯერ კიდევ ერისკაცობაში ჩაიდენს მსგავს დანაშაულს, სასულიერო პირი ვეღარასოდეს გახდება, ხოლო თუ ამას სასულიერო პირი ჩაიდენს, მაშინ იგი თავისი წოდებიდან განიკვეთება. წინამდებარე კანონის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია მიმოვიხილოთ მოციქულთა 25-ე, 72-ე და 73-ე კანონების განმარტებები, ხოლო წმინდა ნივთებთან დაკავშირებით, კერძოდ, ორგზისის მე-10 კანონის განმარტება, სადაც ნაჩვენებია განსხვავება წმინდა საკურთხევლის კუთვნილ ნივთებსა და საკურთხევლის გარეთ გამოსაყენებელ ნივთებს შორის, და მითითებულია შესაბამისი სასჯელი, როგორც ამ, ისე სხვა წმინდა და ნაკურთხი ნივთების ქურდობისათვის.
PDF გვ. 486 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 43
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბასილი დიდის 66-ე კანონით განიწესება, რომ ვინც საფლავს გათხრის გაძარცვის მიზნით, ათი წლით კარგავს წმინდა ზიარების მილების უფლებას. ჩვენ კი ასეთ პირს განვაყენებთ ერთი წლით, ამასთან, ის უნდა დასჯერდეს მშრალ საკვებს მეცხრე ჟამის შემდგომ და ყოველდლღიურად ორასი მეტანია შეასრულოს.
აქაც გადაჭარბებულ ლმობიერებად უნდა მივიჩნიოთ წმინდა იოანე მმარხველის დამოკიდებულება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომლებიც საფლავებს თხრიან და ძარცვავენ. ამიტომ ვთვლით წმინდა ზიარებიდან ათწლიან განყენებას – რასაც განაწესებენ ბასილი დიდი თავისი 66-ე და გრიგოლ ნოსელი თავისი მე-7 კანონებით –- სავსებით სამართლიანად. წმინდა ზიარებიდან ერთწლიანი განყენება, რასაც წინამდებარე (43-ე) კანონი მოითხოვს, თუნდაც რომ მას უფრო მძიმე ფიზიკური ღვაწლი ახლდეს, ვიდრე ამას იოანე მმარხველი აწესებს, მაინც, ასეთი სასჯელი, ჩვენი აზრით, ზედმეტად ლმობიერია, თუკი მხედველობაში მივიღებთ დანაშაულის მთელ სიმძიმეს და დამნაშავის ზნეობრივ გარყვნილებას, რომელიც მკვდრებსაც კი შეურაცხყოფს.
PDF გვ. 486 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 44
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მკრეხელობა, გრიგოლ ნოსელის თანახმად, ისჯება ნაკლები ეპიტიმიით, ვიდრე მრუშობა; ზოგადად კი სამი წლით ისჯება.
PDF გვ. 487 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 45
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ბასილი დიდის 82-ე კანონი განაწესებს, რომ პირი, რომელიც იძულებული გახდება ფიცი გატეხოს, წმინდა ზიარებას აკლდება სამი წლის ვადით, ხოლო ვინც გარედან ძალდატანების გარეშე დაარღვია ფიცი, წმინდა ზიარებას უნდა მოაკლდეს ათი წლით. ჩვენ კი ვგონებთ, რომ ისინი ერთი წლით უნდა განკანონდნენ, ამ ხნის განმავლობაში მიიღონ მხოლოდ მშრალი საჭმელი მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულონ ყოველდღიურად ორას ორმოცდაათი მეტანია.
ეს კანონი არ შეესაბამება ბასილი დიდის 82-ე კანონის განწესებას, რომელიც აქ მოიხსენიება. ვინაიდან ამ უკანსკნელში იმას, ვინც ფიცს დაარღვევს ვინმესგან იძულებული ანუ ძალადობის შედეგად, სასჯელად განეწესება ექვსწლიანი განყენება, ხოლო ვინც თავისი ნებით გააკეთებს ამას – თერთმეტწლიანი. იოანე მმარხველის წინამდებარე (45-ე) კანონში კი საქმე სხვაგვარად არის წარმოდგენილი: არ არის ნაჩვენები განსხვავება დანაშაულებს შორის, როდესაც, ერთი მხრივ, ის არის ჩადენილი გარეგანი ძალდატანებით და, მეორე მხრივ, ძალდაუტანებლად – საკუთარი ნებით. ორივე შემთხვევისათვის ერთნაირი სასჯელია განწესებული: ერთწლიანი გაწყენება და მძიმე ფიზიკური ღვაწლი, რაც ეპიტიმიის თანამდევია, ჩვეულებრივ, იოანე მმარხველის კანონების განწესებებში.
PDF გვ. 487 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 46
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: არც საერო დედაკაცი, არც მონოზონი ეკლესიის ერთობიდან არ განიყენებიან, არამედ. მხოლოდ – წმინდა ზიარებიდან, რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, რამეთუ კანონი ამბობს, ასე იმიტომ ვმოქმედებთ, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბევრი შერცხვენილი დედაკაცი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს. ზუსტად ასევე, არც მღვდელი, არც დიაკონი, კანონის თანახმად: „არ შურ იგო ორ გზის ერთბამად ჭირსა შინა“ (ნაუმ. 1, 9).
PDF გვ. 487 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 47
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ უწმინდური რამ ჩავარდება ჭაში, ან ზეთში, ან ლვინოში, და ვინმე შესვამს, მაშინ ასეთმა პირმა სამი დლის განმავლობაში თავი შეიკავოს ხორცისა და ყველისგან, და შვიდი დღღის განმავლობაში არ ეზიაროს.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 48
თუ ვინმეს წმინდა ზიარების შემდეგ პირღებინება დაემართება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, მას ორმოცი დღით ეკრძალება ზიარების მიღება. ამასთან, ყოვლდღე უნდა იკითხოს 50-ე ფსალმუნი და ჰყოს ორმოცი მეტანია. და თუნდაც მან იცოდეს, რომ ამაში დამნაშავე არ არის, მაინც უნდა დაექვემდებაროს სასჯელს მისი სხვა შემთხვევითი ცოდვების გამო.
„პიდალიონში“ წმინდა იოანე მმარხველის სახელით გვხვდება კიდევ ქვემოთ მოყვანილი კანონები, რომლებიც მოგვყავს იმავე რიგითობით. ჩვენ მათ ვტოვებთ განსაკუთრებული განმარტებების გარეშე, რადგან მათში მოხსენიებული დანაშაულებების შესახებ, უკვე ვისაუბრეთ წმინდა მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების სხვადასხვა კანონების განმარტებებში.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 49
ვინც თავის დედინაცვალთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც ასეთმა პირმა ყოველდღიურად უნდა იმარხულოს, დასჯერდეს საღამოობით მშრალ საჭმელს და შეასრულოს ხუთას-ხუთასი მეტანია.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 50
ვინც ისიძვებს დედა-შვილთან, ექვემდებარება ოთხწლიან ეპიტიმიას, თანაც უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 51
ვინც ისიძვებს ორ ძმასთან, ექვემდებარება იგივე ეპიტიმიას.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 52
ვინც თავის სიძესთან ისიძვებს, ექვემდებარება ოთწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
PDF გვ. 488 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 53
ვინც თავის ძმასთან ისიძვებს, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ამასთან, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ოთხასი მეტანია...
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 54
თუ უფროსი ძმა უმცროსთან ისიძვებს, უკანასკნელი კი ამას არ იზამს, მაშინ უფროსი ძმა ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულოს ასი მეტანია.
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 55
თუ ვინმე ისიძვებს თავის ასულთან მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება ხუთწლიან ეპიტიმიას, ხოლო მრავალგზის შემთხვევაში – ექვს-შვიდწლიანს; უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულოს ყოველდღიურად ხუთასი მეტანია.
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 56
თუ ვინმე ისიძვებს თავის დედასთან მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება შვიდწლიან ეპიტიმიას, ხოლო თუ მრავალგზის – თორმეტწლიანს; ამასთან, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულოს ყოველდღიურად ხუთასი მეტანია.
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 57
ვინც ისიძვებს თავის მონათლულთან (ქალთან) მხოლოდ ერთხელ, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ხოლო თუ მრავალჯერ, მაშინ – ათწლიანს; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ხუთასი მეტანია.
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 58
ვინც ისიძვებს თავისი ნათლულის დედასთან, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
PDF გვ. 489 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 59
ვისაც ჰყავს ცოლი და, ამასთან, მრავალჯერ დაუშვებს „საზიზლრობას“ პირუტყვთან, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას; თუკი ცოლი არ ჰყავს და აღნიშნულ „საზიზღრობას“ დაუშვებს ერთხელ ან ორჯერ, ან ყველაზე ბევრი – სამჯერ, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდლიურად შეასრულოს სამასი მეტანია. იგივე სასჯელს, იგივე დანაშაულისათვის, ექვემდებარება ცოლიც.
პანონი. წ0 ვინც თავის ძმისწულთან (ან დისწულთან) ისიძვებს, ექვემდებარება ორწლიან ეპიტიმიას, თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და შეასრულოს ყოველდღიურად ხუთასი მეტანია.
PDF გვ. 490 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 61
ვისაც კანონიერი ცოლი ჰყავს და, ამასთან, ისიძვებს წარმართთან, ან ებრაელთან, ან თურქთან (მუსულმანთან), ანდა მწვალებელთან, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია. მსგავს სასჯელს დაექვემდებარება ცოლიც, რომელსაც კანონიერი ქმარი ჰყავს – თუ ისიძვებს ებრაელთან, ან თურქთან, ან მწვალებელთან, ან ლათინთან, ანდა სომეხთან. თუკი ქმარი, რომელსაც ცოლი ჰყავს, და ცოლი, რომელსაც კანონიერი ქმარი ჰყავს, ისიძვებენ რომელიმე წარმართთან ან მწვალებელთან, მაშინ დაექვემდებარებიან ეპიტიმიებს ოთხი ან ხუთი წლით, და უნდა დასჯერდნენ მეცხრე ჟამის შემდეგ მშრალ საჭმელს და ყოველდღიურად შეასრულონ ორას ორმოცდაათი მეტანია.
PDF გვ. 490 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 62
თუ მღვდლის ან დიაკვნის ცოლი იმრუშებს, დაექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია. ეს ცოლები უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარებიან, ვიდრე სხვა მრუშები, იმიტომ, რომ დამნაშავენი არიან თავიანთი ქმრების სულიერი სიკვდილისა, რომლებმაც მათი მრუშობს გამო შეიძლება დაკარგონ მღვდლობის ხარისხი, და დაკარგავენ კიდეც, თუკი მოინდომებენ გააგრძელონ ერთად ცხოვრება თავიანთ მემრუშე ცოლებთან. ხოლო თუ სურთ მღვდლობა შეინარჩუნონ, მაშინ დაუყოვნებლივ, როგორც კი მრუშობა მოხდება, უნდა შეწყვიტონ მათთან ქორწინებითი კავშირი – ნეოკესარიის კრების მე-8 კანონის შესაბამისად.
PDF გვ. 490 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 63
ქალი, რომელიც ორ ძმასთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; ამასთანავე, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდლიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
PDF გვ. 491 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 64
ქალი, რომელიც საჭურისთან ისიძვებს, ექვემდებარება სამწლიან ეპიტიმიას; თანაც, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს სამასი მეტანია.
PDF გვ. 491 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 65
ვინც არაბუნებრივი სახით შეეყოფა თავის ცოლს, ექვემდებარება რვაწლიან ეპიტიმიას, ამასთან, უნდა დასჯერდეს მშრალ საჭმელს მეცხრე ჟამის შემდეგ და ყოველდღიურად შეასრულოს ორასი მეტანია.
PDF გვ. 491 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.