კანონი 1
კითხვა. შეუძლია თუ არა მონოზონს შევიდეს წმინდა საკურთხველში, რამეთუ ამას კრძალავს ტრულის წმინდა კრების 33-ე კანონი, რომელიც უფლებას არ აძლევს მკითხველად დაუდგინებელ მონოზონს ამბიონიდან იგალობოს და იკითხოს. ამას კრძალავს, ასევე, ლაოდიკიის კრების მე-15 და 21-ე და მეორე ნიკეის კრების მე-14 კანონები? პასუხი დაუდგინებელ მონოზონს ეკრძალება ამბიონზე შეასრულოს მკითხველის მოვალეობანი; თუმცაღა, მონოზვნური წესისადმი პატივისცემის ნიშნად, არა მგონია, რომ მონოზონს, რომელიც ყოველგვარი დანაშაულისაგან თავისუფლია, ეკრძალებოდეს საკურთხეველში შესვლა სანთელისა და კანდელის ასანთებად.
(მოც. 33, 69; VII მსოფ. I4; ლაოდ. 12, 19, 21, 44)
კანონი 2
კითხვა ნამდვილად არ შეიძლება შაბათს მუხლდრეკა, როგორც ეს კვირა დღესა და ერგასის განმავლობაშია აკრძალული?”
კანონი 3
კითხვა უნდა დავიცვათ თუ არა მარხვა აგვისტოს თვეში? პასუხი. ძველ დროში ამ მარხვას იცავდნენ. შემდგომში ის გადატანილ იქნა რათა არ დამთხვეოდა წარმართულ მარხვებს, რომლებიც ამავე თვეში აღესრულებოდა. თუმცა, ბევრი ახლაც იცავს ამ მარხვას.
(ტრულ. 26, 56; ლაოდ. 49-52; პეტრე ალექსანდრიელის 15; ტიმოთე ალექსანდრიელის 8, 10)
კანონი 4
კითხვა. უნდა ვაზიაროთ თუ არა წმინდა საიდუმლოს ეშმაკეული, რამეთუ წმინდა ტიმოთე მისთვის დასმულ შეკითხვაზე სხვაგვარად პასუხობს, წმინდა მოციქულებისაგან განსხვავებით, და კიდევ სხვაგვარად უფრო გვინდელი მამები? პასუხი. თუ ვინმე ბნედადაცემულ მდგომარეობაში იქნება ისე, რომ საფიქრალია, თითქოს უწმინდური სულით იყოს შეპყრობილი, ასეთებს არ შეიძლება ზიარება აეკრძალოთ; ხოლო თუ ის ნამდვილად ეშმაკეულია, მაშინ არასგზით შეიძლება იგი წმინდა ზიარების ღირსიქმნეს, რამეთუ „რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა“ (2 კორ. 6, 14)?
(მოც. 79; ტრულ. 60; ტიმოთე ალექსანდრიელის 2, 3, 4, 14)
კანონი 5
კითხვა. შეუძლია თუ არა მღვდელს გამოიყენოს განურჩევლად (თავისი შეხედულებისამებრ) და რაოდენიც სურს ეკლესის შემოწირულობიდან, ანუ სეფისკვერი და ღვინო, და შეუძლია თუ არა სეფისკვერი ჭამოს ჩვეულებრივი პურის სახით, და თუ ყველაფერი ეს ბევრი შეგროვდა, რა ვუყოთ მას? “ძვ. სტილი. ""ძვ, სტილი. ნიკოლოზის, კონსტანცინოპოლის პატრიარქის კპნონები 519 პასუხი. ნაწილები, რომელიც რჩება სამსხვერპლოზე შეწირული სეფისკვერიდან – არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ნაწილების მიღება შეიძლება მხოლოდ ეკლესიაში და მთლიანად, მისგან ნეშტი არ უნდა დარჩეს. რაც “შეეხება სხვა სეფისკვერს, ის ცალკე უნდა იჭმებოდეს და არავითარ შემთხვევაში რძესთან, ყველთან, კვერცხთან და თევზთან ერთად.
(მოც. 3, 4, 38, 4I; ღანგ. 7, 8; თეოფილე ალექსანდრიელის 8)
კანონი 6
კითხვა. თუკი მონოზონი, სადაც არ უნდა ჰქონდეს ალკვეცა მიღებული, რაიმეთი შეძრწუნებულია, რაც მის სულს ამძიმებს და ამიტომ მონასტრიდან წასვლა სურს, ილუმენი კი ამის გამო მას საკრველს დაადებს, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს იგი: ყურადღება არ მიაქციოს სულიერ შეძრწუნებას თუ საკრველს? პასუხი. იგი იღუმენს უნდა მოუყვეს შერწუნების მიზეზს, და თუ მას ამისგან აშკარა საშიშროება მოელის, დაე, წავიდეს იქიდან, საკრველი კი უყურადღებოდ დატოვოს.
(იV მსოფ. 4; VII მსოფ. I9, 21; კართ. 13; ორგზ. 2, 3, 4)
კანონი 7
კითხვა თუკი იღუმენი სიკვდილის წინ დატოვებს თავის შემცვლელს და დაავალდებულებს მას არ დატოვოს თავისი ადგილი, შემცვლელი კი, გააცნობიერებს რა საკუთარ უძლურებას, განეშორება, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს იგი აღებული ვალდებულების მიმართ? პასუხი. ამ ვალდებულებას აზრი არა აქვს, შესაბამისად, ძალა არ გააჩნია. ამიტომ ის, ვინც აღნიშნული ვალდებულების საკრველით იყო შეკრული, მისგან გაიხსნება, თუ მივა მღვდელთმთავართან და თავის შესახებ ყველაფერს მოუყვება.
(მოც. 32; სარდ. 14; კართ. I41)
კანონი 8
კითხვა. შეუძლია თუ არა მლვდელს, რომელიც რამე დნაშაულის გამო განკვეთილი იყო, ან თვითონ, საკუთარი გადაწყვეტილებით უარი თქვა სამღვდელო წოდებაზე, მაგრამ შემდგომში აღიარა თავისი დანაშაული, – წარმოთქვას ასამალლებელი: „კურთხეულ არს ღმერთი“, და „ღმერთო, წვალობა მოგვმადლე“, და „ქრისტე ჭეშმარიტი“, ასევე შეასრულოს კმევა ან ეზიაროს საკურთხეველში? პასუხი. არა, ვინაიდან ის უკვე ერისკაცთა რიგში ითვლება.
(მოც. 62; I მსოფ. 9; III მსოფ. 9; ტრულ. 21, 26; ნეოკეს. 9; ბასილი დიდის 3, 27; კირილე ალექსანდრიელის 3)
კანონი 9
კითხვა რას ნიშნავს, როდესაც ბასილი დიდი ამბობს მცირე ეპიტიმიებში: დაე, მოაკლდეს კურთხევას დაცემის ზომისამებრ?
კანონი 10
კითხვა შეუძლია თუ არ სამსხვერპლოზე შემოწირული სეფისკვერის ნაწილი ჭამოს იმან, ვისაც ზიარება აკრძალული აქვს? პასუხი თეოდორე სიკეოტელი ცხვრებაში ნათქვამია, რომ მათ ეს ეკრძალებათ.
(მოც. 3,4, 38,4I; ღანგ. 7,8; ლაოდ. 14; კართ. 37)
კანონი 11
კითხვა. საჭიროა თუ არა დასასჯელი პირისთვის მმარხველის კანონიკონით განწესებული ეპიტიმიების დადება?