ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ნიკოლოზ კონსტანტინოპოლელის კანონები · ტ. II (2011)
წინათქმა
ნიკოლოფსის, პონსტანტინოპოლის პატრიარქის პანონები
PDF გვ. 516
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა. შეუძლია თუ არა მონოზონს შევიდეს წმინდა საკურთხველში, რამეთუ ამას კრძალავს ტრულის წმინდა კრების 33-ე კანონი, რომელიც უფლებას არ აძლევს მკითხველად დაუდგინებელ მონოზონს ამბიონიდან იგალობოს და იკითხოს. ამას კრძალავს, ასევე, ლაოდიკიის კრების მე-15 და 21-ე და მეორე ნიკეის კრების მე-14 კანონები? პასუხი დაუდგინებელ მონოზონს ეკრძალება ამბიონზე შეასრულოს მკითხველის მოვალეობანი; თუმცაღა, მონოზვნური წესისადმი პატივისცემის ნიშნად, არა მგონია, რომ მონოზონს, რომელიც ყოველგვარი დანაშაულისაგან თავისუფლია, ეკრძალებოდეს საკურთხეველში შესვლა სანთელისა და კანდელის ასანთებად.
როგორც ყველა სხვა, ისე პატრიარქ ნიკოლოზის წინამდებარე კანონებს ჩვენ ვთარგმნით „ათენის სინტაგმიდან“. აღნიშნულ კრებულში წინამდებარე კანონები ანუ კანონიკური პასუხები მოყვანილია სხვა რედაქციით, ვიდრე დანარჩენ კრებულებში; ნაკლებია რიცხოვნობითაც. შესაძლებელია, რომ უფრო ზუსტი რაოდენობა (17) პატრიარქ ნიკოლოზის ამ პასუხებისა, შესული იყოს გედეონის „კანონიკურ დადგენილებებში“, რასაც შეესაბამება მათი რიცხვი ჩვენს „კორმჩაიაშიც“ (თუმცა, არა თვით პასუხების რედაქციით). ჩვენ უფრო საფუძვლიანად მივიჩნიეთ აქაც მივკოლოდით ათენისეულ კრებულს, მით უმეტეს, რომ ის თანხმობაშია ბევერეგიას გამოცემასთან, ხოლო არსებითში – ,,პიდალიონთანაც“.
პატრიარქ ნიკოლოზის ეს კანონები მოხსენიებული გვაქვს ტრულის 69-ე და პატრიარქ ნიკიფორეს მე-15 კანონების განმარტებებში; ხოლო, მისი უკეთ გაგებისათვის, საჭიროა დანარჩენი პარალელური კანონების განმარტებების შედარება.
PDF გვ. 516 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კითხვა ნამდვილად არ შეიძლება შაბათს მუხლდრეკა, როგორც ეს კვირა დღესა და ერგასის განმავლობაშია აკრძალული?”
პასუხი. კანონით ეს აკრძალული არ არის; თუმცა, ბევრი არ იდრეკს მუხლს იმის გამო, რომ შაბათს არ მარხულობენ.
"ანუ აღდგომიდან სულთმოფენობამდე. ნიკოლოზის, კონსცანფინოჰოლის პაცრიარქის კანონები 517 (მოც. 66; I მსოფ. 20; ტრულ. 55, 66, 90; ღანგ. 18; ლაოდ. 29; პეტრე ალექსანდრიელის 15; ბასილი დიდის 9!I; თეოფილე ალექსანდრიელის 1)
რადგანაც კანონებში შაბათი დღე მარხვასთან მიმართებით გათანაბრებულია კვირა დღესთან (იხ. მოც. 66-ე კან), ამიტომ ბევრს ეგონა, რომ რაკი შაბათობით მარხვა არ შეიძლება, მაშინ არც მუხლდრეკა შეიძლება ისევე, როგორც არ შეიძლება ეს კვირაობით (იხ. I მსოფ. მე-20 კან.). წინამდებარე კანონში ნათქვამია, რომ კანონიკური განწესება, რომელიც შაბათობით მუხლდრეკას კრძალავს, არ არსებობს და, შეაბამისად, მუხლდრეკით არ სცოდავენ.
PDF გვ. 516 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა უნდა დავიცვათ თუ არა მარხვა აგვისტოს თვეში? პასუხი. ძველ დროში ამ მარხვას იცავდნენ. შემდგომში ის გადატანილ იქნა რათა არ დამთხვეოდა წარმართულ მარხვებს, რომლებიც ამავე თვეში აღესრულებოდა. თუმცა, ბევრი ახლაც იცავს ამ მარხვას.
კანონიკურ მარხვას წარმოადგენს პასექის დღესასწაულის წინა, წმინდა ორმოცეულის მარხვა, და ოთხშაბათს და პარასკევს ყოველ შვიდეულში. ეს არის მოციქულთა 69-ე კანონის განწესება დროთა განმავლობაში სხვა მარხვებიც დადგინდა, რომელთა შორისაც არის ეგრეთ წოდებული „მიძინების მარხვა“X” აგვისტოს თვეში. სწორედ ამ მარხვაზეა საუბარი პატრიარქ ნიკოლოზის წინამდებარე კანონში. როგორც ამ კანონიდან ჩანს, იმ დროს (XII საუკ. დასაწყისი) ამ მარხვის ხანგრძლივობის საკითხი სადავო იყო. ბალსამონი თავის 55-ე კანონიკურ პასუხში ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზის მიმართ, განმარტავს რა წინამდებარე (მე-3) კანონს, ამბობს, რომ ის არის სინოდალური დადგენილება ამ პატრიარქის (ნიკოლოზის) დროინდელი. ეს დადგენილება იმაში მდგომარეობდა, რომ წლის ყველა მარხვაში, მათ შორის მიძინების მარხვაშიც, მხოლოდ შვიდი დღე უნდა ყოფილიყო მარხვა, რადგან მხოლოდ ერთი მარხვა გრძელდებოდა ორმოცი დღე, სახელდობრ – მარხვა წმინდა დიდი პასექის წინ. თუმცა, თუ ვინმე მოისურვებს სხვა დღესასწაულების წინაც იმარხულოს, მათ შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების წინ, შვიდ დღეზე მეტ ხანს, ან თუ ეს რომელიმე ქტიტორული წესდებით არის განწესებული, – ამის უფლება მას აქვს.” პატრიარქ ნიკოლოზის წინამდებარე (მე-3) კანონი განიხილებოდა კონსტანტინოპოლის კრების სხდომაზე პატრიარქ ლუკას დროს (1156-1169). ბალსამონის ცნობით, ამ კრებაზე ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ არ არის ამ მარხვის დაცვა საჭირო, რადგან ის სხვა დროისთვის არის გადატანილი, როგორც ამას პატრიარქ ნიკოლოზის ეს პასუხი "მარიამობის მარხვა“. "ათენის სინტაგმა, IV, 488. მოწმობსო. სხვები, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ საჭიროა მისი დაცვა, რამეთუ თავად პასუხშია ნათქვამია, რომ ძველ დროში მას იცავდნენ და შემდგომში იქნა სხვა დროისთვის გადატანილიაო. თუმცა, როდის და სად მოხდა ეს, – პასუხში ნათქვამი არ არის. პატრიარქმა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად კრებაზე განაჩინა, რომ აღნიშნული მარხვა უპირობოდ უნდა იქნეს დაცული, ამასთან, ამის დასტურად, იმოწმებდნენ 921 წლის ცნობილ „ერთიანობის ტომოსს (ტომარი, გრაგნილი, ქარტია, სადაც ნათქვამია, რომ მესამედ დაქორწინებულებს შეუძლიათ წმინდა ზიარება მიიღონ წელიწადში სამჯერ, კერძოდ: აღდგომის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისა და ქრისტეშობის დღესასწაულებზე, ვინაიდან ამ დღესასწაულების წინ, ჩვეულებრივ, მარხულობენ. როდესაც მოწინააღმდეგებმა აღნიშნეს, რომ არსად წერია, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მარხვა, ამაზე პატრიარქმა შენიშნა, რომ თუკი ამ მარხვაზე (მიძინების, ისევე, როგორც ”შობისაზე, არ არსებობს წერილობითი დადგენილება, მაშინ მაინც, ჩვენ ყველანი უნდა მივყვეთ ეკლესიის წერილობით გადმოცემას და დავიწყოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მარხვა 1 აგვისტოს” ქრისტეშობის მარხვა კი – 15 ნოემბერს#- პატრიარქ ლუკას ეს განწესება გახდა საყოველთაოდ მიღებული აღმოსავლურ ეკლესიაში; ასე რომ, მასთან შესაბამისობაში უნდა მოვიაზროთ პატრიარქ ნიკოლოზის წინამდებარე კანონიც.
PDF გვ. 517 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა. უნდა ვაზიაროთ თუ არა წმინდა საიდუმლოს ეშმაკეული, რამეთუ წმინდა ტიმოთე მისთვის დასმულ შეკითხვაზე სხვაგვარად პასუხობს, წმინდა მოციქულებისაგან განსხვავებით, და კიდევ სხვაგვარად უფრო გვინდელი მამები? პასუხი. თუ ვინმე ბნედადაცემულ მდგომარეობაში იქნება ისე, რომ საფიქრალია, თითქოს უწმინდური სულით იყოს შეპყრობილი, ასეთებს არ შეიძლება ზიარება აეკრძალოთ; ხოლო თუ ის ნამდვილად ეშმაკეულია, მაშინ არასგზით შეიძლება იგი წმინდა ზიარების ღირსიქმნეს, რამეთუ „რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა“ (2 კორ. 6, 14)?
PDF გვ. 518 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა. შეუძლია თუ არა მღვდელს გამოიყენოს განურჩევლად (თავისი შეხედულებისამებრ) და რაოდენიც სურს ეკლესის შემოწირულობიდან, ანუ სეფისკვერი და ღვინო, და შეუძლია თუ არა სეფისკვერი ჭამოს ჩვეულებრივი პურის სახით, და თუ ყველაფერი ეს ბევრი შეგროვდა, რა ვუყოთ მას? “ძვ. სტილი. ""ძვ, სტილი. ნიკოლოზის, კონსტანცინოპოლის პატრიარქის კპნონები 519 პასუხი. ნაწილები, რომელიც რჩება სამსხვერპლოზე შეწირული სეფისკვერიდან – არავითარ შემთხვევაში. აღნიშნული ნაწილების მიღება შეიძლება მხოლოდ ეკლესიაში და მთლიანად, მისგან ნეშტი არ უნდა დარჩეს. რაც “შეეხება სხვა სეფისკვერს, ის ცალკე უნდა იჭმებოდეს და არავითარ შემთხვევაში რძესთან, ყველთან, კვერცხთან და თევზთან ერთად.
PDF გვ. 518 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა. თუკი მონოზონი, სადაც არ უნდა ჰქონდეს ალკვეცა მიღებული, რაიმეთი შეძრწუნებულია, რაც მის სულს ამძიმებს და ამიტომ მონასტრიდან წასვლა სურს, ილუმენი კი ამის გამო მას საკრველს დაადებს, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს იგი: ყურადღება არ მიაქციოს სულიერ შეძრწუნებას თუ საკრველს? პასუხი. იგი იღუმენს უნდა მოუყვეს შერწუნების მიზეზს, და თუ მას ამისგან აშკარა საშიშროება მოელის, დაე, წავიდეს იქიდან, საკრველი კი უყურადღებოდ დატოვოს.
წინამდებარე კანონის აზრის უკეთ გასაგებად, ის ბევრწილად უნდა შევადაროთ ორგზის კრების მე-3 და მე-4 კანონების განწესებებს – მონოზვნების მონასტრებიდან წასვლის შესახებ. ის, რომ წინამდებარე კანონით მონოზონს შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს მის მიმართ იღუმენის მიერ გამოტანილი სასჯელი, არ უნდა გავიგოთ იმ აზრით, თითქოს მონოზონს შეეძლოს თავად მოიხსნას მმართველი წინამძღვრის ეპიტიმია, არამედ იმ აზრით, რომ აღებული პირი, წავა რა მონასტრიდან, ვალდებულია ადგილობრივ მმართველ ეპისკოპოსთან მივიდეს, რომელიც მას განსჯის და თავისი შეხედულებისამებრ ნებას მისცემს არ დაბრუნდეს მონასტერში, რადგან, არსებითად, სწორედ ამაში მდგომარეობდა მის მიმართ იღუმენის მიერ გამოტანილი სასჯელი, რომელიც კანონში აღნიშნულია სიტყვით: „საკრველი“.
PDF გვ. 519 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა თუკი იღუმენი სიკვდილის წინ დატოვებს თავის შემცვლელს და დაავალდებულებს მას არ დატოვოს თავისი ადგილი, შემცვლელი კი, გააცნობიერებს რა საკუთარ უძლურებას, განეშორება, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს იგი აღებული ვალდებულების მიმართ? პასუხი. ამ ვალდებულებას აზრი არა აქვს, შესაბამისად, ძალა არ გააჩნია. ამიტომ ის, ვინც აღნიშნული ვალდებულების საკრველით იყო შეკრული, მისგან გაიხსნება, თუ მივა მღვდელთმთავართან და თავის შესახებ ყველაფერს მოუყვება.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ სიკვდილის პირას მისული რომელიმე იღუმენი მონასტრის საძმოდან ვინმესთვის მოისურვებს თავისი საიღუმენო ხელმწიფების გადაცემას, ვინც მისთვის მისაღებია. იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სურვილი, წერილობით ან ფიცით (რამეთუ ამას აღნიშნავს ამ შემთხვევაში კანონის სიტყვა: „საკრველი“) კრავს შერჩეულ ძმას აღთქმით იმის თაობაზე, რომ ის ნამდვილად იქნება მის შემდეგ იღუმენი და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონიკურ სასჯელს დაექვემდებარება. იღუმენის სიკვდილის შემდეგ, მის მემკვიდრედ დადგინებული ძმა, პირობის თანახმად, იღუმენობას იღებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, რწმუნდება, რომ მმართველობა არ შეუძლია და უარს ამბობს იღუმენობაზე. აი, ამაში მდგომარეობდა კითხვა და ამ კითხვაზე კანონი პასუხობს, რომ აღნიშნული იღუმენის განკარგულება არ არის საფუძვლიანი და სავალდებულო, ამიტომ აზრსმოკლებილია, რასაც ახალი იღუმენი (ამაოდ) დაემორჩილა. ხოლო რადგანაც ვალდებულება მაინც არსებობდა, წერილობით ან ფიცის სახით, ამიტომ მისთვის ფორმალურად ძალა უნდა გამოეცლიათ, რისთვისაც კანონი ადგილობრივ ეპისკოპოსს, როგორც ხელისუფლების მქონეს, აძლევს ამის ნებას.
PDF გვ. 519 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა. შეუძლია თუ არა მლვდელს, რომელიც რამე დნაშაულის გამო განკვეთილი იყო, ან თვითონ, საკუთარი გადაწყვეტილებით უარი თქვა სამღვდელო წოდებაზე, მაგრამ შემდგომში აღიარა თავისი დანაშაული, – წარმოთქვას ასამალლებელი: „კურთხეულ არს ღმერთი“, და „ღმერთო, წვალობა მოგვმადლე“, და „ქრისტე ჭეშმარიტი“, ასევე შეასრულოს კმევა ან ეზიაროს საკურთხეველში? პასუხი. არა, ვინაიდან ის უკვე ერისკაცთა რიგში ითვლება.
საუბარია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მღლვდელმოქმედება აღასრულოს მღვდელმა, რომელიც გარკვეული დანაშაულის შედეგად განკვეთილი იყო, ან ნებაყოფლობით განდგა მღვდლობიდან. ამ კითხვაზე პასუხი აბსოლუტურად უარყოფითია, რამეთუ ასეთი პირი მლვდელი აღარ არის – ის უკვე ერისკაცია. ეს დასკვნა ეფუძნება ტრულის კრების 21-ე კანონს, რომლის შესახებაც ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ თავის ადგილზე. შემდეგ, ეფუძნება მოციქულთა 62-ე კანონს იმ პირთა შესახებ, რომლებიც უარყოფენ კლირიკოსის სახელს, რის შესახებაც დაწვრილებით ითქვა ეფესოს კრების მე-99 კანონის განმარტებაში, ანუ ამ კრების ეპისტოლესა პამფილიის მიტროპოლიტ ევსტათის მიმართ. ხოლო იმის შესახებ, რომ არც ერთ სასულიერო პირს, რომელიც კანონიკურად არის განკვეთილი, უფლება არა აქვს რამე სახის მღვდელმოქმედება აღასრულოს, და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის მღვდელმოქმედებას არც თავისთავად აქვს რამე მნიშვნელობა და არც იმისთვის, ვისთვისაც ის სრულდება, – ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ ანტიოქიის კრების მე-4 კანონის განმარტებაში. ნიკოლოზის, კონსტანტინოპოლის . ჰპატრიჯრქის კანონებში 521
PDF გვ. 520 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კითხვა რას ნიშნავს, როდესაც ბასილი დიდი ამბობს მცირე ეპიტიმიებში: დაე, მოაკლდეს კურთხევას დაცემის ზომისამებრ?
პასუხი. ე. ი. ვინმესთვის საეკლესიო კურთხევის მოკლებას.
საეკლესიო კურთხევა, რომელიც აქ მოიხსენიება, არის ის კურთხევა, რომელიც ეპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვეობით ერთგულ მორწმუნეებს ლოცვისათვის გადაეცემათ ან ღვთის შეწევნაში განმტკიცებისათვის. ამიტომ ამ კურთხევას მეტნაკლებად კარგავს ესა თუ ის ცოდვილი იმ ცოდვის ზომის შესაბამისად, რომელშიც ის ჩავარდა. მცირე ეპიტიმიები ეს ის სასჯელებია, რომლებიც ბასილი დიდმა განაწესა მცირე ცოდვებისათვის და რომლებიც შედის ბასილი დიდის სხვა საერთო ეპიტიმიების რიცხვში ნომრებით 11-დან 60-ის ჩათვლით (მინას (თ1წი0) გამოცემის მიხედვით).
PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კითხვა შეუძლია თუ არ სამსხვერპლოზე შემოწირული სეფისკვერის ნაწილი ჭამოს იმან, ვისაც ზიარება აკრძალული აქვს? პასუხი თეოდორე სიკეოტელი ცხვრებაში ნათქვამია, რომ მათ ეს ეკრძალებათ.
წმინდა თეოდორე სიკეოტელი, – რომლის ცხოვრებაშიც ნათქვამია, რომ ეკლესიაში ვერ მიიღებს ანტიდორს ის, ვინც წმინდა ზიარების ღირსი არ არის, – იყო რამდენიმე მონასტრის არქიმანდრიტი და ანასტასიოპოლის ეპისკოპოსი. გაბრწეინდა იგი მრავალი სასწაულებით და გარდაიცვალა 613 წელს.”»
PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
კითხვა. საჭიროა თუ არა დასასჯელი პირისთვის მმარხველის კანონიკონით განწესებული ეპიტიმიების დადება?
პასუხი აღნიშნულმა კანონიკონმა თავისი ლმობიერებით ბევრი დაღლღუპა; ამიტომ, ისინი, ვინც იციან თუ რა არის კეთილი და კეთილს განეშორებიან, დაე, გამოსწორდნენ.
ეს კანონი ჩვენ მოვიხსენიეთ წმინდა იოანე მმარხველის მე-3 კანონის განმარტებაში და ვიხილეთ, რომ მიუხედავად ასეთი ულმობელი შეფასებისა, მმარხველის კანონიკონი მაინც შევიდა აღმოსავლური ეკლესიის საყოველთაო მოხმარებაში, და მის საფუძველზე, უმთავრესწილად, შედგენილია ჩვენი დიდი კურთხევანის ნომოკანონი.
"ბალსამონის განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 425.
"ხს. დღე 22 აპრილი, ძვ. სტ. 5 2 2 უპის 'კოჰოსი ნი კ ოდიში (შილაშიპ _ წმინდა ბასილი დიდის. წმინდა იოანე ოქროპირის ღა ანტიოქიის პატრიარქ ანასტასის სხვადასხვა კანონიკური გბანწესებანი 1. რა ბოროტება დავითმინეთ ჩვენ? მხოლოდ ერთილა გვაქვს სადარდებელი, რომ არაფერი დაგვითმენია, ვერ გავხდით ღირსნი ტანჯვისა და გინებისა ქრისტეს სახელისათვის (შდრ. საქმ. 5, 41). თუ თქვენ იმას წუხართ, რომ სხვები სალოცავ სასლს ფლობენ, თქვენ კი ლია ცისქვეშ გიხდებათ თაყვანისცემა ცისა და ქვეყნის შემოქმედისათვის, მაშინ გაიხსენეთ: თერთმეტმა მოწაფემ დაიმკვიდრა ზეციური სავანე, უფლის ჯვარმცმელი იუდეველები კი ყოვლად ჩინებულ ტაძარში აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. იუდა, რომელმაც სამარცხვინო ცხოვრებას თავის ჩამოსრჩობა ამჯობინა, კინაღამ იმათზე უკეთესი აღმოჩნდა, რომლებიც ამჟამად გულგრილად იღებენ ადამიანთა საყვედურებს და უსირცხვილოდ მზად არიან ყოველგვარ საძაგელ საქმეზე წასასვლელად. არ ცდუნდეთ, მხოლოდ, მათი ცრუ ქადაგებებით, როდესაც თავისთვის მიიწერენ. სარწმუნოების ჭეშმარიტებას, რამეთუ ისინი ქრისტეს გამყიდველნი არიან და არა – ქრისტიანენი; ამ ცხოვრებაში სასარგებლო მათ ყოველთვის ურჩევნიათ, ვიდრე ჭეშმარიტი ცსოვრება. როცა ჩაიფიქრეს აქაური ფუჭი ხელმწიფება მოეხვეჭათ, ქრისტეს მტრებს შეურთდნენ, ხოლო როცა ერის მრისხანება იხილეს, კვლავ მართლმადიდებლობის ნიღაბი აიფარეს. ეპისკოპოსად არ ვაღიარებ და ქრისტეს მღვდელმსახურად არ მივიჩნევ იმას, ვინც სარწმუნოების შესარყვნელად შებილწული ხელებით მოვიდა მთავრობაში. ასეთია ჩემი გადაწყვეტილება! თქვენ კი, თუკი ჩემთან რამე საერთო გაქვთ, ცხადია, ასეთივე აზრის იქნებით. თუ რამეს თქვენის მხრიდან თავად მოიფიქრებთ, ნება თქვენია – ნებისმიერი თავისუფალია საკუთარ აზრში, ჩვენ კი სუფთა ვართ ამ სისხლისაგან.”
ეს არის ამონარიდი ბასილი დიდის ერთ-ერთი (376 წლის) ეპისტოლედან (240 ალ. 192) ნიკოპოლის მღვდლების მიმართ. ვინმე ფრონტონი უკანონოდ იქნა დადგინებული ნიკოპოლის ეპისკოპოსად; იგი ცდილობდა ნებისმიერი საშუალებით, ძალით თუ ცბიერებით, მყარად მოეკიდა ფეხი ნიკოპოლის ეკლესიაში. თავისი მიზნის მისაღწევად ფრონტონი დევნიდა იმ მღვდლებს, რომლებიც მას ეპისკოპოსად არ ა რებდნენ. წმინდა ბასილი მიესალმება მღვდლების ამ ნაწილს, ურჩევს მათ სულით არ დაეცნენ და ღმერთის შეწევნის იმედად დარჩნენ, რომელიც მათ გაათავისუფლებს იმ პირისაგან, რომლის შესახებაც თავად ამბობს, რომ ეპისკოპოსად მას არ აღიარებს.
2. კარგია და უაღრესად სასარგებლო ყოველ დლე ზიარება და საღმრთო საიდუმლოს მიღება, რამეთუ თავად ქრისტე ნათლად ამბობს: „რომე- “ბერძნული ტექსტი ის. ათენის სინტაგმაში, IV, 286. ლი ჭამდეს კორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი“ (ინ. 6, 54) თუმცა, ჩვენ ვეზიარებით ოთხჯერ, ყოველ შვიდეულში: საუვლო დლეს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, ასევე სხვა დღეებშიც, თუკი რომელიმე წმინდანის ხსენებაა ხოლო ოდნავადაც საშიში რომ არ არის, თუ ვინმე, დევნილობის ჟამს, მღვდლის ან მსახურის არყოფნის შემთხვევაში, აუცილებლობიდან გამომდინარე თავისი ხელით მიიღებს ზიარებას, – ზედმეტი იქნებოდა ამის მტკიცება დაგვეწყო, რადგან დიდი ხნის ჩვეულება ამას თვით საქმით ადასტურებს. რამეთუ თითოეული მონოზონი, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობს, სადაც მღვდელი არ არის, ზიარებას სახლში ინახავს და თვითონ თავის თავს აზიარებს. ალექსანდრიასა და ეგვიპტეში კი, ყოველი ნათელლებული ქრისტიანი, უმეტესწილად, სახლში ინახავს ზიარებას და თავად ეზიარება, როცა მოისურვებს. რადგან, როდესაც მღვდელმა მსხვერპლშეწირვა ერთხელ აღასრულა, მისმა მიმღებელმა, როგორც ყოვლადმთელისა, ეზიარება რა ყოველდღიურად, სამართლიანად უნდა ირწმუნოს, რომ იღებს და ეზიარება თვით გადმომცემისგან (მღვდლისგან). ვინაიდან ეკლესიაშიც მღვდელი გადასცემს წმინდა ნაწილს, და მიმღებელსაც სრული უფლებით უჭირავს იგი და საკუთარი ხელით მიაქვს პირთან. ამიტომ ერთი ძალა აქვს – იღებს თუ ვინმე მღვდლისგან ერთ ნაწილს, თუ ბევრ ნაწილს ერთად.”
ესეც ასევე არის ბასილი დიდის ეპისტოლე (93 ალ. 289), რომლითაც მან 372 წელს ვინმე კესარის მიმართა. ეპისტოლე ორ საკითხს ეხება: 1) როგორ უნდა მოხდეს ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლთან ზიარება და 2) დევნილობის ჟამს, როდესაც მღვდელი არ არის, შეიძლება საკუთარი ხელიდან ზიარება. მეორე საკითხთან დაკავშირებით იხ. ტრულის კრების 58-ე და 101-ე კანონების განმარტება.
3. ეცადე, მღვდელმსახურო, იყო შეუბლალავი მოღვაწე, მართლად აღასრულებდე ჭეშმარიტების სიტყვას. არასოდეს მიხვიდე საეკლესიო მსახურებაზე, თუ ვინმესთან მტრობაში იმყოფები, რათა სულიწმინდამ არ დაგტოვოს მსხურების დღეს. არ იკამათო და არ იდავო იმ დღეს, არამედ იქნები რა ეკლესიაში, ილოცე და იკითხე, ვიდრე საღმრთო საიდუმლოს აღსრულების ჟამი დადგება, და მაშინ უკვე შემუსვრილი და წმინდა გულით მიეახლე წმინდა საკურთხეველს, ამასთან, აქეთ-იქით ყურებას ნუ დაიწყებ, არამედ ძრწოლითა და შიშით წარსდეგი ზეციური მეუფის წინაშე. კაცთმოთნეობის მიზეზით ნუ იჩქარებ და ნუ შეამცირებ ლოცვებს, ნუ მიაქცევ ადამინებს ყურადღებას, არამედ მიაპყარ მზერა ჩშენი იქ დამსწრე მეუფესა (უფალს) და ირგვლივ წარმოდგენილ ზეციურ ძალებს. იყავ ღირსეული აღმსრულებელი წმინდა კანონებისა. ნუ იმსახურებ იმათთან, ვისაც ეს აკრძალული აქვთ. გახსოვდეს, ვის წინაშე დგახარ, ვის ემასხურები და ვის აზიარებ. ნუ დაივიწყებ უფლისა და წმინდა მოციქულების მცნებას, "ბერძნული ტექსტი იხ. ათენის სინტაგმაში, IV, 389. რომელიც გვეუბნება: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა“ (მთ. 7, 6) გამოიცანით ძალლები და სხვები. გულისხმაჰყავ, რომ არ დაეცე კაცის შიშით, და ძე ლღვთისა უღირსებს არ ჩაუგდო ხელში. იმ ჟამს ნუ შეგეშინდება მიწიერი მთავრებისა და იმისაც კი, ვინც დიადემას ატარებს. ვინც საღმრთო ზიარების ღირსნი არიან, უსასყიდლოდ აზიარე, როგორ უსასყიდლოდაც თავად მიგილებიეს" იმათ კი, ვისაც საღმრთო კანონებით ეს ეკრძალებათ, ნუ აზიარებ, რამეთუ ისინი არიან ვითარცა წარმართნი, და თუ არ მოექცევიან, – ვაი, მათდა და იმათ, ვინც მათ აზიარებს. ყურადღებით იყავი, რომ შენი დაუდევრობით წმინდა ძღვენს არ მიეკაროს თაგვი ან სხვა რამე, რომ ძღვენი არ გაფუჭდეს, რომ კვამლისგან არ გაიმუროს, რომ არ შეეხოს უწმინდური და უღირსი ხელი. თუკი მუდამ გემახსოვრება ყოველივე ეს და სხვა მსგავსი, მაშინ შგეძლება საკუთარი თავის ხსნაც და –- შენი მსმენელებისაც."”
„სიტყვა სამღვდელო კურთხევის წინ“ – ასე ეწოდება მინას გამოცემაში (მიგნე) ბასილი დიდის წინამდებარე შეგონებას მღვდლის მიმართ, რომელმაც წმინდა ლიტურგია უნდა აღასრულოს. ეს შეგონება წმინდა ბასილმა შეადგინა 375 წელს; ამასთან, უნდა ითქვას, რომ მის ასლს თითოეული მლვდელი იღებდა მაშინვე, ხელდასხმისას.
4. (ამ ადგილზე ავტორს მოყვანილი ჰყავს სახელმძღვანელო სულიერი მოძღვრებისათვის, ბერძნულიდან სერბულ ენაზე ნათარგმნი ათენის სინტაგმიდან (IV, 387), რომელიც ეკუთვნის წმინდა იოანე ოქროპირს და რომლის შესახებაც სემოთ იყო საუბარი (იხ. 288 გვ) და რომელიც მოყვანილია I მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტებაში. რუსული გამოც. რედ.I 5. ვამჩნევ, რომ ბევრი უბრალოდ, როგორც მოეხსერხებათ, უფრო ჩვეულებისა და მიღებული წესის თანახმად ეზიარება ქრისტეს ხორცს, ვიდრე განსჯადობითა და გაცნობიერებით. ისინი ამბობენ, წმინდა ორმოცეულის დროა და წმინდა პასექის დღე, და ყველა – როგორიც უნდა იყოს ის (შინაგანი განწყობით) – უნდა ეზიაროს წმინდა საიდუმლოსო. დღესასწაული შეიძლება არ იდღესასწაულო, სინდისი კი აუცილებლად უნდა განიწმინდო და მხოლოდ მას შემდეგ ეზიარო. ვინაიდან, ვინც წმინდა არ არის და უღირსია, უფლება არა აქვს დღესასწაულზე ეზიაროს წმინდა და უსაშინელეს ხორცს. გაიხსენე, რომ ძველად მსვერპლშეწირვაში მონაწილენი უაღრეს სიფრთხილეს იჩენდნენ. ისინი წინასწარ იწმინდებოდნენ და ყოველმხრივ წმინდად წარსდგებოდნენ ხოლმე. შენ კი, როდესაც მსხვერპლს მიეახლები, რომლის წინაშეც ანგელოზებიც ძრწიან, ამ საქმის აღსრულებას გარკვეული დროით საზღვრავ და კადნიერდები უწმინდური ბაგეებითა და ხელე- «მთ. 10, 8. “ბერძნული ტექსტი იხ. ათენის სინტაგმაში, IV, 391-392, ბით მიიღო ქრისტეს სორცი? შენ მეფის ხელზე მთხვევასაც კი ვერ გაბედევ, თუ პირიდან ცუდი სუნი გდის, მაშ, როგორღა კადნიერდები ამბორი უყო ზეციურ მეუფეს მყრალი, ავსუნიანი სულით? ასეთი ქმედება შეურაცხმყოფელია მისთვის. ამიტომ, თუ შენ ზიარების ლირსი არა ხარ, ასეთ · შემთხვევაში არ მიეკუთვნები იმათ, რომლებიც დალოცვასა და საეკლესიო მსახურებაზე დასწრებას იმსახურებენ. მოუსმინე უფალს, რომელიც ამბობს, რომ მოვიდა წოდებად ცოდვილთა, რათა შეინანონ,” ხოლო, ვინც არ ეზიარება, ის სინანულში არ არის."”
წინამდებარე კანონიკური განწესება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივეახლოთ წმინდა ზიარებას, აღებულია წმინდა იოანე ოქროპირის საუბრიდან პავლე მოციქულის ეპისტოლეზე ეფესელთა მიმართ.
6. ბევრი ამ (წმინდა) მსხვერპლს ეზიარება წელიწადში ერთხელ, სხვები კი – რამდენჯერმე. ჩვენი სიტყვა მიემართება ყველას, არა მხოლოდ აქ დამსწრეთ, არამედ უდაბნოში მყოფთაც, რამეთუ ისინი წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ვისი მოქმედება მოვიწონოთ? იმათი, ვინც ერთხელ ეზიარება, თუ – ვინც ხშირად, ან იქნებ იმათი, ვინც – იშვიათად? არც პირველთა, არც მეორეთა და არც მესამეთა, არამედ იმათი, ვინც ეზიარება წმინდა სინდისით და შეუბღალავი ცხოვრებით. ასეთები, დაე, ყოველთვის მიეახლონ, ხოლო ვინც ასეთი არ არის – არც ერთხელ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავზე მოიწევენ მსჯავრს, გასამართლებას, სასჯელსა და ტანჯვას. ნუ გაგიკვირდებათ: საჭმელს, თავისთავად, მკვებავი თვისება აქვს, მაგრამ, როდესაც აშლილ კუჭში მოხვდება, იწვევს ზიანს და მთელი სხეულის მოშლილობას და, ამდენად, ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ასევეა საშინელ (წმინდა) საიდუმლოს მიღების შემთხვევაშიც. შენ ლირსი ხდები სულიერი ტრაპეზისა, მერე კი კვლავ უწმინდურებით იბილწავ პირს; შენ იცხებ კეთილსურნელოვან ზეთს, მერე კი კვლავ სიმყრალით ივსები, ერთი წლის შემდეგ კი ზიარებას ეახლები. ხომ არ გგონია, რომ ორმოცი დღე შენთვის საკმარისია მთელი დროის განმავლობაში დაგროვილი შენი ცოდვების განსაწმენდად, ერთი კვირის შემდეგ რომ კვლავ ძველებურ ცხოვრებას უბრუნდები? მითხარი, შენ რომ ორმოცი დღის განმავლობაში ხანგრძლივი ავადმყოფობიდან გამოდიოდე, შემდეგ კი ისევ იმ საკვებს დაუბრუნდე, რომელმაც შენში ავადმქჟოფობა გამოიწვია, განა ამით მთელ შენს ნაღვაწს წყალში არ გადაყრი და შენს თავს უფრო არ დაიღუპავ? თუკი ამგვარად ირყვნება ბუნებრივი წესრიგი, მაშინ, მით უფრო – ზნეობრივი, რომელიც ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ორმოც დღეს სულიერი სიჯანსალის აღდგენას ახმარ, შეიძლება ორმოც დღესაც არა, -– და ამით ფიქრობ ღმერთის ლმობიერყოფას? მითხარი, ხომ არ სუმრობ? იმიტომაც ამბობს დიაკონი ასამაღლებელს: „წმიდა არს წმიდათა“, ანუ ვინც წმინდა არ არის, ნუ "იხ ლუკ. 5, 32.
"ბერძნული ტექსტი იხ. ათენის სინტაგმაში, IV, 390. 5 2 6 უპის კ ოპოსი ნი აჯოდიში (ჰილაშიპ _ _ _ _ მიეახლებაო. არ თქვა მხოლოდ: „ვინ არის წმინდა ცოდვისგან, და ვინ არის წმინდაო“.?
ეს კანონიკური განწესებაც წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნის; აღებულია მისი საუბრიდან პავლე მოციქულის ეპისტოლეზე ებრაელთა მიმართ.
7. კითხვა. რა არის უკეთესი: ხშირად ზიარება თუ იშვიათად?
პასუხი. მოციქული ამბობს: „გამო-ღაიცადენ კაცმან თავი თყსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა-ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თვსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა პორცნი უფლისანი. ამისთკს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი. რამეთუ უკუეთუმცა თავთა თვსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. ხოლო გა-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაითა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (1 კორ. 11, 28-32). ცხადია, რომ ჩვენ წინასწარ უნდა განვიწმინდოთ და წმინდად წარვსდგეთ ყოველგვარი საწინააღმდეგო საქმეთაგან და მხოლოდ მაშინ მივეახლოთ საღმრთო საიდუმლოს, რათა არ გახდეს ის ჩვენი სულისა და ხორცის წარწყმედის მიზეზი. რამეთუ ღმერთი მოსეს პირით მიმართავს ისრაელს: „ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაი განწმიდონ ძეთა ისრაწლისათა, ლმრთისა და არაწმიდებაი იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი“ (ლევ. 22, 3), და სხვა ადგილას: „და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაწლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის“ (ლევ. 22, 3) რამეთუ მოციქულიც ეუბნება უღირსად მაზიარებლებს, როგორც ზემოთ ითქვა, რომ ბევრი ჩვენგანი უძლური და სნეულია, და არცთუ ცოტა კვდება, ანუ ავად არიან და კვდებიან. ამიტომ საღმრთო დავითსა და მის თანმხლებთ, როდესაც მათ შეწირული პურის ჭამა მოინდომეს, რომელიც ქრისტეს ხორცის წინასახეს განასახიერებდა, მღვდელთმთავარმა უთხრა: „აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ“ (1 მეფ. 21, 4)."“ ეს კანონიკური პასუხი ეკუთვნის წმინდა ათანასეს, ანტიოქიის პატრიარქს (561 წა. როგორც ჩანს, ეს პასუხი ეხება იმავე საკითხს, რომელსაც მიემართება ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი კანონიკური განწესებანი შემდეგი ნომრებით: 2, 5 და 6, ეს საკითხი, კერძოდ, მოიცავს კითხვას: როდის და როგორ უნდა მიიღებოდეს წმინდა ზიარება?
წმინდა პანონების დასასრული "ბერძნული ტექსტი იხ. ათენის სინტაგმაში, IV, 390.
“ბერძნული ტექსტი იხ. ათენის სინტაგმაში, IV, 390.
სარჩები წმინდა ადგილობრივი პრებების კანონები წმინდა ადგილობრივი კრებების კანონების შესახებ ...........>»»+--+>--იიითაიაიია. ვ ანკირიის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები ............. წ ნეოკესარიის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები......25 ღანგრის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები ............. 35 ანტიოქიის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები.......... #5 ლაოდიკიის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები ........ 72 სარდიკიის წმინდა ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები.......... 103 კონსტანტინოპოლის წმინდა (მეშვიდე) ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონი 125 კართაგენის წმინდა ადგილობრივი კრების საეკლესიო კანონები მოთოთთა. 128 ეპისროლე რომის ეკლესიის ეპისკოპოს ბონიფანტეს მიმართ, სრულიად აფრიკის კრებისგან, რომის ეკლესიის ადგილისმცველთა – ეპისკოპოს ფავსტიანესა, და ხუცესების – ფილიპესა და ასელის მეშვეობით გაგზავნილი 2M#2 ეპისტოლე აფრიკის კრებისა კელესტინეს, რომის პაპს საყვარელ მეუფეს და უპატიოსნეს ძმას კელესტინეს: ავრილიოსი, პალატინოსი, ანტონიოსი, რტუტიოსი, სერვუსდელი, ტერენტიოსი და სხვანი ყოველნი, პოვნილნი კართაგენის საერთო კრებაზე 9#6წ კონსტანტ ლ ონსტანფინოპოლის და წმინდა ადგილ ვი ადაილობრივი კრე კრება სხვაგვარად ვაგვ დ – ორეზისი), ბ რომელიც ელიც შ ძედგ ა წმინდა დ მოციქულთა სახელობის ტაძარში კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილობრივი კრების (სხვაგვარად – ორგზისი) კანონები ...250 კანონები წმინდა ადგილობრივი კრებისა, რომელიც შედგა ღვთის სიტყვის სიბრძნის (სოფიას) ტაძარში ს მნი აიიი იიი თთორთნიიიორრრინმნა ითი 27# წვინდა მამების პანონები წმინდა მამების კანონების შესახებ 280 დამატებითი კანონების შესახებ 287 კანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა დიონისესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა ეპისკობოს ვასილიდის მიმართ 289 კანონიკური ეპისროლე წმინდისა გრიგოლისა, ნეოკესარიის მთავარეპისკოპოსისა, სასწაულთმოქმედისა –_–_________–___ 29V, კანონები წმინდა პეტრესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა და მოწამისა, მისი სიტყვიდან სინანულის შესახებ პხონოონოთთინითიითხუხროიიხნნოთ.,. ვივ ეპისტოლე წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა მონოზონ ამონის მიმართ ............:++5-955555566>ხ--ოგათოითთთთ 314 წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა დღესასწაულების შესახებ 39-ე ეპისტოლედან 317 ეპისტოლე წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა, რუფინიანეს მიმართ 321 პირველი კანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა იკონიის ეპისკობოს, ამფილოქეს მიმართ 325 მეორე კანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა იკონიის ეპისკოპოს ამფილოქეს მიმართ 351 მესამე კანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკობოსისა იკონიის ეპისკოპოსის, ამფილოქეს მიმართ 381 ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა ტარსის ეპისკოპოს დიოდორეს მიმართ . 399 ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა გრიგოლ მღვდლის მიმართ #05 კანონიკური ეპისტოლე წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა ქორეპისკოპოსების მიმართ #06 წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა მასზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსების თ 7ი.
ა ეეე ეყეიიეღ__ #08 წმინდა ბასილის, ნეტარი ამფილოქესადმი სულიწმიდის შესახებ დაწერილი წიგნის 27-ე თავიდან #10 წმინდისა მამისა ჩვენისა ბასილისი, კესარია-კაბადუკიის მთავარეპისკოპოსისა იმავე თხზულების 29-თავიდან ს განიიონიი ნნნი თი ნით ემმიიბთი #16 კანონიკური პასუხები წმინდა ტიმოთესი, ალექსანდრიის ეპისკოპოსისა, რომელიც იყო ერთ-ერთი მამათაგანი კონსტანტინოპოლში შეკრებილ ასორმოოცდათთა შორის .........ი,ა,იაიაა #17 წმინდისა გრიგოლ ღვთისმეფყველისა, იმის შესახებ, თუ ძველი და ახალი აღთქმის რომელი წიგნები უნდა იკითხებოდეს #2# წმინდისა ამფილოქე ეპისკოპოსისა სელევკის მიმართ, იმის შესახებ, თუ რომელი წიგნებია მისაღები ს მრნნონნრნ,ნნენნეეი ენიმე ეთი ვეთ, #25 კანონიკური ეპისტოლე წმინდისა გრიგოლისა, ნოსელი ეპისკოპოსისა მელიტინის ეპისკოპოს ლიტოის მიმართ ......,.ააიითობითთთითთა #28 კანონი თეოფილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა მის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც წმინდა ღმრთისგანცხადების დღესასწაულის წინა დღე კვირა დღეს დაემთხვევა.......:.-:-++++5+ანიაბითითიია ##1 შეგონება თეოფილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა მიცემული ამონისათვის #X#1 ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილესი, ეპისკობოს აფინგიონის მიმართ ეგრეთ წოდებულ „განწმენდილთა“ შესახებ #48 ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილესი, ეპისკოპოს აგათონის მიმართ ##8 ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილესი, ეპისკოპოს მინას მიმართ #4#9 კანონი წმინდისა მამისა ჩვენისა კირილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა. კანონიკური ეპისტოლე ანტიოქიის პატრიარქ დომნოს მიმართ ............:++>++55++5ატაანიტააიი #50 კირილესი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა, ლიბიისა და პენტაპოლისის ეპისკოპოსთა მიმართ #54 მრგვლივმოსავლელი ეპისროლე გენადისა, კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა, ყველა ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტისა და რომის პაპის მიმართ ...........;..+++++++ნ+-»ბი-"»ანი"ითოთოთრიაობთთთი #56 ეპისტოლე ტარასისა, კონსტანტინოპოლის = ახალი რომის უწმინდესი პატრიარქისა, ძველი რომის პაპის, ადრიანეს მიმართ #58 ღამატებითი პანონები კანონები წმინდისა იოანე მმარხველისა #65 კანონები წმინდისა ნიკიფორე აღმსარებელისა –_–_ #92 ნიკოლოზის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონები იაიანიინთითთთთითთ,. 516 წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირის და ანტიოქიის პატრიარქ ანასტასის სხვადასხვა კანონიკური განწესებანი 522
PDF გვ. 521 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.