← ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

ღანგრის კრება · ტ. II (2011)

წინათქმა

ღანბრის წმინდა ადგილობრივი პრების პანონები”

PDF გვ. 35

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე გმობს ქორწინებას და სძაგს ერთგული და კეთილმორწმუნე ცოლი, თანამცხოვრები თავის ქმართან, ან ძრახავს მას, როგორც ცათა სასუფეველში ვერშემსვლელს, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

როგორც ცნობილია, ეს კრება შედგა სებასტიის ეპისკოპოს ევსტათის მიმდევართა საწინააღმდეგოდ; იგი სახარების საპირისპირო ასკეტიზმს ქადაგებდა, რის გამოც ამ კრების ყველა კანონი განიკითხავს ცალკეულად მისი ცრუსწავლების თითოეულ პუნქტს და ყველა მის მიმდევარს ანათემას გადასცემს, ანუ განაჩინებს მათ დაუყოვნებლივ და საბოლოო განკვეთას ეკლესიიდან.

ეს 1 კანონი გმობს ევსტათელთა ცრუსწავლებას ქორწინების შესახებ. მოციქულთა 51-ე კანონის განმარტებაში ვნახეთ, რომ ეკლესიის დასაბამიდანვე, ზოგიერთი გნოსტიკური სექტა, გამოდიოდა რა მატერიის შესახებ ცრუსწავლებიდან, თავისი დუალისტური პრინციპების ძალით (ბოროტებისა და სიკეთის შესახებ), სხვათა შორის, ქორწინებასაც გმობდა. ასე, მაგალითად, სატურნინი ასწავლიდა, რომ ქორწინება, თითქოს, სატანის გამოგონილია. გნოსტიკების მსგავსად ევსტათიანელებიც ასწავლიდნენ, რომ ქორწინება ცოდვაა და ყოველი ქრისტიანი უნდა განერიდოს მას. სწავლების გადმოცემაში ისინი ეფუძნებოდნენ არა გნოსტიკურ დუალიზმს, არამედ კრძალულების შესახებ წმინდა წერილის ცნობილი ადგილების თავისებურ, შერყვნილ განმარტებას.

მსგავსი კანონები:მოც.551ტრულ.13ღანგ.491014

PDF გვ. 35 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე განიკითხავს იმ ადამიანს, რომელიც მოწიწებით და რწმენით ჭამს ხორცს (გარდა სისხლისა, კერპისთვის შეწირულისა და დამხრჩვალისა) როგორც სასოებას მოკლებულს მისი ჭამის გამო, – დაე, შეჩვენებულ იქნეს.

ამ კანონით მტკიცდება მოციქულთა 51-ე და 53-ე კანონების განწესებანი.

წეს კრება შედგა IV საუკუნის ნახევარში, დაახლოებით 340 წელს, პაფლაღონიის მთავარ ქალაქ ღანგრაში. შეკრების მისესი ნახევრადარიანელი ევსტათი სებასტიანელისა და მისი მიმდევრების მწვალებლური სწავლების დაგმობა იყო. ისინი უგუნურ ასკეტიზმს ქადაგებდნენ და შედეგად ეკლესიაში დიდი უწესრიგობა გამოიწვიეს. კრებას თავმჯდომარეობდა ევსევი ნიკომიდიელი, ესწრებოდა 13 ეპისკოპოსი. კანონიკურ კრებულებში შეტანილია ამ კრების 21 კანონი, კერძოდ: 20 ევსტათიანელების წინააღმდეგ, 21-ე კი შეადგენს ყველა კანონის ეპილოგს. _ _ _

მსგავსი კანონები:მოც.515363ტრულ.67ანკირ.14ბასილი დიდის.86

PDF გვ. 35 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე კეთილმსახურების საბაბით ასწავლის მონას ბატონის მოძაგებას, მისი მსასხურებისაგან თავის არიდებას და არა გულმოდგინებითა და ყოველგვარი პატივით მსახურებას, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

ეს კანონი იმ პერიოდს ეხება, როდესაც მონობა არსებობდა და ამტკიცებს მოციქულთა 82-ე კანონის განწესებას.

მსგავსი კანონები:მოც.82IV მსოფ.4ტრულ.85კართ.6482ბასილი დიდის.4042

PDF გვ. 36 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვისაც მიაჩნია რომ არ შეიძლება წმინდა ზიარების მიღება დაქორწინებული მღვდლის მიერ აღსრულებული ლიტურგიის შემდეგ, – შეჩვენებულ იყოს.

ევსტათიანელები თვლიდნენ რა ქორწინებას ცოდვად და ასწავლიდნენ მისგან განრიდების აუცილებლობას, სასულიერო პირთათვისაც იგივეს ფიქრობდნენ, და თუ ასეთი ცოდვილი პირი, როგორიც მათი აზრით დაოჯახებული მღვდელი იყო, ლიტურგიას აღსრულებდა, მაშინ ასეთი ლიტურგია მათი მხრიდან წმინდად არ მიიჩნეოდა, როგორც მის მიერ შეწირული მსხვერპლიც. ამიტომ, ასეთი მღვდლისგან, მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლებოდა წმინდა ზიარების მიღება. მღვდელთა ქორწინების კანონიერების შესახებ ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ მოციქულთა მე-5 და ტრულის კრების მე-13 კანონების განმარტებებში, ხოლო ღანგრის წინამდებარე კანონი გმობს როგორც ევსტათიანელებს, ასევე ყველა იმას, ვინც მღვდელთა ქორწინებას არ აღიარებს კანონიერ ქმედებად.

მსგავსი კანონები:მოც.51 მსოფ.3ტრულ.13ღანგ. I.910კართ.4

PDF გვ. 36 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ასწავლის, რომ არ არის აკრძალული ღვთის სახლისა და მასში მოწყობილი შეკრებების უგულებელყოფა, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

იმის საფუძველზე, რომ წმინდა წერილის სიტყვები – ღვთის მიმართ ლოცვა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება (შდრ. 1 ტიმ. 2, 8), ევსტათიანელებმა სიტყვასიტყვით გაიგეს და ასწავლიდნენ, რომ ტაძრები და იქ აღსრულებული მსახურება საჭირო არ იყო; სწორედ ამის წინააღმდეგ არის ეს კანონი მიღებული.

მსგავსი კანონები:ტრულ.80ღანგ.20სარდ.11

PDF გვ. 36 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ეკლესიის გარეთ აწყობს განსაკუთრებულ შეკრებებს და უგელებელყოფს რა ეკლესიას, საეკლესიო საქმეების შესრულება ეპისკოპოსის ნებით დადგინებული მღვდლის გარეშე სურს, – დაე, შეჩვენებულ. იყოს.

ევსტათიანელები, უარყოფდნენ მართლმადიდებელი საღვთო ტაძრის მნიშვნელობას და საკუთარ თავს მიიჩნევდნენ რჩეულებად და წმინდანებად, და თვითონვე დამოუკიდებლად აწყობდნენ რელიგიურ შეკრებებს; ღვთისმსახურების შესახებ საკუთარი შერყვნილი გაგებით ატარებდნენ მსახურებებს და ეგონათ, რომ ამ შეკრებებზე ასრულებდნენ სწორედ იმას, რის შესრულებაც ეკლესიას მართებდა. ამ თავყრილობებზე ევსტათიანელებს თავიანთი მღვდლებიც ჰყავდათ, რომლებიც აუცილებლად უცოლონი უნდა ყოფილიყვნენ ან ცოლებთან გაშორებულნი ზოგადად ქორწინების მოძულების მიზეზით, მღვდელთა ქორწინებისა კი – განსაკუთრებით (ღანგ. 1, 4); მაგრამ ეს მღვდლები იყვნენ არაკანონიერი (ცრუმღვდლები, იხ. მოც. 47-ე კანე და, შესაბამისად, უკანონოდ ასრულებდნენ მსახურებას, რამეთუ არ გააჩნდათ ამაზე მართლმადიდებელი მმართველი ეპისკოპოსის კურთხევა (იხ. მოც. 31-ე და პარალ. კანონები). საეკლესიო მსახურების მსგავსი აღსრულება ცალკე, ანუ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, კანონებში იწოდება თვითნებურ თავყრილობად (იხ. ბასილი დიდის 1) და სწორედ მის წინააღმდეგ არის მიმართული წინამდებარე კანონი.

მსგავსი კანონები:მოც. 3I.47II მსოფ.6III მსოფ.3IV მსოფ.18ტრულ. 3I.34ანტიოქ.22სარდ.14კართ.1011ორგზ.131415ბასილი დიდის.1

PDF გვ. 36 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმეს სურს მიიღოს ან დაარიგოს ეკლესიაში შემოწირული ნაყოფი ეკლესიის გარეთ, ეპისკოპოსის ან იმ პირის ნებართვის გარეშე, ვისაც ეს დავალებული აქვს, და სურს ყოველივე მისი ნების გარეშე შეასრულოს, – შეჩვენებულ იყოს.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.26ტრულ.35ანკირ.15ღანგ.8ანტიოქ.2429კართ.2633ორგზ.7თეოფილე ალექსანდრიელის.10კირილე ალექსანდრიელის.2

PDF გვ. 37 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე გასცემს ან მიიღებს შემოწირულ ნაყოფს ეპისკოპოსის ან იმ პირის გვერდის ავლით, ვინც დადგინებულია წარმართოს ქველმოქმედებანი, მაშინ გამცემიცა და მიმღებიც შეჩვენებულ იყოს.

ორივე კანონი (მე-7 და მე-8) აღადგენენ და ამტკიცებენ მოციქულთა მე-4, 38- ე, 39-ე და 41-ე კანონების განწესებას იმის შესახებ, რომ არ შეიძლება საეკლესიო ქონების განკარგვა ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე და გმობენ ევსტათიანელებს, რომლებიც ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.26ტრულ.25VII მსოფ. II.12ანკირ.12ღანგ.7ანტიოქ.2425კართ.2633ორგზ.7თეოფილე ალექსანდრიელის.10კირილე ალექსანდრიელის.2

PDF გვ. 37 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე ქალწულობდეს, ან ქორწინებისაგან განშორებით თავს იკავებდეს, როგორც მისი მომძაგებელი, და არა როგორც თვით ქალწულობის სიკეთისა და სიწმინდისათვის ამის მოქმედი, – შეჩვენებულ იყოს.

მსგავსი კანონები:I მსოფ.3IV მსოფ.16ტრულ. I.34048ღანგ. I.41014კართ.4

PDF გვ. 38 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე უფლისთვის ქალწულობას იმარხავს და ამით თავს აღიმაღლებს დაქორწინებულებზე, – შეჩვენებულ იყოს.

ამ კრების 1 კანონში ვნახეთ, რომ ევსტათიანელები განიკითხავდნენ ქორწინებას, როგორც ქრისტიანებისათვის რაღაც უწმინდურს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ისინი ყველას მოუწოდებდნენ ეცხოვრათ ქალწულებაში და სამუდამოდ უარი ეთქვათ ქორწინებაზე. ქალწულება თავისთავად წმინდაა და მისასალმებელი, მაგრამ ის შეზავებული უნდა იყოს კეთილმსახურებასა და მორჩილებასთან, და არა – ქედმაღლობასთან, როგორც ეს ევსტათიანელების შემთხვევაში ხდებოდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის მიღებული ეს ორი (მე-9 და მე-10) კანონი.

მსგავსი კანონები:მოც.551I მსოფ.3IV მსოფ.16ტრულ.134048ღანგ. I.4914კართ.4

PDF გვ. 38 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც შეურაცხყოფს იმათ, რომლებიც რწმენით აწყობენ სიყვარულის სერობებს, უფლის საპატივცემულოდ ძმებს კრებენ და უმასპინძლდებიან, და არ სურს თანაზიარი იყოს ასეთი წვეულებებისა, რადგან მდაბლად მიაჩნია, “– დაე, შეჩვენებულ იყოს.

აღაპი, რომელიც წინამდებარე კანონში მოიხსენიება, არ იყო ის სიყვარულის სერობა,რომლის შესახებაც ლაოდიკიის კრების 27-ე და 28-ე კანონები საუბრობს; ეს იყო უფლის საპატივცემულოდ მდიდრების მიერ ღატაკებისთვის მოწყობილი ტრაპეზი, ყველა შესაძლებელი ნუგბარი კერძებით. ევსტათიანელები განიკითხავდნენ ასეთ ტრაპეზს და არ მიიჩნევდნენ მას უფლის საპატივცემულოდ გამართულ ტრაპეზად. ამიტომ უკრძალავდნენ თავიანთ მიმდევრებს ამგვარ წვეულებებზე დასწრებას, რადგან მათ ქრისტიანებისათვის დამამცირებელ გამასპინძლებად თვლიდნენ. მოხსენიებულ ტრაპეზთან დაკავშირებით ევსტათიანელების ასეთი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ არის სწორედ მიმართული წინამდებარე კანონი.

მსგავსი კანონები:ტრულ.74ლაოდ.2728კართ.42

PDF გვ. 38 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 12

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე მამაკაცთაგან, მოჩვენებითი ღვაწლისათვის უხეშ ზედა წამოსასხამს ატარებს და ამით, ვითომცდა, მართლობის (კეთილმსახურების) შემძენი, განიკითხავს იმათ, ვინც კდემით ატარებს აბრეშუმის შესამოსელს და იყენებს ზოგადად და ჩვეულებრივად მიღებულ სამოსელს, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

ქრისტიანული მოღვაწეობის (მოსაგრეობის) შესახებ შერყვნილი შეხედულების საფუძველზე, ევსტათიანელები ქადაგებდნენ უხეში სამოსლის ტარების აუცილებლობას, რომელსაც კანონში წამოსასხამი ეწოდება და რომელსაც ზოგიერთი ფილოსოფოსი სხვა სამოსის ზემოდან იცვამდა, რათა ყოველგვარი ფუფუნებისადმი ზიზღი გამოეხატა; სწორედ ამის გამოხატვა სურდათ ევსტათიანელებსაც. განუწესებდნენ რა ამას თავის მიმდევრებს, იმავდროულად ასწავლიდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოეძულებინათ ისინი, ვინც აბრეშუმის შესამოსელს ატარებდა; ამ შესამოსელს, ჩვეულებრივ, მართლმადიდებელი ეპისკოპოსები და მღვდლები იცვამდნენ საზეიმო შემთხვევებში; იგი არ განიკითხება წინამდებარე ღანგრის კანონით, თუკი მას სიმდაბლითა და სამღვდელო წოდებისათვის დამახასიათებელი კდემით ატარებენ, პირიქით, იგმობა ევსტათიანელები და ყველა ისინი, ვინც კიცხავს და ცოდვილებად მიიჩნევს სამოსლის ღვთისმოშიშებით მატარებლებს.

მსგავსი კანონები:ტრულ.27VII მსოფ.16

PDF გვ. 38 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე დედაკაცი მოჩვენებითი ღვაწლისათვის შეიცვლის სამოსელს და ნაცვლად ჩვეულებრივი სადედაკაცო შესამოსელისა, მამაკაცისას ჩაიცვამს, – შეჩვენებულ იყოს.

მიაჩნდათ რა ქორწინება (კოდვად (ღანგ. 1, 4, 9, 10, 14), ევსტათიანელები მამაკაცებსა და დედაკაცებს შორის განსხვავებას არ აკეთებდნენ და მათ თანასწორუფლებიანებად მიიჩნევდნენ. ამის გარეგნულად გამოსახატავად, ისინი თავიანთ დედაკაცებს ურჩევდნენ ეტარებინათ მამაკაცის სამოსი, – მოჩვენებითი მოსაგრეობისათვის, – რომელსაც თვითონ ატარებდნენ და რომელიც ამ კრების მე-12 კანონში წამოსასხამად იწოდება. ღანგრის კრების მამები გმობენ ასეთ შეხედულებას და ამის საფუძვლად მოჰყავთ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ეს ცოდვაა ღმერთის წინაშე და დაგმობილი იყო ჯერ კიდევ წმინდა წერილის ძველაღთქმისეულ წიგნებში: „ნუ უკუშ შეიმოსს დედა-კაცი სამოხელსა მამაკაცისასა, ნუცა მამა-კაცი შეიმოსს სამოსელსა დედა-კაცისასა, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღუთისა შენისა ყოველივე რომელი იქმს ეგე ვითარსა“ (მეორე შჯულ. 22, 5). ასეთივე იყო ეკლესიის ყველა მამის სწავლება.”

"ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი შენიშნავს: „მამებმა სწორად დასძინეს: „მოჩვენებითი მოსაგრეობისათვის“, რადგან თუკი რაიმე მსგავსი სრულდება არა ჰირმოთნეობითა და სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებით და, წმინდა და ჭეშმარიტი მოსაგრეობის მაგალითისამებრ, მაშინ ამისთვის არამცთუ ანათემირება არა უნდა მოხდეს, პირიქით, ქების შესხმის ღირსადაც კი უნდა იქნეს მიჩნეული. რამეთუ არაერთ დედაკაცს უმოღვაწევია მამაკაცის სამოსლით და ცხონების სიმაღლეებისათვის მიუღწევია. ასეთები იყვნენ, მაგალითად, წმინდანები: მელანია, ევგენია და მრავალი სხვა“. ამის შესახებ არქიმანდრიტ იოანესთანაც ვკითხულობთ, დასახ. თხზ, I, 381, შენიშ. 432.

მსგავსი კანონები:ტრულ.62

PDF გვ. 39 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე დედაკაცი მიატოვებს ქმარს და მასთან განშორებას მოისურვებს იმ მიზეზით, რომ ქორწინებას მოიძაგებს, – შეჩვენებულ იყოს.

ევსტათიანელთა შეხედულების თანახმად, ცოლებს უნდა მიეტოვებინათ საკუთარი ქმრები და მათთან ქორწინებითი კავშირი გაეუქმებინათ. ასეთი საქციელისათვის კანონი გმობს დედაკაცს; საფუძველი კი ამისა, მოყვანილია ტრულის კრების 87-ე კანონის განმარტებაში.

მსგავსი კანონები:მოც.54851ტრულ.1387ღანგ. I.4910

PDF გვ. 40 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე უტევებს თავის შვილებს, არ არჩენს მათ, შეძლებისდაგვარად არ ზრუნავს ლვთისმოშიშებაში მათ აღზრდაზე და განდეგილობის საბაბით ყოველგვარ მზრუნველობას აკლებს, – შეჩვენებულ იყოს.

ბავშვი, თავის მშობლებთან მიმართებით, მათი სიყვარულის ნაყოფია და სისხლია მათი სისხლისგან. ამიტომ, თვით საღვთო რჯული ავალდებულებს მშობლებს საკუთარ შვილებზე ზრუნვას და მათთვის ყოველმხრივი განათლების მიცემას (იხ. ეფ. 6, 4; 1 ტიმ. 5, 4, 8, 10; დაბ. 18, 19; მეორე შჯული. 4, 10; 6, 7). მიუხედავად ამისა, ევსტათიანელები ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ და ასწავლიდნენ, რომ მშობლებს მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ეფიქრათ, შვილები დაეტოვებინათ და ასკეტურ ღვაწლს მისცემოდნენ. ამის გამო, დამსახურებისამებრ, კრება მათ ანათემას გადასცემს.

მსგავსი კანონები:ცართ.35

PDF გვ. 40 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 16

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: შვილები, რომლებიც კეთილმსახურების საბაბით მიატოვებენ საკუთარ მშობლებს, განსაკუთრებით – ერთგულ მორწმუნეებს, და არ მიაგებენ მათ ჯეროვან პატივს, – დაე, შეჩვენებულ იყვნენ. თუმცა, მათი მხრიდან მართლმორწმუნეობა უპირატესად უნდა იქნეს დაცული.

რამდენადაც საღვთო რჯულისათვის მიუღებელია, რომ მშობლებმა საკუთარი “შვილები მიატოვონ მოჩვენებითი მოსაგრეობისათვის, რაზედაც ამ კრების მე-15 კანონი საუბრობს, იმდენადვე მიუღებელია ამავე რჯულისათვის, როდესაც შვილები იგივე საბაბით ტოვებენ მშობლებს და არ მიაგებენ სათანადო პატივს. „ღმერთმან თქუა: ,პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“; და: „რომელმან თქუას ბოროტი მამისათკს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ“, – ვკითხულობთ წმინდა წერილში (მთ. 15, 4; მარკ. 7, 10; ეფ. 6, 2; გამოს. 20, 12; 21, 15, 17; რიცხვ. 20, 9). შვილები მშობლების მიმართ ასეთ პატივისცემას უნდა იმარხავდნენ არამარტო იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მართლმადიდებელი მშობლები ჰყავთ, არამედ მაშინაც, თუ მათი მშობლები სხვა სარწმუნოებისანი არიან, რადგან კანონის სიტყვები: „განსაკუთრებით ერთგულ მორწმუნეებს“, ნიშნავს, რომ იგი ურწმუნოებსაც გულისხმობს. ამის გამო, შვილებმა პატივი უნდა მიაგონ მშობლებს და დაეხმარონ მათ მიუხედავად მათი სარწმუნოების გვარობისა, და ვერავითარი კეთილმსახურების მომიზეზება ვერ უშველით მათ უპატივცემულობის შემთხვევაში, თუ თავის გამართლებას ისინი მშობლების ურწმუნოებით შეეცდებიან. რამეთუ, მშობლების მიმართ სიყვარული მარადიულ კანონს ეფუძნება, კეთილმსახურება კი, რომელიც ამ კანონს უარყოფს და ამით მას თრგუნავს, არის ცრუკეთილმსახურება. ევსტათიანელებს, – მშობელთა პატივისცემის გამომხატველი ამ ღვთაებრივი კანონის უარმყოფელებს, – კრება ანათემას გადასცემს.

წარმოდგენილი კანონის ასეთი განმარტება, ბუნებრივია, თვით კანონის ტექსტიდან გამომდინარეობს. ზონარასა და ბალსამონს კანონის სიტყვები: ,7C00%LICთILCVIIC ბიX0V6%I #თი”თ0+0% +იC 050C§8§5IXC“, სხვანაირად ესმოდათ და ამბობდნენ, რომ მართლმორწმუნეობა (060068610) უნდა ჩაითვალოს მშობლების სიყვარულზე უპირატესად, რადგან, თუკი მშობლებს მართლმადიდებლურად არ სწამთ, მაშინ შვილები მათ უნდა განეშორონ და საკუთარი კეთილმსახურება მშობლების პატივისცემაზე წინ დააყენონ. ამ კომენტატორების საფუძველზეა სწორედ გადათარგმნილი მოხსენიებული სიტყვები „კანონთა კრებულში“ და თანაც მიწერილია სპეციალური დამატება: „თუმცა, მათი მხრიდან მართლმორწმუნეობა უპირატესად უნდა იქნეს დაცული“ M% ამ სიტყვებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიზიარებთ მოხსენიებულ კომენტატორთა აზრს უმთავრესად იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ არ გვეცოდინებოდა როგორ შეგვეთავსებინა მსგავსი განმარტება კანონის სიტყვებთან: „მით უფრო ერთგული მორწმუნენი“, რომელიც აჩვენებს, – როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ – რომ მართლმორწმუნეობა არასდროს ათავისუფლებს შვილებს მშობლების პატივისცემის ვალდებულებისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შემთხვევით მართლმადიდებლები არ არიან. ამ შემთხვევაში „კორმჩაიას“ თარგმანი, რომელიც ქვემოთ მოგვყავს, უფრო შეესიტყვება კანონთა პირველწყაროს ტექსტს, ვიდრე „კანონთა კრებული“: „შვილები, რომლებიც თავიანთ მშობლებს, მით უფრო ერთგულ მორწმუნეებს, დატოვებენ „ეთილმსახურების საბაბით და შესაბამის პატივს არ მიაგებენ, ასეთ შემთხვევაში მათ მიერ აღსრულებული კეთილმსახურება ცრუდ უნდა ჩაითვალოს და თავად ისინი შეჩვენებულ იყვნენ“.- #X#

მსგავსი კანონები:ღანგ.11415

PDF გვ. 40 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 17

თუ რომელიმე დედაკაცი, მოჩვენებითი ღვაწლისათვის, თმას შეიკვეცს, რომელიც ღმერთმა მისცა მას მორჩილების შესახსენებლად, მაშინ ესევითარი, როგორც მორჩილების მცნების დამრღვევი, შეჩვენებულ იყოს.

(ლანი. #, 13, 14) "დასახ. გამოც. გვ. 241. "დასახ. გამოც. 1787, L 59. (5 2 უპისკოპოხი ნიკოდიში (შილაშიპ კანონი ამბობს, რომ დედაკაცებმა თმა არ უნდა შეიჭრან, რადგან თმა მათი მორჩილების გამოხატულების ნიშანია. ასე გვასწავლის პავლე მოციქულიც კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში (11, 3 და შემდგომ). იმდენად, რამდენადაც ევსტათიანელები ასწავლიდნენ, რომ დედაკაცს ქმართან არ უნდა ეცხოვრა, რადგან, თითქოს ქორწინება ცოდვაა, და ამით თავისთავად უარყოფდნენ ცოლის ქმრისადმი მორჩილებას, აქედან გამომდინარეობდა, რომ დედაკაცებს თავისუფლად შეეძლოთ თმის შეჭრა ისევე, როგორც მამაკაცებს, რამეთუ თავს მათ თანასწორებად თვლიდნენ. სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული წინამდებარე კანონი.

PDF გვ. 41 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 18

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე, მოჩვენებითი ღვაწლისათვის, კვირადღეობითაც მარხულობს, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

ევსტათიანელების სწავლებით, კვირა დღესაც საჭირო იყო მარხვის დაცვა. ეს დღე, მათი ასრით, ემსახურებოდა სამწუხარო მოვლენის ხსენებას, კერძოდ, მატერიის გათავისუფლებას, რომელიც ამ გათავისუფლების შედეგად, კიდევ უფრო ცოდვილი გახდა. თუ როგორია ამის შესახებ ეკლესიის სწავლება, ჩვენ ვნახეთ მოციქულთა 66-ე კანონის განმარტებაში, რომლის დამადასტურებელიც არის ღანგრის კრების წინამდებარე კანონი.

მსგავსი კანონები:მოც.66IV მსოფ.16ტრულ.225ანკირ.14ლაოდ.294951

PDF გვ. 42 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 19

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე მოსაგრეთაგან სხეულებრივი საჭიროების გარეშე, ქედმაღლობით არღვევს ყველასთვის სავალდებულო და ეკლესიის მიერ დაცულ მარხვებს და ამავე დროს სრულ გონებაზეა, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

ევსტათიანელები ფიქრობდნენ, რომ უკვე მიაღწიეს სრულყოფილებას ცხოვრებასა და მოღვაწეობაში და ამიტომ აღარ უნდა იმარხულონ იმ დღეებში, როდესაც ეკლესია მარხვას გვამცნობს სინანულისა და ცოდვების შენდობისათვის. გმობს რა ევსტათიანელთა ასეთ სწავლებას, წინამდებარე კანონი ამით ამტკიცებს მოციქულთა კრების 69-ე კანონის განწესებას.

მსგავსი კანონები:მოც.69ტრულ.295689ლაოდ.49505152პეტრე ალექსანდრიელის.15ტიმოთე ალექსანდრიელის.810

PDF გვ. 42 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 20

თუ ვინმე, ქედმაღლურად განწყობილი, მოძაგებით განიკითხავს მოწამეთა საპატივცემულოდ მოწყობილ შეკრებებს და იქ აღსრულებულ მსახურებებსა და ხსენებებს, – დაე, შეჩვენებულ იყოს.

(მოც. 31; IV მსოფ. 4; ტრულ. 31; ღანგ. 2; ანტიოქ. 2; სარდიკ. 1I; კართ. 83) ღაკნგრის ნშინდა პდგილოზრივი კრემის კანონები X3 წინამდებარე კანონი პირდაპირ კავშირშია ამ კრების მე-5 კანონთან და განიხილავს მოწამეების ხსენებას და მათთვის აღსრულებულ მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხს, რადგან, ჩვეულებრივ, საეკლესიო მსახურებები ტარდებოდა ზედ მოწამეთა საფლავებზე.

PDF გვ. 42 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 21

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ამას ვწერთ არა იმათ შესაზღუდად, რომელთაც ღმერთის ეკლესიაში წმინდა წერილისამებრ მოსაგრეობა სურთ, არამედ იმათთვის, რომელნიც იღვწიან ამპარტავნების მიზეზით, თავს აღიმაღლებენ უბრალოდ მცხოვრებლებზე და სალვთო წერილისა და საეკლესიო წესების საწინააღმდეგო სიახლეები შემოაქვთ. ამგვარად, ჩვენ ქალწულებასაც, შეერთებულს სიმდაბლესა და მორჩილებასთან – პატივს ვცემთ; კრძალულებასაც, პატიოსნებითა და კეთილმსახურებით აღსრულებულს – შევიწყნარებთ; თავმდაბლურ განშორებას საერო (ქვეყნიურ) საქმეთაგან – ვიწონებთ; ქორწინებით პატიოსან თანაცხოვრებას – პატივს მივაგებთ, სიმდიდრეს, შერწყმულს სიმართლესა და ქველმოქმედებასთან – არ ვაკნინებთ; სამოსელის უბრალოებასა და არაძვირფასობას, თუ ის არანაპატიებ სხეულზე ზრუნვით გამოიყენება – ვაქებთ, ხოლო რბილ სამოსში სიარულით ნაპატიებს – განვეშორებით; ღვთის სახლებს თაყვანს ვცემთ და – მასში მოწყობილ შეკრებებსაც, ვითარცა წმინდასა და სასარგებლოს – ვაღიარებთ, არ შემოვფარგლავთ კეთილმსახურებას მხოლოდ შენობებით და პატივს მივაგებთ ყველა იმ ადგილს, სადაც კი ლღმერთის სახელი იდიდება; ღვთის ეკლესიაში საზოგადო შეკრებას კი შევიწყნარებთ ვითარცა საერთო სარგებელს; ძმათა უხვ ქველმოქმედებას, როცა ის გლახაკთათვის აღესრულება გადმოცემის თანახმად ეკლესიის მეშვეობით, ფრიად სათნოდ მივიჩნევთ; და მოკლედ ვიტყვით: გვნებავს, დაე, ყოველივე ისე ყოფილიყოს ეკლესიაში, როგორც ეს წმინდა წერილითა და სამოციქულო გადმოცემებით არის მიღებული.

წინამდებარე კანონი წარმოადგენს საერთო დასკვნას ამ კრების ყველა ზემოთ გადმოცემული (20) კანონისა. დაწვრილებით გადმოგვცემენ რა ევსტათიანელთა და მათ მიმდევართა ცრუსწავლებას, ღანგრის კრების მამები კიდევ ერთხელ თანმიმდევრობით მოიხსენიებენ აქ ამ სწავლების ცალკეულ პუნქტებს. თავიანთ 20 კანონში ისინი საგანგებოდ გადასცემენ ანათემას თითოეულს ამ პუნქტთაგან, სოლო ამ (21-ე) კანონში კი, განსახილველ სწავლებასთან დაკავშირებით, გადმოგვცემენ საერთო კანონებს თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

რადგან ევსტათიანელები ქადაგებდნენ უმკაცრეს ასკეტიზმს და, ამასთან, თვით ასკეტიზმი ესმოდათ ცალმხრივად და ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ, ამიტომ ღანგრის კრების მამები თავიდანვე, კანონის დასაწყისშივე ამბობენ, რომ „სმოსაგრე=ბა შეიძლება შედგეს მხოლოდ ქრისტეს ჯეშმარიტ ეკლესიაში და არა # + უპი ს 'კოპოსი ნი 4 ოდიში (შილამშიპ მის გარეთ, რომ ის ისეთი უნდა იყოს, როგორც ამას წმინდა წერილი წარმოგვიდგენს, და რომ მხოლოდ ასეთი მოსაგრეობა არის წმინდა და ღმერთისთვის სათნო. ამგვარად, რამდენადაც კრების მამები პატივს სცემენ და აფასებენ იმათ, ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით მოღვაწეობენ, იმდენად გმობენ იმათ, ვინც წმინდა წერილისა და ეკლესიის განწესებების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რამეთუ მოსაგრეობის ნიღაბქვეშ მალავენ ადამიანურ ამპარტავნებას, არღვევენ ეკლესიური ცხოვრების დამტკიცებულ წესრიგს და შემოაქვთ ეკლესიაში სიახლე. უპირისპკირებენ რა ყველაფერ ამას ევსტათიანელთა შეხედულებას მოსაგრეობის (საეკლესიო მოღვაწეობის) შესახებ, წინამდებარე კანონში კრების მამებს მოჰყავთ რამდენიმე შეგონება, რომლებმაც, შემდგომში, კანონების მნიშვნელობა უნდა იქონიონ, სახელდობრ:

1) აუცილებელია პატივი მიეგოს ქალწულებას, როდესაც იგი განზავებულია სიმდაბლით და არ წარმოიჩინება სხვების წინაშე, როგორც ერთგვარი განსაკუთრებული, პირადი დამსასურება;

2) მისასალმებელია კრძალულება, როდესაც ის იმარხება ღირსეულად და კეთილმსახურებით, და როდესაც აღესრულება სიწრფელითა და ქრისტიანული განწყობით;

3) კარგია საერო ცხოვრების საზრუნავს განშორება და დაყუდებულ ცხოვრებას შედგომა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს სიმდაბლითა და კეთილი განზრახვით;

4) ქორწინება ღმერთის მიერ არის დადგენილი და პატიოსანია, ამიტომ მისი პატივისცემა გვმართებს;

5) სიმდიდრის დაგმობა არ არის მართებული, თუკი ის პატიოსნად არის მოპოვებული და განზსავებულია ღატაკების მიმართ ქველმოქმედებით;

6) სამოსელში უბრალოება და გამოურჩევლობა მოსაწონია;

7) სამო"ელში ყოველგვარი ფუფუნება და ზედმეტობა გაკიცხვის ღირსია;

8) აუცილებელია სრული პატივისცემა ვიქონიოთ წმინდა ტაძრების მიმართ, ისევე, როგორც ყველა სხვა ადგილის მიმართ, რომელიც ღმერთისთვის არის მიძღვნილი ღა მის პატივს ემსახურება. ამიტომ იქ გამართულ საძმო შეკრებებს აუცილებლად უნდა მივაგოთ პატივი და მასში მონაწილეობა მივიღოთ;

9) სათანადო პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ ტაძარში ჩატარებელ საზოგადო მსახურებას, რომელიც ადამიანებისა და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ აღესრულება;

10) პატივი უნდა ვცეთ მდიდარ ადამიანებსაც, რომლებიც თავიანთი ქონებით ღატაკებს ეხმარებიან, თუკი ისინი, ამას, გადმოცემის თანახმად, ეკლესიის მეშვეო- <%> ქეელალი აკიფიჯბჯინ6 დღ ჩამოა;ალიბეს რა ყველაფერი ეს წინამდებარე კანონში, კრების მამებმა ბოლოშა გაიმეორეს ის, რაც მათ მიერ დასაწყისში იყო ნათქვამი, კერძოდ, აუცილებელია წმინდა ეკლსიის დაცვა სიახლეებისაგან და ზრუნვა იმაზე, რომ ყველაფერი, რაც განწეIსებულია წმინდა წერილებითა და მოციქულების გადმოცემებით, ეკლესიაში იმარხებოდეა წმინდად და დაურღვევლად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გზა გაეხსნება ევსტათიანელებს და სხვა მსგავს რელიგიურ სასოგადოებებს, რომლებიც არ შეიძლება ეკლესიად იწოდებოდეს.

მსგავსი კანონები:მოც. 3I.5153IV მსოფ.4ტრულ.2780VII მსოფ.16ღანგ.520ანტიოქ.5სარდიკ.11კართ.83

PDF გვ. 43 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.