ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ანკვირიის კრება · ტ. II (2011)
წინათქმა
ანძირიის წმინდა ადბილობრიმჭი პრების კანონები“
PDF გვ. 5
კანონი 1
იმ მღვდლების შესახებ, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ კერპს და შემდეგ განაასლეს სარწმუნოებისათვის ღვაწლი, – თანაც, არა ვინმესათვის მოსაჩვენებლად, არამედ ჭეშმარიტად, რადგან წინასწარ განზრახ არ მომზადებულან და არავისთან შეთანხმებულან იმისათვის, რომ სხვების თვალში მრავალი ტანჯვის დამთმენლებად გამოჩენილიყვნენ, რომ თითქოს ტანჯვის შედეგად განუდგნენ ეკლესიას და ამ მიზნით თავისთვის სათვალთმაქცო სატანჯველი არ მოუწყვიათ, – განვაჩინებთ: შეუნარჩუნდეთ მათ დასაჯდომელის პატივი, მაგრამ ჩამოერთვათ წირვის, დამოძღვრისა და, საერთოდ, რაიმე სამლვდელო მოქმედების უფლება.
მრავალ პირთა შორის, რომლებიც მაქსიმიანეს დროს განხორციელებულ ქრისტიანთა დევნილობისას კერპებს მსხვერპლს სწირავდნენ, მღვდლებიც იყვნენ; სწორედ მათ შესახებ საუბრობს წინამდებარე კანონი. იმ მღვდლებთან დაკავშირებით, რომლებიც ქრისტიანულ სარწმუნოებას ადამიანთა წინაშე შიშის გამო განუდგნენ, მოციქულთა 62-ე კანონი განაწესებს, რომ ეკლესიიდან განიკვეთონ, მონანიების შემთხვევაში კი, მხოლოდ ერისკაცის ხარისხით იქნენ ეკლესიაში კვლავ მიღებულნი. ანკირიის კრების წინამდებარე კანონი დამატებას აკეთებს მოციქულთა კანონის აღნიშნულ განწესებაზე და იმ მღვდლებსაც მოიხსენიებს, რომლებმაც მოინანიეს განდგომა, დათრგუნეს ტანჯვის ყოველგვარი შიში და აჩვენეს ჭეშმარიტი მოშურნეობა ქრისტეს სარწუნოებისათვის, ანუ აშკარად გადაიტანეს სატანჯველი და, დაითმინეს რა მხნედ, საზეიმოდ აღიარეს ქრისტეს სახელი. ასეთი მღვდლების მიმართ, კანონი განაწესებს, რომ მათ შეუძლიათ ატარონ სამღვდელო წოდება და მღვდელმსახურთა შორის დასაჯდომელის პატივით ისარგებლონ, მაგრამ, ამასთან, რადგან ისინი სულმოკლეობითა და შიშით ცოდვაში მაინც ჩავარდნენ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვით გამ- "მაქსიმიანეს დევნილობის შემდეგ, როდესაც მშვიდობა დამყარდა, ბევრი ქრისტიანი = დევნილობის ჟამს შიშით, ან სხვა რამე მიზესით ეკლესიისგან განმღგარი – დაბეჯითებით მოითხოვდა კვლავ მიეღოთ ეკლესიაში. საკითხი იმის შესახებ, უნდა მიეღოთ თუ არა ისინი ეკლესიაში და თვით წესი მათი მიღებისა, რომელიც იმ მდომარგობების ფარდი იქნებოდა, რომელთა გამოც ისინი განდგნენ, საერთოდ არ იყო ნათელი ეპისკოპოსებისათვის. ამიტომ შედგა ეს კრება, რომ ემსჯელათ და მსგავსი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელი განეჩინათ, კრება შედგა გალატიის ანკირიაში, 314 წელს; ესწრებოდა 18 ეპისკოპოსი მცირე აზიიდან და სირიიდან; თავმჯდომარეობდა ანტიოქიის ეპისკოპოსი ვიტალი. კრებამ 25 კანონი გამოსცა. მათგან, პირველი ცხრა და მე-12 ეხება უშუალოდ იმ საკითხს, რის გამოც შეიკრიბნენ; სსვა დანარჩენი კანონი საუბრობს საერთო საეკლესიო დისციპლინის შესახებ. 6 უპის 3 ოპოსი ნი 4 ოდიში (შილაშიპ ოიხატა, და თუნდაც წამიერად შეიბილწეს სული განდგომილებით, გახდნენ, ამგვარად, უღირსნი, რომ საკურთხეველში როდესმე მსხვერპლი შესწირონ და მღვდლის ხარისხით ემსახურონ იმ ღმერთს, რომელსაც უღალატეს; ამიტომაც ართმევს მათ კანონი წმინდა მსხვერპლის შეწირვის, ქადაგებისა და, საერთოდ, რაიმე სამღვდელო მოქმედების აღსრულების უფლებას. თუმცა, ამ მღვდლებს შეუძლიათ ისარგებლონ დასაჯდომელის პატივით სხვა მღვდლებს შორის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოშურნეობა სარწმუნოებისათვის გამოავლინეს ჭეშმარიტად და არა მზაკვრული ხერხით. ხდებოდა, რომ ზოგიერთნი მღვდელთაგან, რწმენაში ასეთი მოშურნეობა რომ ეჩვენებინათ და, შესაბამისად, მიტევებაც მიეღოთ იმისათვის, რომ კერპებს შესწირეს მსხვერპლი, წამების დროს გაიძვერობას მიმარ–- თავდნენ: შეთანხმებაში შედიოდნენ მდევნელებთან და წინასწარ, სანამ სატანჯველად გადასცემდნენ, ქრთამავდა მათ. ასე რომ, როდესაც მათი ჯერი დგებოდა, მდევნელები შეთანხმებისამებრ ექცეოდნენ და არავითარ ზიანს არ აყენებდნენ, აწამებდნენ მხოლოდ მოჩვენებითად, სხვების თვალის ასახვევად. სწორედ, მსგავსი მზაკვრობა აქვთ მხედველობაში ანკირიის კრების მამებს და, მიუთითებენ რა კანონში ამაზე, აღნიშნავენ, რომ წყალობის გაღება შეიძლება მხოლოდ მათთან მიმართებით, რომლებმაც გულწრფელად მოინანიეს, რაზედაც მტკიცებულება არსებობს, და არ ინებეს, რომ წყალობა მსაკვრული გზხით მიეღოთ.
ის, რასაც კანონი მღვდლებთან მიმართებით განაწესებს, ეხება, აგრეთვე, განდგომილ ეპიკოპოსებსაც. მართალია, კანონი ამის შესახებ არ საუბრობს, მაგრამ ეს დასტურდება ძველი დროის ეკლესიის პრაქტიკით, რასაც ეს კრებაც უეჭველად იწყნარებს. კვიპრიანეს ერთ-ერთ ეპისტოლეში,მოიხსენიება ორი ესპანელი ეპისკოპოსი – მარტიალი და ვასილიდი, რომლებსაც ხარისხი აჰყარეს სარწმუნოებისგან განდგომის გამო. შემდგომში ორივე ეს ეპისკოპოსი თვალთმაქცურად ცდილობდა მოშურნეობა გამოეჩინა და სიცრუის გზით ხარისხში ალდგენილიყო. ამ მიზნის მისაღწევად პაპი სტეფანეც (253-257) გადაიბირეს. კვიპრიანემ, როდესაც ეს ამბავი გაიგო, ერთ-ერთ თავის კრებაზე დაადასტურა მათი განკვეთა და მათ მიმართ გამოტანილი სასჯელი, და უსაყვედურა ყველას, ვინც მათ იცავდა, მათ შორის – პაპ სტეფანესაც.”
PDF გვ. 5 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მსგავსადვე, დიაკვნებს, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ კერპს და შემდეგ განაახლეს სარწმუნოებისათვის ღვაწლი, მინიჭებული პატივი შეუნარჩუნდეთ, მაგრამ აეკრძალოთ ყოველგვარი სამღვდელო მსახურება, პურისა და ბარძიმის ამაღლება, ლოცვების ხმამაღლა წაკითხვა. ამასთან, თუკი ეპისკოპოსები დაინახავენ მათ შრომას, სიმდაბლეს, სიმშვიდეს და მოინდომებენ სასჯელის მომატებას ან მოკლებას, მათ ხელმწიფებაში იყოს ეს.
"ამ კრების გადაწყვეტილება შეტანილია კვიპრიანეს 68-ე ეპისტოლეში.
_ ყველაფერი, რაც ამ კრების 1 კანონში ითქვა მღვდლებთან დაკავშირებით, წინამდებარე კანონში დიაკვნებზეც ვრცელდება, რომლებიც, საუბედუროდ, განდგომილების ცოდვაში ჩავარდნენ, მაგრამ შემდგომში გულწრფელად მოინანიეს. კანონი ასეთ დიაკვნებს უფლებას უტოვებს მომავალშიც ისარგებლონ დიაკენის პატივით, მაგრამ სამუდამოდ უკრძალავს ეკლესიაში სადიაკვნო მსახურებას, განსაკუთრებით - წმინდა ძღვენის შეწირვას და ღვთისმსახურებისას დაწესებული ლოცვების წაკითხვას. განაწესებს რა ამას, როგორც ზოგად ნორმას, კანონი ნებას რთავს რწმუნებულ ეპისკოპოსს, რომ ასეთ დიაკვნებს მოექცეს თავისი შეხედულებისამებრ, მათი ცხოვრების წესებისა და რწმენისადმი ერთგულების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მას შეუძლია იმაზე ნაკლები ან მეტი სასჯელი შეუფარდოს, რასაც კანონი ზოგადად ითვალისწინებს, რამეთუ „ყოველგვარი სულიერი მკურ-' “-“-X ნალობის გზები ეპისკოპოსის ხელმწიფებაშია“.
PDF გვ. 6 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც მდევნელებს გაექცნენ, მაგრამ შეიპყრეს, ან თავისმა შინაურებმა გასცეს, ან ქონება ჩამოერთვათ, ან სატანჯველი გადაიტანეს, ან საპყრობილეში ჩაცვივდნენ, მაგრამ მაინც ღაღადებდნენ, რომ ქრისტიანები არიან; ამასთან, თუ ტანჯულებს იძულებით ჩაუდეს ხელში შემაჭირვებლებმა რაიმე კერპისთვის შეწირული, ან ძალით მიაღებინეს ასეთივე საჭმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი განუწყვეტლივ აღიარებდნენ, რომ ქრისტიანები არიან, – და, თუ ისინი ამ სამწუხარო შემთხვევას თავმდაბლობით, შემოსილობით და მშვიდი ცხოვრებით უპასუხებენ, ასეთები, როგორც ცოდვისაგან უცხონი, ზიარებისგან ნუ განიყენებიან ხოლო თუ ვინმესგან (ზიარება) აეკრძალათ, – ზედმეტი სიფრთხილის ან უმეცრების გამო, – დაუყოვნებლივ შეწყნარებულ უნდა იქნენ. ეს განჩინება ერთნაირად ეხებათ როგორც კლირიკოსებს, ისე დანარჩენებსაც, ანუ ერისკაცებს. ამასთანავე, გამოკვლეულ იქნა: – შეუძლიათ თუ არა ერისკაცებს, რომლებმაც ასეთი ძალადობა გადაიტანეს, აყვანილ იქნენ სამღვდელო ხარისხში, და განვსაჯეთ: ასეთებიც იკურთხოს, როგორც უცოდველები, თუკი მათი წინანდელი ცხოვრების წესი მართალი აღმოჩნდება.
წინამდებარე კანონის პირველი ნაწილი ეხება ყველა ქრისტიანს, როგორც კლირიკოსს, ისე ერისკაცს. კრების მამები პირველ რიგში საუბრობენ იმ პირთა შესახებ, რომლებიც დევნილობას გაექცნენ და ამისათვის მათ არ განიკითხავენ. ამ კანონის განმარტებაში ზონარას მოჰყავს სახარების ის ადგილი, სადაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ როდესაც ერთ ქალაქში დაუწყებენ მათ დევნას, სხვა ქალაქში უნდა გაიქცნენ (შდრ. მთ. 10, 23). მოიხსენიებს, აგრეთვე, "ბალსამონის განმარტებიდან, ათენის სინტაგმა IIL, 23 გრიგოლ ლვთისმეტყველის სიტყვებსაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოწამეობის კანონია – საჭიროების გარეშე არ წავიდეს წამებაზე. ამგვარად, ზონარა აჩვენებს, თუ რატომ არ განსაჯეს კრების მამებმა ისინი, ვინც მდევნელებს განერიდნენ” იგივეს ამბობს თავის მე-13 კანონში პეტრე ალექსანდრიელიც, სადაც ამტკიცებს, რომ მცირედითაც არ არიან დამნაშავენი ისინი, რომელნიც საკუთარი სულის გადასარჩენად, ანუ რწმენის შესანარჩუნებლად, თავის მდევნელს გაექცნენ. ამრიგად, კანონი არ განიკითხავს დევნის თავიდან ამცილებლებს; არ განიკითხავს მაშინაც, როდესაც ხდება ისე, – როგორც სახარება ამბობს, – რომ „მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად, მამამან – შვილი“ (მთ. 10, 21), ანუ როდესაც ისინი გასცეს საკუთარმა შინაურებმა,ან შეიპყრეს რაიმე სხვა გზით და აწამეს,რა თქმა “უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წამებისას რწმენაში შეურყევლობა შეინარჩუნეს და, მიუხედავად ყველანაირი წამებისა, მაინც ხმამაღლა და საზეიმოდ აღიარებდნენ თავს ქრისტიანებად. თუკი ასეთ პირს რომელიმე ეპისკოპოსი სჯიდა, როგორც კანონი ამბობს – ან ზედმეტი სიმკაცრით ან მის საქმეში გაუცნობიერებლობით, მაშინ მამები ბრძანებენ, რომ მსგავსი სასჯელი უნდა გაუქმდეს და მათ უფლება აქვთ სრული ლოცვითი თანაზიარება იქონიონ დანარჩენ ერთგულ მორწმუნეებთან, რადგან დანაშაული არ მიუძღვით.
ასეთი განწესების შემდეგ, კანონში ნათქვამია, რომ განსახილველად გამოტანილი იყო შემდეგი საკითხი: შეუძლია თუ არა ერისკაცს, რომელმაც მსგავსი ძალადობა გადაიტანა, შევიდეს სამღვდელო დასში? კანონი იქვე პასუხობს, რომ შეუძლია, როგორც უდანაშაულოს, მაგრამ ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ყველა იმ საჭირო თვისებას ფლობს, რაც სამღვდელო კანდიდატს მოეთხოვება. სხვათა შორის, აქედან კარგად ჩანს, თუ რაოდენ მკაცრად ხდებოდა პირველი საუკუნეების ეკლესიაში სასულიერო დასში მისაღები კანდიდატების შერჩევა, რაც ფრიად სასწავლებელია ჩვენი დროისთვის, როდესაც ამ საკითხს საკმაოდ იოლად უყურებენ. ქრისტეს რწმენისათვის ასეთ მებრძოლებსაც კი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ასეთ დიდებულ ქრისტეს მოწამეებსაც კი, კრების მამები სასულიერო დასში არ უშვებდნენ, თუ მათ წინანდელ ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეცოდებებს, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი მოწამეობით ქრისტეს ამ მხედრებს სავსებით შეეძლოთ ძველი ცოდვები წარეხოცათ.
PDF გვ. 7 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 4
იძულებით მსხვერპლშემწირველთა შესახებ, – მით უფრო კერპების წინაშე მონადიშეებისა, რომლებიც მიიყვანეს და იქ მხიარული სახით შევიდნენ, სამოსელიც ჩვეულებრივზე უფრო ძვირფასი ჩაიცვეს და უდარდელად მიიღეს მონაწილეობა მომზადებულ ნადიმში, – განვაჩინებთ: ერთი წელი წმინდა წერილის მსმენელებად დაჰყონ, სამი წელი – შევრდომილებად, ორი წელი მხოლოდ ლოცვითი ერთობა იქონიონ მრევლთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ სრულ თანაზიარებაში.
“ათენის სინტაგმა, III, 25.
_ (მოციქულთა – 62; I მსოფლიოს – 11; ანკირიის – 5,8,9; ლაოდიკიის – 2; კართაგენის – 43; გრიგოლი ნეოცკესარიელის – 2, 1I; ბასილი დიდის – 73, 75, 81, 84; პეტრე ალექსანდრიელის – 2, 3; გრიგოლ ნოსელის – 2).
წინამდებარე კანონში საუბარია იმათ შესახებ, ვინც იძულებით შესწირა კერპს მსხვერპლი და ამის შემდეგ, უკვე, ქრისტიანული სარწმუნოების საწინააღმდეგოდ ყველაფერი მოიმოქმედა, რასაც მისგან მდევნელები მოითხოვდნენ; და თუ ყველაფერ ამას ისინი მხიარული სახით აღასრულებდნენ და არავითარ სინანულს არ გრძნობდნენ იმის გამო, რომ თავიანთი სარწმუნოება შებღალეს, მაშინ კანონი, – მათი მოქცევის შემთხვევაში, – განუწესებს მონანულად ყოფნას ექვსი წლის განმავლობაში ზიარების გარეშე, რომლის ღირსნიც ისინი შეიძლება გახდნენ მხოლოდ მეშვიდე წელიწადს. სინანულის პერიოდში კანონი მათ განუწესებს, რომ პირველი წელი დაჰყონ მეორე საფეხურზე მსმენელებთან ერთად, შემდეგი სამი წელი მესამე საფეხურზე – შევრდომილებთან ერთად, ამისი შემდეგი ორი წელი კი ბოლო, მეოთხე საფეხურზე, რომელსაც ეწოდებოდა ,,თანამდგომარე-ყოფა ერისა“.% სინანულის საფეხურების შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრობთ I მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 8 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 5
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო, რომლებიც სამგლოვიარო სამოსლით მივიდნენ, ინახით დაჯდნენ, მაგრამ ცრემლით ჭამდნენ სუფრასთან, ისინი, თუკი შეასრულებენ სამწლიანი შევრდომის ეპიტიმიას, შეწყნარებულ იქნენ, – გარდა წმინდა საიდუმლოს ზიარებისა. ხოლო ვინც არ ჭამდა, ორი წელი შევრდომილ იყოს, მესამე წელიწადს კი თანაზიარებაში მიიღებოდეს, – გარდა წმინდა ზიარებისა, ასე რომ, სრული ზიარება მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიიღოს. მაგრამ, ამასთან, ეპისკოპოსებს უფლება ეძლევათ გამოსცადონ მათი მოქცევა და შეუმოკლონ სინანულის ვადა კაცთმოყვარეობით, ან გაუგრძელონ. განსაკუთრებით უნდა იქნეს გამოკვლეული მათი ცხოვრება ცდუნებამდე და ცდუნების შემდეგ, და კაცთმოყვარეობაც შესაბამისი საწყაოთი მიეწყოთ.
კანონის პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რომ ის არის ამავე კრების მე-4 კანონის გაგრძელება. მე-4 კანონში იმათ შესახებ იყო საუბარი, როლებიც მხიარული სახეებით აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც მდევნელები უწესებდნენ, მაშინ, როდესაც ამ საფეხურზე მონანულნი იდგნენ და ლოცულობდნენ მორწმუნეებთან ერთად მთელი ლიტურგიის განმავლობაში (ამბიონის ჩრდილო და სამხრეთ მხარეს), მათ არ ჰქონდათ ევქარისტიისა და მსხვერპლშეწირვის უფლება“ (მონანულთა შეწყნარებისა და დაგების შესახებ). „დიღი სჯულისკანონი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1975, გვ. 596. ამ კანონში საუბარია იმ პირების შესახებ, რომლებიც ყველაფერ ამას ასრულებდნენ წუხილითა და სინანულით. ამ უკანასკნელთა შორის, კანონი განასხვავებს იმათ, ვინც მსხვერპლისათვის შენაწირი” შეჭამა, იმათგან, ვისაც ეს შენაწირი არ უხმევია: პირველებს განუწესებს, რომ სამი წელი დაჰყონ სინანულის მესამე საფეხურზე და შემდეგ კიდევ გარკვეული დრო – მეოთხეზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ისინი დაუშვან წმინდა ზიარებაზე, ხოლო მეორეებს – მხოლოდ ორ წელიწადს მესამე საფეხურზე ყოფნას, და ერთ წელიწადს – მეოთხეზე; მეოთხე წელიწადს უკვე შეუძლიათ წმინდა ზიარება მიიღონ. კანონი ხელმწიფებას აძლევს მმართველ ეპისკოპოსს, რომ ასეთი პირების მიმართ დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინოს, თუკი ისინი გულწრფელად მოინანიებენ და, ამასთან, დამტკიცებული იქნება, რომ მათი წინანდელი ცხოვრება ზნეობრივად მოსაწონი იყო; წინააღმდეგ შემთხვევაში ეპისკოპოსს შეუძლია გაუგრძელოს მათ სინანულის ვადა.
PDF გვ. 9 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 6
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ შესახებ, რომლებიც მხოლოდ ტანჯვის, ქონების წართმევის ან გადასახლების მუქარით ცდუნდნენ და კერპს მსხვერლი შესწირეს, და ამ დრომდე არ მოუნანიებიათ, ახლა კი, კრების დროს, მოვიდნენ და მოქცევა განიზრახეს, განჩინებულია: აღდგომის წმინდა დღემდე წმინდა წერილის მსმენელთა რიგებში იქნენ მილებულნი, ხოლო დიდი დღიდან სამი წელი იყვნენ შევრდომილთა შორის, შემდეგ კიდევ ორი წელი წმინდა ზიარების გარეშე დარჩნენ ერთგულ მორწმუნეთა ერთობაში და ამ გზით მივიდნენ სრულ ზიარებამდე, სანამ არ ამოიწურება ექვსწლიანი სინანულის სრული ვადა. ხოლო, თუ ვინმე ამ კრებამდე იქნა სინანულად მიღებული, მას იმ დროიდან დაეწყოს ექვსწლიანი ვადის ათვლა. ამასთან, თუ ვინმეს სიკვდილის საფრთხე შეექმნება სნეულებით ან სხვა რაიმე მიზეზით, ასეთები შეწყნარებულ იქნენ გარკვეული პირობით.
წინა კანონებთან თანახმიერად, ეს კანონი იმ პირთა შესახებ საუბრობს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო სცემდნენ კერპებს თაყვანს, რათა მდევნელებს რაიმე სახის ჭიანი არ მიაყენებინათ მათთვის და, შესაბამისად, ქრისტეს რწმენა სულმოკლეობით უარყვეს. ხოლო, მოინანიეს არა მაშინვე, როგორც ეს უნდა გაეკეთებინათ, არამედ მხოლოდ დევნილობის დასრულების შემდეგ, როდესაც გაიგეს, რომ ანკირიის კრება დაკავებულია გადაწყვეტილებების მიღებით, თუ როგორ მიიღონ ეკლესიაში ის პირები, რომლებიც ინანიებენ ეკლესიიდან განდგომას. კანონი მათ უწესებს ექვსწლიან სინანულს, თანაც, მოქცევის პირველივე დღიდან ვიდრე აღდგომის დღესასწაულამდე, რომელიც კანონში „დიდ დღედ“ იწოდება, ისინი სინანულის მეორე საფეხურზე უნდა იდგნენ. ამგვარად, თუკი კრება, "ნაკერპევი. მოციქულთა 37-ე კანონის განწესებით შედგა სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას და ამ დროს მიმართეს მას კანონში მოხსენიებულმა განდგომილებმა, მაშინ პირველ პასექამდე თითქმის ერთი წელი რჩებოდა, რაც ეთვლებოდა კიდეც მათ სინანულის პირველი წელიწადად." ამის შემდეგ სამი წელი სინანულის მესამე საფეხურზე უნდა გაეტარებინათ, შემდეგი ორი სრული წელიწადი – მეოთხეზე და მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლოთ წმინდა ზიარებას მიახლებოდნენ. იმათ კი, რომლებმაც სინანული დაიწყეს ამ კრების მოწვევამდე, კანონი განაწესებს, რომ სწორედ იმ დროიდან დაიწყოს მათთვის ექვსწლიანი სინანულის ვადის ათვლა. თუ ისე მოხდება, რომ მონანულთაგან ვინმე სიკვდილის პირას აღმოჩნდება, კანონი განაწესებს, რომ არსებული დადგენილების თანახმად, დაუშვან ისინი წმინდა ზიარებაზე. ეს დადგენილება, ზონარას სიტყვებით თავის განმარტებაში, იმაში მდგომარეობდა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მონანულნი უნდა დაბრუნებოდნენ სინანულის იმავე საფეხურს და შემდეგი ზიარების მიღების უფლება მხოლოდ სრული ექვსწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ექნებოდათ.“ ანკირიის კრების ამ დადგენილების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ | მსოფლიო კრების მე-13 კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 10 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 7
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: იმათ შესახებ, რომლებიც წარმართულ დღესასწაულზე წარმართების მიერ მიჩენილ ადგილზე ნადიმობდნენ, მაგრამ მიიტანეს და ჭამეს საკუთარი საჭმელი, განჩინებულია შემდეგი: შეწყნარებულ იქნენ ორწლიანი შევრდომის შემდეგ, მაგრამ ყველანი უნდა იქნენ თუ არა შეწყნარებულნი წმინდა საიდუმლოთა ზიარებით, ეს ეპისკოპოსის გადასაწყვეტი საქმეა; გამოძიებულ იქნეს, ასევე, თითოელი მათგანის ცხოვრების სხვა მხარეც.
ხდებოდა, რომ დევნილობის ჟამს, ზოგიერთი ქრისტიანი, წამების თავიდან ასაცილებლად, წარმართების მიერ კერპების საპატივცემულოდ მოწყობილ ნადიმს ესწრებოდა, მაგრამ სინდისის დასამშვიდებლად თან მიჰქონდა საჭმელი და მხოლოდ იმას ჭამდა, რათა არ ეხმია კერპისთვის შეწირულიდან. როდესაც ასეთების შესახებ საუბრობს, კანონი მათ იმაში ადანაშაულებს, რომ წარმართებთან ერთად ნადიმობდნენ და, მაშასადამე, მათ დღესასწაულში ილებდნენ მონაწილეობას, რისთვისაც საფეხურზე ყოფნას. ამ ვადის გასვლის უწესებს ორი წლით სინანულის მესამე შემდეგ, კანონი მმართველი ეპისკოპოსის გადასაწყვეტად ტოვებს საკითხს: შეუძლიათ მათ მიეახლონ წმინდა ზიარებას თუ კიდევ დაჰყონ გარკვეული დრო სინანულში.
"ვან ესპენი, „კომენტარები კანონებზე“, პ. 110.
"ათენის სინტაგმა IIL 34. 1 2 უჰის ცოპოსი ნი ოდიში C შილამშიპ
PDF გვ. 11 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 8
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ოჯერ და სამჯერ იძულებით შესწირა მსხვერპლი, ოთხი წელი შევრდომილად დაჰყოს, ორი წელი – ერთგულ მორწმუნეებთან ლოცვით ერთობაში –- წმინდა ზიარების გარეშე, და მხოლოდ მეშვიდე წელს მიიღოს სრული შეწყნარება.
ეს კანონი, მსგავსად მე-4 და მე-5 კანონებისა, იმათ წინააღმდეგ მიიღეს, ვინც ძალდატანებით ამსახურეს კერპებს. იმათთან დაკავშირებით, ვინც ვერ შეძლო საცდურის გადალახვა, და თუმც ძალდატანებით, მაგრამ მაინც ორ-სამჯერ თაყვანისცა კერპებს, კანონი განაწესებს ექვსწლიან სინანულს, კერძოდ: ოთხი წელი სინანულის მესამე საფეხურზე, ორი წელი –- მეოთხე საფეხურზე და მხოლოდ მეშვიდე წელიწადს აძლევს მათ წმინდა ზიარების მიღების უფლებას.
PDF გვ. 12 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 9
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო, რომლებიც არამარტო თავად განდგნენ, არამედ ძმებზეც აღდგნენ და განდგომას აიძულებდნენ, ან იძულების მიზეზი გახდნენ, მათ სამი წლით მსმენელთა ადგილი დაიკავონ, შემდგომი ექვსი წელი შევრდომილთა შორის დაჰყონ, კიდევ ერთი წელი წმინდა ზიარების გარეშე იყვნენ ერთგულ მორწმუნეთა ერთობაში და, ამდენად, ათწლიანი ეპიტიმიის შემდეგ მიიღონ სრული ერთობა. გარდა ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველმხრივ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაზე დაკვირვება.
წინამდებარე კანონი, ისევე როგორც I მსოფლიო კრების მე-11, საუბრობს თავის შეხედულებაში დარწმუნებული განდგომილების შესახებ, რომლებიც არამარტო თავად ქელავდნენ სარწმუნოებას, არამედ სხვებსაც იგივეს აიძულებდნენ, თანაც, ასეთებს უწესებს სინანულში ყოფნის ათწლიან ეპიტიმიას, კერძოდ: სამი წელიწადი სინანულის მეორე საფეხურზე, ექვსი – მესამეხე და ერთი – მეოთხეზე. მხოლოდ ათი წლის შემდეგ უშვებს კანონი მათთვის წმინდა ზიარების უფლებას, და ესეც იმ შემთხვევაში, თუკი მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოავლენენ გულწრფელ სინანულსა და კეთილმსახურებას.
PDF გვ. 12 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 10
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დიაკვნად დასადგენლებმა, თუ მათი დადგინების დროს დაამოწმეს და განაცხადეს, რომ ქორწინებას საჭიროებენ და უიმისოდ არ შეუძლიათ, ქორწინების შემდეგაც გააგრძელონ თავიანთი მსახურება, რადგან ეპისკოპოსისგან ჰქონდათ ნებართვა. ხოლო, ვინც დუმდა ამის შესახებ და ხელდასხმა იმ პირობით მიიღო, რომ უქორწინებელი დარჩებოდა, მაგრამ შემდეგ იქორწინა, მან უნდა დატოვოს დიაკვნის მსახურება.
ამ კანონიდან ჩანს, რომ IV საუკუნის გალატიაში, რომლის მთავარი ქალაქი ანკირია იყო (ახლანდელი ანგური, თურქეთის მცირე აზიაში), არსებობდა ჩვეულება, რომლის თანახმადაც ზოგიერთ უქორწინებელ დიაკონს შეეძლო ხელდასხმის შემდეგაც ექორწინა, თუკი, მხოლოდ, ხელდასხმის დროს მმართველ ეპისკოპოსს განუცხადებდა, რომ თავის დროზე შეირთავდა ცოლს, რადგან ქალწულებრივი მოღვაწეობა არ შეეძლო. ეს დიაკვნები, დაქორწინების შემდეგ, კვლავ აგრძელებდნენ ეკლესიაში მსახურებას. იმ შემთხვევაში კი, თუკი ხელდასხმისას ასეთ სურვილს არ გამოთქვამდნენ, მაშინ მთელი ცხოვრება უქორწინებელნი უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო თუ დაქორწინდებოდნენ, მაშინ დიაკვნობა უნდა დაეტოვებინათ. გალატიის ეკლესიის ამ ჩვეულების შესახებ – ხელდასხმის შემდეგ ქორწინების უფლებაზე –- ,,კანონთა წიგნში“+ არის სპეციალური შენიშვნა, რომ ის უნდა ჩაითვალოს „როგორც ადგილობრივი გამოყენებისათვის დაშვებული გამონაკლისი, მოციქულთა 26-ე კანონიდან“. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიღებული პრაქტიკა მხოლოდ ერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის, ჩვენ მაინც გვაქვს იმის მაგალითები, რომ მას სხვა ეკლესიებიც ბაძავდნენ. ტრულის კრებამ თავისი მე-6 კანონით გააუქმა ეს ჩვეულება და თავის ძალაში აღადგინა მოციქულთა 26-ე კანონი. სხვა დანარჩენი, ამ ჩვეულებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ ნათქვამია ტრულის კრების აღნიშნული კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 13 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 11
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დაწინდული ქალწულების შესახებ, რომლებიც შემდეგ სხვებმა მოიტაცეს, განვაჩინებთ: ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ დამწინდველებს, თუნდაც მომტაცებლებისგან ძალადობა განეცადოთ.
ამ კანონში განხილულ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ ითქვა მოციქულთა 67-ე და ტრულის კრების 98-ე კანონების განმარტებებში. აქ მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ შემდგომში, ბასილი დიდის 22-ე კანონით, განიწესა, რომ დამწინდ- "1862 წ. გამოცემა, გვ. 223. შდრ. 1901 წლის გამ., გვ. 147. ველის უფლებაში შედის მიიღოს თუ არა თავისი დაწინდული, – სხვის მიერ გატაცებული და შეურაცხყოფილი.
PDF გვ. 13 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 12
ვისაც ნათლისღებამდე შეუწირავს კერპისთვის მსხვერპლი, შემდეგ კი მოინათლა, განვაჩინებთ, რომ სამღვდელო წოდებაში მისი აყვანა შეიძლება, როგორც ცოდვისაგან განბანილის.
I მსოფლიოს – 14; ნეოკესარიის – 5; კირილე ალექსანდრიელის – 2), წინამდებარე კანონი პირდაპირ კავშირშია ამ კრების მე-9 კანონთან, სადაც საუბარი იყო სასულიერო პირებსა და მორწმუნე ერისკაცებზე, რომლებმაც კერპს შესწირეს მსხვერპლი. ამ კანონში საუბარია იგივე საკითხზე, ოღონდ ჯერ კიდევ მოუნათლავი პირების, ანუ კათაკმეველობის საფეხურზე მყოფთა მიმართებით. ქრისტეს რწმენისგან განდგომილ კათაკმეველთა შესახებ, რომლებიც ნათლისღებისთვის ემზადებოდნენ, საუბრობს I მსოფლიო კრების მე-14 კანონი, რომლის განმარტებაშიც უკვე ვისაუბრეთ, თუ ვინ იყვნენ ეს კათაკმეველები, როგორ დაიყოფოდნენ ისინი და რა სასჯელს ექვემდებარებოდნენ განდგომილებისათვის. მას შემდეგ, რაც სინანულის გამოცდას გაუძლეს და ნათლისღების ღირსნი შეიქმნენ, გადასაწყვეტი დარჩა, შეიძლება თუ არა ასეთი პირების მილება სასულიერო დასში. ანკირიის ეს კანონი ამ საკითხს დადებითად წყვეტს. ამის საფუძვლად კი მოჰყავს ის საყოველთაო დოგმატური ჭეშმარიტება, რომ ნათლისღება ადამიანს განბანს ყველა იმ ცოდვისგან, რაც მას ნათლისღებამდე ჩაუდენია.”
PDF გვ. 14 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 13
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ქორეპისკოპოსებს არ ხელეწიფებათ მღვდლებისა და დიაკვნების დადგინება, არც რომელიმე ქალაქის ეპისკოპოსს სხვა ქალაქში, – თუ არა ცალკეული ეპარქიისათვის იქაური ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვით.
ჩვენ ეს კანონი გადმოვთარგმნეთ ბერძნული ტქსტიდან იმ სახით, როგორც ის დაბეჭდილია ათენის სინტაგმაში (II, 46). რუსულ თარგმანში ის შემდეგს ნიშნავს: ქორესპისკოპოსებს არ შეუძლიათ სხვა ეპარქიაში აღასრულონ მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა, და მით უფრო ნაკლებად – ქალაქის მღვდლებისა, მმართველი ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვის გარეშე. „კანონთა წიგნში“ მოცემული ტექსტის მიხედვით, მოცემული კანონი განაწესებს, რომ როგორც ქორეპისკოპოსებს არ შეუძლიათ საკუთარი ხელისუფლებით მოახდინონ თავის ეპარქიებში მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა, ზუსტად ასევე, ეპისკოპოსებს არ შეუძლიათ "ათენის სინტაგმა, III, 43. კნკირიის ნშინდა პდვილობრივი კრების კპნონებზი 15 თავიანთ კლირიკოსებს ხელი დაასხან სხვისი ეპარქიის ქალაქებისათვის, იმ ეპარქიების მმართველი ეპისკოპოსების წერილობითი სიგელის გარეშე. თუმცა, ასეთი აზრი მხოლოდ დახლოებით შეიძლება გამოტანილ იქნეს „კანონთა წიგნის“ აღნიშნული ტექსტიდან, რადგან თვით ტექსტი, როგორც სიტყვებით, ასევე ინტერპუნქციით არ იძლევა საშუალებას კანონის განწესების ზუსტი აზრის მისაწვდომად. საიდან გაჩნდა მსგავსი ტექსტი ,კანონთა წიგნში“, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ „ათენის სინტაგმის“ ეს ტექსტი რომ უფრო ზუსტი არის და, თავისთავად, აზრიანი – ეს ცხადია.
ქორეპისკოპოსები, ვიკარული ეპისკოპოსები (სოფლის ეპისკოპოსები) პირველად მოიხსენიება ანკირიის კრების წინამდებარე კანონში, ანუ IV საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ისინი რომ ადრეც არსებობდნენ, ამის შესახებ გვაქვს ორი, საკმაოდ დამაჯერებელი, მოწმობა; პირველი, ეს არის კლიმენტი რომაელის მოწმობა, რომელიც კორინთელთა მიმართ თავის ეპისტოლეში, მოციქულთა შესახებ ამბობს: „ქადაგებდნენ რა (სხვადასხვა) ქვეყნებსა და ქალაქებში, ისინი თავიანთ პირმშოებს (მორწმუნეთაგან) სულიერი გამოცდის შემდეგ ადგენდნენ ეპისკოპოსებად და დიაკვნებად მომავალი მორწმუნეებისათვის“.- მეორე მოწმობას ვხვდებით ევსების „ეკლესიის ისტორიაში“, სადაც საუბარია პავლე სამოსატელის წინააღმდებ ანტიოქიაში 269 წელს შემდგარი კრების შესახებ; ამ კრების ოქმებში მოიხსენიება „ახლომდებარე ქალაქების ეპისკოპოსები“, ანუ მიმდებარე ადგილების და ქალაქების, და მღვდლები. ევსების ისტორიის მოხსენიებული ადგილის შესახებ გამომცემელი შენიშნავს, რომ „აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება ქორესპისკოპოსები, რადგან მათი ეპისტოლენი განსხვავებულია ქალაქების ეპისკოპოსთა ეპისტოლეებისაგან“. იქიდან, თუ როგორ საუბრობს ქორეპისკოპოსების შესახებ ეს კანონი და IV საუკუნის პირველი ნახევრის სხვა კანონები, ჩანს, რომ ქორეპისკოპოსების შესახებ იმ დროისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ მათი მოქმედების სფერო უკვე გარკვეული იყო და, მაშასადამე, თვით ქორესპიკოპოსების დადგინების დრო მიეკუთვნება ეკლესიის პირველ საუკუნეებს. ეს დადგინება გამოწვეული იყო თვით იმ პირობებით, რომელშიც იმდროინდელი ეკლესია იმყოფებოდა. იმისათვის, რომ რაც შეიძლება უფრო გავრცელებულიყო ქრისტიანობა და განსაკუთრებით კი წინააღმდეგობა გაეწიათ გნოსტიკური სწავლების განვითარებისთვის, პირველ ხანებში მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს ადგინებდნენ ყველგან, უმნიშვნელო ადგილებშიც კი; მათ ქრისტეს სარწმუნოება უნდა ექადაგათ და მასში ერი განემტკიცებინათ, გაემხნევებინათ მართლმადიდებელი კრებული მწვალებლებთან ბრძოლაში, რისთვისაც ყველგან ადგენდნენ მლვდლებსა და სხვა კლირიკოსებს. ამის გამო იყვნენ ეპისკოპოსები სოფლის და ეპისკოპოსები – ქალაქის. თავიდან ყველა ამ ეპისკოპოსის ძალაუფლება, როგორც ქალაქის, ისე სოფლის, სავსებით ერთნაირი იყო. შემდგომში, როდესაც ეკლესიაში იერარქიული ურთიერთობის ზუსტი განსაზღვრა დაიწყო, განისაზღვრა ურთიერთობა ქალაქებისა და სოფლების ეპისკოპოსებს შორისაც. თავიდან ეს ურთიერთობა დაახლოებით იმ ფორმით გამოიხატებოდა, როგორც ეს განსაზღვრული იყო მოციქულთა 34-ე კანონში ეპარქიის უპირველეს ეპისკოპოსსა (მიტროპილიტს) და სხვა ეპარქიალურ ეპისკოპოსებს "აქ, ციტატაში მოყვანული კვადრატული ფრჩხილი ავტორისაა. – მთარგ. შორის. ანკირიის კრების წინამდებარე კანონი აჩვენებს, რომ უკვე იმ დროს ეს ურთიერთობანი ზუსტად იყო განსაზღვრული, რაც ნიშნავს, რომ ქორეპისკოპოსებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მოეხდინათ მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასხმა მათი მსახურების გარკვეულ ადგილებში. ამ ადგილებს გარეთ კი, ანუ სხვა სამთავროში, ამის გაკეთება შეეძლოთ მხოლოდ ქალაქის მმართველი ეპიკოპოსის ნებართვით; ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ქალაქისთვისაც დაედგინათ მლვდელი, ანუ იმ ადგილისათვის, სადაც რეზიდენცია ჰქონდა იმ ეპისკოპოსს, რომელსაც შეეძლო მასზე დაქვემდებარებული ქორეპისკოპოსებისათვის აღნიშნული ნებართვა მიეცა. იმ უფლების ძალით, რომლის თანახმადაც ქორეპისკოპოსებს შეეძლოთ გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად განეხორციელებინათ მღვდლების ხელდასხმა, კანონი მათ უწოდებს ეპისკოპოსის თანამწირველებს?” საეკლესიო იერარქიაში ქორეპისკოპოსის იმ მდგომარეობამ, რომელიც IV საუკუნის პირველ წლებში კანონებმა აღიარა, მათში ნელ-ნელა აღძრა ამპარტავნების სული და დაიწყეს განცხადების გაკეთება ქალაქის ეპისკოპოსებთან თანასწორობის შესახებ, და უკვე მათდამი დაწესებულ დაქვემდებარებაზე უარის თქმა. ამას მოჰყვა მათი მხრიდან თვითნებური ხელდასხმა დიაკვნებისა და მღვდლების – ქალაქის ეპისკოპოსისათვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე; უწესრიგობებმა, რომლებიც ამ მიზეზით წარმოიშვა, ანტიოქიის კრების (314 წე მამები განსაკუთრებული კანონის მისაღებად აღძრეს, რომელიც განაწესებს, რომ ქორეპისკოპოსები მკაცრად უნდა იყვნენ დამოკიდებულნი ქალაქის ეპისკოპოსებზე და მხოლოდ იპოდიაკონისა და მასზე დაბალი ხარისხის კლირიკოსის დადგინება შეუძლიათ, ხოლო მღვდლისა და დიაკონის ხელდასხმა – მხოლოდ ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვით (მე-10 კან.. მათ არ შეუძლიათ, აგრეთვე, რაიმე კანონიკური სიგელის გაცემა, გარდა „სამშვიდობო ეპისტოლესა“ C.MMი989 1I08Mმ%8“) და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი ქცევა კანონებთან შესაბამისობაში იქნება (მე-8 კან), რამდენიმე წლის შემდეგ, ლაოდიკიის კრება იძულებული გახდა ემსჯელა ქორეპისკოპოსებთან დაკავშირებით, რათა საბოლოო წერტილი დაესვა განუწყვეტელი დავისთვის ქალაქების ეპისკოპოსებსა და ქორეპისკოპოსებს შორის. კრებამ განსაკუთრებული კანონი (57-ე) მიიღო, რომლის თანახმადაც საერთოდ აიკრძალა მომავალში სოფლის ეპისკოპოსების დადგინება, რითაც სურდათ გაეუქმებინათ ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი. თუმცა, ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ქორეპისკოპოსები კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას და ისევ ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. ამის შემდეგ, უკვე, ბასილი დიდი გახდა იძულებული გაეგზავნა საგანგებო ეპისტოლე (89-ე კან.) თავისი ქორეპისკოპოსების მისამართით, სადაც დაწვრილებით განუსაზღვრა მათ მოქმედების არეალი და ქალაქის ეპისკოპოსებთან დამოკიდებულება. ამის შემდეგ, მათი მნიშვნელობა ეკლესიაში ნელ-ნელა დაიმცრო და, მაშინ, როდესაც IV საუკუნის პირველ მეოთხედში ისინი კრების აქტებზე აწერდნენ ხელს ქალაქის ეპისკოპოსების თანასწორად, ასი წლის შემდეგ კრებებზე მათ უკვე სულ სხვა მდგომარეობა უკავიათ, კერძოდ, ესწრებიან %C06MVXMMIX6XM; „დიდი სჯულისკანონში“ (გამომცემლობა „მეცნიერება, 1975) ეს წოდება აღნიშნულია სიტყვით: ,თანამღდელი“; – იხ. ნეოკესარიის კრებ. მე-14 კან. კნკირიის ნშინდთა პდგილოზრივი კრეზის კანონები 17 როგორც ქალაქის დამოუკიდებელი ეპისკოპოსის თანაშემწენი» დროთა განმავლობაში, აღმოსავლეთში საერთოდ გაუქმდა ქორეპისკოპოსის ხარისხი და ბალსამონი ანკირიის ამ კრების განმარტებაში ამბობს, რომ კიდევ დავწერდი რაიმეს ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ „რადგან ქორეპისკოპოსის ხარისხი სავსებით გაუქმდა, ამიტომ არც ჩვენ მოვისურვეთ სედმეტი შრომა გაგვეწია“.#%
PDF გვ. 14 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 14
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: კლირიკოსების – მღვდლებისა და დიაკვნების მიმართ, რომლებიც ხორცის ჭამას ეკრძალებიან, განწესებულია: იხმიონ, მერე კი, თუ მოისურვებენ, კვლავ შეიკავონ მისგან თავი. ხოლო, თუ ამას არ გააკეთებენ და ხორცთან დართულ მხალსაც არ შეჭამენ და, ამდენად, ამ კანონს არ დაემორჩილებიან, განპატიჟებულ იქნენ თავიანთი პატივიდან.
ეს კანონი უმთავრესად იმ საკითხებს ეხება, რომელთა შესახებაც საუბარია მოციქულთა 51-ე და 53-ე კანონებში, რომელთა განმარტებაც წინამდებარე კანონის განმარტების საფუძველს წარმოადგენს. ეს კანონი ზოგიერთ მღვდელსა და დიაკონს მიემართება, რომლებსაც სურდათ ყოველთვის ემარხულათ და ხორცს არასდროს ჭამდნენ. კანონი, ძირითადად, არ განიკითხავს ასეთი კრძალულებას, რადგან ეს კეთილმსახურების საქმედ მიაჩნია. მაგრამ. იმისათვის, რომ ეს კრძალულება მათ მართლაც დამსახურებაში ჩაეთვალოთ, და არ გახდეს იმის მიზეზი, რომ ვინმემ იფიქროს, თითქოს ისინი ამას აკეთებენ გნოსტიკური ცრუსწავლების მიმდევრობით, და ხორცისგან თავს იკავებენ მის მიმართ სიძულვილის მიზეზით, – როგორც მწვალებლები, – კანონი განაწესებს, რომ ყველა შემთხვევაში მათ უნდა იხმიონ ხორცი გარკვეულ დროს, რის შემდეგაც, თუკი სურვილი ექნებათ, შეუძლიათ კვლავ მოეკრძალონ. ეს გარკვეული დრო, ზონარას სიტყვებით ამ კანონის განმარტებიდან, იყო ის დრო, როდესაც ქრისტიანები სააღაპოდ იკრიბებოდნენ.+XX თუ მღვდლები და დიაკვნები მაშინაც არ შეჭამენ ხორცს და თავშეკავებით იქამდე მივლენ, რომ არ მოინდომებენ ხორცთან ერთად მოხარშული მწვანილის (მხალის) ჭამასაც კი, მაშინ კანონი არ აძლევს მათ შემდგომში თავიანთ ხარისხში დარჩენის უფლებას.
PDF გვ. 17 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 15
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუკი ეპისკოპოსის არყოლის პერიოდში“. მღვდლებმა რაიმე გაყიდეს ეკლესიის საკუთრებიდან, ეკლესიამ უკან უნდა მოითხოვოს. ამასთან, ეპისკო- "მსოფლიო კრებათა საქმენი, III, 597. "ათენის სინტაგმა, IIL 47. "'”მორწმუნეოა ტრაპეზი, სიყვარულის სერობა. "როდესაც ეკლესია დაქვრივებილ მდგომარეობაშია. პოსის გადასაწყვეტია, ლირს თუ არა თანხის დაბრუნება მყიდველისთვის; რადგან ხშირად ხდება, რომ გაყიდულიდან მიღებულმა შემოსავალმა, ნამეტავით გაისტუმრა უკვე მყიდველის მიერ მისთვის გაღებული ფასი.
ზემოაღნიშნული პარალელური კანონების განმარტებებში, ჩვენ ძირითად უკვე ვისაუბრეთ ამ კანონში განხილული საკითხის შესახებ. კერძოდ, საეკლესიო ქონების ხელშეუხებლად დაცვის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ VII მსოფლიო კრების მე-12 კანონის განმარტებაში.
წინამდებარე კანონში განიხილება ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ეპარქიის დაქვრივების შემთხვევაში, მღვდლები გაყიდიან ეკლესიის კუთვნილ რაიმე ნივთებს, და თვლის რა ამ საქციელს უკანონო ყიდვა-გაყიდვის აქტად, როგორც სინამდვილეში არის, კანონი ბრძანებს, რომ უნდა მოითხოვონ გაყიდულის უკან, ეკლესიაში დაბრუნება. ბერძნულ ტექსტში ორჯერ არის გამოყენებული სიტყვა ,,0 MX ს01LX6V“, თანაც ორივეჯერ მესაკუთრის ან, უფრო ზუსტად – საეკლესიო ქონების სუბიექტის აღმნიშვნელად, რაც ჩვენ მიერ თარგმნილია სიტყვით: ეკლესია. სინამდვილეში, ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს: „უფლის“; აქედან, X-ს0126V 8LVCV – უფლის სერობა. პირველ შემთხვევაში ეს სიტყვა იმიტომ გამოიყენება, რომ ყველა ნივთი, რომელიც ეკლესიას ეკუთვნის, ანუ მთელი საეკლესიო ქონება, არსებითად ითვლება უფლის ქონებად, უფლისთვის შეწირულად. მეორედ ეს სიტყვა გამოყენებულია ეკლესიის საკუთრების წარმომადგენლის აღმნიშვნელად, ესენი კი ის ერთგული მორწმუნენი არიან (მათი მდგომარეობის განურჩევლად), რომლებიც ეკლესიას შეადგენენ, სხვაგვარად – უფლის ერი წმრევლი|). კანონში მხოლოდ მღვდლები მოიხსენიებიან, რომლებმაც უკანონოდ გაყიდეს ეკლესიის ქონების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამ შემთხვევაში აღნიშნული სახელის ქვეშ ზოგადად კლიროსი უნდა მოვიაზროთ, რომელზედაც, უპირატესად, მინდობილია დაქვრივებული ეპარქიის საეკლესიო ქონების მმართველობა (IV მსოფლიო კრებ. 22-ე და 25-ე კან-ბი). კანონი კი მხოლოდ მღვდლებს მოიხსენიებს მათი წოდების ამალლებულობის გამო.
კლირიკოსთა მიერ გაყიდული საეკლესიო ნივთების დაბრუნების შესახებ განკარგულებას, კანონი ეპისკოპოსს გადასცემს, როდესაც იგი ჩაიბარებს დაქვრივებული ეპარქიის მმართველობას და დაეკისრება საკითხის გადაწყვეტა: უნდა დააბრუნოს თუ არა გაყიდულ ნივთში აღებული თანხა, რადგან, როგორც კანონი მიუთითებს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ გაყიდულიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბოს მის ნამდვილ ღირებულებას” თუმცაღა, საეკლესიო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ საკმარისად ითქვა VII მსოფლიო კრების მე-12 და კართაგენის 26-ე კანონების განმარტებებში, ამიტომ, ამჯერად, ამ საკითხზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
“ანუ ნაყიდი ქონებიდან, მაგალითად, მიწიდან, მყიდველს შეიძლება უკვე გაცილებით მეტი სარგებელი- ჰქონდეს მიღებული, ვიდრე ყიდვისას საფასურის სახით გადაიხადა; ამიტომ, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, უფასოდ უნდა დაუბრუნოს ეკლესიას.
PDF გვ. 17 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 16
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: პირუტყვთმავალთა შესახებ. ვინც ამ ცოდვაში ოცი წლის ასაკამდე ჩავარდა, თხუთმეტი წელი შევრდომილთა შორის გაატაროს და ამის შემდეგ მიიღოს ლოცვითი თანაზიარების უფლება; სუთწლიანი ასეთი ერთობის შემდეგ კი, წმინდა საიდუმლოსაც ეზიაროს. გამოიცადოს მისი ცხოვრება იმ დროს, როდესაც შევრდომილთა შორის იქნება და იმისდა მიხედვით გაეწიოს კაცთმოყვარეობა. ვინც დიდხანს დაჰყო ამ ცოდვაში, შევრდომილობაშიც დიდხანს უნდა იყოს. ხოლო, ვინც აღნიშნულ ასაკს გადააბიჯა, ცოლიც ჰყავს და ასეთ ცოდვაში ჩავარდა, ის ოცდახუთი წელი უნდა დარჩეს შევრდომილთა შორის და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს მართლებთან ლოცვით ერთობაში. სუთიწლიანი ლოცვითი თანაზიარების შემდეგ კი წმინდა ზიარების მიღების ღირსად ჩაითვალოს. ხოლო, რომელთაც ცოლიც ჰყავთ, ორმოცდაათ წელზე მეტი ასაკისანიც არიან და ასეთ ცოდვაში ჩავარდნენ, მხოლოდ სიკვდილის წინ მიეცეთ წმინდა ზიარების უფლება.
ამ კანონის პირველი სიტყვები „იLსთV 0X#0/% 0VI6VთVI, სინამდვილეში აღნიშავენ: „რომლებიც უგუნურად იქცეოდნენ“. მათი განმარტებისას, ზონარა ამბობს: ,,0სC ხილL 016/0L ს00 096VC,ანუ პირუტყვებთან დაეცნენ” ვეთანხმებით რა ზონარას ამ განმარტებას, ჩვენც კანონის აღნიშნული სიტყვები მასთან შესასიტყვისად გადმოვთარგმნეთ. ხოლო, თუ რას განუწესებს კანონი ესოდენ ბილწ ცოდვილებს, ეს ნათლად ჩანს კანონის ტექსტიდან.
PDF გვ. 19 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 17
პირუტყვთმავლებსა და კეთროვნებს, ან განკეთრებულთ, წმინდა კრება უბრძანებს: შეპყრობილებთან ერთად ილოცონ.
რანნკირიის – 16; ბახილი დიდის – 7, 63; გრიგოლ ნოხელის – 4)
ამ კანონში საუბარია იმ პირების მსგავსთა შესახებ, რომელთაც წინა (მე-16) კანონი მოიხსენიებს, მაგრამ, რომლებმაც, გარდა ამისა, თავიანთი საძაგელი ცოდვა სხვებსაც გადასდეს. ასეთებს, კანონი შენდობას არ აძლევს და განუწესებს ილოცონ მხოლოდ შეპყრობილებთან. ამ კანონის განმარტებაში ზონარა ამბობს, რომ არაფერი შეუძლია თქვას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს: „ილოცონ ”შეპყრობილებთან“. მაგრამ ეს განმარტა ბალსამონმა, რომელმაც თქვა, რომ შეპყრობილები იმათ ეწოდება, რომლებიც სტოაში დგანან და იქიდან ისმენენ საღვთო წერილს, უკავიათ რა შეპყრობილების ადგილი და არა აქვთ უფლება შევიდნენ ეკლესიის საცხონებელ ნავთსაყუდელში“” მიგვაჩნია, რომ ეს განმარტება სწორად უნდა "ათენის სინტაგმა, III, 57. “"ათენის სინტაგმა, III, 57. ჩაითვალოს. ადგილი, ეკლესიის წინ, სადაც ბალსამონის სიტყვებით ეს ცოდვილები იდგნენ, ღია იყო, მაგრამ სამი მხრიდან შემოზღუდული; ასე რომ, სახეში ქარი ურტყამდათ და იძულებით იქ მდგომარენი, სიცივეს განიცდიდნენ. ამას ტერტულიანეც მოწმობს, რომელიც ამ უბედურების ცოდვებს შეცოდებებს კი არ უწოდებს, არამედ საშინელ საქციელებს, და ამბობს: „ვინც ბუნების კანონების საწინააღმდეგო უწმინდურ ვნებებს ეძლევა, ჩვენ მათ არამარტო კარის ზღურბლიდან ვდევნით, არამედ ეკლესიის ჭერქვეშიდანაც“. უფრო ნათელი წარმოდგენისათვის, თუ სად იყო განთავსებული მოხსენიებული ეკლესიის წინა ადგილი, უნდა მოვიხილოთ ძველი ტაძრის სურათი, რომელიც წარმოდგენილია ამ გამოცემის პირველ ტომში”
PDF გვ. 19 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 18
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეპისკოპოსად დადგინებულს არ მიიღებს ის ეპარქია, რომლისთვისაც არის დადგინებული და იგი შეეცდება სხვა ეპარქიის მიტაცებას და იქაური ეპისკოპოსის შევიწროების მიზნით მის წინააღმდეგ შფოთის მოწყობას, ეკლესიის ერთობიდან განიყენოს. თუკი მოისურვებს მღვდლებთან ჯდომას იქ, სადაც ადრე მღვდლად მსახურობდა, არ წაერთვას მას მისი პატივი ხოლო, თუ იქაური ეპისკოპოსის წინააღმდეგ შფოთს წამოიწყებს, მაშინ ჩამოერთვას მას სამლვდელო პატივი და განკვეთილად გამოცხადდეს.
მოციქულთა 36-ე კანონის განმარტებაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ კანონთა შესაბამისად, როდესაც კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსი არ სურთ მიიღონ მისთვის განკუთვნილ ეპარქიაში. მოცემული კანონი, იღებს რა მხედველობაში იმ შემთხვევას, როდესაც ასეთი ეპისკოპოსი (რომელსაც არ შეუძლია მისთვის განკუთვნილი კათედრის დაკავება) შეეცდება ძალით წაართვას ეპარქია სხვა კანონიერ ეპისკოპოსს, განაწესებს, რომ ასეთი ეპისკოპოსი უნდა განიკვეთოს, ანუ, კარგავს უფლებას შემდგომში ისარგებლოს ეპისკოპოსებისათვის შესაფერისი პატივით. ხოლო, თუკი ის ცუდს არაფერს ჩაიფიქრებს და კათედრის შესახებ (რომლისთვისაც გამოირჩიეს) კრების გადაწყვეტილების მიღებამდე დაკმაყოფილდება მღვდელთა რიგებში ყოფნით, მაშინ კანონი აღიარებს მის სრულ უფლებას. აქ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ასეთი ეპისკოპოსი კარგავდეს ეპისკოპოსის ღირსებას იმის საფუძველზე, რომ კანონი მას განუსაზღვრავს მღვდლების თანაბარი პატივით სარგებლობას; კანონი ამას განუსაზღვრავს მხოლოდ უფრო მაღალი ადგილის, ვიდრე სამღვდელოა, არ ქონის გამო. სხვაგვარად, მკრეხელობა იქნებოდა კანონიერად დადგინებული ეპისკოპოსის დამცრობა სამღვდელო ხარისხამდე, როგორც ამას IV მსოფლიო კრების 29-ე კანონი ამბობს. აგრამ თუკი ასეთი ეპისკოპოსი შეთქმულებას მოაწყობს იმ ეპისკოპოსის წინააღმდეგ I მსოფლიო კრების მე-11 კანონის განმარტების ბოლოში. საეპისკოპოსო საბჭოზე, რომელთანაც მას ადგილი უკავია, მაშინ იგი ამ პატივსაც კარგავს და ეკლესიიდანაც განიკვეთება.
PDF გვ. 20 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 19
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ვინც ქალწულობის აღთქმა დადო და მერე დაარლღვია, მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია უნდა შეასრულოს. ქალწულებს კი, რომლებმაც გადაწყვიტეს სხვა მამაკაცებთან, როგორც ძმებთან, ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ, ჩვენ ამას ვუკრძალავთ.
ეს კანონი ერთნაირად ეხებათ ქალწულობის აღთქმის შეურაცხმყოფელ როგორც მამაკაცებს, ისე დედაკაცებს. დედაკაცები, რომლებიც ასეთ აღთქმას აძლევდნენ, წმინდა ქალწულებად იწოდებოდნენ და თავისი აღთქმის შესახებ საჯაროდ აცხადებდნენ ეკლესიაში ეპისკოპოსის წინაშე (IV მსოფლიო კრებ. მე-16 კან; კართაგეხის კრებ. 44-ე კან.; ზოგიერთი მათგანი დედათდიაკვნად დგინდებოდა (IV მსოფლიო კრებ. მე-15 კან. მამაკაცები, ასევე, სასეიმოდ დებდნენ აღთქმას ეპისკოპოსის წინაშე და ქალწულებად იწოდებოდნენ. ისინი უმთავრესად კლირიკოსები ხდებოდნენ და ეკლესიაში მაღალ ადგილებს იკავებდნენ (ტრულის კრებ. მე-12 კან). დანაშაული, რომლის შესახებაც კანონი საუბრობს, ანუ ქალწულობის აღთქმის დარღვევა, არ უნდა გავიგოთ, როგორც სიძვის ცოდვა, არამედ ლ. კანონიერი ქორწინება, რაც, რა თქმა უნდა, შეწირული ქალწულებისათვის ცოდვა იყო, რის გამოც კანონი მათ განუწესებს მეორედ დაქორწინებულთათვის დაწესებულ სასჯელს. ეს სასჯელი ითვალისწინებდა ერთი წლით წმინდა ზიარებიდან განყენებას (ბასილი დიდის მე-4 კანე); რადგან სიძვის ცოდვის შემთხვევაში, დაექვემდებარებოდნენ მეძავეობისათვის დაწესებულ სასჯელს, რაც, უკვე, ოთხი წლით ითვალისწინებდა წმინდა ზიარების მოკლებას (ბასილი დიდის 22-ე კან). კანონში მოხსენიებულ პირებში არ უნდა ვიგულისხმოთ მონოზონი მამები და მონოზონი დედები, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ კრების დროს მონოზვნობა ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული და ამიტომ არ გააჩნდა თავისი გარკვეულად განსაზღვრული და დამტკიცებული წესები; მეორეც, იმიტომ, რომ კანონები, რომლებიც IV საუკუნის მეორე ნახევარში იქნა მონოზვნებისათვის მიღებული და იგივე საკითხებს ეხება, გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელს განაწესებენ (ბასილი დიდის მე-60 კან. შდრ. IV მსოფლიო კრებ. მე-16 და ტრულის კრებ. 44-ე კანონებთან).
როგორც ამ კანონის მეორე ნაწილიდან ჩანს, ისეთ შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ზოგიერთი ქალწული ქალწულობის აღთქმას დებდა და, იმავდროულად, უცხი, მამაკაცთან როგორც და ცხოვრობდა, რათა, მათივე სიტყვებით, ერთად გაწვრთნილიყვნენ სიკეთესა და კეთილმსახურებაში. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალწულების ასეთი ერთობლივი ცხოვრება უცხო მამაკაცებთან ერთ ჭერქვეშ, სააცდურის მისეზია და კანონიც ამიტომ კრძალავს. იმის შესახებ, თუ რაგვარი შეხედულება არსებობდა მსგავსი ცხოვრების წესის მქონე ქალწულებზე, ჩვენ ვისაუბრეთ I მსოფლიო კრების მე-3 კანონის განმარტებაში.
PDF გვ. 21 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 20
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ცოლი იმრუშებს, ან ქმარი იქნება მემრუშე, ასეთებს შვიდი წელი სჭირდებათ სრულ ჭზიარებაში მოსასვლელად, – მისკენ მიმავალი სინანულის საფეხურების გავლით.
კანონი ნათელია. სხვა ქალთან ურთიერთობით ცოლის მიმართ ერთგულების ამრ დაძრღვევ ი მამაკაცი კაცი შვიდი ძვიდი Vლით ით გახნხიქყეხე განიყენება წმინდა დ ზსიარებიდან;
ეიიდ ასევე, (კოლი ევე; ცოლიც – მსგავსი ღალატისათვის. მემრუშეთათვის ეს კანონი ტრულის კრებამაც დაამტკიცა თავისი 87-ე კანონით, თანაც, განმარტა სინანულის ის საფეხურები, რომლებიც, ანკირიის ამ კანონის საფუძველზე უნდა გაიაროს ცოდვილმა, სახელდობრ: ერთი წელი დაჰყოს პირველ საფეხურზე, ორი – მეორეზე, სამი –- მესამეზე, ერთი – მეოთხეზე, და მხოლოდ მერვე წელს შეუძლია მიიღოს წმინდა ზიარება.
PDF გვ. 22 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 21
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: დედებს, რომლებმაც მრუშებაში ჩასახეს და ნაყოფი მოიშორეს, და რომლებიც ჩვილთა მოსაკვდინებელ საწამლავს ამზადებენ, ძველი განწესებებით სიკვდილამდე ეკრძალებოდათ წმინდა ზიარების მიღება, და დღემდე ასეა. ვეძებეთ რა უფრო რაიმე ლმობიერი, ასეთებს განვუწესეთ ათწლიანი სინანული, დადგენილი საფეხურების გავლით.
ზოგიერთი უბედური დედაკაცი (როგორებიც, სამწუხაროდ, დღესაც გვხვდებიან), რომლებიც ფარულად ვინმესთან მრუშებაში ცხოვრობდნენ და ფეხმძიმდებოდნენ, იმის შიშით, რომ ყოველივე ეს არ გამოაშკარავებულიყო და საქვეყნოდ არ შერცხვენილიყვნენ, თავისსავე წიალში ცდილობდნენ ნაყოფის ჩაკვლას; ამ მიზნით მუცელზე ათასნაირ თასმებსა და საბელებს იჭერდნენ, ან კიდევ, ისეთ წამალს ამზადებდნენ და სვამდნენ, რომელიც ჩანასახს აზიანებდა და კლავდა. ასეთი ქალების მიმართ ამ კრებამდეც არსებობდა განჩინება, რომლის ძალითაც, სიცოცხლის ბოლომდე, მათ არ შეეძლოთ მიახლებოდნენ წმინდა ზიარებას. დასავლელი კომენტატორების აზრით, ასეთ დადგენილებას წარმოადგენს 306 წელს შემდგარი ელვირის კრების 63-ე კანონი, მაგრამ ამ დასახელებული კანონის თანახმად, მსგავს ცოდვილებს სიკვდილის ჟამის დადგომისასაც კი არ ჰქონდათ წმინდა ზიარების მიღების უფლება. ამიტომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში იქნებოდა ამ კრების მე-6 და I მსოფლიო კრების მე-13 კანონებთან, რომელთა მიხედვითაც, „თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო და აუცილებელი საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს“. როგორც არ უნდა იყოს, ზემოთ მოხსენიებული განჩინება საეკლესიო პრაქტიკაში ყოველთვის არსებობდა და, როგორც კანონი ამბობს, მას მუდამ იცავდნენ. ამ კრების მამებს სურდათ ამ შემთხვევაში ლმობიერება გამოეჩინათ, თუმც კი მიიჩნევდნენ მსგავს ქმედებას განზრახ მკვლელობად, რისთვისაც დამნაშავე სიკვდილამდე უზიარებლობით ისჯება (ანკირიის კრების 22-ე კან), და მაინც, ასეთ ცოდვილ ქალებს განუწესებენ ათწლიან სინანულს, რის შემდეგაც წმინდა ზიარების მიღების უფლებას აძლევენ. ანკირიის კრების მამების ასეთი ლმობიერების მიზეზს, ბასილი დიდი თავის მე-2 კანონში იმით ხსნის, რომ დედაკაცი, რომელიც თავისი ჩანასახის მოკვდინებას ცდილობს, ამით საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის და, მსგავსი მცდელობისას, უმეტეს შემთხვევაში, თვითონვე იღუპება. ასეთივე ეპიტიმიას ექვემდებარება ის დედაკაციც, რომელიც სხვას აძლევს წამალს მუცლის მოსაწყვეტად (კურთხევანის 73-ე კანონი).
PDF გვ. 22 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 22
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: განზრას მკვლელობაში დამნაშავენი, სიცოცხლის ბოლომდე შევრდომილთა შორის უნდა იყვნენ და მხოლოდ სიკვდილის წინ მიეცეთ სრული ზიარება.
თავის მე-8 კანონში, ბასილი დიდი განმარტავს, თუ ვინ უნდა ჩაითვალოს განზრახ მკვლელად. განზრახ მკვლელობისათვის კანონები სხვადასხვა ეპიტიმიებს აწესებენ. წინამდებარე კანონი, ამ მხრივ, ყველაზე მკაცრია: იგი ბრძანებს, რომ დამნაშავემ მთელი ცხოვრება სინანულის მესამე საფეხურზე გაატაროს და მხოლოდ სიკვდილის წინ მიეცეს მას წმინდა ზიარების უფლება.
PDF გვ. 23 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 23
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: უნებლიე მკვლელობაში დამნაშავეებს, ადრინდელი განწესება უბრძანებს შვიდწლიან ეპიტიმიას სრულ ზიარებამდე, შესაბამისი სინანულის საფეხურების გავლით. ახალი განწესებით კი მათ სუთწლიანი სინანული ეფარდებათ.
კანონი მოიხსენიებს ამ კრების დროს უნებლიე მკვლელობისათვის ძალაში არსებულ ორ განწესებას: პირველსა და მეორეს; პირველის თანახმად დამნაშავეს სასჯელად ეფარდებოდა შვიდწლიანი სინანული, მეორეს მიხედვით – ხუთწლიანი. ეს განწესებები, როგორც ჩანს, იგივეა, რაც ამ კრების 21-ე კანონში მოხსენიებული, რადგან კანონებს შორის არ ჩანს, თუ რომელი კანონია ანკირიის კრების ამ კანონზე უფრო ძველი. ბასილი დიდი, თავის 57-ე კანონში, ადგენს ეპიტიმიას უნებლიე მკვლელობისათვის და სასჯელად ათწლიან სინანულს აწესებს.
PDF გვ. 23 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 24
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევარნი, ან სახლში გრძნეულებისა და ჯადოს ამსსნელთა შემომყვანნი, ხუთწლიანი სინანულის კანონს ექვემდებარებიან: სამი წელი შევრდომილობა და ორი წელი ლოცვითი ერთობა წმინდა ზიარების გარეშე.
ამ კანონში განხილული საკითხის შესახებ, გაცილებით უფრო დაწვრილებით საუბრობს ტრულის კრების 61-ე კანონი. წინამდებარე კანონი ხუთწლიან ეპიტიმიას ითვალისწინებს იმ პირებისათვის, რომლებსაც მისნობის სწამთ, თანაც, განუწესებს სინანულის მესამე საფეხურს სამი წლის ვადით, მეოთხე საფეხურს – ორი წლის ვადით, და მხოლოდ მეექვსე წელს აძლევს წმინდა სიარების უფლებას.
PDF გვ. 24 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
კანონი 25
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მავანი ყმაწვილ ქალზე დაიწინდა, მანამდე კი მისი და გახრწნა და დააორსულა; შემდეგ დაწინდულზე დაქორწინდა, გახრწნილმა კი თავი ჩამოიხრჩო. მსგავსი დანაშაულის ჩამდენთა მიმართ ვბრძანებთ: ათი წლის განმავლობაში იარონ დადგენილი სინანულის საფეხურებით, ვიდრე მოვიდოდნენ მართლებთან ლოცვაზე თანამდგომარეთა რიგში.
ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა განსაკუთრებული შემთხვევა. თუ რა შემთხვევა იყო ეს, ნათელია თვით კანონის ტექსტიდან. ყველა დამნაშავეს, მსგავსი დანაშაულისათვის, კანონი ათწლიანი ეპიტიმიით სჯის – სინანულის პირველ საფეხურზე განწესებით – და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ რთავს მეოთხე საფეხურზე გადასვლის ნებას. კანონი არ ამბობს, თუ რამდენ ხანს უნდა დარჩეს დამნაშავე სინანულის მეოთხე საფეხურზე და, ამგვარად, მმართველი ეპისკოპოსის გადასაწყვეტად ტოვებს ამ ვადის განსაზღვრას, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა გამოხატული სხვადასხვა კანონში. ამ კანონით განსაზღვრული ეპიტიმიის სიმკაცრის მიზეზს, ზონარა სავსებით სწორად ხედავს იმაში, რომ აღებულ შემთხვევაში რამდენიმე დანაშაული ერთიანდება: ქალწულის გაუპატიურება, უკანონო ქორწინება პირისა, რომელსაც ორ დასთან ჰქონდა ხორციელი კავშირი, დაბოლოს, მკვლელობა, რომელიც ამ უკანასკნელი დანაშაულის შედეგი გახდა.”
“ათენის სინტაგმა, III, 68.
PDF გვ. 24 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.