← ნეოკესარიის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

ნეოკესარიის კრება · ტ. II (2011)

წინათქმა

ნეოპესარიის წმინდა ადგილობრივი პრების პანონები”

PDF გვ. 25

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ მღვდელი დაქორწინდება, განიკვეთოს თავისი ხარისხიდან, ხოლო თუ მრუშებას ჩაიდენს, დაე, სრულიად განიდევნოს საეკლესიო ერთობიდან და დამდაბლდეს მონანულთა რიგში.

სასულიერო პირთათვის ქორწინების აკრძალვა ძველი დროის ბევრი ეკლესიის პრაქტიკაში შედიოდა; შემდგომში, ეს აკრძალვა, კანონიკურად დამტკიცდა ტრულის კრებაზე (მე-6 კან). წინამდებარე კანონი, ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ მღვდლების შესახებ საუბრობს, მაგრამ ეს განწესება რომ ყველა კლირიკოსს ეხება, დაწყებული იპოდიაკონიდან და ზევით, აჩვენებს ერთ-ერთი უძველესი – მოციქულთა 26-ე კანონი. ამრიგად, სასულიერო პირს, რომელიც ქორწინებაზე გაკადნიერდება მას შემდეგ, რაც მისი სახელი სასულიერო პირთა დავთარში შევიდა, სასულიერო ხარისხი უნდა ჩამოერთვას, ანუ – განიკვეთოს. ხოლო, თუკი დაქორწინებული მრუშობას ჩაიდენს, ან დაუქორწინებელი სიძვის ცოდვაში ჩავარდება, მაშინ ასეთი სასულიერო პირი, წინამდებარე კანონით, კიდევ უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარება, სახელდობრ: განიკვეთება ეკლესიაში მართლებთან ერთობლივი ლოცვიდან და გადაიყვანება მონანულთა რიგში. ზონარასა და ბალსამონის განმარტებების მიხედვით, მრუშობაში ან სიძვაში მხილებულმა სასულიერო პირებმა სინანულის ყველა საფეხური უნდა გაიარონ – პირველიდან მეოთხეს ჩათვლით (L მსოფ. 11), და მხოლოდ მათი გავლის შემდეგ დაიშვებიან ისინი წმინდა ზიარებაზე – რა თქმა უნდა, მხოლოდ ერისკაცებთან ერთად.

მსგავსი კანონები:IV მსოფლ. I.4ტრულ. 3, 6, I3, 2I.30ანკირ.10კართ.16ბასილი დიდის.3269

PDF გვ. 25 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

დედაკაცი, რომელიც ქორწინებით შეუერთდება ორ ძმას, დაე, განიდევნოს საეკლესიო ერთობიდან სიკვდილამდე, მაგრამ სიკვდილის წინ, თუ აღთქმას დადებს, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში განქორწინდება, მაშინ, კაცთმოყვარეობის მიზეზით, დაშვებულ იქნეს სინანულისათვის. ხოლო თუ კაცი ან დედაკაცი მოკვდება ასეთ ქორწინებაში, დარჩენილს მძიმე სინანული მოელის.

(მოც. 19; ტრულ. 54; ბასილი დიდის 23, 68, 76, 78, 87). "ნეოკესარიის კრება ანკირიის შემდეგ შედგა, 314 და 325 წლებს შორის. კრებას 24 ეპისკოპოსი ესწრებოდა; მიიღეს 15 კანონი. თავმჯდომარეობდა იგივე ეპისკოპოსი – ვიტალი ანტიოქიელი, რომელიც მანამდე ანკირიის კრების თავმჯდომარე იყო.

წინამდებარე კანონის განწესება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე დედაკაცს არა აქვს უფლება ჯერ ერთ ძმას გაჰყვეს ცოლად, მერე – მეორეს, ზუსტად ისევე, როგორც მამაკაცს არ შეუძლია ორ დაზე იქორწინოს, – თავიდან ერთზე და შემდეგ მეორეზე (ბასილი დიდის 23, 78), ეყრდნობა საღვთო რჯულს, როგორც ეს ვნახეთ მოციქულთა მე-19 და ტრულის 54-ე კანონების განმარტებებში. დედაკაცს (ან მამაკაცს) რომელიც თავისი პირველი ქმრის (ან ცოლის) სიკვდილის შემდეგ მის ძმასთან (ან დასთან) დაქორწინდება, კანონი სიცოცხლის ბოლომდე განაყენებს ეკლესიაში მართლებთან ერთობლივი ლოცვიდან,- თუ არ მოინანიებს და არ გააუქმებს უკანონო ქორწინებას. თუკი ასეთი პირი, სიკვდილის პირას მისული, აღთქმას დადებს, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში აღარ იცხოვრებს უკანონო ქორწინებაში, მაშინ კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მღვდელთან აღსარებაზე მისი დაშვება და წმინდა რზიარების მიცემა; მაგრამ შეიძლება თუ არა მისი ზიარება სიკვდილის წინ, თუ ის ასეთ აღთქმას არ იძლევა? სვამს რა ბალსამონი ასეთ შეკითხვას ამ კანონის განმარტებისას, თავადვე პასუხობს: „კანონი ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ, ვგონებ, უმოწყალობა იქნება არ აზიარონ იგი სულის აღმოსვლის წინ ბოლო საგზალს, თუკი, რა თქმა უნდა - მართლმადიდებელია. ამიტომ, თუნდაც არ მისცეს უკანონო ქორწინების დარღვევის პირობა, იგი მაინც უნდა იქნეს წმინდა ზიარებით გასტუმრებული; თუ გამოჯანმრთელდება და უკანონო ქორწინებას დაუტევებს, მაშინ უნდა მიიღებოდეს მონანულთა რიგში, ხოლო თუ კვლავ გააგრძელებს უმსგავსო ქორწინებაში ცხოვრებას, ასეთ შემთხვევაში სრულიად უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, როგორც ბოროტებაში გაჯიუტებული“.” შემდეგ, კანონი განიხილავს შემთხვევას, როდესაც ასეთ უკანონო ქორწინებაში გარდაიცვლება ქმარი ან ცოლი და, ამბობს, რომ ცოცხლად დარჩენილ მეორე ნახევარს, მძიმე სინანული მოელის, რაც ნიშნავს, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა დაჰყოს მონანულთა შორის და მხოლოდ სიკვდილის წინ დაიშვება იგი წმინდა ზიარებაზე.

PDF გვ. 25 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სინანულის ვადა, განსაზღვრული ბევრი ქორწინებით დაცემულთათვის, ცნობილია; თუმცა მათი მოქცევა და რწმენა ამოკლებს ამ ვადას.

კანონში საუბარია იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაქვრივდნენ მეორე ქორწინების შემდეგ და კვლავ ახალ ოჯახს ქმნიან. ამასთან, ნათქვამია, რომ ასეთი საქციელისათვის განსაზღვრული სინანულის ვადა – ცნობილია. რადგანაც, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს უფრო ძველი კანონიკური განწესება, ამიტომ ზონარა და ბალსამონი ვარაუდობენ, რომ ნეოკესარიელი მამები ამ შემთხვევაში გულისხმობენ ჩვეულებას, რომლითაც მაშინ ხელმძღვანელობდნენ, თანაც, დამნაშავენი ყოველთვის ერთი და იგივე ეპიტიმიით ისჯებოდნენ.” ჩვენ ამის შესახებ დაწვრი- ”ათენის სინტაგმა, III, 73. “ათენის სინტაგმა, III, 74, 75.

_ ლებით ვსაუბრობთ ბასილი დიდის კანონების (მე-4, 50-ე და მე-80) განმარტებებში. წინამდებარე კანონი ასეთებისთვის უშვებს სინანულის ვადის შემცირებას, – თუკი ისინი სათანადოდ იცხოვრებენ და სარწმუნოებაში მოშურნეობას გამოიჩენენ.

მსგავსი კანონები:ანკვ.19ნეოკეს.7ბასილი დიდის.45080

PDF გვ. 26 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 4

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ვინმე დედაკაცის ნდომით აღივსება და გადაწყვეტს დაწვეს მასთან, მაგრამ მისი განზრახვა არ იქნება სისრულეში მოყვანილი, ცხადია, რომ იგი მადლის მიერ იქნა გამოხსნილი.

ზონარა ამბობს, რომ წმინდა მამები გამოყოფენ ცოდვის განვითარების ოთხ საფეხურს: კვეთება CC0CV70X, 8X8X8, 00 ჩიX9, II00L65510, როდესაც ცოდვა წარმოსახვებით, შთაბეჭდილებით ახორციელებს შემოტევას, ვნების აღძვრას), ბრძოლა (606X68,თო,IსCთხ0, მომხდური და დამხვდური აზრების არგუმენტირებული ჭიდილი, უხილავი საუბარი), თანხმობა (#380X6M#6C, ს)V/M #% LC, მ556ი510, დანებება ანუ ბრძოლის წაგება გულისთქმით) და ქმედება (#6%CIX800, ი §C, 2CხI5, ცოდვის საქმით აღსრულება, დაცემა). ამათგან პირველი ორი მდგომარეობის გადატანისას ადამიანი ეპიტიმიას არ იმსახურებს, სხვა ორისას – იმსახურებს; რადგან არ განიკითხება ქრისტეს მხედარი არც მტრის შემოტევის და არც მასთან ბრძოლის გამო, – თუკი გულისთქმამ (00M%I0X, XC0VLII6C, I2V0, ზრახვამ), გაუძლო კვეთებას და უარყო რა შთაბეჭდილება ნებისყოფით, დასძლია ის. თანხმობა კი განკითხვასა და ბრალდებას ექვემდებარება, ხოლო ქმედება – ისჯება. ამგვარად, თუკი ვინმე ქალის მიმართ ვნებით აღიძრა და დამარცხდა, ანუ დათანხმდა მასთან ხორციელ ურთიერთობაზე, მაგრამ საქმემდე არ მისულა – ქმედება არ შესრულებულა, ფაქტიური დაცემა არ მომხდარა, მაშინ, აშკარაა, რომ ცოდვით დაცემისაგან იგი საღვთო მადლმა დაიფარა.”

მსგავსი კანონები:ბასილი დიდის.70

PDF გვ. 27 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 5

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ ეკლესიაში შემსვლელი კათაკმეველი, რომელიც კათაკმეველთა რიგში დგას და ცოდვაში მხილებული იქნება, შემდეგ მუხლმოდრეკილთა შორის გადაყვანილიც არ შეისმენს, რომ არ უნდა სცოდოს და მსმენელობის დროსაც შესცოდავს, დაე, განიდევნოს ეკლესიიდან.

კათაკმეველებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათქვამია I მსოფლიო კრების მე-14 კანონის განმარტებაში. "ათენის სინტაგმა, III, 75, 76.

მსგავსი კანონები:ლ, მსოფ.211121314ტრულ.96ლაოდ.19ბასილი დიდის.20ტიმოთე ალექსანდრიელის.46კირილე ალექსანდრიელის.5

PDF გვ. 27 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 6

ორსული დედაკაცი ჯერ-არს განათლდეს ნათლისღებით, როცა კი მოისურვებს, რამეთუ აქ დამბადებელს არანაირი ერთობა არა აქვს დასაბადებელთან, რადგან საკუთარ აღმსარებლობაში წარმოჩნდება თითოეულის ნება.

ნეოკესარიის კრების მუშაობაში სოგიერთი ისეთი პირი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ორსული ქალი არ უნდა მოინათლოს, რომ აუცილებელია დალოდება, ვიდრე იმშობიარებდეს, რადგან, თითქოს, ასეთი დედაკაცის მონათვლისას, მასთან ერთად მოინათლებოდა მის წიაღში მყოფი ჩვილი, რომლის მონათვლაც დაბადების შემდეგ ვეღარ მოხდებოდა, რამეთუ მაშინ მეორედ ნათლობა გამოვიდოდა. სწორედ, მსგავსი მტკიცებულების წინააღმდეგ არის მიღებული წინამდებარე კანონი, რომელიც განაწესებს ორსული ქალის ნათლობას მაშინ, როდესაც ის ამას თავად მოისურვებს. არგუმენტის სახით კანონი ამბობს, რომ მშობელს, როგორც პიროვნებას, სნეობრივად საერთო არაფერი აქვს ჩვილთან და თავისი ნათლისღებისას მხოლოდ თვითონ ინათლება, ჩვილი კი, რომელსაც იგი მუცლით ატარებს, ამით არ ინათლება; თითოეულმა პირმა ნათლობის წინ პირადად, საკუთარი თავისთავის უნდა აღიაროს სარწმუნოება და სარწმუნოების ეს აღმსარებლობა უნდა იყოს მისი თავისუფალი ნებიდან მომდინარე.”

PDF გვ. 28 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 7

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელი ნუ დაჯდება მეორედ დაქორწინებულის საქორწილო ლხინში, რადგან ორგზის დაქორწინებულს სინანული ესაჭიროება. როგორი იქნებოდა ის მღვდელი, რომელიც ლხინში თავისი მონაწილეობით მოიწონებდა ასეთ ქორწინებებს?

ლაოდიკიის კრების 1 კანონის განმარტებაში, ჩვენ ვისაუბრეთ მეორედ დაქორწინებულთა შესახებ და აგრეთვე, იმაზე, რომ ვინც პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მეორედ იქორწინა, კანონის თანახმად ეპიტიმიას იმსახურებს. ამგვარად, რაკი მეორედ ქორწინება შესაბამისი ეპიტიმიის გარეშე აკრძალული იყო, ხოლო ეპიტიმიები მღვდლების შეხედულებით განისაზღვრებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მეორედ დაქორწინებულნი თავად მიდიოდნენ ამისთვის მათთან, ამიტომ კანონი განაწესებს, რომ მღვდლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქორწილო ლხინში, რადგან – კითხვას სვამს კანონი – რაგვარი იქნებოდა მღვდლის მდგომარეობა, რომელიც ვინმეს ეპიტიმიას დაუნიშნავდა იმის გამო, რასაც ის თავისი დასწრებით მიესალმებოდა?

"რასაც, ჩეილი ბავშვების შემთხვევაში მათი სახელით მათი ნათლიები აღასრულებენ.

მსგავსი კანონები:მოც.17ტრულ.3ანკირ.19ნეოკეს.3ბასილი დიდის.412

PDF გვ. 28 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 8

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ერისკაცის ცოლი იმრუშებს და აშკარად იქნება მხილებული ამაში, ამ ერისკაცს არ შეეძლება ეკლესიის მსახურად გახდომა. ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის შემდეგ დაეცემა მრუშობით, ქმარი უნდა გბეყაროს მას. იმ შემთხვევაში კი, როცა ცოლთან თანაცხოვრებას აგრძელებს, მას ალარ აქვს უფლება დაკისრებული მსასურება აღასრულოს.

კანონი განიხილავს ისეთ შემთხვევას, როდესაც ცოლი შემჩნეულია მრუშობაში და, აჩვენებს, როგორი შედეგი მოჰყვება ამას მისი ქმრისათვის, რომელსაც სამღვდელო ხარისხის მიღება სურს ან უკვე მღვდელია. პრინციპი, რომლითაც ამ შემთხვევაში ნეოკესარიის კრების მამები ხელმძღვანელობენ, არის ქორწინებაში ქმრისა და ცოლის ერთიანობა (იხ. დაბ. 2, 24) და მათ შორის მჭიდრო კავშირის არსებობა. ხოლო, რადგან ცოლი, რომელსაც ქმარი ჰყავს და მრუშობაში იქნება შემჩნეული, შებილწულად ითვლება, მამაკაცი კი, ქალთან ხორციელი კავშირით შეერთებული, მასთან ერთად ერთკორც არს, ამიტომ ეს ბიწი მასზეც გადადის და შედეგად ისიც შებილწული ხდება. ამ პრინციპიდან გამომდინარე,კანონი კრძალავს სასულიერო დასში ისეთი მამაკაცის მიღებას, რომლის მეუღლეც ცოლ-ქმრულ ღალატსა და მრუშობაშია შემჩნეული. ამ კანონით მტკიცდება მოციქულთა მე-18 კანონის განწესება, რომლის თანახმადაც სასულიერო დასში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ისეთი პირი, რომლის მეუღლეც ყოველმხრივ პატიოსნებითა და კდეზით L-ის გამორჩეული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოლის მრუშობა ცხადად უნდა იყოს დამტკიცებული. ბევრი კანონი ყოფილა ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობაში, რომლებიც განაწესებდნენ, რომ მრუშობისათვის ქალი შეიძლება გასამართლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დამოწმებული იქნება აშკარა მტკიცებულებებით. სწორედ ეს კანონები აქვთ მხედველობაში ნეოკესარიის კრების მამებს წინამდებარე კანონის მიღებისას; სახელდობრ: მემრუშედ ნამდვილად შეიძლება იწოდოს მხოლოდ ის დედაკაცი, რომლის მიმართაც ბრალი დასტურდება უეჭველი მტკიცებულებებით და არავითარ შემთხვევაში ის, ვის მიმართაც მხოლოდ ეჭვი არსებობს იმის საფუძველზე, რომ ვინმეს შეხვდა, ესაუბრა და მისთანები. „ აღნიშნულ დადგენილებაში კანონს მოჰყავს შემთხვევა, როდესაც მრუშობა ზადენილია მღედლის ცოლის მიერ. მღვდელმა, განწესების თანახმად, დაუყოვნებლივ ონდა განაძეოს ასეთი მეუღლე და გაწყვიტოს მასთან ქორწინებითი კავშირი. თვით წზიეღა წერილი განუწესებს მღვდლის ცოლს იყოს ერთგული და ღვთისსათნო (შდრ. 1 ტიმ. 3, 11); ცხოვრებაში მას ისეთივე სიფრთხილე და სიბრძნე მართებს, როგორდ მის. ქმარს – მღვდელმსახურს, მით უმეტეს, რომ ქორწინებით შეეკრა რა საკუთარ ქმარს, რომელმაც თავისი მსახურებისათვის საღვთო კურთხევა მიიღო, იგი ქორწინების გზით თავადაც ხდება ამ კურთხევის თანაზიარი. თუკი მღვდელმსახურის ცოლი ისე არ ცხოვრობს, როგორც მას შეეფერება და მრუშობით იბილწება, ამით ის თავის ქმარსაც ბილწავს – რადგან ორივენი ერთად ერთ სხეულს შეადგენენ – და მის სამღვდელო მსახურებას იმ სიწმინდეს ართმევს, რომელიც, სოაგალაღ, ამ მსასურებას სხვა მსხურებებისაგან გამოარჩევს. ამიტომ, სავსებით სამართლიანია როგორც რელიგიური, ისე კანონიერი თვალსაზრისითაც, წინამდებარე კანონის დადგენილება, რომელიც განუწესებს ქმარს დაუყოვნებლივ გაეყაროს მრუშ ცოლს. შესაბამისად, განქორწინების ეს საბაბი უაღრეს მნიშვნელობას იძენს მღვდელმსახურთა ქორწინებით ცხოვრებაში. ამ ბოლო განწესებასთან დაკავშირებით, კანონი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც ქმარი-მღვდელი, მიუხედავად ცოლის ღალატისა, არ მოისურვებს მასთან გაყრას და გააგრძელებს მასთან ქორწინებაში ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, კანონი მას მლველმსახურების დატოვებას განუწესებს, რადგან თავისი სურვილით – იცხოვროს მემრუშე ცოლთან, იგი აჩვენებს, რომ არ გააჩნია ადამიანური ღირსება, არ ესმის თავისი მსახურების მთელი მნიშვნელობა და გულგრილი რჩება იმის მიმართ, რომ ცოლის ბიწი მასზეც გადადის, – „როგორლა შეიძლება ეგ სომ შებილწული ადამიანის დაშვება რაიმე ღვთაებრივის აღსასრულებლად?“ – კითხულობს ზონარა ამ კანონის განმარტების დასასრულს.” წინამდებარე კანონის განწესებებს, გვიანდელი დროის კანონებიც ხშირად ამტკიცებდნენ, სადაც ვხვდებით, რომ ასეთ პირებს ეკრძალებათ სამღვდელო მსახურება მაშინაც კი, როცა ისინი უმეცრებით შეიბილწნენ უკანონო ქორწინებაში (იხ. ბასილი დიდის 27; ტრულ. 26).

მსგავსი კანონები:მოც.87ტრულ.361326ბასილი დიდის.27

PDF გვ. 29 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 9

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდელი, რომელმაც სხეულით შესცოდა, მაგრამ ხელთადასხმა მიიღო, მერმე კი აღიარებს, რომ ხელდასხმამდე შესცოდა, დაე, ნუ იმღვდელმოქმედებს, მაგრამ მას შეუნარჩუნდეს დანარჩენი უპირატესობანი სხვა სათნოებათა გამო. რამეთუ სხვა ცოდვები, როგორც მრავალნი ამბობენ, ხელდასხმის ძალით მიეტევება. ხოლო, თუკი თავად არ აღიარებს, სხვებისგან კი ცხადად ვერ იქნება მხილებული, მაშინ თვითონ რჩება თავისი გადაწყვეტილების პასუხისმგებელი.

საზოგადოებაში მღვდელმსახურის პატიოსან სახელთან დაკავშირებით, მოციქულთა 61-ე კანონის განმარტებაში ჩვენ ვისაუბრეთ იმ თვისებების შესახებ, რომლებითაც უნდა გამოირჩეოდეს სამღვდელო კანდიდატი; აგრეთვე, სამღვდელო ხარისხში იმ პირთა მიღების აკრძალვის შესახებ, ვინც შემჩნეულია გარკვეული სახის ცოდვებში. ამის გამო, I მსოფლიო კრების მე-9 კანონი განაწესებს თითოეული სამღვდელო კანდიდატის მკაცრ გამოცდას, – ხელდასხმის ღირსად მის აღიარებამდე. წინამდებარე კანონი კი საუბრობს იმ მღვდლების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული გამოცდა არ გაუვლიათ და, ამასთან, თავის ხელდასხმამდე, ერისკაცობაში, ხორციელად შესცოდეს, ანუ სიძვის ცოდვით დაეცნენ. იმ შემთხვევაში, როდესაც მღვდელი თავად აღიარებს ჩადენილ ცოდვას, კანონი მას განუწესებს მსხვერპლშეწირვის აკრძალვას, ანუ – მღვდელმოქმედებას, მაგრამ ხხვა დანარჩენ “ათენის სინტაგმა, III, 82, 83, ნეოჯესპრიის ნშინდა პდგილოზრივი კრების კჰნონეზი 31 უფლებას უნარჩენებს, კერძოდ, სამლვდელო ღირსებას, მღვდელმსახურთა შორის დასაჯდომელის პატივს და საკურთხეველში ზიარების უფლებას; ეს ყველაფერი მას უნარჩუნდება იმიტომ, რომ თავად მოინანია საკუთარი ცოდვა და მოშურნეა სხვა სათნოებებთან მიმართებით. რაც შეეხება იმ ნაკლები სიმძიმის ცოდვებს, რომლებიც შეიძლება მას ჩაედინა ამ მთავარი ცოდვის პარალელურად, კანონი ამბობს, რომ ბევრის აზრით (ბევრი ამტკიცებს; რადგან ამასთან დაკავშირებით არ არის რაიმე საყოველთაოდ აღიარებული სწავლება) ისინი ხელდასხმით წარიხოცებიან. თუკი გარკვეული ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მღვდელმა სიძვის ცოდვა თავის სამღვდელო კურთხევამდე, მას კი არ სურს ამის აღიარება და არც სანდო მოწმენი ჩანან, ვინც ბრალდებას დაამტკიცებდა, ასეთ შემთხვევაში კანონი თვით მღვდლის სინდისს ანდობს გადასაწყვეტად, არის ის ღმერთისთვის მსხვეპრპლშეწირვის ღირსი თუ არა. თუკი ცოდვა დამტკიცებულია, ის კი მაინც უარზეა, მაშინ ასეთი მღვდელი დაუყოვნებლივ უნდა განიკვეთოს და ჩამოერთვას პატივი და უფლება, რომლითაც წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეეძლო ესარგებლა. თუმცაღა, ამ კანონით სარგებლობისას, აუცილებელია დამატების სახით ყურადღება მიექცეს, თუ რას განაწესებს I მსოფლიო კრების მე-9 და სხვა გვიანდელი დროის კანონები (იხ. პარალელ. კანონები), და მათთან შესაბამისობაში განისაჯოს მღვდელმსახური, რომელიც გამოცდის გარეშე იქნა ხელდასხმული და შემდეგ მის მიერ ჩადენილი რაიმე ცოდვა გამოაშკარავდა ან თავად აღიარა.

მსგავსი კანონები:მოც.2561II მსოფ.42123ანკვ.12ნეოკეს. I.81012ბასილი დიდის.33251708289თეოფილე ალექსანდრიელის.36

PDF გვ. 30 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 10

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მსგავსადვე დიაკონიც, თუ იმავე ცოდვაში ჩავარდება, დაე, დამდაბლებულ იქნეს ეკლესიის უბრალო მსახურის წოდებამდე.

წინამდებარე კანონი წარმოადგენს ამ კრების მე-9 კანონის გაგრძელებას და იგივეს განუწესებს დიაკვნებს, რასაც – მე-9 კანონი მღვდლებს: დიაკონს უნდა ჩამოერთვას დიაკვნობა და დარჩეს ეკლესიის მსახურად.

მსგავსი კანონები:II მსოფ.6ტრულ.42123ანკირ.12ბასილი დიდის.33251708289თეოფილე ალექსანდრიელის.36

PDF გვ. 31 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 11

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მღვდლად ნუ იქნება დადგინებული ვიდრე ოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანი, თუნდაც ის ყველაფრით ღირსეული იყოს; არამედ მოიცადოს, რამეთუ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ოცდაათი წლისამ ნათელიღო და დაიწყო მოძღვრობა.

ეს კანონი სიტყვასიტყვით შევიდა ტრულის კრების მე-14 კანონში, რომლის განმარტებაშიც (ასევე, აღნიშული კრების მე-15 კანონის განმარტებაშიც) ყველაფერი აუცილებელი არის ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებთ.

მსგავსი კანონები:ტრულ.14

PDF გვ. 31 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 12

თუ ვინმე სნეულებაში იქნა განათლებული ნათლისღებით, იგი არ შეიძლება ხელდასხმულ იქნეს მღვდლად; რამეთუ მისი რწმენა იყო არა ნებსითი, არამედ იძულებითი; თუმცა, ეს შესაძლებელია მის მიერ შემდგომში გამოვლენილი სათნოებებისა და სარწმუნოების გამო, ან ღირსეულ კაცთა ნაკლებობის მიზეზით.

(მოც. 46,47,49, 50,61, 75,80; I მსოფ. 2,9; II მსოფ. 7; ტრულ. 95; ლაოდ. 3,13, 47; სარდ. 10; კართ. 45; ორგზ. 17; ბასილი დიდის I, 5, 89; კირილე ალექსანდრიელის 4, 5; გრიგოლ ნოსელის 1, 4 ზოგიერთი პირი, როგორც ზონარა ამბობს ამ კანონის განმარტებაში, გაურკვეველი დროით გადადებდა ხოლმე თავის ნათლობას იმის გამო, რომ არ უნდოდა სახარებისეული მცნებების მოთხოვნილებით შეეზღუდა თავი და საკუთარ ნებაზე ცხოვრებას ამჯობინებდა, და მხოლოდ ავადმყოფობაში, სიკვდილის შიშით, ინათლებოდა.” კანონის განწესებით, ასეთი პირები სამღვდელო ხარისხში არ უნდა მიიღონ, რადგან მათი სარწმუნოება საკუთარი ნებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ – საჭიროებიდან. ამ კანონის მიღების უშუალო მიზეზი ის აზრთა შეუთანხმებლობა აღმოჩნდა, რომელიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში წარმოიშვა ნათლობის საკითხთან დაკავშირებით: შეიძლება თუ არა ჭეშმარიტად ჩაითვალოს ნათლისღება, თუ ის აღსრულებულია ავადმყოფობის დროს, და საჭიროა თუ არა ნათლობის გამეორება – თუ ის გამოჯანმრთელდა – ან, უკიდურეს შემთხვევაში, რაიმე დამატებითი ქმედებით მისი სრულყოფა. ეს დავა იმდენად შორს წავიდა, რომ ავადმყოფობისას მონათლულთა აღიარებაც კი არ უნდოდათ ჯეშმარიტ ქრისტიანებად; სხვა მიზეზთა შორის იმასაც ასახელებდნენ, რომ მათ წყლის გადასხმით ნათლავდნენ და არა შთაფლვით. ამ დავაში პირველი გადამჭრელი ხმა კვიპრიანემ აიმაღლა. კეთილმსახური მაგნუსის კითხვაზე: „უნდა ვალიაროთ თუ არა ჭეშმარიტ ქრისტიანებად, ვინც საღვთო მადლი ავადმყოფობისა და განრღვეულობის დროს მიიღო, ისინი ხომ მთლიანად არ ყოფილან გამოხსნის წყლით განბანილნი,არამედ მხოლოდ დალტობილნი?“ – კვიპრიანემ უპასუხა,რომ მისი აზრით ასეთები აღიარებულ უნდა იქნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებად.

კვიპრიანეს აზრს ეკლესიის სხვა მამები და მასწავლებლებიც იზიარებდნენ. ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვეტილიყო აუცილებლად სწორედ ამ აზრით, რადგან ახალშემოღებული იყო ბავშვთა ნათლობა და პედობაპტიზმი დამყარდა ეკლესიაში. უთანხმოება მაინც გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ღიად რჩებოდა საკითხი: შეიძლება თუ არა ავადმყოფობაში და, მაშასადამე, საწოლზე და, შესაბამისად, მხოლოდ სხურებით მონათლულის მიღება სასულიერო დასში. პირველ მნშვნელოვან შემთხვევას აღგვიწერს ევსები თავის „ისტორიაში“ რომის ეპისკოპოსის, კორნელის სიტყვებით, რომელიც საუბრობს ცნობილ კართაგენელ მღვდელ ნოვატზე. მოგვითხრობს რა ნოვატის უპატიოსნობაზე, კორნელი იხსენებს, თუ როგორ მიიღო ნოვატმა მოტყუების გზით სამღვდელო ხელდასხმა, “ათენის სინტაგმა, III, 89. ნეოჯესჯრიის ნშინდა კპდგილოზრივი კრემის კპნონები 3ვ რადგან, გარდა სხვა მიზეზებისა, მას, როგორც ავადმყოფობაში საწოლზე და წყლის გადავლებით მონათლულს, არ ჰქონდა ამის უფლება. ეს იყო III საუკუნის ნახევარში, მაგრამ დავა გვიან დრომდე გაგრძელდა. წინამდებარე კანონით ნეოკესარიის კრების მამებმა ეს დავა გადაწყვიტეს კაპადოკიის ეკლესიისათვის. მსგავსი განწესება გამოსცა პირველმა მსოფლიო კრებამაც თავისი მე-2 კანონით. ხოლო, რადგან ნეოკესარიის ეს კანონი მიიღო მსოფლიო ეკლესიამაც (ტრულ. 2), ამიტომ მისი განწესება აღნიშნულ საკითხზე გახდა საყოველთაო-საეკლესიო. კანონი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფობაში მონათლული პირი მოშურნეობას გამოიჩენს საღვთო მცნებების მიმართ, აგრეთვე – სარწმუნოებაში სიმტკიცესა და მცოდნეობას (იხ. მოციქულთა მე-80 კან. და მისი განმარტება), და როდესაც წარმოჩნდება ისეთი ადამიანების დანაკლისი, რომლებსაც სამღვდელო კანდიდატისათვის კანონით განსაზღვრული ყველა აუცილებელი თვისება უნდა ჰქონდეთ.

PDF გვ. 32 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 13

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: სოფლის მლვდლებს არ შეუძლიათ ქალაქის ეკლესიაში მღვდელმოქმედება ეპისკოპოსის ან ქალაქის მღვდლების თანდასწრებით, ასევე – პურისა და ბარძიმის (სასუმელის) მიცემა. ხოლო თუ ისინი არ არიან და სოფლის მღვდელი მარტოა მიწვეული ლოცვისთვის, მაშინ მისცეს წმინდა ზიარება.

როგორც ეპისკოპოსები იყოფოდნენ ქალაქისა და სოფლის ეპისკოპოსებად, ასევე მღვდლებიც – ქალაქისა და სოფლის მღვდლებად; და როგორც სოფლის ეპისკოპოსებს ჰქონდათ შეზღუდული უფლებები ქალაქის ეპისკოპოსებთან მიმართებით, ასევე იყო სოფლისა და ქალაქის მღვდლებს შორისაც. IV მსოფლიო კრების მე-6 კანონის თანხმად, არ შეიძლება ვინმეს ხელდასხმა მოხდეს მისთვის მსახურების ადგილის განსაზღვრის გარეშე. აღნიშნული კანონის განმარტებისას, ვიხილეთ, თუ რაოდენ კატეგორიულად იკრძალება და გაუქმებულად ითვლება ამის საწინააღმდეგო ყველა ქმედება. თითოეული მღვდლის მსახურება მხოლოდ იმ ადგილას ითვლებოდა კანონიერად, რომელი ადგილისთვისაც მას ხელი დაასხეს. მსახურების ადგილებში სოფლის მღვდლებს უფრო შეზღუდული უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ქალაქისას. ამიტომ კანონი მათ განუწესებს, იცოდნენ საკუთარი საზღვრები და არ მიითვისონ ქალაქის მღვდლების უფლება იმ დროს, როდესაც გარკვეული მიზეზით ქალქში მოუწევთ ღვთისმსახურების ჩატარება, თანაც ეპისკცოპოსისა და ქალაქის მღვდლების თანდასწრებით. რადგან, ამ უფლებათა დაუცველობა, ბალსამონის განმარტებით, იწვევს ეპისკოპოსებისა და ქალაქის მღვდლების უპატივცემულობასა და შეურაცხყოფას, – თითქოს ისინი იყვნენ რაიმეში დამნაშავენი, – და ზოგადად, უწესრიგობას.” სოფლის მღვდელს ქალაქში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მსახურება ჩაატაროს, თუ მას მიიწვევენ ქალაქის მღვდლის "ათენის სინტაგმა, III, 91. არყოფნის გამო, და ისიც, მხოლოდ, მმართველი ეპისკოპოსის ნებართვით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მარტო იმავე ეპარქიის მღვდლებს შეუძლიათ იმსახურონ და იმავე ეპისკოპოსის დამორჩილებაში მყოფთ, ვისაც აღნიშნული ქალაქის მღვდელი ემორჩილება. სხვა ეპარქიაში კი, როგორც ეს საერთო წესებით არის დადგენილი, მათ მხოლოდ გარკვეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ ღმვთისმსახურება ჩაატარონ.

მსგავსი კანონები:მოც.15I მსოფ.1516IV მსოფ.6

PDF გვ. 33 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 14

ხოლო ქორეპისკოპოსები, დადგინებულნი სამოცდაათთა მოციქულთა სახედ, როგორც ეპისკოპოსის თანამწირველნი, მლვდელმოქმედებენ ქალაქის ეკლესიაშიც, მიიღებენ რა გლახაკებზე ზრუნვის პატივს.

I. მსოფ. 8; VII მსოფ. 14; ანკირ. 13; ანტიოქ. 8,10; ლაოდ. 297; ბასილი დიდის 89).

რასაც მე-13 კანონი უკრძალავს სოფლის მღვდლებს ქალაქის მღვდლებთან მიმართებით, იმის ნებას აძლევს წინამდებარე კანონი ქორეპისკოპოსებს ქალაქის ეპისკოპოსებთან მიმართებით, კერძოდ: მათ თავისუფლად შეუძლიათ იმსახურონ ქალაქის (საეპისკოპოსო) ეკლესიაში, რადგან ისინი ეპისკოპოსის თანამწირველნი არიან და სარგებლობენ საეკლესიო იერარქიაში მათი მდგომარეობიდან გამომდინარე კუთვნილი პატივით, ასევე იმიტომაც, რომ, როგორც კანონი ამბობს, დადგინებულნი არიან სამოცდაათთა მოციქულთა მსგავსად. ამ უკანასკნელ განსაზღვრებასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი იოანე” აკეთებს სრულიად საფუძვლიან შენიშვნას: „ასე იწოდებიან, რა თქმა უნდა, მთავარ ეპარქიალურ ეპისკოპოსებისაგან განსასხვავებლად, რომლებიც ითვლებიან თორმეტ მოციქულთა მემკვიდრეებად, მაგრამ ეს განსხვავება უნდა მოვიაზროთ მხოლოდ საეკლესიო მმართველობასთან დაკავშირებით, სადაც ქორეპისკოპოსები იყვნენ ეპარქიალურ მღვდელთმთავრებთან შედარებით დაბალ მდგომარეობაში, ხოლო, რაც შეეხება სამღვდელო წოდებასა და სასულიერო საეპისკოპოსო უფლებებს, ამაში არ არსებობს რაიმე მიზეზი ქორეპისკოპოსების გამოყოფისა სხვა ეპისკოპოსებისაგან, რადგან მათ იგივე ეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდათ, როგორიც სხვებს: ყველა ეპისკოპოსი, არსებითად, წმინდა მოციქულების მემკვიდრეა“.

PDF გვ. 34 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 15

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თავდაპირველი კანონით, თუნდაც ქალაქი ძალზე დიდი იყოს, მასში მხოლოდ შვიდი დიაკვნის დადგინება შეიძლება. ამაში დარწმუნდები მოციქულთა საქმეების წიგნიდან.

ტრულის კრების მე-16 კანონში განმარტებულია, თუ როგორ უნდა მოვიაზროთ წინამდებარე კანონი.

“შემდგომში სმოლენსკის ეპისკოპოსი.

მსგავსი კანონები:I მსოფ.18ტრულ.716ლაოდ.20

PDF გვ. 34 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.