ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
ათანასე დიდის ეპისტოლე ამონისადმი · ტ. II (2011)
წინათქმა
ეპისტოლე წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა მონოსონ ამონის მიმართ
PDF გვ. 314
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ღმერთის ყველა ქმნილება კეთილი და წმინდაა. რამეთუ არაფერი უსარგებლო ან არაწმინდა არ შეუქმნია ღმერთის სიტყვას. „რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა“ (2 კორ. 2, 15), – როგორც მოციქული ამბობს. ხოლო რადგანაც განსხვავებული და მრვალფეროვანია ეშმაკის ისრები და უბიწოდ მზრახსველნი მას ალშფოთებამდე მიჰყავს, განაშორებს ძმებს ჩვეულებრივ ღვაწლთაგან, თესავს მათში არაწმიდა და ბილწ ზრახვებს, ამიტომ, ჩვენი მაცხოვრის მადლით და მოკლე სიტყვით, მზაკვრის ცთუნებაც უკუვაგდოთ და უმარტივესთა აზრიც დავამტკიცოთ. „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათკს, ხოლო შეგინებულთათკს და ურწმუნოთა არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა“ (ტიტე 1, 15). ხოლო მაკვირვებს ეშმაკის მანქანება, რომელიც, არის რა თავად გარყვნილება და წარწყმედა, აშკარად (გარეგნულად) სიწმინდის ზრახვებს ნერგავს. მაგრამ მის მიერ მოქმედებული უფრო ცილისწამებაა, ანდა საცთური. რამეთუ, როგორც ვთქვი, იმისთვის, რომ განაშოროს მოსაგრეები ჩვეული და მაცხონებელი მზრუნველობისაგან, და ყოველივეში, როგორც ჰგონია, დაამარცხოს ისინი; ამ მიზნის მისაღწევად იგი აღძრავს ისეთ ხმას (შეხედულებას), რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ცხოვრებისათვის, არამედ მხოლოდ ამაო შეკითხვებს და ფუჭსიტყვაობას იწვევს, რომელთაც უნდა ვერიდოთ. რამეთუ მითხარ მე, საყვარელო და კეთილკრძალულო, რა აქვს ცოდვისა თუ არაწმიდებისა რომელიმე ბუნებრივ გამონადენს? ეს იგივეა, მაგალითად, ვინმემ რომ ისურვოს ბრალად შერაცხოს სისველის წამოდენა ნესტოებიდან და ნერწყვის გადმოსვლა ბაგეთაგან. შეიძლება ვისაუბროთ ამაზე მეტზეც, მუცლიდან გამონაყოფებზეც, რაც აუცილებელია ყოველი ცოცხალი არსების სიცოცხლისათვის. გარდა ამისა, რაკი გვწამს საღმრთო წერილისა, რომ ადამიანი ღმერთის ხელთა საქმეა, მაშინ როგორ შეიძლებოდა დაგვეჯერებინა, რომ წმინდა ძალისგან შეიძლება შებილწული საქმე წარმოიშვას?! ხოლო რადგან ჩვენ „ნათესავცა ვართ“ ღმრთისა, წმინდა წერილის თანახმად (საქ. 17, 28), მაშინ, ცხადია, არაწმიდა არაფერი გვაქვს საკუთარ არსებაში. რამეთუ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიბილწებით, როცა ცოდვას – ყოველგვარ სიმყრალეზე უარესს – ჩავდივართ. ხოლო როცა (ორგანიზმიდან) რაიმე ბუნებრივი და უნებლიე გამოყოფა ხდება, ამას ჩვენც, სხვებთან ერთად, როგორც ზემოთ ითქვა, ვექვემდებარებით ბუნებრივი აუცილებლობით. მაგრამ რადგანაც იმათ, რომელთაც სურთ მხოლოდ შეეწინააღმდეგონ სამართლიან სიტყვებს, უფრო მეტად კი ღმერთის მიერ ნშინდა ჰთანასე დიდის კანონები 315 _ შექმნილს, არასწორად მოჰყავთ სახარების სიტყვებიც იმის შესახებ, რომ არა (პირით) შემავალი შებილწავს ადამიანს, არამედ (პირიდან) გამომავა–- ლი,C – ამიტომ საჭიროა მათი ეს უაზრობაც ვამხილოთ. ჯერ ერთი, ისინი საღმრთო წერილსაც, თავიანთი უმეცრებით, ვითარცა სარწმუნოებაში განუმტკიცებელნი, დამახინჯებულად იყენებენ. ხოლო ღვთაებრივი სიტყვის გონიერი გაგება შემდეგია: როცა ზოგიერთნი, ამათ მსგავსად, ორჭოფობდნენ საზრდელის გამო, მაშინ თავად უფალმა, რათა გადაეჭრა მათი უმეცრება, ანდა, უფრო მეტიც, ემხილებინა მათი ცდომილება, თქვა: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა“ (მთ. 15, 11) და დასძენს ამასაც: საიდან გამომავალი? – გულიდან. რამეთუ უწყის, რომ მასშია ბილწ ზრახვათა და სხვა ცოდვათა ბოროტი საუნჯეები. უფრო მოკლედ კი ამაში განსწავლული მოციქული ამბობს: „საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა“ (1 კორ. 8, 8) ამ შემთხვევაში სამართლიანად შეუძლია მავანს თქვას: გარკვეული ბუნებრივი გამონაყოფიც არ მიგვიყვანს ჩვენ სასჯელამდეო. შესაძლოა, მკურნალებმაც (დაე, გარეშეთაგან მაინც დარწმუნდნენ მოკამათენი) ამის დასაცავად თქვან, რომ ცოცხალ არსებას მიცემული აქვს რაღაც აუცილებელი გამოსავალნი ზედმეტი სითხის გამოსადევნად, რაც თითოეული ჩვენგანის ორგანოებში გროვდება, როგორებიცაა თავის თმის ზედმეტობები და თავისაგან გამოყოფილი სინოტივე, და მუცლიდან გამონაყოფი, ასევე გარკვეული სიჭარბე თესლოვან სადინარებში. ამდენად, ღვთივსაყვარელო მოხუცო, რა ცოდვაა აქ ღმერთის წინაშე, როცა ცოცხალი არსების შემქმნელმა უფალმა თავად ინება და შეჰქმნა ისე, რომ ამ ორგანოებს ასეთი გამონაყოფები ჰქონოდათ? მაგრამ საჭიროა დავასწროთ მზაკვართა საწინააღმდეგო სიტყვებს. რამეთუ შეიძლება გვითხრან: ამიტომაც ცოდვა არ იქნება თვით გამოყენებაც, როცა იარაღები (საშუალებები) შემოქმედის მიერაა მოწყობილი. ამგვარი შეკითხვის ავტორებს დადუმებას ვაიძულებთ, მივუგებთ რა შემდეგს: რომელ გამოყენებაზე ლაპარაკობ? რჯულიერზე ხომ არა? იმაზე ხომ არა, რომლის ნებაც ლმერთმა დაგვრთო, როდესაც გვითხრა: „აღორძნდით და განმრავლლიო, და ალღავსეთ ქუშზყანაი“ (დაბ. 1, 28)? ან იმაზე ხომ არა, მოციქულმა რომ დაუშვა, როცა თქვა: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლა შეუგინებელ“ (ებრ. 13, 4)? ან იქნებ იმაზე, რომელიც ადამიანებს შორის ხდება ხოლმე, მაგრამ სრულდება ფარულად და მრუშობით? რამეთუ ცხოვრების სხვა შემთხვევებშიც ვპოვებთ განსხვავებას, რაც ზოგიერთ გარემოებებში იჩენს თავს, მაგალითად: ნებადართული არ არის მოკვლა, მაგრამ მტრების მოკვლა ომში რჯულიერიცაა და შექებასაც იმსახურებს. ისეთი დიდი პატივის ღირსნი იქმნებიან ბრძოლისას სიმამაცით თავგამოჩენილნი, რომ მათი აღმატებული საქმეების წარმოსაჩენად, ხშირად ძეგლებსაც კი აღმართავენ ხოლმე. ამდენად, ერთი და იგივე საქმე, დროისა და ზოგიერთ გარიმოებათა გათვალისწინებით – ზოგჯერ ნებადართული არ “იხ. მთ. 15, 11. არის, ხოლო სხვა გარემოებებში – კეთილდროულიცაა, დაშვებულიც და ნებადართულიც. ამგვარადვე უნდა ვიმსჯელოთ ადამიანთა შორის ხორციელი. კავშირის შესახებაც. ნეტარია, ვინც სიჭაბუკიდანვე თავისუფალ ოჯახს შექმნის და ბუნებრივ მოთხოვნილებას შვილების გაჩენისათვის გამოიყენებს ყ;ყოლო თუკი –- ავხორცობისათვის, მაშინ მეძავნი და მემრუშენი მოციქულის მიერ ნაუწყებ სასჯელს მოიწევენ (იხ. ებრ. 13, 4). რამეთუ ორი გზაა ცხოვრებაში ამ საგანთან მიმართებით. ერთია – ჩვეულებრივი და ცხოვრებისეული გზა, ანუ ქორწინება; მეორე კი – ანგელოზებრივი, რომელზე უფრო აღმატებული არაფერია, ანუ – ქალწულება. თუ ვინმემ საერო გზა აირჩია, ანუ ქორწინება, არ იმსახურებს გაკიცხვას, მაგრამ ვერ მიიღებს იმოდენა მადლს, თუმცა, მაინც მიიღებს გარკვეულწილად, რამეთუ მასაც მოაქვს ოცდაათმაგი ნაყოფი. ხოლო თუ ვინმემ წმინდა და ყოვლადმშვიდობიანი გზა აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა პირველზე უფრო სასტიკი და ძნელია, იგი უფრო საკვირველ მადლს მიიღებს, რამეთუ სრულყოფილი ნაყოფი გამოილო –- ასმაგი. ასე რომ, მათ უწმინდურ და მზაკვრულ შეკითხვებს თავისი გადაწყვეტა აქვს, – საღმრთო წერილებით ძველთაგანვე წინასაწარ განმზადებული. ამრიგად, განამტკიცე, მამაო, შენდამი დაქვემდებარებული სამწყსო სამოციქულო შეგონებებით, სახარებისეული ნუგეშინისცემით, ფსალმუნთა რჩევებით და უღაღადე უფალს: „მაცხოვნე მე სიტყკსაებრ შენისა“ (ვსალმ. 118, 25) ხოლო მისი ეს სიტყვა მდგომარეობს მისდამი მსახურებაში წრფელი გულით. რამეთუ იცის რა ეს, იგივე წინასწარმეტყველი, თითქოსდა, თავისსავე სიტყვებს განმარტავსო, ამბობს: „გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო“ (ფსალმ. 50, 12), რათა ბილწმა ზრახვებმა და გულისთქმებმა არ აღმაშფოთოსო, და შემდეგ: „სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე“ (ფსალმ. 50, 14), რათა, თუკი გულისთქმები მაინც აღმაშფოთებენ, მაშინ რაღაც დიდმა ძალამ, შენგან გამომავალმა, განმამტკიცოს მე – როგორც ერთგვარმა სიმტკიცემ. მისცემ რა ასეთ და მსგავს რჩევებს, შენც ასე უთხარი იმათ, რომელნიც ძნელად ემორჩილებიან ჯეშმარიტებას: „ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი“ (ფსალმ. 50, 15), და მას შემდეგ, რაც უფლის სასოებით დაარწმუნებ მათ განეშორნონ ასეთ ბოროტებას, უგალობე ღმერთს: „და უღმრთონი შენდა მოიქცენ“ (ფსალმ. 50, 15). დაე, დასცხრნენ ბოროტგანზრახვით შემკითხველნი ასეთი ამაო "შრომისაგან, ხოლო თავიანთი უბრალოებით შეეჭვებულნი, დაე, განმტკიცდნენ სულითა მთავრობისაითა; თქვენ კი, რომლებმაც მტკიცედ იცით ჭეშმარიტება, დაურღვევლად და შეურყევლად გეპყრათ იგი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისა მამისა თანა არს დიდება და ხელმწიფება და სიმტკიცე სულიწმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ათანასე დიდის წინამდებარე ეპისტოლე, რომელიც 356 წლამდეა დაწერილი, ცნობილ ნიტრიელ მონოზონ ამონს მიემართება. ზოგიერთი მონოზონი დააბრკოლა ღამით ნანახმა სხვადასხვანაირმა სიზმარმა; კერძოდ, ღამით, როდესაც ადგილი ჰქონდა ხოლმე ეკრიზისს, ისინი ამას ხორციელ შებილწვად თვლიდნენ, რის გამოც რჩევისათვის ამონს მიმართეს. მან კი, თავის მხრივ, ათანასეს დაუსვა შეკითხვა, რომელმაც ამ ეპისტოლეთი უპასუხა; იგი თავის თავში შეიცავს დიონისე ალექსანდრიელის მე-4 კანონის დაწვრილებით განმარტებას. საინტერესოა, რომ ეპისტოლეს ბოლოში ათანასე მოიხსენიებს ცხოვრების ორ – ქორწინებისა და ქალწულობის – გზას; ქორწინებას იწონებს, მაგრამ გაცილებით აღმატებულად ქალწულებას მიიჩნევს, რამეთუ ქორწინებას ადამიანისთვის ოცდაათი წილი ნაყოფი მოაქვსო, – ამბობს, – ქალწულებას კი – ასი წილი. თავის ამ სწავლას ათანასე დიდი აფუძნებს წმინდა წერილზე (იხ. მთ. 19, 29; მარკ. 10, 29, 39; 1 კორ. 7, 1, 32-36 და სხვ.)
წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისპოპოსისა დღესასწაულების შესახებ 39-ე ეპისტოლედან
PDF გვ. 314
კანონი 2
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: რადგანაც მოვისსენიე მე მწვალებლები, ვითარცა მკვდრები, ხოლო თავად ჩვენ, როგორც ცხონებისათვის საჭირო საღმრთო წერილის მქონებლები, „მეშინის, – როგორც კორინთელებს მისწერა პავლე მოციქულმა (2 კორ. 11, 3), – რომ ზოგიერთი გულწრფელი კაცი ადამიანთა ხრიკებით არ ცდუნდეს და არ განეშოროს სიწრფელესა და სიწმინდეს, და შემდეგ არ დაიწყოს სხვა – ეგრეთ წოდებული აპოკრიფული წიგნების“?! შესწავლა, მოტყუებულმა მათი ჭეშმარიტი წიგნების მსგავსი სახელწოდებით. ამიტომ გევედრებით, მოითმინოთ, თუკი თქვენთვის უკვე ცნობილის შესახებ მეც ვიტყვი ეკლესიის საჭიროებისა და სარგებლობისათვის. მსურს რა ვისაუბრო ამის შესახებ, ჩემი კადნიერების გასამართლებლად გამოვიყენებ მახარებელ ლუკას სიტყვებს და მეც ვიტყვი: რადგანაც ზოგიერთებმა თავისთვის ეგრეთ წოდებული აპოკრიფული წიგნების შედგენა დაიწყეს და ურევენ მათ ღვთივსულიერ წერილთან, რომელიც ჩვენ დარწმუნებით ვიცით, როგორც ეს თავიდანვე გადმოსცეს მამებს სიტყვის თვითმხილველებმა და მსახურებმა, ამიტომ მეც მოვინდომე, აღძრულმა ჭეშმარიტი ძმების მიერ და ხელახლა გამომეძიებელმა ამისა, თანმიმდევრულად გადმომეცა, თუ რომელი წიგნებია მიღებული კანონში, თანახმად წერილისა; რომელი წიგნები მიიჩნევა ღვთივსულიერად, რათა ყოველმა შეცდომილმა უარყოს მაცთურნი და თითოეულმა მათგანმა, შეურყვნელად დარჩენილმა, განიხაროს ამ ახალი გაფრთხილებით. ამრიგად, ძველი აღთქმის წიგნები რიცხოვნობით ოცდაო- “იხ. სონარას განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 70 და შემდგ. "ბერძნულად ნიშნავს: „დაფარულნი“, – ასე უწოდებდნენ მათ მწვალებლები, რათა სხვები დაერწმუნებინათ მათ ნამდვილობაში. რია, რამეთუ, როგორც მსმენია, ამდენივე ასონიშანი გამოიყენება ებრაელთა მიერ. ხოლო რიგის მიხედვით და სახელწოდებებით ეს წიგნები შემდეგია: პირველად დაბადება, მერე გამოსვლათა, შემდგომ ლევიტელთა, ამის მერე რიცხვთა და ბოლოს – მეორე რჯული; ამათ მოსდევს: ისუ ნავესი, მსაჯულთა და შემდეგ რუთის წიგნი; ამის შემდეგ რიგის მიხედვით მოდის მეფეთა ოთხი წიგნი, რომელთაგანაც როგორც პირველი და შეორე ითვლება ერთ წიგნად, ასევე მესამე და მეოთხეც – ერთად; ამათ შემდეგ – პარალიპომენონი (ნეშტთა) პირველი და მეორე, რომლებიც ასევე ითვლება ერთ წიგნად; შემდგომ ეზრასი – პირველი და მეორე, ასევე ერთ წიგნად მიჩნეულნი; ამათ შემდეგ – წიგნი ფსალმუნთა და მერმე იგავნი, შემდეგ ეკლესიასტე და ქებათა ქება; ამათ შემდეგ – იობი; და ბოლოს წინასწარმეტყველნი – თორმეტნი, რომლებიც ერთ წიგნად ითვლება; შემდეგ ესაია, იერემია და მასთან – ბარუქი, გოდება და ეპისტოლე; ხოლო ამათ შემდგომ – ეზეკიელი და დანიელი. ეს წიგნები შეადგენენ ძველ აღთქმას. აქვე, დაუცადებლად უნდა ვთქვათ ახალი აღთქმის წიგნების შესახებაც. ისინი შემდეგია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი; ამათ შემდგომ საქმე მოციქულთა და შვიდი ეგრეთ წოდებული კათოლიკე (საზოგადო) ეპისტოლე მოციქულებისა: იაკობისა – ერთი, პეტრესი – ორი, მერმე იოანესი – სამი, და იუდასი – ერთი; ამათთან თოთხმეტი ეპისტოლე მოციქულ პავლესი, რომლებიც იწერება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი – რომაელთა მიმართ, მერმე კორინთოელთა მიმართ – თორი ეპისტოლე, ამათ შემდეგ – გალატელთა მიმართ, მერმე ეფესოელთა მიმართ, შემდეგ ფილიპელთა მიმართ, კოლასელთა მიმართ, თესალონიკელთა მიმართ – ორი, ებრაელთა მიმართ, ტიმოთეს მიმართ – ორი და ტიტეს მიმართ – ერთი და უკანასკნელი ეპისტოლე – ფილიმონის მიმართ. და ბოლოს აპოკალიფსისი (გამოცხადება) იოანესი. ესენია ცხონების წყარო, რათა მათში არსებული სიტყვებით დაიცხროს მწყურვალმა წყურვილი, რამეთუ მათში მხოლოდ კეთილმსახურების სწავლებაა ხარებული. ამათ ნურავინ დაუმატებს და მოაკლებს რამეს. ასეთებისთვის ამბობდა უფალი, როდესაც სადუკეველებს არცხვენდა: „სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაი“ (მთ. 22, 29), იუდეველებს კი შეაგონებდა: „გამოეძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაი საუკუნოი მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვს“ (ინ. 5, 39) ხოლო მეტი სიზუსტისათვის, რადგანაც ვწერ ამას საჭიროების გამო, დავსძენ იმასაც, რომ ამათ გარდა, სხვა წიგნებიცაა, არშეტანილნი კანონში, მაგრამ მამების მიერ საკითხავად დაწესებულნი ახალმოქცეულთათვის, და კეთილმსახურების სიტყვით განმზადების მოსურნეთათვის. ესენია: სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ესთერი, ივდითი, ტობია და ეგრეთ წოდებული „მოციქულთა სწავლა“ (დიდაქე) და „მწყემსი“. საყვარელნო, ამ საკითხავ (არაკანონიკურ) და კანონიკურ წიგნებს შორის, არსად მოიხსენიება აპოკრიფული წიგნები, რადგან ისინი მწვალებელთა ჩანაფიქრია, რომლებიც წერენ მათ, როცა სურთ, აწესებენ წასაკითხნშინდ5 პთანახე დიდის კკნონეში 319 ად და უმატებენ ხანს, რათა წარმოაჩინონ ისინი როგორც ძველი წიგნები და სარწმუნო გახადონ გულუბრყვილოთა საცთუნებლად.
წინამდებარე კანონი: „დღესასწაულების შესახებ 39-ე ეპისტოლედან“, ათანასე დიდის მიერ დაწერილია 367 წელს; ის დიდი მნიშვნელობის შემცველია, ვინაიდან განმარტავს მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველსა და პირველწყაროს. ამ ეპისტოლეს ეფუძნება – და ასევე იმას, რასაც ამ საკითხზე ამბობს კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი,ამფილოქე და. ლაოდიკიის მე-60 კანონი – ახლანდელი სწავლება მართლმადიდებელი ეკლესიისა წმინდა წერილისა და იმ წიგნების შესახებ, რომლებიც მას შეადგენენ. როგორც ამ ეპისტოლეში წმინდა წერილის წიგნების რიცხოვნობაზე საუბარია, აგრეთვე, „საღმრთო წერილის მოკლე მიმოხილვაში“, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ათანასეს სახელით, ასევე იოანე დამასკელის „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში“ (წიგ. IV, თავ. 17).
წინამდებარე ეპისტოლეში ათანასე ლაპარაკობს წმინდა წერილის კანონიკურ, შემდეგ არაკანონიკურ და ბოლოს, აპოკრიფულ წიგნებზე.
კანონიკურ წიგნებთან დაკავშირებით, ანუ რომლებიც რჯულისკანონში შევიდნენ, წმინდა ათანასე ამბობს, რომ ისინი გადმოცემის სახით მის დრომდე დაცულია ეკლესიაში, რომ ისინი ღვთივსულიერი წიგნებია და გადარჩენის წყაროს წარმოადგენს, რამეთუ მხოლოდ მათშია გადმოცემული კეთილმსახურების მეცნიერება და ამიტომ არავის აქვს უფლება მათ რამე დაამატოს ან გამოაკლოს. ხაზს უსვამს რა წმინდა წერილის კანონიკური წიგნების დიდ მნიშვნელობას, წმინდა ათანასე რიგის მიხედვით ჩამოთვლის ამ წიგნებს, თავიდან ძველი აღთქმისას, რომელთა შესახებაც ამბობს რომ ისინი რიცხოვნობით – ოცდაორია (ებრაული ალფაბეტის ასოთა რაოდენობის მიხედვით; ამდენსავე ითვლიდნენ ებრაელებიც, თვლიდნენ რა ერთ წიგნად ორ და მეტ წიგნს), შემდეგ კი – ახალი აღთქმის წიგნებს, იმ რიგითობით და რიცხოვნობით, როგორც მათ ამჟამადაც აღიარებს და იწყნარებს მართლმადიდებელი ეკლესია.
ძველაღთქმისეული წიგნებიდან წმინდა ათანასეს ცალკე მოჰყავს წიგნი „მსაჯულთა“ და ცალკე – „რუთი“, და ეს იმიტომ, რომ წიგნი „ესთერი“ მოხსენიებული არ აქვს,C რის გამოც წიგნების საერთო რიცხოვნობა 22 გამოდის, როგორც ეს ლაოდიკიის კრების მე-60 კანონშია გადმოცემული.
"კირილე იერუსალიმელთან წიგნი „რუთი“ შეერთებულია წიგნთან „მსაჯულთა“, წიგნი „ესთერი“ კი ცალკეა ჩათვლილი კანონიკურ წიგნებს შორის. ათანასე დიდთან წიგნი „ესთერი“ არ მოიხსენიება, ასევე – არც გრიგოლ ღვთისმეტყველთან და არც მელიტონ სარდიკიელთან, რადგან ქრისტიანულ ეკლესიაში ყველგან არ იყო დამტკიცებული ყველა (პალესტინისა და ალექსანდრიის) ებრაელთან ითვლებოდა თუ არა ის კანონიკურ წიგნად, ვინაიდან ეკლესიის ბევრი მამა ამ კრიტერიუმს უმთავრესად თვლიდა წიგნის კანონიკურად ან არაკანონიკურად აღიარებისათვის. ამფილოქეს, ისევე, როგორც იოანე დამასკელს, ეს წიგნი კანონიკური წიგნების სიაში აქვს შეტანილი, სუსტად ასევე – კირილე იერუსალიმელსაც, ასევეა ჩვენს კატეხიზმოშიც („ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო“, 1889 წ.
ახალაღთქმისეული წიგნებიდან კი წმინდა ათანასე მოიხსენიებს 27 წიგნს, ამდენივეა ამფილოქესთან, იოანე დამასკელთან და ჩვენს კატეხიზმოში.
ჩამოთვლის რა ძველი და ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებს, წმინდა ათანასეს შემდეგ მოჰყავს არაკანონიკური წიგნები, რომლებიც, შეაბამისად, რჯულისკანონში არ შესულან, მაგრამ რომლებსაც იგი მიიჩნევს ასევე საჭირო და სასარგებლო საკითხავ წიგნებად და განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც უნდა ქრისტიანი გახდეს და კეთილმსახურების მეცნიერებას გაეცნოს. ასეთ არაკანონიკურ წიგნებად ათანასე დიდი ასახელებს ხუთს ძველი აღთქმიდან და ორს ახალი აღთქმიდან, სახელდობრ:
1. სიბრძნე სოლომონისი, . სიბრძნე ზირაქისი, ატ · ესთერი, .„ ივდითი, თო»
ტობია, · „ამოციქულთა სწავლად“ წოდებული, უზ · მწყემსი (პიმენი – ბერძნულად).
წიგნი „ესთერი“ არაკანონიკურ წიგნებთან ალბათ იმიტომ დგას, რომ იმ დროს ალექსანდრიელი ებრაელები ჯერ კიდევ არ ეთახმებოდნენ პალესტინელ ებრაელებს ამ წიგნის კანონიკურად შერაცხვაზე და მას ისეთად თვლიდნენ, როგორადაც აღმოსავლეთის ეკლესისათვის მიაჩნდა იგი კირილე იერუსალიმელს” სხვა დანარჩენი ოთხი წიგნი: სიბრძნე სოლომონისი, სიბრძნე ზირაქისი, ივდითი და ტობია აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის არაკანონიკურად იყო აღიარებული, მაგრამ მაინც – ფრიად კეთილ, განმასწავლებელ და წმინდად." დაბოლოს, ორი უკანასკნელი წიგნი – „მოციქულთა სწავლა“ და „მწყემსი“, ეკლესიის მიერ აღიარებული იყო როგორც ფრიად კეთილი და კათაკმეველთათვის სასარგებლო წიგნები.
პირველ წიგნთან დაკავშირებით C,მოციქულთა სწავლა“) ზონარა შენიშნავს, რომ ზოგიერთები ამბობენ, ეს კლიმენტის მიერ შეკრებილი მოციქულთა განწესებები არისო; ტრულის კრებამ თავისი მე-2 კანონით აკრძალა მათი კითხვა." „მოციქულთა სწავლა“ ძველ დროში იგივდებოდა ,მოციქულთა განწესებებთან“#+# ამიტომ შეიძლება ჰგონებოდათ, რომ წმინდა ათანასეც მიიჩნევდა „სწავლებას“ (დიდაქე – ბერძნულად) მოციქულთა განწესებად. უახლოესი დროის მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ასე არ არის. „დიდაქეში“ წმინდა ათანასე არ გულისხმობს მოციქულთა განწესებებს, არამედ სრულიად სხვა წიგნს, რომელიც “იხ. წინა სქოლიო.
«გარდა ოთხი მოხსენიებული ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნისა, მართლმადიდებელი ეკლესიის წავლების თანახმად, არაკანონიკურად ითვლება კიდევ ესდრას მე-2 და მე-3. წიგნი (ხოლო ზემოთ კანონიკურად მოხსენიებულ ეზდრას მე-2 წიგნში, უნდა ვიგულისხმოთ „ნეემიას“ წიგნი), მაკაბელთა ყველა სამი წიგნი, ასევე ზოგიერთი ადგილი ძველი აღთქმის კანონიკური წიგნებიდან. იხ. ყოვლადგანწმენდილი მაკარის „880ი6MI6 8 თ08800X88806 60000X08#M6“, ჰ 127. "+Mეს, ამ ეპისტოლეს განმარტება ათენის სინტაგმაში, IV, 8I. #+++«ამასთან დაკავშირებით იხ. I ტომში ტრულის კრების მე-2 კან. განმარტება. რედაქტირებული იყო ეგვიპტეში II საუკუნის პირველ ნახევარში (სხვა ვერსიით – სირიაში ან პალესტინაში). ამ წიგნის შინაარსი ცნობილია. ეს არის სრულიად დამოუკიდებელი თხზულება, რომელსაც მოციქულთა განწესებებთან ის საერთო აქვს, რომ გამოყენებულ იქნა მოციქულთა განწესებების VII წიგნის პირველი განყოფილების (თავ. 1-32) წყაროდ. ხოლო იმის მტკიცებულებას, რომ წმინდა ათანასე ამ თავის ეპისტოლეში გულისხმობდა სწორედ „დიდაქეს“ და არა მოციქულთა განწესებებს, ემსახურება ის, რომ როგორც დღეს არის ცნობილი, ათანასე თავად სარგებლობდა ამ თხზულებით და, კერძოდ, „სწავლა, გადმოცემული მონოზვნებისათვის“, რომელმაც ჩვენამდე ათანასეს სახელით მოაღწია, თავის პირველ ნაწილში სხვა არაფერია თუ არა „დიდაქეს“ დამუშავებული გამოცემა.
წიგნი „მწყემსი“, ერმას მიერ შედგენილი II საუკუნის დასაწყისში, შინაარსობრივად, გარკვეულწილად, „დიდაქესთან“ მჭიდრო კავშირში დგას და ძველ ეკლესიაში უაღრესად ფასობდა. ორიგენე მას „ღვთივსულიერადაც“ კი მიიჩნევდა. „მწყემსის“ ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, წმინდა ათანასეს შეეძლო რეკომენდაცია გაეწია მისთვის „დიდაქესთან“ ერთად, როგორც კათაკმეველთათვის სულის სასარგებლო წიგნისათვის.
წმინდა ათანასე, იმის შემდეგ, რაც თავის ეპისტოლეში ჩამოთვლის ძველი და ახალი აღთქმების კანონიკურ წიგნებს, და მერე იმ წიგნებს, რომლებიც რჯულისკანონში არ შევიდნენ, მაგრამ სასარგებლოა კათაკმეველთათვის, – საუბრობს „აპოკრიფული წიგნების“ შესახებაც, რომლებიც მწვალებლებმა შეადგინეს იმ მიზნით, რომ გულუბრიყვილონი ჭეშმარიტების გზიდან გადაეცდინათ; ისინი თავიანთ წიგნებს ძველ ქრისტიანულ წიგნებად ასაღებდენ, სინამდვილეში კი მათი წიგნები ქრისტიანული სწავლების შერყვნილ სახეს წარმოადგენდა. სწორედ იმისათვის, რომ ერთგული მორწმუნენი ამ ცრუ, მწვალებლურ წიგნებს მოარიდოს, წმინდა ათანასემ დაწერა ეს ეპისტოლე, – როგორც თავად ამბობს. ამ წიგნების შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ, რაოდენიც საჭიროა, მოციქულთა მე-60 კანონის განმარტებაში.
ეპისტოლე წმინდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთაჭარეპისკოპოსისა.
რუფინიანეს მიმარს)
PDF გვ. 317
კანონი 3
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ჩემს ძესა და უსასურველეს თანამწირველს, უფალ რუფინიანეს, ათანასესგან, გიხაროდენ უფლის მიერ. შენ მე, მამას, ისე მწერ, როგორც საყვარელ ძეს შეეფერება. წერილის მეშვეობით მოახლებულს, გულში გიკრავ, ყველაზე მეტად სასურველო რუფინიანე. მეც შემეძლო შენთვის, როგორც ძისადმი, მომეწერა დასაწყისშიც, შუაშიც და მაშინაც, როცა საქმე ბოლოსკენ მიდიოდა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან წერილებით არ შეიცნობა თანაზიარება და მოწმობა. რამეთუ შენ ხარ ჩემი წიგნი, სალმრთო წერილში ნათქვამისაებრ (2 კორ. 3, 2), უწყებული და აღმოკითხული ჩემს გულში. ვარ რა შენდამი ამგვარად განწყობილი (მერწმუნე მე, ჰოი, მერწმუნე), გიწვევ და გარწმუნებ მომწერო, რამეთუ ამის ქმნით მცირედ კი არა, დიდად მანუგეშებ. ხოლო რადგანაც ღმერთის სიყვარულითა და ეკლესიურად მეკითხები (როგორც ეს შენს კეთილმსახურებას შეშვენის) შეჭირვებით გატაცებულთა, მაგრამ ბოროტმორწმუნეობით წარუხდენელთა შესახებ, და სურვილი გამოხატე, რომ მომეწერა შენთვის, თუ რა არის დადგენილი მათ შესახებ კრებებზე და ყველგან, ამიტომ იცოდე, ჩემო სასურველო უფალო, რომ თავიდან, არსებული ძალადობის (არიოზელთაგან მომძლავრების) შეწყვეტის შემდეგ. შედგა გარე ქვეყნებიდან შეკრებილ ეპისკოპოსთა კრება; შედგა, ასევე, ელადაში მცხოვრებ თანამწირველთა კრება, ზუსტად ასევე შეიკრიბნენ ესპანეთსა და გალიაში მოღვაწენიც. დადგენილ იქნა, როგორც აქ, ისე ყველა სხვა ადგილას, რომ დაცემულებსა და უკეთურების" შემწეებს (წინამძღვრებს) თუკი შეინანებენ, შემწყნარებლობა გამოვუვლინოთ, მაგრამ არ მივცეთ მათ ადგილი სამღვდელო დასში; ხოლო იმათ, ვინც არ იყო უკეთურების თვითსელმწიფებრივად მოქმედი, არამედ შეჭირვებითა და ძალადობით იქნა მიტაცებული, შენდობა მივცეთ, და ადგილიც შევუნარჩუნოთ მათ კლირიკოსთა შორის; განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ რწმენის ღირსი გამართლება მოუტანიათ, და ეს დადგინდა, ცხადია, გარკვეული კეთილგანზრახულობით. რამეთუ ასეთები ამტკიცებდნენ, რომ არ ცთუნებულან უკეთურებაში შთავარდნით, მაგრამ იმ მიზნით, რომ ზოგიერთებს, უკიდურეს უკეთურებამდე მისულთ, არ მოეშალათ ეკლესიები, უმჯობესად ჩათვალეს დაეთმოთ ძალადობისათვის და სიმძიმე ეტვირთათ, ვიდრე ერი დაეღუპათ. ყვებოდნენ რა ყოველივე ამას, ისინი, ჩვენი აზრითაც, შეწყნარებას იმსახურებდნენ, ვინაიდან თავის გასამართლებლად, მოსეს ძმის, აარონის მაგალითი მოიყევანეს, რომელმაც უდაბნოში დაუთმო ერის დანაშაულებრივ მოთხოვნას, მაგრამ გამართლება ჰქონდა მის განზრახვებს: ერი ეგვიპტეში არ უნდა დაბრუნებულიყო და კერპთმსახურებაში არ დარჩენილიყო: ფრიად სარწმუნოდ ჩანდა, რომ თუ უდაბნოში დარჩებოდნენ, ერი უწმინდურებას განეშორებოდა, ხოლო ეგვიპტეში დაბრუნების შემთხვევაში, ერში უწმინდურება კიდევ უფრო გაიზრდებოდა და გაძლიერდებოდა. ამ მიზეზით ნებადართულია ასეთების მიღება სამღვდელო დასში, რადგან ცთუნებულთ და ძალადობის დამთმენთ შენდობა ეძლევათ. ეს შენს კეთილკრძალულებასაც გამოეცხადა, და მე ვსასოებ, რომ შენი კეთილმსახურებაც შეიწყნარებს განწესებულს და არ განიკითხავს იმათ ლმობიერებას, რომლებიც ამაზე შეთანხმდნენ. ღირს ჰყავი ამის წაკითხვა სამღვდელოთა წინაშეც და "უკეთურება – ესე იგი, არიოსელობა; დაცემულნი – რომლებიც ქრისტეს განუდგნენ და არიანელობაში გადავიდნენ; უკეთურების შემწენი – არიანელობისკენ მიქცეულნი და ამაში სხვების მაცთუნებელნიც. შენდამი დაქვემდებარებული ერის წინაშეც, რათა ისინიც, ეცოდინებათ რა ეს არ დრტვინავდნენ იმის გამო, რომ შენ ამგვარად ხარ განწყობილი ასეთების მიმართ. რამეთუ ჩემთვის შეუფერებელი იქნებოდა მიმეწერა მაშინ, როცა შენს კეთილკრძალულებას თავად შეუძლია ჩვენი მათდამი კეთილგანწყობაც აუწყოს მათ და ყოვლივე დაკლებულიც შეავსოს. მადლობა უფალს, რომელმაც აღგავსო შენ ყოვლითა სიტყვითა და მეცნიერებით. ხოლო მონანულებმა, დაე, გაცხადებულად შეაჩვენონ სახელების ხსენებით ევდუქსიოსი და ევზოიოსი – ბოროტმორწმუნენი. რამეთუ ამ პირებმა, მკრეხელურად უწოდებენ რა ღმერთის სიტყვას ქმნილებას, თავიანთი თავი არიოზის მწვალებლობის დამცველებად წარმოაჩინეს; მაშ, დაე, აღიარონ ნიკეაში მამათაგან აღიარებული სარწმუნოება, და ნურც ერთ სხვა კრებას ნუ ამჯობინებენ აღნიშნულ კრებას. "მომიკითხე შენთან მყოფი ძმები, ხოლო ჩვენთან მყოფნი უფლის მიერ მოგიკითხავენ შენ.
იმ დროში, როდესაც ძალაში იყო და ის ამ მწვალებლობის არიანელობა დამცველი მფარველობით იმპერატორების სარგებლობდა, – განსაკუთრებით, იმპერატორ ვალენტინოსისა, – ბევრ სასულიერო პირს ძალით უხდებოდა არიანული სწავლების აღიარება. შემდგომში, როცა ძალადობა შეწყდა და მართლმადიდებლებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეაღმსარებლათ საკუთარი სარწმუნოება, იმ სასულიერო პირთაგან ბევრმა დატოვა მწვალებლობა და კვლავ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. ამის შედეგად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რაგვარად დაებრუნებინათ ისინი ეკლესიაში, რაკი საერთო განწესება ამის თაობაზე არ არსებობდა. საკითხის გადასაჭრელად, ეპისკოპოსმა რუფინიანემ 370 წელს მიმართა ათანასე დიდს, რომელსაც, როგორც ჩანს, რუფინიანეს გარდა სხვა ბევრიც მიმართავდა აღნიშნული საკითხის გასარკვევად. ათანასემ საგანგებო ეპისტოლეთი უპასუხა და სწორედ ეს ეპისტოლე შეადგენს წინამდებარე კანონს. ათანასე მოიხსენიებს ამავე საკითხის გადასაჭრელად ესპანეთში, გალიასა და ელადაში შემდგარ კრებებს, კერძოდ კი იმ კრებას, რომელიც საზღვარგარეთელი ეპისკოპოსების მონაწილეობით შედგა და მიიღო სპეციალური კანონი. ეს არის – ალექსანდრიის 362 წლის კრება, მოწვეული ათანასეს თავმჯდომარეობით ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტიანებს შორის ერთიანობის აღსადგენად, რაც არიანელობამ დაარღვია. ამ კრებაზე, სხვათა შორის, დადგინდა, რომ ყველა იმ პირს, რომლებიც იძულებით გადავიდნენ არიანელების მხარეს, მაგრამ საქმითა და საკუთარი შეხედულებებით ასეთები არ იყვნენ, უნდა მიეტევოთ და ნება მიეცეთ დარჩნენ საეკლესიო იერარქიის იმ ხარისხებში, რომლებშიაც იყვნენ არიანელობაში გადასვლამდე; მთავრები და მწვალებლობის აქტიური დამცველებიც, მათი მოქცევისა და მონანიების შემთხვევაში, ასევე შეიძლება მიღებულ იქნენ ეკლესიაში, მაგრამ კლერიკოსები უკვე ვეღარ გახდებიან. ალექსანდრიის კრების ამ განწესებას წმინდა ათანასე ატყობინებს რუფინიანეს სახელმძღვანელოდ. იმის გამო, რომ იმ დროს წარმოჩნდნენ – როგორც არიოზის სწავლების მოშურნე მომხრენი – ევდუქსიოსი, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი (360-370) და ევზოიოსი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (364-376) რომლებმაც არიანული მწვალებლობა მართლმადიდებლურ სწავლებად გამოაცხადეს, წმინდა ათანასე თავის ამ ეპისტოლეში შეახსენებს რუფინიანეს, რომ მან ყველასგან, ვინც ეკლესიაში არიანელობისგან მოექცევა, მოითხოვოს: შეაჩვენონ დასახელებული ორი ეპისკოპოსის მოძღვრება და საზეიმოდ აღიარონ ნიკეის წმინდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მრწამსი."
“ბასილი დიდის ეპისტოლედან ნეოკესარიელთა მიმართ (ეპ. 204, 6), ჩანს, რომ ათანასე დიდი ამის შესახებ ბასილი დიდსაც წერდა.
PDF გვ. 321
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.