პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 3: შინაური (ოჯახური) ეკლესიის აღმშენებლობა
1. ქორწინების საიდულოება
ქორწინების საიდუმლო არ განეკუთვნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულო საიდუმლოს, რითაც აუცილებელი ხდება ქრისტიანის ყოფნა და წარმატება ეკლესიის წიაღში. თუმცა ეს საიდუმლო დიდი შემწეობაა ქრისტიანი მეუღლეებისათვის, რათა წარემატონ. ქრისტიანული ქორწინება (საიდუმლო) საღმრთო წერილის მიხედვით (ეფეს. 5,22-33) წარმოადგენს ეკლესიასთან ქრისტეს ერთობის ხატს. ქრისტიანული ქორწინების მეშვეობით ზორციელდება მეუღლეთა განუწყვეტელი ურთიერთთანადგომა თავიანთი დანიშნულების აღსრულებისათვის და იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას „მსგავსება“ უფლის ხატისა. რომაელი კანონის მცოდნეს მოდესტინუსის (L 288 წ.) კლასი კური განმარტების მიხედვით „ქორწინება არის ურთიერთკავშირი მამაკაცისა და დედაკაცისა, მათი ცხოვრების ხვედრის გაზიარ; ს, ესაა ღვთისა ა ადა: ჯულის ზიარება“ ქორწინების საიდუმლოთი ღმრთის კურთხევა ენიჭება მამაკაცისა და დედაკაცის ამ ერთობას მთელი ცხოვრების მანძილზე; იმისათვის, რომ მათ გააჩინონ შვილები და ზნეობრივად სრულყონ ისინი. ოჯახში, რომელიც ამ საფუძველზეა შექმნილი, აღიზრდებიან მოქალაქეები ზეციური სასუფევლისათვის. ამისთვის ქრისტიან მშობლებს მოუკლებლივ და მარადის მართებთ ქრისტეს მაგალითის შესაბამისად იზრუნონ აღსაზრდელად იმ სულებისა, რომლებიც ღმერთმა მათ ჩააბარა. შდრ. IL ტიმ. 2,15: „არამედ ცხოვნდების შვილთ-პატარა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა“.
2. წინაპირობები ქორწინებით შეუღლებისათვის
ზემოთწარმოდგენილის მიხედვით ცხადი ხდება ქორწინების საიდუმლოს დიდი მნიშვნელობა მეუღლეებისათვის, ბავშვებისათვის, რომლებიც იბადებიან, საზოგადოებისათვის, და, ბოლოს, ეკლესიისათვის, ეკლესიამ და სახელმწიფომ იმისათვის, რომ დაიცვას ეს ერთობა ყველანაირი აღრეულობის, შფოთისა და განყოფისაგან, შეიმუშავა გარკვეული სჯული და კანონები. ისინი ითვალისწინებენ. ქორწინების. კანონიერ. და. ძალმოსილებით. აღჭურვილ 1! შდრ. 662. - IICIXწ), >0VV0)I/IIთ, %. /#”, C6X. 271.
აღსრულებასაც და მის შეურყევლად დაცვასაც. ასე შეიქმნა გარკვეული ცნებები და პირობები. ესენი იყოფიან: 1) დადებით პირობებად და IL) უარყოფით პირობებად. : უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ კანონიერი ქორწინებისათვის დადებითი და უარყოფითი პირობები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი ადრიდანვე იდგა ქრისტიანული ეკლესიის წინაშე; იმაზე უფრო ადრე, ვიდრე დადგა ქორწინებით დაკავშირების საკითხი. აღნიშნული ასპექტი განმყარებულია იმითაც, რაც ჩამოვაყალიბეთ ნაშრომში – „ეპისკოპოსის ნებართვა ქორწინებისათვის (რელიგიური თუ სამოქალაქო თვალსაზრისით)“, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ცწობილი გამონათქვამის შესახებ: „ქორწინების მსურველთ, მამაკაცებსაც. და დედაკაცებსაც, მართებთ ერთობა ეპისკოპოსის აზრის თანახმად, რათა უფლისმიერ და არა წადიერებისამებრ იქმნას ქორწინება“? გარდა ამისა, სხვა გამოკვლევაში. ჩვენ განვიხილეთ საკითხი სამოქალაქო ქორწინებასა და მის საკითხებთან დაკავშირებით." და შევნიშნეთ, რომ თუკი ქორწინების გაფორმება არ წარმოებს ეკლესიის კანონების მიხედვით, მას არა აქვს კანონიერი სახე.“ | ხოლო ეკლესიას მსოფლიო კრებების მეშვეობით შემუშავებული აქვს გარკვეული კანონები, ქორწინების პირობებისა და ვითარების შესახებ, რითაც განაპირობებს ქორწინებისათვის კანონიკურო სახის მიცემას. კვლავაც დავძენთ, რომ ქორწინებით შეუღლებისათვის ზემოთდასახელებულ (დადებით თუ უარყოფით) წინაპირობებს დიდად განაპირობებს საეკლესიო ფაქტორები საპირისპიროდ სამოქალაქო ქორწინებისა; იმისათვის, რომ ქორწინება აღიარებულ იქნას და არ იყოს კვალიფიცირებული, როგორც სიძვა.
2 'ხ/VთX(ის %0ხ 68იდრიის, 7 XCX0M #06C ILICI§MXთიჯX0V 2I00VMC, კრებული (61062) ,,”#X0თაი2XMC ტ#ათCV(X“ XC ”ნოლით(თC «MC 16M.080C, 6. 2, თწ§)., 283-284.
2? IIთV. M»0სLLი, 8§რიიოთი XV #00MIL0VL%C <0 X07V05 7/6Iის, 'M0#Vთ 1985. 4 IIV. MX0VIIV, დასახ. ნაშრ. გვ. 35 როდესაც ვამბობთ „ეკლესიის კანონები“, ვგულისხმობთ, როგორც აღვნიშნეთ, კანონებს, შემუშავებულ თუ დადასტურებულ მსოფლიო კრების მიერ და ისინი წარმოადგენენ მთელი ეკლესიის დადგენილებებს, მთელი მათი აბსოლუტური ძალმოსილებით. შდრ. ასევე სხვა, შესაბამისი ბიბლიოგრაფია.
"შდრ. IIთV. MX0ხყაი, II6ი( ჯ06 /6ყ0ს MიიდC0ნV - LL0VXI06V 676 MCVCVICIC #>ნსირC, “0MVთL 1983, C§6X. 8, (ან CC682IIL#. 10. 26 (1984) C6.. 423 §6). „M(თ X60!წCVC XთVCVICI ბი)ქ1.“
“სამოქალაქო ქორწინებისათვის უმჯობესია ცნება ,,ხელშეკრულება“.
? სხვაგვარად რომ ვთქვათ: პირადი ნების განცხადება, მიმართული კანონიერი, იურიდიული ქმედებისაკენ.
1. დადებითი პირობები ქორწინებით შეუღლებისათვის 1) განსხვავებული სქესი. ქორწინებისათვის აუცილებელია სხადასხვა სქესის ორი პირი (მამაკაცი და ქალი). ერთსა და იმავე სქესის ორ წარმომადგენელს შორის ზორციელი ურთიერთობები აკრძალულია საღმრთო წერილით და წმიდა კანონებით, არათუ მხოლოდ „ქორწინების“ გარეშე, არამედ, ბუნებრივია, არც რაიმე „ვითომდა ქორწინებით“, შდრ. რომ. 1,25-27 და ბასილი დიდის 62-ე კანონი.
2) კანონით დადგენილი ასაკი. ეკლესიას არ შეუმუშავებია კანონი ქორწინების რაიმე კონკრეტული ასაკის განსაზღვრებისათვის, ასაკის ქვედა და ზედა ზღვარი ქორწინების მსურველთათვის. ჩვენი აზრით, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესია მოვალეა, დაკვირვების შედეგად განუსაზღვროს ასაკი ქორწინების მსურველ პირებს. ან ეს მართებს სახელმწიფოს. ამ მოსაზრებას ემყარება ბასილი დიდის 42-ე კანონი: „თყნიერ მპყრობელთა მათთაისა ქმნილნი ქორწილნი სიძვად შერაცხილ არიან“. წმიდა მოციქული პავლეც გვამცნობს: ,,ყოველი პელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს პელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან“ (რომ. 13,1). რასაკვირველია, ამგვარი დაქვემდებარების პირობაა, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს საერო ხელისუფლების დადგენილებები უფლის ნებას, რადგანაც „მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე მოც. 5,29). აღნიშნულის შესაბამისად, მომავალი სიძე-რძალი მოვალეა, წარმოადგინოს სამოქალაქო აქტების ორგანოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობის ასლი.
3) მექორწინეთა პიროვნული, თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ყოველგვარი წინასწარი განზრახვის, „არჩევანისა“ თუ ვადის განსაზღვრის გარეშე, უვადო შეთანხმება (გარიგება).5 ამგვარი შეთანხმების საფუძველზე საჭიროა ნებართვით დაზუსტდეს კომპეტენცია ქორწინების აღმასრულებელი ორგანოს მიერ. ლაოდიკიის 1-ლი კანონი უკვე მეტყველებს „თავისუფლებაზე“, როგორც ქორწინებით შეუღლებისათვის ერთ-ერთი წინაპირობაზე, აღნიშნული პირობის თანახმად ეკლესიის კანონები ძირითადად კრძალავენ ქორწინენას მოტაცებით, ან სხვა რაიმე ძალადობით. შდრ. IV მსოფლიო კრების 27-ე და ბასილი დიდის 30-ე კანონები.
4) ნორმალური სულიერი მდგომარეობა და უნარი ,,სამართლებრივი მოქმედებისა“ ანუ ,,საქმეებისა, რომელთა შედეგებს სცნობს სამართალი.“ ამ შემთხვევაშიც ეკლესიას მართებს მისდიოს სახელმწიფოს წესრიგს (კანონებს). საერთოდ, სამართლებრივი მოქმედების უწარი ადრე აღინუსხებოდა 21 წლიდან, დღეს კი იწყება 18 წლის ასაკიდან. ხოლო თუ მექორწინეებს ნაკლებად ახასიათებთ ნორმალური სულიერი მდგომარეობა, ასევე. – სამართლებრივი მოქმედების უნარი, საჭიროა წერილობითი, (ან სიტყვიერი) „ხელმწიფეთა“, ანუ, მშობელთა, მეურვეთა, ზედამხვედელთა თანხმობა ანდა უფლებით აღჭურვილ სასამართლოს დადგენილება.
5) „თანაცხოვრების“ ფიზიკური უნარი. თანაცხოვრების უუნარობა შეუძლებელს ხდის არა მხოლოდ ბავშვების გაჩენას, არამედ მეუღლეთა ზორციელი-სქესობრივი მისწრაფების დაკმაყოფილებასაც. მაგრამ უუნარობა არაა დაბრკოლება (არც კანონიკური, არც სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისთ) ქორწინებისათვის. მხოლოდ გარკვეული პირობების გამო ქმნის იგი განქორწინების პირობებს. ცხადია, ნამდვილი სიყვარული ითხოვს მექორწინეთაგან, რომ მათ განუცხადონ თავიანთ მომავალ. მეუღლეებს ეს სავარაუდო ფიზიკური უძლურება თუ უუნარობა.
6) ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა. ის გაიცემა შესაბამისი მღვდელმთავრის ან ნდობით აღჭურვილი პასუხისმგებელი სამღვდელმთავრო ზედამხედველის მიერ. როგორც სხვაგანაც დავინახეთ, მთელი საეკლესიო ტრადიცია (კანონიკური და წმიდა მამებისა) ქრისტიანის ქორწინებისათვის მოითხოვს ,,აზრს“ ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პასუხისმგებელი საეკლესიო ორგანოს ნებართვას. რასაკვირველია, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ქორწინება არ უქმდება, მაგრამ ისჯება სასულიერო პირი, რომელმაც აღასრულა ქორწინების საიდუმლო ნებართვის გარეშე.
აქ გვმართებს შეხსენება იმისა, რომ ქრისტიანებმა, ეკლესიის წევრებმა უნდა მოიპოვონ თავისი ეპისკოპოსის ნებართვა სამოქალაქო თუ საეკლესიო წესით ქორწინების აღსასრულებლად; იმისათვის, რომ ქორწინება იყოს „უფლისმიერ“ დაშვებული, და არა „წადიერებითა თუ სიძვით.“
7) შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების (საჯარო, ჯანდაცვის, სამხედრო თუ პოლიციის) ნებართვა. მერიიდან ან მომავალი სიძე-რძლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის უბნის თავმჯდომარისგან ნებართვა. საჭიროა ჯანდაცვის სამსახურის ნებართვა, რადგანაც ამას ითვალისწინებს სახელმწიფო კანონები სახელმწიფოს წევრთა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. საჭიროა „ნებართვა სამხედრო სამსახურისგანაც, რადგან ამასაც ითვალისწინებს სახელმწიფო კანონები სამხედრო სამსახურისათვის. ხოლო პოლიციის სამსახურიდან ნებართვა საჭიროა მაგ. უცხოელების შემთხვევაში, ან სხვა რაიმე მსგავსი შემთხვევისათვის, რასაც მუდამ ითხოვს კანონი. როგორც ზემოთ დავინახეთ, აღნიშნული პირობები ეთანხმება ეკლესიის კანონებს.
8) საჯარო განცხადება. ქალაქებში და სოფლებში ეს ხდება შემდეგნაირად: ეკლესიებში მღვდლების მიერ, ასევე მომავალი სიძე-რძლის საცხოვრებელი სახლის კედელზე გაკრული საჯარო განცხადების სახით. საჯარო განცხადების მიზეზი აშკარაა: ორცოლიანობის, ორგზის ქორწინების, ან სხვა რამ შემთხვევითი დაბრკოლებების (ახლო ნათესაური კავშირებისა და ა.შ. ან სახიფათო სნეულებების) თავიდან ასაცილებლად. ეკლესიის კანონებითაც (ლაოდიკიის 1-ლი კანონი), ისევე, როგორც სამოქალაქო დადგენილებებით (პატრიარქი მანუილ IL იმპერატორ ბასილ მაკედონელი და ა. შ.), აკრძალულია ფარული ქორწინება. ცხადია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც შეიძლება გვერდი ავუაროთ საჯარო პასუხისმგებელი საეკლესიო და სამოქალაქო განმგებლობის ნებართვით განცხადებას. მაგალითად, როდესაც უნდა დაქორწინდეს დიდხანს ერთად მცხოვრები პირები, განსაკუთრებით, თუკი მათ შვილები ჰყავთ.
9) მშობელთა და სხვა, უფლებებით აღჭურვილ მეურვეთა C,მპყრობელთა“) თანხმობა. თუკი, როგორც აქამდე ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ქორწინებისათვის საჭიროა სამოქალაქო „ხელისუფალთა“ ნებართვა. მით უფრო მეტადაა საჭირო თანხმობა ბუნებითი ,,ხელისუფლებისა“ – მშობელთა, „მპყრობელთა“, ანუ მშობლებისა, რომლებსაც უყვართ და ზრუნავენ თავიანთი შვილების აღსაზრდელად. ცხადია, ეს თანხმობა – მშობელთა დალოცვა", აუცილებელია მუდამ, უპირატესად კი მაშინ, როდესაც შვილები კანონით არ არიან სრულწლოვანები. კანონები, რომლებიც ითხოვენ ამ თანხმობას, ესაა: ბასილი დიდის 38-ე და 42-ე. როდესაც მშობლები აღარ არიან ცოცხლები, ან ისინი იძულებულნი არიან მეურვეობდნენ თავიანთ შვილებს, მაშინ საჭიროა დანარჩენ მეურვეთა ანუ, უფროს და-ძმათა, მეურვეთა, ზედამხედველთა და ა.შ. თანხმობა.
შენიშვნა: როგორც ირკვევა ზემოთ წარმოდგენილი ორი კანონის მიხედვით, შესაძლებელია ისევე, როგორც აქვე ჩამოყალიბებული წინაპირობები, აღნიშნული თანხმობის გვერდის ავლაც ქორწინების გაუქმების გარეშე, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა მიეცემათ ქორწინების აღსრულების შემდეგ, ან თუკი პირი, რომელიც ქორწინდება, ამ პერიოდში სრულწლოვანი გახდა, ან თუ რაიმე გზით მან აიცილა თავი და მეურვეობრივი მიმართება, მაგ. გადადგა სამხედრო სამსახურიდან, გათავისუფლდა სამსახურიდან, შეიცვალა სახელმწიფო ქვეშევრდომობა და შესაბამისი კანონმდებლობა და აშ?
IL ქორწინების აღსრულების უარყოფითი პირობები („დაბრკოლებები“).
სიტყვა „დაბრკოლება“ (=ხელისშემშლელი პირობები) გულისხმობს ყველა იმ უარყოფით ფაქტორს, რომელიც არ უნდა არსებობდეს, კანონიკური და ძალმოსილი რომ იყოს ქორწინება. ქორწინების დაბრკოლებები დაიყოფა „გამაუქმებელ“ჩმ და ,,დროებით შეჩერებას (გადავადებას) დაქვემდებარებულ“ პირობებად, 5 „რამეთუ. კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა, ხოლო წყევამან დედისამან აღჰფხურის საძირკუველითურთ“ (სიბრძნე ისუ ზირაქისი 3,9). მ? შდრ. M. MII8§ხ – M. 7/სX0CთX02.0X00X0ს, დასახ. ნაშრ. გვ. 891.
გამაუქმებელ, (=ანულირებას დაქვემდებარებულ) დაბრკოლებებს თან ახლავს ქორწინების გაუქმება. დროებით შეჩერებას დაქვემდებარებულმა დაბრკოლებებმა კი, მართალია, შეიძლება ხელი შეუშალოს ქორწინების აღსრულებას, მაგრამ თუ მაინც, მიუხედავად ამისა, აღსრულდა ქორწინება, იგი არ უქმდება. გამაუქმებელი ,,დაუმტკიცებელი“ დაბრკოლებები არის აბსოლუტური (ზოგადი, საზოგადო) და შეფარდებითი (პირობითი). აბსოლუტური გამაუქმებელი პირობები ხელს უშლის ყოველი პირის ქორწინებას, შეფარდებითი პირობები კი – გარკვეულ პირს.
ზემოთ წარმოდგენილი დაყოფა – გამაუქმებელ („დაუმტკიცებელ“) და დროებით შესაჩერებელ (გადავადებას დაქვემდებარეულ), ასევე აბსოლუტურ და შეფარდებით მიზეზებად – თავისთავად არ არის აბსოლუტური, არამედ პირობითია და ამგვარი დაყოფა ყოველწამს თავადვე შეიძლება გაუქმდეს, მოიხსნას, ანულირებულ იქნას. მაგ. დღემდე მიჩნეული იყო, ხელთდასხმა (ქიროტონია) იყო აბსოლუტური გამაუქმებელი დაბრკოლება, მაგრამ დღეს (ისეგე, როგორც ადრეც), თუკი სასულიერო პირი ვერ მოასწრებს ქორწინებას საეკლესიო წესით, სახელმწიფო უშვებს მის ქორწინებას სამოქალაქო წესით.
ამ დაკვირვების შემდეგ. წარმოვადგენთ ქორწინების დაბრკოლებებს, ისე, როგორც ისინი ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე და ეკლესიამ მიიღო ან „აკრიბიის“ ან „იკონომიის“ წესით, თანახმად ეკლესიისადმი უფლისაგან მიცემული უფლებამოსილებისა.
1) ხელთდასხმა (ქიროტონია). თუ მორწმუნე ქრისტიანი ნაკურთხია კერძო დიაკონად (–იპოდიაკონად), არ დაიშვება მისი ქორწინება. მით. უფრო, რასაკვირველია იკრძალება ქორწინება მღვდლობის უფრო მაღალ საფეხურზე. V-VI მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონი ამას კრძალავს კატეგორიულად. პირობითია (შეფარდებითია) კანონები: მოციქულთა 26-ე, ნეოკესარიის 1-ლი, ანკვირის მე-10, ბასილი დიდის 44-ე, IV მსოფლიო კრების მე-15 და V-VI მსოფლიო კრების მე-3, შესაბამისად, ეკლესიის კურთხევის საფუძველზე, კანონიკური აკრიბიით სასულიერო პირის ქორწინება დაუშვებელია 2) ქალწულების აღთქმა (სამონაზვნო აღკვეცა). მონაზვნების შემთხვევაშიც, შესაბამისად აღთქმისა – დაიცვან ქალწულება, ძალმოსილია იგივე კანონი, რაც სამღვდელოებაზე ითქვა. და, საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც, კვლავაც „იკონომიის დაშვებით“, ეკლესია მიმართავს შესაბამის ზომას ყოფილი მონაზონის მიმართ.
'' ძვ. ქართ. „დაუმტკიცებელი“, ამის მაგალითს გვიჩვენებს, „დიდი სჯულის კანონიდან“ ქორწინების. გაუქმებასთან დაკავშირებული ქვემოთ. ციტირებული კანონები. (რედ.).
უფრო ვრცლად ამ საკითხზე იხ. ზემოთ დასახ. ჩვენი ნაშრომი IL. MიMისLი, 1I6იL <00 /6ყ0ს XXიიCნV - (L0Vთ)6V...
ძირითადი კანონი აღნიშნული შემთხვევისათვის არის IV მსოფლიო კრების მე-16 კანონი, რომელიც განსაზღვრავს: ,,ქალწულმან, რომელმან შეწიროს თავი თკსი მეუფისა ღმრთისა, ეგრეთვე და მონაზონმან, არღარა შეუგავს მას ზიარებაი ქორწილისაი. ხოლო უკეთუ ვინმე იპოვნენ მოქმედნი ამათნი, უზიარებელ იქმნენ იგინი, არამედ განვსაზღვრებთ, რაითა აქუნდეს ჭელმწიფებაი მათდა მიმართისა კაცთმოყუარებისაი თითოეულისა ადგილისა ეპისკოპოსსთ:“
პირობითობის მომცველი სხვა კანონებია: ანკვირიის მე-19, ბასილი დიდის მე-18 და მე-19, V-VI მსოფლიო კრების 44-ე. ზოგიერთი მათგანი განიხილა V-VI მსოფლიო კრებამ.
შენიშვნა: საბერძნეთის სახელმწიფომ გააუქმა ეს ორი შეზღუდვა – დაბრკოლება. მაგრამ. მართლმადიდებელი. ქრისტიანი. ვერ. უგულვებელყოფს. მათ.
3) სისხლით ნათესაობა. სისხლით ნათესაობას, უპირველეს ყოვლისა, ვუწოდებთ ისეთს, რომელიც მომდინარეობს დაბადებიდან. ანუ დიდი პაპა, პაპა, მამა, შვილი, შვილიშვილი; ან გვერდითი ხაზით – ანუ, ძმა, ბიძა, პირდაპირი ბიძაშვილი და ა.შ. პირდაპირი ხაზით ნათესაობა დაიყოფა, როგორც „აღმავალნი“ (მამა, პაპა, დიდი პაპა და ა.შ.) და „,დაღმავალნი“ (შვილი, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და ა.შ.). პირდაპირი ხაზით ნათესავთა ქორწინება აკრძალულია ყოველგვარ მიზეზგარეშე, გვერდითი ხაზით კი – მეოთხე საფეხურამდე.
სისხლით ნათესაობისათვის წარმოდგენილია V-VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი. იხ. აგრეთვე ბასილი დიდის 67-ე, 68-ე, 87-ე კანონები და თეოფილე ალექსანდრიელის მე-5 კანონი.
4) ქორწინებით ნათესაობა ანუ სხვადასხვა ოჯახების, საგვარეულობების დამოყვრება. დამოყვრება ეწოდება ნათესაურ კავშირს ორი ოჯახისა, რომელიც მომდინარეობს ქორწინებიდან. და რაკი მამაკაცი და დედაკაცი, რომელიც ქორწინებითაა შეუღლებული, მიიჩნევა ერთ სხეულად, ერთხორცად, ამიტომაც ერთის მშობლები, შვილები, და-ძმები და ა.შ. მიიჩნევა მეორის მშობლებად, შვილებად, და-ძმებად და ა.შ. ამის გამო ქორწინებით დამოყვრებულ ნათესავთა ქორწინება ,,პირდაპირი ხაზით“ იკრძალება ყოველ მიზეზგარეშე; ისევე, როგორც სისხლით ნათესავთა „გვერდითი ხაზით“, ყოველთვის მე-4 საფეხურამდე. საგანგებოდ იკრძალება მე-4 საფეხურის ნათესავთა ქორწინებაც იმ შემთხვევაში, როდესაც ორ ძმას სურს შეირთოს ორი და (V-VI მსოფლიო კრების 54-ე კანონი). ნათესაობა დამოყვრებით ძალაშია განქორწინების შემდეგაც. V M სისხლით ნათესავთა მხოლოდ მე-7 საფეხურის ქორწინებების დაშვებული დაუბრკოლებლად. ეს მოსაზრება დაცულია კანონიკურ დადგენილებებში და არა კანონებში. ,,II66XL0V“, თ62.. 742.
ქორწინებით დამოყვრებისათვის კანონებს წარმოგვიდგენს: ისევ და ისევ V-VI მსოფლიო კრების 54-ე, ასევე – ნეოკესარიის მე-2, მოციქულთა მე-19 და ბასილი დიდის 23-ე კანონები. შდრ. აგრეთვე ბასილი დიდის: 75-ე, 76-ე, 78-ე, 79-ე და 87-ე კან.
5) სულიერი ნათესაობა. ხორციელდება წმიდა ნათლისღებით. და თუმცა V-VI მსოფლიო კრების 53-ე კანონით: „უფროს არს სულიერი თყსებაით პორცთამიერისა ერთობისასა,“ სულიერი ნათესაობა მაინც წარმოადგენს დაბრკოლებას მიმქმელსა და ნათლულს, ანდა მის მშობლებს შორის; ვინაიდან მხოლოდ ამას იხსენიებენ კანონები (V-VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი). სულიერი ძმების, ანუ იმ პირებისა, ვისაც ერთი მიმქმელი (ნათლია) ჰყავს, კანონებით არ ითვლება ქორწინების დაბრკოლებად. თუმცა „პიდალიონი“ ამას ქორწინებისათვის ხელისშემშლელად მიიჩნევს.3 დღეს სახელმწიფოსათვის ქორწინების დამამაბრკოლებელ პირობად აღარც მიმქმელისა და ნათლულის სულიერი კავშირია მიჩნეული.
6) ნათესაობა შვილობის, შვილად აყვანის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო კრძალავს ქორწინებას ნაშვილებთან, ან ნაშვილების დაღმავალი ზაზით ნათესავებთან. ნათესაობის ეს სახე შვილობის გაუქმების შემდეგაც ძალმოსილია.
ამგვარი ნათესაობა საგანგებოდ არ განისაზღვრერბა წმიდა კანონებით, მაგრამ ეკლესიას მართებს ამ შემთხვევაში გაითვალისწინოს სახელმწიფოს დადგენილებებიც.“ როდესაც ესა თუ ის პირი ბავშვს იშვილებს ეკლესიის კურთხევით, მაშინ ეკლესია მას მიიჩნევს, როგორც ამყვანის ბუნებრივ შვილს და ეს ქორწინების დამაბრკოლებელი ხდება)5 7 მიმართება, განპირობებული ზედამხედველობით თუ მეურვეობით. სრულიად მართებულია, რომ რამდენი ზანიც დადგენილია მეურვეობა, იმდენი ხნით იკრძალება ქორწინება ზედამხედველისა (მეურვისა) ან დაღმავალი ხაზით მისი ნათესავებისა იმ პირზე, რომელსაც იგი მეურვეობს. საკუთრივ კანონები ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს არაფერს გვამცნობენ, მაგრამ ეკლესიას მართებს ამ შემთხვევაში მისდევდეს სახელმწიფოს დადგენილებას." დღეს საბერძნეთის სახელმწიფომ გააუქმა ეს დაბრკოლება. ''პიდალიონი, „იტიმაიV“, აღნიშნავს, რომ სულიერი სიახლოვე (=ნათესაობა) ხორციელ ნათესაობაზე აღმატებულია „არა რაოდენობითა და ხარისხების.., არამედ ხარისხობრიობის» და მიმართების მიხედვით" (გვ. 269. იხ. აგრეთვე 752-753 (ბერძნ. ენაზე)).
'' შდრ. ბალსამონის კომენტარი V-VI მსოფლიო კრების 53-ე კანონისათვის და იქ აღნიშნული იმპერატორ ლეონ ფილოსოფოსის (ბრძენის) 24-ე „ნოველის'' (ნეარონის) თაობაზე და შენიშვნა, რომელიც მიემართება სამოქალაქო. და. საეკლესიო პირთა ერთობლივ სხდომას (062 - II0MV,, <6. 8“ თთ.. 429-431.).
''M.MM8ვი - M. 7ტX0CX02.0X047ის, (დამოწმ. ნაშრ.), C92, 881.
8) მრუშობა. იკრძალება ქორწინება იმ პირებისა, რომლებიც ერთმანეთთან მრუშობის ცოდვით არიან დაცემულნი. დღეს სახელმწიფო კანონმდებლობა უშვებს ამგვარ ქორწინებას. მაგრამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მართებს გაითვალისწინოს საეკლესიო კანონმდებლობის სწავლებაც; იმდენად, რამდენადაც საკითხი მიემართება ქრისტიანთა ქორწინებისათვის ნებართვის გაცემას. აღნიშნულ დაბრკოლებასთან დაკავშირებით ბასილი დიდის 39-ე კანონი მეტყველებს: „მემრუშისა ქმრისა თანამცხოვრებელი ცოლი მემრუშე არს ყოველსა ჟამსა“. იზ. აგრეთვე მათე 5,28-32, 19,9 და კანონები: ნეოკესარიის 48-ე, მოციქულთა 61-ე, V-VI მსოფლიო კრების 87-ე, ანკვირიის მე-20, კართაგენის 102-ე (113-ე), ბასილი დიდის მე-9, 21-ე, 37-ე, 48-ე, 58-ე, 77-ე და გრიგოლ ნოსელის მე-4.
9) ადრე არსებული კანონიერი ნიშნობა (დაწინდვა). თუ ორ პირს შორის ნიშნობა (დაწინდვა) წარმოებს ეკლესიის კურთხევით ან რაიმე სახელმწიფო კანონის საფუძველზე,” მაშინ იქმნება დაბრკოლება სხვა ქორწინებისა ან ნიშნობისათვის. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ. არ გაუქმდება წინა, უკვე არსებული ნიშნობა დამწინდველის სიკვდილის შედეგად ან კანონიერად. V-VI მსოფლიო კრების 98-ე კანონი აღნიშნავს: ,,რომელმან სხვსა დაწინდებული დედაკაცი ჯერეთ სიცოცხლესაგე დამწინდებელისა ზიარებად ქორწილსა მიიყვანოს, პატიჟისა მრუშობისასა თანამდებ იქმნეს“.
10) უკვე არსებული კანონიერი (პირველი ან მეორე) ქორწინება. ახალი ქორწინებისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს წინა ქორწინება, თუნდაც სამოქალაქო წესით იყოს იგი გაფორმებული, ან, თუნდაც საეკლესიო წესით კურთხეული; რაკი იგი შედგა, აღარ გაუქმდება – თუ არა ერთიერთი მეუღლის გარდაცვალების ან კანონიერი განქორწინების შედეგად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვალოდ დაკარგული ერთ-ერთი მეუღლე, თუკი არ არსებობს დამადასტურებელი საბუთი, ან საფუძვლიანი მაჩვენებლებები მისი სიკვდილისა, არ ანიჭებს მეორე მეუღლეს თავისუფლებას ახალი ქორწინებით შეუღლებისათვის.
შესაბამისი შემთხვევებისათვის შეიძლება ხელმძღვანებლობა ბასილი დიდის 31-ე და 36-ე კანონებით. ამ კანონებს მოიცავს V-VI მსოფლიო კრების 93-ე კანონიც. რასაკვირველია, აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი სასამართლო დადგენილება და უკვალოდ დაკარგვის დადასტურება; რადგანაც ამას ითვალისწინებს ჩვენი სახელმწიფოს კანონები. 16 შდრ. M0)X0თ(ის «0ს 87.ძთაძიოი, >%VI=)/Iღთ XთX#6 CX0160V 8, #6დ. L”, კრებულში ნ622.ე - II0CLრ, <0. 2”, თ. 139...
17 შდრ. 1. 7ხ)§ხიიმი – M. ”,ტX0CX02.0X0M2.ის, 16 6(C0I0V 70% /6IL0ს, L0(L. 8, ცწV ·ტ0XVVთIC 1913, C§X. 28...
11) უკანონოდ გაუქმებული ქორწინება როგორც ჩანს, აქ უნდა დავაზუსტოთ შანსები ული: იგულისხმება არაკანონიკური წესით, აკრიბიის თუ იკონომიის შედეგად გაუქმებული ქორწინება.
ვინაიდან ქრისტიანი არ აუქმებს ჩვენი საეკლესიო კანონების და დადგენილებების საფუძველზე (არც აკრიბიით, არც იკონომიით) თავის ქორწინებას, მას არ შეუძლია შეუღლდეს ახალი ქორწინებით.
12) კანოწიერი მესამე ქორწინების არსებობა. ეკლესიისათვის მიუღებელია მეოთხე ქორწინება, ისევე როგორც მესამე, მაგრამ თუკი მესამე ქორწინება კიდევ დაშვებულია. „უკიდურესი“ შეწყალების საფუძველზე, მეოთხე ქორწინებისათვის ეს იკონომიაც გამორიცხულია.
შეიძლება დაიბადოს კითხვა: რა მოხდება, როცა კაცი მესამე ქორწინების ზემოთ. შეუღლდება სამოქალაქო. წესით? როგორ. იქნება. ეს. მიღებული ეკლესიის მიერ და რა ბედი ეწევა უკვე გაფორმებულ. ქორწინებას? არისტინესი აღნიშნავს: „მრავალქორწილიანობის (პოლიგამიის) მიმდევრებს, პირუტყვთა დამსგავსებულებს, ოთხი წლის შემდეგ იწყნარებდა (ეკლესია). ისინი, ბიწიერებას შედგომილნი და ქორწინების უკანონოდ გამაუქმებელ ნი, ოთხი წლით ისჯებოდნენ ეპიტიმიით, რაკი სიძვას აღემატება ცოდვა.., 48 13) სხვა (უცხო) აღმსარებლლობა. კანონები კრძალავენ ქრისტიანის ქორწინებას განსხვავებული აღმსარებლობის პირთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი თავს იდებს მართლმადიდებლობად მოქცევის აღთქმას. IV მსოფლიო კრების მე-14 კანონი განსაზღვრავს: „ვინაითგან რომელთამე სამთავროთა შინა (იგულისხმება=ეპარქიებში) შენდობილ არს წიგნისმკითხველთა (მედავითნეთა) და მგალობელთა ქორწინებაი, განსაზღვრა წმიდამან კრებამან, რაითა ასაკის მათგანსა პელეწიფებოდის სხვსა სარწმუნოებისა მეუღლისა მოყვანებაი... ნუცა ქორწინებით შეყოფაი მწვალებელისა, ანუ ჰურიისა, ანუ წარმართისაი, გარნა თუ სადმე აღსთქუმიდეს მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა მომართ მოცვალებასა მართლმადიდებელისადა შეყოფილი იგი პირი.“ შდრ. ასევე კართაგენის 21-ე (29-ე) და ლაოდიკიის მე-10, 31-ე. კანონები.
მაგრამ დღეს ეკლესია იკონომიით იწყნარებს სხვა აღმსარებლობის პირთან ქორწინებას (შერეულ ქორწინებას) იმ პირობით, რომ ბავშვები მართლმადიდებლებად მოინათლებიან, 15) „გლოვის წელიწადი.“ ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებების გარდა ძველად არსებობდა ყურადსაღები დაბრკოლება, დაკავშირებული გლოვის წელიწადთან; ანუ, იკრძალებოდა ქორწინებით შეუღლება ქალთან, რომლის წინა ქორწინების გაუქმებიდან (დაუმტკიცებლობიდან) ჯერ არ იყო გასული ათი თვე. ამ აკრძალვას ძალა ეკარგებოდა, თუკი ქალი შობდა მანამ, სანამ ბზ სტი - XI0XX8), <0(L. #”, თ61. 245.
შესრულდებოდა ათი თვე. ეს დაბრკოლება მიღებულ იქნა, უპირველეს ყოვლისა, გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნისადმი პატივსაცემად; მაგრამ ძირითადად – იმის გამო, რომ არ აღრეულიყო ძველი და ახალი ქორწინების „მშობიარობები“ და ეჭვქვეშ არ დაეყენებინათ ბავშვის მამობის საკითხი.
16) საეკლესიო სამგლოვიარო პერიოდი. სამგლოვიარო დროსთან დაკავშირებული მეორე დაბრკოლება – საეკლესიო სამგლოვიარო პერიოდი მოიცავს ასევე აღდგომის დღესასწაულის წინა სამზადისს, ანუ დიდმარხვის დიდ ორმოცეულს. შესაბამისად ამისა, ლაოდიკიის 52-ე კანონი განსაზღვრავს: „არა ჯერ-არს მარხვათა ქორწილისა ანუ შობისა დღესა გადაჭდაი.“ დიდი ორმოცეულის გარდა მარხვის სხვა დღეებშიც არ არის მიღებული ქორწინებით შეუღლება (მაგ. 15/28 აგვისტოს...), მიუხედავად იმისა, რომ ეს მარხვები არაა მსოფლიო კრებათა კანონებით განსაზღვრულნი.
· 3. ქორწინებით შუღლება (ქორწინების საიდუმლოს აღსრულება)
ქორწინების საიდუმლოს აღსრულების ადგილი არის პატარძლის სამრევლოს ტაძარი ან სიძისა, – თუკი პატარძალი სხვა აღმსარებლობისაა.
დრო. ადრე ქორწინება უკავშირდებოდა საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოს. მაგრამ დღეს ეს, ჩვეულებრივ, ცალ-ცალკე სრულდება. დაუშვებელია, ქორწინების საიდუმლო აღსრულდეს დიდ მარხვის ორმოცეულის დღეებში (ლაოდიკიის 52-ე კანონი) ან სხვა სამარხვო ან სამგლოვიარო დღეებში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საგანგებო, მნიშვნელოვანი მიზეზებით გაპირობებული ვითარებისათვის, წმიდა სინოდის ნებართვით.
დიდ მარხვის ორმოცეულის პერიოდში აღსრულებულ ქორწინებას არ მოჰყვება მისი გაუქმება (დაუმტიცებლობა), მაგრამ მკაცრი სასჯელი განეწესება ამ ქორწინების აღმასრულებელ მღვდელს. ქორწინების საიდუმლოს კურთხევა უნდა ექვემდებარებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის განაწესს. ქორწინებამდე ზდება მომავალი სიძე-პატარძლის ნიშნობა (დაწინდვა). ქორწინების კურთხევა არის ქორწინების საიდუმლოს შემადგენელი ელემენტი. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ქორწინების საიდუმლო საეკლესიო (შვიდი საიდუმლოს) შინაარსით განეკუთვნება მხოლოდ პირველი ქორწინების კურთხევას. მეორე და მესამე ქორწინების დროს აღარ ხდება ქორწინების კურთხევა. კიდევ უფრო მეტი, სამოქალაქო ქორწინება არ მოიცავს ქორწინების საიდუმლოს. სამოქალაქო ქორწინება არის ადათი, წეს-ჩვეულება. ქორწინების კურთხევა აუცილებლად უნდა აღესრულებოდეს მოწმეთა წინაშე, სულ მცირე, ე.წ. მეჯვარეების წინაშე მაინც. ეკლესია მუდამ. კრძალავდა ფარულ ქორწინებას. ქორწინების კურთხევის აუცილებელი დასასრულია ჩაწერა სამოქალაქო მდგომარეობის აღმნუსხველ წიგნში, რომელიც ინახება 113 · ეკლესიაში და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაბამისი ჩანაწერების წიგნშიც.
შენიშვნა: წარმოვადგენთ · ქორწინების სხადასხვა სახეთა სანიმუშო დიაგრამას, საქორწინო ურთიერთობათა გათვალისწინებით:
აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ:
ა) ქრისტიანული ქორწინების საიდუმლო (მართლ–5 § მადიდებლური ქორწინება) ვჭ =§ ბ) საეკლესიო წესით ქორწინება (მე-2 ქრისტიანული I) დX§ I ქორწინებაც) 2 55 | გ) სამოქალაქო ქორწინება > LI დ) ოჯახური ქორწინება 8.
5 I ე) თანაცხოვრება (მუდმივი უკანონო სიმბიოზი)
CI” ვ) სიძვა-მრუშობა (დროებითი კავშირები) ბ.
1) დიაგრამა არ არის ამომწურავი, იგი არ მოიცავს აბსოლუტურ შინაარსს.
I0 აქ უბრალოდ წარმოდგენილია ქორწინების საფეხურთა ანუ სახეობათა თვალსაჩინო სურათი.
III) ზემოთ წარმოდგენილ საფეხურთა შორის შეიძლება მოთავსდეს სხვაც (მრავალი ვარიანტი).
IV) თანახმად ზემოთწარმოდგენილისა, სამოქალაქო ქორწინება შეიძლება მიჩნეულ იქნას თანაცხოვრების იმ სახედ, რომელიც მეტად ახლოსაა ქრისტიანული ქორწინების საიდუმლოსთან, იმის გამო, რომ ერთადერთია კავშირი. მაგრამ დაღმავალი ხაზით სამოქალაქო ქორწინება აღწევს თანაცხოვრებამდე, ანდა. სიძვამდეც კი. ამგვარადვე, ერთი. რელიგიური დადგენილებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თანაცხოვრება აღაზევოს სიძვის მდგომარეობიდან უფრო მაღალ საფეხურზე. იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაშიც კავშირია ერთი, რის უმაღლეს მდგომარეობას, ეჭვგარეშეა, მოიცავს მართმადიდებლურ-ქრისტიანული ქორწინება.20 · 4. კანონიერი ქორწინებით შეუღლების შედეგები 1) მუღლეთა სრული და თანაბარუფლებიანი თანაზიარობა ყველაფერში, რაც კი მიემართება ცხოვრებისეულ სულიერ და ხორციელ ურთიერთობას. მათ შორის შემდეგს: ა) მეუღლეობრივი მოვალეობის აღსრულებას (შდრ. LI კორ. 7,3-5) და ბ) ნდობას მეუღლეთა შორის მთელი ცხოვრების განმავლობაში (შდრ. კოლ. 3,18-19).
“უფრო დაწვრილებით ამ საკითხს მკითხველი შეიძლება გაეცნოს ჩვენი ნაშრომიდან „სამოქალაქო ქორწინების მიმოხილვა და პრობლემები“ (ბერძნ. ენაზე. IICთV. MიხIIი, 65რ6იოთუ XთI I00ჩXMIთ=თ 106 202200 ს 7რ0ს”, :40MVთ, 1985).
2) ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით ქმარი ხდება ცოლის მეთაური – თავი (ეფეს. 5,23). იგი, როგორც თავი, კისრულობს ოჯახურ მოვალეობებს, მაგრამ იგი ამასთანავე არის თავმდებიც შესაბამისი მოვალეობებისა.
3) მეუღლე, დედაკაცი ხდება განუყოფელი მეგობარი, მარჩენალი, მრჩეველი... · და შემწე თავისი ქმრისა ყველა შემთხვევაში. იგი, ჩვეულებრივ, იღებს მეუღლის გვარს და ზდება ოჯახის „გული“.
4) მშობლები თავს იდებენ საზრუნავს შვილების რჩენისათვის. (შდრ. ღანგრის საეკლესიო კრების მე-15 კანონი). ეს ხორციელდება მამის ან, მსგავსად, დედის მეურვეობით.
5) შვილებს მართებთ პატივი სცენ და მოწიწებით მოეპყრან თავიანთ მშობლებს. მოხუცებლობის ჟამს, სნეულებასა და გაჭირვებაში შვილები სიყვარულსა და მზრუნველობას უნდა იჩენდნენ მშობლების მიმართ (შდრ. ღანგრის მე-16 კანონი).
6) კანონით ქორწინება ურყევია. უფლის სწავლების მიხედვით, ცოლსა და ქმარს შორის ერთობა ურყევია მთელი ცხოვრების მანძილზე. შდრ. მათე 19.6: ,,ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჭორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.“ განქორწინება არის აუცილებლობით განპირობებული გამონაკლისი.
ქორწინების გაუქმების (დაუმტკიცებლობის) თანმხლები შედეგები თანმხლები შედეგები ქორწინებით შეუღლებისა, რომელიც უქმდება (დაუმტკიცებელი ხდება) აუცილებელი დადებითი პირობების არარსებობის, ან მნიშვნელოვანი დაბრკოლებების არსებობის გამო, მომდინარეობს:
1) ქორწინების აღმასრულებელი მღვდელისაგან. იგი ან განიკვეთება, განთავისუფლდება (ტოვებს ადგილს), ან სულ მცირე, დაყენებულ იქნება, შესაბამისად. ვითარებისა.
2) განქორწინების თანმხლები შედეგები ვრცელდება ქორწინებით შეუღლების მსურველ პირებზე. ამ შემთხვევაში მათთვის განწესებულია სასჯელი (ეპიტიმია) და ქორწინება კანონიკურად უქმდება. · 3) განქორწინების შედეგები ვრცელდება ასევე შვილებზეც, რომლებიც ვითარების შესაბამისად უკანონოდ შეიძლება შეირაცხონ (საბერძნეთში ეს დღეს აღარაა მიღებული).
5. ქორწინების გაუქმება (დაუმტკიცებლობა), განქორწინება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქორწინებას დაბრკოლებების შედეგად მოჰყვება წინა ქორწინების კანონიერი და კანონიკური გაუქმება. ამჯერად განვიხილოთ, თუ რა პირობებს ითვალისწინებს განქორწინებისათვის საღმრთო წერილი და აკრიბიით წმიდა კანონები, ან თუნდაც იკონომიით რა მიზეზებია ეკლესიისათვის მისაღები. რასაკვირველია, რა მიზეზებიც არის იკონომიით გათვალისწინებული, ეკლესიამ შეიძლება გააუქმოს და მიმართოს კანონიკურ აკრიბიას.
ეკლესია კანონიკურად შეუღლებით ქორწინების გაუქმებისათვის მიიჩნევს ერთადერთ აუცილებელ და ბუნებრივ გამოსავალს. ესაა ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილი. ეს გამოსავალი არ ეწინააღმდეგება საღმრთო ნებას, რომელიც განსაზღვრავს; „აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათე 19,6). სიკვდილის შემდეგ ქორწინება აღარ გაგრძელდება. შდრ. მათე 22,30 და მოციქული პავლეც ხაზგასმით აღნიშნავს: ,,რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკვდიდმდე ქმრისა შეკრულ არს სჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი სჯულისა მისგან ქმრისა“ (რომ. 7,2-3. შდრ. ასევე L კორ. 7,39).
უფლის სიტყვის მიმდევარი ეკლესია სცნობს ქორწინების გაუქმების სიკვდილის გარდა კიდევ. ერთადერთ დასაშვებ პირობას – სიძვა-მრუშობას. ერთ-ერთი მეუღლის მრუშობა წარმოადგენს მეორე მეუღლისათვის განქორწინების მიზეზს. უფალი განსაზღვრავს: „ხოლო მე გეტყჯ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თუსი, თუნიერ სიტყვსა სიშვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (მათე 5.32).
ბასილი დიდის მე-9 კანონი მეტად მნიშვნელოვანია განქორწინების საკითხში გასარკვევად. ამ კანონის მიხედვით დაშვებული არაა, რომ დედაკაცი გასცილდეს თავის ქმარს, თუნდაც იგი სცემდეს მას, ან თუნდაც უძღები იყოს, ან სნეული, ან ურწმუნო. ამავე წმიდა მამის 77-ე კანონი გვაუწყებს: „ხოლო რომელმან განუტეოს სჯულიერად შეყოფილი მისდა დედაკაცი და სხუალ მიიყვანოს, სასჯელი მრუშებისაი დაესაჯების განჩინებისამებრ უფლისა.“ იხ. ასევე V-VI მსოფლიო კრების 87-ე და კართაგენის 102-ე (103-ე) კანონები.
განქორწინებასთან დაკავშირებული საქმეთა ვითარება იმდენად მკაცრია, რომ ტიმოთე ალექსანდრიელი მე-15 „კანონებრივი მიგების“ კითხვა-პასუხით გვაუწყებს შემდეგს:
„კითხვაი: უკეთუ ვისიმე ცოლი ფრიად იგუემებოდის ბოროტისა სულისა მიერ და რკინითა შეკრულ იყოს, ხოლო ქმარი მისი იტყვის, ვითარმედ ვერ ძალუც მას ეგრეთ დაცვაი თავისა თვსისა, და ინებოს მიყვანებათ სხკსა, ჯერ-არს მისსა, რაითა მიიყვანოს სხუაი, ანუ არა?
მიგებაი: მრუშებაი გამოჩნდების საქმესა მაგას შინა და თუ რაი მიუგო მაგისთყს, არა ვჰპოებ.“
რასაკვირველია, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეკლესია საეკლესიო კანონის ძალით უშვებს განქორწინებას. მაგ. „უკეთუ ცოლმან ერისკაცისა ვისმანმე იმრუშოს და ცხადად იმხილოს, ეგევითარსა სამღდელო ყოფად ვერ ძალ-უც“ (ნეოკესარიის მე-8 კანონი).
განქორწინების ყოველი სხვადასხვა შემთხვევისათვის ეკლესია ეძიებს გამოსავალს „მოთმინებითა და იკონომიით (შეწყალებით)“. ეკლესია არასდროს არ იწყნარებს ამა სოფლის ცოდვილ აზრსა და ჩვევას – იოლად რომ დაარღვიოს წარუმატებელი ქორწინება; გარდა მხოლოდ იმ შემთხვევებისა, როდესაც გასათვალისწინებელია ადამიანური სისუსტე და ის, რასაც შეიძლება ვითარების გაუარესება მოჰყვეს. მაშინ ეკლესია უთმობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებს და გარკვეული მიზეზების გამო უშვებს ქორწინების გაუქმებას. სწორედ ამგვარად დაწესდა კიდეც. განქორწინება.
განქორწინება ეწოდება ქორწინების გაუქმებას. (დაუმტკიცებლობას), რომელსაც განაცხადებს სასამართლოს ურყევი დადგენილება.
განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს:
1) მრუშობა, თანახმად სხვათა მათ შორის, ასევე მათე 5,32: „ხოლო მე გეტყჯ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თვსი, თუნიერ სიტყვსა სიძვისა, მან ამრუშა იგი.“ ერთ-ერთი მეუღლის მრუშება არის მეორესათვის განქორწინების მიზეზი.
2) ორცოლიანობა, ორი ქორწინებით ერთდროულად კავშირი. ანუ, ახალი ქორწინებით შეუღლება მანამ, სანამ არსებული ქორწინება არ გაუქმებულა სიკვდილის, ან განქორწინების, ან დაუმტკიცებლობის შედეგად.
3) მუქარა ერთ-ერთი მეუღლის სიცოცხლის ხელყოფა. ანუ თუ არსებობს საფრთხე, რომ ერთმა მეუღლემ მოკლას მეორე. სხვა შემთხვევები ამისა (მაგ. როდესაც ცოლის პატიოსნება შეიძლება შეილახოს უზნეობისაკენ წაქეზებით, შეიძლება. კვალიფიცირებულ იქნას, როგორც ცოლ-ქმრული ურთიერთობების შერყევა).
4) მეუღლის მიტოვება (ბოროტი განზრახვით) – ამის მიზეზია ქორწინებისაგან თავდაღწევა.
5) ძლიერი შერყევა ცოლ-ქმრული ურთიერთობისა, მომდინარე ბოროტის მოქმედებით (მაგ, განზრახ ნაყოფის მოცილება), ან ერთ-ერთი მეუღლის უდარდელი და უდიერი დამოკიდებულება, რაც შეუძლებელს ხდის უბრალო (უდანაშაულო) მეუღლესთან თანაცხოვრებას. უდიერი დამოკიდებულების ფაქტები, რომლებიც ძლიერ. არყევენ. ქორწინების. საფუბვლებს, ყველაზე ხშირია. თანამედროვე კანონმდებლობაში და. ისინი. სასამართლო სასჯელს. ექვემდებარებიან.
6) არჩევანი – თუნდაც ერთ-ერთი მეუღლის მიერ, – “სამონაზვნო ცხოვრებისა. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა.
7) საქორწინო ურთიერთობის (თანაცხოვრების) უუნარობა. ეს არ უნდა იყოს ქორწინებამდე ცნობილი მეორე მეუღლისათვის; უნდა გრპელდებოდეს ქორწინების შემდეგ გარკვეული ხანი და განქორწინების საქმის აღძვრის პერიოდშიც.
ზ) გონებრივი დეფექტი, რაც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ქორწინებით შეუღლებიდან მოყოლებული და აღწევს იმ ზომას, რომ აღარაა დასაშვები მეუღლეთა სულიერი ურთიერთობა.
9) კეთრი. დღეს ეს სნეულება ექვემდებარება განკურნებას და ამის გამო ჭარბობს აზრი, რომ კეთრი არ უნდა იყოს განქორწინების მიზეზი (დღეს ეს აზრი უკვე კანონმდებლობაშიც დამკვიდრდა).
10) უკვალოდ დაკარგვა. თუკი საგანგებო სასამართლო პროცედურამ დაადასტურა ერთ-ერთი მეუღლე დაკარგულად.
შენიშვნა: ზემოთ წარმოდგენილი შემთხვევები გამოწვლილვით, გვაქვს დაჯგუფებული, რათა სტუდენტებისათვის უფრო გასაგები იყოს საეკლესიო თვალსაზრისი. თუმცა დღეს სამოქალაქო ასპექტით ყველა ეს შემთხვევა მოიცავს (ან შეიძლება მოიცავდეს) ურთიერთს, გარდა ერთ-ერთი უკანასკნელისა – ქორწინების საფუძველთა ძლიერი შერყევისა. ზემოთაღნიშნულის გარდა არსებობს კიდევ „განქორწინება შეთანხმებით“, ანუ როდესაც მეუღლეები ერთობლივად გადაწყვეტენ განქორწინებას. ქორწინების საფუძველთა ძლიერი შერყევის პირობა გულისხმობს ე.წ. „ავტომატურ“ განქორწინებასაც. როცა „ავტომატურს“ ვამბობთ, არ ვგულისხმობთ, რომ განქორწინება მიიღწევა გარკვეული პროცედურის გარეშე. „ავტომატური“ არსებითად ითქმის იმის გამო, რომ აღნიშნულ შემთხვეაში მეუღლეს (თუნდაც კანონით იყოს უდანაშაულო, თუნდაც დამნაშავე), შეუძლია მიიღოს განქორწინება მიუხედავად იმისა, ნებავს თუ არა ეს მეორე მეუღლეს. ამისათვის საკმარისია მეუღლეთა დაშორებიდან გავიდეს გარკვეული დრო. ამ წესით, რასაკვირველია, განაჩენი გამოაქვთ დამნაშავის მიმართ. მაგრამ ისჯება, თუ შეიძლება ასე ითქვას, უდანაშაულო, დაჩაგრული. ამგვარად მიიღწევა ე-წ. კანონიერი უსამართლობის, ანუ უსამართლო კანონის მდგომარეობა (რაზედაც შესავალში გვქონდა საუბარი). განქორწინების ორივე. ამ შემთხვევას, ოღონდ ძალიან დიდი სხვაობით, იწყნარებს ეკლესიაც. აღიარებულია, რომ ქორწინება გაუქმდა იმის შემდეგ, რაც გაცემული იყო შეუცვლელი სასამართლო დადგენილება და პასუხისმგებელი ეპისკოპოსის მიერ აღჭურვილი ქორწინების სულიერი დაუმტკიცებლობისათვის (გაუქმებისათვის) დადგენილება.
განქორწინების შედეგები ესენი მიემართებიან:
L განქორწინებულ, ყოფილ მეუღლეებს: 1) ისინი უბრუნდებიან ქორწინებამდელ კანონიერ მდგომარეობასა და ურთიერთობებს (ოღონდ არა საიდუმლოებით, რაკი შეუღლებულები არიან პირველი ქორწინებით). 2) იკონომიით დაშვებულია ახალი ქორწინება; ცხადია, თუ წინა ქორწინება იყო პირველი ან მეორე.
II, ბავშვებს. განქორწინებით ირღვევა ცოლ-ქმრული და არა მშობელთა ურთიერთობები. ბავშვებს ისეთივე უფლება აქვთ, როგორც გაუქმებული ქორწინებით გაჩენილებს. მათი მდგომარეობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ. პრინციპულად ისინი ეკუთვნიან უდანაშაულო მეუღლეს, თუ არ არსებობს მშობელთა სხვაგვარი შეთანხმება. ბავშვები პირველი ქორწინებიდან და-ძმა არიან მეორე ქორწინების ბავშვებისა.
III. განქორწინების შედეგები მიემართება ასევე, ნათესავებს: მათ შორის გრძელდება ნათესაობა, რომელიც მომდინარეობს პირველი, გაუქმებული ანუ დაუმტკიცებელი ქორწინებიდან.
გაუქმებული (დაუტკიცებელი) ქორწინების აღდგენა გაუქმებული (დაუმტკიცებელი) ქორწინების აღდგენა არა თუ დაშვებულია ეკლესიის მიერ, არამედ ეს სასურველიცაა. გაუქმებული ქორწინების აღდგენის დროს აღარ მეორდება ქორწინების საიდუმლოს კურთხევა, აღევლინება მხოლოდ შენდობის გარკვეული ლოცვები. მეორე და მესამე ქორწინება მეორე, და, მით უმეტეს, მესამე ქორწინების დროს მღვდელს მართებს, დაუწესოს შესაბამისი ეპიტიმია მათ, ვინც ქორწინდება. ეს იმიტომ, რომ მეორე ქორწინებას ეკლესია მიიჩნევს, როგორც აღნიშნულ პიროვნებათა დაცემას. მეორე და მესამე ქორწინების კურთხევისას, რაც დღეს აღსრულდება იკონომიით, აღარ მ; ირგვინებით შემკობა (გვირგვინების მა), ხოლო მღვდელს უფლება არ აქვს დაესწროს საქორწინო სუფრას (,სამყარსა“ – ნეოკესარიის მე-7 კანონი). ადრექრისტიანულ ხანაში აკრიბიით არ იყო დაშვებული არავითარი კურთხევა.
6. დამატებითი მონაცემები. ნათესაური კავშირების გამოთვლა ;) ტრ ნათესაური კავშირების გამოსათვლელად საჭიროა გათვა8 ' (8. ლისწინება იმისა, რომ ყოველი დაბადება შეესაბამება ერთ ჯდა, ხარისხს (თაობას).
2! ჩვენი პაპა (%ს) და მამა (8) არიან პირველი ხარისხის M. (CI ნათესავები, რაკი მათ შორის არის ერთი დაბადება (რაც წ! ნაჩვენებია სქემაზეც). ჩვენი მამა (8) და ჩვენ (C) ასევე შთ! ვართ პირველი ხარისხის ნათესავები. იმავე, პირველი ხარისხის ა მიმართებათა გამო. ჩვენს პაპას (+) და ჩვენ (C) მეორე I ხარისხის ნათესაობა გვაკავშირებს, რადგან ჩვენს შორის 21 IILI მოქცეულია ორი დაბადება და ა.შ.
იგივე კანონზომიერება მოქმედებს ბებიასთან, დედასთან და ა.შ. დაკავშირებით. ამ სისხლით ნათესაობას ეწოდება ,,პირდაპირი“ (უშუალო) ანუ ნათესაობა ვერტიკალური პირდაპირი ხაზით, რადგან ერთი მეორისაგან მომდინარეობს (ეს ჩანს სქემებზეც). როდესაც ვზომავთ ნათესაურ კავშირებს "შთამომავლობიდან წინაპრამდე, მივდევთ აღმავალ ხაზს, ხოლო წინაპარიდან შთამომავლობამდე ნათესაობის გამოთვლის დროს – დაღმავალს. აქ კვლავაც უნდა დავსძინოთ, რომ „უშუალო“ („პირდაპირი“) ნათესაობით დაკავშირებულებს უფლება არა აქვთ ერთმანეთში ქორწინებისა უსასრულობამდე, რაც არ უნდა დაშორებულნი იყვნენ ისინი ურთიერთს.
მაგრამ პირდაპირი ხაზით ნათესაობის გარდა, არსებობს გვერდითი, ანუ ჰორიზონტული ხაზით სისხლით ნათესაობა, როდესაც ორ პირს ჰყავს ერთი წინაპარი. მაგ. ძმები/დები სისხლით ნათესავია გვერდითი ხაზით, ისევე, როგორც პირველი ბიძაშვილი/დეიდაშვილი – ბიძა და მისი შვილები ? და ა.შ. გვერდითი. ხაზით ნათესავებს უფლება არა აქვთ ქორწინებით «__ შეუღლების. (მეოთხე ხარისხამდეუროგორც დავინახეთ შესაბამის პარაგრაფში).
ვფიქრობთ, ზედშ ტიცაა აღნიშვნა იმისა, რომ ნათესაური კავშირების გამოთვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ ასევე შემდეგიც:
1) ცოლი და ქმარი არის ნულოვანი ხარისხი. მათ შორის არ თავსდება არც ერთი დაბადება, ნათქვამია კიდეც – იყვნენ ორივე ერთ-ხორც. შესაბამისად, რაც ძალმოსილია ერისათვის, ძალმოსილია მეორისთვისაც.
2) ყველა და-ძმა ერთმანეთის მიმართ არის მეორე ხარისხი. იმის გამო, რომ ერთი ბავშვი არის პირველი და მეორე, ვთქვათ, მეხუთე, ეს. არ ნიშნავს, რომ მათ შორის ხარისხები იზრდება და მათ შორის მეხუთე საფეხურის ნათესაობაა.
3) ამავე მიზეზით, ტყუპებსაც და სამ ტყუპ და-ძმასაც ერთი და იგივე საფეხურის ნათესაობა. აკავშირებთ. შეიძლება ისინი დაიბადონ ერთსა და იმავე დღეს, მაგრამ დაბადება თითოეულს თავ-თავისი აქვს.
4) ასევე, მკვიდრი და გერი, ანუ დედინაცვლისაგან შობილი და-ძმა კვლავაც მეორე ზარისხის ნათესავებია, რადგან ნათესაობა მამასა და დედინაცვალს შორის კვლავ ნულოვანი ხარისხისაა.
5) სისხლით ნათესაობა ძალაშია ეგრეთწოდებულ ქორწინების გარეშე, ანუ უკანონო შვილებს შორის. ნათესაობის ხარისხის დასადგენად ვაგებთ ე. წ. ენეალოგიურ ხეს. როცა საუბარია სისხლით ნათესაობაზე, ვაგებთ ერთ ხეს, . კამოყვრებითი ნათესაობისათვის – ორ ხეს.
I სისხლით ნათესაობის საფეხურთა გამოთვლა ვაგებთ სქემას 1, თავში (4) მოთავსებული იქნება საერთო წინაპარი ორი პიროვნებისა, რომელთაც სურთ ქორწინებით შეუღლება. 8 და ხ ასოები აღნიშნავენ #-ს შვილებს, რომლებიც ერთმანეთის და-ძმები არიან. Cდა ძ, ტ# შესაბამისად, წარმოადგენენ მ და ხ-ს შვილებს, რომლებიც ერთმანეთის პირველი ბიძაშვილები არიან, დეიდაშვილები. მ ხ 6 და 1 ასოებით აღნიშნულია C და ძ-ს შვილები, რომლებიც არიან გარე ბიძაშვილები/დეიდაშვილები, და ა.შ. L –-ძ იმისათვის, რომ გამოვითვალოთ ნათესაური კავშირები, ვთქვათ მკვიდრ ბიძაშვილებს/დეიდაშვილებს (6C და ძ) შორის, 6 L შევაერთოთ ეს ასოები წყვეტილი ხაზით და დავითვალოთ სქემის 1 წერტილები, რომლებიც მოიცავენ სქემაზე #8Cძხ ფიგურას. აღნიშნულ შემთხვევაში წერტილი არის 5. ამ რიცხვს ვაკლებთ 1-ს, ანუ რამდენიცაა გამოსაკვლევი გენეალოგიური ხე და მივიღებთ 4-ს, რომელიც გვიჩვენებს ორი მკვიდრი ბიძაშვილის ნათესაობის ხარისხს. ამავე წესით გამოვითვალით ნათესაურ კავშირს 6-სა და L-ს შორის, რომელიცაა მე-5 ზარისხისა. II. დამოყვრებით ანუ ორი ოჯახის ნათესაობითი კავშირების ხარისხის გამოთვლა ავაგოთ ორი გენეალოგიური ხე #და 8 (სქემა 2), რომელიც წარმოაჩენს თითოეული გვარის ნათესავებს. თავდაპირველად სწორი ხაზით დავაკავშიროთ ორი მეუღლე, რომლებიც უკვე ქორწინებით არიან შეუღლებულები. მეორე, ტ 8ც წყვეტილი ხაზით გავაერთიანოთ მათი ორი წ) გ! ხ! ნათესავი, რომელთაც სურთ ქორწინებით _–-4+““ | შეუღლება და რომელთაც სურთ, ვაცნობოთ ი---4“+ ძ" წე მათი ნათესაობის ხარისხი. მიღებულ სქემაზე გამოვითვალოთ წერტილები, : ' · რომლებითაც გამოიხაზა საძიებელი 5 6 1 ფიგურა და მიღებულ ჯამს გამოვაკლოთ სქემა. 2 რიცხვი 2, ანუ, რამდენიცაა გვარი, იგივე გენეალოგიური ხე. ამგვარად დავადგენთ მათი ნათესაობის ხარისხს. მაგალითად: გვინდა გამოვითვალოთ ნათესაობის ხარისხი C და ხ' პირებს შორის. თავდაპირველად უწყვეტი სწორი ხაზით ვაერთიანებთ პირებს, რომლებიც უკვე არიან ქორწინებით შეუღლებულები. ანუ, ჩვენს სქემაზე ხ და მ'. შემდეგ, წყვეტილი ხაზით შევაერთებთ C და ხ!, ანუ, ხ-ს ძმისწულს/დისწულს და მ'-ის დას, რომელთა ნათესაობის ხარისხსს ვეძიებთ. ამგვარად შემოხაზული ფიგურა ტმიხ!8მ'ხ მოიცავს 7 წერტილს. მიღებულ ამ რაოდენობას. გამოვაკლებთ. 2-ს (ცვარებისას) და ვპოულობთ დაინტერესებულ პირთა ნათესაობის ხარისხს – მე-5-ს. ამავე გზით გამოვითვლით ასევე ძ. და ხ'-ს შორის ნათესაობის ხარისხსაც: წყვეტილით შემოსაზღვრული ფიგურა 18იხძხ! მოიცავს 5 წერტილს, ამ რიცხვს გამოვაკლებთ 2-ს (გვარებისაას) და მივიღებთ ნათესაობის ხარისხს, რომელიცაა მეწ.