პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 4: ეკლესიის წევრები, ურთიერთგანსხვავება, ეკლესიის იერარქიული ორგანიზაცია
აქამდე ბევრჯერ მოგვიწია საუბარი სასულიერო პირებზე, რომლებიც აღასრულებენ სხვადასხვა საიდუმლოს მორწმუნეთათვის. მაშასადამე, ეკლესიის წევრთა შორის გარკვეული განსხვავებაა, რასაც ღმრთიური წარმომავლობა განაპირობებს. აკი თავად ქრისტემ „მოსცნა რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა. ქრისტესისა“ (ეფეს. 4,11-12). ამრიგად, არსებობს მწყემსთა და სამწყსოს განწესება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთობით არსებობს მწყემსნი -და სამწყსო.
მაგრამ ამგვარი განსხვავება არ არის მიზეზი დაყოფისა თუ ურთიერთდაპირისპირებისა ეკლესიის სხეულად გაერთიანებულ მორწმუნეთათვის. პირიქით, იგი განაპირობებს საეკლესიო სხეულის უკეთეს ერთიანობას და შემწედ ევლინება მის წინსვლას, წარმატებას თითოეული წევრისა. განსაკუთრებით, სახასიათოა პავლე მოციქულის ნათქვამი: „და. რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთი ასო, სადამცა იყო გუამი იგი? ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ – გუამი, ხოლო ვერ ხელეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ველსა; „არა მიმ შენ“, ანუ კუალად თავსა და ფერვთა, გითარმედ: „არა მიყმთ თქუენ“ (L კორ. 12,14-22). ხოლო V-VI მსოფლიო კრების 64-ე კანონი ბრძანებს: „რამეთუ ეკლესიასა შინა თითოსახენი ასონი შექმნა ღმერთმან სიტყვსაებრ მოციქულისა, რომელსა თარგმნიდეს რაი ღმრთისმეტყველი გრიგოლი, განცხადებულად განმიმართებს ჩუენ. წესსა მათსა და იტყვს ამას: „განწესებასა შეუდგეთ, ძმანო, ესე წესიერებაი დავიცვათ, რომელნიმე ჩუენგანი იყავნ ყურ, რომელნიმე – ენა, სხუაი პელ და სხუაილ რამ ასო, რომელი ასწავებდინ, ხოლო რომელიმე ისწავებდინ“ M და კუალად: „რად ჰყოფთ თავსა შენსა მწყემს ცხოვარი ეგე, რაისათუს პელ-ყოფ მცედარმთავრობად მპედართა შორის განწესებული ეგე?“ ამ განსხვავებას არ უგულვებელყოფს არც მორწმუნეთა თანაბარი უფლებები, თანასწორობა უფლის წინაშე. წმ, იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ „ეს განსხვავება სწორედ თანაბარუფლებიანობას განაპირობებს“. ამასთანავე, ეს თანაბარუფლებიანობა არ უგულებელიყოფა არც გალატ. 3,28-ის მიხედვით: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ“. ყურად ვიღოთ: აქ არაა ნათქვამი „არა არს“, არამედ – „არა არს რჩევა,“ ანუ, რაც აზრობრივად უთანაბრდება სიტყვას ,,შეუძლებელ არს“, არ შეიძლება. და ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ქრისტიანთა არც შინაგანი ბუნებისათვის, არც მათი მდგომარეობისათვის განსხვავება, განრჩევა იუდეველსა და წარმართს (= „ელინს“), მონასა და თავისუფალს (C,აზნაურს“) შორის, კაცსა და ქალს შორის, არც გარეგნული გამოვლინებით. არსებითად, არ არსებობს განსხვავება, რაკი ყოველნი ვართ ერთი, იესო ქრისტეს მიერ.
ზემოხსენებულ ზოგად განაცხადს, ანუ იმას, რაც ასახავს ეკლესიის წევრთა არსებით განსხვავებას, განვავრცობთ საკუთრივ თითოეული წესის წარმომადგენელთა უფლებებზე საუბრის დროს.
1. საერო პირები (,ერისკაცები“). მათი წვლილი
ეკლესიის მართვა-განმგეობაში საერო პირები ეკლესიის სხეულის შიგნით მსახურების თვალსაზრისით სასულიერო პირებისაგან განსხვავებით იერარქიულად არიან უფრო დაბალი საფეხურის წარმომადგენლები. მაგრამ საერო ელემენტი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არ არის მეორეხარისხოვანი, დაქვემდებარებული. საერო კაცი არც არის პასიური პოზიციით შემოფარგლული, არამედ – ქმედითად მონაწილეობს საეკლესიო საქმეებში. ეს უფლება მოიპოვა მორწმუნემ ნათლისღებითა და მირონცხებით, რის მეშვეობითაც იგი თანამონაწილეა უფლის სამმაგი ღირსებისა: ,მმღვდელმთავრის, მეფის და წინასწარმეტყველისა“. შესაბამის თემას განმარტავს იოანეს გამოცხადების ადგილი, რომელიც გვაუწყებს: „და გყყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა. და ჰყუენ ჩუენ ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად“ (გამოცხ. 5,9-10).
ამ სამმაგი ღირსების შესაბამისად საერო პირები თანამონაწილეობენ: VI ეკლესიის მსახურებაში, ამ შემთხვევაში, ცხადია, ძირითადი და წამყვანნი არიან სასულიერო პირები. მაგრამ თანადგომით ერი შემწეა სასულიერო პირებისა. ასეთია მაგ. მსახურება მგალობელისა, მთელი ეკლესიის მსახურებაში გალობით ან საკითხავების წაკითხვით თანამონაწილეობა. ასევე ბავშვების მიერ წმიდა საკურთხეველში გაწეული სამსახური. წირვაში (ლიტურგიულ მსახურებაში) თანამონაწილეობად ითვლება ასევე, მორწმუნე ქალთა წვლილი – სეფისკვერების მომზადება. XV 2) ეკლესიის მიერ დიდაქტიკურ-აღმზრდელობით საქმიანობაში. მოძღვრის... · ძირითადი მოვალეობა (ქადაგება, კათაკმევლების მომზადება, კატეხეტიკა და ა.შ) ეკლესიაში აკისრია ეპიკოპოსს და მღვდლებს. თუმცა, ეპისკოპოსის ნებართვით შეიძლება იქადაგონ მორწმუნე და საღმრთისმეტყველო განათლებით გამორჩეულმა საერო პირებმაც, რომელთაც შეუძლიათ კათაკმეველთა მომზადების საქმიანობასაც გაუძღვნენ. ძველად ყოველი ადგილობრივი ეკლესია მოსანათლავი პირების დამოძღვრას აკისრებდა ან ეპისკოპოსს, ან ,მასწავლებელს“, კატეხეტს. ამასთანავე ერისკაცებს შეუძლიათ დადებითი წვლილი შეიტანონ ეკლესიის სამრევლო საქმიანობაში, ასევე – მქადგებლურ-მისიონერულ მოღვაწეობაშიც. +/3) მაგრამ ყველაზე მეტად ერი მონაწილეობს ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმიანობაში. ადმინისტრაციულ საქმიანობად შეიძლება ჩავთვალოთ უპირველეს ყოვლისა ერის თანამონაწილეობა ეკლესიის მეთაურთა არჩევნებში. ეს გამოიხატება იმით, რომ სხვადასხვა სამრევლო თანამდებობების თაობაზე საერო პირები ასახელებენ, წინასწარ ირჩევენ კანდიდატურას სასულიერო პირებისაგან, ასევე – გამოხატავენ მოწონებას ხელთდასხმის დროს – შეძახილებით „ღირსია – ღირსია“ C,აქსიოს – აქსიოს“).! ადმინისტრაციულ საეკლესიო საქმიანობაში ერი სამიტროპოლიო თუ სამრევლო ტაძრებში აყალიბებს სასულიერო და საერო პირთა საბჭოებსა თუ კომიტეტებს. ადრექრისტიანულ ხანაში საერო პირები უფრო მეტად ერეოდნენ საეკლესიო საქმიანობაში. შდრ. მოციქულ პავლეს შეგონება ეკლესიის წევრების მიმართ: „ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილისა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთვის საყმართა, რაითა არა იყვნენ უნაყოფო“ (ტიტ. 3,14) დასასრულ, საერო ელემენტის თანამონაწილეობა ეკლესიის საქმიანობაში უპირველეს ყოვლისა ვლინდება, ასე ვთქვათ, მისი საკანონმდებლო მოღვაწეობით. ეკლესიის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად მიმდინარეობს სინოდური წესით. რაკი საეკლესიო კრებები გამოხატავენ ეკლესიის მთელი სავსების, ანუ, სასულიერო პირებისა და ერის აზრს, საეკლესიო სინდისი მოიწონებს მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებსაც კი; ანდა იწუნებენ იმ საეკლესიო კრებების დადგენილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ეკლესიის კათოლიკე აზროვნებას. საეკლესიო სინდისი ძალდაუტანებელი გამოხატულება წარმოადგენს საეკლესიო აზროვნების არსებით კრიტერიუმს. ამას გულისხმობდნენ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ! საბერძნეთის ეკლესიაში მიღებული წეს-ჩვეულებისამებრ მღვდელმთავრის არჩევნების ბოლო ეტაპზე, ტაძარში, ხელთდასხმამდე ერი, ჩვეულებრივ, ადასტურებს: „ღირსია.“ (მ6I0C) შეძახილებით ხელთდასხმას. მაგრამ შეიძლება (და ასეთი წესიცაა), – თუ ვინმეს მრევლისაგან აქვს დასაბუთებული მიზეზი იმისა, რომ კანდიდატი არ იმსახურებს ამ წოდებას, იგი ამბობს (უფრო სწორედ, მოვალეა, თქვას) – %Vრ6L0C – „ანაქსიოს“, ანუ „უღირსია.“ მაშინ პროცედურა შეჩერდება, გამოიძიება უღირსობის მიზეზი, და თუკი იგი მართლაც მნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, ხელთდასხმა აღარ ჩატარდება, თუ არა, – გაგრძელდება (რედ.).
პატრიარქებიც, როცა 1848 წლის 6 მაისის საყოველთაო (მრგვლივმოსავლელ) ეპისტოლეში წერდნენ: ,,მართლმადიდებლობის დამცველი არის სხეული ეკლესიისა, ანუ „. მისი ერი“.
თუმცა, ადვილად გასაგებია ისიც, რომ საეკლესიო სინდისი, ანუ მისი, ცნობიერების, ჩამოყალიბებაში ძირითადი პასუხისმგებლობა _აკისრია სამრევლოს ეკლესიას, მას მართებს გაანათლოს ერი ისე, რომ დაიცვას და სრულყოს მართლმადიდებლური აზროვნება და საბოლოოდ გულგრილობის, ან უმეცრების ან_ ურწმუნოებისაკენ არ. წარმართოს იგი, ამისთვის სავრო პირებსაც მართებთ ჯეროვანი საეკლესიო ორგანოებისადმი – საეკლესიო კრების, ეპისკოპოსებისა თუ სამღვდელოებისადმი მორჩილება. ისინი. ხომ ერთიანად ეთანხმებიან საღმრთო წერილსა და წმიდა გარდამოცემას. შდრ. ებრ. 13,17: ,,დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღყიძებენ სულთა თქუენთათუს, ვითარცა-იგი სიტყუაი მისცენ“.
საერო პირთა შორის ასევე არსებობს გარკვეული განსხვავება და იერარქია _– სქესისა და ასაკის თვალსაზრისითაც და ასევე მთავარი სათნოების = სიმდაბლის მიხედვით. დამახასიათებელია მოციქულ პავლეს განსაზღვრება: „დედაკაცი მდუმარედ ისწავლებდინ, ყოვლითა დამორჩილებითა. მოძღურებად დედათა არ უბრძანებდ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაითა იყოს იგი მყუდროებით“ (I ტიმ. 2,11-12). და პავლე მოციქული დასძენს: „ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოვლთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ ((L პეტ. 5,5).
2. მონაზვნები და ბერები. მათი ადგილი ეკლესიის წიაღში
საერო და სასულიერო წოდებას შორის ეკლესია გამოყოფს. ასევე სამონაზვნო განწესებას. მონაზვნები არ არიან არც საერო, არც სასულიერო პირები; მათ გამოარჩევს სასულიერო ხასიათი, მაგრამ არა აქვთ სამღვდელო თავისებურება და ხელმწიფება (ძალაუფლება).
სამონასტრო ცხოვრების იდეალი უცხო არ არის ქრიასტიანული მსახურებისათვის. უფალმა მიუგო მდიდარ ჭაბუკს: ,,წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“ (მათე 19,21); და თავის მოწაფეებს უთხრა: „და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თყსნი სასუფეველისათკვს ცათალისა რომელ შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“ (მათე 19,12). მსგავსადვე, ქრისტიანობის ? ბერი“ (ბერძნ. /6ითV, რუს. CI806L) – სათნოებათა მაღალ საზომს მიღწეული მონაზონი. სულიერი მოძღვრის მნიშვნელობით, „,,ამბა“..– ეკვივალენტი (რედ.).
პირველ წლებში იწვრთებოდა ხორციელი თავშეკავებითა და უპოვარებით. ქრისტიანული სრულყოფის უმაღლესი საფეხურის მისაღწევად ეკლესიის მრავალი წევრი, საბოლოოდ, ქრისტიანული საზოგადოებების წიაღში თანდათან განვითარდა მოღვაწეობისა და ქალწულების ასკეტური იდეალი.
უკვე IIL საუკუნის დასაწყისშივე ქრისტიანებად სახელდებული პირები უზენაესი სათნოების მისაღწევად ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ, ჩამოშორებოდნენ ერს და განმარტოებულიყვნენ უდაბნოში. ამიტომაც "უწოდებდნენ მათ ,,მეუდაბნოებს“, „განდეგილებს“ (ანახორეტებს). ჩვეულებრივ, ისინი განმარტოებულად ცხოვრობდნენ (ამიტომაც ეწოდათ მონაზვნები).3 ზოგი მათგანი სახლობდა მღვიმეებში (ესენი იყვნენ „დაყუდებულნი–), სხვები – სვეტებზე და ამიტომაც. მათ „მესვეტეები“ ეწოდებოდათ. მაგრამ მონაზვნები ჩვეულებრივ მკვიდრობდნენ პატარა სახლებში, ე.წ. სენაკებში (კელიებში). ისინი, ვინც განმარტოვდნენ უდაბნოში, თავიდან უფროს, გამოცდილ მოღვაწეებთან ერთად ცხოვრობდნენ, რათა მათ სიახლოვეს მიეღოთ სულიერი გამოცდილება. უხუცეს მონაზონს სხვაგვარად კიდევ უწოდებდნენ „აბბას““, სენაკის ირგვლივ მრავლად შენდებოდა სენაკები მონასტრის წევრების, ახალგაზრდა მონაზვნების სამკვიდრებლად.
მეუდაბნოეთა (ანახორეტთა) ცხოვრების მამამთავარი იყო ანტონი დიდი, რომელიც ძირითადად მონაზვნების მამამთავრადაც ითვლება, თუმცა იგი მონაზონთაგან პირველი არ ყოფილა.
IV საუკუნიდან სამონასტრო იდეალმა პოვა უდიდესი გამოძახილი ქრისტიანთა სულებში, განუწყვეტლივ იზრდებოდა უდაბნოს მკვიდრი მონაზვნების რიცხვი. შესაბამისად, საჭირო გახდა მათი უკეთესი და უფრო სრულყოფილი ორგანიზაცია. ასე ჩამოყალიბდა ზოგადცხოვრებულთა (კინოვიური) მონასტერი. ზოგადცხოვრებულთა ადათის სულისჩამდგმელი და ფუძემდებელი იყო ანტონი დიდის მოწაფე პახუმი. მისი საქმე სრულყო ბასილი დიდმა. მან თავის ცნობილ ნაშრომებში – „სიბრტყივი ცნებები“ და „სიტყვა მოკლედ თქმული“. – ჩაუყარა საფუძველი სამონასტრო ცხოვრების ზოგად ორგანიზაციას. · ზოგადცხოვრებულთა წესი – ესაა თანაცხოვრება ერთსა და იმავე მონასტერში, საერთო ღმრთისმსახურებით, საერთო კვებით და იმ გარკვეული სამუშაოს შესრულებით, რომელსაც აკისრებს თითოეულ მონაზონს წინამძღვართა საბჭო. ·
3. ბერძნულად II6V0C – C,მონოს“) ნიშნავს „მარტოს“, და მონაზონი ,,მმონაზონ“
(M0CV#6თV) ზუსტად შეესაბამება ქართულ „განდეგილს“, „მარტოდ მყოფს“. (მთარგმნელი).
ბ „ამბა“ („ანბა“, „აბბა“). არამეული ძირის სიტყვაა და ნიშნავს „მამას“ (რედ.).
XI საუკუნიდან ჩნდება რძოცხოვრებულთა (იდიორითმული) მონასტერებიც, ანუ მონაზონთა ნახემრადავტონოშიური ცხოვრების წესი“ ერთსა და იმავე მონასტერში. იდიორითმულ მონასტერში თითოეულ მონაზონს აქვს თავისი საკუთრება, რომელსაც თავადვე ცალკე განაგებს. მხოლოდ დიდი დღესასწაულების დროს ყველა მონაზონი იზიარებს საერთო საჭმელს (ტაბლას). ცხადია, ყველა ღმრთისმსახურება მთავარ სამონასტრო ეკლესიაში, კათოლიკონში მიმდინარეობს.
IV მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების – მე-4, მე-7, მე-16, მე-17, 23-ე და 24-ს თანახმად, სამონასტრო მოქალაქეობა მთლიანად განთავსებულია საეკლესიო ორგანიზაციაში, თანაც ადგილობრივ ეპისკოპოსთა უშუალო უფლებამოსილების მორჩილებაში. გამონაკლისი დაშვებულია საპატრიარქო მონასტრებისათვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პატრიარქზე, თუნდაც ეს მონასტრები სხვადასხვა საეპისკოპოსების ფარგლებში იყვნენ განთავსებულნი. ამ მონასტრებს ეწოდებათ სტავროპიგიული (პირდაპირი თარგმნით ,,ჯვრით დაფუძნებულნი“), რადგან პატრიარქი თავისი რწმუნებულის მეშვეობით აღმართავს (აფუძნებს) ჯვარს მონასტრის დაარსების დროს.
3. წინაპირობები სამონასტრო წოდების მისაღწევად მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არ არსებობს არავითარი დაბრკოლება იმისათვის, რომ შეუდგეს სამონასტრო ცხოვრებას. ყველას შეუძლია შეიმოსოს მონაზვნური ანუ ანგელოზური საზე C,სქემა“), განურჩევლად სქესისა, თანამდებობისა, წარმომავლობისა, ან ფიზიკური ნაკლოვანებისა, დეფექტებისა. სამონასტრო ცხოვრების მისაღწევად პოზიტიური წინაპირობებისათვის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
1) მონაზონი უნდა იყოს “უქორწინებელი: უცოლო, გაუთხოვარი; ან დაქვრივებული, ან კანონიერად განქორწინებული, ან ჰქონდეს თანხმობა მეუღლისაგან.
2 უნდა აღემატებოდეს 18 წლის ასაკს, თუმცა შდრ. V-VI მსოფლიო კრების მე-40 კან. და კართაგენის 126.
3) მონაზონს გაწონასწორებული უნდა ჰქონდეს "სულიერი მდგომარეობა, რათა სრული შეგნებით ეკიდებოდეს თავის საქმეებს.
4) სამონასტრო ცხოვრებისათვის არჩევანი უნდა ხდებოდეს თავისუფლად, ანუ შიშის, ძალდატანებისა თუ მოტყუების გარეშე. ამავე მიზანს ემსახურება სამგზისი აღმსარებლობითი აღთქმა აღკვეცის (ქიროთესიის) დროს.
5) მონასტერს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ადგილი, სადაც მოთავსდება შესაბამისი კანდიდატურა.
6) მორჩილების ვადა სამი წლითაა განსაზღვრული. მაგრამ შემთხვევისდა შესაბამისად იგი შეიძლება შემცირდეს (მაგ. საღმრთისმეტყველო სემინარიის, ან უმაღლესი საღმრთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტისათვის); ან – გაიზარდოს (მაგ. არასრულწლოვანთათვის). მორჩილება ითვალისწინებს კანდიდატურის გულახდილობის დასტურს და იმ დანაპირებისადმი ერთგულების უნარს, რომლებიც აღთქმად უნდა განაცხადოს მონაზონმა. #7) სამონაზვნო კანდიდატურამ თავს უნდა იდვას აღთქმა, რომელიც იდება აღკვეცის დროს. ამით სამონაზვნე აღთქმით აღიარებს პირობას, რომ შთელი თავისი ცხოვრების, მანძილზე დაიცავს ქალწულებას, უპოვარებას, მორჩილებას. / სამონაზვნეს. შეგნებული “უნდა ჰქონდეს, რომ წინამძღვრისა და საძმოს წება უნდა ეთანხმებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას.
8) აღკვეცა – ესაა რელიგიური, ან, უფრო სწორედ, საეკლესიო რიტუალი, რომლის დროსაც ეპისკოპოსი (ან წინამძღვარი) ჯვრისსახით მოკვეცავს თავზე ცოტაოდენ თმას სამონასტრო ცხოვრებისათვის წარდგენილ პირს.
9) აღკვეცის რიტუალს აღასრულებს ეპისკოპოსი, რომელიც უფლებამოსილებით განაგებს შესაბამის მონასტერს. თუმცა განმგებელი ეპისკოპოსის ნებართვით იგი შეიძლება აღასრულოს სხვა ეპისკოპოსმა, ასევე – წინამძღვარმა, თუკი იგი არქიმანდრიტია.
10) ადგილი, სადაც წარმოებს სამონასტრო აღკვეცის რიტუალი, კანონიკურად არის მონასტერი, სადაც დამკვიდრდება მონაზონი (ეწ. სინანულის (მეტანიის) სავანე).
აღკვეცის (დადგინების, ქიროთესიის) შედეგები 1) აღკვეცით მონაზონი ხდება საძმოს რიგითი და კანონიკური წევრი. მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მონასტრის განმგებლობაში – როგორც არჩევნების კანდიდატურამ და როგორც ამომრჩეველმაც.
2) მონაზონი ითვლება, როგორც წუთისოფლისათვის მკვდარი და შეწირული ღმერთისათვის. მისთვის იწყება ახალი ცხოვრება. ამას ცხადყოფს აღკვეცით მინიჭებული ახალი სახელიც, ასევე – ახალი სამოსელიც, რასაც ეწოდება მონაზვნური (სამონაზვნო) ანუ ანგელოზური სახე (,სქემა“).
3) მონაზანი არ იღებს საერო, სამზედრო ან პოლიტიკურ საზრუნავს, არ მონაწილეობს საერო მართვა-განმგებლობაში (შდრ. IV მსოფლ. კრების მე-4 კან. და სხვ.).
4) ხუცესმონაზონი (მღვდელმონაზონი) ვერ აკურთხებს ქორწინებას, ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე.
5) მონაზონი ვერ იქნება მეჯვარე ქორწინებისას და მიმქმელი ნათლისღების დროს. ვერ გასწევს ვერც მეურვეობას, ვერც სხვებისათვის თავდებობას.
6) წინამძღვრის ნებართვის გარეშე მონაზონი არ გამოდის მონასტრიდან. გასვლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მონასტერში ყოფნა სარწმენოგბრიგი თუ ზნეობრივი მოსაზრებით მონაზენისათვის მავნე შეიძლება გამოდგეს.
7) მონაზონი არ გადაინაცვლებს თავისი მონასტრიდან სხვა მონასტერში. გადასვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას დანიშნავენ სხვა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად, ან რაიმე საგანგებო შემთხვევაში, ეპისკოპოსის (ან ეპისკოპოსთა) და ორი მონასტრის წინამძღვართა თანხმობის საფუძველზე.
V8)1 მონაზვნად კურთხევა ურყევია და ვრცელდება მონაზვნის მთელი სიცოცხლის მანძილზე. მას აქვს წარუხოცელი ხასიათი. აღნიშნული მიზეზების გამო არ მოიაზრება მონაზვნის განკვეთა. | V 9)' ამავე მიზეზით აღკვეცა არ მეორდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი თავდაპირველად აღკვეცა არაკანონიკურად შესრულდა7/ 10) მონაზონმა შეიძლება კანონიკურად მიიღოს დიდი სქემა, მცირე სქემაში მისი დადგინებიდან (ქიროთესიიდან) 30 წლის შემდეგ. კანონიერების ასპექტით (ეკლესიური წესით) დიდი, თუ მცირე სქემა არ. განსხვავდება. მატულობს მხოლოდ ღვაწლი – კანონების რაოდენობა.
11) მონაზონს არ შეუძლია ქორწინებით შეუღლება (ეკლსიური წესით).L-“
12) მონაზონი არ განაგებს საკუთრებას. მას აღკვეცამდე შეუძლია განაწესოს თავისი საკუთრება, სადაც და როგორც სურს. ხოლო იმას, რაც მას შეწირული აქვს მონასტრისათვის, უკან ვეღარ წამოიღებს, თუნდაც წავიდეს მონასტრიდან.
13) სამონასტრო ცხოვრების ღირსება. დასასრულ, სამონასტრო ცხოვრების ღირსებისათვის შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: მონაზვნობა იყო და არის მნიშვნელოვანი სულიერი ძალა ეკლესიისათვის და საზოგადოებისათვის. მანასტრები იყო ცენტრები დიდი საეკლესიო მოღვაწეების აღზრდისა და მომზადებისათვის, მწიგნობრობისა და ხელოვნების კულტურის ცენტრები, ჰუმანური დახმარების, სოციალური უზრუნველყოფის, ფილანთროპიული ცენტრები. ბევრი ამბობს, რომ ბერმონაზვნობამ მწვერვალს მიაღწია სახელმწიფოთა პოლიტიკური დაკნინების ხანებში, და შესაბამისად, იგი დეგრადაციის ფენომენს წარმოადგენს. სინამდვილეში, პირიქით, ჩვენ შეიძლება დავადასტუროთ, რომ მონაზვნობა იყო თავისი ეპოქის სულიერი კულტურის დაკნინების მიმართ გამოხატული პროტესტი. საკმარისია აღნიშნოს, რომ იგი ახლაც თავისი მოწოდების სიმაღლეზეა, თავისი შესაბამისი პოზიციით, ძალითა და ბრწყინვალებით. მართლმადიდებლურმა მონაზვნობამ უდიდესი წვლილი შეიტანა მწვალებელთა და ეკლესიის მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდია მისი წვლილი ქრისტიანული ქადაგების, ევანგელიზაცია-მისიის საქმეშიც. და, საერთოდ, ეკლესიისა და ერისთვის, როგორც ერის კულტურული აღმავლობის პერიოდში, ასევე მისი დაკნინების მძიმე ზანაშიც.
4. სასულიერო პირები – მღვდლობის საიდუმლო
სასულიერო პირთა წოდებას სამონასტროზე უფრო მაღალი ადგილი უჭირავს. სასულიერო პირები აგრძელებენ უფლის მოციქულთა საქმეს, ისინი კანონიკური საიდუმლო ზელთდასხმის, ქიროტონიის მეშვეობით ეწევიან უფლის სამგვარ ღირსებას – მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეუფისა, და არიან ჩვენი ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეუფის – იესო ქრისტეს წარმომადგენლები. ამ სამგვარი ღირსების გამოხატულება. ხორციელდება მათი. სასულიერო. პირების. სამი სახის საქმიანობით: სმსახურო, დიდაქტიკური და. გამგებლობით. ამ_ ფანაყნედს ეცებდებრეს კანოწავბლერი დ ხანილის საროს სები უფლებამოსილება, "რასაც თავს იდებენ სასულიერო პირები, არ არის ნივთიერი, მატერიალური, ამსოფლიური, არამედ სულიერი. ასეთია სიყვარულის მსახურება, უფლებამოსილება „აღმშენებლობისათვის“ და არა უფლებამოსილება „განკვეთისა და განადგურებისათვის“. წარმართთა მოციქული პავლე გვაუწყებს: „და ამისთუს ამას შორით მივსწერ, რაითა მი-რაი-ვიდე, არა თუალუხუავად ვივუმიო ველმწიფებისა მისებრ, რომელ · მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ (II. კორ. 15.10) ამ განსაზღვრებას შეეფარდება ორი შინაარსიც – „უფლებამოსილება“ ანუ „ჭელმწიფება“ და „მსახურება, რომლებიც თავიდან, საერო პოზიციიდან გამომდინარე, “ურთიერთსაპირისპირო შთაბეჭდილებას ტოვებენ. აღნიშნულ უფლებამოსილებას, ხელმწიფებას სასულიერო პირები იძენენ ხელთდასხმით – ქიროტონიით. ქიროტონია არის საიდუმლო რიტუალი, რომლის დროსაც აღევლინება განსაკუთრებული ლოცვა და სამღვდელო კანდიდატს თავზე ეპისკოპოსის ხელთადასხმით გადმოევლინება საღმრთო მადლი და განაწესებს მას მღვდლობის სამ ხარისხთაგან ერთ-ერთზე. მღვდლობის სამი ხარისხია; 1) დიაკვნის, 2) მღვდლის და 3) ეპისკოპოსისა. სამივე ამ ხარისხისათვის ხელთდასხმა წარმოებს საკურთხეველში ამბიონის წინაშე საღმრთო. ევქარისტიის დროს, რაკი. ევქარისტიასთან ურყევადაა დაკავშირებული მღვდლობის საიდუმლო. სახელდობრ: ა) დიაკვნის ქირიტონია მიმდინარეობს საუფლო ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე, ასამაღლებლის – „და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა“-ს შემდეგ, ბ) მღვდლისა – დიდი გამოსვლის შემდეგ, და ბოლოს. გ) ეპისკოპოსისა – სამოციქულოს საკითხავის წინ. ეპისკოპოსი, როგორც თავი ადგილობრივი ეკლესიისა, არის ასევე ევქარისტიული თუ ლიტურგიული შეკრებათა წინამძღვარი. ძველად საეკლესიო სამრევლო იყო ეპისკოპოცენტრული, რადგან მისი წინამძღვარი იყო ეპისკოპოსი სამღვდელოებასა და დიაკვნებთან ერთად. მღვდელს შეეძლო, აღესრულებინა საღმრთო ევქარისტია მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით, და ვინაიდან თავად ეპისკოპოსს ყოველთვის არ შეეძლო მასზე დასწრება, II საუკუნის მეორე ნახევრიდან ეპისკოპოცენტრული სამრევლო დაიყო მრავალ სამრევლოდ, სადაც საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო აღსრულდება მღვდლების მიერ ეპისკოპოსის ნებით.
საეპისკოპოსო ზარისხი, ანუ წოდება დამკვიდრდა ეკლესიაში „ღმრთიური სამართლით“ და იგი წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების ხილულ ცენტრს. ეპისკოპოსი წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეთა- მიხედვით არის „ხატი და სახე მამა ღმერთისა“ (იხ. ტრალისელებისადმი, 3,1 და მაგნეხიელებისადმი 6,1) და წარმომადგენელი იესო ქრისტესი, ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავრისა, წინასწარმეტყველისა და მეუფისა. უეპისკოპოსოდ ვერ იარსებებს ვერც საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო, ვერც ეკლესიის სხვა საიდუმლონი. ამიტომაც სამღვდელოებას მართებს, რასაც აკეთებენ, აკეთონ ეპისკოპოსის ნებართვით და ძირითადად შეთანხმებულნი იყვნენ მასთან ,,ქნარის სიმების მსგავსად“ (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლე ეფესელებისადმი 4,1). ეპისკოპოსი ამასთანავე არის სახე და თავმდები ეკლესიის ერთიანობისა. ეკლესიის მამების მიხედვით, ვინც არ მისდევს ღირსეულ ეპისკოპოსს, ვერც ჩაითვლება წევრად ეკლესიისა. წმ. ეგნატე ამბობს: „სადაც კი გამოჩნდება ეკლესია, იქაა სავსების სიმრავლე; სადაც არის ქრისტე იესო, იქაა კათოლიკე ეკლესია“ (სმირნელებისადმი 8,2).
ადგილს, რომელზედაც ვრცელდება ეპისკოპოსის უფლებამოსილება (ძალაუფლება, „პელმწიფება“), ეწოდება საეპისკოპოსო. ეპისკოპოსი საეპისკოპოსოში დადგინდება არჩევნების, ან ქიროტონიის ან ერთი საეპისკოპოსოდან მეორეზე გადაყვანის წესით. ეპისკოპოსის არჩევნები წარმოებს კანონიკურად ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით, ან ერის იმ წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც. მიეკუთვნებიან აღნიშნულ ეპარქიას; ისინი თავს მოიყრიან კანონიკურ და სრულყოფილ სინოდზე, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსიც (იხ. LI მსოფლიო კრების მე-4, VII მსოფიო კრების მე-3, ანტიოქიის მე-19 და 23-ე და ლაოდიკიის მე-12. კანონები), გარდა მღვდლობის ზემოთ აღნიშნული სამი ხარისხისა, რაც წარმოადგენს უმაღლეს სამღვდელოებას, არის კიდევ ეკლესიის დაბალი მსახურები (კლირიკოსები) ესენია: იპოდიაკონი (=კერძოდიაკონი), წიგნის მკითხველი, მგალობელი, მნათე და სხვ. ეკლესიის დაბალ მსახურებად დადგინება... , წარმოებს საკურთხევლის გარეთ, ქიროთესიით (დადგინებით) და არა ქიროტონიით (ხელთდასხმით). ქიროთესია არაა საიდუმლო, როგორიც II317 არის ქიროტონია, არამედ არის განწმენდის რიტუალი. ადრე არსებობდა დიაკონისების (=დედა(თ)დიაკონი) წოდებაც. დიაკონისა, ასაკოვანი ქალი, უნდა დახმარებოდა მღვდელს დროს, მოემზადებინა ახალგაზრდა ქალები “ ქორწინებისათვის და მიეტანა პატიმრებისთვის წმიდა ზიარება.
5. წინაპირობები და მონაცემები მღვდლობის კანონიკური
და უფლებამოსილი ხარისხის მოსაპოვებლად როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მღვდელმსახურთა უფლებამოსილება და დანიშნულება უმნიშვნელოვანესია ეკლესიის არსებობისა და მისი საქმის აღსრულებისათვის. ამის გამო უფალმა, მოციქულებმა და, ზოგადად, ეკლესიამ განსაზღვრეს გარკვეული წინაპირობები მღვდლებად იმ პიროვნებების კანონიკური და ღირსეული აღზევებისათვის, რომელთაც შეუძლიათ უმწიკვლოდ აღასრულონ თავიანთი მაღალი მისია.
I. წინაპირობები და მონაცემები ზელთდასხმისათვის კანდიდატის მიმართ. ესენია:
1). კანდიდატს მართლმადიდებლური და კანონიკური წესით მიღებული უნდა ჰქონდეს ნათლისღება და მირონცხება.
2) უნდა იყოს მამაკაცი.
3) უნდა მიღწეულ იყოს ასაკს, რომელიც კანონიკით განსაზღვრულია: დიაკონისათვის – 25 წელი, მღვდლისათვის – 30 (V-VI მსოფლიო კრების მე-14 კანონი).
4) იგი მტკიცედ უნდა იცავდეს მართლმადიდებლურ. სარწმუნოებას. ამიტომაც გამორიცხულია აზალბედათა ქიროტონია; ანუ, იმათი, ვინც ცოტა ხნის წინათ მოინათლა (L მსოფლიო კრების მე-2 კანონი), გარდა გამონაკლისებისა (როგორიც იყო ამბროსი მედიოლანელი, ნექტარიოს კონსტანტინოპოლელი და სხვ).
5) გასული უნდა იყოს გარკვეული დრო მღვდლობის ერთი ხარისხიდან უშუალოდ უფრო მაღალზე აღზევებამდე (სარდიკიის მე-10 კანონი). მაგრამ ოფიციალურად ეს დრო არაა განსაზღვრული. თუკი ეპისკოპოსად ხელთდასხმა აღესრულება კანონიკის მოთხოვნისაებრ გათვალისწინებული მღვდლობის ხარისხის გამოუვლელად, მაშინ ასეთი ზელთდასხმა იქნება ხელთდასხმა „ერთბაშად“ (60იტთV).
6) ხელთდასხმისათვის წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს კარგი მცოდნე საღმრთო წერილისა და ეკლესიის კანონებისა (განსაკუთრებით საეპისკოპოსო კანდიდატი) (შდრ. VII მსოფლიო კრების მე-2 კანონი). დღეს ეპისკოპოსად ქიროტონიისათვის წინაპირობად მიჩნეულია ათენის, თესალონიკის ან სხვა მართლმადიდებლური სასწავლებლის საღვთის-მეტყველო · ფაკულტეტის დიპლომი. მღვდლად ან დიაკვნად ქირიტონიისათვის დამაკმაყოფილებელია უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის ანდა უმაღლესი, საშუალო ან დაწყებითი საეკლესიო სასწავლებლის დიპლომი.
7) სასულიერო წოდებისათვის კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი, რომლებიც ხელს შეუშლის სამღვდელო მოვალეობათა შესრულებას: მაგალითად, გამორიცხულია ზელთდასხმა ყრუებისა ან ბრმებისა (მოციქულთა 78-ე კანონი). ასევე გამორიცხულია კურთხევა საკუთარი ნებით დასაჭურისებულებისა, როგორც „მკვლელთა თავისა თვსისათა“ (მოციქულთა. 23-ე კანონი).
8) იგი უნდა იყოს ჯანსაღი სულიერად და გონებრივად – ეშმაკეულები და ბნედიანები, ეპილეფსიით დაავადებულები მღვდლად არ დაიშვება (შდრ. მოციქულთა 79-ე კანონი).
9) სამღვდლო კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი და არა მონა. ეს საჭიროა, რათა დაუბრკოლებლად აღასრულოს სამღვდელო მოვალეობები. წარმომავლობას, თანამდებობას, სოციალურ წყობას, თუ რასობრივ ნიშანს არა აქვს მნიშვნელობა.
10) კანდიდატს ზელთდასხმაზე უნდა ჰქონდეს „გარეშეთ შორის“ კარგი რეპუტაცია და კეთილი სახელი, რათა შეეძლოს, დამოძღვროს ერი და იყოს მისთვის სანიმუშო (შდრ: „წამება კეთილი... გარეშეთაგან“ L ტიმ. 3,2-7 და ლაოდიკიის მე-12 კანონი).
IL. „გარეშეთ შორის“ კეთილი სახელი „გარეშეთ შორის“ კეთილი სახელი ორ სახეობად შეიძლება წარმოვადგინოთ: ა) როგორც პიროვნებისა: 1) რომელმაც არ უარყო ქრისტიანული სარწმუნოება (L მსოფლიო კრების მე-10 და ბასილი დიდის 73-ე კან.). 2) რომელიც არ მისდევს სამარცხვინო პროფესიას, 3) არ არის სხვისი საკუთრების მიმთვისებელი. 4) არ არის სპეკულანტი, თაღლითი და მევახშე. 5) არ არის ფიცის გამტეხი, ანუ ცრუ ფიცის მიმცემი. 6) რომელსაც არ ჩაუდენია მკვლელობა არც განზრახ, არც უნებლიეთ (მოციქულთა 65-ე, ბასილი დიდის 55-ე, გრიგოლ ნოსელის მე-5 კან.) და სხვ. 7) არ ჩაუდენია ზორციელი ცოდვა ნათლისღების შემდეგ (ნეოკესარიის მე-9, მე-10. და მოციქულთა 61-ე კან.), არც საცოლესთან, ქორწინებამდე (ბასილი დიდის 69-ე კან.). 8) არ უცდია ეყიდა მღვდლობა (სიმონია). 9) არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც ისჯება სახელმწიფოს მიერ თავისუფლების აღკვეთით და წმიდა კანონებით მღვდლობისათვის დამაბრკოლებლად მიიჩნევა.
შენიშვნა: შეცოდებანი, რომლებიც გამორიცხავენ ქიროტონიას, არ განისაზღვრებიან პედანტურად და ამომწურავად, როგორც უცილობლად შემზღუდველი ფაქტორი, არამედ მხოლოდ საჩვენებელი ნიმუში.
ბ) „გარეშეთაგან კეთილი წამება“ (L ტიმ. 3,7). პიროვნებისა, რომელიცაა ოჯახის თავი:
1) ქიროტონიაზე კანდიდატი არ შეუღლებულა უხამსი და უკანონო ქორწინებით, მაგ. მის ქორწინებას არ ჰქონია რაიმე, დამაბრკოლებელი, წათესაური კავშირების გამო (მოციქულთა მე-19, V-VI მსოფლიო კრების 26-ე- კან.).
2) იგი შეუღლებულია მხოლოდ ერთი ქორწინებით – ორჯერ დაქორწინება: გამორიცხულია მღვდლობისათვის (მოციქულთა მე-17 კან.). მღვდლობის მაძიებელს ნიშნობაც ქორწინებად ეთვლება. ეპისკოპოსები განსაკუთრებით თავისუფალნი უნდა იყვნენ ქორწინების ყოველგვარი უღლისგან, (V-VI მსოფლიო კრების მე-12 და 45-ე კან.).?
3) მღვდელობის კანდიდატის მეუღლეც პირველად უნდა იყოს დაქორწინებული. გამორიცხულია იგი იყოს ქვრივი, ან განქორწინებული, ან კურტიზანი, ან მრუში (მოციქულთა მე-18, ნეოკესარიის მე-8 კანონები).
4) მღვდლის მეუღლე არ უნდა იყოს მონა, ან მსახიობი, რადგან ამგვარი ქალები სახელგატეხილები არიან (მოციქულთა მე-18 კან.), 5) მღვდლის ცოლი, შვილები და ყველა შინაური სხვა აღმსარებლობისანი. არ უნდა იყვნენ (კართაგენის 36-ე კან.).
შენიშვნა: თუკი ქიროტონიის შემდეგ მღვდლობაზე ხელთდასხმულს დაუდასტურდება ესა თუ ის ზემოთჩამოთვლილი დაბრკოლებათგანი, მღვდელი არ განიკვეთება, არამედ მას მხოლოდ დააყენებენ. რასაკვირველია, შეიძლება ეპისკოპოსმა ან ავტორიტეტული უფლებებით აღჭურვილმა წმიდა სინოდმა გარკვეულ შემთხვევებში მიმართოს საეკლესიო შეწყალებას (იკონომიას) (შდრ. V-VI მსოფლიო კრების მე-3 კანონი).
III. სხვა ზოგადი წინაპირობები ხელთდასხმის ძალმოსილებისათვის 1) მღვდლობის ერთსა და იმავე ზარისხზე არ შეიძლება მოხდეს ხელმეორედ ხელთდასხმა (მოციქულთა 68-ე კან.).
2) ხელთდასხმა უნდა ხდებოდეს საჯაროდ, ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის დროს. უპირატესობა ენიჭება კვირა დღეს ან დიდ დღესასწაულს ან ეკლესიის დღესასწაულს. ერის წარმომადგენელთა დიდი სიმრავლის გამო დიდია მისი თანამონაწილეობაც თანხმობის შეძახილებით: ,,აქსიოს-აქსიოს“.
5 ეს წინაპირობა არ არსებობდა თავიდან, არამედ გაჩნდა მოგვიანებით; იმისთვის, რომ ეპისკოპოსს მინიჭებოდა შესაძლებლობა, უფრო თავისუფლად აღესრულებინა მოვალეობები და არ გავრცელებულიყო ეპისკოპოსებში გარიგებათა შემთხვევები (ნეპოტიზმი და ა.შ.). მაგრამ ეკლესია, თუკი იგი მოისურვებდა, შეეძლო ძალმოსილად ეღიარებინა დაქორწინებულ ეპისკოპოსთა ადათიც ( იხ. IIV. M7X0%|IV, 16 შეო/თII0V #CთV 6#I6M6XCV '#00MVთL 1981).
3) ხელთდასხმა არ უნდა ხდებოდეს „დაუდევრად,“ ანუ არა სამრევლო ეკლესიისა ან მონასტრის მიუთითებლად. ამგვარი ხელთდასხმა ითვლება ანტიკანონიკურად (IV მსოფლიო კრების მე-6 კან.).
4) ხელთდასხმა არ უნდა ზდებოდეს ,,ზეაღმატებით გადაჭარბებული წესით, ერთბაშად“, ანუ არავის არ უნდა მიენიჭოს მღვდლობის სამივე ზარისხი ერთსა და იმავე დღეს.
5) ხელთდამსხმელთ და ხელთდასხმულს შორის არ უნდა მოხდეს შუამავლობა ფულადი თანხების გაცემა-მიღებით (სიმონია), არც საერო განმგებელთა და საერო კომპეტენციის შუამავლობით (მოციქულთა 29-ე და 30-ე და სხვა.).
6) უნდა იყოს დაშვებული სამღვდელო კანდიდატის თავისუფალი თანხმობა, ხოლო მას შემდეგ, რაც ესა თუ ის პირი გახდება დიაკონი, მას მართებს აღზევდეს მღვდლობის უმაღლეს ზარისხებზე და არ უარყოს იგი (კართაგენის 31-ე კანონი), რამდენადაც ეს პროცედურა წარმოებს კანონიკურად.
7) ეპისკოპოსად ხელთდასხმა კანონიკურად უნდა ხდებოდეს მართმადიდებელი ეკლესიის სამი ეპისკოპოსის მიერ, რომლებსაც არ აბრკოლებს რაიმე სასჯელი. დიაკონის და მღვდლის ხელთდასხმა შეუძლია ერთ ეპისკოპოსს. ხელთდასხმა აღესრულება აგრეთვე თანაშემწე ეპისკოპოსებისა და ქორეპისკოპოსების მიერ ოღონდ ყოველთვის მათი მღვდელმთავრის ნებართვით (მოციქულთა 1-ლი და მე-2, IV. მსოფლიო კრების მე-4 კან. და სხვ.).
6. სამღვდელო ხარისხში ხელთდასხმის შემდგომი. შედეგები
1, ზოგადი შედეგები (მღვდლობის მიმართ)
1) ხელთდასხმულის ,,დადგინება“ მღვდლობის სამთაგან ერთ-ერთ ხარისხზე.
2) მისი დამკვიდრება ადგილზე (სამრევლო, მონასტერი, საეპისკოპოსო და ა.შ.), რისთვისაც იყო არჩეული და ხელთდასხმული.
3) ხელთდასხმა ერთსა და იმავე ხარისხში აღსრულებული კანონიკურად და კანონიკური ეპისკოპოსის მიერ, არ მეორდება. ხოლო თუ განმეორდა – ხელმეორედ ხელთდამსხმელიცა და ხელთდასხმულიც განიკვეთება (მოციქულთა 68-ე კანონი). გამონაკლისი დაიშვება, როცა პირველი ხელთდასხმა წარმოებს მწვალებლის ან სქიზმის (განყოფის) მიმდევრის თაოსნობით. ხელთდასხმად ეს არც მიიჩნევა.
კანონიკურად ხელთდასხმული საკუთარი სურვილის გარეშე არ იცვლის ადგილს, რომელზედაცაა არჩეული. გამონაკლისი დასაშვებია, როცა უმაღლესი მიზნით ესა თუ ის პირი მოხმობილია ხელშემწყობად მორწმუნეთა სულიერი ზრდისა და ეკლესიის წინსვლისათვის.
5) არ ზდება ჩამოქვეითება მაღალი წოდებიდან უფრო დაბალზე (IV მსოფლ. კრების 29-ე კანონი).
(დ) არ შეიძლება მღვდლობიდან გადადგომა. მღვდელობის საიდუმლოება აღიარებულია, როგორც მუდმივი. II ხელთდასხმულის ვალდებულებები 21) განუწყვეტელი ლოცვა და ზრუნვა მორწმუნეთა სულთათვის, „ვითარცა-იგი სიტყუალ მისცენ“ (ებრ. 13,17)
2 ხელთდასხმულმა უბიწოდ უნდა შეინახოს თავი წუთისოფლისა და მისი ცოდვებისაგან (მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის 70-ე კან.).
3) ხელთდასხმის შემდეგ ქორწინება იკრძალება.
4) თუკი ამა თუ იმ მღვდლისა ან დიაკვნის ცოლმა შესცოდა მრუშებით, სასულიერო პირს მართებს განქორწინება, მაგრამ თუ მაინც სურს მასთან თანაცხოვრება, მართებს ითხოვოს გადადგომა (ნეოკესარიის მე-8 კანონი).
5) ხელთდასხმული მოვალეა, აღზარდოს შვილები ,,სწავლითა და მოძღურებითა უფლისაითა" (ეფეს. 6,4) და არ დაუშვას მათი ქორწინება სხვა სჯულისა, თუ აღმსარებლობის წარმომადგენლებთან (კართაგენის. 21-ე, 29-ე. კანონები).
6) ზხელთდასხმული არ უნდა სახლობდეს ერთ სახლში ქალებთან, – რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ხელთდასხმულის დედა და დეიდა, ან რომელიმე მორწმუნე, ფრიად ასაკოვანი ქალი (L მსოფლ. კრების მე-3 და V-VI მსოფლიო კრების მე-5 კანონები).
7) ხელთდასხმული უნდა ატარებდეს სამღვდელოთათვის განწესებულ შესამოსელს, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი საეკლესიო განმგებლობის მიერ (V-VI მსოფლიო კრების 27-ე კანონი) და უნდა გამოირჩეოდეს მოწესრიგებული გარეგნობით.
8) ხელთდასხმული არ უნდა მისდევდეს საძრახის და უჯერო საქმიანობას. მაგ. არ ფლობდეს სამიკიტნოს, არ იღებდეს მონაწილეობას საკუთრების გადანაწილების, გადასახადთა აკრეფის, ანდა კომერციული გარიგებების საქმეში.
დ» მღვდლად ხელთდასხმული არ უნდა ერეოდეს საერო და საზელმწიფოებრივ, პოლიტიკურ პარტიებსა თუ ადმინისტრაციულ გარიგებებში (მოციქულთა მე-6, 81-ე, 83-ე, IV. მსოფლიო კრების მე-3 და მე-7 და სხვა კან.), იკონომიით ამა თუ იმ ქრისტიანული ხელისუფლების დამონების ჟამს, ეკლესიას შეუძლია ითავოს წარმომადგენლობა დამპყრობლის წინაშე. ესაა ეთნარქიის (ერის მთავრის) ადათი.
10) ხელთდასხმულმა არ უნდა მიმართოს საერო სასამართლოებს. შდრ. LI კორ. 6,1. ხოლო თუ აუცილებელია მაინც წარადგინოს სასამართლოზე საჩივარი, აუცილებლად ნებართვა უნდა მიიღოს თავისი საეკლესიო გამგებლობის წინამძღვრისაგან.
11) ხელთდასხმულმა არ უნდა ხელყოს მორწმუნეები თუ ურწმუნოები, ვითომდა აღმრზდელობითი მიზნით, და, მით უფრო – განრისხებულმა (მოციქულთა 27-ე კანონი).
12) მღვდლად ხელთდასხმული უნდა მოერიდოს ყოველივეს, რაც არ შეეფერება მის ქრისტიანულ, და, მით უფრო, – სამღვდელო ხარისხს, ანუ: პროცენტული სესხის აღებას (L მსოფლ. კრების 17-ე კანონი და სხვ.), ვერცხლისმოყვარეობას; არ უნდა იპაროს (მოციქულთა 25-ე კანონი), არ განიკითხოს განმგებლები (მოციქულთა 74-ე კანონი), ხელთდასხმულს არ მართებს მკრეხელობა, ბილწსიტყვაობა და მლიქვნელობა, ცრუ ფიცი (მოციქულთა 25-ე კანონი), თავმდებად დადგომა (მოციქულთა 20-ე კანონი); ხელთდასხმული არ უნდა ბანაობდეს ქალებთან ერთად (V-VI მსოფლიო კრების 77-ე კანონი), არ იაროს ღამე გარეთ საპატიო მიზეზის გარეშე; არ ესწრებოდეს სანახაობებს იპოდრომებზე, მხედართა ჯირითებს, ხარების ბრძოლას, იმ იმიტაციურ-მიმბაძველობით სანახაობებს (მსახიობობას). და საჯარო როკვებს, რომლებიც შეურაცხყოფენ საზოგადოებრივ ეთიკას და მავნებელია მორწმუნეთა სულთათვის (შდრ. V-VI მსოფლიო კრების 24-ე, 41-ე, 52-ე კან.). ხელთდასხმულმა ტშირად_არ. უნდა იაროს ყავახანებში, სამიკიტნოებში, ტავერნებში და ა.შ. რადგან მღვდელმსახური შეუვალი უნდა იყოს ყოველივე ამგვარის მიმართ. აა == I0. მღვდელობაზე ხელთდასხმულის უფლებები 1) შეინახოს თავი ტაძრის და მორწმუნეებისაგან მომდინარე შემოწირულობის ხარჯზე (შდრ. L კორ. 9,13-14 და I ტიმ. 5,17-18), რადგანაც არ არსებობს მათი ეკონომიკური პრობლემის სხვაგვარად მოგვარების წესი. დღეს, მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიის სამღვდელოება თავს ირჩენს ხელფასით, რომელიც მისთვის გამოყოფილი აქვს სახელმწიფოს ეკლესიასთან შეთანხმების შესაბამისად.
2) ხელთდასხმული თავისუფლდება გარკვეული მოვალეობისაგან, როგორიცაა სამხედრო სამსახური, ან სასამართლოებში – ფიცი. დაფიცების ნაცვლად იგი „თავისი სამღვდელო თავისებურებიდან გამომდინარე“ სანდოობის საფუძველზე აღუთქვამს სასამართლოს, რომ იტყვის სიმართლეს.
3) ზელთდასხმულს ენიჭება საპატიო ადგილი სხვადასხვა დღესასწაულებსა და თავყრილობებზე და, საერთოდ, მას ერგება პატივი საერო პირთაგან.
4) ხელთდასხმული ხელუყოფელია, ანუ, აკრძალულია სამღვდელო პირის შეურაცხყოფა, მისდამი უპატივცემულობა. საერთოდ, სასულიერო პირები განწმედილებად არიან შერაცხულნი.
IV. უფლებები, რომლებიც ხელთდასხმულის მოვალეობებადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული ასეთია განსაკუთრებული უფლებები-მოვალეობანი, რომლებიც ეკუთვნის მღვდლობის სამთაგან თითოეულ ხარისხს. ამრიგად:
ა) ეპისკოპოსი კისრულობს ყველა მოვალეობასა და უფლებას, რომელიც კი ენიჭება სამღვდელოებას, სამღვდელო ხარისხის სამგვარი უფლებამოსილების თანახმად. ეს ყოველივე კეთდება ძირითადად მისი საეპისკოპოსოს ფარგლებში, როგორიცაა ეს დადგენილი საღმრთო წერილის, ღმრთიური კანონებისა და საეპისკოპოსოს ქვემდებარე წმიდა სიწოდის მიერ. ვერც ერთი სხვა, თავად პატრიარქიც კი ვერ ჩაერევა აღნიშნულ საეპისკოპოსო მიდამოებში, თუ არ დაეკითხა ადგილობრივი ეკლესიის წმიდა სინოდს, რომლის წინაშე ეპისკოპოსი აგებს პასუხს. ამ “უფლებებით ეპისკოპოსი სარგებლობს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ამავე უფლების ძალით, ჩამოშორება, ადგილის გამოცვლა თუ გადადგომა შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით ან შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი საეკლესიო ორგანოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად.
ბ) მღვდელი იხვეჭს ყველა უფლება-მოვალეობას, რაც მას აკისრია თავისი წოდების შესაბამისად, მისთვის განსაზღვრული სამრევლოს ფარგლებში. სამრევლოს მღვდელი ანგარიშვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, თავისი ეპისკოპოსისა და, აგრეთვე ადგილობრივი წმიდა სინოდის წინაშე. მღვდლის მოვალეობები ძირითადად იგივეა, რაც ეპისკოპოსისა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ შემდეგი:
1) მღვდელი არ მიმართავს ხელთდასხმას, და, კანონიკურად არც დადგინებას (გარდა იღუმენისა, რომლებსაც შეუძლიათ მონაზვნის აღკვეცა.). 2) მღვდელი თავს არ იდებს კურთხევას წმიდა ტაძრებისა, ენკენიას (განახლებას), და არ აკურთხებს ოდიკს. 3) მღვდელს უფლება არა აქვს აღკვეცოს მონაზვნები, მღვდელი მორწმუნეთა აღსარებასაც არ ისმენს თავისი მღვდელმთავრის საგანგებო. ნებართვის გარეშე.
გ) დიაკონი არის თანაშემწე ეპისკოპოსისა და, შესაბამიად, იმ მღვდლისა და ეკლესიისა, რომლებსაც ემსახურება (L მსოფლ. კრების მე-18 კანონი).
7. ტიტულები და სეკლესიო წოდებები
(,ოფიკია“ – „ბდდMCV” – ”ი/იIი”) ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დიაკონი, მღვდელი და ეპისკოპოსი ესაა. მღვდლობის ხარისხები. მაგრამ მღვდლობის ხარისხების გარდა არსებობს , გარკვეული საეკლესიო წოდებები ანუ ოფიციები (ან ოფიკიები,) რომლებიც ეკლესიამ შეიმუშავა საეკლესიო ორგანიზმის დაუბრკოლებელი, უკეთესი და უფრო ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის. ეს საეკლესიო წოდებები, ანუ სამსახურები, თუ ოფიცია მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მღვდლობის სამი ხარისხისაგან. მაგ. არქიმანდრიტს აქვს მღვდლის (ანუ ხუცესის) ხარისხი, ეს არ არის საგანგებო სამღვდელო ზარისხი. იგივე ითქმის მიტროპოლიტსა და პატრიარქზე, რაც არის ტიტულები და არა მღვდლობის ხარისხები, ეპისკოპოსზე მაღალი. ამა თუ იმ ოფიციუმის მინიჭებით ესა თუ ის სასულიერო პირი იხვეჭს საყდრის პირველობას (,„პროტოკათედრიას“) იმავე ხარისხის სხვა დანარჩენ სასულიერო პირებს შორის. ანუ, იგი პირველია თანაბართა შორის. საეკლესიო წოდებები შეიძლება განვასხვავოთ, როგორც უმაღლესი და უმდაბლესი. უმდაბლესი წოდებები ენიჭება მღვდელს, დიაკონს და ეკლესიის მსახურებს. მაღალი წოდებები კი – ეპისკოპოსებს. 1. უმდაბლესი წოდებები (ანუ მსახურება-მორჩილებანი ანუ კლირიკატუმები) ეს წოდებები მომდინარეობს ბიზანტიური ხანიდან და იყოფა მარჯვენა და მარცხენა დასის ხუთეულებად (პენტადებად), მაგალითად: პირველი ხუთეული მარჯვენა დასი მარცხენა დასი დიდი იკონომოსი პროტოპაპასი დიდი საკელარიოსი დევტერეონი (ქვემდებარე, მეორე) დიდი სკევოფილაქსი (საგანპურთა მცველი) ეკლესიათა მთავარი (არქონტი) ზარტოფილაქტი ((საქმიანი) ქაღალდ. მცველი) ეგზარხოსი საკელიონი კატეხეტი (კათაკმეველ. მოძღვარი) მეორე ხუთეული მარჯვენა დასი! მარცხენა დასი პროტონოტარიოსი (პირველი ნოტარიუსი) პერიოდევტი კანსტრინსიოსი ორი ეკდიკოსი რეფერენდარიოსი ვუტისტისი ლოღოთეტი ორი დომესტიკოსი იპომნემატოგრაფოსი (მოგონებათა აღმნუსხველი) ორი ლაოსინტაქტი მესამე ხუთეული მარჯვენა დასი მარცხენა დასი პროტეკდიკოსი ორი პრიმიკირიოსი იერომნიმონი პროტოფსალტი (უფროსი მგალობელი) იპო/ეპი/გონატოსი პროქსიმოსი იპომიმნისკოსი (შემხსენებელი) დესპოტატოსი დიდასკალოსი (მასწავლებელი) თეოროსები და ა.შ დიაკონის ხარისხს საგანგებოდ ენიჭებოდა მთავარდიაკონის (არქიდიაკონის) წოდება ანუ ტიტული. არქიდიაკონი არის ეპისკოპოსის პირადი დიაკონი. ეპისკოპოსთან მისი მჭიდრო კავშირის გამო იგი ბევრ შემთხვევაში იხვეჭდა დიდ ძალაუფლებას სხვა დიაკვნებსა და თავად მღვდლებს შორისაც კი.
მღვდლის ხარისხს ენიჭებოდა ძირითადად შემდეგი წოდებები (ტიტულები):
ა) იკონომოსი ესაა უძველესი წოდება. იკონომოსს ეკისრება სამიტროპოლიო საკუთრების, ან სამონასტრო საკუთრების განმგებლობა, მიტროპოლიტის ან იღუმენის წინააღმდეგ აღძრული ცილისწამების თავიდან ასაცილებლად. იკონომოსის დანიშნულება მნიშვნელოვანია და ამიტომ ეპისკოპოსისათვის დაუშვებელია უგულისყურობა თავის საეპისკოპოსოში იკონომოსის დანიშვნის მიმართ (VII მსოფიო კრების მე-11 კანონი).
ბ) საკელარიოსი. ეკისრება სამონასტრო ადმინისტრაციაზე ზედამხედველობა, ასევე ზედამხედველობა სამონასტრო კუთვნილ ნაგებობებსა და წმიდა ნაწილებზე. საკელარიოსი თვალყურს ადევნებს ასევე მონაზონთა ცხოვრებას და მოღვაწეობას და განუწესებს დამნაშავეებს სასჯელს ეპისკოპოსის თანხმობით.
გ) სკევოფილაქსი ეწოდება წმიდა ნაწილთა გამგებელსაც და. მათ მცველსაც, რადგან იგი იცავს და განაგებს საკულტო ნივთებს, წიგნებს, შესამოსელს და სხვა საეკლესიო ნივთებს. იგი მეთვალყურეობს ასევე წესრიგს ეკლესიაში დიდ დღესასწაულებზე.
დ) ხარტოფილაქსი. ქარტოფილაქსის სამსახური მრავალფეროვანია. ძირითადად იგი არის ეპისკოპოსის პირადი მდივანი, რომელიც წერილობით ადგენს, ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სხვადასხვა დოკუმენტებსა დ საეკლესიო წოდებების შესახებ იხ. I IIიდ+M. ტ. V გვ. 534 – 538 შდრ, აგრეთვე /. 7ი)§ხსიიგი, II6 5ჯი0ძლი სიძ ძ16 6015%00მ1მიი(6LIი ძ% იიიითნი1მ00I5CჩC L-Cხ0, VI6ი 1867 გვ. 98 ... მოი0ს7ბი, 260ჩ6-0ნ05 §ს+1C§ იწჩთმ ძC 691196 ხ/7მიყიტ, Mგო§ 1970.
და ასლებს. ხარტოფილაქსის შუამდგომლობით ეწყობა ეპისკოპოსთან სამღვდელო კანდიდატთა შეხვედრები. მასვე ეკისრება ქორწინების, განქორწინების და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
ე) საკელიონი, ან საკელიოსი. ევალება ზედამხედველობა დედათა მონასტრებისა და ასევე, საეპისკოპოსოს საპატიმროებისა (საკელების), სადაც დაპატიმრებული არიან ეპისკოპოსის განკარგულებით გაგზავნილი პირები. საკელიოსი ზედამხედველობს და ამოწმებს ასევე საეპისკოპოსოს სამღვდელოების ყოფაქცევას.
ვ) პროტეკდიკოსი. ევალება მდიდართა და ამა ქვეყნის ძლიერთაგან შევიწროებულთა მფარველობა, თანადგომა ყოველთა, ვინც ეკლესიისაგან ითხოვს შველას. მასვე მართებს, დაიცვას ისინი, ვისაც უსამართლოდ ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. დასასრულ, პროტეკდიკოსის მოვალეობაა, დაიცვას მართალ ნი ეკლესიისა სასამართლოს წინაშე.
შენიშვნა: ზემოხსენებულ ექვს მოხელეს, რომლებიც ემსახურებოდნენ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, ეწოდა საგანგებო სახელი ექსოკატაკილოსები ანუ ექსოკატაკილოსი მთავარები. ეს გაუგებარი ზედწოდება ახასიათებდა ამ მთავრებს მხოლოდ 1054 – 1453 წლებში. კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ და განსაკუთრებით რენესანსის ხანაში ეს პარადოქსული სახელწოდება იზიდავდა მკვლევართა ყურადღებას. მრავალი სხვადასხვაგვარი განმარტება გამოითქვა მის შესახებ.
ამჟამად ყველაზე დამაჯერებელია შემდეგი განმარტება: პირველად წერილობით გამოჩნდა სიტყვა „ექსოკატაკილოსები“. იგი განისაზღვრა ბიზანტიური იმპერიის კარისკაცთა მიერ და წარმოაჩენს ამ მოხელეებს, უფრო, როგორც სამეფო წარმომადგენლებს, მოღვაწეთ სამეფო კარის გარეთ (ბერძნ. „ექსო“), ,,კატაკილონებში“ – ე.ი. დიდი ეკლესიის, ანუ, აია სოფიას ნაგებობებში. შესაბამისად, შემუშავდა და დამკვიდრდა საეკლესიო წრეებში ცნება „ექსოკატაკილოსი“. იგი აღნიშნავდა ამ მთავრებს, როგორც საპატრიარქოს მოხელეებს, მოღვაწეთ სამეფო პალატის გარეთ C,ექსო“), საპატრიარქო შენობაში, ,,კელონ“-ში, ანუ საპატრიარქოში. შესაბამისად, „ექსო-კატა-კელოსები“-დან მომდინარეობს ექსოკატაკოლოსები. აღნიშნული ორი განმარტების კომბინირება წარმოაჩენს ყველაზე უკეთეს, ყველაზე ზუსტ განმარტებას ზემოაღნიშნულ მოხელეთა თანამდებობის, სტატუსისა და დანიშნულების წარმოსაჩენად.”
აღნიშნული წოდების გარდა დღეს ფრიად გავრცელებულია ტიტული არქიმანდრიტი – „ბაგის,“ (ბერძნ. „მანდრა“) ძინამძღვარი. ეს ტიტული 7 უფრო დაწვრილებით იხ. IICV, MX0ხ(ი, 01 ბ6თX0I+6X01+0! # ბX00XC<CX20L ბიX0VX6C, (#0062.6სფი Xთ( V0II0MთVVIX9 CიM0CთIთ «IC 1დს0VC X00თთMVი|I(0ოC), ?#M0#MVთ!, 1969.
გავრცელდა ასევე „საერო“ უქორწინებელ სასულიერო პირებზე. არქიმანდრიტების, ანუ დაუქორწინებელი მღვდლებისათვის განკუთვნილია წოდება პროტოსინკელოსები. ეპისკოპოსის შემდეგ პროტოსინკელოსს უმაღლესი ადგილი ეთმობა დანარჩენ მღვდლებს შორის. დღეს მას აკისრია ის მოვალეობები, რაც ბიზანტიურ ხანაში ხარტოფილაქტს.
სამღვდელო ზხარისხს განეკუთვნება სამღვდელმთავრო ეპიტროპოსის (=,,ზედამხედველის“..) წოდება. იგი ბევრ შემთხვევაში ენაცვლება პროტოსინკელოსს, როცა მას უწოდებენ მთავარ სამღვდელმთავრო ეპიტროპოსს. მათი მოვალეობაა ეპისკოპოსის თანაშემწეობა ზედამხედველობის დროს და შუამავლობენ საეკლესიო გამგეობასთან მორწმუნეთა ურთიერთობის გაიოლების მიზნით. საეპისკოპოსო ზედამხედველები, მეურვეები არიან ეპისკოპოსის წარმომადგენლები შესაბამისი საეპისკოპოსოს ერთ-ერთ სექტორზე.
არსებობს ასევე პროტოპრესვიტერის წოდებაც, როგორც საპატიო ტიტული.
II. უმაღლესი საეკლესიო წოდებები.
ეს წოდებები ენიჭება ეპისკოპოსის ხარისხს. ყველა ეპისკოპოსი თანაბარია ერთმანეთის მიმართ. არ არსებობს არსებითი განსხვავება დიდი და სახელოვანი ქალაქის ეპისკოპოსსა და მცირე, უმნიშვნელო ქალაქის ეპისკოპოსს შორის. მაგრამ დროთა განმავლობაში საეკლესიო ორგანიზაციაში გავრცელდა გარკვეული განმასხვავებელი, ტიტულები, როგორიცაა მიტროპოლიტი, ეგზარხოსი, მთავარეპისკოპოსი, პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქი და სხვ. ეს ტიტულები, რომლებიც ენიჭება ეპისკოპოსებს, გამოხატავენ მათ ურთიერთობას განსაზღვრული ადმინისტრაციული ძალაუფლების თვალსაზრისით. ამრიგად, მაშინ, როდესაც პირველი სამი საუკუნის განმავლობაში არ არსებულა არავითარი ადმინისტრაციული განსხვავება, არც რაიმე საგანგებო წოდება – ტიტული, მე-4 საუკუნიდან დაწყებული, საეკლესიო ადმინისტრაციული ორგანიზაცია უკვე ითხოვდა გარკვეულ ადმინისტრაციულ წოდებების – ტიტულების შემოღებას. სამიტროპოლიტო სისტემის გავრცელების შედეგად შემუშავდა ტიტული მიტროპოლიტისა, ანუ ეპარქიის საეპარქიო მიტროპოლიის ეპისკოპოსისა, რომელიცაა ამ ეპარქიის ეპისკოპოსთა კორპუსის ადმინისტრაციული მეთაური. ბიზანტიის იმპერიის თითო ეპარქია მოიცავდა მრავალ საეპისკოპოსოს. ეპარქიის ცენტრი იყო დედაქალაქი, ანუ, როგორც მას მაშინ ეწოდებოდა, მიტროპოლისი. ამავე ქალაქში იყო პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრიც. დედაქალაქის ეპისკოპოსმა, რადგან ახლოს იყო ეპარქიის პოლიტიკურ, გამგებელთან, შეიძინა განსაკუთრებული ძალა და ავტორიტეტი სხვა ეპისკოპოსებს შორის. ასე განვითარდა მიტროპოლიტობის წოდება (სამიტროპოლიტო ინსტიტუტი).
მიტროპოლიტის წოდებაზე მეტყველებენ I მსოფლიო კრების მე-4 და მე-6 კან. IV მსოფლიო კრების მე-19, VII მსოფლიო კრების მე-11, ანტიოქიის მე-9, მე-11, მე-16 და მე-19, სარდიკიის მე-9 და მოციქულთა 34-ე კანონები. აღნიშნული კანონების თანახმად ეპარქიის ეპისკოპოსებს მიტროპოლიტის აზრის დაუკითხავად არ მართებთ ჩაერიონ ზოგადად ეკლესიის საქმეებში, ისინი უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ თავიანთი საეპისკოპოსოს ფარგლებში. მიტროპოლიტსაც არა აქვს უფლება ეპარქიის ეპისკოოსთა აზრის დაუკითხავად განაგოს მათი საეპარქიო საქმეები. მიტროპოლიტი ზრუნავს დაქვრივებული საეპისკოპოსოებისათვის და მას ევალება წმიდათა კანონთა თანახმად დააკომპლექტოს შეავსოს და მართოს თავისი ეპარქიის ყველა საეპისკოპოსო. მას საეპარქიო სინოდისადმი მორჩილებაც მართებს, და არა აქვს უფლება, ეწვიოს თავისი საეპისკოპოსოს ეპარქიებს ადგილობრივ მღვდელმთავართა ნებართვის გარეშე.
რომაელთა ხელისუფლების ადმინისტრაციული გრადაციის შესაბამისად, მიტროპოლიტის შემდგომი საეკლესიო ადმინისტრაციული საფეხური უჭირავს ეგზარხოსს. ისინი იყვნენ იმ ქალაქის ეპისკოპოსები, რომლებიც რომაული სახელმწიფოს ადმინისტრაციულ დედაქლაქად იყო მიჩნეული. ცნობილია, რომ მთელი რომაული ხელისუფლება დაყოფილი იყო ოთხ ეპარქიად და მათ ექვემდებარებოდა 14 დიოცეზი,ზ ამ უკანასკნელთ კი – 116 ეპარქია. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ საპატრიარქო ეგზარხოსები, რომლებიც ინიშნებოდნენ პატრიარქის წარმომადგენლებად, ანუ ადგილის შემთავსებლებად (ლათ. ვიკარიუსები – VICმXI1). მათ პატრიარქები ადგენდნენ განსაზღვრული გადით, განსაზღვრული დანიშნულების აღსასრულებლად.
ეგზარხოსზე უმაღლესი წოდება არის პატრიარქის წოდება. საეკლესიო ადმინისტრაციის საპატრიარქო ორგანიზაცია განვითარდა იმ საყდართა (ტახტთა) ავტორიტეტის მოსახვეჭად, რომლებიც IV საუკუნიდან პატივდებული იყვნენ პირველობის კანონიკური უპირატესობით, ან მათი მოციქულებრიობის, ან პოლიტიკური მნიშვნელოვნების, ან ორივე ხსენებული მიზეზის გამო. ასეთი საპატრიარქო ტახტები, ანუ საყდრები IL მსოფლიო კრებამდე იყო: რომი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი (I მსოფლიო კრების მე-6 და მე-7 კანონები). IL მსოფლიო კრების მე-3 კანონმა სცნო კონსტანტინეპოლის ტახტის უპირატესობაც, მაგრამ ქალაქის პოლიტიკური ზესინლთIC, ბერძნული სიტყვის ლათინურენოვანი ვარიანტი – 010003მ, დღეს, საეკლესიო დოკუმენტაციაში ინგლ. 010065 წარმოადგენს სამღვდელმთავრო ეპარქიის განმგებელის ტიტულის ყველაზე სწორ ეკვიველენტს (რედაქცია).
მნიშვნელოვნების გამო, ნაცვლად იმისა, რომ მიეკუთვნებინა მისთვის ისტორიულ. წყებაში მეხუთე ადგილი, პატივი დასდო მას პროტოკათედრიის (პირველსაყდრობის) მეორე ადგილით, უშუალოდ რომის ტახტის შემდეგ, „წარჩინებულებალ პატივისაი“, „ვინაითგან ახალი ჰრომი არს იგი“. ამ ზუთ ტახტს მიენიჭა მიტროპოლიებზე ზეაღმატებული ხელმწიფება ანუ უფლებამოსილება, და მათ შეადგინეს უმაღლესი საეკლესიო ადმინისტრაციული განმგებლობა – საპატრიარქო პენტარქია (ხუთთა მთავრობა). დღეს საპატრიარქო ტიტული ენიჭებათ არა მარტო ზემოაღნიშნულ ,,ძველ“ საპატრიარქო საყდართ, არამედ რუსეთის, სერბეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ავტოკეფალური ეკლესიების ადმინისტრაციულ მეთაურებს. კვიპროსისა და საბერძნეთის ავტოკეფალურმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს მთავარეპისკოპოსის ტიტული.
ტიტული „პატრიარქი“ ისევე, როგორც „მთავარეპისკოპოსი“ და „მიტროპოლიტი“, არ წარმოადგენს საფუძველს სამღვდელო (იერატიკული) ძალაუფლების განსხვავებისათვის; ამ წოდებებისათვის ნიშანდობლივია საეპისკოპოსო ძალაუფლება, გარდამოვლენილი სულიწმიდით ყველა ეპისკოპოსზე კანონიკური საიდუმლო ხელთდასხმით – ქიროტონიით.
მაგრამ რომის ეპისკოპოსმა მიისაკუთრა მთელი სავსება იერატიკული ძალაუფლებისა, დასავლეთში, და ბევრს ეცადა, ეს ძალაუფლება გაევრცელებინა ეკლესიის სხვა ეპისკოპოსებზეც. განსაკუთრებით იმ დროს, როცა რომაული ხელისუფლების დედაქალაქი გადმოიტანეს ბიზანტიონში და მარტო რომის ეპისკოპოსს შემორჩა მთელი დასავლეთის სამყარო, იგი ეცადა მთელი ძალაუფლება და დიდება ერთპიროვნულად ჩაეგდო ხელთ. და მართლაც, პაპების ამ სწრაფვამ თანდათან მოიცვა მთელი დასავლეთი. განზრახვა, რაც მათ სურდათ აღმოსავლეთის სამყაროზეც განევრცოთ. და ეს გახდა ეკლესიათა განყოფის ერთ-ერთი მიზეზი. პაპისტური ტენდენციის ამგვარმა გრადაციამ მწვერვალს მიაღწია ვატიკანის პირველ საეკლესიო კრებაზე (1870), რომელმაც პაპი გამოაცხადა ეკლესიის წიაღში არსებული ყველანაირი ძალაუფლების წყაროდ, როგორც უცდომელი, თავად მსოფლიო კრებებსაც კი აღმატებული ავტორიტეტი.