← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 5: საეკლესიო მმართველობის ფორმა

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 5: საეკლესიო მმართველობის ფორმა

ტერმინი ,,მმართველობის ფორმა“ მიეკუთვნება უპირველეს ყოვლისა პოლიტიკას ან პოლიტიკურ ცხოვრებას. მმართველობის ფორმას უწოდებენ იმ კანონთა ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ უშუალო სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოების მუშაობას, ასევე მათი არჩევის წესებს, მათ შორის ურთიერთკავშირებს და მათი ძალმოსილების სფეროებს. სხვაგვარად, მმართველობითი ფორმა – ეს არის უზენაესი პოლიტიკური ნების, ანუ სახელმწიფო ზელისუფლების ფორმირებისა და განხორციელების სისტემა. შესაბამისად, იმ ხერხით, რომლითაც ყალიბდება და ხორციელდება სახელმწიფოს განზრახვა, შესაძლებელია მისი მმართველობითი ფორმების ურთიერთგანსხვავება, დიფერენციაცია და გამორჩევა. ასე რომ, სახელმწიფოს მმართველობითი ფორმის ტიპი განისაზღვრება ზელისუფლების უზენაესი ორგანოს მიხედვით. ესე იგი, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ეკლესიის მმართველობითი ფორმა, მისი ტიპი, უნდა განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს და როგორ იქმნება მისი უზენაესი, ანუ ხელისუფალი ორგანო.

1. საეკლესიო კრებათა (სინოდური) სისტემა

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო სივრცეში არსებობს მმართველობის ფორმის რთული განსაზღვება, რადგანაც ეკლესიის სხეული არ წესრიგდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მიერ. მაგრამ თუ ვიგულისხმებთ იმ უზენაეს ორგანოს, რომელიც გამოხატავს ეკლესიის ნებას და ხელისუფლებას, ასეთად შეიძლება წარმოვიდგინოთ საეკლესიო მმართველობის ფორმა, როგორც სინოდური, რადგანაც საეკლესიო კრება – სინოდი არის გამომხატველი უზენაესი ნებისა და ხელისუფლებისა.

ზოგადად მიღებულია, რომ საეკლესიო მმართველობის ფორმა არის დემოკრატიული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იერარქიები, რომლებიც შეადგენენ სინოდს და ამგვარად გამოხატავენ ეკლესიის ნებას, ამა სოფლიდან, ერიდან იძენენ ხელისუფლებას, – კვინაიდან მათი ხელისუფლება არ გამომდინარეობს რომელიმე სახელმწიფო თუ საერო მმართველობიდან, – არამედ თვით ღმერთისგან, რომლიც არის თავი ეკლესიისა. მართმადიდებელი ეკლესიის დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე, ჩვეულებისამებრ, ლაპარაკობენ იმის გამო, რომ იგი დასავლეთის ეკლესიის ერთმმართველური ფორმისაგან განასხვაონ.

წყარო, საიდანაც დასაბამს იღებს საეკლესიო ხელისუფლება და საეკლესიო წყობა, არის ნება ღმრთისა, ეკლესიის დამაარსებლისა. ეს ნება გამოიხატება საეკლესიო იერარქიის მეშვეობით, რომელიც იკრიბება სულიწმიდის დამოძღვრებისა და მისი მფარველობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საეკლესიო მმართველობის ფორმა დადგენილია. ღმერთის მიერ და რომ იგი იერარქიულია.

და მართლაც, როგორც წინა თავების მიხედვით დადასტურდა, მთელი ისტორია ჩვენი ეკლესიისა ნათლად ცხადყოფს, რომ მისი სხეულის იერარქიული სტრუქტურა უზენაესია, ზეგარდამო დადგენილი. ხოლო სამღვდელოების ერიდან არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი ერი რაიმე ხელისუფლებას ანიჭებს ხელთდასხმულ პირს. მსგავსად იმისა, როგორც ამას პროტესტანტების უმეტესობა მიიჩნევს. მღვდლები ხდებიან უფლის წარმომადგენლები ქიროტონიის კანონიკური საიდუმლოს ძალით, ტვირთულობენ და ახორციელებენ პირველი მღვდელმთავრის, ქრისტეს, სამგზის საქმეს, და რადგანაც თავი ეკლესიისა არის ქრისტე. ცხადია, რომ ყოველივე, რაც კი აღსრულდება ეკლესიის წიაღში, ქრისტესგან წარმოიქმნება. განსაკუთრებით, ძველი ეკლესიის სინოდურ სისტემაში მოქმედებდა მმართველობის ფორმა, რომელიც შეესაბამებოდა ეკლესიის არსსა და ბუნებას, და უპირველეს ყოვლისა, ეკლესიას, როგორც სულიერ სხეულს. მმართველობის ეს სინოდური ფორმა, ათანხმებს ეკლესიის ადამიანურ და ღმრთიურ ფაქტორებს, აყენებს პირველს მეორის მორჩილებაში. ამგვარად, არა ერთი ადამიანის ნება, ანუ ერთმმართველისა, არა ერის ნება შეადგენს საეკლესიო ხელისუფლების წყაროს, არამედ ნება იერარქიის კორპუსისა, სხეულისა, რომელიც სულიწმიდის მეშვეობით გამოხატავს საკუთარი და მთელი ეკლესიის ღმრთაებრივი მეთაურის ნებას. რაკი ის არის თავი მთელი სამღვდელოებისა და მთელი ერისა.

ამგვარად, სინოდური სისტემა არის ეკლესიის მსახურება, მოქმედება, რომლის მეშვეობითაც გამოიკვეთება. მისი სულიერი ხასიათი; რომლის მეშვეობითაც მტკიცეა სასოება მორწმუნეთა, რომ ჭეშმარიტი მმართველი ეკლესიისა არის ქრისტე. იერარქია არის იარაღი, ორგანო, რომლითაც მიიღწევა ეკლესიის პასუხისმგებლური მმართველობა. უდაოა, სინოდი ნერგავს და ახორციელებს ქრისტეს ნებას სულიწმიდის წინამძღოლობით და შთაგონებით, როგორც უფლებამოსილი უფლის მიერ ჭეშმარიტად და ეჭვმიუტანელად. ასე რომ, ეკლესია ყალიბდება არა მორწმუნეთა, არამედ ძირითადად და უპირველეს ყოვლისა უფლის ნებით. იერარქია კი მოწოდებულია ამ ნების განმარტებისა და განხორციელებისათვის. ! შდრ. LთV. M0სით+L(80ს, Mთ0#/Iთ+თ CV. #CთI(0ს, 6V ?M0MVთIL 1964, Cა).. 154.

ეკლესიის სინოდურ-იერარქიული სისტემის ეს ასპექტი განმტკიცებულია სულთმოფენობის მოვლენით. როდესაც სულიწმიდა გარდამოევლინება „კრებულსა ყოველსა ერთაბამად,“ თავმოყრილ უფლის მოწაფეებს. სულიწმიდა თავად ადასტურებს სამოციქულო კრების დადგენილებას, გადაწყვეტილებას, „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმე მოც. 15,24-29).

ჭეშმარიტად საფუძველი და საწყისი სინოდური სისტემისა არის ერთიანობა თანასწორი წევრებისა, რომლებიც აყალიბებენ სინოდს. ე. ი სინოდი ძალმოსილია, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ერთსულოვნების ან უმრავლესობის პრინციპით, რის შემდეგაც აუცილებელია, თანხმობით მოწონებულ იქნას ეს დადგენილებები ეკლესიის სავსების, ანუ ეკლესიის სინდისის მიერ, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ სულიწმიდის წინამძღოლობით და ქრისტეს ნებასთან თანხმობით. მღვდლისა და ერის ერთობლივი მოქმედება გვაერთებს ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ სულისკვეთებასა და მის მართვის ფორმასთან.

2. საეკლესიო კრებათა სახეობები

ეკლესიის სინოდური მართვის ფორმასთან შეთანხმებითაა ჩამოყალიბებული საეკლესიო სხეულის მართვა-გამგეობის მთელი სისტემა. სინოდი ხელმძღვანელობს როგორც ერთ ადგილობრივ ეკლესიას, ასევე ეკლესიასაც საერთოდ.

შევამჩნევდით, რომ საეკლესიო კრებების კატეგორიები ყალიბდება თანდათანობით შემდეგი წესით: ა) იერარქიის მონაწილეობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, არსებობს როგორც საყოველთაო, ასევე ცალკეული კრებები. საყოველთაო კრებების სახეობას მიაკუთვნებენ მსოფლიო კრებებს ეკლესიათა გაყოფამდე, ასევე საერთო-მართლმადიდებლურ და საერთოკათოლიკურ კრებებს გაყოფის შემდეგ. დანარჩენს. მიეკუთვნებიან. ყველა სხვა. ასეა, მაგალითად ადგილობრივი, სამიტროპოლიო და ა. შ. ბ) შეკრებისა და დროის ხანგრძლივობის თვალსაზრისით გამოყოფენ გრძელვადიან და პერიოდულ კრებებს. გრძელვადიანი კრებები იკრიბება სისტემატურად მთელი წლის განმავლობაში, პერიოდული კი – დროის გარკვეულ მონაკვეთში. პერიოდულ კრებებს შორის გამოყოფენ ასევე რიგით კრებებს და რიგგარეშე, საგანგებო კრებებს.

3. მსოფლიო“ საეკლესიო კრებები

მსოფლიო საეკლესიო კრება ეწოდება · რიგგარეშე კრებას ეკლესიის მოქმედი ეპარქიების განმგებელი ყველა ეპისკოპოსისა ერთბამად, რათა ერთად განიხილონ ეკლესიის საერთო საკითხები და დადგენილება გამოიტანონ მათ შესახებ. მსოფლიო კრება არის ეკლესიის უზენაესი საკანონმდებლო, მართლმსაჯულებრივი და სამართლებრივი ორგანო.

კრებას შეიძლება ეწოდოს „მსოფლიო“ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მართებულად განმარტავს ეკლესიის სწავლებას, არ ეწინააღმდეგება მოზეიმე ეკლესიის სავსების რწმენას, ასევე – მებრძოლი ეკლესიის სავსებას, არამედ ეთანხმება და ყველანაირად გამოხატავს მათ. ანალიზი: როგორც ცნობილია, ეკლესია მოიცავს ჭეშმარიტებას. ეს ეჭვგარეშეა. ამას გვასწავლის მოციქული პავლე, როდესაც იგი ეკლესიას უწოდებს ,,ღმრთის მოღუაწებას“ (L ტიმ. 3,15). რადგანაც ეკლესია არის სხეული ქრისტესი (ეფეს. 5,23, კოლ. 1,18) და ეკლესიის ამ სხეულს აქვს თავი – თვით ქრისტე, ხოლო ქრისტე არის ღმერთი და უცდომელი, ცხადია – ეკლესია, როგორც მთლიანობა, ერთიანია უცდომელობასთან, თავადაც უცდომელია. პავლე მოციქულის ეპისტოლის ორი მუხლი გამოხატავს ამ ჭეშმარიტებას. ერთია: „არამედ ჭეშმარიტ. ვიყვნეთ. სიყუარულსა ზედა და. აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე; რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა. შეწევნისაებრ. საზომისა. თითოეულისა ასოიძსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით“ (ეფეს. 4,15-16). შეორეგან მოციქული განმარტავს: „ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა“ (კოლ. 2.19). ამგვარად დავასკვნით, რომ დღეს დედამიწაზე, მთელ მსოფლიოში, უცდომელი კანონმდებელი, დამრიგებელი და მსაჯული არის ეკლესია, ღმერთ-კაცებრი სხეული ერთიანი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიისა. ამრიგად, როდესაც ღაღადებს ეკლესია, როგორც ერთიანი, იგი ღაღადებს უცდომელად. აქ უდაოდ წამოიჭრება შემდეგი ყურადსაღები კითხვა: „როდის ღაღადებს ეკლესია, როგორც ერთიანი, შერთული?“ პასუხი ნათელია, სადა და მარტივი: „უცთომელია ეკლესია მაშინ, როდესაც იგი მსოფლიო კრების მიერ ღაღადებს“. ეს პასუხი მართალია, გარკვეულია და სადა, მაგრამ საკითხის გააზრება და, უფრო მეტიც, – უცდომელობის მიღწევა არც თუ ისე იოლია. არადა, როგორ გამოხატავს მსოფლიო კრება (ე. ი. ესა თუ ის კრება აღიარებული, როგორც მსოფლიო) ეკლესიის ერთობას ქრისტესთან, და რატომ არის იგი მთელი ეკლესიის წარმომადგენელი – ეს ძირითადი თემა შემდეგნაირად უნდა განივრცოს: უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მსოფლიო კრებას შეადგენს ეკლესიის ყველა მოქმედი მღვდელმთავარი, ვინც განაგებს მოქმედი საეპისკოპოსოს სავსებას. ისინი თავისი ეპარქიების ცოცხალი (მომქმედი) ქრისტიანების წარმომადგენლები არიან და ამგვარად, ყველანი ერთად წარმოადგენენ ამქვეყნიური, ხილული, მებრძოლი ეკლესიის ერთიანობას.

მაგრამ მღვდელმთავრებს მსოფლიო კრების შედგენისა და მთელი ეკლესიის წარმომადგენლობის განსახორციელებლად ევალებათ, წარმოადგინონ არა მარტო ცოცხალი ქრისტიანები, არამედ გარდაცვლილნიც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ ევალებათ, იყვნენ ზეციური, მოზეიმე ეკლესიის წარმომადგენლებიც. ეს უდაოდ ხორციელდება მაშინ, როდესაც ეპისკოპოსები მიცვალებულთა აზრს განასახიერებენ. უფრო მეტიც, როდესაც ეპისკოოსები ეთანხმებიან მათ აზრს, როდესაც ეთანხმებიან მოზეიმე, უხილავი ეკლესიის აზრს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოზეიმე ეკლესიის აზრი ხელახლა გამოიხატება მსოფლიო კრების მიერ.

ამრიგად, მსოფლიო კრების ესა თუ ის აზრი, რაკი წარმოადგენს მთელი ეკლესიის აზრს, საჭიროა, იგი ეთანხმებოდეს წინამორბედ მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებს. მას არ შეუძლია განასახიერებდეს უთანხმოებას, რადგან იგი ისევ და ისევ ისწრაფვის, სურს წარმოადგინოს მთელი ეკლესია – მოზეიმეცა და მებრძოლიც.

აქ შეგვიძლია, კვლავაც ხაზგასმით აღვნიშნოთ: ყოველი შემდგომი მსოფლიო კრება ვალდებულია, თანახმა იყოს წინა კრებასთან: მოზეიმე ეკლესია წასულია ამქვეყნიური ცხოვრებიდან და რაც კი ნათქვამი აქვს, თქვა და არ შეუცვლია აზრი. მებრძოლი ეკლესია, ე. ი. ყოველი ახალი მსოფლიო კრება, ვალდებულია შეეთავსოს წინა მსოფლიო კრებებს და თანხმობა განუცხადოს მათ. V ამასთან ერთად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ კრება, იმისათვის, რომ იყოს მსოფლიო, და აქედან გმომდინარე, უცდომელი, უნდა აღასრულოს ორი პირობა: ა) უნდა იყოს კათოლიკე სიღრმისეული (ანუ შვეული, ანუ „დროისმიერი“) შინაარსით. ბ) უნდა იყოს კათოლიკე სიბრტყისეული (ანუ თარაზული ანუ ,ადგილობრივი“) შინაარსით. პირველი ნიშნავს, რომ მსოფლიო კრება უნდა იყოს წარმომადგენელი ყველა იმ ქრისტიანით, რომელნიც. ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ წინა საუკუნეებში. ეკლესიის წიაღში, წარმოადგინოს ისინი, როგორ თვითონ ისინი წარმოადგენდნენ წინა მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებს. · მეორე ნიშნავს, რომ მსოფლიო კრებამ თავისი სახელით უნდა განასახიეროს, წარმოადგინოს დედამიწის ზურგზე მცხოვრები თანამედროვე სავსება ეკლესიისა. ამიტომაც ვამბობთ: „ზედაპირიდან მომდინარე – თარაზულად – ადგილობრივად“.

მაგრამ ეს არაა საკმარისი. მსოფლიო კრება, როგორც ასეთი, უნდა აღიარებულ იქნას მებრძოლი ეკლესიის სავსების მხრიდანაც. მისი გადაწყვეტილებანი მიიღება როგორც უცდომელი, (თუნდაც უსიტყვოდ), დედამიწაზე არსებული ყველა მებრძოლი ეკლესიის მიერ?. და, რა თქმა უნდა, შედეგი ამგვარი თანხმობისა იქნება ყველაზე საიმედო და უეჭველი.

ცხადია, იმის შემდეგ, რაც მსოფლიო კრება შემუშავებულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს, ეკლესიის თვითშეგნება, ეკლესიის სავსება, მას შემდეგ, რაც მის მიერ საყოველთაო მოწონებასა და აღიარებას დაიმსახურებს. ასე რომ მსოფლიო კრება გვევლინება, როგორც შეუცდომელი კანონმდებელი და ჭეშმარიტი მსაჯული.

4. მსოფლიო კრების მოწვევისა და აღიარების პირობები

აქვე ზოგადად შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ მსოფლიო კრების მოწვევისათვის არ არსებობს კანონები და წესები. მსოფლიო კრება წარმოადგენს ღმერთკაცებრივ ორგანიზმს, ეკლესიას, იგი კანონმდებელია, იგი ადგენს კანონებს და, ნაწილობრივ, მოქმედებაში მოჰყავს ეკლესიის წევრები (ადგილობრივი ეკლესიები, სამღვდელოება, მორწმუნენი). თავად ეკლესია არ ექვემდებარება კანონს, რადგანაც იგი არის წმიდა, უცოდველი და უცდომელი C,რამეთუ მართალსა სჯულ არა უც“ I ტიმ. 1,9). მას არ ძალუძს შემოსაზღვროს თავისი თავი, იგი თავისუფალია და ყოველგვარ კანონს აღემატება.

შენიშვნა: ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ყოველი ადგილობრივი კრება (ეკლესია) და ყოველი ეპისკოპოსი აღემატება ეკლესიის კანონებს. გაუგებარია, რის საფუძველზე აღიარებენ ისინი ამას.

საკუთრივ მეცნიერულ-თეორიული, ეპისტიმოლოგიური მოსაზრების თვალსაზრისით შეიძლება აღინიშნოს, რომ საეკლესიო კრების, როგორც მსოფლიოს კრების კვალიფიკაციისა და აღიარებისათვის, საჭიროა წარმოვადგინოთ ზოგიერთი შინაგანი და გარეგანი ხასიათის აუცილებელი პირობა. ?ურიგო არ იქნებოდა აქ ზედმიწევნითი სიზუსტით დაგვემოწმებინა ორი ცნობილი ბერძენი ღმრთისმეტყველის აზრი: ა) პროფ. ა. ალივიზატოსი წერდა: „მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ადმინისტრაციის ცნობიერების ორგანული, ზეაღმატებული საფეხური არის მსოფლიო საეკლესიო კრება, ანუ საეკლესიო ცნობიერების, სინდისის ნამდვილ გამოხატულებას ხელეწიფება გამოიტანოს გადამწყვეტი დადგენილებები, მსოფლიო უფლებამოსილებით ისე, რომ თავად არ წარმოადგენდეს მსოფლიო კრებას ზეაღმატებულ რაიმე საწყისს“ ("ტ. '#248I:6%იC, 7 თსV§IნიCთIC XIIC ”6MC-C0C, ბიულეტენში: ”CXCCი|0VIC? ”67X6Lიი!C 6602.0/0VIC 20716 10ს IICV6IICIიII0ს :#00VCთV, ჯი|I. (8“) 1953-1954, თ9.. 58-59). ბ) აკადემიკოსი იოანე კარმირისი აღნიშნავდა: „საეკლესიო კრების მსოფლიო ხასიათი არ გულისხმობს მასში ქრისტიანული მსოფლიოს ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობას, არამედ თანხმობას დამსწრე და არადამსწრე ეპისკოპოსებსა და ეკლესიის ყველა წარმომადგენლებისა, ასევე – თანხმობას ადრე მიღებულისა და დადგენილისა და ეკლესიის სხვა ყოველი ეპისკოპოსთა, ვით მართლმკვეთელობას სიტყვისა ჭეშმარიტებისასა“ ”IC. LთიM(0MC, ((00006650C ”ნCეთ!ი2.0)/(თ, რი/სთ=სC1C 0MI0 LC”, "”M0MVთI 1973, თ5X. 674).

L გარეგანი ხასიათის პირობები:

1) აუცილებელია მონაწილეობდეს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია და, თუ ეს შესაძლებელია, ყველა მოქმედი მღვდელმთავარი, რომელნიც განაგებენ მოქმედ საეპისკოპოსოებს მათ. სავსებასთან ერთად, მათი თანხლებით. თუ მათ არ ძალუძთ პირადად წარდგომა, უფლება აქვთ, გამოგზავნონ წარმომადგენლობა ან ეპისტოლეთი, წერილობით ამცნონ კრებას საკუთარი აზრი დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, კრებაზე არ ჩამოვიდნენ ადგილობრივ ეკლესიათა ეპის სკოპოსები, მაგრამ ისინი მოწვეულნი უნდა იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოდგენილი პირობები საჭიროა, როგორც წინაპირობა, მაგრამ ისინი არ შეადგენენ აუცილებელ პირობებს კრების მსოფლიო ხასიათის აღიარებისათვის. ასე, მეორე მსოფლიო კრება თავდაპირველად იყო მოწვეული, როგორც აღმოსავლეთის ეკლესიათა კრება, მაგრამ აღიარებული იქნა მსოფლიოდ, რადგანაც მასზე სულიწმიდით უდაოდ იქნა ფორმულირებული და ჩამოყალიბებული, სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება წმიდა სამების მესამე პირის შესახებ.

2) კრებაზე მონაწილე ეპისკოპოსთა რაოდენობა მსოფლიო კრების ძირითად და დამახასიათებელ ნიშანს არ წარმოადგენს. ზოგიერთი ადგილობრივი კრება. მრავალრიცხოვანებით აღემატებოდა ზოგიერთ მსოფლიო კრებას.

3) კრების მსოფლიო ავტორიტეტის აღიარებისათვის საჭიროა, მისი გადაწყვეტილებანი მოწონებული იქნას ყველა ეკლესიის მიერ, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მათი წარმომადგენლობა.

II. შინაგანი ზასიათის, არსებითი პირობები:

1) ყველა ის საკითხი, რომელიც კრებამ უნდა განიხილოს, საჭიროა, საყოველთაო ხასიათისა იყოს. ე. ი. უპირველეს ყოვლისა იყოს სარწმუნოებრივი და შემდეგ უკვე ზოგადი საეკლესიო ხასიათისა.

2) საჭიროა, კრების მიერ მიღებული დადგენილებანი უნდა გამოიხატოს „როგორც ცალკეული და ამასთანავე, როგორც დასაბამიდანვე, მუდამ, ყველასათვის, ყველგან, სანდო“, ანუ, როგორც მთელი ეკლესიის ტრადიცია (გიკენტი ლირინოსელის განსაზღვრება). აბსსოლუტური ჰორიზონტალურობის (ყველგან (ადგილის თვალსაზრისით)| და ვერტიკალურობის (ყოველთვის (დროის თვალსაზრისით) | პრინციპების ურთიერთშეთანხმება – სინოდისა მორწმუნეთა მიმართ, რაც ცოცხალია ეკლესიის წიაღში, წარმოადგენს სულიწმიდით შთაგონებული მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებათა ავტორიტეტულ ფორმულირებას. ამ თვალსაზრისით მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმიდა წერილსა და წინა მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს.

ზემოთაღნიშნულის თანახმად მსოფლიო კრების უმაღლესი ავტორიტეტული უფლება-მოვალეობანი შემდეგია:

1) სულიწმიდით, წმიდა. წერილისა და სამოციქულო გადმოცემის საფუძველზე აყალიბებს ეკლესიის დოგმატურ სწავლებას და გამოხატავს მას სიმბოლოებით და ცნებებით (კანონებით).

2) განიხილავს და ძალმოსილებით ამტკიცებს (აკანონებს) ჭეშმარიტ საეკლესიო სწავლებას და განასხვავებს მას ცრუსწავლებისაგან, რომელსაც იგი განაგდებს.

3) შეიმუშავებს (ადგენს) და ამტკიცებს (აკანონებს) საეკლესიო წესრიგსა და საყოფაცხოვრებო კანონებს, რომელნიც შემუშავებულია მის მიერ ან წინამორბედი ადგილობრივი კრებისა და ეკლესიის მამების მიერ.

4) განსაზღვრავს ეკლესიის მართვის Lა, კითხებს საერთოდ, და კერძოდ, წყვეტს ადგილობრივ ეკლესიათა პრობლემებს.

5) ჯეროვნად და დროულად ამუშავებს და აგვარებს მნიშვნელოვან და გაჭიანურებულ კერძო საკითხებს, რომლებიც ეპისკოპოსთა გადაყვანას, გადადგომას და ა. შ. საკითხებს მიემართებიან, გარდაიქმნება უმაღლეს საეკლესიო სასამართლოდ და განიხილავს „რიგით პირველ და უკანასკნელ. საქმეებს“.

6) ეკლესიაში იგი ასევე ითავსებს უზენაესი სარევიზიო სასამართლოს. პოზიციას.

7) მსოფლიო საეკლესიო კრება განსაზღვრავს (ადგენს) საეკლესიო იერარქიის წოდებებს და უფლებამოსილებებს.

შენიშვნა: ეს უზენაესი საეკლესიო ორგანო არ უნდა იყოს დაკავებული მეორეხარისხოვანი პრობლემებით, რომელნიც შესაძლებელია გადაჭრილ იქნას ადგილობრივი კრებით ან ეკლესიათა შორის წერილების ურთიერთგაცვლის შედეგად.

I. მსოფლიო კრების მოწვევა პასუხი კითხვაზე, თუ ვის აქვს მსოფლიო კრების მოწვევის უფლება, განსაკუთრებით ჩვენ დროს, – გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება. ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში კრებას იწვევდა ბიზანტიის იმპერატორი, თუმცა კი ეს ეჭვს იწვევს, რადგანაც იმპერატორის ფორმალური მოწვევის მიღმა მოქმედებდნენ საე, კლესიო ფაქტორები. იმპერატორის თაოსნობით მსოფლიო კრების მოწვევა არ წარმოადგენდა მისი, როგორც შეფის უფლებას. იმპერატორი იყო გარკვეული თვალსაზრისით იმ საეკლესიო იერარქიის ნების აღმასრულებელი, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეულ საეკლესიო საკითხთა მოგვარების აუცილებლობას. იმპერატორი, როგორც ეკლესიის განსაკუთრებით ოფიციალური წევრი, ეკლესიის ერთობისა და იმპერიის შიდა წესრიგის შენარჩუნებით უშუალოდ დაინტერესებულ პირებს ნებას რთავდა და იღებდა სახსრებს კრების მოწვევისათვის.

ჩვენ დროს მსოფლიო კრების მოწვევა, შესაძლებელია, განხორციელდეს პატრიარქებისა და საკუთრივ ავტოკეფალურ ეკლესიათა წინამძღვრების თანხმობით, რადგანაც ისინი განასახიერებენ ეპისკოპოსთა დასისა და საერთოდ საეკლესიო სავსების სინდისს (ცნობიერებას).

ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან იმპერატორსა და მის წარმომადგენლობას აქვს უფლება მსოფლიო კრების თავმჯდომარეობისა, მაგრამ ისინი მხოლოდ კრების „წესრიგს განასახიერებენ“, კრების მწყობრი მოქმედებისათვის პასუხისმგებლობას (საპატიო თავჯდომარეობას). ჭეშმარიტი თავმჯდომარეობა კი კანონით ერგებოდა პირველობის წოდებით პატივდებულს – პატრიარქს. მაშასადამე, კანონიკური თვალსაზრისით მსოფლიო კრების თავმჯდომარეობა განეკუთვნება რიგით პირველ მღვდელმთავარს, ან პატრიარქს – პირველობის პატივით გამორჩეულს.

4. მსოფლიო კრების დადგენილებები მხოლოდ მსოფლიო კრების დადგენილებებია ჭეშმარიტად ძალმოსილებით აღჭურვილნი ყველა ცალკეული ეკლესიის მიმართ, როგორც სულიწმიდით ზეშთაგონებული ხმა კათოლიკე ეკლესისა. საეკლესიო კრების ცალკეულ სხდომებზე შემუშავებული საქმეები, წარმოთქმული სიტყვები, მისალოცი მიმართვები, კითხვები და პასუხები კანონიკურად მოკლებულნი არიან უზენაეს ავტორიტეტსა და ძალმოსილებას. მათ მიმართავენ მხოლოდ შესაბამის დადგენილებათა უკეთესი აღქმისა და ანალიზისათვის და ასევე – ისტორიისათვის.

მსოფლიო კრების დადგენილებანი უცდომელია და მოიცავენ უზენაეს ძალმოსილებას, რადგანაც გამოხატავენ ქრისტიანული ეკლესიის უცდომელობას „რომელ არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი“ (CL ტიმ. 3,15). მათ ავტორიტეტს მსოფლიო კრებები „იხვეჭენ თვით ღმრთაებრვი სამართლით“ და არ საჭიროებენ საკუთარ დადგენილებათა დამოწმებას ნებისმიერი საეკლესიო ხელისუფალის ან სახელმწიფო მმართველის მიერ: ის, რომ იმპერატორები ხელს აწერდნენ მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, არ ნიშნავს, რომ ამით ისინი თავმდებლობდნენ შესაბამის დადგენილებათა ჭეშმარიტების დასტურს. ეს, უბრალოდ, ნიშნავს, რომ ისინიც სცნობდნენ საეკლესიო კრებას და მის დადგენილებებს, როგორც ჭეშმარიტებას სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის და ამასთანავე სახელმწიფო კანონებად განიხილავდნენ მათ.

რომის პაპის ცნობილ მოთხოვნას, რომ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები მის მიერ იყოს პირადად დამტკიცებულნი, იმისათვის, რომ მათ მიეცეს მსოფლიო ძალმოსილება, ვერავითარ საფუძველს ვერ პოულობს წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემაში. ის ფაქტი, რომ, ქრისტიანობის პირველ. საუკუნეებში მსოფლიო კრებათა დადგენილებებს ხელს აწერდნენ პაპებიც, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ პაპები ამ კრების მსვლელობაში პირადად არ მონაწილეობდნენ. მათი ხელმოწერა დასტურყოფდა ამ დადგენილებათა მოწონებას და აღიარებას იმ ეკლესიის მიერ, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. ცხადია, დღეს იმისთვის, რომ მსოფლიო კრებათა დადგენილებებს მიეცეს საყოველთაო ძალმოსილება და ქმედითი უნარი, საჭიროა ისინი გამოქვეყნდეს ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით, განცხადდეს საჯაროდ რადიომაუწყებლობით ან ეკლესიის სავსებისადმი მიმართული ცირკულარებით. ამგვარად შესაძლებელი იქნება დადგენილებათა გაცნობა და, შესაბამისად, მათი მოწონება, რაკი ისინი კათოლიკე ეკლესიის აზრს გამოთქვამენ.

5. გაფართოებული ადგილობრივი და საეპარქიო ჰკრებები

ა) გაფართოებული ადგილობრივი საეკლესიო კრება ცალკეულ კრებათგან განსხვავებით გაფართოებული ადგილობრივი კრება მეტად მნიშვნელოვანია და უპირატესი. გაფართოებულ ადგილობრივ სინოდს უწოდებენ საეკლესიო კრებას, რომელზეც მოწვეულია არა ერთი მიტროპოლიისა ან ავტოკეფალური ეკლესიის მოქმედი ეპისკოპოსები, არამედ ორი, სამი'ან მეტი მიტროპოლიისა თუ ავტოკეფალური ეკლესიისა. ცხადია, მრავალგზის შესაძლებელია განსხვავებული საპატრიარქო წრის ეკლესიათა ეპისკოპოსების თანამონაწილეობა. ბევრ შემთხვევაში, რასაკვირველია, შეიძლება, ასეთ კრებაზე თანამონაწილე ეპისკოპოსები სხვადასხვა საპატრიარქოებს მიეკუთვნებოდნენ. გაფართოებული ადგილობრივი კრება, თავისი მნიშვნელობით, უშუალოდ მოსდევს მსოფლიო კრებას. კანონით, ამ კრებაზე თავმჯდომარეა საპატიო პირველობით გამორჩეული ეპისკოპოსი, კრება წყვეტს საკითხებს, რომლებიც აინტერესებს ამა თუ. იმ ეკლესიას. საკითხები ამ შემთხვევაში მხოლოდ დოგმატური ხასიათისა შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება მიემართებოდეს საეკლესიო წყობას, ზნეობასა და მსახურებას. კრებების დადგენილებები გამოაქვს თანადამსწრე იერარქების უმრავლესობას და ამ დადგენილებათა მოქმედების არე ვრცელდება ეპარქიებზე, რომლებიც ამ კრებებზე მონაწილეთა მიერ არიან წარმოდგენილნი. სრულიად შესაძლებელია, ასეთი დადგენილებები სხვა ეკლესიებისათვისაც მისაღები გახდნენ. ასევე. შესაძლებელია ამგვარ. დადგენილებათა მსოფლიო კრებით დაკანონება და ასე მათთვის მსოფლიო ძალმოსილების მინიჭება. მაგრამ იმ ადგილობრივი კრებების დადგენილები, რომლებიც დამტკიცებული არ არის ამა თუ იმ მსოფლიო კრების მიერ, ვერ ჩაითვლება უცდომელად, მაშასადამე, შესაძლებელი ხდება მათი გასწორება ანდა ხელახლა განხილვა. მაგალითად, ადგილობრივ კრებათა დადგენილებები დაამტკიცა V-VI მსოფლიო კრებამ (კანონი მე-2).

ბ) ეპარქიული ანუ სამიტროპოლიტო კრება (ერთი ეთნოსი – სახელმწიფოს ფარგლებში).

ადგილობრივ კრებას თავისი მნიშვნელობით მოსდევს საეპარქიო კრება. ეკლესიის სინოდური სისტემის თანახმად, ყოველთვის, საჭიროების მიხედვით, როდესაც დადგება აუცილებლობა, მიიღონ ზომები ამა თუ იმ ეპარქიის საჭირბოროტო, მწვავე, გადაუდებელი საკითხების თაობაზე, იკრიბებოდნენ მთელი ეპარქიის ეპისკოპოსები მათ გადასაწყვეტად. ე. ი. ეპარქიული ან სამიტროპოლიტო კრება ეწოდება კრებას ერთი ოლქისა თუ მიტროპოლიის ეპისკოპოსებისა, რომელნიც იკრიბებიან ადგილობრივი მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით (მისი ხელმძღვანელობით). ეს კრებები იყო მოწვეული მიტროპოლიტის მიერ მიტროპოლიის ცენტრში ან და სხვა ადგილას, მაგრამ აუცილებლად მიტროპოლიის ფარგლებში. მიტროპოლიტის მოწვევისა და მისი თანდასწრების გარეშე კანონიკურად შეუძლებელია კრების მოწვევა და სხდომის ჩატარება. ეპარქიულ კრებაზე უნდა გამოცხადდეს ამ ეპარქიის ყველა ეპისკოპოსი. ხოლო ყოველი მღვდელმთავარი, რომელიც კი უმიზეზოდ აცდენს კრებას, პასუხისმგებელია კანონის წინაშე. ყველა, ვინც კრებაზე მონაწილეობს, მიროპოლიტის ჩათვლით, თანაბარი უფლებებით სარგებლობს. ეპარქიული კრების გადაწყვეტილებანიც ასევე ხმის უმრავლესობით მიიღება. მიტროპოლიტი ვალდებულია, დაემორჩილოს ეპარქიული კრების გადაწყვეტილებებს, და მოვალეა, აღასრულოს ისინი, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირადად საწინააღმდეგო აზრისაა.

ეპარქიული კრების მოწვევა განსაზრვრულია წელიწადში ორჯერ. მაგრამ V-VI მსოფლიო კრების მე-8 კანონის თანახმად ეპარქიის (ერთი ეთნოსის) ეპისკოპოსები იკრიბებიან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. ეპარქიური კრებების კომპეტენცია სარწმუნოებასა და დისციპლინასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ასევე ყოველივე, რაც სხვადასხვა პიროვნებებსა თუ ვითარებებს უკავშირდება, ვრცელდება ეპარქიათა ეპისკოპოსებზე. სადღეისოდ ეპარქიულ და სამიტროპოლიტო კრებებს ენაცვლება ავტოკეფალურ ეკლესიათა წმიდა სინოდები. ·

6. საპატრიარქო და „ენდიმუსა“ (ჩამოსულ

: მღვდელმთავართაგან მოწვეული), საჯარო კრებები 1) საპატრიარქო კრება V საუკუნიდან, ე.ი. იმ დროს, როდესაც ჩამოყალიბდა ხუთი საპატრიარქო ტახტი, შეიქმნა ასევე საპატრიარქო კრებათა ინსტიტუტები. საპატრიარქო ეწოდება კრებებს, რომელიც შესაბამისი საპატრიარქო წრის ეპისკოპოსთაგანაა შედგენილი. როგორც გამონაკლისი, ხანდახან მოწვეულ იყვნენ სხვა საპატრიარქოთა მღვდელმთავრები, რომელნიც იმ დროს კრების მოთავე პატრიარქთან მოქმედებდნენ. საპატრიარქო კრება წარმოადგენს საპატრიარქოს უზენაეს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, მართლმსაჯულებრივ საეკლესიო ორგანოს. საპატრიარქო კრებები, ჩვეულებრივ, საპატრიარქოს რეზიდენციებში იყო მოწვეულნი.

საპატრიარქო კრება. უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საკითხები:

1) პატრიარქისა და სხვა ეპისკოპოსების არჩევნები. 2) ეპისკოპოსის დაწინაურება (მაგ. მიტროპოლიტის წოდების მინიჭება). 3) ეპისკოპოსთა შორის მშვიდობის დამყარება (შერიგება). 4) ახალი ეპარქიის დაარსება. 5) საეპისკოპოსო რეზიდენციის სხვა ქალაქში გადატანისათვის უფლების გაცემა, 6) ეპიკოპოსების გადაყვანა (გადაადგილება). 7) პატრიარქის იმ გადაწყვეტილებათა შემოწმება, რომელნიც უზენაეს კანონებს ეწინააღმდეგება და ა. შ.

გარდა ამისა, საპატრიარქო კრება საყოველთაო ზედამხედველობით აკონტროლებს მთელი საპატრიარქოს ფარგლებში სარწმუნოებისა და დისციპლინის საკითხებს. სარწმუნოების საკითხებთან დაკავშირებით მისი კომპეტენცია ვრცელდება მსოფლიო კრებათა დადგენილებების განმარტებებზე; იგი უფლებამოსილია ასევე, გააშუქოს საღმრთისმეტყველო საკითხები. ხოლო დისციპლინის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო კრება უფლებამოსილია, გასცეს კანონიკური განკარგულებები, რომელნიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ მსოფლიო კრებათა დადგენილებებსა და ეკლესიის სამართლებრივ დადგენილ წესებს.

2) „ენდიმუსა“ – ჩამოსულ მღვდელმთავართაგან მოწვეულთა საეკლესიო კრება“. ეს კრება. გახანგრძლივებული კრებების სახეობას მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, იგი არ წარმოგვიდგება როგორც ასეთი, არამედ თავდაპირველად იყო პერიოდული, და საგანგებო სახეც კი ჰქონდა. ეს კრება IV. ს-დან ძირითადად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოქმედებდა; იმ მიზნით, რომ მოეცვა და მოეწესრიგებინა კონსტანტინეპოლის ეკლესიის წიაღში წარმოჭრილი საკითხები. აღნიშნული კრება თავდაპირველად აუცილებელი იყო იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს არ ჰქონდა ქვეშევრდომი საეპისკოპოსოები, და ამდენად, ვერც მოიწვევდა.სინოდზე თავის ეპისკოპოსებს. მაგრამ შემდგომშიც, IV მსოფლიო კრების (451 წე) მომდევნო ზანებშიც, როდესაც კონსტანტინოპოლის ტახტმა ვრცელი ადმინისტრაციული უფლებამოსილება მოიპოვა, „ენდიმუსა“ კრებას მოქმედება არ შეუწყვეტია. რა თქმა უნდა, პატრიარქს შეეძლო მოეწვია საპატრიარქო კრება, მაგრამ მისი მოწვევა მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამასთანავე დიდ დროსაც მოითხოვდა. ასე რომ, პატრიარქი გადაუდებელ საკითხთა გადაჭრისას გარკვეულ სიძნელეებს აწყდებოდა და იძულებული იყო, " როდესაც პატრიარქი იძულებელი იყო, გარკვეული გადაუდებელი საკითხები მოეგვარებინა, მიმართავდა აზრისათვის იმჟამად კონსტანტინოპოლში ჩამოსულ მღვდელმთავრებს (რედ.). 156 · კონსტანტინოპოლში დროებით ჩასულ მღვდელმთავართა აზრისათვის მიემართა. ამის გამო კრებას ეწოდებოდა ჩამოსულთაგან მოწვეული – „ენდიმუსა“, და ამითვე აიხსნებოდა, თუ რატომაც იყო კრება საგანგებო და აქ სხვა საპატრიარქო ტახტის მღვდელმთავრებს შეებლო მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ XII საუკუნიდან ბიზანტიის საზელმწიფოში შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებათა გამო, რომელთა მიზეზი იყო ჯვაროსნული ლაშქრობებიც, „ენდიმუსა“ კრება აღარ წარმოადგენდა ერთ გახანგრძლივებულ კრებით ორგანოს. დღეს ასეთ კრებებში ძირითადად მონაწილეობენ არა მარტო ჩამოსული მღვდელმთავრები, არამედ ასევე საპატრიარქოს თანამდებობის პირები, სამღვდელოება, თუმცა მათი ხმის უფლება უბრალოდ სიმბოლურია. დ... ტენდიმუსა“ საეკლესიო კრების ადათი განსაკუთრებულ აღმავლობას იწყებს XVII საუკუნიდან, როდესაც. კონსტანტინეპოლის მომიჯნავე, ე. ი. ირაკლიის, კვიზიკის, ნიკომიდიის, ნიკეის, ქალკედონის, დერკის, კესარიის, ეფესოსა. და ასევე კონსტანტინოპოლის. საპატრიარქოს მიდამოებში მყოფ სხვა გამოჩენილ ტახტთა მღვდელმთავრებმა დიდი გავლენა მოიპოვეს. მათ ეწოდებოდათ „ბერები“ (Cმოძღვარნი,“ „უხუცესები“. "მათი. ძალმოსილება. იმდენად. გავლენიანი. იყო, რომ საპატრიარქოს ბეჭედიც კი დაიყო ოთხ სექციად, რომელთაგან ერთი განეკუთვნებოდა პატრიარქს, დანარჩენი – მოძღვრებს. (უხუცესებს). , ამგვარი ვითარება გრძელდებოდა 1860 წლამდე,, როდესაც გამოქვეყნდა რომაული იმპერიის საგვარეულოს „საყოველთაო წესები“, რომელთა თანახმადაც საპატრარქო კრების შემადგენლობა განისაზღვრებოდა პატრიარქისა და თორმეტი მღვდელმთავრისგან. მათ ამ თანამდებობაზე იწვევდნენ მონაცვლეობით, ორი წლის ვადით. ,,”

„ენდემუსას“, ან უფრო სწორედ, საპატრიარქო კრებების ამ სახეობას შეესაბამება. მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ. ეკლესიათა ხანგრძლივი, გრძელვადიანი კრებები. ეს კრებები შეიძლება დახასიათდეს როგორც მმართველობითი სინოდები, რადგანაც ისინი შეადგენენ ცალკეულ ეკლესიათა მმართველობრივ კრებით ორგანოებს.

შენიშვნა: 1. პერიოდულად, სხვადასხვა დროს საეკლესიო წრეებში ტარდება კრება ეგრეთწოდებული „არისტინდინ“ – ,საუკეთესოთაგან“ შეკრებილი. იგი შედგება ზოგიერთი – იგულისხმება საუკეთესო, – იერარქიის გამორჩეულ წევრთაგან, რომელნიც კანონით შერჩეული არიან სახელმწიფოს მიერ. ამ კრების დანიშნულებაა ახალ მიტროპოლიტთა და. ეპისკოპოსთა არჩევა ან ჩაშლილი საქმეების მოგვარება.

2. ბერძნულ საეკლესიო-საღმრთისმეტყველო ფილოლოგიაში გვხვდება ასევე დასახელება „იპერტელის“ (=ზეაღმატებით სრულყოფილი) კრება. კანონიკურად ეს დასახელება, რა თქმა უნდა, შინაარსს მოკლებულია. დასახელება „სრულყოფილი კრება“ მხოლოდ კანონიკური სამართლის სფეროში გვხვდება და ასე ეწოდება კრებას, რომელსაც მიტროპოლიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი, ე. ი. ეპარქიური კრების თავჯდომარე ესწრება.

7. ადგილობრივი საეკლესიო ორგანოთა

უფლებამოსილების წარმმართველი, ზოგადი დებულებები 1) უმთავრესი დებულება, რომლის საფუშველსაც უნდა ექვემდებარებოდეს საეკლესიო ორგანოთა ზელისუფლება, ესაა: ყოველგვარი განდიდებისაგან, ამპარტავნებისაგან, ქედმაღლობისაგან განრიდება, რაკი ჭეშმარიტი ზელისუფლება მხოლოდ ეკლესიის თავს, ქრისტეს ეკუთვნის.

V/2) პოლიტიკური ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საეკლესიო სფეროში არ არსებობს მკვეთრი განსხვავება საკანონმდებლო, აღმასრულებელ. და სასამართლო ხელისუფლებას შორის. ერთი და იგივე პირები ასრულებენ ცერემონიურ, დიდაქტიკურ და ადმინისტრაციულ (საკანონმდებლო–სასამართლო) მოვალეობებს, უფლის სამმაგი ღირსების შესაბამისად.

3) საეკლესიო ორგანოთა ხელისუფლება არ გამომდინარეობს საერო ან რომელიმე სხვა საწყისისაგან, არამედ უფლისაგან.

4) მთავარი საეკლესიო ორგანოები არის კრებითი, კოლეგიალური ორგანოები; ყოველივე, რაც მეტყველებს ეკლესიის სასარგებლოდ და გამოხატავენ ეკლესიის სინოდურ ხასიათს.

5) ყველა საეკლესიო კრებითი ორგანოსათვის ძალმოსილია: უმრავლესობის პრინციპი, რადგანაც ყოველი მონაწილე თანასწორუფლებიანია (შდრ. I მსოფლიო კრების მე-6 კან.).

6) ეკლესიის კრებითი ორგანოებისა და მათი მსოფლიო კრებების დადგენილებათა თაობაზე საბოლოო აზრის გამოთქმის უფლება აქვს ასევე ეკლესიის მთელ სავსებას, სამღვედლოებასა და ერს, რომელიც საეკლესიო ცნობიერებას განასახიერებს.

7) ყოველი მმართველი საეკლესიო ორგანო შეუფერხებლად და კანონიერად მოქმედებს მხოლოდ თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში (შდრ. ანტიოქიის 22-ე კან. და სხვ.)

8) ორი თანაბარუფლებიანი საეკლესიო განმგებლობა ვერ იარსებებს ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას. მაგ. ორი ეპისკოპოსი ერთ საეპისკოპოსოში, ორი მიტროპოლიტი ერთ ეპარქიაში (შდრ. 1 მსოფლიო კრების მე-8 და IV. მსოფლიო კრების მე-12. კან.).

9) არც ერთ საეკლესიო განმგებელ. ორგანოს არ შეიძლება. ძალით, კანონიკური პროცესისა და პროცედურების გარეშე ჩამოერთვას მისი კუთვნილი უფლებამოსილებები (შდრ. III მსოფლიო. კრების მე-8 და. V-VI. მსოფლიო კრების 25-ე კან.). +შდრ. “I(წითVხ5ყ00ს #0LCCთVი, 2II6I6C5L XV. რტMიV(0ს, 10(L. #2, C67.. 147.

10) ყოველი საეკლესიო ორგანოს უფლებამოსილებათა სფერო ზემდგომი განმგებელი ორგანოს მიერ უნდა განისაზღვროს (შდრ. IV მსოფლიო კრების მე-12 და V-VI მსოფლიო კრების 25-ე კან.).

11) საეკლესიო სხეულისათვის მისი განკარგულების ყოველი ობიექტი მისი კომპეტენტურობისა და უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იყოს მოქცეულ და კანონიკურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს (შდრ. ანტიოქიის მე-7 და მე-13 კან.).

12) უცხო უფლებამოსილების საზღვრებში სხვა საეკლესიო განმგებელ ორგანოს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ იმის ნებართვით ან განკარგულებით (შდრ. მოციქულთა 33-ე, IV. მსოფლიო კრების მე-13 და. VII მსოფლიო კრების მე-10. კან.).

13) მმართველი საეკლესიო ორგანოს გადაწვეტილებები არ შეიცვლება, თუ არა განსაზღვრული, კანონიკური, შეჩერების ან გაუქმების გზით (შდრ. მოციქულთა 37-ე, ანტიოქიის მე-12, სარდიკიის მე-14 კან.).

14) მმართველი ორგანო ძალმოსილია, იმოქმედოს ან პირადად, ან საკუთარ რწმუნებულთა მეშვეობით (შდრ. ანკყრიის მე-13 და ანტიოქიის მე-10 კან.).

ზემოთ წარმოდგენილი დებულებები შემდგომში. დაგვეხმარება. იმისათვის, რომ უკეთ აღვიქვათ საგანი. სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია, რაკი იგი ზოგადად მისდევს აღნიშნულ დებულებებს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ამის გამო არ ხელუყვია და არ დაუმახინჯებია მას საეკლესიო სხეულის არსი და ბუნება და მისი მართვის ფორმა სამოციქულო ეპოქიდან დღემდე. მართალია, საეკლესიო სხეული ვითარდება, დროდადრო წარმოიქმნება ახალი საეკლესიო საორგანიზაციო ელემენტები (მაგ. პატრიარქი, მიტროპოლიტი, და ა.შ.), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი არსი არ შელახულა, მისი სულიერება შეუცვლელია.

თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდით დასავლეთის – რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაზე, რადგანაც მის წიაღში აღმოცენებულმა ახალმა ელემენტებმა არსობრივად შეცვალეს საეკლესიო სხეულისა და მართვის ფორმის სამოციქულო და კანონიკური. საფუძვლები, მისი საწყისები, და. ხელყვეს მისი სულიერი ხასიათი. პაპის პირველობის დებულების წინ წამოწევით და პაპის უცოდველობის დებულების დანერგვით არასწორად განისაზღვრა უზენაესი ხელისუფლების არსი და შეირყვნა ეკლესიის სინოდური ხასიათი. ამგვარად, _ განმგებლობის სისტემა აქ გახდა ერთთმმართველური, მსოფლიო კრება კი პაპის ავტორიტეტის ორგანოდ იქცა, – იმ შინაარსით, რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის თაოსნობით მოწვეული კრების მსოფლიო ხასიათი დამოკიდებულია მასზე მიღებულ დადგენილებათა პაპის მიერ მოწონებასა და. აღიარებაზე. შენიშვნა: აქ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ეს ზოგადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინების საფუძველზე განისაზღვრება ადგილობრივი საეკლესიო ორგანოთა უფლებამოსილება, ასევე შეადგენენ ერთი. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წინაპირობებს, | 159