← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 6: საეკლესიო მართლმსაჯულება

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 6: საეკლესიო მართლმსაჯულება

1. ზოგადი განმარტება საეკლესიო მართლმსაჯულებისათვის

ეკლესიას, რასაკვირველია, მოსდგამს ღმრთაებრივი წარმომავლობა, მაგრამ იგი ასევე ადამიანთა ერთობაცაა. და რაკი ადამიანთა ყველანაირ საზოგადოებას უთანხმოებანი და სხვადასხვაგვარი გადახრები ახასიათებს, ასევე შესაძლებელია ეკლესიაშიც წარმოიქმნას მსგავსი ადამიანური „სირთულეები, პრობლემები, შეცოდებები. ამიტომაცაა, რომ ეკლესიასაც უწევს ჩარევა სამართლის, უთანხმოებებისა და შემჩნეულ გადახრათა გადასაჭრელად. ჩარევის ეს უფლება თვით უფლის მიერაა მოწოდებელი. რაჟამსაც მან წარმოსთქვა: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, ... ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ანუ ორი სხუაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტუაი... ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“ (მათე 18,15). სახარების ეს მონაკვეთი ოქროს წესია სამართლის წარმოებისა და მართლმსაჯულების აღმშენელობისათვის.

ეკლესიას, რომელიც აღმსარებლობის საკითხთა, ასევე მორწმუნეთა და განსაკუთრებით კი თავის მსახურთა მთელი ცხოვრების ზედამხედველია, აქვს ჩარევის უფლება ყოველთვის, როცა კი საეკლესიო კეთილსინდისიერებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობა იჩენს თავს. ეკლესიის ამგვარი ჩარევა უზენაესი კანონების საფუძვლად დადგენილი სასჯელისამებრ არ არის სისხლის სამართლის ხასიათისა, ე. ი. შურისმგებელი ან დამსჯელი, არამედ იგი სიმართლის გზიდან აცდენილთა განკურნებისა და აღზრდისათვის სიყვარულის საფუძვლადაა დადებული. და რაკი ცოდვით დაცემულებიც იმეცნებენ საკუთარ შეცდომებსა და გულწრფელად ინანიებენ, ეკლესიაც მოთმინებით ეპყრობა ადამიანურ უძლურებასა და ავლენს შემწყნარებლობას. ამის მაგალითია პავლე მოციქულის. სიტყვები: „სიმდაბლე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა“ (ფილ. 4,5) და „ჯერ-არს ეპისკოპოსისაი, რაითა უბრალო იყოს, ... მყუდრო, ულალველ“ (L ტიმ. 3,2-3). ამრიგად, ეკლესია ან აარიდებს, ან მიანიჭებს შეცდომილს სასჯელს. ამის გამო კანონიკურ სამართლის ამ ნაწილსაც უნდა ეწოდოს არა დამსჯელი, არამედ უფრო ზუსტად, – აღმზრდელობითი და გამოსასწორებელი.

საეკლესიო სამართლისა და მისი მართლმსაჯულებრივი ფორმები საერო სასამართლოს სტრუქტურებთან შედარებით უფრო მარტივადაა აგებული. საეკლესიო მართლმსაჯულების ეს უბრალოება და ამავე დროს მისი სრულყოფილება იმითაც აიხსნება, რომ იგი სიყვარულზეა დაფუძნებული, და მხოლოდ საკანონმდებლო წესრიგით არაა შემოსაზღვრული.

ასევე სახელმწიფო სასამართლო ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საეკლესიო სამსჯავრო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორი სტრუქტურისაგან შედგება: ესაა სასამართლოს შიდა და გარესამართლებრივი უფლებამოსილება (C,,ხელმწიფება”). ე. ი. არის საიდუმლო ანუ სულიერი (საღმრთო) სამსჯავრო და ასევე – ეპისკოპოსის სულიერი უფლებამოსილება. არსებობს კიდევ გარე ანუ საკრებულო სასამართლო, რომელიც მოქმედებს როგორც გარკვეული მართლმსაჯულებრივი ტიპების საფუძველი. ეს უკანასკნელი ტექნიკური ტერმინი, ვიწრო გაგებით, საფუძვლად ედება საეკლესიო მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას.

2. საეკლესიო მართლმსაჯულების წარმოების ორგანოები

მათეს სახარების 18,18 თანახმად სასამართლო ხელისუფლება მოციქულებს თვით უფლისაგან მიენიჭა. იხ. ანანიასა და საპფირას მაგალითი (საქმე მოც. 5,1-11). შემდგომ ეს ხელისუფლება მოციქულთა მემკვიდრეებს – ეპისკოპოსებს გადაეცა. ეპისკოპოსთა ძალმოსილების თაობაზე მეტყველებენ 1 მსოფლიო კრების მე-5, II მსოფლ. კრების მე-6, III მსოფლ. კრების 1-ლი და მე-3 კან. ეკლესიის კანონთა თანახმად (II მსოფლ კრების მე-6, IV მსოფლ. კრების მე-9, კართაგენის მე-15 და 104 კან.). საეკლესიო სასამართლო განარჩევს ყოველი. მორწმუნის. (სამღვდელოება-მრევლი) სარწმუნოებრივ შეცოდებას, ასევე ყველანაირ უთანხმოებას სამღვდელო პირებსა თუ მონაზვნებს შორის. და რაკი არსებობს განსხვავება სამღვდელოებასა და სამრევლოს შორის, ხალხის კეთილი ნების საფუძველზე გადაწყდება, საერო თუ საეკლესიო სასამართლოს მიენიჭოს უპირატესობა. ეპისკოპოსი და საერთოდ ყოველი საეკლესიო მართლმსაჯულებრივი ორგანო განიხილავს მხოლოდ იმ სამღვდელო პირთა და მორწმუნეთა შეცოდებებს, რომელნიც მათი უფლებამოსილების გარემოს მიეკუთვნებიან, მაგრამ გარკვეულ შემთხვევათა გამო ეპისკოპოსს ან საეკლესიო ორგანოს შეუძლია უცხო (სხვა ეპარქიის) სამღვდელო პირების გასამართლებაც. მას ეს უფლება იმ დროს ენიჭება, როდესაც უცხო სამღვდელო პირი ამ ეპისკოპოსის ეპარქიაში მოქმედებს შესაბამისი ნებართვის გარეშე. ე. ი. ეპისკოპოსს შეუძლია ასეთების დასჯა, რაკი მათ დარღვევა დაუშვეს. თავისთავად ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეპისკოპოსი ძალმოსილია, მის ეპარქიაში უწებართვოდ მოქმედი სამღვდელო პირები თავიანთ მღვდელმთავრის ეპარქიას გადაუგზავნოს. შესაბამისად, ყოველი საეკლესიო მართლმსაჯულებრივი ორგანოს უფლებამოსილება განისაზღვრება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ჩადენილი იყო დარღვევები, ან იმ ადგილის მიხედვით, რომელსაც დამნაშავე მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ საეკლესიო ორგანოს უფლებამოსილებისათვის ნაირგვარი უთანხმოებანი აღმოცენდება, მაშინ ყოველგვარ საეჭვო საკითხს უზენაესი საეკლესიო ორგანო (მაგ. სინოდი) აწესრიგებს. საეკლესიო სამართლის წარმოება დაიყოფა ეპარქიების მიხედვით საეპისკოპოსო, სამიტროპოლიტო და საპატრიარქო სასამართლოებად (სამსჯავროებად).

IL საეპისკოპოსო სამსაჯავრო საეკლესიო მართლმსაჯულების წარმოების პირველ სფეხურს წარმოადგენს ეპისკოპოსი. ზემოთ აღინიშნა, რომ ეპისკოპოსი სულიერი ძალმოსილებით აწარმოებს სამართალს თავის ქვეშევრდომ სამღვდელო პირების იმ შეცოდებებისათვის, რომლებიც ზოგადად სინდისიდან აღიძვრებიან და საზოგადოების დიდ შეურაცხყოფას არ გამოიწვევენ. ამ დროს მიმართავენ შეგონებებს, რჩევა-დარიგებებს და მკაცრ საყვედურებსაც. ეპისკოპოსის ეს სამართლებრივი მოქმედება ყოველგვარი სასამართლო ფორმალური პროცედურების გარეშე ზორციელდება და არავითარ საერო ზედამხედველობას არ საჭიროებს. ხოლო თუ წარმოიშვება მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელთაც საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვება, მაშინ საქმეში მკაცრად ჩაერევა საეპისკოპოსო სასამართლო.

საეპისკოპოსო სასამართლო ყოველ ეპარქიაში მოქმედებს. მას შეადგენს ადგილობრივი მთავარეპისკოპოსი, როგორც თავმჯდომარე და ეპარქიის ორი ან ოთხი მაღალი ღირსების მღვდელი. როდესაც სასამართლოს ესწრება. , ეპისკოპისი, დანარჩენ სამღვდელო პირთა ხმა მხოლოდ პირობითი მნიშვნელობისაა. ხოლო როდესაც ეპისკოპოსი არ ესწრება სასამართლოს, ყოველი წევრის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საეპისკოპოსო სასამართლო ძალმოსილია, გაასამართლოს ყველა მღვდელი (მღვდელი, დეკანოზი, დიაკონი და სხვა უფრო დაბალი წოდების მოწესენი) ან მონაზონი, რომელთაც დანაშაული ამა თუ იმ ეპარქიის ფარგლებში ჩაიდინეს. ან თავად მიეკუთვნებიან ამ ეპარქიას. საეპისკოპოსო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს შემდეგი სასჯელი: შეგონება, ხელფასის დაკავება, მოვალეობის აღსრულების დროებითი შეჩერება (დაყენება), დაკავება ფიზიკურად, ხარისხის აყრა და ა.შ. იმ მძიმე ცოდვების შემთხვევაში, რომელნიც ზარისხის სამუდამო აყრასა ან თანამდებობიდან გადაყენებას განაპირობებენ, საეპისკოპოსო სასამართლოს „მხილება ვერ ძალუძს“ და იგი საქმეს სამიტროპოლიტო სასამართლოს, ან, სადღეისოდ, პირველი ინსტანციის, უმაღლეს სინოდურ სასამართლოს გადასცემს.

II. სამიტროპოლიტო სამსჯავრო კომპლექტდება საეპარქიო ან სამიტროპოლიო სინოდის გარკვეული ეპისკოპოსებისაგან. იგი პირველ ინსტანციაზე განიხილავს უთანხმოებებს ეპისკოპოსთა შორის, ან იმ ეპისკოპოსთა საქმეებს, რომლებსაც ბრალად ედებათ გარკვეული შეცოდება. მეორე ინსტანციაში სასამართლო გასაჩივრების შედეგად განიხილავს მათ, ვისაც განაჩენი გამოეტანათ საეპისკოპოსო სასამართლოზე, ანუ მღვდლებსა თუ სხვა სასულიერო პირებს, ასევე – მონაზვნებსაც.

თუკი საეპარქიო სინოდზე წამოიჭრება მნიშვნელოვანი უთანხმოებანი, მიტროპოლიტი-თავმჯდომარე იწვევს ,,უფროის კრებას“ (ანტიოქიის მე-12 კან.), ანუ გაფართოებულ სინოდს. ანტიოქიის მე-12 და მე-14. კანონების თანახმად იგი შედგება სხვა, მეზობელი ეპარქიის C,მახლობელისა სამთავროისა“, – ანტიოქიის მე-14 კან.) ეპისკოპოსებისაგან. დღეს სამიტროპოლიტო სამსჯავროებს შეესაბამებიან სინოდური სამსჯავროები.

III. საპატრიარქო სამსჯავრო. საპატრიარქო სასამართლო შეესაბამება საპატრიარქო საეკლესიო კრებას, სინოდს. იგი შედგება საპატრიარქოს სინოდის ან პერიფერიის ეპისკოპოსებისაგან და წარმოადგენს უმაღლეს მართლმსაჯულების ხელისუფლებას მთელს საპატრიარქო პერიფერიაზე. საპატრიარქო სამსჯავრო წარმოადგენს პირველი, მეორე და მესამე საფეხურის ანუ ინსტანციის სასამართლოს. და ამგვარად, იგი განიხილავს სამიტროპოლიტო სასამართლოს გასაჩივრებებს და პირველი ინსტანციის უფლებით განიხილავს მიტროპოლიტთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს (შდრ. IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კან. და კონსტანტინეპოლის 394 წ. კანონი). დღეს ახლად დაფუძნებულ საპატრიარქოებში საეკლესიო მართლმსაჯულება მთლიანად დაკომპლექტებულია მათში მოქმედი საკონსტიტუციო წესდების საფუძველზე (იხ. კიტროსის მიტროპოლიტი ბარნაბა, მართლმადიდებელ საპატრიარქოთა განმგებლობის ძირითადი დადგენილებები (ადათები)!

IV. უზენაესი საეკლესიო სამსჯავრო არის მსოფლიო საეკლესიო კრება. მხოლოდ მას ხელეწიფება, შეცვალოს ნებისმიერი საეკლესიო სამსეგავროს ნებისმიერი დადგენილება. ხოლო მსოფლიო კრების (სამსეჯავროს) დადგენილება არ ექვემდებარება არავითარ გასაჩივრებას, რადგანაც. მისი დადგენილებები; არის საბოლოო.

3. სასულიერო პირთა შეცოდებები

აქ, უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია შემდეგი: იმისათვის, რომ ესა თუ ის სასულიერო პირი, ან მონაზონი წარდგენილ იქნას სასამართლოს წინაშე, მისდამი წამოყენებული ბრალდებები დასაბუთებული უნდა იყოს. დაუსაბუთებელი ბრალდებები და ეჭვები ვერ დაედება საფუძვლად ამა თუ იმ სასულიერო პირის ბრალდებას. ,,გარემოდან გამომდინარე” დადებითი დასტური, ანუ კეთილი სახელი ძალმოსილია ეჭვმიტანილი სასულიერო პირების მიმართ. და პირიქით, მხოლოდ ცუდი რეპუტაციის საფუძველზე ვერ განვიკითხავთ ვერც ერთ სასულიერო პირს. მას კონკრეტული შეცოდება, კონკრეტული ცოდვა უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

"Mი!ნილთი02ნ0ს #Lი0სC 8ოიV6ჩ0, CL ჩთთი( 08CIL0( 610(C1C60აC «CV ბი00866თV X0თI%ი1თიX6(0V, ”#0#VთI 1972.

შეცოდებები, რომლებიც. ძალმოსილებას ანიჭებს ამა თუ იმ საეკლესიო პირის საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარდგინებისათვის, ესაა: ა) არ დაცვა იმ წინაპირობებისა, რომლებიც მოეთხოვება მღვდლობის მაღალ მოწოდებას, ბ) მათი დარღვევა ხელთდასხმის შემდეგ, გ) სასულიერო პირთა უფლება-მოვალეობების არასწორად შესრულება და დ) შეუფერებელი და შეუგნებელი მოთხოვნა-პრეტენზიები თავიანთი “უფლებების მიმართ.

მაგრამ ამ ზოგადი შეცოდების გარდა არსებობს კიდევ. სხვა, უფრო კონკრეტული შეცოდებები, როგორიცაა:

1) სიმონია. ასე ეწოდება ამას სიმონ მოგვის გამო, რაკი იგი მოციქულთაგან ითხოვდა, ფულით მიეღო საღმრთო მადლი (საქმე მოც. 8.18).

ეკლესიის კანონების თანახმად (VI მსოფლიო კრების 23-ე კან., IV მსოფლიო კრების მე-2. კან. და სხვ.), განკვეთით ისჯება ის, ვინც ქრთამით მიიღო საღმრთო მადლი და ისიც, ვინც გასცა იგი. თუკი ამას ეძიებს საერო პირი, იგი შეჩვენებულ იქნება. ამავე სასჯელს (ანუ, განკანონებას, ანუ განპატიჟებას). ექვემდებარებიან ისინიც, რომლებიც. შუამდგომლობენ საღმრთო მადლის ფულით მოხვეჭისათვის.

2) როდესაც ლღმრთისმსახურებას ჩაატარებს ესა თუ ის „განკვეთას ან დაყენების” სასჯელს დაქვემდებარებული სასულიერო პირი. განკვეთილ ან დაყენებულ სასულიერო პირს არ შეუძლია ჩაატაროს ღვთისმსახურება. ხოლო თუ იგი მიუხედავად ამისა მაინც ჩაატარებს მას, ისიც და ისინიც, ვინც მას ხელი შეუწყო, მკაცრად ისჯებიან.

3) საკუთარი სამრევლოს გარეთ ღმრთისმსახურება. ამ შეცოდებას დაუშვებენ: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის ეპისკოპოსი ან მღვდელი ნებართვის გარეშე შემოიჭრება სხვა ეპისკოპოსის საეპისკოპოსო მიდამოებსა ან სამრევლოში და აღასრულებს მსახურებას; ბ) როდესაც ეპისკოპოსი ან მღვდელი იღებს. სხვა საეპისკოპოსოს ან სამრევლოს მორწმუნეებს და მათთვის აღასრულებს მსახურებას (მაგ. ხელთდასხმას, ან აკურთხებს ქორწინებას) ადგილობრივი მწყემსმთავრის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. · შენიშვნა: აღსარების, საღმრთო ევქარისტიის და ზეთისცხების საიდუმლოთათვის არ მოქმედებს შეზღუდვა, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს „უცხო“ მორწმუნეები მიმართვენ ამას საკუთარი წებით და არა სასულიერო პირის უშუალო მოწოდებისა თუ იძულების გამო.

4) საკუთარი სამრევლოსა თუ საეპისკოპოსოს მიტოვება. აკრძალულია, ეპისკოპოსმა დატოვოს თავისი საეპისკოპო ან მღვდელმა თავისი სამრევლო. მხოლოდ გამოუვალი აუცილებლობისა და ზეგარდამო მოქმედი მიზეზების გამო დაშვებულია, მათ დატოვონ მინდობილი სამწყსო, და ისიც პასუხისმგებლობით აღჭურვლი საკუთარი ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის ნებართვით.

5) განაწესის (ტიპიკონის) მიმართ უგულისყურო დამოკიდებულება. სასულიერო პირებს ევალებათ, სარწმუნოდ აღასრულონ საეკლესიო განაწესი და ეკლესიის დადგენილებანი; როგორც საღმრთო მსახურებების, ასევე – სხვადასხვა წმიდა ნივთების გამოყენებასთან დაკავშირებით.

6) სამწყსო მოვალეობების მიმართ უდიერი დამოკიდებულება. სამრევლო უფლებებს წარმოადგენს: ა) საიდუმლოთა და სხვა წმიდა რიტუალთა აღსრულება; ბ) ქადაგება, საერთოდ, კატეხეტიკა და სწავლება, და კონკრეტულად – ნუგეშინისცემა; გ) ეკლესიის განმგებლობა, 7) აღსარების საიდუმლოს საჯაროდ განცხადება. აღსარების საიდუმლოს საჯაროდ გაუთქმელობას იცავს სახელმწიფოს კანონებიც. მაგალითად, სასულიერო პირი არ არის ვალდებული, განუცხადოს სასამართლოს არაფერი იქიდან, რაც მან აღსარებაში მოისმინა. ხოლო თუ იგი გამოამჟღავნებს რაიმეს, ისჯება სახელმწიფო მართლმსაჯულებით დაინტერესებული პირების მოთხოვნის კვალად.

8) საეკლესიო საკუთრების გამოყენება პირადი მიზნებისათვის. ყოველივე ის, რაც ეკუთვნის ეკლესიას, აკრძალულია, სასულიერო პირმა გამოიყენოს საკუთარი სარგებლისათვის. ამის დარღვევას ძირითადად მოსდევს სანქცია არა თუ მხოლოდ საეკლესიო განმგებლობისაგან, არამედ სახელმწიფოსგანაც (შდრ. მოციქულთა 72-ე და 73-ე კან.).

0) წმიდა კანონთა და საეკლესიო წეს-ჩვეულებათა მითვისება ფზურპცია). ს 10) საეკლესიო განმგებლობის მისაკუთრება. სასულიერო პირს ეკრძალება გაითავისოს უფლება-მოვალეობები, რომლებიც განეკუთვნება. საეკლესიო წოდებათა მასზე მაღალ. საფეხურს.

11) ფრაქციული დაჯგუფებები და შეთქმულებები C,თანამოფიცარობა”), ანუ შეთქმულებით დაპირისპირება საკუთარი საეკლესიო განმგებლობის წინააღმდეგ (მოციქულთა 31-ე, IV მსოფლ. კრების მე-18 და V-VI მსოფლ. კრების 34-ე. კან.).

12) თანამლოცველობა სხვა სარწმუნოების, სხვა აღმსარებლობის. ან სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. თანამლოცველობა აღსრულდება ან მართლმადიდებელი სასულიერო პირების უცხოაღმსარებელთა ამა თუ იმ თავყრილობაზე, ან სხვა აღმსარებლობის პირთა სახლში ან სხვა აღმსარებლობის პირთა მართლმადიდებელ ეკლესიასა თუ მართლმადიდებლის სახლში მოწვევის შედეგად (შდრ. მოციქულთა მე-10, 45-ე და 64-ე კან.).

13) მწვალებელთა ღვთისმსახურების შეწყნარება. სასულიერო პირები, რომლებიც იწყნარებენ და უფლებამოსილად სცნობენ მწვალებლების საიდუმლოს (მაგ. ნათლისღებას ან საღმრთო ევქარისტიას), განიკვეთებიან წმიდათა მოციქულთა 45-ე და 46-ე კანონების თანახმად.

4. საეკლესიო მართლმსაჯულება (პროცესი)

მართლმსაჯულების, ანუ სამართლის წარმოება ეწოდება იმ დადგენილებათა ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ სასამართლოზე მართლმსაჯულების წესებს. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ საეკლესიო მართლმსაჯულება თავიდანვე იყო უბრალო, სადა და ელემენტარული, რადგან საეკლესიო სამართალს საფუძვლად უდევს სიყვარულის მცნება. ამის გამო მკაცრი და პედანტური არ არის პროცედურული წესები, არამედ, ესაა უბრალოდ სამსჯავროზე წარდგენილთა განსჯის კანონიკური პროცედურა. მისი მიზანია, დაიცვას ბრალდებული შემთხვევითი თვითგანკითხვისა და უსამართლოებისგანაც, ხოლო საეკლესიო ორგანო – შემთხვევით აღმოცენებული ეჭვებისაგან, მაგ. რომ იგი, სდევნის ამა თუ იმ საეკლესიო მოსაზრებით თავის სასულიერო პირს. მთელი საეკლესიო მართლმსაჯულების წარმოება იყოფა შემდეგ სტადიებად: სასამართლოს წინარე, ძირითადი პროცედურა და სასამართლო დადგენილებების აღსრულება.

5. სასამართლოს წინასწარი სამართლწარმოება

L საქმის გახსნა, დასაწყისი უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ. საეკლესიო სამსჯავროს არ ახასიათებს სიძველის ცნება დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლასთან დაკავშირებით? _ მართლმსაჯულების. დასაწყისი აღინიშნება: 1). იმ. უწყების სახით, რომელსაც უგზავნის შეცდომილ სასულიერო პირს მეორე სასულიერო ან საერო პირი, 2) საეკლესიო შეცოდების ჩამდენი სასულიერო პირის პირადი განაცხადის, ანუ. აღსარების სახით, 3) იმ ეპისკოპოსის პირადი. თაოსნობით, რომელიც იწვევს შეცდომილ. სასულიერო პირს თავის გასამართლებლად.

ყველანაირი წარდგინების ყოველგვარი მაუწყებელი წერილობითი საბუთი საეკლესიო სასამართლოს წინაშე პროცესის დაწყებისათვის ეგზავნება ბრალდებულს ან სამღვდელო პირთა ან საეკლესიო განმგებლობის მაუწყებლის მიერ. თუკი ბრალდებული არ არის სახლში და მასთან ერთად მაცხოვრებელნი თუ ნათესავნი უარს აცხადებენ, გადასცენ წარსადგენი უწყება, ანუ ბრალდების მაუწყებელი ბარათი, ორი მოწმის თანდასწრებით მას მიაკრავენ ბრალდებულის სახლის კარს. როდესაც ბრალდებულის გამოცხადების ვადა უცნობია, მაშინ წარსადგენი უწყების შინაარსი ორჯერ საჯაროდ იქნება ნაუწყები ეკლესიის მასობრივი ინფორმაციის ორგანოს მეშვეობით.

I. საჩივრები, ბრალმდებელის. განაცხადი – ბრალმდებლები. მოწმეები.

ბრალმდებელი გადასცემს ბრალდების განაცხადს შესაბამის საეკლესიო კომპეტენციას. ანონიმური განაცხადები ყურად არ მიიღება. ყოველი განაცხადი 2 შდრ. “I60თVხ0ს #0+CC6VIM, 2ი6L0C6L XIV. #IX0თ(0ს, ტს. 8“. C6.. 157.

უნდა იყოს ხელმოწერილი და დათარიღებული (რიცხვი, თვე, წელი). ბრალდებები უნდა იყოს დასაბუთებული. უსაფუძვლო მითქმა-მოთქმის, ხმების გავრცელება ვერ გამოდგება სასულიერო პირის სასჯელის საფუძვლად (შდრ. I ტიმ. 5,19 და თეოფილეს მე-6 კანონი). ქრისტიანობის გავრცელების პირველ წლებში ბრალმდებელს ბრალდების განაცხადის შემოტანასთან ერთად მართებდა წერილობით დაედასტურებინა, რომ: თუ საქმით იგი ვერ წარმოაჩენდა იმას, რასაც განაცხადით აუწყებდა, კანონიკური განმგებლობისგან მიიღებდა ბრალდებულისადმი განკუთვნილის ტოლფას სასჯელს (IL მსოფლიო კრების მე-6 კანონი). კართაგენის მე-19-ე კანონის მიხედვით ეპიტიმია (განპატიჟება, განკანონება) განეკუთვნება მას, ვინც ჯერ შემოიტანა საჩივარი განაცხადი, შემდეგ კი გამოიტანა და უარყო იგი. სასულიერო პირთა წინააღმდეგ ვერ გამოიტანენ საჩივარს, არამედ გამორიცხულიცაა: 1) მათგან, ვინც არ მიემართება ეკლესიას კანონიკური ურთიერთობით (II მსოფლ. კრების მე-6 კანონი), 2) მწვალებლები, სქიზმით დაპირისპირებულები და ეკლესიიდან გამოყოფილნი, 3) წარმართები, განსხვავებული ღმრთისმ-სახურების წარმომადგენლები და იუდეველები (კართაგების 128-ე კან.),, 4) მათგან, რომელნიც არიან მსჯავრდებულნი. 5) ვინც დაკარგა სამოქალაქო უფლება, 6) საერთოდ, ცილდაწამებული პირები და ისინი, ვინც მისდევს არასაპატიო საქმიანობას, როგორიცაა ასევე ორთაბრძოლაში მონაწილენი, მხეცებთან ასპარეზში მონაწილენი და ა. შ. (კართაგენის 129-ე. კან.). 7) ვინც პირველად მიმართავს სამოქალაქო პირებს ან საერო სასამართლოს და არა შესაბამის საეკლესიო ორგანოს (II მსოფლ. კრების მე-6 კანონი). ისინი გამორიცხულნი არიან არა მხოლოდ, როგორც ბრალმდებლები, არამედ, როგორც მოწმეებიც. 8) ცხადია, ბრალმდებლებადაც და მოწმეებადაც გამორიცხულია არასრულწლოვანებიც, ისევე, როგორც სულიერად ავადმყოფები (გარდა იმათი, ვინც სასამართლოზე განხილული კანონიკური შეცოდების შედეგად დაზარალდა). 9) გამორიცხულია ასევე სისხლით ახლო ნათესავები ან ბრალმდებლისა ან ბრალდებულის ახლობლები, 10) აღმსარებელი სასულიერო პირები, ადვოკატები, ექიმები, მეანები და ისინი, ვინც მოვალენი არიან დაიცვან პროფესიული საიდუმლოება. სხვა მხრივ, ბრალდებულის გამართლებას (გასამართლებელ სიტყვას, საბუთს) არა აქვს დამასაბუთებელი ძალმოსილება. II. გამოძიება (დაკითხვა)

განცხადების შემოტანის შემდეგ, ან იმთავითვე ამა თუ იმ ეპისკოპოსის მიერ ამა თუ იმ სასულიერო პირისადმი წამოყენებული საჩივრის შედეგად, ფარმოებს გამოძიება. გამოძიებას ეპისკოპოსი ავალებს რომელიმე განათლებულ სასულიერო პირს. თუკი ბრალდებული მღვდელმთავარია, წმიდა სინოდი გამოსაძიებლად კვლავაც მღვდელმთავარს ადგენს. როდესაც ბრალდება წმიდა სინოდის თავმჯდომარისა და წევრების საწინააღმდეგოდ მოექცევა, კენჭისყრით პირველად შედგება ზუთწევრიანი კომიტეტი – არა სინოდის შემადგენელი მღვდელმთავრებისაგან, რომლებიც დაადგენენ ბრალდების სიმძიმის ხარისხსა და განსაზღვრავენ გამომძიებლის მოქმედებას. გამომძიებელი მიმდევრობით იძახებს ბრალდებისა და დაცვის მოწმეებს, რომლებსაც აირჩევენ დაინტერესებული პირები და რასაც არ აბრკოლებს კანონი. უკანასკნელად გამოიკითზავენ ბრალდებულს. გამოკითხვა ყოველთვის წარმოებს აგრეთვე ერთი მდივნის თანდასწრებით. როცა ბრალდებული მღვდელმთავარია, ყოველ ნაირი აზრთა სხვადასხვაობა მოწესრიგდება ადგილობრივი ეპისკოპოსისა ან წმიდა სინოდის თაოსნობით. როცა დასრულ-დება საქმის წინასწარი შესწავლის, წინასწარი გამოკითხვის პროცედურა, გამომძიებელი წერილობით ადგენს დასკვნას და ერთიანი ოქმის ანუ ,,საქმის“ სახით წარმოუდგენს შესაბამის საეკლესიო სამსჯავროს. წინასწარი საქმეთა წარმოების აღნიშნულ საფეხურზე ადგილობრივ ეპისკოპოსს ან წმიდა სინოდს შეუძლია დროებით დააყენოს მსახურებისგან ბრალდებული სასულიერო პირი: 1) თუკი ბრალდებულის შეცოდებისთვის საერთო სისხლის სამართლის მიერ დადგენილია წინასწარი პატიმრობა და 2) თუკი ბრალდებულის შეცოდება შეურაცხყოფს საზოგადოებას, მაშინ იგი ისჯება განკვეთით.

6. ძირითადი სამართლწარმოება

უპირველეს ყოვლისა, დადგინდება საქმის გარჩევის დღე. დადგენილი ვადისთვის კომპეტენციის შესაბამისად საქმის განსახილველად იწვევენ სამსჯავროს წინაშე ბრალდებულ სასულიერო პირს. არავისთვის არ გამოაქვთ განაჩენი დაუსწრებლად და გასამართლებელი სიტყვის გარეშე. თუკი ბრალდებული არ წარდგება სასამართლოს წინაშე, პროცედურა გადაიდება და ბრალდებულს იწვევენ ხელახლა. ეს შეიძლება განმეორდეს. სამჯერ. თუკი მესამე მოწვევის შემდეგაც არ. გამოჩნდა ბრალდებული, მაშინ მისი საქმე განიხილება და გამოიტანება „დაუსწრებლად“ (მოციქულთა 74-ე კანონი და სხვ.). იგულისხმება, რომ პირადად ბრალდებულის დასწრებაც აუცილებელია. ასევე, კანონით სავალდებულოა, დაესწრონ მღვდელმთავრები, როგორც მოსამართლეები, მათი დაუსწრებლობა დასაბუთებული ახსნაგანმარტებების გარეშე ქქვემდებარება მათთვის განკუთვნილ შესაბამის სასჯელს „განპატიჟებას“. იგივე ზდება მოწმეების მიმართაც. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ სინოდური სასამართლოდან გამორიცხონ ის მოსამართლეები, რომლებიც მიკერძოებასა ან მტრულ დამოკიდებულებაში არიან ეჭვმიტანილთან. ბრალდებულს მოსამართლის შეცვლა შეუძლია მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე არის დაზარალებულის ნათესავი, მით უმეტეს თუკი თავად იგი არის დაზარალებული. იგივე შეიძლება მოხდეს, თუკი მოსამართლე უკვე მოწვეული იყო, როგორც მოწმე. დასასრულ, სინოდური სასამართლოდან გამოირიცხება ეპისკოპოსი, რომელმაც ბრალდებულ სასულიერო პირს პირველ საფეხურზე (ინსტანციაზე) საქმის სასამართლო განხილვის დროს საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოუტანა ბრალდებულს განაჩენი. თავისთავად ცხადია, რომ მოსამართლე ეპისკოპოსის შეცვლის მოთხოვნა არ შეიძლება წამოყენებულ იქნას საეპისკოპოსო სამსჯავროზე. სინოდური სამსჯავროდან ასევე ვერ მოითხოვენ, რომ გამოირიცხოს იმდენი წევრი, რომ ვერ შედგეს სასამართლო. დანარჩენი ნამდვილი და სათადარიგო წევრებისაგან გამონაკლისი დაიშვება ან “უარიყოფა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც განეკუთვნება შესაცვლელი მოსამართლე; მაგრამ ქს წარმოებს იმ წევრთა გამოკლებით, რომლებიც მოითხოვენ, რომ გამოირიცხოს მოსამართლე. არის ასევე შემთხვევა თვითგამორიცხვისა, ანუ შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის მოსამართლე გრძნობებისადმი ადვილად აყოლის გამო მოითხოვს თავისი თავის გამორიცხვას სასამართლოს შემადგენლობისაგან.

საეკლესიო სასამართლოში პროცესი, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს „ჩაკეტილი კარის მიღმა“. მაგრამ მთელი პროცედურისთვის წარმოებს დაწვრილებითი ოქმები, რომლებსაც ხელს აწერს სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი. ბრალდებული, ჩვეულებრივ, წარდგება ერთ სასულიერო პირთან – დამცველთან ერთად, ან მოითხოვს ერთ სასულიერო პირს – დამცველს სასამართლოს თავმჯდომარესაგან. კითხვაზე – რამდენად მართებს ამა თუ იმ საეკლესიო სამსჯავროს, განაჩენი გამოუტანოს იმ შეცოდებას, რომლისგან მომდინარე სასჯელი არ თანხვდება აღნიშნული სამსჯაგროს უფლებამოსილებას, ჩვეულებრივ გაიცემა ასეთი პასუხი: რამდენადაც აღნიშნული სამსჯავრო აუცილებლობით განიხილავს ამა თუ იმ საქმეს და დაასკვნის, რომ გათვალისწინებული სასჯელი აღემატება მის უფლებამოსილებას, საჭიროა უპირველეს ყოვლისა გადაეგზავნოს მთელი საქმე უმაღლესი სასამართლოს შესაბამის საქმეთწარმოებას და იგი გადაწყვეტს შესაბამისად.3 სასამართლო პროცედურის დასრულება სასამართლო პროცესი დასრულდება ან პროცედურაში მონაწილეთა დადგენილების კვალად, ან ზოგადად გამოტანილი განაჩენით. განაჩენი გამოიტანება სამსჯავროზე დამსწრე წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით, რამდენადაც მოსამართლეები ხმათა თანაბარი რაოდენობით გამოირჩევიან. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესია ბრალმდებლის სასარგებლოდ გაცემული ხმა. რამდენადაც სამსჯავროს წევრებია ეპისკოპოსი 3 M62.6L(0ს 2:0MX62.2.C00X0ჰ20ს, ”CXX2I1)თI0CIXIX6V /#(XთI0V, C§. 401.

და მღვდლები, „ხუცესები“ ანუ დეკანოზები (საეპისკოპოსო სამსჯავრო), ანუ ზარისხით არა თანაბარნი. განაჩენი გამოაქვს მხოლოდ ეპისკოპოსს.

განაჩენი დადგინდება წერილობით და მას. ხელს აწერენ მოსამართლეები, ვინც პროცესში მიიღო მონაწილეობა. დადგენილებისათვის მოხმობილ. უნდა იყოს წმიდა კანონებიც, რომლებსაც. ეყრდნობოდა. სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს.

განაჩენი ეუწყება ბრალდებულს „დასაბუთებისათვის“, რათა გარკვეული ვადისთვის, ბრალდებულს შეეძლოს გაასაჩივროს განაჩენი. მხოლოდ მსოფლიო კრების განაჩენებია საბოლოო და გასაჩივრებას არ. ექვემდებარება,

7. სასულიერო პირთა სასჯელი (=,,განკანონება“)

სასჯელი, ანუ „განპატიჟებანი“, „განკითხვანი“ ან ,,გგანკანონებანი“, რომლებსაც ექვემდებარებიან სასულიერო პირები ზემოთჩამოთვლილი შეცოდებების გამო, ესაა:

1) მეთვალყურეობის დაწესება ხორციელდება ძირითადად ეპისკოპოსის მიერ. ესაა ყველაზე მსუბუქი. სასჯელთა შორის. მაგრამ ამასთანავე ეს. სასჯელი, თუკი მას ითვალისწინებს კეთილსინდისიერი. სასულიერო პირი, – მნიშვნელოვანია.

2) საყვედური – ცხადდება საეკლესიო სასამართლოს წინაშე; შესაბამისად, იგი საჯარო სასჯელადაა მიჩნეული. თუკი საყვედურის შედეგად მოჰყვება შეცდომილი სასულიერო პირის გამოსწორება, მას აღარ განუცხადდება სხვა სასჯელი. მაგრამ სასულიერო პირის უგულისყურობის შემთხვევაში გათვალისწინებულია უმეტესი სასჯელი. იგი აღინუსხება სასჯელთა შორის კატალოგში, ისევე, როგორც სასულიერო პირის პირად საქმეში.

3) წოდებისა თუ თანამდებობის ჩამორთმევა – ,დაცხრომა“ წოდებათანამდებობისაგან. ამ სასჯელით დადგენილი განაჩენის შედეგად სასულიერო პირს ჩამოერთმევა ის ღირსება თუ თანამდებობა, რაც ჰქონდა მინიჭებული (დეკანაზობა, იკონომოსობა, არქიმინდრიტის წოდება და ა. შ.). როცა ღირსება არაა მინიჭებული საეკლესიო დადგინებით, არამედ. ეს. არის. უბრალოდ ადმინისტაციული თანამდებობა, სასულიერო პირს იგი ჩამოერთმევა ყოველგვარი საეკლესიო პროცედურის გარეშე და ეს მას სასჯელად ეთვლება.

4) უპირატესობის უფლების ჩამორთმევა. სასულიერო პირები ერთსა და იმავე წოდებით ერთი მეორეს მისდევს უპირატესობის წესით. შესაბამისად, ამა თუ იმ შეცოდებისთვის დასჯილმა სასულიერო პირმა შეიძლება დაკარგოს უპირატესობის, ანუ პირველობის რიგი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქიროტონიის პირველობა. და იგი შეიძლება მოთავსდეს უკანასკნელ რიგში თანაბარი ხარისხის სასულიერო პირთა შორის.

5) აკრძალვა უფრო მაღალ საფეხურზე ამაღლებისა. მაგ. ბასილი დიდის 69-ე კანონის თანახმად „წიგნის მკითხველი“ (მედავითნე), რომელმაც დაიჭირა ხორციელი. ურთიერთობა თავის დანიშნულთან. („დაწინდებულსა. თსსა“), არ. აღმაღლდება უფრო მაღალ სასულიერო წოდებად. ეს სასჯელი განსაზღვრულია დაბალი ხარისხის სასულიერო პირებისათვის (მედავითნე, იპოდიაკონი) და არ მიემართება სასულიერო პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ კანონიკური ქიროტონია.

6) ფულადი ჯარიმები („საპატიჟო“). VII მსოფლიო კრების მე-6 კანონი წარმოადგენს გარკვეულ. საფუძველს სასულიერო პირისადმი ფულადი თუ მატერიალური ჯარიმებისადმი. ფულადი ჯარიმა ვერ გადააჭარბებს განსაზღვრულ ზღვარს, ბევრ შემთხვევაში იგი კომბინირებულია სხვა საეკლესიო. სასჯელთან.

7) დაქვეითება C,გარდადგინება“). ამ სასჯელს დაქვემდებარებული სასულიერო პირი ვალდებულია, შეასრულოს მოვალეობა იმ წოდებისა, რომელსაც განაჩენის გამოტანამდე აღასრულებდა. თუმცა ეს სასჯელი, როგორც ჩანს, არაა გაზიარებული IV მსოფლიო კრების 29-ე კანონით. რაკი იგი კონკრეტულად აცხადებს: „ხოლო გარდაიდგინეს... და შემდგომად ეპისკოპოსობისა ხუცადვე ყოფაი ებრძანა, რაითა ჯერ-უჩნდეს წმიდასა კრებასა. სავარაუდოა, ერთი რამ, რაც დაშვებულია V-VI მსოფლიო კრების მე-20 კანონით, ესაა შესაძლებლობა, აღასრულებდეს უფრო დაბალი წოდების მოვალეობებს, მაგრამ არა უმაღლესი წოდებიდან „გარდადგინებით“, ან სასულიერო პირის უფრო დაბალ წოდებად დაქვეითებით.

8) დაყენება. ანუ „დაცადება'' = არის სხვადასხვა ხასიათისა და სხვადასხვა სახისა: სასჯელს დაქვემდებარებული სასულიერო პირი არაა დაყენებული თავისი სასულიერო ხარისხიდან, მაგრამ კარგავს უფლებას, აღასრულოს ღმრთის-მსახურება და მისი ხარისხისათვის განკუთვნილი ყველა მოვალეობა. დაყენების სასჯელი შეიძლება გამოტანილ იქნას სამსჯავროს გარეშეც, როცა საქმე მორწმუნეთა შეურაცხყოფას უკავშირდება. დაყენება არის. სამი “სახის: ა) დაყენება მხოლოდ განსაზღვრული სახის ღმრთისმსახურებისაგან, ბ) დაყენება ყველანაირი ღმრთისმსახურებისაგან გარკვეული დროით, ძველ ზარისხად კვლავ აღდგენის უფლებით ან მის გარეშე და გ) დაყენება მთელი ცხოვრების მანძილზე. დაყენების ძალმოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ საეპისკოპოსოს საზღვრებით, რომელსაც განეკუთვნება სასულიერო პირი, არამედ – ძირითადად მთელი ეკლესიის მასშტაბით. დაყენების სასჯელს დაქვემდებარებული სასულიერო პირის მიერ ღმრთისმსახურების აღსრულება არავითარ შემთხვევაში არ დაიყვანება მისი უფლებამოსილების გაუქმებამდე, მაგრამ მისი დაუმორჩილებლობა უფრო მძიმე განაჩენს გამოიწვევს.

9) ფიზიკურად გადაადგილების შეზღულდვა -–- სხვადასხვაგვარია შემთხვევებისა და ვითარების შესაბამისად. მაგალითად, დაოჯახებული მღვდლისთვის გათვალისწინებულია შეზღუდვა სახლის ფარგლებში, დაუოჯახებლისთვის – განმარტოება თავის მონასტერსა ან საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილ ადგილას.

10) გადაყვანის სასჯელით ეპისკოპოსი ან მღვდელი ისჯება ერთი საეპისკოპოსოსა თუ სამრევლოდან მეორე – უფრო მცირე და უმნიშვნელოზე გადაყვანით. თუმცა ეს სასჯელი, როგორც ჩანს, არ ეთანხმება წმიდა კანონებს. რადგან გადაყვანით ეკლესიის სავსება ითრგუნება.

11) ტახტისაგან ჩამოშორება 6.დაცხრომა მღვდლობისაგან"“) განწესებულია ეპისკოპოსისათვის. ამ სასჯელით მსჯავრდებულ ეპისკოპოსს აღეკვეთება. საეპისკოპოსოს პერიფერია და მოქმედი იერარქის წოდება და ენიჭება წოდება „ყოფილი“. ცხადია, მას კვლავაც ექნება ეპისკოპოსის ხარისხი, მაგრამ ვერ აღასრულებს ვერავითარ ღმრთისმსახურებას ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე.

12) უზიარებლობა, ანუ საეკლესიო ზიარების აღკვეთა. ამ. სასჯელს დაქვემდებარებული ეპისკოპოსებისათვის გამორიცხულია ევქარისტიული, ანუ ზიარებით ურთიერთობა სხვა ეპიკოპოსებთან. ამის გამო დასჯილი ეპიკოპოსი არ მიიღება არც საეპარქიო თუ უფრო ზოგადი სახის საეკლესიო კრებებზე. შეცდომილი ეპიკოპოსის მონანიებისთანავე სასჯელი იხსნება.

13) განკვეთა, „განდევნა ხარისხისაგან“ “ ამ სასჯელით სასულიერო პირთა წოდებიდან საერო წოდებაზე დაიყვანება. მღვდლობისაგან განკვეთის სავჯელს ექვემდებარება ნებისმიერი წოდების სასულიერო პირი. განკვეთილი სასულიერო პირი ვერ აღასრულებს ვერავითარ სამღვდელმსახურო საქმეს. განკვეთილი სასულიერო პირის მიერ მღვდელმსახურების აღსრულება, გარდა იმისა, რომ სასულიერო თვალსაზრისით იგი ექვემდებარება დამატებით დამსჯელობით ფორმებს, ჩვეულებრივ, იგი სამოქალაქო დამსჯელ ზომებთანაცაა დაკავშირებული, რამდენადაც დამნაშავის მიმართ მოქმედებს ხელისუფლების მითვისების კანონი.

განკვეთის სასვგელს უკავშირდება „წარხოცვის“ ანუ მღვდლად ყოფნაარყოფნის საკითხი. კანონის მრავალ მცოდნეს მიაჩნია, რომ მღვდლობა არ არის წარუხოცველი ხასიათისა, და, შესაბამისად, განკვეთა წარხოცავს მღვდლობის ნიჭსაც (მადლს). სხვების აზრით კი, რაკი მღვდლობის მადლს ანიჭებს ღმერთი, ადამიანს არ ძალუძს მისი წარხოცვა, შესაბამისად, იგი წარუხოცველია. მართლმადიდებელ ეკლესიას არ გამოუტანია ოფიციალურად აზრი ამ საკითხის თაობაზე. მაგრამ შეიძლება აქ დავიმოწმოთ უფლის სიტყვები: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა” (მათე. 18,18). მაშასადამე, თუკი ეკლესია უკრძალავს ამა თუ იმ სასულიერო პირს ღმრთისმსახურებას, იგი მას „შეჰკრავს“ ეკლესიის წევრთა მიმართ და წინაშე უფლისა და მღვდელი მოკლებულია ნიჭსა და უნარს, რათა გადასცეს საღმრთო მადლი მორწმუნეებს.

ამრიგად, განკვეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მღვდლობის მადლის მოქმედების წარხოცვა. მაშასადამე, განკვეთა უმოქმედოს ხდის ღმრთიურ მადლს. ამის გამო საიდუმლონიც, რომელთაც. აღასრულებს განკვეთილი სასულიერო პირი, ძალმოსილებას მოკლებულია და ითვლება აღუსრულებლად, და რაკი განკვეთა არის სწორედ მღვდლობის მადლის წარხოცვა და არა მისი განყენება, მოკლება, ამიტომ ახალმა სასამართლომ კვლავაც თუ გაამართლა განკვეთილი სასულიერო პირი, იგი ახალი ხელთდების გარეშე უბრუნდება სამღვდელო წოდებას.

შენიშვნა: ზემოთხსენებულის გარდა არსებობს კიდევ დიდი დაყენების, ანუ შეჩვენების, ანათემის სასჯელი, ასევე, საეკლესიო წესისაგების გარეშე დაკრძალვის სასჯელი. მაგრამ ვინაიდან ეს სასჯელი აღნიშნულია ამა თუ იმ პირის მიმართ ეკლესიის სხეულიდან მოკვეთის ბეჭდით, ვიტყვით, რომ ეს არის სასჯელი, ესაა ეკლესიის დასტურმყოფელი ქმედებანი. ამ სასჯელთა შესახებ ქვემოთ ვიტყვით სიტყვას.

8. სასჯელის სისრულეში მოყვანა

I. დადგენილებათა ძალმოსილება (,,ხელმწიფება“)

სასამართლო დადგენილება ძალმოსილია გამოქვეყნებისთანავე. მხოლოდ ორ შემთხვევაში გადაიდება მისი. აღსრულება: 1) როდესაც. მსჯავდებული მიმართავს გასაჩივრების კანონიკურ წესს, ანუ, როდესაც იგი ასაჩივრებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ამავე სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პროცედურული დარღვევების გამო და 2) როცა მიმართავენ გასაჩივრების უფლებას ანუ, როცა, მსჯავრდებულის აზრით, გამოტანილი სასჯელი ჯეროვანზე უფრო მკაცრია და იგი აგზავნის ზემოხსენებულ. დადგენილებას უშუალოდ ზემდგომ საეკლესიო სასამართლოს. თუკი მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჯეროვანზე უფრო მკაცრია მას შემოაქვს მის წინააღმდეგ გამოტანილი დადგენილება ზემდგომ საეკლესიო. სასამართლოზე. სასამართლო. ვალდებულია, განიხილოს და ხელახლა შეისწავლოს მთელი საქმე. IV. მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9. კანონის. თანახმად, ნებისმიერ სასულიერო პირს აქვს უფლება, გაასაჩივროს ესა თუ ის დადგენილება უფრო ზემდგომი საეკლესიო სასამარ-თლოს, მაგრამ არა სამოქალაქოს, წინაშე.

სასჯელი, რომელსაც ადგენს ეკლესია, ძალმოსილია სახელმწიფოს თანხმობის გარეშეც, ანუ იმსახურებს თუ არა სახელმწიფოს მოწონებას განკვეთის სასჯელი, სასჯელი მაინც ძალმოსილია და საეკლესიო წესითაა განკვეთილი. სახელმწიფოს თანხმობას ჯერი ენიჭება, როდესაც სასულიერო პირი არ ემორჩილება საეკლესიო სასამართლოს. მაშინ შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო და თავისი სახელმწიფო ორგანოებით სისრულეში მოიყვანოს იგი. ცხადია, სასჯელის ძალმოსილება და აღსრულება ეკლესიის სავსებაზეცაა დამოკიდებული – თუკი ეკლესიის წევრებს აქვს განვითარებული რელიგიური და საეკლესიო აზროვნების წესი და აქვს იმის ძალაც, რომ აიძულონ მსჯავრგამოტანილი სასულიერო პირი დაექვემდებაროს სასამართლოს დადგენილებას სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

II. ვადა სასჯელის დასაწყისისა და დასასრულისათვის ვადები, მინიჭებული გასაჩივრების შესატანად, ისევე, როგორც თავად შემოტანილი გასაჩივრება, აყოვნებენ გამოტანილი სასჯელის აღსრულებას – გარდა ისეთისა, რომელიც ადგენს ამა თუ იმ საეკლესიო წესის შესრულებისაგან დაყენებას. იგივეა უზიარებლობის სასჯელთან დაკავშირებითაც, რაკი იგი უნდა მოიხადოს ამ დამნაშავემ იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდება უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს დადგენილება (L მსოფლიო კრების მე-5 და სარდიკიას მე-14 კანონები). სასჯელის დასაწყისი ვადა შეიძლება გადაიდოს კიდეც დამნაშავის მძიმე ავადმყოფობის გამო. საეკლესიო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის დასასრული დაიყვანება შემდეგზე:

1 თავისთავადი, ანუ, როცა მთავრდება დადგენილი სასჯელის ვადა.

2) ბუნებრივი, მსჯავრდებულის სიკვდილისთანავე. გამონაკლისი დაშვებულია დიდი დაყენების სასჯელისათვის, რომელიც სიკვდილის შემდეგაც. გრძელდება.

3) შესაბამისი სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის გადასინჯვის და შეცვლის შემდეგ.

4) თუკი მომდევნო ხანის კანონიკური განკარგულება ან ოქმი ხასიათდება, როგორც უკან გამოხმობილი (წყვეტს დამსჯელობით ძალმოსილებას).

5) შეწყალების მინიჭების შედეგად. ესე იგი: შეწყალების მინიჭებისათვის დამნაშავე სასულიერო პირის დარღვევა უნდა იყოს ისეთი, რომლის შედეგად განკანონება არ აბრკოლებდეს მას მღვდლობისაგან.

თუკი შეწყალება ენიჭება ეპისკოპოსს, რომელსაც მსჯავრი გამოუტანეს ფორმალურად და სახელმწიფოსაგან, მაშინ შეწყალების მინიჭებისათვის მას ესაჭიროება სახელმწიფოსგანაც ფორმალური თანხმობა, ეს თანხმობა არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს შეწყალება ენიჭება სახელმწიფოსაგან, მაგრამ იგი ეკლესიისა და სახელმწიფოსგან გამომდინარეობს (მაგ. ხელფასის გაცემა და. ა.შ.). შეწყალების მინიჭებისათვის აუცილებელი წინაპირობაა დასჯილის გულახდილი სინანული და მისი წერილობითი პირობა, რომ იგი აღარ გაიმეორებს იმ საქმეს, რის გამოც დაისაჯა (შდრ. 1 მსოფლიო კრების მე-8 კან.). შეწყალების მინიჭებისათვის პასუხისმგებლობით აღჭურვილი ორგანო არის ის, რომელმაც გამოუტანა დამნაშავეს განაჩენი, ან ის, რომელმაც მოუხსნა იგი (მაგ. სიკვდილის შემდეგ), ან დამნაშავე სასულიერო პირზე იერარქიულად ზემდგომი ორგანო (შდრ. მოციქულთა 32-ე კან.). ზემოხსენებული მიზეზის გამო სასჯელის მოხსნა მიმდინარეობს ყველანაირი საგანგებო პროცედურის გარეშე.

შენიშვნა: საეკლესიო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ყველა საგანგებო საკითხსა და პრობლემას განიხილავს კანონიკური ანუ საეკლესიო სამართლის საგანგებო. თავი.