← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 7: საეკლესიო საკუთრება („სავმარი“)

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 7: საეკლესიო საკუთრება („სავმარი“)

1. საეკლესიო ნივთები („საქონელი“)

თავისი საქმის კეთილად და შედეგიანად აღსრულებისათვის ეკლესიას სჭირდება გარკვეული ადგილები, ნივთები (=სახმარი საქონელი) და ზოგადად, გარკვეული ნივთები. ესენი წარმოადგენენ ,,საეკლესიო ქონებას“ (ანტიოქიის 25-ე კანონი), ანუ „საეკლესიო ნივთებს“ (,სახმარს“ წმიდათა მოციქულთა 38-ე კანონი და სხვ.). შესაბამისად მიზნისა, რისთვისაცაა განკუთვნილი და რასაც ემსახურება აღნიშნული ნივთები, განირჩევა საღმრთისმსახურო (საღმრთო, საღმრთისმსახურო დანიშნულების და სხვა საეკლესიო ნივთები.

ჩა საღმრთისმსახურო ეწოდება იმ ნივთებს, რომლებსაც იყენებენ მხოლოდდამხოლოდ ღმრთისმსახურების დროს. საღმრთისმსახურო ნივთები დაიყოფა: 1) ეპისკოპოსის მიერ საგანგებო მსახურებით და წმიდა ზეთით ნაკურთხი ნაგებობანი, ასევე წმიდა ნივთები (მაგ. წმიდა ტრაპეზი და ოდიკი). და 2) მღვდლის მიერ ნაკურთხი ნივთები, წმიდა ტაძარში მათი შემოტანითა და განთავსებით განწმენდილი ნივთები (ასეთია, მაგ. საღმრთისმსახურო ნივთები, ლიტურგიკული წიგნები, შესამოსელი და სხვ.).

ნაკურთხი ნივთები, რომელთა შორის არის მატერიალური ფასეულობანი ან ხელოვნების ნიმუშებიც, წარმოადგენენ საეკლესიო საკუთრების ამა თუ იმ სახეობას, მაგრამ იმის გამო, რომ და ასევე იმ მიზნის გამო, რასაც ემსახურებიან, მათ მიიჩნევენ საღმთისმსახურო საგნებად და ისინი გაყიდვას არ ექვემდებარებიან. ასევე, არ შეიძლება მათი გადაკეთებაც.

II) საეკლესიო სახმარი ნივთები ეწოდება ყველა სახის საეკლესიო „სავმარს“ საქონელს, ნივთს, მოძრავსა (მაგ. ავეჯი) და უძრავს (მაგ. სახლები, მიწის ნაკვეთები), რომლებიც განკუთვნილია ეკლესიის მიზანთა აღსრულებისათვის, ანუ ღმრთისმსახურების ხარჯთა შედგენისა და დაფარვისათვის, სასულიერო პირთა სარჩენად, საღმრთისმსახურო სახმარ ნივთთა საყიდლად და ღმრთისმსახურების ჰუმანური საქმის აღსრულებისათვის. მათ ეწოდებათ აგრეთვე წმიდა, ნაკურთხი, იმიტომ, რომ საეკლესიო მიზნისათვის არიან განკუთვნილნი. მათ ასევე ეწოდებათ საუფლოც, რაკი ისინი უფლისთვის არიან შეწირულნი (მოციქულთა მე-40 და ანკურიის მე-15 კანონები). ესენი არსებითად წარმოადგენენ საეკლესიო საკუთრებას ჩვეულებრივი, საერო გაგებით. ისინი შეიძლება გასხვისებულ იქნეს.

2. საღმრთისმსახურო ადგილები

I. საეკლესიო ნაგებობები – წმიდა ეკლესიები, საიდუმლოებათა და ღმრთისმსახურებათა კანონით, – აუცილებლობით განპირობრებული შემთხვევის გარდა, -- აიგებიან საგანგებო ნაკურთხ ადგილას. დიდ საკრებულო ეკლესიას ტაძარი ან „კათოლიკონი“ ეწოდება, ასე უწოდებს მას V-VI მსოფლიო საეკლესიო კრების 59-ე კანონი.

ეკლესიათა შორის განასხვავებენ:

1) სამრევლო ეკლესიებს. ესენი წარმოადგენენ სამრევლო ცხოვრების ცენტრს და განეკუთვნებიან სამრევლოს (საეკლესიო საზოგადოებას).

2) სამონასტრო ეკლესიებს. ისინი მიეკუთვნებიან ერთ მონასტერს, რომლის ცენტრშიც არიან ჩვეულებრივ აგებულნი, და წარმოადგენენ ე. წ. „კათოლიკონს“.

3) ქტიტორულს ანუ კერძოს, მესაკუთრისას ანუ კოლეგიალურს. ისინი მიეკუთვნებიან მორწმუნეს, რომელმაც ააგო ეკლესია და გამოყენებულია იგი, როგორც თავად მორწმუნის „სალოცავი სახლი“. ამ ეკლესიაში შეიძლება, აღესრულებოდეს მესაკუთრისთვის განკუთვნილი წირვები. მესაკუთრე მოვალეა, შეინახოს ეკლესია საკუთარი ზარჯებით. როცა ასეთი ეკლესია აღარ იქნება გამოყენებული მესაკუთრეთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის და გახდება საჯარო მსახურების ადგილი, მესაკუთრეს ემუქრება საფრთხე, დაკარგოს თავისი ქტიტორული უფლებები.

4) ჰუმანურ, აღმზრდელობით და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებთან (I საავადმყოფოებთან, სკოლებთან და სხვ.), ასევე იურიდიულ პირთა დაწესებულებებთან არსებული ეკლესიებს განაგებენ ე. წ. იურიდიული პირებიდან მომდინარე ადგილობრივი ეპისკოპოსის ,,მაღალი ზედამხედველობის საფუძველზე“, 2) ეკლესიები სასაფლაოების ტერიტორიაზე. ეს ეკლესიები ვერ მიიჩნევა, ვერც სამრევლო, ვერც კერძო მესაკუთრულ ეკლესიებად, არამედ, არსებითად, როგორც დანამატი ქალაქის ყველა სამრევლო ეკლესიისა, რომლის მახლობლადაც მდებარეობენ ისინი. იგულისხმება, რომ ეპისკოპოსი ქიროტონიით ვერ აკურთხევს სამრევლო მღვდელს მხოლოდ სასაფლაოს ეკლესიისათვის, რადგან ცოცხალთა გარდა მისი ქიროტონია, შესაბამისად, „მიძინებულთათვისაც'' ვრცელდება. მოსახლეთა მოთხოვნილებების შედარებით ადვილად დაკმაყოფილების მიზნით ზოგიერთ სასაფლაოზე მღვდელი დადგენილია სასაფლაოს მახლობელი სამრევლოებიდან.!

6) ეკლესიის მიმდებარე სალოცავები. ზემოთ. ჩვენ დავახასიათეთ სასაფლაოების ეკლესიები, როგორც სამრევლო ტაძრების. მიმდებარენი. მაგრამ ამათ გარდა ქალაქებში არსებობს სზხვა მცირე ეკლესიები, რომლებიც წარმოადგენენ ძირითადი სამრევლო ეკლესიის მიმდებარე სამლოცველოთა გარკვეულ სახეობას. ისინი გამოიყენება დამხმარე მიზნებით სამრევლოს 1 შდრ. M9.6X(ის 20X6X20C0070წ2.0ს, ცილით. #0CI0V, 062. 378.

გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უმეტესწილად – კერძო პირის მიერ დაკვეთილი წირვების აღსასრულებლად.

7) ეკვდერი. ესაა მცირე ეკლესიები, რომლებსაც აგებენ რელიგიური მოშურნეობით. მრავალი მორწმუნე ქრისტიანი აგებდა მათ თავის მინდვრებზე, ქალაქებისა და სოფლებს გარეთ ან მაღალ მთებში.

8) დასასრულ, არსებობს მეტოქიონის ეკლესიები. ისინი აგებულია მეტოქიონებში, ანუ ამა თუ იმ მონასტრის საკუთრების იმ ფარგლებში, რომლებიც დიდადაა მონასტრისაგან დაშორებული.

IL. ეკლესიის კურთხევა ანუ განახლება (ენკენია)

ეკლესიის ასაგებად აუცილებელია წარდგინება მოთხოვნისა დაინტერესებული მოსახლეობის ან დაინტერესებული პირისაგან შესაბამის.'საეკლესიო და სამოქალაქო. გამგებლისადმი, ხოლო. პასუხისმგებელი. პირი, ვინც. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გასცეს ნებართვა, -–- ესაა ადგილობრივი ეპისკოპოსი.

როცა” აღმშენებლობა დასრულდება, აღასრულებენ ტაძრის კურთხევას, ანუ საკურთხევლის დაგებას, ანუ განახლებას. მას აღასრულებს ეპისკოპოსი (შდრ. კართაგენის მე-6 კან.), როცა გარკვეული წესით დაასვენებს წმინდანთა ნაწილებს ნაკურთხი ეკლესიის წმიდა ტრაპეზზე. ეს წესი მომდინარეობს ძველი ადათიდან რომლის მიხედვითაც ეკლესიებს აგებდნენ მოწამეთა. საფლავების ზემოდან. ეკლესიის კურთხევა წმიდა ნაწილების გარეშე – არის ცოდვა, და განდგომილი ეპისკოპოსი ისჯება VII მსოფლიო კრების მე-7 კანონის. შესაბამისად.

ამგვარი კურთხევის შედეგად ეკლესია შეიწირება ღმრთისადმი, და ხდება ღმრთის ტაძარი. თუკი არსებობს ჩვეულება, რომ მომავალ ეკლესიას მიენიჭოს ამა თუ იმ წმინდანის სახელი, ეს ხდება წმინდანის პატივსაცემად, და არ ნიშნავს, რომ ეკლესია წმინდანს ეძღვნება. ეს ჩვევა. დამკვიდრდა იმის შედეგადაც, რომ ეკლესიები შენდებოდა წმინდანთა საფლავების ზემოდან და ამ წმინდათა სახელებიც ეწოდებოდათ.

საღმრთო ლიტურგია შეიძლება ჩატარდეს უკურთხებელ ეკლესიაშიც, თუკი არსებობს ნაკურთხი ოდიკი. ოდიკი იკურთხება ამა თუ იმ ეკლესიის კურთხევის დროს. ნაკურთხი ოდიკი საჭიროა აუცილებლობის შემთხვევაში, რათა აღსრულდეს საღმრთო ლიტურგია იქაც, სადაც არ არსებობს ნაკურთხი ეკლესია (მაგ. სამხედრო ბანაკებში, ხომალდზე და სხვ.). ოდიკს ხმარობენ ნაკურთხ ეკლესიაშიც. ეს ხდება იმ ძველი წესის თანახმად, რომელიც წარმოიშვა ხატმბრძოლობის ხანაში, წმიდა ნაწილთა გარეშე ეკლესიის კურთხევის ძველი ჩვეულებიდან.

წმიდა ტრაპეზზე ერთსა და იმავე დღეს შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ერთი საღმრთო ლიტურგია, რათა ორჯერ აღსრულებით ორად არ აღიქმებოდეს ერთი და ერთადერთი სიკვდილი იესო ქრისტესი C,პიდალიონი“ გვ. 50). თუკი აუცილებლობა ითხოვს, რათა ჩატარდეს ორი წირვა, მეორე აღსრულდება სხვა წმიდა ტრაპეზზე – ეს მაშინ, როდესაც ეკლესიას აქვს ერთმანეთისაგან გამოყოფილი ორი ან სამი განშტოება-სალოცავი. ვინაიდან ეკლესია ორ-ან სამგვამოვანია. თუ არ არსებობს განცალკევებული სალოცავი, მაშინ დაიდგმება ნაკურთხი მაგიდა და მასზე თავსდება ნაკურთხი ოდიკი.

რადგან ეკლესია კურთხევით უფლის სახლი ხდება, დაუშვებელია მისი დაზიანება თუ შებილწვა. ასევე დაუშვებელია, ვინმე დარჩეს წმიდა ტაძარში საჭმელად და ღამის გასათევად (V-VI მსოფლიო კრების 74-ე. კან.). მკრეხელობად და წაბილწვად ითვლება ტაძართა გარდაქმნა სავაჭრო სახლებად. და თუ ყოველთა კანონთა მიუხედავად და რაიმე მიზეზით წაიბილწა ესა თუ ის ეკლესია (მაგ. თუ მოხდა მკვლელობა, ან თუ იქ ილოცა წარ-მართმა, ან თუ მასში შემოვიდა ცხოველი და ა.შ.), არაა აუცილებელი ეკლესია ხელახლა იკურთხოს, რადგან მისი სიწმინდეები არ კარგავენ თავიანთ სიწმინდეს. C,პიდალიონი“ გვ. 115).

ნაკურთხი ეკლესიების სიწმინდე ანიჭებს მათ ასევე თავშესაფარის უფლებასაც. ამ უფლების თანახმად, თუ ეკლესიაში ვინმე ბოროტმოქმედი ან მოვალე შემოვა, იგი იძენს თავშესაფარს: ვერავინ ვერ. შეძლებს, ძალით მოსწყვიტოს, მოაშოროს იგი ეკლესიას, რაკი, ვინც მიმართა ეკლესიას ნიშნავს, რომ მან ღმრთის მფარველობა იდვა თავს. ამ მიზეზის გამო ის, ვინც ეკლესიიდან გარეთ ძალით გამოიყვანს, ძალით ჩამოაშორებს თავშესაფრის მამიებელს, ითვლება სიწმინდის შემრყვნელად. ცხადია, ეკლესიაში თავშესაფრის მოძიება არ ნიშნავს, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩება. ის მხოლოდ იცავს მას მომენტის აფექტით გამოწვეული ბრმა შურისძიებისაგან.

II. წმიდა ეკლესიათა კარმიდამო (მონასტრები, სასაფლაოები)

საკუთრივ ეკლესიების გარდა წმიდა ადგილად მიიჩნევა ზოგადად. მათი მიმდებარე კარმიდამო. ამიტომაცაა აკრძალული, ეკლესიის ირგვლივ მისადგომები, გადაიქცეს. ყიდვა-გაყიდვის და თავშესაქცევ. „განსაცხრომელ“ _ ადგილებად. · (ყავახანები, დისკოტეკები და ა.შ.) – შდრ. ასევე V-VII მსოფლიო კრების 66-ე კანონი. კიდევ უფრო მეტად, წმიდა. ადგილებად. ითვლება მონასტრები. და სასაფლაოები. შესაბამისად, დაუშვებელია, მონასტრები გადაიქცეს საერო გასართობ ცენტრად და სამონასტრო კარმიდამოში ზდებოდეს უწესო და უხამსი საქმეები. მონასტრის დაარსების საქმეს აღასრულებს ეპისკოპოსი, რომელიც აღმართავს (C,აფუძნებს“) ჯვარს მონასტრის საძირკველში.

სასაფლაოები, საჯარო თავშეყრის წმიდა ადგილებია, ვინაიდან ისინი: ქრისტიანული სიმბოლოთი – ჯვრითაა კურთხეული და იცავენ მიძინებულ წმინდათა (მონათლულ ქრისტიანთა) სხეულთ, მოწიწებისა და პატივისცემის ადგილად უნდა იყოს მიჩნეული. ზოგიერთ ქვეყნებში სასაფლაოებს უწოდებენ „მშვიდობის ეზო-სადგომს“ და ,ღმერთის საკარმიდამო ნაკვეთს“.

საერთოდ, წმიდა ადგილი შეიძლება ეწოდოს მთელ რეგიონს (ნახევარკუნძული, კუნძული და ა.შ.), სადაც ვლინდება ღმრთივ მოვლენილი სასწაულები (შდრ. პალესტინის წმიდა ადგილები, წმიდა მთა, კუნძულები: ტინოსი, პატმოსი და ა.შ.)

3. ნაკურთხი, წმიდა ნივთები

საღმრთო მსახურების აღსასრულებლად, და საერთოდ, მთელი ღმრთისმსახურებისათვის აუცილებელია ესა თუ ის ნაკურთხი ნივთი. წმიდა ნივთები ისეთივე პატივითაა შემოსილი, როგორითაც წმიდა ადგილები.

საღმრთო მსახურებისთვის განსაზღვრული ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, სამღვდელო შესამოსელი, ლიტურგიკული წიგნები და სხვ.), უნდა იყოს იმ სახისა, როგორიც მათ შესაბამისმა განმგებლობამ განუწესა.

წმიდა ხატებისთვის და საღმრთო სიმბოლოთათვისაც ქრისტიანულმა ხელოვნებამ და მსახურებამ წმიდა გარდამოცემის საფუძველზე შეიმუშავა და მრავალსაუკუნოვანი ღმრთისმსახურებით იკურთხა მათი განსაზღვრული ტიპი. მოდერნისტული ხატებით სარგებლობა შეუფერებელი და დაუშვებელია.

წმიდა ნაწილებთან. დაკავშირებით: საგანგებო. ყურადღებით უნდა. იქნეს შესწავლილი მათი წარმომავლობა, რათა. ისინი ნამდვილად და. კანონიკურად იყვნენ აღიარებულნი ჭეშმარიტად წმიდა (მოწამეთა და ღირსთა) წმიდა ნაწილებად, ნივთები რომლებიც შემოტანილია ე, კლესიაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის (ევქარისტიის) და, საერთოდ, ღმრთისმსახურების აღსასრულებლად, შერაცხულია წმიდა ნივთებად. სხვა რაიმე მიზნით მათი გამოყენება სიწმინდის შერყვნად და მკრეხელობად შეირაცხება. ხოლო პირი, ვინც ამას ჩაიდენს, ჩაითვლება ღმრთის შემაგინებლად. მოციქულთა 72-ე და 73-ე კანონების თანახმად თუკი ვინმე „მიიხვეჭს“ (ანუ წამოიღებს) ეკლესიიდან სანთელს (ე.ი. ,,ცვილს“) ან ზეთს, ან ჭურჭელს, ან ,,განწმედილთა ნაკურთხ ტილოთა“ და მათ გამოიყენებს პირადი მიზნებისათვის, უზიარებელი იქნება. სიწმიდეთა მძარცველად არ ითვლება ის, ვინც იპარავს ტაძრიდან კერძო პირის ნივთებს (მაგ. მივიწყებულ ქოლგას), რაკი ისინი ღმერთისადმი არ არის შეწირული და ამიტომ, არაა წმიდა ნივთები; მაგრამ მათი მომპარავი ისჯება. სიწმიდეთა მძარცველად ჩაითვლება ის, ვინც იპარავს ღმერთისათვის შეწირულ ნივთებს, თუნდაც მოპარვის ჟამს იგი (საეკლესიო განძი) არ იყოს ეკლესიაში, არამედ იყოს სხვაგან, ცალკე. სიწმიდეთა მძარცველად არ ითვლება ის, ვინც იპარავს ხატებს, ჯვრებს და სხვ. კერძო პირთა სახლებიდან, რადგან ეს ნივთები არ ყოფილა განკუთვნილი ეკლესიისათვის საღმრთო სამსახურებლად.

4. საეკლესიო საკუთრება – მოჩვენებითი

ანტინომია (| წინააღმდეგობა) აქ. თავიდანვე იბადება კითხვა – როგორ უწევს ეკლესიას, სასულიერო დაწესებულებას, მატერიალური ნივთიერი საკუთრების მფლობელობა? ბევრ შემთხვევაში ამ, საეკლესიო დაწესებულების ზოგიერთი განაყოფი ეკონომიკურ ორგანოდაც კი გარდაიქმნება. და ეს ხდება მაშინ, როცა ღმერთი, დამაარსებელი ეკლესიისა მიმართავს თავის მოწაფეთ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვერცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა“ (მათე 10,9). უფლის სიტყვები, როგორც ეკლესიის მიმდევრობისათვის აუცილებელი მიზანი, შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორც მნიშვნელოვანი ანტითეზა და წინააღმდეგობა იმის მიმართ, რომ ეკლესიას უფლება აქვს განაგებდეს ნივთიერ საკუთრებას. მაგრამ თუ უკეთ და უფრო ღრმად გამოვიკვლევთ და ჩავწვდებით საკითხის არსს, ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა მოიხსენება. სახარების ზემოთწარმოდგენილი ადგილი არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას უნდა აკლდეს აუცილებელი ნივთიერი საშუალებები; არამედ ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მძლავრობდეს ეკლესიასა და მის მკვიდრებზე ვერცხლის მოყვარებისა და მიმხვეჭელობის ვნება, რაც არის კერპთაყვანისცემის სახე (კოლ. 3,5): „ვერ პელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა“ (მათე 6,24). არადა, სახრების მუშაკთაც სჭირდებათ ნივთიერი სიკეთე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამას შეესაბამისება ზემოთმოტანილი მათე 10,9 ადგილის შინაარსი; იგი აშკარაა მომდევნო მონაკვეთიდანაც, უფალი რომ დასძენს: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვსისა“ (მათე 10.10). შდრ. აგრეთვე: „არა შეუკრა პირი ვარსა მლეწველსა“ (LI კორ. 9,9), და თუ უფრო ღრმად გვსურს ვიკვლიოთ, დავიმოწმებდით უფლის მცნებებს მისთა მოწაფეთა მიმართ – არ იზრუნონ საჭმელისათვის და სხვა მატერიალური აუცილებლობისათვის, გონებაში აღიბეჭდონ, რომ მორწმუნეები. იზრუნებენ ღმრთის მოციქულთა საკვებისა და სხვა მატერიალური აუცილებლობისათვის. მაგრამ ამისდა მიუხედავად თავად უფალიც ამქვეყნიური სიცოცხლისთვის სარგებლობდა „ნაყოფთაგან მათთა“, მსმენელთაგან (ლუკა 8.3) და საერთო ხაზინიდან, რომელსაც. თან დაატარებენ ათორმეტთა მოწაფეთა წრეში (შდრ. იოანე 12,6). მაშასადამე, ადვილი წარმოსადგენია, რომ საეკლესიო საკუთრება განკითხვის საგნად იქცევა არა საეკლესიო დანიშნულებად მისი გამოყენების გამო, არამედ მაშინ, როდესაც იგი ხდება საეკლესიო საკუთრების მფლობელთა, საკუთრივ – საეკლესიო პირთა მცდელობათა და მოქმედებათა წარმმართველი მიზანი, აღნიშნულ შემთხვევებშია, რომ გაყალბებას განიცდის ეკლესიის დანიშნულების არსი და მაღალი მიზანი, რაც არის ადამიანთა ცხოვნება.

5. საეკლესიო საკუთრების წარმომავლობა

ჩვენ დავინახეთ, რომ ამქვეყნად მოვლინების ჟამს იესო და მისი მოწაფეები ინახავდნენ საერთო ხაზინას, რომელსაც შეადგენდა მაცხოვრისა და მოციქულთა ქადაგებისაგან შემოსული შემოწირულობა. ეს შემოწირულობა გათვალისწინებული იყო სასიცოცხლო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. მომდევნო ხანაში შეძლებულ ქრისტიანებს იმისაგან, რაც კი ჰქონდათ, კაცთმოყვარების მიზნით შეჰქონდა შემოწირული ეკლესიისათვის სამღვდელოებისა და სხვა ხელმოკლე ქრისტიანების სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, მათ შესანახავად. ეს იყო ნივთიერ სიკეთეთა შეძენის ძირათადი წყარო დაახლოებით მანამდე, სანამ შეწყდა დევნა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დევნა შეწყდა, ეკლესიამ შეიძინა უფრო დიდი, საეროსამოქალაქო თავისუფლება და საგანგებო უპირატესობანი, რაც მას ეხმარებოდა, შეეძინა მეტი ნივთიერი საშუალებები. საეკლესიო საკუთრების წარმომავლობისა და შეძენის სახე შემდეგნაირად შეიძლება იყოს გააზრებული და სისტემად ჩამოყალიბებული:

1) შემოსავლის ნებაყოფლობითი წვლილი. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავალი (ნაყოფის შემოწირვა, მეათედი ნაწილი და სხვ.)

2) შემოწირულობა სიკვდილის შემდეგ. აქედან მომდინარეობს:

ა) ანდერძით განწესებული, დატოვებული მემკვიდრეობა. ამა თუ იმ პიროვნებას შეუძლია დაუტოვოს თავისი საკუთრება მემკვიდრეობად ამა თუ იმ ეკლესიას.

ბ) მემკვიდრეობა „განუწესებლად“. ეს მოქმედებდა განსაკუთრებით ბიზანტიურ ხანაში, როცა ესა თუ ის პირი კვდებოდა ანდერძისა და კანონიერი მემკვიდრეს გარეშე, და მაშინ მის საკუთრებას მემკვიდრეობით იძენდა ეკლესია. დღეს ეს წესი ძალმოსილია მხოლოდ მონასტრებისათვის.

გ) საკუთრების მემკვიდრეობითი წილი სარწმუნოებრივი მიზნებისათვის (ლეგატა – „ანდერძობა“, ,„დამტევებლობა“.) ეს ზუსტად არაა ეკლესიის საკუთრების შესაბამისი, მაგრამ ეკლესიას აქვს ამ მემკვიდრეობით წილზე უზენაესი ზედამხედველობისა და განმგებლობის უფლება.

3) „სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება“: ა) ძღვენი (ჩუქება). ეს წესი განსხვავდება ნებაყოფლობითი წვლილისაგან. ნებაყოფლობითი წვლილის წესით ესა თუ ის პირი გასცემს გარკვეულ თანხას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. მაგრამ რაიმე სახლის ან უძრავი ქონების ძღვენის (ჩუქების) სახით გადაცემისათვის საჭიროა გარკვეული იურიდიული ფორმალობები (მფლობელობის განსაზღვრა, ხელშეკრულების ხელმოწერა და ა. შ.). ბ) სხვადასხვა ობიექტების ყიდვა-გაყიდვა. გ) ობიექტთა გაცვლა უფრო დიდი სარგებლის მოსახვეჭად. დ) სიძველის გამო ჩამოწერის გზით მიღების წესით. ეს მოქმედებს. ამა თუ იმ ნივთის შეძენისათვის „ხანგრძლივი ვადით. სარგებლობისათვის” მისი მოხმარებისა თუ ექსპლოტაციისათვის გარკვეული დროით.

4) სავალდებულო შემოწირულობის კურთხევით დაკანონება. საეკლესიო 3 2 საკუთრების შეძენის ეს წესი, როგორიცაა, მაგ. საიდუმლოებათა ან სხვა, / აუცილებელ საეკლესიო რიტუალთა შესრულებისათვის სავალდებულო ') წვლილის კურთხევით დადგენა მრევლისათვის, რაც ბევრ შემთხვევაში 3 საზიანოა ეკლესიის სამრევლო საქმიანობისათვის. ეკლესიის წევრთათვის 3 სავალდებულო შესატანი იწვევს უკმაყოფილებას, რამაც დამღუპველი შედეგი...“ შეიძლება მოიტანოს თავად მრევლისათვის და გააძლიეროს ეკლესიის მტრები. '

6. საეკლესიო საკუთრების 1

C,სავმართა“, „ქონების“) მფლობელი · თუ ვინ არის საეკლესიო საკუთრების ძირითადი მფლობელი, გარკვეულ + გაუგებრობებს იწვევს კანონის მცოდნეთა შორის. ეს შეიმჩნეოდა უკვე.“ ბიზანტიური ხანიდან, როცა პირველად იჩინა თავი აღნიშნულმა საკითხმა. + ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ საეკლესიო საკუთრება ეკუთვნის ქრისტეს, + სხვები ამტკიცებენ, რომ საეკლესიო საკუთრების მფლობელია ეკლესია, 1 სხვების აზრით – ეკლესიის წევრები, სხვების აზრით – ეპისკოპოსი... 7 მართალია, ეპისკოპოსი განაგებს საეკლესიო ქონებას, მაგრამ, ვერ იქნება " მათი მესაკუთრე, რადგან საღმრთო კანონები აშკარად განასხვავებენ ? ეპისკოპოსის პირად საკუთრებას ეკლესიის საკუთრებისაგან (მოციქულთა 3 მე-40, IV. მსოფლიო კრების 22-ე და ანტიოქიის 24-ე. კანონები). გ კანონთა სხვა მცოდნეები ამბობენ, რომ საეკლესიო საკუთრების მფლობელი : არის სახელმწიფო. მაგრამ მათ მოსაზრებას არა აქვს კანონიერი საყრდენი. ს სახელმწიფოს, ცხადია, აქვს გარკვეული კანონიერი კომპეტენცია სხვადასხვა... _ სახის საკუთრების მიმართ, რამდენადაც ისინი სახელმწიფოს ფარგლებშია · მოქცეული, მაგრამ ამ ფაქტიდან არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო აქვს უფლება საეკლესიო საკუთრებაზე; მსგავსად. იმისა, როგორც არა აქვს სახელმწიფოს არავითარი უფლება კერძო პირის საკუთრებაზე. ყოველივე. · ამის გამო ბევრი ასკვნის, რომ საეკლესიო საკუთრების მფლობელებია , სხვადასხვა ეკლესიები და საეკლესიო ორგანიზაციები თუ დაწესებულებები. > ამასვე ადასტურებს იუსტინიანეს ბიზანტიური კანონმდებლობა ნეარონი 2 (=ნოველა 131). იგი განსაზღვრავს შემდეგს: როცა ესა თუ ის პირი ; მემკვიდრეობად დატოვებს საკუთრების წილს, იქნება ეს საერთოდ შეწირული | ღმერთისადმი, ან ეკლესიისათვის, – ეს წილი სახმარ საკუთრებად გადაეცემა. ; ეკლესიას, რომელიც მდებარეობს მემკვიდრეობის გამგებლის სამკვიდრებელ 1 მიდამოებში და რომელსაც. განეკუთვნებოდა მემკვიდრეობის განმგებელი. | ზემოთ წარმოდგენილი ყველა მოსაზრება არც მთლად სწორია, არც მთლად მცდარი, მაგრამ ისინი უპირველეს ყოვლისა სანდო და კანონიკურად უფრო გამართულ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს. ამასთანავე 182 :

) გათვალისწინებულია, რომ საეკლესიო საკუთრება არ განეწესება პრინციპით „მოსაზრებებისდა მიხედვით“, ანუ, არ ექვემდებარება იმათ განკარგულებას, ვინც მის მესაკუთრედ მიიჩნევა. იგი განეწესება იმ მიზანის მიხედვით, როგორც განსაზღვრა ეკლესიის წმიდა დამფუძნებელმა და თავად ეკლესიამ.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ წერილობით და კანონიკურ მოწმობებს (L კორ. 10,26, საქმე მოც. 17,24, მოციქულთა 38-ე და მე-40, VII მსოფლიო კრების მე-12 კან. და სხვ.),, საეკლესიო საკუთრების მფლობელად, ძირითადი და აბსოლუტური გაგებით, შეიძლება ვაღიაროთ ლმერთი; ცხადია, არა კანონიკური გაგებით, რადგან ღმერთი არ ექვემდებარება კანონსა და სამართალს. ღმერთს არა ჰყავს სხვა მისი მსგავსი არსება, რომ მასთან კანონის შესაბამისად დაიჭიროს ურთიერთობა, ის ურთიერთობები, რომლებისგანაც მომდინარეობს მოვალეობები და უფლებები. თუმცა იურიდიული გაგებით არც ეკლესია, როგორც თავისი მთლიანობით ერთიანი სხეული, არ ითვლება საელესიო საკუთრების მფლობელად, რადგანაც არც მასზე ვრცელდება იურიდიული მიმართებები. იურიდიული მიმართება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ადგილობრივი ეკლვსიებისათვის, მიტროპოლიებისათვის, საეპისკოპოსოებისათვის, სამრევლოებისათვის და სხვ. რომლებიც. შეიძლება. წარმოადგენდწენ. იურიდიულ. პირებს. მაგრამ რაკი აბსოლუტური გაგებით მფლობელი და გამგებელი ვერ იქნება ვერც ერთი ადგილობრივი ეკლესის თუ სამრევლო, არამედ – მხოლოდ შეფარდებითი იურიდიული გაგებით, უფრო სწორი იქნებოდა მსვგელობა საეკლესიო მესაკუთრეზე, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის განმგებლებზე, იმაზე, ვინც არის ეკლესიის წარმომადგენელი. ამის ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ზემოთდასახელებული ორგანოები, დაწესებულებები ვალდებულნი არიან ეკლესიის წმიდა კანონთა შესაბამისად განაგებდნენ საეკლესიო საკუთრებას: პატივისცემით, მიუთვისებლად, გაუფლანგველად და ეკლესიისათვის უცხო მიზნებისათვის გამოუყენებლად, არამედ, პირიქით – იზრუნონ, რათა განაწესონ იგი, „ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა“ (მოციქულთა 38-ე კანონი).

7. საეკლესიო საკუთრების განმგებელნი

საეკლესიო საკუთრების განმგებლები, ზემოთქმულისდა შესაბამისად, არიან საეკლესიო ორგანოები და წევრები (შდრ. აგრეთვე II მსოფლიო კრების მე-12 და მოციქულთა 38-ე კანონები). თავდაპირველად ესენი იყვნენ წმიდა მოციქულები (საქმე მოც. 2,44-45 და 5,1-11). ხოლო შემდეგ, რაკი მოციქულები ვეღარ ტოვებდნენ თავიანთ მაღალ დანიშნულებასა და ფრიად მნიშვნელოვან საქმეს – სახარების ქადაგებას, არჩეულ იქნა შვიდი დიაკონი, რომლებსაც დაეკისრა მორწმუნეთათვის მოწყალების გაცემის და მისი სამართლიანად დანაწილების საქმე. მოციქულთა სიკვდილის შემდე: '# განმგებლობა თავს იდეს ეპისკოპოსებმა, რომლებიც დახმარებას იღებდნენ 4 თავიანთი სამღვდელოებისაგან. ეპისკოპოსებს მართებდა, კეთილგანწყობით _ · 1 და ღმრთის შიშით ემართათ საეკლესიო შემოსავალი ეკლესიის მოთხოვ #2 ნილებებისა და მიზნის შესაბამისად. წმიდათა მოციქულთა 41-ე, ანტიოქიის | 24-ე და 25-ე კანონების მიხედვით ეპისკოპოსი მოვალე იყო, ედევნებინა + თვალი საეკლესიო საკუთრების განმგებლობაზე, ვინაიდან ამგვარად შეეძლო 4 მას, წარმატებით ემართა საეკლესიო შემოწირულობათა განაწილების საქმე. L" თუ ეპისკოპოსი თავს იდებს ღმერთის სახელით პასუხისმგებლობას თითოეული მორწმუნის სულისათვის, ეჭვგარეშეა, მას შეუძლია ჩაიბროს კ პასუხისმგებლობა ნივთიერ საგნებზე, რაც ბევრად უფრო მცირედ ღირებულია, 1 წმიდათა მოციქულთა 41-ე კანონი განსაზღვრავს: „ვბრძანებთ, რათ. | ეპისკოპოსს აქუნდეს პელმწიფებაი სავმართა ზედა ეკლესიათა, რამეთუ |. უკეთუ მისდა რწმუნებულ არიან პატიოსანნი სულნი კაცთანი, რაოდენ უფროის საჭმართათვის ჯერ-არს ამისი ქმნაი“.. ხოლო ანტიოქიის 24ე. 9 კანონი აღნიშნავს: „საქონელთა ეკლესიათა კეთილად ცვაი და მარხვალთ #1 უკმს ეკლესიასა ყოველთა მოსწრაფებითა და სჯნდისითა და უქცეველითა | სარწმუნოებითა ყოველთა ზედამხედველისა და მსაჯულისა ღმრთისაითა, 1. რომელთა განგებაი ჯერ-არს ბჭობითა და პელმწიფებითა ეპისკოპოსისაითა, 1 რომლისადა ყოველი ერი და სულნი მუნ შეკრებულთანი რწმუნებულ 1 იყვნენ“. ეპისკოპოსი, როგორც ცენტრალური ორგანო, ითვლება ყოველ 1 ცალ”კეულთა „პირთა და საქმეთა“ საუკეთესო მცოდნედ; ასევე – ზოგადად 1 მორწმუნეთა მატერიალური მოთხოვნილებებისაც, და ამგვარად, მას შეუძლია, ._ თავი დააღწიოს სახმართა უმიზნო, მიკერძოებით, არათანაბარ და უსამართლო | განაწილებას. | მაგრამ თუ საეკლესიო საკუთრების პირველ და ძირითად საფეხურზე _ მართვა-განმგებლობისათვის პასუხისმგებელია ეპისკოპოსი იმ ეპარქიისა, / სადაც თავმოყრილია ზემოხსენებული საკუთრება, კანონები მას მაინც არ... ) აძლევენ „უფლებას, რათა იგი აბსოლუტურად და კატეგორიულად განაგებდეს საეკლესიო საკუთრებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცხოვრობს კრებითი და სინოდური წესით. 1 ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესია განცალკევებულ ადგილს არ მიუჩენს ჰ ეპისკოპოსს. „არამედ განაწესებს მას. ერთობლივი, კრებით პასუხისმგებლობის | უფლებით; რაც ეპისკოპოსებს აქვთ ეკლესიის წიაღში ეკლესიის წევრთა : და მისი საკუთრებისათვის – სახმარი ნივთებისათვის. ამას ასახავს კართაგენის | წე ქართულ ენაზე „სჯულის კანონში“ ამ ნომრით შესაბამისი ტექსტი არ არის : დადასტურებული და თავად ტექსტიც ოდნავ განსხვავებულია (მთარგმნელი). 184 :

| 26-ე და 33-ე? კანონები; პირველი მათგანი განსაზღვრავს: „რაითა არავისგან | განიყიდოს საქონელი საეკლესიოთ, გარნა თუ იყოს რაიმვ საქონელი ესევითარი, ! რომლისა შემოსავალი არარაი აქუნდეს და ჭირი ფრიადი უვმდეს პყრობასა მისსა, ესე ეუწყენ მიტროპოლიტსა სამთავროისასა და განსაზღვრებულისა თანა რიცხუსა ეპისკოპოსთაისა განიზრახენ, მან, თუ რაი ჯერ-არს მისთვს ქმნად... .. ხოლო უკუეთუ... ვერ ეძლოს ეპისკოპოპსსა მისსა პირველ მრევლისა ჟამისა ქმნაი განზრახვისაი, მეზობელთაღა თუ თვსთა მიუწოდოს მოწამედ... რაითა ეუწყოს კრებასა ყოველსა ეკლესიისა მისისა შემთხუეული განსაცდელი. რომლისაი არა თუ ინებოს ქმნაი, თანამდებ სასჯელისა იქმნეს“... ზემოხსენებულ კანონთაგან მეორედან (=კართაგენის 33-ე) მოგვაქვს შემდეგი წინადადება: „ხუცესნი ეკლესიისადა შეწირულსა სავმარსა ნუ გაჰყიდიან და „არცა ეპისკოპოსსა უღირს... განსყიდაი სოფელთა ეკლესიისათაი თყნიერ კრებისა და თანაჯერჩინებისა მისისა ანუ თუსთა ხუცესთაისა“. ეკლესიის წიაღში არ არსებობს არავითარი უკონტროლო განმგებლობა (ძალაუფლება), არავითარი აბსოლუტიზმის თუ განუკითხაობის რეჟიმი. მაგრამ საეკლესიო საკუთრების განკარგულებასთან დაკავშირებით კოლექტიური პასუხისმგებლობა არ იზღუდება და არც შემოიფარგლება მხოლოდ ეპისკოპოსებით. უკვე მოციქულთა 51-ე კანონი ადასტურებს საჭიროების შემთხვევაში სამღვდელოებასა და დიაკვნებისათვის საეკლესიო თანხების განკარგულების თაობაზე. ასევე კართაგენის 33-ე კანონის თანახმად აშკარაა, რომ არ მართებთ ეპისკოპოსებს „განსყიდაი სოფელთა ეკლესიისათაი ან ეკლესიის საკუთრება საეპისკოპოსის სამღგდელოების უმეცრად“. ეს ნიშნავს, რომ ეპისკოპოსის სამღვდელოებასაც აკისრია პასუხისმგებლობა საეკლესიო საკუთრებისათვის. ცხადყოფს ამას V-VI მსოფლიო კრების 35ე კანონი, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა სამღვდელოების მიმართ ირკვევა ანტიოქიის 25-ე კანონიდან გამომდინარე რაკი როცა ეპისკოპოსს ან მასთან ერთად სამღვდელოებას ბრალს სდებენ, რომ ისინი არ განაგებენ სათანადოდ საეკლესიო საკუთრებას ანდა, ითავსებენ მას, ისინი პასუხს აგებენ წმიდა სინოდის წინაშე და თანამდებნი არიან შესაბამისი სასჯელისა." ცხადია, სამღვდელოების პასუხისმგებლობა და ეპისკოპოსთა პასუხისმგებლობა არაა ერთიდაიგივე, მაგრამ ,,ხუცესთა“ ანუ სამღვდელოების დანიშნულების მნიშვნელობა არაა ნაკლები, ვინაიდან სამღვდელოების მეშვეობით ეკლესიას , სურს უზრუნველყოს საეკლესიო საკუთრებით უმწიკვლოდ სარგებლობა. ამის გამო დროის განმავლობაში საეკლესიო ნივთთა გამოყენებასთან დაკავშირებით შეიმჩნეოდა გარკვეული გაუგებრობები და ყალიბდებოდა 3 მისდამი განკუთვნილი პატივის შესაბამისად“, დაურთავს თეოდორე ბალსამონი Cდ6»-წIითაჩნ, 10L. L", თ62.. 169). | 185 გარკვეული საჩივრები ეპისკოპოსის მიმართ. და ეპისკოპოსის მიერ V შემუშავებული შესაბამისი კანონებით უპირველეს და უმთავრეს, კანონით დადასტურებულ სასულიერო პირს – ი კონომსს (=,ეზოსმოძღვარს“, „იკონომოსს“) დაევალა: ,,ყოველსა ეკლესიასა, რომელსა ეპისკოპოსი აქუნდეს, 1. მას ეზოთსმოძღუარიცა ჰყვეს დასისაგან მოყუასთა თვსთაისა, რომელი 3 განაგებდეს საეკლესიოთა საქმეთა კითხვითა ეპისკოპოსისა თყსაითა, რაით. არა უმოწმო იყვნენ განსაგებელ ნი ეკლესიისანი და ამის გამო განიბნეოდინ 1 სავმარნი საეკლესიონი“ (IV მსოფლიო კრების 26-ე კანონი). ხოლო თუ ჰქ ვინმე ეპისკოპოსი უგულისყუროდ მოეკიდება და არ დაადგენს იკონომოსს თავის საეპისკოპოში, მაშინ VII მსოფლიო კრების მე-11 კანონის თანახმად იერარქიულად აღმატებულ მიტროპოლიტებსა და მსოფლიო პატრიარქს ენიჭებათ უფლება დაადგინონ იკონომოსი აღნიშნული ეპარქიისათვის.

სასულიერო პირს, იკონომოსს, ვინც ჩაიბარებს პასუხისმგებელი განმგებლის L "უფლებებს, მართებს განაგოს საეკლესიო საკუთრება არა საკუთარი ნებისაებრ, 1 არამედ საკუთარი ეპისკოპოსის აზრის შესაბამისად და. მას აბარებს იგი. ?· ანგარიშს. მომდევნო ეპოქაში, როცა განვითარდა საეპისკოპოსოზე უფრო ; ვრცელი საეკლესიო ერთეულები (სამრევლოები და მონასტრები), აღარ იყო საკმარისი უფლებამოსილება საეპისკოპოსოს განმგებლობით. ამის გამო ჯ აღნიშნული "უფლებამოსილება დანაწევრდა და იგი გადმოვიდა ზემოთ 1 დასახელებულ საეკლესიო ერთეულთა განკარგულებაში.

ამრიგად, საეკლესიო საკუთრების მართვა დაიყო მრავალზე და შემდეგნაირად:

1) საკუთრებაზე, რომელიც განეკუთვნება საეპისკოპოსოს, პასუხის-მგებელია 1 ეპისკოპოსი და დადგენილი იკონომოსი (დღეისთვის არსებობენ სამიტროპოლიტო ბაბჭოებიც).

2) სამრევლო ტაძრების საკუთრებაზე პასუხს აგებს სამრევლო მღვდელი 1 და საეკლესიო სამრევლო საბჭო (ან საბჭოები). L.

3) მონასტრების საკუთრებაზე პასუხს აგებს წინამძღვარი და დადგენილი... · იკონომოსი (ბიზანტიის ხანა), ან წინამძღვარი და მონასტრის სამონასტრო 1 საბჭო. (დღეს). ;

ყველა ზემოთდასახელებული საბჭო, დადგენილი საეკლესიო საკუთრების : მართვა – განმგებლობისათვის ექვემდებარება ეპისკოპოსის კონტროლს. 1 როცა ვამბობთ, ,„კონტოლი“, ვგულისხმობთ ხარჯთაღრიცხვების, ანგარიშების. · და სხვადასხვა რიგგარეშე საეკლესიო ზარჯების გასავალთა ანგარიშების _ შემოწმებას, ეპისკოპოსის აზრი მიიჩნევა, როგორც აუცილებელი. იმისათვის, 1 რომ ეპისკოპოსის ნების გარეშე ან ეკლესიისათვის სარგებლის გარეშე გაყიდული... | საკუთრება კვლავ ეკლესიას დაუბრუნდეს (ანკვრიის მე-15 კანონი). : 186 ' 1 | 8. საეკლესიო საკუთრებისთვის განსაზღვრული მიზანი და მისი განუსხვისებელი ხასიათი I) საეკლესიო საკუთრების მიზანი და ობიექტი. საეკლესიო საკუთრებასთან დაკავშირებული კანონებია: მოციქულთა მე-4, 38-ე, 41-ე, 59-ე, 72-ე და 73-ე; ანტიოქიის 24-ე და 25-ე; კართაგენის 26-ე და 32ე?; თეოფილე ალექსანდრიელის მე-10 და მე-11; VII მსოფლიო კრების მე12 კანონები. თავიდანვე საეკლესიო საკუთრების მოხმარებისა და განკარგულებისათვის ასეთი მიზნები იყო განსაზღვრული:

ა) აუცილებელ ნივთიერ საშუალებათა უზრუნველყოფა საღმრთო ლიტურგიის და, უფრო ზოგადად, ღმრთისმსახურებისათვის.

ბ) ღმრთისმსახურთა (ეპისკოპოსის, სხვა სამღვდელო პირთა და ეკლესიის დანარჩენ მსახურთა) საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა. ეპისკოპოსი მოვალეა იზრუნოს, რათა უზრუნველყოს საჭირო ნივთებით სასულიერო პირები, უპირველეს ყოვლისა ისინი, ვინც ხელმოკლეა (მოციქულთა 59-ე კანონი). ამ კანონის თანახმად ,დაეცადენ მლდელობისაგან“ ის ეპისოპოსი თუ მღვდელი „ხუცესი“, ვინც არ აწვდის აუცილებელ ნივთიერ საშუალებას „საჭირო სავმარს“ ხელმოკლე ,„,ნაკლულოვნებათა შინა“ სასულიერო პირს. და იყო კიდეც დრო, როცა ეპისკოპოსს ევალებოდა თავისი საკუთრება თავისი სასულიერო პირებისათვის და არა ნათესავებისათვის გადაეცა.

გ) სასულიერო პირთა განათლება. სამღვდელოების განათლების საკითხი ურთიერთკავშირშია წინა თემასთან – სასულიერო პირის ნივთიერ უზრუნველყოფასთან. ორივე ამ საკითხს კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასულიერო პირთა მიერ თავიანთი დანიშნულების წარმატებით აღსრულებისათვის. განათლებულ სასულიერო პირს შესწევს ძალა უკეთესად და ღმად გაანათლოს მორწმუნეთა შეგნება. „განათლებული სასულიერო პირი“ – მუდამ იგულისხმება ღმრთისმორწმუნე და თანმიმდევრული ორიენტაციით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელიც წარმოადგენს სრულყოფილ ქრისტიანულ პიროვნებას და არა ისეთს, რომელსაც უბრალოდ აქვს დიპლომი ან მშრალი ცოდნის დიდი არსენალითაა აღჭურვილი. ანუ, ვგულისხმობთ, დახვეწილ სასულიერო პირს და არა უბრალოდ – ცოდნამიღებულს, განსწავლულს. შდრ. II ტიმ. 3,16-17.

დ) წმიდა ადგილთა დაცვა ზოგადად და, უფრო ზუსტად, – წმიდა ტაძრების დაცვა (შენახვა). ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი ყურადღებაა საჭირო ქრისტიანულ ტაძრების აუცილებელი მშვენიერების მინიჭებისათვის – რათა მიენიჭოთ. მათ სისადავეს, ჯეროვანებასა და სათანადო სამკაულს შერწყმული სიდიადე:

4 სჯულის კანონში“ პარალელური ნუმერაცია არ ჩანს და შესაბამის კანონთა ზოგადი ტექსტებიც ოდნავ განსხვავებულია (შდრ. ზემოთ თარგმანის ფრაგმენტები) (მთარგმნ.).

ე) შეძენა, დაცვა და აღდგენა წმიდა სახმარი ნივთებისა, რომლებიც აუცილებელია ღმრთისმსახურებისათვის და მრევლის წინაშე ღმრთისმსა- 1 ხურთა წარდგომისათვის,. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ყურადღება, რათა არ ; დაიხარჯოს ზომაზე მეტი თანხები, ზომაზე მეტი შემკობისათვის და ამაო : განდიდების წარმოსაჩენად. ეს ზედმეტი თანხები შეიძლება მოხმარდეს “ ეკლესიას შემდეგი მნიშვნელოვანი მიზნისათვის: ს ვ) ეკლესიის სამრევლო დანიშნულების აღსასრულებლად. ეკლესია...“ წარმოადგენს მოწყალების, ფილანთროპულ ცენტრსაც. ფილანთროპია ქრისტიანობის პირველ. საუკუნეებში. ბევრ. ეკლესიაში ჯეროვნად. იყო. ორგანიზე- 1 ბული. ქრისტიანული, საძმო. ითვალისწინებდა ქვრივთა, ობოლთა და, საერთოდ L ღატაკთა დახმარებას (თეოფილე ალექსანდრიელის მე-1 კანონი); ასევე – სტუმართა _ ) შიდესას, ავადმყოფებზე, მოხუცებზე ზრუნვას, ასევე – ტყვეთა განთავისუფლებას... | - ზ) დასასრულ, – ქადაგების მისიონერული მსახურების აღსრულება იმ L შვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არაა. საკმარისად გავრცელებული სახარება, , ესაა ქრისტეს ეკლესიის მუდმივი მოვალეობა. ჯ პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია საეკლესიო საკუთრებით : სარგებლობისათვის: L. 1) „შიშითა ღმრთისაითა და ყოვლითა კრძალულებითა“ და „კეთილით. . # სკნდისითა და უქცეველთა სარწმუნოებითა“, (მოციქულთა 41-ე და ანტიოქიის 1 24-ე კანონები)1. 2) შეგნებულად და ზომიერად მართვა-განგება საეკლესიო... · საკუთრებისა ზედმეტი თავის განდიდებისა და თავმომწონეობის გარეშე, ჯ არამედ ნამდვილად აუცილებლობის მიზნით. 3) გაცემა – გამჭრიახად და 3 ყურადღებით, რათა თვალში არ მოვხვდეთ მოწყალების მიმღებს; 4) , სამართლიანად გაცემა ნამდვილად გაჭირვებულთათვის. 5) საკუთრების 1 გაცემა უნდა წარმოებდეს სადიდებელად ღმერთისა და ეკლესიის მიზანთა | გათვალისწინებით, ანუ ადამიანის ცხოვნებისათვის – მისთვისაც, ვინც გ იღებს და მისთვისაც ვინც გასცემს. _ IL საეკლესიო საკუთრების განუსხვისებლობა 5 წმიდა კანონების მიხედვით (IV მსოფლიო კრების 24-ე; V-VI მსოფლიო კრების 49-ე; VII მსოფლიო კრების მე-11, მე-12 და მე-13; კართაგენის 26-ე, 29-ე, 32-ე და 33-ე; მოციქულთა 38-ე; ანკკრიის მე-15; ანტიოქიის 24-ე; კირილე ალექსანდრიელის მე-2 კანონები) და ბიზანტიელი იმპერატორების დადგენილებებით აკრძალულია სარგებლობის მომხვეჭი საეკლესიო ნაგებობებისა და ყოველგვარი განსხვისება. ან გაყიდვა. დღეს აკრძალულია საეკლესიო საკუთრების არა მარტო რეალიზაცია, არამედ ნებისმიერი სახის გარიგება (შეთანხმება, მოლაპარაკება), რაც კი არ არგებს საეკლესიო საკუთრებას.

| საეკლესიო საკუთრების (მოძრავისა თუ უძრავის) რეალიზაცია დაშვებულია | მხოლოდ გარკვეულ, ლოგიკურად გამართლებულ შემთხვევაში, ანუ, საკუთრივ:

ა) თუკი აუცილებელია აშენდეს ახალი ნაგებობა ან აღდგენილ იქნას რომელიმე დანგრეული. ბ) თუკი საყიდელია საჭირო სახმარი ნივთი (საგანი, თუ ობიექტი), აუცილებელი საეკლესიო დაწესებულებისათვის. გ) თუკი გადაუდებლად საჭიროა მხარდაჭერა ეკლესიისა, რომელიც მატერიალურად მეტად მძიმე მდგომარეობაშია. დ) თუკი ერის არსებობას ემუქრება გარეშე მტერი. ე) თუკი აუცილებელია ღარიბთა ან ავადმყოფთა დახმარება. ვ) თუკი საჭიროა ტყვეთა ან მონათა გამოსყიდვა, თუ გათავისუფლება. %) თუკი საეკლესიო ნაგებობას მართებს ვალი საერო დაწესებულების მიმართ და არ არსებობს სხვა საშუალება დაიფაროს იგი. თ) თუკი აშკარაა და პატივმოყვარეობით არ არის გამოწვეული სარგებელი ეკლესიისათვის, რომელიც აწარმოებს თავისი საკუთრების ამგვარ რეალიზაციას, ი) თუკი უძრავი “საკუთრება შემოუსავლიანია (კართაგენის 26-ე კანონი), ან იგი მოშორებულია საეკლესიო ნაგებობებს და შეიძლება გაიძარცვოს ან განადგურდეს. კ) თუკი საერო დაწესებულებას სჭირდება ესათუის საეკლესიო ნაგებობა, რომელიც დასაშვებია გაიცვალოს სხვაზე, მის ტოლფასზე. VII მსოფლიო კრების მე-12 კანონის თანახმად რაკი ამა თუ იმ, მოძრავი თუ უძრავი საეკლესიო ნივთის გაყიდვა ხორციელდება აუცილებელი ფორმულირებული დადგენილებების გარეშე, მყიდველი საბოლოოდ ვერ მიიღებს შენაძენს, თუმცა ამავე დროს მას არ მოეკითხება უკან თუ დაიბრუნა შენარჩუნებისათვის გაწეული ხარჯი. მიზანშეწონილად და ფრიად სასარგებლოდ ითვლება საკუთრების სხვადასხვა საგანთა რეალიზაცია თუ გაცვლა საეკლესიო დაწესებულებეს შორის. რამდენადაც ამგვარად ეკლესიის საგნები კვლავაც ნაკურთხ საგნებად ითვლება.

შენიშვნა: ყოველივე საგანგებო, რაც კი უკავშირდება სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიათა საკუთრების მართვასა თუ გამგებლობას, მიემართება და განიხილება კანონიკური სამართლის საგანგებო ნაწილში.

დანართი: ზემოთ ჩამოყალიბებულის მიხედვით წარმოვადგენთ საეკლესიო საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამ კანონს:

1) წმიდა მოციჭულთა 38-ე კანონი: ,,ყოველთავე საჭმართა საეკლესიოთაი ეპისკოპოსსა აქუნდინ ზრუნვაი და განაგებდინ მათ, ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა. ხოლო არა უღირს მას, რაითა მირაიმეიხუეჭოს მათგანი, ანუ ნათესავთა თყსთა მიანიჭნეს საფასენი ღმრთისანი. ხოლო უკეთუ გლახაკ იყვნენ იგინი, იღუწიდეს, ვითარცა გლახაკთა, 5 შდრ. M§X6X(ის 2:0X6X2000#0%20ს, დასახ. ნაშრ. C67. 355.

არამედ ნუმცა მიზეზთა ამით განილევიან მათ ზედა სავმარნი ეკლესიისანი“. | 2) კართაგენის 32-ე კანონი? „კუალად ესეცა სათნო-გვჩნდა, რალთა · ეპისკოპოსნი, ხუცესნი და დიაკონნი და ყოველნივე მოყუასნი (=ყოველი სასულიერო პირი), რომელთა არარაი აქუნდეს, უკეთუ წარემატნენ ჟამსა ეპისკოპოსობისასა ანუ მღვდლობისა მათისასა და. აგარაკნი რაიმე ანუ ვითარნიცა. 1 სოფელნი სახელსა თვსსა ზედა მოიყიდნენ, რაითა ვითარცა საკუთართა 1 საპატრონოთა თვსთაი აქუნდეს პელმწიფებაი განგებისა მათისაი, აქუნდინ ეგრეთ, არა თუ სადმე საეკლესიოდ განკუთვნვაი მათი სათნო-ეჩინოს მათ " პირველ. და თუ უკეთუ ნათესავთა ვიეთმე თუსთა სახლეულთაი ენებოს .· სამკჟდრებლად დატევებაი მათი წესითა მონაცვლეობისაითა, ქმნან, რაითაც. 1 ენებოს გამორჩევასა მათსა. ხოლო უკეთუ შემდგომად პირველისა მის :! გამორჩევისა კუალად-იქცენ უკუღმართ და სხუაი განჩინება განაჩინონ მათთვს და მიჰხუეჭენ ეკლესიასა, რომელი-იგი განეკუთნნეს მისდა, ვითარცა _ გამოუცდელნი, უღირსად საეკლესიოიისა პატივისად შერაცხილ იქმნენ. # 3) VII მსოფლიო კრების მე-12 კანონი: „ვინცა ვინ ეპისკოპოსი თუ. წინამძღუარი მონასტრისაი იპოოს საქონელთა საეპისკოპოსოისა ანუ · მონასტრისათა მიმცემელად ველსა მთავრისასა ანუ სხუსა პირისასა მიპრთ ”» განმცემელად, დაუმტკიცებელ იყავნ განცემაი იგი კანონისამებრ წმიდათა... · მოციქულთაისა, რომელი იტყვს: ყოველთავე საეკლესიო საქონელთაი ეპისკოპოსსა. აქუნდინ ზრუნვაი და განაგებდინ მათ, ვითარცა ზედამხედველობასა ქუეშე ღმრთისასა. ხოლო არა უღირს მას მოხუეჭაი რაისამე 1: მათგან ანუ ნათესავთა თვისთა მიცემაი საფასეთა ლღმრთისათაი. გარა :; უკუეთუ გლახაკ იყვნენ იგინი, იღუწიდენ მათ, ვითარცა გლახაკთა, არამედ ნუმცა მიზეზთა მათითა განისყიდვიან ეკლესიისანი. ხოლო უკეთუ მიზეზობდეს “ ზღვეულებისა რაისმე შემთხუევასა (=ზარალს თუ იმიზეზებენ) და ვითარცა ჯ არა სყიდით განსცემს აგარაკსა ეკლესიისა, ნუცა ეგრეთ მისცემს. მას 1 მთავარსა მის ადგილისასა (=ნურც გაყიდვით, ნურც ადგილობრივ მთავარს _ მისცემს (ეკლესიის) კუთვნილ ნაკვეთს), არამედ მოყუასთა (=სასულიერო ; პირებს,, სამღვდელოებას) მისცეს იგი, ან მუშაკთა (=მიწათმოქმედებს). L ზოლო უკუეთუ მანქანებაი ბოროტი ივჭუმიოს და მუშაკისაგან ანუ მოყუსისა 1 იყიდოს მთავარმან აგარაკი იგი, ეგრეცა დაუმტკიცებელ იყავნ (=ძალმოსილი . · არ იყოს) სყიდაი იგი და კუალად ეგენინ (=ისევ დაუბრუნდეს, აღუდგეს...) , საეპისკოპოსავე, გინა მონასტერსა განსყიდული იგი აგარაკი და ეპისკოპოსი | ანუ წინამძღუარი ამის მოქმედი განიდევნე5ბინ, ეპისკოპოსი უკუე საეპისკოპოსოით და წინამძღუარი – მ" M% აძ ვითარცა განმაბნეველნი : (განმფლანგველნი) ბოროტად, რომელი » “ აბნეს მათ“, ჭ 932-ე კანონი ბერძნულ ტექსტში უფრო მოკ “არგმნელი). 1 190 ;