← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 8: ეკლესიისა და სხვა სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულება

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 8: ეკლესიისა და სხვა სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულება

წინა თავებში, სახელდობრ იქ, სადაც ეკლესიის მართლმსაჯულებასა და საეკლესიო ქონებას ვეხებოდით, აღნიშნულია, რომ მებრძოლ ეკლესიას მრავალჯერ დაუმყარებია ურთიერთობა “სხვადასხვა სრუქტურებთან, განსაკუთრებით სახელმწიფოსთან. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგანაც. ეს დაწესებულებები ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში არსებობენ და მოძრაობენ, ან საერთო წევრები ჰყავთ.

გარეშე სტრუქტურებთან ურთიერთობები ზოგჯერ ეკლესიის სასარგებლოდ მთავრდებოდა, ზოგჯერ კი, ერთი შეხედვით მაინც – მის საზიანოდაც. ვამბობთ ერთი შეხედვითო რადგან ხშირად შესაძლებელია, ის ნიშნები და ელემენტები, რომლებსაც ჩვენ ადამიანური თვალსაზრისით ეკლესიისათვის საზიანოდ მივიჩნიეთ, სწორედ იმ ფაქტორებს შეადგენდნენ, რომლებიც ეკლესიის სამოძღვრო საქმეთა განახლებისათვისაა საჭირო (იხ. რომ. 8,28 „რამეთუ ღმრთისმოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად”).

I. ეკლესიისა და სახელმწიფოს შექმნა, ჩამოყალიბება სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ორგანიზებულ თანაარსებობას, უძველესი სისტემაა. ღმერთმა ადამიანი საზოგადოებრივ არსებად შექმნა. ცოდვით დაცემის შემდეგ, როდესაც ადამიანები მოხეტიალე ცზოვრებას ეწეოდნენ, მათი ურთიერთობანი დაუწერელი კანონებით განისაზღვრებოდა. დროთა განმავლობაში კი ადამიანებმა დააარსეს სახელმწიფოები, რომელნიც წერილობით განსაზღვრავდნენ მათ უფლებებსა და მოვალეობებს. ასე იქმნებოდა პირველი კანონმდებლობები. სახელმწიფოები ცდილობდნენ და ცდილობენ, მიაღწიონ საკუთარ მოქალაქე-წევრთა მართვის გონივრულ, სრულყოფილ სისტემას.

ეკლესია აღმოცენდა და განვითარდა რომაული თვითმპყრობელი... · “სახელმწიფოს წიაღში. ეკლესია ღმრთაებრივი წარმომავლობისაა, ღმრთაებრივი დაწესებულება. ხოლო მისი წევრები ერთი სხეულის ასონი არიან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია ორგანიზებული სახელმწიფოს გარემოში იყო მოქცეული. და იგი არც ცდილა, არიდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობებს, არამედ მრავალჯერ სახელმწიფოს მეშვეობით არკვევდა და ავითარებდა საკუთარ სამოციქულო და სამოძღვრო საქმეებს. ეკლესია ერიდებოდა მხოლოდ, ერთი მხრივ ურთიერთალრევას, მეორე მხრივ – ურთიერთდაპირისპირებას სახელმწიფოსთან, უფლის მცნების თანახმად:

„მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა“ (მარკ. 12,17). პავლე მოციქულის შეგონების მიხედვით, საჭიროა – „ყოველ ნი პელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს პელ-მწიფებაი გარნა ღმრთისაგან, და რომელნი – იგი არიან ველმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომ. 13,1). აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ეკლესია არ ანიჭებს უპირატესობას ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემას, რადგანაც თავისუფალია, შეასრულოს თავისი დანიშნულება. ეს. მიემართება ეკლესიას, როგორც ერთობლიობას, და არა პირადად მის წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ, უპირატესობა მიანიჭონ და ამოირჩიონ ესა თუ ის სისტემა, პარტია ან პიროვნება; საკმარისია, მათ შეიმუშავონ კანონმდებლობა და განაგებდნენ სახელმწიფოს ისე, რომ არ დაუპირისპირდნენ საღმრთო სჯულს. როდესაც ეკლესია და მისი წევრები ღმრთის ნებისადმი დაპირისპირებულ სახელმწიფო კანონს წააწყდებიან, მათ მართებთ მორჩილება უფლის კანონისადმი, რაკი: „,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთალ“ (საქმე მოც. 5,29). ეკლესია გამუდმებით იღვწის ადამიანთა სრულყოფისათვის, შესაბამისად, მისი წევრებისა და ერის მთავართა მეშვეობით მიიღწევა კანონმდებლობის სრულყოფაცა და ჭეშმარიტი საზოგადოებრივი პროგრესიც. IL ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ბიზანტიაში ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო ეკლესიას უბრალო საზოგადოებადაც კი არ სცნობდა. მეტიც, იგი სასტიკად იდევნებოდა რომის იმპერატორების მიერ. მაგრამ კონსტანტინე დიდის ეპოქიდან, ანუ 313 წლიდან და შემდგომ, როდესაც გამოქვეყნდა. მილანის ედიქტი რელიგიათა შემწყნარებლობის თაობაზე, ეკლესიამ დაიწყო სახელმწიფოსთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს “ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა 380 წელს, როდესაც თეოდოსი პირველმა ქრისტიანობა სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადა. ვინაიდან სახელმწიფო ზედავდა, რომ ეკლესიასთან ერთობა მასაც წარმატებას უქადდა, მან ენერგიული ზომები მიიღო ეკლესიის სასარგებლოდ. ქრისტიანობის მეშვეობით მან შეიძინა უმნიშვნელოვანესი გამაერთიანებელი ძალა – ზნეობრიობა. სახელმწიფო ცდილობდა, განყოფისაგან და მწვალებლობისაგან დაეცვა ეკლესია. ასევე ეკლესია მადლიერებით იწყნარებდა, ან უსიტყვო მორჩილებით ითმენდა მისი გავლენის სფეროში სახელმწიფოს შემოჭრას, რადგან სახელმწიფო იცავდა მას ყოველგვარი ბოროტი ზრახვისა ან ხელყოფისაგან. საზელმწიფოს მხრივ, ეკლესიის მიმართ დამცველობითი პოზიციის დაკავება არ უნდა მივიჩნიოთ საეკლესიო ხელისუფლების დაკნინებად. არამედ, უპირველეს ყოვლისა – ეკლესიისადმი მჭ 1 1 წ. სახელმწიფოს მსახურებად. სახელმწიფოს ინტერესი იმითაც ვლინდება, (1 რომ ეკლესიის კანონებს სახელმწიფო უფლებებით მოსავს და მას · სახელმწიფოს კანონად აცხადებს. ასე, იუსტინიანე 131-ე ,ნეარონის“ (M0VX6II2) I მ. 1. განყოფილებაში („სამეფო“) აღნიშნავს: „ამრიგად, ჩვენ დავადგინეთ, § რომ კანონის ძალა მიენიჭოს წმიდა საეკლესიო სჯულის კანონებს, · დადასტურებულთ წმიდა შვიდი საეკლესიო კრების მიერ... ზემოხსენებული · წმიდა სინოდთა დოგმებსაც ვიწყნარებთ, როგორც საღმრთო წერილს, ხოლო ჯ საეკლესიო სჯულს ვიცავთ, როგორც (სახელმწიფო) კანონებს“! მეტიც; · ეკლესიის კანონები სახელმწიფოს კანონებზე უპირატესად მიიჩნევა. ასე, 9 სხვადასხვა „ნეარონებში“ აღნიშნულია: ,,ზოგჯერ იტყვი, რომ სჯულის : კანონები მოიცავენ სახელმწიფო კანონებს, ზოგჯერ იტყვი, რომ სახელმწიფო

1. კანონები მისდევენ სჯულის კანონებს“ და „სჯულის კანონების საწინააღმდეგო

, პრაგმატული ფორმულირებები მოკლებულია ძალმოსილებას“? დიდი წ ბიზანტიელი კანონთა მცოდნე მათე ბლასტარისი (ანბანური კონსტიტუცია, , IX, თ. მე-5) დასძენს: „ამრიგად, საეკლესიო კანონები სახელმწიფოს კანონებზე # მეტი უფლებამოსილებით უნდა გამოირჩეოდეს. სახელმწიფოს კანონები ხომ · მხოლოდდამხოლოდ მეფეთა მიერ არის შედგენილნი, შემდგომში კი მიიჩნიეს, ჭ რომ ისინი ვარგისია, ხოლო წმიდა მამათა აზრით, მოწადინებითა და L კენჭისყრით შემუშავებული წმიდა კანონები იმდროინდელ მეფეეთა L. თანამონაწილეობით, მათი მხარდაჭერით დაიწერა“.3 1 III. ორი დაწესებულების (ეკლესიისა და სახელმწიფოს) 4 ერთიანობისა და განსხვავების ნიშნები , ზოგიერთი ნიშანი, რომელიც საერთო აქვს ეკლესიასა და სახელმწიფოს, ჭ ან ურთიერთგანსხვავებული, და წარმოადგენს წინაპირობებს მათ შორის _ კეთილი ურთიერთობების დასამყარებლად, არის შემდეგი: 3 ა) საეკლესიო კანონებს არ აღგენს ეკლესიის წევრთა ნება, არამედ 1 უფალი. ეკლესიის კანონები მიზნად ისახავენ, შეათავსონ თავის წევრთა : ნება ღმრთის ნებასთან და ამით მიაღწიონ მის სრულყოფას. ეს კანონები ; არ არის დროებითი და გარდამავალი. სახელმწიფოს კანონები, პირიქით, მის წევრთა ნებით არიან განპირობებულნი, და აღიქმებიან როგორც · მთლიანობა, ან ცალ-ცალკე, განკერძოებულად. ამ კანონების მიზანია, დაუმორჩილონ ყოველი ინდივიდის ნება ერთიან ნებას. სახელმწიფოს კანონები ' მრავალჯერ იცვლებოდა ვითარებათა შესაბამისად ან პიროვნებათა მიერ.

"იხ. 6062.2ი - II0XXM, 26. რ” C9X. 36-37.

? იხ. 62.#ე - II0X+M. X6LL. ს” C6X. 36.

3 იხ, ნ62.ი - I0LMI. თს. 21” თ6X. 317.

1 ბ) ეკლესია თავისი კანონების საქმეში დანერგვით არავის აიძულებს; იგი წ არც განაგებს ნივთიერ საშულებებს თავისი კანონების დანერგვისათვის, არამედ ცდილობს, სულიერი რესურსებით (ღმრთის სიტყვითა და წმიდა საიდუმლოებებით) თავისუფლად, თავისი ნებით შეცვალოს ადამიანი, სახელმწიფო კი პირიქით, ყველანაირად ცდილობს, აიძულოს პიროვნება, · რათა იგი მის კანონს დაუმორჩილოს. მაგრამ თუ ეს ორი დაწესებულება განსხვავდება ურთიერთისაგან საშულებებით და თავიანთი მოქმედების წესით, მიზნის თვალსაზრისით, ისინი თანხმობით არიან ურთიერთდაკავშირებულ ნი და მრავალი განმეორებით თანხვდებიან კიდეც ურთიერთს. სახელდობრ იმით, რომ ზნეობრივად და სულიერად სრულყოფენ ადამიანთა ურთიერთობებს და მათ შინაგან განწყობას, ეკლესია ეხმარება კიდეც ადამიანებს, რათა ისინი ნებით აღასრულებდნენ “ სახელმწიფოს კანონებს, სწორედ სახელმწიფოს მიზანთა წარმატებისათვის. ასევე სახელმწიფოც, თავისი მართალი კანონებით ხელს უწყობს ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, მათი დანიშნულების აღსრულებასა და მათი... წარმატებას. ამგვარად, ეს ორი დაწესებულება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხმარება ადამიანს თავისი დანიშნულების აღსრულებაში. ადამიანის · სრულყოფა კი არის საკუთარი ნების უფლის ნებასთან გაიგივება, რის მეშვეობითაც იგი წარმატებით აღწევს თავის განწმენდას „მსგავსებისამებრ“ L უფლისა, სრულ და ჭეშმარიტ წინსვლას (საწადელ ნეტარებას). ამრიგად, 4 ამ ორი დაწესებულების – ეკლესიისა და სახელმწიფოს ნამდვილი მიზანი...“ საბოლოოდ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. მ IV. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სისტემები იმისათვის, რომ აღასრულონ თავიანთი მიზნები, ეკლესიასა, და სახელ- ' მწიფოს შორის იქმნება სხვადასხვაგვარი ურთიერთობები, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება დაგვირგვინდნენ თანხმობითა და თანამშრომლობით, ან შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება და კონფლიქტები. ამგვარად ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ყალიბდება „ურთიერთობათა სხვადასხვაგვარი სისტემები. ძირითადად ისინი იყოფა ამ სახეობად, როგორიცაა: ქვეშევრდომობის, აწუ სუბორდინაციული დამოკიდებულება, პარალელური დამოკიდებულებისა და ურთიერთდამოკიდებულების კოორდინაციული. სისტემები. 1)- ქვეშევრდომობის სუბორდინაციული დამოკიდებულება (ანუ ერთის დამორჩილება მეორისადმი) ამ სახეობის სისტემებს განეკუთვნება: ა). იეროკრატიული სისტემა ანუ ' პაპოკესარიზმი (ან პაპოცეზარიზმი) და. ბ) პოლიტოკრატული სისტემა, ანუ კესაროპაპიზმი. (ცეზაროპაპიზმი), ჩ!

ა) იეროკრატიული სისტემა. (სასულირო პირთა განმგებლობის სისტემა). იგი განვითარდა ნეტარი ავგუსტინეს იდეებისაგან, რომლებიც წარმოდგენილია მის თხზულებაში – „უფლის სახელმწიფოსათვის“ (IX CIVILმIC IXI). ამ სისტემის მიხედვით, იეროკრატიული უფლებამოსილება, ანუ (სასულიერო პირთა) ხელისუფლება განიხილება, როგორც უფლის წარმომადგენლობა დედამიწაზე, როგორც პრინციპი და სათავე ყოველივე ამა სოფლის ხელისუფლებისა. ამ იდეების საფუძველზე დაიცვა პაპმა თავისი უფლება, თავად დაედგინა ამა სოფლის ხელისუფალნი, თავისი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა სახელმწიფოთა კანონებიც, იმისდა მიხედვით, ეთანხმებიან ისინი, თუ წინ აღუდგებიან უფლის ნებას. ამგვარი სისტემა ძირითადად დასავლეთის ეკლესიაში იყო გაბატონებული, და მას ზოგიერთი მისი წარმომადგენელი იცავდა კიდეც, და ამტკიცებდა, რომ სწორედ იძულებით უნდა აეღო ეკლესიას უპირატესობა სახელმწიფოზე, ადამიანთა ხსნისა და ცხოვნებისათვის. ამ თეორიას ეფუძნებოდნენ ჯვაროსნებიც, ინკვიზიციაც, და მანვე გამოიწვია პაპის საყდრის უხეში ჩარევა დასვლეთის სამყაროს პოლიტიკურ მოვლენათა მსვლელობაში.

ბ) პოლიტოკრატიული (ეკლესიაზე სახელმწიფო დიქტატის, პრეტენზიის მქონე) ხელისუფლება პაპისტური აზროვნების წესისა და იეროკრატიისადმი რეაქციის სახით ჩამოყალიბდა. ესაა მისდამი დიამეტრულად საპირისპირო სისტემა, – სახელმწიფოსადმი დაქვემდებარება ეკლესიის. ამ სისტემის დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ პოლიტოკრატიული ხელისუფლება ისწრაფვის როგორც სახელმწიფო (პოლიტიკური), ასევე საეკლესიო (იერატიკული) ძალაუფლების მოპოვებისათვის. ამ სისტემის მიხედვით ზელისუფლების უზენაესი ორგანიზაცია არის სახელმწიფო, და ყოველი სხვა დაწესებულება, სხვა ორგანიზაცია მას უნდა ექვემდებარებოდეს. ამ სისტემას განეკუთვნება შემდეგი კერძო შემთხვევები: 1) კესაროპაპიზმი (ან ცეზაროპაპიზმი). ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური ამასთანავე არის უმაღლესი საეკლესიო მმართველი. 2) სახელმწიფოებრიობის ანუ ტერიტორიულობის ქვესისტემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მართავს ეკლესიას თავისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. ეს სისტემა ჩამოყალიბდა განსაკუთრებით პროტესტანტულ ქვეყნებში. 3)კათოლიკე სახლმწიფოთა აბსოლუტური განმგებლობა, ანუ აბსოლუტიზმი, რელიგიური იძულების წესით ყველა საეკლესიო საკითხი ექვემდებარება სახელმწიფოს.

2) პარალელიზმის (თანაბარუფლებიანობის ან სრულიგამიჯვნის) სისტემები პარალელიზმის სისტემებს ის თავისებურება ახასიათებთ, რომ ერთი ხელისუფლება აშკარად განსხვავდება მეორისაგან და პარალელურად განიხილება. მას განეკუთვნება შემდეგი სისტემები:

I, ა) თანაბარუფლებიანობის სისტემა. ამ სისტემის მიხედვით ორი... დაწესებულება – სახელმწიფო და ეკლესია ვლინდება, როგორც ურთიერთ · ეკვივალენტური. არც სახელმწიფო განაგებს ან ზედამხედველობით C აკონტროლებს ეკლესიას, და არც ეკლესია მიმართავს სახელმწიფოს მიმართ მმართველობისა თუ ზედამხედველობოს პრაქტიკას. ორივე. ·. დაწესებულების უფლებამოსილების საზღვრები დგინდება შეთანხმებით, რომელსაც ისინი აფორმებენ ურთიერთს შორის (კონკორდატი).

ბ) სრული გამიჯვნის სისტემა. ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფო · რელიგიას მიიჩნევს წმინდა პირად საქმედ, ხოლო ეკლესიას – კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რომლის წევრები მიიჩნევიან კანონიერად · დადგენილი გარკვეული სხეულის-,,კორპუსის“ წევრებად. ამ სისტემის მიხედვით იგულისხმება, რომ: 1) სახელმწიფო იმყოფება ზნეობისა და კულტურის სათანადო სიმაღლეზე და 2) ეკლესია იმყოფება საეკლესიო წესრიგისა და დისცი პლინარული დამორჩილების მაღალ დონეზე. ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფოს განწყობა ეკლესიის მიმართ მერყეობს. · კეთილგანწყობილ ნეიტრალიტეტსა და აშკარად მტრულ პოზიციას შორის, . · + 3) კოორდინაციის (შეთანხმების, L ურთიერთთანამშრომლობის) სისტემები ;

ა) „კანონით ხელისუფალი (განმგებელი) სახელმწიფოს“ სისტემა. :

სისტემათა ზემოხსენებულ ორ სახეობასა თუ კატეგორიას – პარალელიზმსა და სუბორდინაციას შორის, არსებობს ურთიერთობათ “ სხვა სისტემაც – „კანონით ხელისუფალი (განმგებელი) სახელმწიფოს“ სისტემა. ამ სისტემის მიხედვით, ეკლესია სახელმწიფოსგან განსხვავებულია და სარგებლობს საკუთარი მფარველობით და სახელმწიფოსაგან 1 განსხვავებული პრივილეგიებით, როგორც ოფიციალური, ანუ უპირატესი | უფლებით აღჭურვილი რელიგია. რადგან ერთის ცნობიერება, ჩვეულებრივ... · და უმეტესწილად, იდენტიფიცირებულია მეორის ცნობიერებასთან. მაგრამ მსგავსი მოვლენა ხშირად მთავრდება იმით, რომ ეკლესია აღმოჩნდება ზოლმე _ · სახელმწიფოს მეურვეობას დაქვემდებარებული, ვინაიდან მეტწილად. ამ ორი დაწესებულების ურთიერთობა წესრიგდება ცალმხრივად, სახელმწიფოს | მიერ. ამგვარად, აღნიშნული სისტემა პარალელიზმის სისტემიდან შეიძლება... · გადაიზარდოს სუბორდინაციის სისტემად, ეკლესიის საზიანოდ. ანუ არსებობს საფრთხე, რომ ეს სისტემა პოლიტოკრატიად გარდაიქმნას. : აღნიშნული სისტემის მიხედვით, სახელმწიფო თეორიულად მოვალეა, საეკლესიო საკითხებზე კანონმდებლობის გამომუშავების შემთხვევებში „თანხმობის აზრს“ დაეკითხოს ეკლესიას. თუმცა პრაქტიკულად, რაკი სახელმწიფოს ხელეწიფება კანონმდებლობა, ,,თანხმობის აზრის გათვალისწინების ფორმულირება გარდაიქმნება ხოლმე უბრალოდ, ,,აზრის ! გათვალისწინებად“. უფრო მეტიც: ეს არ ზღუდავს სახელმწიფოს კანონმდებლობას, კიდევაც რომ არსებობდეს საეკლესიო განმგებლობის საწინააღმდეგო აზრი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკანონმდებლო უფლებამოსილება არ იზღუდება მხოლოდ სახელმწიფო კანონმდებლობით, არამედ იგი მიემართება ეკლესიასაც, და წარმოადგენს მისი სულიერი უფლებამოსილების უცვლელ ელემენტს. ეკლესიისა და სახელმწიფოს საერთო კომპეტენციას, მათ ერთობლივ უფლებამოსილებას ეკუთვნის მრავალი ადმინისტრაციული, განმგებლობითი და სასამართლო საკითხი, როგორიცაა, მაგ. საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენა, საეკლესიო საკუთრების, განსაკუთრებულ დღესასწაულთა შემოღების და სხვა საკითხები როდესაც „კანონით ხელისუფალი (განმგებელი) სახელმწიფო“ ნამდვილად შეიმუშავებს ეკლესიის ,,კერთობლივ თანხმობას“, მაშინ მივაღწევთ კოორდინაციის საუკეთესო სისტემას. ბ) კოორდინაციის, ანუ თანამშრომლობის სისტემა ამ სისტემის მიხედვით, სახელმწიფო მეგობრულადაა განწყობილი ეკლესიის მიმართ, რადგან აღიარებს მის სულიერებას და სასულიერო 1 საშუალებებს, რომელთაც იგი მიმართავს თავისი მიზნის განხორციელებისათვის. იგი ასევე სცნობს, რომ ეკლესია თანადგომით შემწეობას უწევს _ და თავისი წვლილი შემოაქვს სახელმწიფოს მიზანთა განხორციელებისათვის, და ამის გამო სახელმწიფოს უღირს, დაიცვას და გააპლიეროს ეკლესია თავისი დანიშნულების აღსასრულებლად. ეკლესიის ორგანოებსაც, რა თქმა 1 უნდა, მართებთ, გულწრფელად იღვაწონ ამ მიზნის მისაღწევად და სხვა | მიზნებისაკენ არ გადაიხარონ. | ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა არსებულ სისტემებს შორის, ეკლესიისა და სახელმწიფოს მიზანთა განხორციელებისათვის ყველაზე პროდუქტიულია - თანამშრომლობა-კორდინაციის სისტემა. ეს სისტემა, თუმცა იგი თეორიულად საუკეთესოდ გამოიყურება, მასში მაინც ზუსტად არ არის განსაზღვრული მისი განხორციელების საშუალებები და სრულიად არ არის მიღწეული 1 საქმეში მისი გამოყენება. | კორდინაციის სისტემის განხორციელებისა და საქმეში მისი დანერგვის _ საფუძველი და ფორმა არის შემდეგი: 1) კონსტიტუციურადაც მხარდაჭერილი იქნას სახელმწიფოს მიერ ყველა ცნება-ტერმინი და წმიდა კანონები, დადგენილი და მიღებული წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ; რამდენადაც ისინი საღმრთო 197 | წერილთან ერთად უცილობლად წარმოადგენენ წმიდა გარდამოცემას, ეკლესიის უცთომელ სწავლებას. ეს უცილობელი ტექსტები საფუძვლად. ედება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგაგებას იქ, სადაც ურთიერთს თანხვდება კომპენტეციები.

2) ყოველივე ამას შედეგად მოსდევს: ა) ეკლესია (სამღვდელო პირნი და ერი) კანონიკურად და კონსტიტუციურად მოვალეა, დაიცვას და საქმეში დანერგოს ცნება-კანონები, უცილობელი წმიდა გარდამოცემა. ბ). სახელმწიფო ვალდებულია, გააკონტროლოს, არის თუ არა „ურყევად დაცული“ ეკლესიის მშიერ „წმიდა კანონები და წმიდა გარდამოცემა“, ცხადია, თუ სახელმწიფოს არ სურს, რომ დარღვეულ იქნას საკონსტიტუციო წყობა. გ) თუ ამას ოფიციალურად არ მისდევს სახელმწიფო, კონსტიტუციის შესაბამისად სიფხიზლე მართებს მორწმუნე ერს, რომელიც წარმოადგენს კიდეც მართლმადიდებლობის დამცველს.

3) იმისათვის, რომ საბერძნეთის რესპუბლიკამ თავს იდვას ეს ვალდებულება, ან, თუნდაც, უფლებამოსილება, რაკი მას სურს, წარმოადგენდეს ეკლესიისა და სახელმწიფოს სავსებას, მან არ. უნდა უგულვებელყოს ან ზერელედ მოეკიდოს წმიდა კანონებს. ეს კი ნიშნავს, რომ წმიდა კანონები... უნდა ითვალისწინებდნენ სახელმწიფოს ზოგიერთი კანონის კონსტიტუციურად... · შემუშავებასაც, ისე, რომ ისინი არ დაუპირისპირდნენ მათ. რადგან ჯ საწინააღმდეგო შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ შეეწიონ ეკლესიის ; წევრებს (სამღვდელო პირებსა და ერს), ურყევად დაიცვან წმიდა კანონები · (წმიდა გარდამოცემა), ისინი უბიძგებენ მათ დარღვევისაკენ; რაც კანონსაც :

ეწინააღმდეგება და ამასთანავე ანტიკონსტიტუციურია. 1 4) სახელმწიფოს კანონთა და საეკლესიო ადათთა ჭეშმარიტი 1 შეთანხმებისათვის აუცილებელია წმიდა კანონთა უცილობელი ცოდნა და ' განმარტება, ის, რაც შეიძლება მიღწეულ. იყოს მეცნიერული მეთოდებით. ...· ადგილობრივ ეკლესიასთან თანამშრომლობით. იმიტომ, რომ ეს ყოველივე წ უნდა მისდევდეს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას – სრულიად ეკლესიის... ' ყველაზე უცილობელ გამომხატველს, და, ამის შესაბამისად – ეკლესიის წმიდა კანონთა ყველაზე კომპეტენტურ. კომენტატორს.

198 ,

2. ეკლესიის ურთიერთობები მის წევრებთან და სხვა რელიგიათა

და განსხვავებულ აღმსარებლობათა წარმომადგენლებთან დღეს ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია იმ სწრაფი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების გამო, რომელიც აისახება სხვა აღმსარებლობისა და სხვა რელიგიების კონტაქტებით მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის წეგრებთან. განსხვავებ ულ რელიგიათა და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის სხვაობა ასეთია: ერთნი არ ეკუთვნიან ქრისტიანობას, არამედ სხვა რელიგიას აღიარებენ, ან სრულიად რელიგიის გარეშე არიან, მეორენი კი, მართალია, ქრისტინები არიან, მაგრამ განუდგენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, შესაბამისი ქვეთავიც მიეძღვნას, და შეძლებისდაგვარად გამოკვლეულ იქნას, მტკიცე საფუძვლზე დამყარებით.

L ურთიერთობათა განსაზღვრების ზოგადი საფუძვლები ზოგადად დაუშვებელია ნებისმიერი ურთიერთობა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან, თუ იგი გულისხმობს გულგრილ დამოკიდებულებას ჭეშმარიტების მიმართ და კერძო სარგებლობით არის მოტივირებული. მაგრამ ეს ურთიერთობა გამართლებულია, როცა იგი დაფუძნებულია ჭეშმარიტ სიყვარულზე და ითვალისწინებს მათდამი შემწეობას. თუკი ამგვარი ურთიერთობა მომდინარეობს და შთაგონებულია ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით ცდომილის მიმართ, ეს არათუ ნებადართულია, არამედ საჭიროც. შდრ. უფლის "სიტყვები, როდესაც იგი იხსენიებს კეთილ მწყემს, რომელმაც მიატოვა 99 ცხვარი და ერთი დაკარგული მოიძია (მათე 18,12). მართლმადიდებელ მღვდელმთავართა მიერ ეკლესიის ცდომილ წევრთა სწორ გზაზე დაბრუნების მოვალეობაზე მეტყველებს კართაგენის საეკლესიო კრების 121-ე და 123-ე კანონები. 121-ე კანონი განსაზღვრავს: ეპისკოპოსი, რომელიც არ იღვწის ცდომილთა მოქცევისათვის, ისჯება – მის საეპისკოპოსოს ჩამოერთმევა ის მიდამოები, სადაც არიან მწვალებლები. ეს სამწყსო C,მიმოგარენი ადგილნი“) მიეცემა სხვა ეპისკოპოსს, რომელიც იღვწის მწვალებელთა მოქცევისათვის (სხვა ძირითადი კანონები, რომლებიც მიემართება მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას სხვა აღმსარებლობისა და რელიგიების წარმომადგენლებთან, არის შემდეგი: მოციქულთა მე-10, 45-ე და 46-ე და ლაოდიკიის 31-ე, 32-ე, 33-ე, 37-ე და 39-ე კანონები).

I. უფრო კონკრეტულად განსხვავებულ სარწმუნოებათა წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ძირითადი მცნება, რომელსაც უნდა ითვალისწინებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები წარმართებთან ურთიერთობისას, ესაა უფლის სიტყვა:

„წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ (მათე 28,18) უფალმა ასევე განაცხადა, რომ „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელ ნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“, რათა ყოველი კაცობრიობა იყოს „ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (იოანე 10,16). შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა მიმართ არ არის მტრული, – ეკლესია არც დაუშავებს, ვინმე მტრად იგულოს, – არამედ ესაა პოზიცია სიყვარულის, მოთმინებით დაცადებისა მოვალეობის გრძნობით. ესენიც არიან ,,მოყვასნი“ (შდრ. ლუკა 10,29-37). სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები შეიძლება მივამსგავსოთ ველურ ზეთისხილის ხეს; ქრისტიანებს ევალებათ მათი გარდაქმნა ეკლესიის სხეულის ნაწილად, კეთილ ზეთისხილის ხედ (შდრ. რომ. 11,17-26). ეკლესია ვალდებულია, განაგრძოს მოციჭულთა საქმე და შესაბამისი სამისიო დაწესებულებათა მეშვეობით იქდაგოს უფლის სასუფევლის სახარება. II. უფრო კონკრეტულად სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან და ბოროტად მადიდებლებთან (მწვალებლებთან) ურთიერთობის შესახებ სიყვარული, რომლითაც უნდა იყოს გამსჭვალული მართლმადიდებელთა ურთიერთობა განსხვავებული სარწმუნოების წარმომადგენლებთან, კიდევ უფრო მეტად უნდა მართავდეს მართლმადიდებელთა ურთიერთობას სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან. გზამკვლევი და მოქმედების წარმართველი უნდა იყოს ჭეშმარიტი სიყვარული, ანუ სიყვარული ჭეშმარიტებით, თანახმად ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლისა: „ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა“ (4,15).

მართლმადიდებელთა ურთიერთობები მწვალებლებთან განსაზღვრულია, რამდენადაც წინასწარ განისაზღვრა ამ უკანასკნელთა პოზიცია მართლმადიდებლური სწავლებისა და ეკლესიის მიმართ – ანუ, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობით აღჭურვილ საეკლესიო ორგანოთა მიერ წინასწარ განისაზღვრა, თუ ვინ არიან ნამდვილად მწვალებლები. ამის „გამო, რასაკვირველია, შეუძლებელიცაა, რომ ცალკეულმა ქრისტიანმა თავისით დაადგინოს, მწვალებელია თუ არა მეორე ქრისტიანი (შდრ. I-I (პირველად და მეორედ შეკრებილთა“) მე-13 კან... II მსოფლიო კრების მე-6 კანონი ადგენს: „ხოლო მწვალებელად უწესთ ძუელვე სადვე განყრილთა ეკლესიისაგან და შემდგომად ამისსა ჩუენ მიერ შეჩუენებულთაც“. მწვალებლები არიან „რტონი“, რომელნიც ,გარდასტყდეს“ ეკლესიის კეთილი ზეთისხილისაგან და რომლებიც ისევ უნდა ,დაემყნენ მათ ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმნენ“ (რომ. 11,17-24). მართლმადიდებელთა ურთიერთობა არამართლმადიდებლებთან ორგვარია:

ა) ურთიერთობა ღმრთისმსახურების დროს და ბ) ღმრთისმსახურების გარეშე ურთიერთობა.

ა) ურთიერთობა ღმერთისმსახურების დროს აკრიბიით იკრძალება ყველანაირი ზიარება (ურთიერთობა, ურთიერთმიმართება) მწვალებელთან ღმრთისმსახურების დროს. ამ საკითხის მიმართ პრინციპული პოზიციით გამოირჩევა მოციქულთა 45-ე კანონი, რომელიც შევსებულია მოციქულთა 46-ე კანონით. და რაკი ამ კანონების მიხედვით მწვალებელთა უბრალო თანამლოცველობაც კი იკრძალება, ამას უფრო მეტიც მოსდევს – აკრძალულია ,,ზიარება“ მწვალებლებთან საიდუმლოთა აღსრულების დროს, რადგანაც საღმრთო მადლი მხოლოდ ეკლესიის წიაღში ისადგურებს. შესაბამისად, მწვალებელთა საიდუმლონი, შეუძლებელია, „თავისთავად“ აღიარებულ იქნან მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. საიდუმლო ზიარების წინაპირობაა მართმადიდებლური სარწმუნოება მწვალებელი მღვდელი ვერ მონათლავს მართლმადიდებელ მორწმუნეს. უფრო მეტიც, – არამართლმადიდებელი ქრისტიანი ვერ გახდება მიმქმელი მართლმადიდებლისა, და ვერც მართლმადიდებელი - არამართლმადიდებლისა. მწვალებელთა საღმრთო ლიტურგიას არ ესწრებიან მართლმადიდებლები, თუ არა მხოლოდ უბრალო დამსწრედ. ცხადია, ისინი არც ეზიარებიან მათ ლიტურგიაზე. ასევე არც არამართლმადიდებლები ესწრებიან მართლმადი-დებელთა ლიტურგიას. არამართლმადიდებელთა მღვდლობა არაა ძალმოსილი. მართლმადიდებელი ვერ დაასხამს ხელთ მწვალებელს და პირიქით.

იგივე წესები ძალმოსილი იყო ადრე ქორწინების საიდუმლოსათვის. მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით დაშვებულია იკონომია და მექორწინეებს აკურთხებს მართლმადიდებელი მღვდელი (შერეული ქორწინება). არამართლმადიდებელი არც შეიძლება დაესწროს, როგორც მოწმე (მეჯვარე) მართლმადიდებელთა ქორწინების ან შერეული ქორწინების დროს, რადგანაც მწვალებლებთან თანამლოცველობა აკრძალულია.

ბ) ღმრთისმსახურების გარეშე ურთიერთობა მწვალებელთა ეკლესიებით სარგებლობა მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების შესასრულებლად დაუშვებელია. საეკლესიო ნაგებობით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ შენობით აღარ სარგებლობენ მწვალებლები, ან საგანგებო აუცილებლობის შემთხვევაში და პირიქით, იკონომიით ომის დროს დაშვებული იყო განსხვავებული აღმსარებლობის მიმდევართათვის ღმრთისმსახურება მართლმადიდებლურ ტაძარში. ასევე დაიშვება მართლმადიდებელ ღმრთისმეტყველთა მონაწილეობა სხდომებზე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან საღმრთისმეტყველო და სხვა საკითხებში აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის. მაგრამ ამგვარი მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ ორმხრივი დათმობა იყოს დაშვებული სარწმუნოების დოგმებთან დაკავშირებით; იმისათვის, რომ დათმობის საფუძველზე გამოიძებნოს მართალი სწავლების რაიმე ფორმულირება, რადგან ჭეშმარიტებიდან გადახვევა იკონომიითაც კი დაუშვებელია.

მწვალებლებთან ინფორმაციული წერილებისა და საყოველთაო ეპისტოლეების გაცვლა-გამოცვლა დასაშვებია, მაგრამ არ შეიძლება მათთან სადღესასწაულო წერილების გაცვლა-გამოცვლა (ლაოდოკიის 37-ე კან.).

ასევე შეიძლება მართლმადიდებელი მეცნიერები დაესწრონ მწვალებლებთან ერთად სამეცნიერო კონფერენციებს სამეცნიერო, აღმზრდელობით და სოციალურ საკითხებზე.

შენიშვნა: 1. ზემოხსენებული დებულებები მიემართება სხვადასხვა სახის განხეთქილებით (სქიზმით) დაპირისპირებულებსაც, ოღონდ უფრო შერბილებული სახით. 2. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზოგადად მართლმადიდებელთა და მწვალებელთა შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით უნდა დავასკვნათ, რომ მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი არარსებულად მიიჩნევა. თუ ესა თუ ის სამღვდელო პირი ქადაგებს მოძღვრებებს, რომლებიც შემდგომში გაიკიცხა და რომელთათვისაც ეს სასულიერო პირი შემდგომში განიკვეთა, მისი მსახურება ძალმოსილად ითვლება, რადგან იგი მათ აღასრულებდა ეკლესიის მიერ განკვეთამდე.

IV. დაპირისპირება (პროტესტი)

ყოველივე იმასთან დაკავშირებით. რაც ზემოთ ითქვა, საღმრთო წერილის – IL იოან. 10-11 საფუძველზე („რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახელითა თქუენითა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყყთ მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას ,,გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა“), შესაძლოა, ვინმემ დასვას საპროტესტო კითხვა. როგორ შეიძლება თათბირი და კონტაქტები მწვალებლებთან, როდესაც უბრალო მისალმებაც კი აკრძალულია?

მაგრამ ამგვარი პროტესტი საფუძველს მოკლებულია. რადგან, თუკი ზემოთაღნიშნულ მონაკვეთს სანდოდ, საღმრთო წერილისა და წმიდა კანონთა სულისკვეთებით გავიაზრებთ, განმარტება იქნება ასეთი: როდესაც გამბობთ: „ნუ ეტყვი მას ,,გგიხაროდენ“, ამით მწვალებლისადმი უბრალო მისალმების სიტყვას კი არ ვკრძალავთ (მაგ. „დილა მშვიდობისა“ ან ,,ნახვამდის“...), არამედ ნუ ვეტყვით მას ,,გიხაროდენ“. ამგვარი პოზიცია დაცვა აუცილებელია ქრისტიანისათვის, რადგან სიხარული, ჭეშმარიტი სიხარული ქრისტიანისათვის დაკავშირებულია ჭეშმარიტებისაგან, ჭეშმარიტებისგანაა გამომდინარე. ის, რომ სიხარულს დიდი კავშირი აქვს ჭეშმარიტებასთან, უფლის სიტყვასთან, ჩანს უფლის შემდეგი ნათქვამიდანაც: ,,ამას ვიტყკ სოფელსა შინა, რაითა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით“ (იოანე 17,13), და მართლაც, ვისაც თან ახლავს ჭეშმარიტება, თან ახლავს სიზარულიც – ნამდვილი სიხარული და მხიარულება. იოანე დამასკელი ამის შესახებ წერს შემდეგს, ფრიად საყურადღებოს: „ვის ეძღვნება დღესასწაული და ზეიმი? ვის ეძღვნება სიხარული, მხიარულება? ამ დროს ხომ სულით, გონებითა და ბაგით ვაღიარებთ ღმერთს, სამ გვამოვანსა და არსებით განუყოფელს... ჩვენია მთელი ამ დღესასწაულის აღტაცება და სიხარული. ჩვენთვის აღასრულა ქრისტემ დღესასწაულნი. არ არის სიხარული ურწმუნოთათვის“.% ის, ვისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება, არ არსებობს სიხარული, მას არ ძალუძს, ეწიოს ნამდვილ სიხარულს, სადღესასწაულო მხიარულებას. ამიტომაც ამბობს მახარებელი იოანე, – ნუ ეტყვით მას „გიხაროდენ“. რადგან მართლმადიდებელი თუ ეტყვის მწვალებელს – „გიხაროდენ“, მისი სურვილი, დალოცვა იქნება ფუჭი (ცარიელი) სიტყვა, რაკი ეს განუხორციელებელია. და არათუ ამაოდ თქმული, არამედ - საცდურიც, მოტყუება. რადგან მე თუ ვუწყი, რომ დალოცვა განუხორციელებელია, მაშასადამე, მე ვცდილობ მოვადუნო, „მივაძინო“ მწვალებელი თავის ცდუნებაში, მოვატყუო, ვაცდუნო იგი ე.ი. მეც იმას ვაკეთებ, რასაც იგი სხვების მიმართ. ისევე, როგორც მწვალებლები „იკეთებენ ქრისტიანთა ნიღაბს, რომ მოატყუონ უმანკოთა სულნი“, ასევეა მართლმადიდებელიც.

ხოლო გულწრფელად თუ ვეტყვით მწვალებელს და არა მოჩვენებით – „გიხაროდეს“, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ცნობს, რომ მწვალებლის სარწმუნოებაშიც არის სიხარული, და ჭეშმარიტებაც კი,” და უარესიც – თითქოს მხოლოდ და უპირატესად მწვალებლის სარწმუნოება მოიცავს სიხარულსა და ჭეშმარიტებას, და არა ჩვენი. ორივე ერთად – შუძლებლია. და ამრიგად, ვლინდება, რომ მართლმადიდებელი მწვალებლის მიმართ ,,გიხაროდენ“-ის თქმით შეიწყნარებს და აღიარებს განსხვავებული აღმსარებლობის სარწმუნოებას. უფრო მეტიც – იგი ამით მწვალებელს ზელს უწყობს, რათა გაძლიერდეს მწვალებლურ სარწმუნოებაში, მიიჩნიოს, რომ იგი სწორია, დაადგრეს მასზე და სხვებსაც გადასცეს იგი.

ყოველივე ამის შემდეგ ცხადია, რომ მართლმადიდებელი „გიხაროდენ“ მისალმებით მწვალებლისა თუ წარმართის მიმართ, თანაეზიარება და თანახმაა C,ეზიარება“) მის ცდომილ სარწმუნოებას, მის შემცდარ საქმეთ, ანუ ბოროტებას. ამისათვის იოანე მოციქული კრძალავს „გიხაროდენ“-ით + 7VC. #თIთCXIV0Vს, #6/0C 61C XIV M6+თIIტ6იდთCIV, (იოანე დამასკელის სიტყვა. ფერისცვალებისათვის) LC 96, 545. 5 თ. Xისთ0თატსის, 0IIV.Iთი” §(C I10სC Cჩით(ისC (იოანე ოქროპირი, ქადაგება მე-8 ებრაელების მიმართ) CC. 63,73.

მისალმებას: – რომელიც ეტყვის მას „გიხაროდეს“, თანაზიარია მისთა ბოროტთა... · სა, ა, , შია შინაარსს მოიცავს (და ამ თვალსაზრისით ცდილობს, დაიცვას ქრისტიანენი) ლაოდიკიის 37-ე კანონი, რომელიც სხვა მხრივ უაღრესად მკაცრ, ან, სულ მცირე, – გაუგებარ კანონად შეიძლება იყოს მიჩნეული. კონკრეტულად, კანონი გვაუწყებს: „ვითარმედ არა ჯერ-არს ჰურიათა თუ მწვალებელთაგან წარმოცემულთა სადღესასწაულოთა რათმე ძღუენთა მიღებაი, არცა თანადღესასწაულობაი მათ თანა“, აღნიშნული კანონის შინაარსს ადასტურებს ამავე კრების 38-ე კანონი, რომელიც ადგენს: „ვითარმედ არა ჯერ-არს ჰურიათაგან მიღებაი უცომოისაი, ანუ თანაზიარებაი უღმრთოებათა მათთაი“, ასევე მომდევნო კანონი (39-ე), რომელიც ადგენს: „ვითარმედ არა ჯერ-არს დღესასწაულობაი წარმართთა თანა და ზიარებაი ღმრთისმბრძოლებისა მათისაი“, ამგვარად, ასეთია შინაარსი იოანეს ეპისტოლისა C6,გიხაროდენს“ ნუ ეტყვითო მწვალებელთ.) და ზემოთაღნიშნულ კანონებისა ეს არაა უბრალოდ მისალმების აკრძალვა. სხვა კანონებიც, როგორიცაა მოციქულთა მე-10 და 45-ე და ლაოდიკიის 33-ე, კრძალავენ მხოლოდ „თანამლოცველ-ყოფას“ მწვალებელთან, ანუ, „გიხაროდენ“ მისალმებას და არა უბრალოდ საუბარსა... თუ სალამს. სწორედ ამას აღნიშნავს ბიზანტიელი კანონის მცოდნე ბალსამონი კანონის გამომცემელნი წინააღმდეგნი არ არიან (არ ვაბრკოლებთ“), საუბრისა ურთიერთობისა „დაცადებულთან“ ანუ განკვეთილთან მართლმადიდებლობისაგან გადახვევის გამო. "იკუმენიოსი (ტრიკელი ეპისკოპოსი) წერს: „ვის ვუსურვებთ გახარებას – ჩვენი აღმსარებლობის, ჩვენი სარწმუნოების ადამიანს? ურწმუნოებსაც იმასვე ვუსურვებდით, რასაც ჩვენიანებს, ამით ვცნობდით, რომ ჩვენი სარწმუნოებისა და აღმსარებლობისანი არიან ისინიც“ (იოანეს მე-2. ეპისტოლის განმარტება IL. 6, 119,696). 7 ხ62+·ე - II0>Mჩ, ჯ6IL. 8“, 09). 14.