← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 9: მებრძოლ და მოზეიმე ეკლესიათა ურთიერთკავშირი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 9: მებრძოლ და მოზეიმე ეკლესიათა ურთიერთკავშირი

1. პატივისმიგება მიცვალებულთა მიმართ

(უკანასკნელი წესის მიგება და დაკრძალვა; საფლავები)

ადამიანები ძველი დროიდანვე დიდი მოწიწებით მიმართავდნენ და დიდ პატივს მიაგებდნენ მიცვალებულებს, რაც მრავალი წეს-ჩვეულებებით მტკიცდება. ეს წესი ქრისტიანებმაც გაითავისეს. ამას შეეწია სახარების სწავლებაც, რადგანაც მის მიხედვით ადამიანის სხეული ღმრთის ტაძრადაა აღიარებული (L კორ. 3,16), მიძინებულთა სხეულებს სულთან ერთად, სულიერი სხეულით მკვდრეთით აღდგომა და ცათა სასუფევლის დამკვიდრება ხვდებათ წილად. ამიტომაც ეკლესია წინასწარ ლოცვითა და პატივისგებით წარგზავნის თავის მიცვალებულთ, რომელთაც, – რაკი ისინი საბოლოოდ კი არ კვდებიან, არამედ ხრწნადი სამყაროდან უხრწნელისაკენ გადაინაცვლებენ, უწოდებენ „,გადანაცვლებულთ“, ანუ. „„გარდაცვლილთ“., ამას წინ უძღვის გარკვეული წესი მიცვალებულთა მიმართ პატივის მიგებისა – უპირველეს ყოვლისა საეკლესიო წესის შესრულება. აქ ეკლესია ლოცვითა და გალობით, სამგლოვიარო მსახურებით, მისი ცხოვრების უკანასკნელ სამყოფელში წარგზავნის მიძინებულს, ხრწნად სხეულს, ხოლო საიქიო ცხოვრებაში – მის უკვდავ სულს.

ა) მღვდლებისათვის; ბ) მონაზონთათვის; გ) საერო პირთათვის და დ) ჩვილი ბაშვებისათვის. ეს განსხვავება ყოველთვის არ არის დაცული. მაგალითად, ყველა შემთხვევაში ბრწყინვალე შვიდეულში ყველა მიცვალებულისათვის იგალობება ერთიდაიგივე განგება – “სააღდგომო. სამგლოვიარო ღმრთიმსახურებას აღასრულებს ეპისკოპოსი ან ზუცესი, მღვდელი. ძველ ეკლესიაში გარდა ამ ღმრთისმსახურებისა, მიცვალებულთა სახელებს იწერდნენ საგანგებო დიპტიქონებში (მოსახსენიებელ წიგნებში), და ეს წიგნები ეკლესიასთან კანონიკურად თანაზიარ ქრისტიანეთა სახელების ნუსხებს წარმოადგენდნენ. სამგლოვიარო ღმრთისმსახურების შემდგომ მიცვალებულს გარკვეულ ადგილას – სასაფლაოზე კრძალავდნენ.

მიცვალებულთა მიმართ პატივისგების ნიშანია ასევე ის ფაქტი, რომ ეკლესია კრძალავს საფლავების გახსნას, რათა არ გაიძარცვონ ისინი, საფლავების მძარცველებად მიიჩნევენ მათ, ვინც საფლავს მიუახლოვდება მიცვალებულის სამკაულების გასაქურდავად. საფლავის ძარცვად ასევე მიიჩნეგა გვამების გადაადგილება შესაბამისი პასუზისმგებელი პირების #ჩ. ნებრთვის გარეშე. საფლავის ძარცვა მკაცრად ისჯება ბასილი დიდის 66-ე და გრიგოლ ნოსელის მე-7 კანონების თანახმად.

ამასთანავე მიცვალებულთა მიმართ კრძალვის და რწმენის სიმბოლოდ, ნიშნად იმისა, რომ კაცს მკვდრეთით აღდგომისადმი სასოება ასულდგმულებს, მოქმედებს ადათი – რწმენისა, და მიცვალებულებს, მიწაში კრძალავენ, და არა წვავენ. სწორედ ამის შედეგად აღმოჩნდა წმიდა ნაწილები იმათი, ვინც წმიდანად და სასწაულმოქმედად გამოგვიჩნდა.

2. საეკლე სიო-სამგლოვიარო წესის მიგების მოკლება,

ანუ გამოსვლა (მებრძოლი) ეკლესიიდან საეკლესიო წესის აგებისა და დაკრძალვის პატივი, ბუნებრივია, ეძლევა იმათ, ვინც ეკლესიასთან თანაზიარნი გარდაიცვალნენ. შესაბამისად, წარმართები, მოუნათლავი ჩვილები, მწვალებლები ან განდგომილები, რომელნიც არ შეერთებიან ეკლესიას, ვერ იმსახურებენ ამ დიდ პატივს. ამგვარადვე ისინიც, ვინც განუდგნენ ეკლესიას და მისგან მოკვეთილ იქნენ და ასეთებადვე გარდაიცვალნენ, კარგავენ ამ პატივს. საეკლესიოსამგლოვიარო წესისაგების (მადლის) დაკარგვა არსებითად ნიშნავს, რომ შეირყა და დაირღვა კავშირი ეკლესიასთან მათი, ვინც დაკარგა მადლიზეს მოვლენა ბევრ შემთხვევაში განსაზღვრავს გარდაცვლილთა მიმართებას მოზეიმე ეკლესიისადმი. ბევრ შემთხვევაში, არაა კატეგორიულად ნათქვამი ამის თაობაზე, რადგან არც ვუწყით, არც მიცვალებულთა ადგილი, არც · საბოლოო სამსჯავრო ღმრთისა, რომელიც, ბუნებრივია, არაა დაკავშირებული ადამიანთა შემთხვევით და მცდარ ნააზრევთან._ს ეკლესიიდან განშორებულ და საეკლესიო წესის აგების მადლს მოკლებულთა რიცხვს მიეკუთვნებიან: ა) უსასონი, სასოწარკვეთილნი, რომლებმაც სიცოცხლე გაუმართლებელი თვითმკვლელობით დაასრულეს. ბ) ისინი, ვინც ორთაბრძოლაში – დუელში ან საკუთარი თავისადმი მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ. გ) სარწმუნოებისაგან განდგომილნი, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომისა. დ) მწვალებლები (ლაოდიკიის მე-6 და მე-9 კანონები). ე) სქიზმით განდგომილნი. ვ) გარე-კიდეშეკრებილნი და ზ) ეკლესიიდან განკვეთილნი და შეჩვენებულნი, რომელნიც დაადგნენ ცდომილ აზრებს და მოუნანიებლებმა დატოვეს ეს. ქვეყანა. ზემოთჩამოთვლილ შემთხევათა შორის გამოვყოთ: I. თვითმკვლელობა ძველ ეკლესიაში არსებობდა ასეთი კანონი: რომელთაც მოიკლეს თავი, იკრძალებოდნენ საერთო სასაფლაოს გარეთ და მათი ხელი სხეულს იყო დაშორებული. უმეტესწილად ისინი იკრძალებოდნენ სახელის აღუნიშვნელად, ეპიტაფიის (საფლავზედა წარწერის) გარეშე. ამის მსგავსი იყო სხვა სახელმწიფოთა პოზიციაც, და მათ, ვინც „სრულ ცნობაზე“ ყოფნისას აღმართა თავის თავზე ხელი, ეკლესია არ ანიჭებდა ღმრთისმსახურების მადლს, ანუ, სამგლოვიარო წესს, წესის აგებას, პანაშვიდსა და წირვაზე მოხსენიებას.

ის, ვინც თვითმკვლეობით დაასრულა სიცოცხლე, ცხადყოფს, რომ დაკარგა რწმენა და სასოება უფლის მიმართ და ურწმუნოებასა და უსასოებას აჰყვა. ესენი, რასაკვირველია, განეკუთვნებიან იმ შემთხვევბს, როცა თვითმკველობის განმზრახველს აქვს შეგნება, გონზეა და ფსიქიური სნეულებით არაა შეპყრობილი. მაშასადამე, წინაპირობა იმისათვის, რომ სრული პასუხისმგებლობით მოეკითხოს თვითმკვლელს, ესაა ნების, და კიდევ უფრო მეტიც – თავისუფალი ნების არსებობა. ამ საკითხს ნათელს ჰფენს ტიმოთე ალექსანდრიელის მე-14 კანონი, – პასუხი შეკითხვაზე, რომელიც გვამცნებს: „განხილვაი უვმს მღდელსა, უკუეთუ ჭეშმარიტად უცნობო იყო რაჟამს ქმნა მან საქმე იგი,.. უვმს მღდელსა ფრიადითა გამოწულილვითა გამოძიებაი ამისი, რაითა არა სასჯელსა შთავარდეს“. ამ კანონის მიხედვით დგინდება, რომ მღვდელი მოვალეა, განსაზღვროს, შეიძლება თუ არა თვითმკვლელს აეგოს საეკლესიო წესი. ამ წესის აღსრულებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ თვითმკვლელს გონება ნამდვილად ჰქონდეს დაზიანებული, და არა ის, რომ ასე ამბობს ჭირისუფალი, ან ასე სურს მის ნათესავებს, ამიტომაც საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდი 196/27-3-1900 დადგენილებით განსაზღვრავს, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევისათვის საჭიროა ცნობა ორი მეცნიერ-ექიმისაგან.

საეკლესიო წესიის აუგებლობით არ ისჯება ის, ვინც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ცოცხალი დარჩა და თუნდაც მცირედი სინანული გამოხატა თავისი საქციელისათვის. წესის აუგებლობის მიზანი არ არის თვითმკვლელის დასჯა, არამედ მას მიმართავენ, როგორც მაგალითს ეკლესიის დანარჩენი წევრებისათვის; რათა მათ ამის საფუძველზე აღიქვან აღნიშნული ცოდვის სიმძიმე., : · იგივე კანონები მოქმედებს მათზეც, რომლებიც დუელში არიან მოკლულნი, ან დაიხოცნენ მოუნანიებლად დუელის დროს მიყენებული ჭრილობებისაგან.

II. განდგომა განდგომა არის ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა და სხვა სარწმუნოების მიღება ან ათეიზმის აღიარება.

ამ ქვეთავში განდგომას ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც რაღაც უბრალო შეცოდებას; იმას, რაც გულწრფელად მოინანია განდგომილმა, არამედ, როგორც მუდმივ მდგომარეობას, რომელიც გრძელდება განდგომილის სიკვდილამდე - და აღბეჭდილია საეკლესიო განყენებით (განკვეთით), ან განდგომილის წერილობითი განაცხადით, რომ იგი არ მიიღებს საეკლესიო წესს. III "მწვალებლობა (ერესი) მწვალებლობა არის გადახვევა ეკლესიის მართალი სწავლებისაგან, რომელსაც მოიცავს საღმრთო წერილი და საეკლესიო კრების მიერ ფორმულირებული მსოფლიო წმიდა გარდამოცემა. მწვალებლობა არის საკუთარ ცდომილებაზე დადგრომა, ან სხვა, ეკლესიის მიერ დაგმობილ მწვალებლურ აღმსარებლობაზე გადასვლა. აუცილებელი არ არის, გამოიყოს ესა თუ ის დოგმა C,სჯული“), როგორც უთუოდ ფუნდამენტური; შეუძლებელიცაა და არასწორი, დახარისხდეს დოგმები, როგორც ფუნდამენტური და არაფუნდამენტური. იმისთვის, რომ ესა თუ ის აღმსარებლობა, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც მწვალებლობა, აუცილებელია: ა) მცდარი აღმსარებლობის წარმოჩენა ან განცხადება, გინდა წერილობით, გინდა სიტყვიერად, გინდა საქმით, ანდა სარწმუნოების ამა თუ იმ არსებითი ელემენტის მიზანდასახული უგულებელყოფა. C,გარდაქცევა“). უბრალო აზრები, რომლებსაც. იწვევენ, ვთქვათ, ახალგაზრდული მშფოთვარება, ან ეჭვები, არ წარმოადგენენ მწვალებლობის დამადასტურებელ კანონიკურ შეცოდებას. ბ) მწვალებელს შეგნებული უნდა ჰქონდეს განსხვავება. საკუთარ სიბრძნისმეტყველებასა და საეკლესიო სწავლებას შორის. ამის გამო, შეცდომილის განკითხვამდე საჭიროა მისი გამოკითხვა, რათა ცხადი გახდეს, რწმენითაა მისი მოსაზრებები განპირობებული, თუ უმეცრებით. გ). მწვალებელი დაჟინებით დადგრომილ უნდა იყოს თავის აზრზე, თავგამოდებით უნდა იცავდეს მას და არ ემორჩილებოდეს პასუხისმგებლობით აღჭურვილ. საეკლესიო მთავრობას. და, დასასრულ, დ) ამა თუ იმ სიბრძნისმეტყველების C,სიცრუისმეტყველების“) მწვალებლობად კვალიფიცირებისათვის კომპეტენტურია ეკლესია, რომელიც საღმრთო წერილისა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი საეკლესიო გადმოცემის საფუძველზე „იკვლევს შესაბამის საკითხს. · მწვალებლები განიკანონებიან დიდი დაცადებით C,განჰყრა“, V-VI მსოფლიო კრების მე-7 კან.) ან განკვეთით 6,შეჩუენებით“) იII მსოფლიო კრების მე-7 კან. და V-VI მსოფლიო კრების 1-ლი კან.) IV. განყოფა (სქიზმა) სქიზმა ეწოდება ორგანიზებულ უარყოფას ეკლესიის კანონიკური წყობისა და მმართველობისადმი მორჩილებისა და ეკლესიისგან მის წევრთა ერთი ნაწილის გამოყოფას საკუთარი რელიგიური საზოგადოებრიობის დაარსებით. განყოფის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ იგი, ჩვეულებრივ, ყალიბდება ერთი ან ერთზე მეტი ეპისკოპოსისაგან, სამღვდელო და საერო პირებთან ერთად. იგულისხმება, რომ განყოფის ღრმა ძირი მომდინარეობს ადამიანთა ეგოიზმისა და თავმომწონებისაგან. წმიდა იოანე ოქროპირის მიხედვითაც, სულიწმიდის გმობის შემდეგ (მათე 12,31) სხვა არც ერთი ცოდვა არაა ესოდენ მძიმე, როგორც გამოყოფა ეკლესიისაგან. რადგან რომელნიც განყოფენ ეკლესიას, ანაწევრებენ ქრისტეს სხეულს (შდრ. I-II („პირველად და მეორედ კონსტანტინოპოლს შინა შეკრებილთა“) მე-13, მე-I4 და მე-15. კან.I. განყოფილთა საეკლესიო საზოგადოება, ჩვეულებრივ, მწვალებლურ ბრძნობასაც აღწევს. უმაღლესი რიგის მოსაზრებათა შესაბამისად ერთი, წმიდა, კათაოლოკე და სამოციქულო ეკლესიისაგან დაშორებული საკუთარი რელიგიური საზოგადოების ჩამოყალიბება, ანუ სქიზმა ისჯება, ან, უფრო ზუსტად, აღიბეჭდება შეჩვენების (ანათემის) ბეჭდით. V. /გარე/კიდეშესაკრებელობა /გარე/კიდეშესაკრებელობა სქიზმასთან მსგავსებას წარმოადგენს. Lგარე)კიდეშესაკრებელობა ეწოდება დაუმორჩილებლობას ერთი ან მეტი სამღვდელო სასულიერო პირისა (მღვდელი ან ეპისკოპოსიცკი), რომლებიც ეურჩებიან თავიანთ ეპიკოპოსს ან მთავარეპისკოპოსს, არ სცნობენ და არ იხსენიებენ მას და აღასრულებენ ღმრთისმსახურებას საკუთარ ტაძარში. ეს ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ესა თუ ის სამღვდელო პირი განპატიჟებულია დაცადებით (=დაყენებულია) ან განკვეთილია და არ ემორჩილება საეკლესიო სამსჯავროს დადგენილებას, არამედ აგრძელებს მღვდლობას და ადგენს თავის საკუთარ საკურთხეველს (ბასილი დიდის 1-ლი, კართაგენის 11-ე კან.) ცხადია, თავისი ეპისკოპოსისაგან ამა თუ იმ მღვდლის განშორებისათვის, როგორც /გარე/კიდეშეკრებილობის კვალიფიკაციისათვის, მღვდელს (=ძვ. „ხუცესს “)ერიც უნდა ახლდეს თან. /გარე/კიდეშეკრებილობის მოქმედებისათვის მრვდელს არ ტზელეწიფება არავითარი თავის დაცვა, თუნდაც რომ, მისი აზრით, მისი ეპისკოპოსი ქადაგებდეს მწვალებლურ აზრებს. მღვდელი ვერ გამართლდება, რადგან მას, როგორც უფრო დაბალი ღირსების წარმომადგენელს, არ ძალუძს მიისაკუთროს მასზე «უმაღლესის უფლებამოსილება, მაგ. უფლებამოსილება სინოდისა, – და განიკითხოს და განსაჯოს ეპისკოპოსი. ერთადერთი, რაც მას შეუძლია და მართებს კიდეც, ესაა კანონიკურად და პასუხისმგებლობის საფუძველზე განაცხადოს, რომ მისი ეპისკოპოსი კანონებს არღვევს და მწვალებელია, მაგრამ პასუხისმგებლობით აღჭურვილი საეკლესიო სამსჯავროს დადგენილებამდე მღვდელს არ აქვს უფლება, მიიჩნიოს თავისი ეპისკოპოსი დამნაშავედ, და არ დაემორჩილოს მას (შდრ. I-II მე-12, მე-13 და მე-14. კან.).

VI. განკანონება – დაყენება (დაცადება) – შეჩვენება არსებობს დაყენების (დაცადების) ორი სახე – მცირე და დიდი. მცირე დაყენება (უზიარებლობა) – ეს არის საღმრთო 'ზიარებისაგან დროებითი დაყენება (დროებითი უზიარებლობა), ხოლო დიდი დაცადება, ანუ შეჩვენება. (ანათემა) არის საეკლესიო ზიარებისაგან განყოფილის სრული დაყენება (დაცადება) და საეკლესიო სამსჯავროს, ანუ სინოდის დადგენილებით – ეკლესიის წევრობის ჩამორთმევა. სასჯელის ანუ განკანონების ეს წესი შეეფერება მხოლოდ მძიმე ცოდვილთ (განდგომილთ, მწვალებელთ და ა.შ).

ანათემა –- „გადადება“ თავიდან აღნიშნავდა საგანს ან პიროვნებას, რომელიც გამოეყოფოდა სხვებს და განეკუთვნებოდა უფალს, როგორც შეწირული (სალოცავი). მაგრამ შემდგომში ცალკე გამოყოფილის, გადადებულის იდეამ მიიღო უარყოფითი შინაარსობრივი ელფერი: ,,ანათემა“ – მოკვეთილი, მოშორებული, ცალკე დაყენებული, დაწყევლილი...

პირველი – დადებითი, კეთილი შინაარსისაგან დარჩა მარტო სიტყვის ფორმა – „ანათემა“.

ანათემა, წყევლის შინაარსით გვხვდება ახალ აღთქმაში და კიდევ უფრო ზშირად – წმიდა კანონებში, ჩვეულებრივ, ფორმით – „შეჩვენებულ. იყოს“.

დიდი დაყენება, ანუ ანათემა, შეჩვენება მიიჩნევა. ბეჭდად მებრძოლი ეკლესიიდან ერთ-ერთი მისი წევრის თავისი ნებით გამოსვლისა, და იგი სულიერი სიკვდილის ტოლფასია. რადგანაც მას, ვინც განეშორება ეკლესიას, აღარ აქვს განმაღმრთობელი წმიდა სიხარულის წილი; სულიერად იგი კვდება. ამის გამო ანათემით სასჯელს (პატიჟს) მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ. ანათემას აქვს ოფიციალური ხასიათი. ამიტომაც იგი საჯაროდ განცხადდება და არა კერძოდ. ეს იმისთვის ზდება, რომ ცოდვილმა მძაფრად შეიგრძნოს თავისი დაცემა და შეინანიოს; და ამასთანავე მორწმუნეებიც დაცულ იქნენ ყველანაირი საფრთხისაგან, რაც, შესაძლოა, განკვეთილისაგან შეემთხვეთ. განკვეთილი დაყენებულია არა მარტო ეკლესიისაგან, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, არამედ ყველა სხვა ეკლესიისგანაც. განაცხადი შეჩვენების თაობაზე საჯაროდ იკითხება ყველა მართლმადიდებელ. ეკლესიაში.

დიდი დაყენების სასჯელი შეიძლება მიეცეს ყოველ ქრისტიანს, მთაგრობასაც და კერძო პირებსაც, გამონაკლისიარიან – გონებასუსტები და არასრულწლოვნები, რომელთაც არ აქვთ შეგნებული თავიანთი მოვალეობა.

ანათემა, თუკი იგი არ არის მოხსნილი, სიკვდილის შემდგომაც გრძელდება. ამის გამო. მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს უფლება სამგლოვიარო მსახურება აღუსრულოს ასეთ მიცვალებულს, მოიხსენიოს იგი, ან აღასრულონ ესა თუ ის შესანდობარი წესი. განპატიჯების დიდი სიმძიმისა და მისი შედეგების გამო ეკლესია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შედეგად განაწესებს შეჩვენების სასჯელს. ეკლესიის მრავალი მამაც, მათ შორის იოანე ოქროპირი, აშკარად წინააღმდეგი იყო ანათემისა (იხ. მისი სიტყვა „ცოცხალთა თუ მიცვალებულთა შეჩვენების წინააღმდეგ“ 0C 48.9 46... და სხვ.). მიუხედავად ამისა, იყო პერიოდები, როდესაც ძალიან იოლად, დაინტერესებული პირის დაუსწრებლადაც კი აცხადებდნენ შეჩვენებას. ასე ზდებოდა, მაგალითად, იმისთვის, რომ აღმოეჩინათ საქონლის უცნობი მპარავები. და ამ საქმეს დადებითი შედეგებიც მოჰყოლოდა, რადგანაც შედეგებისადმი შიშით დამნაშავეები ცხადდებოდნენ და აბრუნებდნენ ნაქურდალს. მაგრამ ბოლო დროს, იმის გამო, რომ შეჩვენების სასჯელს სულიერი და საზოგადოებრივი შედეგები განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩეოდნენ, უკანასკნელ ხანს საბერძნეთის ეკლესიის „საწესდებო ქარტიები“ (კანონები) სახელმწიფო განმგებლობის შეთანხმებასაც. კი მოითხოვენ აღნიშნული სასჯელის კატეგორიულობასთან დაკაგშირებით. ანათემა შეიძლება გააუქმოს, მოხსნას იმავე საეკლესიო ორგანომ, რომელმაც განაწესა %L. სახელი, ან მისმა მემკვიდრემ, ან იერარქიულად უმაღლესმა ორგანომ. რასაკვირველია, კიდეც რომ არ მოიხსნას ანათემა საეკლესიო განმგებლობის მიერ, სრული დაჯერებულობით მაინც ვერ განვსაზღვრავთ შეჩვენებულის სულიერ მდგომარეობას. იგი გადაეცემა უფლის განგებას, რომელიც უკანასკნელ ჟამს საბოლოო განკითხვით განსაზღვრავს ადამიანის ხვედრს. საერთოდაც, უდიდესი ყურადღება სჭირდება, როგორც ანათემის დადგინებას, ასევე მის მოხსნას;" რათა საეკლესიო ქმედება წინააღმდეგობით არ დაუპირისპირდეს უფლის ნებას. #-

3. მოსახსენებლები

საპირისპიროდ იმისა, ვინც მოსწყდა ეკლესიას და მოაკლდა სიკვდილის შემდგომ საეკლესიო პატივის მიგებას, ეკლესია ცხოვრებიდან. წასულ თავის წევრებთან მოსახსენებლების მეშვეობით სიკვდილის შემდგომაც ინარჩუნებს თანაზიარობას. ეკლესია მოიხსენიებს თავის მიცვალებულ წევრებს, უპირველეს ყოვლისა, ყველა წირვაზე და მოუკლებლად ლოცულობს უფლის წინაშე მათთვის, სწორედ ამ მიზნისათვის შემუშავდა მოსახსენებლები, დი პტიქონები. მაგრამ ზემოაღნიშნულთა გარდა დაწესებულია საგანგებო დღეები, როდესაც საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აღევლინება საგანგებო ლოცვები – მოხსენიებანი დაძინებულთათვის. ეს დღეებია: ქრისტიანის მიცვალებიდან მესამე, მეცხრე, და მეორმოცე დღეები და წლის თავი. „მოციქულთა განწესებანი“ მოსახსენიებელი ღმრთისმსახურების გარდა განკუთვნილია გლახაკთათვის, ისინი მოწმობენ მოწყალებაზეც, რომელიც გაიცემა წლისთავის მოსახსენებელზე. გარდა მორწმუნის პიროვნული მოსახსენებლებისა ეკლესიამ დააწესა გარკვეული დღეები ყოველთა მიცვალებულთათვის, მამათა და ძმათათვის, როდესაც აღესრულება ერთობლივი მოსახსენებელი. ეს დღეებია ყოველწლიურად: ხორციელის შაბათი – მინიშნება უფლის მეორედ მოსვლაზე, ყველიერის შაბათი, დიდმარხვის I შაბათი და სულთმოფენობის შაბათი – სულიწმიდის გარდამოსვლის მოსახსენებლად, რომელიც ანიჭებს ცხოველსმყოფელ საღმრთო მადლს ცოცხალთაც და მკვდართაც. მოსახსენებლები შეიძლება აღსრულდეს შვიდეულის ნებისმიერ დღეს (მსოფლიო პატრიარქის საყოველთაო („მრგულივმოსავლელი“) ეპისტოლე, 1807/1819). ოღონდ დიდმარხვაში მოსახსენებლები აღსრულდება შაბათს ან კვირას. რადგან სხვა დღეებში არ აღესრულება სრული წირვები, არამედ – პირველშეწირულები. კანონიკის მიხედვით კვირა დღეს მოსახსენებლები არაა დაშვებული, რადგანაც კვირა არის სასიხარულო დღე, იგი გვახსენებს უფლის აღდგომას. მაგრამ რაკი სამსახურის გამო მორწმუნეებს უჭირთ სხვა დღეებში მოსახსენებლებზე დასწრება, ისინი კვირაობითაც აღსრულდებიან, ოღონდ გამოტოვებულია „ნეტარ არიან“-ის (ფსალ. 118) გალობა. მოსახსენებლები არ აღსრულდება ასევე ზატიკის შვიდეულში, ლაზარეს შაბათს და სამეუფო დღესასწაულებეზე. შენიშვნა: აქვე შეიძლება გავითვალისწინოთ შემდეგი წინააღმდეგობა ანუ „აპორია“: რას არგებს მოხსენიება იმას, ვინც მოუმზადებელი, მოუნანიებელი წავიდა? რანაირად გიყოთ დარწმუნებულნი, ან, თუნდაც რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ იგი ცხოვნდება, და მიეტევება ცოდვები? „სატანჯველში არ არსებობს სინანული“, – ასე ამბობენ. შეიძლება არ ვიყოთ დარწმუნებულნი, მაგრამ სასოება მართებულია და იმედი უნდა გვქონდეს კიდეც. ცხადია, თავად გარდაცვლილისაგან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ანდა მის სულიერ წინსვლას არ უნდა მოველოდეთ, მაგრამ ჩვენ ვერც. იმ შემწეობას გამოვრიცხავთ, რომელსაც მიცვალებულს სთავაზობენ სხვა მორწმუნეები, ეკლესია. აქვე გვმართებს მოვიხსენიოთ წმ. პეტრე ალექსანდრიელის მე-11 კანონის სიტყვები: „ვინაითგან უკუე... გარდასრულ არს დევნულებაი, კმა არს მათთვის, რომელნი "უკუე.. მრავალთა... თითოფერთა ჭირთა მოთმინე იქმნნეს, ხოლო უკუანასკნელ განცემულ იქმნნეს "უძლურებისაგან პორცთაისა, დაღათუ პირველითგანვე. არა შეწყნარებულ იქმნეს სიდიდისათვის სიმძიმესა მათდა შემთხუეულისა დაცემისასა. რამეთუ არა თუთ აღრჩევით მიდრკეს უღმრთოებისა მიმართ, არამედ უძლურებისაგან პორცთაისა განცემულ იქმნნეს... და ეგერა... ვიეთმე მათგანთა გლოვასა შინა შეეძინენ მათ დღეთა ზედა სინანულისა მათისა მოსაგსენებელად წადიერებით მოქცევისა მათისა... „ხოლო თანაგრძნობა და თანალმობიერება მათ, რომელნი იგლოვენ და სულთქუმით დასტირიან ეშმაკის ბოროტი მანქანებით ღვაწლის ასპარეზზე მოწყვეტილთა, მამათა, ძმათა, შვილთა, არაფრით არ ვნებს არავის. ვინაიდან ვუწყით, რომ სხვათა სარწმუნოებით მიიღეს სიკეთე უფლისაგან, მისატევებელად ცოდვათა, სიმრთელისათვის პორცისა და აღდგომად მკვდრეთით. და მრავალთა მათთა შრომათა მომხსენებელნი, რომელთაც მიეგოთ სახელითა ქრისტესითა,... თანამლოცველ და თანამვე-დრებელ ვიქმნენით მოწყალებისათვის და სხვათა ჯეროვანთა სიკეთეთათვის“. წმიდა ნიკოდომოს მთაწმიდელი ამ კანონის განმარტებაში გვაუწყებს: „ამიტომაცაა, დავსძენ, რომ ხამს თანალმობიერებით და თანადგომით შევეწიოთ მვედრებელთა მათთათვის (=ხორციელი უძლურების გამო ვინც ვერ გაუძლო დევნას...),; ძმათა თუ შვილთა, ვევედრებოდეთ უნდა ღმერთსა, მამასა ჩვენსა... რათა საღმრთო წერილიდანაც შევიძინოთ რამ გაკვეთილი, ვინაიდან სარწმუნოებითა და ვედრებითა სხვათათვის მრავალთა იწვნიეს წყალობა უფლისა: ზოგმა – (იობის მეგობრებმა მისი ლოცვებით) – მიტევება მიიღო ცოდვათაგან, სხვებმა სიმრთელე ხორცისა – (განრღვეულმა მისი ცხედარის მტვირთველთა სარწმუნოებისამებრ), – სხვებმა აღდგომა მკვდრეთით – (ლაზარემ, იაიროსის ასულმა და ქვრივის ძემ), თვისთა მშობელთა და ნათესავთა ვედრებით.“? ' ხოლო ბიზანტიური ხანის კანონთა მცოდნემ, თეოდორე ბალსამონმა ანტიოქიის პატრიარქმა პეტრე ალექსანდრიელის ზემოთ დამოწმებული კანონის განმარტებაში, „,სხვათა ჯეროვანთა სიკეთეთა, C,„მოვალეობათა“)“ გამონათქვამისათვის შენიშნა შემდეგი: „და არათუ ოდენ ცოდვათა მიტევებას ვევედრებით-» არამედ ლოცვათ აღვავლენთ მათი შეწყალებისათვის, სხვათა. ჯეროვანთა სავალდებულო საქმეებითურთ, რომელიცაა: მარხვა, მოწყალება, სინანული“, ამრიგად, ლოცვებსა და სათნოების საქმეებსაც ძალუძთ, არგონ ცოცხალთა და მიცვალებულთ: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5,16). შესაბამისად, კვლავაც უნდა დავძინოთ, რომ ანალოგიურად „დევნის დროს დაცემულთათვის“ ვედრებისა, ჩვენც შეგვიძლია აღვასრულოთ მოსახსენებელი უბედურებითა და მოუმზადებლად წასულთა ჩვენთა ძმათათვის. და უფრო მეტიც, რადგან ამას გვთხოვენ ჩვენ მათი სახლის, ოჯახის წევრები (მშობლები, ძმები, შვილები), მორწმუნე ქრისტიანები. "ამის შემდგომ დედანში დამოწმებული ტექსტი მკვეთრად განსხვავდება „დიდი სჯულის კანონში“ დამოწმებული ქართული თარგმანისაგან. შემდგომი მონაკვეთის თარგმანი შედარებულია სლავურთან „00. 8VMVმ...“ (მთარგმნელი). 2 IIიბ020V C8X. 571 3 დამოწმებულია სლავურ თარგმანთან შეპირისპირებით (მთარგმნელი).

4. ტე - 102, 10|L. #”, 65». 37

4. წმიდანობის პატივი. წმიდანთა აღიარება ეკლესია არა მხოლოდ იხსენიებს სამარადისო ცხოვრებად წარგზავნილ... ყოველ თავის წევრს, არამედ იგი საგანგებო პატივსაც მიაგებს მათ, ვინც წმიდა, საგანგებო ღვაწლით, სათნოებით გამოიარა ამქვეყნიური ცხოვრება, დიდი მსახურება გაუწია ეკლესიას, ხშირად – თავისი მოწამეობრივი სიკვდილითაც კი. თავდაპირველად ,,ცწმიდანი“ ეწოდებოდა ყოველ მონათლულ ქრისტიანს, ეკლესიის წევრს (ებრ. 6,10, რომ. 1,7, L კორ. 1,2). მაგრამ მოგვიანებით (IV საუკუნიდან) შემოისაზღვრა სიტყვა ,,წმიდანის“ მნიშვნელობამ, საგანგებო შინაარსი შეიძინა და იგი მხოლოდ გარკვეულ პიროვნებებზე გავრცელდა. პირველები, რომელთაც მიიღეს წოდება „წმიდანი“ ამ სიტყვის საგანგებო მნიშვნელობით – იყვნენ მოციქულები და მოწამეები. ადრიდანვე განსაკუთრებული ადგილი და პატივი მიაგო ეკლესიამ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რაც ვლინდება კიდეც ამ წოდებების მიხედვით. გარდა ამისა, დედა-ღმრთისმშობელს განეკუთვნა უამრავი სხვა სახელწოდებაც, როგორიცაა: ,,მარადის ქალწული”, „მეგალოხარი“ (=დიდი მადლი), „უვრცელესი“, „ღლიკოფილუსა“ C=ტკბილად ამბორისმყოფელი, მოალერსე), „ტრიხერუსა“ (=სამხელიანი), „ელეუსა“ (=მწყალობელი), „ღრიღორუსა“ (=მოსწრაფე), „იატრისა“ (=მკურნალი), „ღორღოეპიკოოს“ (=მსწრაფშემსმენელი), „ოდიგიტრია“ (=გზამკვლევი), „აკათისტე“ (=დაუჯდომელი), „ ზესთამბრძოლი“, ,,პანტანასა“ (პანტოკრატორ – ყოველთა დედოფალი) და სხვ.

შენიშვნა: განსაკუთრებული პატივი ჩვენმა ეკლესიამ მიაგო ასევე ანგელოზებს, რომლებიც მსახურებენ და ადიდებენ უფალს; რომელთაც ადამიანებთან მიაქვთ უფლის მცნებები და იცავენ ადამიანებს ეშმაკთა მზაკვრობისაგან და საერთოდ, ყოველგვარი ბოროტებისაგან. განსაკუთრებული პატივი მიეგო ასევე ძველი აღთქმის კანონმდებელ მოსეს, მამათმთავრებს, წინასწარმეტყველებს და სხვ.

თავდაპირველად ამა თუ იმ წმიდანის აღიარება ხდებოდა ეკლესიის ამა თუ იმ ოფიციალური სამრევლო ჩარევის გარეშე. წმიდანებს თავისთავად აღიარებდა ეკლესიის სინდისი, ანუ მისი სავსება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის ეპისკოპოსი ნაჩქარევად მიმართავდა წმიდანად აღიარებას ეკლესიის ერთიანი სინდისის წინასწარი დასტურის გარეშე, შეიძლება ეს მოქმედება გაუქმებულ ყოფილიყო და ამაოდ შერაცხილი." თავდაპირველად წმიდანის აღიარება იყო შეზღუდული და ადგილობრივი ხასიათისა. მაგრამ შემდგომში ეორტოლოგიონის C– მარტვიროლოგია, აგიოლოგია, სვინაქსარები, 5 16ითVხII0ს X0LCCღVი, 2IMI8ს6C6L XV. /#სVC0(0ს, +6IL. 8”, თ§2.. 66.

დი პტიქონები) შედგენასთან ერთად წმიდანის აღიარებამ მიიღო უფრო ზოგადი ხასიათი. ამას ხელს უწყობდა წმიდანის, როგორც სასწაულთმოქმედის სახელი.

შენიშვნა: რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ პირის წმიდანად აღიარება, მისი გამოცხადება წმიდანად, ამ პიროვნების მიმართ უფლისმიერ საგანგებო წყალობას მოწმობს. ეს არის ღმერთთან ამ პიროვნებათა ურთიერთობა, ან, უფრო სწორედ, ესაა შედეგი იმისა, რომ ღმერთი სცნობს მათ. შდრ. გალ. 4,9: „ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროისღა გიცნნა თქუენ ღმერთმან.“ ის, რომ ღმერთი სცნობს, აღიარებს ამა თუ იმ პიროვნებას წმიდანად, შედეგად თან ახლავს სასწაული. და სასწაული, კვალად, არის მიზეზი, წინაპირობა იმისა, რომ ადამიანს წმიდანად სცნობს ღმერთი. და მას აღიარებენ ეკლესიის წევრები, ეკლესია. შესაბამისად, ისმის კითხვა: იქნებ თავდაპირველად ესა თუ ის პიროვნება ღმერთმა უნდა სცნოს, რათა იგი წმიდანად ვაღიაროთ?

მოგვიანებით, უფრო ზუსტად XMV ს-დან წმიდანად აღიარებას მიეცა ოფიციალური, სინოდურ ოქმებში აღნუსხული დოკუმენტების ხასიათი. ასე. იქნა კანონიზებული გრიგორი პალამა, წმ. გერასიმე კეფალონიელი და სხვანი. მაგრამ ისინი უკვე საეკლესიო სინდისის მიერ იყვნენ წმიდანებად აღიარებულნი და მხოლოდ მათი გამოცხადება მოხდა სინოდური წესით. შესაბამისად, საპატრიარქოს. ოქმებს. აქვთ. ფორმალურ-აღმასრულებელი ხასიათი. არსებითი სიტყვა ეკუთვნის ეკლესიის სავსებას, მის სინდისს. იგი ანიჭებს პატივს წმიდანებს. ამის გამო ერს, ქრისტიანებს ენიჭებათ წმიდანთა სახელები. ისინი პატივს მიაგებენ წმიდანებს, ცდილობენ, მიჰბაძონ მათ, განმტკიცდნენ მათი მფარველობით.

მსოფლიო საპატრიარქომ 24 მარტს, 1931 წ. პატრიარქ ფოტიოს II-ის დადგენილებით ჩამოაყალიბა ეკლესიისათვის წმიდანად აღიარებისათვის გარკვეულ ზოგადი პრინციპი. კონკრეტულად აღნიშნულია: „პატრიარქის ეპისტოლე, 24 მარტი 1931.

ჩვენი გარდამოცემის შესაბამისად ღმრთივ განდიდებულ პიროვნებათათვის ეკლესიის წმიდანების დასში მათ მისათვალავად ვაყალიბებთ შემდეგ ზოგად პრინციპებს:

1) წმინდანად გამოცხადებისათვის მონაცემების განხილვა და კონტროლი წარმოებს სინოდური წესით, რომელიც შედგება შესაბამისი ეკლესიის ყველა მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსის და ოფიციალური თანამდებობების აღმასრულებელი სასულიერო პირისაგან. · 2) წმიდანად შერაცხვისათვის საკითხის განხილვა ზედმეტია მათთვის, ვისაც ეკლესიის მწყემსთა და სამწყსოსგან შედგენილმა საერთო სავსებამ უკვე დიდი ხანია მიაგო წმიდანობის პატივი და თაყვანს სცემს. ამ წმიდა პიროვნებებს, რომელთაც დღემდე ვადიდებთ, როგორც განწმედილთ და უფლისმიერ. განდიდებულთ, ეკლესიისგან მიღებული აქვთ ფორმალური 3) აღიარებისათვის შედგება შესაბამისი საეკლესიო ოქმი...

4) აღიარების ოქმს საზეიმოდ ხელს აწერენ ეკლესიაში, შესაფერისი საეკლესიო მსახურების აღსრულებით: სინოდი წევრთა სრული შემადგენლობით შემოდის ტაძარში, სადაც შუაში დაბრძანებულია სახარება, და გალობენ ტროპარებს: „კურთხეულ ხარ ქრისტე, ღმერთო ჩვენო...“ და „ოდეს შთაჰვედ...“ შემდეგ ოქმი იქნება წაკითხულ და მას ხელს მოაწერს სინოდის ყველა წევრი, რომელთაც წარუდგენენ წმიდანად აღიარების ოქმს, და მაშინვე იგალობება ტროპარები: „წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ...“, „ტანჯვანი მოწამეთანი, რომელთაც შენთვის დაითმინეს...“, »ჭოველთა მოწამეთა შენთა სისხლი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსია ეკლესიასა...“

5) დროულად, აღიარებულ წმიდანთა პატივის მისაგებად, იქმნება ხატი და სათანადო განგება ეკლესიაში აღსასრულებლად, მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული ჰიმნოლოგიისა და განგებათათვის შემუშავებული საეკლესიო ტრადიციის ფარგლებში.

6) ასევე აუცილებელია, გაიხსნას საფლავი, ამოყვანილ იქნას წმიდა ნაწილები (თუკი ისინი შემოინახა) და მათ ეცხოს წმიდა მირონი. საფლავის გახსნას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ღამისთევა და სადღესასწაულო ლიტურგიები“

დღეს ეკლესიის ეორტოლოგიონში (სადღესასწაულოში) წმიდათა განწესების საქმე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საგანგებოდ დავალებული აქვს დერკეს მიტროპოლიტ კონსტანტინესთვის? და ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:“ · 1) „მწყემსთა და სამწყსოს ერთობლივი სინდისი სცნობს და დასტურით... ' აღიარებს ჭეშმარიტ წმინდანებს ისევე, როგორც ეს ხდებოდა ძველად განუყოფელი ეკლესიის მიერ.

2) ცნობად აწვდის დედა ეკლესიისათვის დაქვემდებარებულ ეპისკოპოსს (ან ანალოგიურად აღიარებულ საეკლესიო განმგებლობას) იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ეკლესიის სამღვდელოებას და ერს ურყევად სწამს სიწმიდე პირისა, რომელიც უნდა მიეთვალოს წმიდათა დასს. ნიხ. ჟურნალი » 0იმიგი§(0,“, +0(L. >" (1931), თC., 284-285, 7 მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანთა აღიარებისათვის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ იხ. ბიულეტენი: „ ნ თნი0VC? IIღთითხთ(თ "სთX(0C 0502.6#თV X6MCIC“, %0ხ. 4“, ”40წVთ! 1987, თი7.. 231, 3) წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე გაფორმებულ უნდა იქნას კანონიკის კომიტეტის ანგარიში.

4) გათვალისწინებულ უნდა იქნას მწყემსთა შეკრების, ანუ წმიდა სინოდის დადგენილება, რომელიც არ მოითხოვს არავითარ სხვა პროცედურას, თუ არა მხოლოდ აღიარებისათვის კოდექსის დადასტურებას.“

რომაულ-კათოლიკური ეკლესია მიმართავს წმიდანად გამოცხადების (ანუ წმიდანად შერაცხვის, ანუ კანონიზაციის – Cმ00015800) პრაქტიკას – პაპის მიერ ამა თუ იმ პიროვნების წმიდანად გამოცხადებას, რომელსაც თან აზლავს უფრო მეტად იურიდიული, ვიდრე კანონიკური პროცედურა. მასში მონაწილეობს ჯX0M0010L IIძ6I (= რწმენის წინ წამომწეველი), ან, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება მ0V00მ(05 ძI8ხ0II (=დამცველი წმიდანისა ეშმაკის წინაშე); მას ევალება, ნათელი მოჰფინოს წმიდანად გამოსაცხადებელი კანდიდატურის ცზხოვრებიდან გარკვეულ მომენტებს. ის, ვინც აპროტესტებს თავისი მოსაზრებებიდან გამომდინარე, და უარყოფს წმიდანებს, უპირატესად – ღმერთის კაცთ, ამ შემთხვევაში “სცნობენ მხოლოდ ყველა ქრისტიანისათვის საერთოდ მისაღებ აზრს.

5. წმიდანებისადმი პატივის მიგება

– წმიდა ნაწილები – ხატები წმიდანის ცნობას და აღიარებას შედეგად თან ახლავს მისდამი პატივის მიგება, ზოგადად, ასევე – მისი წმიდა ნაწილებისადმი და ხატებისადმი ეკლესიის წევრთა მიერ.

წმიდანებს პატივს მიაგებენ, ვით ჭურჭელთ სულიწმიდის ღმრთიური მადლისა. ზებუნებრივი ქმედებანი, მათ მიერ აღსრულებული ,,ძალ ნი“ ანუ სასწაულები – შედეგია საღმრთო ძალისა, რომელიც წმიდათა შორის სუფევს. შესაბამისად, წმიდანი თავად არ არის წყარო ზებუნებრივი საქმეებისა, რომელთაც იგი იქმს, არამედ არის იარაღი, საშუალება, რითაც ვლინდება საღმრთო მადლი. ამას ემყარება პატივიც, რომელიც მიეგება წმიდა ნაწილებს, · სხვადასხვა ნივთებს, რომელთაც ისინი ხმარობდნენ, და ასევე – მათ ' წმიდა ხატებს. შდრ. საქმე მოც. 19,11-12: „ხოლო ძალთა არა მცირედთა იქმოდა ღმერთი გელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი, და სულები არაწმიდაი განვიდოდა“. თაყვანს ვცემთ წმიდათა ზატებსაც, რადგან ჩვენი კრძალულებითა და მოწიწებით პატივს მივაგებთ ზატზე გამოსახულ პირს. პატივი, რომელსაც მივაგებთ ზატს, ამაღლდება მასზე გამოსახულ პირველსახისადმი, – აღნიშნავს VII მსოფლიო კრების დოგმატური განჩინება C,სჯული“).

წმიდანთა მიმართ პატივის მიგების მიზანია;

1) მორწმუნეთა განწმენდა, 2) სნეულთა განკურნება, 3) ეშმაკთა განდევნა, 4) მოგონება წმიდათა ღვაწლისა და მისი მოხსენიება, 5) ვედრება წმიდათა მიერ მეოხებისა უფლის წინაშე მორწმუნეთათვის.

საგანგებო პატივის გამო თითოეულ წმიდანს განეკუთვნება ხსენების დღე, რომელიცაა მისი მოწამეობის ან სიკვდილის დღე, და მას ეწოდება წმიდანის „შობის დღე“. ამ დღეს პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ზეიმობდნენ შეკრებებით, სადაც აღასრულებდნენ წმიდა განგებებს (აკოლუთიებს) – მწუხრს, ცისკარს, ჟამის წირვას, ღამისთევას, პარაკლისს, – საგანგებო საგალობლებითა და საკითხავებით, და იქადაგებოდა სახოტბო სიტყვები.

საღმრთო განგებათა პატივი წმიდანთა დღესასწაულებისათვის – აღიარებულია ღანგრას მე-20 კანონის თანახმად: „უკუეთუ ვინმე განლაღებული ცნობაი მიზეზად იფუმიოს და კრებანი მოწამეთანი სძაგდენ, ანუ მათ შინა ქმნილ ნი ჟამისწირვანი და სავსენებელ ნი მათნი, შეჩვენებულ იყავნ“. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წმიდანებს – ზატებს, წმიდა ნაწილებსა თუ სიმბოლოებს, – მორწმუნეთაგან მართებთ პატივის მიგება და არა მსახურება. წმიდანებს ასევე არ შეეფერება მათი ღვაწლის შეუსაბამო და გადაჭარბებული ხოტბა ან ფსევდომარტიროლოგიონების C,ნატყუარ წამებათა“), კითხვა, რომლებიც წაკითხვის დროს იწვევენ ურწმუნოებას, ირონიას, ღიმილს. მათ განიკითხავს V-VI მსოფლიო კრების 63-ე კანონი.

6. წმიდა ლიტანიები და მომლოცველობანი

ლიტანია წლიტია – მრჩობლი (ორმაგად გაძლიერებული) ვედრება! არის კდემითა და ვედრებთ გარეშემოვლა ერთი ან მეტი საეკლესიო საზოგადოებისათვის კუთვნილი შეწირული ნივთით (ხატებით, წმიდა ნაწილებით და სხვ.) გარკვეული მიზნისათვის. ლიტანიები არის რიგითი და რიგგარეშე.

რიგითი ლიტანიები, ჩვეულებრივ, აღესრულება წმიდანის ხსენების ან დიდი საუფლო დღესასწაულების დროს (შდრ. გარდამოხსნისა და ბრწყინვალე აღდგომის ხატის გარეშემოტარება). მათი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, პატივის მიგება პიროვნებისადმი, რომლის ზხსენების დღესასწაულიც აღესრულება, და ამასთანავე, – სარგებელი და განწმენდა მორწმუნეებისა, განწმენდა იმ ადგილისა, სადაც აღესრულება ლიტანია. ხატებით ლიტანიობა აღესრულება ასევე მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, როდესაც ვზეიმობთ ხატების თაყვანისცემის აღდგენას.

რიგგარეშე ლიტანიები ითვალისწინებენ საგანგებო მიზანს და აღესრულებიან საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით, მაგ. გვალვის დროს, ეპიდემიების პერიოდში, წმიდანთა ნაწილების გადმოსვენების დროს და ა.შ. რიგგარეშე ლიტანიები უნდა აღესრულებოდეს პასუხისმგებლობის თავსმდებელი ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. მათ აღსრულებას უნდა ესწრებოდეს ; ადგილობრივი ეპისკოპოსი ან მისი წარმომადგენელი, და ყოველთვის აუცილებლად უნდა ესწრებოდეს რომელიმე სამღვდელო პირი. წმიდა ხატები, წმიდა ნაწილები და, საერთოდ, საღმრთო. სიმბოლოები არ უნდა იყოს მოთავსებული შეუფერებელ ადგილას, და ისინი არც უნდა ეპყრას ხელთ სახელგატეხილ პიროვნებებს. ლიტანიების დროს აკრძალულია უწესრიგობა და ყოველგვარი შეუფერებლი მოქმედება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანი უნდა გაურბოდეს ლიტანიებში მონაწილეობას (შდრ. ღანგრას მე-20 კან.). წმიდა მომლოცველობანი არის კერძო პირთა ან ჯგუფის მოგზაურობა წმიდა ადგილებში რელიგიური მიზნებისათვის. წმიდა მომლოცველობანი არის ქრისტიანთა უძველესი ადათ-ჩვეულება. მომლოცველთა ჯგუფს აუცილებლად უნდა ახლდეს სამღვდელო პირი, რათა დაცულ იქნას შესაფერისი სულიერი ატმოსფერო და სრულყოფილად განხორციელდეს მომლოცველობის მიზანი.

7. აღთქმანი

აღთქმანი, ანუ „შეფუცვაი“, „ფიცით დაპირება“ – ესაა, თუ შეიძლება ითქვას, დაპირებები, რომლებსაც მორწმუნე თავისი ნებით, პალდაუტანებლად აღუთქვამს უფალს ან ამა თუ იმ წმიდანს. მორწმუნე არ არის ვალდებული, რათა თავს იდვას აღთქმა. პირიქით, მას არც შეჰფერის ზერელე, დაუფიქრებელი დაპირებები. ზირაქის სიბრძნეც ამას აღნიშნავს, რომ ვიდრე დააპირებდე აღთქმას, შეამზადე თავი და ნუ იქნები მსგავსი კაცისა, რომელიც განსცდის უფალს (18,23). ბასილი დიდის 28-ე კანონი განსაზღვრავს: „ღირს-ყვენ იგინი (=ქრისტიანები) სწავლად, რაითა ლოცვასა უსწავლელთასა და აღთქუმათა მათთა განეყენნენ.“ მაგრამ თუკი აღთქმას თავს იდებს კაცი, ვალდებულია, იგი აღასრულოს, და, რაც შეიძლება, უფრო სწრაფად, რადგან კაცს ემუქრება საფრთხე, რომ იგი ვერ შეასრულებს აღთქმულს. გონივრულობას მოკლებულია და სასაცილო C,საცინელ“) ისეთი აღთქმა, რომელიც სულერთია, აღსრულდება თუ არა (ბასილი დიდის 28-ე კან.), ან, თუ აღთქმა უპირისპირდება უფლის ნებას, იგი არ უნდა აღსრულდეს (ბასილი დიდის 29-ე კან.). გონივრული აღთქმის შეუსრულებლობას შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანმა მიზეზებმა, მაგალითად, უძლურებამ. აღთქმის გახსნის უფლება აქვს მღვდელს, რომელსაც ხელეწიფება „შეკვრა და. გახსნა“. მაგრამ მანამდე მან ზედმიწევნით და ღმრთის შიშით უნდა შეისწავლოს შესაბამისი შემთხვევა (შდრ. ბასილი დიდის მე-10 კანონი).