← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 2: მყოფობა და წარმატებულობა ეკლესიის წიაღში

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 2: მყოფობა და წარმატებულობა ეკლესიის წიაღში

ეკლესიის წიაღში მორწმუნის შემოსვლას არ მოჰყვება ქრისტიანის სახელისა და მოქალაქეობის უბრალო შეცვლა, არამედ ხდება ახლად დაბადება, ეკლესიის თავთან თავისი ორგანული ერთობით ცხოვრების შეცვლა.

ქრისტიანს მართებს ეკლესიის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისა და წევრების შემწეობით: ა) განმტკიცდეს ახალი, ქრისტესმიერი ცხოვრებით და ბ) ღმრთის მადლით, წინსვლით სრულიყოს, რათა „მსგავსებით“ წარემატოს.

1. სინანულის საიდუმლო (წმიდა აღსარება)

ეკლესიის წევრი, რომელიც ცდილობს წარემატოს და განმტკიცდეს სულიერ ცხოვრებაში, ღვაწლით გამოივლის მეტად რთულ ასპარეზს; იმას, რასაც ბევრ შემთხვევაში დაცემა და ჭრილობები მოჰყვება. მაგრამ მორწმუნე არ არის შეუწევნელი თავისი ღია ჭრილობებით. უფალი ეკლესიის მეშვეობით, და, საკუთრივ აღსარების-სინანულის საიდუმლოთი ანიჭებს მორწმუნეს თავის მადლს, მოხედავს მის ჭრილობებს და სთავაზობს კურნებას =– ცოდვათა მიტევებას.

თავდაპირველად ცოდვათა მიტევების უფლება უფალმა მიანიჭა მოციქულებს: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰვსნათ ქუეყანასა ზედა, ფსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18,18). შდრ. აგრეთვე იოანე 20,23: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“.

შემდგომში ეს უფლება მიიღეს ეპისკოპოსებმა. ხოლო კვალად ეპისკოპოსებმა შესაბამისი დავალების წერილითა და საგანგებო ხელდასხმით (ქიროთესიით) აღსარების მსახურება გადასცეს ხუცესებს, მღვდლებს. ამ მღვდლებს ეწოდებათ სულიერი მოძღვრები, ' განსაკუთრებულ, საგანგებო საჭიროების შემთხვევაში აღსარება შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა მღვდელმა, თუნდაც რომ არ ჰქონდეს მიღებული ეპისკოპოსისგან საგანგებო დავალების წერილი. მაგრამ მას მართებს შემდგომში მოახსენოს თავის ეპისკოპოსს, რომ მან აღასრულა 2 საიდუმლო. სხვას არავის არ აქვს უფლება აღასრულოს აღსარების საიდუმლო, არც დიაკონს, არც მონაზონს, არც მამას, არც დედას, თუნდაც იღუმენი რომ იყოს!. ! შდრ. IIიმზძთ).I0V, გვ. 313. დებულ. 1.

I. წმიდა აღსარების კანონიკური აღსრულების წინაპირობები 1) ძირითადი და აუცილებელი პირობაა აღმსარებლის გულწრფელი სინანული, ანუ ცნობიერების, აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა; ის, რაც განაპირობებს საიდუმლოს ერთ-ერთ მიზანს. ამიტომაც ეწოდება აღსარებას სხვაგვარად სინანულის საიდუმლო. ის, რომ კაცი ცდება და ცოდვით ეცემა, ადამიანურია, მაგრამ მოუნანიებლად თუ დაადგრა, ეს უკვე ეშმაკისგანაა და მიუტევებელია.

(20) აღსარება – ცოდვათა აღიარება უფლებით აღჭურვილ სულიერ მოძღვართან – მღვდელთან ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

3) აღმსარებელიცა და აღსარების მიმღებელი ორივე უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. შეუძლებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისგან აღსარება მიიღოს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ან პირიქით.

4) აღსარების ჟამს მოძღვარს უნდა ემოსოს ოლარი, აღსარების აღსრულების შემდეგ მან უნდა აღავლინოს აღმსარებლისათვის შენდობის ლოცვა.

5) თუკი მოძღვარმა არ იცის, რა უნდა ურჩიოს აღმსარებელს ან რა მოიმოქმედოს შესაბამის შემთხვევაში, მას შეუძლია შეწყვიტოს აღსარება და მიმართოს ეპისკოპოსს დარიგების მისაღებად. ცხადია, იგი არ არის ვალდებული, მოახსენოს ეპისკოპოსს აღმსარებლის პიროვნებაზე.

6) თავდაპირველად, ახ. წ. IV ს-მდე აღსარება ითქმოდა საჯაროდ, თანახმად იაკობ მოციქულის ეპისტოლისა: ,კაღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაითა განიკურნნეთ“ (იაკ. 5,16).

შენიშვნა: ცნობილია, რომ ადრექრისტიანულ ზანაში არსებობდა მონანულთა წოდებანი (მოტირალნი, ქვედავრდომით მლოცველნი, მუხლთმოდრეკით, და სხვ.); ისინი სთხოვდნენ ქრისტიანებს, რათა ელოცათ მათთვის უფალთან.

მაგრამ შემდგომში, ლოგიკური მოსაზრებების გამო. შემუშავდა. საიდუმლო აღსარება. მცნება – ,,,ღუარებდით ურთიერთას“ – არ უგულვებელ-იყო მოძღვართან საიდუმლო აღსარების შემოღებით, რადგანაც თავად მღვდელიც. წარმოადგენს სხვა, მეორე პირს. თუმცა, და ეს გასაგებიცაა, ეს არ ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პირს ნებავს ცოდვათა აღიარება „ხატების წინაშე“.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირსაც, მღვდელსაც მართებთ აღსარება გაანდონ სხვა მღვდელს. და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მეორე მღვდელი არ უნდა იყოს იგივე, რომელიც აღსარებას ამბობს პირველთან. უმჯობესია იყოს სხვა. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ სისტემატურად არ უნდა ხდებოდეს, მხოლოდ აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. წმიდა იაკობის ზემოხსენებული მონაკვეთის თანახმად, პრინციპით – ,,რაითა განიკურნნეთ“. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ორი მღვდელი (განსაკუთრებით ერთიდაიმავე ცოდვის თანაზიარნი), აღსარებას ეუბნებიან ერთმანეთს, ჩნდება ეჭვი, არის თუ არა პირობა გულახდილი სინანულისათვის და, შესაბამისად, კურნებისათვის.

7) შესაფერის ღროდ აღსარების დაწყებისათვის შეიძლება მიჩნეულ იყოს მომენტი, როდესაც ქრისტიანი შეუდგება თავისი საქმეების შეგნებას. ამის გამო აღსარების დაწყებისათვის დრო სხვადასხვაგვარია, პიროვნებათა მსჯელობის უნარის განვითრების შესაბამისად, წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელი მე-18 შეკითხვას – ,,რა ასაკიდან განიკითხება ადამიანის ცოდვები ღმრთის მიერ?“ პასუზობდა: ,,ყოველი ადამიანის შემეცნებისა და მსჯელობის უნარის მიხედვით. ერთნი განიკითხებიან ათი წლის ასაკიდან, მეორენი – კი შემდგომი წლებიდან“.

II. აღსარების კანონიკური აღსრულების შედეგები 1) ცოდვათა მიტევება და აღმსარებლისათვის თავისი დანაშაულის შენდობა.

2) შემწეობის შეთავაზება, რათა მორწმუნემ არ ჩაიდინოს სხვა ცოდვები (კართაგენის 111/122. კანონი.)

3) აღსარების განმეორება და საერთოდ მისი სიხშირე წესრიგდება დაინტერესებული პირისა და სულიერი მოძღვრის მიერ ვითარების შესაბამისად.

4) მოძღვარი მოვალეა საიდუმლოდ დაიცვას აღსარება. მისი ამ მოვალეობის დარღვევისათვის მოძღვარი მკაცრად ისჯება ეპისკოპოსის მიერ. მოძღვარი არაა ვალდებული არც სასამართლო პროცესზე თქვას რაიმე იქიდან, რაც მან აღსარებისას მოისმინა, სულ ერთია, სასამართლო საერო იქნება თუ სასულიერო.

5) სულიერი მოძღვარი ბევრ შემთხვევაში განაწესებს გარკვეულ სასჯელს – ეპიტიმიებს, ანუ, აღმრზდელობით საშუალებებს (როგორიცაა მუხლთმოდრეკა, ლოცვები, მოწყალების გაცემა, მარხვები, ზრუნვა და გარკვეული ხნით წმიდა ზიარებისაგან თავშეკავება).

6) ამა თუ იმ ეპიტიმიის მომატებას თუ შემცირებას, იმისას, რაც განეწესა სასჯელად ცოდვისათვის, ადგენს თავად სულიერი მოძღვარი და სხვა არავინ. მაგრამ სულიერი მოძღვრის სიკვდილის თუ მისი ისევე, როგორც აღმსარებლის უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, სხვა სულიერ მოძღვარსა თუ საკუთარ ეპისკოპოსს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს სასჯელის ვადა.

7) იმ შემთხვევაში, როდესაც სასჯელს დაქვემდებარებულ პირი მომაკვდავია, მღვდელს აქვს უფლება, მოხსნას მას ეპიტიმია და მიანიჭოს წმიდა ზიარება. და თუ სნეული განიკურნება, მაშინ გაუგრძელდება სასჯელი (I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-14 კანონი).

% /3

2. საეკლესიო სასჯელთა (ეპიტიმიების) საკითხი

საკითხი, რომელზეც ბევრ შემთხვევაში დაფიქრება უწევს სულიერ მოძღვრებს და ასევე – მორწმუნეებსაც, ეს არის სასჯელთა (ეპიტიმიათა) განაწესი, ის, რასაც საღმრთო კანონები, სჯული ცოდვილთათვის ითვალისწინებს. ეპიტიმიები, ჩვეულებრივ, არის მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც ბევრნი მიიჩნევენ, რომ ეკლესიის კანონები არის მკაცრი და არ შეესაბამებიან დღევანდელ სინამდვილეს.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეპიტიმიების ხასიათი არასწორადაა გაგებული, ანდა კიდევ ზდება კანონთა მცდარი განმარტება, ან საქმეში არასწორადაა ესა თუ ის კანონი გამოყენებული, ვითარებას მორგებული არაა.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეპიტიმია არ არის აღსარების საიდუმლოს შემადგენელი ელემენტი. მას მიზნად არ აქვს დასახული, აღასრულოს საღმრთო მართლმსაჯულება, და არც ის, რომ უფალი მოალბოს ცოდვილის მიმართ. უფრო-მეტიც, ეპიტიმიას არა აქვს დასჯის სახე. ეპიტიმია წარმოადგენს კურნებასა და აღმზრდელობით, პედაგოგიურ ქმედებას (შდრ. V-VI მსოფლიო კრების 102 კანონი). ანუ, საეკლესიო სასჯელის მიზანია, მიმართოს ცოდვილის ყურადღება ცოდვის სიმძიმისაკენ და შეეწიოს ცოდვილს, რომ მან აღარ გაიმეოროს იგივე; ეპიტიმიები წინასწარ იცავენ კაცს, რომ მუდმივ ვნებად არ გადაექცეს ესა თუ ის ცოდვით დაცემა და არ დაიმონოს მან იგი ისე, რომ საბოლოოდ დაიღუპოს (შდრ. 1 კორ. 6,9-10, ეფეს. 5,5, ებრ. 13,4, გამოცხ. 22,15).

ის, რომ ეპიტიმიებს აქვს პედაგოგიური ხასიათი, ცხადდება იმითაც, რომ კანონიკური სასჯელი არ მიესადაგება კაცს ბუკვალურად. მაგ. ეპიტიმიათა ვადა არ არის შეუცვლელი, არამედ იზრდება ან მცირდება შემთხვევისა და ცოდვილის სინანულის შესაბამისად. ბასილი დიდის 84-ე კანონი განსაზღვრავს: ,ამას ყველაფერს ვწერთ, რათა სინანულის ნაყოფი გამოვცადოთ, რადგან ჩვენ დროის მიხედვით კი არ განვიკითხავთ მონანულთ, არამედ გუყურებთ სინანულის სახეს, თუ რამდენად გულმოდგინეა მონანული“. ასევე V-VI მსოფლიო კრების 102-ე კანონი აცხადებს: „ხამს გახსნისა და შეკვრის უფლება ღმრთისაგან მივიღოთ და გავითვალისწინოთ ცოდვის ხარისხი, ცოდვილის მოქცევისათვის მზადყოფნა და ამრიგად მივმართოთ სნეულების განკურნებას. რათა განუზომელობით თითოეულის მიმართ არ შევცდეთ მცოდველის ხსნისა და ცხოვნების საქმეში, რადგან მარტივი არ არის ცოდვის სენი, არამედ მრავალგვარი და მრავალსახოვანია იგი“.

სხვა არის რეაქცია ეპიტიმიების დადგენილების მიმართ, ჩვეულებრივ, ესაა კანონებით დადგენილი დაყენების სასჯელი, თუნდაც მცირე, - როგორც მიიჩნევენ, – შეცოდების გამო. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი სასჯელი ავტომატურად არ მიესადაგება დამრღვევს, არამედ შესაბამისი პროცედურის შედეგად და“ კომპეტენტური საეკლესიო ორგანოს მიერ. ამიტომაცაა, რომ კანონები იმას კი არ ამბობენ, რომ მათი დამრღვევი დაყენებულია, არამედ განსაზღვრავენ „დაეყენებოდეს“ (დაყენებულ იქნას). მაგრამ თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო საეკლესიო ორგანო არ ადგენს ეპიტიმიას, კანონი უმოქმედოა.

ამასთანავე, ბევრს მიაჩნია, რომ „დაყენებულ იქნას“ ნიშნავს სრულად და მუდმივად ეკლესიისაგან განყენებას. მაგრამ სჯულის კანონთა ენაზე დაყენება ყოველთვის ამას არ ნიშნავს. ბევრ შემთხვევაში იგულისხმება ცოდვით დაცემულის დროებითი დაყენება წმიდა ზიარებისაგან. შესაბამისად, გარკვეული ხნის შემდეგ, და რაკი ცოდვილი გულახდილად ინანიებს, მას მოეხსნება სასჯელი.

3. ზეთის კურთხევის საიდუმლო

სინანულის საიდუმლოს გარდა არსებობს ეკლესიის სხვა საიდუმლოც, რომელიც აღასრულებს მორწმუნის განკურნებას მისი ცოდვებით გამოწვეული წყლულებისა და ჭრილობებისაგან. ესაა წმიდა ზეთის კურთხევის საიდუმლო.

ეს საიდუმლო, როგორც ჩანს მარკოზის სახარებიდან (6,7-13), დააწესა უფალმა, მახარებლის გადმოცემით, უფალი, თავის ორ-ორ მოწაფეს გზავნის პალესტინაში, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ ისინი „ქადაგებდეს, რაითა შეინანონ“ და გარდა ამისა ,,სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“. ამასთანავე, იაკობის ეპისტოლეში ხაზგასმითაა აღნიშნული: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე "ექმნეს, მოვეეტეოს მას“ (იაკ. 5,14-15).

ზემოთწარმოდგენილი ადგილების მიხედვით ზეთისცხების საიდუმლოთი | აღსრულდება კურნება სულიერად თუ ხორციელად სწეულისა მისატევებლად · მისი_ ცოდვებისა, რომელიც _მან_ ჩაიდინა უმეცრებით ან_ რომლებიც. დავიწყებული.,აქვს.. საკუთრივ, ესაა. ცოდვები, დიდად” დაკავშირებული უძლურებასთან, რომელიც ეუფლება ქრისტიანს. საიდუმლოს კანონიკურად აღსრულების წინაპირობები 1) ზეთისცხებისათვის მასალად იყენებენ უბრალო და სუფთა ზეთს, ყოველგვარი. შემადგენელის (მაგ. არომატული მარილების) გარეშე.

2) საიდუმლოს ჩვეულებრივ აღასრულებს 7 მღვდელი. მაგრამ შეიძლება, განსაკუთრებული საჭიროების ჟამს იგი აღასრულოს 3-მა ან 2-მა და ერთმა მღვდელმაც კი, დაინტერესებული პირის სამრევლოდან.

„პიდალიონის“ ავტორი აღნიშნავს, რომ უმჯობესია, საიდუმლო აღასრულოს მხოლოდ ერთმა მღვდელმა, ვიდრე მღვდელთა ნაკლებობის გამო მოაკლდეს საიდუმლოს ქრისტიანები; თუ არ არის 2 ან მეტი მღვდელი?. მაგრამ ჩანს, რომ სულ მცირე ორი მღვდლის თანდასწრება ემყარება: ა) იმ ფაქტს, რომ უფალი მარკოზის სახარების ზემოთწარმოდგენილი მონაკვეთის მიხედვით გზავნის ორ-ორ თავის მოწაფეს, და ბ) იაკობის ეპისტოლეს მიხედვითაც, სადაც ხსენებულია მრავლობითში „მოუწოდენ ხუცესთა“...

3) მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არ არსებობს შეზღუდვა საიდუმლოს აღსრულების დროსთან დაკავშირებით. როდესაც ესა თუ ის ქრისტიანი დაუძლურებულია და სურს მოემზადოს წმიდა ზიარებისათვის, შეიძლება მოხმობილ იქნას მღვდელი ზეთისცხების საიდუმლოს აღსასრულებლად. ეს საიდუმლო შეიძლება გამეორდეს იმავე მორწმუნესა და, ცხადია, იმავე უძლურებისათვის (მიტროფანე კრიტოპულოსის აღმსარებლობა)“. ასევე – დიდ ხუთშაბათს და დიდი დღესასწაულების დროს ეზიარება მრავალი ქრისტიანი, ამიტომაც მათთვის წინა დღეებში ეკლესიებში აღესრულება ზეთისცხების საიდუმლო.

4) ზეთისცხების წესი. ნაკურთხ ზეთს სნეულს, ასევე იქ დამსწრე ნათესავებსა და მეგობრეებს სცხებს მღვდელი ჯვრის სახით, შუბლზე, ნიკაპზე, ღაწვებზე და ხელებზე, ორივე მხრიდან. შეიძლება ზეთი ეცხოს სხეულის სნეულ ნაწილს.

შეიძლება ნაკურთხი ზეთის გადატანა სხვაგანაც, სხვა ადგილას იქიდან, სადაც ზეთისცხება აღესრულებოდა და ზეთისცხების აღსრულება შეუძლია საერო პირსაც. ძველად ზეთს სცხებდნენ მომაკვდავსაც. მაგრამ მოგვიანებით ეს აიკრძალა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკიფორე II-ის (12601261) დადგენილებით.

5) საიდუმლოს აღსრულების ადგილსა და ცხებულის ასაკთან დაკავშირებით აკრძალვები არ არსებობს. საკმარისია მხოლოდ ის, რომ ადგილიცა და პიროვნებაც ეკუთვნოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2 ინინრიV, გვ. 470, შენიშვნა 3. 3 შდრ. I8ითVხის #0+CCდVი, >XII§6თ6L #CVCVVC0§ /IXVIის, ჯ. 87 C§2.. 64.

4. საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო

აუცილებელი წინაპირობა ეკლესიაში მორწმუნის მყოფობისა და წარმატებისათვის არის რეგულარული დასწრება და თანაზიარება საღმრთო ეგქარისტიაზე. ამ საიდუმლოს მეშვეობით მორწმუნე მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიის თავს, ქრისტეს. თავად უფალმა ბრძანა: ,,და რომელი ჭამდეს პორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (იოანე 6,56).

საღმრთო ევქარისტია არის საიდუმლოთა საიდუმლო. ეკლესიის პირველ წლებში ამ საიდუმლოსთან იყო დაკავშირებული ყველა დანარჩენი. ადრექრისტიანულ ხანებში საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოს აღასრულებდა ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელსაც ეხმარებოდნენ ზუცესები და დიაკვნები. ეპისკოპოსი წარმოადგენდა ადგილობრივი ეკლესიის თავს და იყო იესო ქრისტეს ,,სახე“ და მის „ადგილას“ დადგენილი. საღმრთო ევქარისტიის აღმასრულებელი ეპისკოპოსის მეშვეობით, წარემატებოდა და გამოიხატებოდა ერთობა, უპირველესად – ადგილობრივი ეკლესიისა და საერთოდ, კათოლიკე ეკლესიისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უპირველესად – ყველა სასულიერო პირთა, და, ამასთანავე, ყველა მორწმუნეთა საღმრთო ევქარისტიით თანაზიარება. ამის გამო ქრისტიანს საპატიო მიზეზის გარეშე ეკრძალება ეკლესიის ხშირი, სულ მცირე – სამი კვირით, დაუსწრებლობა (V-VI მსოფლიო კრების მე-80 კანონი). _მღრწმუნე ტაძარში უნდა იყოს საღმრთო ლიტურგიის ბოლომდე, და თუ მომზადებულიცაა; უნდა უთუოდ ეზიაროს. წმიდა ზიარების სიხშირესთან დაკავშირებით არ არსებობს შეზღუდვები (მოციქულთა მე-9 და. ანტიოქიის მე-2 კანონები). უფალი ხომ გარკვევით ამბობს: „რომელი ჭამდეს პორცსა ჩემსა და სუმიდეს სისზლსა ჩემსა“, ანუ, გამუდმებით და. არა ერთხელ. რასაკვირველია, ზიარების სიხშირეს განსაზღვრავს მორწმუნე თავისი სულიერი მამის მითითებისამებრ. ზიარებას აღასრულებს მღვდელი. აკრძალულია საღმრთო ლიტურგიაზე შეწირულ ძღვენთა შეთავაზება საერო პირთა მიერ სასულიერო პირების ჩაურევლად (V-VI მსოფლიო კრების 51-ე კანონი). როდესაც ამა თუ იმ მიზეზით მორწმუნისათვის არ არის შესაძლებელი საღმრთო ზიარებაში მონაწილეობა, იგი შეწირულ ძღვენთა ნაცვლად იღებს ,ანტიდორს“.

L საღმრთო ევქარისტიის კანონიკური აღსრულების წინაპირობები 1) საღმრთო ევქარისტიის ჩასატარებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ეპისკოპოსი ანდა ზუცესი.

2) ღმრთისმსახურს არ უნდა ჰქონდეს აღსრულებული ლიტურგია იმავე დღეს...“

3) მღვდელი უნდა იყოს უზმო (V-VI მსოფლიო კრების 29-ე კანონი).

4) ლიტურგიას უნდა ესწრებოდეს ეკლესიის სხეულის წარმომადგენელნი, თუნდაც ერთი მგალობელი ან ერთი საერო პირი, მორწმუნე.

5) უნდა იყოს ევქარისტიისათვის განკუთვნილი ნაკურთხი სალოცავი ადგილი: ან ეკლესია, ნაკურთხი წმიდა ტრაპეზით, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, სულ მცირე, ტრაპეზი ნაკურთხი ოდიკით.

6) ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისათვის მასალად იხმარება საფუარიანი სეფისკვერი წმინდა ფქვილისაგან (,პროსფორა“) და შავი ან თეთრი ნატურალური ყურძნის ღვინო. ?

7) ღვინოს ღმრთისმსახურმა უნდა შეურიოს „მდუღარებაც“ (ცხელი, ადუღებული წყალი (V-VI მსოფლიო კრების 32-ე კანონი), აკრძალულია „მდუღარების“ საზიარებლად გაცემა საერო პირთა მიერ, თუ არა მხოლოდ წირვაზე.

8) დრო – საღმრთო წირვის აღსრულებისთვის დადგენილი არის წელიწადის ყოველი დღე. მხოლოდ დიდმარხვის დროს, მისი სამგლოვიარო ხასიათის გამო სრული წირვის ნაცვლად აღესრულება პერველშეწირული ძღვენით წირვა, „შაბათის და კვირის და ზარების წმიდა დღეთა გარდა“ (V-VI მსოფლიო კრების 52-ე კანონი). ლაოდიკიის. 51- ნის თანახმად, როდესაც წმიდა მოწამეთა ზსენება, თანხვდება დიდმარხვის დღეებს, გვმართებს, ლიტურგია ,,აღვასრულოთ შაბათსა და კვირა დღეებში“.

9) ღმრთისმსახურს მართებს პატიოსნად აღასრულოს საღმრთო ლიტურგიის განაწესი, რომელსაც ადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული წიგნები შესაბამისი დღეებისათვის.

I. საღმრთო ლიტურგიაზე თანამონაწილეობის წინაპირობები 1) საღმრთო ევქარისტიის თანაზიარი უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი (შდრ. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-9. კანონი). აკრძალულია წირვაში მწვალებლის ან სქიზმით განდგომილის მონაწილეობა.

2) წირვის თანადამსწრე არ შეიძლება იყოს დაყენებით ან შეჩვენებით (ანათემით, დიდი დაყენებით) დასჯილი.

საკუთრივ ეკლესიის წევრთა წირვაზე თანაზიარებისათვის განსაზღვრულია შემდეგი წინაპირობები:

3) ქრისტიანი არ უნდა ექვემდებარებოდეს კანონიკურ სასჯელს (ეპიტიმიას). მაგრამ თუკი ეს ქრისტიანი მომაკვდავია, მას ეხსნება (უუქმდება) ეპიტიმია, და აზიარებენ.

4) ის, ვინც ეზიარება, უნდა იყოს სრულ გონებაზე (V-VI მსოფლიო კრების 59-ე კანონი). იმ შემთხვევაში, როდესაც მომაკვდავს დაკარგული აქვს გრძნობა, მის ნაცვლად, სასურველია, ეზიარონ მისი უშუალო ნათესავები (შდრ. IL კორ. 7,14 და კართაგენის 41/48-ე კანონები).

5) შეზღუდვები ზიარებისათვის ასაკთან დაკავშირებით არ არსებობს. მშობლებს შეუძლიათ მიიყვანონ ჩვილები საზიარებლად, თუკი ისინი მონათლულნი არიან.

6) საზიარებლად მოსული უნდა იყოს გაწმენდილი ხორციელი ვნებისაგან და ყველანაირი ხორციელი უწმინდურობისაგან (ტიმოთე ალექსანდრიის მე-5, მე-7 და მე-12 კანონები და სხვ.).

(წ) პხორციელი სიწმინდე არ წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, არამედ მხოლოდ პირობითს, საიდუმლოსადმი პატივისცემის გამოვლინებას. V 8) აუცილებელი არ არის, ზიარებისათვის მოსული იყოს სულიერად ან_ ხორციელად ჯანმრთ, · ეშმაკეულებიც, თუკი მათზე წირვის დროს არ არის ეშმაკის ზეგავლენა, შეუძლიათ ეზიარონ (ტიმოთე ალექსანდრიელის მე-3. კან.).

9) ის, ვინც ეზიარება, უნდა იყოს უზმო (კართაგენის 41/48-ე. კან.). გამონაკლისი დაიშვება მომაკვდავებისათვის (ნიკიფორე კონსანტინოპოლელის მე-9. კანონი). ასევე, კაცი დაბანის დროს შემთხვევით წყალს თუ ჩაყლაპავს, იგი დაიშვება საღმრთო წირვაზე (ტიმოთე ალექსანდრიელის მე-16 კანონი).

5. წმიდა დღეები – ლიტურგიკული დრო

საღმრთო საიდუმლოთა გარდა არსებობს ჩვენი ეკლესიის სხვა მსახურებებიც. უკვე სამყაროს შესაქმიდანვე და შემდეგ ათი მცნების მეშვეობით ღმერთი ადგენს შვიდეულის ბოლო. დღეს დასვენებისათვის და ადამიანისთვის სულიერი საზრდოს მისაღებად. ამის ნიმუშად ჩვენმა ეკლესიამაც მორწმუნეთა გასაძლიერებლად დაადგინა განსაზღვრული დრო ლოცვისა და ღმრთისმსახურებისათვის.

ღმერთთან ურთიერთობა, ცხადია, ხდება პირადი წესითაც, როცა ქრისტიანი გრძნობს სულიერ მოთხოვნილებას, მაგრამ იგი საჯაროდაც ზრულდება, ერთობით, განსაზღვრულ ადგილას ღმრთისმსახურების სახით, ამგვარი ურთიერთობა წარმოებს რეგულარულად გარკვეული დროის ინტერვალებში, ანდა გარკვეულ დღეებსა, კვირებსა თუ წლებში. ანუ, საეკლესიო კალენდარში წარმოდგენილია ლიტურგიკული ციკლი: ა) დღისა, ბ) კვირისა და გ) წელიწადისა.

ა) დღის ციკლი წარმოადგენს: შუაღამიანს, ცისკარს, პირველ ჟამს (რომელიც დღეს შეესაბამება 6 საათს), მესამე, მეექვსე, მეცხრე ჟამს, მწუხრსა და სერობას (მათზე მსჯელობს საკუთრივ ლიტურგიკის დისციპლინა).

ბ) წმიდა დღეების საკვირაო ციკლს განეკუთვნება ე. წ. რვათა ხმათა (ოქტოიხოსის) ანუ პარაკლიტონის (პარაკლიტიკის) ციკლი. აქ ტროპარები დანაწილებულია რვა კვირად, ბიზანტიური საეკლესიო მუსიკის ხმების შესაბამისად. მე-8 კვირის შემდეგ მეორდება კვლავ პირველი კვირის ტროპარები და ა.შ. ეს ტროპარები ძირითადად იგალობება მწუხრისა და ცისკრის ღმრთის მსახურებისას.

გ) საეკლესიო ციკლის ცენტრს წარმოადგენს პასექის დღესასწაული. ამ დღესასწაულზეა დამოკიდებული წლის მოძრავ დღესასწაულთა სისტემა (პასქალია). მოძრავი დღესასწაულების გარდა არსებობს უძრავი დღესასწაულებიც, რომლებიც ეძღვნება უფლის მაცხოვარების უმთავრესი მოვლენების მოხსენიებას (საუფლო დღესასწაულები), ღმრთისმშობლის, წმიდათა მოციქულთა და ჩვენი ეკლესიის წმიდანთათვის პატივის მიგებას.

დღესასწაულის აღნიშვნის მიხედვით, დღესასწაულები იყოფა უქმე, ნახევრადუქმე და სადღესასწაულო დღეებად. ამასთანავე, ბიზანტიური დროიდან მომდინარე კანონით განსაზღვრულია კვირა დღის უქმობა, მიძღვნილი უფლის აღდგომისადმი.

ეკლესია, რომელიც ითვალისწინებს მოციქულ პავლეს სიტყვებს (გალ. 4,9-11 და კოლ. 2,16-17), ხელმძღვანელობს დროით, თუმცა არ არის მასზე მიჯაჭვული. ამის გამო გასაგები ზდება უპირატესობა, რომლის მიზედვითაც ჩანს ბუნებრივი დროის კალენდარულ საკითხებთან დაკაგშირებული განსხვავება. სულიერი მოვლენები არაა დამოკიდებული ბუნებრივ დროზე. ასე განიმარტება ის ფაქტიც, რომ არ ენიჭება მნიშვნელობა დაზუსტებას სავარაუდო ფიზიკური დროისა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა სხვადასხვა რელიგიური მოვლენა; და ზუსტად არც განისაზრვრება რელიგიური დღესასწაულები იმ ფიზიკური დროის მიხედვით, როდესაც ისინი მოხდა. ამიტომაცაა, მოძრავი დღესასწაულებიც, როგორიცაა აღდგომის ციკლის დღესასწაულები; ზუსტად იმის გამო, რომ ეს მოვლენები განეკუთვნება ,,მარადიულს“, ანუ დროით „მიღმურს“. სადღესასწაულო მოვლენებს განვიცდით მარადიული ,,ახლა“-ს მასშტაბით, „აწ და მარადის“, როგორც აღვნიშნეთ. საღმრთო მოვლენებს ეკლესია განაწესებს და ზეიმობს დროის თვალსაზრისით განუსაზღვრელი მასშტაბით, თავისი ლიტურგიკული დროის შესაბამისად, რომელიცაა მასშტაბი უფლის““სასუფევლისათვის. %შდრ. ჯურნალი ,,ნV0ი(თ“ C,სამრევლო“) 1972, გვ. 152-153.

6. მარხვები

წმიდა დღეებს განეკუთვნება მარხვებიც. მარხვა არის ძლიერი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი მსუბუქდება ხორციელი სიმძიმისა და ვნებისაგან და ამა სოფლის ბორკილებისაგან და აღამაღლებს მას უმაღლეს სულიერ დონეზე.

მარხვის ნიმუში გვაჩვენა უფალმა, რომელიც მარხულობდა 40 დღე (მათე 4,2). მარხვის წესი, ხანგრძლივობა და რაოდენობა სხვადასხვაგვარია. მოციქულთა 69-ე კანონის თანახმად, ვმარხულობთ ოთხშაბათსა და პარასკევს, ასევე – დიდმარხვაში. ეს კანონი აცხადებს: „თუკი ვინმე ეპისკოპოსი, ან ზუცესი, ან დიაკონი, ან იპოდიაკვანი, ან მედავითნე, ან მგალობელი აღდგომის დიდმარხვის დღეებში, ან ოთხშაბათს ან პარასკევს არ იცავს მარხვას – თუკი მას ხორციელი სნეულება არ უშლის ხელს, – განიკვეთოს, თუკი საერო პირია – დაყენებულ იყოს“. ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა დადგენილია უფლის მოღალატეობრივი გამცემლობისა და ჯვარცმით ვნების მოსახსენებლად. მარხვას ვინახავთ ხორცის, კვერცხის, რძის ნაწარმის, თევზის, ზეთისაგან და ა.შ. თაგშეკავებით. დიდმარხვის შაბათის გარდა – წლის ყოველ შაბათს და კვირას ხსნილია ზეთით. დიდმარხვის დღეებში აკრპალულია აღსრულება დადგინებისა (ქიროთესიის), ქორწინებისა, დაბადების დღეებისა და ყოველივე იმისა, რაც სიხარულსა და ლხენას გამოიწვევს.

გარდა ზემოთჩამოთვლილი მარხვებისა, რომლებიც შეიმუშავა მსოფლიო კრებამ, ეკლესიამ შემოიღო ქრისტესშობის, წმიდათა მოციქულთა და ღმრთისმშობლის მიძინების მარხვები. და ბოლოს, მიღებულია მარხვები ნათლისღების წინა დღეს, ჯვრისამაღლების (14/27 სექტემბერი) და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს (29 აგვისტო/1I სექტემბერი). ბრწყინვალე შვიდეულში რომელიც მიიჩნევა ერთ დღედ, და ასევე სულთმოფენობის მომდევნო შვიდეულში ხსნილდება ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა (ხსნილი ყველაფრით).