პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — ზოგადი ნაწილი, თავი 1: ეკლესიის წიაღში შემოსვლა
1. კათაკმეველთა დამოძღვრა, მიმქმელი, კატეხეტიკა
ადმიანის ცხოვნებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მისი შემოსვლა (თუ შესხეულება) ქრისტეს ეკლესიაში. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი შემოვიდეს ქრისტეს ეკლესიაში და გახდეს მისი, კანონიერი წევრი, აუცილებელი პირობაა რწმენა ქრისტესი და ნათლისღება წმიდა სამების სახელით. უფალმა, როგორც ცნობილია, მისცა კურთხევა თავის მოციქულებს, რომ მონათლონ, ვისაც სწამს მისი, ,,სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა“ (მათე 28,19), რადგან მაცხოვარმა წინასწარ აცნობა მოციქულებს და დაარწმუნა ისინი: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ველ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი“. (იოანე 3,3) და „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს“. (მარკ. 16,16).
ზემოთქმულის თანახმად, ნათლისღების აღსრულებამდე მომავალ ქრისტიანს სჭირდება სარწმუნო სწავლება. ამისათვის, – განსაკუთრებით, პირველ ზანებში, – აუცილებელი იყო განსწავლა (კატეხეტიზაცია) მოსანათლავისა, რასაც აღასრულებდა მღვდელი. სწავლება, ჩვეულებრივ, გრძელდებოდა სამ წელიწადს. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწაფე ავლენდა. განსაკუთრებულ მოშურნეობას თუ გულმოდგინებას, თუ იგი მიისწრაფოდა განსასწავლად, ადგილობრივ ეპისკოპოსს შეეძლო შეემცირებინა სწავლების ხანგრძლივობა. მაგრამ ზშირად შესაძლებელი იყო სწავლების ვადის გაზრდაც. პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა შორის არსებობდა ჩვეულება, რაც შეიძლება დიდხანს გადადებულიყო ნათლობა, სიკვდილამდელ ჟამამდეც. კი, რადგან ნათლისღების მიმღებელთ სწამდათ, რომ ნათლისღების აღსრულებით წარიზოცებოდა მათი პირადი ცოდვებიც კი, წინაპართა ცოდვებთან ერთად, პირიქითაც უკვე მესამე საუკუნეში (ქრისტეს შობიდან) შემოვიდა და დიდად გავრცელდა ტენდენცია ჩვილების, ყრმების მონათვლისა და შეძლებისდაგვარად სწრაფადაც. მაგრამ, რასაკვირველია, არა უწინარეს დაბადებიდან ორმოცი დღისა.
ჩვილთა და ყრმათა ნათლობის დაკანონებას და უმრავლესობის, მთელი ერის გაქრისტიანებას შედეგად მოჰყვა გაუქმება სისტემური ეკლესიისმიერი კატეხიზაციისა (ნათლობამდე), ხოლო კათაკმევლის სწავლების საქმე უკვე 1 ჩვილთა და ყრმათა ნათლისღებისთვის შეიძლება დავიმოწმოთ უფლის სიტყვებიც: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი“ (მათე 19,14.) შდრ. მარკ. 10,14 და ლუკა 18.16).
მიმქმელს დაეკისრა. იგი იმყოფება ნათლობის საიდუმლოს აღსრულებამდე, მიიქვამს მოსანათლავს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მის ქრისტიანულ და საეკლესიო განათლებაზე. ქრისტიანულად განსწავლის საქმეს დღესდღეობით მშობლები ასრულებენ, ასევე სკოლის მასწავლებლები. და ლექტორები რელიგიის გაკვეთილებზე. მიმქმელი ესწრება და მონაწილეობს ნათლობაში, როგორც თავმდები იმისა, რომ ნათელღებული განისწავლება და ზიარ-იქნება ქრისტიანული სარწმუნოებისა. ამიტომაც საკუთრივ „სწავლების გადმოცემას“, რაც წინ უძღვის ნათლისღებას. ამ შემთხვევაში მიმქმელი წარმოთქვამს მოსანათლავი ყრმის ნაცვლად: „განვაგდებ სატანას“, „შევუდგები ქრისტესა“, და რწმენის სიმბოლოს. ჩვეულება რომ მიმქმელს, როცა საპატიო მიზეზის გამო ნათლისღებას ვერ ესწრება, მას ენაცვლება წარმომადგენელი, მაგრამ ესაა მიმქმელის მნიშვნელობის, მისი მოვალეობის არასწორი გაგება. აკრძალულია, მიმქმელი იყოს სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი, ან მწვალებელი, ხქიზშით განაგოშილი თუ დაყენებული. ასევე დამაბრკოლებელია მიმქმელობა მონა" ვნები ათვის, უასაკოთათვის, სულიერად დაავადებულთათვის, რაკი მათ საზოგადოება სრულყოფილად ვერ აღიარებს. ასევე მიმქმელი ვერ იქნება ვერც ბავშვის მშობელი. ნათლიისა და ნათლულს შორის სულიერი ურთიერთობიდან ყალიბდება სულიერი ნათესაობა, რომელიც ვრცელდება ახლო ნათესავებზეც და წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისათვის. იმისათვის, რომ გათვალისწინებული და თავიდან აცილებულ იქნას მსგავსი გართულებები, ობესია ასევე მიმ. იყოს ი. მაგრამ თუ ნათლისღებაში მონაწილეობს რამდენიმე, ნამდვილ. მიმქმელად. ითვლება ის, რომელიც მოსანათლავს ემბაზისაგან მიიქვამს.? "საგანგებო შემთხვევებში. ეკლესიას შეუძლია დაუშვას ნათლობა მიმქმელების გარეშეც.
2. ნათლისღების საიდუმლო
კათაკმევლების სწავლების დასრულებისთანავე, მას უშუალოდ მოსდევს ნათლისღების აღსრულება. ნათლისღება არის პირველი ეკლესიის შვიდ საიდუმლოთა შორის და სავალდებულოა ყველა ქრისტიანისათვის. ' „საიდუმლო“ საგანგებოდ ეწოდა ეკლესიის გარკვეულ ღმრთისმსახურებებს, რომელთა მეშვეობითაც და გარკვეული პირობების შესაბამისად მორწმუნეს გადაეცემა საღმრთო მადლი. საიდუმლოთა შინაგან არსსა და ქმედებებს იკვლევს დოგმატიკა. მათ გარეგნულ ელემენტარულ გამოვლინებაზე ანალიტიკური გზით მეტყველებს კატეხეტიკა – ლიტურგიკა. კანონიკურ სამართალს ევალება, გამოიკვლიოს კანონიკური პირობები, რომელთა ? Mი2.5V(ის 2:C0X622თ00X0470ს, ”ნXX>თIთთ=X6V ტ(C0VI0V +IC6 4VთI07LXVC 70იმიბტნის ”ნი.ეთLიC, 6V ”#ტ0MVთL, 1898, C§2,. 400, “»0თ.
გათვალისწინებითაც უნდა აღსრულდეს საიდუმლო, ძალმოსილი რომ იყოს იგი. კანონიკური სამართალი ასევე შეისწავლის საიდუმლოში ადამიანის თანამონაწილეობის პირობებს, იმისათვის რომ ადამიანი იყოს ღირსი. და უნარიანი C=,,კმა') საიდუმლოს მეშვეობით მისთვის გარდამოცემული ღვთიური მადლის მიღებისა. და ბოლოს, კანონიკური სამართალი იკვლევს იმ შედეგებსაც, რომლებიც გამომდინარეობს ამ საიდუმლოში თანამონაწილე მორწმუნეთაგან. I. წინაპირობები ნათლისღების კანონიკური შესრულებისათვის 1) პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი ნათლისღების შესრულებისთვის არის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სასულიერო პირი (ეპისკოპოსი ან მღვდელი, მაგრამ არა დიაკონი). უფრო დაზუსტებით ეს ნიშნავს, რომ ნათლისღების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საიდუმლოს აღმასრულებელი სასულიერო პირი უნდა ითვალისწინებდეს და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა. იგი უნდა ეკუთვნოდეს მართლმადიდებელ ეკლესიას. არ უნდა იყოს მწვალებელი ან სქიზმით განდგომილი.
ბ. მას უნდა ჰქონდეს სამოციქულო მემკვიდრეობა (ხელთდასხმის საშუალებით).
(გაგი უნდა იყოს კანონიკურად ხელთდასხმული, არ უნდა იყოს დაყენებული (დაყენებით დასჯილი – განპატიჟებული), ან განკვეთილი. სასულიერო პირის ცოდვები არ ახდენენ გავლენას საიდუმლოს ძალმოსილებაზე, თუკი სასულიერო პირი არ არის განკვეთილი ან დაყენებული.
ლ) ნათლისღების საიდუმლოს უნდა აღასრულებდეს ადგილობრივი ეპისკოპოსი ან მღვდელი, ან თუნდაც უფლებამოსილებით უნდა იყოს აღჭურვილი ადგილობრივი ეპისკოპოსის მიერ საიდუმლოს აღსრულებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი მოქმედება შეფასდება საკუთარი სამრევლოს გარეთ მოქმედებად და ეჭვქვეშ იქნება მისი ძალმოსილება. თუმცა სამრევლოს გარეთ მოქმედებაც შემდგომში პასუხისმგებლობით აღჭურვილ პირთაგან შეიძლება ძალმოსილად იქნას აღიარებული.
ე. იგი უნდა მოქმედებდეს შეგნებით, სინდისიერად, პატიოსნად და თავისუფლად, და ითვალისწინებდეს, რომ გადასცემს საღმრთო მადლს: 2) ადგილი ნათლისღების აღსრულებისთვის არის ეკლესია. გამონაკლისის სახით ნათლობა შეიძლება შესრულდეს მდინარეში, ტბაში და ა. შ. V-VI მსოფლიო კრების 59-ე კანონით იკრძალება ნათლობის აღსრულება სახლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე იკონომიის წესით მოსანათლავის ჯანმრთელობას მიემართება. ? IL XთCCთVი, >ისნIნC6IC #თV. #IXთI0ს, ჩ“, თ6)., 4-5.
+, 8) მასალა ნათლისღებისათვის: ნათლობა უნდა შესრულდეს ნაკურთხ და სუფთა წყლით. (იხ. წმ. კვიპრიანეს კან.), იმისდა მიხედვით, თბილა თუ ცივა გარეთ, სადაც უნდა ჩაიღვაროს წმიდა ზეთი.
4) ნათლობის წესი არის ნაკურთხ წყალში მოსანათლავის სამჯერ. შთაფლვა და ამოყვანა. ამასვე ნიშნავს ბერძნული სიტყვა ,,ჩ0/XXL6ა“, ,,ვშთაფლავ“. ანუ „ვნათლავ“ – წმიდა სამების სახელით (მათე 28,19; წმიდათა მოციქულთა 49ე კან.). სამჯერადი შთაფლვა და ამოყვანა სიმბოლურად ასახავს იესო ქრისტეს საფლავში ყოფნას სამ დღეს, და აღდგომას. II. ნათლობის საგანგებო შემთხვევები M ნათლობა სისხლით ანუ მოწამეობით. ადრინდელი. ქრისტიანობის ზანაში ზოგჯერ ზდებოდა ისე, რომ ამა თუ იმ კათაკმეველს შეიპყრობდნენ 52 და მონათვლამდე მიჰყავდათ საწამებლად. ასევე ბევრი წარმართი, გაოცებული ქრისტიანთა გამბედაობით, მათი მოწამეობის დროს მოწოდებული ყოფილა < სულიწმიდის მადლით და ისინი აღიარებდნენ ქრისტიანობას და ამას თავიანთ ს მდევნელებს უცხადებდნენ. მაშინ ისინიც მოწამეობრივად აღესრულებოდნენ. . | <5 ამ ორივე შემთხვევაში მოწამეს კანონიკურად არ მიუღია ნათელი, მაგრამ L ისინი, მიუხედავად ამისა, შეირაცხებოდნენ მონათლულად თავიანთი სისხლით, / + V (2) ჰაერით ნათლობა. იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი=| > დიდია საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. ჰაერით ნათლობა, ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების VI <> სახელით. ჰაერით ნათლობის აღსრულება შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს V => და გდერელს ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ = ქალს.Lამ შემთხვევაში არ იქმნება სულიერი ნათესაობა მომნათვლელსა და მონათლულს შორის. რადგან ის, ვინც ამაღლებს ჩვილს ჰაერში, არ მოქმედებს როგორც ნათლია, არამედ როგორც მღვდელი. და ამასთანავე, როცა ესა თუ ის მღვდელი ნათ; ავს კანონიერად საკუთარ ბავშვს, მასთან სულიერი ნათესაობა არ იქმნება.|თუ ჰაერით მონათლული ყრმა გადარჩება, მაშინ ნათლობა უნდა_აღსრულდეს საეკლესიო განგების შეასაბამისად. მღვდელი ან საერო პირი, რომელმაც უყურადღებობის გამო ვერ შეძლო ჩვილის მონათვლა, და იგი უნათლავი მოკვდა, იგი განკანონების სასჯელს (აეგიბიას) ეპეემდებარებ.
მწოლიარე ავადმყოფათა ნათლობა სხურებით. მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც, სწამთ ღმერთი ჩვენი და უნდათ მონათლვა, შეუძლიათ, და იკონომიით X/ ნებადართულიცაა, ნაცვლად წყალში შთაფლვისა, მათი სამგზის წყლით სხურება.
4) გარდა ნათლობის ზემომოყვანილ სახეობებისა, რომაულ-კათოლიკური ეკლესია აღიარებს ასევე ნათლისღებას ნება-სურვილისამებრ, ანუ, როგორც იგი მას უწოდებს – ხმიმვიიცვ IIმიიIი1§. მაგრამ ამ მოსაზრების სისწორესთან დაკავშირებით მართლმადიდებელი მხარე გამოთქვამს ეჭვებს, ისევე, როგორც გამოთქვამდა ეჭვებს დასავლეთის ეკლესია პირველი ზუთი საუკუნის განმავლობაში. მაგალითად, ეკლესიის მამებს არ მოსწონდათ ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ბევრნი გადადებდნენ ხოლმე ნათლისღებას სიკვდილამდე და სჯერდებოდნენ სურვილისამებრ ნათლისღებას, ანუ, მათ განცხადებული ჰქონდათ, რომ ნებავთ ნათლისღება“ ცხადია, სხვაა, როცა კათაკმეველი აცხადებს ნება-სურვილს ან გადაწყვეტილებას, მოინათლოს, და უეცრად კვდება, მაგ. უბედური შემთხვევის შედეგად. ნიკოდიმოს მთაწმიდელიც „პიდალიონში“ აღნიშნავს, რომ ,ისინი მთლიანად მოკლებულნი არ არიან ცხოვნების სასოებას, თუკი უეცრად მოუნათლავნი აღესრულენ“". „/ III. სახელდება კათაკმევლობისა და ნათლისღების აღსრულებით ჩვეულებრივ ნათელღებულს ეძლევა მცირე ანდა ძირითადი სახელი. როცა ნათლობა აღსრულდება ასაკოვანზე, ამას, ჩვეულებრივ მოჰყვება შეცვლაც სახელისა, რომელიც ნათლისღებამდე ჰქონდა მიღებული. სახელის შეცვლა არის სიმბოლო ცხოვრების შეცვლისა, რაც ნათლისღებით ხდება ხოლმე. აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ, რომ სახელდება და სახელის დარქმევა ურყევად არ არის ნათლობასთან დაკავშირებული. ანუ კანონიკურად არ წარმოებს არავითარი წესის დარღვევა, არც ეკლესიის წესები ირღვევა, ამა თუ იმ პირს ნათლისღებამდელი სახელი თუ დაერქმევა. ეს დასტურდება საეკლესიო პრაქტიკიდან, რომლის მიხედვით ადრექრისტიანული ხანიდან, სახელები ენიჭებოდათ ნათლობამდე, მერვე დღეს ბავშვის შობიდგან (შდრ. იესო ქრისტეს შემთხვევა, ლუკა 2,21).
სახელი, რომელიც ენიჭება ქრისტიანს მისი არჩევანის მიხედვით, რათა მოაგონოს მას ესა თუ ის მოვლენა უფლის ცხოვრებიდან, ან იმას, რომ მისი სახელი არის ამა თუ იმ წმინდანის სახელი და რომ ის წარმოაჩენს მისთვის ნიშანდობლივ ამა თუ იმ სათნოებას, იმის გამო, რომ ეს სახელები პირველსახე წმიდანთა კეთილი გავლენით ხასიათდებიან და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ შდრ. ასევე იოანე ოქროპირის აზრი, რომ იმ წმიდანთა მიბაძვით, რომელთა სახელებსაც ქრისტიანები ატარებენ, ამით „არათუ მხოლოდ მშობელთა ღმრთისმოყვარეობა ვლინდება, არამედ შვილთა მიმართ მათი დიდი მზრუნველობა“.5 და პირიქით, თავისი უარყოფითი გავლენის (სულიერისა, თუ ფსიქიურის) გამო უნდა მოვერიდოთ მწვალებელთა ან % დაწვრილებით იხ. IICV. 06IIX6Xთ, #0VILCXIC »MC 70იმიბტნის Xთ002.VVC ნლ.ი(თC, “რს. L", 4ტ0წVთL 1961, თ§2.. 104. 5 Iიზრ2აიV·, თ62,. 143. 6 "Iთ, Xისთ0C160ს, '0IIV.(თ M#” 61C CV I6V§CLV, ნც 53,179 ტს.
ათეისტთა, უღმერთოთა თუ ეკლესიის მტერთა, ან დიდ ბოროტმოქმედთა ან საზოგადოებაში სახელგატეხილთა ან იმათ სახელებს, რომლებიც მოგვაგონებს ძველ, ცოდვით დაცემამდელ ვითარებას, უკანონო ტენდენციებსა თუ საქმეებს, ან ისეთებს, რომლებიც შიშის განწყობას იწვევენ და დაქვემდებარების, დამონების ამა თუ იმ სახეობაზე მიანიშნებენ. შდრ. გალატ. 4,8-9 და 5,1. ასევე: ებრ. 2,15. შდრ. აგრეთვე საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის #814/30. 5. 1955 საყოველთაო ეპისტოლე. _ ნათლობის აღსრულების შემდეგ საიდუმლოს აღმსრულებელ მღვდელმსახურს, სამრევლო ტაძრის მღდელს მართებს, ჩაწეროს საეკლესიო წიგნში მონათლულის სახელი და ასევე მისი მიმქმელისაც. ეს საჭიროა იმისათვის, რომ. დადასტურდეს ნათლისღების აქტი და ასევე დამოწმებისათვის სამრევლოსი, რომლის მეშვეობითაც ახალ მონათლული ხდება ეკლესიის წევრი. ნათლობის დროს მიღებული ქრისტიანის სახელი ხშირად იცვლება, როცა იგი მონაზვნად აღიკვეცება.
IV. ნათლისღების შედეგები VI) მიტევება წინაპართა ცოდვისა, რომელიც მემკვიდრეობით გადადის ყოველ ადამიანზე ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო. ამაზე მეტყველებს კართაგენის 110-ე და 111 კანონები: „ჩჩუნიცა და ჯერეთ ვერარაი ცოდვითა წიან-ყოფისა თავთა თვსთალსა შემძლებელნი მისატევებელად ცოდვათა ჭეშმარიტებით ნათელს-იღებენ, რაითა განწმდენ იგინი მეორედ შობისა მის შეცოდებისა მისგან პირველისა მამისა მიერ მათდა მომართ შთამომავალისა“ (კართაგენის 110-ე. კან.). V 2) მიტევება ცოდვებისა, რომელიც ჩადენილი აქვს თავად მოსანათლავ პირს. მძიმე შეცოდებები, რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას მღვდლობისთვის, რაკი ისინი ნათლისღებამდეა ჩადენილი, არ წარმოადგენენ დაბრკოლებას ამ ცოდვათა ჩამდენი პირის მღვდლობისათვის, თუ მას სურს მღვდლობა. 3) შემწეობის მინიჭება და გაძლიერება, რათა ნათელღებულმა არ ჩაიდინოს სხვა ცოდვები (კართაგენის 111-ე კან.)
4) შემოყვანება და დამკვიდრება ნათელღებულისა ქრისტეს ეკლესიის წიაღში, ანუ ერთობა მისი ქრისტეს ეკლესიის თავთან და ეკლესიის სხვა წევრებთან, მორწმუნეებთან.
5) ეკლესიის ახალი წევრების სახელთა ჩაწერა უფლის სასუფევლის ნუსხებში. შდრ. ლუკა 10,20: ,გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“.
X/” 6) განუმეორებლობა ნათლისღებისა. ნათლისღება, რამდენადაც იგი აღსრულებულ იქნა კანონიკურად მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის მიერ, აღარ განმეორდება (წმიდათა მოციქულთა 47-ე კან.) და კიდეც რომ უარყოს ეკლესიის ამა თუ იმ წევრმა ქრისტიანობის რწმენა, შემდგომში კი მოინანიოს და დაუბრუნდეს მას, ნათლისღება არ განმეორდება.
იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული არ არის, მიიღო თუ არა ყრმამ ნათლისღება (მაგ. ჩვილობაში), აუცილებელია იგი მოინათლოს, თუნდაც მეორეჯერ (შდრ. V-VI მსოფლ. კრების 84-ე და კართაგენის 72-ე კან.). თუკი ესა თუ ის ქალი მოინათლა ფეხმძიმობის დროს, ჩანასახი მის წიაღში არ ითვლება მონათლულად (ნეო, კესარიის მე-6 კან.).
შენიშვნა: შესაბამისად, ჩანასახი არ არის ქალის სხეულის ნაწილი, არამედ ჩასახვის (მუცელქმნულობის) მომენტიდან იგი არის განსაკუთრებული სულიერ-სხეულებრივი (ფსიქოსომატური) არსება. ამიტომაც მოსაზრება ქალთა თავისუფლების თაობაზე ნაყოფის მოცილებასთან (აბორტთან) დაკავშირებით, არ ეყრდნობა კანონიკურ საფუძველს, არაა ძალმოსილი.
3. მირონცხების საიდუმლო
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას უშუალოდ თან ახლავს, მას მოსდევს მირონცხების საიდუმლო. ლაოდიკიის _48-ე კანონი აცხადებს: „ვითარმედ უვმს ნათლისმღებელთა შემდგომად ნათლისღებისა ცხებაილ საცხებელითა ზეცისაითა და თანაზიარ-ყოფად ქრისტეს მეუფებისა“; ამასვე აცხადებს წმიდა კვიპრიანეს კანონიც, ანუ, რომ აუცილებელია ნათელღებულის მირონცხება, რათა იგი ქრისტეს თანაზიარი გახდეს. ეს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ბეჭედს სულისა წმიდისა ნათელღებულზედ, და ამით აღიბეჭდება და უფლება ენიჭება მას ეკლესიის წიაღში შემოსვლისა. ამით განძლიერდება ნათელღებულის სულიერი ცხოვრება, რომელიც იწყება ნათლისღებით. მირონცხების საიდუმლოს მეშვეობით ქრისტიანს ენიჭება. სულიწმიდის ნიჭნი (სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება – გალატ. 5,22 მიხედვით), და იგი იხარებს ყოველი სიკეთით, რომელიც მოენიჭათ ეკლესიის დამაარსებელისაგან მის წევრებს.
მოციქულთა მოღვაწეობის ხანაში ქრისტიანთა აღბეჭდვა ეკლესიის წევრებად და სულიწმიდის მადლის გადმოცემა ხდებოდა მონათლულების თავზე ან მოციქულების, ან ეპისკოპოსების ხელთა დასხმით. შდრ. საქმე მოც. 19,5-6: „ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა. და დასხმითა ველთა პავლესთაითა მოვიდა სული 7 არსებითად, ეკლესიის ყველა საიდუმლოა განუმეორებელია. ისიც, რომელშიც მორწმუნე პერიოდულად მონაწილეობს (მაგ. აღსარება, საღმრთო ევქარისტია და ა. შ., აღსრულდება ყოველთვის განსხვავებული „მასალით“. მაგ. საღმრთო ევქარისტიის პური და ღვინო ორჯერ არ იკურთხება.
წმიდაი მათ ზედა და იტყოდეს ენათა და წინაისწარმეტყუელებდეს“. მოგვიანებით ხელთდასხმის ნაცვლად მირონცხების საიდუმლო იკურთხა.
წმიდა მირონის კურთხევა, რომელიც შედგება წმინდა ზეთისა და სხვა, ორმოცამდე სურნელოვანი შემადგენლისაგან, აღესრულება მხოლოდ ეპისკოპოსის და არა ხუცესთა მიერ (კართაგენის მე-6 კან.). ეს რიტუალი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოში აღესრულება საგანგებოდ დიდ ხუთშაბათს და მას ესწრება მსოფლიო პატრიარქიც. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან წმიდა მირონს იღებს მრავალი მართლმადიდებელი ეკლესია მისდამი ერთობისა და მოწიწების ნიშნად.
ახლად ნათელღებულის მირონცხება კანონიკურად წარმოებს, როგორც ცხადვყავით წინა პარაგრაფში, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ან ხუცესის მიერ, ანდა კანონიკურად უფლებამოსილებით აღჭურვილი სასულიერო პირის მიერ. სასულიერო პირი ჯვრის სახით სცხებს ახლად ნათელღებულს მირონს და ამბობს: ,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ“, დიაკონი, მონაზონი და საერო პირი ვერ აღასრულებენ მირონცხების საიდუმლოს, იკონომიითაც კი.
4. მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულ მწვალებელთა,
სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა და სქიზმით განყოფილთა მიღების წესი გარდა კერპთაყვანისმცემლებისა და ზოგადად ურწმუნოებისა თუ რელიგიის გარეშე პირებისა, რომლებიც მოიქცევიან ქრისტიანებად და შემოდიან ეკლესიის წიაღში ზემოთხსენებული წესით (კათაკმევლობა, აღსარება, ნათლისღება, მირონცხება), პასუხისმგებლობით აღჭურვილი საეკლესიო ორგანოების წინაშე ხშირ შემთხვევაში წამოიჭრება საკითხი ეკლესიის წაიღში იმ პირების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოდიან სხვადასხვა მწვალებლური (ერეტიკული) ან სქიზმატური ქრისტიანული საზოგადოებებიდან. ამ შემთხვევაში დგება საკითხი: რა პროცედურას უნდა მივმართოთ, რათა ესენიც მიღებულ იქნან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წევრებად? თავიდანვე შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ისინი კანონიკურად არიან მონათლულები, რაკი მათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მღვდლისაგან არ მიუღიათ ნათელი. ვინაიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებია ძალმოსილი და ქმედითი. შდრ. წმიდათა მოციქულთა 47-ე კანონი: „ეპისკოპოსმან და ხუცესმან, უკუეთუ მეორედ ნათელ-სცეს მას, რომელსაც ჭეშმარიტი ნათლისღებაი აქუნდეს, ანუ შემწიკულებულსა არა ნათელ-სცეს, განიკუეთენ, ვითარცა მოკიცხარი ჯუარისაი და საუფლოისა სიკუდილისაი და არა განმრჩეველი მღდელთაი ცრუ მღდელთაგან“.
თუმცა იმ შემთხვევაში, როცა მწვალებელი, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი" ან სქიზმით განყოფილი მოიქცევა მართლმადიდებლოზე, ეკლესია ზშირად შემწყნარებლობას იჩენს. მისი მოქმედება, რასაკვირველია არაა ერთგვაროვანი, არამედ სხვადასხვა სახეს იძენს ზოგადი ვითარებისა და კერძო შემთხვევების შესაბამისად თუმცა კანონის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოსულ, მონათლულებს წმიდა სამების სახელით და ამასთანავე მღვდლების მიერ, რომელთაც აქვთ სამოციქულო მემკვიდრეობა, იკონომიით მისაღებად შეერაცხებათ ნათლისღება.
აქ უნდა გავიახროთ შემდეგი: ეკლესიას, როგორც საღმრთო მადლის საგანძურის მფლობელს, შესწევს ძალა, აღავსოს ღმრთიური მადლით საიდუმლოს ის წესი, რომელიც აღსრულდა ამა თუ იმ მწვალებლურ, ან სქიზმატურ ქრისტიანულ განშტოებაზე. რადგან ის, ვისზედაც აღსრულდება საიდუმლოს გარკვეული წესი, მოექცევა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
ძირითადი კანონები, რომლებიც მიემართება მწვალებელთა და სქიზმით განყოფილთა მართლმადიდებლობად მოქცევის წესებს. ესენია: ლაოდიკიის მე-7 და მე-8 კან. ბასილი დიდის 1-ლი კან. IL მსოფლიო კრების მე-7 და V-VI მსოფლიო კრების 95-ე კანონი.
აღნიშნული კანონებიდან მომდინარეობს დასკვნა, რომ ეკლესია:
L გამოჰყოფს მწვალებელთა შორის ისეთებს, რომელ ნიც „ახლად უნდა მოინათლონ“ ანუ, რომელთაც კვლავაც მართებთ ნათლისღება, და ისეთებს, რომელთაც არ მართებთ ახლად ნათლისღება.
შენიშვნა: „ახლად მოსანათლავს“ ვათავსებთ ბრჭყალებში, რადგანაც კანონიკურად არ არსებობს ახლად ნათლისღება – ითვლება, რომ პირველი ნათლისღება არ აღსრულებულა, რადგან არ იყო უფლება და ძალმოსილება.
ამრიგად, ეკლესია უარყოფდა იმ მწვალებლების ნათლისღებას, რომლებსაც არ სწამთ წმიდა სამება, და შესაბამისად, არ ინათლებოდნენ მისი სამი პირის სახელით. და პირიქით, ეკლესია იწყნარებდა იმ მწვალებელთა ნათლისღებას, რომლებსაც სწამდათ წმიდა სამება და მხოლოდ მცდარად "სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები და მწვალებლები ერთმანეთს შორის ამგვარად შეიძლება განვასხვაოთ: ა) რომელთაც სწამთ რაღაც განსხვავებული მართლმადიდებელი ეკლსიის სარწმუნოებისაგან და ამასთანავე არ არიან განკვეთილნი, ეწოდებათ ან უნდა ეწოდოთ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები. ბ) რომელთაც სწამთ. და ასწავლიან რაღაც განსხვავებულს იმისგან, რაც სწამს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამასთანავე არიან განკვეთილნი ეწოდებათ და არიან მწვალებლები. გ) რასაკვირველია, მათაც, რომლებიც არ არიან განკვეთილნი, რაკი ასწავლიან და ქმნიან კიდევაც მწვალებლობას (ერესს), შეიძლება ეწოდოს მწვალებლები (ერეტიკოსები). მხოლოდ გამოთქმას, რომ ისინი მწვალებლები არიან, გარკვეულწილად იქნებ მოვერიდოთ, მანამ, სანამ ეკლესია სინოდური წესით არ დაადგენს ამას.
სწამდათ მისი, ან ეკლესიის რაიმე სხვა მოძღვრებისა. ამათ მოეთხოვებოდათ მხოლოდ ხელის მოწერა ლიველონზე”, რომელიც შეაჩვენებდა მწვალებლობას და მათ იწყნარებდნენ მირონცხებით, რაკი მათზე აღსრულებულიყო ნათლისღება ეკლესიის კანონიკური წესით.
II. ეკლესია მუდამ უფრო მოქნილი იყო სქიზმით განყოფილთა შეწყნარების თაობაზე. ნათლისღება, რომელიც აღსრულებულ იყო მათზე, შეწყნარებული იყო და „აღივსებოდა“ ის წესი ღმრთიური მადლით, რაც განყოფილთ აკლდათ განყოფის გამო ქრისტიანული სიყვარულისა და სიმდაბლით აზროვნების ნაკლებობის გამო. ამიტომაც სქიზმით განყოფილნი ახლად არ ინათლებიან, არამედ შეწყნარებულ არიან მართლმადიდებლობის წიაღში სინანულის იმ განაცხადის შედეგად, რომლითაც უარს ამბობენ სქიზმისათვის პასუხისმგებელ მთავრებზე.
ზემოთწარმოდგენილი კანონიკური დებულებები ფორმულირებულია საყოველთაო ეპისტოლეს ან ეკლესიის ოქმების სახით, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დღევანდელი მწვალებლებისა თუ სხვა აღმსარებლობისა ან სქიზმით განყოფილთა მიღების ძირითადი წესები, ესენია:
(00) მონოფიზიტები, კოპტები და სომხები შეწყნარებულ იქნებიან მათი ბოროტმადიდებლობის (მწვალებლობის) წერილობითი აღიარების შედეგად, მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარებითა და წმიდა მირონცხებით.
(2) რომაელი კათოლიკეები კანონით შეწყნარებულ. არიან. მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობისათვის ლიველონზე ხელმოწერით (რწმენის სიმბოლოს საჯარო განცხადებით) და წმიდა მირონცხებით. აქ საკმარისი არაა ლიველონი განყოფის მთავართა უარყოფისათვის, რადგანაც სქიზმის გარდა აქ სახეზეა მცდარი დოგმატური. მოძღვრებები)?
(3ჰ)ანგლიკანები, რომლებიც მოდიან მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, უმჯობესია „ახლად იღონ ნათელი“, რადგანაც საეჭვოა, აქვთ თუ არა მათ ეპისკოპოსებს სამოციქულო მემკვიდრეობა. ამ შემთხვევაში გვმართებს მოქმედება ანალოგიურად იმისა, რასაც აცხადებს კართაგენის 72-ე კანონი. ის კი განსაზღვრავს, რომ დაეჭვების შემთხვევაში, – ანუ, არის თუ არა ესა თუ ის ყრმა მონათლული, – უთუოდ საჭიროა მისი ნათლისღება.
(6, პროტესტანტები მიიღებიან კანონოკური კათაკმევლური დამოძღვრებისა და ნათლისღებისა და მირონცხების შედეგად. ეს იმიტომ, რომ მათზე შეწყდა სამოციქულო მემკვიდრეობა – აუცილებელი წინაპირობა ყოველთა ? ლიველლონი (0 2-(882.X0C, IIხCIIს§) – წიგნაკი, წერილი, საბუთი, ,,ქარტაი სიმტკიცისაი“, რომელიც მოეთხოვებოდათ მწვალებლებს მართლმადიდებლობისაკენ მოქცევის. შემთხვევაში. დიდი სჯულის კანონი თბ. 1975 წ. გვ. 593. (რედ). "შდრ. ნ60ი-I02Xი), 261. C”, C§).. 147 და 614..., 1756, წლის ფორმულირება რომაელ კათოლიკეთა ახლად ნათლისღებისათვის.
საიდუმლოებათა ძალმოსილებისთვის. გარდა ამისა, მრავალ პროტესტანტს (მათ სხვადასხვა განშტოებებს) არ სწამთ ერთარსება სამება.
(67 ძველი სტილის მიმდევრობისათვის სქიზმით განყოფილთათვის, რომელთა მიმართ მაინც განცხადებულია სამოციქულო მემკვიდრეობა, საჭიროა აღესრულოს ზემოთ აღნიშნული, სქიზმით განყოფილთათვის დადგენილი პროცედურა.
შენიშვნა. 1. აქაც აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა ჯგუფური მოქცევისათვის, იკონომიით, თავდაპირველად პროცედურა შეიძლება შედარებით მოქნილი იყოს. ცხადია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გაერთიანების შემთხვევაში აღნიშნული თემა განხილულ უნდა იქნას საგანგებოდ, შეთანხმების თანახმად.
ამასთანავე, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში პროტესტანტების ჯგუფური მოქცევის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას სამარიელებთან დაკავშირებული პრეცედენტი (საქმე მოც. 8,14-17): „ესმა რაი უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალშმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუათ ღმრთისაი, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნიიგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვს, რაითა მიიღონ სული წმიდაი. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედამოწევნულ სული წმიდაი, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუისითა. მაშინ დაასხმიდეს ველთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი“.
შენიშვნა. 2. იგულისხმება, რომ მართლმადიდებლობაზე მოქცეული სხვა სარწმუნოების მრავალი წარმომადგენელი კმაყოფილი არ იქნება შესაბამისი პროცედურით. მაგ. მათ შეიძლება ვერ იგრძნონ დაკმაყოფილებულად თავი, რაკი „ხელახლა არ მოინათლნენ“. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობით აღჭურვილი, კომპეტენტური საეკლესიო ორგანოები უნდა აჰყვნენ სხვადასხვა პიროვნულ, ფსიქოლოგიური ხასიათის პრეტენზიებს, დაინტერესებულთა მისწრაფებებს, მათ ტენდენციებს. საბოლოო შედეგად მაშინ მივიღებთ უწესრიგობას და, შესაძლოა უკიდურესი სუბიექტივიზმი დამკვიდრდეს ეკლესიის წიაღში. ·
5. ეკლესიის წიაღში შემოსვლის შედეგები
მორწმუნე, რომელიც შემოვიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში – ან უშუალოდ მოინათლა, ან მოექცა. ამა თუ იმ მწვალებლობასა ან სქიზმისგან, – რაკი მან დაიცვა ზემოთ წარმოდგენილი წინაპირობები, – იგი მიკუთვნებულ იქნება ქრისტეს სხეულს, ანუ გახდება ეკლესიის ორგანული, კანონიკური და სრულუფლებიანი წევრი. ეკლესიის სხეულთან ქრისტიანის ეს ორგანული და ქარიზმატული ერთიანობა ანიჭებს მას გარკვეულ უფლებებს და აკისრებს შესაბამის მოვალეობებს. შდრ. მოციქული პეტრეს სიტყვები: „ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებათა. მიუთხრობდეთ, რომელმანიგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკყრველსა მას ნათელსა მისსა“ (LL. ” პეტრე 2,9). 1. უფლებები:
1) მონაწილეობა (როგორც საერო პირი, ან მონაზონი, ან სასულიერო პირი) ეკლესიის ყველა საიდუმლოებასა და განმწმედელ ქმედებებში.
2) მონაწილეობა ეკლესიის ადმინისტრაციულ თუ ჰუმანურ საქმიანობაში.
3) უფრო ზოგადად – მონაწილეობა უფლის სამღვდელმთავრო, წინასწარმეტყველური და სამეუფო საქმის აღსრულებაში.
II. უფლება-მოვალეობები:
1) საკუთარი „მე“-ს უარყოფა და ეკლესიის თავის, უფლის ნებისადმი დაქვემდებარება.
2) მორჩილება ქრისტეს მცნებებისადმი და შეგონებებისადმი ან ეკლესიის მწყემსთა რჩევებისადმი.
3) ქრისტეს სარწმუნოების აღსარება და მისი გარდამოცემა, მოყვასისადმი სიმდაბლითა და სიყვარულით.
4) მონაწილეობა ლიტურგიკულ მოქმედებაში, სხვა თავყრილობებსა და მსვლელობებში: ა) ეკლესიისა საერთოდ და ბ) სამრევლოსი კონკრეტულად.
5) თანადგომით ეკონომიკური შემწეობა ეკლესიის საჭიროებისათვის და ეკონომიკურად გაჭირვებული მისი წევრებისათვის.
მომდევნო თავებში ჩვენ უფრო დაწვრილებით, კანონიკური სამართლის წყაროებზე დაყრდნობით წარმოვაჩენთ ეკლესიის წევრთა უფლებამოვალეობებს; იმას, რაც მანამდე უბრალოდ მოვიხსენიეთ. რადგან შეძლებისდაგვარად ზუსტი ცოდნითა და სარწმუნოებით, შეძლებისდაგვარად ზედმიწევნით აღვასრულოთ მემკვიდრეთა მისთა, მოციქულთა. მეშვეობით ჩვენს შორის დამკვიდრებული მცნება იესოსი, ვიდრემდის მოველოდეთ მოვლინებასა ნუგეშინისმცემლისასა ჩვენს შორის. ეს აღგვითქვა ჩვენ თავად უფალმა, რომელმაც თქვა: „და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20). და დასძენდა: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუალ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაითა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე“ (იოანე 14,15-16).