← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 5: კანონიკური სამართალი და ეკლესია

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 5: კანონიკური სამართალი და ეკლესია

1. კანონიკური სამართლისა და ეკლესიის ურთიერთობა

პრობლემა, რომლითაც დაკავებული იყო და ახლაც დაკავებულია კანონიკური სამართლის მეცნიერება, ეს არის საერო, სამოქალაქო და საეკლესიო კანონთა ურთიერთმიმართება. და ეს იმიტომ, რომ ადამიანთა კანონი თავსმოხვეულია ძალით, იგი იძულებითია. ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება საკითხი: რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანულ ეკლესიას, სიყვარულის, მადლის და თავისუფლების თანაზიარებას კანონთან, ანუ, იმასთან, რაც არის იძულებისა და ძალადობის გამოხატულება? იგულისხმება, ცხადია, ის ფაქტიც, რომ ქრისტემ, ეკლესიის თავმა, თავისი ზორცშესხმით, ჯვარცმით თავისი მსხვერპლით „მოგყყიდნა წყევისა. მისგან სჯულისა“ (გალ. 3,13).

ეს პრობლემა არის მრავალთათვის გადახრებისა და განსხვავებების შედეგი; იმისა, რაც წარმოჩენილია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წევრებსა და პროტესტანტებს შორის. ასე, რომაულ-კათოლიკური ეკლესია ეფუძნება გარეგნულ ორგანიზაციას, ანუ ხაზგასმით გამოკვეთს ფორმას, ეკლესიის არსის საზიანოდ, და პროტენსტანტები მას უწოდებენ სამართლის სჯულის ეკლესიას (IL60ხL§MICხ0), რომელიც უპირისპირდება ეკლესიას, როგორც სიყვარულით თანაზიარების (LI6ხ09VX0ხ6) არსს. მაგრამ პროტესტანტებიც, რაკი ხაზგასმით გამოკვეთენ ეკლესიას, როგორც „სარწმუნოებისა და სიწმიდის გულში ზიარების“ შინაარსს, უგულვებელყოფენ ეკლესიის ხილულ, გარე სახეს, ან მას მეორადი მნიშვნელობისად მიიჩნევენ და. ცალმხრივად ემხრობიან მხოლოდ შინაგან არსს.

ეს თეზისები და ანტითეზისები საფუძვლად დაედო ცნობილი პროტენსტატი კანონისმცოდნის რუდოლფ ზომის (ბსძიIიხ §0ხMი) თეორიას, რომლის მიხედვითაც „ეკლესიის არსი და სამართლის არსი ავლენენ ანტითეტურ (ურთიერთდაპირისპირებულ) მიმართებას! ანდა იმას, რომ „ეკლესიას თავისი ბუნებით არ სჭირდება კანონიკური სამართალი“? მაგრამ ორივე მოსაზრება – რომაულ-კათოლიკურიც და პროტესტანტურიც, ისევე, როგორც ზომის თეორია, აშკარად გადახვევაა ქრისტიანობის პირველი წლების ერთიანი და დაუყოფელი ეკლესიის აზრებისაგან წმიდა კანონთა. შესახებ.

ყველა შემთხვევაში ამ პრობლემამ, რომელიცაა „ეკალი“ (პროფ. მეიენდორფის მიხედვით), კანონიკური სამართლის მეცნიერებათა ბ. 5ძხიი, ნინიი ძის ტომ. 0IC 650ხ)CჩIII0ხ6ი. ფსიძIმყ6ი, LCIი218 1892, იმ§1იი. 2, 50ხიი, დასახ. ნაშრ. გვ. 3: ,,0)6 ICCხ6 VIII XონLIი ძრ§ VV656ი§ LCIი. წელჩტი იხ!“ შდრ. IთV. MისითL(ზის, #ტIთდიილ»”0ნიეთ, ბMM0დIIICნსთL XXL V6CანითL 2662.(66LC 8V თრ ბსიიინთ XC ნთყთს0%C007CIC ”ნითაეთ!თC, ·0”VთL 1961, თწ).. 5-6.

კორპუსისათვის, ხელი შეუწყო კანონის მეცნიერებს, რათა თავიდანვე სიღრმისეულად შეესწავლათ ეკლესიისა და კანონის ურთიერთობები. და ღირს, ჩვენც შემოვიტანოთ რამდენიმე შენიშვნა, რათა სწორად გავიაზროთ აღნიშნული პრობლემა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ იესო ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ სჯულის წყევლისაგან, მაგრამ სრულად არ გაგვათავისუფლა ძველი აღთქმის სჯულისაგან, რაც აღვნიშნეთ კიდეც კანონიკური სამართლის წყაროებზე საუბრის დროს. საღმრთო წერილის სხვა ადგილას თავად უფალი გვეუბნება: ,ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა, გინა წინაისწარმეტყუელთა; ვიდრემდის ყოველივე იქმნეს“ (მათე 5,17)3 და უფალმა ნამდვილად განახორციელა „სრულყოფა“ სჯულისა, სულ მცირე, სამგვარი გზით: ა) თავისი ხორცშესხმითა და სჯულისმიერ დადგენილის საქმეში განხორციელებით. ბ) ჯვარცმის გზით, თავისი მსხვერპლით. გ) ახალი აღთქმის კანონმდებლობის, ანუ სიყვარულის მცნებათა შემოტანით. ასე „შესრულდა“, „აღსრულდა“ და „სრულ-იქმნა“ ძველი აღთქმის სჯული და წინასწარმეტყველება.

საერთოდაც, შეუძლებელია, რომ ქრისტეს გაეუქმებინა ძველი აღთქმის სჯული, და ზოგადად, ნებისმიერი სჯული, რადგან ეკლესია წარმოადგენს. ადამიანთა ერთობას. და ჩვენ ვუწყით, რომ სადაცაა ერთობა, იქ აუცილებლად არის სამართალიც. დედამიწაზე მორწმუნეები, რომლებიც. წარმოადგენენ მებრძოლ ეკლესიას, არიან ადამიანები ტრავმირებული სულით C,ხატისამებრი”' მსგავსების შებღალვით) და მრავალი უძლურებითა და ვნებით დამძიმებული ზორცით. და ამის გამო მათდა სამკურნალოდ აუცილებელია, მათ სძლიონ თავიანთ სისუსტეებსა და უძლურებას, რათა მიაღწიონ „მიმსგავსებას“ და გარკვეული მცნებებითა და კანონებით იხელმძღვანელონ. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების გზამკვლევი და ნიშანსვეტი. სწორედ ამ აუცილებლობას აკმაყოფილებს კანონიკური სამართალიც, რომელიც ეკლესიის წმიდა კანონთა საფუძველზე წარმოაჩენს წრფელსა და მართალს, აუცილებელ და უსაფრთხო გზას ქრისტესმიერი სრულყოფილებისათვის. ამასვე ადასტურებს მოციქულ პავლეს სიტყვები. გალატელებისადმი: „სჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებითა განვმართლდეთ“ (გალ. 3,24).

ამასთანავე, აუცილებელია, დავძინოთ შემდეგი: წმიდა კანონები, როგორც აღვნიშნეთ, წარმოადგენენ ეკლესიის შეგნების, მისი პიროვნების წესის გამოხატულებას, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი დაპირისპირება ეკლესიასა და წმიდა კანონებს შორის. კანონები (სჯული), რომლებიც მიემართება ეკლესიის ცხოვრებას, მის ორგანიზაციასა და ერთიანობას, 3 შდრ. აგრეთვე რომ. 3,31. „აწ სჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? – ნუ იყოფინ, არამედ სჯულსა დავამტკიცებთ“.

გამოხატავენ ეკლესიის ბუნებას; მაშინ, როდესაც კანონები (სჯული) მიმართული მორწმუნეებისადმი, გამოხატავს ეკლესიის სამრევლო დანიშნულებას და მის ზრუნვას მათდამი. ასე განიმარტება ის ფაქტიც, რომ ეკლესია თავისი სამრევლო მსახურების აღსრულების დროს სარგებლობს უფლებამოსილებით, რათა დროებით გადაიხაროს კანონთა ზუსტი დაცვისაგან (აკრიბია) შეწყალების (იკონომიის) გარკვეული საზომის საფუძველზე. ამას იგი მიმართავს იმისათვის, რომ კანონიკური ტრადიციით, აკრიბიის დაცვით დაბრკოლება არ შეუქმნას ადამიანთა წარმატებას ცხოვნების გზაზე. აკრიბია წმიდა კანონებით ხელმძღვანელობის დროს, ისევე, როგორც „იკონომიით“ გადახვევა, გამოხატავს ეკლესიის შეუდრეკელ წინსვლას თავისი დანიშნულებისა და მიზნისაკენ, რაც ადამიანის სრულყოფასთან, მის თავისუფლებასა და ცხოვნებასთანაა გაიგივებული. ამ შინაარსით, წმიდა კანონებს არა აქვთ კატეგორიული (სამართლებრივი, იურიდიული) გაგება, არამედ ეკლესიოლოგიური, სამრევლო და სოტერიოლოგიური ხასიათი. | ამიტომაც კანონიკურ სამართალს ბევრ შემთხვევაში ეწოდება მადლისა ან თავისუფლების სამართალი. "კანონიკური სამართლის ხასიათს არა აქვს არავითარი კავშირი ადამიანთა სამართლის პოზიტიურ (ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ და კატეგორიულად თავსმოხვეულ) ხასიათთან. |

2. კანონიკური სამართალი და თავისუფლება

აღინიშნა, რომ არსებობს პრობლემური საკითხი ეკლესიასა და კანონიკური სამართალის მიმართებებს შორის. რადგანაც სამოქალაქო, ადამიანური (პოზიტიური) სამართლის მიმდევრებისთვის, (იურისტებისთვის) კანონი წარმოჩენილია, როგორც ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო, ან შემზღუდველი ფენომენი მაინც. თუკი დავუშვებთ, რომ ადამიანური კანონი იძულებითია, ამას ვერ ვიტყვით საღმრთო სჯულსა და ეკლესიის კანონებზე, რომლებიც გვკარნახობენ ყოველივე მართებულს, და რაკი საეკლესიო კანონები გვანიჭებენ მართებულებას, ჭეშმარიტებას და სიმართლეს, ამიტომაც სამართალი მიემართება კანონთა "შემწეობით თავისუფლების მოპოვებისათვის. იესო ქრისტემ თქვა: „უკეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ; და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8.31-32). ქრისტესმიერი ჭეშმარიტებით, მართლაც, შეიძლება თავისუფლება მოვიპოვოთ, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მართლაც ვცნობთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებით შეიძლება თავისუფლები გავხდეთ, არა წინასწარ, ან რაიმე სხვა გზით. ეს გულისხმობს მომავალ დროს – „განვთავისუფლდებით“. განვთავისუფლდებით მაშინ, როდესაც შევიმეცნებთ ქრისტესმიერ ჭეშმარიტებას. იქნებ ამ თავისუფლებაზე განაცხადებს მოციქული პავლეც, თუნდაც არა უშუალოდ, როცა იგი სვამს კითხვას: „არა ვარა აზნაურ? (ანუ თავისუფალი) ანუ არა უფალი ჩუენი იესო ქრისტე თუალითა ვიხილეა?“ (L კორ. 9,1). ხილვა იესო ქრისტესი, ცნობა მისი, მამასთან ერთობა წარმოადგენს ნამდვილ თავისუფლებას. შდრ. იოანე 8,36: „უკეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ“ და გალ. 5,1: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა (გაგვათავისუფლა) მტკიცედ სდეგით“.... შესაბამისად, ვიტყვით: ნუ დავივიწყებთ იმას, რასაც მივყავართ ქრისტეს ხილვად ჭეშმარიტების შემეცნებისათვის, ნუ დავივიწყებთ იოანესაც (14,6): „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი“ – ამას მივყავვართ თავისუფლებისკენ. ამიტომაც ქრისტიანული მცნებებიც, გინდ ბიბლიური, გინდ კანონიკური, ვერ დახასიათდება, როგორც აუცილებლობის ან იძულების კანონები, როგორც მონობის სჯული, არამედ – როგორც თავისუფლებისა. ამიტომაც იაკობ მოციქული ლაპარაკობს ,,თავისუფლების სჯულზე“, ანუ „სჯულზე აზნაურებისასა“ და აღნიშნავს: „ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა სრულსა მას აზნაურებისასა და დაადგრა მას ... ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა“ (იაკ. 1,25). აქ აზნაურების, ანუ თავისუფლების სჯულთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ასევე დახასიათება: „სრული სჯული“. ეს არის დახასიათება, როგორც აღვნიშნეთ, თანაარსებობისა, რადგან უფლის სჯული სრულია და უცდომელი, ამიტომაც მივყავართ მას თავისუფლებისაკენ – „აზნაურებისაკენ“. ამ ორი დამახასიათებელი თავისებურებებით სახარების სჯული, საღმრთო სჯული არის უნიკალური. აღნიშნული მონაკვეთი გამიჯნავს ამ. სჯულს ყველანაირი, ადამიანური კანონებისაგან და ნუ გვგონია, რომ მხოლოდ ზვხული, არამედ საღმრთო წერილში მოცემული მცნებებიც ამ მახასიათებლებით გამოირჩევა. ამავე თავისებურებებით გამოირჩევა საეკლესიო კანონებიც, სჯული მთელი ეკლესიისა. და ზუსტად ამ დამახასიათებელი თავისებურებებით რომ გამოირჩეოდნენ და მოქმედებდნენ ეკლესიის კანონები, ამისათვის სულიწმიდის შემწეობით დაამუშავეს ისინი ეკლესიის მამებმა, ისე, რომ მიაღწიონ და დაიცვან სრულყოფილება და უზრუნველყონ თავისუფლებაც. ხოლო იმისთვის, რომ ეკლესიის მამებმა საგანგებო ყურადღება დაუთმეს იმას, რათა შეურყვნელად ყოფილიყო დაცული ქრისტიანული ჭეშმარიტება, ვიტყვით სხვაგან, სადაც ჯერ-არს. შეგახსენებთ V-VI და VII მსოფლიო საეკლესიო კრებების პირველ მოწმობებს. ხოლო იმისათვის, რომ “საგანგებო ყურადღება დავუთმოთ და დავიცვათ ქრისტესმიერი თავისუფლება, საგანგებოდ ხელთ გვაქვს IIL მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი, სადაც აღნიშნულია: „საქმე გარეშე წესთა ეკლესიისათასა და კანონისა წმიდათა მამათაისა განახლებული თავისუფლებისა ყოველთაისა განმრყუნელი მომითხრა ჩუენ ღმრთისმოყვარემან თანაეპისკოპოსმან ჩვენმა რიგინოს ... აქუნდინ უკუე თავისუფლებით და უიძულებლად ... რაითა არცა კანონსა მამათასა გარდაჰვდენ, არცა სახესა შინა მღდელობისასა ზუაობით “სოფლიოისა მთავრობის მოყვარებისაი იპოოს, არცა წარვწყმიდოთ თავისუფლებაი მცირედ-მცირედ დამვიწყებელთა მისთა, რომელი თვსითა სისხლითა მოგუანიჭა ჩვენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, განმათავისუფლებელმან ყოველთა კაცთამან“.4 ყოველივე ამას შეიძლება დავძინოთ კიდევ შემდეგი: თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება არის ქრისტესმიერი ჭეშმარიტების შემეცნებისა და განცდის შედეგი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ესაა ამა თუ იმ ადამიანის განწმენდის, გასულიერებისა და განღმრთობის შედეგი. იგი არსებობს, მას ფლობენ ეკლესიის ის წევრები, რომლებიც განიწმინდნენ, განიღმრთვნენ, გახდნენ „ზებუნებრივნი“. ამას ადასტურებს მოციქული პავლე, როდესაც აღნიშნავს: „ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი (ანუ თავისუფლება) არს“ (II კორ. 3,17). ამასვე ცხადყოფენ წმინდანებიც, რომლებსაც შეუძლიათ, მოახდინონ სასწაულები, ანუ, უკუაგდონ ბუნების კანონები (მიზიდულობის კანონი, ზრწნადობის კანონი, მხეცთა ველური ინსტინქტები და ა. შ.).

იქნებ იკითხოს კაცმა: რატომ გვქვია ჩვენ ეკლესიის წევრები? რისთვის არის საჭირო ეკლესიის ჩარევა ან შუამდგომლობა? მარტო კაცს თავისით არაფერი შეუძლია?

პასუხად ვამბობთ, რომ: ა) „სადაცაა სული უფლისა, იქაა თავისუფლება“, და სრულიად ეჭვგარეშეა, რომ სული უფლისა სუფევს ეკლესიაში. ბ) როგორც ვიცით, ადამიანი დაცემის და ცოდვისადმი მონობისადმი დაქვემდებარების შემდეგ, საჭიროებს არა მარტო გზამკვლევსა და გამზრდელს, არამედ უფლის მადლსაც," რომელსაც მას ანიჭებენ ეკლესიის საიდუმლონი სრულყოფისა და. სულიერებისათვის. და ეს. ყოველივე აქვს. ეკლესიას. პროფ. ან. თეოდორუ წერს: „იმისთვის, რომ საიდუმლონი იყვნენ მადლის აქტიური მოქმედნი, ისინი აუცილებლად უნდა აღსრულდებოდეს კანონიკურად (სჯულისმიერ) ხელთდასხმულ მსახურთა (სამღვდელოების) მიერ, ე. ი. აუცილებლად და მხოლოდდამხოლოდ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ქრისტეს ეკლესიის წიაღში“... · 46 - II0XMჩ, 26ს. 87 თ§).;. 203. ქართული თარგმანი (აქ და შემდგომ, სადაც არ არის საგანგებო მითითება) „დიდი სჯულის კანონიდან“, თბილისი 1975 წელი (მთარგმნელი). 5 შდრ. იესო ქრისტეს სიტყვები: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15,5). 9 ს. რაიბრიის, II Iი(6-ლ0იიიისი10 გ§ თX6V8VC '0იმიბტნის 2სIIჩ070CI, 6V 'ტ0VVთI 1971, თ§?.. 20.

შესაბამისად, არც შეუთავსებლობა, არც შეუსაბამობა თუ დაპირისპირება არ არსებობს საღმრთო მცნებათა და თავისუფლებას C,აზნაურებას“) შორის და, ბუნებრივია, არც ეკლესიასა და საღმრთო სჯულს (კანონებს) შორის.

ზემოხსენებულის საფუძველზე შეუძლებელია მტკიცება იმისა, რომ ცნება ,,სამართალი“' შეუთავსებელია ,,ეკლესიის“ ცნებასთან, ან რომ ეკლესიის არსი და მიზანი უპირისპირდება სამართლის არსსა და მიზანს. პირიქით, კანონიკური სამართალი ურყევად არის დაკავშირებული ეკლესიის არსებობასთან მისი დაარსების პირველივე წამიდან. ურთიერთდამოკიდებულება და ისტორიული თანაარსებობა კანონიკური სჯულისა ანუ საეკლესიო სამართლისა გამოჩნდება მომდევნო პარაგრაფებიდან, რომლებსაც წინამდებარესთან ერთად წარმოვადგენთ.

3. ეკლესიის დაარსება, განსაზღვრება და თავისებურებები

ქრისტეს ეკლესიის დაარსება, როგორც ეს დოგმატიკიდან არის ცნობილი, ურყევადაა დაკავშირებული საღმრთო განგებულების საიდუმლოსთან. ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება მოციქულებზე სულიწმიდის მოფენა. იესო ქრისტემ უკვე ამქვეყნად მოსვლისა და განკაცებისთანავე „ეკლესიის ხორცით შეიმოსა“, მაგრამ სულიწმიდის გარდამოსვლამ მეერგასე (ანუ აღდგომიდან 50-ე) დღეს დააყენა ეკლესია მის ისტორიულ გეზზე, ვიდრე ბოლო ჟამამდე, უფლის სასუფევლის აღსრულებამდე. უფლის აღდგომის შემდეგ მისი მოწაფეები ორმოცი დღით წავიდნენ გალილეაში, როგორც მათ თავად უფალმა უბრძანა. იქ იესო მიეახლა თავის მოწაფეებს. და უთხრა: „მომეცა მე ყოველი პელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ; და აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.“ (მათე 28,18-20, შდრ. მოციქულთა 50-ე კანონი).

იესო ქრისტეს ეს სიტყვები, საღმრთო წერილის ეს მონაკვეთი წარმოადგენს დამფუძნებელ აქტს, საყოველთაო ეკლესიის საწესდებო ქარტიას, მის „ყოვლისმომცველ“ კონსტიტუციას. ამგვარად, ეკლესიის დაარსება წამოჩენილია, როგორც ქრისტეს ,,ხელმწიფების” შედეგი. რადგან პირველად უფალი ამბობს, რომ მას მიეცა ყოველი „პელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“, და კვალად, უფალი ჰგზავნის თავის მოწაფეებს კაცთა შორის, ყოველ წარმართთან, რათა დაადგინოს ისინი თავისი ეკლესიის წევრებად. მაშასადამე, დაარსების პირველ წამისთანავე ეკლესიამ შეიძინა გარკვეული ძალმოსილება, რასაკვირველია, საღმრთო ძალმოსილება, რადგან მას იგი უფლისაგან, ქრისტესგან მიენიჭა.

უფლისაგან.ეს ხელმწიფება გადმოეცა მის მოწაფეებს. გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა...“ (მათე 18,18; შდრ. მათე 1619 და იოანე 20,23) – ანუ, უფლის მოწაფენი, რაკი მათ მიიღეს უფლისაგან ეს მცნებები, ხელმწიფება და უფლებამოსილება, და სულიწმიდის მადლი მათზე სულის მოფენით, ისინი დადგენილ იქნენ „ათორმეტ საფუძვლად“ (გამოცხ. 21,14) ეკლესიისა, კლდეებად, რომელთა ზედა აღაშენა უფალმა თავისი ეკლესია (მათე 16,18).

ისტორიაში ეკლესიის გზა არის მუდმივი განმეორება სულიწმიდის მოფენისა. ეკლესია, როგორც უ, კუნითი-უკუნისადმე მყოფი ქრისტე, სულიწმიდით ერთ სხეულად აერთიანებს მის წიაღში ყოველს, ადამიანთა მოდგმის საცხოვნებლად. სულიწმიდის მოფენის მოციქულები გახდნენ ქრისტეს აღდგომის მოწამენი და ქრისტესმიერი ცხოვნების მქადაგებლები იმ ხელმწიფებით, რომელიც მათ მიანიჭა ღმერთმა „აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ (II კორ. 13,10). შემდგომ ეს ხელმწიფება, რომელიც შედგება სამღვდლო, სამეუფო და საწინასწარმეტყველო ძალაუფლებისაგან, გადაეცა მოციქულთა მემკვიდრეებს, ყოველი ეპარქიის ეპისკოპოსებს და მათ წარმომადგენლებს.

შენიშვნა: იესო ქრისტე არის დიდი მღვდელთმთავარი, ეკლესიის ეპისკოპოსი, ზეაღმატებული ყოველ დროსა და ადგილზე.

მოციქულები იყვნენ ეკლესიის ეპისკოპოსები, ზეაღმატებულნი ადგილისა, მაგრამ განსაზღვრულ დროში.

მღვდელმთავრები არიან ეკლესიის ეპისკოპოსები გარკვეულ დროსა და ადგილზე.

ზემოთწარმოდგენილის მიხედვით შეიძლება მიახლოებით განვსაზღვროთ ეკლესია. ვამბობთ, „მიახლოებით“, ვინაიდან ეს განსაზღვრება იქნება უფრო აღწერილობითი, ვიდრე არსებითი. რადგანაც ეკლესია, თავისი წარმომავლობით, არსითა და ბუნებით არის დიდი საიდუმლო (შდრ. ეფეს. 5,32), შეუძლებელია მთელი სიგრძე-სიგანითა და სიღრმით მისი ზუსტი განსაზღვრება, · · ამის შემდეგ შეიძლება აღვნიშნოთ ისიც, რომ ეკლესიასთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები ბუნდოვანია და გაურკვეველი; ბოლო რაკი ბუნდოვანია ეს ცნებები, ეკლესიის განსაზღვრებაც არ გვაქვს. ამგვარ გაურკვევლობას ხელს უწყობს საღმრთო წერილის ერთი განუმარტავი და გაურკვეველი ადგილი, სადაც ნათქვამია: „რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი 7 უფრო დაწვრილებით იხ. IIთV. MX0%|, 9 X6ით 200 :/ტ». II6იის, 40წVთL 1980 (ამონაბეჭდი ჯურნალიდან ,,86602.0/(თ“).

ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არაწმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან“ (I კორ. 7,14). ამიტომაცაა, რომ საღმრთო წერილიც და ეკლესიის მამებიც ერიდებიან, რათა წარმოადგინონ ცნება „ეკლესიის“ კონკრეტული განსაზღვრება და მხოლოდ ამჯობინებენ მიმსგაგსებით, სახისმეტყველებით შემოიფარგლონ. ასე, ისინი მას ახასიათებენ, როგორც ქრისტეს სძალს, როგორც ქრისტეს სხეულს, როგორც უფლის სახლს, როგორც კიდობანს, როგორც დედას ყოველთა, როგორც ზეციურ იერუსალიმს, როგორც მარადიულ ქალაქს, როგორც ნავთსაყუდელს, როგორც მთას, როგორც სარწმუნოების სასწავლებელს, როგორც სვეტს ჭეშმარიტებისა, როგორც კრებას, როგორც ღმრთის სასუფეველს და ა.შ.

საეკლესიო სჯულის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგი განსაზღვრება: ეკლესია არის ერთადერთი ღმერთკაცებრივი დაწესებულება (სხეული), რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა მოდგმის საცხოვნებლად და წარმოადგენს ერთობით მთლიანობას ყველა იმათი, ვისაც სწამს ქრისტე და ერთ-არიან სულიწმიდით, მის მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა მეშვეობით.

იესო ქრისტემ დააარსა თავისი ეკლესია და შეკრა იგი განსაზღვრული ზხელმწიფებით, რათა მტკიცე იყოს ერთიანობა, და ადამიანთა ცხოვნება – უეჭველი. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ბუნებრივია და არსებითი, ვიცოდეთ, თუ როგორია ეს ეკლესია; იმისთვის, რომ დავიცვათ მასში ერთობა, ანუ დავიცვათ მისი მეშვეობით თავი, ამისათვის გვმართებს, მოვიხსენიოთ ეკლესიის თავისებურებები, რათა წარმოვიდგინოთ მისი ყველაზე სრულყოფილი ხატი, და რათა ვიცნობდეთ მის მახასიათებლებს. ეს მახასიათებლები, როგორც გადმოგვცემს რწმენის სიმბოლო, შემდეგია:

1) ეკლესია არის ერთი, იგი წარმოადგენს ერთ მთლიანობას, ერთ სხეულს, რომლის თავი არის ქრისტე, ძე და სიტყვა ღმრთისა, და წევრები – ყველა, ვისაც ჭეშმარიტად სწამს მისი.

2) იგი არის წმიდა, რადგან წმიდაა მისი. დამფუძნებელი. და. მთავარი, ქრისტე, რომელიც განწმედდა და განწმედს თავისი სისხლით. მისი და ეკლესიაში. მოქმედი სულიწმიდის მადლით განიწმიდება ეკლესიის ყოველი წევრი.

3) ეკლესია არის კათოლიკე. ე-ი. მისი დანიშნულებაა, მოიცვას ,თავყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაი-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (ეფეს. 1,10). ეკლესიის კათოლიკურობა არ მოიაზრება მხოლოდ მსოფლიურობის (ეკუმენურობის) ჰორიზონტალური ხაზით, რადგანაც ეკლესია მოიცავს არა მხოლოდ იმათ, ვისაც სწამს ქრისტე, არამედ – ვერტიკალური გაგებითაც; რაკი იგი მოიცავს ყოველს, რომელსაც ოდესღაც სწამდათ ან სამომავლოდ ირწმუნებენ ქრისტეს, და უმეტესად იმის გამო, რომ ეკლესიაში (და ამ გზით) დაცულია და ცხოვრებით შეურყვნელად განიცდება ქრისტესმიერი სავსების ჭეშმარიტება. მაშასადამე, ეკლესიის კათოლიკურობა ჰორიზონტალურად გამოიხატება მის მსოფლიურობაში (კუმენურობაში), ვერტიკალურად კი – ქრისტესმიერი გამოცხადების სისავსით. ამიტომაცაა, რომ კათოლიკე ეკლესიად ითვლება ყოველი ადგილობრივი ეკლესია, რომელიც ცხოვრობს ამ ეკუმენურობითა და სისავსით. ამრიგად, კათოლიკურობა გულისხმობს არა მარტო ადგილობრივი ეკლესიების ერთობლიობას, არამედ – კათოლიკე ადგილობრივ ეკლესიებსაც, რომლებიც ცალკეულადაც და ერთადაც, ერთობით „სულისასა საკრველითა მით მშკიდობისაითა“ (ეფეს. 4,3) წარმოადგენენ ერთ კათოლიკე ეკლესიას.

4) ეკლესია არის ამასთანავე სამოციქულო, რადგან იგი დაფუძნებულია „ათორმეტსა საფუძველსა“ ზედა (შდრ. მათე 16,18 და გამოცხ. 21,14). ამასთანავე, კათოლიკურობა მისი ცალკეული მონაკვეთისა ზორციელდება მისი სამღვდელოების სამოციქულო მემკვიდრეობით (ან, უფრო ზუსტად, სამოციქულო მემკვიდრეობების მეშვეობით) და სამოციქულო სწავლებით, ანუ იმ სწავლებით, რომელიც მოიცავს საღმრთო წერილსა და სხვა საღმრთო გარდამოცემას.

შესაბამისად, ეკლესია არ არის მარტივი სხეული (კორპუსი), ან იურიდიული პირი, შედგენილი ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც ამა თუ იმ დროის შუალედში ცხოვრობენ დედამიწაზე. ეკლესია არის ღმერთკაცებრივი ორგანიზმი, რომლის თავი არის ქრისტე, ხოლო სხეული =– ყოველი ქრისტიანი „ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“, ვინც კი განეკუთვნება ან მოზეიმე, ან მებრძოლ ეკლესიას.

საერთოდ, ქრისტიანულ ეკლესიას ყოველი სხვა ორგანიზაციისაგან ის განასხვავებს, რომ მასში სამოციქულო მემკვიდრეობისა და სწავლების დაცვით არსებობს და მოქმედებს სულიწმიდა (შდრ. იოანე 14,15-17: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით (ამბობს უფალი), და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაითა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე, სული იგი ჭეშმარიტებისაი, რომელი სოფელსა ვერ პელ-ეწიფების მოღებად“).

მაშასადამე, ეკლესია, რომლის თავი არის იესო ქრისტე, დადგინდა, რათა შექმნილიყო უეჭველი სივრცე, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა წმიდათა გამოვლენა და მათი ცხოვნება. ამ უეჭველობას ხაზგასმით აღიარებს პეტრე მოციქულიც, როცა იგი „სულითა წმიდითა“ (საქმე მოც. 4,8) აღიარებს: „და არცაღა არს სახელი სხუაი ცისა ქუეშე (თუ არა იესუ ქრისტეს მიერ), მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა“ (საქმე მოც. 4,12). – ეს ჭეშმარიტება ხაზგასმით აქვს აღნიშნული წმიდა კვიპრიანესაც, რომელიც ამბობს: „ეკლესიის გარეშე არ არის ცხოვნება“ (6XVმ 6C010651მMი ისIIმ §8109).

4. ეკლესიის განვითარება და ორგანიზაცია –

კანონიკური სამართლის ჩამოყალიბება.

ქრისტეს ეკლესია თავიდან შედგებოდა მცირერიცხოვან პალესტინელ ქრისტიანთაგან, რომელთაც მოციქულთა ქადაგებით ირწმუნებს ქრისტე, და მათ მიერვე მოინათლნენ. მოციქულები იყვნენ პირველი ეკლესიის მღვდლებიც, განმგებლებიც და მოძღვრებიც. მაგრამ დროთა განმავლობაში ქრისტიანთა რაოდენობა გაიზარდა. უფრო მეტიც, მოციქულებს სახარების საქადაგებლად ჰმართებდათ გადასვლა სხვა ერებში. პავლე მოციქული ამბობს: ,,წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგნურთა თანმდებ ვარ“ (რომ. 1,14). მაშასადამე, მათ ჰმართებდათ, მოციქულებრივი ღვაწლი თავსედვათ ძველ ქრისტიანულ საზოგადოებებშიც და ახალ თემებშიც, რომლებიც წარმართა შორის მათი ქადაგების შედეგად მუდმივად იქმნებოდა. ადგილებზე მათი მოვალეობის შემსრულებლად ირჩეოდა გამოცდილი, სანდო და ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც მოციქულები „,ადგენდნენ“, ხელთ ასხამდნენ ამა თუ იმ განსაზღვრულ ადგილზე სამოღვაწეოდ. „და მან (უფალმა) მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაისწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი... აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა“ (ეფეს. 4,11-12).

ასე შეიქმნა. სამღვდელოების დასი ანუ წესი, რომელიც შედგებოდა მოწესეთაგან (თანამდებობის პირთაგან): ეპისკოპოსებისაგან, მღვდლებისაგან, დიაკვნებისაგან – ცალკეული ადგილობრივი ეკლესიისათვის.

როდესაც ეკლესიას არ ჰყავდა ბევრი მიმდევარი და ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ მოციქულები, ეკლესიის ერითიანობის დაცვა და მისი დანიშნულების შესრულება ადვილი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ავგტორიტეტსა და სწავლებას არღვევდა სხვადასხვა პრობლემები და ახლად წარმოჩენილი ეჭვები. როდესაც მოციქულები მიიცვალნენ, ხოლო საეკლესიო სხეულმა ზრდა-განვითარება განაგრძო, საჭირო გახდა აუცილებლობა გარკვეული კანონიკური წესებისა, რათა მოციქულთა ზედამხედვლობის გარეშე დარჩენილი ეკლესიის წიაღში არ აღმოცენებულიყო არეულობა და უწესრიგობა, ამ არსებით აუცილებლობას, როგორც მოციქულები, ასევე მათი მემკვიდრეებიც ცდილობდნენ მიეღწიათ სულიწმიდის, ნუგეშინისმცემელის მეშვეობით; შემწეობით იმისა, რომელიც აღუთქვა უფალმა თავის მოწაფეებსა და მთელ თავის ეკლესიას; იმისთვის, რომ იგი გაძლოლოდა მათ »ჭეშარიტებასა ყოველსა“ (იოანე 16,13). – ამიტომაც მოციქულებმა და მათმა უშუალო შემწეებმა წერილობით თუ სიტყვიერად (ზეპირად) ეკლესიას დაუტოვეს ქრისტიანული ცხოვრების მოქალაქობის ძირითადი პრინციპები. მოგვიანებით, როდესაც სარწმუნოების, საეკლესიო ორგანიზაციისა და წესრიგის თაობაზე სხვადასხვა სადაო საკითხმა იჩინა თავი ქრისტიანთა შორის, აშკარა გახდა აუცილებლობა, ადგილობრივ ეკლესიათა ეპისკოპოსები, როგორც მოციქულთა მემკვიდრეები, შეკრებილიყვნენ იერუსალიმის სამოციქულო კრების (49 წ.) ნიმუშის მიხედვით. მათ სულიწმიდის წინამძღოლობით უნდა ემსჯელათ და დაედგინათ კანონები სამოციქულო გარდამოცემის (ტრადიციის) საფუძველზე. ამავე წესით თანდათანობით შეიქმნა მთელი კომპლექსი კანონებისა, რომელთაც უნდა მოეწესრიგებინათ აღძრული საკითხები, აღედგინათ სამოციქულო მოძღვრება და ავტორიტეტი. შენიშვნა: ალბათ, სასურველია, მცირეოდენი განმარტებით ზემოთ წარმოდგენილი ციტატის C,გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა“) არსის გასაგებად, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ გარკვეული გაუგებრობები და მცდარი დასკვნები. მანამ, სანამ უფალი გამოეთხოვებოდა თავის მოწაფეებს, მან უთხრა: ,,ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალ-გიც ტკირთვად. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი... გითხრას თქუენ“ (იოანე 16,12-13). შესაძლოა, გაჩნდეს აზრი, თითქოს ეს სიტყვები მიემართება მხოლოდ მოციქულებს და არა მთელ ეკლესიას. მართლაც, სულიწმიდა ხომ სწორედ მათ მოუვლინა და სწორედ მათ განუცხადა მთელი ჭეშმარიტება, და არა მთელ. ეკლესიას. ამიტომ, თუ დავუშვებთ, რომ მოციქულთა შემდეგ წმიდა მამებსა და ქრისტიანებსაც ეუწყათ სულიწმიდისაგან ჭეშმარიტებანი, მაშინ თითქოს ისიც უნდა დავუშვათ, რომ მოციქულებს მთელი ჭეშმარიტება კი არ გამოსცხადებია, არამედ მხოლოდ მისი ერთი ნაწილი, დანარჩენი ჭეშმარიტება კი გამოეცხადა და ეცხადება მოციქულთა შემდგომ ქრისტიანთა თაობებს. ამ წინააღმდეგობას ადვილად შეიძლება დავაღწიოთ თავი და მოვაწესრიგოთ სიტყვათა და მოვლენათა ეს მოჩვენებითი დაპირისპირება, თუკი დავაკვირდებით, რომ ადგილი იოანეს სახარებიდან გვაუწყებს: »გიძღოდეს თქუენ“ და არა „გამოგიცხადებთ (გამოგეცხადებათ) თქუენ“. რომ ეთქვა „გამოგიცხადებთ თქუენ“, მაშინ მართლაც იძულებული ვიქნებოდით, გვეღიარებინა ორიდან ერთი: ან ის, რომ სულიწმიდა მხოლოდ მოციქულთა შემწე იყო და არა ეკლესიისა, ან ის, რომ მოციქულებს გამოეცხადა ჭეშმარიტების მხოლოდ ერთი ნაწილი, მეორე კი ეცხადება მომავალ თაობებს. ამრიგად, ამ შემთხვევაში არც მოციქულებისათვის განხორციელებულა უფლის აღთქმა მთელი ჭეშმარიტების გამოცხადების თაობაზე; მაშასადამე, ვერც სამოციქულო გარდამოცემაზე ვისაუბრებდით, ვერც სამოციქულო ეკლესიაზე. V/ მაგრამ, საბედნიეროდ, კონტექსტში არსებობა ზმნისა – „გიძღოდეს“ – ეკლესიის სარწმუნოებასაც შეესაბამება და ისტორიულ მოვლენებსაც. ამრიგად, სულიწმიდა მართლაც მიუძღვის მოციქულებს და უცხადებს მათ მთელ ჭეშმარიტებას. მათ (სახელდობრ, უკანასკნელ მათგანს, იოანეს „გამოცხადებაში“) გამოეცხადა, აღსრულდა მთელი ჭეშმარიტება, მთელი მაცტხოვარებითი ჭეშმარიტება, სამოციქულო გარდამოცემა, და ამრიგად, სულიწმიდასაც მართლაც მიჰყავს და კვლავაც წაუძღვება ეკლესიას, არა ჭეშმარიტების ახალი გამოცხადებისაკენ, ახალი სახარებისაკენ, არამედ უკვე გამოცხადებული ჭეშმარიტების გამოცხადებისა. "და. განცხადებისაკენ, ცნებათა და კანონთა დაზუსტე: ული ფორმულირ: ისაკენ, ყოველი ეპოქის მოთხოვნათა ნა რთნვათათვის სამოციქულო სარააებ რი მეშვეობით პასუხის აღმოჩენისაკენ. ეს აღმოჩენა ჭეშმარიტებისა, ეს განმარტება, მართლაც არის გზის გაკვლევა „ჭეშმარიტებისა ყოვლისა“. მაშასადამე, ქრისტესმიერი ჭეშმარიტებისაკენ „გაძღოლა“ – გამოცხადება მოხდა და აღსრულდა 6,ყოგელთათვის“) მოციქულების მეშვეობით, მაგრამ ,,ახლად აღმოჩენა“, გაღრმავება, განმარტება, მისი ახალი ფორმულირება მარადის სულიწმიდის წინამძღოლობით გრძელდება და გაგრძელდება ეკლესიის წიალში. | V