პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 4: წმიდათა კანონთა განმარტება
1. საეკლესიო ადათთა (დადგენილებათა) გააზრება(წმიდათა კანონთა
ავტორიტეტი (გავლენიანობა), ძალმოსილება და განახლება წინა თავში დაწვრილებით ვისაუბრეთ საეკლესიო იკონომიის (შეწყალების) ზომის შესახებ. მაგრამ მაცხოვნებელი და ადამიანის უძლურებისადმი სიყვარულითა და თანაგრძნობით აღსავსე საქმე ზოგიერთმა ავტორმა იმის საბუთად მიიჩნია, რომ კანონებს არა აქვთ აბსოლუტური ავტორიტეტი, ანდა ისინი დროებითია და პირობითი, შექმნილი ადამიანის მიერ, გამოუსედაგარნი არიან და გაუქმებას იმასახურებენ. წმიდა კანონთა ეს მცდარი შეფასება ემყარება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წმიდა კანონები, ზოგადად ეკლესიის მოქმედებასთან შეფარდებით (მათი გამოყენება ან გამოუყენებლობა) შეფასებულია ადამიანური საზომებით, საერო ამა სოფლის კრიტერიუმებით. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ აღნიშნულ შემთხვევას საგანგებოდ მიემართება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: ,,რომელნიც ადამიანური გულისთქმებით ზომავენ ღმრთაებრივს, შეირცხვინეს (იკონომიით შეირცხვინეს) თავი“! ეს მცდარი გაგება განსაკუთრებით დაკავშირებულია ასევე ცნებათა გარკვეულ აღრევასთან, სახელდობრ, „ავტორიტეტის“, „გავლენიანობის“ და „ძალმოსილების“ ტერმინთა გაიგივებასთან. არადა ეს ორი ცნება არ არის ერთი და იგივე, განსაკუთრებით წმიდა კანონთა მიმართებაში. სხვა არის ავტორიტეტი, სხვაა ძალმოსილება. სხვაა კომპეტენტურობა (ავთენტია), სხვაა საქმეში მათი გამოყენება, ამ კანონით ხელმძღვანელობა. სხვაა წმიდა კანონთა კომპეტენცია (ავთენტურობა) და სხვაა მათი ძალმოსილება, ქმედითუნარიანობა. როგორც ზემოთაც დავინახეთ, განსაზღვრულ მნიშვნელოვან შემთხვევებში და აუცილებლობის (სულიერისა თუ სხეულებრივის) დროს, წმიდა კანონთა ძალმოსილება და გამოყენება შეჩერებულია, ანდა ყოვნდება კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, მაგრამ ამას არავითარი უარყოფითი გავლენა არა აქვს მათ კომპენტენტურობასა და აბსოლუტურ ავტორიტეტზე. ეს უკეთ გამოჩნდება და დასაბუთდება, თუკი გავითვალისწინებთ ეკლესიისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ ფაქტსა და ქმედებას C,საქმეებს“). ასე, როგორც დავინახეთ, იკონომიის აღნუსხვისა და ოფიციალურად, მოთხოვნის შესაბამისად მისი მინიჭებისათვის, ეკლესიის პასუხისგებელმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს აკრიბია და შესაბამისი კანონიც. და რაკი ზუსტად წარმოებს კანონის გათვალისწინება, ამიტომაც მართებულადაა "იო. ოქროპირი, სიტყვა მე-2, ტიმოთესადმი (მე-2. ეპისტოლესათვის), 0C 62,607 ნათქვამი, რომ იკონომია კი არ აუქმებს, არამედ, პირიქით, განამტკიცებს კანონებს, აღიარებს მათ ავტორიტეტს, გავლენიანობას, ასპარეზზე გამოჰყავს და განაახლებს მათ ძალმოსილებას.
შესაბამისად, ის, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში ესა თუ ის კანონი არაა ძალმოსილებით აღჭურვილი, ან ის, რომ ამ კანონს არ მისდევნ, არ ნიშნავს რომ იგი აბსოლუტურ უფლებამოსილებას (ავტორიტეტს) მოკლებულია. უბრალოდ, შეიძლება ითქვას, რომ მას არ ახასიათებს აბსოლუტური ძალმოსილება, არამედ იგი შეფარდებითი ძალმოსილებით გამოირჩევა. შეიძლება, ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში ამა თუ იმ კანონის ძალმოსილება, მისი მოქმედება ათასწლეულობით იყოს შეჩერებული; ისე, რომ არ შეილახოს მისი ავტორიტეტი. დღევანდელი ვითარებები არ მოითხოვენ ამა თუ იმ კანონის ზედმიწევნით მიდევნებას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ხვალ ეკლესიამ თავისი სავსების სასარგებლოდ კვლავაც სააშკარაოდ გამოიტანოს ხსენებული კანონი, განაახლოს მისი ძალმოსილება და მოითხოვოს მისი ზედმიწევნითი შესრულება. განახლების ეს ფაქტი წარმოადგენს ერთ-ერთ ელემენტს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკაში, რაც გვიმოწმებს, რომ მართებული არაა კანონთა ძალმოსილების აღრევა მათ ავტორიტეტთან. თავად წმიდა კანონები ბევრ შემთხვევაში „განაახლებენ“ უფრო ძველ კანონებს, რაც ნიშნავს, რომ ამა თუ იმ კანონის ძალა, პრაქტიკაში ან იკონომიის მოსაზრებით, შეიძლება შესუსტდეს, მისი ავტორიტეტი კი მუდამ დაუკნინებელი რჩება.
ასე, V-VI მსოფლიო კრების მე-3 კანონი გვაუწყებს; ,,..ხოლო ამიერითგან ამას განვსაზღვრებთ და ესრეთ მეტყუელსა მას კანონსა განვაახლებთ, „რომლისაცა სამღდელოისა დასისა თანა აღრაცხილ ყოფაი.“ და კვალად მითითებულია მოციქულთა მე-17 კანონი?. ასევე V-VI მსოფლიო კრების მე-6 კანონი აღნიშნავს: ,,ყოველსა შინა მამათა ჩუენთა მიერ განწესებულთაი ჩუენცა გუნებავს დამტკიცებაი. ამისთყს განვაახლებთ კანონსა მას, რომელი იტყვს, რაითა ყოველთა წელიწადთა კრებანი იქმნებოდინ ეპისკოპოსთანი...? შდრ. ასევე VII მსოფლიო კრების მე-6 კანონი: ,,ამას უკუე კანონსა და ჩვენცა განვაახლებთ. და უკუეთუ ვინმე იპოოს მთავარი მაყენებელად ამისსა, განიკანონოს უზიარებლობითა“.? ' ყოველივე აქედან ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამა თუ იმ კანონის ავტორიტეტი არ უნდა გავიაზროთ ამა თუ იმ კერძო შემთხვევასთან, 2? ნტმააი-II0-XM, 6. ც” თ62.. 313. 1 ანუ, განახლებულია მოციქულო 37-ე კანონი და L მსოფლიო კრების მე-5 (ტ. 2, გვ. 324) შდრ. ასევე მსოფლიო კრების 49-ე კან. (დასახ. ნაშრ. V6ჰთ-II02წ) 423). 4 ნტ1ქაე-II0%2.წ, 16II. 8” თ62.. 577.
კერძო პირსა თუ ეკლესიასთან, თუ ამა თუ იმ ეპოქასთან მიმართებაში, ანუ, ამა თუ იმ კანონის აბსოლუტური ავტორიტეტი არ უნდა იყოს მის შეფარდებით ძალმოსილებაზე დამოკიდებული. რაკი ამათუიმ კანონით არ ხელმძღვანელობენ ჩვენს სივრცეში, დღევანდელობაში – რაკი ვიმყოფებით არაკეთილსასურველ“ ვითარებასა თუ პირობებში, ან გარკვეული მოსაზრებები გვამოძრავებს, ან გარკვეული სისუსტეებიდან გამომდინარე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი არ არის სწორი, ანდა, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა საეკლესიო სივრცეში, სხვა ეპოქაში, სხვა ხალხის მიერ. საპირისპირო მოსაზრება თუ მივიღეთ, როგორც სწორი, სახიფათოა, სუბიექტურად მსჯელობაში რომ არ დაგვდონ ბრალი, ანუ რომ ვმსჯელობთ სუბიექტურად, საკუთარი „მედან“ გამომდინარე, ან რომ ვმსჯელობთ ვიწრო მასშტაბით, ადგილობივ, თუ დროით განპირობებული ვითარებიდან გამომდინარე.
ის, რომ ვერ დავამყარებთ დამოკიდებულებას ამა თუ იმ კანონის აბსოლუტური ავტორიტეტის მისი შეფარდებითი ძალმოსილებისგან გამომდინარე, ერთსა თუ მრავალი შემთხვევისათვის მისი გამოყენების შეუძლებლობიდან გამომდინარე, შემდეგი ფაქტებიდან ჩანს:
ა) როგორც ცნობილია, წმიდა კანონები ესაა ცხოვნების კანონები და ისინი გამიზნულია მებრძოლი ეკლესიის წევრებისთვის. შესაბამისად, ეს კანონები ძალმოსილია ცოცხლებისთვის, რაკი ისინი ამა სოფლის ეკლესიის (მებრძოლი ეკლესიის) წევრებია. თუ ადამიანმა გადაინაცვლა მოზეიმე ეკლესიაში, „ზეციურ“ ეკლესიაში, წყდება მასზე კანონთა ძალმოსილება. შდრ. პავლეს სამოციქულო ეპისტოლე: „სჯული უფლებს კაცსა ზედა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს იგი“ (რომ. 7,1). მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი კარგავს თავის აბსოლუტურ ავტორიტეტს.
ბ) როცა კაცი განუდგება ეკლესიას და გადადის სხვა სარწმუნოებაზე ან განხეთქილებასა (სქიზმასა) ან მწვალებლობაში, წყდება ეკლესიის წევრთა მიმართ მოქმედი კანონების გამოყენება, შდრ. „რავდენსა სჯული იტყვის, მათ ეტყვს, რომელნი-იგი სჯულსა ქუეშე არიან“ (რომ. 3,19).
გ) მსგაგსადვე, როცა ეკლესიის წევრი შეწყვეტს „ამქვეყნად“ ცხოვრებას და უერთდება მონაზონთა წოდებას, ავტომატურად მასზე შეწყვეტს მოქმედებას კანონები, რომლებიც ქორწინებაში ცხოვრებას მიემართებიან. იგივე ძალმოსილია სხვა ანალოგიური შემთხვევებისათვის.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ კანონთა "შეფარდებით ძალმოსილებას არა აქვს გავლენა მათ აბსოლუტურ ძალაზე, მათ ავტორიტეტზე, მათ უცთომელობაზე.
ვიდრე დავასრულებდეთ ამ პარაგრაფს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარკვეულ ანალოგიაზე, რომელიც თავიდანვე შევნიშნეთ: მრავალნი გვარწმუნებენ რომ კანონები არის გარდამავალი, რადგან, ვითომდა შეუძლებელია, დღეს საქმეში გამოვიყენოთ ისინი. თუმცა ეს აზრი, ჩანს, მცდარი უნდა იყოს. ლოგიკურ შეცდომას მოწმობს თავად ამოსავალი დებულება. დღეს, მართალია, შეიძლება საქმეში ვერ გამოვიყენოთ ზოგიერთი კანონი, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონები მცდარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ადამიანები დიდად დავშორდით სიმართლეს, ან, რომ დავუძლურდით. ჩვენ დავკარგეთ ძალა იმდენად, რომ ვერ ვიყენებთ ამ კანონებს, არ შეგვიძლია საქმეში გამოვიყენოთ ისინი. მაგ. წმიდათა მოციქულთა 69-ე კანონი განაწესებს მარხვას ორმოცდღიანი დიდმარხვის პერიოდში. ჩვენ დღეს არ შეგვიძლია ეს დავიცვათ გამონაკლისთა დაუშვებლად, რაკი ვგრძნობთ ჩვენი გონებრივი თუ სხეულებრივი ძალების დაკნინებას. ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არაა მართებული, არამედ იმას, რომ ადამიანს, განსაკუთრებით ქალაქელს, დაკარგული აქვს თავისი ძველი ამტანობა და იგი აშკარად ხრწნისა და განადგურებისაკენ მიემართება, ცხადია, თუ დღევანდელ ვითარებას მისდია. აქედან გამომდინარე ის კი არ დასტურდება, რომ კანონები გარდამავალი და შეფარდებითია, არამედ – პირიქით, ჩვენ ვართ, ადამიანები, დროს უაღრესად დაქვემდებარებულნი, გარდამავალნი და ფრიად შეფარდებითნი.
არსებითად, დასტურდება ის, რომ სახიფათოა ჩვენი საკუთარი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, თუ ჩვენ ადამიანური შეხედულებებით, კრიტერიუმებით ვზომავთ საქმეთა ვითარებას, – უფრო უარესიც, – ასე ვერც ვიგებთ, რომ დაღუპვისაკენ მივექანებით. ვაი თუ ამ კანონებით რაღაცნაირად გამართლდეს ჩვენი დროის ცოდვილი ადამიანი. და მაშინ გამცემლობა დაემუქრება კაცობრიობის ხსნისათვის ღმერთკაცის მოძღვრებას და სულიერი ასპარეზის ყველანაირი შესაძლებლობაც წარწყმდება.5 გამოირიცხება სულიერი და ზნეობრივი პროგრესის, წარმატებისა და წინსვლის ყველანაირი იმედი. და იმის გამო, რომ ღმერთკაცს იესოს გამუდმებით ვანაცვლებთ თანამედროვე სეკულარიზირებული ადამიანით, თანდათან (და ჩვენდა გაუცნობიერებლად) საბოლოოდ პირუტყვულ მდგომარეობას ვუახლოვდებით (შდრ. რომ. 1,18-32). · ეს ყოველივე უნდა შთაგვაგონებდეს და აძლიერებდეს ჩვენში მოშურნეობასა და საზრუნავს, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ წმიდა კანონები, ანუ, ავტორიტეტი, რომელიც გზამკვლევად გვევლინება და. გვეხმარება, ჩვენი ნებით, თავისუფლად მივუჩინოთ საგნებს თავიანთი ადგილი მათი ბუნებრივი მდგომარეობითა და განვითარების კანონზომიერებით. ამასთან დაკავშირებით საღმრთო სჯულისა (ეკლესიის კანონები) და ადამიანური კანონების შედარების საფუძველზე და საღმრთო კანონების დიდად გამორჩეული თავისებურების დადასტურებით შეიძლება შევნიშნოთ შემდეგი: წმიდათა 5 LLთდV. M0სი00თ%(წის, “(6 თ1(6VI0V X000C #C6V 1. #V6VCთV, #0V0VL 1972, C8§7.. 52.
კანონთა ავტორიტეტი არის აბსოლუტური, ძალმოსილება კი – შეფარდებითი. და პირიქით, ადამიანთა კანონების ავტორიტეტიცა და ძალმოსილებაც ფარდობითია, რადგან ეს კანონები კაცთა შემოქმედებაა, მისდამი კი ნდობით არ ვართ განწყობილი; ხოლო სჯულის კანონთა ავტორიტეტი აბსოლუტურია, ანუ ისინი გამოყენებების თვალსაზრისით ბევრ შემთხვევაში ხელუყოფელია და სავალდებულო.
2. წმიდა კანონთა განმმარტებანი (კომენტარი) და
განმარტების (კომენტირების) წინაპირობები წმიდა კანონთა გამოყენებისა და მათი ძლმოსილების საკითხს უკავშირდება მათი გარკვეული განმარტების საკითხიც. ამასთანავე, წმიდა კანონთა გამოყენება საქმეში – იგივე განმარტებაცაა. ეკლესიას ევალება, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ, იყოს წმიდა კანონთა საუკეთესო განმმარტებელი, ეკლესიამ თავისი ერთიანობით ცალკეულ განმმარტებლებზე უკეთ უნდა წარმოაჩინოს მათი შინაარსი საქმით.
საერო კანონების განმარტებისათვის ცნობილი პრინციპია ის, რომ მათი ყველაზე კომპეტენტური განმმარტებელი, კომენტატორი არის თავად კანონმდებელი, რომელმაც შეიმუშავა ისინი, და რაკი ეკლესიამ შეიმუშავა კანონები, განა ის არ არის კიდეც მათი საუკეთესო და ავტორიტეტული განმმარტებელი?
ცხადია, კათოლიკე ეკლესიის შემდეგ ყველაზე ავტორიტეტული კომენტატორი არის ის, ვინც წარმოადგენს კათოლიკე ეკლესიას. ასე, მაგ. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე ავტორიტეტულად აღიარებს, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სავსებას, რომელსაც გამოხატავს მღვდელმთავართა სინოდი. და ეს იმიტომ, რომ მღვდელმთავრობა არის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლობა, და ყველაზე კომპეტენტურად გამოხატავს ეკლესიის, ამ შემთხვევაში საბერძნეთის ეკლესიის აზრებს.” 0 ცხადია, უახლეს ხანაში და ქრიატიანული სულისკვეთების გავლენით საერო სამართალიც ითვალისწინებს ადამიანურ უძლურებას, ისევე, როგორც. ადამიანის ირგვლივ არსებულ ვითარებებს და ბევრ შემთხვევაში მოქნილობას იძენს. შდრ. #თV. M0სითXIნ0ს, Mთმ0#MILVVთ, CV #0MVთ, C§. 51-52. 7 ამიტომაცაა, საბერძნეთის კონსტიტუციის მუხლი 3 (პარაგრაფი 1) აცხადებს: „(საბერძნეთის ეკლესია) ურყევად იცავს, ისევე, როგორც ისინი (სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები) მართლმადიდებელ ეკლესიათა მთლიანობას – წმიდა კანონებს“. მუხლი 3 უფრო კონკრეტულადაც აცხადებს: „საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც სცნობს თავს – უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს შეუქცევლად, დოგმატურად ერთიანია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ქრისტეს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, და ურყევად იცავს, ისევე როგორც ისინი, წმიდა სამოციქულო და სინოდურ კრებათა კანონებსა და წმიდა ტრადიციას“.
ადგილობრივი ეკლესიების შემდეგ კანონთა განმმარტებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ეპისკოპოსიც, სასულიერო და საერო პირიც (მაგ. კანონთა მცოდნე, მკვლევარი), რომელიც უნდა ცხოვრობდეს დოგმისა და კანონების მიხედვით საეკლესიო ცხოვრების შესაბამისად, ქრისტიანული სულისკვეთებით. ეკლესიის ჭეშმარიტებისა და ცზოვრებისადმი კოორდინაცია §6ი0L6 ლხიი 16001651მ6 ანუ „ეკლესიასთან ერთობლივად შეგრძნება“ არის აუცილებელი პირობა (§(ი6ძსმ 000) წმიდა კანონთა სწორი გაგებისა და განმარტებისათვის."
მაგალითად, მრავალ ნი იტყვიან, რომ კანონებს არა აქვთ აბსოლუტური ავტორიტეტულობა, რომ თითოეული მათგანი დროებითი მოვლენაა, რადგან, თითქოსდა წინააღმდეგობებით გამოირჩევიან ურთიერთის მიმართ. არადა საქმის ვითარება წარმოაჩენს, რომ შეცდომებს თავს აღწევს კანონთა ის შეფასება და ის მოსაზრებები, რომლებიც წარმოებს წმიდა კანონთა სწორი საღმრთისმეტყველო განხილვისა და გააზრების და მათი მართებული გამოყენებისა და მართებული განმარტების საფუძველზე. ამიტომაც წმიდა კანონთა სწორი განმარტებისათვის წინაპირობათა განხილვას განვაგრძობთ შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
1) რადგანაც წმიდა კანონები შემუშავდა ეკლესიის მამათა მიერ სსულიწმიდისმიერი განათლებითა და წინამძღვრობით, კანონთა სწორი განმარტებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისევ და ისევ მოწოდება “სულიწმიდით განათლებისაკენ, და როცა კი „მოიწევა სისრულე ჟამთა“, სულიწმიდა ინებებს განანათლოს განმმარტებელი და გამოუცხადოს მას თავისი ნება.
2) მართებული განმარტების მეორე პირობა, რაც ასევე არის სულიწმიდით განათლების პირობაც, არის განმმარტებელის სიმდაბლით აზროვნება. „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6 ან I პეტ. 5,5). წმ. იოანე. ოქროპირიც ხაზგასმით აღნიშნავს: „ფილოსოფიის საფუძველია სიმდაბლით აზროვნება.” კანონის მცოდნე – ღმრთისმეტყევლი ზშდრ. ILCთაV. M0სიძ%(ზის, >67)/00V01 #0Lდ6ს046VC6LC 6V XV ბიIთC/Iხე 206 ILCV0CVიC0ს ტინის, ”60წVთL 1960, თი. 31. „კანონიკური სამართლის განმმარტებელს მოწოდებით უნდა გამოარჩევდეს ნიჭი, "უნარი, ღრმად ახასიათებდეს და ჩასწვდეს საეკლესიო ადათების სულისკვეთებას, მათ არსსა და ქმედითობას. თუკი მართებულია გამოთქმა, რომ „მხოლოდ მას ესმის, ვისაც უყვარს“, კიდევ უფრო მეტად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ ქრისტიანულ ჭეშმარიტებასთან სულიერი კოორდინაცია, ანუ კლასიკურად – ,,56იVX6 CსIი 600165)6“ – არის წინაპირობა კანონიკური სამართლის ღრმა შემეცნებისათვის“. შდრ. მისივე „წმიდათა კანონთა კონსტიტუციურად განმყარება“ („V0LVთVXV“, 17, (1974 წ.) გვ. 145).
წ იო. ოქროპირი, მათდამი, ვინც საჭიროებისამებრ არ ხელმძღვანელობს მოციქულებრივი ნათქვამით: „ან საბუთით, ან ჭეშმარიტებით განაცხადებდეთ ქრისტეს“ და მდაბლად აზროვნებისათვის (0C 51,3120).
არის ის, „ვინც მოუწოდებს სხვებს მოიდრიკონ თავი, დამდაბლდნენ წინაშე ჭეშმარიტებისა. შესაბამისად, პირველს მას მართებს შეიმეცნოს, თავად მოიდრიკოს თავი და დამდაბლდეს მის (ჭეშმარიტების) წინაშე“.9 3) კიდევ ერთი წინაპირობაა სინანული. მოციქული პავლე აღნიშნავს, „სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა“ (IL ტიმ. 2,25); ე. ი. სინანული არის ჭეშმარიტების, შემეცნების წინაპირობა; ჭეშმარიტებისა და აკრიბიისაც, რაც მოცემულია წმიდა კანონებში." ,,მხოლოდ ნამდვილი, პირუთვნელი და მუდმივი სინანულით მოქმედნი და ადამიანურ ლოგიკურ სისტემათა და ფორმულირებათა მიმღებელნი არიან მოწოდებულნი ჭეშმარიტი კათოლიკე ღმრთისმეტყველების აღმასრულებლად“.?
4) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა – ესაა არსებობა სიყვარულისა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს კომენტატორი. პავლე მოციქული გვასწავლის: ,,ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა“, – (ეფეს. 4,15), რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია „ჭეშმარიტ ვიყვნეთ“, მივაღწიოთ ჭეშმარიტებას, როცა გვაქვს სიყვარული. სიყვარული ჭეშმარიტების წინაპირობაა. იქ, სადაც სუფევს სიძულვილი, აღშფოთება, ვერ მივაღწევთ ჭეშმარიტებას. წყლის (მაგ. ტბის) მღელვარე ზედაპირზე, საგანთა გამოსახულებები არ აირეკლება ისე, როგორც წყნარ, აუღელვებელ ზედაპირზე.
5) სხვა მეტად საგულისხმო წინაპირობაა კანონთა განმმარტებლის ფილოლოგიური კვალიფიკაცია. მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს სხვადასხვაგვარი გრამატიკული მოვლენის, ნიუანსებისა და სხვადასხვაგვარი მონაცვლეობის ანალიზსა და კვლევაზე.
6) ზემოთ აღნიშნული წინაპირობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბასილი დიდის მცნებასთან. იგი მოძღვრავს საღმრთო წერილთა განმმარტებლებს: „ზუსტად და გულისყურით მისდიეთ წერილს და აქედან გამომდინარე ჰპოვებ საკითხის ახსნას“ – აღნიშნავს ბასილი დიდი მე-16 კანონში. სხვაგან იგივე წმიდა მამა ბრძნულად დასძენს: ,,უგულისყუროდ, სხვათაშორის ნუ შეისმენ საღმრთისმეტყველო სიტყვას, არამედ გამოიცადე თავი თითოეული ნათქვამით და სიტყვის თითოგული მარცვლით გამოიწვრთენი გონება“. მსგავსადვე გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი: „ღმრთის სიტყვათა ბუნება მცირედი გამონათქვამებით განაცხადებს აზრთა სიმდიდრის დიდ სიმრავლეს. იგი ენით უთქმელ განძს ანიჭებს კვლევის სიზუსტით 10X, დაიტდთდა, II X008თ +წჩC ჩიათIXIC 0602.0V/(0C, CX6 ,,6602.0V(0 – ”MXM06Lთ X0თI Cდ#”, "#რ0MVთ( 1962, ”IX8. ,,2თIIC', C62.. 55.
' შდრ, ”I0სთ<. II6X0ჩIXC, ”/ჯV00თ7X0C Xთ( 686V0ითX0C, ”#0წVთI 1970. C9).. 159. '2 MიC MეთLრლი, ”II 0602.0/(თ თC MC XთL 80602.0/წთ, ,,0802.0VI0თ - ”/4XII06LC XძთI ხთ, C62.. 213. '3 ნც, 32,69 (აკრიბიით) მიმდევრობის მსურველთ... ქრისტეც ხომ ამას გვეუბნება – „გამოიძიეთ საღმრთო წერილი“.4 C/)როცა ვამბობთ: დიდი ყურადღებით გამოვიკვლიოთ კანონთა ტექსტი, მხოლოდ სიღრმისეულად კი არ უნდა გამოვიკვლიოთ ესა თუ ის კონკრეტული კანონი, არამედ ამასთანავე ვგულისხმობთ, რომ ვიკვლიოთ, შევისწავლოთ განივი ჭრილის პრინციპით ისიც და ყველა შესაბამისი სხვა კანონიც; და კიდევ უფრო ზოგადად – ყველა საღმრთო (ს) და ღმრთივსულიერი (ღს) ტექსტები, ისე, როგორც წმიდა მამათა ნაშრომები. შედარების, ურთიერთმიმართების და მათი შინაარსების ამგვარი თანხვედრის შედეგად სიღრმისეული და განივი ჭრილის გადაკვეთაზე მიიღწევა საუკეთესო განმარტება, „
3. წმიდათა კანონთა განმარტების
(და ურთიერთკოორდინაციის) პრინციპები მაშასადამე, გვმართებს, საგანგებო წინასწარი მომზადებითა და ყურადღებით ვიკვლიოთ წმიდა კანონთა ტექსტი, იმისათვის, რომ ვეწიოთ პასუხს სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. საჭიროა, ღრმად ჩავწვდეთ ტექსტის კვლევას, რადგან ამგვარმა ტექსტმა, მართლაც, შეიძლება წარმოაჩინოს ბევრი ზედაპირული, მოჩვენებითი პრობლემა და წინააღმდეგობრიობა. უფრო მეტიც, – უნდა ვითვალისწინებდეთ ასევე შემდეგ პრინციპებს, რომლებიც, ბუნებრივია, წმიდა კანონთა ურთიერთკოორდინაციის პრინციპებია:
1) შეიძლება ადგილობრივი საეკლესიო კრებისა თუ ეკლესიის ამა თუ იმ მამის კანონი – ცხადია, ზოგიერთი მათგანი, რომელიც დადასტურებულ იქნა V-VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (მე-2 კანონი), შესწორებას განიცდის ან უქმდება, ამავე მსოფლიო კრების ამა თუ იმ კანონის საფუძველზე. ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად, ის, რომ V-VI მსოფლიო კრებამ დაადასტურა ნეოკესარიის საეკლესიო კრების კანონები. ოღონდ V-VI ს იო კრების მე-16 კანონს შემოაქვს. შესწორება ნეოკესარიის მე-15 კანონში. იქ, სადაც საუბარია ერთ ქალაქში დიაკონების განსაზღვრულ“ რაოდენობაზე. ეს მოვლენა არ უნდა აღვიქვათ, როგორც წინააღმდეგობრივობა. უბრალოდ, ესაა საჭიროებით გამოწვეული საგანგებო შესწორება, განპირობებული ნეოკესარიის კანონთა ·ზოგადი დადასტურების მოვლენით. იმისათვის, რომ კანონთა დადასტურების შემდეგ მათში არ დარჩეს შეცდომა. რადგან თემა, წარმოდგენილი ადგილობრივი საეკლესიო კრების ან ეკლესიის მამის კანონის სახით, რომელსაც განიხილავს V-VI მსოფლიო კრებაც, ძალმოსილია V-VI მსოფლიო კრების კანონთა ფორმულირებით.
1 ნც, 53,205 2) ამასთანავე, გვმართებს, დავაზუსტოთ, თუ კაცობრიობის განვითარების რომელ ფაზაში, საღმრთო განგებულების (იკონომიის) რა სტადიაზეა შემუშავებული ამა თუ იმ კანონის, ანუ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ საღმრთო ტექსტის ფორმულირება:
ა) ცოდვით დაცემამდელ ვითარებაში.
ბ) ცოდვით დაცემის შემდგომ ვითარებაში.
გ) ქრისტესმიერი გამოსყიდვა ზოგადად, ან დ) გამოსყიდვის კონკრეტული შემთხვევა.
ამის ცოდნას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ტექსტის გაგებისათვის, მისი “სწორი მიწოდებისათვის და, დასასრულ, საღმრთო წერილის ან სხვა წმიდა კანონთა შესაბამის ტექსტებთან სწორი ურთიერთშეთანხმების დადგენისათვის.
3) თუკი ესა თუ ის კანონი იმთავითვე ან აშკარად ცხადყოფს, რომ იგი არის დროებითი, უმართებულო არ იქნება, სხვა კანონმა სხვაგვარად განსაზღვროს საქმის არსი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, გამოვიკვლიოთ, არის თუ არა ერთი კანონი აკრიბიისა, მეორე კი – იკონომიისა (ან, უფრო სწორად, იკონომიის მინიჭების ნიმუში). რადგან ამის გაუთვალისწინებლად შეიძლება შეიქმნას ამგვარ კანონთა ,„,თწინააღმდეგობრიობის“ შთაბეჭდილება."ზმაგ. მოციქულთა მე-5 კანონი ახალი აღთქმის აკრიბიის შესაბამისად (L ტიმ. 3,2 და ტიტ. 1,5-7) გვაუწყებს, რომ „ეპისკოპოსი... მეუღლესა თვისსა ნუ განეშორებინ“. ხოლო V-VI მსოფლიო კრების მე-12, კანონი, რომელიც სხვას გვაუწყებს, არ წარმოადგენს აკრიბიის კანონს, არამედ, ეს არის იკონომიის კანონი, რაც კარგად ჩანს მისივე ტექსტიდანაც.წ შდრ. აგრეთვე V-VI მსოფლიო კრების 31-ე და 59-ე. კანონი.
4) ამასთანავე, იკონომიის ზომა გათვალისწინებულ უნდა იყოს სხვადასხვა კანონებით (შდრ. ბასილი დიდის 84-ე კანონი. განსაზღვრული სხვადასხვა ეპიტიმიებთან მიმართებით. ეს, ბუნებრივია, შეიძლება მოხდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი კანონი გვაუწყებს სინანულის საიდუმლოსთან ამა თუ იმ პირის ნებაყოფლობით მოქცევაზე, სხვა კი – არა ნებაყოფლობითზე, ან, უმალ, საჩივრით განპირობებულზე. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში. სასჯელი (ეპიტიმია) იქნება უფრო. მსუბუქი. შდრ. გრიგოლ ნოსელის მე-
4. კანონი: „რომელმა ცოდვათა გამოსასყიდვლად აიძულა თავი იმით, რომ
თავის იძულებით საკუთარ უჩინარ საიდუმლოთა მამხილებელი, ვით უკვე მოთავე ვნებათა კურნებისა და უკეთესობისკენ ცვლილების ცზადმყოფელს, თანამდებ იყოს კაცთმოყვარებით უფრო მსუბუქი სასჯელისა.“
5) მეოთხე მსოფლიო კრების მე-17 კანონის მიხედვით, დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხები ცვლილებები და გარდაქმნები კვალდაკვალ მისდევს 15 ფდრ. IIთV. MX0ხჯი, 16 თ//თII06V XდV 6MთX6ჯCV, '40IVთI 1981 სამოქალაქო გარდაქმნებს. ასე, დედაქალაქთან დაკავშირებით: „ხოლო უკეთუ მეფობრივისა პელმწიფებისა მიერ განახლდა ანუ კუალად განახლდეს რომელიმე ქალაქი, სამოქალაქოთა და საეროთა წესთა საეკლესიონიცა შეუდგნენ განწესებანი სამრევლოთანი“.4#5 შდრ. აგრეთვე V-VI მსოფლიო კრების 38-ე კანონი. ამრიგად, თუკი ერთი საეკლესიო კანონი მიემართება ერთ ეკლესიას, მეორე კი – მეორეს, ვერ ვიტყვით, მათ შორის წინააღმდეგობა იყოს. ამავე სულისკვეთებით განიმარტება ასევე რომი-კონსტანტინოპოლის ეკლესიათა და ა. შ. პირველობის თემა, რაზედაც მეტყველებს კანონები: II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3, IV. მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე და V-VI მსოფლიო კრების 36-ე კანონი. მაშასადამე, აღნიშნული მოვლენა, ყველაზე უფრო სავარაუდოა, ეკლესიის წიაღში, ანუ საკუთრივ, რომაულკათოლიკური ეკლესიის პოზიტიურ ცვლილებებთან ამჟღაგნებს კავშირს. 6) ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ასევე შემდეგი: როცა კანონს ერთვის დამატებები, ან განიცდის ცვლილებებს სხვა, ადრინდელ კანონთან მიმართებაში, ეს არ არის წინააღმდეგობა, არამედ უბრალოდ, დამატება. ამ შემთხვევაში. კანონი გამდიდრებულია და განვრცობილი. შენიშვნა: ჩვენ არ გვმართებს, ვიმსჯელოთ კანონის „გაუმჯობესებაზე“, რადგან გაუმჯობესება, შესწორებას გულისხმობს, და მიანიშნებს იმას, რომ თავდაპირველი ტექსტი არ არის უცდომელი. 8 7) საქმეთა ვითარების სწორი შეფასებისათვის გასათვალისწინებელია ასევე: ა) შეიძლება. ესა თუ ის „კანონიკური“ ტექსტი არ იყოს კანონი, არამედ უბრალოდ სინოდში მონაწილე ამა თუ იმ საეკლესიო მამის წინადადება, რომელიც, ბუნებრივია, არ. წარმადგენს. კანონს; იმის. გამო, რომ იგი არ იყო მიღებული ამა თუ იმ ადგილობრივი საეკლესიო კრების მიერ და, შესაბამისად, არც V-VI მსოფლიო კრების მიერ, ასეთი ტექსტები წარმოადგენენ, უბრალოდ, შესაბამისი საეკლესიო კრების ოქმებს, ასეთებია, მაგალითად, კართაგენის საეკლესიო კრების ზოგიერთი „კანონი“, რასაც უშუალოდ ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ „მესაჭეს წიგნში“ („პიდალიონში“) არ არის დამოწმებული კართაგენის საეკლესიო კრების კანონთა ზოგიერთი მონაკვეთი. სამაგიეროდ, ისინი წარმოდგენილია კანონების სხვა კრებულებში. “ხოლო თუ სამეფო უფლებისამებრ განახლებულ იქნა, ან კვალად განახლებულ იქნება ქალაქი, საეკლესიო დასახლებები (სამრევლოები) აწყობილ იქნას სახელმწიფო საჯარო ნიმუშის მიხედვით (ახალი თარგმანი). 7 უფრო ვრცლად ამ საკითხზე იხ: IIთV. MXიVIII, 16 XCLVCVIICC. X00V6|LILV «CV 0ი6VთV ნრIIC - #VთVCთX0VIVILV0CსX62,ნთაC, ?ტ0წVთI 1983, იმ551ი0. “უფრო ვრცლად: „განვრცობა-გაუმჯობესებისათვის“2X. IIIXCთ80X042-0ს, IIო50070VV, L6IL. +", ”40#V 1977, თ§2.. 35 §6. ი ნ6M-I0XX#, +6IL. #2, 09. 261, ბ) გარდა ამისა, მსგავსი „კანონიკური ტექსტი“ შეიძლება არც მოიცავდეს ამა თუ იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებაზე დამსწრე საეკლესიო მამის აზრს, არამედ იყოს აღნიშნული საეკლესიო კრების საერთო მოთხოვნა, მაგალითად, ამა თუ იმ ადგილის (რეგიონის) ხელისუფალის მიმართ. ასე და ამგვარად, კართაგენის 58-ე და 84-ე კანონები არც არის ამ საეკლესიო კრების კანონები, (ლებიც, ზოგიერთის თქმისა არ იყოს, აკროპოლისის განადგურებასაც კი მოითხოვდნენ, არამედ ესაა მოთხოვნები, წამოყენებული იმპერატორ ჰონორიუსისა და თეოდოსი უმცროსის მიმართ. ამ მოთხოვნათა შესაბამისად, კართაგენის კრების მამები ეძიებდნენ ახლადმოქცეული ერის განთავისუფლებას კერპთაყვანისცემლობის ნეშტისაგან, მათ მოშორებას ისე, რომ ხსენებაც კი არ დარჩენილიყო კერპთა მსახურებისა თუ მოშიშებისა.
მზ) კიდევ ერთი პრინციპი, რისი ხსოვნაც ჰმართებს მკვლევარს – კანონის მონაცემთა უსაფუძვლო განვრცობისაგან თავშეკავებაა. სადაც მთავრდება. კანონი, იქ უნდა გაჩერდეს მკვლევარიც. ბასილი დიდის 87-ე. კანონი განსაზღვრავს: „თანმხლები მიზეზის საფუძველზე მსჯელობა. იმის თაობაზე, რასაც დუმილით , გვერდს უვლიან, ესაა კანონმდებლობა და არა კანონით მეტყველება“.9 ბასილი დიდის მიერ ჩამოყალიბებული ამ პრინციპს, რომელმაც V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონით კათოლიკე ძალმოსილება მოიხვეჭა, „პიდალიონი“. გადმოგვცემს. ასე: „ამა თუ იმ დასკვნის გაკეთება იმ სიტყვის შესახებ, რაზედაც დუმილით გვერდი აუარა საღმრთო წერილმა, არ არის იმის იგივეობრივი, რისი თქმაც სასურველია იყო კანონის სიტყვით, არამედ იმისა, რაც კანონმდებელს სურს თქვას თავისი სიტყვით“.29 4. განმარტების სახეობები განმარტების პრინციპებზე საუბრის შემდეგ საჭიროა, განმარტებათა სახეობების შესახებაც ითქვას ორიოდე სიტყვა.
1) კანონიკური ტექსტის გააზრების საკითხთან მიმართებით რა შინაარსი უნდა გავითვალისწინოთ – ის, რომელიც კანონმდებელს სურს, რათა მას მიანიჭოს, თუ რომელიც გამომდინარეობს თავად კანონიკური ტექსტიდან? უპირველეს ყოვლისა, ვასკვნით: | ა) რაც უფრო სრულყოფილია და საფუძვლიანია ესა თუ ის კანონი, მით უფრო მეტნი უყრიან მასს კენჭს, მით უფრო პერიოდულად უყრიან ხოლმე კენჭს თავიდან (როგორც, ვთქვათ, კონსტიტუციის მუხლებს) და მით უფრო მეტად ჰმართებს განმმარტებელს (კომენტატორს), დაიცვას, და დაეყრდნოს კანონის წერილობით სახეს. მიუხედავად კანონმდებელის ნებისა, რაც უფრო ზეისტორიულია ესა თუ ის ტექსტი, მით უფრო მეტად გვევალება, მივდიოთ მის ზეისტორიულ განმარტებას (სიტყვასიტყვითს, ობიექტურს). 20 IIებტM0V“, C8X. 635.
ბ) ამ ასპექტს განამყარებს C. სმძხსლი – L. 27:V/6190LL-ის შემდეგი სიტყვები: ,,კანონი არ არის ერთი ადამიანის შემოქმედება, იგი უფრო მეტად არის ნაყოფი მრავალ ადამიანთა თანა-შემოქმედებისა, ანუ – სამინისტროს სამსახურისა, რომელიც ადგენს გეგმას, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებისა... მაგრამ ამ მრავალრიცხოვან ადამიანთაგან არავის არ შეუძლია თავისი სიტყვებით კანონის ჩამოყალიბებით მიანიჭოს მას სრულიად განსხავავებული აზრი. და რაკი აშკარად ყველა ანიჭებს კანონს ერთსა და იმავე შინაარსს, იგი მაინც ვერ შეზღუდავს თავისუფლებას განმმარტებელი იურისტისა. რადგან ეს არ არის კანონის შემდგენელთა, მთავრობისა თუ პარლამენტის წევრთა საერთო ნება-სურვილი, არამედ არის სახელმწიფოს (სახელმწიფო-მოქალაქეთა) ნება; ხოლო ეს ნება არ თანხვდება იმ მნიშვნელობას, რისი მინიჭებაც სურთ კანონისათვის კანონის ცალკეულ პირებს.“2!
გ) ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით იგივე ავტორები ურთავენ შემდეგს: „კანონის მხოლოდ იდენტური შინაარსი განაპირობებს დადგენილებას... ამრიგად, იურიდიული განმარტება ერთ რიგად განალაგებს განმარტებათა სხვა სახეობებს, რომლებიც, მსგავსად აღნიშნული სახეობისა... იკვლევენ იმავე სულიერი შემოქმედების შინაარსს,-განურჩევლად იმისა, შეგნებულად მიანიჭა თუ არა მას ამა თუ იმ მკვლევარმა ეს შინაარსი. ამიტომაც არის ადამიანის შემოქმედებაში მოქცეული იმაზე ღრმა შინაარსი, რასაც თავად შემოქმედიც კი ვერ. წარმოიდგენს.“,22 დ) ამ მოსაზრებას განამტკიცებს იურისპრუდენციის პროფესორი X. ჰპსიფელხნ, რომელიც შენიშნავს: „მეტად მოსწრებულად შენიშნავს ანდრე ჟიდი თავის წიგნში ,,ნმ10ძლყ“ ჭაობი“) „რაც. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის ზუსტად ის, რაც შე წარმოვადგინე ჩემდა უცოდინრად = გაუცნობიერებელის ამ ნაწილს მე დავარქმევდი ღმერთის ნაწილს ... დაე, დაველოდოთ საგანთა გამოცხადებას ერთიანად, ერთობლიობით გამოცხადებას ჩვენი. საქმეებისა “2 „ამ თეორია-პრინციპის მიხედვით, და იმის გამო, რომ სხვა საკითხთა შორის კანონიკური ტექსტები გამოხატავენ უფლის ნებასაც (რაც მათში აისახება უთუოდ, თუმცა აშკარა კვალის გარეშე) და ეკლესიის სავსებისაც (რომელსაც წარმოადგენენ მრავალ ნი – ცოცხლებიცა და მიცვალებულებიც), _|=–=5_ 2C. ეძხის9( _ IL. 2MCI8C6IL CIი”სხისიდ 10 ძIC 1პ60ი(5VI556050ხგ/L, LI. ტასი.
5. ((0მIL, 1964, გვ, 251
7C, წგძხისინ _ X. 26180, დასახ. ნაშრ. გვ. 251.
მწე ცსეფალხ – თარგმანი ბერძნ. ენაზე: #. 2XLV6XX, ს100C/თ)M CI V0II0C9 თინVი), ”6M8. M0იიდთ+იC “ნის თ ”ც0VVCI6 10თჩნიC, '40წVთ 1981, CC, 108.
ამიტომაც ჩვენ უფრო მეტად ვემხრობით სიტყვასიტყვით, ანუ ობიექტურ, ანუ ზეისტორიულ განმარტებას.
2. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ განმარტების სხვა თავისებურება, რომელიც მეტყველებს ამა თუ იმ სასამართლო თუ კანონიკური ტექსტის ორ სხვაგვარ სახეობასა თუ მეთოდზე. ესაა შეკუმშული (§V5Cმ1I0Cგ) და განვრცობილი (გაშლილი – ძIმ5(მIICღ2) განმარტება. ანუ, თუ ერთ შემთხვევაში შემოვსაზღვრავთ, „ვკუმშავთ“ შინაარსს, ამა თუ იმ სიტყვის თუ ტექსტის მოცულობას, მეორე შემთხვევაში, პირიქით – განვავრცობთ, „გავშლით“ ამ წინადადებათა თუ სიტყვათა შინაარსებს; ისე, რომ მათ მოიცვან სხვა შემთხვევებიც, ჰქონდეთ გამოყენების უფრო ვრცელი არე. წ)
(0:2) აა). ზემოაღნიშნულის შემდეგ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება შევნიშნოთ შემდეგი: კომენტატორი უნდა ითვალისწინებდეს, რომ ერთ საღმრთო ტექსტს შეიძლება მოერგოს ერთზე მეტი განმარტება. მაგალითად, ტექსტის ერთ ადგილას იყოს განმარტება, რომელიც ერგება ერთ. . განსაზღვრულ ეპოქას. ასე იაზრებდნენ და საქმეში ასე იყენებდნენ ამ კანონს ' აღნიშნული ეპოქის ადამიანები. იქნებ ასე უნდა ყოფილიყო იმდროინდელი ისტორიული ვითარებისა და საფრთხეების გამო; იქნებ იმიტომ, რომ ამ ' განმარტებას დაუშვებდა ადამიანთა შემეცნებითი განათლების და საეკლესიო ორგანიზაციის დონე. შესაბამისად, კომენტატორი არ სჯერდება ამ გადმოცემულ განმარტებას, არამედ მას შესწევს ძალა ზემოთწარმოდგენილი დებულებების თანახმად და თანამედროვე სოციალური ცვლილებებისა თუ მეცნიერული პროგრესის გამო დაუშვას სხვა განმარტებაც.V<«.
ბ) ზუსტად ეს ფენომენი, ეს შესაძლებლობა, შეიძლება ითქვას, რომ არის სათადარიგო ხასიათისა და არ არის აბსოლუტური. ანუ, შეიძლება მიეცეს ახალი განმარტება დებულებას, რომ იქნებ იგი შეესაბამება აღნიშნულ ეპოქას, მაგრამ არ შეესაბამებოდეს სხვა, სამომავლო ეპოქას თავისი ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით. ან ეს განმარტება შეიძლება არ ამოწურავდეს საღმრთო ტექსტის შინაარსს, რომელიც ამომწურავად მოიცვას სხვა, ახალმა ეპოქამ, ან თუნდაც, შეიძლება, ამომწურავად წარმოადგინოს სხვა ხანის კომენტატორმა.
გ) სწორედ იმიტომაც, რომ სრულიად არ ამოიწურება ამა თუ იმ ტექსტის ესა თუ ის შინაარსი (ან, ყველა შესაძლებელი მისი შინაარსი), არ არის მიღებული მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი, რადგან ასეთი თარგმანი არც იქნება თარგმანი, არამედ – ტექსტის ასლი, ესკიზი. ამიტომაც, საღმრთო წერილის ტექსტთა თარგმნის პარალელურად, მიღებულია, წარმოდგენილ იქნას ტექსტის დედანი მაინც. ა