← კანონიკური სამართალი

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 3: საეკლესიო კანონებით ხელმძღვანელობა (აკრიბია და იკონომია – სიზუსტე და შეწყალება)

პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 3: საეკლესიო კანონებით ხელმძღვანელობა (აკრიბია და იკონომია – სიზუსტე და შეწყალება)

ყოველივე იმის შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოვაყალიბეთ კანონიკურ სამართლის წყაროებისა და მათი კრებულებისათვის, შეიძლება უფრო ანალიტიკური გზით განვიხილოთ „აკრიბიის“ („სიზუსტის“) და „იკონომიის“ C,შეწყალების“) დადგენილ ადათთან დაკავშირებული "საკითხები.

1. აკრიბია (სიზუსტე)

აკრიშია არის, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის გავლენიანი ავტორი–ტეტული ტრადიციის ერთიანობა. ეს არის ოფიციალურად აღიარებული და მსოფლიო კრებათა მიერ დადასტურებული საეკლესიო ტრადიცია, რომელიც წარმოადგენს მართლაღმსარებლობისა და მართლმოქმედების, სწორი და ზუსტი რწმენისა და ცხოვრების საფუძველს. აკრიბია წარმოადგენს ასევე კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც კაცი განსჯის რწმენას და სიტყვებს, საქმესა და მოქმედებას. ან ცხოვრების წესს, საკუთარსაც. და სხვისასაც. თუ კაცს სურს შეძლებისდაგვარად იყოს მართლმადიდებელი, უფრო მართალი, უფრო სამართლიანი.

მრავალი აღნიშნავს, რომ აკრიბიას ეკუთვნის სხვა დანარჩენი დადგენილებანიც, საყოველთაო ანუ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეებიც. და ა. შ, ანუ, ზოგადად ტრადიცია, რომელიც მიმოიქცევა და ძალმოსილია ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ფარგლებში. მაგრამ ჩვენ ვერ მივანიჭებდით, ან ვერ მივიღებდით საერთოდ, აბსოლუტურად ამ კვალიფიკაციას, თუ არა მხოლოდ პირობითად (ფარდობითად). რადგანაც, ზემოაღნიშნულის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, არიან თუ არა ყველა ზემოთაღნიშნული. დადგენილებები უცთომელნი, წარმოგვიდგნენ თუ. არა აბსოლუტურ სიზუსტესა და სიმართლეს.

აკრიბია არის ამასთანავე ზუსტი და სარწმუნო დაცვა ეკლესიის ავტორიტეტული ტრადიციისა, მიღება, დაცვა და საქმით მიდევნება სარწმუნოების დოგმებისა და ცხოვრების წესსა და წესრიგთან დაკავშირებული კანონებისა. აკრიბიის მიზანია ეკლესიის ფარგლებში ცხოვრებისა და წესრიგის ერთიანობით დაცვა და ამის მეშვეობით მორწმუნეთა ცხოვნების მიღწევა.!

აქ ისმის ასევე კითხვა: ეკლესიის გავლენიანი ტრადიციის (დოგმებისა და კანონების) გარდა გვმართებს თუ არა დავიცვათ სხვადასხვა ადგილობრივი " შდრ. IIთV. MXი((V, თსIIჩ0X) IV IL XLV6VთV 6IC XIV ჩ680(თV მI6 MC ”სი0ოთთC თთLიი(თV LCდV ბV00თ7XთV, “ბ 0წVI 1974, თ8X. 6 §§.

ეკლესიის მიერ გამოცემული დადგენილებები, მცნებები და ა. შ, და, მაშასადამე, სავალდებულოა თუ არა მათი დაცვა? თუ შეიძლება მათი უგულებელყოფა? პასუხი ასეთია: ცხადია, მათთვის, ვინც განეკუთვნება შესაბამის საეკლესიო მმართველობის უფლებამოსილებას, სავალდებულოა ზემოაღნიშნულთა დაცვა, ასეგე იმიტომ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საღმრთო წერილსა თუ მსოფლიო კრებების დადგენილებებს, ანუ ავტორიტეტულ საეკლესიო ტრადიციას. ანდა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი გა; ბა; სიო იას. პავლე მოციქული გგაუწყებს: ,,დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვძებენ სულთა თქუენთათვის, ვითარცა-იგი სიტყუაი მისცენ“ (ებრ. 13,17). / არადა, თუ ვუწყით, რომ ეს აზრები თუ დარიგებანი ეწინააღმდეგებიან ეკლესიის ტრადიციას, მაშინ გვმართებს, მიღებული წესით, კეთილად და ჯეროვანი მოწიწებით განვუმარტოთ ეკლესიას და მის სულიერ მეთაურთ, რომ ისინი ცდებიან, რომ ეწინააღმდეგებიან საეკლესიო გარდამოცემას, და შესაბამისად, რომ ვერ შევეთავსებით და ვერ გავყვებით მსგავს ადამიანურ მითითებებსა და დადგენილებებს. |ამის მაგალითს გვაძლევენ მოციქულნი, როცა ამბობენ: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე მოც. 5,29). ! “ მაგრამ არსებობს ერთი საგანგებო შემთხვევა, რომლის მიხედვითაც | შესაბამისი საეკლესიო ორგანოების დადგენილებები, მითითებები თუ ნება, თუმცა კი არ შეესაბამება. საეკლესიო ტრადიციას, ანუ აკრიბიას, ჩვენ ' მაინც უნდა მივდიოთ მათ, ავიტანოთ და არ განვიკითხოთ ისინი. ეს არის შემთხვევა, როდესაც გავლენიანი, ავტორიტეტული საეკლესიო დაწესებულება საეკლესიო შეწყალებით (იკონომიით) მიემართება ამა თუ იმ პირს. მაგრამ ვიდრე მივმართავდეთ საეკლესიო შეწყალების საკითხსს, უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:

1) ვინც ასწავლის საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც ადგენენ ეკლესიის კანონები და ცნებები (ანუ აკრიბია), ეწევა უკიდურეს ბოროტადმადიდებლობასა და. მწვალებლობას.

2) ვინც არ იცავს აკრიბიას, არამედ განდგომით გვერდს უვლის ამას, იგი ჩამდენია უკანონობისა და ცოდვისა, იქმს განდგომას.

უფრო გასაგები რომ იყოს ყოველივე ზემოთქმული, მოგვყავს შემდეგი მაგალითი: კაცი თუ ასწავლის, რომ სიცრუის თქმა არ არის ბოროტება, არ არის ცოდვა, – იგია შემცდარი, ბოროტადმადიდებელი და მწვალებელი. მაგრამ მხოლოდ საქმით თუ არ მისდევს სახარების სჯულს და იტყვის სიცრუეს, იგი სჩადის უკანონობას, ცოდავს.

2. იკონომია (შეწყალება)

ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, რომ ა, კრიბიის საბოლოო მიზანი არის ადამიანის ცხოვნება ეკლესიის მეშვეობით. მაგრამ, როდესაც მოცემული შემთხვევისთვის ამა თუ იმ კანონის პირდაპირი მიდევნებით ექმნება დაბრკოლება მიზანს, მაშინ ეკლესია ეძიებს, იქნებ აღნიშნული კანონის დროებით და ლოგიკურ საფუძველზე შეჩერებამ ხელი შეუწყოს შესაბამისი მიზნის წარმატებას. და თუ მართლაც ასე ხდება, მაშინ შეიძლება მივმართოთ დროებით შეჩერებას, რადგან მაშინაც მივდევთ სწორ გეზს, სწორხაზოვნებას (სხვა სიტყვებით – კანონს), რაც მიგვიძღვის მორწმუნის ცხოვნებისა და ღმრთის სასუფევლისაკენ. ამ შემთხვევაში მივმართავთ საეკლესიო „იკონომიის“ – შეწყალების ზომას.

მაშასადამე, საეკლესიო შეწყალება (იკონომია) არის კანონთა აკრიბიიდან კომპეტენტური და ქრისტიანული პოზიციიდან – დროებითი და ლოგიკური გადახვევა (დოგმატურ ცნებათა დაურღვევლად), რაც მიმართულია ეკლესიის წიაღში და მის გარეთ არსებულ ადამიანთა ცხოვნებისათვის.“

წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი წერს: ,,ქრისტეს ეკლესიამ დაიცვა მართვისა და გამგეობის ორი სახე. ერთს ეწოდება აკრიბია, მეორეს კი – იკონომია ანუ შეწყალება, მათი მეშვეობით მართავენ სულთა ცხოვნებას სულის შემწყალებელები (სამღვდელოება) ხან ერთის, ხან მეორეს მეშვეობით“.3 იერუსალიმის პატრიარქის დოსითეს მიხედვითაც ,,საეკლესიო საკითხები განიხილება ორგვარი წესით: აკრიბიითა და იკონომიით (შეწყალებით).

მაგალითები: 1) ადამიანის ცხოვნებისათვის, როგორც ცნობილია,“ აუცილებელი წინაპირობა არის ნათლისღება, ანუ ნათლისმღებლის (ნათლის მიმღების) ნაკურთხ წყალში სამჯერ შთაფლვა და ამოყვანა კანონიერი მღვდლის ან მღვდელთმთავრის მიერ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვილი კვდება უეცრად, ეკლესია მისი ცზოვნებისათვის უშვებს აკრიბიიდან გადახვევას და მიმართავს იკონომიას. ასეთ შემთხვევაში უბრალო საერო პირსაც 1 (მამაკაცსა და დედაკაცსაც), ნება ეძლევა წმიდა სამების სახელით სამჯერ აიტაცოს მომაკვდავი ბავშვი, რათა მონათლულად ჩაითვალოს იგი (ე- ი. 2 შდრ. IICV, M»0ხნსი, 0 ბოთაიეთLთთსC( ”01X0V0|I(თ” 06 «6 IC თVCVIX6V 8(CCLCV C4V6Cა#0 0X6 IV „ ნი CI0”), 40წVთL 1971, C§2.. 7. შდრ. "#. 'ტ2.8IC610ს, II 0000V0II(თ X0X6 <6 L-CV0VIX6V 8(0%0LCV IC '0ი0ი8ტ60ს ”ნIიდოთ(იC, '#40წV0VL 1949, თ§X. 21. შდრ. ”/#0X. 'I6ითV. #0%CღCVი, LI008MIთ2თ MC ბით თთIXIC 01X0V0|L(ოC, ”I-V, :40VთIC 1957, C§2.. 209. 3 ”წიებრXLიV” C67.. 53. + წერილი ბელგრადელი მიქაელისადმი, მაისი 1706, ნაშრომში. X. /#670C§VL, II თწი!თ0XIXC6 რ//ითდთ, ”ცV L0აVCXCVLVCსX62.6ს 1905, «ტ|IL. L", თ. 648.

ინათლება ჰაერით). 2) რომ არ გაუარესდეს ამა თუ იმ ავადმყოფის მდგომარეობა, შესაძლებელია დარღვეული იქნას ოთხშაბათის და პარასკევის მარხვა ან დიდმარხვა (შდრ. მოციქულთა 69-ე კანონი).

აღნიშნულ ვითარებაში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ზოგადად, ძალმოსილია V-VI მსოფლიო კრების 88-ე კანონი: „ყოველსავე. შინა უფროის პატივ-იცემების კაცისა ცხოვნებაი და უვნებელად დაშთომალ“

მაშასადამე, იკონომიით (შეწყალებით) წარმოებს გამონაკლისის დაშვება. კანონისა და აკრიბიისაგან, მაგრამ დაცულია მისი მიზანი. რამდენადაც ი კონომიით მიიღწევა ადამიანის ცხოვნება, რომელიცაა აგრეთვე, აკრიბიის მიზანიც, შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია არის ერთსა და იმავე სამრევლო მსახურებისა და ეკლესიის უფლებამოსილების ორი ასპექტი. ეკლესია, რომელიც ყველა საშუალებაზე მაღლა აყენებს მიზანს, ანუ, ადამიანთა ცხოვნებას, შეუძლია და აქვს უფლებამოსილება, თავისი განაწესისამებრ გამოიყენოს ორივე მათგანი ეკლესიის საიდუმლოთა გაუყალბებლად. აკი თავად უფალს უთქვამს: „შაბათი კაცისათუს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათუს“ (მარკ. 2,27). სამართალი, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ყველა ასეთი შემთხვევისათვის სწორია, რაკი შეწყალებით მიიღწევა ადამიანის ცხოვნება, ანუ, სამართალი და სისწორე – ის, რაც წარმოადგენს აკრიბიის მიზანსაც; შეიძლება ითქვას, რომ აკრიბია და იკონომია არის ერთი და იმავე მონეტის ორი მხარე.

შენიშვნა: შეიძლება ამან წარმოშვას კითხვა: „იქნებ მიზანი წმიდა ჰყოფს საშუალებას?“ და შეიძლება თუ არა ეს პრინციპად დავისახოთ? როცა სასიკეთოა შედეგები, შეიძლება მივმართოთ ნებისმიერ საშუალებას?

პასუხი იქნება ასეთი: 1) შეწყალება (იკონომია) არ არის „საშუალება“, არამედ არის ცხოვნების საზომი ადათი, რომელიც მიმოიქცევა და მოქმედებს განსაზღვრულ პრინციპებსა და განსაკუთრებით = სახარებისეულ, კანონიკურ და ლოგიკურ პრინციპებს შორის. ამის თაობაზე ქვემოთაც ვიმსჯელებთ. 2) ზოგადად, შეიძლება შევნიშნოთ, რომ შეწყალებისათვის ჩვენ არ მივმართავთ უკანონო და ცოდვილ საშუალებებს. ეს გამორიცხულია. უბრალოდ, შეჩერებულია სხვადასხვა ზომა, ანუ კანონი, განსაზღვრული წინაპირობებითა და პრინციპებით. 5 იგულისხმება საბერძნეთის ეკლესიაში შემუშავებული ტრადიცია, რომელიც სულის ცხოვნების მისაღწევად ნებისმიერი გზით, მიზნად ისახავს იკონომიის ამგვარ, ჩვენთვის უჩვეულო სახეს; ყველანაირ ხერხს მიმართავს მოუნათლავი, რომ არ მოკვდეს ადამიანი... მიუხედავად ჩვენთვის ფრიად უცნაური ამ წესისა, "იმისათვის, რომ საბერძნეთის ეკლესიის ტრადიციაც ვიცოდეთ, საჭიროდ ჩავთვალეთ, არ ამოგვეღო ტექსტიდან ეს მაგალითი, (მთარგმნელის შენიშვნა).

3. იკონომიის ( შეწყალების) მინიჭების ორგანო

ამრიგად, ზემოთ წარმოდგენილის საფუძველზე გზიდან გადახვევად და უკანონობად ვერ გამოვაცხადებთ იმას, რაც იქმნება იკონომიის შესაბამისად. უფრო მეტიც, იკონომია არ არის გადახვევა, რადგან აკრიბიის არდაცვა, ანუ, უმალ. შეწყალებისადმი. მიმართვა არ. წარმოებს. თვითნებურად, ამა. თუ. იმ ინტერესიდან გამომდინარე, არამედ იგი ხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური საეკლესიო ორგანოს დადგენილებისა და ნებართვის საფუძველზე.

მაგრამ რომელია ეს კომპეტენტური საეკლესიო ორგანო?

უპერველეს ყოვლისა, კვლავაც უნდა დავძინოთ, რომ შეუძლებელია იგივე მოეთხოვებოდეს მას, ვინც იძულებულია მიანიჭოს იკონომია (შეწყალება), და მას, ვინც ეძიებს იკონომიას ნებისმიერ საეკლესიო საფეხურზე.

ამასთანავე, გვმართებს დავაზუსტოთ, რომ ეკლესიის კანონებით არაა გარკვევით განსაზღვრული, თუ რომელია კომპეტენტური, პასუხისმგებლობით აღჭურვილი საეკლესიო ორგანო ცალკეული შემთხვევისათვის. მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი იგივეობრივია იმისა, რომელიც კანონმდებლობს ან ზედამხედველობს აკრიბიის დაცვას, იგი არის, ვისაც აქვს ასევე უფლებამოსილება „შეკვრისა და გახსნისა“. ეს უფლებამოსილება, როგორც ცნობილია, უფალმა თავიდანვე მიანიჭა თავის მოწაფეებსა და მოციქულთ. შდრ. მათე 16,19 და 18,18. შდრ. ასევე პავლე მოციქული: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი“ (L კორ. 4,1). შესაბამისად, „უფლებამოსილება გადმოვიდა მოციქულების მემკვიდრეებზე – ეპისკოპოსებზე.

ამგვარად, „პირველ საფეხურზე ეპისკოპოსი არის ის, ვისაც აქვს იკონომიისადმი (შეწყალიბესიდმი) მიმართვის უფლება“.9 ანკვირიის მე-5 კანონი ამბობს: „ხოლო ეპისკოპოსთა პელმწიფებაი აქუს, რაითა სახე მოქცევისა მათისაი განიცადონ და ანუ კაცთმოყუარებით შეუმოკლონ, ანუ განუვრცელონ ჟამი უზიარებლობისაი'“. ცხადია, ეპისკოპოსის წარმომადგენლები (მაგ. საბერძნეთის ეკლესიაში – პროტოსინკელოსი, , სამღვდელმთავრო ზედამხედველები), რადგან მათ აქვთ ეპისკოპოსისაგან მონიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, შეუძლიათ იყვნენ შეწყალების დკონომიის) მინიჭების ორგანოს წარმომადგენლები. მაშასადამე, გვაქვს მემკვიდრეობითი, თანამიმდევრობითი უფლებამოსილება უფრო დაბალი საეკლესიო ორგანოებისა იკონომიის (შეწყალების) მინიჭებისთვის.

მაგრამ გასაგებია, რომ ორგანო, რომელიც ყველა შემთხვევაში ანიჭებს შეწყალებას (იკონომიას), უნდა იყოს იკონომიის მაძიებელზე აღმატებული. 6>:#, '#IცMCრ+ის, LI 0IM0V0IIIთ, C§.. 68. 46 | ასე, მორწმუნეთა და სასულიერო პირებთან (მღვდელი, დიაკონი და ა.შ.) იკონომიას მიმართავს ეპისკოპოსი. ეპისკოპოსთან იკონომიას მიმართავს წმიდა სინოდი და ა. შ. ანუ, შეწყალება (იკონომია) წარმოებს უთუოდ იერარქიულად, სხვა მზრივ იქმნება დარღვევა, წინააღმდეგობა. საბოლოოდ, შეწყალებისათვის უფლებამოსილება „მოქცეულია ფარგლებში უფრო დაბალიდან – უფრო მაღალზე, ვიდრე მსოფლიო კრებამდე“. ამ უკანასკნელიდან გასაგები ხდება ეკლესიის მთელი სავსების, ყველა მისი წევრის კომპენტენცია, „რადგანაც საეკლესიო კრებათა ერთიან – კათოლიკე დადგენილებების მინიჭებისთვის აქტიური წევრობა აკისრია ეკლესიის სავსებას“? და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის წიაღში განსხვავებული აღმსარებლობის პირთა ჯგუფურ მიღებას და სხვ." ამიტომაც აღნიშნავს ბასილი დიდი: „ეკლესიის საქმეებთან დაკავშირებით შეწყალება ფარმოებს მფარველობისადმი ნდობით აღჭურვილთაგან, ხოლო დასტურდება იგი ერის მიერ”."

აქ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით შენიშვნას იმის თაობაზე, რომ საერო პირებს, როგორ მაღალ თანამდებობასაც არ უნდა იკავებდნენ ისინი, არ შეუძლიათ მიმართონ იკონომიას (შეწყალებას). (მაგ. მეფე, რესპუბლიკის ან მთავრობის პრეზიდენტი და ა. შ.).?

ცხადია, რომ ყველაფერი, ნამდვილ იკონომიასთან დაკავშირებული, აღსრულდება სულიწმიდით ,,საღმრთო მადლისამებრ“, ამას აცზხადებს მოციქულთა მე-80 კანონი, რომელიც თავდაპირველად წინასწარ ადგენს, რომ არ შეიძლება ახლად ნათელღებული ქრისტიანენი მაშინვე გახდნენ სასულიერო პირები, შემდეგ კი კანონი დასძენს: „არა თუ სადმე საღმრთოისა მიერ იქმნეს ესე“. მაშასადამე, გასათვალისწინებელია, რომ საეკლესიო იკონომიისადმი მიმართვა ესაა ღმრთიური იკონომიის გაგრძელება, მისი იმიტაცია, მიბაძვა. ანუ მიბაძვა საღმრთო კაცთმოყვარეობისა, განკაცებისა. თავად ღმერთმა ,,წამოაცალიერა თავი თუსი“, ,,მოდრიკა ზეცა და გარდამოხდა“ ღმერთი ხსნად კაცთა მოდგმისა. ხოლო თავად განკაცებულმა სრულმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ანდერძი მიბაძვისათვის: „იყვენით თქუენ მოწყალე, . , ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს“ (ლუკა 6.36). 7 ·ტ. :ტXIჩI66%ის, II CIX0VXIIIთ, CC. 68. ? დასახ ნაშრომი. ? “გითVხII0ს #0LCთVი. LI00ჩ-LLღXთ ”6IXC.. 00CV., C62.. 134. 9 როგორც ცნობილია, ეკლესიის კათოლოკე – ერთიანი ცნობიერება წარმოადგენს არსებით ელემენტს ეკლესიის სინოდური ხასიათისათვის. MI 24%”, ზოხCV., C C 32,860. 1? შდრ. IIV. MXისისთ, LI X6ი( «ის ბთსსჩმIმ6თ+ის 1600XIXVC XXL #0CIIXIC §60სCIთC 6II0დთVIთ «CV 1. «XIV6VVIV ”#0IVთI 1971, თ82.. 11.

4. იკონომიის (შეწყალების) პრინციპები.

ის, რომ იკონომია არის საღმრთო შეწყალების გაგრძელება და სიყვარულის შესახებ ქრისტეს მიერი მცნების ანდერძის შედეგი, და რომ იგი კანონიკური წესრიგის დარღვევით არ არის განპირობებული, ჩანს ასევე გარკვეული პრინცი პებიდანაც, რომლებსაც უნდა მივდევდეთ იკონომიით ხელმძღვანელობის დროს. ეს პრინციპებია:

წ) საეკლესიო იკონომია არის და უნდა იყოს გამოხატულება სიყვარულის სულისკვეთებისა, რომელსაც მისდევს ეკლესია, ასევე – სათნოებებისა, რომლებიც ამ სულისკვეთებიდან მომდინარეობენ, ანუ ადამიანური სისუსტისადმი_ თანაგრძნობის, უენწენარებლობისა და. მოთმინებისა, სხვა ყოველგვარი ამოსავალი თუ მიზანშეწონილი, ა! სარგებლის მოხვეჭისკენ მიმართული ნებისმიერი კრიტერიუმი არ იმსახურებს მოწონებას, ისევე როგორც იკონომია დაუშვებელია დაინტერესებული პირის მხრიდან მუქარის ან ძალის გამოყენების შედეგად.

2) გათვალისწინებულ უნდა იქნას მორწმუნის გაძლიერება სამოღვაწეო ასპარეზზე, მისი დაყენება სწორ გეზზე, წესრიგისა და აკრიბიის გზაზე. გვმართებს თანაგრძნობა, რათა კვლავაც აღემართოს და აღზევდეს მორწმუნე; შემწეობა, რათა მან კვლავაც იაროს სრულყოფისა და ცხოვნებისაკენ.

3) კანონის აკრიბიისაგან გამონაკლისის დაშვება ზდება დროებით, შედარებით მცირე ან დიდი დროის შუალედში, შემთხვევისდა შესაბამისად.

შენიშვნა 1: აქვე გვმართებს, შევნიშნოთ, რომ იკონომიისათვის მიმართვის და მისი ხანგრძლივობის ვადასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე მყარი ცნება, არც რამ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა, რადგან, პრინციპულად რომ ვიმსჯელოთ, დროის, ვადის ცნება ფრიად პირობითია. შდრ. მოციქული პეტრეს სიტყვები (II პეტ. 3,8); „ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელ ნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე“. შდრ. აგრეთვე ფსალ. 894 – „რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა“. სხვათა შორის, უნდა შევნიშნოთ "ასევე, რომ საეკლესიო იკონომიის მოქმედების ხანგრძლივობის პერიოდები სხვადასხვა შეიძლება იყოს შემთხვევებისა და ვითარებებისდა მიხედვით. შდრ. თეოდორე სტუდიელი: ,,იკონომია კი – ზოგი მცირედი რაიმე დროით დაუდგენიათ ეკლესიის მამებს, ზოგიც გრძელვადიანია“.3 შენიშვნა 2: იკონომიის დროებითი ჭზასიათი ჩანს იქიდანაც, რომ არ არსებობს დებულება კანონიკური წესრიგისა და აკრიბიის გაუქმებისთვის. '36იინრიძს 2%0სმ(ჯის, ”CXLთL02. M0”, #Mთსიძთ%(თ +6XVთ, ჩC 99,1085L. შდრ. 'I60. #0LCCVი, II0ჩ2ი. ”ნლით. 0VV... თ). 147 §6.

დროებით ეს იკონომია ვერ შეენაცვლება კანონიკურ აკრიბიას, ე. ი. იგი ვერ იქნება კანონი, ანუ – იკონომიისადმი სამომავლოდ მიმართვისათვის ნიმუში.

4) საეკლესიო შეწყალება ანუ იკონომია ხორციელდება უდიდესი წინდახედულებითა და შეგნებით. თეოდორე სტუდიელი აღნიშნავს, რომ საეკლესიო ორგანო მიმართავს იკონომიას „დროულად და ჯეროვნად“.4 იკონომიას მიმართავენ იმისათვის, რომ არ წარმოჩინდეს სულისათვის საზიანო რამ ან შეურაცხმყოფელი ნაცვლად სარგებელისა, როგორც იკონომიის მაძიებლის, ისე ეკლესიის სავსებისათვის; ე. ი. იმ პირისათვის, რომელიც მიმართავს იკონომიას, ანუ საეკლესიო ორგანოსათვის, მუდამ გასათვალისწინებელია, რომ არ იყოს საეკლესიო სავსებისათვის შეურაცხმყოფელი და არ ავნოს მას იკონომიამ სარგებლობაზე უფრო მეტად; ან იკონომიით განპირობებული მოთმენის ცუდმა მაგალითმა – რაიმე პრეცედენტმა – არ შეცვალოს კანონი, და, შესაბამისად, არ გახდეს კანონიკური წესრიგისა და აკრიბიის საფუძველთა შერყევისა და ხელყოფის მიზეზი.

3) იკონომიისადმი მიმართვის კრიტერიუმი იმ. კანონების დარღვევის შემთხვევაში, რომლებიც ხელყოფენ ეკლესიის ერთიანობას წროგორიცაა, მწვალებლობა (ერესი), განდგომა (სქიზმა), ფრაქციული დაჯგუფებები, გარე კიდეშეკრებილობანი. და. ა. შ), არის. ასევე. კომბინაციაც · შემთხვევებისა, როცა ამა თუ იმ დაჯგუფებას, საზოგადოებას და ეკლესიასაც გულწრფელად ნებავს, რომ ეს დაჯგუფება დაუბრუნდეს კათოლიკე ეკლესიას. ამგვარად განიმარტება აღნიშნული შემთხვევები, რადგან ეკლესიის მოქმედება განსხვავებული სარწმუნოების წარმომადგენელთა მიღებასა თუ არმიღებასთან გაკავშირებით ზოგჯერ შედარებით შერბილებულია, ზოგჯერ კი უფრო კაცრი.

6) პასუხისმგებელმა საეკლესიო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთა რაოდენობაც. რაც უფრო მეტია საეკლესიო იკონომიის მაძიებელთა რაოდენობა, მით უფრო ადვილი და დიდია საეკლესიო ორგანოს შეწყნარებაც (ანალოგიის პრინციპი). შდრ. ბასილი დიდის 1-ლი კანონი: ,,ხოლო ვინაითგან რაითურთით ჯერ-უჩნდა ასიელთაგანთა ვიეთმე მრავალთა შეწყნარებულ-ყოფაი ნათლისღებისა მათისაი, იყავნ შეწყნარებულ..“ შდრ. აგრეთვე V-VI მსოფლიო კრების მე-3 კანონიც. ასევე დღესაც, განსხვავებული აღმსარებლობის ერთი წარმომადგენელიც თუ ისურვებს გახდეს მართლმადიდებელი, შესაძლებელია მასზე უფრო მცირე შეწყალება იქნას დაშვებული, ან – საერთოდაც არ იქნას დაშვებული შეწყალება. მაგრამ მართლმადიდებლებად მოქცევას მთელი საძმო, მაგ. პროტესტანტთა LM” ბდთ+02.#, ნც. 99,981.

ჯგუფი თუ აპირებს, მათ მიმართ მიღების თვალსაზრისით მეტი მოქნილობაა დასაშვები.

7) გარდა ამისა, საეკლესიო ორგანომ, საჭიროა, გაითვალისწინოს გრიგოლ ნაზიანზელის, ღმრთისმეტყველის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია „მივიღოთ რამ უცხო, ვავნოთ ჩვენსას; ის, რაც ნამდვილად იკფნომიის ცუდ მიმდევართ შეუძლიათ მიიღონ „" ამ პრინციპის თანახმად და ვებულია გადაადგილება დოგმატიური ცნებებისა, ანუ გამონაკლისის დაშვება სარწმუნოების დოგმებიდან, რომლებსაც მოიცავს საღმრთო წერილი და მსოფლიო კრებათა ცნება-კანონები. ალექსანდრიის პატრიარქი ევლოგი აღნიშნავდა: ,,იკონომიის (შეწყალების) მართებული სიტყვა ითქმის მაშინ, როდესაც არა ხელ იყოფა სარწმუნოებრივი დოგმა“.9 პროფესორი ა. ალივიზატოსიც წერს: ,,ოდითგანვე ვრცლად გამოყენებული იკონომია, უკიდურეს ზღვრად მიიჩნევს საეკლესიო სარწმუნოების დოგმათა შეურყევნელად დაცვას“.

აქ, ალბათ, საჭირო იქნებოდა გვეთქვა კიდევ ორიოდ სიტყვა, თუ რატომ არ შეიძლება დაშვებული იქნას რაიმე იკონომია სარწმუნოების დოგმების მიმართ. ეს რომ უკეთ გავიგოთ და გავიზიაროთ, უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:

ა) ზემოთ ჩვენ დავინახეთ, რომ იკონომია არის სიყვარულითა და მოთმინებით განპირობებული, დროებითი შეჩერება ამ თუ იმ კანონის ძალმოსილებისა. მაგრამ შესაძლებელია კი, თუნდაც დროებით უარვყოთ სახარებისმიერი ჭეშმარიტება, რომ „ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4,8-16) თანაც იმავე დროს იკონომია წარმოებს ქრისტიანული სიყვარულით, “საღმრთო სიყვარულის მიბაძვით.

ბ) გარდა ამისა, შესავალში აღვნიშნეთ, რომ სამართალი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სწორი. არადა, არც სწორი, არც ლოგიკური არ იქნებოდა, გვეღიარებინა, რომ არსებობს შემთხვევა, როცა შეიძლება დავიჯეროთ (თუნდაც დროებით, „იკონომიით“), რომ ერთარსება სამება არის, ან ხდება ორობა, ან, რომ ღმერთი არ განკაცებულა. ყველა ამგვარ შემთხვევაში გვემუქრება საფრთხე აღმოვჩნდეთ ჩვენც ჭეშმარიტებისგან განყენებულნი, ერთი წმიდა კათოლიკე ეკლესიის გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ მის წიაღში დავაბრუნოთ შეცდომილნი; და უმალ მათთვის ვუშვებთ ამგვარ იკონომიას. ასეთ მსგავს შემთხვევაში ეკლესიის არსებობის მიზანი, რაც უნდა იყოს „ჭეშმარიტებით“ ადამიანთა ცხოვნება, მათი ხსნა, „ღმერთისადმი სათნო-ყოფად“!ზ წარუმატებელია.

M შდრ. IIთV. I 06IIML6თ, /#0//LVVIIC, 16|L. L”, C6X. 53. 16 ნც 103,953.

7 "ტს. :ტXI8IC0%0ს, LI 0CLსXCV0(IIთ, C9X. 12.

18 I ის 0VV0ს XCVCXXVXIVCსX6Xწთდ, 6C 98,112.

„რასაკვირველია, – აღნიშნავს პროფესორი ამ. ალივიზატოსი, – რაკი დოგმა განისაზღვრება, როგორც უკანასკნელი ზღვარი იკონომიით 'ხელმძღვანელობისათვის, ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს დოგმა და არა დოგმის ზღვარს გადაცილებული სწავლება, ანუ ე. წ. თეოლოგუმენები (=საღვთისმეტყველო ბრძნობა) შეადგენენ ამ ცნებას. ბევრი რამ შეიძლებოდა მიგვეღო დოგმის შინაარსის მომცველი განუსაზღვრელი რაოდენობის ელემენტი სარწმუნოებისათვის სწავლებისა. ვთქვათ, საიდუმლოთა რაოდენობა და ა. შ. მაგრამ მაინც ამგვარი დოგმატური სწავლება რჩება მათ წარმომადგენელთა პიროვნულ სწავლებად. მას არ შესწევს ძალა, თავისით მოიხვეჭოს დოგმატური ავტორიტეტი იმ გაგებით, რომ აღნიშნული სწავლების ფორმულირებას არ ესადაგება იკონომიის (შეწყალების) დაშვება“?

5. იკონომიის დაშვების ხერხები (სახეობები)

I. ზემოთ მოხსენიებული ზოგადი პრინციპეპის გარდა, მიუხედავად იკონომიის ზომისა და მნიშვნელოვნებისა, და მიუხედავად იმისა, რომ იკონომიას ოდითგანვე ვრცლად მიმართვდა ეკლესია, მსახურებებითა და ადმინისტრაციულადაც, მაინც, ერთი შეხედვით, პარადოქსულად გამოიყურება, რომ არ არის ოფიციალურად ჩამოყალიბებული დეტალური დადგენილებები იკონომიის დაშვებისათვის, შესაძლებელია, იკონომიის მოთხოვნისა და დაშვებისათვის დებულებებისა და ვითარებების არაოფიციალური წესით და დაუზუსტებლად დადგენა პრივილეგიადაც მივიჩნიოთ. არადა, საპირისპიროდ გვევლინება ხარვეზი:

ა) უპირველეს ყოვლისა, ყოველ მორწმუნესა თუ არაქრისტიანს შეექმნებოდა საცდური (ნამდვილი თუ მოჩვენებითი), თუკი მას წაახალისებენ, წარმოიდგინოს პირობები, ვითომ იგი ეძიებს იკონომიას.

ბ) ბევრი იმედის თვალით შეხედავდა იკონომიას და არა აკრიბიის (დოგმათა, კანონთა) ზედმიწევნით დაცვას. აკი ყოველ ქრისტიანს ჰმართებს აკრიბიის კარგად გაცნობიერება და ყოველდღიურად მისი დაცვა. ამიტომ, ოფიციალური და საჭირო განსაზღვრა და დადგენა იკონომიის შემთხვევებისა და წინასწარი დებულებებისა საბოლოოდ იქნება არაპედაგოგიური; ეს აქებ აკრიბიისადმი დათმობა.

გ) წინასწარი დებულებების მკაცრი განსაზღვრა ვერ მიანიჭებდა საზღვრებს იკონომიის დაშვებას ერთ შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული განმსაზღვრელი დადგენილებებით. ანუ, ეს იქნებოდა ზუსტი განსაზღვრება, გარკვეული სხვა შეზღუდვა. მსგავსი რამ ახასიათებს პაპისტურ-ლათინურ ILX§0605800-ს (გადახდა, ანაზღაურება, მიზღვა), რაც გარკვეულად შეესაბამისება ჩვენს იკონომიას, ოღონდ მთლად იგივე არაა.

მ "ტი. ტამICრჯის, II 0(X0V0(IIთ, თ6X. 14.“ L #” 6ი1%(0IV, ნC, 99,981.

“

V დ) სხვა მხრივ, როგორც ზემოთ დავინახეთ, იკონომიას სრულყოფილი სახით ანიჭებს ღმერთი, ,,საღმრთოისა მადლისა მიერ“ – გვაუწყებს მოციქულთა მე-80 კანონი. რადგან საღმრთო ნება, როგორც ვუწყით, არ ტოვებს კვალს და ადამიანურით ვერ შემოიფარგლება, შესაბამისად, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს საღმრთო მადლის ქმედებანიც.

ე) ყველა შემთხვევაში, საეკლესიო იკონომიის მინიჭებისთვის ყოველივე დაუდგენელი და განუსაზღვრელი გამომდინარეობს იკონომიის ბუნებიდან. იგი, მართლმადიდებლური აზრის მიხედვით, არის ასევე გამოხატულება ქრისტესმიერი თავისუფლებისა, რაცაა ეკლესიის წიაღში.

ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება დადგინდეს საეკლესიო იკონომიისათვის, ანუ შეწყალებისათვის შემდეგი განსაზღვრება; იკონომია არის ქრისტესმიერი_ თავისუფლება, რომელიც აქვს _ეკლესიას _ საღმრთო მადლის განსაგებად (სხვაგვარად მას ეწოდება „საღმრთო მადლის საჭურჭლის საცავი“); იმისათვის, რომ იგი განა; ეს თავის სახლს მის შიგნით და გარეთ მყოფი ადამიანის სულიერი სარგებლობისათვის. ამ განსაზღვრებით გასაგები ხდება, რაც ზემოთ აღვნიშნეთ: დოგმებისათვის, ანუ ჭეშმარიტებისათვის ვერ მივმართავთ იკონომიას, დათმობას, რადგან მაშინ აშკარად დავშორდებით ჭეშმარიტებას, სადაცაა თავისუფლება, თანახმად უფლისმიერისა: ,,და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8,32), მაგრამ სამართლისა და თავისუფლების ურთიერთმიმართების საკითხს ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ.

II. ა) საეკლესიო იკონომია საქმით მისი გამოყენების, ან საძიებელი იკონომიის საბოლოო აღსრულების შესაბამისად შეიძლება დაიყოს როგორც წინასწარი და რეტროაქტიული (უკუმოქცეული): 1) წინასწარი ეწოდება იკონომიას, რომელსაც იძიებს დაინტერესებული პირი და აღასრულებს პასუხისმგებელი კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, ვიდრე დაინტერესებული პირი წინასწარ მიმართავდეს მას. 2) რეტროაქტიული (უკუმოქცეული) ეწოდება იკონომიას, რომელსაც ეძიებს დაინტერესებული, შეცდომილი შეცოდების შემდეგ და, რომელიც ენიჭება მას პასუხისმგებელი საეკლესიო ორგანოს მიერ, ბუნებრივია, შემდგომად შეცოდებისა, უკანონობის განსაკურნებლად. ეს განსაკუთრებით ხშირია სხვადსახვა ცოდვათა აღიარების შემთხვევაში. იკონომიას ანიჭებს სულიერი მოძღვარი. V/ ბ) აკრიბიიდან გამონაკლისის დაშვების მიხედვით, იკონომია განსხვავდება ან მიმტევებლობისადმი მიდრეკილებით, ან სიმკაცრისადმი მიდრეკილებით. ასე, პასუხისმგებელ საეკლესიო ორგანოს შეუძლია გასცდეს აკრიბიას ან უფრო მიმტევებლური ან უფრო მკაცრი იკონომიით. ანუ, პასუხისმგებელი საეკლესიო ორგანო თუ მოსთხოვს ამა თუ იმ მორწმუნეს რაიმეს იმაზე მეტს, რასაც მოითხოვენ კანონები, ამასაც იკონომია ჰქვია. მაგ. მოთხოვნა მარხვისა სხვა, კანონებით დადგენილი დღეების გარდა, ასევე იკონომიის დაშვებაა.

გ) იკონომიას კანონიერად მიმართავენ დაინტერესებული პირის სიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, როცა შესაბამისად (მაგრამ არა აუცილებლად) – მას მოჰყვება პასუხისგებლობით აღჭურვილი საეკლესიო ორგანოს პასუხი.

1) იმ შემთხვევაში, როცა პასუხისგებლობით აღჭურვილი საეკლესიო ორგანო პასუხობს წერილობით, იგი ვალდებულია, გარდა მინიჭებული იკონომიისა და აკრიბიისა, აღნუსხოს იგი შესაბამისი ჩანაწერით (წერილი ან მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე). ანუ, მას ჰმართებს, ხაზგასმით აღნიშნოს კანონიკურობა და აკრიბია, რომლისგანაც იგი დაუშვებს შეწყალებით გადახვევას ადამიანის ხსნისა და ეკლესიისთვის, საერთო სიკეთისთვის, „ღმრთის სათნოყოფისათვის“, როგორც ამას იტყოდა კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გერმანე (0C 98,112). დაშვებული იკონომიის ეს ტიპი წარმოებს იმისათვის, რომ მორწმუნე ქრისტიანმა არ დაივიწყოს ჭეშმარიტება და აკრიბია, რომლისადმი მიბრუნება მას კვლავაც. ჰმართებს.

2) გარდა ზემოთ წარმოდგენილი, კონკრეტული ოფიციალური და განაწესის შესაბამისი (ყველანაირი სახის) იკონომიის მინიჭებისა, არსებობს კიდევ თავისებური (იდიოტიპური) – საგანგებო, მუდმივმოქმედი, გახანგრძლივებული ან განუსაზღვრელი იკონომია. შეიძლებოდა განგვესაზღვრა იგი უმალ, როგორც გაუხმაურებელი (მდუმარე) იკონომია. ვახასიათებთ მას, როგორც მდუმარეს, რადგან მას მიმართავენ ყოველგვარი საგანგებო მოხსენიებისა თუ განცხადების გარეშე. უბრალოდ, პასუხისმგებელი საეკლესიო ორგანო მას უსიტყვოდ იღებს იმის გამო, რომ არ მიიდრიკონ მორწმუნენი წმიდა კანონთა დაუცვევლობისაკენ რაიმე საგანგებო მიზეზების გარეშე მათთვის ამ შემთხვევაში განწესებული პასუხისგების გაუთვალისწინებლად. ამას ადვილად დაგვარწმუნებდა ის, რაც დღეს ბევრ კანონთანაა დაკავშირებული (მაგ. ისეთებთან, რომლებიც მოითხოვენ მორწმუნისაგან პერიოდულად ეკლესიის მსახურებებზე დასწრებას); ეს კანონები მიგვითითებენ მართებულს და იდეალურს, სინამდვილეში კი დაყენებულია, უმოქმედოა და, ამგვარად საჭიროებენ მდუმარე იკონომიას...

შენიშვნა: ამასთან დაკავშირებით, სამრევლო პოლიტიკის ასპექტიდან გამომდინარე, ისმის შემდეგი კითხვა: რა არის უმჯობესი – მივმართოთ იკონომიის ამ სახეობას, რომელიც ჩვეულებრივ მდუმარე შეწყალებით მიმდინარეობს, თუ ოფიციალურად ეცნობოს იკონომია ეკლესიის სავსებას? ამ კითხვას შემდეგი პასუხი შეიძლება გავცეთ: რასაც უპირატესობა ენიჭება, ესაა მდუმარე იკონომია. უნდა მოხდეს შესაბამის საეკლესიო ორგანოთა აღიარებით და სრულიად შეგნებულად, ისე, რომ ისინი მზად იყვნენ ,,სიტყვს მიგებად ყოვლისა“ (L პეტრე 3,15), განსაკუთრებით – უფლის წინაშე.

მაგრამ მართებულია თუ არა მდუმარე იკონომიით შეწყალების შესახებ ცნობა მიეწოდოს მრევლს, – ეს უკვე კონკრეტულ შემთხვევებზეა. დამოკიდებული. თუ, მაგალითად, ,,იკონომიის საკითხი“ იძენს ეკლესიის მთელი სავსების მასშტაბს, თუ იგი ხდება მიზეზი შეურაცხყოფისა, ან აღაშფოთებს მას და ართულებს ვითარებას, – საეკლესიო გამგებლობას მართებს, დაიჭიროს გარკვეული პოზიცია და გაანათლოს ერი, ზუსტი ცნობები მიაწოდოს მათ იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. მაგრამ თუ უმოქმედობა და შეჩერება ამა თუ იმ კანონისა არ უქმნის დაბრკოლებებს ეკლესიის სავსებას, მაშინ საეკლესიო გამგებლობამ შეიძლება არ. დაიკავოს ოფიციალური და საჯარო პოზიცია, ხშირად რომ არ გამოიწვიოს უდროო არეულობა ეკლესიის სავსებას შორის. ზემოაღნიშნული გადახვევის შემდეგ. შეიძლება. კიდევ. დავშინოთ შემდეგი: ეკლესია საღმრთო სჯულის ძალმოსილებითა – და არა ავტორიტეტის დროებითი ან ხანგრძლივვადიანი შეჩერებით განაგრძობს ღმრთისმიერ შეწყალებას, იკონომიას, რათა ,,მოიძიოს და იხსნას“ კაცი (შდრ. ლუკა 1910). იგი აგრძელებს საღმრთო იკონომიას, მთელი ცხოვნების ისტორიის განმავლობაში. ეკლესია ხანგრძლივად ან გამუდმებით შეიწყალებს ადამიანურ უძლურებას და იჩენს მის მიმართ მოწყალებას, ნაცვლად იმისა, რომ დასაჯოს იგი კანონების მიხედვით. ამას მიმართვს იგი, რათა შეეწიოს კაცს, რათა შეინარჩუნოს იგი თავის წიაღში და უძღოდეს და მიჰყავდეს იგი ქრისტესმიერ ცხოვნებისაკენ, ჭეშმარიტების შემეცნებისაკენ, თავისუფლების მიღწევისაკენ, სრულყოფისათვის ადამიანისა „მამაკაცად სრულად“ (ეფეს. 4,13). მაშასადამე, ამგვარად, საეკლესიო იკონომიის განწესებით ,დაიძლევა სჯულის წერილი. და განცხადდება, რომ. თვითმიზანს სრულიადაც. არ წარმოადგენს ის, რომ ეკლესიის. სამართალშია მოქცეული მორწმუნეთა მადლი“.20 იკონომიის განაწესი „წარმოადგენს კანონიკურ სამართალს, რომელიც სრულიად განსხვავებულია არა მხოლოდ საერო დაწესებულებათაგან, არამედ შველი აღთქმის სეჯულისგანაც, ანუ, იმისგან, რა სახეც მან მიიღო სინაგოგებში უფლის მოღვაწეობის ხანაში“?! და სწორედ იკონომიის ამ ღონისძიების გამო აქვს მართებული უფლება კანონიკურ სამართალს ერქვას სახცლად კანონიკური სამართალი: რადგან_ იკონომია ძირითადად მისდევს. ყოველივე მართალსა. და წრფელს, „რასაც წარმოგვიდგენენ. კანონები; იმისათვის, რომ წარმოჩინდეს შართალი და წრფელი კერძო შემთხვევებში ან პიროვნებებთან მიმართებაში, > ზემოთწარმოდგენილი ცხადყოფს და კიდევ. ერთხელ ადასტურებს კანონიკური სამართლის ბუნებასა და ხასიათს, რაკი მას მართებულად აქვს მოხვეჭილი ზედწოდება: „მადლის სამართალი“. _. 20 LV. M0სიი»(ზის, 16 80CVI0V LC X6იL0C Xთ( თL Cთ»0სბთI6-6ითL 6I0დ0ი00X0LM თ6LC ხV =წ წლლაითსთთჯსთ) ბ10ი/0Vრთის, ”წV ”#0MVCI 1967, თ§).. 299, 2 შდრ. IL. MისითL(ზის... დასახ. ნაშრ. C§X. 296.