პ. ბუმისი, „კანონიკური სამართალი“ — შესავალი ნაწილი, თავი 2: წყაროები და ნაშრომთა კრებულები კანონიკური სამართლისათვის
1. კანონიკური სამართლის ძირითადი წყაროები
ზემოთ წარმოდგენილი განსაზღვრებების შემდეგ შეგვიძლია, უფრო ანალიტიკურად განვიხილოთ კანონიკური სამართლის წყაროთა საკითხიც. ადვილი გასაგებია, რომ კანონიკური სამართლის ძირითადი წყაროებია ის ტექსტები, რომლებიც გადმოგვცა ეკლესიამ მას შემდეგ, რაც. მანამდე გაითავისა ისინი. ცხადია, კანონიკური სამართლის უპირველესი და ძირითადი წყარო, რაც ზემოთაც ცხადვყავით, არის ერთარსება სამება. იგი არის დასაბამი ყოველი ნამდვილი შემოქმედებისა, ტრადიციისა და ძალაუფლებისა ეკლესიის წიაღში. ერთარსება სამება ღმერთმა მოციქულთა მეშვეობით ეკლესიას გადმოსცა თავისი საღმრთო ნება, რომელიც გაცხადდა წმიდა სამოციქულო და საეკლესიო ტრადიციის სახით. სამოციქულო ტრადიცია ეწოდება უფლისა და მისი მოციქულების მოძღვრებას, სწავლებას, რომელიც ეკლესიაში გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს მოძღვრება დაწვრილებითაა აღნუსხული და დაუნჯებული საღმრთო წერილის, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების, ლიტურგიკული ტექსტების, ეკლესიის მამათა თხზულებებისა და მრავალრიცხოვან საეკლესიო გადმოცემათა სახით. უკვე საღმრთო წერილი გვაუწყებს აღნიშნული ტრადიციის არსებობას და იმ ვალდებულებასაც, რაც ქრისტიანთ ეკისრებათ მისი შეურყვნელად დაცვისათვის: „მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყკთა, გინა წიგნითა ჩუენითა“, – (II თეს. 2,15 და 3,6) გვამცნებს მოციქული პავლე; იგი სხვაგანაც გვამცნებს: „ვითარცა-იგი მიგეც თქუენ მოძღურებაი, იგი შეიკრმალეთ“ (L კორ. 11,2). ეკლესიის ეს გარდამოცემა წარმოადგენს ერთ მთლიანობას, ერთიანობას, იგი არ უნდა დაირღვეს. მისი ერთი ნაწილი ავსებს, განმარტავს და სრულჰყოფს მეორეს. ამიტომაც პროფესორი პან. ბრაციოტისი აღნიშნავს: „ეკლესია, საღმრთო წერილი და ტრადიცია არის და სუფევს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი ურღვევი ერთიანობის სახით“.! დავიმოწმოთ, აგრეთვე, ბასილი დიდის 91-ე კანონის ნაწყვეტი, რომელიც აღნიშნულ ტრადიციას მიემართება: ,,„ეკლესიაში დაცული დოგმები და ქადაგებები ზოგი წერილობითი სწავლების სახით გვაქვს მოცემული, ზოგიც მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოგვეცა. მათგან ორივეს ძალა აქვს კეთილ! (ჩგი. ცI259)00§, სIი 0-+00ძ0X6 8025. გვ. 22, შდრ. MI. MI§9I005, 016 LCIიხ6I V0ი 50ხი#( სიძ "-მძIყიი, კრებულში 0Lსჯიტი1§0ხ6 1სიძვიჩვს, ტ. 14 (1965) გვ. 271.)
მორწმუნეთათვის. ამას საკამათოდ არც არავინ მიიჩნევს, ვინც ოდნავ მაინც არის საეკლესიო განაწესით გამოცდილი. და თუ ხელს მივყოფთ დაუწერელ ადათთა, როგორც დიდი ძალმოსილების არმქონეთა უგულვებელყოფას, შევცდებით, სახარების გააზრებასაც ფრიად ვაზარალებთ და უმალ ლიტონი სახელით შემოვიფარგლებით ქადაგებაში. ასე, მაგალითად (უპირველესსა და უზოგადესს მოვიხსენებ): ჯვრის გადასახვა სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა – ვინ გვასწავლა წერილობით? ვინ გვასწავლა ლოცვის დროს აღმოსავლეთისაკენ რომ მივაქციოთ პირი? ნაკურთხი ტარიგისა (არტოსისა) და ბარძიმში ღვინის, განცხადების დროს ვინ დაგვიტოვა გარდამოხმობის (ეპიკლესის) სიტყვების ჩანაწერი? და ჩვენ იმასაც არ ვჯერდებით, რაც მოციქულმა თუ სახარებამ მოიხსენია, არამედ მანამდეც და მათ შემდგომაც დაუწერელი მოძღვრებიდან ვიხსენიებთ კიდევ. სხვას, როგორც საიდუმლოს მიმართ ძალმოსილს...“
ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონიკური სამართალის ძირითადი წყაროებია, უპირველეს ყოვლისა საღმრთო წერილი, შემდეგ კი საღმრთო სჯული.
2. საღმრთო წერილი
აქვე შევნიშნოთ, რომ ეკლესიამ გადმოგვცა საღმრთო სჯული; საღმრთოც და ღმრთივსულიერი (ძვ. ქართ.) ანუ, ღლმრთივშთაგონებულიც.?
ეკლესიამ სწორედ სულიწმიდის წინამძღოლობით განასხვავა ღმრთივშთაგონებულ კაცთა წიგნები იმ წიგნებისაგან, რომელთაც დაფარულად ამა თუ იმ წინასწარმტყველსა თუ მოციქულს მიაკუთვნებდნენ. ეკლესიამ გამიჯნა ურთი-ერთისაგან ნამდვილი და გაყალბებული, ფსევდოეპიგრაფიკულად წოდებული წიგნები, კონკრეტულად, V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის საფუძველზე დადგინდა ნუსხა საღმრთო წერილის წიგნებისა, რომელიც შეადგინა თუ შეიმუშავა წმიდათა მოციქულთა 85-ე, კართაგენის 24/32, - საღმრთო, ზოგადად, ეწოდება ისეთ წიგნებს, რომლებიც. უცთომელია, რადგანაც ისინი უფლის მეთვალყურეობითაა დაწერილი. შესაძლებელია, ისინი. დაწერილიყო ოდენ ლოგიკური აზროვნების ან თანდაყოლილი ზნეობრივი. კანონის, “ან. არსებული. ინფორმაციების საფუძველზე, მაგრამ ეს წიგნები მაინც უშუალოდ იწერებოდა სულიწმიდის მეთვალყურეობით და ეხმარებოდა შემოქმედს, არ დაეშვა ცდომილებები. ღმრთივსულიერი, ანუ. ღმრთივშთაგონებული კი ეწოდება ისეთ წიგნებს, რომლებიც მოიცავენ ღმრთის. სიტყვას, ჭეშმარიტებებს: ის, რაც გამოუცხადა ღმერთმა. თავის რჩეულთ სულიწმიდის დამოძღვრებით (ზედამხედველობით). (შდრ. II პეტ. 21: ,წუვვითა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი”) ბუნებრივია, სხვა ჭეშმარიტების ჩაწერის დროსაც თვალყურს ადევნებს სულიწმიდა, რომ არ იყოს დაშვებული შეცდომები. უფრო მეტიც, ეს ჭეშმარიტებანი (საღმრთო წერილი) უფრო მეტად უნდა შთააგონებდეს კაცს ჭეშმარიტებათა შემდგომ შემეცნებას და განცდას შდრ. IL ტიმ. 3,16).
ლაოდიკიის "მე-60 --კანონებმა, ასევე ათანასე დიდის, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და ამფილოქე იკონიელის კანონებმა.
საღმრთო წერილი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან. თავად „აღთქმის“ ცნება კანონის შინაარსსაც შეიცავს. იგი გამოხატავს ამა თუ იმ პირის ნებას, დანაბარებს, ანდერძს (კანონს) (შდრ. გალ. 3,15.. და ებრ. 9,15..)
ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო (ს) და ღმრთივსულიერი (ლს), ანუ ღმრთივშთაგონებული წიგნებია:
თა ძველი აღთქმის წიგნი:
1) დაბადება (ს) (ღს) 24) ეკლესიასტე (ს) (ღს) 2) გამოსვლათა (ს) (ღს) 25) ქება ქებათა (ს). (ღს) 3) ლევიტელთა (ს) (ღს) 26) სიბრძნე სოლომონისა (ღს) 4) რიცხვთა (ს) (ღს) 27) ოსია (ს) (ღს) 5) მეორე სჯულთა (ს) (ღს) 28) ამოსი (ს) (ღს) 6) იესო ნავესი (ს) (ღს) 29) მიქეა (ს) (ღს) 7) მსაჯულთა (ს) (ღს) 30) იოველი (ს) (ღს) 8) რუთი (ს) (ღს) 31) აბდია (ს) (ღს) 9) მეფეთა ა (ს) (ღს) 32) იონა (ს) (ღს) 10) მეფეთა ბ (ს) (ღს) 33) ნაუმი (ს). (ღს) 11) შეფეთა გ (ს) (ღს) 34) აბაკუმი (ს) (ღს) 12) მეფეთა დ (ს) (ღს) 35) სოფონია (ს) (ღს) 13) ნეშტთა ა (ს) (ღს) 36) ანგია (ს) (ღს) 14) ნეშტთა ბ (ს) (ღს) 37) ზაქარია (ს) (ღს) 15) ეზრა ა (ს) (ღს) 38) მალაქია (ს). (ღს) 16) ეზრა ბ (ს) (ღს) 39) ესაია (ს) (ღს) 17) ნეემია (ს) (ღს) 40) იერემია (ს) (ღს) 18) ესთერი (ლს) 41) ბარუქი (ს) (ღს) 19) ივდითი (ღს) 42) გოდება იერემიასი (ს) (ღს) 20) ტობია (ღს) 43). ეპისტოლე იერემიასი (ს). (ღს) 21) ფსალმუნი (ს) (ღს) 44) ეზეკიელი (ს) (ღს) 22) იობი (ს) (ღს) 45) დანიელი (ს) (ღს) · 23) იგავთა (ს) (ღს) ახალი აღთქმის წიგნი: 1. სახარება მათესი (ს) (ღს) 15. I ტიმოთე (ს) (ღს) 2. სახარება მარკოზისა (ს) (ღს) 16. II ტიმოთე (ს) (ღს) 8. სახარება ლუკასი (ს) (ღს) 17. ტიტე (ს) (ღს) 4. სახარება იოანესი (ს) (ღს) 18. ფილიმონი (ს) (ღს) 5. საქმე მოციქულთა (ს) (ღს) 10. ებრაელთა (ს) (ღს) 6. რომაელთა (ს) (ღს) 20. იაკობისა (ს) (ღს) 7. I კორინთელთა (ს) (ღს) 21. I პეტრესი (ს) (ღს) 8. IL კორინთელთა (ს) (ღს) 22. IL პეტრესი (ს) (ღს) 9. გალატელთა (ს) (ღს) 23. I იოანესი (ს) (ღს) 10. ეფესელთა (ს) (ღს) 24. II იოანესი (ს) (ღს) 11. ფილიპელთა (ს) (ღს) 25. III იოანესი (ს) (ღს) 12. კოლასელთა (ს) (ღს) 26. იუდასი (ს) (ღს) 13. L თესალონიკელთა (ს) (ღს) 27. გამოცხადება იოანესი (ს) (ღს) 14. IL თესალონიკელთა (ს) (ღს)
შენიშვნა: ამ საღმრთო და ღმრთივსულიერი ანუ ღმრთივშთაგონებული წიგნების გარდა არსებობს ძველი აღთქმის ისეთი აპოკრიფებიც: სიბრძნე ისუ ზირაქისა და მაკაბელთა სამი წიგნი, რომლებიც მიჩნეულია წმინდა ანუ კრძალულებით გამორჩეულ საკითხავებად.
კანონიკური სამართლის ინტერესთა სფეროში ორ აღთქმათაგან უფრო მეტად ახალი აღთქმა გამოირჩევა. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული და დოგმატური წიგნი, არამედ იგი მოიცავს სამართლის ფუძემდებლურ კანონებსაც. ქრისტეს მცნებები და მისგან გამომდინარე ისეთი საკითხები, რომლებიც, როგორც ცნობილია, სიყვარულის ძირეული მცნებიდან მომდინარეობენ, შეადგენენ საწყისებს, რომლებზედაც დაფუძნდა ეკლესიის მთელი კანონიკური ტრადიცია. ასეთია მცნებები, მაგ. რომლებიც მიემართება. მოციქულთა და ეპისკოპოსთა უფლება-მსახურებას, (მათე 18,18, იოანე 20,23), ნათლისღებასა და საღმრთო ევქარისტიას (მათე 28.19, მარკ. 14,22-24 და სხვ.), ქრიატიანთა ურთიერთობებს სახელმწიფოსთან (მათე 2,17-22, ლუკა 20,22-26) და ა. შ.
კანონიკური სამართალი ეყრდნობა ძველ აღთქმასაც, თუმცა მასში ასახული კანონიკური დადგენილებები ძალმოსილია მხოლოდ ახალი აღთქმისმიერი ინტერპრეტაციით და მხოლოდ იმ ოდენობით, რაც შემოწმებით შერჩეულ და განმეორებულ იქნა ეკლესიის კანონთა სახით.“
ამ საკითხს ნათელს ჰფენს ბასილი დიდის 87-ე კანონი. ცხადია, ძველი აღთქმის ზნეობრივი კოდექსი, როგორიცაა ღშრთისაგან მოსესა და წინასწარმეტყველთათვის გადმოცემული (მაგ. ათი მცნება), კვლავაც ძალმოსილია.
3. საღმრთო სჯული |
როგორც აღვნიშნეთ, საღმრთო სჯულის კანონებად უნდა მივიჩნიოთ ისინი, რომლებიც შემუშავდა და დადასტურდა მსოფლიო კრებების ანუ საეკლესიო ერთობის მიერ. კითხვაზე, რომელია ის ძირეული კანონები, რომელიც საფუძვლად ედება კანონიკურ სამართალს, პასუხს იძლევა VVI მსოფლიო კრების მე-2 კანონი. ეს კანონი არის გასაღები მოცემული საკითხისათვის და იგი ჩამოთვლის კანონებს, რომლებიც უნდა გაიაზრებოდეს და განიხილებოდეს მთელი ეკლესიის კანონებად; ე. ი. ის, რაც წარმოადგენს ეკლესიის კანონთა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან კოდიფიკაციას. · უფრო ვრცლად ამავე საკითხს დაინტერესებული პირი შეიძლება გაეცნოს წიგნიდან: IIV. MX0MჯIთ, 01 XVV6V6C XC ”ნოლთით!C X6ი( 10% MXV6V0C XC /#). LიძდწC, ”#0MV0XI 1986, 1 შდრ, LთV. M0სითX(ბ0ს, Mთო0#|Lო0>თ XთVCVIX0CV /#MIთ(0ს C§X. 61 (”6Xზ. 1964).
ამგვარი კანონები დაიყოფა სამ კატეგორიად: მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები, ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები და ეკლესიის მამათა კანონები.
I. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები მსოფლიო საეკლესიო კრებებზე შემუშავებული კანონებია:
1) პირველი მსოფლიო კრებისა, რომელიც მოწვეულ იყო ბითვინიის ქალაქ ნიკეაში კონსტანტინე დიდის მიერ 325 წელს არიოზის მწვალებლობის განხილვის მიზნით. კრებამ შეიმუშავა დებულება, რომ ძე-ღმერთი მამის „ერთარსია“, და განისაზღვრა ებრაული პასქის შემდგომ ქრისტიანული პასქის ზეიმით აღნიშვნა; უფრო ზუსტად, გაზაფხულის დღეღლამტოლობის (ბუნიობის) შემდგომი სავსემთვარეობის პირველ დღეს. დასასრულ, კრებამ შეიმუშავა 20 კანონი.
2) მეორე მსოფლიო კრება, მოიწვია კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდმა 381 წელს მაკედონიოსისა და მისი მომხრეების – სულიწმიდის მგმობელთა წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. ამ კრებამ გამოსცა 7 კანონი. მათგან აღსანიშნავია მე-3 კანონი, რომელიც რომისა და კონსტანტინეპოლის ტახტს თანაბარ უპირატესობას ანიჭებს.
3) მესამე მსოფლიო კრება, მოწვეულ იქნა ეფესოში 431 წელს თეოდოსი II უმცროსის მიერ ნესტორის მწვალებლური სწავლებისადმი დასაპირისპირებლად, რომლის მიხედვითაც ქალწულ მარიამს ეწოდებოდა არა „ღმრთისმშობელი“, არამედ ,,ქრისტესმშობელი“. კრებამ დაადასტურა კირილე. · ალექსანდრიელის 12 ანათემა ნესტორის მიმართ და გამოსცა 8 კანონი.
4) მეოთხე მსოფლიო კრება, შედგა 451 წელს იმპერატორ მარკიანესა და დედოფალ პულქერიას დროს ქალკედონში, დიოსკორე ალექსანდრიელისა და არქიმანდრიტ ევტიქის მიერ ქადაგებული მონოფიზიტური მწვალებლობის წინააღმდეგ. კრებამ გამოსცა 30 კანონი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესად ითვლება 28-ე. ეს კანონიც, ისევე როგორც II მსოფლიო კრების მე-3 კანონი, წარმოაჩენს რომი-კონსტანტინეპოლის უპირატესობის თემას.?
მეხუთე მსოფლიო კრებას, რომელიც მოწვეული იყო იუსტინიანე I-ის თაოსნობით 553, წელს არ შეუმუშავებია კანონები, არამედ განიხილა მხოლოდ დოგმატური. თემები. კრებამ. დაგმო. ორიგენესა და. ე. წ. „სამთა. თავთა” ანტიოქიელთა – თეოდორე მოფსუესტიელის, თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის (სირიელის) ბოროტადმადიდებლობა.
“ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ: IIVV. MX0%(IV, (6 XXVVIC6 #00V6(Vთ %CთცV მი6VთV ნთოC - #6აVღCXთVIIV0სX62.60აC, ”M0MXV0XL C6.. 1983.
კანონები არ გამოუცია VI მსოფლიო კრებასაც, რომელიც მოწვეულ იქნა 680/681 წ. კონსტანტინეპოლში. იგი მიეძღვნა დოგმატურ თემებს, დაგმო მონოთელიტობა, რომელიც იყო ქრისტოლოგიურ საკითხებში უკანასკნელი მწვალებლობა. VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ განაცხადა, რომ ქრისტეს აქვს ორი ნება, მსგავსად ორი ბუნებისა, და რომ მისი კაცებრივი ნება დაქვემდებარებულია საღმრთო ნებისაღმი.
5) კონსტანტინეპოლს ტრულოსის („გუმბადს შეკრებილთა“) ანუ, VVI C,პენთექტი“) მსოფლიო კრება, რომელიც მოწვეულ იქნა იუსტინიანე II-ს დროს კონსტანტინოპოლში 691 წელს ითვლება VI მსოფლიო კრების გაგრძელებლად და მოწვეული იყო V და VI მსოფლიო კრებათა კანონიკურსაკანონმდებლო საქმიანობის აღსასრულებლად. ამიტომაც ეწოდება მას მეხუთე-მეექვსე კრება – შეიმუშავა 102 კანონი, რომელთა შორისაა ზემოთ ხსენებული მე-2 კანონიც.
6) მეშვიდე მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა ნიკეაში კონსტანტინე VIსა და მისი დედის ირინეს დროს 787 წ. კრებამ დაგმო ზატმბრძოლობა და განსაზღვრა წმიდათა ზატთა პატივი და თაყვანისცემა. კრებამ შეიმუშავა 22 კანონი. ცხადია და ბუნებრივიც, მე-7 მსოფლიო კრების კანონებს ვერ მოიცავდა ტრულოსის C,გუმბადის“), ანუ V-VI კრების მე-2 კანონი, მაგრამ ეს არც იყო აუცილებელი, რადგან აღნიშნულ საეკლესიო კრებას, როგორც მსოფლიო კრებას, ენიჭება აბსოლუტური ძალმოსილება. ამ კრებამ დაარქვა ,,წმიდა“ და „საღმრთო“ ტრულოსის 691 წლის V-VI მსოფლიო კრების მიერ შემუშავებულ კანონებს და ამასთანავე თანადროულად არაუშუალო გზით აღიარა და განაცხადა ამ საეკლესიო კრების მსოფლიო ავტორიტეტი.
IL ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები კანონები. იმ საეკლესიო კრებებისა, რომლებმაც შეიძინა. მსოფლიო ავტორიტეტი, V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის საფუძველზე შემდეგია:
1) 85 კანონი, გადმოცემული „სახელითა წმიდათა და სახელოვანთა მოციქულთა“ და V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი წარმოადგენენ ეკლესიის მომდევნო ხანის კანონთა საფუძვლებს.
შენიშვნა: „სახელითა... მოციქულთა“ წინადადების გამო, მონაზონ ლავრენტი ვალადან მოყოლ; ებული, ბევრს მიაჩნია, რომ ეს კანონები_არ "მოციქულთა მიერ შემუშავებულნი. მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, _ რომ აღნიშნული კანონები მართლაც, წარმოადგენენ მოციქულთა სიტყვიერ. სწავლებასა და დარიგებას; იმას რაც შემდგომ ჩაწერილ იქნა მოციქულთა მოწაფეებისა და“მემკვიდრეების მწერ. შრე ერისი ურიათირირბი>.
ამრიგად, .აღნიშნული დებულების გათვალისწინებით, V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის ფორმულირება „სახელითა... მოციქულთა” შეიძლება კიდეც ბუნდოვანი იყოს. ანუ, საჭიროებს გაცხადებულ ან გათვალისწინებულ იქნას შემდეგი: თუკი დავუშვებთ რომ 85 კანონიდან რომელიმე დაწერილია მოციქულთა მიერ, კვლავაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი, თუნდაც არა მოციქულთა მიერ დაწერილი, ძალმოსილად შერაცხულია V-VI მსოფლიო კრების მიერ. ვანიჭებთ მნიშვნელობას სიტყვას ,,სახელითა”, რადგან კანონმა თუ განაცხადა დასტური „სამოციქულო სახელით” მოღწეულ კანონთა ძალმოსილებაზე, და განაცხადა ასევე, რომ ზოგი მათგანი შეიძლება არ იყოს მოციქულებრივი, მაშინ წყვეტს მოქმედ ძალას V-VI მსოფლიო კრებისმიერი დასტური. შესაბამისად, V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი თავისი ამ სიტყვიერი ფორმულირებით უნდა მოიცავდეს და დაცვით თავმდებლობდეს ყველა მოციქულებრივი კანონის ძალმოსილებას ნებისმიერი შემთხვევისათვის.
2) კართაგენის საეკლესიო კრება შედგა კვიპრიანეს დროს 251 წელს და შეიმუშავა ერთი კანონი.
3) გალატიას ანკვირიის (ანკურიის) საეკლესიო კრება – 314 წელს, შეიმუშავა 25 კანონი.
4) კაპადოკიის ნეოკესარიის საეკლესიო კრება შედგა 314 წელს და 325 წლებს შორის, შეიმუშავა 15 კანონი.
5) პაფლაგონიის ღანღრის საეკლესიო კრება შედგა დაახლოებით 340 წელს, შეიმუშავა 21 · კანონი.
6) სირიის ანტიოქიის საეკლესიო კრება – 341 წელს, შეიმუშავა 25 კანონი.
7) სარდიკიის (დღეს – ბულგარეთის სოფია) საეკლესიო კრება შედგა, სავარაუდოდ, 343 წელს და შეიმუშავა 21 კანონი.
8) ფრიგიის ლაოდიკიის საეკლესიო კრება შედგა დაახლ. 343 და 381 წლებს შორის და შეიმუშავა 60 კანონი.
9) კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრება შედგა 394 წელს პატრიარქ ნექტარიოსის დროს და შეიმუშავა მხოლოდ ერთი დადგენილება, რომელიც კანონად განიხილება.
10) კართაგენის საეკლესიო კრება, შედგა 419 წელს, მან შეიმუშავა 12 ახალი კანონი და, ამასთანავე, გააერთიანა აფრიკაში მოწვეული წინა საეკლესიო კრებების 121 კანონი. ამგვარად, ამ საეკლესიო კრების კანონთა რაოდენობამ მიაღწია 133-ს, თუმცა მათი რიცხვი მერყეობს სხვადასხვა გამოცემებში. ეს კი საჭიროებს, რომ კანონთა უმეტესობა დაიყოს ორ ან სამ განყოფილებად.
III. ეკლესიის მამათა კანონები V-VI მსოფლიო კრების მე-2 კანონი მოიხსენებს ეკლესიის მამათა კანონებსაც. ამ კანონებს, რაკი ისინი დამტკიცებულია აღნიშნული მსოფლიო კრების მიერ, მინიჭებული აქვთ მსოფლიო ძალმოსილება და ავტორტეტულ ნი არიან მთელი ეკლესიისათვის. წმ. მამათა ეს კანონები თავიდან არ დაწერილან კანონებისა თუ განკარგულებების სახით, არამედ ჰქონდათ ეპისტოლეთა ან თხზულებათა სახე. მომდევნო ხანებში, რამდენადაც. ისინი დამტკიცდა VVI მსოფლიო კრების მიერ, აღნიშნულ წერილთა ფრაგმენტები კანონთა სახით იქნა გამოყოფილი.
· ეკლესიის მამათა ეს კანონებია:
1) დიონისე ალექსანდრიელის (1 264/265) 4 კანონი მომდინარეობს პენტაპოლისის ეპისკოპოს ბასილიდესადმი დიონისეს ეპისტოლიდან.
2) გრიგოლ ნეოკესარიელის საკვირველთმოქმედისა (+ 270), მისი ერთი ეპისტოლიდან შემუშავდა 11 კანონი.
3) წმ. პეტრე ალექსანდრიელისა (1 311), მისი ორი “სწავლებიდან ამოღებულია 15 კანონი.
4) ათანასე დიდისა (L 373) მისი ვრცელი წერილობითი მემკვიდრეობიდან ამოღებულია 3 ეპისტოლე, რომელთაც აქვთ კანონიკური ავტორიტეტი.
5) ბასილი დიდის (+ 379), 92 კანონი, რომელიც მომდინარეობს მისი სხვადასხვა თხზულებიდან, დიდად მნიშვნელოვანია კანონიკური სამართლისათვის.
6) ტიმოთე ალექსანდრიელისა (1 385) რომელიც იყო ალექსანდრიის პატრიარქის პეტრეს ძმა. სხვადასხვა შეკითხვაზე მისმა 18-მა პასუხმა შეიძინა კანონიკური ავტორიტეტი.
7) გრიგოლ ნაზიანზელისა ანუ ღმრთისმეტყველისა (L 389). მისი ერთი პოემიდან ამოღებულ იქნა 34 მუხლი, რომელთაც შეიძინეს კანონიკური ავტორიტეტი, ისინი დამოწმებულია საღმრთო წერილის კანონიკურ წიგნებში. „ 8) ამფილოქე იკონიელისა (L 395). მისი ერთი თხზულებიდან 69 მუხლმა შეიძინა კანონის ძალა, ისინი დამოწმებულია საღმრთო წერილის კანონში.
9) გრიგოლ ნოსელის (1 395), იგი იყო ბასილი დიდის ძმა. მისი ერთი წერილი დაიყო 8 კანონად და შეიძინა კანონიკური ავტორიტეტი.
10) თეოფილე ალექსანდრიელისა (L 412). მისი. სხვადასხვა თხზულებიდან ამოკრებილია 14 კანონი.
11) კირილე ალექსანდრიელისა (1 444). მისი ორი ეპისტოლედან, რომლებმაც შეიძინეს კანონიკური ავტორიტეტი, ამოკრებილია 15 კანონი.
12) გენადი კონსტანტინეპოლელისა + 471). მისი ერთი მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე (ცირკულარი) დამტკიცებულ იქნა V-VI მსოფლიო კრებაზე, იგი შეტანილია ყველა კანონიკურ კრებულში.
4. კანონიკური სამართლის მეორადი წყაროები
V-VI მსოფლიო კრების მიერ დადასტურებულ ზემოხსენებული კანონების გარდა არსებობს სხვა კანონებიც, რომლებიც შემუშავდა ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე და ეკლესიის მამების წრეში. მაგრამ ამ კანონებს, რაკი ისინი აღარ ყოფილან დადასტურებულნი V-VI მსოფლიო კრების მიერ, ვერ ექნებათ ისეთივე ავტორიტეტი, როგორც მათ წინამორბედ კანონებს, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ. მათ ესა თუ ის მსოფლიო კრება არ დაამტკიცებს. მაგრამ რაკი მათ უჭირავთ ადგილი ეკლესიის კანონთა კრებულებს შორის წინამორბედ კანონებთან პარალელურად და ვრცლად გამოიყენებიან საეკლესიო პრაქტიკაში, მათაც აქვთ. მოხვეჭილი გარკვეული ზოგადი სახის ავტორიტეტი ეკლესიაში.
ეს კანონები, სანამ ისინი არ მოიპოვებენ მსოფლიო ავტორიტეტს, ძალმოსილნი არიან და გამოიყენებიან, როგორც კანონიკური სამართლის მეორადი და დამხმარე წყარო; მათი შემწეობით შეიძლება ვიხელმძღვანელოთ კანონიკური სამართლის ძირითადი წყაროების გაგების, განმარტებისა თუ საქმეში. გამოყენებისათვის.
L ადგილობრივი საეკლესიო კრებების ის კანონები, რომელთაც. აქვთ მსოფლიო ავტორიტეტი, მაგრამ ასახავენ, ძირითადად, ადგილობრივი | ხასიათის პრობლემატიკას და ინტერესების სფეროს:
ა) კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრება, რომელიც შედგა 861 წელს წმიდათა მოციქულთა ტაძარში. ამ საეკლესიო კრებას ეწოდა ასევე „ორგზისი“, (ბერძნ. „პროტოდევტერა“ – პირველ-მეორე), ვიწაიდან, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, იგი ორჯერ შედგა; ზოგიერთთა აზრით კი იმიტომ, რომ პირველი სხდომა უშედეგოდ დასრულდა და საჭირო გახდა მოწვეულიყო მეორე. ამ კრებამ შეიმუშავა 17 კანონი.
ბ) კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრება, რომელიც შედგა. აია-სოფიას ტაძარში 879 წელს, შეიმუშავა 3 კანონი.
II ასეთივეა ეკლესიის მამათა კანონები, რომლებსაც მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი კანონიკური კრებული და. მათ აქვთ შეძენილი გარკვეული სახის ზოგადი ავტორიტეტი. ესენია:
1) ბასილი დიდისა (L 379), ნაწილი ეპისტოლედან „ნიკოპოლელებისადმი“ და ერთი ნაწილი ,,მშობლიური კესარიისადმი“ ეპისტოლე და კიდევ ერთიც – მისივე მცნება მღვდლისადმი „საღმრთო მადლისათვის“ – წარმოადგენენ კანონიკურ დადგენილებებს.
2) იოანე ოქროპირისა (L 407). მისი თხზულებებიდან გამოკრებილია 3 კანონიკური თავი.
შეალირ მმარხველისა, კონსტანტინოპოლის პატრიარქისა (1 595); მისი ე. წ. „კანონიკონი“ დაყოფილია სხვადასხვა კანონებად.
4) ანასტასი სინელისა (მე-7 ს-ის II ნახევარი) – პასუხი „საღმრთო ზიარებისათვის“, · 5) ტარასი კონსტანტინოპოლელისა (მე-8 ს-ის I ნახევარი) – ეპისტოლე სიმონიისათვის.
6) ნიკიფორე აღმსარებელისა (1 818); მისი სახელით მოღწეულია სულ 54 კანონი, რომელთაც ერთვის 17 კითხვა-პასუხი.
7) ნიკოლოზ კონსტანტინოპოლელის (4 1111), ე. წ. „გრამატიკოსისა“; მის სახელს კანონიკურ კრებულებში უკავშირდება 11 კითხვა-პასუხი.
გ) ზემოხსენებულის გარდა ადგილობრივ საეკლესიო კრებათა, ეკლესიის მამათა და პატრიარქთაგან შემორჩენილია დიდი რაოდენობით კანონიკური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე (ცირკულარები, ენკიკლიკები). გარდა ამისა, ბევრმა ცნობილმა კანონის მცოდნემ გამოაქვეყნა რჩევები და პასუხები, სხვადასხვა საკითხებისა და უამრავი შეკითხვისათვის, ყოველივე ეს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს კანონიკურ სამართალს.
დ) ზემოხსენებულის გარდა არსებობს უამრავი სახელმწიფო კანონი, რომლებიც მიემართებიან საკუთრივ ეკლესიის საკითხებს ან ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს, რომლებიც შემუშავდა ეკლესიის სიტყვიერი თუ დუმილით თანხმობის შედეგად. ეს კანონები თუ. კანონთა კრებულები ბიზანტიის თვითმპყრობელთა ზანიდან მომდინარეობს. ესენია:
I თეოდოსის კოდექსი (C0ძ6X I ხ60ძ0918მიV5), რომელიც შედგენილ იქნა იმპერატორ თეოდოსის II-ისა და ვალენტინიანე III-ის დროს (438 ფ.).
IX9 იუსტინიანეს კანონმდებლობა, იუსტინიანე დიდის (527-565) ხანისა. ამ კრებულს შეადგენს: 1.C0ძ6X 1056018ი00§ (Cიივწისიიისიი), 2. პანდექტები ანუ „დიგესტონი“ (CI96%მ), 3. მოხსენებები (105000068) და 4. ,,ახალი დადგენილებები“ (M0XV0I126 C00§0000ი6§).
II) „კრებული“ იმპერატორ ლეონ III-ისა (717-741), გამოქვეყნებული 726 წელს.
IV) „ხელმისაწვდომი კანონი“, რომელიც გამოაქვეყნა ბასილი 1 მაკედონელმა 878 წ. და ამავე იმპერატორის „მითითება“, რომელიც საბოლოო სახით არ წარმოადგენს კანონს, არამედ – კანონპროექტს.
V) „ბასილიკონი“ ლეონ VI ფილოსოფოსისა (ბრძენისა) (886-912) – დიდი კოდიფიცირებული ნაშრომი.
VI) „ახალი დადგენილებები“ (ნოველები) იუსტინიანეს შემდგომი იმპერატორებისა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ირაკლი (ჰერაკლე) კეისრისა.
VIII „ახალი დადგენილებები'' (ნოველები) სხვა, უფრო გვიანი ხანის იმპერატორებისა (მაგ. ალექსი L-ისა – 1081-1118, მანუელ II – 1143-1180 და სხვა).
35. საეკლესიო წეს-ჩვეულებები კანონიკური სამართლის მეორადი წყარო არის, აგრეთვე, საეკლესიო ადათი. იგი გარკვეული ჩვევაა, რომელიც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ეკლესიის სავსების მიერ დიდი ხნისა და ერთგვაროვანი გამოყენების პრაქტიკით. იმისათვის, რომ ადათი გახდეს კანონიკური სამართლის წყარო, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დოგმას, კათოლიკე მოძღვრებას, საღმრთო წერილსა და ეკლესიის წმიდა კანონებს. ბასილი დიდის 87-ე კანონი ითვალისწინებს, რომ ადათი ესაა კანონის პოტენცია (შესაძლებლობა, უნარი), წმიდათა კაცთაგან დაწესებული სახით ჩვენთვის გადმოცემული. ბიზანტიურ კანონთა მეცნიერი ბალსამონი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის ადათად გარდაქმნილი პრაქტიკა კანონად მაშინ მკვიდრდება და ხდება ძალმოსილი, როცა ის სამსჯავროს წინაშე გამოიცდება და აღიარებული ზხდება და, უპირველეს ყოვლისა, – როცა მას არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო თუ საეკლესიო კანონები და მათი მეშვეობით არ ირღვევა ისინი. ,მაშინ სჯაბნის კანონს სასამართლო წესით ყოვლად გამოცდილი ჩვევა, როცა მისი მეშვეობით არ ირღვევა სამოქალაქო სჯული და საეკლესიო კანონები“. | ცხადია, ამა თუ იმ კანონის ავტორიტეტი აღემატება ამა თუ იმ ადათის ავტორიტეტს. ამასთანავე, ადათისა და მსოფლიო კრებისმიერ დადასტურებული კანონის ურთიერთდაპირისპირების (კოლიზიის) შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კანონს. ცხადია, ვერაფერს ვიტყვით ცუდ და მავნე ჩვევებზე, რომლებიც ,,ძირიანად აღმოსაფხვრელია“ (სარდიკიის 1-ლი კან.)
კეთილი ჩვევები დიდი პრაქტიკული მნიშვნელობით გამოირჩევიან იმ „ვაკუუმის“ შესავსებად, რაც საერთო საეკლესიო კანონმდებლობაში იჩენს ზოლმე თავს. სერბი კანონის მცოდნე ნიკოდომოს მილაში თავის თხზულებაში „საეკლესიო სამართალი“ – წერს: ,,მრავალი ჩვევა, რომელიც კანონმდებლის მიერ ამა თუ იმ მიზეზით არ შემუშავდა კანონად, გამოცალკევდა და დაფუძნდა ეკლესიაში იმ ჩვევის წყალობით, რომელიც მრავალგზისი ხანგრძლივი გამოყენებით აღზევდა კანონის პარალელურად საეკლესიო სამართლის წყაროდ“ 6 ნტი - II0X2.#, §6|L. #ს”, C82.. 539. 7 გვ. 63. ბერძნულ თარგმანში MIM68I|L0C M(0ა0X ,, 16 ხღოაიეთთCXI6V 80CCLV...“
ა; შეიძლება დავძინოთ, რომ Lა; სიო ადათი, ანუ სხვაგვარად – _აქვე_ შეიძლება დავძინოთ, რომ საეკლესიო ადათი, ანუ სხვაგვარად – საეკლესიო პრაქტიკა, ხშირ. შემთხვევაში არის წმიდა კანონთა საუკეთესო კომენტარი. , 6. კანონიკური სამართლის კრებულები იმ უდიდესი მნიშვნელობის გამო, რომელიც ენიჭება წმიდა. კანონებს ეკლესიის სხეულის მართებული მსახურებისათვის, წარმოჩინდება საგანგებო აუცილებლობა ყოველი მათგანის ერთ კრებულად გამთლიანებისა. ასე გაჩნდა სხვადასხვა კრებულები, რომელთაც მიენიჭათ სახელწოდება „ნომოკანონი“ (სამოქალაქო და საეკლესიო კანონის ერთობლიობა); ეს იმიტომ, რომ საეკლესიო კანონებთან ერთად მასში თავმოყრილია სახელმწიფოს კანონებიც (ბერძნ. „ნომოს“), რომლებიც გამოქვეყნდა ეკლესიის საკითხებთან დაკავშირებით.
1) პირველი ასეთი კრებული, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, არის „საეკლესიო კანონთა კრებული დაყოფილი 50 დასათაურებად“. იგი შეადგინა იოანე სქოლასტიკოსმა (იურისტმა) მე-6 საუკუნის შუა წლებში.
2) ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ,0ნნომოკანონი 14 მუხლი“, რომელიც მიჩნეულია კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფოტიოს (ფოტი) დიდის თხზულებად. ეს ნომოკანონი მოიცავს ეკლესიის ყველა კანონს და ასევე ფრაგმენტულად. – იუსტინიანეს კანონმდებლობის ფრაგმენტებს თეოდორე ბალსამონის სქოლიოებითურთ. ' 3) 1335 წელს მონაზონმა მათე ბლასტარისმა დაწერა „კონსტიტუცია ანბანურად“.
4) 1345 წელს თესალონიკში კონსტანტინე არმენოპულოსმა გამოაქვეყნა კრებული, ექვსწიგნეული, რომელიც დასათაურებულია „საღმრთო და წმიდა კანონების ეპიტომე“ (შემოკლებული კრებული).
5) მე-16 ს-ის II ნახევარში ჩნდება ,მმანუელ მალაქსოსის ნომოკანონი“, რომელიც იყო თურქეთის ბატონობის ხანაში მართლმადიდებლურ ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კანონოლოგიური თხზულება. სამწუხაროდ, ზოგიერთი მემკვიდრეობით მომდევნო ხანის გამოცემაში შემოიჭრა გვიანდელი ზანის სხვადასხვა დადგენილებები, რამაც ხელი შეუწყო აღრევას აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკურ სტატუსის საკითხში.
6) არსებულ გამოცემათა შორის ყველაზე დიდი გავრცელება ჰპოვა „პიდალიონმა“. კრებულის სრული სათაურია: „მესაჭეს წიგნი, ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ხომალდისათვის, ანუ ყოველნი წმიდა და საღმრთო კანონები“. ,პიდალიონი“ შეადგინა 1793 წელს ორმა სწავლულმა მონაზონმა – წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა და მღვდელმონაზონმა აღაპიმ (ერობაში ლეონარდო ასიმაკისმა). კრებული პირველად გამოქვეყნდა ლაიფციგში 1800 წელს, მეორე გამოცემა განხორციელდა 1841 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სინოდის თანხმობით. · „პიდალიონის“ დასაწყისი მოიცავს დიდ შესავალს, ხოლო შემდეგ მოცემულია კანონები. ყოველი კანონის ტექსტს თან ახლავს დაწვრილებითი განმარტება, ბევრ შემთხვევაში კი აღნიშნულია ამ კანონის მიმართება სხვა კანონებთან. გვერდების ქვედა ნაწილი დათმობილია დიდი რაოდენობით დამატებითი შენიშვნებისათვის.
7) მე-19 ს-ის შუა წლებში (1852-1859) ათენში გამოქვეყნდა ექვსტომეული ,„,საღმრთო სჯულის კრებული“ არეოპაგის თამგჯდომარის – გ. რალისის და ათენის უნივერსიტეტის პროფესორის მ. პოტლისის თაოსნობით. ეს კრებული მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონთა ნუსხასა და კრებულს – წმიდათა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა, ასევე ეკლესიის მამათა კანონებს მათი განმარტებებითურთ – ცნობილ ბიზანტიელ კანონთა მეცნიერების იოანე ზონარას, თეოდორე ბალსამონის, ალექსი არისტინოსის განმარტებებთან ერთად; კრებული ასევე მოიცავს სხვა კანონიკურ კრებულებსა და დადგენილებებს, ბიზანტიელ თვითმპყრობელთა კანონებს, კანონიკასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხებს და ა, შ.
8) დამხმარე სახელმძღვანელოს წმიდათა კანონთა შესწავლისათვის წარმოადგენს ასევე კრებული, რომელიც შეადგინა ათენის უნივერსიტეტის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორმა ამ. ალივიზატოსმა. ეს კრებული მისდევს კანონთა კრებულების მკაცრი სტერეოტიპულობის პრინციპს, მას არ ახლავს განმარტებები და სხვა შენიშვნები, გამონაკლისია შესავალში პატარა დაკვირვევებისა და შენიშვნების სახით წარმოდგენილი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის მამების აზრები. წმიდათა კანონთა წარმოდგენის შემდეგ, მეორე ნაწილად წიგნში შეტანილია საეკლესიო კანონები.
7. სხვა აღმსარებლობათა კანონიკური სამართლის წყაროები და კრებულები 1. რომაულ-კათოლიკური ეკლესია გაყოფამდე ძირითადად კანონიკური სამართლის იმავე წყაროებით სარგებლობდა, რითაც მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ სქიზმის ანუ განხეთქილების შემდეგ საქმეთა. ვითარება შეიცვალა. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანონიკური სამართლის წყაროებად მიჩნეულია, სხვათა შორის, მისი საერთო საეკლესიო კრებების კანონები, როგორიცაა ლატერანის, ტრიდენტის, ერთ-ერთი უახლესი ვატიკანის I(1869-1870), რომელმაც სცნო პაპის უცთომელობა და სხვ. დასავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართლის წყაროებად მიჩნეულია პაპების მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეები (ცირკულარები), ასევე – ამა თუ. იმ სპეციალური კომიტეტის დადგენილებები. დასასრულ, აღნიშნულ რიცხვს დაერთვის ასევე წმიდა საყდრის ვატიკანის შეთანხმებები სხვადასხვა ხელისუფლებასთან (C0ი00MძმLმ). ზემოთ ჩამოთვლილ წყაროთაგან შედგა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კანონიკური სამართლის კრებული, რომელსაც ეწოდება C0ის5 1სII5 Cმი0M%1CI (კანონიკური სამართლის კრებული). ეს კრებული მომდევნო ხანებში (1917 წელს) კოდიფიცირებულ იქნა და დაერქვა C0ძ06» 10II§ Cმი0ი1CI (კანონიკური სამართლის კოდექსი) (2414 კანონი). ვატიკანის II საეკლესიო კრების (1959-1965) შემდეგ ახლად იქნა განხილული 1917 წლის კოდექსი და მან მოიცვა 1752 კანონი (სტატია) რომელიც დაიყო 7 წიგნად (1983 წლის გამოცემა). რომაულ-კათოლიკური ეკლესიის გამოყოფას მოჰყვა დასავლეთის ეკლესიის კანონიკური სამართლის გაამასოფლიურება (სეკულარიზაცია). ამიტომაც მას საკუთარი ეკლესიის წიაღშივე მძაფრი უკურეაქცია მოჰყვა. საგულისხმოა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეთა იმედი,. რომ ოდესღაც რომელიმე ტ086ICს§ (ანგელოზის სადარი) პაპი „გაწმენდს“ ეკლესიის კანონიკურ სამართალს მინარევებისაგან. მაშინ ადვილად განხორციელდება მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობა.
2. იგივე ითქმის პროტესტანტთა საძმოების სამართალთან დაკაგშირებით, რაკი ისიც ეყრდნობა ზემოთგანხილულ წყაროებს (საღმრთო წერილი, საეკლესიო კრებათა დადგენოლებები და ა. შ.) და ასევე სახელმწიფოებრივ კანონებს, რომლებიც ამავე ქრისტიანულ საზოგადოებებს მიემართება.