← კანონიკური სამართალი (მჭედლიშვილი)

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი II: ეკლესიის არსი და მისი დაფუძნება

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი — ნაწილი II: ეკლესიის არსი და მისი დაფუძნება

ვრცელი კატეხიზმოს განმარტების მიხედვით, ეკლესია ღმრთის მიერ დაფუძნებული ადამიანთა საზოგადოებაა, ადამიანთა, რომელნიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან რწმენით, საღმრთო კანონებით, იერარქიით და წმინდა საიდუმლოებებით.1 ეკლესია დააფუძნა თავად იესო ქრისტემ, მოსულმა (განკაცებულმა) ადამიანთა გამოსახსნელად. სწორედ მან გადმოგვცა საყოველთაო სწავლება, რომელიც უნდა მიიღოს და აღიაროს ყველამ, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს ეკლესიის წევრი.

იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლოებანი, როგორც ხილული მინიშ ნებანი, რომელთა საშუალებით მორწმუნეს შეუძლია მიიღოს და ეზია როს საღმრთო მადლს სათნოებებში განსამტკიცებლად. მაცხოვარმა ადამიანებს მისცა რჯული, რომელსაც ეკლესიის ყველა წევრი უნდა ასრულებდეს და ემორჩილებოდეს, რათა შენარჩუნდეს ეკლესიაში დადგენილი წესრიგი დასახული მიზნის მისაღწევად. დაბოლოს, იესო ქრისტემ დაადგინა იერარქია თვით ეკლესიის მართვისა და მრევლთან ერთობლივი მოქმედებისათვის. ეკლესია მაცხოვარმა დაარსა თავისი ჯვარცმისას, რადგან სწორედ ჯვარზე გამოიხსნა კაცობრიობა, თანაზიარყო, შეარიგა ღმერთთან ანუ განაღმრთო. მან საკუთარი სისხლით გამოისყიდა, დაამსჭვალა, დააფუძნა თვისი ეკლესია: „გაუფრთხილდით თქვენს თავს და სამწყსოს, რომელზეც თქვენ სულიწმიდამ დაგადგინათ ზედამხედველებად, რათა დამწყსოთ უფლისა და ღვთის ეკლესია, რომელიც მოიპოვა თავისი სისხლით“ (საქმე 20, 28).

ვლადისლავ ციპინის „საეკლესიო სამართლის“ მიხედვით, ეკლესია ღმრთაებრივი დაწესებულებაა, სადაც სულიწმიდა მიჰმადლებს ადამიანს ძალას სულიერი აღორძინების, სრულყოფის, ხსნისა და განღმრთობისათვის. მაცხოვარი ბრძანებს: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისაგან; ამ სოფლისაგან რომ ყოფილიყო ჩემი მეფობა, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ არ გადაეცათ ჩემი თავი იუდევლებისთვის; ხოლო ახლა ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა“ (იოანე 18, 36). ამავე დროს ეს მეუფება განცხადებულია ამ სამყაროში. ღმერთკაცობრივი ბუნება ეკლესიისა განაცხადებს თავის თავში ზეციურ ხელმწიფებას, მეუფებას დედამიწაზე.2

წმიდა წერილში სიტყვა „ეკლესია“ მიუთითებს მის არაამქვეყნიურ ბუნებაზე. ეს არის სახლი ღმრთისა, „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმოთე 3,15).

სხეული ქრისტესი, „რომელ არს ეკლესია“ (კოლასელთა 1, 24), ამავდროულად, მოიცავს ადამიანთა კრებულს, სადაც ცოდვილ ძმას ამხელენ მოწმეთა გარეშე, შეუსმენლობის შემთხვევაში კი სხვებთან ერთად. მაცხოვარი ბრძანებს: „თუ შესცოდებს შენ შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის იქნებით მარტო. თუ ისმინა შენი, შეიძინე შენ შენი ძმა, ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა; ხოლო თუ მათიც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე“ (მათე 18, 15-17).

ტერმინი „ეკლესია“, რომელიც მიუთითებს როგორც ღმრთაებრივ, ისე ადამიანურ მხარეზე ეკლესიისა, ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ღვთისგან მოწოდებულ ადამიანთა კრებულს. აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე ეცხადება თავის მოციქულებს და აუწყებს საპასუხისმგებლო მისიის შესახებ – ანიჭებს მათ მიტევებისა და შეკვრის მეუფებას: „და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან“ (იოანე 20, 21-23). მაცხოვარი გზავნის მოციქულებს თავისი სწავლების გასავრცელებლად მთელ ქვეყნიერებაზე, რათა ნათლობის გზით შემოვიდეს მსოფლიოს ყველა ხალხი მის მეუფებაში. მოციქულებმა უნდა ასწავლონ მათ ყოველივეს დაცვა და აღუთქვან იესო ქრისტეს დანაპირები: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთ დასასრულემდე, ამინ“ (მათე 28, 19-20). ასე დაფუძნდა ეკლესია და შეიქმნა განცხადებულ ორგანიზმად, რომელიც ასეთივე სახით იმოქმედებს სამყაროს აღსასრულამდე.3

მაცხოვარმა დააარსა ეკლესია და მოციქულებს მიჰმადლა თანასწორი ძალმოსილება და უფლება ეკლესიაში: „გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს სამწყსოსაც, რომელზეც თქვენ სულიწმიდამ დაგადგინათ ზედამხედველებად, რათა დამწყსოთ უფლისა და ღვთის ეკლესია, რომელიც მოიპოვა თავისი სისხლით“ (საქმე მოციქულთა 20, 28); „და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა“ (იოანე 20, 21-22); „ამინ, გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში. კვლავ ამინ გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა მამისაგან, რადგან სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18, 18-20). თუმცა მეთაურობა ეკლესიაზე თავის უფლებამოსილებად დატოვა. საკუთარ თავს იესო ქრისტე უპირატეს მოძღვარს, ერთადერთ უმაღლეს მწყემსს უწოდებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნობ ჩემებს და მიცნობენ მე ჩემები; როგორც მიცნობს მე მამა, მეც ვიცნობ მამას და ჩემს სულს ვდებ ცხოვრებისთვის. და სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც არ არიან ამ ეზოდან; ისინიც უნდა მოვიყვანო მე და ჩემს ხმას ისმენენ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოანე 10, 14-16). ამის განცხადება მოხდა მაშინ, როცა მოციქულთა შორის წამოიჭრა კამათი უპირატესობის შესახებ. ამ აზრის გაჩენის გამო მაცხოვარმა განსაჯა ისინი და დაადგინა, რომ თავად იქნება მეთაური მის მიერ დაარსებული ეკლესიისა: „ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო (ებრაელთა 13, 20). „და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5, 4).

ამის შესახებ საუბრობს ეპისტოლე „აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა მართლმადიდებლური რწმენის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ: „რადგან ადამიანი მოკვდავია და არ ძალუძს მუდმივი მეთაურობა ეკლესიისა, ჩვენს მეუფეს იესო ქრისტეს, როგორც მეთაურს, თავად უპყრია ეკლესიის მართვა-გამგებლობის საჭე და მართავს მას წმინდა მამების მეშვეობით“.4

რადგან მოციქულთა შორის არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო უპირატესობა ერთ-ერთისა, ასევე არ არსებობს პირველობა მათ მემკვიდრე ეპისკოპოსებს შორის. ყველა მათგანს აქვს თანაბარი უფლებამოსილება, პატივი, ღირსება, რომელი კათედრის საჭეთმპყრობელიც არ უნდა იყოს იგი. ამის შესახებ საუბრობს ზემომოყვანილი ეპისტოლეც: „წმინდა იოანე დამასკელი თავის მე-4 წერილში აფრიკელთადმი ამბობს, რომ მსოფლიო ეკლესია ეპისკოპოსებს აქვთ ჩაბარებული, რომლებიც პეტრეს მოსაყდრეებად მიიჩნევიან: პირველი ეპისკოპოსი რომში კლიმენტი, ანტიოქიაში ევლოგი, ალექსანდრიაში მარკოზი, ხოლო წმინდა ქალაქს, დიდ იერუსალიმს ღმერთმა გამოუჩინა ეპისკოპოსად იაკობი, რომელიც შეცვალა მემკვიდრემ, მემკვიდრე მემკვიდრემ და ასე შემდეგ ვიდრე ჩვენამდე. სწორედ ამიტომ ტერტულიანე პაპიანასედმი წერილში ყველა ეპისკოპოსს მოციქულთა მოსაყდრედ ასახელებს. მათ მოციქულებრივ მემკვიდრეობას, ღირსებასა და ძალაუფლებას გვიდასტურებენ აგრეთვე ევსები პამფილიელი და მამათაგან მრავალნი“.5

ეკლესია სულიერი სამეფოა (საუფლო) და ამიტომ სულიერი წინამძღოლის არსებობა, რომელსაც სრული მეუფება ექნება ეკლესიაზე, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეკლესიის მართვა განაწილებული უნდა იყოს ადგილობრივი ეკლესიის მმართველებზე ქრისტიანული სამყაროს ყველა მხარეში. „ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი“ (ეფესელთა 5, 23), – ვკითხულობთ წმიდა წერილში. რადგან ადამიანი დაქვემდებარებულია სიკვდილს, მას არ ძალუძს, იყოს მარადიული წინამძღოლი ეკლესიისა, ამიტომ უფალი თავად არის საჭეთმპყრობელი და წმიდა მამათა მეშვეობით მართავს მას.

რადგან ეკლესია სულიერი ხელმწიფებაა, ამიტომ მისი ერთობა არ შეიძლება იყოს სხვაგვარი, თუ არა სულიერი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ერთმორწმუნეობით. ყველა, ვისაც კი სურვილი აქვს ეკლესიის წიაღში ყოფნისა, უნდა აღიარებდეს უცილობლად ერთ აღმსარებლობას. ერთმორწმუნეობამ თანაბრად უნდა ააღორძინოს ყველა. უფლებამოსილებით თანასწორი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები ერთსულოვნად უნდა ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ეკლესიის საყოველთაო კანონებით. ყველა ერთი განსაზღვრული მიმართულებით უნდა მოქმედებდეს თავის ეკლესიაში. მაშასადამე, ერთობა ეკლესიისა გამოხატულია ერთმორწმუნეობითა და სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიას შორის ურთიერთობის იმ სახით, რომელიც კანონებითა და ეკლესიის პრაქტიკითაა დადგენილი. ირინეოს ლეონელი ამბობს: „ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მთელი მსოფლიო, მტკიცედ, უცვლელად ინახავენ მოციქულთა გადმოცემას და ამით გვიჩვენებენ, რომ ყველა მათგანს აქვს ერთი სარწმუნოება, აღიარებენ ერთსა და იმავე მამას, ცნობენ ერთ მიზანს განკაცებისას, ერთი და იმავე სულიერი ნიჭის მადლმოსილებას; ეკლესიის მართვისას და მსახურებისას ხელმძღვანელობენ სართო საეკლესიო კანონებით“.6 წმიდა ალექსანდრე ალექსანდრიელი სამწყსოსადმი გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: „თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე და ყველას ერთად მინდობილი გვაქვს ერთი სხეული საყოველთაო მსოფლიო ეკლესიისა და, ამასთანავე, ნაანდერძევი გაერთიანება მშვიდობისა და სიყვარულის კავშირით“.

ეკლესიის საყოველთაობა ვლინდება არა მხოლოდ იმით, რომ ის არ არის შეზღუდული სივრცით და მოიცავს მთელ მსოფლიოს, არამედ იმითაც, რომ ყოველი მისი ცოცხალი ნაწილი, რომელიც სულიწმიდის ნიჭის მადლის სრულ სისავსეს ფლობს, მისტიკურად თანასწორია საყოველთაო ეკლესიისა, ანუ არის ეკლესია.

1 Христიанскый катихизисъ, Х изд., გვ. 46.

2 В. Цыпин, Церковное Право, 1996, გვ. 5.

3 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 225.

4 საღვთისმეტყველო კრებული, სრულიად საქართველოს საპატრიარქო, თბ., 1986 წ., №3, გვ. 43.

5 იქვე, გვ. 44-45

6 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 2.

1. მართვითი მოწყობა ადგილობრივი ეკლესიებისა ეკლესიის თვისება

მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს და ქადაგებს თავის რწმენას „ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას“. აქ გადმოცემულია არსებითი საფუძვლები ეკლესიისა. წმინდად ის იწოდება და წმინდა არის იმიტომ, რომ მისი საფუძველი დააარსა თავად ძე ღმერთმა, წმინდაა რადგან ძე ღმერთი განუშორებლად მყოფობს მასში მარადიულად, რომ სულიწმიდის მადლით ის განანათლებს ეკლესიის წევრებს და აზიარებს ღმერთთან, და რადგან მოიცავს ასეთ თვისებებს, ის უცოდველია, შეუმცდარია. კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს, იმიტომ იწოდება ასე ეკლესია, რომ ყველა ერს უქადაგოს მხსნელის განკაცება და მოაქციოს ისინი ქრისტეს რწმენაზე ეკლესიის წიაღში, მისი თვისებიდან გამომდინარე, ის არ შეიძლება იყოს შეზღუდული დროის ან ადგილის წინააღმდეგობით, რადგან ის ყოველთვის რჩება ერთიან, მთლიან საყოველთაო ეკლესიად. ის ასეთია და ასეთი იქნება უკუნითი უკუნისამდე. ეკლესია სამოციქულოა იმიტომ, რომ ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ძალმოსილება და უფლებამოსილება მის წიაღში, და ამ უფლებამოსილების ძალით მოციქულებმა მოაწყვეს ის. მოციქულების უფლებამოსილება გადავიდა ეპისკოპოსებზე, რომლებიც უწყვეტი მემკვიდრეობით არიან დაკავშირებული მოციქულებთან და ეს უფლებამოსილება გაგრძელდება ყოველთვის, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. ასეთი მემკვიდრეობით მტკიცდება კანონიერება და სამართლიანობა ყველა საეკლესიო დამფუძნებლობისა. ყველა აქ მოხსენებული თვისებების გამაერთიანებელი და განმსაზღვრელი არის თვისება ეკლესიის ერთობისა, და რადგან ეს უკანასკნელი უშუალოდ ეხება სამართალს, ამიტომ ჩვენ მის შესახებ განსაკუთრებულად ვისაუბრებთ.

2. ერთობა ეკლესიისა

როგორც მაცხოვარია ერთადერთი წინამძღოლი ეკლესიისა, ასევე ეკლესია, როგორც მისი სხეული, უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი. მთელ ქვეყნიერებაზე განფენილი, იგი წარმოგვიდგება რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის სახით, შემდგარი სხვადასხვა ხალხის ეროვნული თავისებურებისა და განსხვავებული პოლიტიკური წყობის მიხედვით. ადგილობრივი ეკლესიები, აქედან გამომდინარე, განსხვავდება ერთმანეთისგან ეკლესიის შიდა მოწყობითა და დამოუკიდებელი ავტოკეფალიური მმართველობით. ეს განსხვავება ადგილობრივ ეკლესიებს შორის ეკლესიის დაფუძნების დროიდან არსებობს და იარსებებს მარად, რადგან ეკლესია თავისი დანიშნულებით განსაზღვრულია ყველა ერის, ხალხის, ყველა დროისა და ადგილისათვის. ამავდროულად, იგი ისეთივე ერთიანი და მთლიანია, როგორც მოციქულთა დროს იყო.

ჯერ კიდევ მოციქულებს ჰქონდათ ურთიერთკავშირი ერთმანეთთან, თუმცა ისინი თვითმყოფადი მმართველები იყვნენ, დამფუძნებლები იმ დროისათვის ცნობილი ეკლესიებისა. ასეთი ურთიერთკავშირით ამა თუ იმ ეკლესიის კრებაზე მიღებული კანონები ვრცელდებოდა ყველა მათგანზე. რწმენის საკითხებში წარმოშობილი გაურკვევლობა, კითხვები კანონიკურ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა მთელ ეკლესიას, მათ შორის ისეთიც, როგორიცაა საეკლესიო წარმომადგენლების გამორჩევა და დადგინება განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილებში, იძლეოდა მიზეზს იმისთვის, რომ ადგილობრივ ეკლესიებს მაშინვე დაეწყოთ მიმოწერა და მსჯელობა ამის გარშემო. ადგილობრივი ეკლესიის მმართველად ახლად დადგენილი ეპისკოპოსები არჩევის შემდეგ უგზავნიდნენ ეპისტოლეებს სხვა ეპისკოპოსებს, რათა დაედასტურებინათ მათთვის სულიერი ერთობა ერთი და იმავე მრწამსისა და ეკლესიის ძირითად კანონთა დაცვისას. ასე მოქმედებდა ეკლესია პირველ საუკუნეებში და ასე მოქმედებს დღესაც. როდესაც ლაპარაკია რწმენის საკითხზე, რისთვისაც საჭიროა ერთიანი პოზიცია და ხმა ეკლესიისა, ადგილობრივ ეკლესიებს შორის ასეთი ურთიერთკავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება და ამ ვითარებაში ყველაზე მკვეთრად და ხაზგასხმულად ვლინდება ეკლესიის ერთობა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ყველა ეკლესიის მსოფლიო კრებაზე შეხვედრა, მაშინ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია იწყებს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში პირველი ნაბიჯის გადადგმას, ხოლო დანარჩენი ეკლესიები განაცხადებენ თავის თანხმობას წერილობითი სახით. ყველა ეპისკოპოსის სახელით მიღებული პასუხი წარმოადგენს ერთი წმინდა ეკლესიის საერთო ხმას. ამას გარდა, ეკლესიის ერთობა ვლინდება იმაშიც, რომ ყველა ადგილობრივ ეკლესიის კანონიერი მოქმედებას, წესდებებს და უფლებებს, აღიარებს და პატივს სცემს ყველა დანარჩენი ეკლესია. რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაში მონათლული ადამიანი ხდება ყველა დანარჩენი ეკლესიის წევრი და აქედან გამომდინარე, წევრი მსოფლიო ეკლესიისა. მას ყველგან მიიღებენ საკუთარ წევრად და ნებისმიერ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეძლებს წმინდა საიდუმლოთა მიღებას: აღსარებას, ზიარებას, ქორწინებას. საპირისპიროდ ამისა, რომელიმე ეკლესიის მიერ განკვეთილი წევრი ყველა ეკლესიის მიერ, მათ შორის მსოფლიო ეკლესიისგანაც, განკვეთილად მიიჩნევა. ამას ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 კანონი განაწესებს: „მათ მიმართ, ვინც თავიანთ ეპარქიებში ეპისკოპოსებმა საეკლესიო ზიარებისაგან განაყენა, სამღვდელონი იქნებიან ისინი თუ საერონი, დაცული უნდა იყოს კანონი, რომელიც აწესებს, რომ ერთის მიერ განკანონებული არ უნდა შეიწყნაროს სხვამ. თუმცაღა, უნდა დაადგინოს, სულმოკლეობით, შუღლით ან ეპისკოპოსის მხრიდან სხვა რაიმე უკეთურებით ხომ არ აჰყარეს მას პატივი. ამ საკითხის ჯეროვანი შესწავლისათვის კრება მიიჩნევს, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ შედგეს კრება და სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა ერთად განიხილოს ამგვარი სადავო საქმე. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ეპისკოპოსის წინაშე დამნაშავედ მიჩნეული, ყველას მიერ საბოლოოდ დადგინდეს ზიარებისთვის უღირსად იმ დრომდე, ვიდრე ეპისკოპოსთა კრებული ჯეროვნად არ მიიჩნევს ასეთთა მიმართ უფრო ლმობიერი განჩინების გამოტანას. აღნიშნულ კრებათაგან ერთი უნდა იმართებოდეს დიდმარხვის წინ, რათა ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთის შემდეგ შეწირონ ღმერთს წმინდა ძღვენი, მეორე კი რთველის დროს“. ამავე საკითხს ეხება მოციქულთა სხვა კანონებიც: მო ციქულთა მე-12 კანონი: „თუ უზიარებლობით განყენებული კლერიკოსი, ან ერისკაცი, ან სასულიერო დასში მიღებისათვის უღირსი პირი, წავა სხვა ქალაქში და მას მიიღებენ წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, უზიარებლობით განეყენოს შემწყნარებელი და შეწყნარებულიც“. მოცი ქულთა მე-16 კანონი: „თუ ეპისკოპოსი, არად ჩააგდებს მის სამრევლოში მოსული სასულიერო პირის მსახურების ამკრძალავ განწესებას და მას თავის დასში მიიღებს, მაშინ თავად ასეთი ეპისკოპოსის განკანონება უნდა მოხდეს მსახურებიდან, როგორც უწესობის დამნერგველისა“. მო ციქულთა 32-ე კანონი: „ერთი ეპისკოპოსის მიერ განყენებით დასჯილი მღვდლის ან დიაკვნის შეწყნარების უფლება სხვა ეპისკოპოსს არა აქვს; მღვდელმოქმედების უფლება მას კვლავ მისმა განმკანონებელმა ეპისკოპოსმა უნდა დაუბრუნოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ეპისკოპოსი გარდაიცვლება“.

საერთო საეკლესიო საკანონმდებლო დადგენილებები, ტრადიციები და გადმოცემა, რომელიც მოციქულთა პერიოდიდან მომდინარეობს, უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს განურჩევლად ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ. თუ საერთო საეკლესიო დადგენილებებიდან რომელიმე ერთი ეკლესია გადაცდება, მაშინვე ამხელენ და გამოააშკარავებენ მას, თუნდაც ეს გადაცდომა არ ეხებოდეს სწავლებასა ან ზნეობას, არამედ დისციპლინარულ ან წეს-ჩვეულების დარღვევას წარმოადგენდეს. მაგალითად, მოციქულთა 64-ე კანონი ადგენს: „კლერიკოსი, რომელსაც საუფლო ან შაბათ დღეს მარხვის შენახვაში ამხელენ (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დიდი შაბათი), განიკვეთოს. ერისკაცი კი იმავე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს“.

პირველი მსოფლიო კრების მე-20 კანონის თანახმად, „ვინაიდან ზოგიერთები საუფლო დღეს და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მუხლს იდრეკენ, ამიტომ წმიდა კრება აწესებს, რომ ასეთ დღეებში ღვთის წინაშე ლოცვები ფეხზე დგომით აღსრულდეს და ეს წესი ყველა ეპარქიაში ერთნაირად იყოს დაცული“.

ამავე თემას ეხება ტრულის კრების მე-12 და მე-13 კანონებიც:

„ჩვენს ყურამდე მოვიდა ამბავი, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში ღვთისმოსავი მღვდელმთავრები ხელდასხმის შემდეგაც თავიანთ მეუღლეებთან აგრძელებენ თანაცხოვრებას, რითაც დაბრკოლებასა და საცდურს უქმნიან სხვებს. ვინაიდან ვესწრაფვით, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მონდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან აღარ მოხდეს მსგავსი რამ. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ან შესაცვლელად, არამედ ერის ხსნისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის, სამღვდელო წოდებისთვის ბიწის ასარიდებლად, რადგან როგორც საღმრთო მოციქული ბრძანებს, „ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობáსსა, არამედ მრავალთასა, რაéთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“ (I კორ. 10, 31-33; 11,1). თუ ვინმე მაინც ჩაიდენს მსგავსს, განიკვეთოს“; „გვესმა, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმისა, ვალდებულებას იღებს, საკუთარ ცოლთან აღარ განაგრძოს თანაცხოვრება. ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახებ მოციქულთა ძველ კანონებზე დაყრდნობით ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით სჯულიერია და მომავალშიც დაურღვევლად უნდა შენარჩუნდეს. მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, ჯეროვან დროს კი ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდეთ. ვინც გახდება კერძოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმის ღირსი, მას ხელს არ შეუშლის კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ უარი განაცხადოს საკუთარ ცოლთან კანონიერ ერთობაზე, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და კურთხეული ქორწინება, რადგან სახარების ხმა ღაღადებს: „აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“ (მათ. 19,6). მოციქულიც გვასწავლის: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“ (ებრ. 13,4); ასევე: „შე-თუ-კრულ ხარ მეუღლისადა, ნუ ეძიებ განხსნასა“ (I კორ. 7,27).

ვუწყით იმის შესახებაც, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმა, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს: კერძოდიაკვნები, დიაკვნები და მღვდლები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში დროებით უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ჩვენც უვნებლად დავიცვათ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე განმტკიცებული კანონი, ვიცოდეთ შესაფერისი დრო და ჟამი, მით უფრო მარხვისა და ლოცვისა, რათა საკურთხევლის წინ წარმდგართ, სიწმინდეებთან მიახლებისას, მოკრძალებული ვიყოთ და ამით შევძლოთ მივიღოთ ღმერთისაგან უბრალოებით ნათხოვნი; ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს თუ კერძოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და თანაცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განეყენოს მღვდელმსახურებიდან, მოუდრეკელობის შემთხვევაში კი განიკვეთოს“.

მხოლოდ ასეთი შეთანხმების პირობებში აღიარებს მსოფლიო ეკლესია ადგილობრივი ეკლესიების თვითმმართველობას, რომელნიც თავისი მხრიდან, ფიცით ივალდებულებენ თავს, დაიცვან და შეასრულონ კანონით განსაზღვრული დადგენილებანი.

საეკლესიო ხელმწიფება (მმართველობა)

1. ზოგადად საეკლესიო მმართველობის შესახებ

ეკლესიის მიზანი ისაა, რომ ადამიანის ნება მიმართოს ღვთის ნებისკენ, რომ ნება ღვთისა იყოს ნება ადამიანისა, რათა ყველა თანაზიარჰყოს ღმერთთან. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესიაში დადგენილია განსაკუთრებული მმართველობა – ხელმწიფება, რომელიც ტვირთულობს და მოიცავს საკუთარ თავში ყველა უფლებამოსილებას, რაც მიანიჭა ქრისტემ ეკლესიას: „და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან“ (იოანე 20, 21-23).

რადგან ეკლესიის მიზანი სულიერი ხასიათისაა – მიაქციოს ადამიანის სული სიკეთის გზაზე და მოამზადოს მარადიული ცხოვრებისთვის, აქედან გამომდინარე, საეკლესიო ხელმწიფება შეიძლება მხოლოდ სულიერი იყოს: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისაგან; ამ სოფლისაგან რომ ყოფილიყო ჩემი მეფობა, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ არ გადაეცათ ჩემი თავი იუდეველებისთვის; ხოლო ახლა ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა“ (იოანე 18, 36).

საშუალებები, რომელსაც ფლობს საეკლესიო მმართველობა, უნდა იყოს იმავე ბუნებისა, ე. ი. წმინდად სულიერი. როგორ გარემო პირობებშიც უნდა იყოს ეკლესია, საკუთარი მმართველობის განხორციელების დროს, მას არ შეუძლია რამე ფიზიკური (მატერიალური) ძალა გამოიყენოს საკუთარი უფლებების დასაცავად, თუკი მას ვინმე არ ცნობს. „როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში, რადგან, ამინ ეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე არ მოვა ძე კაცისა“ (მათე 10, 23). ეკლესიის თვისების მსგავსად, მისი მმართველობა მხოლოდ სულიერი მხარეს ეხება და ვრცელდება არამიწიერ სფეროში. მაგრამ ეკლესია მოქმედებს ამქვეყნიურ ყოფაში და აქვს გარკვეული მოწყობა, რომელიც შეუცვლელად უნდა შენარჩუნდეს საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამიტომ საეკლესიო მმართველობა, გარდა სულიერი მხარისა, უნდა ავრცელებდეს თავის მოქმედებას მიწიერ ცხოვრებაზე, როგორც ხილული და სწორედ მოწყობილი, მოწესრიგებული ეკლესიის ორგანიზმის წევრი.

2. საეკლესიო მმართველობის (ხელმწიფების) სახეები

ეკლესია ერთია და, აქედან გამომდინარე, მისი ხელმწიფებაც სრულად არის ერთი, მაგრამ მოქმედებისას სამი სხვადასხვა სახით ვლინდება სხვადასხვა სფეროში. ასეთი დაყოფა ეფუძნება წმინდა წერილს: „და მოვიდა იესო, ეუბნებოდა მათ და უთხრა: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაში და ქვეყანაზე; წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე“ (მათე 28, 18-20.) ამ თვალთახედვით ეკლესიის მმართველობაში ვლინდება:

1) სწავლის ხელმწიფება, რომელშიც გამოიხატება დაცვა სწორი ქრისტიანული სწავლებისა და გავრცელება, დაცვა ქრისტიანებისა ცრუსწავლებებისგან, ზრუნვა განათლებული და მქადაგებელი სასულიერო პირების მოსამზადებლად. „ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი“ (1 ტიმ. 3,2.); „უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად“ (2 ტიმ. 2, 24-25).

2) მღვდელმოქმედების ხელმწიფება, რათა სწორად ტარდებოდეს წმინდა საიდუმლო მღვდელმსახურება და ლიტურგია. ამას ტრულის კრების 81-ე კანონი ადგენს:

„შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ მხარეში „სამწმიდას“ გალობაში „წმიდაო უკვდავოს“ შემდეგ უმატებენ სიტყვებს: „რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ“. ეს სიტყვები ძველმა წმინდა მამებმა უარყვეს როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყვეს ის უსჯულო მწვალებლებიც, რომელთაც ეს სიტყვები შემოიტანა. ჩვენ წმინდა მამების მიერ დაწესებულს ვამტკიცებთ და წინამდებარე განჩინებით, ანათემას გადავცემთ ყველას, ვინც ამ სიტყვებს ეკლესიაში შეიწყნარებს, ან სხვა რაიმე სახით „სამწმიდას გალობის“ ხელყოფას გაბედავს. თუ ამ განჩინების დამრღვევი სასულიერო პირი აღმოჩნდება, აეყრება მას სამღვდელო პატივი, ხოლო მონაზვნის ან ერისკაცის შემთხვევაში უზიარებლობით დაისჯება“.

მრგვლივმოსავლელი მრგვლივმოსავლელი1 ეპისტოლე კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისტოლე კონსტანტინეპოლის წმინდა ეპისკოპოს გენადისა და მასთან ერთად წმინდა კრებისა, ღირსი მიტროპოლიტებისა და რომის პაპის მიმართ

„ყოვლად ღმრთისმოყვარე და ჩვენს ღირსეულ თანამწირველს... მიმართავს გენადი და მასთან ერთად ქრისტესმოყვარე სატახტო ქალაქ კონსტანტინეპოლში – ახალ რომში შეკრებილი კრება.

ჩვენმა მეუფემ, ღმერთმა და მაცხოვარმა იესუმ, მიანიჭა თავის წმინდა მოწაფეებს სახარების ქადაგების უფლება და მსოფლიოს ყველა ადამიანის მოძღვრად წარავლინა ისინი, ცხადად უბრძანა მათ, რომ, რაც უსასყიდლოდ მიიღეს მისგან, მათაც უსასყიდლოდ უნდა მისცენ ადამიანებს და ამ გზით ნუ მოიხვეჭენ მათგან ნურც სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს და ნურც სხვა ნივთიერ და ამქვეყნიურ ქონებას, რადგან ზეციური და სულიერი მადლის სანაცვლო არ არის მიწიერი და ხრწნას დაქვემდებარებული.

ეს მცნება მხოლოდ მათ კი არ მისცა, მათგან ჩვენც გვამცნო და ღირსგვყო მათი ადგილისა და ხარისხის დაპყრობისა. როგორც მაშინ მათ, ასევე ჩვენც ამ ცნების უცდომელად შენახვა და დაცვა გვმართებს და არა ამაოდ ბრძნობა და ვერაგობა იმაზე, რაზეც არ უნდა ვივერაგოთ და არც უნდა დავიწყოთ ამაო ძიება წარსაწყმედელი საძიებლისა, რადგან ასე ამბობს საღმრთო ხმა: „უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდვე მიეცით. ნუ მოაგროვებთ სპილენძს, ნურც ვერცხლს, ნურც ოქროს თქვენს სარტყლებში“ (მათე, 10, 8-9). მარტივი და ცხადია ამ მცნების სიტყვები და არც ძნელად მისახვედრი. მას არც ჩხრეკა, ძიება და განმარტება სჭირდება. ეუბნება, რომ ჩემგან მიგიღიათ მღვდელმთავრობის პატივი და თუ თქვენ ჩემთვის მიგირთმევიათ დიდი ან მცირე ამის სანაცვლოდ და გიყიდიათ ეს ჩემგან, გაყიდეთ თქვენ სხვაზე და თუ უსასყიდლოდ მიიღეთ, თქვენც გაეცით უსასყიდლოდვე. რა არის ამ მცნებაზე უფრო ნათელი და რა შეიძლება იყოს უფრო სასარგებლო მათთვის, ვინც დაემორჩილება მას! ნამდვილად ვაი მათ, ვინც გაბედავს საღმრთო ნიჭის მიღებას ან გაცემას საფასურით, რადგან ასეთნი ნაღველივით გამწარდებიან და უსამართლობას შეუერთდებიან (საქმე, 8,23) პეტრე მოციქულის განჩინებისამებრ, ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილები.

სჯულის დამადასტურებელი კანონი (№2) გამოიტანა ღირს და სანატრელ მამათა ქალკედონში შეკრებილმა დიდმა და წმინდა მსოფლიო კრებამ. კანონი ასეა ჩაწერილი: თუ ეპისკოპოსმა ჰყოს ხელდასხმა საფასურით, სავაჭროდ აქციოს არასავაჭრო მადლი და ფასით დაასხას ხელნი ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს, ან სხვას ვისმე, სამღვდელო დასში ჩარიცხულს, ან დანიშნოს საფასურით იკონომოსი, ეკლესიის ნაფიცი ვექილი (ეკდიკი), ან დეკანოზი, ან სხვა ვინმე რომელიმე საეკლესიო თანამდებობაზე თავისი საძაგელი შესაძენისათვის და მხილებული იყოს ასეთ საქციელში, ჩამოერთვას თავისი პატივი. ხელდასხმული კი ნურავითარ სარგებლობას მიიღებს ნაყიდი ხელდასხმიდან ან დანიშვნიდან, არამედ ჩამოშორდეს იმ პატივს ან საქმეს, რაც საფასურის გაღებით მიიღო. ხოლო თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ასეთი საძაგელი და უწესო ვაჭრობის შუამავალი იყოს, განიკვეთოს თავისი მღვდელობისაგან, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი იყოს, შეჩვენდეს. შესანიშნავი და ფრიად კეთილია წმინდა მამათა კანონის ეს მცნებანი, რომლებიც სატანის ყველა შემოტევას, ყოველ საეშმაკო ხელყოფას და სულიერი მადლის დასამხობად გამძვინვარებულ მტერს დააცხრობს და აღკვეთს. ეს კანონი კრძალავს როგორც საფასურით ხელდასხმას, ისე საფასურით ხელდასხმის მიღებას. არ აპატიებს ამის ჩადენას არც ხელდამსხმელს, არც ხელდასხმულს. არ შეიძლება საფასურის გაღება არც ხელდასხმის დროს, არც შემდეგ, არც ხელდასხმამდე, ესე იგი სრულიად უარყოფილია ამ საქმისათვის ქრთამის მიცემა. მაგრამ ვინაიდან ასე მტკიცედ უარყოფილი და აღკვეთილი საქმის ქმნა ემხილა ზოგიერთი სულმოკლეს გალატელთა მსგავსად და მათ ანგარებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამო დაარღვიეს ეს საცხოვნებელი და კაცთმოყვარული მცნება, ჯეროვნად მიგვაჩნია ამ კანონის განახლება წმინდა კრების მიერ, რომელიც შეიკრიბა ამ სამეფო ქალაქში, ახალ რომად წოდებულ კონსტანტინეპოლში, რათა არ დავუშვათ ხრიკები და ბოროტი მოხერხება და ეს საძაგელი და, ვინ იცის, რა გზით შემოსული ჩვეულება ყოვლად და სრულიად მოისპოს ეკლესიიდან, რათა ჭეშმარიტად უსყიდელი მადლი მღვდელმთავართა მიერ ხელდასხმულზე სულიწმიდის მოხმობით გადმოვიდეს ზეციდან. ხოლო საფასურით ქმნილი დადგინების დროს, არაგანწმენდილი ხელით მოქმედთაგან, არ ვიცი, როგორ უნდა გადმოვიდეს იგი ხელდასხმულზე, მხოლოდ ქადაგებით. ასეთი ქმედების დროს უფრო არ დაბრკოლდება ყოვლადწმინდა სულის მადლი?

იცი შენ, ყოვლად ღმრთისმოყვარეო, რომ ყველა ამგვარად ვნებული და ბიწიანი ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, პერიოდევტი, მღვდელი, დიაკონი, ან სხვა სამღვდელო პირი, ან ერისკაცი მღვდელთმთავართა საერთო სჯულის მიხედვით უნდა დაისაჯოს და საზოგადო დადგენილებით უნდა შეირისხოს, როგორც ამას წმინდა მამათა ზემოთ მოტანილი კანონი მოითხოვს. ჯეროვანია, რომ მადლი იყოს მადლი და არ შუამდგომლობდეს მისთვის ვერცხლი.

არის და იყოს კიდეც განქიქებული და ყოველგვარ სამღვდელო პატივაყრილი და მსახურებისაგან განყენებული, წყევისა და შეჩვენების ღირსი, ვინც ფულით შესყიდვა მოინდომოს ამისი, ფასით, ამის მიცემას დაჰპირდეს, გინდ სამღვდელო დასის წევრი იყოს, გინდ ერისკაცი: გინდ ემხილოს და გინდ ცხადად არ ემხილოს ამის ჩადენა, რადგან არ შეიძლება შეუფერებლის შეხამება, არც ღმერთთან მამონას დაწესება და მისი მონების ღმრთისათვის დამონება. სამეუფოა ეს უდავო განჩინებაც: „არ შეგიძლია ღმრთისა და მამონას მონობა“ (მათე, 6,24). ამ სიტყვათა მინდობითა და მიყოლით ჩვენც ქრისტესთან ერთად ჩვენი ძალის შესაბამისად უსჯულოდ მოქმედთათვის ასე განვაჩინეთ. იზრუნოს შენმა ღირსებამაც იმისთვის, რომ პირველად თვითონ დაიცვას მოკრძალებით ეს კანონი. აუწყე შენს ხელქვეით ეპისკოპოსებს და პერიოდევტებს, საერთოდ, ყველას ყოველივე ეს მათთან ამ ეპისტოლის პირის გაგზავნით, რომ ერთი სულით და ერთი გულით ყველა ქრისტიანი გაძლიერდეს საერთო მტრის წინააღმდეგ და მისგან ჩვენ შორის დანერგილი კერპთმსახურების ძირი ბოროტების ყველა ნერგთან ერთად აღმოვფხვრათ. მოვიკითხავთ შენი ძმობის ყველა წევრს და უფლისაგან განმტკიცებულებმა ილოცეთ ჩვენთვის, ღმრთისმოყვარეო ძმაო.

ხელს აწერენ:

გენადი – ეპისკოპოსი ახალი რომის – კონსტანტინეპოლისა იოანე – არაკლიის დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

ანასტასი – ანკვირიის დედაქალაქის ეპისკოპოსი ევნომიოსი – ნიკომიდიის დედაქალაქის ეპისკოპოსი პეტრე – ნიკიის დედაქალაქის ეპისკოპოსი პერგამოსი – პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი პავლე – მარკიანოპოლის ეპისკოპოსი ნუნექიოსი – ლაოდიკიის ეპისკოპოსი პეტრე – ღანგრის ეპისკოპოსი კარტერი – კლავდიოპოლის ეპისკოპოსი აღაპიტოსი – როდოსის ეპისკოპოსი ელეფთერი – ქალკედონის ეპისკოპოსი სტეფანე – იერაპოლის ეპისკოპოსი გრიგოლი – ანდრიანოპოლის ეპისკოპოსი ლუკიანე – ვიზოს ეპისკოპოსი ევნოიოსი – მიტილენის ეპისკოპოსი თალასი – პარიოს ეპისკოპოსი მაქსიმე – ასურეთის ლაოდიკიის ეპისკოპოსი გერონტი – სელევკიის დედაქალაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

ევსტათი – პარნასოს ეპისკოპოსი

ნეტირასი – ღაზის ეპისკოპოსი

თევდოსი – კანთოს ეპისკოპოსი

ანატოლი – ათენის ეპისკოპოსი

სტეფანე – პრუსიელთა ეპისკოპოსი

კვირიაკოსი – აპოლონის ეპისკოპოსი

აკაკი – ანტანდრონის ეპისკოპოსი

პლუტარქოსი – პლატეოს ეპისკოპოსი

კვირიაკოსი – კარფიოს ეპისკოპოსი

აფოვიოსი – კორონიის ეპისკოპოსი

მაკედონი – მაგვიდონის ეპისკოპოსი

რუფინოსი – ექეონის ეპისკოპოსი

პალადიოსი – ანდროს ეპისკოპოსი

ფოტინოსი – ოტროს ეპისკოპოსი

ევტრაპი – ავრილიოპოლის ეპისკო-

პოსი

იოანე – ეკელისინის ეპისკოპოსი

ფოტინოსი – თერმას ეპისკოპოსი

იპატი – გერმიონის ეპისკოპოსი

სავატი – ეპისკოპოსი

ევდუქსიოსი – ბოსფორის ეპისკოპოსი

ბასილი – ნავკლესო ეპისკოპოსი

პიმენი – კლავიზმატოს ეპისკოპოსი

აპოლონი – პინიის ეპისკოპოსი

ესაია – ნავკრატიტოს ეპისკოპოსი

ისაკი – თვინეოს ეპისკოპოსი

ელპიდი – ტამიათესოს ეპისკოპოსი

მარინოსი – კვინოს ეპისკოპოსი

თეოტექნოსი – ასინის ეპისკოპოსი

ატალოსი – მალინოს ეპისკოპოსი

თეოტიმოსი – აკმონიის ეპისკოპოსი ხარიტონი – აპასიის ეპისკოპოსი სერინოსი – მაქსიმიანოპოლის დედაქა ლაქის ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი)

მაქსიმე – ზაგვილესო ეპისკოპოსი ათანასი – ზოიტოს ეპისკოპოსი პლუსამონი – ნიკეოტოს ეპისკოპოსი პაპასი – ელეტიოს ეპისკოპოსი თეონასი – ვოტინოს ეპისკოპოსი აპოლოსი – ანტიფრონის ეპისკოპოსი აღათოსი – პერიიკიდოს ეპისკოპოსი პეტრე – იფესტოს ეპისკოპოსი აპოლონიოსი – ათრივეოს ეპისკოპოსი პეტრე – თვისთეოს ეპისკოპოსი არპოკრასი – პანეოს ეპისკოპოსი პავლე – სევენვიტოს ეპისკოპოსი არისტოტელი – ექინატოს ეპისკოპოსი ფოტი – ბაბილონის ეპისკოპოსი ავგუსტინე – ახალი მარკიანაპოლის ეპისკოპოსი

იოანე – სომხეთის ნიკოპოლის ეპის-

კოპოსი

ივლიანე – კოუის ეპისკოპოსი

სავატი – ანქიალოს ეპისკოპოსი

სტრატოკლი – პროკონისონის ეპის-

კოპოსი

იოანე – ტრანოპოლის ეპისკოპოსი

მაქსიმე – ლიბიის ეპისკოპოსი

თეოდულე – ტრაიანაპოლის ეპისკო-

პოსი

მარინოსი – ეპიფანიის ეპისკოპოსი

ბასილი – ალექსანდრიის ეპისკოპოსი

იოანე – გერმანიკის ეპისკოპოსი

ინდიმოსი – არონიპოლის ეპისკოპოსი

ტიმოთე – დოლიქის ეპისკოპოსი

ფონტიანოსი – აღალასოს ეპისკოპოსი

დოკიმასიოსი – მარონიის ეპისკოპოსი

იოვინოსი – დივევტოს ეპისკოპოსი“.

3) ხელმწიფება დამოძღვრისა, ესე იგი მართვისა, რომელიც გამოიხატება კანონწარმოებაში; საეკლესიო კანონების დამრღვევთა წინააღმდეგ მსჯავრის სასამართლოს წარმოება ეკლესიის წევრთა მხრიდან და ზედამხედველობა ეკლესიის მართვის საკითხთან მიმართებით. „უთხრა მას კვლავ მეორედ: სიმონ იონასო, გიყვარვარ მე? უთხრა მას პეტრემ: ჰო, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ შენ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები“ (იოანე 21, 16); „გაუფრთხილდით თქვენს თავს და მთელ სამწყსოს, რომელიც თქვენ სულიწმიდამ დაგადგინათ ზედამხედველებად, რათა დამწყსოთ უფლისა და ღვთის ეკლესია, რომელიც მოიპოვა თავის სისხლით“ (საქმე 20, 28); „დამწყსეთ თქვენ შორის მყოფი სამწყსო ღვთისა და ზედამხედველობდეთ არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით, არა ანგარებით, არამედ გულმოდგინებით, არა როგორც წილხვდომილთა ბატონები, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის, და მწყემსმთავრის გამოცხადებისას მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. მსგავსადვე, უმცროსები დაემორჩილეთ უხუცესებს და ყველამ ერთმანეთის მორჩილებით სიმდაბლე შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავანთ წინ აღუდგება, ხოლო მდაბალთ აძლევს მადლს“ (1 პეტრე 5, 2-5).

ტრულის კრების 32-ე კანონი:

„შევიტყვეთ, რომ სომეხთა ქვეყანაში უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ ღვინოს სწირავენ, არ აზავებენ მას წყლით და თავიანთი ქმედების გასამართლებლად ეკლესიის მოძღვარს, იოანე ოქროპირს იმოწმებენ, რომელიც მათესაგან სახარების განმარტებაში ასე ამბობს: „რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ და ამის აღნიშვნისას ამბობს: „...ნაყოფისაგან ამისა ვენაჴისა...“ (მათე 26, 29). ყურძნის ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს“. აქედან გამოჰყავთ, თითქოს ეს მოძღვარი უარყოფს წყლის შეზავებას წმინდა შესაწირავთან [ღვინოსთან]. იმისათვის, რომ ისინი ამიერიდან აღარ იყვნენ უმეცრებით შეპყრობილნი, ჩვენ განვმარტავთ ამ მამის მართლმადიდებლურ შემეცნებას: რადგანაც არსებობდა ჰიდროპარასტატების უძველესი ბოროტი მწვალებლობა, სხვაგვარად – წყლის შემწირველები (водоприносители), რომლებიც მსხვერპლშეწირვისას ღვინის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებდნენ, ამიტომაც ამ ღმერთშემოსილმა კაცმა, უარსაყოფად ასეთი მწვალებლების უსჯულო სწავლებისა და გამოსაჩენად იმისა, რომ იგი მოციქულთა გადმოცემების პირდაპირ საწინააღმდეგოა, წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ხოლო მან თვითონ, თავის ეკლესიაში, რომელზედაც მას მწყემსმთავრული მმართველობის რწმუნება ჰქონდა, ღვინისა და წყლის შეზავება დააწესა, როცა უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, და ამით ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის, ქრისტე ღმერთის უხრწნელი გვერდიდან გამომდინარე სისხლისა და წყლის შეერთება წარმოაჩინა – განსაცხოველებლად ყოველი სოფლისა და ცოდვებისაგან ყოველთა გამოსასყიდელად; და ყველა ეკლესიაში, სადაც კი ბრწყინავდნენ სულიერი მნათობნი, სწორედ ეს ღვთივმოცემული წესი შეიწყნარებოდა. აგრეთვე, იაკობიც, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელსაც პირველს ჩაებარა იერუსალიმის ეკლესიის საყდარი, და ბასილი დიდი, კესარიის მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდება მთელ მსოფლიოს გადასწვდა, წერილობით გადმოგვცემენ სამღვდელო მოქმედების საიდუმლოს და წესად ადგენენ, რომ საღვთო ლიტურგიისას წყალი და ღვინო შეზავდეს წმინდა ბარძიმში; და კართაგენში შეკრებილმა ღირსმა მამებმაც ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს: „წმინდა საიდუმლოში მხოლოდ ხორცი და სისხლი შეიწირება და სხვა არაფერი, რამეთუ ეს თვით უფლისაგან გადმოგვეცა, ანუ პური და ღვინო წყლით განზავებული“. თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან, ან მღვდელთაგან ყოვლადწმიდა მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს სხვანაირად აღასრულებს – არა მოციქულთა გადმოცემულ წესისამებრ – და წყალს ღვინოსთან არ განაზავებს, განკვეთილ იქნეს, როგორც საიდუმლოს არასრულად მქადაგებელი და სიახლის შემოღებით წმინდა გადმოცემის დამზიანებელი“.

ტრულის კრების 102-ე კანონი:

„ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე მკურნალის ძალ-მადლით არ შეჩერდება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დააკვირდეს მას: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდევნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამართლებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც – პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის“.

პირველი მსოფლიო კრების მე-2 კანონი:

„მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხნით არიან კათაკმევლები, სწრაფად მოჰყავთ სულიერ საბანელთან და ნათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს“ (1 ტიმოთე 3, 5-7). თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის მიერ, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, როგორც ღვთის ნების მოწინააღმდეგე და ურჩი, თვითონ დაემხოს მღვდლობისგან“.

ქალკედონის კრების მე-4 კანონი:

„სათანადო პატივი უნდა მიეგოს იმას, ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელად მოღვაწეობს სამონაზვნო ცხოვრებაში. იმ პირთა მიმართ კი, რომლებიც მხოლოდ მოსაჩვენებლად იცვამენ სამონაზვნო სამოსელს, ეკლესიაში კი შფოთი შემოაქვთ და სამოქალაქო საქმეებსაც ხელს უშლიან, თვითნებურად გადადიან ქალაქიდან ქალაქში და იმდენად გაკადნიერდნენ, რომ საკუთარი მონასტრის აშენებასაც კი ბედავენ, განვაჩინებთ: ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არსად დააარსონ და ააშენონ მონასტერი ან სამლოცველო სახლი. მონაზვნები კი, რომელ ქალაქში და მხარეშიც უნდა იყვნენ, ეპისკოპოსს უნდა ექვემდებარებოდნენ, მდუმარება დაიმარხონ, იმარხვონ და ილოცონ და განუშორებლად იმ ადგილებში იღვაწონ, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს; არ ჩაერიონ არც საეკლესიო და არც საერო საქმეებში და მათში მონაწილეობის მისაღებად მონასტრები არ დატოვონ, საიდანაც გამოსვლა მათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვით შეუძლიათ. გარდა ამისა, მონასტერში და, მით უმეტეს მონაზვნად, არ უნდა იქნეს მიღებული მონა თავისი ბატონის ნებადაურთველად. ამ განჩინების დამრღვევთათვის ეკლესიასთან ერთობიდან განკანონებას ვაწესებთ, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი. ქალაქის ეპისკოპოსს კი მონასტრებზე სათანადო ზრუნვა ევალება“.

ქალკედონის კრების მე-12 კანონი:

„შევიტყვეთ, რომ საეკლესიო დადგენილების მიუხედავად, ზოგიერთი ეპისკოპოსი საერო ხელისუფლებას მიადგა და პრაგმატული დასაბუთებით ერთიანი სამთავროს ორად გაყოფა მოახერხა, რათა ამგვარად ერთ სამთავროში ორი მიტროპოლიტი ყოფილიყო. ამიტომ წმინდა კრებამ განაჩინა: მომავალში ეპისკოპოსმა მსგავსი არაფერი მოიმოქმედოს, ხოლო ვინც შეეცდება, თავისი ხარისხიდან განიკვეთოს, ქალაქმა კი, რომელიც სამეფო ბრძანებულებით მიტროპოლიის სახელით იქნება პატივდებული, მხოლოდ ამ პატივით ისარგებლოს, ანუ დედაქალაქის ყველა უფლებით; მისმა მმართველმა ეპისკოპოსმაც მხოლოდ მიტროპოლიტის პატივით ისარგებლოს“.

3. საეკლესიო მმართველობის სუბიექტი

ეკლესიის ხელმწიფების სამივე სახე მაცხოვარმა გადასცა თავის მოციქულებს, ხოლო მოციქულებისგან ის გადავიდა მათ მემკვიდრეებზე. როგორც მოციქულები იყვნენ ერთმანეთის თანასწორნი და ყოველმა მათგანმა თანაბარი ხელმწიფება მიიღო ქრისტესგან, ასევე ყველა ეპისკოპოსი მეუფებრიობით ერთმანეთის თანასწორია, ამიტომაც ეპისკოპოსებზე ხელმწიფება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ეპისკოპოსების კრებას.

მოციქულთა 74-ე კანონი განაჩინებს:

„ეპისკოპოსი, რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა. მათ წინაშე წარმდგარი თუ აღიარებს, ანდა მხილებული იქნება, ეპიტიმია განეწესოს; გამოძახების, მაგრამ არმოცხადების შემთხვევაში იგი მეორედ უნდა გამოიძახონ მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს; არვის ეგონოს, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით რაიმე სარგებელს მიიღებს“.

ქალკედონის კრების მე-9 კანონის თანახმად, „თუ რომელიმე სასულიერო პირს სამართლებრივი დავა ექნება სხვა სასულიერო პირთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სასამართლოს წინაშე ნუ წარდგება, არამედ თავდაპირველად გააცნოს თავის ეპისკოპოსს საქმის ვითარება და ეპისკოპოსის მხარდაჭერით, სადაც ორსავე მხარეს ენდომება, იქ შეიკრიბოს სასამართლო. თუ ვინმემ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, მას კანონთამიერი სასჯელი დაედოს. თუ სასულიერო პირს სამართლებრივი საქმე ჰქონდეს ან თავის, ან სხვა ეპისკოპოსთან, სამთავროს კრებამ გამოიძიოს საქმე. თუ სამთავროს მიტროპოლიტთან ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს ჰქონდეს სამართლებრივი საქმე, იმ მხარის ეგზარქოსს (პატრიარქს), ან კონსტანტინეპოლის სამეუფო საყდარს მიმართონ და მის წინაშე განისაჯონ“.

ამავე კრების მე-17 კანონი განაჩინებს: „თითოეული ეკლესიის კუთვნილი სახნავ-სათესი ადგილისა და სოფლის შემოსავალი მტკიცედ და უცვლელად უნდა ჰქონდეს ამ ეკლესიის მპყრობელ ეპისკოპოსს. და მით უმეტეს მაშინ, თუ ოცდაათი წლის განმავლობაში დავის გარეშე ფლობდნენ და განაგებდნენ მათ. თუ ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ან იქნება რაიმე დავა, და თუ ვინმე განაცხადებს თავის პრეტენზიას, ის, ვინც იწყებს დავას, უნდა წარდგეს სამთავროს კრების წინაშე“.

ანტიოქიის კრების მე-14 კანონი

ბრძანებს:

„თუ

ეპისკოპოსი გასამართლდება რაიმე დანაშაულისათვის და იმ სამთავროს ეპისკოპოსები ორხმად გაიყოფიან და ზოგიერთი უდანაშაულოდ მიიჩნევს მას, ხოლო ზოგი დამნაშავედ, [ასეთ შემთხვევაში] დავის შესაწყვეტად წმინდა კრებას მიაჩნია, რომ დედაქალაქის ეპისკოპოსმა, ანუ მიტროპოლიტმა, უნდა მოიწვიოს მახლობელი სამთავროებიდან სხვა ეპისკოპოსები, რომელთა ბჭობით დავა გადაწყდება და ერთი გადაწყვეტილება დამტკიცდება მიტროპოლიტის ზედამხედველობითა და დასტურით“.

კართაგენის კრების მე-12 კანონის თანახმად, „თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე იქნება ბრალდებული, თორმეტმა ეპისკოპოსმა განიკითხოს.

ეპისკოპოსმა ფელიქსმა ბრძანა: მახსენდება ძველ კრებათა მიერ დადგენილი, რომ ეპისკოპოსის გასამართლების შემთხვევაში (ნუმც მოხდება ასეთი რამ!) მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა თუ შეუძლებელი გახდება, დიდხანს რომ არ დარჩეს იგი ბრალდებულისა და გასასამართლებლის მდგომარეობაში, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე. მღვდელი ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლონ, დიაკონი – სამმა“.

რადგან ყველა ეკლესიის საჭეთმპყრობელი კონკრეტული ეპისკოპოსია, მაშინ რამდენიმე ცალკეული ეკლესია შეიძლება დამოკიდებული იყოს ყველა ამ ეპისკოპოსის ადგილობრივი კრების მოწვევაზე.

მოციქულთა 37-ე კანონი განაჩინებს: „ეპისკოპოსთა კრება უნდა შედგეს წელიწადში ორჯერ და ერთმანეთს უნდა შეესატყვისებოდეს კეთილმსახურების სჯულნი (ღვთისმოსაობის დოგმატები) და გადაწყდეს იქ შემოსული საეკლესიო სადავო საკითხები: ერთხელ უნდა მოიწვიონ სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის დღეებში, მეოთხე კვირაში, ხოლო მეორედ – სექტემბრის თვის მეთორმეტე დღეს“.

ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მე-19 კანონი:

„ჩვენს ყურამდე მოვიდა, რომ სამთავროებში კანონით დადგენილი ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია, ამიტომ წმინდა კრება განაწესებს: თითოეულ სამთავროში წელიწადში ორგზის შედგეს ეპისკოპოსთა კრება და გადაიჭრას ყველა წარმოჩენილი საკითხი, შეკრების ადგილი მიტროპოლიტმა განსაზღვროს. იმ ეპისკოპოსებს კი, რომლებიც კრებაზე არ გამოცხადდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის თავიანთ ქალაქებში იქნებიან, სრულიად ჯანმრთელნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გულისწყრომა გამოეცხადოთ“.

მსოფლიო ეკლესიაზე, რომელსაც შეადგენს ყველა ადგილობრივი ეკლესია, მეუფებს მსოფლიო კრება, ე. ი. ეკლესიის ხელმწიფების სრულ სისავსეს მოიცავს ეპისკოპოსთა კრება, ამის გარეშე ეკლესია ვერ იქნებოდა ის, რაც არის, და მისი მოწყობა ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მისმა დამფუძნებელმა დაადგინა. ეპისკოპოსი თავია მისი ეკლესიისა და სისრულით აქვს ის ხელმწიფება, რომელიც ჰქონდათ მაცხოვრის მოციქულებს, აქედან გამომდინარე, ის ფლობს ეკლესიის ხელმწიფებას სრული სისავსით – შეკრებილ ეპისკოპოსთა ნდობით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მასზე ხელდასხმით გარდამოიწვიეს სულიწმიდა და ამით გახდა ის მოციქულთა მემკვიდრე.

მოციქულთა პირველი კანონი: „ეპისკოპოსს ხელი დაესხას ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ“.

პირველი მსოფლიო კრების მე-4 კანონი: „ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისგან უნდა მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ მოქმედებას ამტკიცებს საბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი“.

ამავე საკითხზე საუბრობს მეოთხე მსოფლიო კრების 28-ე კანონი: „ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს მივყვებით, ვაღიარებთ ამჟამად 150 ღვთივსათნომყოფელი ეპისკოპოსისგან წაკითხულ კანონს, რომლებიც კონსტანტინეპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში, იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორ თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იმავეს განვაჩინებთ და ვამტკიცებთ კონსტანტინეპოლის – ახალი რომის წმინდა ეკლესიის – უპირატესობას. ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რადგან ის სამეფო ქალაქი იყო, ამავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, როცა სამართლიანად განსაზღვრა, რომ ქალაქი, რომელსაც წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტი ზემოდასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, ის წინასწარ უნდა გამოირჩიონ ერთსულოვნად და შემდეგ წარუდგინონ მას ხელდასხმისათვის“.

ამის შესახებ საუბრობს „ეპისტოლე აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლე სიათა პატრიარქებისა მართლმადიდებლური რწმენის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ: „მღვდელს გამოარჩევს და განაწესებს ეპისკოპოსი, ხოლო მღვდელთმთავარს არა მღვდელთაგანი, ანდა პრესვიტერი, არც საერო ხელისუფლება, არამედ უმაღლესი საეკლესიო კრება იმ ქვეყნისა, რომელსაც ეკუთვნის ქალაქი, რომელსაც მღდელთმთავარი რომ უნდა დაუდგინონ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე, საკუთარი ეპისკოპოსი გამოარჩიოს თვით საეკლესიო ოლქის, ანუ ეპარქიის საეკლესიო კრებამ. ზოგჯერ, სხვათა შორის, ამგვარი რამ საქალაქო კრებასაც ძალუძს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატი უცილობლად უნდა წარუდგინონ უმაღლეს საეკლესიო კრებას და თუ ეს არჩევანი აღმოჩნდება კანონის შესაბამისი, მღვდელმთავრად გამზადებულს, სულიწმიდის მოწოდებით, ხელს დაასხამენ ეპისკოპოსნი“.

ამავე საკითხს ეხება VII მსოფლიო კრების მე-3, ანტიოქიოქიის მე-12 და 23-ე, ლაოდიკიის მე-12, სარდინიის მე-6, კონსტინეპოლის პირველი და კართაგენის კრების მე-13, 49-ე და 50-ე კანონები.

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება წარმოადგენს მთლიანად მისი სამართლის საფუძველს. უპირველეს ყოვლისა, ამის მტკიცებას ის პოულობს წმინდა წერილში და შემდეგ კანონებში, ასევე ეკლესიის პრაქტიკაში მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

ეკლესიის დამაარსებელი ყველა თავის დადგენილებაში ყოველთვის ითვალისწინებდა ადამიანის ბუნების სისუსტეს და ისეთ მცნებებს აძლევდა, რომელთა შესრულებაც, სისუსტის მიუხედავად, შესაძლებელი იყო. ეს დევს ადამიანის ბუნებაში – ბევრის ერთად მოქმედებისას ადვილად აღწევს სასურველ მიზანს. საერთო მოქმედებებისას, მსჯელობისას უკეთესად ჩანს კონკრეტული საკითხის არსი, თამამად მიიღება გადაწყვეტილება, ძლიერდება ნება ცალკეული ადამიანებისა, ადვილად ანალიზდება და იხსნება შეცდომები, ადვილად მიიღწევა ეკლესიის მიერ დასახული მიზანი. ამავდროულად, ასეთი მოქმედებით იზრდება და ძლიერდება ქრისტიანული თავმდაბლობა, მორჩილება, რაც საკუთარი თავის ნაკლოვანებას უფრო ნათლად გვაჩვენებს. ამასთან ერთად, ქრისტემ მოგვცა მცნება ურთიერთსიყვარულისა, რომელიც ყველას ერთი სულით აერთიანებს, ის გვავსებს სიცოცხლით და გვაძლიერებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძმური ერთობითა და კრებაზე მიღწეული თანხმობით, რადგან თუ ცალკეული ადამიანი იფიქრებდა და იმოქმედებდა თავისი აზრის, შეხედულების მიხედვით, ერთობა ვერასდროს მიიღწეოდა. ამის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ საყოველთაო ერთობით მიღწეული აზრებით შეიმეცნება ჭეშმარიტი ერთობა ქრისტეს ეკლესიისა. მაცხოვრისა და მისი მოციქულების მაგალითი თვალნათლივ გვიდასტურებს ამას: ქრისტემ ცალკეულ მოციქულებს კი არ მისცა მეუფება ეკლესიაში, არამედ ყველას ერთად. „წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე“ (მათე 28, 19-20). დაჰპირდა, რომ სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებოდნენ მისი სახელით, ისიც მათ შორის იქნებოდა. „...სადაც არის ორი ან სამი შეკრებილ ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18, 20). მოციქულები სიზუსტით იცავდნენ და ასრულებდნენ თავისი მოძღვრის სიტყვებს. მართალია, ისინი, ყველა, მსუყეთ იყვნენ აღვსილნი სულიწმიდის მადლით და შეეძ ლოთ ცალკეულად გადაეწყვიტათ გარკვეული დაპირისპირება და კამათი, რომელიც წარმოიშობოდა ეკლესიაში, მაგრამ ისინი ასე არ მოქმედებდნენ. ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისთვის იკრიბებოდნენ და კრებების მეშვეობით იღებდნენ გადაწყვეტილებას. ამით უნდოდათ მიეცათ მაგალითი თავისი მემკვიდრეებისთვის, როგორ უნდა ემოქმედათ მათ შემდგომ. როდესაც იუდეველობიდან მოქცეულებში წამოჭრეს საკითხი, რომ წარმართობიდან მოქცეულებს მოსეს კანონი დაეცვათ, ამ საკითხის გადაჭრა არც მოციქულ პავლეს და არც ერთ მოციქულს ცალკეულად არ სურდათ. მათ მოიწვიეს კრება ყველა მოციქულისა და ამ კრებაზე მიიღეს და დაადგინეს ყველაფერი საერთო გადაწყვეტილებით:

„და ჩამოვიდნენ ზოგიერთები ჰურიასტანიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ არ წინადაიცვეთთ მოსეს სჯულით, ვერ შეძლებთ ცხონებას. და ჰქონდათ არცთუ ისე მცირე უთანხმოება და დავა პავლეს და ბარნაბას მათთან და გადაწყვიტეს, რომ ასულიყვნენ პავლე და ბარნაბა და სხვა ზოგიერთი მათგანი მოციქულებთან და ხუცესებთან იერუსალიმში ამ სადავო საკითხის გამო. ასე რომ, ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა გაიარეს ფინიკია და სამარია და უამბობდნენ წარმართთა მოქცევის შესახებ და ანიჭებდნენ დიდ სიხარულს ყველა ძმას. და მივიდნენ რა იერუსალიმში, მიიღეს ისინი ეკლესიამ და მოციქულებმა და ხუცესებმა; ხოლო მათ აუწყეს, რა გააკეთა ღმერთმა მათ მიერ და როგორ გაუღო წარმართებს რწმენის კარი. და ადგა ფარისეველთა მოძღვრების ზოგიერთი მიმდევარი, რომელმაც ირწმუნა, და ამბობდა: მართებულია წინადაცვეთა მათთვის და მცნების მიცემა, რათა დაიცვან მოსეს სჯული. და შევიდნენ მოციქულები და ხუცესები ამ სიტყვის განსახილველად. და იყო რა დიდი დავა, ადგა პეტრე და უთხრა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რომ პირველი დღეებიდანვე თქვენ შორის გამომარჩია ღმერთმა, რათა ჩემი პირიდან მოისმინონ წარმართებმა სახარების სიტყვა და ირწმუნონ. და გულთმეცნიერმა ღმერთმა დაამოწმა მათზე და მისცა სულიწმიდა, როგორც ჩვენ, და არაფრით განასხვავა ისინი ჩვენგან და რწმენით განწმინდა მათი გულები. ამიტომ ახლა რად სცდით ღმერთს და ადებთ ქედზე მოწაფეებს უღელს, რომელიც ვერც ჩვენმა მამებმა და ვერც ჩვენ შევძელით, რომ გვეტვირთა? არამედ უფალი იესო ქრისტეს მადლით გვწამს, რომ ვცხონდებით, ისევე როგორც ისინი. და დადუმდა მთელი კრებული და უსმენდა ბარნაბას და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რამდენი სასწაული და ნიშანი აღასრულა ღმერთმა წარმართთა შორის მათ მიერ.

და მას შემდეგ, რაც დადუმდნენ ისინი, მიუგო იაკობმა და უთხრა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი: სიმონმა გვიამბო, როგორ მოხედა ღმერთმა თავიდანვე წარმართებს, რათა გამოერჩია მათგან ერი თავისი სახელისათვის. და ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: ამის შემდეგ მოვბრუნდები და აღვადგენ კარავს, დაცემულს, და დანგრეულს მისას აღვადგენ და გავმართავ მას, რათა მოიძიონ უფალი დანარჩენებმა და ყველა წარმართმა, რომლებზეც წოდებულია ჩემი სახელი, – თქვა უფალმა, რომელმაც აღასრულა ეს ყოველივე. და ცნობილია დასაბამიდან ღვთისთვის ყოველი მისი საქმე. ამიტომ მე ასე განვსჯი: არ შევაწუხოთ ისინი, რომლებიც წარმართთაგან მოიქცნენ ღვთისკენ, არამედ მივწეროთ მათ, რომ განერიდონ კერპთა ნაზორევის ჭამას და სიძვას, დამხრჩვალს და სისხლს; და რაც თავისთვის არ უნდათ, სხვებს ნუ გაუკეთებენ, რადგან ძველი თაობებიდან ყველა ქალაქში ჰყავს თავისი მქადაგებლები მოსეს სჯულს და შესაკრებელში ყოველ შაბათს იკითხება. მაშინ საჯაროდ მიიჩნიეს მოციქულებმა და ხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად, რომ გამოერჩიათ კაცები მათგან, რათა გაეგზავნათ ანტიოქიაში პავლესთან და ბარნაბასთან ერთად – იუდა, ბარსაბად წოდებული, და შილა – გამორჩეული კაცები ძმათა შორის, და დაწერეს მათი ხელით ასე: მოციქულები და ხუცესები და ძმები – ანტიოქიაში და სირიაში და კილიკიაში მყოფ წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ. ვინაიდან გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგან გამოსულმა აგაღელვათ თქვენ სიტყვით და აღაშფოთა თქვენი სულები, გეუბნებოდნენ რა, რომ წინადაგეცვითათ და დაგეცვათ სჯული, რაც ჩვენ არ გვიბრძანებია მათთვის, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენ, ერთსულოვნად გამოგვერჩია კაცები და გამოგვეგზავნა თქვენთან ჩვენს საყვარელ ბარნაბასთან და პავლესთან ერთად, ადამიანებთან, რომლებმაც თავისი სული დადეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის. ამიტომ გამოვგზავნეთ იუდა და შილა და ისინიც სიტყვით გაუწყებენ ამასვე, რადგან მიიჩნია სულიწმიდამ, და ჩვენც, რომ არანაირი ზედმეტი ტვირთი არ დაგადოთ თქვენ გარდა იმისა, რაც აუცილებელია: განრიდება ნაკერპავისაგან და სისხლისგან დამხრჩვალისაგან, და რაც არ გინდათ თქვენთვის, სხვას ნუ გაუკეთებთ; ამათგან დაიცავით თქვენი თავი და სიკეთე აკეთეთ. ჯანმრთელად იყავით. და გაგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში და შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი. და როცა წაიკითხეს, გაიხარეს ნუგეშის გამო. ხოლო იუდამ და შილამ, რომლებიც წინასწარმეტყველები იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და განამტკიცეს“ (საქმე 15, 1-32).

მოციქულთა ასეთმა მაგალითმა მემკვიდრეებს მისცა მოქმედების მიმართულება, ერთობლივი მოქმედება, რასაც ეკლესიის მმართველობა ყოველთვის იცავს. მოციქულთა მემკვიდრეებმა მათგან მიიღეს სრული უფლებამოსილება, მოძღვრობის მღვდელმსახურებისა და მართვის ძალმოსილება, მაგრამ არც ერთი მათგანი არასდროს მოქმედებდა ცალკეულად. სწავლებასთან დაკავშირებით მოციქულებმა ყველა ეპისკოპოსს თავის კონკრეტულ ეკლესიაში მისცა ხელმწიფება სწავლებისა, მაგრამ ამ ხელმწიფების საიმედოდ და წარმატებით აღსრულებისთვის მათ გამორჩეული ჰყავდათ რამდენიმე მღვდელმსახური, „მოძღვართა სათათბიროს სახით წარმოდგენილი“, ვისთან ერთადაც თათბირობდნენ და ასე იღებდნენ გადაწყვეტილებას, როგორ ემოქმედათ მათთვის მინდობილ ეკლესიაში მრევლის მოთხოვნილებებთან დაკავშირებით არსებული საკითხების გადაჭრაში, რის მიხედვითაც შემდგომშიც ასე უნდა ემოქმედათ.

მოგვყავს სხვა მაგალითებიც მოციქულთა საქმიდან: „მოვედით რა იერუსალიმში, სიხარულით მიგვიღეს ჩვენ ძმებმა. ხოლო მეორე დღეს შევიდა პავლე ჩვენთან ერთად იაკობთან და ყველა ხუცესიც მოვიდა“ (საქმე, 21, 17-18).

თუ წამოიჭრებოდა კითხვა, რომელიც ეხებოდა სწავლების უფრო ღრმა საკითხს ეკლესიის ცხოვრებაში, ამ ეპისკოპოსს უნდა მიემართა მეზობელი ეპისკოპოსებისთვის, რომელნიც შეიკრიბებოდნენ მთავარეპისკოპოსთან (მიტროპოლიაში), სადაც განიხილავდნენ ამ საქმეს. ასევე იყო მღვდელმსახურების საკითხებთან დაკავშირებითაც. კრების მეშვეობით დაადგინეს მოციქულებმა დიაკვნები: „მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ (საქმე 6, 5-6).

კრების მეშვეობით დადგინდნენ მოციქულებრივ მსახურებაზე პავლე და ბარნაბა: „ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე. უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს“ (საქმე 13, 1-3). ასევე დადგინდა ტიმოთე ეფესოს ეპისკოპოსად: „ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით“ (1 ტიმ. 4,14).

ასეთი მოქმედება და მაგალითი მოციქულებისა მათ შემდგომ პერიოდში გადავიდა და მიიღო კანონის სახე, ძირითადად, ეპისკოპოსთა კურთხევისა და დადგინების საკითხში.

მოციქულთა პირველი კანონი: „ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ“.

უმრავლესობა კანონებისა, რომლითაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იმართება, მიღებული და დადგენილია კრებებზე. წმინდა მამათა ყველა კანონი დამტკიცებულია კრების ბეჭდით. წმინდა მამათა კანონები, რომელთაც დღეს ჩვენ ვაღიარებთ და ვიღებთ, საყოველთაოდ მიჩნეულია მხოლოდ იმიტომ, რომ დამტკიცებული და მიღებულია კრებებზე, რომლებსაც საყოველთაოდ აუცილებელი მნიშვნელობა მიანიჭეს. საკითხები, რომელიც ეხება ეკლესიის მართვას, ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უფლებამოსილებას. მხოლოდ ამ ხელმწიფების სახელით აქვთ ეპისკოპოსებს უფლება მათდამი მინდობილი ეკლესიების მართვისა. ევსევი კესარიელი წერს: „წარმართმა მეფე ლიკინიუსმა აუკრძალა ქრისტიან ეპისკოპოსებს შეკრება და კრებების ჩატარება ერთობლივი მსჯელობისთვის ეკლესიის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად. ამით მან უფრო მკაფიოდ გამოხატა თავისი სიძულვილი ქრისტიანების მიმართ, რადგან თუ ეპისკოპოსები გააგრძელებდნენ შეკრებებს, ამით დაარღვევდნენ მეფის ბრძანებას და დაექვემდებარებოდნენ სასჯელს, ხოლო არშეკრების შემთხვევაში საეკლესიო კანონებს დაარღვევდნენ, რადგან საეკლესიო საკითხების სწორედ გადაწყვეტა მხოლოდ საე კლესიო კრებებზეა შესაძლებელი და სხვაგვარად დაუშვებელია“.7

7 Никодимъ, Православное Церковное Право, СПб., 1897, გვ. 240.