ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები
გრიგოლ საკვირველთმოქმედის ეპისტოლე · ტ. II (2011)
წინათქმა
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად; წარავლინნა და მოსწყვდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“ (მთ. 2, 16), მასთან ერთად სხვა ყრმასაც ეძებდა მოსაკლავად, მის უწინარეს შობილს ქვეყნად, და რაკი ვერ იპოვა, მამამისი ზაქარია მოკლა ეკლესიასა და საკურთხეველს შორის, მაშინ, “როდესაც ყრმა თავის დედასთან – ელისაბედთან ერთად გაიქცა, მაგრამ ამისთვის არავინ კიცხავს მათ.
PDF გვ. 312
კანონი 1
კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: ხოლო თუკი ზოგიერთებმა ბევრი ძალადობა და შევიწროება დაითმინეს – რკინის (ლაგამის) ამოდებაც პირში, ბორკილების დადებაც –- და მაინც შეურყეველნი დარჩნენ რწმენის სიყვარულით, მხნედ დაითმინეს უწმინდური მსხვერპლისკენ ძალით გაწვდილი ხელების დაწვაც, როგორც ლიბიაში მყოფთა შესახებ მომწერეს საპყრობილედან ყოვლადნეტარმა მოწამეებმა და, ასევე, სხვა თანამუშაკებმა, – ასეთებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათთვის სხვა ძმები მოწმობენ, შეუძლიათ მღვდელმსახურებაში დაჰყონ და აღმსარებელთა შორისაც შეირაცხონ, იმათ მსგავსად, რომლებიც მრავალი ტანჯვით ლამის სიკვდილამდე დაუძლურდნენ და უკვე აღარც სიტყვის წარმოთქმა ძალუძთ, აღარც ხმის გაღება და აღარც წინააღმდეგობის გაწევა ამაოდ მოძალადეთათვის. რამეთუ ისინი არ დათანხმდნენ მათ სისაძაგლეს, როგორც კვლავ თანამუშაკთაგან მოვისმინე. დაე, აღმსარებელთა შორის შეირაცხოს ყველა სხვაც, ვინც ტიმოთეს მაგალითისამებრ ცხოვრობს და მორჩილია იმისი, რომელმაც მოგვიწოდა: „შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშვდესა; მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაი, შეიტკბე საუკუნოი იგი ცხორებაი, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაი წინაშე მრავალთა მოწამეთა“ (1 ტიმ. 6, 11, 12).
PDF გვ. 312
კანონი 2
მისივე, პასექის სიტყვიდან დაე, ნურავინ გვისაყვედურებს ჩვენ ოთხშაბათისა და პარასკევის დაცვისათვის, რომელთა განმავლობაშიც კურთხეულად მოგვეცა ჩვენ მცნებად მარხვის შენახვა – გადმოცემით. ოთხშაბათს – იუდეველთა მიერ უფლის გასაცემად მოწყობილი შეკრების მიზეზით, პარასკევს კი იმიტომ, რომ უფალი ამ დღეს ევნო ჩვენთვის ხოლო კვირა დლეს ჩვენ ვატარებთ როგორც სისარულის დღეს, ამ დღეს მკვდრეთით აღმდგარის პატივსაცემად; ამ დღეს ჩვენ მუხლმოდრეკასაც არ ვიწყნარებთ.
_ _ (მოც. 66, 69; ტრულ. 29, 89; ლაოდ. 49, 51; ბასილი დიდის 9I; ნიკოლოზ კონსტანტინოპოლელის 2)
წინამდებარე კანონი იგივეს შეიცავს, რასაც წმინდა მოციქულთა 66-ე და 69- ე კანონები, ანუ მარხვა უნდა შევინახოთ ოთხშაბათსა და პარასკევს და ვიდღესასწაულოთ კვირა დღეს; შესაბამისად, კვირას მარხვა არ შეიძლება და ლოცვების დროს – მუხლებზე დგომა. კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ რატომ უნდა მოქმედებდნენ ქრისტიანენი ამგვარად, სახელდობრ: ასე არის ნამცნები გადმოცემით. თუ რომელია ეს გადმოცემა, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულთა დასახელუბული კანონების განმარტებებში. გარდა ამისა, ჩვენ იქ ვთქვით, რომ გარდა გადმოცემისა, მარხვა ქრისტიანებისათვის განწესებულია წმინდა წერილითაც. ხოლო,თუ რატომ არ უნდა დავდგეთ კვირაობით ლოცვის დროს მუხლებზე, ეს განმარტებულია ბასილი დიდის მიერ მის წიგნში სულიწმინდის შესახებ, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი მისივე 91-ე კანონი.
PDF გვ. 312
განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს. ამ კრების კანონების ნუმერაცია „დიდი სჯულის“ ნუმერაციისგან განსხვავდება, ამიტომ განმარტებები ცალკეა მოცემული.