← წმინდა სოფიას ტაძარში შეკრებილი კრების კანონები

ნიკოდიმოსის (მილაშის) განმარტებები

წმინდა სოფიას ტაძრის კრება · ტ. II (2011)

წინათქმა

კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილობრივი პრქება (წმინდა სოფიას ტაძრის)

მშვიდობა, რომელიც ეკლესიაში 881 წელს დამყარდა, მალე კვლავ დაირღვა. ეს იყო შედეგი სრულიად განსაკუთრებული მოვლენებისა; მშვიდობა აღდგენლ იქნა მხოლოდ ყოფილი პატრიარქის, ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც რომში აღსაყრდა პაპი იოანე VIII. 879 წელს კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტძარში შედგა კრება, რომელსაც საზეიმოდ უნდა დაემტკიცებინა აღდგენილი მშვიდობა ორ – აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებს შორის. კრების მუშაობაში ეკლესიის 383 მამა იღებდა მონაწილეობას. რომის პაპს სამი საგანგებო ლეგატი წარმოადგენდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის მშვიდობის დამყარების საზეიმოდ გამოცხადების შემდეგ, კრებამ 3 კანონი მიიღო.

პანონები წმინდა აღბგილობრივი პრებისა, რომელიც შედბა ღვთის სიტქვის სიბრძნის (სოფიას) ტაძარში

PDF გვ. 274

კანონი 1

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: წმიდა და მსოფლიო კრებამ განაჩინა: თუ ვინმე იტალიელ სამღვდელოთა, ერისკაცთა თუ ეპისკოპოსთაგან, მცხოვრებნი აზიაში, ევროპასა თუ ლიბიაში, საიდუმლოთაგან განყენების, თავისი წოდებიდან განკვეთის სასჯელს ან ანათემას სწევია (დაქვემდებარებია) უწმინდესი პაპის იოანესაგან, – ის კონსტანტინოპოლის პატრიარქის, უწმინდესი ფოტისაგანაც საეკლესიო სასჯელის იმავე ხარისხს დაექვემდებაროს, ანუ იქნეს წოდებიდან განკვეთილი, შეჩვენებული ან განყენებული ზიარებისგან. და რომელ კლირიკოსს, ერისკაცს, სამღვდელმთავრო თუ სამღვდელო წოდების პირს, – რა საზღვრებშიც არ უნდა იყვნენ ისინი, – დაუქვემდებარებს ზიარებიდან განყენებას, წოდებიდან განკვეთასა თუ შეჩვენებას უწმინდესი პატრიარქი ფოტი, ის, დაე, უწმინდესმა პაჰმა იოანემაც, და მასთან ერთად რომის წმინდა საღმრთო ეკლესიამაც, აღიაროს იმავე ეპიტიმიით დასჯილად. ამასთან, რომის ეკლესიის უწმინდესი საყდრისა და მისი ზედამჯდომელის კუთვნილ უპირატესობებში, დაე, ნუ იქნება ნურანაირი სიახლე შემოღებული, – ნურც ახლა და ნურც მომავალში.

წინამდებარე კრება, რომელმაც მიიღო ეს და ამის შემდეგი კანონი, თავის თავს (ამ კანონის დასაწყისში) უწოდებს მსოფლიო კრებას. თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ანუ იმის მიხედვით, რომ ამ კრებას ესწრებოდა მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი, იგი შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო კრებად, ზუსტად ასევე შეიძლება ის ასეთად ჩაითვალოს იმ მთავარი საკითხიდან გამომდინარე, რის გამოც შედგა, კერძოდ: დასავლური ეკლესიის აღმოსავლურთან შესარიგებლად. დასავლეთის კანონთა კოდექსებში იგი იწოდება კიდეც მსოფლიო კრებად. ეს სახელწოდება (მსოფლიო) ამ კრებამ ვერ შეინარჩუნა შემდგომში რომსა და აღმოსავლურ ეკლესიას შორის განვითარებული მოვლენების შედეგად. აღმოსავლური ეკლესიის კანონიკურ კრებულებში ის შედის ადგილობრივ კრებებს შორის და მისი კანონები მიღებული და აღიარებულია მთელი მართლმადიდებლი ეკლესიის მიერ.

შერიგებას, რომლის შესახებაც ეს კანონი საუბრობს და რომელიც მან დაამტკიცა, თავობდა პაპი იოანე VIII. მას სურდა წაეშალა იმ უსამართლობის კვალი, რაც რომმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის და მთელ აღმოსავლურ ეკლესიას მიაყენა. საამისოდ მას რომის ეკლესიის ინტერესი ამოძრავებდა, რათა არ დაეტოვებინა თავისი შედარებით მცირე ეკლესია ცალკე მოწყვეტილად დიდი აღმოსავლური ეკლესიისაგან, რომელიც მთლიანად ერთმუჭად იყო შეკრული პატრიარქ ფოტის ირგვლივ. რომის პაპის ხელმწიფების ქვეშ, იმ დროს, IX საუკუნის მეორე ნახევარში, უშუალოდ იმყოფებოდა მხოლოდ 229 საეპისკოპოსო კათედრა, ხოლო მისი მეშვეობით იმართებოდა კიდევ – 268, შესაბამისად, სულ 497 საეპისკოპოსო კათედრა. ამ დროს, აღმოსავლეთში იყო 1087 საეპისკოპოსო კათედრა, აქედან 656 კონსტანტინოპოლის პატრიარქის უშუალო მმართველობის ქვეშ, ანუ 159 კათედრით მეტი. თუ ანგარიშში შევიყვანთ ყველა საეპისკოპოსო კათედრას, რომლებიც როგორც უშუალოდ, ისე მის მეშვეობით შედიოდა რომის პაპის მართველობაში, ესე იგი, სულ 497-ს, მაინც აღმოსავლეთში ორჯერ მეტი იყო, ანუ 590 კათედრით მეტი, ვიდრე რომის პაპის განმგებლობის ქვეშ.” მსოფლიო ეკლესიის ინტერესები ფოტის აიძულებდა დაევიწყებინა ძველი უსამართლობანი და შეწეოდა ეკლესიაში მშვიდობის აღდგენას. ეს მშვიდობა ახლა დამტკიცებულ იქნა ამ კრებაზე 383 ეპისკოპოსის ერთსულოვანი ხმით, რომლებიც ქრისტიანული სამეაროს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ და მიიღეს წინამდებარე კანონი.

მოყოლებული პაპ ნიკოლოზ Lის დროიდან, რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ხშირი ჰქონდა ადგილი შემთხვევებს, როდესაც ერთ ეკლესიაში რამე დანაშაულისათვის გასამართლებული მღვდელმსახურები თავშესაფარს მეორეში პოულობდნენ. ასეთი არაკანონიკური ქმედებები კიდევ უფრო ამწვავებდა ურთიერთობას და ამ ორ ეკლესიას ერთმანეთისადმი მტრულად განაწყობდა. ახლა კი, რაკი სურვილი ჰქონდათ, რომ წინანდელი გაუგებრობები დაევიწყებინათ და სწორი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინათ ერთმანეთში რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს, ამიტომ ამ კანონით დადგინდა, რომ პატრიარქ ფოტის მიერ გარკვეული დანაშაულისათვის გასამართლებულნი, ასეთივე დამნაშავედ ჩაითავალოს პაპ ოანეს მხრიდანაც და, პირიქით, რაიმე დანაშაულისათვის პაპ იოანეს მიერ გასამართლებულნი ასეთივედ უნდა ჩათვლილიყო პატრიარქ ფოტის მხრიდანაც. იმის გამო, რომ იოანეს ცალკეული წინამორბედნი "მ დროს აფრიკა უკვე ანგარიშში ვერ შევიდოდა, რადგან ვანდალებისა და სარიცინების თავდასხმების შემდეგ, ოდესღაც აფრიკის მრავალრიცხოვანი ეკლესიები თითქმის განადგურებული იყო. პრეტენზიას აცხადებდნენ რაღაც, იმ დრომდე უცნობ უფლებებზე მთელ ეკლესიაზე, წინამდებარე კანონმა დაადასტურა რა წინა კრებების განწესებები რომის კათედრის უპირატესობასთან დაკავშირებით, განაწესა, რომ არაფერი დაემატოს ამ უპირტესობას, არც ახლა, არც მერმე, არც არასდროს. ხოლო, თუ რაგვარი იყო ეს უპირატესობა, ნაჩვენებია I მსოფლიო კრების მე-6, II მსოფლიო კრების მე-3, IV მსოფლიო კრების 28-ე და ტრულის კრების 36-ე კანონებში. მაგრამ ეს იყო მაშინ, ამბობს ზონარა ამ კანონის განმარტებაში, როცა რომის ეკლესიას ჯერ კიდევ არ შეუცოდავს სარწმუნოების მიმართ და არ ჰქონდა კამათი ჩვენთან; ახლა კი ჩვენთვის შეუძლებელია მათთან თანხმობა.”

მსგავსი კანონები:მოც.121332IL მსოფ.6II მსოფ.3IV მსოფ.28ტრულ.36ანტიოქ.6სარდ. I.4კართ. II.29

PDF გვ. 274 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 2

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუმცა, აქამდე ზოგიერთი მღვდელთმთავარი, დამდაბლდებოდა რა მონოზვნის ხატებამდე, ცდილობდა კვლავაც მღვდელმთავრობის მაღალ მსახურებაში დარჩენილიყო და მათი ამგვარი ქმედებები უყურადლებოდ რჩებოდა, მაგრამ, ასეთი დაუხედაობის აღსაკვეთად და ამ, უწესრიგოდ შესრულებული ქმედების საეკლესიო წესდებულებათა საზღვრებში მოსაქცევად, ამ წმინდა და მსოფლიო კრებამ განაჩინა: თუ რომელიმე ეპისკოპოსი, ან სამღვდელთმთავრო წოდების მქონე სხვა პირი, მოისურვებს შთახდომას სამონოზვონო ცხოვრებაში და სინანულის ადგილზე დადგომას, ესევითარი მომავალში, დაე, ნუღარ ეძიებს სამღვდელმთავრო ღირსებით სარგებლობას. რამეთუ მონოზონთა აღთქმები შეიცავენ მორჩილებისა და მოწაფეობის მოვალეობას, და არა – მოძღვრობისა თუ მთავრობისას; ისინი აღთქმას დებენ არა სხვები მწყემსონ, არამედ თავად იყვნენ დამწყსილნი. ამის გამო, როგორც ზემოთ ითქვა, დავადგენთ: მღვდელთმთავართა და მწყემსთა წოდებისაგან, დაე, ნურავინ დაიმდაბლებს თავს დამწყემსვადთა და მონანულთა ადგილზე დაყენებით. ხოლო თუ ვინმე გაკადნიერდება აწ წარმოთქმული განჩინების გამოცხადებისა და მისი ყველასთვის გაცნობის შემდეგ ჩაიდინოს ეს, დაე, ნუღარ დაუბრუნდება, ვითარცა საკუთარი თავის განმაყენებელი, თავის უწინდელ ღირსებას, რომელსაც თვით საქმით მოკლებია.

როგორც ჩანს, ზოგიერთი ეპიკოპოსი, რომლებიც ეპიკოპოსად ხელდასხმულ იქნენ ერისკაცთა ან ქალწულთა რიგებიდან (იხ. ტრულის კრების მე-12 კან. განმარტება), იღებდნენ მონოზვნობას და, შესაბამისად, მონოზვნებისათვის დამახასიათებელ აღთქმებს დებდნენ. წინამდებარე კრება, მიიჩნევს რა ასეთ პრაქტიკას უწესრიგობად, რომელიც ეკლესიაში დამკვიდრდა (ეკლესიის განწესებების საწინააღმდეგოდ) უყურადღებობის შედეგად, შენიშნავს, რომ მორჩილებისა და მოწაფეობის მონოზვნური აღთქმები არ ეთანხმება ეპისკოპოსის წოდებას, რომელიც თავად უნდა იყოს სხვისი მოძღვარი, მთავარი და მწყემსი, – საწინააღმდეგოდ “ათენის სინტაგმა, II, 706. მონოზვნისა, რომელსაც მწყემსის მორჩილებასა და დაქვემდებარებაში ყოფნა მართებს და მთელი თავისი ცხოვრების სინანულში გატარება. რადგანაც სამონოზვნო აღთქმები ყველა მონოზვნისთვის უპირობოდ სავალდებულოა და, ამასთან, ეს აღთქმები შეუსაბამოა ეპისკოპოსის, როგორც მოძღვრისა და მწყემსმთავრის მდგომარეობასთან, ამიტომ კრება თავისი კანონით განაწესებს, რომ ეპისკოპოსმა არ უნდა დადოს სამონოზვნო აღთქმები და ამგვარად არ დაიმცროს თავი მღვდელთმთავრის სიმაღლიდან სამწყსოსა და მონანულთა თანრიგამდე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეპიკოპოსი ამას გააკეთებს, ის იმ წუთიდანვე აღარ არის ეპისკოპოსი და აღარასოდეს ექნება მას უფლება მღვდელმთავრის ღირსების მისაკუთრებისა. მას შემდეგ ეს კანონი ძალმოსილია მთელ ეკლესიაში, როგორც აღმოსავლურში, ისე დასავლურში. ანკირიის კრების მე-3 კანონის განმარტებაში, ბალსამონს მოჰყავს შემთხვევა ლაკონიის ამიკლიელი ეპისკოპისის ნიკოლოზ მუზოლონის ცხოვრებიდან, რომელიც საერო ხელისუფლების განკარგულებით მონოზვნად იქნა აღკვეცილი და შემდგომში ყველაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ სამონოზვნო აღთქმებისაგან განთავისუფლებულიყო და კვლავ სრულუფლებიანი ეპისკოპოსი გამხდარიყო. ბოლოსდაბოლოს ამ მიზნით იგი კონსტანტინოპოლის სინოდში გამოცხადდა. პატრიარქ ლუკამ (1156-1169) დაინახა რა ნიკოლოზი ეპისკოპოსის სამოსელში, უარი უთხრა მას თხოვნაზე და უთხრა, რომ თუმც შეიძლებოდა მისთვის დახმარების გაწევა, მას რომ სინოდის გადაწყვეტილებისათვის დაეცადა, მაგრამ ახლა, რაკი მან არსებული წესების საწინააღმდეგოდ, თავად გაიხადა სამონოზვნო სამოსელი, რომლითაც მართალია ძალით იქნა შემოსილი, მისთვის უკვე დახმარება შეუძლებელია.” ეს შემთხვევა გვაჩვენებს, თუ რაოდენ მკაცრად იცავდნენ ამ კანონს XII საუკუნეში. თუმცაღა, პატრიარქ ლუკას გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქ მიქაელ III-მ (1169-1177) შეიწყნარა ეპისკოპოს ნიკოლოზის თხოვნა და საგანგებო სინოდალური სიგელით დაუბრუნა მას ეპისკოპოსის უფლება+” ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ეხება, ასევე, ეპოსკოპოსის საკითხს მონოზვნებიდან, თანაც, აღიარებს, როგორც წესი და რიგია, წინამდებარე კანონის ძალას, და შენიშნავს, რომ ასეთი ეპისკოპოსებისათვის ამ: კანონის მისადაგება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუ ისინი დიდ სქემას მიიღებდნენ – ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ იქნებოდნენ ეპისკოპოსები.+%% იგივეს ამბობს დიდი კურთხევანის 90-ე კანონიც.

მსგავსი კანონები:IV მსოფ.4ტრულ.43ორგზ.5

PDF გვ. 276 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

კანონი 3

კანონი ნიკოდიმოსის თარგმანით: თუ რომელიმე ერისკაცი იმძლავრებს და, უგულებელყოფს რა ღმერთისა და მეფის ბრძანებებს და შეურაცხყოფს კეთილკრძალულების ღირს საეკლესიო წესდებულებებსა და კანონებს, გაკადნიერდება ეპისკოპოსის ცემით "ათენის სინტაგმა, III, 27. “ის ბალსამონის განმარტებები ანკირიის კრების მე-3 და კართაგენის კრების 50-ე კანონებზე ათენის სინტაგმაში, III, 427. """ათენის სინტაგმა, II, 709. ან საპყრობილეში მისი ჩააგდებით, – უმიზეზოდ, ანდა ბრალდების მოგონილი საბაბით, – ესევითარი, შეჩვენებულ იყოს.

ეკლესიისა და მისი მსახურების იმუნიტეტი (ხელშეუხებლობა), კერძოდ, ეპისკოპოსის, – სახელმწიფო ხელისუფლების მიერ აღიარებულ იქნა «ერ კიდევ იმ დროს და მაშინვე, როგორც კი ის ქრისტიანული გახდა. არსებობს 313 წლის განწესება კონსტანტინე იპმპერატორისა, რომლითაც ის სახელმწიფოში სამღვდელოების იმუნიტეტს აცხადებს, რათა ის თავისუფლად და დაუბრკოლებლად ემსახუროს ღმერთს. დროთა განმავლობაში ეს იმუნიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, თანაც ბერძენი და რომაელი იმპერატორები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ მეტ უპირატესობას მიანიჭებდა ეკლესიასა და მის მსახურებს. განსაკუთრებული გულუხვობით გამოირჩეოდნენ იმპერატორები ეპისკოპოსების მიმართ. სამოქალაქო ხელისუფლებას, სხვათა შორის, აკრძალული ჰქონდა სასამართლოში ეპისკოპოსების მიწვევა, თავიანთი სასამართლოსათვის მათი დაქვემდებარება და მით უფრო – დასჯა. თუ შემთხვევით სამოქალაქო ხელისუფლება რომელიმე ეპისკოპოსს შეურაცხყოფას მიაყენებდა, ეს უკვე მთელი ეკლესიის შეურაცხყოფად ითვლებოდა და დამნაშავე მკაცრად ისჯებოდა. ამას კი უფრო იმ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, როცა მსგავს საქციელს ერისკაცი ჩაიდენდა. სწორედ სამოქალაქო ხელისუფლების ეს სხვადასხვა განწესება სამღვდელობის და, კერძოდ, ეპისკოპოსების იმუნიტეტთან დაკავშირებული, აქვს მხედველობაში ამ კრებას თავის წინამდებარე კანონში. ეს კანონი გვახსენებს საღმრთო მცნებებს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქ. 23, 5). იმ პატივის შესახებ, რომელიც თითოეულმა უნდა მიაგოს ეპისკოპოსს, ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: „პატივი მიაგე ღმერთსა და ეპისკოპოსს. ვინც პატივს სცემს ეპისკოპოსს, ის პატივცემული იქნება ღმერთისგან; ვინც ფარულად ვნებს ეპისკოპოსს, ის ეშმაკს ემსახურება“+ სახელმწიფო ხელისუფლების არსებული ბრძანებულებებისა და ეკლესიის სწავლების საფუძველზე, კრებამ მიიღო წინამდებარე კანონი; ის შეაჩვენებს ყველას, ვინც გაბედავს ეპისკოპოსის ცემას ან საპყრობილეში ჩასმას. სასჯელი საშინელია, რამეთუ დამნაშავე არამხოლოდ ეკლესიიდან განიკვეთება, არამედ თვით ღმერთისგანაც, და ხდება ეშმაკის მსხვერპლი.+% ეს სავსებით დამსახურებული სასჯელია, რადგან თუკი სახელმწიფო კანონები ხელშეუხებლად თვლიან მიწიერ მთავრებს, მაშ, როგორღა არ უნდა ჩაითვალოს ასეთებად საღმრთო პირები, რომლებსაც ღმერთისგან გარდამოსული ხელდასხმა აქვთ მიღებული და ყველა სხვა ადამიანისაგან გამოირჩევიან წმინდა ჩინებითა და თავიანთი დანიშნულებით? სამღვდელონი და, განსაკუთრებით, ეპისკოპოსები, არსებითად წმინდა პირები არიან, რომელთა შესახებაც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: „ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა“ (ფს. 104, 15), ასევე, წინასწარმეტყველიც: „შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელნი გუგასა თვალისა მისისასა“ (ზაქ. 2, 8), ამიტომ, ღვთის სასჯელი ულმობელად მოეწევა ყველას, ვინც გაბედავს ღვთისმსახურის ხელშეხებას.

#იხ, შენიშვნა ამ კანონთან „პიდალიონში“ ”““ათენის სინტაგმა, II, 711.

კანონში ნათქვამია, რომ ანათემას გადაეცემა ყოველი, ვინც გაკადნიერდება სცემოს ან საპყრობილეში ჩასვას ეპისკოპოსი უმიზეზოდ, ან შეთხზული მიზეზით. ამ სიტყვებიდან, – შენიშნავს ბალსამონი განმარტებაში” – არ შეიძლება დავასკვნათ, თითქოს სამოქალქო ხელისუფლების ჩინოსნებს უფლება ჰქონდეთ მათ ხელთ არსებული კურთხეული მიზეზის შემთხვევაში სცემონ ან თავისუფლება აღუკვეთონ ეპისკოპოსს, რამეთუ სხვა განწესებებიდან და სახელმწიფო კანონებიდან ცნობილია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ჩინოსნებს არა აქვთ უფლება ეპისკოპოსების გასამართლებისა, ამიტომ საერო ჩინოსანი, რომელიც მოინდომებდა ეცემა ან საპყრობილეში მოეთავსებინა ეპისკოპოსი, თუნდაც მას ამისათვის ყველაზე კურთხეული (კანონიერი) მიზეზი ჰქონოდა და თუნდაც მისი უფლებამოსილება ფრიად ფართო ყოფილიყო, – მაინც უნდა დასჯილიყო. კურთხეული მიზეზი არასდროს გაამართლებს ასეთ ერისკაცს, რადგან მხოლოდ კრებების უფლებაში შედის მღვდელთმთავართა დასჯა. ხოლო კანონის სიტყვა – „უმიზეზოდ“, მოყვანილია ანათემის გამო, რომელსაც ის განაწესებს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საერო ჩინოსანი ეპისკოპოსს ისე მოექცევა, როგორც ეს კანონშია ნათქვამი, მაგრამ, ამასთან, დრწმუნებული იქნება, რომ რამე მძიმე დანაშაულის გამო ეპისკოპოსი ამას სავსებით იმსახურებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში იგი ანათემას არ გადაეცემა, მხოლოდ წმინდა ზიარებიდან განიყენება, თანაც ამ სასჯელისგან გათავისუფლება ანუ წმინდა ზსიარებაზე მისი დაშვება, შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მისივე სამთავრო ეკლესიის უმაღლეს სასულიერო ხელისუფლებას, თუმცა – მკაცრი ეპიტიმიის შემდეგ. "ათენის სინტაგმა, IL, 712.

წმინდა მამების პანონები წმინდა მამების კანონების შესახებ ტრულის კრების მე-2 კანონში მოიხსენიება თორმეტი მამა, რომელთა კანონები სავალდებულოა მთელი ეკლესიისათვის. ეს მამებია: 1. დიონისე ალექსანდრიელი, 2. გრიგოლ ნეოკესარიელი, 3. პეტრე ალექსანდრიელი, 4. ათანასე დიდი, 5. ბასილი დიდი, 6. ტიმოთე ალექსანდრიელი, 7. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 8. ამფილოქეე იკონიელი, 9. გრიგოლ ნოსელი, 10. თეოფილე ალექსანდრიელი, 11. კირილე ალექსანდრიელი, 12. გენადი კონსტანტინოპოლელი; ასევე, სავალდებულო ძალა აქვს კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასის ეპისტოლეს სიმონიის შესახებ.

როგორც წმინდა წერილებისა და ეკლესიის გადმოცემებში გამოხატული ძირითადი იურიდიული ნორმების განმმარტებლები იყვნენ წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებები, ასევე იყვნენ კრებების განმმარტებლები ცალკეული მამები. კრებების კანონები წარმოადგენს საერთო განწესებებს, რომლებიც ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მწყემსებმა თავიანთი შეხედულებითა და პირადი პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენონ ცალკეულ შემთხვევებში და შექმნილ მდგომარეობასთან შესაბამისობაში. საეკლესიო განწესებების პრაქტიკული გამოყენება, ცალკეული მწყემსების მხრიდან, ხშირად თვალნათლივ ხდებოდა სამწყსოებისადმი მიმართულ საზოგადო ეპისტოლეებში, ერთი რომელიმე მწყემსის კანონიკურ ეპისტოლეში სხვა მწყემსის მიმართ, კანონიკურ პასუხებში მათ წინაშე დაყენებულ კითხვებზე და ასე შემდეგ. კანონების ღრმა ცოდნამ სხვადასხვა მწყემსებს საყოველთაო აღიარება და პატივისცემა მოუტანა ეკლესიაში. მათი ეპისტოლეებიდან ან თხზულებებიდან დასესხებულია შესაბამისი ადგილები, რომლებიც საკუთრივ წარმოადგენენ სამწყემსო მმართველობის ამაღლებულ კანონებს და მოწონებული და მიღებულია მთელი ეკლესიისათვის, და კრების კანონებთან ერთად შესულია საერთო საეკლესიო კანონიკური კრებულების შემადგენლობაში. კრებისა და მამების კანონებს შორის განსხვავებას სავსებით ზუსტად აღწერს ახალი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კანონისტი” „ეს განსხვავება, კრებებისა და მამების კანონებს შორის, იმაში მდგომარეობს, რომ კრებები თავიანთ კანონმდებლობით ხელმწიფებას ავრცელებდნენ ეკლესიაში უმაღლეს მხარეებზე, განაწესებდნენ თვით მისი მმართველობის წესრიგსა და კანონებს, ეხებოდნენ მის იერარქიას, ახორციელებდნენ თავიანთ უმაღლეს სამსჯავროს ეკლესიის მმართველი პირების მიმართ; მამები კი თავიანთ განწესებებს ცალკე ნაწილებად გადმოგვცემდნენ სხვადასხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებით და მეტადრე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ეკლესიის იერარქების მმართველობას ემორჩილებიან. მათი განწესებები უფრო სულიერ სამსჯავროს ეხება, ვიდრე – გარეგანს, ოფიციალურს; მამები არა იმდენად ეკლესიის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებიან, რამდენადაც ეკლესიის წევრთა ზნეობრივ მხარესა და საქმეებს“, "არქიმანდრიტი იოანე, (ვლადიმერ სოკოლოვი, 1866 წლიდან სმოლენსკის ეპისკოპოსი, 1 1869) ,,00სII #V0CC8 I60CX09900 30MX0#080)68M#“, II, 1-2.

მამების კანონები თავიდან არ იყო გამოცემული ცალკეული საკანონმდებლო განწესებების სახით; ისინი წარმოადგენდნენ ან ამონარიდებს მამათა სხვადასხვა თხზულებებიდან, ან კიდევ, უმთავრესად, ეს იყო მათ მიერ ცალკეული პირების მიმართ გაგზავნილი ეპისტოლენი, რომლებსაც მათი შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, ეწოდათ „კანონიკური ეპისტოლენი“. დროთა განმავლობაში, ისინი დაყოფილ იქნენ რამდენიმე კანონად (შინაარსობრივი შემცველობის შესაბამისად) და ამ სახით შევიდნენ ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულებში. პირველი იყო იოანე სქოლასტიკოსი (VI ს) რომელმაც თავის კრებულში შეიტანა ბასილი დიდის ორი ეპისტოლე ამფილოქე იკონიელის მიმართ; მას შემდეგ ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულებში ჩვენ ვხედავთ მამების კანონებს, განსაკუთრებით ტრულის კრების შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა კიდეც მათი კანონიკური მნიშვნელობა.

დიონისე ალექსანდრიელი (L 265) ალექსანდრიის სკოლის აღსაზრდელი, შემდეგ ამავე სცკცოლის ხელმძღვანელი, თავისი ღრმა გასწავლულობისა და მთელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის – განსაკუთრებით საბელიოსთან და პავლე სამოსათელთან ბრძოლაში, – წოდებულ იქნა „დიდად“ და „მსოფლიო ეკლესიის მოძღვრად“.

კანონები, რომელნიც შესულია ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში დიონისეს სახელით, შეადგენს კანონიკურ ეპისტოლეს მის მიერ 260 წელს ლიბიაში ეპისკოპოს ბასილის მიმართ ოთხი კითხვის პასუხად გაგზავნილს, რომლებიც ამ უკანასკნელმა მის წინაშე გადასაჭრელად დააყენა. ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით დიონისეს ეპისტოლე ოთხ კანონად არის დაყოფილი, რომელთა სრული ტექსტი მოყვანილია „კანონთა წიგნში“ და „პიდალიონში“, ბოლოში კი მიერთებულია კიდევ ეპისტოლეს დასკვნა.

გრიგოლ ნეოკესარიელი, სასწაულთმოქმედი (CL 270). ალექსანდრიის სკოლაში აღზრდილი გრიგოლი სიღრმისეული გონებითა და უაღრესი კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. იმ მრავალი სასწაულებისთვის, რომლებსაც იგი განსაკუთრებით ნეოკესარიაში თავისი ეპისკოპოსობის დროს აღასრულებდა, თანამედროვეებმა მას „სასაწაულთმოქმედი“ უწოდეს. იგი დიდი მოშურნეობით გამოირჩეოდა წარმართების ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცევის საქმეში; ისტორია გვიმოწმებს, რომ ნეოკესარიაში, როდესაც იგი ეპისკოპოსად აღსაყდრდა, სულ 17 ქრისტიანი იყო, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, მხოლოდ 17 წარმართიღა იყო დარჩენილი – ყველა სხვა ქრისტიანი გახდა. გრიგოლის ბევრ თხზულებათაგან, ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია ის კანონიკური ეპისტოლე, რომელიც მან 258 წელს თავის ეპარქიაში დააგზავნა+ ამ ეპისტოლეს საბაბი თვით მის სათაურშია გამოტანილი; ეს საბაბი, კერძოდ, იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსი იყო, ბარბაროსული ტომები თავს დაესხნენ პონტოს და ქალაქი მოაოხრეს. ამ ბარბაროსული შემოსევებისას ქრისტიანები თავისი სახელისათვის შეუფერებე- "კანონთა წიგნში“ მოყვანილი ”შშენიშვნა (1843 წ. გამოც- გვ. 271, 1862 წ. გამოც. გვ. 477), რომ ეს ეპისტოლე გაგზსავნილია ალექსანდრიის მთავარეპისკოჰოსის მიმართ, არ არის ზუსტი. ამის შესახებ იხ. საფუძვლიანი შენიშვნა: პიტრა, I, 566. ლი უღირსობით იქცეოდნენ; ბევრი მათგანი ბარბაროსებს ეხმარებოდა და მძიმე ცოდვაში ჩავარდა. პონტოს მთავარეპისკოპოსმა, გრიგოლმა გამოსცა თავისი ზემოაღნიშნული ეპისტოლე, სადაც იგი განმარტავს ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს და მათთვის შესაბამის სასჯელებს აკისრებს.

ეპისტოლე რამდენიმე კანონადაა დაყოფილი. თუმცა, კანონიკურ კრებულებში ჩვენ მათ სხვადასხვა რიცხოვნობით ვხვდებით: „ათენის სინტაგმაში“ 11 კანონად შედის, „კანონთა წიგნში“ და „პიდალიონში“ მათი რიცხვი 12-ია, „კორმჩაიაში“ (28- ე თავ.) – 13. თვით განწესება, საკუთრივ, შეადგენს პირველ ათ კანონს სინტაგმის ათენური გამოცემით, ან პირველ 11 კანონს „კანონთა წიგნისა“ და ,„პიდალიონის“ მიხედვით, ხოლო უკანასკნელი კანონი არ არის თვით ეპისტოლეს შემადგენელი ნაწილი, არამედ შემდგომშია მიმატებული და წარმოადგენს ბასილი დიდის კანონიდან სინანულის ხარისხებთან დაკავშირებული ნაწილის დამატებას. ამიტომ მე-11 კანონის თარგმანში სიტყვის: „ამბობს“ შემდეგ, ჩვენ ფრჩხილებში ჩავსვით – ვინ ამბობს, კერძოდ, ბასილი დიდი თავის 75-ე კანონში, ხოლო რადგანაც ეს დამატება ანუ მე-11 კანონი „სინოპსისში“ არ შედის, ამიტომ ამით აიხსნება, თუ რატომ არ შედის იგი ,კორმჩაიაში რომელიც „სინოპსისის“ მიხედვით არის შედგენილი. პირველ კანონებს შორის რიცხოვნობითი განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი გამოცემის პირველი კანონი იმ კრებულებში გაყოფილია ორად, და ათ სხვა კანონთან ერთად იქ აღმოჩნდა თერთმეტი კანონი. ,,კორმჩაიაში“ კი, როგორც აღვნიშნეთ, ეს დამატება არ არის, ხოლო რიცხოვნობა – 13, იქ იმით აიხსნება, რომ ჩვენი გამოცემის მე-2 და მე- კანონები იქ თითოეული ორად არის გაყოფილი.

პეტრე, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+ 311). პეტრემ, თავისი განსწავლულობით გამორჩეულმა, 295 წელს ალექსანდრიის სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა და მას ხუთი წლის განმავლობაში მართავდა. 300 წელს პეტრეს ხელნი დაასხეს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსად, რომლის მშვიდობიანი მმართველობაც მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა. 303 წელს კი, როდესაც დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნის ბრძანება გამოსცა, უკვე დიდი განსაცდელები იწყება ალექსანდრიის მწყემსისთვის, რაც მისი მოწამეობრივი სიკვდილით დასრულდა. დევნილობის ჟამს ბევრი ქრისტიანი განუდგა სარწმუნოებას და ყველა ძალღონეს მიმართავდა ტანჯვისაგან თავის დასაღწევად. უმრავლესობა, განდგომისათვის სინანულის შეწირვით, მაინც უბრუნდებოდა ეკლესიას. პეტრემ ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას; ქრისტიანული სიყვარულით განმსჭვალულს, სურდა დახმარება აღმოეჩინა იმათთვის, ვინც უძლურებით განუდგა ქრისტეს და ეკლესიას, და ახლა სინანულის გზით კვლავ ბრუნდებოდა ეკლესიის წიაღში. ამ მიზნით მან 306 წელს დაწერა სიტყვა სინანულის შესახებ, სადაც მიუთითებს მეთოდს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკლესიიდან განდგომილთათვის ეკლესიის ერთობაში დაბრუნება. პეტრეს ეს სიტყვა, რომელიც 14 კანონადაა დაყოფილი, შევიდა ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში. ასეთივე რიცხოვნობით არის ის შესული „კანონთა წიგნში“ და „პიდალიონში“. „კორმჩაიაში“ (27-ე თავ.) კანონთა რაოდენობა, როგორც „სინოპსისში“ – არის 13, რადგან ჩვენი გამოცემის მე-6 და მე-7 კანონები მასში ერთ (მე-6) ნშინდა მამების კანონების შესახე 9838 კანონს შეადგენს. ბოლო (მე-15) კანონი, ისევე, როგორც სამ დასახელებულ კრებულში, ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის შესახებ, აღებულია პასექთან დაკავშირებით დაწერილ პეტრეს სიტყვიდან.”

ათანასე დიდი (CL 373). ათანასემ ღრმად შეისწავლა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი და სამარადისო დიდება მოიხვეჭა, როგორც არიანელობისაგან მართლმადიდებლობის დამცველმა, ამისთვის იგი სამართლიანად იწოდა „მართლმადიდებლობის მამად“ და „დიდად“. ეკლესიის სასარგებლოდ თავისი მოღვაწეობის განვითარება მან გაძლიერებულად დაიწყო იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც არიანელობა წარმოიშვა, და თანმიმდევრულად განაგრძობდა თავისი ცხოვრების ბოლომდე.

ათანასე დიდმა მრავალი თხზულება დაგვიტოვა – აპოლიგეტური, პოლემიკური, ისტორიულ-დოგმატური და შსნეობრივი ხასიათის. ეკლესიის სამართლისათვის მნიშვნელოვანია სამი მათგანი, კერძოდ: მისი ეპისტოლე ამონის მიმართ, XXXIX ეპისტოლე დღესასწაულების შესახებ და ეპისტოლე რუფინიანეს მიმართ. პირველი ეპისტოლე დაწერილია დაახლოებით 356 წელს მონოზონ ამონისადმი პასუხად, რომელმაც ათანასეს“ კითხვით მიმართა, თუ როგორ განესაჯა ღამისეული უნებლიე ხორცშებილწვა. მეორე დაწერილია 367 წელს და შეიცავს წმინდა წერილის კანონიკური წიგნების შესახებ მსჯელობას. ამ ეპისტოლემ ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია, დასაწყისის გარეშე. ამის აღსანიშნავად ეპისტოლეს დასაწყისში ჩვენ რამდენიმე წერტილი დავსვით. მესამე ეპისტოლე დაწერილია 370 წელს ეპისკოპოს რუფინიანეს მიმართ, პასუხად კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიიღებოდნენ მწვალებლები, როდესაც ეკლესიისკენ ექცევიან.

ამ ეპისტოლეების რიგითობა, რომელიც დაცულია „ათენის სინტაგმაში“ და ჩვენს „კრებულში“, იგივეა რაც „კორმჩაიასა“ და „პიდალიონში“; „კანონთა წიგნში“ ყველაზე უწინ დგას ამონის მიმართ ეპისტოლე, შემდეგ – რუფინიანეს მიმართ, და ბოლოს – დღესასწაულების შესახებ. „კორმჩაიაში“ (29-ე თავ.) რუფინიანეს მიმართ ეპისტოლეს შემდეგ მოყვანილია კიდევ ერთი ნაწყვეტი სათაურით: „მისივე სხვა ეპისტოლედან“, და საუბარია ქალწულობის ამაღლებულობაზე. თუმცა, ეს არ არის რამე სხვა ახალი ეპისტოლე, არამედ მხოლოდ ამონარიდია ამონის მიმართ ეპისტოლედან.

ბასილი დიდი (LL 379). ყველა წმინდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა შორის, საეკლესიო სამართლისა და, ზოგადად, საეკლესიო დისციპლინისათვის, ყველაზე მეტი მნიშვნელობა ბასილი დიდს ენიჭება. თავისი მეცნიერული განათლება მან ათენში დაასრულა, სადაც იმავე დროს სწავლობდა გრიგოლ ღეთისმეტყველი, რომელთანაც ბასილი დიდს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ამის შემდეგ მან იმოგზაურა ეგვიპტეში,პალესტინასა და მესოპოტამიაში. მოგზაურობისას ბასილი დიდი მრავალ წმინდა კაცს გაეცნო (მაკარის, პაფნუტის და სხვ.), რომლებმაც მასში მონოზვნური ცხოვრებისადმი ღრმა პატივისცემა "ქართულ „დიდი სჯულისკანონშიც“, ასევე, 15 კანონადაა შესული. აღძრეს. როდესაც ის დაბრუნდა, მთლიანად განმხოლოებულ ცხოვრებას მიეცა და ერთ-ერთ სრულიად უდაბნო ადგილას დასახლდა; იქ მან გრიგოლთან ერთად საკმაოდ დიდი დრო დაჰყო. 370 წელს დადგინებულ იქნა კესარიის სამლვდელთმთავრო კათედრაზე. მასში იმდენად გამოვლინდა მოშურნეობა ქრისტეს სადიდებლად, მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად – მაშინდელ შფოთიან დროს – და ეკლესიაში წესრიგისა და ზნეობის დასამკვიდრებლად, რომ დაიმსახურა სახელწოდება „დიდი“ და „ეკლესიის დიდება და მშვენება“.

ბასილი დიდისგან ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში შევიდა 92 კანონი. ისინი შედგენილია მისი რვა ეპისტოლედან და აგრეთვე მისი წიგნიდან „სულიწმიდის შესახებ“. პირველი 85 კანონი სამ ეპისტოლეს შეადგენს, რომლებიც ბასილმა იკონიის ეპისკოპოს ამფილოქეს გაუგზავნა. ამფილოქე ბასილის მიმართ განსაკუთრებული პატივით იყო განმსჭვალული და გარდა მასთან წარმოებული კერძო მსჯელობებისა – ეკლესიის კეთილდღეობის შესახებ, იგი ხშირად წერილობითი კითხვებითაც მიმართავდა მას საეკლესიო მმართველობასა და ზოგადად, ეკლესიურ დისციპლინასთან დაკავშირებით; თხოვდა აგრეთვე,წმინდა წერილიდან ზოგიერთი მისთვის გაუგებარი ადგილის განმარტებასაც. ამფილოქეს ამ კითხვებზე პასუხები წარმოადგენს სწორედ ბასილი დიდის პირველი 85 კანონის შინაარსს. შემდეგი (86-ე) კანონი – ეს არის კვლავ ამონარიდი ერთ-ერთი ეპისტოლედან, რომელიც წმინდა ბასილმა 376 წელს გაუგზავნა ამფილოქეს. 87-ე კანონი წარმოადგენს ტარსის ეპისკოპოს დიოდორეს მიმართ ეპისტოლეს. ბასილი დიდის ხელში აღმოჩნდა მისი სახელით ხელმოწერილი წერილი, სადაც დიოდორე თავს ესხმოდა ბასილი დიდის ერთ-ერთ განწესებას ნათესაობასთან დაკავშირებით. 88- ე კანონი წარმოადგენს ბასილი დიდის გადაწყვეტილებას მღვდელ გრიგოლთან მიმართებით, რომელსაც სახლში უცხო ქალი ჰყავდა. 89-ე კანონი არის ქორეპისკოპოსების მიმართ ეპისტოლე, რომლებმაც თავიანთი ხელმწიფების საზღვარი დაარღვიეს. მისი ქვეშევრდომი ეპისკოპოსების მიმართ აღძრული ეჭვების გამო, თითქოს ისინი სიმონიტები იყვნენ, ბასილი დიდმა დაწერა საგანგებო ეპისტოლე, რომელიც 90-ე კანონს შეადგენს. ბოლო ორი (91-ე და 92-ე) კანონი ამოკრებილია ბასილის განთქმული თხზულებიდან „სულიწმინდის შესახებ“, რომელიც დაწერილია მის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო (თითქოს იგი სულიწმინდის ღმრთეებრიობას არ აღიარებდა). ეს ეპისტოლეც ამფილოქეს მიმართ არის დაწერილი, რამეთუ მან აღძრა იგი მის დასაწერად.

მამების კანონებიდან კანონთა კრებულებში პირველი ბასილი დიდის კანონები შევიდა და შემდეგ უკვე – სხვა მამების. ეს კანონები ყველა ახლანდელ კრებულშია შეტანილი. განსხვავება არსებობს მხოლოდ რიცხოვნობაში. „პიდალიონსა“ და „კანონთა წიგნში“ ერთნარი რიცხოვნობაა, ისევე, როგორც ,,ათენის სინტაგმასა“ და ჩვენს „კრებულში“. „კორმჩაიაში“ 91 კანონი შედის; ეს იმიტომ, რომ ამფილოქეს მიმართ მესამე ეპისტოლეს დასკვნითი ნაწილი იქ არ არის, ხოლო პირველი სამი ეპისტოლე 84 კანონად არის დაყოფილი.

„კორმჩაიაში“ ბასილი დიდის კანონები შეადგენს 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე თავებს.

ტიმოთე ალექსანდრიელი (L 355). ტიმოთე იყო ათანასე დიდის მოწაფე და თავისი ძმის, პეტრეს მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმის, რომ ესწრებოდა IL მსოფლიო კრებას და ცხოველ მონაწილეობას იღებდა კონსტანტინოპოლის კათედრესთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვაში.

ჩვენამდე ბევრმა მისმა კანონიკურმა პასუხმა მოაღწია იმ კითხვებზე, რომლებითაც მას ეპისკოპოსები და სხვა კლირიკოსები მიმართავდნენ. ამ პასუხებიდან ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში შევიდა 18 კანონი. ასეთი რიცხოვნობით არიან ისინი შესული „პიდალიონსა“ და „კანონთა წიგნშიც“. გრიგოლ ღვთისმეტყველი (LL 389). მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი – განმხოლოებული ცხოვრების ერთგული და ღრმად კეთილმსახური – თავის თავს მღვდელმსახურობის უღირსად თვლიდა, იგი დაჰყვა საერთო ნებას და 381 წელს კონსტანტინოპოლის სამღვდელმთავრო საყდარი ჩაიბარა. მალე მან შენიშნა, რომ ზოგიერთებს არ მოეწონათ მისი აღსაყდრება, ამიტომ მაშინვე უარი თქვა მღვდელმთავრობაზე და ნაზიანში წავიდა, სადაც დაყუდებულ ცხოვრებასა და წიგნებთან მუშაობაში გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები.

თხზულებებს გრიგოლი წერდა ხან პროზაში, ხან პოეზიაში. როგორც თვითონ ამბობდა, ლექსებით გადმოცემის მეთოდით უმეტესწილად იმიტომ სარგებლობდა, რომ დაეცვა ქრისტიანული ჭეშმარიტება აპოლინარელთაგან, რომლებიც ლექსებით ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას. გრიგოლის ასეთი პოეტური ნაწარმოებებიდან ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში მიღებულია მისი ლექსები წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის წიგნების შესახებ. „კანონთა წიგნში“ და „პიდალიონში“ ისინი თავთავიანთ ადგილებზეა განთავსებული. „კორმჩაიაში“ ამფილოქეს ლექსებთან ერთად იგივე საკითხზე ისინი 30-ე თავს შეადგენს.

ამფილოქე იკონიელი (L 395). ამფილოქე მონაწილეობას იღებდა I მსოფლიო კრების მუშაობაში, სადაც დიდი მოშურნეობით იცავდა მართლმადიდებლობას სულიწმინდის მგმობელთაგან. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე კი მონაწილეობა მიიღო კონსტანტინოპოლის 394 წლის კრების მუშაობაში, რომელიც შედგა აღაპისა და ვაღადის საკითხთან დაკავშირებით, და სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საეპისკოპოსო ღირსების ავტორიტეტის გამყარებისათვის.

ამფილოქეს ეპისტოლე სელევკის მიმართ წმინდა წერილის კანონიკური წიგნების შესახებ, შევიდა ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში და დგას თავის ადგილზე „პიდალიონშიც“ და „კანონთა წიგნშიც“. „კორმჩაიაში“ იგი შეადგენს 30-ე თავს იგივე საკითხზე გრიგოლ ღვთისმეტყველის ლექსებთან ერთად.

გრიგოლ ნოსელი (L 395), ბასილი დიდის უმცროსი ძმა, გამოირჩეოდა ცხოვრების მკაცრი წესით, განსწავლულობით, განათლებული მოშურნეობით მართლმადიდებლობისადმი და მჭერმეტყველობის ნიჭით. როგორც ნოსის ეპისკოპოსი, იგი მონაწილეობდა II მსოფლიო კრების მუშაობაში და თავისი მოშურნეობისა და მართლმადიდებლობის დაცვისათვის წოდებულ იქნა „მართლმადიდებლობის სვეტად“. შემდეგ მონაწილეობდა კონსტანტინოპოლის 394 წლის კრების მუშაობაში ნეკტარიოსის დროს, რომელიც შედგა ბოსტრიის სამიტროპოლიტოს ცნობილ საკითხთან დაკავშირებით.

მისი მრავალრიცხოვანი თხზულებებიდან კანონიკურ კრებულებში შევიდა ეპისტოლე სომხეთის მელიტინის ეპისკოპოს ლიტოის მიმართ. ამ უკანასკნელმა გრიგოლს შეკითხვით მიმართა ეპიტიმიების შესახებ სხვადასხვა ცოდვისათვის. პასუხად გრიგოლმა ეს ეპისტოლე გაუგზავნა, სადაც თავის ღრმა ფსიქოლოგიურ ცოდნას ამჟღავნებს და, ამასთანავე, აჩვენებს, რომ ცოვებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის მომხრეა, ვიდრე მისი წინამორბედნი.

ეს ეპისტოლე 8 კანონად არის დაყოფილი და ასეთი რიცხოვნობით შედის „პიდალიონში“, „კანონთა წიგნსა“ და „კორმჩაიაში“.

თეოფილე ალექსანდრიელი (LL 412) თეოფილე ალექსანდრიელი ცნობილია თავისი არაკეთილგანწყობით იოანე ოქროპირის მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა საპასექო სიტყვამ, რამდენიმე ეპისტოლემ და კანონმა. ამ ეპისტოლეებში შედის: ა) მისი ერთი განწესება, რომელიც ეხება საკითხს, როდესაც ღმრთის განცხადების მწუხრი კვირა დღეს ემთხვევა; ბ) შეგონება ამონისადმი განსაკუთრებული ხასიათის შემცველ სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომლებიც საეკლესიო წესებს უკავშირდება; გ) შეგონება კათარების საეკლესიო დასში მიღების შესახებ; დ) შეგონება ეპისკოპოს მინასადმი. პირველი, ღმრთისგანცხადების შესახებ შეადგენს ერთ კანონს, ამონისადმი შეგონება 10 კანონად არის დაყოფილი, დანარჩენი შეგონებანი შეადგენს თითოეული თითო კანონს, შესაბამისად, სულ – 14 კანონი.

კირილე ალექსანდრიელი (L 444). კირილე ალექსანდრიელი, რომელიც თეოფილე ალექსანდრიელის დისშვილი იყო, არ იზიარებდა მის აზრს ოქროპირის შესახებ და ამ უკანასკნელისადმი ღრმა პატივისცემას გრძნობდა, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანებში. მთავარეპისკოპოსად კირილე ხელდასხმულ იქნა 412 წელს და იმ დროიდან დიდ მოშურნეობას იჩენდა როგორც წმინდა მართლმადიდებლობის აპოლოგეტი, ეგზეგეტიკოსი და ეკლესიის ბრძენი მმართველი. განსაკუთრებით სახელი გაითქვა ნესტორიანელობასთან ბრძოლითა და ენერგიული მოღვაწეობით III მსოფლიო კრებაზე.

კანონიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კირილეს რამდენიმე კანონი, რომლებიც მისი ორი ეპისტოლესგან შედგება, ესენია: პირველი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოს დომნას მიმართ ეპისკოპოს პეტრესთან დაკავშირებით, რომელიც ჩიოდა, რომ იძულებული იყო უარი ეთქვა თავის კათედრაზე. მეორე – ლიბიისა და პენტაპოლისის ეპისკოპოსების მიმართ უკანონო ხელდასხმასთან დაკავშირებით. ამ ორი ეპისტოლედან შედგა 5 კანონი, რომლებიც შევიდა ზოგადსაეკლესიო კანონთა კრებულში. მათგან სამი – პირველი ეპისტოლედან, და ორიც – მეორედან.

გენადი კონსტანტინოპოლელი (LL 471). დაადგინეს რა კონსტანტინოპოლის კათედრაზე, გენადიმ ძლიერ აამაღლა მისი ავტორიტეტი, რომელიც მანამდე შებღალული იყო იმ მიზეზით, რომ მისი ცალკეული საჭეთმყრობელნი ცრუსწავლებებს ავრცელებდნენ. ღრმა კეთილმსახურებით გამორჩეული გენადი, განსაკუთრებით იმაზე წუხდა, რომ ბევრ ეპისკოპოსთა შორის გავრცელებული იყო სიმონია, რაც არაკეთილმოსურნეთ საბაბს აძლევდა თვით ეკლესიის მოწყობა განეკითხათ. იმისათვის, რომ ეკლესიაში შეჭრილ ამ უდიდეს ბოროტებას შეწინააღმდეგებოდა, გენადიმ 459 წელს კონსტანტინოპოლში კრება მოიწვია – 81 ეპისკოპოსის შემადგენლობით. ამ კრებაზე შეადგინეს ცირკულარი ეპისტოლე სიმონიის წინააღმდეგ, რომელიც შემდგომში ყველა კანონიკურ კრებულში შევიდა. როგორც სათაურიდნ ჩანს, ის მიემართებოდა აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსსა და აგრეთვე რომის პაპს.

ტარასი კონსტანტინოპოლელი (L 471). ტარასის კონსტანტინოპოლის კათედრაზე ხელნი დაასხეს 786 წელს. დედოფალ ირინესა და კონსტანტინე პორფიროდიმის მიმართ თავისი დაჟინებული თხოვნისათვის – VII მსოფლიო კრების მოსაწვევად, რომელსაც ხატმბრძოლობისათვის წერტილი უნდა დაესვა – ტარასიმ სამარადჟამო დიდება მოიხვეჭა ეკლესიაში.

მისი მრავალი თხზულებიდან კანონიკური მნიშვნელობა ჰპოვა მისმა ეპისტოლემ რომის პაპ ადრიანეს მიმართ სიმონიის შესახებ, რომელიც (სიმონია) ასე ბილწავდა ქრისტეს ეკლესიას და, ზოგადად, სასულიერო პირთა ღირსების ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდა.

დამატებითი კანონების შესახებ ტარასის ეპისტოლეთი მთავრდება მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონიკური კრებული. მას მოსდევს დამატებანი, კერძოდ:

1. იოანე მმარხველის (+ 595) კანონიკონი. იოანე კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა 582 წელს და ერში განსაკუთრებული პატივი მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მარხვებს მუდამ განსაკუთრებულად მკაცრად იცავდა, მას „მმარხველი“ უწოდეს. საეკლესიო სამართალისთვის მისი ნაწარმოებებიდან მნიშვნელოვანია „კანონიკონი“, სადაც იგი აღმსარებლებს შეაგონებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ აღსარების ჩაბარების დროს და როგორ უნდა გამოიყენებოდეს შესაბამისი კანონები სხვადასხვა ცოდვის შემთხვევაში. მთელი რიგი საუკუნეების მანძილზე ეს წიგნი დიდი პატივისცემით სარგებლობდა. XIV საუკუნეში ბლასტარმა მისგან შეადგინა სახელმძღვანელო აღმსარებელთათვის. ბლასტარის ეს სახელმძღვანელო წიგნი, იოანე მმარხველის კანონიკონიდან შედგენილი, ბერძნულ კანონიკურ კრებულებში გადავიდა, უპირველესად – „პიდალიონში“, მერე – „ათენის სინტაგმაში“. იოანე მმარხველის ,,კანონიკონი“ აღმოჩნდა საფუძველი „ნომოკანონისათვის“, რომელიც შედის სლავურ დიდ კურთხევანში.

2. ნიკიფორე აღმსარებლის (LL 818) კანონები. ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად დაადგინეს 806 წელს და ეკლესიას 815 წლამდე მართავდა, ვიდრე კათედრიდან განკვეთდა ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი,იმისათვის, რომ იგი VII მსოფლიო კრების განწესებების ერთგული რჩებოდა; ნიკიფორე საპყრობილეში გარდაიცვალა. მისი მრავალი თხზულებიდან, ზოგიერთი მნიშვნელოვანია 988 უპისკოპოსი ნი 2) ოდიში (შილაში) საეკლესიო სამართლისათვის. ასეთად ჩვენთვის ცნობილია: ა) კანონი პირველი ექვსი მსოფლიო კრების შესახებ; ბ) კანონიკური განწესებანი სხვადასხვა საკითხებზე; გ) კანონები, ამოკრებილი მისი ტიპიკონიდან; დ) კანონები, ამოკრებილი იმ საეკლესიო განწესებებიდან, რომლებიც მან სხვა წმინდა მამებთან ერთად გამოსცა. ნიკიფორეს ყველა კანონიდან ბლასტარმა შეკრიბა 37 მთავარი, რომლებიც „პიდალიონში“ შევიდა, სხვა ხელნაწერიდან კი 38 შევიდა „ათენის სინტაგმაში“. ორივე ამ კრებულში დამატებულია კიდევ 7 კანონი; შემდეგ, „ათენის სინტაგმაში“ კიდევ 9 კანონი – ნიკიფორეს საერთო საეკლესიო განწესებებიდან, და 17 კანონიკური კითხვა-პასუხი მისი ერთ-ერთი კანონიკური ეპისტოლედან. ,,კორმჩაიაში“ (57-ე თავ) შევიდა ბლასტარის მიერ შეკრებილი 23 კანონი.

3. ნიკოლოზ კონსტანტინოპოლელის სინოდალური პასუხები. ამ პატრიარქის საჭეთმპყრობელობისას (1086-1111), წმინდა მთის (ათონის) ბერებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სინოდს მიმართეს საეკლესიო მსახურების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა შეკითხვით. სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს მოხსენიებულ პასუხებს.” პიდალიონში, ისევე, როგორც ათენის სინტაგმაში, შედის 11 კითხვა და ამდენივე პასუხი. ამ უკანასკნელში მოყვანილია აგრეთვე ცალკეული პასუხის განმარტება.

4. კანონიკური განწესებანი: ა) ბასილი დიდის „სიკეთეში დადგრომილობისათვის“, ამოკრებილი ბასილი დიდის ეპისტოლედან ნიკოპოლისელთა მიმართ; ბ) იოანე ოქროპირის „დამნაშავეთა გამოსასწორებლად“; ბ) „წმინდა საიდუმლოთა მიღების ჟამზე“, დ) წმინდა ანასტასის ერთი კანონიკური პასუხი; ე) ბასილი დიდის კანონიკური განწესება, რომელსაც მისი ეპისტოლე შეიცავს“ და ვ) განწესება იმავე საკითხზე იოანე ოქროპირის განმარტებიდან პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე ეფესელთა და ებრაელთა მიმართ;“+% %ზ) იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მღვდელი ეკლესიაში, – ბასილი დიდის შეგონებელი სიტყვა მღვდლებისადმი #45 "ათენის სინტაგმაში ეს კითხვა-პასუხები შემდეგნაირად სათაურდება: „კითხვები ქალაქის (კონსტანტინოპოლის! გარეთ მოსაგრე ბერებისა და კონსტანტინოპოლის სინოდის პასუხები მათზე, უწმინდესი პატრიარქის ნიკოლოზის დროს და მარადმოსახსენიებელი იმპერატორის ალექსი კომნენის ზეობისას, ანტიოქიის პატრიარქის თეოდორე ბალსამონის განმარტებებით“.

"ეს ეპისტოლე დაწერილია 372 წელს.

““პიტრა კიდევ აღნიშნავს იოანე ოქროპირის შემდეგ კანონებს, რომლებიც შედის მის მრავალრიცხოვან თხსულებებში: 1) ცოდვების მიტევების შესახებ (50-ე ფსალმუნზე); 2) აღსარების შესახებ (იოანეს სახარების განმარტებიდან); 3) იმის შესახებ, რომ ერისკაცებმა ვერ უნდა გაბედონ მღვდლის შეურაცხყოფა და განკითხვა (იოანეს სახარების განმარტებიდან); 4) ქრისტესა და მღვდლის შესახებ (თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებიდან); 5) მღვდელების, მათი თვისებებისა და მოვალეობების შესახებ (ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს განმარტებიდან); 6) მღვდლების შესახებ (სიტყვიდან „მღვდლობის შესახებ“); 7) კვლავ იმათ შესახებ (იმავე სიტყვიდან); 8) 143-ე კანონი, რომლითაც დაენიშნებათ სასჯელები სხვადასხვა დანაშაულისათვის; 9) შემაგონებელი მუხლები.

"ათენის სინტაგმა, IV, 391-392.

მსგავსი კანონები:მოც.55IV მსოფ.18ტრულ.34

PDF გვ. 277 · კანონის ტექსტი დიდ სჯულში →

განმარტებების ტექსტი სკანირებული წიგნიდან ავტომატური ამოცნობით (OCR) არის მიღებული და ზოგჯერ შეიცავს უზუსტობებს.